შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბეჭედი 7 (თავი)


20-04-2023, 15:56
ავტორი Sana
ნანახია 1 890

დილით მირამ გაიღვიძა პირველმა,გოგოებიც შეაღვიძა და სამზარეულოს მიაშურეს ყავის მოსამზადებლად,კესანემ ბიჭებს სძინავთ და რას იტყვით ცივი წ*ლით რომ შევაფხიზლოთ ყველაო?სავსე ჯამებით ავიდნენ მეორე სართულზე და ჩუმად შევიდნენ ბიჭების ოთახებში,ყველას ტელეფონები გადასაღებად ქონდა მომზადებული,თითქმის ერთდროულად ისმოდა ბიჭების ღრიალი,კისრის ტეხით წამოვარდნენ საწოლებიდან და გოგოებს გამოეკიდნენ,კიბეები სულ ფრენა,ფრენით ჩაირბინეს და ეზოში გაიქცნენ,ვის ვინ მიზდევდა ვერ გაიგებდით,ისეთი ამბავი იყო,აუზთან შემოიმწყვდიეს გოგოები და ახლა სად გაგვექცევითო უყვიროდნენ ბიჭები,გოგოებიც სიცილით სულს ძლივს ითქვამდნენ,თან ბიჭებს დასცინოდნენ,ანიტამ სანამ ესენი ჩაგვყრიან აუზში ჩვენით გადავხტეთო და ყველა ერთდროულად გაიქცა აუზისკენ,ბჭების მუქარა ეს ვერ გიშველითო სულ არ მოუსმენიათ,აუზიდან დასცინოდნენ მაინც ბიჭებს,ამათმაც არაფერი თქვენ არ გეშველებათო და შეურთდნენ გოგოებს,ვინ ვის აყვინთავებდა,იჭერდა და ნერვებს უშლიდა ვერ გაიგებდით,მართლაც რომ ისეთი სანახაობა იყო,ნებისმიერს შეშურდებოდა მათი ბედნიერების,როგორც იქნა ინებეს აუზიდან ამობრძანება და გამოსაცვლელად წავიდნენ,ცოტახანში ყველა ყავის და ჩაის ჭიქებით ვერანდაზე იყვნენ შეკრებილები და გეგმას ალაგებდნენ რა უნდა გარკეთებინათ დღეს,ცოტახანში ზღვაზეც გადავიდნენ,ბიჭებმა შარში ვართ,ამათ უყურეთ რეები აცვიათო ლაზარემ,დუდუმაც ესენი გვაცემინებენ ვიღაცასო და წინასწსრ ნერვებ მოშლილები ჩავიდნენ წყალში,გოგოებმა ჩვენ რუჯი უნდა მივიღოთ და ნუ შეგვაწუხებთო,შეზლონგებზე წამოწვნენ ქალბატონები და მზეს მიუშვირეს სახე და სხეულები,ცოტახანში ანიტა აწუწუნდა წყალი მინდაო,დიმიტრიმაც ბექა და თორნიკე გაიყოლია და პირველივე ჯიხურისკენ წავიდა,ბიჭები იქვე ახლოს ცურავდნენ და გოგოებს ეფლირტავებოდნენ როცა ანიტას და ნიტას ვიღაც ორი ბიჭი წამოადგა თავზე,
-აბა რას იტყვი ჩემთან ერთად გართობაზე?ერთერთი ანიტას შეზლონგზე დაუკითხავად ჩამოჯდა და ფეხებზე დაუწყო ფერება,ნიტასთანაც თითქმის იგივე ხდებოდა,ანიტას ჩაეცინა გოგოებს გადახედა,ნიტას და გოგოების წაშლილ სახეს რო შეხედა,ფეხზე წამოდგა ბიჭიც წამოაყენა და
-შეგეპარებინა მაინც,რა არის ეს პირდაპირობა,იცინის
-რატო როცა შეიძლება პირდაოირ უთხრა გოგოს რაც გინდა მასთან?
-აჰ,მოდი მაშინ მე პირდაპირ გაჩვენებ რაც მინდა კარგი?
ბიჭსაც ეგონა არიქა გოგო დავკერეო და ამით გახალისებულმა ვერც გაიაზრა ისე მოხვდა ცხვირში მუშტი,პირველ დარტყმას მოყვა მეორე და მესამე,ბიჭებიც თავზე წამოადგნენ და აფთრად გცეულ ანიტას და ნიტას უყურებდნენ როგორ ყავდათ გაგდებული ორი ბიჭი წიხლებში და ცემდნენ,ნიტა გაცოფებული ყვიროდა,ასე კერავთ თქვე ერთ უჯრედიანებო გოგოებს?ამდენად დებილები როგორ ხართ,ფუ თქვენიო და კიდევ ერთხელ უთავაზა ბიჭს,ანიტამ თქვენნაირები რომ არსებობენ დედამიწაზე მაგიტომაც ენგრევათ გოგოებს თავზე ყველაფერიო,სიმწრით ურტყამდა დაგდებულ ბიჭს სახეში,სახე ისეთ დღეში ჩაუგდო დიმიტრის რომ არ გამოეყვანა ალბათ მოკლავდა,დადაშიც ამ ორ იმბეცილს წამოადგა თავზე
-აბა რაო გართობა გინდოდათ და გოგოებმა გცემეს?ახლა ჩვენ რომ დაგიმატოთ კი ხართ ღირსები მარა ისეთი ნაცემები ხართ მეეჭვება რომელიმე თქვენგანი მინიმუმ ორი კვირა სახლიდან გამოეწუწოთ,ამიტომ ახლა აქედან ისე გაქრით რომ სადმე არ გადამეყაროთ თორემ ამათ დაწყებულ საქმეს მე დავასრულებ და დარწმუნებულიც იყავით იმაში რომ ისე გაქრებით ვერავინ გიპოვით დედამიწის ზურგზე.
ორივეს ცხვირ-პირი ქონდა დალეწილი,იქაურობას გაეცალნენ მალევე...
-დაწყნარდი,მორჩა ყველაფერი,ანიტას დიმიტრი აწყნარებდა,ნიტა უტას ყავდა მიხუტებული..
-არა მართლა მტერი ჩაუვარდა ამათ ხელში,წამოიწყო ბექამ
-აბა ბიჭო,ნახე რა დღეში ჩააგდეს,აყვა დუდუც
-დადაშმა კარგი საყურებელი იყო,ორ შკაფს როგორ სცემდა ეს ორი სიფრიფანაო,არა რანაირად მეორივნენო და ამათი სიცილი იკლებდა მთელ პლიაჟს,ისმოდა შეძახილებიც,ყოჩაღ გოგოებო ეს რა იყოო,იქიდან ქალები ამბობდნენ გოგოები არიან თუ ქაჯებიო,პასუხად მიიღეს მეორე მხრიდან გოგო ესეთი უნდა იყოს რაც მაგათმა გაბედეს უარესის ღირსებიც იყვნენო,გაბრაზება სიცილში გადაეზარდათ,სახლში დაბრუნდნენ და ორ მოჩხუბარ ქალბატონს ხელები რომ ქონდათ დასისხლიანებული დაუმუშავეს, დღემ სახლში მშვიდად ჩაიარა,მეორე დღეს ლილე იყო დილიდან ცუდად,ღებინება ქონდა,ჭამითაც ვერ ჭამდა ვერაფერს,ანიტამ მანქანის გასაღებს წაავლო ხელი და ისე გავიდა გარედ არავის ხმა არ გაუგია,პირველივე აფთიაქში შევიდა და ორსულობის ტესტი იყიდა,სავსე პარკით შეგლიჯა ოთახის კარები და ლილეს წამოადგა თავზე,სრაფად შედი ,ლილემაც ისეთი სახით შეხედა გოგოებს ატირდა,მოთმინების ფიალა ქონდათ გოგოებს ავსებული კარებთან იდგნენ და ელოდებოდნენ როდის ინებებდა გამოსვლას,როგორც იქნა გაიღო კარები და ბედნიერებისგან ატირებული ლილეს რომ შეხედეს ხელში ორი ხაზით აწითლებული ტესტი რომ ეკავა სიხარილისგან აკივლდნენ,ხმაურზე ბიჭებმა შემოგლიჯეს კარები და უცნაურად ბედნიერებისგან აკივლებულ გოგოებს რომ წააწყდნენ აყვირდნენ,არ ხართ თქვენ ნორმალურები გაგვისკდა გულიო,ბიჭები კარებში გაყარეს და კარები გადაკეტეს,ახლა გეგმას აწყობდნენ როგორ ეთქვათ ირაკლისთვის ეს ამბავი,მოკლედ ანიტამ დიმიტრი და დადაში დაიმარტოხელა,ლილეს ამბავიც უთხრა და თხოვა ირაკლი წაეყვანათ სახლიდან რომ მომზადება დაეწყოთ,ნახევარ საათში ბიჭები გავიდნენ სახლიდან,გოგოებმაც მაღაზიები დაიარეს,იყიდეს ყველაფერი,არც ტორტი დავიწყებიათ და არც პირველი ბავშვის პირველი ტანსაცმელი წარწერით "მამიკო" ,მომზადებას რომ მორჩნენ ანიტამ დადაშს დაურეკა მზად ვართ და დაბრუნდითო,დადშმაც აბა ბიჭებო სახლში უნდა დავბრუნდეთო და ბარიდან კარებში გავიდა,ბიჭებიც უკან მიყვნენ,დიმიტრის მესიჯი ხუთ წუთში სახლში ვართ რომ წაიკითხა ანიტამ,აყვირდა მოემზადეთ მოვლენ სადაცააო,მისაღები ოთახი ისე ლამაზად იყო მორთული ბიჭების გაოგნებულ სახეებზე გოგოებმა ბევრი იცინეს,ბოლოს მირამ ირაკლი გამოიყვანა წინ და ლილეს დაუყენა რომელიც აცრემლებული თვალებით უყურებდა ქმარს,
-აბა მამიკო მზად ხარ?
შოკირებული ირაკლი იდგა და ბედნიერ ლილეს უყურებდა,დაიბნა,აზრზე მოსვლა გაუჭირდა,ბოლოს მომენტალურად გაუნათდა გონება და ლილე ხელში აიტაცა,თან ყვიროდა მამა ვხდებიო,უყურებნენ ბედნიერ წყვილს,მერე იყო მილოცვები,ის ღამე ყველასთვის და განსაკუთრებით ლილესა და ირაკლის ცხოვრებაში იყო ყველაზე ბედნიერი,თვალებში უყურებდა ირაკლი ცოლს,თავზე ევლებოდა და ყოველ ხუთ წუთში ეკითხებოდა რამე ხომ არ უნდოდა,მოქეიფე ბიჭები მოგვიანებით მაგიდასთან დატოვეს და ვერანდაზე გავიდნენ გოგოები ცოტა დასასვენებლად,ამ ღამემ მშვიდად ჩაიარა,შემდენი ხუთმა დღემაც ასევე მშვიდად განვლო,დიმიტრი მთელი სიფრთხილით ცდილობდა ანიტასთან დაახლოებას და ამას ისე აკეთებდა გოგო აზრზეც ვერ მოდიოდა,ლილე ყურადღების ცენტრში იყო ირაკლი უნდა გენახათ როგორ დასტრიალებდა ცოლს თავზე,ამასობაში უტამ ნიტას კუდში დევნა დაიწყო,რაც ბიჭებს არ გამოპარვიათ და უტა კუთხეში მიიმწყვდიეს,იქამდე აწვალეს სანამ არ ათქმევინეს რო ნიტა მოწონდა და სერიოზულად იყოს საქმე,მოკლედ მთელმა ერთმა კვირამ ძალიან კარგად ჩაიარა,ბათუმიდან ისევ ანიტას სოფელში გაიარეს,ერთი დღე იქ დარჩნენ და მერე თბილისში დაბრუნდნენ,ყველას საქმე ელოდებოდა წინ,თბილისამდე ჩააღწია გიჟების კოლონამ,მცხეთაში იყვნენ შესულები ანიტას რომ დაურეკეს და ერთ-ერთი მაღაზიის დაწვის შესახებ აცნობეს,ადამიანს აღარ გავდა,ყველა შემთხვევის ადგილზე იყო,კონსულტანტი გოგონა იყო მსუბუქად დაშავებული რადგან ცეცხლის ჩაქრობას ცდილობდაო,ამაზე სულ მთლად გაგიჟდა ანიტა,უყურებდა დანახშირებულ მაღაზიას და ცრემლები ახრჩობდა,მერე ბიჭებს მიუტრიალდა და ყველაფრის გარკვევა სთხოვა,ლილე ირაკლის სახლში ძლივს გააყოლეს,გაჯიუტებული მეგობრებს არ ტოვებდა მაგრამ ანიტამ სანერვიულოს ნუ დამიმატებ,ნერვიულიბით რამე არ მოგივიდესო და სულ ძალით ჩაუსვა ირაკლის მანქანაში და გაუშვა,გოგოები კლინიკაში წავიდნენ,ანიტან თანამშრომლის ამბავი გაიგო,გოგონა მსუბუქად იყო დაშავებული,მისი მკურნალობის ხარჯები გადაიხადა და პალატაში შეაკითხა,
-როგორ ხარ ნათი?
-მგონი კარგად,ღიმილით მიანათა თვალები ანიტას
-არა იცი რა მაინტერესებს?ყველა გაეცალა ცეცხლ მოკიდებულ მაღაზიას და შენ რამ გადაგრია?
-მე ყველა არ ვარ და არ მეთმობოდა ის ყველაფერი დასაწვავად,ნეტავ უფრო მეტი შემძლებოდა,გულდაწყვეტილმა ამოთქვა,
-მოკლედ ერთ თვიანი შვებულება გაქვს,ახლა დასვენება გჭირდება,ძალები აღიდგინე და როგორცკი ვნახავ რომ ძალები ასმაგად აღიდგინე შემდეგ გეტყვი წინ რა გელოდება,მანამდე კი დაისვენე და ჰო ძალიან დიდი მადლობა.
ანიტა ნათიას და მის მშობლებს დაემშვიდობა და გოგოებთან ერთად ისევ დამწვარი მაღაზიისკენ წავიდნენ,დანახშირებულმა შენობამ გული მოუკლა გოგოს მაგრამ უარესად გახდა როდესაც მთავარი ფულიალზე ცეცხლის გაჩენი ამბავი გაიგი,აქ უკვე ვეღარ გაუძლო გულმა და დიმიტრის რომ არ მოესწრო მისი დაჭერა ბეტონზე დაარტყამდა თავს,გათიშული ანიტა კლინიკაში დააწვინეს,ახლა უკვე ყველა გიჟს გავდა,ერთმანეთის მიყოლებით დაიწვა ანიტას ყველა მაღაზია და ფილიალი,აღარაფერი აღარ დარჩა მათგან,ვიღაცამ ამაზე ისე კარგად იზრუნა რომ ბიჭები ადგილებზე მისვლას ვერ ასწრებდნენ,ანიტა იწვა პალატაში გათიშული და არც აპირებდა გონზე მოსვლას,ექიმმა დიდი სტრესის ბრალია,დავაცადოთ და მოვა გონსო,5 პატარა მაღაზია და 3 ფილიალი,აღარაფერი აღარ დარჩა მათგან,გამოღვიძებული ანიტასთვის ამ ამბის თქმა უფრო უჭირდათ რადგან ცოცხლად მოკვდებოდა,ვერ გადაიტანდა ყველაფრის დაკარგვას,პალატაში იყვნენ ყველა და გათიშულ გოგოს უყურებდნენ,თან ამ ყველაფერზე საუბრობდნენ,გვიანი ღამე იყო როცა გამოღვიძა,როგორ იყო ანიტა?სულ სხვანაირმა გამოიღვიძა,უფრო ცივი,მკაცრი და გაყინული,ურეაქციო,ყველაფერი გაუფერულდა მისთვის,ის რისთვისაც იწვალა 1 საათში გაანადგურა ვიღაცამ,იმის მოსმენამ რომ ვერ იპოვეს ეს ვინ ჩაიდინა უფრო გაყინა,რამდენიმე დღეში გამოწერეს კლინიკიდან,იჯდა სახლში და არაფერზე ფიქრობდა,ამ ყველაფრის შემყურე ოჯახი და მეგობრები უკვე ვეღარც ფიქრობდნენ რა უნდა გაეკეთებინათ რომ ძველი ანიტა დაებრუნებინათ,დიმიტრი ცალკე ნადგურდებოდა საყვარელი ქალის ასეთ მდგომარეობაში ყურებით,ახლოსაც არავის იკარებდა ქალბატონი,არ მჭირდება შეცოდება მომწყდით დავიდანო ეუბნებოდა ყველას,ყველაფერზე ისტერიკა ემართებოდა,მოსიარულე ნაღმად იქცა,ვერაფერს ეუბნებოდნენ,ასე გადიოდა დრო,გოგოებმა რომ თქვეს ჩევნ გავაკეთოთ ყველაფერი და სიურპრიზი მივუწყოთ,ისევ აღვადგინოთ და შევქმნათ ყველაფერიო,ამის შემთხვევით მოსმენისა მთელი სახლი დალეწა,ყვიროდა,ამტვრევდა,ანგრევდა,ყველაფრის ხელახლა დაწყება რომ მინდოდეს როგორ ფიქრობთ არ დავიწყებდიო ბოლო ხმაზე ყვიროდა,არ მჭირდება არაფერი,ვისაც არ უნდა გაეკეთებინა ეს მიზანს მიაღწია და ჩამძირაო,ხოდა იყოს ისე როგორც არისო,მის ოთახში შეიკეტა და დატოვა ყველა გაოგნებული,რამდენიმე ხელი ტანსაცმე ჩააწყო ზურგჩანთაში,მანქანის გასაღებს წაავლო ხელი და ეზოში გასვლამდე ერთი მოავლო ყველას თვალი არავინ გამომყვესო თქვა და წავიდა ისე რო უკან არც მოუხედია,მიდიოდა ოღონდ არც იცოდა სად,ამ დროს სახლში რა ხდებოდა?სრული ქაოსი,დადაში მიუტრიალდა დიმიტრის,
-ჩვენ ყველაფერი ვცადეთ,ახლა შენი ჯერია,გორის ავტობანზე გავიდა ამ წუთას,წადი დაეწიე,
-დრო მომეცით მაშინ და დავაბრუნებ
-წადი...
წავიდა დიმიტრი,ერთი სული ქონდა როდის წამოეწეოდა მის საყვარელ ქალს უკან,როგორც იქნა ავტობანზე ანიტას მანქანას გვერდით ამოუდგა,გაბრაზებულ გოგოს რომ შეხედა ერთი გადასძახა უკან გამომყევი ოღონდ არ ჩამომრჩეო და წინ მიიწევდა,ანიტაც გაბრაზებული მიყვებოდა და ისე ჩააღწიეს სვანეთამდე ვერც გაიაზრა ქალბატონმა სად იყო,დიმიტრიმ მანქანა რომ გააჩერა და მანქანიდან გადმოვიდა მაშინ გახედა არემარეს,მერე ბიჭს შეხედა უხმოდ დახარა თავი,დიმიტრიმ გულში ჩაიკრა,თავი ააწევინა და თვალებში ჩახედა,
-თავი მაღლა აწიე და კეთილი ინებე და ჩემი ანიტა დამიბრუნე,წამოდი ახლა და შევიდეთ შიგნით,
ხელი ჩაკიდა ქაკბატონს და ისე შეიყვანა შიგნით სიტყვის თქმაც არ აცალა,ისეთი ლამაზი იყო ყველაფერი,დამუნჯებული ანიტა უფრო სასაცილო სანახავი იყო,ყავის ჭიქით ხელში წამოადგა თავზე,
-რა ლამაზია აქაურობა,
-ჰო,ძალიან ლამაზია და აქ იქამდე დავრჩებით სანამ სანამ დრო არ მოვა უკან დაბრუნების,
-უკაცრავად?
-ხო ანიტა,აქ ვრჩები მე და შენ,ჩვენ...



№1 სტუმარი სტუმარი ნესტანი

კარგი იყო ხალიან მომეწონა მაგრამ ასე ვინ გამწარდა და გაანადგურა ანიტა

 


№2  offline წევრი Sana

სტუმარი ნესტანი
კარგი იყო ხალიან მომეწონა მაგრამ ასე ვინ გამწარდა და გაანადგურა ანიტა

ჯერ კიდევ ფიქრის პერიოდი მაქვს,გამივაჩინო თუ არა ის ვიღაც,ისედაც მთელი ისტორია დაძაბულია ყველა და ყველაფერი,არ ვიცი შემდეგი თავი ჯერ როგორი იქნება❤️❤️❤️

 


№3 სტუმარი სტუმარი თეო

გამარჯობა. პირველ რიგში გილოცავთ აღდგომას ❤
როგორც ჩანს, ეს თქვენი პირველი ნაწარმოებია, ამიტომ ცოტა მოუწესრიგებლობა გაქვთ.
პირველ რიგში, მინდა გთხოვოთ, მიაქციეთ ყურადღება სიტყვების სწორად დაწერას ("ბიზმესმენი"), დააკვირდით წინადადებების სინტაქსს, ზმნები სრულიად შეუსაბამოდ გაქვთ, გრამატიკულ შეცდომებს რომ თავი დავანებოთ, წერტილები არ გაქვთ დასმული წინადადების ბოლოს. უნდა გამოიყენოთ აბზაცები. არ შეიძლება ნახევარი საქართველო მოიარო, ზღვაზე დაისვენო და თბილისშიც ჩახვიდე ერთ წინადადებაში. ვერ გავიგე სად მთავრდებოდა ერთი წინადადება და სად მთავრდებოდა მეორე.

ისე წერთ, თითქოს რაღაც ამბის შინაარსს უყვებით მეგობარს. გადარბენით. უცებ-უცებ. გაიქცნენ, გამოიქცნენ, ეს ქნეს, ის ქნეს. გვაჩვენეთ სიუჟეტი. დეტალები არსად არის, ცოტა აღწერა გააკეთეთ. ემოციები აღწერეთ, ქცევები აღწერეთ. ერთი თემა ამოწურეთ და ისე გადადით მეორეზე ახალი აბზაციდან.

შესავლიდან პირდაპირ გადახვედით ძირითად ნაწილზე, არსად არ იყო მზადება კვანძის შეკვრისთვის, პირდაპირ კულმინაცია მოგვეცით და შემდეგ გაკვრით გვითხარით ასე ქნა და მორჩა. მკითხველი რჩება თამაშგარეთ, არაფერს ეუბნებით, რა როგორ მოახერხა ანაბელმა თუ ანიტამ?

ცოტა არეულობაა ანიტას გარშემოც. მონათლულ ადამიანს მეორედ ვერ მონათლავ :) და ერთი წლის ნაცნობმა არ იცის როგორი იყო ადამიანი წლების წინ. უკეთესი იქნება დააკვირდეთ რას წერთ და მკითხველი გაარკვიოთ რა მოხდა და როგორ მოხდა. და არა უბრალოდ უთხრათ: ასე მოიქცა.

გისურვებთ წარმატებებს. არ იჩქაროთ მკითხველამდე ემოცია მოიტანეთ და არა ამბავი ❤❤❤

 


№4  offline წევრი Sana

სტუმარი თეო
გამარჯობა. პირველ რიგში გილოცავთ აღდგომას ❤
როგორც ჩანს, ეს თქვენი პირველი ნაწარმოებია, ამიტომ ცოტა მოუწესრიგებლობა გაქვთ.
პირველ რიგში, მინდა გთხოვოთ, მიაქციეთ ყურადღება სიტყვების სწორად დაწერას ("ბიზმესმენი"), დააკვირდით წინადადებების სინტაქსს, ზმნები სრულიად შეუსაბამოდ გაქვთ, გრამატიკულ შეცდომებს რომ თავი დავანებოთ, წერტილები არ გაქვთ დასმული წინადადების ბოლოს. უნდა გამოიყენოთ აბზაცები. არ შეიძლება ნახევარი საქართველო მოიარო, ზღვაზე დაისვენო და თბილისშიც ჩახვიდე ერთ წინადადებაში. ვერ გავიგე სად მთავრდებოდა ერთი წინადადება და სად მთავრდებოდა მეორე.

ისე წერთ, თითქოს რაღაც ამბის შინაარსს უყვებით მეგობარს. გადარბენით. უცებ-უცებ. გაიქცნენ, გამოიქცნენ, ეს ქნეს, ის ქნეს. გვაჩვენეთ სიუჟეტი. დეტალები არსად არის, ცოტა აღწერა გააკეთეთ. ემოციები აღწერეთ, ქცევები აღწერეთ. ერთი თემა ამოწურეთ და ისე გადადით მეორეზე ახალი აბზაციდან.

შესავლიდან პირდაპირ გადახვედით ძირითად ნაწილზე, არსად არ იყო მზადება კვანძის შეკვრისთვის, პირდაპირ კულმინაცია მოგვეცით და შემდეგ გაკვრით გვითხარით ასე ქნა და მორჩა. მკითხველი რჩება თამაშგარეთ, არაფერს ეუბნებით, რა როგორ მოახერხა ანაბელმა თუ ანიტამ?

ცოტა არეულობაა ანიტას გარშემოც. მონათლულ ადამიანს მეორედ ვერ მონათლავ :) და ერთი წლის ნაცნობმა არ იცის როგორი იყო ადამიანი წლების წინ. უკეთესი იქნება დააკვირდეთ რას წერთ და მკითხველი გაარკვიოთ რა მოხდა და როგორ მოხდა. და არა უბრალოდ უთხრათ: ასე მოიქცა.

გისურვებთ წარმატებებს. არ იჩქაროთ მკითხველამდე ემოცია მოიტანეთ და არა ამბავი ❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა ამ რჩევებისთვის❤️❤️❤️გავითვალისწინებ აუცილებლად❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent