შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნავსაყუდელი ( 2 )


18-09-2022, 12:45
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 2 826

- ამისთვის მომიყვანეთ? ეს იყო სასწრაფო? -გამწარებულმა იღრიალა და სამუშაო მაგიდაზე მდგარი ბროლის საფერფლე მთელი ძალით მიანარცხა მუხის მძიმე კარს, კარიდან ასხლეტილი, ნაცრისფერი ქვით მოპირკეთებულ იატაკს დაასკდა და რამდენიმე ნაწილად გაიფანტა, დათას წინ მდგარი მკაცრი მაგრამ სასიამოვნო გარეგნობის ელეგანტურ კლასიკურ სამოსში გამოწყობილი შუახნის ქალი შიშისგან თუ მოულოდნელობისგან ერთ ადგილზე შეხტა მაგრამ მალევე მოვიდა გონს და შეუტია
- რას აკეთებ, მამაშენის საფერფლე გატეხე...
- მამაჩემის რომელიც ოცი წლის წინ გარდაიცვალა და მართლა ვერ ვხვდები რას აკეთებს მისი საფერფლე ჩემს სამუშაო მაგიდაზე მაშინ როცა მე არ ვეწევი.
- ახლა ამის დროა შვილო? ხმას დაუწიე, სახლი სტუმრებით არის სავსე, ელენეს მშობლებიც აქ არიან...
- ელენე, ისევ ელენე, -სიმწრის ღიმილმა გაუპო ბაგეები, ნერვიულად შეიხსნა პერანგზე ორი ღილი, მერე ერთმანეთზე გადაჯვარედინებული თითები შემოიჭდო კეფაზე, მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა და იქვე დივანზე მჯდარ საშუალო სიმაღლის, ქერათმიან, სავსე ფორმებიან, ოცდახუთიოდე წლის, ღრმად დეკოლტირებულ წითელ საღამოს კაბაში გამოწყობილ გოგონას შეხედა...
ლამაზი იყო ელენე, დიდი ცისფერი თვალები ჰქონდა, სავსე მკვრივი მკერდი, წვრილი წელი და გრძელი ფეხები, ქერა დატალღული თმა თავისუფლად ჰქონდა ჩამოყრილი მხრებზე, ალბათ ნებისმიერი მამაკაცი სიამოვნებით მოიყვანდა ცოლად მაგრამ არა დათა, მისთვის ცარიელი იყო ელენე, იმ ლამაზ შხამიან ყვავილს ამსგავსებდა ჭაობიან ადგილებში რომ იზრდება, მწერებს რომ იტყუებს და მერე ხარბად, განურჩევლად სანსლავს, ინელებს და მერე ისევ თავიდან ეძებს მსხვერპლს...
- ასე რატომ მიყურებ? -ძლივს ამოიკნავლა გოგომ და უნებურად შიშით აეკრო საზურგეს რიცა დაინახა როგორ დაიძრა მისკენ დათა.
- მაჩვენე ხელი, -უხეშად ჩასჭიდა მაჯაში თითები, ხელისგულზე შემოხვეული დოლბანდი მოხსნა და ჭრილობა დაუთვალიერა.
- ამის გამო ატეხეთ ერთი ამბავი? გული გამიხეთქეთ, ვიფიქრე რომ ცოცხალი აღარ დამხვდებოდი, უბრალო ნაკაწრია.
- ჩვენ საიდან უნდა გვცოდნოდა რა იყო, იმდენი სისხლი მოდიოდა გვეგონა გაკერვა დაჭირდებოდა, -ჩაერთო ამდენხანს ჩუმად მდგარი ქალი და დათას მოთმინების ფიალაც ბოლომდე აივსო.
- მერე მე რომელი ქირურგი მნახეთ, -მთელი ხმით იღრიალა და ფეხზე წამოიჭრა, -სულელს ვგავარ დედა? გგონია არ ვიცი რას ხლართავთ? თუ ასე ძალიან შეგეშინდათ სასწრაფო რატომ არ გამოიძახეთ?
- ლიას ნუ უყვირი, -ელენემაც იკადრა წამოდგომა და მობუზულ ქალს ამოუდგა გვერდით, -მეგონა მოხვიდოდი და საავადმყოფოში წამიყვანდი, მე შენი საცოლე ვარ და შენ ვალდებული ხარ...
- აჰ, ესე იგი ამაშია საქმე, დედა დაგვტოვე მე და ელენეს სალაპარაკო გვაქვს, -ხელით ანიშნა კარისკენ და არ გამოპარვია როგორი მუდარით სავსე თვალებით შეხედა ელენემ ქალს რომელსაც აშკარად არ უნდოდა ოთახიდან გასვლა და მათი მარტო დატოვება, უნებურად ჩაეღიმა, მისთვის დღესავით ნათელი იყო ეს ორი ქალბატონი რის გაკეთებას ცდილობდა.
- ახლა ლაპარაკის დრო არ არის შვილო სტუმრები გველოდებიან, ყველა შენი დაბადების დღის აღსანიშნავად არის აქ და...
- ნაკლებად მაინტერესებს შენი სტუმრები რას იფიქრებენ, მითუმეტეს რომ მშვენივრად იცოდი არ ვაპირებდი დაბადების დღის აღნიშვნას, ისე საინტერესოა, თუ მაინცდამაინც გადაწყვეტილი გქონდა ამ წვეულების მოწყობას რატომ არცერთი ჩემი მეგობარი არ დაპატიჟე?
- ეტყობა გამომრჩა, -მიამიტურად ააფახულა ქალმა წამწამები და უხმაურო შემპარავი ნაბიჯებით მიუახლოვდა შვილს, ნაზად დაადო მხარზე თითები და თვალებში ჩახედა, -თანაც შაკო ხომ აქ არის, მე თვითონ დავპატიჟე.
- კარგი რა, ალბათ იმიტომ დაპატიჟე რომ დახმარება გჭირდებოდა, რა უთხარი თავი შეაცოდე და დილიდან აქეთ-იქით არბენინე? ისიც ჩემს გამო უარს ვერ გეტყოდა, შაკო არასდროს მოგწონდა, მხოლოდ იმიტომ რომ როგორც ხშირად ამბობ ხოლმე ჩვენს წრეს არ ეკუთვნის, მხოლოდ იმიტომ რომ მის მისი მშობლები უბრალო მშრომელი ადამიანები არიან და უამრავი ფული არ აქვთ, ისე ხომ არ შემახსენებ ბატონმა მამამ კერპად რომ გყავს ქცეული ის ქონება რომლითაც ასე ამაყობ როგორ იშოვა?
- საკმარისია, ის ქონება რაც გვაქვს...
- კარგად დაფიქრდი სანამ რამეს მეტყვი, -ისეთი ხმით უთხრა რომ ქალს წამსვე ჩამოერეცხა სახიდან მოჩვენებით კეთილგანწყობილი ღიმილი.
- ის ქონება რაც მაქვს ჩემი შრომით მაქვს ნაშოვნი, ფული რაც იმ კაცმა დაგიტოვა შენ გეკუთვნის და შეგიძლია როგორც გინდა ისე მოიხმარო, იცხოვრე როგორც გინდა, იმოგზაურე, გამართე წვეულებები, იყიდე უამრავი უაზრო და გამოუსადეგარი ნივთი, ოღონდ ერთი რამ შეიგნე, არ გაქვს უფლება ჩემს ცხოვრებაში ჩაერიო, ჩემი ცხოვრება მხოლოდ მე მეკუთვნის...
- ძალიან გთხოვ დათა, ჩემი ხათრით, თუ ცოტათი მაინც გიყვარვარ, მხოლოდ ეს ერთი თხოვნა შემისრულე, -აშკარად არ აპირებდა დანებებას და ეტყობოდა რომ დათას მონოლოგიდან ნახევარიც კი ვერ ან არ გაიგო.
- ამ წვეულებას ნუ ჩამიშლი, ამ ხალხთან ნუ შემარცხვენ, ხომ იცი ჩემთვის ასეთი რაღაცეები როგორი მნიშვნელოვანია, ყველა შენ გელოდება, თანაც ელენეს მშობლებს შევუთანხმდი რომ დღეს თქვენი ქორწილის თარიღი უნდა გამოვაცხადოთ.
- გადი და კარი კარგად გაიხურე, ნუ მაიძულებ უხეშად მოგექცე, ნუ მაიძულებ ისეთი რამ გითხრა ან გავაკეთო მერე ერთმანეთისთვის თვალებში შეხედვა შეგვრცხვეს, -შეუვალი იყო დათა, სხვა აღარაფერი დარჩენოდა, ერთ ადგილზე გაშეშებულ ელენეს გადახედა და თვალით რაღაც ანიშნა მერე კი ამაყად თავაწეულმა დატოვა ოთახი და კარი ხმაურით გაიხურა.
- დაჯექი, -დივნისკენ ანიშნა დათამ ელენეს და თვითონაც გვერდით მიუჯდა, -მისმინე, ბევრი დრო არ მაქვს და არც იმდენი მოთმინება რომ კიდევ ერთხელ გაგიმეორო რაც უკვე ბევრჯერ მითქვამს ამიტომ ამჯერად მოკლედ გეტყვი და იმედია გაიგებ, მე შენ არ მიყვარხარ, მიუხედავად იმისა რომ დედაჩემი ჩემს საცოლეს გეძახის, მე ასე არ მივიჩნევ, სწორედ ამიტომ არც შენს ცოლად მოყვანას ვგეგმავ, დაივიწყე ეს სისულელე და შენს ცხოვრებას მიხედე, გესმის რას გეუბნები?
- კი მაგრამ, მე შენ მიყვარხარ, -საცოდავად ამოიკნავლა ელენემ და თვალები ცრემლებით აევსო, ათრთოლებული თითებით ჩაბღუჯა მისი ხელი და ქვემოდან ახედა საცოდავი სახით, -დაფიქრდი დათა, მიყვარხარ, დიდი ხანია ერთად ვართ, ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ, ჩვენმა მშობლებმაც ყველაფერი იციან...
- ვერაფერს ვიტყვი, ნამდვილად იხვეწები, -ღიმილი ვერ შეიკავა დათამ.
- რას გულისხმობ?
- კარგი რა ელენე, არ გინდა ეს ნიანგის ცრემლები და ხვეწნა მუდარა, შენ სიყვარული არ შეგიძლია, მთელი შენი ცხოვრების ყველა დეტალი აქედანვე გაქვს დაგეგმილი, მშვენივრად ვიცი რომ არ გიყვარვარ, უბრალოდ გჭირდები, აკვიატებული გყავარ, გინდივარ, მდიდარი ვარ, ცნობილი, ბოლოს და ბოლოს ფიზიკურადაც არა მიშავს... -ირონია შეეპარა ხმაში, ისე იქცეოდა თითქოს არ ცოდნოდა როგორ მოქმედებდა მასზე, არასდროს უჭირდა მის თვალებში ვნების და სურვილის შემჩნევა...
- გეყოფა, -იკივლა ელენემ და ფეხზე წამოხტა, -საკმარისია, უფლებას არ მოგცემ შეურაცხყოფა მომაყენო.
- ძალიან გთხოვ ნუ კივი ისედაც თავი მისკდება, დაჯექი, დაჯექი რომ გელაპარაკები, -ხმას აუწია და ელენემაც მაშინვე დაიკავა კუთვნილი ადგილი, -შეურაცყოფას შენს თავს თვითონ აყენებ, როცა ცდილობ რაღაც ინტრიგები ხლართო იმისათვის რომ ცოლად მოგიყვანო მითუმეტეს რომ იცი არ მიყვარხარ, არ მიზიდავ, რაც არ უნდა გააკეთო შენ როგორც ქალს ისე ვერასოდეს შემოგხედავ, აბა რას იტყვი, შენ თვითონ გახვალ და აუხსნი შენს მშობლებს რაც ხდება თუ მე ვუთხრა? არჩევანი შენზეა, -ხელები თეატრალურად გაშალა და გაუღიმა, ისეთი მიმზიდველი იყო, ისეთი სასურველი, ელენემ ვერ მოითმინა და ხელი ასწია რომ სახეზე მოფერებოდა, დათამ უკან დაიწია და ცხვირწინ გაუქნია საჩვენებელი თითი.
- ნუ ცელქობ.
- სხვა გამოჩნდა არა? -ლოყაზე შერჩენილი ცრემლი მოიწმინდა და ისეთი სახით შეხედა კიდევ უფრო მეტად დარწმუნდა დათა იმაში რომ ეს გოგო მშვენივრად თამაშობდა სულელის როლს.
- სხვა ყოველთვის იყო, ეს ხომ იცი, -რაც შეეძლო მშვიდად უპასუხა.
- ვიცი, შენი რიგითი საყვარლების შესახებ ინფორმაცია მაქვს, რაღაც სხვა ხდება, ვინ არის?
თვალები დახუჭა და წამსვე ლარას სახე გაცოცხლდა მის გონებაში, ''მომეცი უფლება შენს წყნარ წ....ბში ცოტა ხნით ღუზა ჩავუშვა'' თითქოს ახლოდან, სულ ახლოდან მოესმა მისი წკრიალა ხმა, როგორღაც მაშინვე მიხვდა რა სჭირდებოდა ლარას იმ მომენტში, ფართოდ გაშალა მკლავები და ისიც იმწამსვე ჩაეკრა გულში, ერთი წუთითაც კი არ უფიქრია რომ ეს ყველაფერი უცნაური იყო, ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს დიდი ხნის წინ დაკარგული მეორე ნახევარი იპოვა, რომლის გარეშეც თავს ყოველთვის ეულად და მარტოსულად გრძნობდა, მის მხარზე ედო თავი ლარას, ღრმად და თანაბრად სუნთქავდა, გამხდარ ხელებს ხვევდა ზურგზე და დიდი ალბათობით წარმოდგენაც არ ჰქონდა იმაზე თუ რა ცეცხლი გიზგიზებდა ახლა დათას გულში.
როგორც იქნა გაბედა და ის სურვილი აისრულა რაც მისი დანახვისთანავე გაუჩნდა, ნაწნავი დაუშალა და მხრებზე ტალღებად ჩამოშლილ თმაში შეუცურა თითები, არაფერი უთქვამს ლარას, უფრო მაგრად მოხვია მკლავები და გაიტრუნა.
- კარგად ხარ?-როგორც იქნა დათამ სიჩუმის დარღვევა გაბედა.
- ჩუუ ცოტა ხანს არ ილაპარაკო რა, უბრალოდ სიმშვიდე და ადამიანური სითბო მომენატრა, შენ კი ისე მათბობ და მამშვიდებ...
დიდხანს ისხდნენ ჩახუტებულები, დათა ხმას არ იღებდა, არ ინძრეოდა, მის სურნელში ჩაფლული უბრალოდ ამქვეყნად არ იყო... იდილია ტელეფონის ზარმა დაურღვიათ, რომელიც არა და აღარ გაჩერდა.
- უპასუხე, -ლარამ მკლავები მოაშორა და ძველ პოზას დაუბრუნდა.
- მგონი შტორმი არ აგცდება, -ჩაიღიმა როცა დაინახა როგორ გათიშა ანერვიულებულმა დათამ ტელეფონი და როგორ წამოიწია ასადგომად.
- ასე გამოდის, მაპატიე მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდე, თუმცა იცოდე რომ ყველაფერი აქ არ მთავრდება და ისევ შევხვდებით, -მის სახე ხელებში მოიქცია, შუბლზე აკოცა და უკანმოუხედავად წავიდა გასასვლელისკენ.

- რა სულელი ვარ ეს როგორ მომივიდა, -მოულოდნელად წამოიყვირა და ფეხზე წამოხტა.
- რა ხდება? რა გჭირს? -ელენე მოულოდნელობისგან შეხტა და გაფართოებული თვალებით მიაჩერდა.
- ტელეფონის ნომერი არ გამომირთმევია, -სიმწრის სიცილი ვერ შეიკავა და იქვე მდგარ კარადას ისეთი ძალით დაჰკრა გაშლილი ხელის გული რომ ზედ მდგარი ჩინური ფაიფურის ვაზა გადმოვარდა და ათობით ნაწილად დაიფშვნა.
- ესე იგი მართალი ვიყავი და ის არსებობს.
- კარგი რა ელენე...
- მომიყევი მასზე.
- მართლა გინდა რომ ამაზე ვისაუბროთ? ჩვენ ისეთი ახლო ურთიერთობა არ გვაქვს რომ ასეთ პირადულ თემებზე ვიჭორაოთ.
- დამცინი? -ახლა კი ნამდვილად აემღვრა თვალები.
- არ დაგცინი ელენე, -ხმა დაუსერიოზულდა დათას, -უბრალოდ ვერ ვხვდები რად გინდა ისეთი რამის მოსმენა რაც გულს გატკენს, მოდი ასე მოვიქცეთ, ახლა მე წავალ შენ კი მშვიდად გახვალ სტუმრებთან და ეტყვი რომ არ მეცალა და წავედი, მერე კი შენს მშობლებს ეტყვი რომ ქორწილი არ შედგება, ვიცი რომ მიზეზის მოფიქრება არ გაგიჭირდება თუ ვერ მოიფიქრებ დედაჩემს სთხოვე დახმარება უარს არ გეტყვის.
მისი მუდარისთვის რომ არ წასულიყო, ყურადღება არ მიუქცევია, კარი გაიხურა, სწრაფად გაიარა დერეფანი და მთავარი გასასვლელიდან გავიდა ეზოში.
ბინდდებოდა, გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა ავტომობილს, რათქმაუნდა იცოდა რომ ლარა პარკში აღარ დახვდებოდა მაგრამ მაინც ერთი სული ჰქონდა სანამ იქამდე მივიდოდა, ზედ პარკის შესასვლელთან დაამუხრუჭა, სირბილით შევიდა და ცარიელი სკამის დანახვაზე თითქოს რაღაც ჩაწყდა გულში, ფეხათრევით მიუახლოვდა და ჩამოჯდა, დაჯდა თუ არა მაშინვე შეამჩნია რაღაც, ზუსტად იქ სადაც რამდენიმე საათის წინ ლარა იჯდა, აიღო და შეათვალიერა, ერთხანს თვალმოუშორებლად უყურებდა და მერე გაეღიმა, ხელში საოცარი ოსტატობით შექმნილი მინიატურული ქაღალდის ნავი ეჭირა.

- - - - - - - - - - - -
ჯერ კიდევ ბინდბუნდში იყო გახვეული თბილისი თვალი რომ გაახილა, ერთხანს საწოლში იწრიალა მაგრამ დაძინება ვეღარ მოახერხა, თვალებ მოჭუტულმა გახედა ფართო ფანჯრებიდან მომზირალ რიჟრაჟ შეპარულ ცას, ტუმბოზე მდგარ დათუნიებით მიხატულ ღამის სანათს გადაწვდა, გამორთო, თხელი საბანი გადაიძრო და წამოდგა, ჩვეულებისამებრ ახლაც წელსზემოთ შიშველი იყო, ბევრი ეცადა მაგრამ ვერაფრით მიეჩვა საღამურებით ძილს, მხოლოდ მოკლე შორტი ეცვა და გაშლილი თმა წელამდე სცემდა, იქვე კომოდზე მიგდებულ ტელეფონს გადახედა და ჩაეღიმა, იცოდა ტყუილად ელოდა მშობლებისგან ზარს ან თუნდაც ორ სიტყვიან შეტყობინებას, უკვე ორი კვირაა არც კი გახსენებით, უკვე აღარც წყინდა, ჩვეულებრივ ყოველდღიურობად ექცა ის რომ არავის არ ახსოვდა და არავის სჭირდებოდა.
შიშველი ფეხების ტყაპატყუპით და მთქნარებით შევიდა აბაზანაში, პირზე ცივი წყალი შეისხა და საკუთარი უძილობისგან თვალებ ჩაწითლებული ორეული სარკეში შეათვალიერა, სრულიად ჩვეულებრივი გოგო იყო, არაფერი განსაკუთრებული, ყოველ შემთხვევაში თვითონ ასე მიაჩნდა, ხშირი წამწამებით დაჩრდილული დიდი თაფლისფერი თვალები, პატარა სწორი ცხვირი, სახის დახვეწილი ნაკვთები და სავსე ვარდისფერი ტუჩები ჰქონდა, ჯერ კიდევ ამერიკაში ცხოვრებისას თაყვანისმცემლების ნაკლებობას არასოდეს უჩიოდა რაც ყოველთვის აკვირვებდა, ვერ ხვდებოდა რატომ გიჟდებოდნენ მასზე რა იზიდავდათ ასეთ არაფრით გამორჩეულ გოგონაში... თვითონ არც კი უცდია რომელიმე თაყვანისმცემლითვის მის გულთან მისასვლელად ბრძოლისთვის ნება დაერთო, უყვარდა მარტოობა, მარტო უკეთ გრძნობდა თავს...
აბაზანიდან გამოსულმა თხელი თეთრი სარაფანი გადაიცვა, თმა კეფაზე ჩხირებით დაიმაგრა და სამზარეულოში გავიდა, უშაქრო ჩაი გაიმზადა, საკუთარი რეცეპტი ჰქონდა, რამდენიმე სხვადასხვა მცენარეს ერთმანეთში ურევდა, თვალდახუჭულმა ღიმილით შეისუნთქა საყვარელი სურნელი, აივანზე გავიდა, რბილ სავარძელში მოკალათდა, გრძელი ფეხები იქვე მდგარ დაბალ მაგიდაზე შემოაწყო და თვალები დახუჭა.
უკვე ერთი თვე იყო რაც თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში მდებარე შენობის მესამე სართულზე, ორ ოთახიან ბინაში ცხოვრობდა, ამ დროის განმავლობაში ისე შეეჩვია და შეეთვისა ქალაქს თითქოს მთელი ცხოვრება აქ გაეტარებინოს, არადა ამერიკაში დაიბადა და გაიზარდა, მშობლები ქართველები ჰყავდა, დედა საკმაოდ ცნობილი მოდელი, მამა მოთხოვნადი მსახიობი და პროდიუსერი, საქართველოში მყოფ ნათესავებზე ბევრი არაფერი იცოდა, არცერთს არ უყვარდა ამაზე საუბარი, ერთადერთი რასაც დედა ამბობდა ხოლმე იყო ის რომ როცა როცა საკმაოდ შეძლებული ოჯახის შვილს მოდელობა მოუნდომებია და ამავდროულად ღარიბი და იმ დროისათვის არაფრისმაქნისი შეყვარებული მიუყვანია ოჯახში გასაცნობად, მშობლები რათქმაუნდა პანიკაში ჩავარდნილან და სახლში გამოუკეტიათ, სწორედ მაშინ დაუსახიათ ამერიკაში წასვლის გეგმა, როგორ ჩააღწიეს იქამდე, როგორ მოიწყვეს ცხოვრება ამაზე არასდროს საუბრობდნენ მაგრამ ფაქტია რომ დღესდღეისობით ორივე საკმაოდ პოპულარული იყო და არც შემოსავალს უჩიოდნენ.
ზუსტად მეთვრამეტე დაბადების დღეზე გამოუცხადეს რომ ლოსანჯელესში უწევდათ სამუშაოს გამო გადასვლა მინიმუმ ერთი წლით და ის მასთან ერთად ვერ წავიდოდა, არ გაკვირვებია ლარას, მიჩვეული იყო მშობლებისგან უყურადღებობას და ცივ დამოკიდებულებას, უცნაურები იყვნენ, არასდროს ამჟღავნებდნენ მასთან გრძნობებს, არასდროს ექცეოდნენ თბილად, კაცმა რომ თქვას დროც არ ჰქონდათ ამისთვის, კვირაში რამდენჯერმე თუ ახერხებდნენ სახლში დროის გატარებას, არ სწყინდა ასეთი დამოკიდებულება, თავიდანვე იცოდა რომ არასასურველი შვილი იყო, დაუგეგმავად ჩაისახა და იმ დროს გაიგეს მისი არსებობის შესახებ როცა უკვე აბორტის გაკეთება დაგვიანებული და სარისკო იყო, არაერთხელ წამოაძახა დედამ როგორ არაჩვეულებრივ შემოთავაზებებზე მოუწია უარის თქმამ მის გამო, ლარა ღიმილით ხვდებოდა მის ყოველ გამოხტომას, ასეთი იყო, ყოველთვის ცდილობდა ყველაფრისთვის ისეთი ახსნა მოძებნა რაც აუტანელ სიტუაციას შედარებით ასატანს გახდიდა, ხშირად ამბობდა რომ ყველა შემთხვევას შეიძლება ჰქონდეს რაღაც დადებითი, უბრალოდ მისი პოვნა და შემჩნევა უნდა შეგეძლოს, ასე რომ სტაბილურად მშვიდი ურთიერთობა ჰქონდათ მანამ სანამ ლარამ ერთი წლის წინ ერთ-ერთი ცნობილი სამოდელო სააგენტოსგან საკმაოდ კარგი შემოთავაზება არ მიიღო, რომელზეც დაუფიქრებლად თქვა უარი, მას შემდეგ იძულებული გახდა დედას გამუდმებული საყვედურები აეტანა იმის შესახებ რომ ასეთი შანსი გაუშვა ხელიდან, ყოველ წუთას ახსენებდა თუ რამდენი იწვალა და რამდენი ნაცნობი შეაწუხა იმისთვის რომ ლარას ეს შემოთავაზება მიეღო...
რატომღაც გაუხარდა კიდეც როცა გაიგო რომ მშობლები ლოსანჯელესში გადადიოდნენ, მაგრამ გული დაწყდა რომ მისი აზრი საერთოდ არ აინტერესებდათ, ორი რამ შესთავაზეს, ან შეეძლო იმ ბინაში დარჩენილიყო და მარტო ეცხოვრა ან დეიდამისთან გადასულიყო საცხოვრებლად რომელიც მათსავით ნიუ იორკში ცხოვრობდა, დასთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდა თუმცა ლარას ხშირად ნახულობდა და არა მგონია უარი ეთქვა მასთან ერთად ცხოვრებაზე.
- უკვე სრულწლოვანი ხარ ასე რომ დღეიდან შეგიძლია თვითონ გადაწყვიტო რას და როგორ გააკეთებო, გამოუცხადა მამამ.
სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად, ამ ქალაქში რომელიც სულს უხუთავდა მარტო დარჩენა არ უნდოდა, ვერც დეიდასთან იცხოვრებდა, მიუხედავად იმისა რომ უყვარდა, მისი ცხოვრების წესი ლარასთვის მიუღებელი იყო, ღვთისმოსავი, ასკეტი და წესების დაცვაზე ჩაციკლული ქალის და მისი ზუსტად ასეთივე ამერიკელი მეუღლის ატანას ნამდვილად ვერ შეძლებდა, ამიტომ იმ ეტაპისთვის საკმაოდ ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო, მოითხოვა რომ საქართველოში გამოეშვათ.
მისი ეს გადაწყვეტილება არ გაკვირვებიათ და არც წინააღმდეგ წასულან, ერთადერთი რასაც ლარა მშობლებს ვერ დაუკარგავდა საქართველოს სიყვარული იყო, ისეთი აღფრთოვანებულები უყვებოდნენ ხოლმე აქაურობაზე... ქართული ენაც ისე ასწავლეს რომ ჩვეულებრივად, გამართულად საუბრობდა, მამამ იქიდანვე მოაგვარა საქმე და რამდენიმე დღეში შეიძინა მისთვის ეს ბინა, ერთ კვირაში უკვე აეროპორტში იდგა, სრულიად მარტო, ხელში ორი დიდი ჩემოდნით და სულში უჩვეულო თავისუფლების შეგრძნებით...



სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, კვირაში ორი თავიო და დღეს არ ველოდი blush
იმედია ელენე კიდევ რამე ინტრიგას არ ჩახლართავს და იტყვის, რომ დანიშნულები არ არიან, თორემ შემდეგ ვერც ელენე და ვერც ქალბატონი დედა დათას რისხვას ვერ გადაურჩებიან.
ნომრის გამორთმევა როგორ დაავიწყდა? ვეჭვობ მოუწევს იმ პარკთან რამდენიმე დღის გატარება სანამ ისევ არ ნახავს ლარას blush
ცუდია, როდესაც ესეთი მშობლები გყავს, თუმცა ლარა მაინც ხალისიანი და თბილი გოგონა გაიზარდა blush
ველოდები შემდეგს blush

 


№2  offline წევრი ლილა ნესი

რუსკიმარუსია
სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, კვირაში ორი თავიო და დღეს არ ველოდი blush
იმედია ელენე კიდევ რამე ინტრიგას არ ჩახლართავს და იტყვის, რომ დანიშნულები არ არიან, თორემ შემდეგ ვერც ელენე და ვერც ქალბატონი დედა დათას რისხვას ვერ გადაურჩებიან.
ნომრის გამორთმევა როგორ დაავიწყდა? ვეჭვობ მოუწევს იმ პარკთან რამდენიმე დღის გატარება სანამ ისევ არ ნახავს ლარას blush
ცუდია, როდესაც ესეთი მშობლები გყავს, თუმცა ლარა მაინც ხალისიანი და თბილი გოგონა გაიზარდა blush
ველოდები შემდეგს blush


მგონი ხვალ დავდებ კიდევ ერთ თავს და მერე უკვე ჩემი აზრაელის დღეები მაქვს blush

 


ლილა ნესი
რუსკიმარუსია
სასიამოვნოდ გაოცებული ვარ, კვირაში ორი თავიო და დღეს არ ველოდი blush
იმედია ელენე კიდევ რამე ინტრიგას არ ჩახლართავს და იტყვის, რომ დანიშნულები არ არიან, თორემ შემდეგ ვერც ელენე და ვერც ქალბატონი დედა დათას რისხვას ვერ გადაურჩებიან.
ნომრის გამორთმევა როგორ დაავიწყდა? ვეჭვობ მოუწევს იმ პარკთან რამდენიმე დღის გატარება სანამ ისევ არ ნახავს ლარას blush
ცუდია, როდესაც ესეთი მშობლები გყავს, თუმცა ლარა მაინც ხალისიანი და თბილი გოგონა გაიზარდა blush
ველოდები შემდეგს blush


მგონი ხვალ დავდებ კიდევ ერთ თავს და მერე უკვე ჩემი აზრაელის დღეები მაქვს blush

ველოდები blush

 


№4 სტუმარი სტუმარი ნანა

ძალიან კარგია. ველოდებით ახალ თავს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent