შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი შობა (სრულად)


11-01-2023, 04:17
ავტორი tasusuna
ნანახია 7 072

-ალილო,ალილო,შობა თენდება!-ხუთი წლის ონავარი,სიცელქეში ოსტატი და სამყაროში ყველაზე ტკბილი არსება დილით კისკისით მაღვიძებს..
-იასე,ჯერ არც კი გათენებულა..-ვცდილობ კანიდან მოვიცილო რომ ჩაცმა შევძლო,მაგრამ ისე მეკვრის,სუნთქვა მიჩერდება.
-ბებოსთან წავიდეთ,დედი,ადექი!ადეექი!-კისერს იღერებს და საბოლოდდ მაფხიზლებს,ისე გაჰკივის.
ღმერთო,საიდან ეს დიაპაზონი?!
ერთ დღესაც დამაყრუებს,
ან,ბინიდან გამომაძევებენ შეუწყვეტელი ხმაურის გამო..
ვიცმევ როგორც იქნა და ძლევაი საკვირველის შემდეგ,მასაც ვაცმევ..
ისეთ ტემპში იზრდება,წინა თვეში ნაყიდი შარვალი უკვე შორტად ერგება და ეს მაისურიც აშკარად დამოკლებია..
-დედი,ბებოს რა ვაჩუქოთ?!-უკვე მანქანაში აგრძელებს ტიტინს.
-ბებოს საჩუქარი შენ ხარ დე და კიდევ უზარმაზარი მაცივარი,რომელსაც შენი საყვარელი ტკბილეულით გამოავსებს ხოლმე დღეიდან და დაგელოდება,როდის ჩახვალ და ყველას შემუსრავ!
ვუცინი და გზადკეცილზე გავდივარ.
სულ მალე მის სავარძელში გემრიელად კალათდება და ისე მშვიდად ეძინება,ჩასვლამდე მისი უსასრულო კითხვები აღარ მესმის.
მშვიდი გზაა..
მცირედ გადატვირთული და ოდნავ დამღლელიც,
მაგრან,როგორც კი გადასახვევს ვუახლოვდები,
თითქოს ხელთავიდან ვიბადები..
-იასე!დე,შეიღვიძე!-სარკიდან გავყურებ.
თვალებს ზანტად ახელს და გარემოს ზვერავს.
წამებში უბრწყინდება ცისსარტყელის ფერი სფეროები და აღტაცებისგან ერთი სულიაქ,როდის გავაჩერებ.
-თოვლი!-წამში ერთხელ იძახის და თითქოს მიძინებულ ბუნებას მისი ჟრიამულით ერთბაშად აღვიძებს..
რკინის ჭიშკართან ჩემი დედიკოა გამომდგარი..
ვიცი,რაც გამოვედით,იმწამიდან თვალები გზაზეაქვს და ვერცერთ საქმეს დაუდო გული,სანამ არ დაგვინახა..
თავზე თავშალიაქ გაკრული..
კოხტა წინსაფარზე ფქვილიანი ხელებიაქ შეწმენდილი და ლოყები მარტის ვაშლივით აქვს აღაჟღაჟებული,გვარიანი ყინვისგან.
-შენ გენაცვალოს ბებო!-ხელებგაშლილი,ცრემლმომდგარი მოიკვლევს მუხლამდე თოვლში გზას და თითქოს მდელოზე მოდიოდეს,ისე მტკიცეაქვს ნაბიჯები.
მანქანიდან მყისიერად გამოქცეულ იასეს უკიდეგანო სიყვარულით იკრავს დედამიწის ხელა გულში და მანამ არ სვამს ძირს,სანამ მთელ ბარგს სახლში არ ვზიდავ და უკვე პარმაღიდან არ ვეძახი.
-მეც აქ ვარ ლიანა!-ყალბი წყრომით შემომყავს შინამდე ორთავე..
დიდხანს მეხვევა ალბათ გულის მოსალბობად დედა..
კუდად შეკრულ გრძელთმას ხელებს შეუმჩნევლად ახებს და ეფერება..
გული მისივდება დაუტეველი სითბოსგან..
დაღლილ მხრებზე ძლიერად ვეხვევი და მონატრების და ალბათ,სხვა კიდევ რაღაც სევდის გამო,მის მოსასხამზე მედინება ორი მომწყდარი ცრემლი..
-აქაურობა მოგენატრა დედი?!-ხმაშიც კი უზომო სითბოს ახვევს..
ვეღარ ვცემ პასუხს.
მინდა უსასრულოდ ვეკროდე და აღარასდროს გამიშვას..
მის გულში,
მის ფრთებქვეშ,
მის სულთან ყველაზე ახლოს თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობ და არაფრის ფასად მეთმობა ეს განცდა..
მოტკაცუნე ბუხართან ხელებმიფიცხებული იასე დაკვირვებით გვიყურებს და არ ვიცი,მის პატარა გონებაში რა ტრიალებს,თუმცა,ყურებამდეა გაღიმებული..
-ქალაქის ამბები მომიყევი დე,შენ უფრო მეტი გეცოდინება..-კეცების გადაწყობაში გართულმა ამომხედა მას შემდეგ,რაც შვილიშვილს ბაღის ზეიმის ამბები გამოკითხა დაწვრილებით.
მოკლედ გავანდე ჭირ-ჭორები,ყურადღებით მისმენდა ჩვევისამებრ და პარარელურად იასეს ასწავლიდა ნეშოს დაწყობას ჭადის ცომზე ისე,რომ არ დამწვარიყო.
-კეცზე,სანამ ხაჭაპურს დადებ,ფქვილი უნდა მოაყარო,თუ დაიწვა,უნდა შეაგრილო,არ გამოგიცხვება.. თუ ისევ ისე დარჩა,მაშინაა მზად თიხა ცხობისთვის.-მომიტრიალდა..
-მე უშენოდ კეცში არაფრის გამომცხობი ვარ ლიანა,ტყუილად ნუ ირჯები სწავლებით-სიცილით მივუტრიალდი და იმწამსვე ვინანე დაუფიქრებელი პასუხი..
რაღაცნაირად,მალულად,მაგრამ,მაინც ჩაუქრა თვალებში ერთი პაწია სხივი…
არ შეიმჩნია..
იასეს მიუბრუნდა ხანში შესული..
კუთხეში,დასჯილი ბავშვივით მხრებჩამოყრილი მანამ ვიდექი,სანამ სრულ ტრადიციას არ დააყარა მცხუნვარე ნაკვერჩხალი დედამ..
ერთმანეთის გულზე დაწყობილი თიხის ფიალები კუთხეში მიაგორა და სათლზე პირთამდე ამოსულ ცომს მტკიცე მუჭი უთავაზა,ჩასაზელად.
შუადღეს კარგა გადასცილებოდა..
თითქმის ნაშუადღევიც ილევდა მის მოვალეობებს..
ერთსაწოლიან ლოგინს თეთრ,საგულდაგულოდ გაკრახმალებულ თეთრეულს ვაკრავდი,პატარა პრინცი რომ მიმეძინებინა.
გზისა და ახალი დაუტეველი ინფორმაციების მიღებისგან ფეხზე ძლივს იდგა და თვალები ყოველწამს ელულებოდა..
დედას ნაქსოვი რბილი ადიელა ზეწრად გავუგე და საბნის საძებნელად ხის კარადაში დავიწყე ქექვა..
ვერ მოვიძიე..
ზუსტად მახსოვდა,ხუთი თუ ექვსი მატყლის საბნები დაკეცილი ჰქონდა დედას შენახული და ყოველჩასვლაზე ხვეწნით ვაბრუნებინებდი კარადაში,რომ მატანდა ქალაქში,ამაზე უკეთესი რაუნდა დაიფაროს ბავშვმაო..
კუთხეში აღარც ჩემი ძველი ხის აკვანი აღარ იდგა და,
თითქოს,
გაცარიელებულიყო ირგვლივ მთელი ოთახი..
მხოლოდ ახლა შევამჩნიე..
გამიკვირდა და სადღაც გულის კუნჭულში,დავსევდიანდი..
არაფერი მითქვამს,ისე გამოვედი ყოფილი ოთახიდან..
იასე დედას მის საწოლში გაეხვია და უკვე მშვიდად ეძინა..
ვერ გამისწორა თვალი..
ამან უფრო ამრია..
ფანჯრიდან აღარცერთი დღის შუქი აღარ შემოდიოდა..
დათოვლილი ეზო ბრწყინავდა მხოლოდ თეთრად..
დაბალ ხის ჯირკოზე ჩამოვჯექი..
გაგრილებული კეცი გადავდე და მშვიდად დავიწყე გამომცხვარი ჭადების აღება..
სასწაული სუნი ტრიალებდა..
ნეშოს ოხშივარი ადიოდა..
ხის დაფაზე მთვარის ფორმის ღვეზელები გამოჰყავდა დედას..
-ორი ჭადი ცალკე შემიხვიე ნაჭერში ისე,რომ არ გაცივდეს დედა!-არ გამოუხედავს,ისე მითხრა..
ცალკე გახურებულ თიხას ფქვილი მოაყარა..
არ დაიწვა..
ლამაზად მორკალა შობის ღვეზელი და მეორის გამოყვანას შეუდგა..
მესამე.
მეოთხე..
მეხუთე..
ათიოდე წუთში ათამდე კეცი შიშხინებდა სიხარულით..
ცალკე ქვასანაყში ნიგოზს ნაყავდა ნიორთან ერთად და ჩუმად,დაბალ ხმაზე ღიღინებდა შობის გალობას..
-დედა ბლენდერით დაგეფქვა,რატომ წვალობ,ხელებს იღლი..-წუთის შემდეგ ვკითხე.
ისევ არ ამომხედა..
თვალი იასესკენ გააპარა და თითქოს უდარდელად აიჩეჩა მხრები.
-ხმაურმა არ გააღვიძოს,ასე მირჩევნია..
აღარ ჩავეძიე..
აზრიც არ ჰქონდა..
გულში რაღაცას იხვევდა და რომ არ მიმხელდა,ეს მიჩენდა დაუწერელ კითხვებს..
დავიძაბე ჩემდაუნებურად..
უკვე მე ვერიდებოდი თვალით კონტაქტს.
მეგონა,უხერხულში ვაყენებდი და იმ წამს ველოდი,
როდის მეტყოდა,
რა ედო ცის ხელა გულში..
თუმცა,არ გატყდა..
არც ხის მაგიდის გაწყობისას..
არც იასეს გაღვიძებისას..
არც მის უგზოუკვლო ტიტინსა და ცხელი ღვეზელებით დამწვარ პატარა თითების სულის შებერვისას..
ცხრა კლიტურში გამოეკეტა დედას საიდუმლო და დარაჯებად დაეყენებინა ტუჩის რკალები..
-ბებოს მაცივარი სადაა დე,რატომ აგვიანდება?-საიდუმლო წამებში დამიფქვა როგორც კი კომშის კამპოტი ჩაცალა იასემ.
მაგიდას შემოვსხდომოდით.
ცხრა სრულდებოდა.
ცხელ ყველს სულს უბერავდა პატარა მოკუფსული ტუჩებით ჩემი შვილიდა ერთი სული ჰქონდა როდის გააგრილებდა..
გამეცინა მის გულუბრყვილობაზე.
მეც არ მასვენებდა კომპანიის დაგვიანება და მთელი დღე წამდაუწუმ ვამოწმებდი ტელეფონს.
დიდთოვლობა აყოვნებდა მძღოლს,როგორც ჩანს,დიდი თავსატეხისთვის აგვირიდებია ჩვენც თავი,ადრე ჩამოსვლით.
-ბევრი ვიფიქრე რამეჩუქებინა და მხოლოდ ეს მომაგონდა.-დედას შეყრილი წარბების საპასუხოდ ამოვილაპარაკე. არ უყვარდა რომ ვიხარჯებოდი,თქვენ უფრო მეტი გჭირდებათო,ხშირად ამბობდა..-მამას უნდოდა შენი გახარება,მაგრამ არ დასცალდა..-ამოვთქვი..- მისი ბოლო სურვილის ასრულება მინდოდა..
აღარ შემეწინააღმდეგა..
ყელთან მომდგარი უწონო დარდი გაჭირვებით გადააგორა და წამოდგა..
განჯინიდან თუნუქის ორი ვედრო გამოიღო და თბილად გაეხვია კაშნეში.
-დე,მიდი ჩააცვი იასეს,ამასწინათ პატარა ხბო მოიგო ხატულამ და ვანახებ..-სითბო ჩაეღვარა ხმაში..
სანამ ჩემოდანში მაღალყელიან ბოტებს ვეძებდი,
თვალის კუთხეს არ გამოპარვია,როგორ გაახვია სამზარეულოს ტილოში დედამ სამი ღვეზელი და ჩემი გადანახული ორი კეცის ჭადი..
როგორ სათუთად ჩადო პარკში და იასეს მისცა..
ვუყურებდი როგორ მიუყვებოდნენ გაუკვალავ ბილიკს ბებია-შვილიშვილი..
როგორ შევიდნენ ფარდულში და რამოდენიმე წუთში,ორი სავსე რძის გამოვიდნენ..
დედას არ დავუნახივარ,
მაგრამ,
გულმა მწარედ მომიჭირა,
ერთი პარმაღზე რომ დატოვა და,
ჭიშკრისკენ წაიყვანა ბავშვი..
თითქოს მხოლოდ ამწამს ამოვისუნთქე ..
ამწამს გამოტოვა გულმა სამი მტკიცე ბიძგი..
გავიყინე..
ვერ გავიაზრე,გაუცნობიერებლად როდის ავედევნე მათ ნაბიჯებს ფარატინა სვიტრის ამარა..
დედას დიდ,მტკიცე ნაკვალებებს გაუბედავად მივუყვებოდი და ,
აღარც გამიკვირდა,გზამ ხის ორღობემდე რომ მიმიყვანა..
ქურდივით გადავკვეთე მომცრო ეზო..
ხის ერთსართულიანი ბელეტაჟის საკვამურიდან სუსტი კვამლი ამოდიოდა..
კვამლს არ ერეოდა ნეშოს ჭადის სუნი..
დაორთქლილი ფანჯტიდან ნახატი ჩანდა..
უჩარჩოო..
უფორმო,
მაგრამ,ფერაფი..
ავტორს აბიბინებულ კოინდარში სახლი ჩაედგა..
სახლთან აუარება ყვავილები გაფანტულიყო და ვაშლის ხის ძირას,
პატარა ლეკვს აეშვირა სახე ცისკენ..
კამარაზე მზე იყო..
მზეს სახე მოეღერა და მთელი ძალით ასხივებდა..
გავშრი და თან ავივსე უტევი ემოციით..
მაგრამ,
არცერთი მისხალი არ ემთხვეოდა ოთახს..
კუთხეში იასე ჩამჯდარიყო მისავე ასაკის გოგოსთან ერთად და ხის სათამაშოს ატრიალებდნენ ხელში..
ფეჩთან დამდგარი გამხმარი,
ცხოვრებისგან გამოწურული ახალგაზრდა ქალი მადლიერებით შეცქეროდა დედას გაწვდილ ძღვენს და ჩემ ნაქონ აკვანში გამოკრულ,შეღვიძებულ ჩვილთან მიიწევდა,პარარელულად..
ოთახი მთლიანად ცალკე იყო..
მოწყვეტილი ყველანაირი ავეჯისა და ცხოვრებისთვის საჭირო მინიმუმისგან..
რკინის რეზმებიან საწოლზე დედას ის მატყლის საბანიც ვიცანი,დღეს რომ ვერ ვიპოვე და ხის თაროზე გაწყობილი ჩემი დედასთვის გამოგზავმნილი წვრილი ტექნიკაც მისთვის ესახსოვრა..
გული ამტკივდა..
ყელში უზარმაზარი ლოდი მომაწვა და ამოსუნთქვა არ დამაცადა,ისე მიმიყვანა სახლამდე უკანგზით..
მწარე..
მწველი,
დაშანთული ცრემლები სახეზე მეყინებოდა სიცივისგან და სულიდან წამოსული გავარვარებული სევდისგან..
სული მეკუმშებოდა და ათას ნაწილად მემსხვრეოდა,
აქ,სულ რაღაც ორ ნაბიჯში რომ შობას ვერ ითენებდნენ სიცივისგან..
სიმწრით ვეცი ტანსაცმლით სავსე ჩემოდანს..
საგულდაგულოდ დაკეცილ თბილ მაისურებში ვიქექებოდი და ბოლოს ესეც შევწყვიტე..
ისე,რომ არც ერთი მაისური,არც ერთი ფეხსაცმელი არ ამომიღია,
უკვე დაზეპირებულ გზას დავადექი და მოთოშილ თითებზე ყველა იმ თბილ,რბილ და დანაყრებულ დღეებს ვითვლიდი,წამით რომარ გამივლია გულში,სხვაზე ფიქრი..
თითო სულის,თითო მწარედ მოგლეჯილი ნაწილი მრჩებოდა ყოველ ნაბიჯზე და არც კი წარმომედგინა,გულს თუ ამდენი ძალის დატევა შეეძლო..
არც კი დავაკაკუნე, ისე შევაღე გრილი ოთახის ხის კარი..
-დედი,ესენი დაგრჩა სახლში..-გამტყდარი ხმა ვერც შევაკოწიწე,რომარ დამტყობოდა ბრაზი და ბოღმა,ასეთი ბედის..
ჩემოდნები კუთხეში მივაწყვე და შრომით დაჩირულ ქალს,
დედას,
მშობელს,
ფართოდ გავუღიმე..
მთელი გულით და სავსე სულით..
არ ვიცი თვალებიდან რას კითხულობდა,
ან რას გადმოსცემდნენ იმწამს ჩემი სფეროები,
მაგრამ,
ვიგრძენი,ბოლომდე რომ ჩამიძვრა და ყველა უთქმელი სიტყვა წაიკითხა..
-მართა-მარიამი!-მადლიერებით სავსემ გამომიწოდა ხელი..
ვერ მივიღე..
არ მეკუთვნოდა არცერთი მისი გადმოღვრილი მადლობა..
მე არაფერი ვიყავი..
მე არაფერი მქონდა მასთან შედარებით გავლილი და ამწამს,
მხოლოდ მას ეკუთვნოდა მადლობა,რომ
უძლებდა ამაოებას..
მისი შვილებისთვის..
მისი ჩვილებისთვის..
ფერადი,მწვანე ხასხასა მინდვრის მოლოდინში..
-მართა,შვილო,თუარ გამიწყრები,ჩემთან გეპატიჟები შობის შესახვედრად..-უტყვი დიალოგი დედას მშვიდმა ხმამ გაგვაწყვეტინა..
გამოვერკვიე..
იასე დედას მივაბარე და მართას უტყვი თანხმობის შემდეგ,გულში ჩავიკარი თოთო,თვეების,მატყლის შალში გამოხვეული ბავშვის უსუსური სხეული..
მრგვალი,
სიფერადით და სიცოცხლით სავსე ლოყები აწითლებოდა და ტუჩები ისე დაეწყო,
თოჯინას გავდა..
აღარ მციოდა..
აღარ მტკიოდა..
აღარ ვკანკალებდი..
სხეულში იმდენი ძალა ჩამესხა,
მეგონა მთებს გადავდგამდი,თუ ამით მათ რამეს შევუმსუბუქებდი..
თუ ამით შობას გავუთენებდი..
-დედი,განჯინაში ღვინო უნდა იყოს,გამოიღე,დავაჭაშნიკოთ და დავილოცოთ..-სიხალისისგან თვალები ცისკრის ვარსკვლავის ოდენა გაუხდა დედას..
მხარში ძალა
და მუხლში მხნეობა დაუბრუნდა ქალს,ზღურბლზე გადმოვიდა თუარა..
ზუსტად ვიცოდი,
ყოველ დღე,
როცა ქაფქაფა რძე გადაჰქონდა მათთან დედას,
ათი წლის სიცოცხლე ემატებოდა და ზუსტად ამდენივე აკლდებოდა,
როცა მეტის გაკეთება არ შეეძლო..
წამებში გადავახალისეთ მაგიდა,ხელმეორედ..
ამწამს დედას ღვეზელი იმაზე გემრიელი,მადლით და რწმენით სავსე იყო,ვიდრე საათის წინ..
სულ სხვა,
უცხო და ხიბლით სავსე აურა ტრიალებდა ჰაერში,
კვამლის რბილ სუნთან ერთად.
-ერთი წუთით..-ნახევარი აკლდა შობის შემობრძანებას, ტელეფონზე ზარი რომ შემოვიდა და ოთახიდან გავედი..
ჭიშკართან სატვირთო მომდგარიყო და სიცივისგან მოთოშილი მძღოლი ფეხებს მოუთმენლად აბაკუნებდა,დრო რომ გაეყვანა სანამ ერთიორად დადებული ბილიკი ხელთავიდან არ გავკვალე..
-ღმერთო,როგორ გაწვალდით..-ბოდიშებად დავიღვარე ასაკში შესული ულვაშა,ფუნთუშა მძღოლთან..
-ეგ რა სათქმელია ბაბუ,აბა შობა რისთვისაა,თუ არ გავახარეთ ვინმე?!-საუბარში რამოდენიმეჯერ მომიბრუნდა და თბილი ღიმილით ამავსო.
-ეგ მაცივარი ბაბუ აი იმ სახლში უნდა მივიტანოთ..-მართა-მარიამის ეზოსკენ მივუთითე ჭაღარას-ოღონდ ხვალ,როცა გათენდება.. ახლა კი-ხელკავი გამოვდე ბაბუას მსგავსს და ეზოში შევუძეხი.-შობა შემობრძანდა და ჩვენ კიდევ სუფრაზე თამადა გვაკლია..
_
ნელა..
მონოტონურად ლიცლიცებდა სარკმელთან თაფლის სანთელი..
დედას თავშალი შემოეხურა და ხატებთან თავდახრილი ლოცულობდა..
სითბოთი გაჟღენთილი იასე საბნის ქვეშ გამეხვია და ასე,მთელი სიმძიმით მაწვა გულზე..
განძრევის საშუალებასაც ვერ ვაძლევდი,
იმდენად არ შემეძლო მისი სულიდან მოცილება ამწამს..
მათბობდა და დაკაწრულ გულს
მილღობდა რბილი თითების ბალიშები ლოყაზე და,
გრილი სუნთქვა,სახეზე..
მშვიდი,მთელი დედამიწის მომცველი სითბოთი სავსე ღაწვები აფაკლოდა და შობის სასწაულს გავდა..
-დე,რამდენი წუთი სჭირდება კეცზე ხაჭაპურს,რომ გამოცხვეს კარგად?!-რომ დაასრულა და გამომქრალ ბუხარს მიუბრუნდა შესაკეთებლად,ჩუმი,თითქმის ჰაერს შერეული ხმით ვკითხე..
თითქოს ბოდიშს ვუხდიდი..
თითქოს მადლობას ვწირავდი..
თითქოს მინდოდა ეგრძნო,ყველა საზღვარს რომ სცილდებოდა მისი ადამიანობა ამ სამყაროში..
მომიწვა..
ბავშვობის მერე-
პირველად..
იასეს საბნიდან გადმოყოფილი ხელები მისაში მოიქცია და სათითაოდ დაუკოცნა ყველა თითი..
ეფერებოდა მას და სითბოდ მედებოდა მე..
აღარ დაგვიძინია..
ერთი ცის ქვეშ დამდგარი ორი შობა თეთრად გადავათენეთ..
მხოლოდ მაშინ,ღამე რომ საბოლოოდ გაიპარა ცის კამარიდან,
მზის პირველ,
სუსტ სხივებს მოჰყვა დიდი ხნის ნანატრი სიმშვიდე..

___
უზომოდ მომენატრეთ და უზომოდ გელით..
თქვენი კრიტიკა-შეფასებებით..
პატარა,ალბათ სევდიანი და თან ღუნღულა ციცქნა ისტორიით დავბრუნდი..
გელით
თქვენი:ანასტასია



№1  offline წევრი Soraya

ისეთი ისტორიაა ყოველ შობას რომ უნდა წაიკითხო. ხომ არის ფილმები რომლებიც შობას უხდება, აი ეს არის ისტორია რომელსაც წაიკითხავ მაშინ როდესაც გარეთ თოვს, და პლედში გახვეული თბილ ჩაის სვამ.
წარმატებები!

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Soraya
ისეთი ისტორიაა ყოველ შობას რომ უნდა წაიკითხო. ხომ არის ფილმები რომლებიც შობას უხდება, აი ეს არის ისტორია რომელსაც წაიკითხავ მაშინ როდესაც გარეთ თოვს, და პლედში გახვეული თბილ ჩაის სვამ.
წარმატებები!

დიდი მადლობა ❤️❤️ შეფასებაც ესეთი იყო-თბილი და ღუნღულა ❤️❤️❤️❤️❤️
მადლობა!

 


№3 სტუმარი სტუმარი შორენა

სოცარი სითბო ვიგრძენი, მადლობა

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი შორენა
სოცარი სითბო ვიგრძენი, მადლობა

მადლობა თქვენ ❤️❤️❤️❤️

 


№5 სტუმარი ნი-კე

ყველა პერსონაჟის ემოციას განვიცდი კითხვის პროცესში..საოცარად კარგად წერთ წარმატებები♥️❤️

 


№6 სტუმარი Ana-maria

თავიდან ღიმილით დავიწყე კითხვა,მაგრამ შემდეგ ცრემლემლიანი თვალებით ვკითხულობდი. თქვენი ისტორიები ხომ ემოციის ზეიმია. შობას უხდება სიყვარული,სიკეთე,ბავშვები და აუცილებლად საშობაო სასწაული. გული გამითბა ამ სიცივეში. წარმატებები

 


№7  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნი-კე
ყველა პერსონაჟის ემოციას განვიცდი კითხვის პროცესში..საოცარად კარგად წერთ წარმატებები♥️❤️

გაიხარეთ ❤️❤️ დიდი მადლობა

Ana-maria
თავიდან ღიმილით დავიწყე კითხვა,მაგრამ შემდეგ ცრემლემლიანი თვალებით ვკითხულობდი. თქვენი ისტორიები ხომ ემოციის ზეიმია. შობას უხდება სიყვარული,სიკეთე,ბავშვები და აუცილებლად საშობაო სასწაული. გული გამითბა ამ სიცივეში. წარმატებები

მეც გამათბეთ ანამარია თქვენი თბილი შეფასებებით ❤️❤️❤️❤️ შობის სასწაულების მჯერა! ❤️❤️

 


№8  offline წევრი Daldoni Daldoni

ისეთი კარგი იყოოო,შენეული, თბილი ტკბილი,ღიმილიანი,სევდიანი,ყველა ადამიანური ემოციით სავსეეე,ცხოვრების სიავკარგეს,რომ დაგანახებს და სევდანარევ აღფროვანებას გამოიწვევს ადამიანების ადამიანობა♥️♥️♥️♥️

 


№9  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Daldoni Daldoni
ისეთი კარგი იყოოო,შენეული, თბილი ტკბილი,ღიმილიანი,სევდიანი,ყველა ადამიანური ემოციით სავსეეე,ცხოვრების სიავკარგეს,რომ დაგანახებს და სევდანარევ აღფროვანებას გამოიწვევს ადამიანების ადამიანობა♥️♥️♥️♥️

დალდოოონ ❤️❤️❤️❤️❤️ სასწაული მკითხველი რომ ხართ,სულ ვამბობ.. არასდროს მავიწყდება თქვენი შეფასებები ❤️❤️❤️❤️ მადლობა მთელი გულით ♥️♥️

 


№10  offline წევრი ირო

საოცარი ემოციები იყო ჩემო გოგო.იცი ამ პატარა საოცარმა ისტორიამ რამდენი რამე გამახსენა,რამდენი ემოცია გააღვიძა ჩემს გულში.სევდა,დარდი,არ ვიცი რა გითხრა.ამაღამ ვიცი დედა დამესიზმრება და ისევ ისე ვიქნებით შეკრებილები როგორც მის სიცოცხლეში.მადლობა კიდევ ერთხელ.

 


№11 სტუმარი One

Chemi usayvarlesi, mzegogona ❤️magiurad rom sheudzlia agrios, waglekos emociebit da tan simshvidit da ferebit agavsos❤️
Shobas gilocav tasuna, bednieri weli!!

 


№12  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ირო
საოცარი ემოციები იყო ჩემო გოგო.იცი ამ პატარა საოცარმა ისტორიამ რამდენი რამე გამახსენა,რამდენი ემოცია გააღვიძა ჩემს გულში.სევდა,დარდი,არ ვიცი რა გითხრა.ამაღამ ვიცი დედა დამესიზმრება და ისევ ისე ვიქნებით შეკრებილები როგორც მის სიცოცხლეში.მადლობა კიდევ ერთხელ.

ირო ♥️♥️❤️❤️ ძალიან ტკბილია დედა ❤️❤️მიხარია რომ
გულთან მოვიდა ❤️❤️❤️ გამათბე და ამისთვის მადლობა ♥️♥️

One
Chemi usayvarlesi, mzegogona ❤️magiurad rom sheudzlia agrios, waglekos emociebit da tan simshvidit da ferebit agavsos❤️
Shobas gilocav tasuna, bednieri weli!!

როგორ გელოდიი იცი?! ❤️❤️❤️❤️ მადლობა რომ ისევ,უცვლელად მოხვედი,წაიკითხე და შენი სითბო გადკოეცი ❤️❤️❤️❤️ უღმრმესი მადლობა რომ არასდროს გავიწყდები ♥️♥️♥️♥️

 


№13  offline აქტიური მკითხველი uchveulo

დედაზე ძვირფასი არაფერია <3 წარმატებებიი

 


№14 სტუმარი სტუმარი lika

არც კი ვიცი რა დავწერო იმდენად მიყვარხარ და მიხარიხარ◇

 


№15  offline ახალბედა მწერალი tasusuna

uchveulo
დედაზე ძვირფასი არაფერია <3 წარმატებებიი

ყველაფერი ყველაზე უკეთ ესმით ❤️❤️მადლობა ❤️❤️❤️

სტუმარი lika
არც კი ვიცი რა დავწერო იმდენად მიყვარხარ და მიხარიხარ◇

უუუუუდიიიდეეესი მადლობა ❤️❤️❤️❤️ გამიხარდიი ♥️♥️♥️

 


№16 სტუმარი სტუმარი თაკა

აი ძააან მომეწონაა♥️
ძაან ძაან
♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️

 


№17  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი თაკა
აი ძააან მომეწონაა♥️
ძაან ძაან
♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️

ძააალიან დიდი მადლიბა ❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent