სულ'არეული (სრულად)
31.12.2017 სიცხისგან იწვოდა, ივნისის მიწურულს ქალაქში ტემპერატურა ორმოც გრადუსამდე აღწევდა ზაფხულის მოყვარული არ აღიარებდა რომ უკვე ცუდად იყო ,მაგრამ აშკარად წამებს ითვლიდა შენობაში შესვლამდე. სავსე ავტობუსიდან ჩამოვიდა თუ არა მაშინვე სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა , ცხვირზე დაკოსილი სათვალე შეისწორა . თმები სახიდან მოიშორა და მხარზე გადაკიდებული ჩანთა თითებში მოიქცია . ეზოში სტუდენტები იყვნენ ,არავისკენ გაუხედავს მხოლოდ შენობაში შესვლა და კონდიციონერის წინ დადგომა სურდა. -მარუსააა მოიცა -ზუსტად მაშინ გაიგო საკუთარი სახელი თანაც ნაცნობი ხმა ეძახდა და ინსტიქტურად შეჩერდა. მეგობრისკენ გაიხედა და წამსვე გაეღიმა -თამარ ქალო ამ დროს აქ რას აკეთებ?- ხმაურით აკოცა ლოყაზე გოგოს და არც ამოუსუნთქავს ისე განაგრძო საუბარი- გეფიცები ვიწვი, ამ სიცხეში რამ გაგაჩერა ადამიანო შენობაში ვერ შემოხვალ? ისედაც შავი ხარ გეფიცები მალე ერთად რომ დავდგებით მე ბამბის ქულასავით ვიქნები. ვიწვი თამარაა არადა ამ კაბის გარდა უფრო თხელი და გრილი არაფერი მომეპოვება...ესეც რომ გავიხადო და ისე გავიარო ვითომ შესამჩნევი იქნება? -გოგო - თამუნამ უცებ რომ აატრიალა თვალები ჩაახველა და გაჩუმება ანიშნა მერე ჩამოსწია სათვალე შეწყვიტა სახის წინ თითების ქნევა და იქვე მჯდომ მომღიმარ ბიჭს დახედა. წარბები მაღლა ჰქონდა ატყორცნილი და ისეტი გამომეტყველება ჰქონდა თითქოს წამში აალდებოდა - გაიცანი ჩემი ძმის მეგობარი დამიანე დადიანი -უკაცრავად გეთაყვა ვერ შეგამჩნიეთ... სიცხე სამედიცინოს სტუდენტებზე ცუდად მოქმედებს ჩვენ სიგრილეში ყოფნას და წამლების სურნელს ვართ შეჩვეულნი ,არაადეკვატურად ვრეაგირებთ მაღალ ტემპერატურაზე - ისევ ქოთქოთი განაგრძო სათვალეც გაისწორა და ამჯერად დაბურული მინებიდან უყურებდა უკვე წინ მდგომ სილუეტს,რომელიც ირონიულ ჩაცინებებს არ წყვეტდდა.უცებ გაჩერდა და სათვალე მოიშორა- რაო რა მითხარი ვინო? -დამიანე დადიანი...სასიამოვნოა გაცნობა- ბიჭმა თამარას არ აცადა მარიამის ხელი რომელსაც ისევ ისე აფრიალებდ ჰაერში ხელში მოიქცია და თითებიც მოუჭირა -კაიი? მე ჯოლი ვარ ანჯელინა - იცინოდა ,მაგრამ უფრო სიმწრის სიცილი იყო -მეღადავები თამარა? -ბევრი მიცნობს ,მაგრამ არც ისეთი პოპულარულია ჩემი სახელი. მიცნობ ალბათ ხომ? მაპატიე მე მგონია რომ პირველად გხედავ იმედია ცუდი არაფერი... -ერთი წუთით ახალგაზრდავ . ხელი დამიბრუნეთ თუ შეიძლება - ბიჭს ხელი გამოსტაცა და თამარას შეუბღვირა- ამ სიცხეში, მოახლოებული გამოცდების დროს რომ არ მოგეშალა ნერვები ისე არ შეიძლებოდა? ყოჩაღ შენ ...მე წავედი ! დამიანე ...თან დადიანიო შავი თვალებიც რომ აქვს თან - ზურგი შეაქცია ორივეს მიდიოდა და ისე ლაპარაკობდა-სიმშვიდემდე არ ვიცი და მგონი სულ მთლად შევიშალე. არა არ შეიძლება ასეთ დროს ამ გადავსებული ავტობუსით მგზავრობა აშკარად სურნელით გამოწვეული ინტოქსიკაცია მაქვს... გამატარე შენი ჭირიმე უნდა დავჯდე- შენობაში რომ შევარდა ვიღაც სკამიდან ააგდო და დაჯდა -რა ხდება ამჯერად რა გაწუხებს მარო?- კურსელი გოგონა სიცილით უყურებდა და თან კონსპექტს არ აშორებდა თვალს-იცი? -ვიცი ... მაგრამ თუ რამე ხო მეტყვი პასუხებს -მე ჩემი გამჭირვებია... -ასე იტყვის და მერე ყველაზე მაღალ ქულას მიიღებს - ერთ-ერთი მაგიდაზე დაუსკუპდა და მარიამის სათვალე მოირგო-მიხდება? -ბატონო გიორგი უმორჩილესად გთხოვთ თქვენი საჯდომი მოაშოროთ ჩემს მერხს და ჩემი სათვალე დააბრუნოთ ზემოთ აღნიშნულ მერხზე . ძლივს მომიხდა ერთი სათვალე ორი საათი ვარჩევდი სარკე დაიბზარა ამდენ ხანს რომ ვიხედებოდი და ნუ გაწელავთ თქვენი გლობუსისოდენა თავით -ბოლს გამოუშვებს მალე ხომ გეუბნებით... არც სუნთქავს რა ფილტვები გაქვს ასეთი -არავარ კარგად... ექიმთან უნდა წავიდე -კონკრეტულად ვისთან ჩემო დრამა ქვინო? -არ ვიცი სავარაუდოდ გულის ექიმი მჭირდება...ამ ბოლო დროს -ამ ბოლო დროს გულისცემა გესმის ხო? ხო არ ბაგუნებს გუგუნებს რა ვიცი იქნებ შეყვარებული ხარ და ისე გიჩქარდება -აუუ თუ ღმერთი გწამს ეკუნა მორჩი ჩემს პრობლემებზე ღადავს.ექიმი ხარ მომავალი ცოტა სერიოზულად მიუდექი ჩემს მდგომარეობას როგორც სერიოზული პაციენტის -უნივერსალური პაციენტის ... -ჩემი როგორც კუსრის საუკეთესო სტუდენტის შეფასებით ქალბატონ მარიამს პირველ რიგში ნერვოლოგი ესაჭიროება. აუცილებელია მის ტვინზე დაკვირვება რათა დავადგინოთ ასე რა დაზიანების გამო აზროვნებს და საუბრობს. გავარკვიოთ ასეთი ჩქარი მეტყველების უნარის მიღმა რაიმე ზებუნებრივი ხომ არ იმალება- ამჯერად ლაშა გამოვიდა სიტყვით და მარიამმა კიდევ ერთხელ დაატრიალა თვალები. თავი უკან გადასწია თმებში თითები ნერვიულად შეიცურა და უკან გადაიყარა -მე რომ არ ვარსებობდე და არ ვსუნთქავდე ამ კურსზე ნეტავ რაზე ისაუბრებდით -უშეენოოოდ მზე არ მზეოოოობს უშეეენოოოოდ -სიცოცხლეც არ გინდა ? ლაშააააა - ბიჭმა რომ წაუმღერა წამსვე გახალისდდა და თვალების ჟუჟუნთან ერთად ხმამაღლა სიცილიც დაიწყო. ამ დროს ლექტორიც შევიდა და წამში მოკუმა ტუჩები-არ დავივიწყებ იცოდე ვერ გამექცევი -აქვე ვარ ...მერე ვიმღეროთ ბულბულო - ბიჭმა თვალი ჩაუკრა და მის უკან დაჯდა-რომ დაწერ მიკარნახე -ავადმყოფი მერე მე ვარ! -კარდეოქირურგობა მე მინდა და იცოდე მაინც- ჩუმად ეჩურცულებოდა ყურში ბიჭი და თან იცინოდა -გაჩუმდი თორე გაგვაგდებს ორივეს- თვალები უბრიალა ბიჭს და მერე სემინარს მიხედა. მოყოლა დაეზარა,მხოლოდ დაწერა კითხვებზე პასუხები შემდეგ რამდენიმეს გადააწერინა. თავადაც გადაამოწმა პასუხები გოგონებთან და რომ დარწმუნდა მზად იყო ლექტორს გადასცა ფურცლები. მომდევნო ლექციაც იმ აუდიტორიაში ჰქონდათ ,პირდაპირ კონდიციონერის წინ იჯდა და როგორც იქნა სხეულის ტემპერატურაც დაურეგულირდა. დამშვიდდა და ყურადღებით უსმენდა ლექტორს, შიგადაშიგ კომენტარებს აკეთებდა გვერდით მჯდომს ესაუბრებოდა და შენიშვნაც მიიღო რამდენჯერმე . ლექციების შემდეგ შენობის დატოვება ისე არ უნდოდა ,რომ ლამის კუს ნაბიჯებით მიდიოდა. კურსელებთან ერთად მიაბიჯებდა ეზოში ისევ რომ შენიშნა ნაცნობი სახე და ნერვებმა ისევ უმტყუნა. ბიჭი უყურებდა ისევ ისე იცინოდა ,მარიამმა ყურადღება არ მიაქცია თავი გადააქნია და გზა განაგრძო. სახლში რომ მიაღწია , გამოიცვალა, წყალი გადაივლო და საჭლის მომზადება დაიწყო მერე დაურეკა თამარას. -რა გააკეთე დღეს მარიამ? -მე უნდა გითხრა ეგ და აქეთ მეჩხუბები შე გაფუჭებულო ქალო? -რა ბზიკმა გიკბინა გოგო იმ ბიჭს ჰგონია მიცნობს და რაღაც ამბები მოხდა მითხარი ვინააო? ვერ დავარწმუნე მგონი რო არ იცნობ. რას გაჭედე გამაგებინე -დამიანე დადიანიო და არ გავჭედავდი? -ლამაზი სახელია მერე? -შენ აზრზე არ ხარ თუ მეღადავები ისევ? -რას გაკივი ქალო გაიგო მთელმა კორპუსმა -ეგ მადარდე ახლა...თვითონ ნაირ-ნაირ სიმრერებს მასმენეინებენ და მე აქ ჩუმად ვიყო? გაიგონ რომ ვცხოვრობ -დამშიდდი ახლა და მითხარი რა ხდება ,რამ გაგაცოფა მარუსა -ღმერთო შენ მიშველე რამ გაგაცოფაო კიდე რო მეუბნება...მაცადე ახლა დამეწვა კარტოფილი -ერთი კარტოფილი რით არ მოგბეზრდა -ჩემსა და კარტოშკას შორის საუკუნო სიყვარულია, სამარადისო სიკვდილამდე არ ვუღალატებ! წავედი -მე სამეცადინო მაქვს და სავარაუდოდ დღეს ვეღარ დაგიკავშირდები -ხვალ ლექცია გაქვს ჩემთან? -არაა მაქეთ არ გამოვდივარ ...ზეგ გნახავ მარუსა -კარგი , აბა შენ იცი კარტოფილი რომ მიირთვა და მაგიდაც მიალაგა .ცხრილი ნახა და მეცადინეობა დაიწყო. თუ გგონიათ თავს იკლავს ცებით, უბრალოდ ყველაფერს გადაიკითხავს, ანატომია თუ აქვს იმეცადინებს ბოლოს ყველაფერს ჩანთაში ჩადებს და გათიშულ ,გადაღლილ ტვინს სიმღერებით გამოაფხიზლებს. აუცილებლად რაიმე ენერგიული უნდ აიყსო ისეთი ყველა უჯრედს რომ გამოუცოცხლებს და ცეკვას მოანდომებს. მერე დაიწყებს თეძორს რხევას და ბოლოს კარგ ხასიათზე რომ მოვა მიუჯდება ლეპტოპს და დაიწყებს წერას. იმ დღეს რამდენჯერაც გახსნა ფაილი იმდენჯერ „სიმშვიდემდე შეშლილი“ გაახსენდა და ცოტა აკლდა კითხვის დაწყებამდე. ისევ ისტორიას უტრიალებდა ფეისბუქში შეტყობინება რომ გაუგზავნეს. კურსელს წერდა „დამიანე დადიანისგან მეგობრობის თხოვნა რომ მიიღო. თვალები რომ გაუფართოვდა ვეღარც დახუჭა. ფოტოებს უყურებდა,კომენტარებშიც დამიანეთი მიმართავდნენ და აშკარა იყო მისი ვინაობა. გაშლილი ხელი შუბლზე რომ მიირტყა და უკან გადაქანდა ისეთი ხმა ამოუშვა თითქოს რაღაც ჯიშის დაჭრილი ცხოველი იყო -ოოო ზუსტად ამის დრო იყო ახლა... კიდევ კარგი უკვე დასრულებული მაქვს ეს ისტორია და დამიანეს გადაყვარებაც მოვახერხე თორემ მერე რას ვაპირებდი ნეტავ. მე ისეთი არანორმალური ვარ ამოვიჩემებდი ამ არსებას და აბა თუ ბიჭია გამქცეოდა მერე.არა რას წარმოვიდგენდი ასე ახლსო თუ დააბოტებდა ჩემი გმირი...რა ჩემი გმირი ტვინი შემერყა მგონი. ლაშას უნდა დავუჯერო ტვინი უნდა შევიმოწმო. არავარ კარგად როგორ უნდა ეთქვა ჩემი ისტორიის გმირს შევხვდიო,ან როგორ უნდა გაჩუმებულიყო? როდის შეეძლო ინფრომაციის შენახვა როდესაც თავად იყო მოქმედების ეპიცენტრში. აფეთქდებოდა რომ არ ეთქვა, ვის ეტყოდა თუ არა იმ ორს. თითები ასტკივდა იმდენი რამ მისწერა, იმდენჯერ მოეშალა ნერვები,იმენჯერ გაიცინა და საერთოდ იმდენჯერ შეეცვალა განწყობა რომ ბოლოს ცუდად გახდა. ის ღამე როგორღაც გადააგორა, მეორე დღეს არაფერი ახსოვდა გარდა გამოცდებისა რომელსაც წინასწარ გლოვობდა.თითოეულს ცალ-ცალკე და ყველას ერთად. გეგმებს ადგენდა როდის რომელი ლექტორი მისცემდა საკითხებს და როდის რას იმეცადინებდა. წინასწარ რომ დაეწყო ღმერთი გაუწყრებოდა. სამაგიეროდ წუწუნი,ბუზრუნი და ტირილი გამოსდიოდა კარგად. სამი ლექციის შემდეგ კაფეტერიაში იჯდა ,მალე კურსელებიც შეუერთდებოდნენ მანამდე შეკვეთა მისცა და დიდი სიამოვნებით აგემოვნებდა ცივ კოლას .ფეხს ნერვიულად ათამაშებდა და სახეზე რამდენჯერაც ჩამოეყრებოდა თმა იმდენჯერ უკან იწევდა. კაფეში ბევრი სტუდენტი იყო,ამიტომ ხმაური არ აკვირვებდა.გვერდით სკამი რომ ამოძრავდა და მასზე ვიღაც დაჯდა არც ამაზე მიუქცევია ყურადღება ისევ საწრუპი ჯოხი მოიქცია ტუჩებშორის და გამაგრილებელი სასმელის მომდევნო ყლუპი დაძრა ყელისაკენ -რა უმსგავსობაა 18 წლის გოგოს ლტოლვა ლექტორის მიმართ! პირდაპირ შეაცდინა კაცი და ისე გამოიყვანა თითქოს თავად იყო გავლენის ქვეშ...ან ეს ფანქარი სად ჰქონდა ასე უცებ რომ დაუწყო ტუჩებით თამაში ბიჭისკენ რომ გაეხედა თავის გვერდით გადაწევა დასჭირდა,იმდენად ახლოს იყო მისი სახე ისე ჩუმად ესაუბრებოდა თითქოს საიდუმლოს უყვებოდა. ხმაში შეპარული ღიმილი სახეზეც ნატლად ჩანდა .იდაყვით მაგიდას ეყრდნობოდა,მეორე ხელისგული მარიამის სკამზე ჰქონდა დადებული და ასე მშვიდად უცქერდა დაბნეულ გოგოს -შენ ... მგონი ვიღაცაში აგერიე -შანსი არაა შენ ერთხელ ვინმემ მოგისმინოს და მერე სხვაში აერიო ,მარიამ -დამიააანეეეე როგორ ხარ რას შვები, გუშინ ნორმალურად ვერ გაგიცანი.რაო ვინ არისო რას მეუბნებოდა თამარა? მგონი მეგობარიო ხო? გიგის მეგობარი ...იცი ასე უცებ მოსვლა მისალმების გარეშე და საუბრის დაწყება ამ დისტანციიდან ისედაც ცხელა არც ისე გონივრულია ჩემო კარგო -გუშინ ნახევარი საათი ჩემს ფოტოებს რომ ათვალიერებდი ვერ გამიხსენე თუ რა ხდებოდა?- ბიჭმა მშვიდად დააიგნორა მარიამის სიტყვები და თვალებში ისე ჩააშტერდა ელამი უნდა ყოფილიყავი ის მზზერა რომ აგეცილებინა -ვრწმუნდებოდი რომ ნამდვილად დამიანე იყავი თან დადიანი -მერე დარწმუნდი? -მგონი თავიდან უნდა დავიწყოთ ... მე მარიამი ვარ -მშვენივრად დავიწყეთ ,უკან დაბრუნება რა საჭიროა -კარგი იყოს ასე... მაშინ არაფერია სასაუბრ.. -მე მაინც სათაურმა დამაინტერესა...კარგად ჟღერს „სიმშვიდემდე შეშლილი“ შენ მოიფიქრე თუ დაგეხმარნენ? -სერიოზულად? -სრულიად საუბრის გაგრძელება არ დასცალდათ.მარიამის კურსელები მივიდნენ და მაგიდასთან დასხდნენ. იმ ალიაქოთში ისე გაქრა დამიანე, თითქოს იქ არც ყოფილა. მხოლოდ დამშეულმა გოგონებმა დანაყრების შემდეგ რომ ახსენეს მიხვდა რომ მოჩვენება არ იყო -აბაა მარუსაა გოგო ვინ იყო ის მზეჭაბუკი? -ვინ ? -აი ის ჩვენს მოსვლამდე რომ გიმშვენებდა გევრდს გიჟუჟუნებდა თვალებს და საეჭვოდ ახლოს იყო...მგონი მაგ დეკოლტეში ჩამოძრომა უნდოდა -არ მაცვია დეკოლტე და თქვენ ნუ ხართ ჩემი გათხოვებით დაინტერესებულები.თავიდან ვერ მომიშორებთ და გეყოთ ქალებო ჭორაობა -თვალებს გვიხვევ მარიამ? -შეხედე რაა შეხედე როგორ გვიმალავს ბიჭს.რომ კითხო პატიოსანი გოგოა და არავინ ჰყავს...მარტოა ბინაში და რა ენაღვლება -სიტყვასაც აღარ ვიტყვი...აზრი არ აქვს. ნეტავ ოდესმე შეყვარებულს იპოვნიდეთ და დავისვენებ მერე -ვაიიი მეტი არ გეტკინა მანამდე არაფერი ჩემო დაია -წაუიმერულა სოფომ და მარიამმაც სიცილი ვერ შეიკავა. უკვე რეაქცია აღარ ჰქონდა იმაზე რომ ყველგან მის სატრფოს დაეძებდნენ და ვერ იჯერებდნენ რომ მარიამი მარტო იყო. ბოლოს ისევ გამოცდებზე დაიწყეს საუბარი, უკვე ბოლო სემინარები იყო ქულები უნდა გაეგოთ. პრეზენტაციები მოემზადებინათ და მოკლედ ათასი საქმე იყო. ყველას სხვადასხვა რამე უჭირდა და მოკლედ საწუწუნო არ ილეოდა მათთან. ვინაიდან მასალები ხელთ ჰქონდა და მეცადინეობის დაწყება შეეძლო მომდევნო ორი დღე სახლში გამოიკეტა და მეცადინეობა დაიწყო. ჯერ კიდევ ერთი კვირა ჰქონდა გამოცდებამდე ,მაგრამ თავს იმშვიდებდა ასე. მესამე დღეს უკვე დაუბრუნდა უნივერსიტეტს, საქმეები ჰქონდა და უბრალოდ ვერ გააცდენდა. თამარას ყველაფერი რომ მოუყვა იმდენ ხანს იცინოდა ქალბატონი რომ ნერვები სულ მთლად დააწყდა. -არა მე საიდან უნდა მცოდნოდა -წაგეკითხა ერთი ჩემი ისტორია მაინც -ბევრი დამიანეები გყავს? -არა არ ვიცი...მთავარი გმირი მგონი არა შემეშვი რა -არცერტი გახსოვს და რაღა ეგ ისტორია გახსოვს დეტალურად -დეტალურად არ მახსოვს უბრალოდ ახლახანს დავასრულე და თანაც სახელი მეცნო რა გავაკეთო -მან საიდან გაიგო -ეგ გკითხე გოგო და შენ მე მეკითხები? -მე რა ვიცი ... უბრალოდ ვიცნობ შორიდან მაგ ბიჭს ჩემი ძმადნაფიცი კი არაა რო ვეჭორაო ყოველ საღამოს -რა სასიამოვნო შეგრძნებაა როდესაც ხვდები რომ ორი მშვენიერი გოგონა შენზე საუბრობს ...როგორ ხართ ?- ორივეს გაუღიმა, სათვალეები ეკეთა ,მაგრამ მისი მზერის ობიექტი ვინც იყო ისედაც კარგად ჩანდა -კარგად დამი შენ როგორ ხარ? -საკაიფოდ... გიგი ვნახე ცოტა ხნის წინ გირეკავდა ,მობილური სად გაქვს? -ჯანდაბაა სულ დამავიწყდა რომ მელოდა...გავიქეცი მე .მაპატიეე მარ - უცებ წამოვარდა და გაიქცა.მისი ადგილი კი ბიჭმა დაიკავა. მარიამი ადგომას აპირებდა მკლავში რომ წვდა ბიჭი და შეაჩერა -სად მიდიხარ მე და შენ არ დაგვიმთავრებია -საქმე მაქვს ... -ყველას უღიმი და ეჭიკჭიკები მე რატო მიბღვერ ტო ... -ყველასთან არასასიამოვნო დიალოგები არ მაქვს -მამენტ არც ყველას უძღვნი ისტორიებს ,ვნებიანს და გრზნობებით სავსეს -უკაცრავად რას ვაკეთებ? -მგონი გავიგეთ რომ ვიცი შენი ჰობის შესახებ ...დალშე ისიც უნდა გაგეგო რომ წავიკითხე ისტორია ჩემზე ახლა მორჩი ამ თავის გამოშტერებებს და ადამიანურად მესაუბრე თუ შეგიძლია -ისტორია შენზე რომ დამეწერა მთავარი გმირი ლექტორი რატომ იქნებოდა -ეგ მეც მაფიქრებს ,მაგრამ ფაქტია რომ ჩემზეა -რომელი ფაქტი გიჩვენებს მაგას...მე რატომ ვერ ვხედავ ამ ფაქტს. მხოლოდ დამთხვევაა ...რა ჩემი ბრალია კარგი გვარი თუ გაქვს და შენმა მშობლებმა ლამაზი სახელი დაგარქვეს. ჩემს დამიანეს შავი მეტყველი თვალები აქვს, ექიმია და საერთოდ არ გგავს -მეც შავი თვალები მაქვს...მეც გინეკოლოგობას ვაპირებდი ერთ დროს და არ ვიტყოდი რომ საერთო არ გვაქვს. უბრალოდ მე შენზე ორი წლით უფროსი ვარ მხოლოდ -მართლა გგონია რომ გიცნობ ,შორიდან გეტრფი და შენზე ოცნებაში სული რომ ამომხდა წერა დავიწყე? -ასე გაზვიადებულადაც არ მიფიქრია -დიდი სიამოვნებით ვიხარხარებდი,უბრალოდ ზედმეტად ბევრი ხალხია და ყველა მე გამომხედავს ... -თვალები ამტკივდა და როგორმე უნდ აგამოისყიდო დანაშაული... ცხელი შოკოლადი არ მევასება მარა ყავა წავა რა .შეგიძლია დამპატიჟო .ამხელა ისტორია რამ დაგაწერინა მაინც სანამ დავამთავრე თვალებში მზერა დავკარგე... -ბოლომდე წაიკითხე? -ორი დღეა შენთან საუაბრი მინდა შენ კიდე ზარმაცობ და ლექციებს აცდენ ...ასე გინდა ექიმი გახდე? -ღმერთმანი გაოცებული ვარ... მგონი შენ მიცნობ და იმიტომ მესაუბრები ასე მეგობრულად -ვაფშე არ მინდა შენთან მეგობრობა -ოჰ ძლივს მივედით საერთო აზრამდე, მე საუაბრიც არ მინდა ვწუხვარ თვალები თუ გტკივა.გამოიძინე და გადაგივლის -ეე სად მიდიხარ...კითხვები მაქვს რა წესია როგორ მექცევი მკითხველს. რა ცუდი და უგულო მწერალი ხარ რა უბედურებაა ტო -რა კარგია გასართობი იპოვე , მაგრამ მე ვერ ვიტან როდესაც დროს ტყუილად ვკარგავ და საერთოდ არ მცხელა ახლა შენთვის. სხვა დროს კაგრ ხასიათზე რომ ვიქნები სეიზლება თავად გიპოვო და მერე გამანდე ემოციები -არ მიყვარს გადადებული საქმეები და ნუ მეწინააღმდეგები...შეეშვი ამ თმებს რა - უცებ აუწია ხმას მკლავსი წვდა და ხელები გაუკავა- მორჩი ცქმუტვას და ეს ფეხიც გააჩერე თვალი გამირბის მეც და სხვებსაც -ახლა მივხვდი...შენ აფრენ ხო? -ნწ ნწ ნწ შენგან ექიმი არ გამოვაა -რატოომ ცრუ დიაგნოზია? -დაგვაინებული დიაგნოზია...ახლა რაღას მიშველი სიცილი ვერ შეიკავა რა ექნა, გიჟდება როდესაც ასე შესანიშნავად თამაშობენ სიტყვებით. ბიჭსაც გაეცინა მერე ხელები მოაშორა. იდაყვებით სკამის საზურგეს დაეყრდნო და წინ გაიხედა -კარგად წერ იცი? სიტყვა კარგად არ მიყვარს დიდად და იმიტომ გეუბნები...უკეთესადაც შეიძლებოდა. ზოგი რამ ზედმეტი იყო..მარტო მე და შენ რომ ვყოფილიყავით უფრო გაასწორებდა. რომ ვკითხულობდი და მერე ვიღაცეები იჩითებოდნენ ვერც ვტოვებდი თან არც მინდოდა წაკითხვა მოკლედ რა საჭირო იყო ამდენი გმირის შეკრება და ვეფხისტყაოსნის დაწერა? -მე და შენ არა რა... დამიანე და მარიამი -დეტალებს ნუ ჩავუღრმავდებით რა -უკვე დაწერილია და ახლა ვერაფერს შევცვლი,საერთოდაც არ ვფიქრობ როდესაც ვწერ. ასე მომინდა და დავწერე -ახალი ლექტორები გყავთ თუ რა ხდება ... რომელმა მათგანმა გააცოცხლა შენი მუზა. მე ანატომიას 120 კილოგრამიანი ცისფერთვალება შუახნის კაცი მასწავლიდა და შენთან სექსუალური ახალგაზრდა ლექტორია ? -საჭირო არ არის რეალური გმირი არსებობდეს რომ ვწერო ... -საინტერესოა , ასე უბრალოდ მოგინდა და დაიწყე წერა? -არ მიყვარს ამაზე საუბარი,საერთოდ არც ვსაუბრობ და ახლა როდესაც სრულიად უცხოს გპასუხობ თავს არაკომფორტულად ვგრძნობ.თითქოს დაკითხვაზე ვარ და რაღაც დანაშაულს მტენიან -ჩემი დაინტერესება არც ისე მარტივია და სანამ პასუხებს არ მივიღებ მოგიწევს დაცდა. მართლა დამიანე კი არ ვარ სად შემიძლია ამდენ ხანს ლოდინი და საერთოდ სხვის სურვილებზე სიარული. ისეთი კაცი შექმენი როგორიც გაწყობდა , ასე დაატარებდი შენს ნებაზე. ისე მეც უნდა ვცადო წერა, ქალებს მარტივ არსებებად გადაგაქცევთ -უინტერესოები რომ გავხდებით მერე? -აბა შენ რას ერჩი ამ კაცებს ბოლოს ყვეას რომ ცვლი და საყვარელ ოჯახის ერთგულ მოსაწყენ ტიპებად აქცევ.არადა თავიდან ყველას რა საკაიფო ცხოვრება ჰქონდა ...ცხოვრობდნენ თავის პონტში შენ კიდე არ მოისვენე სანამ ყველას ვიღაც არ გაუჩითე ,თავისუფლება ერთს მაინც როგორ არ აჩუქე რა -რა გამწარებული ხარ ,მგონი დამიანეს ნაცვლად საკუთარი თავი წარმოიდგინე -წარმოდგენას რაც შეეხება რომ მეგონა აი ახლა 18 + იწყება თქო მტოვებდი ხელცარიელს არადა ზუსტად ვიცი იმ დროს საოცრებებს წარმოიდგენდი თავად -ვნებიან და ცეცხლოვან ნაწილებს ტყუილად ელოდი... -ასეც ვერ იტყოდით... კარგად ჩანდა როგორი აღგზნებული უყურებდი ლექტორს. -ვუყურებდი არა ... -ახლა არ მითხრა რომ ვწერ გათიშული ვარ და იქ მათთან ერთად არ ვარო ...არ დავიჯერებ ! -მაგას ვერ გეტყვი ,მაგრამ -მშვენიერი გემოვნება გქონია,ვერაფერს ვიტყვი! -ვიცი კარგი გემოვნება რომ მაქვს ...კიდევ უნდა მითხრა რამე თუ შემიძლია წავიდე „მკითხველო“ -ამ ეტაპზე დავკმაყოფილდები მიღებული ინფორმაციით ... -ახლა როცა რამე გაგახსენდება უნდა მოხვიდე და მეც დრო უნდა დაგითმო? -რა ეგოისტი ხარ მაინც ტყუილად იცდიდი ლექციამდე მე კიდე შენი დრო საინტერესოდ გავიყვანე -აბა მე მკითხე? -ნუ ხარ უხეში ! ასე თუ პასუხობ ყველა შენს ფანს მალე აღარ გეყოლება მკითხველი -შენ ჩემ ფანკლუბში ეწერები? -ორმაგ გრძნობებს მინდა ჩავუჯდე ამ ღამეს თუ მოვიცალე და მერე ვნახოთ იქნებ შენი გამოსახულებიანი მაისურიც კი ჩავიცვა -რა ...რა უნდა წაიკითხო რა? არადა წასვლას აპირებდა. უცებ მობრუნდა და წინ აესვეტა. პირდაპირ მის ფეხებსორის იდგა და თვალს არ აშორებდა -ორმაგი გრძნობები ...სათაურმა დამაინტერესა.გული მიგრძნობს კარგი იქნება .არ მითხრა რომ მანდაც დამიანე გყავს -არ წაიკითხავ! საერთოდ არაფერს და საერთოდაც სხვა საქმე არ გაქვს? -საქმე რომ მაქვს და ბოლოს დასვენება მჭირდება იმიტომ ვაპირებ წავიკითხო. ვერ გავიგე რა პრობლემაა -უკვე დაიწყე ხომ? ისე მიყურებ -როგორ უნდა შემოგხედო ისე დგახარ მთელი ეზო ჩვენ გვიყრურებს... ალბათ ჰგონიათ რომ მალე მაკოცებ . ლამაზი მაისურია -ჯანდაბა! ესღა მაკლდა. რაც გინდა ის გააკეთე, საერთოდ არ მაინტერესებს უბრალოდ ჩემთან უეცარ გამოჩენებს შეეშვი ! -კარგი , წერილს გამოგიგზავნი და გაგაფრთხილებ წინასწარ. მტრედს გამოვუშვებ აბა არ მიმატებ და როგორ მოგწერო -ვგიჟდები შენნაირ ბიჭებზე ,როგორ მინდოდა ერთი მეგობარი მყოლოდა მსგავსი . ცხოვრებას გავიხალისებდი,შენ კი ისე იქცევი მტრად ვიქცევი აშკარად რაც იმას ნიშნავს რომ საქართველო ერთ ლამაზთვალება ექიმს დაემშვიდობება! -ჩვეულებრივი თვალები გაქვს,არაფერი განსაკუთრებული.მილიონობიტ ადამიანს აქვს თაფლისფერი თვალები და საქართველო რატომ გემშიდობება? არ მითხრა რომ სწავლას თავს ანებებ -შენ ..შენ -რა შენ ... ანუ ის ისტორია წავიკითხო ჯერ ? „შენ“ რომ გჰქვია? -არააა ...არა არ შეიძლება არსებობდე ! -სიზმარში ჩემნაირებს ვერ ნახულობენ, ასე რომ ვარსებობ... შენ კი უკვე ლექციაზე იგვიანებ პატარა ქალბატონო -ახლა ტოქსიკოზი დამეწყება...რა პატარა ქალბატონო -ამ გამომეტყველებებს ასე უცებ როგორი იცვლი რამე კურსებზე დადიოდი? -მაგვიანდება ჯანდაბა! -გაიქეცი გაიქეცი და ხვალ არადა ორშაბათს გნახავ -ორშაბათამდე ცოცხალი ვერ მივალ იმედია! ჯანდაბა ლექციაზე ვიგვიანებ ამდენ ხანს ვეგდე აქ და ვიგვიანებ! რა ჯანდაბა ხდება ჩემს თავს... გავგიჟდი და ჰალუცინაციები მაქვს ,კი ნამდვილად ასეა! დასკვნა გამოიტანა და სემდეგ ისევ სხვა პრობლემებს დაუბრუნდა. ორშაბათამდე ისე მიაღწია რომ გარე სამყაროდან არაფერი ახსოვდა. შემდეგ ისე მიიწურა ორშაბათი დღე რომ ბატონი ნდამიანე არ გამოჩენილა,არც უფიქრია ბევრი. უკვე სახლში მიდიოდა მობილურზე შეტყობინება რომ მიუვიდა „ მალე გვერდით დაგიდგები და არ დაფრთხე მარიამ!“ გააზრება ძლივს მოასწრო დამიანე რომ გამოჩნდა -გამარჯობა მარიამ -გაგიმარჯოს...ნახვამდის -საერთოდ არ ჩანხარ შორიდან ასეთი აღვირახსნილი და ვნებამორეული გოგო თურმე შენ რა დღეში ხარ. ნწ ნწ ნწ 19 წლის გოგო რომ ასეთ რამეებს დაწერს ორი ვარიანტი მიჩნდება გონებაში პირველი ის რომ თავისი შეყვარებული თითს არ აკარებს და გააწამა გოგო მეორე კიდე ის რომ მარტოა ,სულ მარტო და ასე ფანტავს ფანტაზიებს...რომელია მარიამ? არ დამიმალო იცოდე -რა წაიკითხე ...თავს ვიკლავ კიდე თუ რამე უნდა წაიკითხო -ახლა შევედი აზარტში. არ ღირს 19 წლის ხარ გამოჩნდება ვინმე კეთილი გულის სიმპათიური ბიჭი და გიშველის შენც და შენს შინაგან ქალღმერთსაც -მეგონა ღმერთმა ცოდვებისთვის მაშინ გადამიხადა სამედიცინოზე რომ ჩავაბარე თურმე ვცდებოდი, ეტყობა რაღაც ძალიან ცუდს გავაკეთებ მომავალში და წინასწარ გამომიგზავნა შენი თავი სასჯელად -ვფიქრობ ამათი წერის დროს იმდენჯერ იმრუშე საკუთარ თავთან რომ ... -სითავხედესაც ხომ აქვს საზღვრები - მეც ეგ არ მიკვირს? -გავგიჟდები -ვერაფერს გეტყვი,მე ჯერ 19 წლის მარტოსული გოგო არ ვყოფილვარ.ან ვიყავი წინა ცხოვრებაში და არ მახსოვს ... ფაქტია ვერ გეხმარები -შესანიშნავია.... არაჩვეულებრივად ახერხებ ჩემი სიტყვების გამოყენებას. ასე განაგრძე, შეგიძლია დიდხანს იფიქრო, კარგად ჩამოაყალიბო სათქმელი და მერე ისევ სადმე გამოჩნდე.ან მომწერე ყველაფერი და მე ოდესმე წავიკითხავ 10 ან 20 წელში -მწარე ხარ ,გულს მტკენ -მსახიობი! - სახე დამანჭა და ისევ დატოვა ბიჭი. სახიდან ღიმილს ვერ იშორებდა, საერთოდ სიცილს რომ იწყებს მერე უჭირს გაჩერება.ახლაც ბიჭის სიტყვები და გამომეტყველება უტრიალებდა გონებაში,ასე სულელივით იცინოდა. მომდევნო შეხვედრისას ბატონი დადიანი მეგობრებთან საუბრობდა, მარიამს მათი სახეები ეცნობოდა და აშკარა იყო რომ ისინი დამიანესთან ახლოს იყვნენ. უცებ სიგიჟემ შემოუტია და მშვიდად დაიძრა ბიჭისკენ. მკლავზე ხელი მოხვია და მის გვერდით მდგომებს გაუღიმა -გამარჯობათ კოლეგებო... -გამარჯობა -დამიანე გამაცანი შენი კურსელები - ქვემოდან ახედა და გაუცინა - რას დამუნჯდი ადამიანო არ გამაცნობ? -დამუსი არავის გვაცნობს ,არ უყვარს ლაპარაკი დიდად მხოლოდ საქმე . ჩვენ გაგეცნობით -საინტერესო თემებს არ განიხილავთ და იმიტომ არ ვერთვები თქვენს საუბრებში ...ეს მარიამია მეორე კურსზეა და მეეჭვება ოდესმე ექიმი გახდეს ,თუ გახდება პირველივე დღეს გული გაუსკდება -რა ხუმარა ხარ დადიანო -მკლავზე უჩქმიტა კანი დაატრიალა და თან უცინოდა -სიცილს ვერ ვიკავებ ,შენც ხომ? -მეტკინა გოგო! -შენ რა ფაქიზი ყოფილხარ... მარიამმა დამიანეს კურსელები გაიცნო .ცოტა ხანს მათთან საუბრობდა ისევ კლინიკის ამბებს იგებდა, უარესად შეაშინეს და ბოლოს დამიანემ გაიყვანა -რა იყო ეს -შენ რომ მოვარდები უკითხავად ხომ კარგია... -მარტო რომ ხარ მაშინ მოვდივარ -უსიამოვნო შეგრძნებაა ხომ? არ ლაპარაკობსო შენზე თქვეს? -ვერ ვიტან ჭორაობას ,ანუ სხვისი პირადი ცხოვრების განხილვად. მუნჯი და უხასიათო რომ არ ვარ მგონი ფაქტია ! ხელი გამიწითლდა ,გამილურჯდება მგონი სისხლის მომოქცევა შეაჩერე -სპეციალისტი ვარ ... გიხდება ხალათი -ვიცი,ამიტომ ვხდები ექიმი -პირველად მესმის მსგავსი რამ ! წავედი მაგვიანდება, იმედია ჭკუას ისწავლი და შეეშვები თავზე დადგომებს -უკეთ უნდა მოინდომო მარიამო -ვერ ვიტან როცა ასე მეძახიან -აბა მარუსა მოგწონს? -მხოლოდ თამარას წარმოთქმული მარუსა ისე არა - საერთოდ რამე თუ მოგწონს -არა ! -რა უჟმური ხარ -მე ვარ უჟმური? მთელი დღე ვტლიკინებ და ნახევარჯერ ვიცინი -მე თუ მკითხავ მილიონი ღიმილიდან ერთი იყო ისეთი მთელი არსებით რომ იღიმოდი ...დანარჩენი უბრალოდ შენი ნერვოზის წამალია - გაუღიმა , მერე ხალათი გაუსწორა და თვალი ჩაუკრა- შენც გიხდება თეთრი ხალათი მიაბიჯებდა ასე დაჰიპნოზებული სანამ თინათინი არ შეეჩეხა. გოგომ წამსვე მოახერხა მისი გამოფხიზლება -მარიამ რა გჭირს? -თინათიინ როგორ ხარ? -ჩვენი ცხოვრების შესაბამისად ... -ისე ცხელა გეფიცები ჩამოვდნი ... შენ რა დაგემარტებოდა წარმომიდგენია,მალე აღარც დარჩები -შეეშვი ჩემს წონას,არავარ ეგეთი გამხდარი -ეს მე ვარ ჭარბწონიანი გენაცვა... -ის ბიჭი ვინ არის? -თვალებს ნუ მიჟუჟუნებ და ასე ნუ მიყურებ...რამე რომ იყოს ხომ გეტყოდი? ნაცნობია რომელმაც იცის რომ წერს -როგორ? აბა არ იცის თამუნას და სენს გარდა არავინო? იმას რატომ უთხარი? -გაიგო,როგორ რანაირად არ ვიცი...თანაც ჩემი გმირის სახელი და გვარი აქვს -იცნობდი რომ წერდი? -რა კითხვებია გოგო ... რომ მცოდნოდა ხომ არ დავწრდი თანს რულიად განსხვავდება ჩემი დამიანესგან -მოსწონხარ ვითომ? -ეგეთი იდიოტის შთაბეჭდილება დატოვა შენზე? დამიჯერე არ არის არც სულელი არც ფსიქოპატი არც მაზოხისტი ანუ მე არ მოვწონვარ -გიჟი ხარ -აიი ნოოუუ ბეიბეეე...შენც გიხდება ხალათიო „ც“ თურმე მეც მიხდება -რამ წამოგაბოდა ? -არაფერი ნუ მომაქცევ ყურადღებას ამ საგამოცდოდ ,სიცხესა და დადიანის გარემოცვაში ტვინი ამერია თინათინი მისი კურსელია ,რომელიც სხვა ჯგუფშია და ერთაერთია ვისაც კურსზე ყველაზე ხსირად ეკონტაქტება,თამამად შეუძლია უწოდოს მეგობარი და ძალიან ხშირად აღნიშნოს რომ ერთნაიერები არიან.მართალია პესიზმიზმის დედოფალი ,წუწნის ქალღმერთი და ბუზღუნის დივა მარიამია ,მაგრამ ზოგჯერ თინათინი იქეთ ხდება დასამსვიდებელი არადა მარიამისგან განსხვავებით ნამდვილი სტუდენტია,არც ზარმაცობს,არც სხვა საქმეებით ირთობს თავს და შეუძლია დილის ხუთიდან მეცადინეობა დაიწყოს იმ დროს მარიამს რომ ახალი დასრულებული აქვს ისტორიის წერა და დაძინებას აპირებს. მიუხედავად ამისა მაინც სულ უკმაყოფილოა საკუთარი თავით, სულ ჰგონია რომ შრომა წყალში ჩაეყრება მაგრამ ვანგელია მარიამი ყოველთვის ზუსტად აფასებს მის მდგოამრეობას და 90% ალბათობით წინასწარ უცხადებს გამოცდის ქულებს. თინისთან საერთო კიდევ ის აქვს რომ ორივე ემოციური ადამიანია, ორივეს უყვარს სწრაფად საუბარი და ზოგადად ადამიანებთან კომუნიკაცია. თუმცა მარიამი უფრო უჟმურია ბევრის მიმართ, ცოტას ეკონტაქტება ვიდრე თინათინი და საერთოდაც ბევრს არ სწყალობს. შეიძლება ითქვას რომ იმდენად აუტანელია ვერ უძლებენ . თინისთან ერთად იდგა გაჩერებაზე , ფურცლების შეკვრას მარაოს ფუნქცია დააკისრა. ცხვირზე დაკოსილი მზის სათვალეც კი ვერ შველოდა უკვე. წამდაუწუმ წუწუნებდა და წამებს ითვლიდა ბინაში ასვლამდე. -მარიაამ მგონი შენ გაგიჩერეს -ისე ვდგავარ კარგ საქმეზე არავინ გააჩერებდა და ვიღაც მაცემინებს თავს -ცემა რა საჭიროა მარიამ უბრალოდ სიცხისგან გიხსნი და სახლში წაგიყვან...გამარჯობა - დამიანე რომ გადმოვიდა მანქანიდან და მარიამს წინ აესვეტა თინამ თავისი მრავლისმნახველი თვალით წამსვე დაზვერა ბიჭი.მარიამს ხელი ცაავლო და სანამ უარს ეტყოდა მანამ წაიყვანა მანქანისკენ -წამოგყვებათ აუცილებლად... ცხელა ძალიან სულზე მოგვისწარით -თქვენც გაგიყვანთ არ არის პრობლემა... -არა ,არ შეწუხდეთ მე მალე გავყვები ... -მინდა მარიამის მეგობარი გავიცნო და ნუ მეტყვით უარს , უფრო კომფორტულად იმგზავრებთ გპირდებით -ჯელტმენების სკოლა აქვს დამთავრებული ...დაბრძანდით ქალბატონო დაე დაკარგოს დრო და გახდეს ცოტა ხნით ჩემი მძღოლი -ნუ ხარ გოგო უზრდელი და დაუნახავი. ადამიანი წუხდება შენს გამო -არ ვწუხდები,მაგრამ დაუნახავი ნამდვილადაა - კარი ისევ მიხურა რადგან მარიამი უკან დაჯდა თინისთან ერთად. სიცილით დაჯდა საჭესთან და სწრაფად დაძრა მანქანა. გაარკვია ორივეს მისამართი და პირველად თინათინის სახლისაკენ გასწია. მარიამმა გააცნო ბოლოს ერთმანეთი და შემდეგ ძალიან მშვიდად და ლაღად ისროდა შხამს. სიგრილე ესიამოვნა და რა ენაღვლებოდა ლამის მიწვა სავარძელზე. თინათინი რომ მიიყვანეს ბატონმა სადღაც გააჩერა მანქანა და მარიამს გახედა -რატომ გავჩერდით? -ხვალ პარასკევია სავარაუდოდ არ მოხვალ უნივერსიტეტში ამიტომ ისვენებ და დრო გაქვს. გადმოდი -სახლში მინდა ...შენ ექიმობას აპირებ თუ დეტექტივობას -ექიმი უნდა იყოს დაკვირვებული ... ცივ ყავაზე გპატიჟებ -ვერ ვიტან ყავას...რით ვერ გაიაზრე რომ არ ვგავარ ტიპიურ გოგოშკას -ტიპიურ ადამიანს არ გავხარ შენ ... ნაყინი გიყვარს სავარაუდოდ და მე ყავას დავლევ შენ ნაყინი მიირთვი -თუ მპატიჟებ ჯანდაბას...არ ვიტყვი ნაყინზე უარს! მალე წამიყვანე სახლში მერე დედაჩემი დამირეკავს და არ შემიძლია ახლა იმის ახსნა ვისთან ერთად მივირთმევ ნაყინს -მანქანიდან ქოთქოთით გადავიდა, ხმამაღლა არ საუბრობდა მაგრამ ისე ემოციურად გამოსდიოდა რომ დამიანეს ღიმილი არ შორდებოდა სახიდან- თავი კლოუნი მგონია, ჩემთან რომ ხარ სულ იცინი . მეტი არ მინდა გავიფიქრო რომ დამცინი ამოგიკერავ მაგ თხელ ტუჩებს -გვცოდნია როგორი ტუჩები მაქვს , მაკვირდები ? -სქელი არ გაქვს შესაბამისად თხელია...დაკვირვება რა საჭიროა .ან რომც გაკვრიდებოდე რა გიხარია -ღმერთო როგორი არანორმალურია ეს ქალი -ტიტუუ რა მაკადრა ქალიოო ვინაა ბიჯო შენი ქალი რას მკადრებ ამ 19 წლის ქალიშვილს, ნორჩსა და ხელშეუხებელს - სიცილს თავად ვერ იკავებდა ,დამიანეს რა დაემართებოდა. კიდევ კარგი იქ არ დაიწყეს ხარხარი. სკამი გამოუწია და ისიც დასკუპდა. ჩანთა იქვე დადო და მაგიდას ხელებით დაეყრდნო -კარგი,გპირდები სანამ არ დავრწმუნდები შენს „ქალობაში“ აღარ მოგმართავ ასე -შენ გირჩევნია ნაყინი მომიტანო რომ გავგრილდე და ტვინს მაგ წინადადების გააზრების ნება არ მივცე თორემ ყავის დალევას ვეღარ ეღირსები ვატყობ მე -როგორ გიყვარს ყველაფრის გაბუქება და დამძიმება... მოვალ ორ წუთში და გაგაგრილებ -გამაგრილებს თურმე,შენ კი არა ნაყინი.ისე რას გამაგრილებს უბრალოდ ხასიათს გამომიკეთებს და საერთოდაც რას ლაპარაკობ ამდენს? ბიჭი გააგდო და მაგიდაზე თითები აათამაშა. გრძელ ფრჩხილებზე წითელი ლაქი ესვა და ნამდვილ კუდიანს ჰგავდა ისე აკაკუნებდა თითებს მაგიდის ზედაპირზე თითქოს მსხვერპლს ელოდა. ბიჭი მალე დაბრუნდა, მის წინ დაჯდა და შემდეგ ისე შეჰყვნენ საუბარს მარიამს როის სეგრძნება თითქმის დაეკარგა. თითქმის-თქო იმიტომ ვამბობ რომ არ არსებობს დრო გაექცეს როდესაც ვინმესთან ერთადაა , ერთადერთი მომენტი როდესაც დროსა და სივრცეს ვერ აღიქვამს წერის დროა ამ სემთხვევაში ისტორიაში ინაცვლებს თითოეული გმირი ხდება სათითაოდ და უბრალოდ ვერ ხვდება რა ხდება მის გარშემო. ახლა კი საუბრობდა ,ტან მობილურს უყურებდა და თვალებიც აქეთ-იქით გაურბოდა,ჩვევად ჰქონდა ირგვლივ სიტუაციის დაზვერვა თითქოს ტერორისტულ აქტს ელოდა . -ახლა რაღაცას გკითხავ და არ გაგიჟდე შენებურად -იცი რომ გავგიჟდები და ტყუილად მეუბნები .. -მოკლედ თამარა ისე ჰგავს ნამდვილ თამარას რომ გუშინ ჩვენი მეგობარი მიშიკო ლამის დავკითხე იმის გასარკვევად თამრო ხო არ მოსწონდა.მერე მივხვდი როგორ გავჭედე და ლამის საკუთარ თავს შემოვცხე, რა დამმართე აზრზე ხარ? -ამიტომ არ ვაკითხებ ნაცნობებს ჩემს ისტორიებს, სახელებს რომ ვიყენებ ნაცნობს იმას არ ნიშნავს რომ ადამიანებს აღვწერ. ეს თავისთავად ხდება და საერთო არ აქვს რეალობასთან! ვინ მიშო გყავთ ისე? -ჩემი და გიგას საერთო მეგობარია ,თამუნასაც იცნობს მაგრამ არც ისე ახლოს რომ უყვარდეს ასე რომ დამშვიდდი -ჩემს თამარას არავინ უყვარს , დარწმუნებული ვარ -რომ უყვარდეს მეტყოდი? -არა ,მაგრამ არც უყვარს .ჩემი თამარა ერთადერთს და გაუმეორებელს იმსახურებს სად სცალია გენაცვალე ორ კვირიანი რომანებისთვის -ისე თქვენ ორივენი ერთნაირად აფრენთ... -შენ მე არ მიცნობ,არც თამარას იცნობ იმდენად რომ მსგავსი დასკვნები გამოიტანო -შენს კიდე ერთ რომანს წავიკითხავ ახლო მომავალში და მერე თამამად გეტყვი რომ გიცნობ -ნეტავ იცოდე რას ბოდავ! -გონს მოდი მარიაამ ... გამორიცხულია წერდე ისეთ რამეს რასაც ეწინააღმდეგები. ყველა დეტალში შენს სახეს ვხედავ. ისიც ვიცი რასაც გმობ,რასაც ვერ იტან ,რა მოგწონს და ფაქტობრივად ყველა მარიამი სხვადასხვა დროს,ვიტარებასა და სივრცეში შენ ხარ .ისინი რასაც აკეტებენ მათ ადგილას შენ გააკეთებდი.თითქოს საკუთარ თავს ცდი, სხვადასხვა განსაცდელს უწყობ, ჯერ ხაფანგს უგებ სისულელის ჩადენის საშუალებას აძლევ და შემდეგ მანამ არ ჩერდები სანამ მყარად არ დადგება ფეხზე! ის მარიამები, ბარბარეები, კესოები და კესანეები შენ ხარ...ზოგჯერ გულისამრევი, ზოგჯერ მისაბაძი, ზოგჯერ ზედმეტად სულელი, ან ზედმეტად გიჟი, ზედმეტად ამაყი და ამპარტავანი გმირები -შენ ძალიან ჩაუღრმავდი ამ ამბავს... მე მხოლოდ იმიტომ ვწერ რომ -რომ პრობლემები დაივიწყო და სხვა სამყაროში გაახვიდე..ბლა ბლა ბლა საკუთარ თავს ატყუებ მაგით...თვალებს იხვევ და არ აძლევ თავს დაფიქრების საშუალებას -და რა გგონია რაიმე მიზანს ემსახურება ის რომ მე ვწერ რაღაც ზედაპირულ , სრულიად არარეალურ და დაუჯერებელ ამბებს? -გამიზნულა არა,მაგრამ ემსახურება... -ვერ ვიტან ფსიქოლოგებს,შენ კი ბოლოს ისე ასრულებ რომ მგონია თვალებს დავხუჭავ და ფსიქოლოგებს რომ აქვთ კაბინეტში იმ რბილ სავარძელზე გავწვები -სულ დაწოლა როგორ გახსოვს ნუ გამაგიჟე კაცი ...ისედაც მოღეღილი მიზიხარ წინ და მიირთმევ მესამე ჭიქა ნაყინს არ აჩერებ ენას და მაწყვიტავ ნერვებს -ნერვებდაწყვეტილის არაფერი გეტყობა,მშვიდად მესაუბრები და აქეთ მაღიზიანებ.მაპატიე ამ სიცხეში ქურთუკი რომ არ მაცვია. შენ მგონი ავად ხარ... რას ხედავ ახლა ისეთს რომ გაგაგიჟოს -მე რასაც ვხედავ იმას შენი აფრებგაშლილი გარყვნილი ფანტაზიით ვერ მიხვდები -უფრო აღმატებულია რამე? -შეიძლება ასეც ითქვას,მაგრამ არა უფრო გარყვნილი -ჩემზე ვსაუბრობთ ... -მიხვდი? რა კარგია -ცინიკოსო! -როგორ ლანძღავს ერთერთ გამორჩეულ მკითხველს...არადა ცოტა მაკლია ფანკლუბის პრეზიდენტობამდე -რატომ უნდა იყო შენ ჩემი მკითხველი იმ ადამიანებიდან ერთადერთი ვინც პირადად მიცნობს ... -და ვინ იცის კიდევ რომ წერ? -თამარამ და თინათინმა ...შენ საიდან იცი ვერ გავიგე.იმატ მე ვუთხარი -სამიდან ერთი ვარ? მაგრამ მაინც ერთადერთი რომელმაც გამოგიჭირა -უხეშად ჟღერს ... რას ნიშნავს გამომიჭირე დანაშაულს ხომ არ ჩავდივარ -აბა მე რა ვიცი ისე გულმოდგინედ უმალავ ყველას რომ, დარწმუნებული ვარ შენმა მესაიდუმლე დედიკომაც არ იცის ამის შესახებ -ყველა ყველაფერს სწორად ვერ იგებს...საერთოდ მე დარწმუნებული არ ვარ რომ შენ ისევ არ გგონია ჩემი დამიანე საკუთარი თავი -შენი დამიანე მე ვარ! -აუუ კარგი რაა...ახლა მე ვინ გამოვდივარ შენით შეპყრობილი მარტოხელა საწყალი გოგო? ახლა რა ეს მოწყალებაა და ჩემთან ურთიერთობა -ნაყინი ასე მოქმედებდეს პირველია...ალერგია გაქვს და ბოდავ? -ვერ გავიგე რა გინდა ... -რა პირდაპირ მეუბნები ყველაფერს...ასეთი სახით ნუ მიყურებ თორემ -დამიანე არ შემიძლია ეს მსახიობობა და ემოციების მალვა, ვიღლები შემდეგ და ძალის დახარჯვა არ მიყვარს ფარისევლობის გამო .ამიტომ პირდაპირ მითხარი რა გინდა და როდის შეწყვეტ ამ ყველაფერს -არ ვიცი რა მინდა ... მე რა ვიცი რაც მინდა ვაკეთებ. ვზივარ შენთან ერთად და გესაუბრები. ორი კვირის შემდეგ რა მენდომება წინასწარ ვერ გეტყვი. არც ორი წლის და ერთი თვის შემდეგ .მე კიდვე მინდა შენთან საუბარი,შენ თუ აღარ გინდა წავიდეთ .სხვა დროს ისევ გავაგრძელებთ -არ მინდა სხვა დროს კიდევ ჩემს ნაჯღაპნზე საუბარი...მე უბრალოდ წერა მინდა მისი განხილვა და ახსნა განმარტებები აღარ მინდა. ეს უკვე ართულებს , მე კიდე სიმარტივე მიყვარს -და ექიმობას აპირებ -ვიცი გიჟი ვარ, მაგრამ ექიმობის გარდა ყველაფერი მარტივი მინდა ცხოვრებაში. წერაში განსაკუთრებით -სულ ცოტა რომ მოინდომო და სხვა მხრიდან შეხედო ამ ამბავს სეიძლება მწერალი მარიამიც დაინახო -შენ ხედავ? -მე გხედავ მარიამ! -წავიდეთ? -წავიდეთ- ბიჭმა ჩაიცინა ისევ, მარიამის იგნორს ასე უპასუხა და მშვიდად დაჰყვა მის ნებას. დაპირებისამებრ კორპუსთან მიიყვანა და წავიდა. გამოცდები რომ დაიწყო ისე იყო დამიანე კი არა დედამიწაზე არავინ და არაფერი ახსოვდა. გამწარებული სახით მოძრაობდა და უარყოფით ემოციებს აფრქვევდა. დედასაც კი ორი წუთით ელაპარაკებოდა იმ ორ წუთშიც ნერვებს აწყვეტდდა ქალს , არ ეძინა არ ჭამდა არ სვამდა დადიოდა ასე მუმიასავით. დერეფანში დადიოდა კონსპექტით ხელში და საკითხებს იმეორებდა. ოცი წუთი იყო დარჩენილი გამოცდის დაწყებამდე და გულისცემა ისე ჰქონდა გახშირებული დამამშვიდებელი არ აწყენდა. გვერდით რომ ამოუდგა ვიღაც და მასთან ერთად განაგრძო სიარული მაშინვე მიხვდა ვინც იქნებოდა. ფურცლები ძირს დასწია და თვალებდაწვრილებულმა გახედა -აქ რა გინდა -მითხრეს შენს გიჟმწერალას მალე გული გლეჯსო და ავნერვიულდი. რა ფერი გადევს ,კვდები? -არაადამიანო შენ ! ეს დაწყევლილი ბიოქიმია როგორ ჩააბარე? მითხარი და რასაც გინდა იმას შეგისრულებ -შენგან არაფერი რომ არ მინდა? -სხვისგან გინდა და ავიღებ სხვისგან. აუცილებელია მაინცადამაინც პირდაპირ ჩემგან გინდოდეს რამე? არც მიფიქრია რომ მე მაქვს რამე ისეთი რაც შეიძლება გინდოდეს ...ამოთქვი ახლა როგორ ჩააბარე -სემინარებზე დავდიოდი და ლალიკოს ვევასებოდი...გამოცდაზეც მივიღე ქულა და ჩავაბარე. შენნაირი ზარმაცი კი არ ვარ -არა მე დავზდევ საკუთარ თავს და იმ დროს როდესაც რაღაც საგანს უნდა ვსწვალობდე ტყუილად დავყიალებ და ვერთობი -ვინ გითხრა რომ ტყუილად დავყიალებ,ამაღლებული განწყობა სიცოცხლის ელექვითაა.შენ მე ენდორფინს მაძლევ მარიამ -აი ხედავ?? თურმე უკვე რაღაცას გაძლევ და შენ კიდე არაფერი მინდაო -სხვა არაფერი მინდა რა გავაკეთო? -ამოწყდი! -გმადლობ ... ისეთი სახე გაქვს მგონი მეც ჩავიჭრები დღეს -შენც გამოცდა გაქვს? -ორ საათში ... -მერე აქ რა გინდა..ორ საათში ყველაფერს ისწავლი -ვიცი ისედაც ! შენ კიდე შეწყვიტე სიარული ენერგიას ხარჯავ ასე ! - ხელი ჩაკიდა და კედელთან გააჩერა-ესენი როგორ აბარებენ გამოცდებს შენი ცქერის შემდეგ თუ არ მიკვირდეს -ისედაც ვიცი რომ საშინლად გამოვიყურები არაა საჭირო ამდენი ხაზგასმა -როგორ ატრიალებ ამ თვალებს პირდაპირ მეშინია უკვე შენი -ხოდა ნუ მიყურებ... ღამით რომ დაგესიზმრო მთელი დარჩენილი ცხოვრება აღარ დაიძინებ -ვითომ? -მაცდენ! -ასე უფრო დაგავიწყდება და აგერევა ყველაფერი... ნერვიული ექიმი პირველია ვფიცავ . ასე თუ დაპანიკდი გამოცდაზე პაციენტს რომ მიიღებ რას გააკეთებ? -მეტი სადარდებელი არ გაქვს შენ? -რამე მეტყობა დარდის? -სიამოვნებით მოგკლავდი ამ სიმშიდისთვის,მეზიზღებით მშვიდი ადამაინები.ჩუმები და მშვიდები მეზიზღებით,...შენ ჩუმი არ ხარ ტვინს მტკენ უკვე ამდენი ლაპარაკით და ენას ამოგაცლი მალე -ამდენი უარყოფითი ემოცია ერთ გოგოში, ამდენი ბრაზი და სადიზმი ამ პატარა ტანში როგორ გეტევა ნეტავ ? -რაც სიმაღლეში არ მიდის განში გადის დაისვენე ახლა? შეგიძლია წახვიდე -არ მეჩქარება...რომელი საკითხი არ იცი? -ყველა ვიცი -აბა რა განერვიულებს -კარგად არ ვიცი -კარგად ცოდნას რას ეძახი ,შენ უნდა ჩაგეტარებინა გამოკვლევები? -ღმერთოოოოო კი ამბობენ არარსებობსო ,მაგრამ თუ სადმე ხარ გააქრე ეს კაცი აქედან -რა იცი რომ უკვე დავკაცდი? იქნებ და ბიჭი ვარ ჯერ -მოკალით! - სახე ხელებში ჩამალა და ღრმად ამოისუნთქა.მერე უცებ გაეცინა და ბოლოს იმხელა ხმაზე იცინოდა ყველა მას უყურებდა-არავარ კარგად ,ფუუ რა არანორმალური ხარ -ამ შენობას შეუძლია ვითომ გაუძლოს შენს ერთსაათიან სიცილს? -რა გინდა მითხრა რომ ნაზად არ ვკისკისებ? -ნაზად და თან კისკისებ? პასუხი არ მაქვს ...ვიფიქრებ მე და გეტყვი მერე სხვა დროს რომ გაიცინებ.წადი ახლა გელის კითხვების ფურცელი -რა კაგრი გოგო ვიყავი, არავის არაფერს ვუშავებდი ღმერთოოო ჩემი ფეხით მივდივარ გილიოტინისკენ . -არარსებული ცრემლები შეიმშრალა, ჩვეული რიტუალით შევიდა საგამოცდო ოთახში და კურსელების ღიმილიც შეიყოლა -დამშვიდდი მარუსა ყოლიფერი იქნება კარგად დამშვიდების რა გითხრათ და საკითხებს რომ დახედა წერა მაშინვე დაიწყო. ბოლოს ყველაფერი რომ დაასრულა,აწითლებულმა,თითნატკენმა და გულგაჩერებულმა ოთახი დატოვა. რამდენიმე წუთი ელოდა ბავშვებს გაიგო ზოგიერთი მათგანის მდგომარეობა შემდეგ კი სახლში წავიდა. გამოძინება გადაწყვიტა სანამ მეორე დღისტვის მზადებას დაიწყებდა ,მაგრამ ვერაფრით მოისვენა. ბოლოს მობილური აიღო და უბრალოდ დარეკა ნაცნობ ნომერზე. რამდენიმე წამს ელოდა პასუხს, ბოლოს გათიშვას რომ აპირებდა მაშინ გაიგო ნაცნობი ხმა -მგონი მოვკვდი და სამოთხეში ვარ -ბევრი დრო არ მაქვს, უბრალოდ მაინტერესებდა როგორ ჩააბარე. ბოლოს და ბოლოს მიგულშემატკივრე და კარგი განწყობით შევედი გამოცდაზე -ჩავაბარე ... შენ როგორ დაწერე გაჭრა ჩემმა ნახვამ? -ცუდად არ დამიწერია,არც გადასარევად . გილოცავ ჩაბარებას...ახლა წავედი არ მცალია სალაპარაკოდ! -გმადლობთ მოკითხვისთვის ქალბატონო მარიამ ბიჭის სახე რომ წარმოიდგინა გაეღიმა, მობილური გვერდით გადადო საწოლიდან როგორღაც ადგა და მისაღებში გადაინაცვლა. მაგიდასთან მოკალათდდა ჯერ ისევ ეძინებოდა ,მეცადინეობა რომ დაიწყო მალ-მალე სიზარმაცის შემოტევები ჰქონდა . სწავლასთან ერთად მიმოწერას ასწრებდა, სიმღერასაც უსმენდა, დამჯდარი ცეკვავდა და თან ტკბილეულს მიირთმევდა,ძირითადად შოკოლადს. გამოცდებზე ჩვეულებრივ ამბად იქცა დადიანის გამოჩენა , სიცილით გამოცდაზე შესვლა და ბოლოს კურსელი გოგონებისგან კითხვების კორიანტელი. თამარაც კი გაოცებული იყო და ვერ იჯერებდა რომ ეს ყველაფერი ნამდვილად მარიამის თავს ხდებოდა. -არ მჯერა რომ შენ ასე ენდობი ადამიანს ,რომლის შესახებაც არაფერი იცი -არ ვენდობი,უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ მასთან ურთიერთობით.განა ისეთს რას ვაკეთებ.ჩემი საიდუმლო ისედაც იცის და სხვა მე დასამალი არაფერი მაქვს -ეგ ხო,მაგრამ ძალიან დაუახლოვდი -მე ყველას ვესაუბრები გულწრფელად , ცუდსაც ვეუბნები და კარგსაც -რატომ იქცევი ისე თითქოს ვერ ხვდებოდე რას გეუბნები -ხოოო დავუახლოვდი და ვესაუბრები ხშირად, მერე ? -მოგწონს? -მომწონს! -მართლა? -რა ახლა ამაში გასაოცარი, რომ არ მომწონდეს ხომ არ დაველაპარაკებოდი ამდენს -მარიამ ! სხვანაირ მოწონებაზე გეუბნები -სხვანაირადაც მომწონს ,სიმპათიური და სასიამოვნო ყმაწვილია ,მერე რა? -მერე ის რომ შეიძლება ამ უბრალო საუბრების შემდეგ შეგიყვარდეს კიდეც -ნუ ღელავ, ჩვენ შორის ჩემო თამრო პირველი შენ შეგიყვარდება.მე შენი მეჯვარე ვიქნები და ბავშვის ნათლია! -არ ვთხოვდები მე, წარმოდგენაც არ მინდა ... -ნუ იმანჭები თუ ქალი ხარ, რომ შეგიყვარდება ისე ეტაკები და შემოაცლი ტანსაცმელს ეტყვი არც ჩაიცვაო დადგები და უმზერ ყოველი სექს>>> შემდეგ -სულ წახვედი ხელიდან... რაც წერა დაიწყე სულ მთლად გარყვნილი გახდი -მოიცა დაგება ეგ დღე და მერე გავიხსენებთ ჩემ სიტყვებს... ისეთ დროს დაგირეკავ ქმრის შარვალში რომ გექნება ხელი ჩაცურებული და გააგდებინებ ხელიდან -მარიამ გამშორდი ! -გაშორებული ვარ მეტი რა ვქნა... -შენ ისეთი ახურებული ხარ დამიანეს რომ უყურებ ალბათ ათას საშინელებას ფიქრობ -შენ წარმოიდგინე აარაფერს ვფიქრობ... -მართლა? -მაგ სიტყვას შენ რომ მეუბნები ხომ იცი ალერგია მემართება და კანი მეხორკლება... -კარგი ხო... ხვალ რა გამოცდა გაქვს? -ფიზიოლოგია ... ეგ ვიცი. მტავარია იმათში ავიღო ქულა და არ ჩავიჭრა -არ ჩაიჭრები და ნუ პანიკობ. -ექიმობას ვაპირებ და იმაზე ვდარდობ რამე არ ჩამრჩეს...მეტი არაა ჩემი მტერი მე ექიმი გავხდე -მარიამ გეყოფა , ყველაფერ იქნება კარგად. ყველაფერს შეძლებ მთავარია თავს მიხედო -მშია იცი? -ორი საათის წინ რომ გშიოდა არ გიჭამია იმის მერე? -არააა -მერე რას ელოდები -მეზარება -ასე უარესად გახდები -ისედაც უარესად ვარ! -პასუხი სულ გაქვს... პესიმიზმის დედოფალო. ახლა მეც მითხარი რა ვქნა ხვალ პათანატომია რო მაქ? მეცადინეობა არც დამიწყია მეზიზღება ის ქალი ... -მოგიკვდიი მე შეეენ . ..წადი ქალო იმეცადინე რას მიყურებ აქ მე -მეზარება! -რა დროს დაზარებაა წადი შეუტიე, დაგლიჯე ,დაბრდღვენი,გაანადგურე -მე მეუბნები ამას და შენ რაზე დარდობ -შენ შენ ხარ,ჩემნაირ უტვინოს რას ედარები? -მარიაააამ ! -ხო ჩემო თამარა -წავედი მე..შენ ჭამე და მერე დაისვენე. მიყვარხარ -მეც ჩემო გოგოოო ,ერთადერთოოო მეორე დღეს მაინც ნევრიულობდა გამოცდაზე შესვლამდე, ჩვევად ჰქონდა არითმიით გამოცდაზე შესვლა. დაწერა ისიც და კიდევ ერთით ნაკლები დარჩა . ვინაიდან საჭმელს დღეში ერთხელ ჭამდა და მაცივარი სულ ცარიელი ჰქონდა მაღაზიასი გავლა გადაწყვიტა. კოლა იყიდა, შოკოლადი, სოსისი და არაჟანი . სახლსი როგორც კი შევიდა მაშინვე გამოიცვალა, ერთადერთი მაისური გადაიცვა და პირდაპირ საძინებელს მიაშურა. საწოლზე დაწვა ,ბალიშს ჩაეხუტა და დაიძინა. მობილურის ხმა რომ გაიგო იიფიქრა დედაჩემი მირეკავსო და ისე უპასუხა თვალები არ გაუხელია -დედააა ხომ გითხარი დავწერე, სახლშ მივედი, საჭმელიც მაქვს. ვიძინებ და მადროვე-თქო ახლა ცუდ ხასიათზე რომ ვიქნები და დამეზარება მეცადინეობა რა ვქნა? ფუ რა საშინელი ხმა მაქ ჩემი წკრიალა ხმააა დამიბრუნეეეთ -მაპატიე,არ მეგონა თუ გეძინა .ბოდიში მართლა არ მინდოდა გამერვიძებინე . დაიძინე ისევ -დამიანე? -დაიძინეე -მოიცა მოიცა აღარ დამეძნება მაინც...ასეტი აწყობილი ნევრული სისტემა მაქვს ახლა მე შენი აზრით? -თავი დამნაშავედ უნდა მაგრძNობინო? -რატომ მირეკავდი? -არაფერი,დაიკიდე. -დავიკიდებ ოღონდ მითხარი რატომ გაქვს ასეთი ხმა ? -ეე შენ ჯადოქარი ხარ? -ახლა იცინი ხომ? -დაიძინე ,ჩათვალე რო დაგესიზმრა -მე შენ არ მესიზმრები ... რადგან დამირეკე ე.ი სხვასთან საუაბრი არ გინდოდა და ახლა რატო მაგდებ ინტერესში? ... ვიცმევ უკვე ასე რო აღარ მითხრა დაიძნეო -შუადღეს რომ დაიძინე გახდილი იყავი? -ცხელა სახლში ... არ მაქვს კონდიციონერი -პიჟამა ჩაიცვი ძილის წინ? -არა უბრალოდ გავიხადე და დავწექი -გაშიშვლდი? შენს მეზობლად ბინა ახლოსაა? -შიშელი ძილი არ შემიძლია, მაისური უნდა მეცვეს აუცილებლად .ჩემს მკერდს სიშიშვლე არ უყვარს .ახლა დაკმაყოფილდი მიღებული ინფორმაციით და მეტყვი რა გინდოდა თუ -მივიღე რაც მინდოდა -რა მიიღე გაიგე რომ ზემოთ სულ რაღაც მაცვია როცა მძინავს? -ცუდ ხასიათზე ვიყავი და განწყობა გამომიკეთდდა...არადა წარმოგიდგინე შიშველს როგორ გეძინა შენ კიდე მაისურიო -რატომ იყავი ცუდ ხასიათზე? -ზოგჯერ მეც ვარ ცუდ ხასიათზე ... -კლინიკაში ხარ? -არა სახლში -მერე შე კაი ადამიანო არავინ მოიძებნა ოჯახში ისეთი ვისაც დაელაპარაკებოდი და ხასიათზე მოხვიდოდი? -ნწ ,არავინაა -ვამეე მალტო ქალ პატალაავ? -ნეტა არ აფრენდე -რა ჭრიჭინის ხმა მესმის...არ მითხრა საწოლზე ვაგდივარ ვტრიალებ აქეთ-იქით და -არ გეტყვი ... -შიშველს რომ წარმომიდგენდი იმედია მაგ საწოლზე არ ვიწექი...ნეტა ვისი ტანი მქონდა რომელიმე პორნო ჟურნალიდან გადმოარდნილი გოგოს თუ უბრალოდ მოდელის -არცერთი -კარგი ანუ შარვალში ძვრები არ გიგრძნია...უუჰ დავმშვიდდი .გულიდან ლოდი მომშორდა -შენ საერთოდ ...ძილის შემდეგ ასეთ ხასიათზე იღვიძებ სულ? -არ ვიცი , გამოუცდელი ვარ . ახლა არ მითხრა მე სულ არ ვამბობ ცუდ სიტყვებსო -რა ხმებია დადიხარ თუ დარბიხარ -ხუთზე მეცადინეობა უნდა დავიწყო, არეულია სახლი და თან ვალაგებ. აბა ვინ დამილაგებს? -ჭამე რამე თუ მშიერი ხარ -ახლა არაჟანს შევჭამ -დიეტაა რამე? -რა დიეტა...დიეტის ნერვები მაქ ? სულ რო 200 კილო გავხდე მე მაგის ნებისყოფა არ მაქ. როცა მომინდება და რაც მომინდება ის რო არ ვჭამო ხო მოვიკალი თავი -ვარჯიში შენ არ გინდა, დიეტა არაო და აბა არ მიკვირს ამხელა რომ ხარ -რა გინდა მითხრა რომ მსუქანი ვარ? -რა უცებ ავარდი ... - გადაიხარხარა ბატონმა და მარიამმა წარბები შეკრა -შენი თქმა არ მჭირდება მე,ისედაც ვიცი როგორი ვარ. აუ ისე ერთ ხუთ კილოს რომ დავიკლებდე კარგი იქნებოდა...ვარჯიში მჭირდება,მაგრამ მეზარება . რა დროს ეს იყო ახლა რა თემა წამომიჭერი -როგორ შეიძლება ადამიანს ასე ყველაფერი გეზარებოდეს -ყველაფერი რატომ? ლაპარაკი ხომ არ მეზარება? -ხანდახან არ მწყალობ -იმდენს ვტლიკინებ ენა მიხურდება და მე მეუბნები მაგას? თუ არ გრცხვენი...ვაიმეე ხვალისთვის არაფერი ვიცი და რო ვერ დავწერო მერე რა გავაკეთო? -დაწერ და ნუ წუწუნებ -აჰ მოგბეზრდით ხომ ბატონო დამიანე ... ასე უცებ დაგღალეთ? აბა ჩემმა გოგოებმა რა უნდა თქვან -მოდიხარ გვანცას დბადებისდღეზე? -თემიდან უხხვევ,მაიგნორებ? -მარიამ მოდიხარ? -მოვდივარ ანუ შე მიდიხარ? გვანცას საიდან იცნობ ყმაწვილო? -ტყუილად ათამაშებ მაგ წარბებს -რატოო გვანცაცუნა კარგი გოგოა -მოდიხარ თუ არა -არა ,რა თქმა უნდა. რამედაბადებისდღეება შენი ჭირიმე -ერთი მიზეზი მაინც მითხარი -კაბა არ მაქვს... არც ფეხსაცმელი. რომ გაწვიმდეს რა ჩავიცვა? არ მინდა ახლა გალეშილი ტვინგამორეცხილი ექიმების ყურება . მაგათი ტინგიცი და დამაწყდება ნერვები. მერე ტაქსებით ბჟოტიალი და დედაჩემის ორასოთხმოცი ზარიდან ერთს რო არ ვუპასუხო იმის გულისწასვლები და დაგმული დრამები.. -მე თუ წამოგიყვან? -არა ! -ე.ი ჩემი იქ ყოფნა არაფერს ნიშნავს -და რას უნდა ნშნავდეს? ჩემი გოგოები არ იქნებიან და არ შემიძლია თეთრი ყვავივით ჯდომა იქ ! შენ ბიჭებთან იქნები მე მაგათი სიბჟუტურის ნერვი არ მაქვს ...საერთოდ ამდენს რატომ გელაპარაკები? -არადა კომუნიკაბელურ ადამიანად მოგაქვს თავი -ვერ ამაგდებ ასე მარტივად...არ მოვდივარ და მორჩა! -კარგი ,როგორც გინდა -შენ ძაან მონდომებული ხარ რაღაც ... -ხუთი გახდება მალე...დაიწყე მეცადინეობა -ანუ კარგ ხასიათზ ხარ უკვე -ენერგიითაც კი დავიმუხტე ,წავალ თავისუფალ დროს სარფიანად გავატარებ -მერე მითხარი რას ნიშნავს დროის სარფიანად გამოყენება -აუცილებლად გეტყვი მობილური მაგიდაზე დადო , შემდეგ მეცადინეობა დაიწყო და მანამ არ დაუწყია ფიქრი სანამ ტვინი არ გაუჩერდა. შემდგე შიმშილის გრძნობამაც შეაწუხა და ივახშმა. გოგოებს მიწერა, იწუწუნა, იბუზღუნა და მერე ისევ მეცადინეობა განაგრძო. გვიან რომ მობეზრდა ყველაფერი საწოლს დაუბრუნდა. ლეპტოპი მუცელზე დაიდო და ჭორაობა დაიწყო. შემდეგ ფოტოებს წააწყდა,ბატონი დამიანე ერთ-ერთ ლაუნჯში ბრძანდებოდა . ვიდეოზე იყო მონიშნული სადაც რამდენიმე გოგოსთან ერთად იჯდა და თავისი საფირმო სიცილის თანხებით არაყს მიირთმევდა. ფოტო ორი საათის წინ იყო დადებული , ვინაიდან ბატონი საიტზე იყო გადაწყვიტა დრო გამოეყენებინა და თავი გაეხალისებინა -ეს იყო სარფიანად დროის ხარჯვა? -იმეცადინე უკვე ? -კიიი ამის მიწერა და ზარი ერთი იყო. მაშინვე გაუთიშა -რატო მითიშავ? ფორმაში არ ხარ ? -ფორმაში როდის ვარ რო? -აბა დამენახე..მეზარება მოწერა -ხოდა ნუ მომწერ...წავედი ! -კაიი რაა -კაი ხო ჯანდაბას ნუ მიგზავნი ამ მოწყენილ სმაილებს გული მიჩუყდება ხალათი მოიცვა და ისე დაჯდა. აბა იმ პერანგით ხო არ დაენახებოდა ბიჭს. თმები რომ არეული ჰქონდა,თვალები ჩაშავებული ეგ არც ადარდებდა. ბატონი თავად საწოლზე იწვა. ნაცრისფერი მაისური ეცვა და აშკარად მთვრალი იყო,როგორც კი დაინახა მარიამმა მაშინვე სიცილი დაიწყო -რას დამცინი გოგოო -მთვრალი ხარ დამჩიკოო? -ნუ მეძახი ამ უბედურებებს,სახელს ნუ მიუშნოვებ -ბევრი დალიე? -ხვალ სახლში ვარ და გამოვიყენე შემთხვევა ... აუუ თავი რო გამისკდება იმედია დედაჩემი რამე გაზიანს დამახვედრებს -და შენ თავად რომ გეზრუნა საკუთარ თავზე არა? -ნწ...პატარა ბიჭი ვარ სხვებმა უნდა იზრუნონ ჩემზე -საკალელო ჩენ-სიცილს არ წყვეტდდა და თვალებს უჟუჟუნებდა ბიჭს. ის კი ცოტა ხანს ჩუმად უყურებდა -ლამაზი საძინებელი გქონია -მამაჩემის გემოვნების გამოხატულებაა ...არაფერი შემირჩევია საწოლის გარდა . გმადლობ -მარტო რომ წევხარ არ გეშინია ? -ბოდავ უკვე შენ -მართლა როგორ ძლებ მარტო...თან სულ სახლში ხარ _შენ რა იცი მე სად ვარ და რას ვაკეთებ...მარტო ამხელა ბინაში რა იცი რას ვმაიმუნობ -თუ ღმერთი გწამს...არ მჯერა მაგ ი ამბავი მე -რატო ვითომ -ასეთი სიმპაწიაგა ბიჭი გელაპარაკები რამდენი ხანია ერთხელ არ მიმიპატიჟე ბინაში და სხვა რომ მიგეყვანა გამორიცხული ამბავია -ნელ-ნელა შემოგიტყუებ , თავბრუსდაგახვევ და ჯადოს გაგიკეთებ -კონკრეტულად სად შემიტყუებ? -დაძინებას არ აპირებ შენ? -არა ,არ მეძინება. აღტკინებული ვარ -წადი მერე ძმაკაცცებთან ერთად ქალებში ... არ იცი სადმე კარგი ადგილი? -ახლა ვაღებინებ... ძმაკაცებთან ერთად ერთ ქალთან ხომ არ მივიდე .როგორ ვერ ვიტან ხანდახან ქართველებს -კაი რა იყო რას მისერიოზულებ ვიხუმრე -ხოდა ნუ ხუმრობ ! -არ მითხრა რომ თინეიჯერობისას ქალებში არ დაყავდი მამიკოს და მის ძმაკაცებს ეს რომ უთხრა ისეთი ხარხარი დაიწყო ბიჭმა ლამის სუნთქვა შეკრა-რა გაცინებს არანორმალურო -გამახსენდა რაღაც და -მომიყევი რა გთხოოოოვ ...მიდი მომიყევი ხომ იცი როგორ მიყვარს ჭორაობა -ტყუილიაა -ინფორმაციების მირება რომ მიყვარს ეგ ხომაა მართალი? აუუ ვიცი რაღაც საოცრება ამბავი იქნება და მომიყევი რააა ხო იცი ცოტა ხანს დაგცინებ და მერე ვსიო -ასე ნუ მიყურებ ... -გეშინია არ დაგესიზმრო ხო? რა ვქნა ასეთი დავიბადე ,მადლობა ღმერთს უფრო უშნო არ ვარ -შენ მგონი კომპლიმენტებს ელი და იმიტომ ილანძღავ ასე შეუფერებლად და შეუსაბამოდ თავს -თავს არ ვილანძღავ ,ჯერ ეს ერთი მერე მეორეც რაღაცას იხსენებდი და თემას ნუ მიცვლი -შენი თვითშეფასებით შორს ვერ წახვალ იცოდე...ამბავს რაც შეეხება მოგიყვები ოღონდ იცოდე არავისთვის მომიყოლია ვაფშეე . ჩემმა ძმაკაცებმაც კი არ იციან -შენი სიმთვრალით პირველა ვსარგებლობ ,უნდა ჩავიფიქრო რამე -ეს არაა სიმთვრალით სარებლობა ახლა აქ რომ იყო და მაშიშლებდე ეგ იქნებოდა -მთვრალი უფრო გარყვნილი ხარ -მაგრამ შენ ვერ შეგედრები -მომიყევი ახლა დამაწყდა ნერვები -13 თუ 14 წლის ვიყავი ჩემთან რომ ქეიფობდნენ მამაჩემი და მისი ძმაკაცები . ნუ მეც იქ ვიყავი ცოტ -ცოტას ვწრუპავდი ღვინოს და ვღადაობდი მაგათ სიმთვრალეზე. მერე რო გაილეშნენ აიტეხეს სადმე წავიდეთო...მამაჩემმა ხელები აწია მე გასული ვარ საქმიდანო ნუ მე თავიდან ვერ მოვწვი სად მიდიოდნენ ისეთ ადგილას მამაჩემი რო არ მიყვებოდათ . მერე ნათლიაჩემმა დამიანეს წავიყვანთო -აუუ არ არსებოოობს არ მითხრა რომ ბავშვობის ტრამვა მიიღეს...ვიპოვი ყველას და დავსჯი დამუსი გეფიცები -ნუ ხარ გოგო ასეთი ბოროტი... როგორ დამცინის უყურეთ რა...სულ აღარ მოგიყვები არაფერს -მოკლედ მითხარი იძალადა დიდმკერდიანმა ქალმა შენზე თუ დაიხსენი თავი -მაგ ამბის მერე ნათლიაჩემს დღემდე ჰგონია რო ქალები არ მომწონს... -რა ქენი ასეთი...თუ რა არ ქენი -სიღრმეში ნუ შემოიჭრები ახლა . უარი რო ვუთხარი გაგიჟდნენ. ის უფრო უკვირდათ ვიღაც ქალთან დაწოლა რომ არ მინდოდა ვიდრე ის რომ გავყოლოდი მართა. -რა სხვანაირი ყოფილხარ დამიკოოო -ხო აბა ჩვეულებრივ ბიჭს შენ ვინ შეგახვედრებდა - თავი ბალიშზე დადო და თვალები დახუჭა- რას მიშვები ასეთს...რეებს გიყვები. იმედია ხვალა რ მემახსოვრება თორე მაგრად გამიტყდება -რა გაგიტყდება -არ მიყვარს ასეთი ამბების მოყოლა ... -მერე როდის მოყევი..ჩემთან ნათქვამი ამბავი მოყოლილი არ არის..უბრალოდ საკუთარ თავთან საუბარია.თითქოს რაღაც გაიხსენე და ხმამაღლა თქვი -ინფორმაციის გაცვლას ვითხოვ...შენც მომიყევი რამე ისეთი -დედაჩემის დაქალები დათვრნენ და აიტეხეს კაცებში წავიდეთოოოო ... მე იქვე ვიჯექი არ მომასვენეს გინდა თუ არა უნდა დაგაქალოთო. შემიყარეს სტრიპტიზიორი ბიჭები და -მარიაააამ -გიყვები მაცადე ბიჭო -ახლა გავბრაზდები! -წარბები დიდხანს არ შეკრა თორე ნაოჭები გაგიჩნდება -მაინც საყვარელი ვიქნები -ცხვირი დაგიმშვენდა ისე შენ...საყვარელი იქნება თურმე -აღიარე რომ კარგი ბიჭი ვარ -თვალებს ნუ მიჟუჟუნებ... კარგი რომ არ იყო ხომ არ დაგელაპარაკებოდი საერთოდ -მე ბევრი ვეცადე რომ დამალაპარაკებოდი... თავს ევრ დაიხსნიდი -მექალთანე ხარ დადიანო? -ნწ... შენ გმირებთან შედარებით ვაჟიშვილი გამოვდივარ .სად მყავს ამდენი გოგო რომელთანაც დაწოლის სურვილი მექნება და თანაც იმას საოცარი გეგმები არ ექნება. რეალურად ყველას გეგმები აქვს.ქალები ემოცირუი არსებები ხართ ,იშვიატად რომ მხოლოდ სიამოვნება აინტერესებდეთ. მე კიდე არ სემიძლია ფეხქვეშ გაგება, თაიგულებით სირბილი და ფუჭი სიტყვების ფრქვევა ,მხოლდო იმიტომ რომ მერე საწოლში შევიტყუო . -შენ ზედმეტად თავმოყვარე მეჩვენები... ასე თუ იფიქრე სხვის ნაცვლად საკუთარ თავთან ალერსი მოგიწევს ბოლოს -ასეთ რაღაცეებზე რომ მელაპარაკები თითქოს „ბრატ“ უნდა დაატყოლო ბოლოს და მხარზე ხელი ამცხო -შენ ისე ჩაძვერი მაგ ბალიშში დაიძინებ მალე ვატყობ -იავნანასავით ჩამესმის შენი ხმა თქო რომ გითხრა დამიჯერებ? -ხო არ გაგიჟდი ,მაგარს როგორ დავიჯერებ -ამდენი წრიალისგან ხალათი რომ მოგშორდა და ნახევრად შიშველი ზიხარ მაგას დაიჯერებ? -ჯანდაბა ! -არ გიყურებ ნუ წითლდები - ხელი სახეზე დაიფარა და გაიცინა- ლამაზი ფერი აქვს შენს პენუარს ... ისე მაგათ ჩაცმას მართლა შიშველი რომ აწვე არ ჯობია? თავისუფლება ძუძუებს -გეყოფა ახლა რა იყო ...არაფერი მიჩანდა ტყუილად დამაფეთე -მერე რას დაეფეთე... არაფერი რა აუცილებლად კერტები უდა გიჩანდეს? სხვათაშორის შენ ისე იცვამ ლავიწის ქვევით რაც ჩნდება უკვე სიშიშვლე მგონია -ნუ აჭარბებ ახლა და საერთოდ რა დაქალივით მეჭორავები -ხოდააა გოგოოო რა მინდოდა მეთქვააა -მასხარა და მსახიობი ხარ შენ -ვფიქრობდი სხვათაშორის,მაგრამ რომ ავფიქრდი მსახიობობა უფრო რთული მეჩვენა ვიდრე ექიმობა და შევეშვი. შენ მაგ ისტორიებში ერთი მსახიობი ბიჭი არ გყავს... სულ ისეტი სერიოზული ტიპები იჩითებიან რო ვკითხულობდი თვთშეფასება მიქვეითდდებოდა. იდეალურს ხატავ კაი მარა ასეც ნუ აჭარბებ რაა.ან ასე ყველა კუბიკებით როგორააა მეც კაგრი ტანი მაქვს ,მაგრამ რვა კუბიკით არაა ჩემი მუცელი და რაა დავისტრესო? -როგორ იცი ხოლმე რომ დაიწყებ აღარ ჩუმდები -სათქმელი აბა ისე როგორ ვთქვა თვალებით? -რომ წარმოვიდგენ ბიჭს ბარემ კაგრი იყოს -ისე მოფერება არ გინდება თუ რა არი...აუცილებლად სერიოზული და ჩუმი უნდა იყოს .რამე უნდა აწუხებდეს და მსოფლიოს ტკივილს თავისად მიიჩნევდეს? -მარტივი დასაწერია უფრო...მხიარული ლაღი და ცანცარა ბიჭები არ მყავს? -არა ისე ხო ... ასორტიმენტი ფართოა . ბრალს გდებ მგონი,მაგრამ მაინც გვანან ერთმანეთს -მე ვწერ ყველას და ემსგავსებიან რა თქმა უნდა -სულელური პასუხი იყო,მაგრამ არაუშავს.გაპატიებ,ხო იცი რა კეთილი ვარ.“ორმაგი გრძნობები“ რომ დაწერე რა ხდებოა ასეთი შენს ირგვლივ -არ მახსოვს და ნუ მელაპარაკები ხოლმე კორესპონდენტივით ..ინტერვიუზე მგონია თავი -აბა დაკითხვაზეო? -გააჩნია კითხვას ხან ჟურნალისტი ხარ ხან გამომძიებელი -არადა ერთი უბრალო ექიმი მინდა ვიყო დავეხმარო ადამიანებს და გადავარჩინო ერთი ორი კაცი -გინეკოლოგობა მართლა გინდოდა? -ხო ,მაგრამ მშობიარე რომ ვნახე იმის მერე ერთი ორი კვირა ქალისკენ გახედვა არ მინდოდა...ეს ხუმრობით და ისე იმიტომ გადავიფიქრე რომ ძალიან რთული საქმეა , ბევრი პრობლემა შეიძლება განვითარდეს, თან არა მხოლოდ ერთ სიცოცხლესთან გაქვს საქმე . ცალკე დედა უნდა გადაარჩინო ცალკე ბავშვი ან ბავშვები .სრულიად არაპროგნოზირებადი სიტუაციაა . თანაც როგორ შენ ამბობდი მთელი ცხოვრება ქალის ფეხებშორის ცქერის სურვილი არ მაქვს ,მეშინია მერე არ ამოივიდეს ყელში და ორიენტაცია არ შემეცვალოს -არანორმალური მერე მე ვარ... -ისე ძალიან მინდოდა ახალი სიცოცხლის დაბადებისთვის მეცქრია და მონაწილეობა მიმეღო ამ საოცარ ამბავში,მაგრამ ჯანაბას ისეთ ცოლს მოვიყვან ბევრი ბავშვი რომ გამიჩინოს და ასე ავივსებ წყურვილს -სერიოზულად? -ყველგან ტყუპები, სამი,ოთხი და მეტი ბავშით ამთავრებ შენს ამბებს და რა გაგიკვირდა? -რა ვიცი არ მეგონა ბევრი ბავშვი თუ გინდოდა -რა ვიცი წინასწარ მარიამ? იქნებ ერთიც არ მეყოლოს ,თუმცა წინააღმდეგიც არ ვარ. ვფიქრობ რომ მრავალშვილიანი ოჯახი ძლიერია და ორმაგად ბედნიერი მიუხედავად იმისა რომ რთულია ,უდიდესი პასუხისმგებლობაა როდესაც მშობლის სტატუსს ირგებ ბოლოს და ბოლოს შენზეა დამოკიდებული როგორი ადამიანი გაიზრდება -მეც ასე ვფიქრობ...ამიტომ არ ვაპირებ ოჯახის შექმნას.შენ მართლა ეგძნება მგონი და წავედი მე -მოიცა რა? გათხოვებას არ აპირებ?- უცებ ჭყიტა თვალები და წამოიწია -რამ გადაგრია რა ვთქვი ასეთი ...აბა რომელ მეოჯახე ქალს ხედავ ახლა ჩემში...საკუთარ ტავს ძლივს ვუვლი ქმარს და ბავშვებს დავიმატებ? -ეგრე არცერთი ნორმალურად მოაზროვნე არ გათხოვდება და დაღუპულა დედამიწა -შენ რა გული შეგტკივა დიდი ამბავი ახლა ჩემს გენეტიკას თუ არ გავავრცელებ ჩემნაირ არანორმალურებს თუ არ გავაჩენ . ესეც რომ არა სულ კალმით ნახატი რომ ვიყო,გენიოსი და ჩემი გენის დაკარგვა არ შეიძლებოდეს მიყვარს ჩემი თავი იმისთვის რომ რამდენჯერმე დაფეხმძიმება ცხრა თვე ბავშის მუცლით ტარება, ნარმზე დგომა გადავწყვიტო -რა ნაღმზე მარიამ...იქ ისე აღწერ დედობას,ფეხმზიმობას და საერთოდ მაგ პროცესს რო მეგონა -სულ ტყუილად გეგონა, აბა მე რას გეუბნებოდი მაგ ისტორიებიდან ჩემზე ვერაფერს გაიგებ-თქო -ტყუი,ძალიანაც გინდა და მოგწონს ოჯახური გარემო უბრალოდ არანორმალური ხარ და ახლა ბოდავ რაღაცას -არაფერიც, მერე რა რომ მომწონს და მოხარული ვარ რაც უფრო მეტი ბავშვი იქნება ოაჯხში. მინდა რომ ბევრი ბედნიერი წყვილი იყოს და ასე შემდეგ ...მე არ შემიძლია , ფიზიკურად ვერ შევძლებ, არც ისეთი ქალი ვარ ვინც დედობას იმსახურებს . მე არ ვიქნები არც კარგი ცოლი არც დედა. თუ ვიმსობიარებ და საერთოდ ცოცხალი მივაღწევ მეცხრე თვემდე უნდა გავაუბედურო საწყალი ბავშვი ,რას ვერჩი საკუთარ სისხლსა და ხორცს? -ღმერთო ამას ვის გადავეყარე...რა არამიწიერი არსება ხარ .უცხოპლანეტელი ხარ? ასეთი აზროვნება რამ ჩამოგიყალიბა ,არადა ჭკვიანი მეგონე თურმე სულელი ხარ -რატომ ვარ სულელი -რომ ხარ არ იცი? -შენ რა გაწუხებს..ბავშვს მოგინათლავ თუ გინდა -ეგ მეორედ არ თქვა! -კარგი ბატონო,აშკარად სხვაგან მოვხვდი. დაიძინე ახლა წავედი მეც გათენდება მალე ! უცებ გაუთიშა და საერთოდ დატოვა საიტიც. ეწყინა მისი მკაცრი უარი, თითქოს პირდაპირ უთხრა ჩვენი მეგობრობა ამდენად არასდროს გაგრძელდებაო . არ არიარებდა,მაგრამ გულიც ეტკინა. ანერვიულდა და თავი ცუდად იგრძნო.ასეთ დროს დაძნებას ვერ ახერხებდა, უკვე ღამის ორი საათი იყო , ერთ საათს კლავიატურას უყურებდა. ვორდის ფურცელს თვალს არ აშორებდა მერე წერა დაიწყო და საერთოდ დაივიწყა მიწიერი ყველა და ყველაფერი. გამოცდაზე შესვლამდე კურსელებთან ერთად იდგა, საკითხების განმეორება დაეზარა ამიტომ უბრალოდ საუბრობდა. რაღაცაზე იცინოდა ლაშასთან ერთად საიდანღაც დამაინე რომ გამოჩნდა და ზუსტად იმ დროს მოხვია წელზე ხელი ბიჭს რომ უნდა მიხუტებოდა .უცებ უკან გადაადგილდა, ზურგით დამიანეს მიეყრდნო და ასე შორიდან უყურებდა ბიჭებს -გამარჯობათ , მარიამს წაგართმევთ -სად მივდივართ? -გამოცდის დაწყებამდე დროა კიდევ ..აქვე დავსხდეთ -აქ რას აკეთებ ...დღეს არსად მივდივარო რომ მითხარი -გამოვედი ხომ ხედავ -რატომ მეჯუჯღუნები? -საიდან მოიტანე... „პახმელია“ დანაშაულია? -მე აქ ხაშს აკეთებენ თუ რა არის -შენ რატო ბრაზობ? -კითხვას გისვამ -არასდროს შეიცვლები სულ უნდა ისწერვო და ანთხიო ეს შხამი -რაღაც შენზე არ მოქმედებს -იმათთან რატო არ ხარ ასეთი ,მარტო მე რომ მეჯუჯღუნები -თავით ბიჭებზე ანიშნა -ისინი არაფერს ჩადიან ისეთს...როცა ამბობენ პასუხსაც იღებენ .რა გინდა მაინც ვერ გავიგე -ნერვები მეშლება სხვებს რომ კარგად ექცევი და მე მაგიჟებ ! -ლაპარაკიც კი არ ღირს შენ თუ ვინმეს ადარებ საკუთარ თავს ! -მე რო არ გეძალებოდე ერთხელ არ დამელაპარაკებოდი -ისინი ჩემი კურსელები არიან შენ ვინ ხარ რატომ უნდა გირეკავდე, გელაპარაკებოდე და საერთოდ ურთიერთობა რატომ უნდა მქონდეს.,მაგრამ მაქვს იმათთან არა და ნუ ადარებ ! -მაშინ ხარ მშვიდი როცა უნდა გიჟდებოდე -გასაგიჯებელი არაფერია, თუ ვერ ხვდები მე არც არაფერს გავაკეთებ . არ ღირს -გამოცდიდან რომ გამოხვალ რას აპირებ -ორ დღეში მაქვს გამოცდა და დავიწყებ მეცადინეობას ისევ -ანუ სახლში წახვალ -როგორც ყოველთვის...და გეგმას არ შევცვლი. კარგად ბრძანდებოდე გამოცდიდან გამოსულს დადიანი მანქანასთან დახვდა, მშვიდად იდგა და მობილურში ჩამძვრალი თითქოს არავის აქცევდა ყურადღებას. მერე უბრალოდ მარიამი გააჩერა და მანქანის კარი გააღო -სახლში მივდივარ -წაგიყვან -არ მინდა! -მე მინდა -ჩემთვის მხოლოდ ჩემს „მინდას“ აქვს მნიშვნელობა! -ნუ ბრაზობ ,გთხოვ -არ ვბრაზობ -არადა გამებუტე -არავის ვებუტები დამიანე , მაგრამ საიდან უნდა იცოდე შენ მე არ მიცნობ. არც არავინ მიცნობს -საკუთარ თავს არ იცნობ! -გამაცინე -ძალით ხო არ წაგიყვან ტო , ჩაჯექი რა -არ მინდა, არ შეიძლება რომ არ მინდოდეს? -შეიძლება ,როგორ არა -ხოდა არ მინდა შენთან არც ერთი წუთის გატარება! სათვალე მოირგო ისევ და მოშორდა. ცრუ ბრალდებები ეზიზრება, როდესაც ეჭვი ეპარებათ მის სიტყვებში, ან უბრალოდ ქცევაში ცოფდება. როცა ადამიანთან არის მან უნდა იცოდეს მისი სიტყვების ზუსტი შინაარსი თუნდაც სხვა რამეს ამბობდეს მაინც უნდა ხვდებოდეს რას რატომ აკეთებს. სულელური გამოხტომები კი საერთოდ ბავშვურ ქცევად მიაჩნია ის კი ადამიანებზე დიდი ხანია აღარ კარგავს დროს. არც მათთან ურტიერთობებზე, წამსვლელს უშვებს მომსვლელს იღებს.ძალიან მარტივად და უბრალოდ. ცხოვრებაში არაფერი აქვს ,ერთაერთი ოჯახია და მას მერე სწავლა. სრულიად უინტერესო ცხოვრება აქვს,მაგრამ შეცვლას არც აპირებს. ახლა კი თვლის რომ დამიანესთან ურთიერთობის დრო გავიდა, ვადა ამოეწურა ყველაფერს და უბრალოდ საკმარისი იყო. ბოლო გამოცდამდე დრო ჰქონდა,ამიტომ წერას დაუთმო ნახევარი დღე. საერთოდ არარ ფიქრობდა სხვა არაფერზე. თინათინს მიწერა ,ჰკითხა რას შვებოდა მერე დამიანესგან რამდენიმე შეტყობინება მიიღო,მაგრამ არ უპასუხა.არც წაუკითხავს ,არ სურდა და ძალიან მშვიდად დააიგნორა. შემდეგ ზარსაც არ უპასუხა და მშვიდად განაგრძო სახლში ფუსფუსი. მეორე დღეს უკვე მეცადინეობას შეუდგა, ძალიან ეზარებოდა რატომღაც თავს აიძულებდა კითხვას.ეს შეგრძნება კი არ მოსწონდა, ბოლოს ისევ წერა დაიწყო და შუა გზაში დატოვა სამეცადინო მასალა იმ იმედით რომ გვიან განაგრძობდა . ხასიათი რომ გამოუკეთდდა მართლაც განაგრძო მეცადინეობა და დაასრულა კიდეც. შემდეგ თამარამ დაურეკა , არ ჩვეოდა ხოლმე მოწერის გარეშე დარეკვა. ამიტომ პირდაპირ უპასუხა არც უფიქრია რომ სხვა იქნებოდა. ლეპტოპი მაგიდაზე ედო სიცხისგან შეწუხებული მაგიდის წინ იდგა გრძელი მაისურით რომელის შიგნით მხოლოდ ტრუსი ეცვა . ღილაკს რომ დააჭირა ლეპტოპი აიღო ეკრანზე არც შეუხედავს ისე დაიწყო საძინებლისკენ სვლა -თამარაა როგორ მოხდა ამ დროს რომ გააგხსენდი? აბა სახლში მივდივარო? მეც დავასრულებ ხვალ და პირდაპირ გავრბივარ აქედან . ბარგს დღესვე ჩავალაგებ ,გეფიცები ვიწვი საწოლზე ფეხებმოკეცილი დაჯდა ეკრანი გაასწორა და დადიანის სახე დაინახა -როგორც იქნა ... კიდევ კარგო აქ ბიჭები არ არიან თორემ ხომ მომჭრიდი თავს -უკაცრავად? მოჩვენება ხარ ? თამარასთან რას აკეთებ ან როგორ მირეკავ ან ...ჯანდაბა ნახევრად შიშველი ვარ შენ კიდე თვალსაც არ მაშორებ -კომპლექსიანი ხარ... იცოდე გათიშვა არ გაბედო! -ტყუილად ყვირი და ღრიალებ მაქედან -არ ვღრიალებ დალაპარაკება მინდა უბრალოდ -რა ხდება ასეთი? -მეც ვერ გავიგე რამ გაგაგიჟა ასე და მაინტერესებს -არაფერმა,უბრალოდ როდესაც ურთიერთობა ნეგატიურ განწყობაზე მაყენებს ვწყვეტ -ასე უბრალოდ? -დიახ ასე უბრალოდ ვწყვეტ ასე უმნიშნელო ურთიერთობას ,თუ რაც იყო -მხოლოდ იმიტომ რომ გითხარი იმათ რატომ ექცევი სხვანაირად... -არა ,იმიტომ რომ შენ ჩემსა და სხვა ადამიანების ურთიერთობაში ჩაერიე.მე კიდე ვერ ვიტან ამას, როდესაც შენ გესაუბრები არ უნდა იფიქრო იმაზე მე სხვასთან რა მაკავშირებს. როგორ შეიძლება ყველას ერთნაირად გავუცინო როცა ყველა სხვადასხვა რამეს მეუბნება, ყველა ერთნაირად როგორ უნდა მეკონტაქტებოდეს როდესაც ხან ერთთან მაქვს საქმე ხან მეორესთან,ხან ერთი მენატრება ხან მეორე. დოგმა არსებობს რამე? რომ ადამიანს სულ უნდა მიწერო,სულ გაუღიმო,სულ ელაპარაკო, სულ მოუსმინო და სულ უპასუხო კითხვებზე? -არ მითხოვია -არც უნდა გაბრაზებულიყავი , არ გაქვს უფლება ხელი ჩამავლო.საერთოდ შემეხო როდესაც საჭიროება არ არის და წამიყვანო იქედან სადაც ყოფნა მინდა... -აჭარბებ -ვიცი,მე ყოველთვის ყველაფერს ვაჭარბებ.ასეთი ვარ ! -შენთან ლაპარაკი რომ მომინდება რა ვქნა -ადამიანების მეტი რა არის ...ელაპარაკე სხვა ვინმეს -ე.ი შენთვის მნიშვნელობა არ აქვს ვის ესაუბრები და ვის უყვები ამა თუ იმ ამბავს -არ აქვს, მე თუ ვესაუბრები ე.ი მასთან საუბარი მინდა და კონკრეტულად ვინ იქნება იმ რამდენიმე ადამიანიდან მნიშვნელობა არ აქვს -მე თუ არ მყავს ეგ რამდენიმე ადამიანი? თუ ყველასთან არ შემიძლია ერთი კონკრეტული ამბის მოყოლა? -ძალიან ცუდია, არ უნდა გქონდეს ისეთი ამბები რომელსაც ყველას ვერ ეტყვი და რომელსაც მხოლოდ ერთ ადამიანს მოუყვები. ამ ადამიანს რომ დაკარგავ გეწყინება -ე.ი შენთვის არ არსებობს თემა რომელზეც მხოლოდ მე მესაუბრები -შეზღუდული თემები არ მაქვს...როგორ აგიხსნა სხვანაირად ვერ ვხვდები! საერთოდ მე რა შუაში ვარ.ვინ ვარ შენთვის,რომელი ბავშვობის მეგობარი და მესაიდუმლე მე ვარ უჩემოდ გულჩათხრობილი ბიჭი რომ გახდე -არასდროს იცი შენი ადგილია დამიანების ცხოვრებაში -ადამიანზე დამოკიდებული არ უნდა იყო. მარტო იბადები და მარტოს უნდა შეგეძლოს არსებობა. შეზღუდვები არ უნდა გქონდეს, დამალული ამბები სულს ამძიმებს მე კიდე ჩემი გამოცდებიც მყოფნის სიმძიმედ,მეტ ტვირთს ვერ ვატარებ. სირთულეები არ მიყვარს ,ერთხელ უკვე გითხარი -მე მიყვარს ... -ცუდია -მაგრამ ასეა და რა გავაკეთო? -აჭარბებ , ძალიან აჭარბებ -არ გაგიშვებ ტყუილად ცდილობ -მე შენთან არ ვარ რომ გამიშვა,მე ცალკე ვარ არავისთან ვარ -ძალიან ცდები თუ გგონია რომ ასე მარტივად დასრულდება -შენთან ყოფნის დროს სულ ერთი ჩემი ისტორია მახსენდება“ შენივე დაგებულ მახეში გაები“.კარგად იყავი, ბედნიერ არდადეგებს გისურვებ ორი დღის შემდეგ სახლში იყო , მშობლიურ გარემოში ყოფნა ყველაფერს ერჩია.მართალია ორ სამ დღეში პატარა და ნერვებს აუშლიდა და დაიწყებდა კივილ-წივილს,მაგრამ მაინც ი ქ ყოფნას არაფერი ერჩია. ღამით ადრე დაიძინა, თავის საძინებელში იწვა და ის იყო ღრმად ჩასძინებოდა ბურანიდან მობილურის ხმამ გამოიყვანა -გისმენ -მართლა გგონია რომ რაიმე მიზეზს ემსახურებდოა ჩემი ქცევა? -რა დალიე ასეთი...ძლივს ლაპარაკობ -რომ გეკითხები მიპასუხე! -მხოლოდ ის ვიცი რომ ასე უბრალოდ არაფერი ხდება , არც მე ვარ გამონაკლისი. შეუძლებელია უბრალოდ დამინახოს ვინმემ და ასე დაინტერესდდეს .არ მაინტერესებს რა ხდება და რას აპირებდი .დაიძინე ახლა თუ ღმერთი გწამს სადმე არ აილეწო -მხოლოდ იმიტომ რომ თავი ჩვეულებრივი გგონია შენთან ურთიერთობის სიამოვნება უნდა წამართვა ? არანორმალურო გოგო შეიგნე რომ -მეგობარი თუ გჭირდება ათასს იპოვნი ჩემნაირს ...მე არ მინდა არ მიყვარს ზედმეტად ახლო ურთიერთობები ვერც შორს ვიქნები და ამიტომ დამანებე თავი -არა ! -კარგად ბრძანდებოდე საუბარი დაასრულა და მობილური გვერდით გადადო. მერე უცებ წამოჯდა და თვითონ დაურეკა -რა ხდება აზრი შეიცვალე? -მანქანაში ხარ? ასეთი მთვრალი საჭესთან ხარ? -ნერვიულობ ? -რა გაცინებს, ვნერვიულობ ხო სად ხარ -საჭესთან თუ ვარ შენ კიდე მელაპარაკები? -ღმერთო მიშველე...მართლა საჭესთან ხარ? დედას გაფიცებ მითხარი -დამშვიდდი ტაქსიში ვარ და იმიტომ გესმის ეს ხმები ...არ ვარ საჭესთან.ორ წუთში სახლში ვიქნები -მართლა? -ხო მართლა ..თუ გინდა ვაიბერით დაგირეკავ -არ მინდა ... კარგად -მაინც მითიშავ? -დამიანეე გთხოოვ არ გინდა -რა არ მინდა აი რააა -გამოფხიზლდი და მერე ვილაპარაკოთ -იმედს ვიტოვებ რომ ხვალ გემახსოვრება ეს სიტყვები -მთვრალი შენ ხარ დამიანე -მთვრალი არ ვარ..უბრალოდ შენ დეტექტორი გაქვს მთვრალებზე -იმიტომ რომ მაშინებენ და ვერ ვიტან მთვრალ კაცებს და საერთოდ რაიმე ნვთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფ ხალხს. ფხიზლადაც ბევრ შეცდომას ვუშვებთ -უკვე სახლში ვარ ...შხაპი რომ მივიღო და მერე დამელაპარაკო არ გინდა? ვერ ვიტან გადადებულ საქმეებს -დიდხანს ნუ დადგები ცხელი წყლის ქვეშ...ცუდად არ გახდე -რა მზრუნველი ხარ -შენ საერთოდ მთვრალი ხარ? -მაგას გეუბნები მეც და არ გესმის -ანგარიში მაინც გამოგელიოს ორი საათია მელაპარაკები -ულიმიტო მაქ -ტ ტტტ მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურეობის ზონიდააან -ორ საათში დაგირეკავ -სააბზანოში გამოძინებას აპირებ? იცი რა დროა? -12 არ არის ჯერ -ახალგაზრდა ბიჭი 12 მდე რო დაბრუნდება სახლში...წავედი მე დამირეკე ხვალ.თუ არადა შემეშვი -უხასიათო... თანამდებობისთვის შეუფერებელი. საღამომშიდობისა დედიკო ,როგორ ხარ?-უცებ გაიგო შეცვლილი ხმა -სად იყავი დე ? -მეგობრებთან ...ავალ მე ხო - ხვალ სახლში იქნები ? -დილით წვნიანი გამიკეთე რამე და მერე წავალ მარიამი უკვე ბალიშის ქვეშ იყო შემძვრალი და მობილურის გათიშვას აპირებდა -არ გათიშო აქ ვარ.ძილინებისა დეეე - ერთად თქვა და მერე აშკარად კიბე აირბინა -ბარემ სააბაზანოშიც შეიტანე მობილური და იქედან მელაპარაკე -სიმღერა მიყვარს და თავს ვერ შეგაძუელებ -რა იდიოტი ხარ -რა ჩუმად იცინი რა ხდება -გელოდები და მალე გამოფხიზლდი ლეპტოპი ისევ აიღო და დროის გაყვანა გადაწყვიტა. ისე გაერთო სულ დაავიწყდა ზარს რომ ელოდა. ბატონი ეკრანზე რომ გამოჩნდა უცებ შეეშინდა -უცებ მითხარი ახლა რამ გაგაბრაზა და მერე რაღაცას მოგიყვები -სველ თმაზე ხელი გადაისვა და მერე ხელისგულები ერთმანეთს გაუსვა -ვისაუბრეთ მე და შენ -ბოლომდე გულწრფელი არ ხარ -ყველაფერს ხომ არ გეტყვი ,რაღაცას შენც ხო უნდა მიხვდე -როგორ ატრ*** ხოლმე -მე? შენ შეიცხადე რომ გითხარი ბავშვს მოვნათლავ-თქო. შენ დამადექი მეორე დღეს ისე თითქოს არაფერი და თან ეჭვიანობები დამიწყე,ვერ ვიტან რომ ეჭვიანობენ და ამაზე გითხარი უკვე რა გინდა კიდევ რომ გითხრა ,დამანებე თავი არ მინდა ისეთი ურთიერთობა რომელიც ბოლოს გულს მატკენს მე ზედმეტად ემოციური ვარ და არ მჭირდება თავსატეხები -შენივე მახეში გაები რა შუაში იყო მარიამ? -ისე იქცევი თითქოს უეჭველი უნდა დავმეგობრდეთ -მევასები და რა ვქნა? შენ არ გევასება საკუთარი თავი და მე რა შუაში ვარ? -ხელებს ნუ მიშლი შენი ჭირიმე... ხმადაბლა ილაპარაკე -შენ რატო ჩურჩულებ -ქვემოთ ჩემებს სძინავთ და ხმა ჩადის .დედაჩემმა თუ გაიღვიძა ვერ მოვიშორებ ათას კითხვას დამისვამს ხვალ -თემას არ გადავუხვიოთ და პირდაპირ მითხარი რო დაიკიდებ ბოლო დღეებს -პასუხისმგებელი არ ვარ საკუთარ თავზე, ქცევებზე, სიტყვებზე არ შემიზღუდავ არცერთ წამს და ისე იცხოვრებ რომ მე ვერ ვიგრძნო საერთოდ -ვინმემ რო მოგისმინოს ეგონება შენთან ცხოვრებას ვაპირებ -შენ ხომ ხვდები მე რასაც გეუბნები და სხვები არ მაინტერესებს. ყველამ თავისი გასაგები გაიგოს ...აქ შავი სათვალე და ბენდენა მინდოდა რა დროს მირეკავ რაა .სად წახვედი - ვიცვამ -არ გეცვა? -მარტო მაისური მეცვა -უკაცრავად? -რა დრესკოტია? უნდა დავიცვა შენ რო გელაპარაკები? დარწმუნებული ვარ შენც ახლა ჩაიცვი ეგ ხალათი. ყვითელი ფერი არ გიხდება ვაფშე ...ის წითელი ხალათი უფრო ლამაზია -შენ დიზაინერი ხო არ ხარ შემთხვევით...ახლა იკერავ შარვალს თუ იცვამ ბიჭო -რა მოუთმენელი ხარ რა იყო -რაღაც უნდა გითხრაო რომ მითხარი როდის აიწყებ? მეძინება -რა დროს ძილია -არა ბიჭოს გავათენებ ახლა შენთან ერთად -შენ ქმარსაც მაგას ეტყვი მე დარწმუნებული ვარ -არ ვთხოვდები -აა ხოო არ თხოვდები შენ , დამავიწყდა უცებ -როგორ მინდა ხოლმე ამ ირონიული ჩაცინებების მერე ტუჩები ამოგიკერო -მერე იმ გოგოებს რას ეტყვი ვისაც ვკოცნი და ვისაც უნდა ვაკოცო აწი -ბევრნი არ არიანო არ თქვი? ერთ ორს კი მოვერევი რა პრობლემაა -და ასე მარტივად გამწირავ ? -ისეთ მზერებს მიკერავ თუ მოვინდომე დამაშტერებ კიდეც -შენ თუ მოინდომე? -ხო აბა ისე ვინ დამაბოლებს მე თუ არ მომინდა -დიდი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე...მოკლედ ზღვარი არ გაქვს -ჩემზე ცუდად მოქმედებ, ისედაც ნევროზი მაქ არ მეძინება ახლა კიდე არ მაცლი დავიძინო -რა საქმე გაქ გამოიძინე ხვალ -ბერდო და მახო უნდა მოვიდნენ ხვალ დილით , ვიცი გამაღვიძებს დედაჩემი -და ვინ არის ეგ ორი? -ერთი მამიდაშვილია მეორე ამ მამიდაშვილის ბიძაშვილი -აუუჰ... მამიდაშვილის ბიძაშვილი მთლად სისხლი ხორცია. რა უნდათ ? -მე რა ვიცი მოვალო ბერდომ და ისიც მოყვება. გნახავთო ,მონატრებული ვყავარ ხალხს ასე კი არაა საქმე -დაჟე შენ გაკითხავენ? -ხო აბა მე ხო არ წავალ -ისევ სახლში ხარ?რა მოსაწყენი ხარ ... ერთი წელი რომ ჩაგიგდო ხელში -უკაცრავად? -კაი რა მარიამ სულ დაწოლილი ხარ სულ სახლში ხარ...გათხოვება მაინც გინდოდეს ტო ქმარს მაგრად გაუსწორდებოდა -კი როგორ არა... ყველაფერი დასალაგებელი რო იქნებოდა და მე დაწოლილი დავხვდებოდი მაგრად გაუსწორდებოდა -ნუ პირველი რამდენიმე თვე მაინც გაუსწორდებოდა და მერე გააჩნია ტემპერამენტს -ეგ რჩევები შენს დას მიეცი -არ მყავს ,მაგრამ რომ მყავდეს ჩემი და საერთოდ არ დაწვებოდა... ორი საათი იძინებდა. მეეჭვება საერთოდ საწოლს გაეკაროს ... ექსტრემალური სექ* ექნება სულ -ავადმყოფი ხარ -შენი და როგორაა? როდის გამაცნობ მაინტერესებს მართლა ისეთია როგორსაც მიყვები თუ აჭარბებ -ვაიმეე ჩემი გიჟმაჟა ქალიიი ... ჩავკბიჩე დღეს. მაჟრჟოლებს რო არ ვკოცნი გადავრიე ბავშვი ისე უცებ დავეტაკე .ჩემი ბულკია ის ...ვაიმეე ტუჩები მეწვის რო მახსენდებარა ტკბილია სულ მინდა ვაკოცო -ღმერთმა დაიფაროს შენ ვინც შეგიყვარდება -რა ბებიაჩემვით მელაპარაკები რა იყო? სულ ქმარი და კაცი უნდა ჩამიკვეხო ყოველ მეორე სიტყვაში? -ხმას ნუ უწევ გაიღვიძა დედაშენმა -აბა რა გინდა? -მე რა მინდა -არც არავინ შემიყვარდება და არც არავის გავყვები ცოლად ... შენ რა იყო ვინმეს ხო არ მირიგებ -მეტი საქმე არ მაქ -კარგი ბატონო დავიმახსოვრებ და კარგი გოგო რომ გამეჩითება ვინმე არ გაგაცნობ! -და შენ დარწმუნებული ხარ რომ ვინმე გოგოს გამაცნობ მერე დაჯდები და მშვიდად უცქერ როგორ ვეჟღურტულები? -მეტი საქმე არ მაქ ...რატო დავჯდები და ვუყურებ .არ მიყვარს ეს შეყვარბეული წყვილები თაფლი რომ გადმოსდით სიტყვების ნაცვლად ჩემო კნუტო,ბარტყო, სიყვა, სიხა და ათასი უბედურება . არ იცი რა ბოროტი სულის ვარ? ვერ ვიტან სიყვარულს და ბედნეირებას -კი როგორ არა,უბოროტესი ხარ -ამ ბალიშს რას უშვები ... მოკეცა ოთხად ხაჭაპური ხო არ გგონია -ასე მიყვარს მე, შენ რა გინდა ...დაეტიე მაგ საწოლზე -ჩემ საწოლს ნუ ახსენებ რა...ესაა ჩემი სიყვარული. ჩვენი ურთიერთობა უკვე მეექვსე წელია გრძელდება. ისე ვუყვარვარ ღალატსაც მპატიობს , მთავარია მე არ დავინახოო -გიჟი ხარ -აიი კნოუუუ ბეიბიიი -დაიძინე -მაგდებ?თავიდან მიშორებ? -დახუჭე თვალები და დაიძინე -გათიშე რაა -ნწ...არ გათიშო ლეპოტპი გადადე და დაიძინე -რას მერომანტიკოსები დადიანო? -მაინტერესებს თუ ხვრინავ -შენნ ჩემს ცხვირს და ნიჟარებს პატივი ეცი რაა..მერე რა რო გრძელია ჩემი ცხვირი სუნთქვასთან დაკავშირებით პრობლემები არ მაქვს და რატო უნდა ვხვრინავდე? -როგორ იცი ხოლმე ამ სამედიცინო აზროვნებით იუმორს იხშობ. დაიძინე ,თორე ხვალ მამიდაშვილს და მის ბიძაშვილს შენს ოთახში შემოსვლა დასჭირდებათ -უკაცრავად რა ჩემს საძინებელში ვერავინ შემოვა მასე მარტივად -მამიდაშვილიც კი? -კარი მაქვს ჩაკეტილი მეორე სართულზე შემოსასვლელი და მოჩვენება თუ არაა სანამ მე არ შემოვუშვებ სულიერი ვერ შემოვა.ისედაც მხოლოდ ჩემი მშობელი დედა და შემქმნელი მამა შემოდიან. კიდევ ჩემი გიჟმაჟუნა -მე დაგავიწყდი -რა შენ დამავიწყდი არა რა შენ დამავიწყდი -შენს ორივე საძინებელში ვარ ნამყოფი... დაჟე ისიც ვიცი რა პოზაში წვები -არაფერიც არ იცი... მე რომ ვწვები ეგ რომ იცოდეეს ვინმემ საწოლის გაუპატიურებაში დამდებდა ბრალს-ბალიში აიღო და თავზე დაიფარა, აბა ისე რომ გაეცინა ხომ გააღვიზებდა სამეზობლოსაც -დაიძინე სჯობს უკვე გარყვნილი ფანტაზიები გერთვება ხომ ხედავ -შენ რა გაწუხებს ნეტავ ...ერთბაშად არ გადმოვძვრე და რამე არ დაგიშავო -შენნაირი გარყვნილი მეორე არ მინახავს -როგორ ცდებიიი...უბრალოდ სხვა გოგო ასე არ დაგელაპარაკება თორე შენ ორი გოგოს დიალოგი რომ მოისმინო ან წაიკითხო თვალებსაც დახუჭავ და ყურებსაც -გავტეხო შენი ფბ ? -თითქოს არც გამიგია... -ისე რა საჭიროა ისეთს რას იტყვი...ჩემზე ჭორაობ გოგოებთან? -ჭორაობას რას ეძახი გააჩნია -მაინტერესებს ისეთ რამეს თუ ეუბნები რაც მე არ ვიცი -ისეთი რა უნდა ვუთხრა რაც შენ არ იცი ამბებს ხო არ მოვიგონებ -ანუ საუბრობ -ზოგადად ჩემ ცხოვრებაზე ვსაუბრობ და რადგან ხარ ჩემი დღის ნაწილი შესაბამისად,თუმცა შენს სიტყვებს არ ვიწერ და არ ვყვები მერე -ეგ რომ არ გეთქვა მოკვდებოდი? -ნუ მეჭორავები თორე უკვე მგონია რომ გოგოს კი არა ბიჭს გამიჩითავ შეყვარბეულად და მეტყვი გაიცანი მარიაამ ეს ჩემი შეყვარებული თოკო,ვახო, გელა, ბექა ან კიდე რა ვიცი კოტეაო -არცერთი შეეფერება ჩემ სახელს...მე რამე უფრო ქუუულ სახელის მქონე ბიჭი მჭირდება -სახელის გამო დაიწუნებ? -შენ რატო იწუნებ ხოლმე ბიჭებს -რა ვიცი დასაწუნებელი არავინ მყოლია ... -აი უბრალოდ რო არ მოგწონს ხოლმე რატო არ მოგწონს -ბევრი მიზეზი შეიძლება არსებობდეს, თუმცა ვთვლი რომ თუ გიყვარდება აზრი არ აქვს როგორი პროფილი აქვს და ბაღში მის შეყავრბეულს რა ერქვა. მეძინება ...ასე კიდე მე სალაპარაკო თემა არ გამომელევა და მილიონ რამეს გავიხსენებ .ნეტა შენ თუ არ გბეზრდება ჩემი ტიკტიკის მოსმენა -ვგავარ იმ კაცს რამე მობეზრდეს არ მოსწონდეს და გააკეთოს? -არ ვიცი ვის გავხარ...ვერ გხედავ უკვე -გადადე ლეპტოპი და დაიძინე -ნწ..ვთიშავ და ვიძინებ -რა დაგიშავდება ის რომ გააკეთო რასაც გეუბნები -ხალათით ხო არ დავიძინებ,მერე მეორეც რომ მეცოდინება მიყურებ არ დამეძინება.საერთოდ ვერ ვისვენებ როცა ვინმეა ოთახში ,სუნთქვა მაწუხებს.კარგად ბრძანდებოდე ,გაკოცე ლოყაზე -თქო გეტყოდი ,მაგრამ წვერი გაქვს მოზრდილი და ტუჩები დამესუსხება -წვერი რო არ მქონდა ხომ მიწითლებდი ლოყებს კოცნით -არ მიყვარს ხვევნა კოცნა მტლაშა მტლუში...-თვალები მართლა ეხუჭებოდა უკვე,მაგრამ ამას ხო ლაპარაკი სულ შეუძლია, იცინოდა და ტიკტიკებდა. ახლა რომ დასძინებოდა და საუბარი გაეგრძლეებინა არ უნდა გაჰკვირვებოდა დადიანს. ლეპტოპი დახურა, ხალათი მოიშორა და წამსვე გაითიშა. დასასვენებლად ივლისში წავიდა, მუდამ ჭირიანს კუჭის ტკივილის წამლად მინერალური წყალი ჰქონდა ამოჩემებული და წაღვერს ვერ ელეოდა . თითქმის ყოველ ზაფხულს იქ ატარებდა ერთ ოჯახში მიდიოდნენ დედა შვილი,ახლა კი უკვე პატარა ქალბატონთან ერთად იყო. ყველა გაგიჟებული იყო თავიდან რა თქმა უნდა მარიამის შვილი ეგონათ,მერე უბრალოდ ნია აღაფრთოვანებდა ყველას თავისი სიცელქით, საუბრის მანერით, ლექსიკითა და მოუსვენრობით. მარიამს კი ყველაფერზე ნერვები ეწეწებოდა, ჩქარა მიდიოდა არ დაეცეს გასძახოდა, ნელა დადიოდა ცუდად ხო არ ხარ რა გჭირს? სიტყვას იტყოდა თვალებს უბრიალებდა , სათამაშოდ წავიდოდა ბავშვებთან და მაშინვე თვალებს აცეცებდა . მოკლედ დასვენების რა გითხრათ და წყლით კი გაიჭყიპა მთელი ორი კვირა. მერე მამიკომ მივიდა და ისევ სახლში დაბრუნდნენ. ამ დღეების განმავლობაში ფაქტობრივად არ უსაუბრიათ მარიამს და დამიანეს. ერიდებოდა დედიკოსთან საუბრებს, მერე იცოდა რაც მოჰყვებოდა ამ ყველაფერს და არ უნდოდა ქალბატონ სოფოს ცუდად გაეგო ყველაფერი. არადა არაფერს უმალავდა,მაგრამ მაინც განსხვავებულად აზროვნებდნენ. მშვიდად ეძინა ნაბიჯების ხმა რომ გაიგო, მაშინვე გამოფხიზლდა და მიხვდა რომ პატარა ქალბატონი მირბოდა. საბანი მალე აიწია და გვერდით მიუწვა პატარა სხეული. ბუთქუნა ხელები მოხვია და ახლოს მიიწია -მარიააამ გაიღვიძეე მე მოვედი -ვიცი რომ მოხვედი...მერე რაო რატომ მოვედითო?- ცხვირი გაუსვა და გაიცინა.თვალებს არ ახელდა ისე კოცნიდა -გაიღვიძეეე -გავიღვიძეეე -აბა თვალებს რატო არ ახელ? -მეზარება -დედამ თქვა ჩამოვიდესოო საჭმელი მზადააო -ხოო? და რა საჭმელია მზად? -მჭადები გააკეთა და კიდე რაღაცები მე არ ვიცი -მე რომ შენ შეგჭამ იცი? -არ შემჭამო მაიიაააა...- წამსვე აკისკისდდა, ცხვირი საყვარლად შეეჭმუხნა, ხმამაღლა იცინოდა და იკლაკნებოდა. ხელებს და ფეხებს იქნევდა მარიამის მოსაშორებლად ის კი მანამ კოცნიდა სანამ არ დაიღალა.მერე უცებ წამოვარდა და ჩაცმა დაიწყო. ბავშვს ხელი დასტაცა და სირბილით ჩავიდა პირველ სართულზე. -შენ არ იბან პირს ქალბატონო? -დავიბანე უკვე -ვის ატყუეებ? თმა რატომ გაქვს ისევ დაუვარცხნელი? რას გავხარ? -ასე მინდა მე -ასე მინდა მეე...კი ბატონო იყავი მაშინ გაჩეჩილი -შენ მტკეენ დედას არ სცალია ჯერ -აბურდული რომ გაქვს აბა რა ვქნა? -მარიაამ შეეშვი და მერე მე მივხედავ -როგორც გენებოოოთ მე ჩემს ორ ღერ თმას უკვე მივხედე- უცებ ჩამოივარცხნა თმა და მაგიდისკენ გაიქცა.-მშიაააა -ისე ყვირი თითქოს ორი ლუკმის მეტს შეჭამ -მაინც ვსუქდები შენ არ იდარდო -რას ეძახი შენ გასუქებას -აუუ დედა ახლა ნუ მეტყვი გამხდარი ხარო ძააან გთხოოოვ რაა -ამ ტონს ნუ იღებ „ძააან გთხოოოვ რააა“ -ბაზარ ნიეტუ -გუშინ ვის ელაპარაკებოდი? -როდის გუშინ -წუხელ მარიამ -აა წუხელ? -მარიამ რამეს მიმალავ? -ასეთი თვალებით ნუ მიყურებ თორემ მგონია სამშობლო გავყიდე -მთავარია თავი არ გაყიდო და სამშობლო არაა შენზე დამოკიდებული! -ვერ გავიგე რა გინდა ... თქვენ ძაან დიდი გგონივარტ მე და ზედმეტად მეეჭვიანებით ორივე ცოლ-ქმარი! -თავდასხმა საუკეთესო თავდაცვააო? -გამიგია , კარგი სიტყვებია შემდეგ ნათესავებთან წავიდა და საერთოდ მოსწყდა გარესამყაროს. ბავშვებთან ერთად ატარებდა დროს, თავის ნებაზე დააბოტებდა მთის სახლში და თან თამაშობდა ათას სისულელეს . ინტერნეტი არ ჰქონდათ , მობილურიც გადადო და შესაბამისად ერთი კვირა მეოცე საუკუნის ადამინივით იცხოვრა. სტუმარ მარიამს იმდენ კერძებს უკეთებდნენ ჭამის გარდა აღარაფერს აკეთებდა და მოიმატა კიდეც, ყველა ერთხმად აღნიშნავდარომ სახეზე ფერი დაუბრუნდა. სახლში დაბრუნების შემდეგ ორი დღე გავიდა ბატონი დამიანე რომ გაახსენდა და მაშინვე დაურეკა როგორც კი მისი სახელსი გასვწვრივ ის მწვანე წერტილუკა დაინახა. -დაკარგულოო დამიბრუნდი? -როგორ გიკითხოთ ბატონო ჩემო? -შენო ბატონო? ამ სიტყვებს გამოვიყენებ -დამიბრუნდიიი დამიბრუნდიიი კვლააააააააავ -ახლა მარტო არ ვარ ..ვერ გელაპარაკები და საღამოს დამირეკავ? -თავიდან მიშორებ? -მარიამ! -სად ხარ ჩიტოოო? -დავფრინავ ზღვაზე ...საღამოს ვბრუნდები დაახლოებით ცხრაზე სახლში ვიქნები -გასაგებლარია ყორფელი ...კარგი დასვენება თოლიააა -გმადლობთ მოთმინებისა და დალობედისთვის მილედიი საღამომდე დრო სწრაფად გავიდა , მობილურზე შეტყობინება რომ მოუვიდა მეორე სართულისკენ გასწია. წყლის დასალევად იყო ჩასული ამიტომ უცებ დაჯდა ლეპტოპთან და ყურებამდე გაღიმებულმა შეხედა ეკრანს -რამდენჯერ დაგირეკე იცი? -იქსქუზმეეე ფლიიიზ ...ქვემოთ ვიყავი და რას გავიგებდი . რომ მომწერე გამოვვარდი -რა გინდოდა ამ დროს ქვემოთ -წყალი მინდოდა მერე ტკბილი მომინდა და ვაშლის ჯემი მივირთვი -იმდენ ტკბილს ჭამ ერთ დღეს მართლა აიკიდებ დიაბეტს -ეგ მაკლია სრული ბედნიერებისთვის ... აუ შენ რა შავი ხარ რამდენი დღე იყავი გაწოლილი სანაპიროზე -ორი დღე ვიყავით ბიჭები ...მაგრამ მე მალე ვირუჯები -მე საერთოდ ვერ ვირუჯები ...ფერიც კი საშინელი მაქ მოკლედ რაა . არც თეთრი ვარ , არც შავტუხა -მომენატრააა ეეე -რა მოგენატრა -ყველაფერზე წუწუნის მოსმენა . კანის ფერზე როგორ შეიძლება იწუწუნოს ადამიანმა -რამხელა გამოცდილებას იღებ ხედავ? ვერავინ გაგაკვირვებს წუწუნით ... -სად იყავი ამდენ ხანს? -ბაბუას ოჯახში ...იქ სადაც ბაბუა გაიზარდა . დედაჩემის მამა ... იქ იყო თითქმის ყველა შვილიშვილი და მოკლედ მეც ავცუნცულდი -კარგ ხასიათზე ხარ ... -იმდენი ვსვი და ვჭამეე როოომ ორი კილოთი მეტი ვარ და შენ ხასიათზე მესაუბრები? -ვერ გაგიბედე თქმა...ისე ხარ მომატებული რომ მგონია მალე გაფრინდები ბუშტივით -კარგიი რაა რამე უფრო სერიოზულს ველოდი რა იყო ახლა ეს...ასე ვიცი მე შეფასებები? იმედები გამიცრუე როგორ არ დასცინე ჩემს მომატებულ ორ კილოს? ფუიი შეგირცხვეს ეგ ულვაში.ისე რა არი რამხელა წვერი გაქვს არ გეზარება მაგის მოვლა? მოდას აყევი ? ისე არ იყავი სიმპათიური და ახლა უნდა დამაშტერო მეც თუ რა მაფიააა? -ამოისუნთქე თორე მალე შეწუხდები მე კიდე აქედან ვერ დაგეხმარები -მართლა აპირებ წვერი გქონდეს? ანუ მე აღარასდროს გაკოცებ. ვერ ვიტან წვერი რომ მჩხვლეტს წინასწარ იცოდე რომ გნახავ არ მაკოცო -აი თურმე რატო არ გინდა გათხოვება ჩხვლეტის თუ გეშინოდა და არ უნდა გეთქვა? ვინ მომკვდარა მარიამ მაგით? -აუუ აიი არ ვიცი რა გითხრა ...ეს იყო ქუუულ - აკისკისდდა და ბალიშზე მიწვა -აუუ მართლა ეგ რო იყოს მიზეზი რა ღადაობა იქნებოდაა . მართლა გითხარი მე წვერზე -რა ადამიანი ხარ სიმპათიურიაო თუ ვინმეზე თქვი ყველას წვერი ჰქონდა და ვერ ვიტან წვერსო -მერე სიმპათურები ისინი იმიტო იყვნენ რომ უწვეროდ ბავშვებს ვამსგავსებდი . არცერთი აპირებდა კოცნას ..ჩემი ლოყები ჩემთვის უმნიშვნელოვანესია ასე რომ არავის მივცემ ნებას დამიწითლოს კანი. -კაი ლოყაზე არ გაკოცებ ან ტუჩებს წინ გამოვწევ ძაან და ისე გაკოცებ -ვაი შენს პატროოონს ამის მეტს არაფერს გეტყვი -გავალ მე ორი წუთი აქ იყავი ...უცებ დავბრუნდები -მიბრძანდი ბატონო საწოლზე იყო გაწოლილი, ლეპტოპი გვერდით ედო და ეკრანს არც უყურებდა მანამ სანამ ქალის ხმა არ გაიგო -შენ ხარ ის გოგო ჩემ შვილს ტვინი რომ აურია? -უკაცრავად როგორ?- უცებ ვერ გამოერკვა ჯერ წამოჯდა ეკრანს შეხედა და წარბშეკრულ ქალს თვალი გაუსწორა- აშკარად გეშლებათ ქალბატონო -მარიამი ხარ ხომ? -დიახ ,მაგრამ -არავითარი მაგრამ ყველაფერი ძალიან მარტივადაა შენნაირი გოგო არ ღირს ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო დროის ფლანგვად საერთოდაც -დედააა სად ხარ მამა გეძახის...აქ რა გინდა მანჩო?- მარიამი ამოფრქვევას რომ აპირებდა იმ წამს გაისმა დამაინეს ხმა. მერე ქალიც მშვიდად ადგა და რამდენიმე წამში ეკრანთან ისევ დამიანე გამოჩნდა-მოვედი ..რა სახე გაქ რა ხდება? რამე გითხრა მანჩომ? -ერთი წუთიი- საჩვენებელი თითი მაღლა ასწია და თვალები დახუჭა. მერე დიდხანს იცინოდა , ისტერიკული სიცული ჰქონდა იმდენად რომ დამიანე გააგიჟა -რა გაცინებს მარიამ ... მარიამ-თქო -შენ აზრზე არ ხარ რა მოხდა...ეს დღე, საათი , წამი უნდა ჩავინიშნო .ქალს გათხოვება არ მინდა ვიფიქრე დედამთილი ვერასდროს დამიწუნებს ვერც სადედამთილო-თქო და ძაან ჩვეულებრივად გავიარე უარყოფილი შეყვარებულის ტყავში -რა გითხრა მანანამ -არაფერი ისეთი...ვიღაცაში ავერიე .თუ ეტყვი რომ შენი გოგო არ ვარ და აქ უბრალოდ ვსაუბრობთ ვირტუალური სექ** არ გვაქ დამავალებ. არ მინდა სადმე შემხვდეს და ისე მომექცეს როგორც ვიღაც ვიგინდარას. ხომ იცი არ მიყვარს გაურკვეველი სიტუაციები, ნაკვერჩხალი ყოველთვის შეიძლება გაღვივდეს და დიდი ცეცხლი შექმნას. ახლა წავალ მე ვიფიქრებ ცოტას, სანამ მომახრჩობს ის ამბავი რომ ვერაფერი ვუთხარი. დაიძინე შავტუხა - უცებ მიაყარა , გაიცინა და ლეპტოპი მანამ დახურა სანამ დამაინე რამეს ეტყოდა. მერე კედელს უყურებდა თვალიც კი არ დაუხამხამებია,ბოლოს თავზე გადაისვა ხელი და ღრმად ჩაისუნთქა -დამშვიდდი მარიაამ რა თქვა ისეთი ... მის ადგილას შენც ასე იფიქრებდი . შენ ხო რეალურად შეყვარებული არ ხარ და საერთოდ არაფერ შუაში ხარ. არასწორად გაიგო,ჯანდაბაა რა ცოდოა ის ვისი დედამთილიც მანჩო იქნება.მანჩოო ნახეე შენ რა ,მართლა შეყვარბეული რომ ვიყო ხომ გააგიჟებდა დამიანეს. დამიანეს დავეძებ? ქალს დრო რომ ჰქონოდა მიწასთან გამასწორებდა .რა დღე დაგიდგა მარიაამოოო ამასაც მოესწარი ხედავ? ხომ ვამბობდი თავიდანვე რომ კარგი არაფერი მოხდებოდა, არაა მაინც გააგრძელე და აი მეტის ღირსი ხარ შენ ჩემო თავო ! ვერ დაიძინა, როგორ არ სცადა მაგრამ არ გამოუვიდა.ელემენტარულ ამბავზეც კი ნერვული შეტევები ჰქონდა და ათას უბედურებას ფიქრობდა და ახლა რა დაემართებოდა. თითქმის ერთი საათი იყო უკვე გასული საწოლიდან რომ წამოდგა, ისევ აიღო ლეპტოპი წერა რომ დაეწყო.იფიქრა ან წავიკითხავ ან დავწერ რამეს რომ ყურადრება გადავიტანო. დაიწყო კიდეც წერა,მთლიანად გადაერთო ისტორიის გმირებზე. დამშვიდდა და ყველაფერი დაივიწყა. მობილურსაც მშვიდად უპასუხა როდესაც დამიანეს ნომერი დაინახა -მარიამ -რა ხმა გაქ ,მშვიდობაა? კოშმარი ესიზმრა პატარა დამუსის და მარიამს ურეკავს? -გეყოფა ! -რა მეყოფა, ახლაც გძინავს ხომ? -ვიცი რო გეწყინა და გაბრაზდი, დარწმუნებული ვარ მაგრად გაგიტყდა. გეფიცები წარმოდგენა არ მქონდა ვაფშე აზრად თუ მოუვიდოდა შენთან დალაპარაკება ხო იცი რო -რატო მიხსნი დამიანე? მე და შენ ისეთი ურთიერთობა გვაქ დედიკოები და მამიკოები რომ ვერ დაგვიშლიან და შენ სჯობს იმ გოგოს მიხედო რეალურად ვისთვისაც უნდა შეეტია შენს დედიკოს .ასე უბრალოდ არ გაგიჟდებოდა აბა ეგ ქალი -სერიოზულად? რა გოგო მარიამ? -გეაჯებიიი დაივიწყე დედაშენის ორი წინადადება და დაისვენე. მთელი დღე გზაში იყავი ნახევარი საქართევლო გამოიარე დაისვენე ... უბრალოდ დედიკოს უთხარი რომ მე წამითაც არ ვიფიქრებ შენი გულის მიტაცებაზე -არ ვაპირებ ეგ ვუთხრა , ისიც საკმარისია რაც ვთქვი. შენ ნუ ღელავ მაგაზე -არ ვღელავ ... ახლა ის გოგო მეცოდება შენ ვინც შეგიყვარდება,თუმცა რომ შეგიყვარებს მერე დაიკიდებს ყველაფერს და გაუძლებს აბა რას იზამს.თანაც მეეჭვება კარგი გოგო ისეთი შენ რომ შეგეფერება დაიწუნოს -მარიამ ნუ ამბობ მაგას თორე ახლა ისედაც გაგიჟებული ვარ და შეიძლება თავი ვერ შევიკავო -უკაცრავად რა ... ოჯახიდან ორს ვერ დაგაჩაგვრინებთ თავს დედაშენს რადგან ვერ ვუპასუხე იმას არ ნიშნავს რომ შენთან შევიკავებ თავს. საერთოდაც საქმე მაქვს ვწერდი რაღაცას და შენ კიდე რა გინდა? საქმე არ გაქვს? წადი დაიძინე .საერთოდ როგორ სუნთქავ მთაზე ადიხარ? სადმე გარბიხარ თუ რა ჯანდაბაა დადიანო -არაფერია, დაიკიდე . ანუ დაივიწყებ ხო დედაჩემის სიტყვებს -არა არ დავივიწყებ, არ მავიწყდება ასეთი რამეები ,მაგრამ არც დეპრესია დამეწყება. ვერავინ მეტყვის ისეთ რამეს რაც თავად არ ვიცი ვერც იმაზე უარესს რასაც საკუთარ თავზე ვფიქრობ და ვიცი ასე როომ შენ დამშვიდდი მაგრად ჭედავ თან ტყუილად და არ მომწონს მაგი ამბავი მე -მარიააამ რა გინდა რატო მიწვევ? რატოო გინდა მაინცადამაინც ახლა გავგიჟდე? -სად მიდიხარ -მეგობართან -ამ დროს რა გინდა მეგობართან ,რატომ გადაწყვიტე წასვლა -სახლში არ მინდოდა ყოფნა -ფეხით მიდიხარ? -აქვეა და ხო ფეხით მივდივარ. მაგათი მანქანით არ მინდოდა წასვლა, არც ტაქსისტების ნერვები მაქვს -რატომ მგონია რომ სახლიდან გამოქცეულ ბიჭს ველაპარაკები -როდის გგონია ხოლმე რაღაცეები? -შენ გადაირიე ხო? არ მითხრა ახლა რო დედაშენს ეკამათე ამ სისულელის გამო -არ გეუბნები არაფერს ვაფშე -იდიოტი ხარ ? დედაშენს როგორ ეჩხუბე მე რომ წარმომიდგენია შენი გადარევა რა გააკეთე დამიანე? -არაფერი , არ მიჩხუბია. რანაირად წარმოიდგინე ჩემი გადარევა მე იმ შენ პერსონაჟებს კი არ ვგავარ . ადამიანურად მიყვარს საუბარი არც თავზე ვამხობ ყველაფერს და არც სისულელეებს ვიძახი.მხოლოდ იმას რაც სათქმელია -და სათქმელი რა იყო? -რაც ვთქვი ის -და ისე თქვი რომ წამოსვლა გახდა საჭირო? შენ საერთოდ თუ ხვდები რა გააკეთე და რატომ ან ვისთვის . ჯანდაბაა როგორ მეზიზღება როცა მე ვარ გარეული საქმეში რომელთანაც შეხება არ უნდ ამქონდეს,მეზიზღება როდესაც მე მიკავშირდება რაღაც და მე არ ვერევი. ახლა ხვდები დადიანო? ხვდები რას გეუბნებოდი ? ეს არ მინდოდა აი ზუტსად ეს არ მინდოდა -მე მინდოდა და მე ვიცი რაც მინდა, ვისგან მინდა და ვის გამო მინდა. შეგიძლია წერა განაგრძო , ხვალ დაგირეკავ. ტკბილი ძილი -ამდენი ტკბილი ძილით დიაბეტი ავიკიდე...არ მინდა გმადლობ -აბა ვილაპარაკოთ -მეტი საქმე არ მაქვს...წადი და საქმე ნახე თუ ვერ იძინებ. საერთოდ შემეშვი...ლამის ერთი თვეა არ გვიალაპარაკია და დღესვე რაღაცსაოცრება მოხდა. ნიშანია უკვე ნიშანიიი -მეც მაგას არ გეუბნები? აწი ყოველდღე უნდა მელაპარაკო -შემეშვი ! -ვერა -ვერა ვინ არის? მე მელაპარაკები და სხვა ქალთან მიდიხარ? ეგაა მეგობართანო? -გიჟი ხარ -ვიცი ,მაგრამ არც იმდენად რომ აუტკივარი თავი ავიტკიო შენს გამო -ნუთუ ამად არ ვღირვარ -არა ! -კარგი ,იყოს ისე როგორც შენ გინდა- თქვა თუ არა ზარიც დასრულდა. -ისე როგორც მე მინდა, არაფერი მინდა სიმშვიდის გარდა. ღმერთო ისტორიის გმირი რომ გამომიგზავნე იმ ისტორიებიდან სიმშვიდე მოგეპარა და ის გამოგეგზავნა რა იქნებოდა. შენც თუ კაცი ხარ რაა - უცებ მიაყარა და მობილური საერთოდ მოიშორა. გამთენიისას ჩაეძინა ისიც იმიტომ რომ ძალა გამოეცალა. იმ ღამის შემდეგ აღარ გამოჩენილა ბატონი დადიანი.მარიამის ზაფხული კი ჩვეულებრივად მდორედ მიედინებოდა. აგვისტოს სიცხეს ებრძოდა და სახლს აფარებდა თავს. ქორწილში დაპატიჟეს მთელი ოჯახი. გინახავთ 19 წლის გოგო რომელსაც ქორწილში წასვლა ეზარება? ერთ-ერთი მათგანი მარიამია. წუწუნი რომ დაიწყო არ გაჩერებულა, იდგა სარკის წინ და წუწუნებდა -არ მიხდება, რა უბედურებაა დედააა ეეეეს გავგიჟდები ! -უბედური შენ ხარ შვილო ...დამღალე უკვე ნუ წამოხვალ საერთოდ -ახლა მეუბნები? ამდენი ფული წყალს გავატანე? ორი საათი სალონში ტყუილად ვიჯექი? ამდენი ვეწამე და ახლა არ წამოვიდე? -ავადმყოფი ხარ შვილო შენ..სალონში ყოფნა ისე მიყვარდა .ახალ კაბას რომ ვყიდულობდი და ქორწილში მივდიოდი უცოლო და ცოლიანი ყველა მე მიყურებდა ამ პატარა შავ ქალს და შენ ვის გავხარ ასეთი -რა ხდებაა რატო მინერვიულებ მარიამ ცოლს? -მააა დედა იხსენებდა როგორი ქალური იყო თავად და როგორი უჯიშო ვარ მე -ისე მამა როდემდე უნდა ვაიროთ სხვის ქორწილებში? მომასწარი სიძეს ა მამა... ხო არ მოგწონს ვინმე მითხარი მამა იქნება მომწონს მეც -აუუუ თქვენ ჩემი მოშორება თუ გინდათ მითხარით და დავიწყებ მუშაობას შორს ვარ და აწი საკუთარ თავსაც ვირჩენ როგორმე -ყველაფერი უკუღმა როგორ გესმის ფეხებით კი წამოხვედი და ძლივს გაგაჩინა დედაშენმა ,მაგრამ ასე უკუღმართი უნდა იყო ბოლომდე? -არ ვთხოვდები საერთოდ -ღმერთმა დაგვიფაროს... -კარგი მაშინ არანორმალური სიძე რომ გეყოლება მერე მე არ მისაყვედურო ეს ვინ მომიყვანეო ! ოთახიდან გავიდა და პატარა დას ლოყები დაუკოცნა. ბავშვი გაბუტული იჯდა ქორწილში არ მიჰყავდათ,ბებოსთან დარჩენა არ უნდოდა და შემოთავაზების პირობებზე ფიქრობდა. -არ მაკოცო! -რატოო ტკბილოოოო -იმიტო რო შენ მიდიხალ და მე არა...რა მინდა ბებიასთან? -ნინიკოსთან არ გინდა? ჩვენ მალე დავბრუნდებით დიდხანს კი არ დავრჩებით. იქ რა გინდა მთვრალი ბიძიები იქნებიან და სიგარეტის სუნი იქნება. ნინიკოსტან ითამაშებ ,ბებოსთან ერთად გაისეირნებ -შოკოლადებს მომიტანთ? -მოგიტანთ აბა? -ბარნიც მინდა და კიდე თოჯინა -მამიკოს უთხარი ეგ ..მე არ მაქვს ფული -აბა რა უნდათ ჩემს გოგოებს რას ითხოვთ მამიკოსგან,რაო სასამართლომ? -ვაუუუ მამიკოოო რა ვიდზე ხააარ? მაქსიმუმ 20 წელს გაძლევ -ეჰ რა ბიჭი ვიყავი 20 წლის ასაკში? გამხდარი ტანწერწეტა ... ხვალიდან დიეტას ვიწყებ -ხაშლამით და მწვადით -არ მიკეთებ დიეტურებს და რა ჩემი ბრალია ... ასე ცოტა ხანს „კამათობდნენ“ მარიამი უყურებდა და იცინოდა. მერე ერთად დატოვეს სახლი. პატარა ბებოსთან მიიყვანეს თავად კი რესტორანში წავიდნენ.მანქანიდან როგორც კი გადავიდა მაშინვე გაიღიმა და ნაცნობებისკენ გაემართა. სანამ ნეფე -დედოფალი მივიდა მანამ ყველა ნახა და ენა გაავარჯიშა, ნაოჭებიც გაუჩნდა ტუჩის ირგვლივ იმენჯერ მოუხდა გაღიმება. განსაკუთრებით ის აგიჯებდა ყველა ერთნაირი კითხვებით რომ იყო“როგორ მიდის სწავლის საქმეები?“ ვითომ უხაროდა სწავლის გახსენება ზლივს ჩააბარა გამოცდები. „მარიკუნა აწი შენც კი უნდა გათხოვდე, შენ ქორწილში უნდ ავიცეკვო ერთი მაგრად“ ზოგი ცეკვას აპირებდა,ზოგი დალევას,ზოგი თამადობას და მარიამს აჩაქარებას სთხოვდნენ. მისი წუწუნით გამწარებული სოფიკო ხალისობდა ,იცოდა როგორ ეშლებოდა მარიამს ნერვები და იცინოდა კიდეც -დედა ნუ ერთობი ჩემი უბედურებით! -შენ ხო იცი რომ მე არავის გავიმეტებ შენთვის ... სხვისი შვილის ცოდვას ავიკიდებ? ვეტყვი რა ჩიტიც ხარ და მერე თუ წაგიყვანა მე ხელებს ავწევ, ჩემი სინდისი სუფთა იქნება -მაშვალი შენთან უნდა გამოვუშვა ... ისე გამლანძღავ დედაჩემო ზედაც აღარ შემომხედავენ -შეეშვი მაგ კაბის ბოლოს ასე მგონია მალე აიწევ და გამოგიჩნდება ყველაფერი -კაბა არ ვიცი და ამ ფეხსაცმელს რომ გავიხდი გაამხსენე რო ვინმეს არ გავარტყა ...მოვიფრიალებ ვფიცავ -შენც თუ გოგო უნდა იყო -ბიჭი რომ ვიყო მამაჩემზე ბედნიერი კაცი არ ივლიდა, ხო არ გადავკეთდდე? -სულ გააფრინე შვილო შენ...მოგიკვდეს დედაშენი რა ვქენი ეს სამედიცინოზე როგორ ჩაგაბარებინე -მსახიობი ხარ ნომერ პერვიიი იცინოდა და ჩუმად აგრძელებდა დედიკოსთან ჭორაობას. როგორც იქნა მთავარი გმირებიც გამოჩნდნენ, რესტორანშიც შეაღწიეს. დასხდნენ და წამსვე გაზიანი სასმელი გადაუშვა ყელში. მერე დედოფლის კაბას დააკვირდ,ა გაღიმებული უყურებდა მათ ცეკვას და თანდათან იმუხტებოდა ემოციებით. მალე წუწუნიც შეწყვიტა , ნაცნობები ისხდნენ სულ მაგიდასთან და შესაბამისად საუბრის გაგრძელება ისევ მოუხდა. მამა მეგობრებთან ერთად იჯდა თამადის მაგიდასთან და უკვე ერთი სასმისი დაცლილი ჰქონდა. დედა გევრდით ეჯდა და თავის მეგობრებს ესაუბრებოდა. რა თქმა უნდა სიძე დედოფალს განიხილავდნენ. ვინაიდან თავად დედოფლის ნათლია იყო სიძეს აკვირდებოდა ,მარიამი კი კომენტარებზე ხალისობდა. უკვე გახურებული ქეიფი იყო , ნახევარი სტუმრებისა მთვრალი დააბოტებდა. ცეკვავდნენ და მღეროდნენ. თავად მეგობარ გოგონას ესაუბრებოდა, იმ წამს წამოდგა რომ იქედან სუფთა ჰაერზე გასულიყო. თვალები ეწვოდა უკვე სიგარეტის კვამლსგან . რამდენიმე ნაბიჯი როგორც კი გადადგა მამამ იხმო თავისთან, როგორც ჩანს მეგობრები მასზე საუბრობდნენ და რამდენიმე წუთს მათთან დგომამოუხდა. რომ ჩამოჯდა ერთ-ერთი მამიკოს მეგობრის გვერდით და მისი მძიმე ხელის შეხება მხარზე იგრძნო შეიშმუსნა, არ უყვარდა მთვრალი ბიძიების კოცნები და საალერსო სიტყვები ბავშობიდან მოყოლებული იცნობდა მათ და თითქმის ყველამ იცოდა რომ მარიამისტვის არ უნდა ეკოცნათ. ხელი რომმ მოიშორა არც ჰქონია გვერდით მჯდომს რეაქცია. -ე.ი ჩვენო მომავალო ექიმო ჯერ შენი იმედი არ უნდა გვქონდეს? ახლა გვინდა ბიძიკო ჩვენ მოხედვა, თუ მოვკვდი მერე რათ მინდა ექიმი -ჯერ დააგვიანდება ამას... ერთი ათი წელი კიდე უნდა ისწავლოს გონია მე და ჩემმა ჯიბემ თუ გავუძელით მერე კი დაგვჭირდება მკურნალობა მე და ჩემ ცოლსაც -კაი თუ ძმა ხარ ნუ იცი მასე ... რას ვერ გაუძლებ. აგერ ვართ ბიძია ჩვენ შენ თუ რამე დაგჭირდა...ერთი ექიმი გვინდა ჩვენ საძმაკაცოში უსმენდა მათ და იცინოდა. ისევ რაღაცის თქმას აპირებდა მხარზე ხელის შებეხა რომ იგრძNო,მის უკან ვიღაც იდგა .ყველამ მას რომ შეხედა,მარიამმიც გულგაჩერებული შებრუნდა . გეფიცებით გული არ უცემდა ,თვალები გაუფართოვდა მომღიმარი დამიანე რომ დაინახა. ინსტიქტურად წამოდგა და როგორც იქნა გამოფხიზლდა -მარიამ როგორ ხარ? -დამიანე ...კარგად თავად ? აქ არ გელოდი -არც მე , სავარაუდოდ დედოფლის ნათესავი ხომ? -დედაჩემის ნათლულია ... - სიმწრის ღიმილი დასთამაშებდა სახეზე. კიდევ კარგი ტონალური ცოტას შეამსუბუქებდა მის სიწითლეს თორემ ნამდვილად ახურებული ექნებოდა მთელი სახე. -მარუსა არ გაგვაცნობ მეგობარს? -დამიანე დადიანი... ჩემი მომავალი კოლეგაა მხოლოდ ეს თქვა დანარჩენი დამიანემ მოაგვარა. ისე ახლოს იდგა ცოტაც და მარიამი გონებას დაკარგავდა. მამას სახეზე აკვრიდებოდა და ელოდა როდის დააბრიალებდა თვალებს,მაგრამ აშკარად მოეწონა ყველას ზრდილობიანი ახალგაზრდა, რომელმაც ისე გაიცნო კაცი თითქოს ხელისსათხოვნელად იყო მისული.მერე არც აცია არც აცხელა თქვენს ქალიშვილს საცეკვაოდ გავიწვევ თუ შეიძლებაო და თანხმობა რომ მიიღო მარიამის თითებს ჩააეჭიდა -მე ვერ ვცეკვავ...ასე რომ -წაყევი ბიძია კონკურსი კი არ გვაქ აქ ... ცეკვა როგორ არ იცი ისეთი მდგომარეობა იყო უბრალოდ სხვა გზა აღარ დარჩა. მაგიდებს შორის გაიარა და მოცეკვავე წყვილებისკენ დაიძრა. დამიანე გვერდით მიჰყვებოდა ის კი ჩურჩულებდა იმ წამიდან რაც მაგიდას მოშორდა -შენ ნორმალური ხარ? როგორ დამინახე , საიდან გამოვარდი ან იქ როგორ დამადექი -არ უნდა მოვსულიყავი და უცნობივით დავრჩენილიყავი შორს? -მამაჩემმა რომ გამატყაოს უცნობივით დარჩები მერე ... -რატო უნდა გაგატყაოს -ჩემი „მეგობარი“ ბიჭები არ ადგებიან და არც მეცეკვებიან -ცეკვაზე ვსაუბრობთ თუ რამე ინტიმურზე -არ აქვს მნიშვნელობა...ახლა ჩათვალე კითხვებით შემჭამენ მამაჩემი დედაჩემი და მათი სამეგობრო! გადაიხდიან ქორწილს და დღეს ათასჯერ ნათქვამ“არ გავთხოვდებისს“ გამიბათილებენ -ისუნთქე და დამშვიდდი... მამაშენი მაგარი კაცია ,გიოსგან გამიგია მასზე და მის მეგობრებზეც -გმადლობთ,მეც ვიცი ! ცეკვა არ ვიცი , სადმე ისეთ ადგილას დადექი რომ ვერ დაგვინახონ და სიმღერა რომ დასრულდება უკან დავბრუნდები, თუ არ წამტყდა მანამ ფეხები და არ ავყირავდი. ისე დავდივარ თითქოს ლურსმნებს მარჭობენ ტერფებზე -ისე დადიხარ თითქოს პოდიუმზე მიაბიჯებ...კაბის ბოლოები მიმზიდველად ირხევა და შენი მრგვალი თეძოები საოცრად გამოიყურებიან- იმ წამს წელზე მოეხვია ბიჭის ხელი, ისე მიიკრო სხეულზე და ჩააჩერდა თვალებში მარიამმა გონს მოსვლა ვერ მოახერხა -არ ვიცი ცეკვა -უკვე ვცეკვავთ მარიამ -ვერ ვიტან შენს კმაყოფილ ღიმილს -იმიტომ რომ ძალიან მოგწონს ჩემი ღიმილი ! ხელები დამიანეს მხრებზე ეწყო და ისე აყოლებდა სხეულს მელოდიას თითქოს დაბადებიდან ცეკვავდა. ჩუმად უყურებდა , დამშვიდდა და მერე მოდუნდა -მგონი მომენატრე -ასე პირდაპირ ნუ მეუბნები ასეთ რამეებს მარიამ! -რა ვთქვი ასეთი, მომენატრა შენთან ლაპარაკი. მაკლდი კიდეც , განა ყველა მიშლის ასე ოსტატურად ნერვებს და თავდაყირა მიყენებს ტვინს. ფაქტობრივად უმოქმედო გამხადე ,რამდენიმე წამის წინ და ამას საკუთარ თავს არ ვაპატიებ. თუმცა მეეჭვება შენც იგივეს განიცდიდე ძაან ჩვეულებრივად გაქრი, მატრივი ყოფილა ხომ ხედავ -ვფიცავ არ დამიგეგმავს... დაგინახე და მოვედი . გამიხარდი მარიამ! -ისე ვერ ერთობოდი ქორწილში ჩემი ნერვები რომ არ აგეშალა? -ხორციელი გართობა შენთან საუბარს ვერ შეედრება -კომპლიმენტად მივიღებ... ბიჭმა რომ დაატრიალა და თითები მის თითებში ახლართა შემდეგ ხელისგული ზურგზე მიადო და ისე განაგრძეს ცეკვა. -ლამაზი კაბაა... -ვიცი რომ ლამაზი კაბაა...გემოვნება კარგი მაქვს.უბრალოდ მე არ მიხდება -ასეთს ვერ გეგუები -როგორს? -მაკიაჟით არ მომწონხარ... რომ გაკოცე მეხამუშა -აქ რომ ჩემი ბუნებრივი სახით წარვმდგარიყავი ხომ გაიქცეოდა ხალხი ქორწილიდან . ხომ არ ჩავშლიდი ქორწილს? ასეთი უფრო ლამაზი ვარ -ინტერესის აღმძვრელი და მიმზიდველი ხარ . ეს კაბა სურვილს არძრავს რომ შიგნით დამალული სხეული შეისწავლო. განგებ არჩევ ასეთ დაფარულ სამოსს? - თიტქოს მარიამის სიტყვები არც ესმოდა, გოგოს ღიმილიც შეეყინა სახეზე წარბები შეკრა და უკან დაიხია -ახლა მოკლე, დეკოლტე, ათას ადგილას ჩაჭრილი კაბა რომ მეცვეს რას მეტყოდი - ეგრე ყველას აცვია და მიმზიდველი არც არაფერია. შენ გამოაჩინე გრძელი ყელი , ლავიწები. მერე უცებ დაფარე მკერდი , გამოკვეთე წვრილი წელი და კაბის ბოლოები ისე მოძრაობენ სიარულისას თითქოს ელი როდის აიწევა ,მაგრამ არა ის მუხლს აჩენს მხოლოდ და გულს გიჩერებს კაცს - ისევ მოხვია ხელი და უკვე ჩაბნელებულ დარბაზში გაჟღერებულ ახალ მელოდიას ააყოლა სხეული - ასე რომ მიყურებ სულ სხვა მგონიხარ... იცი გაკოცებდი შენი კანის შეგრძნება რომ შემეძლოს -არადა არ გავდი მთვრალს...-ჯერ ძლივს წარმოთქვა სემდეგ სიტყვების გაგებამ იმოქმედა, საუაბრი ყოველთვის შველიდა- აშკარად გავლენის ქვეშ ხარ... ბიჭებმა მოსაწევი გაჩითეთ თუ რა სახით მიყურებ დადიანო? მე და შენ შევთანხმდით რომ არ მაკოცებდი, თუ დაგავიწყდა.იმდენი დრო გავიდა მას შემდეგ არ მიკვირს -თავის გამოშტერება რომ გამოგდიიის ისე აარაფერი შეგიძლია ,ვფიცავ! - გაიცინა ბიჭმა და ისევ გაიწია უკან, დაატრიალა და შემდგე ისევ ცეკვა განაგრძო.მარიამმა ფეხი დააბიჯა და წონასწორობაც ძლივს შეიკავა - ფრთხილად ...ფეხი ხომ არ გეტკინა? -რომ ვამბობ არ ვიცი -თქო არ მიჯერებ! გამიშვი ხელი..ერთი ცეკვა მთხოვე და არა ყველა -მტოვებ? -დიახ! -უგულო ხარ მარიამ! -დიაგნოზმა დააგვიანა ექიმო! დრო იხელთა და მოშორდა კიდეც ბიჭს, ბოლოს გაუღიმა თვალი ჩაუკრა და დატოვა. თავის ადგილას დაბრუნდა, იცოდა მამა მთელი ამ დროის განმავლობაში თვალს არ აშორებდა, დედას მიუჯდა გვერდით და მაშინვე ლიმონათი მოსვა.რამდენიმე წუთი დუმდნენ და სხვა თემაზე საუბრობდნენ მერე ვითომ უბრალოდ გადაიტანეს თემა -მარიაამოო ვის ეცეკვებოდი? რა კარგი ბიჭიიაა -სამედიცინოზე სწავლობს ისიც...კოლეგააა -აქ როგორ მოხვდა? -ეგ ბიჭი მგონი სიძის მეგობარია ... სიძის ძმაკაცებთან ზის -წამსვე დადეს დასკვნა და შემდეგ ალბათ თვალი არ მოუშორებიათ ბიჭისთვის. მარიამს კი დედიკოს ჩუმი ჩაცინებები აგიჯებდა -რა გაცინებს სოფიკო? -ეს ბიჭი დამიანეა ხომ? -გახლავთ! -მე არ გამაცნობ? მამაშენს მოეწონა... -დედაა გეფიცები რომ მიხსენო კიდევ ერთხელ წავალ აქედან! -მოსწონხარ! -საიდან დაასკვენი..არ მითხრა ასე მიყურებდნენ მეც ის ბიჭები რომ მოვწონდიო ...ანუ არცერთს მოსწონდი და ტყუილად გეგონა -ასე გათიშული მამაშენი მიყურებდა და დასასრულს ხედავ მგონი -ღმერთო დამიფარე...ღმერთო არ მოუსმინო ამ ქალს ბოდავს. ეტყობა იმ ნამცხვარში ბევრი ლიქიორი იყო და დათვრა!-ჩუმად ბუტბუტებდა და თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა ვინმეს ყურადღება რომ არ მიექცია. ცოტა ხნის შემდეგ ისევ ცეკვავდა, ახალგაზრდების ბრბოში ჩაკარგული არხევდა სხეულს .არ შეეძლო უბრალოდ უემოციოდ ნაზი მიხვრა მოხვრა, იცინოდა და მკრთალი განათების ფონზე უფრო მეტ ემოციას გრძNობდა. შემდეგ ნაცნობ გოგონებს მოშორდა და პირდაპირ იქეთ გაიხედა საიდანაც მზერა იგრძნო. დამიანე უყურებდა ,მაგიდასთან იჯდა და უბრალოდ მარიამს უყურებდა. გაეცინა გოგომ თვალები რომ აატრიალა და წამსვე წამოდგა როგორც კი მარიამი დაიძრა -შესაშურ ხასიათზე ხარ დადიანო -მეგონა მთელი ზაფხული ვერ გნახავდი აქ გამომეცხადე სრულიად მოულოდნელად და რა გავაკეთო ,შენ ხომ არ გიყვარს დამალული არაფერი. მეც გამოვხატავ ემოციებს და არ გჯერა -რა არ მჯერა...რამე მითხარი და არ მახსოვს? -კოცნის ამბავი რომ დამიიგნორე? -გამაბრაზე, ისე გამოიყვანე თითქოს გაშპაკლული ვდგავარ აქ ,არადა მინიმალურია და იმის ნაცვლად რომ გეთქვა ძლივს გოგოს დაემსგავსე და მესიმპათიურებიო -ყველაფერი უკუღმა გესმის,ისე როგორც შენ გაწყობს ! -ახლა დაჯდომა მინდა ...ფეხები მტკივა,თან ძალიან -წუწუნის ქალღმერთი ხარ -ქალღმერთი რომ ვარ ეგ უკვე მომწონს... უნდა გითხრა რომ ეს პერანგი ძალიან გიხდება - გაუცინა თვალების ჟუჟუნით და კიდევ ერთხელ შეათვალიერა ბიჭი -ხოდა რადგან მაგარ ვიდზე ვარ წამო მეცეკვე -ორი წუთის წინ გითხარი ფეხები მომტეხა ამ ფეხსაცმელმა-თქო -რომელი გოგო წუწუნებს ბიჭთან ფეხსაცმელზე ... თან ასე და ამ ფორმით -მე გოგო ვარ მერე? -აბა ვინ ხარ? -არაამქვეყნიური არსება ქალის გენიტალიებით -სულ გავიწყდება რომ სამედიცინოს კორპუსში არხარ და მსგავსი სიტყვების წამოძახება უზრდელობაა -ჩუმად ვთქვი ... -ნახა გამართლება -მე წავედი... იპოვნე სხვა პარტნიორი ცეკვა თუ გინდა. ამდენი ლამაზი გოგოა ნუ აწყევლინებ ჩემ თავს ,მეზიზღება რომ მიყურებენ -მტოვებ ისევ? -გული არ გაიტეხო ბაჩუკი ... წასვლას აპირებდა საიდანღაც სოფო რომ გაჩნდა და ძაან ჩვეულებრივად გაიცნო დადიანი. ისე უღიმოდნენ ერთმანეთს მარიამს ორივეს მიხრჩობა უნდოდა. წამებს ითვლიდა როდის მოიხელთებდა სოფიკოს რომ დაეწყო კივილ წივილი და ეყარა ჯავრი. სახლში წასვლამდე დაემშვიდობა დამიანეს, ის მარიამის მშობლებსაც დაემშიდობა და ასე არეული დაბრუნდა სახლში. იმ ღამით არავის უხსენებია დამიანე, მამა მთვრალი იყო,დედა დაღლილი ,თავად როგორც კი მოიშორა მაკიაჟი მაშინვე საძინებლისკენ გაიქცა და როგორც დაეცა საწოლზე იმ პოზაში დაიძინა. შემდეგ ფოტო ნახა ,დამიანეს „პროფილის“ ფოტო რომელზეც მათი ცეკვა იყო ასახული. ორ წამში შეტყობინებაც მიიღო -ყველა ფიქრობს რომ ბიჭი ვჯობივარ -მე კი ვფიქრობ რომ ვერაფერს ვფიქრობ -დაგაბნიე დავიჯერო? -არა, ვერ ეღირსები! როგორც გინდა ისე მოიქეცი მე საქმიდან გასული ვარ, დიდი ხანია ინერტული ვარ! მშვიდობაში მოიხმარე ყველა სიტყვა რაც ჩემგან გაიგე - ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა და საერთოდ დახურა ლეპტოპი. ....... არასდროს სჯეროდა რომ „რა პატარაა სამყარო“ ფრაზას ოდესმე თავააც იტყოდა. მერე უბრალოდ სოფიკომ აიჩემა ნათლული უნდა ვნახოო ისარგებლა იმ შემთხვევით რომ ახალდაქორწინებულები ახლოში იყვნენ. იქ რა თქმა უნდა სიძეს მასპინძლობდნენ და სტუმრებით იყო სახლი სავსე. მარიამს თავიდან წასვლა ეზარებოდა,მაგრამ მერე გაიგო იქ ვინები იქნებოდნენ და გაასწრო ყველას. არ არსებობდა სახლი მტელს სანათესაო სამეგობროში რომელიც მარიამს სიხარულით არ მიიღებდა. გულწრფელად უხაროდათ ქალბატონის ნახვა,მარიამიც დადებით ემოციებს იჭერდა და უარს არ ამბობდა მატ გარემოცვაში ყოფნაზე. ეზოში კაცები იყვნენ, ყველას მიესალმა. მამა მათთან დარჩა თავად კი დედას გაეკიდა უკან, სახლში სავარაუდოდ ქალები იქნებოდნენ. როგორც კი შევიდა მისაღებში მაშინვე მასპინძელს მოეხვია და ხმაურით აკოცა ლოყაზე. ქალმა თავის მკლავებში ჩამალა და დიდხანს არ გაუშვა ხელი -მარიკუნაა როგორ ხარ ...სანამ თინა არ მოვიდა მანამ არ უნდა გენახე ხომ? -ხომ იცი რა მუდოა სულ არ გამოდის თავისი თახიდან ... როგორ ხართ?- სოფიკომ მარიამის წაკბენაც მოასწრო და იქ მყოფებს მიესალმა.მარიამი რომ გათავისუფლდა და უპასუხა მოკითხვებს ,ოთახს თვალი მოავლო და ღიმილი სახეზე მიეყინა ნაცნობი სახე რომ შენიშნა. ისევ ისე უყურებდა გოგოს , ყავის ფინჯანი მოექცია თითებშორის და აბრიალებდა თვალებს მარიამს გაეღიმა ისევ, ქალს თავის მსუბუქი დაკვრით მიესალმა და გოგოებთან ჩამოჯდა. რა თქმა უნდა ქალებმა საუბრის თემა შეცვალეს და ახლადმისულების მოკითხვით დაკავდნენ. მარიამის ამბები ყველას აინტერესებდა მანაც სხარტად უპასუხა კითხვებს და მერე ახლადგათხოვილ ქალბატონს თვალი ჩაუკრა -გოგონი შენი ქმარი სად არის? არ იყო ჩვენებტან ეზოში -ბიჭებთან ერთად დაბორიალებს სადღაც...მოვლენ მალე -მოვიდნენ უკვე ... წამო რა მომეხმარეთ სუფრის გაწყობაში -არაა შვილო თქვენ არ შეწუხდეთ მე ვარ აქ მასპინძელი -კაი რა დე გოგოები მომეხმარებიან. მარუსაც დატრიალდება -მე ? ჩემზე ამბობ? -ხო შენზე ვამბობ...წამოდი ახლა ნუ ხარ ზარმაცი გოგო . თან ისე უცებ იცი თეფშების დაწყობა -არა ხელოვანი ვარ მაგრამ მეზარება ...სტუმარი ვარ მე აქ თუ მასპინძელი ..ბიძაშვლები აგერ გყავს -ძალიან მშვდიად ყველას თანდასწრებით თქვა და არც უფიქრია იმაზე რომ ვინმეს თავს მოაჩვენებდა. ეზარებოდა და ხო არ დამალავდა? -წაყევი გოგო ნუ გამაგიჟებ - ჩუმად უთხრა სოფიკომ და ქალებს გამწარებულმა გადახედა, მას ხო ყველას აზრი აინტერესებდა მიუხედავად ყველაფრისა. ნაცნობებთან ეჩხუბებოდა თორე -ეს ბავში მომინელებს...რაც სწავლა დაიწყო იმის მერე ნაბიჯის გადადგმაც ეზარებ მარიამმა თვალები აატრიაა წამოდგა და გოგონებს გაჰყვა. მაგიდები უკვე მზად იყო თეფშები ხელშ მიაჩეჩეს და მარტო დატოვეს. დანა-ჩანგალს ასწორებდა , თეფშებს აკვირდებოდა თან აინტერესებდა სწორად თუ იდო ყველა. უცებ მუცელზე ხელი შეუცურა ვიღაცამ უკან გასწია და წამში ისე აღმოჩნდა ვიღაცის მკერდზე მიკრული ვერც გაიაზრა -ნუთუ ეს თქვენ ხართ ქალბატონო მარიაამ -დამინეე რა მისალმებაა ეს... გული გამისკდა- უცებ აფართხალდა და მოშორდა ბიჭს. მერე ამოისუნთქა და აჩქარებულ გულს მკერდზე მიბჯენილი ხელით ამშვიდებდა- უიმე დედა რა იყო ეს ჩამწყდა გული -ისე იყავი გართული საქმეში ვერ შემამჩნიე ... რამდენი ხანია აქ ვდგავარ -მერე შე კაი ადამიანო შორიდან ვერ მომესალმე? რომმომმვარდი მეთქი მორჩა მარიამ ვიღაც გტაცებს ხელს და გიტაცებს. ისიც ვიფიქრე მამაჩემი რას იზამდა დამაბრუნებდა სახლში მონატაცებს თუ არა ... ბიჭი უყურებდა თვალებდაწვრილებული ღმილს არ იშორებდა სახიდან. მერე ყვავილებიან სარაფანს შეავლო მზერა და უცებ მხარზე ჩამოწეულ მკლავს შეეხო . ფრთხილა გაუსწორა და ხმამაღლა ჩაცინებაც დააყოლა -მერე? რას ფიქრობ დაგტოვებენ თუ დაგაბრუნებენ -მივხვდი რო მე არავინ მომიტაცებს და დავმშვიდდი...აბა? მოგწონს ჩემი ნახლაფორთალი? დამტოვეს აქ არადა მე ჭორაობა მინდოდა . -არ მითხრა ახლა მეც უნდა მეკითხა პირველ ღამეზეო...დარწმუნებული ვარ გამიგიძჟეს რძალი -მაგიდას მიეყრდნო და გაიცინა -შენი აზრით?? -შენ ხო არ აპირებ გათხოვებას და რატო კითხავდი როო? -დამიი მოხვედიიი ... გიო სად არის? -ეზოშია სიმამრს ვერ შორდება... გავალ მეც ამ ექიმ ქალს როგორ შეატოვეთ მთელი საქმე არ დაგვწამლოს ყველა გოგო -უიმე ეგ ეგრე იძახის თორე იცი რა კარგად აკეთებს ყველაფერს? -თინააა - უცებ წამოიკივლა მარიამმა და თვალები დაატრიალა -ხოო? -იტყუება...არ ვიცი მე არაფერი -მერე ვნახოთ ,კოლეგა. წავედი მე და დროზე ცოტა რა რძალო. შენი ქმარი გზაში კინაღამ შემიწუხდა მშიაო .მართალია ვერ გავიგე შენ შიოდი თუ საჭმელი,მაგრამ მაინც იჩქაროთ სჯოობს -დამიანეეე - ახურებულმა გოგომ წამოიზახა ბიჭი კი სიცილით წავიდა-ეს შენზე მეტად არანორმალურია .არადა როგორი სერიოზული და პასუხისმგებლიანია როგორ მომენტებში გიჟდება -დამშვიდდი თინა ახლა მოუნდები თორემ 50 წლის მერე აღარც ენდომება ქალი.=წავედი მე -სად მიდიხარ -მზადაა ყველაფერი და საჭმელს აღარ დადებთ? -ოო ხო უნდა გამოვიტანოთ სამზარეულოდან..დამეხმარეე -მოსამზადებელიცაა რამე თუ მხოლოდ მიმტანის ფუნქციას მაკისრებთ დედოფალო -ვნახოთ რაც დაგვჭირდება -ისინი რას მიკეთებენ რომ ეპრანჭებიან ბიჭებს კაი საქმიანი ქალებივით,კარგი სარძლოები ვართო? -ნუ იკბინები გოგო შენ სულ -მოვიდნენ ერთი დავცოფავ ყველას -რამ გაგამწარა ასე -ცხოვრებამ ,მარტოობამ,ბოღმამ რა ვიცი მე ბოლოს სულ სიცილ კისკისსში აკეთებდ აყველაფერს. ვინც დასაცოფი იყო დაცოფა დაკბინა დაგლიჯა , თან სულ ღიმილით და მერე დაღლილი გავიდა მისაღებში მანჩო მთელი საღამოს განმავლობაში თვალებით ჭამდა, წესით თავი უხერხულად უნდა ეგრძნო დასტრესილიყო და გაშეშებულიყო.მართალია არ მოსწონდა და შინაგან დაძაბულობასაც გრძნობდა ,მაგრამ ისე იქცეოდა როგორც ჩვეოდა . მალევე თავი აატკივა სადღეგრძელოებმა,სუფრაზე გაბმულმა ათასმა დიალოგმა ,ყველა თავის სტიქიაში იყო. სიგარეტის კვამლი ხომ საერთოდ თვალებს უწვავდა. ჭორაობაც მობეზრდა და ბიჭებთან მჯდომ დამიანეს გახედა , მანაც დაბარებულივით იმ წამს გამოხედა . ცოტა ნასვამი იყო , ამჯერად ლაივში უყურებდა და უფრო დინჯი ეჩვენებოდა. მეორე ოთახში იჯდა დამიანე რომ დაადგა თავზე . გოგოები გასწია და გვერდით მარიამს მიუჯდა კარგი ჭორიკანა ბიჭივით -რაზე ჭორაობთ გოგონებო? -დამიიანეე არ ვჭორაობთ ,ვსაუბრობთ -დავიჯერე , აბა რომ გაჩუმდით ჩემი შემოსვლისას რა იყო ეს? -მარიამს ვეკითხებოდით დამიანეს საიდან იცნობ ასე კარგად თქო - უცებ თქვა ერთ-ერთმა გოგონამ რომელიც აშკარად მოხიბლული იყო ბიჭით და თვალებმინაბული ეჭუკჭუკებოდა -ასე ძალიან გაინტერესებს რო მე მეკითხები ? -ნუ მარიამმა არ გვიპასუხა დაა შენც შემოხვედი -რა ეშველება მარიამს სიტყვის თქმის ერიდება ... მე რატო მხვევ საქმეში საყვარელო? დამიანეს მიმართე პირდაპირ - მარიამმა ირონიულად ჩაიცინა და ფეხზე გადადებული ფეხი ისევ აათამაშა. ერთობოდა მსგავსი ამბებით,გოგო ისე გაწითლდა აღარ იცოდა სად დამალულიყო . ის კი ძალიან მშვიდად აციმციმებდა თვალებს. ცხელოდა ძალიან, ამდენი კერძის მზადება, ამდენი ადამიანი, კვამლი და ყველაფერი ერთად მოქმედებდა . სახეზეც წამოწითლებული იყო და იმ ყვავილებიან კაბაში უფრო გავდა პატარა გოგოს. ვერავინ იტყოდა სტუდენტი ზის ჩვენს წინო. იქედან გვიან წავიდნენ, ბატონი მამა ისე დათვრა მარიამს სიცილის მიზეზი მიეცა. ცალკე მისი დიალოგები აგიჟებდა, ცალკე მისი მოყოლილი ანეგდოტები. სახლში რომ მივიდნენ მერე სოფიკოს წუწუნი , საწოლზე მიძინებული მამიკო და აფოფრილი დედიკო. რომელიც აშკარად მარიამს ესხმოდა თავს -რა იყო ეს? -რა რა იყო? -ყველა თქვენზე ლაპარაკობდა, ის ქალი ისე გიყურებდა მეგონა გეცემოდა და მოგახრჩობდა. რა ხდება რა გააკეთე მარიამ? უნდაა იჭორაონ შენზე? მამაშენს მარტო რომ დაენახეთ ხო იცი რა დაემართებოდა -რა დაემართებოდა ...კარგი რა ნუ იცი დაპანიკება. როგორ მიყურებდა ის ქალი ან ვინ ქალი -ვინ და მანანა...არადა როგორი ზრდილობიანი,მშვიდი და კარგი ქალია. რა მოხდა ასეთი რომ აგითვალწუნა. -მე არაფერი გამიკეთებია და ვერაფერს გეტყვი. ახლა წავალ წყალს გადავივლებ და დავიძინებ ,ძაააალიან მტკივა თავი. ტკივილგამაყუცებელი გვაქვს? -მე რო მტკივა ყველაფერი ვინმეს აინტერესებს?? ნახე როგორ ხვრინავს,გამაგიჟებს -რა ვქნათ დედიკო აღარაა 27 წლის ბიჭი ასაკში ხართ უკვე ...ახლა ხვრინვა უნდა აიტანო. ჭარბი წონაც როგორ გინდოდა აბა რომ თხოვდებოდი. -მშვენიერ ჭკუაზე ხარ ,არ გათხოვდე და იყავი მარტო -მამა რომ თვრება სულ ჩემს აზრზე ხარ...მიყვარს მამა რომ თვრება.ჯერ ხო ძაან საყავრელია და მეცინება სულ მერე შენ გიჟდები და ეგ ცალკე მევასება. მოვლენაა ნუუუ შხაპი მიიღო ,პირსახოცი მოიხვია და სწრაფად აირბინა მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. საძინებელში ჩაიცვა და საწოლში მშვიდად დაწვა. ხვდებოდა დამიანე რომ დაურეკავდა ან მიწერდა და თითქოს ელოდა კიდეც. ჯერ მაინც ვერ დაიზინებდა, გრილმა წყალმა გამოაფხიზლა , ამიტომ წამებს ითვლიდა. თითქოს კმაყოფილებისგან ტაში შემოჰკრა ნაცნობი ზარი რომ გაისმა და მაშინვე დააჭირა ღილაკს ხელი ისე რომ არც უფიქრია როგორ ფორმაში იყო . ეკრანზე გამოჩენილი ბიჭი რომ დაინახა სიცილი აუტყდა. ისე იწვა ნახევარი სახე ბალიშში ჰქონდა ჩამალული, მარტო წვერიანი ნიკაპი უჩანდა. ლოყას აბურდული თმა უფარავდა -მგონი მთვრალი ვარ -მამაჩემთან შედარებით ფხიზლად გამოიყურები -აუ რამდენი დალიეს ტო მგონი შეჯიბრზე მოვხვდი რა იყო ეს. -ხო სიამოვნება უნდა იყოს ღვინის სმა ესენი რას შვებიან ვერ ვხვდები ხოლმე -ისე მაგარი ღვინო კი იყო -მეც დავლევ ერთხელ ,ნეტა მთვრალი როგორი ვიქნები.თუ დავლევ ვინმეს ვთხოვ ფოტო და ვიდეომასალა შეაგროვოს. -შენ დალევა არ გჭირდება ისედაც კაიფობ. აუუ მამაჩემის სიმღერის ხმა გესმის? -კიიი სიტყვებს ვერ ვარჩევ ,მაგრამ ხმა ისმის -მე შენ მიყვარხარ უფრო და უფროოო დედაჩემს უმღერის - გაიცინა და სახეზე ხელი ჩამოუსვა- ძაან ცუდად გამოვიყურები ხო? -ნწ, საყვარელი მთვრალი ხარ. აუუ მამაშენი როგორ დამევასააა მაგარი ტიპია -მამას ვგავარ მე- ვითომ გაიჯგიმა და მერე ისევ ბალისზე დაუვარდა თავი-მგონი თავი ცალკეა მხრები ცალკე -კაი ახლა ასეთი მთვრალი ხარ? -ღვინით არ ვთვრები ხოლმე და რაღაც სხვანაირად მომაწვა . ცალკე დედაშენმა დამათრო ისე მიყურებდა ვერ გავიგე რა ხდებოდა -დედაშენს გულისხმობ ალბათ -ვჩუმდები მორჩა. წავედი -გარბიხარ ხო? -აა რა გითხრა? -მუზეუმის ექსპონანტი მეგონა თავი, ნაკლი რომ უნდა უპოვ.შეამოწმო,შეაფასო რა ვიცი მე ვერ ვხსნი ბოლომდე . შენ ყველა მეგობარს ასე ექცევა? -ჩემი ყველა მეგობარი მის თვალწინ გაიზარდა .არ გაბრაზდე რა, მართლა არაა ცუდი ქალი პროსტა ზოგ რამეებზე ჭედავს ძააან -დედაჩემიც ,მაგრამ ასე არ იქცევა -და ახლა რა გავაკეთო? -არ ვიცი,უბრალოდ როგორც მივხვდი კიდევ მოგვიწევს შეხვედრა. როგორ მოხდა ეს ვერ ვხვდები,მაგრამ დედაჩემმაც კი შეამჩნია მისი მზერა -სიტყვა არ უთქვამს დღეს შენზე, გეფიცები ერთი სიტყვაც კი. მგონი შოკირებულია და მალე გამოფხიზლდება ვითომ? -ო აბა რა მე ასე ვშოკავ ხალხს. წავედი მე , ტკბილი ძილი მთვრალო ბიჭო -ნეტავ დამესიზმრები? - ბუნდოვნად გაიგო ბიჭის ლუღლუღი უკვე ღილაკს დააჭირა და გამოსახულებაც გაქრა. მომდევნო საუბრისას შუა დიალოგში წამოჭრა თემა დადიანმა -დაბადებისდღეს სად აღნიშნავ? რა გიყიდო? -არ ავღნიშნავ... არაფერი -მართალ თუ მე მტეხავ პონტიდან -არ მიყვარს ეს აღნიშვნები, თან მე თუ მკითხავ ეს დღე სულ არაა აღსაღნიშნი ... ბედნიერი მშობიარობა არ ჰქონია დედაჩემს . ლამის ორივე დავიხცეთ -ყველაფერზე გაცინება როგორ შეგიძლია... მერ ემითუმეტეს უნდა აღნიშნო რო გადარჩი დაჟე გადარჩი უბრალოდ კი არ მოევლინე ამ ქვეყნად. როგორ შეიძლება არ გიყვარდეს ეს დღე -რა აჟიტირებული ხარ ბიჭი? -შენ რატო ხარ დღეს ასე ? -არ ვიცი ცუდ ხასიატზე ვარ,თავი მტკივა -მთელი დღე რო საწოლს არ მოშორდები კიდე კარგად ხარ -ბებიაცემი ხარ მეორე -ასეთი სიმპაწიური ბებია გყავს? -ტყუილად მეკრიჭები... -მართლა რას აპირებ დაბდადებისდღეზეეე -ვიძინებ კარგად,მერე ავდგები ხელპირს დავიბან,თმას სავარცხელს შევახებ და მერე რა ვიცი იქნება რამე -აღნიშნე გთხოოვ -არ მინდა , არ შევკრებ ვირაც ხალხს რესტორანში არ გადავყრი ფულს მაგაში,არ დავხარჯავ ენერგიას იმ ადმაიანებისთვის რომლებსაც რეალურად იმ ატასი დალოცვიდან ერთიც არ უნდათ ჩემთვის. ვერ ვიტან სიყალბეს ხომ იცი,მე კიდე არავინ მყავს ახლა ირგვლივ სიეტი რო ძაან კარგად გავერთოდ ა ტან იმათტან ერტად ყოფნა მინდოდეს ასე როოომ მომილოცე იმ დღეს და ეგეც საკმარიისი იქნება. ვიცი სიედაც ჩემთვის კარგი ვის სურს და ვის უხარია კიდევ ერთი წლით დიდი რომ ვხდები -ტორტიც არ შეიძლება? -მამაჩემი მომიტანს ვიცი ... მაგას ისე არ შეუძლია .ოღონდ დედაჩემის საყავრელი ტორტი მოაქვს სულ - ინსტიქტურად გაეცინა და ტუმბოზე დადებულ წყლის ჭიქას აიღო -რაღაც გჭირს შენ... წყალი მეოტხედ დალიე უკვე. ვირუსი ხო არ გაქ რამე? იქნებ მოიწამლე -ნწ ... არცერთია ექიმო. ასე ნუ ღელავ რაა თორე მეც ავნერვიულდები ახლა -რა სათნო და ანზი ხარ მარიამ? -ხო არაა? ასე ვიცი თავი როცა მტკივა.მოგწონს? -ნწ... არ მომწონს რომ ტიკტიკებ გაუჩერებლად უფორო მომწონს -ხომ ვთქვი უკვე რომ რაღაც მაზოხისტური არის შენში და იმიტომ ხარ ჩემთან ახლოს -გითქვამს მსგავსი რამ კი ,ვერ უარვყოფ. -შეიძლება საშოპპინგოდ ჩამოვიდე ხუთშაბათს.მინდა სწავლის დაწყებამდე მოვასწრო -ხუთშაბათს დააბდებიდღე გაქ -ხოდა საკუთარ თავს გავუკეთებ საჩუქრებს მამაიკოს ფულით -არ მაქვს საქმე და თავიდან რატომ მიშორებ? -ასე საყვარელი ნუ ხარ თორე ჩაგყლაპავ- ისევ ისე გათიშლი ლაპარაკობდა, თვალები ეხუჭებოდა - აუუ არ მშველის გამაყუჩებელი. ძაან ცხელა აქ ვიწვი . წადი დამანებე ტავი უნდა გავიხადო -არ წავალ...მიდი რა რამე დალიე ნუ მაგიჟებ. სიცხე გაქვს იქნებ -იცი როგორ ცხელა გარეთ? -ვიცი კი ,მაგრამ ასეა მთელი თვეა.სად წახვედი -გავიხადე -ახლა მხოლოდ სახეს უნდა ვხედავდე? იმედია სულ შიშველი არ წამოგორდი ხო/ -რა სიტყვაა ახლა წამოგორდი... ასე მგონია დიდი ვარ ძაან . აუუუ მაინც მცხელა -მდინარეზე წადი -ვერ ვიტან მდინარეებს...წყალს ვერ ვიტან. ცურვა არ ვიცი -რა მოგწონს მითხარი შენ? -შენ მომწონხარ მეტი რა გინდა? -და რა გიყვარს? -ხაჭაპური ზოგჯერ ... სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია ან ცომი უნდ აიყოს ცუდი ან ყველი -და ვინ გიყვარს? -იგივე გენის მატარებლები რაც მე მაქვს.მეძინება -დაიძინე... დამირეკე რომ გაიღვიძებ -მართლა არ გაქვს საქმე? -ნწ -ექიმობა კი უნდა და მთელი ზაფხული წიგნისთვის არ მოუკიდებია ხელი... ვინმე მაინც გაჭერი და გაკერე შე კაცო . ან უბრალოდ გახიე და აღარ გაკერო -გეძინება შენ ... გაუთიშა და მერე არც გახსენებია მარიამი. ქალბატონი გაბრაზდა ტყუილად რას მპირდებოდაო და თავადაც არშეხმიანებია.მეორე დღეს საშოპინგოდ ბრძანდებოდა , დედამ ამჯერად უარი უთხრა და მარტო დაყიალებდა. როგორ ეზიზღებოდა მარტო სიარული,ვერც ვერავის ეწუწუნებოდა ვერც ვინმეს გადააბრალებდა რამე რომ აღარ მოსწონებოდა და მოკლედ ძალიან ცუდად დაიწყო მისი დაბადების დღე. მამა სახლში არ იყო, დილით უბრალოდ მილოცვა მიიღო მერე კი დატოვა სახლიც. დააბიჯებდა მაღაზიიდან მაღაზიაში . უყურებდა ყველაფერს , ატრიალებდა თვალებს და ისეთ გამომეტყველებას იღებდ აგეგონებოდათ ტერორისტია და მალე ყველაფერს ჰაერში ასწევსო. ჰოლში მიაბიჯებდა და გარედან უყურებდა მანეკენებს, ფიქრობდა პირველად რა ეყიდა საერთოდ კაბა შეერჩია ,შარვალი თუ ორივე . რაღაც უცნაურ ხასიათზე იყო, მერე დედას დაურეკა ეწუწუნა მარტო როგორ გამომიშვიო და ბოლოს რომ გაუთიშა სოფიკომ უფრო გაბრაზდა. -რა ლამაზი დღეაა რა ნათელიი მზეაა იმიტომ რომ დღეს მარუსიის დაბადების დღეაააა- ზურგს უკან სივრცე შეივსო, ცხვირწინ პატარა შოკოლადის ნამცხვარი გაჩნდა რომელშიც სანთელი ენთო და ყურთან სასიამოვნო ხმა ჩაესმოდა-ჩააქრე ახლა თორე დაიწვა სანთელი ,ჩაიფიქრე რამე -მეტი რაღა ჩავიფიქრო გამომიგზავნა ღმერთმა ერთი არანორმალურად გასაგიჟებელი ბიჭი- ჯერ ჩუმად თქვა, სანთელი უცებ ჩააქრო და მერე ყელზე ჩამოეკიდა ბიჭს. ვერც გაიაზრა ისე გაბედნიერედა,არადა ვერ იტანს ასეთ რარაცეებს, სიურპრიზები და ტორტები მისი სტიქია არა,მაგრამ ეს სულ სხვა ამბავი იყო. ლოყაზე მიყოლებით ექვსჯერ რომ აკოცა ბიჭს და იქ მყოფი ხალხის ყურადღება მიიქცია მერე მოვიდა გონს და უცებ მოშორდა. ბიჭი ისევ უცინოდა ერთი ხელი გაშლილი ჰქონდა ,ხელისგულზე ისევ ნამცხვარი ედო -გილოცავ -აუუ ახლა გავგიჟდებიიი რატო მიხარია ასე ძაან? რა პატარა ბავშივით ვარ. მგონი არითმია მაქ, გული მაქ ცუდად.ექიმი არ ხარ კაცო მიშველე რამე ამ ჩემ დაბადებისდღეზე რომმოვკვდე ისე ძაან სიმბლური კი იქნება.ჩემს საფლავის ქვას დააწერონ „გარდაიცვალა ერთი სიმპათიური,გენიოსი ექიმის დამსახურებით“ -ისუნთქე,დამშვიდდი.ხანდახან შენც გაგახარებს მოულოდნელობები , მარტო მე სხვა არავინ იცოდე ! - უცებ მოხვია წელზე ხელი და ლოყაზე აკოცა -ახლა რაღა დამამშიდებს, ისე მაკოცე ჩამოვდნი ქალი.-წამწამები სასაცოლოდ აახამხამა და გაიცინა- მართლა ძალიან გამახარე რა გავაკეთო ? -ასე ყურება შეწყვიტე , წამო კაფეში დავსხდეთ ცოტა ხანს .გავჭრათ შენი დაბადებისდღის“ტორტი“ -ისეთ ხასიათზე ვარ სადაც გინდა იქ წამოვალ... -ხომ იცი როგორ მიყვარს შენი სიტყვების გამოყენება -არა ხარ შენ ის ბიჭი ცუდად რომ გამოიყენო ჩემი სიტყვები და ისარგებლო .ასე რომ ტყუილად მიჟუჟუნებ თვალებს, წავიდეთ კაფეში მერე შოპპპინგს ვაგრძელებ იცოდე -დღეს თქვენ ხართ მბრძანებელი მარიამო -არ მომწონს ამიტომ ამ დღის გამოყოფა, მე სულ მბრძანებელი უნდა ვიყო ან არ უნდა ვიყო -არ გინდა ნუ გინდა მე შემოგთავაზე -ამსიოდენა კაცს როგორ დავუდგე ხელმწიფედ,თანაც მე დედოფალი ვიქნები და არა ხელმწიფე . დედოფლებს სულ გარიგებით ათხოვებდნენ ,არ მინდა მე დედოფლობა - ისე დამანჭა სახე თითქოს გვირგვინით მისდევდნენ და ისიც იშორებდა. მთელი სახე უცინოდა, თვალები უბრჭყვიალებდა და ბიჭს ისე უყურებდა . ტორტის დიდი ნაჭერი რომ დააგემოვნა შემდეგ უკან დაბრუნება გადაწყვიტა. დამიანე გვერდით რომ დაუდგა ქვემოდან ახედა -მარტო რომ ხარ გიჟდები, ნებას გაძლევ მეწუწუნო ..გავერთობი - წარბები აათამაშა და ხელით მსუბუქად გასწია წინ- წავედით რას ელოდები... აბა რას ყიდულობ? -სერიოზულად? -არასერიოზული და მე? -განადგურდები,ს შეეცდები იცოდე და არ გაბედო მე თითი არ დამაკარო -კაბას ვარჩევთ თუ შარვალს? პიჯაკს, პერანგს თუ -შენი აზრით? -არ იცი და გინდა მე გითხრა ხო? -ვერ ვიტან ასე რომ ამომხსენი...დამპალო! -კაბას იყიდი სავარაუდოდ, იმიტომ რომ შენ მაინც კაბებზე აფანატებ. შარვალი არაა შენი საქმე ... -ვგიჟდები შენზე იცი? -გიჟი ხარ ისედაც ....მე მეტი მინდა.რამე ისეთი რაც მარტო ჩემ გამო იქნება -შენ -მე მგონია რომ კაბა წითელი უნდა იყოს...სულ ლურჯები გაქ და კიდე ლურჯი არ დამანახო ახლა არ გამაგიჟო -არ მიხდება წითელი -ლურჯი თუ გიხდება ვითომ წითელს რას ერჩი? -წითელი ძაან ყვირის ,მე კიდე ისედაც ვკაშკაშებ და არ მინდა ზედმეტი გამობრწყინება -აი უკვე ერთი მიზეზი ნახა... -არც იფიქრო რო გაგიშვებ , უკვე ხელში მყავხარ ჩემო კარგოოო მოემზადე ნამდვილი მარიამი ახლა გამოჩნდება აი ამ შენობაში -ნუ მაშინებ მერე ისეთები დაიწყო იქ დამიანე ჭკუდიან გადაიყვანა. განა განგებ აკეთებდა რამეს, ჩვეულებრივა დიქცეოდა ისე როგორც ყოველთვის. გასახდელში ხო არაფერი მიჰქონდა,რამე რომ მოეწონებოდა და ჩაიცვამდა ან დიდი ჰქონდა ან პატარა. ან მოკლეაო,ან გრძელიო,ან დიდზეა გახსნილიო,ან საერთოდ არააქ ჭრილიო.ან ფერი არ მოსწონდა. ან მოეწონებოდა და უბრალოდ ერთი ცალი იყო დარჩენილი,ისეთებს პოულობდა სხვაგან რო არსად იყო. -ეს ნახე - ერთ- ერთი კაბა მიაჩეჩა ხელში დამიანემ და მერე ფარდა გადასწია -დავიღალეე ...აღარ ვიყიდი არაფერს -იცვამდა და წუწუნებდა. დამიანე იქვე კედელზე იყო მიყრდნობილი და უსმენდა -ჩაიცვი და დამენახე -ჩავიცვი -ასე უცებ როგორ იცვამ ...-ფარდა გადასწია და ისე შეხედა სარკის წინ მოტრიალეს- სწორი მინდაო ხო თქვი -არ მომწონს ეს... რაღაცნაირი უბრალოა -კონცერტზე გამოსასვლელი კაბა გინდა? -არა სადა მინდა,მაგრამ ეს რაღაც ემოციებს ვერ აღძრავს ჩემში.ახალ კაბას რომ ჩავიცვამ ხო უნდა მიხაროდეს? ეს კიდე ერთ დღესაც არ გაამხარებს- ფარდა ისევ გადასწია და ბიჭი მოიშორა. ორ წამში დაიკივლა გადარია კონსულტანტი გოგო- ეს კაბა მე ავიღე? რა არის ეს სად გაჩნდა ეს -რა ხდება ? -არაფერია ასე იცის ხოლმე...ჩვენ ავარჩევთ თქვენ არ შეწუხდეთ სხვებს მიხედეთ- ბიჭმა უცებ დაამშიდა კონსულტანტი და გასახდელში შეიჭყიტა-გავახილო თვალები? -მაცვია,მაგრამ რა აზრი აქ? -ეს საჯდომი შენია? - ზურგით მდგომს შეხედა და მერე სარკეში მის თვალებს გაუსწორა მზერა-ნუ აელმებ თვალებს და ენას ნუ მიწევ,ტუტუცო -ჯერ ეს ერთი რა საჯდომი? სად დაინახე საჯდომი, რაც არ მაქვს რას ხედავ. კუნთებია უბრალოდ .მერე მეორეც ეს კაბა სად ნახე? -რას უწუნებ,გამოყვანილია,მენისკთანაა ზუსტად -აი რას ვუწუნებ - უცებ შემოტრიალდა და მოღეღილ მკერდზე დემონსტრაციულად ანიშნა- განგებ მიკეთებ ამას? მე მიკეთებ ამას? მეეე? პროსტა როგორ მიბედავ -ამ კაბას არ ყიდულობ ...გადაწყდა. -არადა მომწონს...მიხდება - ისევ დახედა საკუთარ მკერდს- ვუაიმეე რა საყვარლად იჭყიტებითოოო ვისი დამსახურებაააო კი არადა რისიოო? მარიამმა კარგი ლიფების არჩევა იცისოოო? დიდი ბიდიში ახლა მაგრამ ამ კაბას ვერ ვიყიდიიიოოო მე რომ გადავიხრები გადმოვიხრები და დავიწყებ მოძრაობებს სულ მთლად გადმოცვივდებით ამ კაბიდააან -პირდაპირ ქალი კი არა ეშმაკი ხარ,გინდა მაცდუნო -შენ რა გინდა ბიჭი? გამოგყვებიო და გამომყევი! ახლა ჩუ სუსი ხმა არ გავიგო შენი... რას მიყურებ? -თვალებში რო გიყურებ მე მიკვირს და შენ არა? - ფარდა გადასწიე თუ რაცაა ეგ და გადი... ბოლოს იყიდა კაბა, ისეთი როგორიც ეცვა ოღონდ განსხვავებული ზედა ნაწილით. შემდეგ კმაყოფილი მიკუსკუსებდა და უკვე ფეხსაცმელს აკვირდებოდა, თან ჩანთაც გაახსენდა და მოკლედ ორ საქმეს ერთად აკეთებდა. ფეხსაცმელზე ჯერ ამბობდა მაღალქუსლიანს ვიყიდიო სულ დაბლები მაქო,მერე რომ ჩაიცვა ერთი და ორი ნაბიჯი გადადგა უკან დაბრუნდა. ბოლოს უცებ იყიდა ლამაზი ტუფლი და დამიანე გააოცა -რა ხდება? -ასე უცებ? -ხო აბა? ფეხსაცმელზე თავს არ ვიკლავ...მხოლოდ კაბებია ჩემი გატაცება. ფეხსაცმელი მთავარია მოერგოს ამ ჩემს ბრტყელ ტერფს და შავი იყოს.რა ა რმოგეწონა? -არა ლამაზი არის,მაგრამ გენახა იქნებ უკეთესო გეპოვნა ან უფრო კლასიკური -კლასიკურია ესეც...ხომ ხედავ მაღლებს ვერ ვიცვამ , უნდა ვიკაკუნო ცუდად დაჭედილი ცხენივით? -აუუუ შენ და შენი შედარებები მკლავენ! -ნუ მეწუწუნები,რა უფლება გაქ? აქ მე ვარ წუწუნის დიადი ქალღმერთი. რა ვიყიდო კიდე? საერტოდ რა მინდა არც არაფერი. -ჩანთა? -ხოოოო ჩანთასაც უცებ ვიყიდი. მინდა შავი და მინდა ძალიან კუსკუსა თან წიგნები უნდა ეტეოდეს -წიგნები რაშიც ეტევა მეპირველად ზურგჩანთა მახსენდება . შენ მაინც არ ატარებ წიგნებს -რომ დამჭირდეს? -რამდნეი ცანთა გაქვს კიდევ -ნერვებს მიშლი ,ჩშ-პირზე ხელი ააფარა და თვალები დაუბრიალა. - ვაიმეე ს პერანგი რომ არ ვიყიდო მოვკვდები...- უცებ წამოიკივლა , ნუ ხმამაღლა არა მაგრამ მაინც კივილს ჰგავდა. მაღაზიაშ შევარდა და რაღაც იასამნის ფერი ძალიან ლამაზი პერანგი მოიზომა. მერე უცებ მოიწყინა და სახე ისევ დამანჭა -ეს ფერი არ მიხდება...არადა ძალიან ლამაზი ფერია რაღაც საოცარი ფერია -დეტექტორები გაქვს თვალების ნაცვლად? ასე უცებ როგორ შეამჩნიე,მართლა ძალიან ლამაზია. შენი გემოვნებით ზოგჯერ -ვყიდულობ მაინც, მერე რა რო არ მიხდება. ეგრე მე ბევრირ ამე არ მიხდება. - ისევ გააჩუმდა და უცებ მოვიდა ხასიათზე-მაგრამ რო არ მიხდება რად მინდა? კარგი მეგდოს იქნებ მერე მომიხდეს,მაგრამ როდის მერე მომიხდება...არააა მაინც იყოს -ყიდულობთ გოგონა თუ არა-საშუალო ასაკის ქალი იყო გამყიდველი გაკვირვებული უყურებდა გოგოს,.მერე ბიჭს გახედა- შვილო შენი ცოლი ძალიან ჭირვეულია, როგორც ჩანს. ეტყობა ძალიან გიყვარს თორემ ბევრი ვერ გაუძლებდა -იცით ქალბატონო გემოვნება კარგი გქონიათ ეს პერანგი თქვენ თუ შეარჩიეთ,მაგრამ ეს ბიჭი ჩემი ქმარი არ არის და არც ვუყვარვარ...იმიტომ მიძლებს ასეთ ჭირვეულს რომ რატომ მიძლებ ისე? პერანგის ყიდვას აპირებდი მგონი -ხოო პარკში ჩამიდეთ და წავიღებ...აი ფული ინებეთ =- უცებ გახსნა საფულე .მერე სწრაფად გაეცალა იქაურობას -მორჩა? -მგონი -ანუ სახლში ბრუნდები? -ხო ვბრუნდები.... მამაჩემიც სახლშ იქნება უკვე და შეიძლება დაუპატიჟებელი სტუმრებიც მყავს,ისინი ვისაც ახსოვს სულ ჩემი დაბადებისდღე -ადრეა ჯერ... სადმე წავიდეთ -არ დაიღალე? -რით -რამდნეიმე საათი ჩემთან ერთად ბოდიალით... ჩემი წიკების მოსმენით. მართლა რატო მიტან ასეთს? როგორ მიძლებ? რისთვის? -გასაძლები და ასატანი არაფერი გჭირს ! -რას მიბღვერ? -წაგიყვანო სახლში თუ სადმე გავიდეთ -არც ერთი და არც მეორე... მე წავალ შენ შენს სახლში დაბრუნდები -ანუ მიდვივართ შენთან . -ხო მაგრამ -დაბადების დღე გაქვს , ვიცი ვერ იტან ავტობუსით მგზავრობას . მანქანიტ ვარ ,მიგიყვან და მერე იქ კი არ დავრცები -ტყუილად მიცინი, ასე ვერ შეგაწუხებ. არა არ მითხრა ახლა არ ვწუხდებიო.დროს ხარჯავ,მთელი დღე მე დამითმე.ახლა ამხელა გზაზე უნდა წმაიყვანო? -არადა ზოგჯერ რა ჭკვიანი გოგო ხარ -მე ? -ხო შენ... მარიააამ -რა..რას უყურებ -იქ შესვლას არ აპირებ?- თვალით ანიშნა ქალის თეთრეულის განყოფილებისკენ .მარიამიც შებრუნდა და ვიტრინაშ წამოჭიმულ მანეკენებს დააკვირდა -მეტი საქმე არ მაქვს ...ერთადერთი საცვლები დამრჩა რომელზეც არაფერი იცი და მაგასაც გაჩვენებ ახლა.სულშ რომ მიფატურებ ხელებს ეგ არ კმარა? -ნახე ის ხალათი ზუსტად ისეთია შენ რო მოგწონს -ნუ მაცდუნებ ახლა ... ასეთი დაუგეგმავი ფულის ხარჯვები არ მიყვარს მე...ხუთი ხალათი მაქ.აუ მართლა ლამაზია.ეგ რათ მინდა მეც ახლა ახალგათხოვლი არ ვიყო და ქმარს არ ვაწონებდე თავს. ბარემ იმ გიპიურის პერანგსაც ვიყიდი და ვიტანტალებ. წამოდი თუ მიგყავარ მადლი ქენი ქვაზე დადე გაიარე წინ დაგხვდება... ხო იცი მე როგორი გოგო ვარ. სად წახვედი- უკან მიიხედა და დამიანეს თვალებიდ აუბრიალა -წავედით... მანქანასთან რომ მივიდნენ კარი გაუღო. პარკები უკან დააწყო და თვითონ წინ დასკუპდა. დამიანე რომ არ ჩაჯდა გაუკვირდა -გავალ მე ორი წუთი და დავბრუნდები -მიბრძანდი, დავისვენებ მე ფეხები მტკივა უკვე - სავარძელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. დამიანე ისე დაბრუნდა არც შეუმჩნევია,სოფოს ელაპარაკა და მერე წავიდნენ კიდეც. გზაშიც არ გაჩუმებულა,რა თქმა უნდა ათას რამეზე ისაუბრა. დამიანეს ზუსტი მისამართი უთხრა და ბოლოს სახლამდეც მივიდნენ. ჭიშკართან მანქანა იდგა და აშკარად იმ წამის მისულები იყვნენ სტუმრები. ყველანი გარეთ იყვნენ და ახალმისულებს ხვდებოდნენ. -აიი მარიამიც მოვიდა -ნათლიიიი -უცებ გადავიდა და საყავრელ ნათლიას მოეხვია -ჩემი გოგოოო 20 წლის გახდაოოო -აუუ ამდენის ვარ უკვე? რატო მიბაზრებ ნათლი? -გოგო შენ ისევ ბავში ნუ გგონია თავი -ბავშვი ვარ მე ჯერ პროსტა დავდივარ, ჩემით ვჭამ, ვიბან და იტოკში დამოუკიდებელი ვარ მარა მოფერება მისწორდება ხო იცი -მარიამ როგორ ლაპარაკობ ნუ გამაგიჟე- სოფიკოს როგორც ყოველთვის რეაქცია ჰქონდა. და მალევე დაინახა დამიანე- ეს ბიჭი დამიანეა თუ მე მეჩვენება -ვაიმე დამიიი- უცებ მოშორდა ნატლიას და დამიანეს მხარეს გაიქცა- წამო -მაკოცე ერთი და წავალ,სტუმრები გყავს - ლოყაზე თითით ანიშნა და გაიღიმა -აუუ კაი რაა ასე ხო არ წახვალ გადმოდი, უცხო კი არაა ნათლიაა კიდე მისი ქმარი და მამიკოს ორი ძმაკაცი -ახლა ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი -მადლობა -მადლობა? -სწორად შერჩეული საჩუქარისთვის ერთის ნაცვლად ორს გაკოცებ და გაგიშვებ- უცებ თქვა და ის იყო უნდა ეკოცნა მამამისის ხმა რომ გაიგო -მარიამ მანდ რას აკეთებთ? დამიანე შვილო როგორ ხარ ... -კარგად თავად როგორ ბრზანდებით -ორი გოგოს პატრონს როგორც შემეფერება .... გახსოვს რომ გეუბნებოდი ახლა გაგასინჯებ იმ ჩემს ღვინოს და ვნახოთ ერთი წუნს თუ უპოვი . იცოდე არ დამიმალო შენ ისეთი დეგუსტატორი გამოდექი შენ თუ მოგეწონება ფესტივალზე გავიტან ჩემ ღვინოს -მამააა -დამიანე ისე წაიყვანა ეზოსკენ მარიამი უკან დარჩა და აწუწუნდა წამსვე- რომელ ღვინოს შენ ღვინოს გაიმეტებ? -კია გოგო ვხუმრობ აბა რამეფესტივალება ... -ისე გეკითხა იქნებ საქმე ჰქონდა ადამიანს -ხოდა უკეთესი საქმე გამოვუნახე რა გინდა შენ აგდებ კაცს? -არა,მაგრამ -ხოდა კეთილი იყოს შენი ფეხი ბიძიკო -არ ვაპირებდი თქვენს შეწუხებას მე უბრალოდ მარიამი მოვაცილე ახლა ასე ხელცარიელი პირველად ვარ თან -ოოოჰ ეს ზრდილობიანი ბიჭები ,მაგიჟებთ ნუუ-ისე ჩაილაპრაკა დამიანეს რომ გაეგ მხოლოდ და სახლისკენ გავარდა. დამიანე მამამ მოიტაცა თავსი ძმაკაცებთან დასვა და ლამის ყანწები აყლაპეს ბიჭს. არა ისიც რომ არ ამბობდა უარს , მარიამი ისე უტრიალებდ ათვალებს თითქოს თავად თვრებოდა ღვინის სმით. მარიამის სადღეგრძელო „მარიამის ჭიქით“ შესვეს. პატარა ნიაკო დიდი ინტერესით ადევნებდა თვალს დამიანეს. ბიჭმა რომ გაიცნო და გაუცინა იმის მერე არ მოშორებია. მუხლზე დაუჯდა და მარიამის მუდარის მიუხედავად არ მოშორდა. როდის იყო სუფრასთან რომ არ იჯდა, არადა მისთვსი სკამი იდო,მაგრამ ის აუცილებლად ვინმეს უნდა ჩაჯდომოდა კალთაში და მთელი დრო ეტიტინებია. დამიანე ჩუმად ეუბნებოდა რაღაცას ყურში ,ისიც ჩუმად ელაპარაკებოდა და იცინოდა. ბიჭმა იმდენჯერ ჩაიცინა მარიამს ნერვები აეწვა იმაზე ფიქრით თუ რა შეიძლებოდა ეთქვა იმ პატარა ჭინკას. დამიანემ თავისი ხელით რომ აჭამა სულ გადაირია, არადა ქალბატონი ორი წლიდან თვითონ ჭამდა საჭმელს და ახლა მოუნდა მაინცადამაინც სხვისი მიწოდებული. -დამიიკოო ხო კიდე მოხვალ ჩვენთან? - ბიჭი სახლიდან რომ გადიოდა ქალბატონმა თვალებსი ჟუჟუნით უთხრა და მის გრძელ თიტებს თავისი პატარა ფალანგები შემოხვია -მარიამს უთხარი და ჩემთან მოგიყვანს -კარგი ვეტყვი,მაგრამ მაგას არსად დავყავარ -რატო მერე ,მიზეზიც უთხარი . არ მიჯერებ და ბევრს ლაპარაკობ -შეეში ბავშვს ნუ ხარ ტირანი - დამიანემ ბავშვი ხელში აიყვანა და ლოყები დაუკოცნა -მოკლედ ყველას მართმევს ეს ეშმაკის კუდი -მოდი გაკოცებ შენც -მთვრალი ხარ შენ...მე კიდე მთვრალებს არ ვკოცნი - მტკიცედ განუცხადა და გაჩუმდა. მამა ბატონმა და დედამ რომ გააცილეს ბატონი, მერე ნიაკოც წაიყვანეს და მარტო დარჩნენ ორნი . მხოლოდ სოფიკო ადევნებდა საიდანღაც თვალს. მანქანასთან იდგნენ მარიამს წარბები ჰქონდა შეკრული და ისე უყურებდა თითქოს დამნაშავე იყო -არ ვარ მთვარლი და ასე ნუ მიყურებ -ახლა გიჟი ცოლივით არ დაგიწყებ სცენების დადგმას,მაგრამ ხომ იცი მთვრალ კაცებზე რა მემართება, შენ კიდე მამაჩემთან ერთად როცა გნახე სულ მთვრალი ხარ.ისედაც არ აკლებ -მამაშენს აქვს ასეთი მაგიური მიზიდულობის ძალა, რატო მიბრაზდები ტო -არ გიბრაზდები, ვნერვიულობ რო ასე აპირებ საჭესთან ჯდომას -ნელა ვივლი -ტაქსით რო წახვიდე? -შანსი არააა , რატო მაყენებ შეურაცხყოფას მარიამ? ისეთი უვიცი მძღოლი ვარ რო ასეთ პონტში ვერ ვატარო? თუ მთლი საქართველო მაქვს გასავლელი -ნელა იარე იცოდე რომ მიხვალ სახლში დამირეკე...რატო მიცინი ასე საყვარლად? რა ხდება -ვგიჟდები ჩემზე რო ნერვიულობ ჩემო გულქვა ქალბატონო - ჯიბეებში ჰქონდა ხელები ჩაწყობილი და ისე ირეოდა ერთ ადგილას მარიამს სიცილი აუვარდა -ნუ შვები ეგრე თორე მართლა მთვრალი მგონიხარ -კაი ვსიო... გინდა სწორ ხაზზე გავივლი -შენი მოგრძო ტვინი შესანიშნავ ფორმაშია და იქნებ მოდელობა გეცადა? -არაა ბაბუუუ სცენა არაა ჩემი საქმე -აუ რო თვრები უფრო უბერავ რაა დამიწყო ახლა კაიბიჭური ბაზრები -წავედი , მოდი გაკოცო გოგო რა კილომეტრიდან მელაპარაკები - ოოუჰ მეტი საქმე არ მაქ რაა ...ნახევარი ქუჩა გვიყურებს დედაჩემი გამგლეჯს ახმლა მე რო ჩაგეხუტო და გაკოცო -ამოისუნთქე და მაკოცე თორე არ წავალ -უკაცრავად? წვერი როდის გაიპარსე?? უფს, ისევ აქ არის და ლოყას ფარავს -მარიამ! -აღარ მინდა კოცნა -ლოყაზე კოცნაზე რა ამბებში ხარ და ტუჩის კუთხემდე ვინ მიგიყვანს -ვინმეს ამბორი რომ მომინდება პირდაპირ დანიშნულების ადგილამდე მივალ-თვალი ჩაუკრა თითები ტუჩებთან მიიტანა ,აკოცა და მერე ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა - ნახვამდიიის დადიიანოო -ნახვამდის მარუსა- დაიხარა ლოყის ცენტრალურ ნაწილში მიაკრა ტუჩები შემდეგ გასწორდა და მშვიდად დაიძრა მანქანისკენ-ნუ გავიწყდება რომ შენს ნამდვილს სურვილებს ვხედავ სახლში რო დაბრუნდა კიდე სულელივით იღომოდა, ნათლიამ წამსვე გამოიჭირა და წარბები აუთამაშა.ძალიან საყავრლეი ქალია და სოფიკოსგან განსხვავებით ბევრ უმნიშვნელო ამბავს ყურადღებას არ აქცევს -აბა არ ვთხოვდებიო ,კაცის მოსამსახურე არ გავხდებიო და ჩემი თავი მე უნდა მეკუთნოდესო და არავითარი მოვალეობებიო ? -ახლაც ასე ვფიქრობ -აბაა ეს ბიჭი ვინ იყო? -ჩემი კოლეგა -და ასე ხარ ყველა კოლეგასთან? -ასე როგორ -გოგოოო თვალებით ელაპარაკებოდი,ე.ი თვალდახუჭული გიცნობს. როგორი საყავრელი ბიჭია, ზრდილობიანი,ჭვიანი,მომავალი ექიმია. მამაშენს მოსწონს ეს იცი რას ნიშნავს? კარგი კაცია ! დედაშენიც ვერაფერს დაუწუნებს ახლა კი წევს ცხვირს მაღლა მაგრამ მაგას მამაშენიც არ მოსწონდა -არ გაგიგოს ეგ თორე გაგიჟდება -მაგის გაგიჟების ვის ეშინია-ჩუმად უთხრა და ორივემ გაიცინა -მართლა არაა ისე როგორც გგონია,უბრალოდ კარგი მეგობარია. მამამ ხო იცი როგორც გაიცნო და ეგ ხო იცი კარგ კაცს რო ნახავს რო არ ჩაუბრატდდეს არ შეიძლება ისე. -ვნახავთ ... ყველაფერს ვნახავთ. მე მხოლოდ იმას ვამბობ რასაც ვხედავდი რამდენიმე დღეში სწავლაც დაიწყო. ორი დღით ადრე წავიდა ბინაშ. ერთი დღე დალაგებას მოანდომა, ამობარგება დასუფთავება თავსი მოწესრიგება და ბოლოს გათიშლს ეძინა. მეორე დღეს კი დამიანესთან ერთად იჯდა კაფეში და ნაყინს აგემოვნებდა -როგორი განწყობით იწყებ მეხუთე კურსს დადიანო? -მე როგორც ყოველთვის შემართებით ვარ ,თავად? -რა ვიცი ვნახოთ ,ახალი ეტაპი იწყება და როგორ შევეჩვევი საინტერესოა -მე აქ ვარ ,შეგიძლია მეწუწუნო,მაგრამ სასურველია თუ ბევრს არ ინევრიულებ -გმადლობთ რჩევისთვის ექიმო...იცი ამ ბოლო დროს ძალიან მაწუხებს გული.შეიძლება ამინდების გამოცაა ცხელა ძალიან . დიდხანს თუ გაგრძელდა ექიმთან უნდა მივიდე -მე რომ მიყურებ მხოლოდ მაშინ გიჩქარდება გულისცემა თუ ზოგადად -მხოლოდ შენი დანახვისას რომ მემართებოდეს გეტყოდი მიყვარხარ-თქო ექიმთან რა მინდა -ასე მარტივად? -ერთი სიტყვაა სულ -ე.ი რაღაც გაწუხებს...ანალიზები შეამოწმე ჯერ და მერე გადაწყვიტე ვისთან მიხვალ -ოჰ ექიმო ისევ გმადლობთ რჩევისთვის... მე ენდოკრინოლოგთან ვიზიტს ვფიქრობ. რაღაც ისეთი სიმპტომები მაქვს ჰიპოთირეოდიზმი მეეჭვება -შენ უფრო ბაზედოვის დაავადება და ჰიპერთიეროდიზმი, ისე აფართოებ მაგ თვალებს ისე ჩქარა ლაპარაკობ და ისეთი აღგზნებულია შენი ნერვული დაბოლოებები -ჰმ, მომიხაზე ვითომ? სამაგიეროდ ჰიპერფაგია არ მაწუხებს -ამბობს გოგო რომელიც მეორე ჭიქა ნაყინს ანადგურებს -ნაყინი არ ითვლება -ხო ნაყინს კალორიები სად აქვს -ჩუ შენ რა...მე არ ვსუქდები -მეტად შეიძლება ? -დამპალოოო ,ბოროტო შენ გული გინდა მატკინო ხო? არ იცი როგორ ვაკვირდები თითოეულ გრამს? -უცებ დაიწყო ძაან შეშფოთებული სვეცკი გოგოს ხმით და ტუჩებიც დაბრიცა -ნუ გააგიჟე ხალხი...თორე სასწრაფოს გამოიძახებენ და კლინიკაში გადაგიყვანენ -დღეს რა აკრეფილი ხარ რა იყო? რამ გაგახარა ასე? -კოვზი ჩამოდნა უკვე იქნებ დაინდო მარიამ-უცებ მოუჭირა ხელზე თითები და პირში გაჩრილი კოვზი გამოაღებინა -აჰა ამით მოიწმინდე ტუჩები და არა ენით -ასე ცხოველივით ვჭამდი? - სერიოზულად შეიცხადა - ჯანდაბა ! -სულელი ხარ გეფიცები - სახეზე ხელი ჩამოისვა და ამოიხვნეშა -ბოდიშიი,უბრალოდ მეკეტება და ვერ ვიაზრებ როგორ ვიქცევი. რა უკულტურო ვარ ღმერთო ჩემო -მაინც თავისას აგრძელებდა და დაბნეული აცეცებდა თვალებს. -დამშვიდდი გთხოვ თორე ახლა მე დავკარგავ მოთმინებას -კარგი ჩუმად ვარ, მორჩა -გაჩუმდი-თქო არ მითქვამს -თვალებს ნუ მიბრიალებ -თამარა ჩამოვიდა უკვე ?-ამოიხვნეშა და თემა შეცვალა -არა ჯერ ... პირველ დღეს არ მოდის მგონი . სრულიად სხვადასხვა განრიგი გვაქვს -არაუშავს მაინც იპოვით დროს ერთმანეთისთვის -ვერა, ვერ ვპოულობთ.. . შენზე ეჭვიანობს -ვიცი ,მარამ გადაუვლის -არ მესმის რატო ეჭვიანობენ ... მე ყველას ერთნაირად ვუსმენ და ველაპარაკები რა გავაკეთო არ მესმის ამ ეჭვიანობების მე თუ არ ვეკითხები ვის როდის რამდენ ხანს ესაუბრებიან და რას უყვებიანიმას ვჯერდები და ვისმენ რასაც მიყვებიან სხვები რატო არ არიან ასე? -შენ ყველას უნდიხარ მარუსა -შენ იცინე რა გენაღვლება,მომაჯადოვე და იყენებ სიტუაციას.მე სერიოზულად ვღელავ ამაზე ,არ მიყვარს როდესაც ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანები ბრაზდებიან, სწყინთ რამე და ჩემ გამო ცუდად არიან . ვერ ვიტან როდესაც არასწორად ვიქცევი მათთან -ყველაფერს შენ ვერ გააკეთებ,ურთიერთობაში სადაც ორი ადამიანია ორივე მხარეს აქვს მოვალეობები და უწევს დათმობა. მე რომ არ გწერდე შენ არც გამიხსენებ -ტყუილია , აი შენც მეეჭვიანები და ვერ ვიტან. რა გამოდის ქმარი არ უნდა მყავდეს და მეგობრები მიდგამდნენ სცენებს? -მე უბრალოდ რეალობას გიხსნი, შენ მანამ არ მომწერ სანამ არ მოგენატრები და არ მიხვდები რომ რაღაც გაკლია -იმიტომ რომ მგონია რაღაც საქმე გაქვს, იქნებ არ გცალია ჩემთვის და რომ დაგირეკავ დაკავებული იყო? თუ მომწერენ მეც მივწერ -იქნებ შენ გაქვს საქმე ...იქნებ ისინიც ასე ფიქრობენ -მე რო უსაქმური ვარ იციან... თუ საქმე მაქვს არც ვარ საიტზე და საერთოდაც ვამბობ როდესაც ვმეცადინეობ და ყველამ იცის წინასწარ რო მორალურად ვემზადები -ეგ მართალია -დამცინი და ვერ გიტან... ის გოგო შენ გიყურებს - ჩუმად უთხრა ,ქვედა ტუჩს კბილები მოსდო და ისე იცინოდა, თან თვალებში ჭინკები უხტოდნენ- დაგენაძლევები ახლა გვაკვრიდება და ფიქრობს ერთად ვართ თუ თავისუფალი ხარ -სხვებს რომ უყურებ ვერ გავიგე რა პონტია, მე ცუდი ბიჭი ვარ? -ხომ იცი მიყვარს ყველას და ყველაფრის თავლიერება, შენ არსაც იყურები დავიჯერო? -მე შენ გესაუბრები მარიამ და შესაბამისად შენ გიყურებ -ღმერთო რა მაზოხისტი ხარ,როგორ შეიძლება ამდენ ხანს მე მიყურო. ამაღამ კოშმარი რომ ნახო არ გაგიკვირდეს, გაფრთხილებ წინასწარ. კარგი გოგოა , ნახე იქნებ შეყვარბეული გაჩითე დამუსი -გაჩუმდი! -რა იყო რამ გაგაგიჟა- ისე ეუცნაურა დამიანეს ტონი უცებ შეხტა კიდეც.-გული გამისკდა -მორჩი ამ სისულელეებს და მე მალაპარაკე ,მე მიყურე! თუ მოგბეზრდა და სათქმელი აღაფაერია წავიდეთ ! -ზოგჯერ ვერ ვიგებ რატომ ბრაზდები ან რა გემართება საერთოდ -ყველაფერს ხვდები იმის გარდა რაც მე მინდა რომ გაიგო.წავედით -არსად წავალ ... მიბრძანდი შენ.მე დავრჩები კიდე ერთ ნაყინს შევჭამ და მერე წავალ -სულერთია აქ ვიქნები თუ არა? მგონი მართლა ნაყინის გამო გამოხვედი და მე უბრალოდ აქვე აღმოვჩნდი -ნაყინიც მინდოდა და შენც ჩემი ნახვა გინდოდა , ვერ გავიგე რა ბზიკმა გიკბინა. გადაგივლის იმედია -მარტო ჩემი ნახვა როდის მოგინდება? -რა აუცილებელია , ნახევარი დღე მელაპარაკები და მგონი როდის ვაცემინებ ისიც იცი -გასაგებია, მოგბეზრდა . ალბათ დაიღალე ხომ? -რა გინდა დამიანე? -მე? მე არაფერი - დამიანესთვის არადამახასაითებელი სევდა ჩანდა იმ წამს მის თვალებში. წამოდგა , ნაბიჯი გადადგა მარიამისკენ შემდეგ დაიხარა თავზე აკოცა და წავიდა-მომავალ შეხვედრამდე ხასიათი გაუფუჭდა, ვერაფრით მიხდვა რა დააშავა, ეს სიტუაცია კი აგიჟებდა. როდესაც ვერ ხვდებოდა დანაშაულს,როდესაც მიზეზს ვერ იგებდა ცუდად ხდებოდა.მთელი დღე ვერ მოისვენა. დამიანეს არ დაურეკავს, არც თავად უცდია დაკავშირება. -რა გჭირს შენ რა სიტყვაძუნწი ხარ ქალო დღეს? -დამიანე გაბრაზდა და ვერ გავიგე რატომ -დაჟე ბრაზდება ? მეგონა სულ შაქარო ბიჭ იყო ... გააბრაზე მარიკუნა? რა უთხარი მარმელადო? -აუუ თამუნაა რატო ეძებ ამ კოჭებხვრეტია ბიჭს დამიანეში? უბრალოდ გამიბრაზდა ვერ გავიგე რატომ -რა მოხდა მოყევი გოგო . მე და თამრო გეტყვით -ხოო მე და ნუციკო ვართ ხელოვნები მაგ ამბებში -ორი მატროხელა,ორი გაჭირვებული რომელთაც ჰგონიათ რომ ჩემ ლავსთორიზე იღადავებენ . ვერ გაგაგებინეთ რო არ მიყვარს -მოყვები ახლა თუ რა ვქნათ ყველაფერი რომ მოუყვა ისე ელოდა პასუხს თითქოს იქ იქნებოდა სიმართლე . -გოგო ბიჭს უყვარხარ და შენ ძაან უბრალო ურიგებ ვიღაცას იქვე... -შეუყვარდი მიქელას შენ! რატო უნდა ვუყვარდე,მეგობარი მინდა მეეე მეგობარიიი რომელსაც ვენდობი და რომელიც გვერდით მეყოლება არ მინდა ეს სიყვარულობია და ყველაფრის გაფუჭება -აშკარად შენი ასეთი სიშტერე აგიჟებს... რატო დაშტერდი ქალო მაინცადამაინც ახლა ისე კარგად ხვდები ყველაფერს? -ხო რა მარუუ მართალია მგონი ...ჩვენი ბარტყი უყვარსოო შოკოლადიიის ბიჭსოო ბარტყი კიდე აწვალებსოო და გულს უკლავსოო -არავის ვუკლავ მე გულს ...ხო არ გაგიჟდით სად ის და სად მე -არა რა სიტყვებია ახლა ეს... -მოდი ერთად მოვცხოთ -ავუწითლოთ უკანალი -მივდივარ მე ნერვები მომიშალეთ -გაიქეცი ხო გაიქეცი ... აბა რა გზა გაქ გაბმული ხარ უკვე და ირბინე ახლა -ღმერთი დაგსჯით ჩემი ნერვების აშლისთვის - რა დღეში ხარ უკვე ღმერთს აწუხებ -დამპლებო... -მიდი გაიქეცი დაურეკე დამიკოს -მე მეუბნება დაურეკეო და თვითონ შეყავრბეულებს არ დაურეკავენ..გამოიდებენ თავს -ხოდა მეგობარი ხომაა დაურეკე -არა! გაბრაზებულია და არ უნდა ალბათ ჩემი ხმის გაგონება მე კიდე ვერ შევაწუხებ -აბა შეწუხდი და იყავი ეგრე...ეგრე ცუდ განწყობაზე იწყებ სწავლას? მეორე დღეს ახალი კაბა ჩაიცვა, ლამაზი იყო ყოველ შემთხვევაში შნაგანად გრძნობდა თავს კომფორტულად ამ დროს კი განსხვავებულად ანათებდა. უნივერსიტეტის ეზო სავსე იყო სტუდენტებით, როგორც ყოველთვის უამრავი ადამიანი ირეოდა . თავისი კურსელები რომ იპოვა და ყველა მოიკითხა შემდეგ დამიანეს ძებნა დაიწყო. დამიანე ვერა ,მაგრამ მისი მეგობრები შენიშნა. მათთან რადგან არ იყო ე.ი იქ არც მივიდოდა. წამსვე გაუფუჭდა ხასიათი,ისევ არ დაურეკავს. სახლში ისე დაბრუნდა თითქოს არაფერი ხდებოდა. რიტმს ეჩვეოდა, ცხრილებს არკვევდა და განრიგს .ახალ ლექტორებს ეცნობოდა.წიგნებს ეძებდა, აქსეროქსებდა მოკლედ მთლიანად სწავლას დაუბრუნდა. დამიანე კი დიდხანს აღარ გამოჩენილა, მათი შეხვედრის ალბათობა ძალიან მცირე იყო,რადგანს რულიად სხვადასხვა განრიგი ჰქონდათ. უამრავი საქმე და თუ თავისუფალ დროს არ შეეხმიანებოდა ისე შემთხვევით ვერ გადაეყრებოდა. შემთხვევითობა არც ყოფილა, უბრალოდ ბოლო შეხვედრიდან ორი კვირის შემდეგ ისევ დამიანე დახვდა კლინიკასთან. კურსელებთან ერთად მიდიოდა ,შორიდანვე დაინახა ბიჭი .წამსვე გული აუჩქარდა,იფიქრა მივალო მერე ისვე შეანელა სვლა და დააკვრიდა იქნებ სხვას ელოდება და სულ არ უნდა ჩემი დანახვაო. ბოლოს ბიჭის მზერას რომ გადაეყარა სწრაფად დაფარა მანძილი და მოეხვია . თითქოს საკუთარი თავი გაყიდა, დიდხანს უნდოდა მასთან ახლოს ყოფნა,მაგრამ მალევე მოშორდა -როგორ ხარ ? -მოიცლი ჩემთვის? -გაბრაზებამ გადაგიარა? -რომელმა გაბრაზებამ? -დამიანე -გგონია რომ გავბრაზდი და პატარა ბავშივით გაგებუტე? -არა უბრალოდ აღარ გინდოდა ჩემთან საუბარი და ჩემი ნახვა -მე და შენ ერთი საერთო თვისება გვაქვს. არ გვიყვარს იმ ადამიანებისთვის თავის მობეზრება ვინც ჩვენთვის მნიშვნელოვანია -თუ გვეტყვის ის ადამიანი რომ თავს არ აბეზრებ და ცუდად გაიგე? -ცუდად აარფერს ვიგებ , უბრალოდ ზედმეტი მომივიდა,მაგრამ გამოვასწორებ. -გადამეჩვევი? -წამოხვალ?-დამიანემ მისი ამღვრეული თვალები დააიგნორა და მანქანის კარი გაუღო -წამოვალ -მანქანაში ჩაჯდა და გაჩუმდა. დაიგნორებული კითხვაც დაივიწყდა,არადა ვერ იტანდა როდესაც თვალს ხუჭავდა. ახლა უბრალოდ დამიანესთა უნდოდა ყოფნა და თავს ვერ ერეოდა,თითქოს ეშინოდა რომ რაღაც ისეთს იტყოდა რაც უარესად გაართულებდა სიტუაციას. ისევ კაფეში ისხდნენ, ქუჩას უყურებდნენ და შეკვეთას ელოდნენ. დამიანეს თან ქაღალდის პარკი ჰქონდა,რომელიც მარიამმა თავიდანვე შენიშნა და თვალს ადევნებდა -აბა როგორ შეეგუე ახალ განრიგს? -ცოტა მიჭირს,მაგრამ რა გზაა უნდა შევეჩვიო -ასე მარტივად? -მეშინია წუწუნი რომ დავიწყო და გამექცე -დარწმუნებული ხარ რომ შენი წუწუნი ოდესმე გამაქცევს? -არა? -კითხვაც არ უნდა დაგესვა მარიამ,მაგრამ არაუშავს არ მიკვირს უკვე -არ მომწონს როდესაც სათქმელს მიმალავ, ხომ იცი ვერ ვიტან როდესაც პრობლემა არსებობს და შენ არ მეუბნები. მე ხომ ასე არ მოვიქცეოდი -შენთვის არ არსებობს არაფერი როდესაც თქმა გინდა პირდაპირ ამბობ...ისე რომ არც ფიქრობ შემდეგ შედეგებზე. არც გაქვს ისეთი არაფერი რაც შედეგზე დაგაფიქრებს -და შენ ? შენ რა უნდა მითხრა ისეთი შედეგი რომ გაშინებს დამიანე. მე ვარ სხვა ხომ არა -შენ ხარ , შენ -რა გემართება დადიანო? რატომ ვხედავ შენს თვალებში სევდას? რატომ ხარ ცუდად ? რატომ არ იღიმი ისე როგორც ადრე? რატომ დადიანო- ხმა ჩაუწყდა ,წარბები შეეჭმუხნა და თვალები აემღვრა - იცი მე ცუდად ვარ უშენოდ , ძალიან ცუდად .შენ არ გქონდა უფლება. მე ხომ თავიდანვე გეუბნებოდი, ეს არ მინდოდა ,მაგრამ დამარწმუნე მაინც არ დაიშალე შენი ახლა კი ცუდად ვარ . შენც ცუდად ხარ ,რატომ დამიანე -ტირილს აპირებ მარიამო? -მხოლოდ ეგ გაინტერესებს? მე რა ვიცი წინასწარ გამოწერილი მაქვს ცრემლი და ახლა ჩამოვა ფოსტით? რა გინდა ,რას მერჩი ჩემი ნევროზი არ მეყოფოდა შენ რომ დამემატე? დეპრესია მაქვს უკვე ყველაფერი ენრვებს მიშლის და ვისაც ვეწუწუნები ყველა შენზე მეწუწუნება იმას კი ვერ ხვდებიან რო უარესად ვხვდებირ ოდესაც ვიხსენებ რომ რაღაც დავაშავე და შენ წახვედი -მოგენატრე? -შენც ეს გინდოდა ხომ? თქვი ახლა გაჩვენებ მონატრება როგორია,რომ არ დაგირეკავ მერე გაგახსენდებიო,მეც არ დაგირეკე ,არ მოგწერე არ დაგიპადიეზდე და მოხვედი -გამოდის რომ შენი ვერსიის მიხედვით ისევ მე მომენატრე -არა , შენ მიხვდი რომ ცუდად ვიყავი და მოხვედი. მე კიდე ვერ გავიგე უნდა დამერეკა თუ არა. საერთოდ ვერ გავიგე გინდოდა ჩემი ხმის გაგება თუ არა ...ვერ ვიტან როდესაც რაღაცას ვერ ვიგებ -მომენატრა ისევ- იღიმოდა, ლოყა ხელისგულზე ჩამოდო და ისე უყურებდა მარიამს - შენი წუწუნი ,ღვთაებრივი რამეა -ავადმყოფი ხარ შენ ... -გეთანხმები ... -დამიბრუნდი? -ნწ -აბა? -არ წავსულვარ ,როგორ დავბრუნდე -იცი ახლა რა მინდა? ახლა თუ გამოიცნობ რა მინდა თან დროულად გეფიცები რასაც გინდა იმას გავაკეთებ -კარგი, შენივე სიტყვებია - ორ წამს უყურებდა თვალებაბრჭყვიალებულ მარიამს. შემდეგ წამოდგა, მარიამს ხელი გაუწოდა და როგორც კი წამოდგა მაშინვე ჩაეხუტა. მერე შეუმჩნევლად გაუსვა ცხვირისწვერი თმაზე და წამით ყელისკენ დაიხარა . მარიამმა ლოყაზე რომ აკოცა იმ წამსვე მოშორდა და კარისკენ გადადგა ერთი ნაბიჯი- რაც მინდა მანქანაშ გეტყვი -კიდევ კარგი ისტორიის გმირები არ ვართ თორემ მე რომ ვწერდე ახლა ამ ამბავს ცუდ რამეს ვიფიქრებდი -სურვილში თან ასე უბრალოდ თავს არ გავიბანძებ და სადმე არ გამოგკეტავ მერე არ გაკოცებ და არც შეგაცდენ -შენ ჩემს ისტორიებს ძალიან შეეჩვიე. -აბა? შინაარსებს ვიწერ და მერე ვსწავლობ -როგორ გვაღადავებს მე და ჩემს ღამენათევ ჯღაპნუნიებს -დაჯექი და ღვედი შეიკარი -რბოლაზე მივდივართ? -უკაცრავად მე მრბოლელი არ ვარ, ზედმეტად ვაფასებ სიცოცხლეს -კარგი ხო ექიმობაც გეყოფა...მანქანის ტარება არ იცის და სიცოცხლეს ვაფასებო მოიგონა ახლა -შენ საერთოდ არ იცი -არაა ჩემი სტიქია..წარმომიდგინე ახლა საჭესთან რო ვარ და ისტერიკა დამეწყება.ან რო ვლაპარაკობ.ან ხელი ამტკივდეს,ან ფეხი,ან რა ვიცი კუჭი მივაკლავ ვიღაცას. სად შემიძლია , მე მირჩევნია საჭესთან სხვა იჯდეს და მე თავისუფლად ვიყო ჩემთვის -არაფერი გაინტერესებს მოკლედ -ფიქრობს ვეტყვი მე გასწავლიო,მაგრამ ვერაფერი ვნახეთ ისეთი რასაც მასწავლი და რისი სწავლაც მინდა -თუ დამჭირდა მოვიფიქრებ რამეს -ამ ყუთს რომ დაათრევ რა არის? ამ მანქანაში დევს რამდენი ხანია და დავიჯერო ბრილიანტია შიგნით? -შენთვისაა,მაგრამ გადმოცემა ვერ მოვახერხე -ჩემთვის? -ახლა არ ნახო...სახლში რომ ახვალ მერე -სახლში მივდივარ... -მიდიხარ დიახ -მოიცა ანუ თავიდან მიშორებ? -ხვალისთვის სამეცადინო გექნება ვიცი...ამიტომ დროულად დაიწყე მერე რომ არ დაგეზაროს. ახლა კი მე რა სურვილი მაქვს -რა სურვილი გაქვს აბა გისმენ...რამის გამოცხობა,გაკეთება არ მთხოვო არ ვიცი. სადმე გაყოლა არ მითხრა ვერ ვიტან სიარულს და -მე კიდე ვერ ვიტან როდესაც ვიღაც გოგოზე მესაუბრები და გიკრძალავ ჩემთან გოგოებზე საუბარს,გარიგებებს და მსგავს სისულელეებს -სულ სულ ყველაფერს მიკრძალავ მაგ ამბებზე? -დიახ -ეგ სურვილი კი არა აკრძალვაა -ასე მსურს მე -კარგი , თუ გინდა სულ ნუ გაეკარები ქალს . მე რა შუაში ვარ მართალი ხარ ჩემი შერჩეული გოგო რაში გჭირდება ,ზედმეტი მომივიდა .არადა არ ვუდგები არასერიოზულად უბრალოდ -გეყოფა, უბრალოდ გააკეთე რაც გთხოვე . ახლა ადი სახლში და მეცადინეობა დაიწყე -ხო აღარ დამეკარგები -საუბარი რომ მოგინდება ხომ დამირეკავ -ზარს გამოვუშვებ , ეგღა მაკლია ახლა შენ გელაპარაკო და თან ანგარიში გავანულო -გადაიკისკისა წამსვე -ეს არ დაგრჩეს..- მანქანიდან გადასულს მიაჩეჩა შეკვრა და კოცნა გაუგზავნა- ნახვამდის მარუსა -ჩაოო მი ამიგოოო სახლში როგორც კი შევიდა ყუთი იქვე დადო და მაშინვე გახდა დაიწყო. თხელი სარაფანი გადაიცვა და შემდეგ საწოლზე დაჯდა. წიგნები იქვე ჰქონდა, ლეპტოპი ფეხებთან დაიდო სიმღერა ჩართო და ასე მუსიკას აყოლილი იჭყიტებოდა შეკვრაში. ხალათი შერჩა ხელში,ხალათი სავაჭრო ცენტრიდან ,მუქი ბორდოსფერი. ეკრანზე ისე გამოჩნდა ბატონი ჯერ კიდევ არ იყო გამოფხიზლებული -სანამ ისტერიკაში ჩავარდები და რამე საოცრებას მეტყვი ,მანამ იცოდე რომ არ შემეძლო იქ დამეტოვებინა ეგ ხალათი. თუ გინდა სულ ნუ ჩაიცვამ უბრალოდ არ მითხრა რომ ცუდად მოვიქეცი -აბა რა გითხრა? -ის რომ მაშინ ჩაიცვამ როცა მე არ დამელაპარაკები -შენ სულ მელაპარაკები...საერთოდ ისეთი რამ უნდა აჩუქო ადამიანს რომ გამოიყენოს და გაჩვენოს რომ შენი საჩუქარი მოსწონს -შენ არაფერი მოგწონს,არაფერს იყენებ და ანუ საჩუქარი ვერასდროს უნდა გაგიკეთო -ვერ ვიტან საჩუქრებს ... -საჩუქარი არ არის , უბრალოდ შენთვისაა -ფერი ? -მოგიხდება, სცადე -ჩემი ლურჯი მაინც სხვაა ,თუმცა ესეც ლამაზია -აშკარად უფრო მშვიდად მიიღე ვიდრე ველოდი -მეშინია დღესვე რომ გეჩხუბო მართლა არ გამექცე და მერე სად გდიო მე ...შემიძლია ამდენი?-უცებ აქოთქოთდდა. პენუარი ისე შეკვრაში დააბრუნა და წარბები მაღლა აზიდა- იმ დღესვე იყიდე ხომ? -დრო ვერ შევარჩიე -გეშინოდა ხომ? -ვკანკალებდი, შენ ისეთი არაპროგნოზირებადი ხარ ვერ გაიგებ როდის და რაზე შეიძლება გაგიჟდე-სკამზე გადაწვა,ფეხები მაგიდაზე შემოალაგა და საიდანღაც ციფსით სავსე ჯამი გააჩინა -კაიი? ამ არაჯანსაღ საკვებს ამხელა ექიმი კაცი როგორ ეკარები -ბიჭებთან ერთად ფეხბურთს უნა ვუყურო დღეს ...მალე მოვლენ -წინასწარ დაიწყე ? -ხო მერე აბა რო სევიჭრები როლებში სადღა გამახსენდება ჩიფსი .შენ არ გიყვარს ხო? -ნოუუ მე მხოლოდ ხილი და შოკოლადი -ნახშირწ....ბი და მომატებული კილოგრამები -მერამდენედ მეუბნები რო მსუქანი ვარ? თვალებში ლუპა გაქ და მადიდებს? -მაგ საწოლიდან მინდა აგაგდო და გავარჯიშო -შანსი არააა...ჩემი კუნთებისა და ძვლების განადგურებას არ ვაპირებ. წავედი მე, მადლობას არ გეტყვი იმ საჩუქრისსთვის რაც უბრალოდ გადმომეცი -მთავარია რომ ჩაიცვამ არ დამენახო -არანორმალური მერე მე ვარ. წავედი -მიბრძანდი და იმეცადინე, ზარმაცი -უი უი როგორ ქალივით მექოთქოთება აქ -არ მესმის კავშირიი წყდეააა ტტტ ტტტტ გამოსახულება ქრებაა ვერ გხედავ არიააამ -ვაიი ვეღარ ვხეააავ მზეეეეს ..რამ გაამხსენა ახლა.სულ გადავირიე ისევ სიმღერას მიუბრუნდა და მერე მეცადინეობაც დაიწყო. თითქოს ხალათი თავისკენ იხმობდა, ბოლოს ვეღარ გაუძლო უცებ მოიშორა კაბა დაშიშველი სხეული თხელი ნაჭრით დაიფარა. კომფორტის შეგრძნება ისე უყვარდა ხალათი აღარ მოუშორებია. ღამით ,თავისუფალ დროს წერდა ისევ. გართული იყო თავისი საქმით და ტვინი გამორთული ჰქონდა. თან გოგოებს წერდა და ასე ზეაჟიტირებულს დაურეკა დამიანემ -გისმეეენ -რატო არ ხარ საიტზე? -ახლა ვერ შემოვალ ...გოგოებს ვწერ -კაი რა მაინცადამაინც უნდა გავტეხო შენი გვერდი რო მოვხდე მანდ? დამამატეე მარუსააა -ლუდით გაჭყეპილო, მსაჯის გინებით ცოდვებაკიდებულო დადიანო რა გინდა? -გამაცანი შენი გოგოები -ოო ზუსტად ეგ მაკლია სრული ბედნიერებისთვის,როგორ გამოიცანი? -როგორ ვერ გიტან კარგ ხასიათზე რომ ხარ და ნერვებს მიშლი! რომ გამაცნო რა იქნება? -შეგჭამენ და ის იქნება -ანუ? დამკერავენ? -არა გენაცვალე როგორ გეკადრება მაგათ ჰგონიათ რომ მე შემიყვარდები ახლა თუ არ მიყვარხარ და თითს არ დაგაკარებენ -ხოოო? კაგრი გოგოები არიან? -მე და შენ გოგოებზე აღარ ვსაუბრობთ -მეგობრები არ ითვლებიან... -არა ! -დაქალებს მიმალავ მარიამ? -საერთო ჩათს გავაკეთებ და ერთად გეჭორავებით ყველას კიდე არ გინდა? -არააა,ღმერთმა დამიფაროს გოგოების ჭორაობას ასე პირდაპირ ცხადად ვხედავდე -საქმე ნახე, წადი ჩაეხუტე ბალიშს დაიძინე. ან სადმე გადი გაისეირნე, ვინმეს შეხვდი, იცეკვე იმღერე დამანებე თავი საქმე მაქ -წერ რამეს? -ხო -რას წერ? -ლოცვებს ვიხსენებ რომ მოგკლავ მერე სულის გადასარჩენად რომ წავიკითხო -ჩემი სულისთვის ? -არა ჩემი სულისთვის -ეგოისტო მერე მე? -მეზარება ხომ იცი მობილურზე ჩამოკიდება და ორ საათიანი ლაპარაკი , ხაზს აკავებ დედაჩემმა რომ დმაირეკოს და არ ვუპასუხო ფეხით ჩამოვა -რომ უთხრა მე მელაპარაკები საერთოდ გადმოფრინდება -უკაცრავად? -ჩვენი დედიკოები ერთმანეთს კარგად უგებენ,სხვა არაფერი. წავედი და რამე იღონე თორემ მუქარას ავასრულებ -შენი მუქარა და ჩემი ყურები ერთმანეთს ვერ ხვდებიან -მერე არ იწიოკო -ცეცხლს ეთამაშები და უკვე ვგრძნობ დამწვარი კანის სუნს -სადისტი ! -ახლა ვიცი რა სახით იცინი და მოგაჭრიდი მაგ ტუჩებს -გამიმეტებდი? -ხომ იცი რომ გამკეთებელი ვარ თუ გადამეკეტა -წავედი მე ...რომელიმე მიყრუებულ ქვეყანას ვთხოვ თავშესაფარს -რა გააკეთე...დამიანე-ზარი შეწყდა. სამაგიეროდ თამუნამ მიიღო შეტყობინება ისე რომ თავად თითიც არ დაუკარებია კლავიატურისთვის .მერე რომ წარმოიდგინა ის რას ეტყოდა და როგორ გადმოაფრქვევდა თავის გიჟ აზრებს წამსვე დაიმატა დამიანე -გაფუჭებული კაცი ხარ, უზრდელი,ტუტუცი უზნეო .ასე როგორ შეიძლება -მარწყვის გოგოო რო წავიკითხე დამაინტერესა, მარწყვი რატოა მარიამ? -ამოწყდი ! -მწყევლი? ...აჰ აღარ მელაპარაკები? გამებუტე? -ვერ ვიტან კარგ ხასიათზე რომ ხარ -ბოროტო -ჩათი მომეწონა სახელით „ სექსომანები“ წავიკითხო გავერთობი ? შენ ხარ ეს თუ დანარჩენები -რა გინდა დამიანე? -სამაგიეროს გადახდა -რისთვის მიხდი სამაგიეროს -უშენოდ გატარებული ორი კვირისთვის -შენ თვითონ წახვედი -შენ არ დამირეკე -რომელი გოგო ურეკავს პირველი ბიჭს ... სად ნახე საქვეყნოდ ცნობილია გოგონების თავისდაფასებები -შენზე ვსაუბრობთ -მე გოგო არ ვარ? - ეგ შენც იცი? მეგონა აღარ გახსოვდა .თვალებს ნუ ატრიალებ, მეშინია ერთხელ არ გაწყდეს კაპილარები -ბრმა ვარ ისედაც -არ ხარ ბრმა ...არა ისე კი ხარ -ისე კი ვარ რას ქვია? -რაუბედურებაა რამდენი ვინმე გწერს ... სულ გოგოები რო არიან რა ხდება? -გოგონები კითხულობენ ჩემს ისტორიებს , ლოგიკურად უნდა მიხვდე მგონი და თუ შეეშვები ჩემს გვერდს კარგი იქნება -მიმალავ რამეს? -რა შუაშია დამალვა,ვინ კითხულობს სხვის შეტყობინებებს -არავინ, მაგრამ მე ხო სტატუსი არ მაქვს შენს ცხოვრებაში და ვერც რამეს ამიკრძალავ,ვერც ვინმეს შემადარებ -ვერ ვიტან როდესაც სათქმელს აღარ მიტოვებ -რამდენს მოსწონს თურმე შენი ისტორიები შენ კიდე სულ ჯუჯღუნებ -მე არ მომწონს ,მაგრამ სხვას ხო ვერ დავუშლი. გემოვნების საკითხია .მთავარია სიამოვნებას ანიჭებთ კითხვა და ეს მახარებს მე თორემ საერთოდ არ დავდებდი .ნერვები მეშლება ის რომ მოსწონთ რასაც მე ვერ ვიტან -შენ ვერაფერს იტან ,ეგ არაფერია -ვწერდი , კარგად ვიყავი შენ კიდე ნერვები ამიშალე და ახლა როგორ დავიძინო -თვალები დახუჭე და დაგეძინება -შენი ნერვები მომცა და მეტი არაფერი მინდა. ასე რო მეძინებოდეს რაღა მიჭირს -არ ინდომებ თორემ ყველაფერი შეიძლება აიძულო საკუთარ თავს -გადააგდე ეგ მობილური და შეეშვი ჩემი შეტყობინებების კითხვას -რატო არ ცვლი პაროლს ,რას ელოდები და მერე კიდე ვერ შეხვალ თუ რა...რამდენჯერ შევცვალო -ეგეც მართალია ვერ შეგედავები... -„რა ხდება მარიამოო დღესაც ვერ მიხვდი რო დამიანეზე აბოდებ თუ აუცილებად წყალდიდობა უნდა მოაწყო რომ მიხვდე როგორ მოქმედებს ეგ ბიჭი შენზე “ - ის იყო მშვიდად იგრძნო თავი დამიანემ კითხვა რომ დაიწყო ჯერ მშვიდად კითხულობდა ძაან სერიოზული გამომეტყველებით და მერე ისე ახარხარდა ლამის საავარძლიდან გადავარდა .მარიამი კი ნუცას კლავდა ,წყევლიდა და მისი გაპუტვის სურვილი აწუხებდა. -ჯანდაბა,ჯანდაბა ნუცა არ მიწერ არაფერი მიწერო დამიანე მოგკლავ -შენ ჩუ ,წყალდიდობაოო ტო ... ცუდად ვარ - უცებ დაუბრუნდა ეკრანს და სანამ თავად მიწერა ნუცას რომ გაჩერებულიყო დამიანემ მოასწრო - შე გადარეულო ქალო როდის უნდა შემეშვა? შენნაირი გარყვნილი კი არაა ყველა -რაა? დაქალს მილანძღავ? -მე არა შენ ზუსტად ამას მიწერდი და ჩუ-თქო გითხარი მე .შეგრცხვეს მაინც -ვერ გიტან -ნუციუსი სხვას ამტკიცებს -„მე? შენნაირი გარყვნილი ვინაა . დროის ამბავია , ან იქნებ ექიმთან წახვიდე? მაგ ბიჭზე თუ რეაქცია არ გაქვს აშკარად არ ხარ ჯანმრთელად „ -სწორია ეს გოგო რას ერჩი? რა კარგი გოგოა -საშინლად იქცევი -კარგი ხო ... მორჩა გავდივარ - მობილური გადადო და კომპიიუტერის ეკრანისკენ მიიწია -- აბა მარიამ? მივიდეთ ექმთან? -არ მჭირდება ! -ძლივს ვიხილე შენი აწითლებული ღაწვები -საშინლად ვარ გაბრაზებული, არ გაბედო და არ დამენახო ,არც დამირეკო - გათიშა და მერე კივილი დაიწყო -ნუცააააააააა აგხანჯლავ...მოგკლავ ტუტუცო გოგო . მარა შენ რას გერჩი ისაა მოსაკლავი,ღმერთო რა გამიკეთა ეს ...გახსენი მიწა და ჩამაგდე შიგნით . მეწვის მთელი სახე ,როგორ მეზიზღებაა ეს სირცხვილის გრძნობა. არა სირცხვილი კი არა ეს ..ეს რა იყო ღმერთო მომკალი ახლავე .მეტის ღირსი ვარ ,როგორ მეგონა რომ სინდისი ეყოფოდა და შეეშვებოდა ჩემი შეტყობინებების კითხვას მთელი ღამე გაათენა, მეორე დღეს მთვარეულივით დადიოდა. ლექციები როგორც იქნა დაასრულა,წამებს ითვლიდა სახლში მისვლამდე,უკვე საწოლი ეჩვენებოდა და დაბარებულივით გამოჩნდა დადიანი. ერთხელ გახედა ,მერე მზერა მოაშორა და გზა განაგრზო. მალევე დაუდგა გვერდით ,ჯერ ჩუმად მიჰყვებოდა მერე მკლავში წვდა და გააჩერა -არ მელაპარაკები? -სახლში მეჩქარება-ხელი გაითავისუფლა და ზურგი აქცია. უემოციო გამომეტყველება ჰქონდა, -კარგი რა მარიაამ ... ვიხუმრე უბრალოდ . ნუცაც აშკარად კარგად ხუმრობს საერთოდ არ მიმიქცევია ყურადღება მისი სიტყვებისთვის რა გიტყდება უცებ იგრძნო როგორ მოაწვა სისხლი სახეში, კბილები ერთმანეთს დააჭირა თავი რომ შეეკავებინა და ხალხში არ გაემართა ისტერიკა . მერე შებრუნდა უკან მდგომს ხელი ჩაავლო და იქეთ წაიყვანა სადაც ხალხი არ იყო -სად მივდივართ ... უნდა მაწამო ? აქ ვერ დაგნებდებიიი დავიყვირო მაინც თუ -მოკეტე და მისმინე -უცებ გააჩერა შენობის კედელთან და ქვემოდან ახედა -მარიამ -არავითარი მარიამ, თვალები მინაბვა, ღიმილი და თავის ისე მოჩვენება თითქოს არაფერი მომხდარა. ხო ძალია თავისუფლად ვარ შენტან, ძალიან გახსნილივარ ზოგადად იმ ადამიანებთან ვისთანაც კონტაქტი მაქვს ,მაგრამ მეც მაქვს ჩემი ზღვარი და შენ ამ ზღვარს გადააბიჯე. ზოგადად ვერ ვიტან შორიდან გარჩეულ იმ საქმეებს რომელსაც ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქ. შენ თუ გგონია რომ ახლა მე იმის გამო ვარ გაცოფებული რომ მრცხვენია იმ სიტუაციის გამო, ცდები. მრცხვენია, ძალიან შემრცხვა იმიტომ რომ არ ვარ იმ მდგომარეობაში , რომ ვიყო დარწმუნებული იყავი ის ურთიერთობა არ გვექნებოდა რაც ახლა გვაქვს. უნდა იცოდე რომ იმდენად ვერ აღვიქვამ ბიჭებს ისე როგორც კაცს რომელთან ყოფნის სურვილიც მექნება ალბათ ჩემით ჩამოვეკიდები ყელზე რამე რომ ვიგრძნო... არც რომ იცინე და იხალისე ... სასაცილო იყო სატირალი რომ არ ყოფილიყო. მე ის მაცოფებს რომ ჩემი მთლიანი ცხოვრების კონტროლი გინდა. ერთადერთი რამ რასაც საერთოდ ყველას ვუმალავ ისაა რომ ვწერ, შენ ეს გაიგე. მეორე ის ხალხია რომელთაც იქ ვესაუბრები, იქ რომ ვარ ამ გამოცდებს და ათას უბედურებას ცოტა ხნით ვივიწყებ და რომც არ ვივიწყებდე არ აქვს მნიშვნელობა. შენ არ იყავი იქ და ვერ მოისვენე . თითქოს არაფერი ამასაც ძალიან მარტივად,ღიმილით აღწევ და გგონია რომ რეაქცია არ მექნება. ერთი ფაქტი მაინც გაიხსენე სადაც მე შენს პირადში ჩავერიე... ვიღებ იმას რასაც მეუბნები და როდესაც ჩუმდები ე.ი იქ მეც უნდა გავჩერდე. შენ ეს არ გესმის ,ან გესმის მშვენივრად იგებ მაგრამ ისე არ შეგიძლია გინდა რომ მთლიანად მაკონტროლო.მე კი ვერ ვიტან როდესაც ვინმე ამას ცდილობს და არავის მივცემ უფლებას ეს შეძლოს.საერთოდ არაფერი მითხრა, არც გააკეთო მაინც არაფერი გამოვა მანამ სანამ მე არ გადამივლის ეს გაბრაზება და არ მივხვდები რომ ამ მიზნის მიღწევას აღარ შეეცდები-არც ჩაუსუნთქავს ისე თქვა ყველაფერი, ხმას მაქსიმალურად აკნტროლებდა მაგარამ სახეზე თითქოს ყველა ძარღვი ეტყობოდა, წამოწითლდა,თვალები უელავდა და ყელზე ისე ჰქონდა ვენები დაჭიმული იფიქრებდით მალე სათითაოდ დაუწყდებაო. დამიანე კედელს ზურგით მიეყრდნო ,იდგა უყურებდა გამომეტყველება ყველა სიტყვაზე ეცვლებოდა,ზოგჯერ უბრალოდ მარიამის სახეს აკვირდებოდა და სიტყვებს არც იაზრებდა. ბოლოს ჩაეცინა და მარიამმა წასასვლელად რომ გადადგა ნაბიჯი ძალიან მარტივად შეაჩერა. უცებ შემოხვია მაჯაზე თითები, იმ ხელზე რომელსაც საუბრის დროს ნერვიულად ათამაშებდა და თავისკენ მისწია. -ასე ვერ წახვალ, არც მე მიყვარს მნიშვნელოვან ამბებზე შორიდან საუბარი, არც საუბრების გადადება მიყვარს. ცრუ ბრალდებებსაც ვერ ვიტან და არასწორი კონტექსტით წაყენებულ ბრალდებებს მითუმეტეს. მე ისიც მაგიჟებს რომ ჩემი არ გესმის -არც შენ გესმის ჩემი, მეგონა გესმოდა და მიცნობდი ,მაგრამ დამავიწყდა რომ შეუძლებელია ორიადამიანი ასე იცნობდეს ერთმანეთს -მე შენ გისმენდი -არ მინდა მოსმენა, არ მინდა ასე მშვიდს გიყურებდე როცა მე სიგიჟის ზღვარზე ვარ. მეზიზღება როდესაც ადამიანს ჩემი მოთმინებიდან გამოყვანა შეუძლია, ჩემი ანერვიულება რომელიც დიდხანს გრძელდება...ეს კი უკვე მერამდენე საათს ითვლის არც კი ვიცი -შენი პრობლემა სწორედ ეგ არის, არ გინდა ადამიანს მნიშნელობა მიანიჭო,გინდა ყველა ერთ საფეხურზე გყავდეს. გინდა შენც ჩვეულებრივი მოკვდავი იყო ყველასტვის. რომ არც უყვარდე ვინმეს და არც სძულდე. არც შორს იყოს და არც ძალიან ახლოს. ზღვარი გინდა და გავიწყდება რომ არ შეიძლება ყველას ერთ ჩარჩოში მოქცევა. რომ თავს ვერ დაიცავ გრძნობებისგან და მარტო ამ შენს გამოცდებზე და წიგნებზე საწუწუნო არ გექნება. ადამიანებიც ააღელვებენ შენს ნერვებს ... მე ,ადამიანი ავაღელვებ -რა ძალიან კმაყოფილი ხარ, ეს გინდოდა ხომ? გილოცავ მიაღწიე ამას.დიდი ხნის შემდეგ ისევ ადამიანის გამო ვარ გაცოფებული. ეს ადამიანი კი მე არ ვარ სხვა არის ... რაიმე პრიზი გინდა თუ თვითკმაყოფილების შეგრძნება გეყოფათ ბატონო დამიანე -როგორ ახერხებ ყველაფერში პრობლემა იპოვნო,ყველაფერს ცუდი მხრიდან უყურო და ეჭვი შეიტანო. -აჰ ანუ რაც ვთქვი ტყუილია და სულ ტყუილად ვაწყობ ამ საცოდავ ისტერიკას? -არა,მართალია -აღიარებ? -ვაღიარებ , მინდა საშინლად მინდა რომ ამოგხსნა. ყველა გარემოში გიხილო, შენი ყველა სახე დავინახო ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მერე რომელიმე გზას გადავკეტავ, ჩავერევი და შემაფერხებელი გავხდები. რა არის ამაში ასეთი დაუჯერებელი რომ მაინტერესებ ადამიანო - ზუსტად ისეთი ინტონაციით თქვა ბოლო სიტყვები როგორც მარიამმა იცოდა, თავი მისკენ დახარა და თვალებში ჩააშტერდა- იმ წამიდან როცა ეზოში შემოხვედი , გაიარე ჩვენ წინ და მერე თამარას ხმის გაგებისას შემობრუნდი მაინტერესებს მარიამი ,დანაშაულია? მიუტევებელი ცოდვაა მარიამისთვის? -მე არ მინდა, არ მომწონს და არ მსიამოვნებს შენი ინტერესი . მე ამოცანა არ ვარ რომ ამომხსნან, არც თავსატეხი და საერთოდ ერთი ჩვეულებრივი ,ძალიან ,ყველა გაგებით ჩვეულებრივი გოგო ვარ რომელშიც არაფერია საინტერესო და შენ სჯობს შენი ილუზია გააქრო ის ამოხსნა და მერე გაქრე ჩემი ცხოვრებიდან. ხო არ მიყვარს ადამიანებთან ზედმეტად დახლოება, არ ვთვლი საჭიროდ, არ მამყოფებს ეს მშვიდად და შენც ჩვეულებრივი ხარ ,ისე როგორც ყველა უნდა გაქრე ჩემი ყოველდრიურობიდან -როგორ მიჭირს შენთან საუბრის დროს თავის გაკონტროლება ...ღმერთო როგორ მიჭირს . ათასგვარი ცოდვისკენ მიზიდავ და ბოლოს რომელს ჩავიდენ არც კი ვიცი - სახეზე ხელები ჩამოისვა და თავი უკან გადასწია. -ცოდვის ჩადენად არ ვღირვარ ასე რომ გააკეთე ის რაც გითხარი -იმდენი რამ მითხარი აღარ ვიცი უკვე რას გულისხმობ...ამიტომ ისევ ისე მოვიქცევი როგორც ვთვლი საჭიროდ -გნდა გამაგოჟო ხო? -თავიდან იწყებ? ისეთი ანთებული იყავი წეხან მეგონა დახმარება დაგჭირდებოდა და ვფიქრობდი როგორ გამენეიტრალებინე ...ათასი რამე მომაგონდა -ძალიან არასერიოზულად აფასებ შენ ჩემ მდგომარეობას, არადა მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩემს პირად ჰარმონიას რომელსაც შენ მირღვევ -ნუ იყვირებ ძაან გთხოვ,მერე ცუდად გახდები -მოვკლავ ღმერთო...ისე მელაპარაკება მე რომ ვიტყოდი ზუსტად. აი ჩემი გმირები რომ ლაპარაკობენ ისე -ახლა პლაგიატორიც გამხადე? საკუთარ სიტყვებს ვაყალბებ -მოგკლავ... არ გაცოცხლებ დავისვენებ მერე რომ მეცოდინება რომ აღარ ხარ დედამიწაზე -ჩემი სული არ მოგასვენებს მარიამ... მერე მოგენატრები ვიცი და ინანებ= გაუღიმა, ხელი თავზე გადაუსვა და ახლოს მიიწია- ტყუილად ნერვიულობ მარიამო ,გეფიცები სულ ტყუილად -ნუ მიახლოვდები საერთოდ, გაბრაზებული ვარ თუ ხედავ -რომ ვხედავ იმიტომ გიახლოვდები თორემ კარგად რომ ხარ არც გჭირდები -ახლა რა შენი ჩახუტება მინდა გგონია? რომ გიყურებ მინდა დაგახრჩო -რატომ აიი რატომ ერთი ცოდვა ვერ მაპატიე? ანგელოზი გეგონე და ფრთები დავკარგე ახლა თუ რა არის - მარიამმა ხელი რომ მოიშორა დ აუკან დაიხია ისე უცებ წამოენთო თითქოს მანამდე არც არაფერი ხდებოდა. ჩუმად შეიკურთხა მიბრუნდა და თავზე ხელი გადაისვა- გინდა კიდევ რამე მითხრა თუ შემიძლია წავიდე -სწორედ ეგ მინდა მეც ,რომ წახვიდე --წავალ, მხოლოდ მაშინ როდესაც მივხვდები რომ აზრი აღარ აქვს -ჩაწითლებული თვალებით დახედა და წავიდა. გონს რომ მოვიდა კედელზე იყო მიყრდნობილი , ხელისგული უკვე სტკიოდა ისე ძლიერ აწვებოდა . მიაბიჯებდა ჩუმად, თავდახრილი ისე როგორც არასდროს. არ ჩვეოდა ასე მშვიდად გადაადგილება , ყოველთვის მაღლა ჰქონდა თავი აწეული და ირგვლივ იყურებოდა ახლა კი ისე დაჰყურებდა მიწას თითქოს წინ დიდი ორმო დახვდებოდა და მასში ჩავარდნის შიში ჰქონდა. რამდენჯერმე რომ ვერ ჩაისუნთქა მკერდზე ხელი მიიდო დაისე გაივსო ფილტვები ჟანგბადით გულის ტკივილი იგრძNო. კარზე დააკაკუნა და დაელოდა. რამდენიმე წამში გაუღო თამარამ,აშკარად სხვას ელოდა.საერთოდ არ იყო განებივრებული მარიამის სტუმრობით ,ყოველთვის ეზარებდოა ქალბატონს -მარუსა ? რა ქარმა გადმოგაგდო გოგო -მარტო ხარ? -კიი შემო შემო..რა სახე გაქ მშიდობაა? ხო ყველანი კარგად არიან მარიამ -მე ვარ ცუდად ,ჯანდაბა ცუდად ვარ - თავზე გადაისვა ხელი და ამღვრეული თვალები მიანათა თამარას. -მარიამ ამოთქვი რა ხდება -დამიანე ხდება...დამიანე და ჩემმა გონებამ გაცლა გადაწყვიტა, ხელები ასწია და წავიდა. თამარა მიშველე -არ მჯერა რო შენ ხარ ... და ახლა ისე მთხოვ შველას როგორც მიტოვებული შეყვარბეული გოგო რომელსაც ბიჭის წასვლა ჰგონია ცხოვრებისეულ ტრაგედიად -აი იმიტო მიყვარს რო მე მგავხარ...მიდი მიდი უფრო მეჩხუბე დ აიქნებ მეშელოს რამე -არ გეჩხუბები -ხოდა მეჩხუბე -გაგიჟდი ხო? -კი გავგიჟდი... არ ვიცი ოღონდ როდის. დამიანეს რომ დავუახლოვდი თუ მაშინ ...აი მაშნ რომ მიდიოდა და ვუყურებდი -სად მიდიოდა სად წაბრძანდა, საერთოდ მაგ ბიჭი მე არ მომწონდა თავიდანვე შენ კიდე მეუბნებოდი ეჭვიანობო.გულმა მიგრძნო რო რაღაც მოხდებოდა. გიგის ძმაკაცი კარგი როგორ იქნებოდა ,ისეთი კარგი შენ რომ შეძლებდი მასთან ყოფნას -ძალიანაც კარგია და რა გული გიგრძNობდა ნეტავ... -ცუდად რატომ ხარ მეტყვი? აიი რატომ რის გამო რა გაკლდება თუ წავა. ვინ არის შენთვის დამიანე -ოჰ რა კარგი კითხვაა,გმადლობ რომ დამისვი ეგ რო ვიცოდი აქ ვიქნებოდი ახლა ? -გიჟი...მე მიყვირის აქ ... იმას ვერ ეჩხუბე? კამათში იბადება წეშმარიტებაო არ გაგიგია შენ? -არ მეჩხუბება,მე რა ვქნა? გიჟივით ვუყვირო? ვცადე ,მაგრამ არ ამყვა..ნეტავ იგივენაირად გაეცა პასუხი ხომ დავისვენებდი? მე კიდე ბოლომდე ვერ დავიცალე ვერ გავთავისუფლდი -შენ ძალიან, ძალიან დიდ შარში ხარ მარიამო . ის ვერ გაგირკვევია ბიჭი გიყვარს თუ არ გიყვარს,ვაფშე ვინაა შენთვის და სხვა რ აუნდა გააკეთო? -შოკოლადი არ გაქვს? -მაქვს და მოგიტან ,დაიმართებ დიაბეტს შენ- ფილა რომ მიაჩეჩა გვერდით მიუჯდა. მარიამი რამდენიმე წუთს ჩუმად იყო მერე უცებ წამოვარდა თამარას აკოცა და გავარდა. სახლში დაბრუნდა, მშვიდად განაგრძო ცხოვრება და რამდენიმე დღე უბრალოდ ელოდა . შემდეგ დამიანეს შეხვდა ,ბიჭი უბრალოდ მიესალმა,ჩვეული ღიმილით . ლოყაზე აკოცა ,მოიკითხა ისე როგორც უბრალო ნაცნობმა და შემდეგ მშვიდად წავიდა. მარიამი იდგა და იღიმოდა, ზუსტად იცოდა ეს რასაც ნიშნავდა და არც დარდობდა. ერთ დღესაც ყველაფერი აირია, თამუნასთან საუბრობდა როდესაც გიგის ხმა გაიგო -როგორ შემოვარდი ნადირო რა იყო ,ჩამოიღე კარი ბარემ -აუ თამარა შენი თავი არ მაქ რა ...მთელი დღეა კლინიკაში ვარ ტვინი მომიხნეს ამ ექიმებმა. -კლინიკაში რა გინდოდა ბიჭო -აუ შენ ვაფშე აზრზე არ ხარ ხო? დამიკომ მოიტეხა ხელი და სანამ ანალიზები გაუკეთეს შეამოწმეს რა ვიცი მე თქვენი ამბები.. მერე თაბაშირში ჩაუსვეს და გამოგვიშვეს .მერე დედამისი მოვასულიერეთ ...მშია ვკვდები და მაჭმევ რამეს? ვის ელაპარაკებოდი?- კომპიუტერის წინ გაჩერდა და უცებ ჭყიტა თვალები -ვაა მარიაამ შენ ხარ? -სახლშია? -ხო სახლშია...კარგადაა არ ინერვიულო -მისამართი მომწერე რა -წასვლას აპირებ?- თამარა მიუბრუნდა უცებ ეკრანს თვალები ისე ჰქონდა გაფართოებული თითქოს საოცრება გაიგო -მარიამ -შეეშვი მარიამს და მე მომხედე აქეთ... გამოგიგზავნე მისამართი - მარიამს უთხრა და მერე გაეცალა იქაურობას. მარიამი კი უკვე იცვამდა. სწრაფად აიღო ხელჩანთა და სახლიდან გავარდა. ტაქსი სანამ გაჩერდა სახლთან მანამ ყველაფერი წარმოიდგინა. კარზე რომ დააკაკუნა უკვე საკუთარი გულისცემის გარდა არარაფერი ესმოდა. ზღურბლზე მანანა რომ გამოჩნდა შემდეგ მოიკრიბა ძალა -გამარჯობა მე -შემოდი ... - გაუკვირდა,მაგრამ იმ წამს ვერ გაიაზრა ეს ყველაფერი. -წამომყევი -ქალს ისე ჩუმად მიჰყვებოდა უკან არც ფიქრობდა. დერეფანში იყვნენ უკვე დამიანეს ხმა რომ გაიგო -დედაა ... მანჩოო წყალი გთხოვე და ჭას თხრი თუ სად ხარ ამდენ ხანს .წავიდოდი ჩემითაც რო გაიიჟე თავი -სტუმარი გყავს - კარი პირველმა გააღო და შეიხედა.მარიამი ოთახში ვერაფერს ხედავდა ისე იდგა,მაგრამ მისი ხმის გაგონებაც საკმარისი იყო იმის მისახვედრად რომ ცუდად იყო. ხმაში ხრინწი შერეოდა და აშკარად ტკიოდა . -როგორ ვთხოვე ნუ შემიყრი ხალხ-თქო და მაინც გააგებინა ხო ბიჭებს. უთხარი ხვალიდან იწყება ნახვის სათებითქო -შენ თვითონ უთხარი თუ ასე გინდა- ქალმა უკან დაიხია, მერე საერთოდ წავიდა. დამიანემ მარიამი რომ დაინახა ნახევრად დახუჭული თვალები უცებ გაახილა ინსტიქტურად წამოჯდა და თვალები რამდენჯერმე დაახამხამა.სანამ რამეს იტყოდა მარიამი უკვე მასთან იყო ჯერ ჩახუტება უნდოდა მერე შეჩერდა,შეეშინდა რამე არ ვატკინოო და ბოლოს ყელზე მოხვია ხელები -არასდროს, არასდროს დავივიწყებ როგორ შემაშინე და სულ შეგახსენებ რო მეტჯერ ასე აღარ მოხდეს . -მარიამო - ღიმილი შეეპარა ხმაში, ხელი ზურგზე მოხვია და მერე თავზე აკოცა- მარიამო შევაშინე? გეფიცები არ მინდოდა . სულ ვერ გაიგებდი -ეს რა არის...ყელზეც ნაკარწრი გაქ? აი აქაც ...აქაც რა დაგემართა დადიანო -პატარა ავარია -რაა? ავარია? -მე არ ვყოფილვარ საჭესთან... ნათლია იჯდა ვიღაც გიჟი გადმოგვიხტა გზაზე. ნამსხვრევებმა დამკაწრეს არაფერიი ისეთი. ხელი ვის არ მოუტეხავს -რა მარტვად მიყვები...ზღაპრების წიგნში შევიტან ვფიცავ -მე აქ ექიმი ვარ თუ ვინ ვარ ,რომ გეუბნები კარგად ვარ ე.ი ასეა. პაციენტის ახლობლებს არ უნდა დაუმალოს კარგმა ექიმმა სიმართლე -საშინლად გამოიყურები...ხმაც ჩამწყდარი გაქვს .სიმართლე არ უნდა დავუმალოთ კარგმა ექიმმა პაციენტს -ყელი მტკივა ... -გამაყუჩებელი გაგიკეთეს? -მგონი ზედმეტი მოუვიდათ და მეჩვენები - იღიმოდა და სახეზე ეფერებოდა -იმიტო მიღიმი ხო ასე - ხელი მაინც მოიშორა და ქვემოთ ჩაიწია -ოო ახლა უკვე აირია ჰალუცინაცია ხარ და ისე მოიქეცი როგორც მე მინდა სად მიდიხარ -ნათლია როგორ არის?-თემა მაინც შეცვალა -კარგად.. ნაკაწრიც არ აქვს..ჩემს მხარეს წამოვიდა ის დედა ... ის გიჟი -გონება დაკარგე? -არა ,შერყევა არ მაქვს. ხომ გითხარი თავი არ დამირტყავს . ხელი მომყვა ისე რა . ესენი კიდე მინა რომ ჩაიმსხვრა იმის კვალია -კარგი ,მჯერა .მთავარია კარგად ხარ. ცოტა ხანს დაასვენებ მარჯვენა ხელს და შენც დაისვენებ ,სახლში იქნები. -ბოროტი ექიმი იქნები შენ... ბარემ მითხარი კარგია რომ მოიტეხე ხელიო ... აუ ისე სახლში რა გაჩერდება. შენ არ იცი დედაჩემი რა დესპოტია დაიწყებს ახლა წვნიანებით მოძრაობას ძვალს უხდებაო და ათას ამბებს.აუუუ მარიააამ წამიყვანეეე ,მომიტაცე მარიამ -კოშკში გამოგკეტავ და დაველოდები პრინცესა როდის დაგიხსნის -შენ ბოროტ დედინაცვლად გამეჩითები თუ გველეშაპის პონტში? -რა დღეში ხარ? -გამაყუჩებლის ბრალია - უცებ მოისაწყლა თავი და სახე დამანჭა . მერე მარიამის თითები ტუჩებთან მიიტანა და აკოცა- წამიყვანეე რაა -გეყოფა ! -მარიაამოოო- ხელზე უფრო მოუჭირა და თავისკენ მისწია - ხელი მტკივა ჩამეხუტე ერთი და გადამივლის.წეხან იცი როგორ გამიყუჩდა? შენი შხამი მგონი ჩემზე წამალივით მოქმედებს.მოდი კიდე ჩავატაროთ ექსპერიმენტი- ხელი ისევ მოხვია და ჩაეხუტა -დამიანე ,როგორ ცანცარებ -ჩშშ...ცოტა ხანს გაჩუმდი კი არ გიკბენ.თუ გინდა გიკბინო .შენ მითხარი სად და კბენა ჩემზე იყოს -დამიანე იცოდე დავივიწყებ შენს მდგომარეობას და მოგცხებ რაღაცას მაგ უტვინო თავში- ჩუმად ეჩხუბებოდა და ისე ცდილობდა თავის დახსნას მოტეხილ ხელს რომ არ შეხებოდა -დამიანეე -ხუთი წუთი რომ გაჩერდე უბრალოდ...მეტს ხო არაფერს გთხოვ -კი არ მთხოვ ძალით მეხუტები -ავადმყოფთან ასე უნდა ისაუბრო ზუსტად -ავად არ ხარ...ხელი გაქვს მოტეხილი -ჩემი საბრალო ძვალი ...არადა როგორი ლამაზი სხივის ძვალი მქონდა ხო იცი ახლა დამიბრაკდა.ხო არ დამიწუნებ მარიამ? -გიჟი ხარ შენ- მაინც გაეცინა და წამით გაიტრუნა. ნიკაპი მხარზე ჩამოსდო და მიხვდა რომ გული საშინელი სიჩქარით უცემდა. და სურვილი ჰქონდა რომ კიდევ დიდხანს არ მოშორებოდა დადიანს. -მართალია,აბა შენ გატეხილი სხივის ძვლის გამო ხო არ დამჩაგრავ. ეს როგორ ვიფიქრე -მთავარია თითებს არაფერი დაემართოს -ხო არა? ასეა საქმე? -რა იცი ვის გამოადგება -მერე მე ვარ გიჟი, გარყვნილი ეს -გაჩუმდი თორემ გიკბენ -უკაცრავად? -შენი ყელი ისე მიზიდავს მგონი ვამპირების შთამომავალი ვარ ...ნუ გამომიწვევ თორე პირველად შენ სისხლს გავუსინჯავ გემოს -ცოტა ვნებით გეთქვა ასეთი მხიარული ხმის ნაცვლად და გაკბენინებდი ჩემს ნატიფ ყელზე -გაჩუმდი -გავჩუმდი ,როცა გავჩუმდი მომიშორე და სანამ ჩემთან ხარ გამოვიყენებ დროს -ასე დაისტრესა ჩემი დამიკო?- როლში შეიჭრა ოდნავ მოშორდა თვალების ფახუნით უყურებდა ხელით ლოყაზე მოეფერა და წარბები შეჭმუხნა- ალააა პატალაა შენ არ ინერვიულოოო არააოო ის იყო სიცილი წასკდათ ოთახში მანანა რომ შევიდა , ჩაახველა და წყვილი ერთმანეთს დააშორ. მარიამი ისე უცებ წამოვარდა თითქოს საწოლს ცეცხლი ეკიდა. ფაქტზე გამოჭერილივით დაბნეული, აწითლებული და პატარა დამნაშავე ბავშვის სახით უყურებდა ქალს. -არ მიკითხავს ,მაგრამ ყავა მოგიმზადე. დამიანე შენთვის წვენი მოვიტანე ,ჩაის არ სვამს .თუ ეტყვი იქნებ შეიგნოს რომ ყელზე უშველის -დედა ბავში ხო არ ვარ... როგორმე ვიცი რა მინდა და რა სჯობს ჩემი ჯანმრთელობისთვის.მარიამი ყავას არ სვამს -ოჰ მე ბოდიში , ეს როგორ დამემართა . რას ინებებთ მარიამ -მე არაფერს ქალბატონო მანანა,გმადლობთ ყურადღებისთვის. ბოდიშს გიხდით შეწუხებისთვის,ნამდვილად არ იყო საჭირო იმის გაკეთება რაც არ გსიამოვნებთ. აქ რისთვისაც მოვედი უკვე გავიგე , ახლა კი ჩემი წასვლის დროა. -დედა დაგვტოვე თუ შეიძლება -ხო რა თქმა უნდა, ხელი შეგიშალეთ , უბრალოდ დაკავებული მქონდა ხელები და ვერ დავაკაკუნე - გაიცინა და ოთახიდან გავიდა. -არ წახვიდე რა ...ცოტა ხანს კიდე დარჩი -დამიანე სახლში რომ მივალ დაგირეკავ. დაისვენე ახლა , გამოიძინე და ...შენც იცი როგორ უნდა მოიქცე რომ მალე გამოჯანმრთელდე. ტყუილად ჯიუტობ და აბრაზებ დედაშენს -მარიამ რატო არ შეგიძლია რო დაიკიდო,უბრალოდ დაიკიდო და დარჩე .მე და შენ ხომ ვიცით რო ჩახუტება დანაშაული არ არის . არც ისაა დანაშაული ის რასაც ფიქრობს -რატომ არ შეგიძლია ჩემს ადგილას წარმოიდგინო თავი? „ის“ დედაშენია და ეს ყველაფერს ცვლის. ახლა არ შემიძლია, უბრალოდ რომ არ დავრწმუნებულიყავი რომ კარგად ხარ ვერ მოვისვენებდი. სახლში რომ მივალ მოგწერ.თავს გაუფრთხილდი - ლოყაზე აკოცა და წავიდა. ქალი კართან რომ დახვდა გაუკვირდა-თქო ვერ გეტყვით.გაეცინა ,თავი გააქნია და გვერდის გავლა სცადა -დალაპარაკება მინდა შენთან -მაპატიეთ, მაგრამ მე არ მინდა .ვფიქრობ მაინც ვერ შევთანხმდებით . არ ღირს დროის ფუჭად ხარჯვა -ვერ ვიგებ,ვერც ვერასდროს გავიგებ რა ნახა ჩემმა შვილმა შენში ასეთი ყველაფერს რომ ურჩევნია შენი დანახვა და ყველაფერზე რომ არის წამსვლელი შენ გამო. ვერც გავიგებ ალბათ. მე არ ვარ ბუნჩულა და საყავრელი ქალი რომელსაც ყველა უყვარს და ნებისმიერი ადამიანის მიღება შეუძლია, დარწმუნებული ვარ გესმის ეს. ერთადერთი რაც მინდა დამიანეს კეთილდღეობაა და თუ შენ ხარ ის ვინც მას სჭირდება მე პრობლემას არ შეგიქმნით.მხოლოდ ამის თქმა მსურდა. მეტს აღარ შეგაყოვნებ უბრალოდ წავიდა, სახლში მშვიდად დაბრუნდა და მთელი ღამე დადიანს ესაუბრებოდა. პირელად ჩაეძინა საუბრისას, დამიანე ჯერ უყურებდა მერე მიხვდა რომ არაკომფორტულად იწვა და თავად გამოაფხიზლა -მძინარე მზეთუნახავოო აქედან ვერ გაკოცებ და გაიღვიძე -გათიშეე - სახე ბალიშში ჩარგო. მუცელზე დაწვა და ისე დაიწყო ხალათის გახდა -დამიანე თვალებს დაგთხრი თუ ისევ მანდ ხარ- შეცვლილი ხმით ლაპარაკობდა ,ძილს თავს ვერ აღწევდა. საბანში შეძვრა და ბალიშს ხელები მოხვია ,ისე გაითიშა დილამდე არც შეტოკებულა. დილით კარგ ხასიათზე გაიღვიძა, საწოლის მეორე მხარეს მობილური იდო სწრაფად დაურეკა და დაელოდა -რა ხდება მეორედ მოსვლაა? აპოკალიფსია? რომელი საათია ...მოგიტაცეს? ცალი ხელით როგორ გაგათავისუფლო რა დროს ეს იყო. იცოდე არ გაბედო და არ დანებდე -ვიფიქრე დილას ჩემით დაიწყებს, გავრომანტიკოსდდი ამხელა ეშმაკი ქალი და ეს რეებს მეუბნება -მართლა ეშმაკი თუ არ ხარ, გული არ გაქ? ჩემი გაღვიძება შეიძლებოდა ახლა? სულ არ გეცოდები ხომ? -გერჩივნა მოვეტაცებინე ხო? -მოვიდოდი ჩემი თაბაშირიანი ხელით და ჩავცხებდი შენს რომეოს... მიდი აიღე ლეპტოპი და დამენახე თუ გინდა გაპატიო პასუხი არ უთქვამს ,პირდაპირ გაუთიშა საწოლის მეორე მხარეს დადებული ლეპტოპი ჩართო და დამიანეს გაეკრიჭა -ვაიმეეე გოგოებზე ამბობენ დილას გაღვიძებულზე უშნოები არიანო და შენ რატო გამოიყურები ასე არაადამიანურად? -ნუ ხარ ბოროტი , რა იცი რო შენ ხარ ლამაზი? -მე სულ ასეთი ვარ, სუულ... ასე რომ არ მეშინია -ხოო ? ვითომ -რა არა? რა გინდა მითხრა რომ ახლა უარესად გამოვიყურები ვიდრე ზოგადად -მე ვერაფერს გეტყვი ისეთს რასაც შენი „გულ-მკერდი“ არ ამბობს -სულ ტყუილად მაგდებ, ძალიან კარგად ვიცი რომ არაფერი ჩანს ლავიწებს ვერ დავმალავ -მე შენი ლავიწები მაგიჟებენ მარიამ ამ დილაადრიან...მარჯვენა ხელიც მოტეხილი მაქვს -უზრდელი -რა ვქნა როგორ დაგსაჯო გაღვიძებისთვის? -წავედი მე , საერთოდ აღარ დაგირეკავ გაგებუუტეეე -აუ მარიაამ არ შემიძლიხარ ისედაც და დამინდეე გთხოოოვ -დამიკო დე შეიძლება შემოვიდე? - ქალის ხმა რომ გაისმა დამიანემ ბალიშში ჩამალა სახე -მოვიდააა მიშველეთ ... ეს ქალი შემიწირავს -ჩემი გაქრობის დროა -გარბიხარ? -ამ გაქცევაზე მერე გაგცემ პასუხს...ახლა ჩემი კანი წყლის წვეთების შეპკურებას მთხოვს გაუთიშა და დილის პროცედურებს შეუდგა. თან დედიკოს ესაუბრა მერე მეცადინეობა დაიწყო და როც სწრაფად გავიდა. როცა დაასრულა ყველაფერი მაშინ მოიკითხა ბატონი -რას აკეთებ? -ვერთობი ისე როგორც შეუძლია ხელმოტეხილ კაცს -რა კარგ ხასიათზე ხარ რას აკეთებ ასეთს? -მე არაფერს ელიზაბეტ ერისთავი იტაცებს თავის ბოიფრენდს და ვერთობი...მაინტერესებს გიორგი დანებდება თუ არა. სულ არ იცავ კაცების უფლებებს როგორ შეიძლება ადამიანის სუვრილის საწინააღმდეგო ქმედების -როგორც იქნა რაღაც ისეთს კითხულობ რაც მეც მიყვარს ... ელიზაბეტზე ვგიჟდები -მაგრამ ეკატერინეს უფრო ჰგავხარ ... ისე შენ მოიტაცებდი ბიჭს? -თუ მეყვარებოდა და ის არ დამნებდებოდა რა თქმა უნდა მოვიტაცებდი...მაგრამ რომ იჩივლოს და დამიჭირონ? -იტაცებდი და ციხე გაშინებს მარიამ? -მეეჭვება ასე ძალიან შემიყვარდეს -უუჰ დავმშვიდდი თორემ შენი ციხიდან გამოყვანა და სასამართლოებზე სირბილი სად შემიძლია -დიდხანს იქნები სახლში? -ერთი ორი დღე დავრცები და მერე დავბრუნდები კლინიკაშ თორემ ძალიაან გავზარმაცდები მერე -ისე დროის ფუჭად ხარჯვას კითხვა თუ გინდა რო იმეცადინო არა? -პრაქტიკები მაქ სად ვიმეცადინო და ფუჭად რატო? ვერთობი , ბევრი რამე მომეწონა სხვათაშორის აშკარაა რომ ბაღატურიაზე შეყვარებული იყავი წერის დროს .ასეთი კაცი გჭირდება შენ მოგკლავდა ჩემს ადგილას -შენ ვისი სახელიც გაქვს ისიც იკმარე სხვებს ნუ ედრები -არც ვაპირებ, სად მე და სად შენი ზღაპრული პერსონაჟი.აშკარაა ჩემთან ვერ მოვა -ჩემს ქმნილებაზე ამბობ ამას ? -შენს ქმნილებაზე? ეს ავადმყოფი კაცები და არანორმალური ქალები , ტლიკინა ბავშვები ყველა შენი შვილები გამოდიან? აბა რაღა ბავშვზეა საუბარი საერთოდ -რას ერჩი ჩემს ბავშვებს ... რატო გინდა ნერვები მომიშალო? -ზედმეტად ჭკვიანები არიან...ხუთი წლის ბავშვი ამდენს ვერ ფიქრობს ის რომ ასოებს ვერ გამოთქვამენ ყველაფერს ვერ გამოასწორებს. ექიმი ქალი ხარ ბოლოს და ბოლოს -ე.ი საკუთარი შვილები არ მეყოლება და აქაც მიჩაგრავენ ბავშვებს -ისე რა საოცრებაა აქ დემოგრაფიულ პრობლემას აგვარებ ისე რო დედამიწაზეც იზრდება ხალხის რაოდენობა საქართველოში კი არა სინამდვილეში ერთი შვილიც არ მინდაო -როგორ გიყვარს ჩემთვის ინფორმაციის გამოძალვა ჩემივე ისტორიებით -მიიგნორებ წამოჭრილ საკითხს? -საშვილოსნო ჩემია და მინდა გამოვიყენებ მინდა არა -როგორი ურჯულო ხარ , უხეში უტაქტო -უზრდელი,თანამდებობისთვის შეუფერებელი -და მაიინც რატომ არიან აქ ამდენი ბავშვები -იმიტომ რომ მანდ ქალებს არ უჭირთ მშობიარობა, ვისაც პრობლემატური ფეხმძიმობა აქვს ისიც მარტივად ასრულებს ყველაფერს. ისე იქნება როგორც მინდა და არავითარი პრობლემა არ იქნებმა. ამ ბავშვების აღზრდაც მარტივი ჩანს რეალურად კი ამაზე დიდი პასუხისმგებლობა არ არსებობს, ახალ სიცოცხლეს ქმნი და შენზეა დამოკიდებული როგორი ადამიანი იქნება -ე.ი გგონია რომ შენი ცუდი დედა იქნები და ვიღაც არანორმალურს გაზრდი? -არა არ მგონია დარწმუნებული ვარ რომ მე ვერ ვიქნები კარგი დედა კარგი ცოლი და საერთოდ ოდესმე საკუთარ თავსაც ვერ მოვუვლი ისე როგორც საჭიროა . ნუ მიფუჭებ ახლა განწყობას, თორემ თუ მოვიხოდე და ავიწყე ლაპარაკი ხომ იცი ათას რამეს გეტყვი ამ ამბავთან დაკავშირებით -მაინც ვერ მოვისმინე არგუმენტი რის გამოც გადაწყვიტე რომ -არ მინდა ამაზე საუბარი -კატეგორიულად არ გინდა? -დიახ -ამდენი თავი რომ არის იმედია ამათ არ დააშორებ და არ აურევ ყველაფერს -არა სხვა გმირებზეც ვწერ -საინტერესოა თუ -მე რა ვიცი ... რომ ვწერდი მომწონდა ნახე და თუ არ იქნება საინტერესო შეეშვი მერე -ეს ბარბარე რა რჯულისაა ...შენნაირი ავადმყოფია ესეც . -გმადლობთ კომპლიმენტისთვის. ერეკლე ჰყავდა იდიოტი რა ბარბარეს ბრალია -რომ უყვარდა იმიტომ? მართალია ისე უნდა ეწამებინა მიეხრჩო. ძალადობა იყო საჭირო უთუოდ -არც ამდენ ხანს ლოდინი იყო ჭკვიანური -იმიტომ ცოფდები რომ იცი ბარბარე გგავს... -ნეტა რა გიხარია ,მგავს დიახაც. ასე სულელურად არ მოვიქცეოდი,მაგრამ მთელ ცხოვრებას გავუმწარებდი -შენ რომ გკითხოს კაცმა სიყვარული დანაშაულია -რომანტიკის პიკზე ვარ და მე მეუბნები მაგას? -შენთვის ასეა... აქ უბრალოდ ერთობი ატრიალებ შენს ნებაზე გმირებს და მშვიდდები თორემ ამათ ადგილას არ გაახარებდი საყვარელ კაცს -არ ვიცი, არ მყავს საყვარელი „კაცი“ -ცალმხრივად არცერთს ყვარებია, რაც წავიკითხე ...არა ანჩო ,ანჩოს უყვარს ზურა ,მაგრამ მაინც არ შეიძლება ქალს უყვარდეს ცალმხრივად? თუ აუცილებლად კაცი უნდა გიჯდებოდეს ფეხქვეშ ეგებოდეს და მერე ქალმა მოწყალებასავით გასცეს გრძNობები -რას მეუბნები თუ იაზრებ , რა მნიშნელობა აქ მაგას თუ გიყვარს გიყვარს და მორჩა -მე რა ვიცი ისეთი უგულო გამოსვლები გაქ სიყვარულთან დაკავშირებით სულ ამირიე ტვინი -ჩემი ზოგადი შეხედულება და პირადი განსხვავდება ... ანუუ ზოგადად სიყვარულზე სხვა რამეს ვფიქრობ ,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ რაც მჯერა და მგონია ყველაფერი შეიძლება მეც შემემთხვას მეც დავიწყო სიყვარულობანა და ათასი უბედურება. ისედაც გამოთიშული ვარ ახლა კიდე ვიღაცის დანახვაზე და შეხებისას დამაშტერე -რომ შეგიყვარდეს რას იზამ -მოვკლავ ... ან თუ ვერ მოვკლავ მოვიტაცებ. სავარაუდოდ ცალმხრივად მეყვარება და ეგღა მაკლია ახლა სხვასთან გავახარო. დავავლებ ხელს და გამოვკეტავ სადმე. მერე ... მერე ვაწწამებ სავარაუდოდ -აწამებ? -მომაფიქრდება რამე, თუ მეყვარება ფანტაზიაც გამეხსნება -ხო იმედია თორე სად გაქვს გარყვნილი ფანტაზიები .მიაჯაჭვავ საწოლს და არ მოშორდები -ხო არ გაგიჟდი, საწოლი ჩემია მარტო . არ შემიძლია მე სხვასთან ერთად ძილი ... მომწონდა ადრე ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე საწოლზე რომ ეძინათ მიხვალ გააკეთებ საქმეს და დაიძინებ მერე შენთვის წყნარად მშვიდად. არც ფეხს მოგადებს ვინმე, არც ხელს მოგხვევს, არც ტერიტორიებს მიითვისებს. მე კიდე მთელი საწოლის ათვისება მიყვარს და როგორ უნდა მიყვარდეს ისე რო უფლება მივცე ჩამეხუტოს -ღმერთო რისთვის მსჯიიი ამას ვის გადავეყარე. მგონი რაღაც გარღვევაა და გოგოს ნაცვლად ავადმყოფი კაცია აი ისეთი რა ხო ხვდები როგორიც .ამ ხელს ჩაგარტყავდი ახლა თავში მანდ რო ვიყო... მოდი რა იქნებ გიშველოს -არ მინდა იყოს, მაგ სახლში ცუდი აურაა -ეგ აურა როდის შემოვარდება კაცმა არ იცის. დღეს მეც და ჩემი დაც დაგვცოფა. -მანდაა შენი და? -ხო აბა? როგორ გამოაკლდებოდა ამ სანახაობას. ერთობა ჩემი საცოდაობით ახლა გავაგდე ორივე და იმედია არ შემომივარდებიან -ასე შემოვარდნა როგორ შეიძლება ნწ ნწ ნწ არ გაქვს ოჯახში დამყარებული წესრიგი . ჩემს ოთახში ვინ შემოვა სანამ კარს არ გავაღებ -ორი საათი რო აკაკუნებს და ამხდის სკალპს მერე შემოვუშვებ აბა რას ვიზამ -მოთმინების უნარი არ გაქვს -მე რო ვითმენ იმდენს ვინ მოითმენს ,გავწამდი კაცი -რამ გაგაწამა დადიანოოო რა ხდება? -საშენო არაფერი ნუ ცქვიტე ყურები და მოემზადე კარგი ჭორიკანა ქალივით .დამანებე თავი , წავედი მე მაინტერესებს რას უზამს ლიზიკო გიორგის გულთან მივიტანე ბიჭის ამბავი -მაინც რა სათუთი გული გაქ -სათუთი გული კი არა რომ წარმოვიდგინე ზურა როგორ გააკრა საწოლზე ანჩომ კინაღამ მოვკკდი. ეგ რო გამიკეთოს ქალმა წამებით ამოვხდი სულს... -ასეთი სიბოროტე საიდან? რა იყო სიშიშვლის გრცხვენია? -შიშველი იყო? -თუ ეგ სხვა ისტორიაში იყო ... აიი შენ ირაკლი ყიფიანი არ იცი -ვინ ირაკლი ყიფიანი -„ისინი“ რომ არის იმაშია ერთ-ერთი ისტორია - უცებ დაიწყო სიცილი და ვეღარ გაჩუმდა- მაგას რომ ვწერდი ისე ვიცინოდი ქვედა მეზობლის ტელევიზორის ხმას ვფარავდი -დამაინტრიგე...ამას რო დავამთავრებ თუ მექნება თვალში მზერა წავიკითხავ -თუ გეზარება რას იწუხებ თავს ნეტავ გამაგებინა. მე გეტყვი თუ გინდა კარგ რომანებს მანდ რომელიც დევს და წაიკითხე -არ მინდა.მაცდენ უკვე, შემეში -თუ გაპატიოო...ვისში გამცვალე რაში გამცვალე -ადიოოს ჩვეულებრივი ტემპით მიაბიჯებდა უნივერსიტეტის ეზოში დადიანი რომ დაინახა. ბიჭი ისე იდგა ვერ უყურებდა, მარიამი პირდაპირ მისკენ დაიძრა,მაგრამ სანამ მიუახლოვდა მანამ ვიღაც გოგო ჩამოეკიდა ყელზე ისე უცინოდნენ ერთმანეთს ცოტა ხანს გაჩერდა ,სვლა შეანელა მერე დადიანის ხელს უყურებდა გოგოს წვრილ წელს რომ შემოხვია და ისევ აუჩქარა ნაბიჯს. ბოლოს დადიანის წინ იდგა -დიდი დოქტორი დაუბრუნდა თავის საქმეს და მე არ გამაფრთხილა? -ასე გამოვიდა, -ყველანი ვეუბნებოდით დაისვენე კიდევ ცოტა კიდე-თქო და არ დაგვიჯერა -გოგო უცებ ჩაერთოთ საუბარში -დედაჩემივით ნუ დაიწყებ ახლა არ გამაგიჟო... მარიამო გაიცანი ჩემი ბავშვობის მეგობარი თეკლა -სასიამოვნოა -ჩემთვისაც... -ახლა ძალიან მეჩქარება, მერე შეგეხმიანები საათი რომ ნახა ლექციაზე იგვიანებდა და უცებ გაეცალა იქაურობას. კლინიკიდან გვიან გავიდა ,ისეთი დაღლილი იყო ძლივს მიაბიჯებდა. მობილურში იყურებოდა სოფიკოსთან რომ დაერეკა . წამით გაჩერდა ნომერი იპოვა და ის იყო უნდა დაერეკა ხელიდან მობილური რომ გამოართვა დადიანმა , ლოყაზე ხმაურით აკოცა და მერე ხელი მოხვია -დაიღალე მარიამო? -საიდან გაჩნდი დადიანო? აქ რა გინდა დღეს აქ იყავი ? -შენთან მოვედი..სახლში მიდიხარ ხო? -სად წავალ სხვაგან...ამდენ ხანს რატო დარჩი გარეთ არ დაიღალე? ხელი გტკივა ? -არ მტკივა.მე წაგიყვან, წამო -აი ძალიან დავიღალე არ გინდა ახლა ტაქსებით სიარული უცებ შევალ ჩემ ნომერში... ის მანქანა შენია თუ მე მეჩვენება -ჩემმა საყავრელმა ბიძაშვილმა გადაწყვიტა ,სულ თავისი ნებით რო მძღოლი გახდეს ხოდა მე დავაწყებინე მუშაობა .კეთილი საქმეა რაა სანამ ხელი გამითავისუფლდება.იცი რა ზრდილობიანია? -კარგი რაა ,სახლში წაგიყვანოს უთხარი -რატო მეჯიუტები? რაც უფრო დიდხანს გააგრძელებ მით უფრო აცივდება და ხელიც ამტკივდება გვაწყობს ახლა ეგ ჩვენ? -ხომ იცი რომ ვე რვიტან უცხო ადამიანების შეწუხებას -მე უცხო ვარ? დილაადრიან რო მაღვიძებ ხომ კარგია მაშინ რატო მაწუხებ? და კიდე ათას სისულელეს რომ მეუბნები და ნერვებს მიშლი -შენს ბიძაშვილზე ვამბობ -ჩემი ბიზაშვილია უცხო როგორაა -აუუ დამიანეე -რა მორცხვი ხარ ზოგჯერ, პირდაპირ ორ საპირისპირო თვისებას ატარებ .ყველაფერია შენგან მოსალოდნელი...დაჯექი ახლა და წავიდეთ - მანქანის კარი გაუღო და დაელოდა რომ დაჯდა საჭესთან მოკალათებული ბიჭი მაშინვე მიბრუნდა და გაუღიმა -გამარჯობა მარიამ მე საბა ვარ -სასიამოვნოა საბა ... აშკარად ჩემგან დამოუკიდებლად გადაწყვიტა შენმა ბიძაშვილმა შეეწუხებინე ,მაპატიე იმედია მნიშვნელოვან საქმეს არ მოგწყვიტა -არა რას ამბობ ... გამიხარდა შენი გაცნობა -წავედით !- მარიამს მიუჯდა გვერდით ბიჭს თვალები უბრიალა და ისიც წამსვე საჭეს მიუბრუნდა -რატომ არ მითხარი თუ უბრუნდებოდი სწავლას? -უცებ გადავწყვიტე -ბავშვობის მეგობარმა აშკარად იცოდა და მე არ მქონია ეგ პრივილეგია პირველმა რომ გავიგო ამბები შენზე -დაემთხვა , თეკლა ვაფშე შემთხვევით გაჩნდა იქ .მეგობართან იყო და მნახა ,სხვათაშორის შენ პრივილეგიაზე არ უნდა მეწუწუნებოდე -უზრდელობაა ასე ჩურჩული ,მე ერთი გკითხე გამიბა აქ ბაასი- თვალებიი აატრიალა და წინ გაიხედა - აი აქ შეუხვიე და გააჩერე -ააქ? -ხო აქ ახლა შევა მაღაზიაში იყიდის ორ კილო შოკოლადს და ამაღამვე შეჭამს -არა აფთიაქში შევალ,ვიკითხავ ერთი ტვინნაკლულებისთვის რამე წამალი თუ გამოიგონეს -მარიამ ! -მარტო რომ არ ვართ ახლა მიხვდი? საბა მადლობა მოყვანისთვის ,სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ........ ბატონს ელაპარაკებოდა უცებ რომ შეუბღვირა დამიანემ -ორი დღეა მეჯუჯღუნები და რა დავაშავე მარიამ? -დაღლილი ვარ, მეზარება მეცადინეობა საშნელ განწყობაზე ვარ და შენი დანაშაული რა შუაშია საერთოდ. ათასი თავისტკივილი მაქვს. სახლში მინდაა ,დედა მინდა -სახეზე ხელები აიფარა და ისე წაიკრუსუნა -მთელი სახლი თავდაყირაა -სულ ძალით იფუჭებ განწყობას ,არ ცდილობ -დავიღალე , დანაშაულია? -ხო ,დანაშაულია -ვითომ რატომ -ხელი მტკივა , ასეთს რომ გიყურებ სულ მგონია რო რაღაც მნიშვნელოვანი გაწუხებს და მერე ვნერვიულობ ჩემი ნევრიულობა კიდე დანაშაულია -დედაშენი დამსჯის ალბათ -მარიამ ! -მეძინება -მთელი დღეა გძინავს -ხოდა კიდე მეძინება -მალე გამოცდები დაგეწყება და მერე ? -მერე ისე ჩავაბარებ როგორც სხვები ჩავაბარე -და ასე გახდები ექიმი? -არა ვერ გავხდები საერთოდ...შენ იქნები და მიმკურნალე მერე -გაციებული ხარ ხო? -ვცივდები და თავი მტკივა.. -დალიე წამალი და აღარ გაგირთულდება -არ მინდა -ნერვებს მიშლი -მე? -დიახ , გადმომედო უკვე ეს შენი საფიქრმო“ნერვებს მიშლი“ რა ვიცოდი ნერვების მოშლა თუ შეიძლებოდა -ვწუხვარ ,შეგიძლია ცოტა ხანს არ დამიკავშირდე . რომ გადამივლის მერე შეგეხმიანები -რას ნიშნავს ეს ...როცა კარგ ხასიათზე ხარ მარტო მაშინ მჭირდბეი თუ რა . რატო ფიქრობ სულ ასე გამაგებინე ამიხსენი -ნუ ყვირი -არ ვყვირი ,გეკითხები და მიპასუხე რატომ ვერ ხედავ ვინ ხარ ჩემთვის -დავიღალე იცი? არ მინდა ვინმეს ვახსოვდე საერთოდ. მინდა დავიძინო დიდხანს, ძალიან დიდხანს და რომ გავიღვიძებ ზაფხული იყოს .სახლში წასვლა შემეძლოს და არავიტარი საქმე არ მქონდეს -რადგან ეს არ მოხდება უნდა გააკეთო ისე რომ ზამთარშიც კარგად იყო, საქმეც მოგვარდეს და -ვერ ვაკეთებ მე ამას...რას ელი ჩემგან? არავარ მე ძლიერი და მებრძოლი ქალი ვიღლები,ძალა მეცლება. სუტი ვარ ძალინ სუსტი მიუხედავად იმისა რომ კალორიები არ მაკლია.ახლაც ვგრზნობ რომ ჩემს ორგანიზმში რაღაც ისე არ არის...რაღაც მაწუხებს -მერამდენე ექიმთან უნდა მიხვიდე -არ არიან კაგრი ექიმები მეუბნებიან არაფერი გჭირსო რაღაც რო მჭირს ხო ფაქტია -ნერვოლოგს მიმართე -ვიყავი ნერვოპათოლოგთან ერთთან კი არა სამთან და სამივემ ერთი დიაგნოზი დამისვა...გადაღლილი ხარ, ემოციური და ყველაფერი მაგის დამსახურებააო . ემოციურობას ვერ ვკურნავთო ჩვენოოო -ის არ უთქვამს საკუთარ თავს უნდა უმკურნალოო? თუ არ უთქვამთ მე გეუბნები ,რომ მხოლოდ შენზეა დამოკიდებული როგორ იქნები. ნუ ხარ პესიმისტი მარიამო და ყველაფერს ეჭვის თვალით ნუ უყურებ, ნუ ელი რომ ყველაზე დიდი საშინელება შენ დაგატყდება თავს და ნუ იმალები ამ ბალიშის უკან რა წესია -ნუ მიყვირი და ნუ მიბრაზდები,რა წესია? -მოკლედ ხმისთვის ვეღარ ამიწევია, კაცს ომახიანი ხმა მაქვს და უნდა ვიჩურჩულო? -ისედაც მშვენივრა მესმის შენი ხმა ...ამ ბოლო დროს ნამეტნავად ხშირად მესმის ,მგონი მეცვენება კიდეც ჰალუცინაციები რომ მაქვს არ მითქვამს იმ ექიმისთვის. მარა მაშინ არ მქონდა...ახლა რომ მაქვს მივიდე და ვუთხრა ? -მივდივარ მე , მოთმინება მეწურება უკვე- ისე უცებ გათიშა მარიამი გონს ვერ მოვიდა . - რა ეტაკა ახლა ...მოკლედ რაა .დაიძნე ახლა მარიამ დაიძინეეეეე რაოოოო? ვისააქო დაბადებისდღეო?- თამუნას შეტყობინება რომ ნახა კინაღამ აყირავდა-მოგიკვდიიი მე შენ ფუუ რა ცუდი ვააარ . როგორ არ ვნახე ხო ვიცოდი რო ამ თვეში ჰქონდა. სკლერზი რატო მაქ რა ცუდი ვააარ. ხვალ თაბაშირსაც მოხსნიან აუუუ რა იდიოტი ვარ ღმერთო -თამარააა მომიყევი რაო შენმა ძმამ? -რა და კვირის ბოლოს ხო აქ დაბადებისდღე დამიანეს და როგორც ყოველთვის სამეგობროსთან ერთად შეხვდება. შენგან განსხვავებით სხვათაშორის ეს სულ აღნიშნავს ...ჩემთან იყვნენ მაგის ძმაკაცები , ამხადეს ტვინი გამოტვრნენ და ხორხცობდნენ ამხელა კაცები ხოდა ერთ-ერთმა თქვა აღარ მახსოვს რა ჰქვია შეყვარებულმა სიურპრიზი მე უნდა მოვუწყოო და მერე თქვენ რაც გინდათ ის გააკეთეთოო მერე ვკითხე ვინ შეყვარებულითქო და მგონი ძალიან უცებ ვკითხე ხო იცი ისე ავფეთქდი მეთქი გავვარდები ახლა ავკუწავ იმ დამიანესთქო -მერე ? მიხვდი რო გეღადავებოდნენ თუ -არ მეღადავებოდნენ... შენ ძალიან მშვიდად ხარ. მართლა არ გიყვარს? მე ვიეჭვიანებდი ახლა გავსკდებოდი . თეკლა ვინაა იცი? -ვიცი , ბავშობის მეგობარია -დარწმუნებული ხარ? -აუუ თამუნა რა გინდა? რატო გინდა ვიეჭვიანო? არაა ის გოგო დამიანესთვის არაფერი მერე რა რო უღიმოდა ეგ არავის ეჩხუბება თუ ვერ იტანსვინმეს არც გაიკარებს ახლოს.რადგან მითხრა მეგობარიაო ე.ი მეგობარია.ახლა ის მითხარი როდის და სად აღნიშნავენ -მე რა ვიცი ... ახლა უნდა დავჯავშნოთო რესტორანში მაგიდაო რა ვიცი რას მოიფიქრებენ -შენ რას გეკითხები დამიანეს ვკითხავ -კაიი? ასე უბრალოდ? სიურპრიზი გაუკეთე -შენი აზრით არ დამპატიჟებს? რა საზიზღარი სიტყვაა რათ მინდა მიპატიჟება დავადგები ისე ...როგორ მეზიზღება ეს ღრეობები მარა ჯანდაბას -იქნებ სულ ბიჭები არიან -მოვიფიქრებ რამეს ...გოგოებიც ჰყავს მეგობრები და სულ ბიჭები რატო იქნებიან .აუ თამუნა რატო ხარ დამიანეზე აცრილი? -ზოგადად შენც ყველაზე აცრილი ხარ და ჩემი გიკვირს უკვე? ვეღარ გცნობ -დამიანე სხვააა -ნამდვილად? თუ თავს აჯერებ -დაიძინე ახლა...ხვალ ტესტირება გაქ იმ ქალთან და ნუ გავიწყდება -მივდივარ ... მეორე დღეს დადიანი ეზოში იჯდა ვირაცას მობილურით ელაპარაკებოდა. გვერდით მიუჯრა და ლოყაზე აკოცა. მაშინვე გამოხედა და გაუღიმა,საუბარი მალევე შეწყვიტა -აქ საიდან გაჩნდი მარიამო? -როდის შეხვალ ექიმთან? -ორზე ... დღეს აქ თუ იყავი არ ვიცოდი -არა არ ვიყავი, ვიფიქრე მარტო უნდა მივიდეს და მაინც ტყუილად უნდა ვიყო წამოგორებული მივალ დადიანთან ცოტა ნერვებს მოვუშლი მარჯვენა ხელის გათავისუფლებამდე-თქო და მოვედი...ვაახ რა უცებ ვთქვი სუნთქვა შემეკრა...მგონი ვბერდები .მარა შენ რო ბერდები ისე ვერა -ხოო? - თვალები წამსვე აუბრჭყვიალდა -ჩემთან მოხვედი? -უნდა დავრწმუნდე რომ შენი ლამაზი თითები ისევ ისე გამოიყურებიან -პირველად ზრუნავს ვიღაც ჩემს ხელზე ..ახლა ვიტირებ -მსახიობი! რამდენი წლის ხდები გრძნობ კარს მოსულ სიბერეს თუ არა ჯერ -ოოჰ რა ხდება რა ამბავია რა დიდი დოზით გახსოვარ მარიამ? რამე მემართება და არ ვიცი? -ნუ ხარ ბოროტი ხო იცი მამაჩემის დაბადებისდღეც არ მახსოვს და საუკეთესო შემთხვევაში ორი დღის მერე ვულოცავ ხოლმე -სავარაუდოდ თუ არ შეგახსენებ ერთ კვირაში დაგავიწყდება -არ დამავიწყდება ... თუ დამავიწყდა რა არ დადგება ეგ დღე თუ ასაკი აღარ მოგემატება -მოკლედ მართლა „მუდმივი ფეხმძიმეს სინდრომი „ გაქ .გეთანხმები ამ ერთში -არა ეგ რა შუაში იყო ახლა -სულ რო ტოქსიკოზი გაქ ეგ არაფერი,სულ თავბრუსხვევა რომ გაქვს ეგეც არაფერი მარა აი ხასიათი რო წამში გეცვლება მაგაზე თვალები როგორ დავხუჭო -მე კიდე თვალს იმაზე ვერ ვხუჭავ თურმე შეყვარებული რომ გყავს და მე მიმალავ,თითქოს გოგოები მომწონს და შებმას დავუწყებ- უცებ უთხრა და მაქსიმალურად სერიოზული გამომეტყველებით გახედა. ბიჭმა წარბები მაღლა ასწია და ისე დახედა -მართლა? შოკირებული ვარ ,პირველად მესმის. რა კარგი ამბავია სულ მინდოდა შეყვარებული მყოლოდა, რაო კაგრი გოგო ჰყავსო? რა გითხრეს .მიდი უცებ მითხარი გოგო ხო უნდა ვიცოდე მეც -შენით ვარ „სულ“-არეული... - თვალებში უყურებდა, იღიმოდა .მერე ხელი მოხვია და შენობისკენ გაუდგნენ გზას - რამე რომ სჭირდეს ხელს ხომ არ მაქცევ ზურგს მარიამ? -არა ,მე სულ შენთან ვიქნები ... თუ გეტკინება გაკოცებ და მოგირჩება.შენ არ ინერვიულო პატარავ -ხელი არ გამიშვა იცოდე... მეშინია მე ექიმების ხო იცი -მშიშარავ , ნემსისაც ხო არ გეშინია -ნწ -თავი გააქნია უარყფის ნიშნად-მარტო ფუმფულა ექთნების . აქ ხო არ იქნება ფუმფულა ექთანი დიდი ნემსიიით? -გეყოფა , მასხარა - თავი ვერ შეიკავა და გაიცინა თაბაშირის მოხსნის შემდეგ ექიმის ოთახი დატოვეს .თითებს ცხვირწინ ათამაშებდა და ვერ ისვენებდა -ისევ ისეთია ... კანს მალე ეშველება იმედია.ჩემი სათუთი კანი -ნეტა თუ არ იღლები...კიდევ კარგი ექიმტან არ დაიწყე ცანცარი -როგორ გეკადრება, ექსკლუზიურნად შენთვის მარიამო ...აბა სად აღვნიშნოთ ჩემი მარჯვენა ხელის დაბრუნება? -მალე იწვიმებს,იცი რო ვერ ვიტან წვიმას და მე დიდი ბოდისი ,მაგრამ უნდა დაგტოვოთ შენ და შენი მარჯვენა ხელი ...ერთად აღნიშნეთ -ჯერ არ იწვიმებს -შენ რა იცი -ზევსმა მითხრა ცოტა ხანს შევაჩერებ წვიმის წვეთებს რამეთუ ისტერიკის დედოფალი მარიამი არ წავიდეს შენგან ნაადრევადოოო ...ასეა ყველას ვეცოდები ,იწვიან ჩემი ცოდვით შენ ხარ ერთი უგულო -ჩემზე ამბობ? მე მარიამი? კარგი თუ გინდა წვიმაშიც ვისეირნოთ დამიანე ძაან საყვარლობა იქნება რომ გავიწუწები და დახრჩობას გადარჩენილ წყლიდან ამოყვანილ წიწილას რომ დავემსგავსები. გავიყინები და გავლურჯდები -რომ არ ვიცოდე იმ რომანებს შენ წერ ,დარწმუნებული რომ არ ვიყო ეჭვიც არ გამიჩნდებოდა -პირველ რიგში რომანებს ვერ ვუწოდებდი ,მეორეც წვიმა მიყვარს უბრალოდ სახლში უნდ ავიყო და სახურავზე ან მინაზე დაცემული წვეთების ხმას ვუსმენდე . ვერ ვიტან რამე კანზე რომ მეხება არ იცოდე მაინც რა ნერვოზიანი ვარ -მაგ ამბით ყველაფერი იხსნება,ნერვოზიანი ვარ იტყვის და ხელებს მაღლა სწევს მარიამის მობილური უდროოდ ამღერდა, სოფიკო ურეკავდა და მაშინვე უპასუხა -გისმენ დე -სად ხარ მარიამ? -კლინიკასთან ვარ რა ხდება? -ერთ საათში ლევანი მოგაკითხავს და მოემზადე სახლში უნდა წამოხვიდე სასწრაფოდ -რატო რა ხდება ? მშვიდობაა ? დედა -არ ინერვიულო რა ... დედი -რა ხდება სოფიკო -არაფერი , წასვლა მიწევს რამდნეიმე დღე ჯანდაბა დირექტორმა მითხრა სხვას ვერ გავუშვებო მე და ეკა მივდივართ . მამაშენი სახლში არაა და სახლს ხო უნდა მიხედოს ვიღაცამ . ნუ პანიკდები ახლა... ჩამოდი მოკლედ. მოემზადე მიდი ლეო მოგაკითხავ -გული გამისკდა დედა...აქამდე ვერ მითხარი?? -ახლა მითხრა მარიამ და რა მექნა? -კარგი ხო ,კარგი წავედი მე -დადიანს გახედა და ხელები გაშალა-რა ვქნა,რა გავაკეთო სახლში უნდა წავიდე. ოჯახი მიხმობს -ვინ მოგაკითხავს ასე უცებ ? -მეზობელი მოვა ერთ საათშიი ,ახლა უნდა წავიდე .ავბარგდე წიგნებიც ჩავყარო .არეული ბინა მივალაგო ვაიმეეე ის დროა რაკეტაზე უნდა ვჯდებოდე და მივფრინავდე -რამდენი ხნით მიდიხარ? ინტერნეტი გაქვს იქ? -არაა ... -ჩართე არ გამაგიჟო -წავედი მე...შენ არ გაგიჟდე . ხელს მიხედე ახლა ისე ნუ იზამ ერთად რომ ამუშაო და გადაღალო,მოუფრთხილდი იცოდე- ლოყაზე აკოცა და უკანსვლით წავიდა -მარიააამ ინტერნეტი ჩართე -ტრანკილოოო დამიკოო ტრანკილოოო ... ვაგვიანებ სწრაფად გავარდა, ციბრუტივით იტრიალა და მაინც დროულად მოასწრო ყველაფერი. ლეომ რომ დაურეკა უკვე მზად იყო. კარი გამოხურა და წავიდა. ორ საათში უკვე სახლში იყო და დარიგებებს უსმენდა. როგორც აღმოჩნდა ქალბატონი რამდენიმე დღით მიდიოდა რაღაც ტრენინგებზე და ყველაფერი მას უნდა გაეკეთებინა. ქალიც ის უნდ აყოფილიყო და კაციც. პლიუს ნიაკო. ანუ ჩვეულებრივ პანიკაში ჩავარდა. იმ დღეს ბარგს ალაგებინებდა სოფიკოს. მეორე დღეს ადრე გააღვიძა ნიამ , დედა ერთად გააცილეს და მერე დაიწყო დაუვიწყარი დღეები. -აბა რას შეჭამ ნიაკო? -ხაჭაპური მინდა -ვერ მითხარი აქამდე ? გიყიდდი სადმე -გააკეთე ახლა -ხო ახლა რომ ცომს მოვზელ,მერე ამოვა მერე გამოცხვება მანამდე მშიერი უნდ აიყო შვილო? -აბა არ მინდა -კარტოფილი შევწვათ... ტყემალი მოვასხათ და ვჭამოთ -არ მინდა ...ვერ შეწვავ შენ -მეც მშია და შევწვავ -კარგი ხო ...საღამოს გამიკეთებ ხაჭაპურს? -გაგიკეთებ აბა რა გზაა..ახლა რომ აურიოო ხო მომკლავს იქედან სოფიკო - ჩუმად ჩაიბურდღუნა და კიკინებიან გოგოს გახედა- ითამაშე... იცოდე ხალიჩაზე არ დაყარო -აბა სად წავიღო -მერე რომ მოგბეზრდება აიღე... ფეხს დავაბიჯებ და გავტეხავ მაგ შენს სასახლეს -აუუ არ გამიტეხოოო -ღმერთო მარტო გატეხვა რატომ გაიგო? შინაარსის გამოტანის პრობლემა აქვს აშკარად -ტელევიზორი ჩამირთე -შენ ვერ ჩართავ? -შეერთებული არაა და ჩავრთო? -არააა არ გაბედო არ მიეკარო ....მოვალ ახლავე- უცებ დააგდო კარტოფილი და გავარდა. მერე ერთი საათი არხს არჩევდა-ვაიმეე ნია აჰა პულტი იცი ყველა რომელზე რა არხია და სადაც გინდა იქ გადართე -აღარ მინდა..>შენი ტელეფონი მომეცი -აიღე მაგიდაზე იქნება ...დავწვი ტაფა -ისევ სამზარეულოში გაიქცა . როგორც იქნა დაყარა კარტოფილი ტაფაზე და დაჯდა. მერე ნიას ხმა გაიგო და დააინტერესა ვის ელაპარაკებოდა.ქალბატონი დივანზე იჯდა ,ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული და დამიანეს ეჭორავებოდა -ჩემი და სამზარეულოშია...კარტოფილს მიწვავს -ხოო? გემრიელი გამოსდის? -არაა ...ერთხელ დაწვა და მაიძულა შემეჭამა -მართლა? -ხოო , უნდა ვუჩივლო -რა უნდა ქნა? -ძალადობს ჩემზე...მიყვირის სულ რო ბრაზდება -მერე არ გააბრაზო -არ ვაბრაზებ...თვითონ ბრაზდება -აჰა ანუ თვითონ ვბრაზდები...ფოტოები უნდა გენახა შენ ქალბატონო ზარებისთვის კი არ უნა გეპასუხებინა - მობილური აართვა და დამიანეს წარბშეკრულმა შეხედა- რას ჭორაობ ბატონო? -რატო არ დამირეკე თუ ჩართე ინტერნეტი -მაგ ქალბატონმა ჩართო... თვითონ დაგირეკა ხო? -ხოო ,ვიფიქრე შენ გაგახსენდი.მართლა ეჩხუბები მარიამ? -ამას რო უსმინონ დამიჭერენ -ღირსი იქნები...ბავშვს როგორ ეჩხუბები -კაი ახლა არ გამაგიჟო...თვითონ რომ მლეწა სახეში და დამარეტიანა ? -მართლა? -რა გაცინებს -მერე ? -რა მერე მეც ხო არ დავარტყავდი ვუყვირე ,მერე ატირდა და მამაჩემს უთხრა მიყვირაო გალახეო -არ იყო მასე ...მამა რომ მოვიდა სახლში მაშინ ვუთხარი.მერე მამამ მითხრა გავლახავდიო მარაო არ შეიძლებაო, ეტკინებაო და გადავიფიქრე -სწორი უთქვამს -თვითონ ერთხელ დამარტყა...იციი? -მარიაამ მართლა დაარტყი? -შენ რა უფლება დამცველივით გამომიხტი აქ ... წავედი მე დამეწვა კარტოფილი. ახლა ანგარიშიც განულდებოდა და მეყოლე კარგად...სულ კარგად -არ გაუთიშოო მე ველაპარაკებიი რააა -შენ ტელეფონს ხელს არ ახლებ ..ითამაშე. კომპიუტერში უყურე რამეს ხო მაქ მულტფილმები გადმოწერილი ლეპტოპში .ან მოიცადე ვჭამოთ და მერე ვითამაშოთ რამე -არ იცი შენ თამაში -შილო შენ გაჩენამდე ვთამაშობდი მე და მე არ ვიც თამაში? -მე არ მიყვარს ის თამაშები -ჩემი თოჯინები გაამელოტე, კაბები დაუხიე და სახე გადაუღებე. საშინელებათა ფილმის თოჯინებს დაამსგავსე და რას ვითამაშებ მაგით . რომ მახსენდება ახლა შენი გაწეწვა მინდა გადი გამეცალე - უცებ გავარდა და კარტოფილს მოურია. როგორღაც შეწვა. სხვა რაღაცეებიცდააწყო მაგიდაზე და ქალბატონი დასვა. -ჩემი ჩანგალი და თეფშ მინდა -შენი ჩანგალი ვერ ვიპოვე და ამით ვერ შეჭამ? -არა ის მინდა -მაშინ თავად დაძებნე..შენ გექნებოდა ბოლოს -გასარეცხი იქნება -ამით ჭამე..თუ გინდა მე გაჭმევ -არ მინდა , ჩანგალი მინდა.ისე არ შევჭამ წამოდგა, იპოვა ჩანგალი, გარეცხა მერე გაამშრალა მიუტანა და როგორც იქნა დაჯდა.უკვე კუჭი ტკიოდა.ერთი ლუკმა რომ მიირთვა ქალბატონმა ეს წყალი სხვა ჭიქით მომიტანეო და ისევ ააგდო. ბოლოს გაცივდა კარტოფილი და მადაც დაკარგა. საღამომდე ათასჯერ მოუნდა ჩხუბის დაწყება,როგორღაც შეიკავა თავი. ძილის წინ სააბაზანოში ფაქტობრივად შეათრია,მერე ძლივს დაბანა. თვალში ჩამივიდა შამპუნიო კიოდა და კინაღამ ასრიალდა მეთლახზე. როგორც იქნა გაიყვანა,მერე პიჟამას არჩევდა და ბოლოს რომ ჩააცვა. მთელს ოთახში ფენით დასდევდა თმა რომ გაეშრო.როგორც იქნა გრძელი თმა გაუშრო, აფუებული ჰქონდა ისე რომ ლომს ჰგავდა. ლოყები აუწითლდა და რომ გაუცინა კინაღამ ჩაყლაპა იმდენჯერ აკოცა. მერე თვითონაც მიუწვა გვერდით, წიგნის კითხვა დააწყებინა. რაც უბრალოდ ასოების ამოკითხვას გულისხმობდა და როგორც იქნა მთელი დღის ნაგიჟარ ქალბატონს ჩაეძნა. მარიამსაც ისე მიეძინა თითქოს სულ 11 საათზე იძინებდა. მომევნო რამდენიმე დღეც მსგავს ტემპში განვლო. ხან ჩხუბობდნენ, ხან ერთად უყურებდნენ ფილმს. ქალბატონს სერიალების ყურებაც ჰყვარებია და ყველა გმირის სახელი ზეპირად იცოდა. მარიამს უხსნიდა ვინ იყო ბოროტი და ვინ კეთილი. თმის დავარცხნაზე მაინც ომი იყო,არ უნდოდა შეკვრა და აბრალებდა მტკენო. მარიამი ისე უკეთებდა ნაწნავებს ყველაფერს ჰგავდა ნაწნავის გარდა. -როდის მოდიხარ მარიამ? -ორშაბათამდე ვერ მოვდივარ -რა? -ხომ იცი რომ შემეძლოს -ანუ არ იქნები ჩემთან -არ გეწყინოს ხომ იცი რომ სხვანაირად არ შემიძლია. ვერ დავტოვებ ნიას სხვასთან.სახლშიც ათასი რამეა გასაკეთებელი -ნუ მიხსნი , ხომ ვხედავ მეც ყველაფერს. დაიკიდე .მიდი მომიყევი რა ხდებოდა დღეს -ნუ გამახსენებ... ძროხა კინაღამ დამეჯახა ...კი წამომაგებდა რქებზე. ისე შემეშინდა გული გამისკდა. მეზობელი იყო იქვე თორე მე სულ არ დამინახავს ჩემკენ თუ მოდიოდა...ახლაც სტრესში ვარ.მერე ნია იქვე ბავშვებთან იყო და რომ დამინახა შეეშინდა იმდენი იტირა ძლივს გავაჩერე,ხო იცი მაგის ტირილზე რა მემართება. -რა გინდოდა ძროხასთან...აბა ვიღაც სხვა უვლისო? -კი არ უვლის უბრალოდ თვალყურს ადევნებს რო ათასჯერ არ მომიხდეს იქ გადასვლა. -შენ წველი ? -რა გაცინებს -აუუ შანსი არააა...მოვდივარ ხვალვე უნდა ვუყურო ძროხას როგორ უქაჩავ ძუძუებს რა სახით ზიხარ -ხალათი მაცვია , თავზე თავსაფარი მიკეთია, ბოტები და ხელზე ხელთათმანები. პირბადის გაკეთებაც ვცადე მარა დამცხა, სუნთქვა შემეკრა და მოვიშორე -ახლა შევწუხდები- ისე ხარხარებდა მარიამს ნერვები დააწყვიტა- ქათმებს რომ აჭმევდი ვიცოდი, ღორთან რომ მიგქონდა საჭმელი ეგეც. ნუ რა უნა მაგას დაუდგავდი თუჯს და შეჭამდა თავისით მარა ძროხას თუ შენ წველიდიი ვერ წარმოვიდგნენდი. -უკაცრავად რაა ჩემს ძროხას სასახლესავით გომური აქვს... უბრალოდ არომატებში ჭედავს. აუუ მაგრად დავიღალე. რამდენ რამეს აკეტებს დედაჩემი თურმე, ცქერა მღლიდა და ახლა საერთოოდ მგონია რო ვეღარ გავუძლებ -მშვენივრად უძლებ აქამდე უფრო მეწუწუნებოდი დავიღალეო -მეცოდებიან ხო არ ვაშიმშილებ თორე -კეთილი მარიამი... -გუშინ მეზობლის კატები დაბორიალებდნენ ჩემს ეზოში...მერე მეზობლის ძაღლი დაედევნა და ნია სიცილით კვდებოდა. რატო ვერ დაიჭირაო მერე მეკითხებოდა, სადისტია ეს ბავშვი.მაშინებს -ნეტა შენ ხო არ გგავს? -ვაიმე მე სად ვიყავი ასეთი საყავრელი...სული დავდიოდი ბავში კი არა. ძვლებს ითვლიდნენ რო მიყურებდნენ. ხვალ რამე წვნიანი უნდა გავაკეთო,როგორმე თორე ნია წუწუნებს უკვე ამდენმა შემწვარი აღარ მინდაო. ფაფას გავუკეთებ რამეს...აბა რა ვიცი მე . შენ თუ იცი გერკულესი მდუღარე წყალში უნდა ჩაყარო თუ ცივში და მერე ადუღდეს -ცხელი წყალი დაასხი და ეგაა -ოო ეგრე არ ვარგა, ყველი უნდა ჩავახეხო. დედაჩემი ასე მაჭმევდა მე .იქნებ გამომივიდეს.ადრე გავაკეთე და კაგრი გამოვიდა,იმედია ახლაც გამოვა -ირეპეტიციე ამაღამ -არ გაგიჟდე. ძლივს ვმოძრაობ.იქნებ საწოლამდე მივაღწიო და დავიძინო -ამ დროს გეძინება? -მკვდარივით. წავედი ,თორე ხვალ ადრე უნდა ავდგე...გკოცნიიი -უკვე მტოვებ? კაი რაა -ხვალ მოგილოცავ დაბადების დღეს ახლა მეძინება შემიცოდე -მიბრძანდი- ნაწყენი იყო აშკარად. ქალბატონმა ყურადღება არ მიაქცია და გაუთიშა. მერე უცებ გავარდა სამზარეულოში და ნამცხვარში სანთლები ჩაარჭო. მერე საათს გახედა და ლოდინი დაიწყო . -როდის იქნება დამიანეს დაბადებისდღე? -მალეე... ნახევარ საათში -ისარი რო ექვსიანთან არის? -ხოო და 1 და 2 რომ წერია იქ რომ მივა მერე იქნება. გეძინება? -არააა...არ დავიძინებ რააა -კარგი .მერე ერთად დავიძინოთ მიულოცე და მერე მაცადე იცოდე -კარგი ხოოო -რას უყურებ? -რაპუნცელს -თუ არ მოგბეზრდა ნეტავ...მიდი ტროლები ჩართე მეც ვუყურებ -არ მინდა მე აღარ შეეწინააღმდეგა, დაჯდა და ელოდა დრო როდის გავიდოდა.მერე დაურეკა და წამსვე აანთო სანთლები -გილოცაააააააააააავ -დამიიკოოო გილოცაააავ ,მრავალს დაესწარი .მიყვარხაააააააააარ- ნიაკომ უცებ დაიყვირა და ბევრი ჰაეროვანი კოცნა გაუგზავნა.ბიჭი გაშეშებული უყურებდა მარიამს რომელსაც ხელში დიდიი ტორტი ეჭირა -ჩააქრე აბა თუ ბიჭი ხარ -შანსი არაა -მე ჩემთან ავღნიშნავ ... ვნახოთ ერთი ჩემს ნამცხვარზე გემრიელი თუ იქნება შენი ტორტი...ნახე რა გული დავახატე პროსტა მთლად ლამაზი არაა..იდეაში გული იყო - შოკოლადის მინანქრით მოხატული გული დაანახა რომელიც არც თუ ისე კარგად გამოიყურებოდა- იქს ქუზმე ბათ დეკორატორად არ გამოვდგები ... ჩავაქრო? ამოიღე ხმა დამუნჯდი? დამიანეეე -ჩააქრე და ჩაიფიქრე -რა აზრი აქ... -ჩაიფიქრე მარიამ ... იქნებ მეც იგივე ჩავიფიქრო და დაემთხვეს -კარგი სამამდე დაითვალე ნიაკო ჩვენ ჩავიფიქრებთ და მერე ჩავაქრობ- ბავშვს გახედა და მანაც თვლა დაიწყოო -ერთიიიი ... ორიიიი ... საამიიი ჩაიფიქრეეეეეთ ..აუ რა ჩაიფიქრეთ? მარიამმა სანთლები ჩააქრო , ბატონი იქედან უყურებდა და არც კი იღიმოდა. -აუუ დამიანეეე რანაირი სახით მიყურებ რა იყოოო ,მეგონა მოგეწონებოდა. სულ არ უნდა მეჩვენებინა მე- წუწუნს იწყებდა უკვე, სახე მოეღუშა ,დამიანეს გაეცინა და ის იყო უნდა ეთქვა სიხარულისგან დავმუნჯდიო ხმაური რომ გაისმა და მერე ბუშტებით ,ტორტითა და კივილ-წივილით თეკლა დააცხრა თავს. ტორტი იქვე დადო, ბუშტები გაუშვა ჭერისკენ და ისე მოეხვია ამოსუნთქვა არ ადროვა -დამუს გილოცავ ჩემო ტკბილო და გემრიელო.ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ ...საოცრება მყავხარ შენ მე.მარტო მე -თეკლა-მობილური ისე იდო გამოსახულება აღარ ჩანა ,მაგრამ ხმა კარგად ისმოდა -ჩშშ..მადროვე ერთ წუთს ახლა უნდა გითხრა რომ მე შენ ძალიან მიყვარხარ. უსაზღვროდ და უზომოდ იმიტომ რომ საოცრება ხარ შენ უშენოდ მოვკვდები მერე აღარ დალოებია დამიანეს პასუხს. მობილური საერთოდ გათიშა და მაგიდაზე დააგდო. ნიაკო იქვე იჯდა და უყურებდა. გულის არეში ტკივილი იგრძნო , პირველად ცხოვრებაში. -ის გოგო დამიკოს შეყვარებულია? მარიაამ ლამაზი გოგო იყო კარგად არ ჩანდა..გამაცნობს დამიკო? ცოლად მოიყვანს? ისეთი კაბა ეცმევა ჩემ ბარბებს რომ აქვთ ? -წავიდეთ დავიძინოთ ...შენი ძილის დროა უკვე -არ მაჭმევ ნამცხვარს? -ხოო...გაჭმევ. დანას მოვიტან და გავჭრი აქ იყავი შენ ნიაკო ტიტინებდა,თვითონ სიტყვაც არ უთქვამს. დასვრილი პირი მოწმინდა მერე გამოუცვალა და გვერდით მიუწვა. მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა, გამთენიისას ჩაეძინა. არ ეჭვიანობდა, ეს არ იყო ეჭვიანობა მაგრამ იმის გააზრება რომ ვიღაცას უყვარდა აგიჟებდა. ათასი რამ უტრიალებდა გონებაში. ნიას საუზმე გაუმზადა,ყველაფერს მიხედა და შემდეგ დამიანეს ნომერზე დარეკა. უკვე პირველი საათი იყო და წესით გაღვიძებული იქნებოდა. არ უპასუხია, არც ორი საათის შემდეგ, არც უფრო გვიან . შეტყობინებას განგებ არ წერდა, მარტო მისი ხმის გაგონება უნდოდა და საუბარი. ბოლოს შეეშვა და ნიაკოსთან ერთად თამაში განაგრძო. ქალბატონს ადრე ჩაეძინა, მთელი დღე ბავშვებთან თამაშობდა. საწოლზე იყო მიწოლილი, უბრალოდ პლედი მიაფარა და თავად ლეპტოპთან დაჯდა. გონება არეული ჰქონდა, გონებასთან ერთად სინაგანი სამყაროც,ვეღარც გრძნობებს არჩევდა. ხიდან მოწყვეტილი ფოთოლივით გრძნობდა თავს, ვერ იგებდა საით წაიყვანდა ქარი. ზუსტად იცოდა ,რომ დამიანე თეკლას სტუმრობას არ ელოდა, დარწმუნებული იყო რომ დადიანისთვის გოგო უბრალოდ მეგობარი იყო , ყველაზე ნაკლებათ იმ წამს გოგონაზე და მის გრძნობებზე ფიქრობდა. მხოლოდ ის ადარდებდა რომ დამიანე არ ჩანდა, ვერ ესაუბრებოდა, ვერ შეხვდებოდა არადა როგორ სურდა მისი ნახვა ,ენატრებოდა და თან ემოციებს ვეღარ იტევდა, სულიერ სიმშვიდეს მისი ნახვის შემდეგ მოიპოვებდა, ახლა კი სულ არეული იყო... სულ-არეული ... წერა დაიწყო, კარი რომ გაიღო და იქეთ გაიხედა მეზობლის მოლოდინში იყო. ასე დაუძახებლად სხვა არ შევიდოდა. -ლელა დეიდა ახლა ვაპირებდი თქვენთან გადმოსვლას...მგონი ჩვენი ერთი - ლეპტოპი დახურა და კარისკენ წავიდა. დამიანე რომ დაინახა ადგილზე გაქვავდა -მინიმუმ ჩახუტებას ველოდი, ვემზადებოდი იმისთვის რო დიდი ძალით გამოიქცეოდი და მყარად დავდექი ასე თუ გაძეგლდებოდი არ მიფიქრია -მე კიდე მეგონა მოგიტაცა შენზე უგონოდ შეყვარებულმა გოგონამ და უკვე ვფიქრობდი როგორ დამეხსენი მანამ სანამ მოსახდენი მოხდებოდა- გაიცინა , სწრაფად მოეხვია და ლოყაზე აკოცა - მადლობა , რომ მომილოცე შენი დაბადებისდღე .ისევ მაჯობე ორიგინალურობაში -ნწ , ვერაა შენ თვითონ ხარ ორგინალური მარიამო -შეიძლება -არ მეკამათები? -ნწ - თავი გააქნია და ფართოდ გაიღიმა. მერე ლოყაზე მიადო ბიჭს ხელი და ისევ აკოცა -ჩემი ტორტი დარჩა ? -კიიი გულის ნახევარიც ჩანს -ნახევარიც მეყოფა -ხოო? -ნიაკო სად არის? -ჩაეძინა ...მალე გაიღვიძებს დივანზე ისხდნენ, მინის მაგიდაზე მარიამის „შედევრი“ იდო. დადიანმა პირველი ისე გასინჯა თითქოს საწამლავი იყო -ისე ძალიან ორიგინალური იქნება დღეს რო მოვკვდე ,შენი მომზადებული ტორტით -დამიანეე -კარგი ხო ,შენს მომზადებულს შხამს შევჭამო ტყუილია რომ ამბობენ კაცები. ვერა ვერ შევჭამ... -რატომ არ მიპასუხე -ექსპერიმენტს ვატარებდი, დაკვირვებას და მაინტერესებდა როგორ მოგენატრებოდი -ხო? მერე მე ექსპერიმენტულ მასალად გამომიყენე? შედეგმა რა გაჩვენა? - არ ვიცი ჯერ ...გემრიელია,მართლა შენ გააკეთე? რამდენიმე წუთი არაფერი უთქვამს განსაკუთრებული . დამიანეს აკვირდებოდა და თითებს იმტვრევდა, ხან თავზე ისვამდა ხელს . სულ გაგიჟდა რომ დაინახა დამიანეს განწყობა არც ისე ამაღლებული იყო -რომელზე უნდა იყო ბიჭებთან? -ღამით არ დავრჩები ნუ ღელავ... მალე წავალ . შეიძლება წელს არ შევხვდე დაბადაბისდღის ბოლო წამებს მეგობრებთან ერთად -რატომ? -საკმარისი ემოცია მივიღე..თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. დრო ბევრი მაქვს ინსტიქტურად გაეცინა, იმ წამს ისევ უნდოდა მოხვეოდა . -საშინლად მიხარია აქ რომ ხარ, კიდე ვერ ვიჯერებ. არადა მე უნდა შემესრულებინა სურვილი -ვალს არ დავიტოვებ -ოჰ ვითომ მე ვთხოვე მოსვლა და არ უნდოდა - თავი მხარზე დაადო და ქვემოდან ახედა -შენ რა იცი მე რა მინდა - ჩუმად უთხრა, ლოყაზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია და სევდანარევი ღიმილით გაუღიმა -მინიშნება მომეცი იქნებ მივხვდე -მინიშნებები არ კმარა მარიამ? -ერთიც -შენი ერთ-ერთი ქმნილება , აი ის შენი დამსახურებით რომ არსებობს იცი რას ფიქრობს? -არა ... რაო რას ფიქრობს- გაიღიმა და მზერა გაუსწორა , ყურადღებით უსმენდა -საყვარელ ქალს უყურებდა აი ისეთს უბრალოდ რომ უყვარდებათ ,უბრალოდ და თან ბრალიანად. უყურებდა და სურვილი კლავდა, ყოველ ჯერზე მოთმინებას ცდიდა. უცქერდა ყვრიმალიდან ტუჩის კუთხემდე განლაგებულ პაწაწინა ,მკრთალ ხალებს და ისე ძლიერ სურდა სათითაოდ ყველა მათგანს შეხებოდა კაპილარებში სისხლი უდუღდა...თვალები ეწვოდა , ქვედა ტუჩს დახედა , რომელთანაც კიდევ ერთი ყავისფერი ნაზი წერტილი იწონებდა თავს, სულ მარტო იყო ,სხვებისგან შორს კაცს კი მისი კოცნის სუვრილი სუნთქვას უკრავდა. თხელ,სიფრიფანა ,ფერმკრთალ ტუჩებს უმზერდა და ფიქრობდა ერთხელ მაინც რომ შეხებოდა მათ ქალს დაკარგავდა . თავისებურად უცნაური იყო მისი ქალი ,ყველაფერი იყო მისგან მოსალოდნელი, მარიამო მარიამს თვალი მოაშორა, ისე საუბრობდა .დასასრულს ისევ შეხედა ,მარიამს ლოყაზე არსებული პაწაწინა ,მკრთალი წერტილები ეწვოდა იმ წამს, თითები ინსტიქტურად გადაატარა ლოყაზე არსებულ ხალებს და ტუჩის კუთხესთან შეჩერდა -ეს ქალი „იმ „სიტყვას თუ ეტყოდა რომელსაც ვერ იტანს? აი იმას რომ ეგონა არასდროს იტყოდა. ერთადერთხელ გამოყენების უფლება რომ აქვს და მარტო მას რომ ეტყვის. მერე ? შემდეგ რას გააკეთებს ...ჯანდაბა რა დღეში ჩამაგდე დადიანო , შენ ყველა ჩემ ქმნილებაზე უარესი ხარ , ეს რა გამიკეთეეე როგორ შეიძლებოდა ჩემნაირი გულქვა ასეთ მდგომარეობამდე მიგეყვანა ახლა მოვკვდები და თან გაგიყოლებ იცოდე , უღმერთოდ მიყვარხარ დადიანოო და იცოდე მე მართლა მოგიტაცებ ,ხომ იცი გამორიცხულია მარტო დავიტანჯო ამ უბედური გრძNობის გამო დადიანის მკლავებში იყო მოქცეული, ბიჭი სახეს უკოცნიდა .იცინოდა და წვრილ მკლავებს არ აშორებდა -მეგონა ვერ ვეღირსებოდი ამ წამს -გილოცავ, დღეიდან ჯოჯოხეთში შემოაბიჯეთ პირადად თქვენთვის დედამიწაზე ეშმაკი „sameone crazy girl” გამოგზავნეს . სავარაუდოა რომ ყველა იმ ცოდვას რაც ჯერ არ ჩაგიდენიათ და რის გამოც მოგესაჯათ მასთან ყოფნა თავად ალქაჯთან ერთად განახორციელებთ. გაძლებას გისურვებთ... ................... სავარაუდოდ ეს ყველაფერი მისი ფანტაზიის ნაყოფი იყო, სიზმარი,მოჩვენება, ილუზია ანდაც ვინ იცის იქნებ რეალობაა ,ცხადი ,ნამდვილი მარიამი და დამიანე . ფაქტი მხოლოდ ისაა რომ მარიამი „სულ-არეულია“ 18.01.2018 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.