ვიწვი შენი სიყვარულით
ესეც ახალი თავი მეგობრებო, იმედია მოგეწონებათ მეტი ვეღარ დავწერე რადგან ტელეფონმა გამიჭირდა. ძვირფასო მკითხველებო, სანამ კითხვას დაიწყებთ მინდა რაღაც გითხრათ პირველ რიგში დიდი მადლობა რომ კითხულობთ ჩემს ისტორიას როცა ვდებდი ამ ისტორიას ემედი არ მქონდა, რომ ვინმეს ასე მოეწონებოდა მაგრამ შევცდი ძალიან დიდი მადლობა თითოეული კომენტარისთვის თქვენი ყველა კომენტარი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სტიმულის მომცემია, რადგან თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.. ახლა რაც შეეხება თვითონ ისტორიას ვიცი ბევრს ალბათ გული დასწყდა რომ გიო და დეა დავაშორე მაგრამ მეგობრებო თავიდანვე გეგმაში ასე მქონდა გადაწყვეტილი, რომ ასე უნდა მომხდარიყო რადგან ეს დრამაა და ასე იყო სიუჟეტის თვის საჭირო... მაგრამ თქვენი თხოვნით ვიფიქრე იმაზე რომ ისინი ერთად დამეტოვებინა მაგრამ ვერ დავინახე ამ მხრივ ისტორიიდან განვითარება, რადგან მაშინ ისტორია უნდა დამესრულებინა ამ შემთხვევაში ისტორიაც უინტერესო გამოვიდოდა ამიტომ ჩემს გეგმას მივყევი ისევ... ნელნელა ყველაფერს გავიგებთ ვინ როგორია შეიძლება გიორგი სულაც არ იყო ისეთი როგორიც ჩანდა ვნახოთ რა იქნება ახლა კი სასიამოვნო კითხვას გისურვებთ ნაწილი 4 _ გთხოვ აქედან წამიყვანე,აქ ვეღარ გავჩერდები.- უთხრა გოგონამ _ კარგი,წავიდეთ.- უთხრა წამოდგა და შემდეგ ადგომაში დაეხმარა . _ წამოდი ..- უთხრა მოეხვია და ჩუმად გავიდნენ დარბაზიდან. გოგონა , კვლავაც გაუჩერებლად ტიროდა გული საშინლად ტკიოდა,მისმა საყვარელმა ადამიანმა ახლახანს საშინლად ატკინა გული ყველაფერს წარმოიდგენდა მაგრამ ამას არასდროს. _დეა, გთხოვ ნუღარ ტირი რაა! ასეთს ვერ გიყურებ ვერ ვიტან როცა ქალი ტირის გთხოვ დამშვიდდი..- უთხრა თბილი ხმით. _ არ შემიძლია,ვერ მშვიდები გული საშინლად მტკივა, მესმის რომ გაბრაზებულია ჩემზე და არაფერს ვამბობ მაგრამ ეს როგორ მითხრა რომ არ მიყვარდა, და უბრალოდ გამოვიყენე.. _ მომისმინე,მას რომ შენ მართლა ჰყვარებოდი ის გაგიგებდა შევიდოდა შენს მდგომარეობაში მაგრამ ის ასე არ არ მოიქცა და აჯობებს თუ მას დაივიწყებ ის შენ სიყვარულს არ იმსახურებს. ამის შემდეგ არცერთს არ ამოუღია ხმა მალე მანქანა სახლის წინ გაჩერდა და ისინი მანქანიდან გადმოვიდნენ. _ მოდი! - უთხრა და დაეხმარა წამოდგომაში შემდეგ კი სახლში შევიდნენ. _ აი ეს შენი ოთახია ჩემი ოთახი გვერდით არის თუ რამე დაგჭირდეს არ მოგერიდოს დამიძახე.- უთხრა აჩიმ.დეამ კი თავი დაუქნია აჩი გავიდა ოთახიდან და დეა საწოლზე დაემხო და ატირდა. ამდენი ტირილისგან უკვე გული უკვე დამძიმებოდა შემდეგ ისე გაითიშა ვერც კი მიხვდა. *** დილის ათი საათი იქნებოდა როდესაც დეას გაეღვიძა თავი საშინლად უკსდებოდა და გული ჰქონდა დამძიმებული საწოლიდან წამოდგა სარკეში ჩაიხედა და გული შეუწუხდა როცა საკუთარი თავი დაინახა აბურდული თმები და შეშუპებული თვალები. მძიმედ ამოიხვნეშა და საწოლზე მოწყვეტით დაეშვა. _ სადამდე,მივიყვანე ჩემი თავი .. რატომ უნდა მომსვლოდა ეს მე რატომ? განა ბევრს ვითხოვდი უბრალოდ მინდოდა ბედნიერი ვყოფილიყავი მაგრამ ვინ დაგაცადა..- ბუტბუტებდა თავისთვის შემდეგ საწოლიდან წამოდგა საჭირო ნივთები აიღო საბაზანოში შევიდა კაბა გაიხადა და ცხელი წყლის ქვეშ დადგა და ყველაფერზე ფიქრი დაიწყო რაც ამ ბოლო დროს გადახდა თავს. უნდოდა აზრები დაელაგებინა თავში და გონს მოსულიყო ახლა რამე ისეთი უნდა მოეძებნა რითაც შეიძლება ცხოვრების გაგრძელებას.. რადგან მეტი აღარ შეეძლო უკვე , უკვე საკმარისად იტანჯა არავის ადანაშაულებს მომხდარში და მათ შორის არც გიორგის რადგან ისიც თავისებურად მართალი იყო მაგრამ მაინც საშინლად ეტკინა გული, რადგან მის სიყვარულში შეეპარა გიორგის ეჭვი.. თითქმის ერთი საათი დაჰყო აბაზანაში ამავ, დროულად მის ოთახში აჩი შევიდა უნდოდა ეკითხა როგორ იყო და დედაც გამოვიდა პირსახოცი შემოხვეული აბაზანიდან და თან თმებს იმშრალებდა აჩიმ როცა, ის ასეთ ფორმაში დაინახა ადგილზე მიეყინა. და მას მიაშტერდა.. დეა თავი ზევით ასწია და როცა აჩი დაინახა დაიკივლა. _აააა! შენ აქ რას აკეთებ! ახლავე მიბრუნდი !- დაუყვირა. _ მაპატიე, უბრალოდ მოსაკითხად მოვედი.. _ შენ რა არ გასწვალეს რომ სანამ შემოხვალ უნდა დააკაკუნო სხვის ოთახში სანამ შეხვალ!- წყრომით უთხრა. _ ჯერ, ეგეთი ქალბატონი სანამ შემოვიდოდი რამდენჯერმე დავაკაკუნე მაგრამ ხმა რომ არ გამეცი შემოვედი. - ამბობდა და თან თვალს არ აშორებდა მას., _ახლა ხომ მნახე შეგიძლია მიბრძანდე აქედან.- უთხრა მკვახედ. _ ღმერთო ეს ვის გადავეყარე , მივდივარ ხო.. კარგი დამშვიდდი!- უთხრა და ოთახიდან გავიდა. _ ღმერთო ეს რა იყო, მეგონა გული გამისკდებოდა უფ! - ბუტბუტებდა თავისთვის. ჯერ თმები შეიშრო შემდეგ ჩაცმა დაიწყო უბრალოდ ჯინსი და თეთრი ზედა ჩაიცვა. და ქვემოთ ჩავიდა. აჩი, უკვე სამზარეულოში იყო და ყავას ამზადებდა. _ შემდეგში, გაუფრთხილებლად აღარ შემოხვიდე ჩემს ოთახში! გაიგე ? _ როგორც,იტყვით ქალბატონო. ყავას ხო დალევ. _ კი..- უთხრა დეამ აჩიმ ფინჯნებში ყავა დაასხა და ერთი დეას გაუწოდა მერე კი თვითონ დაიტოვა. ცოტახანი, მათ შორის სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ კი ეს სიჩუმე აჩიმ დაარღვია. _ როგორ, მოგწონს ახალი სახლი?- ჰკითხა მოულოდნელად გოგოს _რაა? რა მითხარი? ვერ გავიგე?- ფიქრებიდან გამოერკვა დეა _ ახალი,სახლი როგორ მოგწონს თქო? გკითხე _ რავიცი,ცუდი არარის თუმცა რა მნიშვნელობა აქვს,ამას ჩემთვის უკვე ყველაფერი სულ ერთია.- ამოიხვნეშა გოგონამ. _ ასეა, არა მხოლოდ იმიტომ რომ შენ ჩემზე გავთხოვდი და შეყვარებულს დაშორდი არ ნიშნავს რომ ამით ცხოვრება მთავრდება, მესმის შენი ვიცი ამ მოკლე დროში ბევრი რამ გადაიტანე მაგრამ სამწუხაროდ ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა გესმის ხანდახან დათმობაზე უნდა წავიდეთ რაღაცის ან ვიღაცის გამო მისმინე,არც მე არ მინდოდა ეს ქორწინება მერწმუნე ქორწინება ამ დროისთვის ჩემს გეგმებში არ შედიოდა მაგრამ მამაჩემს ვერ ვეტყოდი, მან ახლახანს ინფარქტი განიცადა და ექიმმა მკაცრად გაგვაფრთხილა რომ მისთვის მცირედი ნერვიულობაც კი არ შეიძლება, გესმის ჩემი მირჩევნია ჩემი ცხოვრება გადავდოთ უკანა პლანზე მაგრამ ვნახო რომ ის კარგადაა, მე არც ქონება მაინტერესებს და არც სიმდიდრე მე მას ვუფრთხილდები მხოლოდ... რადგან კიდევ ერთ დანაკარგს ვერ გადავიტან. ამ დროის განმავლობაში დეა მას ჩუმად უსმენდა ის ისე საუბრობდა ისე ბრძნულად და ამავ დროულად სევდიანად რომ დეას გული აჩუყდა. _ მეც,მამაჩემის გამო გადავდგი ეს ნაბიჯი მხოლოდ მაგრამ არა იმისთვის რომ ჩვენი კომპანია ფინანსურად დაეცა არა ჩემი მიზანი ეს არ იყო უბრალოდ ვიცოდი რომ მამა ვერ გადაიტანდა რომ მისი კომპანია გაკოტრებული იყო თანაც მას ჩემზე დიდი ამაგი აქვს და მე ის ძალიან მიყვარს ამიტომ ვთქვი ჩემს ცხოვრებაზე უარი მაგრამ მაინც მტკივა გული არა ჩემს გამო არამედ გიორგის გამო _ ისევ, ამაზე ფიქრობ? - ნაღვლიანი ხმით უთხრა _ არც არასდროს შემიწყვეტია მასზე ფიქრი ის ჩემი პირველი სიყვარული იყო, და ძალიან მწყდება გული რომ ყველაფერი ასე დამთავრდა თუმცა უკვე ვეღარაფერს შევცვლი მოსახდენი მოხდა და მორჩა. იცი მე მას არ ვადანაშაულებ ის რაც მან წუხელ მითხრა ეს ნორმალური იყო ნორმალური რეაქცია იყო, ალბათ ყველა ასე იფიქრებდა. მაგრამ მაინც მატკინა მისმა სიტყვებმა გული .- მძიმედ ამოისუნთქა. _ დეა , მისმინე ახლა ჩვენ გარკვეული დროის განმავლობაში ერთად მოგვიწევს ცხოვრება,და აჯობებს თუ ვიმეგობროთ რადგან თავიდან ავიცილოთ უთანხმოება და ქაოსი. _ კარგი,აზრია რადგან არც მე მინდა კონფლიქტები მინდა მშვიდად ვიცხოვრო.- უთხრა დეამ. _ ძალიან, კარგი იმედია ერთმანეთს გავუგებთ.ისე ძალიან მშვიდად ხარ .?- თქვა აჩიმ _ რას გულისხმობ? - ჰკითხა გაკვირვებულმა _ რავიცი მე მოველოდი რომ ისტერიკებს მოაწყობდი გამლანძღავდი და შემდეგ... _ რაა? სერიოზულად გეგონა ისტერიკებს მოვაწყობდი..ასეა?- ხმაში სიცილი შეერია დეას და გაეცინა კიდეც აჩის , კმაყოფილი ჩაეცინა, რადგან რაც უნდოდა გამოუვიდა რადგან როგორც იქნა დაინახა მის სახეზე ღიმილი. _ რამოხდა? რა გაცინებს?- ჰკითხა მან _ რაა? არა მე უბრალოდ არ მოველოდი თუ ასეთ რამე მეტყოდი..გამიკვირდა მართლა გეგონა რომ ყველაფერს თავზე დაგამხობდი?- ჰკითხა დეამ _ განა ასე არარის? _ არა რათქმაუნდა..მე მე ასეთი ხასიათი არ მახასიათებს თანაც ისტერიკების მოწყობას რა აზრი აქვს მაინც არაფერი შეიცვლება. უკვე შევეგუე ყველაფერს. _ ჰოო... _ აჰამ ..ამ კარგი, ახლა თუ არ გეწყინება ჩემს ოთახში ავალ საქმე მაქვს კარგი ? _ რათქმაუნდა შეგიძლია წახვიდე. _ კარგი, მადლობა მე ზევით ვიქნები. - უთხრა და ოთახში ავიდა. _ ყველანაირად ვეცდები რომ დარდი შეგიმსუბუქო.. და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ შენი ლამაზი ღიმილი კვლავ დავინახო...- გაიფიქრა გულში დეა საწოლზე წამოწვა ტელეფონი ამოიღო გალერეა გახსნა და გიოსთან ერთად გადაღებული ფოტოების დათვალიერება დაიწყო. _ ნეტავ , შემეძლოს ახლა წარსული დავაბრუნო მაგრამ არ შემიძლია, გიო მე მხოლოდ შენ მეყვარები გინდაც შემიძულო მე მაინც მეყვარები...- ჩამწყდარი ხმით საუბრობდა.- ამ დროს შემთხვევით მისი საუბარი აჩიმ მოისმინა, და მისმა სიტყვები გულზე მოხვდა რატომღაც გული დაწყვიტა ამან , შემდეგ გონებაში ამოუტივდა გონებაში დეას სიტყვები." არ შეგიყვარდე!,, _ საკმარისია,აჩი გონს მოდი დაიხსომე რომ ის არ უნდა შეგიყვარდეს მას სხვა უყვარს და თანაც ეს ქორწინება რამოდენიმე თვეში დასრულდება. - თქვა და გაეცალა იქაურობას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.