შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საზღვრები /


8-06-2023, 22:57
ავტორი mjdobey
ნანახია 942

ავტორის მცირე შესავალი <ეს მოთხრობა არის უბრალო და არც ისე მრავალფეროვანი ლექსიკით მდიდარი , გთხოვთ ნუ მიუდგებით მას როგორც რაიმე განსაკუტრებულს გულით გთხოვთ წაიკითხეთ ისე რომ არც გრამატიკაზე და არც რაიმე სხვა დეტალებზე იფიქროთ .როგორი ამბავიცაა ისე ,, უბრალოდ"





2018 წლის თებერვალი ხმაური... ქალის ხმა მოგვიწოდებს თვითმფრინავში ჩასხდომისაკენ . ნათესავების ყალბი მხიარული შეძახილი და ჩახუტება . სამშობლოს დატოვებით გამოწვეული დედის ცრემლები და მამის გულისტკენა . ბორტზე ნაბიჯები... მოგონებები და მტანჯველი გრძნობა მკერდში ეულად გადმოგორებული წვეთი და აფრენა.


პირველი საზღვარი ,რომელიც ჩემი ნებით არ გადამიკვეთია .


ბარსელონა , ბევრისთვის სანატრელი ,მაგრამ ჩემთვის საძულველი ქალაქი .

ამ ქალაქს ის სიცოცხლე აკლდა რაც თბილის გააჩნდა. შორიდან მომხიბვლელი და საოცრად კარგი გეგონება ადამიანს ,მაგრამ ჩასვლიდან ორ დღეში გააცნობიერებ თუ როგორი მოტყუებული რჩები ფოტოებიდან და ნანახი გადაცემებიდან. პირველი წელი ჩემთვის ყველზე რთული იყო, თითქმის ყოველ სამ თვეში სკოლის გამოცვლა მიწევდა ,რადგან მუდმივი საცხოვრებელი არ გაგვაჩნდა , ცალკე ენის ბარიერი მიუხედავად იმისა რომ ინგლისური კარგად ვიცოდი არ აღმოჩნდა საკმარისი და მომიწია ესპანურის შესწავლა, რომელიც ჩემდა გასაკვირად საკმაოდ ადვილად ავითვისე .სამ თვეში უკვე ვსაუბრობდი ,წლის დასასრულს კი ვწერდი .თან აქცენტიც ხელს მიწყობდა ,უმეტესი გაკვირვებული რჩებოდა რომ ესპანელი არ ვიყავი.

ყველაფერ ცუდთან ერთად ვისწავლე ,როგორ ვიცხოვრო .ვისწავლე ტკივილთან შეგუება და მისით ცხოვრება .

სიცილიც ვისწავლე და ყალბი გრძნობების გადმოცემაც ,ზედმეტად ოსტატურადაც კი ჩემდა გასაკვირად .ეს ყველაფერი კი მაშინ მოხდა ,როდესაც გავიგე ის ნანატრი წინადადება " ერთი წელიც და სახლში ვართ" მივხვდი იმ გამონათქვამის არსს ასე ხშირად ,რომ მესმოდა "სიტყვას დიდი ძალა აქვს" მართლაც ამ სიტყვების ს იმედად განვაგრძე ცხოვრება ,იმ სამყაროში, სადაც თავს ზედმეტად ვგრძნობდი. ლოდინში დღეს ,თვეები ემატებოდა და თვეებს წლები .

თითქმის უიმედობის ჟამს კი კვლავ უღიმღამო დღის დასაწყის დედის წინადადება მილამაზებს სახლში ვბრუნდებით

ალბათ , ეს ყველაზე ბედნიერი დღე იქნებოდა ,რაც კი ოდესმე მქონია ,რომ არა აეროპორტში მყოფი ბავშვები ,რომლებიც საშინლად ხმაურობენ დილის 5 საათზე .

- სიხარულისგან მგონი ღამით ბალიში ააფეთქე -სიცილით იძახის დედა და ირგვლივ იყურება ,თან კი უკმაყოფილო შეძახილებსაც არ აკლებს მყვირალ ბავშვების მშობლებს

-მხოლოდ ორი საათი მეძინა დედა - ვბუზღუნებ ჩემთვის და ვცდილობ ,თმას ფორმა მივცე,ასე მგონია ბავშვები ჩემ გამო უფრო ყვირიან ,რადგან ნამდვილად კუდიანს ვგავარ მგონი ამ ჯეჯილით თავზე.

- და მერე ეგ ვისი ბრალია?- წარბის აწევით მეუბნება მამა -რომ ვთქვი 13-ში წავიდეთ შუადღის ბილეთები თქო და ვიღაცამ ამაზე მტკიცე უარი მტკიცა უკანალზე , რა ეგონა მაინტერესებს ? ჯიუტი თხა !" ისე საყვარლად ბუზღუნებს , მინდა თუ არა მეცინება.საყვარელია ასეთ დროს სანამ არ ამყრალდება ,მაგრამ მაინც იდეალია ჩემთვის.

დილის რეისი კი ჩემი იდეა იყო ,რადგან არცერთი წამით მინდოდა დრო გამეფლანგა ,აქ გატარებული ყოველი წუთი ჩემთვის აუტანელია .საკმარისია ის ის ოთხი წელი რაც აქ გავატარე.

-შენი შვილია და სხვა რა უნდა იყოს თუ არა თხა !.- და აი მგზავრობის ჩემთვის სასიამოვნო მომენტი როდესაც კბენის სპეციალისტი დედა აკეთებს საფინალო სვლას ჩემ სამხიარულოდ და მამის საუბედუროდ .

- შეიძლება ჩემი გაკეთებულია საყვარელო ,მაგრამ შენი დასმულია .ბიოლოგიას თუ დავუჯერებთ ბავშვში დედის კვალი უფრო მეტია ვიდრე მამის - ნუ ენას ვერც მამას დავუკარგავ , მაგრამ ამაში ვერ დავეთანხმები ,რადგან აშკარად უფრო მას ვგავარ .

- ახალი რამ დაგიმუღამებია ძვირფასო .

-აი ეს კი მოძველებული პასუხი იყო, საყვარელო -იმის და მიუხედავად რომ უკვე საუკუნის ნახევარს უკაკუნებენ ფლირტის თავი აშკარად აქვთ

-უკაცრავად მგონი დროა რომ შეგახსენოთ სად ვიმყოფებით ...შემდეგი ნაბიჯი თბილისშ თქვენ საძინებელში განაგრძეთ , მშობლებო !

მამას სიცილი აუტყდა ,დედას კი მგონი თვალები გადმოუცვივდა.

-ერთი ,-ნელ-ნელა სიცილით ითვლის მამა.მეც მეცინება ,მაგრამ ეს უფრო სიმწრის არის - ორი და შიბალბა ,მშვიდობით შვილო"

-ქალბატონო თიკა , თბილისში ჩასვლის შემდეგ ერთი კვირით სახლში რომ იჯდებით ალბათ ზრდილობას გაიხსენებთ -აეროპორტის გამო თავს იკავებს და ჩურჩულებს ამაზე კი უფრო გვეცინება-"და რაც შეეხება თქვენ ბატონო თქვენ დივანზე მოთავსდებით ასევე ერთი კვირით "

-ხომ იცი სიყვარულით დაგცინი ძვირ..."- ის ისაა მამამ ხვეწნა მუდარა მიმღების ხმა ისმის და დედაც სწრაფად მიდის

-აბა რას ფიქრობ ?

-ვფიქრობ ,რომ შენ აშკარად დაგერხა მამა - თვალს ვუკრავ და დედას ვეწევი

-და ამის შემდეგ მეუბნება ,რომ ეს მე მგავს - წუწუნით მოგვყვება უკან



* მგზავრებმა გთხოვთ ადგილები დაიკავოთ*

საკუთარ ადგილს ვიკავებ და როგორც იქნა ვგრძნობ ,როგორ იწყებს სისხლი მიმოქცევას ჩემ სხეულში . ვხედავ ჩემსავით მოღიმარ ქართველებს და პირველად ვხვდები თუ რას გრძნობენ ისინი . სასიამოვნო გარემოა.არც ბავშვი ტირის და არც ოფლის სუნია ,რომელიც ხშირად მაწუხებს ფრენის დროს .ყველაფერი არარეალურად იდეალური მეჩვენება და კვლავ ვგრძნობ ბიძგს მკერდთან .

ბიძგი ,რომელიც ოთხი წელია არ მიგრძნია !

-აბა როგორ გრძნობ თავს - გვერდით მჯდომი დედა მეკითხება -გინდა ძილის წამალი მოგცე ? კარგად უნდა გამოიძინებ , სანამ ჩავალთ.

- კარგი - ჩანთიდან ერთ აბ დამაძინებელს მიწოდებს და წყლის მოტანას ითხოვ, წყლით სავსე ჭიქას ბოლომდე ვსვამ და ზრდილობის მიზნით ,მადლობას ვიხდი.

- ტკბილი ძილის გისურვებ - თავზე მკოცნის და ძილ-ბურანში გახვეულს თავს მის მხარზე მადებინებს - მაპატიე რომ ეს მომენტი ასე დავაგვიანე .

ფრენის ერთხელ გამომეღვიძა ისიც ბუნებრივი მოთხოვნილების გამო,ბარბაცით ძლივს შევედი და გამოვედი . მგონი არამარტო ჩემთვის დაურიგებია საძილე წამალი, თითქმის ყველას გათიშულს სძინავს.მალევე ვიკავე საკუთარ ადგილს ჩაძინებულის გვერდით და ისევ ტკბილ სიზმრებში ვინაცვლებ .

- თიკაა, გაიღვიძე !-მანჯღრევს დედა -"თიკაა , ჩამოვედით .გაიღვიძე თორემ აქ დაგტოვებ !" -სახეში ერთი ორი გამილაწუნა და დამერწმუნეთ სულაც არ ყოფილა უმტკივნეულო !

-მღვიძავს დედა !- სწრაფადვე ვდგები და სახის წვის მიუხედავად ღიმილს ვერ ვიკავებ ,როდესაც ნაცნობ აეროპორტს ვხედავ ,ოდნავ სახე ცვლილს , მაგრამ მაინც ძელს

და იმ იმედით ,რომ იმ ხალხს შევხვდები ,რომელიც წლების წინ აქ დავტოვე, ამჯერად ნამდვილი ღიმილით . სიხარულით კი არ შევდივარ, მივრბივარ შენობაში, სადაც მხოლოდ ბებოს ვხედავ .

- ნინიაა - ტირილით იხუტებს თავის მონატრებულ ქალიშვილს მოხუცი დედა -როგორ ხარ შვილო ? კარგად იმგზავრეთ?

-კი ,დედა, არ იღელვო. - ცრემლების წმენდით უთხრა და კიდევ ერთხელ მოეხვია - ძალიან მაკლდი იქ.

- მე აქ შვილო- ღიმილით ეუბნება და მზერა ჩემზე გადმოაქვს .ჯერ გაოცებულია , შემდეგ თვალები უფართოვდება და ხელს პირზე იფარებს - ეს თიკაა?

მიყურებს და გაოგნებული დედას ეკითხება.

- თიკაა...ხომ უყურებ .ბებიაშენმა ვერ გიცნო რომ არ ესაუბრებოდი არავის! - წყრომით გამომხედა ნინიამ

-არაუშავს , ნუ უწყრები ბავშვს - მეხვევა და ლოყაზე მკოცნის -ბება,როგორ გაზრდილხარ აღარხარ ის ციცქნა რაც აქედან გაგიშვი "

-სიძე არ უნდა მოიკითხო ,ქალბატონო თამარ ?- წყრომით ეუბნება მამა და თვალს მიკრავს .

-ბატონო აკაკი , თითქოს ის 20 წლის ბიჭი აღარ ხარ ,ვინც ჩემი შიშით უბანში ვერ დადიოდა - წარბის აწევით კითხულობს ბებია

-ალბათ იმიტომ რომ რაც მაშინებდა ის ცოლად გავიხადე ,თან იმუნიტეტი გამოვიმუშავე ,რომ გველის შხამს არ ემოქმედა ჩემზე. - სიცილით მიდის და გულში იკრავს.

-შენი გამჩენი დედა არ ვარ ,მაგრამ ღმერთია მოწმე, საკუთარ შვილზე ნაკლებად არ მიყვარხარ .შენ ჩემი ოქროს ბიჭი ხარ და იმ დღიდან ვამაყობ შენით რა დღესაც დაიბადე -ლოყაზე ეფერება და ვგრძნობ თუ როგორი წრფელი დედა-შვილობა აქვთ .

-ვიცი ,დედა.მენატრებოდი - და ამ გიგანტ ხელებში იქცევს ამ პაწია ქალს, შემდეგ კი ირგვლივ იხედება და იმ კითხვას აჟღერებს ,რომელიც დიდი ხანია თავში მიტრიალებს - "სად არიან დანარჩენები?

- ყველა უნდოდა წამოსვლა და ჩხუბი დაიწყეს ,ამიტომ ყველა სახლში დავტოვე - აი ვის ჰგავს დედაჩემი .ასლი თამარ ბებოა - თან ხომ იცი რა დარტყმულები არიან ,შვილო გადარევდნენ ყველას აქ .-იცინის და მამიდან ჩემკენ ინაცვლებს"- ვუყურებ და ვერ ვიჯერებ აქედან ბავშვი გაგატანეთ ,იქიდან კი ზრდასრული ქალი ჩამომიყვანეთ"

-ჯერ მაგის ქალობა ადრეა დედა-მკაცრად ამბობს ნინია და ბარგს იღებს

-ისე ამბობ ვითომ თვითონ მის ასაკში ,ვაჩე არ გაგეჩინოს - ირონიით ეუბნება და ნელი ნაბიჯებით გასასვლელისკენ მივიწევთ

- დედა !

- კარგი , ჩუმად ვარ,გველო- ვერც კი წარმოიდგენთ ,რა დონეზე გაგვიჭირდა სიცილის შეკავება ,რადგან ამ ჯერად მართლა გვცემდა ორივეს .

გარემო მშვიდია თქო ვერ გეტყვით ,რადგან გეცოდინებათ თბილისი ,როგორი ხმაურიანი ქალაქია . თითქოს ნაცნობი ქუჩები ,სახეშეცვლილი შენობები ,ნოსტალგია მაწვება და ღიმილისგან სახე მტკივა უკვე .

იმ სკოლასაც ვხედავ ,რომელშიც წასვლამდე ვსწავლობდი .იმ სკვერსაც, სადაც ვთამაშობდი.მგონი მასწავლებელიც დავლანდე ,მაგრამ ვიგრძენი ,რომ ის ნამდვილად არ მომნატრებია .

-თვალები გიბრწყინავს- ფერებით მეუბნება მამა ,არც მას აქვს ჩემზე ნაკლებად თვალები.ვიცი ,როგორ უჭირდა იქ და ვხვდები ,რომ მარტო ჩემი სამყარო არ დანგრეულა ამ ოთხი წლის განმავლობაში ,ცრემლიანი თვალები აქვს - მაპატიე ,რომ ეს ბედნიერება წაგართვი ,ჩემო პატარავ .

გულთან ოდნავ ჩხვლეტას ვგრძნობ ,მაგრამ მაინც ვიღიმი .ოდნავ ვიწევი და ლოყაზე ვკოცნი

-მე და შენ, მამა-ღიმილით ვეუბნები და ნეკა თითს ვუწევ ,როგორც ყოველთვის.ეს ჩვენი ტრადიცია, როცა ემოციები ზღვრეამდე გვაქვს .

-შენ და მე, შვილო- თავის ბუმბერაზ ნეკა თითს მჭიდროდ მხვევს და შუბლზე მკოცნის - -მიყვარხარ .

მანქანის ფანჯრიდან ტკბობას კი მასზე ჩახუტებულს ვაგრძელებ, მალე კი ნაცნობი უბნის გზას ვადგებით . მგონი ეს ადგილი უზომოდ მომენატრა .მარცხნივ არც ისე მოვლილი კორპუსები და მარჯვნივ კი მოვლილი სახლები .კორპუსის ქვემოთ ,როგორც ყოველთვის დამკის მოთამაშე მოხუცები .

ნამდვილად , დიდად არაფერი შეცვლილა ,რაც ძალიან მახარებს .ის სკვერიც კი ისევ ისეთია შეუღებავი და გატეხილი საქანელათია ,რომელზეც თამაში პატარაობიდანვე მიყვარდა .

-მოვედით- და აი მანქანა ჩერდება ,იმ სახლის წინ სადაც გავიზარდე, სადაც პირველი ნაბიჯი და სიტყვა წარმოვთქვი.

-როგორც იქნა სახლში ვართ !!!



ამ ამბის პარალელურად კი პოლიცისს შენობაში ზარის ხმა გაისმა

" დეტექტივი იოანე დადაშქელი საქართველოში დაბრუნდა "



№1 სტუმარი ნესტან

იმედია გაგძელება ექნება????????????????????

 


№2 სტუმარი ანათეა

საინტერესოა იმედია მალე გააგრძელებთ, წარმატებები

 


№3 სტუმარი იზიკო

იმედია გააგრძელებთ და ისე უპასუხისგებლოდ არ გააგრძელებთ როგორც ხშირ შემთხვევაში იქცევიან ახალი მწერლები აქ. მომეწონა ძალიან საინტერესო ჩანს.

 


№4  offline წევრი mjdobey

იზიკო
იმედია გააგრძელებთ და ისე უპასუხისგებლოდ არ გააგრძელებთ როგორც ხშირ შემთხვევაში იქცევიან ახალი მწერლები აქ. მომეწონა ძალიან საინტერესო ჩანს.




გაგრძელებას აუცილებლად ვაპირებ მაგრამ ალბათ კვირეულად დაიდება თავები

ანათეა
საინტერესოა იმედია მალე გააგრძელებთ, წარმატებები



რა თქმა უნდა იქნება <3

ნესტან
იმედია გაგძელება ექნება????????????????????


კი <3

 


№5 სტუმარი სტუმარი მაკა

კაი იყო მაგრამ გაგრძელება სადაააა???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent