ჰოლოგრამა l
ბოლო საუკუნის განმავლობაში ადამიანის ყოფიერება რადიკალურად შეიცვალა. ბუნების შვილები, ტექნიკის მონებად და ბეტონის კედლების ტყვეებად იქცნენ. ჩვენმა კორპორაციამ მათი ოცნებების რეალიზება დაიწყო, კომპიუტერული ტექნიკა და ბეტონის კედლები გააერთიანა. უზარმაზარი ჭკვიანი სახლები სოკოებივით ამოდიოდნენ მთელი დედამიწის მაშტაბით. ადამიანებმა დაივიწყეს როგორ გამოიყურებოდა დღის სინათლე, ისინი წლობით არ ტოვებდნენ თავიანთ სახლებს. 3დ ჰოლოგრამის და კლიმატ კონტროლის მეშვეობით სახლი ქმნიდა ნებისმიერი კურორტის ანალოგს. ხოლო სპეციალურად შექმნილი სათვალის მეშვეობით, რომელიც პირდაპირ ტვინს უკავშირდებოდა, ადამიანები ხვდებოდნენ ჩვენს მიერ შექმნილ სერთაშორისო ქსელში, სადაც ისინი თავისი ფიქრებით ერთმანეთს ხვდებოდნენ, ეკონტაკტებოდნენ, უყვარდებოდათ ერთმანეთი და სექსითაც კი კავდებოდნენ. ისინითი თვითონ წერდნენ თავის ისტორიას, პერსონაჟს და თავად ქმნიდნენ თავის რიალობას. სულ რაღაც ათი წელი დასჭირდა იმას რომ დედამიწის მოსახლეობის 75 პროცენტი ვირტუალურ სამყაროში ჩაძირულიყო. ჩვენ ვიწერდით მათ ფიქრებს და ისინი ჩვენ გვეკუთვნოდნენ, მთელი სახელმწიფოები ჩვენ გვეკუთვნოდნენ. იქამდე სანამ 2050 წელს წინააღმდეგობის ჯგუფმა ჩვენი ცენტრალური კოსმოსური თანამგზავრი არ ააფეთქა და არ გაწყვიტა ჩვენი ქსელი. წამეში ქვეყნიერება აღმოჩდა უკუნ სიბნელეში. დაიწყო მასობრივი ქაოსი და როცა ადამიანები გამოფხიზლდნენ ისინი სრულიად უცნობ რიალობაში მოხვდნენ... თავი I პირვალი რაც ლოლამ დილით თვალის გახელისას გააკეთა, როგორც თავის ფსიქოლოგმა ურჩია, ჭერზე გაკრულ სარკეს ახედა და თავისი მომხიბვლელი ღიმილით დაიწყო ტკბობა, შემდეგ ისე გაიზმორა რომ ძვლებმა დაუწყეს ერთმანეთს ლეწვა. მარცხენა მხარიდან მსუბუქი სუნთქვა ჩაესმა, გახარებული გადაბრუნდა და ჯონათანის მძინარე სახეს სიყვარულით ჩააშტერდა, თავისი ნაზი თითები ტუჩებზე გადაუსვა და ფრთხილად აკოცა. რეპეტიციიდან მოსულს ისე ღმად ჩასძინებია რომ ჯონათანის მოსვლა ვერც კი გაუგია. საწოლიდან წამომდგარმა ლოლამ შიშველ სხეულზე ხალათი მოისხა და ოთახიდან ფეხისწვერებთ გამოვიდა. საწოლი ოთახიდან გამოსულმა ლოლამ პირველი ფარდები მოაშორა ფანჯრებს და პენტჰაუსიდან გადაშლილი ხედით დაიწყო ტკბობა, შემდეგ სასტუმროს მიმღებში დარეკა და ნახევარ საათში ორი კაპუჩინო და ჯონათანის საყვარელი კექსი შეუკვეთ. ამ ნახევარ საათში ლოლამ თავისი განრიგისამებრ ერთი ჭიქა წყალი დალია, მუსიკის ფონზე მსუბუქად ივარჯიშა და აბაზანის მიღებაც მოასწრო. პატარა მგვალ მაგიდაზე ლოლას უკვე გამზადებული ჰქონდა ყავა და კექსი, ის იყო ჯონათანის გასაღვიძებლად უნდა შესულიყო რომ საწოლი ოთახიდან ყვირილის ხმა შემოესმა. ლოლა სირბილით შევარდა საძინებელში და საწოლზე წამოჯდარ, ოფლში გაწურულ ჯონათანს ჩაეხუტა: ისევ კოშმარები დაგესიზმრა? ჯონათანი რამოდენიმე წამი ჩუმად იყო, თითქოს ცდილობდა გაეხსენებინა სად იმყოფებოდა, შემდეგ თითქმის ჩურჩულით სიჩუმე დაარღვია: ისევ ის ქალი და გოგონა მესიზმრება, თითქოს მთელი ცხოვრება ვიცნობდი მათ. ისევ იმ სცენას ვხედავ როგორ ვსადილობთ სამზარეულოში, როგორ ვეთამაშები გოგონას. ისევ იგივე კადრები მესიზმრება, მოულოდნელად შემორბიან შავი ნიღბოსნები ქალს ჩემს თვალწინ კლავენ ხოლო გოგონას სახლიდან მიათრევენ, მე კიდევ ვერ ვუშლი ხელს. ლოლა და ჯონათანი ყავას მდუმარედ მიირთმევდნენ. შავგვრემანი, მაღალი, საკმაოდ ძლიერი აღნაგობის კაცი, თავისი თაფლის ფერი თვალებით ყავის ჭიქას ჩაშტერებოდა, თითქოს მისი გახვრეტა სურდა. ლოლა ვერ ისვენებდა, თვალებს აქეთიქით აცეცებდა, რამდენჯერმე დააპირა დალაპარაკებოდა მაგრამ ვერ მოძებნა საჭირო სიტყვები. ბოლოს როგორც იქნა დაარღვია სიჩუმე და მხიარულად ჰკითხა საყვარელ კაცს: ჯონათან ხომ გახსოვს დღეს რა მნიშვნელოვანი დღეა, ხომ მოხვალ? ჯონათანმა თითქოს ვერც კი გაიგო კითხვა, ის თითქოს მხოლოდ ფიზიკურად იყო ოთახში. საყვარელო? გაუმეორა კითხვა ლოლამ. ჯონათანი უცბათდ გამოერკვა, თავი გაიქნია თითქოს გამოფხიზლებას ცდილობდა, წამით დაფიქრდა და ნაძალადევი ღიმილით უპასუხა: კი რათქმაუნდა მახსოვს. ხომ მოხვალ? პასუხი ბოლომდე არც კი მოისმინა ისე წამოიკივლა გამხიარებულმა ლოლამ. ჯონათანი პასუხის გაცემას ყოყმანობდა, ცდილობდა უმტკივნეულოდ აეხსნა სამსახურში შექმნილი სიტოაცია. საგანგებო მდგომარება გვაქვს საყვარელო კბილებში გამოსცა ჯონათანმა და თვალი გაუსწორა თავის მომხიბვლელ თანამგზავრს. სახელმწიფო უშიშროების სამსახური კიდევ რამოდენიმე ტერორისტულ თავდასხმას ელოდება, გააგძელა ჯონათანმა... აი მისი ოცნებაც ასრულდა. ჟურნალისტებითა და ხალხით შემორტყმულ წითელ ხალიჩასთან შავი ლიმუზინი გაჩერდა, დაცვის თანამშრომელმა მანქანის კარები გააღო და იქიდან ბრწყინავ, შავ კაბაში ჩაცმული ლოლა გადმოვიდა. წამით შეჩერდა, გულშემატკივარს ხელი დაუქნია, ერთი ლამაზი მოძრაობით ოქროსფერი დალალები მხრებზე გადაიყარა და თავ აწეული, ამაყად გაუყვა წითელ ხალიჩას. წამით ჟურნალისტებთან შეჩერდა, ისე ესაუბრებოდა რომ მათი ხმა ბუნდოვნად ესმოდა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან დღეს ის მარტოსული იყო, მის გარდა ყველამ წყვილთან ერთად გაიარა წითელ ხალიჩაზე. დარბაზი გადაჭედილი იყო მაყურებლებით, ცნობილი სახეებით, ლოლა წინა რიგებში მისთვის წინასწარ განკუთვნილ ადგილას დაჯდა. უამრავი ადამიანი სიტყვით გამოდიოდა სცენაზე, მღეროდა, უკან კი ყვავილებითა და ჯილდოებით ბრუნდებოდა. დაა ახლა დროა გამოვაცხადოთ ვინ გახდა წლის საუკეთესო ხმა, წაიღიღინა წამყვანამ და ხელი ლოლასკენ გაიშვირა: ქალბატონებო და ბატონებო ნომინაციაში წლის საუკეთესო ხმა გაიმარჯვა ლოლაააა ვაითმა. ლოლა დარბაზმა ტაშით გააცილა სცენისკენ. სცენაზე ასვლის თანავე წამყვანმა მას სიგელი, ჯილდო და ყვავილები გადასცა. ლოლას ყველა ნეგატიური ფიქრები დარბაზში დარჩა, ის სიხარულისგან თითქოს ღრუბლებში დაფრინავდა. სამადლობელი სიტყვით გამოსვლის შემდეგ სთხოვეს რომ ერთი სიმღერა ეჩუქებინა დარბაზისათვის. დღეს ის განსაკუთრებით ბრყინავდა, თავდავიწყებით მღეროდა, ხოლო მისი გულისძგერა მაყურებლის ტაშს უსწორდებოდა. სიმღერა თითქმის დამთავრებული ჰქონდა როცა თავი შეუძლოდ იგრძნო, ხმა აუკანკალდა, თავბრუ დაეხვა, თვალთ დაუბნლედა, ბოლოს ისღა იგრძნო როგორ დაეცა და ჩაიძირა უკუნეთში. როცა თვალი გაახილა ლოლამ შეშინებულმა მიმოავლო თვალი ოდნავ განათებულ, უცხო, თეთრ ოთახს. თვალები ისე უცნაურად აეწვა რომ ეგრევე დახუჭა და სცადა გაეხსენებინა რა მოხდა, სად იყო. როგორც იქნა გაიხსენა სცენაზე ყოფნის ბოლო წუთები, თავის ტკივილზე მეტად იმაზე ფიქრმა ატკინა გული თუ რატომ არიყო ჯონათანი მის გვერდით საავადმყოფოში. ლოლამ ხელის ფათურით დაიწყო ექიმის გამოსაძახებელი პულტის ძებნა, შემდეგ დაუძახა, შეეცადა ხმა მიეწვდინა. როცა მისი დახმარების თხოვნის მცდელობები უშედეგოდ დამთავრდა ლოლამ ისევ სცადა თვალები გაეხილა. დასუსტებული ხელით გამჭვირვალე სათვალე მოიხსნა, საწოლზე ჩამოჯდა, სხეულზე დაკრული უცნაური მიკროჩიპები მოიშორა და ვენიდან ნემსი გამოიძრო, რომელიც გამორთულ კომპიუტერთან იყო დაკავშირებული. მისი გონება ისევ გაბრუებული იყო და წამში ათას კითხვას სვავდა. ლოლამ ფარდებ ჩამოფარებულ ფანჯარასთან მისვლა დააპირა. რომლის მეშვეობითაც ოთახი ოდნავ ნათდებოდა, თუმცა როგორც კი შიშველი ფეხის გულები ოთახის იატაკს შეახო მუხლები მოეკეცა და ძირს მოწყვეტით დაენარცხა. ხუდიოდე წუთი ლოლა დაცემით გამოწვეული ტკივილისაგან იკლაკნებოდა, შემდეგ ისევ სცადა წამოდგომა თუმცა უშედეგოდ. ის ისე ცდილბდა ფეხზე დამდგარიყო, თითქოს პირველად სწავლობდა სიარულს. ლოლა ტანჯვით მიხოხდა ფანჯარასთან, ნელნელა წამოიწია, ზურგით კედელს ეყრდნობოდა. როგორც იქნა წამოდგა. მან თვალდახუჭულმა მოაშორა ფანჯარას ფარდა და გარეთ გახედვა სცადა. ლოლას თვალების გახელისთანავე განწირული ყვირილი აღმოხდა, ხელები თვალებზე აიფარა, ისევ ძირს აღმოჩნდა და აუტანელი ტკივილისაგან, რომელიც ტვინის სამართებლით დასერვას ჰგავდა, გონება დაკარგა. ათიოდე წუთი ასე გულწასული იწვა, როცა გონს მოვიდა დითხანს ცდილობდა ჩაცრემლიანებული თვალებიდან საერთოდ რამე დაენახა. ლოლას თვალებში ჩაწოლილი ბურუსი ნელნელა გაქრა, ისევ მოავლო თვალი ოთახს, ისევ მარტო იყო. ეს რა სიგიჟეა, ყელში ჩამდგარ ცრემლებს ამოაყოლა აკანკალებული სიტყვები და ცოცვით წავიდა ოთახის კარებისაკენ. ლოლა ფთხილად წამოდგა ფეხზე და კარი ოდნავ გამოაღო, რომლის მიღმაც, მასავით თეთრ ხალათებში გამოწყობილი ადამიანები დერეფანში დაბნეულები, ერთმანეთში ირეოდნენ. ლიფტი გათიშული იყო, ლოლა ფეხშიშველი, ნელი ნაბიჯით კიბეებს ჩაუყვა, ოციოდე სართული დაითვალა. პირველ სართულზე ჩასვლისთანავე ჩოჩქოლი შემოესმა, ფრთხილად გაიხედა გასასვლელისაკენ. შენობაში შესასვლელ ღია კარის წინ თეთრ და შავებში ჩაცმული ადამიანები ერთმანეთში ირეოდნენ. ლოლა როცა გასასვლელ კარს მიუახლოვდა მაშინღა შენიშნა რომ, შავებში ჩაცმული ადამიანები შეიარაღებული ნიბღოსნები იყვნენ. მოულოდნელად უკნიდან ლოლას უხეშად ხელი კრეს, ეზოში გასვლისაკენ უბიძგეს. უხეშობით აღშფოთებული ლოლა ნიღბოსანისკენ შებრუნდა და თავისი ვინაობა უთხრა, მოსთხოვა ვითარების ახსნა და წინააღმდეგ შემთხვევაში ჩივილით დაემუქრა. იარაღის კონდახის მოხვედრისგან გათიშული ლოლა ორმა ნიღბოსანმა გარეთ გაათრია, ხოლო მის ცხვირიდან ჩანჩქერად წამოსულმა სისხლმა სატვირთო ავტომობილის საბარგულამდე გზა წითლად შეღება.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.