შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

.ხვალამდე.(4)


1-03-2023, 11:13
ავტორი Nini1999
ნანახია 596

წარსულის მოგონება:08.06.20**
10:34.

ნენე:
-დირექტორის გამოსვლამ ნამდვილად იმედგაცრუებულები დაგვტოვა ყველა,რადგან ის პატარა იმედი ,რომ ყველაფერი ისევ ნორმას დაუბრუნდებოდა და ეს დროებითი იყო,უბრალოდ გაქრა!
მეც არ მჯერა,რომ ამას ვიძახი,მაგრამ ყოველ დღე აქ რომ არ მოვალ,დარწმუნებული ვარ ძაალიან გამიჭირდება.
ყველაფერი რაც აქამდე ჩვეულებრივი დღის ნაწილი იყო უბრალოდ გაქრება...ალბათ წარმოდგენითაც კი შესაძლებელია იმის გააზრება თუ როგორ რთულად აღვიქვავთ ამ ყოველივეს.
ნუთუ ვერავინ ვეღარ გადაგვარჩენს? უბრალოდ ვნებდებით და დავიმალებით?
ნუთუ ეს იმ საფრთხეს შეაჩერებს,რომელიც სისასტიკით აშკარად გამოირჩევა,ეგ კი არა,არც კი ფრთხილობს!
თუ გარეთ ვერ გვიპოვის ეს საფრთხე,სახლში შემოგვივარდება...ეს ცხადია.
-მესმის ჩემო მოსწაავლეებო,უკმაყოფილოები ხართ  და ვერ ხვდებით რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება ასე არსაიდან,მაგრამ მე ჩემი მიზეზები მაქვს და დამიჯერეთ ამ გადაწყვეტილების მიღება მეც ძაალიან გამიჭირდა!
მაგრამ საიდუმლოს გაგიმხელთ და თქვენთან ბოლომდე გულახდილი ვიქნები...იმის შემდეგ რაც სკოლა დაცარიელდა,როგორც ამ სკოლის დირექტორმა მისი თავიდან ბოლომდე განახლება გადავწყვიტე,რადგან მოსწაავლებით გადატვირთული შენობის მიხედვას აქამდე ვერ ვახერხებდით და ეს დრო ჩვენთვის ამ მხრივ გამოსადეგარი იყო,მაგრამ
ჩვენი სკოლის სარდაფის დალაგების დროს,მოსწავლის სხეული აღმოვაჩინეთ,რომელიც საშინელ მდგომარეობაში იყო.
ამ გულახდილი საიდუმლოს გამხელის შემდეგ ხალხს აშკარა პანიკა უფრო შეეტყო და თავისთავად უფრო მეტადაც ახმაურდნენ!
რას ქვია სარდაფში მკვდარი მოსწავლე იპოვეს?
ეს როგორ მოხდა ან როდის?
თუ ცხოველია აქ როგორ შემოახწია ყველას შეუმჩნევლად?
ან მისი გაუჩინარების შესახებ,რატომ არავინ არ ამოიღო ხმა?!
ეს ყოველივე ძაალიან უცნაური იყო და დარწმუნებული ვიყავი,რომ ამას მხოლოდ მე არ ვამჩნევდი.
-დამშვიდდით გთხოვთ,ეს ყოველივე იმისთვის არ მითქვამს,რომ მეტად შეშინდეთ და პანიკამ მოგიცვათ!
იმიტომ გაგიმხილეთ ეს ყოველივე,რომ იცოდეთ ჩემი გადაწყვეტილების უკან რა მიზეზი დგას.
მე თუ მართლა მინდა რომ დაგიცვათ ,მაშინ სკოლას უნდა მოგაშოროთ.
მეც მეგონა,რომ ეს ადგილი უსაფრთხო იყო და ის საფრთხე ვერ შეგეხებოდათ ჩემს სკოლაში,მაგრამ შევცდი!
ამ შეცდომას კი მეტად აღარ დავუშვებ.
ეს შეხვედრა დასრულებულია,თავისუფლები ხართ.
დირექტორი მორჩა თუ არა საუბარს ,თან უკვე პანიკაში მყოფი ხალხის დამშვიდებას ეცადა შორიდან,მაგრამ ჯერ ვერ გააჩერებდა,რადგან უამრავი კითხვა ჰქონდათ,მაგრამ ამ კითხვებზე არც ერთი პასუხი...სამწუხარიდ არც ჩვენს დირექტორს არ ჰქონდა ამ კითხვებზე პასუხები და ისეთივე დაბნეული და  შეშინებული იყო როგორც ყველა სხვა.
-გთხოვთ ბავშვებო,ჩემო მოსწავლეებო სიმშვიდე შეინარჩუნეთ და მხოლოდ ერთ რაღაცას გისურვებთ...ცოცხლები დარჩით.
სააბოლოოდ ესღა თქვა და ბოლო სიტყვები სევდიანი თვალებით დაასრულა,რაზეც იმ წამსვე შეწყდა ხმაური და ბავშვების წამოძახილები და უცნაურ სევდიანი სიჩუმე ჩამოწვა ორას კაციან დარბაზში...ეს მომენტი ძაალიან უცნაური იყო,მაგრამ სამწუხაროდ ყველაზე რეალური არსებულ სიტუაციაში.
ჩვენი სიცოცხლე აშკარად საფრთხეშია და ერთადერთი რაც დაგვრჩენია როგორც ჩანს მართლაც ამ საფრთხისგან გაქცევა და დამალვაა,რაც შეიძლება შორს,რაც შეიძლება სწრაფად...მაგრამ ჯერ არა.
როგორც უკვე ვახსენე მე გეგმა მქონდა,რომელიც გუშინ ღამით მომაფიქრდა და ამის გამო არც მეძინა მგონი...გამიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება,მაგრამ თითქოს სხვა არჩევანი არც მქონდა...ჯერ ვერ დავიმალები,ვერ გავიქცევი.
ამის გახსენებაზე ისიც გაავაცნობიერე,რომ სახლიდან გამოსვლის ერთადერთი შემთხვევა და სააბოლოო მგონი დღეს იყო და სახლში დაბრუნების შემდეგ ასეთი რაღაც აღარ მოხდებოდა,ამიტომ ეს დღე მართლაც ჩემი ბოლო შანსი იყო!
უსიტყვოდ ვცადე ფეხზე წამოდგომა და ლუკას წინ ისე გავლა,თითქოს ამ წამს ყარაულად ჩემს ძმას არ დააეყენებინოს!
ამრიგად ბოლომდე არც მქონდა ნაბიჯი გადაგმული,მისი ხელი რომ ვიგრძენი მაჯაზე.
-საით გაგიწევია?
წარბის აწევით მკაცრად მკითხა ,ისე რომ ჯერ კიდევ იჯდა და მისი ხელიც ჩემს მკლავს მძლავრად ეხვეოდა,ისე რომ ადგილიდანაც ვერ დავიძრებოდი.
-საპირფარეშოში მინდა.
ვუპასუხე გაღიზიანების მიუხედავად მშვიდად,რადგან ყველაფრის ფასად მინდოდა მისგან გაცლა და შემდეგ გაპარვა,რაც მასთან კამათით ვერ მოხერხდებოდა,რადგან ბატონი ლუკას უკვე კარგად ვიცნობ და რაც მეტად დავუპირისპირდები და ჯიბრში ჩავუდგები,მით მეტად შემეწინაღმდეგება და ჩემსას ჯიუტად არ გამატანინებს!
-სახლში მიდიხარ უკვე და იქ შეგიძლია საპირფარეშოში შესვლა.
უეცრად ნიშნის მოგენით მიპასუხა და ცივი გამომეტყველებით,თვალებით სკამზე მანიშნა,რომ უკან დავმჯდარიყავი,მაგრამ რა თქმა უნდა ამას არ გავითვალისწიბებდი!
-შენ რობოტი გგონივარ?
როდესაც გეუბნები რომ საპირფარეშო მჭირდება ანუ სასწრაფოდ მესაჭიროება ,ასე რომ ხელი მიშვი და დამაცადე ელემენტარული მოთხოვნილება დავიკმაყოფილო.
პირდაპიდ მკაცრი ტონით ჩამოვუყალიბე ეს ყველაფერი,თანაც ძაალიან სწრაფად,ისე რომ მგონი არც ამომისუნთქავს ,მაგრამ სამაგიეროდ ამან გაჭრა და მან უეცრად ხელი მიშვა!
მაგრამ მგონი სიხარული ადრე იყო,რადგან როგორც კი ნაბიჯი წინ გადავდგი ისიც წამოდგა და ჩემს უკან დაიწყო სვლა...მომყვება?!
-შენ რა მომყვები?
მივუტრიალდი კიდეც ამ კითხვით,რაზეც უკმაყოფილოდ გაადაჯვარედინა ხელები.
-შენ რა სულელი გგონივარ?
იკითხა წარბის აწევით და ბოლოში ცინიკურად ჩაიცინა,რაზეც თვალები გადავატრიალე...
-გაგიკვირდება და კი,მაგრამ ამ სიტუაციაში ზედმეტად სულელი გამოიყვანე შენი თავი.
გოგოს საპირფარეშოში შემომყვები?
აბა დაფიქრდი.
ვცდილობდი მასზე პატარა მანიპულააცია მომეხდინა და ამის საშუალებით ჩემი სიტყვებით მის გონებასთან მეთამაშა და სააბოოლოდ ისე მოქცეულიყო როგორც მე მსურდა.
-აჰ...უკვე ვღიზიანდები.
იცოდე არაფერი სისულელე არ სცადო.
შორიდან გაკვირდები.
სააბოლოდ მალევე წამოეგო კიდევაც და დამნებდა!
ადგილზე დარჩა მე კი უკვე საპირფარეშოსკენ დავიწყე სვლა,რომელიც ლუკასგან საკამაოდ მოშორებით იყო.
ეს ჩემი შანსია და აუცილებლად გამოვიყენებ!

მაშინ როდესაც უკვე საპირფარეშოს კართან ვიყავი,თან მზერას უკან ვაპარებდი,ხალხის ბრბოში სადაც ლუკა იყო და სავარაუდოდ ვერ მხედავდა!
მაგრამ ჯერ იმაში ბოლომდე უნდა დავრწმუნებულიყავი,რომ ვერ მხედავდა,ამიტომ საპირფარეშოს კარს გავცდი და ისევ მისკენ მივიხედე იმის შესამოწმებლად თუ რაიმე  რეაქცია ჰქონდა ამ ყოველივეზე,რადგან თუ მხედავს აუცილებლად ექნება რეაქციაც!
მაგრამ არა...ისევ გაყინული მზერით იდგა და პირდაპირ იყურებოდა და მელოდა ,მაგრამ სულ ტყუილად...სულ ტყუილად მელოდა.

შეიძლება ამის შემდეგ საბამ ხმაც არ გამცეს და ყველა ჩემი ოჯახის წევრი ისე გაბრაზდეს ჩემზე,რომ ჩემი ოთახიდან ცხვირიც არ გამომაყოფინოს!
ალბათ მათ თვალში ყველაზე სულელი ადამიანი ვიქნები ამ ნაბიჯის შემდეგ და ალბათ მომენტებში,როდესაც ამაზე კარგად ვფიქრობ,მეც იგივეს ვფიქრობ,რომ სულელი ვარ,რადგან ასეთი გადაწყვეტილება მივიღე.
უბრალოდ ეჭვები მღრნის და ვიცი არ მომასვენებს,მანამ ჩემი თვალით არ ვიხილავ იმ ადგილს სადაც ბოლოს სალი ვნახე.
დეილი...კლუბი ,რომელიც იმ დღის შემდეგ აღარ გახსნილა!
გახსნაზეც არაა საუბარი,იქაურობა მართულხლართებით აქვთ რამის გადაკეტილი და იქ არცერთ სულიერს არ უშვებენ,მაგრამ საბედნიეროდ არც არავინ არ დგას ,რომ დაიცვას ეს ადგილი შესვლის მცდელობის შემთხვევაში,რადგან ვის უნდა იქ მისვლა ,მომხდარის შემდეგ?
ამ სისულელეს არავინ არ გააკეთებს,ჩემს გარდა.
შენობიდან როგორც კი გავედი ჯერ ცოტახანს სულის მოთქმას მოვუნდი,რადგან ძაალიან სრაფად გამოვრბოდი,რათა ლუკას არ შევემჩნიე,ახლა კი უკვე გარეთ მყოფს ცოტა შიში მეპარება ,რადგან ვიცი სად მივდივარ და თანაც სულ მარტო...უბრალოდ სალის გამო როგორ არ უნდა გადავლახო შიში?
მგონია რომ იქაა,ვიცი...ვიცი რომ ცოცხალია და იმ ადგილასაა და თუ იქ არაა,მხოლოდ ამ შემთხვევაში დავმშვიდდები,რომ მართლაც უბრალოდ სადმე დაიკარგა,მაგრამ არასდროს არ დავიჯერებ არც ერთ შემთხვევაში,რომ ის გარდაიცვალა!
ჯერ სულ რაღაც ცხრა  დღე გავიდა...არაუშავრს,არაა ბევრი დრო,ალბათ რაიმე ისეთი შეემთხვა,რაც აყოვნებს ,თორემ ვიცი რომ სახლს ეძებს,ვიცი...ვიცი.
იქვე მდებარე ავტობუსის გაჩერებასთან მივედი,რომელიც ზუსტად ამ დროისთვის გამოივლიდა და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე სრულიად ცარიელი იქნებოდა...ამის გამო დღეში მხოლოდ სამ კრუგს აკეთებს და ამის შემდეგ უბრალოდ ვეღარ ნახავ ავტობუს,ამიტომ დროც ზუსტად შევარჩიე გუშინ.
ავტობუს სულ რაღაც ათი წუთი ველოდე და თან გაჩერებასთან მდგარმა,სადაც თითქოს სულ მარტო ვიყავი,რადგან ტრასაც კი ცარიელი იყო!
მოვიდა თუ არა სასწრაფოდ ავედი და როგორც მოველოდი ავტობუსში მხოლოდ ოთხი კაცი დამხვდა,რომლებსაც სავარაუდოდ გამოსავალი არ ჰქონდათ და ამიტიმ მგზავრობენ ავტობუსით.
გაჩერება,რომელთანაც უნდა ჩავსულიყავი სულ ხუთ გაჩერებაში იყო და საუბედუროდ თუ საბედნიეროდ ვერც გავიგე ისე მივედი დანიშნულების ადგილას...არ შემიხედავს ხალხისთვის,მაგრამ მათ მზერას ვგრძნობდი და ვიცოდი ,რომ ყველა მე მომჩერებოდა ჩასვლის დროს,რადგან ასეთ ადგილას ჩავედი.

ჩასვლის თანავე რაც პირველი გავაკეთე ,გარემოსთვის თვალის მოვლება იყო...ასეც ვქენი და ყოველი კუთხის დანახვისას პატარ პატარა მოგონებები ამომიტივტივდა იმ ღამეზე ,როდესაც აქ პირველად მოვედით და მარტო მე დავტოვე აქაურობა.
ჩემს წინ ორსართულიანი შენობა იყო აღმართული,რომლის წინაც სპეციალური ლენტები იყო გაბმული გამაფრთხილებელი წარწერებით ,რომ აქ შესვლა აკრძალულია!
მე კი ვიდექი და ჩემს წინ წარსულის მოგონებიდან კადრებს ვხედავდი...მე და სალი,ამ შენობის წინ,როდესაც სიტყვას წინასწარ ვამზაადებთ.
გვერდით გავიხედე და ჩემი ძმაც გამახსენდა,რომელმაც მანქანით მომაკითხა და ხმის ამოუღებლად პირდაპირ მანქანაში ჩამსვა და სახლში წამიყვანა.
ამ ყოველივეს გახსენეების დროს თავს ძაალიან უცნაურად ვგრძნობდი,რადგან გავაცნობიერე ,რომ სულ ცხრა დღე გავიდა მომხდარის შემდეგ,მე კი მგონია გუშინ იყო ეს ყოველივე,თან კი მეჩვენება,რომ სალი წლებია არ მინახავს.
სალი,სადაც არ უნდა იყო,მე მჯერა რომ ცოცხალი ხარ და გიპოვი თუ არადა ვიცი,რომ შენ მიპოვი.
ნელ-ნელა მივუახლოვდი ამ ფიქრებით ,იმ ხაზს,რომელიც შესვლას მიკრძალავდა.
ლენტების ქვემოთ გავძვერი და მალევე აღმოვჩნდი შენობის წინ.
კარი სავარაუდოდ დაკეტილი იქნებოდა და ცდას აზრი არ ჰქონდა ,ამიტომ პირდაპირ ერთადერთი ფანჯრისკენ გავემართე და პატარა ქვით მალევე გავტეხე მინა ,შემდეგ კი შიგნიდან საკეტი გავხსენი.
ამის შედეგად მალევე შენობაში ფანჯრის გავლით აღმოვჩნდი,რომელიც ჩემი აზრით რაღაც პატარა მინიშნებას მაინც მომცემს რა მოხდა იმ ღამით და სად გაქრა სალი!
იქ აღარააო,მხოლოდ ეს სიტყვები მახსენდება და ფიქრებისგან რამისაა თავი გამისკდეს!
თუ ადამიანი გაფატრეს და ასეთ მდგომარეობაში იყო ,როგორ ადგებოდა ?!
ან ვინ წაიღებდა ასეთ მოკლე დროში მის სხეულს?!
ამ ყოველივეს უცნაური მიზეზი უდევს საფუძვლად,რომელიც ასევე სალის დაკარგვის მიზეზია.
ტელეფონის ფანარი ავანთე და გაბატონებულ სიბნელეში,ყოველი კუთხის შემოწმება დავიწყე,რათა რაღაც პატარა წვრილმანი მაინც შემემჩნია.
მთელი საცეკვაო ადგილი დავიარე და როგორც ვვარაუდობდი აქ ვერაფერი ვერ ვნახე,ამიტომ უკვე საპირფარეშოსკენ დავიძარი,რომელიც ყველაზე საეჭვო ადგილი იყო და სავარაუდოდ რაღაცის პოვნის იმედი მაინც მქონდა.
პირველ რიგში იმ საპირფარეშოში შევედი სადაც ეს ყოველივე მოხდა...სადაც ბიჭი გაფატრული იპოვეს და საიდანაც გაქრა.
კარი დიდი მოლოდინებით არ შემიღია,მაგრამ წინ რაც დამხვდა,შოკში ჩამაგდო!
თეთრი კედლები მთლიანად სისხლით იყო მოსვრილი!
ძირსაც სისხლი იყო,ყველგან სისხლი იყო!
ამის დანახვაზე გული საშინლად ამიჩქარდა და ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს სუნთქვითაც ძლივს ვსუნთქავდი!
შოკში ვიყავი და რამის პანიკური შეტევა დამწყებოდა.
სიტუაცია ასე საშინლად როგორ განვითარდა,როდესაც ხალხი ჯერ კიდევ შენობაში იყო?!
თუ ეს შენობის დატოვების შემდეგ მოხდა?!
რა ჯანდაბა მოხდა აქედან წასვლის შემდეგ?
ამ ფიქრებისგან უკვე უფრო და უფრი მეტად მიტევდა შიში და დაუცველობის გრძნობა,მაგრამ ჯერ გასვლას ვერ ვბედავდი,ჯერ ვერა.
წინ ნელი ნაბიჯით წავედი და ასევე ყველა კუთხის დათვალიერება დავიწყე,მაგრამ შემაძრწუნებელი იყო ამ სისხლიანი ადგილების უფრო კარგად დათვალიერება და იმის წარმოდგენაზეც კი თუ რა შეიძლებოდა აქ მომხდარიყო,სულ ვკანკალებდი !
ყველაფრის მიუხედავად დაკვირვება ერთ წამსაც არ შემიწყვიტავს და მაშინ,როდესაც ბოლო კუთხეს ვათვალიერებდი,ერთმა პატარა დეტალმა მიიქცია ჩემი ყურადღება.
ეს პეიჯი იყო,მამაკაცის ფოტოსურათით,მაგრამ აქ რა უნდოდა?
-ვინ არის ეს კაცი?
სასწრაფოდ ავიღე ხელში  და მეტად დავაკვირდი დეტალებს.
მამაკაცის სახელი და გვარი ამოვიკითხე და მის ქვეშ მდებარე წარწერაც...გასაუდუმლოებული დაჯგუფება პაიბრი.
რას ნიშნავს ეს ყოველივე?
რა უნდოდა გასაიდუმლოებული დაჯგუფების წევრს აქ ?!
რას ეძებდა ან ახლა სადაა?!

საბა:
ყოველთვის ვიძახდი და მეგონა,რომ არსებობდა ადგილი და ორგანიზაცია,რომელიც ჩვენს მაგიერ იღებდა გადაწყვეტილებებს,რაც წესით საზოგადოებაზე დადებითად უნდა ასახულიყო.
ეს ყოველივე კეთდებოდა ხალხისთვის და ამას უხეშად რომ ვთქვათ "გაწმენდას"უწოდებდნენ.
მე კი ვოცნებობ ზოგჯერ,იმ დროში რომ დავბრუნდე ისევ,სადაც ეს ყოველივე ჩემს გარშემო ხდებოდა,მაშინ როდესაც მე წარმოდგენა არ მქონდა,რას ვიზავდი?
ხო  ვეცდებოდი და როგორღაც შევაჩერებდი მათ?
ან იმდენს მაინც გავაკეთებდი,რომ ამდენი უდანაშაულო ხალხი არ შესწირვოდა ამ ექსპერიმენტს.
როგორც გავიგე ისინი ხალხის იმ ნაწილის მოშორებას ცდილობდა,ვინც არ ჯდებოდა ადამიანური დადებითი თვისებების სტანდარტებში...თავის სიცოცხლეს კი ფლანგავდნენ უაზროდ,საკუთარი და გარშემო მყოფების დაშავებით...ქმნიდნენ ქაოს და არეულობას გარშემო!
ჩადიოდნენ მკვლელობებს,ანგრევდნენ ოჯახებს და ადამიანებს!
ისინი ვერ აზროვნებდნენ "სწორად" და არ ჰქონდათ სიცოცხლის მოტივი,ფლანგავდნენ დროს ისეთ რაღაცებზე,რაც წუთიერ სიამოვნებას ანიჭებდათ მხოლოდ.
ისინი ამ მძაფრი სურვილის დასაკმაყოფილებლად ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები და ასეთ დროს აღარავინ და არაფერი არ ახსოვდათ!
ივიწყებდნენ მშობლებს,დედმამიშვილებს ,მეგობრებს და ყოველ  საყვარელ ადამიანს!
სამი წლის წინ დატრიალებული არეულობის შემდეგ,როდესაც ერთ-ერთმა მათგანმა შენობაში ხანძარი გააჩინა,ხალხი მათ მხრიდან წამოსულ საფრთხეზე დაფიქრდა და არა მარტო ხალხი...მთავრობამ ამ ყველაფრის ყურების შემდეგ და იქიდან გამომდინარეც თუ რამდენად არარაობები იყვნენ ასეთი ადამიანები, რატომღაც გამოიტანა დასკვნა,რომ ასეთი ტიპის ადამიანების ადგილი ჩვენ სამყაროში არ იყო და მათი განადგურებით სხვასაც და თვითონ მათაც შვებას მოგვრიდნენ...
-თითიეულ პიროვნებას ,რომელსაც ამ პერიოდში მოუწევს ამ ნარკოტიკის გასინჯვა,ჭკუიდან გადავა.
იმდენად შეიშლებიან,რომ დაკარგავენ ყოველ ადამიანურ მორალს და პრინციპს!
ისინი აღარ იქნებიან ადამიანები...ისინი იქნებიან არსებები,რომლებიც მოკვდნენ და შემდეგ ისევ გაცოცხლდნენ !
ისინი იქნებიან არსებები,რომელთა სხეულსაც ნარკოტიკივით დასჭირდება საკუთარი თავის განადგურება...ანუ შიმშილი და გაუწყლოებაც,ასევე ბუნებრივი მოთხოვნილებების დაუკმაყოფილება,რის შედეგადაც სააბოლოოდ გარდაიცვლებიან.
მაგრამ რა მოხდება თუ სიკვდილის ბოლო წამებში მათი გონება ამ საკვების მიღების სხვა მეთოდს მოძებნის ?
ისეთ მეთოდს ,რაც ჯანსაღ გონებაზე იბლოკებოდა,რომ არ შეიძლება და არაა ნორმალური ამ კონკრეტული რამის მირთმევა!
ამის შედეგად რა ხდება?
დაბლოკილი აზრები რჩება ერთადერთი ინფორმაცია,რაც მათ ტვინს გადასარჩენად რჩებათ და სხვა ყველაფერი მათში კვდება!
ეს ადამიანები აღარ არიან ,ისინი ვინც ადრე იყვნენ,უბრალოდ მკვდარ სხეულებად რჩებიან,რომლის ტვინსაც ერთადერთი ფუნქცია დარჩა...მიიღოს საკვები,რომლის ერთადერთი წყაროც ადამიანია.
შემდეგ კი ამ დაუსრულებელი სიცოცხლის გასაგრძელებლად ,ამ პროდუქტის ანუ ადამიანების  გაფატვრის, ორგანოების შეჭმის და სხეულის მთლიანად გადასანსვლის სურვილიღა ამოძრავებთ!
რეალურად მთავრობას  ამ უაზრო გეგმით მათი შეცვლა და ჩვენი საზოგადოებიდან "ამოწმენდა" უნდოდათ,მაგრამ ამის მაგიერ,აქაურობას ნამდვილ  ჯოჯოხეთად აქცევენ.

აწმყო.
04.09.20**
|07:13|

ნენე:

-რამდენი დრო გავიდა ალბათ რაც ასე მშვიდად არ მიძინია...ალბათ ბოლოს ასე მშვიდად მაშინ მეძინა,როდესაც ჩემს ოჯახთან ვიყავი.
ვიცი,ვიცი რომ ჩემი სიზმრები არც ისეთი სასიამოვნო სანახავია და ბოლო დროს რეალობისგან გაქცევას ამითაც ვერ ვახერხებ,მაგრამ ახლა რაღაც ელემენტარული კარგი ამბავი მაინც მოხდა იმ რეალობაში,რომელშიც ახლა ვიმყოფები...მე აღარ დავხეტიალობ გარეთ სულ მარტო,იმის შიშით რომ შიმშილით მოვკვდები და საჭმლის ძებნის დროს სხვისი საკვები გავხდები!
მე აღარ მძინავს სხვა და სხვა მიტოვებულ შენობებში,სადაც ყოველ ოც წუთში სამჯერ მეღვიძება და მზის ამოსვლამდე უკვე ახალი ადგილის ძებნაში ვარ.
ალბათ არის რაღაც მაინც რამაც შეიძლება ამ მხრივ პატარა ბედნიერება მაინც მომანიჭოს,თან ამიერიდან მხოლოდ საკუთარ თავთან საუბარს არ დავიწყებ და ადამიანებს ამდენი ხნის შემდეგ ვიხილავ და მათან ურთიერთობა მექნება!
ვისაუბრებთ და ერთმანეთს მოვუსმენთ...ვერ ვიჯერებ რომ ეს მართლა ხდება,მაგრამ ცოტა მეშინია,მგონია რომ ნორმალური ადამიანივით სხვასთან კომუნიკაცია და ურთიერთობა დამავიწყდა,მაგრამ ვინ იცის ,იქნებ ამ ადგილას მეგობრებიც კი გავიჩინო...ვერც კი წარმომიდგენია რა იქნება ამის შემდეგ,მაგრამ მგონი ოთხი წლის შემდეგ საოცარ სიახლეებს ვიხილავ აქ.
მე კი მხოლოდ ერთი მიზანი მამოძრავებს ჯერჯერობით...მოვძლიერდე და ვიპოვო ჩემი ოჯახი,ვიპოვო საბა.

თვალი როგორც კი გავახილე თეთრი,მაგრამ დაძველებული ჭერი მომხვდა თვალში.
თავიდან თითქოს ახალ გაღვიძებულზე დავიბენი კიდეც და ცოტა შევშინდი,რადგან რაღაც მომენტში ვერ გავაცნობიერე სად ვიყავი და დამავიწყდასავით რა მოხდა,მანამ წამის მეასადში არ გამოვფხიზლდი და არ გავიხსენე სად ვიყავი და როგორ მოვხვდი აქ.
ამ წამს ოთხკედელ შუა ვარ და ეს კედლები არც დანგრეულია და არც სისხლით მოსვრილი...ჩვეულებრივ საცხოვრებელ ბინას მოგაგონებთ,რომლებშიც დიდიხნის წინ მშვიდად ვცხოვრობდით.
ერთი რკინის საწოლი,ორი პატარა და ერთი დიდი კომოდი,პატარა სარკე კედელთან და სუსტი შუქი,რომელიც თითქოს წუთი წუთზე ჩაქრება.
ეს ოთახი ალბათ სხვა დროს შემზარავიც კი იქნებოდა ჩემთვის,მაგრამ ახლა როგორც ჩვეულებრივი საცხოვრებელი ბინა ისე გამოყურება და ეს ფაქტი საშინლად მომწონს!
ისეთი გრძნობა მებადება თითქოს არაფერი არ მომხდარა და ისევ ჩვეულებრივად ვცხოვრობთ.
ფეხზე პატარა ღიმილით წამოვდექი და სარკეს მივუახლოვდი,ცოტახანს ჩემს ანარეკლს ვუყურებდი,რადგან დალურჯებები და ჭრილობები მქონდა მთელ სახეზე ავარიის შედეგად,შემდეგ კი უეცრად კარს უკან რამოდენიმე ადამიანის ხმა მომესმა და გამახსენდა კიდეც,რომ აქ მარტო არ ვიყავი,ამან კი გული ძაალიან ამიჩქარა...იმდენიხანია ასე ადამიანებს არ შევხვედრივარ,ვღელავ.
ყველაფრის მიუხედავად ისინი მე დამეხმარნენ და ჩემზე იზრუნეს,თან ეს აპოკალიფსია,სადაც ახლა ვცხოვრობთ და მგონია ,რომ ადამოანებს ერთმანეთზე ზრუნვის გარდა არაფერი არ შეგვიძლია,რათა გადავრჩეთ.
ცოტა სუსტად ვიყავი ვაღიარებ,მაგრამ მაინც ვეღარ მითმენდა გული და ერთი სული მქონდა ყველაფერი მენახა,თან ლუკამ მითხრა,რომ აქაურობას დამათვალიერებინებდა,ხოდა მგონი მზად ვარ და დროა.
ნელა გავაღე შემოსასვლელი კარგი და პატარათი გავიჭყიტე თეთრ განათებულ კორიდორში და იქვე მდგარ ორ გოგოს მოვკარი თვალი...ერთი კიბეზე იდგა და ნათურას ხსნიდა,მეორე კი კიბეს უჭერდა.
ამ მომენტში შემრცხვა ასე უეცრად გამოჩენა,თან ისეთი გადაჩვეული ვიყავი ამ ყოველივეს,ამიტომ უკან დახევა ვცადე,მანამ ხმაზე არ შევჩერდი.
-ვხედავ გაგიღვიძია,ვის ემალები?
ეს ლუკას ხმა იყო,რომელიც დერეფნის ბოლოში იდგა ,ფურცლებით ხელში და პატარათი იცინოდა,თან ნელ-ნელა მიახლლვდებოდა.
მისმა სიტყვებმა იმ ორი გოგოს ყურადღებაც მიიქცია და მალევე შემამჩნიეს...ვაღიარებ მეტად შემრცხვა.
-არა,არც მიფიქრია დამალვა.
სააბოლოოდ უხერხულად ვთქვი ეს ყოველივე და ასევე უხერხული ღიმილით გავხედე უკვე ჩემს წინ მდგარ გოგოებს,რომლებიც ასევე მიღიმოდნენ.
-ნურაფრის ნუ შეგრცხვება,თავიდან ყველა ასე მოვედით აქ.
ისევ ლუკას მშვიდი და სასიამოვნო ხმა მომესმა,რაზეც პატარა სიცილით დავუქნიე თავი და გაწითლებულ სახეზე ხელები მოვიკიდე.
-გამაჯობაბა ნენე,თავს უკეთ გრძნობ?
როდესაც ერთ-ერთი გოგოს თბილი მომართვა მომესმა,ვაღირებ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი...მათ იციან ვინც ვარ?
-გამარჯობა...კი,თავს კარგად ვგრძნობ,მადლობა.
ვუპასუხე გაოცებულმა მომღიმარი სახით,რაზეც გოგომ მეტად გამიღიმა.
-მაპატიე,მაგრამ ყველამ იცის რომ ჩემი ნაცნობი ხარ და ისიც იციან რა ურთიერთობა გვქონდა წარსულში,ამიტომ არ გაგიკვირდეს რამე ისეთს თუ გაიგებ.
ლუკამ სიცილით გადმომილაპარაკა ეს ყოველივე,რაზეც ჯერ კიდევ უხერხულად მომღიმარი ვუცქერდი გოგონებს,რომლებიც თავის საქმეს მიუბრუნდნენ ახლახანს.
-არ იყო საჭირო წარსული უთანხმოების შესახებაც მოგეხსენებინა.
გადავულაპარაკე მეც ხუმრობით,რაზეც სიცილი ამომხედა და შემდეგ კი იქვე მდგარ ორ გოგონას მიუბრუნდა.
-გოგონებო ,ახლა ნენეს აქაურობას დავათვალიერებინებ,შემდეგ კი თუ გინდათ უკეთ გაიცანით.
დამიჯერეთ,მოგეწონებათ.
ამის გაგონებაზე ვაღიარებ ცოტა შემრცხვა...აშკარად ძაალიან კარგად მექცევა.
კი,სამყაროს დასასრულია,მაგრამ მაინც უხერხულად ვგრძნობ თავს ,რადგან ვიცი მისგან ამ მოპყრობას არ ვიმსახურებ...ყველაფრის მიუხედავად მსიამოვნებს მისი ეს დამოკიდებულება.
ახლა კი ერთი სული მაქვს აქაურობას როდის ვნახავ,სხვა ვერაფერზე ვერ ვფიქრობ ამ წამს!
-აბა ,დავიწყოთ?
ესღა მკითხა და ღიმილით გამიძღვა წინ,რაზეც მოუთმენლად ავედევნე უკან.


-თეთრ კორიდორში მშვიდი ღიმილით მიაბიჯებს ლუკა,უკან კი ინტერესით სავსე ნენე მისდევს,რომელსაც დაშავების შედეგად ჯერ კიდევ უჭირს სწრაფად სიარული.
-საიდან დავიწყო?
აქ სამი წლის წინ მოვედით მე და ჩემი მეგობარი...აპოკალიფსის დაწყებისას,დაახლოვებით ერთი წელი შენს მსგავსად უბრალოდ დავეხეტებოდით და ჩვენი ერთადერთი მიზანი გადარჩენა იყო,მაგრამ შემდეგ საკვების ძებნის დროს ამ ადგილს შევაფარეთ თავი და არც კი ვიცი როგორ,მაგრამ ეს ადგილიც შემთხვევით აღმოვაჩინეთ,უსაფრთხო გასასვლელის ძებნის დროს.
ამ ადგილის ნახვის შემდეგ კი მივხვდი,რომ ჯერ კიდევ არსებობდა შანსი იმ გადარჩენილების უსაფრთხოებისთვის,ვინც სამყაროს შემორჩა და ეს ნიშანი იყო იმისა,რომ მათი გადარჩენის პასუხისმგებლობა ჩემს თავზე ამეღო.
ეს ადგილი ზედგამოჭრილი იყო ასეთი შემთხვევებისთვის,რადგან ერთადერთი შემოსასვლელი აქვს,რომელიც კარგადაა დაცული და იქიდან ვერავინ ვერ შემოვა თუ ამ შემოსასვლელი კარის არსებობის შესახებ არ იცის,რაც იმას ნიშნავს,რომ მოსიარულე გვამები აქ ვერ შემოდიან და ვერც შემოვლენ,რადგან საკმარისად ჭკვიანები არ არიან ამისთვის.
ლუკა ნელ-ნელა მიუყვებოდა გრძელ თეთრ დერეფანს და მოსმენილით უფრო და უფრო გაოცებულ ნენეს უფრო მეტს უყვებოდა იმის შესახებ თუ როგორ აღმოაჩინეს ეს საოცარი ადგილი.
-ალბათ გიჩნდება კითხვა თუ რა მიზანი ჰქონდა ამ ადგილს ადრე და რატომ გამოყვეს ცალკე ,ასეთი მალულად.
თავიდან ვერც მე ვერ ვხვდებოდი,მანამ კარგად არ დავაკვირდი.
მშვიდად ჩაილაპარაკა ლუკამ და უეცრად დერეფნის დასასრულს დიდი რკინის კარი გააღო,რომლის იქითაც უცნაური სიმწვანე მოჩანდა.
ნენე დაიბნა,არა...ეს დაბნევაც არ იყო!
შეკრთა,ჟრუანტელმა დაუარა,ცრემლი მოადგა თვალზე,რაღაც უცნაურმა ემოციებმა შემოუტიეს,რომელიც თითქოს არ იცოდა ამ წამს როგორ გადმოეცა.
ეს ის ადგილი იყო,რომელიც დიდიხანია არ უნახავს,რადგან სულ გარბოდა,სულ იმალებოდა და ყველაზე მეტად ასეთ ადგიილებს ერიდებოდა.
მის წინ კი ამ წამს მწვანე ბალახი და ხეები გადაშლილიყო,ზემოთ ცისფერი ცაა მოჩანდა ,ხოლო ამ ადგილას ხალხი მოძრაობდა,რომლებიც ერთმანეთში საუბრობდნენ,იღიმოდნენ და მეგობრულად ესალმებოდნენ ერთმანეთს.
ბავშვები დარბოდნენ და ერთმანეთან თამაშობდნენ,ისინი იცინოდნენ...გესმით რას ნიშნავს ასეთ დროში ბავშვის სიცილი?
ეს იმედია...იმედი,რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს გადარჩენის შანსი!
ჩვენ ხომ ადამიანები ვართ,იმისთვის გავჩნდით ამ ქვეყნად,რომ ვიცოცხლოთ,ჩვენი ერთადერთი განძი არაა ფული ან რაიმე სხვა,ეს სიცოცხლეა რაც გვაბადია ,ყველაზე ძვირფასი და ყველა ამისაკენ ვიტრფით!
-ეს...ეს რა ადგილია ლუკა ?! ამას ამ წამს მართლა ვხედავ?!
ეს რეალობაა? აქ რა ხდება?
გაოცებულმა მხოლოდ ეს იკითხა ნენემ და აბრწყინებული თვალებით კიდევ ერთხელ მოავლო გარემოს თვალი,რომლითაც თითქოს ვერ ძღებოდა!
-კი ნენე,ეს რეალობაა...ეს მართლა რეალობაა.
მართლაც უძვირფასესი ადგილი აღმოვაჩინეთ ამ საშინელ დროში და ამის ნახვის შემდეგ დაგვებადა იდეა,რომ არ მივცემდით უფლებას მათ ყველაფერი წაერთმიათ ჩვენთვის,მითუმეტეს სიცოცხლე!
ვინც ჯერ კიდევ ცოცხალი იყო უნდა გადაგვერჩინა.
მშვიდად გაგანაგრძო ლუკამ მოყოლა და თან
ნელ-ნელა წინ დაიწყო სვლა...გარემო მშვენიერი ხეებით იყო გაფორმებული და აქა-იქ პატარა კარვებსაც შეამჩნევდით,რომლებსაც სახლების ფორმა ჰქონდათ,თან ამ კარვებში აშკარად ხალხი ცხოვრობდა.

-შენობაში უმეტესწილად მაშინ ვართ,როდესაც რაიმეს ერთად განვიხილავთ ან შეკრება გვაქვს რაიმეს გადასაწყვეტად.
ის ოთახი,რომელშიც შენ იწექი ჩემი ოთახია და მე და რამოდენიმე ადამიანი ვიძინებთ მხოლოდ შენობაში,რადგან ის დერეფანი ყველაზე ახლოსაა შემოსასვლეთან და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოხდა უკეთ მივხედავთ,რომ სხვებიც საფრთხეში არ ჩავაგდოთ,თან ხალხს აქ ურჩევნია ყოფნა.
ვაღიარებ დიდი დრო დაგვჭირდა ამ ყოველივეს მოსაპოვებლად და შესაქმნელად.
სამი წლის მანძილზე ძალიან ბევრი სავაჭრო ცენტრი მოვიარეთ,რათა საჭირო ნივთები შეგვეგროვებინა და ალბათ შენც კარგად ხვდები რამდენად რთული იყო ეს...ბევრი ხალხიც დავკარგეთ,მაგრამ აქამდეც სწორედ თავგანწირვის ხარჯზე მოვედით,თორემ ყველა ადამიანი ეგოისტი რომ იყოს,ვერც ერთი ვერ გადავრჩებოდით აქ.
ლუკად ინტერესით უსმენდა ნენე და უფრო და უფრო გაოცებული რჩებოდა მოსმენილით,რადგან ამ ერთმა ადამიანმა მართლაც ძაალიან ბევრი შეძლო და ამხელა პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე,ეს კი დიდ სიძლიერეს მოითხოვს!
ასეთ დროში ხო როგორც წესი ადამიანები მხოლოდ საკუთარ თავებზე ფიქრობენ,რეალურად სხვანაირად არც შეუძლიათ,მაგრამ ლუკამ იმდენი შეძლო,რომ ყოველი აქ მყოფი ადამიანი თავის თავზე წინ დააყენა.
-ლუკა,ეს რა ადგილია?
გასაგებია რომ უეცრად იპოვეთ,მაგრამ არც ერთხელ არ შემინიშნავს რაიმე მსგავსი.
სააბოლოოდ მილიონი კითხვიდან,რომელიც მოსმენილის შედეგად გაუჩნდა,ერთერთი წინ წამოწია და ლუკას ცნობისმოყვარე მზერა მიაპყრო.
-ზუსტად მეც არ ვიცი,მაგრამ სავარაუდოდ ეს ადგილი ხალხის რეაბიილიტააცის ნაწილი იყო...ვისაც საავადმყოფოში დიდი დროის გატარება უწევდა.
ან თუნდაც ფსიქიკური პრობლემების მქონდე პიროვნებათათვის,რომელთა სხვა პაციენტებს შორის ვერ გააჩრებდნენ.
ყოველი ოთახი ისეა მოწყობილი,თითქოს სახლში ხარ და არაა სავაადმყოფოში,თან ისეთი ხელსაწყოები და წამლები ვიპოვეთ,რამაც არსებული სიტუაცია კარგად გაგვაგებინა.
გაგვიმართლა რომ ეს ადგილი არსებობს...დიდი არაა აქაურობა,მაგრამ არც ძაალიან პატარა ,აქედან გამომდინარე ბევრი ადამიანის დატევას შეძლებს კიდევ!
გარშემო ისეთი კედლები არტყია,რომელსაც ვერცერთი მოსიარულე გვამი ვერ გადმოკვეთს როგორც არ უნდა ეცადოს,რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში,რომ ეს ადგილი აშკარად გასაიდუმლოებული იყო და მძაფრი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს აქ ათავსებდნენ,იმ მიზნით რომ ყველაზე მაღალი დონის რეაბილიტააცია ჩაეტარებინათ და ამ პატარა ეზოს საშუალებით არ ეგრძნოთ თავი მათ ხაფანგში ,არამედ შეეგრძნოთ სამყაროს ეს ნაწილი უკეთ და ყოფიილიყვნენ ჰარმონიულ კავშირში მასთან.
ჩანაწერები ამას ხსნის და ზუსტად სად წავიდა ის ხალხი ან რამდენად გაამართლა მათმა ამ იდეამ ამას ვერ გეტყვი,ერთადერთი რაც ვიცი ისაა,რომ მათ თუ არა,ჩვენ აშკარად გამოგვადგა.
ჩვენ ამ ადგილის დამსახურებით ბევრი რამ შევიძინეთ...პირველ რიგში ბევრი ადამიანის სიცოცხლე ვიხსენით რა თქმა უნდა...ასევე ჩვენ დიდი ძალისხმევის შედეგად ამ მიწაზე რამოდენიმე ბოსტნეული მოვიყვანეთ ,რომელიც ასევე დიდ როლს ასრულებს ჩვენს გადარჩენაში,რადგან საკვებზე სიარული ამდენი ხალხისთვის ცოტა რთული იქნებოდა და ძაალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლეც შეეწირებოდა.
ყველაფრის მიუხედავად,დრო და დრო მაინც გვიწევს გასვლა...როგორც წესი სამ თვეში ერთხელ გავდივართ ,უბრალოდ წინასწარ ვემზადებით ამ ყოველივესთვის.
ვგეგმავთ მარშუტს და ვირჩევთ კონკრეტულ ადგილს და მაღაზიას,შემდეგ ვწყვეტთ ვინ წავალთ ამ საქმეზე და მოკლედ ყველაფერი წინასწარ იგეგმება და როგორც წესი ,დაშავებულებიც არ გვყავს.
ამ ყოველივეს ნენე ჯერ კიდევ პირღია უსმენდა და მართლა ვერ იჯერებდა,რომ ეს ის ლუკა იყო,რომელიც მოტოციკლით დაქროდა ქალაქში და თავისი თავზეხელაღებული საქციელით სულ შარში ეხვეოდა.
ახლა კი ამდენი ხალხის ლიდერი და გადამრჩენელია...მან ბევრი ადამიანი იხსნა სიკვდილისგან და სწორედ ის იმედი გაადარჩინა პირველ რიგში,რომელიც ასეთ დროს ადამიანს ეკარგება.
-მართლა დაუჯერებელია ეს ყოველივე,რასაც ყვები.
ვერ ვიჯერებ რომ ამდენი შეძელი და მოახერხე.
აღფრთოვანებით მიუგო ნენემ ლუკას,რაზეც ლუკამ მხოლოდ ჩაიცინა.
-ასეთი შესანიშნავიც არ ვარ.
ამაზე ნენესაც გაეცინა და შემდეგ ერთ-ერთ ადგილას ლუკასთან ერთად გაჩერდა.
-რატომ გავჩერდით?
იკითხა დაბნეულმა,რაზეც ლუკამ ღიმილით გახედა.
-აქ შენ იქნები...იმედია მოგეწონება.
სანამ უგონოდ იყავი ყველანაირად ვეცადე შენთვის ეს ელემენტარული მაინც გამეკეთებინა,რადგგან ჩემს გამო დაშავდი.
ბოლო წინადადება ხმამაღალი სიცილით დაასრულა,რაზეც ნენემ ღიმილით გააქნია თავი.
-ზედმეტად შეშინებული ვიყავი.
ყველაფრის მიუხედავად მგონი ამდენს არ ვიმსახურებ.
მადლიერებით სავსე თვალებით ესღა უთხრა და კარავის ნაჭრის კარი ზემოთ ასწია,რის შედეგადაც წინ მდებარე პატარა მოწყობილი ოთახი გამოჩნდა.
ნენეს იმდენიხანია ნორმალურ პირობებში არ უცხოვრია და ახლა ასეთ ადგილას ხვდება და თან ისეთ გარემოში შეუძლია  დაიძინოს ამის შემდეგ სადაც არ შეეშინდება,ადამიანების ხმას გაიგებს და მშვენირ ცას მიაჩერდება.

-ლუკა...ეს მართლა...მართლა ჩემთვის გააკეთე?
რატომ...მე მართლა...აჰ,უღრმესი მადლობა.
მართლა დიდი მადლობელი ვარ შენი,ყველაფრისთვის და კიდევ ერთი რაღაც უნდა გითხრა.
მადლიერების გამოხატვის შემდეგ ნენე შეჩერდა და თავი თითქოს სევდიანმა ჩახარა.
-რა უნდა მითხრა? გისმენ.
მიუგო დაბნეულმა ლუკამ,რადგან ასე უეცრად მისი მოწყენა და ხასიათის ცვლილება უცნაური და მოულოდნელი იყო მისთვის.
-ლუკა...იმ დღეს ჩემმა ძმამ ჩემი თავი შენ ჩაგაბარა,მე კი ჩემი სურვილების გამო ისე დაგტოვე,რომ არც მიფიქრია რა სიტუაციაში აღმოჩნდებოდი,მაშინ როდესაც პასუხისმგებლობა შენზე იყო...ძაალიან ვწუხვარ ამის გამო.
მთელი გულახდილობით მოუბოდიშა ნენემ ლუკას და ამ სიტყვების გარეშეც ჩანდა მის თვალებში სინანულის გრძნობა,რადგან იმ დროს მხოლოდ თავის სურვილებზე ფიქრობდა და მგონი იმ დღეს არც უნდა წასულიყო იმ ადგილას სულ მარტო,თორემ ვინ იცის იქნებ მოვლენები სულ სხვანაირად წარმართულიყო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent