შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთხელ...(9)


16-01-2023, 02:30
ავტორი sati
ნანახია 5 789

-გაჩუმდი-ალექსანდრემ კბილებს შორის გამოსცრა-მოკეტე.
-ალბათ იცოდი არა? მამამისმა ალკოჰოლიკი და დედამისი მიატოვა და შვილიც უკან დატოვა. მერე ევა კაცმა იცის რითი შოულობდა ფულს რო თვითონაც ესვა ალბათ დედიკოსთან ერთად. ბოლოს ნარკომან ბარიგა ბოიფრენდს წააწყდა და 3 წელი იყვნენ ერთად. ამას წინათაც შენი ძმა შეესწრო როგორ კინაღამ მოახრჩო ფულის გამო ბართან აჩიმ შენი სატრფო. ვენებიც მგონი მაგ აჩის გამო გადაიჭრა, შორდებოდა ალბათ ეს ბიჭი, მობეზრდა.
-გაეთრიე. გაეთრიე მეთქი!-ალექსანდრე წამოხტა და მაგიდაზე ისეთი სიმწრით დააბრახუნა ჭიქა გადმოვარდა და დაიმსხვრა. ანი მიჩვეული იყო ალექსანდრეს ყვირილს და არც გარყეულა.
-მე უბრალოდ ვალდებულად ჩავთვალე თავი შენთვის და შენი ოჯახისთვის მეთქვა ეს ყველაფერი. ისე არ გამიკვირდება ცოლადაც იმიტო გამოგყოლოდა რო ფული ჭირდებოდა. არ უყვარხარ ალექსანდრე, თავისი ყოფილი უყვარს. ჩუმად ხვდება შენს ზურგს უკან. შეიძლება ფეხმძიმედაც კი იყოს.
ალექსანდრემ ხელი ჩაავლო მკლავში და ოთახიდან მოისროლა. მანქანის გასაღებს დაავლო ხელი და გავარდა ოფისიდან. გზაში ბესო შეეფეთა.
-ალექს, ხო მშვიდობა გაქ?
-გამეცალე-ხელი კრა და ძირს დააგდო, პარკინგისკენ უკვე მირბოდა. ტვინში სისხლი უდუღდა სიბრაზისგან. აზრებს ვერ ალაგებდა. მთელი გზა ისე ატარებდა ღმერთმა იცის რამდენჯერ გადაურჩა ავარიას. სახლშიც გიჟივით შევარდა. დედა და თეკლა დახვდნენ ევას და ნინას ესაუბრებოდნენ.
-ალექს, რა ხდება შვილო? ხო მშვიდობა გაქვს-ნათია გაკვირვებული უყურებდა გახელებულ შვილს.
-ევა-მასთან სწრაფი ნაბიჯებით მივიდა, მკლავში მოკიდა ხელი და მეორე სართულზე წაათრია.
-რას აკეთებ! ალექსანდრე! ცოტა ფრთხილად მუცელი მომეშლება.
***
ევა.
ცხოველის გამოხედვა ჰქონდა. იმ მომენტში ალექსანდრეში არაფერი ადამიანური აღარ ჩანდა. მისი მეშინოდა. მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მაკანკალებდა. ოთახში შემაგდო და კარი ჩაკეტა. სიტყვას-სიტყვას ვერ აბამდა , რაღაც გაურკვეველს ყვიროდა.
-აჩი ვინ არის ევა?! სიმართლე მითხარი!-სისხლი გამეყინა. მან ყველაფერი იცოდა
-ვინ.. ვინ გითხრა?
-ვინ არის მეთქი?!!-იმხელაზე დაიღრიალა ქვემოდან თეკლა და ნათიამ დაიწყეს ამოსვლა. კარზე აკაკუნებდნენ, რადგან ალექსანდრე ყველაფერს ანგრევდა. პასუხი რომ ვერ მიიღო ჩემგან ჯერ სარკე აიღო და კედელს შეალეწა. კარს მივვარდი გაღება მინდოდა, მაგრამ ხელი მომკიდა და საწოლზე დამაგდო. უკვე გულის წასვლამდე მივდიოდი, მაგრამ ბოლო ძალები მოვიკრიბე, წამოვდექი და სახეში გავარტყი. ერთ ადგილზე გაიყინა, თითქოს აფექტის მდგომარეობაში იყო და ეგრევე გამოფხიზლდა. ნელა შემოაბრუნა სახე ჩემკენ და გაყინული მზერით შემომხედა.
-აღარასოდეს შემეხო ხელით.
-ვინ არის აჩი?-თავისას არ იშლიდა. იქიდან ნათია და თეკლა ანგრევდნენ კარს.
-ასჯერ გითხარი ჩემი წარსული შენ არ გეხება!
-რა წარსული!რამდენიმე დღის წინ არ შეხვდი ბართან?! თუ დავურეკო ვაჟას და ვკითხო?!!
-ყველაფერს აგიხსნი.
-რას ამიხსნი, კიდე რო ხვდებით ერთმანეთს იმას?!!
-ალექსანდრე... ეხლა რომ მკითხო კიდევ ერთხელ,რომ ბავშვი შენია თუ არა... გეფიცები წავალ და ვერანაირი კონტრაქტით უკან ვერ მომაბრუნებ.
-ხოდა ამიხსენი!!! ამიხსენი ვის გამო და რის გამო გადაიჭერი ვენები? ან ვის და რის გამო იკლავდი კიდე თავს იმ დღეს?! ამიხსენი რა ჯანდაბა გინდოდა ნარკომან და ბარიგა ადამიანთან სამი წელი?!
-წესიერად მელაპარაკე!!-მკერდზე ხელი მივარტყი და უკან გავწიე. ამასობაში სათადარიგო გასაღებით გააღეს კარი. ალექსანდრე ჩემკენ იწევდა, გაყვანა უნდოდა სახლიდან,მაგრამ ნიკამ ორივე ხელი გაუკავა და დაცვასთან ერთად გაიყვანა ოთახიდან. ოთახი საშინელებათა ფილმიდან გადმოტანილ სცენას ჰგავდა. ყველაფერი მიყრილ-მოყრილი და დალეწილი იყო. მე თმა გაწეწილი , მაიკა შემოხეული ვიდექი და მძიმედ ვსუნთქავდი. ნათია და თეკლაც კი შეშინებულები მიყურებდნენ.
-წ..წამოდი. აბაზანაში, ცოტა დამშვიდდი-თეკლამ ხელი მომკიდა და აბაზანაში შემიყვანა. წყალი მოუშვა და სახე დამაბანინა. ნათია ალექსანდრეს გაეკიდა. მაგრამ ვერ მოასწრო, ალექსანდრე მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. სამაგიეროდ ბესოს მანქანა გამოჩნდა და გიჟივით შემოვარდა სახლში ალექსანდრეს ეძებდა. მერე ვაჟას დაურეკა და ვაჟაც მის საძებნად წავიდა.ბესო კდიე მე მეძახდა, რადგან ნათიამ ყველაფერი მოუყვა. ოთახში უნდა შემოსულიყო რომ თეკლა გავიდა და უთხრა, რომ კარგად არ ვგრძნობდი თავს და ვიძინებდი.
-ევა.. რა მოხდა?-გაოგნებული სახით მიყურებდა, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და აღელვებულმა მკითხა.
-ჩვეულებრივი ცოლ-ქმრული ჩხუბია.. გადაუვლის.
-ევა, ჩემი ძმა ასეთი არასდროს მინახავს.რა გაიგო ასეთი?
-თეკლა, მართლა ძალიან დავიღალე. ჩვენით გავერკვევით-კურტკა შემოვიცვი და ფეხზე ჩაცმა დავიწყე.
-რას აკეთებ?
-მივდივარ.
-სად მიდიხარ? ევა ამის გამო არ გაშორდე! -ვერ ვიჯერებდი,რომ თეკლასგან ვისმენდი ამ სიტყვებს. პირველივე დღიდან ჩვენს დაშორებას ცდილობდა.
-არ ვშორდები. სუფთა ჰაერზე მივდივარ. უკანა კარიდან გავალ, არავის უთხრა-ჩანთა ავიღე და ქვევით ჩავირბინე. ეზოს უკანა კარიდან გავედი. დაცვამ დამინახა და ჩემკენ წამოვიდა, ეტყობა ალექსანდრემ უთხრა რო არ გავეშვი სახლიდან. ნაბიჯებს ავუჩქარე, ტაქსი გავაჩერე და ძლივს გავასწარი აქაურობას.
***
-ან ცოლი სად არის ან ქმარი, ეს ვის გაუგია-ყველა ალექსანდრეს სახლში შეკრებილიყო, ვახტანგი, ვაჟა, ბესო, ნათია და თეკლა.
-როგორ ხელი დაარტყა?-ვაჟამ ხმადაბლა კითხა თეკლას.
-არ ვიცი, ოთახში რო შევედით დანგრეული იყო ყველაფერი. არამგონია ხელი აეწია, ალექსანდრე ეგეთი არ არის.
-სად წავიდნენ ეხლა როგორ გავიგოთ? რამდენი საათია არც ერთი არ იღებს ტელეფონს-ბესოც მათთან მივიდა-არავის არ უნახავს. არც ერთ ჩვენ ბარში არ არის. არც ერთ ჩვნ მეგობართან. მანქანა თუ სადმე შეამჩნიეს ეგრევე დარეკავენ.
-ყველაფერი ამ გოგოს ბრალია! ჩემი შვილი ასე არასდროს არ იქცეოდა!-ნათია ვერ მალავდა გაბრაზებას. ერთი სული ჰქონდა ევას როდის მოიშორებდა თავიდან და მგონი მიზეზიც მიეცა-ალბათ რაღAც საშინლება გაუკეთა, პროვოკატორია! ნამდვილი კ...
-დედა, არც იფიქრო-ვაჟამ გააწყვეტილა სიტყვა-არ ვიცით რა მოხდა.
ნინა შემოვარდა გიჟივით სახლში.
-სად არის თქვენი ცხოველი შვილი!!
-რანაირად ლაპარაკობ!-ნათია წამოუფრინდა და ლამის თმაში ჩააფრინდა.
-რანაირად და ჩემი მეგობარი ახლა საავადმყოფოში წევს მაგის გამო!
-რა?! რომლეი მეგობარი-ვაჟამ ეგრევე გააცნობიერა რაც ხდებოდა, ალექსანდრემ აჩი ცემა-აჩი?
-შენ საიდან იცი აჩიზე?
-აქ დარჩით,მე მოვაგვარებ ყველაფერს-ვაჟამ ხელი მოკიდა ნინას სანამ მოასწრებდა რაიმეს თქმას და გარეთ გავიდა მასთან ერთად-მანქნააში ჩაჯექი-ბრძანებასავით გამოუვიდა,მაგრამ ნინამ არ დააყოვნა და ჩაუჯდა. ალექსანდრეს საძებნად წავიდნენ.
***
ევა თბილისში ყველაზე მაღალსართულიანი შენობის თავზე იჯდა. მთელ ქალაქს გადაჰყურებდა. ხელში სიგარეტი ეკავა და თვალებიდან ცრემლები მოსდიოდა. მეორე ხელი მუცელზე ედო. უკნიდან ნაბიჯების ხმა მოესმა, არ შეშინებია. ან დაცვა იქნებოდა ან კიდე... ალექსანდრე. გვერდით მიუჯდა, სიგარეტი გამოართვა და თვითონ დაიწყო მოწევა. ცოტახანი ჩუმად იჯდნენ.
-აჩი საავადმყოფოშია-ევა შეკრთა და ეგრევე წამოხტა-ცოცხალია. აღარასდროს შეგაწუხებს. ვალსაც ბოლომდე დაგიბრუნებს.
-ვინ გთხოვა?!
ალექსანდრე უკვე დამშვიდებული იყო, სიგარეტი გადააგდო, წამოდგა და ევას მიუახლოვდა.
-შენ ჩემი ცოლი ხარ, შენი ღირსების დაცვა ჩემი პასუხისმგებლობაა. არავის მივცემ უფლებას ჩემი ცოლი დაატეროროს, ფული გამოძალოს ან მას ხელით შეეხოს. ეს ყველასთვის იქნება მაგალითი.
-შენ.. შენ იცი საერთოდ ...-ევას ცრემლები მოსდიოდა, ვერ ხვდებოდა რისი თქმა უნდოდა.
-მაპატიე-ალექსანდრემ თავი ჩაღუნა-ანიმ.. ისეთი რაღაცეები მითხრა, უცბად თავი ვერ გავაკონტროლე. დავუჯერე დებილივით. ცხოველივით მოგექეცი. უნდა მივმხვდარიყავი ყველაფერს თავიდან. მე შენ დაგპირდი რომ შენზე ვიზრუნებ და არაფერი დაგაკლდება. დღეს დავარღვიე ეს პირობა. წამით არ დამიშვია რომ ეს ბავშვი ჩვნი არ არის, უბრალოდ.. ვიეჭვიანე-ალექსანდრე თვალს არიდებდა ატირებულ ევას, საკუთარ თავზე საშინლად ბრაზობდა. ხელის კანკალით მიიზიდა მისკენ და ატირებულ ცოლს ჩაეხუტა. უნდოდა ევას მის მკლავებში თავი დაცულად ეგრძნო, უსაფრთხოდ. ევა თავიდან შეეწინააღმდეგა, მაგრამ მერე თვითონაც მოხვია ხელები და აქვითინდა-გთხოვ აღარ იტირო ევა. ცუდად გახდები. წამოდი, სახლში წავიდეთ.
-არა, იქ ყველა გველოდება.
-მე ავუხსნი ყველაფერს. წავედით-აქამდე სულ მკლავში კდიებდა ხელს და ისე მიჰყავდა, ახლა ხელი ჩაკიდა და ქვევით ჩავიდნენ. მანქანაში უხერხული სიჩუმე იყო. ევამ დაარღვია ისევ.
-აქამდე არ მომსვლია თავში აზრად მეკითხა.. იმ დღეს შენ რა გინდოდა სახურავზე?
-თავს არ ვიკლავდი, თუ მაგას მეკითხები.
-არა.
-მაშინ, მაგ პასუხს დამსახურება უნდა. როგორ გრძნობ თავს?
-დაღლილად.
-სისხლდენა ხო არ გაქ? ექიმთან ხო არ წავიდეთ?
-არა, დამშვიდდი.
-შენთვის ამდენი სტრესი არ შეიძლება-მერე გაახსენდა რომ თვითონ ჩააგდო ასეთ დღეში და თავი დამნაშავედ იგრძნო.
-კარგად ვარ , მართლა. უბრალოდ ამდენი ხალხი არ შემიძლია ხო იცი.
-იყო დღეს ლაბორანტი?
-კი, სულ დამავიწყდა დარეკვა. ხლა გვიანია.
-არაა, გვიანი მე გადავრეკავ.
სახლთან კიდევ 3 მანქანა ეყენა, ყველა იქ იყო.
***
ევა
არავის ნერვი არ მქონდა, ალექსანდრეს პატარა ბავშვივით ჩამოვეკიდე ხელზე და ვეხვეწებოდი, სადმე სხვაგან დაგვეძინა ამაღამ. მაგრამ არ დამაცადა წუწუნი, შიგნით შევედით და ეგრევე 1000 კითხვა მოგვაყარესს.
-სად იყავით?!
-ალექსანდრე დედა!! ეს რა გააკეთე?! ის ოჯახი ახლა გვიჩივის!
-შენ შ*გ ხო არ გაქ -ვახტანგი გაიწია ალექსანდრესკენ, მაგრამ ვაჟა და ბესო გადაეღობნენ წინ, თუმცა მაინც მოასწრო და სახეში გაარტყა, რაზეც ალექსანდრეს ტუჩიდან სისხლი წასკდა-როგორ არცხვენ შენს ოჯახს?! სართოდ ვინ მოიყვანე ცოლად?! ხვალვე გაშორდებით ერთმანეთს!
ალექსანდრემ სისხლი მოიწმინდა ტუჩიდან,მეორე ხელით ჩემი ხელი ეკავა, უცნაურად იღიმოდა. მერე მამამისთან ახლოს მივიდა.
-მე და ევა ბავშვს ველოდებით, ამიტო ევა აქედან არსადაც არ წავა. ეხლა დავაი, დაიშალეთ სუ ყველა აქედან და მეორედ, ჩემი ცოლის თანდასწრებით ხელი აღარ აწიო ვახტანგ, თორე მწარედ განანებ.
-შე!!-ვახტანგმა მეორედაც აწია ხელი მასზე, მაგრამ ამჯერად ალექსანდრემ გაუკავა-ყველა კითხვაზე ჩემი მდივანი ან მზარეული ნიკა გიპასხუებენ. აბა ღამე მშვიდობის-ჩემი ხელი ისევ ეკავა, არ მიშვებდა და საძინებელში ავედით.კარი ჩაკეტა და აბაზანაში შევიდა, ხელი სულ სისხლიანი ჰქონდა. ცოტახანში გამოვიდა, მე საწოლში ვიწექი და ველოდებოდი,საუბარი მსურდა.
-შენ ექიმს ველაპარაკე. ხვალ უნდა წავიდეთ კონსულტაციაზე, არ მოეწონა შენი ანალიზები.
-მერე სამსახური?
-მერე გავალ.
-არ გინდა, ნინა გამომყვება.
-ნინასგან ელოდები ბავშვს?-ხუმრობა სცადა,მაგრამ სახეზე პირდაპირ ეწერა რომ საშინლად გაბრაზებული იყო. საწოლზე ჩამოჯდა და საათის მოხსნა დაიწყო, თან მომენტებში სარკიდან მე მიყურებდა.
-აჩის 16 წლიდან ვიცნობ. კარგახანი მოვწონდი.
-არ გინდა-ეგრევე შემაწყვეტინა-არ მაინტერესებს არანაირად. უბრალოდ ის მითხარი, დარჩა რამე კიდე რაც არ ვიცი?
-არა...
-არ გკითხავ იმას... ხელით შეგეხო თუ არა.. იმიტო რო არ მინდა პასუხი ვიცოდე. რო გავიგო, ალბათ საავადმყოფოში მივალ და დავამთავრებ დაწყებულს.
როგორც იქნა ძლივს მოიხსნა საათი, შუქი ჩააქრო და დაწვა. ჩვენს შორის ისევ ბალიშები იდო. მესმოდა როგორ მძიმედ სუნთქავდა და ვერ იძინებდა. ბალიშები გადავაწყე, მისკენ მივიწიე და მკერდზე დავადე თავი, მანაც წელზე შემომხვია ხელი და მალევე ჩაგვეძინა.



№1 სტუმარი mariami

შემდეგს როდის დადებ?

 


№2  offline წევრი sati

mariami
შემდეგს როდის დადებ?

დღეეს

mariami
შემდეგს როდის დადებ?

მარა დანარჩენი მოდერატორზეა დამოკიდებული რამდენად მალე დამიდებს.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent