შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაყიდული ღირსება (17 თავი)


11-12-2022, 14:59
ავტორი თმარი.K
ნანახია 3 735

თავი 17.



ბიჭები.
ტატო.

საავადმყოფოს თეთრი კედლები დღითი-დღე საშინლად მეშვენებოდა, თითქოს წლები გამეტარებინოს აქ, გავხედავ გვერდით წვეთოვანი მიდგას, ვენაში კათეტერი, თითქოს აღარაფერი მეშველებოდა, ამ ფიქრებში გართული ვარ და პალატის კარი ჩემმა ძმამ შემოგლიჯა:
- მომილოცავს ახალგაზრდავ, შენც და მეც მალე სახლში ვიქნბით, მადლობა დიად მამას, რომ ინდივიდუალური პალატები შეგვახვედრა, რომ ვიღაც ტიპეთან ერთად არ ვიყავით აქ.
- ალეკო, რა ხდება იმ..... იმ შემთხვევებზე?
- რა კითხვებია ტატო,.... მამამ მოაგვარა, რაღაცმც აქ ვართ და არა ციხეში...
- ამ ცოდვით როგორ უნდა ვიცხოვროთ?
- როგორც ყველა ცხოვრობს, რა გგონია ამ ბნელეთ ქვეყანაში რა ხდება? შენ და მე არ ვართ პირველები.... უედური შემთხვევა იყო ეს იყო და ეს...
- ის ბიჭი, პიჟონი..... მამას იარაღით დავჭერი ალეკო.... მკვლელი ვარ!
- დამშვიდდი, თუ პანიკაში ჩავვარდებით იმ სამ ადამიანთან ერთად ჩვენც ცხოვრებას დავიღუპავთ....
- როგორ შეგიძილია, არ მესმის, არადა შენ ჩემზე პატიოსნად ცხოვრობ, როგორ გამაგებინე, მე რატომ მტკივა ასე და შენ ცივი გონებით რატომ უყურებ ამ ყველაფერს, როგორ რანაირად?
- იმიტომ რომ მე შენზე უფროსი ვარ! ყოველთვის მე მმართებს სიძლიერის გამოჩენა, შენ გგონია მე არ მტკივა? მაგრამ არა, არ შეიძლება ტატო!
- მამა,,,,, ის სადაა?
- დიად, ზუსტად მამაშენსაც დაღუპავ რომ იცოდე.... ისიც და ჩვენც ცხოვრებას დავირუპავთ. ასე რომ ენას კბილი დააჭირე და გონება მოთოკე ტატო.
- ვინ.... ვინ დაიხმარა, ან როგორ?
- ეგ ჩვენი საქმე არაა, ჯობია არ ჩავერიოთ!
თვალზე ცრმლს ვერ ვიკავებდი, თითქოს სრულიად სხვა ადმაინი გავხდი, დავაფასე თითოეული წუთი და წამი, ის პიჟონიც კი, ვინ იცი რა მომავალი ქონდა ამ სიბნელეში, მისი მშობლები... დიდი უბედურების მიზეზი ვარ, ამას არაფერი ეშველება, როგორც ვიცხოვრებ არ ვიცი, წარმოუდგენელი რამ დავმართე საკუთარ თავს, ამ უბედურებისგან ხსნას ვერ ვხედავ. ამასობაში ექიმიც შემოვიდა და საავადმყოფოდან გაგვწერეს. მამაჩემის მძღოლმა სახლში მიგვიყვანა, წარმოდგინეთ და, ეს სახლი ძალიან უცხოდ მომეჩვენა, საკუთარ თავს ვერ ვცნობდი, საოცრება მემართებოდა, ხმის ამოუღებლად საძნებეში შევედი და დავწექი, სურვილი მქონდა საერთოდ აღარ გამღვიძებოდა.
უცნაური შეგრძნება იყო, თითქოს საერთოდ სხვაგან ვიყავი, რადენჯერმე თვაი დავახამხამე და საათს გავხედე რომელიც ლოგინის მოპირდაპირე კედელზე ეკიდა და, აქამდე შეუმჩნევლა მაგრამ საშნლად წიკწიკებდა, დილის რვა საათი იყო დაწყებული, ვიფიქრე მამაჩემი სახლში იქნებოდა და სწრაფად წამოვდექი ლოგინიდან, რაც ხელში მომხვდა ჩავიცვი და მის სანახავად წავედი.
მივიხედ მოვიხედე არსად არ იყო, კაბინეტის კარები ოდნავ შეღებული იყო, თითქოს ვიღაცას უდნოდა ის დაკეტილი ყოფილიყო მაგრამ ღია დარჩენოდა. კარებს მივუახლოვდი რადგან იქიდან ჩუმი ხმა ისმოდა, მამაჩემის ხმა კარგად გავარჩიე თუმცა მეორე კაცის ხმას ვერ ვცნობდი, საუბდობდნენ:
- შენ მეუბნები რომ სანერვიულო არაფერია ? - იგრძონოდა მამაჩემის სიმკაცრის ტონი.
- დიახ, ვლადიმერ, ნამდვილად არაფერია სანერვიულო.
- ის თანხა საკმარისი იყო?
- ხომ, ვამბობ რომ ყველაფერი რიგზეა, ესეიგი თანხაც საკმარისი იყო.
- მე თქვენ პატივს გცემთ კი იცით, ისიც კარგად იცით, რომ ჩვენი თანამდებობები ბევრს წვეტს და ბევრი რამის კეთება შეგვიძლია, კანონიერის და უკანონოსიც...
- მესმის, მესმის, მეც დიდი პატივს გცემთ და ის რაც გვაქვს ჩვენი ორივეს თანამშრმლობის შედეგია, რომ არა ჩვენი მეგობრობა და ერთობა, ხომ გესმის არა?
- კი, კი.... თუმცა მაინც ვნერვიულობ....
- ეს ხომ არაა პირველი ამბავი, რომელიც თაროზე შემოიდება და უბედური შემთხვევა დაერქმევა არა?
- სამწუხაროდ თუ საბედნიეოდ ასეა კი...
- ხო და ჩემო ვალოდიია, დამშვიდდი, ალეკო და ტატო საკუთარი შვილებივით მიყვარს, ხომ იცი მათთვის უკან არაფერზე დავიხევ.
- მადლობა, ჩემო მეგობარო.... ამ სიკეთეს როგორ გადაგიხდი არ ვიცი...
- საჭირო არაა, ნამდვილად. შენ იმაზე მეტი გაქვს ჩემთვის და ჩემი შვილისთვის გაკეთებული, ეს ზღვაში წვეთია.
- კეთილი, საბოლოო ჯამში მითხარი, როგორ დაკვალიფიცირდა?
- ალეკოს ავარია უბედურ შემთხვევად დაკვალიფიცირდა, სადაც დამნაშავე მხოლოდ მძღოლია, ანუ ის მამაკაცი რომელიც საჭესთან იჯდა, მან ვერ დაიმორჩილა საჭე რის გამოც მოხდა ეს შემთხვევა, ხოლო ტატოს შემთხვევა, ძვირი დაჯდა, პავლე მშობლებს განემარტა რომ თავად პავლე იყო დამნაშავე, რომ ნათიას თქმით ის თავად წმენდდა იარაღს და გაუვარდა შემთხვევით, ნათიას ბევრი ფული მივეცით, პავლეს ოჯახსაც, ისინი კარგად იცოხვრებენ.
- ახლა საბოლოოს დავმშიდდები, უბრალოდ ტატოა ძალიან ცუდად, გამიკვირდა რეალურად ის უფრო ფეხებზე მიკიდიაა და ალეკო კი ყველაფერს განიცდის, და მან ეს ყველაფერი როგორც ნამდვილამ კაცმა ისე მიიღო და აკონტროლებს ემოციებს და გრძნოებებს, ტატოს კი ძალიან უჭირს, ეს რა ჩაიდინეს, განა რა იყო მიზეზი....
- ამის გარკვევას კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი მოყვება და, ჩემო ვალოდია, ჯობია ბიჭებს გვერდით დაუდგე და ეს ამბავი როგორმე დაივიწყოთ, და ცხოვრება განაგრძოთ.
- ხო მაგრამ ტატოს როგორ გავუმკლავდე, საავადმყოფოში ნერვიულობდა, სახლში მოვიდა და სიტყვაამოუღებლად საძნებელში შევიდა და არ გამოსულა, არ ვიცი რა მოვუხერხო.
- მშვიდი გარემო შეუქმენი, დროთა განამავლობაში შეეგუება და ეგ იქნება.
- მეც ამის იმედი მაქვს.
დიალოგის მოსმენა არ იყო ჩემთვიც მარტივი, ის საწყალი ცემ მიერ პიჟონად წოდებული თავად გამხდარა მისი სიკვდილის მიზეზი, ალეკოს შემთხვევაში კი უბედური კაცი, რომელიც თავად მართავდა ავტომობილს.
- ტატო, როგორ ხარ? - უკნიდან მომესმა ჩემი ძმის ხმა.
- რავი.... არამიშავს....
- ბიჭებო აქ ხართ? - მოისმა მამაჩემის ხმა.
- გამარჯობათ, როგორ ბრძანდებით? - ალეკო მიესლმა მამას წინ მჯდომ კაცს და ხელი ჩამოართვა.
- კარგად, მადლობა.
- ხომ მშვიდობაა ? - იკითხა ალეკომ
- რა მშვიდობაზე ლაპარაკობ ბიჭო, რა მშიდობა... ორი ნკაცი მოკალი, მე კიდევ ჩემი ტოლი ბიჭი და მშიდობა სად უნდა იყოს ჰა? ამ ორმა ჯიგარმა - ხელს მამაჩემისკენ და იმ კაცისკენ ვიშერდი - საქმე შეთითხნეს და ფრთიან ანგელოზებად მოგვავლინეს.
- ტატო გეყოფა! - მიყვირა მამაჩემმა.
- არა, მამა არ მეყოფა, გამიშვით ციხეში, მინდა რომ ცოხეში ამოვლპე და იქ დავასრულო სიცოცხე, ჩემი სიამაყის და ჯიუტობის, საერთდ რომ ვაცნობეირებ უმიზეზო ახირების გამო ახალგაზრდა ბიჭი მოვკალი, დიახ მოვკალი და მე წავალ მილიციაში და განვაცხადებ ჩემ დანაშაულს......
- ტატო გაჩუმდი და ხმა არ ამოიღო! გაფრთხილებ, აქ საქმე მარტო შენ არ გეხება, შენი ძმის ცხოვრება, ჩემიც და ბევრი ადამისნის შენზეა დამოკიდებული, ახლავე გონს მოეგე და მოთოკე შენი მდგომარეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში იძულებული ვიქნქები შენი და შენი გარსემომყოფების ნორმალური ცხოვრების გამო გამოკეტო და გასაქანი არ მოგცე, ხო იცი რომ შემიძლია არა? - მიყვიროდა მამაჩემი და მაგიდაზე მურშტს ურტყავდა.
- მამა, არ შემიძლია გესმის? არ შემიძლია, ან ციხეში გამიშვებთ ან თავს მოვიკლავ, არ ვხუმრობ.
- ტატო, ჩემო ძაო დამშვიდდი გეხვეწები , გემუდარები, შემომხედე მაგალითი ჩემგან აიღე, ხომ ხედავ ვცდილო, ხომ გითხარი მეც მიჭირსთქო..... იმის გამო რომ შენ დანაშაულზე პასუხი აგო, ათობით აამინს ცხოვრებას ვერ დაუნგრევ, ის ერთი იყო უბედური შემთხვევა, გეყოფა რა...
- ტატო, ბიძია, ყველაფერი კარგადაა, შენ ეტყობა ვერ გაიგე სწორად, ყველა კარგადაა ის გოგოც და იმ ბიჭის მშობლებიც დამიჯერე, მე თავად არა მაგრამ ჩემი თანამშრომელი ესაუბრა მათ, რომელსაც ძალიან ვენდობი და ასე მითხრა რომ ყველაფერი რიგზეა, ცოტა ხანს იგლოვებენ შვილს, ადრე თუ გვიან ყველა ყველაფერს ეჩვევა ისიცნიც შეეჩვევიან.
- ალეკოს, ალეკომ ორი ადამიანი, რომ მოკ...
- დაეჯარა და რა მოკლა...
- მოკლა ქვია ამას, მოკლა, ვინ იყვნენ იცით?
- ტატო, ნუ ინტერესდები მსგავსი ამბებით, მე არ ვსვავ კითხვებს ხომ ხედავ - თქვა ჩემმა ძმამ.
- მიანტერესებს, არ მაქვს უფლება ვიცოდე?
- განსაკუთრებულები არავინ იყვნენ.
- განსაკუთრებულები რას ნიშNავს? ისინი ცოცხალი ადამიანები იყვნენ ისეთები როგორებიც ჩვენ ვართ.
- ტატო, ძალიან შეჭირვებული ოჯახიდან იყვნენ, თუ სწორად ვიცი შვილი ყავდათ, ამ ბიჭს კი მამა, გარდაცვლილი ქალის ოჯახი კი ვერ ვიპოვეთ, ამ ბიჭის მამასაც დიდი ოდენობით ფული მივეცით, სახლი არ ქონდათ, სახლს იყიდიან იმ ბავშვს გაზრდისდა ასწავლის, დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება.
- ალეკო, რომ ვიპოოთ ის ბავში და მივხედოთ? - დიდი მოდნომებით ვეკითხებოდი.
- რას ამბობ რას ბოდავ....
- კარგი, მე დავამთავრე აქ.... - ვთქვი და კაბინეტიდან გავედი.
გრძნობა რომელსაც ვგრძნობდი სახელი არ ერქვა, სინდისი იყო ეს თუ ნამუსი არ ვიცოდი,ე ს უფრო სირცხვილი იყო რა არაფერი. ალეკო კიდევ მიკვიდრა როგორ ახერხებდა. იმედი თუ მქონდა ეს დროის იმედი იყო, დრო ყველაფერს უმკურნალებდა, იმედი მქონდა რომ დროთ აგანმავბაშ ამ გრძნობას შევეჩვეოდი, თუმცა პავლეს ოჯახის და ავტოავარიაში დაღუპული ქალის და კაცის შვილის პოვნა ნამდვილად მინდოდა. თუმცა მათი პოვნის შემთხვევაში რა პირით უნდ ამივსულიყავი მათთან არ ვიცოდი, საკუთარი პიროვნება მათთვის როგორ წარმედგინა ნეტავ, დრო, დ აკიდევ ერთხელ დრო და მისი იმედი მასულდგუმელბდა. როგორ შეიძლება ერთ წამს შეეცვალა ჩემი ცხოვრება.
ერთი რამ კი ზუსტად ვიცოდი, ის რასაც მამაჩემი აკთებდა და რომლის იმედიც მქონდა, თურმე აღარ უნდა მქონოდა, ახლა და ახლა ვხვდები რას აკეთებს და როგორი სისხლიანი აქვს ხელები. ჩემი თავი მე უდნა დამეყენებინა გზაზე, უნდა მესწავლა და ჩემი სწავლით საამაყო კაცი უნდა გავმხდარიყავი, ეს კრედოდ მომევლინა. მამაჩემის ერთი თეთრი არ მინდოდა.



ანა.

ვახო სამსახურიდან დაბრუნდა, საღამო ხანი იყო, ნერვიულოაბ თავისი ქნა და ცოტა წნევაც ამეწია, ვერაფერ გავხდი, საკუთარი თავი ლამის დავკარგე იმაზე ფიქრით თუ რა რეაქცია ექნებოდა ვახოს, იმის გაგებისას რომ ანუკი რომელსაც ირაკლი ამდენ ხანს ეძებდ ამე ვარ, და რომ მე დიდი ხანია უკვე ვიცი ირაკლი ვინ იყო და არ ვამბობდი.
- საღამო მშვიდობის - შუბლზე მაკოცა და ჩამეხუტა.
- როგორ ჩაიარა დღემ?
- ნორმალურად, როგორც ყოველთვის, ირაკლის ვურეკავდი, საღამოს მოვალო, არ მპასუხობს, აქ ხომ არაა ისევ?
- არა, შუადღისკენ წავიდა და მერე არ გამოჩენილა, რა ხდება რატომ უნდა მოვიდეს, გითხრა რამე?
- ანა, მშვიად, რა მიზეზი უნდა ჭირდებოდეს ირაკლის აქ მოსასვლეად?
- არა, ნუ რავიცი, ისე ვიკითხე.
- მოვა ალბათ, როგორც ყოველთვის.
- წამო, ვჭამოთ, გელოდებოდი.
ირაკლი უნდა მოსულიყო, ფიქრები, ვუთხრა თუ არ ვუთხრა.....
- ვახო, რაღაც უნდა გითხრა.... ოღოდ ძალიან მიჭირს...
- გისმენ...
- არ ვიცი ამ ყველაფერზე რა რეაქცია გექნება მაგრამ, მანამდე მინდა იცოდე, რომ ძალიან მიყვარხარ, ასე ძლიერ და ასე ახლოს არავინ მოსულა ჩემამდე, ჩემი ხომ გჯერა?
- რომ არ მჯეროდეს აქ არ იქნებოდი, რა ხდება ანა?
- ირაკლიმ რომ ის გოგო იპოვა ხომ იცი?
- ხო ანუკი, მერე ეგ რა შუაშია ჩვენ სიყვარულთან?
- მოკლედ, ის რომ მე - გაისმა კარზე ზარი
- მე გავაღებ - წამოხტა ვახო
- ვახო, არ დმაიმთავრებია გთხოვ.
- გავაღებ კარს და გავაგრძელო, იქნებ ირაკლია.
კარი გაიღო.
- ჩემი ძმაც სახლში ყოფილა
- მოდი ირა
- ოჰო.... რომანტიული ვახშამი და რამე?
- შეჭამ რამეს? - ვკითხე ცივად.
- შენ მორთმეულს შხამსაც შევჭამ! – ირაკლის ამ ნათქვამზე ვახოს გაეცინა
- ყოჩაღ ირა, კაი ხუმრობა იყო, ანი მოუტანე თეფში დანა და ჩანგალი და განვაგრძოთ ერთად, შენ ანუკიზე დავიწყეთ საუბარი
- ,,ჩჩჩემ ანუკიზე’’?
- ხო, ახლახასნ რომ იპოვე.
- ვახო, სხვა დროს განვაგრძოთ ამ თემაზე საუბარი კარგი - ვუთხარი ვახოს.
- რაზე ლაპარაკობდით, იქნებ მეც მაქვს რამე სათქმელი ? - ცინიკურად საუბრობდა ირაკლი.
- გეყოფა ირაკლი! - ვყვირე.
- რა იყო?
- გეყოფა მეთქი!
- რა ხდება გამაგებინებთ? - იყვირა ვახომ.
- მოკლედ, შენი ანა და ჩემი ანუკი..... - არ დაასრულა ირაკლიმ
- ირა, რაზე საუბრობ?
- იმაზე რომ ერთი და იგივე პიროვნებააა! - ახარხარდა ირაკლი ირონიულად
- რა? - ვახო გაოგნებული იყო.
- ყველაფერს აგიხსნი, ზუსტად ამის თქმას და მოყოლას ვაპირებდი თუმცა არ დამცალდა, ვახო გთხოვ.... - ჩავეხუტე, მაგრამ მკლავებიდან მომიშორა.
- ირაკლი გაიმეორე.....
- ვახო, მოკლედ ანუკი ის გოგო რომელზეც წლებია შეყვარებული ვარ და რომელმაც აი ესე აეროპორტში დამაგდო და არ მოვიდა, და წლებია ვეძებ თურმე აქ არ ყოფილა, შენ გვერდით.
- ანა, მართალია? - ვახო განცვიფრებული იო, მე ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
- მართალია მაგრამ, ირაკლიმ მომწერა ათასი სიბინძრე და ამის გამო არ დავენახე აეროპორტში, თორემ მივედი, იქ ვიყავი ვტიროდი,როგორია როცა მეშჩანს,მახინჯს და სასირცხვოს გიწოდებს შენი საყვარელი ადამიანი, როდესაც მას რცხვნია შენთან ერთად გამოჩენა, როგორია?
- მე არ მომიწერიათქო ხომ გითხარი არაა!!!!!!!!
- აბა ვინ მომწერდა ირაკლი ვინ, შენ წარმოდგენაც არ აქვს რა გამოვიარე, და აი მაშინ როცა მართლა შემიყვარდა ვახო ცდილობ ამ წარსულით მას დამაშორო ....
- გითხარი.... ადრეც საუბრობდით ამ თემაზე, ანუ რამდენი ხანია იცით და იცანით ერთმანეთი? - ვახოს ხმაში სიმკაცრე ეტყობოდა.
- რამდენ ხაში და მე ამას წინად გავიგე, ხოლო შენმა საცოლემ ანამ, აი მაშინ კოჯორში რომ ვიყავით სამივე, დავლიე და ამოვაყრანტალე ყველაფერი, მაშნ მიხვდა, თუმცა პრში წყალი ჩაიგუბა და იმიტომ რომ ცხორება აეწყო - ალბათ - თვალების ჟუჟუნი დგაიწო
- ირაკლი რას ამბობ? - დამშიდებული საუბრობდა ვახო ჩემდა გასაკვირად.
- იმას, რომ მე რომ წავედი მდიდარი ,,საბედო’’ დაკარგა, ხო და შენ იდეალური ვარიანტი ხარ, შეხედე შენ თავს, ნუ გამოასულელებინებ თავს ისე როგორც მე გამომასულელა!
- გიყვარს ისევ არა?
- რა?
- გიყვარს ანა ირაკლი?
- და თუ ისევ მიყვარს ამით რა შეიცვლება ვახო, დამითმობ?
- არა, მე დარწმუნებული ვარ იმაში რომ ანა ჩემთან ფულის გამო არ არის და მეშცანობა არაფერ შუაშია, მერე რა თუ ვინმეს წერდა, და მერე იმასთან არაფერი გამოვიდა და ის შემთხვევით შენ აღმოჩნდი, ირა, მომისმინე შენსა და ანას შორის წლების წინ დამთავრდა ყველაფერი, ნუ დილობ მოშუშებული იარების განახლებას, გთხოვ, მე ანა მიყვარს ანას მე ვუყვარვარ მალე შვილი გვეყოლება, გაუშვიე ს თემა და დაივიწყე, განაგრძე ცხოვრება.
- მიყვარს ვახო მიყვარს, რატომ არ გესმის ?
- არ გიყვარს, ირაკლი, არა, ხომ იცი....
ამ კამათის მოსმენა აღარ შემეძლო და საძინებელში შემოვედი, საწოლზე ჩამოვჯექი და ჩუმად ვიყევი. რამოდენიმე ხანში ვახო შემოვიდა.
- ვახო, მე... - არ დამაცადა საუბარი.
- ანა, რაც იყო იყო, ჩემი წარსულის შემყურე შენი წარსული მე ვერ გამაკვირვებს, მე მჯერა შენი, მე მჯერა ჩვენი სიყვარულის.
- საოცრად, საშნლად და სიგიჟჯემდე მიყვარხარ, შენი დაკარგვის შიშით ვიყავი აქამდე ჩუმად. მაშინ როცა ირაკლი მივხვდი ვინ იყო, შენდამი არაფერი გრძნობა არ მქონდა, და არც თქმის აუციილებლობა იდგა. მაპატიე გთხოვ.... შიში იმისა დაკარგო სიყვარული და ბედნიერება ძალიან ოხერია, შემეშინდა .... მაპატიე.
- არაუშავს ჩემო ძვირფასო.
- სადაა?
- წავიდა, იმ გოგომ დაურეკა და მასთა წავიდა.
- დავიძინოთ?
- დავიძინოთ ჩემო სიყვარულო.
ძალიან გამეხარდა, საგრძნობლად ბედნიერმა გავიღვიძე იმის გამო რომ ვახტანგი მომხდარს გაგებით მოეკიდა, ვნერვიულობდი არ დამეკარგა, ან ირაკლი არ დაეკარგა, მაგრამ იმაზე მეტად შემიყვარდა გუშინდელის შემდეგ ვიდრე მიყვარდა, რამდენად კეთლი და გამგეიანი აღმოჩნდა, რამდენიმ ხნის წინ სრულიად ვერ ვიფიქრებდი იმას, რომ ის ოდესმე რამეში გამიგებდა და მით უმეტეს ჩემ მხარს და უდანაშაულობას დაიჯერებდა, იყო დრო როცა აბუჩადაც კი მიგდებდა და მაშინ ღამე ბარში, ჩემი არ დაიჯერა, თუმცა ახლა, ის ისხვა ვახტანგი იყო, რომელსაც ვუყვარდი და მიყვარდა. მე მისი ამდაგვარი ნდობა უნდა გამემართლებინა. მადლობა ღმერთ სრომ ეს ამბავი გაცხადდა და მის წინაშე სრულიად მართალი ვდგავარ, არაფერი მაქვს მისგან დამალული.
ამ ფიქრებში ართული ვიყავი, როოდესაც ტელეფონის ზარმა გაიჟღერა, ეს ვახოს ტელეფონი იყო.
- ადლო... დიახ... გისმენთ - პაუზა რამოდენიმე წამიანი - კი, კი რა ტქმა უნდა, ახლავე მოვალ.
- რა მოხდა? ვინ იყო?
- ერთი ჩემი ძველი მეგობარი, ან უფრო ნაცნობი, არ ვიცი რა დავარქვა.
- რატომ, ვინაა?
- ბავშვობის მეგობარი, ბევრი კარგი და ბევრი ცუდი მაკავშირებდა მასთან, მოკლედ დიდი ისტორიაა, მერე მოგიყვები, ახლა წყალს გადავივლებ, და ანამდე მიდი რა უცებ ჩაი გაამზადე.
- კარგი, ახლავე.
წამოვდექი თუ არა, სამზარეულოში გავედი საუზმის მოსამზადებლად. ვახოც მალევე დაბრუნდა.
- რატომ დაგირეკა, ცუდია რამე?
- არა, არაფერი, ახალი თანამშრომლი ყავთ, რომელიც ჩემთან მუშაობდა და დახასიათება ჭირდებათ.
- ანუ, შენგან კარგ თუ ცუდ რეკომენდაციას ელოდებიან?
- ვერ გეტყვი ზუსტად, ალბათ უფრო ცუდს.
- ის დავითი ხომ არაა?
- არა, რა დავითი...
- უცებ ეგ გამახსენდა, ირაკლის გარდა სხვა შენ ახლო მეგობრებს არ ვიცნობ და....
- ყველას გაიცნობ, განსაკუთრებით ჩემ რამდენიმე კურსელს.
- დიდი იმედი მაქვს, მიდი ისაუზმე.
საუზმის შემდეგ ვახო მალევე წავიდა, ჩახუტება და კოცნა არასდროს ავწდებოდა, რაც ერთი ორად გულს და სულს მითბობდა. ამაოსბაში ვენერა დეიდამაც დამირეკა, ბაბუა დღითი დღე კარგად ხდებოდა, დიდი იმედი მქონდა დროზე ადრე დაბრუნდებოდნენ.


ირაკლი.

- წამო რა დავლიოთ...
- არ ვსვამ ხომ იცი არა. თან არ შეიძლება.
- რატომ?
- რა რატომ ირაკლი, დაგავიწყდა რომ ავად ვარ?
- არა, მაგრამ...
- რა მაგრამ აბა?
- კარგი ხო დაიკიდე....
- რა მოხდა, ორი დღეა ვერ გცნობ, მოხდა რამე?
- მოხდა...
- მაინც?
- არაფერი...
- როგორ არაფერი, აბა მოხდაო...
- ის გახსოვს ანუკი?
- როგორ არ მახსოვს..... მერე?
- ვიპოვე....
- მერე?
- მერე და არც ყოფილა საპოვნელი...
- ეგ როგორ?
- როგორ და ვახოს საცოლეა.....
- ვახტანგის ანა, და ანუკი.... სერიოზულად?
- დიიიი....ააახ.
- იცის მან?
- ვუთხარი და ანუკის, ჯანდაბა .... ანას მხარე დაიჭირა
- რისი იმედი გქონდა?
- იმის, რომ სახლიდან გააგდებდა...
- რატომ?
- იმიტომ რომ მოატყუა.
- მოატყუა ?
- ხო ეთო მოატყუა და ატყუებდა.
- როდის? მაშ როცა მის სახლს ალაგებდა მაშინ უნდა ეთქვა ირაკლის ვწერდი და ,,ვირტუალურად’’ მიყვარდაო?
- ხო და რომ მიცნო....
- არ ხარ მართალი, ის რაც თქვენ ორ შორის იყო წარშულშია ჩემო მეგობარო, მიწერ მოწერა კარგი იქნებოდა, თავის თავად მიეჩვიეთ ერთმანეთს, სამწუხაროდ ის ვინც თქვენ შორის ჩადგა, ალბათ უნდა ჩამდგარიყო. დამიჯერე, ყველაზე ცუდი რაღაცაც იმიტომ ხდება რომუკეთესი გამოჩნდეს, უკეთესი რამ მოხდეს.
- ჩემ ცხოვრებაში რა მოხდა უკეთესი? - ცრემლებს ვერ ვიკავებდი.
- ის რომ კარგად ხარ, ცოცხალი ხარ.... ჯანმრთელი.
- მერე და რა ხეირი?
- გყავს მეგობარი რომელიც ცხოვრებას გირჩევნია, როგორც იქნა გაუმართლა, მისი ჯადო ცოლი მოიშორა რომელიც ღალატობდა და ატყუებდა და შეხვდა გოგო რომელიც გააბედნიერებს, უნდა გიხაროდეს შენთვის ორი საყვარელი ადამიანის ბედნიერება, მალე შვილი ეყოლებათ, შეხედე მათ, განა ეს არ უნდა გახარებდეს? განა მათი ბედნიერების მონაწილე შენც არ ხარ? განა შენც არ გიხაროდა ვახოს ბედნიერება?
- მიხაროდა, მაგრამ....
- შემომხედე - თბილი ხელები სახეზე მომკიდა და მას თვალებში ვუყურებდი
- მათი ბედნიერება შენთვის მაგალითი უნდა იყოს, შენც უნდა იყო ბედნიერი, შეხვდე ქალს რომელიც თვალებში ჩაგხედავს და გეტყის რომ უგონოდ უყვარხარ, ექნება შენი ნდობა, იეთივე როგორიც ანას ვახოსადმი აქვს, ეყვარები და გეყვარება. ხომ კარგი იქნება?
- ისე შემომხედავს როგორც შენ მიყურებ? - უცბად ხელები გამიშვა და სადღაც შორს მიაპყრო მზერა.
- არა, მე ,,, მე და შენ მეგობრები ვართ.
- იქნებ შენ ხარ ეთო ის, ვინც უნდა მიყვარდეს?
- სიყვარულში ,,უნდა’’ არ არის ირაკლი, გიყვარს ნიშნავს რომ მთელი არსებით იყო მისი, და ის იყოს შენი, გრძნობდე და ფიქრობდე როგორც ის, გესმოდეს მისი ხმის ამოუღებლად, ხვდებოდე რა უნდა, როდის და როგორ, ესაა სიყვარული, ურთიერთგაგება, ურთიერთპატივისცემა, ნდობა და თანაგრძნობა.
- მე შენ გენდობი, ძალიან მოკლე დროში დაიმსახურე ჩემი ნდობა, პატივსაც გცემ, ანუ რა გამოდის მიყვარხარ?
- რაღაც დონეზე კი, ისევე როგორც მე შენ მიყვარხარ.... - სევდიანი იყო ამ დროს, და თვალს არ მაშორებდა.
- ანუ გიყვარვარ? - გამეცინა
- რა კითხვებია? - თითქოს ცრემლიანი თვალებით მკითხა.
- კარგი, გვეყოფა სიყვარულის როგორც გრძნობის მომტანის განხილვა.
- გვეყოფა, ნამდვილად, მოკლედ, ჩემო მეგობარო, მე ვიფქრობ რომ ანასთვის და ვახოსთვის ბოდიში გაქვს მოსახდელი.
- მართლა?
- მე როგორც გარეშე პირს, ასე მგონია, და ნამდვად დამნაშავე ხარ, იმიტომ რომ გაუცნობიერებლად ანგრევდი ჯერ არ შმედგარ ოჯახს, და ჯერ არ დაბადებულ ბავშვს ტოვებდი დედის გარეშე.
- დედის რატომ?
- ვახტანგის პიროვნება, როგორც შენგან ვიცი შეუდრეკელია, და რა გგონია ამდენი ხნის ნანატრ ბავშვს მატყუარა, ეგოისტ და ფულზე დახამებულ ქალს დაუტოვებდა? შენც ხომ ეს გინდოდა ვახოს ანა ასეთი გონებოდა?
- დაახლოებით, კი იმტიომ რომ მე ასეთი მეგონა....
- გეგონა, აი ზუსტად რომ გეგონა ირაკლი, სამწუხაროდ დედაშენი იყო ის ადმაიანი რომელიც ანას ასეთად გიხატავდა, და შენმა ქვეცნობიერმაც დაიჯერა, სანამ წახვიდოდი ანას სისსაძაგლეები მიუვიდა მეილზე, ხო ასეა, ასე გაქვს ნათქვამი, ვინ იზავდა ამას თუ არა ნელი, რომელსაც ეს ურთიერთობა არ სურდა.
- მართალი ხარ, მაგრამ, მე რომ მტკივა, მაგას რა ვუყო?
- ტკივილი გაივლის, მეგობრის დაკარგვას კი ვერ შეეგუები, ვახტანგი შენი დიდი ხნის მეგობარია, ძმები ხართ ფაქტობრივად, მიდი მათთან და ბოდიში მოუხადე, ეს სიქნება შენგან უაღრესად კეთილშობილური საქციელი, დამიეჯერე, ასე ჯობია.
- ვიფიქრებ, ვერ შეგპირდები რომ აუცლებლად მივადგები სახლში და ბოდიშს მოვიხდი მაგრამ.... ვიფიქრებ. მაგრამ, ნელი აურებელი ციხესიმაგრეა ეთო.... არ ვიცი.
- ყველა დედა ასეთია, ვერ გაამტყუნებ, უბრალოდ უნდა გაუგო, შენ არ გყავს შვილი და რთულია დაინახო ი მხრიდან რომელი მხრიდანაც მშობელი იყურება, გეყოლება შვილი და მიხვდები, მისთვის საუკეთესოთა საუკეთესო გენდომება ყველაფერი.
- მამაჩემი, ლევანი არაა ასეთი, მას არ აქვს ასეთი დამოკიდებულება ჩემი და ჩემი ქალების მიმართ...
- ქალები - ო, ბევრი იყო განა?
- საკმაოდ....
- მოკლედ, ხო ნუ მამა სხვაა დედა სხვა..... ჩემი რჩევა, გაეშვი ნელის, ის ყოველთვის ასეთი იყო და იქნება ვერ შეცვლი, ვერც შენი ,,საცოლის’’ თუ მეგობარი გოგოსი, თუ ნაშის მიმართ დამოკიდებულებას ვერ შეუცვლი. მას იმაზე მეტი ენდომება მისგან ვიდრე შეეძლება, შენ ,,ის’’ ქალი ისე უნდა წარუდგინო რომ მას მოეწონოს, რატომა არა, რა ჯობია სიყვარულით სავსე დედამთილს.
- მე ნაშები არ მყავს ეთო... ერ ერთი და მეორე, შენ გენდომებოდა ნელისნაირი დედამთილი?
- მე თუ შენ შემიყვარდები, ნელიც მეყვარება, თუ შენი ქმარი გიყვარს მისი ყველა ოჯახის წევრი იქნება თუ მეგობარი, ყველა შეგიყვარდება და პატივს სცემ.
- და თუ კაპასი იქნება დედამთილი როგორიც ნელი და გასაქანს არ მოგცემს?
- ეგ არ ვიცი, მაგრამ როცა ეცოდინება რომ მე მისი შვილი ნამდვილად მიყვარს და მასზე ვზრუნავ, მასაც ვეყვარები, ზოგადია ძალიან, შენი შვილი ვისაც ეყვარება ის გეყვარება, ასე არაა?
- კი ასეა, მაშ....
- მაშ, ჩემო მეგობარო გაგვიგრძელდა საუბარი....
- ქორწილი გექნებოდა ეთო?
- მე ქორწილზე არ ვფიქრობ, არც სიყვარულზე... და შენ წარმოიდგინე არც შენ სიყვარულზე... - ცრემლები გადმოცხვივდა თვალებიდან და რომ არ დამენახა თავი გაატრიალა.
- ვითომ რატომ?
- კარგი რა დამცინი კიდეც?
- მოგვარდება ხომ დაგპირდი არა...
- იმედია თუმცა, ამ მორევში ვერავის ჩავი....ბ....
- ჩემ სიყვარულზე რატომ არ ფიქრობ?
- ირაკლი, გეყოფა
- მართლა მაინტერესებს, მითხარი.... გთხოვ.
- იმიტომ რომ დავიტანჯები, აი ამიტომ
- რატომ გგონია?
- არ მინდა ამაზე ლაპარაკი ძალიან გთხოვ რა....
- და თუ შემიყვარდი, შენ არ გინდა იგივე გრძნობით მიპასუხო?
- მეღადავები მგონი, რამდნეიმე წუთის წინ ანაზე მოთქვამდი და ახლა ჩემ სიყვარულზე მელაპრაკები? ნორმალური ხარ საერთოდ და ეს ყველაფერი გინდა დამაჯერო?
- რაც იყო იყო ეთო არაფერი ეშველება, ანუკი ისე ვერ შემიყვარებს როგორც მე მიყვარს, მაგრამ... - სიტყვა გამაწყვეტინა
- აი ზუსტად ამას ვამბობდი, მოკლედ დროებით - მანქანიდან გადავიდა და კარები მოაჯახუნა.
ვუყურებდი როგორ მიდოდა, გაჩერებაც ახლოს იყო და იქვე ჩამოჯდა, ვფიქრობდი და ვადარებდი ერთმანეთს ძველ ანუკის და ეთოს, მათ მიმართ გაჩენილ გრძნობებს, ეთოს მიმართ გრძნობა სიყვარული იყო თუ სიბრალული?! თუ სიბრალულით გამოწვეული სიყვარული?! ამ ფიქრებში გართული ვიყავი რდესაც გაჩერებასთან წაქცეული ეთო დავინახე, მანქანიდან როგორ გადმოვედი არ მახსოვს, ან როგორ მივიყვანე საავადმყოფომდე ჩემი მანქანით, ემერჯენსის ბლოკში შეიყვანეს და იმ წამს მოვედი გონს, თვალიდან ცრემლები როგორ ღაპაღუპით მომდიოდა, არ მახსოვს სუნთქავდა თუ არა, ცოცხალი იყო თუ მკვდარი....
გარეთ გამოვედი და ჰაერი ჩავისუნთქე, იმედი მქონდა მალე მეტყოდა ექიმი რა მდგომარეობა იყო. რამოდეიმეჯერ მიმღებში მჯდომ გოგონას ვკითხე, ვერაფერი მითხრეს. სხვა გზა არ მქონდა მარტო ვიყავი.
- ეთოა ცუდად, გაჩერებაზე გონება დაკარგა, არ ვიცი ვახო მგონი ცუდადაა საქმე - ვტიროდი, ძლივს ვლუღლუღებდი - ვახო, მაპატიე რა....
- სად ხართ, ახლავე მოვდივარ!
მისამართი ვუთხარი და ტელეფონი გამითიშა. მალევე მოვიდა,მე კი ისევ უპატრონოდ გარეთ ვიჯექი. ჩავეხუტე, ისე ჩავეხუტე როგორც მაშინ, საქართველოში რომ დავბრუნდი, თითქოს გუშინ საერთოდ არ მყავდა ნანახი, მონატრებული ძმა და მეგობარი.
- ირა, არაფერი უთქვამთ?
- არა, ვახო საერთოდ არაფერი....
- კარგი, დავრეკავ აბა,მოცადე ახლავე გავიგებთ ყველაფერს.
ტელეფონი ამოიღო და ვიღაცებს დაურეკა, ეთოს გვარი მკითხა. დამამშვიდა, რომ ნაცნობი მიხედვადა და მალევე ამბავს გვეტყოდა. სიგარეტს მოვუკიდეთ და ორივემ ღრმა ნაფასი დავარტყით, ვდარდობდი, და გვერდით ჩამომიჯდა.
- ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება.
- ცუდადაა, ძალიან ცუდად... რაღაც სისმივნეა სახელი დამავიწყდა, მოკლედ საზღვარგარეთ მინდოდა გამეშვა ხო იცი,... იმედია მომეცემა საშუალება.
- აბა, რა გაუშვებ იქ და დაბრუნდება ჯანმრთელი.
- მეც გავყვები.
- კი, აუცილებლად უნდა გაყვე, მარტო ხომ არ გაუშვებ ცოდოა, ისე ძალიან კარგი გოგოა.
- არის ვახო, მოვუყევი ის რაც შენთან დავაშავე, მითხრა რომ ბოდიში მქონდა მოსახდელი, მიმახვედრა რომ წარსული იყო და გაუცნობიერებლად გავაკეთე და ვთქვი ის რაც ვთქვი, ახლა კი ნამდვილად არ მინდა დავკარგო....
- არ დაკარგავ, ის ვინც გვიყვარს არ დავკარგავთ
- მიყვარს?
- რა თქა უდნა გიყვარს ირაკლი, მხოლოდ საყვარელი ადამიანების გამო ვტირით და განვიცდით ასე, როგორც შენ....
- მიყვარს, გაუცნობიერებლად შემიყვარდა...
- სიყვარული დაუგეგმავად მოდის, ასე ამბოსბ ანა.... ახლა მისი სიცოცხლის, შენისუყვარულის გადასარჩენად უნდა ვიბრძოლოთ.
- კი, უნდა გადარჩეს... როგორ გითხრა, მამხნევებს, მამშვიდებს, ჩემში ცუდის გამოსწორებას ცდილობს, ჭკუას მარიგებს, მასთან მშვიდად ვარ.
- ზუსტად ისაა შენი მეორე ნახევარი რომელთანაც სიმშვიდეს იპოვი
- შენ ანას გვერდით იპოვე სიმშვიდე?
- ვიპოვე, კი ნამდვილად, და სიმშვიდესთან ერთად ის დიდი გრძობა სიყვარული, და დიიდ მოლოდინი ბავში, ამ გრძნობას ვერაფერი შეედრება.
- მიხარია.... რომ ბედნიერი ხარ, შენც და ისიც...
- რაც იყო იყო, წარსულს ვერ შეცვლი და ვერც ვერასდროს გაექცევი, ის უნდა მიიღო ისეთი როგორის არის, სხვა გზა არაა, ანას, ანუკის ვერასდროს წაშლი შენი მოგონებიდან, ვერც ის , თუმცა ცხოვრება ასეა მოწყობილი, ის ერთადერთი რომსაც ცხოვრება ,,ბედად’’ მოიაზრებს ის არასდროს წავა, ის შენთან იქნება, ანა ისევე არ იყო შენი ბედი როგორიც ანასთვის შენ, დღეს ამ ყველაფერს სხვანაირად ვუყურებთ, კი, იყო გრძნობა მაგრამ შორ წარსულში, არ ღირს დრევანდელი რეალობის გაფუჭება ეგოიზმით, ხო ასეა, თან მით უმეტეს დღეს, როდესაც ხვდები რომ სხვა ქალის მიმართ გიჩნდება ლტოლვა, გინდა მასზე იზრუნო, გიყვარდეს, მოეფერო, ხო ასეა?
- გეთანხმები.... ნეტავ ამდენ ხანს რას შვებიან?
- წავალ ვიკითხავ.
ადამისნის მიმართ სიყვარულს და გრძნობას მაშინ გრძნობ როდესაც მისი დაკარგვის საშიშროება დგება, ეთოს დაკარგვის საშიშროებამ მიმახვედრა რომ რაღაცას ვგრძნობ, ეს სიყვარულია თუ რა უნდა გავერკვე, მთავარია ცოცხალი დამიბრუნდეს.
- ცოტა ხანში გამოვა ექიმი და გეტყვით მდგომარეობასო.
- დაველოდოთ....
ექიმი გამოვიდა, დიდად სახარბიელო სახე არ ქონდა, ცოტა შემეშინდა.
- რა ხდება, იქნებ გვითხრათ?
- უნდა გამაგრდეთ....
- რა? - გონებადაკარგულივით ვიყვირე.
- მინდა გითხრათ, რომ არ აქვს მას კარგი მდგომარეობა, ოპერაციული ჩარევა შესაძლოა ფატალური აღმოჩნდეს, კარგს ვერაფერს გეტყვით.
- გონზეა ? - კითხა ვახომ.
- დიახ, თუ გსურთ ლერის ხათრით შეგიშვებთ რამდენიმე წუთით.
- ლერი? - ვიკითხე მე...
- ლერი გაბუჩიძე დირექტორია, ჩემი მეგობარი ირა ვისაც დავურეკე, რას იზავ ირა შეხვალ?
- კი, კი რა ...
გაურკვევლად ვადგავდი ნაბიჯებს, ფეხები თავისით მიყვებოდნენ ექიმს, სადღაც შევდეით რამოდენიმე პაციენტი აქა იქ იწვა საწოლზე, ფარდა გაწია და იქ ეთო დამხვდა, კატეტერით და სასუნთი რაღაც ქონდა ცხვირთან.
- მოხვედი? - ამოილუღლუღა
- როგორ ხარ? - ხელი კათეტერიან ხელზე მოვკიდე, თითქოს ვერც იგრძნო
- კარგად ვარ.
- უკეთესად იქნები გპირდები.
- მჯერა, მე შენი მჯერა. - ხელზე ვაკოცე და ცრემლები წამოცვივდა.
- ასე ცუდადაა საქმე?
- რატომ?
- ტირი....
- მერე რა , ეს სიხარულის ცრემლებია რომ კარგად ხარ.
- რატომ არ მჯერა რომ გიხარია?
- როდესმე მომიტყუებია ეთო?
- არა, მაგრამ შენ მაშინ ტირი როცა ცუდადაა საქმე, ხო?
- ხომ მაგრამ ახლა მიხარია კარგად რომ ხარ, და აბრიალებ დიდი თვალებს...
- ვაბრიალებ?
- ხო აბა რა....
- რა მოხდება?
- საზღვარგარეთ მოგვიწვეს წასვლა, უახლოეს მომავალში, რაც მალე მით უკეთესი
- ოპერაცია?
- ხო
- მერე და ექიმმა რომ ცუდი შედეგი შეიძლება დადგესო?
- მე ისეთ ექიმთან მიგიყვან რომელიც უბადლოდ გააკეთებს ოპერაციას და კარგად იქნები, გპირდები.
- იმას ნუ დამპირდები რასაც ვერ შეასრულებ...
- ამას შევასრულებ.
- კარგი, კაგრი გეყოფა, მე თავიდანვე შეგულებული ვიყავი და ვიცი რაც მელის.... ამიტომაც ვცდილობდი რომ არ... - გაჩუმდა და ცრემლები წამოუვიდა
- რომ არ რა? - თვალიდან ცრემლები ხელით მოვწმინდე
- არაფერი .....
- ოხ, ეთო, რა ჯიუტი ხარ - შუბლზე ვაკოცე და საოცარი შეგრძნება მქონდა, თითქოს დენმა დამიარა, და გამაჟრჟოლა
- გებრალები ხო?
- არა, არ მებრალები....
- აბა?
- მიყვარხარ.... მგონი, არ ვიცი.... ეს რაღაც უნაური გრძნობა სიყვარულია ?!
- რა?
- ხო, აი ესე, არ ვიცი, შენ უნდა მომეხმარო გავიგო რა ქვია ამას.... შენც იგივეს გრძნობ, გთხოვ არ დამტოვო, არ დამტოვო ამ გრძნობის ბოლომდე შეცნობის და შეგრძნების გარეშე, დამეხმარე რომ ერრთად განვიცადოთ ეს ყველაფერი, გთხოვ არ დამტოვო - ისევ მის კათეტერიან ხელს ვეფერებოდი და ვკოცნიდი.
- ირაკლი, ჩემო მეგობარო, მე უკვე შევეგუე, იმედი მაქვს არ დაგტოვებ, თუმცა მეეწვება - რამოდენიმეჯერ ჩაახველა, საუბარუც კი უჭირდა - მე თუ შემიყვარდი ეს ჩემი ბრალია და თუ კი შენც შეგიყვარდი ესეც, მე - ახველებდა ისევ
- კარგი სხვა დროს განვაგრძოთ, გეყოფა ლაპარაკი ხომ ხედავ გიჭირს.
- სხვა დრო შეიძლება აღარ იყოს, ამიტომ მომისმინე, გთხოვ - უკევ ნამეტანი ახველებდა
- დროა წავიე, ხომ გიტხრაი სხვა დროს, იქნება ეს სხვა დრო, გპირდები
- ნუ მპირდები
- მისმინე, მე შენ გპირდები და შვეასრულებ - ამასობაში ექიმიც შემოვიდა დ ამანიშნა რომ მისი შემოფარდული ტერიტორია დამეტოვა. შუბლზე ვაკოცე და გამოვედი.
გარეთ ვახო დამხვა, ვუთხარი ყველაფერი, ისიც რომ უიმედოდ იყო, იმედი სრულად გადაწურული ჰქონდა და რომ დავპირდი მის გამოჯანმრთელებას.
- დროა ირა, ექიმი და საავადმყოფო მოვძევბნოთ
- კი კი, იმ კაცს რომ ვთხოვოთ არა?
- ლერის?
- ხო, კი როგორ არა, დავურეკავ და ავიდეთ.
ვახომ ტელეფონი აიღო და ნომერი აკრიფა, ცოტა ხანში ტელეფონის მეორე მხრიდან გამოეხმაურნენ და დიალოგი გაიმართა. საერთო ჯამში ლერი საავადმყოფოში არ იყო, თუმცა სიმსივნის ერთ ერთი საუკეთესო იყო გერმანიის ონკოლოგიური ცენტრი, რომელიც გვირჩია, იცის გვითრხა რომ იქ ერთ ერთ ექიმს კერძო შმდტს დაურეკავდა და მაქსიმალურად მშიდრო ვადებში მირებდა ეთოს. იმედი მომეცა, რალური იმედი, მანამდე კი მისი კვლევების შედეგები უდნა გადაგვეგზავნა ლერისთის, ხოლო როცა ლერი დაელაპარაკებოდა მაშინვე მოუყვებოდა და დაუხატავდა რეალურ სურათს.
იმედი ეს ისეთი რამაა, ქვეყანაში არც ერთ გრძნობას არ შეედრება.

ვახტანგი.

იმის მიხედვით რომ ეთოსთან დრეს აღარავინ შეგვიშვებდა არ მე და მტ უმეტეს არც ირაკლის, საავადმყოფო დავოვეთ, მას საუკეთესო ყურადღებას მიაქცევდნენ, რადგან ლერიმ აიყვანა პირად კონტროლზე პაციენტი, გამოუვალ სიტუაციაში კი ან მე ან ირაკლის დაურეკავდნენ. ირაკლი სახლში მიდოდა, ბიზნეც ცენტში წამოსვლის სურვილი არ ქონდა, მე კი ბევრი შეხვედრები მქოდნა დაგეგმილი, დავიშალეთ.
გზაში ტელეფონის ხმ გაისმა, ვუპასუხე
- გისმენ!
- საღამოს რვა საათისთვის?
- იყოს რვა, დილით რა მოხდა რომ გადამიდე შეხვედრა?
- მამაჩემი იყო ცუდად, სასწრაფო არ გამოგვაძახებინა და იყო მარტო საწოლშ გაშოტილი, იტოგში რვაზე გაწყობს?
- მაწყობს. მაინც არ მეუბნები თემას ხო?
- არა, არაა ტელეფონზე საბაზრო.
- კარგი, ადგილი?
- კუკკია, კარლოს საფლავი
- კარგი.
დავეთანხმე და ტელეფონი გავუთიშე, დაახლოებით ვხვდებოდი მაგრამ, მაინც მაინტერესებდა რა ხდებოდა, იმ კაცის ცუდად ყოფნა კარგს არაფერს მოასწავებდა. მაინც ზედმეტი ინფორმაციის ცოდნა არ იქნბოდა ჩემთვიც ცუდი ამიტომ ზახარას დავურეკე.
- ზახარ , რავა ხარ?
- ნიჩე ვო, შენ ?
- მეც. ზახარ, რამე ბნელი ხდება ჩვენ ირგვლივ?
- რაზე ტო?
- პატარამ დამირეკა, ჩემი ნახვა უნდა, ჯერ დილით მერე ეხლა და რვაზე კუკიაზეო კარლოს საფლავზეო, აზრზე არ ხარ რა ამბავია?
- შვი*ი ვიყო აზრზე ვერ მოვდივარ, რაზე უდნა ბაზრობა, შიგ ხო არ აქვს?
- არ ვიცი, ვერ ვხვდები, მამამისი იყ ცუდად, კვდება ვითომ?
- ხუი ევო ზნაეტ, ერთი მაგათი კარგიც მოვტ*ან.
- ბაზარი არაა, მარა....
- ხო მარა, მამაშენს მოკითხე მარა....
- კარგი ზახარ ტო.... - ცოტა გავბრაზდი მამაჩემის ხსენებაზე!
- იზვინი ვახტანგ, ჩემო ძმაო, შვი*ლი ვიყო იზვინი რა....
- არაუშავს ზახარ, წარსულია.... დავიწყებულია
- ვაფშე და ტო, მაგაზე ხო არ უდნა ბაზარი გაუშვას, ამაზე არ გიფიქრია?
- არა, ვითომ ეგაა?
- არაა ტო გამორიცხული რა დვიჟენიაშია პატარა აზრზე არ ვარ, დიდის შენც იცი
- დიდი კი, მარა პატარა არ იყო გახვეული ბნელეთში, მოხდა ვითომ რამე?
- მერე და ეგ ჩემისა თუ რამე შარში გაეხვა ყლ* ხო არაა, შენ რას გირეკავს ტო, მამამის დაურეკოს....
- მოკლე, არც შენ იცი არაფერი
- გავიგებ, ჩერეზ ჩერეზ მოვიკითხავ პატაას დვიჟენიებს და მოგზარავ
- დამირეკე შვიდ საათამდე რამე თუ გაიგე
- ისე, მეც იქ ვიქნები, ისე რო ვერავინ გაიგებს, ხუი ევო ზნაეტ რა აქვს მაგის ოჯახს ჩაფიქრებული, დავაი დო სვიაზა ბრატ.
- დროებით ზახარ.
ზედმეტად საინტერესო საუბარი მელოდებოდა პატარასთან, ვფიქრობდი და ბოლომდე მაინც ვერ გამეგო რა ხდებოდა, ალბათ შარი იყო - ეს თუ იყო მე რანაირად მოვუგვარებდი,შეიძლება დიდის პონტში მაგასაც მოუნდა, არ ვიცი.
ბიზნეს ცენტრში სრული ქაოსი დამხვდა.
უჩუმრად წავედი ჩემი კაბინეტისკენ, ერთი შესვლამდე ის ვთქვი, ხვალ ტათბირი იქნება დილით ათ საათზეთქო, რომელზეც ყველა უნდა დასწრებოდა
თინათინმა ფინჯანი ყავა მომიტანა, გემრიელად მივირთვი და ანას დავურეკე. ვუთხარი რომ დღეს შემაგვიანდებოდა მაგრამ სასაფლაოზე რომ მქონდა შეხვედრა ხმა არ ამომიღია.
შვიდი საათიც მოვიდა, პალტო შემოვიცვი, გასაღები და ტელეფონი ავირე და პარკინგზე ჩავედი, მანქანა დავქოქე კუკიისკენ გავემართე. ის ის იყო მივედი დანიშნულებსი ადგილთან, ზახარა რეკვდა:
- ვახო, მოკლედ ვინ აღარ გამოვქექე ტო..
- რა ხდება?
- ვერაფერი ვერ გავიგე, ზოგი რას მეუბნება ზოგი რას, მოკელდ მე არ ვარ, თუ რამეა...
- მადლობა კარგი.
მივედი როგორც იქნა კარლოს საფლავთან, პატარა იქ იყო სანთელი დაენთო.
- აბა, რა ხდება ?
- მოხვედი...
- ხო აბა არ მოვიდოდი გეგონა?
- სიმართლე გითხრა ბოლომდე არ მჯეროა, მარა შენ პონტში დედას ვფიცავარ მაგრად გამისწორე...
- ნასვამი ხარ?
- არა, ხო იცი მე აღარ ვსვავ წლებია.... შენ ხომ არ დალევ, ჯეკ დენიელსი მაქვს მანქანაში, ამას წინად ,,მიპადარკეს’’.
- არა, მეც საჭესთან ვარ როგორც ხედავ. რა ხდება არ მეტყვი, თუ ისე მოგენატრე სასაფლაოზე უნდა გენახე?
- კი, მომენატრე, როგორ არ მომენატრე....
- მერე?
- მერე ის რომ ხომ იცი წარსულს ვერ დაივიწყებ, მე და შენ.... და....
- არც დამვიწყებია, იმას თუ გულისხმობ.
- კი, იმას ვგულისხმობ.
- მერე?
- მერე ის რომ, მამაჩემი თუ მოკვდება დანძრეული გვაქ ყველას.
- ჯერ რატომ უნდა მოკვდეს, მეორეც კიდევ რატომ გვაქ დანძრეული, რაც იყო იყო, რა ცოდვებს მახსენებ ვერ გავიგე? - უკვე ვყვიროდი
- შენი ცოდვა, ჩემი, მამაჩემის შენი ოჯახის, ჩვენი მეგობრების ოჯახების,,, ბევრი ჩაყვება ვახო ამ ამბავს, მამაჩემის სიკვდილს.
- რა გინდა მითხარი....ბოლოს და ბოლოს
- მამაშენმა უნდა მოაგვაროს და შენ!
- რა?
- ის რომ დედები არ მოგვეტ*ნას.
- მერე მე რას მხვდებოდი, მისულიყავი მერაბასთან ტო - ვუყვიროდი!
- ჯერ შენთან უნდა მომესინჯა ნიადაგი ძმაო.
- კარგი ჩემო ძმაო, მე დაველაპარაკები მერაბს და გავიგებ რა ხდება, რატომ და რისთვის უდნა მოგვეტყ*ას დედის ტრაკები, და შეგეხმიანები. ეს იყო სულ?
- ეს იყო, კი სულ.
- დროებით პატარა.
- დროებით ჩემო ძმაო.... გახსოვდეს რომ ყველაფრის და მიუხედავად მიყვარხარ, მიყვარდი და მეყვარები....
- მეც, პატარა მეც.
გაოგნებული დავჯექი საჭესთან და სასწრაფო წესით მამაჩემს დავურეკე
- რა ხდება მამა, ძველ ცოოდვებს რატომ მახსენებს პატარა?
- რას ამბობ შვილო
- რას და პატარა ვნახე, მამაშენი თუ არ ჩაერევა დედები გვაქვს .... იცი რაც, რა ხდება????
- არ ვიცი შვილო არაფერი გამიგია....
- დაურეკე მამამისს დაურეკე და კითხე რეებს ხლართავს ეს !
- ახლავე.
ტელეფონი გაგიჟებულმა გავთიშე და გიჟივით გავვარდი. ნუთუ ეხლა დაინგრეოდა ყველაფერი რაც აქამდე აშენებულა, და დამემხობა თავზე, ამაზე ფიქრიც კია რ მინდოდა.


ანა.

ძალიან გახარებული ვიყავი, საოცრად, ვერც კი გამოვხატავ როგორი, სახლში სანამ დავბრუნდებოდი დიდი ყუთი ვიყიდე და შიგნით ლურჯი ბუშტები ჩავყარე, მინდოდა ვახოს გაეხნა და ასე გაეგო ჩვენი შვილის სქესი, რარწმუნებული ვიყავი მეცხრე ცას ეწეოდა სიხარულით.
კარზე ზარი გაისმა, უცებ მაგიდაზე ყუთი შევალამაზე, მივწი მოვწიე და კარისკენ გავემართე. ვახო გიჟივით შმევარდა, არც მომსალმებია არც ჩამხუტებია, პალტო გაიხადა დივანზე მიაგდო და დივანში მოწყვეტით ჩაესვენა.
- მოხდა რამე, ხომ კარგად ხარ? - კარიდ ავკეთე თუ არა გვერდით მოვუჯექი, ოდნავ სახეზე მოვეფერე მაგრამ სახე გაწია.
- რა მოხდა, მითხარი რატომ ხარ ასე?
- ანა, ახლა არა რა.... შემეშვი
- მშვიდობაა?
- კი.
- ხედავ წინ რა დევს? ეს სურპრიზია, ვიცი რომ გაგეხარება შენთვისაა - ვუღიმოდი და ბედნიერი სახე მქონდა
- რა ყუთია, რა ჯანდაბად მიდნა ანა ყუთი - უხეშად მპასუხა - საძნებელში უნდა დავიდო თუ ვიტრინაში გამოვჭიმო, რა ბავშობაა?
- ვახო, ეს.... დღეს ექიმტან ვიყავი...
- რა ექიმთან? თუ რომელთან?
- აი, დილით ისე სწრაფა წახვედი ვერც მოვასწარი თქმა რომ ერთად წავსულიყავით.
- რომელ ექიმთან იყავი თქო ? - ნელ-ნელა სიმკაცრე იგრძნობოდა მის ხმაში
- სქესი გავიგე, და ამ ყუთშიც სურპრიზი მოგიწე....
- მთავარია ჯანმრთელი იყოს, რაში მაინტერესებს ბჭიია თუ გოგო.... კარგი რა
- მაინც, ბიჭია და....
- ოჰ.... მართლა? - ღიმილი შეეპარა
- დიახ, ბიჭის მამა გახდებით.
- არ მეგონა დღეს რამე თუ გამახარებდა - მოვიდა და ნაზად ჩამეხუტა.
- მადლობა შენ ამ ბედნეირებისთვის. ახლა მაპატე, მარტო ყოფნა მინდა.
- მე შენი კარგად ყოფნა მინდა, ვერ ვეგუები შენ ცუდ ხასიათს, მეშინია...
- ნურაფრის გეშინია ჩემო ცხოვრება, ყველაფერი კარგად იქნება
- ვიცი, შე გვერდით ყველაფერი კარგად იქნება ყოველთვის, ძალიან მიყვარხარ გესმის?
- მეც, უზომოდ.
მაკოცა და საძინებლისკენ წვიდა. მეც ნელ ნელა მივალაგ მოვალაგე და საძნებლისკნ წავედი. აბაზანაში შევედი, ვახოს წყალი გადაევლო და დავალაგე, მერე მეც გადავივლე, გამოვედი და ვახო უკვე საწოლში იწვა.
- ხვალ ლიას და მერაბის სახლში გადავალთ, დროებით იქ ვიქნებით
- რატომ?
- აქ რაღაც რაღაცებია სარემნტო და დროზე უდნა დავიწყო, თორემ ბავშვთან ერთა არ გამოვა.
- ნუ თუ ასე უცბად გადავდივართ მაშინ ჩალაგაოთ ნივთები.
- ჯობია, დასაწყისისთვს საჭირო ნივთები ჩაალაგე, მეც მოგეხმარები
- ვაი.... - უცბად მუცელზე ხელი მოვიკიდე და წამიერად საწოლზე ჩამოვჯექი
- რა მოხდა?
- მგონი მოძრაობს... - გამეცინა - მომეცი ხელი - ვახოს ხელი მუცელზე დავიდე, ჩვენი პატარა ისევ გაინძრა - იგრძენი?
- მამას პატარა სიხარული, დახტის მუცელში?
- ხოო, დღეიდან როგორც ჩანს დედიკოს არ მოასვენებს, აშკაად ცელქი იქნება.
- მამასავით
- ანუ შენ ცელქი იყავი?
- დაახლოებით.
- მომიყევი შენ ბავშობაზე, თითქმის არაფერი არ ვიცი, აბრაზებდი დედას და მამას?
- კი, საკმაოდ, სულ რაღაც შარში ვეხვეოდი, ხან ფეხს ვიტკენდი ხან თავს, მარეხსაც ვასვალებდი, ლია სულ მიკიოდა დაანებე ბევშვს თავიო, ესეც მამას დაემსგავსება.
- იმედი მაქვს რომ არა, მინდა დინჯი და ჭკვიანი იყოს, მამიკოსავით სიმპათიური
- ხო??? მამიკოს სიმპათიურად მიიჩნევ ანუ ხო?
- კი, ცოტა არ იყოს მესიმპათიურება.
- მერე და მე მკიტხე როგორ მიდნა დედიოს თვალები ქონდეს.
- მოგწონს მისი თვალები?
- მიყვარს. - უცებ მაკოცა და მის მკლავებში მოვექეცი.
არაჩვეულებრივი ღამის შემდეგ, მზიანი დღე გათენდა. წამოვდექი, საუზმე მოვამზადე და უცმად ვენერა დეიდამ დამირეკა. საქართველოში ბრუნდებოდნენ. ძალიან გამეხარდა დროზე ადრე, ბაბუა მკურნალობას და რეაბილიტაციას დაექვემდებარა და უკვე კარგად იყო, სიხარულით ვახოსკენ გავეშურე.
- ვახო, ბაბუაჩემი და ვენერა დეიდა ბრუნდებიან.
- რა?
- ხოოო, დროზე ადრე ჩამოდიან, სასწრაფოდ სახლში უნდა წავიდე და მოვაწესრიგო.
- სად სახლში ანა?
- ჩემი სახლი.
- ანა ესაა შენი სახლი, და სადაც შენ და მე ვიქნებით იქ იქნება ბაბუაც.
- რა, მართლა?
- ხო აბა რა გგონია, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ქალის ერთადერთ გამზრდელ და უსაყვარლეს ბაბუას, რომელმაც მართალია ცუდად, მაგრამ შენი თავი გამაცნო მისგან შორს ვაცხოვრბ? ძალიან ცდები ჩემო ლამაზო.
- გითხარი რომ ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ?
- არა..... - მაკოცა
- ხო და მიყვარხარ - კიდევ მაკოცა
- ბაბუას აეროპორტში დავხვდეთ და იქით სახლში წავიყვანოთ, ვენერაც თუ წამოვა, რა პრობლემაა.
- საუკეთესო ხარ
- მიყვარხარ
- მეც მიყვარხარ ვახტანგ ბატონო.
უბედნიერესი ვიყავი, ზოგჯერ მჭირდა იმსი დაჯერება რომ ეს ცემ თავს ხდებოდა, მაგრამ თავს რომ გამოვიფხიზლებდი, ეს ნამდილად არ იყო სიზმარი. საუზმის შემდეგ ვახომ ბარგი მანქანაში ჩაიტანა და ჩავედით და ლიას სახლისკენ წავედით.
ლია ხელგაშლილ შეგვხვდა
- ჩემი ლამაზები, როგორ მომენატრეთ - ყველას გასაკვირად პირველი მე გადამეხვია - როგორ არის ჩემი ერთადერთი შვილიშვილი მანდ, ბებოს სიამაყე
- ბებოს, რა ბაბუსი არაა? - სიცილით მუგო ვახომ
- ბებოსია ჯერ, და მერე ბაბუსი დედი, აბა როგორ ხართ მომიყევით აქ რა ქარმა გადმოგადოთ ჰა, ისე კი არ მოხვალთ ხო....
- აქ დავრჩებით ცოტა ხანს ლია
- რაა? როგორ გამახარეთ არ იცით, მერაააააბ - ჩემ სამამამთილოს სადედამთილომ შეჰყვირა.
- რა ხდება ლია, რა ამბავია რა გაყვირებს, ოჰ, ესენი ვინები მოსულან?
- როგორ ხარ მამა?
- ჯგიროდ.
- ოჰ, მეგრულიც ჩააკვეხა, - შეიცხადა ლიამ - ამას არ უსმინოთ სადაური მეგრელია ანდრონიკაშილი ვერ გავიგე რა.... წამოდით სახლში ცივა.
სახლში შევედით, ვახომ ბარგი სახლში შეიტანა და შემოსასვლელში დაალაგა, ცოტა არ იყოს იმ ოთახში დაძინება დიდად არ მინდოდა, ირინეს აურა მაინც იქნებოდა, თუმცა იმის თქმა რომ სხვა ოთახში დავწვებოდი მერიდებოდა. ვახომ ჩემოდნებს ხელი მოკიდა და ოთახში შიეტანა. ლამაზი ოტახი იყო, არც ისეთი დიდი და ნათელი როგორიც ჩვენი ბინის, მაგრამ ესეც სიდიდიდთ არ ჩამოუვარდებოდა.
ლამაზი ნაცრისფერი რკინის კარკასის საზოლი იდგა, ოდნავ მუქი საფარით, კედლებიც, ღია ტონალობის იყო, ჭაღიც ამ გარემოს ნაწილი იყო, ფარდებიც თავის თავად.
- ვახო, ეს ის ოთახია?
- ის?
- შენი და ....
- ირინესი?
- კი, ესაა მაგრამ საწოლიდნა დაწყებული, კედლის ფერამდე დამთავრბული ყველაფერი შეცვლილია, მოგწონს?
- რემონტი გააკეთე?
- კი, როგორც კი ირინე წავიდა მაშინვე, ადრე თუ გვიან, ერთხელ მაინც მოგვიწევდა აქ დარჩენა, ასე რომ არ მინდოდა იმ კედლისთვის გეყურებინა რომელსაც ის უყურებდა, მით უმეტეს იმს აწოლში დაგეძინა რომელშიც მას ეძნა. ეს პატარა სურპრიზი იყო
- ძალიან გამახარე, ვერ ვბედავდი იმის თქმა რომ მის საწოლზე არ მინდოდა დაძნება...
- მაგას ტავიდანვე მივხვდი, ანუ მოგწონს?
- კი ძალიან, შენი სტილია
- ხო, დაახლოებით.
- ხო და მე მიყვარს ყველაფერი რაც შენ გეხება.
- ო ღმერთო ჩემოოო, ამათ ვის ხედავს ჩემი ლამაზი თვალებიიი - იცინოდა მარეხი
- ოჰ, ჭინკა.....
- როგორ მენატრებით ხოლმე, როგორც მივხვდი რჩებით ხო?
- იქ რემონს ვიწყებ, აქ ვიქნებით კი
- გადმოცხოვრდით ანა რაა, რა ჯანდაბაა ასე შორს
- ცოტა ხანს ვიქნებით
- დიდხანს იყავით ანა დიდხანს, ეს თქვენი სახლიცაა, იმდენი ხანი რამდნეი ხანიც გინდათ, ლია გადარეულია დაბლა, ნელის ელაპარაკება რძალი მომივიდა სახლშიო, საღამოს დაპატიჟა ოჯახი, ახალი რძალის საპატივცემულოდ
- აუ, ლია რაა..... რა დროს ეგაა ეხლა - უსიამოვნო ხმით თქვა ვახომ
- კარგი რა მოხდა, უხარია ჩვენი მოსვლა, შენ არც კი იცი რამხელა სიხარულია ჩემთვის ლია რომ კარგად მხვდება, ვერც კი გადმოვცემ სიტყვებით ვახო, გთხოვ არ აწყენინო არაფერი რა....
- აი ხედავ ვახოო, საოცარი რძალი გვყავს - თქვა სიცილით მარეხმა - ანა, წამო დაბლა, ლიას მივეხმაროთ.
- დიდი სიამოვებით.
მე და მარეხი დაბლა ჩავედით, ლია მაგიდასთან იჯდა და სიას წერდა
- დე, მოსახმარებლად მოვედით, აბა დიდი საოჯახო სუფრისთვის რა გავაკეთოთ?
- ჯერ არაფრი დედიკო, მერაბს საყიდლებზე გავუშვებ, სიას ვუწერ, რამე არ გამორჩეს, და დავიწყოთ, ანა დედი შენ დაჯექი დაისვენე დივანზე, რამე მიიფარე არ გაცივდე, მარეხ მიდი გათბობას აუწიე.
- დედა ბუღია უკვე სახლში, მეტი რა ავუწიო სამოცი გრადუსია
- აუწიე აუწიე, არ შეცივდეს.
- არა, მ..... ქალბატონო ლია, არ მცივა. მადლობა.
- ანა, ჩემო ლამაზო, ძალიან ბედნიერი ვარ ჩემ შვილს რომ ბედნეირს ვხედავ, მე ვიცი რომ მშობლები შენი..... ხო და, ცოტა ასაკში კი ვარ, აგრამ იქამდე სადამდეც ღმერთი მაცოცხლებს, მე ვიქნები შენი დედა, სითბოს სიყვარულს არ მოგაკლებ შვილო, ძლიან იყვარხარ, იმიტომ რომ კარგი ადამიანი ხარ, და კიდევ უფრო იმიტომ რომ ჩემი შვილი გიყვარს
- დაააააა - დაამატა მარეხმა
- და შვილიშვილს გაგვიჩენ.
- ანა, ლია სულ შენზე ლაპარაკოსბ მართლა, ერთი სული აქვს როდის გადმოაფრქვევს დედობრივ გრძნობებს.
- მჯერა მარეხ, მეც ძალიან მიყვარხართ.
- ხო და შვილო, შენ როგორც გაგეხარდება ისე მომმართე, გინდა ლია დამიძახე გინდა ლიკა, ჩემი შილები ლიას მეძახიან, შენ როგორც გაგეხარდეს
- კარგი დე - ჩავეხუტე.
საოცარი სითბო ვიგრძენი ამ ქალისგან, ნუთუ მართლა მონატრებულ და დავიწყებულ დედის სითბოს მაგრძნობინებდა, და დიახ, ეს ჩახუტება საყვარელი დედის ჩახუტებას გავდა, ნამდვილად მინდოდა ის სიხარული და სიყვარული რომელსაც ახლა გრძნობდა მუდმივად ეგრძნო, ამ ყველაფრისგაზიარებისთვის სრულიად ზად ვიყავი.
ვახო მერაბს გაყვა საყიდლებზე, ჩვენ სამზარეულოში ვფუსფუსებდით, არანაირად არ მტვირთავდა ლია, მხოლოდ მაგიდა გამაწყობინა, შევეცადე ლამაზად განმელაგებინა თეფშები, ჩანგლები და დანები, მოვიდა და მომიწონა დალაგებული, გამეხარდა, მერე ისევს ამზარეულოში დაბრუდნა და დამძახა
- ანა, დედი მოდი აბა ეს სალათი გამისინჯე მარილი ხომ არ აკლია?
- ჰმ.... არა ნორმალურია, მე დიდად მარილი არ მძულს, პირიქით მიყვარს.
- მართლა? მე კიდევ მეგონა ვინმე ნორმალურს გავასინჯე - იცინოდა ლია
- მეც მიყვარს მარილიანი და ამიტომ ამბობს, კარგი რა დე, ერთხელ გააკეთე ისეთი საჭმელი მარილიანი რომ იყოს რა, ხო ხედავ ანასაც უყვარს.
- ოჰ, ღმერთო რა.... რამ შეგაყვარათ შვილო მარილი, არაა სასარგებლო, შენთვის როგორც ორსულისთვის და შეთვის როგორც მომავალი დედისთვის.
- აი დაიწყო ისევ, მორიგი სერია ....
- რა დავიწყე, როდის უდნა გათხოვდე მარეხ ჰა?
- კარგი რა დე, რაა.....
- მართლა, დროუა უკვე მარეხ - სიცილით ვუპასუხე
- ანა, შეენც?
- ხო, მეც, ვეთანხმები ლიას, ნამდვილად დროა შემქნა ლამაზი ოჯახი, ხო ასეა დე?
- კი, შვილო, მერე შენც მომიყვან შვილიშვილებს და მექნება ტკბილის სიბერე.
- კარგი დე, მოგიყვან!
- მომიყვან რას ქვია, ქმარი მომიყვანე და მერე შვილიშვილები.
- კი, ჯერ ქმარი მარეხ, მართალი ხაარ დე, ისე ვინმე კარგი ბიჭი გავაცნოთ.
- ანა, კარით რა.... მართლა და მართლა.
- გყავს ვინმე ? - ჩავჩურჩულე.
- კი, მყავს
- მერე არ უნდა გაგვაცნო, ვინაა?
- გაგაცნობთ, როცა ამის დრო მოვა, ახლა კი საჭმელებს მივხედოთ.
ვფიქრობდი რომ ამ ოჯახში ცხოვრება სახალისო და ტკბილი იქნებოდა. იქამდე სანამ რამოდენიმე კერძი ერთად მზადდებოდა, ვახო და მერაბიც დაბრუნდნენ.
- როგორც ყოველთვის, დატოვეთ რამე? - იკითხა ლიამ
- კი, ლევანას დავუტოვე - იცინოდა მერაბი
- ხო კი, ნელის ხელში, ისიც არაფერს გააჩერებდა მაღაზიაში, ისე ის კაცი როგორ უძლებს ჰა მერაბ?
- მე რა ვიცი ლია აბა....
ლია და მერაბი კარგა ხანს ხუმრობდნენ ირაკლის მშობლებზე, მერე ირაკლის დაოჯახების ამბავზე გადავიდნენ. დღეს საღამოს კი ეს თემა ოჯახში უნდა გაეშალათ.
ნელ-ნელა მაგიდა შივსო. სტუმრებიც მალე მოვდინენ, ბუხართან ვიჯექით რამოდენიმე წუთი, შემდეგ კი ნელიმ აგვყარა და მაგიდისკენ გვიხმო. მერაბი და ლევანი მაგიდის ტავში დასხდნენ, მარჯვნიდან მეუღლეები მოუსხდნენ, აქა იქ კი ჩვენ გადავნაწილდით.
- ირაკლი როგორ ხარ დედი აბა, ამათმა ხო თავი მოგვანატრეს და შენ საერთოდ - ტკბილი ხმით მოიკითხა ლიამ ირაკლი.
- კარგად ლია დეიდა, ამაღამ მივფრინავ.
- სად შვილო?
- ჩემი მეგობარი მიმყავს გერმანიაში, გაკვეული დრო არ ვიქნები, ყველაფერს ვახოს ვუტოვობ მსიახედად.
- ვინ მეგობარი ? - იკითხა მერაბმა
- ჩვენის აერთო მეგობარია მამა, ეთო, სიმსივნე აქვს მძიმე ფორმებში, ჩვე კიდევ ვეხმარებით - დინჯად მიუგო ვახომ
- უი რას ამბობთ.... - შეიცხადა ლიამ.
- კარგი გოგოა, ჩემი შვილი ძალიან გახარებულია ლია, რომ ეთო გამოჯანმრთელდება - სიხარულით ალაპარაკდა ნელი.
- ძალიან კარგი, რა კარგი ბიჭი ხარ ირაკლი დე, საოცარი, ყოჩაღ - ამაყობდა ლია.
- აუცილებლად გამოკეთხება - დავამატე მე.
- აბა რა, რომელ საათზე მიფრინავ ? - კითხა ირაკლსი მარეხმა.
- სამის ნახევარზეა მარეხ ფრენა.
- არ გაგაცილოთ?
- არა, არა, რას ამბობ, ეს იქნება ჩემი გაცილება
- ისე, ანას ბაბუა ჩამდოის გერმანიიდან ერთ კირაში - სიხარულით თქვა ვახომ
- შენი ბაბუაა, რა კარგია ანა, გილოცავ ჩემო ლამაზო, ანუ სრულიად გამოჯანმრთელდა - გახარებული იყო ლია
- ნამდვილად, კარგადაა უკვე, მეც ისეთი გახარებული ვარ არი არ ვიცი.
- მაგას რა ჯობია, ჩვენი ოჯახი კდიევ რომ გაიზრდება, არა ლევან? - გახარებული იყო მერაბი.
- აბა, რა, ანა, სვავს ბაბუ? - მკითხა ხუმრობით ლევანმა.
- რას ამბობთ, აბა - გამეცინა
- ერთი რო ჩამოვა კარგად დავთვრეთ მერაბ ჰა, რას იტყვი? - მიუგო მერაბს ლევანმა
- ანას ბაბუასთან ერთად არაა?
- აბა რააა....
ძალიან სახალისოდ მიდოდა ჩვენი საღამოს ვახშამი, ცოტა მივირთვით, ბევრი ვისაუბრეთ, ხან რაზე და ხან ვიზე, საუბარში გართულები ხან ვიცინოდით ხანაც სიცილისგან ცრემლები მოგვდიოდა, როცა:
- ცოლი მომყავს - თქვა ირაკლიმ
ყველა ადგილზე გაშრა, არავინ მოელოდა ამ ფრაზას და თან ირაკლისგან, ჯერ კდიევ ბოლომდე არ მჯეროდა რომ ჩვენი წარსული მოინელა და დაივწყა, უცებ კი, ცოლი მოყავს, გაოგნებული ხან ვის შევხედე ხან ვის.
- რა ? - ნელის ლუკმა გადასცდა
- ხო დე, ეთო....
- ის გოგო დედა, ცუდად რომაა?
- ხო დე.
გაშრა ნელი, არ იცოდა რა ეთქვა, ეკლებზე ვიჯექით ყველა, როდის აფეთქდებოდა ნელი არავინ იცოდა.
- ძალიან აკრგი დედი, გილოცავ - თქვა ნელიმ
- მეც გილოცავ მამა, ბედნიერები იყავით.
ნელი ირაკლის ჩაეხუტა
- ეს გოგო თუ ბედნიერებაა დედი შენი, იყოს ისე როგორც გინდა, მე შენთვის არ მითქვამს მაგრამ ახლა გეტყვი, მამჩემი წინააღმდეგი იყო ლევანის ცოლობა რომ მინდოდა, არ ჯეროდა რომ მიყვარდა იმიტომ რო დედაჩემი მას გაურგეს, იქ სიყვარული არ იყო, ამას ბებიაშენიც ხშირად იმეორებდა, მე ის გავაკეთე რომ დრეს შენ ჩემ გვერდით ხარ, ყოველთვის საუკეთესო მინდოდა, და კი იცირ ამდენი ვიჩხუბეთ ვიყვირეთ შენ დაქორწინებაზე, ხან ვინ და ხან ვინ გაგაცანი, იმ გოგოსთანაც მე შევცდი შვილო, მაგრამ მაპატიე, მე შენ ცხოვრებას ვერ დაგიგრევ დედი, იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე შენ გგონია, ეთო თუ ისაა ვინც გიყვარს, ვის გვერდითაც შენ ბედნეირი იქნები, მე ის მეყვარება.
- ასეა ნელი აბა რა, რას ვიფიქრებდი ჩემი შილი მეორე ცოლს თუ მოიყვანდა, და თან ასე ბედნეერი ქინებოდა, ბოლოს ხელი ჩავიქნე, კი იცის მოჟღამული იყო, დამავიწყდა ვახოს ღიმილი, და დღეს ის იღიმის, ეს ანის დამსახურებაა, ჭირში თუ ლხინში ერთად იქნებიან.
- ბედნეირებას გისურვებ დე, მალე დამიბრუნდით ორვე ჯანმრთელები.
ნელსიგან მსგავსს არავინ ელოდებოდა. ნელ ნელა მიიწურა საღამო და ჩვენი სტუმრებიც სახლებში წავიდნენ. ჩვენ კი ცოტაც ვისაუბრეთ ბუხართან და მერე საძინებლისიკენ გავეშურეთ.







ბიჭები.

ტატო.

სამი წელი გავიდა,უნივერისტეტი დასრულდა, რატომღაც მაგისტრატურაზე ჩავაბარე და სწავლა განვაგრძე, სიმართლე ვთვა, მამაჩემს ჩემოწ ონა ფული არ დაუდია იმისათვის რომ მოვწყობიდი, კი იცით ასე ხდება ხოლმე, ჩემი უფროსი ძმა ალეკო იურიდიულზე ასე მოეწყო, მე კი ჩემი ცოდნით. არავის ეგონა მაგრამ მე ეს შევძელი, ერთ ერთი წარჩინებული მსოაწავლე ვიყავი, ათას წიგნს ვკითხულობდი რომ გონება სხვა რამეზე გადამეტანა, რომ ის საწყალი ბიჭი არ გამხსენოდა და ის რომ მამაჩემმა იმდენი ქნა რომ იმის საშუალებაც არ მომცა ჩადენილისთვის პასუხი მეგო, თუნდაც უმკაცრესი სასჯელის ზომით.
იმდენად შევიცვალე, საკუთარ თავს ვერ ვცნობდი, თუმცა ალბათ ყველაზე დიდი უბედურება უნდა დაემართოს ადამიანს მისი თავი სხვანაირად რომ დაინახოს და ცუდის კეთება აღარ განაგრძოს. მე იმ საბედისწერო დღემ შემცვალა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, გარდა ჩემი სინდისისა.
უკვე ძალიან ცხელოდა, დრო იყო ზღვის სახლში წავსულიყავით. ალეკომ თავსი ძმაკაცები დაპატიჟა, მე კიდევ იმ უბედური შემთხვევის შემდეგ ჩემ კურსელებს დიდად აღარ ვეკონტატებდი, მათთან ერთად წასვლა კი დიდად არ მხიბლავდა, მოვკიდე დოსტოევსკის ხელი და წავედი იმის იმედით რომ მომეცემოდა საშუალება საოცრება ,,ძმები კარამაზოვები’’ წამეკითხა.
- ჩაალაგე ბარგი ტატო? - მეძახდა ალეკო
- კი ჩალაგებულია, როელზე გავდივართ?
- ჩემმი ბიჭები მოვლენ და წავედით.
- რამდენი მანქანით მივდივართ?
- ერთი ჩვენი და მეორე ერეკლეს მამის მანქანაა
- სულ რამდენნი ვართ?
- შვიდნი.
- რაამბავია ტო....
- რა მოხდა გავერთობით.
- იმედია გოგოების მოყვანას და ალიაქოთის მოწყობას არ აპირებთ.... - მედი მქოდნა.
- არა, უნდა ვიფხანოთ
- კაი რა..... უზრდელი ხარ რა.
- შენ დიდი ხანია ზრდილობიანი გახდი?
- კი, რაღაც რაღაცები ცვლის ადამიანს, შენგან კი ძლიან გამკვირვებია...
- ტატო, დაანებე თავი, ყველაფერი წარსულშია შენ კი ცხოვრება უდნა განაგრძო.
- იცი, იმ ბიჭის მშობლები ლამის ყოველ დღე მათი შილის საფლავზე დაიდან, იცი?
- შენ რატომ იცი ტატო, მამამ რომ გაგოს დაგმარხავს!
- ისი, იმ ქალის და კაცის შვილი სკოლაში დაყავს ვიღაც ქალს, იცი?
- რაში მაინტერესებს ტატო, წარსულს არ ვქექავ, შენ როტომ ეძებ შარს ნუ გამაგიჟე ამხელა კაცი...
- იმიტომ რომ ეს ყველაფერი ცხოვრების ბოლომდე თან გამყვება, შენ კი ასე მალე დაივიწყე, მე კი არ შემიძლია.
- შეგიძლია! უნდა შეძლო, გახსოვდეს მამაშენი ვინაა, მას რა შეუძლია, მისი შვილი ასეთი ქალაჩუნა ვერ იქნება ვერა გესმის ბიჭოო? - მიყვიროდა.
- ქალაჩუნა? ჩემზე მეტი ქალაჩუნა შენ ხარ შე სირო, სწავლითაც ვერ ისწავლე, ლექტორებს და დეკანს დო ხუია ფული ჩააყარა მამაშენმა რომ მოწყობილიყავი, მე კიდევ ჩემით მოვეწყე, მამაჩემი ვინააა? მე ძალიან კარგად ვიცი ვინცაა, ხელები რომ სისხლიანი აქვს და შავ ბნელ საქმეებს ხლართავს, შენ მე დებილი ხო არ გგონივარ? ამხელა სახლი, უფრო სწორად სახლები, აგარაკები ამდენი მანქანა ვის აქვთ ამ ბნელ თბილისსში, ღემრთმა იცის რამდნეი ადამიანსი უბედურებაზე შეითბო ხელი, ეს ყველაფერი რომ ქონოდა, კარგი რა.....
- დიდი ხანია ამ ყველაფრით აღარ ნეივრობ?
- დროა, ჩემო ძმაო თავლები გაახილო, შენც თუ მის გზას მიყვები სხვა საკითხია, მე ჩემით შევიქმნი ცხოვრებას, დიდი მადლოა, სისხლიანი ფული არ მჭირდება.
- მოვა დრო ამ სიტყვებს ინანებ, ახლა ტლიკინს მორჩი და მოემზადე....
- მზად ვარ! - მოჭრით გავეცი პასუხი.
მალევე პიპინით მანქანა მოაყენეს, სიხარული და ჟრიამული იყო.
- ტატო, როგორ ხარ?
- კარგად კარგად, თქვენ როგორ ხართ ბიჭებო?
- ვართ ჩვენც დიდი დასვენების და დროს ტარების იმედზე.
- წავედით აბა ბარგი ჩავალაგოთ - თქვა ჩემმა ძმამ
ამასობაში ნელ ნელა ბარგი გავზიდეთ და მანქანებში გადავნაწილდით. მე რა თქმა უნდა ჩემ ძმასთან ერთად დავჯექი, გზად მანქანაშ ბენზინი ჩავასხით, და გზას გავუდექით.
ზღვა მშვენივრად გამოიყურებოდა, გზაშიც გავერთეთ არგად, სახლი დალაგებული მწყობრში მოყვანილი დაგვხვდა, ჩემ ოთახში ავედი, და წამოვწექი, ბიჭებაც განთავსება დაიწყეს.
ყველანი კარგად დავეტიეთ, ან რას ვერ დავეტეოდით ხუთი დიდი საძინებელი იყო ემორე სართულზე.
ბიჭები ეგრევე პლიაჟზე წავიდნენ, მეც გავყევი, დრო იყო ცოტა გული მეც გადამეყოლებინა, ცურვა საუკეთესო განტვირთვა იყო ჩემთვის.
საღამო ხანს ბიჭება მწვადის შეწვა დაიწყეს. სად იყო და სად არა, ჩვენ კარს რამოდენიმე გოგო მოადგა, ამას მოდგომა ერქვა, როგორც მივხვდი სასტუმრო ჰქონდათ დაჯავშნილი და დროზე ადრე ჩამოვიდნენ რიცხვი აერიათ, ამიტომ თავშესაფარს ითხოვდნენ, რა თქმა უნდა ჩემმა ძმამ თავშესაფრად ჩვენი სახლი შეთავაზა.
ოთხნი იყვნენ, მწვადის შეწვაში ეხმარებოდნენ, მხოლოდ ერთი იჯდა მობუზული, აი იცით როგორ, როგორც ბუ არის მობუზული ზამთარში, ვიფიქრე დაველაპარაკებითქო მაგრამ მეშინოდა, თითქოს მთელი რამე ასე დაჭყეტილი აპირებდა ჯდომას.
- გამარჯობა, ხომ კარგად ხარ?
- დიახ.
- მე ტატო, სასიამოვნოა - ხელი გავუწოდე.
- ნანა.
- ძალიან კარგი ნანა, ხომ არ მომეხმარები მაგიდა გავშალოთ, ბიჭები სადაცაა დაასრულებენ მწვადის შეწვას.
- არ ვიცი, მაპატიეთ მაგრამ, ძალიან უხერხულად ვგრძნობ თავს, გულწრფელად ბოდიში ჩემი მეგობრების გამო, ასე რომ შემოგეჭრნენ, პრინციპში მეც, გულწრფელი ბოდიში - ხელს გულზე იდებდა და თვალებს ძირს ხრიდა.
- არაუშავს, ხდება ხოლმე, რა პრობლემაა, აქ შეგძლია მშიდათ იყოთ, ეს ჩვენი სახლია, წამოდი მომეხმარე.
- კეთილი.
წამომყვა და სამზარეულოდან თეფშები ჩანგლები და დანები გამოვიტანეთ, ნელ ნელა სუფრა გაეწყო. ბიჭებმა მწვადი ხორხოცით და სიცილ - კისკისით შემოიტანეს.
მწვადთან ერთად ქათამიც იყო შემწვარი და სხვა და სხვა საჭმელი.
ნანა, ისევ უცდხოდ იდგა
- ნანა, მოდი აქ დაჯექი - შევძახე და გამოიღიმა თავდახრილი წამოვიდა, წამოვდექი სკამი გამოვუწიე და ჩემ გვერდით დავსვი.
- აბა გოგოებო რას დალევთ? - ჩემი ძმა ეიფორიაში იყო.
- მე ნორმალურად გოგოებსაც არ ვიცნობ, ხომ არ გაგვეცნო ერთმანეთი უკეთ? - შემოვედი წინადადებით.
- მე, ელენე მქვია, ეს ჩემი უფროსი დაა ნანა, ეს ლალი, ეს კი ჩვენი მეგობარი ლელა.
- ძალიან სასიამოვნოა - ვთქვი მე.
- ბიჭებს გიცნობთ ყველას, მე ელენე - იცნოდა
- საისმაოვნოა ელენე, ტატო.
- მივირთვათ აბა, გოგოებო რას დალევთ? - ეს უკვე დიმიტრი იყო.
- რასაც თქვენ - წიკეკლუცა ლელამ.
- მაშ დავასხათ არა ბიჭებო? - ამაყი იყო ჩემი ძმა.
ნელ ნელა ყველა შეზარხოშდა, ერთი მე და ნანა არ ვსვამდით, სხვა ყველა კარგად შებუჟბუჟებულები იყვნენ. მერე ნანას გავეხე, ორი ლუკმა თუ ქონდა ნაჭამი, ჩუმად ვკითხე:
- რატომ არ ჭამ?
- არ მშია დიად, მადლობა.
- ჯერ ათი საათი არაა, მოგშივდება მალე.
- არა მე დიდად მჭამელი არ ვარ, რაც შევჭამე სრულიად საკმარისი იყო.
- არც დიდად მწერმეტყველი ხარ ხო?
- რა მეტყობა?
- არა, ისე ვიკითხე.
- საუბარი მიყვარს, მაგრამ უცხო ხალხთან .... რა ვიცი, ცოტა რთულია.
- მერე და წიმ მთელი ღამეა, რაზე ვისაუბროთ?
- არაპირებ დაიძნო?
- თუ ვისაუბრებთ არა....
- სერიოზულად ამბობ?
- კი რატომაც არა....
- მაშინ ვსიაუბროთ.
- კეთილი, მაშ სანაპიროზე გავდეთ რას იტყვი.
- ახლა?
- ხო ახლა.
- გვიანი არაა?
- რატომ?
- წავიდეთ მაშინ.
- გეშინია?
- რისი?
- ჩემი...
- უნდა მეშინოდეს?
- არ ვიცი, მე შენ გეკითხები.
- ალბათ კი.
- რატომ?
- იმიტომ რომ არ გიცნობ და არ გენდობი.
- გამიცანი.
- ვცდილობ
- მერე? - ცოტა ღიმილი შემეპარა
- ოე,,,, გეყოფათ ჩურჩული, ჩვენც მოგავქციეთ ყურადღება - ეს ბესო იყო, რომელიც პირს არ აჩერებდა.
- ჩვენ დაგთოვებთ, სუფთა აერზე გავისეირნებთ, ხომ წამოხვალ ნანა?
- დიახ.
მაგიდდიან წამოვდექით და ნლი სვლით სანაპიროსკენ წავედით. არ იყო შორს სულ რაღაც ორმოც მეტრში.
- აბა, მოგწონს ზღვა? - ვკითხე მორიდებით.
- თავისთავად, მშვენეირია
- ღამე, გიყვარს?
- მეშინია, ზემეტად საშიშია.
- რატომ?
- რამოდენიმე წლის წინ ღაამე გაგქურდეს, მე და ელენე და დედა ვიყავით სახლში, ძალიან შეგვეშიდნა...
- რა თქმა უდნა ქურდები ვერ იპოვეს ხო?
- რა კითხვაა, მილიცია გინდ ყოფილა გინდ არა, კორუმპირებულები არიან, ალბათ წილშიც იყვნენ.
- ძვირფასი ნივთები წაიღეს?
- შენ წარმოიდგინე და არაფერი, დედას ცოტა ფული ქონდა, სამსახურიდან მოგროვებული ის, იძულებული გახადეს მიეცა, და ბეჭედი და საყურეები რაც ეკეთე ის მოხსნეს. საყურე პატარა იყო ოქროსი, მამამ აჩუქა სანამ ცოცხალი იყო, ხოლო ქორწინების ბეჭედს თვაის ჩინივით უფრთხილდებოდა და ის წაიღეს.
- რა საშინელებაა...
- ალბათ წარმსადგენად შეუძლებელია და არავის ვურჩევ წარმოდგენას.
- ამიტომაა რომ ხალხს არ ენდობი?
- რთულად ვენდობი, მით უმეტეს მამაკაცებს.
- იმედი ხომ არ გაგიცრუა ვინმემ?
- არა, მე პირადი ურთიერთობები არავისთან მქონია, სიმართლე ვთქვა ამდენ ხანს ბიჭს პირველად ველაპარაკები.
- რამდნეი წლის ხარ, თუ საიდუმლო არაა?
- ოცდასამის, თავად?
- ოცდახუთის. სწავლობ მუშაობ რას საქმიანობ?
- ვსწავლობ, სამედიცინოზე...
- ოჰო, ყოჩაღ, მანდ მოხვედრა არც ისე მარტივია.
- შენ რა იცი?
- ჩემი ძმა მოხვდა ფულით, ნუ მამაჩემი დაეხმარა.
- შენ?
- მერ არა, მე ჩემი ცოდნით.
- მართლა?
- კი მართლა, ერთი თეთრი არ დაუხარჯავს მამაჩემს, მაგისტრატურაზე ისე ჩავაბარე, აი ბაკალავრზე კი, ცოდვა გამხელილი ჯობსო.
- გასაგებია. ძაიან კარგია თუ სწავლობ.
- კი და ძალიან დიდი იემდი მაქვს საკუთარი თავის.
- ეს დიდი განაცხადია დღეანდელ რეალობაში.
- ვიცი და ვხვდები, მაგრამ უნდა შევძლო.
- ძალიან კარგია.
- ანუ არავინ გყვარებია ხო,....
- არა, რა სისულელეა სიყვარულამდე კი არა როგორც გითხარი საუბრითაც კი არ მსიაუბრია ამდენი უცხო მამაკაცთან.
- მერე?
- რა მერე?
- როგორია?
- რა?
- უცხო მამაკაცთან საუბარი...
- ამ ეტაპზე ნორმალური...
- ნორმალური???/ - გავიკვირვე.
- ხო, ნუ ნორმალური.....
- ხვალ, ხვალ რა იქენბა როგორ გგონია?
- არ ვიცი....
- მაინც.
- არ ვიცი, ალბათ სიევ ვისუაბრებთ, ან საუბარში გავათენებთ ასე თუ გაგრძელდა.
- ანუ მოგწონს ჩემთან საუბარი.
- სასიამოვნოა კი, ჩემდ გასაკვირად.
- განაგრძობდი ჩემთან ურთიერთობას?
- თუ...
- თუ?
- ანუ, თუ ორივეს გვენდომება რატომაც არა.
- თბილისსში სად ცხოვრობ?
- გლდანში.
- ოჰ სერიოზული უბანია, არ მიკვირს ძარცვა იქ.
- საშინელი უკუნითია იქ, თან როცა შუქი არაა, და ეზო და ქუჩები ჩაბნელებულია საერთოდ, საშიშია.
- გეთანხმები.
ჩვენი საუბარი კარგა ხანს გაგრძელდა, აი ისეი ადმაიანი იყო შენ სულტან ახლოს რომ მოდის, როგორც იტყვიან მასთან სიმშვიდეს რომ პოვებ, აი ეგ იყო.
სახლში დავბრუნდით, ყველა ოთახი დაკავებული იყო, მხოლოდ ჩემი საძნებელი იყო ცარიელი, ღმერთს მადლობა.
სად უნდა დაწოლილიო ნანა, ვერ ვხვდებოდი, ან ჩემი ოთახი უნდა დამეთმო, ან შემეთავაზებინა გვერდი გევრდ დაწოლა, რაზეც სასტიკ უარს მივირებდი ვოციდი, მაგრამ გავრისკე.
- აქ დაწექი. - მივანიშნე ჩემი საწოლის მეორე მხარეზე.
- შენ?
- მეც აქ დავწვები...
- აქ სად?
- ნუ ნერვიულობ.
- არა, მაგრამ....
საწოლები განვაცალკევე და შუაში პატარა ტუმბო ჩავდგი.
- აი ასე ძირფასო.
- ძვირფასო ? - გაკვირვებით გამიმეორა.
- ძვი - რფა - სო - დავუმარცვლე.
- როდის ემრე გავხდი ძვრფასო?
- მას შემდეგ რაც შენ გვერდით ჰარმონია ვიგრძენი, და ეს წლებია არ მომხდარა, დამიჯერებ?
- დაგიჯერებ.
- ასე მარტივად?
- დიახ, იმიტომ რომ მეც ძალიან მშვიდად ვარ შენ გევრდით.
- მიხარია ამის მოსმენა შენგან.
- დავწვეთ?
- დავწვეთ.
- სანთელი ჩააქრე არ დაგრჩეს, მე რომ დავწვები შეიძლება ეგრევე დამეძინოს.
- ახლავე ჩავაქრობ. - სანთელს სული შევუბერე და დავწექით.
საუბარი სიევ განვაგრძეთ, ათას სიბრძნეზე თუ სისულელეზე ვილაპარაკეთ, მეჩვენებოდა თუ ცხადი იყო ვერ გამეგო, თითქოს ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანს კი არ აჩემ საკეთესო მონათესავე სულს ველაპარაკებოდი.
ასე მშვიდი და ასე წყნარი არასდროს ვყოფილვარ, მიხაროდა და თან მეშინოდა. საკუთარი თავსი დასასჯელად, ყოველთვის უნდა მხსომებოდა ჩემ იდიოტურ საქციელს რაც მოყვა, მაგრამ ნანასთან საუბრისას საერთოდ არ გახსენბია. ნუთუ უნდა დამევიწყებინა? ნუთუ ამ გოგოსთან ურთიერთობა დამავიწყებდა იმ საბედისწრო დღეს?.... ეს უნდა გამერკვია.
გათენდა.
ვისაუზმეთ, ყველამ ერთად, შემდგომ კი გოგონები თავიანთ სასტუმროსენ წავიდნენ. გული მწყდებოდა ნანა სხვაგან რომ მიდოდა.... მაგრამ მაინც ასე თუ ისე ახლოში იყო.
ყოველ დღე ვნახულობდი და ვსაუბრობდით. მაშნ კი როცა თბილისსში ვბრუნდებოდით, სასტუმროსთან მივედი, ჩამოვიდა:
- თბილისსში ხომ ვნახავთ ერთმანეთს?
- უნდა?
- კი.
- მაშინ კარგი.
- გამოგივლი, შენი ზუსტი მისამართი დამიწერე გთხოვ - ფურცელი და კალამი გავუწოდე.
- აი, ესაა....
- მოვალ. კვირას ხომ ბრუნდებით?
- კი კვირას.
- მაშინ კვირას საღამოს გამოგივლი.
- კარგი.
- რომ ჩაგეხუტო?
- ჰმ....
- გთხოვ, მხოლოდ ერთხელ - ისე ძლიერ ჩამეხუტა უცებ რომ სიხარულისგან ლამის გონება დავკარგე. საოცარი სუნი ჰქონდა, მსი თმაში ჩავრგე თავი და მის სურნელთან განშორება არ მინდოდა.
- დროა ნომერში დავბრუნდე.
- გთხოვ, ცოტა ხანს კიდევ..... - არ მინდოდა გამეშვა.
- ცოტა ხანს.
- ხო, ცოტა ხანს.
რამოდენიმე წამის შემდეგ ნაზად გაიწია.
- მინდა.....
- რა?
- რომ გაკოცო....
- რა?
- რა და მინდა გაკოცო, და არასდროს გაგიშვა, სულ ჩემთან იყო.
მიღიმოდა
- სულ ჩემთან, ერთი წამითაც რომ არ მომშორდე ...
- როგორ....
- ნანა, ეს სიყვარულია იცი?
- ვიცი.
- აი წიგნებში რომ წერია, ხომ იცი
- ვიცი
- მიყვარხარ, გთხოვ...
- ეს, არ ვიცი...
- შენ? შენც იგივეს გრძნობ ვხვდები..... რატომ ეწინააღმდეგები ამ გრძNობას?
- მე, არ ვიცი....
- იცი...
- როგორ, რატომ არ ვიცი ტატო,
- ძალიან აკრგად იცი.....
- მაშინ....
- მაშინ რა? - და ჩემდა გასაკვირად მან მაკოცა.
ალბათ, პეპლები რომ დაფრინავებ მუცელში ისე ვიყავი, მთლიან ტანშ დენის 320 მა ვოლტმა გამიარა თითქოს, მალევე მომწყდა და გავარდა.
- ნანა მიყვარხაააააარ! - შევძახე
- მეც, სულელო.... - ჩუმად გამომძახა
ეს იყო, ეს ის იყო, ის ვინც მჭირდებოდა და ვინც მტელი ცხოვრება მეყოლებოდა. ერთი სული მქონდა თბილისსში რომ დავბრუნებულიყავი, მამაჩემისთვის მეთქვა რომ ცოლი უდნა მომეყვანა.
ზუსტად ვიცოდი სიგიჟემდე გაუხარდებოდა.
თბილისსში დავბრუნდით. მამაჩემი კაბინეტში იყო და მაშინვე მასთან მივვარდი გახარებული.
- მამა, როგორ ხარ?
- ჩემო ბიჭო, კარგად, როგორ დაისვენეთ?
- კარგად მამა, რაღაც მინდა გითხრა...
- მითხარი...
- ერთი გოგო გავიცანი, საოცრება მამა, ყველაფერი დამავიწყა მამა, გესმის? მასთან ის მშვიდობა ვიპოვე რომელიც ამ ხნსი განმავლობაში არ მქონდა, მამა მიყვარს გესმის მამა ჩემი?
- ტატო, შვილო, როგორი ბედნიერი ხარ, მამა გენაცვალოს - მოვიდა და ჩმეხუტა.
- მამა ვერ აგიხსნი, ეს ის გოგოა, მამა, გთხოვ, დამეხმარე.
- მე შენ გევრდით ვარ ჩემო ბიჭო ყოველთვის, და ყველგან, თუ ეს გოგო გიყვარს მოიყვანე მამა ცოლად, და იყავით ბედნეირები, ხო იცი შენი ბედნეირება როგორ მინდა და ასე გაბრწყინებულს რომ გხედავ გული მითბება.
- მართლა მამა?
- კი შილო, როცა მზად იქნები ნიშნობა გავმართოთ, მერე კი, როგორც შენ დიდი ბედნეირებას შეეფერება ქორწილი მამა.
- ვოცოდი მამა, რომ ჩემ გვერდში იქნებოდი, მადლობა მამა.
- მას, შვილო უყვარხარ?
- კი მამა, ვიცი დარწმუნებულ ვარ.
- რა ქვია მამა რამდნეი წლისაა?
- ოცდასამის მა, ნანა ქვია
- ძალიან აკრგი, სწავლობს?
- მომავალი ქირურგია
- ოჰო, ექიმი რძალი ძალიან მომწონს, აქედან დაგეწყო მამა - იცინოდა.
- ბედნიერი ვარ მამა, ბედნეირი, ალბათ მეც ვიმსახურებ ბედნიერებას.
- მამა გენაცვალოს, რათქმა უდნა იმსახურებ, შენ ებვრი წელი გოდებაში გაატარე, შენც ხარ ღირსი იყო ბედნიერი და გყავდეს შენი ბედნიერების მომტანი ქალი გევრდით, რომელსაც ეყვარები.
- მამა, უნდა იცოდეს ?
- არა, მამა, დროა დაივიწყო რაც იყო
- ასე თვლი? ეს ხომ ტყუილია?
- ტყუილი მაშინაა მამა, როცა რამეს გკითხავს და დაუმალავ, ნანა არასდროს გკითხავს იმ დღის შესახებ, ასე რომ მოტყუებული არაფერი გექნება, დამშვიდიდ მამა გენაცვალოს. ალექსანდრემ იცის?
- ოჰ, ალექსანდრე... კი ვუტხარი, ისიც გახარებულია.
- აბა რა ქიენბა, შენ რომ გაღიმებულს დაგინახავთ მეტი რა გვინდა.
- ხო მამა, ნამდვილად ასეა.
- ხო და დაელაპარაკე იმ გოგოს და მივიდეთ მის ოჯახში.
- ასე ვიზავ.
გახარებული გავქანდი ჩემ ოთახში, ველდოებოდ კვრიას რომ ჩემი საბედო მენახა. მსოფლიოშ ყველაზე ბდნეირად მიმაჩნდა თავი.
კვირა დრეც გათენდა, დრო გაიწელა, ხან რა გავაკეთე ხან რა... საღამო ხანს, კი გლდანისენ გავეშურე. სადარბაზოსთან დამხვდა, იცოდა შვიდი საათისთვის რომ მივიდოდი. მიღიმოდა და თან მორცხვად თავლებს ძირს ხრიდა.
- მომენატრე იცი? - ახლოს მივედი მისი სურნელი რომ მეგრძნო.
- მეც - ჩუმად ჩამჩურჩულა.
- წავიდეთ?
- სად?
- რავი გავისეირნოთ, სადმე ბაღში...
- წავდიეთ.
- ხელი რომ ჩამკიდო ნანა?
- კარგი - იღიმოდა.
ვაკის პარკს რომ მივუახლოვდით, მაქანა იქვე გავაჩერე, გადმოვედით, და ნელ ნელა მივუყვებოდით ბაღში გზას. არ ციოდა, თუმცა ოდნვ გრილოდა.
- ხომ არ გცივა?
- არა,
შადრევანს რომ მივუახლოვდით გავჩერდით.
- ნანა, ხომ იცი რომ შენ მიმართ საოცრებას ვგრძნობ?
- ვიცი.
- შენ?
- მეც, მეც საოცრებებს...
- ხო და.....
მუხლი მოვიყარე მის წინაშე და ბეჭედი ამოვირე ჯიბიდან, რომელიც მამაჩემმა მომცა ნიშნობისთვის.
- ნანა, მიყვარხარ ცამდე და იმის იქით, შენ ხარ ჩემი სიმშვიდე და ჰარმონია, გამომყვები ცოლად?
დუმდა.... თუმცა აშკარად უხაროდა
- კი
- რაააა? - სიხარულისგან ვიყვირე
- კი ტატო შერმადინო, მზად ვარ შენი ცოლი გავხდე და სიცოცხლის ბოლომდე მიყვარდე და შენი სიხარულისთვსი ვიცოცხლო, მზად ვარ ყოველთვსი და ყველგან შენ გვერდში ვიყო, ცივი ნიავი არ მოგაკარო სიყვარულოვ ჩემო.
ბედნეირებისგან გახარებულმა ცრემლები ვერ შევიკავე, ისიც ტიროდა, მეც.... ეს სიხარულის ცრემლები იყო.
დავიგეგმეთ მის ოჯახში სტუმრობის თაობაზე.
ნიშნობამ მშვენვრად ჩაიარა, მამაჩემი როგორც სერიოზული ჩინოვნიკი ათას ხუმრობას ამობდა, რაზეც ყველას გვეცინებოდა.
ნანა დიდი ქორწილი არ უნდოდა, თუმცა მამაჩემი მაინც თავისას ავწბოდა, რომ მთელი კოლექტივი უნდა დაეპატიჟებინა და მთელი მავრობა, ყველა ჩინოვნიკით აბა მისს შილს ცოლი მოყავდა და მარტივად არ ჩაივლიდა ეს ამბავი.
დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ, მაინც არ დაგვთანხმდა, სხვა გზა არ გვქონდა, ქორწილი გვეგეგმბოდა ისეთი თბილისს რომ არ ენახებოდა.



ნანა.

ოხ ეს რსულობა, საშინელებაა, ვერ დავდივარ ვერ ვტრიალდები ლოგინში, როდის გავაჩენდი ერთი სული მქონდა. მოუთმელად ველოდი ამ ტანჯვის მიუხედავად, ტატო კი გადარეული იყო ისე უხაროდა, ბოლო ბოლო ჩვენი ოქრწინებიდან შვიდი წლის თავზე ძლისვ დავფეხმძიმდი.
ის ის იყო სახლიდან უნდა გავსულიყავი რომ მუცელი ამტკივდა
- ტატოოოოოო - ვკიოდი
- რა მოხდა.
- მგონი მეწყება.
- წავედით დროზე.
- აირე ის ჩანთა რაც ჩალაგებული მაქვს და წამოიღე... ააააააააააააააააა..... მტკივაააა - გონება მეხშობოდა ტკივილით.
მალე მანქანაში ჩავსხედით და საავადმყოფოსკენ გავვარით. მალევე მივედით და ბლოკში შემიყვანეს. ურთულესი მშობარობა მქონდა, ძალიან ვიტანჯე, თუმცა ჩემი აგელოზი როგორც კი ხელში დავიჭირე და მჯერდზე მომაკრეს ყველა ტკივილმა წამიერად გამიარა.
პატარა ანგელოზი სახელად ზურაბი. ეს ის ნანატრი ანგელოზი იყო რომელსაც წლები ველოდებოდით.
პალატაში გადაგვიყვანეს, მეც და ჩემი ბიჭიც და ჩემი მეუღლე შმოუშვეს
- სად არის?
- მეც კარგად ვარ ტატო, მადლობა - ვიცინოდი
- ჩემი ანგელოზები, ბიჭია ხო?
- ბიჭია, ზურაბი დავარქვი.
- მშვენეირი სახელია ნანა, გილოცავ.
- მეც გილოცავ ჩემო სიყვარულო
საოცრად ბედნეირები ვიყავით, მალევე ექთანი შემოვიდა და გითხრა რომ ვლადიმერი მოვიდა ბავშის სანახავად.
- არა.... ბავშვს ის არ ნახას! - ყვიროდა ტატო.
- კარგი რა გჭირს, ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყე რა, გეხვეწები ტან ეხლა, როცა შვილიშვილი გაუჩნდა.
- დავივიწყო, განა ის არ იყო სახლიდან რომ გაგდებდა უშვილო რძალი რაში მჭირდებაო?
- ტატო, ნერვიულობდა ისიც....
- მერე და ვერაფრით გავაგებინე, რომ მე მქონდა პრობლემა და არა შენ, ამას არ აღიარებდა, ამიტომაც წამოვედთ იმ სახლიდან დაგავიწყდა?
- ტატო, მამაშენის ფული და ცხოვრება ჩევენ არასდროს გამოგვიყენებია, შენც მუშაობ და მეც, მხოლოდ იმ სახლში ვცხოვრობდით, დაანებე თავი, ბაბუა გახდა, გთხოვ, ჩემი ხათრით აპატიე, შენი ნანატრი შვილის ხათრით.... გთხოვ
- ნანა ნუ მთხოვ, სისულელეების როშვას მოეშვი, არა არა და არა!
მივხვდი რომ ამ დროს ვერაფერს გავხდებოდი და ტატოს შევეშვი, ისევ სუსტად ვიყავი. ხვალ ექიმი მპირდებოდა რომ გამწერდა, მიუხედავად იმისა რომ მუცელში რარაც უცნაური ტკივილები მაინც მქონდა.
როგორც იქნა გაგვწერეს, ჩვენ პატარა ბინაში შევედით თუ არა მაშინვე პატარა წასოლი მომხვდა თვალში.
- რა ლამაზია ტატო?
- მოგწონს?
- კი ძალიან ლამაზია, როდის იყიდე?
- როცა გაჩნდა მაშინვე.
- ყურადღებიანი მამა ხარ, შენი კეთილი გული მიყვარს ხო იცი არა?
- მეც მიყვარხარ.
ცოტა დავისვენეთ, ცოტაც მეძინა, ტატო ბავშვს ერთი წამით არ ტოვებდა. ჩემი ოჯახიც რამდენჯერმე გვესტუმრა, ძალიან მინდოდა ლადიმერსაც ენახა ზურაბი, თუმცა ტატო ისევ და ისევ წინააღმდეგი იყო.
ბავშვის დაბადების შემდგომ გაგვიჭირდა, მე დეკრეტული დამიმთავრდა, ხელფასები შეგვიმცირეს, ტატოც რასაც ირებდა უკვე ბავშის ფონზე კაპიკები იყო, უამრავი ხარჯი გვქონდა, ფაქტობრივად გაგვიათმაგდა ხარჯი.
ოთხი წელი ისე გავიდა, ძლივს გაგვქონდა თავი, ერთხელაც არ მისულა ვლადიმერთან ორიოდე კაპიკის სათხოვნლად. ძალიან ბევრჯერ გამოგვიგზავნა დახმარების სახით საკვები თუ ფული ჩემმა მამამთილმა მაგრამ ყველა თეთრი და საჭმელი უკან დაუბრუნა.
ძალიან მიჭირდა, ვლადიმერის და ჩემი ქმრის ამ დამოკიდებულებასთან შეგუება, მე ვაპატიე მას, ტატომ კი არა. იმის თქმაც კი მიჭირდა რომ ავად ვიყავი, ჩემ შვილს კი შეიძლება დედა მოკვდომოდა.
გამთენიისას შეტევა მომცა, სასტიკად ამტკივდა მუცელი... საავადმყოფოში წავედით.
რეალურად მუცლის ღრუს სიმსივნე მქონდა, რომელიც მთელ ორგანოებზე იყო მდოებული, მკურნალობას აზრი არ ქონდა, დღეები დათვლილი მქონდა.
ჩემი ეს მდგომარეობა უნდა გამომეყენებინა, ვიცოდი ჩემი სიკვდილის შემდგომ ტატო ღრმა დეპრესიაში ჩავარდებოდა, ამიტომ მამამისს უდნა დავლაპარაკებოდი. ჩემ საწოლთან იჯდა ტატო, იქვე ჩვენი ოთხი წილის ზურაბი იჯდა. თვალი გავახილე
- აქ ხართ?
- კი ჩემო ლამაზო, როგორ ხარ?
- კარგად. ტატო უდნა ვილაპარაკოთ.
- ახლა ამის დრო არაა, ენერგიას ნუ ხარჯავ.
- ტატო, იცი რომ მალე მოვკვდები, გთხოვ მამაშენი მომიყვანე გევედრები, შემისრულე ეს სურვილი.
- ნანა, მორჩი სისუსლელეების ლაპარაკს, შენ ზურაბი უნდა გაზარო, გზაზე დააყენო, შენი სიკეთე და სიმშვიდე დაანახო და ასწავლო, გეხვეწები ...
- ტატო, სიმართლეს თვალი გაუსწორე, მამაშენი მომიყვანე გემუდარები.
ტატო ტიროდა, სიმართლეს ვერ ეგუებოდა,მე დიდი ხნის წინ ვიცოდი, თუმცა.... მოლედ. მამამისი მოიყვანა.
- ბატონო ვლადიმერ, მიხარია რომ მობრძანდით.
- ნანა, შენთანდ ამნაშავე ვარ შვილო...
- ბატონო ვლადიმერ, მე დრო არ მაქვს, გევედრებით ორივეს, ერთმანეთის გვერდით იყავით, ჩემი შვილი მარტო არ დატოვოთ....
- ნანა, რას ამბობ... აბა
- გთხოვთ, ის ნანატრი ანგელოზია ჩვენ ცხოვრებაში, მიხედეთ და ისე აღზარდეთ როგორც მე ავღზრდიდი, ასწავლეთ სიკეთის კეთება, გემუდარებით...
- ნანა, ჩემო სიყვარლო არ დამტოვო..... გევედრები - ტატოს ცრემლები ღაპა ღუპით მოსდიოდა, მე კი ძალა აღა მქონდა საუბრის
- შემპრდით..... გელო.... აჰჰჰჰ... დებით.
- ნანა, შვილო გპირდები რომ ზურაბზე სიცოცხლის ბოლო წამამდე ვიზრუნებ, ასევე ტატოზე.
- ჩემო სიყვარულო მეც გპირდები, რომ სასახელო ვაჟკაცს გავზრდით, მე და ბაბუამისი გპირდებით.
- მიხარია... ახლა შმეი....ჰჰჰჰჰჰ...ძლია მშვიდად წავიდე.....
ნელ-ნელა ვგრძNობდი რომ ძალა მეცლებოდა, თავლები ჩემი ნების წინააღმდეგ მეხუჭებოდა, ტატოს ხელს ვერ ვგრძნობდი, ვერღაც კიდურებს, მეღიმებოდა..... და აი დრო მოვიდა, მივხვდი რომ ეს ბოლო წამები იყო, თავს ძალა დავატანე, ჩემი შვილი დავინახე ტატოს ახლოს ყავდა ჩემთან მოყვანილი, ვაკოცე ჩემ ერთადერთ ანგელოზს და წამიერად დამეხუჭა თავალები სამუდამოდ.


ირაკლი.
როგორც იქნა ჩამოვფრინდით, სასტუმროში განვთავსდით და იმაზე ვფიქრობდი ეთო კარგად ყოფილიყო ხვალამდე. დრო მალე გავიდა, გათენდა.
სასტუმროს მანქანა დაბლა გველდოებოდა და ოლკოლოგიის ცენტრში წავედით, შესასვლელში ექიმი შტერნი დაგვხვდა. გერმანული ნამდვილად არ ვიცოდი და გაგვიმართლა რომ შტერნმა ინგლისური კარგად იცოდა.
- კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, როგორ ხართ აბა როგორ იფრინეთ?
- კარგად ექიმო დიდი მალდობა, მშვიდობიანად ჩამოვფრინდით.
- წამობრძანდით ჩემ კაბინეტში ვისაუბროთ.
- კეთილი.
რაც მართალი მართალი, ონკოლოგიის ცენტრი იყო თუ საავადმყოფო ჩემთვის ნამდვილად მნშვნელობა არ ქონდა, თუმცა ამ კლინიკაშ როგორც კი ფეხი შვედგი საოცარი იმედი მომეცა, თითოეული კლინიკის სანტიმეტრი უმაღლეს დონეზე იყო მოსწყობილი, პერსონალი მომღიმარი.
გავიარეთ მისაღები, რომელიც სრულიად ადაპტირებული იყო ყველანაირი პაციენტისთვის, რაც საქართველოში ნაკლებად შეგვხვდება, ამასთან საცრად კომფორტული და კეთილმოწყობილი ლიფტი დაგვხვდა, ავედით მე-8 სართულზე, სადაც კაბინეტები დაგვხვდა საოცრად ლამაზად განლაგებული, მართლაც რომ საოცრად დაპრექტებული იყო ეს კლინიკა.
ექიმა შტერნმა მის კაბინეტში შეგვიყვანა. ჰოი საოცრებავ, ერთი ჩვენი ბიზნეს ცენტრის სათათბირო ოთახის ხელა კაბინეტი იყო. დავსხედით მისი მაგიდის წინ განთავსებულ ორ სავარძელზე.
- მოკლედ, ძირფასებო, ბატონ ლერის კარგად ვიცნობ, ერთად ვსწვალობდით, ასე თუ ისე შორი მანძილიდან ვმეობრობთ, გადმომიგზავნა ქალბატონის მონაცემები, ანალიზები და ყველაფერი....
- რას გვეტყვით კარგს ექიმო?
- კარგს,.... მ..... - ფიქრობდა
- იმედი უნდა გვქონდეს ხომ ?
- რა თქმა უნდა ახალგაზრდავ, ჩემი დაკვირვებით რაც აქ წავიკითხე მინიმუმ ორი ან სამი ურთულესი ოპერაცია იქნება ცასატარებელი, საკმაოდ მავნე სენია და რთულადაა განლაგებული თავის ტვინის მიმდებარედ...
- ანუ, შესაძლებელია?
- ჩემთან და ჩემი ხელებით კი ყველაფერი შესაძლებელია.
ეთო გაურკვევლბაში იყო, დავამშვიდე და ვუთხარი ქართულად რომ ორი ან სამი ოპერაცია იქნებოდა ჩასატარებელი, და იმედი იყო, ძალიან გაუხარდა.
- დრო რომ არ დავკარგოთ ახალგაზრდებო, აქ რამოდენიმე კვლევა ჩავატაროთ, და დავიწყოთ.
- აუცილებლად.
- ბატონო ირაკლი, ძალიან მერიდება, ახლობელმა გამოგიშვათ, მაგრამ, იცით ალბათ რომ ამ ცენტრში საკმაოდ ძვირი....
- დიახ, რა თქმა უნდა, მე მზად ვარ ნებისმიერ თანხა...
- მისმინეთ, მე ბატონ ლერის უაღრეს პატივს ვცემ, საოცარი ადამიანი, ამიტომ ასე ყველაფრის თანხას ვერ გადაგახდევინებთ, მხოლო ოპერაციის რაც იქნება, კვლევები და შემდგომი რეაბილიტაცია, ჩემი პატივისცემის ტქვენდამი გამოხატულება იქნება.
- ბატონო შტერნ, მე ყველანაირ თანხას გადავიხდი...
- ვიცი, მაგრამ ეს ჩემი მხრიდან აუცილებელია.
- რადგან არ იშლით, კეთილი, იცით აბათ რომ ქართველებს პატივისცემა არ გვეშლება, სიცოცხლის ბოლომდე თქვენ წინაშე ვალდებულად მიგულეთ.
- ბატონო ირაკლი, არც გერმანელები ვართ ნაკლები მაგრამ, არ არის საჭირო, არ შეიწუხოთ თაავი. მაშინ წამობრძანდით დავიწყოთ კვლევები.
- წავიდეთ.
ეთო სადღაც შეიყვანეს, რამოდენიმე საათი ველოდე, ბოლოს ექიმი შტერნი და ეთო გამოვიდნენ.
- აბა?
- იმაზე კარგადაა საქმე ვიდრე მეგონა.
- ანუ ექიმო?
- ანუ, სამი კი არა შეიძლება ორი ოპერაციაც არ დაჭირდეს, თუმცა არ ვიცი მაგრამ მე-3 ურთულესი ოპერაცია იქნება ჩემ კარიერულ ისტორიაში.
- მე თქვენი იმედი მაქვს ექიმო შტერნ.
- ძლაიან კარგი, იმედებს არ გაგიცრუებთ.
- რაიმე საშიშროება თუა, რაც ოპერაციის შემგომ შეიძლება ველოდოთ?
- ჰმ.... ამაზე არ გვისაუბრია, თუმცა არის რაღაც რაღაცებსი საშიშროება.
- მაინც?
- მაპატიეთ მე პრდაპირ ვსაუბრობ, სხვანაირად დროს ვკარგავ უბრალოდ...
- გისმენთ.
- შეიძლება დაბრმავდეს, ან კიდურები წაერთვას, შესაძლოა მეტყველება ვეღარ შეძლოს....
- როგორ?
- თუმცა იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი არ მოხდება.
- იმედია....
ეთო გაკვირვებული მიყურებდა, დამავმშვიდე და ვუთხარი რომ ყველაფერი კარგად იქენბოდა. პალატაში განათავსეს, კვლევების შემდგომ ოპერაცია იგეგმებოდა. ხვალ თორმეტ საათზე. ოპერაცია როგორც ჩაივლიდა და რამდენ ხანს გასტანდა ამას ვერავინ მეუბნებოდა.
დაიწყო, ტანჯვა და ლოდინი, საათის ისრები საერთოდ არ მოძრაობდნე, ფაქტობრივად დრო გაჩერდა.
წყალი დავლიე, სასტიკად მაწუხებდ აშიმშილის გრძNობა მაგრამ ლუკმა არ გადამდიოდა. ხან გარეთ გავედი, ხან შენობის სხვადასხვა სართულზე გავიარ გამოვიარე, რა თქმა უდნა სადაც მნახველები დაიშვებოდნენ, ხანაც შნეობას გარედან კრუგებს ვურტყავდი, ერთი სიტყვით დროის მოკლვას ვცდილობდი.
დაახლოებით ექვსი საათი ხდებოდა ექიმი შტერნი გამოვიდა.
- კარგად ჩაიარა....
- მართლა ექიმო? - სიხარულისგან ლამის ფრენა დავიწყე
- კი, მაგრამ არ დასრულებულა....
- რატომ რა ხდება?
- ძალიან რთულია ბატონო ირაკლი, ძალიან...
- მესმის...
- ცოტა ხანი უდნა შევისვენო, და განვაგრძობ
- რამით შემიძლია დაგეხმაროთ?
- არა, ნარკოზზში იქნება კიდევ და მერე დავასრულებ, მინიმუმ სამი ან ოთხი საათი კიდევ დამჭირდება, ხომ გესმით, არა მარტო მე, სხვა ჩემ პერსონალსაც ჭირდება რამოდენიმე ხანი აზრზე მოსასვლელად.
- რას ამბობთ ექიმო შტერნ, მესმის, თქვენი საქმის თვქვენ უკეთესად იცით, მთავარია პაციენტი კარგად იყოს.
- კარგად იქნება, მე ამის მჯერა, ამ ეტაპზე ორერაცია კარგად დასრულდა, შემდგომი ეტაპიც არ იქნება ნამკლები შედეგიანი, ამიტომ სამშიდდით.
ექიმი შტერნი წავიდა და მე ისევ მარტო დავრჩი, ტელეფონს რომ დავხედე ვახო რეკავდა. ვუპასუხე, მასაც გაუხარდა ყველაფერი კარგად რომ მიმდინარეობდა. ოპერაციის ასრუებისას სიტყვა მივეცი რომ დავურეკავდი და გავაგებინებდი როგორ იქნებოდა ეთო, იგივეს დავპირდი დედაჩემს და მამაჩემს.
კარგა ხანი გავიდა, ბოლოს და ბოლოს ექიმი შტერნი გამოვიდა ირიმოდა.
- გილოცავთ, თქვენ მისი სიცოცხლე გადაარჩინეთ.
- რას ამბობთ ექიმო შტერნ, ანუ?
- ანუ , თქვენ რომ არა და თქვენიდ აჟნებული მოთხოვნა სასწრაფო ოპერაცისაა, ის მაქსიმუმ კიდევ რვა ან ცხრა დღე იცოცხლებდა, გილოცავთ.
- არ მჯერა ექიმო, ვერ იჯერებ ნუთუ ყველაფერი დამთავრდა?
- არა, მთლად ასეც ვერ ვიტყვით ბატონო ირაკლი, ჯერ ნარკოზიდან უნდა გამოვიდეს ვნახოთ.... ამ ეტაპლზე ყველაფერი მაღალ დონეზე ჩატარდა და შედეგით გმაყოფილი ვარ.
- საოცრებაა, მადობა უფალს და თქვენ.
- აქ ყოფნას აზრი არ აქვს, ხვალ დილამდე მაინც ევრ ნახავთ, წაბრძანდით დაისვენეთ. არაფერი საშიში არ იქენბა, მე აქ ვიქნები, თუ რამე დაგიკავშირდებით, მაგრამ....
- მაგრამ რა ექიმო?
- ამის იმედი არ გქონდეთ - იცინოდა
- რისი?
- რომ რამე ცუდი მოხდება და მე თქვენ დაგირეკავთ - იცინოდა.
- კარგი ხუმრობა იყო ექიმო შტერნ, მადბოლა თქვენ კიდევ ერთხელ, კარგ ამბავზე დამირეკეთ.
- მხოლოდ კარგზე.
- დროებით.
წამოვედი საავადმყოფოდან და ბედნიერი ვიყავი, გზაშ ჩემებს დავურკე, ნელი სიხარულისგან ტიროდა უკვე ქორწილის გეგმებს აწყობდა, ლევანა კი ღვინოზე ფიქრობდა.
ვახოც და ანაც ძალიან გახარებულები იყვნენ.
მშიდად მივედი სასტუმრომე წყალი გადავვლე და დავწექი, ვგრძნობდი როგორ დაისვენა ჩემმა სხეულმა, ერთიანად მოვუნდი, და მალეე მიმეძინა.
როგორც კი გათენდა, თვალებით პირველი ჩემი ნომრის ჭეირი დავინახე. უცნაურად მოემჩვენა, თითქოს პირველად მეძინა აქ, გამეცინა, ეს ბედნერება იყო, ეს ბედნიერი დილა იყო. წამოვდექი, გარეთ გავიხედე, თითქოს წვიმდა, ძალიან არ ციოდა, მომწონდა თუმცა ჩემი საქართველო მენატრებოდა, ჩემი ოთახი, ჩემი სახლი და ჩემი მეგობრები და ოჯახი.
შევეგუე იმაზე ფიქრს რომ აქ რამოდენიმე ხან მოგვიწევდა დარცენა, რა გაეწყობოდა, მთავარი იყო ეთო კარგად ოფილიყო, მისი ჯანმრთელობა იყო უპირველეს ყოვლისა.



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

როგორ გამიხარდა ახალი თავის ნახვა, მაგრამ ვატყობ აქ ცუდი ამბები გველის წინ, იმედია აღარ დაიკარგები ????❤️❤️❤️ გელი მოუთმენლდ

 


№2 სტუმარი სტუმარი Tekla

ველი მოუთმელად.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent