შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მექალთანეს სათამაშო 19 (დასასრული


8-03-2023, 01:06
ავტორი ქ ე თ ა თ ო
ნანახია 2 443

ვიცი ეს არ არის ის რასაც ელოდით, მაგრამ ის ემოცია აღარ მაქვს რა ემოციითაც დავიწყე ისტორიის წერა, ალბათ გამიგებთ მხოლოდ ისინი ვინც წერთ,( ზოგჯერ მაინც), მაპატიეთ ასეთი დასასრულისთვის.

– არ არსებობს, სიხარულს ვეღარ მალავდა და ელენეს დახრჩობამდე ეხუტებოდა,
– კარგი, კარგი გეყოს, ასე გამჭყლიტავ, მერე თქვენს ქორწილს ჩემი დაკრძალვა ჩაანაცვლებს,სიცილით უთხრა და საწოლზე ჩამოჯდა, გოგოებს თავი კიდევ სიზმარში ეგონა და ვერ იჯერებდნენ რომ ელენე ჩამოვიდა. აღფრთოვანებული ნინა მილიონ კითხვას უსვამდა.
– ელე ბიჭები ნახე?
– არა არავინ არ მინახავს.
– რო მოდიოდი იცოდნენ?
– არა არ იცოდნენ, არ ვაპირებდი მაგრამ...
– რასქვია არ აპირებდი, ბოლომდე მჯეროდა, რომ ჩამოხვიდოდი.
– სანდროს ელაპარაკე?
– არა.
– ელენე რა გჭირს ასე გწიწკნო სიტყვები ახლა?!
– აბა რას ელოდები?
– ჩამოვედი და სანდროზე ლაპარაკით ენას გადავიტყავებდი?
– არაა, მაგას არ ვამბობ მაგრამ, ნუთუ არ გეყო ეს დრო, იმისთვის, რომ ყველაფერში გარკვეულიყავი,
– და რაში ვიყავი გასარკვევი?
– ელენე რატომ ბრაზდები? ხო იცი შენთვის ყველას კარგი გვინდა.
– კი იმდენად კარგი გინდათ, რომ მატყუარა სანდროსთან რომ ვიყო, ყველაფერს აკეთებთ.
– ელენე სანდრო მატყუარა არაა,– ამჯერად თიკა ჩაერთო საუბარში, ყველაზე კარგად შენ იცნობ სანდროს და უნდა იცოდე, მისთვის როგორი რთული იყო ის მდგომარეობა, რაშიც ჩავარდა, ძალიან კარგად იცის რომ დააშავა, არ ვიცი გახსოვს თუ არა მაგრამ მე მახსოვს ხის უკან ვიმალებოდი სანდრო რო სიყვარულს გიხსნიდა, მშურდა რომ მას შენ უყვარდი, ახლაც გეტყოდი მშუს მეთქი მაგრამ არაა გამოვედი მაგ ასაკიდან ერეკლეზე ძვრფასი არავინ მყავს ამ ცხოვრებაში ამისთვისაც შენ უნდა გიხდიდე მადლობას, რომ არა შენ ერეკლეს ვერ ვიპოვნიდი.
– თინათინ, სინანულით ჩაილაპარაკა ელენემ.
– არა ელენე, მაგ სახელზე აღარ ვბრაზდები და აღარც ნერვები არ მეშლება, ის თინათინი აღარ ვარ, გამოვედი მაგასაკიდან, მაგრამ მემგოონი შენ ჩარჩი იქ, დაფიქრდი, სანდრო წასვლას აპირებს შენც ხო ხედავ, არა მთელი წლის მანძილზე არ შეუწუხებიხარ, მისგან ნუღარ ელოდები, ახლა შენი დროა, სანამ დრო გაქვს. ამის თქმა იყო და უკანმოუხედავად დატოვა თიკამ ოთახი და გახევებული დატოვა ელენე. თავი ვეღარ შეიკავა და ხმამაღლა აქვითინდა.


– რა ლამაზი ხარ არ მჯერა, ანათებ ჩემო ძვირფასო, ელენემ თვალი შეავლო თეთრ კაბაშ გამოწყობილ ნინას და გულში ჩაიკრა,– მაპატიე რომ ამდენი ხანი არ ჩამოვედი, შენს გვერდით არ ვიყავი.
– დღეს სენტიმენტალურ საუბრებს არ ვართ, რაც იყო იყო, არ მინდა დღეს ვიტიროთ, შეცდომებს ვუშებთ მაგრამ მას აღარასდროს ვიმეორებთ, თიკა მარტოა, მიდი მასთანაც, ვიცი რომ თქვენი შეხვედრა სახარბიელო ვითარებაში არ შედგა, მაგრამამ წარსული გაქვთ, შენ სანდროს და თიკას, რომელიც თქვენ საუკეთესო მოგონებებთან ასოცირდება, არ ღირს ამ გაურკვევლობის გამო ყველაფრის გათელვა, შენც კარგად იცი თიკა არაა დამნაშავე, დაელაპარაკე, საერთო წარსული, რომ არა ერეკლეს რჩეულია და ვალდებული ხარ.
– მადლობა რომ ასეთი კარგი ხარ, მადლობა რომ ყოველთვის სწორი გზის დასაწყის მისჩვენებდი.


კარი ფრთხილად შეაღო და თიკას დანახვისას ჩაეღიმა, გოგონა გვირგვინის გაკეთებას ცდილობდა ისე რომ საგულდაგულოდ დავარცხნილი თმა არ აებურდა, ნელ–ნელა მიუახლოვდა და ხელი გაუწოდა, თიკაც მიუხვდა ჩანაფიქრს და გვირგვინი მიაწოდა, ელენემ კიდევ ერთხელ შეათვალიერა და გაუღიმა,– ზუსტად ისეთი კაბაა როგრსაც ბავშვობაში ნატრობდი, ეს გვირგვინი კიდევ ძალიან გიხდება, გუშინ ცოტა ზედმეტი მომივიდა, ვფიქრობ ყველას არასწორად გექცეოდით, სიმართლე ვერ ავიტანე, იმაზე კი არ დავფიქრებულვარ, რომ სამყარო ჩემს გარშემო არ ბრუნავს.გულწრფელად გიხდი მადლობას, რომ შემახსენე ვინ ვიყავით ერთმანეთისთვის.

–თიკამ ცრემლები ვერ შეიკავა ცალი ხელით ფრთხილად მოიწმინდა ისე რომ მაკიაჟი არ გაეფუჭებოდა და ელენეს ჩაეხუტა.



წყვილი დარბაზში რა თქმა უნდა ქართული ტრადიციული სიმღერის ფონზე შევიდა, სტუმრები ტაშს და შეძახილებს არ აკლებდნენ, წყვილს უკან მეგობრები და ოჯახის წევრები მიჰყვნენ. ელენე რჩეულებს შორუს რჩეულად გამოიყურებოდა, ტანზე მომდგარი ატლასის კაბა, რომელიც მის სხეულს კიდევ უფრო გამოკვეთდა, ბარძაყზე ღრმად შეჭრილი, საკმაოდ დიდი დეკოლტიც, ელენს იდეალურად წარმოაჩენდა, წითელი ტუჩსაცხი კი კიდევ უფრო გამომწვეს და მიმზიდველს ხდიდა.
– ასეთი ლამაზი ქალბატონი მარტო რატომ დადის, უცბად წამოეწია, ხელკავი გამოსდო და ელენესტან ერთად განაგრძო გზა.
– სანდრო, ნუ სარგებლო იმით რომ აქ ერთი ამბის ატეხვა არ შემიძლია! გაფრთხილებ ეგ ხელი გასწიე და მშვიდად გამშორდი, – ეცადა მკაცრი და მომთხოვნი ყოფილიყო მისი სიტყვები, მაგრამ მისი ხმის ტემბრი კარგად ამხელად მის სისუსტეს.
– და ატეხე ვინმე ხელს გიშლის შენ რამეში? მეეჭვებაა, ზედ მის ყურთან დაიჩურჩულა და იგრძნო როგორ შეიშმუშნა ელენე, მაგრამ ხელი განზრახ არ გაუშვა და მასთან ერთად გააგრძელა გზა.
– სანდრო დღეს მთელი საღამო კუდში უნდა სმდიო?
– შევხედავ სიტუაციას და მერე გადავწყვეტ.
– შემეშვი და შენ საქმეს მიხედე, არ მაქვს შენი ნერვები, აქ რისთვისაც ჩამოვედი კარგად იცი, ნურაფრის იმედი ნუ გექნება.
– ელენე რატომ იძაბები? მე რამე გკითხე? ხედავ ისე შენ იწყებ ამაზე საუბარს, მემგონი ძვირფასო გინდა რომ ისევ გეხვეწო, მაგრამ არა ჩემო საყვარელო, მაცდურად გაუღიმა თვალი ჩაუკრა და ტუჩს კუთხეში ნაზად აკოცა.ელენეს მთელი სხეული აუკანკალად, სანდრო კი უკანმოუხედავად გაემართა წყვილისკენ.

თითქმის ორი საათი იყო გასული რაც ამ დიდებულ ქორწილში იმყოფებოდა, მაგრამ გართობას ვერ ახერხებდა, მაშინ როდესაც საუკეთესო მეგობრების ქორწილში ყველაფერი თავზე უნდა დაემხო. ამ ყველაფერს ისიც უმძაფრებდა, რომ სანდრო, ელენესგან მაქსიმალურად შორს იჭერდა თავს, თითქოს ცოტახნის წინ შემდგარი საუბრით დაანახა, რომ სანდრო კვლავ ელოდაა ახლა მისი ჯერი იყო, მას უნდა გადაედგა ნაბიჯი, ამ ფიქრებში იყო როდესაც დაინახა ვიღაცა ლამაზმანი სანდროს როგორ ეტმასნებოდა, ვერღარ მოითმინა ჩანთას ხელი დაავლო და მასტან მიირბინა, არც კი უფიქრია ბევრი ისე გააკეთა ეს ყველაფერი.
– ძვირფასო რამდენი ხანია გეძებ, შენ კი აქ ყოფილხარ, ნაზად გაუღიმა მამაკაცს ხელკავი გამოსდო და თავი მსუბუქად მიადო მხარზე.
– სანდროომ გაკვირვებულმა დახედა და სიცილი ძივს შეიკავა, თვალებში კმაყოფილების ჭნკები დასთამაშებდნენ, მიხვდა ელენემ რატომ მიირბინა მასთან.
– ბოდიში ძვირფასო, ნაცნობებთან საუბარს შევყევი და დამნაგვიანდა ცოტა.
– არაუშავს, საყვარელო, სამაგიეროდ მე მოვედი, იმედია მეც არ დამაგვიანდა.
– ქალი ვერ გაერკვა წყვილის უცნაური საუბრის არსში და ყველაფერს ამჯობინა იქაურობას გასცლოდა.
– ელენე შენი საქციელი რას მივაწერ? ან შემდეგი მიმართვები, ძვირფასო, საყვარელო, თან მაცდურად იღმოდა და ცალი ხელით ელენეს ახლოს იზიდავდა.
– არაფერიც არ არის, ვიფიქრე ის ქალი თავს გაბეზრედა და ვეცდე გადამერჩინე.
– მადლოაბა, მაგრამ ასე არ იყო, თუ ასე ჩათვალე არაუშავს ნამდვილად კეთილი საქმე გააეკთე, ახლა ვფიქრობ უნდა გავიდეთ და მე და შენ დავილაპარაკოთ.
– არ მინდა არსად არ მოვდივარ.
– როგორც არ გინდოდა წეღან გეტყობოდა, ის ქალი ლამის ცოცხლად დამარხე!
– გეყოს, მხარეზე დაარტყა და თვალები დაუბრიალა,– აზვიადებ, ეგრე არ იყო უბრალოდ, ვიფიქრე დახმარება და თავის დაძვენა გინდოდა. ჯიუტად არ ტყდებოდა და თავის პოზიციის დაცვას აგრძელებდა.
– კარგი როგორც გინდა , მაგრამ ახლა გამომყევი.– ელენე აღარ შეწინააღმდეგებია და უხმოდ აედევნა უკან, ხელჩაჭიდებულები მიუყვებოდნენ კარისკენ მიმავალ გზას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent