Ამორჩეული სამიზნე (თავი 1)
Მათი დანახვისას თითქოს გულში გაფანტული ჭრილობები იღვიძებდა. Დანგრეულ მიტოვებულ სახლებს მისთვის ტკივილი მოჰქონდათ. Ენანებოდა მიტოვებული სახლები მათში არსებული წარსულის წაშლილი და სხვისთვის გაუზიარებელი ცხოვრების ჭირვარამი. Გაბრაზებულმა დაახეთქა ჭიქა და კვლავაც დაისხა თავისი საყვარელი შერიდანი. წამში გაიშალნენ მიტოვებული სახეები და ხელი გაბრაზების ნიშნად მოუჭირა ბოთლს. Ტყვილა ნაგროვები წლები, დაკარგული 4 წელიწადი გულში ხანჯალივით ესობოდა და თანახმა იყო მოღალატეები წამში თავად დაეხოცა. ძმაზე რომ გეკითხათ მისთვის მთელ დედამიწაზე ერთადერთი შესანიშნავი მშრომელი წესიერი ადამიანი იყო და უფრო და უფრო ეძალებოდა მოღალატეები თავისი ხელითვე დაეხრჩო. Ფეხზე წამოდგა და წამით მის ტკივილის მომნიჭებელის სახეც დაუდა თვალწინ. Ჩანთას ხელი ჩაავლო და ბოთლი ასწია წასაღებად. Ნაბიჯი გადადგა და ფეხიც დაადგა თავის გრძელ კაბას. Მკლავზე შეხება იგრძნო და წამში უპასუხა თითქოს დენდარტყმულმა. -Თქვენი დახმარება არ მჭირდება... წამით უცხო ხმამაც დააფიქრა და განგაშის ზარმაც გაიღვიძა. Მის წინ ერთადერთი მტერი იდგა მისი საყვარელი ძმის, ყოფილი ცოლის საყვარელი.... Ნელ-ნელა გიბრუნდებით ახალი ისტორიით. Ბოდიშით შეცდომებისთვის |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.