შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და ალბათ…


26-08-2022, 00:11
ავტორი nensimila
ნანახია 10 133

მე ნენე არღვლიანი ვარ, 27 წლის, დავიბადე თბილიში, მამა გიორგი არღვლიანი სვანეთიდან არის , იქ თითქმის სულ დავდიოდით თუმცა წლების უკან დავტოვე სამუდამოდ სოფელი, დედაზე თითქმის არ ვსაუბრობ რადგან წლების უკან როცა სკოლა დავასრულე სასწავლებლად თბილისი ავირჩიე ხოლო მან ძალდატანებით გამაგზავნა ამერიკაში სასწავლებლად , მომიწია დამეტოვებია ყველა და ყველაფერი , ჩემთვის ეს დიდი სტრესული პერიოდი იყო , მყავდა და რომელიც 4 წლის წინ გარდაიცვალა , ანიტა დღეს 29 წლის ინებოდა მისი სიკვდილი დღემდე უცნობი და გაუგებარია ჩემთვის , ის მოკლეს , თუმცა მე ამას აუცილებლად გავიგებ. დიდად არც მე და გიორგის (მამას) გვაქ კარგი ურთიერთობა თუმცა მაინც ვინარჩუნებთ მამა-შვილის სახეს. ამერიკაში სამართლის ფაკულტეტი დავასრულე , ხოლო როცა საქართველოში დავბრუნდი მამას კომპანიაში დავიწყე მუშაობა ადვოკატად. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე ერთადერთი რამ რაც სიამოვნებას მანიჭებს ჩემი პროფესიაა. არის სირთულეები თუმცა არა ისეთი რასაც მე ვერ დავძლევ .
-გამარჯობა გიორგი, როგორ ხარ? სხვებისგან უნდა ვიგებდე რომ გაფართოვებას აპირებ?ალბათ ჯერ კიდევ ვერ აღმიქვავ როგორც შენს შვილს არა?-უკვე ძალიან მაღიზიანებს და ეს ხმაშიც კარგად მეტყობა.
-ბევრი საქმე დამიგროვდა შვილო და არ გამახსენდა რომ მეთქვა.-ირონია იგრძნობოდა მის საუბარში თუმცა ეს მას ჩვევია.
რათქმაუნდა როგორც მე დაგავიწყდით შენ და ნინოს როცა ამერიკაში გამანგზავრეთ თანაც წლებით. -ვეღარ მოვითმინე და რაც გულში მქონდა ყველაფერი ვუთხარი.-ჩემი და ისე მოკვდა ვერც გამოვემშვიდობე ეგ კიარა ბებიას რომ არ დაერეკა ვერც გავიგებდი თქვენ რა ადამიანები ხართ ესეთი უგულოები როგორ გახდით. ნუთუ არ გაინტერესებს ვინ მოკლა ანიტა რის გამო გაწირეთ უდანაშაულო გოგო რომელმაც სიცოცხლეც ვერ იგემა წესიერად. მძულხართ და ეს არასოდეს შეიცვლება.
-როგორ ბედავ ჩემთან ასე საუბარს მე მამაშენი ვარ და ეს ჩემი კომპანიაა. აქ შემოსვლის შემდეგ შენც როგითი თანამშრომელი ხარ არ დაგავიწყდეს .-მთელ ხმაზე ყვიროდა ხალხმა დერეფანშიც კი გაიგონა თუმცა არც მე დავაკელი.
-არც შენი გვარი მინდა და არც შენი კომპანია. თქვენ მხოლოდ ფული გადარდებდათ და ეს ასე იქნრბა მუდამ . სამსახურიდან მივდივარ ბატონო არღვლიანო-გამწარებულმა ავიღე ნივთები და კარი გამოვიღურე როგორც კაბინეტის ასევე მთელი ამ დაწყევლილი კომპანიის . თითქმის მანქანასთან მისულს ტელეფონის ზარი გაისმა.
-დიახ გისმენთ-აღელვება მეტყობოდა ხმაში , ჭკუიდან მშლიდა მამაჩემი მისი ეს საქციელი .
-გამარჯობა ნენე, მე ალექსანდრე დადეშქელიანი ვარ . -გაისმა ბოხი და ამავდროულად მკაცრი ხმა თუმცა ჩემთვის ძალიან უცნობი.
-უკაცრავად მაგრამ ვერ გიცანით .
-მამაშენის მტერი ვარ როგორ თუ ვერ-ირონია იგრძნობოდა მის ხმაში თუმცა ხუმრობად ჩავთვალე რადგან მამაჩემს მთელი თბილისი იცნობდა და ალბათ ერთ ერთი ნაცნობიათქო.
-სახუმაროდ არ მცალია . -ტელეფონის გაგიშვას ვაპირებდი როცა მისი ხმა გაისმა.
-მინდა შენი დის მკვლელზე გესაუბრო, და საბოლოოდ გაიგო რის გამო მოკვდა შენი ანიტა.-წამიერად გონება დავკარგე , ჩემი დის ხსენებამ აზრი დამაკარგინა ამდენი წლის მერე ბუთუ გავიგებ ვინ და რატომ ღმერთო.
-ვინ ხარ ან საიდან იცი ჩემი დის შესახებ?თუ ეს ხუმრობაა მწარედ განანებ.
-ხვალ პირველ საათზე კასაბლანკას კაფეში გელოდები. ამ საუბრის შესახებ არავინ უნდა გაიგოს თორემ სიმართლეს საბოლოოდ დაემშვიდობე. ხოლო ამასთან ერთად ხელშეკრულებას დავდებთ- დავიბენი ხელშეკრულება რისი? თან სრულიად უცხო მამაკაცს როგორ უნდა ვენდო.
-რა ხელშეკრულებაზე საუბრობთ? ვერ მიგიხვდით.
-ამას ხვალ გაიგებ ნენსი. ნახვამდის -მისი ნახვამდის ისე რბილად და თბილად ჩამესმა ყურში სულ გადამავიწყდა ჩემი დარდი და საფიქრალი. ღმერთო საბოლოოდ გავიგებ ხვალ ჩემი დის საქმეს.



№1 სტუმარი სტუმარი ლიზი

საინტერესოა ველიდები შემდეგს ♡♡

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent