შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

და ალბათ…( თავი 4)


29-08-2022, 09:01
ავტორი nensimila
ნანახია 9 815

ამდენი საიდუმლო ძალიან მღლიდა. მის გარშემო სულ რაღაც იმალებოდა.
-და რატომ . მიზეზი ხომ უნდა იყოს. რა მნიშვნელობა აქვს შენს სახელს და გვარს ჩემები ისედაც არ გიცნობენ.
-ხო არ მიცნობენ.- ჩაიბუტბუტა ჩუმად .
ორი კვირაც მალე გავიდა და დადგა ეს ტანჯული დღე . ვერც ვიაზრებ რომ ვქორწინდები კაცზე რომელსაც არც კი ვიცნობ წესიერად და თან უსიყვარულოდ. დიდად არც არასოდეს მიფიქრია გათხოვებაზე და ქორწილზე თუმცა ვერ წარმომედგინა თუ უსიყვარულოდ შევქმნიდი ოჯახს თუნდაც დროებით.
-ნენე შეიძლება ? - კარს მიღმა მაშო იდგა. რომ დამინახა გაოცდა . მეც ძალიან მომწონდა ეს საქორწინო კაბა. ყველაზე ძვირიანი და ფუშფუშა იყო რაც კი ვნახეთ. თანაც თავად დადეშქელიანი მარჩევინებდა. - ძალიან ძალიან გიხდება . ულამაზესი დედოფალი იქნები.
-მადლობა მაშო . შენც ძალიან ლამაზად ხარ . ყველაფერი გიხდება ჩემო ლამაზო. -გრძელი წითელი კაბა ეცვა სერცე გულით წინა მხარეს კი მთლიან ფეხზე ჩახსნილი იყო . მაშოს მაკიაჟი ზოგადად არ უყვარდა და არც ჭირდებოდა ისეთი სახის კანი და სილამაზე აქვს. თბილი ღიმილი მაჩუქა და კაბის შესწორებაში დამეხმარა.
-ლამაზო ჯერ კიდევ გაქვს დრო , გთხოვ კარგად დაფიქრდე.
-საბოლოოდ გადავიწყვიტე . გთხოვ არ ვისაუბროთ ამაზე.- ისედაც გული გახეთქვაზე მქონდა არ მინდოდა კიდე ვარესად გავმხდარიყავი რადგან მეც კი არ ვიყავი საკუთარ გადაწყვეტილებაში დარწმუნებული. ჩემი მეჯვარე რა თქმა უნდა მაშონიყო , მის გარდა სხვა არავინ მყავს , ალექსანდრეს მეჯვარე კი უტა. კარზე კაკუნის ხმამ გამოგვაფხიზლა.
-შეიძლება?- ალექსანდრე იყო.
-რათქმაუნდა , მე დაგტოვებთ- უთხრა მაშომ და ოთახი დატოვა.
-ძალიან მოგიხდა. მიმზიდველი ქალი ხარ. - მთელ სხეულს ათვალიერებდა . გამაღიზიანებლად სიმპატიურად გამოიყურებოდა თავადაც. რომ არა ეს გარიგება ალბათ სხვაგვარად შემიყვარდებოდა კიდეც. ღმერთო რეებს ვფიქრობ .
-შენც კარგად გამოიყურები. წავიდეთ? - საუბრის გაგრძელებას თავი ავარიდე. მინდოდ ადროულად დამთვარდეს ყოველივე ეს მარაზმი.
-წავიდეთ , გველოდებიან.
მისაღებში მაშო და უტა საუბრობდნენ ,ზედმეტად დაახლოვდნენთქო მეჩვენება , ეს ბიჭი თვალში არ მომივიდა დიდად და მაშოსთვის არც მგონია შესაფერისი.
-ვსო წავედით? -იკითხრა ვაჟბატონმა.
-კი წავედით დროულად მოვრჩეთ ყველაფერს. -მკლავდა იმის ფიქრი რომ ამ დღის შემდეგ ჩემთვის ყველაფერ ცხადი იქნებოდა. ჯვარი სიონის ეკლესიაში დავიწერეთ . უკან ვბრუნდებოდით როცა ალექსანდრეს ტელეფონმა დარეკა .
-ხო დედა? კი გზაში ვართ უკვე. ყველა მოვიდა? კარგი მოვალთ. - სამწუხაროდ იმ ქალის ხმა არ მესმოდა.
-საოცარი ქორწინება მაქვს დედაც გყავს და არც ვიცნობ და საერთოდ მათ რა უთხარი?
-მათ იციან რომ ძლიერ მიყვარხარ. და არაფერი დაგცდეს.-რაუნდა დამცდეს. ქალს არც ვიცნობ და ალბათ დიდად კარგინურთიერთობა ვერც გვექნება. რესტორანშიც მივედით. ალექსანდრე დამეხმარა გადმოსვლაში , კაბა ძალიან მიშლიდა ხელს . ჩემი და ჩემი დის საყვარელი რესტორანი იყო. “ ლისი მერე” . ჩემი და სულ იძახდა როცა გავთხოვდები აქ გადავიხდი ქორწილსო. გული მიკვდება რომ ვიაზრებ ახლა მისი ოცნების გზას მე მივყვები თეთრი კაბით ერთი განსხვავებით მე მხოლოდ მის გამო ვაკეთებ ამას , რომ საბოლოოდ დაისაჯოს მისი ოცნების მკვლელი. დარბაზში ძალიან ბევრი ხალხი იყო ჩემი მშობლები ძლივს დავინახე . გაშეშებულები იდგნენ ფერი სულ არ ედოთ სახეზე. თითქოს მკვლელი დაინახესო.
-ნინო , გიორგი გაიცანით ეს ალექსანდრე დადეშქელიანია. ჩემი მეუღლე. - წარბიც არ შეუტოკიათ ისევ სასტიკი გამოხედვით უყურებდნენ მას.
-გამარჯობათ ბატონო გიორგი და ქალბატონო ნინო. -მის ხმაში მკვეთრი ირონია იგრძნობოდა, ვერ ვხვდებოდი ასეთი დაძაბულობის მიზეზს.
-შენ ? შენ მის გვერდით რა გესაქმება? არ გეყო რაც ჩემს ოჯახა დაუშავე ახლა მისი დროც მოვიდა? - ვერ მივხვდი რაზე საუბრობდა გიორგი.
-თქვენ ერთმანეთს იცნობთ ? ამიხსენით რა ხდება აქ.
-სხვა დროს აგიხსნი ნენე -მითხრა ალექსანდრემ - ახლა ჩვენი ადგილი დავიკავოთ.- დაბნეულმა ძლივს გავიკვალე გზა სად უნდა წავსულიყავი და სად უნდა დავმჯდარიყავი ძლივს გავიხსენე.
-ახსნას მოვითხოვ რატომ შეეშინდათ ჩემს მშობლებს შენი? და რა დაუშავე ჩემს ოჯახს ასეთი? -გამწარებული ვესაუბრებოდი თან არმინდოდა ხალხს ეგრძნოთ ჩვენი კამათი.
-სხვა დროს . სხვა დროს.-აღარ ჩავეძიე ქორწილის შემდეგ სად წავა მაინც ხომ მოუწევს ახსნა. ხალხი ირეოდა თითქმის ყველა დაიღალა . დავინახე ჩემსკენ გიორგი და ნინო კოდიოდნენ , ღმერთო მათ რა გაუძლებს .
-შვილო ჭკუა სულ დაკარგე? -დაიწყო ნინომ. -იცი ეს ვინ არის ? თავი რა შარში გაყავი იცი?
-დაწყნარდით ხალხი იყურება. სირცხვილია.
-საბოლოოდ გაააფრინე . მე აქედან მივდივარ . ამიერიდან ჩემი შვილი აღარ ხარ. საკუთარი დის მოღალატე ხარ.- საკუთარი დის მოღალატე? უკვე ძალიან დამაბნიეს ვეღარ გავიგე ხან რას ამბობდნენ ხან რას ან ჩემი და რა შუაში იყო ჩემს გათხოვებსთან ამ ადამიანთან.
-ჩემი და რა შუაშია ნინო?-ვიკითხე გაოცებულმა.
-ყველაფერი იმაზე კარგად იცი ვიდრე მე მეგონა . მშვიდობით. - ვერც კი ვხვდები რა მოხდა ან რა უნდოდათ. საპირფარეშოში გასვლა დავაპირე იქნებ ოდნავ წყლის შესხმამ გონს მომიყვანოს . დაბნეულობისგან ოთახი ამერია და კარს მიღმა ალექსანდრე დამხვდა რათქმაუნდა წამლით ხელში.
-დროზე დაკეტე კარი დროზე.-უცებ მივკეტე კარი, გაოცებული ვუყურებდი მას კი ერთიც არ შემოუხედია უტიფტად გააგრძელა წამლის შეყვანა.
-ვინ ხარ? - დავუსვი ჩემთვის უკვე უცნობი კითხვა?- ჩემი მშობლები საიდან გიცნობენ? ან რატომ მთვლის დედაჩემი ჩემი დის მოღალატედ შენთან დაწორწინების გამო. ამ ყველაფერს ახსნა უნდა ქონდეს და ეს შენ უნდა გააკეთო.- ისე ქონდა თვალები ჩაწითლებული გეგონებოდა მთელი დღეა ტირისო.
-მე…მე…- სათქმელს თავს ვერ აბავდა რაღაც ხელს უშლიდა.
-ხო რა შენ მითხრა , თქვი. -ხმამაღლა დავუყვირე.
-ნენე , შენი და მიყვარდა , ჩვენ დაქორწინებასაც კი ვაპირებდით მაგრამ , ის ჩემს გამო მოკლეს. აწამეს გული ამოგლიჯეს . მისი სიწმინდე პატიოსნება მიწასთან გაასწორეს და შემდეგ უბრალოდ გადააგდეს .
-ალბათ ხუმრობ ? რას მეუბნები . შენ , შენ როგორ მომატყუე. თუ ჩემი და გიყვარდა რატო ვერ დაიცავი ან რატომ , შენ გამო რატომ მოკლეს.? მიპასუხე- უკვე ნერვებს ვერ ვთოკავდი, მინდოდა მომეკლა , ისე დატანჯულიყო როგრორც ჩემი და დაიტანჯებოდა იმ მომენტში.
-მე ნარკოდილერი ვარ. ნარკოტიკს ვყიდი . ერთ ერთ საქმეზე ანიტა გავუშვი არ მეგონა თუ მას ასე მოექცეოდნენ. ის გააუპატიურეს , სასტიკად მოექცნენ ისეთ დღეში ჩააგდეს ჩემი ანიტა ვერ აიტანა და გული გაუჩერდა . მომიკლეს . ჩემს გამო მოკლეს ჩემი ანიტა.
-ღმერთო ჩემო . რა სატანა ხარ, და ჩემგან რა გინდოდა მე რატომ მომიყვანე ცოლად ? მიპასუხე მე რას მერჩოდი ? როგორც ჩემი და მოკალი ისე უნდა გამწირო მეც?
-გიორგი თავის დროზე უშლიდა ანიტას ჩემთან ურთიერთობას. წამითაც კი არ უშვებდა ჩემთან , მაგრამ ჩუმად მაინც ვხვდებოდით ერთმანეთს . ეს მაშინ მოხდა როცა შენ სასწავლებლად გაგიშვეს. ეგე ამბავიც ჩემი ბრალია. მე რომ არა შენ შენს მშობლებთან იქნებოდი. მე ვუთხარი გიორგის თუ ანიტას ცოლად არ გამომაყოლებდა შენს მეორე შვილს ცხოვრებას ჯოჯოხეთად ვუქცევთქო. მას შეეშინდა და ამერიკში გაგიშვეს. ნენე შენი ბიოლოგიური მშობლები გიორგი და ნინო არ არიან . მათ შენ გიშვილეს როცა 1 წლის ხდებოდი. -გონება გამეთიშა ვერ აღვიქვამდი ვერაფერს. თავი ცუდ სიზმარში მეგონა .



№1 სტუმარი სტუმარი ნინა

მალე დადე ახალი თავი საინტერესო არის

 


№2  offline წევრი Soraya

მართლაც რომ საინტერესოა,იმის მიუხედავად რომ ეს შენი პირველი ისტორიაა,ვფიქრობ რომ კარგად არ არის გადმოცემული თითოეული თავი, თვითონ ამბავი, რასაც ყვები საინტერესოა, თუმცა ისე მარტივად გაქვს დაწერილი, თითქოს ერთი სული გაქვს დაამთავრო.დიალოგებსა, და მომენტებს განვითარება სჭირდებათ, შენ კი ყველაფერს ერთმანეთს აყრი.
წარმატებები!

 


№3  offline წევრი nensimila

Soraya
მართლაც რომ საინტერესოა,იმის მიუხედავად რომ ეს შენი პირველი ისტორიაა,ვფიქრობ რომ კარგად არ არის გადმოცემული თითოეული თავი, თვითონ ამბავი, რასაც ყვები საინტერესოა, თუმცა ისე მარტივად გაქვს დაწერილი, თითქოს ერთი სული გაქვს დაამთავრო.დიალოგებსა, და მომენტებს განვითარება სჭირდებათ, შენ კი ყველაფერს ერთმანეთს აყრი.
წარმატებები!
გავითვალისწინებ აუცილებლად ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent