ერთხელ...(14)
მეორე დილით ალექსანდრეზე ადრე გამეღვიძა და ქვევით ჩავედი ნიკასთვის მინდოდა ბოდიში მომეხადა. სამზარეულოში იყო და საუზმეს აკეთებდა. -ნიკა?-ჩემ დაძახებაზე უცბად შეკრთა-ბოდიში მინდოდა მომეხადა გუშინდელისთვის, ნასვამზე ალექსანდრეს საშინელი ხასიათი აქვს. -არაუშავს. შენ როგორ ხარ? -კარგად. მივეჩვიე უკვე მის ასეთ ხასიათს. -არ უნდა მიეჩვიო, ევა, თუ რამეს გიშავებს... -არა, არა ხო არ გაგიჟდი. რას მიშავებს, ხელით არასდროს არ შემხებია. უბრალოდ რთული პერიოდი გვაქვს. გადავივლით. -მესმის. თუ რამე დაგჭირდა, შეგიძლია დამირეკო რომელი საათიც არ უნდა იყოს. ეხლა კი შენ და პატარას ისეთ საუზმეს მოგიმზადებთ, რო აი გასკდებით ორივე. იცოდე, რო დაიბადება ისე უნდა ჩავასუქო. -გოგო თუ იქნება არა, ცოდოა მერე. -ე, ბიჭი რატო არაა ცოდო ვითომ. პირიქით გოგო ჩავასუქოთ 18 წლამდე, რო არავინ გაეკაროს, თუ გინდ 25 მდე-გამეცინა , უვკე როგორ იცავდა ბავშვს. სამზარეულოს კართან ალექსანდრე იდგა, როგორც ჩანს ყველაფერი გაიგო, მაგრამ არაფერი უთქვამს. სასადილო ოთახში შევიდა და მაგიდის სათავეში დაჯდა, მე მისგან ცოტა მოშორებით დავჯექი. ასე ვუყურებდით ერთმანეთს სიჩუმეში. -კიდე დიდიხანი უნდა ვიყოთ ასე? -რამე არ მოგწონს? -კი, შენი სიჯიუტე. -ჩემი სიჯიუტე? რაში გამოიხატება ეს სიჯიუტე იქნებ ამიხსნა? -ალექს, ყოველ ღამე 3 საათზე მოდიხარ, ხან ალკოჰოლის სუნი აგდის და ხანაც სუნამოსი. -ერთხელ ამივიდა ეგ სუნი და არც დამაცადე ამეხსნა რატომ. მაგრამ არც აგიხსნი, იმიტომ რომ არ იმსახურებ. -მაშინ არც შენ იმსახურებ მე აგიხსნა, გუშინდელი. -არა, შენ ვალდებულიხ არ ამიხსნა. თუ არ გინდა რომ ნიკამ სამსახური დაკარგოს. -შენ ნორმალური ხარ? ნიკა გვერდით ოთახშია. ცოტახანში კარი გაიღო და ნინა შემოვიდა. -ევს, დღეს დეი ოფი მაქვს და ვიფიქრე სუფთა ჰაერზე გავასეირნებ ჩემს ნათლულს თქო. -ცივა ლისზე-როგორც იქნა მამასახლისმა ხმა ამოიღო. -თბილად ჩაიცვამს. სახლში გყავს გამოკეტილი, ესე არ შეილება დეპრესიაში ჩავარდება. ფეხმძიმედაა ავად კი არა. მიდი ჩაიცვი და მაგარ სტეიკს გაჭმევ იქ კაფეა. მე გპატიჟებ. შენ კი სიძე შეგილია სამსახურში წახვიდე. -მე ის მაინტერესებს შენ რატო გაქვს დეი ოფი? -ეხლა ჩემ დაქალებსაც გააკონტროლებ?-თვალი თვალში გავუყარე და ეგრევე გაჩუმდა. -კარგი, ორი წუთით ამომყევი ზევით საქმე მაქვს, ნინა მალე ჩამოვალთ შენთან ბოდიში-საძინებელში ავედით და კარი დახურა. -შენ დაგავიწყდა მე რა გითხარი აეროპორტში ხო? არსად არ წახვალ ჩემი ნებართვის გარეშე. -ბატონო? -მე შენ აღარ გენდობი ევა, საერთოდ. -ვინც გინდა ის გამაყოლე, მაგრამ მე მივდივარ. ამ ბავშვს სუფთა ჰაერი ჭირდება და იმ სტრესში რაშიც შენ მაგდებ ალექს , პირველია რაც ამ ბავშვისთვის არ შეიძლება. უფრო მეტსაც გეტყვი, შენ თუ არ წამოხვალ ბაკურიანშიც წავალ ამ დღეებში ჩემით. ფეხმიმობისას მარტო წოლა და ჭამა არაა კარგი ბაშვისთვის. არც დასტრესილი დედა და სხვათაშორის არც ალკოჰოლიკი და უბედური მამა. ესმის და გრნობს ყველაფერს. წავედი ეხლა, თუ გინდა ვალერის გავყვებით, მაგრამ მივდივარ. ზედმეტებში გადადიხარ-გამოვიცვალე და ნინასთან ერთად წავედი ლისზე. სუსხიანი დილა იყო, მაგრამ ისე მიყვარდა გარეთ სეირნობა,რომ არ მაწუხებდა. ნინას ეტყობოდა,რომ რაღაცის თქმა უნდოდა , მაგრამ ვერ ახერხებდა. -ორი რაღაც უნდა გითხრა ევა. ოღონდ ორივე არც ისეთი კარგია, ერთი ძალიან ცუდია მეორე საშუალო. მარა უნდა დამპირდე რო ძაან არ ინერვიულებ, აქამდე მინდოდა მეთქვა, მაგრამ წოლითი რეჟიმიო ისაო ესაო და მოვერიდე მაინც თქმას. -კარგი არ უნდდა ამხელა წინასიტყვაობა მომიყევი. -მოკლედ, ძალიან ცუდით დავიწყებ. ალექსანდრეს ფირმა გაკოტრდა, დიმიტრიმ გაწყვიტა მასთან თანამშრომლობა შენ როგორც კი წახვედი. ვაჟა.. ვაჟასთან აუდიტი შევიდა და არ ვიცი იქ რა მდგომაროებაა. მაგრამ არც ისეთი სახარბიელო. ვახტანგი დღე და ღამე იქ ზის. ვაჟამ ალექსანდრე მემკვიდრეობიდან ამოშალა და ყველანაირი ფულადი დახმარება გაუუქმა მის ფირმას. მოკლედ სახარბიელო მდგომარეობაში არ ვართ. დღეს დეი ოფი კი არ მაქ, უბრალოდ ოფისი დაიხურა. ალექსანდრემ ჯერ არ იცის, რო მივა გაიგებს. ქირა ძალიან გადაგვიცდა. თვითონ არ გეტყვის,რომ არ განერვიულოს. -გასაგებია-დიმიტრისთან ლაპარაკი მომიწევს,მაგრამ ამას ნინას ვერ ვეტყოდი, ენას ვერ გააჩერებდა და მაინც წამოცდებოდა ან ბესოსთან და ან დაჩისთან. -მეორე ამბავი? -მოიცა, ამაზე რეაქცია არ გაქ? თუ ცუდად ხარ? -მოვაგვარებ მაგ საკითხს, დაველაპარაკები ალეს და მოვიფიქრებთ რამეს. -რას მოიფიქრებთ? მეც დაგეხმარებით. -ეხლა არ მაფიქრო მაგაზე გთხოვ, კარგი მითხარი რამე. -აუ ვიცოდი, ცუდად ხარ ხო? -არა, ნინა, ავად კი არ ვარ. დამშვიდდი. მომიყევი მეორე ამბავი. ან თუ გინდა მე გამოვიცნობ რაც ხდება. -აბა? -ბესო მოგწონს. -აუუ ესე მეტყობა?-მოიღუშა, მერე სიგარეტს მოუკიდა და ჩემგან ოდნავ მოშორებით დაჯდა-არ მჯერა რო აი ის ტუპიცა, უტვინო გოგო ყავს შეყვარებულად. -მე მგონია,რო შენ ჯინაზე ჰყავს ეგ სოფო. დაჩის და ალექსანდრეს უფრო ეხუტებოდა და აქცევდა ყურადღებას ვიდრე ბესოს ეგ გოგო. -მეც ეგრე მგონია, მარა მიდი და აღიარებინე. აი უჯიუტესია. და მე მეუბნება ჯიუტი ხარო. აუ დამეხმარე რა ევ, ხო იცი იმ იდიოტი ლევანის მერე რო არავინ მომწონებია. -ოღონდ მართლა ვერ ვხვდები რა მოგწონს ბესოში. -შენ რა არ მოგწნოს? შენი ქმრის ძმაკაცია. -მერე ეგ იმას კი არ ნიშნავს,რომ მომწონს. გაქანებული ბაბნიკია, ცოლად რო გავყევი ალექსანდრეს იცი რა უთხრა? თან მეც იქ ვიდექი-ბესოს ხმის იმიტაცია გავაკეთე, ოდნავ დავიბოხე და ისე ვუთხარი- ალექს ძმაო მაგრა გამიკვირდა რა ცოლი, აგერ ორი თვის წინ იძახდი ცოლი თუ მოვიყვანე დამბრიდეთო. ნაშა ნაშაზე გყავდაო. -აუ ეგ ალბათ ნასვამი იყო. მე მოვარჯულებ. ფლიიზ, დამეხმარე. მე ხო დაგეხმარე აჩიზე. -აუ ეგ არ გამახსენო. მე როგორ დაგეხმარო? -კაროჩე, ბაკურიანში უნდა წავიდეთ. -ნინა, ალექსანდრე გაკოტრებულია, რა ბაკურიანი? -მე ხო მაქ იქ სახლიმ გამოვართმევ გასაღებს მამაჩემს და ავიდეთ ერთი 10 კაცი კი ეტევა, მე, შენ, ბესო, ნუ ჯანდაბას დაჩიც , ალბათ მაგის შეყვარებულიც, ივაც წამოვა ანკასთან ერთად, ხო სოფოც ალბათ და ალექსანდრე. 9 ნი გამოვდივართ. დავეტევით რა. -ეხა გაქირავებული არაა? -არი, მარა ხვალ საღამოს უკვე თავისუფალი იქნება. დავაი 2 დღით წავიდეთ ყველა. შენც მოგიხდება სუფთა ჰაერი რა და ბავშვსაც. -ესე ძაან მოგწონს ბესო,რო მზად ხარ ამდენი კაცი ააბარგო ბაკურიანში შენთან? -ნუ ივას ისედაც უნდოდა ანკასთან ერთად, ბესო მე მინდა, შენც მინდა იქ იყო, შენ ალექსა მოგყვება, მაგას დაჩი, დაჩის შეყვარებული და რავი რა ვქნა. -ოქეი, დაველაპარაკები ალექსანდრეს, თუ უარს მეტყვის მარტოც წამოვალ. -რა პონტში უნდა გითხრას უარი?-ეჰ, ჯერ კიდევ არავის არ წარმოედგინა,რომ მე და ალექსანდრე რეალურად არ ვიყავით ერთად-მოკლედ წავალთ ხო? -კარგი წავალთ, მაგრამ ბაკურიანში სოფოც რო წამოვიდეს რას აპირებ?-სოფო ბესოს ახალი შეყვარებული იყო. სიმართლე ვთქვა ყველას ძალიან გვიკვირდა ამ გოგოს გამოჩენა, არსაიდან გამოჩნდა და ბესომ შეიტენა მგონი. ინტელექტით და ჭკუით არ გამოირჩეოდა, პრინციპში ბესოს ტიპაჟია. ტანი, ტვინის გარეშე. -დავაგორებ 25იანებიდან-ორივე გავსკდით სიცილით. ისე ნინა მართლა იყო მაგის გამკეთებელი-მოვიფიქრებთ რამეს, იმდენი ხალხი ვიქნებით მაგ სოფოს ვინმე წაათრევს სადმე და მარტო დავრჩები ბესოსთან. აი ზუსტად ვიცი რო მოვწონვარ ევა. იმ დღეს გახსოვს მე და შენ რო ბარში წავედით პეტრე და ლიზასთან ერთად. მოსაწევად ვიყავით გასულები და ძაან ახლო-ახლო ვიდექით, თავი მქონდა ჩამოდებული მხარზე, ორივე მაგარი ნასვამები ვიყავით. ხოდა თავი რო გავატრიალე მიყურებდა და წამოიწია საკოცნელად და შენი დებილი ქმარი გამოვიდა რას შვებით ამდენი ხანიო-გამეცინა, დებილიო. ისე მართლა,როგორ გაუფუჭა ეს მომენტი-მერე მეორე დღეს ვცადე ალაპარაკება გუშინდელზე მარა არაფერი. მგონი არ ახსოვდა მაგ დებილს, ალბათ ნასვამი იყო თქო ძაან ვიფიქრე, მარა მერე სამსახურში პეტრე მწერდა მთელი დღე, ლიზასთან იყო ნაჩხუბარი რაღაცაზე და ეს გაბრაზდა მთელი დღე ტელეფონში ხარ ჩამძვრალიო. სამსახურიდან რო გამოვიარეთ კაფეში დავჯექით ყველა რა და მაშინაც ცდილობდა რო ჩაეხედა. მერე წასვლა რო დავაპირეთ, პეტრეს მივწერ და გამიყვანს თქო, მკითხა რითი წახვალო. არა, რათ გინდა პეტრე მე წაგიყვანო გაგიჟდა. სამსახურშიც ვაფშე სხვადასხვა დეპარტამენტში ვართ და სულ ჩემთან გდია. პროსტა აი ეს სოფო რა ოხრობად უნდა. -გაეჭვიანებს ისიც რა არ შეიძლება? შენ თუ უშლი ნერვებს? -არ შეილება! ეჭვიანობა ქალების მოფიქრებულია. -კაი ნუ ბოდავ რა, გაიზარდე ცოტა და დაელაპარაკე სერიოზულად. -რა სერიოზულად დაველაპარაკო გოგო შეყვარებული ჰყავს. სანამ არ დაშორდება არაფერსაც დაველაპარაკები. -აბა რისთვის მოგყავს ბაკურიანში? -მარტო რო დავრჩეთ და დაინახოს რა მაგარი ტიპი ვარ სამსახურის გარეთ. -ღმერთო შენ უშველე. -მოკლედ დამეხმარები. -კი, ოღონდ არ შემჭამო გეხვეწები. მარა მეჯვარეები რო ხართ ორივე? -აუ კაი რა. გეყოს. ეხა შენ მითხარი რას შვება შენი ქმარი, გიშლის ნერვებს? -ნაწყენია ისვე. პარიზის ამბებზე. -ნაწყენი იქნება ევა, ისე წახვედი,რო არაფერი გითქვამს-ნინამ არ იცოდა მუცლის მოშლაზე რო მოვატყუე ალექსანდრე. არც ბესომ, არც დაჩიმ. მისი ოჯახის წევრების გარდა არავინ აზრზე არ იყო. არც ვაპირებდი თქმას. -ხოდა იმ დონეზეა ნაწყენი,რო მეუბნება რო აღარ მენდობა და სულ ვალერის მაყოლებს ყველგან. ან თვითონ მოდის. ნაწყენიც არ ქვია, გაბრაზებულია. ღამე ხო გვიან მოდის, ეხა ვხვდებირ ო სამსახურის გამო, მაგრამ ერთ ოთახშიც აღარ გვძინავს. -ბოდიში მოუხადე. რამე რომანტიული ვახშამი მოუწყე, ეგ არ შეგეშლება. -ვერ მოვუხდი ბოდიშს. -რატომ? -იმიტო რო მეც ნაწყენი ვარ .საშინლად მექცევა. -ევა, საერთოდ რატო წახვედი? -აგიხსენი უკვე ასჯერ ნინა, დიმიტრი მემუქრებოდა. სხვა გზა არ მქონდა. ხო შეილება შეიგნოს. -ტიპს ეუბნები,რო მამაშენის გამო დატოვე , მთელ კაცობაზე და თავმოყვარეობაზე გადაუარე. ანუ არ გჯერა იმის რო ალექსანდრე მამაშენს აჯობებს და თავისას გაიტანს. იქით როგორ ხარ გოგო ნაწყენი ნუ გადამრიე. -გუშინ ვუთხარი რო გავშორდებოდი და ამ სახლიდან ცოცხალს და ვერც მკვდარს ვერ გაგიყვანენო, ჩემი ცოლი ხარ და ვინც არ უნდა დამადგეს ვერსად წახვალო. -აუ ცოტა რა ფსიხია, მარა შენ ეგეთი გჭირდება. -არ მოვიხდი ბოდიშს. -მაშინ იყავით ასე ცალ-ცალკე საძინებელში, ვაფშე ცალ-ცალკე სახლში. მოიცა გაშორებაზე სერიოზულად უთხარი? -კი ნინა,იმიტო რო დავიღალე. არ მელაპარაკება საერთოდ. ზედაც არ მიყურებს. -ხოდა ბაკურიანში შერიგდებით. -კი, კი თუ წამოვიდა. -ევა, ცოტა გადააბიჯე შენ თავს და ბოდიში მოუხადე. არ ხარ ეხა მართალი. -არც ის არის. -ისიც მოიხდის. მარა შენ უფრო დამნაშავე ხარ. -კარგი, აუ ძაან შემცივდა და წავიდეთ რა. *** ნინამ სახლში დამტოვა, მაგრამ მე გადავწყვიტე დიმიტრისთან შეხვედრა. ვალერის ვთხოვე ერთ-ერთ რესტორანში წავეყვანე, პეტრეს და ლიზას უნდა შევხვდე თქო ვუთხარი, რადგან ვიცოდი ალექსანდრესგან უნდა აეღო ნებართვა. ალე კიდე გაგიჟდებოდა რომ გაეგო რომ მამას ვნახულობდი. ვალერიც მალევე დაბრუნდა და მითხრა გაგიყვანო. სახლთან ახლოს დავიბარე დიმიტრი და ეგრევე დამთანხმდა. რომ მივედი უკვე მაგიდასთან იჯდა, მთელი რესტორანი ცარიელი იყო, ალბათ მშვიდად უნდოდა საუბარი. -როგორ ხარ? ბავშვი როგორ არის? -უკეთ-პალტოს გახდაში დამეხმარა და სკამი გამომიწია. ნამდვილი ჯენტლმენი-შენთან მინდა დალაპარაკება. -არ გშია? გამხდარი მეჩვენები მაინც. -არა, ვჭამე. ალექსანდრეს ვერ დავშორდები, მაგრამ მითხარი რა შემიძლია გავაკეთო,რომ დაეხმარო. ყველაფერზე თანახმა ვარ, ოღონდ ვაჟას და ალექსანდრეს დაეხმარე. ალექსანდრე დიდი ხანი მუშაობდა საკუთარ პროექტზე, ღამეებს ათენებდა, ჩემი მეგობრები დაასაქმა. ახლა ამდენი ადამიანი დარჩა უმუშევარი ჩემს გამო. რაც გინდა მთხოვე, გაშორების გარდა და შეგისრულებ. -შენ იცი ჩემი პირობები. -არა, დავიჯერო სხვა არაფერია რაც გინდა? თუ გინდა მუხლებზე დაგიჩოქებ, არ ვიცი, პრესაში ვიტყვი,რომ საუკეთესო მამა ხარ, ინტერვიუებზე დავთანხმდები, რასაც გინდა იმას გავაკეთებ, მაგრამ გთხოვ დაეხმარე-ისე მიჭირდა ამ სიტყვების წარმოთქმა, რომ მეგონა გული ამერეოდა. დიმიტრის ბოლოს დახმარება 3 წლის ასაკში ვთხოვე, ისიც თასმის შეკვრაში. მაგრამ ალექსანდრეს ასეთს ვეღარ ვუყურებდი. -მინდა,რომ .. მინდა,რომ მაპატიო. ეცადო მაინც,რომ მაპატიო. შენი და მინდა გაიცნო, ჩვენი ოჯახი. მინდა რომ ბავშვმა იცოდეს ბაბუა ვინ არის. -გაპატიო-გამეცინა. ესეთი ადვილი ეგონა პატიება? -კი, ეს მინდა. შეძლებ? -არ ვიცი, ასეთი ადვილი რამ არ არის ადამიანს აპატიო 21 წელი ჯოჯოხეთში. -ევა, გპირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებ ოღონდ აღარაფერი გაგიჭირდეს. თუ საჭირო იქნება ალექსანდრეს და მის ოჯახს ყველაფერს გავუკეთებ, ოღონდ შენ ... ისევ დამიძახო მამა. ვიცი,რომ ადვილ რამეს არ ვითხოვ. -ამიტომ შეუშვი ხო აუდიტი ვაჟასთან? გააკოტრე ალექსანდრე, იცოდი,რომ მოვიდოდი და მუხლებში ჩაგივარდებოდი. იცი შენგან განსხავევბით, მე ვიცი სიყვარული რა არის და ადამიანებს მანიპულაციების გზებით არ ვთხოვ შემიყვარონ ან რაიმე მაპატიონ. ახლა ალექსანდრემ რომ იცოდეს,რომ შენ შეგხვდი, შეიძლება მართლა თავისი ხელით გამომაგდოს სახლიდან. მაგრამ მე ამას იმიტომ ვაკეთებ,რომ ის ჩემთვის ძვირფასია. აი ეს არის სიყვარული, საყვარელი ადამიანის გამო შეგეძლოს შენს თავზე გადაბიჯება, რადგან ის იყოს ბედნიერი. შენ კი.. შენ რომ მე გიყვარდე, ახლა აქ არ ვიქნებოდი და მუდარა არ მომიწევდა დახმარებაზე. შენ დიმიტრი შენი თავის გარდა არავინ არასდროს გყვარებია. არც მე გიყვარვარ და არც ის შენი შვილი. მაგრამ... მე ახლა მჭირდება,რომ ალექსანდრე და ის 200-მდე კაცი,რომელმაც სამსახური დაკარგა , ჩემ გამო არ დაზარალდნენ, ჩემი თვამოყვარეობის გამო უფრო სწორად. ამიტომ მე ... ვეცდები,რომ გაპატიო. გავიცნობ ჩემს დასაც. რასაც მთხოვ გავაკეთებ. ბავშვს არ დაგიმალავ. არც მოვუყვები რა საშინელება გამოვიარე შენ გამო. არ დავუმახინჯებ შენზე წარმოდგენას. მაგრამ შენ ალექსანდრეს ისე დაეხმარები,რომ ის ვერც მიხვდეს ვინ დაეხმარა. *** საღამოს ცოტა გვიან მივედი სახლში, დიმიტრი კარგა ხანი მელაპარაკა ჩვენს ფირმაზე, მკითხა ხო არ ვიმუშავებდი. უნდოდა,რომ საერთოდ ჩემთვის გადმოებარებინა რამდენიმე წელში, მაგრამ უარი ვუთხარი. ამ ეტაპზე ზედმეტად ბევრს ითხოვდა ჩემგან. ალექსანდრე ბესოსთან ერთად იჯდა მისაღებში და სამსახურს განიხილავდნენ. -არ მჯერა, გუშინ მაგ ინვესტორმა უარი გვითხრა და დღეს როგორ დაგვთანხმდა? -დაურეკე ეხლა დანარჩენებს ხვალ ოფისში მოვიდნენ, კიდე ერთი ინვესტორიც რო დავიბრუნოთ ავეწყობით-ჩემს დანახვაზე გაჩუმდა, ბესო კი დასარეკად გავიდა სამზარეულოში. -სად იყავი ამდენი ხანი? -პეტრე და ლიზა ვნახე. ხო მშვიდობა გაქვთ? -მოგიყვა ხო ნინამ. -კი, ჯობდა შენგან გამეგო. -მოვაგვარებ ყველაფერს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, შენ ხო მაინც არ გჯერა რო მოგვაგვარებ. -ნინას უნდა,რომ ყველა ბაკურიანში წავიედთ. თავის სახლში გვპატიჟებს .მგონი ბესო მოსწონს. -ბესო?-გაიკვირვა,ვითო ვერ ხვდებოდა-მე ვერ წამოვალ. -მე წავალ. -ვინ მიდის? -ივა, შენ თუ არ წამოხვალ შენს ადგილას პეტრე წამოვა, ნინა, მე , ბესო. -მოვახერხებ რამეს. როდის? -ზეგ. -გასაგებია. -კარგი , გავედი ეხლა მე და დაგირეკავ ხვალ. აბა შენ იცი რძალო-გადამკოცნა და მალევე წავიდა. -ალექს , უნდა ვილაპარაკოთ. -გვიანია, ჯობს დაიძინო. მივედი და ლეპტოპი დავუხურე, სხვანაირად ვერ ვაიძულებდი რომ მოესმინა. -წარმოდგენაც არ გაქვს, როგორ მიჭირს ეხლა ამის თქმა. მაპატიე. ეგოისტურად მოვიქეცი, შენზე არ მიფიქრია. საშინელი რამ მოგატყუე და ალბათ შენს ადგილას მეც ვერ ვაპატიებდი ჩემს თავს ასეთ რამეს. მითუმეტეს როცა... ასეთი რამ მოგატყუე. ალე, არ ვარ ძლიერი ადამიანი. იმპულსიური,ერთი სულელი და გაუნათლებელი გოგო ვარ. დაუფიქრებლად ვიქცევი და მერე ვხვდები რას ვაკეთებ, ოღონდ მერე გვიანია ხოლმე. ეს იმიტომ არ გამიკეთებია,რომ შენთან ცხოვრება არ მინდოდა, ან შენგან გაქცევა. უბრალოდ დიმიტრი... საშიში ადამიანია. თუ შეგიძლია, მაპატიე. გპირდები, რომ ამიერიდან შენს ზურგს უკან აღარაფერს გავაკეთებ. მე შენ ყველანაირად გენდობი. მინდა,რომ შენც მენდო და რაც გაწუხებს მითხრა ხოლმე, მინდა რომ სხვებისგან არ ვიგებდე შენს პრობლემებზე. მინდა,რომ რეალურად... თუ სიყვარული არ გვაკავშირებს, მეგობრობა მაინც გვაკავშირებდეს. მინდა,რომ ერთმანეთს ვუმაგრებდეთ ზურგს და პირველი ერთმანეთთან მივდიოდეთ,როცა რამე გვაწუხებს. შეიძლება ... მოსიყვარულე ცოლ-ქმარი არ ვართ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ არ შეგვიძლია ნამდვილი ოჯახი შევქმნათ, სადაც იქნება პატივისცემა და ურთიერთგაგება. -ამაზე იქამდე უნდა გეფიქრა ევა, სანამ გაიქცეოდი... კარგი-უცბად შეეცვალა სახე-მართალი ხარ. ასე არაფერი გამოვა. მარტო ბავშვს ვავნებთ ჩვენი დაუფიქრებელი საქციელებით. დავივიწყოთ ეს ამბავი. ვეცდები,რომ ... ყველაფერს ვერ მოგიყვები ევა, შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება. -არც დამალვა, ასე უფრო ვნერვიულობ. -ევა, მაპატიე თუ ... ამ ჩემი სიბრაზისას რამე ზედმეტი მომივიდა. ნიკას ველაპარაკე უკვე, ავუხსენი სიტუაცია. ნაწყენი არ არის. -გაუშვი? -არა, არა. ბოდიში მოვუხადე. გპირდები,რომ აღარ დავლევ. როცა ვსვამ პათოლოგივით ვიქცევი, ვხვდები. მამაჩემს ვემსგავსები. -ალბათ მომენტებში ორივე ვემსგავსებით მამებს. არაუშავს. -ანუ შენ და ნიკა? -რა მე და ნიკა? -რა ხდება თქვენს შორის? -ალექს, არანაირი მე და ნიკა არ არსებობს. მთელი თვე მაიგნორე და ჩაკეტილობაში მამყოფე , ნიკა კი უბრალოდ ცდილობდა გავეხალისებინე. კარგი ადამიანია და არ იმსახურებს შენგან ასეთ დამოკიდებულებას. -ევა, ადრე გახსოვს განვიხილეთ რა მოხდება რომ რომელიმეს ვინმე შეუყვარდეს? მაშინ ორივემ ვთქვით რო სიყვარულზე ხელი ჩაქნეული გვქონდა. ახლაც ასე ფიქრობ? -ნიკას თუ გულისხმობ..-გამაწყვეტინა. -არა, ნიკას არ ვგულისხმობ. ზოგადად მაინტერესებს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.