SHAME(7)
მთელი ორი დღე ჯოჯოხეთად მიქციეს თათამ და გეგა, ყავა უკოფეინო, რაღაც გაურრკვეველი ბოსტნეულის ფრეშებს და სმუზებს მტენიდნენ, უცხიმო უმარილო, მოხარშული ღვიძლი და უბედურებები. ღმერთოო თუ სადმე ხარ გადმომხედე! რა დავაშავე?! ახლა ასე უაზოდ და უმისამართოდ უნდა მტენონ ყველაფერი რაზეც ყურს მოკრავენ რომ კარგია? ნეტა ინდიელ შამანებს ლოცვებსაც ხომ არ უკვეთავენ ბავშვის ჯანმრთელობისთვის?!შევიშლები! მართლა შევიშლები, იმის გარდა ომ ჩემს შვილს აქედანვე ურღვევენ პირად სივრცეს და მე გულის რევამდე საზიზღარ საკვებ-დანამატებს მტენიან მანიაკალური კონტროლიც დასჩემდათ! ""ტუალეტში რატომ ხარ 3 წუთით? გული გერევა? ცუდად ხარ? აღარ შემიძლიაააააა!!! ამ ყველაფერთად ერთად სხვა საფიქრალიც მქონდა! ღამ-ღამობით ვცდილობდი ან მომეჩვენებინა ვითომ მძინავს ან ყველაზე ფხიზელი ძილით დამეძინა, იმის იმედათ რომ გეგას და საბას საუბარს ისევ მოვკრავდი ყურს, ჯანდაბაჯერ კიდევ არაფერი მქონდა გარკვეული იმის გარდა რომ გეგა კარგად მორგებულ ნიღაბს ატარებს! საერთოდ სხვა პიროვნებაა სხვა ადამიანი! გქონიათ ისეთი გრძონობა რომ ადამიანს მთელი ცხოვრებაა იცნობ, უფრო სწორად გგონია რომ იძნობ და უცებ აი ასე არსაიდან და შემთხვევით იგებ რომ ყალბია! საერთოდ ყალბია, სრული ფარსია, ერთ სხეულში ორი ადამიანი ცხოვრობს! საშინაო და საგარეო გეგა აბსოლუტურად სხვა და სხვა ადამიანი იყო, პიროვნების გაორებას ვერ დავაბრალებ, აშკარად კარგად ნაფიქრ-მომზადებული გეგმით გვაჯერებს რომ ერთი წესიერი და უკომფლიქტო ადამიანია.. არადა თურმე სად ვართ? სად ვბანაობთ?! როგორ მიჭირს ამ ყველაფრის დაჯერება, და ამ საიდუმლოს მარტო შენახვა! ახლა რომ ეს ვინმემ გაიგოს შეიძლება ჩემდაუნებურად გავიყიდო ან მე წამომცდეს ან მას და ყველაფერს იხვდება, განუზომელი სიფრთხილე მმართებს იქამდე სანამ ამ ამბავს არ გავარკვევ... როგორც იქნა გავიდა ეს ორი დღეც დედაჩემიც დაბრუნდა და მილიონყველა საჩუქარი ჩამოიტანა, ჩვენთვის ბავშვისთვის, თათასთვის, თაზოსთვის მაიკოსთვის და ლამარა ბებოსთვისაც კი. ნინა რისი ნინაა ყველას გული რომ არ გაახაროს! არ იფიქროთ რომ ჩემი და გეგას "ქოწინების" გამო არა სულ ასე იყო, მუდმივად, სულ ყველასთვის მატანდა მთელი გულით და სულით ნარჩევ სუვენირებს, მილიონი რჩევა მომცა როგორ მქონდეს მარტივი ორსულობა (ნეტავ თვითონ რა იცის? ცოტაც და გადაყვებოდა ჩემზე მშობიარობას ექიმს რომ არ ემარჯვა, მთელი ცხრა თვე ვიწექიო მიყვებოდა ხოლმე, ძალიან მაღალი რისკი იყო მუცლის მოშლის და ..) როგორ ვიკვებო სად და როდის ვისეირნო და ასე შემდეგ, თან ბარგის ჩალაგებაში მეხმარებოდა და ცდილობდა ჩემთან ერთად წიხლით ჩაეტენა ორ ოცკილოიან ჩემოდანში ერთი ტონა ნვთი... ამასობაში გეგა შემოვიდა ოთახში -ლელე თათა რეკავს -მოვდივარ ახლავე, -ხო თათუ, რას შვები? -კამერასთან თვალი მოწიე! -რა გოგო? (ვხვდებოდი მორიგი დასკვნა უნდა დაედო და უკვე წინასწარ მიწუხდა გული) -მოწიე ელენე! -აჰააა (თვალთან მივიტანე კამერა, და მორალურად მოვემზადე თათას სულისშემძვრელი ისტერიკისთვის_ -რაარი ეს? რატომ გაქვს უპეები ჩავარნილი? ვაიმე აღარ შემიძლია შენ უნდა მომინელო! -ოე ლამარააა თქვი რა რა საქმე გაქ(თვალებატრიალებულმა გეგამ შეწუხებული ტონით შესძახა დას) -ვირო! მოკლედ მე ველაპარაკე ჩემებს, ვუთხარი რომ მთელი ცხოვრებაა ერთმანეთი გიყვართ და მალავთ ხოდა ახლა რადგან ასეთი ამბავია გადაწყვიტეთ ბოლოს და ბოლოს გადადგათ ეს ნაბიჯი და იცხოვროთ ერთად და ბედნიერად ჭირშიც და ლხინშიც მანამ სანამ სიკვდილი არ დაგაშორებთ! -საჭირო არ იყო, გეთქვა რეალურად (კბილებში გამოსცრა გეგამ) -არა გეგა მართალია, უარესი შოკი იქნებოდა... ისედაც შოკია ეს ამბავი და ახლა ნაძალადევი ქორწინება ხომ საერთოდ (ჩავერთე საუბარში და ამ სინადადების წარმოთქმისას ვიგრძენი როგორ მიცრუვდებოდა საკუარი თაით იმედი!) -მომისმინე იძიოტკა! შენ იცი რომ თაზოს მთელი ცხოვრების ოცნება იყო ეს ამბავი ფიქტიურად თუ ფაქტიურად მაგას საეთოდ არაქვს აზრი ჩემი მშობლები გიჟდებიან შენზე! მაგრამ ისიც იცი რომ მამაშენის საქმის კურსში ჩაყენება მამჩემის ვალდებულებაა, რა გგონია თქვენი ახუნტრუცების გამო მოატყუებს საკუთარ ბავშვობის მეგობარს?! თარაშ წილოსანს საერთოდ ვინმე მოატყუებს?! (ვიცი რომ გასაკვირია მაგრამ თაზო და თარაი ბავშვობის მეგობრები არიან სწორედ აქედან გადავეკვეთეტ ოჯახებით მე თათა და გეგა, მომხდაის მიუხედავად თაზოს თარაშთან ერთიერთობა არ გაუწყვეტავს, მეტიც ზუსტად იგიე ურთირთობა შეინარჩუნა რაც მანადე ჰქონდა. ვერავინ დავავალდებულებდით ) -მამ.. თარაშმა იცის ანუ?( ხმა გამიწყდა მაშინ როცა მამა ნდა დამეძახა, ვინ მამა რა მამა ვიღაც უცხო კაცია რომის გენეტიკური მასალაც ჩემში დევს!) -კი იცის (ვგრძნობდი როგორ სტკიოდა თათას ჩემთან ერთად ჩემი ვერ დასრულებული სიტყვა "მამა") იცის და ნუ მოკლედ ეგ არაა პრობლემა! -კაი თათა შენ დაგვხვდი რა აეროპორტში, არაა საჭირო მთელი მოდგმა და ჯიში რომ წამოვიდეს (სიცილნარევი ტონით უთხრა გეგამ და თან ანიშნა დილის 6 საათზე სამას კაცს ნუ დაგვაყენებ თავზეო) -კი მარტო მოვდივარ, ელენეს მანქანით გამოვალ ოღონდ, შენი მამას ჰყავს პროფილაკტიკაში -კიდე რა გაუფუჭა მაგ კაცმა?(არმოთქვა მობეზრებული ტონით გეგასმ) -უმადურო! რაღაც ნაწილები რო გამოიწერე იმეებს აყენებს აძლიერებს თუ რაღაც -კაი მიდი გკოცნით! -აუუ ერთი სული მაააქვს !! *** როგორც იქნა! დაჯდა ეს თვითმფრინავი! როგორ მომნატრებია ჩემი ქალაქი, ჩემი ხალხი, ხალხი რომელსაც აქედან გავექეცი და რომლის დატოვებაც ყველაზე მეტად მიმძიმდა! მაგრამ ახლა აქ ვარ, სრულიად მიღებული და გარეტ სწორედ ის ადამიანები არიან ვისზეც მეგონა რომ არ მაპატიებდნენ, ვერ გამიგებდნენ, მიმატოვებდნენ და ხელს მკრავდნენ.. რაგასაკვირია ჩემი წარსულის ადამიანს მიტოვების შიში რომ მაქვს არა?! მშობელმა სისხლმა და ხორცა თქვა ჩემზე უარი, სხვას რა მოვთხოვო?! მაგრამ ეს "სხვა" ადამიანები იქცნენ ჩემს ოჯახად და ზუსრგად, ხო გეგი ძააან ოჯახად ასეც არ იყო დაგეგმილი მაგრამ რას იზამ, ხდება ხოლმე თუმე ცხოვრებაში წარმოუდგენელი და ვერ დასაჯერებელი ამბებიც... ჩავფრინდით და დაგვხვდა თათა ყველაზე ბედნიერი და თან ყველაზე გაოცებული იყო თითქოს შეგუებეული ხომ გვყავდა?! თითქოს ყველაფერი იცოდა მაგრამ ჩემი და გეგას ერთად როგორც წყვილის დანაცვა მაინც აოცებდა, ვერ მალავდა.. მე სახლში გადავწყვიტე წასვლა, დილის შვიდი საათი ხდებოდა უკვე და ზუსტად ვიცოდი საკუთარ სახლში ყველაზე კარგად დავისვენებდი.. შუადღეს ხომ გეგის ოფიციალური ცოლი უნდა გავმხდარიყავი უკე, თათამ თქვა შენთან დავრჩებიო და ის იყო სადარბაზოსთან მისული მანქანიდან უნდა გადავსულიყავით რომ თავში გენიალურმა იდეამ გამიელვა. -გეგა -ხო -შენ იცი რომ მე აქ ოჯახი არ მყავს, ნინას ვერ ვაიძულებდი აქ ჩამოსვლას ხომ იცი თარაშთან ეთად ერთ ქვეყანაში გაჩერება სიკვდილამდე უჭირს, თარაში ჩემთვის არაფერია , ერთადერთი ვინც მყავს ნათლიაა ხოდა ნათლიაჩემი რომ მოვიდეს ხელის მოწერაზე შეიძლება ხო? თან გაგაცნობ დარწმუნებული ვარ ენდომება შენი გაცნობა ახლოდან (ესეც ასე გეგა! ესეც ასე! სადღაც მაინც ხო დაიწვეით?! ხო შეგეშლებათ?! რეაქცია ხომ მაინც გაგყიდით? დისკომფორტს იქამდე შეგიქმნით სანამ არ გავარკვევ ვინ ჯანდაბა ხარ! და რას აკეთებ !) -კი ელენე რა თქმა უნდა რა პრობლემაა (ჯანდაბა ისე მშვიდად ისე აუღელვებლად თქვა, აშკარად უჯრედულ დონეზე აქვს ეს სპექტაკლი და თავისივე როლი გამჯდარი თორემ წარბი მაინც ხომ უნდა შეხროდა? არც კი დაიბნა! ენდ ოსკარ გოუუუზ თუუუუ... უხ შენი მსახიობი!! როგორ ბიჭოო როგორ?! ქალი დედამიწას ყირაზე ვატრიალებ და ეს როგორ უნდა მაყრიდეს თვალში ნაცარს? აი მე შენ განახებ) -მადლობა (გავუღიმე თავაზიანობის ნიშნა და მანქანიდან გადავედი) ღმერთო რა კარგია სახლი! ჩემი სახლი, ჩემი თბილი კედლები, ჩემი სიმშვიდის ნაწილი! ძალიან ძალიან ბევრი ვილაპარაკეთ მე და თათამ დაწვრილებით მოვუყევი და მთელი ხმით ტიროდა ვერ იჯერებდა რომ მართლა ამდენი ემოციური სტრესი გადავიტანე, ვერ იჯერებდა რომ ისე ტკივილი იყო ჩემს ცხოვრებაში და სახეზე ვატყობდი "ერთხელ შეიძლება შენც იყო ბედნიერი?" ეწერა დავამშვიდე დავაწყნარე კარგად გამოვიძინეთ და როდესაც გონს მოვედი თათა უკვე საგულდაგულოდ ემზადებოდა ჩვენი "ქორწილისთვის" მე კი კარადაში უხალისოდ ვეძებდი რაიმე კაბის მაგვარს ზედმეტად ფარსს რომ არ დამსგავსებოდა, საბასთან უკვე დარეკილი მქონდა და მანაც ისე ოსტატურად ეიცხადა ნათლულის გათხოვება თითქოს თავის ფარულ ძმაკაცს არ მოვყავდი ცოლად. უტიფრები! ამათ ვანახებ სპექტაკლს.. ისეთს გავითამაშებ მსოფლიო არტისტები საფლავებიდან წამოდგენიან ცოცხლები კი განცვიფრებისგან გარდაიცვლებიან და თაყვანს მცემენ! მე თქვენ განახებთ! ხელისმოწერამ ტრადიციისამებრ ჩაიარა, ეჭვი არავის შეუტანია ჩვენს "სიყვარულში" თუმცა გეგა მართლა სიყვარულით სავსე თვალევით მიყურებდა, რა გასაკვირია? ამხელა არტისტი კაცი! ეგ შეეშლება?! ღმერთო ვის გავყევი ცოლად ამის გამარჯობაც კი არ ინდობა თურმე! და საბა? ჰაჰ საბა! ისე გაეცნო ის ჩამოართვა ხელი ისე გამოკითხა ბიოგრაფია თითქოს მართლა პირველად ჰხედავდნენ მისი თვალები თავისივე ფარულ ძმაკაც! რესტორანიც არ დავიწყებიათ! მე კი თათას შეჩეული თეთრი სადა კაბა მეცვა და ვფიქრობდი რომ ოდესმე მართლა ომ გავთხოვდები სიცილით გავიხსენებდი ჩემს "პირველ ქორწილს" სადაც ეს კაბაც კი ერვებს მიშლიდა! გეგმა ჩამივარდა არც ერთს ერხეოდა სახეზე მიმიკა, არც ერთი იმჩნევდა რამეს , წამით საკუთარ თავში ეჭვიც კი შევიტანე ის დიალოგი ხომ არ დამესიზმრა-მეთქი! ასე ვიჯექი საკუთარ ფიქრებში გართული სანამ სუფრა არ აიშალა და ჩვენც როგორც იქნა სახლისკენ არ დავიძარით, გზაში ისევ იმაზე ვფიქრობდი, ისევ ნერვები მქონდა ყალყზე დამდგარი, ვერ ვიჯერებდი რომ ამ დონეზე შეუძლია ადამიანს სახის დამალვა! ვერც კი გავიაზრე როდის მივედი კორპუსთან, ფიქრებიდან გეგას ღრენამ გამომარკვია -ამას აქ რა ჯანდაბა უნდა?! (საქარე მინას თვალი გავუსწორე და ნატა ზედგენიძის გაშმაგებულ სახეს შევეჩეხე, ბავშვობიდან უყვარდა გეგა მთელი თავის დრამებით და ისტერიკებით ზუსტად ვიცოდი ახლაც იგივე მიზეზით იყო მოსული) -აი ეხლა "ნახე ქოჩორს უშვი ხელი" რას იშნავს, ელენე მანქანაში დარჩი (თათას ისეთი ხმა ჰქონდა ზუსტად ვიცოდი გაგლეჯვას უპირებდა და თავის ძმასთან ერთად გიჟივით გადავარდა მანქანიდან) -შენ! შენ! შენ რა ის მართლა ცოლად მოათრიე (მთელ ხმაზე ჰაჰკიოდა ნატა) -წესიერად ილაპარაკე თორემ ენას ამოგადღლიზავ (მაწარებული თათა ისე უყვიროდა მთელ სამ კვარტალს ესმოდა ალბათ) -შენი დის დაქალი როა მაგიტო ხო? ოჯახს ხათრი ვერ გაუტეხე? აბა ეს რა ცოლად მოსაყვანია(ისევ კიოდა და არ ცხრებოდა) -ნატა გეყოფა, თავს რატო იმცირებ? გეყოფა! ოდესმე რამე იმედი მომიცია? რა აზრი აქვს შენთვის? ხომ იცი რომ მის ადგილას შენ ისედა არადროს იქნებდი! -მამამისმა დაგაშინა? რა თქმა უნდა მაგ არაადამიანმა დაგაძალა, ციხსისხლიანი მანიაკი ( აი აქ სტოპ! ვიგრძენი როგორ მომენატა ტემპერატურა, როგორ გაიარა მკერდი, ყელი, როგორ ამასხა საფთქელში სისხლმა და მაშინვ (ბარდაჩოკი) გამოვაღე, გლოკ19! ერთადერთი რაც თარაშისგან მქონდა და მუდმივად თან დამქონდა, ამოიღე და ისე დავდექი ნატას წინ ვერავინ ვერაფრის გააზრება ვერ მოასწრო) -გაიმეორე?! (ვუღრიალები მთელი ხმით და თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდი, წარმოდგენა არ მქონდა თარაშის ხსენებაზე ასე რატომ ამენთო! მაგრამ ვიცოდი რომ მოპირდპირე სახლის აივნიდან ისიც მიმზწერდა! ალბათ მთელი უბდანი მე მიყურებდა ა მაინც ვერავინ ბევდავდა მოახლოებას) გაიომეორე მეთქი! (უარესად დავუღრიალე) -ელენე გთხოვ! არ გინდა( მემუდარებოდა თათა და ნათა გაქვავებული შუბლზე იარაღმიბჯენილი ცრემლებს ჰყრიდა, სართოდ აარ იყო დიდ გულზე, თვალებში მხოლოდ შიში და გადარჩენის წყურვილი უჩანდა) -ერთი ნაბიჯიც არ გადმოდგათ თორემ აქვე დავამთავრებ ამ არარობის სიცოცხლეს!(დავიყვირე ისევ მთელი ხმით) -გეგა ისვრის მართლა(თათას ჩურჩული მომესმა უკნიდან) -არ ვიცი არამგონია (ჩურჩულებდა გეგაც) -გაიმეორე მეთქი შე არარობავ! გაიმეორ თქვი! რაო თარაშ წილოსანი ვინ არისო?! მიდი ამოღერღე მიდიიი! გეფიცები რომ მაგ მახინჯ შუბლს გაგიხვრეტ! ხელი არ ამიკანკალდება გოგო! ვის უბედავ? ენა როგორ გიბრუნდება რომელიმე წილოსანზე რომ მაგდენს ბედავ?! არ იცი ვინ ვართ? არ იცი რა შეგვიძლია? აი ეხლა აქვე რომ ბოლო მოგიღო არ ხარ ღირსი?(აწ უკვე ჩახლეჩილი ხმით ისევ ვუყვიროდი ჩემს წინ გაქვავებულ ნათას და ხელი მართლაც არ მიკანკალებდა) -არ მიეკაროთ! ისვრის (თარაში იყო, ზუსტად ვიცი თარაში იყო და ნატას გვერდით ედგა, მისთვის არც კი შემიხედავს, თვალი თვალშიც არ გამიყრია ისვ ნატას ვუყურებდი გასაცოდავებულ თვალებში) -შენ რა გქვია შვილო?(თარაში მამობრივმზრუნველი ტონით ეკითხება ნატას) მიპასუხე მიდი ხმის ამოღების გამო არ მოგკლავს ვიცი -ნა ნა ნაააა.. ნატა -ნატა შვილო შესაძლოა ბევრი ცუდი გაგიგია ჩემზე, სწორია რომ მსგავსი შტაბჭდილება გაქვს , შენ პირველი არ ხარ ვინც ეს სიტყვები დახარჯა ჩემს მიმართ, აი ხო ხედავ არც გიბრაზდები, ყველას გვაქვს ჩვენი წარმოდგენები სხვა და სხვა ადამიანებზე, თუმცა ჩემი რეპუტაცია ელენესთან კავშირში არარის, რაც არ უნდა იყოს ამ ყველაფრის თქმა ელენესტვის სწორი არარის, ვინაიდან ელენე ჭკვიანი პიროვნებაა და არ სურს ცხოვრების ორი ინადადების გამო დანგრევა ახლა იარაღს დაუშვებს, შენ კი წადი სახლში მშვიდად და იფიქრე იმაზე რომ სხვის ოჯახებს არასდროს შეეხო, მტკივნეულია (თარაშ წილოსანი და მსგავსი ჰუმანურობა? ხო ნუ შვილის ტოლ გოგოსთან ხელს არ გაისვრიდა მაგრამ მართლა ხმის ტემბრიც კი არ შეცვლია, ნატას ამშვიდებდა და ეუბნებოდა რომ არაუშავს ყველას ეშლება და მამობრივი რჩევაა რომ უბრალოდ სხვის ოჯახს არასდროს შეეხოს, არაქვს მნიშვნელობა ეს თარაშ წილოსანი იქნება თუ სხვა) -ახლა აქედან ისე აორთქლდი რომ ჩემმა თვალებმა აღარასდროს დაგინახოს, და გახსოვდეს ვინ არის ელენე წილოსანი და რა შეუძლია!( იარაღი დავუშვი და თვალებგაყინული მზერით ვუთხარი ნატას ბოლო სიტყვები) -შე*ემა ამდენი გოგოა და მაინც და მაინც ტერორისტი უნდა მოგეყვანა ცოლად? ( ზურგიდან მომესმა გეგას მეჯვარის აკანკალებული და ათრთოლებული ხმა, ეს ერთადერთი იყო რამაც მთელი დღის განმავლობაში გულიანად გამაცინა) მკითხველს: ისევ ველი თქვენს შეფასებას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.