GAMA-ბრძოლა შიშველი ხელებით. 10
დილა კოკისპირული წვიმით და ჩემი უსიამოვნო განწყობით დაიწყო. დეკემბრის შუა რიცხვები იყო, ახალი წელიც სულ მალე მოგვადგებოდა კარს თუმცა მე არც ხალისი და არც საახალწლო განწყობა არ მქონდა. აკაკის ბრძლოის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა,ნაკლებად ახერხებდა ჩემთვის დროის დათმობას. აქამდე თუ საათობით ვსაუბრობით მხოლოდ მოკითხვასღა ახერხებდა, გადატვირთული გრაფიკის გამო. ის მაიმედებდა რომ იანვრის დასაწყისში დაბრუნდებოდა. ფრუტუნით წამოვდეგი ფეხზე, სამზარეულოში შევედი და ყავა გავიმზადე. დედა სოფელში იყო ბებოსთან წასული, ლექსო კი სამსახურში, თამთასაც რამდენჯერმე დავურეკე და არ მიპასუხა, ალბათ ისევ ეძინა ძილისგუდას. ტელევიზორის მივუჯექი, საინტერესო არც აქ იყო არაფერი. სადღაც გამეგო რომ შოპინგს ხასიათის გამოკეთება შეუძლია, ამიტომ დანაზოგიდან ფული ავიღე და საახალწლო საჩუქრების საყიდლად წავედი. ერთადერთი რამ რასაც საახალწლოდ ვერ ვიტან გადავსებული რიგებია. უამრავი ადამიანი და ქაოსი. შაბათ დღეს მომინდა თავისუფლება, უკან დაბრუნებაზეც ვიფიქრე, მაგრამ ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი და მისკენ გავიქეციი -ბესოო სალამი, როგორ ხარ?- გვერდით ორსული ახალგაზრდა გოგო ედგა -კარგად თინი შენ?- გადამკოცნა და თანმხლები გამაცნო -ჩემი მეუღლეა, გვანცა თვის ბოლოს ველოდებით და საყიდლებზე გამოვედით ამ ქაოსში, გვანცა ეს თინია ჩვენი აკაკის გულის სწორი.- გვანცამ ხელი გამომიწოდა და გამიღიმა -აკაკის რომ კარგი გემოვნება ჰქონდა სულ ვიცოდი, სასიამოვნოა თინი.- მეც ჩემი შევაგებე და როგორც ქალბატონი თამარა იტყოდა ბემბის თვალები ავუფახუნე -შენ რას დაეძებ აქ? -რა ვიცი აბა საჩუქრბისთვის გამოვედი.- მხრები ავიჩეჩე და გარშემო მიმოვიხდე -კარგი მაშინ ჩვენ წავალთ, თორემ დიდი ხანი ვეღარ უძლებს სიარულს.- ცოლზე მანიშნა და გაიცინა -კარგად, გამიხარდა თქვენი ნახვა.- დავემშვიდობე და ისევ უჟმურ ხასიათზე დავდექი, მაღაზიებში დიდიხნის ბოდიალის შემდეგ უამრავი საჩუქარი ვიყიდე, არც ხასიათზე მოვედი და ფულიც ბლომად შემოვხარჯე. გაჩერებაზე დავდექი იმაში მაინც გამიმართლა რომ წვიმას გადაეღო უკვე. უეცრად მანქანამ დაამუხრუჭა, ფანჯარა ჩასწია და იქიდან ანრიმ გამომხედა - გამარჯობაა, წამოდი გაგიყვან.- უსიამოვნოდ გამაკანკალა, რატომ ჰგონია რომ გავყვები? -არა, მადლობა. მოვიდა ჩემი ტრანსპორტი უკვე -წამოდი, წამოდი ხმას არ ამოვიღებ გზაში. როდის ეს მივა.- უკნიდან მანქანების გაბმული სიგნალი მოჰყვა მის იქ დგომას, მომერიდა და აღარ შევიკავე თავი, ყველა მე მიყურებდა. უკანა კარი გამოვხსენი, საჩუქრები დავაწყე და მეც იქვე დავჯექი. -წინ გადმოდი.- გაოცებულმა გამომხედა -არა მადლობა, აქ მირჩევნია.- მეტი აღარაფერი უთქვამს, მისამართი ვუთხარი და მობილურში უაზროდ ბოდიალი დავიწყე, დუმილი ანრიმ დაარღვია -შენმა დაქალმა თავი რომ გამილამაზა იცი ალბათ.- თავი არ ამიწევია ისე ვუპასუხე -გამოჯანმრთელებას გისურვებ.- ჩაეცინა -იცი რატო? -ვიცი. დამსახურებულია და მეც იგივეს გავაკეთებდი. -რა სასტიკები ხართ.-ერთი სული მქონდა უკვე სახლამდე მალე მივსულიყავი ვეღარ ვუძლებდი იქ ჯდომას. -და კა*პები როგორც გვიწოდე.- სარკეში დავინახე როგორ დაუსერიოზულდა სახე. მანქანა გზიდან გადაყვანა და სავარძლებს შორის ნახევარ ტანით გამოიწია -გოგო მისმინე, რასაც მოვიდომებ და როდესაც ყოველთვის ვიღებ, ახლაც გეტყვი რომ შენივე მისამართი შენი ნებით მითხარი.- ერთიანად დავიძაბე და მივხვდი შიშისგან როგორ დამისველდა ხელის გულები -რა იცი რომ სწორი მისამართი გითხარი?- ვეცადე ხმაში სიმტკიცე არ დამეკარგა -ვიცი, რომ სწორია.- ამასობაში ტელეფონი აზუზუნდა დავხედე და აკაკი რეკავდა, მივხვდი შემამჩნია დაბნეულობა, უეცრად ხელი ჩემი მობილურიკსენ წამოიღო და უპასუხა -აკაკი გამარჯობა მეგობარო.- გავიბრძოლე წასართმევად მაგრამ ხელი მკრა, არ მესმოდა ის იქიდან რას ეუბნევოდა, ყვირილით და მუშტების რტყმით ვცდილობდი მობილურის დაბრუუნებას. დიდი ბრძოლის შემდეგ დავიბრუნე მობილური და უკვე გათიშული ჰქონდა აკაკის. მანქანიდან ელვის სისწრაფით გადმოვედი და რამდენჯერმე ვცადე აკაკისთან დარეკვა, თუმცა ამაოდ არ მპასუხობდა. ნერვიულობისგან კანკალი ამიტყდა და ცრემლები თავისით მომდიოდა, ყვირილში ვერც კი გავიგე რა უთხრა აკაკის. ბოლოს რომ აღარ მიპასუხა შეტყობინება მივწერე "აკაკი გთხოვ მიპასუხე, ყველაფერს აგიხსნი". მობილური ჯიბეში დავაბრუნე და ფეხით გავუყევი სახლამდე გზას. ნერვები მეშლებოდა საკუთარ საქციელზე და ცრემლები თავისით მომდიოდა. კიდევ რამდენჯერმე ვცადე დარეკვა სახლში მისვლისას, არც შეტყოიბინება ჰქონდა ნანხი. საწოლში ემბრიონის ფორმა მივიღე და როგორ გავითიშე არ მახსოვს. ძილიდან კარზე კაკუნმა გამომაფხიზლა, წამოვდექი და გასაღებად გავიქეცი. კართან თამთა და ლექსო იყვნენ, ორივეს რაღაც გაურკვევლობა ეწერა სახეზე -მოდით.- შიგნით შემოვატარე და უკან ავედევნე -ამოიღეთ ხმა რა ხდება? - თინი რა მოხდა დღეს?- უეცრად მკითხა ლექსომ და თვალებში ჩამაშტერდა. -რაზე მეკითხები?- დავიბენი -კარგად იცი რაზეც!- ამათმა როდის გაიგეს, სხვა გზა არ მქონდა რა და როგორ იყო ყველაფერი მოვუყევი და ვთხოვე ეთქვა საიდან გაიგო თვითონ -ბესომ დაურეკა თამთას, თამთამ მე მითხრა. რამდენად სულელი ხარ გოგო რომ მაგ ავადმყოფს მანქანაში უჯდები -სხვა გზა არ დამიტოვა.- ჩავიბურტყუნე და ისევ ცრემლები მომადგა -არც აკაკი მპასუხობს იცით სადაა? მგონი ძალიან ვაწყენინე.- თამთა მომეხვია და თმაზე მოფერება დამიწყო დასამშვიდებლად -მხოლოდ ის ვიცი რომ ბესოს ის ელაპარაკა. სულელო გოგო არა მართლა ვერ ვიჯერებ რომ იმ არაკაცს სახლში მოყვებოდი. რამე რომ დაეშავებინა? ჯერ ის ვერ გადამიხარშავს თამთამ რა ამბავიც აუტეხა და როგორ იქნება ახლა გაცოფებული და შენ შტერი ბავშვივით მანქანაში უჯდები.- გაცეცხლებული იყო ლექსო, მე ტირილის მეტი არაფერი შემეძლო -კარგი ლექსო გეყოფა ვერ ხედავ რა დღეშია ისედაც.- თამთამ ჩემი დაცვა გადაწყვიტა, ლექსომ რაღაც ჩაილაპარაკა და ოთახში გავიდა. -თამთა გთხოვ შენ დაურეკე აკაკის.- ვთხოვე -დავურეკე უკვე, არ მპასუხობს. აცადე ცოტახანს გადაუვლის ბრაზი და დაგირეკავს. არ გახსოვს რა უთხრა იმ არაკაცმა? -ვუყვიროდი, ვერ ვიგებდი რა თქვა მხოლოდ უაზრო ხარხარი მესმოდა ანრის.- თავი ხელებში ჩავრგე და გონება დავძაბე იქნებ სხვა რამეც გამეხსენებინა -არაუშავს, დაგირეკავს აუცილებლად. *** სამი დღე ისე გავიდა აკაკისგან არაფერი ისმოდა, ალბათ ამ სამ დღეში ათასჯერ დავურეკე თუმცა ამაოდ. მასთანაც მივედი სახლში, აშკარად მათ არაფერი იცოდნენ, აკაკიზე რომ ვიკითხე მითხრეს რომ ხშირად ეკონტაქტებოდა. სახლში ისევ უიმედოდ დავბრუნდი, ჩემი ბრალი იყო, ბევრჯერ გამაფრთხილა რომ ანრის არ გავკარებოდაი და მე მაინც სულელივით გავყევი. საღამოს სახლში ყოფნა აღარ შემეძლო, თბილი ქურთუკი მოვიცვი და სახლის წინ სკვერში ჩავედი, არავისთან საუბარი არ მინდოდა. ვიჯექი სკამზე ვიყინებოდი და ბორჯომის ორ საოცარ დღეს ვიხსენებდი. მთელი არსებით მსურდა უკან დაბრუნება იმ დროში. ხელებზე თოვლის პირველი ფანტელები დამეცა და მეც ცისკენ ავიხედე, უზარმაზარი ფიფქები ცვიოდა ციდან. თოვლი ძალიან მიყვარდა პატარობიდან. ბავშვივით სიცილი დავიწყე არ მეგონა რამე თუ გამახარებდა დღეს. ჯიბიდან მობილური ამოვიღე და რამდენიმე სურათი გადავიღე. გადაღებისას უცხო ნომრიდან ზარი შემოვიდა, რამდენიმე წამი ვაკვირდებოდი, ბოლოს ვუპასუხე -გისმენთ.- მოუთმენლად დაველოდე პასუხს -უკან გამოიხედე.- ის იყო, აკაკი იყო და ჩემს უკან იდგა. სიხარულისგან მუცელში პეპლები ამიფრთხიალდნენ, მთელი სისწრაფით გავიქეცი და ხელები მოხვიე -არ მჯერა აკაკი, შენ ხარ. არ მჯერა, მაპატიე გთხოვ სულელურად მოვიქეცი.- ხელები მანაც მომხვია და თავზე რამდენჯერმე მაკოცა. მეც ბედნიერებისგან ერთი და იმავეს ვიმეორებდი. -მომენატრე თი ნი.- მხოლოდ ეს მითხრა და კიდევ უფრო ძლიერად მომეხვია. თითქოს ამის თმა მინდოდა, ერთიანად მომაწვა ყველა ემოცია და ავტირდი. -როდის ჩამოხვედი აკაკი? რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი შენთვის.- ძლივს დამამშვიდა და მანქანაში ჩამსვა -დღეს დილით. საქმე მქონდა და ეხლა მოვახერხე მოსვლა. ძალიან მომენატრე უშენოდ ვეღარ გავძლებდი.- სახე ხელებით დამიჭირა და დამიკოცნა ყველა ნაკვთი სათითაოდ. ერთმანეთის ფერებით რომ გული ვიჯერეთ ანრის თემაზეც გადავედით -აკაკი, არ ვიცი რა მოხდა თქვენს შორის მაგრამ მე მასთან არანაირი კავშირი არ მაქვს. უაზროდ ამომიჩემა მოსვლის დღიდან.- ყველაფერი პირველი დღიდან ბოლომდე მოვუყევი, ის არაფერს ამბობდა. -მე და ანრი კლასელები ვიყავით.- ჩემდა გასაკვირად მათ ისტორიას მიყვებოდა -კლასელებზე მეტიც კი, ბრძოლებზეც ერთად დავიწყეთ სიარული. კლასში ახალი გოგონა გადმოვიდა. ანრის გაცნობის დღიდან შეუყვარდა, თუმცა ვამჩნევდი რომ ეს სიყვარული ნამდვილ გრძნობასთან არანაირ კავშირში არ იყო. ბანკეტის დღეს გავიგე რომ ნატალის მე ვუყვარდი, თუმცა მასთან მხოლოდ კარგი მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ანრიმ ჩემზე ეჭვიანობა დაიწყო, ახსნაც არ მაცადა არაფრის, ნასვამი უაზროდ მომვარდა და ჩხუბი დამიწყო, ვცდილობდი ხელი არ ამეწია მასზე და ნატალის გამო ჩვენ ორ შორის გაურკვევლობა არ ყოფილიყო. სასმელმა და ეჭვიანობამ ტვინი სულ აურია მაგიდიდან დანა ჰქონდა აღებული და იმ დროს როცა მე ვაკავებდი აი აქ შემარჭო- მაისური აიწია და ნეკნებთან პატარა შრამი მანახა. გაოგნებული ვუყურებდი, არ ვიცოდი რა მეთქვა და გამეკეთებინა - რადგან მამამის ბევრი ფული ჰქონდა და მე უბრალოდ ოჯახის შვილი ვიყავი, ეს ამბავი სადაც დაიწყო იქვე დამთავრდა. ვერ ვუჩივლეთ დაგვემუქრნენ. ყველაფერი უბედურ შემთხვევას მიაწერეს და დაივიწყეს, ანრისთან ყველანაირი კონტაქტი გავწყვიტე, ერთი ორჯერ სხვებისგანაც გავიგე რომ ასე ეუბრალოდ არ შემარჩენდა ნატალის სიყვარულს და სამაგიეროს აუცილებლად გადამიხდიდა, რადგან ვერ მომკლა. ძალიან განვიცადე თავიდან ეს ყველაფერი, ახლა კი ასე ცხადად და ასე პირდაპირ მოდის და შენთან კონტაქტი შეუძლია, ჭკუიდან რამის გადავედი იმ დღეს არ მინდა შეგეხოს დაგელაპარაკოს ან საერთოდაც იქ ისუნთქოს სადაც შენ. არ მინდა რამე დაგიშავოს და მე ვერაფერი გავაკეთო.- თავისით წამომივიდა ცრემლები ახლა უფრო მეტად შემეშინდა ანრისი. აკაკის მხარზე მივეყრდენი შუბლით და უამრავჯერ ვთხოვე პატიება -არ ვიცოდი აკაკი, ვერც კი წარმოვიდგენდი ამდენად საშიში თუ იყო. -იმ დღეს მოვკვდი თინი, შენ არიცი რა აღარ ვიფიქრე, შენი ყვირილი და ამის ხმა რომ მესმოდა. მერე ძალიან გავბრაზდი ცოტა ბავშვურად ჟღერს მაგრამ ბრაზისგან მობილური დავამტვრიე და შენზე ნაწყენი ვიყავი, ვერ ვიჯერებდი იმას რომ ანრის დაუმეგობრდი როგორც თვითონ თქვა. ამიტომ ბრაზისგან და ალბათ ეჭვიანობისგანაც მინდოდა კონტაქტი გამეწყვიტა შენთან, მაგრამ სამ დღეზე მეტი ვერ შევძელი და ჩამოვედი თუ არა შენთან მოვედი. ბოდიში რომ განერვიულე.- დიდხანს ვისხედით მანქანაში, მისი ადრე ჩამოსვლის მიზეზიც საახალწლო არდადეგების დაწყება იყო. ჩემთვის კი ნაადრევი საახალწლო საჩუქარი იყო თოვლთან ერთად. რომელსაც უკვე კარგად დაეფარა გზები და ხეები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.