მკვლელობა შავი იებით (თავი 10)
დილას თვალები გაახილა და მიხვდა, ისევ იმავე მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისი ხელები ისევ კაცის თბილი ხელების ქვეშ დამალულიყო, მისი სხეულიც კაცის სხეულს დაეფარა. როგორც კი თავი გასწია და ჩამოყრილ თმას დაუწყო სულის შებერვა, უკვე დიდი ხნის გამოფხიზლებული კაციც შეირხა, ჩაეცინა ქალის საქციელზე. თავი ასწია და თვითონაც შეუბერა სული... ქალს სახე გამოუჩნდა, ამჯერად ისევ გაბრაზებული და კაცს მკაცრად ამოხედა: _ გამიშვი ხელი! კაცს ჩაეცინა და მისკენ მიიწია... მან უცბად დახუჭა თვალები და კაცის კოცნაც იგრძნო. ახლაღა გააცნობიერა, რა სიძლიერით უჭერდა კაცს ხელებს. ფრჩხილებით ესობოდა კანში. ღამე ეს სრულიად არ უგრძნია. უცბად წარმოიდგინა ფანჯრის მინაზე ჩავლებული ფრჩხილები და კაცს ხელი შეუშვა. თავადაც იგრძნო თავისი ფრჩხილების კანიდან ამოსვლა. წამოხტა. სააბაზანოსკენ გაიქცა, მაგრამ ზედ კართან კაცი დაეწია და წინ გადაუდგა. გაუღიმა. ქალი მაშინვე კაცის თითებს დააცქერდა და უცბად წამოიყვირა: _ ეს სიმშვიდე კი არა, საშინელებაა! კაცმა დაიხედა წითელი ლაქებით აფორაჯებულ ხელზე და შვებით ამოისუნთქა, მიხვდა, ქალი მხოლოდ ამას რომ გულისხმობდა საშინელებაში და მისკენ ნაბიჯი გადადგა. ქალმა უკან დაიხია. ჩუმად მიიწევდა და არ იცოდა, საით. ბოლოს კედელთან აღმოჩნდა და თავი დაღუნა. კაცმა ორივე ხელი მის მხრებთან ახლოს კედელზე მიაბჯინა, მისი დახრილი თვალებისკენ დაიხარა და უჩურჩულა: _ დილა მშვიდობისა... როცა სალამზე პასუხი მიიღო, ქალის ნიკაპი აუწია და თვალებში ჩახედა. _ თვალები არ დახუჭო, _ გაიგონა ქალმა, მაგრამ მაინც დახუჭა. _ თვალებიი! _ ისევ მოესმა ამჯერად გაახილა. კაცს ჩაეღიმა, აკოცა და ხელი ჩაჰკიდა. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, რათა თბილი წყალი მოეშვა. მერე ქალის ხელები თავის ხელებიანად წყალს შეუშვირა. ქალი კაცის ხელებში მოქცეულ თავის ხელებს დააკვირდა და როგორც კი იგრძნო არა სიცივე ან ტკივილი, არამედ სითბო და მზრუნველობა, დაწყნარდა. კაცმა ოთხივე ხელი ალოეს შამპუნით გასაპნა და წყლით გადაბანა. ბოლოს კმაყოფილი დასწვდა პირსახოცს და ქალს ხელები გაუმშრალა, თავისი ხელები კი ასწია და გაიღიმა: _ ჩვეულებრივი ფერის ხელები დამიბრუნდა... _ მერე მის ხელებს დააკვირდა და ბედნიერმა წარმოთქვა: _ შენი ლამაზი ხელებიც სუფთაა და ჩვეულებრივი შეფერილობის, თან თბილი... ისევ ჩასჭიდა ქალს ხელი და მის სხეულიც მიიხუტა. _ საუზმეს მოგიმზადებ... _ ჩურჩულით თქვა და სამზარეულოს მიაშურა. ქალი მაშინვე ტანსაცმლიანად შევარდა შხაპის ქვეშ. მის ზემოთ ნელ-თბილი წყალის ნაკადი ქალის ცხელ სხეულს ესხმებოდა და მაინც ვერ ამშვიდებდა. რატომ ვგრძნობ სიმშვიდეს აქ, მასთან?! რატომ არ მტკივა ხელები აქ, მასთან?! რატომ ცდილობს რაიმე მათქმევინოს?! _ გაიფიქრა და ონკანი დაკეტა. სველი გადმოვიდა და ბოლთის ცემას მოჰყვა სააბაზანოში. თავის ხელებს რამდენიმეჯერ დახედა და ისევ ძირს დაუშვა, რამდენიმეჯერ გადაუსვა ხელი ერთმანეთს და დასუნა. იგრძნო თუ არა გრილი ალოეს სურნელი და კაცის შეხებაც გაახსენდა, უცბად გავარდა კარისკენ. გაბრაზება მაშინვე გადაავიწყდა, ამოტივტივებული კითხვებიც ამოუვარდა გონებიდან და სამზარეულოსკენ გაემართა. ნაბიჯების ხმაზე კაცი მოტრიალდა როგორც კი ქალის სველი სხეული დაინახა, მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. აათვალიერა და მოულოდნელად გაბრაზებულმა წამოიძახა: _ ჩემი დის ოთახში აარჩიე რამე და ჩაიცვი! ქალიც მოჯადოებულივით გაბრუნდა და მაშინვე გარდერობს მიაშურა ყოყმანით, რადგან არასდროს სხვისი სამოსი არ სცმია. მოკლე სპორტულები მაინც მოძებნა, გადაიცვა და მშვიდად დაიძრა სამზარეულოსკენ. საუზმობდნენ და ხმას არ იღებდნენ. ქალი საერთოდ არ უყურებდა კაცს, ის კი მაინც გამომძიებლის თვალით აკვირდებოდა. _ ვფიქრობ, პირველად გეძინა მშვიდად... _ მოესმა ქალს და უცებ წვენი გადასცდა. კაცი წამოდგა, წყალი დაუსხა და მიაწოდა: _ შენსავით ცივია და მოგიხდება... _ თქვა რბილად და ქალის ზემოთ მოცქირალ თვალებს ჩახედა: _ როცა კითხვას გისვამ, სულ გეშინია და გგონია, რომ დაკითხვაზე მყავხარ და გაპატიმრებ. _ არ გაგიჭირდება საკანში ჩემი გამომწყვდევა! _ ცივად მიუგო ქალმა. კაცმა ხელი წაავლო კისერში და აკოცა, მერე კი ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. _ გაუცემელ კითხვებზედაც მაქვს პასუხები, _ თქვა კაცმა და გადაიხარხარა: _ ოღონდ არა ჩემი პასუხები! _ თქვა მკაცრად და ფეხზე წამოდგა. _ უნდა წავიდე. _ თქვა ქალმა. კაცმა ხელი წაავლო: _ ვინ გითხრა, წადიო? _ შენ არავინ გეკითხება! _ მიუგო ქალმა მკაცრად. კაცმაც მშვიდი ტონით გააგრძელა: _ ჩემი დის ტანსაცმლით... ქალი მოულოდნელად გაშეშდა და ოთახს მიაშურა, რაც ეცვა, ყველაფერი გაიხადა და სააბაზანოში დააწყო სარეცხის მანქანასთან, თვითონ კი თავისი სველი კაბა ჩაიცვა და კარისკენ დაიძრა. _ აღიარე, რომ მშვიდად გეძინა! _ დაეწია კაცის ხმა. ქალმა სახელური გამოსწია და რომ ვერ გააღო, უკან გამოტრიალდა. ცალი წარბი ასწია და გაბრაზებული შეაცქერდა კაცს. მას ჩაეცინა და ქალის აწეულ წარბს გადაუსვა თითი: _ შენი არ მეშინია... შენ კი გეშინია. _ მომეცი გასაღები! _ თქვა ქალმა ხმამაღლა და ხელი გაუშვირა. კაცმაც მაშინვე გაუმეორა: _ აღიარე, რომ აქ მშვიდად გეძინა! _ არა! _ თქვა ქალმა. კაცმა ხელი სტაცა. _ იცოდე, აქედან ვერსად წახვალ, სანამ მე არ გადავწყვეტ! აღიარე, რომ აქ მშვიდად გეძინა! აღიარე! _ მეძინა! _ თქვა ქალმა მკაცრად და ისევ დაუყვირა, გასაღები მომეციო. კაცმა ისევ გაუმეორა შეკითხვა და როცა ქალმა იყვირა, აქ მშვიდად მეძინაო! _ მხოლოდ მაშინ გაუშვა ხელი, კარი გაუღო და ქალის ნოტიო სხეულს გააყოლა მზერა, გაბრაზებული კიბეზე რომ ჩადიოდა. მერე დაავლო გასაღებს ხელი და ქალს გაეკიდა. შენობიდან გასულს დაეწია, მაჯა დაუჭირა, თავისკენ შემოატრიალა და სანამ ქალი ყვირილს დაუწყებდა, თვითონ უყვირა: _ მე წაგიყვან სასტუმროში, ამ სველი კაბით რომ არ გაცივდე! _ და მიუხედავად მისი წინააღმდეგობისა, მანქანაში მაინც ჩასვა. *** ახალ ყავისფერ კაბაში გამოწყობილი ემა ალეხოს გვერდით იდგა და ღიმილით სავსე ჯდებოდა მანქანაში, როცა ერიკმა დაინახა და გაბრაზებულმა დაარტყა საჭეს ხელი: _ ბედავს და ჩემს გოგოს კაბის ელვას უკრავს!!! _ თქვა ხმამაღლა და ქალს გახედა, რომელსაც ალეხომ გახსნილი ელვა შეუკრა. გაბრაზებულმა ერიკმა მანქანა მოატრიალა და სახლში წავიდა, სადაც და და დისშვილი ელოდებოდა. სასტუმროს ნომერში ემამ ორ კაცზე შეუკვეთა ვახშამი. გაბის დაელაპარაკა და ნომერი მოულოდნელად უჩუმრად დატოვა. ალეხო შავი კოსტიუმით გამოვიდა და მიმოიხედა... მის წინ სუფრასთან მჯდარ ქალს გახედა. ჩაეღიმა, თვითონაც ქალის მოპირდაპირედ დაჯდა და მზერა შეავლო, მერე შამპანურის ბოთლი გახსნა. ხმაურზე ქალი შეხტა. კაცი მის წინ დადებულ ბოკალს დასწვდა, სასმელი ჩამოუსხა და მიაწოდა. მათი ხელები ერთმანეთს შეხვდნენ და თითქოს აქ, ამ ქალაქში დაიმუხტნენ ერთმანეთის გრძნობებით. ქალის ხელი მუჭში მოიმწყვდია. მას ბოკალი წაექცა და შეშინებულმა, რომ კაცს სამოსი დაუსველა, უკან გადაიწია. კაცს გაეცინა და უჩურჩულა: _ ყოველთვის, როცა გხედავ, ვგრძნობ, რომ ჩემი გეშინია და გამირბიხარ... _ ამ სიტყვებით მისკენ საკოცნელად გადაიხარა... როგორ დიდხანს ელოდა ქალი ამ კოცნას და აქ, ამ უცხო ქალაქში აუხდა ეს ოცნება. გახარებულმა ალეხოს ხელები მოხვია და ჩაეკრა. უეცრად დაიძაბა. შეშინებულმა გაითავისუფლა თავი კაცისგან და გაიქცა. ფეხზე წამომდგარმა ალეხომ შამპანური დაისხა, დალია და ცარიელი ბოკალი მაგიდაზე დადო. შემდეგ ქალისკენ დაიძრა, რომელსაც ზურგზე ელვა ჩახსნოდა. _ ამას მე გავაკეთებდი, _ უთხრა და ქალი თავისკენ შემოატრიალა. მან თვალებში შეხედა და გაეღიმა: _ მეე... ელვა გამიფუჭდა და გაიხსნა... _ თქვა. კაცმა ხელი მიაფარა ბაგეებზე გასაჩუმებლად და უჩურჩულა: _ ძალიან კარგი... _ და მისი კაბის გახდას ნელა შეუდგა... ერიკი უკვე ფანჯარასთან იდგა და ბოლთას სცემდა გაბრაზებული. ლანდი, ლანდი, ორი ლანდის ასე ახლოს დანახვაზე მაშინვე კარს ეცა და დააბრახუნა. _ ნეტავ ვინ არის? ემა დღეს არ მოვიდოდა, თავის დაქალთანაა! _ თქვა გაბიმ და ალეხოს შეხედა, რომელიც მის სხეულს იხუტებდა. _ ვნახოთ, ის გამომძიებელი ხომ არ არის! _ თქვა ალეხომ და კარის გასაღებად დაიძრა. წელზევით შიშველს იმწუთასვე ყბაში მოხვდა მუშტი. _ როგორ გაბედე აქ ჩამოთრევა და ჩემი გოგოს ლოგინში ჩაწვენა! შენც მოგკლავ და იმასაც! _ უყვირა ერიკმა და ოთახში შევარდა. გაბი შეშინებული გამოვარდა. _ ემა დაქალთანაა. აქ მარტო ჩვენ ვართ! _ თქვა და ერიკს გახედა, რომელიც უკვე ოთახებში დარბოდა. ერიკმა ყველა ოთახი შეამოწმა, მაგრამ ემა არსად ჩანდა. ორ ნახევრად შიშველ სხეულს თვალი შეავლო, ბოდიში მოიხადა და გარეთ გავარდა. გაბიმ ალეხოს ცივი დაადო ლოყაზე, მერე ბევრი აკოცა და მკერდზე მიეკრა. კაცმა ქალს ხელი მაგრად მოხვია: _ ვისაც უნდა ხვდებოდე, იცოდე, რომ დღეიდან ვერავის შეხვდები! _ უთხრა და ქალი მიიზიდა... ახლა ანიტას სახლში ისმოდა ერიკის ყვირილი: _ ჯერ დაიკარგე და ახლა დალაპარაკებაც არ გინდა! შენს ნომერში სხვები დამხვდნენ, მე კი ეჭვიანობით გამაგიჟე! _ შენ რა, სულ გააფრინე?! ნომერში მიხვედი და ჩვენი გეგმა ჩაფუშე? ნამდვილი იდიოტი ხარ! _ გაცეცხლებული გამოვარდა ემა. _ ჰო, იდიოტი ვარ, შენ რომ გადაგეყარე! _ კარგი, დასხედით და მორჩით ყვირილს. _ მიუბრუნდა ანიტა ორივეს. ერიკმა ემას ხელი წაავლო. _ გამიშვი!!! _ ყვიროდა ქალი, მაგრამ ერიკი არ უსმენდა, მხარზე გადაიკიდა და კბილებში გამოცრა: _ გაჩუმდი, ნუ ყვირი! მაინც არ გაგიშვებ ხელს! _ და გაბრაზებულმა ჩასვა მანქანაში. _ არ მინდა არსად წამოსვლა! _ დაიყვირა ქალმა. _ სამაგიეროდ, მე მინდა! _ მიუგო კაცმა და მანქანა დაძრა. ქალი მანქანიდან გადახტომას შეეცადა, კაცმა დაამუხრუჭა, ქალს ხელები გაუკოჭა და კარები ავტომატურად ჩაკეტა. როცა სახლთან მივიდა, ქალი ისევ მოიგდო მხარზე და შინ აიყვანა. კართან გააფრთხილა: _ ჩუმად იყავი... ემილიას სძინავს! _ ოთახში შეიყვანა და ლოგინზე მიაწვინა. ხელები გაუხსნა და ქალს თვალებში ჩახედა: _ ეს ხომ იცი, რაცაა?! შენი შარფია...შენი სურნელი ასდის და შენს საიდუმლოს ატარებს ჩემთან ერთად... _ თქვა და აკოცა: _ მხოლოდ მე ვიცი, რომ ხელთათმანი საიდუმლოს ინახავს... მაგრამ რა საიდუმლოა, ეს არ ვიცი და ახლა რაც მაინტერესებს, იმას გავაკეთებ! ისეთი თვალებით უყურებდა კაცი, ქალს ხმა აღარ ამოუღია. ერიკი გავიდა. ემამ თვალი გააყოლა, ლოგინიდან არც წამოწეულა. რამდენიმე წუთში კაცი დაბრუნდა და ქალმა გაკვირვებულმა შეავლო თვალი ლანგარზე მოთავსებულ საჭმელსა და ხილს. _ დღეს არაფერი მიჭამია! სულ შენი ბრალია! ხან ალეხო გიკრავდა ელვას! ხან შენს სასტუმროს ნომერში ეფერებოდა სხვა ქალს! _ რააა! _ წამოიყვირა ქალმა და უცებ ხელი მიიფარა პირზე. _ მაპატიე... _ აჩურჩულდა: _ ვინ ქალთან იყო ალეხო?! _ გაბისთან! _ თქვა კაცმა. გახარებული ქალი წამოხტა და ბოლთის ცემას მოჰყვა ოთახში, შიგადაშიგ გაჩერდებოდა და საჭმელს აგემოვნებდა. _ მე არ მაჭმევ?! _ ჰკითხა ერიკმა და ქალმაც გაუწოდა ხელიდან ლუკმა. ორივენი ჩუმი მზერით გადახედავდნენ ერთმანეთს და საჭმელს საკუთარი ხელიდან აწოდებდნენ ურთიერთს. ერიკმა ქალს ხელი მოხვია და ლოგინზე დააწვინა. ქალი უსიტყვოდ უცქეროდა. კაცმა მიიხუტა თუ არა, ემას თვალები მიეხუჭა და ერთბაშად გათბა. მისი სხეული სრულიად დაიცალა წარსულისაგან. მალე ორივეს ჩაეძინა. დილით ერიკმა ადრე გაიღვიძა, ქალს დახედა და ჩაეღიმა, კაბიანს რომ ეძინა. ზეზე წამოდგა. ემაც შეირხა და თვალები გაახილა. _ კაბა გაგხევია... _ თქვა კაცმა ჩუმად, _ მე არ გამიხევია, მაგრამ თუ საჭიროა, დავიბრალებ და თანხას გადაგიხდი, _ ამ სიტყვებით ირიბად გახედა მწოლიარეს, მაგრამ რომ შენიშნა, ქალი არ ბრაზობდა, დამშვიდდა. ემამ კაბა დაათვალიერა, ნახა თუ არა, რომ მართლა გახეოდა, კაცს გადახედა და ბალიშზე დადო თავი, ისე, რომ არაფერი უთქვამს. _ მეგონა, გაბრაზდებოდი... _ ჩაილაპარაკა კაცმა და ქალის ხმაც მოესმა: _ ამის გამო გამაღვიძე?! მეძინება... _ თქვა და თვალები დახუჭა. კაცმა მის გვერდით მოიკალათა და ჰკითხა: _ როგორ გეძინა?! _ მშვიდად... _ მიუგო ქალმა და მისი კოცნაც იგრძნო. ორივენი ერთად ათვალიერებდნენ ოთახს და მშვიდად გადახედავდნენ ხოლმე ერთმანეთს. ემა წამოდგა. კაცმა ხელი სტაცა: _ სად მიდიხარ?! _ სასტუმროში! _ ჯერ არ წახვიდე. _ აბა ამ გახეული კაბით ვიარო?! _ ხოდა, ვერ ივლი! მე წავალ და მოგიტან კაბას. გარეთ გასულს ქალმა მიაძახა: _ ჩემს ნომერში შენი ნაჩუქარი კაბაა, ჯერ არ ჩამიცვამს და ის მომიტანე!.. ემას ტელეფონმა დარეკა. ქალმა უპასუხა. _ რომ იცოდე, იმ შენმა გიჟმა მუშტი დამარტყა! _ აცნობა ალეხომ. ქალს გაეცინა: _ ჩემს პარტნიორს მოხვდა მუშტი? სამაგიეროდ გაბი დაგამშვიდებდა და უფრო მოგივლიდა, _ ალერსიანად უთხრა. ალეხომ შეატყობინა, ჩვენ მივდივართ და გასაღებს რეგისტრატურაში ვაბარებთო. სწორედ ამ დროს ალეხომ ერიკი დაინახა კარში, რომელმაც მას ხელი გაუწოდა ბოდიშის მოსახდელად: _ მაპატიეთ ჩემი საქციელი, გთხოვთ. _ აქ რას აკეთებთ?! _ გაოცდა ალეხო. _ ემამ მთხოვა, მისი ტანსაცმელი წამომეღო, მხოლოდ ერთი კაბა მინდა მისი გარდერობიდან... *** ემა ერიკს კისერზე ჩამოეკიდა, აკოცა და კაბა გამოართვა, მერე კი უთხრა: _ ეს იმის გამო, რომ კაბა მიყიდე, _ და გაღიმებული ოთახში შევიდა. კარი ცხვირწინ მიუხურა კაცს. კაცი გაჩერდა, ცოტა ხანს დაიცადა და მერე ღიმილიანი სახით სამზარეულოსკენ გასწია. ემამ სარკეში ჩაიხედა და კმაყოფილმა დაისვა ხელი ახალ სამოსზე. ისეთი ნაზი, თბილი და ლამაზი იყო კაბა, სახე გაებადრა. ამ დროს ოთახში ერიკიც შემოვიდა. ქალი აათვალიერა, ხელი მოხვია და მიიხუტა: _ ძალიან... ძალიან ლამაზი ხარ, შენ კი თავიდან უარი თქვი ამ კაბაზე! _ უთხრა ბოლოს და აკოცა. მერე ჩაკიდა ხელი და სამზარეულოში გაიყვანა. ემილიას ხმა მოესმა ემას. ჩუმად მიეპარა ბავშვს და აკოცა. ბავშვმა მიიხედა და ჩაეხუტა. ემამ თავზე გადაუსვა ხელი: _ ჭამე, პრინცესა, საჭმელი, თუ მე მელოდები?! _ შეეკითხა. ბავშვმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ემამ კოვზს დაავლო ხელი და ემილიას დანაყრებას შეუდგა. მხიარულად ისხდნენ სუფრასთან ყველანი და საუზმობდნენ. მერე ცოტა ხანს ბავშვს ეთამაშა და თავის ოთახს მიაშურა. დაინახა თუ არა ლოგინზე დადებული პატარა ყუთი, ხელში აიღო და მაშინვე გახსნა. უკან ერიკი შენიშნა და მისკენ შებრუნდა. _ როგორც ჩანს, ჩემი საჩუქარი მოგეწონა, _ თქვა კაცმა და მის ყურებს შეხედა. _ კი, ძალიან ლამაზი საყურეა. შენ შეარჩიე?! _ კი. კაბისთვის რომ წავედი, მაღაზიაშიც შევიარე. _ მაგარია! აწი ყველაფერი შენ მიყიდე ხოლმე! _ თქვა ქალმა და კაცს შეხედა, რას მეტყვისო. _ თანახმა ვარ! _ უპასუხა ერიკმა. _ ახლა კი სამსახურში უნდა წავიდე, _ თქვა ქალმა, _ შენც მიხედე შენს სულელურ გამომძიებლობას. _ და როგორც კი დას და დისშვილს დაემშვიდობა, კარისკენ დაიძრა. *** სამსახურში მისულმა გამზადებულ ესკიზებს თვალი გადაავლო, ზოგი მოეწონა, ზოგი ჩაასწორა, შეცვალა და საგამოფენო დარბაზში ჩავიდა. ტერიტორიას თვალი მოავლო და მომავალ პირველ ჩვენებაზე ჩაფიქრდა. _ ფრანკო, ერიკი სად არის, არ იცი?! _ კაბინეტში დაბრუნებულმა განყოფილებაში დარეკა. _ არა, სამსახურიდან რაც წავიდა, არ მინახავს. 3 დღეა უკვე. _ რააა! რატომ წავიდა?! _ არ ვიცი, წასვლა მოითხოვა. _ კარგი. ნახვამდის, _ თქვა ქალმა და ტელეფონი გათიშა. ერიკი ემილიას ეთამაშებოდა. დაც გვერდით მიუჯდა და გადახედა: _ სამსახური გენატრება?! _ კი! _ მერე რატომ წამოხვედი?! _ ჩემს გოგოს არ მოსწონდა და აღარც მე მომწონდა. ჟაკლინს გაეცინა. _ ასეთი არ მინახავხარ ჯერ! შეყვარებული ჩანხარ! _ ალბათ! ჰოო... ჰოოო, _ თქვა კაცმა და გაჩუმდა. _ მერე რა იყო, რატომ დაიბენი?! _ მას არ ვიცი, ვუყვარვარ თუ არა. _ ჰკითხე და გაარკვიე. დამშვიდდი, ყველაფერი საუკეთესოდ იქნება, შენ მსოფლიოში ყველაზე კარგი და კეთილი ძმა ხარ! _ თქვა ჟაკლინმა და აკოცა. საღამოს ერიკმა ემას დაურეკა და სთხოვა, სავახშმოდ მასთან მისულიყო. ემა მოვიდა. ბავშვი მისკენ გაექანა. ქალი დაიხარა და და ხელში აიყვანა: _ ლამაზი პრინცესა... _ თქვა და აკოცა. მერე ჟაკლინს გადაეხვია და ერიკსაც ლოყაზე აკოცა. _ მე შენზე ვარ გაბრაზებული, თავი რომ არ წამომაყვანინე და შენით მოხვედი. ამის მერე კიდევ ლოყაზე მკოცნი? _ დაწყნარდი! _ თბილად უთხრა ემამ და ხელი შეახო ლოყაზე, თან გაუღიმა. ქალებმა კარგა ხანს ისაუბრეს, გაიხსენეს ბოსტონში გაცნობის ამბავი, თან ბევრი იცინეს. _ ბოსტონში დიდი ხნით იყავი? _ შეეკითხა ემა ჟაკლინს. _ არა, მხოლოდ რამდენიმე თვით. შენ? _ 3 წელი. _ კარგია, რას აკეთებდი, თუ საიდუმლო არ არის?! _ საიდუმლო ნამდვილად არაა. თავიდან მუსიკას ვასწავლიდი, მერე ესკიზებს ვხატავდი. საქმე წინ რომ წავიდა, მეგობარმა დროებით თავისი სახლი დამითმო და იქ სახელოსნო მოვაწყვეთ, რომ მემუშავა. _ კარგია კარგი დაქალები. _ არა, ალეხო კაცია და ახლა ჩემი მეგობრის შეყვარებულია. შემთხვევით ბედმა განსაზღვრა ყველაფერი, ჩემი სამუშაოც და წინსვლაც. _ თქვა და ახლაღა გაახსენდა, ერიკს რომ არაფერი უთქვამს სამსახურის დატოვების თაობაზე, მაგრამ ამაზე სიტყვაც არ დაუძრავს, ისევ ჟაკლინს მიუბრუნდა, _ შენ რას საქმიანობ, გარდა ამ ლამაზი გოგონას მოვლისა? _ ბავშვი ჯერ პატარაა, თან ცელქი, ამიტომაც ძირითადად მას ვუთმობ დროს. _ რაზე გიმუშავია?! _ ერთი პერიოდი ქსოვილებზე ვმუშაობდი, მათ შექმნაზე. მერე მიზეზების გამო დავანებე თავი და არ მიმუშავია. ემამ გაიღიმა. *** ორივენი რესტორანში ისხდნენ. _ ემაა... ფრანკომ რომ თქვა, შენი გატაცების დღეს ემა შენ გეძახდაო, სიმართლე იყო?! _ შეეკითხა ერიკი. _ კი... _ თქვა ქალმა და ჩაეღიმა. _ მე რატომ მეძახდი?! _ არ ვიცი... ალბათ მეგონა, რომ დამიცავდი... _ თქვა და ოფიციანტს შეხედა, რომელმაც ანგარიში მოიტანა. ერიკმა თანხას ჩახედა და ის იყო, ფული უნდა ამოეღო, რომ ოფიციანტმა უთხრა: _ სერ, გადახდილია! _ ვინ გადაიხადა?! _ გაუკვირდა ერიკს და გაოცებული მიაჩერდა ოფიციანტს. _ თქვენმა მეგობარმა ქალბატონმა _ მიუგო და ემას მიაჩერდა. ემა წამოიჭრა: _ რა? მე არაფერი გადამიხდია! ერიკმა ემას სილა გააწნა. _ შენ მე დამამცირე!!!! _ მე არაფერი გადამიხდია, ერიკ! _ იყვირა ემამ. _ ყველაფერი დასრულებულია._ მიახალა ქალს და იქაურობა დატოვა. ემამ ტაქსი გამოიძახა და სასტუმროში წავიდა. ნომერში ასულმა სარკეში ჩაიხედა. _ ახლა აღარ მოვა! ახლა აღარ ჩამეხუტება! როგორ დაიჯერა, რომ ასე დავამცირებდი! _ თქვა გაბრაზებულმა და წამოწვა. ამ დროს ტელეფონზე ჟაკლინის შეტყობინება მოუვიდა: `შენს საყურეებს და ვარდებს უყურებს, უკან რომ გამოუგზავნე და გაშოტილი წევს~... `არა უშავს, მოუხდება! არც მომისმინა, ისე გამარტყა სილა!~ `ხელი გაგარტყა?!~ _ მოსწერა აღშფოთებულმა ჟაკლინმა. სახლში კი ეს სიტყვები ხმამაღლა წამოიყვირა და ძმისკენ გაქანდა ისე, რომ ემას პასუხი აღარ წაუკითხავს. _ ემას ხელი როგორ გაარტყი! _ დაუყვირა ძმას, როგორც კი კარი შეაღო. _ გამაბრაზა მისმა სულელურმა საქციელმა. დამამცირა, თავი მდიდარი ქალბატონი ჰგონია, რომელსაც შეუძლია ყველაფერი იყიდოს! მათ შორის მეც! _ მოგესმინა მაინც! ეგრე ფიქრობდი, დამნაშავეაო და ბოლოს შენც კარგად იცი, რაც მოხდა! _ თქვა გაბრაზებულმა და კარი გაიჯახუნა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.