შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლ-ობსტერი


13-12-2022, 01:26
ავტორი ლ_ილითი
ნანახია 9 357

სიყვარული მსოფლიოს აერთიანებს. ლამაზი სიტყვებია. ალბათ შთაგონებასაც იპოვის ბევრი თქვენგანი ამ სიტყვებში. ბევრიც ამ სიტყვებით ცხოვრობს, სჯერათ რომ სიყვარული მსიოფლიოს აერთიანებს. თქვენი სიყვარული ასეთია; ლამაზი სიტყვებით, სიფერადით და სიძლიერით სავსე.
ჩემი სიყვარული ზღვარია. ზღვარი ჩემსა და დანარჩენ სამყაროს შორის. ჩემი სიყვარული მსიოფლიოს ვერ აერთიანებს, ჩემი სიყვარული სხვა ყველაფრიგან გრიყავს. ჩემი სიყვარული მუდმივ ბრძოლას მოითხოვს, იმ ცხრა თავიანი გველეშაპის მოკვლას, რომელსაც თქვენს სიყვარულთან არანაირი საერთო არ აქვს.
მაგრამ, ჩემი სიყვარული ფერადია, იმაზე ფერადი ვიდრე თქვენი, იმაზე ძლიერი ვიდრე თქვენი. მსოფლიოს წინააღმდეგ ვიბრძვით მე და ჩემი სიყვარული. ბევრი ჭრილობით, დაფლეთილი გულით, დაცლილი სისხლით ვიბრძვით. ვიცი ერთ დღეს ბრძოლას წავაგებ, მაშინ დავნებდებით როცა არ ველოდებით, მაგრამ სანამ ისევ ვდგავართ, სანამ ისევ გვაქვს ადგილი ჭრილობებისთვის, სანამ ისევ გვაქვს სისხლი დარჩენილი ვენებში, მანამ ვიბრძოლებთ ჩვენთვის- მე და ჩემი სიყვარული.



1
წლების წინ როცა ჩემი სიყვარული პირველად დავინახე, ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მუცელში პეპლებმა დაიყეც ფრენა და სამყარო იმაზე მეტად გაფერადდა ვიდრე აქამდე იყო. მაშნ, როცა პირველად დავინახე 10 წლით პატარა ვიყავი, მეგონა საუკეთესო მეგობარი ვიპოვე და ამან იქონია ამხელა გავლენა ჩემზე. თუმცა არა, შევცდი, მაშნ როცა ჩემთვის სამყარო გაფერადდა მხოლოდ საუკეთესო მეგობარი არ მიპოვნია. ვიპოვე ჩემი სიყვარული, ადმაიანი რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. რომ შემეძლოს ორი ამოსუნთვიდან ერთს მას მივცემდი, ორი გულის ფეთქვიდან ერთი მისი იქნებოდა.
არა, ორი გულის ფეთქვიდან ორივე მისი იქნებოდა.
გყვარებიათ ვინმე იმდენად რომ გდომებიათ ყოველი ამოსუნთქვა მისთვის მიგეცათ, ყოველი წამი მისი ყოფილიყო, ყოველი გულის ფეთქვა, ყოველი სისხლის წვეთი რომელიც თქვენია მისი ყოფილიყო?
არ მჭირდება გული მისი გულის გარეშე. არ მჭირდება ჰაერი მის გარეშე. არ მჭირდება სიცოცხლის არც ერთი წამი მის გარეშე.
....
ლიზა სკოლის მესამე წელს ჩვენს პარალელურ კლასში გადმოვიდა. სკოლის მესამე წელს პარალელურ კლასში გადავედი.
მას შემდეგ მე და ლიზა უბრალოდ მე და ლიზა ვართ. არ არსებობს ლიზა ნინის გარეშე და ნინი ლიზას გარეშე. თითქოს ერთმანეთის ინი და იანი ვართ იმ წამიდან როცა ჩემი თვალები ლიზას თვალებს შეხვდა, მესამე კლასის პირველ დღეს, როცა თავისი პატარა ხელებით სკოლის ეზოში ყვავილებს კრეფდა.
ახლა სკოლის ბოლო დღეა, ლიზას ხელი ორივე ხელით მიჭირავს და მის ბედნიერ სახეს სამმაგი ბედნიერებით ვუყურებ.
-სკოლა დამთავრდა- მეუბნება ლიზა ღიმილით. ღიმილისას ლიზას თვალები უწვრილდება, თვალების ირგვლივ პატარა ნაოჭები უჩნდება, ფუმფულა ლოყები ოდნავ მაღლა ეწევა და ტუჩის კუთხეებთან ეჩხვლიტება.
-ცოტაც დაგვრჩა პატარა- ვამბობ ჩუმად, მაგრამ ჩემი გულის ფეთქვის ხმა იმაზე ხმამაღალია ვიდრე ჩემი სიტყვები. ვიცი, ლიზას ესმის, მის თვალებში ვხედავ, რომ ესმის. იმიტომ რომ მეც მესმის, ლიზას გულის ცემა იმაზე ხმამაღალია ვიდრე ბოლო ზარი სკოლაში. იმაზე ხმამაღალი ვიდრე ატომური აფეთქება.
-შენი აზრით შევძლებთ ერთად ცხოვრებას?- სევდა მის ხმაში გულის ცემას მინელებს, ლიზას აღარ ესმის. მაგრამ მე მესმის.
- შევძლებთ- ხელს ლოყაზე ვკიდებ- ხომ იცი რომ შევძლებთ, წლებია ვგეგმავთ, იცი რომ უშენოდ არ მინდა.- ლიზას თვალებში მთელი გაზაფხული ჩანს, ის პატარა ნაპერწყალი რომელიც ღვივდებოდა ახლა გიზგიზებს. ლიზა ისევ ბედნიერია. ისევ ესმის. ისევ ხმამაღალია.
-ვიცი რომ შენები ბინას ყიდულობენ. არ ვარ დარწნუმებული რომ ყველაფერი ისე გამოგვივა როგორც ვგეგმავთ ნინი.
- პატარა, რამდენჯერ უნდა განვიხილოთ ეს თემა? ნუგზარიმ ბინა იყიდა ჩემთვის, სადაც შევძლებ დამოუკიდებლად ყოფნას. ხომ იცი მამაჩემი როგორია „ბავშვმა უნდა ისწავლოს დამოუკიდებელი ცხოვრება რომ ნამდვილ ქალად ჩამოყალიბდეს“- საჩვენებელი თითით ჰაერში მამაჩემი გავაჯავრე. ნუგზარის სჯერა რომ მარტო ცხოვრება დამოუკიდებელ ქალად ჩამომაყალიბებს. რაშიც ნამდვილად ვეთანხმები, თუმცა ბოლომდე არა. დამოუკიდებელ ქალად მაშინ ჩამოვყალიბდი როცა ლიზა შევიყვარე.
ლიზას გაეცინა, მის სიცილში სევდაზე მეტად ბედნიერება იგრძნობა. მაგრამ, მაინც მაღელვებს ის სევდა, რომელიც ბედნიერების უკენ არის.
-ლობსტერებო, იმედი მაქვს საღამოს რესტორანში ერთად წავალთ. მანქანაში მარიამის წუწუნის თავი არ მაქვს, ამიტომ გთხოვთ მითხარით რომ რომელიმე თქვენგანი გამომივლის და ჯოჯოხეთს ამარიდებს- წუწუნით მოგვიახლოვდა თორნიკე. დაღლილი სახით შემოგვხედა, ვიცი თორნიკესაც ესმოდა, ის რაც მე მესმოდა, რაც ლიზას ესმოდა. თორნიკე ჩვენი მესამე ლობსტერია. ყოველთვის ჩვენთან იყო. ალბათ უფრო ჩემთან, 2 წელი „ურთიერთობაში“ ვიყავით.
-ზედმეტად კარგად გამოგდის მომენტის გაფუჭება- ლიზას ლოყაზე ვაკოცე და თორნიკეს მუშტი ვკარი.
-სხვათაშორის დამრიგებელი გეძებთ, გთხოვთ თქვენო აღმატებულებავ კლასშ გამოცხადდით და თქვენი პატარა საყვარელი ლობსტერიც თან წამოიყვანეთ სანამ ცისანამ ყველა დაგვხოცა- თორნიკემ ცალი ხელით ლიზას მკლავზე უჩქმიტა მეორე ხელით კი მკლავი დაიზილა სადაც რამდნიმე წუთის წინ მუშტი ვკარი.
თორნიკე ის ადამიანია რომელსაც სიცოცხლის ბოლო წამამდე შემიძლია ვენდო, ის ადამიანი რომელსაც ლიზას თავს ვანდობ. მიუხედავად იმისა რომ დიდი ხნის მანძილზე ერთმანეთი გვეზიზღებოდა და რამდენჯერმე ერტმანეთი ვცემეთ, მაინც ჩვენი მესამე ლობსტერია.
-როგორც იქნა მადლობა რომ პატივი დაგვდეთ ბოლო გაკვეთილზე თქვენი დასწრებით კერესელიძე- ცისანამ შემომხედა და ცინიკურად გაიღიმა. ვიცი ვერ მიტანს, იმის შემდეგ რაც მამაჩემთან უთანხმოება შეემთხვა, ქალი უბრალოდ დასანახად ვეღარ მიტანს.
-არაფრის- ვთქვი და წინა მერხზე ლიზასთან ერტად დავჯექი. ცისანას სახეზე გარკვევით შეგეძლოთ დაგენახათ ულამაზესი ცისარტყელა. წნევა უწევს როცა ვეპასუხები, ან საერთოდ ვლაპარაკობ. მიხარია რომ დღეს ბოლოჯერ ვნახავ. ამ წამიდან ვიცი რომ ჩემს ცხოვრებაში უბედურების მიზეზი ცისანა აღარ იქნება.
მაშინ როცა ყველაფერი კარგად მიდიოდა, როცა ლიზა ოფიციალურად ჩემი იყო, მაშინ როცა პირველად ვაკოცე და მიხვდი სინამდვილეში თუ როგორი გემო აქვს ბედნიერებას, ცისანამ ყველაფერი დაანგრია.



№1 სტუმარი სტუმარი ნელი

ამ თემასაც უძღვნით ,,რომანებს".????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent