შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გამოღვიძება


8-03-2023, 16:24
ავტორი khatuna kakachia
ნანახია 727

გამოღვიძება
თავი 1

ანაბელი

2018 წლის 15 აგვისტო.

ღამეა, წვიმს. მივუყვები ქუჩას რომელიც ჩემთვის სრულიად უცნობია. მივუყვები ისე, რომ არც კი ვიცი სად მიმიყვანს გზის დასასრული. სიჩუმე. სიჩუმე და არაფერი სიჩუმის გარდა. ქარი ქრის, მაგრამ მისი ხმა კი, არ ისმის. უბრალოდ მის გაჰკვრას ვგრძნობ სახეზე, ქარიშხალივით აბობოქრებულ თმას ქართან ერთად აჭარულს რომ ცეკვავს. ტანსაცმელიც ქარს მიჰყვება და მჭიდროდ მეკვრება ტანზე. ახლა მხოლოდ ფიქრებიღა დამრჩა. უსასრულო ფიქრების მოლოდინში, თუ როგორ მოვედი აქ.
პარიზის ერთ ერთი წვრილი ქუჩაა და ირგვლივ სიჩუმეა. თან არავინ მახლავს. მეშინია. უკანა შარვლის ჯიბეში ტელეფონს ვიღებ, ვრთავ და რას ვხედავ, დამჯდარია. ესღა მაკლდა. ტირილი მინდა და ვერც კი ვტირივარ. როგორ წავიდე ჩემს 15 კვადრატიან სახლში, სახლში სადაც წიგნების გარდა არავინ მელოდება. როგორ მინდა ვინმემ დამირეკოს და მითხრას « ანაბელ სად ხარ ? » მე კი ვპასუხობდე « 5 წუთში სახლში ვარ, არ ინერვიულოთ. » ნეტავ. მაგრამ ჩემი დედიკო, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ვაინტერესებდი დავავიწყდი. ხან ვახსოვარ ხან კი ჩემს სახელსაც კი ვერ იხსენებს. ფიქრებმა გამიტაცა, გზას მივუყვები და თან ვმღერი ან ჩემთვის ვბუტბუტებ. ირგვლივ უკუნითი სიჩუმეა.
გზად კაფე შემომხვდა, ღია იყო და რა თქმა უნდა შევედი. კაფეში გოგონა დამხვდა. თბილი ღიმილით და ფრანგული სახით. დაახლოებით 1.70 სიმაღლის თხელი აღნაგობის ცისფერთვალება, ქერა გოგონა. რალამაზია გულში ჩავილაპარაკე და მივესალმე.
-Bonsoir. Est- ce que vous savez ou est station de métro ?
ვკითხე და თან ვცდილობდი ხელები გამეთბო.

-Bonsoir mademoiselle ! ah, oui il fait trop froid, oui bien sur je sais.
მითხრა და წამიერად გული გამითბა და იმედი მომეცა.

-მარჯვნივ, რომ გაუხვევ ეკლესია შეგხვდება ეკლესიის პირდაპირ ჩაუყვები და voilà მეტროც იქვეა. გინდა ყავაზე დაგპატიჟებ, გაყინული ჩანხარ.
უარის თქმა ძალიან არ მინდოდა მაგრამ მინდოდა მეთქვა, რომ სახლში მეჩქარებოდა. მაგრამ რომელ სახლში ? იმ სახლში სადაც მიმატოვეს ? გამყიდეს და მომატყუეს ?
-კი, მინდა. კარგი იქნებოდა.
და წავედი დასაჯდობად.
ორიოდე წუთის შემდეგ ყავა მოიტანა, გამოვართვი და პირველი ყლუპი ისე მესიამოვნა თითქოს არასოდეს დამელიოს ყავა და პირველი გასინჯვა ყოფილიყო.
-აბა აქ რამ მოგიყვანა ლამაზო უცხოელო ?
მკითხა და ჩამეცინა.
-როგორც ვხედავ ღამის ცვლაში მუშაობთ. სწავლობთ ?
კითხვა შევუბრუნე. ჩემს კითხვას თითქოს თავი ავარიდე. ან რა უნდა მეთქვა, როგორ მეპასუხა ?რას გავურბოდი ?
-ეს ჩემი კაფე გახლავთ. ორი წელია გავხენი და ჩემი ცხოვრების ერთ ერთი ოცნება ავისრულე. ახლა კი შეყვარებულს ველოდებოდი. გაგიმართლა უცხოელო, ღამით არ ვმუშაობ.
რა მაგარია, როგორ მარტივად მითხრა ,, ჩემი ცხოვრების ერთ ერთი ოცნება ასრულებულია,, და ნეტავ აქამდე მოსასვლელად რამდენი დრო, სიძლიერე, ნებისყოფა და მოტივაცია დასჭირდა.
-საამაყოა, როგორი მიზანდასახული ყოფილხართ, ამ ასაკში რომ თქვენი კაფე გაქვთ, თან საკმაოდ გემოვნებიანი.
-სინამდვილეში ეს მამას დამსახურებაა, მამამ მაჩუქა და მე გავუძეხი.
რათქმაუნდა, ჩავილაპარაკე. გავლენიანი მშობლები. ვის შეუძლია ყველაფერს თავისი შრომით მიაღწიოს.
-შენზე ჯერ კიდევ არაფერი მოგიყოლია.
შევყოყმანდი, თითქოს ეს გოგონა გულკეთილი და გახნილი ჩანდა, მაგრამ მაინც რაღაც მაბრკოლებდა რომ არ მომეყოლა მისთვის ჩემს შესახებ. უკვე ჭკუა უნდა მესწავლა. არ უნდა გადამესაშა გული ადვილად როგორც ადრე.
-როგორც უკვე აღნიშნე, მე ერთი ჩვეულებრივი უცხოელი ვარ, რომელიც პარიზში არის სასწავლებლად ჩამოსული. ასევე სწავლასთან ერთად ვარ ფოტომოდელი, ამით ვირჩენ თავს აჟამად.
-და აქ რამ მოგიყვანა, მარტო რატომ ხარ ?
აქ ძალიან გავიჭედე და პასუხიც დავაყოვნე, თვალი ავარიდე და იატაკს ვუყურებდი.
- ვსეირნობდი, პარიზული ქუჩების მონახულება გადავწყვიტე და დავიკარგე.
-არა, ესე მარტო სიარული არ შეიძლება. პარიზი არაა უსაფრთხო ქალაქი. და არც ისეთი არაა როგორსაც ფილმებში აღწერენ და გინახავს. ერთი დიდი ლაბირინთია თავისი სილამაზითა და ღირსშესანიშნაობებით. ამიტომ არავის ენდო.
და გოგონას ბოლო წინადადება გულზე ისარივით მომხვდა და შევხედე. მართლიც იყო, არავის არ უნდა ენდო.
-კი, უკვე მივხვდი. მართლაც სილამაზისა და ამოუხსნელობის ლაბირინთში ვცხოვრობთ.
როგორ მინდოდა იმ წამს ვინმეს ჩავხუტებოდი და გულამოსკვნილი მეტირა, მომეყოლა ჩემი ტკივილის შესახებ, რომელიც შიგნიდან მჭამს და მანადგურებს. და ჩემი ცხოვრების ბოლო შემთხვევამ სულ მთლად დახატა ყველაფერი. ან თუნდაც რომ მყოლოდა ისეთი ადამიანი ვინც გამამხნევებდა და სტიმულს მომცემდა, რაკარგი იქნებოდა...
-მგონი ფიქრებში წახვედი უცხოელო.
-ამმ, ჩემი წასვლის დროა, თან სახლშიც მელოდებიან ინერვიულებენ.
ინერვიულებენ ? და ვინ ინერვიულებს ანაბელ ?
- ძალიან სასიამოვნო იყო შენთან საუბარი, კიდევ შემოიარე.
მადლობა გადავუხადე და წამოვედი. წამოვედი, და დავუბრუნდი ჩემს უღიმღამო ცხოვრებას.


რა ხდება, მაშინ როდესაც შენი არ სჯერათ, გყალატობენ და გატყუებენ.
ეს ისეთია რაც, გულში დანა ჩაგარტყან და სისხლი არ მოგდიოდეს, ან ვერ მოგდიოდეს, რადგან ეს გრძნობა ყინულია, რომელიც სუნთქვის საშუალებას არ გაძლევს. ეს გრძნობაა, რომელმაც მოგკლა და ცოცხლად დაგმარხა.
და რა ხდება ამის შემდეგ ?
ტკივილი, იმისა რომ გიღალატეს, მოგატყუეს. შემდეგ მონატრება მოსდევს ? მონატრება იმ ადამიანის ვისი მოკვლაც გინდა ამ წამს და გგონია, რომ მის გარეშე ვერც კი ისუნთქებ? და გეშინია, შიში გაქვს, რომ მარტო დარჩი. არავინაა შენს გვერდით ვინც, განუგეშებს, დაგამშვიდებს და უბრალოდ გეტყვის, რომ ყველაფერი კარგად იქნება. უბრალოდ დრო სჭირდება. მაგრამ იმედები გიცრუვდება, არაფერსაც არ კურნავს დრო, პირიქით უფრო გიღრმავდება ჭრილობები და ამატებენ კიდევაც. ყველა ვინც იმ დროს შენს გვერდით იყო, დღეს უბრალოდ ნაცნობია. გახდნენ უცხოები შენთვის და ვიღაცისთვის ახალი მეგობრები. მეგობრები, რომლებსაც კიდევ ერთხელ უღალატებენ. არავის არ უნდა ენდო. რა მნიშვნელობა აქვს ის შენი შეყვარებულია დედა თუ მეგობარი, არავის არ უნდა ენდო, არც საყვარელ ადამიანს და არც საკუთარ თავს. უბრალოდ არ ღირს. არ ღირს, რომ გულში თავიდან მოგხვდეს ტყვია, არ ღირს. მიენდე შენს მიზნებს, ოცნებებს, რომლისთვისაც დაიბადე. ცხოვრება არაა მარტივი გზა, მაგრამ ყოველთვის არის კარი, რომელიც შეგიძლია შეაღო შენი უკეთესი მომავლისთვის. იბრძოლე და არ დანებდე. თუ დაეცი ადექი, რადგან რაღაცის ბოლო, რაღაცის საწყისია.
ასე უნდა ყოფილიყო. უნდა დავშორებოდი იმ ადამიანს, რომელიც ჩამოსვლის დღიდან ჩემთან იყო. ადამიანს რომელსაც ყველაფერს ვუზიარებდი. ჩემი გული ამდენი ხნის შემდეგ გავუღე ადამიანს, რომელიც მეგონა, რომ ამ ქვეყნად ერთადერთი მამაკაცი იყო, რომელისთვისაც შემეძლო გამენდო ის უმნიშვნელოვანესი დეტალები ჩემი ცხოვრების რომელიც მხოლოდ მე ვიცი, მიმენდო ჩემი სხეული ადამიანისთვის პირველად. იმდენი პირველად იყო ჩვენს ცხოვრებში ერთად განხორციელებული... ნეტავ საერთოდ არ შემხვედროდა ამ დაწყევლილ ქვეყანში. ნეტავ ჩემთვის არ ეღალატა. ნეტავ არ მომეყოლა არაფერი. და რამდენი ნეტავ არის ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ დროს უკან ვერ დავაბრუნებ.
სახლი გასაღებით გავაღე. ირგვლივ სიბნელე იყო. შუქი ავანთე, მაგიდა დაწყობილი დამხვდა მიმოფანტული ვარდებითა და ჩემი საყვარელი კერძის სუნი იგრძნობოდა არემარე.
-მოხვედი საყვარელო ?
უკნიდან ხმა გავიგე და ტვინში სისხლი ჩამექცა.
-შენ აქ რას აკეთებ ? აქ რა გესაქმება ? როგორ გაბედე აქ მოსვლა და კიდევ ერთი შოუს მოწყობა ? შენ ჩემი არასდროს არ გჯეროდა. არ გჯეროდა ჩემი შესაძლებლობების. შენ მე ვინ გგონივარ, არ გეყო ის რაც გამიკეთე ? არ გეყო რომ გულში დანა ჩამარტყი და მომკალი ? ჩემს თვალწინ, ჩემს თვალწინ მატყუებდი და კიდევ ჩემთან იყავი, როგორ გენდე, როგორ მიგანდე ჩემი ცხოვრება. უკვე მერამდენედ მტკენ გულს. რომ წავედი ეს იმის ნიშანი არ იყო რომ უნდა გამქრალიყავი ჩემი ცხოვრებიდან ? გაეთრიე ჩემი სახლიდან და აღარ გაბედო აქ მოსვლა. გაეთრიეეე.
-ანაბელ, მე შენ მიყვარხარ. გთხოვ ამ სისულელის გამო ნუ დავანგრევთ ჩვენს ურთიერთობას. ნახე, ბეჭედი მოგიტანე. ეს შენ დიდი ხნის წინ გიყიდე და მოცემა ვერ გავბედე. მიდი გაემზადე და სხვა ქვეყანაში, ახალი ცხოვრება დავიწყოთ.
-არა დეივ, ეს სულაც არ ყოფილა სისულელე. მოცემა ვერ გაბედე არა ? იქნებ ეს ბეჭედი სხვას უყიდე და ახლაც მატყუებ ? გაეთრიე ჩემი სახლიდან დროზეეე დროზეეეე
ვყვიროდი და თან ხელთ რაც მომხვდებოდა ვესროდი.
წავიდა. წავიდა და ჩემი სიამაყე, სიყვარული და ჩემი მთელი შინაგანი სამყარო ამ ჭიქებივით დაიმსხვრა.
ახლა რა უნდა ვქნა, მაინცდამაინც მე რატო. მე რატომ მტკენენ სულ, არ შეიძლება რომ ბედნიერი ვიყო ?

გათენდა, იმღამეს საერთოდ არ მძინებია, ვტიროდი და ბოლოს საათს რომ დავხედე 6 იყო. საწოლიდან ადგომაც კი მკლავს, მაგრამ მოვალეობები მაქვს შესასრულებელი.
ცხოვრება უნდა გავაგრძელო. წარსულმა არ უნდა გამანადგუროს, ჩემს თავს მხოლოდ მე დავეხმარები. მაგრამ, როგორი რთულია ისე გაგრძელება ცხოვრების თითქოს არაფერი არ მომხდარა. როგორი რთულია ღმერთო...
ავდექი და ცხელი შხაპი მივიღე, გავემზადე და ყავა დავლიე. შემდეგ დღის გეგმები ჩამოვწერე.
- 9.00 ისტორიის ლექცია რომელიც 2 საათი გრძელდება.
- 12.00 საუზმე
- 13.45 ფოტოგადაღება
- 16.35 წიგნის პრეზენტაციაზე წასვლა.
- 17.50 სახლში მოსვლა და მეცადინეობა.

უნივერსიტეტში დეივი შემეფეთა. რათქმაუნდა საუბარი უნდოდა. სიტყვაც არ მითქვამს ისე ავედი ოთახში. არ ვაპირებ მის საუბარს მოვუსმინო ოდესმე. ლექციაზე გონებაგაფანტული ვიყავი, რაც არ მჩვევია, ვფიქრობდი ათას რაღაცაზე. ვფიქრობდი და თან ვწერდი.
ფოტოგადაღება როგორც წესით ბუნებაში უნდა მქონოდა მაგრამ, გადაწყვიტეს რომ იქნებოდა ერთ ერთ მუზეუმში. უნივერსიტეტიდან ადრე გამოვედი და წავედი მუზეუმში. დღეს ახალი ფოტოგრაფი უნდა მოსულიყო. ამიტომ მეც გამოვიცვალე ჩავიცვი და ველოდები. ირგვლივ გოგონები არიან. ყველა განსხვავებული და ლამაზია. მაგიდაზე ფოტოგრაფის ნამუშევრები იყო, დამაინტერესა მივედი და ვათვალიერებდი. მართლაც, რომ ნიჭიერი ყოფილა. ძალიან ლამაზი ნამუშევრები აქვს. ჩავილაპარალე და უეცრად ხმა ისმის
-აბა გოგონებო, დავიწყოთ ? ჩემთან ერთად ჩემი მეგობარი ფოტოგრაფი უნდა ყოფილიყო მაგრამ ვერ მოდის გუშინ წინ გამოფენა ჰქონდა და გადაღებებზეა ისევ და ისევ წასული. აბა ვის გადავუღო პირველს ?
ფოტოები გამივარდა ხელიდან და ირგვლილ სიჩუმემ დაისადგურა ყველაფერი მიმოიფანტა. დავიბენი, შემრცხვა. ალაგება დავიწყე და თვალი მოვკარი პატარა გოგოს ფოტოს შავ თეთრში. ასაღებად წავედი, ავიღე და
-არაუშავს, მე მივხედავ მომეცი.
თქვა ფოტოგრაფმა
დავიბენი და მივაწოდე.
ეს გოგონა ვინ იყო ფოტოზე ? რატომ მახსოვს მისი სახე?
გადაღების პერიოდში ძალიან მორიდებული ვიყავი. ჩავიცვი და წავედი სახლში. დავინახე ფოტოზე ფოტოგრაფის სახელი და გვარი. როგორც კი მივედი ამ ბიჭის ინფორმაციის ძიება დავიწყე.
ადამ აიდემი თურქი ფოტოგრაფი. ძალიან მომხიმბვლელი და სიმპატიური. დაბადებული 1990 წელს.
თვალები გადმომიცვივდა. გავოგნდი. არ არსებობს. როგორ შეიძლება ეს ყველაფერი დამთხვევა იყოს. დავიწყე ჩემი ბავშობისდროინდელი ფოტოების ძებნა. ზუსტად ვიცი იმ პატარა გოგონას და მე რაღაც გვაკავშირებს, ვიცი ვგრძნობ.
ვერაფერი ვიპოვნე რაც გამიმარტივებდა ამოცანის ამოხსნას. ახლა რაუნდა ვქნა, როგორ გავარკვიო ვინ არის ის პატარა გოგონა. ის ბიჭი ხოარ ვნახო და ამის შეხასებ ხოარ მოვუყვე ? ანდაც არა, რას იფიქრებს. გიჟიაო იტყვის. მაგრამ რაუნდა ვქნა...
დავწექი და ჩამეძინა.
მეორე დღეს გამახსენდა ვისთვის უნდა დამერეკა ამის გასარკვევად. ტელეფონი მოვიმარჯვე და დავრეკე იმ იმედით, რომ გამიხსენებდა.
-დედა, გამარჯობა როგორ ხარ ?
-ანაბელ, რამდენი ხანი გელოდებოდი შვილო. რატომ არ დამირეკე ? არ მინდა აქ, ამ ქალთან. რაღაც წამლებს მასმევს. გთხოვ წამიყვანე შენთან.
ცრემლები ვერ შევიკავე. და ვუთხარი
-ჩემო საყვარელო დედიკო, იცი როგორ მიხარია რომ გახსოვარ. აქ ვსწავლობ მე მალე ჩამოვალ, დამელოდე.
როგორ მინდოდა ახლა მის გვერდით ვყოფილიყავი და ეს სიტყვები ჩემს თვალწინ ეთქვა.
-დედა, მაინტერესებს თუ გახსოვს მამამ რომ წამიყვანა ბავშობისას ფოტოს გადასაღებად. მართალია მას შემდეგ დიდი დრო გავიდა მაგრამ, იქნებ გაიხსენო ის ფოტოები, ან იქნებ შენახული გაქვს...
- ანაბელ, მალე ჩამოდი შვილო. ბაბუასთან წაგიყვან არ მოგენატრა ?
რათქმაუნდა, როგორ ემახსოვრება. დებილი ვარ. ყურმილი დეიდამ აიღო. დედას ის უვლის. რაც მამა და დედა დაშორდნენ დეიდა დედასთანაა. არ შორდება. მეც მინდა ასე ვუყვარდე ვინმეს. ასე უსასრულოდ.
იყო დრო, როდესაც ყველანი ერთად ბედნიერად ვცხოვრობდით. საქართველოში ერთ ერთ ძალიან ლამაზ სოფელში. მეც ბედნიერი ვიყავი. მეც მყავდა მეგობრები, მეც ვიცინოდი. ძალიან რთულია როდესაც ჰაერი არ გყოფნის რომ ისუნთქო, ტირილი გინდა მაგრამ ვერ ტირი და გამთენიისას გაწუხებს საშინელი სიზმრები.
როდესაც დედა პირველად ცუდად გახდა მარტოები ვიყავით სახლში. მამამ უყვირა, დაარტყა შემდეგ წავიდა და მას შემდეგ არ მინახავს. დედა დაეცა და გონება დაკარგა. 1 კვირა საავადმყოფოში ვიყავით. დიაგნოზად კი უთხრეს, რომ მძიმე სისხლჩაქცევა მიიღო და დროდადრო თავი უნდა გადაემოწმებინა. რათქმაუნდა პერიოდულად გული მისდიოდა და პერიოდულად რაღაცეები ავიწყდებოდა. ერთ დღეს, როდესაც გამოცდის დღე მქონდა, უნივერსიტეტში დილით ადრე წავედი. ვინც ჩააბარებდა მაღალ ქულებზე პარიზში უშვებდნენ სასწავლებლად. ისე მეშინოდა ლამის გამოცდაზე გავშეშებულიყავი. ხელები მიოფლიანდებოდა, გული მიჩქარდებოდა.
ჩავაბარე. თან ისე ჩვაბარე, რომ მაღალი ქულები ავიღე. ჩემს სიხარულს დედამიწა ვერ იტევდა. ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი და დედასთვის მეთქვა ეს ამბავი. მივედი და დედას ჩავეხუტე.
-დედააა, ჩავაბარე დედიკო. პარიზში მივდივარ
-ასე ადრე რატომ მოხვედი სკოლიდან ანაბელ ? ისევ გამოიპარე არა ? მიდი ხელები დაიბანე, დაჯექი და საჭმელს გამოგიტან… გაგიმართლა, დღეს არ გაგიბრაზდები. ღამით მამამ კაფეში დაგვპატიჟა...
დედამ იმ დღეს სრულიად დაკარგა მახსოვრობა. დაავიწყდა ყველა თავისი ცხოვრების საშინელი მომენტი და დაიწყო ცხოვრება იქიდან საიდანაც ბედნიერი იყო.
ავდექი და წამოვედი. გამოვექეცი პრობლემებს და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დავიწყე. დედას დღემდე დეიდა უვლის. მე კი პერიოდულად ვაკითხავ.

დივანზე მოვთავსდი ავიღე ჩემი კალამი და დღიური და ასე უბრალოდ დავიწყე წერა

« როდესაც არ გყავს ისეთი ადამიანი ვისაც საათობით ესაუბრები, უბრალოდ წერას იწყებ. წერ ყველაზე და ყველაფერზე.
რთული მისიაა იყო ადამიანი, და უფრო რთული იყო პიროვნება. ყველა ჩვენგანისთვის ზოგჯერ ძალიან რთული ხდება ამა თუ იმ მოვლენის ატანა, რაიმე შინაგანი პრობლემის გადაჭრა, დეპრესიიდან თავის დაღწევა. სწორედ მაშინ ვიმარჯვებ კალამსა და ფურცელს, ჩემთვის ამ ყველაფრიდან თავის დასაღწევად გამოსავალია წერილობითი პრაქტიკა. ამ დროს მხოლოდ წერაზე ფიქრობ. წერ და გადადიხარ სხვა სამყაროში. წამიერად ეთიშები შენს პრობლემებს. ჩემი წერილობითი პრაქტიკა კიდევ ერთი ფსიქოთერაპიული ინსტრუმენტია მთავარი ის არის, რომ მე ვწერ ჩემს ცხოვრებაზე.
სოფელზე ფიქრის დროს პირველ რიგში ვინ გახსენდებათ ? მე ჩემი მზრუნველი და ყველაზე საყვარელი ბებია მახსენდება. არასოდეს დამავიწყდება მისი ტკბილი სიტყვები.
როგორ მინდა პატარა ვიყო. უდარდელი, საყვარელი და მუდამ ღიმილიანი გოგონა. ვიყო ბებიასთან და ბაბუასთან სოფელში, მშვიდად და თავისუფლად. ძალიან მიყვარს ჩემი სოფელი. მიყვარს ახლადამოსულ მწვანე ბალახს რომ დაჰყურებ და მიწის სუნს გრძნობ. ზაფხულში აყვავებული ხის ქვეშ რომ ჩამოჯდები, წამობერილ ნიავზე თოვლის ფიფქებივით ჩამოცვენილი ყვავილის ფოთლების და იქვე ახლადდამუშავებული მიწის სუნი რომ მთელს სხეულში სასიამოვნოდ დაგივლის.
სოფელში სხვა ჰაერია. ყოველ ჩასვლაზე ვგრძნობდი ამ ჰაერს. მთელ სხეულში ჟრუანტელი დამკრავდა ხოლმე. როგორ მენატრება, ტკივილამდე მენატრება. »

ჩემი დარდი ფურცელზე გადმოვიტანე, ცოტა განვთავისუფლდი და დავიძინე.



№1  offline წევრი khatuna kakachia

გაგრძელება იქნება.
გთხოვთ დამიწეროთ კომენტარი თუ მოგეწონათ... ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent