ეშმაკთან მოთამაშე {სრულად}
- აბა, როგორ მოგეწონა ახალი თანამშრომლები? - ღიმილით ჰკითხა კაცმა და სავარძელში გასწორდა. - არ მიყვარს წინასწარ დასკვნების გამოტანა ხომ იცი? - მის წინ მდგომ მაგიდას ჩამოეყრდნო ხელებით. - თვითონ აშკარად აღტაცებულები ჩანდნენ, განსაკუთრებით მამაკაცები, - ნიშნის მოგებით აღნიშნა. - თუმცა, ხუმრობა ხომ არაა ახალგაზრდა და ასეთი ლამაზი უფროსის ყოლა?! - როგორც კი გაიგებენ ჩემს დამოკიდებულებას სამსახურეობრივ რომანებთან დაკავშირებით, აღტაცება გაუვლით. - როგორ მიყვარს ამ ქალის შეუვალობა, ღმერთო! - ხელები მაღლა ასწია კაცმა, თითქოს იგი მართლა ღმერთს ელაპარაკებოდა. - თუმცა, მე შენი ყოველდღიურად ხილვის შესაძლებლობაც აღმაფრთოვანებდა! - მეტი თავშეკავება, ბატონო მინისტრო! - ირონიულად გაიღიმა ქალმა. - ისე, რატომ ვარ აქ? - რას გულისხმობ? - მშვენივრად იცი, რასაც ვგულისხმობ! ირაკლი, შენ მე ყოველთვის გაფუჭებული საქმის გამოსასწორებლად გჭირდები. - ნინო! - ისე თქვა, თითქოს საუბარმა დაღალა. - რა თქმა უნდა, აქ გამოსასწორებელიც ბევრია და დასამალიც. ციხეა, ბოლოს და ბოლოს. თან ამ ციხეში სასჯელს განსაკუთრებით მძიმე ბრალდების მქონე და სახიფათო პატიმრები იხდიან. არ დაგიმალავ, რთულია მათთან გამკლავება, არც კი მახსოვს ზუსტად რამდენი უფროსი გამოიცვალა. ამ ციხეში ამდენი ცვლილება და უკონტროლობა უკვე ხმაურს იწვევს. ამიტომ ხარ შენ აქ. მე დარწმუნებული ვარ შენს შესაძლებლობებში, მთავრობაც გენდობა და ვიცით, რომ შენზე უკეთ არავის შეუძლია უკონტროლო სიტუაციების მართვა. - ვაფასებს ნდობას და ვეცდები, იმედები არ გაგიცრუოთ! - ეჭვიც არ მეპარება. - ქალისკენ მიიწია მამაკაცი. - ირაკლი, სამსახურში ვართ! - მკაცრად თქვა და განზე გაიწია. - როცა ჩემი ცოლი გახდები, დასამალი აღარაფერი გვექნება! - თვალი ჩაუკრა კაცმა. - პირველი, შენ უკვე გყავს ცოლი და მეორე - საკმარისია, რომ პირველი! - გავშორდები და... - ირაკლი, ირაკლი, - საუბარი შეაწყვეტინა ქალმა. - ნუ ემსგავსები იმ უნიჭო მხატვარს, ნახატების გაყიდვით ფუფუნებას რომ ჰპირდება თავის ოჯახს! - ნინო! - თუ წინააღმდეგი არ ხართ, საქმეს შევუდგები, ბატონო მინისტრო! - კიდევ ერთხელ გისურვებ წარმატებას! - ხელები დანებების ნიშნად გაშალა კაცმა და ნელი ნაბიჯით დატოვა კაბინეტი. ოთახში მარტო დარჩენილმა ქალმა ღრმად ამოისუნთქა და გაიხედა ფანჯარაში, რომელიც პირდაპირ ციხის ეზოს გადაჰყურებდა. მაღალი ღობის აქეთ ციხის საგუშაგო აღმართულიყო. ფანჯარას მალევე მოშორდა და დერეფანში გავიდა. ისეთი სიჩუმე იდგა, თითქოს სულიერის ჭაჭანებაც არ იყო შენობაში. თავისი კაბინეტის გვერდით კარში შეიჭყიტა ნინომ. - მობრძანდით! - ღიმილით წამოდგა ახალგაზრდა ქალი. - თათია ხომ? - რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდეგ როგორღაც გოგოს სახელი გაიხსენა. - დიახ, ფსიქოლოგი და კურატორი, - ღიმილით დაეთანხმა ქალი. - დაბრძანდით! - სავარძლისკენ მიუთითა და ნინოც კომფორტულად მოკალათდა. - ყავას ხომ არ მიირთმევთ? - არა, გმადლობთ! სიმართლე გითხრათ, შიდა სამზარეულოს უკეთ გასაცნობად მოგმართეთ. - ესე იგი, გაგიმართლათ და სწორ ადამიანთან მოხვდით! - თავმომწონედ აღნიშნა. - როგორც აღნიშნეთ, მსჯავრდებულთა ფსიქოლოგი და კურატორი ხართ. - ოფიციალურად ასეა, მაგრამ ბევრი სხვა საქმის შეთავსებაც მიწევს. ასე ვთქვათ, აქ პერსონალი საკმარისი არასდროსაა! - დიახ, ეს ერთი შეხედვითაც მარტივი შესამჩნევია! - თვალები აატრიალა ქალმა, გაახსენდა წარდგენისას მყოფი თანამშრომლების რაოდენობა. - თვითონ გოგონებიც, მსჯავრდებულებს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, გვეხმარებიან. შიდა პერიმეტრზე თითქმის ყველა რგოლში თვითონვე საქმიანობენ, მაგალითად, სამზარეულოში, სამრეცხაოში და ასე შემდეგ. - კარგია, რომ დაკავებულები არიან! - თავი მოწონების ნიშნად დააქნია. - ციხეს სამი ნაწილი ანუ ბლოკი აქვს, თითო ბლოკს მუდმივად ზედამხედველობს ორი ოფიცერი. სხვადასხვა ბლოკის გოგონები ერთმანეთს ძირითადად ჭამისა და სეირნობის დროს ხვდებიან. სხვა ბლოკში შესვლა ისედაც არ აქვთ აკრძალული, მაგრამ რადგან დიდად არ მეგობრობენ, მსგავსი მიმოსვლები იშვიათად შეინიშნება, - თათია დეტალურად ხსნიდა ყველაფერს, მრავალწლიანი გამოცდილება ჰქონდა აქ მუშაობის. ნინოც დიდი ინტერესით უსმენდა გოგონას, რომელიც თავისმხრივ მაქსიმალური სიზუსტითა და გულწრფელობით ეხმარებოდა ახალ უფროსს სიტუაციის უკეთ გაცნობაში. - როგორც ყველა ციხეში, აქაც იბრძვიან პატიმრები უპირატესობების მოსაპოვებლად, რაც ხშირად დაპირისპირებაში გადაიზრდება ხოლმე, მაგრამ ჩვენი ოფიცრების პროფესიონალიზმის წყალობით სიტუაცია უკონტროლო იშვიათად ხდება. - ესე იგი, ყველაფერი ისეა, როგორც სხვა მსგავსი ტიპის დაწესებულებებში. - ღიმილით აღნიშნა ნინომ. - ვცდილობ მსუბუქად მოგაწოდოთ, თორემ ზოგჯერ ყველაფერი გაცილებით ცუდადაც არის. ბოლო შემთხვევის შემდეგ თანამშრომლების დიდი ნაწილი შეიცვალა, ძველებიდან მხოლოდ პაატა, ნოდარი და მარიამი დარჩნენ, მათგან ერთ-ერთი ყოველთვის არის უშუალო შეხებაში გოგონებთან, ამიტომ დღეგამოშვებით მორიგეობენ სხვა ზედამხედველებთან ერთად. - რა ბოლო შემთხვევაზე საუბრობთ? - ინტერესი გაუკრთა ხმაში. - ერთ-ერთმა პატიმარმა გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. - სევდიანი იყო თათიას პასუხი. - ცუდი ფაქტია, - ნინოს ხმას არანაირი ემოცია არ დასტყობია. - შიდა პერიმეტრის დათვალიერება და მსჯავრდებულებისთვის თავის წარდგენა მინდა, ამაშიც ხომ ვერ დამეხმარებით? - ისევ თავად განაგრძო საუბარი. - დიდი სიამოვნებით, მაგრამ მოდით, თქვენობით საუბარი არ გინდათ. ისეთი ხშირი კონტაქტი მოგიწევთ ჩემთან, ეს ძალიან დამღლელი იქნება. უბრალოდ თათია იყოს. - რა გაეწყობა, თათია, მაშინ შენც იგივეს გთხოვ. - ღიმილით დაეთანხმა და მშვიდი საუბრით დატოვეს კაბინეტი. * * * - კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ქალბატონო ნინო, - სასადილო ოთახის კარში შესულს ზედამხედველი შეეგება. - პაატა ბეგალიშვილი გახლავართ, თქვენს სამსახურში მიგულეთ. - თავი წარუდგინა და ოთახის სიღრმისკენ შეუძღვა ქალბატონებს. სულ რამდენიმე ნაბიჯი ჰქონდა გადადგმული ნინოს, ვიღაცამ იოგურტის ქილა რომ ისროლა მისკენ და ერთ-ერთ პატიმარს რომ არ დაეჭირა, ზედ დაესხმებოდა ქილის შიგთავსი. - რა მდორე რეაქციაა, ღმერთმანი! - თავისთვის ჩაიბურტყუნა პატიმარმა და ფეხზე წამოდგა. - ჩიტო, წინააღმდეგი ხომ არ იქნები ჩემთვის რომ დავიტოვო? - ნინოს მიუახლოვდა და იოგურტის ქილაზე ანიშნა. სანამ მოულოდნელობის ეფექტით გაბრუებული ქალი პასუხს დაუბრუნებდა, საუბარში თათია ჩაერთო. - ანდრეა, გაიცანი ციხის ახალი უფროსი, ქალბატონი ნინო მესხიშვილი. - თვალებით ანიშნა, რომ ზედმეტი არაფერი ეთქვა. - ახალი? ძველი სად წავიდა? ისიც მიზანში ამოიღეს და ასეთივე მდორე რეაქცია გამოავლინა? - ყალბი შეშფოთება გამოსჭვიოდა გოგონას ხმაში. - მგონი მისალმებას აპირებდი, ანდრეა! - ამჯერად პაატას ხმამ გაიჟღერა გამაფრთხილებლად. - რა საკვირველია! გამარჯობა, ქალბატონო ნინო და იმედი მაქვს, კარცერში არ გამიშვებთ იმის გამო რომ ჩიტი გიწოდეთ. - გაგიმარჯოს, ანდრეა, - გამოწვდილ ხელს თავისი შეაგება ქალმა. - არავის კარცერში გაგზავნას არ ვაპირებ ამ ეტაპზე. - ღმერთო, როგორ დავმშვიდდი, - ცინიკურად წარმოთქვა და დანარჩენი პატიმრებისკენ შებრუნდა. - ქალბატონებო, მიესალმეთ ციხის ახალ უფროსს. გთხოვთ, ზრდილობა და სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეთ. ნინომ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ და ეშმაკს ამოუდგა გვერდით. - მოგესალმებით, ქალბატონებო. დღეს ჩემი პირველი დღეა თქვენთან და მინდა გითხრათ, რომ აქ თქვენთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად ვარ. მინდა მოვუსმინო თითოეულ თქვენგანს, რადგან ვფიქრობ თქვენზე უკეთ არავინ იცის აქაური პრობლემების თუ ხარვეზების შესახებ. მზად ვარ მოვუსმინო ნებისმიერ იდეასა თუ შენიშვნას, მოკლედ, მინდა თქვენს სამსახურში მიგულოთ. - სიტყვა დიდად არ გააგრძელა ნინომ და მსმენელებისგან დადებითი დამოკიდებულებაც დაიმსახურა. - ვფიქრობ, არ მოეწონეთ, ძალიან უნიჭო წინასაარჩევნო დაპირებას ჰგავდა. - უკმაყოფილოდ გააქნია თავი ანდრეამ. - გულწრფელი ვიყავი. - ეჭვიც არ მეპარება, ქალბატონო ტერეზა! - ნინო მქვია. - მკაცრად შეუსწორა. - ისეთ სათნოებას აფრქვევდით, ტერეზას უფრო ჰგავდით. - მრავლისმეტყველად გაიღიმა. - ხომ შეიძლება, რომ მოგვიანებით გავისაუბროთ? - ამჯერად თვითონაც მთელი ტანით მიტრიალდა ანდრეასკენ და ყურადღებით შეათვალიერა. მასზე ცოტათი მაღალი იყო გოგონა, თეთრი კანი და მოკლედ შეჭრილი, გვერდებზე თითქმის სრულად აპარსული თმა ჰქონდა. მიუხედავად იმისა რომ ესაუბრებოდა ნინოს, ზედაც არ უყურებდა და მისი თვალების დანახვა ვერ შეძლო ქალმა. - თუ დაკავებული არ ვიქნები, შეიძლება. - ანდრეას ხმამ შეაწყვეტინა დაკვირვება. - და ხშირად ხართ დაკავებული? - ეშმაკური ღიმილი ჰქონდა სახეზე. - ბოლო ექვსი წელია. - უკმაყოფილოდ დაეჭყანა სახე. - კიდევ რამდენ ხანს იქნებით? - სანამ ესენი არ გამიშვებენ. - თვალით ოფიცრებისკენ ანიშნა. - კარგი, მოგვიანებით ვისაუბროთ. - ანიშნა, რომ საუბარი დასრულებული იყო. ანდრეამ კიდევ ერთხელ შეავლო მზერა ქალს და ზანტი ნაბიჯებით გაშორდა. - ვინ არის? - თათიას მიუბრუნდა ამჯერად. - ანდრეა ჩაჩუა, მეტსახელად ეშმაკი. - ღიმილით აუხსნა.. - B ბლოკის ლიდერი და მოსიარულე თავის ტკივილი. - დაამატა პაატამ და ქალბატონებთან ერთად კარისკენ დაიძრა. - რისთვის იხდის სასჯელს? - მკვლელობისთვის და თუ რამე გაფუჭდა ციხეში, შეგიძლიათ, მას უკრათ თავი კარცერში. - ზიზღით აევსო თვალები კაცს. - მაგალითად, რა გაფუჭდა? - მაგალითად, თუ ნარკოტიკი შემოვიდა, ვინმე სცემეს, გარჩევა მოხდა და ა.შ. - როგორ ახერხებს ამდენი რამის გაფუჭებას ასეთი მკაცრი კონტროლის მქონე ციხეში? - პაატა ყოვლისშემძლედ ხატავდა ეშმაკს და ნინოს მოეჩვენა, რომ ცოტას აბუქებდა. - ნამდვილი ეშმაკია, ქალბატონო ნინო, მის დასმენასაც ვერავინ ბედავს და ყოველთვის მშრალად გამოდის, - ბრაზი დაეტყო მამაკაცის ხმას. - ამიტომ დავატარებთ ასე კარცერსა და თავის საკანს შორის. - და ცივილურად საუბარი არავინ სცადა? - როცა თქვენც ცდით, შეგვატყობინეთ რა გამოვა. - თავი დანანებით გადააქნია კაცმა. - ახლა თათიასთან ერთად ციხის დანარჩენ ტერიტორიას დავათვალიერებ, შემდეგ კი ანდრეა ჩაჩუა ამომიყვანეთ, გავესაუბრები. - ხაზგასმით თქვა და კურატორთან ერთად დატოვა სასადილო ოთახი. * * * კაბინეტში იჯდა ქალი და ეშმაკის ამოსვლას ელოდა. მიუხედავად იმისა რომ პაატა მონსტრად ხატავდა ეშმაკს, ნინოს ის საშიში სულაც არ ეჩვენა. დაღლილობას ვერ გრძნობდა. ერთი სული ჰქონდა ამ ადგილისთვის საკუთარი ხელი დაეტყო. - შეიძლება? - კარში თავი შემოჰყო პაატამ და უფროსის ნებართვის შემდეგ კაბინეტში შეუშვა ანდრეა. - თუ რამე დაგჭირდებათ, კართან ვიქნები. - კარი გაიხურა კაცმა. ეშმაკი მიპატიჟებას არ დალოდებია, მოურიდებლად შეაბიჯა ოთახში და სავარძელში ჩაესვენა. ფეხი-ფეხზე გადაიდო და იატაკს ჩააჩერდა. - აქ ყოველთვის ასე მოჰყავხართ? - შეკრული ხელებისკენ ანიშნა ნინომ. - მე მოვყავარ ასე. - რატომ? - უკანასკნელად, როცა ხელები გამიხსნეს, თქვენი ერთ-ერთი წინამორბედი შემომელახა. - და რატომ "შემოგელახათ"? - უკანასკნელ სიტყვაზე განგებ გაამახვილა ყურადღება. - დაკერვის მცდელობის გამო. - ეს რას ნიშნავს? - იმას, რომ გაუხდა სიფათი დასაკერი. - სიამაყით განაცხადა. - ამის გამო სასჯელი არ დაგიმატეს? - არა, ხო არ გაამხელდნენ რომ აქ პატიმრებზე ძალადობენ, ცოტა მომდო პაატამ და კარცერში ვიყავი რამდენიმე კვირა. - მერე? - ინტერესი შეეტყო.. - "მერე ყველაფერი ნელდება, მერე ყველაფერი გრძელდება" - სიმღერა დაიწყო ეშმაკმა. - მიხარია რომ კარგ განწყობას ინარჩუნებთ, მაგრამ იქნებ მომიყვეთ რა მოხდა შემდეგ, არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია ამ ამბავს? - ამ ამბავს მოჰყვა ახალი უფროსი, რომლის დროსაც მკვლელობა მოხდა და თანამდებობა დატოვა, მერე შენ მოხვედი. - ნინომ შენიშნა რომ ანდრეამ მიმართვის ფორმა შეცვალა, თუმცა, არ გაუპროტესტებია. - თვითმკვლელობას გულისხმობთ? - თვითმკვლელობად გაუსაღებიათ. - ჩაფიქრებით წარმოთქვა. - რას ნიშნავს გაუსაღებიათ? როგორც ვიცი, გოგონამ თავი ჩამოიხრჩო. - გვამი მე ვიპოვე და სანამ ვინმეს დავუძახებდი, კარგად დავათვალიერე. როცა ადამიანი თავს იხრჩობს, ის საკუთარ ენას იკვნეტს. ჩემი ვარაუდით, ბალიშით გაგუდეს და მერე ჩამოკიდეს იმ ზეწარზე. - ექსპერტ-კრიმინალისტივით საუბრობთ. - შეიძლება ახლა ტრა'კში ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ უტვინო ვარ. - რას მიპასუხებთ, რომ გთხოვოთ ჩემი თანდასწრებით ცენზურა დაიცვათ? - გეტყვით, რომ სიტყვა ტრა'კი ამჯერად საცხოვრებელი ადგილის დანიშნულებით გამოვიყენე. - ანდრეა, მე არ ვიცი რა იყო აქამდე, მაგრამ ვიცი რატომ ვარ აქ. მინდა, უკეთესობისკენ შევცვალო აქაურობა და ამაში თქვენი დახმარება მჭირდება. - პოლიციელის ნდობა ჩემი საყვარელი ექსტრემალური სპორტი არ არის. - ვიცი, რომ ნდობა ასე მარტივად არ მოდის. ამას დამსახურება სჭირდება და დავიმსახურებ. მე დახმარებას გთხოვთ ამ ეტაპზე. - ყველას სთხოვეთ, თუ მე მთხოვთ? - ყველას დახმარება დამჭირდება, მაგრამ თქვენი განსაკუთრებით, რადგან ჩემი თანამშრომლები ფიქრობენ რომ გარკვეული სახის გავლენა გაქვთ დანარჩენ მსჯავრდებულებზე. - ჩემს თვალში უკეთესი ტიპი გამოჩნდები, თუ შენობით მომმართავ და იმათაც თანამშრომლების მაგივრად ხელქვეითებს უწოდებ. - მგონი, მე კი არა, შენ უნდა ეცადო თავი მომაწონო. - ღიმილით გადავიდა შენობით მიმართვის ფორმაზე ნინო. - შენ ციხის უფროსი ხარ და არა სააპელაციო კომიტეტის თავმჯდომარე. ასე რომ, შენთვის თავის მოწონება არაფერს მომცემს. - საინტერესოდ მსჯელობ. - ოდნავ გაიღიმა ქალმა. - შენ ჯერ კიდევ წინ გაქვს ჩემთან ურთიერთობის მთელი სიამოვნება. - შემდეგში, როცა ამოგიყვანენ, ვეტყვი რომ ხელები აღარ შეგიკრან. - მე კი ვეცდები ეგ გადაწყვეტილება სანანებელი არ გაგიხადო, - ნინო ვერ მიხვდა ანდრეა ხუმრობდა, თუ სერიოზულად ეუბნებოდა. მისი გამომეტყველება არაფრის მთქმელი იყო. მთელი საუბრის განმავლობაში ანდრეას არცერთი ემოცია არ აღბეჭდვია სახეზე. თითქოს რობოტი იყო, რომელიც ცარიელ სიტყვებს ისროდა და ამ სიტყვების მნიშვნელობა სულაც არ ადარდებდა. - ახლა წავალ. - ისევ ეშმაკმა განაახლა საუბარი და ფიქრი შეაწყვეტინა ქალს. ფეხზე წამოდგა და დამშვიდობების გარეშე დატოვა ოთახი. - ცოტა უკულტუროა. - ისე თქვა, თითქოს უხილავ დღიურში ინიშნავდა და ღიმილით გადააქნია თავი. ფეხზე წამოდგა, ჭიქა წყლით შეავსო და ფანჯარასთან დადგა. ციხის ეზოში ახლა სრული სიმშვიდე სუფევდა და ნინოს ცოტა არ იყოს ესიამოვნა ეს სიმშვიდე. - შეიძლება? - კარში თავი შემოჰყო თათიამ და თანხმობის მიღების შემდეგ ნინოს მიუახლოვდა. - რას იტყვი? - ცოტა უკულტუროა. - თითებით ანიშნა ნინომ. - მე ვიტყოდი - თავისებური. - პაატა ეგრე არ იტყოდა. - უცნაურად ამაღლებულ განწყობაზე იყო ქალი. - შენ მეორე უნდა ნახო, ანდრეა ანგელოზად მოგეჩვენება. - ვინ მეორე? - მეორე ლიდერი, თამარ კობახიძე, ახლა საავადმყოფოშია. სცემეს, მაგრამ არ ამბობს ვინ სცემა. - თუ ჩემი თანამშრომლების ლოგიკას დავეყრდნობი, რაც კი ამ ციხეში ფუჭდება, ერთი ადამიანის ბრალია. - მე არ ვეთანხმები პაატას, ანდრეა პრობლემურია, მაგრამ რაც ბრალდება, ყველაფერს არ აფუჭებს. აქვე იმასაც ვაღიარებ, რომ თამარის ცემას მის გარდა ვერავინ გაბედავდა. - და თამარი რატომ არ ამბობს ვინ სცემა? - ცოტა ხნით განმარტოვებით იქნება, როცა დაბრუნდება, ანდრეას სამაგიეროს თვითონ გადაუხდის. - თითები ნერვიულად აათამაშა ქალმა. - ამის საშუალებას არ მივცემ. - საკუთარ თავში დარწმუნებული ჩანდა ნინო. - ორი ეშმაკი ერთ სივრცეში რთული გასაკონტროლებელია. - ფიქრობ, მათი გაკონტროლება და ერთმანეთისგან დაცვა არ შეგვიძლია? - შეგვიძლია, თუ ერთ-ერთს კარცერში გავუშვებთ. - ამას არ გავაკეთებ. კარცერში არავის გამოვკეტავ იმის გამო, რომ რაღაცის მეშინია. - შენ მათ არ იცნობ. - სახე მოეღრუბლა თათიას. - ეს შენ არ მიცნობ მე. - გამიხარდება თუ ვინმე ჭკუას ასწავლის ამათ, მაგრამ არ ვიცი... - აშკარად თამარისა და ანდრეას ძალებში უფრო იყო დარწმუნებული ქალი, ვიდრე ახალი უფროსის. - თამარი რის გამო იხდის სასჯელს? - თემა შეცვალა ნინომ. - ქმარ-შვილი დახოცა. - რამდენი წლისაა? - ახალ ინფორმაციას სულაც არ უმოქმედია ნინოზე, რამაც თათია გააკვირვა. - ორმოცდათექვსმეტის. - დიდი ყოფილა. ანდრეას ჰყავს ქმარი ან შვილები? - ეშმაკს არც არავინ ჰყავს და არც არავინ უყვარს საკუთარი თავის გარდა. - შენ როგორ დაახასიათებდი მას? - ანდრეას? - წამით ჩაფიქრდა. - საინტერესოა, ჭკვიანი, ლამაზიც. სასწავლო პროგრამა გვაქვს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ. ანდრეა და მისი ბლოკის რამდენიმე ქალი სწავლობს, რომ აქედან გასვლისას საზოგადოებასთან ინტეგრირება არ გაუჭირდეთ, ეშმაკი გამორჩეულად კარგი მოსწავლეა. - მეჩვენება, თუ ოდნავი აღტაცებით საუბრობ მასზე? - ის განსხვავებულია, მისი პიროვნული მახასიათებლები ზოგჯერ ნამდვილად აღმაფრთოვანებს. მისი საუბარი... თითქოს ბევრს ლაპარაკობს, მერე ერთმანეთს ვშორდებით და აღმოვაჩენ, რომ ახალი და საინტერესო არაფერი უთქვამს. - ესე იგი, ანდრეა მოთამაშეა? - ამბობს, რომ პრაქტიკულია. მაქსიმალური სიტყვათა რაოდენობით გასცემს მინიმალურ ინფორმაციას. - დიდი უცნაური ვინმეა. - თავი გადააქნია ნინომ. - გეთანხმები. ახლა დაგტოვებ, ჩემს საქმეებს მივხედავ. თუ რამე დაგჭირდება, ნებისმიერ საკითხში შეგიძლია გქონდეს ჩემი იმედი. - ღიმილით დააჯილდოვა ქალი და კაბინეტში მარტო დატოვა. * * * დღეები ერთმანეთს ცვლიდნენ. ახალი უფროსის დანიშვნიდან ერთი თვე ისე გავიდა, რომ ციხეში სრული სიმშვიდე სუფევდა. ახალგაზრდა ქალმა ახალი ენერგია შეიტანა ამ ძველი შენობის ნესტიან კედლებში. კარგი ურთიერთობა ჩამოაყალიბა როგორც თანამშრომლებთან, ისე მსჯავრდებულებთან. ახალი ენთუზიაზმი გაუღვიძა და მომავლის იმედი ჩაუსახა ყველას. წინა უფროსებისგან განსხვავებით უშუალო კონტაქტში იყო ყველასთან და არ უცდია დისტანცირებულიყო სხვადასხვა პირთან. მიუხედავად ამ სიმშვიდისა, ნინო მოდუნებას არ აპირებდა. კარგად ესმოდა რომ იქ, სადაც მუშაობდა, მუდმივი არაფერი იყო და ადრე თუ გვიან ამოვარდებოდა ქარიშხალი, რომელსაც მზად უნდა დახვედროდა. სწორედ შინაგან შფოთვას აბრალებდა, რომ კოშმარებს უფრო ხშირად ხედავდა. თუმცა, იყო კი კოშმარი სიზმარი, რომელიც ბოლო დროს თითქმის ყოველ ღამე ესიზმრებოდა? ის მხოლოდ თვალებს ხედავდა სიზმარში. თვალებს, რომელიც უზომო ტკივილსა და ბრაზს გამოხატავდნენ. მიუხედავად იმისა რომ შეეძლო დაეფიცა ამ მზერის პატრონი არასდროს უნახავს, კოშმარი ჯიუტად მეორდებოდა და ყოველ ჯერზე უფრო რეალური ხდებოდა. ქალიც დარცხვენილი, შეშფოთებული და ოფლში გაწურული უცნაური დანაშაულის შეგრძნებით იღვიძებდა. შემოდგომის იმ მშვენიერ დღესაც იგივე კოშმარმა გააღვიძა. ძილის შებრუნება აღარ უცდია. შხაპი მიიღო, ყავა გაიმზადა და ფანჯრის რაფაზე შემოჯდა, როგორც ადრე სჩვეოდა. ცხელ ჭიქას თითები ისე მჭიდროდ შემოჰხვია, თითქოს ვინმე წაართმევდა და არემარეს მოავლო თვალი. ნინოს უყვარდა შემოდგომა. ყვითელში ჩაფლული არემარე ისეთი ლამაზი იყო, საუკეთესო მხატვრის დახატულ პეიზაჟს ჰგავდა. ცა ისე მოქუფრულიყო, თითქოს ტირილის შეკავებას მთელი ძალით ცდილობდა. უყურებდა გარემოს, თუმცა, ჩვეული სიმშვიდის შეგრძნებისგან შორს იყო ქალი. სიზმრიდან გამოყოლილი უსიამოვნო შეგრძნება არ შორდებოდა. გული ისე ძლიერად და აჩქარებით უცემდა, ხავერდის პერანგის ზემოდანაც ეტყობოდა მოუსვენარი პატარა ორგანოს ფეთქვა, რომელსაც ასე იშვიათად უგდებდა ყურს. თვალებს მარილიანი ბურთები მოაწვა, მაგრამ ჯებირებზე გადმოსვლის უფლება არ მისცა ქალმა. მისგან განსხვავებით ცა აღარ აპირებდა ტირილის შეკავებას. წვეთებად დაიწყო სევდის გადმოდინება, შემდეგ კი თითქოს ტირილს უმატაო - თქეში წამოვიდა. - არ გძინავს, დე? - კარს უკან დედის ხმა მოესმა და ფანჯარას თვალი მოსწყვიტა. - არა, დე, შემოდი. - რა გჭირს, შვილო? ცუდად გძინავს და სევდიანი მეჩვენები. - ქალიშვილს მიუახლოვდა და მკერდზე მიეკრა. - კარგად ვარ, დე, უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე და ხასიათზე იმოქმედა. - წყალს მოუყევი, დედი, არ აგიხდეს. - უცებ იპოვა გამოსავალი ქალმა. - მოვუყვები, მოვუყვები. - დედის ცრუმორწმუნეობამ ღიმილი მოჰგვარა ნინოს. მიუხედავად იმისა რომ მსგავსი რამეების არ სჯეროდა, დედას არ აწყენინა. - ვნერვიულობ, ნინო. - სწრაფად შეეცვალა გამომეტყველება ქალს. - ვიცი, არ მოგწონს ჩემი სამსახური, მაგრამ ამაზე უკვე ვილაპარაკეთ და თავიდან არ დავიწყოთ, რა. - რატომ უნდა მომწონდეს, დედა? მერამდენედ მართმევს სიმშვიდეს ეგ დაწყევლილი ციხე? - მამას გარდა ათასობით პოლიციელი არსებობს, რომელიც ღრმა სიბერემდე ცოცხლობს. ვიცი, ლაშას მკვლელობამ დაღი დაგასვა და შენ იცი რომ არც ჩემთვის ყოფილა მარტივად გადასატანი, მაგრამ ცხოვრების გაგრძელებას ვცდილობ... - ამჯერად თვითონ ჩაიხუტა ქალი. კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა. - ჰო, თათი... - ნინო, სასწრაფოდ მოდი, პრობლემა გვაქვს. - მისალმებაც არ გახსენებია, ისე ჩაჰყვირა აპარატს. - გამოვდივარ, რა მოხდა? - ანდრეა! - მხოლოდ ეს თქვა თათიამ და ტელეფონი გათიშა. - უნდა წავიდე. - მოკლედ უთხრა დედამისს ნინომ, სწრაფად ჩაიცვა და ოც წუთში ციხის მთავარ შესასვლელთან გააჩერა მანქანა. - რა მოხდა? - დერეფანში მიმავალ თათიას შეეჩეხა პირველი და სვლა არ შუწყვეტიათ, განაგრძეს საუბარი. - ანდრეამ ნათიას ხელები მოტეხა. - სად არიან? - ნათია სამედიცინო პუნქტშია, ანდრეა კარცერში. არ მესმის რა მოხდა, აქამდე პრობლემა არასდროს ჰქონიათ. - თავისთვის აგრძელებდა ლაპარაკს თათია და თან სამედიცინო განყოფილებისკენ მიუძღვოდა უფროსს. - გამარჯობა. - შესვლისთანავე მიესალმა ოთახში მყოფებს ნინო. - გამარჯობა. - თავი დაუკრა ქალმა და ხელი ჩამოართვა ორივეს. - როგორ არის? - ნათიასკენ ანიშნა თვალებით. - ორივე ხელი მოტეხილი აქვს, თაბაშირი დავადე და გამაყუჩებელიც მივეცი. - თქვენ როგორ გრძნობთ თავს? - დაშავებულს მიუბრუნდა ნინო. - ნორმალურად, ნოდარმა დროულად მოგვისწრო, თორემ კისერსაც მომიგრეხდა ეშმაკი. - ზიზღით აევსო სახე. - რატომ იჩხუბეთ? - ვიჩხუბეთ? გგონიათ, ეშმაკთან ვიჩხუბე? ფიქრობთ, სიცოცხლე მომბეზრდა? - აღშფოთებული ჩანდა ქალი. - გინდათ გვითხრათ, რომ ანდრეა მოგვარდათ და ხელები დაგამტვრიათ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე? - მოთმინებამ უმტყუნა თათიას. - თქვენ რა, მას იცავთ? - არავინ არავის იცავს, - საუბარში ჩაერთო ნინო და თათიას ანიშნა აღარაფერი ეთქვა. - ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ რა მოხდა, რომ შესაბამისი ზომები მივიღოთ. - ჰოდა, შესაბამისი ზომა იქნება, თუ ეშმაკს კარცერში ჩააგდებთ და იქედან არასოდეს ამოიყვანთ. - ამას მე გადავწყვეტ, თქვენ თუ შეგიძლიათ, მითხარით რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. - არ ვიცი რა უნდოდა, მომვარდა და ხელები დამამტვრია. სულ ეს არის, დანარჩენი მასთან გაარკვიეთ. - რა გაეწყობა, გამოჯანმრთელებას გისურვებთ! - ხმადაბლა თქვა ქალმა და ოთახიდან გავიდა. - ნინო, ანდრეა ავადმყოფი არ არის რომ ვინმეს ხელები ტყუილად დაამტვრიოს, - უკნიდან მიეწია თათია და აიძულა გაჩერებულიყო. - ნათია სარგებლობს, იცის რომ ანდრეა არაფერს იტყვის. - უკვე მეც კი მეჩვენება, რომ ამართლებ... - საუბარი შეაწყვეტინა და დერეფანში მდგომ ზედამხედველს მიუბრუნდა. - მარიამ, კარცერში ჩამიყვანე. - აიძულე, რომ სიმართლე გითხრას. - სამარტოო საკნისკენ მიმავალ უფროსს სიტყვები მიაწია ქალმა. - გამიღე! - მკაცრად თქვა, როგორც კი შენობის სარდაფში ჩამწკრივებული ექვსი კარიდან ერთ-ერთთან გაჩერდნენ. - მაგრამ... - ეს ბრძანებაა, მარიამ! - საუბარი არ დააცადა. - გამიღე და დერეფნის ბოლოში დამელოდე. - გოგონამ უსიტყვოდ შეასრულა ბრძანება და კარი გაიღო თუ არა, ნინომ საკანში შეაბიჯა. ამ რამდენიმე კვადრატულ ოთახში მხოლოდ რკინის ნარი, ძველისძველი ნიჟარა და ერთიც კარგად შელანძღული უნიტაზი იყო. ნესტის და კიდევ რაღაცის საშინლად მძიმე სუნმა გულისრევა მოჰგვარა ნინოს. "ეშმაკს" თხელი ნაცრისფერი ლეიბი იატაკზე ჩამოეტანა, მასზე იჯდა და მოზრდილი ტარაკანის წვალებით ირთობდა თავს. - როგორც ჩანს, კარგად ერთობი. სახელსაც ხომ არ დაარქმევ? - ბრაზი იგრძნობოდა ნინოს ხმაში. - უკვე დავარქვი, - თავი ოდნავ წამოსწია და ტარაკანი ხელში აიყვანა. - მას სადილი ჰქვია. - პირისკენ წაიღო ხელი და ის იყო ენაზე უნდა დაესვა, ნინომ ხელი აუკრა და გადააგდებინა. - მშიერი დამტოვე. - უდარდელად აუწყა ქალს. - ნუ ხარ შეგნებულად პროვოკაციული! - მკაცრად გაიჟღერა ნინოს ხმამ. ეშმაკი კი იქამდე უყურებდა პატარა შავ ხოჭოს, სანამ რკინის კონსტრუქციის ქვეშ არ შეიმალა. ბოლოს, როგორც იქნა, თავი ასწია და მზერა გაუსწორა ფეხზე მდგომს. მზერა, რომელმაც წამით გააქვავა ქალი... ნინოს არ გასჭირვებია ეცნო ცისფერი ირისების ცივი და ბრაზიანი გამომეტყველება თავისი კოშმარიდან. საშინლად მოუნდა სასწრაფოდ წასულიყო და მოშორებოდა ცხადად ქცეულ კოშმარს, მაგრამ მისი საღად მოაზროვნე მხარე ხვდებოდა რომ პანიკა უნდა მოეთოკა და არაფერი შეემჩნია. მონუსხულივით მიუახლოვდა გოგონას, მის პირისპირ დაიხარა და კიდევ უფრო ჩააკვირდა მაგიურ ცისფერებს. - როგორ ხარ? - იკითხა, რათა საკუთარი ხმის ჟღერადობა მოესინჯა. გაუხარდა, როცა აღმოაჩინა რომ მშვენივრად ფარავდა ყველა ემოციას. - ისე მეკითხები, თითქოს ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს პენთჰაუსში გამომიშვი. - ასე ნუ მიყურებ! - თვალი აარიდა ეშმაკს. - აქ მე არ გამომიშვიხარ. - ესე იგი, ხელქვეითებს ჯერ ვერ იმორჩილებ. - შენ დანაშაული ჩაიდინე, ანდრეა! - ვიცი. - მხრები აიჩეჩა. - მაშინ რატომ მსაყვედურობ?! - და შენ თავს რატომ იმართლებ? - ღმერთო, ანდრეა, შენ მას ორივე ხელები მოტეხე. - ხმადაბლა ამოილაპარაკა ქალმა, თუმცა საკუთარი ბაგიდან წარმოთქმული ეშმაკის სახელი ისევ სასიამოვნოდ ჩაესმა. - ღმერთი არა, ეშმაკი ანდრეა და მხოლოდ ცალ ხელს მოვტეხდი, წინააღმდეგობა რომ არ გაეწია. - ეს საერთოდ არ ამსუბუქებს შენს მდგომარეობას. - შემსუბუქებას არ ვითხოვ. - და რას ითხოვ? მიდი თქვი, რას ითხოვ? - ბრაზი ერეოდა ნინოს. - ვითხოვ, რომ არ გამაბრაზონ. - თორე ყველას ხელებს დაამტვრევ, ვინც გაგაბრაზებს? ესაა შენი ლოგიკა? - ჯერ ხელებს დავამტვრევ და მერე იმ ხელებით საკუთარ კბილებს ავაკრეფინებ. - ფეხზე ადგა ეშმაკი და ნინოს წინ აიტუზა. - მოვითხოვ, რომ პატივისცემა გამოიჩინო! ნამუსი საერთოდ არ გაქვს?! - ნამუსი, სინდისი, პატივისცემა, სიყვარული და მონობის დანარჩენი სახეობები ჩემგან შორს. - ხელები ერთმანეთს შემოჰკრა და უკან დაიხია. - რატომ გააკეთე ეს? - ბრაზი როგორც იქნა დაიმორჩილა და ფეხებიდან ააყოლა მზერა ანდრეას, მაგრამ თვალებში შეხედვა ვეღარ გაბედა. - რაში გაინტერესებს? - არ მინდა დავიჯერო რომ ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანი ხარ, რომელსაც უმიზეზოდ შეუძლია ზიანი მიაყენოს სხვებს. - ეს საუბარი მეცნობა, ადრეც გავუღიზიანებივარ. - თავი დანანებით გადააქნია. - რასაც გავარკვევ იმაზეა დამოკიდებული აქ რამდენ ხანს დარჩები. - სასჯელი უკვე მივიღე. ფეხებზე მკი'დია თქვენი მტყუან-მართალი და არც ის მადარდებს აქ ერთი კვირით დავრჩები, თუ ერთი წლით. თავს ისე ვგრძნობ, როგორც თევზი აკვარიუმში. - ანუ არაფერს მეტყვი?! - არამგონია. - ტუჩი აიბზუა და თავი უარის ნიშნად გააქნია. - ძალიან გამიცრუე იმედი. - ემოციის დაფარვა არ უცდია ქალს. - თათიასთან ჩაეწერე, კარგი ფსიქოლოგია და როგორმე გადაგალახინებს ამ სტრესს. - პროვოკაციულად დამცინავი იყო ეშმაკი. - იცი რა? მე ვეცადე დაგხმარებოდი, რაკი არ გინდა საკუთარ თავს თვითონაც დაეხმარო, რა გაეწყობა. დარჩი და ტარაკანთან ერთად გაერთე. - თვალები ანთებოდა ნინოს. - როცა ბრაზდები ისეთი ლამაზი ხარ, საუბრის შინაარსზე ვერ ვკონცენტრირდები. - ნინო მიხვდა რომ ანდრეას ხმა, რომელიც ყოველთვის ირონიით იყო გაჟღენთილი, ახლა რაღაც სხვანაირი იყო. - მე შენ გასწავლი ჭკუას! - თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და საკანში მარტო დატოვა. ეშმაკი კედელს მიეყრდნო და ისე ნელ-ნელა ჩაყვა, თითქოს ეშინოდა დაჯდომის დროს რამე არ ტკენოდა. მიუხედავად გარეგნული სიმშვიდისა, აღელვებული იყო. ზუსტად არ იცოდა რა აღელვებდა. არც ის იცოდა რას გრძნობდა - ბრაზს, წყენას თუ რამე სხვას, მაგრამ იცოდა რომ არასოდეს ენდობოდა პოლიციელს. როგორ უნდოდა მის სიძულვილით სავსე გულში, არცერთი დადებითი ემოციის სხივი შეეშვა, მაგრამ გრძნობდა რომ ეს გარდაუვალი იყო. - გძულს, შენ გძულს ეს ცხოვრება, შენი თავი, ეს დამპალი ციხის კედლები, ეს მყრალი სუნი, ეს სიბინძურე, ყველაფერი გძულს! - სახარებასავით უმეორებდა საკუთარ თავს და აიძულებდა დაეჯერებინა. * * * - უნდა ჩავიდე და ყველას ერთად დაველაპარაკო, შეუძლებელია ვერავის ვერაფერი დაენახა. - იცოდა რომ ელოდა, ამიტომ პირდაპირ შეაბიჯა თათიას კაბინეტში. - შენ გელოდება. - თვალებით წინ მჯდომისკენ ანიშნა ქალმა. გოგონაც ფეხზე წამოდა და ნინოს მიესალმა. - ძალიან მეშინია აქ რომ ვარ და სიმართლის თქმას ვაპირებ, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია. - ხმა უკანკალებდა ნერვიულობისგან, ვერც უყურებდა ნინოს თვალებში. - გისმენ. - სასიამოვნოდ დაუთბა ხმა. - ანდრეას შესახებ უნდა დაგელაპარაკოთ, ის კარცერში ჩემ გამოა. - თითებს იმტვრევდა ნერვიულობისგან. - ნურაფრის გეშინიათ, აქ იმიტომ ვარ რომ თქვენი უსაფრთხოება დავიცვა. - ნათიას თამარი მფარველობს, ქალბატონო ნინო, ამიტომ ვერავინ ბედავს მის შესახებ სიმართლის თქმას. ის გოგონებს თავისთან თამაშს აიძულებს და ვალებს ადებს, გადაუხდელობის შემთხვევაში კი ან სჯის, ან რაღაც სურვილების ასრულებას აიძულებს. - ნინომ უხმოდ გადახედა თათიას, რომელსაც უცნაური კმაყოფილების შეგრძნება აღბეჭდვოდა სახეზე. - ეშმაკმა ნათია ბევრჯერ გააფრთხილა რომ ჩვენი ბლოკის გოგონებს არ შეხებოდა, მაგრამ ნათია თავისას აგრძელებდა. ამას წინათ ეშმაკი ჩემი და ნათიას კამათს შეესწრო სპორტდარბაზში, ნათიას უნდოდა მასთან მეთამაშა. ანდრეამ გააფრთხილა რომ თუ არ შემეშვებოდა, ხელებს დაამტვრევდა. დღეს დილით ჯერ კიდევ მეძინა, როცა ნათია ჩემს საკანში შემოვიდა, ისევ თავისას გაიძახოდა, არ ვიცი ანდრეამ როგორ გაიგო მაგრამ... - ნერვებმა საუბარი შეაწყვეტინა. - ეს სიტუაციას სრულად ცვლის. - კმაყოფილი ჩანდა ფსიქოლოგი. - ეშმაკი ჩემ დაცვას ცდილობდა, ქალბატონო ნინო, ამ ციხეში ყველაზე საშიში ის ნამდვილად არ არის. - ჯობდა, ნათიას შესახებ ხმა აქამდე ამოგეღოთ. თქვენი დაცვა ჩვენ გვევალება და არა ანდრეას! - ახლა ნინოც ანერვიულებული ჩანდა. - ეს მარტივი არ არის, ჩვენ ბევრი შემთხვევა ვნახეთ, როცა ციხის ადმინისტრაციამ პატიმრის დაცვა ვერ შეძლო. - ეს ადრე იყო! როცა მე აქ ვარ, მსგავსი შემთხვევები არ განმეორდება. - გთხოვთ, ნუ დატოვებთ მას კარცერში. - ვნახოთ ანდრეასთვის რის გაკეთებას შევძლებ, შენ კი გარანტიას გაძლევ რომ ვერავინ შეგეხება. - ცოტა კიდევ ისაუბრეს. მალევე გოგონამ მადლობა გადაუხადა ნინოს და კაბინეტი დატოვა. - რას იტყვი? - სავარძელში მჯდომ ნინოს მიუახლოვდა თათია და მხრებზე ფრთხილად შეახო თითები. - თათბირი უნდა დავნიშნოთ, ბლოკებში ზედამხედველები უნდა დავამატო და კონტროლი გავამკაცრო. - ანდრეაზე გეკითხები. - მისი ბედიც თათბირზე გადაწყდება. თათიამ თანამშრომლების შეკრება მალევე მოახერხა. ნინომ ახალი ბრძანების შესახებ აცნობა მათ და დიდი ბჭობის შემდეგ ეშმაკის საკუთარ საკანში დაბრუნებაც გადაწყდა. * * * კარცერიდან ამოსვლის შემდეგ პირდაპირ ბიბლიოთეკაში შევიდა. იცოდა, თათია ელოდა. - აბა, დავიწყოთ? - კარში შესულ ეშმაკს გაუღიმა ქალმა. - არა, დღეს მეცადინეობის ხასიათზე არ ვარ. - აბა, რა გავაკეთოთ? - არამგონია, ჩემს შემოთავაზებას დათანხმდე, ამიტომ იმედს ტყუილად ნუ ჩამისახავ. - ეშმაკურად გაიღიმა. - ანდრეა! - რა მოხდა, კარტის თამაში ვიგულისხმე. - იცი რა მიკვირს? არასდროს, რომ არაფერს ამბობ. - მაინც ვერ შეიკავა თავი, რომ სასურველ თემაზე არ წამოეწყო საუბარი. - რას გულისხმობ? - იმას რომ თავს არასდროს იცავ, დაჭერის დროსაც კი არ მიეცი ჩვენება. რამე ეშმაკისეული სტრატეგიაა? - რატომ იწყებ თავიდან? ამაზე აქამდეც ხომ გვილაპარაკია? - მე მილაპარაკია და შენ არაფერი გითქვამს, ანდრეა. - და ახლა რატომ ვიტყვი, შენი აზრით, რაც აქამდე არ მითქვამს? - მინდა, რომ ეს "ყველაფერი შემიძლია" ნიღაბი მოიხსნა და ისე დამელაპარაკო. მგონია, მკვლელობა, რომლის გამოც აქ ხარ, ასე უბრალოდ არ მომხდარა. კლუბში დათვერი და ვიღაც სიკვდილამდე სცემე, ბოლოს კი ყელი გამოჭერი არაფრის გამო? ამას იდიოტიც კი არ დაიჯერებს. - თათია, არ ვაპირებ არაფრის დეტალების მოყოლას. - იცი რა? სუსტი ხარ! იმდენად სუსტი, რომ საკუთარი თავის დასაცავადაც კი არ გყოფნის ძალა არასდროს! - ახლა თუ არ მოკეტავ... - რას იზამ? მეც ხელებს დამამტვრევ, აი, ჩემი ხელები, - მაჯები უღონოდ დაალაგა მაგიდაზე, მაგრამ ანდრეა მის ხელებს არ შეხებია. სკამს წიხლი უთავაზა, მაგიდა ამოატრიალა და ქალის ფეხებთან დაახეთქა. - რა ჯანდაბა გჭირს?! - ზედამხედველი მიეჭრა და შებოჭა. - გამიშვი! - ხელებშეკრული ფართხალებდა, თუმცა ნოდარისგან თავის დაღწევა ვერ შეძლო. - გაუშვი, არაფერია. - სიტყვა შეაწია თათიამ. - მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ! - მოკლედ მოუჭრა კაცმა და ხელი ოდნავ უბიძგა ეშმაკს. - ბიბლიოთეკა დაარბია! - მოკლედ აცნობა უფროსს. ანდრეა მიპატიჟებას აღარ დალოდებია, ისე ჩაესვენა სავარძელში. - რა მოგიხერხო? - ღრმად ამოიოხრა ქალმა, როგორც კი მარტო დარჩნენ. - მე მეკითხები? - უემოციო გამომეტყველება რომ არა, გაოცება დაეხატებოდა სახეზე. - შენ გეკითხები, ჰო, შენ გეკითხები, ანდრეა, რა ჯანდაბა მოგიხერხო? მთელი თვე სანიმუშოდ იქცეოდი და დღეს უკვე მეორედ ეხვევი შარში. - შეგიძლია ისევ კარცერში გამიშვა ან პაატას დაავალო პეკინური იხვივით მაჭყუმპალაოს ცივი წყლის ქვეშ. - ისე განიხილავდა, თითქოს მართლაც სურდა იდეა მიეწოდებინა ქალისთვის. - უშენოდაც ვიცი რისი გაკეთება შემიძლია, მთავარი ისაა რისი გაკეთება მინდა ან არ მინდა. მართლა გგონია, რომ ადამიანები მხოლოდ მაშინ სცემენ ერთმანეთს პატივს თუ დასჯის ეშინიათ? - წარმოდგენა არ მაქვს, ნინო, არც კი მახსოვს ბოლოს პატივს როდის ვცემდი ვინმეს. - რატომ არ მითხარი ნათიას ხელები რის გამო მოტეხე? - ანუ მაინც გაარკვიე. - გავარკვიე და გამიკვირდა. - საიდუმლოდ გეტყვი, - გადაიხარა ქალისკენ, თითქოს მართლა დიდ საიდუმლოს უმხელდა. - ზოგჯერ ადამიანური გამონათებები მაქვს. - მე არ ვაპირებ შენს დაშინებას, ანდრეა და არც შენი ლანძღვა მინდა. - თვალები დახარა, არ შეეძლო ეშმაკისთვის უტეხად ეყურებინა. - სწორი პოლიტიკაა, რადგან არც არაფრის მეშინია და ლანძღვის მიმართაც ნილოსის ბეჰემოტივით სქელტყავიანი ვარ. - ეშმაკს რატომ გეძახიან? - თითქოს ახლა გაახსენდაო ისე ამოილაპარაკა. - იმიტომ, რომ ნებისმიერი ადამიანი შემიძლია ვაცდუნო. - კი, შევამჩნიე შენი უნიჭო ფლირტი ჩემი თანამშრომლების მიმართ. - მაგის გამო სამსახურიდან ხომ არ დამითხოვ? გთხოვ, აქედან არ გამაგდო. - ეს უბრალოდ ფლირტია, თუ დავდაჯერებულობას გმატებს ის ფაქტი რომ რამდენიმე ახალგაზრდა ადამიანს მარტივად აბნევ? - ვთამაშობ, ნინო, ეს გართობის საუკეთესო საშუალებაა აქ. - თათიასაც ეთამაშები? - უცნაური გესლი ერია ქალის ხმას. - არა! - აბა, მართლა მოგწონს? - საიდან მოიტანე? - გულიანად გაეცინა. - უბრალოდ ის ერთადერთია ვინც მისმენს მაშინ, როცა მთელი სამყარო ფეხზე მიკიდებს. - ესე იგი, მეგობრები ხართ? - ვერ გეტყვი, მეგობრები არ მყავს და ემოციებსაც ვერ ვარქმევ სწორ სახელებს ტარაკნებისგან განსხვავებით. - სათამაშოდ ყოველთვის სუსტებს ირჩევ, ანდრეა, ეს უნამუსობაა. - ისინი ეშმაკს ეთამაშებიან, ნინო, ძალები თანაბარი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება. - არ მომწონს შენი დამოკიდებულებები, არც შენი ქცევები და საერთოდ შენც არ მომწონხარ. უბრალოდ ვერ ვხვდები რა მოგიხერხო. - გულწრფელი ჩანდა ქალი. ხელები მაგიდაზე დაალაგა და თითები ერთმანეთს გადააჭდო. - ხომ გითხარი, შეგიძლია ის გამიკეთო, რაც გენდომება. - ისე ნუ მელაპარაკები თითქოს ნებას მრთავ, აქ უფროსი მე ვარ! - უფროსობანას ნუ მეთამაშები, ნინო, არ მიყვარს. - რატომ დაარბიე ბიბლიოთეკა? - უბრალოდ გავბრაზდი. - რა საოცარი პასუხია, უბრალოდ გაბრაზდა და ხელები დაამტვრია ვიღაცას, უბრალოდ გაბრაზდა და ბიბლიოთეკა დაარბია. ხომ არ დაველოდო ბრაზი როდის გაგივლის და მერე დაგელაპარაკო? - უხვად ჩააქსოვა ირონია სიტყვებში. - სანამ ბრაზი გამივლის, ვიღაც უკვე მკვდარია. - თვალი თვალში გაუყარა ქალს. - იცი რა? რამდენიმე დღე არც სასადილო ოთახში გახვალ და არც ეზოში. და თუ კიდევ გააკეთებ რაღაც ისეთს, რაც ადამიანურ სტანდარტებში არ ჯდება... - სულ ესაა? მაშინ წავალ. - საუბარი აღარ დაასრულებინა, ისე გავიდა კაბინეტიდან. ნინო კი იჯდა. იჯდა გაბრაზებული, გაოცებული და ბევრი გაურკვეველი ემოციით სავსე. მიხვდა რომ დაღლილი იყო, დაღლილი არა ფიზიკურად, არამედ ემოციურად. მთელი დღე წამითაც ვერ მოიცალა რომ ეფიქრა ან იქნებ თავს არიდებდა ფიქრს. მის თავში ხომ ახლა მხოლოდ "ეშმაკი" და მისი მზერა ბრუნავდა. ვერაფრით ხვდებოდა ქალი რა უნდოდა ანდრეას მის სიზმრებში, თან ჯერ კიდევ იქამდე, სანამ მას გაიცნობდა. მხოლოდ კითხვები ჰქონდა ნინოს, რომელზეც პასუხს ვერ პოულობდა და ვერც ხვდებოდა, რომ მისთვისვე სჯობდა ვერც ვერასდროს ეპოვა. რამდენიმე წუთიანი უმოქმედობის შემდეგ მიხვდა, რომ ირაკლის ნახვა სჭირდებოდა. ეგონა, მასთან საუბარი დაამშვიდებდა. ამიტომაც მამაკაცს მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, სადაც აცნობებდა რომ საღამოს აგარაკზე დაელოდებოდა. შემდეგ დედას შეატყობინა, რომ დღეს სახლში არ მივიდოდა. ანდრეას პირადი საქმე აიღო და სამსახურიდან გამოსულმა პირდაპირ აგარაკისკენ აიღო გეზი. სახლში შესულს სიმშვიდე დაეუფლა. უყვარდა ეს სახლი, მამასთან ერთად ხშირად ამოდიოდა აქ, ბევრს საუბრობდნენ და სასიამოვნო დროს ატარებდნენ. საერთოდ ნინოს ყველაფერი სიგიჟემდე უყვარდა, რაც ლაშასთან ასოცირდებოდა. ის ყოველთვის ამაყობდა მამით, ამიტომ იყო რომ ძალიან მძიმედ გადაიტანა კაცის გარდაცვალება. როცა შეატყობინეს რომ ლაშა ბუნტის დროს დაიღუპა, მეტყველების უნარიც კი დაკარგა ქალმა. მკვლელის ვინაობა რომ ვერ დაადგინეს, ამან კიდევ უფრო შეუწყო ხელი ჭრილობა ღია დარჩენოდა. დიდი დრო დასჭირდა ცხოვრების ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად. სწორედ იმ მძიმე პერიოდში დაუახლოვდა ირაკლის. კაცი მუდამ გვერდში ედგა და ცდილობდა როგორმე გამოეყვანა სტრესიდან. მოგვიანებით მათ შორის რაღაც მეგობრობაზე მეტი დაიწყო, ეს სახლი კი წყვილის სასიყვარულო თავშესაფრად იქცა. ახლაც ქუსლიანი ფეხსაცმელები კართან გაიხადა, პერანგის ღილები შეიხსნა და ღრმად ამოისუნთქა. ყავა დაისხა და სამუშაო მაგიდას მიუჯდა, რომ ირაკლის მოსვლამდე დრო გაეყვანა. ანდრეას საკმაოდ სქელტანიანი პირადი საქმე გადაშალა და კითხვას შეუდგა. დასაწყისში "ეშმაკის" შესახებ მცირე პირადი ინფორმაცია იყო, რომლის მიხედვითაც ნინომ გაიგო რომ: ანდრეა ჩაჩუა ათას ცხრაას ოთხმოცდათორმეტი წლის ოცდახუთ ოქტომბერს ქალაქ თბილისში დაბადებულა. რამდენიმე მისთვის არასაინტერესო ფურცლის წაკითხვის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილების ფურცელს წააწყდა, რომლის მიხედვითაც "ეშმაკი" 2011 წელს თავისივე დაბადების დღეზე იქნა დაკავებული. მას ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში. საქმეს თან ახლდა პირდაპირი, თუ ირიბი მოწმეების ჩვენებები და ნივთმტკიცებულება. არ იყო მხოლოდ ბრალდებულის ჩვენება. როგორც საქმეში იყო აღნიშნული, ანდრეა მთელი მთელი პროცესის განმავლობაში დუმილის უფლებას იყენებდა. შემდეგ კი იყო მითითებული მიმღები სასჯელაღსრულების განყოფილება, რომლის მიხედვითაც ნინომ გაიგო რომ ანდრეა სასჯელს სწორედ იმ ციხეში იხდიდა, რომლის უფროსიც ლაშა იყო და მოგვიანებით ამავე ციხეში დაიღუპა. - ღმერთო ჩემო... - ოფლით დაცვარული შუბლი ხელით მოიწმინდა ქალმა. - ესე იგი, ანდრეა სწორედ იმ დროს და იმ ციხეში იყო, სადაც მამა მოკლეს. და ისიც ამ მკვლელობის შემდეგ გადმოიყვანეს ჩვენთან. ღმერთო ჩემო! - გაოცებული თავისთვის ლაპარაკობდა და თან თვალს ავლებდა ფურცლებს, სადაც მისთვის საინტერესო ვეღარაფერი იპოვა გარდა იმისა რომ ერთ-ერთ საჩივარს მსჯავრდებულის დაუმორჩილებლობის შესახებ სწორედ ლაშა აწერდა ხელს. * * * - როგორც ყოველთვის, მუშაობ. - მამაკაცის ბოხი ბარიტონი მოესმა და ყელში კოცნა იგრძნო. - მიხარია, რომ მოხვედი! - მკერდზე მიეკრა ირაკლის. - როდის იყო გჭირდებოდი და არ მოვედი?! - წელზე მოჰხვია ხელი და ქალის თმებში ჩარგო ცხვირი. - ისე მომენატრე, ისე ძალიან, შენ გარდა ვეღარაფერზე ვფიქრობდი ბოლო დღეებში. - მე კი ნამდვილად არ მაკლია საფიქრალი. - მამაკაცის მკერდზე მიკრულმა ამოიჩურჩულა. - როგორი დაღლილი ხარ, როგორი დაძაბული, - თავი ააწევინა და ფრთხილად შეეხო ქალის ტუჩებს. ნინოც მთელი არსებით დაეწაფა ირაკლის ბაგეს. მომთხოვნად კოცნიდა მამაკაცი, თითებს აყოლებდა ქალის სხეულს და ტანისამოსიც თანდათან შემოაძარცვა. - მომენატრე. მიყვარხარ. - კოცნებს შორის ვნებიანად ოხრავდა. ნინო კი მიუხედავად იმისა რომ ეს სულაც არ სურდა, ყველაფერზე ფიქრობდა ირაკლის გარდა. ფიქრობდა მზერაზე თავისი კოშმარული სიზმრიდან და წამით მოეჩვენა, რომ რეალობაშიც გრძნობდა ამ მზერას. ბრაზიანს, ცინიკურს, თუმცა, ტკივილით გაჟღენთილს. - გაჩერდი, ირაკლი, გაჩერდი, გთხოვ. - დამფრთხალი, უკან გაიწია. - რა მოხდა, პატარავ, კარგად ხარ? - არც ირაკლი ჩანდა ნაკლებ შეშფოთებული. - არ შემიძლია. - რამე მოხდა? - თავს კარგად არ ვგრძნობ. - მისაღებში გავიდა და დივანზე ჩამოჯდა. - რა დაგემართა? - ვისკის ბოთლი და ჭიქები მაგიდაზე დაალაგა, თვითონ კი გვერდით მიუჯდა ქალს და გულზე მიიხუტა. - ძალიან გადავიღალე. - არ მოგატყუებ, ძალიან დაძაბული ჩანხარ. - ირაკლი, რაღაც უნდა გკითხო... - მამაკაცს მოშორდა და თვალებში ჩააჩერდა. - გისმენ. - ანდრეა ჩაჩუა, - ხმადაბლა თქვა ქალმა. - გსმენია რამე მის შესახებ? - ანდრეა ჩაჩუა... - რამდენჯერმე გაიმეორა. - არა, მსგავსი არავინ მახსენდება. - ეშმაკი? - რა თქმა უნდა, ვიცი. მამაშენი ხშირად საუბრობდა მასზე. - მამაჩემი ანდრეაზე? - ანუ ეშმაკს ანდრეა ჰქვია? - წამით ჩაფიქრდა რაღაცის გასახსენებლად. - ლაშა ამბობდა რომ ანდრეა ყველაზე კარგი "ცუდი გოგოა" მათ შორის, ვინც კი ოდესმე უნახავს. - მაგრამ მამას მიერ დაწერილი გაფრთხილებები ვნახე ანდრეას პირად საქმეში. - მამაშენი პროფესიონალი იყო, ნინო. ის რომ მას პირადი სიმპათიები ჰქონდა ეშმაკის მიმართ, არ ნიშნავს რომ ხელს დააფარებდა. - ესე იგი, ამბობ რომ მამას ანდრეა მოსწონდა. - კი, მისით აღფრთოვანებული იყო. ისე, რამ გაგახსენა ეშმაკი? - ის ჩემთან იხდის სასჯელს. - და როგორია? - ისეთი, როგორსაც მამა აღწერდა. რთული ხასიათი აქვს, თან საინტერესო. ჯოჯოხეთურად ცინიკური და გამაღიზიანებელია, მაგრამ სევდიანი და უცნაური მიზიდულობის ძალა აქვს. - მგონი ახლა ვიეჭვიანებ. - მხიარულად გაიცინა კაცმა. - დავიძინოთ, რა. - დავიძინოთ? - კი. - კარგი, როგორც გინდა. - უკმაყოფილოდ წამოდგა და საძინებლისკან გაემართა. ნინომაც შხაპი მიიღო და საწოლზე მიესვენა თუ არა, ღრმა ძილს მისცა თავი. * * * გამთენიის ხანი იყო, ნაცნობმა სიზმარმა რომ გააღვიძა. საწოლიდან წამოიწია და გაიაზრა, პირველად მოხდა რომ არ შეშინებია და არც დისკომფორტს გრძნობდა. სიამოვნების ღიმილიც კი გაეპარა ტუჩის კუთხეში. გულის ცემა ისევ აჩქარებოდა, თუმცა, ამჯერად ეს შფოთვის არ იყო. გვერდით მძინარე მამაკაცს გადახედა, რომელსაც ბალიში ჩაეკრა გულში და მშვიდად ფშვინავდა. აკვირდებოდა და რაღაც უცნაურს გრძნობდა. თითქოს სიმშვიდეს, სიახლოვეს, იქნებ, სიყვარულსაც, მაგრამ იყო ეს ის გრძნობა, რაც ორივე მათგანს სურდა? შუბლზე აკოცა, სულ ოდნავ შეახო ტუჩები, უჩუმრად ადგა, ყავა დალია და სამსახურში წასასვლელად მოემზადა. ირაკლის გაღვიძება არ უცდია, მასთან კიდევ ერთხელ საუბარი არ სურდა. მანქანაში თავის საყვარელ სიმღერას უსმენდა და მინიმალური სიჩქარით მიიწევდა დანიშნულების ადგილისაკენ. - ნეტავ, რის გამო მესიზმრები? - თავის თავს ელაპარაკებოდა ქალი. - ნეტავ, რა ჰქვია ამას? რა მისიით გაჩნდი ჩემს ცხოვრებაში, როგორ მოხვდი აქ ან რა როლი გაქვს? იქნებ, ლაშას მკვლელის ვინაობა იცი... იქნებ, შენ უნდა ამომახსნევინო ჩემი ცხოვრების მთავარი საიდუმლო. იქნებ, იქნებ, იქნებ... - საუბრობდა და უცნაური ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. * * * - ანდრეა კარცერში რატომ არ გაუშვი? - კაბინეტში მჯდომს ისე წამოადგა თავს თათია, არც გაუგია. - ჩემს გადაწყვეტილებას აპროტესტებ, თუ მეჩვენება? - დიქტატორობ, თუ მეჩვენება? - კითხვა დაუბრუნა თათიამ. - ჩემს უფლებებს ვიცავ! - ღიმილმა გადაურბინა სახეზე. - განგებ გამოვიწვიე. - უგუნებოდ ჩაესვენა სავარძელში. - რატომ? - იმიტომ რომ დღეიდან თამარი განცალკევებით აღარ იქნება, თავის ბლოკში დაბრუნდება და რაც აქამდე ხდებოდა, სამოთხედ მოგეჩვენება. - ანდრეაზე ღელავ. - მარტივად დაასკვნა ნინომ. - მე ყველა პატიმარზე ვღელავ. - მაგრამ კარცერში ანდრეას გაშვება სცადე. - კარგი, ანდრეაზე ვღელავ. - იძულებით აღიარა. - ეს წმინდად პროფესიული ღელვაა? - ახლა ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა? - სხვა პრობლემებს ვაკონტროლებ, თათია. თუ შევამჩნევ რომ თქვენი ურთიერთობა იმაზე ახლოა, ვიდრე პატიმრისა და კურატორის, მომიწევს თქვენი დისტანცირება. - ეს საჭირო არ გახდება... - თავდახრილი ლაპარაკობდა ქალი. - როცა თამარი დაბრუნდება, ქალები ორ ნაწილად გაიყოფიან და მათი გაკონტროლება გაჭირდება. - მოდი, შეგახსენებ, ეს შენს კომპეტენციაში არ შედის. - ვიცი, მაგრამ... - არავითარი მაგრამ! შენ შენი საქმე აკეთე მშვიდად, დანარჩენს მე მივხედავ! - როგორც იტყვი. - გმადლობ. უნდა წავიდე, გოგონების მონახულებას ვაპირებ. - მიახვედრა რომ საუბრის გაგრძელება აღარ სურდა. * * * ანდრეას საკნის კართან იდგა და თვალს ადევნებდა გოგონას, რომლის გვერდით მეორე პატიმარი წამოწოლილიყო და წიგნს უკითხავდა. - ეშმაკმა კითხვა არ იცის? - ნიშნისმოგებით იკითხა ქალმა და სიმყუდროვე დაარღვია. - ვა, რა პოპულარული ვარ, უფროსიც კი საკუთარი ფეხით მეწვია. - ღიმილით გადახედა მარიამს და ნარზე წამოჯდა. - ყველა სასადილო ოთახში იყო თქვენ ორის გარდა. - კედელს მიეყრდნო და ხელები ერთმანეთს გადააჭდო. - მე უფროსმა ამიკრძალა გასვლა და მისი ხელქვეითები აქვე გამომკვებავენ. - მე სწორედ ახლა ვაპირებდი გასვლას. - უკვე ფეხზე იდგა მარიამი, უხერხულად აუარა გვერდი უფროსს და იქაურობას მაშინვე გაეცალა. - შეიძლება? - ანდრეას მომღიმარ სახეს ძლივს მოაცილა თვალი და პასუხს არ დალოდებია, ისე მიუჯდა გვერდით. - გილოცავ. - ხმადაბლა თქვა ქალმა. - რას? - არ იცი დღეს რა დღეა? - ხუთშაბათი. - ოცდახუთი ოქტომბერი. - კარგი, ოცდახუთი ოქტომბერი. - მერე? - მერე ოცდაექვსი ოქტომბერი, მერე ოცდაშვიდი, ასე თუ გაგრძელდა, არ გამოვრიცხავ ოცდარვაც მოვიდეს. - დაბადების დღეს გილოცავ, ანდრეა. - გოგონას ირონია არ შეიმჩნია. - ვიღაც ჩემს პირად საქმეს გაეცნო. - ეშმაკურად გაიღიმა. - კი, გავეცანი და შენთან სალაპარაკო მაქვს. - ბებერ ჭორიკანა დაქალებს ვემსგავსებით, რომლებიც ყველას და ყველაფერს ჭორავენ. - ნუ ღელავ, ჭორაობას არ ვაპირებ, რამდენიმე კითხვა მინდა დაგისვა. - ეს ჩემი საყვარელი პოზიცია არ არის. - უარის ნიშნად გადააქნია თავი. ნინოს რეაქცია არ ჰქონია. მონუსხულივით უყურებდა ეშმაკის თვალებს, რომელიც კრიალა ლურჯიდან ნაცრისფერში გადასულიყო. - იცი ვინ ვარ? - ახლა ნუ დაიწყებ, მე ამ ციხის უფროსი ვარ და შენ არავინ არა ხარ და ეგეთ ბაზარს, რა. - მობეზრებით ამოილაპარაკა. - ეს არ მიგულისხმია. - აბა, კომპლიმენტი გინდა გითხრა? ძალიან ლამაზი ხარ, ნინო და ბევრი პლიუსი გაქვს, თუ იმას არ ჩავთვლით რომ იურისტი ხარ და ძალადობას ვერ იტან. - შეგიძლია დასერიოზულდე? რამდენიმე წუთით. - კარგი, ჰო. ვიცი, ვინც ხარ. ლაშა მესხიშვილის შვილი და ამბობენ რომ ირაკლი დონდუას საყვარელი, მაგრამ მე ამას ვერ დავადასტურებ. - ანდრეა ირაკლის ცოლი ჰყავს და მე... - აი, ისევ თავის მართლებას იწყებ. - კარგი. რატომ არ მითხარი, რომ მამაჩემს იცნობდი? - იმიტომ, რომ არ გიკითხავს. - როგორი იყავი, როცა იქ მოხვდი მამასთან? - ძალიან კარგი. - ანდრეა, მკვლელობისთვის მოხვდი იქ. - წარბის აწევით აღნიშნა. - მაშინ ძალიან ცუდი. - რა ჯანდაბაა, არ შეგიძლია ადამიანურად დამელაპარაკო? - ადამიანურობის ხასიათზე არ ვარ, ნინო. - და რა უნდა მოხდეს, რომ ხასიათზე მოხვიდე? - ფეხზე ადგა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. - უნდა მთხოვო. - რამდენიმე წამი იყოყმანა, სანამ ეტყოდა. - მეხუმრები? - საკუთარ ყურებს არ უჯერებდა. - არა, რატომ? შენ თუ მეთამაშები უფროსობანას, ერთხელ მეც რომ გეთამაშო, რა მოხდება? - საერთოდ ნამუსი გაქვს? - გაოგნებას ვეღარ ფარავდა. - ალბათ, მაქვს, მაგრამ დიდად არ ვაძლევ ხმის ამოღების უფლებას. - გთხოვ, ანდრეა! - მიუხდავად იმისა რომ ბრაზის გაკონტროლება ძალიან უჭირდა, კითხვებზე პასუხის მისაღებად ყველაფერს გააკეთებდა. - რომ მეჩხუბება, ბოლო ხმაზე გაჰკივის და ახლა როგორ ჩაუწყდა ხმა, - დამცინავად თქვა. - კარგი, მკითხე, გისმენ. - როდის გაიცანი მამაჩემი? - ორიათას თერთმეტი წლის ნოემბერში, როცა მომისაჯეს და ბათუმის ციხეში გადამაგზავნეს. - როგორი ურთიერთობა გქონდათ? - იმით დავიწყეთ, რომ მცემა. - მამაჩემმა? - სახეზე წამოწითლდა ნინო. - კი, მამაშენმა, - ისე უდარდელად დაუდასტურა, თითქოს ეს საქმე მას სულაც არ ეხებოდა. - რეზინის ხელკეტით, რადგან მიიჩნია რომ ჩემნაირ თავხედს მხოლოდ ასე დაუმტკიცებდა თავის უპირატესობას და ჭკუას ასწავლიდა. - მერე? - სუნთქვა შეეკრა ნინოს. - კარგად რომ მცემა, იატაკზე დამაგდო და მკითხა რამის თქმა ხომ არ მსურდა. - რა უთხარი? - სახეში შევაფურთხე. - რა? - სხვათა შორის, კარგად იმოქმედა. რამდენიმე წუთი მაკვირდებოდა, მერე წამომაყენა და წყალიც მომიტანა. - და? - მეორედ შევაფურთხე. - მართლა ავადმყოფი ხარ! - ოფლით დაცვარულ შუბლზე მოისვა ხელი და ანდრეას მზერისგან თავის დასაღწევად ისევ ოთახში სიარულს მოჰყვა. - მითხრეს, დამეგობრდით. - ისევ თვითონ განაახლა საუბარი. - მე ასე არ ვიტყოდი, უბრალოდ მამაშენი აღარ მცემდა და თავს არიდებდა ჩემთან ურთიერთობას. - მას მოსწონდი, მამას მეგობარმა მითხრა. - რა სამწუხაროა, რომ ამის თქმა პირადად ვერ მოასწრო. - ყალბი გულისწყვეტით გადააქნია თავი ეშმაკმა. - რა მოხდა იმ დღეს ციხეში? - რომელ დღეს? - როცა მამა დაიღუპა... - სიმწრით წარმოთქვა სიტყვები. - არაფერი მომხდარა. - მატყუებ! იმ დღეს ბუნტი იყო. - მე იქ ვიყავი, ნინო, ციხეში არაფერი მომხდარა. - რას მეუბნები, ხვდები? - ერთიანად აეტანა ნერვებს ქალი. - მამაშენის საქმე მოგვიანებით შეკერეს, მარტივია პატიმრებზე გადაანაწილო პასუხისმგებლობა და თქვა რომ ბუნტი იყო, არეულობაში მარტივია ვინმე მოკვდეს და დამნაშავე ვერ იპოვო. აბა, წარმოიდგინე რომ ეთქვათ ერთ მშვენიერ, როცა ციხეში აბსოლუტური სიმშვიდე სუფევდა, რომელიღაც პატიმარი ადგა და ციხის უფროსს ყელი ისე გამოჭრა ვერავინ ვერაფერი გაიგოო. - შენ მამაჩემზე ლაპარაკობ, ანდრეა! - საუბარი თვითონ მოინდომე. - ეს ყველაფერი გამოძიებისთვის უნდა გეთქვა! - ეშმაკის წინ გაჩერდა და აიძულა მისთვის შეეხედა. - ჩვენებებს არ ვიძლევი, მით უმეტეს, როცა საქმე მე საერთოდ არ მეხება. - იცი ვინ მოკლა ლაშა? - არ ვიცი, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი რომ ამას არცერთი პატიმარი არ გააკეთებდა თავისი ინიციატივით. - ფიქრობ, მისი მკვლელობა გარედან შეუკვეთა ვინმემ? - მე არასდროს ვფიქრობ, როცა რაღაცას ვამბობ, ნიშნავს რომ დარწმუნებული ვარ. - ახლა მთლიანად ამირიე ტვინი. - უღონოდ დაეშვა ანდრეას გვერდით. ქალის გრილმა სურნელმა ცხვირში შეუღიტინა ეშმაკს. მისდა უნებურად მიიწია სურნელის წყაროსკენ და იმდენად ახლოს აღმოჩნდა ნინოსთან, მისი ამოვარდნილი გულის ცემაც კი შეამჩნია. - ბოლო დღეებია სულ შენი ტვინის არევით ვარ დაკავებული. - თავისი აღელვების დაფარვა ირონიული ჩაღიმებით სცადა. - მამაჩემს ის ცემა აპატიე? - ისევ ძველ თემას დაუბრუნდა ნინო. - არა. - სახე წამში მოეღრუბლა. - მაშინ რატომ მეხმარები? - არ გეხმარები, ტვინს გირევ. - ამჯერად ნინოს ტუჩებს დააშტერდა. - სისულელეა, შენ მე დამეხმარე, ის მითხარი, რაც გამოძიებას აქამდე არ უთქვამს. - იქნებ მომწონხარ ან უბრალოდ კარგ ხასიათზე ვარ, რას გაუგებ ეშმაკს, ჩემო ნინო?! - ქალის ტუჩებს დიდი ძალისხმევის შედეგად აარიდა თვალი და ფეხზე წამოდგა. - მგონია რომ იმაზე მეტის თქმაც შეგიძლია, ვიდრე ახლა მითხარი. - თავის სიტყვებში დარწმუნებული ჩანდა. - ჩემ გამოცნობას ცდილობ? - კი, ზუსტად! - რატომ, ნინო? - რადგან მგონია, ეს მამაჩემის მკვლელის პოვნაში დამეხმარება! - ჯობდა გეთქვა, რომ შენც მოგწონვარ. - ჩემ გაბრუებას ტყუილად ცდილობ, ანდრეა, მსგავსი რამეები მხოლოდ ახალბედა და გულუბრყვილო ადამიანებთან გამოგდის. - აი, უკვე ეშმაკს ეთამაშები! - საზეიმოდ გამოაცხადა და ხელები ერთმანეთს შემოჰკრა. - ქალბატონო ნინო, თამარი თქვენს კაბინეტში გელოდებათ, როგორც გვთხოვეთ! - ნოდარმა შეაწყვეტინათ საუბარი. - ეს სასადილო ოთახში გაიყვანე! - ხელით ანდრეასკენ ანიშნა. - სანამ თამარსაც არ ჩამოიყვანენ, სასადილო ოთახს ნურავინ დატოვებს. - მოკლედ აუხსნა და ქუსლების კაკუნით დატოვა საკანი. - შენც მოგწონს, ხო? - მხარზე ხელი დაჰკრა ზედამხედველს, როცა შეამჩნია როგორ გააყოლა თვალი უფროსს. - შენი საქმე არ არის, პატიმარო! - თვალი ჩაუკრა და სასადილო ოთახისკენ გაუძღვა. * * * სანამ ოთახში მომლოდინე თამარის პირისპირ დაჯდებოდა, კიდევ ერთხელ შეათვალიერა ყურადღებით ქალი, რომელიც მოუხერხებლად ჩამჯდარიყო სავარძელში და ოდნავ ტრიალებდა აქეთ-იქით. - გამარჯობა, ქალბატონო ახალო უფროსო! - ისე გაიღიმა, ყველა კბილი გამოუჩნდა. ბოტოტა თითები მაგიდაზე დაალაგა და ახლო-ახლოს ჩამჯდარი ჭროღა თვალებით მიაჩერდა. - მიხარია რომ დაბრუნდით, თავს როგორ გრძნობთ? - დიდხანს მომიწია განმარტოებამ. - უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და პროთეზი აათამაშა პირში. ამ სანახაობის შემყურე ნინომ გულისრევა იგრძნო, თუმცა, არაფერი შეიმჩნია. - რატომ განმარტოება, ზედამხედველი ხომ სულ გყავდათ და რამდენჯერმე მეც გინახულეთ. - კაცი ზედამხედველი რომ დაგენიშნათ, იქნებ, არც მომეწყინა! - ტუჩები ისე გაილოკა, ნინოს დიდი ძალისხმევა დასჭირდა ზიზღის დასაფარად. - პირველი არ ხართ, ვინც პროვოკაციული გამოსვლებით ცდილობს ფონს გასვლას. ჩემთან ასე თამაშს არ გირჩევთ. - ისეთი შეუვალი გაუხდა ტონი, აშკარა იყო თამარი მის პროვოცირებას ვერ მოახერხებდა. - ძალიან ლამაზი ხარ და მეტისმეტად პატარა ამ ადგილისთვის, ქალბატონო ნინო! - სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ, ამას თქვენ არ წყვეტთ. - არ გეშინიათ? - რისი? - ციხის. - ამის მოსმენა ადამიანისგან, რომელიც ათი წელია აქ არის და კიდევ თორმეტი უნდა იყოს, უცნაურია. არ მეთანხმებით? - მე არც ლამაზი ვარ და არც პატარა. - ეშმაკივით ირონიულად გაიღიმა, მაგრამ ეს საშინელი ღიმილი არაფრით ჰგავდა ანდრეასას. - აქ იმიტომ არ ვარ რომ რამის ან ვინმესი მეშინოდეს, ქალბატონო თამარ. - თქვენ არ იცით რა თხელია კედლები პატიმრებსა და ციხის თანამშრომლებს შორის, ქალბატონო ნინო. - ამას პირადი გამოცდილებიდან ამბობთ? - არც ნინოს საუბარს აკლდა ირონია. - შეიძლება ჩემს საკანში დავბრუნდე? - ისე იკითხა ქალმა, თითქოს მას სულაც არ ელაპარაკებოდნენ აქამდე. - პაატა, თუ შეიძლება, ქალბატონი თამარი სასადილო ოთახში წაიყვანე. - ხმამაღლა დაუძახა ზედამხედველს. როცა პაატა და თამარი კაბინეტიდან გავიდნენ, თვითონაც უკან გაჰყვა. * * * - ხომ არ დაგვეწვევით, ქალბატონო ნინო? - სასადილო ოთახის კარი შეაღო თუ არა, ნაცნობი ხმა მოესმა. - გმადლობ, ანდრეა, უკვე ვისადილე! - გოგონას ირონია არ შეიმჩნია. - იმის სათქმელად მოვედი, რომ ქალბატონი თამარი დაგვიბრუნდა. - ამჯერად თვითონ ესროლა ირონიული ღიმილი. სასადილო ოთახში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა თამარის დანახვას. ქალების ნაწილმა სტვენა დაიწყო, ზოგიც ტაშის დაკვრით შეხვდა ახლად დაბრუნებულს, ზოგიერთს კი სულაც არ ჰქონია რეაქცია. - დაბრუნებას გილოცავ, მოხუცო! - ფეხზე წამოდგა და მათთან მივიდა ეშმაკი. - ღმერთო ჩემო, კიდევ უფრო მახინჯი ხარ! - სახეზე დააკვირდა თამარს და აღშფოთებით წარმოთქვა. - გმადლობ, პატარავ, მეც ძალიან მომენატრე. - საზიზღარმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე. - თქვენ რამე პრობლემა გაქვთ? - ისე იკითხა ნინომ, თითქოს წარმოდგენა არ ჰქონდა რა ხდებოდა. - მე არავითარი, შენ, პატარავ? - მე საავადმყოფოში არ ვწოლილვარ მთელი თვე, - ნაძალადევად გაიღიმა. - ნინო, გმადლობ რომ დაბადების დღეზე ჩემი ცხოვრების სიყვარული სახლში დამიბრუნე. - ზუსტად ამაზე გეუბნებოდით წეღან, ქალბატონო ნინო, ყველაფერი იმით იწყება რომ შენობით მიმართვაზე გადადიან შინაურულად. - თუ არ შეწყვეტთ ჩემი თანდასწრებით ისე საუბარს ვითომ აქ არ ვიყო, ორივე თქვენგანს ტუალეტების დალაგება მოუწევს მთელი თვე. - გამომეტყველება გაუმკაცრდა ქალს. - განავალთან ურთიერთობა ამის საქმეა. - ღიმილით გახედა ჯერ თამარს და მერე მისი გუნდის წევრებს ეშმაკმა. - როგორც ჩანს, წინა ცხოვრებაში ცუდი ადამიანი ვიყავი, შენს კომპანიაში რომ მიწევს ჩემი ცხოვრების გარკვეული დროის გატარება. - ამრეზით უყურებდა თამარიც. - ჰო, წინა ცხოვრებაში იყავი ცუდი, თორე ამ ცხოვრებაში ნამდვილი ღვთის საჩუქარი ხარ. - ანდრეა! - საუბარში ჩარევა კიდევ ერთხელ სცადა ნინომ. - მაპატიე, ნინო, გულმავიწყი ვარ, სულ მავიწყდება გკითხო როგორ გინდა რომ ვიცხოვრო და ვილაპარაკო. - არაუშავს, ქალბატონო ნინო. მისი საუბარი ჩემზე არ მოქმედებს, აქ მყოფთა უმრავლესობამ იცის ვინ ვარ მე და ვინ არის ეს. - ქალს ზიზღი აღბეჭდოდა თვალებში, ანდრეას ძალიან მოუნდა გაეცინა. - როცა ისევ გადაწყვეტ უმრავლესობის აზრის გაჟღერებას, გაიხსენე რომ მილიარდობით ბუზს ნეხვი გემრიელი ჰგონია. - შენ მე ვერასოდეს ჩამძირავ! - მკერდზე მიადო საჩვენებელი თითი, რამდენიმე წამი უყურა, მერე კი მხარი გაკრა და გვერდი უხეშად აუარა. - რას გულისხმობდა? - ეშმაკზე გადაიტანა მზერა ნინომ. - ალბათ, იმას რომ ემოციურად ხეა და პიროვნულად განავალი. ეგენი ხო არ იძირებიან და... - ტუჩი ამოაბრუნა და თავი ისე მოიქექა, თითქოს დიდი კითხვის პასუხი გამოიკვლია. - არ მომწონს, როგორც ესაუბრები. - მე კი არ მომწონს, რომ ცოცხალია და ცოცხალი მხოლოდ იმიტომ არის, რომ მაგის მოკვლისთვის სასჯელს დამიმატებენ. - ანდრეა! - მკაცრი გამომეტყველება მიეღო ქალს. - მივდივარ, მივდივარ. - ხელები დანებების ნიშნად ასწია და მაშინვე გაეცალა ტერიტორიას. * * * მომდევნო სამი კვირა კვლავ ძალიან მშვიდი გამოდგა ციხეში. თათიამ რამდენჯერმე გააფრთხილა ნინო, რომ ასეთ სიმშვიდეს აქ ყოველთვის საშინელი დასასრული მოსდევდა. მისგან განსხვავებით ნინო თვლიდა, რომ მართვის სადავეები მყარად ეჭირა და ეს სიმშვიდეც ბუნებრივი გამოძახილი იყო იმისა, რომ ციხეში ყველაფერი უკეთესობისკენ მიდიოდა. უკვე მეოთხე კვირა იწურებოდა, როცა ნინოს კაბინეტში გაფითრებული ზედამხედველი შევარდა და აუწყა, რომ ანდრეა საავადმყოფოში გადაიყვანეს. - რა მოხდა? - გამომშრალი პირით იკითხა და პასუხის მოლოდინში მუხლები მოეკვეთა. - თავის საწოლში ვიპოვე, მკერდთან დიდი ჭრილობა აქვს, მაისური სულ სისხლში იყო მოსვრილი, მგონი, მკვდარია. - სულმოუთქმელად მიაყარა მარიამმა, როგორც ჩანს, ისიც საკმაოდ ღელავდა პატიმრის გამო. გაფითრებული და თვალებამღვრეული ნინო სწრაფი ნაბიჯით გაემართა სამედიცინო პუნქტისკენ და გულს წინასწარ უკლავდა ის, რაც იქ შეიძლებოდა დახვედროდა. ქალი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდა რატომ შეუკრა სუნთქვა ანდრეას სიკვდილის წარმოდგენამ. - ცოცხალია? - მთელი ენერგია მიახარჯა ამ ერთი სიტყვის წარმოთქმას. - სასწრაფო ოპერაციას უკეთებენ, საავადმყოფოში გადაყვანის დროც კი არ იყო. - დერეფანში მოსიარულე თათიას სიარული არ შეუწყვეტია პასუხის გაცემისას. - რა თქვეს? - მკერდშია დაჭრილი, საკმაოდ ღრმა ჭრილობაა, თან გვიან იპოვეს და ბევრი სისხლი დაკარგა. - ხომ გადარჩება? - განაჩენივით ელოდა პასუხს. - თუ ვერ გადარჩა, შენი ბრალი იქნება! ხომ გაგაფრთხილე, ხომ გაგაფრთხილე რომ უნდა დაგვეშორებინა... - ნერვების მოთოკვას აშკარად ვერ ახერხებდა თათია. ნინოს კი მასთან კამათის ენერგია სრულებით არ შერჩენოდა, ამიტომ მხოლოდ თავი დახარა პასუხად და იატაკს დააჩერდა. - უნდა გადარჩეს. ასე უბრალოდ ვერ მოკვდება. - თავი კედელს მიაყრდნო. რაღაც უცნაურს გრძნობდა. უცნაურს და უცხოს. საოპერაციო ოთახის კარი გაიღო და ექთანი გამოვიდა. - სისხლის ბანკიდან სისხლი მოიტანეს? - თავადაც ნერვიულობდა ახალგაზრდა ქალი. - ჯერ არა. - მშვიდად უპასუხა მარიამმა. - სასწრაფოდ გვჭირდება სისხლი, შესაძლოა დაიღუპოს. - სწრაფად ლაპარაკობდა ექთანი. - რა ჯგუფის სისხლი აქვს? აქ ასორმოცდაათზე მეტი ადამიანი, ვართ ვინმეს სისხლი როგორ არ დაემთხვევა. - თითქოს აზრზე ახლახან მოვიდაო, საუბარში თათია ჩაერთო. - პირველი უარყოფითი აქვს. - მე შემიძლია სისხლი გადავუსხა, იგივე ჯგუფი მაქვს. - კედელს მოშორდა და ექთანს აეტუზა წინ ნინო. - სწრაფად, შემოდით. სასწრაფოდ შეიყვანეს საოპერაციოში ანდრეას გვერდით მოათავსეს და მისი ვენიდან პირდაპირ ეშმაკის ვენაში გაუშვეს სისხლი. - სხვა დონორსაც მოვიძიებთ, ბევრი სისხლი დასჭირდება. - დროს ნუ დაკარგავთ, იმდენი სისხლი გადაუსხით რამდენიც სჭირდება. - მაგრამ ეს ძალიან დაგასუსტებთ, ქალბატონო ნინო. - ახლა, მთავარია, არ მოკვდეს. - სასოწარკვეთა გარეოდა ხმაში ქალს. * * * ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ანდრეა გადარჩა. ნინოს ექიმებმა შოკოლადის ჭამა ურჩიეს და რამდენიმე საათი ფეხზე ადგომის უფლება არ მისცეს. იმისთვის რომ ანდრეა ტკივილს არ შეეწუხებინა, დამამშვიდებელი გაუკეთეს და თქვეს, რომ დილამდე მასთან ლაპარაკის უფლებას ვერავის მისცემდნენ. ნინომ უარი განაცხადა სახლში წასვლაზე და ფიზიკური სისუსტის მიუხედავად ღამე სამსახურში გაათია. მთელი ღამე სამედიცინო პუნქტში იჯდა და ეშმაკის გამოფხიზლებას ელოდა. უყურებდა მას და რაღაც უცნობი ემოციები იდგამდა ფესვებს ქალის გულსა და გონებაში. გამთენიისას გაახილა თვალი ანდრეამ. პირველი, რაც დაინახა, სავარძელში მჯდომი ნინო იყო, რომელსაც თავი ხელებზე ჩამოედო და ჩასძინებოდა. თავისებურად, გვერდულად ჩაეღიმა ეშმაკს. მისი გულის ღრმა კუნჭულში სინათლის სხივი ჩაეშვა. - გაიღვიძე? ექიმს დავუძახებ. - დაჟინებულმა მზერამ მოაფხიზლა ქალი და მაშინვე ექიმი შემოიყვანა. მან ყურადღებით გასინჯა ეშმაკი და აღნიშნა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. - თავს როგორ გრძნობ? - როგორც კი ექიმი გავიდა, ნინომ დაარღვია მყუდროება. - კარგად, შენ რას გავხარ, ეშმაკი გამოგეკიდა? - უდარდელად გაიჭყანა. - ეშმაკს ნარკოზის ზემოქმედების ქვეშ ეძინა, შესაბამისად, ვერ გამომეკიდებოდა. - ღიმილი შეეპარა ნინოსაც. - მართლა რა სახე გაქვს? არ მითხრა, რომ ჩემ გამო ინერვიულე. - არც იოცნებო. - მზერა აარიდა ქალმა. - კარგი ერთი, აბა, საყვარელმა მიგატოვა? - ანდრეა, ნუ გავიწყდება რომ თავდაცვას ვერ შეძლებ! - წარბები აზიდა მუქარის ნიშნად. - კარგი, რა, რა გჭირს მითხარი. - ერთ იდიოტს სისხლი გადავუსხი და უკვე ძალიან ვნანობ. - ტუჩები ბრაზისგან გაბუშტოდა ნინოს. - სისხლი შენ გადმომისხი? - კი, ვალში ხარ ჩემთან. - ახლა თავს სუსტად ვგრძნობ, მოგვიანებით გადაგიხდი. - ეშმაკურად გაიღიმა და თვალი ჩაუკრა. - ანდრეა! - კარგი, მოვრჩი. - ვინ გააკეთა ეს? - თემა შეცვალა ნინომ. - მე მეგონა, შენ მეტყოდი. - თამარმა? - შენ ასე ფიქრობ? - წარბი ასწია გაკვირვების ნიშნად. - ანდრეა, მორჩი ახლა თავის გასულელებას, გეკითხები ვინ გააკეთა - მეთქი? - მეძინა, მე რა ვიცი ვინ გააკეთა? - ძილში დაგჭრეს? მე მეგონა, ეშმაკს არ ეძინა. - ოდნავ ჩაეღიმა ნინოს. - როგორც ჩანს, წყეული საძილე აბები ეშმაკსაც კი დააძინებენ. - ესე იგი, ვიღაცამ გაგთიშა. - კარგი, მოდი ახლა იმას გეტყვი რის გამოძიებასაც შენი ორფეხა ძაღლები დაახლოებით ორ კვირას მოანდომებენ. ჭრილობა საკმაოდ ღრმა იყო, სავარაუდოდ, ბლაგვი დანით მომაყენეს, ასევე ჩემს ორგანიზმში იქნება საძილე აბების დიდი დოზა და როცა მიპოვეს, მინიმუმ ორი საათის დაჭრილი ვიყავი. - საიდან იცი ეს ყველაფერი? - გაოცებისგან თვალები დაექაჩა ნინოს. - ხორცი ნორმალურად გაჭრილი არ არის, ნაძიძგნია. საძილე აბები რომ არა, შეუძლებელია ისე ღრმად დამძინებოდა, ასეთი დარტყმა ვერ გამეგო. მე კი არც დამიყვირია, წინააღმდეგობის გაწევაზე საუბარიც ზედმეტია. როცა აქ მომიყვანეს, მაისურზე სისხლი შემშრალი იყო, რაც იმას ნიშნავს რომ გვიან მიპოვეს. - არანორმალური ხარ! - სხვა სიტყვების პოვნა ვერ მოახერხა ნინომ. - აქედან როდის გამწერენ? - სასწრაფოდ შეცვალა თემა ეშმაკმა. - სადმე გეჩქარება? - კი, აქედან როდის გამწერენ? - კითხვა გაიმეორა. - ანდრეა, არც გაბედო სამაგიეროს გადახდაზე ფიქრი. - ფიქრი არასდროს ყოფილა ჩემი საყვარელი საქმიანობა. - ანდრეა, სერიოზულად! გეფიცები, დარჩენილ სასჯელს კარცერში გაგატარებინებ... - ოდესმე მითქვამს, რომ სიმკაცრე და მუქარა გიხდება? - საუბარი შეაწყვეტინა ქალს. - არა... - დაბნეულობა დაეტყო. - მაშინ რატომ მელაპარაკები ყოველთვის ეგრე? - არ გემუქრები. უბრალოდ მინდა, რომ ციხეში სიმშვიდე შევინარჩუნო. - და ფიქრობ, რომ მე ვარღვევ იდილიას? - არა, ჯანდაბა, არ მითქვამს ეგ! - ფეხზე წამოდგა და ხმას აუწია. - თამარმა სამაგიერო გადაგიხადა და ახლა, თუ შენც გაჩერდები, ყველაფერი დასრულდება. - იმედი მაქვს, შენს სისხლს შენი აზრებიც არ გადმოაყოლე. - ყალბი დანანებით გადააქნია თავი. - და რას უწუნებ ჩემს აზრებს? - კლიმაქსიანი ქალის კომენტარებით მოძრაობ. - თვალი თვალში გაუყარა ქალს. - მე ვმოძრაობ მაინც და შენ მაგ საწოლზე ხარ მიბმული. - ეცადა გესლიანი ყოფილიყო. - ვა, როგორი ცინიკური ხართ, ქალბატონო ნინო?! - ეშმაკთან მოთამაშისთვის ცინიზმიც საჭიროა, არა? - ოდნავ გაიღიმა. - ანუ აღარ უარყოფ, რომ მეთამაშები. - აზრი აქვს უარყოფას? - რადგან ეს საკითხი უკვე გავარკვიეთ, მაშინ ერთ კითხვას დაგისვამ. შეიძლება? - რა თქმა უნდა, შეიძლება, გისმენ. - სისხლი ხომ გადმომისხი? - კი, მერე? - ანუ ახლა შენთან სექ.სი თუ მექნება, ეგ ინცესტში ჩაგვეთვლება? - ღმერთო, როგორ ვნანობ რომ სისხლი მოგეცი! პირიქით, რაც გქონდა დარჩენილი, ეგეც ბოლომდე უნდა გამომეწურა. - ისე, რამდენი გრამი გადმომისხი? - საუბარი განაგრძო. - რვაასი... - ოჰო, დასაწყისისთვის მშვენიერია. - რა არის მშვენიერი, ანდრეა? - მე ხომ შენთვის სისხლის გაშრობას ვგეგმავ და რვაასი გრამი ცუდი დასაწყისი არ არის. - შენ რომ გიყურებ, ვხვდები რომ მკვლელობისთვის ათი წელი არც ისე ბევრია. - მე კიდევ მივხვდი რატომაც ზრუნავ ციხის პირობების გაუმჯობესებაზე. - ორივეს გაეღიმა. უცნაური იყო, ნინო პირველად ელაპარაკებოდა ანდრეას დაძაბულობის გარეშე. რაღაც უფრო მყუდრო, სასიამოვნო და სიმშვიდის მომგვრელი გრძნობა ეუფლებოდა. - კარგი, უნდა წავიდე. შენ კიდევ მალე გამოჯანმრთელდი, თორემ პრობლემების გარეშე როგორ ვიცხოვრო, ვეღარ წარმომიდგენია. - ქალის საღმა აზრმა მაინც გადაფარა მისი ემოციები. ნინო მშვენივრად ხვდებოდა, რომ არ ღირდა ანდრეას გვერდით ბევრი დროის გატარება. - არ წახვიდე, რა. - თხოვნა გაისმა ეშმაკის ხმაში. - ანდრეა, აქ შენს გარდა სამოცდათორმეტი მსჯავრდებულია. - სამოცდათორმეტი, ჰო, რა თქმა უნდა, სულ დამავიწყდა. - ირონიულად ჩაიცინა. -კარგი, დავრჩები, მაგრამ ცოტა ხნით. - ანდრეას თავთან სკამზე ჩამოჯდა ამჯერად. - წადი, თუ გინდა. - არა, ცოტა ხნით დავრჩები, ძალიან გტკივა? - თვალებით ჭრილობაზე ანიშნა. - არა. - მატყუებ. - საიდან მოიტანე? - წყვეტილად სუნთქავ და მიმიკას გიცვლის ზოგჯერ ტკივილი. - ვა, როგორი დაკვირვებული ხარ?! - არ შეგიძლია ადამიანურად ილაპარაკო? - კი, მხოლოდ მაშინ, როცა ჩემში ეშმაკი იძინებს. - იძინებს კი ოდესმე? - თვალები აატრიალა ნინომ. - ბოლოს რომ დაიძინა, ხომ ხედავ, სადაც გააღვიძეს. - შეგიძლია თამარზე საჩივარი დაწერო. - თემის შეცვლა სცადა ნინომ. - მართლა? - ცინიზმი ტრა.კში გაირჭე. - ანდრეას ირონიამ გააბრაზა ქალი. - არ შემიძლია, იქ უკვე არის სკოლის წარჩინებით დამთავრებისთვის მიღებული ოქროს მედალი და ოცნებები ნათელ მომავალზე. - რომ არ ვიცოდე რა დამპალიც ხარ, გული ამიჩუყდებოდა. - ისევ ღიმილი მოერია ნინოს. - გულის აჩუყება რა არის? - საიდან გეცოდინება, შენ ხომ გული არ გაქვს?! - საერთოდ არ მიყვარს, როცა ზედმეტ რამეებს ვატარებ სხეულით, ამიტომ დროულად მოვიშორე გული, ბრმა ნაწლავი და გლანდები. - სამაგიეროდ, ახლა ჩემი სისხლი გიჩქეფს ძარღვებში. - კმაყოფილებამ გადაურბინა სახეზე. - ძაღლური სისხლი. - დაამატა ანდრეამ. - აი, მესმის მადლიერების გრძნობა! - ფეხზე წამოდგა ქალი. - გეწყინა? - არა, შენგან რაღა უნდა მეწყინოს ან რატომ... ამისთვის მთხოვე დარჩენა? - მე... მე... ჰო. - დაბნეულობა შეეტყო თუმცა იხტიბარი მაინც არ გაიტეხა. - უკვე გითხარი, რომ ნაგავი ხარ? - არა, არ მახსენდება. - მაშინ პირველად გეუბნები და შეგიძლია სურვილი ჩაიფიქრო. ქუსლების კაკუნით გავიდა ოთახიდან. * * * ანდრეას ნახვა ძალიან უნდოდა, მაგრამ უფრო სურდა ეგრძნობინებინა თუ რამდენად იყო ნაწყენი. ამიტომ რამდენიმე დღე მის სანახავად არ ჩასულა. თათიასგან იგებდა მისი ჯანრთელობის მდგომარეობას და ბევრ საქმეს იმიზეზებდა, ზედმეტი კითხვები რომ არავისთვის გაეჩინა ქალის უყურადღებობას. ამჯერადაც კაბინეტში იჯდა და მიუხედავად იმისა რომ საბუთებს ჩაჰკირკიტებდა, გონება შორს იყო პატრონის მორჩილებისგან. ტელეფონის ზარი რომ ჩაესმა და ზედ ირაკლის ნომერი გამოისახა, უკმაყოფილების შეგრძნება დაეუფლა, მაგრამ რადგან იცოდა რომ ირაკლი უმიზეზოდ არასოდეს რეკავდა, მაშინვე უპასუხა. - ნინო, ირაკლი ვარ! - შეშფოთებული ხმა ჰქონდა მამაკაცს. - ვიცი, შენი ნომერი მიწერია. რა გჭირს, ხომ მშვიდობაა? - მინდა რომ ეშმაკისგან თავი შორს დაიჭირო. - პირდაპირ საქმეზე გადავიდა კაცი. - ვერ გავიგე ახლა იმის გამო გავბრაზდე რომ რაღაცას მიბრძანებ, თუ იმის რომ ჩემს კომპეტენციაში ერევი? - ნინო, ხომ იცი რომ ანდრეა იქ იყო, როცა მამაშენი მოკლეს. - ვიცი, მაგრამ იმის გამო რომ იმ ციხეში მოუწია ყოფნა, სადაც ლაშა მოკლეს, განსაკუთრებით მკაცრი ან უსამართლო ვერ ვიქნები მის მიმართ. - ის ერთადერთია, ვინც მამაშენის მკვლელობის საქმეზე ჩვენება არ მისცა. - ვიცი, მაგრამ ვერ ვხვდები ამით რისი თქმა გინდა. - მე ძალიან დამაეჭვა ჩვენების ამბავმა. - შენ თვითონ მითხარი, რომ მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. - ეს არაფერს გამორიცხავს. - ანდრეა რომ ჩვენებას არ იძლევა, არ ნიშნავს რომ ყველაფერში ისაა დამნაშავე. - არ მესმის რატომ იცავ მას. - მე კი არ მესმის რატომ მოგინდა ახლა ამ ყველაფრის თქმა ჩემთვის. - მამაშენივით ხარ, არა? - რას გულისხმობ? - ეშმაკი მოგწონს. - მას ანდრეა ჰქვია. - ჰოდა, აიძულე გითხრას რატომ არ მისცა ჩვენება. - ჩემს პროფესიულ გადაწყვეტილებებში ჩარევა აღარ გაბედო! - კბილებში გამოსცრა ქალმა და ტელეფონი გათიშა. * * * - არ მინდოდა იმ დღეს შენი წყენინება. - საუბრის დაწყება დაასწრო ანდრეამ, როგორც კი ნინო პალატაში შესული დაინახა. - არ გაბედო ბოდიშის მოხდა. - სერიოზული ჩანდა ქალი. - ვერ იტან, როცა ბოდიშს გიხდიან? - ვერ ავიტან ეს, რომ შენ გააკეთო. - ღრმად ამოიოხრა. - მაინც არ შემეძლო, მაგრამ მიხარია რომ არც გჭირდება. - შენთან კითხვა მაქვს. - საქმეზე გადავიდა ნინო. - რა თქმა უნდა, აბა, სხვა რისთვის მოხვიდოდი, აქ ხომ ჩემ გარდა სამოცდათორმეტი პატიმარია. - წავიდე? - სახეში მიაჩერდა ქალი. - არა, გისმენ. - რატომ არ მიეცი ჩვენება? - წყვეტილად წარმოთქვა. - რა ჩვენება? - მამაჩემის სიკვდილის შემდეგ ყველა პატიმარი დაკითხეს, მხოლოდ შენ არ მიეცი ჩვენება, მაინტერესებს, რატომ? - ვრცლად განმარტა ნინომ. - ამაზე ხომ ვილაპარაკეთ? - კი, მაგრამ მინდა კიდევ ვილაპარაკოთ და ჩემი დარწმუნება შეძლო. - დასამტკიცებელი არაფერი მაქვს, ნინო. მე არ ვენდობი ამ ბინძურ პოლიციას და ამათ მოჩვენებით სამართლიანობას, შესაბამისად, არასდროს არც ერთ მათ კითხვას არ ვპასუხობ და არც ერთი ჩვენება არ მიმიცია, მაშინაც კი როცა ათი წელი მომისაჯეს. - ანდრეამ ხმას აუწია, ჭრილობა დაეჭიმა და სახე ტკივილისგან დაემანჭა. - გეყოფა, გაჩერდი. - თითებზე ფრთხილად შეახო თითები და ანდრეაც გაჩუმდა, თუმცა, ტკივილის კვალი აშკარად ეტყობოდა სახეზე. - გინდა გამაყუჩებელი გავაკეთებინო? - ხმა დაუთბა ნინოს. - მინდა, რომ აქედან მალე გამიყვანო. - როგორც კი ფეხზე დადგომას შეძლებ, კამერაში დაგაბრუნებ. - მართლა? - გპირდები. - ქალი თავადაც გააბედნიერა იმ ფაქტმა, რომ ანდრეასთვის სულ მცირე რაღაცის გაკეთება შეეძლო. - რატომ აკეთებ ამას, ნინო? - ტვინს გირევ. - მისივე ფრაზა გაუმეორა ეშმაკს და ფართოდ გაუღიმა. - მშვენივრად გამოგდის. - ღიმილითვე დაუდასტურა ანდრეამ, მაგრამ ჭრილობამ კვლავ შეახსენა თავი. - მგონი ჯობია გამაყუჩებელი გაიკეთო. - ანდრეას ტკივილი რატომღაც ძალიან აწუხებდა ქალს. - სახეს გავუხევ თამარას, როგორც კი აქედან გავალ. - კბილებში გამოსცრა ეშმაკმა. - არც გაბედო, თუ არ გინდა საავადმყოფოდან პირდაპირ კარცერში ამოჰყო თავი. - ვის ადარდებს? - შენი თავი არ გადარდებს? - მეტყობა რამე დადარდიანებულის? - დავიჯერო არავის ადარდებ ამ ქვეყნად? - ანდრეას თვალებში მიაჩერდა, თითქოს იქ შეეძლო პასუხის ამოკითხვა. - მევალეები არ მყავს. - უდარდელად გაიცინა. - როგორ შეგიძლია გამუდმებით არასერიოზული იყო? - თავადაც გაეღიმა. - რატომ ვარ არასერიოზული, მართლა არ მყავს მევალეები. - ანდრეა, ადამიანებზე მევალეების გარდა სხვებიც ღელავენ. - ვიცი. - შენ არავინ გყავს ასეთი? - არა! - მტკიცედ უპასუხა. - აი, ისევ ტყუი, ყოველ კვირაში მოგდის წერილები ორი სხვადასხვა ადამიანისგან, არც ერთს არ იღებ და არ პასუხობ. - არ მომწონს ამდენ რამეს რომ იგებ ჩემ შესახებ, ნინო. - ჩემს ხელში ხარ, ეშმაკო. - გაეცინა ქალს. - შენს ხელში მხოლოდ წერილებია. - ღიმილი გაეპარა ანდრეასაც. - სხვათა შორის, ორივე ქალია. - წარბის აწევით აღნიშნა. - ხომ იცი, კაცებს არ უყვართ წერილების წერა. - მხრები აიჩეჩა გოგონამ. - და ვინ არიან? გარეთაც ვინმეს დაახვიე თავბრუ? - დედაჩემი და ჩემი და. - მოკლედ მოუჭრა. - რატომ არ იღებ მათ წერილებს? - არ მინდა. - და რატომ არ გინდა? - არ ნებდებოდა ქალი. - ნინო, ნუ იქცევი ჭორიკანა დედაკაცივით. - მაშინ შენც ნუ იქცევი უკანასკნელი ნაბიჭ.ვარივით და მითხარი რატომ არ იღებ მათ წერილებს. - ხმას ოდნავ აუწია ქალმა. - იმიტომ, რომ საკმაოდ დიდხანს მატყუებდნენ. - რას გულისხმობ? - ქეთა ჩემი გამზრდელი დედაა, თითქმის ცხრამეტი წლის ვიყავი, როცა გავიგე რომ ნაშვილები ვარ. - პირი უგემურად გააწკლაპუნა. - ბიოლოგიური დედა? - იმედი მაქვს, უკვე ბიოლოგიური ნაგავია. - არ გაინტერესებს ვინ არის? - არა. - ქეთაზე იმიტომ ბრაზობ, რომ გაგზარდა? - მშვიდად იკითხა ნინომ. - იმიტომ ვბრაზობ, რომ ტყუილში მაცხოვრა. - რამდენი წელია არ გილაპარაკია მასთან? - რაც ეს ამბავი გავიგე. - მშვიდად პასუხობდა ქალის კითხვებს ეშმაკი. - ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მართლა არ გაქვს გული. - თავი გადააქნია ნინომ. ანდრეას არ უპასუხია, ტკივილისგან ღრმად ჩაისუნთქა და ნინოს ხელს სიმწრისგან მაგრად მოუჭირა ხელი. - ხომ არ გატკინე? - ჰკითხა, როგორც კი ტკივილი შეუმსუბუქდა და ხელი გაუშვა ქალს. - ეს გადარდებს? საერთოდ გადარდებს ვინმეს ტკივილი, ანდრეა? - არა. - მოკლედ მოუჭრა და თავად მოაშორა ნინოს ხელს თავისი. - მაშინ ნუ მეკითხები. - კარგი. - მზერა მოარიდა. - მეორე? ვინ არის მეორე ქალი, რომელიც წერილებს გიგზავნის? - ქეთას ნამდვილი შვილია. - შენზე უფროსია? - ჰო, შენი ასაკის იქნება დაახლოებით. - და მის წერილებს რატომ არ იღებ? - იმიტომ, რომ სენტიმენტების დრო არ მაქვს. - მგონია, რომ უბრალოდ მშიშარა ხარ. მშიშარა, რომელსაც ისე ეშინია სიყვარულის რომ მის ცხოვრებაში ადამიანების შეშვებას ვერ ბედავს. - შეიძლება. - მშრალად დაეთანხმა. - მაინც რატომ არ გინდა ვინმეს უყვარდე ან ვინმე გიყვარდეს? - იმიტომ რატომაც ამ თემაზე საუბარი არ მინდა. - კარგი, მაშინ მითხარი როგორი უფროსი ვარ. - ღიმილით შეცვალა თემა, რათა უხერხული სიჩუმისა და ანდრეას თვალებისთვის თავი დაეღწია. - საშინელი. - მხიარულად გაიცინა გოგონამ. - რატომ ვითომ? - მოჩვენებითი გაბრაზება გამოეხატა სახეზე. - პატარა ხარ და ზედმეტად კარგი ამ ადგილისთვის. - თამარივით ლაპარაკობ. - თუ კიდევ ერთხელ შემადარებ მას, თავს ჩამოვიხრჩობ და წერილს დავტოვებ, რომ შენ მიბიძგე ამისკენ. - ღმერთო ჩემო, ნუთუ ასე მარტივად შემიძლია მოგიშორო თავიდან. - გაიღიმა. - უფრო მარტივადაც, აი, იქ რომ შპრიცი დევს, იმით შეგიძლია ჰაერი შეუშვა ჩემს წვეთოვანში. - ანდრეა, რატომ ბოდავ ხოლმე? - როგორც ჩანს, აქ რომ მომათრევდნენ, თავი მიმარტყმევინეს რამეზე. - გაიცინა. - იცი, რომ შენი თვალები ძალიან ცივია? - ანდრეას მზერაში ჩაძირულმა ისე წამოროშა, თავადაც ვერ გააცნობიერა. - კი, შენი კიდე თბილია და სევდიანი, თორემ ძალიან ემსგავსებოდა ჩემსას. - გულწრფელი ჩანდა ანდრეაც. - შეიძლება, მამას სიკვდილმა დიდი დაღი დამასვა და მანამ ვერ მოშუშდება, სანამ მის მკვლელს არ ვიპოვი. - შეეშვი ამ საქმეს, ნინო. - რატომ? - შეიძლება გული იმაზე მეტად გეტკინოს, ვიდრე წარმოგიდგენია. - თვალები დახუჭა ანდრეამ. - შენ რაღაც იცი, არა? - არა. - მოკლედ, მაგრამ მტკიცედ უპასუხა ქალს. - ტყუი, ისევ ტყუი, ანდრეა, შენ მე გამუდმებით მატყუებ. - შეიძლება. - გთხოვ, ანდრეა, უნდა მითხრა, რაც იცი, გინდა გთხოვო? შეგევედრო? თანახმა ვარ, ოღონდ თუ რამე იცი, უნდა მომიყვე. - ვედრება ისმოდა ნინოს ხმაში და ანდრეამაც საუბარი დაიწყო. - მამაშენს მინისტრობა უნდოდა, მისი სიკვდილის შემდეგ ეს პოზიცია სხვამ დაიკავა. - ირაკლის გულისხმობ. მამაჩემის სიკვდილის შემდეგ იყარა კენჭი ირაკლიმ. - პაზლის აწყობაში ძალიან სუსტი ხარ, ნინო. - უბრალოდ ცდილობ, რომ ირაკლიში ეჭვი შემატანინო. - ტუჩები აუთრთოლდა ქალს. - კარგი. - მოკლედ მოუჭრა. - რა კარგი, ანდრეა, რა კარგი? ასეთი სისულელე მითხარი და ახლა საუბარს წყვეტ? - ჰო, ვწყვეტ. - სწრაფად დაუდასტურა. - ჯანდაბაშიც წასულხარ, ანდრეა ჩაჩუა! - მთელი ხმით იყვირა ქალმა და ფეხზე წამოვარდა. - ჰოდა მივდიოდი, რას მომათრიეთ ამ დამპალ საავადმყოფოში? - ხმას აუწია ანდრეამაც და ტკივილმა ისევ დაუმანჭა სახე. - მოკეტე და ნუ ბღავი, გტკივა. - საყვარელი და მზრუნველი უფროსის როლის თამაშს მორჩი. - ყვირილით განაგრძობდნენ საუბარს. - ანდრეა, მოკეტე, ნაკერები გაგეხსნება! - ხმას დაუწია ქალმა. - შენ რა გედარდება ნეტა, შენ ხო არ გტკივა? - ჯანდაბა, სისხლი მოგდის, შე დეგენერატო. - ექიმის დასაძახებლად გავარდა ნინო და რამდენიმე წამში დაბრუნდა მასთან ერთად. - გახსნილა. - მშვიდად თქვა ექიმმა და ნაკერები თავიდან დაადო. ანდრეას გაფრთხილება მისცა, რომ ისევ იყო ნაკერების გახსნის საშიშროება და ფრთხილად ყოფილიყო, ნინოს კი სთხოვა ზედმეტად აღარ დაეძაბა პატიმარი. - გტკივა? - სიჩუმე დაარღვია, როგორც კი ექიმი გავიდა და მარტო დარჩა ეშმაკთან. - ვის ადარდებს? - კბილებში გამოსცრა ანდრეამ. - მე, იდიოტო, მე მადარდებს და ნორმალური პასუხის დაბრუნება ისწავლე. - ცოტა. - ნინოს პასუხმა თითქოს გაადნო მათ შორის აღმართული ყინულის ლოდი. - შენი ცოტა ნიშნავს რომ ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს ასეთი ტკივილი ჭკუიდან გადაიყვანდა, არა? - ტკივილი გაუკრთა თვალებში ნინოს. - დაახლოებით. - იმდენად გტკივა რაღაც შიგნით, რომ გარეგნულ ტკივილებს ვეღარც აღიქვამ. - ყოჩაღ, ფსიქოლოგი ხარ? - ირონიული იყო ანდრეა. - სხვათა შორის, კი, ფსიქოლოგიც და მოიშორე ეგ ცინიზმი, სანამ სერიოზულად დავფიქრდებოდე წვეთოვანში ჰაერის გაშვებაზე. - წადი. - მტკიცედ თქვა ანდრეამ. - შენ ვერ გადაწყვეტ მე როდის სად ვიქნები. - ნაცნობი უფროსობანა. - ზოგჯერ უზომოდ გამაღიზიანებელი ხარ! - ბრაზით მიაყარა ბოლო სიტყვები და მარტო დატოვა. კაბინეტში შესვლამდე კი ნოდარს თამარის მასთან მიყვანა სთხოვა. * * * არ უნდოდა ეფიქრა. საფიქრალი დრო არ უნდა დარჩენოდა. ანდრეა ნელ-ნელა იკავებდა ადგილს ტვინის ყველა უჯრედში და ნინო მშვენივრად ხვდებოდა ამას. მთავარი საფიქრალი ქალისთვის მაინც სხვა რამ იყო. ლაშას საიდუმლოებით მოცული სიკვდილი. ვეღარ ხვდებოდა რა უნდა დაეჯერებინა და რა - არა. ერთის მხრივ, ენდობოდა ირაკლის და სჯეროდა, რომ მისი ეჭვები ანდრეას მიმართ გულწრფელი იყო. მეორეს მხრივ, მიუხედავად იმისა რომ ანდრეა სანდო არ ჩანდა, ქალს უნებლიე რწმენა ჰქონდა მისი. ახლა ნინოს ტვინი ორი ადამიანის ეჭვებს ხარშავდა, რომელიც ერთმანეთის წინააღმდეგ იყო მიმართული. - შეიძლება? - თამარის ხმამ შეაწყვეტინა ფიქრი. კაბინეტში უხმაუროდ შევიდა და მის პირისპირ მოკალათდა. - გამარჯობა, როგორ ხართ? - მშვენივრად, თქვენ? ძალიან გინერვიულიათ ეშმაკზე, სახეზეც გეტყობათ და ციხეშიც სწრაფად ვრცელდება ახალი ამბები. - ვერ ვიტან, როცა ჩემს წესებს არღვევენ. - თამარის ირონია უპასუხოდ დატოვა ქალმა. - ვერ იტანთ, როცა წესებს არღვევენ, მაგრამ წესების დამრღვევები სასტიკად გიზიდავთ. - რას გულისხმობთ? - ეშმაკი როგორ არის? - სიტყვა ბანზე აუგდო თამარმა. - ცოცხალია, მალე გამოჯანმრთელდება. - სამწუხაროა, რომ არ მოკლეს. - ღრმად ამოიოხრა ქალმა. - არ ფიქრობთ, რომ ზედმეტად ცივი დამოკიდებულებაა თქვენი მხრიდან? - სითბო რომ გამოვიჩინო, ვერ მიმიხვდებით აფერისტობას? - რა პრობლემა გაქვთ ანდრეასთან? - ამჯერად ნინომ შეცვალა თემა. - არავითარი. - მაშინ რატომ ფიქრობს ყველა, რომ მისი დაჭრა თქვენი მოწყობილია? - ანდრეას ბევრი მტერი ჰყავს, თქვენი მხრიდან სწორი არ არის პირდაპირ მე რომ მადებთ ხელს. - მე კითხვას გისვამთ. - ანდრეა მე არ დამიჭრია, მაგრამ რომც დამეჭრა, თქვენ ვერაფრით დამიმტკიცებთ ამას. - თავისი საფირმო საზიზღარი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. - მე შემიძლია კარცერში გაგიშვათ ბევრი საუბრისთვის. - გამაფრთხილებელი იყო ნინოს ტონი. - რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ანდრეაზეც შეგეძლოთ, მაგრამ არ გაუშვით, - ნინომ დუმილი შეინარჩუნა, თამარმა კი საუბარი განაგრძო. - ის ზუსტად ჩემნაირია, თქვენ მე არ მოგწონვართ, მაგრამ ანდრეა ძალიან მოგწონთ. იცით, თავიდანვე მივხვდი რომ ამ თანამდებობისთვის სუსტი იყავით, მაგრამ ასეთი სუსტიც არ მეგონეთ. - დავამტკიცებ, რომ ის თქვენ დაჭერით! - მისი მონოლოგი არ შეიმჩნია.. - წარმატებები, ეჭვიც არ მეპარება რომ ყველაფერი გამოგივათ, როგორც კი ეშმაკის ჰიპნოზს თავს დააღწევთ და ფართოდ გაახელთ თვალებს. - ეჭვიც არ შეგეპაროთ! - ხმადაბლა ჩაისისინა. - ჩემი შვილის ტოლი რომ არ იყოთ, გაჩვენებდით რას ნიშნავს ნამდვილი ჯოჯოხეთი. - ბოროტულად ჩაიცინა ქალმა. - რა თქმა უნდა, მსმენია თქვენი კეთილშობილების შესახებ შვილის ტოლების მიმართ. - ანდრეას გულისხმობთ? - ანდრეასაც, თუმცა, სანამ ანდრეამდე მივალთ, თქვენ საკუთარი შვილი მოკალით. - სისულელეა, მისი მოკვლა არ მინდოდა, მხოლოდ მამამისის მოკვლას ვგეგმავდი, ბავშვმა უბრალოდ დაინახა, არ მინდოდა ეყვირა და პირზე ხელი ავაფარე, ისე ვიყავი განერვიულებული რომ ჩემმა შვილმა ეს საშინელება ნახა, ვერ მივხვდი რამდენად ძლიერად ვაფარებდი ხელს, ის კი გაიგუდა. - ხმამაღლა, თითქმის ყვირილით მოყვა ქალმა. - ქმარს რას ერჩოდით? - მეტისმეტად მშვიდი იყო ნინო. - ნეტავ რა თქვენი საქმეა, თუ სხვა არაფერი გაქვთ სათქმელი, ჩემს საკანში დავბრუნდები. - მე ყველა თქვენგანის უსაფრთხოებაზე ვაგებ პასუხს. - ჰოდა, თქვენს საქმეს მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდოთ. ხომ ხედავთ, პატიმარი დაშავდა. - იმედი მაქვს, მსგავსი ფაქტები არ განმეორდება და იძულებული არ გავხდები უმკაცრესი ზომები მივიღო. - მეც მაგის იმედი მაქვს. მინდა, რომ თავს უსაფრთხოდ ვგრძნობდე. - თავისუფალი ხართ! - მოკლედ მოუჭრა ქალს და აგრძნობინა, მისი წასვლის დრო იყო. * * * - ისევ არ დამელაპარაკები? - ანდრეას საწოლთან იდგა თათია. - რა გინდა? - ჩემზე ჯერ კიდევ ბრაზობ? - არა! - იმ დღეს ძალით გამოგიწვიე. - სიმწრით ამოთქვა. - ვიცი. - ჩვენ ხომ მეგობრები ვართ? - არა. - სასწრაფოდ უარყო. - ეს თამარმა გააკეთა? - გადაწყვიტა ეშმაკთან არ ეკამათა. - უკვე მეასედ მეკითხებიან. - მე პირველად გეკითხები. - ამას რამე მნიშვნელობა აქვს? - ყალბი ცნობისმოყვარეობით იკითხა. - ჰო, აქვს, მე ყველა არ ვარ. - ყველა ხარ. - კარგი, ანდრეა, გავიგეთ რომ გაბრაზებული ხარ. - რა გინდა აქ? - საუბარი გადაიტანა ეშმაკმა. - მინდოდა მენახა, რომ უკეთ ხარ. - სახეზე ხელები ნერვიულად ჩამოისვა ქალმა. - ხომ ნახე, ახლა შეგიძლია წახვიდე. - შევცდი შენ წინაშე და ბოდიშს გიხდი, გულწრფელად. - მიღებულია. - როდის გამოგწერენ? - არ ვიცი. - ნინომ გნახა? - ინტერესი გაუკრთა თვალებში. - კი. - აშკარა მოკლე პასუხებით იშორებდა. - მასზე არ ხარ გაბრაზებული და ჩემზე ხარ? - ნინოს არ უცდია ჩემი კარცერში გაშვება. - ნინომ გითხრა, რომ შენი კარცერში გაშვება მინდოდა? - მოიცა, მანაც იცოდა? - აშკარა გაოცება შეეტყო. - მას მოგვიანებით ვუთხარი, უფრო სწორად, თვითონ მიხვდა და მეც დავუდასტურე. ესე იგი, ნინოს არ უთქვამს? - არა, ცოტაოდენი ტვინი მეც მაქვს. - მე უბრალოდ შენი დაცვა მინდოდა. - დიდი ხანია, რაც დაცვა მჭირდება? - მოთმინებას ნელ-ნელა კარგავდა. - ხომ გითხარი, რომ შევცდი. - ეს არაფერს ცვლის, თათია, აღარ გენდობი. - ნინოს ხომ ენდობი? - ვეღარ მოითმინა ქალმა. - ეჭვიანი საყვარელივით რატომ მელაპარაკები? - ორი წელია, რაც მე და შენ ერთმანეთს ვიცნობთ, ანდრეა, ნინომ ორ თვეში უფრო დაიმსახურა შენი ნდობა, ვიდრე მე ორი წლის განმავლობაში? - ვერ ვიტან, როცა ჩემ ზურგს უკან მოქმედებენ და შენ მშვენივრად იცოდი ეს. - ჰო, ვიცი, მაგრამ... მოკლედ, აქ ვერ ვილაპარაკებთ, დიდხანს დარჩენის უფლება არ მაქვს. რომ გამოგწერენ და გაკვეთილებს დავუბრუნდებით, უფრო შევძლებ ყველაფრის ახსნას. - გამოსავალი იპოვა. - გაკვეთილები აღარ იქნება, სწავლას ვწყვეტ. - შეუვალი იყო ანდრეას ტონი. - ამის უფლება არ გაქვს. - რა სამწუხაროა. - ანდრეა, მორჩი ამ აბსურდს, შენს მომავალს ეხება საქმე. - მე ვთქვი რისი თქმაც მინდოდა, ახლა კი დამტოვე, უნდა დავიძინო. - ამაზე კიდევ ვილაპარაკებთ. ცდები, თუ ფიქრობ რომ ასე მარტივად მოგეშვები. - ნახვამდის, თათია. ქალი მიხვდა რომ ანდრეასთან ლაპარაკს აზრი აღარ ჰქონდა, მისი გადაწყვეტილება მეტისმეტად მტკიცე იყო, ამიტომ კარი ფრთხილად გაიხურა და პირდაპირ ნინოს კაბინეტში ავიდა. - შეიძლება დავჯდე? - ნერვიულად შევიდა ოთახში და ნინოს პასუხს არც დალოდებია, მაშინვე დაჯდა. - თუ ისევ ჩემ დადანაშაულებას აპირებ ანდრეას მდგომარეობის გამო, გთხოვ, ახლა ამის თავი არ მაქვს. - უბრალოდ შენთან საუბარი მინდა. - სასოწარკვეთა ეტყობოდა თათიას. - ყველაფერი რიგზეა? - არა, ნინო, არ არის რიგზე, ანდრეა სწავლის გაგრძელებაზე უარს ამბობს. - რაა? რატომ? - გაბრაზებულია ჩემზე. - თათია, ხომ იცი რომ ამაში ვერ გავამტყუნებთ. - ნინო, რაც ანდრეა საავადმყოფოშია, გაკვეთილებს არავინ დასწრებია და დიდი ვარაუდით, თუ ის არ იქნება, არც სხვები დაბრუნდებიან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მოგვიწევს სამინისტროს წიგნები დავუბრუნოთ და პროგრამის შეწყვეტის შესახებ ვაცნობოთ. - „ახალმა ციხის უფროსმა დანიშვნიდან დაახლოებით ორ თვეში პატიმრებს განათლების პროგრამა შეუწყვიტა“ - გადასარევი სათაურია ახალი სტატიისთვის, შესანიშნავი ახალი პრობლემა შემიქმნა, ანდრეა ფორმაშია. - სიმწრის სიცილით ჩაიცინა ქალმა. - ჩემი ბრალია. - ანდრეას ბრალია, მაგრამ მე დამბრალდება. - მოკლედ მოუჭრა ნინომ. - მას უნდა დაელაპარაკო, იქნებ, შენ მოგისმინოს. - დაველაპარაკები, მაგრამ არამგონია დიდი აზრი ჰქონდეს. - ხელები მაგიდაზე დააწყო და თავი დაადო ზედ. - არც მე, მაგრამ მაინც უნდა სცადო. - ყველაფერი მირჩევნია ანდრეას გადარწმუნების მცდელობას. - როგორმე უნდა დაიყოლიო, ნინო. - უფროსს იმედიანი თვალებით მისჩერებოდა ქალი. - კარგი, თათია, როგორც კი გამოჯანმრთელდება, დაველაპარაკები, ახლა ვერ ჩავალ ქვემოთ, ისედაც დიდხანს ვიყავი დღეს და შესაძლოა თანამშრომლებმა არასწორად აღიქვან. - დიდხანს? - რაღაც მქონდა გასარკვევი. - თავის მართლებასავით გამოუვიდა ნინოს. - მგონი ძალიან დაუახლოვდი ანდრეას. - ვინ მეუბნება ამას? - ოდნავ გაეღიმა ქალს. - ჩვენ უბრალოდ ვმეგობრობთ. - ჩვენ არც კი ვმეგობრობთ. და საერთოდ პატიმრებთან ზედმეტად დამეგობრების უფლება არ გვაქვს. - ამ ლექციას მე მიკითხავ, თუ შენს თავს? - შენ მითხარი, რომ ანდრეასთან კარგი ურთიერთობა უნდა შემენარჩუნებინა. - მართალია. - ჰოდა, მეც ამას ვცდილობ, საპრობლემო არაფერია. - კარგი, წავედი მე და როგორც კი საშუალება მოგეცემა, დაელაპარაკე. თათიამ სწრაფი ნაბიჯით დატოვა ოთახი. მარტო დარჩა თუ არა, მაშინვე იგრძნო ნინომ როგორ გამოსცლოდა ენერგია. ანდრეასთან შეხვედრები სრულიად ფიტავდა ქალს და ვინაიდან სამუშაო დღე თითქმის დასრულებულიყო, სახლში წასვლა გადაწყვიტა. * * * დილით, რა თქმა უნდა, ადრე მივიდა სამსახურში. პირველად ანდრეასთან შევიდა, გაარკვია რომ გამოჯანმრთელების პროცესი ნორმალურად მიდიოდა, ცოტა ხანს მასთან დარჩა, რამდენიმე კითხვა დაუსვა, რომელზე პასუხიც ვერ მიიღო. სანამ თავის ოთახში დაბრუნდებოდა, პატიმრებს შეხვდა. ცოტა ხანი მათთან გაატარა, მერე კი ანდრეას სახელზე გამოგზავნილი წერილებიდან ერთ-ერთი აიღო და კაბინეტში ავიდა. ბევრი არ უფიქრია, კონვერტზე დაწერილი ნომერი აკრიფა. - გისმენთ... - ქალის მშვიდი ხმა გაისმა ყურმილს იქიდან. - გამარჯობა, ქეთა ორჯონიკიძეს ვესაუბრები? - დიახ, ვინ ბრძანდებით? - მე ნინო მესხიშვილი ვარ, თბილისის ქალთა კოლონიის უფროსი. - ღმერთო, ანდრეა! - სასოწარკვეთით ამოიგმინა ქალმა. - რა მოუვიდა ჩემს შვილს? - ანდრეა კარგად არის, თქვენთვის რამდენიმე კითხვის დასმა მინდა. თუ შეიძლება, რომ სადმე შევხვდეთ ერთმანეთს? - დიახ, რა თქმა უნდა, საღამოს ვახშამზე დაგპატიჟებთ, თუ მეწვევით, აქ მშვიდად შევძლებთ საუბარს. - ოდნავ დამშვიდდა ქალი. - მოვალ. - სასწრაფოდ დაეთანხმა. - მისამართს მესიჯით გამოგიგზავნით. - ნინოს აღარ უთქვამს, რომ მისამართი ისედაც იცოდა. ზრდილობიანად დაემშვიდობა და ტელეფონი გათიშა. კმაყოფილი იყო ქალი, ახლა ანდრეას შესახებ იმაზე მეტს გაიგებდა, ვიდრე იცოდა. საღამომდე დრომ ისე სწრაფად გაირბინა, ლამის ვახშამზე დააგვიანა. სამსახურიდან პირდაპირ ჩაჩუების სახლისკენ წავიდა. - გამარჯობა. - ზარის დარეკვიდან რამდენიმე წამში კარი დაახლოებით მისივე ასაკის ქალმა გააღო და თაფლისფერი თვალები შეანათა ნინოს. - გაგიმარჯოს. - მობრძანდით, დედა გელოდებათ. - სახლში შეიპატიჟა სტუმარი, სადაც ნინოს ლამაზი ასაკოვანი ქალი საკმაოდ გულთბილად შეხვდა და დაჯდომა სთხოვა. - ჩემი შვილი ხომ კარგად არის? - ანდრეას ამბავი იკითხა ქეთამ. - დიახ, ანდრეა კარგადაა. - ღიმილით დაუდასტურა ნინომ. - რამე დააშავა? სასჯელი ხომ არ დაუმატეს? - აშკარად ძალიან ღელავდა. - არა, ქალბატონო ქეთა, ყველაფერი რიგზეა. - მაშინ რამ შეგაწუხათ, ქალბატონო ნინო? - საუბარში ჩაერთო ახალგაზრდა ქალი. - თქვენ ანდრეას და ხართ, არა? - დიახ, სულ დამავიწყდა გაგცნობოდით, სოფო ჩაჩუა. - ხელი გაუწოდა. - სასიამოვნოა, აქ იმისთვის მოვედი რომ ანდრეას შესახებ რაღაცები გავიგო. - ზრდილობიანად ჩამოართვა ხელი. - მაგალითად, რა? - ამჯერად ქეთა გამოეპასუხა. - როგორც ვიცი, ანდრეამ თავის დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე გაიგო რომ ნაშვილებია, მაინტერესებს ამას აქვს თუ არა რაიმე კავშირი მკვლელობასთან, რომელიც თავის დაბადების დღეზე ჩაიდინა. - სწრაფად აუხსნა ქალმა. - ეს ანდრეამ გითხრათ? - გაოცება დაეტყო ქეთას. - რა? - ის, რომ ნაშვილებია. - დიახ, რა მოხდა? - ის არასოდეს ლაპარაკობს და რადგან ეს მოგიყვათ, როგორც ჩანს, მართლა ძალიან გენდობათ. - თვალები გაუბრწყინდა ქალს. - იცით, ჩვენ ძალიან კარგი... - სიტყვა ვეღარ დაასრულა ნინომ, რა უნდა ეთქვა? ვინ იყო ანდრეა მისთვის? რა აკავშირებდათ ერთმანეთთან? რატომ ესიზმრებოდა თითქმის ყოველ საღამოს? - ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. - თავი ძლივს მოუყარა სიტყვებს. - ანდრეა ერთი კვირისაც არ იყო, როდესაც სახლის კართან დამისვეს, - საუბარი დაიწყო ქეთამ. - მაშინ უკვე მყავდა სოფო, ვიცოდი რომ მეტი შვილი აღარ მეყოლებოდა. ანდრეა საოცრად ლამაზი ბავშვი იყო, მისი თვალები, ის საოცარი მზერა, რომელიც ბოლომდე გამოჰყვა, არც კი ვიცი რა ვიგრძენი მის მიმართ. ის უსუსური ულამაზესი და უსაყვარლესი არსება იყო, რომელსაც დაცვა და მოვლა სჭირდებოდა. მაშინვე დედობრივი გრძნობა გამიჩნდა მის მიმართ, ხელში ავიყვანე და იმ დღის შემდეგ ბევრი ბრძოლა მომიწია, რომ ანდრეას მეურვე გავმხდარიყავი. ანდრეასთან ერთად კალათში პატარა ბარათი იყო, დედამისი წერდა რომ გააუპატიურეს და ეს ბავშვი ზიზღის ნაყოფი იყო, თუმცა, მოსაკლავად მაინც ვერ გაიმეტა, ამიტომაც ტოვებდა კართან. მისი დაბადების ზუსტი თარიღიც ბარათზე ეწერა. ოცდახუთი ოქტომბერი - ეს თარიღი არც შემიცვლია, სახელი მე თვითონ დავარქვი დედაჩემის საპატივცემულოდ, დედა ჩეხია, მისი სახელი აქ ჩვენთან უცხოა და გოგონებს მგონი არც ჰქვიათ, ყველასგან გამორჩეულ ანდრეას კი ნამდვილად ძალიან უხდებოდა. გვარიც ჩემმა მეუღლემ მისცა, დათოს სიცოცხლეზე მეტად უყვარდა ანდრეა, ამბობდა რომ ღმერთის საჩუქარი იყო. საერთოდ მას ყველა უფლის საჩუქრად თვლიდა, ისეთი თბილი და სიცოცხლით სავსე იყო, მისთვის საყვედურიც კი არასდროს უთქვამს ვინმეს, - ნინო გაოცებული უსმენდა ქალის მონოლოგს და ვერ იჯერებდა რომ იმ ანდრეაზე იყო საუბარი, რომელსაც თვითონ იცნობდა. - სკოლა წარჩინებით დაასრულა, - მონოლოგს აგრძელებდა ქალი. - მაგრამ თავის დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე ანდრეამ მისი შვილად აყვანის საბუთები იპოვა. იმ წელს ცხრამეტის უნდა გამხდარიყო, ჩემმა ანდრეამ ცხრამეტი ვერ შეასრულა. მისმა უცნაურმა ხასიათმა იმ დღეს იჩინა თავი. ჯერ სახლში ყველაფერი დალეწა, მერე მე და მამამისს გვეჩხუბა და სახლიდან წავიდა. ტყუილი ვერ გვაპატია. სამი დღე ვეძებდით, მაგრამ ვერ ვიპოვეთ, შემდეგ პოლიციიდან დაგვირეკეს და გვაცნობეს, რომ დაიჭირეს. თავის დაბადების დღეზე მეგობრებთან ერთად დამთვრალა კლუბში, ვიღაც კაცმა რაღაც უთხრა და ნასვამმა ანდრეამ კონტროლი დაკარგა. მას შემდეგ ანდრეას ნახვას ყოველ დღე ვცდილობდით, მაგრამ მან ჩვენი ნახვა აღარ მოინდომა, იმ დაწყევლილი დღის შემდეგ ჩემი შვილი აღარ მინახავს. - საუბარი დაასრულა და ცრემლები გადმოსცვივდა ქალს. - თქვენი ქმარი სად არის? - დაბნეულობისგან სხვა ვერაფრის თქმა მოახერხა ნინომ. - გარდაიცვალა ორი წელია. - ტირილს უმატა ქეთამ. - ანდრეამ იცის? - არა. ვერ მოვახერხეთ... - საუბარი პატარა გოგონას შემოსვლამ შეაწყვეტინა. - ეს ჩემი სოფოს ქალიშვილია, პატარა ანდრეა. - გოგონა ხელში აიყვანა ბებიამ და მუხლებზე დაისვა. ნინო ბავშვს მიეფერა, ცოტა ხანს კიდევ ისაუბრეს და ერთად ივახშმეს. ანდრეას ბავშვობის ფოტოები დაათვალიერა და ერთი მათგანი სთხოვა კიდეც მასპინძელს. ქეთას უარი არ უთქვამს ფოტოს მიცემაზე, ნინო კი დაჰპირდა რომ ანდრეას დაელაპარაკებოდა მათ შესახებ. - იმედი დიდად არ მაქვს რომ ჩვენ ნახვას მოისურვებს, მაგრამ დიდი მადლობა. - ღიმილით უთხრა ქეთამ და თბილად დაემშვიდობა. * * * ანდრეას კარგა ხანს მოუწია სამედიცინო განყოფილებაში დარჩენა. ნინო ყოველ დღე ნახულობდა თუმცა, ანდრეას ხასიათი უფრო და უფრო გაუფუჭდა. გამუდმებით იმეორებდა, რომ ვერ იტანდა საავადმყოფოს კედლებს და აქ ყოფნას კარცერში ყოფნა ერჩია. მისი უხასიათობის გამო ნინო ეშმაკთან დალაპარაკებას ვერ ბედავდა ვერც ოჯახის შესახებ და ვერც განათლების პროგრამაზე, ამიტომ გადაწყვიტა, სანამ ანდრეას არ გამოწერდნენ, კრინტიც არ დაეძრა ამ ორ თემაზე. მის გულში კი ქარიშხალი ძლიერდებოდა. თითქოს მიეჩვია ეშმაკზე ფიქრს და მის არსებობას სიზმრებსა თუ ცხადში. არც ანდრეა იყო უკეთეს მდგომარეობაში. ნინოსთან გატარებული საათები მასში რაღაც ახალსა და უცხოს აღვივებდა. ისეთს, რაც ჯერ არასოდეს განეცადა "ეშმაკს". გრძნობდა რომ მის გულში, რომლის არსებობაც დიდი ხნის დავიწყებული ჰქონდა, რაღაც სხვა მწიფდებოდა. რაღაც ისეთი, რასთან ბრძოლაც არ შეეძლო და დარწმუნებული არც იმაში იყო, რომ ბრძოლა სურდა. "ეშმაკის" დაჭრიდან მეთხუთმეტე დღეს, როცა ნინო დილით ადრე მივიდა სამსახურში, კაბინეტის კარზე მოაკაკუნეს. - მობრძანდით. - მშვიდად თქვა ქალმა და კარში ანდრეამ შემოაბიჯა. - ამას ვის ხედავს ჩემი თვალები, გამოგწერეს? - გულთბილად გაიღიმა ქალმა, ჩასახუტებლადაც გაიწევდა, მაგრამ მშვენივრად იცოდა რომ ციხის შინაგანაწესი ამას სასტიკად კრძალავდა. - კი და მითხრეს, რომ კამერაში დაბრუნებამდე შენთან უნდა შემომევლო. წესი ასე ყოფილა. - ქალს გვერდი აუარა და ნინოს სავარძელში ჩაჯდა. - ნუთუ, წესებს ემორჩილები? - შენს წესებს. - შეუსწორა. ნინო ანდრეას პირისპირ დაჯდა და უკვე კარგად ნაცნობ ნაკვთებს დააკვირდა. - მოგწონს ეგ სავარძელი თუ? - ღიმილი არ შორდებოდა. - ღადაობ? ჩემს საწოლზე რბილია. - ხომ არ გადმოვიტანო შენს საკანში? - ხუმრობაში აჰყვა. - მშვენიერი იდეაა, მაგრამ აქ ხომ ჩემს გარდა სამოცდათორმეტი პატიმარია, რას იტყვიან? - კიდევ ერთხელ შეახსენა წარმოთქმული ფრაზა. - დაიწყო… - ფეხზე წამოდგა ნინო და ფანჯარასთან მივიდა. - წავიდე? - არა, საქმე მაქვს შენთან. - გისმენ. - ქალს მიაჩერდა ანდრეა. - თათიამ მითხრა, რომ სწავლის გაგრძელებაზე უარს ამბობ. - მერე? - ანდრეა, კარგი, რა, ოთხი წლის შემდეგ აქედან გახვალ და ცხოვრება არ უნდა გააგრძელო? - ამაზე ჯერ არ მიფიქრია. - უდარდელად დაიჭყანა. - დროა იფიქრო, პატარა აღარ ხარ. - ნინო, პირდაპირ მითხარი რა გინდა ჩემგან? - მინდა, რომ სწავლა განაგრძო. - მოკლედ ჩამოაყალიბა სათქმელი. - ამას იმიტომ არ ამბობ რომ ჩემს მომავალზე ნერვიულობით კვდები, ზუსტად მითხარი რა გჭირდება. - ჯერ ერთი, შენზეც ვღელავ. - საუბარი დაიწყო, მაგრამ ანდრეამ მაშინვე შეაწყვეტინა. - არ მიყვარს, როცა შორიდან მივლი. კონკრეტულად მითხარი რაში გჭირდება შენ ჩემი მეცადინეობა? - თუ შენ არ იმეცადინებ, სხვებიც უარს აცხადებენ გაკვეთილებს დაესწრონ და თუ არავინ იმეცადინებს, მთელი მასალის დაბრუნება მომიწევს სამინისტროსთვის, ეს კი ციხისა და ჩემ პრესტიჟზე ცუდად იმოქმედებს. - გულწრფელად აუხსნა ქალმა. - ახლა გასაგებია. - და რას იტყვი? - შენ როგორ ფიქრობ რას ვიტყვი? - ვფიქრობ, ახლა უფროსობანას ითამაშებ და მეტყვი გთხოვო, რომ დამთანხმდე. - არა, დღეს კეთილი ვარ. - სწრაფად უარყო ეშმაკმა. - მართლა? ანუ დამთანხმდი? - თვალები გაუბრწყინდა ქალს. - ერთი პირობით დაგთანხმდები. - აქ პირობებს შენ არ აყენებ, ანდრეა. - კარგი, შემიძლია წავიდე. - ფეხზე წამოდგა და კარისკენ გაემართა, თუმცა, ნინომ მაისურში მოქაჩა და აიძულა ადგილზე დარჩენილიყო. - მოიცადე და თქვი რა ჯანდაბა გინდა. - საქმიან ტონს ბრაზი შეურია. - სწავლას გავაგრძელებ, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ შენ მამეცადინებ. - ღიმილით შეხედა ქალს. - ღმერთო, ანდრეა, მე არ შემიძლია. - რა თქმა უნდა, შეგიძლია. - ღიმილი არ შორდებოდა გოგონას. - ნამდვილი ნაბიჭ'ვარი ხარ, იცი როგორ ისარგებლო ადამიანის მდგომარეობით და სიტუაციას ყოველთვის შენს სასიკეთოდ იყენებ. - ხმას აუწია ნინომ. - ვახ, ამდენი კომპლიმენტი ერთად ჯერ არავის უთქვამს ჩემთვის. - მხრები უდარდელად აიჩეჩა. - კომპლიმენტი? ეს არის კომპლიმენტი? - მოდი, ისტერიკას რომ მორჩები, მერე დამიძახე, კარგი? - ფეხზე წამოდგა და გასვლას აპირებდა, მაგიდაზე დადებულ თავის ფოტო სურათს რომ მოჰკრა თვალი. - ეს რა არის? - ბრაზი გაუკრთა თვალებში. - ფოტოა. - საშინლად დაიბნა ნინო. - მადლობა, მივხვდი, საიდან გაქვს? - დამშვიდდი და აგიხსნი. - კითხვაზე მიპასუხე, ნინო. - მოთმინებას კარგავდა ანდრეა. - ქეთას გამოვართვი. - ქეთას? აქ იყო მოსული? - არა, მე რომ ვიყავი მასთან, მაშინ წამოვიღე. - თქვა თუ არა, მაშინვე ინანა. - ქეთასთან რამ მიგიყვანა? - მაგიდას დაარტყა ხელი. - ოღონდ ყველაფერს ნუ დალეწავ და აგიხსნი, კარგი? - მუდარა გაისმა ქალის ხმაში. - ისე ნუ მელაპარაკები, თითქოს ერთხელ უკვე მოგკალი და ძალიან მოგეწონა. - მისი სიმშვიდე კიდევ უფრო აღიზიანებდა. - ჯანდაბა, გთხოვ, ერთი წუთით მომისმინე. - ანდრეას მიუახლოვდა ქალი. იმდენად ახლოს იყვნენ, ერთმანეთის სუნთქვა ეფინებოდათ სახეზე. ანდრეამ თავი ასწია და თვალებში მიაჩერდა ნინოს, ქალსაც უწინდებურად აურია თავგზა ამ გამოხედვამ. აქამდე ასე ახლოს არასდროს უგრძნია არც ანდრეა და არც ეს მზერა, რომელიც საშინლად უცხოსთან და გამყინავთან ერთად ტკივილამდე ნაცნობი და ახლობელი იყო მისთვის. - გისმენ, ამიხსენი. - კბილებში გამოსცრა ეშმაკმა. - ცოტა უკან დაიხიე და მოგიყვები. - სიმწრით ამოთქვა. - უკან დავიხიო? - კი, გთხოვ, უკან დაიხიე! - ჩემი გეშინია? - არა, უბრალოდ აზრებს ვერ ვიკრებ, როცა ასე მიყურებ. - ენაზე იკბინა ქალმა. მიხვდა, ისევ ზედმეტი წამოროშა. - გისმენ. - ერთი ნაბიჯი უკან გადადგა. - უბრალოდ შემებრალა დედაშენი, აინტერესებდა როგორ იყავი, ექვსი წელია არ უნახავხარ. - რა შენი საქმეა რა აწუხებდა ქეთას? - არ არის ჩემი საქმე. - თავი დახარა. - მაშინ რა ჯანდაბა გინდოდა? - იცი, არსებობს ასეთი ორგანო, სახელად გული და შენგან განსხვავებით მე ის მაქვს. სწორედ მან მიკარნახა, რომ საბრალო დედაშენი იმსახურებს ის მაინც იცოდეს რომ ცოცხალი ხარ და არაფერი გიჭირს. - შეძლებისდაგვარად მტკიცედ საუბრობდა. - ის დედაჩემი არ არის. - დედაშენია, ყველაფერი მომიყვა ქეთამ. რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაგაჩინა? თუ ამის მეტი არაფერი გაუკეთებია შენთვის? ქეთამ გაგზარდა, ყველაფერი მოგცა რისი მოცემაც შეეძლო. - მან შეცდომა დაუშვა. - ყბები კატასტროფულად დაეჭიმა ანდრეას. - მისი ერთადერთი შეცდომა ისაა, რომ ასეთი ნაგ'ავი გაგზარდა. - მთელი გამბედაობა მოიკრიბა ამის სათქმელად. - ჩემს მოთმინებას ნუ ცდი, ნინო. - შენ თვითონ ნუ ცდი ჩემს მოთმინებას, ყველაფერს აქვს საზღვარი! - რატომ ერევი? - დამარცვლით იკითხა. - იცი, რომ მამაშენი მოკვდა? იცი რომ არაჩვეულებრივი დის შვილი გყავს, რომელიც შენს სახელს ატარებს? იცი, რომ შენს დას ყოველ ჯერზე ცრემლები ადგება რამდენჯერაც შენს სახელს ახსენებს? იცი, რომ დედაშენი ავადაა? შენ რა შვილი ხარ? შენ რა ადამიანი ხარ? საერთოდ რა ჯანდაბა ხარ, ანდრეა ჩაჩუა?! - ხმას აუწია ნინომაც. ანდრეა უღონოდ ჩაეშვა სავარძელში და ღრმად ამოისუნთქა. ნინომ პირველად ნახა ასეთი სერიოზული ანდრეა და მაშინვე გაჩუმდა, მიხვდა რომ ზედმეტი მოუვიდა და საშინელი ტკივილი იგრძნო მკერდში. გოგონას მიუახლოვდა და თვალებში ჩახედა. - გთხოვ, ნახე დედაშენი, არ დაუშვა ისიც ისე მოკვდეს რომ ვერ ნახო. - არ ვიცოდი, რომ დათო... - სიტყვის დასრულება ვერ შეძლო. - იმიტომ, რომ წერილებს არ კითხულობდი. ნუ გაიმეორებ შეცდომას. ნახე ქეთა. - არ შემიძლია. - სულის შემძვრელი იყო ანდრეას მზერა ქალისთვის. - რატომ? - თუ ამ საზიზღარ გისოსებში მნახავს, უკეთ არ გახდება. - პრობლემა ეს არის? - თვალს არ აშორებდა ეშმაკს ქალი. - ჰო, ეს არის. არ მინდა გისოსებში მიყუროს, სჯობს იცოდეს რომ მისი ანდრეა ცხრამეტი წლის მოკვდა. - არ აქვს მნიშვნელობა როგორი ხარ ახლა, მათ შენ უყვარხარ. - ჯობია წავიდე. - ფეხზე წამოდგა ანდრეა. - კარგი, მაგრამ თავს გაუფრთხილდი და დაფიქრდი ჩემს წინადადებაზე, პატარა ანდრეა აუცილებლად უნდა გაიცნო. ეშმაკს არაფერი უპასუხია ისე გაიხურა კარი, ნინოც მაშინვე დასწვდა ტელეფონს და ქეთას დაურეკა. * * * - მგონი უჩემოდ ვეღარ ძლებ, ორი საათიც არ გასულა, რაც ბოლოს გნახე. - ღიმილით დაიწყო საუბარი ანდრეამ, როგორც კი თავის საკნის კართან მდგომ ნინოს მოჰკრა თვალი. - კარგად ხარ? - დაეჭვებით ჰკითხა ქალმა. - კი. - აბა, რატომ წევხარ? - იმიტომ, რომ სხვა საქმე არ მაქვს. - ნუ მიღრენ რა. - მშვიდად თქვა ქალმა. - დაძინებას ვაპირებდი. - ჯერ ჩემს კაბინეტში უნდა წამომყვე. - ახლა რაღა დავაშავე? - მობეზრებით ამოილაპარაკა. - არაფერი, სიურპრიზი მაქვს. - სიურპრიზი? ჩემთვის? - კი. - არ მიყვარს სიურპრიზები. - შენ არაფერი გიყვარს, არავინ და არაფერი. - სწორი შენიშვნაა. - წამოდი ახლა. - ისევ გაიმეორა ნინომ. - თხოვნაა, თუ ბრძანება? - რომლის გამოც დამთანხმდები - ის. - შეგიძლია იმ შენს ახმახ დაცვის ბიჭებს დაუძახო და სულ სირბილ-სირბილით ამათრევენ ზემოთ. - მე მოძალადე არ ვარ და არც შენს წათრევას ვაპირებ სადმე. - რას ვიზამთ, მთლად იდეალურიც ხომ ვერ იქნები. - შენი აზრით, იდეალური ადამიანები მოძალადეები არიან? - რა თქმა უნდა, მაგალითად, მე. - ანდრეა ფეხზე წამოდგა და ღიმილით გაჰყვა ნინოს. - როცა შიგნით შევალთ, არ გაბედო და ჩემი კაბინეტი არ დაარბიო. - მკაცრად გააფრთხილა ქალმა. - ასეთს რას მახვედრებ? - ნახავ, მაგრამ დამპირდი რომ ადამიანურად მოიქცევი. - და ცხოველივით როდის ვიქცევი? - შეურაცხყოფილის იმიჯი მოირგო. - ყოველთვის, დამპირდი ახლა. - კარგი, გპირდები მთელ ჩემს ადამიანურობას მოვიკრებ. უგემურად დაეთანხმა გოგონა. ამასობაში კაბინეტის კარს გაუსწორდნენ და ნინოც ანდრეასთან ერთად შევიდა შიგნით. ოთახში მყოფები გაოცებულნი მისჩერებოდნენ ანდრეას. ქეთას ერთმანეთის მიყოლებით სცვიოდა ცრემლები, ანდრეა კი უემოციო სახით გაჩხერილიყო კარში და ვერ ხვდებოდა რა მოემოქმედა. მხოლოდ რამდენიმე წამის შემდეგ მოვიდა აზრზე და უკან გაბრუნდა. ნინოც უკან გაჰყვა, კართან ახლოს შეაჩერა. მაისურით დაიჭირა და ძლიერად მოქაჩა. - რას აკეთებ? - ბრაზი უკრთოდა თვალებში ქალს. - ამ კითხვას მე უნდა გისვამდე. რას აკეთებ, ნინო? - ვცდილობ დავრწმუნდე რომ გული თუ არა, სისხლი მაინც გაქვს, სისხლი მაინც არ გიდუღს? ასე როგორ ტოვებ ქალს, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა შენთვის? - რატომ გააკეთე ეს, ნინო? - კბილებს აღრჭიალებდა ანდრეა. - ხომ თქვი, რომ პრობლემა გისოსები იყო? აქ გისოსები არ არის. გთხოვ, ანდრეა, მხოლოდ რამდენიმე წუთი დაელაპარაკე. მე გთხოვ ამას, ჩემ გამო გააკეთე ან იმ ანდრეას გამო, ცხრამეტი წლის ასაკში რომ მოკალი. გოგონამ თავი დახარა, ნინომ კი მაისურში მოქაჩა და რამდენიმე წამში ისევ ოთახში აღმოჩდნენ. ქეთას ტირილი ჯერ კიდევ არ შეეწყვიტა, სოფოს კი პატარა ანდრეა ეჭირა ხელში და ფანჯარაში იხედებოდნენ. - დე, - ანდრეასკენ წამოვიდა ქალი და მაგრად ჩაეხუტა შვილს. - რამდენი წელი გავიდა, შვილო, ამდენი წლის განმავლობაში ერთხელ როგორ არ იფიქრე დედაშენზე? - სითბოსთან ერთად საყვედური იგრძნობოდა მის ხმაში, გულამოსკვნილი ტიროდა და მკერდზე ეკვროდა შვილს. ანდრეა არ შეხებია ქეთას, თუმცა, არც მისი მოშორება უცდია, რამდენიმე წუთი მოფერებაც აცადა. შემდეგ ქალს გაშორდა და სოფოს მიუახლოვდა, რომელსაც ბავშვი ქვემოთ დაესვა და ცრემლიანი თვალებით მისჩერებოდა "ეშმაკს". - შეიძლება შევეხო? - თვალებით ბავშვისკენ ანიშნა. - მე? მე შეიძლება შეგეხო, ანდრეა? - უკვე ხმამაღლა ზლუქუნებდა ქალი. - რა ვიცი, თუ გინდა, ჰო. - მშვიდად დაეთანხმა და მის მკერდზე მჭიდროდ მიკრულ სოფოს თავადაც მოჰხვია ხელები. - მე რა დავაშავე, ანდრი? მე რას მერჩოდი? ვინ მყავდა შენს მეტი? ექვსი წელი როგორ არ მოგინდა ჩემი ნახვა? - გაუჩერებლად განაგრძობდა ზლუქუნს. - ნუ ტირი, რა, შენ მაინც ნუ ტირი. - ხელები შეუშვა დას და ბავშვისკენ დაიხარა, რომელსაც ვერ გაერკვია რა ხდებოდა და გაოცებული სახით ხან ანდრეას და სოფოს მისჩერებოდა, ხან ქეთას და ნინოს. - გამარჯობა, ანდრეა. - მუხლებზე დადგა და ხელი გაუწოდა პატარას. - გამარჯობა, ანდრეა. - გაიმეორა ბავშვმა და ხელი ჩამოართვა. - ჩემი სახელი იცის? - სოფოს მიუბრუნდა ეშმაკი. - არა, უბრალოდ რასაც ეუბნები იმას იმეორებს. - რამდენი წლის არის? - სამის. - დედა, ხომ ჰგავს სურათში რომ არის, იმას? - სოფოს მიმართა ბავშვმა. - ჰო, დე, სურათში რომ არის, ისაა. - დაუდასტურა ქალმა. - დიდი ანდრეა? - დიდი თაფლისფერი თვალები გაოცებით მიაპყრო ეშმაკს. - დიდი ანდრეა. - ჩაილაპარაკა ანდრეამ, - ეშმაკი. - თავისთვის თქვა ნინომ. - არადა, სულ ვაპროტესტებდი პატარა ანდრეათი რომ მომიხსენიებდნენ ბებიაჩემის გამო და აი, დიდი ანდრეაც გავხდი. - სინანულის ღიმილმა გადაჰკრა სახეზე. - შენ ჩემი სახელი გქვია? - კიდევ უფრო მიუახლოვდა ანდრეას ბავშვი. - არა, ეს შენ გქვია ჩემი სახელი. - გაეცინა ეშმაკს. - ჩვენ ერთმანეთს ვგავართ? - არა, არც ვგავართ და არც დავემსგავსებით. - სასწრაფოდ უარყო და ფეხზე წამოდგა. - დე, დეიდას არ აკოცებ? - ღიმილით მიუახლოვდა სოფო შვილს. - ანდრეა, პატარავ, მე ანდრეა ვარ, არავითარი დეიდა, მამიდა, ბიცოლა და ნათლიდედა. - პატარას ხელი დაავლო და ოდნავ მოუხეშავად აიყვანა. - რაღაცები არ იცვლება. - ღიმილით აღნიშნა სოფომ. - მაგალითად? - საუბარში ნინოც ჩაერთო. - ანდრეა ბავშვობაში სულ ამბობდა რომ ჩემს შვილებს "დეიდა_ს" დაძახების უფლებას არ მისცემდა. - კიდევ რას ამბობდა ბავშვობაში? - ღიმილით იკითხა ნინომ. - ანდრეა სტატუსებს ვერ იტანდა, იმის უფლებასაც კი არ მაძლევდა რომ დაიკოთი მიმემართა. - უბრალოდ ჩემი სახელი მომწონს. - თავი იმართლა ეშმაკმა. კიდევ ცოტა ხანს ილაპარაკეს და ბოლოს ისევ ანდრეამ შეახსენა ოჯახს, რომ წასვლის დრო იყო. - კიდევ როდის გნახავთ, დედა? - შვილის ხელი ეჭირა ქეთას. - რომ გამოვალ, მაშინ. - კიდევ ოთხი წელი არ უნდა გნახოთ ანდრი? - სოფო ჩაერია საუბარში. - ნუ მანანებინებთ ახლა დარჩენას, არ მინდა წარამარა აქ სიარული, წერილებზე გიპასუხებთ, მაგრამ ყოველ დღეც ნუ მომწერთ. - კარგი, რა. - თხოვნა გაისმა ქეთას ხმაში. - ქეთა, მოვრჩით ამაზე საუბარს. - სიმტკიცეს ინარჩუნებდა ანდრეა. - ისევ ისეთი ჯიუტი ხარ, დედა! - ციხე უკეთესობისკენ არაფერს ცვლის. - თქვენი ხშირი სტუმრობა აქ ნამდვილად არ არის კარგი იდეა, არც თქვენთვის, არც ბავშვისთვის და მით უმეტეს, ანდრეასთვის, თუმცა, წერილებზე გიპასუხებთ, პირადად გავაკონტროლებ ამას. - ეშმაკს გამოექომაგა ნინო, რადგან მიხვდა რომ ანდრეა მოთმინებას კარგავდა. - არც კი იცით რა მადლიერი ვარ თქვენი! - ფეხზე წამოდგა და ამჯერად ნინოს ჩაეხუტა ქეთა. მადლობა გადაუხადა, კიდევ ერთხელ ჩაეხუტა შვილს და მალევე დატოვეს ციხის ტერიტორია. - ხედავ? არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ და ეს სულაც არ არის ცუდი. - ღიმილით უთხრა ნინომ, როგორც კი მარტო დარჩნენ ოთახში.. - ცუდად ვარ. - შეუძლებელია, ნუთუ, ემოციები გაქვს? მოიცა შენ რა, მართლა ასე ინერვიულე? - სწრაფად მიუახლოვდა ქალი. - რა ვინერვიულე, რა ემოციები, ბავშვი რომ ავიყვანე, ნაკერები ისევ გამეხსნა მგონი. - მაჩვენე, - მაისური წამოუწია ქალმა. - ჯანდაბა, ისევ სისხლი გდის. - ხელი მოკიდა და საავადმყოფოში ჩაიყვანა. ჭრილობა საკმაოდ ღრმა იყო და შეხორცებაც უჭირდა, ანდრეას თავიდან დასჭირდა ნაკერების დადება და ექიმმა მკაცრად უთხრა რომ განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოეჩინა, რათა მდგომარეობა არ გაერთულებინა. ეშმაკი საკანში დააბრუნა ნინომ, თვითონ კი კაბინეტში აბრუნდა და მოწყვეტით დაეშვა სკამზე. უამრავი ემოცია მიიღო დღეს, წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ აკეთებდა ანდრეასთვის ამდენს, არც უნდოდა ამაზე ფიქრი, თავს იმით იმართლებდა რომ ამ ციხეში ყველა პატიმარზე ეკისრებოდა პასუხისმგებლობა და ახლა ანდრეა იყო ის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა დახმარება. * * * ამჯერად ციხეში სიმშვიდემ საკმაოდ დიდხანს გასტანა. ნინო უკვე აღარ ენდობოდა ამ სიმშვიდეს. ლარივით დაჭიმული ელოდა როდის დაატყდებოდა თავს ახალი ქარტეხილი. პრობლემასაც აღარ დაუგვიანია დიდხანს. ერთ ჩვეულებრივ სამუშაო დღეს ქალს შეატყობინეს, რომ თამარი თავის კამერაში გარდაცვლილი იპოვეს. სპეცრაზმმა ციხეში ჩხრეკა ჩაატარა, საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. ყველა პატიმარი და თანამშრომელი დაიკითხა, გვამიც პროზექტურაში გადაასვენეს, მკვლელის ვინაობა კი ჯერაც არ იყო დადგენილი. - მკვლელობა გაუხსნელი არ უნდა დარჩეს. - თათბირს ატარებდა ქალი, თუმცა, დაჯდომას ვერ ახერხებდა ნერვიულობისგან. - ხელჩასაჭიდი ვერაფერი აღმოვაჩინეთ, ქალბატონო ნინო. - ნოდარი გამოეხმაურა. - თქვენ რა, მართლა ვერ ხვდებით ვის შეეძლო თამარის მოკვლა? - ნინოზე მეტად გაცხარებულიც კი ჩანდა პაატა. - ეჭვები ერთია და მტკიცებულებები სხვა. მხოლოდ ეჭვის საფუძველზე ბრალს ვერავის დავდებ. - მე შემიძლია ბრალიც დავდო და იქამდეც ვცემო ერთი ადამიანი, სანამ არ ვაღიარებინებ რომ მკვლელობა ჩაიდინა. - ჯერ ერთი, არავინ არავის სცემს აქ და მეორეც, სჯობს უდანაშაულობის პრეზუმფცია დავიცვათ. - თქვენ მართლა ვერ ხვდებით… - კიდევ სცადა საუბრის წამოწყება კაცმა. - ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ფაქტების გარეშე არავინ არავის დაადანაშაულებს! ასე რომ, თუ ფაქტები არ გექნებათ, ვარაუდების საფუძველზე ასეთ მძიმე ბრალდებებს მოერიდეთ. - ანდრეა მთავარი ეჭვმიტანილია, ქალბატონო ნინო. - მარიამი ჩაერთო საუბარში. - ანდრეა მთავარ ეჭვმიტანილად სწორედ მე დავასახელე და მას დღეს დეტექტორზე დასვამენ. - ძალიან კარგი. - ძლივს რაღაცით კმაყოფილი ჩანდა პაატა. თათბირი დიდხანს არ გაგრძელებულა. ნინომ რამდენიმე მითითება მისცა თანამშრომლებს და მალევე დაიშალნენ. ქალმაც სათათბირო ოთახიდან პირდაპირ ანდრეას კამერისკენ აიღო გეზი. - უკვე გაიგებდი, რომ თამარი მოკვდა. - შესვლისთანავე მიახალა ეშმაკს. - როგორ? - უემოციო გამომეტყველება ჰქონდა სახეზე აკრული. - მოკლეს. - მაგას უშენოდაც მივხვდი, როგორ მოკლეს? - ყელი გამოჭრეს. - ნერწყვი დიდი ძალისხმევის შედეგად გადაყლაპა. - ვიღაცამ დამასწრო. - უკმაყოფილოდ აზიდა წარბები. - იმედი მაქვს, ამაში შენი ხელი არ ურევია. - ხელებს ნეხვში არ ვურევ, თამარა ნეხვი იყო. - მიცვალებულზე ლაპარაკობ. - შეახსენა ქალმა. - ნაგავი ნაგავია, მკვდარიც და ცოცხალიც. - მთავარი ეჭვმიტანილი შენ ხარ. - როგორც ყოველთვის. - გვერდულად ჩაიცინა ანდრეამ. - მე დაგასახელე. - ისე თქვა, თითქოს ცოდვა ჩაედინოს. გოგონა საწოლზე წამოჯდა, შუბლზე ხელი მიიბჯინა და იმედგაცრუებით გადააქნია თავი. - სიმართლე უნდა მითხრა. - ისევ ნინომ განაახლა საუბარი. არ შეეძლო ეშმაკის თვალებში არეკლილი იმედგაცრუების ყურება. - სიმართლე… - ანდრეა, მორჩი არასერიოზულობას, ისედაც ყელამდე პრობლემებში ვარ. - ნინო, მის მოკვლას თუ გადავწყვეტდი, ყელს არ გამოვჭრიდი. - აბა, რას გააკეთებდი? - თამარი ნარკომანი იყო, მე მას გავთიშავდი და დიდი დოზით წამალს გავუკეთებდი ან ტუალეტში ჩამოვკიდებდი თავისივე შარვლით და თვითმკვლელობაც მზად იქნებოდა. - გაჩუმდი! - ამის მოსმენა ნამდვილად აღარ შეეძლო. - ის, ვინც მას ყელი გამოჭრა, სულელია, მე სულელი არ ვარ. - დეტექტორზე დაგსვამენ. - გამაფრთხილებელი იყო ნინოს ტონი. - თუ შენ ეს დაგამშვიდებს, ელექტრო სკამზე დამსვან. - არ გეხუმრები. - არც მე გეხუმრები, ნინო, მაგრამ რომ იცოდე, დეტექტორი უკვე მყავს მონატყუები. - ძალად გაიღიმა. - რა? - იმის თქმა მინდა, თუ დამჭირდება, თავისუფლად მოვატყუებ კიდევ ერთხელ იმ შენს დეტექტორს, მაგრამ ეს ახლა არ მჭირდება. - ყველა ფიქრობს, რომ შენ გააკეთე. - ყველას არაუშავს, მინდოდა შენ არ გეფიქრა. ამიერიდან მეცოდინება: როცა ვიღაც ფარას გამოეყოფა, უეჭველად იმას არ ნიშნავს რომ ცხვარი არ არის. - ანდრეა… - რაღაცის ახსნა დააპირა ქალმა. - მე სარკესავით ვარ, ნინო, ჩემში ყველა თავის თავს ხედავს. - რას გულისხმობ? - მაგალითად, ავიღოთ პაატა. მისთვის მე უხეში ვარ, თათიასთვის იდუმალი და საინტერესო, შენთვის სერიოზული და პრობლემებიანი, ჩვენი საავადმყოფოს ექიმისთვის მოსაბეზრებელი, ექთანისთვის სულერთი, ზედამხედველი მარიამისთვის საყურადღებო, კიდევ ბევრს ჩამოგითვლიდი, მაგრამ მაგალითისთვის ესენიც საკმარისია. - სწრაფად ჩამოაყალიბა. - ანუ შენ ფიქრობ, რომ მარიამი საყურადღებოა? - ჩემი ლაპარაკიდან მხოლოდ ეს გაიგე? ეჭვიანობის სიმპტომებია. - უდარდელად გაიკრიჭა. - საწინააღმდეგო წამალსაც ხომ არ გამომიწერ, ექიმო, რადგან დიაგნოზი დამისვი? - რატომაც არა, დილა-საღამოს დიდი კოვზით გულგრილობა მიიღე. - ღმერთო ჩემო, რაზე სალაპარაკოდ ჩამოვედი და რაზე გელაპარაკები?! - თავში ხელი შემოირტყა ქალმა. - გეუბნები, გაუცნობიერებლად მოგწონვარ. - ჰო, აბა, რა და შენ ვინ მოგწონს? - მე ანჯელინა ჯოლი. - დარწმუნებული ვარ, დიდი პატივია მისთვის. - იქნებოდა, მაგრამ არ იცის რომ ჩემი შეყვარებულია. - შეყვარებული გყოლია საერთოდ, რომ იცოდე ეგ რას ნიშნავს? - შეყვარებული ხმამაღალი ნათქვამია, ცალმხრივად კი ვიყავი გამიჯნურებული. - ვინ იყო ის უბედური, შენ რომ გიყვარდა? - ჩემი ბაღის მასწავლებელი. - უი, მაშინ გული ჯერ კიდევ გქონდა? - ირონია არ დაიშურა. - კი, გულიც და გლანდებიც. ორივე ძალიან მაწუხებდა. - მასწავლებლის შემდეგ აღარავინ გყვარებია? - არ იცოდა რატომ იკითხა, იქნებ იმიტომ რომ შესაძლოა ამაზე უკეთესი შანსი აღარ ჰქონოდა კითხვის დასასმელად. - შესაძლოა კიდევ შემიყვარდეს, ჩემ მასწავლებლობას თუ დათანხმდება. - თვალი ჩაუკრა. - გული, რომ აღარ გაქვს? - ფილტვებით ვცდი. - ამაზე არ უნდა ვლაპარაკობდე ახლა და მით უმეტეს, შენთან. - და ვისთან უნდა ლაპარაკობდე, დანარჩენი სამოცდათორმეტიდან რომელთან? - არც კი აგყვები ამ საუბარში! - ნიშნისმოგებით განაცხადა ქალმა. - უნდა წავიდე ახლა. იმედს ვიტოვებ, რომ არ მომატყუე. - რას ბრძანებ, როდის მომიტყუებიხარ? - შეურაცხყოფილის იმიჯი მოირგო. - აბა, როგორ გაკადრე?! - ზურგი აქცია და სწრაფი ნაბიჯით დატოვა საკანი. * * * დეტექტორი მოამზადეს და ანდრეაც ზემოთ აიყვანეს. - ხომ არ ნერვიულობ? - ჰკითხა ნინომ, სანამ პატიმარს დეტექტორზე აერთებდნენ. - ახლა ეს მიხვდება ტყუილს გიპასუხებთ, თუ სიმართლეს? - ჯერ ვერა. - მაშინ კი, ძალიან ვღელავ, თამარის სიკვდილის ამბავი რომ გავიგე, ფრჩხილები დავიჭამე ნერვიულობით, მაგრამ ხომ იცი, სტრესის დროს ფრჩხილებიც მალე იზრდება და სანამ აქ ამომიყვანდნენ, გაიზარდა ისევ. - ძალიან ხუმარა ხარ. - ცხვირი აიბზუა ნინომ. - კომპლიმენტებზე ნუ დაიხარჯებით. - შენთვისვე ჯობია, რომ მკვლელი არ იყო. - თემა შეცვალა ქალმა - მე ძალიან კეთილი გული მაქვს, ტარაკანებსაც კი არ ვხოცავ. - მართლა? - კი, ვაგროვებ და ვინც არ "მევასება", მის საჭმელში ვყრი. - რა საზიზღრობაა! - სახე დაეჭყანა ქალს. - მკვლელობის დაბრალებაზე უარესი? - მკვლელობას არავინ გაბრალებს, უბრალოდ გამოწმებენ. - საინტერესოა, რომ ამდენი ადამიანიდან მხოლოდ მე მამოწმებენ. - ხელებს თუ არ გააჩერებთ, ვიტყვი რომ მუშაობაში ხელს მიშლით და არ მაცდით დეტექტორზე შეგაერთოთ! - უთხრა მელოტმა მამაკაცმა, რომელიც მის დეტექტორთან შეერთებას ცდილობდა. - თუ კიდევ დამემუქრები, სახეში წიხლს ჩაგარტყამ და ვიტყვი, რომ ხელებს მიფათურებდი და ასე იმიტომ მოვიქეცი. ნინოს ძალიან უნდოდა გაეცინა, მაგრამ მიხვდა, უხერხული იქნებოდა და როგორღაც მოახერხა თავის შეკავება. მამაკაცი, როგორც იქნა, მორჩა თავის საქმეს. ნინოს გარეთ გასვლა სთხოვეს, ხოლო ანდრეას ჯერ რამდენიმე მარტივი კითხვა დაუსვეს, ბოლოს თამარის მკვლელობაზეც ჰკითხეს. - ან არაფერი ჩაუდენია, ან ჯადოქარია, ოდნავი ცვლილება არ ყოფილა. არც პულსის, არც სისხლის, არც წნევის. - დარწმუნებით თქვა მამაკაცმა, როგორც კი დასაკითხი ოთახიდან გამოვიდა. - შეიძლება თავის საკანში დავაბრუნოთ? - იკითხა ნინომ. - რა თქმა უნდა, მას არაფერი ჩაუდენია. ოფიციალური საკითხების მოგვარების შემდეგ, როცა ციხეში სიტუაცია დამშვიდდა, დასაკითხ ოთახში მომლოდინე ანდრეას შეაკითხა ნინომ და მარიამთან ერთად თავის საკანში წაიყვანა. - ხო კარგად გამოვიყურებოდი დეტექტორზე? - ნიშნისმოგებით იკითხა. - შენგან განსხვავებით ხუმრობის ხალისი არ მაქვს. - ასე გეწყინა, მე რომ არ მომიკლავს? - ძალიან გამიხარდა! - პაატა სად არის? მაგის ამჟავებულ სიფათს ნახავდა კაცი, ჩემი ცემის შანსი რომ გამაზა. - თემა შეცვალა ეშმაკმა. - პაატას დროებით წვდომა აღარ ექნება შენთან, ამიერიდან ჩემს ხელში ხარ. - გაეცინა მარიამს. - ქალბატონო ნინო, ეს თქვენ გადაწყვიტეთ? - იკითხა ანდრეამ - როგორც ჩანს, მამაკაცებს ისე დადებითად ვერ განაწყობ შენ მიმართ, როგორც ქალბატონებს. მე კიდევ არ მინდა ვინმეს ცემაში შემოაკვდე. პაატა შენ მიმართ აგრესიულია, ამიტომ დროებით შენს ბლოკში არ იმორიგევებს. - მშვიდად განუმარტა. - პაატა მგონი გეია, თორემ მე სქესის განურჩევლად ყველას ვაცდუნებ. - ირონიულად ჩაიცინა. - ხო, არა? - დიახ. სინამდვილეში პაატასაც მოვწონვარ, თან იმდენად რომ სიძულვილში გადასდის. - მარიამ, ანდრეა ყოველთვის ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ საჭიროს არაფერს ამბობს. ასე რომ, მისი მოსმენა საჭირო არ არის. - ზედამხედველს მიუბრუნდა ნინო. - იქნებ ვაპირებ ვუმღერო, არ უნდა მომისმინოს? - ყალბი გაბრაზება გადაეფინა სახეზე. - სიმღერა შეგიძლია? - ჭაობის ბაყაყივით სასიამოვნოდ. ხომ მომისმენ? - ამჯერად მარიამს მიუბრუნდა. - კი, აუცილებლად. - ღიმილი ვერ შეიკავა მარიამმაც. - მეჩვენება, თუ ძალიან ღიად ფლირტაობ? - მკაცრი მზერა მიაპყრო ნინომ. - უკვე ექვსი წელია, რაც აქ ვარ. ფლირტი და მსგავსი თანამედროვე სიტყვები არ ვიცი, ამას ჩემს ენაზე დაკერვის მცდელობა ჰქვია. - ჰოდა, მაგ შენი დაკერვის მცდელობებს თუ არ შეწყვეტ, ერთი კვირით მიგაბარებ პაატას და ისეთი მოგხვდება, ვერც ერთ საავადმყოფოში ვერ დაგკერავენ. - შვიდჯერ ვყავარ ნაცემი, როგორც ხედავ, მთელი ვარ. - შვიდჯერ? - თვალები შუბლზე აუვიდა ნინოს. - კი, მაგრამ მამაშენს უფრო მწარე ხელი ჰქონდა. - ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ მამაჩემმა გცემა. - სახეზე წამოწითლდა ქალი. - ჰო, პაატას გამო არ შეწუხდე. - მაგის გამოც, მაგრამ მამაზე რთული მოსასმენია. - კარგი, ნუ ღელავ, ის ერთი იყო, თორემ მერე ძალიან კარგად მექცეოდა. - მოწყენილი უფროსის ყურება სულაც არ სიამოვნებდა ეშმაკს. - მაინც ვერ ვხვდები კარგად რატომ გექცეოდა? - მამის ქცევის მიზეზს სურდა ჩასწვდომოდა. - როგორც ჩანს, ისიც მზერით დავაბი. აბა, მართლა შეფურთხება ხომ არ მოეწონებოდა. - როცა მამაჩემზე ისაუბრებ, სიტყვა "დავაბი" აღარ ახსენო. - მკაცრად წარმოთქვა ნინომ. - "იცით, დიაცო, ვგონებ, კაცი - თქვენს მამად წოდებული მზერით მოვნუსხე, რადგან გამორიცხულია ჩემი დორბლი მილამუნებოდა მის სახეს ისე საამოდ, რომ უეცრად ჩემი გაროზგვა შეეწყვიტა" - ასე მოგწონს? - ირონიულად გაიღიმა. - ხომ გითხარი, არ უნდა უსმინო. - მარიამს შეხედა ისევ ქალმა. - დროზე დამაბრუნეთ ჩემს კამერაში, დავიღალე უკვე და ამ ბორკილმა ხელები მატკინა. - ჭირვეული ბავშვივით აჭიჭყინდა ანდრეა. გოგონა კამერაში შეიყვანეს, მარიამმა ხელბორკილი მოხსნა და ნინოსთან ერთად დატოვა. - ახლა მაინც აღიარე, ხომ ვიყავი შთამბეჭდავი. - ღიმილით იკითხა, როგორც კი მარიამი გავიდა. - მითხარი, რომ დეტექტორი არ მოგიტყუებია. - მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა. - არ მომიტყუებია. - დაიფიცე! - რა? ბიბლია, თუ ყურანი? - რომლის გწამს? - საერთოდ მორწმუნე არ ვარ, მაგრამ ქრისტიანი ვარ, რაც ტექნიკურად არ მაძლევს უფლებას ყურანი დავიფიცო, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ალაჰი წინააღმდეგი არ იქნება. - ვრცლად განმარტა. - ანდრეა, ვინც გულით გიყვარს, ის დაიფიცე. - ვინ ნინო, მითხარი ვინ გინდა რომ დავიფიცო, ვინ მიყვარს გულით? - არ ვიცი, ისიც კი არ ვიცი ვინ უნდა დაგაფიცო. - მაშინ უბრალოდ სიტყვაზე მენდე. - მხოლოდ იმიტომ გენდობი, რომ სხვა გზა არ მაქვს. - თავი დახარა. - გმადლობ ნდობისთვის. ახლა მითხარი გაკვეთილები როდისღა უნდა აღვადგინოთ? - მე არ მითქვამს, რომ შენს მასწავლებლობაზე თანახმა ვარ. - თანხმობა შენს თვალებში ამოვიკითხე. - თვალებში ბევრ რამეს კითხულობ? - დაეჭვებით იკითხა ქალმა. - კი. - კიდევ რას კითხულობ ჩემს თვალებში? - ეშმაკს თვალს არ აშორებდა ნინო. - იმას, რომ მოგწონვარ. - ვანგა ხარ, ოღონდ მკვდარი ვანგა. - გაიცინა. - და ეს მასწავლიდა დღეს მიცვალებულების პატივისცემას. - თავისთვის ჩაიფრუტუნა. - როგორც ყოველთვის, არასერიოზული ხარ. - იმიტომ რომ მომწონს, როცა იღიმი. მოწყენა არ გიხდება. - ქალისკენ მიიწია და მის ხუჭუჭ თმას ჩამოატარა თითები. - ხომ გაგაფრთხილე, რომ ჩემთან ეგეთები არ გაგივა? - ეგეთებში რა იგულისხმება? - შენს ენაზე "დაკერვის მცდელობა" - თითებით ბრჭყალები მოხაზა ქალმა. - მგონი ზედმეტად სერიოზულად უდგები საკითხს. - ყბები ერთმანეთს დააჭირა ანდრეამ. - იმიტომ, რომ ზედმეტად სერიოზულად წამეფლირტავე რამდენჯერმე. - და რა არის ამაში ცუდი? - როცა პატიმარი ციხის უფროსს ეფლირტავება? - როცა ერთი ინდივიდი ცდილობს მეორესთან საერთო ენა გამონახოს. - თავისი ვერსია შესთავაზა. - საერთო ენა და ფლირტი სხვადასხვა რამეა. - უკვე გითხარი, რომ მაგ სიტყვის მნიშვნელობა არ ვიცი. - მობეზრებით გადააქნია თავი. - ის ხომ იცი, რასაც აკეთებ? - ბრაზი მოერია ნინოს. - კი, მაგრამ არ ვიცი კიდევ რას გავაკეთებ, თუ ასე ტუჩებგამობუშტული დიდხანს იდგები ჩემ წინ. - რას გულისხმობ? - გაბრაზება გიხდება, თავის გასულელება არა. - შენი მასწავლებელი არ გავხდები. - კატეგორიულად განაცხადა. - იმიტომ, რომ აქ უფროსი შენ ხარ? - იმიტომ, რომ შენი სიახლოვე მაშინებს. - გულწრფელად აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ არ სურდა. - ეს აქამდე არ გითქვამს. - ახლა მივხვდი. - ისევ ფიქრობ, რომ თამარას ყელი მე გამოვჭერი? - არა, ანდრეა, ამის გამო არ ვამბობ. - სასწრაფოდ უარყო. - აბა, იმის გამო ამბობ რომ აქ ჩემს გარდა სამოცდათორმეტი პატიმარია? - ბრაზი გაუკრთა თვალებში. - ოდესმე დაგავიწყდება ეგ ფრაზა? - არა. გველის ნაკბენივით დამამახსოვრდა. - ბავშვივით ბუტია ხარ ზოგჯერ. - ღიმილი შეეპარა ნინოს. - ხომ გითხარი, ადამიანური გამონათებები მაქვს - მეთქი. - ანდრეა, სწავლას თათიასთან განაგრძობ. - თემა შეცვალა ქალმა და უმალ დასერიოზულდა. - და ამ დროს გამოგეღვიძა. - ირონიულად ჩაიღიმა გოგონამ და საწოლზე მიწვა. ზურგი შეაქცია უფროსს. - შენი კულტურულობა მაოცებს. - გაბრაზებულმა დატოვა საკანი და პირდაპირ თათიას კაბინეტისკენ გაემართა. - ანდრეას ველაპარაკე. - შესვლისთანავე მიახალა ქალს. - გეტყობა, გაცოფებული ხარ და მის გარდა ვინ მოახერხებდა ამას. - ოდნავ გაეღიმა თათიას და ნინოს სავარძელზე ანიშნა თვალით. - არ ვიცი როგორ ახერხებს, მაგრამ გამუდმებით ნერვებს მიშლის. - უღონოდ დაჯდა. - ჰო, როცა ახლოს გყავს, ვერ უბრაზდები, მაგრამ როგორც კი მოგშორდება, ცეცხლდები, მერე ისევ ნახულობ და გაბრაზებაც ქრება. - თათია! - ლამის იყვირა. - ორივეს აზრები რომ გავახმოვანე, მაგან გაგაღიზიანა. - ბოლოს და ბოლოს, არ გაინტერესებს რა მითხრა? - ყურიც არ შეიბერტყა თათიას საუბარზე. - კი, მაინტერესებს. რაო? - სწავლას მაშინ გააგრძელებს, თუ მე ვამეცადინებ. - სწრაფად აუხსნა. - მართლა ძალიან გავაბრაზე. - მე რას ვეუბნები და ეს ანდრეას გაბრაზებაზე დარდობს. - კბილებში გამოსცრა ქალმა. - ჰოდა, ამეცადინე, რა ვქნათ, აბა? - არ მინდა. - სხვა გზა არ არის. - თავის ჭკუაზე გვათამაშებს, რა. - აშკარა გაღიზიანება ეტყობოდა. - მორჩი ამაზე ფიქრს და დათანხმდი, მერე იქნებ ბრაზმაც გადაუაროს და მე ჩაგანაცვლებ. - მართლა გჯერა, რომ ბრაზი გადაუვლის? - რა თქმა უნდა, არა, უბრალოდ ვცდილობ წაგახალისო. - ჯანდაბა ანდრეა ჩაჩუას, მოკლედ, ჩემი სამუშაო დღე დასრულებულია, სახლში მივდივარ და რამეს მოვიფიქრებ. - თამარზე რა ხდება? - არაფერი ხელჩასაჭიდი არ გვაქვს, გვამის გაკვეთამაც ვერაფერი მოგვცა. თამარს პატრონი არავინ ჰყავდა, აი, მტრები რამდენიც გინდა, რთულია გაარკვიო ვინ არის დამნაშავე. როგორც ვატყობ, ეს საქმეც თვითმკვლელობის იარლიყით ჩაიფაცხება, მაგრამ მაინც ვიპოვი მკვლელს. - მტკიცედ თქვა ნინომ და ფეხზე წამოდგა, თათიას დაემშვიდობა და ოთახიდან გავიდა * * * ციხის ეზოში იდგა ნინო. ეშმაკის მიახლოვება იგრძნო. მიუხედავად იმისა რომ ვერ ხედავდა, ზუსტად იცოდა როგორ უყურებდა გოგონა. თითები აუკანკალდა, სხეული პანიკამ მოიცვა. ანდრეამ მათ შორის მანძილი მთლიანად დაფარა. ქალის მხრებს შეახო თხელი თითები, თმა გადაუწია. ეშმაკის სუნთქვას გრძნობდა ნინო. ანდრეა ქალის ყელს მიუახლოვდა და სულ ოდნავ შეახო ცხელი ტუჩები. - ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა! ძილში მაინც დამანებე თავი. - ყვირილით წამოხტა საწოლიდან და ბალიშები კედლისკენ მოისროლა. აღელვებული იყო, გული ამოვარდნას ჰქონდა და ვერაფრით იმშვიდებდა. ფანჯრის მინაში არეკლილ თავისივე ანარეკლს შეავლო თვალი. თითები იმ ადგილს გადაატარა, სადაც ძილში ანდრეას ტუჩები შეეხო. ნეტავ ოდესმე თუ მოგიშორებ ან თუ მინდა რომ მოგიშორო? შორს უნდა მეჭიროს შენგან თავი, მაგრამ როგორ მოვახერხო ეს, მით უმეტეს, ახლა, როცა კვირაში ხუთი დღე ვალდებული ვარ შენთან საათები გავატარო. - ღმერთო ჩემო, ანდრეა, ღმერთო ჩემო! - ხალიჩაზე ხელებში თავჩარგული დაჯდა ფიქრებით გონებაარეული ქალი. * * * - ბიბლიოთეკაში გელოდები. - საკანში მწოლიარე ანდრეას ისე უთხრა, მისთვის არც შეუხედავს. თვითონაც ბიბლიოთეკაში გავიდა, დაჯდა და ეშმაკს დაელოდა. ზუსტად არ იცოდა როგორ, მაგრამ ფაქტი იყო, მას უნდა დალაპარაკებოდა. - გამარჯობა, დავაგვიანე? - ბიბლიოთეკის კარებში სწრაფად შემოვიდა და წინ დაუჯდა. - გაგიმარჯოს, კი, ცოტა. - პირველ პაემანზე დაგვიანება მოსული პონტია. - გაიცინა. - ჩვენ პაემანი არ გვაქვს. - მკაცრი გამომეტყველება მიიღო ნინომ. - აბა, რა გვაქვს? - გაკვეთილი. - ახლა მასწავლებლობანას მეთამაშები? - უდარდელად გაიღიმა. - ეს შენ მოინდომე. - მე არ მომინდომებია, რომ ცხვირჩამოშვებული იჯდე აქ. - უკაცრავად, რომ შენს სურვილებს ღიმილიანი სახით არ ვასრულებ. - აშკარად ეტყობოდა გაღიზიანება. - ჩემს სურვილებს? - კი, შენს სურვილებს. - კარგი, ნახვამდის. - ფეხზე წამოდგა ანდრეა, მაგრამ ნინომ მაისურში მოქაჩა და უკან დააბრუნა. - მაპატიე, ცუდ ხასიათზე ვარ. - თავი დახარა ქალმა. - რა მოგივიდა, ვინმემ გაწყენინა? - ინტერესი გამოსჭვიოდა ეშმაკის ხმაში. - რა მნიშვნელობა აქვს? - თუ გინდა, მითხარი და მოვკლავ. - ბოროტად ჩაიღიმა, სულაც არ ტოვებდა ხუმრობის შთაბეჭდილებას. - კიდევ ერთი მკვლელობა ციხეში და პოსტიდან მომხსნიან. - სახეზე ჩამოისვა ხელები ნინომ. - პატიმარმა გაწყენინა? - კი, პატიმარმა, უფრო ზუსტად შენ. - მე არასწორად დავჯექი, თუ ცუდად მოგესალმე? - დამესიზმრე. - გულწრფელად აღიარა ქალმა. - სიზმარშიც ნერვები მოგიშალე? - - მგონი ჯობს, რომ თავი ჩემგან შორს დაიჭირო. - ხმა დაუდაბლდა ნინოს. - სიზმარში, თუ ცხადში? - სიზმრებს როგორმე მივხედავ, ცხადზე გეუბნები. - ეს ნიშნავს, რომ ხშირად გესიზმრები? - ეს შენი საქმე არ არის, უბრალოდ მინდა თავი ჩემგან შორს დაიჭირო! - კატეგორიული ჩანდა. - არა, არ გინდა. - კი, მინდა. - ვერ გავიგე რა გავაკეთო, გვერდით ოთახში გავიდე და იქედან ვიმეცადინო? ან იქნებ საერთოდ ციხიდან გამაგდო? - ნეტავ შემეძლოს, სიამოვნებით მოგიშორებდი თავიდან. - გულდაწყვეტით აღიარა. - ჩვენ პრობლემა გვაქვს? - ქალის დაძაბულ ნაკვთებს თვალს არ აშორებდა. - კი, გვაქვს, შენ ვერ ხვდები? - ვერა. - სისულელეა, ანდრეა. - სისულელე ისაა, რასაც შენ აკეთებ, ნინო. - გგონია ვერ ვხვდები რის მიღწევას ცდილობ? რაც გიცნობ, მას შემდეგ მეფლირტავები, თან მარტო მე? ყველას ირგვლივ. - სტაჟიანი საყვარელივით ნუ მელაპარაკები, თუ ღმერთი გწამს. - უდარდელად აიქნია ხელი. - ასე ნუ მომმართავ, მე შენი უფროსი ვარ. - მე უფროსები არ მყავს, შენ ციხის უფროსი ხარ გაიგე? - გაღიზიანება ემჩნეოდა. - უფროსი, რომელსაც ეთამაშები. - და რა? მერე რა? - აღარ მინდა ეშმაკთან თამაში. - აბა, რა გინდა? - მინდა ანდრეა გავიცნო, ის ანდრეა, რომლის მოკვლასაც ასე ცდილობ. - ანდრეას უემოციო, ქანდაკებასავით გაქვავებულ სახეს მიაჩერდა ქალი. - ის აღარ არსებობს. - არსებობს, ვიცი რომ არსებობს და თუ გაკვეთილების ჩატარებას დავიწყებ, მხოლოდ იმ ანდრეასთან. - უკან დახევას არ აპირებდა ნინო. - სინამდვილეში შენ "ეშმაკი" მოგწონს. - სინამდვილეში მე არჩევანი არ მქონია. - ნუ ცდილობ ჩემს შეცვლას, ნინო. - მე მხოლოდ შენს გაცნობას ვცდილობ. წავაგე ეშმაკთან თამაში, რადგან მე მომწონს ის. ხომ გინდოდა ამის მოსმენა? ჰოდა, გეუბნები, მაგრამ ახლა ანდრეა მინდა გავიცნო. - შანსი არ არის. - მზერა გაეყინა. - არის, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ცოცხალია შენში ის ანდრეა, ყოველ ჯერზე მას ვხედავ, როცა თვალებში გიყურებ. - თვალებში კითხვა ისწავლე, ნინო? - ეშმაკთან მოთამაშე მშვენიერ პრაქტიკას გადის, როგორც ჩანს. - აღარ მინდა შენთან ლაპარაკი. - მზერა მოარიდა ქალს. - რატომ არ მაძლევ საშუალებას დაგეხმარო? - ნერვები არ გეყოფა. - არ მითხრა, რომ ჩემს ნერვებზე ღელავ. - რომ გითხრა? - ვიცი, მატყუებ, მაგრამ მაინც დაგიჯერებ. - რატომ? - აქ კითხვებს მე ვსვამ! - მომწონს შენი დომინანტური მხარე. - არასდროს ვყოფილვარ დომინანტი. - რა გულწრფელობაა, ჩემთან შეგიძლია ის იყო, ვინც არ ხარ, მაგრამ გინდა რომ გახდე. - ისევ ვითამაშო? - სევდიანი მზერა ჰქონდა ნინოს. - მოგწონს ჩემთან თამაში? - არ მომწონს, ისიც არ მომწონს შენთან ასე ახლოს რომ ვარ. - ხელები აუთრთოლდა. - რომ მოგწონდეს, სულელი იქნებოდი. - თითქოს ბეჭედი დაარტყაო ისე გამოაცხადა. - ახლა არ ვარ სულელი? - არა. - აბა, ვინ ვარ? - წესების დამრღვევი. - მე არასოდეს დამირღვევია წესები, ანდრეა. - ბევრი დაგიკარგავს. - შესაძლებლობას მაძლევ, რომ შენი წესები დავარღვიო? - მე წესები არ მაქვს, ნინო, დინებას მივყვები. - ესე იგი, უწესო ხარ? - ნაძალადევი ღიმილი შეერია ბაგეებს. - მაგ სიტყვის ყველაზე ბინძური გაგებით. - არ არის ეს საუბარი ნორმალური, ანდრეა! - ფეხზე ადგა ქალი და ოთახში გაიარა. - არ მაქვს ნორმალურობაზე პრეტენზია. - ანდრეაც წამოდგა და ქალს მიუახლოვდა. - დისტანცია დაიცავი! - უხეშად მიუთითა. - ვიცავ, ნინო, ნუ გეშინია ჩემი. არაფერს გაძალებ, არც იმ წყეულ გაკვეთილებს, თუ არ გინდა. - მაგრამ უშენოდ სხვებიც არ დაესწრებიან მას. - რამდენიმე გაკვეთილს ისედაც არ დაესწრებიან. - რატომ? - ჯერ მე უნდა შემეფასებინა კარგი მასწავლებელი ხარ, თუ თათიას დაბრუნება ჯობია. - რას არ მოესწრება ადამიანი?! - მწარედ ჩაიღიმა. - ჩემი პირობები იცი, ნინო. უკან დახევა არ შემიძლია, რამდენიმე გაკვეთილს ჩამიტარებ და მერე თუ გენდომება, ვიტყვი რომ თათიას დაბრუნება ჯობია. - იმიტომ რომ თუ შენს პირობებს ვერ გაიტან, სხვა პატიმრების თვალში ღირებულებას დაკარგავ? - დავუშვათ ასეა, დამეხმარები რომ ეს არ მოხდეს? - რამდენიმე გაკვეთილს გადავიტან მგონი. - ხედავ? პირველ დიპლომატიურ შეთანხმებას მივაღწიეთ. - ისევ თავის ადგილზე დაჯდა. - ხომ არ აღვნიშნოთ? - თავის ადგილს დაუბრუნდა ნინოც. - ვისკით, თუ ღვინით? - ძალიან კარგად ხვდები, რომ ეგეთი აღნიშვნა არ მიგულისხმია. - იმას ვერ ვხვდები რა იგულისხმე. - ხომ იცი, წელიწადში ორჯერ ბავშვებს აქვთ ციხეში მოსვლის უფლება და შეუძლიათ მთელი დღე დარჩნენ აქ. - შენ ხომ იცი, რომ ბავშვები არ მყავს? - ანდრეა გყავს. ამდენი ხანია აქ ხარ და არც ერთხელ გისარგებლია ნახვის უფლებით, შემიძლია ხვალ მოგიყვანო და მთელი დღე დაიტოვო. - რა ესაქმება აქ ბავშვს, კარგი, რა. - არც სოფოა წინააღმდეგი და არც ქეთა. - მათ როდის ელაპარაკე? - ყოველ დღე ველაპარაკები თითქმის, მირეკავენ და შენს ამბავს მეკითხებიან. - ჩემ მაგივრად რაღაცების კეთებას როდის გადაეჩვევი? - ისე ამოიქშინა, თითქოს ძალიან დაღლილი იყო. - არაფერს ვაკეთებ შენ მაგივრად, მე შემოგთავაზე. თუ არ გინდა, ნუ გინდა. - მინდა. - მართლა? მოვიყვანო? - ყურებს ვერ უჯერებდა ქალი. - კი, მაგრამ თუ ვერ შევეწყობით, შენთან ამოვიყვან. - კარგი. - გაიცინა და ფეხზე წამოდგა. - გაკვეთილებს ზეგ დავიწყებთ. - წამით მობრუნდა მისკენ. - როგორც იტყვი. - და მხოლოდ რამდენიმეს ჩავატარებ მე. - გამაფრთხილებლად შეხედა და ეშმაკმაც ხელები აწია დანებების ნიშნად. * * * ნინო დილით ადრე ადგა. ძალიან კარგ ხასიათზე იყო, თითქოს რაღაც განსაკუთრებულს აკეთებდა. ქეთასთან გაიარა, ანდრეა ისე ჩაეხუტა ნინოს, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ, თუმცა, სოფომ ბავშვი მარტო მაინც ვერ გაუშვა და თავადაც გაჰყვა. - გამარჯობა, დეიდა. - ღიმილით თქვა და ანდრეას საკანში შეიყვანა ბავშვი ნინომ. - ნუ ამბობ ეგრე, - უკმაყოფილოდ თქვა და ფეხზე წამოდგა. - გამარჯობა, პატარავ. - ნინოსთან ახლოს მივიდა და ბავშვს მოეფერა ანდრეა. - მე არ მომესალმები? - ღიმილით იკითხა ქალმა. - შენ მოგესალმე. - მხრები აიჩეჩა ეშმაკმა. - აჰა, პატარა მე ვარ? - შენც, ჩემთან მოხვალ, ანდრი? - ამჯერად ბავშვს მიუბრუნდა, მაგრამ მან ზურგი შეაქცია და ნინოს კისერში ჩარგო თავი. - მგონი არ მოსწონხარ. - ღიმილი არ შორდებოდა ნინოს. - ან შენსავით მასაც ჩემთან სიახლოვე აშინებს. - გინდა ვინანო, რომ ბევრს ვლაპარაკობ? - არა, არ მინდა. - სწრაფად უარყო. - ანდრი, მიდი დეი... კი არადა, ანდრეასთან. - ლოყაზე აკოცა ბავშვს. მან კიდევ უფრო მაგრად მოჰხვია ნინოს კისერზე ხელები. - მგონი ჩვენთან ერთად მოგიწევს დარჩენა. - ღიმილით აღნიშნა ეშმაკმა. - ამის უფლება არ მაქვს. - ცოტა ხნით, რა. - კარგი, მაგრამ ეცადე სწრაფად მოაწონო თავი. - ბავშვებთან არ გამომდის, ნინო. - აჰა, ესე იგი, დიდებთან გამოგდის ხო? - შენ მითხარი. - ეშმაკურად გაიღიმა და საწოლზე ჩამოჯდა. - მოგხვდება! - კბილებში გამოსცრა ქალმა. - ბავშვს ძალადობას ნუ ასწავლი. - აბრძანდი ფეხზე და ეზოში გავიდეთ, ბავშვი უფრო გაერთობა. ანდრეამ და ნინომ პატარა ეზოში გაიყვანეს, პატიმრები მაშინვე მის ირგვლივ გაჩდნენ, ყველა რაღაცას ჩუქნიდა, ყველა ეთამაშებოდა, ანდრეაც მალე გაშინაურდა, ეზოში სირბილსა და თამაშს მოჰყვა. - წავალ, კაბინეტში სოფო მელოდება. - საღამომდე მანდ იქნება? - ალბათ. ბავშვს კარგად მიხედე. - წარბი ასწია ნინომ და ეზო დატოვა. ანდრეა მთელი დღე ენა გადმოგდებული დასდევდა დის შვილს და საღამოს, როცა ნინო ბავშვის წასაყვანად ჩამოვიდა, ისეთი დაღლილი იყო, განძრევის თავი აღარ ჰქონდა. - როგორ გაერთეთ? - ღიმილით იკითხა ნინომ და ანდრეას მკლავებში ჩაძინებულ პატარას დახედა. - ის გაერთო, მე დავიღალე. - ძალდატანებით წარმოთქვა. - წუწუნებ? - ღიმილი შეეპარა. - თითქმის. - უნდა წავიყვანო. - მადლობა ღმერთს. - ძალდატანებით გაიცინა ანდრეამ. მძინარე ბავშვს ფრთხილად აკოცა ლოყაზე და ნინოს ხელში ისე გადასვა, რომ არ გაღვიძებოდა. ქალიც ნელი ნაბიჯით დაიძრა კარისკენ. - ნინო! - ხმადაბლა მიაშახა და ქალიც მაშინვე მოტრიალდა. - მადლობა. ნინოს აღარაფერი უთქვამს, რადგან ჩათვალა რომ ახლა სიტყვები სრულიად ზედმეტი იყო, მხოლოდ გაიღიმა და კმაყოფილი სახით გავიდა ოთახიდან. * * * ნინოს თანამდებობაზე დანიშვნიდან ათმა თვემ ისე სწრაფად გაირბინა, ქალმა დროის მსვლელობა ვერც შეამჩნია. სამაგიეროდ, უკვე ყოველ დღე ხედავდა და ყოველ ღამე ესიზმრებოდა ანდრეა. მისგან თავის შორს დაჭერას აღარ ცდილობდა, რადგან მიხვდა რომ ამის არც სურვილი ჰქონდა და არც შესაძლებლობა. რამდენადაც უახლოვდებოდა ანდრეას, იმდენადვე შორდებოდა ირაკლის. ბოლო დროს იშვიათად საუბრობდნენ და ისიც ტელეფონით. ნინო სხვადასხვა მიზეზს იგონებდა კაცთან შეხვედრებისთვის თავის ასარიდებლად. გაკვეთილები თათიასთვის აღარ გადაუბარებია და კვლავ თავად განაგრძობდა მსჯავრდებულთა მასწავლებლობას. ყოველ დილით გაბრწყინებული სახით მიდიოდა სამსახურში, რადგან იცოდა იქ წააწყდებოდა მზერას, რომელიც ტკივილგამაყუჩებელივით მოქმედებდა მასზე და ყველა პრობლემას ავიწყებდა. სინდისის ქენჯნაც კი, რომელიც ბოლო დროს ხშირად აწუხებდა ნინოს, თითქოს ანდრეას გვერდით ყოფნისას იძინებდა. ის არც პატარა იყო და არც სულელი იმისთვის, რომ ვერ მიმხვდარიყო რა ხდებოდა მის თავს. თუმცა, ამაზე ფიქრს თავს არიდებდა და ყოველი გაფიქრებისას, თუ რატომ იყო ანდრეა ამდენად მნიშვნელოვანი, საკუთარ აზრებს უკუაგდებდა… ჩვილი ბავშვივით ტკბილად ეძინა, დედის სიმღერამ რომ გააღვიძა. თვალი გაახილა და მის თავთან მდგომ დედას შეხედა. ქალს პატარა ტორტი და საგვარეულო ბრილიანტის ბეჭედი ეჭირა ხელში. მხოლოდ ახლა გაახსენდა, რომ დღეს დაბადების დღე ჰქონდა და ოცდათოთხმეტი წლის გახდა. ნინომ მხიარულად წამოისკუპა მარჯვენა ხელის არათითზე ბრილიანტის ბეჭედი. სანთლები ჩააქრო და მაგრად ჩაეხუტა ქალს. - ხედავ როგორ მოგიხდება საქორწინო ბეჭედი? კარიერა კარგია, მაგრამ ოჯახზეც უნდა იფიქრო. - სევდიანი ღიმილით შეახსენა. როგორ ვერ იტანდა ამ საუბარს, თუმცა, გული აღარ ატკინა დედას, ბოლომდე გულგრილად უსმინა მის შეგონებებს და ბეჭდის მოხსნა სულ გადაავიწყდა სამსახურში წასვლისას. თანამშრომლებისთვის არ გაუმხელია რომ იუბილარი იყო, შესაბამისად, არც მილოცვები მიუღია და არც საჩუქრები. თავისი საქმეები მოაგვარა და ბიბლიოთეკაში ადრიანად ჩავიდა. ეს ხომ მისი საყვარელი საქმიანობა გამხდარიყო ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. - გამარჯობა. უკვე აქ ყოფილხარ. - სწრაფი ნაბიჯით შევიდა ბიბლიოთეკაში და მაგიდასთან მჯდომ ანდრეას წინ მიუჯდა. - გაგიმარჯოს. - სხვები მალე ჩამოვლენ? - სასადილო ოთახში არიან, ჯერ ადრეა, ნახევარ საათში ჩამოვლენ ალბათ. - კარგი. შენ როგორ ხარ? - ჩანთიდან კალამი და რამდენიმე წიგნი ამოიღო და მაგიდაზე დაალაგა. - არამიშავს. ვინ არის ის ბედნიერი? - პირდაპირ საქმეზე გადავიდა. - რას გულისხმობ? - თვალი გაუსწორა და ანდრეას დაძაბულმა სახემ გააკვირვა. - ბოლო თვეების განმავლობაში შენს აციმციმებულ თვალებს და დღეს ნიშნობის ბეჭედს ხელზე. - ყალბი გულგრილობით ჩამოაყალიბა გოგონამ და ნინო მიხვდა თუ არა რაზეც იყო საუბარი, გადაწყვიტა ეშმაკთან კიდევ ერთხელ ეთამაშა. ძალიან მოუნდა გაეგო ჰქონდა თუ არა ისეთივე არეულობა ანდრეას თავში, როგორიც თავად მას. - ეს შენ არ გეხება. - მტკიცედ უპასუხა და წიგნი გადაშალა. - ვა, გავთხოვდით და ჭკუაზე არ ვართო? - ირონიულად გაიცინა. - არ ვიმეცადინოთ? - არა. - აბა, რა ვაკეთოთ, სანამ სხვები შემოგვიერთდებიან? - მომიყევი როგორია ის სი*რი, რომელიც ჩემზე ფიქრის პარალელურად შეაბი. - ჯერ ერთი, შენზე არ ვფიქრობ და მეორეც, წესიერი სიტყვები გამოიყენე ჩემი თანდასწრებით. - ირაკლია? - შენი საქმე არ არის - მეთქი. - მითხარი, რომ ირაკლი არ არის! - ეს გადარდებს? - კი. - ვაუ, რა პატივია, ეშმაკს ვადარდებ! - ნუ ცინიკოსობ, ნინო. - ყოველთვის შენ ხარ ცინიკოსი და რა მოხდება ერთხელ, რომ როლები გავცვალოთ? - ირაკლია - მეთქი? - გაღიზიანება ეტყობოდა ანდრეას. - არა, არ არის ირაკლი და საერთოდ შემეშვი. - აბა, ვინ არის? - უბრალოდ მითხარი რატომ გაინტერესებს? - არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა და სკამზე გასწორდა. - ჩემი პირადი ცხოვრება შენ არ გეხება. - ძალიან მშვიდი იყო ქალი. - შენმა პირადმა ცხოვრებამ იცის, რომ ღამ-ღამობით სხვა გესიზმრება? - დიდი ხანია აღარ მესიზმრები და საერთოდ, რატომ ენა არ ჩამივარდა მაშინ, ეგ რომ გითხარი. - თვალები აატრიალა. - ტყუი. - შენ რა იცი? - სიზმრები ეშმაკისააო არ გაგიგია? - არა. - ადამიანებს, როგორც წესი, ის ესიზმრებათ რაზეც ფიქრობენ, ნინო, შენ კი ჩემზე ფიქრობ. - მაინც რატომ უნდა ვფიქრობდე შენზე? - წიგნი დახურა და ეშმაკის თვალებს გაუსწორა მზერა. - რატომაც მე ვფიქრობ შენზე. - ერთმანეთზე აღარ უნდა ვიფიქროთ, ანდრეა. - ხმას დაუწია ქალმა - ახლახან აღიარე, რომ ჩემზე ფიქრობ. - კმაყოფილი ღიმილი აუთამაშდა სახეზე. - ეს არ მითქვამს. - კი, ზუსტად ეგრე თქვი, ერთმანეთზე აღარ უნდა ვფიქრობდეთო. - კარგი, დავუშვათ, მართლა ეგრეა და მეც მეფიქრება ზოგჯერ შენზე, ვიმეორებ მხოლოდ ზოგჯერ, ეს რას ცვლის? - არაფერს. - თითები ერთმანეთს გადააჭდო და ბეჯითი მოსწავლესავით გასწორდა მხრებში. - ხომ იცი, რომ სწორი არ არის? - ოდესმე გინახავს, რომ სწორ გზაზე დავდიოდი? - შენ არა, მაგრამ მე წესები მაქვს და ამ წესებს არაფრის გამო არ დავარღვევ. - მე არაფერი ვარ, გოგო? - გოგოს ნუ მეძახი! - ნინოსაც მოერია ბრაზი. - აბა, ქალო დაგიძახო? - ნინო მქვია! - გმადლობ, რომ შემახსენე. - არაფრის და საერთოდ გამუდმებით რატომ ვკამათობთ არ მესმის. - იმიტომ, რომ შენ იწყებ. - მე ვიწყებ? საერთოდ არ გრცხვენია? - მორცხვი რომ არ ვარ, ხომ იცი? - წარმოდგენა არ მაქვს ვინ ხარ, დღეს სხვა ხარ, ხვალ სხვა. წამის მეასედებში გეცვლება ხასიათი. - რა კარგად გაგიცნივარ. - ზუსტადაც. მე ყველა პატარა ნიუანსი ვიცი შენზე, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები ვინ ხარ და რა გინდა. - აკანკალებული ხელების დამალვა სცადა ნინომ. - მაგრამ მაინც არაფერი ვარ ხო? - რისი მოსმენა გინდა, ანდრეა? - ყველაფერი მოვისმინე, რაც საჭირო იყო. - კბილებში გამოსცრა გოგონამ. - თუ კიდევ რამე არ გაქვს საქმელი, სალაპარაკო აღარაფერი გვქონია. - გაკვეთილი? - გაკვეთილების დედაც! - ანდრეამ მაგიდიდან წიგნები გადაყარა და ოთახიდან გავარდა, თუმცა, რამდენიმე წამში ისევ უკან დაბრუნდა. - რამე დაგრჩა სათქმელი? - ბრაზისგან გესლიანი ტონი მისცემოდა ქალის საუბარს. - კი, უკანასკნელი კითხვა მაქვს, შეიძლება დაგისვა? - დამისვი. ღიმილი მოერია, მაგრამ არ შეიმჩნია. - დღეს უნდა ნახო ის? - ვინ ის? - ვინც ბეჭედი გაჩუქა. - კი. - გულწრფელად უპასუხა და დააპირა ეთქვა რომ დედამისის ნაჩუქარი ბეჭედი ეკეთა. ანდრეამ ხმის ამოღება აღარ აცადა, სწრაფად მიუახლოვდა ქალს, კედელს მიაკრა და ბაგეები მისას შეუერთა. ნინომ რამდენიმე წამით სცადა წინააღმდეგობის გაწევა, მაგრამ ვერაფრით მოიშორა. მიხვდა, ანდრეასთან უძლური იყო. კოცნაში აჰყვა და თავადაც შეიგრძნო "ეშმაკის" ტუჩების გემო, როცა უეცრად მოშორდა ქალის სხეულს. - ახლა შეგიძლია მთელი დღე ჩემზე იფიქრო, ვნახოთ, ამ ტუჩებით ბეჭდის პატრონსაც თუ აკოცებ. - ცერა თითი მის ქვედა ტუჩს გადაატარა ანდრეამ, ქვედა ტუჩზე ენა გაისვა და ისევ კარს მიაშურა. - დედაჩემთან არ ვზა*აობ, შე ნაგავო! - ხმადაბლა მიძახა ნინომ, მაგრამ ეშმაკს მისი ხმა აღარ გაუგია. უღონოდ დაეშვა სკამზე, მიხვდა რომ უკვე ძალიან შორს წავიდა ეს ურთიერთობა და თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდა. - რა ჯანდაბას ვაკეთებ? ასე როგორ დავეცი? ასე როგორ ამერია ტვინი? - თავისი უსუსურობის გამო მოსთქვამდა, მალე მიხვდა რომ შესაძლოა ბიბლიოთეკაში ვინმე შემოსულიყო, ამიტომ ცრემლები შეიმშრალა და თავის კაბინეტში აბრუნდა. თავს ცუდად გრძნობდა. ცუდად გრძნობდა, რადგან ძალიანაც მოეწონა, რაც ანდრეამ გააკეთა. ხვდებოდა, რამე უნდა მოეფიქრებინა, თანაც სასწრაფოდ, მაგრამ ვის დალაპარაკებოდა, ვისთვის მოეყოლა ეს აბსურდი? სასოწარკვეთამდე მისულს შესანიშნავმა აზრმა გაუელვა თავში. * * * კენჭებით მოკირწყლულ ბილიკს შეუყვა. როგორ უყვარდა ეს ადგილი. მზის სხივებს ჯერ კიდევ არ დაეკარგათ ძალა, თუმცა, ნინოს ეს სიცხე ყველაზე ნაკლებად აწუხებდა ახლა. კარგად ნაცნობ, მაგრამ კარგა ხნის დავიწყებულ ტაძარს მიუახლოვდა, პირჯვარი გადაისახა და ეზოში მდგომი მამა დავითისკენ წავიდა. - შვილო ჩემო… - პირჯვარი გადასახა და მაგრად ჩაიხუტა. - როგორ მჭირდებით, მამაო... - უეცრად დაუფლებული სიმშვიდის ფონზე ხმადაბლა ამოილაპარაკა ნინომ. - წამოდი, - ხელი მოჰკიდა კაცმა, ეზოს სიღრმისკენ წაიყვანა და სკამზე ჩამოსხდნენ. - არ გეტყვი, რომ არ მომწონხარ, - ქალის სევდიან ნაკვთებს ყურადღებით დააკვირდა და თვითონაც დაკარგა ღიმილის ხალისი. - თვითონ მომიყევი, როგორ ხარ? - ცუდად, მამაო, მაგრამ მინდა ისე დაგელაპარაკოთ, როგორც ჩემს მეგობარს და არა ისე, როგორც მამას მეგობარს ან სასულიერო პირს. - ყურადღებით გისმენ. - ჭროღა, ლამაზი თვალები მიაპყრო კაცმა. - ალბათ, გაიგეთ რომ ციხის უფროსად დავინიშნე. - გავიგე და ძალიან გამიხარდა! - ის, რაც უნდა მოგიყვეთ, სწორედ ამას უკავშირდება. - ყურადღებით გისმენ, შვილო. - ძალიან მშვიდი ჩანდა და ეს სიმშვიდე ნინოსაც გადასდო. - არ ვიცი როგორ დავიწყო, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი და ზუსტად არც ვიცი რა მაქვს სათქმელი, მაგრამ… - გაჩუმდა. რამდენიმე წამი დუმდა, შემდეგ კი განაგრძო საუბარი. - არასწორი ადამიანი მიყვარს. - გიყვარს? - მთელი ტანით მობრუნდა მისკენ, რომ ნინოს თვალის არიდება არ შესძლებოდა. - დიახ, მიყვარს. ეს არც მოწონებაა, არც გატაცება, არც აღფრთოვანება და არც რამე მსგავსი. მე უკვე საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის, გრძნობებს სწორი სახელები რომ დავარქვა. - ნინომ პირველად გაახმოვანა თავისი გრძნობები. აქამდე საკუთარ თავსაც კი არ გამოსტყდომია, რომ ანდრეა უყვარდა და ამ აღიარებამ ტკივილთან ერთად ოდნავი შვება მოჰგვარა. - სიყვარულზე კარგი რა შეიძლება იყოს? - წვერზე ჩამოიტარა ხელი კაცმა. - მაგრამ, რადგან ამბობ რომ არასწორი ადამიანი გიყვარს, მაშინ მითხარი რატომ მიგაჩნია არასწორად ეს გრძნობა ან რა შუაშია ამასთან ციხის უფროსობა? - საკმაოდ ბოხი, თუმცა, ძალიან თბილი ხმა ჰქონდა მოძღვარს. - ის ჩემი პატიმარია, მამაო. - წამიერად დაიძაბა კაცი, მაგრამ, სანამ რამეს იტყოდა, ისევ ნინომ გააგრძელა საუბარი. - ეშმაკს ეძახიან, სინამდვილეში არც ისეთი ცუდია, როგორც მისი მეტსახელი მეტყველებს ან შეიძლება არის კიდეც, მაგრამ არ ვიცი რა გითხრათ, არ ვიცი რა მჭირს... - ხმადაბლა ლუღლუღებდა. - ეშმაკს ეძახიან და შენი პატიმარია. - თავისთვის გაიმეორა, თითქოს რაღაცას იხსენებსო და სახეზე დაეტყო ანერვიულება. - დიახ. - თავი ჩახარა ქალმა. - ცხოვრება უამრავ გამოცდას გვიწყობს, შვილო, - საუბარი დაიწყო. - ასეთ დროს, მთავარია, უფლის გზას არ ავცდეთ. არასწორი ნაბიჯები არ გადავდგათ და ცოდვას არ დავუმეგობრდეთ. მე შენ ბავშვობიდან გიცნობ, შენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ხარ და მინდა ახლა ჩემში სასულიერო პირს კი არა, შენს საუკეთესო მეგობარს ხედავდე. უფალს დაუახლოვდი, ტაძარს. არ მისცე ბოროტს უფლება გაცდუნოს. რთულია დარჩე ადამიანად, როცა ირგვლივ ამდენი მაცდური რამ არის, მაგრამ ვინც ამას ახერხებს, დალოცვილია. მე შენ არ განგიკითხავ. მაგრამ იცოდე, მაგ ადამიანისგან თავი შორს უნდა გეჭიროს, თუნდაც სამსახურის დატოვება დაგჭირდეს ამის გამო. - მაგრამ, მამაო... - ცრემლები უკვე თვალებთან მოსდგომოდა ქალს. სიამაყის გამო გადმოსვლის საშუალებას ვერ მისცემდა ამ მარილიან სითხეს. სხვების თანდასწრებით ტირილი არ შეეძლო . - არავითარი მაგრამ! დამერწმუნე, ვიცი, რასაც ვამბობ. შენი და მისი კავშირი… ეს სამუდამო ცოდვაში ჩაგაგდებთ ორივეს. ამის ტარებას ვერცერთი შეძლებთ. - ხმა საშინლად უთრთოლდა მამა დავითს. - მე არ შემიძლია, სამსახურს ვერ დავტოვებ. - თვალი გაუსწორა კაცს. - რაღაც დრო მიეცი შენს თავს. დააკვირდი, შეძლებ თუ არა სათანადო დისტანციის დაცვას. თუ მიხვდები რომ არ გამოგდის, სხვა გზა არ გექნება. შემიძლია მოვიდე და მასაც გავესაუბრო. - არა, მამაო, არა. მას არა. - სწრაფად უარყო შემოთავაზება. - ეკლესია ცოდვას გმობს, შვილო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გმობს ცოდვილებს. მე კი ვფიქრობ, რომ მის სულსაც სჭირდება შველა. - ასეთ გადაწყვეტილებებს ანდრეას მაგიერ ვერ მივიღებ. - როგორც იტყვი, ნინო, მაგრამ იცოდე, მე შენგან სწორ გადაწყვეტილებას ველი. - დავმშვიდდები, დავფიქრდები და ისევ მოვალ. იმედი მაქვს, უფრო დალაგებული და აქ ყოფნის ღირსი. - ნერვიულოვისგან ხელები უკანკალებდა ქალს. - უნდა გაითვალისწინო, რაც გითხარი. - თხოვნას უფრო ჰგავდა, ვიდრე რამე სხვას კაცის ლაპარაკი. ნინო ცოტახანს კიდევ ესაუბრა დავითს, მაგრამ ეს უკანასკნელი აშკარად სხვა ფიქრებს წაეღოთ. ქალმა ისიც კი იფიქრა ალბათ გულის სიღრმეში მკიცხავს ან უბრალოდ დამცინისო, შემდეგ თავისივე აზრები უარყო, თბილად დაემშვიდობა და ირაკლისთან დაგეგმილ შეხვედრაზე წავიდა ნაცნობ კაფეში. * * * - რა სახე გაქვს, ხომ კარგად ხარ? - ალერსიანად შეეკითხა ირაკლი და გადასაკოცნად მიიწია. - რაღაც ვერ ვარ, მგონი გავცივდი, ვერ გაკოცებ. - მიუხედავად უსიამოვნო ფაქტისა, მამაკაცმა სკამი გამოუწია და ნინოც სწრაფად დაჯდა. - შენი კოცნისთვის გრიპსაც აიტანდა კაცი, მაგრამ რა გაეწყობა? ხასიათზე ვერ ხარ, როგორც ჩანს. - რატომ დამირეკე? - საქმეზე გადასვლა არჩია ქალმა. - დღეს შენი დაბადების დღეა. - ვიცი, მერე? - საჩუქარი მაქვს. - მამაკაცმა ლამაზად შეფუთული ყუთი გაუწოდა ნინოს. ბანტი და თავსახური მოხსნა თუ არა, ბრილიანტის თვლების სიკაშკაშემ თვალი მოსჭრა. - ძალიან ლამაზი ყელსაბამია, გმადლობ, მაგრამ არ უნდა შეწუხებულიყავი. - რამდენი ხანია უცხოსავით მელაპარაკები, ნინო. შენთვის არასოდეს ვწუხდები, შემდეგი საჩუქარი ნიშნობის ბეჭედი იქნება და საბოლოოდ დაგიმტკიცებ ამას. - ღიმილი გაუკრთა ბაგეზე. - რა ბეჭედი? - მისი ფიქრები იმდენად შორს იყო ამ კაფესგან, ირაკლის საუბარზე კონცენტრაციას ვერ ახდენდა. - ამ კვირაში ცოლთან გაყრაზე შევიტან საბუთებს და ძალიან მალე შევძლებთ დაქორწინებას. რამდენი წელი ელოდა ამ ფრაზას ნინო და ირაკლიმ სწორედ მაშინ თქვა, როცა აღარაფრად უღირდა ქალს. - ცოლს არ გაეყარო. - მტკიცედ გაიჟღერა ხმამ. - რატომ ამბობ? - მე შენზე დაქორწინება არ მინდა! - მეხუმრები? - სიმწრით გაეცინა. - არა, არ გეხუმრები. - ნინო, ვიცი ბოლო დროს ურთიერთობა აგვერია. ეს იმის ბრალია, რომ ორივე ძალიან დაკავებული ვართ. როცა ერთად ვიცხოვრებთ, პრობლემებიც მოგვარდება. - ვერ მოგვარდება, ირაკლი, ჩვენ შორის ვეღარაფერი მოგვარდება. - შენი დაკარგვა არ შემიძლია. ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარხარ. რაც ჩემ მიმართ გაცივდი და შენი სიშორე ვიგრძენი, საბოლოოდ დავრწმუნდი ამაში. - მე სხვა მიყვარს. - ერთ ამოსუნთქვას ამოაყოლა სიტყვები. - შენ... შენ მე გიყვარვარ, ნინო, ახლა კი არა, წლებია უკვე, - ყბა აუკანკალდა კაცს. - შეიძლება აირიე, რადგან სათანადო ყურადღებას ვერ ვიჩენდი, მაგრამ მერწმუნე… - არ იყო ეგ სიყვარული, ირაკლი, - საუბარი შეაწყვეტინა. - მე შენთან თავს დაცულად და საიმედოდ ვგრძნობდი, ვიცოდი შენი იმედი ყოველთვის შემეძლო მქონოდა და შეგეჩვიე. მაგრამ ახლა, როცა ვიცი როგორია სიყვარული, ვხვდები რომ არასოდეს მყვარებიხარ. - საუბარს განაგრძობდა და აუტანელ ტკივილს აყენებდა. - ვინ არის? რა აქვს ისეთი, რაც მე არ მაქვს? - არ იცნობ მას, - მოკლედ მოუჭრა და საუბარი გააგრძელა. - სიყვარულიც ეგ არის, ირაკლი. მას არაფერი აქვს ისეთი, რაც შენ გაკლია. თქვენ შორის შედარებას თუ გააკეთებს ვინმე, შენ უამრავი პლიუსი გექნება მასთან შედარებით. - მაგრამ შენი სიყვარული მას აქვს? - სევდიანმა ღიმილმა დაუმანჭა სახე კაცს. - შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, ჩემთვის ძალიან ძვირფასი და საყვარელი, მაგრამ, ირაკლი, რას მივხვდი იცი? ოდესმე რომ მართლა მყვარებოდი, ვერაფრით შევეგუებოდი იმ აზრს რომ შენს ცოლთან გეძინა. - გრძნობებზე ლაპარაკობ და მისი ხსენებისას თვალები ისე გენთება… - დანანებით გადააქნია თავი. - როგორ დაიმსახურა, რა გააკეთა, ნინო? რა გააკეთა ისეთი, რაც მე ვერ? - ყოველთვის ყველაფერს არასწორად აკეთებს, - ღიმილმა გადაურბინა სახეზე. - ტყუილად ეძებ, ირაკლი, ვერცერთ მიზეზს ვერ დავასახელებ რატომ ის და არა ვინმე სხვა. - მე მინდა ბედნიერი იყო, შენ ამას იმსახურებ. - შენც იმსახურებ ბედნიერებას. იპოვე ის, ვინც უპირობოდ გეყვარება, ვისთვისაც მუდამ გეცლება და ვინც შენს საქმეებზე და კარიერაზე ძვირფასი იქნება. - ასეთი შენ ხარ ჩემთვის, შენთან ერთად მინდოდა ახალი ცხოვრება დამეწყო. - ეს შეუძლებელია! - მივხვდი, მივხვდი, - თითქოს დანებდა კაცი. - მაინც მინდა იცოდე, რომ რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დაგჭირდეს, შენ გვერდით მიგულე. - ჩემი იმედიც ყოველთვის შეგიძლია გქონდეს. - მაგიდაზე უღონოდ დალაგებულ ხელებს თითები შეახო ნინომ, მიუხედავად იმისა რომ არ სიამოვნებდა. სურდა როგორმე ენუგეშებინა კაცი. - იმედი მაქვს, სწორად იქცევი და ბედნიერი იქნები. - ქალის ხელებს თვითონაც ჩაეჭიდა ირაკლი. ნინოს არაფერი უთქვამს, მას ხომ მშვენივრად ესმოდა როგორი ბუნდოვანი იყო თავისი მომავალი და მით უმეტეს, ამ მომავალში ბედნიერად ცხოვრება. - წავალ, კარგი? - ფეხზე წამოდგა ქალი. - საჩუქარი დაიტოვე, გთხოვ. - ირაკლიც წამოდგა და ყუთი ხელში მიაჩეჩა. - კარგი, გმადლობ. - საჩუქარი გამოართვა, დაემშვიდობა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა კაფე. * * * ნინოს მთელი ღამე არ უძინია. იმ დღეს ორჯერ გაახმოვანა თავისი გრძნობები. როგორ აინტერესებდა ანდრეა რას იტყოდა ეს ყველაფერი, რომ მოესმინა? მისი ცინიკური ღიმილი წარმოიდგინა და ესეც კი ესიამოვნა. მიუხედავად იმისა რომ გრძნობებს სახელი უკვე დაარქვა და საკუთარ თავსაც გამოუტყდა, მამა დავითთან საუბარმა დაარწმუნა რომ გადამწყვეტი ზომების მიღება იყო საჭირო. . . . სამსახურში მისვლისთანავე აცნობა მარიამმა რომ პატიმარს მასთან საუბარი სურდა და ვინაობაც არ უკითხავს ნინოს, ისე ითხოვა მისი შემოყვანა. რამდენიმე წუთში ანდრეა გამოჩნდა კართან. როგორც სჩვეოდა, დაუპატიჟებლად შეაბიჯა ოთახში და თვალი თვალში გაუყარა ნინოს. როგორ აკლდა ეს მზერა. ღამითაც არ დასიზმრებია ან როგორ დაესიზმრებოდა, მას ხომ არც უძინია. ახლა კი ერთბაშად მოაცოცხლა ამ გამყინავმა თვალებმა. - გისმენ, რამ შეგაწუხა? - შეეცადა უკმეხად არ გამოსვლოდა. - მაპატიე, რომ დაბადების დღე გაგიფუჭე და მოგვიანებით გილოცავ. - თეთრი ფურცლისგან გაკეთებული ყვავილი მიაწოდა და თვითონვე გაეცინა. - სიცხე ხომ არ გაქვს? - მიუახლოვდა, ყვავილი გამოართვა და შუბლზე მიადო ხელი. - მაქვს სიცხე? - არა, შენი თამაშის ახალი ნაწილია? - რატომ არ მითხარი, რომ იუბილარი იყავი? - ყურიც არ შეუბერტყავს ნინოს კითხვაზე. - რა მნიშვნელობა ჰქონდა? - ვეცდებოდი, არ გვეჩხუბა. - ჩვენ ეს არასდროს გამოგვდის. - მე მაინც ვეცდებოდი. - ანდრეა, რა მოიგონე? რატომ ხარ უჩვეულოდ თავაზიანი? - ჩავთვალოთ, რომ ადამიანური გამონათება მაქვს. - მხრები აიჩეჩა და ფანჯრის რაფას მიეყრდნო. - ერთი დღისთვის ბევრია. ჯერ ბოდიში, შემდეგ დაგვიანებული მილოცვა. - შენ ეს არ დაგიმსახურებია, მაგრამ მე მაინც მოგილოცე. - მე არ დამიმსახურებია? - ჰო, შენ არ დაგიმსახურებია. - სწრაფად დაუდასტურა. - აი, უკვე ნაცნობ ანდრეას ვესაუბრები. - თავი გადააქნია ღიმილით ნინომ. - როგორ გაერთე გუშინ? - ძალიან არ მინდა დაგწყევლო, თორემ გეტყოდი უკეთესი გართობა არ გენახოს - მეთქი. - თავის სავარძელში ჩაჯდა. - დაბადების დღე ცუდად გაატარე? - ძალიან ცუდად. - რატომ, საყვარელმა მიგატოვა? - როგორ არ მინდა ფანჯრიდან გადაგაგდო! - კბილებში გამოსცრა ქალმა. - აბა, შენ მიატოვე? - კმაყოფილმა ღიმილმა დაუფარა სახე. - დავუშვათ ეგრეა, რას გაძლევს შენ მაგის ცოდნა? - ირაკლი მიატოვე, თუ ბეჭდის პატრონი? - ბეჭედი დედაჩემმა მაჩუქა! - მოთმინება დაკარგა. - რატომ არ მითხარი დედაშენის ნაჩუქარი თუ იყო? - რატომ უნდა მეთქვა? ვინ გეკითხება შენ ჩემს პირად ცხოვრებაში რა ხდება? - იმენა არც დაიღალე, რა. "ვინ გეკითხება", "რა შენი საქმეა", "უფროსი მე ვარ", კითხვებს მე ვსვამ"... - დაწვრილებული ხმით გამოაჯავრა. - თქმა რომ დავაპირე, მაცადე? - მკაცრ მზერას ინარჩუნებდა. - საერთოდ ამდენ ლაპარაკს ჯობია, შენი გუშინდელი საქციელი ამიხსნა. - თემა შეცვალა ნინომ. - რა საქციელი? - მშვენივრად იცი რა საქციელიც. შენ მე მაკოცე. - არ მოგეწონა? მე ძალიან. - ამის გამო კარცერში უნდა გამეშვი ერთი კვირით. - შემდეგში შენ მაკოცე და მე არ გაგიშვებ კარცერში. - შენ მე ცხოვრებას მინგრევ, ჩემს კარიერას საფრთხეს უქმნი. - სასოწარკვეთა გარეოდა ხმაში. - დაიწყო. - თვალები აატრიალა ეშმაკმა. - რა გინდა ჩემგან, ანდრეა? იმის მოსმენა გინდა, რომ წავაგე? თუ ვაღიარებ მარცხს, შეწყვეტ ამ აბსურდს და დამანებებ თავს? - მართლა გულით გინდა? - მინდა, მართლა მინდა რომ თავი ჩემგან შორს დაიჭირო. - რატომ უნდა გავაკეთო ეს? - იმიტომ რომ მე ვერ ვაკეთებ და თუ შენც ვერ გააკეთებ, იძულებული გავხდები სამსახურიდან წავიდე. - გააფრინე? - სხვა გზა არ მაქვს. არაპროფესიონალიზმი ის არის, რაც ყველაზე მეტად მაღიზიანებს. თუ ჩვენ შორის დისტანციის დაცვას ვერ მოვახერხებ, გადავდგები. - ცრემლები მოერია და შეკავება ვერაფრით მოახერხა. - ნუ ტირი! - ბრძანებასავით გაისმა ანდრეას ხმა. - არ ვტირი. - აბა, თვალები გაგიოფლიანდა? - ირონიულად იკითხა ეშმაკმა, მაგრამ ნინოს ცრემლიანმა თვალებმა მაინც გატეხა. - აღარ შეგეხები. - ხმადაბლა, მისთვის უჩვეულო ხმით ამოილუღლუღა. - თათიასთან გააგრძელებ მეცადინეობას? - ეს მართლა ასე გადარდებს? - კი. - გავაგრძელებ, ნინო, გავაგრძელებ. - და თუ აუცილებელი არ იქნება, აღარ შევხვდებით? - კიდევ ერთხელ იკითხა ქალმა. - ამის გამო ტოვებდი სამსახურს? ახლა ამ კაბინეტიდან გავალ და თუ შენ თვითონ არ ჩამოხვალ ჩემს სანახავად, თვალში აღარასოდეს მოგხვდები. - ხაზგასმით წარმოთქვა და ფანჯარას მოშორდა. ისე სწრაფად დატოვა კაბინეტი, ნინომ ვეღარაფრის თქმა მოასწრო. ან კი რა უნდა ეთქვა? ცრემლები მოიწმინდა და თავი უღონოდ დადო მაგიდაზე. რატომ ეგონა, რომ ანდრეა სთხოვდა მასთან სიახლოვე არ აეკრძალა? რატომ ელოდა, რომ ეშმაკსაც გაუჭირდებოდა მასთან დისტანციის დაცვა? თითქოს ახლაღა გაიაზრა რომ ანდრეა უბრალოდ თამაშობდა, ის კი პატარა, სულელი გოგოსავით გაება მახეში. ამის გააზრებამ გული ჩასწყვიტა, მაგრამ რატომ, ეშმაკმა ხომ თავიდანვე გააფრთხილა რომ ეთამაშებოდა? * * * თითქმის მთელი თვე გავიდა ისე, რომ ნინო და ანდრეა ერთმანეთს არ დალაპარაკებიან. ერთმანეთის ნახვაც მხოლოდ რამდენჯერმე მოუწიათ, ისიც მაშინ, როცა ნინო პატიმრებს ხვდებოდა და ანდრეა იძულებული იყო შეხვედრას დასწრებოდა. ასეთი შეხვედრების დროსაც ეშმაკი ზედ არ უყურებდა ციხის უფროსს, თითქოს სადღაც სხვაგან იყო და მას საერთოდ არ ეხებოდა არც ერთი საკითხი, რომელსაც მსჯავრდებულები თუ ზედამხედველები აჟღერებდნენ. ნინო ხშირად უთვალთვალებდა მისი კაბინეტის ფანჯრიდან ეზოში გამოსულ ანდრეას. თათიასაც ხშირად ეკითხებოდა მის ამბავს. პასუხი ყოველთვის ერთი და იგივე იყო. ანდრეა თავს მშვენივრად გრძნობდა და არც ნინოს ამბების გამოკითხვით იკლავდა თავს. ბოღმა ახრჩობდა ქალს. ის, ვინც ფიქრების განუყოფელ ნაწილად ექცა, თვითონ არც კი იმჩნევდა ნინოს არსებობას. თავის თავზე ბრაზობდა ყოველ ჯერზე, როცა ეშმაკს ნახავდა სიზმრად და გულამოვარდნილი იღვიძებდა. ამ დროს ცივი შხაპის ქვეშ დგებოდა და თავს აიძულებდა აღარ ეფიქრა მასზე. თუმცა, ყოველი მცდელობა ფუჭი იყო, მის ცხოვრებაში არაფერი იცვლებოდა. * * * - ვიცი, დამაგვიანდა, ტელეფონი გამიფუჭდა და სანამ ხელოსნები მოვიარე, დავაგვიანე. - კაბინეტში შესულს თავს რომ წამოადგა თათია, თავის მართლება დაიწყო. - ანდრეა კარცერში ჩაიყვანეს. - ისე აცნობა ქალმა, უფროსის ახსნა განმარტებისთვის არ მოუსმენია. - რაა? რატომ? - კაიფში იყო. - დამნაშავე ბავშვივით დახარა თავი. - შეუძლებელია, ანდრეა ნარკოტიკებს არ მოიხმარს და ისედაც ყოველ დღე იჩხრიკება საკნები. - სახტად დარჩენილი უარყოფდა მომხდარს. - კაიფში იყო, ჩემი თვალით ვნახე. - საუბრის დამთავრება აღარ აცადა ქალს, ფეხზე წამოდგა და კარცერისკენ გაემართა. ზედმახედველიც გაიყოლა თან. - მისი ნახვა ახლა არ ღირს. - ხმადაბლა საუბრობდა ზედამხედველი. - რა ჯანდაბა მოხდა? ხომ ჩხრეკთ კამერებს? ანდრეა ხომ არ მოიხმარდა ნარკოტიკს? - წარმოდგენა არ მაქვს, ქალბატონო ნინო. - გამიღე, - უკვე რკინის კარის წინ მდგომმა ჩაილაპარაკა. - შენ ზემოთ ადი, თანამშრომლები გააფრთხილე რომ, როგორც კი გავთავისუფლდები, თათბირს ჩავატარებ. მარიამმა უსიტყვოდ შეასრულა ბრძანება, ნინოს კარი გაუღო და თვითონ მაშინვე დატოვა ტერიტორია. ქალმა უხმაუროდ შეაბიჯა სამარტოო საკანში და იატაკზე მოკუნტული ანდრეას დანახვისთანავე მასთან დაიხარა. - ადექი. - ხმადაბლა მიმართა გოგონას. - მესიზმრები, თუ შენი ყურადღება მივიქციე? - ირონიულად გაიღიმა, გამომშრალ ტუჩებზე ენა გადაიტარა და წამოდგომა სცადა. - რას გავხარ? - ხელი შეაშველა, რომ წამომჯდარიყო და კედელს მიაყრდნო. შემდეგ ძალიან ახლოს მიიწია მისკენ და ანდრეამ მხოლოდ მაშინ გაიაზრა რომ გაარტყა, როცა მარცხენა ლოყა აეწვა. - აქედანაც? - მეორე ლოყა მიუშვირა. - რა ჯანდაბა გააკეთე? - კბილებში გამოსცრა ქალმა. - ცოტა შევიყნოსე. - შენ ნარკოტიკს არ მოიხმარ. - ბოლო ხანებში ბევრი რამ შეიცვალა, ნინო. - სად გქონდა? - ვიპოვე. - ნარკოტიკი იპოვე ხომ? - ისტერიკულად გაეცინა. - ჰო. - უარესობისკენ იცვლები მხოლოდ. - მერე შენ რა? - მე ამ ციხის უფროსი ვარ და შენზე პასუხისმგებლობა მაკისრია! - გასაგებია. - ჩვეულებისამებრ ირონიულად ჩაიცინა. - ანდრეა, ნუ მელაპარაკები ასე ნაგლად. - ციხის უფროსებს ყოველთვის ასე ველაპარაკები, ქალბატონო ნინო. - და მე უბრალოდ ციხის უფროსი ვარ? - მე თუ უბრალოდ პატიმარი ვარ, შენ რატომ ვერ იქნები უბრალოდ ციხის უფროსი? - არეული თვალები ნინოსას გაუსწორა. - თუ ჯერ კიდევ ვერ შეამჩნიე, გეტყვი რომ უბრალო პატიმრებისგან თავი ისე შორს არ მიჭირავს, როგორც შენგან. - ჩემი ტვინი ამდენი ინფორმაციის გადახარშვას ვერ მოახერხებს, ნუ გავიწყდება რომ ნახევრად კაიფში მყოფ ადამიანს ელაპარაკები, კეთილი ინებე და მარტივი ენით ამიხსენი. - კედელს მიაბჯინა თავი. - როდის დაიწყე ამ საზიზღრობის მოხმარება? - რა მნიშვნელობა აქვს? - თქვენს კამერებს ყოველ საღამოს ჩხრეკენ, ანდრეა. - მახსოვს. - კითხვაზე მიპასუხე, რამდენი ხანია, რაც ამ საძაგლობას მოიხმარ? - რამდენიმე კვირაა. ალბათ, სამი. - აქამდე როგორ ვერ შეგამჩნიეს? - ფხიზელი ადამიანის როლსაც კარგად ვთამაშობ. - თავი ჩაქინდრა. - მაინც უნდა შეემჩნიათ. - ვის უნდა შეემჩნია, ნინო? - მე გინდა დამაბრალო ხომ? - ჩვენ შორის ბრალმდებლის როლში ყოველთვის შენ ხარ. - ყველა ამბობდა რომ კარგად იქცეოდი, თათიაც კი მეუბნებოდა რომ სულ კარგ ხასიათზე იყავი. - და არ გიფიქრია რა იყო ჩემი კარგი ხასიათის მიზეზი? - ჩავთვალე, რომ უგულობა. - კედელს მიეყრდნო ნინოც. - მგონი, გული თავიდან ამომივიდა. - სევდიანად აღნიშნა და ქალისკენ შეაბრუნა თავი. - ყოველთვის, როცა მგონია რომ უფრო ცუდად ვეღარ მოიქცევი, მიმტკიცებ რომ გაცილებით დიდი ნა'გავი შეგიძლია იყო. - ხმას აუწია. - ნუ ყვირი, რა, ცუდად ვარ. - საავადმყოფოში აგიყვანო? - მაშინვე დაუწია ხმას. - არა, აქ მირჩევნია. - კარგია რომ გირჩევნია, იმიტომ რომ დიდხანს ვაპირებ შენს აქ დატოვებას. - ჩემთვის სულერთია. - როგორ ვწუხვარ, რომ ჩემთვის არ არის სულერთი. - რატომ ზრუნავ ჩემზე? - ნუ მაიძულებ ამის თქმას, თორემ ვეღარასდროს შევძლებ თვალებში შემოგხედო. - არადა, წესით, ახლა უფრო შორს უნდა გეჭიროს ჩემგან თავი. - თვალს არ აშორებდა მის გვერდით მჯდომს ეშმაკი. - ასე თუ ისე, ჩემი წვლილიც არის იმაში, აქამდე რომ მიხვედი, ამიტომ მომიწევს ჩემივე ხელით ამოგათრიო. - სისულელეა, შენ არაფერი ჩაგიდენია. - მე ჩავიდინე, მე. ახლოს რომ ვყოფილიყავი, შენი რომ არ შემშინებოდა, საკუთარი თავის რომ არ შემშინებოდა... - საუბარი თვითონვე შეწყვიტა. - შენ არ იცი რა მაგარი შეგრძნებაა, როცა არაფერი გადარდებს. - შენ იცი, არა? - მხოლოდ მაშინ, როცა დოზას მივიღებ. - ყოჩაღ, ანდრეა, ყოჩაღ, რა, გმადლობ რომ ორივეს ცხოვრებას ანადგურებ. - ორივეს? - კარცერში გტოვებ, აქედან წვდომა არ გექნება ნარკოტიკთან. დანარჩენს თავად გამოვიკვლევ, რადგან შენგან ნორმალური პასუხის ღირსი ვერასდროს გავხდი. - კითხვას თავი აარიდა ქალმა. - კარგი. - მხოლოდ თვალი გააყოლა სამარტოო საკნიდან გამავალ ნინოს. * * * თათბირი ჩაატარა. თანამშრომლებს ახალი მითითებები მისცა და მკაცრად მოთხოვა ჩხრეკვის ჩატარებისას მეტად დაკვირვებულები ყოფილიყვნენ. როცა საუბარს მორჩა, მხოლოდ პაატას სთხოვა სათათბირო ოთახში დარჩენა. - გისმენთ, ქალბატონო ნინო. - რაკი უფროსი დუმდა, თავად დაიწყო საუბარი, როცა ოთახი დაცარიელდა. - ანდრეა ისე შენ დააგდე კარცერში. ხომ მართალი ვარ? - დიახ. - რომ მომკვდარიყო, სად მიდიოდი? - ეშმაკს რა მოკლავს? - კითხვა დაუბრუნა. - შენ მგონი გავიწყდება, რომ ისიც ადამიანია და კიდევ გავიწყდება, რომ თვითონაც ადამიანი ხარ. ბრაზმა ასე როგორ დაგაბრმავა? - თქვენ არ იყავით და რა უნდა მექნა? - ექიმს უნდა ენახა, პაატა, ექიმს უნდა ენახა. ჩვენ მათ სიცოცხლეზე პასუხს ვაგებთ. - მესმის. - თავი დახარა კაცმა. - კარგია რომ გესმის, მაგრამ გაფრთხილებას მაინც გიწერ. მსგავსი მოპყრობა თუ კიდევ განმეორდება რომელიმე ქალთან მიმართებით, გაფრთხილებით აღარ შემოვიფარგლები. - მკაცრად გააფრთხილა და მარტო დატოვა. * * * ანდრეა კარცერში კარგა ხანს დატოვა. მიუხედავად ყველაფრისა, ხშირად აკითხავდა და ესაუბრებოდა. მართალია, ეშმაკი ნარკოდამოკიდებული არ გახლდათ, ახალ ჩვევასთან განშორება მაინც უჭირდა. გაღიზიანებული იყო, კონტროლს ხშირად კარგავდა, ხან უმიზნოდ და უმიზეზოდ ყვიროდა მარტო მყოფი, ხანაც ვარჯიშით ცდილობდა მოზღვავებულ უარყოფით ენერგიებს გამკლავებოდა. ნინო მშვენივრად ხვდებოდა ეშმაკის მდგომარეობას, მაგრამ იცოდა რომ განმარტოება მისთვისვე იყო უკეთესი. მტკიცედ იდგა თავის აზრზე და ანდრეას წამებას ნებით თუ უნებლიედ აგრძელებდა. არც მისი მდგომარეობა იყო სახარბიელო. მამა დავითი დღეგამოშვებით ურეკავდა და ნინოს ძალიან სცხვენოდა, რომ არ პასუხობდა. კაცის ზარები იმდენად გახშირდა, შეუძლებელი გახდა მისი დაიგნორება. ერთ დღეს, როცა კაბინეტში მარტო იჯდა და მოძღვარის ზარი ისევ გაისმა, სინდისის ქენჯნამ აიძულა მობილური აეღო. - გამარჯობა, შვილო. - კაცის თბილი ხმა გაისმა ყურმილს იქედან. - გამარჯობა, მამა დავით. - დიდი ხანია ვცდილობ დაგიკავშირდე. - მაპატიეთ, ძალიან ვიყავი დაკავებული. - ეგ არაფერი, - მშვიდად თქვა. - მიხვდებოდი რატომაც გირეკავ. - საქმეზე გადავიდა. - დიახ, ვხვდები. - როგორ მიდის საქმე? - თქვენი მოტყუება არ შემიძლია, მამაო. - ეს ნიშნავს რომ უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა, არა? - დაახლოებით. - ანდრეას შენთვის რაღაც აქვს მოსაყოლი. - დაფიქრებით, ცოტა ხნიანი ყოყმანის შემდეგ გადაწყვიტა ეთქვა. - რას გულისხმობთ? ანდრეამ რა უნდა მომიყვეს? - შფოთვამ შემოუტია, ფეხზე წამოდგა და ოთახში ნერვიულად სიარულს მოჰყვა. - უბრალოდ დაელაპარაკე თავისი და მამაშენის ურთიერთობის შესახებ. დარწმუნებული ვარ, სიმართლეს მოგიყვება და თუ ის არა, მე გავაკეთებ ამას, რადგან ვერ მოგცემთ უფლებას გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვათ. - ისეთი ნერვიული ხმა ჰქონდა კაცს, როგორიც აქამდე არასდროს მოუსმენია ნინოს. - რატომ თქვენ არ მეტყვით? - რადგან ვფიქრობ, რომ ჩემი ჩარევა საჭირო არ გახდება. - მე... მე… ახლავე ჩავალ. - ნერწყვი გაშრობოდა ქალს. - ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს. - არც დავითი ჩანდა უკეთეს მდგომარეობაში. * * * -უნდა ვილაპარაკოთ, - კარში შესვლისთავანავე დაიწყო ნინომ და მხოლოდ შემდეგ შეამჩნია კუთხეში მოკუნტული, მუშტებ დასისხლიანებული ეშმაკი. - რა ჯანდაბა ქენი? - სისხლით მოსვრილ კედელს შეხედა და ანდრეას პირისპირ დაიხარა. - შეიძლება ერთი რამე გთხოვო? - თვალები დახარა, რომ ნინოსთვის არ ეყურებინა. - კი, მითხარი. - რამდენიმე წუთით ჩამეხუტე, რა. - ვედრება ისმოდა ეშმაკის ხმაში. ასეთი არასდროს ენახა ნინოს. მისკენ მიიწია და უხერხულად მოჰხვია ხელები. ქალის სურნელი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში ანდრეამ. აკანკალებული სხეული თითქოს დაუმშვიდდა. თავადაც არ ესმოდა როგორ შეძლო ნინოსთვის ამის თხოვნა, თუმცა, ამაზე ფიქრისთვის ტვინის ჭყ'ლეტვა არც უცდია. - ხომ იცი, რომ შენი შეხების უფლება არ მაქვს. - რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ აჩქარებული გულისცემა რომ დაიმშვიდა და გაბრუებამ გადაუარა, მაშინღა შეძლო ხმის ამოღება ნინომ. - ვიცი. - ხმადაბლა თქვა და ნელ-ნელა მოშორდა ქალს. - უკეთ ხარ? - კი, ბევრად უკეთ. - ისე უდარდელად გაიკრიჭა, თითქოს წამის წინ სხვა ადამიანი იყო და ახლა სხვა გამხდარიყო. - უნდა დავილაპარაკოთ, ანდრეა. - საყვარელ ნაკვთებს თვალი მოსწყვიტა და ნერწყვი ხმაურიანად გადაყლაპა. - ახლა ზუსტად ამას ვაკეთებთ. - უნდა დამპირდე, რომ არ მომატყუებ. - მგონი, უკვე კომპლექსები გაქვს ჩემთან დაკავშირებით. გამუდმებით მიმეორებ რომ არ მოგატყუო, თითქოს პათოლოგიურ მატყუარასთან გქონდეს საქმე. - მპირდები, რომ სიმართლეს მეტყვი? - არა, არ გპირდები. - დაიფიცე, რომ მამაჩემი შენ არ მოგიკლავს. - კატეგორიულად მოითხოვა. - შენც რამე გაიყნოსე, თუ ესეც დაგესიზმრა? - პირველად მოხდა, რომ გაოცება დაეწერა სახეზე. - ანდრეა! - არ მომიკლავს, ნინო, რა თქმა უნდა, არ მომიკლავს. რას მეკითხები, გაგიჟდი? - დაიფიცე. - შენ თავს ვფიცავარ. - მოკლედ თქვა. - ანდრეა, არასერიოზულობის ხასიათზე რომ არ ვარ, ხომ ხვდები? - არასერიოზული არ ვარ, ნინო. ერთხელ თვითონ მითხარი, ვინც გულით გიყვარს, ის დაიფიცეო. - მხრები აიჩეჩა. - და მე გულით გიყვარვარ? - ფილტვებით, მაგრამ ეგეც წავა, რა. - ანდრეა დაიფიცე. - თითქოს გამოსავალი იპოვა. - ჩემს თავს ვფიცავარ. - ხომ მიხვდი, რომ უმცროსი ანდრეა ვიგულისხმე? - უკვე ნერვებს მიშლი, ნინო. - კბილებში გამოსცრა ეშმაკმა. - რა ურთიერთობა გქონდა მამაჩემთან? - საყვარლები ვიყავით. - ხმა გაებზარა. - რაა? - საცოდავად აღმოხდა ქალს. - რა და ავად ხარ მგონი, ან ჭკუიდან შეიშალე, ან რამე ეგეთი. რა ურთიერთობა უნდა მქონოდა მამაშენთან? ხო არ მეღადავები? - ანუ საყვარლები არ ყოფილხართ? - თითქოს სული მოითქვაო. - მე სულ საყვარელი ვიყავი, ისევე როგორც ახლა ვარ, მაგრამ მამაშენი არანაირად არ იყო საყვარელი. - მინდა ყველაფერი ვიცოდე თქვენი ურთიერთობის შესახებ. - ყველაფერი მოგიყევი ისედაც, ნინო, ჯერ მცემა და მერე აღარ მცემდა. ერთი რიგითი ციხის უფროსი იყო ჩემთვის, სხვა რა უნდა ვთქვა ვერ გავიგე. აღარ მეტყვი რა ხდება? - გაღიზიანება დამჩნეოდა მასაც. - მამაჩემის მეგობარმა დამირეკა და მითხრა, ანდრეას რაღაც აქვს მოსაყოლი და თუ თვითონ არ მოგიყვება, ამას მე გავაკეთებო. - გამაგებინე რას გეტყვის. - მოკლედ მოუჭრა და ფეხზე წამოდგა. - არ მინდა რამე დამიმალო, გთხოვ. - არაფერს გიმალავ. - სიტყვები დამარცვლა. - ეს ნიშნავს, რომ არც საყვარლები ყოფილხართ და არც მამაჩემი მოგიკლავს ხომ? - აი, ვფიქრობ და ვერ გადავწყვიტე, მაგ ორი კითხვიდან რომელი უფრო დიდი ყ*ეობაა. - წესიერი სიტყვები. - უკაცრავად, როცა მკვლელობაში ან ბო*ობაში მდებენ ბრალს, უკონტროლო ვხდები. - ბრალს არაფერში გდებ, უბრალოდ ვიკითხე. - და როგორ იკითხე? არ შეგრცხვა? - მაპატიე. - ხმადაბლა ამოილუღლუღა. - არ გაპატიებ. - რა თქმა უნდა, მაპატიებ. - ამჯერად ნინოს გაეცინა და ნარზე ჩამოჯდა. - როდის უნდა ნახო? - ანდრეაც მიუჯდა გვერდით. - ვინ? - მამაშენის მეგობარი. - დღეს საღამოს. - ხომ მომიყვები რას გეტყვის? - მოგიყვები. - დამპირდი, თუ რამე სისულელეს გეტყვის, სიფათში ატაკებ. - მამაოა. - მამაოებს სიფათი არ აქვთ? - აქვთ, მაგრამ მშვენივრად იცი რომ მე სიფათში ვერავის ვატაკებ. - უთხარი, რომ მე მოვიკითხე დიდი სიყვარულით და ჩემს მაგივრად ატაკე. - შენ მოიკითხე? - კი, ეგეც და მაგის დედაც, სანათესაოსაც მოვიკითხავ კიდე თუ გამოგიტენის უაზრობებით თავს. - წესიერად ილაპარაკე მასზე. - სისულელეებს მაბრალებთ და კიდევ მე მთხოვ წესიერად ლაპარაკს? - გაბრაზებული ჩანდა გოგონა. - არ გაბრალებ - მეთქი. კარგი, რა. - რა კარგი რა, ნინო? შენ ჩემი არასდროს გჯერა. - ანდრეა, მორჩი!. - მოვრჩები, კი, შენ წადი, იქნებ კიდევ ვინმე რამე გითხრას ჩემზე, მერე მომიხტი აქ და მაფიცებინე, რომ არც ვინმეს საყვარელი ვარ და არც სამშობლოს მოღალატე. - ხმადაბლა ბუზღუნებდა. - ნუ დაიწყებ ახლა. - კიდე მე ვიწყებ, გოგო? - ნუ მეძახი - მეთქი ამ გოგოს, რა ჯანდაბაა. - კარგი, ბიჭოს დაგიძახებ. - აი, ბაღის ბავშვივით მეკამათები სისულელეზე. - ხელები აიქნია ნინომ. - იმ განსხვავებით, რომ ბაღის ბავშვებს ბო*ობას არ აბრალებენ. - ცხრაჯერ აგიხსენი უკვე და საერთოდაც საყვარლის ყოლასა და ბო*ობას შორის განსხვავებაა. - იმიტომ, რომ საყვარელი შენც გყავდა და თავი ბო*ად არ მიგაჩნია? - ნიშნისმოგებით აღნიშნა. - რა მითხარი? - თავი იმდენად შეურაცხყოფილად იგრძნო, ნერვებმა კისერში ამოასხა. - ამის თქმა არ მინდოდა. - ესე იგი, თვლი რომ ბო*ი ვარ? - შოკში იყო. - მე? - არა, ბებიაშენი. - ბებიაჩემს არ ვიცნობ, ასე რომ, ვერ გეტყვი. - როგორ მინდა ახლა სახე გაგაცალო. ფუ შენი! - პირველად ამოანთხია ბრაზი ასე ღიად. - უზომოდ მეზიზღები. ანდრეა გაჩუმდა. მიხვდა, პირველი შემთხვევა იყო, როცა ნინოს ისეთი შეურაცხყოფა მიაყენა, წყობიდან გამოიყვანა. კარგა ხანს სრული სიჩუმე იყო ოთახში. ნინო როგოღაც დამშვიდდა. - როგორ ბედავ ჩემზე ასე ლაპარაკს?! - დანანებით გადააქნია თავი. - მე ის მიკვირს როგორ მაბედინებ. - თავჩაქინდრული იჯდა. - კარცერში მიგდიხარ და მეტი რა გავაკეთო? - ფეხზე წამოდგა. - უნდა წავიდე. - იმიტომ რომ გაწყენინე, თუ იმიტომ რომ ჩემი ბრალმდებელი გყავს სანახავი? - ორივე. - ვწუხვარ, რომ გაწყენინე და მითხარი რას გეტყვის ჩემი მზაკვრული გეგმების შესახებ წმინდა მამაო. - გაგაფრთხილე, მასზე ასე ნუ ლაპარაკობ, მამაჩემის მეგობარია. - ჰოდა, ჩემი საყვარლის მეგობარზე როგორც მინდა, ისე ვილაპარაკებ. - ნუ ხუმრობ ასე. - კბილები გააღრჭიალა. - ნუ ლაპარაკობ, ანდრეა, ნუ ხუმრობ, ანდრეა, ნუ დადიხარ, ნუ წვები, ნუ სუნთქავ, ნუ მეკარები, ნუ მესიზმრები, აბა, რა გავაკეთო? - ენა ჩაიგდე და იჯექი შენთვის. - რას მივიღებ სამაგიეროდ? - რა გინდა? - ისე ნუ მეკითხები, თითქოს შეხების უფლება გქონდეს. - ანდრეა! - ჩემი სახელი შემძულდება მალე. - მობეზრებით ამოილაპარაკა. - ოჰ, მეგონა გიყვარდა შენი სახელი. - სანამ გაფუჭებული მაგნიტოფონივით ყოველ ათ წამში გამეორებას დაიწყებდი, ასეც იყო. - საერთოდ აღარ დაგიძახებ, თუ ასე ცუდად გხვდება ყურში. - არ მითქვამს ეგ. ისე, შეამჩნიე? შენ ყოველთვის კითხვებზე პასუხს ითხოვ ჩემგან, სამაგიეროდ, ჩემს კითხვებს არასდროს პასუხობ. - რაზე არ გიპასუხე? - არ მითხარი რა გითხრა იმ მამაომ. - რაო და ანდრეას რაღაც აქვს მოსაყოლი და თუ თავად არ მოგიყვება, ამას მე გავაკეთებ, რადგან არ მინდა საუკუნო ცოდვაში ჩაიდგათ ფეხიო. - შეძლებისდაგვარად განუმარტა. - და საუკუნო ცოდვაში ახლა როგორ ჩავიდგამ ფეხს, თუ უკვე გავაფუჭე რაღაც? - გაკვირვება დაეტყო სახეზე. - ეგ სხვა რამის გამო მითხრა. - რის გამო? - ნუ ხარ ცნობისმოყვარე. - მკვლელობას მაბრალებს და ისიც არ ვიკითხო რატომ? - მკვლელობას არ გაბრალებს, უბრალოდ ვუთხარი რომ მომწო… - უცებ შეწყვიტა საუბარი ნინომ. - მამაოს უთხარი, რომ მოგწონვარ? - გაოცებული იყო, თუმცა, კმაყოფილმა ღიმილმა დაუფარა სახე. - მიეცა სალაპარაკო, - თვალები აატრიალა ქალმა. - რატომ ენა არ ჩამივარდება, სანამ ამ დამპალ კარცერში შემოვალ და შენთან ლაპარაკს გადავწყვეტ. - ამჯერად ჭერისკენ აღაპყრო თვალები. - ზოგჯერ ბავშვივით გულუბრყვილო ხარ. - იმოდენა სიყვარული ჩანდა ანდრეას თვალებში, სიტყვებით რომ ვერასოდეს გადმოსცემდა. - რატომ ვითომ? - გოგო, მამაოსთვის მოგიყოლია ჩემი პატიმარი გოგო მომწონსო და საუკუნო სატანჯველს გიწინასწარმეტყველებდა, აბა, მოდი ჯვარს დაგწერთ და ბედნიერები იყავითო ხო არ გეტყოდა? - როგორი გამაღიზიანებელი ხარ, თან ცუდი იუმორის გრძნობით! - წადი ახლა და უთხარი მასაც მოვწონვარო და პირდაპირ გეტყვის ჩარტერული რეისით მოხვდებით ჯოჯოხეთშიო. - არ წავალ, შენც საკმარისად მომიშალე ნერვები და დღეისთვის კიდევ დამატება მეტისმეტი იქნება. - არადა, მაინტერესებდა ჩემი მზაკვრული გეგმა, იქნებ რა საშინელება ჩავიდინე ან უნდა ჩავიდინო. - ამ უაზრო ღლიცინს თუ არ გადაეჩვევი ყველაფერზე, პაატას ვთხოვ ერთხელ კარგად გცემოს. - ვერ სთხოვ. - რატომ ვითომ? - იმიტომ, რომ მოგწონვარ. - შენ მაგ თავდაჯერებულობით ერთ მშვენიერ დღეს ცხვირს წაიმტვრევ. - არ მაწყენს, მაინც გრძელი ცხვირი მაქვს ცოტა. - გაიცინა და სახე ნინოს სახესთან ახლოს მიიტანა, რომ ცხვირი ეჩვენებინა. - უკან დაიხიე. - მკაცრად გააფრთხილა ქალმა. - რატომ, ჩემი სიახლოვე ისევ გაშინებს? - არა, მხოლოდ იმიტომ რომ ნაგავზე ალერგიული ვარ. - მე ვარ ნაგავი? - კი, შენ. - და შენ რა ხარ? - მე დეგენერატი ვარ. - რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ უპასუხა ნინომ და სამარტოო საკანში ისევ მარტო დატოვა. * * * გადაწყვიტა რამდენიმე დღე მოეცადა და მერე დალაპარაკებოდა დავითს. უკვე თითქმის დარწმუნებული იყო რომ მოძღვარსაც იმ ეჭვების შესახებ უნდოდა საუბარი, რაზეც დიდი ხნით ადრე ესაუბრა ირაკლი. აღარც მამაოს დაურეკავს, ქალის მისვლას ელოდა ტაძარში. ამასობაში ანდრეამ მძიმე პერიოდი გადალახა და თავის საკანშიც დაბრუნდა. ყველაფერი რაკი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, ნინომ გადაწყვიტა აღარ გადაედო ეკლესიაში მისვლა და საღამოს წასულიყო, მაგრამ სამსახურში მისულს მამა დავითი თავის კაბინეტში დახვდა. - გამარჯობა, მაპატიეთ, ვერ მოვიცალე. - დაბნეულობა არც შეიმჩნია, ისე გადავიდა თავის მართლების რეჟიმში. - გამარჯობა, შვილო, როგორ ხარ? - ჩვეულებისამებრ უსაყვედურო იყო მამაკაცის საუბარი. - რა ვიცი, თქვენ როგორ ბრძანდებით? - რა გითხრა, აბა? ხომ ხვდები რატომაც მოვედი? - ვხვდები, მაგრამ არ მგონია აქ საუბარი მოვახერხოთ. - როგორმე ერთი საათი უნდა დამითმო. - დანებებას არ აპირებდა კაცი. ნინოს რადგან სხვა გზა აღარ დარჩენოდა, დაჯდომა სთხოვა და თვითონაც სავარძელში მოკალათდა მის პირისპირ. - ის, რაც ახლა უნდა მოგიყვე, მამაშენმა თვითონ მომიყვა და შენს ყურამდე არასოდეს მოვიტანდი რომ არა ამბავი, რომლითაც ჩემთან მოხვედი, - მძიმედ დაიწყო საუბარი. - მამაშენს დედაშენი ძალიან უყვარდა, შვილო. ახალგაზრდები იყვნენ, რომ შეუღლდნენ და შენც მალე დაიბადე. ყველაფერი კარგად მიდიოდა. მამაშენი თავისი საქმის პროფესიონალი და დაფასებული კაცი იყო. ხუთი წლის რომ გახდი, ლაშა სწორედ იმ დღეს დანიშნეს ციხის უფროსად და მასზე ბედნიერი კაცი არ არსებობდა მაშინ. საქმესაც ღირსეულად უძღვებოდა, სანამ ერთი პატიმრის მიმართ არანორმალურმა ვნებამ არ შეიპყრო. ლაშამ მომიყვა რომ ის ქალი, მარიკა, თავ-გზას უბნევდა. კიდევ ბევრ რამეს ამბობდა მის შესახებ, მაგრამ აღარ დავწვრილმანდები, რადგან არ მგონია ეს შენთვის საინტერესო ან სასიამოვნო მოსასმენი იყოს. მიუხედავად იმისა რომ ის ქალი მამაშენისგან თავს შორს იჭერდა, ლაშა საკუთარ გრძნობებს ვერაფერს უხერხებდა. - ამით იმის თქმა გინდათ, რომ მამაჩემის გზას ზუსტად ვიმეორებ? - საუბარი გააწყვეტინა. დრო სჭირდებოდა იმის გააზრებას რომ მამას, რომელიც სანიმუშო მეუღლედ მიაჩნდა, დედამისის გარდა სხვა ქალიც ჰყვარებია. - მამაშენი ერთ საბედისწერო ღამეს თავის კაბინეტში ძლიერად დათვრა და მარიკა მისივე კამერაში გააუპატიურა. - მოურიდებლად თქვა კაცმა, თითქოს ერთი სული ჰქონდა გულიდან ამოერეცხა ეს ამბავი. - რაა? - თვალები შუბლზე აუვიდა ნინოს, უჰაერობამ შეაწუხა. პერანგის ზედა ღილი შეიხსნა და ფანჯარა გააღო. - ჰო, შვილო, მამაშენი კარგი კაცი იყო, მაგრამ უდიდესი ცოდვა ჩაიდინა ახალგაზრდული დაუფიქრებლობის გამო. როგორც ვიცი, მარიკაც ძალიან ახალგაზრდა იყო, მას არც სასჯელი ჰქონდა ძალიან დიდი, თუმცა, მამაშენი სიჩუმის სანაცვლოდ დაეხმარა მას კიდევ უფრო ადრე დაეღწია თავი ციხიდან, - ნინო ზიზღის გრძნობამ მოიცვა. მისთვის კერპად ქცეული კაცის ხატება სრულიად ჩამოენგრა თვალწინ. - ლაშას არცერთი დღით არ დავიწყებია მარიკა. ამაში ხელს ისიც უწყობდა, რომ ქალის ორსულობის შესახებ შეიტყო. სახლშიც მიაკითხა რომ დალაპარაკებოდა, მაგრამ მარიკამ ის გამოაგდო და მალევე ქალაქიდანაც აორთქლდა. მამაშენმა ვეღარ იპოვა. დანაშაულის გრძნობა კი შიგნიდან ღრღნიდა. მიუხედავად იმისა რომ ამ ამბიდან ბევრი წელი იყო გასული, ქალის ზიზღიანი მზერა არ ავიწყდებოდა. ასე თუ ისე შეეგუა ლაშა სინდისის ქენჯნასთან ერთად ცხოვრებას და ასევე გაგრძელდებოდა რომ არა ის საბედისწერო დღე, როცა უკვე ანდრეა მოხვდა მის ხელში, - საუბარი შეწყვიტა და გამომშრალი ყელის ჩასასველებლად წყალი მოსვა. ნინო მოთმინებადაკარგული ელოდა როდის გააგრძელებდა საუბარს და დავითსაც აღარ დაუყოვნებია დიდხანს. - მამაშენი გააფრთხილეს რომ გოგონა რთულად მოსათვინიერებელი იყო და თავიდანვე მკაცრად უნდა მოქცეოდა. - მან სცემა ანდრეა. ვიცი ეს ამბავი. - კი, სცემა, - ხმადაბლა დაუდასტურა მოძღვარმა. - როცა ეგონა სულიერად გატეხა და დაიმორჩილა, ანდრეამ სახეში შეაფურთხა. - ლაშამ კი ცემა შეწყვიტა, ანდრეა წამოაყენა და წყალიც თავისი ხელით მიუტანა. - ისევ ნინომ დაასრულა. - იმიტომ, რომ ანდრეას მზერა იდენტური იყო მარიკას მზერის. იგივე თვალები, იგივე ზიზღი, მამაშენი ამბობდა რომ ასეთი მსგავსება არასოდეს არც მანამდე და არც მის მერე არ უნახავს. - ვერაფრით ვხვდები საით მიდის ეს საუბარი. - ჰაერის უკმარისობას ვეღარ უძლებდა ქალი. - ლაშა ყურადღებით აკვირდებოდა ანდრეას. მას მარიკას იდენტური მიმიკები, ჟესტები და ქცევები ჰქონდა. მისი ასაკიც ხელს უწყობდა მამაშენის ეჭვების გაღვივებას, მოგვიანებით ანდრეას ბიოგრაფიაც გამოიკვლია და მისგან მალულად დეენემის ტესტიც... - საუბარი გაუწყდა კაცს, სიტყვებისთვის თავის მოყრა ვეღარ შეძლო. - გინდათ თქვათ რომ... - ჰო, ამის თქმა მინდა. შენ და ანდრეას საერთო მამა გყავთ. - ახლა კი საბოლოოდ შეწყვიტა სასუნთქმა ორგანოებმა თავისი სამუშაოს შესრულება. სისხლი ყელში მოაწვა ქალს. თვალები აეწვა, სხეულის ყველა ნაწილი შეეკუმშა და ამოსასუნთქი ძალა ვეღარ იპოვა, თითქოს ფილტვები წამიერად დაიხურა, სამყარომ უკუღმა დაიწყო ბრუნვა და ფეხ ქვეშ მიწა გამოეცალა. გულზე რაღაცამ ისე შემოუჭირა, იფიქრა რომ ამ პატარა ორგანომ თავის ფუნქციის შესრულებაზე სამუდამოდ განაცხადა უარი. რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ პირის გაღებისთანავე უგონოდ დაეცა იატაკზე. არ იცოდა რამდენ ხანს იყო გულწასული. თვალი უკვე ციხის სამედიცინო პუნქტში გაახილა, თავზე მთავარი ექიმი და მამა დავითი ადგნენ. - ანუ არაფერი მომჩვენებია და არც სიზმარი იყო. - იმედგაცრუებით უყურებდა დავითს, თითქოს მის თვალებში უნდოდა რამე საიმედო ამოეკითხა. - თუ შეიძლება, დაგვტოვეთ. - ექიმს მიმართა კაცმა და მანაც მაშინვე დატოვა ოთახი. - ანდრეა უნდა ვნახო ახლავე. - წამოდგომა დააპირა. - დამშვიდდი, შვილო, - საწოლზე ჩამოუჯდა და ხელებზე ხელები დაადო. - ახლა ცივი გონებით გმართებს მოქმედება. - ცივი გონებით როგორ ვიმოქმედო იმის შემდეგ, რაც მოვისმინე? ლაშას შეცდომების გამო მე და ანდრეა ვაგებთ პასუხს, მამაო. - თუ ანდრეას ამ ყველაფერს მოუყვები, შესაძლოა მან შეგიძულოს და თავი იმაზე უარესად იგრძნო, ვიდრე ახლა ხარ. - არა, არ არის შესაძლო. მე მას არაფრის გამო არ შევიძულებდი. - სასწრაფოდ უარყო. - მაგრამ ის შენ არ ხარ, ნინო. - ანდრეა ვერ შემიძულებს, მამაო, ლაშას გამო მე ვერ შემიძულებს. ამის უფლებას არ მივცემ, განსაკუთრებით ახლა, როცა კიდევ უფრო ზუსტად ვიცი რომ ჩემ გარდა არავინ ჰყავს. მე მის გვერდით უნდა ვიყო. - უნდა იყო, მაგრამ შეძლებ ამას მისი დის სტატუსით? - ნინოს აცრემლებულ თვალებს მიაჩერდა მამაკაცი. - აღარ გაიმეოროთ, გთხოვთ, აღარ გაიმეოროთ. დრო მჭირდება ამასთან შესაგუებლად. - სასოწარკვეთა იგრძნობოდა მის ხმაში. - გიყვარს? - საკუთარ საცოცხლეზე მეტად. - თავისმა გულწრფელობამ კიდევ ერთხელ აატირა და თავის შეკავება აღარც უცდია ქალს. - მაპატიე, შვილო, მაპატიე, მაგრამ უნდა მეთქვა. - საცოდავად ლუღლუღებდა. - თქვენ რა უნდა გაპატიოთ? ვინც ბოდიშს უნდა იხდიდეს, უკვე მკვდარია. - რას აპირებ, ნინო? - სიმართლე უნდა მოვუყვე. სხვა გზა არ არსებობს. - როგორ იმოქმედებს ეს მასზე? - არ ვიცი, წინასწარ არასოდეს ვიცი ანდრეა რას მოიმოქმედებს, მაგრამ მე მასთან ვიქნები და არაფრის გაფუჭების უფლებას არ მივცემ. - ეცადე, სწორი დრო შეარჩიო ყველაფრის მოსაყოლად. შენთვისაც უდიდესი ტრავმა იყო და ის შენსავით მდგრადი არ არის ემოციურად. - ემოციურად მდგრადი… - თავის თავს დასცინა. - მარტო ყოფნა მინდა სახლში. თუ შეგიძლიათ, წამიყვანეთ. - კარგი. - მშვიდად დაეთანხმა და დაელოდა, სანამ ფეხზე ადგებოდა. - მისი ნახვა არ შემიძლია. დღეს მის მზერას ვერ გავუძლებ. თვალებში ვერ შევხედავ და ვერ მოვატყუებ. ანდრეა მაინც მიხვდება, რომ რაღაც მჭირს. არც დედას ნახვა შემიძლია. აგარაკზე ამიყვანეთ. - ხმადაბლა ებურტყუნებოდა მოძღვარს, რომელიც გვერდით მიჰყვებოდა. * * * მხოლოდ ნინომ იცოდა როგორ წამებით გაიარა იმ ღამემ. ტიროდა ქალი. ტიროდა გაუჩერებლად, თითქოს ცრემლები არ ელეოდა. ხან გარდაცვლილი მამის სულს ეჩხუბებოდა, ხან ანდრეას, ხანაც თავის თავს. ბრაზობდა, წუხდა, რცხვენოდა, სტკიოდა და ყველა გრძნობა ისე იხლართებოდა ერთმანეთში, ერთ დიდ ვაკუუმს ქმნიდა, შავ ხვრელს, რომელიც ყველა დადებით ემოციასთან ერთად ღიმილის უფლებას ისრუტავდა ნინოს ცხოვრებიდან. როგორ უნდა ეცხოვრა ამ ტყავში ამ გულით, რომელსაც უყვარდა ადამიანი, მისი სისხლი და ხორცი და ეს სულაც არ იყო ნათესაური სიყვარული. საწოლზე მოკუნტულს მზის სხივები რომ დაეცა სახეზე, მიხვდა რომ გათენდა. ადგომა არ შეეძლო, მაგრამ თავს ძალა დაატანა. სახეზე გათხაპნილი მაკიაჟი ცივი წყლით ჩამოიბანა. სარკეში არაკლილმა საკუთარმა თავმა შეაშინა. ეს გაფითრებული, თვალებდასიებული და თმაგაწეწილი ქალი ვერაფრით მიამსგავსა თავის თავს. დიდად არ ადარდებდა როგორ გამოიყურებოდა, მხოლოდ სამსახურში წასვლა სურდა და ანდრეას ნახვა. ისე სურდა, ისე ენატრებოდა, ისე სჭირდებოდა, როგორც არასდროს. ძალდატანებით მოიწესრიგა თავი და ელვის სისწრაფით მოსწყვიტა ადგილს მანქანა. კაბინეტშიც არ შეუვლია, თანამშრომლებსაც კი არ გამოლაპარაკებია, გეზი სასადილო ოთახისკენ აიღო. კართან მდგომ მარიამს ყურში უჩურჩულა, რომ ანდრეა თავის საკანში გაეშვა და ეზრუნა ცოტა ხნით მასთან საუბარში ხელი არავის შეეშალა. თვითონ ეშმაკის საკანში შევიდა, ნარზე ჩამოჯდა. თავს ცუდად გრძნობდა, ანდრეას ბალიში აიღო და გულზე მიიხუტა. მისი სუნი ჰქონდა, ეს სუნი უკვე კარგად დაემახსოვრებინა ნინოს. - თუ რომანტიკაში ხელს გიშლით, შემიძლია უკან გავბრუნდე. - მხიარულად შემოაბიჯა ოთახში და ხელში ჩაბღუჯული ბალიშისკენ ანიშნა ნინოს. - ახლოს მოიწიე, - ხმა ჩახლეჩოდა, ისეთი ნატანჯი სახე ჰქონდა, ანდრეაც კი შეაშფოთა. მისკენ მიიწია და სახეზე დააკვირდა. - დაიხარე. - იგივე ხმით გაიმეორა ქალმა. ანდრეაც ნინოს წინ ჩაიმუხლა, ნიკაპზე შეახო ხელი და თავი ააწევინა. - რა დაგემართა, რას გიგავს სახე, მთელი ღამე ტიროდი? - ისე საუბრობდა თითქოს ვერ იჯერებდა, რასაც ხედავდა. სულ ოდნავ ეხებოდა ნინოს ნიკაპს და ცერა თითით ქალის ლოყას ეფერებოდა. - ჰო. - ჩემ გამო? - ჩვენ გამო! - მოკლედ შეუსწორა. ანდრეასთვის კი არა, ნინოსთვისაც კი უცხოდ ჟღერდა მისივე ხმა. - ისევ დანაშაულის გრძნობა? - არა. - აბა, მე დავაშავე რამე? - არაფერი. - აბა, სხვის გამო იტირე? მე მეგონა, მარტო მე შემეძლო შენი ატირება. - მთელი ხელით შეეხო ქალის სახეს და თვალიდან წამოსული ცრემლი იქამდე მოწმინდა, ვიდრე გზას ლოყაზე გაიკვალავდა. - გავგიჟდები ახლა, მითხარი ვის გამო ხარ ასეთ დღეში? - მოთმინება ამოეწურა. ასეთი სუსტი და უღონო ნინო არასოდეს ენახა აქამდე. - მამაჩემის. - მომიყვები რა ხდება, თუ გამოცანობია დიდ ხანს ვითამაშოთ? - შემიძულებ, რომ მოგიყვე. - მის თვალებს არ აშორებდა მზერას ქალი. - მე შეგიძულებ? - შენ. - ამის მართლა გჯერა? - ოდნავ უკან დაიხია. - შენი შეხების უფლება არ მაქვს. - სიტყვებთან ერთად ხელი ეშმაკის სახეს შეახო. ჯერ მის წარბებს გადაატარა თითი, მერე საფეთქელსა და ყბის ძვალს ჩამოყვა. - ვერ ჩამოყალიბდი რა გინდა ჩემგან ხო? - ღრმად ამოიოხრა, თითქოს სული ამოატანა. - ჩამოვყალიბდი. - და რა გინდა? - მინდა, რომ შენი საუკეთესო მეგობარი გავხდე და ყველაფერში დაგეხმარო. - მეკაიფები? ბარემ დაქალობაც ხო არ შევფიცოთ ერთმანეთს? - რაღაც უნდა მოგიყვე, მაგრამ დამპირდი რომ ბოლომდე მომისმენ, არაფერს დააშავებ და არ შემიძულებ. - რა გააკეთე? - ცუდად ენიშნა ნინოს საუბარი. - მე არაფერი. - სწრაფად უარყო. - აბა, რატომ უნდა შეგიძულო? - უბრალოდ დამპირდი, რა. - მე შენ ვერ შეგიძულებ, რაც არ უნდა მოხდეს, ნინო. ამას დაპირება არაფერში ჭირდება. - არსებობს ტკივილები, რომელიც არც ქარს მიყვებიან და არც დროს. მხარზე კეთილი ანგელოზივით გაჯდებიან და მთელი ცხოვრება გოლგოთას ჯვარივით გამძიმებენ. - ვიცი, ნინო. მე ბედნიერების არ გამეგება ბევრი არაფერი, თორე... - საუბარი შუაში გაწყვიტა. - დაჯექი. - ხელით ანიშნა ადგილისკენ და ანდრეაც უსტიყვოდ მიუჯდა გვერდით. რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ შეძლო აზრებისთვის თავი მოეყარა და ეშმაკისათვის მოეყოლა ის, რაც წინა დღით თვითონ მოისმინა. * * * თვალებგაფართოებული ისმენდა მონოლოგს და ისეთმა რისხვამ გადაურბინა სახეზე, ნინომ წამით ისიც იფიქრა რომ ამ საკნიდან ცოცხალი ვეღარ გააღწევდა. - რას ბაზრობ ხვდები? მგონია, რომ რაღაც სირ.ობა ინდური სერიალის სიუჟეტს მიყვები. - მაგრამ ინდურ სერიალზე კი არა, ჩემსა და შენს ცხოვრებაზე ვლაპარაკობ. - ვიღაც მამაომ რაღაც ყ*ეობები გებაზრა და მე უნდა მჯეროდეს ან შენ ამის გამო გაქვს თვალები გადმობრუნებული? - ვიღაც მამაო არ არის ის კაცი. მამა დავითი ტყუილს არ იტყოდა, ანდრეა, - ფეხზე წამოდგა ეშმაკი, ოთახში გაიარ-გამოიარა და ეცადა დამშვიდებულიყო. - დეენემის ანალიზი უნდა გავაკეთო, - ისევ ნინომ დაარღვია სიჩუმე. - გერმანიაში გავგზავნი და პასუხი ორ კვირაში იქნება დაახლოებით. - შე*ეცი! - ხმამაღლა დაიყვირა ეშმაკმა და თავი მოიქექა. - რით კეთდება ეგ ტესტი? - რა ვიცი, თმის ღერით, ჭიქაზე ანაბეჭდით, კანის პიგმენტით, მაგრამ ყველაზე სანდო სისხლია. მდუმარედ მიიწია მაგიდისკენ, ყავის მადუღარი გადაამტვრია და პლასტმასის პატარა ნატეხი დაისვა მაჯაზე. - ავადმყოფივით ნუ იქცევი. - როგორც კი სისხლმა იფეთქა მასთან გაჩნდა ქალი. - საკმარისია? - პატარა პლასტმასის ქილა მიუშვირა, სადაც ვენიდან მოთქრიალე სისხლი ჩაედინებოდა. - საკმარისია! რა ჯანდაბას აკეთებ?! - ნარზე მიგდებულ ანდრეას მაისურს მკლავი მოახია ქალმა და ძლიერად შეუკრა მაჯა. - ჭრილობა უნდა დაიმუშავო. - ხმადაბლა, ჩახრინწული ხმით ლაპარაკობდა. - არ მინდა, გაივლის თვითონ. - რომ არ გაიაროს? - შენ მოცემულ რვაას გრამს დავაქცევ და მერე დავიმუშავებ, - კბილები გააღრჭიალა და ზურგი აქცია. ქალისთვის ყურებას ვეღარ ბედავდა. - წაიღე და სანამ პასუხები არ მოვა, შენი ნახვა აღარ მინდა. - თვალები ისე ჩასისხლიანებოდა, თეთრი გარსი აღარ უჩანდა. - თავს გაუფრთხილდი. - მოზომილი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან. - მეღადავები, ღმერთო? მეღადავები ხო? საშინელი იუმორის გრძნობა გაქვს, - ჭერს გაუშტერა თვალი. უღონოდ ჩაჯდა იატაკზე. მის ტვინში პირველად იყო ასეთი ქაოსი. აზრების განცალკევებას ვერ ახერხებდა ერთმანეთისგან. თითქოს ყველაფერი ბრუნავდა ირგვლივ. - შენ იცი, ღმერთო, იცი რისი გაკეთება შემიძლია, თუ ისევ მეთამაშები. - მუშტი ჩასცხო იატაკს. ახლა მის თავში საშინელი იდეა მწიფდებოდა. იდეა, რომლის განხორციელებაც დეენემის ტესტის პასუხებზე იყო დამოკიდებული. დღეები კი გადიოდა. გადიოდა ნელა და ზლაზვნით, მაგრამ მაინც. ანდრეა თავს არიდებდა ნინოს და დღის უმეტეს ნაწილს თათიასთან ატარებდა. ნინოც არ ცდილობდა ზედმეტად მოხვედროდა თვალში ეშმაკს და მხოლოდ ორმა გულმა იცოდა რა ძვირად უჯდებოდათ ეს სიშორე. ნინომ რომ თავის კაბინეტში დაიბარა, ანდრე მაშინვე მიხვდა, რაც ხდებოდა. - მოვიდა ხო? - კარში შესულმა ზურგს უკან მიხურა კარი და ზედ მიეყრდნო. - ჰო, აქ არის. - თვალებით მაგიდაზე დადებული კონვერტისკენ ანიშნა. - არ გინახავს? - არა, შენ ნახე. - სახეზე ფერი არ ედო ნინოს. ანდრეა ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა მაგიდას. კონვერტი აიღო, თავი ფრთხილად მოახია და ფურცელი ამოიღო. შენელებული კადრივით მოძრაობდა, თითქოს ძალდატანებით ამოძრავებდა სხეულს. - ახლა ვენებს მოვიღეჭავ. - ხელები აუკანკალდა და უღონოდ ჩაესვენა სავარძელში. - დადებითია ხო? შენ მამაჩემის შვილი ხარ, - თავი მაგიდას დააყრდნო. გამოცარიელდა. - თქვი რამე... - თავი არ აუწევია ისე მიმართა. - რა უნდა ვთქვა? - იტირე, იყვირე, იჩხუბე, რაც გინდა, ის ქენი, ოღონდ არ გაჩუმდე. - საუბრის ძალაც აღარ შერჩენოდა. - ციხის უფროსის ბრძანებაა, თუ უფროსი დაიკოსი? - ირონიული ტონი დაბრუნებოდა გოგონას ხმას. - დაგახრჩობს, თუ არ გამოხატავ. - უკვე დამახრჩო, - არავითარი ემოცია აღარ ეტყობოდა სახეზე, ყინულის ნატეხად ქცეულიყო. - წავალ. მარტო ყოფნა მინდა. - მთვარეულივით წამოდგა. - კარგად იქნები? - კი. - უკან არ მოუხედავს, წავიდა. ეშმაკის სიტყვას მაინც არ ენდო ქალი, მარიამს დაავალა პაატასთვის B ბლოკში გადმოსვლა ეთხოვა და გაძლიერებული ყურადღება გამოეჩინა ანდრეას მიმართ. თვითონ იჯდა სულიერად დაცლილი და სხეულის ყველა ნაწილი სტკიოდა. ფიქრსაც ვეღარ ახერხებდა ერთ წერტილს მიჩერებული. არ იცოდა რამდენი დრო გავიდა, აზრს მხოლოდ მაშინ მოვიდა, მიყოლებით რამდენიმე გასროლის ხმა რომ ჩაესმა. მაშინვე მიხვდა, რაც ხდებოდა. კაბინეტიდან გავარდა და ქვემოთ სართულისკენ აიღო გეზი. * * * B ბლოკის შესასვლელთან საშინელ სანახაობას გადააწყდა. ღმერთმა უწყის საიდან ნაშოვნი იარაღი მარიამისთვის ჰქონდა საფეთქელთან მიბჯენილი ანდრეას. პაატა და რამდენიმე ზედამხედველი დაჭრილები ან იქნებ მკვდრებიც იატაკზე იწვნენ. - როგორც იქნა, მიკადრე! - გაოგნებულ ნინოს მიაპყრო მზერა და მარიამის საფეთქელს უფრო ძლიერად მიაჭირა იარაღის ლულა. - ანდრეა, დაფიქრდი რას აკეთებ... - ეცადა სიმშვიდე შეენარჩუნებინა. - გვიანია, ნინო. უკან დაიხიე, თორე ტვინს გავასხმევინებ იმდენ ადამიანს, რამდენჯერ გასროლასაც მოვასწრებ. - უნდა დამშვიდდე. - ნელი ნაბიჯით მიიწევდა მისკენ ქალი. - კიდევ ერთი ნაბიჯი და ეს იქნება პირველი მსხვერპლი, - მარიამი შეაჯანჯღარა. - გაეცი ბრძანება, რომ საგუშაგოდან ჩამოვიდნენ და კარი გახსნან. - ულტიმატუმების წაყენებაზე გადავიდა. - ხომ იცი, რომ არ შემიძლია? - ბევრი დრო არ მაქვს, თუ ამათი სიცოცხლე რამედ გიღირს, გააკეთე, რასაც გეუბნები. ნინო სახტად დარჩენილი მისჩერებოდა ჭკუიდან გადასულ "ეშმაკს" და მიხვდა, რომ ამ წუთას ანდრეას შეჩერება არავის და არაფერს შეეძლო. - ანდრეა… - გააღებინებ კარს, თუ გინდა ჩემი დახვრეტილი ადამიანების რაოდენობა სტალინისას გაუთანაბრო? - კბილებში გამოსცრა. - გაუღეთ კარი. - ხმადაბლა, თუმცა, გარკვევით გასცა ბრძანება ნინომ. - საგუშაგო დატოვონ, არ მინდა ეზოში მიმახვრიტონ. - ამ წუთას ანდრეა არაფრით ჰგავდა თავის თავს, ახლა ის ნამდვილად ეშმაკი იყო, რომელსაც ადამიანობის აღარაფერი ეცხო. უფროსის გვერდით მდგომმა ნოდარმა რაცია მიაწოდა ქალს და მანაც საგუშაგოს დატოვების ბრძანება გასცა. - დამხმარე ძალა უნდა გამოვიძახოთ. - ხმადაბლა უჩურჩულა უფროსს. - სანამ შიგნით შემოვლენ, ყველას დახოცავს. - თავის სიტყვებში დარწმუნებულმა ჩაულაპარაკა კაცს. - თუ ვინმე გამოგვყვება… - გამაფრთხილებლად გაიჟღერა და მარიამი წინიდან აიფარა. - არავინ გამოგყვება, - საუბარი შეაწყვეტინა ქალმა. - მაგრამ ამას ინანებ. - შენ და შენ, - იარაღის ლულა ჯერ თათიას მიუშვირა, მერე ნინოს. - ჩემ უკან წამოხვალთ, - რამდენიმე კარი ერთმანეთის მიყოლებით გააღეს და ანდრეა მარიამის თანხლებით გავიდა ეზოში. - ახლა ამ ჭიშკარსაც გაახსნევინებ და ვეღარასდროს მნახავ. - ჩასისხლიანებული თვალები გაუსწორა ნინოს. - წარმოდგენა არ გაქვს რას აკეთებ. - შენი მანქანის გასაღები მომეცი, ნინო. გასაღები ფრთხილად ამოიღო ჯიბიდან ქალმა და მისკენ მოისროლა. ანდრეამ დაჭერა ვერ მოახერხა, რადგან ორჯერ გაისროლა და ნოდარის ყურისწამღები ამოყვირება მოესმა ზურგს უკნიდან ნინოს. - ხომ გავაფრთხილე, რომ არავინ გამომყოლოდა? - გახსნილი ჭიშკრიდან გავიდა და მანქანაში სწრაფად ჩაჯდა. მძევალი მანქანის კარის სახელურზე მიაბა და ელვის სისწრაფით მოსწყდა ადგილს. - ახლა მომკლავ? - როგორც კი ანდრეამ ქალაქიდან გადაუხვია, ხმის კანკალით იკითხა გოგომ. - ჰო. - ოდნავ დამშვიდებული ჩანდა "ეშმაკი". - რატომ? მე ხომ არასდროს მოგქცევივარ ცუდად? - სანამ საკვების ფულს ვიშოვი, რა ვჭამო, აბა? - ჩემი მოკვლა ფულის შოვნაში დაგეხმარება? - არა, მაგრამ ხორცი მექნება ცოტა ხნით. - ირონიულად საუბრობდა, თუმცა, უფრო მექანიკურად, ვიდრე გულით. - მეხუმრები? - სიმწრით გაეღიმა მარიამს. - კი. - ფიქრობ, სასაცილოა? - სიცილის ხასიათზე რომ ვიყო, გამეცინებოდა. - ანუ ჩემს მოკვლას არ აპირებ? - კიდევ ერთხელ გადაამოწმა მიღებული ინფორმაცია. - თუ ბევრს არ ილაპარაკებ, არა. - მაშინ რატომ მომიტაცე? - ცოლად რომ არ მინდიხარ ხომ ხვდები, არა? რატომ მისვამ სულელურ კითხვებს, უბრალოდ ჩემი მძევალი ხარ. - როდის გამიშვებ? - თუ ბევრს ილაპარაკებ, ახლავე მოგისვრი მანქანიდან. - უკვე ღიზიანდებოდა ანდრეა. - პაატა და ნოდო შესაძლოა მოკვდნენ. - ვგავარ ადამიანს, რომელიც ამაზე ღელავს? - დარჩენილ ცხოვრებას ციხეში გაატარებ, ანდრეა. - ჰო, თუ დამიჭერენ, ეგრე იქნება. - მშრალად დაეთანხმა. მანქანა ტყის პირას გააჩერა და გადახტა. - სად მიდიხარ? აქ ასე დაბმულს ხო არ დამტოვებ? - მალე გიპოვიან, ნუ გეშინია. - კარი მიუხურა და ტყეში შევარდა. * * * ციხეში განგაშის სიგნალი ანდრეას გასვლისთანავე ჩაირთო. სპეცრაზმმა თავიდან ბოლომდე გაჩხრიკა ციხე და აღმოაჩინა რომ ეშმაკს კედელი გამოეტეხა და იარაღს სავარაუდოდ იქ ინახავდა, ღრმულების დასაფარად კი ხატები გაეკრა ზედ. დაჭრილი ზედამხედველები საავადმყოფოში გადაიყვანეს, გარდაცვლილები კი მორგში. დაკარგული მანქანა, რომელშიც მარიამი იჯდა მალევე იპოვეს, თუმცა, ძებნილის დაკავება ვერ მოხერხდა. ნინომ იმავე დღეს დაწერა ახსნა-განმარტება და თანამდებობა დატოვა. * * * მოპარული ველოსიპედი ხის სახლთან რომ გააჩერა, უკვე შუაღამე იყო. ძლიერად დაღლილს სიარულიც უჭირდა, ფანჯარა ჩატეხა და ისე შეძვრა შიგნით. დაღლილი ფეხები დამტვერილ დივნამდე ძლივს მიათრია და ზედ გაგორდა. საშინელი ნესტის, მტვრისა და სიძველის სუნი იდგა, მაგრამ ციხის შემდეგ ეს ნაკლებად აწუხებდა გოგონას. დაქანცული სხეული მოუდუნდა, დაღლილი ტვინიც მალე გაეთიშა და ვერც გაიგო ისე ჩაეძინა. გამთენიის ხანი იყო, თვალი რომ გაახილა. სახლი კარგად მოათვალიერა და დარწმუნდა რომ აქ დიდი ხანია, რაც სულიერს ფეხი არ შემოედგა. თავისი ოთახი სადაც ეგულებოდა, იქით წავიდა. საწოლზე დაგდებულ გიტარას ფაქიზად გადაატარა თითები. მონატრებულ კედლებს მოავლო თვალი და კარადა გამოხსნა. მისი ტანსაცმელიც ხელუხლებლად ეკიდა და ძალიან ესიამოვნა, ერთი სული ჰქონდა ციხის ტანსაცმელი თავიდან მოეშორებინა. რადგან ელექტროენერგია არ იყო, ცივი წყლის გადავლება მოუხდა, ჯინსის შარვალი და შავი მაისური ჩაიცვა, ლოგინზე წამოწვა. მის ტვინში სრული ქაოსი იყო. შარვალი, რომელიც ადრე ჩაჩების ეფექტით ეცვა, ახლა კარგად მოსდგომოდა ტანზე და სიმწრით გაეღიმა, როცა გაიაზრა როგორ გაზრდილიყო. ვერც შიმშილს გრძნობდა, ვერც წყურვილს, მხოლოდ დაღლილობას და ტკივილს, რომელიც მკერდზე ისე უჭერდა, თითქოს ვიღაც გულის ამოგლეჯვას ცდილობდა მისთვის. სხეული დასვენებას სთხოვდა, ტვინი კი დაუყოვნებლივ მოქმედებას, თუმცა, იაზრებდა რომ ძალ-ღონე სჭირდებოდა, ამიტომ სხეულის ნებას დაჰყვა და შუაღამემდე არ ამდგარა საწოლიდან. არ ეძინა. მისი ტვინი დამოუკიდებლად მუშაობდა და გეგმებს აწყობდა, რომელიც იმავე ღამით უნდა მოეყვანა სისრულეში. იმედი არ ჰქონდა რომ დამალვას დიდხანს მოახერხებდა, ამიტომ სანამ დაიჭერდნენ, უნდოდა ყველაფრის გაკეთება მოესწრო რისი გაკეთების სურვილითაც დატოვა წყეული ციხის კედლები. ღამის თორმეტი საათი ხდებოდა, რომ ადგა. გონებაში ყველაფერი დალაგებული ჰქონდა, ფეხსაცმელი ამოიცვა, პატარა ზურგჩანთა მოიკიდა და გარეთ გავიდა. საათზე მეტი იარა ველოსიპედით, რომ ტრასაზე გასულიყო. იქ კი გამვლელი მანქანა გააჩერა და თბილისამდე ჩაყვანა სთხოვა. რამდენიმე არაფხიზელი ადამიანის კომპანიაში თავს კომფორტულად არ გრძნობდა, თუმცა, ველოსიპედით მგზავრობას მაინც ერჩია. თბილისში შემოვიდა თუ არა, მანქანიდან ჩამოვიდა, მადლობა გადაუხადა თანამგზავრებს, თავზე ჩამოფხატული კაპიუშონი შეისწორა და ფეხით გააგრძელა გზა. ოთხი საათი ხდებოდა, როცა ირაკლი ოთახში ანთებულმა სინათლემ გააღვიძა. - ეშმაკი? - ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფმა ფართოდ გაახილა თვალები და საწოლზე წამოჯდა. - მეც მიხარია შენი ნახვა. - საზარელი ღიმილი უკრთოდა სახეზე. - აქ როგორ შემოხვედი? - ჯერ უნდა გეთქვა, თუ როგორ ძალიან გიხარია ჩემი ნახვა და მერე უნდა გეკითხა ეგ. - აქ როგორ შემოხვედი? - კბილებში გამოსცრა კაცმა. - ნუ გავიწყდება, რომ ეშმაკისთვის მიუწვდომელი ტერიტორიები არ არსებობს. - - დაცვა! - ხმამაღლა დაიყვირა. - ნუ ჭყავი. ოთხფეხები ავუშვი და ორფეხები დავაბი უკვე, სხვათა შორის, ოთხფეხები უფრო სტუმართმოყვარეები არიან. დააწინაურე მერე. - რა გინდა ჩემგან? - ნერწყვის გადაყლაპვა სიმწრით მოახერხა. - პირველ რიგში, მინდა თავი მაგ საწოლზე მიიბა, - წებოვანი ლენტი ესროლა და იარაღით ხელში ელოდა, სანამ არ დარწმუნდა რომ კაცმა სურვილი შეუსრულა. - მეორეს მე მივხედავ. - ღიმილით აღნიშნა და მეორე ხელით, თვითონვე მიაბა მჭიდროდ საწოლის თავზე. - ისე, როგორი მამა ხარ? იცი, რომ შენი პატარა ბიჭიც სახლშია და არც დაინტერესებულხარ რა ბედი ეწია? - კეფა მოიქექა, როგორც კი მამაკაცის დაბმა დაასრულა. - რა უქენი ჩემს შვილს? - თითქოს ახლა გაახსენდაო. - ჯერ არაფერი, შენს ორფეხა დაცვასთან ერთად დავაბი. - მოგკლავ, ანდრეა ჩაჩუა, გეფიცები, მოგკლავ. - კიდევ ერთხელ დამემუქრები და მაგრად მოგდებ ყბაში. - გამაფრთხილებელი იყო ანდრეას ტონი და მამაკაციც მაშინვე ჩაცხრა. - რა გინდა ჩემგან? - ტელეფონი, სად გიდევს? მამაკაცი მიხვდა, რომ სხვა გზა მაინც არ ჰქონდა და თვალით ანიშნა იქვე დადებული ტელეფონისკენ, ანდრეამაც აიღო და ხმის ჩამწერი ჩართო. - ახლა მე და შენ ვილაპარაკებთ, ბატონო ირაკლი, მე კითხვებს დაგისვამ, შენ გულწრფელად მიპასუხებ, ერთი ზედმეტი სიტყვა ან ტყუილი და საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. - მამაკაცის დუმილი, თანხმობად ჩათვალა და თვითონვე განაგრძო. - ლაშას სიკვდილის დღეს ბუნტი არ მომხდარა. ის შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა. ხომ ასეა? - მე საიდან უნდა ვიცოდე? - კიდევ ერთხელ თუ ეცდები ჩემს მოტყუებას, ყურს მოგაჭრი და საფერფლედ დავიდგამ. - მე არაფერი ვიცი ან საიდან უნდა ვიცოდე? - მგონი, ვერ გამიგე რა გითხარი. - მასთან ძალიან ახლოს მიიწია და დანა დაუსვა ყურზე. - გეტყვი, ყველაფერს გეტყვი. - ირაკლის სასოწარკვეთილი ხმა მოჰყვა სისხლის ნაკადს. - კარგი ბიჭი, - ხმადაბლა დაუყვავა. სკამზე დადებული მაისური მიაფარა ჭრილობაზე და სკოჩი მოახვია. არ შეუწუხებია იმ ფაქტს, რომ სისხლდენა არ შეჩერებულა. - ლაშას მკვლელობამდე რამდენიმე კვირით ადრე ახალი პატიმარი მოიყვანეს ჩვენთან. - თვითონვე განაგრძო საუბარი. - ირმა ბოჯგუა. კარგი გოგო იყო, მაგრამ ბევრი ლაპარაკი უყვარდა. ერთ-ერთ პატიმართან ჩხუბი მოუვიდა და დაემუქრა, რომ შენი ძალიან ახლობელი იყო და პასუხს აგებინებდა, - მამაკაცი ჯიუტად დუმდა, ანდრეა კი გაჩერებას არ აპირებდა. - შენ ლაშას მკვლელობა ირმას დაავალე. დაგავიწყდა რომ ციხეში არაფერი იმალება. ამით ორივემ მოიგეთ. შენ მინისტრი გახდი, ირმა კი, რომელსაც ჩემზე დიდი სასჯელი ქონდა, ჩემზე ადრე გავიდა ციხიდან. მართალს ვამბობ? - კი, მაგრამ მე არ მინდოდა ლაშას მოკვლა. - მაგრამ უფრო არ გინდოდა მინისტრი შენს მაგივრად ის გამხდარიყო. ხომ ასეა? - ხო. - თავი ჩაქინდრა და ისე დაეთანხმა. - მეტისმეტად სულელი და მშიშარა ხარ იმისთვის, რომ მარტოს მოგეფიქრებინა ყველაფერი… - ისეთი დარწმუნებით თქვა, თითქოს ირაკლის პასუხი არაფერს უწყვეტდა. - მითხარი, ვინ დაგეხმარა? - არავინ. - კატეგორიულად უარყო. - მეორე ყურიც არ გჭირდება, როგორც ჩანს. - საწოლს შემოუარა და მეორე მხრიდან მიადგა. - მამაჩემი, მამაჩემი დამეხმარა. - ხმამაღლა აბღავლდა კაცი. - გასაგებია. მოკლედ, ახლა ასე მოვიქცევით. დაურეკავ მამაშენს და დაარწმუნებ აქ მოვიდეს, თანაც მარტო. თუ ზედმეტი სიტყვა წამოგცდება და რამე საეჭვოს შეამჩნევს, ჯერ შენი პატარა ნაბიჭ'ვრის სიკვდილს გაყურებინებ, შემდეგ კი ნაწილებად დაგჭრი. გასაგებია? - მშვიდად ჩამოაყალიბა. ტუმბოზე დადებული საერთაშორისო ტელეფონის ყურმილი აიღო, ირაკლის ნაკარნახევი ნომერი აკრიფა და გადარჩენილ ყურზე მიადო. მხოლოდ რამდენიმე ზარის გასვლის შემდეგ მოისმა მამაკაცის ნამძინარევი ხმა. - რა ხდება ამ შუა ღამით, ხომ მშვიდობა გაქვს? - მამა, ლაშა დამესიზმრა. - მთელი ძალით ეცადა ტკივილის დაფარვას და მშვენივრადაც გამოუვიდა. - რით ვერ ამოიგდე, ბიჭო, თავიდან? ეგ ნაბო'ზარი გზაზე გეღობებოდა და მოვიშორეთ, რას გადაყევი? - ბრაზი იგრძნობოდა მის ხმაში. - შეგიძლია ჩემთან მოხვიდე? ცოტა ვილაპარაკოთ და ერთი-ორი ჭიქა დავლიოთ. - მიუხედავად იმისა რომ მამა არ ემეტებოდა, შვილის სიცოცხლეს ვერ გარისკავდა. - კარგი, კარგი, მოვალ. - რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ უპასუხა და ტელეფონი დაკიდა. ანდრეაც ირაკლის მოშორდა, საწოლის წინ მდგომ დივანში ჩაჯდა და მაგიდიდან სიგარეტი აიღო. - სახლში ხომ ეწევით? - ისე იკითხა, თითქოს ეშინოდა წესები არ დაერღვია. მამაკაცის ისტერიკული სიცილის ფონზე მოუკიდა ერთ ღერს და ფეხი ფეხზე გადაიდო. - ირმა სად ცხოვრობს? - ნახალოვკაში. - მექანიკურად პასუხობდა უკვე შეკითხვებს. - ზუსტი მისამართი მითხარი. - ანდრეამ თვალი გაუსწორა კაცის ნატანჯ სახეს და მისი პასუხი ფურცლის ნაგლეჯზე ჩაინიშნა. - ნიკოს არაფერი დაუშავო, გემუდარები. - ცრემლების დამალვას აღარ ცდილობდა. - ნიკო ვინაა? - ჩემი ბიჭი. - მამების ცოდვებზე შვილები არ უნდა აგებდნენ პასუხს. - სევდიანად დახარა თავი და ხმადაბლა ამოილაპარაკა. ოთახში დუმილი ჩამოვარდა. ირაკლის საუბრის თავი აღარ ჰქონდა, ეშმაკს საუბრის სურვილი. იჯდა თავისთვის და სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. მხოლოდ მაშინ ამოიხედა, როცა ირაკლის ეზო მანქანის ფარებმა გაანათა. - ირაკლი! - ბოხ ბარიტონს კიბეზე ამოსვლის და ნაბიჯების ხმა მოჰყვა. - სად ხარ, ბიჭო ან დაცვა სად გყავს? - ოთახში შემოჰყო თავი. - ან ეს ვინ არის? - ჯერ ანდრეას სხეულს ააყოლა მზერა და მხოლოდ მერე შენიშნა საწოლზე მიბმული შვილი. - გამარჯობა, მამა, ნახვამდის მამა. - მშვიდად წარმოთქვა ეშმაკმა და წარბსა და წარბს შორის დაახალა ტყვია. ირაკლის ბღავილი მშვიდად დააიგნორა და ისევ საწოლზე ჩამოუჯდა. - ახლა ორივე ობლები ვართ. - ნაძალადევად გაუღიმა. - ნიკოს ნურაფერს დაუშავებ, გევედრები, გემუდარები. - უკანასკნელ ძალებს იკრებდა. ვეღარაფერზე ფიქრობდა შვილის გარდა. - არაფერს დავუშავებ. მშობლებს ვერავინ ირჩევს, სამწუხაროდ, - ერთი წამით ჩაფიქრდა და ისევ ბრაზმა გადაურბინა სახეზე. - მაინც როგორ ხარ ასეთი , ჯერ საკუთარი მეგობარი მოკალი და მერე მის შვილთან იწექი. რა ნამუსით ეხებოდი ნინოს, როგორ უყურებდი თვალებში, - ზიზღის გრძნობამ, გულის რევა მოჰგვარა. - არ ხარ შენ სიცოცხლის ღირსი! - შუბლზე მიაბჯინა იარაღი და კიდევ ერთხელ გაისროლა. ირაკლის სახლიდან ფული, ხოლო ავტოფარეხიდან მოტოციკლი წაიყვანა და ელვის უსწრაფესად დატოვა მამაკაცის საცხოვრებელი. ძალა აღარ ჰქონდა, თუმცა, მაინც წავიდა ირაკლის მიერ მიცემულ მისამართზე და თითქმის თენდებოდა, კარზე რომ დააკაკუნა. - ვინ გნებავთ? - ქალის მწივანა ხმა მოისმა შიგნიდან. - ირაკლი დონდუას დავალებით მოვედი. - წარბშეუხრელად იცრუა და კარიც მაშინვე გაიღო. - მობრძანდით, რა უნდა ირაკლის? - სახლში შეუძღვა ქალი. - ირმა, არა? - ყოველი შემთხვევისთვის გადაამოწმა ინფორმაცია და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ იმდენად ძლიერად დაარტყა ქალს, რომ მომენტალურად დაეცა გონდაკარგული. სკამზე მიაბა, თვითონ მის წინ ჩამოჯდა და დაელოდა გონს როდის მოვიდოდა. - რა გინდა ჩემგან? - კანკალმა აიტანა ქალი, როგორც კი თვალი გაახილა. - იცი რომ, როცა დანებით თამაშობ, შესაძლოა თითები დაკარგო? - მაგიდას დაეყრდნო და თვალებში მიაჩერდა. - რას გულისხმობ? - ცაცია ხომ არ ხარ? - მისი შეკითხვა დააიგნორა ეშმაკმა. - არა, მაგრამ რა ჯანდაბა გინდა ჩემგან? ანდრეას არაფერი უპასუხია, ისე გავიდა სამზარეულოში და იქიდან ხორცის საჭრელი ნაჯახით დაბრუნდა. მაგიდას გადასაფარებელი ააცალა და ერთი კუთხე პირში ჩასჩარა ქალს, შემდეგ ცალი ხელი გაუხსნა და ძალდატანებით დაადებინა მაგიდაზე. მიუხედავად ქალის წინააღმდეგობისა, ანდრეა ბევრად ძლიერი აღმოჩნდა და ხელი მყარად დაუჭირა თუ არა, ერთი დარტყმით მოაწყვიტა ოთხი თითი. ქალის გაბმული კივილი პირზე ხელის მიფარებით ჩაახშო და მის ყურთან დაიხარა. - ცერა თითს გიტოვებ, თუ ვინმე გკითხავს როგორმა ადამიანმა დაგაჭრა თითები, შეგიძლია ეგ თითი უჩვენო. - ირონიულად უთხრა, თუმცა, მაშინვე დასერიოზულდა. - ისწავლეთ, წყეულებო, რომ არ გაქვთ სხვისი ცხოვრებით თამაშის უფლება! - ხმას აუწია. - მე შენ არ მოგკლავ, პაიკები სიკვდილს არ იმსახურებენ, თითები რატომაც დაკარგე ტელევიზორიდან შეიტყობ, - მშვიდად აუხსნა, შემდეგ იქვე დადებული ტელეფონი აიღო და სასწრაფოში დარეკა. - მალე მოვლენ და გიშველიან, არ მოკვდები. - ხელები გაუხსნა ქალს, სწრაფი ნაბიჯით დატოვა სახლი და ახალი მოტოციკლით სიბნელეში გაუჩინარდა. * * * ირაკლის მკვლელობიდან ექვსი თვე იყო გასული, ანდრეა ჯერ კიდევ ვერ დაეჭირათ. ნინოს ნერვიულობის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. თითქოს ექვს თვეში წლები მოემატა. შფოთვები აწუხებდა, ღამეები არ ეძინა. მხოლოდ ძილის წამლების დახმარებით ახერხებდა ცოტა ხნით დაძინებას. ირაკლის მკვლელობამ და დედის გარდაცვალებამ საბოლოოდ გატეხა ქალი. ყველაზე მძიმე დროს მის გვერდით მხოლოდ ანდრეას ოჯახი იდგა. სოფო გვერდიდან არ შორდებოდა. ყველა დაკითხვაზე თან ახლდა. ფსიქოლოგთანაც მან მიიყვანა და აიძულებდა სახლში არ ჩაკეტილიყო. საერთო სადარდელმა გააერთიანა ისინი და ეს სადარდელი ანდრეა გახლდათ. ის არსად ჩანდა. უკვე იმედიც აღარ ჰქონდათ, რომ ისევ ცოცხალი იყო. იმ დღესაც საკმაოდ გვიან წამოვიდა ნინო ჩაჩუების სახლიდან. ბევრი თხოვნის მიუხედავად მათთან დარჩენა არ მოისურვა. თერთმეტი საათი ხდებოდა, მანქანა რომ სახლის წინ გააჩერა. საკეტს გასაღები მოარგო და ისე ჩუმად შევიდა შიგნით, თითქოს სხვის სახლში იპარებოდა. - სად დადიხარ ამ დრომდე? - ნაცნობი ხმა მოესმა და მუხლები მოეკვეთა. შუქი აანთო. სავარძელში მჯდომ ფეხი-ფეხზე გადადებულ ანდრეას შეხედა და სამზარეულოს დანა აიღო. - როგორ ხარ, ნინო? - არც განძრეულა, ისე შეეკითხა. - ცოცხალი ხარ! - კითხვაზე მეტად ფაქტის აღნიშვნას ჰგავდა. - თუ მომიახლოვდები, მოგკლავ. - დანა ისე ასწია, რომ ანდრეას კარგად შეძლებოდა მისი დანახვა. - იმ ცხოვრების დედა ვატირე, შენ რომ ჩემი დანახვა შეგაშინებს. - სანთებელა აათამაშა თითებში. - ძალიან გაინტერესებს როგორ ვარ, არა? ახლა გაინტერესებს? იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ჩაიდინე? - ახლა ამაზე უნდა ვილაპარაკოთ? - სხვა რაზე უნდა გელაპარაკო? რისი მოსმენა გინდა? - რისი თქმაც შენ გინდა, იმას მოვისმენ. - სად იყავი მთელი ეს დრო, ანდრეა? იცი მაინც რა გადავიტანე? - ვიცი, ნინო, ვიცი. - თავდახრილი იჯდა. - რატომ მოხვედი, მე დაგრჩი მოსაკლავი? - უბრალოდ მომენატრე. - შენნაირი უგრძნობი, უემოციო არაადამიანი ვერასდროს შეძლებს ვინმე ენატრებოდეს. - შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ შენ ვინმე არ ხარ. უკვე რამდენიმე კვირაა გითვალთვალებ, როცა დავრწმუნდი რომ უსაფრთხო იქნებოდა, მოვედი, - სახლს ისე მოავლო თვალი, თითქოს ვიღაცას ეძებდა. - დედაშენი სად არის? - თვალიერებას რომ მორჩა, ისევ თვითონ განაახლა საუბარი. - გარდაიცვალა. - ვწუხვარ. - მის ხმაშიც იგრძნობოდა მწუხარება. - ამდენი ხანი თუ მითვალთვალებ, ვერ შეამჩნიე რომ შავები მაცვია? - შევამჩნიე, მაგრამ ვიფიქრე ყოფილ საყვარელს გლოვობდი. - ფუ, რა პირუტყვი ხარ! - ზიზღით ამოილაპარაკა და დანა მაგიდაზე დააგდო. - შეგიძლია ნახო, აქ შენი პრინცის აღიარებაა. - მეხსიერების ბარათი ისე ესროლა ქალს, ფეხზე არ ამდგარა. ნინომ ბარათი აიღო, ტელეფონში მოათავსა და მასზე ჩაწერილი ერთადერთი აუდიო ფაილი ჩართო. ჩანაწერს უსმენდა და ერთი მეორის მიყოლებით სცვიოდა ცრემლები. - ჭირსაც წაუღიხართ ყველა! - ხმამაღლა იყვირა და ტელეფონი ეშმაკს ესროლა. - არ მინდა, რომ ჩემი გეშინოდეს. - არც მოხვედრილ ტელეფონზე ჰქონია რეაქცია. - ციხიდან გაიქეცი, ხალხი დახოცე, ვიღაც ქალს თითები დააჭერი, ახლა აქ მოდიხარ და ბედავ იმის თქმას, რომ არ გინდა შენი მეშინოდეს? - ხმამაღლა ყვიროდა. - მეშინია შენი, ანდრეა, მეშინია ისევ შენ გამო და არა იმიტომ, რომ სიცოცხლე კიდევ მიღირს რამედ. შენ თავი იმ ნაგავზე უკეთესი გგონია? - ტელეფონისკენ გაიშვირა ხელი. - იქნებ დამშვიდდე, თორე ისტერიკების მოსათმენად ნერვები აღარ მყოფნის, - დაძაბულ სახეზე ჩამოისვა ხელები. - ყველამ ის მიიღო, რაც დაიმსახურა. - და შენ ვინ ხარ, რომ გადაწყვიტო ვინ რა დაიმსახურა? ღმერთი ხარ? - კიდევ უფრო აუწია ხმას. - არა, ღმერთი არ ხარ. მკვლელი ხარ, სადისტი, მონსტრი. - გითხარი, დამშვიდდი - მეთქი, გეყოფა უკვე. - ანდრეამაც აუწია ხმას. - თორე რას იზამ? მეც მომკლავ? მიდი, რადგან სხვანაირად ვერ გამაჩუმებ. სადისტი ხარ, მკვლელი. - დაუსრულებლად აგრძელებდა გამეორებას. - მე მამაჩემის მკვლელთან მაინც არ ვჟი*აობდი. - ნერვებმა უმტყუნა და დაგროვილი ბოღმა გადმოანთხია. - მოგკლავ, შე ცხოველო, შე დამპალო! - ფეხზე წამოიჭრა. ჯერ სილა გააწნა ეშმაკს, შემდეგ კისერში წაუჭირა ხელები. ანდრეა არც ამჯერად ინძრეოდა. უცნაური სიმშვიდე უელავდა თვალებში და მონატრებული მზერის ყურებას დიდხანს ვერ გაუძლო ქალმა, მალევე გაუშვა ხელები და წელში გასწორდა. ანდრეაც წამოდგა სავარძლიდან, ნინოს მიუახლოვდა და მის ფეხებთან, მუხლებზე დაეცა. - საკუთარი თავი იმაზე მეტად მეზიზღება, ვიდრე წარმოგიდგენია. ვიცი, ვინც ვარ, როგორიც ვარ და იმაზე უარესს ვერაფერს მეტყვი, რასაც მე ვეუბნები საკუთარ თავს ბოლო თვეებია. თუ გინდა წავალ, თუ გინდა, იარაღი აიღე და ტყვია დამახალე, ოღონდ ამ ზიზღს ნუ დამანახებ, ახლა რომ ჩანს შენს თვალებში. - ადექი, ანდრეა. - მოულოდნელობისგან შოკირებულმა ნინომ სიტყვები ძლივს შეაკოწიწა. - არ ავდგები, ასე მინდა გელაპარაკო, ნინო. მე ღმერთის წინაშეც კი არასოდეს მომიყრია მუხლი. იმიტომ კი არა რომ მართლა ეშმაკი ვარ, იმიტომ რომ ის არასდროს იმსახურებდა ამას ჩემგან. ღმერთი არასდროს ყოფილა ჩემთან. არასდროს მიგრძნია, რომ მეც მისი შვილი ვარ. შენ ხომ იცი, ჯერ დაბადებამდე გამწირა რომ ძალადობის და სიძულვილის ნაყოფი ვყოფილიყავი. დედაჩემის და მამაშენის ტვირთის ტარება მე მომისაჯა. არც იმ ადამიანებთან მაცადა ბედნიერად ცხოვრება, ვინც ჩემთვის სხვისი წილი სიყვარული გამოიმეტა, ბოლოს კი უკანასკნელი სინათლის სხივიც წამართვა შენი სახით. არაფერი დატოვა ჩემში ადამიანური და უფლებაც არ აქვს პასუხი მომთხოვოს. პირველმა მან მიმატოვა, ნინო და ამიტომაც დავშორდით ერთმანეთს. მე მხოლოდ შენთან ვიხდი ბოდიშს, რადგან ერთადერთი ხარ, ვინც არასდროს მიმატოვებდა, რომ არა ეს წყეული ღმერთი და ის წყეული მამაშენი. - ანდრეას პირისპირ ჩაიმუხლა ქალმაც, მისკენ მიიწია და მთელი ძალით ჩაიკრა გულში. ბევრ რამეს გრძნობდა ახლა ერთმანეთის პარალელურად. უყვარდა, ეზიზღებოდა, ებრალებოდა, უბრაზდებოდა, სჭირდებოდა და უბრალოდ სიგიჟემდე ენატრებოდა ადამიანი, რომელიც ახლა მის წინაშე ყოველგვარი ნიღბის გარეშე იდგა. ანდრეა არც ტყუოდა, არ თამაშობდა, არც თავს აჩვენებდა. ნინო კი მთელი არსებით გრძნობდა ტკივილს ადამიანისას, რომელიც ღმერთმა გაჩენამდე მიატოვა და ამან ეშმაკად აქცია. - ვერ გეტყვი, რომ რამის გამოსწორება შეგიძლია. - ვიცი. - მაგრამ რაღაც უნდა შეცვალო აუცილებლად. - გინდა პოლიციას ჩავბარდე? - ამას გააკეთებ? - კი, ნინო, თუნდაც იმიტომ რომ გარეთ აღარაფერი დამრჩენია. - მე? - ანდრეას სახე ხელებში მოიქცია. - შენ გვერდით ყოფნა და იმის გააზრება რომ ჩვენს ვენებში ერთი და იგივე სისხლი მოძრაობს, ყველაზე დიდი სასჯელია მათ შორის, რაც კი ოდესმე მოუსჯიათ ჩემთვის. - ცოტა ხნით დარჩები? - ოსტატურად შეცვალა თემა. - შეიძლება? - ხალიჩაზე დაჯდა. - რატომ გპატიობ ყველაფერს? - გვერდით მიუჯდა ნინოც. - ალბათ, გეცოდები, გიყვარვარ ან იქნებ მამართლებ კიდეც. - მე ვერასდროს გავამართლებ სადიზმს და შენ იცი ეს. სინდისი ამის უფლებას არასოდეს მომცემს. - როგორც ჩანს, მამაშენმა სინდისის მარაგი შენზე ამოწურა და ჩემთვის აღარ დარჩა. - შეეცადა კვლავ ირონიით გადაეფარა ის სულიერი ტკივილი, რომელსაც ღრმა კვალი დაემჩნია მისთვის. * * * დღეები გადიოდა ან კი ვის შეუჩერებია ბუნების დაწერილი კანონი? ანდრეა ისევ იმალებოდა, მაგრამ დღეგამოშვებით, ძირითადად ღამ-ღამობით ნინოსთან მისვლას მაინც ახერხებდა. ბევრს არ საუბრობდნენ. თითქოს უსიტყვოდ მოილაპარაკეს, რომ შინაგანი დისტანციის შენარჩუნებისთვის საჭირო იყო ნაკლებად გულახდილები ყოფილიყვნენ ერთმანეთის მიმართ. ნინო კვლავ აგრძელებდა ჩაჩუებთან სიარულს, თუმცა, სინდისის ქენჯნა არ ასვენებდა. - მოხვედი? - ფანჯრიდან ჩამოხტომის ხმა რომ მოესმა, ტელევიზორს თვალი მოაშორა და ანდრეასკენ შებრუნდა. - ჰო. - დივანზე მჯდომს მიუახლოვდა და შუბლზე აკოცა. - შეჭამ, თუ დაიბან? - თავი მიაყრდნო მხარზე. - მგელივით მშია, მაგრამ ჯერ დავიბან, თორე მოვკვდი ცივ წყალში ჭყუმპალაობით. - მიდი, - ფეხზე წამოდგა და პირსახოცი მიაჩეჩა ხელში. - რომ გამოხვალ, უნდა დაგელაპარაკო. - მაგ სიტყვებზე მეტად თუ რამის მეშინოდეს, ტუტუცი ვიყო. - მიდი, დაიბანე, ისეთი არაფერია. - ზურგი აქცია, სამზარეულოში შევიდა და სუფრის გაშლას შეუდგა. სპაგეტი მოამზადა ქალმა და ის ის იყო საქმეს მორჩა, ანდრეაც გამოვიდა აბაზანიდან. მაგიდას უხმოდ მიუჯდა და თეფშზე ჩანგლის კაკუნს მოჰყვა. - რატომ არ ჭამ, ხომ თქვი მგელივით მშიაო? - მერე გინახავს სადმე მგელი, რომელიც სპაგეტს ჭამს? - რა დეგენერატი ხარ! - ღიმილი მოერია. - არ გიყვარს სპაგეტი? - ჯერ დამელაპარაკე, რაზეც ლაპარაკი გინდოდა და მერე გადავწყვეტ. - ქეთას და სოფოს რომ შენს ამბავს ვუმალავ, თავს საშინლად ვგრძნობ. - შენი სინდისის მეტისმეტი მგრძნობიარობა უკვე მაბრაზებს. - ბოდიში, ასეთი ვარ. - ნინო, სხვა გზა არ არის ხომ იცი? - არის. ისიც კი არ იციან რომ ცოცხალი ხარ, არ შეიძლება ასე. - კოდალასავით მიკაკუნებ თავში ყოველთვის. - ვიღაცამ შენი უნამუსობა უნდა დააბალანსოს და ჩემი ბრალი არაა, მე რომ მიწევს. - კაი, მოდი, პირდაპირ მითხარი რა გინდა. - მინდა, რომ დღეს მათთან მივიდეთ და გნახონ. - იუმორის გრძნობა გაგფუჭებია. - არ გეხუმრები. - აბა, რა ქეთასთან მივიდეთ, გაგიჟდი? ძებნილი ვარ მე. - არ მგონია, ვინმემ იეჭვოს რომ ჩემივე ციხიდან გაქცეულ პატიმარს თვითონვე დავასეირნებ მანქანით. ჩუმად მივალთ და წამოვალთ. - დაივიწყე ეგ აბსურდი. - როგორც გინდა. შეგერგოს. - ჩანგალი თეფშზე დააბრუნა და ისევ ტელევიზორის წინ დაჯდა. არც ანდრეას გაუგრძელებია ჭამა. ცოტა ხანს ჩუმად იჯდა მაგიდასთან, მერე ადგა და ნინოს მიუჯდა გვერდით. - წავიდეთ, მაგრამ ძალიან გვიან და ძალიან ცოტა ხნით. - დანებებულივით ამოილაპარაკა. - მართლა? - როდის მომიტყუებიხარ? - ჩამოგითვალო? - წარბი აუწია ქალმა. - არ არის საჭირო. - სოფოს მივწერ, რომ არ დაიძინონ. ტელეფონი მოიმარჯვა ქალმა და მოკლეტექსტური შეტყობინება გაგზავნა ნაცნობ ნომერზე. " არ დაიძინოთ, გვიან ანდრეასთან ერთად მოვალ" " ჩემს ანდრეასთან? " - მოვიდა პასუხი. " შენს, ჩემს, ჩვენს - რა მნიშვნელობა აქვს როგორ იტყვი?" - ღიმილის სმაილი მიაყოლა და მობილური გადადო. - წარმომიდგენია როგორ შოკში არიან - კმაყოფილმა გახედა გვერდით მჯდომს. - ბოლოს როდის ვნახე შენი სახე ასეთი ბედნიერი არ მახსოვს. - ქალის ნაკვთებს აღფრთოვანებული უყურებდა. - ციხეში რომ მოვედი, მაშინ, ალბათ. - ჰო. - ეჰ, ახლა კი ვიცი, რაც არის ბედნიერება, მაგრამ უკვე გიცნობ და ვეღარაფერს გამოვასწორებ. - მხარზე მიარტყა ხელი. - ამის ირონიას უყურე, რა. - უკმაყოფილოდ ჩაიბუზღუნა, დივანზე გაწვა და თავი ნინოს კალთაში ჩადო. - რატომ არ ჭამე? - არ მშია. - ოჰ, ნაჭამი მოხვედი ბუნაგიდან? - არა, იმდენი სირცხვილი მაქვს ნაჭამი, მთელი ცხოვრებაც მეყოფა. - ამაზრზენი. - თავზე გადაუსვა ხელი და ფიქრებმა წაიღო. * * * ღამის ორი საათი სრულდებოდა, ნინომ მანქანა რომ დაძრა და რამდენიმე წუთში გააჩერა ჩაჩუების სახლის წინ. ანდრეა ფანჯრიდან ზვერავდა სიტუაციას, თუმცა, საეჭვო ვერაფერი შენიშნა. - მაინც არ მომწონს ეს იდეა, ნინო. - თითქოს ძალდატანებით გადმოვიდა მანქანიდან. - ცოტა ხნით მოდუნდი, თუთაშხია! - მხიარულად გაიცინა და პირველი თვითონ წავიდა სახლისკენ. - ხედავ? - ანდრეასკენ მობრუნდა. უნდოდა მისთვის ფანჯარასთან მდგომი სოფო დაენახებინა, გასროლის ხმა რომ გაისმა. - ნინო! - სასოწარკვეთილი ხმა აღმოხდა ეშმაკს და ქალის სხეული ჰაერში დაიჭირა. ნინომ კისერზე მოჰხვია ხელები, წამიერად წამოსული ცრემლებისგან აციმციმებული თვალები შეანათა. გასროლას კიდევ რამდენიმე მოყვა. ორი პოლიციელი უსულოდ დაეცა მიწაზე. ანდრეამ იარაღი დააგდო და ნინოს სხეული ფრთხილად დააწვინა ასფალტზე. - სასწრაფო გამოიძახეთ. - ბოლო ხმაზე უყვირა სახლიდან გამოსულ სოფოს. - დედა რეკავს. - მის უკან მომავალ ქალზე ანიშნა და თვითონაც ნინოსთან დაიხარა. - მოვკვდები? - წყვეტილი სუნთქვით იკითხა ქალმა. - არა, არა, ყველა საშინელების გაკეთების უფლებას მოგცემ მაგის გარდა. - არ მეშინია სიკვდილის, ანდრეა. შენს ხელებში სულის დალევაზე ოცნებაც არ გამიბედავს არასდროს. - უცნაურად მშვიდი თვალები ჰქონდა. - ჩემს ხელებში დალევ სულს, მაგრამ ახლა არა, სიბერეში რომ ძალიან გამაბრაზებ, მაშინ მოგკლავ საკუთარი ხელით.- მისი თავი ეჭირა და სახეზე ეფერებოდა ქალს. - ძალიან მიყვარხარ და სულერთია, როგორ. ისიც სულერთია, მაქვს თუ არა ამის უფლება, - ანდრეას მარჯვენა ორივე ხელით ჩაბღუჯა. - უნდა წახვიდე. გთხოვ, ახლა უნდა წახვიდე, მალე პოლიცია მოვა. - არ შემიძლია, ნინო, ყველა რთულ მომენტში გაქცევა აღარ შემიძლია. - მართალს ამბობს. უნდა წახვიდე, დაგიჭერენ, ნინოსთან მე ვიქნები, საავადმყოფოში ნახავ. - სოფო ჩაერთო საუბარში. - არ დაგიჭერენ, მოგკლავენ, ანდრი, გესვრიან, წადი, გთხოვ. - მუდარად იღვრებოდა ნინო. ფეხებ მტკივანი ქეთა როგორც იქნა მათთან რომ მივიდა. - ანდრი, დედა, ნინო... რას უყურებს ჩემი დასამიწებელი თვალები, შვილო? - მათთან დაიჩოქა ქალმა. სასწრაფოს სირენის ხმა გაისმა. - ანდრეა, მოდიან, აიღე და წადი. - თავისი ტელეფონი ჩაუჩურთა ხელში ნინომ და აიძულა წასულიყო. * * * შეშლილივით გარბოდა, თუმცა, არ იცოდა სად მიდიოდა. ნინოს გვერდით უნდა ყოფილიყო, უნდოდა მისულიყო და ენახა, სიცოცხლის ფასადაც რომ დასჯდომოდა. სასაფლაოს ტერიტორიას ჩაურბინა, შიგნით შევარდა, სკამზე ჩამოჯდა და სული მოითქვა. ხელში ჩაბღუჯული ტელეფონის ეკრანი გახსნა და სოფოს ნომერი მოძებნა. - ვერ გელაპარაკები, პოლიციაა აქ, - ჩურჩულით ლაპარაკობდა ქალი. - საოპერაციოდ შეიყვანეს, როგორც კი გამოვლენ, დაგირეკავ. - რომელ საავადმყოფოშია? - არ გეტყვი და არ გაბედო აქ მოსვლა, შენც რომ რამე დაგემართოს დღეს, მე ვეღარ გადავიტან. - ხმაზე ეტყობოდა როგორ ცდილობდა ტირილის შეკავებას. - ერთ საათში დავრეკავ და ყველა საავადმყოფოს ფეხით შემოვივლი, თუ არ მიპასუხებ. - დაგირეკავ, როგორც კი გამოიყვანენ. ახლა უნდა წავიდე, ტუალეტიდან გელაპარაკები. - ტელეფონი თვითონვე გაუთიშა ქალმა. მობილური მაგიდაზე დადო. ახლაღა შეამჩნია რომელიღაც საფლავზე, ძელსკამზე რომ იჯდა და შეშლილივით წრიალებდა. თვალი მოავლო ირგვლივ, ეზოს სიღრმეში ეკლესიის გუმბათს მოჰკრა თვალი. - ისიც რომ წამართვა, ღმერთო… ისიც რომ წამართვა... - ყბები ისეთი ძალით დააჭირა ერთმანეთს, კბილებმა ღრჭიალი გაადინა. - ბოროტი უფროსივით იქცევი, პატარა ბავშვს რომ ჩაგრავს და საყვარელ სათამაშოს ართმევს ყოველთვის. - ხელები მაგიდაზე დაალაგა და თავიც ხელებში ჩარგო. ვერაფერზე ფიქრობდა ნინოს გარდა. უბრალოდ არ შეეძლო. საკმაოდ ციოდა გარეთ, მაგრამ სიცივეს ვერ გრძნობდა. საერთოდ ვერ გრძნობდა ვერაფერს, მხოლოდ ტელეფონს დაჩერებოდა თვალმოუშორებლად. - ცოცხალია? - როგორც კი ეკრანზე სოფოს ნომერი აინთო, მაშინვე გახსნა. - გადავრჩით, ანდრი, ცოცხალია და მდგომარეობა სტაბილურია. - შვებით სუნთქავდა ქალი. - მართლა? არ მომატყუო, იცოდე. - შენ თავს გეფიცები. ექიმმა თქვა რომ მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება, დღეს ნარკოზის ქვეშ იქნება, ხვალ ნახე ჯობია, ახლა აქ არ მოხვიდე, პოლიცია წრიალებს. - კარგი, მაგრამ მარტო არ დატოვო, შენ იყავი მანდ. - შვებით ამოისუნთქა ანდრეამაც. - შენ რომ არ გეთქვა, წავიდოდი ხომ? ყოჩაღ შენ! - ახლა საყვედურები არ გინდა, რა, სისხლი მაქვს გამშრალი ისედაც. - ნუ ნერვიულობ, კარგად არის და მეც აქ ვარ, ახლა ქეთას უნდა დავურეკო, ბავშვთანაა და ნერვიულობს ისიც. - კარგი, მიდი. - ტელეფონი გათიშა, ღამე სასაფლაოზე გაათია. შიშს ჰყავდა შეპყრობილი და თვითონაც უკვირდა, რომ შიში შეეძლო. სოფომ კიდევ რამდენჯერმე დაურეკა ღამის განმავლობაში და ყველა საუბრის ბოლოს აფრთხილებდა საავადმყოფოს ახლოს არ გაკარებოდა. * * * მეხუთე დღეს შეატყობინა სოფომ, რომ ნინო უკვე პალატაში გადაიყვანეს. მაგრამ ისევ სთხოვა არ მისულიყო. ნინოსთან ტელეფონით საუბარი არ სურდა ანდრეას. დას დაწვრილებით გამოჰკითხა რომელ პალატაში გადაიყვანეს და ხომ დაცული იყო იქ ქალი, დადებითი პასუხის მიღების შემდეგ თითქოს დამშვიდებულმა გათიშა ტელეფონი და სახეზე ღიმილი აუთამაშდა. - მგონი ერთმანეთს ვუბრუნდებით, ღმერთო, მგონი ჩემგან განსხვავებით შენ მართლა შეგიძლია პატიება. - გულწრფელად ჩაილაპარაკა, რადგან ცხოვრებაში პირველად იყო ღმერთის მადლიერი. ფიქრებში გართული მიუახლოვდა ნაცნობი საავადმყოფოს შენობას. შორიდან დაზვერვის შემდეგ ყურადღებით გადათვალა, თუ სად იქნებოდა ნინოს პალატის ფანჯრები და საწვიმარი მილის დახმარებით აძვრა ზემოთ. ფანჯრიდან მწოლიარე ნინო და მის გვერდით სავარძელში მჯდომი სოფო გამოჩნდა. ანდრეამ ცოტა ხანს უყურა ხან ერთს, ხან მეორეს, მერე კი ფრთხილად მიაკაკუნა ფანჯრის მინაზე. - ანდრეა? - სწრაფი ნაბიჯით მიუახლოვდა და ფანჯარა გამოაღო. - ხომ გეუბნებოდი, ერთ დღესაც "სპაიდერმენის" ყურება გამომადგება - მეთქი. - რაფიდან ოთახში ჩახტა, ჯერ დას მოეხვია და შემდეგ მწოლიარე ნინოს მიუახლოვდა. - აქ სახიფათოა. - თითქმის ჩურჩულებდა სოფო. - დიდი ხანია სძინავს? - სიტყვა ბანზე აუგდო. - კი, კარგა ხანია, არ გელოდით, თორემ რა დააძინებდა. - ეს სი*ი პოლიცია ყველაფერს მოიფიქრებს ახლა გარდა იმისა, რომ მე აქ შეიძლება ვიყო. - დაიხარა, შუბლზე ფრთხილად აკოცა და ნინომაც მაშინვე გამოახილა თვალი. - მესიზმრები? - ძილბურანში მყოფმა იკითხა. - კი შეჩვეული ხარ, მაგრამ ამჯერად არა. - ახლა უნდა გეჩხუბებოდე აქ რამ მოგიყვანა - მეთქი, მაგრამ იმდენად მომენატრე და იმდენად მინდოდა შენი ნახვა, აფერისტობა გამომივა რომ ვიჩხუბო. - არაფერი არ მოხდება, მე შენთან ვარ. - თავზე გადაუსვა ხელი. - გარეთ გავალ და კართან ვიქნები, თუ კარზე მოვაკაკუნებ, სასწრაფოდ გაქრი აქედან. - საუბარში ჩაერთო სოფო, ანდრეას გამამხნევებლად შეახო მხრებზე ხელი, კისერში აკოცა და უხმაუროდ დატოვა ოთახი. - რამე გტკივა, ნინო? - არა, არაფერი. - შენი თვალები საპირისპიროს რატომ მეუბნება? - გატყუებენ. - დაბნეული ჩანდა ქალი. - სისულელეა, მითხარი რა გჭირს? - მე კი არა, შენ რა გჭირს, რას გიგავს სახე? შეშლილს გავხარ. - ყურადღებით შეათვალიერა გაფითრებული და თვალებ ჩაცვენილი ეშმაკი. - მე… მე არ ვიცი. ვინერვიულე, შემეშინდა და თავს ვერ მოვერიე. - შეგეშინდა და შიშს ვერ მოერიე შენ? - კი. შეიძლება მე მშვენივრად ვიცი როგორ ვებრძოლო ადამიანებს და უსამართლობას, მაგრამ სიყვარულთან და შიშთან ბრძოლაში ფავორიტი არ ვარ, როგორც ჩანს. - კეფა მოიქექა. - ყველაზე არარომანტიკულად სიყვარულის ახსნას როგორ ახერხებ? - ოდნავ გაეღიმა. - იმის პირობაზე რომ საკუთარ დას ვუხსნი, მშვენიერი დასაწყისია, არა? - ყველაფრის გაფუჭებაში ნამდვილი გენიოსი ხარ. - უბრალოდ ვცდილობ ხაზგასმულ იქნას ფაქტი, რომ ინცესტის მომხრე არ ვარ. - ეშმაკური ღიმილით აღნიშნა. - ამას ვისთვის უსვამ ხაზს? - ორივესთვის. როდის გამოგწერენ? - სადმე გვეჩქარება? - კი, სადღაც უნდა წაგიყვანო. - თავზე ადგა და ზემოდან დასჩერებოდა. - აბა, ინცესტი არაო? - გოგო წაგიყვანო - მეთქი, გაგაუპატიურო ხო არ მითქვამს? - რაღაც უნდა გითხრა. - სახე გაუქვავდა ნინოს. - რა? - არის რაღაც, რაც არ იცი. - ახლა თუ კიდევ ჩვენს მშობლებზე უნდა თქვა რამე და თავი ესპანურ სერიალში მაგრძნობინო, მოკეტე ჯობია, თორე ამჯერად მე გავუშვებ ჰაერს წვეთოვანში. - არა, ამჯერად საქმე ჩვენ გვეხება. - თავიდან მომწყდიო თუ მეუბნები, სულ ტყუილად, ჯერ ფეხზე უნდა დაგაყენო. - ანდრეა, ფეხზე ვეღარ დავდგები. - მოულოდნელად წამოიძახა ქალმა. - რა? - ზურგის ტვინი დამიზიანდა, ჩემი სხეული ვეღარასდროს შეძლებს მოძრაობას. - შეუძლებელია, ნინო… - ასეა. - თვალები გადაატრიალა ქალმა. - სერიოზულად? მეუბნები რომ მოძრაობას ვეღარ შეძლებ და თვალებს ისე ატრიალებ, თითქოს შენ სულ არ გეხებოდეს ეს ამბავი. - მაპატიე, მაგრამ ეს ერთადერთი მოძრაობაა, რომელსაც სხვების დაუხმარებლად ვასრულებ. - და განკურნების საშუალება? - არ არსებობს. - შეუძლებელია, შეუძლებელია! - გიჟივით იმეორებდა ანდრეა, უკან დაიხია და უღონოდ ჩაეშვა სავარძელში, იმდენად ღრმად სუნთქავდა, გეგონებოდათ ყოველი ჩასუნთქვა უკანასკნელი იყო, პირი დააღო და თვალები ჩაუწითლდა. - ჩემი ბრალია! - ამოილუღლუღა და თავი ხელებში ჩარგო. - მოეშვი გლოვას, არაფერია შენი ბრალი, მე წამოგიყვანე იმ დღეს. - მისი დამშვიდება სცადა ნინომ. - ახლა მე არ ვიცი როგორ მოვიქცე, ნინო, ან რა უნდა გითხრა, მე არასოდეს მიცდია ჩემს გრძნობებზე საუბარი და არც თანაგრძნობა ვიცი. - ასე არ უნდა იბლუკუნო და ძლიერი უნდა იყო, რომ მეც მომცე ძალა. - ძლიერი? მე უნდა ვიყო ძლიერი? შენ კიდევ გჯერა, რომ ძლიერი ვარ? - კი არ მჯერა, ზუსტად ვიცი რას ვამბობ. - შენთან ვიქნები. ღმერთიც ვერ შეძლებს შენი თავი წამართვას, თუნდაც ჯოჯოხეთში გადავსახლდებით, მაგრამ აღარ დაგტოვებ. - ისევ მიუახლოვდა და თმაზე თამაში დაუწყო ქალს. - ჯოჯოხეთში შენებთან, ეშმაკო? - გაღიმება სცადა, მაგრამ უგემურად გამოუვიდა. მის თმებზე მოთამაშე ანდრეას გრძელ თითებს გააყოლა თვალი. - მაინც და მაინც მაშინ უნდა დამგვანებოდი ადამიანს, როცა შენი ჩახუტება აღარ შემეძლებოდა? - ჩუმად, თითქმის ჩურჩულით თქვა. - მე მაინც არ ვიმსახურებ ჩახუტებას, ამიტომ თვითონ ჩაგეხუტები. - მე ვიმსახურებ? - შენ არაფერს იმსახურებ, მაგრამ მე ვარ ზედმეტად გულკეთილი. - ვითომ გაიღიმა ანდრეამ, თუმცა, უგემურ დაჭყანვას უფრო ჰგავდა. - წადი ახლა, საშიშია შენი აქ ყოფნა. - რამდენ ხანს დაგტოვებენ საავადმყოფოში კიდევ? - ალბათ, დიდ ხანს, შეიძლება რამდენიმე თვეც გამომიყენონ საცდელ ბაჭიად. - ყველას დავხოცავ ამათ. - აშკარად არ ხუმრობდა. - ენას ნუღარ იღებ ვინმეს მოკვლაზე. წადი და ფრთხილად იყავი იცოდე. ანდრეამ კარს აქედან მიუკაკუნა სოფოს და ის შემოვიდა თუ არა ოთახში, თვითონ ფანჯრიდან გადაძვრა. მისი წასვლისთანავე არაადამიანური ხმა ამოუშვა ნინომ და გულამოსკვნილი ატირდა. - უთხარი, რაც გჭირს ხო? - დაბალი ხმით იკითხა და ქალის თითებს მოეფერა. - ვუთხარი და არ ვიცი როგორ შევძელი თავის შეკავება, მისი თანდასწრებით რომ არ მებღვლა. - არ გიტირია? - თითქოს ნინოს სიძლიერის შეგრძნებამ გააოცა. - ისეთი სახე ჰქონდა, ვიფიქრე გულმა არ დაარტყას - მეთქი, საკუთარი თავის შესაცოდებლად აღარ მეცალა. - მაინც როგორ ხარ ასეთი? - სახეზე მოეფერა და ცრემლები შეუმშრალა. * * * ერთი თვე გავიდა რაც ნინო საავადმყოფოში იწვა. ათასნაირ გამოკვლევებს უტარებდნენ. მის მოძლიერებას ცდილობდნენ, მაგრამ ქალი სულ უკან და უკან მიდიოდა. ყოველი წუთი თითქოს ათი წლით აბერებდა. ამას ემატებოდა ინფორმაცია, რომელსაც ტელევიზორი გამუდმებით გადმოსცემდა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდნენ ანდრეას. ბრძანება გაიცა რომ შეეძლოთ დანახვისთანავე ესროლათ მისთვის, რადგან მეტისმეტად საშიშიში იყო. ნინოს ანდრეაზე ნერვიულობა არ ასვენებდა, გოგონა კი ყოველდღე ჯიუტად მოდიოდა საავადმყოფოში, ფანჯრიდან ძვრებოდა ნინოს პალატაში და ათას სისულელეზე ელაპარაკებოდა, რომ როგორმე ხასიათზე მოეყვანა. - არ დაიღალე? - მორიგი სტუმრობისას პირდაპირ ჰკითხა ქალმა. - რით? - ჩემით. - სერიოზულად მეკითხები? - კი. - თავიდან თუ გინდა მომიშორო, რამე სხვა მოიფიქრე ჯობია. - უდარდელად ჩამოჯდა საწოლზე. - ანდრეა, სერიოზულად, ხვდები მაინც რამდენად ვიტანჯებით ორივე? - მე მხოლოდ შენი უხასიათობა მტანჯავს, სხვა არაფერი. - არ მაქვს უხასიათობის მიზეზი? - გაქვს, მაგრამ გამოვასწორებთ ყველაფერს. - გამოასწორებ? - კი, ყველაფერს გავაკეთებ, რაც გინდა, ოღონდ მითხარი რით შეგიმსუბუქო მდგომარეობა. - თვალებში მიაჩერდა ქალს. უზომოდ გულწრფელი ჩანდა. - გამათავისუფლე. - მოკლე და მოულოდნელი იყო ნინოს პასუხი. - რისგან? - საკუთარი თავისგან და ამ დამპალი საწოლისგან. - რას გულისხმობ? - ანდრეა, კიდევ ერთხელ გააკეთე ის, რაც ასე კარგად გამოგდის. - შენ სულ შეიშალე? რას მთხოვ, რომ მოგკლა? - თითქოს ყურებს ვერ უჯერებდა. - ეს მოკვლა კი არა, თავისუფლების მონიჭება იქნება ჩემთვის. - ნუ სულელობ. - გემუდარები, გააკეთე ეს ერთადერთი რამ ჩემ გამო, ერთხელ მაინც იყავი ბოლომდე ჩემს გვერდით. - მუდარაზე გადავიდა. - არ შემიძლია, ნინო, რეებს მეუბნები? - არასოდეს არაფერის გაკეთება როგორ არ შეგიძლია ჩემთვის, იმდენი ხალხი დახოცე და მე რომ მჭირდება, ამაშიც უძლური ხარ? - გაჩუმდი, გემუდარები. - არ შემიძლია ამის გაძლება, არ შემიძლია ასე უძრავად ყოფნა და შენ იცი ეს. - მე ვიქნები შენ გვერდით და არაფერი გაგიჭირდება. - ცოტა ხანში ნაწოლები გამიჩნდება. - კარგად მოგივლი და არ გაგიჩნდება. - სისულელეა, ამას სულ ვერ შეძლებ, გაიგე? და ეგეც რომ არა, ნებისმიერ წამს შეიძლება დაგიჭირონ და კიდევ ერთხელ მიმატოვებ მაშინ, როცა ყველაზე მეტად დამჭირდები. - ვერ დამიჭერენ. - და თუ დაგიჭერენ? სამუდამოდ ვერ დაიმალები, მით უმეტეს, ჩემნაირ ხეიბართან ერთად. - აღარ გაბედო და საკუთარ თავს ასე აღარ უწოდო! - ხმას აუწია ანდრეამ. - მაშინ დამეხმარე, რომ ასეთი აღარ ვიყო. - ნინო, მგონი ვერ ხვდები რას მთხოვ. - ვხვდები. ჩვენი გაცნობის დღიდან ყოველთვის შენ იქცევი ეგოისტურად და მინდა ამ ერთხელ მე ვიყო ეგოისტი. - უნდა წავიდე. - ანდრეა ფანჯარასთან მივიდა. - გაიქეცი, ჰო, გაიქეცი. მივეჩვიე რომ ყოველთვის გარბიხარ, როცა მჭირდები. ახლა შენი შეჩერებაც არ შემიძლია, თუმცა, როდის შემეძლო. - დავბრუნდები, ოღონდ უნდა დავფიქრდეთ. ყველაფერზე უნდა დავფიქრდეთ მეც და შენც. - ნინოსთან მივიდა, შუბლზე აკოცა და ფანჯრიდან უჩუმრად გადაძვრა. ბოლო დროს გართულდა ოთახში ჩუმად შეპარვა და გამოპარვა. საავადმყოფოს ფასადის შეღებვა დაიწყეს, რის გამოც გამუდმებით იდგნენ ამწეები და მუშები ირეოდნენ. საბოლოოდ მაინც მოახერხა გამოპარვა და უთავბოლოდ დაიწყო ქუჩაში სიარული. ოფლში ისე იწურებოდა, თითქოს თავქუდმოგლეჯილს ერბინა. რა უნდა ექნა? ნინო მართალი იყო, ნებისმიერ წამს შეიძლებოდა დაეჭირათ და ქალი მარტო დარჩებოდა, მას კი საკუთარი ხელით ჭამაც არ შეეძლო, დანარჩენზე ხომ საუბარიც ზედმეტი იყო. ანდრეა სამი დღე არ გამოჩენილა. ნინო აუტანელმა ფორიაქმა და მარტოობის შეგრძნებამ მოიცვა. უიმედობამ დარია ხელი. - სად ხარ? რა ჯანდაბა გააკეთე? კიდევ რა შეიძლებოდა რომ გაგეკეთებინა? - თავის თავს ელაპარაკებოდა, ნაცნობი ფიგურა რომ გაეჩხირა თვალში. - შე დამპალო. - გაბრაზების დამალვა არც უცდია. - მეც მომენატრე. - გეტყობა კი, ალბათ, მაგიტომაც არ გამოჩნდი ამდენ ხანს. - სოფო სად არის? - სიტყვა ბანზე აუგდო. - სახლში წავიდა, გამოცვლა და დაბანა სჭირდება ზოგჯერ. - კარგი, ნუ ჭიჭყინებ, - პატარა ბავშვივით დაუყვავა. - პრობლემებს ვაგვარებდი და ვფიქრობდი. - მერე რა მოიფიქრე? მითხარი, რომ მზად ხარ ჩემს გასათავისუფლებლად. - მზად ვარ. - ისე ცივად თქვა, თითქოს არაფერი იყო ამ ამბავში განსაკუთრებული. - მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ და უზომოდ მადლიერი ვარ. - ემოციები ვეღარ მოთოკა. - მხოლოდ ერთი პირობით. - საუბარი გააწყვეტინა. - შენ და შენი პირობები, რა. გისმენ, თქვი რა პირობა გაქვს. - მინდა ერთი კვირა მაჩუქო. ერთი კვირის შემდეგ მე გავაკეთებ იმას, რაც გენდომება. - თანახმა ვარ. - დაუფიქრებლად დაეთანხმა. საწოლს მიუახლოვდა ეშმაკი და ნინო ხელში აიყვანა. - რას აკეთებ? - გიტაცებ. ახლა მხარზე უნდა გადაგიკიდო და იმედი მაქვს, არაფერს გატკენ. - მგრძნობელობა არ მაქვს, - სევდიანად აცნობა ქალმა. - აქედან როგორ ჩამიყვან? ფანჯრიდან ხომ არ გადამაგდებ? - ეცადა გაემხიარულებინა. - ის გოგო არ ხარ, სიკვდილი რომ უნდა? - უმტკივნეულოდ. - სწრაფად შეუსწორა. ფანჯარასთან მივიდნენ, ანდრეამ ფრთხილად გადააწოდა ნინო ამწეზე მდგომ მამაკაცს, შემდეგ თვითონაც გადავიდა და ქვემოთ დაწევა დაიწყო რკინის კონსტრუქციამ. ნინო ეტლში ჩასვა, ღვედებით დაამაგრა, შემდეგ ზემოთხსენებული მამაკაცის დახმარებით მანქანაში შესვა, სადაც წინასწარ გაეთავისუფლებინათ ადგილი ეტლისთვის, კაცებს მადლობა გადაუხადა და ნინოს გვერდით მიუჯდა. - რა გააკეთე, შე არანორმალურო? - თვენახევრის განმავლობაში პირველად გაეღიმა გულიანად. - მოგიტაცე. - ვინ იყვნენ ის ბიჭები? - მუშები, საავადმყოფოს ფასადს ღებავდნენ. - როგორ დაითანხმე ადამიანის მოპარვაზე? - ის მივეცი, რაც უნდოდათ. - რა? - ტრა*ი, ნინო, რა უაზრო კითხვებს მისვამ, ფული მივეცი, რა უნდა მიმეცა? - ნუ ღრიალებ. - ხმადაბლა თქვა ქალმა. - არ ვღრიალებ. - სად მივდივართ? - სადაც გვინდა, სადაც შენ გინდა. - მე შენთან ერთად ყველგან კარგად ვარ. - მაშინ ჩემთან ბუნაგში. - მადლობა რომ არსებობ, ანდრეა. - თავისთვის ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა. - მადლობა მამაშენს. - ირონიულად გაეღიმა. - სოფოს დაურეკე და უთხარი, რომ კარგად ვართ. - ისევ ნინომ შეახსენა. ანდრეამ ტელეფონი ამოიღო და ქალს გაუწოდა. -კბილებით თუ დავიჭერ, საუბარს ვერ შევძლებ. - ღმერთო მე… მე უბრალოდ… - საშინლად არ გიხდება, როცა ბლუკუნებ. - ტუჩები გაბუშტა ქალმა. - ანდრი, შენ ხარ? - მეორე ზარზე გახსნა ტელეფონი სოფომ. - საავადმყოფოში რომ მიხვალ, ნინო აღარ დაგხვდება და არ ინერვიულო. - გამოწერეს? - კი, ოღონდ ექიმმა ჯერ არ იცის. - ანდრეა, ნინო მოიპარე? - გაოგნება დაეტყო ქალის ხმას. - მართალია, უძრავი ვარ, მაგრამ ნივთებში მაინც ნუ გამიყვანთ ჯერ - ხმამაღლა დაიძახა. - მოვიპარე ტელევიზორი ხო არაა, გოგო, მოვიტაცე მაინც გეთქვა. - მაპატიეთ, რომ დავიბენი. ნორმალურები ხართ საერთოდ? - უნდა წავიდე, ვეღარ დამიკავშირდები, ტელეფონს ვაგდებ, მე თვითონ შემოგეხმიანებით რომ მოვახერხებ. - ქეთა ნერვიულობს, ანდრი. - უთხარი, რომ კარგად ვართ და როგორც კი მოვახერხებთ, გნახავთ. - არც გაუთიშავს ისე მოისროლა ტელეფონი. * * * საბედისწერო ერთი კვირის ათვლა დაიწყო. ანდრეა ახლა ყველაფერზე იყო წამსვლელი, რათა ნინო გაებედნიერებინა. - დილა მშვიდობისა! - ქუთუთოები დააშორა თუ არა ერთმანეთს, უკვე გაღვიძებული ანდრეა მოხვდა თვალში. ხელი ამოედო თავქვეშ და ნინოს სახეს აკვირდებოდა. - არადა, ახალი გაღვიძებული ქალი ასეთი ლამაზი არცერთი ლოგიკით არ უნდა იყოს. - ტუჩი გადმოაბრუნა მოჩვენებითი გაკვირვების ნიშნად. - ალბათ, ლოგინში რომ არ ვწრიალებ, მაგის დამსახურებაა. - ვისგან ისწავლე ეს ირონია, ენა უნდა ამოვაგლიჯო. - ისედაც ენაბლუა, როცა იბნევა. - თვალი ჩაუკრა. - ახლა გავბრაზდები და სანამ არ ჩამეხუტები, არ გადამივლის. - ეჭვი მაქვს, დიდხანს მოგიწევს ლოდინი. - ღმერთო, როდის დაუგრძელდა ამ ქალს ასე ენა? - თვალები ჭერისკენ ააპყრო. - რამეს მაჭმევ, თუ შენსავით სირცხვილის ჭამით უნდა დავკმაყოფილდე? - წინასწარ გაფრთხილებ, რომ ცუდი მზარეული ვარ. - წინასწარ გაფრთხილებ, რომ წუნია მჭამელი ვარ. - ეს ნახე, რა! - ხელი დაავლო ქალის სხეულს, ეტლში გადასვა და სამზარეულოსკენ გააგორა. - ახლა მოკლედ აგიხსნი. ორი რამ შემიძლია. ყველაფრის შეწვა და ყველაფრის ადუღება. - და ყველას დახოცვა. - ჩაფიქრებული ტონით დაამატა. - ნუ დაიწყებ ახლა. - კარგი, მაშინ კვერცხის შეწვამდე ყავა მომიდუღე. თან წარმოიდგინე თავზე ხელშემოდებული როგორ ვფიქრობ ამ უდიდესი სიიდან, რომელიც შემომთავაზე, რა ავირჩიო. - მართლა გამაღიზიანებელი ყოფილა ცინიკოსი ხალხი. - ჩაფიქრებით თქვა ანდრეამ და ყავის მოხარშვას შეუდგა. - ყველაფერს უწესრიგოდ ყრი. - კოვზი რომ მაგიდაზე მიაგდო და მადუღარიც იქვე დატოვა, წარბის აწევით აღნიშნა ნინომ. - ქალბატონო, ვეღარ ვიგებ მოგიტაცე, თუ გავთხოვდი. - ეტლის სახელურებს დაეყრდნო და ცხვირით ცხვირზე გაეთამაშა. დღე სასიამოვნოდ გაატარეს, ამჯერად აღარ არიდებდნენ თავს ერთმანეთს და აღარც გულწრფელობის ეშინოდა რომელიმეს. - რამეს წამიკითხავ? - საწოლზე რომ დააწვინა, ხმადაბლა იკითხა ნინომ. - მე? - შენ, აბა, ვინ? რა იყო, მართლა არ იცი კითხვა? - რა წაგიკითხო? - კეტჩუპის შემადგენლობა ან რაიმეს ინსტრუქცია. - რა იყო შენ, ჯავრს იყრი? - ქალის ღიმილმა თვითონაც გაამხიარულა. - მოდი, დაწექი. - თვალებით ანიშნა საწოლისკენ და ანდრეაც გვერდით მიუწვა. - სინამდვილეში შენთან ლაპარაკი მინდა. გაუჩერებლად მინდა გელაპარაკო და გისმინო. - მელაპარაკე. - საფეთქელზე მიაკრა ტუჩები და თავის მისკენ მობრუნებაში დაეხმარა. - გულწრფელი იქნები? - ნუ მძაბავ. - რაღა გვაქვს ერთმანეთისთვის დასამალი, ანდრი? - სევდიანი ღიმილი ეფინა სახეზე. - კარგი, დაიწყე, რა გაინტერესებს. - დამაჯინე. - ანდრეა წამოიწია, ქალი წამოაჯინა. მის ზურგს უკან ჩაჯდა და მკერდზე ზურგით მიიკრა. გოგონას გულისცემას მკაფიოდ გრძნობდა ნინო და უზომოდ სიამოვნებდა. - დაიფიცე რომ იტყვი სიმართლეს, მხოლოდ სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. - სიცილით თქვა. - ოხ, ეს ძაღლური ჩვევები! - უკმეხად ჩაიქირქილა. - თამარი შენ მოკალი ხო? - პირდაპირ იკითხა. - კი. - ნიკაპი ნინოს მხარს დააყრდნო და ფილტვებში ღრმად ჩაუშვა ქალის სურნელი. - და რომ ჰკითხო, არასდროს მოვუტყუებივარ. - მიუხედავად იმისა რომ ამ პასუხს ელოდა, მაინც გული მოუკლა. - სიმართლე რომ მეთქვა, ელექტრო სკამზე დამსვამდი. - ელექტრო სკამზე დიდი ხანია აღარავის სვამს ჩვენი კანონმდებლობა. ვიცოდი, რომ შენ ჩაიდინე. - ღრმად ამოიხრა. - გერჩია იმას დაესწრო? ციხეში ყველა პატიმარი გადარჩენისთვის იბრძვის, ნინო. შენ კაბინეტსა და ჩვენს კამერებს შორის იმაზე დიდი უფსკრულია, ვიდრე წარმოდგენა შეგიძლია. - შენ რომ დახმარება გეთხოვა… - თქვენ არ შეგეძლოთ ჩვენი დახმარება. და არც მე შემეძლო არასდროს დახმარების თხოვნა ვინმესთვის. - საუბარი შეაწყვეტინა. - შენ იმაზე მუქ ფერებში აღიქვამდი ყველაფერს, ვიდრე იყო. - თქვენ კი მეტისმეტად ვარდისფერი სათვალით უყურებდით. - ნარკოტიკს საიდან იღებდი? - ნინო კარგი, რა, ეგ ყველაზე მარტივია. უბრალოდ მნახველი და პატიმარი ნახვის ოთახში ფეხსაცმელებს გაცვლიან უჩუმრად, შენ პაემნიდან დაბრუნებული ადამიანის ფეხსაცმელს ძირს მოხსნი და ჰოპ, ნარკოტიკს იპოვი, - ისე გაიცინა თითქოს უმარტივეს ჭეშმარიტებას ვერ ხვდებოდა. - არც ზედამხედველები იყვნენ წმინდა წყლის დამლევი. ცოტა ფულს გაუმაზავდი და შემოგიტანდნენ, რა. კიდე ბევრი გზაა, ახლა ყველას ნუ მომაყოლებ. - იარაღიც ასე შემოგიტანეს ჰო? - კი. - ვინ შემოგიტანა? - რა მნიშვნელობა აქვს ამას? - უბრალოდ მაინტერესებს. - თათიამ. - ხმადაბლა თქვა და ქალის ყრუ ოხვრა მოესმა. - ვიცოდი, რომ უკიდურესობამდე მიიყვანდი. - მას უნდოდა დამხმარებოდა. - შენ რა გინდოდა მისგან. - რაც მინდოდა მივიღე. - რას გულისხმობ? - დახმარებას ნინო, რას უნდა ვგულისხმობდე. - შენ ამას დახმარებას ეძახი? - რაც გინდა, ის დავარქვათ, ფაქტია, თხოვნა შემისრულა. - და შენ იარაღს ხატების უკან მალავდი. - რაღაცაში მეც ხომ უნდა გამომეყენებინა ღმერთი? ხატები ერთადერთი იყო, რასაც ჩხრეკის დროს ძირს არ ყრიდნენ ზედამხედველები. - ზოგჯერ მართლა ძალიან მეშინია შენი. - ზოგჯერ მეც მეშინია ჩემი თავის. - ქალის მფეთქავ არტერიას დააკვირდა. მისი სურნელი აბრუებდა. - ახლა მაინც მითხარი, რატომ მოკალი ის კაცი შენს დაბადების დღეზე. - მან მთვრალ თინეიჯერზე ძალადობა მოინდომა და არ გაუმართლა, რომ ის მთვრალი თინეიჯერი მე აღმოვჩნდი. - ახლაც მოკლავდი? - კარგა ხანს ფიქრობდა პასუხზე ანდრეა. - არა. მაშინ უბრალოდ, მთვრალი, ღმერთზე გაბრაზებული და ცხოვრებაზე გულაცრუებული ბავშვი ვიყავი, რომელსაც შეეშინდა და თავი ისე დაიცვა როგორც შეძლო. - და რატომ შეიძულე პოლიცია ანდრი, მე რომ მოვედი, შენი ზიზღი ჩვენს მიმართ ისე ნათლად ჩანდა. - ტუჩები მაგრად მოკუმა. - კაცი რომელიც მოვკალი თანამდებობის პირი აღმოჩნდა. როგორც კი ეგ გაირკვა, ჩემი პირველი ჩვენება გადახიეს და მოისროლეს. საშინლად მცემდნენ იქამდე, სანამ არ მათქმევინეს რომ ტყუილად მოვკალი ის ტიპი. ძალადობის მცდელობაზე რომ მეთქვა რამე, ჩემი ოჯახი აგებდა პასუხს. აზრი აღარ ჰქონდა ჩვენების მიცემას, ამიტომ გამოვიყენე დუმილის უფლება. ჩვენს ქალაქს მკვდრები უყვარს ნინო. მკვდარი ყოველთვის მართალია, თან თუ მდიდარია, მაშინ ხო საერთოდ. - შენ რომ გაბრაზება უკონტროლოს არ გხდიდეს, რამდენიმე წელში ციხიდან გამოხვიდოდი. - თემა შეცვალა ქალმა, ანდრეას ზიზღნარევი ხმის მოსმენა აღარ შეეძლო. მიხვდა, მას ამ თემაზე საუბარი არ სიამოვნებდა. - და მერე რა იქნებოდა, ნინო? - ვინ იცის, ანდრი, ვინ იცის. - თუ დამიჯერებ, მე ახლა ამ ღამით შენ გვერდით სიკვდილი მირჩევნია უშენო თავისუფლებას და დიდხანს სიცოცხლეს. - დაგიჯერებ. - თვალები დახუჭა და მარილიანი ბურთულები ჩამოუგორდა ლოყაზე. - ნანობ, იქ რომ მოხვედი? - ანდრეამ დაანგრია სიჩუმის ყრუ კედლები. - არა. არასდროს მინანია. ბედისწერაა ყველაფერი. ჩვენ ერთმანეთი უნდა გვეპოვა. - არ უნდა შეგყვარებოდი. ასე არავის არავინ უნდა უყვარდეს. - უფრო მაგრადაც შემიყვარდები. ოღონდ ახლა და ოღონდ აქ არა. - ჩაღიღინებასავით გაისმა ნინოს ხმა. ქალის სხეულს მაგრად მოჰხვია ხელები ანდრეამ და ეტკინა, როცა გაიაზრა, ნინო მის შეხებას ვერ გრძნობდა. * * * მომდევნო ექვსი დღე ყველაზე ბედნიერი ადამიანი იყო ნინო. გამუდმებით იცინოდა და ბედნიერებას ასხივებდა. ანდრეაც მთელი ძალით ცდილობდა არ შესტყობოდა როგორ უჭამდა დარდი გულს. მთელი დღეს ერთად ატარებდნენ, იცინოდნენ. ღამით კი ეზოში ისხდნენ და დაუსრულებლად საუბრობდნენ. ანდრეას ეჩვენებოდა, რომ დრო აჩქარებული იყო. თითქმის მთელი ღამეები უყურებდა მძინარე ქალს. არ უნდოდა თვალი მოეხუჭა და ამ ძვირფასი დროიდან თუნდაც სულ მცირედი დაეკარგა. მიუხედავად დროის გაწელვის მცდელობისა, კალენდარი ჯიუტად აჩვენებდა რომ დრო ამოიწურა. ანდრეას ერთი კვირა დამთავრდა და ნინოს ერთი დღე იწყებოდა. - დაბადების დღეს გილოცავ. - ნაძალადევი ღიმილი ჰქონდა სახეზე. ჩვეულ პოზაში იწვა და ქალს დასჩერებოდა. - მჩაგრავ, მე რომ თავის წამოწევა და შენი ყურება არ შემიძლია? - ეშმაკურად გაუცინა. - დროს ვინაზღაურებ. დაკარგულს და დასაკარგს. - ქაღალდის ყვავილი აიღო კომოდიდან და თმაში ჩაამაგრა. - გმადლობ. გახსოვს? წინაზე მსგავსი ყვავილი ხელში მომეცი. - სევდიანად გაიხსენა ქალმა. - მომავალ წელს რა იქნება, ნინო? - საფლავზე მომიტანე. - სიმშვიდე ეხატა სახეზე. - ეს ნიშნავს, რომ აზრი ვერ შეგაცვლევინე? - არა, ანდრი, არ შემიძლია ასე სიცოცხლე, სუნთქვაც მიჭირს იმის გააზრებისას რომ ვერასოდეს გავინძრევი, ვერასოდეს შეგეხები. ანდრეამ ნინოს ხელები, თავისაში მოიქცია და სახეზე ჩამოისვა. - რა ცუდია, რომ წამების დაპაუზება არ შემიძლია. ამ წამს დავაპაუზებდი და ჩვენს ცხოვრებაზე რომ წიგნი დაეწერათ, ამ ფოტოს დავურთავდი გარეკანზე. - თვალებიდან ცრემლი ჩამოუგორდა. - ნუ ტირი, შენ ხომ ბედნიერი ხარ. დღეს შენ ხარ ეგოისტი და ტირილის უფლება მაინც დამიტოვე მე. - თვალები აუწყლიანდა ანდრეასაც, თუმცა, სწრაფად გააკონტროლა თავი. - არ მეგონა რომ ტირილი შეგეძლო, იცი? - შენ ბევრი რამ არ გეგონა, როგორც მე. - იცი? ამ ერთ კვირაში მივხვდი, რომ არ გიცნობდი. - შენ ჯერ კიდევ წინ გაქვს ჩემი გაცნობის მთელი სიამოვნება. - დიდი ხნის წინ ნათქვამი ფრაზა გაუმეორა და გაეღიმა. - ანდრი! - გისმენ. - რაღაცას დამპირდები? - ხომ იცი, რომ არ მიყვარს დაპირებები? - შენ ხომ ყოველთვის მაძლევდი უფლებას შენი წესები დამერღვია? - რა იყო, ერთგულების ფიცი უნდა დამადებინო? - ხუმრობით ეცადა სიტუაციის განმუხტვას. - არა, მინდა დამპირდე რომ ჩემი სიკვდილის შემდეგ... - წამით ხმა გაუწყდა ქალს. - როცა მე არ ვიქნები, თავს არაფერს ავნებ და აქედან შორს ახალ ცხოვრებას დაიწყებ. - მაინც დაასრულა. - როგორი ეგოისტი გამხდარხარ, ნინო. - თავი დანანებით გააქნია. - შენ მთელი ცხოვრება გაქვს წინ. ყველაფერი ახლა უნდა დაიწყო. - ვეცდები, გპირდები რომ ვეცდები, - თვითონაც არ სჯეროდა საკუთარი სიტყვების, მაგრამ ქალის განერვიულებას მოერიდა. - შენი ადგომის დროა. - ჩვეული სიფაქიზით აიყვანა საწოლიდან და ეტლში ჩააჯინა. მალევე მოაწესრიგა და მისაღებში გავიდნენ. - ეს შენ გააკეთე? - ლამაზად გაწყობილ სუფრას გაოცებით შეხედა ქალმა. - რომ გითხრა შეფ მზარეული დავიქირავე - მეთქი, დამიჯერებ? - მაგიდასთან მიიყვანა, თვითონაც გვერდით მიუჯდა და ღვინო დაასხა. - შენ გაგიმარჯოს, ნინო, ეშმაკსაც და ღმერთსაც რომ მოუგე თამაში. - ჭიქები თვითონვე მიარტყა ერთმანეთს. ერთი ჭიქიდან ნინოს დაალევინა, მერე კი თვითონაც დალია. - მარცხს აღიარებ? - ოდნავ გაეღიმა ქალს. ანდრეას არაფერი უთქვამს, მხოლოდ ოდნავ დაეყრდნო ნინოს მხარს და ღრმად ამოისუნთქა. ის დღე გამორჩეული იყო. თითქოს ჩვეულებრივ კარგად ატარებდნენ დროს, მაგრამ მოსალოდნელის გამო შინაგანი შფოთვა არცერთს შორდებოდა. ნინომ იცოდა რომ იმ დღეს მისი სიცოცხლე შეწყდებოდა, თუმცა, ვერ იაზრებდა რომ ეს ერთი კი არა, ორი ადამიანის დასასრული იყო. იქნებ, იაზრებდა კიდეც, მაგრამ ვერ სძლია ეგოისტურ ბუნებას. მთელი დღე წვიმდა, თითქოს ადამიანების შეკავებულ ცრემლებს ცა ღვრიდა. ჩვეულებრივზე სწრაფად დაღამდა ან ანდრეას მოეჩვენა ასე. სამზარეულოს მაგიდასთან იდგა, ხელში პატარა შუშის ქილა ეჭირა და თავს ძალას ატანდა, რომ ფხვნილი შუშიდან ჭიქაში გადმოეტანა. არ შეეძლო, თითები არ ემორჩილებოდა, მაგრამ არც ნინოსთვის კიდევ ერთხელ იმედის გაცრუება სურდა. უკანასკნელად უნდა შეესრულებინა დაპირება ქალისთვის. აკანკალებულ სხეულს სიმწრით იმორჩილებდა, ოფლი შუბლით დაეცვარა. მაინც შეძლო, გაფითრებულ თითებს ძალა დაატანა, ჯერ ფხვნილი ჩაყარა ჭიქაში, შემდეგ ღვინო დაასხა. გამშრალ ტუჩებზე გადაიტარა ენა და რაღაცის მლაშე გემო იგრძნო. ტიროდა, მის ცხოვრებაში პირველად ვერ აკავებდა ცრემლებს, ღაპაღუპით მოსდევდა ერთმანეთს მარილიანი წვეთები და მზერას უბინდავდა. - ანდრი, სად ხარ ამდენ ხანს? - ნინოს ხმა დაბალი დაძახება მოესმა. თვალები მუშტებით მოიმშრალა, ჭიქებს დაავლო ხელი და ქალთან გავიდა. - როგორც ყოველთვის, უჩემოდ ვერ ძლებ. - ნიშნისმოგებით აღნიშნა და ყალბმა ღიმილმა ტუჩები დაუბრიცა. - მგონი ყველა სიკეთესთან ერთად ლოთიც ხარ. - სითბო ენთო ნინოს თვალებში. ეშმაკმა ტუჩებთან მიუტანა ჭიქა. უყურებდა როგორ სვამდა და თავისივე სისხლის მოძრაობას გრძნობდა. ყურები უწუოდა, რაღაც სასოწარკვეთილი ბღაოდა მის სხეულში და ისე უგლეჯდა სხეულს, თითქოს გარეთ გამოსვლას ცდილობდა. - დღეს დავიძინოთ, რა. დღეს დავიძინოთ და ხვალ თუ უნდა, აღარც გათენდეს. - გული ამოაყოლა სიტყვებს და ნინომ საჭიროდ არ ჩათვალა პირობის შეხსენება. - დავიძინოთ. - ხმადაბლა დაეთანხმა. მაშინვე ამოიყვანა ეტლიდან, ხელში აყვანილი შეიყვანა ოთახში და საწოლზე დააწვინა. თვითონაც ისე ფრთხილად მიუწვა გვერდით, თითქოს არ სურდა შეეწუხებინა. - არ მინდა, რომ მეტკინოს. - რამდენიმე წუთიანი ჯოჯოხეთური სიჩუმის დარღვევა გაბედა ნინომ. ანდრეა ზუსტად მიხვდა, რასაც გულისხმობდა. - ისედაც ბევრჯერ გატკინე უკვე. აღარ გავიმეორებ. - სახე მის სახესთან ახლოს მიიტანა. მზერას არ აშორებდა საყვარელ მწვანეებს. მან ხომ ზუსტად იცოდა დღეს ბოლოჯერ ხედავდა ამ თვალებს. ნინომაც იგრძნო ეშმაკის თვალებიდან მომავალი მუხტი. - თუ მაინც ჯოჯოხეთში უნდა მოვხვდე, აქედან მაინც გამატანე სამოთხე და უკანასკნელად მაკოცე. - სიმწრით ამოიღო ხმა. უსიტყვოდ შეახო ბაგეები ქალისას და რამდენიმე წამი დააყოვნა. ეს ერთი კოცნა იყო ყველაფერი მათ შორის. ყველაფრის დასაწყისი და დასასრული. თითქოს მთელი დრო ჩაატიეს გაცნობის წუთიდან დაშორების წუთამდე. ყველა გრძნობა, ყველა ცოდვა, ყველა სიწმინდე. დილით კი ეშმაკმა ნინოს გაყინულ სხეულთან ჩახუტებულმა გაიღვიძა. ფეხზე სრულიად დაცარიელებული წამოდგა. დიდხანს ეფერა მიცვალებულს. დახუჭული თვალები დაუკოცნა. - მე მაშინ დავმარცხდი, შენ რომ შემიყვარდი… - ქალის ყურთან მიიტანა ბაგეები და ისე ჩუმად უთხრა, თითქოს არ სურდა კიდევ ვინმეს გაეგო. - მიყვარხარ. - პირველად და უკანასკნელად გააჟღერა გრძნობა. ქალის ყელზე უკვე აღარ მფეთქავ არტერიას შეახო ტუჩები, შემდეგ კი კარი გაიჯახუნა და სახლი დატოვა. რობოტივით მიდიოდა. პირველივე შემხვედრი გააჩერა და ტელეფონი სთხოვა. "ნინო მოვკალი. ბებიას საზაფხულო სახლშია. რაც შეიძლება მალე მიდი და ისე დაკრძალეთ, როგორც იმსახურებს. ბოდიში." - მოკლე ტექსტური შეტყობინება სოფოს ნომერზე გაგზავნა, ტელეფონი პატრონს დაუბრუნა და ისევ სახლისკენ წავიდა. შორიდან უყურა როგორ მოვიდა სოფო სასწრაფოსთან და პოლიციასთან ერთად. ქალის მტირალმა და გაფითრებულმა სახემაც ვერაფერი აგრძნობინა. ნინოს სამოქალაქო პანაშვიდებსაც ადევნა თვალყური, მისი დაკრძალვის დღეს კი ქალის საფლავზე მაშინ მივიდა, როცა ყველა უკვე წასული იყო. ქალის გულზე დაყრილი მიწა ხელებში ჩაბღუჯა და დიდხანს იჯდა. უსიტყვოდ, უფიქროდ. რამდენიმე ღერი სიგარეტი მოწია და სასაფლაოდან პირდაპირ ეკლესიაში წავიდა. შეაბიჯა თუ არა, ყველაფერი დალეწა, რაზეც ხელი მიუწვდა. ხატები ჩამოყარა, სასანთლეები ამოატრიალა. - არაფრით ხარ ჩემზე უკეთესი, გაიგე? არაფრით! შენ ხარ სწორედ ეშმაკი, შენ გააკეთე ყველაფერი, შენ უფრო მწარედ იძიე შური ვიდრე მე. ჩემი სულიდან შენი ხელით მოისროლე უკანასკნელი გრამი ღმერთი ნაგავში. არასოდეს მწამდი, მაგრამ ახლა მძულხარ. შენ არ ხარ ღმერთი. ღმერთი შენნაირი ვერ იქნება. ჩემი ღმერთი დღეს დამარხეს. ჩემივე ხელით მოკლული. ბოლო ხმაზე ღრიალებდა, მუშტებსა და ფეხებს უმისამართოდ იქნევდა და ირგვლივ ყველაფერს ამტვრევდა. იქამდე იჩხუბა, სანამ პოლიცია არ გამოიძახეს და ვანდალი ძებნილი ძალით არ გაათრიეს შენობიდან. აღარაფერი ადარდებდა ანდრეას, არც არაფერი ახსოვდა. მას უკვე გამოეტანა განაჩენი საკუთარი თავისთვის. სასამართლოს დღესაც არ მოსულა გონს. ისიც კი ვერ გაიაზრა, რომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.