მხეცი/ თავი პირველი
:საქართველო - თბილისი, ჩვენი დრო. ბადრი... ბადრი!.. გაიღვიძე! უფროსი გვიბარებს კაბინეტში,.. :ბადრი: კარგი რაა დამაძინე!.. მელი ღამე მორიგეები არ ვიყავით?!.. კარგი იყო მანქანაში ძილი?! მაცადე რა ახლა მე, თუ გგონია ამხელა კუნთებით შემაშინებ?!... პატარა რო არ მჩაგრავ არა? :თემო: ადექი ბიჭო აღარ გამამეორებინო! 4 დღეა სახლში არ ვყოფილვარ და ძილზე ზზედმეტია ლაპარაკი, ახლა მამუკასთან უნდა შევიდეთ გვინდა არ გვინდა და დაგვახუროს უნდა... ამ შემთხვევაში ახლაც ვერ გვიშველის ჩემი კუნთები, ასე რომ ადე ადე!.. რაც მალე გავილანძღებით მალევე მოვითავებთ. შეიძლება ბატონო მამუკა? :შემოდით! :თემო: თქვენი ბრძანებით გამოვცხადდით ბატონო მამუკა... :დაბრძანდით, რამეს ხომ არ ინებებთ ვაჟკაცებო?.. არ მოგერიდოთ დაღლილები იქნებით. :თემო: არა ბატონო მამუკა როგორ გეკადრებათ?! აქ თვენი ბრძანებით გამოვცხადდით. :აჰჰ ბრძანებით?... რას ამბობ? და სხვა ბრზანებებს თუ ასრულებ შენ ის მითხარი?! :თემო: რა თქმა უნდა ბატონო მამუკა. :და დაკარგულ ადამიანებზე რა ხდება ხომ ვერ მეტყვით ბატონო თემო?.. :თემო: ვმუშაობთ ბატონო მამუკა მე და ბადრი დილიდან დილამდე ქუჩა ქჲჩა დავდივართ ვეძებთ მაგრამ ამ დრომდე ვერაფერს მივაკვლიეთ. :რას მელაპარაკები?! და მე რა გავაკეთო ხომ ვერ მეტყვით?.. სამსახური დავტოვო, თქვენ მოგისროლოთ აქედან თუ რა წყალში გადავარდე ხომ ვერ მეტყვით!!?? აგერ აი შეხედეთ, გუშინ მოგვმართეს კიდევ ერთი ადამიანი დაიკარგა 5 დღეა ამ თვეში უკვე 23სამე შემთვევაა რა გავაკეთო მიტხარი თემო რაა?? :თემო: ბატონო მამუკა ცოტა გვადროვეთ და აუცილებლად გავხსნით ამ საქმეს პირობას გაძლევთ. :ბადრი: ბატონო მამუკა მე ვფიქრობ რომ აქ იმაზე რთულად არის საქმე ვიდრე ჩვენ გვგონია, ისიც არ ვიცით, ის ადამიანები ცოცლები არიან თუ მკვდრები, რადგან ვერანაირ კვალს ვერსად ვე მივაკვლიეთ. :რას მელაპარაკები?? ამოიღო ბიჭმა ხმა, რაღა გვიჭჳრს აწი?! თან დაასკვნა ან ცოცხლები არიან ან მკვდრებიო, რას მეუბნები მართალს ამბობ?? :ბადრი: მატონო მამუკა, უბრალოდ იმის თმა მინდა რომ თუ კი რაიმე დაჯგუფებასთან გვაქვს საქმე, რომელიც ადამიანებს იტაცებს მათი მოტივი არა ანგარებას არამედ სხვა მიზნისკენ მიუთითებს, სწორედ ამიტომ ძალიან რთულია წინასწარ რაიმეს თქმა. :თემო: ბადრის ვეთანხმები, კარგად უნდა შევისწავლოდ ეს საქმე, გულმოდგინედ და ვეძებოთ მოტივი,.. ან საერთოდ რა ვიცით რომ გატაცებული არიან?.. არც მათი გვამი და არც რაიმე სიახლე არ ისმის მათგან ამ თვეში 23 შემთხვევა ეს ძალიან ბნელი და ბინძური საქმე ჩანს. :მოკლედ არ მაინტერესებს! შენ ბატონო თემო, ნაკლებად იყურე მაგ კუ§ტებზე!... შენ კიდევ ვაჟბატონო უფრო დიდი სათვალე გაიკეთე და იკითხე მეტი ორივენი უსაქმურები რომ ხართ და არაფრის მაქნისები,.. ახლა კი მომწყდით თავიდან და დროზე მიხედეთ ამ საქმეს თორემ მიგაბრძანებთ სამსახურიდან!. :თემო: შეხვედრამდე ბატონო მამუკა. :ბადრი: ოხ როგორ ვერ ვიტან ამ გასიებულს, უკვე აღარ შემიძლია ამომივიდა ყელში ეს გაუნათლებელი მძორი. თემო: გაჩერდი თუ ძმა ხარ გეყოს ენის ტლიკინი ცუდად არ დაამთავრო! წამოდი ჯობია ვაგზალზე გავიდეთ, მარკეტის გამყიდველს შეუნიშნავს ერთ ერთი დაკარგული რაიონიდან ყოფილა ჩამოსული სტუდენტი გოგონა, მის მაღაზიაში იმყოფებოდა გაუჩინარებიდან 3 დღით ადრე იქნებ მივაკვლიოთ სხვებსაც. :უუჰ ამ სიცხეში ვაგზალზე მატარე ახლა, კონდიციონერი მაინც მუშაობდეს მანქანაში. :გეყოფა ბიჭო წუწუნი! :ბადრი: კარგი ოღონდ საჭესთან შენ დაჯექი, მე წავუძინებ სანამ მივალთ.... რას მიყურებ დაქოქე ახლა. თემომ ბადრის მზერა მოაცილა და გაუყვნენ გზას. :თემო: მოვედით გაიღვიძე ბიჭო ნუ დამტანჯე!... :რა იყო მოქროდი? არ აცდი ადამიანს დასვენებას, აუ გეხვეწები შენ გაესაუბრე მ მანამდე რამეს მოვძებნი მშია ძალიან და შემოგიერთდები. :თემო: ეს ვის გადავეყარე, მიდი და დოზე მოდი იცოდე!. მანამ სანამ ბადრი კვების ძიებაში იყო, თემომ მაღაზიის გამყიდველი დაკითხა, თუმცა ხელ მოსაჭიდი, ვერაფერი გაიგო ამიტომ იმედ გაცრუებული ელოდა ბადრის მანქანაში, ამასობაში ბადრი სავსე პარკით დაბრუნდა დაჩაჯდა მანქანაში. :ბადი: უფ როგორ მშია ჭამე რა... მაგარი ღვეზელია, ასეთი გემრიელი ხორციანი ღვეზელი მთელ სიცოცხლეში არ მიჭამია. :არ მშია, ისედაც ნერვები მეშლება, ვერაფერი გავარკვიე ისეთი რაც დაგვეხმარება. ბადრი დამშეულივით შეექცეოდა ღვეზელს და ლუკმა გამოტენილი ეკითხება თემოს თუ რა უთხრა გამყიდველმა. :თემო: რა იყო ბიჭო მოგზდევს ვინმე? არ დაიხრჩო. :კაი რა ამცადე მშია, შენ ის მითხარი რა გითხრა გამყიდველმა?. :თემო: არაფერი ისეთი, ვინმე წითურმა გოგონამ შეიძინა მასთან პროდუქტები და სურათზე იცნო. :სად ცხოვრობს არ იცის?. :თემო: ხო ბიჭო წონა და სიმაღლეც უკითხია,.. არა არც დაუწყია საუბარი, იყიდა პროდუქტები და გავიდა მაღაზიიდან, ერთადერთი რაც შეგვიძლია ვივარაუდოთ სადღაც აქ უნდა ჰქონოდა სახლი ნაქირავები. :რატომ გგონია ეგრე?. :თემო: აბა პროდუქტების საყიდლად სხვა უბნიდან რატომ მოვიდოდა ამ უბნის მაღაზიაში?. :ხომ ეგეც მართალია მაგრამ იქნებ ვინმე ყავდა აქ? ან მეგობარი მამაკაცი ან ვინმე. :თემო: ეგეც არ არის გამორიცხული მაგრამ საქმე ის არის რომ ეს გოგონა ამ მაღაზიაში, რამოდენიმეჯერ შენიშნა ამ ქალმა და მაგიტომაც ვარაუდობ რომ სადღაც აქ უნდა ეცხოვრა. :როგორც იქნა ერთი დაკარგული ადამიანი მაინც შეუნიშნია ვიღაცას 23 დაკარგულიდან. :თემო: ხომ ესეც მიღწევაა რაღაც დოზით,... კარგი წავედით დავადგინოთ ამ გოგონას სახელი გვარი და ვინმე ნაცნობი თუ ყავს აქ. :წავედით/ აუ ოღონდ განყოფილებაში არა რა მამუკას ნერვები აღარ მაქ. :თემო: ხო ბიჭო კაი რესტორანში წაგიყვან აბა რა. :მართლა? :თემო: ოხ რა კრეტინი ხარ, ჭამე დროზე და არ დაყარო მანქანა არ დასვარო. :მიდი რა. თემო და ბადრი გაუყვნენ გზას და დაადგინეს გოგონას სახელი გვარი, ასევე ისიც გაარკვიეს რომ მას აქ არანაირი მეგობარი არ ჰყოლია, სამი დღის ჩამოსული, ყოფილა სასწავლებლად სოფლიდან და უნივერსიტეტშიც არავის იცნობდა კარგად, არავინ იცოდა სად ცხოვრობდა, ამიტომ თემომ და ბადრიმ კვლავ ვერსიას დაეყრდნენ რომ სავარაუდოდ, გოგონას ვაგზლის მოედანზე ჰქონდა სახლი ნაქირავები, ამიტომ მეორე დღეს, გადაწვიტეს კვლავ იმ ადგილზე მისულიყვნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.