შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ტყუილებს მიღმა (ნაწილი 4)


9-06-2023, 03:06
ავტორი Butterfly7
ნანახია 1 300

დილიდან უსაშველოდ ცხელოდა, სამსახურში პირველი დღე იყო და მისი გარდერობი მთლიანად ამოატრიალა, უნდოდა სოლიდურად გამოწყობილიყო, მაგრამ არც ის უნდოდა ზედმეტი მოსვლოდა, როგორც იქნა მორჩა და პირველი კაფისკენ გაეშურა, ის და გიორგი უკვე ერთ მაგიდას ესხდნენ და მომავალ სამუშოა დღეზე ლაპარაკობდნენ.

-ისე, აქ რატომ დადიხარ, რამე არსებითი მნიშვნელობააქვს შენთვის, თუ უბრალოდ მოგწონს?
სრულიად მოულოდნელად გადავიდა თემიდან.

-აი იმ სკოლას ხედავ?
თითი გაიშვირა შენობისკენ
-აი მანდ ვსწავლობდი, მე და ჩემი კლასელები ჩამოვუვლიდით ხოლმე ამ კაფეს, აი იქ სკვერში დავსხდებოდით
ახლა უკვე მეორე მხარეს გაიშვირა საჩვენებელი თითი
-და ყველას ვაკვირდებოდით ვინც ამ კაფიდან გადიოდა ან შემოდიოდა, გვიყვარდა მათზე დაკვირვება, რაღაც ისტორიებს ვთხზავდით, თითოეულ მათგანზე, ყველა ისე გამოიყურებოდა, თითქოს ფილმიდან გადმოსულიყვნენ, ლამაზად, კოხტად და პეწიანად ეცვათ, სულ მინდოდა ერთ-ერთი მათგანი ვყოფილიყავი... სკოლის დამთავრების შემდეგ აქ არ ვყოფილვარ, გერმანიიდან რომ ჩამოვედი, ჩემი ერთი კლასელი შემთხვევით შემხვდა მოლში, როგორც კი დავინახე მთელი სკოლის პერიოდი თვალ წინ დამიდგა, ძალიან მომინდა აქ მოვსულიყავი და ჩემი ბავშვვური ოცნებისთვის მეორე მხრიდან შემეხადა, მეორე დილითვე მოვედი...
კაცს ეტყობოდა მოსწონდა ქალის მოყოლილი, სავარძელს ზურგით იყო მიყრდნობილი, ფეხი ფეხზე გადაედო და ოდნავ დანაოჭებული, ინტერესიანი თვალებით შესცქეროდა.
-და შენთვის? შენთვის აქვს რაიმე მნიშვნელობა?

-მე და ჩემმა საცოლემ ერთმანეთი აქ გავიცანით!
არსაიდან გავარდნილ მეხს გავდა მისი სიტყვები, თვალებში წამიერად ჩააშტერდა, თითქოს რეაქციას ელოდებოდა, ქალის გაწონასწორებული სახის დანახვისთანავე ააცილა მზერა და სადღაც, რომელიღაცა ჩიტს ღრუბლებს შიგნით დაუწყო ყურება

-არ ვიცოდი საცოლე თუ გყავდათ.
ოფიციალური ტონი დაიბრუნა, ისეთი მშვიდი და აუღელვებელი იყო, კაცში დაბმეულობას იწვევდა

-ლილუს არ უთქვამს?

-ლილუს უნდა ეთქვა?

ჩამოვარდნილი სიჩუმე აღარსად აღარ აპირებდა წასვლას, ერთმანეთს თვალებში გამალებით უყურებდნენ, ერთი ყველაფერს ეძებდა მასში, რასაც მოიძევდა, მეორეს არ სჭირდებოდა არაფრის ძიება, არაფრის მთქმელი თვალები უფრო ცარიელდებოდა

-სადღაც მინდა გავიარო სამსახურში მოსვლამდე, თუ პრობლემაა არაა და რაიმე საქმე არ გაქვთ ჩემთან ამ მომენტში, გავალ...
ფეხზე წამოდგა ქალი და ჩანთას ხელი დაავლო

-არანაირი პრობლემა, უბრალოდ არ დააგვიანო, ყველაფერის პატიება შემიძლია სამსახურში დაგვიანების გარდა!

-გასაგებია!

მანქანაში ჩაჯდა და წავიდა, სადღაც თბილისის ერთ-ერთ გარე უბანში ერთი ადგილი ჰქონდა ამოჩემებული, პატარა სკვერივით იყო, წინ ერთი სკამი იდგა ხის ქვეშ, ეს სკამი პირდაპირ ხედს უყურებდა და თანაც როგორ ხედს...
წლის ამ დროს ყველაფერს სხვანაირი ხიბლი ჰქონდა, ბოლოს შუა ზამთარში მოუწია აქ გამოვლა და მანქანაც არ გაუჩერებია, არ ესიამოვნა გახუნებული ფერები მისი ადგილიდან, ახლა სულ სხვანაირი იყო ყველაფერი, ბებერ ხეებს კიდევ ერთხელ მოეკრიბათ ძალა და მშვენიერ სანახაობას ქმნიდნენ, ჩიტები ჭიკჭიკს არ წყვეტდნენ, გადამწვანებული ხეები, მთები და ამ მთებზე ალაქ-ალაგ, მაგრამ მჭირდოდ დასახლებული სოფლები მოჩანდა,თუ კარგად დააკვირდებოდი, სადღაც შუა მთაზე პატარა ქოხს შეამჩნევდი, საღამო ხანს, მთელი სოფელი რომ აინთებოდა ხოლმე, ეს ქოხი ურყევი სიჯიუტით არ იკარებდა სინათლის ნატამალს, ვივიენი წლების მანძილზე მოდიოდა აქ, უყურებდა ამ ქოხს,და რატომღაც მის თავს ადარებდა, უყვარდა ის პატარა სიძველისგან თუ წვიმისგან დამპალი სახლი, უყვარდა რადგან ერთადერთი იყო, რომელსაც გადაბჟიალებულ სოფელში გამოარჩევდი, ბნელი, საშიში, ნესტიანი ქოხი, რომელიც აღარავის სჭირდებოდა, ყველამ დატოვა, წავიდა, ახლა კი ურყევად იდგა და დროის დინებას მოთმინებით მიჰყვებოდა

კაფიდან წამოვიდა, რადგან უნდოდა დევდარიანს თავი დამნაშავედ ეგრძნო ქალის მიმართ, უბრალოდ არ იცოდა სად წასულიყო ერჩივნა აქ მოსულიყო და
მარტოსული ქოხისთვის თვალი შეევლო, მისი ადგილი დაკავებული დახვდა, მივიდა მოაჯირზე იდაყვები შემოალაგა და ხედს გადახედა, მის ქოხს თვალი შეავლო, მერე ღრმად ჩაისუნთქა, ყვავილების, ხის და მიწის, მისი საყვარელი მიქსი და დიდხანს აღარ გაჩერებულა, მის სკამზე მოკალათებულ ხელჯოხიან მოხუცს გადახედა, ოდნავ გაუღიმა და სამსახურისკენ დაიძრა.


*****
მივიდა თუარა, გიორგის ასისტენტმა, ყველაფერი დეტალურად აუხსნა, დაასკუპა სკამზე, შესთავაზა, თუ რაიმე გაგიჭირდეს ან ვერ გაიგო, არ მოგერიდოს, დამიძახეო და თავის საქმეს მიუბრუნდა.
ბევრი არაფერი არ ევალებოდა, ბევრი კი არა თითქმის არაფერი, გარდა ღიმილის, მისალმების და ნებისმიერი შემოსული ადამიანისთვის ინტერესის დაკმაყოფილების გარდა, უკვე ნანობდა ამ სამსახურზე რომ დათანხმდს, იჯდა და ფიქრობდა, ასე თუ დიდხანს მომიწევს ყოფნა, არაფრის კეთებისგან სული ამომხსებაო, მანამდე იყო უკმაყოფილო მისი მეორე სამსახურით, სანამ კარებში თავად გიორგი დევდარიანი არ გამოჩნდებოდა, ვივიენის გაკვირდება უნდა გენახათ, დევდარიანს ტელეფონიდან თავი რომარ ამოუწევია ისე ჩაუარა გვერდით და ლიფტში შევიდა, ლამის დაავიწყდა ჩამოგდებული ყბის უკან აწევა, გაბრაზდააა, უხ როგორ გაბრაზდა, მე შენ განახებ უყურადღებობასო, გაიფიქრა და მოთმინებით აღიჭურვა, მეორე შეხვედრამდე.


*****
დღის მეორე ნახევარში, უზარმაზარი თეთრი ვარდებით გატენილ თაიგულს მოათრევდა კურიერი კარებში, წამსვე ყველას ყურადღება მიიპყრო, ძლივს შემოტენა კაცმა ეს ამხელა თაიგული და ვივიენის მაგიდისკენ დაიძრა.

-გამარჯობა.

-დიახ, გამარჯობა, რით დაგეხმაროთ?

-თაიგულია, ვივიენ გამყრელიძის სახელზე, საით წავიღო?

-ვივიენ გამყრელიძე? სწორად გავიგე?
ისე გაიკვირვა ვითომ, თვითონ არ გამოუძახებია საკუთარი თავისთვის

-დიახ დიახ, საით?

-ვივიენი მე ვარ, მაგრამ ვისგან არის?

-ვერ გეტყვით, არც მე ვიცი, უბრალიდ შეკვეთა ავიღე და ადგილზე მოვიტანე, ხელი უნდა მომიწეროთ, კალამი და ფურცელი წინ მაგიდაზე დაუდო, დაელოდა სანამ ხელს მოაწერდა, ყვავილები გვერძე დაუდო და წავიდა, ვივიენმა აქეთ-იქეთ მიმოიხედა, დარწმუნდა, რომ ყველა მას უყურებდა, მივიდა სადღაც ვარდების შუიდან ბარათი ამოაძვრინა, ღიმილ მოგვილმა ჩაიკითხა, დაავლო ყვავილებს ხელი და მაგიდაზე დიდი სამბით შემოდგა,
ცოტა ხანში ნატა ჩამოვიდა, თაიგულის დანახვისთანავე მისკენ გაეშურა და ღიმილით კითხა, თაყვანისმცემლები მოსვენებას არ გაძლევენო?

-არა მეგობრისგანაა, სამსახურის პირველი დღე მომილოცა და წარმატებები მისურვა, მეტი არაფერი
თვითკმაყოფილ მზერას ტყორცნიდა ყველა სულიერის მიმართულებით მთელი დღის განმავლობაში, დევდარიანი მას მერე არ გამოჩენილა, რაც დილით მოვიდა და ლიფტში გაუჩინარდა, უკვე მისი წასვლის დრო ახლოვდებოდა, ეს ყვავილები ტყუილა ხომ არ მოურთმევია საკუთარი თავისთვის, ნერვები ეშლებოდა,კაცი მაინც გამოჩნდა, ისევ ლიფტიდან გამოვიდა, ვივიენის მაგიდაზე გვერდით, იმხელა თაიგული იდგა ახლა თვალს ნამდვილად ვერ ააცილებდა, ჯერ ყვავილებს გამოხედა მერე ვივიენს, ოდნავ თავი დაუკრა დამშვიდობების ნაცვლად და იქაურობა დატოვა, თვითონაც ნახევარ საათში ცვლა დაუმთავრდა.


*****
ეს რაღაც ახალი იყო, დილით კაფეში არ გამოჩენილა, ინტერესი კლავდა, ისე უნდოდა გაეგო, რა სჭირდა, დავითს დაურეკა, დავითმაც გაგიგებ და გადმოგირეკავო, ესპრესო გვერძე გადადო, ლამაზთმიანს რძიანი მოკიატო შეუკვა და მაგიდაზე ხელები ნერვიულად ააკაკუნა, უფროსმა გადმოურეკა, როგორც ჩანს მისი დანაპირები, შენი ცოდნის გარეშე ტვალეტშიც ვერ შევაო
დიდად სიმართლეს არ შეესაბამებოდა, არ ვიცი სახლიდან არ გამოსულა ვერ გეტყვიო გადასცა და გაუთიშა, ახლა უფრო ჭამდა ინტერესი, იფიქრა დავურეკავო, კაცმა ხომ დაურეკა როცა თვითონ არ მოვიდა პირველად, მერე გაიფიქრა ეგ ლილუს დამსსხურება იყო მან ააწრიალაო, ლილუო შეიცხადა და მეგობარს დაურეკა.

-დილამშვიდობის გაგაღვიძე?

-ხო რაიყო?

-აუუ ბოდიში რა მაპატიე...

-რაღა ბოდიშებს მიხდი, უკვე გამაღვიძე, ხოა მშვიდობა?

-შენი დეიდაშვილი დღეს კაფეში არ მოსულა, 2კვირაა ვიცნობ და ჯერ არ ყოფილა ეგეთი შემთხვევა და ვიფიქრე ან ცუდად ხომარაა ან რამე ხომ არ უჭირსთქო

-დღეს რა რიცხვია?

-15

-საფლავზე იქნება, ყოველ დილას გაუთენებელზე გადის ხოლმე 15-ში

-საფლავზე?

-ხო მამამისის გარდაცვალების დღეა, ყველაზე მეტად არ უყვარს ეს დღე, თითქმის მთელი დღე იქ იქნება, რაღაცეებს აკეთებს თავის პონტში, საღამოს ბიჭები ადიან, დაილოცებიან და ხვალიდან ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება

-აჰაა... ხო მეც გამიკვირდა და დარეკვაც მომერიდა


*****
სამსახურშიც მთელი დღე არ გამოჩენილა, თვითონაც პირდაპირ სახლში წამოვიდა, ცოტა ხანს ტელევიზორს შემორჩა, მისი საყვარელი ფილმი გადიოდა და ვერ მოწყდა, მერე ასე 11საათი იქნებოდა, აბაზანა ცხელი წყლით აავსო, დაბალ ხმაზე კლასიკური სიმღერები ჩართო და შიგნით ჩაესვენა, კიდევ კარგა ხანს იწვებოდა კარზე ზარს რომ არ ეიძულებინა ამდგარიყო, სველ ტანზე იქვე მიკიდებული ატლასის თხელი ხალათი მოიცვა და კარის გასაღებად წავიდა.
კარი როგორც კი გააღო თვალები გაუშტერდა, მის წინ დევდარიანი აღიმართა, განცვიფრებისგან ერთი ნაბიჯით უკან დაიხია, კაცმა ფეხის თითიდან თმის ბოლო ღერამდე აათვალიერა ქალის სხეული, რომელსაც თითქმის არაფერი ფარავდა და რაც ფარავდა იმასაც ლანდი გადიოდა, ძლიერად იკბინა ქვედა ტუჩზე და ქალს თვალი-თვალში გაუყარა, ვივიენმა მართლა ვერაფერი გაიგო, ეგ კიარა ხმაც ვერ ამოიღო, მიხვდა ნასვამი იქნებოდა, ამღვრეულ თვალებში ყველაფერი ამოიკითხა, კიდევ ცოტა ხანს იდგნენ ასე ერთმანეთის თვალების თვალიერებაში გართულები, მერე სწრაფი ნაბიჯი გადადგა დევდარიანმა ქალის მიმართულებით და ტუჩებზე დაეძგერა.




#####
იმედია მოგწონთ, ვცდილობ მალე დავდო მაგრამ ეს ისტორია დასრულებული არ მაქვს, მეც თქვენთან ერთად ვწერ და ვკითხულობ ყოველ ახალ თავს, შეიძლება შეცდომები გამომეპაროს და მომიტევეთ



№1 სტუმარი სტუმარი Daria

Kii dzalian kargia gagrdze

 


№2  offline წევრი Annia

❤️მშვენიერია, ცოდოეებივართ პატარა თავებისთვისსსსს ოღონდდდდ

 


№3 სტუმარი იზიკო

კარგია. გააგრძელე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent