ბნელი მხარე (სრულად)
-არც კი მჯერა!-ზარივით ჩამესმის მძინარეს ნინას გაცოფებული ხმა. დაზაფრული წამოვვარდი,ყველაზე ცუდის მოლოდინში ნაჩქარევად,ნახევრად ბურუსში მყოფი გავვარდი სამზარეულოში და კარებში გაშეშებულ ცხოვრების მოუშორებელ თანამგზავრს ინტერესით ავხედე. სახეზე ფერი არ ედო.. -ამოთქვი ნინა!-დამაწყდა ნერვი,სანამ ენა ამოიდგა. -ჰარის კონცერტის ბილეთი წამებში ამაცალა ხელიდან ვაჟას ყოფილმა.-ისე ამოიოხრა,თითქოს სამყარო ჩამოქცეოდა თავზე.გავწიწმატდი. სიბრაზისგან მეგონა ალი ამდიოდა.. სამყაროშო ერთადერთი,რასაც ჩემი მწყობრიდან გამოყვანა შეეძლო,ეს დილით ფორსმაჟორში გაღვიძება და ბედნიერი დღის პერსპექტივის ჩახშობა იყო. ნინას ამ ყველაფერში ბადალი არ ჰყავდა. მეხუთე წლის თავს, შეეძლო უმაღლესი ხარისხის დისერტაცია დაეცვა თემაზე “როგორ გავაუბედუროთ ნატა 10 წამში”. -ის არ მკმაროდა,ჯერ ეგ რომ იყო ვაჟას ცხოვრებაში და მხოლოდ შემდეგ,მე!-დილიდან მწვერვალებს ეპოტინება ჩემი მეტრა და ორმოცდაათზე ოდნავ მეტი გოგო და აზრადაც არ მოდის,უკვე ძილში წასულს,ყავა მაინც გამიკეთოს. -მთავარია ხარისხი და არა რაოდენობა,ნინა,ამას ნელი მეხუთე კლასში გვასწავლიდა! -ისევ მე ვზრუნავ საკუთარ თავზე და ფინჯანში სასოწარკვეთილსაც ვუყრი ყავასთან ერთად ნახევარ კოვზ შაქარს. შეღონებული მაკვირდება. სახე ნელნელა უფერმკრთალდება და მეც შედარებით სერიოზულად ვუდგები ჩვენს ადრიან პრობლემას. -სხვასაც ექნება ნი,წინასწარ რატომ ჯავრობ,გავიკითხოთ,იქნებ და ისევ ყიდდეს ვინმე.-ვამშვიდებ შეძლებისდაგვარად,მაგრამ,არც იმის მჯერა დიდად, კონცერტამდე ერთი კვირით ადრე ვინმეს ჰქონდეს გადასაყიდად დარჩენილი ბილეთები. სანამ ნინას ცხოვრების სურვილს ვუბრუნებდი, რვაც შესრულდა დილის და მას ვაჟას შეტყობინებაც მოჰყვა. გაკვირვებულმა დავხედე ეკრანს. წარბშეხრილმა უხმოდ გავიარე სამზარეულოდან შემოსასვლელამდე მანძილი და კარებთან ყურებამდე გაღიმებულ ვაჟიკოს თვალებგაფართოებული დავხვდი.. -კარგად ხართ ხალხო?! ჯერ არც კი გათენებულა! -შევუბღვირე ჩვევისამებრ,მაგრამ,მის აბრწყინებულ შოკოლადისფერ სფეროებს რომ შემხედე,განწყობა საბოლოოდ გამომიკეთდა. ცხოვრებაში ალბათ პირველად! თან დილის ცხრის სამ წუთზე! სანამ მეტყოდა,უკვე მივხვდი,თეთრ კონვერტში ის რომ ჰქონდა,ნინას ტირილამდე რომ უნდოდა და მის მაგივრად ისე გამიხარდა, ჩემზე და განსაკუთრებით ნინაზე ცხრა თავით მაღალს კისერზე ჩამოვეკიდე. -გაგიჟდება სიხარულისგან. დილიდან ჩაიდანში მის ცრემლებს ვადუღებ ყავისთვის,დალევ ხო?!-ერთიანად ვაყრი და ხმაურზე გამოფრატუნებულ წიკლაურს ვუტოვებ მის ბიჭს. სანამ მესამეს მას,მეორეს მე და ალბათ პირველ ფინჯანს ვაჟას ვუეთებდი, გვერდითა ოთახიდან კივილ-წივილი არ წყდებოდა. მართლა სიგიჟემდე უყვარდა ჰარი ნინას და, ნინა ვაჟიკოს. -გაიგე ნატა?! -ყურში ჩამყვირის ლამის,ისეთ ნოტებზეა. კივილიდან გამოყვა ალბათ,ვერ დაირეგულირა. მეორე წრეზე უკვე თამბაქოთი წავედით და დაწვრილებით გავიარეთ ყველა ის ლუქი,რასაც ქალბატონი მოირგებდა კონცერტზე და,მას შემდეგ,სამი დღე ქალაქის დასათვალიერებლად. ვაჟიკო მთელი ეს დრო უბრალოდ გვისმენდა და ალბათ საერთოდ არ ესმოდა ჩვენი. -ისე,საიდან მოასწარი?!-შუა საუბარში გაუტრიალდა ნინა. ზუსტად წამებში შევატყვე ვაჟას დამძიმებული სუნთქვა და სანამ ფრონტი ატყდებოდა ჩემს ათ კვადრატულ სამზარეულოში, მანამ გამოვიძურწე. ამჯერად,ნამდვილი სპექტაკლი დადგა ნინამ. სრული ანშლაგით. ვაჟა ზუსტად ვიცი ცხოვრების ბოლო დღემდე ინანებდა მის ყოფილს რომ მიმართა დახმარების თხოვნით,მაგრამ, მაინც გამოუვიდა. ნინა იყო უბრალოდ ზე ემოციური და უღმერთოდ ჩაციკლული ყოფილებზე. თორე ვაჟიკოს სიყვარულის გულწრფელობაზე საკუთარ სიცოცხლეს ჩამოვიდოდი, იმდენად მხოლოდ ერთმანეთისთვის იყვნენ დედამიწაზე. -დაზავდით თუ დავრეკო ხატისკაცთან?-ტატამს ალბათ საათის მერე დავუბრუნდი. ძილის შებრუნებას რაღა აზრი ჰქონდა, დილიდან იმდენი ემოციებით დავიტვირთე,ალბათ მთელი ცხოვრება გამომიფხიზლა გონება. ვაჟიკო მაცივართან იყო აზუტული, წიკლაური ნინა ბარის სკამზე ჩამომჯდარიყო დედოფლის მზერით და კმაყოფილებისგან სახე უბრწყინავდა. -შენ ის არ იყავი,წეღან რომ ზლუქუნებდი?!-არ შევარგე. მთელი თანაგრძნობით გავხედე ვაჟიკოს და ნინას გამკიცხავი მზერით.. -დაგეწყო უკვე სიმპტომები?!-არც კნეინა ჩამომრჩა. აღარ ავყევი, ნინა სამყარომ ვერ შეცვალა და ვაჟიკოსაც ზუსტად ისეთი უყვარდა როგორიც იყო. ზემდეტად ემოციური. ზედმეტად ეგოისტი. ზედმეტად მესაკუთრე და ზედმეტად შეყვარებული. ჩვენთვის ისიც საკმარისი იყო, რომ გაიღიმა და ამას თუ ვაჟას ნერვები და ჩემი დილის ძილი შეეწირა,დიდად აღარ გვადარდებდა. -გული დაგარტყამთ ამდენი კოფეინისგან.-მესამედ რომ შემოვდგი ჩაიდანი გაზქურაზე მისი მოსვლიდან,ვაჟამ თვალები აგვიტრიალა. -გულის დარტყმა დილით უნდა გენახა,ნინა რომ გაკიოდა და პარარელულ რეჟიმში მე გამოვრბოდი ძილიდან და ოთახიდან ერთდროულად.-მეცინება და ამჯერად ცოტა რბილს ვიკეთებ. ინტერნეტში საერთოდ არაფერი ხდებოდა ახალი. სამსახურამდე დარჩენილ შვებულების ერთ კვირას ისეთ ძილსა და უსაქმურობაში ვატარებდი, საქმეში ცხვირადე ჩაფლულ ნატას ალბათ რომ დავენახე,გამკიცხავდა, მაგრამ, მთელი წლის მუხლჩაიხრელი შრომისგან ქანცგაწყვეტილს მხოლოდ ის მინდოდა, მეჭამა, მეძინა და წამოწოლილს მესვა. ვაჟიკოს რომ დაურეკა ვიღაცამ-რაღაც საქმეზე,მაგ დროს უკვე ნინა საუზმეს ამზადებდა. -მაგ ავოკადოს ტოსტს არადროს გაპატიებ.-ცხვირს ვუბზუებ რაღაც კამბერბაჩის კვერცხს,მწვანე აზელილ საშინელებას და ნაირფერად ჩერის,რომლებიც თავს იკლავდნენ ოღონდ ნინას ხელში არ ჩავარდნილიყვნენ,მაგრამ,ყოველჯერზე მარცხდებოდნენ.. ერთადერთი,რაც ნინას გამოსდიოდა,ჭურჭლის უკიდეგანო მსხვრევა იყო.. დანარჩენი ,უბრალო მცდელობა,რომ გადარჩენისთვის საჭირო მინიმუმი საკვები მაინც მიეღო მის უწვრილეს ორგანიზმს. წარმოდგენაც არ მინდა,როგორ იქნებოდა ხუთი წლის წინ სრულიად მარტო რომ არ დავრჩენილიყავი.. ის ჩემს ცხოვრებას სჭირდებოდა.. მე,მას.. ორი გახლეჩილი სული ერთ მთლიანობად ვივსებოდით და, გარე დანამატები,კიდევ უფრო მეტ სიფერადეს გვძენდნენ.. ისე,როგორც ვაჟიკო დედამიწის ზურგზე ყველაზე ეგოისტ ნინას.. -არა,ან მოსვლა რა იყო,ან წასვლა..-მაინც გაჰკრა კბილი მის ერთს,ალბათ,ორი ტოსტი არ ეყო დასანაყრებლად და ისევ ვაჟიკოს სისხლის სმა სწადდა. -შენი ბიპოლარული აშლილობა უკვე ყველა დადგენილ საზღვარს სცდება ნინა!-თვალები მეტკინა,ისე ავატრიალე. ან მასთან ყოფნა უნდა შეარგოს,ან უმისობა. ასე მართლა არ შეიძლებოდა.. თუმცა,როგორც ვახსენე, ვერცერთმა ბუნების ამომგდებმა ძალამ ვერ მოახერხა,ნინა ადამიანობის საზღვრებში ჩაესვა.. -იმ დღიდან აღარ მაცოცხლოს ღმერთმა,რაღაც ჩარჩოებში რომ მოვექცე-ზედმეტად ყურიც კიარ შეიბერტყა ქალბატონმა,თეფში ნიჟარაში ჩადო,თითქოს მთელი მსოფლიოს სადარდებელი ბეჭებზე აჰკიდებოდა-ამოიოხრა და მოსამზადებლად წავიდა. სამსახურში მიიჩქაროდა,სადაც ,ალბათ ისევ ვინმეს ამოწოვდა სიცოცხლის უკანასკნელ სურვილს.. -ნი,თამარას გაძახე რომ მიდიხარ რა,თორემ მოკვდება ჯავრით,ხომ იცი?!-კარებში დავაწიე სიცილით მაღლებზე ამხედრებულს. 70 ოდნავ გადამცდარ ჩვენ კარის გაპრანჭულ მეზობელს რატომღაც მთელი დღე მეტი საქმე არ ჰქონდა ხოლმე.. აივანზე,რომელსაც მხოლოდ რკინის ჯებირი გვიყოფდა,გადმოდგებოდა და ყურს ისეთი ინტერესით გვიგდებდა,თითქოს პენტაგონის საიდუმლოებებს განვიხილავდეთ დილა-საღამოს. ხომ ცოტა გვაღიზიანებდა,მაგრამ,მაონც,ისე გვიყვარდა მისი ფუშფუშა ლოყები,დღე არ გავიდოდა,ხუთი წუთი მაინც არ დაგვეყო მასთან.. სახლის სუნი ჰქონდა თამროს. თბილი და მყუდრო ფიცრულის.. სამაგიეროდ,პირველი სართულიდანაც კი ისმოდა ნინას ქუსლების წკაპუნი,იმდენად თავდაჯერებული ნაბიჯები ჰქონდა,ჩემი ჩუმი, უწონო ნაფეხურებისგან განსხვავებით.. მასში ალბათ ამას ვაფასებდი,სხვა მრავალ თვისებებთან ერთად.. ნინასყოველთვის შეეძლო ძალიან ღრმა,უფსკრულამდე თავჩარგული დეპრესიისგან ერთი მტკიცე სიტყვით გამოვეყვანე.. რთული იყო საათის უკან ახმაურებული ოთახის შემდეგ,სრულ მყუდროებაში დაბრუნება.. ხუთზე ნაკლებ წუთში თავდაყირა დაყენებული სამზარეულო წესრიგში მოვიყვანე და ჩამოვჯექი.. ათიც კიარ იყო ჯერ შესრულებული.. ლონდონი ალბათ ახლა იწყებდა მზის სხივების შეგებებას.. ჩემი ცხოვრებაც თითქოს სამი თუ ოთხი საათის სხვაობით მიდიოდა.. მასთან ერთად.. მისი ნაბიჯების მიმდევრობით.. რომა ხატისკაცის ხასიათით და ფერებით.. ინსტიქტურად შევამოწმე მისი გვერდი.. 8 საათის წინ იყო ბოლოს შემოსული და მეც მაგის შემდეგ ვსუნთქავდი მხოლოდ საარსებოდ. ვერ ვეგუებოდი და მაინც,შეჩვეული სხეული მხოლოდ მის მონატრებას განიცდიდა.. ყველაზე მტკივნეულს და მოურჩენელს.. ჭრილობა,რომელიც დატოვა,არ შუშდებოდა.. ორად გახლეჩილი გული ნაკუწებს იგლეჯდა ყოველი ახალი დღის დადგომისას და მაინც, მისი ერთი სიტყვაც კი იყო საკმარისი,თავი საუკეთესოდ მეგრძნო.. გულს ძგერა დაეწყო და ძარღვებში სისხლს ჩქეფა განეახლებინა.. მზის კაშკაშა, მცხუნვარე, მათბობი ძალა ჰქონდა რომას.. ჩემთვის.. საწყისი-ნატასთვის და ალბათ სტანდარტული ადამიანი,მონატრების ფერებით-სხვისთვის.. უღმერთოდ რთული იყო სამყაროსთვის თითო განცდის დამალვა.. ჩემი ცხოვრების ბოლო ხუთი წელი მხოლოდ ამაში გალეულიყო.. შემეფუთა და გადამემალა ის სიყვარული,რომელსაც მთელი სულით დავატარებდი და ვერავის, ვერც კი თითო კაცს ვერ ვუმხელდი,გულის საამოდ. ანდა როგორ ამეხსნა, როგორ გამემხილა, როგორ ამომეთქვა როცა ვიცოდი,საპასუხოდ მხოლოდ დახრილ,შერცხვენილ თავს მივიღებდი.. სამყაროში ცამდე მართალ კაცს მეტი არ შეეძლო.. მესმოდა და ამიტომ ვერიდებოდი.. ამიტომ ვჩქმალავდი და გულში ვიკლავდი ყველა სულის აფორიაქებას,მისი ხმის გაგონებისას.. -ცოცხალი ხარ?!-ბურანიდან ზარს გამოვყავარ. წიკლაურს ჯერკიდევ ხმამაღალი ტონები ჰქონდა. საათს რომ დავხედე,შუადღე იყო შემოსული და უძრავად ჯდომისგან,ყველა ძვალი მტეხდა.. გაჭირვებით წამოვიმართე.. -თამრომ დამირეკა,ვაკაკუნებ და არ გამომხედაო..გეძინა?!-არც კი მადროვა პასუხი,ერთიანად მომაყარა. -შენგან გამოწურული ენერგიის აღსადგენად სიმშვიდის და ძილის რამოდენიმე საათი მჭირდებოდა,ნინა,რატო მოყვები ხაზებს?!-ტემპი არც მე დამიგდია.. მისი მოზღვავებული ენერგია გადმომედო და მოწოლილი მელანქოლიაც სადღაც გაქრა.. -ვაჟიკომ საღამოს გამოგივლით,სიურპრიზი მაქ და თან ჰარის რეპერტუარის გადამეორებას შევუდგეთო..-არც კიმადროვა სულის მოთქმა,მომდევნო ტალღაში გამახვია. -დოზის გადაჭარბებას ცდილობს?!გამოეზოგა მაინც საჩუქრები,ამდენის ატანაც არ შემიძლია-მეცინება და ცარიელ მუცელს ერთი ჭიქა წყლით ვატყუებ. -დღეს რამე ჭამე?!-ვიცი,თვალებს მიტრიალებს და ისე მეკითხება,გაზეპირებული ჩვევებისგან თავგაბეზრებული ნინა. -შენი კონტროლიღა მაკლდა,თამრო არ მყოფნიდეს ვითომ-იოგურტს უხალისოდ ვიღებ და ვცდილობ გახსნის ხმა მოვასმენინო რომ მომავალი ხუთი წუთი ლექციები არ მიტაროს,ჯანსაღ ცხოვრებასა და ვარჯიშზე ჩაციკლულმა. -მყარ საკვებზე თუარ გადახვალ,კი გამოართვი მერე სტომატოლოგის ნომერი,მისნაირი პროთეზი რომ დაგიმზადოს.-მისი გაბარიტების ქალისთვის შეუსაბამოდ მიცინის და მანამ მითიშავს,სანამ საკადრის პასუხს მოვიფიქრებდე. დაუღვინებელი, მოუსვენებელი ნინადან ისეთ ენერგიას ვიღებ მხოლოდ ერთი სატელეფკნო ზარით, საღამომდე მყვება და ჩემს ბნელ,მრუდე მხარეს აღარ ვუბრუნდები.. გააზრებულად.. -ხოარ მოგიფიქრებია,რას გვიმზადებს ვაჟბატონი?!-რაც მოვიდა,მეათედ მეკითხება უკვე. წარმოდგენაც არ მქონდა. ვაჟიკო და საერთოდ ჩვენს ირგვლივ მყოფი ყველა ადამიანი,მრავალუცნობიანი გამოცანები იყვნენ,მათი ამოხანის დაუოკებელი წყურვილი კი მხოლოდ წიკლაურს გააჩნდა და თუ მას არ მოსვლია აზრად,რაღა უნდა გაგვხარებოდა დილინდელის შემდეგ,გამოდის ჩემი მცდელობაც კი არ ღირდა. -ღმერთო,შენ მომეცი გაძლება.-საპასუხოდ პირჯვარი გადავიწერე და საერთოდ გავეცალე, კართან ზარი იყო.. პარმაღზე ვაჟა მიცინოდა,მისი ცისკრის ვარსკვლავივით მოციმციმე თვალებით. -მზად ხართ?-აღარ შემოსულა,კარის ჩარჩოს მიეყრდნო და მოუსვენრად მოათვალიერა გარემო. შევატყვე ღელავდა,მაგრამ,აღარ ჩავეძიე.. რამდენიმე წუთიანი წუწუნის შემდეგ წიკლაურმა როგორც იქნა ჩათვალა,რომ მშვენივრად გამოიყურებოდა და ვაჟიკოს რო მელიღაც სერიის ბე ემ ვეში თამროსთან გამომშვიდობების შემდეგ მოვეწყვეთ. ზაფხულის ცხელი დღის შემდეგ უცნაურად აგრილებულიყო გარეთ. ჰაერში მიწის სუნი ტრიალებდა და ჩამუქებული ცა ავდარს მოასწავებდა. მიყვარდა ამ სეზონზე მოულოდნელი ამინდის ცვლილებები.. რამდენიმე წუთიანი თავსხმა წვიმის შემდეგ ერთიანად გამთბარი ჰაერი და ყვავილების სასწაული სურნელი ქუჩებში.. ჩვენი ნავსაყუდელისკენ რომ გადაუხვია ავტომობილმა,გულში რაღაცნაირი ჩუმი სევდა მომაწვა.. თითქოს თავისდაუნებურად მოხდა,რომას წასვლის შემდეგ აგერ უკვე მეორე წელია იქ რომ არ ვყოფილვართ და,ჩვენი,ძველებური საღამოები აღარ გაგრძელებულა.. ჯაჭვიდან ერთი რგოლის მოკლებამ მთლიანად შეცვალა მაშინ ჩვენი ყოველდღიურობა და, თითქმის,ძველებურად ვეღარაფერს ვაკეთებდით.. მის წასვლამდე თითქოს დაემთხვა,ყველა მძიმე პერიოდს გავდიოდით ჩვენს ცხოვრებაში და მხოლოდ აქ,კუთხის ერთ ხმაურიან ბარში თუ ვიპოვნიდით ჩვენს წილ სიმყუდროვეს და,არ გვეთმობოდა ხოლმე,მის კედლებში გაჟღენთილი უპრობლემო,უდარდელი,ლაღი და ფერადი ცხოვრება. ამიტომ იყო,გული რომ მომეწურა .. იმ მოგონებებში ყველა ერთად,ცუდად თუ კარგად,ვიყავით და გაჭირვებით,მაგრამ,მაინც გაგვქონდა ცხოვრება.. ამწამს,როცა ის რთული პერიოდი გავლილი გვქონდა,ყველა ჩვენს გზას მყარად ვადექით და შეგვეძლო გვეამაყა,ერთადერთი,რაც სრული თავდაჯერებულობისთვის გვაკლდა,სწორედ ის რგოლი იყო,რომ მოგვწყდა და კილომეტრების მოშორებით გააგრძელა ცხოვრება. -რომ მოწვიმოს,გავგიჟდები.-მიწაზე ფეხიც კიარ ჰქონდა დადგმული,ნინამ წუწუნი რომ დაიწყო. პასუხის გაცემას აზრიც არ ჰქონდა, ყელზე მჭიდროდ შემოხვეული კაეშანი სალონში დავტოვე ტკივილიან ფიქრებთან ერთად და მათ ნაბიჯებს მივყევი.. კარებში შესვლამდე რამოდენიმე წამით ადრე დაეცა ასფალტს პირველი წვიმის შხაპუნა წვეთი. ჩამეცინა. ქალბატონს ალმაცერად ჩავუკარი თვალი და ვაჟიკოს შეღებულ კარში სიცილით შევედით. ერთი. ორი. სამი. ოთხი წამი დასჭირდა თვალს მინის მინანქრულ მაგიდასთან მხრებშიგაშლილი სხეულის აღსაქმელად.. იღიმოდა.. მთელი გულით.. მთელი სახითა და ჭროღა,ხავსისფერი თვალებით.. ღიმილი სიცილში გადაეზარდა.. განთავისუფლებულ,მონატრებულ და თითქოს სულიდან წამოსულ სიცილში. ხელები ფრთებივით გაეშალა და თითქოს მზის კაშკაშა,მანათობეს,მცხუნვარე სხივებს გზავნიდა თვალებიდან .. ჩემი რომა.. გული აღარ მიცემდა.. ვგრძნობდი როგორ მომდიოდა სახეზე ცხელი,გავარვარებული ცრემლები და სადღაც შორიდან,ნინას აღფრთოვანებული კივილიც მესმოდა. -ღმერთო.-აღმომხდა.. ხმა სადღაც წასულიყო და მასთან ერთად გაეყოლა ყველა გამბედაობა,რომ მოვხვეოდი და მთელი მონატრება მის მხრებზე დამეცალა.. მოდიოდა.. გვიახლოვდებოდა.. არასდროს ყოფილა მისი ნაბიჯები ამაზე მეტად მედიდური და მყარი.. არასდროს მომჩვენებია მისი თვალები ამაზე მეტად წმინდა და ხასხასა. გულში დამძიმებულ დიდ,ახდენილ ოცნებას ჰგავდა მისი ყოველი ჩვენკენ გადმოდგმული ნაბიჯი. -არ ხარ შენ ნორმალური,ხატისკაცი! -ძლიერ მხრებზე წვრილი თითები მჭიდროდ შემოხვია ნინამ და აღარ შეუშვია კარგა ხანს.. სულ ერთ ნაბიჯზე მყავდა და მაინც არ მჯეროდა,რომ ვხედავდი.. -ნატუ..-სუნთქვა დამავიწყდა.. გულზე უზარმაზარი ლოდი დამაწვა მთელი ძალით და მასში მოიტნია ყველა უთქმელი სიტყვა.. სულ ყველა გრძნობაზე მეტად მენატრებოდა მისი.. მხოლოდ მისი ნატუ.. ვიგრძენი როგორ მოშორდა მიწას ბუმბულისწონა ფეხები და როგორ მარტივად დამატრიალა ჰაერში.. ის აქ იყო.. კისერზე მთელი შემორჩენილი მხნეობით შემოვაჭდე მკლავები და სანატრელ,მხოლოდ მის არომატს შევეზარდე.. -იცი როგორ მენატრებოდი?!-ყველა უჯრედი გაიარა მისმა მთლიანად შეცვლილმა ხმამ და გულის კოვზთან მოიყარა თავი.. სხვანაირი იყო.. თმა გაზრდოდა.. გრძელ წვერზე ვერცხლისფერი სხივებიც კი დაჰკრავდა.. თვალების ირგვლილ ბალიშები ჩამოწოლოდა.. შუბლზე ყველა განვლილ დღესა და გადატანილ სირთულეებს დაუთვლიდი.. მაგრამ, ჭროღა ირისებიდან წამოსული სხივი უცვლელი იყო.. ღრმა სფეროებში ზუსტად ის სიშმაგე,სიამაყე,ძალა და ცეცხლი იკვესებოდა,რაც აქამდე.. -რატომ არაფერი არ თქვი,გუშინ რომ გელაპარაკე ?!-მაინც ვერ დავმალე წყენა.. გახსენებაზე ნინამაც გემრიელად უთავაზა მზარზე და ძველებურად,თითქოს არც არაფერი შეცვლილიყო,მაგიდისკენ დავიძარით.. დასხდომაც ვერ მოვასწარით, დღეს თურმე მთავარი სიურპრიზი რომ წარგვიდგინა რომამ.. მაღალი,ტანკერანივით აშოლტილი,ჟღალთმიანი ქალღმერთი,აქამდე რომ თვალს არც კი ჰყავდა აღქმული,გვერდით სხარტად ამოუდგა ხატისკაცს და მორიდებოთ გაგვიღიმა. -იცნობდეთ,ემა..-თითქოს სადღაც,სამყაროს ერთ წერტილში სულიერს გულს არ უხლეჩდეს,გაგვაცნო.. რბილი,თლილი თითები თავდაჯერებით ჩამოგვართვა ყველას უცხომ და მომეჩვენა,თითქოს ზომაზე მეტად დამაკვირდა.. არასდროს,არც კი ერთხელ უხსენებია რომას ქალის სახელი,ოდნავ მაინც შემზადებული რომ ვყოფილიყავი და ამიტომ გავხევდი მოულოდნელობისგან.. არ ვიცი იმ საათს როგორ გავძელი.. თავი ხელში როგორ ავიყვანე და როგორ არ დავიშალე ათას ნაწილად. გულის მისუსტებული ცემა აღარც კი მესმოდა.. სუნთქვა მთლიანად ამრეოდა და მიტკლის ფერი მედო,ვგრძნობდი.. თავზარისგან ვერცერთი სიტყვა ვეღარ მესმოდა, გარდა ქალის საალერსო ბგერებისა რომას მიმართ და მისი საპასუხო რეაქციები.. გულის რევის ინტენსიური შეგრძნებისგან ვეღარც სასმელს ვსვამდი და ერთადერთი,რისი უნარიც მქონდა, ეს სახეზე ყალბი ღიმილის აკვრა იყო და უდარდელი მზერის შენარჩუნება,რომ არ გავმჟღავნებულიყავი ჩემი ბნელი მხარეებით გარშემორტყმული. როცა ვიფიქრე,თვალთმაქცობა აღარ შემეძლო,ზუსტად იმ წამს მომივიდა ტელეფონზე შეტყობინება.. -ცოტაც გაუძელი..მე შენთან ვარ,ნუ გეშინია..-ნინა იყო.. გული გამიჩერდა.. გაყინული თვალებით ავხედე მოკისკისე წიკლაურს.. მხოლოდ ერთი წუთით გამომხედა და აბსოლუტურად ყველა გრძნობა იკითხებოდა მასში.. თანადგომა.. მხნეობა.. თანაგრძნობა და უზომო სიყვარული.. ვერასდროს ვეუბნებოდი, ვერ ვამხელდი და თურმე რა ტყუილად.. ნინამ ასე უთქმელად, უსიტყვოდ და, აღსარების გარეშე ზუსტად იცოდა,რას ვგრძნობდი. რა მკლავდა და როგორ მიჭირდა ახლა და აქ საკუთარი თავის შენარჩუნება. ___ ზარის გაბმული ხმა მაღვიძებს.. კედლის საათი ჯიუტად მაუწყებდა დილის ათი საათის შესრულებას.. ჩემზე ერთიანად ჩახვეული ნინა უკმაყოფილოდ კრუსუნებს და ცალთვალს ზანტად ახელს.. არ მომცილებია სახლში მოსვლიდან არცერთი წამით.. არ შემეძლო რამე მეთქვა.. რამე გადმომეღო გულიდან.. გამთენიისას,შემოვდგით თუარა ბინაში ფეხი, ზღურბლთანვე მოვწყდი და რკინის მასიურ კართან ჩაკეცილი მანამ ვიცლებოდი დაგროვილი ემოციებისგან,სანამ საბოლოოდ არ გავშრი.. ამოუთქმელი ტკივილისგან სუნთქვა რომ ვეღარ შევძელი,მხოლოდ მაშინ მომიახლოვდა ნინა,მანამდე უბრალოდ დროს მაძლევდა,შხამივით დახვეული ყულფიდან თავი როგორღაც დამეღწია.. ჩემს გვერდით ჩამოჯდა,მოხრილ,უძალო მხრებზე თავი ჩამომადო და მკლავზე მთელი ძალით შემომეხვია.. მის მთელ სიმტკიცეს მინაწილებდა,მაგრამ,არცერთი აღწევდა გაქვავებულ კანში. -როგორ მინდა,არ გტკიოდეს და შემეძლოს,ეგ დარდი მთლიანად მოგაცილო გულიდან..-ხმა მასაც დაღლილი,გამოფიტული და სხვისი ცოდვის ნუგეშით გაჟღენთილი ჰქონდა..-არ ვიცი,როგორ მოხდა,რომ ყველაზე მეტად შეიყვარე და ისე დაიჩემე,რომ ვერც საკუთარი თავისთვის ვერ წარმოიდგენ..-მისკენ მოტრიალებული სახიდან ცრემლები თავისი წვრილი,თბილი და რბილი თითებით შემაშრო..-ვერც იმას ვხვდებოდი,როგორ შეგეძლო,არაფერი გეთქვა ჩემთვის..ვერც იმას ვგეგმავდი,მთელი ეს წლები როგორ მენუგეშებინე ისე,რომ შენი ეს საიდუმლო ისევ სკივრში გქონოდა და თან გეგრძნო,რომ მარტო არ იყავი..-მიღიმოდა,მთელი სულით და იმ ბავშვური ნინას თვალებით,სულ პატარაობოდან რომ მახსოვდა..ასეთ,ჩვენ,სახლურ გარემოში სულ სხვა იყო..-ბევრისთვის გაგვიძლია ნატ,ისეთ გარემოებებს დავღწევივართ,საიდანაც თითო სულიერიც კი ვერ გადარჩებოდა.. უდედობაც გავიარეთ ნატ. უმამობაც და ობლობის მწარე მანტიაც შემოგვიხურავს ორთავეს ისე,რომ არცერთხელ დავცემულვართ და რამე გვიტკენია.. თუ შეგვშლია,გამოგვისწორებია კიდეც და თუ დავსუსტებულვართ,ერთმანეთის ხელს ჩავჭიდებივართ,გასაძლიერებლად.. შენ ჩემი ნახევარი ხარ.. ჩემი ჩამოტეხილი ხიდის მთავარი საყრდენი და არ დავუშვებ,ამ ტკივილში მარტომ ჩაიკარგო.. მე აქ ვარ.. შენთან ნატ.. თუ იტირებ,მეც ვიტირებ.. თუ იძულებ,მეც ვიძულებ. თუ გიყვარს,მეც მიყვარს.. მაგრამ,ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაგანებებ მარტოობას.. კარგი?!-ვარდისფერ,სუსტ ღაწვებზე მომლოდინე ღიმილს იკრავს და დგება.. გამოწვდილ ხელზე სუსტად ვეჭიდები და სრულიად ენერგია გამოცლილი ჩავყურებ ნაღვლიან თვალებში.. მის გაშიშვლებულ სულში უთვალავ ტკივილს ვხედავ და გული უფრო მეწურება.. მხიარული,ეგოისტი,ფარატინა და ფარფატა ნინა სადღაც მიკარგულიყო და წინ ისევ ის,19 წლის ობოლი ბავშვი მიდგება,ჩემოდნით ხელში,მარტოდ დარჩენილმა ერთადერთ მეგობარს რომ მომაკითხა და მას შემდეგ,აღარ დავუტოვებივარ.. -კარგი!-არსაიდან მოსულ ძალას ძლიერად ჩავენასკვე და ისე ჩავებღაუჭე,დილით,სულ სამი საათის ნაძინებსაც კი გამომყვა რამოდენიმე საათისწინანდელი სიმტკიცე.. -ღმერთო,რატომ მაიძულებ ამ დილიდან ცოდვაში ფეხის ჩადგმას.-ისე ამოიძახა,ის ცალი თვალიც დახუჭა და დილის ჯერკიდევ უცხო სტუმრები ნახევრადმძინარეს შემატოვა.. ძლივს გავლასლასდი. უძილობისგან ყველა ძვალი მტეხდა და ჭარბ ალკოჰოლსაც მისი საქმე შეესრულებინა.. თავი საშინლად მტკიოდა.. რკინის კარის მიღმა,ვაჟიკო მეკრიჭებოდა მთელი სახით და ჰორიზონტზე რომაც რომ დავლანდე,ერთბაშად გამოვფხიზლდი.. -ვიცი რომ ჯერ არ გათენებულა!-გავაღე თუარა,გამარჯობის მაგიერ მაყრის ვაჟიკო სიტყვებს მანამ,სანამ მე მოვშხამავდე და პირდაპირ სამზარეულოში გადის.. რომას მისხალიც არ ეტყობოდა დაღლილობისა და გამოუძინრობის.. ტანზე კოხტად გაუთოვებული თეთრი პერანგი ეცვა და ისე უხდებოდა,გული გამილღვა.. მიღიმოდა,თბილად და მისებურად.. -ყველაზე ლამაზი დილით ხარ ნატუ,რომ გაღვიძებენ ძალით და თვალებიდან ცეცხლებს ყრი!-მთლიანად მანიარაღებს უარყობითი ენერგიისგან მისი სიტყვები და მთელ ძალისხმევად მიჯდება,ეს თითქოს ჩვეულებრივი წინადადება გულმა სხვაგვარად არ მიიღოს.. მაგრამ,მუდამ პაწაწინა სითბოს მომლოდინე სულისთვის საკმარისი აღმოჩნდა,ერთიანად ჩამოშლილიყო და ის სულ ძალით შეკოწიწებული მხნეობა ნაცარმტვერად ექცია.. მხოლოდ ერთი დღე იყო აქ, რამოდენიმე საათით ვნახე და უკვე ვეღარ ვუძლებდი გრძნობების ჭიდილს.. -ღმერთის არ ვიცი,მაგრამ,მე რომ არ გაპატიებთ ამ დილის სტუმრობას,ეს წყაროს წყალივით წმინდაა.-სამზარეულოში მოკალათებულებს ნინაც გვადგება,შეშუპებული სახითა და გაბრაზებული თვალებით.. მის ფონზე წარმოდგენაც არ მინდოდა,მე როგორ გამოვიყურებოდი.. მითუფრო მაშინ,მთელი ღამე რომ ტირილში გავლიე.. -გამარჯობა შენი!-ნიშნის მოგებით გავხედე და გაზქურიდან კედლებზე გასული ჩაიდანი სამზარეულოს ტილოთი გადმოვდგი მარმარილოს ზედაპირზე..-დალევ ყავას თუ დარიშხანი გირჩევნია ფერზე მოსასვლელად?!-საკუთარი გულის ძგერა რომ ჩამეხშო,ჩვეული კატა-თაგვობანა გავმართე,თითქოს რამოდენიმე საათისწინ ერთმანეთის სულებში არ ვყოფილიყავით გახვეულები.. ნინას ალმაცერი მზერა უფრო მაგულიანებს და შედარებით უკეთ ვხდები.. გამზადებისას მინდა რომას ვკითხო,ისევ ისეთივე თუ სურს,მაგრამ,ვერ ვბედავ.. მეშინია,რომ მითხრას სხვანაირი ყავა შეუყვარდა.. მეშინია რომ ჩემი ყავა შეიძლება აღარ ეგემრიელებოდეს და ყველაზე მეტად აღარ უყვარდეს.. ეჭვით ვყრი ფინჯანში კოვზნახევარ ყავას,სამ შაქარს და ნახევრამდე ცხელი წყლით ვავსებ..ონკანიდან დარჩენილ ნაწილს ცივი წყლით ვუვსებ და მომლოდინედ ვუდგამ წინ.. ტელეფონიდან მადლიერებით ამომხედა.. ფინჯანს მხოლოდ წამით დახედა და ჩაეღიმა. -ორი წელია ასე აღარ დამილევია ნატუ!-ისე მეუბნება,ჩემი წეღანდელი მღელვარება მთლიანად კანზე მეღვრება და სევდით თვალს ვარიდებ.. გარეშე თემებზე საუბარში საათიც მიიწურა და ისე ჩამოცხა,უკვე ცივი ყავა გავაკეთე,ნაყინით და თამბაქოს რომ მოვუკიდე,ინსტიქტურად რომას ავარიდე თვალი.. მახსოვს,წლები ვეკამათებოდი,რომ თავი დაენებებინა და ამის ფონზე,იმ დღის შემდეგ,გადაცდა თუარა საზღვარს,ისე მივეჩვიე,ვეღარც ვეშვებოდი.. -ევა სად დატოვე რომი?!-საუბარში როგორც იქნა ნინამ იკითხა ის,მე რაც არ მასვენებდა.. -ემა!-მომენტალურად შეუსწორა ხატისკაცმა. ვიცოდი,განზრახ რომ შეცვალა სახელი,ნინას ხომ არასდროს არაფერი არ ავიწყდებოდა და შეშლა მითუმეტეს.ასე აგრძნობინა მცირედი უკმაყოფილება და დამალული ქალის არსებობა მის ცხოვრებაში. -დაძინებული დავტოვე..დღეს დიდი გეგმები გვაქვს და თუ თქვენც გეცლებათ,ერთად ვანახოთ ემას ქართველების ხიბლი.-სასხვათაშორისოდ გადმოგვხედა და პასუხის მოლოდინში შუბლზე დაუდევრად ჩამოყრილი შევერცხლილი თმა გრძელი თითებით გადაივარცხნა.. ყველაფერს დავთმობდი,დასვენების დღე რომარ ყოფილიყო და თავისუფალი დრო არ გვქონოდა არცერთს,მაგრამ,ვერც ტყუილს ვიტყოდი.. არც ის შემეძლო,გამეაზრებინა,ემა რომ მასთან იყო და მითუმეტეს,მთელი დღე ამეტანა მათი გადაჭდობილი ხელები.. ნინას თხოვნით ჩამჯდარი მზერა გავუცვალე,დასახსნელად,მაგრამ,არ გამოგვივიდა.. შუადღის მიწურულს,რომას ტელეფონი რომ ამღერდა,ჩვენ უკვე მზად ვიყავით.. მეტნაკლებად მშვიდად. -ორ დღეში ფრენაა,ჯამში მხოლოდ ოთხი დღით გტოვებთ ,მაგრამ ვერ მოგატყუებთ,თქვენს ყურებას მირჩევნია ჰარის შევტრფოდე შორიდან-წიკლაური ფორმაში დგებოდა გზიდანვე. ვაჟიკოს ავტომობილში კომფორტულად მოვეწყვეთ და იმ სახლისკენ დავიძარით,ჩვენ მეორე სამყოფელად რომ მიგვაჩნდა ყველას.. მაშინ,სრულიად მარტო რომ დავრჩით ორი სრულწლოვანებას დღეებით გადამცდარი ბავშვები,დაბარებულებივით გამოჩნდნენ ჩვენს ცხოვრებაში ჯერ ვაჟიკო და,ცოტა ხნის შემდეგ,რომაც.. ნაპერწკალი,რომელიც თავიდანვე გაჩნდა მათ შორის,იმდენად თვალისმომჭრელი იყო,მე და რომა თითქოს მიგვჩქმალა.. მუდამ მდედრობითი სქესის ყურადღების ქვეშ მოქცეული ხატისკაცისთვის ნინას ბავშვობის მეგობრის სხვებისგან გამორჩევა ვიცოდი,შეუძლებელი რომ იყო და ამიტომ აღმოვჩნდი მისი მორიგი,მაგრამ,უახლოესი თანამგზავრი.. ვგრძნობდი,მას წყალივით სჭირდებოდა ადამიანი,რომელიც მოუსმენდა.. მე მჭირდებოდა საყრდენი,რომლის იმედიც მექნებოდა და,იმ დროს,რომა სწორედ ეს ადამიანი აღმოჩნდა.. იქნებ,ზომაზე მეტი გამბედაობა რომ მქონოდა, ხელი თავიდანვე რომარ ჩამექნია, დღეს სხვაგვარად ყოფილიყო ყველაფერი.. მაგრამ ამის განჭვრეტად შეუძლებელია.. რომამ პირველივე წამიდან მომიჩინა მის გულში ძალიან დიდი ადგილი, მაგრამ,ეს ის არ იყო, რაც მე მჭირდებოდა.. თუნდაც ვიცოდი,ყველაზე მეტად ვუყვარდი, მაგრამ, იმდენად არა,მეგობრობიდან ერთი ბნელი ნაბიჯი გადაედგა.. აღარ ავსულვართ ზევით.. უფრო სწორად,მოპატიჟებაზე თავად ვთქვი უარი და წყვილიც მომყვა.. განცდა მქონდა,რომ მის სახლში ვერ შევიდოდი და საკუთარ თავს წინააღმდეგობა ვეღარ გავუწიე. ვაჟიკოსგან გავიგეთ მე და ნინამ,ემა რომ რომასთან ზუსტად წელიწადი იყო და, სწორედ მისი დაჟინებული თხოვნით ჩამოვიდნენ.. არ შევიმჩნიე,მაგრამ გული ისე ჩამწყდა,ხმა ვეღარ გავიღე.. რატომღაც მჯეროდა,რომ ჩვენმა მონატრებამ გადმოალახინა საზღვარი,მაგრამ,სიმართლეც მწარე იყო.. -რომას უნდოდა რომ თვითონ გაეცნო თქვენთვის ემა და მაგიტომ აღარაფერი ვთქვი.. არარის ცუდი ადამიანი,პირიქით,ზუსტად ისეთია,ხატისკაცს რომ შეეფერება და მიხარია,როგორც იქნა მისი ადამიანი რომ იპოვა.-ვაჟიკომ რა იცოდა როგორ მტკენდა მისი თითო სიტყვა.. ნინა მაძლიერებდა სამაგიეროდ თავისი მჭიდროდ მოხვეული ხელებით და კანიდან მიგზავნიდა ყველა მხნეობას.. სადარბაზოდან რომ გამოვიდნენ, გული მაინც გამეყინა.. თითქოს სახეზე ერთიანად შემომასკდა გავარვარებული სითხე და უღმერთოდ დამწვა.. ვიტანდი.. მთელი დღე გაუსაძლისს ვზიდავდი მხრებით და ამან დღის ბოლოს ისე დამღალა, ხმაურიანი ბარის ტყავის სავარძელში შესვლისთანავე ისე მივესვენე, რამოდენიმე წუთი განძრევის თავიც აღარ მქონდა.. წინ ისხდნენ ემა და რომა.. ამჯერად,თეთრი პერანგი შავით ჩაენაცვლებინა ხატისკაცს და მის მუქ,შევერცხლილ თმასა და ჭროღა,ხავსისფერ თვალებს საშინლად მიმზიდველად კვეთდა.. ტყავის მომდგარ შარვალში გამოტკეცილი ემას იდეალური ფორმები ისე გამოიყურებოდა,საკუთარი უბრალოებით დავითრგუნე და უფრო მოვიკეცე.. იმ წამს მომინდა მეც მომაჯადოებლად ვყოფილიყავი და ეს არასრულფასოვნება დროებით მაინც მიმეჩქმალა.. -რომელ წებოს ხმარობენ ესენი,რომ ვეღარ დასცილდნენ ერთმანეთს?! - სიტყვით გამოვიდასამი თუ ოთხი საათის შემდეგ კაპასი ნინა.-შევღონდი,ღმერთმანი,ვის არ ყოლია შეყვარებული?!-ისე გამოაცხადა,თითქოს მე ვცეკვავდი დაუღალავად ვაჟიკოსთან წუთების წინ. ჩამეცინა. მივუხვდი ნათქვამს და გამეცინა. ნასვამი ვიყავი.. გამოუძინებელს პირველივე ჭიქა ისე მომეკიდა,მომდევნოებს გემოც ვეღარ გავუგე,ყველა გაწყალდა. ამჯერად წიკლაური აღარ სვამდა,ასპარეზი დამითმო. გუშინდელი ალკოჰოლიც კიარ იყო გამოსული,ახალს რომ ვამატებდი და საკუთარი თავის ვიცოდი,ეს კარგ რომ არაფერს მომიტანდა.. მაგრამ,ამავდროულად,ის უდარდელობაც მომწონდა,სასმელსა და სიმთვრალეს რომ ახლდა. სულ ცოტა ხანში უკვე მთლიან თავისუფლებას ვგრძნობდი და ისე ავყევი ელექტრონულ მუსიკას,მაგიდას მთელი საღამო აღარ დავბრუნებივარ.. ვგრძნობდი ცეკვისას მზერას. ცხელი თვალები ზურგს მიწვავდა,მაგრამ,არ ვიხედებოდი.. ვიცოდი,რომა რომ მდარაჯობდა გაფაციცებული და ამის ხელახლა განცდა ისე მსიამოვნებდა,აღარცერთ საფრთხეს აღარ ვდარდობდი.. უწყვეტი მუსიკა მის ვალს სრულად იხდიდა.. მამხიარულებდა და საკუთარი თავის რწმენას მცირედ მიბრუნებდა.. -ანათებ!-უცხო მამაკაცის ხმამ უსიამოდ დამიარა კანზე.. არ მივაქციე ყურადღება.. საკუთარი თავისთვის ვცეკვავდი ყოველთვის და არა იმიტომ,ყურადღება მიმექცია და პარტნიორი მიმეზიდა.. უცნობი დანებებას არ აპირებდა, მიუხედავად იმისა,რომ ადგილი შევიცვალე ,უკან ამედევნა და შეხება სცადა. ცივად მოვიცილე.. საკუთარ თავს იმ დონემდე ვაკონტროლებდი,აღგზნებული მამაკაცის მოშორება რომ გამომსვლოდა,მაგრამ,ამაოდ. კაცმა უარი თამაშად ჩამითვალა და წამებში ტორსზე ზურგით ისე ამიკრა,გონზე მოსვლაც ვერ მოვასწარი.. ისევ გავიბრძოლე. ხელი უხეშად მოვიცილე მუცლიდან და სანამ შემდეგ ნაბიჯს გადმოდგამდა, მანამ გავეცალე ხალხს და ბარის გასასვლელისკენ ჩქარი ნაბიჯით დავიძარი.. დავინახე,თვალებში ცეცხლაგიზგიზებული რომა როგორ წამოდგა ერთიანად და უკან ამედევნა.. უცხოსთან არ მისულა.. მე გამომყვა.. მე ჩამთვალა პრიორიტეტად და იმდენად მესიამოვნა,გამაკანკალა.. ისე,რომ არ დავლოდებივარ, ზაფხულის ცხელ ღამეს შევერიე და წონასწორობა რომ შემენარჩუნებია,იქვე ჩამოვჯექი.. თხელი პერანგი,მოკლე მაისურზე რომ მქონდა შემოცმული,გავიხადე და იქვე მივაგდე.. კარგად ვიყავი.. წუთის წინანდელის მიუხედავად თავს იმდენად სასწაულად ვგრძნობდი,სახეზე ღიმილი ვერ გავიჩერე. -მომაწევინე.-თვალები დახუჭული მქონდა,მაგრამ,მისი არომატით გაჟღენთილი ჰაერისგან მივხვდი,ხატისკაცი რომ მოვიდა. მძიმედ სუნთქავდა.. რომ შემეხედა,დავინახავდი როგორ უკაშკაშებდა გაცხარებისგან ბალოტისფერი,ჩემი ყველაზე სანუკვარი თვალები.. მაგრამ,ჯიუტად არ ვახელდი.. სამაგიეროდ გავიგონე როგორ მოუკიდა ლურჯ სობრანიეს.. ჰაერში გაბნეული ნიკოტინის სუნისგან გამაჟრიალა.. გაწვდენილ ხელში თამბაქოს ანთებული ღერი გადმომცა და ისე მოვქაჩე,აღარცერთი ჟანგბადის მოლეკულა აღარ დავიტოვე.. ვიგრძენი კვამლმა როგორ გაიარა ყველა უჯრედი.. ბოლს მთელი დაგროვილი მწუხარება ამოვაყოლე და თვალი გავახილე.. გამეღიმა.. ჩემი ბნელი მხარის დაცემული ანგელოზი ჩემთვის მოვლენილ სასწაულს გავდა.. ეს თვალები, ზუსტად ეს მზერა ვიცოდი მხოლოდ მე მეკუთვნოდა და ისე მსიამოვნებდა,კანზე ჟრუანტელმა დამიარა.. სახეზე სიბრაზე ეწერა,მაგრამ არა ჩემკენ მომართული.. -ანათებო,ასე მითხრა..-რატომ ვუთხარი არ ვიცი.. მაგრამ,გუმანით ვგრძნობდი,მინდოდა მეთქვა.. -შენ სულ კაშკაშებ ნატა,ეს ისედაც უნდა იცოდე,სხვების დახმარების გარეშე!-ჩუმი,მაგრამ იმდენად მტკიცე იყო მისი სიტყვები,რამოდენიმე წუთი ჰაერში მეგონა თუ ტრიალებდა ბგერა-ბგერა. -იქნებ მინდა,სხვამაც მითხრას და დამაჯეროს!-აღარ დავაკავე მოწოლილი სიტყვები.. ბოლო დარჩენილი სამამდე ნაფაზი გავუწოდე და მთელ სხეულში ერთიანად აფეთქებული მაცდური ქალურობით გავუღიმე.. არასდროს დამირღვევია ზღვარი და, აქამდე არცერთი ბნელი მხარე გამომიმზიურებია მასთან და თურმე,რა სასიამოვნო ყოფილა.. მკვეთრად შეეცვალა მზერა ხატისკაცს.. ჭროღა თვალები მომენტალურად ჩაუმუქდა და ისე აუკვესდა,გული ამიჩქარდა.. აღარაფერი უთქვამს.. აღარც მე აღარ ვიყავი ისე კარგად, ვგრძნობდი,როგორ მრევდა ალკოჰოლი ხელს და თუ ხუთი წუთის წინ ენერგიით სავსე ვიყავი, ამწამს ერთიანად მოვწყდი და ვეღარც რომას გამოწვდილ ხელს ჩავეჭიდე.. დანარჩენი მხოლოდ ბუნდოვნად მახსოვს.. მოსუსტებულ სხეულზე ვიგრძენი მისი ძლიერი ხელების მზრუნველი მოჭიდება და წამებში რომ მკლავებში მომიქცია,მეც ინსტიქტურად მოვხვიე კისერზე ხელები.. მოხერხებულად ჩამსვა მანქანაში.. ალბათ,გასაღები გამოსვლამდე გამოართვა ვაჟას და ესეც უღმერთოდ მესიამოვნა.. სწრაფად მართავდა.. მასთან ერთად საათობით უმისამართო სიარული ისე მომნატრებოდა,გავირინდე და თავს ვაიძულე,ბოლომდე გამომეწურა ეს მომენტი და არ ჩამძინებოდა.. ბარის გამაყრუებელი გუგუნისგან სმენა ჯერკიდევ დაბუგული მქონდა,მაგრამ,დახურულ სივრცეში მაინც გავიგონე როგორ დაურეკა ვაჟიკოს და ემას სახლამდე მიყვანა სთხოვა,როცა მოუნდებოდა.. ჩამეცინა.. არ გამორჩენია რომას.. გადამუხტული აურისგან თავდასაღწევად მინა ჩამოვწიე. გრილი სუფთა ჰაერი ისე მესიამოვნა, ღვედი ავიხსენი და ფანჯრისკენ გადავიწიე.. წამში დააგდო სიჩქარე ხატისკაცმა და ცალი ხელით მომეჭიდა… ღმერთო.. მისი თითები, ჩემსაში, ახლართული იმდენად ინტიმური იყო ჩემთვის, მთლიანად გავიყინე.. ვიყავი ასე, მასზე ხელჩაკიდებული, სახე მთლიანად ჰაერისთვის მიმეშვირა და კარებზე გადაწოლილი, მთლიანად მივნდობოდი თავისუფლებასა და მისი მკლავის სიძლიერეს.. -ნატუ!-დამიძახებდა და გულს მიჩქარებდა.. -ნატუ!-თითებს ძლიერად მომიჭერდა და მისკენ მიმიზიდავდა,მაგრამ,არ მეთმობოდა ეს ყველაფერი დასასრულისთვის.. -ნატუ!-თითქმის ბურუსში წასული მაინც დამიმორჩილა,მანქანა გზიდან გადააყენა, კარები გამოხსნა და ღმედი დიდი წვალებით დამიმაგრა. -რომა!-ისე ახლოს იყო,ვეღარ მოვითმინე.. ვერცხლებ შეპარულ წვერზე ხელის ზურგი ჩამოვაყოლე და მთელი მსოფლიოს სამყოფი სითბო დავუტოვე ღაწვებზე.. -მენატრებოდი… ____ გაბრუებულს, სამყაროსგან მოწყვეტილს სამყოფელიდან გამომავალი ხმაური როგორც იქნა დღევანდელობას მაბრუნებს. ორი თუ სამი საათი აგონიაში მყოფი გაუნძრევლად ვიწექი,ზურგზე და თეთრ იდეალურად სწორ ჭერზე ყველა ნაკლოვანების პოვნას ვცდილობდი,ოღონდ განვლილზე არ მეფიქრა.. მას შემდეგ,რაც სრულიად გათიშულს რომამ პატარა,ჩვილი ბავშვივით მომიარა და ჩემი თავის ყველაზე ცუდი ვერსია ზედმიწევნით გაიცნო,სულ რამოდენიმე საათი გასულიყო და არცერთი წუთით არ დავუტოვებივარ თვითგვემას. საკუთარი გრძნობებისა და ქმედებების ისე მრცხვენოდა,ოთახოდან თავის გაყოფის სურვილიც კიარ მქონდა და თან არც კი შემეძლო ფიზიკურად,იმდენად ცუდად გადავიტანე ზომაზე მეტი ცეკვა,ალკოჰოლი და ადრენალინი. არ ვიცოდი,როგორ მიიღო რომამ ჩემი სიტყვები და ამაზე ფიქრი ენერგიას მაცლიდა. ხმაურიც იმდენად ინტენსიური იყო,ვიცოდი,ამის გამოწვევა მხოლოდ ნინას არ შეეძლო და ამიტომ იყო,რომ ვერ ვბედავდი ადგომას. -ცოცხალი ხარ?-მაინც დიდხანს არ დამცალდა მარტოობა. წიკლაური ფეხაკრებით შემოვიდა, ფარდა ოდნავ გადაწია,საწოლზე ჩამომიჯდა და შემომხედა..-რომა კითხულობს შენს ამბავს,რაღაც წამლები დატოვა წეღან და წავიდა. დავხედავო და არ დავანებე. რომ გააღვიძო,ხომ იცი მერე ყველას დაგვცოფავსთქო.-მშვიდი ხმააქვს.. რბილი და გრძნობებით სავსე. მეგონა გამკიცხავდა გუშინდელისთვის,მაგრამ,მისგან მხოლოდ სითბო მოდიოდა. -არ ვიცი გუშინ რა მოხდა,რატომ დამარტოხელდი და საკუთარ თავში რატომ იკეტები,მაგრამ,იცოდე,რომ ყოველ შენს ქმედებას,შედეგი მოყვება და გთხოვ ნატ,ისე ნუ იზამ,საკუთარი გრძნობები და სული დააზიანო და მერე,დამსხვრეული,ვეღარ შეგაკოწიწოთ..-გულწრფელი სიტყვებისგან თვალს მარიდებს,ირგვლივ იხედება,ვიცი,სხვაგვარად არ შეუძლია სიმართლის თქმა.. იბნევა და მხოლოდ ასე ცდილობს აზრი მოიკრიბოს. -რომას არაფერი უთქვამს და არც არაფერი შემიმჩნევია.. შეიძლება შენ აძლევ მომხდარს ძალიან დიდ მნიშვნელობას და ამიტომ გვემალები..რაცარუნდა მომხდარიყო,იმდენს ნუ იფიქრებ ამაზე, რომ იმწამისგან გამოწვეული სიამივნება გაგიქროს..-უნდა რომ სერიოზულობა შეინარჩუნოს,მაგრამ,მის ბოლო სიტყვებზე ისე მეცინება,თავი რომარ გამისკდეს,საფეთქლებზე ხელს მაგრად ვიჭერ. ვამბობ ხოლმე,ნინა ერთადერთია,ვისაც თითო სიტყვით შეუძლია საკუთარი თავის ბნელი მხარე დამატოვებინოს და ისე,რომ არაფერი მკითხოს,არაფერი იცოდეს-ზუსტად ის სიტყვები თქვას,რაც იმ წამს წამალივით მარგებდა. გაჭირვებით,თუმცა,მაინც ვდგები. სანამ სამზარეულოში ჩამომჯრად,უკვე გადაქანცულ ვაჟიკოს წარვუდგებოდე, ვიბან და ვცდილობ კანიდან მთლიანად ჩამოვირეცხო რომას გრილი არომატი.. ყინულივით ცივი წყლის ჭავლის ქვეშ თითქოს გონება კადრს ახვევს და ის მომცრო,პაწაწინა ნაკვეთები მახსენდება,სულს ვარდივით რომ მოეფინა,მაგრამ,სინდისი ამიჯანყა.. მისი მზრუნველი გამოხედვა “მენატრებოდი”,რომელმაც ჩემგან ძალიან მძიმედ გაიჟღერა,მაგრამ,არ ვიცოდი,მასთან როგორ მივიდა.. თუმცა,დღეს ნინას დღე იყო.. თუ დილა ჩემზე ჯავრში გალია,საკუთარ თავს არ მივცემდი უფლებას,ბოლომდე გაყოლოდა ფიქრები .. ჩავიცვი თუარა, ბარგში ყელამდე ჩაფლულ წიკლაურს თავზე ცივი ყავით წამოვადექი და მეორე მას გავუწოდე.. ვაჟიკო ხუთი წუთის წინ გავაცილე დასასვენებლად,თორემ ვამჩნევდი,სახეზე უკვე ფერი რომ აღარ ედო დაღლილობისგან. -შენს ბიჭს ამინისტია შეეხო ფრენამდე ,ბერლინში რომ ჩახვალთ,იმ წამიდან ოთხი დღე შენს განკარგულებაშია და ისე ნუ იზამ,ცალცალკე დაბრუნდეთ-სიცილით დავყურებ და ჩემს ჯინსის მოსაცმელს ბარგიდან ვაცლი. როგორც ჩანს ჩემი ბანაობისას დრო იხელთა და გარდერობი გამინახევრა. -მაგისთვის ჯერ ის გზებიც არ მიპატიებია ბილეთის საყიდლად რომ გამოიყენა და მეტი არ მინდა ჰარიზე იეჭვიანოს იქ და სპექტაკლები დადგას დამატებით.-ის,ჩემი გულწრფელი ნინა აშკარად შვებულებაშია უკვე და ეგოისტების ქალღმერთი უბრუნდება ტახტრევანს. ამ და,დარჩენილ გამოსვლებს შორის დღებისე გადის, მოსაღამოვებულზე აღარც ჭამა მახსოვს,აღარც სმა და უკვე აღარც სიარულის უნარი აღარ მქონდა შემორჩენილი. ნინამ ისევ იდეალურად ჩაამთავრა მისი როლი, ყველა სულზე დაგვდო ,თვითონ,ყელმოღერებული ტრიალებდა ბარის სკამზე და კმაყოფილება სად წაეღო,აღარ იცოდა. მანქანაშიც,რა თქმა უნდა ჩვენ გადავანაწილეთ ჩემოდნები და,რადგან ვაჟიკო ავტომობილს მიტოვებდა,საჭეს მე მივუჯექი. შუა ღამის ორი საათი იყო. გზა ცარიელი და შედარებით გრილი ჰაერრი იძროდა.. ნინა სამშობლოდანვე ამზადებდა ხმას და ისეთ ნოტებზე მღეროდა, სახე უკვე სატირლად მქონდა გამზადებული. წარმოდგენაც არ მქონდა საიდან გააჩნდა ამდენი ენერგია ერთ ციდა გოგოს და თან ისეთი სიჭარბის, აეროპორტში მისულებს ჩვენ აღარაფერი შეგვეძლო , ის კი ისევ აღტაცებისგან დახტოდა. არ შევიმჩნიე,თუმცა სანამ დროის გასვლას ველოდებოდით, ყველა კუთხე მოვიარე მზერით,მის ძებნაში.. მოუსვენრობა რომ დამეტყო,მხოლოდ შემდეგ მითხრა ნინამ.. უკვე დამშვიდობების დრო იყო და,დამიმარტოხელათქო,მომეჩვენა. -არარიან ქალაქში ნატ,ხვალ ჩამოვლენ,დღეს ვაჟიკოს უთხრა წასვლამდე. -ჩქარობდა და სიარულისას მითხრა. თან მშორდებოდა და თან მიყურებდა.. თან თვალებიდან უამრავ უთქმელ სიტყვებს მიგზავნიდა .. დიდხანს ვიდექი ათობით ხალხის გარემოცვაში მარტო.. იქ, ცარიელ სახლში საბრუნებას მერჩივნა აქ ვყოფილიყავი დარჩენილი დღეები და მხოლოდ შემდეგ დავბრუნებულიყავით ისევ ერთად შინ.. მესიკვდილებოდა უკუგზა.. მანქანას მინიმალურზე ნელა ვმართავდი,რომ გამთენიისას მაინც მივსულიყავი, მაგრამ, რკინის კარი რომ შევაღე,ხუთიც არ იყო დაწყებული.. ქუფრივით შავი ღამე იდგა და სულარ ეტყობოდა ცას,დილით მზისგან დაოთხილ ქუჩებს ოხშივარი რომ ადიოდა.. ყოველ ჯერზე,როცა მარტო ვრჩებოდი,მეგონა სახლში საშინელი სუნი იდგა და ავადმყოფურად ვაღებდი ხოლმე ფანჯრებს.. ახლაც, შესვლისთანავე გულისრევის შეგრძნება დამეუფლა.. თითქოს საუკუნით დაეგმანათ სარკმლები,ისეთი დახუთული ჰაერი იდგა სახლში.. შემეშინდა.. გრძნობა იმდენად ძლიერი იყო, ოთახის შუაგულში გავშეშდი და ვეღარ დავიძარი.. შეღებულ ფარჯრებში სიო ირეოდა,თუმცა,მაიმც ვერ ვსუნთქავდი.. უსუსურობის განცდა,ყოველჯერზე რომ დამრევდა ხოლმე ხელს,ამწამს ყველაზე მძაფრად მოვიდა და აღარ დავუტოვებივარ აღარცერთი წამი.. თითქოს მხოლოდ ამ წუთს იხსენებდა გონება ყველა განსაცდელს და მარტო დარჩენილ სულს,აშიშვლებდა საწამებლად.. მეზიზღებოდა მარტოობა და თან ამ ყველაფრის ფონზე.. ტანზე შემოწებებული ტანსაცმელი სულს მიხუთავდა და ვეღარც ვიშორებდი,ისე მომჩვარებოდა სხეული.. ერთადერთი,რაც სასოწარკვეთილმა შევძელი, იატაკზე ჩაცურება და გრილ მეტლახზე დაწოლა იყო.. ცივი სხეულის შეხება თითქოს მეამა.. მაგრამ,გონებამ მომენტალურად ყინულივით თითები გამახსენა ჯერ დედის, შემდეგ, მამის.. გამახსენა გულის ყველა შეკუმშვა და მათ გარეშე გაგრძელებული სიცოცხლის ყოველი წამი.. გული გამიჩერდა.. ცხლად წამოსული ცრემლები იატაკზე გამყინავი ხმაურით ეცემოდა და ისეთ ექოს ქმნიდა, მეგონა კედლებს დახეთქავდა.. დავპატარავდი.. დავცოტავდი.. დავქვავდი.. მტვრის წონის გავხდი და მინდოდა გავმქრალიყავი საერთოდ,ოღონდ ეს ყველაფერი არ მეგრძნო.. საკუთარი თავის სიბრალულისგან ყელში უზარმაზარი ლოდი მეჩხირებოდა და ვეღარც დაგროვილი ბოღმა ამომქონდა სიმძიმისგან.. ღმერთო.. მარტოობა მკლავდა. მარტოობა მთელავდა და საკუთარ თავს მაკარგვინებდა.. შიში მჭამდა და უსულოდ მიგდებულს გამცინოდა, თავზე დამხაოდა და ყელს იღებედმა ჩემი სიცოტავით.. სიცოცხლის ბოლო წამებს დავთმობდი,ყოველჯერზე,ოღონდ საკმარისი ძალა მქონოდა რომ არ დავსერილიყავი, მაგრამ, აღარცერთი თხოვნა აღარ ესმოდა არავის.. თითქოს წვლილი მიმიძღოდა რამე ჯოჯოხეთში,რომ მტანჯავდა.. თოთქოს სასჯელად მოევლინოს,მაგრამ, ვერც იმას ვხვდებოდი, რა დავაშავე, ცოცხლად რომ მკლავდა სრულიად მარტოს.. ასეთ ეულს, ასეთ ცარიელს, ასეთ სასოწარკვეთილსა და საკუთარ ბნელ მხარეებში გახვეულს საშველად გამოწვდენილ ხელს ვევედრებოდი ღმერთს,მაგრამ, ისიც ვიცოდი, სრულიად მარტო რომ ვიყავი.. საკუთარი შიშებითა და ყველა აშლილობით.. სადღაც, ამ სამყაროსგან ძალიან შორს,აგონიაში გახვეულმა გონებამ ერთ წამს გადაწყვიტა,რომ ტელეფონი რეკავდა, მაგრამ, ვერც გავინძერი და არც ამის სურვილი მქონდა.. სამი თუ ოთხამდე,ან იქნებ მეტი საათის შემდეგ, როცა აღარც ცრემლები აღარ მდიოდა, აღარც ვიძროდი, აღარც ტკივილს ვგრძნობდი და აღარც სიცოცხლისთვის მესუნთქებოდა, უკვე კაკუნიც გავიგონე, მაგრამ, ილუზია იყო თუ რეალობა, დახშულმა გონებამ ვეღარ განსაზღვრა. მხოლოდ მაშინ, როცა კრინის კარზე ძლიერად დააბრახუნეს და მას გასაღების გადატრიალება მოყვა, ვირწმუნე, რომ ვიღაც,სადღაც,მეძებდა.. -ნატუ!-ათას ნაწილად დამსხვრეული ხმა,როგორც იქნა,მომესმა.. მოვკვდი.. ეს იმაზე მტკივნეული იყო,ვიდრე საათების წინანდელი შფოთვები .. ძლიერი ხელი სახეზე ფრთხილად შემეხო და ღაწვებიდან,ცრემლებისგან გაქვავებული თმები ფრთხილად გადამიწია.. -ნატუ!-ვედრება ჩაღვროდა ხმაში რომას.. თვალი ვერ გავუსწორე, სირცხვილისგან და მხილებულის რიდისგან გამშრალი ცრემლები ნიაღვარად წამომივიდა და საცოდავად დავიხავლე.. არ მინდოდა ვენახე.. არ მინდოდა შევცოდებოდი.. არ მინდოდა სიბრალული ოდნავად მაინც მეგრძნო მისგან და საბოლოოდ გავნადგურებულიყავი.. რომას ასეთი ნატუ არუნდა ენახა. ეს არავის უნდა სცოდნოდა და მითუფრო მას.. -ამ პატარა სამყაროს ერთადერთ ნათელ შუქს.. ცივად მოვიშორე მისი ხელი საკუთარი ფიქრებისგან გამწარებულმა და წამოდგომას შევეცადე.. არ გამომივიდა. ხელი ისევ მომკიდა და ისევ მოვიშორე. სული შემეხუთა.. ღმერთო, რატომ ?! -გევედრები..-მხოლოდ წამით ჩავხედე ჭროღა თვალებს და გავშეშდი.. გავიყინე და ის აღარც არსებული ძალა წამერთვა,აქამდე რომ მომიყვანა.. მისი თვალები.. ბალოტისფერი, ხავსგადაკრული კლდის ქიმივით ჩამუქებული, ააალებული და სხივ დაკარგული შიშისგან წყლით იყო სავსე და უღმერთო სასოწარკვეთისგან ხაოდნენ.. გავქვავდი.. -გთხოვ,მეთვითონ..-ძლივს ამოვთქვი.. გამოწვდილ ხელს ვერ მოვეჭიდე, კედელს ავყევი გაჭირვებით და დასახმარებლად გამზადებულ სხეულს ტანჯვით ავუარე გვერდი.. ფრთამოტეხილი, განსაცდელგავლილი, დანახული და შემჩნეული ისე გავეცალე, თითქოს მხოლოდ მას არ შეძლებოდა ჩემი დაბრუნება.. ვკანკალებდი.. ერთიანად გაყინული ცხელ წყალს სახით დავუდექი და მანამ ვითვლიდი ერთიდან ათამდე,წრიულად,სანამ მცირედ მაინც არ მომცილდა შეტევა.. რომ ვიგრძენი, სუნთქვა აღმიგდა, თხელი ატლასის ხალათი შემოვიცვი და სააბაზანოს სარკეს მხოლოდ ერთი წუთით გავუსწორდი.. საცოდავი.. დაჩაგრული.. მზის სხივზე მოკაშკაშე და ღამის ბნელეთში მარტოსული არსება გაყინული,ცარიელი თვალებით მიყურებდა და საერთოდ არცერთი ნაკვთი არ მიუგავდა ადრინდელს.. შემეცოდა.. შემებრალა.. შემენანა საკუთარი თავი ამ ყველაფრისთვის.. ისე გამოვედი, აღარ გამიხედავს არცერთი კუთხით.. ინსტიქტურად ის მაისური გადავიცვი ნოტიო ნატზე,ამ პერიოდში წამალივით რომ მრგებდა ხოლმე.. არ მიფიქრია,რომ მისი პატრონი გვერდით ოთახში,თავჩაქინდრული იჯდა.. არ გამხსენებია,რომ შეიძლება არც კი ხსომებოდა,სამი წლის წინ,დასველებულს როგორ მათხოვა მისი ოთხი ზომით დიდი მაისური და ალბათ,ვერც ვერასდროს წარმოიდგენდა, რამდენჯერ ჩამიკრავს გულში,იმ იმედით,რომ მისი სითბო გამოყვებოდა.. მაინც,რამდენად ახლოს და თან,რამდენი წლის დაშორებით იყო ჩემგან ხატისკაცი.. ამწამს, თავჩახრილსა და მხრებჩამოყრილს,უკვე მე მინდოდა ძალის გაზიარება და შემენანა,წეღან ამის საშუალება რომ არ მივეცი.. იგრძნო რომ შევედი.. რომ დამინახა, ისე ჩაეღიმა,მთლიანად გავლღვი.. გავთბი და, სიცოცხლის ერთი მაცოცხლებელი ძალა დამიბრუნდა.. მივხვდი,მაისური რომ ეცნო.. ხელით მანიშნა რომამ ,რომ დავმჯდარიყავი. სავარძლის წინ,ხის საჟურნალე მაგიდაზე დაღლილი ჩამოვჯექი და როგორც იქნა გავუსწორე მზერა.. ის,დაკარგვით გამოწვეული შიშის ელფერი აღარ გადაჰკრავდა მის თვალებს.. არც სინანული და სიბრალული დაუცველის.. ერთადერთი,რისი წაკითხვის საშუალებასაც მისი მწვანე ირისები მაძლევდა, ეს იმედგაცრუება იყო და ღმერთამდე ვიცოდი,რომ საკუთარ თავს ადანაშაულებდა.. -ეს იშვიათად მემართება ხოლმე რომა..-ამიტომ გადავდგი პირველი ნაბიჯი და, მხოლოდ იმიტომ,რომ სული აღარ დაეტანჯა, გულს ვუხსნიდი.. ერთადერთს ამ სამყაროში.. -მარტოობას ვერ ვეგუები.. მარტოობა მკლავს და მაბეჩავებს რომა..-გული ამომივარდა სანამ ამოვთქვი.. მიყურებდა. წარბშეხრილი და მისმენდა გულდასმით.. -ამას ვერ ვაკონტროლებ და ვერ ვუმკლავდები.. არ მინდა ვინმემ იცოდეს.. არ მინდა ჩემგამო გეგმა შეცვალონ ან, უბრალოდ შევეცოდო ვინმეს.. ამას ვერ გადავიტან.. მირჩევნია ყოველი დღე გაწამდეს, ვიდრე საკუთარი ბნელი მხარე გარშემომყოფებს მოვახვიო და შევცვალო ირგვლივ ყველაფერი.. რომა…-ამომხედა.. ჩარგული თავი გაასწორა და ალბათ,ემოციები რომ შეეკავებინა,ფეხზე წამოდგა.. დიდხანს მიყურებდა.. ყოველ თვალის არიდებაზე მხოლოდ ერთ ამოსუნთქვას ვასწრებდი,შემდეგ ისევ ისე,როგორც ყოველთვის მისი დანახვისას,სუნთქვა მეკროდა.. ათასი ფიქრი იღვრებოდა თან შეუცნობელი ფერის ირისებიდან და მე,ამჯერად ვეღარ მესმოდა.. რომ მეგონა,ხმას აღარასდროს გამცემდა, სწორედ მაშინ მომიახლოვდა.. მაგიდაზე უძალოდ ჩამომჯდარი ერთიანად წამომაყენა და ისე ჩამიკრა აძგერებულ გულში, ამომეტირა.. ცრემლები შვებისგან გადმომცვივდა და მთელი ძალით, ქვის ენერგიითა და დაბრუნებული სიცოცხლის სურვილით ძლიერად შემოვხვიე ხელები.. -არასდროს! ღმერთს და გულით სანატრელს გაფიცებ ნატუ, აღარასდროს აღარ გაბედო,ამ ყველაფერს მარტო დაუდგე..-ფოლადის სიმტკიცე ჩაღვროდა ხმაში და ბუნების ძალა,შემოჭდობილ მკლავებში.. ისე ძლიერ გამოვეკარრე მის ფრთებქვეშ, ვიგრძენი,არ ვეთმობოდი და ერთიანად მოსკსარი სიხარულისგან გული ამომიჯდა. -მე აქ ვარ ნატუ.. შენთან.. შენს გვერდით, წინ და უკან.. ფარად,ხმლად და წინამძღოლად.. ოღონდ აღარასდროს აღარ შეგეშინდეს. ოღონდ აღარასდროს აღარ დამარტოვდე.. ოღონდ აღარასდროს აღარ იტკინო და აღარ მატკინო მეც,ნატუ.. არ შემიძლია.. ეს უნდა მცოდნოდა რომ არ დამეშვა.. ეს როგორ დამიმალე,ნატუ?! ეს აქამდე როგორ მოიტანე?! ეს როდის დაიწყო ნატუ?!-გული ამოაყოლა ასე მეგონა ყველა სიტყვას, იმდენ უთქმელ ბრაზს,უთქმელ სევდას,უთქმელ სიშმაგეს იტევდა მისი სიტყვები.. ყოველ კითხვაზე ხელებს უფრო ძლიერ მიჭერდა,თითქოს ვერ მიშვებდა.. თითქოს უნდოდა ,კანიდან გამოეწოვა ჩემი ყველა ტკივილი და მისად ექცია.. ვგრძნობდი,უკვე ის იმსხვრეოდა ჩემს ხელებში.. სიბრაზეში იკარგებოდა, იხლართებოდა და ყველამხრიდან გაჭედილი, უბრალოდ, იმსხვრეოდა.. სული მომეწურა.. გული ამტკივდა.. მეგონა მხოლოდ მე შემეძლო, მისი ტკივილი ჩემად მექცია და არასდროს, არასდროს მიფიქრია,თუ რომასაც საკუთარივით დაახრჩობდა ჩემი სისუსტე.. ავფეთქდი და ერთიანად მომიცვა გრძნობამ, რომ თუნდაც როგორც მეგობარს, თუნდაც როგორც სხვას, მასაც ისე ვადარდებდი, ვანაღვლებდი და ვაჯავრებდი, როგორც მე ის.. თუმცა,გულმა მაინც ვერ წამომაცდენინა, რომ მხოლოდ იმ ერთ დღეს დაიწყო ჩემი სიმარტოვის შიში, ჩემი შფოთვითი აშლილობა, როცა ის წავიდა და დაგვტოვა.. ___ დაღლილმა, ენერგია გამოცლილმა და მთლიანად დასუსტებულმა გავიღვიძე.. თვალები რომ გავახილე უკვე საღამო ხანი იყო და ამდენხნიანი გადაბმული ძილისგან მთელი სხეული მომდუნებოდა… მძიმე გამთენიისხანი და შემდეგი ურეაქციო რამოდენიმე საათი მქონდა განვლილი და ეს იმაზე მეტად მტეხდა,ვიდრე წარმოვიდგენდი.. ის,რომ ჩემი ბნელი მხარის ნაწილი რომასთვის ცნობილი გახდა,მტკენდა.. მეშინოდა.. და მრცხვენოდა.. გრძნობა,რომელიც მთელ ორგანიზმში დაუკითხავად დათარაშებდა,მთლიანად მბოჭავდა და საკუთარი ფიქრებისა და თავის კონად მოკვრაში ხელს მიშლიდა.. მზრუნველ ხელებს ჩაძინებამდე ფარდები ჩამოეფარებინა და საწოლთან წყალთან ერთად ორი აბი ტკივილგამაყუჩებელი დაეტოვებინა.. გამეღიმა.. ლოგინიდან გაჭირვებით წამოვიმართე და ტელეფონს დავხედე.. ნინას უამრავი გამოტოვებული ზარითა თუ შეტყობინებებით ტელეფონი სავსე იყო.. ვიფიქრე,რომამ ხომ არ გამცა მეთქი,მაგრამ, დავურეკე თუარად,მისი პოზიტიური განწყობით მომენტალურად გაფერადდა გარემო. -ერთ საათში გავდივართ,სიხარულისგან ემოციებს ვერ ვიტევ ნატაშ,ხვდები?!ვაჟიკო გონზე აღარაა დღეს იმდენი ვატარე. სახლისთვის რაღაცებიც ვიყიდე,შენ რომ გიყვარს გასულები და სამყაროდან მოწყვეტილობები. შენ როგორ ხარ? თამრო რას შვება? უცებ მომიყევი,სანამ ვაჟას სული უდგას,მანამ უნდა გავიყვანო სახლიდან თორემ მომიწევს მართლა შენი დანაბარების ასრულება და მარტო დაბრუნება აქედან.-ერთიანად მაყრის ყველაფერს და მის მაგივრად მელევა სუნთქვა. არარის ეს გოგო დალაგებული. ისე მეცინება მის მოუთმენელ,მცმუკავ ხასიათზე, გუშინდელი ოდნავ მავიწყდება. მიწევს მოვატყუო,დავუფარო და დავუმალო ყველაფერი,ოღონდ მის ამ მხიარულებას ჩრდილი არ მიადგეს. როგორც კი საჭირო ინფორმაციებს იღებს,მომენტალურად მითიშავს და მემშვიდობება.. სამზარეულოში რომ გავდივარ,ყველაფერი დალაგებული,დასუფთავებული მხვდება.. მაცივარზე პატარა ბარათია მიკრული და მაგიდაზე გამზადებული ვახშამი.. თავს ვერ ვიკავებ.. ეს მზრუნველობა, თუნდაც მცირედი სითბო მისგან ყველაფერი იყო ჩემთვის და ამ განცდას ვერაფერს ვუხერხებდი.. უხასიათოდ,მაგრამ,მარტო იმიტომ,რომ მისი მომზადებული იყო,მცირედ ვივახშმე.. ერთი სრული დღის უჭმელს მეტის ატანა აღარ შემეძლო.. -ნატუ,გაიღვიძე?-როგორც კი შევედი სოციალურ ქსელში,რომასგან მომივიდა შეტყობინება.. წარმოდგენაც კი შემეძლო,ამ სიტყვებს როგორი ტემბრით იტყოდა.. როგორ გადაატარებდა წამოზრდილ თმებს ხელისგულებს და როგორ შემომანათებდა ჭროღა თვალებს.. მომენატრა.. -აუცილებელი საქმე მქონდა და ორ საათში დავბრუნდები ქალაქში,შეგიძლია მანამდე თავს გაუფრთხილდე?გპირდები,ზუსტად ორ საათში შენთან ვიქნები..-პასუხის მიწერასაც არ მაცლის,მეორეს გზად მადევნის.. მეღიმება.. მინდა მივწერო,რომ არ შემიძლია ლოდინი.. არ შემიძლია უმისობა.. არ შემიძლია სუნთქვაც და იმის გაფიქრებაც კი,რომ ემა მასთან ერთადაა,მაგრამ,ამის მაგივრად,ვცდილობ არარსებული სიმხნევე დავანახო.. -კარგად ვარ,რომ,არ იჩქარო..თანაც,ხვალ სამსახურში გავდივარ და მალე დაძინებასაც ვაპირებ.. ჩემზე არ ინერვიულო,კარგი?!-ვაგზავნი და გულიც თან მიმყვება.. გარეთ ჩახუთული სიცხეა ღამის მიუხედავად და არც ყინულიანი წყალი მიგრილებს ცხელ სულს.. აივნის მოაჯირებზე ფეხებს მოხერხებულად ვაწყობ და კარგად ჩამობნელებულ ზეცას იმედით ავყურებ.. მისგან წამოსული ენერგია აქამდეც მასაზრდოებდა და ახლა განსაკუთრებით.. შავი,ბნელი,უკუნითი,მაგრამ,მთელი დღის დანატოვები ძალით სავსე ღამე შფოთვებს მინახევრებს.. თითქოს ჩემს ტკივილს იზიარებს და საპასუხოდ მის ძალას მისხამს სულში.. რომას დანაპირები ორი საათი მხოლოდ ქუჩიდან წამოსული ჩამიჩუმით ისე გადის,კომფორტის ამ მცირე ზონას არ ვშორდები. კარზე რომ აზარებენ,მხოლოდ მაშინ ვირყევი და მოჩვარულ სხეულს შემოსასვლელამდე იმ იმედით მივათრევ,რომ ზღურბლზე ის იქნება.. ვცდები. გამყინავად, მოულოდნელად, მოუმზადებლად ვცდები.. კართან ჩემი ოცნების დამამსხვრეველი დგას.. მორიდებული, გულღია და ამავდროულად,ამოუცნობი,ფარული მზერით.. -შეიძლება?!-სპორტულ ფორმაშიც კი იდეალირად იყო გამოკრთობილი მისი სხეული.. არც კი შემოსულა და უკვე ჰაერში დომინანტური ვანილის თავბრუდამხვევი არომატი ტრიალებდა. იმწამს,სანამ საპასუხოდ თავს დავუკრავდი, სხეულში პაექრობის სიშმაგისგან წამოსული ენერგია იმდენად მავსებს, სახეზე ნიღაბს ვიკრავ და უდარდელად ვეპატიჟები შინ. ქვეცნობიერი გაბრაზებული მიკრავს შუბლს, სიყალბე ემას არცერთს ქმედებაში არ დაუმსახურებია და მითუფრო ჯიბრი, მაგრამ ეს,ქალური,ქედმაღლური და ქიშპური ხასიათი ისე იჭრება სულში, ხელს აღარ ვუშლი.. -რომას აგვიანდება და დროის მოსაკლავად გარეთ გამოვედი.-იმდენად მშვიდია,გაუცნობიერებლად ვბრაზდები. გაზქურაზე გვიანი ჩაისთვის წყალს ვადგამ და ბარის სკამზე,მის მოპირდაპირედ ვჯდები.. ვცდილობ თავდაჯერებულმა გავუსწორო თვალი, ვიყო ისეთი,როგორიც თავადაა-ყელმოღერებული,ლაღი და კაშაკაშა,რომ არ გავიყიდო,მაგრამ,არ ვიცი რამდენად გამომდის.. -ამ ქალაქში თითქმის არაფერი ვიცი,მაგრამ,ამავდროულად ყველაფერი იმდენად ნაცნობია,საკუთარ გარემოში ვგრძნობ თავს.-იმდენად თავისუფლად იწყებს საუბარს,შურის ნაპერწკალი მიღვივდება გულში.. -რომას გამუდმებით ამ სახლის,თქვენი და ქვეყნის იმდენად დიდი ნოსტალგია ჰქონდა ,დიდი მოლოდინებით ჩამოვედი და მიხარია,რომ ყველაფერი ზუსტად ისე დამხვდა,როგორადაც აღწერდა ხოლმე..-თითქოს შემფასებლურად მათვალიერებდა საუბრისას,ისეთი მზერა ჰქონდა.. ჩემი სახის ყველა ნაკვთს სწავლობდა და თითქოს გაშიფვრას ცდილობდაო,ღიმილში იმ მწიკვ იდუმალებასაც ურევდა,თავიდანვე რომ შევატყვე.. ჩაის გრაციოზულად მიირთმევდა და რომარა არსაიდან დაბადებული სიძულვილი, მისი დახვეწილი მანერებით ალბათ მოვიხიბლებოდი.. გამიჭირდა,მაგრამ, მაინც წარმატებულად მოვირგე რამოდენიმე გადაბმული წუთი უნიჭო მსახიობმა როლი.. ემას დიალოგში ავყევი და საკუთარ თავს მისდამი მცირე სიმპათია რომ შევატყვე საათის შემდეგ,დენდარტყმულივით გავჩერდი.. გავშეშდი და ვიგრძენი როგორ ჩამომერეცხა სახეზე ყველა ემოცია.. ის,რომ ვერაფერი აღმოვუჩინე საძულველი,გარდა აშკარა სიყვარული რომასი,სულს მიხუთავდა და საკუთარ თავს მაბრალებდა.. არ შემეძლო.. ვერ ვაიძულებდი თავს ვყოფილიყავი ის,რაც ჩემში არასდროს ყოფილა და გადმომეტანა მზერიდან ის,რაც არ ეკუთვნოდა მას.. მარტივად შეამჩნია ემამ ჩემი ხასიათის ცვალებადობა.. თითქოს გადაშლილი წიგნი ვყოფილიყავი, თვალებში ძალიან ღრმად, ძალიან დიდხანს ჩამაკვირდა და გამიღიმა.. რაღაცნაირად. აღუწერლად და წარმოუდგენლად.. მისი სხივები არ ელავდა ათასფრად, მას მხოლოდ ერთი ფერი ჰქონდა, გაგების, შეცნობისა და , დაფასების.. გამაკანკალა.. საკუთარ ხელებში ჩამსხვრეული სული თამბაქოს წვრილ ბოლს გავატანე და მზერა ავარიდე.. -თამაში არარის საჭირო,ნატა!-მტკიცე,ურყევი, ფოლადივით მყარი ხმა ჰაერში ისე დაეკიდა,ხელშესაახები გახდა.. -ჩემი მთელი ცხოვრებაა მხოლოდ ის მავალია,აი მაგ თვალების მიღმა ის დავინახო,რასაც სული მალავს და გული ცდილობს,ყელის ტკივილამდე იყვიროს..-ბარზე დაგდებული კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო და მოუკიდა..თავდაჯერებული იყო, ძლიერი და მომეჩვენა,მის ძალას ჩემკენაც გზავნიდა.. ვუყურებდი მას და არ მჯეროდა,სადამდე გადიოდა ზღვარი ადამიანობასა და წეღანდელ საკუთარ თავში დატრიალებულ ორომტრიალს შორის.. ხმას ვერ ვიღებდი, მონუსხულივით ვუსმენდი და თითო სიტყვას გულში მწარედ ვინახავდი,მიუხედავად იმისა,რომ არც კი თითო უთქვამს ემას მოპაექრე ქალის განადგურების ჟინით.. -მარტივია შეყვარებული ქალის ამოცნობა.. ერთი მკრთალი მზერაც საკმარისია,სხვა დანარჩენისგან გამოარჩიო მაშინ,როცა ამას ელი ნატა!-თითქოს ცდილობდა ყველაფერი სწორად გამეგო,იმდენად სწორხაზოვნად,ნელა და გარკვევით ამბობდა თითო სიტყვას..-როცა კაცი შემოგხედავს,იცის შენს მიღმა რასაც უნდა ხედავდეს და,თუ სხვა ფიქრი არ აქვა,მხოლოდ ერთადერთს შეამჩნევს მთელი დარჩენილი ცხოვრება-რასაც მიჩვეული იყო.. რაც ჩაინერგა და საფიცრად გაიხადა!-თითქოს მთლიანად შემოიხსნა ყველა ენერგია და ისე გაშიშვლდა მისი სული და ყველა ნათვამი სიტყვა ჩემ წინ,გული მომიკვდა.. ქალი,რომელიც დანახვის წამიდან მძულდა და,არეულ გრძნობებს მიღძრავდა,ჩემს ოცნებებს ცივ წყალს ისე ასხამდა,ვერც ვაჩერებდი და ვერც სურვილს ვგრძნობდი დიდად ამისას..ვეღარც მძულდა და ვეღარც სახეში შემოსხმული სიმართლისთვის ვკიცხავდი.. ეს არ იყო გაბოროტებული ქალის სიტყვები,წეღანდელი ფიქრები დამიბრუნდა, წინ ფსიქოლოგი,მის საქმეში კვალიფიციური და ჩემსულსჩაბღაუჭებული ჩემი ერთადერთი სიყვარულის საყვარელი ქალი მედგა.. -რომა ადამიანია ნატა და ვიცი,ჩემზე უკეთ იცნობ მას! არც არასდროს ვიფიქრებ და,მეწყინება,როცა ჩემ თავს მეორე პლანზე გადაიყვანს და თქვენ,მისი ცხოვრების მთავარ ძალას წინ დაგაყენებთ როცა გაგიჭირდებათ და,საკუთარ თავს დაივიწყებს,როცა გეტკინებათ.. ის ასეთია! ის ჩემთვისაც სამყაროს თმობს და,თქვენთვის რომ სხვას გამოძებნის,ესეც ვიცი ნატა და მე! მე არ ვცდილობ ეს შევცვალო.. გესმის ჩემი?!-მინდოდა თვალებიდან ზიზღი წამოსვლოდა.. მინდოდა ჯიუტად ეთქვა, ხმაში სიბრაზე ჰქონოდა და არა გაგება.. ღმერთო,როგორ მინდოდა დაელეწა ყველაფერი და ისე ეთქვა, რომ საპასუხო ენერგია დამებრუნებია, მაგრამ,მთლიანად მანიარაღებდა მისი დამოკიდებულება და ხმა,რომელიც სწორ გზას მაჩვენებდა ამ ყველაფერში და არა,მრუდესა და ბნელს.. ემა სულს მილღობდა.. საკუთარ უკუნით მხარეში მცირედ გამონათებულ ჩემივე ფიქრებს ისე მილაგებდა წინ,თითქოს მცნებები ყოფილიყოს და მასწავლიდა,ამ ყველაფერში საკუთარი თავი როგორ არ დამეკარგა.. ის, ემა, რომასი. -შენი ეს გრძნობა ჩემსაზე მეტია,ნატა, იცი?!-რომაღარ ვუპასუხე,დრო მომცა,ყველაფერი გამეაზრებინა.. მე მთელი ცხოვრების სიყვარულს დავატარებთქო,ემა,მინდოდა მეთქვა.. მაგრამ,უსიტყვოდაც ესმოდა ყველაფრის მკითხველს და ჩაეცინა. -შენ შეგიძლია ბომბივით ააფეთქო რომა და ის მწარე ერთი ნაბიჯი გადმოადგმევინო, მაგრამ,ვიცი,მომავალსაც ხედავ .. სულ რომ მთელი სულით შეგიყვაროს.. სულ რომ მთელი გულით გაგაღმერთოს,როგორც ქალი.. სულ რომ სამყაროს გაგიტოლოს,როგორც მეორე ნახევარი, პარტნიორს შეიძენ,შეიძლება გულში გაგიხარდეს რომ ჩამომშორდა,მაგრამ-მეგობარს დაკარგავ პირველ რიგში და,ამყველაფერს რომ გაიაზრებ,შემდეგ-საკუთარ თავს ნატა!-საკონტროლო გასროლასავით,ხმაურიანად და მომაკვდინებლად შემზარა მისმა სიტყვებმა.. დავმუნჯდი.. მინდოდა მეყვირა,მეტირა,მებღავლა.. სული ამომეღო და გული გამეხლიჩა, მაგრამ, არა.. მისგან წამოსული ძალა მაკავებდა ადგილზე და სკამს გახევებული მაჯაჭვებდა.. სამაგიეროდ, მიღიმოდა ის.. იცოდა,ჩემი შიშები რომ ხმამაღლა წარმოთქვა და,სულ რომ არ ეცადა,მაინც,ამ წამს,თითქოს,მაინც მაჯობა ერთი მწარე ქულით.. მაგრამ,ეს არ მიქარვებდა მისდამი დაგროვილ პატივისცემას. მადროვა სულის მოთქმა.. რომ დარწმუნდა,საკუთარ თავს დავუბრუნდი, წამოდგა.. უღმერთოდ იდეალური სხეული,ქალური ნარნარით ,გასასველისკენ წავიდა და კარებში შემოტრიალდა.. ტელეფონი ურეკავდა. ეკრანზე შევხედე,რომა იყო.. მისი სიტყვები ცხადად წარმომიდგა თვალწინ და მწარედ ჩამეღიმა.. მიმიხვდა ემა.. არც ამწამს გამკრთალა მის თვალებში გრამი სიბრალული.. -თუ ოდესმე რომასგან საპასუხო გრძნობებს მივიღებ ისე,რომ ჩემი ნანახი არ ექნება მანამდე,ამ შემთხვევაში რა მოხდება ემა?!-არა როგორც ქალს,როგორც რომასას,არამედ როგორც პროფესიონალს,ისე ვკითხე.. -მაშინ წავალ! უკანმოუხედავად და უნანებლად..-სამაგიეროდ მან მიპასუხა ხატისკაცის საყვარელი ქალის პოზიციიდან. დიდხანს ვუყურებდი მის დატოვებულ ლანდს პარმაღზე.. მეღიმებოდა და თან სული ამოსკდომას ლამობდა.. რომ ვეღარ დავიტიე სახლში მისი არომატი, ღამის სამზე, მაინც რომას მაისურში გახვეულმა, თამარას კარს მობუზული ავეკარი და ჩუმად დავუკაკუნე.. რამოდენიმე წამის შემდეგ გამომხედა ახალგაღვიძებულმა,მცირედ დამფრთხალმა,თეთრ,გაკრახმალებულ ჩითის პერანგში ბებოს მსგავსმა.. რომ დამინახა, შვებით ამოისუნთქა.. ვეღარ ვაცალე ეკითხა,ამ შუა ღამით რა დამემართა. სახლში,მის თბილ კერიაში შემიყვანა თუარა ბაჩუნა ნაბიჯებით, დამჭკნარ მკერდში ისე ჩავეკარი, მთელი გული,დაგროვილი ტკივილები და წეღანდელი განვლილი ერთიანად ამოვუშვი ყელიდან.. მეფერებოდა.. აცახცახებულ მხრებზე მის თბილ ხელის გულებს მხვევდა როგორც შეეძლო და ერთიანად მოწყვეტილს,ბოლო ძალებით მიჭერდა.. -რა დაგმართნია ბე!-გული აჩვილებოდა ჩემს ცნობისმოყვარე, ჭორიკანა,ლოყაღაჟღაჟა თამარას.. მათბობდა.. სულ სხვანაირად მაძლიერებდა და სიყვარულით, იმ მონატრებული, სანატრელი, საოცნებო, უღმერთოდ სატკივარი სიტყვებით მანუგეშებდა, დედისგან რომ უნდა მიმეღო,რომ არ წასულიყო.. გული რომ მოვიოხე, თბილ ღაწვებზე მაგრად ვაკოცე და რომარა შემოსული ზარი,ალბათ,კითხვაზე პასუხსაც გავცემდი.. “გძინავს ნატუ?!-რომა იყო.. თუ გღვიძავს,ორი წუთით ჩამო,დამენახე და მერე დაიძინე”-მწერდა.. სულ ხომ ყველაფერი მახსოვდა,რაც ემამ თქვა, სულ ხომ ვიცოდი რომ მართალი იყო და გულის სიღრმეში მეც ვფიქრობდი მსგავსს, მაგრამ,მაინც ვერ დაიტია სულმა აღელვება.. კიბეები ისეთი სისწრაფით ჩავიარე, გული ხელში მეკავა. რომას უთხელეს მაისურში, ოთახის ჩუსტებსა და თმაარეული, ალბათ არ ვიყავი ისეთი სანახავი,როგორც მისი ემა, მაგრამ, რა ვქნა რომ მაინც აენთო ხატისკაცს თვალები ჩემი დანახვისას?! რა ვქნა,რომ მანქანაზე მიყრდნობილი, დაღლილი, დაქანცული, ალბათ ომგამოვლილი, სულ სხვანაირი მეჩვენებოდა და სულ სხვაგვარად მიცემდა გული?! სად წავიდა წეღანდელი მონაბერი ფიქრები?! სად წავიდა საათების უკანდელი დანახული რეალობა და აზრი,რომ რომას არასდროს ვაგრძნობინებდი ?! აულ ერთი, მისი მწვანე,ხასხასა,კოინდრისფერი ირისების ერთი შემონათება იყო საკმარისი, ერთიანად ჩამომსხვრეოდა თავზე ყველაფერი, მაგრამ,მაინც,თავს არ მივცემდი იმის უფლებას, მისთვის მეორე ვყოფილიყავი.. ჩამიხუტა.. მკერდში მაგრად ჩამიკრა და ღრმად ამოისუნთქვა.. მომეჩვენა,რომ უღმერთოდ ჰქონდა ენერგია გამოცლილი და საკუთარ თავს ძლივს იკავებდა, იმდენად მძიმედ მიჭერდა ხელებს.. -ყველაფერი კარგადაა რომი?!-გული მომეწურა.. ხომ ის ნახა პირველი, მაგრამ, გულს რომ უჭირდა,მეგობართან მოვიდა.. მწარედ ჩამეღიმა.. მ ე გ ო ბ ა რ თ ა ნ!.. -არა,ნატუ,მაგრამ,შენ არ ინერვიულო..გაივლის..-ფრთხილად მომიშორა და ფერმკრთალ ღაწვებს ყინულივით ცივი,სანუკვარი ხელის გული ჩამოაყოლა.. ფრთხილად მივაყოლე მას ჩემი და ისე ჩავჭიდე ხელი,მთელი ჩემი არსება მას გავაყოლე.. -შემიძლია რამით დაგეხმარო?!-სულს მოგცემთქო,რომ დაგჭირდეს,გულმა კუნწულში დააყოლა,მაგრამ,გამბედაობა და ადამიანობა არ მყოფნიდა,წარმომეთქვა.. -ჩემს გვერდით იყავი ნატუ! ეს საკმარისია რომ ყველაფერი მშვიდად იყოს..-გამიღიმა და ჩემი ის,ამქვეყნად ყველაზე ძვირფასი თვალები შემომანათა.. როგორ მინდოდა თუნდაც წამით შემოეხედათ მათ სიყვარულით სავსეს, მაგრამ, უკვე აღარ ვიცოდი, სად წყდებოდა ოქროს ძაფი რეალობასა და წარმოსახვას შორის.. უკვე მართლა აღარ შემეძლო ჩემი ეს ბიპოლარული შეგრძნებები და არეული ფიქრები. ერთ წამს სიმართლის და მეორე წამს,ბნელ მხარეს გადაძლეული ყოფიერება.. რომ შემოიცრიცა ჩახუთული ღამე და მზის პირველი გაბრძოლება დაიბადა ჩვენ თვალწინ,სახლისკენ დავიძარი. რეალობა მწყვეტდა რომას. მოვალეობები უმოწყალოდ მიხმობდა.. -შენ როგორ ხარ,ნატუ?!-სადარბაზოსთან დამაწია .. -როცა ახლოს ხარ,ადამიანად ვარ რომა..-რაც შემეძლო,ვცადე,სხვა სარჩული არ გამომეკრა ამ სიტყვებისთვის, მაგრამ სასოწარკვეთილი ხმა ვერ დაფარა ახმაურებულმა ქუჩამ.. მეც მთელი ცხოვრებაა იმას ვამბობდი რასაც ვგრძნობდი,ტყუილი არ შემეძლო.. ხატისკაცმა გამიღიმა, იქნებ არც მიწვდა ჩემი ხმა ისე,როგორც გაიჟღერა ან სულაც ვერ დაიჭირა ვერცერთი ბგერა?! ვერ გავიგებდი,მაგრამ,სულ რაღაც ერთ გარდამტეხ წამს მომეჩვენა,რომ მისი თვალები იგივეს ამბობდა… ____ -სასწაული იყო! ღვთიური!ღმერთო,არცერთი სიტყვა არ აღწერს იმ აღფრთოვანებას,რასაც ახლა ვგრძნობ!როგორ მინდა აქ იყო და ჩემი გესმოდეს! ვაჟა ცოცხლებში აღარ წერია,ცალი ხელი მოვაცალე და ბარგით წამოვიღებ,იმდენი ვეჯაჯგურე შუა კონცერტის დროს! ახლა ქალაქის დასათვალიერებლად მივდივართ. ნატ,შენ როგორ ხარ? ჭამ რამეს თუ ხარ ჰაერის იმედად?! ღმერთო,რატომ არ დაგიტოვე რამე მაცივარში,დარწმუნებული ვარ სული ძლივს გიდგას-ისე მაყრის,როფორც ყოველთვის,არცერთი სიტყვის თქმის საშუალებას არ მაძლევს. -შენი უგლუტენო,ულაქტოზო სენდვიჩების,გრანოლისა და იმ რაღაც კოშმარის ჭამას მირჩევნია მოვკვდე,ნინა,ღმერთო ჩემო!-გულიანად მეცინება,რომ წარმოვიდგენ იქ რა დღეში ჰყავდა ხორცზე,ცხიმებსა და ყველა სახეობის კონდიტერიაზე შეყვარებული ვაჟიკო. ქალბატონი მოწოდების სიმაღლეზე იყო, ჩემთან ერთად ტაქსის მძღოლს აბსოლუტურად ყველა დეტალი წვრილმანებში მოუყვა და ენერგია,რაღაც სასწაულით,რომ გამოელია,მხოლოდ შემდეგ ამოისუნთქა. გამოუძინებელი დილიდან ისე დამმუხტდა, ორ კვირიანი ზაფხულის არდადეგების შემდეგ დაგროვილი სამუშაო, დღის ბოლომდე გარჩეული მქონდა და განსახილველად გამზადებული. ამწამს ეს რეჟიმი, ექვსამდე რეზმიან სკამზე გაუნძრეველი ჯდომა და კომპიუტერთან,კლავიატურის წკარუნი ყველაზე მეტად მჭირდებოდა,რომ მცირედ მაინც მოვცილებოდი გარესამყაროს და იმ საქმისთვის მიმეხედა,რამაც დედ-მამის დაკარგვის შემდეგ ცხოვრების გაგრძელების საშუალება მომცა. ორი-სამი თანამშრომლის გარუჯულ სხეულზე გულიც კი დამწყდა, პირველი კვირის სრულ ინერტულობაში გატარების შემდეგ,დაგეგმილი გვქონდა,რომ ბოლო ექვს დღეს ნამდვილ დასვენებას მოვიწყობდით,თუმცა,რომას ჩამოსვლამ და მას შემდეგ დატრიალებულმა ქარიშხალმა გეგმა შემიცვალა და დავრჩი მხოლოდ ენერგიაგამოცლილი, გამოწურული, გალეული და ყველა ცრემლისგან დატოვებული. -ნატაშ,გადიხარ შესვენებაზე?!-პატარა ოთახში სანდრომ შემოყო თავი და ფაილებიდან მომწყვიტა. ორი საათი ისე მოსულიყო,ვერცერთი წუთის მსვლელობა ვერ გამეაზრებინა და მხოლოდ ახლა ვიგრძენი ერთიანი დაღლა ციფრებთან მუშაობის შემდეგ. ოცდაათწლამდე ჩვენი განყოფილების გამმხიარულებელს სახეზე გვარიანი ნამზეური ეტყობოდა და დასვენებისგან მიღებული ენერგიისგან ოთახს ანათებდა. რომარა შიმშილის შემაწუხებელი გრძნობა,ალბათ არ ავიღებდი შესვენებას,მაგრამ მთელი ამდღეების უჭმელობამ ხელი დამრია,გვერდები ჩავკეცე,ჩანთა ავიღე და შუკვანის ფიტში კომფორტულად მოვეწყვე. -აბა,სად დაისვენა შემოსავლების თვალმა?-ეშმაკურად გადმომხედა მისი უდარდელი ღიმილით სანიმ და მარჯვნივ,სამსახურთან ყველაზე ახლოს მდებარე კაფესთან შეაჩერა. -სამზარეულოში,საძინებელსა და სამყოფელში-გამეცინა,ორაზროვნად,მაგრამ მისთვის ალბათ სამხიარულოდ. მხოლოდ თურქულ ყავასა და ნამცხვარს დავჯერდი,მიუხედავად სანდროს დაჟინებული თხოვნისა. მუდამ პოზიტიურ განწყობაზე მოწყობილი შუკვანისთვის ალბათ რთული აღსაქმელი,დასანახი და გასაგები იყო იმ წუთებში თავს როგორ ვიტყუებდი,მაგრამ,მაინც,თოთქოს საკუთარ თავს ვამაგრებდი,ვცდილობდი მეც მის ტალღაზე გადავსულიყავი. ვგრძნობდი,წყალივით მჭირდებოდა თუნდაც ერთ საათიანი განტვირთვა და გარეშე თემებზე საუბარი. -ორ დღეში ალანიას იუბილე გვაქვს-ჩვენი უფროსის ხსენებაზე წარბებს სასაცილოდ ჭმუხავს და გულღიად მაცინებს.-მის უმაღლესობას როგორც ყოველთვის,ახლაც დიდგვაროვნული დღესასწაული აქვს დაგეგმილი და რა თქმა უნდა,ჩვენ,პლებეებიც უნდა ვეახლოთ,სრული ანშლაგისთვის.-გასასვლელთან კარებს გალანტურად მიღებს და რევერანსით მატარებს.-რვისთვის გამოგივლი,თუ სხვა რამე არ გაქვს დაგეგმილი და ისე გავუბეროთ,ალანიამ სულ ფეხშიშველმა იცეკვოს რუსულ შანსონებზე.-არც ავტომობილის კარი რჩება უყურადღებოდ,თითქოს ჩვევაში ჰქონოდა,იმდენად ბუნებრივად მევლებოდა თავს თავისუფლად ვუღიმი და ვჯდები. მალევე ვბრუნდებით სამსახურში. ლანჩის შემდეგ სანის აღარ შემოუხედავს და დღის ბოლოს,არ ველოდი,თუ გასასვლელთან ისევ გადავეყრებოდით ერთმანეთს. -არ გაიდო ახლა იმერული თავპაიჯი,შენიჭირიმე,მეც შენკენ მოვდივარ და ბარემ წაგიყვან რა ნატაშ.-რომ შემხედა,უარის თქმას ვაპირებდი,ჩანასახშივე მომისხიპა და ზაფხულისთვის უჩვეულო,დილისგან განსხვავებით,თავსხმა წვიმაში გზას დავადექით. გარემოს როგორც კი მოვშორდი,თითქოს მიწის სუნს მოყვა ყველა ჩემი ჯავრი და სახლამდე ვეღარც სანდროს გაბმული საუბრიდან გამოვიტანე დასკვნა. მთელი დღის უნახავს,ამწამს მხოლოდ რომას თვალების შემონათება და მისი თუნდაც,საზღვრებში ჩამჯდარი სითბოს მცირე ნაწილაკი მჭირდებოდა სუნთქვისთვის.. სულ ერთი კვირის წინ,ჯერ კიდევ ათასობით კილომეტრი რომ გვაშორებდა,თითქოს მარტივი იყო მარტოს,მონატრება ასატანი გამეხარა.. ახლა,როცა ვიცოდი,რომ სადღაც ძალიან ახლოს იყო, გული მეწურებოდა,ისე მინდოდა მხოლოდ მასთან ყოფნა.. -გამიხარდა შენი დაბრუნება,ნატაშ. დღეიდან სულ მზე იქნება!-დამშვიდობებისას სანიმ თითქოს გადაკრულად დამიტოვა ბოლო სიტყვები და წავიდა თუარა,ირონიულად ავხედე თავსხმა წვიმას. თითქოს აგრილებული იყო და აღარ ჭირდა სუნთქვა,გუშინდელივით.. სადარბაზოსთან მდგომს, ისე მესიკვდილებოდა ცარიელ ბინაში ასვლა,აღარც გავაგრძელე სვლა.. ხელებგაშლილი, სახით ცისკენ მწყურვალივით დავეშურე წვეტიან წვეთებს და ისე მაგრილებდა, სიცოცხლის ძალას მაძლევდა.. ვეცადე მაქსიმალური ენერგია გამომეწოვა თითო წვეთისგან,ოღონდ სახლამდე გადამედგა ნაბიჯი,მაგრამ,ამას დედამიწა არ ეყოფოდა.. ვიდექი წვიმის შიშით დადუმებულ ქუჩაზე და ერთადერთი, რაც სიცოცხლეზე მეტად მჭირდებოდა, მისი სურნელი იყო.. ჩემი ცხოვრების ჩუმი თანამგზავრის.. -აბა დღეიდან სულ მზე იქნებაო?!-ყურს არ დავუჯერე.. გული შემეკუმშა.. სული მომეწურა და ამავდროულად,ათასფერად გადაიშალა კაბადონი თავსზემოთ.. ვერ გავბედე თვალის გახელა. ზმანება რომ ყოფილიყო?! ცამდე გაღიმებული წამები ისევ ვითვლიდი ღაწვებზე დაცემულ წვიმის გაგრილებულ ცრემლებს.. ღმერთო,როგორი სანუკვარი იყო მისი ყოფა და თუნდაც არსებობა, სხვისთვის.. ოღონდ ყოფილიყო.. -ადამიანი,ადამიანისთვის მზეა,რომი!-უკვდავი სიტყვები მომაგონდა გვერდიდან წამოსული სანატრელი სურნელის ფონზე.. ამსამყაროში არაფერი იყო იმაზე იდეალური,ვიდრე მე,ის,წვიმა და დედამიწის თავსაბურავი ჩვენს ზემოთ.. ღმერთო.. -შენ ხარ ჩემი მზე ,ნატუ!-მთლიანად გამალღო შემცივნებული ლანდის სიტყვებმა.. გაუბედავად გავახილე თვალები.. მოვკვდი და ხელთავიდან ვიწამი სასწაული გაცოცხლებულის.. ის აქ იყო. ჩემთან, გვერდით და ხელები მთელ სიგრძეზე გაეშალა მსგავსად.. სახე წვიმისთვის მოეღერა და ღმერთმა უწყის,რაზე ფიქრობდა იმ წამს.. წამოზრდილი,ვერცხლებშეპარული თმები მთლიანად დასველებოდა და ძლიერ,გამოკვეთილ ყვრიმალებზე მიკროდა დაუდევრად.. შემოქმედმაც არ იცოდა რამდენად მიყვარდა მისი ბალიშებდაფენილი,შმაგი და ჭაობისფერი თვალების ერთი შემონათება.. ვეღარ მომითმინა გულმა.. ჩემი არცერთი მიწიერი თვალსაწიერი არ იხსენებდა არცერთ ფიქრსა და განვლილ ტანჯვას.. ფეხის წვერებზე წამოვიწიე, ჩემზე ბევრით მაღალს გაჭირვებით გავუსწორდი და ფრთხილად გადავუწიე სახეზე ჩამოყრილი ურჩი თმის სველი ღეროები.. გაეღიმა რომის.. ხელის გულებით სახე შევუმშრალე, მაგრამ,ყოველწამს უფრო ასველებდა წვიმა თბილს კანს. -გაცივდები რომა..-გული მომეწურა.. -შენ რომ გვერდით ხარ,იქ სიცივეს რაუნდა ნატუ.-მივხვდი,დაუფიქრებლად მითხრა და რომ გავიაზრე სიტყვების სიღრმე,ის უკვე ხელებჩამოშვებული,ჩემგან ორი ნაბიჯის მოშორებით იდგა და აღარცერთი ჯადოსნური ძაფი აღარ გვაკავშირებდა.. რა იყო ეს?! სულის ამოძახილი თუ უბრალო სიყვარულით ნათქვამი ?! ყველაფერს დავთმობდი,ოღონდ მის თვალებში ახლა ამ სიტყვების შინაარსის სამტკიცო რამე მაინც მენახა, მაგრამ, არა, იქ მხოლოდ მინდორი ბიბინებდა და ალაგალაგ, ყავისფერი ლოდებს ხავსი მოდებოდა.. მოვიწურე.. დავპატარავდი.. არ მყოფნიდა და სული მეწვოდა,ისე მინდოდა უფრო ახლოს, კანით კანთან და გულით გულთან ვყოლოდი,მასაც.. -დაიღალე?!-კონტექსტიდან მოგლეჯილი კითხვა შეურია ზაფხულის უჩვეულო სუსხს.. სველი ვიყავი და ისე შემამცივნა, გულწრფელად სიზმარი მეგონა წეღანდელი.. ან იქნებ,მე ვანიჭებდი გადამეტებულ აზრს ყველაფერს და სხვა,მისგან წამოსული,გაცნობის დღიდან ნათქვამი თბილი წამოძახილები მორიგი სითბოს გამოხატულება იყო.. ავირიე.. დავირიე და საკუთარ თავში უჯვე მერამდენედ, ავიხლართე.. -დღეს ძალიან.-ძლივს შევაკოწიწე წვიმასთან ერთად სანიაღვრეში ჩაქცეული საკუთარი თავი მის თვალწინ.. ხატისკაციც თითქოს ისევ შეიმოსა.. სახეზე ძველებური ცეცხლი დაუბრუნდა და მასში მომიყოლა მეც.. როგორ შეეძლო მგრძნობიარე, გულღია, სულღია სამყაროდან ერთიანად მოწტყვეტილიყო და წამებში აეწყო მისი თეატრის სცენა ირგვლივ. შემდეგ,თითქოს რაღაც გაახსენდაო,უცნაურად გამომხედა,თითქოს მაკვირდებოდა და მკითხა: -ვაჟიკომ მანქანა ხომ დაგიტოვა ?! -კი!-დაუფიქრებლად ვუპასუხე. -ჰოო!-რაღაც მნიშვნელოვნად გააგრძელა სიტყვა და სველი თმები ხელის გულებით გადაისწორა. შემდეგ ისევ შეეცვალა გამომეტყველება და მზერა გამისწორა. პირველად იყო,მის თვალებში აღწერილს რომ ვერ ვკითხულობდი.. ჩემი მრავალფერი რომა.. -ხვალ მე გამოგივლი,თუ ვერ ჯდები და წაგიყვან,რატომ უნდა შევაწუხოთ სხვა..-სიტყვები სწრაფად მიაყოლა ერთმანეთს და ბინისკენ დაიძრა. ინსტიქტურად წავყევი მეც. გულში რაღაც მთლიანად მიფეთქავდა და აღტკინების ცეკვას ასრულებდა... მივყვებოდი მის სწორ,მტკიცე ნაბიჯებს და ყველა ქმედების ახსნას ვცდილობდი,მაგრამ არც იმის უფლება მივეცი თავს,ღრუბლებში ფრენა დამეწყო. ისე კი,ჩემი ნაცრისფერი სამზარეოულოს ფონზე ფიქრებში წასული ხატისკაცი საუცხოოდ გამოიყურებოდა.. მისი უძირო,დანისლული თვალები სადღაც შორს წასულიყო და ამ სამყაროს საერთოდ გასცლოდა. ვადროვე. ჩაიდანში წყალი ჩავამატე და ყავისთვის ორი ფინჯანი გავამზადე. მისთვის კოვზნახევარ ყავას,სამ შაქარს ვამზადებ და ნახევრამდე ვუვსებ ცხელი წყლით.. ცივს ვამატებ და ბარზე ვდებ. სხვა არც არაფერი მქონდა შესათავაზებელი.. სახლში ,სადაც ნინა არ იყო,არც არაფერს ჰქონდა გემო.. ჩემი ფიქრების დარაჯს მოუსვენრობა ეტყობოდა… იდგა ჩუმი, არაფრისმთქმელი გამომეტუველებით და მაინც ყველა გავლებული აზრი სახეზე ეწერა.. მიყვარდა,რომ თუნდაც ფიქრების ნავსაყიდელად გავეხადე ,მაგრამ,მაინც ჯავრით მევსებოდა გული.. -რატომ არ მიყვები რომა?!-შევეკითხე.. ღიმილით ამომხედა.. თვალებში ვარსკვლავები გაუკრთა წამიერად და ისეც ჩაუქრა. არ უპასუხია არაფერი არც ახლა და არც მომავალი საათის განმავლობაში თქმულა რამე ჩვენს შორის.. მას დრო სჭირდებოდა. ის,რაც ხდებოდა და არ ვიცოდი,მოსვენებას მიკარგავდა,მაგრამ,ვიცოდი,თუ თავად არ გადაწყვეტტდა,რომ საქმის კურსში ჩავეყენებინე,მცდელობებს აზრი არ ჰქონდა.. შევეშვი. ბარის ზედაპირზე დაგდებულ ლურჯი სობრანიეს კოლოფიდან ერთი ღერი ამოვაძვრინე და მთელი დღის მონატრებულ ნიკოტინს დავეწაფე.. ყველა უჯრედი მოიარა მწარე კვამლმა.. სხეული მომიდუნა და გონება გამიფანტა.. არაფერს არ შევადარებდი ამ განცდას,პირველ სამ ნაფაზს რომ მოჰქონდა.. თითქოს,რეალობიდან გწყვეტდა და მხოლოდ შემდეგ აღიქვამდი დარჩენილ სიმწარეს.. -დამიტოვე.-ნახევრამდე ჩასულს ამომხედა ხატისკაცმა და პირისპირ ჩამოჯდა.. ფილტრზე დარჩენილი მუქი სისხლისფერი ტუჩსაცხის კვალი ცერითა და საჩვენებელი თითით გაფანტა და თითქმის ბოლომდე ჩაწვა,ისე მოქაჩა.. ყელიდან ამოსროლილ თეთრ ღრუბელს ბოლო წამამდე გააყოლა მზერა და თავი ჩაქინდრა.. ღმერთო,ჯავრობდა და კანი მეწვოდა,ისე მინდოდა გამეგო,რა აწუხებდა ასე ძალიან.. რომ ჩააქრო,ბარზე დაწყობილ მკლავებს შუბლით დაეყრდნო და სახე დამიმალა.. არადა,მინდოდა იქ მაინც წამეკითხა რამე სანუგეშო… თმა ისევ სველი ჰქონდა.. პერანგიც კი არ შეშრობოდა,ნაჭერი კანზე მიკვროდა და ვიცოდი,გაცივდებოდა.. ნინას საძინებლიდან ვაჟიკოს დარჩენილი მუქი მაისური გამოვუტანე და ბარზე ჩამოვდე.. საკუთარ თავს ვერ დავტოვებდი მისი ერთადერთი სახსოვრის გარეშე.. ვერ დავუბრუნებდი იმას,რაც მას ეკუთვნოდა,მაგრამ,მეჩემებოდა. -რომი.-მხარზე შევეხე.. თავი არ აუწევია ისე გამომხედა.. ჭროღა ირისებიდან უძალობა და სისუსტე ეღვრებოდა.. არ მახსოვს,მის თვალებში ოდესმე ჩამქრალიყო სიძლიერის გამჭოლი სხივი.. ამწამს,მისი სფეროები არაფერს გამოხატავდა,ვიდრე ძალისხმევის ერთიანად გამოცლას სხეულიდან.. გული მომიკვდა. არ შეეძლო.. მკლავში მოვეჭიდე.. ჩემკენ გამოვატრიალე.. ბარის სკამზე ჩამომჯდარს ღილები შევუხსენი და პერანგი გავხადე.. არცერთი წამით ეს არ იყო არც რომანტიკა,არც ინტიმური დაძაბულობა.. ხანდახან, ცხოვრების ალბათ ერთ გადამკვეთ მომენტში,ყველას გვჭირდება,რომ ჩვენზე იზრუნონ და რკინის აბჯარი მოვიხსნათ.. ვუყურებდი მას , ფრთებჩამოყრილს, იქნებ გულშიდაჭრილსაც, ძალაგამოცლილს და ერთადერთი,რამ მინდოდა,საკუთარი კანიდან მხნეობის აცლა და მასზე შემოხვევა იყო.. არ ამომივა თვალებიდან მისი მადლიერი მზერა.. მისი მიღმიური, სამყაროდან მოხსნილი ნიაღვარივით წამოსული სამადლობელი სიტყვები.. ფრთხილად შევუსწორე მაისური.. სახეზე ჩამოყრილი თმები თითებით გადავუწიე,ისე,როგორც მას უხდებოდა და უყვარდა და გავუღიმე.. იღიმოდა ისიც, თითქოს ჯანმოცემული. -მე შენთან ვარ,რომა!-მოვეხვიე.. სახე მკერდთან ჩამომადო,ბარის სკამზე მჯომმა.. ვცდილობდი,აფორიაქებული გულის ძლიერი ძგერა დამემშვიდებინა რომ ჩემი მოსმენა გართულებოდა, მაგრამ, მთელ სამზარეულოს აყრუებდა თითქოს დარტყმები.. ალბათ,ორი, სამი, თითზე დაუთვლელი წუთები გავიდა, სანამ ჩემს გულს ვუნაწილებდი მას.. მერე,როცა თითოდ შეაწება მომენტალურად დამსხვრეული სული, გამომემშვიდობა და წავიდა. -მაპატიე ნატუ,დარჩენა რომ არ შემიძლია.. -გასვლამდე დამიტოვა.. იქ, მთელს სახლში დატრიალებულ ხატისკაცის აურაში გაძლებას ვერ შევძლებდი, რომას მაისური გადავიცვი, საკუთარ ბალიშს ხელი დავავლე და თამროს დავუზარე.. -შეიძლება დღეს შენთან დავრჩე?!-თბილ,სახლურ ლოყებზე ტკბილად ვაკოცე და თანხმობის შემდეგ მის ბუდეში შევაბიჯე.. ვერცერთი წუთით ვერ მოვხუჭე თვალი რბილ,მოქარგულ დივანზე მწოლმა.. მეხსიერება კადრებად მილაგებდა მომხდარსა და განცდილს.. მე არ მინახავს, არასდროს, ხატისკაცი სხვის იმედად,თუნდაც ერთი წამით.. პირიქით,ის გვედგა ფარად ყველას და საკუთარი კანივით იცავდა ჩვენს მთლიანობას.. ის იყო წინამძღოლი და ჩვენ,მის ფრთებქვეშ შეხიზნული ამალები.. როგორ მეშველა? როგორ მესუნთქა? ღმერთო.. ფიქრებში წასულს, ღამის ორისთვის, ნინას შეტყობინება რომ მომივიდა, გამიკვირდა.. შეშინებულმა გავხსენი,თუმცა,იქ სულ არ იყო მოსალოდნელი.. ათასობით კილომეტრების მოშორებულ ნინას, სხვა ქვეყნიდანაც კი შეეძლო ჩემი გამხნევება: -“ხვალ,ამ დროს უკვე გზაში ვიქნები.. სულ ცოტაც და ჩვენს ბუდეში ისევ მე და შენ ვიქნებით,ერთმანეთის იმედად.. ხო ახდენილი ოცნება იყო ეს დღეები, მაგრამ,არაფერი შეედრება სახლს,სადაც შეგვიძლია ვიყოთ ის,რაც ვართ. მალე გავა ეს დღეც ნატა..” გამეღიმა. ჩემი სევდიანი ფიქრები თითქოს გადამეყარა და გავმხნევდი.. უკვე ჩაძინებას ვაპირებდი, ისევ რომ განათდა ტელეფონი.. ამჯერად ჩემი ფიქრების მეამინე იყო.. “ადამიანი,ადამიანისთვის მზეაო,მითხარი.. შენ ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ,ნატუ” ____ რვა საათიც კიარ იყო და უკვე ისე გაუსაძლისად ცხელოდა, მესიკვდილებოდა თეთრი გახამებული პერანგის ჩაცმა.. გარდერობთან მდგომი დიდხანს ვარჩევდი ამინდის,სამსახურისა და ხასიათის შესაფერს,მაგრამ, არაფერი ედარებოდა სამს ერთად.. თითქოს გუშინ არ ყოფილიყო,ცა რომ ჩამოვიდა ძირს კოკის პირისას. არ მიყვარდა ამინდის მკვეთრი ცვალებადობა და მითუმეტეს,ცხოვრების. მომდევნო თეთრად გათენებული ღამის ფონზე, სახე შეშუპებული მქონდა და თვალებზე,რომას მსგავსად,ბალიშები დამფენოდა.. ვერ ფარავდა მაკიაჟი განცდებს და სახეზე დალაგებულ გრძნობებს.. ვიყავი შეცვლილი, ერთიანად გადასხვაფერებული და შეუსაბამო,ჩემი პირვანდელი სახისგან. ახლა,როცა ყველაფერი ერთიანად და შეუმზადებლად ხდებოდა,ვერ ვაკონტროლებდი ვერაფერს.. არც აქამდე გამოვირჩეოდი საკუთარი განცდების დაფარვაში, მაგრამ, ის მაინც შემეძლო,რომა ხატისკაცის უღმერთო სიყვარული ცხრაკლიტურში გამომეკეტა და ყელს ზემოთ,არ ამომსვლოდა.. -ქვევით ვარ,ნატუ..-ნახევრისთვის რომ დამირეკა რომამ,გული გამიჩერდა.. ფინჯანში ამწამს ჩასხმული ყავა ბარზე მომენტალურად დავდე და სული არ დამყვა ბოლო საფეხურამდე,ისეთი სისწრაფით ჩავირბინე.. გასვლამდე გულის საგულეში დასაბრუნებლად ღრმად ამოვისუნთქე და დილის გამოსხივებას შევეგებე.. სულ სხვაგვარი იყო.. გუშინდელის საპირისპირო.. სახეზე ღიმილი ასახვოდა, თვალებში ვარსკვლავები უკიაფობდა, მისი კოინდრისფერი ირისები ძველებურ მხნეობას აგიზგიზებდა და ისე გამიხარდა, ჩემი ძლივს მოპოვებული სიმშვიდე ისევ ავიფორიაქე.. კარგად იყო.. თავისუფლად სუნთქავდა.. მისი თავი იყო ისევ.. უდრეკი და უშიშო.. თუმცა,ასეთი რადიკალური ცვლილებები მაინც არ მაძლევდა მოსვენების საშუალებას. -მოდი,ვაღიაროთ,რომ სანდრო შუკვანი ამინდის პროგნოზში არ ცდება..-მივედი თუარა,ალმაცერად გამომხედა და თვალი ჩამიკრა. წარბი ჰორიზონტამდე კი ავუზიდე,მაგრამ,ყურადღებაც არ მიუქცევია ჩემი რეაქციისთვის, ლურჯი სობრანიე გადმომიწოდა წინა სავარძელზე მჯდომს და გამიცინა,ისევ.. ისევ ამომივარდა გული ფსკერიდან.. ღმერთო,რამდენი ხანი იყო ასეთი უდარდელი არ მინახავს.. თითქმის საუკუნე და უამრავი ათწლეული. -ეს ჭარბი ენდორფინები რას მივაწეროთ ხატისკაცი?!-არც მე ჩამოვრჩი ნიშნის მოგებაში.ნამწვი ჩავაქრე და ამჯერად,მე ჩავუკარი თვალი. მომწონდა მასთან პაექრობა და ადრეული,ჩვენებური კინკლაობა. -ახალ კარგ ამბებს ,ნატუ,მაგრამ ეგ საღამოს,რომ გამოგივლი!-რამოდენიმე მოხერხებული მანევრით საცობს თავი ავარიდეთ და ორ წუთში უკვე შემოსავლებთან ვიყავით. -არარის საჭირო თავგანწირვა,სახლს ჩემითაც გამოვაგნებ.-მაინც ვუთხარი. მერე რა,რომ სულის წასვლამდე მინდოდა მასთან რაც შეიძლება მეტი დრო დამეყო.. -მერე სინოპტიკოსი მოგცემს მაგის საშუალებას ნატუ?!-ფანჯრიდან გამომხედა და თვალებით თითქოს ჩემი რეაქციის წაკითხვას ცდილობდა.. გავუბრაზდი. -რომა!-წარბები მომენტალურად შევყარე და გამაფრთხილებლად ავუწიე საჩვენებელი თითი.. -კარგი,მე ბოდიში,გადავაჭარბე!-ხელები დანებების ნიშნად აწია და მანქანა დაძრა.-მაგრამ,მაინც გამოგივლი. არ მადროვა შეწინააღმდეგება. ღიმილით და უჰორიზონტო პოზიტივით შევედი მოვალეობების სამსჯავროზე. რა მცირე იყო საკმარისი ბედნიერებისთვის და რა ციცქნა მიზეზი,რომ გუშინდელი და მთელი ცხოვრების ნაგროვები ჯავრი,ერთიანად გადამყროდა. ისე გავიდა ამ განწყობით ნახევარი დღე, დაღლის ნატამალსაც კი ვერ ვგრძნობდი და სანის თხოვნის მიუხედავად,ლანჩზეარ გავედი. დიდი ხანი იყო,გრძნობების ეს სისადავე აღარ მწვეოდა და თითქოს წამით მეუხეშებოდა კიდეც.. მუდამ ცუდსა და ტკივილს დაჩვეული სხეული,მაიინც არ დუნდებოდა საკმარისად და ის დაძაბულობა,რომელიც მთლიანად კმაყოფილების შეგრძნებას არ მანებებდა,არ მცილდებოდა. -დღეს განსაკუთრებით ასხივებ,ნატაშ.-შესვენებიდან დაბრუნებულმა შუკვანმა ოთახში შემოყო თავი და ყავა გამომიწოდა.-ერთნახევარი შაქარი,ლატე,უცხიმო რძით.-სიამაყით წარმიდგინა ჩემი უცვლელი შეკვეთა და გვერდით ჩამომიჯდა. -ამისთვის სამოთხეში მოხვდები.-მადლობის ნიშნად ვუღიმი და ცხელ სითხეს,გრილ ოთახში ნეტარებით ვსვამ. სანდრო უცნაურად მიყურებს, მაგრამ ვცდილობ ამაზე ყურადღება არ გავამახვილო, მის თვალებში ყოველთვის იყო ის სხივი,რაც სხვაგვარად ანათებდა ხოლმე,მაგრამ,რატომღაც არც არასდროს დავფიქრებულვარ,რატომ მაინცდამაინც მე მევლებოდა თავს გამორჩეულად. -ალანიას წერილი ნახე?! პიონერებივით ერთნაირ ფორმაში სურს გამოგვაწყოს სტუმრები,მკაცრი დრესკოდი იქნებაო,კონტროლით,მხოლოდ თეთრი და შავიო.შავთეთრი არა,აი,მაინცდამაინც ცალკე თეთრი ან ცალკე შავი -თვალებს სასაცილოდ ატრიალებს და ტელეფონში წერილს ხსნის. მოსაწვევში მართლაც ხაზგასმით ეწერა ფერები. ჩვენი უფროსის მორიგ უჩვეულო ახირებაზე გულიანად მეცინება და ყავას ვამთავრებ,რაც სანის ანიშნებს,რომ მეტი თავისუფალი დრო აღარ მქონდა და ისიც გასასვლელისკენ მიდის. სამუშაო დღის დარჩენილ დროს თავაუღებლად ფაილებში ჩარგული ვატარებ. შიგადაშიგ ნინას გამოგზავნილ აურაცხელ შეტყობინებებსა და ფოტოებს ვუყურებ,პასუხს ვცემ და ისევ მოვალეობებს ვუბრუნდები. ჯამში,ზუსტ ექვსზე,უკვე საკმაოდ ენერგიაგამოცლილი ვიყავი და დილიდან დამუხტული პოზიტივისგან ვიცლებოდი. -ნატაშ!-ჩექაუთის სენსორთან ჩემი სამსახურის მოუცილებელ თანამგზავრს ისევ ვხვდები.-მანქანით ხარ ?! -გამომივლიან სანი,არ იდარდო,მადლობა!-ისე,რომ არ ვასრულებინებ,ნაჩქარევად ვემშვიდობები და სუფთა ჰაერზე გავდივარ. სიცხეს მოსაღამოვებულის არაფერი ეტყობოდა.. პერანგის შეკრული რამოდენიმე ღილი შევიხსენი და ქუჩა მოვათვალიერე. გზის მოპირდაპირედ,უცხო ავტომობილზე მიყრდნობილი რომა ხატისკაცი მთელი სახით მიცინოდა და მისკენ მიხმობდა.. სულ ერთი წამი დამჭირდა ეს კადრი რომ უკვდავმეყო კამერით.. ეკრანშიდაც კი სჩანდა მისი უკიდეგანოდ გაბრწყინებული ხასხასა მწვანე,ჭროღა თვალები. -მოსალოცად გვაქვს საქმე ხატისკაცი?!-მივედი თუარა,ხასხასა წითელ ცე ელ კა კუპეს ირგვლივ შემოვუარე.. -ვაჟიკოს მანქანას რას უწუნებდი,ფერს თუ წელს?! -პატრონს!-სიცილით მიუჯდა საჭეს და სახლისკენ დავიძარით.. რაღაცნაირად,ჩუმად და გულში,ქვეცნობიერმა ტაში შემოკრა ბედნიერებისგან.. ვერც ვკითხე აქამდე და პასუხის მოსასმენადაც არ ვიყავი მზად, მაგრამ, ახლა თითქოს დავიჯერე,რომ აქ დარჩენას აპირებდა.. თუნდაც ემასთან ერთად, მაგრამ,მაინც აქ.. ჩემთან.. ჩვენთან.. -ნატუ,ცოტა საქმე მაქვს,უნდა მაპატიო.. ემას რამოდენიმე ადგილი უნდა ვანახო.. საღამოს,ერთად წავიდეთ აეროპორტში. მოგწერ მანამდე და ხომ იცი,რორამე.. -დაგირეკავ და შენც რამოდენიმე წუთში თუარა,საათში ჩემს გვერდით იქნები..-აღარ ვასრულებინებ.. არ ვიმჩნევ უკმაყოფილებას,არ მინდა ეს განწყობა გავუფუჭო.. -მაპატიე რომ მაგვიანდება ხოლმე-მაინც დაუსევდიანდა თვალები.. -შენ არასდროს აგვიანებ რომი,ყველაფერი კარგადაა!-რაც შემიძლია უდარდელობას ვაქსოვ ხმას და მივდივარ… ეს არ იყო მისი მხრიდან პრიორიტეტების გადანაწილება.. უბრალოდ რომას არ შეეძლო სხვაგვარად.. ის ყველასთვის იყო. ჩემთვის.. ნინასთვის. ვაჟიკოსთვის და, ალბათ,ეგოიატურად,ყველაზე მეტად, ემასთვის.. მაინც ვერ ვაჯობე საკუთარ თავს.. მაინც დავმარცხდი დღის ბოლოს.. კარები შევაღე თუარა, ის,მარტოოობის მწარე, დამპალი გემო ისევ დამიტრიალდა სხეულში.. ვცდილობდი, სამზარეულოში, ნინას საყვარელი კერძების მომზადებისას,ეს გრძნობები გადამელახა, მაგრამ, არ გამომივიდა.. მჟავე,მოღალატე,ბნელი მხარის დარაჯი ცრემლები მაინც მოდიოდა გაყინული თვალებიდან და არ ჩერდებოდა.. ბოლომდე ახმაურებულ მუსიკაშიც კი ყურისწამღებად ისმოდა საკუთარი გულის გამაყრუებელი ფეთქვა.. აღარ შემეძლო.. ღმერთო.. რა სასტიკი იყო პანიკური შეტევა და ბიპოლარული ხასიათის გამოვლინება იქ,სადაც მისი ადგილი არ იყო.. -ნატუ,ქვევით ვარ.-ორის მერე მომივიდა მისი შეტყობინება.. საღამოს განმავლობაში ხუთჯერ მაინც მიკითხა და იმდენივეჯერ დავარწმუნე,რომ კარგად ვიყავი და ახლაც, იდეალურად ავიკარი სახეზე დილის განწყობა.. სხვა თუარაფერი, ნინა ჩამოდიოდა.. ჩემი ცხოვრების ნათელი წერტილი. -ნახევარ საათში დაფრინდებიან,რადარზე შევამოწმე.-სადარბაზოსთან დამხვა ჩემი ხატისკაცი.. მისი ახალი ცე ელ კა პარკინგზე ეყენა,ვაჟიკოს რომელიღაც სერიის ბე ემ ვეს გვერდით. გამიკვირდა,ზუსტად შავი მანქანისკენ რომ დავიძარით და არა წითლისკენ. სახე კიდევუფრო გამეყინა, მასში ჩემი ოცნებების მოდარაჯე რომ იჯდა.. ღიმილით მომესალმა ემა.. ჩვენი მისტიურობით სავსე შეხვედრის შემდეგ აღარ მინახავს და ამწამს,რთული შესაგუები იყო მისი იქ ყოფნა.. გამაკანკალა.. შევეცადე,არ დამტყობოდა,მაგრამ,ყველაფრის მნახველი თვალისთვის არც არაფერი რჩებოდა შეუმჩნეველი.. ღმერთო,ყველაფერს დავთმობდი,ოღონდ მისი გასაძლები ძალა მქონოდა ძარღვებში,მაგრამ,არ ვიყავი იმდენად ძლიერი,გავმკლავებოდი.. არც ამჯერად ავლენდა ემა რამე ზღვარსამცდარს.. მისი მუდამ მშვიდი,მწყობრში მოყვანილი გამოხედვა ყველაფერს ჭვრეტდა და გონებაში დასტებად ალაგებდა.. მიუხედავად იმისა,ემამ უკან დაიხია,მაინც არ დავჯექი მძღოლის გვერდით სავარძელზე.. არ მინდოდა რომას განწყობის ცვლილება შეენიშნა და საკუთარი დაევიწყებინა. როგორც ყოველთვის, ახლაც, მისი,სხვისი და გარშემომყოფების ფსიქოემოციური მდგომარეობა უფრო მადარდებდა, ვიდრე კუთხეში მიმწყვდეული, გამოფიტული საკუთარის. -15 წუთია დაფრინდნენ.-პარკინგზე როგორც კი შევედით,რომამ გამომხედა.. სანამ ჩვენ გადმოვედით და აეროპორტის ნეიტრალურ სივრცეში შევედით, ისინიც გამოჩნდნენ.. ჩემი ჰორიზონტამდე გაკაშკაშებული ნინა წიკლაური.. ისე ჩავეკარი,თითქოს საუკუნის უნახავი მყავდა.. არ მომცილდა არც ის და, სანამ ვაჟიკომ არ დაგვაშორა,მანამ მხვევდა მის ცეროდენა,უსუსტეს მკლავებს. მთლიანად გადამიფარა საათების წინანდელი შფოთვები ჩემმა გოგომ.. ხელი ხელზე ჩაეჭიდა და ისე მიჭერდა,სულს მაცლიდა. -ვიზეარს ედემის ბაღებიდან ჩარტერული რეისები დაემატა თუ ევას აქ რა უნდა ?!-სანამ ბიჭები მანქანაში ნინას აურაცხელ ბარგს ათავსებდნენ,ემას გახედა ნინამ და მაინც წაკბინა. გამეცინა. გულიანი გადახარხარება ახლა ყველაფერს მერჩივნა,მაგრამ,მაინც შევიკავე თავი. -აქ რაღაცები მოხდა ნი და დამიჯერე,მეც ძალიან მინდა,მაგრამ,ემა მართლა არ არის ის ადამიანი, ჩვენ ასე უპირობოდ რომ შევიძულოთ.-სინდისმა მათქმევინა. ერთი კი გადმომხედა შეურაცხადი მზერით და გადამსახა მისი პაწაწინა თითებით პირჯვარი,მაგრამ,აღარაფერი მითხრა. მანიშნა,რომ დღეს თუარა,ხვალ წერტილმძიმით მომაყოლებდა ყველაფერს და, სახლისკენ გავეშურეთ. ომიდან ვეტერანის სტატუსით დაბრუნებულ ჯარისკაცს არ დახვდებოდა ის ყველაფერი,რაც საათების წინ,ფსიქიურად არამყარმა მოვუმზადე ნინასა და ვაჟიკოს.. თვალცრემლიანმა წიკლაურმა იქამდე ღვარა ცრემლები ჩემს მაისურზე,სანამ მთლიანად არ დამინამა და გამოსაცვლელი არ გამიხადა. -არ ვიცი,რა მეშველებოდა,შენ რომ არ იყო..-ვეფხისტყაოსნის სიგრძე სადღეგრძელოში გალექსილმა ნინამ როგორც იქნა მთელი სამი თუ ოთხი დღის თავგადასავლები ჩაგვაბარა და ბოლოს თვალცრემლიანმა გადმომხედა.. იცოდა, ეს მე ვიკარგებოდი უმისოდ, მაგრამ, ისიც წყალზე წმინდა იყო, ამსამყაროში მხოლოდ მე და ის, უდედმამო,უყველაფრო,უარაფრო ვამაგრებდით ერთმანეთს.. ღამე რომ გაიცრიცა და ჩვენს თვალწინ იშვა ახალი დღის ცხელი საწყისი, ისინი უკვე საღ აზრს საკმაოდ მოცილებულები იყვნენ. რომარა დილის ვალდებულებები, ვინ იცის,მეც როგორ მინდოდა სასმლით დამევიწყებინა დივანზე მჯდარი წყვილი.. -თუ შეიძლება,მეც ვიტყვი ერთს.-დაშლას აღარაფერი უკლდა,ტანწერწეტა ემამ ბოკალი რომ მოიმარჯვა. მის გრაციოზულ მიმოხვრას არაფერი ეტყობოდა ბახუსის,პირიქით,იმაზე უფრო ლამაზად,სწორხაზოვნად და ,გასაგებად გვამცნო ახალი ამბავი,ვიდრე ველოდი.. -სანამ მთავარ სათქმელს ვიტყვი,უნდა ვაღიარო,ეს საუკეთესო შვებულება იყო ჩემს ცხოვრებაში.-კეთილი,სანდომიანი მზერით მოგვათვალიერა ყველა და განსაკუთრებით,მზერა ჩემზე შეაჩერა.. -მე არ ვიცნობდი თქვენს კულტურას და სიმართლე გითხრათ,გაოცებული ვარ,თუ რამხელა თავგანწირვა და დაფასება გაქვთ ერთმანეთის.-მზერას არ მაცილებდა და ვგრძნობდი,ყველა სიტყვა პირდაპირ ჩემთვის იყო თქმული.. გავიყინე.. გულმა ცემა შეწყვიტა და მოსალოდნელის ცდაში,სული გამელია.. -როცა რომამ აქ წამოსვლა შემომთავაზა,უყოყმანოდ დავთანხმდი და არ ვნანობ.. მიუხედავად იმისა,მცირე დრო და უფრო ზუსტად,რამოდენიმე საათი დავყავი თქვენთან,ზუსტად დავინახე თქვენი შინაგანი სამყარო და გეფიცებით,არასდროს მინახავს ამაზე მეტად მრავალფერი,ტკივილიანი და ამავდროულად,ბრძოლისუნარიანი ხასიათები!-გამჭოლი მზერით შემათვალიერა და წამით გამიღიმა.. ისევ ისე.. გაგებით სავსე.. -ორ დღეში ვბრუნდებით.-მეხის გავარდნას გავდა ბოლო სიტყვები.. გავშეშდი.. დავმუნჯდი.. მოვკვდი.. -მაგრამ,თუ თქვენგანაც იქნება სურვილი,მინდა უკვე ჩემს ქვეყანაში დაგპატიჟოთ,როგორც სტუმრები, და ისე გიმასპინძლოთ,როგორც ოჯახს.. ალბათ,ისევ ამბობდა რაღაცებს,მაგრამ,მე აღარცერთი სიტყვის აღარ მესმოდა.. ვუყურებდი მას, რომას, თვალსრომ ვერ მისწორებდა.. ვუყურებდი მას, ხატისკაცს, ჩემი მზერის საპასუხოდ ვერცერთი წამი რომ ვერ შემომხედა.. ვეძებდი კითხვებს და ვერ ვპოულობდი ამოხსნას. ვეძებდი შინაარს და ვერ ვპოულობდი ამოცანას.. ღმერთო, გული ნაკუწებად მეგლიჯებოდა.. როგორ დამეჯერა, როგორ მეწამა.. როგორ მესუნთქა.. როგორ მეარსება.. მიდიოდა.. რომა.. ხატისკაცი.. ჩემი გულის კარი.. ჩემი სულის მსაჯული.. ისე დაიცალა ოთახი, მე ვერც წამოვდექი.. ისე გაიცრიცა სისხამი დილაც, ვერც გავიაზრე.. საკუთარ სამყოფელში სრულიად მარტო ვიჯექი და, არ ვიცოდი სად დამეცალა ყელში მოწოლილი ბოღმა.. -ნატუ..-მაინც გაისმა სანატრელის ხმა.. ახლოში მყოფის,მაგრამ, უფსკრულის კარამდე მოშორებულის.. კარებთან იდგა.. გუშინდელივით უძალო და უღმერთოდ სუსტი.. -რატომ არ მითხარი,თუ წასვლას აპირებდი,რომა?!-მეტად ვერ გავაცივე ხმა.. ისედაც ჰაერში ლოდებად დაეკიდა გამტყდარი ბგერები.. მომიახლოვდა.. რატომ ვერ მისწორებდა თვალს?! თუ ღმერთთან მართალი იყო,რატომ მალავდა მზერას?! ვკვდებოდი.. თითო ნაბიჯზე სიცოცხლის ძალა მეცლებოდა ხელიდან. ჩემს წინ ჩამოჯდა.. აულაგებელ მაგიდაზე წითელი ცე ელ კას გასაღები დადო და ჩემკენ გამოაცურა.. -ოთხი თვე ველოდებოდი,სანამ ჩამოვიდოდა..-ხმაც კი ისევ ისეთი ჰქონდა.. როგორც მზერა. გუშინდელივით. უჰორიზონტო.. ამაზე ჯავრობდა?! ამას ვერ წყვეტდა?! ამას ვერ მიზიარებდა საკუთარი პირით?! გავნადგურდი.. -ამ მანქანას შენი სახელი ქვია,ნატუ.. რომ გირჩევდი,ვფიქრობდი,როგორ ჩაჯდებოდი მასში.. მოირგებდი სავარძელს შენს ზომაზე, როგორ გაბრაზდებოდი ყოველ ჯერზე,როცა ჩაგკეტავდნენ და როგორ გაავსებდი შენი ენერგიით მის ყველა ნაწილს.. მე ვიცი,რომ მეთქვა,უარს იტყოდი და არც ახლა ვარ დარწმუნებული,რომ აიღებ.. უბრალოდ,მინდა რომ ჩემს სახელზე გყავდეს. ატარო და სულ გახსოვდეს,რომ თუნდაც შორს,სადღაც,ერთი ნაბი*ვარი სუნთქავს და მხოლოდ იმიტომ,რომ შენ იყო კარგად. შენ იყო უსაფრთხოდ.. შენ ასხივებდე და არ გჭირდებოდეს სინოპტიკოსები,რომ სახლში მიხვიდე .. იქ,აქ და ყველგან, დედამიწის ნებისმიერ დასალიერში, გულით წმიდას გეფიცები,ნატუ,ერთადერთი საფიქრალი ხარ.. ერთადერთი,ვისთვისაც მიღამდება და,გათენება მიხარია. ამას არ აქვს არცერთი სხვა მნიშვნელობა ნატუ. ამას არ აქვს არცერთი სხვა სარჩული.. შენ ხარ მზე ნატუ.. სანდრო შუკვანს არასწორად კიარ უთქვამს რამე, უბრალოდ, მე დამასწრო მაგ სიტყვების თქმა..-ცალყბად,სარკაზმით გაჟღენთილი ხმით ამოილაპარაკა და როგორც იქნა,გამისწორა მზერა.. რა მეთქვა? რა მეპასუხა? რაღა უღმერთოდ მორყეული ჯებირებით შწმეკავებინა ცრემლები?! გული ამომისკდა.. ღმერთო, ეს რა იყო?! -რატო არ მითხარი რომა,თუ მიდიოდი?!-სხვა არაფერი მაინტერესებდა.. არც თქმული. არც საჩუქარი.. არც ის,რომ შეიძლებოდა მისი სიტყვებისგან გასკდომამდე მისული გული გამჩერებოდა.. არც ის,რომ მისი თვალები ყველა უთქმელს თუ ნათქვამს ღვრიდა ჩემს წინ და მე არ ვიღებდი.. არც ის,რომ სადღაც,ემა უცდიდა და ზეგ მასთან ერთად ბრუნდებოდა.. გული არ მითმენდა არაფერს.. ჩაეცინა ხატისკაცს. სახეზე იმდენად გულისამრევი ირონია ეხატა, ვერ შევიცანი.. მიყურებდა ჯიქურდა მაინც, არ იყო მისი მზერა იმდენად მყარი,ჩემსას შებრძოლებოდა. -შენ მე მკლავ,ნატალია.. მე არ შემიძლია გატკინო.. ყველას, მაგრამ, შენ ვერ,ნატალია.. -ჩემს თვაწინ დაემსხვა სახეზე ირონია და მთლიანად გაშიშვლა მისი სული,ხელისგულებზე.. ნატალია.. და არა ნატუ.. ყელში იმდენად დიდი გორგალი მომაწვა, სუნთქვა არ მეყო და, ერთიანად ამოვისროლე დაგროვილი.. -არ შეგიძლია მატკინო?!-ხმით გამეცინა.. ვულკანივით ავფეთქდი და ერთიანად დავწვი ირგვლივ ყველაფერი ლავით.. -შენ მთელი ცხოვრებააა მტკენ ხატისკაცი.. შენ ხუთი დამპალი წელია მკლავ და შენ?! მართლა, შენ მეუბნები რომ მე გკლავ?! რითი რომა?! რა გაგიკეთე მე ისეთი მომაკვდინებელი,რაც შენ ჩემთვის არ გაგიკეთებია?! -შენი თუნდაც ერთი ამოსუნთქვაც საკმარისია,ნატალია,რომ მე ყოველჯერზე,ასე შორს შენგან,ვკვდებოდე და ისევ ვიბადებოდე,იმისთვის,რომ ერთი და იგივე დედა მო**ნული ტანჯვა გავიარო,ისე,რომ შენამდე არ მოვიტანო,არაფერი! -ხმა ქვასავით ცივი,კლდესავით შეუვალი და ურყევი უხდება. -შენი ზუსტად ერთი ამოსუნთქვით ყოველჯერზე ვკვდები ნატალია! _მთელ მის არსებობას იღებს გულიდან და მტოვებს.. მეც მასსავით მკვდარს.. მეც მასსავით ნატკენს.. მეც მასსავით არეულსა და ერთ დიდ , ბნელი მხარეებით სავსე უფსკრულში გადაშვებულს,ჩემს ერთ არსებობას მისრულებს. ისე,რომ ვერ ვიაზრებ მის ვერცერთ თქმულს.. ჯერ კიდევ დილას,ვერც კი წარმოვიდგენდი,მეორეს საწყისისას გვერდით რომა ხატისკაცი თუ აღარ მეყოლებოდა.. ___ -და მორჩა?! ასე ადგა და წავიდა?!-შესვენებაზე ნინამ მომაკითხა და იქვე,სამსახურთან კაფეში ვისხედით. წინ ერთადერთი ჭიქა წყალი მედგა და ისიც არ გადამდიოდა ყელში.. სახეზე გადაფითრებული წიკლაური თავს ძლივს იკავებდა,არ აფეთქებულიყო.. თეთრი ხელები მთლიანად უკანკალებდა და თავი როგორ შეემაგრებინა,არ იცოდა. ზღვარზე იყო.. გამეღიმა.. რა აზრი ჰქონდა თქმას,ჩემს ტკივილს ნუ ისაკუთრებთქო, ისედაც ვიცოდი, ორმაგად ეგლიჯებოდა მას გული,მე რომ მიწასთან გასწორებულს მიყურებდა და, კიდევ უფრო ის ტკენდა,თავად რომ უძლური იყო.. ჩვენი ის,თითქმის უდარდელი დღეები უკვე გაუსაძლისად მესაკლისებოდა.. აღარ შემეძლო,ამდენის ატანა და მითუფრო,ქარიშხარგამოვლილზე,მეორე დღის დადგომა.. -რა გავაკეთო ნატ?! მითხარი,რა შემიძლია ვუთხრა..-სახეზე აურაცხელი თანაგრძნობა ჩამოეღვარა და მის თოთო თითებში მოიქცია ჩემი ყინულივით ცივი ხელი.. ამოთქმულიდან ენერგიაგამოცლილს აღარ შემეძლო პასუხი.. ვიჯექი მხლოდ მასთან, ჩემი სულის ნაწილთან და იმ ძალით ვივსებოდი,ნინა რომ უშვრელად მიწილადებდა.. -მისი საქციელი,ნათქვამი და ყოველი ნაბიჯი ისეთი უტოპიაა,ისე არ მოდის თანხვედრაში,თავსა და ბოლოს ვერ ვგებულობ.. ამ ამბავში, ამ მთლიან ტრაგიკომედიაში,მხოლოდ თქვენ უნდა დაწეროთ ნატ ეპილოგი,თორემ,ჩვენ,გარეშე პირები მხოლოდ უფრო აგრევთ.... თან მინდა,ყოველი სიტყვის ახსნა მოვისმინო და ისიც ვიცი,რომ მე ვერ გავუგებ მას ისე,როგორც შენ.. არ ვიცი,ავირიე.. ასეთ რადიკალურ ცვლილებებს ვერასდროს შევხვდებოდი მომზადებული და წარმოდგენაც არ მინდა, შენ როგორ გიჭირს გადახარშვა.. ან,რითი შემიძლია განუგეშო?! მოგატყუო,რომ ყველაფერი კარგად იქნება?! მეც და შენც კარგად ვიცით, რამდენად გაგიჭირდება დაძლევა, მაგრამ, მაინც გადავაგორებთ,ნატ! ჩვენ მშობლების დაკარგვამ ვერ ჩამოგვანგრია ისე,რომ საყრდენი არ გვეპოვნა.. ეს კიდევ უფრო სხვა განზომილებაა, მაგრამ,აქაც მოვძებნით იმ ერთ მყარ სადგომს და ისე ავაშენებთ მჭიდრო კიბეს,რომ ვეღარ ჩამოგანგრიოს ვერცერთმა ბუნების ძალამ. კარგი ნატ?!-თვალები უღმერთოდ უსევდიანდება და თავს ვკიცხავ,აქამდე რომ მივიყვანე მისი მუდამ მოკაშკაშე სფეროები.. ნინას შეიძლება უბრალო,მაგრამ,ყველაზე ღრმა სიტყვები გულში მის ბუდეს პოულობს და ღუღუნდება შიგნით.. მას ჩვენ ორისთვის სამყოფი ძალა ჰქონდა და ეს უფრო მარწმუნებდა,რომ ამ ცზოვრებაში,თუ გულის სწორი ვერა,ცხოვრების თანამგზავრი მაინც ავირჩიე,შესაბამისი.. გამაძლიერეს მისმა სიტყვებმა.. დღის სამყოფი ენერგია გადმომისხა ძარღვებში.. სამსახურში მიბრუნებულს ოთახთან რომას შერქმეული სინოპტიკოსი მხვდება. თვალები უელავს აღტაცებისგან და ისე ანათებს ოთახს, ბნელს მიჩვეულ ხასიათს,ეუხეშება.. არ მომწონს საკუთარ თავში ეს დამოკიდებულება.. მინდა მეც ასე ლაღად,ბუნებრივად ვიცინოდე , მაგრამ, სიკვდილამდე ბოლო გატოკებას გავდა ჩემს ტუჩებზე მოხაზული მცორე ღიმილი.. -გევედრები,იმას ნუ მეტყვი რომ ვერ მოდიხარ..-შუკვანი მარტივად კითხულობს ჩემს უხასიათობას და მომენტალურად ეღუშება სახე. მხოლოდ ახლა მახსენდება ჩვენი უფროსის იუბილე და განწყობა საბოლოოდ ფსკერს ქვემოთ ჩადის. რა რა და, ახლა და ამწამს აურაცხელ ხალხში გამოჩენა ნამდვილად მესიკვდილებოდა. უბრალოდ, არ შემეძლო. -კარგი რა ნატაშ,ხომ იცი,რომ სათითაოდ დაგვთვლის და შენი “წლის საუკეთესო თანამშრომლის” წოდებაც შენთან ერთად დაიდებს ბინას სახლში,თუარ წამოხვალ-სახე ვედრებით ევსება და საწყლად მიღიმის,ვიცი,აჭარბებს ,მაგრამ,არც წაუსვლელობა გამოდიოდა.. თან ამ დროს,როცა სულ ორი თვის წინ დავწინაურდი.. მეჯავრებოდა მოვალეობები და თან დაძალებული.. სანის ყოყმანით სავსე თანხმობით მხოლოდ თავს ვუკრავ და კომპიუტერს ვრთავ. -ზუსტად რვაზე გამოგიარო,თუ გადავაცილო მინიმუმ ორი საათი?!-ჩემი დასტურით კმაყოფილი სანდრო ფეხზე დგება და გასასვლელად ემზადება. -კარგი რა შუკვანი,შენი აზრით ვგავარ გოგოს,ორი საათი რომ სარკესთან დგას და მაკიაჟს იკეთებს?! -ყალბი გაბრაზებით ვუკრავ წარბებს და მეცინება მისი სახის ცვლილებაზე. ხელებს დანებებოს ნიშნად წევს და რევერანსით გადის. სინოპტიკოსს დღის განმავლობაში აღარ მოვუკითხივარ. აღარც გასასვლელთან გადავეკვეთეთ,როგორც ყოველთვის. ჩემი ტკივილი რომ მომლოდინე არ დამხვდა, გული მომიკვდა.. თვალები ამაოდ მოვატარე გარემოს,იმედით.. რომა ხატისკაცი იქ არ იყო.. მთელი დღის ნაგროვები ეს სუსტი ძალა ისევ გამელია ხელებში.. სად იყო?! იქნებ რამე უჭირდა?! იქნებ უკვე ბარგს ალაგებდა და,ჩემთვის აღარ ეცალა?! არ შემეძლო.. ცხელი ზაფხულის დამღლელ საღამოს ფეხით გავუყევი გზას,შინამდე.. მტკიოდა.. გული ძალიან ღრმად, ფსკერამდე ისე საშინლად მეწვოდა, სუნთქვა მიჭირდა.. გაუგებრობა და აუხსნელად დატოვებული სიტყვები კისერში მარწუხებს მიჭერდა და მახრჩობდა.. მკლავდა.. მანადგურებდა.. სად ხარ რომა?! ამომასკდებოდა ყელიდან და იმწამშივე ვგმობდი საკუთარ მოუთმენლობასა და უძალობას.. ისევ მას.. ისევ ჩემსას რომ დავეძებდი.. რომა.. სახლამდე ისე მივედი, ჩემს სულშივე ჩახლართული, ირგვლივ არცერთი ცვლილება არ აღუქვამს თვალს.. მხოლოდ შემდეგ შევფხიზლდი აგონიიდან,მისი დატოვებული ცე ელ კა რომ დამხვდა უცვლელ ადგილას.. როგორც იყო.. გული მომეწურა.. თვალები ისე ამეწვა,მწარედ დავხუჭე და მუჭით შევიმშრალე გადმოპარული ცრემლი.. ერთი ღრმად ამოვისუნთქე და გამოვტრიალდი.. გავშრი.. ადგილზე გავიყინე.. შესახვევს წელში გამართული,ჩემთვის გაზეპირებული სხეული ტოვებდა.. ეს მაისური მეცნო.. გონებამ ამწამს გაიხსენა მთელი გზა, სამსახურიდან სახლამდე ლანდად ადევნებული ადამიანი.. თვალის კუთხე სახეს ვერ ხედავდა წეღან, მაგრამ,ახლა განმიახლდა მისი აღნაგობა.. მხოლოდ რომას შეეძლო, უთქმელად გამომყოლოდა და ისე წასულიყო,რომ არ დაეძახა.. რომ არ ეგრძნობინებინა,ჩემთან იყო და არ მტოვებდა უყურადღებოდ.. ღმერთო,რა რთული იყო.. რა მომაკვდინებლად რთული იყო მისი ასე ახლოს და თან,უკიდეგანოდ შორს ყოფნა.. სახლში ასულს ნინა კარებთან მხვდება.. ისიც წუთების დაბრუნებულია სამსახურიდან და ისეთი მზერაააქ,ვხვდები,ყველაფერი დაინახა.. -რატომ არ მოვიდა ჩემთან ნი?!-გული ამოვაყოლე.. სული მეწვოდა.. -ხომ იცი,ისეთია,თუ მოსასვლელი პირი არ აქვს,ვერ მოვა..-ჩემი ფიქრები გამიხმაურა გულთმისანმა.. არ მახსოვს,როგორ ჩავიცვი და როგორ გავემზადე.. როგორ მეყო გამძლეობა,ტუჩებზე ის სისხლისფერი ტუჩსაცხი გადამესვა,რომა რომ ამბობდა ხოლმე,ერთადერთ ქალს უხდება და,ისიც შენ ხარო.. თეთრი,წიკლაურის ნასახსოვრები აბრეშუმის თხელი კაბა ტანზე მოვირგე და ზუსტად რვაზე მოსულ სანდრო შუკვანს,და არა მას,გავუსწორდი.. -ულამაზესი ხარ,ნატაშ! ალანიას ვარსკვლავი ჩაესვენა,დღეს მხოლოდ შენ იკაშკაშებ ცაზე!-პიჯაკსა და თეთრ პერანგში გამოწყობილ სანით თვალები უცნაურად,დანარჩენი დღეებისგან სრულიად განსხვავებულად უელავდა.. გამაკანკალა.. სახეზე ყალბი ღიმილი ავიკარი და მის სხვაგვარ მზერებს დავემალე. უჰორიზონტოდ აუტანელი იყო სხვა კაცის ჩემზე მოტმასნილი ზღვარს ამცდარი აღტაცებისგან აციალებული სფეროები.. საკუთარი თავი მძულდა ამის გამო.. რომა რომ არა,იქნებ სასიამოვმოც კი ყოფილიყო მისი აღფრთოვანება, მაგრამ, ახლა,როცა ერთადერთი მიზეზით მითენდებოდა ღამე, შეუძლებელი იყო შუკვანის აღქმა,როგორც მოტრფიალე მამაკაცის.. უსიამოვნო განცდებისგან დატვირთული თავს ძალიან მძიმედ ვგრძნობდი მთელი საღამო.. სანდროს წელზე შემოხვეული მკლავი კი ჯაჭვივით მადგა თეძოზე და ერთი სული მქონდა,როდის გავერიდებოდი მას.. ვერ შევეგუე.. ვერცერთი დაწყევლილი წუთით ვერ გავხადე ასატანი სხვისი კანი,საკუთარზე.. -დაიღალე ნატაშ?!-ჰაერზე გასულს,კვალდაკვალ ამედევნა ახალსახიანი სანდრო შუკვანი.. შეზარხოშებულს პერანგის ღილები ჩაეხსნა და მიღიმოდა.. ჩემი ბრალია,მარტო დღეს რომ დავინახე მისი ამდენი აცეკვებული სხივები თვალებში.. იქნებ,სასმელმა გაათამამა ისიც.. აბა,რატომ მიახლოვდებოდა ამდენი გამბედაობით?! დიდი შენობის ჭედურ მოაჯირს ერთიანად შევეზარდე და მაქსიმალურად მოვერიდე,რომ ვერ შემხებოდა. მომენტალურად დაიხია უკან სანიმ, რამაც მის მიმართ დატრიალებული ფიქრები შემიმსუბუქა.. ის პატივს მცემდა, ჩემს დამოკიდებულებას ხვდებოდა და უკან იხევდა.. -აზრი არ აქვს ხომ ნატ?!-იმდენად დაუსევდიანდა თვალები, ჩემი შემდგარი ფრთები ჩამომტყდა.. სიტყვებზე მეტს ამბობდა ამდროს ჩემი ჩუმი,ბევრი ბოდიშებით სავსე გამოხედვა.. მოვიბუზე.. გრილოდა,მაგრამ არც ისე,გავყინულიყავი… მაინც მომაფარა სანდრომ მისი პიჯაკი.. სასიამოვნო არომატით იყო გაჟღენთილი, მაგრამ, ყველა სამყაროს ნეტარებას მერჩივნა რომასი.. თავი ჩახარა და ისე,რომ აღარაფერი უთქვამს, განმარტოების საშუალება მომცა.. არ ვყოფილვარ არასდროს ამაზე მეტად დამძიმებული და ამაზე მეტად დაკარგული.. ამაზე მეტად მდგარი ბნელ მხარეში და მასში ისე მჭიდროდ გახვეული,ვეღარცერთი ნათელი წერტილი რომ ვერ ატანდა.. ხანდახან, და ალბათ არც ისე იშვიათად, ამ სამყაროს იდეალურობებს ჩვენი მანკიერებები გვირჩევნია ხოლმე.. თუნდაც ჩემი საშველი ყოფილიყო, სულის მალამო სხვა, მაინც ის დამიამებდა ყველა ჭრილობას,ვისაც ,მეგონა,არ ვჭირდებოდი მის ნახევრად.. -ნატუ!-სიბნელეში,ხმაურისგან შორს, სანდროს პიჯაკში გახვეულს, ფიქრების მორევში ჩაძირულს, სანატრელის ხმა მესმის და სიზმარი მგონია.. ვერ ვცემ ხმას.. გული მისკდება.. თვალებში მძიმე ნიაღვარი მაწვება და ჩემს წალეკვას ლამობს.. ჩემს წინაა.. მისი თვალებისნაირი, ხაკისფერი პერანგი აცვია და ისე უხდება,სუნთქვა მეკვრება.. თვალები ჩამქრალიაქ, დროდადრო უციალდება და მერე ისევ უბრუნდება ჭაობებს.. ღმერთო,როფორი სხვა იყო მისი თვალები და მათგან წამოსული ყველა გრძნობით სავსე მზერები.. მომეჩვენა,რომ ძალების მოკრებას სცდილობდა, არადა, კანიდანაც კი ეღვრებოდა ქვესკნელის გამხეთქავი სიმტკიცე.. -ისე ვერ წავიდოდი,რომ არ მენახე..-ჩემკენ ნაბიჯის გადმოდგმას ვერ ბედავს, შემობიდან წამოსულ ხმაურში თითქოს იკარგება მისი ხმა და,უკეთ რომ გავუგო, კუთხისკენ მივდივარ. -ადამიანი,რომელიც ყოველი ამოსუნთქვით გკლავს,დაუმშვიდობებლობისთვის არ გემეტება,რომი?!-მაინც მეღვრება ხმაში ირონია,არადა, დილანდელივით ლანდად მედევნება ჩემი ბნელი მხარე, რომა ხატისკაცი.. სიმყუდროვეში კიდევ უფრო დავიკარგე და ყველა გრძმობამ მომიცვა.. ვუყურებდი მას, თვალებს რომ ვერ მისწორებდა და თან,რომ არ ვეთმობოდი.. -ახლა თუარ გაგეცლები,ნატუ,ყველაფერი აირევა და ორივე დავიკარგებით.-არ მიაქცია ყურადღება ჩემს გამოელვებას..თითქოს კონკრეტული მიზნისთვის იყო აქ და,სანამ არ ამოიღებდა,ვერ ამოისუნთქავდა..არსაიდან მოსულ სიტყვებში ყველა უთქმელ გრძნობას ატევს ჩემი ფიქრების მსაჯული და მგონია,რომ ყველა ამოსუნთქვით ცდილობს,სულში ჩამახედოს.. თოთქოს,თვალებით ცდილობს მის გულწრფელობაში დამარწმუნოს.. არადა,სარკესავით ელავს მისი სიტყვები,გამოხატულ გრძნობებში.. არც სჭირდებოდა მცდელობები.. გადაშლილი წიგნივით იკითხებოდა.. -გითხარი მკლავთქო და,ამის მიზეზს ვერ გიბედავ..-მაინც მპასუხობს..- თქმის და ფიქრის უფლებაც არ მაქ ახლა,თუ კაცი ვარ.. მე რომ ჯებირებს გადავიდე ნატუ და,ის ამოვალაგო,რასაც ვინახავ, მაშინ საკუთარი მეობა უნდა დავმარხო და ისე გავცამტვერდე,შენც აღარ მოგინდები და,ჩალის ფასი დამედება.. განა არ მიღირს?! პირიქით,რომ ვიცოდე, მიმიღებ და ჩამითვლი ჩემს ნაბიჯებს, ახლავე ვიყვირებდი და ყოველდღიურ სიკვდილებს დავამთავრებდი, მაგრამ, მირჩევნია, კანს ვიხლეჩდე ,ვიდრე,ისე არ დაგიდგე გვერდით,როგორც შენ გეკუთვნის და, ისე წმინდა არ ვიყო, როგორც გულში ჩახვეული შენდამი ის დამახრჩობელი უთქმელობა,რასაც ვერ გადავდივარ.ნატალია.. -თვალებს მისწორებს და გულს მიხეთქავს.. არასდროს, ღმერთო, არასდროს მინახავს მის თვალებში ამდენი წამლეკავი ჩემის საპასუხო გრძნობები.. სული მისკდება.. თავს ვერც ვიმაგრებ, ვკანკალებ და ცუდად ვარ, გამოუთქმელად, გადმოუცემლად კატასტროფულად.. უჰორიზონტოდ ადამიანობაგამოცლილი.. რომას ვუყვარდი.. მასაც ვუყვარდი და ეს იმაზე დრამატული იყო,ვიდრე ფიქრი,რომ სამუდამო მარტოობისთვის ვიყავი განწირული.. მისი გული გამოუთქმელობისგან აღარ ფეთქავდა და, არასწორად გადადგმული ნაბიჯებისგან იკარგებოდა.. ღმერთო, რატომ აგვაცდინე ასე გზას,როცა,თურმე გვერდიგვერდ დავდიოდით მთელი ეს წლები?! სამართალი თუ ასეთი იყო, არ მინდოდა.. მერჩივნა ისევ ფარსში მეცხოვრა, ვიდრე ვიცოდე, ვუყვარვარ და ვერ მიმეტებდეს სათავისოდ.. მინდოდა მეყვირა, მეტირა, ვენების დახეთქვამდე მოვხვეოდი და არ გამეშვა, მაგრამ,ისევ მას ვერ მივეტებდი საკუთარი თავის დაკარგვისთვის.. -ახლა უნდა წავიდე ნატუ,რომ ჩამოსვლა შევძლო.. ახლა უნდა გავჩუმდე,რომ მერე თქმა მეკუთვნოდეს.. ახლა არაფერი ვარ ნატუ.. ახლა აღარც შენი მეგობარი აღარ ვარ.. აღარც გრძნობების მოზიარე და აღარც რომა,ხატისკაცი.. ახლა საკუთარი თავი მე არ მეკუთვნის და,უნდა გამიშვა,ნატუ,რომ შორს მყოფმა,ძალა და საკუთარი თავი დავიბრუნო.. ჩარჩოში მოვექცე,დავალაგო და მერე,თუ განგებასთან ჩავაწყვე,იქნებ მართალი იყოს,რაც მე შენგან მეჩვენება და,იქნებ მეც გავხდე ღირსი,ჩავთვალო თავი იმდენად სწორად,გაგიტოლდე.. -სულმოუთქმელად ამთავრებს მონოლოგს და მხოლოდ შემდეგ აგრძელებს არსებობას.. მინდა ვუთხრა,რომ არ ეჩვენება და მიყვარს.. მინდა ვუთხრა,არ მემეტება მარტოობისთვის და მსურს.. მინდა ისე ჩავეკრა,აღარასდროს მოვწყდე, მაგრამ, გახევებული, მორევში ჩავარდნილი, მხოლოდ ცრემლები მცვიოდა აურაცხელი.. ვხედავდი რომას.. მიმავალს.. არ თქმული,მაგრამ,გათქმული გრძნობით. არ აღიარებული,მაგრამ,გადმოცემული საიდუმლოთი.. არეულდარეული, უწონო და მაინც, ყველაზე დიდი მნიშვნელობის მქონე მონოლოგმა ერთიანად გამანადგურა და არც იმდენი შემაძლებინა, გამეღიმა მისთვის და იმედად გამეტნია.. ვერ კი წარმოვიდგენდი, თუ ღამე ამას მოიტანდა.. ვერც კი ვიფიქრებდი, სადღაც,დასალიერში სხვისი გული თუ ჩეთვისაც ცემდა, მაგრამ, მაინც მესიკვდილებოდა ეს უღმერთო გრძნობები და ბედის მწერალი, რომ ერყმანეთისთვის არ ვემეტებოდით ___ მახსოვს,იმ ერთ დღეს ემამ მითხრა,გათქმის შემდეგ,ჯერ რომას დაკარგავ,როგორც მეგობარს და შემდეგ,საკუთარ თავს,როცა ვერ აპატიებ მომხდარსო.. ვიცოდი, განა ჩემთვის მოულოდნელი იქნებოდა მომავალი?! მაგრამ,ჩემი გასავლელი გზის ერთ პროცენტსაც კი ვერ დავემთხვიე ფიქრებით.. ბედი,რომელიც მწერალს სხვა ატმოსფეროში დაეწერა, უღმერთო, ბელზიბაბის შემზარავი სიცილით გაყინული, ყველა ასატან გრძნობაზე მეტი შემაშფოთებელი გამოდგა.. სამყაროს ყველა რეალიზმისგან მომწყდარს,თითქოს სუნთქვაც კი შემეწყვიტა.. არსებობა ორი თვის წინ,ერთ საღამოს დამემთავრებინა და იმწამიდან მოყოლებული, სიცოცხლე მხოლოდ სავალდებულო, მომდევნო მოვალეობად აღმექვა.. ვერ ვეგუებოდი.. ცოცხალმკვდარი ჰაერს დავეძებდი მომდევნო საათის გასატანად,მაგრამ,მასში ჟანგბადი იმდენად ცოტა იყო,მხოლოდ არსებობისთვის კმაროდა.. არ შემეძლო სხვაგვარად.. მომაკვდინებელი ბნელი მხარე,რომელმაც სრულიად დამფარა,იმაზე მეტი იყო ვიდრე საკუთარი თავის სიყვატული და პატივისცემა.. ეს არ იყო უბრალო ტრფობა და უკიდეგანო მონატრება.. წამს,როცა გავიაზრე,რომ რომა წავიდა და მასთან ერთად გაიყოლა ყველა ჩვენი წარსული,დამანგრეველი აღმოჩნდა და, მას შემდეგ ვეღარ აღვდექი.. დაცემული, მიწაზე მიმოფანტული, სულგაცლილი, ხორცდამწვარი, არაადამიანის ფიქრებით მოცული რომა ხატისკაცის გარეშე , არ ვიყავი არც ნატა,არც ნატალია,არც ნატაშ, და მითუფრო, ნატუ.. მის გარეშე,უბრალოდ არ ვარსებობდი და ამის გააზრება, მიხვედრა და შეგუება ყველაზე რთული იყო.. საკუთარ თავს ვერ გადავაბიჯე.. ეს ყველა ადამიანურ ძალას აღემატებოდა.. ეს ,უბრალოდ,არ შემეძლო და ამაში არ იყო რამე დამაკნინებელი.. ვერავინ მომედავებოდა,რომ ზღვარს გადადიოდა ჩემი ტკივილი.. როცა გიყვარს, გიყვარს მთელი სულით, მთელი გრძნობით, მთელი მრწამსითა და სიშორით.. მე ასე მესმოდა გრძნობის, ასე მესმოდა უსაზღვრო მონატრების და, მითუფრო, იმის ფონზე, რომ ვიცოდი, სადღაც,რომა ხატისკაცსაც ისე ვენატრებოდი, მისთვის ვერ ვემეტებოდი.. მისი წასვლიდან ,მახსოვს,ერთი თვის თავს გამოვიდა კონტაქტზე.. ხანდახან მეგონა,პარანოია დამეწყოთქო, მაგრამ,ცალსახად ვგრძნობდი ხოლმე,რომ სულ ჩემთან იყო და, ეს ისე მკარგავდა, ისე მფანტავდა,იმ დროს,მთლიანად მოცილებული ვიყავი სამყაროს.. ღამის სამი საათი იყო.. წვიმდა და ისეთი ქარიშხალი იდგა, მაკანკალებდა.. აივანზე,რომას ერთი ფარატინა მაისურში გახვეული, სარწეველა სკამზე ვიჯექი და მისგან დაჩვეულ ლურჯ სობრანიეს ვეწეოდი.. მეგონა,მისი სული მოჰქონდა,იმდენად ახლო იყო და იმდენად მხოლოდ მისი სუნი ჰქონდა.. გაუსაძლისად მენატრებოდა.. ვიჯექი და ვუგებდი, არა როგორც შეყვარებული ქალი, არამედ როგორც ცალკე,გარეშე ადამიანი.. ტელეფონი რომ განათდა,თავიდან არ დავხედე.. წასვლის წამიდან ვიცოდი,სანამ ყველაფერს კალაპოტში არ ჩასვამდა,არ მოვიდოდა ჩემამდე და არც ახლა ველოდი.. მეორედ რომ ჯიუტად ამღერდა, მხოლოდ წამით დავხედე ეკრანს და, იმწამს ვიგრძენი, რას ნიშნავდა მკვდრეთით აღდგომა.. მეგონა,საუკუნეები გავიდა,სანამ საჭირო ძალა მოვიპოვე,ამეღო.. წვიმდა გულისწამღებად. სულისშემკვრელად და, მაინც, არც ისე ლამაზად, როგორც მისი მწვანე, ხავსისფერი, დანატრებული თვალები.. გული მომიკვდა.. ყელში მწარე ბურთი მომაწვა და ვერ ამოვისუნთქე.. მიყურებდა.. მხოლოდ თვალები მიუგავდა ძველ რომას.. სახე,ნაკვთები,თმები, არაფერი, სხვა დანარჩენი არცერთი მისხალი არნიყო ხატისკაცის.. სული ამეწვა.. მზერიდან იმდენი ემოცია ეღვრებოდა,ერთიანად მათბობდა და თან,კანს მიკაწრავდა.. ღმერთო,ეს ერთი თვის მსვლელობა არ იყო მის სახეზე, მეგონა,წლობით უნახავი ადამიანი მიყურებდა, ვიდრე რომა.. არ გავდა ადამიანს.. მისი ღაწვები, თვალებქვეშგაწოლილი ბალიშები, საფეთქელთან ჩამოყრილი ვერცხლმორეული თმა სხვისას ჰგავდა.. ერთადერთი, მხოლოდ წყვილი ირისები ელავდა ძველებურად და მასშიდაც აურაცხელი ტკივილი იკითხებოდა.. -ნატუ..-ეკრანს რომ დავხედე,ზუსტად ერთი საათის შემდეგ გათქვა სახელი.. არ ვიცი,როგორ გაჩერდა დრო და როგორ გავიყინეთ სხვადასხვა სარტყელში.. დაუფარავად წამსკდა ნაგროვები ცრემლები.. არ ვიცი,სად იტევდა სხეული ამდენ ტკივილს.. ნიაღვარად მომდიოდა ცცხელი შანთი თვალებიდან და ვერ ვწყვეტდი გოდებას.. მენატრებოდა.. ღმერთო,რა სასტიკად მენატრებოდა მისი ნატუ.. -არ გინდა,გევედრები.. -ხმა ათასნაწილად დაეგლიჯა ხატისკაცს.. გრძელ,ბევრგამოვლილ ხელებში ჩარგო სევდისგან გამსკდარი სახე და ამან არ ჩამოუშვა,სანამ მშვიდი სუნთქვა არ დამიბრუნდა.. მასაც ტკიოდა, მასაც ეწვოდა და იმაზე მეტადაც, ვიდრე მე.. -ამას მეორედ ვერ გადავიტან ნატუ..-ძლივს ამოილაპარაკა.-იცი რა საზიზღარი გრძნობა მეუფლება,რომ ვიცი,მე ვარ თავი ყველაფრის?! უნდა გამაძლებინო ნატუ,გევედრები, გულით სანატრელს გაფიცებ,თუ შენ მანდ სადარდებლად მეყოლები,მეც ვერ ვიარსებებ.. მეც ვერ ვისუნთქებ და უფრო დამაგვიანდება ნატუ.. ვერ გირეკავ,ვერ გელაპარაკები,ვერ გიყურებ სანამ არ ჩავამთავრებ წარსულს აქ ნატუ და გთხოვ, თუ ღმერთის გწამს, გამაძლებინე.. შენ მხოლოდ კარგად უნდა იყო.. კარგად უნდა მეგულებოდე .. მე რომ გიკითხავ,ნუღარავინ მეტყვის ნატუ რომ აღარ არსებობ თითქმის.. რომ აღარ ამჩნევიხარ დედამიწას და,ლანდად იქეცი.. ეს მე მანადგურებს. მკლავს და მწვავს აქ.. თვითგვემისგან საკუთარი მეზიზღება.. აღარც მე აღარ მქვია ადამიანი,მხრებზე იმხელა პასუხისმგებლობა მაწევს,შენ რომ ასე მოგაქციე.. -რომა,გთხოვ..-გული ამომისკდა..არ მინდოდა ამის მოსმენა.. თუ სიყვარულს,თან გაუთქმელს,არ აპატიე,რა გამოდის?! ვერ შევაძულებდი მის თავს.. ის ადამიანობას კარგავდა.. ჩემი სისუსტით მასაც ეცლებოდა ძარღვებიდან მთელი ენერგია და ,ეს დამანგრეველი იყო.. მითუფრო,რომ ჩემ უთქმელად ხვდებოდა ჩემსავე გრძნობებს.. ჩემს გამოუთქმელად იზიარებდა და გულში მწარედ მარხავდა.. -კარგად ვიქნები..-მხოლოდ იმიტომ,რომ დაეჯერა,გავუღიმე.. მთელ განვლილ 30 დღეს დამიჯდა ამ რკალში ყველა მისხალი მხნეობა ჩამეტია და იმდენი ძალა ჰქონოდა,კილომეტრობით მოშორებულ რომას ეჭვი არ შეპარვოდა.. დიდხანს მიყურებდა თვალებში.. იქ ალბათ სარწმუნოს ეძებდა,მაგრამ,არ ვიცი,დაინახა თუ არა.. რაც კი შემეძლო, მხოლოდ მისთვის და ჩემთვის, თავს ვარწმუნებდი,რომ მასაც ეწამა.. ბოლოს,ალბათ სიჩუმის ისევ მომდევნო საათს,როცა ყველა ტკივილი,ასე შორიდან ამოვიტანე მისი მზერიდან, ამომხედა.. სფეროებში უზღვავი შიში,გულწრფელობა და უიმედობა ეხატა.. -ვიცი,არ მაქვს ამის უფლება.. შენთან იმდენი შევცოდე, საყაროსაც ვერ დაიტევს და განგება ამიტომ მსჯის. მე რომ წლების წინ,პატარა გოგოს დანახვისას სულში შემომძვრალი აღფრთოვანება გამეთქვა და გულში არ ჩამემარხა,იქნებ დღეს კიდევ მეტად არ დამეტანჯე.. მე რომ მაშინ საზღვრებს გადავცდომოდი,იქნებ დღეს ასეთი სიშორე აგვეცილებინა კიდეც და, აღარც წარსულის ჩახურვა დამჭირვებოდა.. -და რატომ რომა?! რატომ არ გადაააბიჯე ზღვარს?!- ვერ მოვითმინე.. მერე რა,რომ საკუთარი თავი მეც ჩარჩოებში მქონდა მოქცეული.. მერე რა,რომ მეც პლატონურად ვეტრფოდი და წარმოდგენაც არ მქონდა,თუ მასაც საპასუხო გრძნობები ჰქონდა ეს პერიოდი.. მისგან მინდოდა მომესმინა.. მას უნდა ეთქვა.. -შენ მაშინ მეგობარი გჭირდებოდა ნატუ..-არც კი დაფიქრებულა,მომენტალუტად მითხრა და ვიცოდი,ეს ყველაზე გულწრფელი სიტყვები იყო.. გული მომეწურა.. პატარა, კაფანდარა, გალეული ნატალია წარსულიდან იმდენად უსუსური იყო რომამდე,აღარც მახსოვდა.. თითქოს სულ კლდესავით შემართული ვყოფილიყავი, არადა, ერთადერთი,ვინც სისხლს მიმოძრავებდა,ეს ზუსტად რომა იყო და, სამყაროზე არსებული,მეორე ჩემნაირი,ნინა.. -და ახლა რა შეიცვალა ?!-თუ ეს საღამო მხოლოდ იმიტომ დააღამა ღმერთმა,რომ ფარდები ბოლომდე აგვეშალა,მაშინ,ესეც უნდა მცოდნოდა.. მინდოდა ემასაც შევხებოდი,მაგრამ,ვეღარ შევბედე.. თუმცა,სულის ნაწილი ჰორიზონტს იქითაც კი მკითხულობდა.. -ერთი წლის წინ,როცა ემა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში,იმედი გადაწურული მქონდა და, სიმართლეს გეტყვი,ახალი საწყისისთვის ღია ვიყავი..-სუნთქვა შემეკრა..გავირინდე.. ბოდიშებით სავსე მზერისგან რომას თვალები მთლიანად ხავსისფერი გაუხდა.. მიხვდა,მეტკინა,მაგრამ,მაინც ვანიშნე,განეგრძო.. -მე სხვაგვარად მომაწყო ღმერთმა, ბევრი წლის წინ გზა ავირჩიე და სიცოცხლის ბოლომდე იმას გავყვებოდი,რომარა ერთი გადამწყვეტი წამი.. იმ დღეს,ბარში,მეგონა მოვკვდებოდი,უცხომ რომ მკლავი შემოგხვია და..-აღარ განაგრძო,თვალები სიშმაგისგან ერთიანად აუციალდა და თვალი ამარიდა. ჩამეღიმა.. ჩემი ბნელი მხარე.. იმ დღეს ხომ მეც პირველად გავუგზავნე გრძნობებით სავსენიმპულსები და როგორ მეგონა,რომ რომა ვერაფერს იგრძნობდა.. -ემა.. -წავიდა!-ამომხედა.. წარმოვიდგინე როგორ მიდიოდა ყელმოღერებული,ამაყი,დიდებული ნაბიჯებით და ის პატივისცემა,რაც მის მიმართ გამაჩნდა,გამიორკეცდა.. მან პირობა დადო.. როგორც ქალმა ქალს,მითხრა და აასრულა.. დაიჭირა თუარა ის ერთი მზერა რომაში, წავიდა .. ზუსტად ვიცოდი,არ ნანობდა არცერთ წამს.. ემა ის ქალი არნიყო,წარსულს რომ მისტირიან და, შეხვედრის დღეს წყევლიან.. ის სხვა იყო.. -ადამიანი,რომელიც,ჩემი და რომას ცხოვრებაში საკვანძო როლს თამაშობდა.. -ნანობ?!-ისე მინდოდა მისგან მომესმინა,გავირინდე.. ეს სიტყვები გარდამტეხი იყო ჩვენს ცხოვრებაში,ვიცოდი და ველოდი.. -მხოლოდ იმას,რომ ვატკინე.. ეს იყო რომა ხატისკაცი.. ღმერთამდე ღია და ჩემთვის,ყველაზე სუფთა.. რომ არ ვყოფილიყავი მისი ნატუ,ალბათ,გული ჩამწყდებოდა,რომ სანანებლად არ ექცა მასთან გატარებული ერთი წელი.. რომ არ მყოლოდა ის მთელი ეს წლები,როგორც მეგობარი,ალბათ, ვიეგოისტებდი და,ისე ჩამეწვებოდა გული,რომ ვეღარ შევხედავდი.. მაგრამ.. არა.. საკუთარ თავზე უკეთ ვიცოდი და მესმოდა რომა ხატისკაცის.. მას სხვაგვარად არ შეეძლო.. თუმცა,გულის პატარა კუნჭულში, ალბათ,მხოლოდ საკუთარი თავის ძალიან ბნელ მხარეში, სული მაინც დამეწვა ,რომ ჩემს დავიწყებას ცდილობდა.. მაგრამ,აქაც მესმოდა მისი.. აღარ განვაგრძე.. ამ ღამემ იმაზე მეტი თქვა,ვიდრე უთქმელი იყო მთელი ეს წლები.. იმაზე მეტად ვიწამე,ვიდრე აქამდე და, სადღაც, დავმშვიდდი,რომ წარსულს ტოვებდა.. მომდევნო ერთი თვე, მხოლოდ წმინდა მონატრება იყო.. სულის გაუსაძლისი ტკივილი და ყოველი გათენებული დღის უშედეგო ცდა.. ყველგან მას ვხედავდი, ყველგან მისი არომატი მელანდებოდა და უკვე ადამიანს აღარ ვგავდი. მჭირდებოდა.. ჰაერივით მჭირდებოდა რომა ხატისკაცი.. -არც კი მჯერა!-ზარივით ჩამესმის მძინარეს ნინას გაცოფებული ხმა. დაზაფრული წამოვვარდი,ყველაზე ცუდის მოლოდინში ნაჩქარევად,ნახევრად ბურუსში მყოფი გავვარდი სამზარეულოში და კარებში გაშეშებულ ცხოვრების მოუშორებელ თანამგზავრს ინტერესით ავხედე. სახეზე ფერი არ ედო.. -ამოთქვი ნინა!-დამაწყდა ნერვი,სანამ ენა ამოიდგა. ნოემბრის სუსხიანი არც კი გათენებული დილა იდგა.. ერთიანად გამოლეულს, გაძვალტყავებულს, დილის თუნდაც ერთ საათიანი ძილის მოკლება უკვე ზედმეტი იყო.. მოსაკლავადაც მემეტებოდა ახლა ნინა. -ვაჟიკო ერთი საათის წინ იყო აეროპორტში.. გარბის ნატა.. ვაჟიკო მიდის..ვეღარ გამიძლო.-მიტკლის ფერი ედება და მეც მომენტალურად მავიწყდება ჩემი ტკივილი, მისაში ვეხვევი.. -გასაძლები რა გჭირს შენ ნინა?! თუ მასეა,ურჩევნია ისეთი ქვეყნის მიმართულებით გაიქცეს,დაწევა რომ გამიჭირდეს და გადამეკარგოს! -სისხლი ერთიანად მაწვება სახეზე და ისე ვიკრავ გულში ნინას,ცოტა ხანში სუნთქვის მაგივრად,ხროტინს იწყებს. ვუშვებ.. ფერი უბრუნდება. მეც რაციონალირ აზრს ვაწყდები. -ანდა საიდან მოიტანე რომ გარბის ნინა,იქნებ და,საქმეაქვს, რავიცი,ჰარი ჩამოყავს საქართველოში შენთვის. რაღა მაინცდამაინც გაქცევა..როდის იყო ვაჟიკო შენს გაფრენებს გაურბოდეს. მაგას რომ დატოვება დომებოდა,შენი გაცნობიდან მეორე დღეს უკვე წარსული იქნებოდა ნინა! -მისი ტირილის ნოტების მიხედვით მეც ხმას ვუწევ და კარებზე დარეკილ ზარს არ ვაქცევ ყურადღებას.. ისე ვუყვავებ,არც მესმის.. -ბოლო დროს ძალიან გავჭირვეულდი,სულ მეტირება და ვაჟიკო კიარა,მეც ვერ ვგებულობ,რა მჭირს ხოლმე.. ალბათ დავღალე..-გულამოსკვნილი ისევ მისას აგრძელებს.. რომ ვიაზრებ და რაღაცებს გამოფხიზლებულ გონებაში ვაკავშირებ, სახეზე ჩემი,ძალიან დიდი ხნის ნანატრი ღიმილი მესახება.. -გაიტესტე ნინა! დამიჯერე,ისეთი პასუხი იქნება,ვაჟიკო ბანგლადეშიდან დაეშვება ფეხშიშველი!-სიცილით ვბრუნდები შემოსასვლელისკენ,კარზე უკვე მესამედ აზარებენ და უკვე გარკვევით მესმის.. გარდერობის სარკეში არეკლილ ნინას სამყაროდან მოწყვეყილ სახეზე გულიანად მეღიმება და სულში ისეთი ბედნიერების განცდა მიტრიალებს,გაუაზრებლად ვაღებ კარებს.. ვშეშდები.. სამყარო აქ და ახლა წყდება და ორად ორი ვრჩებით.. მე და კარებში გახიდული,თავჩაქინდრული რომა ხატისკაცი. ღმერთო.. შემომხედე.. თავს წევს და, როგორც იქნა.. სამყაროში სანუკვარ, ყველაზე ძვირფასს, ტკივილამდე, ყველა შეცდომამდე, ყველა არასწორ, ბნელ მხარემდე საყვარელ თვალებს ვაწყდები.. ის აქ არის.. ჩემი ტკივილი, ჩემი მონატრება, ჩემი დაუოკებელი სურვილი სიცოცხლის და, წარმოუდგენელი ძალა,ხვალინდელი დღის.. ჩემი რომი.. ჩემი მწვანე თვალები.. ხავსისფერი, ჭროღა, ჭაობისფერი მოკაშკაშე მინდვრისფერი ირისები.. ღმერთო, გული საერთოდ აღარ მიცემს და იქვე, ადგილზე ვკვდები და ისევ, მის თვალწინ, ისევე როფორც ის, ხელთავიდან ვიბადები.. -ნატუ!-სული ეღვრება სფეროებიდან.. ხელებში მალღვება მისი მტკიცე, კლდესავით შემართული მხრები.. მონატრებულ, დანატრებულ, დასაკუთრებულ და, აქამდე სულ სხვაგვარ მკერდში მთელი სიძლიერით ვეკვრები და სუნთქვა მავიწყდება.. სამყაროს ყველა მანკიერებაზე ძვირფასი, ყველა ტკივილსა და ჯავრზე დიდი, მტიიცე და ურყევი იყო გრძნობა, მასთან რომ მაჯაჭვებდა.. -ნატუ!-მერამდენედ მეძახდა და მერამდენედ ვერ ამთავრებდა წინადადებას.. ვეკვროდი და თოთქოს ყველა მონატრებას, ყველა პატიებას, ყველა შეცდომასა და დაკარგულ წლებს ვიხვევდი მისი გულიდან ჩემსაზე, რომ აღარ ტკენოდა და, ჩემიც გალეულიყო.. რომ აღარ ეჯავრა და შეგვძლებოდა, დაგვეწყო.. საკუთარი თავისთვის უნდა ეპატიებინა.. ვიცოდი,ეს ორი თვე ამ ძალისთვის რომ გალია და, ახლა რომ შემოაკლდა ჩემი დანახვისას ყველაფერი, მონატრებაზე მეტად ამეწვა.. -რომი..-გადასხვაფერებული, შეუცნობელი და მაინც, სულის გამყინავი სიყვარულით სავსე სახე ხელებში მოვიქციე და ჩემს სანუკვარ, უკიდეგანო გრძნობებით სავსე თვალებს ჩავხედე.. იქ საკუთარ თავს ვუყურებდი.. უღმერთოდ შეყვარებულს რომა ხატისკაცზე.. -მიყვარხარ ნატუ!-თითქოს ერთი ცხოვრება დაამთავრა ამწამს.. თვალები მომენტალურად გაუბრწყინდა და ის სხივი დავიჭირე მასში,ყველასგან რომ გამოარჩევდა.. -მაპატიებ?!-სული გაელია მოლოდინში.. ამ სამყაროში არცერთი არსება არ დადიოდა, ღმერთს ერთხელ მაინც რომ არ მიეცა შანსი,ცხოვრება გაეგრძელებინა მათთვის.. რომა ტკივილისთვის ითხოვდა ბოდიშს, მე კი სიყვარული სხვაგვარად არ მესმოდა. თუნდაც ასეთი.. სამყაროს ყველა რაციონალური საზღვრებისგან მოწყვეტილი.. აღარ გავტანჯე.. ხუთი წელიც მკმაროდა მისი სიახლოვის მოლოდინში.. ტუჩებს,რომელსაც აქამდე მრავალჯერ უთქვამს ეს სიტყვა,მაგრამ,არცერთხელ ამხელა გრძნობით,დავეწაფე და,საპასიხოდ რომ მთელი სამყაროს სამყოფი ბედნიერება მივიღე, საბოლოოდ ვიწამე,რომ ყველაფერი ასე უნდა ყოფილიყო,ჩვენ ერთმანეთის ფასი რომ გაგვეგო.. ხელებს,რომელსაც აქამდეც უამრავჯერ ჩავუკრივარ,მაგრამ,არასდროს ასეთი ინტიმურობით,მოვეჭიდე და შევისრუტე ერთიანად მათგან წამოსული ძალა.. მკოცნიდა მთელი გრძნობით, მთელი ვნებით, მთელი სფეროს არდასატევი ამაფეთქებელი განცდებით და, არ მკმაროდა.. მიყვარდა, ღმერთო, მთელი არსებით მიყვარდა რომა ხატისკაცი. -ნომერი დაჯავშნეთ რა,თქვენი ჭირიმე,აუწია თამარას წნევამ!-ოთახიდან ყურებამდე გაღიმებულმა ნინამ გამოგვხედა ალბათ დიდი ხნის შემდეგ.. თუ ამ რეალობაში უფრო დიდი ბედნიერება არსებობდა, ალბათ,უფრო მეტი ტკივილის შემდეგ თუ მოდიოდა.. ამწამს, ბევრ ვარამ გადატანილს, მეც მჭირდებოდა ჩემი წილი ბედნიერება.. ჩემი რომა ხატისკაცი.. ჩემი ახდენილი ოცნება.. ____ დასასეული არ მჯერა,რომ ისევ ვსუნთქავ და რაიმე გრძნობა მაიმც შემრჩა.. არ ვიცი,ვის როგორ და,მე ჩემი სხვა პერსონაჟების გვერდით,შეცდომიანი,ხანდახან სუსტი,ხანდახან კლდესავით ძლიერი რომა ხატისკაცი დავაყენე.. ვკითხულობდი თქვენ ნააზრევებს მასთან დაკავშირებით და,იმდენად მიყვარდა,გული მტკიოდა რომ ვერ უგებდით.. ალბათ რთულია,ალბათ ასეთ სიტუაციაში სხვაგვარ გამოსავალსა და ნაბიჯებს ხედავთ, მაგრამ, მე ეს მოვუხდინე.. მე ასეთი შევიყვარე ჩემი რომა ხატისკაცი.. ნატუზე ვერაფერს ვიტყვი.. თუ სამყაროში ამაზე ძლიერი სიყვარული არსებობს,მაშინ მე ჯერ ის არ კინახავს.. გელით, ხომ იცით,როგორ მიყვარხართ! თქვენი, რომაზე შეყვარებული :ანასტასია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.