შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყალბი თავისუფლება (დასასრული)


27-08-2022, 23:10
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 3 461

ისევ საწოლში მოვიდა გონს, თვალები არ გაუხელია თუმცა მაშინვე მიხვდა რომ ამჯერად საბას საძინებელში არ იყო, ოთახში მისთვის დამახასიათებელი სურნელი არ ტრიალებდა, ასე თვალდახუჭულმა სცადა იმ ყველაფრის გაანალიზება რაც მოხდა, გონებაში ელვის სისწრაფით ენაცვლებოდა ერთმანეთს ნაწყვეტ-ნაწყვეტი აზრები, საბას ბიძამ მისი მშობლები დახოცა? თანაც სრულიად შემთხვევით, ბიძამისის გამო გამოიარა ის ტანჯვა-წამება, ბიძამისის გამო მოუწია ჯანოს ატანა და...
ჯანდაბა, ახლაღა დაფიქრდა იმაზე რაც მოისმინა, -საბას ჰგონია რომ მივატოვებ და ნუთუ დამასწრო, ნუთუ სანამ გულწასული ვიყავი სახლში დამაბრუნა, ნუთუ ასე უბრალოდ გამიმეტა? სულელი, ნუთუ ფიქრობს რომ ბიძამისის დანაშაულის გამო მასზე უარს ვიტყვი? -დაფეთებული და თვალებდაჭყეტილი წამოხტა ფეხზე და იქვე სავარძელში მჯდომი რატის დანახვისას ხმამაღლა შეჰკივლა თუმცა მალევე გაიაზრა რომ რაკი რატი აქ იყო ესე იგი საბაც სადღაც ახლომახლო იმყოფებოდა და შვებით ამოისუნთქა.
- კარგად ხარ? -ფეხზე წამოდგა რატი, მიუახლოვდა და მხარზე მსუბუქად მოუჭირა, -მაპატიე თუ შეგაშინე უბრალოდ მინდოდა შენს გვერდით ვყოფილიყავი, სანამ უგონოდ იყავი ექიმმა გაგსინჯა მაგრამ ვიფიქრე რომ თუკი ცუდად გახდებოდი...
- ის სად არის? -მოუთმენლად შეაწყვეტინა ალექსანდრამ.
- ალბათ ისევ ეზოშია, ელოდება როდის გამოფხიზლდები და უკვე მეასედ უვლის გარშემო სახლს, -გაეღიმა რატის.
- ჰოო? ნერვიულობს? -ისე მშვიდად კითხა რომ რატიმ გაოცებისგან წარბები აზიდა.
- კი ძალიან ნერვიულობს, -გულწრფელად უთხრა და ღრმად ამოიოხრა.
- მის საძინებელში რატომ არ ვარ? ჩემთან რატომ არ არის?
- იფიქრა რომ ამ ოთახში და მის გარეშე უფრო მშვიდად იქნებოდი, -მხრები აიჩეჩა რატომ და უხერხულად გაიღიმა, გინდა რომ დავუძახო?
- სულელია მე კი მასზე უფრო მეტად სულელი ვარ, -თმებში შეიცურა თითები და მერე თავშეუკავებელი ნერვიული სიცილი აუტყდა, მხრები უცახცახებდა და რატი მშვენივრად ატყობდა რომ სადაცაა ეს სიცილი ტირილში გადაიზრდებოდა, მხარზე ხლი მოხვია, აიძულა საწოლზე ჩამომჯდარიყო და თვითონაც გვერდით მიუჯდა, ერთხანს თავზე ხელს ნაზად უსვამდა და ასე ცდილობდა მის დამშვიდებას, ბოლოს ვეღარ მოითმინა...
- მისმინე ალე, ისე კარგად ნამდვილად არ გიცნობ რომ ერთი შეხედვით მივხვდე რა გაწუხებს, თუმცა იმდენს ვხვდები რომ ეს ამბავი ისე ცუდად არ მიგიღია როგორც საბა ელოდა თუმცა შენს რეაქციას ვერაფრით ვხსნი, რა ხდება?
- თავში ყველაფერი ამერია რატი არ ვიცი რა ვქნა, შენ რას იზავდი ჩემს ადგილზე რომ იყო? რას იფიქრებდი, საბაზე გაბრაზდებოდი?
- არა, საბა საერთოდ რა შუაშია, შენ კიდევ არ იცი ბიძამისის გამო რა გადაიტანა, დედა მამა და და ერთ დღეს დაკარგა, ჯერ გლოვაც კი არ ჰქონდა დასრულებული რომ ბიძამისი გამოეცხადა და პირდაპირ არა მაგრამ ირიბად მიანიშნა რომ ყველაფერში მისი ხელი ერია, ეგონა საბას ამდენი დარდი დააუძლურებდა და უფრო ადვილად გახდებოდა მისი მარიონეტი, თანაც იმისთვის სჯიდა რომ მასთან წასვლაზე უარი უთხრა...
- და საბამ რა გააკეთა? -ალექსანდრამ ინტერესით სავსე მზერა შეანათა რატის.
- იმ დღიდან ძალიან შეიცვალა, ჩამოგვშორდა და ერთხანს ისიც კი გვეგონა რომ ბიძამისმა მართლაც შეძლო მისი გადაბირება, მასთან ერთად გაემგზავრა.
- ესე იგი ბიძამისს დათანხმდა? მიუხედავად იმისა რომ იცოდა რაც გააკეთა? ანუ რა გამოდის რომ მთელი მისი ქონება, ბიზნესი რომელსაც უძღვება...
- არა, არასწორად გაიგე, -რატიმ მოღუშულმა შეაწყვეტინა მსჯელობა, -ყველაფერი რაც საბას გააჩნია მხოლოდ მისია, საკუთარი შრომით აქვს შეძენილი, ბიძამისთან ყოფნა მხოლოდ მასზე შურისძიებისთვის სჭირდებოდა, ის ქონება კი რაც მისგან უნდა დარჩენოდა ბოლო თეთრებამდე საქველმოქმედო ორგანიზაციებს გადასცა.
- და ბიძამისი?
- სასტიკად იძია შური, ბოლომდე გაანადგურა, თუმცა შენთვის მეტის მოყოლის უფლება ნამდვილად არ მაქვს, თუ ოდესმე მოუნდება თვითონ მოგიყვება, უბრალოდ იმის თქმა მინდოდა რომ საბა ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას...
- ვიცი, -თავი დახარა, ხელები მუხლებზე დაიწყო და ღრმად ამოიოხრა.
- ანუ მისგან წასვლას არ აპირებ? -რატის ხმაში აშკარად იგრძნობოდა სიხარული.
- შენი აზრით ნორმალურია რომ ჩემს მშობლებზე კი არა იმაზე ვფიქრობ რომ უიმისოდ ცხოვრებას ვერ შევძლებ?
- გგონია რომ შენი მშობლების ხსოვნას შეურაცხყოფ?
უხმოდ დააქნია თავი და მერე ქვემოდან ახედა დიდი ლურჯი თვალებით, -როგორ ფიქრობ, ძალიან ცუდი ადამიანი ვარ?
- შენ ყველაზე უცნაური, კარგი და ჭკვიანი გოგო ხარ ვისაც ვიცნობ, სწორად აზროვნებ, მიხარია რომ შენ ხარ საბას გვერდით, -ღიმილით უთხრა მხარზე ხელი მოხვია და გულზე მიიკრა.
- - - - - - - -
აუზთან მდგარ შეზლონგზე თვალდახუჭული შორტში გამოწყობილი წელს ზემოთ შიშველი იწვა საბა და ცდილობდა როგორმე დამშვიდებულიყო მაგრამ ვერ ახერხებდა, ნეტავ რას გააკეთებს ალექსანდრა როცა გამოფხიზლდება? მხოლოდ ეს უტრიალებდა თავში და წინასწარ თრგუნავდა იმაზე ფიქრი რომ სულ ცოტა ხანში მისი საოცნებო ქალი სამუდამოდ გაიკეტავდა ამ სახლის კარს, ის კი მის შესაჩერებლად ვერაფერს გააკეთებდა, იწვა და სიკდილმისჯილივით ელოდა განაჩენს.
- კიდევ ცოტაც და ამ მზეზე ისე დაიწვები რომ მთელი ღამე ვეღარ დაიძინებ, -სულ ახლოდან რომ მოესმა ნაცნობი ხმა თვალი გაახილა და წამოჯდა, მის გვერდით შეზლონგზე იჯდა ალექსანდრა და ოდნავშესამჩნევი ღიმილით უყურებდა, გაფითრებული იყო თვალები ჩაწითლებული ჰქონდა და ეტყობოდა რომ ცოტა ხნის წინ იტირა, ისეთი თვალებით უყურებდა საბას თითქოს მისგან რაღაცას ელოდა...
- შენ არ წასულხარ, -ჩახლეჩილი ხმით ძლივსგასაგონად ჩაილაპარაკა.
- გინდოდა რომ წავსულიყავი? -ჩაეღიმა ალექსანდრას.
- არ, მე უბრალოდ... შენ... -ენა დაება და თავგზაარეული წამოდგა ფეხზე, ალექსანდრაც მაშინვე მის წინ აისვეტა, უყურებდა საბა მომღიმარ გოგონას და ვერ ხვდებოდა რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდა.
- ახლა არ მითხრა რომ ჩემთან დასაშორებლად მიზეზს ეძებ? გინდა რომ წავიდე? -სერიოზული ხმა ჰქონდა ალექსანდრას, თუმცა თვალებში მოთამაშე მხიარულ ნაპერწკლებს ვერაფერს უხერხებდა და საბაც ნელ-ნელა რწმუნდებოდა იმაში რაც ასე ძალიან უნდოდა, ასეთი დაბნეული და სასოწარკვეთილი საბას ყურება ცოტა არ იყოს ახალისებდა ალექსანდრას თუმცა როცა დაინახა როგორ მიიდო გულზე ხელი და როგორ დაემანჭა სახე ძალიან შეეშინდა...
- რა გჭირს კარგად ხარ? -შეშინებულმა შესძახა და წელზე მოეხვია, მოდი დაჯექი, რა დაგემართა გული გაქვს ცუდად? -ნერვიულობისგან ტუჩები უთრთოდა, ლამის ატირდა, გაღიმებული საბა რომ დაინახა შვებით ამოისუნთქა თუმცა მაშინვე მიხვდა როგორ გააცურეს, ის იყო რაღაც მწარეს და გულისმომკვლელის სათქმელად მოემზადა რომ საბამ ამის საშუალება არ მისცა და მხურვალე კოცნით მოსწყვიტა დედამიწას, მერე კი მასთან ერთად გადაეშვა აუზში.

- - - - - - - - -

- ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღე რომ კუნძული შენთვის დაიტოვე, -თეთრი ჩარდახის ქვეშ ოქროსფერ ქვიშაზე წამოწოლილი საბა ზემოდან მოექცა გოგონას და ტუჩებზე მოწყურებულივით დაეწაფა.
- შენ არ მეუბნებოდი ბაბუაშენის დატოვებული ქონება არაფერში გჭირდებაო, -დაიწუწუნა ალექსანდრამ როგორც კი საბა მოშორდა და ისევ გადაწვა ქვიშაზე.
- კი გეუბნებოდი ოღონდ კუნძული არ მიგულისხმია, ამ საოცრებაზე უარის თქმა სისულელე იქნებოდა, შეხედე რა სილამაზეა, -წამოჯდა და ირგვლივ მიმოიხედა, მერე კი ისევ ალექსანდრას მიუბრუნდა და უკვე საკმაოდ წამოზრდილ მუცელზე გადაუსვა ხელი...
- წარმოიდგინე როგორ დაბაჯბაჯებენ ამ ოქროსფერ ქვიშაზე ჩვენი გოგონები.
- რა იცი რომ გოგონები არიან?
- ჰოდა რომ არ ვიცი მაგაშია საქმე, -ცოტა არ იყოს ნაწყენი ხმით ჩაილაპარაკა, -რატომ აიჩემე რომ დაბადებამდე არ უნდა გვცოდნოდა ტყუპების სქესი.
- იმიტომ რომ სიურპრიზი იყოს, წარმოიდგინე რა მაგარი იქნება ბიჭი და გოგო რომ გვეყოლოს.
- ჰოო ჩვენს პატარა გიჟს და-ძმა ეყოლება, არ გეჩვენება რომ ძალიან დააგვიანეს? წამოდი სახლში შევიდეთ და დავურეკოთ, -წამოდგა და ალექსანდრაც წამოაყენა.
- არ გეჩვენება რომ ძალიან ზედმეტად ნერვიულობ?
- ცუდად არ გაიგო, ნიკოლას საკუთარი თავივით ვენდობი უბრალოდ როცა იმ გიჟს შეეხება საქმე ვერაფერში ვიქნები დარწმუნებული.
- ჰო ანა ნამდვილად არანორმალურია, -გადაიკისკისა ალექსანდრამ, -თუმცა დანიელი საკუთარი შვილივით უყვარს, აი მოდიან კიდეც, -პატარა ჩალით დახურული საზაფხულო ბუნგალოსკენ მომავალ ანასა და ნიკოლასკენ ანიშნა რომელთაც ხელჩაკიდებული მოჰყავდათ ოთხიოდე წლის ბიჭუნა.
- რა უქენით ჩემ შვილს, -შეიცხადა საბამ როცა ჰავაურ სტილში სახე მოხატული ბავშვი დაინახა, მერე კი ზუსტად იგივენაირად მოხატული ანა და ნიკოლა შეათვალირა.
- რომ იცოდე რა მაგრად გაერთო, -აღფრთოვანებულმა ჩაილაპარაკა ანამ.
- მაგარი იყო, -დაუდასტურა დანიელმა, -მამა იცი მოტოციკლეტზე ვიჯექი ნიკოლასთან ერთად, -ჩლიფინით მოახსენა აღფრთოვანებულმა, ნიკოლამ საბას მრისხანე მზერა დააიგნორა და უხერხულად მოიქექა კეფა.
- ძალიან მთხოვა.
- შენ ხარ ბავშვი თუ ის? -ახლა ალექსანდრამ უსაყვედურა.
- ნიკოლას ნუ ეჩხუბებით, -დიდი კაცივით გაეჯგიმათ დანიელი და მუქარით დაუქნიათ თითი, ისეთი საყვარელი იყო სიცილი ვერცერთმა ვერ შეიკავა.
- ამ საღამოს რას ვაკეთებთ? თქვენი ქორწინების ექვსი წლისთავი არ უნდა აღვნიშნოთ? -ანამ ოსტატურად გადაიტანა სალაპარაკო თემა.
- რატომაც არა, -გაეღიმა საბას და მასზე მიკრულ ალექსანდრას თავზე აკოცა.
- თანაც ჩვენ სხვა მიზეზიც გვაქვს, -ნიკოლამ ანას გადახედა თითქოს ანიშნებდა თქვიო.
- ორსულად ვარ, -მოკლედ გამოაცხადა ანამ.
- ცოტა ხანში კიდევ ერთი გიჟი შეემატება ჩვენს პატარა ოჯახს, -გაცისკროვნებული სახით მიუახლოვდა ანას ნიკოლა და ვნებიანად აკოცა.
- - - - - - -
ერთმანეთზე მიკრულები ბუნგალოს აივნიდან უყურებდნენ მთვარის შუქით განათებულ პლიაჟს, ანა და ნიკოლა ერთმანეთს დასდევდნენ და იქაურობას სიცილით იკლებდნენ, ქეითი საქმროს გვერდით იჯდა პირდაპირ ქვიშაზე და ღიმილმორეული უსმენდა, დრო და დრო კი ვნებიანად კოცნიდნენ ერთმანეთს.
- მიხარია რომ როგორც იქნა ქეითმაც იპოვა თავისი მეორე ნახევარი, -გულწრფელი სიხარულით ჩაილაპარაკა ალექსანდრამ.
- მეც ძალიან მიხარია რომ ისიც და ნიკოლაც კარგად არიან, იმ ცხოვრებას რაც ახლა მაქვს მათ უნდა ვუმადლოდე, ისინი რომ არა ახლა ჩემს გვერდით არ იქნებოდი და მე ისევ ისე უბედური გაუცინარი ხელმწიფესავით გავაგრძელებდი არსებობას.
- მეგონა შენ და ნიკოლა ერთმანეთს ვერ შეეგუებოდით.
- იცი რა, ვიფიქრე და მივხვდი რომ მას არასდროს ყვარებიხარ ისე როგორც ქალი, შენ უბრალოდ აკვიატება იყავი მისთვის, ამჩნევ როგორ უყურებს ანას? შენთვის ასე არასოდეს შემოუხედავს.
- კარგია რომ ასე ფიქრობ, ისე რატის და ნატასაც რომ მოეხერხებინათ წამოსვლა რა კარგი იქნებოდა არა?
- აბა როგორ? ნატა სულ რაღაც ორ კვირაში იმშობიარებს, არა უშავს, შემდეგ წელს ჩამოვალთ ერთად, მოიცა მგონი ჩემი ტელეფონი რეკავს, -ნომერს დახედა წამოდგა და რამდენიმე ნაბიჯით მოშორდა ალექსანდრას, დაახლოებით ხუთი წუთი საუბრობდა მერე გათიშა და უხმოდ, სახემოღუშული მიუჯდა გვერდით.
- რა ხდება? ვინ იყო? ასეთი სახე რატომ გაქვს? -ერთბაშად მიაყარა ალექსანდრამ.
- როგორც იქნა ჯანო დაიჭირეს, -დამალვა არც უფიქრია საბას, -სადღაც მთაში იმალებოდა, თურმე საშინელ მდგომარეობაშია, კიბოს უკანასკნელი სტადია ჰქონია, წარმოგიდგენია? ამდენი წელი სადღაც სოროში იმალებოდა მშიერ-მწყურვალი და ტკივილებისგან იტანჯებოდა, ახლა კი მხოლოდ რამდენიმე თვეღა აქვს დარჩენილი და ისიც ციხეში უნდა გაატაროს.
- იმედია ბიძაჩემთან ერთად მოხვდება ციხეში, დარწმუნებული ვარ კარგად გაუგებენ ერთმანეთს, -ცივად ჩაილაპარაკა ალექსანდრამ, სულაც არ გაკვირვებია საბას მისი ასეთი რეაქცია, ჯანომ იმდენი რამ დაუშავა...
- გამომძიებელმა სხვა რაღაცაც მითხრა, ბიძაშენს თვითმკვლელობა უცდია.
- რატომ ცოდვებმა შეაწუხა?
- ჩემი აზრით უფრო იმან შეაწუხა რომ ყველამ ზურგი აქცია.
- ეს სრულიად ბუნებრივი იყო, მიუხედავად იმისა რომ ანას ძმებთან ურთიერთობა არ მაქვს, მაინც მიხარია რომ იმ ყველაფერში რაც ბიძაჩემმა გამიკეთა გარეულები არ ყოფილან, ამიტომაც თქვეს მასზე უარი, მან კი ალბათ ეს ვერ აიტანა.
- ცხოვრება ბუმერანგივითაა, ყველაფერი რასაც აკეთებ უკან გიბრუნდება, -საბამ ალექსანდრას ხელი ხელში მოიქცია და ტუჩებთან მიიტანა, -ყველას ყველაფრისთვის მიეზღო.
- თუმცა ამას ჩემთვის სიმშვიდე არ მოუტანია, ვფიქრობ იმაზე რომ ბიძაჩემი ციხეშია, ჯანოსაც რომ ყველაფრისთვის მიეზღო... ვფიქრობ და ვერაფერს ვგრძნობ.
- შურისძიებას არავისთვის არასდროს არ მოუტანია სიმშვიდე რომ შენ მოგიტანოს, -საბამ ღიმილით შეხედა აწყლიანებულ თვალებში, -ამ ყველაფერზე როგორც შურისძიებაზე ისე ნუ იფიქრებ, უბრალოდ ის გავაკეთეთ რაც უნდა გაგვეკეთებინა, არის რაღაცეები რასაც ვერასდროს დაივიწყებ, უბრალოდ დროთა განმავლობაში გაფერმკრთალება, გადასხვაფერდება, მნიშვნელობას შეიცვლის, შეეჩვევი და ჩვეულებრივად განაგრძობ ცხოვრებას...
- რატომ ხარ ასეთი კარგი, -გულის სიღრმიდან აღმოხდა ალექსანდრას.
- შეხედე, ვარსკვლავი ჩამოვარდა, -ოსტატურად შეცვალა საბამ სასაუბრო თემა.
- აუ სად? როგორ გამომრჩა, მეც მინდოდა რომ დამენახა, რაღაც უნდა ჩავიფიქრო.
- რა უნდა ჩაიფიქრო?
- არ გეტყვი, თუ გითხარი აღარ ამიხდება, -პატარა ბავშვივით გამოუვიდა და საბამ ძლივს შეიკავა თავი რომ არ გაეცინა, გვერდით მიუჯდა, იქვე მიფენილი პლედი აიღო, მხრებზე მოახვია და გულზე მიიკრა.
- ახლა ერთად ვუყუროთ ცას და დაველოდოთ როდის ჩამოვარდება ვარსკვლავი.
რამდენიმე წუთში მშვიდი ფშვინვის ხმა რომ მოესმა, ღიმილით დახედა უკვე ღრმად მძინარე მეუღლეს, უფრო მოხერხებულად მოთავსდა და ისევ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გაუშტერა მზერა.

დ ა ს ა ს რ უ ლ ი



პირველი ისტორიიდან მოგყვები და ჯერ კიდევ ვერ შევეჩვია ასე უცებ დასასრულებს smile მაგრამ ძალიან ტკბილი დასასრული იყო❤️
ალესქსანდრას კი არა უცებ მეც შემეშინდა სხვა ოთახში რომ გაიღვიძა, ვაი და გაუშვა-თქო, მაგრამ მიხარია რომ ორივე შევცდით❤️ კიდევ მიხარია რომ ქეითს შეყვარებული ყავს❤️ აი ნიკოლზე კი ერთი წუთითაც არ მიფიქრია რომ ანა ხელიდან გაუშვებდა relaxed
ისე არც მე ვიტყოდი საკუთარ კუნძულზე უარს.
ტკბილი დასასრული იყო❤️
ველოდები ახალ ისტორიას❤️

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
პირველი ისტორიიდან მოგყვები და ჯერ კიდევ ვერ შევეჩვია ასე უცებ დასასრულებს smile მაგრამ ძალიან ტკბილი დასასრული იყო❤️
ალესქსანდრას კი არა უცებ მეც შემეშინდა სხვა ოთახში რომ გაიღვიძა, ვაი და გაუშვა-თქო, მაგრამ მიხარია რომ ორივე შევცდით❤️ კიდევ მიხარია რომ ქეითს შეყვარებული ყავს❤️ აი ნიკოლზე კი ერთი წუთითაც არ მიფიქრია რომ ანა ხელიდან გაუშვებდა relaxed
ისე არც მე ვიტყოდი საკუთარ კუნძულზე უარს.
ტკბილი დასასრული იყო❤️
ველოდები ახალ ისტორიას❤️


დიდი მადლობა რომ ასეთი ერთგული მითხველი ხართ <3
ახლა ჩემი აზრაელის მეორე ნაწილს დავიწყებ ცოტა ხანში heart_eyes

 


№3 სტუმარი სტუმარი ნატალია

ძალიან სასიამოვნო წასაკითხია დიდი მადლობა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent