შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ მე'ფერები (სრულად)


14-03-2023, 22:29
ავტორი sameone crazy girl
ნანახია 34 105

01.09.2022 - 14.03.2023 შენ მე ფერები, ისტორიის წერის დაწყებიდან დასასრულამდე უამრავი რამ მოხდა ჩემ ცხოვრებაში , ბევრი გადაატანინა და ბოლოს ვერ . დასასრულის დროა, ყველა სიტყვა ზედმეტია ზოგჯერ, ხანაც ზუსტად ისე იწერება როგორც საჭიროა და არ ვიცი ამჯერად რამდენად დიდია საჭირო და არასაჭირო ეპიზოდებს შორის სხვაობა. ეს ის ამბავია რომელიც მეტად ვიგრძენი ვიდრე გადმოვეცი და მაინც იმედს ვიტოვებ თუ შენ , მკითხველო კითხვა დაიწყე არ ინანებ დაკარგულ დროს. დანებებული პირველად ვტვირთავ დასრულებულ ისტორიას, როგორც წესი წერის პროცესში ვპოულობ ძალას ... შემდეგი არ ვიცი როდის იქნება, არც ის ვიცი როგორი იქნება ან საერთოდ იქნება თუ არ , მაგრამ ყოველთვის იცოდეთ, რომ თქვენთან ჩემი ურთიერთობა არის სულ'არეულობის ყველაზე დალაგებული , მშვიდი, თავისუფალი სივრცე.
სულ'ჩამქრალი სულ'არეული მორიგი ისტორიის ბედნიერი დასასრულით...

......................

1998 წლის 27 მარტს სამშობიაროს მოსაცდელ ოთახში გოთუების ოჯახი რომ შევიდა ჩადუნელები უკვე აღნიშნავდნენ ვაჟის დაბადებას.
-გილოცავთ ... - გულმა ვერ გაუძლო, შორიდან მიულოცა და განაპირა მდგომ სკამზე ჩამოჯდა სიგარეტის ღერით ხელში
-პირველია ძმა? - გარკვეული დროის შემდეგ კაცი გვერდით მიუჯდა და ჭიქა მიაწოდა. ახლობლების უმეტესობა სახლებში გაეშვა და ერთი ორი ძმაკაციღა ჰყავდა გვერდით
-კი
-მეც ეგრე ვიყავი პირველს რომ ველოდით... გაგვიმართლა კაცები ,რომ ვართ . მე უკვე მესამეს მამა ვარ და კიდე არაა გოგო , არადა პირველივე გოგო მინდოდა . მოუწევს ჩემს ქალს მეოთხეს გაჩენაც - ნასვამი იყო უკვე,მაგრამ აშკარად არ დარდობდა იმდენად რამდენადაც გოთუა
- ჩვენ ახლა თუ გადავრჩით მე მეტჯერ ამ რისკზე ნამდვილად ვეღარ გავუშვებ ...
- დაიცა დამშვიდდეთ, მოეფერო, წამოზარდოს ბავშვი ეგრევე მოგინდება მეორე
-ორნი არიან ... ძლივს მოვედით 36 კვირამდე . გული ცუდს მიგრძნობს და ოღონდ სამივე კარგად იყვნენ და ღმერთს მეტს არაფერს ვთხოვ- მარტოდ დარჩენილმა სრულიად უცნობს ისე გაუზიარა საკუთარი დარდი თითქოს დიდი ხნის მეგობარი იყო
-ყველაფერი კარგად იქნება ძმაო, ღმერთი თქვენკენ... ჯერ მაინც არავინ ჩამოვა, წამო სამლოცველოში ავიდეთ . შენებმა არ იციან აქ რომ ხართ? -წამში შეეცვალა განწყობა ჩადუნელს, მთლიანად გადაეწყო გოთუას სადარდებელზე
-ზუგდიდში არიან ყველანი, ნათესავის ქორწილში და ხვალამდე არ ჩამოვლენ ... არ მინდა შეგაწუხოთ, თქვენი სიხარული ჩაგამწაროთ
-მე ბავშვიც ვნახე, ქალიც , ექიმიც, კიდეც დავლოცე . ყველა ფორმალურ ,არაფორმალურ ამბავი გავლილი მაქვს . ჩემ წილ მადლობას ვეტყვი ღმერთს - ღვთისმოშიში კაცი იყო ჩადუნელი, ქართველობისა და კაცობის თავისებური აღქმა ჰქონდა, თავისი მტკიცე პრინციპები . იმ დღეს თავისზე პატარა გოთუას ბიჭი მეგობრად მიიჩნია და წლების განმავლობაში ერთგულად მიჰყვებოდათ ეს მეგობრობა.
ორი მამის გულმხურვალე ლოცვამ განგება ვერ შეცვალა . გამთენიისას შეატყობინეს ერეკლე გოთუას გოგონას გადარჩენის და ვაჟის დაღუპვის ამბავი. ზედმეტად პატარა იყო ამ ყველაფრის გასაძლებად, მის ერთ ნაწილს მამობა ახარებდა , მეორეს ცოლის გვერდით ყოფნა და გლოვა სურდა. წონასწორობადაკარგული ჩადუნელმა დაიჭირა. ხელზე ძლიერად უჭერდა მერე კი ატირებულს ამხნევებდა.
-გოგოც სუსტადააო, ნინა ვერ გადაიტანს
-გამაგრდი ძმაო, შენი ორი ქალი ახლა მთლიანად შენზეა დამოკიდებული. შენი ნინა უნდა გაამხნევო, ექთანი მაღლა აგიყვანს, ჩემი სიდედრი ექიმია აქ იცნობს ვიღაცებს და ვიჩალიჩებ,რომ დიდხანს დაგტოვოს - ძლივს დამშვიდებულს უთხრა და მერე ყველაფერი გააკეთა ახალგაზრდა წყვილს ერთად ყოფნის საშუალება რომ ჰქონოდათ.
მიდიოდა და ფეხები უკან რჩებოდა, ცხოვრებაში პირველად უჭირდა ნინასთან შეხვედრა. უკვე გათენებული იყო, ქალი ფანჯრისკენ იყურებოდა სანამ მიუახლოვდებოდა და მის ფერმკრთალ, დაღლილ სახეს დაინახავდა. თვალები სულ მთლად დაბინდული ჰქონდა, ტირილისგან ძალაგამოცლილს სიტყვის თქმაც აღარ შეეძლო, ნახევარმა გულში რომ ჩაიკრა ერთად დაიტირეს დაკარგული ერთი .
-ანგელოზი გვყავს, ჩვენი ანგელოზი ღმერთთან და მეორე ანგელოზი აქ, რომელიც აუცილებლად ჩვენთან დარჩება - ფრთხილად კოცნიდა და ხელს არ უშვებდა- კარგად იქნება , იბრძოლებს და გაიმარჯვებს , ერთად მოვუგებთ სიკვდილს
- ერთხელაც ვერ ჩაისუნთქა , ვერ შევძელი, დამაგვიანდა, ძალა არ მეყო...სულ ჩემი ბრალია , გოგონას დაბადება იმდენად გამიხარდა მოვდუნდი, ვეღარ გავიჭინთე და დავაგვიანე. სულ ლურჯი იყო , ვთხოვე და ისიც მომიყვანეს მინდოდა გამეთბო, ჩემი ხმა გაეგო , თვალები გაეხილა , ჩაესუნთქა , სულ ერთხელ ,რომ ჩაესუნთქა...ექიმები იმდენს ცდილობდნენ . სულ ჩემი ბრალია, ჩემი ბრალია - ხმადაკარგული სიტყვებს ტირილის თანხლებით ძლივს ამბობდა, კაცს უჭირდა მისი დაჭერა, ემოციებს ვერ აკონტროლებდა -მაპატიე
-ჩშშ, არ განაგრძო... შენ ყველაზე ძლიერი გოგო ხარ, შენ ყველაზე კარგი დედა ხარ... შენ ჩემი სუნთქვა ხარ . ნუ ამბობ ეგრე, ნუ ამბობ ... დამნაშავე არავინაა, ყველაფერი უფლის ნებაა. ჩვენი მშობლები ვართ და ჩვენი გოგონასთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მასზე იფიქრე გთხოვ, მას ახლა ყველაზე მეტად შენ სჭირდები
-ისეთი პატარაა, სულ ციცქნაა ... იტირა,მაგრამ ძლივს . ექიმებმა მალევე წაიყვანეს, ინკუბატორში ჰყავთ . მითხრეს ჯერ ვერ გაჩვენებთო
-მშვიდად უნდა იყო, ხვალ ადგომა რომ შეძლო დღეს უნდა დაიძინო. გემუდარები ყველაფერი დაუჯერე ექიმებს
-ყველაფერი მტკივა - თავი ბალიშზე ედო , ბიჭი ხელებს უკოცნიდა და თმაზე ეფერებოდა
-გაივლის , დრო გავა და გაივლის , ოღონდ გაუძელი
-ერეკლე - წამალი მოქმედებდა უკვე , ძილს თავს ვერ ართმევდა
-მშვიდად იყავი, დაიძინე მე ორივეს მივხედავ - ქალს თავზე აკოცა და თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა. თავს ძლივს იკავებდა, შიგნიდან ტეხდა ტკივილი. იმ დღეს გაიზარდა, იქამდე დიდი ეგონა თავი ,მაგრამ იქ მიხვდა,რომ 19 წლის სულელი ბავშვი იყო ,რომელიც რამდენიმე საათში გადაიქცა თავისი პატარა ოჯახის საყრდენად.
ერთი შვილი მიწას მიაბარა მეორეს გადარჩენისთვის კი ლოცვის გარდა არაფერი შეეძლო. მეორე დღეს მთელი ოჯახი გვერდით ჰყავდა. შვება ვერ იგრძნო , პირიქით ,მშობლები კიდევ უფრო ამძიმებდნენ მდგომარეობას მოთქმა-გოდება არ წყდებოდა. არავის დანახვა აღარ შეეძლო და ჩადუნელს მიეკედლა.
-როგორ ხართ?
-უკეთ... ეს ორი დღე გადავიტანეთ, სტაბილურადაა. ნინას ადგომის უფლება მისცეს და მასთან იყო შესული, უფრო მშვიდადაა მას მერე რაც დაინახა . მითხრა შენს ცოლს, თამარას უნახავს ... მადლობა ყველაფრისთვის
-თამარა და დუდა ხვალ სახლში მიმყავს, მაგრამ იცოდე არ დავიკარგები. თუ რამე დაგჭირდება გვერდით მიგულე
-ძმა ხარ !
...................
-დედაშენთან წასვლა ნამდვილად არ გინდა?
-ხომ ვთქვი უკვე ზურა , სახლში მინდა ბავშვებთან
-ორივეს ისე მოენატრე გიჟებივით არიან
-სახლს იმედია თავდაყირა არ დამახვედრებ
-ჩემები მოვიდნენ , დაალაგებდნენ - საჭესთან იჯდა და ჩვილით ხელში მჯდომი ქალისკენ აპარებდა მზერას- კარგი , ვიცი ყველას გავუშვებ ... მარტო როგორ გაუმკლავდები ყველაფერს . ვინმე დავიტოვოთ
-არავინ მჭირდება , ავად არ ვარ. შენ მომეხმარები , მაგათი მომადლებული დახმარება რომლის დროსაც უფრო შემაწუხებენ არ მინდა !
-როგორც შენ იტყვი , მე ვეცდები სახლში ყოფნის დროს მოგეხმარო...იმ გიჟებს მაინც მოგაშორებ
-ნუ ეძახი ჩემს ბავშვებს სხვების მსგავსად გიჟებს, მათი განვითარება ნორმალურად მიმდინარეობს და არა ზოგ-ზოგიერთებივით არეულად. ძილის დრო რომ არ აქვთ და სუფრასთან დგანან ღვინის ჭიქებით ხელში 6 წლის ასაკში
-რატომ მეჩხუბები თამარა? მე ხომ არ ვაკეთებ იგივეს?
-კი გინდა, მაგრამ სანამ მე ცოცხალი ვარ ჩემი შვილების აღზრდაში ბნელი ძალები არ ჩაერევიან... სამივე შესანიშნავი კაცი გაიზრდება - მძინარე დუდას ფრთხილად აკოცა და მისი სურნელი შეიგრძნო- მხოლოდ ჯანმრთელები უნდა მყავდნენ და სხვა ყველაფერი ექნებათ. ღმერთო ყველა დედას ჰყავდეს თავისი შვილი გვერდით ...
-გოთუებზე რას ფიქრობ
-ყველაფერი ისე გააკეთე როგორც საჭირო იყო , ამიტომ მიყვარხარ და გაფასებ ჩადუნელო
-როგორაა გოგო, ძალიან უჭირს?
-გადაიტანს , იპოვნის მიზეზს ... ერეკლე ხომ არ მიატოვებს
-არასდროს ...
-ჩვენც არ მივატოვებთ და აუცილებლად გააგრძელებენ ცხოვრებას
-მათი გოგონა ნახე? მართლა ასე ცუდადაა?
-პატარაა , დიდი დრო დასჭირდება ... ეკლესიასთან გააჩერე.
-დილით ვიყავი, ვილოცე
-კარგი ,მაშინ სწრაფად მიმიყვანე ჩემს ბიჭებთან. ძმა უნდა გავაცნო
-არადა დას ელოდნენ
-გაგიჩენ გოგოს მომდევნო წელს თუ ჭკვიანად მოიქცევი - ლოყაზე აკოცა და თავისი სიმშვიდე გადასდო.
თამარა ჩადუნელი თითქმის არასდროს ჰყვებოდა ემოციებს, შინაგანი სიმშვიდე დაჰყვებოდა თან. ზურა უფრო მეტად მშფოთვარე იყო ვიდრე თავად. იცოდა რა სურდა და მიჰყვებოდა გზას სურვილების ასასრულებლად.
სახლში სუფრა დაუხვდა, ზურას რძლებსა და დებს გაემზადებინათ . ნათესავები და მეგობრები იყვნენ შეკრებილები . გვიან ღამემდე გაგრძელდა ძეობა, ზურა სტუმრებს ხომ ვერ გააძევებდა, სუფრის თავში დაჯდა და მასპინძლის მოვალეობა პირნათლად შეასრულა. თამარამ უფროსი შვილებიც მწყობრში დააბრუნა, ახალშობილზეც ზრუნავდა და ბოლოს მთვრალ ქმარსაც გაუძღვა საწოლისკენ. არეულ სასტუმრო ოთახში იდგა და უყურებდა ათობით თეფშს , ერთმანეთზე შემოწყობილ კერძებს მოლხენის დასრულების შემდეგაც რომ იწონებდნენ თავს . ერთხანს სკამზე იჯდა და ყველაფერს აკვირდებოდა , შემდეგ იცინოდა ადამიანების დაუნდობელ ხასიათს დასცინოდა. მოქეიფეებს დასცინოდა, ლამაზ სუფრაზე მისი სადღეგრძელო მინიმუმ სამჯერ თქვეს, ისაუბრეს დედობის სირთულეებზე, ფრთიანი ფრაზებით დალოცეს და აქეს ადიდეს. არავის არასდროს ახსოვდა ის რასაც უკან ტოვებდა, სიმღერებისა და ცეკვების შემდეგ ბანცალით რომ მიუყვებოდნენ გზას სახლისაკენ. ქალები ქმრებს საყვედურობდნენ, ხვრინვის მოსმენა არ სურდათ, ჭიქებს უთვლიდნენ თითქოს რაიმეს შეცვლიდნენ ჩხუბით. საბოლოოდ ყველას მაინც საკუთარი პატარა თავისტკივილი ეჩვენებოდა დიდ პრობლემად. ვიღაც შურითაც კი ივსებოდა, მესამე ბიჭის ოჯახში შემობრძანება აწუხებდა. ნულიდან დაწყებული უზრუნველობამდე მისული ცხოვრება. სახლი ,რომელიც ერთი წლისაც არ იყო , ოთახი რომელშიც თამბაქოს სუნი ტრიალებდა და დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდა კედლებიდან მის მოსაშორებლად. იცინოდა მაშინ როდესაც ლაგება დაიწყო და ფიქრობდა პატარა გოგონაზე , დედობის სიხარული რომ ვერ შეიგრძნო . ხედავდა ბავშვით ხელში, ჩვილით ,რომელიც სიცოცხლის მიზეზს მისცემდა და მანამ უმატებდა ტემპს სანამ ზურა არ გადაეღობა წინ
-შეიშალე? რა დროს დალაგებაა... ბავშვი მალე გაიღვიძებს , უნდა აჭამო. არ დაგიძინია , ცუდად გახდები
-შენ მიხედავ?
-მე ?
-დიახ, შენ
-ამხელა კაცმა თეფშებით და ცოცხით ვირბინო?
-რატომ მოხვედი თუ არ გინდოდა დახმარება... გამეცალე, დაიძინე
-არ შეიძლება
-რა, ჩემი დაღლა თუ კაცისთვის ლაგება
-თამარა
-ნუ ღელავ შენს ძმაკაცებთან არ გაგიბაზრებ ლაგებაში რომ მეხმარები
-როდის გეხმარები
-სულ ...ვერ ისვენებ უჩემოდ - მოეხვია და ტუჩებზე შეეხო- ერთად დავასრულოთ და დავიძინოთ. ხვალ დილიდანვე გაარკვიე გოთუების ამბები, გული მიგრძნობს დასჭირდები

თამარას ვარაუდი გამართლდა, 30 მარტს ჩადუნელმა ოჯახის ახალი წევრი სახლში მიიყვანეს, გოთუები კი კლინიკის კედლებში წააწყდნენ სასწაულს . ორნი ერთად მიდიოდნენ გოგონას სანახავად. ქალს სიარული უჭირდა ,წელზე ჰქონდა ხელი მოხვეული და საყრდენად გადაქცეულს მიჰყავდა
-რძეს ჯერ ვერ აძლევენ... ექთნები მიწურავენ. მეშინია,რომ რძე აღარ მექნება შეიძლება ანთება დაგემართოსო . იცი იქ ერთი ბავშვია, წასვლამდე თამარი აჭმევდა და ახლა მე რომ ვაჭამო ?
-დედამისს რძე არ აქვს თუ რა ხდება ... როგორც შენ გინდა ისე უნდა მოიქცე, თუ ეს არ შეგაწუხებს
-დედა არ ჰყავს... გაუჩენია და მეორე დღეს გაქცეულა. ისე შემებრალა, ტიროდა არ ჰყოფნიდა თამარის რძე . დიდია და ღორმუცელა, სხვებიც არიან აქ ,მაგრამ ყველას თავისი ჰყავს გამოსაკვები მე კი ორი ბავშვისთვის მქონდა ორგანიზმი მზად და ახლა ერთიც ვერ ჭამს
-რატომ მიხსნი ისეთი სახით თითქოს დანაშაულს სჩადიოდე იმით ,რომ პატარა ბიჭუნას გამოკვებავ - შეჩერდა და გოგონას მზერა გაუსწორა, გრძნობდა ,რაღაც კიდევ იმალებოდა მისი სიტყვების მიღმა -რა ხდება , ნინა?
-მოგატყუე -პატარა ბავშვივით აუწითლდა ლოყები და მზერა მოარიდა
-რა -თავი ააწევინა და ხელზე აკოცა
-უკვე ვაჭამე, წუხელ ... ტიროდა და მე რძე წამომივიდა. ვერც გავიაზრე ისე მივედი და ავიყვანე. არ ვიცი როგორ აგიხსნა ის რასაც ვგრძნობდი - მზერას არიდებდა, თვალები აემღვრა , ხელები აიფარა და ისევ ატირდა- მეგონა გული გამისკდებოდა ,რომ დამშვიდდა, თავისი პატარა თითებით შემეხო , ჩემს მკლავებში დაიძინა ... ვიცი ის არაა ჩემი, მაგრამ თავი ისე ვიგრძენი თითქოს მისი დედა ვიყავი, ექთანმა, რომ აიყვანა ისევ ატირდა. მთელი ღამე გვერდით მყავდა, ყველა ისე არის გადაღლილი უფლება მომცეს - ისეთი საყვარელი იყო, იმდენად ნამდვილი და ბავშვურად გულწრფელი მისი გრძნობების წაკითხვა ყოველთვის გამოსდიოდა ერეკლეს- იქნებ , იქნებ ეს ნიშანია, იქნებ
-იქნებ ღმერთს უნდა, რომ მისი დედა შენ იყო ის კი ჩვენი შვილი გახდეს?
-ჩვენი მშობლები რას იტყვიან, ხომ იცი როგორები არიან მიიღებენ სხვის გაჩენილ ბავშვს? მერე ხალხი , არ მინდა ოდესმე ვინმემ გული ატკინოს. გავგიჟები ისე რომ არ მოექცნენ ,როგორც ჩვენს შვილს... მხოლოდ მე ხომ არ ვარ, შენ ... არც კი ვიცი ეს აზრი როგორ გამიჩნდა, სულელი ვარ ჩვენი ბიჭი ვერ გადავარჩინე და ახლა სხვისი მინდა მივითვისო , მაგრამ ის ისეთია , ისეთი თბილია სულ ვნახავ ხოლმე სადაც არ უნდა იყოს, კარგი? დავეხმაროთ , ვერ გადავიტან ცუდად თუ იქნება
-ოჯახი ვართ მე ,შენ და ჩვენი შვილები , ყველამ იცხოვრა და იცხოვრებს საკუთარი ცხოვრებით . შენი განათებული თვალები მისი დამსახურებაა, დღეს ბევრად უკეთ ხარ , შენ და მან ერთმანეთი იპოვნეთ . მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩვენ აქედან გავიდეთ ოთხნი
-ძალიან მიყვარხარ , იმაზე მეტად ვიდრე ოდესმე გამომიხატავს - იმ დღეების განმავლობაში პირველად, ბედნიერებისგან ტიროდა და თავის გალეულ მკლავებს ხვევდა ქმარს.
ერეკლემ სიტყვა შეასრულა, კლინიკა ოთხმა დატოვა. ბიჭუნა თავად ჰყავდა მკლავებში მოქცეული და თან ცოლის მკერდზე მიკრულ მებრძოლ გოგონას უყურებდა, რომელმაც სიკვდილი დაამარცხა ცხოვრება კი განაგრძო თავისი ბედისწერით , რომლის წინააღმდეგ სვლასაც მთელი ძალებით ცდილობდა.
.........................
ერეკლე გოთუამ ყველა და ყველაფერი დაივიწყა თავისი ცოლ-შვილის დასაცავად . დაუფიქრებლად დაუპირისპირდა მშობლებს ,რომლებმაც ანდრო არ აღიარეს და კონფლიქტის კერიდან ნინას დასახსნელად მთლიანად შეცვალა საკუთარი გეგმები. სტუდენტს უდარდელი ყოველდღიურობა საქმიან , რისკისშემცველ ბრძოლად გადაექცა.
-მე ჩემი შვილი აქედან მიმყავს !- მორიგ კამათს შეესწრო სახლში დაბრუნებისას ნინას მშობლები საკუთარის წინააღმდეგ და მათ შორის მომწყვდეული საყვარელი ქალი ,რომ დაინახა მოსმენილმა საბოლოო წერტილი დასვა
-ნეტავ რას გვამადლი ამ შენს გოგოს... რითაა ნაკლები ჩემს შვილზე ,რომ ვეღარ დაგაკმაყოფილეთ. მისი ხუშტურის გამო ვიღაცის მიგდებული ბავშვი მოვიყვანეთ სახლში და ამ შიმშილის დროს ვზრდით , არ ვაკლებთ საჭმელ-სასმელს, ჩემი ერეკლე დღეს და ღამეს ათენებს ,ეს კი ზის აქ პრინცესასავით . 18 წლისო გაიძახი ვითომ პატარა ბავშვია 16 წლის ვიყავი,რომ გავთხოვდი და სამი ჯანმრთელი ბავშვი გავაჩინე , თვითონ გავზარდე სამივე არ მომხმარებია არავინ და მაგას ერეკლე ისე ეხმარება გეგონება ჩემი ბიჭია დედა - ფეხქვეშ მიწა გამოეცალა , ოთახამდე მისვლა ვეღარ შეძლო საკუთარი დედის სიტყვებმა იმდენად შეაშფოთა. სირცხვილის მძაფრი შეგრძნება გაუჩნდა, რომელსაც მისი აზრები ქმნიდნენ, ქალის რომელიც სიგიჟემდე უყვარდა და რომლის შეხედულებებთანაც არაფერი ჰქონდა საერთო
-შენც თუ ქალი ხარ, შვილმკვდარ დედასაც კი არ იცოდებ რაზე უნდა გელაპარაკო. მიაგდეთ გოგო ქორწილი მოიმიზეზეთ და დარჩით იქ მთელი თვე
-ახლა მე დამაბრალე შენმა შვილმა ჯანმრთელი ბავშვები რომ ვერ გააჩინა ... სახლში მშობიარობენ ქალები და ამას ოცი ექიმი ადგა თავზე . რაც ორსულობის დროს ფულები ვატენე ნაირ-ნაირ ექიმებს , მაგდენჯერ სულ არ ვარ ექიმთან ნამყოფი
-რას ლაპარაკობს ეს ქალი საერთოდ... ფულს ამადლით ჩემს შვილს? ღატაკები ,რომ ხართ ვიცით ისედაც და ექიმთან მისასვლელი თანხა თუ არ გქონდათ გეთქვათ . ჩამოვიდოდით და ჩვენ მივხედავდით ჩვენს შვილს. თქვენი დასაჯიჯგნი შვილი ჩვენ არ გაგვიზრდია, მიმყავს დღესვე თავის ბავშვებიანად და მეტი არ მინდა ახლოს გაეკაროთ რომელიმე.
-აბა ახლა ყველამ თავისი ადგილი იცოდეს ... ამ ჩემს სახლში მოდიხართ, წიოკობთ, ჩემი ოჯახი და შვილი არ მოგწონთ, ჩუმად ვარ ხმას არ ვიღებ ... მემკვიდრის გარეშე მტოვებთ , ამომწყვიტეთ ,მაგრამ სიტყვა არ მითქვამს აქამდე ჩემი შვილის ხათრით და ახლა რა გინდა ,რომ ეს ერთი შვილიშვილი ძლივს გვყავს და წაიყვანოთ? ჩვენი გოგო დარჩება თავის სახლში და თქვენი გოგო თავის ნაბიჭვართან ერთად სადაც გგნებავთ იქ წაიყვანეთ და ამ კარს გადმობიჯებული არ გნახოთ
-ახლა მართლა არ ამოგწყვიტოთ მთელი ჯიშ-ჯილაგი
-მამა არ გინდა - ნინას კივილის ხმაც გაიგო, დაინახა კიდეც მისი ტირილისგან დასიებული თვალები და კაცებს შორის ჩადგა. მამისკენ ზურგით სიმამრის პირისპირ მდგომი -ერეკლე,გთხოვ რამე გააკეთე-ქალის მავედრებელი მზერა, ხმა და შეხება ახსოვდა, პირველი და უკანასკნელი,როდესაც მსგავს მდგომარეობაში უყურებდა
-მე გიხდით ბოდიშს ყველა სიტყვისთვის ,რაც სამწუხაროდ ჩემმა მშობლებმა თქვეს . ნინა ბავშვებთან ერთად დღესვე წავა ამ სახლიდან, მაგრამ არა თქვენთან. ჩვენ თბილისში ვრჩებით და არცერთი თქვენგანი ჩაერევა ჩვენ ოთხის ცხოვრებაში - რა თქმა უნდა მიიღო საპირსპირო აზრები, მაგრამ არავისთვის მოუსმენია, ნინას ხელი ჩაკიდა და ბავშვებთან ერთად წაიყვანა.

არსებობს მძიმე მომენტები,რომლებიც გაძლევენ ძალას და სასარგებლოდ მოქმედებენ მომავალზე , მსგავსი იყო ის დღე და გადაწყვეტილება ,რომელიც მიიღო. ნინას და ერეკლეს თამამად შეეძლოთ ეთქვათ ,რომ თავად შექმნეს ყველაფერი რაც გააჩნდათ , იბრძოლეს და ერთად მოიპოვეს სიმშვიდე, რომელიც დიდხანს მიჰყვებოდა მათ წყვილს. ამ გზის მსვლელობა კი ჩადუნელების ოჯახთან ერთად მიმდინარეობდა, მათ განუყოფელ ნაწილად გადაიქცნენ, იმაზე მეტად ახლობლები გახდნენ ვიდრე ყველა სისხლით ნათესავი ერთად.
-როგორც ვამბობდი ისე მოხდა... ბავშვი არ მიიღეს
-ერეკლემ რაო
-წამოვიდნენ
-სად
-ჩვენთან - უყურებდა და პასუხს ელოდა. ის თუ უარს ეტყოდა შემდეგ სხვა გზის პოვნა მოუხდებოდა, თამარა კი სახლში იშვიათად იღებდა სტუმრებს დიდი ხნით
-ბინა მალე უპოვნე, კომფორტული და მოსახერხებელ ადგილას. ოთახს მომამზადებინებ თუ ბავშვებს დაიტოვებ
-ბავშვებს მივხედავ - გაუხარდა კვლავ ერთნაირად რომ ფიქრობდნენ, ქალს მხურვალედ აკოცა და ბედნიერი გაიქცა ბიჭებისკენ .
დიდხანს არ დარჩენილან გოთუები ჩადუნელებთან სტუმრად, ბინა მალევე იპოვნეს და ზურას დახმარებითვე შემოსავალიც გაუჩნდათ . სრულიად განსხვავებული ცხოვრება დაიწყეს...
..............
ანდრო არავის დააჩაგვრინა, მის გამო ყველაფერი გააკეთა, მაგრამ შვილმკვდარ დედას ყოველთვის თან დაჰყვებოდა ტრაგედია ,რომელიც ისე ვერავის ეტკინებოდა როგორც მას.
_ნინა, შემომხედე გთხოვ ... გემუდარები დამელაპარაკე. რამე მითხარი _ ოთახში შესულს ცოლი აქვითინებული დაუხვდა, ემბრიონის პოზაში იწვა და სუნთქვა უჭირდა . დაბინდული მზერა გაუსწორა კაცს, რომელიც ცრემლებს უმშრალებდა და თავზე ეფერებოდა _რამე გტკივა, ვინმემ გაწყენინა? უბრალოდ ეცადე მელაპარაკო_გულში იკრავდა და თავზე კოცნიდა
_ჩემ შვილთან მინდა... სასაფლაოზე წამიყვანე გემუდარები. საშინელი ვარ, ზოგჯერ არ მახსენდება , რომ შვილი აღარ მყავს ... ჩემი ნაწილი ვერ გადავარჩინე . ვერ დავეხმარე , მთლიანად ჩემზე იყო დამოკიდებული და ვერ ვუშველე _ერეკლეს ეხვეოდა, თავი მის მკერდზე ჰქონდა მიყრდნობილი და ხმადაკარგული მოთქვამდა _შენთვისაც ტვირთი ვარ , დაგტანჯე, უბედური ხარ ჩემს გვერდიით . ჩემ გამო ყველაფერი დაკარგე, ჩემ გამო
_შენ გამო ვცოცხლობ ... შენ ხარ ჩემი სუნთქვა და ახლა მკლავ ასეთს რომ გხედავ. ცხოვრება გრძელდება , მისი სულისთვის ლოცვა შეგვიძლია ახლა მხოლოდ და იმ ორი ბავშვის გაზრდა ჩვენზე რომ არიან დამოკიდებულები. მოძღვარმა ხომ გვითხრა ტირილი მის სულს ამძიმებს ... _ თავზე ეფერებოდა, ცრემლები შეუმშრალა და რამდენჯერმე აკოცა _ გაუძელი , ჩვენთვის _ ქალის მთრთოლვარე ტუჩებს თავისი შეახო , ტკივილი იყო საერთო, მაგრამ ქალის მოგონებებში სულ სხვა კადრები ბუდობდნენ
_დილით წამოხვალ ეკლესიაში? _მთელი სხეულით მიეყრდნო და მის გულისცემას უსმენდა, სიმშვიდე ნელ_ნელა მოდიოდა
_ხვალ მთელი დღე თქვენთან ვიქნები
_მიყვარხარ _ რამდენჯერმე აკოცა და შემდეგ ორივეს ჩაეძინა.

ერეკლე ყველაფერს თავად უმკლავდებოდა ბავშვების გამოკვების გარდა. ნინას დასვენების საშუალებას აძლევდა განსაკუთრებული შემთხვევების გარდა
_ცხელია თუ მე მეჩვენება ... _ ატირებული ანდრო ხელში ჰყავდა და ნახევრად მძინარე ცოლს უყურებდა
_მომიყვანე ... ხელები გაქვს ცივი ალბათ . ეშიება და იმიტომ ტირის, ღორმუცელა ხარ დეე? _ ელენე საწოლზე დააწვინა და ანდრო აიყვანა _ცხელია, თერმომეტრი მომიტანე
_მომაქვს ... დამშვიდდი , რომ ნერვიულობ მერე ორივე ტირის ხომ იცი . ბავშვები ზოგჯერ ავად ხდებიან და
_არა, გაციებული ვერ იქნება ... სულ პატარაა და მე გარეთ რომ გავიყვანე ორივეს თბილად ეცვა _ ბავშვი კვლავ ტიროდა და თერმომეტრი უკვე აჩვენებდა 38°C .
_საავადმყოფოში წავიდეთ
_აქ მოიყვანე ექიმი , კლინიკებში საშინელება ხდება . ყველაფერი სავსეა და უამრავი ვირუსია .
_კარგი წავალ, მაგრამ ჯერ წამალი დავალევინოთ ... მე შეიძლება დამაგვიანდეს და მარტო
_მივხედავ, უცებ ჩაიცვი და წადი . მალე წახვალ მალე მოხვალ.
ელენას მშვიდად ეძინა სანამ ანდრო სიცხისგან იწვოდა. პირველი კბილი ამოსდიოდა, ახალგაზრდა მშობლები კი პანიკაში ჩააგდო სანამ ექიმი დაამშვიდებდათ. ელენას წინ უსწრებდა განვითარებით, ერთი თვით დიდი იყო და გოგონას შემთხვევაში ისეთი მძაფრი რეაქციები აღარ ჰქონდათ. უკვე მზად იყვნენ, იცოდნენ როდის რა უნდა გაეკეთებინათ . თამარ ჩადუნელისგან უფრო მეტს სწავლობდა ნინა ვიდრე რომელიმე ექიმისგან. მრავალშვილიან დედას ყველაფერთან მარტივად შეეძლო გამკლავება , ისიც მარტო იყო და მაგალითს წარმოადგენდა პატარა ნინასთვის. დიდ, მოსიყვარულე ოჯახში ბავშვების გაზრდა უფრო მარტივი ჩანდა და ეს დიდი ოჯახი გოთუებსაც საკუთარ ნაწილად მიიჩნევდა . ბავშვები ხშირად იყვნენ ერთად, დუდა , ანდრო და ელენა განსაკუთრებულად დაახლოვდნენ , ხოლო უფროსი ძმები სამივეზე ერთნაირად ზრუნავდა .
……….
დამოუკიდებლად პირველად ელენამ გაიარა. ხოხვის დაწყებიდან მალევე კედელთან დადგა და ხალიჩაზე მჯდომი ანდროსკენ წავიდა.
_ ერეკლეეეეეე გაიარააა , გაიარააააა _ისე დაიყვირა ბავშვი შეაშინდა და წამსვე დავარდა იატაკზე
_რა ხდება? რომელმა გაიარა ... დავაგვიანე? _ ხელში ქვაბი ეჭირა და ისე იდგა
_შევაშინეეე _ ელენა ტიროდა და ისიც ატირდა _ გაიარა და მე შევაშინეეეე _ ნინამ დაიწყო და ბავშვი გაჩუმდა
_მაა მოდი ჩემთან , მამას დახატულო გოგო ... მოდი მა თორე დედიკო მთელი დღე იტირებს
_ნუ დამცინიი , ცუდოო _ ხელი მიარტყა. მერე ერეკლემ გულში ჩაიკრა, კოცნიდა და იცინოდა ელენა ისევ რომ წამოდგა
_მა მაა მპა , მპა _ ტუჩებთან მიჰქონდა ხელი და ბევრჯერ ნასწავლ კოცნას იმეორებდა
_დადის ... დადიის ჩემი ყოჩაღი გოგოო
_შენნაირად დადის ბაჯ_ბაჯებს _ ერეკლე ისევ აჯავრებდა და თან ბავშვს ხელგაშლილი ელოდა. მერე მოეხვია და მთელი სახე დაუკოცნა _მამას საოცრება გოგოო ხარ , მაა _ მაღლა ასწია და ისიც ხმამაღლა კისკისებდა . ანდრო ისევ დინჯად იჯდა და ქვემოდან უყურებდა ოჯახს, შემდეგ ნინამ ხელი ჩაკიდა და ისე გაიყვანა ეზოში .
ანდრომ სიარული რომ დაიწყო მას შემდეგ აღარ გაჩერებულა სულ სადღაც მირბოდა, ცოცავდა ყველაფერზე და საწოლშიც კი არასდროს იწვა ერთ პოზაში. დარბოდა და შესაბამისად ეცემოდა კიდეც, ტიროდა ანდრო და ტიროდა ნინაც . ყველაზე უცნაური სანახავები იყვნენ პარკში მდგომები , ქალი ხელში ბავშვით ,რომელსაც ეფერება და მასთან ერთად ერთ ხმაში ტირის. ერთდროულად მშვიდდებოდნენ, ერთმანეთს აჩერებდნენ ელენე კი იშვიათად ტიროდა, მხოლოდ მაშინ როცა რამე უნდოდა და ვერ იღებდა ან აგვიანებდა.
ანდრომ პირველად დედა თქვა, დიდხანს მეტ სიტყვას არ სწავლობდა. ელენა ლამის ლაპარაკობდა ის კი მხოლოდ დედას ეძახდა . მუდამ ეხუტებოდა, როდესაც სახლიდან გადიოდნენ გვერდიდან არ შორდებოდა , ტირილს იწყებდა თუ თვალებს გაახელდა და მის სიახლოვეს ვერ იგრძნობდა.
....................
-ეზო თავდაყირაა... არაფერს ეტყვი ?
-ბავშვები თამაშობენ, რა უნდა ვთქვა... ოთხი ბიჭია ერთად
-ჩემი ნათლული ისეთ ჯანზეა ერთად უნდა ვატარო ყველანი ძიუდოზე და მაინც ასე მშვიდად რანაირად ხარ არაფერი დაემართოთ
-არ დაემართებათ, ერთმანეთი უყვართ და უფრთხილდებიან. არ სჭირდებათ შეზღუდვები და ჩარჩოები, ბავშვები აღარასდროს იქნებიან
-რაღაც გჭირს ... - წვენით სავსე ჭიქით ხელში მდგომ ქალს მიუახლოვდა და ლოყაზე მოეფერა- დაიღალე? ვინმე გვჭირდება, მარტო ძალიან წვალობ
-ნუ მახვევ თავს შენი დების და რძლების ხედვებს. ამ სულელურ აზრებს ნუ ყვები... წუწუნა ქალებზე ,რომლებიც ვერ გეგმავენ საკუთარ დროს სწორად და აჭარბებენ ყველაფერს. ხან არეული იქნება ხან დალაგებული, ბავშვი ხან დაეცემა ხანაც ბურთით ფანჯარას გატეხს, სკოლიდან ვირუსს მოიტანს და სიცხე ექნება. დრამას ნუ დავდგამთ , არავინ სჭირდებათ ჩემს შვილებს ჩვენს გარდა. მხლოდ მე, შენ და სახლი
-მიყვარს როგორც უვლიან ანდროს და დუდას ... ხელში აიყვანენ და ისე დარბიან - ეზოში იყურებოდა, მაინც ვერ მშვიდდებოდა - ელენა ერთი გოგოა ამდენ ბიჭში
-ორსულად ვარ , ზურა
-ხო მალე უნდა გააჩინო გოგო, ელენა რომ მარტო არ იყოს
-ზურა, ორსულად ვარ-მეთქი

ნანატრი გოგონა შეეძინათ . ზურაბ ჩადუნელის სუსტი წერტილი, ერთადერთი ქალბატონი , კესარია . ბაღში ოთხნი ერთად შევიდნენ. ჩადუნელის უფროსი ძმები უკვე სკოლაში იყვნენ ამ დროს და ხშირად მათ მიჰყავდათ თავისთან სახლში სანამ ერეკლე და ნინა მუშაობდნენ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩადუნელებთან იზრდებოდნენ და ამ დიდი ოჯახის სრულფასოვან ნაწილს წარმოადგენდნენ. ზურა ანდროს ნათლია გახდა , სულიერი მამის სიყვარული არ აკლდა გოთუას . ერეკლეს მშობლები კი ანდროს კვლავ არ აღიარებდნენ, ელენე კი მარტო მათთან დარჩენაზე უარს ამბობდა. დრო გადიოდა და პრობლემა პრობლემად რჩებოდა. ნინას მშობლები კი თბილისში არ ცხოვრობდნენ ამიტომ მათთანაც ვერ ჰქონდათ ხშირი კონტაქტი.
_მეორე ბავშვის გაჩენას აღარ აპირებ? _ერთ_ერთი სტუმრობის დროს ჰკითხა დედამთილმა _ არ მითხრა საქმე გვაქვსო... სასწავლი და სამუშაო სულ კი გექნება შენ . რას აპირებ ბიჭი არ გინდა გააჩინო?
_მყავს უკვე ბიჭი და ძალიან გთხოვთ თუ არ შეგიძლიათ ანდროს მიღება ბავშვს სტრესში ნუ მიმყოფებთ
_ნეტა რა სტრესი იცის ერთიციდა ბავშვია ... სტრესი მაშინ ენახა შენ რომ არ შეგცოდებოდა ბავშვთა სახლში უკრავდნენ თავს . სტრესიო , კაის ჭამს, კაის სვამს ჩემ ელენას წილში უზის ყველაფერს ორად ანაწილებთ და
_ მინდა, რომ ახლავე წახვიდეთ ჩემი სახლიდან ! _ ბევრს ითმენდა, ერეკლეს გამო ცდილობდა აეტანა ის რამდენიმე საათი სტუმრობისას რომ უწევდა მასთან ერთად გაეტარებინა, მაგრამ იმ დღეს წონასწორობა დაკარგა. ელენე ხელიდან აართვა და უკან დაიხია _ გიმეორებთ, ჩემი სახლიდან წადით და მაშინ მობრძანდით როდესაც ერეკლე იქნება
_ვისი სახლიდან მაგდებ? ჩემი შვილის
_თქვენი შვილის ნაწილი ,რომ ვარ კიდევ ვერ გაიაზრეთ ... საუბარს აზრი არ აქვს. კამათს არ ვაპირებ, წამო დე _ ანდროს ხელი ჩაკიდა და ოთახიდან გავიდა
_ტუტუცი გომბიო ... დაიქცეს ის დღე შენ რომ ჩვენ სახლში შემოგიშვი. ჩემი უტვინო ბიჭის ბრალია . ცოლს რომ თავზე დაისვამ _მეზობელ ოთახში იყო ნინა ბავშვებთან ერთად კარის მიჯახუნების ხმა, რომ გაიგო და ცრემლები წამოუვიდა. საწოლზე დაჯდა და ტიროდა ანდრო რომ მივიდა და მოეხვია
_დე , ალა იტირო _პატარა თითებს სახეზე უსვამდა , მერე ყელზე მოხვია მკლავები და ჩაეხუტა
_მიყვარხარ დე , ჩემო სულის ნაწილო
........................
_გგონია რომ უკვე მზად არის? დიდია , მაგრამ ჯერ კიდევ პატარაა
_მზად ვერასდროს იქნება, ნინა
_შენ როგორ მოიქცეოდი ჩემს ადგილას
_ორივეს ერთად ვეტყოდი ... ცალ_ცალკე არ . მეორედ გამეორება გაგირთულდება და ორმაგად ეტკინებათ
_სულ კამათობენ... ბოლო დროს ანდრო ისედაც უხეში გახდა
_გამორკვევის ასაკშია , საკუთარ თავს ეცნობა , იცვლება და სამყაროს ნაწილი ხდება კაცის სხეულით და არაბავშვის. მისი უხეშობა შენზე ხომ არ ვრცელდება
_არასდროს
_ეჭვი გეპარება მის სიყვარულში? გგონია რაიმე შეიცვლება თქვენს ურთიერთობაში?
_არა ... ანდროს სიყვარულში ყველაფერზე მეტად დარწმუნებული ვარ
_მაშინ რა გიშლის ხელს... რაც უფრო ადრე გაიგებენ ამ ფაქტის გასააზრებლადაც მეტი დრო ექნებათ . ეს არაა მხოლოდ ანდროს ამბავი , ეს ელენასაც ეხება . უნდა იცოდეს, რომ ტყუპისცალი დაკარგა და ანდრო ის არ არის
_სულ დაკარგავენ ერთმანეთს
_ან პირიქით, იპოვნიან
_შენი სიმშვიდის მშურს თამარა
_მე კიდევ შენი არ მესმის ... ცხოვრება ხანმოკლეა ზედმეტად ნუ გაართულებ
თამარასთან საუბრამდეც და მერეც ბევრი იფიქრა ამბის მოყოლა კი ანდროს ნამდვილ დაბადების დღემდე გადაწყვიტა. აღარ უნდოდა კიდევ ერთ წელს აღენიშნა მისი ამქვეყნად მოვლენის თარიღი არასწორ დროს. იანვრის სუსხიან დღეს თბილ საღამოს ატარებდნენ ოჯახურ გარემოში, ორივე შვილი გვერდით ჰყავდა, ერეკლეც ზურგს უმაგრებდა საუბარი თავისთავად რომ დაიწყო და მიხვდა, დრო დადგა
_მამათქვენი რომ გავიცანი ძალიან პატარა ვიყავი...პეპლები კი არ დაფრინავდნენ სხეულში თვითონ მეგონა თავი პეპელა. სხვანაირად სუნთქვა დავიწყე რომ შემიყვარდა და ისე გავხდი მისი ნახევარი სხვა არავისზე და არაფერზე მიფიქრია. ორსულობის შესახებ, რომ გავიგე სულ სხვა ბედნიერება ვიგრძენი , ორნი არიანო მითხრეს და გავგიჟდი. დიდხანს დავფარფატებდი, ნათელ ფერებში ჩაძირული , უამრავი უბედურების ფონზე ჩემი ბედნიერებით გაბრწყინებული. მერე გართულდა ორსულობა, ექიმები გვაფრთხილებდნენ, ყველაფერს ვუჯერებდი ... ამაზე იმდენი მიფიქრია , მაგრამ ვერაფერს შევცვლიდი იმ თვეების მიმდინარეობისას , მხოლოდ მშობიარობის მომენტს გარდავქმნიდი უკან რომ დამაბრუნა. პატარასულელი გოგო, რომელსაც ტკიოდა და ეგონა ბუნებრივი იყო. ბავშვები აღარ მოძრაობდნენ და ფიქრობდა ნორმალური იყო , დაძინება გადაწყვიტა ... სულელი ბავშვი ვიყავი რომელსაც მთელი გულით უნდოდა შვილების ნახვა და არც კი წარმოედგინა თუ შეიძლებოდა მშობიარობა ნაადრევად დაწყებოდა . მე ხომ თავს ვუფრთხილდებოდი , ყველაფერს ისე ვაკეთებდი როგორც ექიმები მეუბნებოდნენ და მჯეროდა, რომ ჩემ შვილებს საფრთხეს არ შევუქმნიდი, მეგონა მხოლოდ მე მეტკინებოდა მშობიარობის დროს და არა ბავშვებს ...
_დე , ნუ ტირი რაა . შენ ხო მაშინაც ძალიან ყოჩაღი იყავი და ორი გაგვაჩინე ერთად. რა მნიშვნელობა აქვს დროულად თუ დროზე ადრე . გაზაფხულის მიწურულს დავიბადებოდი თუ დასაწყისში _ ანდრომ როგორც ყოველთვის ახლაც ვერ გაუძლო ნინას ცრემლებს და გულში ჩაიკრა
_ღმერთო ჩემო ადამიანი გვიყვება თავის ამბავს , რომელიც შენ არ გადაგხდება არც შეგეხება კაცებს რა გენაღვლებათ მე კი მაინტერესებს და იქნებ დამაცადო? ჩახუტებებს რომ იწყებთ მერე ყველაფერი გავიწყდებათ _ანდროს ხელი ჩაკიდა და უკან დააბრუნა . ფეხი ფეხზე გადაიდო და დედას ახედა _ მერე ? როგორ წახვედი კლინიკაში
_წ....ბი დავღვარე და სასწრაფოდ წამიყვანა ერეკლემ. სულ მარტო ვიყავით , იქ მაინც არავინაა. მაგ დროს ქმარს არ უშვებდნენ მშობიარობაზე. სულ მარტო ვიყავი , რაღაც წამალი გამიკეთეს... ბევრი ექიმები შემოვიდნენ , უცხო ადამიანები დადიოდნენ ოთახში . ვფიქრობდი ტყუპების გამო იყო , ორს მეტი ყურადღება სჭირდება_თქო .
_პირველი ხომ მე დავიბადე... არასდროს აღიარებს რომ უფროსი ვარ. მაინც ვერ ვხვდები ეს ამხელა როგორაა და მე ასეთი პატარა, კოხტა და მშვენიერი _ თავისებურად ამხიარულებდა სიტუაციას ელენა. გრძნობდა რომ რაღაც მძიმეს უახლოვდებოდნენ,იმაზე რთულად მოსასმენს ვიდრე აქამდე უამბოთ ნინა
_მე შენ პირველი გაგაჩინე ... სულ პატარა იყავი , იტირე და მაინც ექიმებმა ჩემამდე ვერ მოგიყვანეს, სულ წამით შეგეხე მაშინვე შენი გადარჩენისთვის დაიწყეს ბრძოლა. მე კი ჭინთვები აღარ მქონდა, თითქოს მეორე ბავშვი გამოსვლას არ ცდილობდა... არც კი ვიცი , ყველაფერი მახსოვს და მაინც ვერასდროს ვხვდები ზუსტად რა მოხდა.
_ეს იმხელა იქნებოდა მუცელშიც როგორიც ახლაა და გაიჭედა ალბათ სადმე... დინჯი და ზანტი იყავი ანდრიკო?
_რეებს იგონებ , დიდი როგორ ვიქნებოდი
_ყველა ფოტოში დიდი ხარ , თითქოს შენ ორი თვის ხარ და მე ერთის ... მე 2კილო დავიბადე , შენ ალბათ 4 . ასე იყო ხო დე?
_ნინა ... იქნებ სხვა დროს განვაგრძოთ ? _ ერეკლე ეხვეოდა და ჩუმად სთხოვდა გაჩერებას. ბავშვების დიალოგი კიდევ უფრო ართულებდა ყველაფერს
_შენი ტყუპისცალი მკვდარშობილი დაიბადა
_ეგ რას ნიშნავს... სამნი ვიყავით ? _ ანდროს მზერა შეეცვალა, იმ წამს მოხდა რაღაც ძვრა მის გონებაში
_ბიჭი რომელიც ელენას შემდეგ გავაჩინე დავკარგეთ . დედობით ტკბობა ვერ შევძელი, იმ დღეს მომშორდა მუქი სათვალე და მივხვდი, რომ ღმერთი განსაცდელს გვივლენს . თუ ჩვენ არ დავეცემით და ბრძოლას გავაგრძელებთ ვიპოვნით ბედნიერებას უბედურების დროსაც კი. მაშინ როცა ელენას ხელში აყვანაც არ შემეძლო, სულ მარტოს მინის მიღმა ვუყურებდი , პაწაწინა როგორ იბრძოდა სიცოცხლისთვის და მეშინოდა მისი ტყუპის დაკარგვას ვერ გადაიტანდა ტირილის ხმა გავიგე. ბავშვი მოჰყავდა ექთანს დერეფანში და ბოთლით აჭმევდა , თან სწრაფად გარბოდა . ეჩქარებოდა , ბავშვი კი ტიროდა და ვერ ხვდებოდნენ რა აწუხებდა. პაწაწინა თითები გქონდა, დე მაგრამ რომ ჩამჭიდე გულმა ძგერა დაიწყო. ვიგრძენი როგორ გავცოცხლდი შენ რომ ხელში აგიყვანე და პირველად გაჭამე მივხვდი რა იყო დედობა. როგორ იყო პატარა ადამიანი დიდზე დამოკიდებული, როგორ მგრძნობდი შენ მე და მე შენ.
_რას მიყვები დედა ? ელენას ტყუპი დაიღუპაო ... მე ის ბავშვი ვარ ექთანს რომ მიჰყავდა ? ვისი ტირილის ხმასაც გაჰყევი ? _ელენა უკვე დუმდა, მხოლოდ ანდროს უყურებდა ის კი ნინას არ აშორებდა მზერას
_შენ ჩემი შვილი ხარ , ჩემი პირველი ბედნიერება , სიცოცხლის მიზეზი და ძალა. ჩემი სუნთქვა ხარ , დე
_რომელიც ელენასთან ერთად არ გაგიჩენია... მე შენს მუცელში არ ვყოფილვარ მასთან ერთად . მისი ტყუპისცალი არ ვარ _არცერთხელ უთქვამს შენი შვილი არ ვარო . შოკირებულიც კი არ ამბობდა თქვენი არ ვარო , მხოლოდ ელენას ახსენებდა და სხვა არაფერს.
_მაპატიე დე ...
_რა უნდა გაპატიო , დედობა ? _ მოშორებით მჯდომს მიუახლოვდა და ისე მოეხვია სიტყვა აღარ უთქვამს. ნინა ტიროდა და მასთან ერთად ანდროც. ამჯერად თავად ამშვიდებდა ქალს, თავზე კოცნიდა და ისე იხუტებდა როგორც პატარა ბავშვს
_ჩემი ტყუპისცალი არ არის? მამა რა თქვა დედამ ? _ მდუმარედ უყურებდა დედა_შვილს შემდეგ კი ერეკლეს გახედა რომელიც უკვე ეხვეოდა _მამა
_მამას ჰყავხართ ორნი დედამიწაზე და ერთი ცაში , ღმერთთან ანგელოზად .
ერეკლე გოთუას ფრთის ქვეშ სამივენი მოთავსდდნენ . ყველამ იცოდა ,რომ ამ დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვლებოდა, ერთადერთი რაც უცვლელად დარჩებოდა იყო სიყვარული რომელიც განუსაზღვრელი დოზით იყო ოთხივესთან.


ლურჯი ლენტით ჰქონდა შეკრული წერილი ნინას. ფურცელს ეტყობოდა ცრემლების კვალი , ნინას სულის ტკივილი კითხვის დაწყებამდე იგრძნო ანდრომ . უყურებდა და გახსნაზე არც ფიქრობდა, არ შეეძლო წაკითხვა, მეტ ვერც სიძულვილს გაუძლებდა და ვერც სიყვარულს.

-ახლა რა იქნება , ანდრო ? - ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები ჩაესმა გამთენიისას . საათები გაატარეს ერთ ოთახში ისე თითქოს ერთმანეთს ვერ ამჩნევდნენ სანამ ელენას ხმამ არ გაიჟღერა
-არა ფერი , ლენ
…………………….
ცვლილება გარდაუვალი იყო და დამალვა შეუძლებელი.
დუდასთან ჰქონდა კავშირი,რომელიც არაფერს ჰგავდა , ნამდვილი თავისუფლება . ნებისმიერი აზრის გამოხატვა შეეძლო მხოლოდ საკუთარ თავთან უნდა ეღიარებინა და გონებას ხმამაღლა გაჟღერების უფლებას თუ მისცემდა ჩადუნელი აუცილებლად იქნებოდა მსმენელი. საკუთარი ნებით ამ თემაზე საუბარს არ აპირებდა, მაგრამ არც უყოყმანია ისე უპასუხა მეგობრის კითხვას
_რა სახე გაქ შე ჩემა მაშინებ უკვე , დაფრქვი ახლა რა მოხდა. ვინ ვცემოთ , მხოლოდ ნიკუშას ვუთხრა თუ ირაკლისაც
_უბრალოდ ვიტყვი წინადადებას და შენ მომისმენ
_საიდუმლოს სუნი მცემს ...
_ელენას ტყუპისცალი არ ვარ ... გახსოვს ადრე გითხარი ბავშვობაში ნინას სასაფლაოზე ვყავდით_თქო , ალბათ მათი შვილი იყო იქ დაკრძალული , ამიტომ დაილექა ჩემს გონებაში ეს კადრები . ნინა დაკარგულ შვილს დასტიროდა
_ ვერ გავიგე ... რას იძახი. სიზმარს მიყვები რამეს?
_სამშობიაროში დამტოვა ქალმა ,რომელმაც გამაჩინა. რაღაც დამემართა და ბავშვთა სახლში გადაყვანა დააგვიანდათ , შემდეგ ნინა ვიპოვე ... მე ელენას ძმა არ ვარ. ერთი წვეთი სისხლიც არ გვაქვს საერთო
_რა ხდება ახლა შენს თავში , რას აპრიებ-ერთხანს ჩუმად იჯდა , როგორც ანდრომ სთხოვა არაფერი უთქვამს თავადაც იაზრებდა მოსმენილ ამბავს
-არც კი ვიცი რაზე უნდა ვიფიქრო . იმ ქალთან ურთიერთობა რომ არ მინდა ფაქტია. არ მინდა ვიცოდე როგორია , არაფერი მინდა ვიცოდე მასზე. ვგრძნობ, რომ ნინა სიყვარული გამიასკეცდა... ადრე ხომ ასე უბრალოდ მიყვარდა და ახლა ზუსტად ვიცი როგორი საოცარია . წარმოგიდგენია რა გადაიტანა 18 წლის გოგომ? უცებ გაიზარდა , ბედნიერების ნაცვლად უბედურება მიიღო
_და შენ გიპოვა... ყველამ ვიცით ნინას და ერეკლეს ცხოვრებაში რამხელა ადგილი გაქვს
_ასე ნუ მაკვირდები , წამით არ გამინელდება სიყვარული არც ეჭვები გამიჩნდება ... მხოლოდ მეცოდინება , რომ ელენა ჩემი და არ არის
_არ ვიცი მე რას გავაკეთებდი შენს ადგილას ...
_სულ მინდა ნინას ჩავეხუტო და უკვე მიტყდება... ისედაც ამხელა კაცი ბავშვივით ვიქცევი
_ნინაა ეგეთი ტო, დედაჩემზე მეტჯერ ნინას ჩავხუტებივარ. გახსოვს რამეს რო ვიტკენდით ნინა ტირილით მორბოდა და თამარა დინჯად მოაბიჯებდა მაცდიდა სანამ ავდგებოდი . თუ გახეთქილი არ მქონდა თავი არც იმჩნევდა ისე მივლიდა ... ნინას კოცნები და მოფერებები მეც მიყვარს ასე რო დაიკიდე ... მიეცი თავს უფლება გიყვარდეს
_შენებს არასდროს უთქვამთ ჩემზე?
_რა უნდა ეთქვათ ... ნინასი და ერეკლესი ხარ და მორჩა !
_ზურას და ერეკლეს ძმაკაცობა შენი და ელენას დაბადების დღიდან დაიწყო
_ეე ახლა გამოდის რო მე ყველაზე დიდი აღარ ვარ?
_რა იდიოტი ხარ
_შენ ძმაო ერთი თვით დიდი ყოფილხარ... თებერვლის სუსხივით ხასიათი კი გაქვს
_მხოლოდ იმაზე მეფიქრება რა მოხდებოდა ერეკლეს და ნინას რომ არ წამოვეყვანე
_რაღაც უბედურებებს ნუ მოიგონებ
_ რა იქნებოდა ელენას ძმა რომ არ მერქვას ...
..................
ანდროს ნამდვილ დაბადების დღეზე განსაკუთრებული არაფერი მომხდარა,მიუხედავად ნინას მოლოდინისა ბიჭისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა თარიღს. მუდამ ელენა იყო წვეულებების დედოფალი, ერთი თვით ადრე იწყებდა დაბადების დღის სამზადისს . წვეულებას სულ სხვადასხვა ადგილას გეგმავდა, ამინდის პროგნოზსაც კი ითვალისწინება მარტის ცვალებადი ამინდების გამო. იმ წელს მზიანი დღე იყო ამიტომაც გადაწყვიტა , რომ ქალაქგარეთ წავიდოდნენ. სკოლაში წასვლა უყვარდა იმიტომ , რომ სიურპრიზს ელოდა და ასეც ხდებოდა. მუდამ ბუშტებით ხვდებიდნენ ამჯერად ყვავილები აჩუქეს ბიჭებმა , რაც ყველაზე მეტად მოეწონა. ბედნიერებისგან ანათებდა მანამ სანამ ანდრო არ დაინახა კლასელ გოგოსთან ერთად. ხვდებოდა მის მიმართ ბევრი იჩენდა ინტერესს, ისიც იცოდა ყურადღების ცენტრში მყოფს შეყვარებული , რომ ეყოლებოდა, მაგრამ არ ელოდა . გამორჩა ინფორმაცია, რომელმაც ყველაფერი შეცვალა თინეიჯერის ცხოვრებაში. გაუგებრობის გუნდა ზვავად გადააქცია
_დღეს ვთქვათ, რომ შეყვარებულები ვართ? ისედაც მიხვდებიან ერთად , რომ ვიქნებით _ ჯერ მოსმენილიც არ ჰქონდა გააზრებული გოგო კიდევ უფრო მეტად რომ მიეტმასნა ბიჭს და ვინ იცის მერამდენედ აკოცა. პირველად ხედავდა ასეთ კადრს, არა შეყვარებული წყვილი როგორ არ ჰყავდა ნანახი, კოცნაც არ უკვირდა, მაგრამ ანდრო არ უნახავს არასდროს მსგავს სიტუაციაში ახლა კი ისე ეფერებოდა გოგოს თინეიჯერის თვალით ნამდვილად შეყვარებულ კაცს ჰგავდა. გოგოს კოცნა მანამ არ შეუწყვიტავს სანამ შემთხვევით არ მოჰკრა თვალი შეღებულ კარს და იქვე მდგომ ელენას. უყურებდა მის ამღვრეულ თვალებს და კვლავ არ აშორებდა ხელს სხეულზე მიკრულ შეყვარებულს . გოგო ეფერებოდა, ლოყაზე და შემდეგ ყელზე კოცნიდა ის კი ელენას თვალებს ვერ სწყდებოდა. ვეღარ გაუძლო, ემოციურად დანგრეულმა ხმაურით მოხურა კარი და სირბილით გაუყვა დერეფანს. ხალხის დასანახად ვერ იტირებდა, არც ვინმეს მოახვევდა თავს საკუთარ გრძნობებს ეზიზღებოდა როცა ვინმე სიბრალულს გამოხატავდა , არც დახმარების მიღება უყვარდა და მარტოს ერჩივნა საკუთარ გრძნობებთან დარჩენა, გრძნობებთან რომელთაც ვერ აკონტროლებდა, რომელთა დაიგნორებაც აღარ შეეძლო და მაინც ებრძოდა. ეგონა გაჰყვებოდა, ერთხანს უკანმოუხედავად მიაბიჯებდა, ეზოში გასვლისას შეჩერდა იმ იმედით, რომ მალე დაინახავდა უკან ადევნებულს, მაგრამ სულ ტყუილად, ანდრო არსად ჩანდა, იქ დარჩა , შეყვარებულთან მოალერსე.

წვეულების დედოფლობა ვერ დათმო, განწყობა გულში დაიმარხა და მოირგო ნიღაბი . ბრწყინავდა, მაგრამ შიგნიდან ღრღნიდა ნანახი კადრები. ანდროს ერთი სიტყვაც არ უთქვამს, ბოლო დროს ისედაც არ ეკონტაქტებოდა დიდად და იმ დღესაც შორს იყო, იმდენად შორს, რომ მასთან მისასვლელი გზა არ ჰქონდა. დალევა მაშინ გადაწყვიტა , როცა მოცეკვავე წყვილი დაინახა და პარალელურად კომენტარებიც მოისმინა
_უსაყვარლესები არიან ...
_მშურს , ასეთი პირველი სიყვარული მეც მინდა ... იდეალურები არიან ერთად
_ნახე როგორ უყურებს, გული ცუდად მაქვს , ვფიცავ _ კისკისებდნენ და ჩურჩულს აგრძელებდნენ
_რატომ არ გვითხარი შენი ძმის გული თუ დაკავებული იყო ?
_ნუ ხართ ზღაპრებში ჩარჩენილები , ეს უბრალოდ გატაცებაა . ყველა მის ძმაკაცს ჰყავს გოგო და დუდამაც აირჩია ერთი
_მულის პოზიცია მიიღო , გოგომ რძალი დაბლოკა _ სიცილის ტალღა მოჰყვა მის სიტყვებს ის კი უკვე გრძნობდა როგორ ყირავდებოდა მთელი მისი შინაგანი სამყარო." ძმა " "მული" " რძალი" _ყველა სიტყვა ექოდ ჩაესმოდა . ისე გაავსო ჭიქა სასმელით, რომ არც დაფიქრებულა
_მოდი დავლიოთ , რაღაც განსხვავებული მჭირდება ...ახალ ასაკთან შესაგებებლად _ გოგონების ნაწილიც აჰყვა, ზოგს გამოცდილებაც ჰქონდა, ზოგი კი კვლავ თავს იკავებდა. მხიარული ჩანდა , შორიდან ლაღი და ბედნიერი მოგეჩვენებოდათ . დათანხმდა პირველივე თხოვნას ცეკვაზე, გაჰყვა ბიჭს , რომელსაც მოსწონდა და ვისთან დაახლოებასაც აზრადაც არ გაივლებდა. ცეკვავდა , მისი ხელები ეხებოდა ზურგზე და უსიამოვნო შეგრძნება უჩნდებოდა . საუბრობდნენ, იცინოდა , ხშირად ტრიალებდა, რომ მანძილი გაეზარდა ბიჭი კი ახლოს ყოფნას ცდილობდა. ერთმა ნაბიჯმა გაათამამა , მალე შეუერთდდა გოგონების გუნდს თავისი ჭიქით , ხელიც მოჰხვია უკვე შემთვრალ ელენას და ლოყაზეც აკოცა. მოშორებას აპირებდა, სწერვული გამომეტყველება უკვე მზად ჰქონდა , მაგრამ არ დასცალდა მოჩვენებასავით გამოჩნდა ანდრო . ბიჭს მაჯაზე წაავლო თითები და აშკარად იმდენად ძლიერად მოუჭირა, რომ ამ უკანასკნელის გაბრაზება გამოიწვია
_რა იყო შე ჩემა
_გოგონებს მარტო ყოფნა ადროვე ! _ერთს ამბობდა და მზერით მეორეს ანიშნებდა
_მოიცა რა ... თქვენთან ერთად ისედაც სულ ვარ . ყელში ხართ უკვე _ხელი აუქნია და ისევ ელენას მხარს დაუბრუნდა
_გამოდი _მეთქი , დროზე
_რას მიყვირი შენ შ.გ ხო არ გაქ ბიჭო _ეგ იყო და ეგ . მერე იყო ძიუდოისტების ჩხუბი , რომელსაც წვეულების განადგურება მოჰყვა, რომელიც ვერაფერმა გაანელა მშობლების ჩარევამდე და მერეც . ჩადუნელებმა გაიყვანეს ბიჭი , სტუმრებიც წავიდნენ და დარჩა არეულ ეზოში , კივილისგან ჩახლეჩილი ხმით , მთვრალი , ემოციურად განადგურებული . იდგა და უყურებდა როგორ მიჰყავდა სახლისაკენ დედას ანდრო , მამაც მას ესაუბრებოდა . არცერთი ჩხუბობდნენ, არავინ ამბობდა რა გააკეთეო
_ყინულს დაგადებ დე... ექიმთან ხო არ წავიდეთ , ძალიან წითელია თვალი
_ არაფერი მინდა . ის სადაა _უცებ მიმოიხედა და ელენას გაუსწორა მზერა _ აღარ დავინახო მეტჯერ დალიო და ვიღაც ს.რს ხელის დაკარების უფლება მისცე , გესმის? _ეზოში გავიდა , არავინ უსმენდათ ისე ჩუმად ელაპარაკებოდა, მაგრამ გოგომ დაიწყო კივილი
_შენ მე ვერაფერს ამიკრძალავ ...
_რას ქვია ... მოიცა შენ რაც მოხდა და ის რასაც აკეთებდა გსიამოვნებდა გოგო?
_დაბადების დღე ჩამაშხამე ხვდები? შეხედე აქაურობას რა გააკეთე . ველურო , პრიმატო . რას აკეთებდა ისეთს , მოვწონვარ დიდი ამბავი. არ შეიძლება ვინმეს მოვწონდე?ყველას ცემას აპირებ ?
_მოწონებაა გოგო ეეგ? თავს ნუ ისულელებ... წვეულებას არ გავკარი ? დიდი ამბავი თუ ერთი საათით ადრე დამთავრდა . იაზროვნე ცოტა და ნუ იქცევი დიდი ქალივით , 15 წლის დღეს გახდი . მეტჯერ არ დავინახო ვინმეს ამდენის უფლება მისცე
_რასაც მინდა იმას გავაკეთებ და შენ ვერ ამიკრძალავ
_ელენა , მთვრალი ხარ და ვერ იაზრებ, რომ სწორს გეუბნება. ჯერ ამ დალევასთან დაკავშირებით აუცილებლად ვისაუბრებთ , დოზებზე და ნორმაზე , მაგრამ მანამდე უნდა გამოფხიზლდე და დაფიქრდი დღევანდელ შენს ქცევაზე . ანდრო მოდი , დე ნაკაწრებს დაგიმუშავებ . ეს ვისი სისხლია, მოგიკვდი მე შენ , ჩემო სიცოცხლე როგორ შეიძლება ასე მოქცევა . რამდენჯერ უნდა ვისაუბროთ ამ შენი ბრაზის კონტროლზე , დე ?
_სერიოზულად? ბიჭმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა, იჩხუბა , ადამიანი დაასისხლიანა და შენ როგორ ტკბილად ელაპარაკები. როგორც ყოველთვის ანდრომ სამყარო რომ დაამხოს შენ მაინც მის მხარეს იქნები მე კი სამი ჭიქის დალევას არ მაპატიებ და დაუსრულებელი ლექციების კასკადს დაიწყებ
_სჯობს შენს ოთახში ახვიდე და მოწესრიგდე _ მამის ხმა რომ გაიგო სულ აირია , ბოლო წვეთებს იღებდა მისი მოთმინების ფიალა _ შენგან არ ველოდი ამ ქცევას
_ჩემგან არ ელოდი? მე ვარ დამნაშავე? ბიჭს რომ მოვწონვარ და უბრალოდ ხელი მომხვია ამის გამო იჩხუბა , ომი გამართა , ყველაფერი დალეწა და მე გაგიცრუეთ იმედები?
_გეყოფა უკვე . მთვრალი ხარ
_რატომ აქვს მას უფლება მიბრძანოს, მითითებები მომცეს, ყველაფერი გაანადგუროს, გააფუჭოს, იჩხუბოს, დაამტვრიოს, გადაუაროს , თავი მოგჭრათ და მე არაფერი რატომ არ მეპატიება. თქვენ როგორი მშობლები ხართ საერთოდ ... ხომ არ გავიწყდებათ მე რომ ვარ თქვენი შვილი-სულ რამდენიმე თვის წინ გაგებული ამბავი პირველად გააჟღერა და თავადაც ეტკინა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, ბრაზი მართავდა
_ ელენა ახლავე შენს ოთახში ადი ! _ ისე დაუყვირა ქალმა ადგილზე შეხტა. ვერ აზროვნებდა თორემ დაინახავდა ანდროს წაშლილ სახეს და არეულ მზერას . შეხედავდა როგორ დაპატარავდა წამში და როგორ ეტკინა
_რა იყო ტყუილს ვამბობ? მე ვარ თქვენი შვილი და არა ის. თქვენ კი ისე იქცევით თითქოს ვიღაც ბ.ზის მიგდებული ბავშვი მე ვიყო და მე მზრდიდეთ სამადლოდ , მკვდარი შვილის ჩასანაცვლებლად . სასაცილოები ხართ, თავს რომ ევლებით ამ პრიმატს და მე სუნთქვის საშუალებას არ მაძლევთ.
_თავხედო გოგოო ახლავე გაჩუმდი... ახლავე შეწყვიტე და ოთახში ადი თორემ სკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ _ ქალი შეიშალა, ბიჭის წინ იდგა და ისე იცავდა თითქოს ასე დაუხშობდა სმენას -ბებიაშენის წინადადებებით მელაპარაკები? მასთან დიდხანს ატარებ დროს და ესაა შედეგი
-რას იზამ მცემ? ეგ გაკლიათ მხოლოდ, ხელით შემეხო ამ არსების გამო ... ბებია სწორს ამბობს და ყველამ იცით ეს უბრალოდ დაბრმავებული ხარ , ამოიჩემე ტკივილის გადაფარვისთვის ამოეფარე ამის სიყვარულს... გესმის რას ვამბობ? არ გაბედო და ჩემს ცხოვრებაში არ ჩაერიო... შენ ჩემი ძმა არ ხარ ! შენ ჩემთვის არავინ ხარ, შენთან არაფერი მაკავშირებს , შენი ერთი წვეთი სისხლიც არ მაქვს და ჩემ ცხოვრებაში ჩარევის უფლებას არ გაძლევ... არც ახლა და არც არასდროს -სწრაფად გაიქცა , საძინებელში შეიკეტა და ვერც გაიაზრა საკუთარ თავს რომ გაურბოდა, იმ ტკივილს თავად რომ მიაყენა თავს. იმ მომენტიდან დაიწყო ახალმა გოგომ მასში ფორმირება. გოგომ, რომელსაც არასდროს ჰქონდა ანდროს მსგავსი აზრი, რომელიც ყველაფერს გმობდა რაც მას მოსწონდა და მუდამ მის საწინააღმდეგო მხარეს მიდიოდა. ტკიოდა და მაინც ტკენდა ... ბოლოს კი რეალობის აღქმა დაკარგა, საკუთარ თამაშში ჩაიკარგა, რომელიც სულ პატარამ თავდაცვისთვის მოიგონა. ტყუილების მთა დაუგროვდა , რომელთა დაჯერებაც დაიწყო და ისე შეეჩვია ახალ ტყავს, რომ მისი მოშორება აღარ შეეძლო
....................
_არ უსმინო დე . დალია და თავში ოფოფები გაუჩნდა . შენ უნდა ჩაერიო მის ცხოვრება , სხვა ვინ იქნება მის გვერდით თუ არა შენ. ხომ იცნობ, იცი როგორი ხასიათი აქვს _ ბიჭს ჩაეხუტა, ზურგზე უსვამდა ხელს და ჩუმად ელაპარაკებოდა. გულისცემა ისე ჰქონდა აჩქარებული, ღელვას ვერ მალავდა . ბიჭმა არაფერი თქვა, წყენა და ტკივილი გულში დაიტოვა. ქალს თავადაც მოხვია ხელები და თავი მხარზე დაადო _ძალიან მიყვარხარ დე, ჩემი ბედნიერება ხარ შენ . არაფერზე ინერვიულო , მხოლოდ ბრაზის კონტროლი უნდა ისწავლო ასე თავს იზიანებ და საშიშია დე
_ყველა არ უნდა სცემო ... მერე მართლა საცემი ვინც იქნება იმისთვის ენერგია აღარ შეგრჩება და საერთოდ სპორცმენი თუ გინდა იყო უნდა დაივიწყო მსგავსი აფეთქებები. შენს დას კი მე დაველაპარაკები ,რომ გამოფხიზლდება . ახლა გაღიზიანებულია, გაბრაზებული და მაინც ვერ გაიგებს რას ვეტყვი -ერეკლე ნინასგან განსხვავებით მშვიდად საუბარს ახერხებდა
_ჩემ გამო არ უსაყვედუროთ ... მხოლოდ ის უთხარი, რომ წესიერი ბიჭები იპოვნოს თუ მაინცადამაინც ეპაზორება უშეყვარებულობა
_რა დროს შეყვარებულია...გამოფხიზლდეს კარგად მაგას ჩავუტარებ მე კარგ ლექციებს . თქვენს ასაკში ისევ ვთამაშობდი, რა შეყვარებული
_ხო სანამ მე არ დამინახა 17 წლის ასაკში და არ მიხვდა , რომ ქალია მანამ ბიჭებს რომ მოსწონდათ ვერ იაზრებდა . ტიპები შეთხლეშილები იყვნენ და ეს ეძმაკაცებოდა
_ძალიან კარგად ვიცოდი ვის მოვწონდი და ვის არა, მაგრამ არავინ მანაღვლებდა შენს გარდა.
-შევუყვარდი, ამირია ტვინი და 18 წლის ბიჭს დამიკარგა თავისუფლება... არ მომბაძო მამა რაც შეიძლება დიდხანს გაიყვანე დრო ქორწილამდე - ეზოს ალაგებდა სანამ ქალი გავიდოდა მანამ დაასრულა თითქმის ყველაფერი და ბოლოს ცოლ_შვილს მიუჯდა გვერდით . ორივეს მოხვია ხელი , ბიჭს თავზე აკოცა _ შენ არ ინერვიულო , მოვიფიქრებ რამეს შენმა დამ ჩაშლილი წვეულება , რომ დაივიწყოს_ყველამ იცოდა პრობლემა სულ სხვა რამ იყო, მაგრამ ზედმეტს არაფერს ამბობდნენ
_უნდა წავიდე რა... ბიჭებთან გავალ და მოვალ_სული ეხუთებოდა თუ არ წავიდოდა ვერ დამშვიდდებოდა.
გონებას აიძულა დავიწყება, ცხოვრების ისე გაგრძელება თითქოს ეს ამბავი არ არსებობდა,მაგრამ ყოველ წამს ელოდა მსგავს ფრაზას . ელოდა და მზად იყო ყველა შემთხვევაში ჰქონდა ფარი ,მხოლოდ ელენას წინააღმდეგ არ,მისი სიტყვები პირდაპირ გულს ხვდებოდა არასდროს სცილდებოდა მიზანს.
.............
-დავლიოთ?
-შენ არ სვამ და მე დავთვრე ? არ მინდა
-მე რა ვიცი შენ თუ ნამდვილად გინდა პროფესიონალი სპორტსმენი გახდე ასე ყველას არ უნდა ეჩხუბო ... მომბაძე , შე ჩემა ჩემი ძმა არ ხარ?ზურამ დაგანათლა, თამარას უნდა მოენათლე რა
-ვის ვგავარ არ ვიცი ... ალბათ მამას
-ერეკლეს ჩხუბი მე არ მინახავს , სხვა წინაპარი უნდა იპოვნო ფიცხი და ფეთქებადი
-ისე ნუ იქცევი თითქოს არ იცოდე
-რა - დუდამ ისე შეხედა აშკარა იყო მათი საუბრის შემდეგ ეს ამბავი გონებიდან ამოიგდო და წამით ვერც გაიაზრა რას გულისხმობდა მეგობარი -კაი რა, ძმურად
-ვიღაც უცნობების სისხლი მაქვს, გონებაში ნინას და ერეკლეს ჩანერგილი ხასიათი ... ალბათ ამიტომ ვერ ვიტან საკუთარ თავს
-საკუთარ თავს თუ ვერ იტან აბა ვინ გიყვარს ... მხოლოდ ნინა ? ბაზარი არაა, ნინაზე მეც ვგიჟდები ,მაგრამ ჯერ შენი თავი უნდა გიყვარდეს და მერე დანარჩენები. უნდა იმუშაო ძმაო, კონტროლი თუ არ დაიჭირე
-შენ ხომ მიცნობ დუდა, არ იცი ახლა ჩემ თავში რა ხდება?
-და ეგ კითხვები შენი სისხლის მატარებელ ხალხს ეხება? შენ მშობლებთან რამე კითხვები გაქვს? ხომ იცი ნინა და ერეკლე სულ გვერდით დაგიდგებიან , არ უნდა შეიკავო თავი თუ იმ ქალის გაცნობა გინდა
-არ მინდა... არც კი ვფიქრობ მასზე, მხოლოდ ნინაზე და ერეკლეზე ვღელავ. მაწუხებს საკუთარი თავი, მახრჩობს ასე უზნეოდ რომ ვიქცევი
-აჭარბებ ახლა , გაგაბრაზა და იჩხუბე...ამის გამო არ გაბრაზდებიან
-არასდროს ბრაზდებიან , ვიცი ყველაფერს მაპატიებენ, ერთი ნაბიჯის გარდა, მაგრამ არ შემიძლია ასე
-იდეალური ხარ , შე ჩემა . ყველაფერს სწავლობ, აკეთებ და რა გინდა სხვა
-წასვლა მინდა...
-წასვლა ვის არ უნდა, შაბათ- კვირას გავიდეთ სადმე ჩვენ პონტში
-დუდა
-აი ეგ ნამდვილად ატკენს ნინას . მონატრებას ვერ გაუძლებთ თქვენ ,ვერცერთი
-უნდა გავუძლო , თუ ვერ მოვერიე თავს სხვა გზა არ მექნება
-მოერევი , ყველას ერევი და საკუთარ თავსაც მოუხერხებ რამეს - ძმაკაცს ხელი მოხვია და მიმართულება შეუცვალა- დაუბრუნდი ახლა სახლს , იქ გელოდება შენი სიმშვიდე

დუდას დაუჯერა, მაგრამ სიმშვიდის პოვნის ნაცვლად საკუთარ თავს მორიგი დარტყმა მიაყენა , წერილი აიღო და ფიქრის გარეშე გაშალა
"ანდრო , ასე დაგარქვით მე და ერეკლემ.
მთელი ღამე მკერდზე მყავდი მიკრული. გაკვირდებოდი და ვფიქრობდი შენთან განშორება შემეძლო თუ არა.
არ შემიძლია .
არასდროს ვინანებ შენს დედობას და გპირდები ყველაფერს გავაკეთებ შენი ცხოვრების სრულყოფილებისთვის.
შენ ამიერიდან ანდრო გოთუა ხარ. შენი დაბადების მოწმობაში ჩემი და ერეკლეს სახელები წერია , მაგრამ ჩვენი არ ხარ, სხვისი ხარ. სულ სხვა ცხოვრება გელოდა ჩვენ კი მომავალს გიცვლით. გიყურებ და მეშინია , რომ ისე წავალ იმქვეყნად ვერ გაგიმხელ ამ სიმართლეს .
ამ წერილით მინდა სიმართლე გიამბო , დე
მადლობა , დე
მადლობა, რომ მაცოცხლებ
მადლობა , რომ ძალას მაძლევ
მადლობა, რომ იტირე და შენამდე მომიყვანე. ხელში აგიყვანე და გაჩუმდი, მომეკარი.
ამ წამს ,წერილის წერის პროცესშიც გულში გიკრავ და შენ მშვიდად გძინავს. ვიცი ვერ ხვდები რას აკეთებ, იქნებ არც გინდა ჩვენი გახდე , მაგრამ ასე ვგრძნობდი,ის კლინიკაში ჩვენი პირველი შეხვედრისას და ასე ვგრძნობ ამ წამს შენთან სიახლოვეს.
ერთის სულ მთლად ლურჯი სახე ვნახე , მეორე ხელშიც ვერ ამყავდა ,შორიდან ვუყურებდი სიცოცხლისთვის მებრძოლს. მათ მე ვჭირდები ერთის სულს სიმშვიდისთვის და მეორეს ამქვეყნიური ცხოვრებისთვის. შენ პირველმა მაგრძნობინე , რომ დედობა ბედნიერებაა. სიბნელეში ჩაკარგულმა პირველად გავიცინე ჭამის დროს უცნაური ხმების გამოცემა ,რომ დაიწყე , გულში სითბო ჩამეღვარა ,დე . შენი პაწაწინა თითებით თითზე მომეჭიდე და სიცოცხლე მომანდომე. მთელი სხეული მტკიოდა , სული მეწვოდა და მეგონა არასდროს განელდებოდა ეს ცეცხლი, სუნთქვას ვეღარ შევძლებდი და ტირილს ვერ შევწყვეტდდი . შენ კი , სხვისი ,ისე მშვიდად იყავი ჩემთან , ჩემს გალეულ მკლავებში მოქცეული და მიმსუბუქებდი ყველა ამოსუნთქვას.
მადლობა რომ იტირე , როცა ექთანს ჩემგან მიჰყავდი . ისე ტიროდი ვერ გაგაჩუმეს და მერე ჩემთან ისევ დამშვიდდი. ხელს გიშვებდი და ტირილს იწყებდი. შენც გეშინოდა დე? პასუხს ვერ მეტყვი, ვიცი შეიძლება სისულელეა, ჩემი წარმოსახვის ნაყოფია ,მაგრამ ასე დავიჯერე გეშინოდა, რომ მეც დაგტოვებდი და ტიროდი.
გეფიცები არასდროს გაგიშვებ ხელს
არასდროს მიგატოვებ, დე
საუკეთესო ცხოვრება გექნება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ არ მითხრა რატომ გამხადე შენი შვილიო.

ჩემი არ ხარ , დე . მე კი შენი ვიქნები სულ , შენი ნინა დაგიცავს და ზურგს არასდროს გაქცევს, მარტო არასდროს იქნები , მე მუდამ შენს ზურგს უკან ვიდგები .

შენს ცხოვრებას ელენასთან ვაკავშირებ. ჩემი ელენა ჯერ კიდევ იბრძვის სიცოცხლისთვის , მაგრამ ვიცი ჩვენთან დარჩება. ჩემი გოგონა იბრძოლებს , ჩვენ კი მასთან ერთად არ დავნებდებით. შენ ხარ ჩემი სუნთქვა და მე ამ სუნთქვას ელენას ვუნაწილებ.

მაპატიე დედაშენი რომ არ ვიპოვნე და მასთან შენი დაბრუნება ვერ გავბედე. მეშინია მისი ,რომ ისევ დაგტოვებს , გატკენს და ერთმანეთს ვეღარ დავიცავთ.
მისი სახელი მეორე გვერდზე წერია .
მადლობა , მას რომ ჩემ სუნთქვად გაგაჩინა.
იცოდე საკუთარ თავზე მეტად უყვარხარ შენს ნინას "
ნინას ცრემლების კვალს ანდროსიც დაემატა...
წერილის მეორე მხარე არ უნახავს .
ფურცელი ისევ ისე დაახვია , ლენტით შეკრა და კარადის ერთ_ერთ უჯრაში განუსაზღვრელი დროით მიუჩინა ადგილი.
....................
რაღაც დროის განმავლობაში სიმშვიდე იყო , შემდეგ კი ახალი გამოწვევა გაჩნდა ,რომელიც ანდრომ ვერ გადალახა
საძინებლამდე აღწევდა სასტუმრო ოთახში დატრიალებული ქაოსი. ხმას მიჰყვა და კიბეზე მდგომმა დაინახა ელენა . სარკის წინ იდგა და საკუთარ გამოსახულებას აკვირდებოდა
_კარგი ხარ კარგიი ნუ დამტანჯე შვილო
_თვითონ პაემანზე კი არა ისე დადიოდა ყოველ დღე აბა არ შემეფეთოს გზად ერეკლეო , სულ უნდოდა ფორმაში ყოფილიყო
_და მაინცადამაინც მაშინ მოდიოდა ალქაჯს რომ ვგავდი... საზიზღარი მაგიჟებდა
_მამას მსგავსი არავინაა , თუმცა მე ჩემი ბიჭი ძალიან მომწოონს
_აღარ მიდიხარ? ხუთზეო და ექვსია უკვე
_ხო წავალ ... უნდა მეთქვა გამომიარე_თქო
_სახლში მომიყვანე ბარემ _ერეკლე მაინც უკმაყოფილო იყო, დაბადების დღის არეულობის შემდეგ შეუთანხმდა შვილს თუ არ დაგვიმალავ უფლებას მოგცემ პაემნებზე იაროო _იცოდე ჭკვიანად მოიქეცი და ზედმეტი არაფერი გაბედოს თორემ ასეთი ლმობიერი რომ არ ვარ იცი შენ
_რა ხდება ? სად მიდიხარ ასე გამოწყობილი?
_მძინარე მზეთუნახავს გაუღვიძია ... ტანსაცმელი არ გვეპოვება ? ერთი კვირის წინ ნინი რომ იყო სტუმრად და ლამის შიშველი გამოტანტალდი დადის გოგო იმის მერე დაშტერებული. კიდე ეგ უნდოდა იმ საწყალს?
_დაქალზე როგორ საუბრობ
_როგორ ვსაუბრობ... გარდატეხის ასაკი მხოლოდ შენი და შენი ძმაკაცების ჰორმონებზე არ მოქმედებს
_და შენ სად მიდიხარ , რა თქვი? _ მკერდთან ჩახსნილი პერანგის ღილები ბოლომდე შეუკრა. იმდენად ახლოს იყო გოგოს სულ დაავიწყა ყველაფერი _ ასეც გიხდება , თუ უყვარხარ მოეწონები და ძუძუების ფრიალი არ დასჭირდება მოსაზიდად . საერთოდ ვის ხვდები, გამაგებინე
_შენ რამდენიც გაიგე ყველა სცემე და ამჯერად არ გეტყვი. მამამ იცის , შენ მშვიდად იყავი _ პერანგის ღილები თავიდან გახსნა , ერთი ღილით მეტი ვიდრე მანამდე ჰქონდა. გაუღიმა, თვალი ჩაუკრა და დემონსტრაციულად დატოვა სახლი _ ეცადეთ არდამირეკოოთ
_ეცადე არ გაკოცოოს და მე არ მაცემინოს თავიი
_ვერ დაგპირდებიი
_გაიგონეთ რა თქვა? მამაა შენ მიეცი უფლება?
_ხო , უბრალოდ კაფეში წავლენ რა პრობლემაა ... მაინც შეხვდება და ბარემ ვიცოდე . მერე სულ გიჟდება ხომ იცი, შეეშვი ცოტახანს თავად მიხვდება რომ არ სჭირდება ეს სულელი ბავშვები.
_შენ რას შვები დე... არაფერს შეჭამ?ისეთი დაღლილი იყავი რომ მოხვედი . მეშინია ამდენმა ვარჯიშმა არ გავნოს
_დუდასთან გავალ ...არაფერი მინდა _ სწრაფად მოწესრიგდა და გოგოს კვალს გაჰყვა.

არც პირველი იყო და არც უკანასკნელი როდესაც პაემანზე მყოფს მიჰყვებოდა. ყოველთვის , როცა იცოდა რომ ელენა ბიჭს ხვდებოდა პოულობდა დროს იქვე ახლოს მოსახვედრად და მუდამ დარწმუნებული იყო, რომ მისთვის შეუმჩნეველი რჩებოდა . თავს ძლივს იკავებდა ,როდესაც ეხებოდნენ , ხელზე მოფერება და მისი ღიმილის დანახვაც აცოფებდა. ვერ იტანდა ვერავის ვის მიმართაც კეთილგანწყობას იჩენდა . ღამე იყო უკვე კაფე რომ დატოვეს. ფეხით განაგრძეს გზა სკვერამდე. გზად ხელზე ეფერებოდა, შიგადაშიგ წელზე ხვევდა ხელს და ამ ყველაფრის გაძლება ხომ რთული იყო, მაგრამ ბაღის სკამზე მჯდომმა, რომ აკოცა იქ თვალთ დაუბნელდა. აზროვნების უნარი დაკარგა, ყველაზე მეტად აუტანელი ელენას თანხმობა იყო, წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად ბიჭს მკლავები შემოჰხვია და კოცნაში აჰყვა. ხედავდა ბიჭის თითებს ელენას ფეხზე და მანძილს გაუაზრებლად ფარავდა. არაფერი აინტერესებდა ზღვარგადასულს მხოლოდ ბრაზის ჩხუბით გაფანტვა შეეძლო და გონებაში გაცოცხლებულ მონსტრს მანამ კვებავდა სანამ ბიჭი არ გაითიშა. სისხლიანი ჰქონდა სახე, გატეხილი ცხვირიდან წამოსული წვეთები პერანგზე ეცემოდა, ვერაფერს გრძნობდა მხოლოდ გაორმაგებულ გულისცემას და ცეცხლს, რომელიც შიგნიდან წვავდა. ელენა რომ დაინახა , მისი ცრემლიანი თვალები და შიში მის მზერაში იქ დასრულდა კიდევ ერთი ეტაპი , ერთი კარი გაჩნდა, ახალი წინაღობა მათ შორის .

ელენას დუდასთან დარეკვა მოესწრო, ბიჭი მალევე გამოჩნდა . სირბილით მოდიოდა და სიტუაციის დანახვისას რეაქციაც არ ჰქონია. ელენას ჩაეხუტა და შემდეგ ბიჭისკენ დაიხარა
_ტატამზე რა გემართება შე ჩემა ამდენი ძალა თუ გაქვს. 2 წუთში რომ იწყებ ქოშინს
_თვალით აღარ დამენახოს თორემ მოვკლავ _ ძმაკაცის ხუმრობას ყურადღებაც არ მიაქცია ელენას მკლავში წვდა _წამოდი, დროზე
_არ მოვდივარ... ხელი გამიშვი. ცხოველო !
-ელენა წამომყევი მეთქი
_ახლოს არ გამეკარო ... რა უნდა ვქნათ, დუდა _ ძლივს მოსულიერებულ ბიჭთან მივიდა , ის იყო უნდა შეხებოდა ბიჭმაც ხელი გასწია და ბრაზის მეორე ტალღამ შეუტია .
_მივდივართ _ მეთქი , გოგო ახლავე . სიტყვას თუ დაძრავ ენას ამოგგლეჯ იცოდე
_რა ჯანდაბა გეტაკა , შ.გ ხო არ გაქ ბიჭო
-შენ არ ჩაერიო -დუდასაც შეუღრინა გოგო ხელში აიყვანა, მხარზე გაიდო და ისე წაიყვანა
_ხელი გამიშვი... დამსვი არ მოვდივარ. შენთან ერთად წამოსვლა არ მინდა . მასთან უნდა დავრჩე , უნდა გავიგო როგორაა _ ტიროდა და ზურგზე ურტყამდა მუშტებს, მთელი ძალით ცდილობდა , მაგრამ ბიჭს რეაქცია არ ჰქონდა
_ასე რატომ გაღელვებს ... რა იყო ერთხელ გაკოცა და გაგიჟდი? თუ პირველი არ იყო და სადაც მოესურვებოდა იქ გეზ.სავებოდა _ძირს დასვა, მკლავებზე უჭერდა და სიტყვებს კბილებსშორის ცრიდა _ მიპასუხე _იმდენად ახლოს იყო ელენას სახესთან რომ გოგოს სუნთქვასაც გრძნობდა
_შენ ხომ გყავს შეყვარებულები ... მე ვერევი შენს ურთიერთობებში? თუ გგონია რომ არ ვიცი და ვერ ვხედვ
_მერე შენ ვიღაც გოგოებს ედრები ? ვიღაც ხარ ვინც ასე ბაღებში ზ.საობს ? გინდა გამაგიჟო ხომ?
_არაფერს ვაკეთებდი ისეთს სამარცხვინო რომ ყოფილიყო და შენ სულ ტყუილად სცემე ბიჭი, რომელიც მიყვარს _ხმა თითქმის დაკარგული ჰქონდა ბიჭთან შედარებით ერთიცდა ჩანდა ,მაგრამ მისი ნატქვამი "მიყვარს" ყვირილივით ჩაესმა ანდროს
_ გიყვარს?
_შენ მართლა გგონია რომ ისე უბრალოდ ვხვდებოდი და ვკოცნიდი? არანორმალური ხარ ... ხელი გამიშვი
_წადი ... _ნაწილებად დაიშალა . ხელები უღონოდ ჩამოუშვა , გვერდი აუარა და ისე წავიდა უკან აღარ მიუხედავს. არ დაუნდახავს როგორ იხშობდა ხმას პირზე აფარებული ხელით ელენა, როგორ მოიკეცა და ატირდა , არც ის გაუგია ბიჭთან რომ არ დარჩენილა . სახლში გამთენიისას დაბრუნდა და ელენაც რომ ელოდა დედასთან ერთად ვერც ეს გაიგო. ქალს თვალი ვერ გაუსწორა, ერეკლესთვისაც არ შეუხედავს . საძინებელში ავიდა, ფრანგული კოლეჯების სიას კიდევ ერთხელ გადახედა და საბოლოოდ გააკეთა არჩევანი , რომელში მოხვედრაც სურდა
....................
_არაფერს ეტყვით ?
_ხომ გაგაფრთხილე წასვლამდე ... რა გააკეთე ისეთი ბავშვი რომ გამიგიჟეთ
_მე გავაკეთე კიდევ? ბიჭი იცი რა მდგომარეობაშია? და რისთვის დედა, ჩემი მოწონებაა დანაშაული? ავადმყოფია გეუბნებით სანამ ვინმე არ შემოაკვდება არ დაიჯერებთ . ამას ძიუდო და რაგბი კი არა ფსიქიატრი სჭირდება თავი რომ აკონტროლოს როგორმე თქვენ კი ხელს უწყობთ კიდევ უფრო რომ გაძლიერდეს და ვეღარავინ მოერიოს. ალბათ იმას დარდობ რამდენჯერმე რომ მოხვდა დამიჯერე არც უგრძვნია ისე იყო გონებადაბინდული... სხვებსაც ჰყავთ დები , მაგრამ ამდენ სისულელეს არ სჩადიან, ნამდვილი დები სხვათაშორის და არა ასეთი
_ზედმეტი მოგდის უკვე... თავისუფლებას გაძლევ და ვერ ირგებ. ჩარჩოს გიწესებთ და არც ეს მოქმედებს . იქნებ როგორმე აკონტროლო თავი და შენი შეყვარებულებიც ანდროს თავმოყვარეობა რომ არ შეილახოს და შენც გყავდეს ეგ შენი ბიჭები , რომელიმე მაინც
_მუდამ მე ვარ დამნაშავე... ესაა თქვენი გამოსავალი , მე უნდა ვიყო მარტო. არ მომწონდეს , არ მაინტერესებდეს, არავის ვხვდებიდე და საერთოდ პირად გრძნობებზე უარი უნდა ვთქვა ბატონი ანდრო რომ მშვიდად გრძნობდეს თავს
_პირველ რიგში ოჯახია და შემდეგ სხვა გასართობები ... დუდას ხასიათს უნდა შეეგუო ისიც შენი ასაკისაა და ნუ გავიწყდება ეს . დრო გჭირდებათ , რომელიმემ უნდა დათმოთ
_და მე რატომ უნდა დავთმო სიყვარული და მან არა ძალადობა
_იმიტომ რომ ეს სიყვარული არ არის და უბრალოდ მოგწონს ,როდესაც ყურადღების ეპიცენტრში ხარ და არ ღირს ანდროსთვის პრობლემების შექმნა მითუმეტეს ახლა როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი თამაშები აქვს წინ
_ჩემი ცხოვრება თქვენთვის ყოველთვის უმნიშვნელო იქნება , ხომ?
_ხომ იცი როგორ გვიყვარხარ დე , მაგრამ ანდრო
_მაგრამ ანდრო უფრო გიყვართ
_ძალიან გთხოვ დე , დედას მერცხალო მეტჯერ არ მითხრა რომ თქვენს შორის რომელიმე მეტად ან ნაკლებად მიყვარს. თქვენ ხართ ჩემი სუნთქვა ,დეე . არ გამებუტო რა ... გაიზრდები და მიხვდები რა რთულია იყო კარგი დედა . არ გამომდის , არადა ვფიქრობდი გამომივიდოდა შენ კი იმ სიტყვებს მეუბნები რაც ყველაზე ნაკლებად მინდოდა გამეგო _ შვილთან ერთად ატირდა . ბავშვურ ხასიათს ვერ ელეოდა და მუდამ ასეთი ნამდვილი იყო . ერეკლე ცდილობდა დედა_შვილის საუბარში ზედმეტად არ ჩარეულიყო , მაგრამ ორივეს ცრემლები ერთად ზედმეტი იყო. ოთახში შევიდა , გაბუტული შვილიც ჩაიკრა გულში და ატირებული ქალიც. წარმოდგენა არ ჰქონდა ანდრო აივნის კართან რომ იდგა და ყველაფერს უსმენდა . სული ეწვოდა საყვარელი ადამიანების ამ მდგომარეობაში ნახვის გამო. მეტს ვერ გაუძლებდა, მათთან ახლოს ყოფნა ანადგურებდა, უნდა განრიდებოდა ყველაფერს და ამისთვის ერთადერთი შანსი ჰქონდა , ქვეყნიდან წასვლა რაც დიდი შრომის ფასად დაუჯდებოდა. ისედაც არ აკლებდა მონდომებას არცერთ საქმეს რასაც ხელს მოჰკიდებდა , მაგრამ ამჯერად ახალი გადაწყვეტილება ყველაფერს შეცვლიდა მის ცხოვრებაში.

................
იცოდნენ ანდროს სარაგბო კარიერა საფრანგეთს ,რომ დაუკავშირდებოდა ,მაგრამ მოვლენების დაჩქარების შესახებ არაფერი უთქვამს. გზა გამოჩნდა, სურვილი მიზანს ემსგავსებოდა და მშობლებთან საუბრის დროც მოვიდა. ელენას დაბრუნებამდე უნდა მოესწრო , მხოლოდ ეს იცოდა როცა ნინას წინ აღმოჩნდა
_პასუხი მივიღე ... საფრანგეთში მივდივარ
_ყოჩაღ მა , ვიცოდი გამოგივიდოდა
_ამიტომ გააძლიერე ფრანგულის სწავლა? ორივემ ერთად დაგეგმეთ მისი ქვეყნიდან წასვლა თანაც ასე მალე ? წელს რატომ , დე ... ჯერ ძალიან პატარა ხარ . მარტო როგორ უნდა გადაცხოვრდე სხვა ქვეყანაში _ერეკლე ულოცავდა ნინა კი ტირილის ზღვარზე იყო
_სჯობს ახლა წავიდე... წლების მატებასთან ერთად გართულდება ჩემთვის წასვლა. იქ უკეთ შევძლებ მომზადებას
_მე რომ მომენატრები ? როგორ უნდა ვიცხოვრო შენგან შორს ... ჯერ სულ პატარა ხარ. მერეც მიგიღებენ დე, შენ ისეთი ჭკვიანი ხარ
_მერე აღარ მოგენატრება ნინა? ახლა ისედაც ცვლილებების პერიოდი აქვს , თანატოლებსაც მარტივად შეეჩვევა, იქაურ სტილზე ფორმირდება, იქ დაიწყებს თამაშებს და მერე დაბრუნდება პროფესიონალი. სწავლითაც ისწავლის
_მე არ უნდა შეგემზადებინეთ მამა- შვილს? ერთად რომ გადაწყვიტეთ
_შენ არ ასწავლე ისე უნდა მოიქცე როგორც შენი ცხოვრებისთვის იქნება უკეთესიო? მე და მამა სულ მხარს დაგიჭერთო?ხოდა აჰაა , მეც არ ვიცოდი ჯერ თუ წავიდიდა ,მაგრამ ყველაფერი გაამზადა და პასუხიც მიიღო. დამოუკიდებელი კაცია უკვე , იცის რა უნდა და მიიღებს კიდეც. ტყუილად ნუ იეჭვიანებ , მეც ორი დღის წინ მითხრა პასუხს ველოდებიო
_დე , თუ შენ ცუდად იქნები და ბევრს ინერვიულებ დავრჩები , მაგრამ საშიში არაფერია. გეფიცები მთლიანად თამაშზე და სწავლაზე გადავერთვები . ისეთს არაფერს გავაკეთებ შენ რომ ჩემ გამო ინერვიულო , მონატრებას კი ონლაინ საუბრებით მოვიკლავთ , დრო მალე გავა და დასვენებების დროს ჩამოვალ
_დედას დიდი ბიჭი ხარ უკვე ?
_ღმერთო ჩემო _ერეკლე გვერდიდან უყურებდა გოლიათს როგორ ეხვეოდა პატარა ქალი და სიცილის შეკავება გაუჭირდა
_ერეკლეეე , გეყოს სიცილი ... პატარაა ჯერ
_კი , თავის გუნდელებთან შედარებით პატარაა . კალათბურთელებთან შედარებითაც პატარაა, თუცმა ათ ნომერს მეტი სიმაღლე არ სჭირდება
_ერეკლეეეე _ ბიჭს ეხუტებოდა და ქმარს ისე საყვედურობდა _გეყოს
_ მივდივარ თუ ვრჩები , დე
_რა თქმა უნდა ,მიდიხარ... ჩვენ შენს გვერდით ვართ და იცოდე ყოველთვის ყველაფერს მომიყვები. ყველა საღამოს დამირეკავ , არ გადაიღლები, კარგად იკვებები , წასვლამდე რამდენიმე ისეთი კერძის მომზადება ვისწავლოთ იქაც რომ გააკეთო . თუ ვერ დაიძინებ მითუმეტეს უნდა დამირეკო
_აქედან გიმღერებს იავნანას და დაგაძინებს ...
_რატომაც არაა , სასაცილო რა არის
_სერიოზულად ნინა, მალე ცოლი შეიძლება ჰყავდეს და რომ ვერ დაიძინებს შენ უმღერებ?
_სიმღერა რა აუცილებელია, ჩემი ხმა რომ ესმის მშვიდდება და ტკბილად ეძინება . ცოლი რომ ეყოლება გვერდით ის იქნება მისი გულისა და გონების მალამო ... _ ბიჭის მტევანი ხელებსშორის ჰქონდა მოქცეული და გულზე ისე იკრავდა. თავი მკერდზე მიადო და როგორც სჩვეოდა ისე აკოცა _ დედას სუნთქვა ხარ , დე ... შენ , რომ კარგად იქნები მეც კარგად ვიქნები . მთავარი ხარ შენ და შენი სურვილები . ჩემი წეხანდელი წუწუნი დაივიწყე , ვამაყობ მე შენით , მიხარია, რომ წასვალ და ასეთ დიდ ნაბიჯს გადადგამ შენი კარიერისთვის
_სად მიდიხართ ბატონო ანდრო? ამჯერად რომელ კურორტზე გაქვთ ვარჯიშები...ისეთ სასტუმროებში დადიხართ ხოლმე პირდაპირ მშურს _ელენა ცეკვის გაკვეთილებზე დადიოდა და გვიან დაბრუნდა . დაღლილი მიეყრდნო მოაჯირს , პირდაპირ კიბის ავლას აპირებდა ერეკლეს სიტყვებმა რომ წაართვა ძალა _ დე, მშია უკიდეგანოდ და სანამ ბაკურიანში გაამგზავრებ ბიჭს მანამ იქნებ ვივახშმოთ
_ანდრომ რაგბის თამაში სერიოზულად გადაწყვიტა , ძიუდოზე ოფიციალურად უარს ამბობს და საფრანგეთში მიემგზავრება. კოლეჯიდან დადებითი პასუხი მიიღო, მომავალი სასწავლო წლიდან ჩვენთან აღარ იქნება. აბაა ? შეგვიფასე ჩვენი ბიჭის მიღწევა ,მა
-სულ მიდიხარ ? საფრანგეთში ... აქ აღარ იქნები. არც სახლში , არც სკოლაში , არც ... არც ჩემს პაემნებზე _ ჯერ ნელა ლაპარაკობდა ნამდვილ ემოციებს გამოხატავდა მერე კი ბნელი მხარე ჩაერთო და მისთვის ჭრილობების მიყენებას შეუდგა _ღმერთო არსებობ, მათავისუფლებ როგორც იქნა ამ სასჯელისგან. ტყვეობა დასრულდა, რა კარგიაა აიი რა გასაოცარია ჭკვიანი რომ ხარ და ტვინი გიმუშავებს, როცა საქმე სწავლას ეხება. უნდა ჩააბარო აბაა რაა, უნდა წახვიდე , უფრო შორსაც თუ გინდა.ნეტავ უფრო მაღალიც იყო ამერიკაში წახვიდოდი კალათბურთს ითამაშებდი. ყველაფერი უნდა გამოგივიდეს, არ იზარმაცო არ გამოგაგდონ იქედან და უცებ არ დაბრუნდე. ყოჩაღ , ბრავოო ასეთი სწორი ნაბიჯი ცხოვრებაში არ გადაგიდგამს იმის შემდეგ დედაჩემს რომ მიეწებე და არა ვიღაც სხვა ქალს . ხომ უშვებთ, მივცეთ ყველაფერი რაც სჭირდება ...მეშველა მეც და ამასაც. დიიდი მორაგბე უნდა გახდე , შენნაირი ცხოველების ადგილი მანდაა ზუსტად. მე თუ მკითხავ პოზიციაც უნდა შეიცვალი იქნებ წონა მოიმატო და პირველხაზელი გახდე. დღეს მე ვამზადებ ვახშამს... არაა, დაღლილი ვარ ვერ გავქაჩავ . სადმე რესტორანში წავიდეთ , მე გეპატიჟებით მთელი თვის ბიუჯეტს ჩამოვდივარ _იცინოდა, წამში ათას სიტყვას ამბობდა და კიბეზე ხტუნვა ხტუნვით მიდიოდა. ანდროს თვალებს მხოლოდ ერთხელ შეხედა მეტჯერ ვერ გაბედა, ეშინოდა ნამდვილ ემოციას დაინახავსო. ბედნიერი ქალის ნიღბით გაიქცა და მარტო დარჩენისთანავე ატირდა. იატაკზე იჯდა და პირზე ხელებაფარებული ქვითინებდა. ტკიოდა რომ აღარ იქნებოდა, ვერც სახლში დაინახავდა, აღარც სკოლაში , არც ღამით გაჰყვებოდა უკან ყველაფრისგან დამცველ ფარად.
...................
-მაინც მიდიხარ? აბა ნინას ვერ დავტოვებ შორს რომ ვიქნები ინერვიულებსო ?ჯერ უნდა ვაჩვენო რომ თავს ვაკონტროლებ , დავჭკვიანდი და მერე წავალო ?
_გეგმების არევა გიკვირს ჩადუნელო?
_ასეთი ჩუმი არასდროს ყოფილხარ ... გამაგებინე რას გაურბიხარ ასეთს
_ყველაფერზე ვიფიქრე და ასე აჯობებს... იქ პროფესიონალი გავხდები
_ხო , მაგრამ მარტო წასვლა არ გაგიჭირდება? ზბორებზე წუწუნებდი ნინას გარეშე , სხვა სახლში ყოფნასაც ვერ იტან ... იქ კიდე საერთო საცხოვრებელში ვიღაც ფრანგებთან ერთად
_ცხოვრება ჩვენ კომფორტზე არ არის დამოკიდებული
_როგორ დამიბრძენდი ბიჭი
_ნინას წერილი წავიკითხე ...
_აბა არ მაინტერესებსო?
_მეორე გვერდი არ მინახავს , მხოლოდ პირველი წავიკითხე
_პირველზე რაღა იყო
_ნინას წერილია ...
_მერე?
_მერე ის რომ ყველაზე მეტად მიყვარს და უნდა წავიდე , რომ სიმშვიდე ვიპოვნო . ეგოისტი ვერ ვიქნები , უნდა ვიყო საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია და ნინა მყავდეს ყველაზე ბედნიერი
_თამარაზე ხომ ვგიჟდები , მაგრამ შენ რომ გიყურებ ხანდახან მგონია სიყვარული სულ არ შემიძლია ...
_ შეგიძლია, უბრალოდ ჯერ არ გაგიჟებულხარ. შენი სიყვარული , როგორც შენ სრულიად განსხვავებული იქნება ჩემგან
_მაგრად მომენატრები ...
_ხშირად დაგირეკავ
_არ დამირეკავ და დაგადგები ეგრევე
_ჩემ ნაცვლადაც შენ უნდა იზრუნო ყველაზე , რთულ მისიას გიტოვებ ძმაო
_გავუმკლავდები როგორმე და მერე დიდი მორაგბე რომ იქნები ვიტრაბახებ
_ვინ უფრო იტრაბახებს მე შენი ოქროს მედლებით თუ შენ ჩემი ლელოებით არ ვიცი ჯერ
_ელენამ რაო
_გაუხარდა
_გჯერა ?
_გათავისუფლდება , რა თქმა უნდა უხარია
_ისე არ წახვიდე რომ არ დაემშვიდობო , თორემ მერე გაუსაძლისად მოგენატრება
_მონატრებას უნდა შევეჩვიო...მარტოობა იქნება ჩემთან და ესეც უნდა გავიაზრო .
-იქაც გეყოლება გუნდელები, მეგობრები და მარტო არ იქნები
-შენ არ იქნები ...
-რა ვქნა ძმაო რაგბი არაა ჩემი სპორტი, მხოლოდ ყურება შემიძლია და გულშემატკივრობა თორემ შენთან წამოსვლაზე ვიჩალიჩებდი
-მე არამიშავს ...შენი იმედი მაქვს სულ , ამიტომ მივდივარ , ვიცი ჩემს ნაცვლადაც გააკეთებ ყველაფერს ჩემებისთვის
-ელენაზე არ იდარდო, არაფერზე იფიქრო ... ცოტახანს იეგოისტე რა
-დემონებთან ბრძოლას ვიწყებ
-შენ და შენი დემონები , ეგეც საკითხავია დემონები შენშია თუ ჩვენს ირგვლივ არიან
-იმედია გამოვა ჩემგან მორაგბე და მხოლოდ გაქცევა არ იქნება ... თამაში მჭირდება, აუცილებლად
-ამ სიყვარულთან ბარიერი არ გაქვს ... იშრომებ და შედეგს მიიღებ , ისე როგორც ყოველთვის ყველა საქმეში
-საქმეზე მეტია , ისე როგორც შენთვის ძიუდო
-გამოგვივა ორივეს

პირველი ნაბიჯის გადადგმა ნამდილად გამოუვიდა. უჭირდა, მაგრამ მაინც დატოვა ყველაფერი და მარტომ განაგრძო გზა . გაფრენამდე რამდენიმე დღე რჩებოდა ელენა ,რომ წავიდა. იქამდეც თავს არიდებდნენ ერთმანეთს, ორივეს უამრავი საქმე ჰქონდა და დაკავებული დღეები სწრაფად გადიოდნენ, მაგრამ მისი სოფელში წასვლა გაქცევა იყო . მაინცადამაინც სამეგრელოში წავიდა , იქ სადაც ანდრო თითქმის არასდროს დადიოდა . შეეშალა, ვერ შეარჩია სწორი ადგილი ან უბრალოდ გოთუასგან არ ელოდა ამ ნაბიჯს , მის წინააღმდეგ წასვლას ბოლოჯერ , დამშვიდობებამდე .
-აქედან წონაში მომატებულს გამიშვებ ხომ ბებო? რას ამზადებ ამჯერად?- სამზარეულოში უკანა კარით შევიდა და არ დაუნახავს ეზოში გაჩერებული მანქანა.
-არც შენ იცოდი ,რომ მოდიოდნენ?
-ვინ მოდიოდნენ? - წამსვე შეეკუმშა გული , პასუხი არ გაუგია ისე დაინახა ანდრო . ბიძაშვილის ბავშვით ხელში იდგა და შორიდან უყურებდა
-დედიი , მდინარეზე ამდენხანს იყავით? როგორი რუჯი გაქვს სულ გარეთ ხართ? რა ლამაზი ხარ დეე , მგონი კიდევ უფრო გაიზარდე და შეიცვალე . მომენატრეე - ყველაფერი ერთად თქვა მოფერების და ჩახუტების პარალელურად , მაგრამ ელენა არ დახვდა ისეთივე სიხარულით როგორითაც ნინა მივიდა
-ნინა, რა სიურპრიზია?
-მოგვენატრეთ და ჩამოვედით ... ხვალ დილით წავალთ . ანდრო პირდაპირ გაფრინდება
-ხო აიი, ამათ ისე უყვართ რომ არ დამშვიდობებოდა ისე ვერ გაფრინდებოდა
-მარტო როგორ უშვებენ არ ვიცი...ვინ იცის იქ რა შარში გაეხვეს
-ღმერთო ჩემო... -ნინამ დედამთილის მორიგი შეტევის მცდელობა დააიგნორა და შვილთან ერთად დატოვა ოთახი - არ დაბრუნდები ჩვენთან ერთად?
-არა , მომწონს აქ
-მოგწონს თუ იშხამები
-ნინა, გთხოვ ბებოს ჩემთან რომ არ აქვს პრობლემა ხომ ვიცით. თვითონ არ მასწავლიდი ჩვენი კონფლიქტი თქვენს ურთიერთობაზე არ უნდა მოქმედებდესო? მე ვუყვარვარ
-მამას პრინცესა, ისწავლე მეგრული თუ ჯერ ვერ
-მაა, შენც არ იცი ისე კარგად მე რომ ვისწავლი
-ანუ ამ ზაფხულის გეგმა მეგრულის შესწავლაა?
-დიახ, ერთი შვილი ფრანგულ კოლეჯში ისწავლის და ითამაშებს ... მეორე ამხელა ამბიციებით არ არის, მეგრულ მიწაზე დარჩენას ამჯობინებს

მანამ იჭერდა დისტანციას და აიგნორებდა სანამ შეეძლო. ირგვლივ უამრავი ხალხი იყო, სუფრასთან მთელი ოჯახი შეიკრიბა, გვიან ღამემდე ხმაურობდა სახლი . სიჩუმე რომ გამეფდა ძილი შემდეგაც არ მოვიდა. ეზოში გაკიდებულ ჰამაკში დაჯდა , ძაღლების ყეფის ხმა ისმოდა თითქოს რაღაც ამბავს ატყობინებდნენ ერთმანეთს . ვერ გაიგო როგორ მიუახლოვდა ანდრო და მდუმარედ დაიკავა ადგილი ელენას გვერდით . სივრცე მთლიანად შეივსო, შეუძლებელი იყო დისტანციის დაცვა. ერთი სიტყვაც არ უთქვამს ისე მოხვია მკლავი და გულში ჩაიკრა. მთელი სხეულით გრძნობდა თრთოლვას რომელიც სიცივით არ იყო გამოწვეული. თვალები დახუჭა , ელენას ცრემლები რომ წამოუვიდა და კიდევ უფრო მეტად მოეხვია.
-საშინელი ხარ
-ვიცი
-ვერ გიტან
-ვიცი
-არ მომენატრები - თავი ანდროს ყელში ჰქონდა ჩამალული , თითქოს ასე დაემალებოდა . ტყუილს ცრემლებით აბათილებდა
-მშვიდად ... მე აღარ ვიქნები შენს წინ და შენ იყავი ის ვინც ხარ . -სულ ოდნავ შეახო ტუჩები თავზე , თვალები დახუჭა და ღრმად ჩაისუნთქა ქარის მოტანილი სურნელი- თავს გაუფრთხილდი,გემუდარები
-მე არ ვიქნები , იყავი ის ვინც ხარ ... - მისი სიტყვები გაიმეორა და კიდევ უფრო მეტად მოიკეცა. არ შეუხედავს, ერთხელაც არ დაუნახავს მისი მზერა . გრძნობდა , მთელი არსებით და ეს უკვე ზრვარგადასული ტკივილი იყო.
-მე-ფერები
-შენ-გე-ფერები
ერთმანეთის ესმოდათ საკუთარი თავის არ .
-დამპირდი
-შენც
-დამივიწყებ
-დამივიწყებ
.................
ნინასთან დამშვიდობებისას იტირა, ყველა გრძნობა ერთად გაფანტა და მერე აეროპორტამდე გზა გაყინულმა გაიარა.
-მარტო იქნები, საკუთარი თავის იმედად ,მაგრამ გონებიდან არ წაშალო ჩვენი არსებობა. ყველგან გავჩნდებით სადაც დაგჭირდებით , შენთან ვართ ,ყოველთვის ! - ერეკლე , რომ მოეხვია ბავშვად იქცა ისევ .
-უშენოდ რა გაუძლებს ამათ , ჩემო ყველაზე ძმურო - ჩადუნელები რიგში იდგნენ , კესოს ვერავინ დაასწრო
-მოგვარებული მაქვს კეს - გოგოს შუბლზე აკოცა და ბიჭებს ისე მოეხვია მისთვის ხელი არ გაუშვია.
-საკუთარ თავზე იფიქრე , მხოლოდ შენ ხარ მთავარი - დუდა ბოლო იყო , შემდეგ მარტო დარჩა თვითმფრინავისკენ მიმავალ გზაზე.
..............
რა დროსაც არ უნდა დაბრუნებულიყო სახლში ნინა მაინც შედიოდა მის საძინებელში. ფრთხილად შეიპარებოდა, საბანს გაუსწორებდა , ერთხანს უყურებდა შემდეგ თავზე აკოცებდა და ისევ ისე მიდიოდა . სახლიდან წასულს პირველი სწორედ ეს მოენატრა, ძილის წინ ნინას გამოჩენა. ზოგჯერ განგებ არ იფარებდა საბანს და ელოდა როდის შევიდოდა . ამ სიფრიფანა ქალს ისე ენდობოდა და ეყრდნობოდა როგორც არავის სამყაროში. მისი იმედი ჰქონდა, მისი უპირობო სიყვარულის სჯეროდა მხოლოდ და უყვარდა ყველაფერზე მეტად. წასვლის შემდეგ იგრძნო მარტოობა, მონატრება , ტკივილი და შიში, შიში იმისა , რომ დაივიწყებდნენ .

დრო ჩვეულებრივზე მძიმედ და ნელა გადიოდა. უჭირდა , მაგრამ უძლებდა . ფიქრები საქმეზე გადაჰქონდა რომელიც მრავლად ჰქონდა და თავისუფალ ადგილს არ ტოვებდა . ისე იღლებოდა საწოლთან მისვლისთანავე რომ დასძინებოდა , უსიზმროდ სიცარიელეში.
თამაშიდან იღებდა სიამოვნებას, სხვა სამყაროში გადადიოდა და მოედანზე სრულიად სხვა ადამიანი შედიოდა. სიხარულისგან კანში ვეღარ ეტეოდა პირველ მნიშვნელოვან თამაშზე გასვლისას ორნი რომ შეამჩნია. ელენა არ იყო , დიდხანს ათვალიერებდა, მაგრამ ვერ დაინახა და იფიქრა, რომ მარტონი იყვნენ. ძალას მატებდა მათი ქართული შეძახილები , იმაზე უკეთ ითამაშა ვიდრე წარმოედგინა. ერთი სული ჰქონდა როდის დამთავრდებოდა ყველაფერი და დედას მოეხვეოდა. ტირილი მოუნდა თავისზე პატარა ქალმა მკლავები რომ მოჰხვია და ბავშვად აქცია
_ჩემო სიამაყე, დე
_აქ როგორ აღმოჩნდით
_სიურპრიზიიი _ერეკლე უყურებდა და იღიმოდა _ შენ აღარ ხუმრობ ხომ? მგონი მართლა დაიწყო რაგბის თამაში
_შენი ხმა ნუ მესმის! მე რას ვამბობდი , არ გვინდა ეს ძიუდო_თქო ... აიი აჩვენა თუ არა შედეგი _ ბიჭს ხელს არ უშვებდა და თან ქმარს უბღვერდა _ როგორ მოენატრე დედას , დეე ...
_ადროვე ახლა აღსანიშნად წავლენ... ჩვენ სასტუმროში ვიქნებით . მერე შემოგვიარე ... რამდენიმე დღე ვრჩებით და იმედია თავისუფალი იქნები
_ახლავე წამოვალ... ბიჭებს დაველაპარაკები და გავიდეთ _ ქალს ხელზე აკოცა და მერე გასწორდა. მამას მოეხვია , სულ რამდენიმე წამს მხოლოდ შემდეგ კი ისე წავიდა გაპროტესტება არ ადროვა მშობლებს.


გულმა რამდენიმე დარტყმა გამოტოვა სასტუმროს ნომერში შესვლისას საწოლზე მიწოლილი ელენა , რომ დაინახა. გოგონა მას შემდეგ არ ენახა რაც ქვეყანა დატოვა მისი ხმაც კი არ გაუგია და ახლა თვალწინ ჰყავდა . შეცვლილი ეჩვენა კიდევ უფრო ლამაზი და დახვეწილი , არადა წელიც არ იყო გასული
_როგორც იქნა დაბრუნდით იმედია მეც გამიხსენებთ და ტურისტის ტყავში გადმოინაცვლებთ - ცდილობდა დაეიგნორებინა , მაგრამ ანდრომ ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა .
...........
ამ შეხვედრის შემდეგ თვეები გავიდა, ანდრომ სამშობლოში დაბრუნების რამდენიმე შანსი გამოტოვა. მუდან ჰქონდა რაღაც საბაბი , მიზეზი კი უნდობლობა იყო საკუთარი თავის მიმართ. არ იყო დარწმუნებული შედეგში ,რომელსაც მიაღწია. მართალია ერთხელაც არ მოსვლია კონფლიქტი, ისე იქცეოდა როგორც შინაგანად იყო , მაგრამ ელენასთან დაბრუნებულს რა დაემართებოდა არ იცოდა, ნებისმიერ დროს შეიძლებოდა გაეღვიძებინა მის სულში დაბუდებულ დემონს და კონტროლი დაეკარგა.
ორი წლის შემდეგ მიხვდა ,რომ მზად იყო ეჩვენებინა ცვლილებები ,რომლებიც განიცადა. გამოცდას უტარებდა საკუთარ თავს თუ მონატრებისგან შეიშალა ვერ გეტყვით , მაგრამ ბილეთები იყიდა და მშობლიურ სახლს დაუბრუნდა.
ყველაფერი შეცვლილი ეჩვენებოდა, თავადაც არ ჰგავდა საკუთარ თავს. გაიზარდა , პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით დიდი დაბრუნდა და უკვე ერეკლეზე მაღალმა გადალახა სახლის ზღურბლი. ეხვეოდა მშობლებს და თვალები ეძებდნენ ელენას, რომელზეც მხოლოდ ამბები ესმოდა , რომლის ხმის გაგონება იყო კონტაქტის მაქსიმუმი , რომელიც ოთახის ბოლოში იდგა ამღვრეული მზერით , სრულიად შეცვლილი ,თვალებში არეკლილი უცვლელი გრძნობებით.
მხოლოდ წამიერი ჩახუტება იყო, ისიც ანდრომ გადადგა ნაბიჯი შემდეგ კი უამრავი ადამიანი გაჩნდა ირგვლივ. ანდროს ბევრი ჰყავდა მონატრებული, სახლში ცოტა დროს ატარებდა და მაქსიმალურად ცდილობდა მცირე დროში ბევრი გეგმის შესრულებას. ვერ გაჩერდებოდა, დაღლილობა სჭირდებოდა სიმშვიდისთვის თორემ ბნელი ფიქრები სულს უხუთავდნენ.
.......................
წვიმდა , სახლიდან გასვლა ვერ თუ არ გამოუვიდა. აივანზე იჯდა და წვიმის შემდგომ სიმშვიდეს შეიგრძნობდა . ერეკლე მის გვერდით დაჯდა, ერთი ყურსასმენი მოაშორა და თავად მოირგო. ერთხანს ჩუმად ისხდნენ,მუსიკას უსმენდნენ და არაფერს ამბობდნენ. ასე ხდებოდა ხოლმე , როცა ანდროს სევდიანს ხედავდა . ზოგჯერ მიზეზს არ უმხელდა, მაგრამ მაინც მის გვერდით რჩებოდა . ამჯერად კი მოყოლა გადაწყვიტა
_ ერთი კაცს შევხვდი, ჩემი მეგობრის ნაცნობს . მომეჩვენა, რომ მგავდა და ლამის გავგიჟდი... ვერაფრით მოვიშორე ფიქრები , ისე ძალიან მგავს , კითხვები დავუსვი . არ ვიცი რისი მოსმენა მინდოდა ვინ იტყვის იცი ვიღაც ნაშა ჰყავდა, დააორსულა და მიაგდოო , ანდაც ცოლი ჰყავს ბევრი ბავშვებით და ერთი საავადმყოფოში დატოვესო . არ ვიცი რა მინდოდა, მაგრამ ცუდად ვარ ...ასე კიდევ , რომ დამემართოს გავგიჟდები
_გინდა გაიცნო ?
_არა, მინდა იპოვო ყველა და ვიცოდე ვინ არიან . დედას არ უთხრა , გთხოვ ... არ მინდა ინერვიულოს და იფიქროს, რომ მაინტერესებს,მათთან მინდა ან მაღელვებს რომელიმეს ბედი ან კიდევ გრძნობები გამიჩნდება.
_ნუ მიხსნი , შენ თუ გენდომება ურთიერთობასაც არავინ დაგიშლის . ჩვენ არასდროს შევიტანთ ეჭვს შენს სიყვარულში რამდენი დედ_მამაც არ უნდა გყავდეს და როგორიც . ნინას რაც შეეხება , ნამდვილად სჯობს ჯერ არ ვუთხრათ . ის შენზე ინერვიულებს , შენ მასზე ნერვიულობ და საერთოდ რანაირები ხართ ორივე დედა _შვილი
_მართლა სად არის ამდენ ხანს ... ხომ არ დაიტოვა იმ თემურამ
_მე არ ვეჭვიანობ და შენ რა იყო?
_არ მევასება ის კაცი , რაღაცნაირად უყურებს სულ
_ეჰ , ჩემო ბიჭო დედაშენს იმდენი უყურებდა ამ ჩვენი სიყვარულის განმავლობაში , მე რომ ყველასთან მეჩხუბა ზოგი უნდა მომეკლა კიდეც და როდისღა მოვასწრებდით ბედნიერად ცხოვრებას? ნინას არ იცნობ? მაგ მზერის იქეთ რამე რომ გაუბედოს ვინმემ ისეთს ეტყვის , კარგახანს შეაზიზღებს ქალთა მოდგმას
_მართლა არ ეჭვიანობდი არასდროს?
_ვბრაზობდი ადრე, სანამ მივხვდებოდი რომ მე ვუყვარდი და არა ვინმე ლევანი , მანამ მეშინოდა კიდეც , მერე რომ გამისწორა მზერა,გაწითლდა და მითხრა მიყვარხარო მარტო ის მადარდებდა მე არ მიმექარა ოდესმე რამე ისეთი ეს გრძნობა რომ გაგვნელებოდა. დედაშენს ისე ვენდობი, მისი ისე მჯერა და მწამს როგორც არავისი ამქვეყნად ... შენ კი , შენ ნამდვილად ეგოისტობ ჩემო ბიჭოო, მე არ ვიცი რა ეშველება შენს ქალს
_არამგონია ვინმე ისე მომინდეს გვერდით ცხოვრება რომ დავუკავშირო ...
_რა გულგატეხილი რაინდივით ლაპარაკობ მამი? ის გოგო , რა ქვია? მგონი სალი ხომ? ელენა რომ ამბობდა ყური მოვკარი
_არაფერს ვგრძნობ... უბრალოდ გოგოა რომელთანაც საერთო მაქვს , ელენა კი როგორც ყოველთვის ახლაც აჭარბებს
_რომ ამბობს ბევრს მოსწონსო დავიჯერო მანდაც აჭარბებს? ვხედავ თამაშებზე მოსულ გოგონებს
_არიან ეგეთებიც , რომ მოვწონვარ , მაგრამ მე ვერ ვხედავ
_ახლა ვერ ხედავ , არაუშავს , მოვა დრო და დაინახავ იმ შენს გოგოოს
_ელენა მოვიდა _ აივნიდან დაინახა და წამსვე წამოდგა. რკინის მოაჯირს თითები მოუჭირა და ყბები დაეჭიმა,მაგრამ მაქსიმალურად ინარჩუნებდა მშვიდ ტონს _ისევ იმან მოიყვანა... რატომ არაფერს ეუბნები
_რომ ვუთხრა დამემალება და მერე გაბრაზებულზე ყველაფერი შეიძლება გააკეთოს. თანაც არ მგონია დიდხანს გაუძლოს იმან , ხომ იცი შენი დის ამბავი
_არ ვიცი ! _ გოგომ ქვემოდან ამოხედა და წამსვე უკან დაიხია , ისე დაჯდა თითქოს ვერც ამჩნევდა
-მააა , დედა სად არის? მშია ... საჭმელი არ გვაქვს? საღამოს უნდა გავიდე , ფულს ხომ მომცემ? როგორც კი აივანზე გავიდა მაშინვე მამას კალთაში ჩახტა,მოეხვია,აკოცა და ყველაფერი ერთ ამოსუნთქვაში ჩაატია
_პაემანზე მიდიხარ?
_არაა , თეკოს დაბ დღეა და საჩუქარი მინდა ვუყიდო . გორილა სახლში რადგან ხარ შენ გამიყვან მაღაზიაშიც და მერე თეკუნასთანაც წამოდი,დაგპატიჟა
_შენი ახალი მონა დაკავებულია?
_თუ არ გინდა კარგი მაშინ მასთან ერთად წავალ წვეულებაზეც ,ბევრს ვიცეკვებ , გავერთობი, დავლევთ და ნასვამი რას ჩავიდენ ჩემს სიმპათიურ შეყვარებულთან ერთად არ ვიცი
_ელენა !
_მა , მადროვე უბრალოდ ვაბრაზებ ... ნახე რა პრიმატია ... ზეზვა უნდა ერქვას ამას და ჰყავდეს თავისი მზია . ამ წვერში საოცრად ჰგავს არა? უთუოდ მისი შთამომავალია
_ბევრი დრო არ მაქვს , წამოდი წაგიყვან სადაც გინდა ... ოღონდ ადამიანურ დროში და ბიუჯეტში ჩაეტევი
_ფული ?თვალები აატრიალა და უკან მიჰყვა
_მე მოგცემ, გამოდი
_ასი ლარი მინდა
_მე 5 ლარიანი წინდა არ მიყიდე და თეკუნას 100 ლარიან საჩუქარს ყიდულობ?
_კაბაც რომ მინდა? ასი ლარი არ გვეყოფა
_ანუ მთელი თვის ხელფასი წამოვიღო ...
_ჩემი საფულე საძინებელშია _აივანზე მჯდომმა გასძახა მაგრამ მაინც საკუთარი საფულე დააცარიელა ჭირვეული ელენასთვის.
ეს იყო პაწაწინა ნაბიჯი ძველი ,ადამიანური ურთიერთობისკენ გადადგმული .
..................
_ამ ქალმა გაგაჩინა ... კლინიკის მონაცემების მიხედვით ისაა დედაშენი _ მანქანა გააჩერა და სახლიდან გამოსულ ქალზე ანიშნა.
_ნამდვილად ისაა? ძალიან ახალგაზრდა ჩანს
_17 წლის იყო , რომ გაგაჩინა
_შესანიშნავად გამოიყურება , ცოდვების კვალი ნამდვილად არ ეტყობა... რატომ მინდა მივიდე და ყველას თვალწინ მივესალმო და ვუთხრა მე ის ბავშვი ვარ საავადმყოფოში , რომ დატოვე და სხვადახვა ქალი სამოწყალოდ აჭმევდა სანამ დედამ არ მიპოვნა _თქო . არაადამიანი ხარ , არავის და არაფერს იმსახურებ_თქო
_ჩვენ ხომ არ ვიცით რატომ დაგტოვა... მე და ნინას არასდროს გვიცდია მასთან საუბარი
_ კარგი რა მამა, შენ და ნინას სინდისი გქენჯნით იმის გამო ,რომ არ ეხვერწეთ? რა უნდა გეთქვათ დატოვე ჩვენ მივხედავთ და მერე თუ მოგინდება ინახულეო? გგონია არ ვიცი განგებ რომ არ ტოვებთ სახლს დიდი ხნით? სულ რჩებით ,სულ ელოდით ვინმეს ვინც მომძებნიდა , მაგრამ ის არ მოსულა. აქვს ბედნიერების უფლება?არ აქვს! ჯოჯოხეთს უნდა ვუწყობდე, მაგრამ თქვენ ჩამინერგეთ ტვინში ბოროტებით არავის უნდა გადაუხადოო და ახლა უნდა მოვთოკო ჩემი დემონი,რომელიც მისგან მყავს გადმოყოლილი _ვინ იცის კიდევ რისი თქმა სურდა, მაგრამ გაჩუმდა. ერთხანს ეზოში მყოფს უყურებდა, ყვავილებს უვლიდა და მშვიდად ღიღინებდა . იმდენად გააღიზიანა მისმა ბედნიერებამ უკან წამოსვლა გადაიფიქრა
_დამელოდე ... რამდენხანსაც არ უნდა დამაგვიანდეს არ წახვიდე და არც შემოხვიდე
_ანდრო, არ დაგავიწყდეს, რომ მისი დამსახურებით მოევლინე ამქვეყნად და ის ,რომ არა ჩვენთან ვერ იქნებოდი
-გეშინია ,რომ რამეს დავუშავებ?
-მე შენი ქმედებების არასდროს მეშინია ... მხოლოდ არ მინდა ვინმე გძულდეს . იქნებ სხვა დროს მოვიდეთ
_დღესვე უნდა დავასრულო _ წავიდა . სწრაფად მიაბიჯებდა, ზღვარი უნდა გადაეკვეთა - მაკა - ჭიშკარს მიუახლოვდა და ქალის სახელი დაიძახა. მისკენ დაიძრა, მშვიდად მიაბიჯებდა სანამ ქალმა მისი სახე არ დაინახა და არ გაქვავდა_ისე მიყურებ ალბათ იმ კაცს ვგავარ ვისი შვილიც ვარ ... მისი სახელი და გვარი იცი? თუ იცი მინდა მითხრა , სხვა არაფერი მჭირდება და თუ არ მეტყვი 5 წუთში ყველას ეცოდინება როგორ მიაგდე საკუთარი შვილი კლინიკაში _ცივსისხლიანი იყო. ქალს უყურებდა და არაფერს გრძნობდა ბრაზის გარდა, სულ ერთი წამით მისი მოკვლის სურვილი რომ იგრძნო , საკუთარმა თავმა შეაშინა.
_შენ , ღმერთო ჩემო _ სახეზე ხელები აიფარა და წონასწორობადაკარგული ჩაიკეცებოდა ანდროს , რომ არ შეეშველებინა ხელი . იჭერდა, მაგრამ ისევ არ აღელვებდა, მხოლოდ დახმარების ინსტიქტი ჰქონდა გამძაფრებული .
-არ გვინდა გონების კარგვა და დრამები... მხოლოდ მიპასუხე,რომ წავიდე
-მე 16 წლის ვიყავი , რომ .... მან ჩემზე იძალადა და მე , მე ვერ შევძელი მომეკალი. მამას ინსულტი მოუვიდა, დედა დიასახლისი იყო და უყველაფროდ დავრჩით. ყველა ჩემზე ლაპარაკობდა, მე მადანაშაულებდნენ გამოიწვიაო. ვერც კი დავაჭერინე , დამემუქრა და მეც სასამართლოში სიარული , ყველაფრის გახსენება , მოყოლა და ბრძოლა არ შემეძლო. მეუბნებოდნენ აბორტი გაიკეთეო, მაგრამ ვერ მოგკლავდი, მინდოდა დამეტოვებინე ... საავადმყოფოში, რომ გადამიყვანეს ისე ცუდად ვიყავი . მივხვდი, რომ არ შემეძლო . მაპატიე , მე არ შემეძლო- ტიროდა და თვალს ვერ უსწორებდა ბიჭს, რომელსაც სამყარო თავზე დაექცა. ქალი არც კი დაფიქრდა ისე უთხრა ყველაფერი თავის დასაცავად და მოუშორებელი ტრამვა მიაყენა ბიჭს.
_სახელი და გვარი იცი ხომ, თუ _ სიტყვებს ძლივს ამბობდა, იქედან გაქცევა უნდოდა . ცივი ქარი ქროდა , მას კი სუნთქვა უჭირდა, ჰაერი არ ჰყოფნიდა
_დემნა ჩხაიძე ... როგორც ვიცი მოკლეს. ალბათ ჩემ გარდა სხვაც გაამწარა და შური იძიეს . არ მეტყვი რა გქვია? აქ ცხოვრობ ? შენ... ღმერთო ჩემო , შენ როგორი ხარ
_ბიდიშს გიხდით სიმშვიდის დარღვევისთვის, შეგიძლიათ ძველებურად განაგრძოთ ცხოვრება თქვენს საყვარელ ქმარ_შვილთან ერთად -უკან დაიხია, შეხების უფლება არ მისცა
_გთხოვ მითხარი რამე შენზე ...
_ვიღაც ნაბიჭვრის ძალადობის ნაყოფი ვარ , საკმარისზე მეტი ინფორმაცია გაქვს ჩემზე . შენ არასდროს არავის ეტყვი , სადაც არ უნდა მნახო და როგორი დიდი კაციც არ უნდა გავხდე... შენ ჩემთან საერთო არ გაქვს, შენ ჩემთვის არავინ ხარ . ამ დღეს და ამ მომენტს სამუდამოდ ამოიგდებგონებიდან ... არასდროს გაპატიებ, რომ გამაჩინე !
................
_სახლში წამიყვანე რა , დედასთან მინდა ... ხვალ სოფელში წავიდეთ , დედას დედა მოემატრა ძალიან და ჩემ გამო დარჩა . გაფრენამდე იქ ვიყოთ რა , გთხოვ
_არ მომიყვები ?
_ სჯობდა არასდროს არავინ შემყვარებოდა იმის შიშით ჩემი და ან ბიძაშვილი არ აღმოჩენილიყო ვიდრე გამეგო რომ დედაჩემმა სიღარიბის გამო კი არ მიმატოვა , ეზიზღებოდა ძალადობის ნაყოფი და ვერ აიძულა თავს ჩემთან ცხოვრების დაკავშირება. ვიღაც ნაბიჭვრის ცხოველური ჟინის ცხოველურად დაკმაყოფილების შედეგი ვარ _ თავი მანქანის სავარძელზე ჰქონდა მიყრდნობილი, ყელში გაჩხერილმა გორგალმა სუნთქვა შეუკრა_ ხომ შეიძლებოდა უბრალოდ ღალატის ნაყოფი, მიტოვებული ქალის ან ღატაკების მეათე შვილი ვყოფილიყავი და არა გაუპატიურების შედეგად ჩასახული . ვისი სისხლი მიჩქეფს ძარღვებში ვიღაც ღორის , რომელიც ვიღაც თავისნაირებმა ან შურისმაძიებლებმა ჩააძაღლეს . გარეგნულად ძალიან ვგავარ, როგორც კი დამინახა მაშინვე შეკრთა
_შენში ჩვენი გული და სულია ... შენ ხარ ჩვენი ნაწილი . მათგან გვარი გაინტერესებდა მხოლოდ , ახლა უკვე იცი და შეგიძლია მშვიდად გახდე კლასიკური თინეიჯერი , გყავდეს შეყვარებული და დატკბე ცხოვრებით , რომელსაც შენ ქმნი . მხოლოდ შეენ და არავინ სხვა
_ასეთი აუტანელი ხასიათი ალბათ ამიტომ მაქვს ... ვერასდროს ვერევი თავს . როგორ არ ვცდილობ, მაგრამ ჩემშია ეს დამპალი სული და მართალია ელენა , მე ნამდვილად საშიში ვარ , საზარელი ცხოველი, რომელსაც ნებისმიერი საშინელება შეუძლია ჩაიდინოს
_ანდრო, შენ ხომ ჭკვიანი ბიჭი ხარ ... არ მისცე უფლება ამ ბნელ აზრებს გმართონ. ახლავე მოერიე გესმის? შენ ხარ საუკეთესო ბიჭი და
_ეგ იმიტომ რომ თავს ვებრძვი თორემ შინაგანად იცი როგორი ვარ? იცი როგორ მინდა ყველა შუაზე გავგლიჯო ვინც მაღიზიანებს?
_და ვინ გაღიზიანებს მაგას რატომ არ აკვირდები? ისინი ვინც სხვებზე ძალადობენ, საშინელებებს აკეთებენ და ამბობენ. ყველას გვინდა ეგეთებს თავ_ყბა გავუერთიანოთ , მაგრამ სწორედ ეგ თავშეკავება გამოხატავს ხასიათს. დედაჩემს ჰკითხე როგორ ვიქცეოდი სკოლაში შენს ასაკში და მერე ვნახოთ მე მგავხარ თუ ვიღაცას ვინც თვალით არ გინახავს არასდროს . შენ ყოველთვის ჩერდები, შენ არასდროს ვნებ ისე ვინმეს რომ დიდი ზიანი მიაყენო . გითხრა სულ რამდენჯერ გიჩხუბია ? სამჯერ, ზუსტად ვიცი ყველას მიზეზი ყველა მინახავს როგორ იყო , ყველას მშობელთან გვისაუბრია მე და ნინას . ყველას ამბავს რომ არკვევდი ეგეც ვიცი . დაინახე საკუთარი თავი შვილო , შენ ხარ მხოლოდ არავინ სხვა და თუ ვინმე ახდენს გავლენას ეს მე ვარ. მამაშენი მე ვარ , ჩემ გარდა უბრალოდ ვერავის დაემსგავსები! - მანქანა გზიდან გადაიყვანა როგორც კი იქაურობას მოშორდა და ბიჭს მოეხვია .
_აუცილებლად უნდა წავიდე, აქაურობა სულს მიხუთავს. იქ მშვიდად ვიყავი , ცოტა ნაცნობი, ნაკლები კონტაქტი ადამიანებთან , თამაშები, ვარჯიშები და სწავლა . დედას ხომ დაელაპარაკები, უთხარი რომ ჩემთვის ასე აჯობებს და მოვაწერ ახალ კონტრაქტს ხელს
_ თავად უნდა აირჩიო ადგილი სადაც უფრო კომფორტულად ხარ
-დედა შენ უნდა დაამშვიდო
-ნინას მე 17 წელია ვამშვიდებ , არ განიცდის „დამშვიდების“ დეფიციტს -ძრავი აამუშავა და ჩაიცინა
-რას არ იკადრებ ამხელა კაცი ოღონდ ყურადღება გადამატანინო . საცობში არ გავიჭედოთ ოღონდაც
_დავურეკო რამე დაგახვედროს? არ გშია? სადმე ხომ არ წავიდეთ
_არაფერი მინდა...მხოლოდ ნინა
........
მანქანის გაჩერებისთანავე გადავიდა. სახლისკენ გაიქცა და პატარა ბავშვივით მოეხვია დედას.
_რაო დეე... დაიღალე? სად წაგიყვანა, კიდევ მძიმე რაღაცები გათრევინა? მოვკლავ მაგას მე და მივაყოლებ თავის ძმაკაცებსაც. ნახეს ჩემი ბიჭი მტვირთავი _ ორი თავით მაღალს ისე ეხვეოდა თითქოდ ისევ 3წლის იყო. კოცნიდა და თავზე ეფერებოდა _ დედუ , ხო გშია? მოვამზადებთ მე და ელენა
_ელენას მეტი საქმე არ აქვს ახლა გორილებს გამოკვებავს ... ერთ კერძს ვერ დასჯერდება ? ამოჭამს მთელს ქვაბს და მორჩება
_არ მშია , თავი მტკივა. დავიძინებ _ ელენას წამით გახედა, ნინას ხელისგულზე აკოცა და მერე ოთახიდან გავიდა.

საწოლზე ემბრიონის ფორმაში იწვა. ისეთი უცნაური სანახავი იყო , ამხელა და თან ასეთი პატარა. ქალი მის გვერდით, რომ მოთავსდდა კიდევ უფრო მეტად მოიხარა,თავი მუცელზე დაადო , მისი მტევანი ტუჩებთან მიიტანა და გაირინდა
_დე
_ხო დე
_თმას ნუ შეიჭრი , ასე გიხდება და უკეთაც გეფერები . გახსოვს ბავშვობაში სულ გრძელი გქონდა
_სანამ კომშის ჯემი არ შევიზილე და შეუძლებელი გახდა თმის დავარცხნა
_შენ შეიზილე თუ შენმა ექსპერიმენტატორმა დამ ჩაიდინა ის უმსგავსობა
_რამდენი იტირე... სულ რატომ ტიროდი მე რომ რამე მემართებოდა?
_შენს მაგივრად მინდოდა მეტირა, მერე ჩუმდებოდი მე რომ ვტიროდი და საკუთარი თავი გავიწყდებოდა . მომეფერებოდი შენი თბილი თითუკებით და ცრემლებს მიშრობდი ... რამე ისეთი ხდება ორივე რომ ვიტირებთ, დეე?
_ჩემ გამო აღარასდროს იტირო . გთხოვ , დე
_მხოლოდ ბედნიერებისგან მატირებ , დედას გახარება შვილი ხარ შენ ... ჩემი სუნთქვა ,დე _ გრძნობდა რაღაც რიგზე ვერ იყო, ერეკლეს სახეც არ მოეწონა, მაგრამ მოთმინებით ელოდა
_ნეტავ მეც აქ ვყოფილიყავი, რა იქნებოდა , დე _ მუცელზე ოდნავ შეახო ხელი და თვალები დახუჭა
_მოდი , დამენახე დე ...შემოგხედო ერთი _ თავი ააწევინა და სახეზე მოეფერა _ სად იყავით შენ და მამაშენი
_იქ სადაც არ უნდა წავულიყავით
_ვის შეხვდი დედი
_იმ ქალს , ვინც დამტოვა. გვარი ვკითხე , ამბავიც მომიყვა
_რა ამბავი
_როგორ გააუპატიურეს , როგორ უჭირდა ცხოვრება და როგორი არასასურველი ვიყავი მისთვის . ის კაცი ცოცხალი აღარ არის და მადლობა ღმერთს ვინმე ნათესავს არც შევხვედრილვარ . ჩამეხუტე რა და აღარასდროს ვილაპარაკოთ ამ ამბავზე რომელთანაც არაფერი მაქვს საერთო
_როგორ გითხრა პირველივე შეხვედრისას ეს ამბავი... როგორ გაბედა შენთვის ამის თქმა
_არ იტირო გთხოვ ... მეორე შეხვედრა ,რომ არ გვექნებოდა მიხვდა და იმიტომ გაიმართლა თავი . მიზეზი კი ნამდვილად ჰქონდა
_ეს არაფერს ნიშნავს , შენ ხარ შენ ... ბავშვობიდან დამოუკიდებელი პიროვნება და არ აქვს მნიშვნელობა როგორ დაიწყო , ვინ გაჭმევდა და გაძინებდა. შენ ხარ საუკეთესო ბიჭი
_ ყველაზე მეტად მიყვარხარ ... შენ რომ არ იყო სუნთქვაც არ მენდომებოდა
_რა ლაპარაკია ანდრო? ჩემზე მეტად შეგიყვარდება ვინმე გოგო, ბედნიერი იქნები ,შენს ნახევარს იპოვნი მისთვის გენდომება სუნთქვა, მასთან ერთად იფეთქებს შენი გული ... მერე მოხვალ ჩამეხუტები და მებუზღუნები ცოლის ჭირვეულობებზე , მაგრამ მე სულ მისკენ ვიქნები. საუკეთესო დედამთილი უნდა ვიყო და ჩემსას არ დავემსგავსო
_როგორ ხარ ასეთი საყვარელი , ნინა ?
_ხო , არა? ჯერ ხო მოხუცი არ ვარ ? ხომ ისევ ლამაზი და ახალგაზრდა ვარ , დე?
_რა ხდება მამა გინდა გამოცვალო?
_იცი მე რაღაც უნდა გითხრა ... ჩუმად _ კარისკენ გაიხედა და კიდევ უფრო ჩუმად განაგრძო _ მგონი ბავშვობის სურვილს გისრულებთ ოღონდ ან შენ ან ელენას
_ორსულად ხარ ? _ საერთოდ გადაავიწყდა ყველა დარდი ისე წამოჯდა და ზემოდან დახედა
_ჩშშ...ჯერ არ ვიცი , ექიმთან უნდა წავიდე . იმ ტესტებს არ ვენდობი , მაგრამ ხო ორი ხაზი იყო ყველაზე და არ ვიცი რა ვქნა, მეშინია. რა დროს ჩემი ბავშვია ,თანაც პირველის შემდეგ
_ყველაფერი კარგად იქნება, უმაგრესად ... შენ არაფრის შეგეშინდეს. უსაყვარლესი ორსული იქნები, მშობობიარობაც უპრობლემოდ ჩაივლის ... სულ , სულ ყველა სურვილს შეგისრულებ . მამასთვის არ გითქვამს? _ ამჯერად თავად ჩაიკრა გულში და მთლიანად დაფარა _ ექიმთან ხვალვე წავიდეთ. შეიძლება მე რომ წამოგყვე?
_ასე ძალიანაც თუ გაგიხარდებოდა არ მეგონა
_შენ ელენა უნდა ნახო, გაგიჟდება სიხარულისგან და ბავშვს ხელშიც არ დამაჭერინებს. რა გაუძლებს მაგის ეგოისტობას, მაგრამ მოვერევი როგორმე
_სულ მივდივარ ქვეყნიდანო და ბავშვს წელიწადში რამდენჯერ ნახავ
_კარგი რაა დე, ხომ იცი რომ ჩემი განვითარებისთვისაა საჭირო
_სულ თამაშობ, არასდროს ისვენებ
_აი ახლა სახლში ვარ , შენთან ერთად და ხვალ ექიმთან წავიდეთ. მერე მამას მე ვეტყვი , კარგი? გთხოოოვ _ ეხვეოდა, ხელებს უკოცნიდა და მთელი სახე უნათებდა.
_დედას მზის სხივი ხარ შენ _ თავი მკერდზე მიადო და ბედნიერებისგან აჩქარებულ გულისცემას უსმენდა სანამ ელენა არ შევიდა
_გოგონებთან ერთად კინოში მივდივარ და კაბა მინდა დამიუთოო თუ ამ წელში შეწყვეტ შენი მონატრებული ბიჭის ისე ფერებას თითქოს ისევ ორი წლისაა... ერთხელაც ვიდეოს გადაგიღებთ და ამ ორ მეტრიან გორილას თავი რომ მოაქვს და ეჭიმება ყველას ვაჩვენებ როგორი პატალა და ცაკალელია, დედიკოს ბიჭი
_თვითონ მიხედე შენს კაბას , დედას გადაღლილია
_შენ დამიუთოვე მაშინ... აჰაა _კაბა ესროლა და ოთახიდან გავიდა
_ ეს რა კაბაა ქორწილში მიდიხარ თუ კინოში... გოგონები მოდიან თუ ის შენი შეყვარებული გეპატიჟება . ზ.საობისთვის კინოს გარდა ადგილი ვერ იპოვნა?რა უფანტაზიობაა _ უკან გაჰყვა, ერთ ხელში კაბა ჰოქნდა ჩაბღუჯული მეორეთი კი ელენა შეაჩერა
_შენი საქმე არ არის ... შენ შენს ფრანგ გოგოს მიხედე აქ ჩამოსვლის დღიდან ,რომ ღალატობ . უნამუსო კაცი ხარ, ამაზრზენი ! გულს მირევ და როგორი აშკარაა მამაჩემს კი არა მამაშენს რომ დაემსგავსე
_ელენააა !
_დედააა . რა უფლებით ერევა, ნორმალურად არც მინახავს და არც გვისაუბრია . ჩამოვიდა ახლა ერთი კვირით და საქმეებს მირჩევს
-მაპატიე ,მართალი ხარ მე და შენ ერთმანეთთან არაფერი გვაკავშირებს... წავიდეს, არაფერი უთხრა გთხოვ. არ იცის რას ამბობს - უკან დაიხია ,ნინას თავზე აკოცა და ელენას ,რომ გაცლოდა საერთოდ დატოვა სახლი.
.............
-რა გააკეთე ელენა?
-რა გატირებს ...ასეთი რა ვთქვი. პირველად ვეუბნები თუ მეორედ? რა სისათუთე იყო ახლა ეს, სად გაიქცა წეხან არ მოვიდა?
-ის ქალი ნახა და ასე უთქვამს გამაუპატიურესო , იმიტომ ვერ დაგიტოვეო. სულელი, სულელი ქალი ის დატოვა ვინც სულს განუკურნავდა და ახლა ასე როგორ უთხრა, ასე როგორ დაარტყა პირდაპირ გულში, სულ არ შეეცოდა? ნეტავ შვილი არ ჰყავს? წარმოგიდგენია როგორ ტკივა ? შენ კიდევ რა უთხარი ელენაა
-მე რა შუაში ვარ თუ ვერ ხვდება, რომ ვიღაც უცხო კაცს არ დაემსგავსება მხოლოდ იმიტომ რომ , მისი ბიოლოგიური მასალით შეიქმნა... - ისე დატოვა ნინა თითქოს დანაშაულის შეგრძნება არ ჰქონდა, სინამდვილეში კი ანდროს ნაკვალევს გაჰყვა . სულ გადაავიწყდა საღამოს გეგმები ისე გაიქცა ჩადუნელებთან. დარწმუნებული იყო,რომ იქ იქნებოდა, მაგრამ არ იყო. ჭიშკართან შეეჩეხა დუდას
-ვა ელკა?
-მარტო ხარ? ბიჭები სად არიან
-სახლში მხოლოდ თამარაა... მეც მალე გავრბივარ , წამოხვალ ქორიძესთან? კესოს კაბა გადაიცვი და გავიდეთ,გინდა?
-არ მინდა...
-დაიცა მაშინ, ანდრო კესარიასთან ერთადაა ... ვარჯიში მოუნდა უეცრად, ენერგია ჰქონია დასახარჯი და შენს დაქალს ესპარინგება - შებრუნებულს უთხრა ის რაც აინტერესებდა და მერე კითხვა გაუმეორა- წამოხვალ ? ცოტა დავლიოთ, ბევრი ვიცეკვოთ ... ამ საღამოს მხოლოდ შენი ვიქნები, გპირდები დაზე უტკბესო
-გითხრა?
-ვინ და რა
-ანდრომ
-არა. დავინახე და მივხვდი
-საშინელება ვუთხარი, დუდა ...
-არაუშავს
-შეიძლება დაიჯეროს ,რაც ვუთხარი
-არ დაიჯერებს . არ გისმენს , გხედავს - ტირილის ზღვარზე მყოფს მკლავები მოხვია , დამალა და სივრცე მისცა ემოციების გამოსახატავად
..................
-დე, დღეს დრო გაქვს სადღაც რომ გამომყვე? - ელენა,კოცნით გააღვიძა და აბუზღუნებულს ჰკითხა
-არა , ნინა დრო საერთოდ არ მაქვს ... უსაქმური შენი ბიჭია და ის გამოგყვება
-მომყვება,მაგრამ მინდა შენც წამოხვიდე . იქნებ სად მიმყავხარ ,დე
-არ მაინტერესებს , ეგ თუ მოდის მე არ მინდა . დაკავებული ვარ , გოგოებთან ერთად კაფეში უნდა გავიდე, ლენუკას დაბ დღეა და სიურპრიზი უნდა მოვუწყოთ. ფულს დავხარჯავ რაც მაქვს და მამა შეავსებს ჩემს ბიუჯეტს თუ შენ
-აიღე რამდენიც გინდა, ხომ იცი სადაც არის
-მაგას ,რომ მეუბნები სულ ერთხელაც ყველას დვხარჯავ და მერე რას გააკეთებ?
-არაფერს, შენია ყველაფერი რაც ჩვენია და თუ მიიჩნევ საჭიროდ უნდა დახარჯო . მთავარია გინდოდეს , დე
-შოპინგიც მინდა , შენთან ერთად
-კვირას წავიდეთ ... საუზმე მზადაა , ჩამოდი
-თეთრი ბლის მურაბა ,რომ მინდოდა გვააქვს?
-კი , დე
იფიქრა ვეტყვი სადაც მივდივარო, მაგრამ გადაიფიქრა. სიურპრიზის მოწყობა გადაწყვიტა , თუ ტყუილი იქნებოდა არ უნდოდა გული ტკენოდა ამიტომ მეტჯერ აღარ უკითხავს. ანდრო სამზარეულოში ელოდა უკვე, დილიდან ეხმარებოდა და თიტის განძრევის საშუალებაც არ მისცა .
-უთხარი?
-არ მცალიაო
-მე არ წამოვალ თუ ჩემ გამო არ მოდის
-ხომ იცი ,როგორ უნდა და-ძმა ... შეიძლება სხვა რამე მჭირს , ემოციურია , ეტკინება. კარგია,რომ არ სცალია
-რა უნდა გჭირდეს ნინა, კარგი რაა . მე და შენ წავიდეთ, მერე ვუთხრათ ... სულ შენთან იქნება
-სულ ჩემი ბრალია ... არ მინდოდა ჩემნაირი სუსტი ყოფილიყო და ზედმეტი მომივიდა
-მამაა შენზე მეტს თქვენი შვილი რატომ ეხუტება დედას? რაღაც თქვენი ტემპერამენტი ქრება ეს რომ მოდის , ახლოს აღარ გიშვებს ცოლთან- ანდრო ,რომ მოეხვია ნინას მალევე გამოჩნდა ჩვეული შხამიანი მონოლოგით.
-შენ საკუთარ მარტოობაზე იფიქრე ძვირფასო, დედას არ აკლია ჩახუტებები და მოფერებები
-მე მარტო არასდროს ვარ
-არ გეტყობა . მზერით უნდა ამბობდეს ქალი, რომ შეყვარებული და ბედნიერია
..........
სახლში დაბრუნებულ ჩადუნელებს თამარა არ დაუხვდათ ,რაც ზურას შეშინებისთვის საკმარისი აღმოჩნდა. სანამ სხვები ვახშმის გამო წუწუნებდნენ ის უკვე მეორე სართულზე იყო და აივანზე შემჩნეულისკენ გარბოდა
-თამარაა... თამარა სად ხარ?
-აქ ვარ , ვკითხულობ
-ხალათი გაცვია... ცუდად ხარ?
-შესანიშნავად ვგრძნობ თავს...მხოლოდ საქმეების გადანაწილებას ვიწყებთ დღეიდან. აირჩიეთ ვინ მოამზადებს საუზმეს, ვინ სადილს ვინ ვახშამს, ვინ დაალაგებს და მოაგვარებს დანარცენ საქმეებს. მე ერთ კვირაში სემინარები მეწყება და მანამდე უნდა დავრწმუნდე, რომ სახლი სახლობას შეინარჩუნებს
-კარგი რა თამარა, კარგიი რაა გული გამისკდა... მეგონა გონება დაკარგე, ცუდად იყავი, რაღაც დაგემართა - ძლივს დაუბრუნდა სახეზე ფერი, ქალს ხელი მოხვია და ჩაეხუტა- მივხედავთ ყველაფერს, შენ იზრუნე საკუთარ პროფესიაზე - რამდენჯერმე აკოცა , მერე ისევ მოეხვია და შუბლით მხარზე დაეყრდნო- ასე აღარ მომექცე, გამაფრთხილე ხოლმე
-შენ არასერიოზულად ნუ უყურებ სახლის წესრიგს
-მოვგვარდებით...
-4 შვილი გვყავს, ქაოსი იქნება თუ არ შეთანხმდებიან და ხომ იცი
-გეზიზღება სახლის არეულობა
-ირაკლის რაღაც სჭირს
-შეყვარებულია
-აგრესიულია
-ბუნებრივია , თამარა ... ტესტოსტერონი
-შენმა ძმებმა მისთვის სისულელეების სწავლება შეწყვიტონ ... არ მომწონს,როგორც იქცევა და ნუ გემსგავსებათ
-მეუბნები, რომ მე არ მოგწონვარ?
-არ მომწონხარ, მიყვარხარ რაც სულაც არ ნიშნავს იმას,რომ ჩვენი ბავშვები შენნაირები უნდა გაიზარდნონ
-22 წლისაა , რა დროს ბავშვობაა ... შეიძლება ცოლი შეირთოს ხვალ
-შეირთავს და თავად აიღებს სრულ პასუხისმგებლობას , შენ არა. შენ გყავს ერთი ცოლი, ერთი ქალი ... ყველა თავის ოჯახზე იზრუნებს
-ნუ ხარ ასეთი მკაცრი, უამრავი საქმე აქვს. ვარჯიშები, მიფრინავს , სტრესი აქვს ...აქეთ უნივერსიტეტის გამოცდები
-რომელსაც მოგებული მედლების ხათრით აბარებინებენ, გგონია არ ვიცი?
-არ ჩაგრჩესო და ყველას აბარებს. კარგი გოგო უყვარს ძალიან მომწონს
-რა თქმა უნდა, ირაკლის აზროვნება ხომ შენმა მშობლებმა დააფორმირეს
-შენებმაც სხვათაშორის
-ჩემი დანაშაულია, რომელსაც ვერასდროს ვაპატიებ თავს
-ძალიან კარგი შვილია და რას ითხოვ მისგან არ მესმის...ასეთი კრიტიკული მისი შეყვარებულის მიმართ არ ხარ
-იმიტომ ,რომ ის სხვისი შვილია და ირაკლი ჩვენია . ნუ ახალისებ ,ქორწინება არ ეჩქარებათ
-თამარაა , რომ დაქორწინდნენ რას გააკეთებ
-მე რა უნდა გავაკეთო . ჩვენი ქორწილის ხარჯები 20 წლის შენ არ დაფარე? თუ ვცდები
-გთხოვ რა, შვილს ქორწილს ხომ არ გადავახდევინებ ... სახლიდანაც ხო არ გავუშვათ
-თავად გადაწყვეტს , მეორე ნახევართან ერთად
-კესარიას გონს მოსვლაზე იფიქრო სჯობს, ირაკლი კაცია და
-კესარია თავად გაუმკლავდება საკუთარ ცხოვრებას , ისე როგორც სურს
-მე გოგო მინდოდა და არა მეომარი
-ადამიანია თუ მაგიდა, როგორიც გინდა ისეთი იყოს ? გეყოს მის ცხოვრებაში ჩარევა ,როდესაც არასწორს არაფერს აკეთებს და მხოლოდ ამჟამინდელ სურვილს მიჰყვება.
-სამედიცინოზე ჩააბაროს , თუ ბრძოლა უნდა და რთული ცხოვრება ...
-კაცმა,რომ გკითხოს დედაჩემი არ მოგწონს შენ კი მის მხარეს ხარ , გადაგიბირა
-პატივს ვცემ ქალბატონ სიდედრს და მის პროფესიას . ზუსტად ვიცი კესარია თავის ენერგიას სხვა საქმეზე ვერ დახარჯავს, ხელი არ შეეშლება სპორტულ კარიერას რომ დაასრულებს ზუსტად მაგ დროს იწყებენ ექიმები მუშაობას
-თავად გადაწყვეტს, მე არ ჩავერევი თუ მოისურვებს საერთოდ არ ჩააბარებს უნივერსიტეტში...
-ოხ თამარა, შენ მომიღებ მე ბოლოს... რა ვქნათ ახლა გვშია ყველას. ჩაიცვი , რესტორანში წავიდეთ
-აი ზუსტად ამას ვგულისხმობდი სახლის სახლობის დაკარგვაში
-დღეს მოულოდნელობის ეფექტის გამო, ხვალიდან დავლაგდებით. წავედით რამდენი ხანია ჩემ ბიჭებთან ერთად არ დამილევია, ღვინოს ავიღებ...
ჩადუნელებს საბოლოოდ მიმართულება შეეცვალათ და რესტორნის ნაცვლად გოთუებთან აღმოჩნდნენ. მათი საღამო ნამდვილად ემოციებით იყო დატვირთული
_მა , ღვინო სად გვაქვს?
_რა სუფრაა.? რა ხდება ნინა? ნიძლავი წააგო რამე ელენასთან და იმიტომაა სამზარეულოში?
_საზეიმო სუფრაა , დღეიდან დედა ისვენებს და მე რომ წავალ შენ გადაიბარებ სამზარეულოს... _ანდრო წინასფრით იდგა და ხორცს ჭრიდა
_რა ხდება გამაგებინეთ, ელენა რა უნდათ მამი ამათ?
_მეც არ ვიცი , რაღაც ეჭვი მღრღნის მაგრამ ჯერ თქმას ვერ ვბედავ და მეტი არ მინდა ეგ ამბავი იყოს, ჩემზე ადრე ამას თუ უთხრა აღარ დაველაპარაკები
_ნუ ხარ ეგოისტი ...
_რა ხდება ნინა გამაგებინებთ ?
_ვუთხრა? თუ დაველოდოთ ჩადუნელებს
_უთხარი
_ერთი, ორი და სამი გოთუა ვიქნებით სულ მალეეე _ ჯერ საკუთარ თათზე ანიშნა შემდეგ ელენაზე და ბოლოს ნინას მუცელზე _ვფიქრობ ბიჭი იქნება , თუ გოგოა და ისიც ელენას მსგავსი გამოვა მე არ ვიცი რა მეშველება , მაგრამ ვეცდები უფრო პრინცესა იყოს ვიდრე ალქაჯი
_საშინელები ხართ ამას უთხარი და მე არა ? ჩემი ძმა ან და უნდა გაჩნდეს და ამან რატომ გაიგო პირველმა _ტიროდა და თან ჩხუბობდა _მაააა
_მართალს ამბობს, ნინა?
_ ხოო , ასე გამოვიდა _ ქვემოდან უყურებდა და იღიმოდა. მერე ერეკლემ მთელი სახე რომ დაუკოცნა და გულში ჩაიკრა, ცრემლები ვეღარ შეიკავა.

_ვერ გიტან _ ანდროს მკერდზე ურტყამდა ხელებს და თან სიხარულისგან ტიროდა
_ვიცი და მე მალე წავალ... სულ შენთან იქნება დედა _ ისე მოხვია ხელი რომ მოძრაობა შეუზღუდა, თავზე აკოცა და ერთხანს ასე იდგნენ . მერე ისევ თავად მოშორდა და უსიტყვოდ დაუბრუნდა სამზარეულოს მანამ სანამ ჩადუნელებიც არ შეუერთდნენ და ერთად არ განაგრძეს მზადება.
......................
_როდის მიდიხარ
_ორშაბათს უკვე ვარჯიში მაქვს ...
_არ გითქვამს ხომ?
_არა
_აქაც რომ ითამაშო არ გინდა ?
_ხშირად უნდა ჩამოვფრინდე , იქ ვსწავლობ , ვთამაშობ, ვვარჯიშობ დრო საერთოდ არ მაქვს და პატრიოტიზმზე ლექციებს ნუ წამიკითხავ თუ ძმა ხარ რა
_არასწორია ეგ ძმაო... ჩვენებს აქ შენნაირი მოთამაშე სჭირდებათ შენ კიდე იქ აგებინებ ფრანგებს
_შენც ეყოფი საქართველოს ჰიმნის ასაჟღერებლად ...
_ჩემმა ქალბატონმა ვარჯიში რომ დაიწყო გითხარი?
_რა ვარჯიში... კარგი რაა ზურა არ გაგიჟდა?
_თავად მოინდომა ... მამა წინააღმდეგია. ომობენ, ეს გოგო მომიღებს ბოლოსო გუშინ იძახდა. უფროსკლასელი ცემა, გოგოს ავიწროვებდაო და გაუქანა პირდაპირ ყბაში. ტიპს ყბა მოსტეხა , შეგშურდება ისეთი დარტყმა აქვს
_გიხარია ხომ? ოღონდ არ აღიარებ
_მამას თხოვნასაც ასრულებს და გოგოშკურად ჩაცმული დადის , ისეთი ლამაზია ეგაა მაგის პლიუსი ვერავინ იფიქრებს თუ ასეთი ძლიერია. თავის დაცვა კარგია, მაგრამ არცერთ გვინდა სპორცმენი გახდეს და დალეწილმა იაროს. ეს მაინც არ იშლის თავისას და მამაჩემი გიჟს გავს, გოგოს ჩხუბი არ გამიგიაო , გათხოვება და შვილების გაჩენა არ გინდაო? რა ტრამვას მიიღებ რა იცი იქნებ მოკვდე საერთოდ იმ რინგზეო . მოკლედ ომია გაჩაღებული
_თქვენ ვის მხარეს ხართ
_გაგიჟდი? მაგათ შორის ომში მტერი ჩაერია ...
_სამი ბიჭი ყავს და გოგო ამარცხებს
_ისეთი ლამაზია მშვიდად მაინც ვიქნები , თავის დაცვა არ გაუჭირდება არასდროს და ამდენი კაცის გარემოცვაში მყოფი შესანიშნავად იცნობს ჩვენს ბუნებას . ვერავინ მოატყუებს, ჭკვიანია ... ყველაფერს შეძლებს რაც არ უნდა მოინდომოს
_მიყვარხართ რაა, თქვენი და_ძმობაზე ვგიჟდები საერთოდ _ ყველას გადახედა და გაეღიმა
_შენ და ელენას ვერ შეგედრებით
_წავალ და დაისვენებს ... ისიც და მისი ახალი შეყვარებულიც
_არ არიან შეყვარებულები , მოგატყუა
_როგორ არ არიან
_ზუსტად ვიცი, ლაშას სხვ უყვარს და იმას აეჭვიანებენ . მეგობრები არიან , რაც შენ წახვედი დამშვიდდა, დალაგდა , არაფერს ურევდა. მეგობრებთან ერთად თუ წავიდოდა სადმე ისიც დღისით. ბიჭებთან ან მეგობრობს ან კავშირი არ აქვს. შენ რატომ განერვიულებს არ ვიცი , მაგრამ დამიჯერე ჭკვიანადაა და იცის რასაც აკეთებს .
_ჩემზე უკეთ შენ იცნობ ... ვისი და უფროა ჩემი თუ შენი ეგეც საკითხავია . შენ ჩემზე მეტად უყვარხარ
_შენი ბრალია, სულ შენ ეკამათებოდი და ის უბრალოდ დათმობას ვერ იტანს... რით ვერ გაიცანი.
-იქნებ არც მინდა რომ ახლოს იყოს _ჩუმად თქვა და ფეხზე წამოდგა. კესოს ხელებგაშლილი დახვდა- ჩემი გოგო თურმე გადატრიალებას აპირებს და დიდი გეგმები აქვს
_ შენც არ მითხრა შენი საქმე ბრძოლა არააო თორემ გული მეტკინება
_შენი ნომერ პირველი ფანი ვიქნები , სულ . ვიდეოები ჩამიგდე ბრძოლების. ერთი კარგი მებრძოლი ვიცი და თუ წარმატებებს მიაღწევ , დარწმუნდები რომ შენი საქმეა აუცილებლად გაგაცნობ და ისპარინგეთ
_გოგოა?
_ხო , გოგოა
_ანდრო? ესენი მაშინებენ სხეული დაგეგრიხება და აღარ იქნები ასეთი ლამაზიო
_ძალიან ლამაზია , ოღონდ ის ცხვირამდე არავის უშვებს და შენც ნუ მიუშვებ რომ ეს ლამაზი ცხვირი არ გაგიტეხონ _ თითები მოუჭირა და მერე თავზე აკოცა _ მეორე ჩამოსვლამდე კიდევ უფრო დიდი დამხვდები და უკვე მებრძოლიც იქნები .
_შენნაირი ძმა მინდა, რა არ მოსწინს ელენას არ ვიცი.
_მე შენები მომწონს და ამას გაგატანთ ... დუდაში გაგიცვლი_ელენა გამოჩნდა, დუდას კალთაში ჩაუჯდა და ლოყაზე ხმაურით აკოცა _იქნები ჩემი ძმა ?
_დაიცა აქამდე არ ვიყავი?
_ოფიციალურად გახდი, ჩადუნელები იმდენი ხართ და გოთუა ერთი გვყავს და ისიც ყალბი. თან რა კარგად ჟღერს დუდა გოთუა
_ჩემ გვარს ვერ ვუღალატებ თორემ ამათგან დავისვენებდი _უფროს ძმებზე ანიშნა
_გაბრაზებენ? მე მივხედავ მაგათ ... ჩემო დათუნია _ ლოყები დაუჩქმიტა ბიჭს და კვლავ მხიარული გოგოს ნიღბით გადაფარა ანდროსგან ახლო სიშორით განცდილი ტკივილი.
...............
_ეგოისტი ხარ ... აიწყვე ცხოვრება საფრანგეთში და აქ დაბრუნებაზე აღარც ფიქრობ . სწავლობ, თამაშობ, ცხოვრობ უზრუნველად და სულ არ გადარდებს აქ ორსული დედაჩემი შენი მონატრების გამო ყოველი საუბრის შემდეგ ცრემლებად რომ იღვრება. აქ ხარ და მთელი ყურადღება შენკენაა მომართული, წახვედი და კიდევ უფრო მეტად ღელავენ შენზე . მე კი ტყავიდან უნდა ამოვძვრე ჩემით რომ დაინტერესდდნენ სულ შენ ხარ დედას ფიქრის ობიექტი, სასაცილოა მე ზუსტად მისნაირი ვარ, მისი ვარ და მაინც სულ შენ ხარ მის გონებაში
_რა გინდა რომ გავაკეთო , წავედი და მაინც ვერ მიტან. რამდენიმე საათში მივფრინავ და ისევ ვერ ისვენებ. რა გავაკეთო მითხარი . ცუდად ვიქცეოდი და მაინც ვუყვარდი, ვინმე მოვკლა, ვაწამო თუ მამაჩემივით გავაუპატიურო მერე წამშლიან ცხოვრებიდან და მომიშორებ თავიდან? მითხარი რა დაგამშვიდებს , მე რა შემიძლია . მიდი პირდაპირ მითხარი, მოვკვდე? მერე მთელი დარჩენილი ცხოვრება მიგლოვებენ და შენი სიძულვილის გამო დედაჩემს ვერ ვატკენ გულს. შენ ისედაც საუკეთესო ხარ, არაფერი გჭირდება მათი სისხლი გაქვს, მათნაირი ხარ და მე იმიტომ მაქცევდნენ ყურადღებას , რომ ეშინოდათ და ახლაც ეშინიათ რამე უბედურება არ ჩავიდინო . გემუდარები დაივიწყე ჩემი არსებობა , იყავი ბედნიერი . აღარ იქნები დედისერთა, გეყოლება ნანატრი და ან ძმა , ნამდვილი დედმამიშვილი , შენნაირი იდეალური . გენდობა, სჯერა შენი , ნინას საკუთარ თავზე მეტად შენი სწამსი, შენი ძალის, შენი გონიერების, შენი ქმედებების და იმიტომ არ ერევა, სრულ თავისუფლებას გაძლევდა ყოველთვის. როგორ ხარ ასეთი დაუნახავი , ასეთი უმადური და უკმაყოფილო ყოველთვის
_რა სისულელეა... ეს შენ ხარ იდეალური დედიკოს ბიჭი. რომ ჩხუბობდი მაშინაც მართალი იყავი და საერთოდ შენ ხომ სულ ყველგან საუკეთესო უნდა ყოფილიყავი. სკოლის პირველი მოსწავლე, წარმატებული სპორტსმენი. საამაყო შვილი , რომელიც მთელ ყურადღებას მართმევს . 16 წელია ცხოვრებას მიმწარებ და თავს მაცოდებს . თავისი ჩასახვის ისტორია მოისმინა და სტრესი აქვს. ახლა შენს სტრესზე უნდა იდარდოს ორსულმა დედაჩემმა , შენ რომ თავს რამე არ დამართო, დეპრესია არ დაგეწყოს იმიტომ რომ სრულიად უცნობ ადამიანებზე დარდობ. უაზრო , რომ ხარ თორემ რა მნიშვნელობა აქვს ერთმანეთი უყვარდათ და ისე ჩაისახე თუ არ ... შენ ამათი აღზრდილი და გაზრდილი ოქროს ბიჭუნა ხარ , შეიგნე ბოლოს და ბოლოს
_და მყავს... დედაჩემის შვილი ნამდვილი და, რომელსაც ანა ჰქვია , 11 წლისაა ... ორი და მყავს უკვე
_მე შენი და არ ვარ !
_კარგი , დამაცდი რამდენიმე საათით სახლით ტკბობას თუ გავიქცე
_არ წახვიდე , აქაურ U18_ში ითამაშე
_აქ დარჩენა არ შემიძლია ... შენთან ომი ყველას შეგვიწირავს
_ჩემ გამო მიდიხარ ... ისე საუბრობ თითქოს მე ვარ ყველაფერში დამნაშავე და შენ ჩემი მსხვერპლი ხარ
_რატომ არ შეგიძლია უბრალოდ გამიშვა და ჩემი სიძულვილისთვის მიზეზებს არ ეძებდე
_კარგი, მორჩა შენ არსებობას სრულიად უგულებელვყოფ _თვალებში უყურებდა , სიტყვები ახრჩობდა , მაგრამ ისევ არაფერს ამბობდა. მერამდენედ უშვებდა , დამშვიდობება ყველა ჯერზე უფრო რთული ხდებოდა არადა გამარტივებას ელოდა. არაფერი გამოდიოდა, თავს ვერ ერეოდა. მანძილი არაფერს ცვლიდა.


საძინებელში ჩაიკეტა, მშვიდი ძილი გაითამაშა და ისევ ფანჯრიდან დაინახა მანქანისკენ მიმავალი მშობლრბი და ძმა. ანდრო ყოველთვის უყურებდა მისი ოთახის ფანჯრებს, მაგრამ არასდროს უთქვამს ხედავდა იქ მდგომს თუ ვერ. ელენას კი ფარდის მიღმა დამალვა არასდროს უცდია , მაგრამ შუქის ანთებაც ვერასდროს გაბედა.
.................
სკოლის დერეფანში სწრაფად მიმავალს თვალი მოჰკრა და ინსტიქტურად გაჰყვა უკან . გრძნობდა, რომ ცუდად იყო და ხვდებოდა, რომ ლოდინს აზრი აღარ ჰქონდა , მარტო ვერ უმკლავდებოდა. მისი ნების წინააღმდეგ უნდა წასულიყო
_კარგად ვარ , უბრალოდ ეს მანანა ნერვებს მიშლის...არაფერი მოსწონს , გამაგიჟა ათიანი ვერ დავაწერინე ამ სემესტრში _ დუდას დანახვისთანავე შებრუნდა და სახის შემშრალება წამებში მოახერხა
_არ მასწავლი?
_რას , მათემატიკას? ხომ გითხარი მანანას არ მოვწონვარ
_როგორ შეგიძლია ტიროდე და ხმაზე არ გეტყობოდეს... როდის ისწავლე , რომელ ეტაპზე გადაწყვიტე , რომ გრძნობები საერთოდ არ გაქვს _ ჩაეხუტა და თავზე აკოცა
_არაფერს გეტყვი ... ჩემი და მისი ერთდროულად ვერ იქნები , გაგიჟდები
_ჩემზე დარდებსაც ნუ დაიმატებ , გთხოვ . ისუნთქე , მშვიდად _ ისე შეაბრუნა თავისკენ , მისი სახე არ დაუნახავს. დაფარული სივრცე შეუქმნა სადაც ემოციების გაშიშვლება შეეძლო, გონებაში დაგროვილი ბნელი აზრებისგან გათავისუფლება
_ნინა სულ ცუდადაა ... ტოქსიკოზი აქვს . გამოფიტულია , გადაღლილი და ისევ ცდილობს ჩემთან არ შეიმჩნიოს, მე არ ამანერვიულოს, მე არ მითხრას რომ გონებას კარგავს და ისე მომიმზადოს გაღიმებული სახით საუზმე. დამირეკოს და მკითხოს როგორ ან სად ვარ , მიუხედავად იმისა რომ ამ დროს შეიძლება ჯერ კიდევ სააბაზანოში , უნიტაზზე დამხობილი იყოს. სულ უნდა მე ჩემ პირად სივრცეზე ვიზრუნო, არაფერმა იმოქმედოს და ჰგონია ეს მინდა , ჰგონია თუ არ შემაწუხებს კარგად ვიქნები. თევზის სუნი გულს ურევს და მაინც მოუმზადებია , გიყვარსო დაღლილი ხარ და გემრიელად მიირთვიო. ცუდადაა და მეშინია , ღმერთო როგორ მეშინია , ანდროსაც არაფერს ეუბნება მხოლოდ ერეკლემ იცის როდის რა სტკივა და აწუხებს. ანდროს სულ ჩემზე ელაპარაკება,ეშინია რომ ერთმანეთს ვერ ვიტანთ და ცდილობს არ გავუცხოვდეთ. მე ანდროზე მიყვება , არ ვუსმენ და წყინს. ისეთი შეგრძნება მაქ თითქოს თუ შეგვარიგებს მერე დანებდება . პირველად რომ წავიდა ექიმთან არ წავყევი , საქმე მაქვს-თქო ვუთხარი და გვიან გავიგე ორსულად რომ იყო. ვიცოდი, ვხვდებოდი და შემეშინდა იქ წასვლა , ანდროს შევატოვე. მთელი დღე ველოდი სახლში მისულს რა ამბავი დაგვხვდებოდა, როგორ იქნებოდა . ახლაც მეშინია , ექიმმა რამე ცუდი რომ უთხრას გავგიჟდები და ნინა უარესად გახდება. ერეკლე ჰყავს ისევ მხოლოდ, მამა ყველაფერს უმკლავდება , მაგრამ ისიც გადაიღალა. ზოგჯერ მგონია ვეღარ გაუძლებს ყველაფერს ერთად და სადღაც მოწყვეტით დაეცემა. გამთენიისას გაეღვიძა წუხელ, არ ვიცი რა ხდებოდა , სულ მეშინია ... ყოველ ღამეს რომ ტკივილი ან სისხლდენა დაეწყება . ანდრო მინდა , ანდრო მინდა გესმის? აქ უნდა იყოს უნდა დაბრუნდეს და როგორც იცის ისე არ მოშორდეს ნინას გვერდიდან . ჩემზე სულ დარდობს , თითქოს ისევ ინკუბატორში ვარ და უბრალოდ უნდა მომიაროს . ანდრო კიდევ ანდროს იქეთ ართმევს ენერგიას . აღარ ვიცი რა ვქნა, დავიღალე ... დავიღალე , ვეღარ ვუძლებ . ეს შიშები შემშლიან , შევიშლები
_ნინას და ბავშვებს ყველაფერი კარგად ექნებათ. ბუნებრივია ამ ეტაპზე მისი სისუსტე, ერთი ადამიანი კვებავს ორს და მთელი ორგანიზმი წნეხის ქვეშაა. ყველა ორსული წუწუნებს პირველ სამ თვეზე თუ ოთხზე ... მერე დიდი იქნება და ეგ შეაწუხებს, მერე მშობიარობის შემდეგ პერიოდი . თამარა ამბობს , რომ ქალისთვის ყველაზე რთული და ბედნიერი ეტაპია . ერთადერთი , რომლის ტკივილებიც სრულდება ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგით. ორნი არიან , მაგრამ ამჯერად ყველაფერი სხვაგვარად იქნება
_ანდრომ არ იცის ჯერ ... არ უთქვამს . მეც არ მეტყოდა იქ რომ არ ვყოფილიყავი. კიდევ კარგი გავბედე და გავყევი . ისე მინდოდა ტირილი დამეწყო გულისცემის ხმა რომ გავიგე, მანამდეც იცოდნენ ორი რომ იყვნენ და მე იმ დღეს გავიგე.
_იქნებ დროა გამოხატო შენი ემოციები და ნაბიჯი გადადგა მისკენ. არ აფიქრებინო, რომ გაღიზიანებს , რომ არ გაინტერესებს მისი ამბები და ისიც შეიცვლება . შენზე ზრუნვასთან ერთად ჭორაობასაც დაიწყებს , ადროვე მოგიყვეს ყველაფერი და შეეშვი მისთვის სამაგიეროს გადახდას იმისთვის , რომ ანდროს საყვედურს არ ეუბნებოდა და ბუნებრივად გამოხატავდა ნერვიულობას როცა პრობლემა ჰქონდა. აპატიე ბოლოს და ბოლოს , თორემ ვერასდროს დამშვიდდები და ვერც დაასრულებ ამ წრეს . ასე ყველას გტკივათ და ყველა იმალებით ერთმანეთისგან , ერეკლეც შუაზე იხლიჩება .
_რამე რომ მოუვიდეს მერე?
_შორს რომ იქნები დარჩენილი თვეები , უფრო მარტივად გადაიტან ნინა თუ აღარ იქნება?
_ამას ნუ ამბობ
_ხედავ ? სისულელეა რასაც შენ აკეთებ. ნინას სიყვარული დანაშაული არ არის, უშეცდომო არავინაა და თუ არ ვაპატიებთ მერე უარესი ხდება . ანდროსთან ერთად მასაც ნუ ებრძვი !
_როდის დავბრუნდებიო არაფერს ამბობს?
_მასზე საუბარს არ ვაპირებ , როგორც შენზე და შენს მდგომარეობაზე არ ვეუბნები
_ცუდადაა?
_მის ადგილას წარმოიდგინე თავი , შენს ნიღბებს რომ მოიხსნი და ჩემი თქმა არ დაგჭირდება
_კიდევ მინდა ტირილი
_იტირე , ოღონდ ტირილის მიზეზები შეამცირე...
……………….
წასვლის შემდეგ ელენას არცერთხელ დაურეკავს ახლა კი ეკრანზე მის ფოტოს ხედავდა და იმდენად შეეშინდა ცუდი ამბის მოლოდინში ყველაფერი დაავიწყდა ისე დააჭირა ღილაკს
_ ელენა რა ხდება?
-გოგოაააა , გოგოა , გოგოოო და მეორე არ ვიცით, მაგრამ ერთი ნამდვილად გოგოა -კიოდა და კომპიუტერის წინ დახტოდა
_ორნი რომ იყვნენ აქამდე რატომ არ თქვა ექიმმა -მხოლოდ ეს გაიგო , ელენას სიხარული ვერ გაიზიარა
_ვაიმე რა სახე გაქვს... მეორე ბიჭი იქნება ან ორივე გოგონები იქნებიან. ერთნაირები და მერე ერთმანეთში აგვერევა
_დედა სად არის
_საძინებელში ავიდნენ ორივენი... დიდი მუცელი აქვს, მაქედან რას დაინახავ ბატონო
_ექიმმა რაო... როგორ არიან , როგორ მიდის ორსულობაო
_ღმერთო ჩემო ნუ ადრამატიზებ ... თორემ მეც ავნერვიულდები. საერთოდ რას გავხარ? რატომ არ გაცვია
_სააბაზანოდან ამ წამს გამოვედი... დიდხანს მირეკავდი?
_ხო ,ნერვები მომეშლაა მეთქი არ მპასუხობს_თქო და ლამის გადავიფიქრე თქმა .
_მამას უთხარი რა , რომ დამირეკოს
-რომ გამოვა ვეტყვი ... გოგოააა , გოგოა , გოგოა , გოგოოო- წაიმღერა და ცეკვა განაგრძო . ანდროს მისგან განსხვავებით ახალი სადარდებელი გაუჩნდა . უყურებდა და მხოლოდ ის აბედნიერებდა , რომ ელენას მხიარულს ხედავდა. ასეთი გახარებული ბოლოს როდის ნახა არ ახსოვდა და არ უნდოდა გამოსახულება გამქრალიყო, მაგრამ სულ ტყუილად ჰქონდა იმედი. გოგონამ მალევე შეწყვიტა ცეკვა და ვიდეოზარი დაასრულა.
.............
_იცოდით ტყუპები რომ იყვნენ და არ მითხარით?
_დაგვავიწყდა ... სქესის გაგებას ველოდით. როგორ დასრულდა თამაში?
_რა დროს თამაშია ერეკლე ... დედა როგორაა
_ჭირვეულობს, გუშინ შუაღამეს მოუნდა ეკალა ... იმერულმა ფესვებმა შეახსენეს თავი თუ რა არის არ ვიცი. ყველაფერს იმერულს მთხოვს და აღარ შემიძლია აქ ახლა სად ვუპოვო ზუსტად ისეთი ჩემი ღრმად პატივცემული სიდედრი რომ ამზადებს, ან კიდევ ბიცოლები ან დეიდები და მამიდები აკეთებენ. მეზობელი ნათელას გაკეთებული პრასის მჟავე მინდაო ამ დილით ტიროდა. ნათელა გარდაცვლილია 5 წლის და რანაირად მომეტანა თორემ ისე ტიროდა გეფიცები წამსვლელი ვიყავი
_მამა
_ყველაფერი კარგად იქნება... 16 წელი გავიდა, სამყარო შეიცვალა . ესაა ღვთის ნება , საჩუქარი და
_წირვაზე ისევ ბოლომდე ფეხზე მდგომი რჩება?
_კი, დადგება მარიამის ხატთან და იქედან არ იძვრის ...
_ჩამოვიდე ?
_ნუ ხარ შვილო ასეთი ნერვიული...
_აღარაფერი დამიმალო !
_ნუ მებღვირები მაქედან . მანდ ვერ ვიქნები კარგადო და წახვედი, დარჩენილიყავი
_დავიკიდებ ყველაფერს , ბილეთებს ვიყიდი და წამოვალ
_სად წამოხვალ... მნიშვნელოვანი თამაშები გაქვს წინ . სწავლასაც ხომ უნდა მიხედო . აქ რომ ასე გამოვარდე გაგიჟდება ნერვიულობისგან ნინა. ამის იმერელი კუდაბზიკა თავის ამბავი არ იცი? შენი ნიშნებით ცალკე ტრაბახობს
_კარგი , კარგი დავრჩები მაგრამ გავიგებ რამე რომ არ მითხრა
_შენს აგენტ დუდას დავაჭრი ყურებს... წავედი . მიხედე თავს , არ ინერვიულო .

ორივემ იცოდა სიცილი თავის დამამშვიდებლად , რომ იყო და გონებაში გაჩენილ ცუდ ფიქრებს ვერ ერეოდნენ. თითქოს განგება დასცინოდათ ისევ ტყუპებს ელოდნენ და კვლავ გოგო_ბიჭს . მაქსიმალურად ცდილობდნენ მშვიდად გაეგრძელებინათ დარჩენილი თვეები , მაგრამ არ გამოდიოდა. ანდროს იმდენად ჰქონდა გონება გაფანტული, რომ მომდევნო თამაშის დროს ტრამვა მიიღო. ბურთის დასაჭერად უდროო დროს გადახტა და მოწინააღმდეგეს ისე დაეჯახა, რომ ბეჭი ამოუვარდა. ასეთ ტრამვებს შეჩვეული იყო, მაგრამ ექიმის თქმით თამაშს ცოტა ხნით ვეღარ შეძლებდა. მიზეზი მიეცა გასაქცევად, წამში მიიღო გადაწყვეტილება ბილეთი იყიდა და სამშობლოში გაუფრთხილებლად დაბრუნდა.
………………..
_ნინაა , მარწყვის ტორტი მოგიტანე ... ოღონდ პატარა ნაჭერი _თეფშით ხელში იდგა კართან
ჩშშ...ბავშვს სძინავს ელენას ეფერებოდა ერეკლე , რომ მიუახლოვდათ _ მოვიდა და ბევრი ვილაპარაკეთ
_არ იტირო , ხომ გეუბნებოდი შეიცვლება_თქო
_როგორი ლამაზია, სულით _ხორცამდე... დედას საუკეთესო გოგოა
_ორივენი ჩემი გოგოები ხართ ... _ _ჩურჩულებდნენ , ერეკლემ ნინას აკოცა და მერე მძინარე ელენას _წავიყვანო თავის ოთახში ?
_არა , არა კიდევ როდის შემოვა არ ვიცი. მომენატრა მასთან ძილი და მისი ყურება. სულ არ სძინავს ხოლმე მთელი ღამეები , ეძინოს ტკბილად
_მე დავიძინებ ანდროს ოთახში ... დამირეკე თუ რამე . ტელეფონი გვერდით გედოს
_კარგად ვარ. ასე კარგად წლებია არ ვყოფილვარ ... არ წახვიდე რაა, აქ დაწექი , ჩამეხუტე
_ასე რომ მიყურებ გული მიჩერდება _ ამოიოხრა და ბოლოს მის ზურგს უკან დაწვა. ხელი მოხვია, მუცელზე მოეფერა და ჩუმად თქვა- ელენა დაგვიბრუნდა , ჩემო ნინა

თავისუფლად სუნთქავდა ყველა ჯერზე როცა სახლში შედიოდა და ნინას მთელი ძალით ეხვეოდა. კოცნიდა ნებისმიერ დროს და უყვებოდა ყველაფერს, ისედაც არ ჰქონდა ერთის გარდა სხვა საიდუმლო, მაგრამ ახლა დეტალებზე გადავიდა. დღის განმავლობაში მომხდარ ყველა ამბავს წამში არაკრაკებდა. ნინა უკეთესად იყო, თვალები უბრჭყვიალებდა და ამის მიზეზი მხოლოდ ელენა გახლდათ.
.................
ანდროს გადაწყვეტილი ჰქონდა ნინასთვის მშობიარობამდე დარჩენილი თვეები შეემსუბუქებინა. სახლში არ იყვნენ, საძინებელში ავიდა. ბარგის ამოლაგება და დასვენება უნდოდა მათ დაბრუნებამდე , მაგრამ ყველა გეგმა აერია. კარის გაღებისას თავის საწოლზე მძინარე ელენა რომ დაინახა. უიშვიათეს შემთხვევებში შედიოდა ხოლმე საძინებელში და ისიც რამდენიმე წუთით , ზღურბლსაც დიდად შორდებოდა , ძირითადად დერეფნიდან ელაპარაკებოდა და თუ მიუახლოვდებოდა ეჩხუბებოდა ახლა კი მოულოდნელად დაბრუნებულს საკუთარ საწოლში მშვიდად მძინარე დაუხვდა. ადგილიდან არ დაძრულა, სუნთქვაც კი შეეკრა დრო რომ გაეხანგრძლივებინა, უნდოდა დიდხანს ეცქირა ასეთი მშვიდისთვის. როგორი ნამდვილი იყო , ბალიშზე მოხვეული ხელებით ანდროს პლედში გახვეული . ფეხები წინ ექაჩებოდნენ, უნდოდა სულ ერთხელ მაინც შეხებოდა მონატრებულს , მაგრამ ნაბიჯი ვერ გადადგა. კარზე დააკაკუნა, აინტერესებდა რას ეტყოდა გაღვიძების შემდეგ , მაგრამ ფხიზელი ძილი არ აღმოაჩნდა. სკამზე დაჯდა და ელოდა მანამ სანამ არ გაეღვიძა . ჯერ ტელეფონი იპოვნა საათს შეხედა ცალი თვალით და შემდეგ წამოჯდა. მაშინვე დაინახაა ანდრო .თვალებგადართოებული უყურებდა და აშკარად ვერ ხვდებოდა ნამდვილი რომ იყო
_რით ვერ ამოვიგდე თავიდან _ბალიშზე დადო ისევ თავი და სახეზე აიფარა ხელები
_ჩემს საწოლში თუ იძინებ ვერ დამივიწყებ ... რა აზრი აქვს შორს ყოფნას
_შანსი არ არის...
_სად არიან დედა და მამა
_სოფელში წავიდნენ... დედას მოენატრა მშობლები . დაბრუნდებიან საღამოს
_თუ გახვალ ოთახიდან დავიძინებ მეც, დაღლილი ვარ
_ჩემ ოთახში ობობაა ... შემეშინდა და იმიტომ გამოვედი
_მშობლების ოთახში დაიძინე ანდაც სხვა საძინებელში
_აქ რატომ ხარ
_ტრამვა მაქვს, ვერ ვითამაშებ ჯერ და წამოვედი
_მერე მკურნალობა არ გჭირდება?
_ცოტა ხნით ვარ ელენა , ნუ ღელავ
-დავმშვიდდი
მიდიოდა,მაგრამ მთელი სხეულით თრთოდა. იცოდა ეს ამბავი სამუდამოდ დაილექებოდა ანდროს გონებაში.
...........
იფიქრა ვახშამს დავახვედრებო, მაგრამ ცალი ხელით მომზადება რომ გაუჭირდებოდა ვერ გაითვალისწინა.
_სერიოზულია რამე?
_არა, ამოვარდნილი მქონდა ჩამისვეს და უბრალოდ ცოტა ხნით უნდა დავასვენო
_შერყევაც ხომ არ გაქვს
_არა ... რას აკეთებ _გვერდით რომ გასწია და მწვანილების დაჭრა განაგრძო გაუკვირდა _ მომზადება როდის მერე დაიწყე
_შენ რომ აღარ მედებოდი ფეხებში მერე და შენზე გემრიელადაც ვამზადებ , მეტიც ვიცი ბებომ მეგრული სამზარეულო ამათვისებინა
_მე ზედაც არ მიყურებს, ძლივს მესალმება და რამეს როგორ მასწავლიდა _ დაჯდა და გაუაზრებლად დაუწყო ყურება. თითქოს უცხო ადამიანს ხედავდა, ყოველი დაბრუნების შემდეგ შეცვლილი ხვდებოდა, მეტად გაზრდილი, დამშვენებული და ჩვეულებრივზე მეტად გულჩათხრობილი . თითქოს ბევრს საუბრობდა, მუდამ მწარე სიტყვებს ამბობდა, მაგრამ ანდრომ იცოდა როგორ ცუდად იყო , ყოველთვის ხედავდა და ესმოდა.
-ბავშვებს ტანსაცმელი უნდა ვუყიდო. ჯერ არ გინდაო დედამ თორემ უკვე ვათვალიერებ ... იცი რა საყვარელი რაღაცები ვნახე? ბიჭიც რომაა და გოგოც ორივეს სურვილი ასრულდა
_ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა სქესს... ბიჭი იმიტომ ვთქვი, შენ რომ არ გეჩხუბა და გეეჭვიანა _სიმართლე წამოსცდა. თავი მაგიდაზე ედო, დაღლილს ხელიც სტკიოდა და ფიქრი აღარ შეეძლო ელენას სიახლოვით გაბრუებულს
_აღარ ვიეჭვიანებ... სახლში მაინც არასდროს იქნები და ბავშვებს ჩემზე მეტად ვერ ეყვარები.
_მაინც როგორ ხარ ასეთი სულელი _ ჩუმად თქვა, იმდენად ჩუმად რომ ელენას ვერ გაეგო. ფუსფუსს აგრძელებდა და ერთხანს ყურადღებას აღარც აქცევდა . შემდეგ ჩაძინებულს მიუბრუნდა , მის წინ დაჯდა და ზუსტად ისე დადო თავი როგორც ანდროს ედო.
_რა იქნებოდა ასეთი რომ არ ყოფილიყავი ... უბრალოდ მყვარებოდი და არა ასე
.....................
_ელენააა , დეე სადახარ? იმდენი რამე გამოგვატანა ბებომ _ხმა გაიგო და მაშინვე გამოფხიზლდა. ანდრომაც ასწია თავი და უკან მიჰყვა გოგოს. ნინას დანახვისას სახე გაუნათდდა. ისეთი ლამაზი ეჩვენა , თვალებიც კი აემღვრა
_სურპრიზიი ... ასე უნდა ამბობდეს ახლა, მაგრამ დუმს . წავალ მე მამას მივეხმარები _ორივეს უყურებდა მერე კი ოთახიდან გავიდა, ცოტაც და იტირებდა მათი დანახვისას იმდენი ემოცია უჩნდებოდა ერთად
_აქ რა გინდა დე.. როდის ჩამოხვედი . რამხელა ხარ დეე, კიდევ გაიზარდეე . გამხდარი მეჩვენები, ხელზე რა დაგემართა? _ მოეხვია , თავისზე მაღალს ეფერებოდა და თან ყველაფერს ამჩნევდა
-როგორი ლამაზი ხარ დე- ქალის სახე ხელებსშორის მოიქცია, შუბლზე აკოცა მერე ლოყაზე _ თქვენც გაიზარდეთ _ მუცელზე მოეფერა _ არ მოძრაობენ? მგონი დამარტყა ხო
_ხო, დე ... ცოტა კიდევ ადროვე . მთელი გზა არ ისვენებდნენ
_ელენამ ვახშამი მოამზადა... დაღლილი იქნები . დაისვენე ჯერ
_ხომ კარგად ხარ , დე?
_ძალიან, ძალიან კარგად ვარ _ისევ მოეხვია და თავზე აკოცა _მომენატრე და ჩამოვედი . მალე წავალ , ხელს ცოტა ხნით ვასვენებ
_მეც მომენატრე დე ... _თავი ბიჭის გულზე ჰქონდა მიბჯენილი, ხელები წელზე მოხვია და მერე ჩვეულებად ქცეული კოცნაც დაუტოვა _დედას გულო ... მართლა არაფერი ხდება შენთან ცუდი , ხომ? ბავშვებთან ან გუნდში
_ნუ ღელავ დე , არავინ მჩაგრავს
_მამი , დამოუკიდებელი ბიჭი კი ხარ, მაგრამ ხანდახან გამიხსენე მეც. მოგაკითხავდი აეროპორტში მაინც, არც ის გითქვამს ტრამვა რომ გაქვს. ყველაფერს ჩემს თავზე არ ავიღებო როდის დამპირდი? _ერეკლე ჯერ მოეხვია, მოიკითხა და მერე შეაპარა ბუზღუნი
_ვუმკლავდები ... არ იდარდო ჩემზე
_უკვე ჩემზე დიდი ხარ . რანაირია რა... შენ ჯერ კიდე რამდენხანს გაიზრდები . კალათბურთზე ხო არ უნდა შემეყვანე
_ნუ აჭარბებთ. მაღალი მეც ვარ
_შენ მამი ისეთი მაღალი , ლამაზი და გამოქანდაკებული მყავხარ სად ვიპოვით შენთვის ბიჭს არ ვიცი
_თქვენსას ადამიანი ვერ გაიგებს... მყავდა შეყვარებული და ადრეაო, წუწუნებდით. აღარ მყავს და მარტო რატომ ხარო . არავინ მინდა_თქო და
_შვილო შენ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდი და იმიტომ ვწუწუნებთ ისევ _ნინა სამზარეულოდან ლაპარაკობდა და თან ხაჭაპურს ჭრიდა _ ანდროს გაასინჯე როგორ გემრიელს ამზადებ? ეს იმერულია და მეგრული ? აჭარულებიც გააკეთე
_შენთვის და ბავშვებისთვის ვამზადებ ყველას არ აქვს ეგ ფუფუნება
_კარგი რაა დეე , ისევ უნდა იჩხუბოთ?
_არ ვიჩხუბებთ დე...მე გავალ რა ბიჭებს ვნახავ , მალე დავბრუნდები
_აქ მოვიდნენ
_ ვარჯიშობენ... ვერ გამოვლენ.
_ადროვე გაიაროს ცოტა, ყველაფერი მონატრებული აქვს
_მე მომენატრა ყველაზე მეტად... ვინმე გოგოც ხომ არ უნდა ნახო დედუუ
_ბებიობა ადრე ხომ არ მოგინდა? ბავშვები წამოზარდე ჯერ ერთი ასაკის ხომ არ იქნებიან და მერე ვნახოთ _ ჯერ იცინოდა , ბოლოს თვალი ჩაუჯრა და მერე გაიქცა.
………………
-ოთხჯერ გავაჩინე და არცერთი ჰგავდა ერთმანეთს... ექიმები ბევრ რამეს ამბობენ, ხალხი ხომ კიდევ უფრო მეტს , მაგრამ წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ. დედის და შვილის კავშირი ღმერთმა იცის მხოლოდ... მეორე უფრო მარტივი იქნებაო მეუბნებოდნენ და ნიკუშაზე მშობიარობა 16 საათს გაგრძელდა, დიდი ნაყოფით რთულიაო და 2.800-იანი ირაკლის მშობიარობაზე ვაკუუმი დასჭირდათ , 3,900 გ კესარია ტკივილების დაწყებიდან 4 საათში ხელში მყავდა . ნინას პრობლემა მისი ემოციებია მხოლოდ, მოცემულობის მიღება უჭირს
-რა შემიძლია,რომ გავაკეთო
-შენ? შენ არაფერი შვილო ... შენ და სხვებიც უბრალოდ მის გვერდით უნდა იყოთ და ორსულობა არ მიიღოთ საშიშროებად. უნდა დატკბეს ამ თვეებით , არ არსებობს ორულობაზე ემოციური მდგომარეობა ... ერთდროულად ხარ ბედნიერი, კმაყოფილი, შეყვარებული და აღელვებული. შიშს არ მისცე უფლება ყველაფერი გააფუჭოს. დაიჭირე ბედნიერი მომენტები , იყავი შენ დედიკოსთან ახლოს
-შენი სიმშვიდის საიდუმლოს როდის გაგვიმხელ , დეიდა თამარა ?
-ყველას თავისი სიმშივიდის მიზეზი აქვს და პოვნაც არავის შეუძლია თუ თავად არ მიხვდი რას ეძებ
..............
ნინა დივანზე მჯდომი დაუხვდა. არც მეტი არც ნაკლები "ტომი და ჯერი" _ს უყურებდა , მაგრამ სიცილის ნაცვლად ტიროდა.
-დე,ამ დროს რას აკეთებ აქ თან რომ ტირი- გვერდით მიუჯრა და ცრემლები შეუმშრალა ის კი ისევ აგრძელებდა
_ძალიან ცოდოაა ორივეე... რაა აქ სასაცილო. შენ და შენი დაც ორივე ცოდოები ხაართ .. გულს ტკენთ ერთმანეთს და ამ ცხოვრებაზე სტრესზე მეტად არაფერი გვნებს. ასე როდის და როგორ გადაეკიდეთ ერთმანეთს . სულ ჩემი ბრალია , ბალანსი ვერ დავიცავი. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა
_არასდროს დაიდანაშაულო თავი, შენ საუკეთესო ხარ. 18 წლის ასაკში გახდი ერთი ძლივს გადარჩენილი, ერთი ვერ გადარჩენილი და ერთიც სხვისი ბავშვის გადამრჩენელი . დაკარგული შვილის სულისთვის და ჩვენ ორზე ზრუნვას ახერხებდი სულ მარტო , ერეკლესთან ერთად. ახალი ცხოვრება დაიწყეთ, ნულიდან ააშენეთ ყველაფერი მშობლების მხარდაჭერის გარეშე. ჩემ გამო სიმშვიდე და კომფორტი დათმე , ელენას გადასარჩენა, რამდენი ღამე გაქვს გათენებული თეთრად, რამდენიც გარდაცვლილის გლოვაში, მისი სულისთვის ლოცვაში. შენ ხარ იდეალური ! ამ სამყაროში ყველაზე და ყველაფერზე მეტად მიყვარხარ _ ლოყაზე აკოცა და ჩაეხუტა _აღარ იტირო თორემ როგორც ბავშვობაში , ახლაც ორივე ერთად ვიტირებთ
_გახსოვს?
_ყველაფერი გონებაშია და რაც იქ არააა გულს ახსოვს _ პლედი გაუსწორა, ფეხებზე კარგად დააფარა და მერე მუცელზე დაადო ხელი _ ამათაც სძინავთ?
_არა ... წეხან მიძრაობდნენ ორივე ერთად.
_ხომ არ გტკივა მაგ დროს
_არა დეე _ გაეღიმა და ამჯერად თავად აკოცა _ მიხარია, რომ მოძრაობენ. იმ ღამეს საერთოდ ვეღარ ვგრძნობდი მათ მხოლოდ ტკივილი იყო , ფიზიკურზე მეტად სულიერი. არ ვიცოდი, სულელი ბავშვი ვიყავი , მაგრამ ვხვდებოდი რაღაც რიგზე ვერ იყო. ბოლო დროს სულ მესიზმრება ის კადრები, ნაწყვეტები ხან რა და ხან რა . ნორმალურად ვერ ვიძინებ , დაწოლაც მიჭირს , ამ ასაკში ორსულობა უფრო რთულია ვიდრე 18 -ის რომ ხარ . თან უფრო დიდი ვარ, მაშინ მხოლოდ მუცელი მეზრდებოდა და ისე 5 კილო მოვიმატე , ახლა კი ხომ ხედავ რამხელა გავხდი. ექიმს საკეისროს გაკეთებაზე ვერ ვითანხმებ, შეძლებ მშობიარობასო მეუბნება, მაგრამ მე ხომ ვიცი, რომ ვერ შევძლებ და მოვკვდები ისევ რომ ვერ გადავარჩინო _ ანდრო გულ_მკერდზე მიყრდნობილი ამბობდა ყველაფერს რაც გონებაში ჰქონდა და ვერავის გაანდო. ერეკლე კიბის საფეხურზე იჯდა და სიჩუმეში გაჟღერებულ ჩუმ ხმამაღალ სიტყვებს თავდახრილი უსმენდა .
_სულ მეუბნები ხოლმე წარსულის მაგალითები დაივიწყე, იგივე არ მეორდება, ამჯერად ყველაფერი განსხვავებულად იქნება და ბრძოლის წესებიც იცვლებაო ... იგივე აღარ განმეორდება. ამჯერად ორივე ჯანმრთელი იქნება , სახლში მოვიყვანთ და ისე გავზრდით ტომი და ჯერი,რომ არ გახდნენ
_მეშინია
_ყველა ორსულს ეშინია , დე ... შენში სამი გულისცემაა .
_ერკლეს სულ ვტანჯავ ... ჩემ გამო რამდენს გაუძლო . კიდევ რამე რომ მოხდეს , ან მე რომ რამე დამემართოს უთხარი ცხოვრება განაგრძოს და ჩემ ელენას შენ თუ გადაატანინებ უჩემობას, სხვა ვერავინ . ელენა ბედნიერი უნდა იყოს , ელენა ღმერთის საჩუქარია და
_აღარაფერი მითხრა, არც კი იფიქრო ! არც შენ და არც ბავშვებს არაფერი შეგემთხვევათ . უბედნიერესი წუთები გექნება და კიდევ მოგინდებათ ბავშვების გაჩენა . შენს ასაკში ოჯახებს ქმნიან შენ კი უკვე ხუთის დედა ხარ . წარმოიდგინე მესამედაც ტყუპები რომ იყვნენ
_მე სერიოზულად გელაპარაკები , სანამ მარტო ვართ და შენ მეხუმრები
_სერიოზულად გინდა გიპასუხო ? სიკვდილისთვისაც მზად ხარ და მიბარებ ,რომ ცხოვრება მშვიდად განვაგრძოთ? შენ თუ დანებდები , არც ვიფიქრებ ისე მოვკვდები . ვერავინ და ვერაფერი შემაჩერებს ამ სამყაროში !
_ანდრო !
_შენ ხომ იცი, ხვდები მართალს ვამბობ. შემომხედე და მიხვდები, დარწმუნდები , რომ ისე გავაკეთებ როგორც ვთქვი
_ყველაფერი კარგად იქნება! წარსული არ მეორდება , ეს მსგავსი მაგრამ სხვა შემთხვევაა. ორივე ბავშვი ჯანმრთელია, კარგად ვითარდებიან და საფრთხე არ ემუქრებათ.
_აი ასე, უკვე ჩემი ნინა ხარ , რომელიც წავა და ერეკლეს ჩაეხუტება. ეტყვის მაგრად მომეხვიე , მაკოცე და მომეფერე სანამ დამეძინებაო
_ისე მიშორებ თავიდან არ მეუბნები რამდენი ხნით რჩები
_კვირას გავფრინდები , მაგრამ მშობიარობის დროს აქ ვიქნები და ბიჭს სახელს მე დავარქმევ თუ ელენამ უკვე არ მოიფიქრა
_ელენა გოგოს სახელზე ფიქრობს ჯერ, ამის გამოც არ იჩხუბოთ ოღონდ თორემ მე დავარქმევ _ ხელი გაუწოდა წამოდგომაში რომ დახმარებოდა და მერე ნელა დაიძრა მეორე სართულისკენ. ერეკლეს დამალვა არ უცდია, კიბის შუა ნაწილიდან თავად მოხვია ხელი ცოლს, უსიტყვოდ აკოცა შვილს თავზე და ნინასთან ერთად განაგრძო გზა საძინებლისაკენ.
......................
ელენას ოთახთან შეჩერდა. კარის სახელური ფრთხილად დასწია და ჩუმად გადაკვეთა ზღვარი . ირგვლივ მისი სურნელი ტრიალებდა, ფანჯარა ნახევრად ღია ჰქონდა და ოთახში სასიამოვნოდ გრილი ჰაერი შედიოდა . რემონტი ანდროს წასვლის შემდეგ გააკეთა და ყველაფერი სხვანაირად გამოიყურებოდა. ნაცნობი მხოლოდ სპილოები დახვდა, მათ შორის რამდენიმე ანდროს ნაჩუქარი იყო. სულ პირველი მაშინ უყიდა ჯერ კიდევ პატარები რომ იყვნენ. თინეიჯერობისას გადაწყვიტა, რომ სპილოები უყვარდა და მათზე ყველაფერი უნდა გაეგო , ყველა ვინც ამ ამბავს იგებდა საჩუქარსაც უკეთებდა. სხვადასხვა ოთახში ჰქონდა გადანაწილებული გადანაწილებული თაროებზე , ორი ნახატიც კიბესთან კედელზე ეკიდა. საძინებელში კი მხოლოდ რამდენიმე მათგანი დააბინავა და მათგან პირველი სწორედ ანდროს პირველი გახლდათ.
_რატომ მომატყუე სხვას ვაჩუქეო
_აქ რა გინდა _სანათი ჩართო და დაწვრილებული თვალებით ახედა
_აქ გაქვს, მე კი მითხარი _თაროდან აიღო და ელენა წამსვე წამოვარდა საწოლიდან, მასთან მიირბინა , მაგრამ ხელი მაღლა ასწია _ სულ რატომ მატყუებ ... სიმართლის თქმა ასეთი რთულია?
_დააბრუნე თავის ადგილას ...ჩემია და რასაც მინდა იმას ვიზამ. ვაჩუქე, მაგრამ მერე მივხვდი , რომ ყველაზე ლამაზი იყო , ვიეგოისტე და დავიბრუნე უკან . ერთი რაღაც მაჩუქე და გადამაყოლე
_მხოლოდ ერთი ? ხო,ერთი გაჩუქე , მაგრამ გატაცება გაგიჩინე _ლამის წამოსცდა ,მაგრამ მალევე შეცვალა მიმართულება
_მომეცი _ახლოს მიიწია, ბიჭს დაეჯახა. წონასწორობას ვერ დაურღვევდა , მაგრამ ხელი ატკინა
_ აჰაა ,ვაბრუნებ . ხომ არ გავტეხავ , რისი გეშინია ასე ძალიან
_არაფრისაც არ მეშინია... გეტკინა? _ მოშორდა და მერე ჰკითხა
_რა
_ღმერთო რა ველური ხარ...
_გავიგე , ელენა , გასაგებია ველური ვარ, გეთანხმები კიდეც .
_აქ რა გინდა, სპილოების სანახავად შემოხვედი? ბავშვობის სიყვარული გაგახსენდა?
_ჩემი სიყვარული გატაცებად გადააქციე , მაგრამ არ აღიარებ .
_ბევრი რამ გვაქვს საერთო, სამწუხაროდ
_დროებითი ზავი მინდა შემოგთავაზო... ნინა და ერეკლე ისედაც ბევრს დარდობენ . ჩვენი კამათით ნუ დავემატებით სანამ ყველაფერი არ დალაგდება ...
_ყოველთვის შენ იწყებ
_ეგ ხომ გავლილი გვაქვს უკვე , ელენა. უბრალოდ მითხარი თანახმა ხარ თუ არა
_თანახვა ვარ... დედას შენს გარდა ვერავინ ამშვიდებს და ნუ გაიქცევი
_დაიძინე, გვიანია უკვე და ხვალ მთელი დღე დატვირთული ხარ _ ხელი თავზე გადაუსვა, ლოყაზე აკოცა და წამი გახდა საკმარისი სინანულისთვის. მანძილის შემცირება და მისი შეხება შეცდომა იყო , უდიდესი შეცდომა რომელიც არ უნდა დაეშვა. დენდარტყმულივით შებრუნდა, ოთახიდან გავიდა. ელენა კი დარჩა აჩქარებული გულისცემით , მკერდზე მიხუტებული სპილოს ფიგურით , რომელიც ინახავდა ელენას საიდუმლოს გაფანტულ ნაწილს.
.............
ზურაბ ჩადუნელის ვარაუდი გამართლდა, ირაკლიმ დიდხანს არ დაიცადა და სალომე ცოლად შეირთო. წყვილი სანამ გაურკვეველი მიმართულებით მიდიოდა თაფლობის თვეში რძლის მშობლების შემოტევის მოგერიება ზურაბს და თამარას მოუხდათ.
-როგორ შეიძლება ჩემი შვილი ვინმემ დაიწუნოს... ნორმალურები არ არიან. რა აქვს ჩემს ბიჭს ვინმეს გასაკრიტიკებელი, უნდა უხაროდეთ და რა ისტერიკები ჰქონდა იმ ქალს
-ყველას აქვს თავისი შეხედულება, კონფლიქტი საჭირო არ არის. გადაწყვეტილება ბავშვებმა მიიღეს და მორჩა, მთავარი არიან ისინი . პრობლემა კიდევ ნაადრევი ქორწინებაა და არა ის ,რომ შენი შვილის გარეგნობა, განათლება ან საქმიანობა არ აკმაყოფილებს სიდედრს. მეც ვამბობდი, სჯობს დაიცადონ-თქო,მაგრამ არ შეისმინეთ. გოგო გუშინ გახდა 19 წლის , დედამისი ზარ-ზეიმით რომ შეხვედროდა მეტად გასაოცარი იქნებოდა
-შენ მშვიდად იყავი, კესარია ნამდვილად არ დაქორწინდება ადრეულ ასაკში და ეგ კი არა საერთოდაც მეეჭვება ვინმემ გაბედოს მასთან ყოფნა
-როგორ ვერაფერი გიშველე ზურაბ, კიდევ რამდენი წელი უნდა გაატარო ჩემს გვერდით ეს შენი აზროვნება რომ გასწორდეს ? რაში სჭირდება ის ვინც სიფრიფანა გოგოს ეძებს, ბანალური სურვილებითა და გარეგნობით. ზუსტად ის ერთი უნდა ჰყავდეს გვერდით ვინც უპირობოდ შეიყვარებს მებრძოლ კესარიასაც, ექიმსაც, ძლიერსაც და სუსტსაც , მოკლე კაბითაც და უზარმაზარი ჰუდითაც, გაბრაზებულსაც და მოწყენილსაც
-დაწვები თუ ასე უნდა იარო მთელი ღამე
-ვღელავ
-რაზე
-გზაში არიან კიდევ თუ ჩავიდნენ უკვე
-დაურეკე
-ხო აიი საბანი დაგაფაროს სალომემ ძილის წინ-თქო ამასაც ვეტყვი ... ცოლი ჰყავს უკვე და ჩემი ქოთქოთი არ სჭირდება, უნდა მიხვდეს ,რომ მორჩა დედასბიჭობა
-რომელი ბიჭი გყავს დედას ბიჭად აღზრდილი მე არ ვიცი. ჩემზე მეტად შენ გიფრთხიან
-ეგ პატივისცემაა და გათვალისწინება ჩემი სურვილების , შიში და სიფრთხილე არა
-ნუ ბრაზობ ,თამარა
-სულ შენი შვილის ბრალია, დაარწმუნა ეს პატარა გოგო, მოაჯადოვა . აი რა ცოლი უნდა გახდეს ახლა ის ბავშვი, როგორ შეიძლებოდა ასეთი პასუხისმგებლობის აკიდება, რა ეგოისტობაა რა არის , ვერ ვპატიობ , გაბრაზებული ვარ
-უნიკალური ქმნილება ხარ , რომელიც როგორ დავითანხმე ქორწინებაზე დღემდე მიკვირს
-ირაკლი შენ გგავს, შენი ასლია
-ჩემნაირი ცოლი მაინც არავის ჰყავს... ერთადერთი ხარ და მხოლოდ ჩემი
-ამ სიტყვების ბოლოს სულ გაუჟღერებელი მუქარა ისმის ... მხოლოდ ჩემი , თუ არა და ყელს გამოგჭრი ან მუხლებს დაგიხვრეტ
-ჟღერდეს... ეგრეცაა
-იდეალური კაცი იქნებოდი ეს ბნელი ბრბოს მენტალიტეტი,რომ არ ახდენდეს შენზე გავლენას.
-ჩვენმა შვილმა ცოლი შეირთო , მე კი ისევ 20 წლის ბიჭი მგონია თავი
-მოხუცი ვარო არ თქვა, ჯერ ისევ ახალგაზრდები ვართ და ცხოვრებაში ბევრი ცვლილებაც გველის წინ . ბევრი გაკვეთილი და განსაცდელიც - ქმარს ჩაეხუტა , თავი მკერდზე დაადო და თვალები დახუჭა -ღმერთო დაიფარე ჩემი ხუთი შვილი - ნორმალურად არც იცნობდა რძალს, მაგრამ უკვე დიდი ოჯახის წევრად ჰყავდა მიჩნეული და ამ ფაქტს ვერაფერი შეცვლიდა.
-აი მოგწერა, ჩავედითო -განათებული ტელეფონის ეკრანს ღიმილით დახედა ზურამ-ყველამ ვიცით როგორ არ განერვიულოთ
-ხო , 19 წლის ბავშვი ცოლად აქცია და არ მანერვიულებს
-შენ რამდენის იყავი , შემახსენებ?
-ვიღაც 17 წლის ასაკშიც მზადაა და ვიღაც 37 წლისაც ვერ უმკლავდება ცვლილებებს ...
-გაუმკლავდებიან, ჩვენ ვყავართ
-კატეგორიული უნდა იყო და დაიჯეროს,რომ თუ იმ გოგოსთან რამე შეეშლება ჩვენ მის მხარეს არ ვიქნებით , არასდროს !
-ისედაც იცის დამნაშავეს თავზე ხელს ,რომ არ გადაუსვამ და მათ ურთიერთობაში არ ჩავერევით. შენი გაზრდილია , ენდე
-ვენდობი, მაგრამ საკუთარ თავზე კონტროლი ამ სოციუმში ყველამ შეიძლება დაკარგოს მითუმეტეს პრივილეგიამინიჭებულმა კაცმა... აი სად არის ახლა ამ დროს ნიკუშა? ერთხელ არ ეტყვი,რომ დროულად დაბრუნდეს
-მიხედავს თავს, კაცია
-ღმერთო რატომ გგონიათ ამ კაცებს რომ საფრთხე არ გემუქრებათ , როცა ყველაზე მეტად საშიშები თქვენ ხართ ერთმანეთისთვის
-დამშვიდდი, თამარა !
-მშვიდად ვარ , ვერ ვიტან ამ სიტყვას რომ მეუბნები
-კარგი , მაშინ უბრალოდ მაკოცე
-რატომ, მე და შენ გვაქვს თანაცხოვრების პირველი ღამე?
-პირველ ღამეს სულ არ მაკოცე
-ცუდად გახსოვს რაღაც
-სულ მე გკოცნიდი, შესანიშნავად მახსოვს
-ჩემო დაჩაგრულო ... დაიძინე
-კოცნა?
-სერიოზულად ზურა
-სერიოზულად რახან გსურს , ეს პენუარი მეზედმეტება...
..........................
_მეც იქ ვიქნები , არ განიხილება
_ საკეისრო კვეთის დროს ვინ შეგიშვებს საოპერაციოში ერეკლე... იცი იქ რა მდგომარეობა იქნება? უნდა გამჭრან
_ვესაუბრე ექიმს ... ყველაფერი ამიხსნა და თანახმაა . იქნება ადგილი სადაც დავდგები ისე რომ ხელს არ შევუშლი ექიმებს და ექთნებს.
_შესაძლოა ვერც ვიაზროვნო ... თუ დამიმატებენ წამალს
_მიგრძნობ , ნათელი გონება არ სჭირდება შენს გულს, ჩემი სიახლოვე დაგამშვიდებს. მარტო არ დაგტოვებ!
_მამა მართალია, ამჯერად სხვა საუკუნეში ვართ და მთავარი შენ ხარ. შენთვის კი მამას იქ ყოფნა დადებითად იმოქმედებს
_და შენ? ერეკლე გვერდით თუ არ გეყოლება იმ რამდენიმე საათს როგორ გაუძლებ
_კარგი რა ნინა , მე როდის იყო ისტერიკები მეწყებოდა ... ნერვიული აი იქ ზის ბატონი _ ეკრანზე მიუთითა სადაც ანდრო ჩანდა
_მე ვიქნები ... ჩამოვალ
_როგორ იმ დღეს თამაში გაქვს , სეზონის ბოლოა . გამოცდა გაქვს წინა ღამეს თამაში რომც გააცდინო
_ვიქნები ნინა და მორჩა . ყველაფერს მოვაგვარებ , თუ შესვლამდე ვერ მოვასწრებ გამოსვლამდე იქ ვიქნები . ელენაზე არ იდარდო
_სერიოზულად? რამე სიზმარია? ჩემზე დარდობთ ამ დროს ? ქალმა ორი ბავშვი უნდა გააჩინოს და ჩემი იქ ყოფნაა განსახილველი?
_გთხოვ დე , ყველამ ვიცით როგორც ღელავ ჩვენზე, სამივეზე ... ჩემზე თუ არა ბავშვებზე განსაკუთრებით .
_გავიგე ნინა საორგანიზაციო საქმეებს თუ მოვრჩით მომეცით უფლება ოთახზე ვიზრუნო
_სად ეჩქარება ამ გოგოს ვერ გავიგე ... პროფესიოული სული ეძახის თორემ ბავშვები ჩვენს საძინებელში იქნებიან მაინც
_ადროვე ერეკლე , ასე ახდენს მისი ტვინი განტვირთვას. რაც უფრო მეტი საქმე აქვს მით უფრო მშვიდად გრძნობს თავს
_მაოცებთ ნინა , პირდაპირ გაოგნებული ვარ ასე მცირე დროში როგორ გამიცანით _ იცინოდა და ირონიულ ტონს არ კარგავდა , მაგრამ გული ბედნიერებისგან ეკუმშრებოდა
_სულ ვიცოდი, უბრალოდ შენ არ მაძლევდი გამოხატვის საშუალებას და უარყოფდი
_მე გავდივარ ... ვარჯიში მაქვს . რომ გავთავისუფლდები დაგირეკავ დე
_წადი დე , საქმეებს მიხედე . გკოცნი
_მიყვარხართ _ ანდროს დამშვიდობება ყველას ეხებოდა , მზერა კი ელენასკენ იყო მიმართული
..............
იმ ღამით ვერცერთმა მოხუჭა თვალი. ერეკლე და ნინა წარსულის ლანდებს ხედავდნენ. გოთუა ხელს არ უშვებდა ცოლს , ეფერებოდა და მის სიმშვიდეს იცავდა.
-მხოლოდ თარიღია ნინა, ჯერ კიდევ წინაა ყველაფერი ... დამშვიდდი
-ეს მოლოდინი თუ გადავიტანეთ ყველაფერს გავუძლებთ
-ხომ მეუბნები კარგად ვარო , მატყუებ?ცუდად ხარ და არ ამბობ?
-არაფერი მტკივა, მხოლოდ სული მაქვს არეული , მტკივა წარსული და მაშინებს მომავალი
-დროს ვერ ავაჩქარებთ ,ნინა ...
_თუ არ დავბრუნდები შენც წამოდი _ მოულოდნელად წამოიწია. ნელა წამოდგა და ოთახიდან გავიდა. არც უფიქრია რომ ელენა მძინარე დაუხვდებოდა
_რა ხდება? რატომ არ გძინავს
_შენთან მინდა ... რაღაც უნდა მოგიყვე_საწოლის თავისუფალ ადგილზე დაჯდა , ბალიშები დაალაგა და ფრთხილად მიუწვა გვერდით შვილს , რომელიც ემოციებს ძლივს ერეოდა
_წამით არ დამიშვია, რომ შეიძლებოდა თქვენ საფრთხეში ყოფილიყავით . ესენი ხომ ხშირად მოძრაობენ, ასეც უნდა იყოს შენ კი შენი სუსტი დარტყმებით მანიშნებდი , რომ ცუდად იყავი. შენ იბრძოდი , სულ მებრძოლი იყავი და ყოველთვის იმარჯვებდი. სულელი მე სამშობიარობდე მიმიყვანე , საკუთარი თავი მარტომ გადაირჩინე
_აჭარბებ დედა... ეგ მხოლოდ ინსტიქტია. ყველა ახალშობილი ერთნაირად იქცევა
_შენ რომ არა ჩვენ ვერაფერს გავხდებოდით ... ის თვეები რაც კლინიკაში გავატარეთ , წარმოუდგენელი იყო. ირგვლივ უამრავი ბავშვი იყო , ყველანი დღენაკლულები, სუსტები და შენ მათ შორის ყველაზე ძლიერი აღმოჩნდი. ერთ_ერთი მოსვლისას რძე რომ მივაწოდე ექთანს დავინახე როგორ გამოიყვანეს გარდაცვლილი ახალშობილი. შენს გვერდით რომ იწვა წინა დღეს და მისი მშობლების ბრძოლამ შედეგი ვერ გამოიღო. შენი მჯეროდა, შენი სულ მწამდა ... აზროვნება რა წამიდანაც დავიწყე იმ წამიდან მივხვდი, რომ მხოლოდ მოთმინება გვჭირდებოდა და შენ დაგვიბრუნდებოდი. ვგიჟდებოდი ხელში რომ ვერ ამყავდი, ვკვდებოდი იქ მარტოს რომ გტოვებდი და მეზიზღებოდნენ ექიმები წასვლას, რომ მაიძულებდნენ. ანდროსთან ერთად მანქანაში დავსახლდი. იქ გელოდი , საათს ვუყურებდი როდის მომცემდნენ კვლავ შენთან შემოსვლის უფლებას . საშინლად ვიქცეოდი , არაფერზე ვფიქრობდი , ერეკლეს ვკლავდი , ეგოისტურად არ მადარდებდა ჩვენზე ყველაზე როგორ ღელავდა. დედაც კი დამავიწყდა შენს მოლოდინში . თუ მივდიოდი სასაფლაოზე გავრბოდი... მიწაზე დამხობილი მოვთქვამდი . გამთენიას შევდიოდი ეკლესიაში და ლოცვასაც ვერ ვახერხებდი, სიტყვებს ვერ ვალაგებდი. მერე რომ დავტოვეთ იქაურობა ვერ ვიჯერებდი ანდრომ როგორ გაუძლო. თითქოს იცოდა, რომ უნდა დაგლოდებოდა . ისიც ისე უპირობოდ იყო ჩვენთან ... სულ ხელში მყავდი , ანდროს გვერდით ვიწვენდი შენ კი ხელიდან ვერ გიშვებდი. გულზე დაწვენილს გაძინებდი, როგორი პატარა იყავი . სულ ერთიციდა დე , ღმერთმა მაჩუქა შენი თავი და ახლა უკვე ესენი ... შენი ნაწილები არიან, დე რა თქმა უნდა სიგიჟემდე გიყვარს ორივე , უპირობოდ , მაგრამ ანდროც შენია , ანდროსთან მეტი შეცდომა დავუშვი . თქვენ მხოლოდ მოზრდილობისას გაქვთ მეხსიერება მე კი ბევრი მახსოვს. ისეთები რომ ვერ ვიტყვი , რომ მეშინია და მრცხვენია გახსენება ... უბრალოდ ეს ღამე არ გვეყოფა და არც მინდა გადაგღალო. მხოლოდ არასდროს, არასდროს იფიქრო რომ მე შენზე მეტად ვინმე მიყვარს . შენ მე მასწავლე როგორ შეიძლება გადარჩე მიუხედავად იმისა , რომ სიცოცხლის შანსი არ გაქვს... შენ მახსენდები , ის პაწაწინა ორ კილოგრამიანი გოგონა , რომელმაც სიკვდილი დაამარცხა და მეც ბოლომდე ვიბრძოლებ , რომ ყველაფერი გამოვასწორო, სხვა მომავალი გვქონდეს ყველას ერთად.
_მე სულ ტირილის დროს მოვდივარ ... ჩემი მკლავები რომ არა ნეტავ სად დაცლიდით ამ ცრემლების მარაგს _ ერეკლე ჯერ ელენას მოეხვია შემდეგ კი ნინას ჩაკიდა ხელი _აღარ მოვიდა ძილის დრო?
_დავიძინებთ , ელენას ჩავეხუტები და ისე
_მიყვარხართ ... _ ამოიტირა ერეკლეს მკერდზე მიხუტებულმა და მერე ნინას მოეხვია_ანდრო მოვა , ხომ გითხრა და აუცილებლად ჩამოვა . ისიც შენთან იქნება... ყველანი ერთად ვიქნებით.
........................
_აი გოთუებს მალე ეყოლებათ ტყუპები. თქვენც თუ დაეწევით ერთად გაზრდით ბავშვებს _ მერამდენედ ისმენდა ახალდაქორწინებული წყვილის მისამართით მსგავს წინადადებას ნათესავებისგან , სათვალავი აერია. სიმშვიდეს ინარჩუნებდა, სიტუაციას არ ამძაფრებდა , მაგრამ სალომეს გამომეტყველება რომ შეეცვალა წონასწორობა დაკარგა
_ძვირფასო მულო, შენ ხომ დაგეგმე როდის გაგეჩინა და როდის მოგეკლა . ჩემი შვილები თავად გადაწყვეტენ. ცხოვრება მხოლოდ ორსულბით არ შემოიფარგლება , სხვა საქმეების არსებობს , სხვათაშორის ჩემი გოგო საუკეთესო მოსწავლეა . სტიპენდია აიღო და საჩუქარი მიყიდა _ ჩახუტებები არ უყვარდა, მაგრამ იმ წამს გრძნობდა სალომეს სჭირდებოდა და მოეხვია კიდეც
_რა ვთქვი ახლა ისეთი ... უბრალოდ ავღნიშნე. შენ ჩვენი არაფერი მოგწონს
_დიდად დამწუხრებული არ ჩანხარ მაგ ფაქტით
_არც უარყოფს , ხედავთ? შენ რომ ხარ ისეთი რძალი უნდა გყოლოდა მერე რას იზამდი მაინტერესებს
_ასაკი გემატება და ხასიათი უფრო მწარე და უმისამართოდ შხამიანი გიხდება. ნეტავ იცოდე რა გინდა საერთოდ , რატომ ხარ სულ კრიტიკისკენ მიმართული _არ აღელვებდა რომ აგიჟებდა, პირდაპიდ ეუბნებოდა სათქმელს ისე რომ წარბიც არ უტოკდებოდა.
_წავედი მე , საქმეები მაქვს . შენსავით ოცი რამის ერთდროულად კეთება არ შემიძლია , ასაკი მაქვს უკვე დიდი
_არამგონია ასაკის გამო იყოს ... წლების წინაც ასეთი იყავი . ერთს დაიწყებდი და ისიც ვერ მიგყავდა ბოლომდე . წუწუნს ანდომებდი სანამ ვინმე არ მოგეშველებოდა, ჯერ დედამთილში გაგიმართლა, მერე შვილებს აკეთებინებდი შენს საქმეს.მოკლედ იღბლიანი ქალი ხარ და მაინც უკმაყოფილო
_ოხ , ოხ სიტყვას არ შეარჩენ ადამიანს რა

წავიდა, მაგრამ სალომეს გულის ტკივილი დაუტოვა. მიწყენილი იყო და თამარას მზერას არ გამორჩენია მისი სახეცვლილება
_მოგეხმარები
_არ გინდა , დაისვენე დაღლილი ხარ. შენი ქმარი სად დადის ამ დრომდე?
_ბიჭებთანაა , გვიან მოვალო თამაშს უყურებენ და სვამენ
_შენც წადი სადმე კესოსთან ერთად ... ელენასაც შეეხმიანეთ თუ სცალია.
_სახლში მირჩევნია ... მასწავლით იმ კექსის მომზადებას? ირაკლის რომ უყვარს , ლიმნის
_შენ თუ არ გეზარება ახლავე დავიწყოთ ... ჩემო ლამაზო _ მოეფერა და მერე ფართოდ გაუღიმა
_მინდა, განვიტვირთები გონებას დავასვენებ
_ერთ რამეს გეტყვი და თუ გაითვალისწინებ მიხვდები, რომ მართალი ვარ ... არავის მისცე უფლება მიგითითოს რა გააკეთო , რა არის ნორმა და არც ვინმეს შეადარო საკუთარი თავი . შენნაირი არავინაა, შენ და ირაკლი ხართ , თქვენი სურვილები , თქვენი ცხოვრება . დანარჩენი დამხმარეებად მიგვიჩნიე , როდესაც დაგჭირდებით ... ვისგანაც იღებ უარყოფით ემოციებს უნდა მოიშორო . არც მოუსმინო
_და თუ საკუთარი თავი მაწუხებს ყველაზე მეტად და არ ვიცი როგორ მოვიქცე?
_რა გაწუხებს ასეთი შენნაირმა ჭკვიანმა გოგომ გამოსავალი რომ ვერ იპოვნოს
_თქვენც ხომ იცით რაც მაწუხებს
-ჯერ ორივე სწავლობთ, პატარები ხართ და მე მესმის ,რომ ახალგაზრდებს გინდათ დატკბეთ ერთმანეთით ,გაერთოთ , საკუთარი პირადი სივრცით დატკბეთ . ბავშვს არავინ გთხოვთ, ზურაზე თუ ფიქრობ და უხერხულად გრძნობ თავს დამიჯერე ისეთი არ არის როგორიც გარედან ჩანს . თავის დეგრადიულ და-ძმას არ ჰგავს
-ექვსი თვე გავიდა უკვე ,მე კი ორსულად არ ვარ ... ჩვენ თავს არ ვიცავთ . მინდა მყავდეს შვილი , ირაკლისაც . მე ვფიქრობ ექიმთან უნდა მივიდე , უბრალოდ კიდევ ველოდი ამ თვესაც არ გამოვიდა
-როგორი პატარა ხარ შვილო ... ექვსი თვე დიდი დრო გგონია? შენი ორგანიზმი ჯერ კიდევ შეჩვევის პროცესშია . აუცილებლად გეყოლებათ ბავშვი , მაგრამ ასე თუ ყველა თვე და დღე ამაზე ფიქრობ სტრესის უარყოფით გავლენას მოახდენს. როგორ შეიძლება საყვარელ ადამიანთან ყოფნის დროს სიამოვნების განცდაზე კი არა იმაზე ფიქრობდე დაორსულდები თუ ვერ ... ამ ფიქრებისთვის , ამ სტრესისთვის თავი არ უნდა გაიმეტო
-მაგრამ ფაქტია , რომ არ გამოდის
-ირაკლი რას ამბობს
-რომ ბიჭი უნდა
-ასე თქვა? - წამსვე შეეცვალა გამომეტყველება
-ნინას გინეკოლოგთან მივიდე ? თუ თქვენ სხვა ვინმე იცით ... ჩემ დასთან ერთად წავალ...ორშაბათს ვთხოვ გათავისუფლდეს სამსახურიდან. თქვენ თუ პრობლემა არ გექნებათ
-მე? შენ გგონია მე სხვა დედამთილებივით გინეკოლოგთან ვიზიტზე გამოგყვები ქორწინებიდან 6 თვის შემდეგ? შენ თუ გინდა ჯოჯოხეთში ჩამოგყვები, მაგრამ შენ თუ გინდა... დაიმახსოვრე ეს სიტყვები „თუ გინდა“ ისე არაფერი უნდა გააკეთო . ექიმთან წასვლას რაც შეეხება, თუ ბავშვის ამბავი ასე გაფორიაქებს გვერდით ქმარი უნდა გყავდეს და სხვა არავინ. გამოკვლევებზეც პირველი ის შევა და შემდეგ შენ თუ მისი პრობლემა არ არის
-ირაკლის ექიმები არ უყვარს
-შენ გიყვარს? იცი რამდენი პროცედურის გავლა დაგჭირდება? თუ მასთანაა რაიმე პრობლემა რატომ არ უნდა გამოიკვლიონ პირველი ის და რატომ უნდა გაწვალდე შენ. მასთან გერიდება? გგონია ცუდი რეაქცია ექნება? არასდროს შეგეშინდეს მანამ სანამ ფაქტის წინაშე არ დადგები, შენ ყოველთვის თქვი რაც გონებაში გაქვს , შესთავაზე და მერე იმსჯელეთ ერთად. ქმარია, მეორე ნახევარი უნდა გახდეს, არაფერი უნდა მოგერიდოს. საუბარი მასთან ისე უნდა დაიწყო როგორც საკუთარ თავთან და ასევე უნდა მოიქცეს ისიც. მე ასე ვასწავლე , ასე დავარიგე, ასე ვაკეთებთ ჩვენ და თუ სხვაგვარად მოიქცევა , შეუცვალე ქცევები .
-ირაკლის ქცევის შეცვლა შეიძლება? მგონი თქვენ არ იცით როგორი რთულია იმიტომ ,რომ თქვენთან სულ სხვანაირია , თქვენს აზრს უდიდეს მნიშნელობას ანიჭებს. სხვას არავინ და არაფერი აღელვებს ... რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ მის სიყვარულში ,მაგრამ ასეთი მარტივი არ არის. თითქოს ყოველ დღე თავიდან ვიცნობ
-ისიც ასეა, საერთოდ ადამიანის გასაცნობად დიდი დროა საჭირო და მის ნაწილად ქცევისთვის კიდევ უფრო მეტი ,მაგრამ თუ არ დაიწყებ და შეეგუები მის დომინანტობას არასდროს შეიცვლება მოცემულობა... შენ უნდა იყო მის ცხოვრებაში მთავარი , შენ და მერე ყველა დანარჩენი . მას რომ ბიჭი უნდა შენც ამიტომ გინდა ბავშვი? მაშინ ექიმთან მისვლას აზრი არ აქვს. სანამ თავად არ გენდომება შეიგრძნო დედობის ბედნიერება მანამ ყველაფერი უშედეგო იქნება
-ზურას ,რომ გოგო უნდოდა ეს თქვენზე გავლენას არ ახდენდა?
-მე ვიცოდი რატომაც უნდოდა გოგო და გავაჩინე კიდეც... ეს სურვილი უბრალოდ ამოჩემება არ იყო.
-რატომ უნდოდა , ყველას ხომ ბიჭი უნდა პირველი
-მობეზრდა ძლიერად ყოფნა და უნდოდა ჰყოლოდა სიფრიფანა გოგო ,რომელთანაც ყველა დათმობაზე წავიდოდა. ისე კი , ერთი არ ვყოფნიდი და მეორე ჩემნაირის შექმნა ჰქონდა ოცნებად- გაიცინა და სალომეც გააღიმა
-თქვენნაირი არავინ მინახავს ... იმდენი ქალია ჩემს ირგვლივ , იმდენის პირადი ოჯახური სივრცე ვიცი და თქვენ სხვა სამყაროში ხართ .
-შვილიშვილი გინდა მაჩუქო და სახელს ისევ არ მეძახი , თქვენობით როდემდე უნდა მომმართო მე ეს მაინტერესებს ყველაზე მეტად
-სახელის დაძახება მეუხერხულება , ცუდად გაიჟღერებს
-დედაშენის წიკები ,რომ დაივიწყო არ გინდა? მისი ასლი გინდა გახდე თუ შენ იცხოვრო შენი პირადი ქალური ცხოვრებით
-ასე მასწავლა და გონებაში მაქვს დალექილი. სახელით არასდროს მიმიმართავს , სულ დედას ვეძახი . სიმართლე გითხრათ სულ მეუბნებოდა დედამთილსაც დედა უნდა დაუძახოო, მაგრამ
-არავითარ შემთხვევაში! დედა ისეთი წმინდა სიტყვაა მხოლოდ მას უნდა დაუძახო ვისთანაც ზეციურ დონემდე მიყვანილი კავშირი გაქვს ... მე სახელით მომმართე, ხომ ხედავ ჩემი შვილებიც თავისუფლად მეძახიან თამარას , რატომ უნდა ვქმნიდეთ ბარიერს?
-თამარაა , უკიდურესად მშიერი ვარ - დუდა შევიდა, მოეხვია და ლოყაზე აკოცა- რას მაჭმევ ,დედავ დედოფალო?
-აიი , ხედავ? ამისთვის სულ თამარა ვარ
- სალო, დაასრულე გამოცდები?მოგილოცო?
-მომილოცე
-შენს იმედად ვიქნები ,რომ ჩავაბარებ ... მასწავლი ლექტორებს როგორ ჩავუბრატდდე
-ხო შვილო შენ სულ ცხოვრების გამარტივებაზე იფიქრე
-შენ არ მასწავლიდი არაფერი უნდა გაართულოო?მარტო შენი გაკვეთილები ავითვისე 100%-ით, თამარა - გასვლამდე ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა და შემდეგ კიბე აირბინა
-მოგეხმარებით
-დაისვენე, გადაღლილი ხარ ისედაც და კიდევ თურმე ფიქრები გაწუხებდნენ. ირაკლის ესაუბრე და შემდეგ დასასვენებლად წადით სადმე . განიტვირთე, დატკბი ცხოვრებით უკან აღარასდროს დაგიბრუნდება ეს დრო
-შეიძლება ჩაგეხუტო ?
-სულ შეგიძლია , არ დაუჯერო იმათ თამარას მოფერება არ უყვარსო - მკლავები გაშალა და გოგოს მოეხვია. თავზე აკოცა და თვალები დახუჭა - ჩვენ შენი ოჯახი ვართ, არასდროს არაფერი მოგერიდოს .
..............
თვითმფრინავში მჯდომიც ვერ ისვენებდა, ზუსტად განსაზღვრული ჩაფრენის დრო იცოდა და მაინც სულ საათს უყურებდა. დილით გამოცდა დაწერა, შემდეგ ითამაშა და პირდაპირ აეროპორტში გაიქცა. ყველა დაკარგული წუთი ენანებოდა. უნდოდა მანძილი გაექრო და პირდაპირ ნინას გვერდით გაჩენილიყო, მისი მძიმე მოლოდინი შეემსუბუქებინა
-აქ ხარ ...- კარი ელენამ გაუღო და ემოცია ვერ დამალა მისი დანახვისას, შვებით ამოისუნთქა
-სად არიან ? - წამით მოეხვია და შემდეგ სახლის სიღრმისკენ დაიძრა
-საძინებელშია
-ჩანთაში რაღაცებია, შენთვის - სამი ჩემოდანი აიტანა მაღლა, ერთი ელენას ოთახში დატოვა . მოწესრიგდა და შემდეგ შევიდა ნინას ოთახში - მსოფლიოში ყველაზე მშვენიერი ორსული როგორ გრძნობს თავს?
-ანდრო, დეე
-გაგაკვირვე? არ გჯეროდა,რომ ვამბობდი ჩამოვალ-თქო?
-მეგონა ხვალ ჩამოფრინდებოდი, რატომ არ მითხარი ფრენის დრო. თამაში?
-ვითამაშე ,გამოცდაც დავწერე ...
-ჩემი ყოჩაღი ბიჭი ხარ შენ ... დაიცა ერეკლე შენს წამოსაყვანად იყო?
-არაა, არავინ იცოდა ,რომ მოვდიოდი
-სად წავიდა ნეტავ
-გიპოვნო?
-დიდი ხნით არ დამტოვებს
-მე არაფერი მაყიდინე , ანდროს ფრანგულ შოპინგზე იცოდი? ნახე რამდენი რამე იყიდა ... გავიბუტე , მეც მინდოდა საყვარელი ტანსაცმელის არჩევა- ელენას ჩანთები გაეხსნა და ახლა ბუზღუნებდა
-ესენი არ ეყოფა მაინც, დე ... შენც იშოპინგე ზეგ დაიწყე და სულ შენ აარჩიე მერე ყველაფერი
-ოთახიც არ დამისრულებია
-ყველაფერი შენს განკარგულებაშია ,დე
-მომწონს ეს წინადადება, ხშირად უნდა გააჟღერო
-მოდი ჩაგეხუტო... გვერდით მომიწექი- მეორე მხარეზე ანიშნა და ბოლოს მათ შორის მოქცეული აღმოჩნდა.
_მე აქ ვარ ... ელენასთან ერთად და დაგელოდები _ სულ ეს იყო სიმშვიდე ნინას ჰაერივით რომ სჭირდებოდა ის ძალა .
ერეკლე გოთუა ამ დროს ეკლესიაში ხატების წინ მუხლმოყრილი ატარებდა. ჩადუნელიც მის გვერდით აღმოჩნდა , სრულიად დაუგეგმავად გადაეყარა კაცის მზერას ,რომელიც იქვე ახლოს სანთლებით ხელში იდგა . კითხვა არ გასჩენია, ორივეს ერთი სათხოვარი ჰქონდა ღმერთთან.
........................
ნინას ეძინა, დანარჩენები ათენებდნენ. ისე დააძინეს ,თითქოს თავად იყო ბავშვი . ორივენი მის გვერდით იყვნენ შემდეგ კი ერეკლესთან დატოვეს და თავიანთ ოთახებში გადაინაცვლეს. გეგმად ჰქონდათ დასვენება,მაგრამ არცერთს გამოსდიოდა
_მე ვარ ... მშვიდად _ იატაკზე დაჯდა და ხელზე ხელი შეახო
_რატომ არ გძინავს ხვალ ადრე უნდა წავიდეთ
_იმ მიზეზით რა მიზეზითაც შენ ვერ იძინებ
_გადაწყვიტე, რომ ნერვიულობაც არ დამაცადო?
_გახსოვს პატარა , რომ იყავი როგორ გეშინოდა ტონზილექტომიის წინ ?
_ახლაც ხელს ჩამკიდებ და შენს მოგონილ ზღაპარს მომიყვები ?
_თუ დაგამშვიდებ
_შენ ? შენ რა გამშვიდებს _ბიჭის პროფილს უყურებდა და ჩუმად საუბრობდა. ხელი თითქოს განგებ გაშალა და დაელოდა როდის შეეხებოდა ისევ
_შენი არსებობა ... _ მოულოდნელად გადასწია თავი და ხელისგულზე დაადო _ ყოველ ღამე სხვადასხვა განვითარება მესიზმრება და ისე მეშინია როგორც არასდროს
_მე მეუბნები, რომ გეშინია? ნინას შვილი მე ვარ და ჩემი და _ძმა
-თქვენს შორის შენი შექმნის წამიდანაა სიყვარული... მე და ნინამ ყველაფერი ნულიდან დავიწყეთ. შენთვის დედაა და ჩემთვის ყველაფერია , მთელი სამყაროა _ ელენას ხელი არ გაუმოძრავებია, თითქოს მის სიმძიმეს ვერ გძნობდა . - რამდენიმე საათით დავივიწყოთ ყველაფერი და დავეხმაროთ ერთმანეთს... უერთმანეთოდ ვერ გავუძლებთ . მე უშენოდ ვერ და შენ
_ჩამეხუტე _კანზე წვეთები,რომ დაეცა მიხვდა ანდრო ტიროდა . საწოლიდან იატაკზე აღმოჩნდა , შემდეგ ბიჭის მკლავებში ჩიტივით მოკალათდდა . თავი მკერდზე მიადო და თვალები დახუჭა. აღარ ახსოვდა ბოლოს ასე ახლოს ამდენი ხნით როდის აღმოჩნდნენ. მონატრებულ სიმშვიდეს სიმსუბუქე ახლდა თან . ცრემლების მეორე ნაკადი მაშინ დაიძრა გაქვავებულმა ანდრომ გაყინული ტუჩები წამით, რომ შეახო თავზე .
-ამ დღეს ბედნიერი გაგრძელება ექნება...
............
კლინაში ოთხნი შევიდნენ, მაგრამ გზა ნინამ და ერეკლემ განაგრძეს ერთად. შორიდან რომ დაგენახათ ყველას მშვიდი სახე ჰქონდა, მაგრამ შინაგანად ინგრეოდნენ, შიშთან ბრძოლას ბოლო წამამდე აგრძელებდნენ. მარტონი ვერ დარჩნენ, გარეთ გასულებს თითქმის ყველა ნათესავი დაუხვდათ, ეტაპობრივად მიდიოდნენ და მათ გვერდით მყოფები სრულიად სხვა სამყაროში დააბიჯებდნენ.
ბებიები და ბაბუები ისევ შორი-შორს ისხდნენ მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის დაპირისპირება აღარ იყო ისევ სხვადასხვა რამ ადარდებდა ორივე მხარეს. გოთუები მრავალრიცხოვანი შემადგენლობით ელოდნენ ბავშვებს , მოთმინება ამოეწურათ და მომარაგებულ სასმელს დროზე ადრე გაუსინჯეს გემო. წინასწარ ლოცავდნენ, ღმერთს სთხოვდნენ დახმარებას ჭიქებით ხელში, ზედაპირული გრძნობებით სავსენი , ცარიელი გონებით. ქალები წუწუნებდნენ, რა დროს დალევააო სადღაც ვიღაცამ გააჟღერა საკეისროს უარყოფითი მხარეები, არგუმენტირებული მსჯელობა მიდიოდა ერთხანს უპირატესობებსა და გარდაუვალ შემთხვევებზე.
ყველაფერი ესმოდა, ყველას ხედავდა და ელენას გრძნობდა. დაინახა რაღაც მომენტში როგორ დაკარგა ფერი და ყველასგან მოშორებული ადგილი შეარჩია ემოციურ კრიზთან საბრძოლველად.
მანძილი ინსტიქტურად დაფარა და ყველა დაბრკოლება გააქრო ელენას რომ მოეხვია, გულში ჩაიკრა და აღარც გაუშვა. მარტონი იყვნენ , დროსა და სივრცეში ჩაკარგულები სანამ ერეკლე ნინას ხელს არ უშვებდა. მის თავთან იდგა , ეფერებოდა და უფლებას არ აძლევდა გარემოს აღქმის. სამყაროს მოაშორა , რომელიც მხოლოდ ცუდ მოგონებებს უღვიძებდა და დაიტოვა თავისთან მანამ სანამ დრო არ გაჩერდა . პირველი ბიჭუნა იყო მეორე კი გოგონა. ორივე სიცოცხლისთვის მებრძოლი, ბედნიედების ფერებით სავსე. ამჯერად ორივეს მეხსიერებამ შეინახა ბედნიერი კადრები ,ექთნის გადაღებული ვიდეო და ფოტომასალაც ჰქონდათ გოთუებს და მაინც ემოციები დარჩებოდნენ წარუშლელად. ცრემლები, რომლებიც სიტყვებზე მეტს ამბობდნენ . კოცნა, რომელიც უსიტყვოდ უხსნიდა სიყვარულს სულის ნაწილს.
....................
ბავშვები ნინასთან ჰყავდათ უკვე შეყვანილი ანდრო და ელენა , რომ შევიდნენ. დაბნეული უყურებდა ხან ერთს და ხან მეორეს
_დეე _ ქალს მოეხვია და ფრთხილად აკოცა _ისეთი საოცრები არიან ... _ გული ისე სწრაფად უცემდა საუბარსაც ძლივს ახერხებდა
_არ აიყვან ?
_ძალიან პატარები არიან... მეშინია. ჯერ ვერ ავიყვან
_ამათზე პატარა იყავი დე...სულ ერთიციდა . ესენი გოლიათები არიან
_ღმერთო, ამათზე პატარა
_რომ მომიყვანეს გამახსენდა პირველად რომ აგიყვანე ხელში ... შორიდან გიყურებდი მთელი კვირა და გული მისკდებოდა. ეს წლები თითქოს არც გასულან შენ კი უკვე როგორი დიდი ხარ . მალე შეიძლება ბებიაც გავხდე _ უცნაური იყო ელენას ეფერებოდა და ემოციებს უზიარებდა სანამ ანდრო ბავშვებს უყურებდა. მერე ინსტიქტურად აიყვანა ბიჭუნა და სუნთქვა შეკრულმა გახედა დედა_შვილს
_აიყვანე? დედააა _ზურგით მდგომის ხელში ვერ დაინახა ბავშვი, სწრაფად დაიძრა მისკენ
_ნუ გეშინია, არ ატკენ _ ბავშვს დაჰყურებდა და ელენას ამხნევებდა
_შენ დიდი ხელები გაქვს და მარტივად იჭერ მე ?
_ნუ წუწუნებ თორემ ორივეს მე დავიჭერ _ ქვემოდან ახედა და მერე ბავშვისკენ დახარა თავი _ გამარჯობა , პატარავ . გილოცავ ამქვეყნად მოსვლას ... მე და ელენა სილ შენ გვერდით ვიქნები _ ოდნავ შეახო ტუჩები თავზე და მერე მზერა გააპარა ელენასკენ, რომელიც ჯერ მას უყურებდა შემდეგ კი მოულოდნელად დაიხარა და გოგონა მკლავებში მოიქცია.
_ღმერთო ... ხელში მყავს . ჩემთანაა
_ულამაზესია _ ჩუმად თქვა და უკვე მერამდენედ აემღვრა თვალები .
_სახელები უნდა გვითხრათ ... დროა უკვე _ ერეკლე ნინას გვერდით სკამზე იჯდა, ქალს ხელზე კოცნიდა და მასთან ერთად ადევნებდა თვალს შვილებს_ერთდროულად თქვით 1, 2, 3
_ილია
_ლილია
სიტყვებმა ჰაერი გაკვეთეს და შემდეგ ორივემ ერთმანეთს გახედა
_შესანიშნავია... ილია და ლილია, ნამდვილად ტყუპებისთვის შესაფერისი სახელებია .
_ერთმანეთისთვის ნამდვილად არ გითქვამთ და ასე მოგაფიქრდათ ეს სახელები , დე?
_შენი აზრით შეთანხმდებოდნენ? ესენი, ამ ორზე ვსაუბრობთ? თინეიჯერობის ასაკიდან კატა_თაგვივით რომ არიან?
_ღმერთო როგორ შეიძლება მე და მას მსგავსი სახელები მოგვეფიქრებინა, მაგრამ ვფიქრობ შეცვლას არ საჭიროებს
_თავი დაუჭირე ...
_თითქოს 5 ბავშვი გაზარდე
_წიგნები წავიკითხე სანამ ჩამოვიდოდი და უამრავ ექიმს მოვუსმინე ... _ისე გაერთო ბავშვების სიახლოვით, რომ ზედმეტი თქვა
_ეგ არ გითქვამს , დეე
_სექტემბრამდე სახლში ვიქნები , არც ეს მითქვამს _ ისეთი მშვიდი იყო , იმდენად ბუნებრივი და ნამდვილი , ნიღბების გარეშე.
..................
ანდროს მკერდზე მიწოლილი ჩვილი კიდევ უფრო პატარა ჩანდა . ხელისგულით მთლიანად ფარავდა მის ზურგს . ნაზად ეფერებოდა, თავზე ფრთხილად ახებდა ტუჩებს და თან ჩურჩულით ელაპარაკებოდა
_შენთვის შეუძლებელს შევძლებ ... შენ უფროს ძმას უსაზღვროდ უყვარხარ . ბედნიერი უნდა იყო , ჩემი ნინა საუკეთესოა . ბევრი არ იტირო , მშვიდად დაიძინე. სულ ცოტა ადროვე , დაელოდე ... ძალიან დაიღალა , ცოდოა . ჩემთან დაიძინე , ჩემ გულისცემას მოუსმინე , მშვიდად იყავი მე შენთან ვარ , მარტო არ ხარ ამ უზარმაზარ უცნობ სამყაროში _თვალები დახუჭული ჰქონდა ისე ლაპარაკობდა და ბავშვიც დამშვიდდა. ნინა რომ მოეხვია უკვე ეძინა ლილიას
_დედი , დააძინეე ჩემი ჭირვეული ... გოგონები უხასიათოები გამოგვდის მე და ერეკლეს _ ნინა ანდროს ეფერებოდა , რამდენჯერმე აკოცა ლოყაზე და ცრემლების შეკავების მცდელობა მანამ არ გამოუვიდა სანამ ანდრომ არ უთხრა
_არ იტირო ! ხშირად ჩამოვალ
_ბავშვები უკვე მიგეჩვივნენ, შენ გულთან უშვებ და უყვარხარ.
_ჩემ თამაშებზე რომ ჩამოვლენ იამაყებენ
_შენნაირი ძმა თამაშის გარეშეც საამაყოა...საუკეთესო ხარ დე , შენ ხარ ჩემი გული და სული
_ანგელოზის ფრთებით , დემონს როგორ მხედავ ნინა?
_შენ დემონი არ ხარ ! შენ სულში მხოლოდ სიკეთე და სიყვარულია ...
შენ ხარ სიკეთე , სიყვარული და სინათლე ჩემს გულში . შენ რომ გვერდით ხარ , ყველაფერი შეიძლება და სულ უნდა იყო , დე . აღარასდროს იფიქო , არც თქვა და გონებაშიც არ გაივლო მეტად , რომ შენ ცხოვრებაში რაიმე დაბრკოლებას ვერ გაივლი და დაგვტოვებ მშობიარობამდე ნათქვამი ჯერ კიდევ ვერ დაივიწყა , იმდენად შეძრა მისმა სიტყვებმა და მზერამ , რომ გონებიდან ვერ იგდებდა.
_დაივიწყე , ყველაფერმა ჩაიარა ...
_ჩავაცვი და ტირის ... ბანაობა რატომ უყვარს ყველა ჩვილს ასე ძალიან? ისე კრუტუნებდნენ ორივე _ერეკლე გამოჩნდა ბიჭუნათი ხელში
_შენც კრუტუნებ ხოლმე თბილ აბაზანაში , ბავშვის რა გიკვირს _ქმართან გადაინაცვლა , ბავშვს ქუდი გაუსწორა და ერთი თვალის შევლებით მიხვდა, რომ ერეკლემ ამჯერადაც სწორად გაართვა თავი _ შენ დააძინე , მამა შვილს ნიჭი გაქვთ _ ანდროზე ანიშნა რომელიც გაბადრული სახით უყურებდა წყვილს
_შენ სად მიდიხარ ?
_ელენას დაბრუნებამდე მისი საყვარელი ვახშამი უნდა მოვამზადო. გადამეღალა ბავშვი და სჭირდება სწორად კვება. ამ დღეებში რას ჭამდა არ ვიცი
_არაფერს, ნერვიულობდა და ვერაფერს ჭამდა ... _ანდრომ უპასუხა და ერეკლეს ანიშნა ილიაც მომიყვანეო. მის გულ_მკერდზე ორივეს ადგილი იყო
_ლილია არ გააღვიძოს
_ როგორც კი იგრძნობენ , რომ ერთად არიან და თან ჩემთან მაშინვე დამშვიდდებიან ... შენ ნინასთან წადი_ თვალი ჩაუკრა და ჩაეღიმა . უკანსვლით მიმავალ კაცს ისეთი გამომეტყველება ჰქონდა. ისედაც ხომ ახალგაზრდები იყვნენ , მაგრამ როცა ერთმანეთს უახლოვდებოდნენ სულ სხვანაირად ანათებდნენ, თავად ხდებოდნენ 16 წლის ბავშვები .

როგორ ჩაეძინა ვერ მიხვდა, საწოლზე იწვა და ბავშვები მის გვერდით იყვნენ . მათმა აურამ ისე მოადუნა გონება გაეთიშა . გულმა იგრძნო ელენას მიახლოება, ზღურბლის გადალახვის შემდეგ შეკრული სუნთქვა და ყელში მობჯენილი ბურთიც კი . გაყინული დროის მანძილზე იგრძნო ცრემლიანი ტუჩების შეხება ლოყაზე და ნაწილებად დაიშალა საწოლის მეორე მხარეს რომ მოთავსდდა. ხელზე ხელით ეხებოდა, თავისი ნაზი თითებით სულს სწვდებოდა. ბავშვებს ეფერებოდა , მათთან და მათთვის იყო , მაგრამ ანდრო გრძნობდა გაუსაძლისად ბევრს.

დაპირება შეასრულა ,სექტემბრამდე დარჩა ...
მხოლოდ პირველი დღეები გაატარა ტყუპების გვერდით . წლების განმავლობაში იყო მათგან შორს, მაგრამ სიყვარულს მანძილი ვერაფერს აკლებდა. ბავშვების ცხოვრებაში ანდრო უცვლელად რჩბოდა.
...........................
კესარიას დაბადების დღის წვეულება ელენამ ძმებ ჩადუნელებთან ერთად მოამზადა. ოთხივე ჩუმად აგვარებდა დეტალებს ისე რომ გოგონას არაფერი გაეგო .
_რატომ მგონია რომ ვიღაცის დაპატიჟება დაგვავიწყდა ... კარგად დაფიქრდი მის მეგობრებზე?
_ნიკუშა, ისედაც უამრავი ვინმე შეკრიბეთ თუ ვინმე გაახსენდება დაურეკავს და მოიყვანს
_დუდა , შენ სულ გაქცევაზე გაქვს თვალები ჩემო ძმაო . რა ხდება რა არ გასვენებს
_ამას ის არ ასვენებს , რომ დალევა არ შეუძლია ორ დღეში მიფრინავს გრანდსლემზე და დღეს გული გაუსკდება ერთი კოქტეილის ჭიქით ხელში დაიბოღმება _ ელენა დუდას ჩაეხუტა და ლოყაზე უჩქმიტა _ ისე დავიღალე შენს ნაცვლადაც მე დავლეევ
_შენთვის სპეციალურად გავძვრები ქალაქში და საჩუქარს ჩამოგიტან
_ეგ არ გააგონო ჩემს სალომეს თორე თავს მომაჭამს, მე რძალი ვარ და ელენა უყვარს ჩემზე მეტადო
_რამდენის სიყვარულს იტევს ეს ჩემი გული. იმიტომ ვერ ვნახე ჩემი ქალი მაინც რამდენი ხართ
_მე დაბადებიდან შენთან ვარ და მაპატიოს ირაკლას სალომემაც და ნიკუშას ყველა დანარჩენმაც. უთხარი , რომ ჩემზე მეტად მარტო კესუნა გიყვარს
_შენ მაინც განსხვავებულად მიყვარხარ დაზეუტკბესო _ ხმაურით აკოცა ლოყაზე მერე ხელი მოხვია და უცებ ასწია ჰაერში _ წავედით ახლა სახლში , მოვწესრიგდეთ , მოვემზადოთ დავხვდეთ დროულად ხალხს . კესოს თათია შემოიტყუებს
_გულს ნუ გაუხეთქავს ოღონდაც თორე ისე ჩაცმული წამოვა საჩხუბრად აქ მე ფერიად ვეღარ გადავაქცევ
_ოოხ რა მაიმუნი გოგოო ხაარ _ იცინოდა დუდა და მანამ არ უშვებდა ხელს სანამ მის მანქანასთან არ მივიდა _შენ უნდა გამიყვანო ხო იცი მანქანას ვერ ვეღირსე
_გახვალ მალე პენსიაში და იგრიალე მერე
_ნუ მთარსავ გოგო...ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ
_ხო, ხო მე ვიყავი ბოლო სამი ტურნირიდან სულ ბრინჯაოები რომ ჩამოვიტანე
_აი ახლა მოვიგებ , აუცილებლად
_დავნიძლავდეთ?
_რაზე
_შენ თუ ოქროს მოიგებ ერთ ისეთ გოგოს გაგაცნობ ჭკუიდან რომ შეგშლის და თუ ვერ მოიგებ მაშინ მე და კესოს დასასვენებლად გაგვიშვებ ნებისმიერ ქვეყანაში 1 კვირით
_მოდი დავაკონკრეტოთ ევროპის ქვეყანას აირჩევთ და არა ტანზანიას მერე თმა რომ არ გამითეთროთ ორმა არანორმალურმა და გოგოოს რაც შეეხება რაღაც უნდა დაამატო თორემ გოგოს გაცნობა რა პრობლემაა
_აი მე რომ უნდა გაგაცნო ისეთს უბრალოდ ვერ იპოვნი მეორეს . თან მხოლოდ გაცნობა ხომ არაა? სულ შენს მხარეს ვიქნები და მის მორჯულებაში დაგეხმარები
_მოსარჯულებელი ცხენიც მყავს , გმადლობთ
_ანუ არ ხარ თანახმა?
_ყველა ვარიანტში გამაცნობ ხომ ვიცი შენი ამბავი, თუ ერთად გვხედაავ
_და შენ მოგებული ჯილდოს საშუალებით მაინც გაგვიშვებ სამოგზაუროდ ... ამიტოომ გავერთოთ
_კარგიი, ჯანდაბას რას ვკარგავ ... მაჩვენე მაინც ვის გამაცნობ
_ნწ, სრულიად შოკისმომგვრელი უნდა იყოს შენთვის მისი ხილვა
_დამასპოილერე მაინც მარტო ინტრიგას რომ მიტოვებ
_ცეკვავს , ქართულს ისე შენ რომ სული გეხუთება
_ქართულს რამდენი ცეკვავს იცი? ვიცნობ კიდეც ბევრს და
_და ძიუდოზე გიჟდება
_მოიცა თვითონ არის ვინმე ჯუდოკა მოცეკვავე?
_არა , არა თავად არა , მაგრამ ისე რომ დასჭირდეს ყბას მოსტეხს ერთ- ორს. ვარჯიშობს, კრივზე დადიოდა სამოყვარულო დონეზე
_გავიგე, ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს, ხელოვანია ...სამსახურში ამყავს ?
_გინდა პარამეტრები გითხრა? სიმაღლე, წონა, გულმკერდის, წელისა და თეძოს გარშემოწერილობა?
_კარგი ხო
_ოღონდ რომ გაგაცნობ იმ ვიღაცას უნდა დაშორდე
_ვის, არავინ მყავს
_ოხ, არავინ ყავთ ამას და ამის ძმაკაცს. ის ბ.ზი ვინ არის აბა ?
_კესარიამ გითხრა? ოხ როგორ ვერ ვიტან ასე რომ ლაპარაკობთ ვინმეზე, რას ნიშნავს ბ.ზი ... საიდან ასკვნი რომ ბ.ზია . ბორდელიდან კი არ გამომიყვანია
_მაშინ რატომ არ გვაცნობ
_სხვა ურთიერთობა გვაქვს და არ სჭირდება ჩემი 100 სულიანი ოჯახის და 200 ძმაკაცის გაცნობა.
_შენ სჭირდები მარტო და ორგ.ზმი
_ელენააა
_მე ჩემი გითხარი. ის ვერ აიტანს ვიღაცასთან დაძვრებოდე და ცალკე კიდე ვიღაცებს ეფლირტავებოდე
_ჯერ მოვიგო, გამაცნო და მერე ვნახოთ . იქნებ ცდები
_ მე არასდროს ვცდები. თათაზეც გითხარი ნიკუშას და მაგას ერთმანეთი უყვართ_თქო , თქვენ რომ მეგობრები გეგონათ ... სალომე და ირაკლი ხომ საერთოდ მანამ გავშიფრე სანამ შენი ძმა მიხვდებოდა . ნუ ჩამომათვლევინებ ახლა კიდე სხვებს
_კუბიდონი ხარ ჩემო ელენა, შენი კაცი ვერ იპოვნე თორემ
_არ მჭირდება ამ ეტაპზე არავინ, თორემ ერთი კი მაფიქრებს . ვნახოთ როგორ მოიქცევა და რამდენხანს დამელოდება
_ გიორგობიანს თუ გულისხმობ ეგ ბიჭი მეც მომწონს სიძედ
_ ჯერ კიდევ შორია _ ჩუმად თქვა და მანქანა გააჩერა _ ერთ საათში გამოგივლი , არ მალოდინო
_1 საათი ბანაობას სჭირდება ადამიანო
_ქალი მე ვარ თუ შენ, ადამიანოო
_შენ ისედაც ლამაზი ხარ და მე მჭირდება მოწესრიგება
_კარგი ჯანდაბას ორი საათი იყოს ...
_აი ეგრე მაწყობს
.........
კესარია სარძლომ მოატყუა, ნიკუშას , ირაკლის და დუდას აგარაკზე გოგონები ჰყავთ აყვანილი თავზე უნდა დავადგეო. ისეთი ისტერიკა მოაწყო კესო იძულებული გახდა ვარჯიში შეეწყვიტა და თან გაჰყოლოდა. მთელი გზა არ გამოსულა როლიდან გოგონა, ნიკუშას ემუქრებოდა, ტიროდა და კიოდა. კესო კი მთელი ძალებით ცდილობდა მის დამშვიდებას
_ნიკუშას არ იცნობ? სამყაროში ყველაზე წესიერი და პატიოსანი ბიჭია
_ჩემამდე იმდენი ვინმე ჰყავდა მაგ პატიოსან ბიჭს, მშვიდი ტონით და ცისფერი თვალების ჟუჟუნით რომ ასულელებს ყველას. როგორ მომატყუაა , არ ვაპატიებ
_ქალები რომც იყვნენ სულ დუდას ბრალი იქნება. ეგ არ გამოსწორდება არასდროს , აი ნახავ ნიკუშა უბრალოდ იქ იქნება . თითს არ დააკარებდა არცერთს
_თითსაც დააკარებდა და სხვა რამესააც _ ისევ ატირდა , კესო კი უკვე წკიპზე იყო. იმდენად არ შეეძლო თავისი ძმების დრამების მოსმენა და მთელი ცხოვრება სულ მათ გოგონებთან უწევდა ურთიერთობა. ყელში ჰქონდა ამოსული და ახლა მართლა რომ დახვედროდა იქ ვინმე უთუოდ შემოაკვდებოდა რომელიმე ძმა.
_დამშვიდდი, ტირილით საქმეს ვერ უშველი. თუ დამნაშავეა შენ კი არ უნდა იყო ცუდად ის უნდა გახადო ცუდად
_რა ვქნაა ვცემოო?
-შენ არა და მე კი ვცემ _ჩუმად თქვა და მანქანა გარეთ გააჩერა. თათია მაშინვე გადახტა და გაიქცა_ღმერთო ამდენ არანორმალურს როგორ უძლებ...სულიერ სიმშვიდეს ნუ დამაკარგვინებ უფალო- უკან მიჰყვებოდა სარძლოს და მერე გაოგნებული უყურებდა სტუმრებს.
_გილოცააავთ _ერთხმად შესძახეს, აფეთქებების ხმა გაისმა და ფერადი ფურცლები დაეყარა თავზე. ძმები ერთად მიცვივდნენ , ისე ეხვეოდნენ სუნთქვა შეუკრეს.
_არ მჯერა, ნამდვილად მსახიობი უნდა გამხდარიყი შენი თათია ... რა ტალანტს კარგავს
_არ გამიბრაზდეე , გთხოოოვ
_ამას არ ენდო ძმაო, მეც კი მომატყუა
_კესოოო
_წამოდი სანამ სარძლოსთან დაძაბე ურთიერთობა ... _ელენამ ხელი ჩაკიდა და მეორე სართულისკენ წაიყვანა_უცებ მოემზადე , მაკიაჟს გაგიკეთებ და ჩავიდეთ.
_ყველაფერი შენი დაგეგმილია ხომ?
_მეზარებაო და აჰაა მზა დაგახვედრე. არაფერი მითხრა, დღეს მაგრად უნდა გავერთოთ _ საწოლზე მიფენილი კაბა აიღო და აჩვენა _ ნახე რა ლამაზიააა...
_ვგიჟდები შენზე, იცი ხომ? _ მოეხვია და ლოყაზე აკოცა
_არ გვინდა სენტიმენტები თორემ მაკიაჟი თავიდან მექნება გასაკეთებელი . ჩემო პატარაავ უკვე დიდი გოგო ხარ
_ 23 წლის ვარ, გჯერაა? _ უცებ დაიმუხტა და სულ ცეკვა_ცეკვით მოემზადა.
ელენას დიდი დამსახურება იყო კესო ქალურობას რომ არ კარგავდა . მისი გულმხურვალე გულშემატკივარი იყო სპორტულ კარიერაში და თან მუდამ მის გვერდით იყო როდესაც სჭირდებოდა. უმცროსი დასავით ჰყავდა , ყველაზე ახლო მეგობარი ,რომელსაც წლები ვეფაფერს აკლებდა.
სახე უბრწყინავდა კესარიასთან ერთად ქვემოთ რომ ჩავიდა, მალევე მიუსხდნენ ერთ მაგიდას . რამდენიმე წუთის შემდეგ ალკოჰოლის საკმარისი დოზა ჰქონდათ მიღებული ცეკვისათვის. მოდუნდა, მიეშვა და დინებას მიჰყვა. იმ ღამით მშვიდად გართობა ჰქონდა გადაწყვეტილი, გიორგობიანმა შორიდან ცქერას დისტანციის გადალახვა ამჯობინა. ხელი გაუწოდა და მოცეკვავეებს შორის აღმოჩნდა ამჯერად მშვიდი მელოდია ჟღერდა , ბიჭი მომხიბვლელი იყო , თვალები უციმციმებდა და ცეკვა შესანიშნავად გამოსდიოდა
_გილოცავ ახალ თანამდებობას , ელენა _ ყურთან ახლოს უთხრა და წამით შეახო კიდეც ტუჩები ლოყაზე _ ძალიან მიხარია ჩვენი გზები სამსახურშიც რომ გადაიკვეთება
_ ჩემი ბოსი არ იქნები , ხომ?
_შენი ბოსის ბოსი ვარ ... იერარქიას თუ დავაკვირდები
_და ჩემი კადრით დაინტერესებაში შენი ხელი არ ურევია ხომ?
_არა, გეფიცები
_მჯერა , შენი პროფესიონალიზმის
_ჩემი , როგორც უბრალოდ დათასი ?
_ნდობას აჩენს დრო და გამოცდილება _ ეფლირტავებოდა მანამ სანამ ვარდებით ხელში ანდრო არ დაინახა და სუნთქვა არ შეუკრა მონატრებამ. მოდიოდა დინჯი ნაბიჯებით, უამრავ ადამიანს შორის ნაპოვნ ელენას თვალებს არ აშორებდა კუშტ მზერას და უსიტყვოდ, უთქმელად გამოხატავდა ბრაზს. მერე იგრძნო უსიამოვნო შეგრძნება, რომელსაც დათას სიახლივისას განიცდიდა, თავბრუსხვევამ გონება აურია. თვალები დახუჭა და ბიჭს მხარზე დაეყრდნო. სანამ კესო ანდროს ეხვეოდა და ბედნიერი ბიჭები მის ირგვლივ იკრიბებოდნენ ის შორს დარჩა. გიორგობიანის ძლიერ მკლავებში მოქცეული,მასთან ახლოს და ყველაზე შორს
_მგონი შენზე ცუდად მოქმედებს სასმელი... თუ გინდა დავსხდეთ . წყალს ან მინერალურს მოგიტან
_არ შეიძლება , ჩემთვის
_რა
_ალკოჰოლის ეს დოზა _ თითქოს მართლაც ღვინის დამსახურება იყო ის ემოციები რაც თავს დაატეხა ანდროს მოულოდნელმა დაბრუნებამ.
…………………
_მე დავჯდები საჭესთან _ არც მისალმებია, ერთხელაც არ გადაულახავს ზღვარი მხოლოდ წასვლის დროს მივიდა. დათასა და მას შორის სიახლოვე დაარღვია, ხელი წელზე მოხვია და მანქანისკენ წაიყვანა
_რაკი მხლებელი გამოჩნდა, რა გაეწყობა... მომავალ შეხვედრამდე , ელენა
_ნახვამდის , დათა _ზურგით გრძნიბდა ანდროს სიმხურვალეს და მისკენ არ იყურებოდა.მიმავალ გიორგობიანს გააყოლა მზერა, როგორ უნდოდა მის მიმართ სიმპათიის გარდა რამე ეგრძნო , მაგრამ არ გამოდიოდა. გული ისე აუჩქარდა, ისე სწრაფად უცემდა გოთუას ხმა ძლივსღა გაიგო
_შეყვარებულია? _ მანქანის კარი როგორ გააღო და დააჯინა არ გაუაზრებია , მაგრამ რომ დაიხარა და ღვედი შეუკრა კიდევ ერთხელ აერია მზერა. თვალები აემღვრა , ემოციებს ვეღარ იკავებდა
_დაბრუნდიი _ ლოყაზე შეახო თითები მან კი წამსვე მოიშორა. ელოდა ჩვეულ პასუხს " დიდი ხნით არა" , მაგრამ გაიგო ნანატრი
_სამუდამოდ ! _თქვა და კარი დახურა. გაფართოებული თვალებით უყურებდა როგორ მოუარა მანქანას და საჭესთან დაიკავა ადგილი. რამდენიმე წამში გამოფხიზლდა თითქოს, მისკენ შებრუნდა და უყურებდა
_სულ დაბრუნდი? იქ აღარ წახვალ?
_არ იღელვო, აქ ვიქნები , მაგრამ არა შენთან ახლოს
_როგორ ...
_ცალკე გადავალ საცხოვრებლად _ ეს იყო და ეს. ამ სიტყვების პასუხად აღარაფერი ჰქონდა. თვალები დახუჭა და გაირინდა. გონებამ დაძინება არჩია, ეს იყო ერთადერთი გზა მასთან ახლოს ყოფნისთვის. მძინარეს არ გააღვიძებდა, ხელში აიყვანა და ისე განაგრძო გზა საძინებლამდე. გრძნობდა მისგან წამოსულ სითბოს, უნდოდა თვალები გაეხილა და დაენახა, შეხებოდა , ჩახუტებოდა, მაგრამ არ შეეძლო. თავის მძინარედ მოჩვენებაში დახელოვნებული იყო, ან იქნებ ცუდად გამოსდიოდა , მაგრამ ანდრო არასდროს იმჩნდევდა. როგორც ყოველთვის ახლაც ფრთხილად დააწვინა საწოლზე , ფეხსაცმელი მოაშორა , საბანი დააფარა და დაიხარა. მუდამ ელოდა კოცნას, მაგრამ ყოველთვის ისე გადიოდა, რომ არ ეხებოდა ახლა კი იგრძნო ტუჩების შეხება ლოყაზე და გაიგო ჩურჩულით ნათქვამი _ მშვიდად დაიძინე, ლენა
………………….
დილით გაღვიძებულს თავი სტკიოდა და ყველაფერი არარეალური ეგონა. ოთახიდან გასვლისთანავე გაიგო ტყუპების ხმა და მაშინვე გაჩერდა. ანდრო ნამდვილად იქ იყო, მისაღებში იჯდა და ბავშვებს უსმენდა. ერთი ნახატებს აჩვენებდა, მეორე კლასელებზე უყვებოდა. უკან შებრუნდა, სააბაზანოში შეიკეტა და მანამ არ ჩავიდა პირველ სართულზე სანამ კარგად არ გამოფხიზლდა.
_დე , წვნიანი მოგიმზადე... თავი გეტკიება . მოდი ვისაუზმოთ , ბავშვებო ხელები დაიბანეთ _ ნინა მაშინვე შეეგება, აკოცა და თან ჩვეულებისამებრ ეშმაკური ღიმილით განაგრძო _ვიდეოები ვნახე დე, ლაივსაც ვუყურე ... შენ და დათა ცეკვავდით , როგორ მომწოონს ეგ ბიჭიი
_მამა სად არის?
_ხომ იცი წუხელ ცალკე იქეიფეს როგორც იციან ხოლმე ისე დათვრნენ და გამოსაფხიზლებლად სახინკლეში წავიდნენ
_ნახე ანდრომ რამდენი საჩუქრები ჩამოგვიტანაა ... ეს ჩანთა სულ ჩემებია
_ესენი ჩემები და იქ შენებიცაა . არ ნახავ? დედამ არ გამახსნევინა უშენოდ და ნახე რაა მაინტერესებს _ ლილია ფეხზე მოეხვია და ქვემოდან უყურებდა
_ჩემო ყვავილო, მიდი გახსენი და რაც მოგეწონება შენი იყოს ყველაფერი _ რამდენჯერმე აკოცა და ჩანთისკენ არც გაუხედავს ისე დაიძრა სამზარეულოსკენ _ჯერ ისაუზმეთ ოღოონდ და მერე მიხედეთ საჩუქრებს, არ წაგართმევთ ანდრო.

ლუკმა ძლივს გადაუვიდა ყელში. ნინა ანდროს გვერდით იჯდა .წამდაუწუმ ეფერებოდა და ეხუტებოდა. ისიც ყველას ამჩნევდა ელენას გარდა, თითქოს უჩუნარი იყო მისთვის
_რატო არ ჭამ ელე? შენც კბილი გტკივა ჩემსავით?
_ილიკო , სტომატოლოგთან ხვალ მე წაგიყვან , ჩაგწერე უკვე და მერე აღარ გეტკინება _ დრონებულ ბავშვს მოეფერა და მერე ლილიაც მიეკრო
_ მეც წამოვალ... ხელს დავუჭერ და აღარ ეტკინება
_ შევთანხმდით
_ხვალ პირველი დღე გაქვს სამსახურში და გადაღლილი იქნები დე
_საღამოს ჩავწერე და მოვახერხებ ...
........................
-დეე ,გაღვიძეე გთხოოვ - საწოლში მჯდომი თმებაწეწილი გოგონა უშედეგოდ ცდილობდა დედის გაღვიძებას, ქალმა გვერდი შეიცვალა, ბავშვს მუცელზე მოხვია ხელი და ძილი განაგრძო- დედა
-მამიი, გაღვიძეე? - მოსაწევად გასული უკან რომ დაბრუნდა სანახაობის ნახვისას სიცილი ვერ შეიკავა- ჩშშ, არ გააღვიძო დედიკო
-გოთუებთან მინდა მე... ტყუპებიც ანდრო ჩამოსულაო თქვით
-თვითონ მოვა მა... დედიკო დაღლილია. ბევრი იმუშავა და დავაძინოთ- ბავშვი ხელში აიყვანა და რამდენჯერმე აკოცა- როგორი გემრიელი ხარ მაა
-აუუ ნუ შემჭამ აქლა ლაა...
-ხო გავიპარსე წვერი მაა...ახლაც არ შეიძლება ბევრი კოცნა?- მის შეკრულ წარბებზე კიდევ უფრო ფართოდ გაეღიმა. კარადიდან ტანსაცმელი აიღო და სააბაზანოსკენ დაიძრა - ტყუილად გავიპარსე? დედიკოს ასე აღარ მოვწონვარ
-ოო , შენ ყველაზე ლამაზი ხარ ,მოსწონხარ დედიკოს - სახეზე შეახო პატარა ხელები და მერე თავად აკოცა ლოყაზე- გემრიელი ხარ, შენც
-ჩემო სიყვარულოო - ოთხი წლის განმავლობაში ჭკუიდან გადაჰყავდა ამ პატარა ქმნილებას, მის წინაშე სრულიად უძლური ხდებოდა, მის გარშემო ტრიალებდა მთელი სამყარო და თავს ვერ აკონტროლებდა, სიყვარულს ვერ მართავდა . ნორმალური კაცის ქცევები აღარ ჰქონდა, არ ჰგავდა იმ ირაკლი ჩადუნელს ვისაც მანამდე იცნობდა. მის გვერდით სხვა ადამიანი ხდებოდა, მისი დანახვა ფერებით ავსებდა-შენ მე’ფერები მა
-არ მინდა დაბანა , ისე ვჭამოთ ნაქე სუფთა მაქ ხელები - ხელისგულები აჩვენა და თან ჩუმად უთხრა - გთხოოოვ
-ხომ ვისაუბრეთ მა? დედიკოს კი არ უნდა დავემალოთ ... სულ უნდა გააკეთო ის ყველაფერი რასაც გასწავლით.
-ოო არ იფუსფუსებენ ბაქტერიები ...
-ნახე ახალი საპონი მოვიტანე, ისეთი კარგი სუნი აქვს
-მანახე აბა ?- ხელი შეუშვირა და თხევადი საპნის ფერსაც დააკვირდა- მმ მომწონს
-აქ დადექი და შენ დაიბანე...
-შენ სიმაღლე მაინც არ ვარ ... ჟირაფივით ხარ , ჟოზე რატო არ დაგარქვა თამარა ბებომ?
-არ ვიცი მა, ვკითხოთ რატომ მქვია ირაკლი და მოგვიყვება- თმებს უვარცხნიდა და გაბრწყინებული სახით უყურებდა სარკეში მომზირალს. ისე სასაცილოდ იბანდა ხელებს და პირს, კბილების გახეხვის დროს ხომ საერთოდ საოცარი სანახავი იყო. ირაკლიმ იქვე გამოუცვალა და შემდეგ ხელიხელჩაკიდებულებმა განაგრძეს გზა სამზარეულომდე .
-თუ არ გამოვა მე გაგიყვან ტყუპების ანდროსთან, შევთანხმდით?
-აუ მიდიხარ?
-თამარა ბებოსთან არ დარჩები?
-შენთან მინდა მე - ხელები მკერდთან გადაიჯვარედინა, ტუჩები დაბრიცა და წარბები შეკრა
-ბები , მამიკო სამსახურში უნდა გავიდეს ცოტა ხნით და მალე დაბრუნდება
-კარგი წაგიყვან ... მოდი , ფეხსაცმელი ჩაგაცვა
-თითონ ჩავიცამ
-თითონ ჩაიცამს- წინ გაქცეულს უკან მიჰყვა და მისი სირბილის მანერაზეც გაეღიმა - დედას დავურეკოთ,რომ გაიღვიძებს დონატები ვჭამოთ
-დედა თათა ბიცოსთან ერთად მიდის
-კაბაზე? მერე მა შენ არ გაყვები? უშენოდ როგორ შეიძლება
-ნწ , სხვა რაღაცებზე ... კაბაზე მეც წავალ
-შენი კაბა მოგწონს? მკერავი მოგეწონა?
-კი , ძალიან ... კიდე მინდა ერთი - კნუტის თვალები ჰქონდა
-უთხარი რომ მიხვალ და შეგიკერავს
-კიდე ერთი მინდა
-ფოტოს არ მაჩვენებ?
-დედას ტელეფონშია...
-დედას რა ვუყიდოთ მე და შენ დაბადების დღისთვის?
-არ ვიცი
-შენ ხომ დაუხატავ ნახატს , სხვა საჩუქარი ერთად ავარჩიოთ
-დღეეს?
-თუ მალე გამოვალთ დღეს სამსახურიდან , დღესვე - იცოდა როგორ უყვარდა შოპინგი და მისი ბედნიერებით ბედნიერდებოდა ნებისმიერ თავისუფალ წუთს იყენებდა. მისი არსებობა ცხოვრებას აზრს უცვლიდა...
.....................
_ეს როგორი ჩამოსვლაა სხვაგან უნდა იცხოვრო? თან მარტომ?
_ათი წელია მარტო ვცხოვრობ დედა თან ხშირად მნახავ
_ერეკლე უთხარი რამე
_შენ იყიდე და მე გაგირემონტებ. ფულს სულ ნუ დახარჯავ, მანქანა გიყიდე . ერთ თვეში ჩამოვა
_ მაქვს ფული , რა საჭიროა
_არ შეიძლება შვილს სახლი გავურემონტო და ცოლს საქმე გამოვუჩინო? შენ დრო არ გექნება და ნინა აარჩევს ბავშვებთან ერთად. მშვიდად იქნება უფრო რომ ეცოდინება კომფორტულად ხარ
_ერეკლეეეეე რატომ უშვეებ ბააავშვს
_შენ მართლა გეგონა რომ ამხელა კაცი მარტო ცხოვრებას შეჩვეული ამდენ ხალხთან იცხოვრებდა? რა ქნას გოგოები აქ მოგიყვანოს და ბიჭები შეკრიბოს პატარა ბავშვებთან?
_ეგ არაფერ შუაშია , უბრალოდ მირჩევნია ახლავე ვიყიდო და მოვეწყო . ჯერ თავისუფალი დრო მაქვს
_როდის დაიწყებ ბიჭებთან ერთად ვარჯიშს
_ხვალ ბაზაზე შევხვდებით
_როდის გაქვთ თამაში? მოასწრებ შეჩვევას?
_ნანახი მაქვს ყველა თამაში და ვიცი ყველას სტილი , შესაძლებლობები
_დეე, ბინა ვიყიდოთ , გავარემონტოთ , მოვამზადოთ და ცოლს რომ შეირთავ მერე გადადით . თუ ვინმე გყავს და იმიტომ ჩქარობ
-არავინ მყავს დედა ... დღესვე ხომ არ მივდივარ. ყველაფრის მოგვარებას თვეები დასჭირდება . ნუ მებუტები რაა -პატარა ბავშვივით აბუზღუნებულს ეფერებოდა და უღიმოდა _ ერეკლეს თუ შეელევი ჩემთან წამოდი
_ოოხ როგორი მასხარა ხარ რაა...
_მე შემოგთავაზე
_პრობლემა თუ გადაწყდა მე წავალ-ელენა წამოდგა, ნინას აკოცა და მერე ერეკლეს მოეხვია,რომლის კითხვამაც შეაყოვნა
_სად მიდიხარ?
_პაემანზე მიდის ...
_პაემანი არ არის უბრალოდ შეხვედრაა
_ვის ხვდება , მეც გამაგებინეთ რა იყო მამი აღარ მიყვები არაფერს
_დათა გიორგობიანს ...
_ღმერთო ჩემო, ნუ აზვიადებ . მარტო არ ვიქნებით
_კარგი დე არაფერს ვამბობ

ელენა წავიდა ანდრო კი ძველებურად უკან აღარ გაჰყოლია. ეს იყო შედეგი, კონტროლი საკუთარი თავის და ემოციების.
..................
_გავიმარჯვე _ ოქროს მედალი ელენას ცხვირწინ აუფრიალა და მერე დაძრა მანქანა _ როდის გამაცნობ იმ გოგოს?
_ორი კურდღლის მოკვლა როგორ ხდება გაჩვენებ... ცეკვის სტუდიაში წავედით. ჩემი და შენი გაკვეთილების დროა, დავაგვიანეთ ისედაც
_მე რატო უნდა ვიცეკვო მეჯვარე ვარ?
_მივიდეთ და ნახავ რატომ უნდა ისწავლო ცეკვა
_დაიცა მაგ გოგოსთან მიგყავარ და გინდა ნახოს რა უშნოდ ვმოძრაობ ცეკვის დროს?
_ნუ წიოკობ... მოდუნდი და დინებას მიჰყევი
_შენც დინებას მიჰყვები დათასთან? სულ შენზე ლაპარაკობს, როგორ შეიცვალე , ვინ იფიქრებდა შენგან ასეთი სერიოზული და საქმიანი ქალი თუ დადგებოდა. თანაც ბიჭი ამბობს გაწონასწორებულიაო, გამეცინა რომ გამახსენდა შენი აფეთქებები
_რას ფიქრობ მასზე
_კარგი ბიჭია ... კესარიამ არ გაგაცნო?
_ხო , დიდი ხნის წინ
_რაღაც ისე არ ჭიკჭიკებ როგორც შეყვარებული ქალი
_და ვინ თქვა რომ მიყვარს... უბრალოდ ვამბობ, რომ მომწონს
_მოწონებით მეც კი მომწონს ... ვის არ მოეწონება , ტო
_არ გვინდა მასზე, ცეკვაზე იფიქრე სანამ დრო გაქვს მერე ფიქრი მეეჭვება შეძლო
_რატომ მგონია რომ აჭარბებ და უბრალოდ მახე დამიგეთ შენ და თათიამ ,რომ ამაცეკვოთ
_თათიასთვის არც მითქვამს . ჩვენი საიდუმლო იყოს
_შენ რომ მასწავლო? 10 წელი ცეკვავდი ...
_მე უძლური ვარ შენთან ამიტომ პროფესიონალს ჩაგაბარებ
.................
_მასწავლებელი არ არის? აბა მარტო ჩვენ ვიქნებითო? სხვებმაც უნდა უყურონ როგორ დავდივარ ცეკვის ნაცვლად? _ ფანჯარასთან მდგომ სილუეტს ,რომ შეხედა მაშინვე უკან გადადგა ნაბიჯი და ელენასთან ჩურჩული დაიწყო
_ლილე ... მოვედიით. მაპატიე რომ გალოდინეთ, გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა და შევაყოვნე დუდაც _ ელენა დაიძრა გოგო კი შემობრუნდა, ყურსასმენები მოიხსნა და სავარაუდოდ საუბარიც დაასრულა . შავი ერთიანი კაბა ეცვა, შუა წვივზე ჩერდებოდა. ზურგზე და მკერდზე ოთხკუთხედი ჭრილუ ჰქონდა, საოცრად გამოიყურებოდა მისი გამოქანდაკებული სხეული . მუქი შავი თმა კოსად გქონდა შეკრული და სახის ნაკვეთებიც კიდევ უფრო კარგად ჩანდა. ულამაზესი იყო , მაგრამ მისი კანი თოვლივით თეთრი ელენას ფონზე კიდევ უფრო მუქი ჩანდა. უაქცენტო ქართულით რომ დაიწყო საუბარი ყურებს ვერ უჯერებდა დუდა . უყურებდა და ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს სხვა ვინმე საუბრობდა .
_შენ სწავლება არ დაგჭირდება ... ისე ცეკვავდი ნებისმიერი ანსამბლი მიგიღებდა
_შენგან მსგავსი კომპლიმენტი თვითშეფასებას მიმაღლებს ... იმდენი წელი გავიდა . როგორ იშვიათად ვხვდებით ხოლმე , უნდა შევცვალოთ როგორმე ეს ამბავი
_დროის უკმარისობის გამოა... სტუდიაში ვარ ძირითადად
_ვიცი ამ დროს რომ არ ატარებ გაკვეთილებს, მაგრამ ქორწილამდე დარჩენილ ერთ კვირაში დუდამ , ჩემმა უახლოესმა ადამიანმა, მეგობარმა, ძმამ , სულმა და გულმა ცეკვა უნდა შეძლოს . მეც ვამეცადინებდი, მაგრამ ჩემთამ იზარმაცებს და შენთან რეჟიმს შეინარჩუნებს _ბიჭისკენ გაიხედა და თვალები დაუბრიალა, ანიშნა დროულად მოდიო და ისიც ძლივს ამოძრავდა _გაიცანი ლილე არღვლიანი ... ეს კი დუდა ჩადუნელია
_ძიუდოისტი დუდა ჩადუნელი, არა? _ ხელი გაუწოდა და მსუბუქად გაუღიმა კეთილგანწყობის ნიშნად
_არ მითხრა ფანი ვარო _ ელენამ გაიცინა და თან მისგან მალულად უჩქმიტა დუდას, მაგრამ მაინც ვერ აალაპარაკა .
_ მე ...არა, მაგრამ ბაბუა, მამა და ძმა კი . ორი დღის წინ თქვენი გამარჯვება ერთხმად აღნიშნეს
_სთორის ვიდეო გამახსენდა... არ ვიცოდი დუდას გამარჯვებას თუ აღნიშნავდნენ. როგორი დამთხვევაა, შენ ცეკვა ასწავლე თავისი ძმის ქორწილში რომ არ შერცხვეს და დუდა შენს მოსეს გაახარებს , ავტოგრაფით
_ბედნიერი ვარ საერთო სიხარული თუ გამოვიწვიე ... ცეკვა შესაძლოა ვერ ვისწავლო , მაგრამ ჩემ გულშემატკივრებს სიამოვნებით შევხვდები ნებისმიერ დროს როცა მოისურვებენ . აქ ან სადმე სხვა სივრცეში _ამეტყველდა რაც იმის ნიშანი იყო , რომ ელენას წასვლა შეეძლო
_მე უნდა გავიქცე ... ორივეს გისურვებთ მშვიდობიან საღამოს. ვიდეო გადაუღე და გამომიგზავნე _ლილეს ვითომ ჩუმად უთხრა ორივეს უცებ აკოცა და სწრაფად გავიდა ოთახიდან.
_დავიწყოთ ? _ ისეთი სერიოზული სახე ჰქონდა, მშვიდი და საქმიანი . დუდას კლასიკური ფლირტი, რომ არ გამოადგებოდა უკვე ზუსტად იცოდა.
_თქვენს განკარგულებაში ვარ ... ვეცდები , მაქსიმალურად
_პირველ რიგში უნდა გასწორდეთ _ მელოდია ჩართო და დაიძრა. დასაწყის წერტილში დააყენა , მის წინ დადგა და ხელები მხრებზე დააწყო _ თავი მაღლა , გაშლილი ხელი სწორად , მოხრილი იდაყვი აკონტროლე _კონტროლის რა გითხრათ, მაგრამ გოგოს სიახლოვე თავბრუდამხვევად კი ნამდვილად მოქმედებდა. იმდენად უცხო და განსხვავებული იყო, საოცარ სინთეზზს ქმნიდა, დუდას გემოვნების წარმოუდგენელ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა. ზუსტად ისეთი იყო არსებობას, რომ ვერ წარმოიდგენდა და მითუმეტეს მასთან შეხვედრას. მორჩილად მიჰყვებოდა მის მითითებებს და საკუთარი კომპლექსიც აღარ ახსოვდა იმდენად იყო მასზე გადართული. მისი ხმა, გვერდიდან ესმოდა როცა რაღაცას არასწორად აკეთებდა წინ ჩნდებოდა. უკანსვლით მიდიოდა და თან ასწავლიდა
_გამოვა რამე? თუ უიმედო ვარ _ შესვენება თავად არ უთხოვია, დაღლილობა არც ეტყობოდა
_უიმედო არავინაა... ყველა ქართველს შეუძლია იცეკვოს. გამოგივა, აუცილებლად . მხოლოდ წონასწორობაზე უნდა იფიქრო სხვა პრობლემა არ გექნება... გასმები გონებაში დათვალე . ერთი კვირა დიდი დროა შეეჩვევი და ცეკვის დროს დაძაბული კი არ იქნები სიამოვნებას მიიღებ
_დავიწყოთ? _თავად შესთავაზა და ლილეს ღიმილიც დაიმსახურა
_შესაშური მონდომებაა ... ნეფეც კი არ არის ხოლმე ამდენად მოტივირებული
_სარძლოს გამო ვინდომებ... ძალიან უნდა სამივე ძმამ ვიცეკვოთ ჩვენს უმცროს დასთან და გეგმას ვერ ჩავუშლი. უფროსები ცეკვავენ და მე ჩემი აღნაგობის გამო უარს ვამბობდი ყოველთვის
_ახალი ოჯახის წევრი დააფასებს შენს ამ თავგანწირვას _ გაუღიმა და დუდასაც აერია ნაბიჯი _ მუხლი გამართე
_ყველაფერზე ერთად ფიქრი რთულია
_4 წუთში წყვეტ ტატამზე შენს ბედს, ნახევარფინალში 2 წუთიც არ დაგჭირდა და არ მგონია სხეულის მართვა უფრო რთული იყოს ვიდრე სხვა ადამიანის იპონით დამარცხება
_გამოდის მიყურებდი და ოჯახისწევრები არ არიან მხოლოდ გულშემატკივარი
_გულშემატკივარი ვარ ყველა ქართველის ვინც ქართულ დროშასა და ჰიმნს წარმოჩენს და რაც შეეხება ფანს , მე ნაკანის გამოსვლას ველოდი _ბოლოს დაამატა და დუდა გააბრაზა
_ანუ თორნიკეს ფანი ხარ და ჩემი არ ...
_დავმწუხრდი ნახევარფინალში რომ დაამარცხე _ სულ არ აღელვებდა ბიჭის რეაქცია. ისევ ისე აკვირდებოდა მხოლოდ მის ცეკვას და არაფერს სხვას. დუდას კი გამომეტყველება შეეცვალა. გაბრაზდა და ცხოვრებაში პირველად ვერ აიტანა მსგავსი ფაქტი. არასდროს ჰქონია პრობლემა, თუ ვერ ცნობდნენ ხოლმე და ესეც არ უქმნიდა დისკომფორტს ახლა კი ბრაზობდა იმაზე , რომ ლილე მას არ ქომაგობდა .
_მგონი დროა დავასრულოთ... გვიანია და ამდენ დროს არ წაგართმევთ. დაღლილი იქნებით
_მე პრობლემა არ მაქვს ... თუმცა თუ წასვლა გსურთ ხვალამდე დაგემშვიდობებით.
_მანქანით თუ არ ხართ შემიძლია გაგიყვანოთ _ მაინც შეჩერდა კართან
_მომაკითხეს უკვე ... მელოდებიან
წავიდა, მაგრამ მანქანამდე მისულს ბრაზმა გადაუარა. რამდენიმე წუთი ელოდა ლილეს გამოჩენას ,რომ ენახა ვის გაჰყვებოდა და გაეღიმა გოგონა ტაქსიში რომ ჩაჯდა .
……………………..
_საღამომშვიდობისა, ელენა სახლშია?
_რა ხდება ?
_არაფერი რაღაც საქმე მაქვს , საძინებელშია?
_არ არის ...
_სად წავიდა
_პაემანზეა გიორგობიანთან
_ვაა ეს უკვე სხვა საქმეა ... მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ მალე იქნება მაგათი ქორწილიც . შენ რას ფიქრობ
_არაფერს
_რას ნიშნავს არაფერს...
_მე და ელენას არ გვაქვს ისეთი ახლო ურთოერთობა რომ მის გადაწყვეტილებებზე გავლენა ვიქონიო
_ორივემ დამღალეთ ... შენ რას შვები . თამაშზე ბილეთებს არ გამიჩითავ?
_ამდენად ძვირია?
_ნუ გამიევროპელდი თუ ძმა ხარ... მე კარგ ადგილას მინდა და სხვას ვთხოვო?
_თითქოს მარტო წამოხვალ წამოიყვან ოც კაცს ...
_თუ არ გინდა არ მოვალთ
_ნუ მებუტები შე ჩემა ... დაღლილი ვარ უბრალოდ.
_ნეტა რამ დაგღალა დავიჯერო აქ უფრო რთული ვარჯიშებია ვიდრე იქ? რაღაც სხვა გაწუხებს შენ... აქ სულ რაღაც გიხუთავს სულს და მე ვერასდროს ჩავწვდი შენი სულის სიღრმეებს
_გეყოფა უკვე და მითხარი ელენასთან რა საქმე გაქვს
_არაფერ ისეთი , მეგობარზე უნდა ვკითხო რაღაც მაგრამ აშკარად არ დაბრუნდება ჯერ და შენც დროს გართმევ. დაიძინო სჯობს
_დაიცა ... ხვალ მოდი ადრიანად . ვარჯიშის დროს შემოგიყვან.
_ნაყიდი მაქვს ბილეთები მეც და ჩემს მეგობრებსაც. შენ სახელს ხმამაღლა დავიძახებთ და ავიყოლიებთ ყველას
_ჩემზე მეტად შენ რომ გიხარია ჩემი ეროვნულ ნაკრებში თამაში
_ჩემზე მეტად ვიცი ვის უხარია, მაგრამ არ გეტყვი
.........................
_ხვალ შენი ძმის დებიუტია ხომ? ალბათ თამაშზე იქნები _მშვიდად საუბრობდნენ სანამ ანდრო არ ახსენა დათამ
_რაგბს არ ვუყურებ
_ქალებს არ გიყვართ მსგავსი სპორტის სახეობები, მესმის , მაგრამ როდესაც შენი ძმა ასეთი წარმატებულია
_მნიშვნელობა არ აქვს ვინ თამაშობს. არასდროს დავდივარ სანახავად და არც სახლში ვუყურებ. ჩემი მშობლები და ტყუპები მიდიან
_მე კი მეგონა შევხვდებოდით
_შენ მიდიხარ?
_რა თქმა უნდა , ყოველთვის დავდივარ მსგავს მნიშვნელოვან თამაშებზე . დროს წინასწარ ვათავისუფლებ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდება. შენ კი თურმე არ მოდიხარ
_გულშემატკივარი ხარ თუ ჩემი ოჯახისწევრების გაცნობის იდეალური შანსის გამოყენებას გეგმავდი _ ჩაიცინა და მზერა გაუსწორა
_ვერ დავმალავ, გამიელვა გონებაში ამ მზაკვრულმა აზრმა და ვემზადებოდი ფსიქოლოგიურად . შენ კი თურმე არ მოდიხარ
_სჯობს ჯერ მე გამეცნო და დანარჩენებზე შემდეგ იფიქრო, მთავარი მე ვარ
-ღმერთო როგორი ცეცხლი გაქვს ხოლმე თვალებში ...
-ფრთხილად უნდა იყო შენც არ დაგწვას ამ ცეცხლმა
-ბევრი შეიწირე?
-მთავარია ერთით არ გაიზარდოს ეგ რიცხვი , ძვირფასო დათა
................
თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მივიდა მოედანზე და მაინც გაიჭედა გზაში ,მანქანის გასაჩერებლად ადგილს ეძებდა ნაცნობი სახე, რომ დაინახა. ლილე არღვლიანი ნაკრების მაისურში გამოწყობილი , ჩვეული ნაბიჯებით მიაბიჯებდა და გვერდით მდგომს უღიმოდა , ბიჭიც მის მსგავსად ფერადკანიანი იყო, მაღალი , ათლეტური აღნაგობის , აფრიკული ნაწნავებით და მხრებზე მოფარებული საქართველოს დროშით. ხელში პატარა გოგონა ეჭირა, არეული ხვეული თმებით , ლოყაზე მიხატული დროშა მასაც გულმხურვალე ფანებს შორის მოაქცევდა, საოცარ სინთეზს ქმნიდნენ სამნი ერთად . გზა იმდენად იყო გადატვირთული, რომ მანქანა ძლივს გააჩერეს ამ დროში არღვლიანიც დაკარგა თვალტახედვის არეალიდან და მისი ნახვის იმედიც აღარ ჰქონდა სანამ ბედის ირონიით კვლავ არ შეამჩნია ამჯერად ტრიბუნაზე მჯდომი და-ძმის თანხლებით.
_გამარჯობა ძმაო... შეგიძლია ბილეთი გამიცვალო? აი იქ რომ დაჯდე და თუ საჭიროა მომდევნო თამაშის 2 ბილეთიც ჩემზე იყოს
_დუდა ხარ ხომ? ჩადუნელი ...
_მიხარია რომ მიცნობ
_გაგიცვლი ბაზარი არაა , ერთი ფოტო გადავიღოთ და ეგაა
_დიდი სიამოვნებით _თავად გამოართვა მობილური და ხელი გადახვია თავისზე პატარა ბიჭს. მეგობრებიც დაივიწყა და ოჯახისწევრებიც, ანდროს დებიუტიც აღარ ახსოვდა ისეთ მიზიდულობას და ინტერესს გრძნობდა ერთი სული ჰქონდა როდის დაფარავდა მანძილს. გზაში ორჯერ გააჩერეს, ბავშვებთან ერთად ფოტოები გადაიღო , მერე გოგონებთანაც შეჩერდა და უკვე იგრძნო ლილეს მზერა.
_რა დამთხვევაა მასწავლებელო ... ნამდვილად გულშემატკივარი ყოფილხართ , პატრიოტი
_გამარჯობა დუდა , როგორ ხარ ?
_შესანიშნავად...
_იცნობ ? შენ რა დუდა ჩადუნელი გაიცანი და არ თქვი? მასთან ფოტო არ გაადიდე და კედელზე არ
-მოსე გაიცანი შენი ერთ- ერთი საყვარელი ძიუდოისტი... დუდა ეს ჩემი უმცროსი ძმაა _ბიჭს ისე უჩქმიტა , რომ სახე შეუცვალა , მაგრამ დუდამ უკვე იცოდა ის რისი გაგებაც სურდა და სახეგაბადრული მოეხვია ფანს
_სასიამოვნოა შენი გაცნობა დუდა ... და შენ რა გქვია , პატარავ? _უკვე სკამზე იჯდა ბავშვს რომ გადახედა
_მე თინია ... შენ ჩემ დას უყვარხარ , იცი?
_გეშლება ჩემო ფერიავ, ეს სხვა ბიჭია , ის სულ სხვაა
_არაა , ესაა ... რომ მოიგო და ტიროდი _ ბავშვი არ ჩუმდებოდა ძმისგან განსხვავებით ვერ მიხვდა უფროსი და თვალებს რატომ უბრიალებდა. დუდა კი გამომეტყველებას ვეღარ აკონტროლებდა . მაქსიმალურად ეცადა ლილესთან არაფერი შეემჩნია,საჭირო დროს გამოიყენებდა ამ უტყუარ ცნობას.
_ჩვენ ხომ შევთანხმდით, შენ იქცევი კარგად და მე სნიკერსს ვყიდულობ
_ორ დიდს
_ერთი დღეს ერთი ხვალ და ახლა მაყურებინე , კარგი?
_შენ რომ გიყვარს ისეთი სიჩუმე აქ ვერ იქნება, დაო_მოსემ ჩუმად თქვა და მზესუმზირის შეკვრა მიაწოდა _ გინდა?
_დამაცდი ვნახო თამაში? _ ჩუმად ეუბნებოდა, მისკენ იყო შებრუნებული და ისე ეპატარავებოდა სკამები თითქოს დუდას ეკვროდა. საშინლად არ მოსწონდა ეს მდგომარეობა, მაგრამ გამოუვალი სიტუაცია იყო, დისკომფორტს ვერ გაექცეოდა ამიტომ ტვინს აიძულა მოეშორებინა უარყოფითი ემოციები და გარემოებით ტკბობა დაიწყო.
_ელენა , რომ არასდროს უყურებს ძალიან მიკვირს ... როგორ შეიძლება ასეთ თამაში არ ნახო და თან როდესაც, შენი ძმა არის მოედანზე
_ელენას დაბადებიდან ვიცნობ და დღემდე ვერ გავიგე რატომ არ გულშემატკივრობს რაგბს , როცა საქართველოში გამართულ ნებისმიერ ბრძოლაზე მოდის თუ მე ვასპარეზობ , ფეხბურთზეც დადის ჩვენთან ერთად და კალათბურთზეც. შენ სულ ასე ადრე მოდიხარ?
_ძირითადად კი , მირჩევნია მშვიდად დავაკვირდე ყველაფერს . წინასწარ ვხვდები ხოლმე ვინ როგორი განწყობითა და შემართებითაა _ დუდა უყურებდა ის კი სტადიონს არ აშორებდა მზერას. მერე უცებ გაიხედა ბავშვისკენ _ხელები , თინი _წარბი მაღლა აზიდა და ბავშვმაც შეწყვიტა წინ რიგის სკამებზე თამაში _მზესუმზირის კანების გროვაზე ნუ შედგები, მოსე _ ჩუმად ამბობდა , თითქმის ჩურჩულით, მაგრამ დუდას ესმოდა და ეღიმებოდა.

მალევე გამოჩნდნენ მოედანზე მოთამაშეები . ხალხის ნაწილი ჯერ ისევ გზაში იყო, ნელ -ნელა ივსებოდა ცარიელი ადგილები მწვანე მინდორზე კი გულაჩქარებული იდგა ანდრო გოთუა. პირველად ქართველი მაყურებლის წინ და თანაგუნდელებთან ერთად მღეროდა საქართველოს ჰიმნს. თამაშის წინ მუდამ ღელავდა , მაგრამ ამჯერად განსაკუთრებულად აფორიაქებული იყო , იმაზე მეტს მოითხოვდა საკუთარი თავისგან ვიდრე ოდესმე.თითქოს პირველად თამაშობდა და გამოცდა ჰქონდა ჩასაბარებელი რომელიც მის მომავალ კარიერას განსაზღვრავდა.
გასვლისთანავე დაინახა გოთუების მთელი ოჯახი , ელენას გამოკლებით. დროშებით ხელში იდგნენ , ბავშვებს მაისურები ეცვათ მისი ნომრითა და გვარით . ჩადუნელებიც იმავე რიგში ისხდნენ, სრული შემადგენლობით .
თამაშის დაწყებიდან პირველივე წამებში გაუქრა დაძაბულობის შეგრძნება , მაყურებლის არსებობა საერთოდ დაივიწყა და მხოლოდ ბურთის ხელში ჩაგდებაზე იყო ორიენტირებული. მეთხუთმეტე წუთზე პირველი ჯარიმა მოიპოვეს და მასზე დადგა ჯერი. ბურთი დადო , გასწორდა, ორ ძელს შორის გაიხედა , დაარტყა და დაინახა ელენა . ყველასგან შორს , უცხო ადამიანებით გარემოცული, სპორტული ჰუდით იჯდა და უყურებდა. დაკვირვების დრო არ ჰქონდა, თუნდაც მოჩვენება ყოფილიყო, მას შემდეგ ის იქ ეგულებოდა და გულიც სხვანაირად უცემდა. პირველი თამაშში მის მიერ მოპოვებულ პირველ 3 ქულას 5 წუთის შემდეგ მოჰყვა ლელო და ამჯერად გარდასახვის განსახორციელებლად მოემზადა. კურთხიდან დარტყმა , შეძახილები და 2 ქულა , რომელსაც ოვაციები მოჰყვა. 3 გარდასახვიდან 2 შეასრულა, ერთიც ძელს მოხვდა, 4 ჯარიმიდან სამი გამოიყენა . ბოლო წუთებზე კი ლელოთი დააგვირგვინა პირველი თამაში ეროვნულ ნაკრებში .
ელენა ვეღარ დაინახა, არავინ იყო მოწმე მისი მოჩვენების რეალურობა,რომ დაემტკიცებინა.

..........................
ჩადუნელი თავს მოღალატედ გრძნობდა უმეტეს მომენტებში ლილეს ემოციებს რომ აკვირდებოდა და არა თამაშის მსვლელობას. მისი სხეულის ენას სწავლობდა , როგორ პოზას იღებდა მოსალოდნელი ლელოს წინ . გარდასახვების დროს ირინდებოდა , თითებს ერთმანეთში ხლართავდა და მერე დგებოდა როგორც კი ძელებს შორის გაივლიდა ბურთი. არ ერიდებოდა ხალხთან ერთად ხმაურს, მაგრამ აშკარად მეტი სურდა და თავს იკავებდა.
სხვა დროს ანდროს სუსტ და ძლიერ მხარეებზე იფიქრებდა ახლა კი იმ გულშემატკივარზე დარდობდა ,რომლებიც ცნობდნენ და ავტოგრაფისა თუ ფოტოს მიღების მიზნით მიდიოდა მასთან. უხერხულად პირველად გრძნობდა თავს, როდესაც გოგონები ეხვეოდნენ და მსუბუქი ფლირტის სურვილიც არ ჰქონდა , პირიქით მთელი სხეულით გრძნობდა დაძაბულობას .ლილეს დაკვირვების ობიექტი იყო ,არ უნდოდა შეცდომა დაეშვა .
თამაშის შედეგმა ყველანი გააბედნიერა, დადებითად დამუხტული მიჰყვებოდა მაყურებლის მიერ შექმნილ რიგს და იმედი ჰქონდა ლილესთან მშვიდობიანი განშორების , ცეკვის შემდეგ გაკვეთილამდე რომელიც სულ მალე ექნებოდა . ქალმა აღტაცება და სიხარული გაუუფერულა, და-ძმას,რომ ჩამორჩა და დუდას მშვიდი, გარკვეული ტონით უთხრა
_იმედია სხვა დროს ეს ყალბი დამთხვევის სცენა არ განმეორდება და ბედნისწერის ძაფების ილუზიის სასაცილო მცდელობა არ გექნება. ვიმედოვნებ მეგობრები და ოჯახისწევრები არ გაგინაწყენდნენ სულ სხვა მხარეს რომ დაიკავე ადგილი _პასუხს არც დაელოდა ისე აქცია ზურგი და წინ მიმავალ და-ძმას მიუახლოვდა.ბავშვი შუაში დააყენა, ხელი ჩაკიდა და ისე განაგრძო სვლა თავის მსგავს ორ ნაწილთან ერთად.
...........
-მერე დაარტყა და ისევ გაიტანა
-იცი ხალხი როგორ ყვიროდა?
-ხოო, ანდროს სახელსაც ახსენებდნენ , მესმოდა
-მაგარიაო ამბობდნენ ... ანდრო მართლა ყველაზე მაგარია - გვიან ღამემდე უსმენდა ტყუპების ემოციებს და არაფერს ამბობდა
-დაიძინეთ ,დროა უკვე . ხვალ სკოლაში უნდა წახვიდეთ
-ფოტოები ნახე? ყველანი ერთად არიან ახლა
-აუ ჩვენ რატო არ მივდივართ რესტორანში?
-ვაიმე შენ სულ გშიაა რაა- ლილიამ თვალები სასაცილოდ აატრიალა და საბანი დაიფარა- ბავშვები სად იყვნენ იქ
-გოგოები,რომ იყვნენ?ანდროსთანაც იყო ერთი ...
-ეგ ანდროს შეყვარებულია
-შენ რა იცი
-ვიცი... ასე უყურებდა პრინცესა პრინცს მულტფილმში და მერე ერთმანეთი უყვარდებათ
-ანდროს რომ უყვარდეს გვეტყოდა
-ხო,ხო სულ შენ გეტყოდა
-მეტყოდა, ჩვენ ძმები ვართ და ნუ გშურს ყველაფერს რომ ვუყვები
-მე არ ვუყვები და მიყვება?
-კამათს თუ არ შეწყვეტთ მე მივდივარ, აღარ ვიცი უკვე როგორ დაგამშიდოთ- ხმას აუწია ისე,რომ თითქმის ყვირილამდე მივიდა ბავშვებს ისე გაუკვირდათ თვალებგაფართოებულები უყურებდნენ. უცებ დაიმალნენ საბნის ქვეშ
-ნუ გვეჩხუბებიი... დავიძინეებთ
-არ გეჩხუბებით ჩემო სიყვარულებო, ჩემო შოკოლადებო უბრალოდ გვიანია
-გვიყვირე და როგორ არ გვეჩხუბები
-დავიღალე უბრალოდ, მაპატიეთ კარგი? მოდი ჩამეხუტეთ , მაკოცეთ და წავედი. დაგტოვებთ მარტოს და დაიძინეთ ერთად ან ნინა შემოვა
-დავიძინებთ, გვაკოცე და წადი შენს ოთახში
-ხომ შევრიგდით- ორივეს ეხვეოდა,კოცნიდა და გულაჩუყებული უყურებდა მათ თვალებს წყენის კვალი რომ დახვედროდა ალბათ თავს ვერ აპატიებდა
-კი ...
-მიყვარხართ
-ჩვეეეენც

ბავშვებიც დააძინა, ნინა და ერეკლეც თავიანთ საძინებელში იყვნენ უკვე ანდრო კი არ ჩანდა. ვიდეოებს უყურებდა, ყველაფერს ეძებდა და ქექავდა რომ გაეგო იქ რა ხდებოდა. ეძებდა გოგოს, რომელიც მართლაც არსებობდა და რომლის სიახლოვეც ანდროსთან ბავშვების ეჭვებს ადასტურებდა. მორიგ ვიდეოს უყურებდა მანქანა ,რომ გაჩერდა და ანდრო შევიდა ეზოში . ფანჯარასთან მივარდა, ფარდა სწრაფად გადასწია და დაინახა ბანცალით მომავალი როგორ შეჩერდა ,თავი ასწია და მზერა გაუსწორა პირელივე მცდელობისას ზუსტად იქ გაიხედა სადაც იცოდა ელენა იდგა.


................
_რით დავიმსახურე შენი რისხვა მეტყვი თუ ასე უნდა წავიდე _იწურებოდა გაკვეთილის დრო ლილეს კი ერთი სიტყვაც არ ჰქონდა ნათქვამი მითითებების გარდა
_მე და შენ ზუსტად 5 დღეში ვასრულებთ ნაცნობობას . შედეგი უნდა დადო სხვა რა არის სალაპარაკო? თუ სწავლების მეთოდი არაა დამაკმაყოფილებელი ვეცდები სხვანაირად აგიხსნა
_სერიოზულად? გინდა დამარწმუმო რომ ასეთი მკაცრი გამომეტყველებით იმიტომ მიცქერ რომ სულ ასეთი ხარ?
_დანაშაულის შეგრძნება გაქვს და ვერ ისვენებ? იქნებ მითხრა რა ჩაიდინე , მე ვერ ვიხსენებ
_არაფერი ჩამიდენია, მაგრამ არ ვიცი ქალები
_ქალები რას როგორ აკეთებენ, ფიქრობენ და შემდეგ მოქმედებაში ახორციელებენ არ მადარდებს. ხვალ ელენაც მოვიდეს და ერთად იცეკვეთ ... მასთან ერთად გეგმავ ცეკვას ხომ ?
_ელენა ვერ მოახერხებს მოსვლას ქალაქიდან გადის და შენ რომ იცეკვო ?
_ ქორწილში მე არ ვიქნები ... მხოლოდ შენ , ის და მუსიკა . ეს ხომ უბრალოდ ცეკვა არაა , ქართულია ყველასთან ვერ იცეკვებ
_მე ვერ ვიცეკვებ თუ შენ ვერ იცეკვებ ჩემთან იმიტომ , რომ არ ვიმსახურებ
_მეწყვილე გჭირდება , ერთხელ მაინც ... ისე აზრი აღარ აქვს გაკვეთილების გაგრძელებას. უკვე იცი იმ დონეზე რა დონეც ქორწილშია საჭირო და ფუჭი დროის ხარჯვა იქნება
_გინდა, რომ დავასრულოთ ? თავიდან მიშორებ ?
_გათავისუფლებ ზედმეტი თავისტკივილისგან .
_სხვა ცეკვაც მინდა ვისწავლო
_მე და ელენა მხოლოდ ქართულზე შევთანხმდით
_ქართულია ყველა აქარულიც, რაჭულიც, ხორუმიც და აფხაზურიც
_თანახმა არ ვარ
_რატომ , ხომ თქვი , რომ მარტივად ვსწავლობ და პრობლემა არც სხვა ცეკვა იქნება , მაგალითად სვანური
_არა !
_სვანი ვარ და მინდა ვიცოდე
_როგორი სვანი ხარ სვანეთშიც კი არ ყოფილხარ არასდროს და შენ მეუბნები , რომ სვანი ხარ? _ ინტერვიუში მოსმენილი გაახსენდა და არც კი დაფიქრებულა ისე მიახალა
_ორი თვის წინ ვიყავით, ნაკვეთი ვიყიდეთ და სახლის აშენებას ვაპირებთ . ახალი ინტერვიუ მსოფლიოს შემდეგ მექნება, ოქროს რომ მოვიგებ და აუცილებლად იქედან ჩავწერ. არ გამოტოვებ , მჯერა _ ნიშნისმოგენით უთხრა , მისკენ დაიხარა , ყელზე ხელი შეუცურა, ჩამოშლილი თმა მაღლა აუწია , სამაგრის ქვეშ მოაქცია და შემდეგ გაუღიმა _ შეიყვარე
_ვინ _ დაბნეულს გონება აღარ უჭრიდა. ახლოს მდგომს თვალს ვერ აშორებდა , მისმა ღიმილმაც კი ვერ განოაფხიზლა
_უნიკალური შენი თავი ... მე უკვე გიყვარვარ, ვიცი _ხელის ზურგი ლოყაზე შეახო. არეულ შავ თვალებს ხედავდა და გაორმაგებულ პულსაციას გრძნობდა
_კარი არის შენს უკან , შებრუნდი და დაახლოებით 10 ნაბიჯში გახვალ . ნახვამდის, იმედი მაქვს შთაბეჭდილებას მოახდენ ყველა ქალზე ვინც ქორწილში იქნება და იმათზეც ვინც არ იქნება და ვიდეოს ნახავს ...
_მთავარი შემფასებელ_კრიტიკოსი შენ იქნები და ქორწილის მოსაწვევიც მაქვს . ორია, ერთი მოსეს ერთიც შენ... მოსეს ვეპატიჟები როგორც ჩემს ერთგულ გულშემატკივარს და შენ , როგორც ჩემ პედაგოგს _ ღრმად ჩაისუნთქა და თემა შეცვალა .
_გმადლობ, მაგრამ დრო არ მაქვს. მოსე კი შეგიძლია შენს ქორწილში დაპატიჟო
_ჩემ ქორწილში დაპატიჟების გარეშეც იქნება , როგორც ვატყობ
_მიდიოდი
_ხო, ზუსტად ... ნივთები უნდა აგეღო
_არ გამოგყვები, დუდა
_ცოლად ჯერ არ , სახლში წაგიყვან ამ ეტაპზე
_დუდა
_დიახ
_ნახვამდის
_ეგ სახლთან რომ გავაჩერებ მანქანას და გადახვალ მერე მითხარი
_არა
_როგორც სჩანს გემოვნება ერთნაირი გვაქვს, მეც ვუსმენ ჯგუფ "არა"_ს და მანქანაში რომ ჩავსხდებით მოვუსმინოთ
_შევიშლები
_ვიცი,შეშლილი ხარ მხოლოდ ჩემზე _ უღიმოდა და თავს ძლივს იკავებდა ხელი რომ არ მოეხვია და მთელი სახე რომ არ დაეკოცნა . იმდენად საყვარელი იყო , მისი მიმიკები , ღრმა ჩასუნთქვები თავის შესაკავებლად და დასამშვიდებლად აშკარად მოქმედებდა .
_თუ გეტყვი , რომ სვანეთში მივდივარ?
_დროს ვკარგავთ , დიდი გზა გვქონია გასავლელი .

შეიშალა , ნამდვილად გაგიჟდა მანქანაში მის გვერდით რომ დაიკავა ადგილი და ჩაირთო სიმღერა არას "კი " და გაისმა მომღერლის ხმა
_დრო გადის ძალიან ჩქარა
.............
მანქანა გააჩერა და ჩაძინებულ გოგოს მზერა გაუსწორა. მზე ამოდიოდა, წინ ულამაზესი ხედი ჰქონდა , მაგრამ წამითაც არ მოუშორებია თვალი არღვლიანისთვის. ცხოვრებაში პირველად ჰქონდა მსგავსი სიმშვიდისა და კომფორტის განცდა. ლილემ თავისი ღამისფერები რომ მიაპყრო , გაეღიმა
_სიზმარი არ არის ... რეალური ვარ
_ხვდები მაინც რას აკეთებ?
_მე უბრალოდ ვცხოვრობ და ჩემ ცხოვრებაში შენი შემოყვანის სურვილი მაქვს
_და ფიქრობ ჩემ ცხოვრებას მიიღებს შენი?
_აუცილებლად თუ შენ იქნები ის ვინც სინამდვილეში ხარ... ნიღბების გარეშე
_სარკის წინაც არ ვრჩები შიშველი საკუთარ თავთან ვერ ვიხსნი ნიღაბს და შენ
_მე მარტივი ვარ , ერთი ხელის გაწვდენაზე და თუ ხელს გამომიწვდი ეს იქნება პასუხი, რომელიც ამ ეტაპზე სრულიად საკმარისი იქნება
_ასეთი მარტივი ვერ იქნები ... _ მტევანს დახედა, ხელისგულს რომლის სითბოს შეგრძნება სურდა _ სულელი პეპელა რომელიც ნათებისკენ მიიწევს მიუხედავად იმისა, რომ იცის მასთან სიახლოვე ფრთებს დაწვავს _ერთს ამბობდა და მეორეს აკეთებდა. წინადადების დასასრულს უკვე მისი მტევანი ჩადუნელის თითებსშორის იყო მოქცეული _ეს არაფერს ნიშნავს, ნებისმიერ დროს როგორც კი დისკომფორტს ვოგრძნობ და მივხვდები, რომ ჩემი ცხოვრების ხარისხი ეცემა შენთან კავშირით
_მეტი დამაჯერებლობისთვის , სრულუფლებიანობისთვის, მჭირდება ... _ საუბრით გართულს მკლავი ისე შემოჰხვია მისი მტევანი ჯერ კიდევ არ გაუთავისუფლებია . დანახვის წამიდან ელოდა მომენტს როდესაც ზღვარს გაანულებდა და მის ტუჩებს შეეხებოდა , მაგრამ ამდენად ამაღელვებელი თუ იქნებოდა ვერ წარმოიდგენდა. არღვლიანის ყველა ემოციას გრძნობდა, დაბნეულობა, დაძაბულობა და გაოცება უკანა ხაზზე განლაგდნენ როდესაც დადებითი მუხტის აღქმა დაიწყო. მკლავი ყელზე ჰქონდა შემოხვეული თვალები რომ გაახილა და სულ ოდნავ მოშორდა
_ეს უკვე სერიოზული განაცხადია _ ლოყაზე აკოცა ამჯერად და შემდეგ ხელისზურგზე აკოცა _ახლა შეგიძლია სახლის მისამართი მითხრა
_ არა, არ შემიძლია ... სახლში ამ დროს ვერ მიმიყვან. შენ , მე ღმერთო ჩემო
_ღრმად ისუნთქე , ყველაფერი რიგზეა
_არ არის
_არის!
……………..
სახლში მარტო დაბრუნდა. ჩუმად ავიდა საძინებელში და ემოციებით გადაღლილს ჩაეძინა . დილით დედამ გააღვიძა. საწოლთან იჯდა და თავზე ეფერებოდა .
_დე
_ჩემო მზე _ ქალი დაიხარა და ლოყაზე აკოცა
_მამა სად არის?
_სახლი... ვჭამოთ . წამოდი
_მოვწესრიგდები და ნახევარ საათში ჩამოვალ.

ბედნიერმა ჩაირბინა კიბე და ეზოში გავიდა, მაგრამ ადგილზე გაქვავდა დუდას დანახვისას. მისკენ მიაბიჯებდა, ხელში ყვავილები ეჭირა და კიდევ რაღაც ყუთი .
_არა, არა და არა _ წინ გადაეღობა, იფიქრა შევაჩერებო მან კი გაუღიმა და ლიყაზე აკოცა
_კი, დიახ, სხვაგვარად წარმოუდგენელია _სამივე არას განსხვავებულად უპასუხა და შემდეგ უფროს არღვლიანს გაუსწორა მზერა _ გამაცნობ თუ თავად გავეცნო _ჩუმად უთხრა და თან გასწორდა
_გამარჯობა ...
_გაგიმარჯოს _ აშკარა იყო კაცმა შორიდანვე იცნო, მაგრამ ახლოს მისვლას დაელოდა _ დუდა ჩადუნელი, არა? _ხელი რომ გაუქოდა და მანაც თავისი მარჯვენა შეაგება შემდეგ გახედა შვილს
_დიახ . სასიამოვნოა თქვენი გაცნობა
_სახლში შევიდეთ ... მობრძანდით _ბიჭს კიდევ ერთხელ შეავლო მზერა და ისე შებრუნდა ლილესკენ აღარ გაუხედავს .
სასტუმრო ოთახში ქალი შეეგება ჰიჯაბით , გრძელი კაბა ეცვა და სახისა და მტევნების გარდა თითქმის არაფერი მოუჩანდა.
_გამარჯობა _ წამით დაიბნა , ვერ მიხვდა როგორ მისალმებოდა შემდეგ კი არჩევანი ქართულზე გააკეთა
_გამარჯობაა ... დაბრძანდით _ აქცენტის მიუხედავად ქართული აშკარად იცოდა . ბიჭს ყვავილებიც გამოართვა და ყუთიც _მადლობა
_დავსხდეთ ... გავიგოთ რა არის ჩემპიონის ჩვენთან სტუმრობის მიზეზი
_მიზეზი თქვენი გაცნობაა მხოლოდ ... დარწმუნებული ვარ იცით ლილე ჩემი ცეკვის პედაგოგი, რომ არის
_როგორც სჩანს მხოლოდ ცეკვის გაკვეთილები არ არის თქვენს შორის _ კუშტი მზერით შეხედა ახალგაზრდების ხელებს ერთმანეთისთვის რომ ჩაეჭიდათ. ლილე დაბნეული უყურებდა , სიჩუმე არჩია , ჩადუნელს ელოდა არ უნდოდა რაიმე ზედმეტი ეთქვა
_ჩვენი ნაცნობობის ისტორია მცირე დროს მოიცავს, მაგრამ საკმარისს იმისთვის , რომ ერთმანეთის მიმართ ინტერესი გაგვჩენოდა და გრძნობები
_რომელი გრძნობები ერთ კვირაში რა გრძნობები გაგიჩნდა ყმაწვილო ... აქ რომ მოგიყვანა ისეთი
_აქ ლილეს თქვენდამი, ოჯახისადმი პატივისცემამ მომიყვანა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს არ მინდა თქვენგან მალულად მოუხდეს ჩემთან შეხვედრა. აქ იმიტომ ვარ, რომ უფლება გთხოვოთ მასთან პირველი პაემნის და მისი გულის მოგების სხვა მცდელობების
_ამხელა გზა იმისთვის გამოიარე, რომ ჩემ გოგონასთან შეხვედრების უფლება მთხოვო?
_და დავრწმუნდე , რომ ლილე მშვიდი , ლაღი და თავისუფალი იქნება
_ისე არ არის ?
_არის, მაგრამ არა პირადი გრძნობების გამოხატვისას.
_იცი შვილო რა დროში ცხოვრობ ? დავიჯერო ამ ასაკამდე ვისაც ხვდებოდი ყველას მშობელს ეცნობოდი?
_რა თქმა უნდა, არა _ჩაიცინა და ლილეს ხელი კვლავ იპოვნა _ ჩვენი ხასიათი და შეხედულებები საერთოა ამიტომ მის ადგილას თავი წარმოვიდგინე და გადავწყვიტე გამეცანით . ვფიქრობ ცუდი აზრი არ იყო და თუ უარს მეტყვით ახლავე დავიწყებ თქვენი კეთილგანწყობის მოპოვებას
_ერთდროულად მოიპოვებ ჩემ კეთილგანწყობას და ლილეს გულს?
_არასასურველი სასიძო ვარ თქვენთვის?
_ ჯერ პირველი პაემანიც არ გქონიათ და უკვე სიძედ გახდომაზე ფიქრი ნაადრევი ხომ არ არის
_გრძელვადიანი მომავლის გეგმა, რომ არ მქონდეს აქ არ ვიქნებოდი
_ლილე შენ გამთენიისას მისი თანხლებით დაბრუნდი სახლში? _ სხვა არფერი უკითხავს
_მისი აქ ყოფნა გეგმის ნაწილი არ არის ... მოულოდნელი და ჩემთან შეუთანხმებელი ნაბიჯია
_ერთად ამოხვედით სვანეთში თუ ცალ_ცალკე _მეთქი, ლილე
_ ერთად
_საუზმის მომზადებაში დაეხმარე დედას და ჩვენც შემოგიერთდდებით . მანამდე დუდა მომიყვება როგორ იგებს ყველა ბრძოლას იპონით
……………………….
_შენი ძმის ქორწილია რა დროს ვარჯიშია კესარია? თვალისმომჭრელად ლამაზი უნდა იყო ... იქნებ წასვლამდე პატარა რომანიც გააჩაღო და მოგონებები გაიყოლო თან
_შენც რომ ივარჯიშო კარგი იქნება ... უარყოფითი ემოციისგან გათავისუფლდები
_ხომ ვვარჯიშობ ... სულ არ შემიძლია
_დუდა დარტყმას რომ გასწავლიდა გახსოვს ?
_გამოვიყენებ კიდეც თუ დამჭირდება
_ოოხ როგორ არავინ იცის ამ კნუტის მიღმა ავაზა რომ იმალება
_ქალი გამოუცნობი უნდა იყოს... სასურველი ვერ გახდები საინტერესო თუ არ ხარ და შემდეგ იმ ერთის გულსაც მოიგებ შენ რომ გინდა
_არავინაც არ მინდა... მამაჩემს ახლა ბიჭი რომ გავაცნო მაშინვე ქორწილს დაგეგმავს როგორმე რომ დამტოვოს
_ზურასთან ჯიბრის გამო ნუ იტყვი უარს ქალურ ბედნიერებაზე. იმსახურებ გვერდით კაცს, რომელიც საყრდენად გადაგექცევა, ვისთანაც პატარა კნუტი გახდები ვინც გულს აგიჩქარებს და აღელვებულს დაგამშვიდებს
_ასეთი კაცი არ არსებობს, მე ვერავინ გამიძლებს და ჩემ ცხოვრებას , ჩემს ხასიათს ვერ შეეჩვევა
_როდის დაინახავ საკუთარ თავს , ჩაიხედე სარკეში და ნახე რა ლამაზი ხარ . ამ სპორტულ საცვლებს ერთ დღესაც დაგიჭრი. გაგიბრტყელა მკერდი რა უბედურებაა _ თვალები აატრიალა და ზურგზე მიაწვა _მიდი იბანავე, ჩაიცვი და წავედით. ყარს აქაურობა ფუ , როგორ ძლებ. რამდენი საათია ვარჯიშობ, სულ სველი ხარ
_ნუ წუწუნებ გთხოვ... ჯერ უნდა ვისადილო თორემ წავიქცევი
_გავიაროთ სადმე, მეც მშია და მერე დავიაროთ მაღაზიები
………………….
სავაჭრო ცენტრში გაბრწყინებული სახით მიაბიჯებდა კესარიასთან ერთად. უყვარდა მისი გარდერობის განახლება , საკუთარი თავისთვის პარალელურად არჩევდა რამდენიმე ნივთს სრულიად მარტივად ბევრი ფიქრის გარეშე , შეხედავდა და მორჩა , იცოდა რაც სურდა. ჩადუნელი კი მუდამ ჭირვეულობდა, გეგონებოდათ ორი ქალისთვის ჰქონდა შეძენილი ნივთები .
_გაირება გაქვს ...ვამბობ , ბიპოლარული აშლილობაა
_ექიმი მე ვარ თუ შენ
_შენი მეცადინეობები მომისმენია ასე რომ ცოტა რამ მეც გამეგება
_ყველაფერი გაგეგება კაცმა რომ გკითხოს, მეტიჩარა
_როგორი საყვარელი ხააარ , ვგიჟდები შენზე
_რას არ იტყვი ხოლმე , საყვარელი და მე? ღმერთო ჩემოო
_რატომ გგონია , რომ არ შეიძლება იყო ერთდროულად ძლიერი და საყვარელი ...
_აი დამთხვევაც ამას ჰქვია
_არ თქვა რომ დათაა სადმე
_არა , დათა ქალაქგარეთაა... ანდროა ბავშვებთან ერთად _ მაღაზიაში მარტივი შესამჩნევი იყო უამრავ ქალსა და ბავშვს შორის მისი ფიგურა . ტყუპებთან ერთად თამარა ჩადუნელიცთან ჰყავდა, გოგონა მაიდასგან განსხვავებით ნამდვილი პრინცესა გახლდათ . ანდროს ხელზე თითები ჰქონდა ჩაჭიდებული და თვალებდაწვრილებული უყურებდა მანეკენებზე მორგებულ კაბებს სანამ ტყუპები რიგებს შორის დარბოდნენ . სანამ გონს მოვიდა კესარია მანამ ამოქმედდა
_ანდრიი ... მაინც შემოგიტყუეს ხომ ? რომელმა ლილიამ თუ თამარამ
_მამიდაა კესო , მე არა მითქვამს
_ეს პარკები სულ შენებია ხომ?
_ანდრომ თქვა აიღეო, ხო? _ გრძელ წამწამებს აფახუნებდა და ისე უყურებდა კესარიას
_ისეთი გემოვნება აქვს მგონი დიდი დიზაინერი იქნება ... შეცვლის მოდის სამყაროს _ სიყვარული ეღვრებოდა თვალებში გოთუას. პატარა გოგონას თავზე მოეფერა და მუქი ხვეულები ზურგზე გადმოუყარა
_მოგწონს როგორც მაქ? ანდრომ გამიკეთა _თავზე ანიშნა , აბრეშუმის ჭრელი ნაჭერი ეფარა , რომელიც მისი სამოსს ეხამებოდა
_ყოჩაღ ანდროს, მაგრამ შენ რომ ულამაზესი ხარ სალომეს და ირაკლის დამსახურებაა _ ძმისშვილს აკოცა და შემდეგ ტყუპებს შეეგება ხელში ძლივს იჭერდნენ ტანსაცმელს
_ამათ შევიტანთ გასახდელში
_მიდით ჩვენ აქ დაგელოდებით
_კესოო და ელენე თქვენც აქ ხართ რა მაგარია, ერთად ვიშოპინგოთ
_ანდრო არ გყოფნით ?
_ოო მაინტერესებს თქვენ რას იყიდიით
_ანდროს საქმეები აქვს_ელენამ მაშინვე უპასუხა
_არ მაქვს . აქედან ფილმის სანახავად მივდივართ და შემდეგ გასაღტობ ცენტრში , მერე ვივახშმებთ და გვიან დავბრუნდებით სახლში _ თავის გეგმაზე მოახსენა და ბოლოს დაამატა _თქვენ თუ გაქვთ სურვილი შემოგვიერთდდით .
_მეც სიამოვნებით ვიქნები თქვენთან ერთად ... _კესარიამ უპასუხა და გასახდელთან დადგა ბავშვების მოლოდინში
_ კაბა ნახე იმ მაღაზიაში ... მარჯვნივ , ბოლოშო მანეკენს აცვია _ისე უთხრა ზედ არ შეუხედავს , თამარა ხელში აიყვანა და მასთან ერთად დაჯდა სავარძელზე.
არ დაუნახავს ელენა როდის გავიდა და იყიდა მისი რჩეული კაბა , ბავშვებზე იყო კონცენტრირებული და ბედნიერ წუთებს აგროვებდა, თავისუფალი სუნთქვის დაჭერას ცდილობდა . სივრცის , როცა ბორკილებს მოიხსნიდა და თავშეკავება არ მოუხდებოდა. ბავშვებთან კი ის იყო რაც სინამდვილეში, დიდი პატარა ბიჭი ნათელი სულითა და უზარმაზარი გულით . მათთან სიყვარულის გამოხატვა უყვარდა ყველაზე მეტად, ბედნიერს რომ ხედავდა , რომ ზრუნავდა და სურვილის გაჩენისთანავე გულში იკრავდა .

მთელი დღე ერთად გაატარეს . ერთმანეთისგან შორს და ყველასთან ახლოს, მაგრამ მაინც წლების შემდეგ ისევ გამოუვიდათ მშვიდად მიყოლა დროზე. ყელში გაჩხერილ ბურთს ყოველ წამს ემატებოდა წვეთები ,ბავშვებთან მისი ქცევის , მისი ყველა გულიანი გაცინების, თვალებში გაჩენილი სხივის დანახვისას . უყვარდა როგორი ძმაც იყო ტყუპებისთვის და იმედი კესარიასთვის. სუნთქვას უკრავდა მისი უსიტყვო ზრუნვა ყველაზე ვინც ირგვლივ ჰყავდა, სიშორის მიუხედავად რომ იცოდა ვის რა უყვარდა, რა არ მოსწონდა თუ რა აშინებდა.
მთელი დრო ბედნიერმა გაატარა , იმაზე ემტი მიიღო რა წარმოდგენითაც დილა დაიწყო , მაგრამ ვახშმის დროს თამარას წამოწყებულმა დიალოგმა ფიქრები აურია
_ილიას ერთი გოგო მოსწონს... შენ გყავს შეყვარებული?
_მყავს , ვიღაც ...
_გამაცნობ?
_ვნახოთ , თუ შეყვარებას შევძლებ გაგაცნობ... ილიას გოგოს იცნობ ?
_კი და მომწონს, ლამაზია

სახლში მარტო დარჩენილმა ვეღარ დაიტია ნაგროვები ცრემლები და აქვითინდა. ყველაფერს ერთად ხედავდა , ბედნიერ მომენტებს ანდროს ნათქვამი "მყავს ვიღაც" ფარავდა და სიბნელეში ერთიანად იკარგებოდა.

_ჩემი მონატრება ცალმხრივი როდემდე უნდა დარჩეს ქალბატონო ელენა? სად გადამალეთ გულის კარის გასაღები ასეთ ადგილას... მინიშნებას ვითხოვ, მცირედს მაინც ან ვახშამს, ერთ ფინჯან ყავას ? არც ჩაი? _ იყო დათას შეტყობინება და გონებამ იპოვნა გამოსავალი . გაქცევის მორიგი მცდელობა .
.................
ქორწილის წინა ღამეს ჯერ კიდევ არ ჰყავდა ლილე დარწმუნებული და სხვა არაფერი ადარდებდა იმის გარდა, რომ მასთან ერთად უნდა ეცეკვა ძმის ქორწილში. შუაღამეს საქმეები რომ მოაგვარებინა შეშლილ წყვილს შემდეგ მიაკითხა კორპუსთან არღვლიანს
_ისევ მანქანაში ხარ ? რით ვეღარ მიხვედი სახლამდე ხვალ გაღვიძება არ გინდა?
_ჩამოდი, მაკოცე და მშვიდად დავიძინებ
_სად ხარ
_გადმოიხედე ფანჯრიდან და დამინახავ
_იმედია ისე არ იბანალურებ რომ სერენადა მიმღერო
_სიმღერა შესარიგებლადაა და მე შენს გაბრაზებას არ ვაპირებ ან სხვა უფრო სასიამოვნო და ორმხრივ მომგებიანი ხერხებით ვეცდები _ უკვე ფანჯარასთან მდგომს უყურებდა და ისე ელაპარაკებოდა
_გგონია ახლა არ ვბრაზობ ? თინეიჯერივით უნდა გამოვიქცე საღამურით, გაყინული შენ გამათბო ?
_სულ ცოტა რომანტიზმიც არ ბუდობს შენში ? გადაღლილი, გაწამებული შეყვარებული რომ მოგაკითხავს შუაღამეს
_და დაგირღვევს ძილის რეჟიმს ასევე გადაღლილს
_ანუ არ ჩამოხვალ?
_არ ვაპირებ მთელი სამეზობლოს გასაჭორი გავხდე და მერე მამაჩემთან ახსნა განმარტებები ვაკეთო
_ისეთი სვანი ხარ ცხენით უნდა გაკითხავდე, ნაბადში გახვევდე და გიტაცებდე
_დაგვედევნებოდნენ , ჩემ თავს წაგართმევდნენ და სიკვდილის პირას მიგიყვანდნენ მაგ შეურაცხყოფისთვის
_სასიმამროს თუ მოვწონვარ ?
_არა იმდენად, რომ ყველაფრის უფლება მოგცეს ... საერთოდაც მთავარი აქ მე ვარ და არა მამაჩემი . მე კი არ მინდა ჩვევად გადაგექცეს შუაღამეს ჩემს ბინასთან დგომა .
_როგორ ვერ ხვდები, რომ მომენატრე
_ტყუილია ! შენ უბრალოდ გინდა დამარწმუნო ხვალ ქორწილში წამოვიდე . ვფიქრობ მხოლოდ მოსე მიიღებს შენს მოწვევას
_მე კი ვფიქრობ, რომ შენ გეშინია ჩემ გვერდით ყოფნის და თუ ხვალ იქ არ იქნები დავრწმუნდები ამაში
_გგონია ამ ბავშვურ გამოწვევას მივიღებ და რამის დასამტკიცებლად მოვალ?
_რატომ მიჩნდება ისეთი შეგრძნება სენთან ყოველი საუბრის შემდეგ ,რომ თითქოს შეყვარებულობას კი არა ომის დაწყებას ვცდილობთ
_ამიტომ არ უნდა ეცადო შეყვარებულობანას თამაში ქალთან რომელსაც არ იცნობ და მხოლოდ მისი გარეგნობა გიზიდავს,უცხო და მიმზიდველ ხილად გეჩვენება _ ზარი დაასრულა. ფარდა გადასწია და მისი სხეულის კონტურიც გაქრა არეალიდან . შუქიც კი ჩაქრა და დარჩა ჩადუნელი გაოგნებული . წამში მოსწყდა ადგილს, სადარბაზოსკენ დაიძრა და მერე მიხვდა, რომ ასე ვერ შევიდოდა . უკან დახევა, სახლში დაბრუნება და ერთი დღის შემდეგ გაგრძელება გადაწყვიტა.
.................
ქორწილის დღე რომ გათენდა წამითაც არ დაუშვია ლილე თუ ჯვრისწერაზე მივიდოდა. მოსეც თან ახლდა და ვარდების თაიგულით ხელში მიემართებოდა გაოგნებული ჩადუნელისკენ
_გილოცავ _ლოყაზე ტუჩები ხანგრძლივად შეახო და თანვე ჩასჩურჩულა
_აქ ხარ ? ჩვენი საუბრის შემდეგ , ბინიდან რომ არ ჩამოხვედი და ჩახუტების უფლება არ მომეცი ... ამ ყველაფრის შემდეგ აქ ხარ და ურცხვად მეკეკლუცები?
_რესტორნში მოსვლას ვგეგმავდი, მაგრამ შევცვალე დღის განრიგი და მოვედი რათა აქ მყოფ უამრავ გოგოს მინიშნება მივცე შენი თავისუფლების დასრულების შესახებ
_გადაწყდა , რომ დასრულდა ? დღეს ნიკუშას თავისუფლება მთავრდება და ჩვენც დავიწეროთ ჯვარი?
_ჯვრისწერამდე აპირებ მრუშობას?
_მე ვაპირებ შეგიყვარო... პროცესი დაიწყოს და შენ ჩემს ტუსაღად გადაქცევის გეგმას თუ გამანდობ გავწყვეტ მცდელობას ისევე მარტივად როგორ მარტივადაც დავიწყე
_მამაჩემის სახლში შებიჯების წამიდან დასრულდა შენი უდარდელი ცხოვრება , როგორ ვერ ხვდები , მაგრამ დღეს თუ არა ხვალ გაირკვევა ომი ვისთან გვექნება .
_ერთმანეთთან , ალბათ
_გამაცნობ მეგობრებს და ოჯახისწევრებს ეტაპობრივად თუ აქ მართლა ფოტოებისთვის ვარ

როგორც კი მოდუნდა და დაიწყო ლილესთან ერთად გადაადგილება მაშინვე გადავიდა დეტალების შემჩნევაზე. მისი დახვეწილობა , სისადავე და გამორჩეულობა ყველა ნაბიჯზე შეიმჩნეოდა. არაფერი იყო მის ქცევაში გამომწვევი, მიზიდულობა კი უმაღლეს ნიშნულს აღწევდა. დუდამ ერთ_ერთ მომენტში წელზე მკლავი რომ შეუცურა ისე მოიშორა საუბარიც არ შეუწყვიტავს ელენასთან. მარტო რომ აღმოჩნდნენ შემდეგ ახედა და გაუღიმა _ ხელებს თუ გააკონტროლებ , თავს უკეთ ვიგრძნობ
_წარმოდგენაც არ გაქვს ამქვეყნიურ სიამოვნებაზე, ხომ? _ ლოყაზე აკოცა, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ უმაკიაჟოდ იყო , წამწამებიც კი ბუნებრივად ხშირი და გრძელი ჰქონდა, ტუჩსაცხი კი კაბის ფერი ჰქონდა არჩეული, თმა ჩვეულებისამებრ მაღლა აწეული და გამომეტყველება უცვლელად მშვიდი. ქანდაკებასავით უნაკლო ჩანდა მისი სხეული ,სრულიად მარტივი თარგის მქონე კაბის ქვეშ.
_ იქნებ შეწყვიტო ჩემი ყურება და ყველას არ აჩვენო შენი გრძნობებს მოკლებული ლტოლვა ჩემს მიმართ
_ვერ გამიგია საკუთარი თავის კომპლექსი რა ასპექტში გაქვს... ხასიათის თუ გარეგნობის ,იქნებ ორივეს მიმართ
_შენს მზერას ჩემ კომპლექსებზე აფსურდული საუბრით ვერ დაფარავ
_რას ხედავ ჩემს მზერაში ასეთს
_ისეთს არაფერს რაც აქამდე არ დამინახავს და სწორედ ეგაა პრობლემა
_იქნებ ჩემი თვალების ფერი არ მოგწონს
_მწვანეები შენი პლიუსია , მაგრამ ხორცის შესწავლას რომ ვერ გასცდი და სულზე დაკვირვებას არ ცდილობ ეგ იქცევა დიდ პრობლემად
_მშვიდად მოსაუბრე, ასეთი ნაზი ხმით როგორ მეჩხუბები
_შენ ჩემი ხმის დიაპაზონს ნუ გამოცდი , არც სინაზის ტრანსოფორმირება მიჭირს
_შენთვის რაიმე შეუძლებელი არსებობს საერთოდ ... რამდენი ქალი იმალება ამ ერთ სხეულში
_შენ ... შენ ხარ შეუძლებელი
..................
_ვინ არის ეს გოგო... საიდან გაჩნდნენ აქ საერთოდ-ასობით ადამიანი ჰყავდა შვილის ქორწილში მიწვეული, მაგრამ ზურა ჩადუნელის მახვილ თვალს არ გამოჰპარვია და-ძმა არღვლიანები
_დუდას მეგობრები არიან
_ამაზე გვეუბნებოდა უნდა გაგაცნოთო? შეიშალა? უნდა გული გამიხეთქოს? კესარიას ამოჩემება არ მყოფნიდა და ახლა დუდამაც აურია? ქალები შეიწირავენ მაგას_თქო რამდენი წლის წინ გეუბნებოდი - ჩუმად ლაპარაკობდა, მაგრამ ეტყობოდა როგორი აღელვებულიც იყო
-არასდროს გეთანხმებოდი, მაგრამ ახლა არგუმენტირებულად ვაცხადებ უარს!
-ნახე, როგორ უყურებს
_შენც ასე მიყურებდი ერთ დროს
-ახლა სხვა მზერა მაქვს? რას ადარებ საერთოდ, მე და შენ გვიყვარს ... ბატონს კი ყველაფერი ტროპიკული და უცხო იზიდავს
-გვიყვარსო - ქვემოდან ახედა და სევდისფერი ღიმილით გაუღიმა - მეუბნები და სიყვარულს უკრძალავ შვილს
-შენ შვილს ზოგჯერ ეშლება , მიმართულება უნდა მისცე . დროულად სანამ ყველა აალაპარაკა ისედაც დედოფალზე მეტს ამ შავ ქალზე ლაპარაკობენ
_ჩემი შვილი დამოუკიდებელი კაცია და რომც ჩაერიო მაინც ვერაფერს გახდები მისი გადაწყვეტილების პირისპირ! _ბოლო სიტყვებმა გააბრაზა და საუბარი დასასრულისკენ წაიყვანა ჩემ შვილს თავისუფლების ფრთები აქვს და თავის ნახევართან ერთად საითაც უნდა იქეთ გაფრინდება . დაე ილაპარაკონ, რა შეუძლიათ სხვა
-თამარა
-ჩვენი პირველი ქართული გახსოვს? - მელოდია,რომ გაისმა დუდას ზრახვას მიუხვდა და მოლოდინის ჟრუანტელი წარსულის ლანდებს შეერია
-გგონია იცეკვებენ?
-გაჩუმდი , არავის უსმინო და მხოლოდ დაინახე, ჩადუნელო - ხელზე ოდნავ შეეხო თითებით და თვალები დახუჭა კაცმა ხელი ,რომ ჩაკიდა
-ჩვენი ყველა ცეკვა მახსოვს , თამარა ... მელოდიებით და უმელოდიოდ
..............
თამარას არ მოუსმენია დიალოგი ,რომელიც ლილესა და დუდას ჰქონდათ , მაგრამ მისი მოლოდინი სისრულეში მოიყვანა ჩადუნელმა
_იცეკვებ ჩემთან ერთად ? შევქმნათ დაუვიწყარი მოგონება?
_არა, ჯერ ძალიან ადრეა ჩვენი ცეკვისთვის
_არ მინდა სხვასთან ვიცეკვო ცეკვა რომლის ქორეოგრაფიაც ჩვენზეა
-რას ნიშნავს ჩვენზე
_შენ შორს იჭერდი თავს, მე მოგიახლოვდი, გაქცევა სცადე და გამოგყევი ... ახლა სადღაც წრის შუაში ვართ , წინ დიდი გზაა და ვიცი ბევრჯერ ეცდები ჩემგან შორს ყოფნას, მაგრამ ყოველ ჯერზე შევამცირებ ჩვენს შორის მანძილს -არღვლიანის არეულ მზერას კითხულობდა და სულ უფრო მეტად ამცირებდა მანძილს- აუცილებლად გავხდებით მე და შენ ერთ სულ და ხორც . ცეკვების ხასიათი დაგვყვება ცხოვრებაშიც და გპირდები ეს არ იქნება ბოლო ცეკვა, რომელიც მასწავლე და რომელშიც კომპანიონობას გაგიწევ _საუბარი დასრულება მოუხდა გაჟღერებული მელოდიის გამო , მანძილის გაზრდა ისე დაიწყო თვალს წამითაც არ აშორებდა. გაეღიმა არღვლიანმაც რომ დაიკავა ადგილი მოცეკვავეთაგან დაცარიელებული სივრცის მეორე ნახევარში .
არ უფიქრია სვლებზე, ნაბიჯებზე და სტუმრებზე რომელთა სრული უმრავლესობაც მათ უყურებდა, მხოლოდ ლილეს ხედავდა , გრძნობდა და საკუთარი გულისცების რიტმი ესმოდა.
ცეკვის დასასრულს ყველას მზერა მათკენ იყო მიმართული ისინი კი ერთმანეთის გარდა ვერაფერს ხედავდნენ. თითქმის არაფერი დარჩა გასარკვევი, ცეკვის დროს სიტყვებით უთქმელი გრძნობებიც გაანდეს ერთმანეთს.
................
_ლილე დუდას შენ გააცანი ? _ ცეკვის ცქერით გართულ ელენას მიუახლოვდა და ისე ჰკითხა თვალი არ მოუშორებია წყვილისთვის
_ვნანობ აქამდე რომ არ შევახვედრე ეს ორი ერთმანეთს, მაგრამ არაუშავს
_სჯობს გვიან ვიდრე არასდროს _ ანდრომ რომ დაამატა გაუკვირდა და მისკენ გაიხედა _ არ მოგესმა, მეც ვთვლი რომ გამოუვათ ერთმანეთის ნამდვილი სიყვარულით შეყვარება
_რთული იქნება მათთვის ამ სოციუმში ცხოვრება
_სიყვარული მარტივი არასდროსაა და უარეს გამოწვევებსაც უმკლავდებიან , თანაც მარტო არ არიან . შენ ჰყავხარ , შენ კი ყველაფრის მოგვარება შეგიძლია თუ მოინდომებ
_და შენ?
_რა მე
_შენ დაუჭერ მხარს თუ განზე გადგები და მშვიდად დააკვირდები რამდენს გაუძლებენ
_მეგონა იცოდი დუდას გვერდით ნებისმიერ შემთხვევაში რომ ვარ , კითხვების გარეშე, უპირობოდ მხარს ვუჭერ
_ვიცი , ჩვენ ერთმანეთის გარდა ყველას მხარს ვუჭერთ
_გიორგობიანს უყვარხარ - მზერის ახალი ობიექტი ჰყავდა და სათქმელიც მოჩვენებითი სიმშვიდით თქვა
_ნუთუ მოგწონს კაცი ჩემს ცხოვრებაში
_დათა კარგი კაცია , მის შეყვარებას თუ შეძლებ გაგაბედნიერებს
_გგონია შემიძლია?
_უნდა შეძლო , აუცილებლად ... იმსახურებ უყვარდე და გიყვარდეს _არ უყურებდა, ისე საუბრობდა თითქოს სულ სხვა ადამიან განიხილავდა. გრძნობდა ელენას მზერას, მაგრამ გიორგობიანს არ აშორებდა მზერას. მათკენ მიმავალს თვალი თვალში გაუყარა და გაწვდილ ხელს თავისი შეაგება
_ანდრო , გილოცავ სამშობლოში დაბრუნებას... შესანიშნავი თამაშები ჩაატარე
_გმადლობ , გულშემატკივრობისთვის . დაგტოვებთ _ ელენას წამით შეხედა და წავიდა
_სულ ასეთი ხასიათი აქვს ? მეგონა მოედანზე იყო მუდამ სერიოზული
_ისეთია როგორსაც ხედავ გადაცემებში. არასდროს თამაშობს , თავს არ შეიწუხებს
_კარგია, რომ ჩემთან არ აქვს პრობლემა... ძმები დებს მარტივად არ თმობენ
_ცეკვა იცით ბატონო დათა? _ ბიჭის ბრჭყვიალა თვალებს უყურებდა და ცდილობდა მიეღო მისგან წამოსული დადებითი მუხტი
_ვალსის ცეკვის დროს ფეხს არ დაგაბიჯებ , გპირდები
-გენდობი- ნამდვილად ჰქონდა ეს გრძნობა მის მიმართ, კომფორტის შეგრძნებაც არ ტოვებდა და სიმშვიდეც იყო მის მკლავებში ,მაგრამ სიყვარული? არა !
..................
-ეს გოგო ვინ არის ირაკლი?
-წარმოდგენა არ მაქვს
-ძალიან ლამაზია , მაგრამ მისი ქორწილში დაპატიჟება ნორმალურია? ყველა აალაპარაკა... დუდასგან მიკვირს
-გასაოცარს რას ხედავ სალომე?
-შენ ვერაფერს ხედავ?
-დედაშენი ,რომ გისახლდება მაშინებ
-რა შუაშია... თითქოს შენ სხვაგვარად ფიქრობ. უბრალოდ დუდას საქმეში არ ერევი თორემ, სხვა ეროვნების ქალს სერიოზულად არასდროს შეხედავდი
-მხოლოდ იმიტომ , რომ გემოვნება მაქვს ასეთი და ვინც შევიყვარე ყველაფრის მიუხედავად გვერდით მყავს . დუდას ყოველთვის მოსწონდა გამორჩეული ქალები და თუ ის უყვარს, მეეჭვება მხოლოდ კანის ფერი განასხვავებდეს სხვა ყველა დანარჩენისგან- ბავშვი ხელში აიყვანა და თავზე აკოცა- ჩემო სიყვარულო ,მა რომ გეძინებოდა რატომ არ მითხარი ?
-არ მძინავს , მა კიდე მინდა ცეკვა - ძილს თავს ვერ ართმევდა, მაგრამ წასვლა მაინც არ უნდოდა
-ხვალ მა, ხვალ ვიცეკვოთ მე და შენ ბევრი
-დედა არავის ახსოვს
-ნეტავ საკუთარ შვილზეც არ ეჭვიანობდე ...
-ნასვამი ხარ, საჭესთან მე დავჯდები
-როგორ გიყვარს ხოლმე ისეთი რაღაცების თქმა რაზეც პასუხი გაქვს და ითხოვ,რომ მემილიონედ გაგიმეორო - ბავშვი უკანა სავარძელზე დასვა, ღვედი შეუკრა და გაეღიმა მისი შეჭმუხნული წარბების დანახვისას . სალომესაც ზუსტად ისეთივე გამომეტყველება ჰქონდა რაზეც თავი ვერ შეიკავა, ხელი მოხვია და ტუჩებზე წაეტანა - იზრდები და მაინც ბავშვი როგორ ხარ , ჰა?
-მე ბავშვი ვარ და დანარჩენი შენი ქალები ზრდასრულები...რატომ ვარ მე ცოლი და ისინი
-ჩემ მოთმინებას ცდი, სულ ...ყოველთვის შეგიძლია სიმშვიდე დამირღვიო , ჩამაშხამო ყველაფერი და განწყობას დედა მოუტყ.ნა - უცებ გაუშვა და სახლში მისვლამდე სიტყვა აღარ უთქვამს. ბავშვი თავის საწოლში ჩააწვინა, გამოუცვალა, საბანი დააფარა და ისე დატოვა. გაიგო როგორ დაბრუნდნენ დანარჩენებიც, მაგრამ მათ საუბარში ჩარევას არ აპირებდა. თავისი ფიქრები, დარდები და პრობლემები ჰქონდა სულის სიმძიმისთვის.
.................
-ქართველი ქალები დაილია და ზანგებზე გადახვედი თუ რა მასკარადს გვაყურებინე დღეს
-ჰომოფობებს შორის ჩემთვის გამორჩეულო, მამავ ბატონო შვილის ქორწილის ღამეს ჩემ ქალზე გინდა საუბარი? მიდი შეაფასე ვინ რამდენი დაგიბრუნა უკან , ვინ მეტი , ვინ ნაკლები ვისთან ვართ ვალში და ვინ გაასწორა ანგარიში. ჩემ ქორწილში მხოლოდ ისინი იქნებიან ვინც მე მინდა , იმედია მათ შორის შენც იქნები- კიბის საფეხურზე იდგა, უკვე ნასვამი კარგ ხასიათზე მყოფი მამას გაღიზიანებას არ ერიდებოდა
-სად მიდიხარ, აქ მოდი ახლავე და ამიხსენი რა ჯანდაბას მეუბნები...რას ქვია შენი ქალი, ვის უწოდებ შენ ქალს , იმ ზანგს? ცეკვა ასე კარგად როგორ ასწავლე, შენზე აბოდებს და გიჯერებს? გგონია მისგან გამოწვრთნი წესიერ ქალს? სისხლს და გენებს რას უშვები ...რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ, უბრალოდ ნაცნობია, მეგობარი ,ხომ?
-ქართველია , სვანია ... ჩვენზე მეტად პატრიოტი და იქეთ გამწვრთნის , მასწავლის როგორ ვიყო ღირსეული კაცი იმიტომ რომ მაგალითი სახლში არ მყავდა. მამამისს ერთხელ შევხვდი, მაგრამ სურვილი მაქვს ხშირად სტუმრობის, იქნებ ვნახო ოდესმე როგორ ხდება ქმარი ცოლს პატივს რომ სცემს, ოჯახი ნამდვილად უყვარს და შვილებს არ ასწავლის თავის ბნელ , სულელურ ტრადიციებად შერაცხულ მარაზმატულ ქცევებს
-გაგიჟდი? მამამისი გაიცანი ? ვიღაც გამოს.რებული, რომელმაც ქართველი ქალი ვერ იპოვნა ? მისგან რა ჩემ ყლ.ს ისწვლი... შენ გული გინდა გამიხეთქო ხო? ნეტა ჩემზე მეტად ოჯახი ვის უყვარს ვინაა უკეთესი მამა და ქმარი, რა არ მოგწონს, რა დაგაკლდა ან დედაშენს რა პრობლემა აქვს. რა აწუხებს საერთოდ დედამიწის ზურგზე. მიჩხუბია ოდესმე, შემიგინებია, დამირტყამს თუ რა სახის შეურაცხყოფა მიმიყენებია... რა არ მოგწონს
-რა სასაცილო კაცი ხარ , რომ გგონია ეგაა კარგი ქმრობა თუ არ სცემ და შეურაცხყოფას არ აყენებ- არ უნდოდა იმ ღამით ეკამათა, მაგრამ სულ ახლახანს გაგებულმა ინფორმაციამ თავიდან მოუწამლა გონება- შენ რა კაცობაზე მელაპარაკები , ვიღაც ქუჩის ბ.ზს რომ ჩაუდებ და მერე სახლში ისე ბრუნდები თითქოს ოჯახს პატივს სცემ, ცოლს და საკუთარ თავს. შ.ვეცი ეგეთ კაცობას , მატყუარა, უთავმოყვარეო , უზრდელი კაცი ხარ , ადრე მეგონა გულს მირევდი და ახლა უბრალოდ მეცოდები. მეტი არ მინდა ჩემი და ლილეს ურთიერთობაში ჩაერიო ან ოდესმე ცუდად მოიხსენიო ,გაჩვენებ ვინ გაზარდა შენმა სათაყვანებელმა ცოლმა ,რომლისაც ისე გეშინია , ისე გეშინია შენს ეგოს ამით იმაღლებ, ჩუმად რომ მიიძურწები გახრწნილ დედაკაცებთან - თვალები სისხლისფერი გაუხდა, კბილებსშორის ცრიდა სიტყვებს და ისე უყურებდა თითქოს მალე დაახრჩობდა . კაცს მიტკლისფერი გაუხდა სახე , ოთახში შესულ ცოლს გახედა და სავარძელში ჩაეშვა
-თქვენც პირველი ღამე გაქვთ და გათენებას აპირებთ თუ რატომ არ ადიხართ მამა-შვილი საძინებლებში. ხვალ ათასი საქმე მაქვს , აი შენ მინერალური დედიკო ბევრი არ დაგილევია მაგრამ,მაინც დილით გესიამოვნება. შენ კი გმომყევი უკან თორემ მოგიწევს დივანზე დაძინება. ოთხი ჭიქა დავლიე და მეც კარგად ,მაბარბაცებს, დავბერდი მგონი, ჰა ? - დუდას ბოთლი მიაჩეჩა, მოეხვია და მერე გახედა ქმარს- ჰკითხე ვინ იყო ის გოგო და დაიკმაყოფილე ცნობისმოყვარეობა?
-მოსწონს როგორც სჩანს, ერთმანეთზე უკეთესი რძლები გყავს და სიძის მოლოდინი უკვე ბოლოს მიღებს...
-მე უკმაყოფილო მანამ არ ვიქნები სანამ ჩემ შვილებს ბედნიერს ვხედავ და ნეტავი შენ რა დარდი გაქვს . მთავარია ჯანმრთელები და გახარებულები იყვნენ, ცხოვრებამ ის მისცეს ყველას რაც სურს მე და შენ კი ჩვენი ცხოვრებით ვცხოვრობთ , ბატონო ზურაბ
-გამოდის მულატი რძალი გინდა...
-მე რა მინდა, მე ვინც მინდოდი გვერდით მყავხარ ... ჩემ შვილს ვინც უნდა ის ეყოლება და სულ არ მაღელვებს შენი ძმაკაცების და სანათესაოს აზრი. ენა არ ამოვაცალო ყველას , ფრთხილად იყვნენ თითქოს არ გამიგია თათას კაბას როგორ აკრიტიკებდნენ, გამოსაჩენი ძუძუ და ფეხი არ მისცათ ღმერთმა დაბოღმილებს , საკუთარი კომპლექსები ახრჩობთ და სხვისი თავისუფლება კლავთ - თვალებიდან ნაპერწკლებს ისროდა, მისი გაბრაზება ავტომატურად ნიშნავდა ომში მარცხს
-მალე საერთოდ გაირყვნება , წაიშლება და მიწასთან გასწორდება მთელი საქართველო , ქართველის გარეგნობა აღარ ექნება არავის საუკუნის მერე. ივლიან შავი, წვრილთვალება, ყვითელი ქალები და კაცები ჩადუნელის, ლიპარტელიანის თუ ერისთავის გვარებით - მძიმედ მიაბიჯებდა , ზურგი აქცია ცოლ-შვილს . ალკოჰოლით გაბრუებულ გონებაში კვლავ დუდას ნათქვამი სიტყვები უტრიალებდა და სულს უხუთავდა
-გიყვარს ის გოგო თუ მამაშენს აგიჟებ
-შენც გეშინია ჩემი შვილების კანის ფერის გამო?
-მე არაფრის მეშინია , თუ თქვენ იქნებით ჩემს გვერდით . შენ არაფერზე იდარდო , დე ... ყველა საკუთარ თავს ამდაბლებს თავისი არასწორი ქცევით . შენ შენს სიმაღლეზე დარჩი, შენ მხოლოდ მიხვდი ვინ გინდა - მოეფერა, ლოყაზე აკოცა და კიბეს ზანტად აუყვა
-იცი? - ზურგით მდგომ ქალს დააწია კითხვა და შეაჩერა კიდეც
-სამწუხაროდ, ყოველთვის ყველაფერი ვიცი - სევდიანი ჰქონდა მზერა, იღიმოდა და ასე უცნაურად გამოხატავდა საკუთარ ძალას სისუსტეში- შენ არ იდარდო ,დე მე ყველას ვაზღვევინებ ცოდვებისთვის ,მაგრამ ისე მხოლოდ მე და მას ,რომ გვეცოდინება . ცოლ-ქმრული საიდუმლოს ქონის უფლება ყველას გვაქვს - არ ჩაერიოო ამით უთხრა და კვლავ განაგრძო გზა საძინებლამდე,რომელშიც სარეცელს იყოფდა მოღალატე ქმართან. რატომ? დუდას ამაზე პასუხი არ ჰქონდა .
..................
ელენას ბევრი საიდუმლო ჰქონდა და მათ შორის იყო ის, რომ რაგბის ყველა თამაში ჰქონდა ნანახი , როცა მოედანზე ანდრო გოთუა გამოდიოდა. სიხარულისგან ბევრჯერ უტირია, უნერვიულია წაგების დროს და გაგიჟებულა ყოველ ჯერზე როცა ანდრო ტრამვას იღებდა. უამრავ ემოციას გამოხატავდა, თითქოს არასდროს ჩუმდებოდა , როცა სათქმელი ჰქონდა , მაგრამ ნამდვილ გრძნობებს საგულდაგულოდ მალავდა.
-გთხოვ ... შენ რომ იცი ისე გათვალე მანძილი _ საჯარიმო დარტყმის შესასრულებლად ემზადებოდა გოთუა. ყველა მისი მიმიკა და მოძრაობა შესწავლილი ჰქონდა, მინიმალური ცვლილებები , რომლებსაც ყველა ვერ შეამჩნევდა . გაფუჭებული დარტყმის შემდეგ მუდამ თავდახრილი უბრუნდებოდა თამაშს. ამჯერადაც ასე მოიქცა,თავი დახარა და რომ ასწია თვალებში ცეცხლი ენთო. გაასმაგებული ენერგიით განაგრძო შეტევა და ლელოთი დააგვირგვინა - აი ეგრეე . ყოჩაღ , ღმერთო რა მაგარი იყო . აი ეხლა ეგ გარდასახვაც შეასრულე და ამოისუნთქე , გთხოვ , გთხოვ ანდრო _ხალიჩაზე მუხლებით იდგა, ხელები ბარძაყებზე ელაგა და თვალებგაფართოებული უყურებდა კადრებს _ შორია , მაგრამ შეძლებ . ვიცი გამოგივა , გამოგივა ... გაიტან , აუცილებლად გაიტან და მერე ყველგან შენი ვიდეოები იქნება . მოგემატება ქარაფშუტა გოგოების ბატალიონი, შენი თოჯინა შეყვარებული გამოაჩენს კლანჭებს და ახდება ჩემი წინასწარმტეტყველება ... ჯანდაბა , მართლა გავიდა _ ფეხზე წამოვარდა და ხტუნვა დაიწყო _ ეგ არიი ... აი ეგრეე გაგიხარდეს , საუკეთესო ხარ , საოცრება ხარ და იმსახურებ მანდ ყოფნას . აჩვენე ყველას რომ შენი ნიჭის გამო ხარ კაპიტანი და არა ჩაწყობს. თქვენ მოიგეთ , ოღონდ მიწასთან გაასწორეთ და ყველას ენას ჩავაკმენდინებ _ უკვე ფეხზე მდგომი უყურებდა, გული ისე სწრაფად უცემდა თითქოს ბიჭებთან ერთად დარბოდა. წვიმდა , ძლიერი ქარიც იყო და ყველაფერი ერთად მოქმედებდა , სულ მთლად გაყინული თბილი სახლიდან გრძნობდა ყველა წამს . ხელიდან გასრიალებულ სველ ბურთს მოჰყვა მოწინააღმდეგე მხარის ლელო _ოღონდ არ აირიოთ გთხოვთ ... დამპალი , საზიზღარი შენზე მუშაობენ . არასწორები _ რამდენიმემ უხეშად შებოჭა და მაშინვე ლანძღვზე გადავიდა. ელეს ცხოვრებაში იყო მხოლოდ გამაღიზიანებელი ტონით ნათქვამი სალანძღავი სიტყვები , მაგრამ მატჩის ნახვისას გაბრაზებული გინებაზეც გადადიოდა და ეს იყო ერთადერთი დრო როცა ყველა ბილწ სიტყვას უგდებდა გონება რაც კი ოდესმე გაეგო. ბევრ დეტალს თავადაც ვერ იაზრებდა, არადა ცხოვრებაში ძალიან იშვიათად აკეთებდა ისეთ რამეს რასაც ვერ ხვდებოდა ან ვერ იმახსოვრებდა. _ არა , არა ოღონდ ეგ არა . ჯანდაბაა ნუ ჩხუბობთ ველურებო , არ ქნათ ოღონდ არ გადაგეკეტოს გემუდარები არ გაგიჟდე , გთხოვ , გთხოვ შენთვის არ შეიძლება , კაპიტანი ხარ გაიხსნე _ ხედავდა ეპიცენტრისკენ როგორ მიიწევდა და სანამ რამეს გააკეთებდა მანამ ლოცულობდა მერე სიტუაცია წამში რომ განმუხტა და გუნდელს წინ გადაუდგა გაეღიმა _ აი ეგრე ... როგორ მიყვარს , რომ აზროვნებ . ყოჩაღ , უკვე ტრანსფორმირდები კაპიტნად _ სახეზე ხელები ჩამოისვა და სიარული დაიწყო. შესვენების დროსაც კი ვერფერს ჭამდა, წყალსაც ინსტიქტურად მაშინ სვამდა დუდა რომ აკეთებდა იგივეს და ამასაც ვერ იაზრებდა _წინ არიან, მაგრამ არა იმდენით რომ ვერ მოუგოთ . სულ ცოტა გვჭირდება , ნაკლები ჯარიმები და მოვიგებთ ... _ხალიჩაზე დაწვა. ფეხები მოკეცა და მუხლები მკერთან მიიტანა, თვალები დახუჭული ჰქონდა , სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა . არ გამოუვიდა დიდხანს სიმშვიდის შენარჩუნება მეორე ტაიმის ნახევრამდე დაძაბულობა გაიზარდა, შემდეგ კი დაინახა შებოჭვის დროს როგორ დავარდა ანდრო. კადრი მასზე აღარ იყო, ჩვენს მხარეს დადებულ მორიგ ლელოს აღწერდა და მანამ სანამ კვლავ დაინახავდა სუნთქვა არ განუახლებია _ არა , არა ღმერთო ოღონდ ტრამვა არა , გემუდარები ღმერთო ხვალ ეკლესიაში რომ მოვალ სამჯერ მეტ შემოწირულობას გავიღებ ... არა რა , არა გთხოოვ _ მომენტალურად გაჩნდა ყელში გორგალი, თვალები დაებინდა და მაშინვე ატირდა ბიჭის თავიდან წამოსული სისხლი რომ დაინახა. ექიმი იქვე ამუშავებდა ჭრილობას , არ გადიოდა და ეს კიდევ უფრო მტად აგიჟებდა გოგოს _იქნებ შერყევაა , შერყევა რომ იყოს და ძველებურად ცუდად გახდე მერე? წყეული თამაში , მეზიზღებიან ყველანი _ ქვითინებდა, ცრემლებს იმშრალებდა და ისე ტიროდა , რომ ყველაფერი დაენახა . ერთხანს ასე ცრენლების თანხლებით ადევნებდა თვალს ეკრანს , შემდეგ ლელოს მიუახლოვდნენ და ისევ გამამხნევებელ შეძახილებზე გადავიდა. ლელოს შემდეგ კიდევ უფრო მეტად ღელავდა რომ იცოდა ანდროს ჯერი დგებოდა _შორსაა , ძალიან ცუდი კუთხეა თუ ვერ გაიტან არაუშავს , მაინც წინ ვართ , მთავარია იმათ არ გავატანინოთ _ ხელი გულზე ედო, წამით გაჩუმდა , ბიჭმა ბურთს დაარტყა და გარდასახვაც ზუსტად შეასრულა _ ჩემო ერთადერთო _ადგილზე დახტოდა , სიხარულისგან გული მისდიოდა და მერე ისევ ისე დაძაბულობაში გადავიდა. ბოლო წამებზე დადეს მოწინააღმდეგეებმა ლელო და გარდასახვაც განახორციელეს. ეგ იყო და ეგ , მატჩი გადამწყვეტი მომენტი, დრო იწურებოდა ,ანგარიშის გათანაბრების შანსი კი აღარ იყო _არაფერია ... _ ისევ უყურებდა ეკრანს. ბოლო მომენტში დაინახა მოედანზე შესული ბიჭის შეყვარებული . ერთმანეთს მოეხვივნენ და წამსვე გათიშა ტელევიზორი _მაგ არასწორი მუხტის მატარებელი გოგო გიბიძგებს დამარცხებისკენ , იდიოტო _ საძინებლისკენ დაიძრა, ტანსაცმელი აიღო , სააბაზანოში გავიდა და შხაპის შემდეგ პიჟამოში გამოწყობილი საწოლში დაწვა. იმდენად იყო დაღლილი წამში გაითიშა. შინაგანი ღელვა კი სიზმრებშიც გაჰყვა

მომდევნო თამაში ისეთ დროს დაემთხვა, რომ გოთუების მთელი ოჯახი უყურებდა და სასტუმრო ოთახში მათთან ერთად ყოფნის ნაცვლად საძინებელში ჩაკეტილი მაქსიმალურად ცდილობდა ნაკლები ხმაური გამოეწვია .
ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა სანამ ანდრო ბურთის დასაჭერად ახტა და მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეს ისე შეეჯახა მინდორზე დადგომა ვეღარ შეძლო. ექიმები შევიდნენ და გაიყვანეს .
სუნთქვაშეკრული უყურებდა ეკრანს და ცრემლები სდიოდა. გარეთ გავარდა,ქვემოდან ესმოდა ნინას ხმა, ტირილი შეწყვიტა, სახე შეიმშრალა და მათთან ჩავიდა
_რა ხდება , რატომ ტირის
_ანდრო წაიქცა...სისხლი მოსდიოდა. თავი ტკივა ალბათ არ ვიცი იქნებ ხელიც
_მამა სად არის?
_რეკავს და გაიგებს ზუსტად რა ხდება
_დამშვიდდი შერყევა იქნება ან დიდი დიდი ცხვირი გატეხილი. ცოტა ხნით დაწვება, სახლში გეყოლება და რომ წუწუნებ ვერ გხედავო აინაზღაურებ იმ დროს
_შენ შვილო მართლა ვერ ხვდები ახლა მისთვის ტრამვა და თამაშების გამოტოვება რამდენად მძიმე იქნება? სულ როგორ არ გადარდებს შვილო, ასეთი ცუდი დედა როგორ ვარ ბავშვი რომ შეგაძულე _ ქალს ცრემლების ახალი ნაკადი რომ წამოუვიდა , სახეზე ხელები აიფარა და ასლუკუნდა გული ჩასწყდა თითქოს. მობილურის ხმა მაშველ რგოლად ექცა , შებრუნდა და დათა გიორგობიანს დაუფიქრებლად შესთავაზა შეხვედრა
_დათა, თავისუდალი დრო თუ გაქვს სადმე დავსხდეთ , ვივახშმოთ და ვისაუბროთ .
_სწორედ ამიტომ გირეკავდი და როგორც იქნა უარს არ მეუბნები
_მე ნახევარ საათში შემიძლია გამოვიდე
_რომ მოვიდე და ერთ ძალიან კარგ ადგილას წავიდეთ ? დრო თუ გაქვს
_კარგი, ამჯერად იყოს ისე როგორც შენ იტყვი
_ხომ არ ვკვდები ნეტავ ასეთი მოწყალე რატომ ხარ?
_დროს ვკარგავ, რომელიც მომზადებაში უნდა დავხარჯო და მერე ლოდინი მოგიხდება
_დაგელოდები , რომ მეცოდინება მოხვალ
მისი გამოყენება საშინელი იდეა იყო, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. იქაურობას უნდა გარიდებოდა , რაც შეიძლება შორს წასულიყო და ყურადღების გადასატანად გიორგობიანი საუკეთესო შემთხვევა გახლდათ.
………………….
_ქალაქიდან რომ გავდივართ წინააღმდეგი არ ხარ?
_არა
_იქ დარჩენა რომ შემოგთავაზო?
_დავრჩეთ თუ თავისუფალი დრო გაქვს
_შენთან ერთად როცა ვარ თავისუფალი დრო მუდამ იქნება
_მე რომ გთხოვო მთელი წლით გადაიკარგე სადმე ყველაფრისგან შორს ჩემთან ერთად _თქო
_აუცილებელია გაქცევა? ასეთს რას გაურბიხარ და ერთი წელი საკმარისი იქნება?
_არ გააკეთებ, უბრალოდ იცი არ გთხოვ დაუარს არ ამბობ
_თუ დავრწმუნდები რომ ასეა საჭირო და სხვა გზა არ არსებობს
_არაფერს გავურბივარ და შენთან ერთად მინდა ვიყო ყველასგან შორს_თქო , რომ გითხრა?
_ნეტავ მართლა გქონდეს ეგ სურვილი ახლავე წავიდოდი ნებისმიერ წერტილში სადაც შენ მოინდომებდი
_ამდენად დამოკიდებული ცხოვრებაში არაფერზე უნდა იყო ... მითუმეტეს არავისზე. გული გეტკინება და არ იმსახურებ
_ვინმე იმსახურებს?
_ ჩემთან ყოფნა მტკივნეულია ყველასთვის ვისაც ვუყვარვარ და ვადარდებ ... ამაზე მეტად არ შემიყვარო
_იქნებ ახლა მიყვარხარ მეტად და
_არ გინდა გთხოვ ... ნუ მაიძულებ შორს ვიყო . შენთან მშვიდად ვარ , მაგრამ სიყვარული არ გვინდა
_შენთან მეგობრობას რომ ვერ შევძლევდი იმ წამსვე მივხვდი კესარიამ რომ მითხრა ეს არის ელენა გოთუაო
_ამდენად ლამაზი ვარ ? როგორ შეგიძლიათ ქალი დაინახოთ და მოგეწონოთ
_შენ არასდროს გიგრძვნია მსგავსი რამ?
_ერთი დანახვით სიყვარული არ არსებობს... თვალდახუჭულიც უნდა გრძნობდე. გულით უნდა ხედავდე და გესმოდეს მისი არსებობა
_მაშინვე შემიყვარდი_თქო არ მითქვამს, მხოლოდ მომეწონე და დამაინტერესე
_კესარიამ რა გიამბო ჩემზე
_ბევრი არაფერი. გამაფრთხილა ტყუილად არ სცადო ვერ შეგიყვარებსო და დღემდე ვერ ვხვდები ასეთი დარწმუნებული რატომ იყო
მიცნობს , კესარია და მე ერთმანეთს კარგად ვიცნობთ . შენ კი მას ვერ ხედავ სწორად , ვერც აფასებ გზას უყურებდა და მანქანის სალონში გაჟღერებული ჩარკვიანის ხმა კიდევ უფრო მეტად ითრევდა სევდის მორევში _შენ გყავს ისეთი მეგობრები ბავშვობიდან გვერდით რომ არიან და მათ გარეშე მოგონება არ გაქვს?
_არა, სამწუხაროდ ბევრს ვიცნობ, მაგრამ ნამდვილ მეგობრებს სტუდენტობისას გადავეყარე . ამდენწლიანი ურთიერთობა ალბათ ბევრ ცუდ და კარგ დღეებს ინახავს . ბევრ ტკივილს, იმედგაცრუებას, პატიებას
_ მე და კესარიას არასდროს გვიკამათია. ყველაფერი გვესმოდა და არასდროს განვიკითხავდით ერთმანეთს... დუდა კი , დუდა ჩემი უფროსი ძმაა
_ძმაზე მეტად რომ გიყვარს და უფრო მეტად გაღელვებს ეგ მაშინ შევნიშნე თბილისის გრანდსლემზე მაყურებლებს შორის რომ იჯექი და გულშემატკივრობდი. ტრამვამიღებულს ექიმებთან დაჰყვებოდი და რეაბილიტაციაში ეხმარებოდი ... დუდა და კესო რომ არ ჰგავდნენ ვიფიქრებდი ბავშვები აერიათ საავადმყოფოში გოთუებს და ჩადუნელებს_თქო. ანდროს ტრამვა აქვს შენ კი ჩემთან ერთად მოდიხარ კახეთში
_ანდრო ჩემი ძმა არ არის !
_როგორ , ტყუპისცალი
_ამაზე საუბარი არ მსურს, მხოლოდ ფაქტს ავღნიშნავ, მას და მე ერთი წვეთი სისხლიც კი არ გვაქვს საერთო. შეგიძლია უგულშემატკივრო,მაგრამ ისე რომ მე არ მესაუბრო.
……………….
_არ გითქვამს შენ და ჩადუნელებს საერთო ბიზნესი თუ გქონდათ
_არ გიკითხავს ... კესარია მეგონა გეტყოდა . ჩვენ რომ გავიცანით ერთმანეთი მაშინაც გვქონდა ეს გეგმა
_რამდენი წლის იყავით მაშინ?
_14 წლის ის და 18 -ის მე ... ბიჭი მეგონა თავიდან . გახსოვს როგორ იცვამდა?
_მახსოვს _ისიც ახსოვდა დიდი მუდარის შემდეგ ერთ დღეს მოულოდნელად გადაწყვიტა კაბების ყიდვა და საშოპინგოდ ერთად წავიდნენ. ამ დრომდე საკუთარ მიღწევად თვლიდა კესარიას ქალურ მხარეს ახლა კი ეჭვები გაუჩნდა
_ბიზნეს იდეა შენ გაგიჩნდა?
_საფრანგეთში გავიარე კურსები და აქ რომ დავბრუნდი მქონდა იდეა , მაგრამ არ მეგონა თუ განვახორციელებდი იმ საქმეებთან ერთად რაც მამაჩემმა გადმომაბარა . კესარიას დამსახურებით ვიპოვნე ეს ადგილი . დაბადების დღეზე ამომიყვანა , პროექტი მაჩვენა და ოფიციალურად ჩადუნელების კი არა კესარიას კომპანიონი ვარ _ვენახების მწკრივებს უყურებდა მუხის ხის ქვეშ მდგომი და ჩამავალი მზის ნათებას სათვალით უმკლავდებოდა _ უცნაურია რომ არ იცოდი ეს ამბავი
_კლასიკური დაქალები არ ვართ... მხოლოდ იმ ამბებზე ვსაუბრობთ რაც გვაღელვებს _ არ იცოდა ასე რატომ უპასუხა, მაგრამ გაურკვეველმა გრძნობამ გადაფარა ანდროსკენ მიმართული ფიქრები.
_ორივენი უცნაურები ხართ ... მისგან არაფერია გასაკვირი. წლებია ვიცნობ და სულ მაოცებს . ძიუდოდან შერეულ ორთაბრძოლაში გადასვლა რომ გადაწყვიტა შენ რა რეაქცია გქონდა
_როგორც გითხარი სულ მხარს ვუჭერთ ერთმანეთს მიუხედავად იმისა მოგვწონს ეს აზრი თუ არა . ესაა ის რაც მას სურს და შესაბამისად მე მის გვერდით ვიქნები
_სიგიჟეა... იქ საფრთხეში იქნება და ჯანმრთელობას დაიზიანებს. ვერ გადავარწმუნე, ნორმალურად არც მელაპარაკება ლამის ერთი წელია და მგონი სწორედ ამის გამო . ალბათ ჩემგანაც მხარდაჭერას ელოდა და იმედები გავუცრუე
_ალბათ _ ჯერ ჰორიზონტს გაჰყურებდა და ელოდა როდის გამოჩნდებოდა ცხენი რომლის ფლოქვების ხმაც უკვე ესმოდა. ზუსტად იცოდა მხედარი ვინც იქნებოდა და არც შემცდარა. გამოჩნდა თუ არა ამორძალი მაშინვე დათაზე გადაიტანა ყურადღება , რომელმაც სათვალე მოიხსნა და გამოსახულების გასაწმენდად რამდენჯერმე დახუჭა თვალები
_აქ რას აკეთებ ?
_ მე აქ ვცხოვრობ ერთი კვირაა _ კაცს ზემოდან უყურებდა, სუნთქვააჩქარებულმა სწრაფად შეიკრა გაშლილი თმა და ცხენს მოეფერა _ კეთილი იყოს შენი ფეხი ლეენ , როგორც იქნა თბილისის დახუთულ ჰაერს გამოეცალე. ვხედავ ბატონი დათას დადებით გავლენას _ გაიცინა , აღვირი მოქაჩა და მიმართულება შეუცვალა ცხენს _ სახლში შევხვდებით
_დაიცადე, სად მიდიხარ ... ცხენი საიდანღა გაჩნდა
_უუნაგირო ცხენებს აჭენებდა ბავშვობიდან ... ძმებს ეჯიბრებოდა ჩვენთან სოფელში. ყველაზე მეტად უყვარს ... შენ წინააღმდეგი ხომ არ იქნები აქ თუ ჰყავს
_არა, პირიქით... მე ცხენოსნობაზე დავდიოდი ბავშვობაში და სულ მინდოდა ყიდვა, მაგრამ საცხოვრებელი ადგილი არ მქონდა, შემდეგ პირობები
_ახლა კი კესარიას შეგიძლია სთხოვო თუ რა თქმა უნდა კიდევ არ ჰყავს
_შესაძლოა ჰყავდეს?
_მეეჭვება მხოლოდ ერთი მოეყვანა ... მარტოობის წინააღმდეგია
_შენ არ გიყვარს მგონი
_მეშინია ყველა ცხოველის და მათთან კონტაქტი არ მანიჭებს სიამოვნებას.
_და რა გიყვარს და რა განიჭებს სიამოვნებას?
_არ ვიცი ... იმედია ოდესმე ვიპოვნი სიყვარილსა და სიამოვნებას
…………………..
_რჩები ხომ ?_სამზარეულოში შევიდა და კესარიას წინ გადაეღობა
_თუ ისეთი გეგმა გაქვთ , რომ ხელს შეგიშლით წავალ _ გაუცინა და შებრუნდა. არ უყურებდა ისე ამზადებდა
_უბრალოდ წამოვედით. რატომ არ მითხარი წილი შენც თუ გქონდა
_ფორმალურად მაქვს და მარტო ყოფნა რომ მინდება აქ მოვდივარ. არც არავინ იცის ...ყველაფერი დათასია მე მხოლოდ დავეხმარე
_ცხენი ?
_ვიყიდე და იმედია უარს არ მეტყვის
_რატომ სხვაგან არ წაიყვანე. სახლები რამდენ ადგილას გაქვს
_აქ მჭირდება ... შენ რა გინდა მასთან ერთად, ხომ მითხარი არავისთან ვაპირებ ურთიერთობის დაწყებასო _ შებრუნდა და ჩუმად ჰკითხა
_გადავიფიქრე ... მგონია , რომ ძალიან კარგი ადამიანია
_ყოჩაღ გიორგობიანს შენ თუ თავი მოგაწონა ... ნეტავ ნამდვილად შეგიყვარდებოდეს და ბედნიერი იყოთ ორივე
_ანდრო როგორ არის გაიგე?_თავად აზრადაც არ მოსვლია ფანჯრიდან გაეხედა და დათა დაენახა, კესარია კი თვალს წამდაუწუმ იქეთ აპარებდა და უყურებდა როგორ ეფერებოდა ცხენს, რომელიც კესომ აჩუქა
_ჯერ არ ჩამოსულან... გამთენიისას ჩამოფრინდებიან . ანდრო კლინიკაშია , მაგრამ ფრენის უფლებას მისცემენ . შერყევა აქვს მხოლოდ...
_სახლში რამდენი დღით დარჩება ხომ არ იცი . არ მაქვს ნინას შფოთვის ცქერის სურვილი
_და დათასთან ერთად აქ აპირებ გამოქცევას?
_რატომ დათასთან , აქაურობაზე შენც გქონია უფლება . გამოდის შენთან ვარ სტუმრად
_მეც სტუმარი ვარ, უბრალოდ მასპინძლის გარეშეც შემიძლია მოვიდე მხოლოდ ეს პრივილეგია მაქვს _მთელი დრო ხორცს კეპავდა, შემდეგ ტაფაზე დადო და ახლა შეწვის პროცესში იყო
_შენსას ისევ არ იშლი ხომ? რამდენჯერ უნდა გითხრა , რომ აქაურობის წილი შენიცაა და სახლიც იმ ყველაფრის ნაწილია _ლოყებზე უჩქმიტა და მერე თავზე კოცნას აპირებდა კესომ ხელი რომ ჰკრა _ მეტკინა
_დარტყმის აზრიც ეგაა , აი ელენა ჩაგეხუტება და დაგიამდება ტკივილი
_ხოო?
_ისეთი არაფერია ჩახუტება რომ გჭირდებოდეს
_რა ვქნა ძლიერად დარტყმა ვთხოვო? ერთხელ ჩემს ნაცვლად სცემა ვიღაც . მაშინ ჯერ კიდევ ძიუდოთი იყო გატაცებული . მე ველაპარაკებოდი ეს იქვე იდგა , მოთმინება ამოეწურა და დაარტყა , ცხვირი გაუტეხა
_სირბილიც კი არ შეგეძლო და ახლა ალბათ უარეს ფორმაში ხარ _ გვერდიდან გახედა სტეიკს ჩანგალი დაარჭო და ისე გადაიტანა თეფშზე _ ამ მუცლით გინდა ელენას თავი მოაწონო?
_მეეჭვება გარეგნობის გამო არ ჰქონდეს გრძნობები
_რატომ არ შეიძლება ჩემთვისაც ჰქონდეს მნიშვნელობა გარეგნობას როდესაც შენ სწორედ ამიტომ მოგეწონე
_მე შესანიშნავად გამოვიყურები, უბრალოდ კესკაა შეჩვეული დაკუნთული ბიჭების ცქერას და ჩემი ბუნებრივი გარეგნობა არ მოსწონს
_მოდი რომეო შენი კულინარიული უნარებით მოიწონე ახლა თავი და სუფრაც გაამზადე. მე გავდივარ , უნდა ვივარჯიშო
_არ ივახშმებ?
_ამ დროს? გინდა სხვა წონით კატეგორიაში გადამიყვანონ?
_ერთხელაც ვარჯიშის დროს გონებას დაკარგავ და მერე რას აპირებ
_ნუ აჩვენებ ელენას,როგორი საზიზღარი ხასიათი გაქვს .ვერ იტანს ჯაჯღანა კაცებს
_ მე ვარ ჯაჯღანა?
_ფაქტია სახეზე...
_შენი ბრალია სულ მაცოფებ , ვფიქრობდი შეყვარებული თუ ეყოლება დამშვიდდება განაზდება_თქო და ამ ხასიათით და ცხოვრების რეჟიმით ნორმალურს ვის შეუყვარდები
_შენ არ იდარდო ჩემო ძვირფასო , მყავს უკვე შეყვარებული , რომელიც პროფესიის შეცვლას არ მთხოვს . გემრიელად მიირთვით _ დათასთან მანძილი გაზარდა , ელენასკენ შებრუნდა და ლოყაზე აკოცა . გასვლამდე ანიშნა არაფერი თქვაო და კარი გაიხურა.
_ვინ შეყვარებული... ორი დღის წინ მარტო იყო და ორ დღეში ვინ გაიცნო ასეთი . მისმა ძმებმა იციან ?
_იმათ არაფერი გამორჩებოდათ , ალბათ ვიღაც ისეთია ვინც მათაც მოსწონთ ან კესო მალავს და იმედია მის საიდუმლოს არ გაამჟღავნებ
_საიდუმლო სიყვარულიღა აკლდა _ ფანჯარასთან დადგა და სიგარეტის ღერი ტუჩებსშორის მოიქცია, ელენას თვალს არ გამოჰპარვია კარგად შენიღბული აღელვება. მის წინ , ჰორიზონტზე გაჭრილი ცხენზე ამხედრებული კესარია რომ იყო ესეც იცოდა _ ვინ უნდა იყოს, ვინმე სპორცმენი ? სულ ვარჯიშობს და სხვაგან დადის საერთოდ?
_ არც ისე კარგად იცნობ შენ რომ გგონია...კულინარიულ შესაძლებლობებზე რას ამბობდა? ცოტა არ იყოს და მშია _ კვლავ დაიბრუნა მისი ყურადღება , მაგრამ ხვდებოდა ბოლომდე რომ ვერ დაიკავა გონება. ხშირად იხედებოდა ფანჯრისკენ , კესო კი არ ჩანდა.
_ერთ ჭიქას ხომ დალევ _ ღვინის ბოთლი გახსნა და ჭიქა შეუვსო _ უნდა გასინჯო აუცილებლად
_რატომ მეტი არა _ ჭიქა მაღლა ასწია და მზერა გაუსწორა _ რას გაუმარჯოს?
_სილამაზეს , რომელშიც ღმერთის ხელი ჩანს
არაფერი უთქვამს ისე დალია და შემდეგ ჭამა განაგრძო . კესარიას ნახელავს პირველად არ აგემოვნებდნენ , ხორცთან მუშაობა განსაკუთრებით კარგად გამოსდიოდა . დათას ძალიან რომ უყვარდა ფაქტი იყო.
_ვიცეკვოთ? _მუსიკის ხმა ფონად მიჰყვებოდა ვახშამს, უკვე მეორე ჭიქას ცლიდა დათა რომ წამოდგა და ხელი გაუწოდა.

ცეკვავდნენ. დათასთან მშვიდად რომ ვერ გეგრძნო თავი შეუძლებელი იყო . გრძნობდა მის მზერას და არეულ გილისცემას . ზედმეტად ახლოს იყო , მაგრამ მანძილს არ ზრდიდა და ბოლოს მის კოცნას კოცნითვე უპასუხა. ისევ ვერაფერს გრძნობდა და კვლავ მელოდრამის მსახიობად წარმოედგინა თავი, ყველა მნახველს ააღელვებდა, მაგრამ თავად არ ჰყოფნიდა ის შეგრძნებები რაც ჰქონდა.
………………
მეზობელ ოთახში ის კაცი იყო ვისაც აკოცა, მასზე უნდა ეფიქრა და ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე, მაგრამ მობილური ეჭირა და პოსტს ეძებდა , ბიჭების ატვირთულ ვიდეოებში ანდროს სახეს ეძებდა . თვითმფრინავში ეძინა, წამით გამოჩნდა და ელენას გული შეეკუმშა. აეროპორტიდან ფოტოები იყო , იქაც იპოვნა , მაგრამ მარტო არა. გოგო ეხვეოდა, რომელიც ნინა ნამდვილად არ იყო.


კესარია ცხენებთან იყო. თმას ვარცხნიდა და ეფერებოდა . დათა რომ ჩამოჯდა იქვე სიგარეტის ღერით ხელში
_აქაურობა როდის მოაწყვე
_მთელი კვირაა აქ ვარ ... მაპატიე რომ არ გკითხე, ვიფიქრე წინააღმდეგი არ იქნებოდი
_დაგეხმარებოდი , ახლა უხერხულად ვგრძნობ თავს . ასეთი ძვირფასი საჩუქარი გამიკეთე
_ისევ შენი ფულით... ვიფიქრე რა გამეკეთებინა იმ თანხით რომელსაც მირიცხავ და გადავწყვიტე ცხენები საუკეთესო შენაძენი იქნებოდა. მომვლელი უკვე დავიქირავე, ახლოს ცხოვრობს , გამოცდილება აქვს_რობოტივით საუბრობდა, მისკენ არ გაუხედავს , ცხენს მოეხვია ყელზე
_შეყვარებულს არ მოენატრე ? თუ აქ ამოდიოდა და თქვენს ბუდედ აქციე აქაურობა
_აქ არავინ ამომყავს და სისულელეებს ნუ მაბრალებ
_როგორი შეყვარებულია თუ ამდენი დღე არ შეხვდი
_ვსაუბრობთ ვიდეო ქოლის საშუალებით ... გსმენია ამ შესაძლებლობის შესახებ?
_მსმენია ბავშვობაში სკაიპითაც მქონდა ს.ქსი
_შენი ძმაკაცი , რომ არ ვარ ნუ გავიწყდება ხოლმე
_ასე რომ გამოიყურები ძველი დრო მახსენდება
_აუცილებლად მოკლე კაბით უნდა ვიდგე რომ შენმა ტვინმა ქალად აღმიქვას ?
_ბავშვობაში არ მეჩხუბებოდი საიდუმლოებს რომ გიყვებოდი
_რომლებიც ძირითადად გოგონებს ეხებოდა და შენი ძმაკაცების ამბებიც ზეპირად ვიცოდი
_თემოს შენი დამსახურებით ჰყავს ცოლი თორემ ასი წელი ვერ დაელაპარაკებოდა დეას და ვინ იცის რა ბედი ეწეოდათ
_ყველაფერი მახსოვს
_რა დავაშავე კესკა?
_მე რა ვიცი ... რა დააშავე
_რატომ მექცევი აბა ასე? მეგობრები აღარ ვართ? მითხარი რა დავაშავე იქნებ მოგვარება შემიძლია
_არაფერი , უბრალოდ ხასიათზე ვერ ვარ. რთული პერიოდი მაქვს , სტრესულ გარემოში მიწევს ვარჯიში
_ზურა ჭედავს ისევ? მეგონა დაგთანხმდა
_მამაჩემს არ იცნობ, მისი თანხმობა უბრალოდ სვლა არის . ყველაფერს გააკეთებს , რომ არ წავიდე და იქ ვერ ავეწყო
_მართლა ასე ძალიან გინდა წასვლა და პროფესიონალ მებრძოლად გადაქცევა? უნდა გცემონ კესარია
_გადავწყვიტე არავის დავუმტკიცო ჩემი სურვილის ხარისხი ... არგუმენტების მოყვანა და ახსნა განმარტებები ენერგიას მაცლის
_რა შემიძლია რო გავაკეთო
_ჩემ გადარწმუნებას არ ეცადო
_ძიუდოს მინდა დაუბრუნდე ისევ ...
_ძიუდოს კიმონო მიხდება ?
_სხვათაშორის გიხდება კიდეც... ტატამზე რომ გადიოდი სხვანაირი ხდებოდი ,სიმშვიდეს აფრქვევდი
_ ახალი გამოცდილება მჭირდება
_ რა გამოვტოვე შენს ცხოვრებაში კესარია? ვგრძნობ რაღაც მოხდა და იმიტომ გადაწყვიტე წასვლა ...
_თუ გამოტოვე ე.ი ვეღარ დაეწევი ... შენ რატომ გადაწყვიტე აქ სიგარეტით ხელში იჯდე როდესაც ელენა სახლშია
_საძინებელში ბოლოს ვის შევუვარდი ?
_მე შემომივარდი
_შენ ძმა ხარ
_მე ძმა ვარ ... ქალის გენიტალიებით , სხვათაშორის
_მაგ ლამაზ სახეს ნამდვილად ვერ შეინარჩუნებ შერეულ ორთაბრძოლებში... იქ ქალები კი არა ველურები არიან და შენ მათთან ვერ წარმომიდგენიხარ
_არ გთხოვ ყველა ბრძოლის ნახვას და გულშენატკივრობას. მე რომ წავალ ვინ იცის კიდევ როდის შევხვდებით . ამდენს ნუ იფიქრებ
_იძინებ უკვე?
_მივდივარ
_სად მიდიხარ
_თბილისში ვბრუნდები ... ანდრო უნდა ვნახო
_ანდროს და ელენას რაც შეეხება
_მათზე საუბარს არ ვაპირებ ... თავად გადაწყვეტს ელენა რა გითხრას და რა არ
_ რა უსამართლობაა შენ არაფერს მეუბნები და მე სულ ყველაფერს გიყვებოდი. არ ვარ სანდო პიროვნება?
_ სათქმელი არაფერი მაქვს
_ხვალ დილით რომ წახვიდე არა?
_ელენასთან მარტო გტოვებ , კმაყოფილი უნდა იყო
_ელენას ღრმად სძინავს უკვე
_ელენას უძილობა აწუხებს ... გამთენიისას იძინებს , მაგრამ ეს საიდუმლოა . ნახვამდის , მშვიდ ღამეს გისურვებთ
_ნახვამდის _ შეაჩერა და მოეხვია _ ნუ დაიკარგები , შევხვდეთ ხოლმე _ თავზე აკოცა და ზემოდან დახედა _ იქნებ მივხვდე რა უნდა გავაკეთო ძიუდოს რომ დაუბრუნდე
_შეუძლებელია მიხვდე _ წამით გაუსწორა მზერა, ლოყაზე აკოცა და წავიდა.
...............
გიორგობიანმა საუზმე დაახვედრა. სიმშვიდე, სუფთა ჰაერი, იდეალური ხედი , კაცი რომელიც დადებით აურას ატარებდა და შეუძლებელი იყო დისკომფორტი შეგქმნოდა მასთან , მაგრამ მაინც ელენა კმაყოფილი არ იყო. მხოლოდ იმიტომ მოეხვია და გაუღიმა, რომ მისი ყურადღება დააფასა. ხედავდა მის გულწრფელობას და შინაგანი ხმა ადანაშაულებდა მისი გამოყენებისთვის, ბნელი მხარე კი თამაშის გაგრძელებას აიძულებდა . გადაწყვიტა დათასთან ეცადა, რომ ის იყო იდეალური ვარიანტი და თუ მასთანაც ვერ შეძლებდა სამუდამოდ დაასრულებდა ყველასთან კავშირს .
_იმედი მაქვს მხოლოდ ყავით არ შემოიფარგლები დილით ... მე სულ ვსაუზმობ და ყველაფერი მოვამზადე რაც შემეძლო
_ასეთ ლამაზ ფანქეიქებს მეც ვერ ვაკეთებ ... გემრიელიც თუ არიის ვნახოთ _ შოკოლადის კრემი გადაუსვა და დააგემოვნა
_როგორია? ვარ იდეალური სასიძო თუ არ
_მხოლოდ საუზმით ვერ გადავწყვეტთ ... სადილი და ვახშამია მთავარი თანაც ეგ ერთი პლიუსია მხოლოდ
_რა რთული ვინმე ხარ ... შენ თავად მაინც თუ იცი როგორი კაცები მომწონს
_მომწონხარ და სწორედ ამიტომ ვარ აქ , შენს გაცნობას ვცდილობ, მაგრამ სიყვარულამდე შორია
_რომ მოგწონვარ და ცდილობ ეგ უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია
_გმადლობ
_უბრალოდ საუზმეა
_ყველაფრისთვის დათა , ასეთი რომ ხარ იმისთვისაც _ თავად აკოცა ამჯერად. როგორი ტრაგიკომიკური იყო ის ფაქტი , რომ ყველასთან უკომპლექსო იყო და ანდროსთან საუბარიც არ შეეძლო ნორმალურად.

დათამ სახლთან მიიყვანა, დამშვიდობებისას კიდევ ერთხელ აკოცეს ერთმანეთს. ზუსტად იცოდა ნინა მას სემდეგ ელოდა რაც უთხრა გამოვდივართო და ახლაც ფანჯარასთან იდგა .
_სახლში რომ შეხვალ განწყობა არ შეგეცვლება და ისევ საწყის წერტილს არ დავუბრუნდებით, ხომ?
_ასე მარტივად არ ვიხევ უკან და მითუმეტეს გადაწყვეტილებებს არ ვიცვლი
_და რა გადაწყვიტე?
_რომ ვცდი შენს შეყვარებას _არ ატყუებდა, ნაწილობრივ მართალი იყო მის ერთ ნაწილს ნამდვილად ჰქონდა რწმენა , რომ შეეძლო გიორგობიანის ცხოვრების ნაწილად ქცევა
_მთელი დღე ამ სიტყვებზე ვიფიქრებ ...
_უსაქმური კაცები არ მიყვარს, ასე როოომ შეუდექი მუშაობას _ გაღიმებული გადავიდა მანქანიდან , მაგრამ როგორც კი ეზოში შეაბიჯა მაშინვე შეიცვალა მისი განწყობა .
…………………
მძინარე სახლში მოჩვენებასავით მიაბიჯებდა, მანძილის გადალახვამდე ომი ჰქონდა მასში არსებულ ორ ელენას ბოლოს კი ლინამ გაიმარჯვა . ანდროს საძინებელს გვერდი ვერ აუარა, სუნთქვაშეკრული შევიდა , საკუთარი არსებობაც დაავიწყდა მისი დანახვისას თითქოს სხეული დატოვა , მხოლოდ სული დარჩა
_ესეც გაივლის ... წარსულში დარჩება . მოითმინე,გაუძელი
_რომელ ერთს _ანდროს ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები რომ გაიგო გასწორება სცადა, მაგრამ ანდრომ თითები შეახო მის მტევანს და ეს საკმარისზე მეტი იყო დარჩენისთვის _ დარჩი , გთხოვ
_ძალიან გტკივა ? _ თავი მის მკერდზე ედო, შენელებულ გულისცემას უსმენდა და ყელში გაჩხერილი ბურთის გადაგორებას ცდილობდა , რომელიც სულ უფრო მეტად იზრდებოდა ,ცრემლების წამოსვლის შემდეგაც კი ახრჩობდა _არ მინდა რომ გტკიოდეს
_ვიცი _არცერთი იძვროდა , ასე გაქვავდნენ თითქოს . ერთმანეთს თვალს არ უსწორებდნენ. ელენას ცრემლები სდიოდა, ანდრო კი ნაზი შეხებით აშორებდა ლოყიდან , თითქოს განგებ ვერ წყვეტდდა ტირილს, ეს იყო ერთადერთი გზა მისი თითების შეხება რომ ეგრძნო.
_არ იცი ... შენ სულ სხვანაირად გგონია
_ვიცი , რომ არ გეზიზღები და ეს საკმარისზე მეტია
-შენ? არასდროს ! საკუთარი თავი , მთელი არსებით
…………………..
.................
სახლში სულ ვიღაც ხვდებოდა. ანდროს მოსანახულებლად ყოველ დღე დადიოდნენ მისი თანაგუნდელები , მეგობრები , რომელთა აფსოლიტური უმრავლესობა მამრობითი სქესის წარმომადგენელი იყო თუ რა თქმა უნდა რომელიმეს თან არ ახლდა მეუღლე ან შეყვარებული . გამონაკლისი იყო ერთი საღამო , როდესაც ტყუპებიც და მშობლებიც სასტუმრო ოთახში დახვდნენ
_რატომ არ გაქვთ ჩვეული ფუსფუსი? სტუმრები არ გვყავს? _ ბავშვებს აკოცა და მათ შორის დაჯდა
_არის, ლამაზი გოგო , რომელიც მარტოა ანდროსთან ოთახში და დედა არ გვიშვებს.
_ათას კითხვას დაუსვამ და იმიტომ არ გიშვებს დედა
_არ უნდა გავიგოთ ვინ არის?_ჩუმად და სწრაფ_სწრაფად ამბობდნენ სიტყვებს ელენას კი მხოლოდ მთავარი ესმოდა, ანდროს ოთახში მისი სავარაუდო შეყვარებული იყო თორემ ყველანი ქვემოთ არ ჩამოვიდოდნენ და მათ განმარტოების საშუალებას არ მისცემდნენ
_ბავშვებო , მეცადინეობის დროა... წავედით თქვენს ოთახში . ჩამაბარეთ დავალებები _ნინამ ორივეს გაუწოდა ხელი და ისინიც ბუზღუნით გაჰყვნენ _ გამოიცვალე დე , ვახშამი მზად მაქვს
_არ მშია... უნდა წავიდე და სავარაუდოდ არ დავბრუნდები ხვალ საღამომდე
_გიორგობიანთან დარჩენა შენი ცხოვრების ახალი ეტაპია და არ ვიცით? _ერეკლემ ახედა და გაჩერება აიძულა
_საერთო საქმე გვაქვს და უბრალოდ ერთ სასტუმროში დავრჩებით
_ ამ ღამესვე უნდა წახვიდეთ?
_ასე სჯობს ... დილით ადრეა შეხვედრა _ იტყუებოდა, დილით წასვლა შეეძლო და განზრახ გაუშვა მარტო გიორგობიანი ახლა კი თავადაც არ იცოდა რა აპირებდა.
_როდის დაბრუნდები ? ბარგის ჩალაგებაში დაგეხმარები, დაგერეკა ნეტავ მივხედავდი
_თავად მივხედავ ...
_ამ ბიჭს როდის დაპატიჟებ ჩვენთან
_ხომ იცნობთ მამა , თანაც არაფერი ხდება სერიოზული . მხოლოდ ფლირტი , სხვა არაფერი
_ამდენი ხნით ვერავინ გელოდა და გითმენდა, რეკორდია
_ან ის იქნება ჩემი ქმარი ან აღარც ვცდი ვინმეს შეყვარებას ...
_ასეთი რადიკალური ნუ იქნები, თინეიჯერობისას იმდენს ხვდებოდი და ახლა როგორ ამოგიტრიალდა ხასიათი
_სჯობს საძინებელში გამოკეტილ წყვილს შეახსენოთ სად არიან, თორემ ეჭვი მაქვს ტვინის შერყევა არ შეაბრკოლებს
_ხანდახან ისეთს იტყვი მგონია, რომ ანდროს საერთოდ არ იცნობ ... მშვენიერი გოგონაა, ზრდილობიანი და გაწონასწორებული
_ეგეთები შეუცდენია შენს ანდროს?
_რა სიტყვაა შეუცდენია და რა ტონია საერთოდ ელენა? თითქოს ვინმეზე იძალადა და ამას მანიშნებ
_არა, არა ამის თქმა არ მინდოდა ... ძალადობას ნამდვილად ვერ დავაბრალებ . ქალზე ნებისმიერი სახის ზეწოლა მისგან ძალიან შორსაა მე მოხიბვლას ვგულისხმობდი _ წამსვე გააპროტესტა და დაინახა კიდეც კიბეზე მომავალი გოგონა. იმაზე მეტად ლამაზი იყო ვიდრე ფოტოებში ჩანდა . მასთან შესახვედრად ნაბიჯიც არ გადაუდგამს, ნინამ გააცილა და გულთბილად მოეხვია კიდეც. გამაღიზიანებელი არ ჩანდა, მაგრამ ელენას ერთი მიზეზიც ჰყოფნიდა მის მიმართ უარყოფითად რომ განწყობილიყო.
.................................
_როგორ სუნთქავ, ცუდ დროს ხომ არ გირეკავ
_არა , არა ღმერთო ჩემო ... შენმა მეგობარმა ვიღაცის ბრაზი ჩემზე გადმოიტანა და გამიფინა . დალურჯებები მექნება , ვიტყვი მებრძოლმა მცემა_თქო... თავმოყვარეობა შელახული ვარ _ სუნთქვა უჭირდა და საუბარზეც ეტყობოდა
_კესარიასთან ხარ?
_ხო . სამსახურში დამსტრესეს და კესომ ფიზიკურადაც გამასწორა მიწასთან
_მალე გამოხვალ ?
_თუ შენც არ გინდა, რომ გცემონ და ბრაზი გაფანტო ... სახლში გავალ მოვწესრიგდები და გამოვალ თორემ აქ სავარჯიშო ფორმაში ვარ
_მე გამოვალ , თუ გამიღებ სახლის კარს
_რა თქმა უნდა , მაშინ დაგელოდები

საკუთარ თავს არ ჰგავდა, მაგრამ ესეც დათას გამოცდას მიაწერა და მშვიდად მივიდა მისი სახლის კარამდე.

გიორგობიანი არათუ დაშორების მიზეზს არ აძლევდა , არამედ მასთან კამათიც კი რთული იყო. ელენას ძალიან უნდა მოენდომებინა რეალური საბაბი რომ ეპოვნა მასთან ჩხუბის დასაწყებად. დათა არასდროს იქცეოდა სხვებივით, არც სახლში სტუმრად მისულ ელენას უყურებდა ზედაპირულად. მიიღო და მიუხვდა, რომ სიმშვიდეს ეძებდა მხოლოდ .
_ნეტავ გამაგებინა რა აზრები ტრიალებს შენს ლამაზ თავში _ ეხვეოდა თავზე რომ აკოცა და მერე მზერა გაუსწორა _ მე ხომ არ მოვამზადო
_არა , ჩემთვის ყველაზე ეფექტური განტვირთვის საშუალებაა... შენ რომ იჩხუბე და ახლა მგელივით მშიერი ზიხარ აქ მე ვიწყებ და შედეგით ვნაყრდები კიდეც . ორი კურდღელია ერთად
_მე რომ მზარეულობით გავერთო ჩემი ღიპი მაგ განტვირთვის პროპორციულად გაიზრდება
_სწორად უნდა იკვებო , შენ კი სულ სამსახურში ხარ , ნებისმიერ დროს მუშაობ და საერთოდ გახსენდება რომ უნდა იკვებო?
_სამყაროში შენზე საყვარლად თუ ვინმე მსაყვედურობდეს რა ...
_მზადება ისე დავიწყე არ გკითხე გიყვარდა თუ არა
_წუნია არ ვარ , ნუ ღელავ
_და მაინც რა გიყვარს ყველაზე მეტად, ჩემს შემდეგ _ თეფშზე თევზის ნაჭერი დადო და სოუსიც მოასხა . დათა მის ხელებს უყურებდა და წამით ვერც გაიაზრა კითხვა მერე გაეღიმა
_დამიჯერე. ეს უკვე სხვა საკითხია
_კითხვა იყო შემდეგში, რომელი პროდუქტი უყვარს დათა გიორგობიანს
_დათას უყვარს ხაჭაპური და დანარჩენ ყველაფერს უბრალოდ მიირთმევს
_რომელი, იმერული, მეგრული, აჭარული თუ აჩმა
_აი მაგათგან ვერცერთს გამოვარჩევ
_შემდეგი ვიზიტისას აფხაზურის მასტერკლასებს შემოგთავაზებ
_მარტო გააკეთებ?
_ასისტენტობას გამიწევ
_აქ ისეთი თეფშები მოამზადე რომელიღაც კულინარიულ შოუს ლაივზე მგონია თავი ...
_ჟიურის როლს ნუ მოირგებ, კრიტიკას არ ვიღებ !
_არც ვაპირებდი ... მხოლოდ საქებარ_სადიდებელი სიტყვები მემეტება თქვენთვის , კრიტიკას როგორ გაკადრებთ
.........................
ჩადუნელს მეგობრის ჯანმრთელობაზე დარდი არ დასცალდა, ცხოვრებაში პირველად სჭირდებოდა გოგოს შემორიგება . უბრალოდ საჭიროება კი არ იყო, სასიცოცხლო მნიშვნელობად გადაექცა ლილეს აზრები მისი ნდობის მოპოვებაზე მეტად არაფერი სურდა და თითქოს განგება დასცინოდა ისე გაეხვია გაუგებრობაში
_ორი წუთით მომისმინე... ეს ფოტოები ვიცი ნახე ყველგან აშიარებენ და ათასი სულელური კომენტარი იწერება. არაფერია , ახსნა შემიძლია -მერამდენე ზარზე უპასუხა გოგონამ არ იცოდა და ამოსუნთქვის გარეშე თქვა სიტყვები, ეშინოდა გამითიშავსო
_შენი რომანების განხილვის დრო არ მაქვს, სერიოზული ოჯახური პრობლემის მოგვარებაზე ვფიქრობ . უბრალოდ ერთს გთხოვ, თავის ტკივილად ნუ გადამექცევი
_სად ხარ , ვისაუბროთ ... მიამბე რა ხდება შენს თავს იქნებ შევძლო დახმარება. გამოგივლი , მისამართი მითხარი
_სვანეთში ვარ დუდა და მართლა არ მაქვს შენი ჟინის დაკმაყოფილების მეთოდებზე და შენს ქალებზე ფიქრის დრო, არც სურვილი გამაჩნია . ყველა პრობლემა უნდა მოვაგვარო შენზე გაბრაზების ძალა რომ ვიპოვნო... ახლა შენ უბრალოდ ძიუდოისტი ხარ, რომელსაც მხოლოდ ტატამზე გასვლისას გავიხსენებ . ვისაუბრებთ აუცილებლად და დავასრულებთ _ ხმაზეც ემჩნეოდა როგორი დაღლილი იყო და დანაშაული მხოლოდ დუდას არ მიუძღვოდა .

ეზოში იდგა და მოშორებით აღმართულ კოშკს უყურებდა , სუნთქვა გაუჭირდა , მაგრამ სულიერ სიმხნევეს ინარჩუნებდა. სახლიდან კვლავ ხმამაღალი საუბარი ისმოდა, ისევ ვერ თანხმდებოდნენ ოჯახისწევრები. კაცების კრებას შეუერთდდა , ერთადერთი იყო ვისაც ამის უფლებას აძლევდა მამა
_ნიკო დამნაშავე არ არის ! ახლა თუ არ დავდგებით ყველანი მის მხარეს შემდეგ ამის საშუალება აღარ გვექნება. ოჯახი რა არის სხვა თუ არა თანადგომა მაშინ, როდესაც ყველა ქვას გესვრის ოჯახის იმედად მყარად უნდა იდგე,უნდა გჯეროდეს , რომ ფარად გადაგეფარებიან
_მოწმე არ ჰყავს... პოლიციის უფროსის შვილი დაჭრა და მადლობა თქვას ციხეში რომ არ უშვებენ
_და რატომ არ შეიტანეს საჩივარი, რატომ ემალება ახლა მათ და არა პოლიციელებს . იმიტომ ხომ არა, რომ იციან მათი შვილია ნამდვილი დამნაშავე და თავდასხმაზე სპეციალურად გადმოდიან
_ასეთი დარწმუნებული როგორ ხარ... შენ არ იყავი რამდენიმე თვის წინ რომ ეკამათე და ხმას აღარ სცემდი , მოძალადე ხარო რომ უყვიროდი ?
_თავს დავდებ ბიძია და გთხოვ ზურგს ნუ აქცევ შენს შვილს ახლა , როცა ნამდვილად სჭირდები. ისეთია ,როგორიც გაზარდეთ და ახლა როგორ შეგიძლიათ გაკიცხოთ
_შენ გყავს სადღაც გადამალული ხომ? უშენოდ არაფერი მოხდებოდა, ის კაცი რაღაცას მალავს და იმიტომ გვემუქრბა ყველას. შენ , შენ ხარ კუდიანი და არაფერს გვეუბნები
_მე ვიპოვნი ,როცა საჭიროდ ჩავთვლი და თქვენ აშკარად არ იმსახურებთ დამშვიდებასაც...- არავის ჰყვებოდა ზედმეტად, თავდასხმას თავდაცვით არ ხვდებოდა
-ლილე !
-მე გავდივარ, ჩემი აქ ყოფნა საჭირო არ არის... უკაცრავად - ოჯახისწევრებიდან მხოლოდ ამბაკო არღვლიანს შეხედა , გასვლამდე მამას და შემდეგ საძინებლისკენ დაიძრა.
იცოდა ტარიელი მალევე გაჰყვებოდა და არც შემცდარა.
_რატომ არაფერს მეუბნები... -მამა პირდაპირ საქმეზე გადავიდა
_უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება და დავამტკიცებ რომ ნიკო უდანაშაულოა, აი მერე ვის ექნება გასაქცევად საქმე მაგასაც ვნახავთ
_რა ხდება იცი? სინამდვილეში რა მოხდა
_მე მხოლოდ ის ვიცი , რომ ნიკოს ცუდი არაფერი ჩაუდენია
_სად გყავს
_არაფერი არ ვიცი , მამა
_ ანუ ყველაფერი იცი - ჩაიცინა და ირონიული გაუხდა გამომეტყველება- იმიტომ გადიხარ ცხენით ყოველ დღე 4 საათით იკარგები და თან მიგაქვს პროდუქტი ხომ? ის რამდენ ხანს დაგიჯერებს და დაგემორჩილება , რამდენად არაადეკვატურია არ იცი?
_ყველაფერს ვითვალისწინებ
_საკუთარ თავზე ყოველთვის იმაზე მეტს იღებ ვიდრე სხვა რომელიმე გოგონა შენს ასაკში
_ფერადკანიან ლილე არღვლიანს იცნობ ვინმეს? თუ მხოლოდ მე ვარ ათამდე სხვადასხვა ეროვნების სისხლით ძარღვებში და გენეტიკით
_დუდას ფოტოებზე ესაუბრე?
_ ჩემ შეყვარებულს ყველგან აფიქსირებენ ... ღალატი გაურთულდება , მხოლოდ მე კი არა ყველა თავისი გულშემატკივარი უნდა გააცუროს
_ნამდვილად კარგად ხარ ? _ წასვლის უფლება არ მისცა , თავზე აკოცა და მზერა გაუსწოდა _ სიმართლე მითხარი , მა
_მინდა დროულად დასრულდეს ყველაფერი და ჩემ საქმეს დავუბრუნდე _ ხშირად ჰქონდა მსგავსი მომენტები , როდესაც სულის ტკივილს მარტო უმკლავდებოდა და არასდროს არავისთან საუბრობდა .
...............................
მზის ამოსვლისას გავიდა სახლიდან . ცხენს მიაჭენებდა ნაცნობი მანქანა, რომ დაინახა და მაშინვე მობილური იპოვნა . საჭესთან სავარძელში ჩაძინებულ ბიჭს დაურეკა და თან მზერას არ აშორებდა როგორ უცებ უპასუხა, სახეზე ხელი ჩამოისვა და თან სავარძელი გაასწორა
_ არ მაინტერესებს ვინ იყო ის გოგო და ცეკვის შემდეგ გქონდათ თუ არა კიდევ რამე. იმ ვიდეოში ჩანდა შენი , როგორც კაცის სახე , იმ კაცის რომელსაც ჩემთან ყოფნისას ვერ ვხედავ ან უბრალოდ არ მაჩვენებ
_დილის 6 საათია არც გათენებულა ჯერ და შენ იმაზე ფიქრობ როგორი ცუდი ვარ ? ამის პარალელირად გინდა დავშორდეთ?
_ერთად ყოფნა ჩემგან დამოუკიდებლად გადაწყვიტე , დაშორებას მე გატყობინებ _ცხენმა გაყიდა, ტრიალებდა და ჭიხვინიც დაიწყო . ხედავდა როგორ გაიხედა მისი მიმართულებით ჩადუნელმა , როგორი გაკვირვებული მზერა ჰქონდა,თვალებიც კი დახუჭა და მოგვიანებით გაახილა რეალობის აღსაქმელად . მაშინვე გადავიდა მანქანიდან და მისი მიმართულებით დაიძრა
_აქ არ უნდა იყო ... გამთენიისას არ უნდა ჯდებოდე საჭესთან და ლამის მთელ საქართველოს არ უნდა ფარავდე
_ასეთს რომ გხედავ აზროვნების უნარს ვკარგავ , მხოლოდ ვგრძნობ _ცხენს თავზე ეფერებოდა, ყელზე გადაიტანა ხელი და მერე ლილესაც შეეხო აღვირზე ჩაბღაუჭებულ თითებზე _ არ უნდა ხდებოდეს ეს... ასეთი დაძაბული , უამრავი ნიღბით შეიარაღებული არ უნდა მხვდებოდე და მაჩვენებდე თითქოს გული არ გტკივა, ერთი ხელის მოსმით წამშალე და შეგიძლია დაასრულო.
_აქედან წადი , პატივ იეცი ჩემს გადაწყვეტილებას . დაიჯერე, რომ მაქვს პრობლემა, რომელსაც თუ არ მოვაგვარებ შენთვის და შენი პროტოტიპის შესწავლისთვის თუ შეფასებისთვის, ჩვენი მომავლის დანახვისთვის დრო და საშუალება არ მექნება .
_არ ვისაუბროთ ჩვენზე, პრობლემაზე მომიყევი და ერთად მოვაგვაროთ . ამდენად მნიშვნელოვანია
_შენ არ ხარ ის ადამიანი ვისაც ჩემი ოჯახის პრობლემებს გავანდობ ... უნდა დამიჯერო ხოლმე და ფუჭად არ დაკარგო დრო და ენერგია _გული სწრაფად უცემდა, მისი იქ დანახვის წამიდან შეეცვალა შინაგანი მდგომარეობა , მაგრამ გონება არ უხვევდა არჩეული გზიდან . ცხენი უკანა ფეხებზე შედგა და დუდას გაცლა რომ აიძულა სწრაფად გააჭენა არჩეული მიმართულებით.
......................
სასტუმროში ნომერი იქირავა და ისეთი ხედი ჰქონდა არღვლიანების ეზოს დანახვა შეეძლო. სტუმრების რაოდენობა მართლაც ხაზს უსვამდა პრობლემის სირთულეს. ძირითადად სულ კაცებს ხედავდა, ქალები მხოლოდ მასპინძლები იყვნენ. ლილე რამდენიმე საათის შემდეგ გამოჩნდა , ცხენს სწრაფად მიაჭენებდა და მისი გაყვანაც არ უცდია როგორც კი ჩამოხტა მაშინვე სახლისკენ გაიქცა. მალევე გამოჩნდა ქუჩაში მიმავალი მანქანები და დუდამ ეზოდან ამოსული საუბარიც გაიგო
_მერი რამ ამოიყვანა ნეტავ აქ ...
_სტუმრადაა ალბათ
_სტუმრად კი არა ნიკო არღვლიანმა სცემა მაგის ბიჭი და გადაიკარგა სადღაც ... გაგიჟებულები არიან , მაგრამ სახლში თუ მიადგებოდა არ მეგონა
_არ ყოფილა კარგი ამბავი ...
_იმიტომ ჩამოვიდა ლილე ? ბიძაშვილები გიჟდებიან ერთმანეთზე...
_ყველანი აქ არიან , ამბაკოს გარეშე არ გადაწყდებოდა ეს საქმე _მეტი აღარ ესმოდა სვანურად დაიწყეს საუბარი დუდამ კი ისევ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო ლილეს დახმარების მიზნით.
მანქანა 5 წუთის შემდეგ არღვლიანების ეზოში ჰყავდა გაჩერებული და მშვიდი ნაბიჯებით მიუყვებოდა სახლისკენ გზას
.......................
_გამარჯობა ... მგონი უდროო დროს გესტუმრეთ ბატონო ტარიელ _ლილეს მამას ხელი გაუწოდა და მანაც შეაგება თავისი მარჯვენა. ჩადუნელის გვერდით მდგომ ქალიშვილს შეხედა , რომელიც თავადაც გაოგნებული უყურებდა იმ წამს გამოჩენილ სტუმარს
_როგორც გითხარი , ჩვენი სახლის კარი შენთვის მუდამ ღიაა შვილო ... მობრძანდი , ჩემ სტუმრებს გაგაცნობ თქვენ კი ყველანი იცნობთ დუდა ჩადუნელს
_სასიამოვნოა თქვენი გაცნობა
_არ ვიცოდი აქაურობის ხშირი სტუმარი თუ იყავი
_იმდენად ხშირი რამდენადაც აღრვლიანების ქალიშვილის შეყვარებულს შეუძლია _ მერს ხელი ჩამოართვა და მის თანმხლებებსაც მიესალმა . მთელი ამ დროის განმავლობაში ოჯახის უხუცესი წევრი მშვიდად იჯდა სავარძელში და უყურებდა მიმდინარე მოვლენებს.
_ბაბუა მასზე გიამბობდი , გაიცანი დუდა
_სასიამოვნოა ... სამწუხაროდ წინა ჯერზე სახლში არ იმყოფებოდით და ვერ მოვახერხე თქვენთან შეხვედრა
_ყოჩაღი ბიჭი ყოფილხარ შენ , ჩადუნელო _ ხელი ჩამოართვა შემდეგ ჯოხს დაეყრდნო და მძიმედ წამოდგა _მოსე, სუფრა გაამზადონ სტუმრებისთვის _შვილიშვილს გახედა და შემდეგ სტუმრებს მიუბრუნდა _ განვაგრძოთ საუბარი ?
_ჩვენ წავალთ... საქმეები არ იცდიან . გვიხარია ჩემპიონის სტუმრობა და თუ რაიმე შემეძლება ჩემი კაბინეტის კარიც ღიაა და სახლისაც
_გმადლობთ _ იდგა და უყურებდა როგორ მშვიდად მიდიოდნენ, ლილეს მტევანს წამით შეახო თითები, მაგრამ გოგონამ არ ადროვა
_ბაბუა
_ის ლაწირაკი მომითრიეთ აქ !
_ვერ ვიპოვნეთ მამა თორემ -უფროსმა შვილმა უპასუხა
_შენ რომ რამე შეგეძლოს შვილი ამდენს ვერ გაგიბედავდა... -შვილს არც გახედა ,ლილეს მიუბრუნდა და თითი მისკენ გაიშვირა- შენ გეუბნები ქალბატონო
_არ ვიცი
_ნუ მატყუებ ! კმარა _ ჯოხი იატაკზე ისეთი ძალით დაჰკრა ყვირილის ტოლფასი იყო . ლილე კი ისევ ისე მშვიდად იდგა კაცის წინ
_იპოვნონ მათ , მე არ ვიცი და მანამ არ მეცოდინება სანამ ნიკო არ გადაწყვეტს გამოჩენას . ის კი მანამ არ დაგელაპარაკებათ სანამ არ ეცოდინება , რომ იმსახურებთ და მისი გჯერათ _ თავი მაღლა ჰქონდა აწეული , მიმართავდა ყველას და საუბრობდა ისე თითქოს სამყაროს ამოტრიალება შეეძლო. დუდამ ყველას შეხედა და მიხვდა ვისში იყო მისი ძალა, მამა უმაგრებდა ზურგს და იცოდა ყველაფრის თქმა შეეძლო , ყველაფრის გაკეთება თუ საჭიროდ თვლიდა _მე დაგტოვებთ_დუდასკენ არ გაუხედავს ისე გავიდა ოთახიდან ის კი დაბნეულობისგან ძლივს მოვიდა გონს
_უკაცრავად , ნახვამდის მე
_მიდი შვილო , გაყევი _ ტარიელმა ტუჩის კუთხეში შეპარული ღიმილით მისცა დასტური და მხარზე შეახო გასვლამდე ხელი _ ცხენი ეზოშია , შეგიძლია გამოიყენო _ ჩურჩულით უთხრა და შემდეგ გაუშვა
....................
-გაჩერდი ... მასთან თუ მიდიხარ გგონია ვერ გამოგყვებიან?- ცხენით დაედევნა და მალევე წამოეწია
_სულელი გგონივარ? შენ რომ ჩემს აზრს არაფრად აგდებ და როგორც გადაწყვეტ ისე მოქმედებ იმას არ ნიშნავს , რომ სხვებიც ასე მექცევიან
_ვიფიქრე დროის გაყვანა დაგჭირდებოდა და მოვედი
_მოხვედი და უფრო მეტ ადამიანს შეატყობინე შენი არსებობა ჩემს პირად სივრცეში
_მმალავ?
_ცოდვებს აგროვებ და აჭარბებ კიდეც შეცდომების დაშვებულ დონეს . როგორ გგონია შეინარჩუნებ სტატუსს?
_იდეალური არ ვარ და როგორმე უნდა დავბალანსდეთ. ერთმანეთს გავუგოთ, გავიცნოთ ... აქამდე არავინ მიბრაზდებოდა მსგავსი დეტალების გამო
_ვფიქრობ არც არავის ითვალისწინებ და ისე იქცევი როგორც გსურს , იმპულსს მიჰყვები და აკეთებ თითქოს ტატამზე ხარ , ფიქრისთვის დრო არ გაქვს
_სად მივდივართ
_სადმე სადაც შემეძლება დაგტოვო და უკან მშვიდად დავბრუნდე
_ისევ შენი მოსაძებნი გავხდები და ნუ დაიმატებ საქმეს
_ხუმრობის ხასიათზე ხარ, რა კარგია ... მე კი ჩემი სულელი ბიძაშვილი გადამალული მყავს სადღაც , რომ იპოვნონ შეიძლება სიკვდილამდე მიყვანილი დამხვდეს. შენ მთელი ჩემი ოჯახი გაიცანი , ბაბუა უბრალოდ არ დაუშვებს რომ დაგშორდე მითუმეტეს ახლა . ქორწილის თარიღის განხილვას დაიწყებს მაშინვე როგორც კი ნიკოს ამბავი მოგვარდება და შენ ამ დროს ჩემთან საერთო არაფერი გაქვს. შენ ვერასდროს იქნები ის კაცი ვინც მე სიმშვიდეს მომიტანს, ვინც მჭირდება, რომ ვისუნთქო
_ასეთი რა დავაშავე... უნდა დაგლოდებოდი, არ უნდა ამოვსულიყავი და მერე ისე წავსულიყავი რომ არ გამეგო რა პრობლემა გქონდა? დახმარება არ მეცადა და მშვიდად მეყურებინა როგორ ღელავ?
_ ვერც კი ხვდები, რომ უნდა მკითხო ... უნდა შემითანხმდე და თუ ვამბობ არას ე.ი ასეა ჩემთვის უმჯობესი. წასვლაა დახმარება , დარჩენა კი გართულებაა . ვერ გაიგებ, არ გესმის არ შეგიძლია წარმოიდგინო რამდენად რთულია იყო ქალი, იყო ფერადკანიანი ქალი , იყო ფერადკაიანი ქრისტიანი ქალი ,რომელსაც ჰყავს მუსლიმანი დედა და მთელი მისი ოჯახი ... ღმერთო ჩემო მე უბრალოდ ლილე არღვლიანი კი არ ვარ მუქი კანით, რომელსაც ერთი პატარა ოჯახი აკვირდება მე ორივეს ტრადიციები ,წესები, ხედვები, ნორმები და ქცევები უნდა მივიღო , შევასრულო. ვალდებულება მაქვს, რომ გამოჩნდეს ჩემი მშობლების ერთად ყოფნის სისწორე... შეუძლებლის შესაძლებლობის ცოცხალი მაგალითი უნდა ვიყო , რომელსაც არ შეუძლია ჩვეულებრივად იცხოვროს როგორც შენმა რომელიმე საყვარელმა, რომელსაც სადაც გაგიხარდება იქ გ.ჟიმავ _ ცხენიდან ჩამოსვლის შემდეგ დაეტყო ემოციები, დუდას წინ იდგა ხმის გაკონტროლებას ცდილობდა და მხოლოდ თვალებზე ეტყობოდა როგორ გადალახა ზღვარი _ შენ მე ჩემი ცხოვრებით ვერ მიმიღებ შენს ცხოვრებაში ! ჩემთვის არ კმარა რომ მიყვარხარ, შენი დანახვისას გული რომ გამალებით მიცემს .საკმარისი არაა, რომ ვგიჟდები შენზე ... არ მეყოფა შენგან მოწონება , აღტაცება ან სიყვარულის მცდელობა . მე ცდების ჩატარების შესაძლებლობა არ მაქვს . ჩემზეა დამოკიდებული როგორი ცხოვრება ექნებათ ამ ქვეყანაში ჩემ და_ძმას . მე არ მაქვს სიყვარულობანას თამაშით გართობისა და მოდუნების დრო , შენთან გამკლავების, შენთან შეჩვევის, შენი გაგების და ჩემი თავის გაცნობის ... მე არ შემიძლია , ძალა არ მაქვს ყველაფრისთვის შენ კი უბრალოდ ვერ იქნები , შენ უკვე იმაზე მეტი ხარ ვიდრე ყველა ერთად
_ჩვენ უნდა დავიწყოთ ამით _ მოეხვია და ღრმად ჩაისუნთქა _ სამყაროში საკუთარ თავზე მეტად არავინ უნდა გადარდებდეს და გიყვარდეს თუ გინდა, რომ ყველაფერი შეძლო ! _ ტუჩები ოდნავ შეახო თავზე , მეტი უნდოდა , მაგრამ იაზრებდა აკრძალულ ტერიტორიაზე ყოფნას _ შენ უკვე ხარ მტკიცებულება შეუძლებლის შეძლების და მე არასდროს ვიქნები ის ვის გამოც რეპუტაცია შეგელახება
_მიღალატე აქ ამოხვედი , არ დამიჯერე და ახლა ასე უთავმოყვარეოდ გინდა დავივიწყო ყველაფერი ...
-მოღალატე აღარასდროს მიწოდო, რაც გინდა ის , მაგრამ მოღალატე არასდროს!
-შენ მართლა გჯერა, რომ ის რაც გააკეთე ღალატი არ იყო?
_ მოდი შენი ბიძაშვილის ამბავი მომიყევი ზუსტად , ვიფიქროთ ერთად , მოვაგვაროთ ეს საქმე თბილისში დავბრუნდეთ და შემდეგ განვიხილოთ ჩემი ღალატი , მივიღებ ნებისმიერ სადამსჯელო ღონისძიებას დაშორების გარდა
_კუთხეში დაგაყენო თუ რაიმე საჩუქარი მოვითხოვო, ვარდები , სამკაული , მობილური თუ როგორ ირიგებ გოგონებს
_არავისთან ვყოფილვარ შენამდე და გამოცდილება არ მაქვს
_ვგიჟდები შენზე _ ცრემლები ჯერ კიდევ ჰქონდა სახეზე სიცილი რომ დაიწყო
_მართლა პირველი ხარ და ნუ დამცინი ... აქამდე არასდროს მიცდია ვინმეს შეყვარება და ვინმესთან სულიერი კავშირის დამყარება . არაა მარტივი და შენც არ მაძლევ ამოსუნთქვის საშუალებას . სადმე თუ არის სხელმძღვანელო " როგორ ვიყოთ კარგი შეყვარებული" , მითხარი და წავიკითხავ
_ნუ იქცევი ასე , საშინელებაა
_რა არის საშინელება , სიმართლეს რომ გეუბნები?
_უსაყვარლესი ხარ , მავიწყდება რომ გაბრაზებული და ნაწყენი ვარ და ვცოფდები საკუთარ თავზე -ღრმად ჩაისუნთქა, ცრემლები საბოლოოდ გააქრო , ჩადუნელს ჩახუტების საშუალება მისცა და დიდი ხნის შემდეგ წამით შეძლო სამყაროსგან შორს გასვლა .
........................
_ბიჭი დაჭრა, გოგო მოიტაცა ახლა იმალებიან და მთელი საგვარეულო დაეძებს. უყვარს ?-მონათხრობს იაზრებდა და თან ცდილობდა ლილეს არ ჩამორჩენოდა
_წავიდეთ და თავად ჰკითხე
_შენ გადამალე?
_შენ წარმოდგენა არ გაქვს მე რა შემიძლია გავაკეთო იმ ადამიანის დასაცავად ვინც მიყვარს _ სივრცეს უყურებდა და წინ მიდიოდა
_სად მივდივართ
_ექსკურსიაზე ხარ ... ხომ გინდოდა . მზის ჩასვლამდე ვივლით
_აქაურობას თვალდახუჭული იცნობ ხომ?
_სახლის მშენებლობას რომ დაასრულებ შენც გასწავლი
_დიდი დრო დასჭირდება... ჩემი დანაზოგით ვაშენებ
_არსად გვეჩქარება
_რომ გითხრა იქ ვიცხოვროთ_თქო? საკუთარი სახლი სხვაგან მაინც არ მაქვს... ბინა უნდა მეყიდა და შენი გაცნობის შემდეგ გამახსენდა ის მიწა რომ დამიტოვა ბაბუამ
_ოლიმპიადას რომ მოიგებ გეყოფა ბინისთვის _თითქოს ვერ მიუხვდა რას ეუბნებოდა და არ გაახარა მისმა გადაწყვეტილებამ _შეძლებ კიი? არ ვიცი ... წინა ჯერზე ისე სულელურად დამარცხდი დავიფიცე აღარ ვნახავ არცერთ მის ბრძოლას ლაივში_თქო
_და როგორ დამიბრუნდი
_დამავიწყდა შემდეგ ბრძოლამდე თანაც ჩემები ყველანი უყურებენ და რა გამეკეთებინა
_ბაბუასთან პრობლემა შეგიქმენი?
_იცოდა შენზე , მაგრამ სახლში მოსვლა და ხშირი შეხვედრები არ მოსწონს . არაუშავს, მამა მოაგვარებს
_შემიძლია დაველაპარაკო, როდესაც ეს ამბავი გადაივლის და ვუთხრა, რომ ისეთს არაფერს ჩავიდენ
_საჭირო არ არის ... მისი წესებით თუ გვექნება ურთიერთობა ქორწილამდე ხელსაც ვერ შემახებ, ჩახუტების წინააღმდეგიცაა და საერთოდ შეყვარებულის ცნებას არ აღიარებს . მარხვის შემდეგ ქორწილს დანიშნავს
_კარგიი , მოაგვაროს ტარიელ მამამ ... არა ქორწინების ამბავს არ გამოვრიცხავ რა თქმა უნდა , მაგრამ
_ნუ გეშინია ძალიანაც რომ მთხოვო ცოლად მაინც არ გამოგყვები არც ერთ თვეში და არც ერთ წელში თუ ნამდვილად არ ვიგრძნობ, რომ შენ ხარ ის ვისი მეორე ნახევარიც ვარ
_და ეგ როგორ უნდა იგრძნო , მე არ ვიცი
_შენს წინაშე მთლიანად გაშიშვლებას, თუ შევძლებ და შენ ჩემს დანახვას მერე ხელმოწერა და ჯვრისწერა უბრალოდ ფორმალობა იქნება
_მე ისედაც ეგეთი ვარ , არაფერს ვმალავ და პირდაპირ მნიშვნელობით გაშიშვლებაც შემიძლია ნებისმიერ წამს
_ასე გგონია ? _ მზერა გაუსწორა და ღიმილიც წაუშალა სახიდან
_ასე რომ მიყურებ გული ცუდად მიხდება, ცხენიდან არ გადმოვვარდე თორემ ოლიმპიადას იმიერში თუ მოვიგებ
_ყველასთან თუ ასე გიჩქარდება გული ვინც მოგწონებია , მიკვირს ამ დატვირთვას როგორ უძლებ
_საერთოდ არ მიჩქარდებოდა თუ ფიზიკურად არ ვიტვირთებოდი და შენ როგორც კი წარბებს აზიდავ მაშინვე იწყებს, თითქოს პატარა ჩიტი მყავს იქ გამომწყვდეული და შენი დანახვისას ცდილობს გამოფრენას
_გთხოვ უბრალოდ ჩუმად ვიაროთ _ ვეღარ უძლებდა, ზედმეტი იყო ამდენი ემოციის ერთად მიღება. გული ვეღარ გაუძლებდა, იმ გარემოში ჰყავდა გვერდით ბიჭი რომელიც წლების განმავლობაში შორიდან უყვარდა , უყვარდა სრულიად სხვა მხრიდან და ახლა ასე ახლოს ჰყავდა, გვერდით შეყვარებულის სტატუსით.
_მაპატიე, ამდენს არ ვლაპარაკობ ხოლმე არ ვიცი რა დამემართა . ისედაც გადაღლილი ხარ და მე კიდევ თავს გატკიებ
_ღმერთო წარმოდგენაც არ გაქვს რას მმართებ ხომ? შენ რა მართლა არავინ გყვარებია? არც მოგწონებია იმდენად , რომ შენი სიმშვიდე დაერღვია? ცუდად არასდროს ყოფილხარ გრძნობების მოზღვავებისგან?
_ხომ გითხარი ჩემი გული ხელშეუხებელი იყო შენამდე და ახლა აქ ვარ, გამექეცი და დაგედევნე . სვანეთში სახლს ვაშენებ , ლამისაა აქ გადმოვსახლდე ... მეტად თუ გამოვალ მდგომარეობიდან ეგ სიყვარული კი არა თავის დაკარგვა იქნება
_სწორედ ეგ არის სიყვარული , ჩადუნელო . თავი უნდა დაგაკარგვინო
_შენ რომ მაინც ასეთი ხარ? ასეთი შეუვალი
_ნაღალატევი მიგიღე , ყველა კედელი დაანგრიე საძირკველი დამრჩა მხოლოდ და შეუვალს მიწოდებ?
_მეჩხუბები , ამ ტონით რომ მელაპარაკები ვერ ვიაზრებ რა კარგ რამეს მეუბნები
_გავჩუმდეთ_მეთქი , ვთქვი მგონი _ცხენი წინ გააჭენა და ჩადუნელი უკან ჩამოიტოვა .
......................
_მე ვარ
_გხედავ და ის ვინ არის? _ წარბებშეკრული დაუხვდა არღვლიანი
_ჩემთან ერთად არის _ მკერდზე ხელით მიაწვა და ღამისფერი თვალები მიანათა _ სოფი უნდა დაბრუნდეს და ყველაფერი მოგვარდება.
_არ დაბრუნდება !
_შეიშალე მგონი ხომ? ხალხი თუ გაიგებს, რომ შენთან ერთადაა ამდენი დღეა გამოკეტილი შუაგულ ტყეში , ქოხში მერე რას გააკეთებ . ამბაკო უკან არ მიგიღებს თუ ცოლად არ მოიყვანს იმ გოგოსო... ქალის სახელის გამტეხი შვილიშვილი არ მჭირდებაო . მამამისი და მისი ძმა კი არა მამაშენზე და ბაბუაზე იფიქრე რას გიზამენ თუ არ შეწყვეტ ამ სიგიჟეს. საერთოდ , შენ რომ დაავლე ხელი და გადაუწყვიტე აქ შენთან ერთად გამოხიზვნა ჰკითხე თავად რა უნდოდა?
_ნუ მეფემინისტები გოგო
_შენი გოგოები ბორდელებში დარბიან
_ვახ ჩემი , როგორ მაცოფებ . გინდა რომ გამომიყვანო წყობიდან ხომ? მეც მაგარი ვარ შენ რომ გითხარი სადაც მოვდიოდი . სოფოს სახელს მე მივხედავ შენ ის მითხარი ამასთან ერთად რას დაბოდიალებ
_ამას სახელი აქვს და ხელების უმისამართოდ ქნევა შეწყვიტე ...
_სულ გააფრინე ხომ? მართლა გგონია , რომ სერიოზულად გიყურებს? მე არ მგონია და შენ რას მეტყვი ? _დუდას გახედა აქამდე ჩუმად რომ იდგა და ორ გავეშებულ არღვლიანს უსმენდა
_მგონი ჩვენს შორის პრობლემები შენ გაქვს ... ლილეს საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად მართვა შეუძლია , გადაწყვეტილებების მიღებაც და რისკზე წასვლაც .
_ე შენ რა მაგარიი ხაარ მთელ პასუხისმგებლობას გოგოს ტენი და მერე რომ მიაგდებ შენ გარისკე მე რა ვქნაო ეტყვი არა? საღოოლ ბრატ , ყოჩაღ ეს რა კარგად მოგიფიქრებია
_ამის დასახმარებლად იტკიებ თავს, ხარჯავ დროს , ენერგიას და მოშორდი საკუთარ ცხოვრებას? ასეთი ბრმა სიყვარულით მე რატომ არ გიყვარვარ _ლილეს უყურებდა და სერიოზული გამომეტყველებით საყვედურობდა
_ვის უყვარხარ ბიჭო... მე და შენ ერთი ვართ? შენ საერთოდ არაფერი ხარ მის ცხოვრებაში და მე დაბადებიდან ვიცნობ... ვიცნობ კი არა ჩემი სულის ნაწილია. თუ გგონია შენი სტატუსი რამეს ნიშნავს ჩემთვის
_ახლა ამ უაზრო დიალოგში უნდა ჩავერთო ? ჩხუბსაც ხომ არ აპირებ , დარწმუნებული ვარ შეგიძლია
_დუდა _ ლილეს ეს არ გაუთვალისწინებია , ჩადუნელი იქ თუ იჩხუბებდა თანაც ნიკოსთან . სასოწარკვეთილი გაუხდა ხმა
_დამშვიდდი , ტატამის გარეთ არ ვიბრძვი მითუმეტეს შენთვის მნიშვნელოვან ადამიანს არ დავუმსხვრევ თვითშეფასებას ძვლებთან ერთად _ თავზე აკოცა და მერე სკამისკენ დაიძრა _ წვიმას უნდა გავუსწროთ, ლილეს საკმარისად თბილად არ აცვია და დროულად გადავწყვიტოთ სოფო ჩვენთან ერთად წამოვა თუ მამამისი პოლიციაში განაცხადებს, რომ გაიტაცეს და მერე ან ციხეში წახვალ ან ცოლ_ქმარი გახდებით
_შენთან არ გავარჩევთ ჩვენს საქმეს ...
_ნიკო, გთხოვ გეყოფა უკვე _ სოფო ჩაერთო . მის წინ დადგა , უბრალოდ შეხედა და ისიც კნუტად გადაიქცა
_შენ ხომ იცი მე ყველაფერს გავაკეთებ და აქედანაც იმიტომ არ წაგიყვანე სადმე საერთოდ სხვა ქვეყანაში , რომ შენ იყავი წინააღმდეგი . როგორც იტყვი ისე იქნება, მე არც პოლიციის მეშინია და არც მამაშენის
_ დროა დავბრუნდე ... ქორწილი უკვე ჩაშლილია
_ ისევ რომ დაგარტყას ? მე რომ არ ვიქნები , როგორ მოვისვენო
_ისე სცემე რამდენიმე თვე ძალა არ ექნება და მერე გავფრინდები
_ წასვლამდე ლილესთან დარჩი ბინაში ... მოსეს აქ დავტოვებ
_ ხომ ვისაუბრეთ უკვე ამაზე
_მეც წამოვალ
_არა... ჩვენ წავიყვანთ. დუდა მიიყვანს სახლში , მისი თანაგუნდელები ჩამოვლენ ხვალ და აქ ივარჯიშებენ ... მერს შეხვდებიან . სოფო გადაუღებს ფოტოებს
_ ეს ყველაფერი როდის მოიფიქრე
_გზაში
_უცხო ადამიანების მოსაგვარებელი გახადე ჩემი პრობლემა?
_სანამ ჩემ გვერდითაა ერთნი ვართ , შესაბამისად მასზე ახლო არავინაა -მტკიცე ჰქონდა ტონი ლილე არღვლიანს
_რამდენი დღით დარჩებიან-დანებდა ნიკო
_რამდენ დღეშია ფრენა
_ერთ კვირაშია
_მაშინ ერთი კვირით დავრჩებით და მერე ერთად გავაცილებთ სოფოს
_ არ მომწონს ეს იდეა... მშვიდად ვერ ვიქნები. აქედან წავიდეთ , მამაშენის გამოსწორება არ გამოვა
_მე უკეთ ვიცნობ ... აქ რომ გვნახოს გაცოფდება . ისე კი მტკიცებულება არ აქვს, ვეტყვი, რომ მეგობართან ვიყავი თბილისში . კესარიას ვიცნობ , დუდას დას და ყველაფერი აეწყობა
_მართლა იცნობ ?
_კი და მამამაც იცის , დაიჯერებს შენთან ერთად რომ დავბრუნდები
_ყველაფერი გათვლილია, აწყობილია და დაამტკიცეთ გეგმა ბატონო ნიკო
_ლილე !
-წავედით ჩვენ... შენ ხვალ დაბრუნდი და როგორც გინდა ისე მოგვარდი ბაბუასთან -დუდას ხელი ჩაკიდა და ქოხიდან გავიდა. მარტო დატოვა მეგობრები
_არ მეგონა ასეთებს გოგონებთან მეგობრობა თუ შეეძლოთ
_გამონაკლისები არსებობს... ის კი პარადოქსია, თუ ჰკითხავ გეტყვის გოგოსა და ბიჭის მეგობრობის არ მჯერაო , მაგრამ სოფო მისთვის ნამდვილად მეგობარია . ბაღიდან ერთად მოდიან და დამიჯერე, როგორც ქალი ისე, რომ უყვარდეს ვერაფერი შეაჩერებდა
_ გამოდის ერთი კვირა აქ ვიქნები
_ბიჭები მართლა აქ იქნებიან ?
_ვარჯიშისთვის ადგილებს შენ გვაჩვენებ
_როგორი უხერხულია
_წინააღმდეგი არცერთია ... კუბდარს ითხოვენ მხოლოდ
_ჩემი ხელით დავუცხობ
_შეგიძლია?
_მსგავს რაღაცებს ნუ მკითხავ , გთხოვ ... მაბრაზებ
_შენ ყველაფერი შეგიძლია, შენ ყველაფერი იცი _ დაავიწყდა ნიკოს არსებობა ისე დაიხარა და ის იყო უნდა ეკოცნა ლილემ რომ გასწია თავი
_მოგერევა , თუ ჩხუბს დაიწყებს
_შეურაცხყოფას მაყენებ
_დამიჯერე , ვიცნობ მის სიბრაზეს

ასე მოულოდნელად აღმოჩნდა ჩადუნელი მეგობრებთან ერთად ერთკვიარიან სვანურ თავგადასავალში ,რომელიც მოიცავდა უამრავ დეტალს და რომელსაც ჰქონდა ლილე არღვლიანის გავლენა. იყო თუ არა მაინც ყველგან გრძნობდა მასთან სიახლოვეს...
.....................
შუაღამე იყო სახლში გამეფებული სიმშვიდე ზარის ხმამ რომ დაარღვია. გამოფხიზლდა, მაგრამ თავის აწევა ვერ შეძლო სანამ ქალის განწირული ხმა არ გაიგო. ანდროს ეძახდა, გასვლას სთხოვდა და ამ ხმას ყველანი ინსტიქტურად მიჰყვნენ. დერეფანში გასულს ნინა და ერეკლე დახვდა. ანდრო კი ყველაზე გვიან გავიდა
_ვინ უნდა იყოს ამ შუაღამეს ... თანაც ასეთ წარღვნაში_უკვე ჭიშკარი გაეღოთ, ქალს ეზო გაევლო და სახლის კართან დაუხვდა ნინას . სიტყვა ვერ თქვა, უყურებდა წონასწორობადაკარგულ თავიდან ფეხებამდე დასველებულ ქალს, რომლის ცრემლებიც წვიმის წვეთებს ერეოდა და მანამ ვერ ხვდებოდა მის ვინაობას სანამ ანდროს შეხება არ იგრძნო წელზე და მისი ხმა არ გაიგო
_ შენ აქ რას აკეთებ
_მადლობა ღმერთს სახლში ხარ ... უნდა წამომყვე. გემუდარები, გევედრები საავადმყოფოში უნდა წამოხვიდე და სისხლი გადაუსხა _ გაყინული ხელები ანდროს მტევანს შემოჰხვია, ბიჭი კი ამ დროს მარჯვენათი ნინას იჭერდა. იცოდა ცუდად გახდებოდა და მთელი სხეულით გადაექცა საყრდენად
_რა სჭირს შენს შვილს _ მიხვედრა არ გასჭირვებია . ისეთი გამომეტყველება ჰქონდა თითქოს ვერაფერს განიცდიდა არადა გული შუაზე გაეპო
_მანქანა დაეჯახა ... სისხლი აღარ აქვთ. მეოთხე უარყოფითი , შენ ხომ გაქვს ... მითხარი რომ გაქვს , ჩემი ბოლო იმედი ხარ . გთხოვ შვილი გადამირჩინე , გემუდარები გადამირჩინე შვილი , ჩემი პატარა ბიჭუნა . მოვკვდები რომ ვერ გადადჩეს, ვერ ვიცოცხლებ ... გემუდარები _ მუხლებზე დაეშვა, ანდროს და ნინას ფეხებთან დამხობილი იდგა და მიტოვებულ შვილს სთხოვდა მეორე შვილის გადარჩენას.
_ელენა , შენ გაყევი დე _ სხვა არაფერი უთქვამს შვილის მზერაზე პასუხად. კედელს მიეყრდნო , უკან მდგომ ქალიშვილს გახედა და ანდროს მკლავებიდან ერეკლესთან გადაინაცვლა _ მიდით ჩაიცვით, გარეთ ცივა დე _ინსტიქტურად დაარიგა ბიჭი და მერე კვლავ იატაკზე ჩაკეცილ ქალს მიუბრუნდა _ აქ დაელოდეთ , მალე ჩამოვლენ ... ერეკლე ჩემი ქურთუკი მომიტანე, კარადაშია _ ქალი სკამზე დასვა . კარი დახურა და შემდეგ თავისი ხელით მოახურა თბილი მატერია _ გადარჩება , თქვენი შვილი ... ჩემი ანდროს სისხლი საკმარისი იქნება
_ღმერთი მსჯის მისი მიტოვებისთვის... ასე მიხდის _გონზე არ იყო სასოწარკვეთილებისგან განადგურებული
_მე სულ გიხსენიებთ ლოცვებში იმ დღიდან მე და ანდრომ ერთმანეთი რომ ვიპოვნეთ მადლობას გიხდით მისი გაჩენისთვის ... თქვენი დანაშაულის გამო უცოდველი ბავშვი არ დაისჯება _ მაინც როგორი ქალი იყო ნინა , რამდენად სულგრძელი ასე მოქცევა რომ შეეძლო . ერეკლე მდუმარედ იდგა , სიტყვაც არ უთქვამს ისე უყურებდა და ყოველ წამს მზად იყო ნინას გულში ჩასაკრავად . ნინამ მხოლოდ მაშინ დაკარგა წონასწორობა ელენა და ანდრო რომ გამოჩნდნენ და სახლი სამმა ერთად დატოვეს .
_მშვიდად, მშვიდად ჩემო სულო ... ყველაფერი რიგზეა. ანდრო გაუმკლავდება .გაივლის
_ვერ ვსუნთქავ ... მტკივა , ჩემი ანდრო . მე , მე ხომ არ უნდა გავყოლოდი _ მკერდზე იჭერდა ხელს და სუნთქვას ცდილობდა
_სწორი გადაწყვეტილება მიიღე... ჩვენი იქ ყოფნა არ ღირდა. დაძაბულობას გამოიწვევდა, ელენა მიხედავს, ყოჩაღია , გჯეროდეს მისი _ თავზე კოცნიდა და ხელს ზურგზე უსვამდა_მშვიდად... მშვიდად ისუნთქე . ერთად ჩავისუნთქოთ , შემომხედე _ თავი ააწევინა, აკოცა და მერე ერთად დაიწყეს სუნთქვა. კვლავ ძველებურად ნინას სისუსტეს მხოლოდ ერეკლე ჰყავდა წამლად. ისევ ერთად უმკლავდებოდნენ წარსულის ტკივილს.
......................
საჭესთან ანდრო არ დასვა, იცოდა მისი გაყინული სახის მიღმა როგორი მღელვარება იმალებოდა და უსიტყვოდ დაიძრა საავადმყოფოსკენ. ქალი ცრემლებად იღვრებოდა , კლინიკისკენ მიმავალ გზაზე ძალა გამოეცალა , მაგრამ ანდროს მისი დაჭერა არ ჰქონდა ინსტიქტში გამჯდარი. ელენა რომ არა ჩაიკეცებოდა და ვინ იცის ანდროს იქნებ არც გასჩენოდა მისთვის ხელის გაწოდების სურვილი. ზედაც არ უყურებდა, მხოლოდ ბავშვის სახელი ჰკითხა და მიმღებშივე სთხოვა ექთანს მიმართულება ეჩვენებინა. მალევე გამოჩნდნენ მაკას ოჯახისწევრები, ელენამ მათ გადააბარა ქალი და ანდროს მიჰყვა , რომელიც წამითაც არ შეყოვნებულა. ყველას მზერა დააიგნორა და ექიმთან საუბრის შემდეგ სისხლის გაღებისთვის მოემზადა.
_არაფერი თქვა, არავის ეკონტაქტო... სისხლი მაკავშირებს მხოლოდ, დავუტოვებ, იმდენს და იმდენჯერ რამდენჯერაც საჭირო იქნება მერე კი წავალთ
_გადარჩება , დედა ილოცებს და გადარჩება _ მის გვერდით დაჯდა, ხელი ჩაკიდა და არ გაუშვია მანამ სანამ ნინასთან არ დაბრუნდნენ, სახლში.
მანქანაში , რომ ჩასხდნენ ძრავის ამუშავება არც უფიქრია. სათავსოდან შოკოლადები ამოიღო , გახსნა და ფილის დიდი ნატეხი გაუწოდა ანდროს
_ჭამე , ისევ თუ დაგვირეკა ექიმმა და გვითხრა სისხლი გვჭირდებაო ძალა უნდა გქონდეს. მალე თამაშია , იფიქრე საკუთარ თავზე და არა იმ ქალზე
_ ჩემს თავში ხარ? _ დანებებულმა გახედა და ტუჩთან მიტანილი შოკოლადი ჩაკბიჩა
_ყოველთვის შემიძლია წაგიკითხო , შენ უბრალოდ უნდა გჭირდებოდე _ უყურებდა და არ ერიდებოდა მისი ყურადღების მიპყრობას.
_ნინას უნდა დავურეკო
_მამა მიხედავს , იცის რომ ველოდებით
_საკმარისი რომ არ იყოს?რატომ მეტი არ აიღეს... სისხლიც როგორი დამპალი მაქვს . უნდა ვიპოვნო ვინმე
_ ისუნთქე ! _ ეს იყო სიტყვა , რომელსაც გოთუების ოჯახში ,ჰქონდა დიდი ძალა და მნიშვნელობა _ გაუძელი , მოითმინე , რომ სახლს დაუბრუნდე დამშვიდებული სულით_ ისე იქცეოდა როგორც არასდროს , მაგრამ მაინც ვერ უყურებდა . ხელი ჩაკიდა და მის დამშვიდებას შეუდგა _ შენ ნინას გულში ხარ . მასზე ძლიერი სიყვარული არავის შეუძლია
_ მასზე არც კი ვფიქრობ , არასდროს და ახლა ასე ძალიან რატომ შემებრალა
_მეც ვგრძნობ ამ სიბრალულს და ღელვას ბავშვის მიმართ , რომელიც სრულიად უცხოა და ქალის , ამდენად სუსტი და უძლური რომ მოვიდა ჩვენს სახლში ... ჩადენილი დანაშაული , რომ ახრჩობს ყველა ჩასუნთქვისას , ამიტომაცაა საბრალო დღეს კი არა იმ წამიდან შენ რომ ხელი გაგიშვა
_არ მინდა საერთოდ , რომ ვგრძნობდე
_ არაფერია არაბუნებრივი იმ ტკივილში რასაც ახლა განიცდი . ნუ ცდილობ გრძნობებთან ომს
-თავში სრული ქაოსია...- სავარძელს მიყრდნობილი, გამოფიტული თვალებსაც ვერ ახელდა.
_ თამაშზე იფიქრე, რომელიც რამდენიმე დღეში გექნება და რომლის კაპიტნობასაც წარმატებულად შეძლებ. ამჯერად ყველა გარდასახვას შეასრულებ , ქარზე სწრაფად გაიქცევი ბურთის დასაჭერად და იმდენად მაღლა ახტები ვერავინ გაჯობებს
_თამაშზე იყავი , ხომ ? _ უყურებდა და ელენაც გამოერკვა,ჩიხში იყო ექიმს რომ არ დაერეკა და კარგი ამბავი ეხარებინა.
..........
ნინას და ერეკლეს დივანზე ჩასძინებოდათ. ერთი იწვა მეორე კი იჯდა და ქალის ხელს არ უშვებდა. ნახევრად მძინარეც თავზე ეფერებოდა . ბავშვების დაბრუნებისას თვალები გაახილა , მაგრამ გამოძრავების შეეშინდა
_როგორაა
_კარგად , საფრთხემ ჩაიარა ... _ ჩურჩულით უპასუხა და მთლიანად ნინაზე გადაერთო . ხელები გაყინული ჰქონდა, ფრთხილად აიყვანა და ბუმბულივით მსუბუქად წაიყვანა საძინებლისკენ
_დე
_დაიძინე დე , დავბრუნდით _ გამოფხიზლების საშუალება არ მისცა, თავზე აკოცა და კიდევ უფრო მეტად მიიკრა სხეულზე კიბის პირველ საფეხურზე რომ ააბიჯა . ყველაფერს გრძნობდა ნინა, დაღლილობისგან ვერ ახელდა თვალებს , მაგრამ მის მდგომარეობას ძილი არ ერქვა სანამ ანდრო და ელენა არ დაბრუნდნენ.

საწოლში რომ დააწვინა ქალი ფანჯრიდა შემოსული სინათლის სხივისგან ხელისგულით დაიცვა მანამ სანამ ელენამ არ ჩამოაფარა გაუმჭვირვალე ფარდა .
_მშვიდად დაიძინე დე , მე სახლში ვარ _ ყურთან ჩურჩულით უთხრა, ლოყაზე აკოცა და შემდეგ გავიდა.
ერეკლეს უსიტყვოდ მოეხვია, რამდენიმე წამს დაისვენა და ბოლოს მარტო დატოვა ორნი.

საწოლზე თავდახრილი იჯდა , ფიზიკურ სისუსტეს გრძნობდა სულიერთან ერთად და ელენას გამოჩენამ სრულიად აურია გონება, გატყდა ნიღაბი ჩამოშორდა და გახდა ის ვინც სინამდვილეში იყო.
_ესენი ჭამე და შემდეგ დაიძინე. ვარჯიშზე წასვლამდე ჯერ კიდევ დიდი დროა. მე მივწერ და ვეტყვი , რომ დაგაგვიანდება _ლანგარი ტუმბოზე დადო, ფარდა ჩამოაფარა, ოთახი ჩააბნელა და მაშინვე კარისკენ შებრუნდა
_დარჩი , გთხოვ

წასვლის ძალა ჰქონდა? შეეძლო ზურგი ექცია , კარი გაეხურა და მარტო დაეტოვებინა ? სულ რომ წყალში ჩაეყარა წლების თავშეკავება, ბრძოლა საკუთარ თავთან და მთელს სამყაროსთან მაინც ვერ მოიქცეოდა სხვაგვარად. კარი დახურა და საწოლისკენ დაიძრა . ცარიელი ადგილი დაიკავა, ანდროც ისევე დაწვა როგორ ფორმაშიც იჯდა და მშვიდად სუნთქვა დაიწყო მას შემდეგ რაც ელენამ ხელი ჩაკიდა და სული გაუთბო. მათ სხეულებს შორის არსებულ უფსკრულს ხელები ავსებდნენ , ორი სრულიად განსხვავებული მტევანი, რომელიც გულიდან წამოსულ ძაფებს აკავშირებდა და ერთმანეთის პულსაციას ატყობინებდა. ერთმანეთისთვის არც შეუხედავთ, დაეძინათ ღრმად და მშვიდად, მაგრამ მაინც ქანდაკებებივით უძრავად დარჩნენ.
_ანდროო ... ანდრო გაიღვიძე
_ანდრო უნდა ჭამო და ვარჯიშზე წახვიდე.
_ანდრო გამოფხიზლდი თორემ დაგაგვიანდება _ ტყუპების ხმამ გააღვიძა, საწოლზე ისხდნენ ორივენი და მორიგეობით აფხიზლებდნენ.
თვალების გახელისას მხოლოდ მათი სახეები დაინახა. ელენა არ იყო , საძინებლიდან და მთლიანად სახლიდან წასულიყო. ორივეს მოხვია ხელი , ჩაეხუტა და შემდეგ დაიწყო დღე ისე თითქოს მხოლოდ მოახლოებული თამაშისთვის მზადება ადარდებდა და სხვა არაფერი.
.........
ვარჯიშის დროს ენერგია არ დაუზოგავს და შედეგმაც არ დააყოვნა, ორგანიზმმა ამ უყურადღებობის საპასუხო რეაქცია გამოხატა. ყველაფერს გაორებულად ხედავდა, ბურთის დასაჭერად ახტა , მაგრამ მიწაზე დაბრუნება მშვიდობიანად ვერ მოახერხა. მინდორზე დაეცა და ადგომა არც უცდია. მაღლა ცისკენ იყურებოდა , ყველას ხმა ბუნდოვნად ესმოდა, სახეები ერთმანეთს ენაცვლებოდა სანამ ელენა არ დაინახა. ბალახზე მუხლებით მდგომი სახეზე ეხებოდა და მისი მზერის დაჭერას ცდილობდა
_კარგად ხარ , ახლა ხელს ჩამკიდებ და ჩემთან ერთად წამოდგები _ როგორც კი მიხვდა, რომ მისმა ტვინმა აღიქვა მაშინვე მოეხვია , ყურში ჩასჩურჩულა ბოლო სიტყვები და შემდეგ მის საყრდენად იქცა_წავედით ... ხვალამდე ვერ დაგიბრუნებთ თქვენს ანდროს _ ბიჭებს მიმართა და სიტყვის თქმის უფლება არ მისცა
_სად მივდივართ?
_პირველ რიგში უნდა იბანაო, სულ სველი ხარ და ყარხარ. შემდეგ წავალთ ვივახშმებთ, დანაყრდები დაკარგულ ენერგიას აღიდგენ
_ანგელოზიდან ჯადოქრად როგორ გადაიქცევი ხოლმე... _ მშვიდად უპასუხა და ინსტიქტურად დახედა ხელს , რომელზეც აღარ ეხებოდა ელენას თითები _ ნინამ გამოგგზავნა?
_ნერვიულობს _ დათა ურეკავდა , ანდრომ დაინახა მათი ფოტო ეკრანზე და წინ წავიდა
_საკუთარ ჯანმრთელობას რომ არ ვუფრთხილდებოდე აქამდე ვერ მოვაღწევდი... ალბათ აღარ გახსოვს, როგორ მიყვარს თავი
_თუ იცი ნინას როგორ უყვარხარ და მის გამო ცდილობ იყო კარგად და თავს ცუდად ყოფნის უფლებას არასდროს აძლევდი _გაქცევა უნდოდა, მაგრამ ელენამ შეაჩერა , დათას არსებობა დაავიწყა
_მანქანაში დამელოდე, მალე გამოვალ
..................
-ახლა სადღა მიგყავარ , სახლის გზა დაგავიწყდა?- რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ მანქანაში რომ ჩასხდნენ ელენა სახლისკენ მიმავალ გზას არ გაუყვა და ანდროს სიმშვიდეც დაირღვა _ არც კი იფიქრო
_უნდა ნახო , ორ დღეში თამაშია... ასე ვერ გახვალ
_შენ როდის დაიწყე ჩემს კარიერაზე ან ჩემზე დარდი... მოაბრუნე მანქანა ელენა
_ბავშვს ნახავ , მხოლოდ მას შეხედავ , იგრძნობ შენს ნაწილს, დარწმუნდები რომ კარგადაა და წამივალთ . იმ ქალს არ შეხვდები
_ ბავშვის გვერდით არ იქნება გგონია?
_არ იქნება !
_შენ მომიგვარებ ? ნუ მაცინებ... ჩემზე ფიქრი როდის დაიწყე ქალბატონო ელენა? მე ვინ ვარ საერთოდ ჩემს გამო დროს რომ კარგავ , ან ვარჯიშზე როგორ მოხვდი... არც კი ვიცოდი თუ იცოდი სად ვვარჯიშობდით შენ კი იქ შემოდი, იჯექი და მიყურებდი ... იცი როგორ დაიმალო , მაგრამ ვერ ითვალისწინებ იმას რომ მე გგრძნობ თვალები რომც ვერ გხედავდნენ, სიტყვები არ მესმოდეს მაინც _ტონს აუწია და იმაზე მეტიც თქვა უნდა ეთქვა_გააჩერე !
_თქვი რაც გინდა. ბავშვს ნახავ დავრწმუნდები რომ გულიდან ლოდი მოგშორდა , რომ მე ჩემი ვალი შევასრულე და დასრულდება. მე ჩემ გზას დავუბრუნდები შენ შენსას
_რადგან გითხრეს გაჰყევიო ჩემზე პასუხისმგებლობა აიღე და ბოლომდე უნდა მიიყვანო საქმე არა? შენ ხომ საქმიანი ქალი ხარ და ახლა ისე მიყურებ როგორც რიგით დავალებას
_სხვა რა შეიძლება მაკავშირებდეს შენთან ,მოვალეობა და საქმე მხოლოდ
_გიორგობიანი გირეკავს, უპასუხე უკვე თორემ გაგიჟდა კაცი ... _ტელეფონს გაუაზრებლად დაავლო ხელი, თავად შეეხო მწვანე ყურმილს _ გისმენ დავით ... ელენა საჭესთანაა და მომავალი რამდენიმე საათი დაკავებული იქნება . მოგვიანებით თავად დაგირეკავს , არ იდარდო , შესანიშნავადაა, მოწოდების სიმაღლეზე დგას
_მომეცი
_გზას უყურე
_პასუხის გაცემა რომ მდომოდა ვუპასუხებდი, ყურსასმენები არსებობს
_ჩვეულ ამპლუაში ხარ, გიორგობიანსაც ეთამაშები არა? სულ არ ცდილობ შეგიყვარდეს უბრალოდ ერთობი იმით რომ შენზე გიჟდება . ოდნავადაც არ გაღელვებს , ვერ წარმოიდგენ რომ შეიძლება შენზე ღელავდეს
_ასე ძალიან გაწუხებს დათას გრძნობები? იმდენად მომწონს, რომ სრულიად შესაძლებელია მისი ცოლი გავხდე , თუ მთხოვს ხელს უარს არ ვეტყვი
_უსიყვარულოდ არ უნდა დაქორწინდე ... მისი კარგი ადამიანობა ვერ გაგაბედნიერებს , შეიყვარე და შემდეგ
_ნეტავ რა აზრი აქვს სიყვარულს ... მთავარია ვისთან შეგიძლია ყოფნა , მასთან კი იდეალურ ოჯახს შევქმნი. მეყოლება შვილები და ვიქნები მისი ქალი
_შენი ცხოვრებაა ...
_ჩემია თუ ყველასი ჩემ გარდა
_შენია ... მხოლოდ და მხოლოდ შენი და შენი კეთილდღეობისთვის , შენი ბედნიერებისთვის
_თავადაც არ გჯერა ამის ... იცი ჩვენი ცხოვრება ჩვენ და ჩვენს სურვილებს არ ეკუთვნით
.........
მდუმარედ მიუყვებოდნენ გზას პალატამდე. საკმარისზე მეტი ისაუბრეს, ერთი დღისთვის კი არა მთელი წლის მარაგიც ამოწურეს. მიჰყვებოდა , მაგრამ ფეხები უკან რჩებოდა, დარწმუნებული არ იყო, რომ შეეძლო მასთან შეხვედრა. ისე აღმოჩნდა ოთახში, პატარა ბიჭუნას საწოლთან, რომ ელენამ გონს მოსვლაც არ ადროვა. ხაფანგში მომწყვდეულივით გრძნობდა თავს, უყურებდა პატარა ფერმკრთალ სახეს და გრძნობდა სიყვარულს, რომელის ახსნაც გონებას არა, მხოლოდ გულს ჰქონდა.
_შენ ანდრო ხარ ? ანამ მოგიყვანა? _ ბავშვი დიდი მრგვალი თვალებით უყურებდა და ემოციებს ვერ მალავდა _ სიურპრიზი ხარ? ჩემი სიურპრიზი ... აქედან რომ წავალ მოედანზე წამიყვან?
_შენ საიდან იცი ვინ ვარ... რაგბს უყურებ?
_ანა სულ უყურებს და მეც მაყურებინებს . სტადიონზეც ვიყავით ... მე, ანა და მისი შეყვარებული საბა
_ანას შეყვარებული ჰყავს?
_ხო , მე არ მომწონს... კოცნის ხოლმე , ფუ _ სახე დამანჭა, პატარა ცხვირი კიდევ უფრო დაუმოკლდა და ანდრომ სიცილი ვერ შეიკავა _ ბურთი არ გაქვს? არც მაისური? ისე მოხვედი?
_მე ისე წამოვედი ვერ წამოვიღე...
_ბავშვები სკოლაში არ დამიჯერებენ ... ტელეფონი დამემსხვრა და ფოტოსაც ვერ გადავიღებ
_თამაშზე რომ მოხვალ ბურთსაც გაჩუქებ, მაისურსაც და ფოტოებსაც მთელ გუნდთან . მხოლოდ ერთი პირობით
_ეგ რა არის?
_ აი უნდა შეასრულო და მერე მეც გავაკეთებ ყველაფერს რასაც დაგპირდი
_კარგიი, მითხარი
_ექიმებს უნდა დაუჯერო, მალე გამოჯანმრთელდე
_ვუჯერებ, თორემ დედა ტირის სულ და ცოდოა
_ ხო , დედა ცოდოა _ გაუაზრებლად გაიმეორა და მერე გაახსენდა სად და ვისთან იმყოფებოდა_ უნდა წავიდე. ნახვამდის, თამაშზე შევხვდებით
_ახლაც უნდა მოიგოთ... მე და ანა გიყურებთ
_აუცილებლად ! _ წასვლამდე მოეხვია, მხოლოდ ერთხელ იგრძნო მისი სიახლოვე და შემდეგ უკანმოუხედავად დატოვა ოთახი.
დერეფანში დაინახა ანა ,გოგონა რომელიც წლების წინ ნახა დედასთან ერთად, რომელიც სავარაუდო შეყვარებულის გვერდით იდგა და გაკვირვებული უყურებდა . არაფერი უთქვამს, გვერდით ჩაუარა და ელენასთან ერთად დატოვა კლინიკა. განაგრძო გზა , როგორც მოთამაშემ და დაივიწყა პირადი ცხოვრების ნათელი და ბნელი მხარეები.
...................
თბილისში დაბრუნების შემდეგ უამრავი საქმე ჰქონდა და სვანეთში გატარებული დღეების ანაზღაურებას ძლივს ახერხებდა. მეგობრები საყვედურობდნენ ,დაგვივიწყეო , კურსელების შეკრება გამოიყენა და მენეჯერებთან ერთად აღმოჩნდა მაგიდასთან . ბევრი ისაუბრეს სწავლის პერიოდზე, აწმყოზე, საქმიან და პირად ურთიერთობებზე. ზოგს ცოლი ჰყავდა გვერდით, ზოგს ქმარი, ზოგიც ისევ მარტო იყო . რამდენიმე ქვეყნიდან მიდიოდა ,რამდენიმე სულ ცოტა ხნით სტუმრობდა სამშობლოს და სწორედ მათ გამო აარჩიეს შეხვედრის დრო
-ჩვენ შორის მრავალფეროვანი ცხოვრებით კვლავ შენ გამოირჩევი , არღვლიანო
-ხოო რაა, ჩვენ შევაკვდით ამ ერთ საქმეს და შენ რას აღარ აკეთებ
-ქალი საოცრება, ნუუ
-კაცი საოცრება ვერ იპოვნე ძვირფასო? გახსოვთ როგორ ტიპებს მოსწონდათ? თქვენ რომ ხოცავდით ერთმანეთს და იმათ ლილეს ორი სიტყვა უნდოდათ მონად გადაქცევისთვის ...
-ისევ ისეთი თავისებურია ხომ ხედავთ, ჩვენ რამდენს ვლაპარაკობთ და ის არაფერს ამბობს
-მარტო აღარ ვარ, ჩემს ცხოვრებაში არის ვიღაც ვინც დღეს დაკავებული იყო თორემ აუცილებლად დაიკავებდა ამ თავისუფალ სკამს დროულად ... - მის გვერდით მართლაც იყო ადგილი დუდასთვის
-რაოდენობა,რომ გვითხარი კი ვიფიქრეთ ეგ , მაგრამ მარტო მოხვედი
-დრო თუ გამოუჩნდება მოვა და გაგაცნობთ
-ვინ არის ? ქართველია თუ უცხოელი... რას საქმიანობს?
-ჩვენ ვიცნობთ?
-სად სწავლობდა? - კითხვები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ლილეს კი ეღიმებოდა ზოგიერთი მათგანის თვალთმაქცობაზე
-დამალული ურთიერთობა არ მაქვს, დარწმუნებული ვარ ბევრმა იცის მისი ვინაობა
-კარგი რა , ის სასაცილო ბიჭი მართლა გიყვარს?
-ვინ , გოგო ის მოჭიდავე თუ ვიღაც?არ გავგიჟდე... ვიფიქრე რაღაც ხუმრობა იყო
-არ გვჯეროდა შენი IQ-ს მქონე ქალი თუ ასეთით დაინტერესდდებოდა. შენ ისეთებზე ამბობდი უარს, გასაკვირიც არ არის როგორც სჩანს გარეგნულ მხარეს ანიჭებდი უპირატესობას თავიდანვე და არა გონებრივ შესაძლებლობებს. ბავშვები ნამდვილად ლამაზები გეყოლებათ, სხვა რა შემიძლია ვთქვა - აკისკიდდა ერთი და აყვნენ დანარჩენებიც
-სპორტული სამოსით რომ დადიან ყველგან მაგ კატეგორიის კაცთან რა გესაქმება თუ ღმერთი გწამს... გონზე თუ ხარ საერთოდ. ან რა თემაზე საუბრობთ, ან სად გადაეყარე
-ჩვენ ვფიქრობდით ვიღაც ისეთ ტიპს გაჰყვებოდი ყველას დაგვასაქმებდი სხვადასხვა კომპანიებში და შენ რა დაგმართნია ძვირფასო . ამიტომ არ უნდა აგერჩია მეორადი პროფესიები და არ უნდა მოშორებოდი ჩვენი დონის ხალხს
-მოვედი , ძლივს ... ძიძა უნდა გამოვცვალო აი პროსტა რის გამო მარბენინა ვერ წარმოიდგენთ. ისედაც ნერვ აშლილს კიდევ ვიღაც სოფლელი დამემატა, საქაჯეთი გახდა ეს ქალაქი ნუუ. მანქანა უნდა დამეპარკინგებინა და ვიღაც იდიოტმა გააჩერა ჩემს ნაცვლას. ნაცნობი სახე კი ჰქონდა , მგონი მისი ფოტოები მხვდებოდა ყოველწამს ჩემპიონია რაღაც სპორტში ... ეს მანქანაც ალბათ აჩუქეს და არ გამიკვირდება მართვის მოწმობაც რომ მიეყოლებინათ. ორი წუთი გავლენ იჭიდავებენ და მერე მთელი ქვეყანა გმირებად შერაცხავს, გადაგვაყოლეს - ისედაც ძლივს იკავებდა თავს, ყველას სახის დანახვა სურდა და შემდეგ ერთიანად უნდოდა მიეჩინა მათთვის ადგილი, მაგრამ ამ უკანასკნელმა მოთმინების უნარი წაართვა
-იმედია ის ჩემპიონი არ არის ჩვენი ლილეს მოჯადოება ვინც მოახერხა
-ზუსტადაც,რომ ის არის ... სამწუხაროდ თქვენთვის გამოძებნა დრო და დასვენების ნაცვლად აქ მოვიდა. ვფიქრობდი გავაცნობდი ადამიანებს ვინც შეცვლიდა ამ ქვეყნის მომავალს, მათ ვისაც სწორად აზროვნება შეეძლო , თუმცა ვცდებოდი. თქვენი ცოდნის მიუხედავად სიბნელეში ხართ სულ რომ განვითარების ცენტრში იცხოვროთ , სამყაროს განვითარების წერტილშიც ვერაფერს დაინახავთ საკუთარი თავის გარდა. ამ ჩემპიონს ის მანქანა საკუთარი შემოსავლით აქვს შეძენილი, რომელიც ჯერ კიდევ არასრულწლოვანს ჰქონდა და დიდი ხანია მამიკოს თუ დედიკოს ბარათებით აღარ ცხოვრობს. განვითარებით თქვენზე წინ არის , ვფიქრობ საუკუნით გისწრებთ და მიხარია ვინმე თქვენნაირს რომ არ დავუკავშირე ცხოვრება . მადლობა ღმერთს მასთან შემახვედრა , 4 წუთში რომ დებს მთელი წლის შრომას ,იმარჯვებს მარტო და საკუთარ სახელს წერს ისტორიაში, ჩვენი ქვეყნის სახელს მსოფლიოს აცნობს ის გმირი . თქვენ კი გარბიხართ ქვეყნიდან რამდენიმე ნულით მეტი ხელფასი რომ გქონდეთ და ერთი მონათმფლობელის ნაცვლად მეორეს მონა ხდებით , მერე რომ დასხდეთ ერთად გალანძღოთ უფროსები საკუთარი შეცდომები არასდროს აღიაროთ და არაფერი შეცვალოთ. მეცოდებით თქვენი ყალბი არსებობით, მოღალატე ბუნებით, ფარისევლობით ... ღმერთო როგორ მებრალებით აღარც კი ვიცი რა გითხრათ . მე რომ ვილოცებ მისი გამარჯვებისთვის თქვენ ილოცეთ სამსახურები არ დაკარგოთ , არ გამოგიჭირონ იმ დანაშაულებში რაც საქმესა თუ პირადში ჩაგიდენიათ ...
-ლილე - ფეხზე მდგომს მიუახლოვდა და გაუკვირდა გოგონამ ხელი,რომ ჩაკიდა და სხვებისგან ზურგით მდგომმა მისკენ გადადგა ნაბიჯი - ძალიან დავიგვიანე
-შენ არა , მე დავაგვიანე - ხელი ჩაკიდა და მზერა გაუსწორა- წავიდეთ . შენს გარემოცვაში ყოფნას ყველა არ იმსახურებს - თვალებში უყურებდა და დუდასაც აღარ აინტერესებდა არავინ მის მიღმა.
......................
-არ გრცხვენია ?- გაბრაზებული იჯდა და თან თვალები ემღვრეოდა ერეკლე კი ჩემოდანში ნივთების ჩალაგებას აგრძელებდა
-რა კოცნის გარეშე ,რომ მივდივარ? - გაიცინა და ქალს მიუახლოვდა ,რომ ჩახუტებოდა
-იმის თქმა რომ ის ქალი სამსახრუში მიიღე და ახლა შენთან ერთად მოდის მთელი ორი კვირით
-ვინ ქალი - არ იყო ჩვეული ნინას მსგავს ქცევას, სიახლოვეზე უარს და მსგავს ტონს
-ფოტოები ვნახე . შენი კაბინეტიდან ყველანი ერთად იყვნენ დაბადების დღე ,რომ მოგილოცეს და ტორტი მარიას ეჭირა
-და მე რის გამო უნდა მრცხვენოდეს , ნინა? სამსახურში,რომ აიყვანეს თუ სანთლები ,რომ ჩავაქრე
-რომ მომატყუე
-მკითხე მარია შენთან მუშაობსო და მე უარვყავი ? როდის ვმსჯელობთ ჩემს თანამშრომლებზე? იცი რამდენი ადამიანი მუშაობს ჩემთან?
-ყველას არ უყვარხარ და შენი საყვარელი არ შეიძლება იყოს
-რას მეუბნები იაზრებ , ნინა?
-ვიაზრებ და გააზრება არ მინდა ! მასთან ერთად არ წახვალ , ან ის დატოვე და სხვა წამოვიდეს ან შენ დარჩები ან
-გრცხვენოდეს ,ნინა . შეგრცხვეს იმ ყველაფრისთვის რასაც მეუბნები, რასაც კადრულობ , მკადრებ და რასაც არ მეუბნები მაგრამ ფიქრობ ! - შებრუნდა, ჩემოდანი შეკრა , ხმაურით დადო იატაკზე ტელეფონი აიღო და კარისკენ დაიძრა
-არ წახვალ , ერეკლე !
-მივდივარ , ხომ ხედავ
-თუ წახვალ იცოდე
-რა ვიცოდე - ქალის ცრემლებმაც არ იმოქმედა იმდენად ბრაზობდა და ტკიოდა ერთდროულად- როგორ მიბედავ და უშვებ,რომ ისე მელაპარაკო როგორც მოღალატე კაცს,რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია სხვასთან წასვლა . როგორ მიყურებ და არ გრცხვენია გამოხატო ამხელა უნდობლობა ჩემს მიმართ
-მე შენ გენდობი , ყველაზე მეტად შენ
- სულ ესაა შენი ნდობა?
-იმ ქალს , იმ ეშმაკის მოციქულს ამოჩემებული ჰყავხარ მაშინ ვერ გაცდუნა და ახლა ამ დროს გამოიყენებს
-და ერეკლე გოთუა ისეთი მარტივი კაცია მხოლოდ მის სურვილზეა დამოკიდებული გიღალატებს თუ არა? ასე ვცხოვრობთ მე და შენ? ეს შიში რა საფუძველით არსებობს ,ნინა? იქნებ გგონია ოდესმე გიღალატე ... მარიაზე ადრეც გითხარი არასწორად აფასებ , არ მომწონს ასე რომ საუბრობ მასზე არასწორია ასე მოქცევა მხოლოდ იმიტომ რომ მეგობრული, ყურადღებიანი დამოკიდებულება ჰქონდა-თქო და იქნებ ეს არ მაპატიე ...გინდოდა ქალი შეურაცხმყოფელი სიტყვებით უმიზეზოდ მომეხსენინებინა? რა გგონია ნინა, რას უშვებს შენი გონება, რომ მე გიღალატე ან შემიძლია გიღალატო ?
-მე უამრავჯერ ვიყავი იმ მდგომარეობაში, რომ ტვირთს უფრო წარმოვადგენდი ვიდრე შენს მეორე ნახევარს და შენ ორმაგად იტანჯებოდი ყველა უბედურებით რაც თავს დაგვატყდა
-შეწყვიტე ნინა, თუ ღმერთი გწამს შეწყვიტე ... ყველაფერს ანგრევ , ვერ ხვდები?
-მეშინია, შენი დაკარგვის ყველაფერზე მეტად , მოვკვდები უშენოდ
-რა გავაკეთე მე ისეთი შენ რომ ეგ შიში გაგიჩნდა ნინა...ჩემ სამყაროს შენს ირგვლივ რომ ვაბრუნებ ამიტომ დავიმსახურე ეს ქცევა? მივდივარ და კარგად დაფიქრდი შენს ხედვებზე
-ერეკლე , გთხოვ არასწორად გამომივიდა შენც ცუდად გაიგე
-მე არასდროს მივიღებ შენგან ეჭვიანობის სცენას-თქო წლების წინ გითხარი ,ნინა. თუ იფიქრებ რომ გიღალატე მაშინვე დავშორდებით-თქო ესეც ვთქვი. მე არასდროს გავიმართლებ თავს , არასდროს დავეცემი ამ დონეზე არავისთან, შენთანაც კი არ ,ნინა !
....................
- ამჯერად რა მოხდა, ჩემო ძვირფასო მეგობარო? - თამარამ ნინას წითელი სფეროები ,რომ დაინახა ღრმად ჩაისუნთქა და მოისმინა ცრემლების თანხლებით მოთხრობილი ამბავი
-წავიდაა...არ მპასუხობს არც შეტყობინებებზე , არც ზარებზე . ზურაც ხომ მასთან ერთადაა, ფოტო ვნახე. გთხოვ დაურეკე და ჰკითხე ერეკლე როგორაა
-რა სასაცილო ვინმე ხარ, როგორ ახერხებ ამ ასაკშიც ასე ბავშვივით აზროვნებდე. მშურს შენი გულუბრტყვილობის
-გულუბრტყვილო რატომ ვარ, ვიცი ის ქალი ერეკლეზეა შეყვარებული
-ჯერ სიყვარულს როგორ უწოდებ ქალის გრძნობას, რომელიც ნორმალურად არც იცნობს შენს ქმარს. მერე მეორე რა შუაშია ერეკლე სხვა ადამიანების გრძნობებთან... როგორ მოგივიდა თავში აზრად,რომ ერეკლესთვის მსგავსი სცენა მოგეწყო .
-შენს მსგავსად გაჩუმება არ შემიძლია
- ერეკლე არ არის ის კაცი ვინც ოდესმე ასე დაეცემა და ეს შენ ჩემზე კარგად უნდა იცოდე ,რომ არ იცი ესაა პრობლემა .
-ზურას ესაუბრე?
-თავად დარეკავს ,როდესაც დრო ექნება. შენც დაელოდე , გამოხატე მისი წყენის მიმართ პატივისცემა და აჩვენე ,რომ გესმის რატომაც არ გპასუხობს. არ სჭირდება ბოდიში ან ახსნა-განმარტება
-შენ არასდროს გქონია ზურას დაკარგვის შიში? არასდროს გიფიქრია, რომ იპოვნიდა ცხოვრების გზაზე ვინმეს ვინც დააინტერესებდა? ვის გვერდით ყოფნაც მოუნდებოდა?
-მე არა , თვითონ ეშინია ყოველთვის და როგორც ყველა მშიშარა, შეცდომებს უშვებს .
-ამდენი წელია ერთად ხართ, როგორ არ უნდა დავუშვა, რომ შეიძლება შეიცვალოს
-დრო არ ცვლის ადამიანებს, არც პრობლემები , ნინა ერეკლეა შენი ქმარი ... არ შეიძლება უბრალოდ ამ კაცმა გიღალატოს . იყავი ბედნიერი, მიეცი თავს უფლება გქონდეს მშვიდი ცხოვრება
-სალომე როგორაა - მობილური განათდდა და ზურას ხმაც გაისმა
-უკეთ ... ირაკლი მოვიდა და ზემოთ არიან . მე გამოვიყვან თამარას ბაღიდან
-ერეკლეს რა სჭირს შენ ხომ არ იცი
-ვინმე ცდილობს მის დამშვიდებას?
- დადის და ნინასთვის არჩევს რაღაცებს , მაგრამ ტელეფონით ხელში არაა და მიკვირს. აბა ნინას სჭირს რამე?
-ყველაფერი რიგზეა ... ეცადე დაისვენო და ქალაქი დაათვალიერო ისე ,რომ არ არ დაიკარგო
-ყველაფერი რიგზეა მანდ?
-დიახ , შეგიძლიათ მშვიდად იყოთ ბატონო ზურაბ
-თუ რამე ახალი იქნება დამირეკე
-ნეტავ რომც იყოს მაქედან რას შეცვლი... მე აქ ვარ , ყველაფერი მოგვარდება ისე ,რომ შენ მანდ გეგმები არ შეგეცვლება - არც დამშვიდობებია ისე გაუთიშა და მერე ნინას გახედა- ხომ ხედავ , უკვე გაპატია ... უბრალოდ დროს გაძლევს გონს მოსასვლელად . დამოუკიდებლად,რომ დალაგდე
-ასე ცივად როგორ ელაპარაკები ხოლმე სულ მიკვირს
-მე და ზურა სხვა ენაზე ვსაუბრობთ , რომელიც მხოლოდ ჩვენ ორს გვესმის ... თქვენც გექნებათ რაღაც განსაკუთრებულად თქვენი
..........................
- „შენ მე’ფერები „ - ეს იყო უკანასკნელი შეტყობინება,რომელიც ნინამ ერეკლეს გაუგზავნა და მას შემდეგ მოუთმენლად ელოდა პასუხს,რომელიც აგვიანებდა.
-შეიძლება?
-მოდი დე - ბალიშს ჩახუტებულმა ახედა გოგონას და ხელები გაშალა,რომ ჩაჰხუტებოდა
-შენთან ვიძინებთ ამ ღამით - ტყუპებმა დაუკითხავად შეირბინეს და საწოლზეც დაიკავეს ადგილები
- ჩემი ფერები -ო ერეკლემ გადმოგცა - კარის ჩარჩოს მიყრდნობილი იდგა ანდრო ...- რა კოდი გაქვთ ნინა?
-მწვანე კოდია...
-თქვენი თვალების ფერი - ელენას და ნინას ერთ ფერად უნათებდათ თვალები, მაგრამ სხვადასხვა გრძნობით
-საით შენ?მოდი მოგვიყევი ზღაპარი სპილოებზე
-გავდივარ, ამ ღამით აღარ დავბრუნდები... შენ გიტოვებ გოგონებს ილიკო , ზღაპარს ელენა მოგიყვებათ
წავიდა სხვაგან , სხვასთან , სხვის საწოლში დაათენდებოდა მაშინ,როცა ელენა უკვე თვალით ზომავდა მისთვის ადგილს ბავშვების გვერდით პაწაწინა ცარიელ სივრცეში.
-მოგვიყვები ელე?
-შენც გიყვებოდა ანდრო?
-აღარ მახსოვს , დამავიწყდა
ყველა ამბავი ახსოვდა,რომელსაც ანდრო უამბობდა სპილოებზე ყველაზე დიიდ და კეთილ ცხოველებზე,მაგრამ ერთ სიტყვასაც თუ იტყოდა ცრემლები დაახრჩობდა .
.....................
.............
-ექიმთან არ წავიდეთ? - საწოლზე უღონოდ მიწოლილს თავზე მოეფერა და სახიდან თმა გადაუწია- სალომე , დამელაპარაკე
-არ მინდა ლაპარაკი...
-მე მინდა
-არავის ელაპარაკები ირაკლი და მაინცადამაინც ჩემთან გინდა საუბარი?
-არავინაა სხვა ჩემი მეორე ნახევარი
-ნუ მეჩხუბები
-მე გეჩხუბები? რა გინდა გამაგებინე... ბავშვს ცალკე ეშინია, მოწყენილია , ცუდად რომ ხარ ნერვიულობს
-რა ესმის 4 წლის ბავშვს, გთხოვ მადროვე
-გადროვებ, მაგრამ როდემდე. ორი კვირაა უკვე ასე ხარ , თუ რამე სერიოზულია და ვაგვიანებთ?
-იქნებ არ მინდა გავიგო , არ მინდა მოვისმინო ექიმის პასუხი და თავიდან გავიარო ყველაფერი
-სირაქლემად გადავიქცეთ აბა? შენ რა უნდა გჭირდეს მე ვიყავი ავად და მე ისეთი არაფერი მჭირდა შენ რომ გადაგდებოდა . ვერ გავიგე რატომ პანიკდები ?
- მეორეე ბავშვი მინდა გვყავდეს და მეშინია,რომ ისევ რაღაც პრობლემა იქნება
-და რა გატირებს ... ეს სურვილი გხდის ცუდად? ნუ მაგიჟებ სალომე , შეწყვიტე ტირილი და მელაპარაკე რა გინდა ,რომ გავაკეთო. შენ ხარ ცუდად , გავიგოთ რა გჭირს რაა ამ სისუსტის მიზეზი. მეც გავიკეთებ თავიდან კვლევებს , რამდენი თვე გავიდა რაც თავს აღარ იცავ ? როდის იყავი ექიმთან ?
-ექიმივით რომ მელაპარაკები ვერ ვიტან. ხომ იცი მეზიზღებიან ექიმები
-ვაზროვნებ უბრალოდ , ვმსჯელობ და ვფიქრობ . ხანდახან მგონია,რომ ვერ მიტან და მეორე ბავშვს რატომ გეგმავ კაცისგან ,რომელსაც სულ ეჩხუბები ?
-მე ვერ გიტაან?
-სულ უკმაყოფილო ხარ სალომე, არასდროს არაფერი მოგწონს და სულ რაღაცაში გეპარება ეჭვი რა ვიფიქრო სხვა. ს.ქსის დროს არ ვჩხუბობთ მხოლოდ და აქაც მე მაქვს პრობლემა . ბავშვი გინდა კიდევ? გავიკეთებ გამოკვლევებს და თუ ისევ არის პრობლემა მოვაგვარებ. მითხარი ეს დ.და მოტყნ.ლი რა გინდა ხოლმე,რომ გავაკეთო და მოვიფიქრებ რამეს . მხოლოდ არ გაბედო , არ იფიქრო ვინმე მყავს, ვიღაც სხვასთან ვარ , მეოსე , მესამე და მეშვიდე ბავშვი გააჩინო იმ იმედით,რომ ასე აღარ მიგატოვებ
-ჩემ მიტოვებას აპირებ? მართლა გყავს ვიღაც სხვა ,ხომ ?
-ღმერთო ჭკუიდან ნუ გადამიყვან გთხოვ , გემუდარები უფალო ... რა ემართება ხოლმე ამ გოგოს. რატომ გგონია, რომ მიგატოვებ და თუ მინდა რომ გიღალატო და თუ გიღალატებ შემეშინდება , დაგიმალავ, ვერ გეტყვი? მგონი თვითონ გინდა დაშორება და მიზეზებს ეძებ
-მოვკვდები და შენგან შორს არ ვიქნები. უშენოდ შევიშლები!
-ახლაც არ აკლებ ,იცი? ექიმთან არ მოდიხარ ორი კვირაა
-მეშინია, რომ ამჯერად პრობლემა მე მექნება
-მე რომ მქონდა მაშინაც ფიქრობდი ,რომ შენ იყავი ავად . ახლაც ჩემი სპრმატოზოიდების უკუღმართობის ბრალი იქნება დამშვიდდი , შენ სრულიად ჯანმრთელი ხარ
-და ცუდად რომ ვარ? ავად რომ ვიყო ,მერე?რაღაც ცუდი შეგრძნება მააქვს
-იმკურნალებ სალომე თუ დროულად წავალთ ექიმთან
-ნუ მელაპარაკები თვალების ბრიალით
-ესეც ამიკრძალე ახლა , ღალატის ნიშანი ხომ არაა რას ამბობენ შენი დაქალები და დედაშენი
-არ მეცინება ირაკლი !
-ეჭვიანობა მე რომ ამ დოზით ვიცოდე ხომ მომკლავდი
-მიყვარხარ და იმიტომ ვარ ფხიზლად, რომ არავინ წამართვას შენი თავი
-მე არ მიყვარხარ სცენება, რომ არ ვდგამ ხომ?
-მე შენს გარდა ვერავის ვხედავ, მხოლოდ შენ არსებობ სხვა არავინ... შენ ხარ ყველაზე სიმპათიური, ჭკვიანი. მხოლოდ შენი ხმა მირევს გონებას, შენი შეხება მიყვარს, შენი სურნელი, შენი გამოხედვა , შენი თითები და მთლიანად შენ - მკლავები ყელზე შემოხვია, თვალებში უყურებდა და ისე ესაუბრებოდა
-ხასიათის ასეთი ცვლილება მხოლოდ შენ შეგიძლია, ვფიცავ ... ფსიქიატრთანაც მივიდეთ გთხოვ- ეცინებოდა და თან ზემოდან მოქცეულ ქალს გაშიშვლებაში ეხმარებოდა- ნამდვილად არახარ ნორმალური
-არც შენ და იმიტომ ხარ ჩემი , მარტო ჩემი და მე შენი, სუულ მთლიანად შენი

არ იმჩნევდა ჩადუნელი,მაგრამ ყველაფრის თავიდან გავლა აღარ უნდოდა. ჯერ კიდევ ჰქონდა გონებაში ჩარჩენილი ექიმის სიტყვები,რომლებიც მის პრობლემაზე მიუთითებდნენ. სუნთქვა ეკვროდა გახსენებისას, სალომეს რეაქცია და გაჟღერებული „ უშვილოა“ , გულს უხეთქავდა. ძლივს მოახერხა ემოციების გაკონტროლება და საკუთარ თავთან ერთად სალომეს შფოთვის კონტროლი. ათასი კითხვა ჰქონდა, პესიმისტური ხედვები მომავალზე და რაღაც დროით თავი სრულიად უსარგებლო კაცად მიიჩნია. უყურებდა გვერდით მყოფს , მაგრამ მარტოობას გრძნობდა . დაკარგულობის ეს შეგრძნება, სიცარიელის ეს აუტანელი განცდა არსად გამქრალა
-მკურნალობა თუ უშედეგო იქნება და უნაყოფობის დიაგნოზი მექნება რას გააკეთებ ,სალომე
-ექიმმა გარკვევით თქვა ტრამვის გამოაო, მაქსიმუმ ოპერაცია დაგჭირდეს...
-და მაინც? თუ არ გამოვა? ჩემ გამო უარს იტყვი დედობაზე ?
-ყველა ბავშვზე რომელზეც ვოცნებობ შენი შვილები არიან და თუ არ იქნებიან შენები შესაბამისად ვიქნებით მხოლოდ მე და შენ, მაგრამ ეს არ მოხდება ... მოუგვარებელი პრობლემა არ გაქვს და ტყუილად ნუ მსტრესავ - მერე თავისებურად აბუზღუნდა და ახლაც ისევ ისე გაუჩერებლად ლაპარაკობდა
-ვეღარ ვითქმენ რაა... როდის მოვა ჩვენი რიგი
-ხომ ჩაეწერე
-კი,მაგრამ მერე რამდენ ადგილას გაგვიშვებს ვინ მოსთვლის... ბავშვს რამე უნდა ვუყიდო, რაღაც მინდა და ვერ ვხვდები რა, თავი ამტკივდა
-მე ვარ ავად თუ შენ ვეღარ ვიგებ ასე რომ ჯუჯღუნებ და მე მოფერება მინდება
-ძალიან საყვარელი ვარ და იმიტომ
-საყვარელი კი არა აუტანელი ხარ გეფიცები, უბრალოდ მე ვარ არანორმალური და გონდაკარგულს მიყვარხარ
-აუტანელი ნამდვილად ხარ სიყვარულსაც ასე წარბშეკრული რომ მიხსნი - უცებ მოეხვია და აკოცა- მიყვარხარ . არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნება და გვეყოლება ბიჭუნა
-ან მეორე გოგონა, რომელიც ბარბივით ეყოლება თამარას
-ბიჭი თუ იქნება ზურაბი უნდა დავარქვათ?- უცებ ასწია თავი და ქვემოდან ახედა თავს
-გუშინ თავს იკლავდი რაღაც მჭირს ავად ვარო და ახლა გადაწყდა,რომ ორსულად ხარ უკვე?
-მითხარიი , ზურა უნდა დავარქვათ?
-მე რა ვიცი სალომე... ჯერ ორსულად უნდა იყო, გავიგო სქესი და შემდეგ მოვიფიქროთ სახელი . პირველსაც შენ არ დაარქვი? ვინ დაგაძალა რომ მოიღერე კისერი და განუცხადე დედაჩემს ჩემს გოგონას თქვენს სახელს ვარქმევო
-დედაშენზე ვგიჟდები და სახელიც კარგი ჰქვია
-მამაჩემთან რა პრობლემა გაქვს ?
-არავითარი , ძალიან საყვარელია ,მაგრამ სახელი არ მომწონს და ეწყინება?
-მაგრად ჰკიდია
-მის ძმაკაცებს სულ თავისი სეხნია შვილიშვილები ,რომ ჰყავთ?
-ჩვენი რიგია , წამოდი -ამოიოხრა და ჯერ კიდევ მოლაპარაკე დაძრა კარისაკენ...
..................
-შენთან და ლილესთან დასხდნენ , თამაშის დასრულების შემდეგ ბურთს და მაისურს ვაჩუქებ... ბიჭებს გავაცნობ ,როგორც პატარა გულშემატკივარს
-გასაგებია, ამდენი გეგმა რა საჭიროა . დამშვიდდი და თამაშზე იფიქრე ყველაფერი გააკეთე,რომ მოიგოთ და გაახარო
-შეიძლება არც მოვიდნენ, ჯერ კიდევ ცოტა დროა გასული. იქნებ ვერც შეძლოს მოსვლა
-ხომ იცი,რომ მოვლენ
-მოვიდნენ, დაპირებას შევასრულებ და დასრულდება ყველაფერი
-აჰაამ, პირობას რომ ასრულებ იმიტომ დამაკავშირე შენს დასთან და მომაგვარებინე საქმეები
-და მყავს ერთი და მას ლილია ჰქვია ! იმ გოგოს რაც შეეხება, შეყვარებული ჰყავსო ეჭვიანი გიჟია თუ მარტო რატომ არ გამოუშვა შენს სანახავად თავადაც ,რომ მობრძანდა- ისე ჰკითხა თითქოს არ აინტერესებდა, დუდა კი ღიმილს ვერ იკავებდა მის ბავშვურ ქცევაზე
-კარგი ბიჭია,ჩემი გულშემატკივარი აღმოჩნდა. ამიტომ იყვნენ ერთად , თამაშზეც ის მოიყვანს ორივეს
-რამდენი წლისაა, სულ რომ სცალია საქმე არაფერი აქვს?
-სად მუშაობს არ ვიცი, მაგრამ საუბრის მანერის მიხედვით ზრდილობიანი ბიჭია. ჩამოყალიბებული, მშვიდი . თუ გაინტერესებს გავარკვევ თამაშის დროს დავაცდენინებ ყველაფერს
-არ მაინტერესებს,დუდა
-ანა ძალიან ნაზი, მორცხვი და საყვარელი გოგოა. ეტყობათ, რომ ერთმანეთს უგებენ და პატივს სცემენ. გვერდით უდგას გოგოს, მის ოჯახსაც იცნობს და საიდუმლოებიც იცის, ფაქტია
-მოკლედ , თუ მოვლენ შენთან გყავდეს. მერე მოიყვანე ჩემთან, სიურპრიზი იქნება გასახდელში რომ ჩამოვიყვან და პირადად გავაცნობ ყველას
-ელენას დათუნაც აპირებს მოსვლას ... სერიოზული გულშემატკივარია ძმაოო მაგის საქმეების ფონზე,რომ მოიცლის კაცი
-ელენასი როდის გახდა , რამე გამომრჩა ? - თვალები აენთო და დუდამ სიცილით უპასუხა
-შენ? როდის იყო რამე შეუმჩნეველი და გაურკვეველი გრჩებოდა
-აბა აკონტროლე სიტყვები და ნუ მაღიზიანებ
-დამშვიდდი, ელენასთან ერთად არ მოდის კესომ უყიდა ბილეთები და ერთად დასხდებიან
-ირაკლი როგორაა
-სალომე კარგადაა და ირაკლის ცუდად როგორ იქნება
-იქნებიან თამაშზე?
-თათა თავისი სადაქალოთი რომ მოჰყავს ნიკუშას ვიცი და სალო რას აპირებს არ მიკითხავს.
-და მაინც რაო ანამ ბავშვზე - თემის შეცვლა სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა სულ ლუკაზე და ანაზე ეფიქრებოდა
-ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა , შეგიძლია მშვიდად იყო და თუ გინდა თავადაც შეძლებ მასთან საუბარს.
-ხვალ ვნახავ და მორჩება. არ მინდა რაგბის სიყვარული გაუქრეს მხოლოდ იმიტომ, რომ მისმა საყვარელმა სპორცმენმა დაპირება არ შეუსრულა. შესანიშნავად თამაშობს
-მისი მწვრთნელი ნახე, ხომ? ვიდეოებს რამდენჯერ უყურე
-ბევრჯერ - მზერა მოარიდა და ღრმად ჩაისუნთქა -დავიღალე
-ეჰ, ჩემო ძმაო როდის დაიწყებ ამ შენი დიდი გულის მოსმენას და მხოლოდ საკუთარ სურვილების აზრულებაზე ზრუნვას
-ნეტავ საერთოდ ვერ ვგრძნობდე ვერავის და ვერაფერს
-ადამიანი აღარ იქნებოდი გრძნობები,რომ არ გქონდეს ისეთი როგორიც გაქვს
..................
დუდამ ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო, მისი იმედი ჰქონდა და მოედანზე გასვლისას იპოვნა კიდეც ადგილი სადაც ერთად ისხდნენ. ყველანი ერთად იყვნენ დუდას ერთმანეთის გვერდით დაეყენებინა ანა, ლუკა , ტყუპები ,ნინა და ელენა. თვალები დახუჭა და შემდეგ მხოლოდ ელენას უყურებდა. გვერდით მდგომი ბიჭუნას ხვეულ თმებში, რომ დაატარებდა თითებს და გაბრწყინებული სახით უსმენდა მის საუბარს. ელენა იყო, ნიღბების გარეშე ხელში დროშით მღეროდა ჰიმნს და ანდროს გონებაც მთლიანად მასზე გადაერთო, გაიფანტა დაძაბულობა, რომელიც სულს უხუთავდა.
თამაშის ბედი ბოლო წამზე დადებულმა ლელომ გადაწყვიტა და გამარჯვებით დასრულდა. ბედნიერების ტალღა გავრცელდა ირგვლივ . მოწინააღმდეგე გუნდის წევრებს ხელს ართმევდა და გონებაში ბიჭუნასთან შეხვედრაზე ფიქრობდა. ტყუპებთან ერთად დახტოდა სიხარულისგან და გამამხნევებელ შეძახილებს არ იშურებდა. შებრუნებულმა ვეღარ დაინახა მაყურებელთა ჯგუფს შეერია. თანაგუნდელებთან ერთად დაიძრა გასასვლელისკენ ბიჭუნა მისი მიმართულებით რომ გაიქცა და მთელი ძალით მოეხვია . გაბრწყინებული თვალებით და დაკარგული სიტყვებით ხვევდა პატარა ხელებს. დაბნეული, აწითლებული ლოყებით და არეული მზერით შეჰყურებდა თავისზე ბევრად მაღალს .
_საუკეთესო ხარ, მართლა _ შერცხვა და უკან დაიხია . გული ჩიტივით უფრთხიალებდა
-შენც ყველაფერი გამოგივა, ყველაფერი თუ სურვილი გექნება - ხუჭუჭა თავზე გადაუსვა ხელი და სუნთქვა შეწყვიტა ბავშვის საპასუხო რეაქციაზე
_შენც ჩემნაირი გაქვს ... რომ გავიზრდები, დაგემსგავსები
_არავის დაემსგავსო , შენ ყველასგან განსხვავებული ბიჭი ხარ , კარგი?
_მაგრამ მე მინდა , რომ შენნაირი ვიყო. პატარა ვარ, მაგრამ კარგად დავრბივარ და ბურთსაც სწრაფად ვიჭერ, რომ გავიზრდები ძლიერი და დიდი ბიჭი ვიქნები
_ფეხბურთელობა არ გინდა?
_არა , ფეხბურთელობა ყველას უნდა ვინც კარგად დარბის და მე აქ მინდა , რაგბი უნდა ვითამაშო. ბურთს რომ დავიჭერ ყველას გავექცევი და ლელოებს დავდებ _ოცნებებით იყო სავსე, მის სულს არ ეხებოდა სამყაროს ბოროტება.
-გამომყევი - ხელი ჩაკიდა და მიმართულება შეუცვალა- გაჩვენებ ადგილს სადაც აუცილებლად გექნება შენი ადგილი თუ მოინდომებ
-გასახდელში შევალთ?- თვალები გაუფართოვდა და სახე გაუნათდდა
-ხომ გინდა მათი ავტოგრაფები , მიხვალ და პირადად შეხვდები ბიჭებს
-ჩემი აქ ყოფნა შეიძლება? რომ გისაყვედურონ ? - ბიჭები რომ დაინახა ისევ მორიდებული და დაბნეული გახდა. ირგვლივ სრული ქაოსი იყო, ყველანი თავისებურად აღნიშნავდნენ გამარჯვებას, უამრავი ადამიანი ირეოდა ის კი ანდროს თითებს თითებით ებღაუჭებოდა , თითქოს ანიშნებდა შენ ყველაზე მეტად მიყვარხარო . გვერდიდან არ შორდებოდა გოთუა, მასთან ერთად შეუერთდდა ბიჭებს , ზურგს უკან ედგა როდესაც აკანკალებული თითებით იჭერდა ბურთს და ეცნობოდა საყვარელ მორაგბეებს. ფოტოებს თავად უღებდა და კითხულობდა მისი თვალებიდან არეკლილ ემოციებს.

ცრემლებამდე მივიდა,რომ მიხვდა მისი წასვლის დრო .
-შეიძლება კიდევ ,რომ გნახო? მხოლოდ შენ- მოეხვია და თავი მხარზე დაადო
-მე დაპირება შევასრულე , შენ გამოჯანმრთელდი მე კი მათთან შეგახვედრე . ჩვენი შეთანხმება შესრულებულია , ახლა ანასთან დაბრუნდი . გელოდებიან - მოკვდა ყველა სიტყვის წარმოთქმისას, სახე ეწვოდა ისე უნდოდა გამომეტყველება შესცვლოდა თბილად გაეღიმა
_საუკეთესო ხარ ანდრო და მე შენ ძალიან მიყვარხარ_ სულ ერთიციდა იყო მის მკლავებში , მაგრამ ანდროს დანგრევა მოახერხა. იდგა და უყურებდა როგორ მიდიოდნენ , ანას მზერაც თვალწინ ედგა და მისი უსიტყვოდ გამოხატული ტკივილი.
ლუკას მზერა დაინახა უკან ბოლოჯერ რომ მობრუნდა და დაინახა ტყუპები როგორ ჩაეხუტნენ უფროს ძმას. ორივე ერთად საუბრობდა , ანდროს ეხვეოდნენ ადგილზე დახტოდნენ და ემოციებს გამოხატავდნენ . ლუკა კი შორიდან უყურებდა, ანას მიჰყვებოდა , მაგრამ ფეხები უკან რჩებოდა. გოთუას სული ეწვოდა სურვილისგან , ისე ჩახუტებოდა როგორც ლილიას და ილიას ,ისე თავისუფლად გამოეხატა ემოციები მათთან ,როგორც ტყუპებთან.
-წამოხვალ ?-დუდას ჰკითხა
-ხვალ მივფრინავ
-დამავიწყდა, მაპატიე ... - დუდას მოეხვია და მერე უკან დაიხია - წავედი. შენ იცი
-დალიე, მაგრამ იმდენი არა გრძნობებთან ერთად თავიც ,რომ დაიხრჩო- ჩუმად უთხრა და მერე გაეცალა. ანდრო კი ბიჭებს გაჰყვა, მათთან ერთად აღნიშნავდა გამარჯვებას, მესამე ტაიმზე ებრძოდა ტკივილს ,რომელსაც საკუთარ თავთან ბრძოლისას განიცდიდა. დალია ბევრი და იმაზე მეტი ვიდრე სიამოვნებდა ...
...............
-დეე , ელეე საქმეში გართულს მიუახლოვდა და ყურსასმენები მოაშორა _ თავზე დაგათენდება დე , უკვე ასეთი რთული დავალებები გაქვს სამსახურში?- ლეპტოპის ეკრანს უყურებდა , მაგრამ ვერაფერი გაიგო
_ანდროს ბინის პროექტია ... ვფიქრობ რა შეიძლება გაკეთდდეს კიდევ
_კარგიი დეე , შუაღამეა ამ დროს მუშაობა თვალებს გატკენს . სად გვეჩქარება, დასრულებულია უკვე თითქმის
_ მაინც დაგვჭირდება რაღაცების შეცვლა და დრო გავიყვანოთ, ნუ დარდობ , ასე უცებ არ გადავა
_როგორც იქნება , გადასვლა გადაწყვეტილი აქვს და მე ხელოსნებს ხომ არ ვეტყვი იზარმაცეთ_თქო. შენი თვალები მედარდება დე, რა არის მაინც ყველაფერს მანდ ხაზავთ
_ფურცლებსაც ვიყენებთ არ იდარდო ... აქ უფრო მარტივია
_სათვალეს არ იყენებ ხოლმე? თვალები რომ არ გამოგიშრეს _მოეხვია როგორც კი საშუალება მიეცა და თავზე აკოცა _დედას ლამაზო , დეე
_რაღაც გაინტერესებს ხო
_არ მეტყვი რა ხდება დათასთან? პაემნებზე რომ დადიხარ, ხან სად ხვდები და ხან სად
_არაფერი განსაკუთრევული დედა
_რამდენი ხანია არავის დაუინტერესებიხარ და ამიტომ მიკვირს, დე . როგორი ბიჭია რას ფიქრობ
_ზოგადად ძალიან კარგია . კესარიას მეგობარია უბრალოდ მე არ ვიცნობდი . მომწონს როგორიცაა
_ოო ეგ რა არის, ეგრე მეც მომწონს , მაგრამ მისი შეყვარებული ხომ არ გავხდები . კარგი ადამიანი ყველას მოსწონს დე , გულმა რაო ის მითხარი _ ელენა მკერდზე ჰყავდა მიკრული, ზურგზე ეფედებოდა და ზემოდან უყურებდა
_გულმა რა უნდა თქვას დედა
_აბა ვინ უნდა თქვას ...
_გონებამ და ვნახოთ , დრო სჭირდება ყველაფერს
_ტყუილია, დრო არ სჭირდება შეყვარებას დრო მხოლოდ არგუმენტებისთვის გინდა, მომზადებისთვის და ხო მხოლოდ ტვინს სჭრირდება გადაწყვეტილებისთვის. ძალდატანებით ვერავის შეიყვარებ დე, დროს შეჩვევა მოაქვს მხოლოდ
_ყველას შენსავით არ უმართლებს ნინა, შენ ბედნიერ ვარსკვლავზე ხარ გაჩენილი ერეკლე გაჩუქა ღმერთმა . ყველას არ გვაქვს შესაძლებლობა , ყველას არ გვყავს ასეთი ნახევარი
-დაისვენე , ნუ გადაიღლი თავს . მიხედე სამსახურის საქმეებს და დატკბი ყველა დღით შენს ცხოვრებაში კი აუცილებლად იარსებებს შენი ადამიანი , იდეალურად არაიდეალური ... მე რომ ვუყვარვარ ერეკლეს ჩემი რთულადასატანი ხასიათის მიუხედავად აი იმაზე მეტად ეყვარები და გეყვარება _ რამდენჯერმე აკოცა და გულში ჩაიკრა . -ვიღაც მოდის, ერეკლეა ნეტავ? - ორივეს ესმოდა ხმა, ორივეს ჰქონდა მოლოდინი ამჯერად კი დერეფანში ანდრო გამოჩნდა, ნასვამი იყო ... ღია კარს ვერ აარიდა მზერა მისმა თვალებმა და პირდაპირ ელენას მზერას გადააწყდა
_სახლში ვარ ... შეგიძლიათ აღარ იდარდოთ -მრავლობითი ჰქონდა ფორმა
_ბევრი დალიეეთ დეე?
_არ ჩამეხუტო... იქ იმდენი ვინმე იყო ცუდი სუნი აქვს ტანსაცმელს _თავზე აკოცა ქალს და წამით დახუჭა თვალები _ ნათლიასთან უნდა გავიარო გაკვეთილები თორემ იმათ ფეხს ვერ ავუწყობ
_რამე ხომ არ გინდა დე
-ნწ, ერთი მაკოცე და წავალ დავიძინებ
-ერეკლემ მალე მოვალთო?
-წუთი-წუთზე
-წუთების გათვლა არ ეშლება ჩემ ბიჭს, რა დროს გააკეთე სალელოე გადაცემა ,ჰა? მე და ზურამ აეროპორტშივე ავღნიშნეთ - პირველი სართულიდან მოდიოდა ხმა, ჩემოდნებს ეყრდნობოდა გოთუა და მონატრებისგან თუ ემოციებისგან ატირებულ ნინას უღიმოდა ,მზერის მოუშორებლად შეჰყურებდა
_ერეკლეეეე - კიბე ჩაირბინა და მკერდზე მიეკრო
_ ჩემო ნინა - მკლავები შემოჰხვია , თავი დახარა და ყელში აკოცა. პაწაწინა იარა ჰქონდა ნინას იქ ,ზუსტად იმ ადგილას და თითქოს ის იტევდა სულის ყველა ტკივილს,რომელსაც გოთუა აქრობდა ერთი შეხებით.
...............
არეული ნაბიჯებით მიუყვებოდა გზას საძინებლამდე . პერანგი წვალებით მოიშორა და სახეზე აიფარა ხელები . პატარა ბავშვივით ქვითინებდა მოულოდნელად რომ გაუჩნდა საყრდენი. ელენას გრძნობდა, მის სითბოს შერეულ სურნელს , თითებს თმაში და ჩურჩულით ნათქვამ სიტყვებს
_მათი სიყვარული შეიძლება, მათ სიყვარულს მიიღებენ , გაპატიებენ . მათ კი . მათ კი !
...........................
მკერდზე მიბჯენილი ხელით ცდილობდა აჩქარებული გულისცემის დამშვიდებას. ყოველთვის ასე ხდებოდა, როდესაც დუდას სახელი ესმოდა და ტატამისკენ მიმავალს ხედავდა. თავდაუზოგავი შრომა , რომელსაც შედეგი უნდა გამოეღო , მაგრამ ცხოვრება იშვიათად ასწორებს ანგარიშს სწორად, სასწორი ხშირად იტყუება და მაშინ მოდის მარცხი ,როდესაც ყველაზე ნაკლებად ელოდები. თითქმის იზეიმა გამარჯვება, გაბრწყინებული სახით უყურებდა ეკრანს ბოლო წამებს ითვლიდა მოულოდნელად რომ დაანარცხა მეტოქემ . მაშინ ,როდესაც კომენტატორები ილეთს აფასებდნენ ვაზარსა და იპონს შორის არჩევანს აკეთებდნენ ლილე მის სახეს ხედავდა, განმეორებით გასულ კადრებში ჩანდა სახეზე აღბეჭდილი ტკივილი ,რომელიც ტრამვისგან მოდიოდა და არა მარცხისგან. სუნთქვა შეეკრა, ძლივს წამომდგარს უყურებდა, ხელი დაბლა ჰქონდა დაშვებული და დამარცხებული, ტრამვით ტოვებდა ტატამს. არ ესმოდა ხმები, ვერაფერს ხედავდა , დაბინდული მზერით მხოლოდ მასთან ყოფნა და მისი ტკივილის გაზიარება სურდა. მისი ტკივილი ტკიოდა და წამის შემდეგ ხმით დაიწყო ტირილი. გაუგებარ ბგერებს გამოსცემდა და მოთქვამდა.

საწოლამდე ძლივს მიაღწია , მკერდზე მიკრულ ტელეფონს უყურებდა და დროს აკვირდებოდა, წუთებს ითვლიდა რომ დაერეკა ან მიეწერა. იცოდა აზრი არ ჰქონდა და მაინც ვერ უპასუხებდა. რამდენჯერ შეწყვიტა და თავიდან დაიწყო ტირილის ახალი ტალღა ვერ გეტყვით. ბავშვივით იყო, ყელში ბურთგაჩხერილი, დაბინდული მზერით ეკრანზე გამოსახულ მის ფოტოს დაჰყურებდა რომ დაურეკა
_დუდაა ... კამერა ჩართე . უნდა დაგინახო
_არ გინდა, ზეგ შენთან ვიქნები. არ იდარდო
_მოტეხილია?
_არ იტირო . დამპირდი
_დამენახე , გთხოვ და მერე
_დასამშვიდებლად დაგირეკე შენ კი ჩემ ნაცვლადაც ტირი ?
_შენთან მინდა
_არაფერია ჩემ ტრამვაში არაბუნებრივი. თუ იბრძვი ტრამვების მიღებაც მედლის მსგავსად მოსალოდნელია
_ღმერთო რა მჭირს შენ მამშვიდებ
_იმაზე მეტად მინდა ახლა შენი ჩახუტება ვიდრე ოდესმე ვინმესი ამქვეყნად
_შენ ნამდვილად კარგად ხარ ? სულიერად ...
_უკეთესი იქნებოდა გიფსის ნაცვლად მედლითა და აღებული ჯილდოთი ვბრუნდებოდე , მაგრამ მოცემულობას ვიღებ და დანარჩენს წარსულში ვტოვებ
_გავაგრძელოთ ამ წამიდან ... მე გელოდები , მიყვარხარ და შენთან ვარ , სულ როცა შენს გულთან ახლოს ვიქნები
_ახლოს და არა ში?
_ხვალ გამთენიისას გეტყვი პასუხს , რომ ჩაგეხუტები და გიგრძნობ

............
აეროპორტში არ დაგხვდები გამარჯვებულსაცო უთხრა ახლა კი იქ იყო , განგებასთან დამარცხებულის წინ და მთელი ძალით ხვევდა მკლავებს
_გულში აღმოვჩენილვარ _ თავი მკერდზე ჰქონდა მიბჯენილი, მის გულისცემას უსმენდა და ლოყაზდ გრძნობდა თბილი ტუჩების შეხებას. მომენატრეო სიტყვებს არ უთქვამთ , მზერა ამბობდა
_და სულ დარჩები _ სიყვარულის ახსნა სხვაგვარად, უფრო ამაღელვებლად ლილესთვის უბრალოდ წარმოუდგენელი იყო იმ წამის შემდეგ , მაგრამ ჩადუნელისგან გამორიცხული არაფერია.

მთელი ყურადღება გამარჯვებულებისკენ იყო მიმართული , ჟურნალისტები მათთან იწერდნენ ინტერვიუს და ლილეს არ უფიქრია, რომ მათაც გადაუღებდნენ ფოტოებს. ვერავინ შეამჩნია, არც ფიქრლბდა იმ წამებში მათზე , მაგრამ გასვლამდე გზაში გრძნობდა მზერას. დუდას უყურებდა მხოლოდ, გრძნობდა როგორი დაღლილი იყო და მაინც არ იმჩნევდა
_კესარია გველოდება გარეთ ... ხომ წამოხვალ ჩემთან
_შენთან სახლში?
_ მშობლებთან მცხოვრები ოჯახის ბიჭი რომ გიყვარს უნდა შეეჩვიო მათაც _ ისე უყურებდა გონებას ურევდა, ისედაც აღელვებულს სულ გამოეცალა ძალა _ თუ არ შეგიძლია , ცოტას დავისვენებ და საღამოს გამოვალ. თუმცა შენთან ბინაში მოსვლა, როდესაც მოსე იქ არ არის პრობლემას შექმნის
_დუუ _ კესარია მანქანიდან გადმოვიდა და ძმას მოეხვია
_კარგად ვარ
_ვიცი... _გაუღიმა და შემდეგ ლილეს მოეხვია _ როგორ ხარ მშვენიერო?
_გმადლობ, თავად ?
_შესანიშნავად... დედა როცა დუდას ელოდება სახლში უგემრიელესი კერძები მზადდება. გაკვეთილები დღის მეორე ნახევრიდან გაქვს , როგორც ვიცი და დედა შენც გელოდება
_დუდა
_მე არაფერი მითქვამს, გეფიცები . დედაჩემი სხვა ლეველზე დგას
_თუ იქ იქნებაო დაპატიჟეო მითხრა _ჩანთა გამოართვა ძმას და თავად ჩადო საბარგულში _ ცივა , დასხედით და გზაში გადაწყვიტეთ
_ასე როგორ წამოვიდე
_მანქანა მიგვიყვანს, გადმოხვალ და სახლამდე რამდენიმე ნაბიჯი უნდა გაიარო . ძალიან მარტივია , უბრალოდ ჩემთან იყავი _ უკანა სავარძელზე ისხდნენ, ხელზე აკოცა და მერე ჩახუტებულს მოეფერა _ შენ გადაწყვიტე ... იქ მტრული გარემო არ დაგხვდება
_როგორ მოახერხე
_დედა მყავს უნიკალური , მჯერა მისი და ჩემი ცხოვრების საყრდენია ყველა ბრძოლაში რომელსაც ტატამს მიღმა ვმართავ
_ეგ რომ აქამდე გეთქვა საკუთარი ინიციატივით გავიცნობდი
_გვიანი არასდროსაა
.............
სახლში პირველი ნაბიჯის შედგმისთანავე ისე ჩართეს მოწესრიგების პროცესში თითქოს ყოველ დღეს იქ ატარებდა. ჩანთა და ქურთუკი კარადაში დატოვეს, ფეხსაცმელი დუდას ფეხსაცმლის გვერდით დააბინავა და კესარიას შეთავაზებული ფუმფულა ჩუსტებით განაგრძო გზა მთავარი ოთახისკენ.
_მოვედით , სად ხართ ?
_საზარეულოში ვაართ დე. თათუ დაუძახე ბიჭებს ჩამოვიდნენ , ზურას სააბაზანოს კარზე მიუკაკუნე და უთხარი რომ ხალათით არ იბორიალოს
_მოვედი , მოკაკუნება არ მჭირდება _კიბესთან იდგა ოჯახის უფროსი და სტუმარს უყურებდა
_მშვიდობიან დღეს გისურვებთ ყველას ... მშია , მეძინება და დედა მინდა _ ქალს მოეხვია , ყელში აკოცა და რაღაც უთხრა , რაც ლილეს არ გაუგია. თათა მოეხვია, შემდეგ სალო და მალე ახალგაღვიძებული გოგონაც შეცქრიალდა, რომელსაც არავინ შეუმჩნევია დუდას გარდა
_დუუუ
_ჩემო სიყვარულოო , გაგაღვიძეს ? ჩემი პრინცესა
_ცუდმა ძიამ ხელი ძალიან გატკინა ? _პატარა ხელები ყელზე შემოხვია და თვალებამღვრეული მოეფერა ბეჭზე _შენც ბევრი იტირე?
_არა ჩემო პატარავ, ძალიან არ მეტკინა . ყვავილებს ხომ დამახატავ თაბაშირზე?
_კი _გაიცინა და ლოყებზე მიაბჯინა ხელისგულები _ მიკვალქალ
_ჩემო ტკბილოო ... მეც ძალიან
_ჩვენი ფრთამოტეხილი არწივი ჩამოფრენილაა _ბიჭები ხმაურით შევიდნენ , მაგრამ დუდას ნაცვლად ლილეს მოეხვივნენ _ მკურნალი ჩიტიც მოუყვანია თან... კეთილი იყოს შენი ფეხი ჩვენს სახლში
_გითხრეს უკვე რომ თავი ისე უნდა იგრძნო როგორც საკუთარ ჭერ ქვეშ თუ გითხრა
-არ უთქვამთ, მაგრამ მაგრძნობინეს _ ნიკუშას გაუღიმა და სუფრის თავში მოთავსებულ ზურაბს გაუსწორა მზერა- დაუგეგმავად შემოგეჭერით , მაპატიეთ
_დაბრძანდით ... _ ხელით ანიშნა სკამისკენ და მერე შვილიშვილი აიყვანა _ მოდი ბაბუ , ჩემთან დაჯექი ჩემო ყვავილო _ თავზე გადაუსვა ხელი და მერე მტევანზე აკოცა _ როგორ ხასიათზე გაიღვიძე? მამიკომ ხომ არ გაგაბრაზა
_ნწ , მამიკო აღარ ხვრინავჩ
_რეებს მაბრალებთ ტო , რა ხვრინვა... რა ასწავლე სალომე ბავშვს?
_მე რა ვასწავლე მთელ სახლს ესმოდა გაგიტეხეს მგონი ეგ ცხვირი ... მე სხვას გავყევი და ვინ შემომაპარეთ მამა?
_ღმერთია მოწამე მე არ ვხვრინავ ... ჰკითხეთ ჩემს ქალს
_ისე აბერტყებდნენ ტატამზე სანამ არ გაიტეხა ძგიდე მანამ არ გაეშვა _ნიკუშა ჩაერთო და პირველმა აიღო ბლინი _ მშია , ცოლი მაშიმშილებს ... დიეტა გჭირდებაო არადა არაფრის მომზადება იცის. დედაა , ჩემი ოთახი რომ გადავაკეთოთ ორი ადამიანისთვის არ შეიძლება?
_თუ არ მოგწონს მისი მომზადებული თავად გააკეთე , ორი ხელი ტყუილად გაქვს? სახლი უკვე სავსეა , მეორე ბავშვისთვის ოთახი უნდა მოვამზადოთ
_რომელი მეორე ბავშვისთვის _დუდა იქამდე ჩუმად იჯდა ლილეს გვერდით და ყველაზე გემრიელ კერძებს სთავაზობდა
_სურპრიზიიი _სალომემ გაიცინა და მუცელზე მიიდო ხელები _ ორ გზის ბიძა ხდები, დუუ
_აი ეს უკვე სხვა თემაა...ურძლესი ხარ სალომე
_უკაცრავად? ეს რა მიკერძოებულობააა ? მეწყინა, გაგებუტე
_შენ არ იდარდო , ჩემი ფავორიტი შენ ხარ _ ზურა აშკარად ხალისობდა , თათიას თვალი ჩაუკრა და ბავშვის ჭმევა განაგრძო _ დიდი არჩევანი მაინც არაა ორიდან უნდა გავაკეთო
-ზურაბ -არ გამოჰპარვია მისი სიტყვები თამარას
_რა ? მესამე რძალი ჯერ არ გვყავს თუ მე მეშლება რამე, მეუღლევ?
_არა მამა , რძალი ჯერ ოფიციალურად ნამდვილად არ გეყოლება , აი ერთადერთი სიძე კი მგონი მალე გაჩნდება ჩვენს სუფრასთან _ დუდამ კესოს მობილური აართვა, არ წაუკითხავს სეტყობინება ისე ჩააქრო ეკრანი და მაგიდაზე დადო _ სუფრასთან ტელეფონები როდის აკრძალა დედა დედოფალმა თამარამ?
_გცემდი ახლა გოგო რომ არ გყავდეს გვერდით და ხელი არ გქონდეს მოტეხილი
_შენ რომ ერევი იმიტო მოუკლო ოქროების ჩამოტანას
_მეუბნება ბიჭი, რომელსაც თითზე ჩამოსათვლელი მედლების რაოდენობა აქვს და რომელმაც კარიერა 20 წლის ასაკში დაასრულა...
_კიდევ კარგი, თორემ გული გამისკდებოდა... შენ ძლივს გიყურებ , გამძლეობას ვუსურვებ ლილეს
_ნამდვილად მჭირდება ... ჯერ კიდევ ვერ გამოვედი მდგომარეობიდან
_თუ შეიყვარე უნდა გაუძლო , ეგაა მაგის ცხოვრება და თქვენ პროფესიით მოცეკვავე ხართ ? როგორც ვიცი სამოყვარულო ცეკვების სტუდია გაქვთ_ზურა ვერ ისვენებდა , მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცდილობდა
_პროფესიით მენეჯერი ვარ , სასტუმრო მაქვს სვანეთში , რომელსაც ვმართავ და კულინარიის აკადემია დავასრულე ორი თვის წინ... ამ სფეროშიც ვაპირებ განვითარებას , ცეკვა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ,თუმცა კიდევ ბევრი რამ მაინტერესებს
_თქვენი, ტრადიციული აფრიკული კერძები ნამდვილად არ გამისინჯავს
_ჩემი ტრადიციული, სვანური კერძები დარწმუნებული ვარ გაგისინჯავთ ... აფრიკულს რაც შეეხება მეც ისევე არ მაქვს წარმოდგენა როგორც თქვენ. დედა ფრანგია და არათუ თავად, ბაბუაც კი არასდროს ყოფილა აფრიკის კონტინენტზე _ მშვიდად უპასუხა, მაქსიმალურად შეეცადა მოკლედ გამოსვლოდა მისი ინტერესის დაკმაყოფილება თუმცა იცოდა, რომ ეს არ იყო მისთვის საკმარისი
_გასაგებია თუ კუბდარი მივამზადებინოთ , მამა?
_უარს არ ვიტყოდი , მაგრამ სხვა დროს იყოს ... ახლა კი დაგტოვებთ. საქმეები არ იცდიან _ ბავშვს აკოცა, თავის სკამზე დასვა და ოთახი დატოვა

ყველანი წავიდნენ , ბიჭები და სალო სამსახურში, თათია უნივერსიტეტში და ქეთო ბაღში .
_ ჩემი გეშინია დედა თუ საძინებელში რატომ არ მიდიხარ ... დავიჯერო დაღლილი არ ხარ ? _ თამარამ დუდას გადახედა და მშვიდად წამოდგა
_შენი არა , აი ამ ქალბატონის კი. ძალიან დიდი ეჭვი მაქვს თვალები დამიბრიალოს რომ ვუთხრა საძინებელში გამომყევი_თქო
_სჯობს შენ დაისვენო და მე საღამოს ან ხვალ გინახულებ
_დედაც გავა მალე და მარტოს ნუ დამტოვებ ამ შენი კანონების გამო , გთხოვ
_ასე ნუ მიყურებ , უხერხულია _იმდენად მოდუნდა ჩადუნელების ქცევის გამო, რომ ფორმალობების გარეშე წამოდგა და თეფშების ალაგება დაიწყო. ჩვეულებისამებრ სწრაფად აკეთებდა და სანამ თამარა მობრუნდა მანამ ნახევარი მხარე დააცარიელა _სტუმრობას აქვს თავისი დრო, ხანგრძლივობა, ნორმა და სახლს კიდევ
_სახლს პატივს ვცემთ, ვიცით, გვესმის და ეჭვი არავის ეპარება ჩემი სულის სისპეტაკეში , სხვათაშორის შენ რომ წინა საუკუნის სვანი ქალი გყავს ტვინში ჩასახლებული ეგ ზურაბმაც კი დაინახა
_სჯობს ახვიდე , კომფორტულად ჩაიცვა და დაიძინო
_სჯობს ხელი ჩამკიდო და გამომყვე ...
_დუდაა , ზეწოლას ნუ ახდენ შენი მზერით
_შვილო გაიყვანე ეს გოგი აქედან სანამ თეფშების რეცხვა დაიწყო და დაასრულა, ისეთი ტემპით ალაგებს
_მე , უკაცრავად ... შემოგეჭერით . იქნებ არ მოგწონთ როცა სხვა ვინმეა სამზარეულოში . როგორი გათიშული ვარ, მაპატიეთ ... ეს ბიჭი მართლა მიპაუზებს აზროვნების უნარს
_არ გეტყობა, თორემ ამდენხანს წუწუნი არ მოუხდებოდა და უკვე მასთან ერთად იქნებოდი მის ოთახში. ჩემი აზრით ის უფროა გავლენის ქვეშ ვიდრე შენ, კნუტივით დამჯერია და ასე ჩემს აზრებს არ ითვალისწინებს როგორც შენს შეხედულებებს . გაოცებული ვარ , მართლა _ კარადას მიყრდნობილი იდგა და მშვიდად საუბრობდა
_ როგორც სჩანს იმაზე მეტად თავნება ხარ ვიდრე წარმომედგინა ... სულ საკუთარი სურვილების მიხედვით მოქმედებ , არა?
_უკვე აღარ , მაგრამ იმედს ვიტოვებ , რომ საერთო სურვილებამდე მივალთ
_თქვენი ცქერა და სმენა სასიამოვნოა, გული გამითბა , მაგრამ მეც მაქვს სამსახური. გმადლობ , რომ მოხვედი და საერთოდ ისეთი ადამიანის არსებობა დუდას ცხოვრებაში როგორიც შენ ხარ , მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევს ჩემში _ ლილეს დამშვიდობებისას მოეხვია და არა შეხვედრისას . გოგონას მზერა თან გაიყოლა და უკვე მეორე ოთახში მდგომმა კიდევ უთხრა მთავარი სიტყვები _ ჩვენ გხედავთ ისე როგორიც არის დუდა შენს გვერდით ... ნუ შეგეშინდება ჩვენი
_ ის , ნამდვილად არავის ჰგავს _ ერთხანს ჩუმად იყო. კარის დახურვის ხმა გაიგეს და შემდეგ ამეტყველდა
_ხედავ რა მარტივი აღმოჩნდა? შენ კი გეშინოდა მათი
_სულ შენი დამსახურებაა ... შენ მოამზადე საფუძველი ჩემი და მათი ურთიერთობისთვის _ მოეხვია, თვალებში უყურებდა მერე კი რამდენჯერმე შეახო ტუჩები ლოყაზე _ჩემ სიყვარულს არგუმენტებით ავსებ .
დუდამ კოცნით დაასრულა ეს დიალოგი და ემოციებს ერთ წერტილში მოუყარა თავი.
............
..........
_ჩვენ დრო არ გვაქვს და ბავშვებს ბაკურიანში ვერ წაიყვანთ?
_ჩვენ ორივე?
_ხო , ორივე
_მარტო წავიყვან
_რამე რომ მოხდეს ორ ბავშვს ერთად ვერ გაუმკლავდები, ანდროც წამოვა . თან თავისუფალი დრო აქვს და დაისვენებთ
_დარწმუნებული ხარ , რომ დაისვენებს?
_მერე დრო საერთოდ აღარ მექნება და ბავშვებთან ყოფნა მინდა
_კარგი , მაშინ ჩავლაგდეთ დღესვე _ერეკლეს გვერდით იჯდა დივანზე, ეხუტებიდა და ის ეფერებოდა . საუბარში არ ჩარეულა , შესაბამისად წინააღმდეგი არ იყო
_სხვა გეგმები თუ გაქვს მეგობრებთან ერთად არ გადადო
_არა, სრულიად თავისუფალი ვარ. ბავშვებთან მეც მინდა
_დილით ვუთხრათ ... წავალ მე ნივთებს ჩავულაგებ
_მოგეხმარები _ ანდრო გაჰყვა , ელენა კი ერეკლეს არ მოშორებია
_თხილამურზე ფრთხილად იყავი , ბავშვები მარტო არ გაუშვათ
_არ იდარდოთ ვიზრუნებ
_იზრუნებთ, ორივე ერთად
_აღარ ვჩხუბობთ მამა
_საკმარისია მერე ეეგ?
_მესმის გინდათ მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს
_ადამიანური
-კარგი , მა
ზემოთ ასულს ნინა დერეფანში დაიხვდა, საკუთარი საძინებლის კართან იდგა
_ჩაალაგე უკვე?
_არა , ანდრო ალაგებს. დავდე ყველაფერი რაც დასჭირდებათ
_შენ როდის დაისვენებ
_არ ვიცი...
_დაიძინე მიდი ...
_დილით საუზმეს მოგიმზადებთ და ისე წადით
_ძილინებისა _ჩუმად ლაპარაკობდნენ,მერე აკოცა და ნინა საძინებელში შევიდა.

ბავშვების ოთახს გვერდი ვერ აუარა, ეგონა ანდრო იქ იქნებოდა, მაგრამ არ იყო. თავის ოთახში გადაეტანა ტყუპების ნივთები და იქ ალაგებდა
_მოგეხმარო?
_მთელ გარდერობს მალაგებინებს ნინა
_გამოცდილების ამბავია, ყველაფერი სჭირდებათ
_ბოლოს როდის ვიყავით ერთად ამდენი ხნით არ მახსოვს
_ბათუმში რომ ვისვენებდით 15 წლის წინ ... ბავშვებთან ერთად არასდროს ყოფილხარ და გაიხარებენ . სულ წუწუნებდნენ ანდრო გვინდა აქო _ საწოლზე დაჯდა და მეორე ჩემოდნის ჩალაგება დაიწყო . ანდრო ისე კოხტად და კომპაქტურად კეცავდა ტანსაცმელს მისგან ნამდვილად უნდა ესწავლა
_ყველა თავისუფალ დროს მათთან ერთად გავატარებ და ჩემ დანაკლისს შევუვსებ
_შენ ჩემ ჩემოდანსაც ხომ არ ჩაალაგებ?
_გეზარება ?
_არა , უბრალოდ ვერასდროს ვაწყობ ამდენ რამეს და შენ აშკარად დახელოვნებული ხარ
_იმდენად ხშირად მიწევს ბევრი ვიდეო ვნახე , ხრიკები რომ დამემუღამებინა
_უსწავლელს ისევ არაფერს ტოვებ ხომ?
_არ შევცვლილვარ , ლენა უბრალოდ გავიზარდე
_ორივე გავიზარდეთ ... ერთმანეთზე არაფერი ვიცით
_მე ვიცი ... შენ არ დაინტერესებულხარ ჩემი არსებობით _ ორივე ჩემიდანი კართან ახლოს დადგა და მერე ელენას შეხედა _ წამოდი , ჩაგილაგებ
_არა , არ შეწუხდე. შენს ნივთებს როდისღა უნდა მიხედო
_ჯერ მაინც ვერ დავიძინებ, გასწავლი და იქედან შენ ჩამილაგე
_ ეგ უკვე გარიგებაა
_შევთანხმდით ?
_შევთანხმდით
....................
_ ლილიას ჩაეძინა . ჩშშ- დილით ადრე გაიღვიძეს, ახალი ამბით გახარებულებმა მოსვენება დაკარგეს , ენერგიაა დახარჯეს და თან პატარა ქალბატონს მგზავრობის თავისი ეტაპები ჰქონდა ჯერ ლაპარაკობდა, სიმღერებს ჰყვებოდა, ცეკვავდა და მერე დაქანცულს ეძინებოდა
_ჩემო სიყვარულო_სარკიდან გახედა ანდრომ და მთელი სახე გაუნათდდა. ელენამ მუსიკა შეცვალა, ხმა დაუწია და პატარა სამახსოვრო ვიდეოც გადაიღო
_ბევრი გზა დარჩა კიდევ ?
_ერთ საათში ბინაში ვიქნებით ... ცუდად ხომ არ ხარ
_არა , დავიძინებ მაშინ მეც . გამაღვიძეთ რომ მივალთ_უსაყვარლესი იყო, თვალებზე ქუდი ჩამოიფხატა და წამებში გაითიშა. ორივეს ერთნაირ პოზაში ეძინათ , ხელები ღვედზე ედოთ , თავი გვერდით გადახრილი
_ხომ კარგად არიან... უცებ არ მოდუნდნენ?
_მგზავრობისას იღლებიან , არაფერია. საღამოს დამუხტულები იქნებიან და შენ გამოგაცლიან ენერგიას
_ზოგჯერ მგონია , რომ შორეული ნათესავივით ვარ მათთვის რომლის ნახვაც უბრალოდ ახარებთ
_არასდროს იფიქრო ეგ, უსაზღვროდ უყვარხარ ორივეს . იმდენ კითხვას მისვამენ ხოლმე შენზე ყველაფერი იციან ... დრო გჭირდებათ , რომ ერთად ცხოვრებას შეეჩვიოთ . ამათ ხასიათი და ქცევები ყოველდღე ეცვლებათ
_მაინც რა იციან
_ყველაფერი ... ის რომ დიდი დათვივი ხარ , ყველაზე კეთილი და მეამიტი . ბემბი რომ ვნახეთ პირველად იმდენი იტირე ძლივს დაგამშვიდე , ლილიას რომ ვამშვიდებდი მაშინ მოვუყევი. კიდევ იციან როგორ ვერ იტან ბადრიჯანს და გიყვარს აჯაფსანდალი. დილით გაღვიძებიდან ნახევარი საათი არ ლაპარაკობ და თუ რამეს გეტყვიან ძირითადად არ გახსოვს იმიტომ რომ სხეული ასწრებს გაღვიძებას შენს ტვინს. შეიძლება რუტინული ვარჯიში დაიწყო და დაამთავრო, მაგრამ რა მქვია_თქო თუ გკითხე ისე შემომხედავ თითქოს ვერ მიცანი. ილია რომ შემოგივარდა დილით და გაგაღვიძა არაადეკვარურად პასუხობდი , გაკვირვებული იყო ბავშვი. იციან სამყაროში ყველაზე მეტად ნინა , რომ გიყვარს და მერე არსებობენ დანარჩენები. არ გიყვარს ყვითელი ფერი , მოხარშული კვერცხის გულსაც ვერ ჭამ და ცილას გვაცლიდი ყველას ხელიდან . ბალზე რომ გიჟდები და ნინას მერე მეორეა შენს გულში ... გავაგრძელო? _ყველაფერს ჩუმად და სწრაფად ამბობდა , ბოლოს გახედა და ანდროს გაოგნებულ მზერასაც წააწყდა _ რა ? მტერს მოყვარეზე უკეთ უნდა იცნობდეო ... კალიების, რომ გეშინია არ მითქვამს. ეგ მხოლოდ ჩემი კოზირია
_კარგიი და ის თუ იციან შოკოლადებს ჩუმად რომ მალავ კარადაში
_დაინახე?
_ვიცოდი , რომ ვერ გადაეჩვეოდი ...
_ეგ არ უთხრა , ნინა გაგიჟდება
_იმიტომ ხომ არა , რომ ჯანმრთელობას ვნებს და მერე მუცლის ტკივილი გათენებინებს
_ეგ შოკოლადის ბრალი არ არის, უბრალოდ სწორი კვება მჭირდება და დატვირთული გრაფიკის გამო ძირითადად კაბინეტში ჯდომა მიწევს.
_ექიმმა უნდა იაროო ხომ გითხრა
_მითხრა , მაგრამ შენ ვინ გითხრა . ნინა ჩუმად გეჭორავება ჩემზე და ყველაფერი ვიციო ამიტომ ხარ დარწმუნებული
_ლოგიკურად მივხვდი , ნუ დაფრთხი
_არაფერი მაქვს დასამალი მე
_ასე თუ გინდა ასე იყოს
_ვფიქრობ და ვერ გადავწყვიტე ადრე უფრო მიშლიდი ნერვებს რომ მეწინააღმდეგებოდი და ვკამათობდით თუ ახლა, რომ ჩუმდები და მეთანხმები
_ფანჯარა ასწიე,ბავშვები გაცივდებიან
_ცხელა, ავფეთქდებით მალე
_ტემპერატურის ბრალი გგონია?
_არა, არა არ გამოდის რა ... ვერ გიტან და მორჩა ! _ უყურებდა როგორ იღიმოდა,თვალს ვერ აშორებდა და ბოლოს მაინც მოახერხა მისი სახისთვის ჩვეული გამომეტყველების დაბრუნება.
_მე მხოლოდ ბავშვებთან მინდა დროის გატარება , მათთან დაახლოება და შენ ვალდებული არ ხარ მეურთიერთო, თავს ნუ აიძულებ ჩემთან კონტაქტს თუ ვერ უძლებ
........................
სანამ ელენა საძინებელში შეიკეტა და ბავშვების გაღვიძებამდე იქაურობის მოწესრიგება დაიწყო ანდრო ბინის დანარჩენ ნაწილზე ზრუნავდა. სააბაზანოში ნივთების შესატანად გასულს ყველაფერი დალაგებული დაუხვდა და გაკვირვებულმა მოავლო მზერა გარემოს. ანდროს ამ შესაძლებლობას ნამდვილად არ იცნობდა, წასვლამდეც ეხმარებოდა ნინას თუმცა მარტო ცხოვრებას სულ სხვა შედეგი ჰქონდა . ელენას ისეთი შეგრძნება უჩნდებოდა მისი ყოველი ნაბიჯის დანახვისას, რომ იქ თუ არ იქნებოდა დამოუკიდებლადაც შეეძლო ტყუპებთან დარჩენა. ერთი ნაწილი წასვლას სთხოვდა, აფრთხილებდა ვერ გაუძლებ ამ ერთ კვირას , ნაწილებად დაგშლის მისი სიახლოვეო, მაგრამ მეორე ნაწილმა გაიმარჯვა , ანდროსთან ყოფნის სურვილმა გადაფარა ყველაფერი.
_მე ხომ არ გაგაღვიძე
_არა , მე არ მეძინა... ვალაგებდი , თუმცა ვერ დავასრულე
_დაისვენე მე მივხედავ
_შენ არ აპირებ დასვენებას?
_დაღლილი არ ვარ ... ბავშვების გაღვიძებამდე მაღაზიაში ჩავალ პროდუქტს ამოვიტან . რამე მივამზადო თუ სადმე გავიდეთ
_სახლში მომზადებული საკვების მხარეს ვართ , ნინას პოლიტიკა უცვლელია _ როგორ მოძრაობდა ასე ჩუმად ვერ მიხვდა, თვალი გააყოლა საძინებელში შესულს და ვერც მოიფიქრა რომ ეთქვა მე მოვწმენდ იატაკსო.
_ბავშვებსაც უნდა წააკითხო წიგნები თუ ძილის წინ უკითხავ
_ძილის წინ თვითონ მიკითხავენ , მორიგეობით და დღისითაც გვაქვს კითხვის ერთი საათი
_კარგიი და დასვენებას დასვენება არ ეხება?
_უყვართ კითხვა თუ ერთმანეთს ენაცვლებიან
_შენ არ გგვანან ანუ
_ყველა შენნაირი დამჯერე ვერ ვიქნებოდით ... როგორ აიძულებდი თავს ნინას ყველა სურვილის ასრულებას დღემდე ვერ ვხვდები . რა ნებისყოფა გქონდა ასეთი
_მიყვარდა როდესაც ბედნიერდებოდა და არ მგონია კითხვას ჰქონდეს უარყოდითი მხარე _ ხუთ წუთში დაასრულა და გავიდა კიდეც _ სანამ გამოვალ დაწერე რეები გინდა
_დარწმუნებული ვარ არაფერი დაგავიწყდება ამიტომ უბრალოდ დავწვები და დავიძინებ . რაც გინდა ის მოამზადე , ბავშვები პრეტენზიულები არ არიან .

ბავშვები ნამდვილად არ იყვნენ პრეტენზიულები. გაღვიძებისთანავე გაჰყვნენ სამზარეულოდან გამოსულ სურნელს და ანდროს გარს შემოეხვივნენ კითხვების კორიანტელით
_რა არის?
_როდის ისწავლე?
_ვინ გასწავლა?
_სულ შენ მოამზადებ?
_ელენას რომ არ უყვარს ასეთები?
-ელენას უყვარს ასე, დიდი ხნის წინ ვისწავლე საფრანგეთში , ჩემი მეგობრის დედამ მასწავლა . გშიათ თუ ჯერ არ სანამ ამ კითხვას დასვამდა ბავშვებს უკვე თეფშები ეჭირათ და მაგიდას ამზადებდნენ _ გასაგებია ... ხელები დაიბანეთ და მე
_დავიბანეთ გამოსვლამდე
_ხო, თან საპნით
_გავაღვიძოთ ელენა თუ გაგვიბრაზდება
_აქ ვარ , ხელები მეც დავიბანე აიი _ სასაცილოდ აათამაშა თითები და ბავშვებს აკოცა _ გემრიელებო
_დაჯექი, ყველაფერი მზადაა _ ილიამ სკამი გამოსწია და ხელით ანიშნა . ანდრომ კერძები დაამატა და თავადაც მოთავსდდა სუფრასთან
_გემრიელად მიირთვით
_ოღონდ ნელა
_გემრიელია
_ხო , გემრიელია_ტყუპები არ ჩუმდებოდნენ, აფერადებდნენ განწყობას ელენას კი თითქმის არაფერი უთქვამს .

სახლიდან გასვლამდე ნინას და ერეკლეს ესაუბრნენ , შემდეგ მოემზადნენ და ფეხით გაუყვნენ გზას. იმ საღამოსვე მოასწრეს ყველა ატრაქციონზე დაჯდომა, ცხენით გასეირნება, ციგით სრიალი და თოვლში სირბილი . გათოშილები დაბრუნდნენ, ცხელმა შხაპმა ორივე მოადუნა და ბოლოს მულტფილმის ნახვის პროცესში ჩაეძინათ ელენასა და ანდროს შორის მსხდომებს . ორივე საწოლში დააწვინა, საბანიც გაუსწორა , სანათიც დაუტოვა ჩართული და უხმაუროდ დატოვა ოთახი.
-არ მოხვალ?- დივანზე იჯდა პოპკორნის ჯამით ფეხებზე და ეკრანს უყურებდა
_ზღაპრებს ვერ ეშვები ?
_ რეალობა ყველგანაა ... გირეკავენ_ მობილური მიაწოდა და ეკრანზე გამოსახული უცნობი გოგონას დანახვაც მოასწრო . არ გაუხედავს აივნისკენ დაძრული ბიჭისკენ, უბრალოდ იჯდა და ელოდა ის კი აშკარად არ ცდილობდა საუბრის გაწყვეტას. გასვლამდე გახედა გაიფიქრა ცივა, გაცივდებიო და საძინებელში შეიკეტა.
....................
ჯერ კიდევ არ ეძინა ოთახში ანდრო რომ შევიდა და ბავშვების საწოლთან შეჩერდა. ყელში ბურთის გაჩენა იგრძნო ფრთხლად რომ მოეფერა მძინარე ტყუპებს და რამდენიმე წამით გაიყინა ბალიშზე გაშლილ ხელზე ტუჩების შეხება , რომ იგრძნო . მოჩვენებას ჰგავდა, ნანატრ სიზმარს, რომელიც სულ წამით გაგრძელდა და გაუჩინარდა.
ცრემლებმა დაახრჩო , თუ არ იტირებდა ეგონა მოკვდებოდა. ბავშვების ოთახიდან უნდა გასულიყო . ერთადერთი გასაქცევი და აივანი იყო. მანამ ტიროდა სანამ ნაბიჯების ხმა არ გაიგო და სრულიად ჩამოშლილი არ დაუხვდა
_გაციება გადაწყვიტე?
_არა ... თბილად ვარ _ქუდი ისე წამოიფარა მთელი სახე , რომ დაემალა ჩრდილს , მაგრამ ხმა? ხმიდან როგორ გააქრობდა ტირილის ნოტებს
_რა გჭირს
_სიცივემ იმოქმედა
_ვინმეს ესაუბრებიდი და რაღაც ამაღელვებელი გითხრა ? _ ტელეფონზე გაამახვილა ყურადღება და კიდევ უფრო მიაუხლოვდა . წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ თავად იყო მისი ცრემლების მიზეზი და არავინ სხვა _ ელენა
_არაფერია _ უყურებდა და ცრემლების ახალი ტალღა ახრჩობდა
_კარგი , ნუ მეტყვი თუ საუბარი არ გინდა
_ისევ ვერ იძინებ ახალ საწოლში ? _ თემის შეცვლა სცადა , მაგრამ ანდროს ყურადღება და მისი მზერა სულს უხუთავდა
_შენც არ დაგაცადა ვიღაცამ ძილი _ისევ მობილურს დახედა _ ყველაფერი მოგვარდება , ხომ იცი და თუ გჭირდები მე აქ ვარ _ რამდენი ხანია ეს სიტყვები არ გაუგია და ახლა თავი როგორ შეეკავებინა. სულ ერთი ნაბიჯი დასჭირდა გოთუას მკერდს რომ მიკვროდა და აქვითინებულიყო . ტიროდა ემოცოებისგან დასაცლელად და ყველაფრის მიზეზი ცდილობდა მის დამშვიდებას _ ისუნთქე _ ერთხანს ელოდა მერე კი გულის ტკივილამდე რომ მივიდა თქვა ის რაც ჯადოსნურად ამოქმედდა. ძალაგამოცლილი ხელში აიყვანა და ისე დაბრუნდა ბინაში. ელენას მასთან მოშორება აღარ უნდოდა, თავს ვერ ერეოდა მანძილის გაზრდისთვის ძალა არ ჰყოფნიდა. ისე იყო როგორც ბავშვობაში , ანდრო ფარად დაუხვდა ტკივილს. მანამ არ აუწევია თავი სანამ სუნთქვა არ შეეცვალა ანდროს , ღრმად და მშვიდად ეძინა ელენას ზურგზე შემოხვეული ხელებიც მოუდუნდა
_შენ ხარ სუნთქვა _ თავი სულ ოდნავ ასწია , ყელზე შეახო ტუჩები და მერე ისევ დაუბრუნდა გულმკერდს. გონებას არც დაუშვია მისგან წასვლა , თვალები დახუჭა და მისით მოცულს ჩაეძინა.

...........
_სად ხარ?
_მეგობრებთან ერთად ...
_გამარჯვებას აღნიშნავენ?
_ეგეც და დაბადების დღეც აქვს
_ვის?
_ოჰ ფანს რომ ველაპარაკები დამავიწყდა... თაზოს ცოლს და ყველანი ავღნიშნავთ ერთადერთი ქალის დაბადებას , თორემ ამას სხვა ვინ გაუძლებდა
_ვის ელაპარაკები შე ჩემა
_ნუ მირტყამ ბიჭო ისედაც ცალი ხელით ვარ ...ლილეა
_უთხარი მოვიდეს გაგვაცანი ნორმალურად _ხმა ესმოდა და უკვე არ იცოდა რა გაეკეთებინა
_ხომ გაიგონე გეპატიჟებიან ...
_სხვა დროს გავიცნობ
_მოდი რა , გთხოვ ... გამოვალთ და წამოგიყვანთ . მოსეც წამოვიდეს
_არა, სამეცადინო აქვს და მე ძალიან დავიღალე , თანაც უხერხულია
_კარგი მაშინ მე გამოვალ , მომენატრე
_ნუ მეუბნები ასეთ რაღაცებს
_არ გინდა ჩემთან ერთად ყოფნა და მე მარტო არასდროს ვარ ხოლმე ... აქ იმდენი ლამაზი გოგოა, მოდიან და მე ვიშორებ . ფოტოები თუ შეგხვდება იცოდე მხოლოდ ფოტოებია და სხვა არაფერი . რა გავაკეთო გვერდით რომ მყავდე მიხვდებოდნენ ჩემ ცხოვრებაში თავისუფალი ადგილის არ არსებობას
_გგონია ეჭვიანობის გამო წამოვალ და მანდ დავდგები დარაჯად ? ისეთი მეამიტი ვარ, რომ აგეკიდები ყველგან ყოველთვის და იმედი მექნება ერთგულების ?
_დამისერიოზულა ეგრევე რა ... სულ არ ვებრალები , არც ვენატრები , ღმერთო როგორი სიყვარულია ეს. რა გულცივი გოგოა
_კარგად გაერთე, ისე როგორც სინდისი გიკარნახებს
_სინდისი არ ქვია მაგ ორგანოს გართობაში რაც მეხმარებოდა ხოლმე ... რომელიც მოწყენილად თავისთვისაა
_რა მდაბიო იუმორის გამოვლინებაა ახლა ეს
_მაპატიეთ , მომიტევეთ ხელ და გულ გატეხილი უკეთესს ვერ ვქაჩავ
_დუდა
_მოემზადები მოვიდე ? თუ გვიან გამოვიარო
_დუდა , ხომ? თქვენი ფანი ვარ ... ფოტო შეიძლება ? _ გოგოს ხმა გაიგო და თვალები აატრიალა
_დიახ , დიახ რა თქმა უნდა
_ინსტაზე თქვენი ფოლოვერი ვარ ... ფოტოებს გამოგიგზავნით
_იმედი მაქვს ისეთებს აარჩევთ სადაც მეც კარგად გამოვიყურები
_შენ სულ კარგად გამოიყურები, აი ტრამვითაც კი უსიმპატიურესი ხარ ... ასე რომ ცუდი ფოტოს პოვნა გამიჭირდება
_გმადლოობ _ უსმენდა და მოთმინების ფიალა ევსებოდა. გაეღიმა კიდეც შემდეგ გათიშა და თავად დაურეკა
_გისმენ ძვირფასო?
_თუ თავს დააღწევ ყალბი ფანების შემოტევას , რომელთაც მხოლოდ შენი გარეგნობა მოსწონთ და არა პროფსიული შესაძლებლობები , სტუმრად მიგიღებ ...
_ანუ არ მოხვალ და არ გაიცნობ ჩემებს
_დღეს არ , სხვა დროს აუცილებლად გავიცნობ . ჩემი ეჭვიანობის ამ სასაცილო მცდელობაზე ვისაუბრებთ პირადად , რომ შევხვდებით
_რამდენიმე საათში მოვალ . ძალიან არ მოგანატრებ თავს
_გელოდები ...
..................
_რამდენიმე საათიო მეგონა ასე თქვი და არა ახლავე მოვდივარო- კართან ,რომ დაუხვდა სიხარულის არ გამოუხატავს
_შეიძლება შემოვიდე თუ წავიდე და რამდენიმე საათში მოვიდე
_შემოდი და მოემზადე , რომ არეული იქნება ყველაფერი . ჯერ ვერც დავალაგებ მშია და საჭმელს ვამზადებ , ანუ სამზარეულოც არეულია
_კარგიი , მთავარია ფეხის დასაბიჯებელი ადგილი იყოს იატაკზე და არ დავეცე სადმე... ცალი ხელით რომ არ ვიყო მოგეხმარებოდი
-მჯერა, დალაგება შენი საყვარელი საქმიანობაა- ჩუსტები მიაწოდა შესასვლელშივე _ რა? იატაკი სუფთაა და მოსაწმენდს ნუ გამიხდი
_სულ უფრო მეტად ჯაჯღანა რატომ მეჩვენები?
_რაც ვარ ის ვარ , ნიღბების გარეშე _ ვარდისფერი ჰუდი და იმავე ფერის შარვალი ეცვა . თმა დაუდევრად ჰქონდა შეკრული და ფუმფულა ჩუსტებით სასაცილოდ დააბიჯებდა
-ვხედავ და ვაფასებ შენს ამ თავისუფლებას ... რას ამზადებ?- სამზარეულოში შესვლამდე სააბაზანოში შევიდა და ხელები წვალებით დაიბანა . აშკარა იყო ლილე აჭარბებდა არეულობასთან დაკავშირებით , თუმცა წინა ჯერზე იმდენად იდეალურად იყო ყველაფერი ახლა შეიძლებოდა არეული გვეწოდებინა.
_გუფთას ... მალე იქნება შენ ალბათ დანაყრებული ხარ
_ნწ , ცალი ხელით ჭამა მიჭირს და იქ კიდე ჩემი საცოდაობა არ ვანახე ხალხს. ხაჭაპურზე ვარ
_ანუ დამეწვევი _ მაგიდის მილაგება დაიწყო და 5 წუთში დაასრულა _ სხვა რომ არაფერი მაქვს ? ნუ მაქვს, მაგრამ დრო დასჭირდება ... რამე ხომ არ გამოვიძახო
_უბრალოდ დაჯექი , დაღლილი ხარ ... დღეს ამდენი მოსწავლე გყავდა? სთორი ვნახე
_მას შემდეგ რაც შენ დადე სთორი და ჩემი სტუდია მონიშნე ცეკვის ვიდეოზე რაოდენობა გაიზარდა და კლასების დამატება მომიხდა. მთხოვეს , თორემ მომავალი სეზონიდან ამდენს ვერ მოვახერხებ, რესტორანში მინდა გადავინაცვლო. მამას უნდა დავეხმარო , თორემ მთელ პოტენციალს ვერ იყენებს ჩვენი სასტუმრო ...
_ცეკვის გარეშე როგორ იცხოვრებ
_სულ მთლად უარს არ ვიტყვი... მოცეკვავეებს ავიყვან და ისინი განაგრძობენ გაკვეთილებს
_მზარეული და მოცეკვავე კი არა ბიზნეს ლედი ხარ
_სხვაგვარად არ გამოდის ... ერთი საქმით დაკავება კი ჩემი ცხოვრების ხვედრი არ არის... გემრიელად მიირთვი _ თეფში წინ დაუდო და თავადაც ჩამოჯდა _ ხომ არ დაგეხმარო
_არა ეგრეც არაა ჩემი საქმე... მოსე არ გამოდის?
_დაამთავრებს მეცადინეობას და მერე გამოვა...
_რატომ მგონია, რომ შენი ეშინია და იმიტომაა ასეთი ბეჯითი
_არ ეშინია , უბრალოდ იცის რომ არ უნდა მოატყუოს არც საკუთარი თავი და არც ოჯახისწევრები. სწავლა თუ არ უნდა სხვა ალტერნატიული საშუალება უნდა იპოვნოს პროფესიისთვის .
მაინც ძალიან მკაცრი ხარ , დამისტრესავ ბავშვებს ... გემრიელია _ ლილემ რომ ახედა მაშინვე დაამატა პურის ერთი ნაჭერი არაა საკმარისი, დიეტაზე ნუ გადამიყვან. წონის დაკლება არ მჭირდება
_დამშვიდდი , ბავშვების აღზრდაზე საუბარს არ ვაპირებ მხოლოდ იმიტომ რომ ერთი სიტყვა წამოგცდა _ იღიმოდა და თან პურს ჭრიდა _ აფსოლიტურში არ აღმოჩნდე მოულოდნელად და 100+ არ გიჩვენოს სასწორმა
_გავდივარ მე ... ბიჭები მელოდებიან -მოსე მოულოდნელად გამოვიდა საძინებლიდან
_სად გადიხარ?
_ვა დუდაა... როგორ ხარ? როდის მოხვედი ვერც გავიგე
_ყურსასმენები უნდა მოიხსნა მეცადინეობის დროს და გაიგებ ... სად მიდიხარ_თქო
_ლაშა გამომივლის რა ... რა იყო ყველაფერი უნდა გითხრა? ზრდასრული ვარ უკვე
_ჯერ არ ხარ 18 წლის
_ერთი თვე დამაცდი ? დუდასთან მაინც დამალე შენი დესპოტი ხასიათი ...
_მამამ მგონი გასაგებად თქვა , რომ უნდა გაითვალისწინო ჩემი აზრი და არ მანერვიულო
_მაგრამ კაცი მე ვარ და მე გადავწყვეტ როგორ მოვიქცე თუ ბაბუას დავუკავშირდე
_და რომ დაუკავშირდე რა ... რა შეგიძლია უთხრა ისეთი
_ კარგად დაფიქრდი და მე წავედი მოვიდა უკვე ...
_დაიცადე ფული გააქვს?
_ბარათზე მაქვს
_ქეში რომ დაგჭირდეს ? აჰაა გამომართვი და რომ დაგირეკავ მიპასუხე. გეფიცები წლის ბოლოს გამოკვლევებზე, რომ წავალთ რამე ვენერიული რომ გქონდეს აკიდებული სიცოცხლეს გაგიმწარებ _ ჩუმად უთხრა, მაგრამ მეორე ოთახში მყოფმა დუდამ მაინც გაიგო და სიცილი ვერ შეიკავა
_მარტო გტოვებთ , ჭკვიანად მოიქეცით ... ცალი ხელითაა ბიჭი და არაფერი დაუშავო
_გაიქეცი, ხომ დაბრუნდები არა?ტუტუცი _ კარი მიხურა და უკან დაბრუნდა
_მაშინებ , მართლა
_ჩვენი არცერთი ტრადიცია , არცერთი მხარე და ოჯახი არ არის გარყვნილების მხარეს... როცა მაჰმადიანი დედა გყავს და მართლმადიდებელი მამა , ყურანიც წაკითხული გაქვს ბიბლიაც და მაინც მრუშობ მგონი ნორმალური ვერ არის ხომ? სულს თუ არა ჯანმრთელობას მაინც გაუფრთხილდეს
_და რა იცი , რომ არ უფრთხილდება
_მისი შეყვარებულად წოდებული არ მომწონს ... არც კლასელები და საერთოდ მისი განვითარება , აზროვნება.
_მე რომ გაკოცო და მოგეფერო შენ სულს ვავნებ ? გამოდის უკვე ცოდვილი ხარ
_ეს ირონია მოაშორე _ ფანჯარასთან იდგა და იქედან უყურებდა როგორ ჩაჯდა მანქანაში მოსე მერე კი დუდასკენ შებრუნდა _ ეს არ არის ჩემი ახირება, მშობლების ან საზოგადოების გავლენის ქვეშ ყოფნა და ჩამორჩენილობა ... მე შენ მიყვარხარ და შენთვისაც არ ვარ გასართობი ობიექტი შესაბამისად გრძნობებით განპირობებული, წრფელი ემოციური კავშირი ვერ იქნება ცოდვა . აი თქვენ, კაცები რომ ერთობით სრულიად უგულოდ , უემოციოდ ერთ დღეს ერთთან და მეორე დღეს მეორესთან ისე რომ ზუსტად იცით მათთან არასდროს არაფერი გექნებათ საერთო ხორციელი კავშირის გარდა, არ გადარდებთ, არ გაინტერესებთ , ნებისმიერ წამს შეგიძლიათ მოიშოროთ ... ეს მხოლოდ მრუშობა კი არაა, რაღაც ეტაპზე დამცირებაცაა, ღალატიც და არ მინდა დეტალებში შესვლა. თქვენ მშვენივრად იცით ეს უბრალოდ მზად ხართ მოაგროვოთ ხორცის საამებლად ეს თითქოს უწყინარი ცოდვები _მშვიდი იყო, ამ თემასთან დაკავშირებით აშკარად მტკიცე აზრი ჰქონდა და დარწმუნებული იყო იმაში რასაც ამბობდა _ თვალს მარიდებ, შესაბამისად მიხვდი , მართალს ვამბობ და ხვდები რა მხრიდანაც ვუყურებ ამ საკითხს. გყავს კიდეც საყვარელი , რომელსაც ვინ იცის იქნებ უყვარხარ კიდეც , მაგრამ შენ არასდროს დაგიშვია , რომ მისი შეყვარებული გახდებოდი
_ასე რომ ამბობ გულისამრევად ჟღერს ... ეს არაა მხოლოდ კაცების ჟინის ამბავი ქალები თავისუფალი არსებები არიან და ისინიც იღებენ ამ ურთიერთობიდან ისეთივე , შესაძლოა მეტ სიამოვნებასაც. მე არავის მოვპყრობივარ ისე , რომ ახლა შემრცხვეს .
_ღალატიც არ გგონია შენ ერთის სიყვარული და მეორესთან ს.ქსი . გულსა და გონებას განაცალკევებ სხეულისგან . სასაცილო ქმნილებები ხართ ეს კაცები თქვენი ხედვებით
_არ გიღალატებ , არასდროს და ამაში ისეთივე დარწმუნებული ვარ როგორც იმაში , რომ შენ არ გექნება პარალელური ურთიერთობა ვიღაც სხვასთან
_ასეთი დარწმუნებული როგორ ხარ... თქვენ კაცები ხომ სხვა ცხოვრების წესით ცხოვრობთ და რთულია დაელოდო მე როდის გადავწყვეტ
_მამაჩემია ის კაცი ,რომელსაც იდეალურ ქმრად, მამად და ზოგადად მეოჯახე კაცად თვლიან . რომელსაც გაგიჟებით უყვარს დედაჩემი და რომელსაც რომ ჰკითხო კაცს ნებისმიერ დროს შეუძლია ბორდელში წასვლა , ფულის გადახდა ვიღაც ბ.ზისთვის და უკან მშვიდად დაბრუნება ანდაც ისე უბრალოდ სადღაც მთვრალს ვიღაც შემხვედრ ქალთან დაწოლა . მისთვის ეს ღალატი არ არის და არც რომელიმე მისი მეგობრისთვის ანდაც ძმისთვის ,მამისთვის ხომ მითუმეტეს. სიცრუის დეტექტორზეც კი იტყვის , ცოლისთვის არასდროს მიღალატიაო. მეზიზღება მისი ეს ბნელი აზროვნება . ეს მისი აზრებია, მე არ ვიცი მართლა ასე მოქცეულა ოდესმე თუ არა,მინახვს სუფრასთან ,კუპეში თავის ძმაკაცებთან და ვიღაც ქალებთან ერთად ... ვბრაზობ საკუთარ თავზე, რომ არ მივედი და არ დავამხე ის მაგიდა თავზე, მაგრამ ვიცოდი თამარა არ მაპატიებდა წონასწორობის დაკარგვას. ისეთი ამაზრზენია ეს ყველაფერი მხოლოდ ერთი კითხვა მიჩნდება ვინ უფრო მეტად მაღიზიანებს ქალები , რომლებიც იგივეს ფიქრობენ და ქმრების მსგავს ვაჟებს ზრდიან თუ კაცები , რომლებიც საუკუნეებია ამ სისულელით იმართლებენ თავს...
_როგორ ახსნი იმ ღამეს და იმ ღამის შემდეგ თავისმართლებას... სულ სხვა რამეს ამბობდი
_ მაპატიე, მაინტერესებდა როგორ მოიქცეოდი ... რა რეაქცია გექნებოდა
_ექსპერიმენტი ჩაატარე?
_შენც ხომ მაკვირდები და ცდილობ გამიცნო ... მე ის ვიდეო გამოვიყენე მრავალი დეტალის დასანახად. ვიცოდი რომ მიღებდნენ , ისიც ვიცოდი მეორე დღეს , რომ აიტაცებდნენ და ველოდი შენს რეაქციას _ მის წინ იდგა და კიდევ უფრო მეტად უახლოვდებოდა
_მომატყუე ? ის უაზრო ხუმრობები
_შენ რომ გაკოცე სვანეთში განთიადისას მას შემდეგ მხოლოდ შენ ხარ ჩემი სურვილების ობიექტი ... _ ტუჩებთან ახლოს , თითქმის ჩურჩულით თქვა და გადაკვეთა კიდეც ზღვარი . გრძნობდა არღვლიანის აჩქარებულ გულისცემას, მის მკლავებს ყელზე და თმაში , ტუჩებს ტუჩებზე და უხილავი კიბის კიდევ ერთ საფეხურით მაღლა ასვლას
.......................
...................
_დე , არ გამიბრაზდე რა _სახლში შესვლისთანავე მოეხვია ნინა და ჩუმად სთხოვა
_როდის მომხდარა მსგავსი ფაქტი დედა? რა მოხდა ? ჩემი ბინის რემონტი შეფერხდა? _გაიცინა და ხელზე რამდენჯერმე აკოცა . ვერ წარმოიდგენდა სასტუმრო ოთახში ანა და ლუკა თუ ისხდნენ
_დე , ჩემ თავს გაფიცებ არ გაიქცე
_პირდაპირ მითხარი , ვერაფრით ვხვდები შენ რაზე შეიძლება გაგიბრაზდე _ქალი ჩაიხუტა და ლოყაზე რამდენჯერმე აკოცა
_ჩვენთან სტუმრად არიან ვიღაცები ვინც შენ გადარდებს და გაღელვებს , მაგრამ არ გინდა , რომ გიყვარდეს. ორნი არიან , შენი ნაწილები
_ელენას ხელი ურევია ხომ? მე გავაფრთხილე არ ჩაერიო_თქო მან კი შენც გაგრია არა? როგორ ბედავს ჩემს ცხოვრებაში ჩარევას , რა უფლება აქვს გადამიწყვიტოს ვინ მიყვარდეს და ვინ არა. ტყუპებს გააცნო და ლამის უთხრა ანდროს წყეული სისხლი მაგათ დაუდით ძარღვებშიო _ხმას აკონტროლებდა, მაგრამ ბრაზს ვერ. კარი გააღო და გასვლას აპირებდა ტყუპები რომ გამოცვივდნენ უკან კი საბა მიჰყვათ მორიდებულად
_ანდროოო , მოგვენატრეე ... ბაკურიანში დიდხანს დავრცებდით უფრო რომ გვცოდნოდა ჩამოსვლის მერე გაგვექცეოდი. ვეღარ გავიგეთ ისე დაფრინავ აქეთ-იქით ,უუუფ - ლილიამ ამოიოხრა და კიდევ უფრო მეტად ჩაეხუტა
_შენც ხომ იცნობ ლუკას და ანას? ძალიან საყვარლები არიან _ ორივე მორიგეობით ელაპარაკებოდა. ერთი ერთი მხრიდან ჩაეხუტა მეორე მეორედან და ორივემ აკოცა ლოყაზე
_სულ ცოტა ხნით შემოვიარე... ვარჯიშიდან მოვდივარ დაღლილი ვარ .ჩემოდანი შეგიძლიათ გახსნათ უჩემოდ
_არაუშავს , მერე ვნახავ ჩემ კაბებს. ახალი მულტფილმის ნახვა გვინდა , წაგვიყვან ?
_წაგიყვანთ ხვალ ...
_შეიძლება ლუკაც წამოვიდეს?-ილიამ ჰკითხა და აიძულა ბავშვისკენ გაეხედა
_როგორ ხარ ლუკა?
_კარგად , თქვენ როგორ ხართ?
_მეც კარგად
_როგორი ზრდილობიანი ბიჭია... თქვენობით საუბარი არ გინდა . ანდროსთან ნუ მოგერიდება , ისე აქვს წარბები სულ შეკრული თორემ ყველაზე მზრუნველი და კეთილია. მისი არ შეგეშინდეს , ხომ?-ნინა მოეხვია მარტოდ მდგომ ბიჭუნას ,ახლოს იყო ანდროსთან სულ ორ ნაბიჯში და მაინც შორს გრძნობდა თავს
_შეიძლება ჩავეხუტო ?
_არ სთხოვო ხოლმე სხვა დროს პირდაპირ მიდი და ჩაეხუტე
_არ მიყვარს ჩახუტებები ... მივდივარ უკვე _ ბავშვი შუა გზაში გააჩერა და ერთიანად გამოაცალა მისი ნახვით გამოწვეული სიხარული _სახლში მხოლოდ ოჯახის წევრები რომ იქნებით შემდეგ დამიკავშირდით ...
..............
_საშინელი იდეა იყო. ხომ გითხარი გაბრაზდება_თქო -ელენამ უთხრა როგორც კი მარტონი დარჩნენ სახლში და დუდას მისწერა, რომ გაეგო ანდროს ადგილსამყოფელი
_არ მეგონა ასე ცუდად თუ მოიქცეოდა, როგორ ატკინა გული ბავშვს . ეს როგორი სიყვარულთან ბრძოლაა
_რა გატირებს ნინა?
_გული მტკივაა , რომ ვერაფერს ვაკეთებ
_კიდევ რომ ვიმოქმედოთ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ნამდვილად გაბრაზდება. ზღვარზე ვართ უკვე , ვცადეთ , მაგრამ არ გამოვიდა ამიტომ უნდა შევეშვათ . თავად გადაწყვეტს , როდესაც მზად იქნება
_და არასდროს რომ არ დადგეს ეგ დრო?
_იცნობს, იცის ვინც არიან ... ანამაც იცის მთავარი ესაა. მე და ანდროსაც არ გვაქვს კარგი ურთიერთობა
_შენ და ანდრო სხვა ხართ. შენს შესახებ ყველაფერი იცოდა და ყველაფერს გიყვებოდით ერთმანეთზე ორივეს. იმედი მქონდა სულ ,რომ გაჭირვებაში არცერთი მიატოვებდით ერთმანეთს
_მერე ეგ სწორი იყო დედა?
-ხომ შერიგდით და ჩემი დამსახურებით არ გაუცხოვდით
_მოდი შევეშვათ ანდროს წარსულს , რომელიც მის მეხსიერებაში არაა , რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია და წარსულშიც არ ითვლება . საკმარისია უკვე , ასე უფრო ვტკენთ... გაქცევის დროს საშინელებებს გააკეთებს და მერე ამას ინანებს . კვდება რაღაც ცუდს, რომ ამბობს ან აკეთებს
.....................
_მე უსაქმური ვარ შენ კი სტუდიაში ათენებ ... შესვენების დროს მაინც დამითმობ? _ მოულოდნელად ესტუმრა და ყველას ყურადღება მიიქცია
_თუ მთხოვ მთელ ცხოვრებას დაგითმობ ასე რომ მიყურებ , მაგრამ 10 წუთში იწყება მეორე ჯგუფთან გაკვეთილი
_10 წუთი დავრჩები
_თუ გინდა დარჩი, მაგრამ ხელი არ უნდა შემიშალო
-ჭკვიანად მოვიქცევი, გპირდები- ლოყაზე აკოცა და მერე ისევ მოეხვია _ სულ არ იღლები აქ ხომ? იმენნა ხოდზე ხარ
_სიამოვნებას მანიჭებს მათთან მუშაობა ...
_ის ბიჭები უნდა ააცეკვო ?
_ლეზგინკას ვასწავლი და ბიჭები ბევრნი არიან , რატომღაც გამორჩეულად მოსწონთ
_ამათ ლეზკინკაც მოსწონთ და შენც , უბრალოდ ისეთი სახით და მზერით მოძრაობ, რომ გამბედაობა არ ჰყოფნით _ ჩაიცინა და წამით მოავლო მზერა დარბაზში შესულ ახალგაზრდებს.
_გოგონებს იმედია ცეკვა არ დაავიწყდებათ
_მე მთლიანად შენზე ვიქნები კონცენტრირებული და მათზე ჩემი მზერა ვერ იმოქმედებს ... ამას არ შეჭამ?
_არ შემიძლია
_აქედან რესტორანში რომ გავიაროთ შეიძლება ?
_შეიძლება თუ ლოდინი გამოგივა და არ გაიქცევი

ლოდინის გამო არ, მაგრამ ეჭვიანობისგან გაქცევა კი მოუნდა კურიერი რომ გამოჩნდა უზარმაზარი თაიგულით ხელში . ლილე არღვლიანი იკითხა და ბოლოს დარჩა ასე თაიგულიანი ქალის გვერდით. დარბაზში მყოფები ფუსფუსებდნენ ლილეს კი რეაქცია არ ჰქონია. სკამზე ცივად დადო ყვავილები და მათკენ არც გაუხედავს დუდასგან განსხვავებით, რომელსაც თვალში კონვერტი მოხვდა და მისი გახსნის სურვილი კლავდა. მთელი სიამოვნება გაუქარწყლა ამ მოლოდინმა, როგორც იქნა გაუშვა მოსწავლეები და თავადაც შევიდა გამოსაცვლელად.
_თაიგული წამოიღე რა ...
_არ მჯერა, რომ მივდივართ ვიფიქრე თუ არ დაასრულებს მეც დავიწყებ ცეკვას_თქო . ორი ხელით რომ ვიქნები მეც ხომ მასწავლი
_ყველაფერს გასწავლი რაც ვიცი და რაც მოგინდება ოღონდ ახლა რამე ვჭამოთ ან სახლში წამიყვანე ან რესტორანში გავიაროთ თორემ ხასიათი მეცვლება უკვე _ მანქანაში ჩასხდნენ, თაიგული დუდას ეჭირა ისევ . ღვედი შეიკრა და მხოლოდ შემდეგ ამოაცალა ბარათი, თვალი სწრაფად გადაავლო და შემდეგ მობილური აიღო
_მშვიდობიანი საღამო მე მაქვს, მაგრამ შენზე იმავეს ვერ ვიტყვი _დუდა წამსვე სმენად გადაიქცა , ბიჭის ხმა გაიგო
_არ მოგეწონა თაიგული?
_შენ რომ გემოვნება გაქვს ეს ჩემი მოწონებით გამოხატე , მაგრამ შეგნების დონე რომ ფსკერზეა ესეც გავიგეთ, დავრწმუნდი და ახლა რა ეტაპზე გადავდივართ?
_ყვავილების გამო უნდა დამაყარო?
_როგორ გეკადრება, ჩემი ცხოვრების 5 წუთს უკანასკნელად გითმობ იმის სათქმელად, რომ თუ არ იპოვნი საკუთარ გზას , არ გაიგებ , რომ ეს ყველაფერი ჩემთვის არაფერს ნიშნავს, სრულიად უაზრო და უშედეგოა ... უბრალოდ არაკაცური , არასწორი, მიუღებელი ქცევაა დაკავებულ ქალთან ფლირტის მცდელობები
_დაკავებული როდის მერე გახდი ... რამე გამოვტოვე?
_მე შენთვის სულ დაკავებული ვიყავი , მაგრამ ამჯერად ოფიციალურად სხვის საკუთრებაშია ჩემი გული , გონება , სული და მთელი არსება . სასურველია თუ არ შევხვდებით, მაგრამ თუ გადაიკვეთება ჩვენი გზები იმედია სწორი არჩევანი გეყოლება გვერდით
_მატყუებ ? შენ ვინ შეგაყვარა თავი ... ნამდვილია ? დედამიწელია?
_შენს იმფორმატორებს ესაუბრე დანარჩენზე მე ნომერს ვბლოკავ ... _ გათიშა, ნომერი მართლაც დაბლოკა და მერე ძრავი აამუშავა_სად მივდივართ?
_ქორწინების რეგისტრატორთან ... იუსტიციის სახლი მუშაობს ამ დროს?
_დუდა
_კარგიი , რესტორანში წავიდეთ
მანქანიდან გადასულმა თაიგული თან წაიღო. გზაში შემხვედრ მოხუც ქალბატონთან შეჩერდა და მას აჩუქა. გაკვირვებულები უყურებდნენ, თუმცა მას ესეც არ აინტერესებდა. მხოლოდ ჩადუნელი აღელვებდა, მონატრებულს ხელი ჩაჰკიდა და მთელი საღამო განმავლობაში თვალს არ აშორებდა.
……………………..
ანდროს ბინის რემონტი დასრულდა. ქვეყანაში დაბრუნებულს პირდაპირ გასაღები გადასცეს და სრულად აღჭურვილი სივრცე ჩააბარეს.
_ასე მალე როგორ მოახერხეთ
_რაღა მალე შვილო ამდენი თვე გავიდა, შენ სულ ვარჯიშობ ან თამაში გაქვს ხან სად ხარ ,ხან სად ამიტომაც დრო გგონია მიფრინავს. ჩვენც არ ვიზარმაცეთ , ელენამ თავის ნაცნობების დახმარებით ყველაფერი იდეალურად გააკეთა. ჩვენ რომ ვაშენებდით სახლს მაშინ ჯერ კიდევ არ იყო ამდენი მაღაზიები და ასეთი კომფორტი
_თან რომ დაგილაგებიათ... ნივთების გადმოტანაღა აკლია _ერეკლე ლაპარაკობდა ანდრო კი ისევ მდუმარედ დაბიჯებდა ოთახებს შორის. ზუსტად ის იყო რაც სჭირდებოდა , საკუთარი მყუდრო თავშესაფარი და გაუსაძლისად ბევრი ელენა , ყველა კუთხეში მისი კვალი
_გმადლობთ , მე მარტო ამას ვერასდროს მოვახერხებდი _ ნინას მოეხვია ელენას კი მზერით ეკონტაქტებოდა
_იმედი მაქვს ტანსაცმელსაც არ ამომალაგებინებთ _ გარდერობი აქაა, იმდენი რამე გაქვს კარადის შეკვეთას აზრი არ ჰქონდა ამიტომაც ამ კარით გახვალ სამოთხეში
_უფრო პატარა გვინდოდა, მაგრამ შენი ცოლი თუ მეგობარი გოგონაც გავითვალისწინეთ სახლის შეძენამდე იქნებ ბინაში ცხოვრება მოგიხდეთ და რომ არ შეგავიწროვოს. საწოლიც დიდია, სააბაზანოც ...
_დედა ტყუილად ამატებ გოგოს ყველა მეორე წინადადებას . აქ მარტო ვაპირებ ცხოვრებას , არავითარი ცოლი და ქალი , რომელსაც აქ საკუთარი ნივთები ექნება
_ასე გადაჭრით რატომ გამორიცხავ, რა იცი რა ხდება...იქნებ შეხვდე შენს ნახევარს
_დედა !
_ჩუმად ვარ , არაფერს ვამბობ ... ნივთები ბიჭებთან ერთად გადმოიტანე , თუ არ იჩქარებ და ჩვენთან დარჩები ეს ბინა სულ დაგელოდება
_მირჩევნია გადმოვიდე. დღესვე დავიწყებ
_სამზარეულოს ტექნიკასთან ერთად ჭურჭელიც ვიყიდეთ და ყველაფერი რაც გაგვახსენდა . თეთრეული და სხვა წვრილმანებიც არის . შენ რომ არ შეგვეწუხებინე , ყველაფერს ელენა არჩევდა მე ხომ იცი როგორ მიჭირს თან იმდენი არჩევანია
-მეც მინდა ჩემი ტანსაცმლის ოთახიი ... ბავრი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და ჩანთები უნდა დავალაგო თაროებზე- ლილია გარდერობში დარჩა და თაროებს უყურებდა _ ელენაა გამიკეთებ ასეთს?
_აუცილებლად ჩემო სიცოცხლე... აი მარტო რომ გადახვალ საძინებელს ისე დავაპროექტებთ , რომ შენი სურვილები დააკმაყოფილოს
_როდის გადავალ?
_დატოვებ ილიას? რომ გეშინია ხოლმე ის რომ არ არის?
_ხო მაშინ ჯერ არ გვინდა ...
_ჩემო პრინცესა გინდა ამ თაროებს სულ შენ დაგითმობ,ჩემთან რომ დარჩები აქ იქნება შენი ნივთები _ ანდრომ აიყვანა ხელში და გულში ჩაიკრა
_შენთან დავრჩებით? შენ აღარ მოხვალ?
_მეც მოვალ , აუცილებლად
_კარგია, მაშინ მინდა . ახალ ფეხსახმელებს მიყიდი?
_ყველაფერს გიყიდი შენ რასაც თითს დაადებ _ ხელზე აკოცა რამდენჯერმე , იცინოდა და სრულ მეტამორფოზას განიცდიდა
_მიყვარხაააარ
_მე ? მე დრონი მინდა -ილიას სულ სხვა სურვილები ჰქონდა, ტყუპისცალისგან განსხვავებული
_დრონი მოფრინდება მოულოდნელად ... _ილიას თავზე აკოცა და ლილიაც მის გვერდით დასვა _უკვე ისე გაიზარდეთ თქვენი აყვანა ვარჯიშივითაა
_მე უფრო დიდი ვარ
_შენ როგორ ხარ , ჯერ მე ამომიყვანეს და მერე შენ
_ოო გადამაყოლა იმ 7 წუთს _იმდენად სასაცილოდ დაიბუზღუნა ილიამ , რომ რეაქციაც შესაბამისი მოჰყვა


ელენა დაუმშვიდობებლად წავიდა. არ შეეძლო მისი სხვა სახლში გადაბარგების უშუალო მომსწრე გამხდარიყო. ანდრომ გადასვლა იმ დღესვე გადაწყვიტა და ყველაფერი ჩაალაგა რაც სჭირდებოდა .
დაღლილმა შუაღამეს მიაღწია საწოლამდე, ბალიშს ხელები შემოხვია და როგორც კი ჩაისუნთქა მაშინვე იგრძნო ელენას სურნელი. მოჩვენებად ჩათვალა, მაგრამ იმდენად მძაფრად გრძნობდა თავის დაღწევის სურვილი გაუქრო. სახეზე გამოსახული ღიმილით ჩაეძინა და სიზმარშიც არ დააყოვნა მისი ლენას გამოჩენამ.
...............
დუდას ხელის მკურნალობა იმაზე დიდხანს გაგრძელდა ვიდრე ჩვეულებრივ ხდებოდა მოტეხილობის შემთხვევაში. რეაბილიტაციის პროცესის დასასრულს ლილეც გვერდით ჰყავდა, ვარჯიშის ჩვეული რეჟიმით გაგრძელების ნება მისცეს და ბედნიერებისგან კანში ვეღარ ეტეოდა.
ვახშმობდნენ და დამღლელი დღეების შეჯამებას ახდენდნენ, დუდა გეგმებზე უყვებოდა, ლილე ყურადღებით უსმენდა , მთელი გუნდის მდგომარეობა აინტერესებდა როგორც ქომაგს უეცრად რომ გამოჩნდა ჩადუნელისთვის უცნობი ბიჭი
-საღამო მშვიდობისა , ლილე ... რა სასიამოვნო დამთხვევაა- მარტო არ იყო, მაგიდასთან ელოდნენ , მაგრამ არღვლიანს ისე უყურებდა ერთი სიტყვა და საერთოდ დაივიწყებდა საქმიან შეხვედრას
-როგორ ხარ?
-კარგად ... თავად?
-შესანიშნავად . გაიცანი , ჩემი დუდა ჩადუნელი- მშვიდი იყო, ზედმეტი ემოცია არ გამოუხატავს ისე გააცნო ბიჭი და დაასრულა მასთან საუბარი.
_ის არის ?
_ვინ?
_მაშინ თაიგული ,რომ გამოგიგზავნა
_კი , ეგ არის
_რაღაც არ ეტყობა, რომ შეგეშვა
_აქვს მნიშვნელობა მის აზრს? ჩემთვის უმნიშვნელოა ყველა ვინც არ მომწონს მითუმეტეს არ მიყვარს
_ბევრს გაუტეხე გული ?
_რატომ ვსაუბრობთ წარსულში? ჩემი გარეგნობით ახლაც იხიბლებიან , მაგრამ მე შესანიშნავად ვიცი როგორ დავიცვა დისტანცია ნორმალურ ადამიანებთან , არანორმალურებისთვის კი ნიკუშა მყავს
_არ მითხრა , რომ ის ჩაგირევია
_რა უნდა გავაკეთო როდესაც საუბარი არაა საკმარისი და დისკომფორტი მექმნება? ვერავის მივცემ უფლებას განწყობა გამიფუჭოს , შიში გამიჩინოს და მითუმეტეს შეურაცხყოფა მომაყენოს
_ბოლოს როდის დაურეკე ნიკუშას ამ საკითხთან დაკავშირებით
_გინდა მითხრა, რომ შენ მოაგვარებ მის ნაცვლად?
_მე ვარ შენი შეყვარებული და უნდა ვიცოდე ვინ გიქმნის დისკომფორტს
_შენ უბრალო მოკვდავი არ ხარ და შენს რეპუტაციას უნდა მოუფრთხილდე. დამშვიდდი , ამ ეტაპზე არავინაა... შენი ინფლუენსერობის დამსახურებით ათასობით ადამიანმა გაიგო ერთად , რომ ვართ
_არ უნდა დამიმალო იმის შიშით, რომ მე ვიჩხუბებ . მუშტი_კრივზე არ გადავდივარ ასე მარტივად, სხვა მეთოდებიც ვიცი პრობლემის მოსაშორებლად
_ვიცი, მჯერა შენი ინტელექტუალური შესაძლებლობების
_და მაინც ის სულ შენ გიყურებს
_ბევრი მიყურებს , უცხო ხილად დავრჩები სიცოცხლი ბოლომდე და ამას უნდა შეეგუო . იმის ახსნაც არაა საჭირო ვინმესთან, ოჯახისწევრების გარდა,რომ მე ტრადიციულ ქართულ ოჯახში ვარ აღზრდილი და არაფრის სწავლება ამ მხივ არ მჭირდება
_ვიცეკვოთ თუ ვალსს უარყოფ _ხელი გაუწოდა და დაელოდა
_ვუარვყოფ თუ არ მინდა ვინმესთან ახლო კონტაქტი , შესაბამისად იშვიათად ვცეკვავ ისეთ ადამიანებთან ვისთანაც სხვადასხვაგვარი სიყვარული მაკავშირებს
_აი კიდევ ერთი დეტალი შენს შესახებ ...
_რატომ ახალი , ადრეც ხომ გითხარი ყველასთან ვერ ვცეკვავ. ცეკვა სხეულის ენით საუბარია და როგორც სიტყვებით არ ღირს ყველასთან დიალოგი ისე მოძრაობით _გვერდით მიჰყვებოდა და მტევანზე ნაზად ეხებოდა, თავისი გრძელი თხელი თითებით -შენი ხელი ჯერ კიდევ ახალი განკურნებულია, ფრთხილად ვიქნები
_შენ მალამო უფრო ხარ ვიდრე იარაღი ჩემს წინააღმდეგ _ სულ ყურადღებით უსმენდა და თვალებაბრჭყვიალებული უყურებდა .ლილემ მკლავები ყელზე რომ შემოხვია და მაქსიმალურად ახლოს აღმოჩნდა ღიმილი ვერ შეიკავა , ხელი მსუბუქად შეახო წელზე და მელოდიას ააყოლა სხეული _ოღონდ ეს შეგრძნებები არ გამაგიჟებდეს და სხვა არაფერი მინდა -ტუჩები ნაზად შეახო საფეთქელზე
_თუ არ შეიშლები ვერ გეყვარები იმდენად რამდენადაც მე შენ , თუმცა წინააღმდეგი არ ვარ ... მე მაინც დიდი ხნის წინ შეგიყვარე და ახლა უბრალოდ ვრწმუნდები, რომ შეცდომა არ დაუშვია ჩემს გულსა და გონებას- თავი მკერდზე მიაყრდნო, ისე მოდუნდა და მიენდო როგორც არასდროს არავის. ეს კი კიდევ ერთი პასუხი იყო, მოქმედებით ახსნილი ნდობა და სიყვარული.
_ზღვარი არ ჰქონია ამ სიგიჟეს ... ყოველ წუთს უფრო მეტად მეფერები თორემ შენი დანახვის წამიდან მივხვდი , რომ შემფერებოდი
-მიყვარს, შენი ეგ სიგიჟის ფერები
...............
კარის გასაღები ჰქონდა , სახლის მზადების დროს ყოველ დღე უწევდა მისვლა და დაბრუნებაზე არც უფიქრია. მოულოდნელი აღმოჩენით აღტაცებულმა ანდროსთან მისვლა მოიფიქრა და ამანათი მიზეზად გამოყენა
_ჩვენთან ლეილაა ჩამოსული, მთელი სახლის ოკუპაცია მოახდინა ...დიეტაზე ყოფნა თუ გინდა იქეთ არ გამოხვიდე... ეს ამანათი ჩვენთან მოიტანეს და დედამ გამომატანა. ვარჯიშზე წასვლამდე მიუსწარიო _ ბინაში შესვლისთანავე დაიწყო საუბარი. ფეხსაცმელი გაიხადა და ისე დაიძრა სასტუმრო ოთახისაკენ . ანდრო წელს ზემოთ შიშველი იდგა სამზარეულოს მაგიდასთან , მისმა მზერამ აიძულა საძინებლის ღია კარისკენ გაეხედა და ადგილზე გაქვავდა კიდეც. საწოლში ნუცა იყო, მკერდზე მიკრული საბნით და მომღიმარი სახით , ხელიც კი დაუქნია მისალმების ნიშნად , თბილი მოკითხვაც არ დაავიწყდა
_ახლავე გამოვალ... ერთად ვისაუზმოთ. ვერასდროს მოვახერხე შენთან ნორნალურად საუბარი , იმედია დრო გაქვს ხომ? _ საწოლშივე გადაიცვა ანდროს მაისური და ელენასთან მიირბინა . მოხვევას აპირებდა გოგონა რომ გამოფხიზლდა და გვერდით გადგა
_დრო თუ ერთხელ ვერ გამოვნახე ე.ი არასდროს მექნება და საჭიროც არ არის ჩვენი საუბარი ! _ გოგონა თავიდანვე კეთილგანწყობილი იყო უნდოდა ანდროს ოჯახისწევრებისთვის თავი მოეწონებინა ელენა კი ყველა ჯერზე იშორებდა, მაგრამ ამჯერად ზედმეტად გამოხატული უხეში ტონი ჰქონდა _ მაპატიე , შემოჭრისა და დილის განწყობის გაფუჭებისთვის... ვწუხვარ _ ანდროს უყურებდა ბოლო სიტყვა , რომ თქვა და უკანმოუხედავად დატოვა იქაურობა.
.......................
_ანდროს სახლში გაფრთხილების გარეშე ნუ მიხვალთ თორემ მეტად პიკანტურ მომენტებს შეესწრებით .ვაიდა ჩემსავით არ გაგიმართლოთ
_რა ირონიის ქარიშხალია, რა ხდება შვილო?
_არაფერი, მე მხოლოდ გაფრთხილებთ _ბებია დაინახა და საუბარი შეწყვიტა
_ის ბიჭი აქეთ აღარ მოდის? მინდა ვნახო , რამდენი წელია ვერ გადავეყარე ახლა მაინც ვართ ერთ ქვეყანაში
_ვარჯიში აქვს , როცა გათავისუფლდება გამოვა თუ ძალიან დაღლილი არ იქნება
_და ის ბიჭიც რამეს ვარჯიშობს? თუ შემიძლია გავიცნო ... ბებო სურათებში სულ ერთად რომ ხართ და ალაპარაკდა მთელი სანათესაო
_დათას ვერ გაგაცნობ , მომწონს ის ბიჭი და მისი დაფრთხობა არ მინდა
_მე დავაფრთხობ?
_დიახ , სწორედაც რომ
_ყოჩაღ შენ , ყოჩაღ ... აი რა შვილები გყავს გაზრდილი . ბავშვები ხომ ახლოს არ მეკარებიან , ან სკოლაში მიდიან ან ოთახში იკეტებიან. ერთი კვირით ვარ ჩამოსული, რომ დარჩენილიყვნენ სახლში რა იქნებოდა.
_ვწუხვარ , რომ თქვენს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებენ ჩემი შვილები და საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობენ .
_ჩემი შვილის ბრალია შენ რომ ამდენი წელი გიტანს და გითმენს ამ თავნებობას . მაშინ უნდა გაეშვი ბავშვები რომ ვერ გააჩინე და დაგვღუპე , მაგრამ შეულოცეთ შენ და დედაშენმა
_ბოდიში მოუხადე , ახლავე ! - ანდროს ხმა,რომ გაიგო ნინას დასაცავად მომზადებული სიტყვები გაუქრა . ის იქ იყო, მის კვალდაკვალ წამოსული
_რა ვქნა? ვის მოვუხადო ბოდიში
_დედაჩემს იმისთვის რასაც ახლა ამბობდით ... _ ანდროს გამოჩენა სრულიად მოულოდნელი იყო თანაც მსგავსი ტონით
_ დედაშენს ... რა სასაცილოები ხართ. დედაშენს არც ვიცნობ მე . გამომივიდა აქ დამცველი, სიმართლე ყველას გწყინთ , ვერ იტანთ და შეტევაზე გადადიხართ . ლეილაა ცუდი ქალი , ხო ზუსტად ჩემი გაზრდილი შვილია ასე, რომ გელოლიავებათ და ათამაშებთ თქვენს ნებაზე
_სიმართლე თუ გჭირდებათ დედაჩემის წინ საერთოდ არ უნდა ჩნდებოდეთ , ისე უნდა გრცხვენოდეთ საკუთარი არსებობის და იმის რა დანაშაულიც მის წინ გაქვთ. ვერ უნდა ბედავდეთ მის სახლში მოსვლას, მის სიახლოვეს ყოფნას და მისთვის დისკომფორტის შექმნას, რომელიც ყველა სეზონზე აქვს გამოწერილი. სოფელში დარჩენა აღარ გსურთ, გინდათ კვლავ ქალაქს დაუბრუნდეთ და გამორბიხართ პირველივე შესაძლებლობისას თითქოს შვილიშვილები გენატრებათ. დედაჩემი იდეალური ქალია, მისი არსებობა ცხოვრებას ალამაზებს და თქვენ ? თქვენ ოდესმე ვინმესთვის კარგის თქმა თუ გიცდიათ, ვინმე თუ გაგიბედნიერებიათ... საერთოდ სიამოვნების შეგრძნება არ გაქვთ დავიჯერო განცდილი? ასეთი უბედური როგორ ხართ მუდამ ამ წყეულ აურას რომ ავრცელებთ, ასე რამ გაგამწარათ და გაგაბორიტათ . წარმოდგენა არ მაქვს თქვენს წარსულზე, მაგრამ მეცოდებით ასეთად რომ ჩამოყალიბდით და აღარასდროს შეიცვლებით. წადმოდგენა არ გექნდბათ როგორია , როცა ყველას უყვარხარ . გიხაროდეთ მამა რომ არ მოვიდა ჩემს ნაცვლად , თორემ ამჯერად ერეკლეს ვეღარაფერი დაგიბრუნებდათ მათ შორის არც ნინას თხოვნა , სხვათაშორის აქ რომ მოდიხართ და შხამისგან იცლებით სწორედ დედაჩემის დამსახურებაა _კართან ახლოს იდგა კვლავ, ნაბიჯითაც არ მიახლოებია, ტონიც არ აუწევია ისე ესაუბრებოდა თითქოს ჩანაწერი იყო _გავიგე ჩემი ნახვა გსურდათ , რაკი შევხვდით ახლა დაგტოვებთ. ნებას გაძლევთ იტრაბახოთ , წარმომიდგენია როგორ ამბობთ სხვისი ბავშვი გაზარდა ჩემმა ბიჭმა ,კაცად აქცია და მართალიცაა, მაგრამ სამარცხვინოა თქვენი ქცევა .
-ეს ახლა ნორმალურია? ბებო ამ ბიჭს უნდა ერქვას შენი ძმა? ბურთს დასდევს და თავი კაცი ჰგონია...ვის რად უნდა მაგის სახელის ხსენება . მე ვტრაბახობ? რაში მჭირდება
-გეყოფა ლეილა, ბოლოს და ბოლოს შეწყვიტე !
-შეენც? შენც ამათ მხარეს ხარ ელენა?
-მაგათ მხარეს კი არ ვარ , ნაწილი ვარ მათი და ნუთუ შენ ვერ ხედავ რამდენად ერთნი არიან ყველანი ერთად
-დედაშენმა შენ წაგართვა სიყვარული და ამას ევლებოდა თავს ,დაგავიწყდა როგორ სულ გეჩხუბებოდნენ მისი სულელური ქცევების გამო?
-აღარ გაბედო მსგავსი რამ თქვა, აღარასდროს მითხრა,რომ ნინას ჩემზე მეტად ვინმე უყვარს, რომ მე ნინა ყურადღებას არ მაქცევდა და რომ მის გამო ვებრძოდი სიკვდილს ! არაფერი თქვა , არაფერი ჩემზე და ერეკლეზე ... ნინა თუ არ იქნებოდა მის გვერდით, ვინმე სხვა რომ ყოფილიყო ისიც შენი დანარჩენი შვილების მსგავსად ქვეყნიდან გადახვეწილი ქურდი იქნებოდა, ან აქ ციხეში ბარიგობისთვის მჯდომი ნარკომანი ,რომელმაც ოჯახიც ვერ შეინარჩუნა. გეყოფა ლეილა, გეყოფაა უკვე ბოლოს და ბოლოს ნუ მაიძულებ შენს მიმართ არსებული სიყვარული სულ გამიქრეს. შეეშვი დედაჩემს და მასში უარყოფითი თვისებების პოვნას ,როცა შენ შვილებს ან საკუთარ თავს არ უყურებ. ქვის სროლა მას შემდეგ დიწყე რაც საკუთარ ცხოვრებას გადახედავ, ყველაფერს შეაფასებ და იტყვი,რომ სუფთა სული გაქვს, არაფერი შეგშლია და არაფერი დაგიშავებია. ნინას და ანდროს შეეშვი ,თორემ ერეკლეს პირადად მოვუყვები ყველაფერს , ყველაფერს რაც ვიცი-ემოციებს ვეღარ აკონტროლებდა, ყველაფერი ერთად დაგროვდა და ცრემლებიც თავისთავად ლახავდნენ ბარიერს. გვერდი აუარა ანდროს და საძინებლისკენ გაიქცა. მიდიოდა და ხვდებოდა ისიც უკან მიჰყვებოდა- თავი დამანებე, ეს წაიკითხე და დანარჩენები მიპოვნე სადღაც შენს ფურცლებშია , ან წიგნებში ან არ ვიცი - ფურცელი მკერდზე მიაკრა , კარი ცხვირწინ მიუხურა და მარტო დარჩა.
........................
სულ' არეული
" 30.05 . 1998 წ
დღეს კლინიკიდან სახლში წამოგიყვანეთ მე მამამ და ანდრომ, დე .
შენ ყოვლისშემძლე გმირი ხარ , დე
შენ სიკვდილი დაამარცხე და ჩვენთან ერთად იწყებ ცხოვრებას .
მიყვარხარ , დე
მე შენი მჯერა
ჩვენი მჯერა "

"20.07.1998 წ
დე , დედი როგორ მახარებ ნეტავ იცოდე. მიყურებ და მიღიმი, მცნობ აღარ ტირი ბევრს. მიეჩვიე სახლს, ღამით ისევ გიჭირს დაძინება იქნებ საავადმყოფოდან შიში გამოგყვა თეთრი კედლების და მარტოობის. ვინ იცის როგორ გიჭირდა იქ უჩემობა , დე.
სულ გვერდით მყავხარ დე, სულ გესმის ჩემი გულის ხმა და მგონი შეგიყვარდი. ავინაზღაურებთ ამ დაკარგულ თვეებს ერთმანეთს რომ გვაშორებდა ინკუბატორის მინის კედლები.
დღეს იტირე , ხელში აგიყვანე და გაჩუმდი. თითზე თითებს მიჭერ, ძალა გაქვს უკვე . უფრო აქტიურად მოძრაობ , დედას გოგო ხარ დე...

25.08.1998
დე , აღუს ამბობ იცი?
ისეთი საყვარელი ხარ
ისეთი ტკბილი დე
სამყაროში არაფერია შენზე კარგი
ვიცი ყველაფერი გამოგვივა დე
შენ ილაპარაკებ , ივლი , ყველაზე ჭკვიანი და გონიერი გოგონა იქნები .
გამოგვივა დე
დრო უნდა გავიდეს მხოლოდ
მე შენთან ვარ დე , სულ შენთან

11.09.1998
მამას ამბობ დე , ერეკლე შენც ჩემსავით უსაზღვროდ გიყვარს.
ხვდები როგორი საოცარიცაა , ხომ ?
ველოდები დედას როდის დამიძახებ .
იქნებ ანდროს არ ბაძავ , არ ვიცი ერთი მხოლოდ მამას ამბობ მეორე მხოლოდ დედას. თითქოს შეთანხმდით . ნეტავ მალე დამიძახო შენც , დე .

18.10.1998
ერეკლემ ნინა გასწავლა და სახელს მეძახი .
საწოლში მჯდომი დამხვდი .
შეგიძლია დე , ჩემი ყოჩაღი გოგო ხარ .
გულს მითბობ , ჩემი ბედნიერების წყარო ხარ დე . ყველა შენი სიტყვა და მოძრაობა ცხოვრებას მიფერადებს .

20.11.1998
შენ მე ფერები დე
დღეს პირველად ჩამეხუტე
შენი პაწაწინა ხელები მომხვიე და სულში ფერებად ჩამეღვარა შენი სითბო დე
ნეტავ შემეძლოს ვთქვა რაც ვიგრძენი .

27.04.1999
ფეხზე დგახარ დე ...
შეძელი ნაბიჯი გადმოგედგა . ანდრომ ხელი ჩაგკიდა და შენც მოგიყვანა ჩემთან .
მალე დამოუკიდებლადაც ირბენ დე . ჯერ ჩვენ დაგვეყრდენი , ჩვენ სულ შენთან ვიქნებით დე . ყველა შენს ნაბიჯს გამოვყვები , ოღონდ შენ გზა აირჩიე, დე

25.05.1999
მიყვარს როგორც ლაპარაკობ .
ვგიჟდები შენზე და შენს ნათქვამ ყველა სიტყვაზე.
გაოცებული ვარ დე ანდრომ სიარული გასწავლა და შენ სულ ელაპარაკები ჩვენს დინჯ ბიჭს. ის კი ორ_ სამ სიტყვას გეუბნება , მაგრამ თქვენ გესმით ერთმანეთის . სხვაგან ხართ, სხვა სამყაროში ერთად რომ თამაშობთ .
დედას იშვიათად მეძახი, ნინა გიყვარს და შევეჩვიე .

30.07 .1999
დაეცი და სისხლი წამოგივიდა. მუხლი გტკივა .
ძლივს დაგამშვიდე და დავმშვიდდი .
შენი ტკივილი მკლავს , მაგრამ შენ დარბიხარ დე .
შენ გაიზარდე , დე უკვე მარტოც ჭამ საჭმელს და ისეთი სასაცილო ხარ . ანდროც კი გიყოფს თავის ვაშლს ისე უყვარხარ . ჩემი სული ხარ დე , ჩემი სახარულია ყველა შენი გაღიმება. ანდროს ეხუტები ჩემზე ხშირად, გრძნობ როგორი დიდი გული აქვს ჩვენს ბიჭს . ის კი პირველი მოვარდა დაცემული რომ დაგინახა და სანამ შენ ტიროდი მე მეძახდა და თან გეფერებოდა თავისი ფუმფულა თითებით . დაგამშვიდა , იცი? მერე მე ვტიროდი და მეც ჩამეხუტა.
არაფრის მეშინია, როცა ერთად ხართ.
ერთმანეთის გვერდით თუ იქნებით, მჯერა ანდრო დაგიცავს .
........................
........................
სახლში დაუკაკუნებლად შევიდა, იქ დუდას ელოდა და ცარიელ სივრცეში მხოლოდ ზურა ჩადუნელი შენიშნა
-გამარჯობა
_გაგიმარჯოს... დუდა ცოტა ხნის წინ გავიდა მარკეტში. თამარამ სია დატოვა და რომ არ დავახვედროთ ვერ გადავურჩებით _ დივანზე იჯდა და ტელევიზორს უყურებდა
_არ უთქვამს ,რომ გადიოდა
_ მალე დაბრუნდება. მოდი , დაჯექი ... რაგბს ვუყურებ , შენზე გავიგე გულშემატკივარიაო . ანდრო თამაშობს, ხომ იცი ჩვენი ანდრო
_დიახ , რაგბი ძიუდომდე მიყვარდა
-დუდას ძიუდოს გარდა არაფერი უნდოდა აი ჩემი ნათლული კი აშკარად აქ უკეთ გრძნობს თავს . ანდროს მე ვურჩიე გადასვლა _ ასეთ გულწრფელ საუბარს მისგან არ ელოდა , მაგრამ მაინც დაძაბული იჯდა _ არაფერს გთავაზობ, სამზარეულოში ისე ვარ როგორც სტუმარი და თუ რამე გინდა შეგიძლია ისე მოიქცე როგორც საკუთარ სახლში და მეც ლუდი მომიტანო მაცივრიდან ? -ბოლოს დააყოლა და გაიცნა _ მონსტრად შემრაცხა ჩემმა შვილმა თუ ასე ელექტრო სკამზე მჯდომივით რატომ ზიხარ?
_არა , არა რას ამბობთ. ახლავე მოგიტანთ ლუდს
_ შენთვისაც წამოიღე
_ მე არ ვსვამ
_მაშინ წვენი წამოიღე _ ეკრანს უყურებდა, ანდროს გამოჩენას ელოდა სანამ ლილე სამზარეულოში იყო . დააგვიანდა, მაგრამ მანამ არ მიუქცევია ყურადღება სანამ მსხვრევის ხმა არ გაიგო _ რა ხდება ... დაეცი? _ ლამის სირბილით მივიდა და მაგიდასთან მოკეცილი გოგო რომ დაინახა ვერაფერი გაიგო . ხელში ტელეფონი ეჭირა და ნამსხვრევებში დაჯდებოდა ზურაბს რომ არ დაეჭირა _ასე რამეს გაიჭრი , რა მოხდა
_უნდა წავიდე ახლავე ... მე მაპატიეთ უნდა ახლავე წავიდე _ სუნთქვაც უჭირდა, კანკალებდა , მაგრამ დროდ არ კარგავდა მისი გონება
_სად უნდა წახვიდე ამ მდგომარეობაში... საჭესთან დაჯდომის უფლებას მოგცემ გგონია? გაგიჟებულხარ შვილო შენ, ახლავე დავურეკავ დუდას და მე თუ არა მას ეტყვი რა მოხდა ... მოუგვარებელი არაფერია . დამშვიდდი
_არა , არა ვერ დაველოდები ... ჩემი ძმა , ჩემი მოსე დაჭრეს _ სიტყვების თქმისას გაიაზრა რეალობა და სახეზე ხელები აიფარა _ღმერთო
_დამშვიდდი შვილო, კარგად იქნება ... ბავშვებმა იჩხუბეს ალბათ . ნაკაწრი ექნება, მე წაგიყვან . შენი მანქანა აქ დავტოვოთ მე გამოგყვები, იცი რომელ კლინიკაშია თუ გავარკვიო _ ხმა ესმოდა მხოლოდ, გრძნობდა კაცის თითებს მკლავზე და ინსტიქტურად დგამდა ნაბიჯებს , მექანიკურად პასუხობდა . არაფერი ესმოდა , რაღაც მომენტში ყველაფერი გაქრა . დერეფანში იდგა ექიმის წინ და ზურა სვამდა მის ნაცვლად კითხვებს, მხოლოდ პასუხები ესმოდა . კაცი მანამ არ მოშორებია გვერდიდან სანამ ძმასთან პალატაში შესვლის უფლება არ მისცეს.
როგორც კი დაინახა და მიხვდა, რომ კარგად იყო გონებამ მუშაობა დაიწყო . კითხვები ერთმანეთს მიჰყვებოდნენ, მოსეს კი დინჯად იგერიებდა ლილეს ემოციურ შემოტევას
_ჩვენებაში ეს რა სისულელე გიწერია მოსე ...
_ის ვთქვი რაც იყო
_და რა მხოლოდ იმიტომ დაიწყო ჩხუბი, რომ თეთრი არ ხარ?
_ჩ.მოთე.სლილი ზანგი ვარ რომელმაც გადააგვარა ქართული გენი და მე უნდა მომეტყნ.ს კარგის ტრ.კი , რომ ჩემნაირები არ გამრავლდნენ და საუკუნის შემდეგ ქართველი ვარო ჩემნაირმა არ თქვას ...ზუსტად ამას მეუბნებოდა .საცოდავი ხარ_თქო ვუთხარი და მეცოდება ეს ქვეყანა შენნაირები რომ არიან საქართველოს სახე_თქო... მერე რაც წერია ყველაფერი ისე მოხდა
_წყეული ნაბიჭვრები ... დეგრადიული იმბეცილები . მე ლილე არღვლიანი არ ვიქნები ეგენი თუ მუხლებზე არ ვახოხო
_დამშვიდდი...
_ნუ მეუბნებით მაგ წყეულ სიტყვას, როგორ უნდა დავმშვიდდე სულის ნაწილს მართმევდნენ, ძმას მიკლავდნენ და რისთვის ...
_პირველი შემთხვევა ხომ არ არის... ყველგან გვიწევს ასმაგად გარჯა კეთილგანწყობის მოსაპოვებლად . ასეთი გაოცებული როგორ ხარ მიკვირს
_აქამდე არავის დაუჭრიხარ და სასიკვდილოდ არ გაუმეტებიხარ
_იმიტომ რომ ვყლაპავდი შეურაცხყოფას და თავს ვარიდებდი , დამცირებული ვეცლებოდი ბრბოს . შენგან განსხვავებით მე კაცი ვარ და არ შემიძლია მხოლოდ სიტყვებით ბრძოლა
_და ამიერიდან ასე აპირებ ? ყველასთამ იჩხუბო ხან შენ დაგჭრან და ხანაც შენ დაჭრა? მერე ცოდვით დამძიმებულ სულს მოსამართლის განაჩენით უშველი? თავდაცვის ნიადაგზე აუცილებელ მოგერიებას თუ ჩაწერენ განაჩენში? მითხარი რას აპირებ ... დედა რომ ჩამოვა და გნახავს რას ეტყვი
_მიყურონ და დატკბნენ თავისი სიყვარულის შედეგით ორი მეამბოხე. ხომ წავიდნენ სამყაროს წინააღმდეგ და დაქორწინდნენ , ხომ არ იფიქრეს საკუთარი თავის გარდა სხვა ვინმეზე ხოდა დადგეს ერთხელაც ჩემს კუბოსთან და თუ შერჩება მერე ის თავისი წყეული სიყვარული ვნახოთ
_რას ამბობ , მოსე
_რაც გესმის იმას... თითქოს შენც არ წყევლიდე ყოველ წუთს როცა გაბულინგებდნენ , როცა გადარჩენისთვის და თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლა გიწევდა . რადგან არ ამბობ და იდეალური შვილის როლს თამაშობ გგონია არ ვიცი შიგნიდან როგორ ნადგურდები ? ჩემზე დიდი ჭრილობები გაქვს , ფიზიკურად რომ არ გეტყობა იმიტომ ვარ მე დაზარალებული და შენ არა ? წამიყვანე აქედან ... სახლში მინდა. ამ ექთნების და საბჭოეთის გადმონაშთი ექიმების ატანა არ მაქვს. ვიღაც აფრიკელი მომიყვანეს თითქოს მის ენაზე დაველაპარაკებოდი ...
_ხვალ დილამდე უნდა დარჩე _აღარაფერი უთქვამს ოთახიდან ისე გავიდა და ზურა რომ დაუხვდა დერეფანში სკამზე მჯდომი , სახლის ჩუსტებით და ჰუდით , ცრემლების შეკავება ვეღარ შეძლო. ყველაფერმა ერთად იმოქმედა. ინსტიქტურად მოეხვია და ატირდა.
_ექიმმა თქვა საშიში არაფერიაო ... კამერების ჩანაწერები აქვთ და დაიჭირეს ისინი . პატარა ბიჭია ჯერ რამდენჯერ იჩხუბებს ვინ იცის ასე თუ ინერვიულე შენ სულ გული დაგიავადდება . შენების მოსვლამდე რამე თუ გჭირდებათ მითხარი და დავურეკავ ბავშვებს მოიტანენ ყველაფერს
_არა, არაფერი მინდა ... უღრმესი მადლობა. მართლა , არასდროს დავივიწყებ
_არ გვინდა ახლა ეგეთი ლაპარაკი ... უყვარხარ დუდას გვიყვარხარ ჩვენც . აი მორბის ისიც , ნაბიჯების ხმაზე ვცნობ - მართლაც გამოჩნდა სირბილით მიმავალი და მას გადაულოცა ლილე - წავედი და დამირეკეთ თუ რამე
-უღრმესი მადლობა, ბატონო ზურა
_რა გაუგონარ რაღაცებს მეუბნება ეს გოგო ... ასწავლე შვილო,რომ საკუთარი თავის გარდა ყველაფერზე დარდი დანაშაულია თუ განსაკუთრებული შემთხვევა არ არის ! - დუდა ჯერ კიდევ გაურკვევლობაში იყო, უფროს ჩადუნელს წამით გააყოლა თვალი და შემდეგ ლილეს მოეხვია
_მინდა გონება გამეთიშოს და აღარაფერზე ვიფიქრო - აღარ ტიროდა, მაგრამ სტრესისგან გათავისუფლებას ვერ ახერხებდა
_გაკოცებდი და გაგიფანტავდი ბნელ ფიქრებს , მაგრამ მერე გაბრაზდები
_ჩამეხუტე და ხელი არ გამიშვა , საკმარისზე მეტი იქნება
-შენთან ვარ, მე შენს გვერდით ვარ
………………..
-ამ ფორმაში სად იყავი ... დუდა სად წავიდა, მითხრა ლილე მოვაო
-მოვიდა , შემდეგ დაურეკეს შეატყობინეს,რომ მისი ძმა დაჭრეს და საავადმყოფოში წავიყვანე. იქედან მოვდივარ
-როგორაა ბიჭი
-კარგად, უბრალოდ ნაკაწრი აქვს , მაგრამ გოგონამ ძალიან ინერვიულა . ერთიანად დაინგრა სანამ შეხვდა და დარწმუნდა,რომ არაფერი სჭირდა
-დუდა სად არის... მასთანაა?
-მოვიდა და მე წამოვედი
-მარტო რატომ დატოვე, იქნებ რა დასჭირდეთ. ნიკუშა ან ირაკლი ხომ არ გავგზავნოთ . ცოდოა ბავშვი მარტოა, მშობლები როდის სვანეთიდან ჩამოვლენ
-დუდა მიხედავს ყველაფერს... რამე მნიშვნელოვანი ,რომ იყოს ხომ არ დავტოვებდი თამარა
-ჯერ კიდევ ვერ ვარ დარწმუნებული, რომ ლილე მიიღე ისე როგორც სალომე და თათა
-გოგო სულ ახლახანს გაგვაცნო, არც ვიცნობ რეალურად და სალომე ჩემს თვალწინ გაიზარდა, თათაც შვილივით მყავს . რას ითხოვ თამარა ჩემგან?
-მე არაფერს ვითხოვ, მხოლოდ მინდა ყველაფერი დაივიწყო და მხოლოდ საკუთარი გულის ხმას მიჰყვე , საკუთარ შეგრძნებებს და აზრებს
-მივყვები ბატონო, მივყვები ...არ ვუსმენ არავის თორე შენმა შვილმა გააგებინა მთელ ქვეყანას ვინც ჰყავს გვერდით
-რას პასუხობ ,რომ გეკითხებიან
-არ მოუსმინე რა ვუპასუხე? მე ჩემი არჩევანი გავაკეთე და დუდას საკუთარი ცხოვრება აქვს-თქო
-ბოლოს ისიც დაურთე გემოვნების ამბავიაო
-აბა რა არის ? ქერა ქალები რომ ჰყვარებოდა , ფითქინა და ოქროსფერ დალალებიანი როგორ მოეწონებოდა ის შავი გოგო გამაგებინე ერთი. ისე იყურება ცეცხლს წაუკიდებს ნებისმიერს. არ გააბრაზოს, არაფერი აწყენინოს თორემ ფერფლს არ დატოვებს შენი დუდასგან
-ასე ამბობდნენ ერთ დროს შენზეც , მაგრამ ამდენი წელია არ ჩამიგდიხარ ცეცხლში
-ასე რატომ მიყურებ- მისმა მზერამ სულამდე მიაღწია
-ძალიან ინერვიულე?
-მე კი არა მან ინერვიულა და შემაშინა ... ვიფიქრე დუდას სჭირდა რამე
-შენ მოგწონს ლილე არღვლიანი , ჩადუნელო
-მე მხოლოდ შენ მომწონხარ, სხვა არავინ ... დავიღალე . მოიგო ჩემმა ბიჭმა თუ იცი?- სავარძელს დაუბრუნდა ისევ და თამაში უკან გადაახვია ანგარიში,რომ გაეგო . თვალები დახუჭა თამარა ,რომ მივიდა , ზურგიდან მოეხვია და ლოყაზე აკოცა
-მარტო შენი გული მიყვარს, ჩადუნელო
-სადღა მაქვს გული, მთლიანად არ წაიღე?- მკერდზე მიბჯენილ ქალის მტევანს თავისი შეახო და შემდეგ ტუჩებთან მიიტანა -სულ შენია ,მთლიანად
...............
დათას დედას მათ სახლში შეხვდა. გიორგობიანის მიპატიჟებაზე უარი ვერ თქვა და თან გაჰყვა . არ ღელავდა, მისთვის თავის მოწონებაზე ფიქრის ნაცვლად სურდა უარყოფითი მხარეები სადედამთილოში მაინც აღმოეჩინა, მაგრამ არ გამოუვიდა. ქალბატონი ნათია მშვიდი,გაწონასწორებული, ნაზი და ზრდილობიანი ქალი აღმოჩნდა . ერთადერთი შვილის ცხოვრებაზე უარყოფით გავლენას რომ არასდროს მოახდენდა და ზღვარს არ გადალახავდა.
საუბრობდნე დათამ ტელევიზორი რომ გადართო ანდროს თამაშზე და მხოლოდ შემდეგ დაკარგა წონასწორობა. ესმოდა კომენტატორის ხმა , უნდოდა პულტი აეღო ყველა გაექრო და მარტოს ეყურებინა. სხეულში ტეხდა მოუთმენლობა , უნდოდა დაეტოვებინა იქაურობა, გაქცეულიყო სადმე შორს და მთელი არსებით ჩართულიყო თამაშის მსვლელობაში
_ძალიან მიხარია დათას ასე ძალიან რომ მოსწონხარ ... დიდი ხანია გვინდა მის გვერდით გოგონას ხილვა , ისეთის ვის ხასიათსაც შეეწყობა , ვის პიროვნებასაც მიიღებს და გვიხარია შენ რომ გიპოვნა ჩვენი კესარიას დამსახურებით
_შენი კესარია მალე გაგიფრინდება და მერე რა გეშველება
_სად გამიფრინდება ... ქორწინდება ?
_რა შუაშია დედა? დაიცა რამე იცი და მე არ ვიცი? _ტელევიზორს ხმა გაუთიშა და ნათიას მიუბრუნდა
_აბა შენ რას გულისხმობდი...
_ამერიკაში მიდის
_ვერ გადააფიქრებინებ? რა უნდა ასე შორს , ზურა რას ამბობს ან თამარა
_ზურა გაგიჟებულია, თამარა ჩვეულებისამებრ კესოს ანდობს გადაწყვეტილებას და მე ვერაფერი მოვუხერხე . ელენა კესარიასგან განსხვავებით ასეთი ჯიუტი არ არის _რამდენად უცხო იყო მისთვის , სრულიად სხვადასხვა სამყაროში იყვნენ და მაინც იქედან არ გარბოდა. ბოლო წამამდე თავს ებრძოდა, იჯდა და ადგილიდან არ იძვროდა .
_მე დ კესარიას ბავშვიბა გვაკავშირებს,.ხასიათი სრულიად განსხვავებული გვაქვს და მეტწილად არც გვესმის ერთმანეთის . წასვლას რაც შეეხება ვინ იცის იქნებ ვინნემ გადააფიქრებინებინოს
_ვინ ვინმემ ელენა კარგი რაა... კესკას არ იცნობ? გამორიცხულია მანამ შეიცვალოს პოზიცია სანამ თავად არ გადაუტრიალდება რაღაც გონებაში .
_თქვენი პროფესიებიც კი ერთმანეთთან გაკავშირებთ არა? დათა ამბობს , რომ ძალიან ნიჭიერი არქიტექტორი ხარ და უამრავი იდეების განხორციელებას შეძლებთ ერთად
_დათა ძალიან კრიტიკულია , მომთხოვნი და დესპოტიც კი . როგორც უფროსს რთული ხასიათი აქვს
_დათას ყოველთვის რთული ხასიათი აქვს , მხოლოდ სამსახურში არ ... პირადშიც ვერ გაიგებ როდის რა უნდა და რას ფიქრობს. კესარიას ემის მხოლოდ და ზოგჯერ მასაც ეჩხუბება .
_ჩვენ არ გვიკამათია ჯერ _ჯერობით
და არც ვიკამათებთ ... ელენას ისეთი ხასიათი აქვს ძალიან უნა მოვინდომოთ ,რომ მიზეზი ვიპოვნოთ _ უცებ დაუბრუნა ხმა ტელევიზორს და მალე იყვირა კიდეც ლელოა ... ლელოა . მოიგო ანდროს გუნდმა

ანდრომ გაიმარჯვა , ბიჭებთან ერთად აღნიშნავდა . ერთ კადრში პირდაპირ კამერას უსწორებდა მზერას, ელენას ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს მას უყურებდა და იმედგაცრუებულს გული სტკიოდა .
………..
ერთადერთი ვინც ანდროს მონატრებას შეუმსუბუქებდა ლუკა იყო . დიდხანს არ უფიქრია ისე მისწერა ანას და ტყუპებთან ერთად წავიდა მათთან შესახვედრად.
_თამაშს უყურეთ? მე ვნახე და კარგი იყო. ნეტავ ძირითადში დააბრუნონ ... რატო არ ათამაშეს დღეს დიდხანს ვერ გავიგე რა უნდათ?
_ანდრომ თქვა მასვენებს მწვრთნელიო... აქ უნდა ითამაშოს ჩვენებთან ერთად ისეთი თამაშები რო არაფერი უნდა მოუვიდეს
_შენც დადიხარ რაგბზე?
_არაა , მე სპორცმენი არ ვარ . ისე ვცურავ და ძიუდოზე დავდივარ. მერე კრივი უნდა ვისწავლო , კესარია მასწავლის
_მეც მასწავლის კესარია როგორ ვცემო ბიჭები რომლებიც ნერვებს მიშლიან ისე რომ არაფერი ვიტკინო _ ლილია ისეთი ნაზი იყო, იმდენად პრინცესული რომ წასვლამდე ერთი საათი ტანსაცმელს არჩევდა და გზაში თმას ივარცხნიდა _ მე ცეკვების სტუდიაში ვარ ... შენ ცეკვავ?
_არა, მე მხოლოდ რაგბის თამაში მიყვარს სხვა არაფერი და დედა ბრაზდება ცუდად სწავლობო.
_კარგად უნდა ისწავლო თორემ შეიძლება კარგ გუნდებში არ მიგიღონ... ანდრო საფრანგეთში სულ მეცადინეობდა. დიპლომიც აქვს იქაური
_ვსწავლობ მეც, მაგრამ მეზარება და ვარჯიში მირჩევნია. მინდა მალე გავიზარდო და დიდი გავხდე . ანდრო როდის დაბრუნდება? _ სულ ანდროს ირგვლუვ ტრიალებდა მისი გონება , ისეთი საყვარელი იყო ელენა თავს ვერ იკავებდა. ძლიერად მოეხვია და რამდენჯერმე აკოცა
_ანდრო რომ დაბრუნდება შეგატყობინებ... თამაშის ბილეთებს ანას გავუგზავნი და ერთად წადით ყველანი
_შენ? არ წამოხვალ?
_ელენა არ დადის ხოლმე თამაშებზე...იმ დღეს იყო მხოლოდ თორემ ვერ იტანს რაგბს
_როგორ ვერ იტანს , ყველას იცნობს და ყველა წესი იცის
_არ ვიცი წესები , ბიჭებს ვიცნობ იმიტომ რომ ხშირად ვხვდებით ერთმანეთს. მე ძიუდოისტებს ვიცნობ მეტს
დუდა ძალიან კარგი ადამიანია... ანა შიგადაშიგ ერთვებოდა . ძირითადად უსმენდა და აკვირდებოდა
_ნამდვილად, შეგიძლია ენდო და იცოდე, რომ არასდროს გიღალატებს . დუდა ჩადუნელი ასეთი კარგია ტატამს მიღმაც
_ანდროც ხომ კარგია
_ ანდრო ძალიან მაგარი ძმაა, საუკეთესოა...ყველაზე მეტად ვუყვარვართ . დიიიდია და თბილი . შეუძლია ორივე ერთად აგვიყვანოს , ვვარჯიშობთ ხოლმე ასე და ბევრს ვიცინით. დუდამ ვიდეოებიც გადაგვიღო , შეიძლება ნანახი გაქვს ბავშვები უამრავ ამბავს იხსენებდნენ. ლუკა უსმენდა და ყველაფერს იმახსოვრებდა.
_ანდრო ხომ არ გაბრაზდება ბავშვები რომ დამეგობრდნენ _ანამ პირველივე შესაძლებლობისას ჰკითხა _იმ დღეს გაბრაზდა... იმედია არ იჩხუბეთ
_ნინა და ანდრო არასდროს ჩხუბობენ... ამაზე აღარ გვისაუბრია. არ იდარდო , აუცილებლად მიგიღებთ თუ თქვენ გექნებათ ამის სურვილი
_იმდენი რამ მაქვს მისთვის სათქმელი... მონატრების შეგრძნება მაქვს მას შემდეგ რაც გავიგე მისი ვინაობა. სიგიჟეა , მაგრამ ასეა სხვა სახელს ვერ ვარქმევ ამ გრძნობას
_ეს გრძნობა კიდევ უფრო გაგიმძაფრდება რომ გაგაცნობს თავს და ზღვარს გადაკვეთს. ის თუ გაჩვენებს როგორიცაა სინამდვილეში მიხვდები როგორი დიდი ბედნიერებაა გყავდეს მისი მსგავსი ადამიანი გვერდით ... როგორც არ უნდა დააგვიანოს ნაბიჯის გადმოდგმა, იცოდე ნებისმიერ დროს დაგეხმარება თუ დაგჭირდება . ის უკვე არის თქვენს ცხოვრებაში იმ წამიდან რა წამსაც გაიგო თქვენი არსებობის შესახებ.
_ძალიან რთული ადამიანია...მესმის მისი . არც კი ვიცი რას ვიგრძნობდი მის ადგილას , მაგრამ არ ვბრაზობ არც მიკვირს ხელგაშლილი რომ არ დაგვხვდა . მხოლოდ ლუკა ვერ ხვდება რა ხდება და მეტი უნდა , მეტად აინტერესებს თავისი საყვარელი მორაგბე
_ჩვენი სახლის კარი მუდამ ღიაა თქვენთვის... დედა და მამაც ჩემს აზრს იზიარებენ .
_საოცარი მშობლები გყავს , სამაგალითო
_არ დაგავიწყდეს , რომ სხვისი შეცდომების გამო შენ ვერ იქნები დამნაშავე... დედაშენის ცხოვრება მისია მხოლოდ და არასდროს გახდება შენი
_მაგრამ მისი წარსული გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე და ვერსად გავექცევით ჩვენი მშობლების ქმედებების შედეგებს. ანდრო სხვას რომ წაყვანა ასეთი არ იქნებოდა
_ანდრო რომ სხვას წაეყვანა... არც კი ვიცი რა იქნებოდა _ ბავშვებს უყურებდა და შემდეგ ხელები გაშალა ლუკას ჩასახუტებლად _ სამყაროში ყველაზე კარგი ბიჭი ხარ შენ _თავს ვერ იკავებდა მიახლოებსთანავე თითები თმისკენ მიიწევდნენ . კულულებს ეთამაშებოდა და ანდროსთან მის მსგავსებას ეძებდა
...........
-არაფერს გკითხავ, უბრალოდ ჩვენთან წამოხვალ ! - კლინიკაში მისვლისა და სიტუაციაში გარკვევის შემდეგ განაცხადა უფროსმა არღვლიანმა.
-მერე გაკვეთილები? მასწავლებლები და
-გაკვეთილებზე ,რომ ევლო და წიგნებით ხელში ჩასძინებოდა ახლა აქ არ იქნებოდა. სახლში უამრავი საქმეა , იქ იქნება
-მამა
-გეყოფა მისი დაცვა... კაცად გრძნობს თავს და დაე თავად იზრუნოს საკუთარ თავზე
-მიბრაზდები? - მზერა ვერ გაუსწორა კაცს, ვერ ვხვდებოდა რა ხდებოდა მის თავში
- გითხარი მე შენ, ნუ იღებ ზედმეტ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე-თქო
-კიდევ უფრო გაბრაზდება
-ვისზე , ან რა მიზეზით ბრაზობს ნეტავ
-რთული პერიოდი აქვს
-მივდივართ, გადაწყვეტილია! შენ მიხედავ იმ საქმეებს ,რომლებიც უშუალოდ შენზეა, სხვა დანარჩენს შეეშვი. გამოჯანმრთელდება და დაბრუნდება
-ნიკოც სვანეთშია?
-დიახ , იქ ბრძანდება
-მამა , იქნებ დღეს მაინც დარჩეთ
-არა, ახლავე წავალთ თინია გველოდება . შენ ხომ არაფერი გჭირდება
-არაფერი მინდა , ყველაფერი რიგზეა მთავარია მოსე მოვიდეს გონს .
ჩადუნელის დანახვამ გააკვირვა-თქო ვერ გეტყვით, უბრალოდ არ იცოდა როგორ უნდა მოქცეულიყო. დერეფანში იდგა მამასთან ერთად და მისკენ მიაბიჯებდა ზურა .
-როგორ ხართ? დუდა დღეს მოსვლას ვერ ახერხებსო გავიგე და ვიფიქრე შევუვლი-თქო ...
-გმადლობთ,ყურადღებისთვის. გაიცანით მამაჩემი , ტარიელ არღვლიანი ... მამა გაიცანი ზურა ჩადუნელი
-სხვა ვითარებაში ვისურვებდი თქვენთან შეხვედრას, მაგრამ არაუშავს. წარსულში დარჩეს ეს ინციდენტი, პირველი და უკანასკნელი იყოს
-გმადლობთ ,ყველაფრისთვის. დუდას ვიცნობ და მისი პიროვნება ნამდვილად ბევრს მეუბნება თქვენს მთელ ოჯახზე
-დუდა ,რომ არ შემარცხვენდა ამაში დარწმუნებული ვარ. მადლობა საჭირო არ არის, ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია. ლილე ჩვენთვის ,ყველასთვის ძვირფასია და დუდასთან ერთად ჩვენც მის გვერდით ვიქნებით ყოველთვის .
კიდევ რამდენიმე წუთს გაგრძელდა მათი საუბარი მანამ სანამ ექიმი გამოჩნდა და მოსე კლინიკიდან გაწერეს. ზურაბ ჩადუნელი უდიდესი მოწიწებით მიესალმა ლილე კი გაურკვეველი სიმშვიდისა და მღელვარების ნაზავით დაბრუნდა სახლში.
...................
_მარტო ხარ ?
_წავიდნენ და მოსეც წაიყვანეს ... სახლში გამოვაჯანმრთელებთ შენ სწავლას და მუშაობას მიხედეო _ დუდას მოეხვია , მოდუნდა და ადგილიდან გატოკებაც აღარ უნდოდა. ბიჭმა აიყვანა და მასთან ერთად დაიძრა საძინებლისკენ_უნდა ვჭამო...1 საათის წინ დავბრუნდი და მხოლოდ შხაპის მიღება მოვახერხე
_მე მოგიმზადებ ... დაისვენე _ნაზი კოცნების ბილიკს მიჰყვებოდა გოგოს სახეზე სანამ საწოლზე არ დააწვინა
_თუ გამოიძახებ
_როგორ გეკადრებათ , რა საჭიროა ვინმე სხვა, როდესაც გყავთ უნიკალური თამარას რეცეპტებით სავსე გონებითა და მოხერხებული ხელებით დაკომპლექტებული, გულის სწორი
_ინფლუენსერო ეს რატომ დაუმალეთ თქვენს მიმდევრებს? მხოლოდ შამფურზე ხორცის წამოგების ვიდეო მაქვს ნანახი

_ჩემო სტალკერო , ჩემზე უგონოდ შეყვარებულო , ძვირფასო ლილე მე ისეთი მრავალფერი ვარ როგორ შეიძლება ყველაფერი დაიტიოს ჩემი ინსტაგრამის სთორებმა
_მე რომ მეძინება და შენი ყურებაც მინდა?
_დაიძინე , სხვა დროს უშუალოდ შენი დაკვირვების ქვეშ მივამზადებ და დაგატკბობ ჩემი ათლეტური სხეულის ხედით , რომელიც სხვათაშორის ფოტოებზე ვერ აისახება იმდენად შთამბეჭდავად რამდენადაც რეალობაშია
_ბლა ბლა ბლა , საქმე საუბრის ნაცვლად
_კოცნა მოტივაციისთვის
_კოცნა ძილისთვის _ თავად რომ აკოცა მერე ლოყაზე დაიდო თითი , მაგრამ დუდამ ტუჩები აირჩია ამჯერად
................
_შენ რა მართლა მოამზადე ?
_თამარა იმდენად ვერ იტანდა ზურას უმაქნისობას, რომელსაც თეფშიც არ გაურეცხავს ცხოვრებაში, რომ კულინარიის გაკვეთილებს გვიტარებდა და საუკეთესო სასიძოებად გადაგვაქცია . განსაკუთრებით ისინი ვინც სხვა სახლში უნდა გადავცხოვრდეთ ცოლთან ერთად . ეკლერი და შუ მაღაზიიდან ამოვიტანე ... კონდიტერიაში მოვიკოჭლებ _ იღიმოდა და ნახევრად მძინარეს სახეს უკოცნიდა _ ახალგაღვიძებული როგორი საყვარელი ხარ
_ვიღაც გირეკავდა , ხმა ჩამესმა ძილში ... გეჩქარება და ჩემ გამო ყოვნდები?
_ბიჭებმა დამირეკეს , ვერ შევასმინე რომ წესიერი ბიჭი გავხდი
_ვიღაც ლამაზმანს უნდა ეალერსებოდე შენ კი ჩემს პაწაწინა სამზარეულოში ვახშამს ამზადებდი ... ვიტირებ
_რადგან ხუმრობის ხასიათზე ხარ ე.ი გამოფხილდი და შემიძლია წავიდე
_ვერ გაგიშვებ , დარჩი
_რომელ საათზე იწურება ლიმიტი?
_მთელი ღამე და ხვალინდელი დღეც დარჩი. საღამოს გაკვეთილამდე თავისუფალი ვარ _ ჩუმად ლაპარაკობდა და ყელში ნაზად კოცნიდა . ემოციურად გამოფიტულს კიდე უფრო ადუნებდა ჩადუნელის სიახლოვე
_პრობლემა არ შეიქმნება ?
_არა, მამას გამოცდები ჩააბარე ზურას გაცნობის შემდეგ საერთოდ აღარ ექნება კითხვები
_ეგ აქამდე არ უნდა გეთქვა? ზურა როდის ელაპარაკა
_მოსანახულებლად მოვიდა ჩვენთან
_კიდევ მოვიდა?
_დიახ
_იმედია ისე არ ჩანდა თითქოს მე გამოვუშვი
_ზურას გაოცებაში მოვყავარ
_ეგ მისი ორ პოლუსიანი ქცევების თანმხლები რეაქციაა... მთელი ცხოვრებაა გაურკვევლობაში მამყოფებს, ხან მრცხვენია ხან მეამაყება
_ გემრიელია ... ღმერთო ძალიან კარგია - თვალები მინაბა და ისე გამოხატავდა ემოციებს
_ბრილიანტი ვარ , ხომ ხედავ
_თამარას რეცეპტები უნდა გავუცვალო... რესტორნის გახსნისას გამოვიყენებ
_ამ მდგომარეობაშიც რომ საქმეზე გეფიქრება
_მოსეზე რომ ვიფიქრო ცრემლებად დავიღვრები და დეპრესიული გავხდები. მთელი ცხოვრებაა საქმეებით ვუძლებ ყველა დაბრკოლებას. ნახე როგორი ადამიანები აკითხავდნენ მოსანახულებლად? იმდენი კითხვა მაქვს უკვე შეიძლება შევიშალო
_მეგობრების ყოფაქცევის გამო მას ნუ დასჯი ...ხომ გაქვს მის მასწავლებლებთან კონტაქტი
_რამდენჯერმე გააცდინა და მშობლებისთვის არ მითქვამს. კარგად სწავლობს , მაგრამ ეს ხელს არ შეუშლის არაჯანსაღ ცხოვრებაში გადასვლაზე
_მოსაწევის გამო არ შეშფოთდდე რა, ყველა აბოლებს ცოტ_ცოტას ...
_დუდა
_რა ? მე და ჩემი ძმები ერთხელ მამამ დაგვსვა და გვითხრა ,ჩემ თვალწინ გასინჯეთო ... ნუ მე იქაც არ მინდოდა და უარი ვთქვი , იმ ორმა გამოიგუდა თავი მას მერე არცერთი გაკარებია
_რა ვქნა მეც დავჯდე და მოვაწევინო? გასინჯული აქვს უკვე ... სულელი ხომ არ ვარ . დაბოლილი მომადგა ერთი თვის წინ , მერე რამდენჯერმე ისე უცებ შეიკეტა სააბაზანოში დალაპარაკებაც არ მადროვა . მხოლოდ ეს ხომ არაა, გარემოა , აზროვნება რომელიც მის მეგობრებს აქვთ . ჩხუბი დაიწყო , ვიღაცა სცემა ისეთი ბრაზი აქვს , ისე დაკომპლექსდდა და დაიბიღმა , რომ თავი ვერ გააკონტროლა. ეს მაშინებს ყველაზე მეტად... რომ სვამს წვეულებებზე, გალეშილ კლასელებს მანქანაში უჯდება ტაქსით წამოსვლის ან ჩემთან დარეკვის ნაცვლად, სიგარეტს რომ ეწევა ეგ უკვე ერთი წელია ამაზე არაფერს ვამბობ. აზრი არ აქვს მაინც ვიცი და გავჩერდი. გოგოებზე არ ვისაუბრებ პრობლემად არავინ თვლის მის ქცევას, ეს ყველაფერი ბიჭის ცხოვრებისთვის დამახასიათებელი კომპონენტებია ,ხალხისთვის . ყველაფერს მივიღებ, მაგრამ საკუთარ თავს რომ გაურბის, ვერ იტანს იმას ვინც არის და არ უყვარს ის ცხოვრება რაც აქვს ეს ყველაზე დიდი პრობლემაა . ფსიქოლოგთან უნდა წავიყვანო როგორც კი დაბრუნდება
_მეც რომ დაგეხმარო შეიძლება?
_თუ რაღაცებს არ დამიმალავ კი
_რა დაგიმალე
_ცუდად რომ გახდა რესტორანში და უნიტაზზე დამხობილმა ამოილუღლუღა დუდას დაურეკეთო აი ეგ ეპიზოდი არ გითქვამს
_ხომ გაიგე უჩემოდაც
_რა არის ისეთი რაც არ ვიცი?
_ყველაფერი იცი ისიც რაც მე არ და რა გითხრა?
-რომ არაფერს დამიმალავ, არასდროს თუნდაც თავს დამნაშავედ გრძნობდე მაინც
-ერთნაირი ფასეულობები,რომ გვაქვს ამიტომაც ხარ ჩემ ცხოვრებაში !
................
..............
-დღეს 27 მარტია
-უკვე 24 წლის გავხდი
-რა კარგია,რომ დაიბადე ... ზუსტად აქ , ამ ქვეყანაში ,ჩემთან და ჩემთვის - მკლავები ყელზე შემოჰხვია და ზედმეტი სიტყვების გარეშე შეახო ტუჩები მის ტუჩებს
-დაბრუნდები ჩემთან ერთად? - ნაზად ეფერებოდა სახეზე, რამდენჯერმე აკოცა კიდეც და შუაღამის ცივი ჰაერი ჩაისუნთქა. სვანეთში არ გეგმავდა საკუთარი დაბადების დღის შეხვედრას, მაგრამ ორი დღით ასული მთელი კვირით შემორჩა
-მთელი დღე გზაში მოგვიწევს ყოფნა, ცუდი აზრი იყო აქ დარჩენა... გუშინ უნდა წასულიყავი
-შენთან ყოფნა ცუდი აზრი არასდროს იქნება...საღამოს წვეულებაზე მივიდეთ . ელენაა ისევ ორგანიზატორი, მე მუდამ სტუმარივით მივდივარ და პირდაპირ საჩუქრებს ვიღებ
-საშინელი შეყვარებული გყავარ ... საჩუქარიც კი არ მაქვს შენთვის . მოსეს ფსიქოლოგად გადაქცევაც მოგიხდა ყველაფერთან ერთად
-ღმერთო,როგორი საყვარელი ხარ - ჭკუას კარგავდა მის ასეთ ბავშვურ წუწუნს რომ უსმენდა - არ მინდა საჩუქარი , შენ ხარ ამ წლის და ყველა დანარჩენი წლის საუკეთესო საჩუქარი. მთავარია მალე არ გამაჭაღარავო
-მოგივლი და მოგიფრთხილდები. შენი სახლის მშენებლობა ისე მიმდინარეობს,რომ სუფთა ჰაერზე ყოფნა არ მოგაკლდება
-საცხოვრებლად ჯერ ვერ იქნება მზად... ჩემი ბიუჯეტი ნულს მიუახლოვდება მალე
-ერთად დავამთავრებთ , 25 წლის რომ იქნები ოლიმპიადასაც მოიგებ და სახლიც გექნება სვანეთში
-და შენს არათითს ბეჭედს როდის მოვარგებ?
-ვიღაც ქორწინებაზე საერთოდ არ ფიქრობდა
-უკვე აღარც ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ ,რომ შენ იქნები ახლა მხოლოდ ერთი კითხვა დარჩა . როდის ?
-ჯერ მხოლოდ რამდენიმე წუთია 24 წლის ხარ , არ გინდა აჩქარება
………....
ელენას დაბადების დღის წვეულება, რომელსაც ანდროც ესწრებოდა ყოველთვის შეიცავდა რაღაც ამბავს და ამჯერადაც არ ყოფილა გამონაკლისი. პირველი იყო ანა ლაშხი ლუკასთან და საბასთან ერთად . გოთუების ეზოში მათი დანახვა ანდროსთვის გაცოფების მიზეზი იყო და ელენამ ეს შესანიშნავად იცოდა
_მეგონა დავზავდით შენ კი ისევ იწყებ , მაგრამ ვერ ამიყოლიებ. მათთან კავშირი არ მექნება , ტყუპებს მათთან კონტაქტი არ სჭირდებათ
_ერთად დადიან ცურვაზე... საბაა მოცურავე და ასევე მათი პედაგოგი. შენი დაც აუზზე გაიცნო, ის
_ის ჩემი და არ არის
_ეს მე არ ვარ შენი და თორემ ის ნამდვილად არის... შენნაირი ხასიათი აქვს , ატამზე ალერგია და აშკარაა დედას ჰგავხართ
_რის მიღწევას ცდილობ... გინდა სულ შემახსენო , რომ ნინას და ერეკლეს შვილი არ ვარ? გამახსენო, რომ ვარ , ძალადობის ნაყოფი, საძულველი შვილი, რომელიც დედამ მოიშორა და ბედის ანაბარა დატოვა სხვა შვილებს კი სითბოს და სიყვარულს არ აკლებს ...სიამოვნებას განიჭებს ჩემი ტანჯვა?
_ნამდვილად იტანჯები მათ რომ ხედავ? დარწმუნებული ხარ ? იქნებ თავს რომ ებრძვი და უდანაშაულო ბავშვებთან არ კონტაქტობ იმიტომ გრძნობ თავს ცუდად და თუ მათთან ურთიერთობას ეცდები, თუ აღიარებ რომ მათი უფროსი ძმა ხარ
_მე არ ვარ მათი უფროსი ძმა, მათთან არაფერი მაქვს საერთო... მათთვის მაკა კარგი დედაა, მე კი სულ ოდნავადაც არ ვუყვარვარ. მე რომ ვკვდებოდე ერთ წვეთ სისხლსაც არ გაიმეტებდა ჩემთვის, ლუკას ერთი ჩხვლეტისთვისაც არ შეაწუხებდა ჩემ გამო . მისთვის კი აქ მოვიდა, მუხლებზე დადგა და დაჩოქილი მთხოვდა შველას. არ მჭირდება მათთან კონტაქტი , არ მინდა და შეიგნე ბოლოს და ბოლოს! ნინას და ერეკლეს სიყვარულს ვერ წამართმევ, რამდენად შორსაც არ უნდა ვიყო მათთვის მაინც შვილი ვარ და გემუდარები შეწყვიტე ეს გაუგონარი ეგოიზმი
_მათ შენ უკვე უყვარხარ... ანამ იცის და ისიც ცუდად გრძნობს თავს, წარმოუდგენლად ცუდადაა .
_მე მიმატოვეს ის არა... ცუდად რატომაა , დედამისი იდეალური რომ არ არის ეგ აწუხებს? მე ვერ შევცვლი მომხდარს
_გეყოფა, თავს ნუ იტყუებ და ნუ იქცევი ისე როგორც უგულო, ბოროტი, უგუნური კაცი
_მე შენს ცხოვრებაში არ ვერევი ... ნურც შენ აძლევ თავს უფლებას რომ გადაწყვიტო ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი და ნუ ცდილობ მმართო , თორემ მეც შემიძლია აგირიო ცხოვრება, გატკინო და თეთრად გადაგიქციო ყველა ღამე
_ახლა მშვიდად და უშფოთველად მძინავს , ანდრო?
-არ გინდა
-იქნებ დროა , დავიღალე
_საკუთარ თავს ებრძოლე რომ გააკეთო ის რაც გსურს . მე უკვე დავასრულე შენთან უსაფუძვლო აზრსმოკლებული კინკლავი , ზედმეტად დიდები ვართ იმ მანკიერი წრის თავიდან დაწყებისთვის .
-დათა დღეს ხელს მთხოვს , დღეს თუ არა სულ მალე და მე ხელს გავუწვდი _გიორგობიანს უყურებდა ,რომელიც კესარიას გვერდით იდგა და ღიმილიანი სახით უყვებოდა რაღაც ამბავს. ისე იქცეოდა თითქოს ვერაფერს ხედავდა, ეგოისტობამ დააბრმავა . ანდრო დაჭრილი დატოვა და დათასთან მივიდა
_გაიღეთ მოწყალება, ეცეკვეთ იუბილარს _ მკლავზე ხელები შემოჰხვია, ლოყაზე აკოცა და თავი მხარზე დაადო _ზურგს უწვავდა გოთუას მზერა და დათას ფარად გამოყენებას ცდილობდა.
_ვიცეკვოთ _ სითბო მოდიოდა გიორგობიანისგან, რომელსაც უბდალოდ ვერ გაექცეოდი. მოსწონდა როგორც ეხვეოდა, კოცნიდა და უზიარებდა გრძნობებს , დაივიწყა ანდრო და კესარიაც , რომელიც ვინ იცის რას ეუბნებოდა მის გამოჩენამდე.
_ხანდახან მგონია, რომ გიჟი ხარ
_ხანდახან ვარ და იმიტომ _ თვალებს არ ახელდა, გიორგობიანის მკლავებში მოქცეული მის ნაბიჯებს ბრმად მიჰყვებოდა
_ანდროს ადგილას არ ვიცი რას გავაკეთებდი ისინი რომ დამენახა
_შენც გგონია, რომ უარი უნდა უთხრას მათ? იცი როგორ უყვარს ანას ? ბავშვსაც კი შეუყვარდა რაგბი მის გამო და გგონია ეს უბრალოდ მოხდა ? მაინცადამაინც ის ამოიჩემეს და არა სხვა რომელიმე მორაგბე? მე ხომ არ მითქვამს მაკასთან გქონდეს ურთიერთობა _თქო
_და მაინც , მისი გადასაწყვეტია ... შენ როგორც არ გიყვარს მისი ჩარევა შენს საქმეებში ისევე არ უნდა მას
_მე ვიმეგობრებ მათთან და თუ არ უნდა ნუ დაელაპარაკება
_როგორი ჯიუტი გოგო ხარ
_შენ როგორი ხარ, საყვარელ ქალს დაბადების დღეზე არაფერი აჩუქე, მოხვედი აქ ცარიელი ხელებით
_ზუსტადაც რომ , ვიფიქრე და ჩემზე უკეთესი საჩუქარი ვერ გავიხსენე
_საკუთარ თავს და ცხოვრებას ნამდვილად მაჩუქებ? მიუხედავად იმისა, რომ მე იგივეს ვერ გეტყვი?
_ჩემს დაბადების დღემდე დიდი დროა _ თვალთან ახლოს აკოცა და მერე დაბლა გადაინაცვლა _ სულ შენთან ვიქნები
_საუკეთესო საჩუქარი ხარ _ ნამდვილად ასე ფიქრობდა იმ წამს . ტუჩებზე ნაზად შეახო ტუჩები და თან გაიგო დაბადების დღის მისალოცი მელოდიაც. ტორტი მოჰქონდათ , გიორგობიანი მის ზურგს უკან იდგა , ანდრო სადღაც შორიდან უყურებდა . სანთლების ჩაქრობის დროს გაუსწორა მზერა და დაინახა როგორ აქცია ზურგი. უყურებდა მიმავალს და პარალელურად ესმოდა დათას ხმა
_ოფიციალურად მიიღებ ჩემ საჩუქარს და გახდები ჩემი ცხოვრების თანამგზავრი? _ ბეჭდით ხელში იდგა და პასუხს ელოდა , არაფერი უთქვამს ისე გაუწოდა ხელი . კესარიას სახე გვიან შენიშნა , უკვე ბრჭყვიალა თვლით შემკული ოქროს რგოლი უმშვენებდა არათითს
................................

......................

-ქორწინებას ნამდვილად აპირებ?
-ასე გამოვიდა დედა
-რაღაც ვერ ვმშვიდდები
-ხომ მოგწონთ დათა
-მე ეგრე რამდენი ბიჭი მომწონს მამა იცი? მაგრამ შენ ხედავ შენს მეორე ნახევარს ამ კაცში? ეგაა საქმე
-ხო, დე ... ჩვენ განა წინააღმდეგები ვართ. უბრალოდ არ გვინდა იჩქარო, არ ვიცი ჩვენ სხვანაირად გვიყვარს
-მე ნამდვილად არ მიყვარს ისე ,როგორც შენ ერეკლე და ამას ვერც გავიმეორებ... ამ სიყვარულს თუ დაველოდები ნამდვილად მარტო ვიქნები სიცოცხლის ბოლომდე
-ასე როგორ ამბობ, არ გიყვარს და ცოლად მიჰყვები?
-ჯერ არ მივყვები... იქამდე კიდევ უფრო მეტად მომეწონება
-როგორ შეიძლება ... მოწონებით ქორწინება ვის გაუგია . ელენა შვილო, ბიჭი რომ მოგწონს, სიმპათიური ,ჭკვიანი და კარგი კაცია ეს საკმარისი არაა იმისთვის,რომ მის გვერდით გაატარო დარჩენილი ცხოვრება
-დარჩენილს თუ არა ნაწილს გავატარებ... შვილების გაჩენა ნამდვილად არ შემეშინდება, იდეალური მამა იქნება როგორც აღმზრდელი და როგორც ზოგადად გენეტიკური ქეისით
-უნდა გული გამისკდეს თუ რას მიკეთებს, ერეკლე?-ნინა უკვე სიტყვებს ვეღარ პოულობდა ერეკლე კი აშკარად ეწინააღმდეგებოდა ამ ყველაფერს
-თვითონ რას გრძნობს, ისიც იგივეს ? რა თქმა უნდა, მოგწონთ ერთმანეთი რაღაც სიას აკმაყოფილებთ და მორჩა, ქორწინდებით
-შენც მამა?
-მე არ ვიცი ,როდის აპირებ დაქორწინებას, მაგრამ თუ მივხვდები ,რომ არაფერი შეცვლილა მისი ცოლი არ იქნები !
-ამიკრძალავ?
-ჯერ არ ვიცი, იმედია საჭირო არ გახდება და დავინახავ თქვენს თვალებში იმას რისი დანახვაც მინდა... წავედით ნინა, დავისვენოთ დამღლელი დღე იყო- ცოლს ხელი ჩაკიდა და ქალიშვილი მარტო დატოვა საკუთარ ფიქრებთან ომში.
................
_ჩემ დაგდებას შეძლებ?
_მოკეტე _დათამ შეუღრინა მეგობარს და ფეხზე ხელი მიადო კესარიას. ჩვევაში ჰქონდა , ვერ გაითვალისწინა კაბა რომ ეცვა და ციებიანივით გასწია უკან
_რა ვთქვი ეგეთი ძიუდოისტი ხოა ... თუ მარტო თქვენს წონაში ამუღამებთ
_არ მინდა, რომ შეგარცხვინო დათას გამო , მაგრამ თუ არ გაჩუმდები ამ გოგონებს, ერთად რამდენიმეს რომ ეფლირტავები , სიცილისგან შეეკრებათ სუნთქვა და არა შენი სიახლოვისგან _ მშვიდი იყო გიორგობიანისგან განსხვავებით, რომელსაც იმ დროს მის შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებოდა
_მაინც გოგო
_ძიუდო ჩხუბი არ არის... გონებისა და ფიზიკური შესაძლებლიბების გამოვლინებაა , რომელიც ილეთის საშუალებით ამარცხებს მეტოქეს _ წყალი მოსვა , ჩანთიდან სარჭი ამოიღო. თმა შეიკრა და ზემოდან დახედა _ მინდორზე გადავიდეთ , არ მინდა რამე დაგიშავდეს
_სერიოზულად? გაგიჟდი ? გინდა აქ ამ ფორმაში იმ ველურს ეჭიდაო? ნუ ხარ ასეთი ჯიუტი... _ დათამ ხელი ჩაკიდა და მოშორებით გაიყვანა
_შენ გგონია ვერ დავაგდებ იმიტომ რომ პრესი აქვს და გოგონებს ემარიაჟება? _ თვალებანთებულმა ახედა
_ქუსლიანი ფეხსაცმელი გაცვია , მოკლე კაბა და იტკენ რამეს . ისედაც საშინელი სანახავი იქნება და რომც დაეცეს იტყვის ქალია და ძალა არ გამოვიყენე ბოლომდეო
_ქუსლი მხოლოდ 3სმ _ია და ხელს არ შემიშლის. რაც შეეხება კაბას გაშლილია და არც ეს შემაფერხებს . უცებ დავასრულებ და მერე გავსინჯავ დესერტს _სამკაულები მოიხსნა და დათას ხელისგულზე მოათავსა _ ესენი შემინახე
_საშინელებაა...სიქაჯეა
_ზუსტად . მე ასეთი ვარ კაბითაც და უკაბოდაც _უღიმოდა, მაგრამ შიგნიდან ტკივილს გრძნობდა
_არ გინდა, მათეს მოეწონე ... გაგიჟებულია ისე და ახლა აქ თუ ამ სულელთან ჭიდაობა დაიწყე მორჩება მერე
_გინდა მე და მათე ერთად ვიყოთ?
_ძალიან კარგი ბიჭია და რატომაც არა
_და გგონია ის თუ ვიქნები ვინც ვარ აღარ მოვეწონები? ხომ იცის ძიუდოისტი რომ ვარ
_იცის, მაგრამ ერთია იქ იბრძოდე და მეორეა აქ ეზოში კაბით დაეჭიდო ბიჭს , რომელსაც შენ სხეულზე ხელის შევლება უნდა , წარმოუდგენია როგორ დაგაწვენს მინდორზე და იტყვის ათას სისულელეს მერე
შეხების საშუალებას არ მივცემ. შენ კი , ვწუხვარ ასეთი რომ აღმოჩნდი _ სხვა არაფერი უთქვამს . მინდორზე მშვიდად გადავიდა და ყურადღება მიიქცია _მეგობრებო სულ 2 წუთს წაგართმევთ . მართალია ეს ჩემი მცირე გაკვეთილი გოგონებისთვისაა მეტწილად ,მაგრამ ბიჭებსაც შეგიძლიათ დასკვნების გამოტანა. მე და ბატონი ვახტანგი , ასე გქვია ხომ ? _ ბიჭს გახედა და თანხმობის შემდეგ განაგრძო გაჩვენებთ , როგორი უმნიშვნელოა სიმაღლე თუ კუნთების მოცულობა როდესაც საქმე ეხება ორთაბრძოლას. გოგონებო, ნუ იფიქრებთ, რომ სუსტები ხართ და თქვენზე დიდ , კუნთმაგარ ტიპებს ვერ მოიშორებთ თუ მათგან ზეწოლას იგრძნობთ
_გოგონებო მოდი უბრალოდ ჩვენ გვითხარით როდესაც ვინმე ცუდად მოგექცევათ... ბიჭები გავარკვევთ მაგ ამბებს _საზოგადოების გამხიარულება სცადა, რამდენიმემ გაიცინა კიდეც , კესარიაც იღიმოდა . ლამაზი და ნაზი გოგოს იერი ჰქონდა, ვერავინ წარმოიდგენდა თუ წინ მდგომი ბიჭის დაგდებას შეძლებდა
_მოდი დავიწყოთ ... _ თავი მისალმების ნიშნად დახარა და თავისკენ ზანტად წამოსულ ბიჭს ხელიდან გაეცალა . წელზე მოვლების მცდელობა კესარიას ჩავლებით დასრულდა. ყურადღება საყელოზე ჩავლებულ თითებზე გადაატანინა , ფეხი გამოსდო და გოლიათიც დაეცა. რა თქმა უნდა არც ისეთი დიდი წონა და სიმაღლე ჰქონდა ბატონ ვახტანგს , მაგრამ კესარიაზე დიდი მაინც გახლდათ . აურზაურისთვის ყურადღება არ მიუქცევია _ იპონი არაა ვაზარია, შევბოჭავდი ...უბრალოდ მის სხეულზე მოთავსების სურვილი არ მაქვს _ თმა გაიშალა , მაგიდასთან დაბრუნდა, ჩანთა აიღო, დათას ხელიდან ააცალა სამკაულები და მათეს მიუბრუნდა _ შეგიძლია სახლში წამიყვანო ? მანქანით თუ ხარ, რა თქმა უნდა
_ მე ... კი , რა თქმა უნდა . ახლავე _ ბიჭმა წამსვე გადადგა ნაბი