შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაცვლა (თავი 2)


2-08-2022, 18:56
ავტორი Sad Writer
ნანახია 1 587

"ასე ხდება ქვეყანაზე…ყველა ცოცხლობს,ყველა კვდება…მაგრამ იცით რა ვერ გავიგე?! ზოგი უღირსი ღირსეულზე დიდხანს რატომ ცოცხლობს?!"

გამთენიის ხუთი იყო დაწყებული როდესაც დემნა გარეთ სარბენად წავიდაა, საოცარია კახეთის გარიჟრაჟი. ერთ საათიანი შეუსვენებელი სირბილის შემდეგომ, ცივი შხაპი მიიღო, დილის საუზმე მიირთვა, ჭიქა ყავასთან ერთად, სპორტული ტანსაცმელი მოირგო, ჩვეულებრივისგან განსხვავებით და დილაადრიან ვენახში წავიდა. მუშები შვიდ საათზე დაიბარა, რათა შუადღის მწველ მზემდე საქმეები მოესწროთ. კახეთში ვენახის აღება ტრადიციულად აგვისტოს ბოლოს იწყება ამიტომ დემნას სურდაა რომ მალე მოესწრო ვენახის აღება , ღვინო ჩამოესხა და ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორი გამხდარიყო, არც კავშირები აკლდა საზღვარგარეთ, არც პარტნიორი ქვეყნების რაოდენობას უჩიოდა, მაგრამ სურდა მამამისის ოცნება რეალობად ექცია, რომელიც კაცმა თავისივე სიცოცხლეში ვერ განახორციელა, რადგან ცხოვრება ძალიან მუხთალი რამეა და როდის , სად ან რა ვითარებაში გიმტყუვნებს მხოლოდ მაღალმა ღმერთმა იცის. დემნასთვის მთავარი პრობლემა ვენახი იყო, რომ ჯანსაღი, ნატურალური, მოსავალი აეღო. ვენახში მისულს მუშები ადგილზე დახვდა, ძალიან გაეხარდა მათი პუნქტუალურობა და საქმისადმი პასუხისმგებლობა. ვერ იტანდა ადამიანთა ისეთ კატეგორიას, რომლებიც მუქთად ცხოვრებას არჩევდნენ, ვიდრე საკუთარი შრომით მიღწეულ შედეგს და ამ შედეგით ცხოვრებას.
დემნა საშუალო ფენის ოჯახში გაიზარდა , სვანეთის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელ უშგულში. არ შემიძლია ამ დასახლებაზე გრძნობების და ჩემი ემოციების გარეშე ვისაუბრო, ყველამ კარგად ვიცით მისი ულამაზესი ბუნება , ხალხი , ტრადიციები, მთის კანონები, რომლებზე საუბრითაც თავს არ შეგაწყნეთ, მაგრამ ერთი რამ მინდა ვთქვა, უშგული ეს არის თავისუფალი სვანეთის უბატონო სოფელი. მამას ცხენების ფერმა ჰქონდა, საუკეთესო ცხენის ჯიშები ჰყავდა, დიდი სიყვარულით უვლიდა მათ და ჰპატრონობდა, დემნასაც ძალიან პატარა ასაკში შეასწავლა ცხენზე ჯირით და თავისუფალი სულის ვაჟკაცად აღზარდა იგი. თუმცა ,როგორც ზემოთ ავღნიშნე, მუხთალმა ცხოვრებამ მისი ბედი უკუღმა დაატრიალა და ბოროტი ადამიანების არსებობამ მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. რომელშიც რევაზ დანელიას ხელი ურევია. ჯერ იყო და ცხენების ფერმის შესყიდვა უნდოდა და თავისი ბინძური ბიზნესის ვითომ სასიკეთოდ წარმართვა, თუმცა დავით დადეშქელიანმა, დემნას მამა, უარი უთხრა, რადგან თავისი ოფლის ფასად შექმნილ ბიზნესს არავის დაუთმობდა, მითუმეტეს ისეთ კაცს, რომელიც ძალიან ცუდი ავტორიტეტით სარგებლობდა და მისი გაფუჭებული სახელი სვანეთში ყველასთვის ცნობილი იყო, როდესაც ახვლედიანები საკუთარი მიწიდან აყარა და მათი სახლი ძვირადღირებულ სასტუმროდ გაადააკეთა, რით არ დაემუქრა, თავიდან არცერთი ახვლედიანი არ ტყდებოდა თუმცა, მისი ვაჟი ძალიან ცუდად „გასვარა“ და შანტაჟი მოუწყო, რომ სამუდამოდ ციხეში ამოაყონებდა თავს, საფასურად კი მათ სახლს ითხოვდა და ყველანი მშვიდად დაასრულებდნენ. მოგეხსენებათ და შვილი მწარეა, ახვლედიანის უფროსმა მამაკაცმა დანანებით მოავლო თვალი თავის ოფლით ნაშენებ მრავალწლიან კარ-მიდამოს და დადარდიანებული აიყარა და გადაცხოვრდა ცოლოურში.
დავით დადეშქელიანს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა დემნა, პატარა იყო ჯერ კიდევ, როცა რევაზი მისი მოუშორებელი ჭირი იქცა და კაცს მოსვენებას არაძლევდა. ორ კვირაში ერთხელ მუდამ შუამავლებს უგზავნიდა , რომ მისი ცხენების ფერმა თავისივე საჯინიბოთი დაეთმო, მისთვის მიეყიდა ის კი იმდენ თანხას გადაუხდიდა, რომლის საშუალებითაც უდარდელად იცხოვრებდა. დავითი არ ნებდებოდა, ყოველ ჯერზე მოსულ შუამავალს უარით ისტუმრებდა და მისი პასუხი მხოლოდ ოთხი სიტყვით შემოიფარგლებოდა
-მე ღირსებას არ ვყიდი!
დიახ, რევაზის საქციელი დავითის ღირსების საზღვარს კვეთდა და კაცი დიდ მოთმინებას იჩენდა, რომ არ აფეთქებულიყო. დემნას დედა, თაია დადეშქელიანი ძალიან მშვიდი ბუნების ქალი იყო, მის სილამაზეზე ლეგენდები დადიოდა სვანეთში, სწორედ მისი დედული იყო კახეთი და მამამისმა ის მიწები გაუყიდა თაიას დედას , რომელიც ეხლა დემნას ეკუთვნის. სწორედ თაიას სურვილი იყო რომ დაებრუნებინა მისი ბავშვობა, რომელიც ოდესღაც მამამ წაართვა. ამიტომ დავითს სურდა ქალისთვის , საყვარელი მეორენახევრისთვის, მისი ბავშვობა დაებრუნებინა. ამიტომ შრომობდა ცხენების ფერმაში დღე და ღამე , რომ საკმარისი თანხა მოეგროვებინა, რათა ის მიწები გამოესყიდა, თუმცა მოხდა ის რასაც არასდროს არავინ არ ელოდა. დემნა თორმეტი წლის იყო, მაშინ და საზაფხულო არდადეგებს მის ბიძასთან, დიმა დადეშქელიანთან ატარებდა ამერიკაში. ძალიან უყვარდა დემნას ბიძა. დიმას კი მისი ძმისშვილი საკუთარი შვილით უყვარდა. დიმას ერთი ქალიშვილი ჰყავდა ნიტა, სამწუხაროდ მისი მეუღლის ერთადერთი ორსულობა იყო, რის შემდეგაც დაფეღმძიმება ვერ ვეღარ შეძლო, ჯანმრთელობის პრობლემის გაუარესების გამო. საშვილოსნოს კიბო აღმოაჩნდა , ვერცერთმა ნაყოფმა ვერ შეძლო გაეწოვა ეს კიბო , რის გამოც ნაყოფი განვითარებას წყვეტდა ორი კვირის შემდეგ. კიბო მთელს ორგანიზმს , რომ არ მოსდებოდა აუცილებელი გახდა საშვილოსნოს ამოკვეთა. ძალიან დადარდიანებული იყო ლიზა, თუმცა დიმა გმირულად ედგა გვერდში და ქალის ამ მდგომარეობის შემსუბუქებას ცდილობდა. ყოველთვის მის გვერდით იდგა და სიყვარულს თავის ცხოვრებაში არსებულ ორ ქალს, ლიზას და ნიტას ახარჯავდა. მათ უზრუნველ მომავალზე ფიქრობდა. სამწუხაროდ, რეალობა ძალიან შავფერებში იყო მათი ოჯახისთვის, მაგრამ ყოელივე ეს დიმას დამწუხრების უფლებას არ აძლევდა, რადგან ძალიან დიდი იმედი უნდა ყოფილიყო მისი მეუღლისვის. ლიზა ყოველთვის სევდიანი თვალებით უმზერდა დიმას, მაგრა ამ სევდიან თვალებში ყოველთვის ჩანდა სიამაყის შეგრძნება მისი ქმრისადმი და იცოდა ამ ტკივილს მარტო ის არ უმკლავდებოდა. მას ძალიან დიდი იმედი ჰყავდა დიმა დადეშქელიანის სახით და მისი ცხოვრების ეს მტკივნეული მომენტი სამუდამოდ წარსულში მოიტოვა და გახდა ყველაზე ძლიერი ქალი შვილისთვის და ქმრისთვის.
-ძალიან მტკივნეულია რომ შენნაირ კაცს მეტ შვილს რომ ვერ გავუჩენ, მაგრამ მიყვარხარ უსაზღვროდ და უპირობოდ ჩემო სიცოცხლე და ჩვენს ერთცალთან ერთად მინდა ბედნიერი ცხოვრება მოვიწყოთ
ერთ საღამოს სრულიად მოულოდნელად მიეხუტა ქმარს და ეს სიტყვები მის გულთან ახლოს წარმოთქვა. იცოდა დადეშქელიანმა ქალი რასაც გრძნობდა, მაგრამ ყველაზე ბედნიერი იყო იმ წამში, რომ მეუღლემ ძალა იპოვა და ოჯახს კიდევ ერთხელ მისცა ბედნიერების შანსი. ბედნიერება წვრილმანებშია და მას არც შვილების რაოდენობა და არც სქესი არ განსაზღვრავს. ძალიან უყვარდა დიმას მისი ქალიშვილი ნიტა და ძმისშვილი დემნა, რომელიც შვილივით ჰყავდა. ბედნიერი იყო მის ძმას რომ ასეთი კარგი ცოლი ჰყავდა თაიას სახით, რომელმაც ვაჟკაცი ბიჭი აღუზარდა. დემნა პატარა ასაკიდანვე გამორჩეული იყო სიდინჯით, სერიოზულობით, გაწონასწორებული ხასიათით და მისი უდავოდ სიმპატიური გარეგნობით. მაღალი, მხარბეჭიანი შავგვრემანი მამაკაცი იყო, სწორი ცხვირით, სავსე ტუჩებით და ხორბლისფერი კანით. მიუხედავად იმისა რომ სუფთა სვანურ გენს არ გაჰყვა თუმცა მისი ნაცრისფერი თვალები სწორედ სვანებისთვის დამახასიათებელ თვალის ფერს ჰგავდა. უძირო თვალები ჰქონდა, მახვილი მზერა და გამჭოლი გამოხედვა.
რომ დავუბრუნდეთ საშინელ რეალობას, რომელიც ზაფხულის მიწურულს დაატყდა თავს დადეშქელიანების ოჯახს, როგორც ავღნიშნე თორმეტი წლის დემნა დიმასთან იმყოფებოდა ამერიკაში, გამთენიის ხუთ საათზე, ჯერ კიდევ არ იყო კარგად გათენებული, ცხენების ფერმა მთლიანად ცეცხლის ალში იწვოდა, ცხენებმა გაქცევაც ვერ მოასწრეს ყველა გასასვლელი სპეციალურად გადაკეტილი იყო, თან ისე იყო ჩარაზული აშკარად სურდა ვიღაცას რომ ყველა სულიერი დამწვარიყო. სამწუხაროდ, ძალიან დიდი ტრაგედია დატრიალდა, ვინაიდან ფერმა დავითს სახლის უკან ჰქონდა და ცეცხლის ალი სახლსაც მოედო, , საშინელმა მახრჩობელა კვამლმა მისი ცოლიც შეიწირა, რადგან ცეცხლის მთელ სახლს სწრაფად წაეიკიდა და ძილბურანში მყოფმა ცოლმა ვერც გამოსვლა მოასწრო და ვერც სასუნთქი გზების დაფარმა, რომ კვამლისთვის საშუალება არ მიეცა ფილტვებამდე მიეღწია. თავზარდაცემული იყო დავითი, როდესაც შეამჩნია რომ ცეცხლის ალი სახლს გადაედო, სწრაფად გაემართა.
-თაიაააა ბოლო ხმაზე იღრიალა და სწრაფად განაგრძნო სირბილი
თუმცა დაგვიანებული აღმოჩნდა. დავითი პირველი ხარისხის დამწვრობით მესტიის რეანიმაციაში მოხვდა, ცოლის გადარჩენა უნდოდა თუმცა ოთახამდე მისასვლელი საყრდენი კედელი ჩამონგრეული დახვდა და შეღწევა სურდა, თუმცა ვერ შეძლო და მასაც მახრჩობელა კვამლმა დეზორიენტაცია დაუკარგა. სამწუხაროდ, ძლიერი დამწვრობის გამო გულმა მეტს ვეღარ გაუძლო და დავითიც საავადმყოფოს რეანიმაციაში რამდენიმე საათში გარდაიცვალა. მთლიანად სვანთი შავებით შემოისა, ის არ იყო მარტო უშგულის ტრაგედია, ის მთელი სვანეთის ტრაგედია იყო. მოგეხსენებათ მთაში გლოვის ტრადიცია მნიშვნელოვნდ განსხვავდება ბარში გლოვასთან. გარდაცვლილი ხუთი დღის განმავლობაშია დასვენებული შინ, მთელი ამ ხნის მანძილზე ოჯახში გლოვაა, მარხულობენ. ქალები დილიდან, მზის ჩასვლამდე მოთქვამენ, სხვადასხვა სოფლიდან ახლობლები მოდიან, რათა ოჯახის ტკივილი გაიზიარონ. ჭირისუფალს განსაკუთრებით უდგას გვერდში ყველა მეზობელი. ამზადებენ სამარხვო კერძებს და მიაქვთ გარდაცვლილის ოჯახში , შლიან დიდ სუფრას- მამაკეცები შეუნდობენ მკვდარს და ისაუბრებენ მის სიკარგეზე. ამის შემდეგ სუფრას გარეთ ჭირისუფლისთვის და სამძიმარზე მოსული ადამიანებისთვის გაშლიან. სირცხვილია, თუ ვინმე უპატივცემულოდ წავა. გასვენებისთვის მთელი თემის მოსახლეობა ოჯახისთვის აგროვებს შესაწირ თანხას. დატირების რიტუალს სვანურად „ლილჭალ“ ქვია, რომლის დროსაც ქალები მიცვალებულების გარშემო ტირიან. მათგან ერთ-ერთი საუბრობს მის კარგ თვისებებზე. მიცვალებული მზის ჩასვლამდე უნდა დაასაფლაონ. დადეშქელიანების დაკრძალვა, რა თქმა უნდა, წესისამებრ შესრულდა. დემნამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო, საშინელი ფსიქოლოგიური სტრესი და ჯერ კიდევ უთქმელი ბავშვი, საერთოდ ჩუმი და მდუმარე გახდა. ძალიან ბევრი ეცადა დიმამ გაეგო მის ძმას, მუდამ ყურადღებიან ადამიანს, მსგავსი რამ როგორ დაემართა, რადგან საგამოძიებო დაწესებულებამ შემთხვევითობას მიაწერა და ხანძრის გაჩენა ჩაუმწვავ სიგარეტის „ბიჩოკს“ დააბრალა და, რა თქმა უნდა. საქმეც ასე „ჩაიფარცხა“. თუმცა ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა საიდან გაჩნდა სიგარეტის ნამწვავი როდესაც დავით დადეშქელიანს სიცოცხლეში ერთი ღერიც კი არ მოუწევია? ბევრი ირბინა დიმამ, თუმცა ბუნდოვანი საქმე კიდევ უფრო ბუნდოვნად დაიხურა და ჩაიფარცხა. ბავშვთა უფლებათა დამცველმა და შესაფერისმა ორგანომ მეურვეობა დიმას მიანიჭა სასამართლო ძალით. ძმისშვილს ხელი მოჰკიდა, ამერიკაში წაიყვანა, მაგრამ დაიფიცა რომ ამ საქმეს არასდროს არ მიატოვებდა და მისი ძმის მკვლელებს აუცილებლად იპოვნიდა. ერთ რამეში დარწმუნებული იყო ეს სვანის გაკეთებული არ იყო, რადგან სვანები საქმეს ღირსეულად და დაუფარავად აკეთებენ.
მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. უფრო ზუსტად ოცი წელი. არცერთხელ არ დავიწყნია დემნას მისი მშობლები. ისწავლა, განათლება მიიღო და ბიძამისთან ერთად ამერიკაში ყოფნის დროს ოჯახის საქმეც გამოიკვლია. ის კი,როგორც ნამდვილი სვანები და მათი ტრადიციები მოითხოვდა „სისხლის აღებას“ აპირებდა, არატრადიციული გაგებით, ღვთის შვილი იყო და არასდროს უფლის ნაბოძარ სიცოცხლეს არავის წაართმევდა, მაგრამ გადაწყვეტილი ჰქონდა რევაზი გაენადგურებინა და თუ საჭირო გახდებოდა მისი შვილების კოშმრადაც გადაიქცეოდა, სათითაოდ ნელ-ნელა წაართმევდა ყველაფერს და მთელ მის ნაშენებ ცხოვრებას თავზე დაანგრევდა. ამას კი ნებისმიერ ფასად გააკეთებდა. პირველ რიგში , მისთვის ძვირფასს წაართმევდა მატერიალურსაც და არამატერიალურსაც.
მწუხრის ჟამი იყო, როდესაც დემნა ვენახიდან ამოვიდა და პატარა კოტეჯში, რომელიც კეთილმოწყობილი ჰქონდა , შევიდა იბანავა, ივახშმა და თავის ახალთახალ მანქნაში ჩაჯდა და თბილისის გზას დაადგა. გზაში იყო როდესაც უცნობი, დაფარული ნომრიდან ტელეფონზეე ზარი შევიდა, გულმა უგრძნო ნომრის ვინაობაზე, ტუჩი ჩატეხა და სასიამოვნო ღიმილით უპასუხა, თუმცა მისი ბოხი ხმა კიდევ უფრო დამძიმდა.
-დემნა დადეშქელიანი გისმენთ! კაცის უკმაყოფილო ხმაზე მაშინვე დადასტურდა მოლოდინები ვინაობასთან დაკავშირებით
-საღამომშვიდობის დემნა, მე რევაზ დანელია, წამყვანი ბიზნესმენი საქართველოში, დიდი იმედი მაქვს რომ მიცნობთ.
-შეიძლება კი, შეიძლება არაა, იქნებ მითხრათ რამ შეგაწუხათ?
მობილური „სპიკერზე“ ჩართო, სიჩქარეს უმატა და კახეთის გზატკეცილზე ორას ოცით მოფრინავდა, თან რევაზის უკმაყოფილო დიალოგს უსმენდა.
-მოკლედ, არ დავიწყებ ჩემი ავტორიტეტის შესახებ საუბარს და დარწმუნებული ვარ რომ გსმენიათ , არ ცხრებოდა რევაზი, რათა მისი უპირატესობაა დაემტკიცებინა
-პირდაპირ საქმეზე გადადით! ამდენი საუბრის დრო არ მაქვს! მოკლედ მოუჭრა დემნან, უკვე ქალაქში შედიოდა.
-მინდა ჩემს ვენახებთან დაკავშირებით რაღაც მნიშვნელოვანი დეტალები გავარკვიოთ, მოთმინებადაკარგულმა რევაზმა პირდაპირ მიახალა სათქმელი
-არ მახსენდება რაღაც მსგავსი სახელი და გვარი ვისგანაც ეს ვენახები ვიყიდე, იქნებ გეშლებათ? - დემნამ ირონიული ტონით უპასუხა
-ზუსტად მაგ საკითხთან დაკავშირებით გირეკავთ, ჩემი საკუთრება ჩემივე ნებართვის გარეშე გაიცა, ამიტომ მინდა ჩემი საკუთრება დავიბრუნო! არც რევაზი ნებდებოდა.
-დარწმუნებული ვარ რომ ყველაფერი კანონიერად განხორცილდა! ირონიას უმატა დემნან
-მე კი დარწმუნებული ვარ ჩემი საკუთრება თქვენ გაქვთ, ამიტომ ხვალ საღამოს შვიდ საათზე ჩემთან გელოდებით, რომ დაგარწმუნოთ ნათქვამის სიწორეში.
-კატეგორიულად მოითხოვთ ჩემთან შეხვედრას?!
-დიახ, ბატონო დემნა!
-კარგით, ხვალ საღამოს შვიდ საათზე თქვენთან!. პასუხის გაცემაც არ აცალა დემნამ და მობილური ტელეფონი გათიშა , ისე რომ კაცს პასუხის საშუალებაც არ მისცა.
ყველაფერი ისე ვითარდებოდა როგორც მას სურდა. კმაყოფილმა ჩაიღიმა და სიჩქარეს კიდევ უფრო მოუმატა.



№1  offline წევრი OKI ME

ოოო რა საინტერესო მომენტში გაწყვიტეე :((( ახლა ისმის ერთი უმთავრესი კითხვა. :D როდის დადებ ახალ თავს? :D:D კარგი იყო უბრალოდ მე არ მეყო. :((( იმდენად მომწონს რომ არ მინდა დასრულდეს. ❤️

წარმატებები ❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ნინიკო

საინტერესოდ წერ heart_eyes heart_eyes ველი შემდეგ თააავს!!!

 


№3 სტუმარი დადეთ ახალი თავი. გთხოოვთ

ახალი თავი მალე დადეთ და გაზარდეთ მოცულობა

 


№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

გამოხარდა რომ დაგვიბრუნდი❤️
--------------------
ლანა

 


№5 სტუმარი სტუმარი თამუ

არ აგრძელებთ? მშვენივრად ჰყვებით ამბავს.

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინა

რატომ შეწყვიტეთ. არ აგრძელეებთ, საკმაოდ ბევრი ადამიანების კიტხულობდნენ ტქვენს მოტხრობას, ადე მიტოვება კი სირცხვილია და მათი უპატივცემულობა. გტხოვტ გააგრძელეთ, თუ არადა რისთვის დაიწყეთ

გააგრძელეთ, გელოდებით

თქვენი მკითხველი ველოდებათ, ველით გაგრძელებას, იმედია გააგრძელებთ. პატივისცემით

 


№7 სტუმარი სტუმარი ნანა

რატომ არ აგრძელებთ. მაშ რისთვის დაიწყეთ დაწერა

ასე არ შეიძლება. ეს მკიტხველის უპატივცემულობაა

 


№8 სტუმარი სტუმარი ნანა

აღარ აგრძელეებ.მოგბეზრდაა.მაშ რიდთბის დაიწყე საერტოდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent