შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რას ელი ჩემგან ? 3


4-09-2023, 05:09
ავტორი მირცა
ნანახია 1 505

თაზოსთან სოფლის ახალგაზრდობას მოეყარ თავი. მაყალზე მწვადს წვავდნენ, გოგოები სუფრას შლიდნენ და თან რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ. ჩემი და გიგას გამოჩენამ ოვაციების გარეშე ვერ ჩაიარა
"- ეს ვინ მოსულან?!"
"- ელენე მასწავლებელო, როგორ მოგვნატრებიხარ."
იყო ჩახუტებები, გადაკოცვნა, მოკლე მოკითხვებ. სუფრას შემოვუსხედით და ნამდვილი ქართული პურის ჭამა გაჩაღდა. გიგა ჩემს გვერდით იჯდა და ჭამას მაძალებდა.
-მწვადი როგორი ნაჭერი გადმოგიღო?- ქვაბში კოვზით ძებნა დაიწყო
- მჭლე
-ხო სხვა არ ჭამო, ორას გრამს მოიმატებ.- მზიასავით მისაყვედურა და სამი დიდი ხორცის ნაჭერი გადმომიღო
-მართლა გასუქებას მიპირებთ თქვენ.
- ვინ ჩვენ?
-შენ და ბებო.- ტყემალი მოვისხი თეფშზე და ჭამას შევუდექი.

საღამო საკმაოდ მხიარულად გაგრძელდა, გავიხსენეთ ბავშვობა, მოზარდობა, ვის ვინ და როგორ უყვარდა...
ამ დროს ყველას მზერა ჩემსა და გიგაზე იყო მონაცვლეობით. ცოტა უხერხულობა ვიგრძენი და ამის დასაფარად მთელი ჭიქა ღვინო დავლიე, გიგასაც ავაცალე წინიდან და ცარიელი დავუბრუნე.
საკმაოდ შემათვრო ამ ორმა ჭიქამ, ისედაც სასმელი და მე ვერ ვრიგდებოდით ერთ სხეულში. მხოლოდ ის მამშვიდებდა რომ სუფრაზე ჩემზე მეტად ნასვამი ხალხი იმყოფებოდა და ჩემ არეულ სახეს ვერ შეამჩნევდნენ. მხოლოდ გიგა ამჩნევდა, თუმცა მისი არ მრცხვენოდა.
ქეიფი სასიამოვნო ჟრიამულიდან, ხმამაღალ კამათში გადაიზარდა რომ არა თაზოს მკაცრი მოთხოვნა ბიჭები გაჩერებაას არც ფიქრობდნენ და შეიძლება ერთი ორიც მოედოთ ერთმანეთისთვის. ასეთი სიტუაცია და მითუმეტეს ძალადობა ცუდად მოქმედებდა ჩემზე, გიგა ბიჭებთან იყო. წამოვდექი და მასთა. მივედი
-მე რომ წავიდე ხომ არ გეწყინება?- მუდარის თვალებით გავხედე
-ასე ღამეს მარტო როგორ გაგიშვა.
-შორს ხომ არ ვარ.- აღარაფერი უთქვამს, ბიჭებთან მივიდა რაღაც უთხრა და უკან დაბრუნდა
-აბა წავედით
- ძალიან წუხდები ჩემ გამო გიგა.- ხელკავი გავუკეთე ფეხი რომ არ ამრეოდა
-არასდროს არ შევწუხდები შენ გამო.- სახლამდე ჩუმად მივედით, იმდენი რამ მინდოდა მეთქვა ან მეკითხა მაგრამ სიჩუმე ვარჩიე.
- აი მოვედით.- ჩემს პირისპირ დადგა, გამიღიმა, თვალები უციმციმებდა ღამის განათების ფონზე. კარგი ბიჭი იყო გიგა მაგრამ მე ამას დიდი ხნის შემდეგ მივხვდი.
- შევალ ხო? - თანხმობის ნიშნად თავი დამიქნია, გავბრუნდი
-იცი როგორ გამიხარდა რომ დაბრუნდი? იცი რამდენჯერ ვინატრე ეს მომენტი? და ის თუ იცი როგორ ძალიან მჭირდებოდი ამდენ ხანს? სად იყავი ელენა ?- გავში, გავქვავდი, ყველაფერი დამავიწყდა. არ ველოდი და ვერც წარმოვიდგენდი თუ ოდესმე რამეს იტყოდა. რა მეთქვა? ბურთი გამებერა ყელში
- გიგა არ ვიცი რა გითხრა.- გვერდულად გავხედე, მის მოციმციმე თვალებში ვკიათხულობდი რომ ახლა თუ მას რამე მცირედ იმედს მივცემდი უკან ვეღარ დავიხევდი
- აღარ დამტოვო.- მომეხვია, უხერხულობისგან დავიძაბე... ათასი მოხვევა, ჩახუტება და კოცნა მახსოვს მისგან მაგრამ ასეთი თბილი და სიყვარუით გაჟღენთილი არასდროს. ფრთხილად მოვხვიე ხრლები მეც, ვიცოდი ეგოისტურად ვიქცევოდი, თუმცა როგორც ნარკომანს წამალი ისე მსურდა მისი შეხება. თავი კისერში ჩამირგო და სულ ოდნავ ვიგრძენი ტუჩების შეხება.
- გიგა გთხოვ არ გინდა, ნუ დაიტანჯავ თავს ჩემ გამო.- თვალებში შემომხედა
- მე კიდევ ვფიქრობ შენ გამო ყველაფერი ღირს.
-არ მინდა გიგა, არ გჭირდება ჩემნაირი შენ.- ერთიანად მოვშორდი და კართან მოვიბუზე.
-შენ ნაირი როგორი ელენა? ლამაზი, ჭკვიანი, სამართლიანი და უბრალოდ სასწაულად კარგი ადამიანი?-
- უშვილო და ქმარს განაშორები.- თვალიებო გავუსწორე.
- მაგას მნიშვნელობა არ აქვს.- ჩემკენ გადმოდგა ნაბიჯი
- აქვს გიგა აქვს, გთხოვ არ მინდა გაგინადგურო ცხოვრება.
- ასე მეტად მანადგურებ, შენთან ვარ და თან უშენოდ...
მიყვარხარ. კი ასჯერ მოვკვდი და ასჯერ გავცოცხლდი როცა გავიგე რომ ოჯახი შექმენი, მაგრამ შენი სიყვარული ვერ შევწყვიტე.- მისგან მოსმენილ ამ სიტყვებს ჩემა გონებამ ვერ გაუძლო, პატარა ბავშვივით სლუკუნი დავიწყე. მომეხვია ისევ მაგრამ ხელები გავაშვებინე, ემოციების დამორჩილება შევძელი
- გთხოვ დავივიწყოთ ეს ღამე.- შესვლა დავაპირე, შემაჩერა მისკენ მიმაბრუნა და მთელი ვნებით მაკოცა. არ მინდოდა მის ტუჩებს დავმორჩილებულიყავი თუმცა მათი დაგემოვნების სირვილი უფრო დიდი იყო. დავნებდი...
ბაგეები მომწყვიტა თუ არა ისევ გამიცინა
- ღამე მშვიდობისა ელენა. უკან დასახევი გზა ამ კოცნამ გაგინადგურა.- ზურგი მაქცია და წავიდა. ხელები მიცახცახებდა, ვერ ვიმორჩილებდი. ცოტა ხანს ასე აკანკალებული ვიდექი და კოცნას ვიხსენებდი. ღმერთო ეს რა შეცდომა დავუშვი, ეს როგორ დამემართა. სახეზე ნერვიულად ვისვამდი ხელებს და მძიმე ნაბიჯებით ძლივს მივაღწიე სახლამდე. ტანსაცმელი არ გამიხდია უბრალოდ საწოლზე გავწექი და გონებას ვაიძულე გათშულიყო. მე არასწორი ვიყავი...

***

გავახილე თუ არა თვალალები მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი გიგასთვის მეთქვა რომ ეს კოცნა არაფერს ნიშნავდა, უნდა დაეჯერებინა რომ ეს არაფერი იყო და დავევიწყებინე...
პირველ სართულზე ბებო დამხვდა ტელევიზორთან იჯდა და თან ლობიოს არჩევდა
-დილამშვიდობის ბე.- გაზქურაზე ყავა შემოვდგი, მოუსვენრად ვიყავი აუცილებლად უნდა მენახა გიგა და ყველაფერი დამესრულებინა. მიყვარდა მე გიგა თუ არა ? ყველა ის გრძნობა რაც მის მიმართ გამაჩნდა უნდა დამევიწყებინა მხოლოდ და მხოლიდ ისევ გიგასთვის, მისთვის წყევლა ვერ ვიქნებოდი.
-დილით თამრო იყო ხაჭო მოგიტანა, ვიცი უყვარსო.
-მადლობას ვეტყვი რომ ვნახავ.- ყავა მოვსვი თან საათს ვამოწმებდი
- ბებო გუშინ გვიან მოხვედი
- კი საკმაოდ.
-დალიეთ ? რა ხდებოდა იქ?
- რავიცი, ცოტა დავლიეთ. კარგი იყო.
-ციალას გოგოც იქ იყო?
-კი მარიც იქ იყო.- უდარდელად ავიჩეჩე მხრები, ნეტავ რა დაკითხვა მომიწყო, რისი გაგება სურდა
- თამროს სარძლოდ მოსწონს.- ყავა გადამცდა და ხველება ამიტყდა, მე რატომ მითხრა ეს ყველაფერი. სული ძლივს მოვოთქვი
- კარგი გოგოა მარი და გიგაც რომ კარგია ხომ იცი.- გული ერთ ადგილას მომეწურა თითქოს ლობიოს მარცვლის ხელა გახდა. აღარაფრის მოსმენა მინდოდა, ჩემ თავს მაინც ვერ მოვატყუებდი ამ სიტყვებზე როგორ ვიეჭვიანე . ნახევარი საათით ადრე მივედი სკოლაში და ბიბლიოგეკაში ჩემი კუთვნილი წიგნები ავიღე.
ვფურცლავდი, მაგრამ გონება მაინც ბებიას სიტყვებს მიტრიალებდა გაფუჭებული რადიოსავით.
მარი იყო საკმაოდ ლამაზი ქალი, ლამაზი ფორმებით და ულამაზესი წყალივით გამჭირვალე ცისფერი თვალებით. ტუჩთან პატარა ლამაზი ხალი ჰქონდა და სოფლის მზისგან გარუჯული კანი. ისეთი ქალია როგორზეც არცერთი მამაკაცი უარს არ იტყვის და თუ გიგას ჩემ დავიწყებას ვაიძულებ, იქნებ თამროს ოცნებაც ახდეს ვინ იცის?
ვფიქრობდი ერთს თუმცა ვაკეთებდი მეორეს. მთელი დღე ეჭვიანობა და ბოღმა მჭამდა. ჩემ თავთან ხელჩართული ბრძოლა გამეჩაღებინა და ვერაფერს ვახერხებდი. სამუშაოდან პირდაპირ სახლში წავედი, გამოვიცვალე და გიგასთან სალაპარაკოდ მოვემზადე. დავურეკე მალევე მიპასუხა
- სად ხარ გიგა?- ფეხს უაზროდ ვაბაკუნებდი მიწაზე
- პირველ რიგში სალამი, როგორ ხარ?
- კარგად შენ ? სად ხარ?
- სიმინდებში ვარ გასული
- სალაპარაკო მქონდა შენთან როდის მოხვალ?
- უმჯობესოა შენ მოხვიდე, გავისეირნოთ ცოტა მერე.- სასაცილოა მაგრამ თავის სიმინდის ბაღში დამპატიჟა, მე რა თემა უნდა განმეხილა და ის ბაღში სეირნობას მთავაზობდა. ნამდვილად ერთობოდა ამით... ბევრი აღარ გავწელე, წავედი მასთან რა აზრი ქონდა სად რას ვეტყოდი მთავარია გაეგო.
ტყემლის ხის ქვეშ ჩამომჯდარი ტანს ზემოთ შიშველი იჯდა და ტელეფონში იცქირებოდა. მივედი გვერდით მივუჯექი
- გიგა გუშინ რაც მოხდა არასწორია.- გვერდულად გავხედე
- ელენა გუშინ რაც მოხდა ყველაზე სწორია რაც კი ოდესმე ჩამიდენია.
- არა გიგა მე არ შემიძლია ასე... დედაშენი მთელს იმედებს შენს მომავალზე ამყარებს. მე კიდევ არაფერი შემიძლია, ჩვენ არ შეგვიძლია ერთად ყოფნა
-მე ჩემი პრინციპები და გადაწყვეტილებები მაქვს, ნუ გაჯიუტდები
-გიგა...- ცოტაც და ისევ ავტირდებოდი, ყველაფერზე პასუხი ჰქონდა
-ელენა.- გაიმეორა და უფრო მეტად მოიწია ჩემკენ
-რას ელი ჩემგან?- ერთი კითხვა და ათასი ნემსის ჩხვლეტა იყო ჩემი გულისთვის მისი პასუხი.
-შენგან მხოლოდ შენ გელი.- წამოდგა ხელი გამომიწოდა და მეც ამაყენა
- დავასრულოთ ის თემა, რომ შენ ვერაფერს მომცემ მე სამომავლოდ, მე შენ მჭირდები, ვერ გაგიშვებ და ვერ დაგთმობ მეორედ იგივე შეცდომას ვერ დავუშვებ. რაც შეეხება დედაჩემის გეგმებს ის იმას მიიღებს რაც მე მსურს. მე კი ქალი მსურს და არა ინკუბატორი.- ათასი სიტყვით მივედი და მხოლოდ ერთი მათქმევინა, მე სუსტი ვიყავი მის არგუმენტებთან, მის გრძნობასთან და გადაწყვეტილენასთან. ჩემში ეგოისტმა მემ გაახილა თვალები და მეც ბედს დავემორჩილე...



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

Dzslian lamazi istoriaa gtxov gaadide da mal male dade????????????????

 


№2  offline წევრი მირცა

სტუმარი ნინო
Dzslian lamazi istoriaa gtxov gaadide da mal male dade????????????????

ვეცდები უფრო ვრცლად დავდო ❤️ მიხარია რომ მოგწონს

 


№3 სტუმარი ეთო

მომწონს ძალიან, მაინტერესებს როგორ გავითარდება ისტორია. იმედია ელენასაც გაუღიმებს ბედი და ბედნიერი იქნება. წარმატებები ჩემო კარგო

 


№4  offline წევრი მირცა

ეთო
მომწონს ძალიან, მაინტერესებს როგორ გავითარდება ისტორია. იმედია ელენასაც გაუღიმებს ბედი და ბედნიერი იქნება. წარმატებები ჩემო კარგო

ძალიან ძალიან მიხარია რომ მოგწონათ❤️

 


№5 სტუმარი სტუმარი ნესტანი

არ მგონია ათი სიყვარული გიგას დედას მოეწონოს იქნებ სულ არ იყოს უშვილო ელენე და ბედნიერი იყოს არ შეიძლება დავითს არ ყოლოდა შვილი

 


№6  offline წევრი ქეთუშა

შემდეგ თავს როდის დადებ

 


№7  offline წევრი მირცა

ქეთუშა
შემდეგ თავს როდის დადებ

გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვახარხებ ახალი თავების დადებას, ბოდიშით
იქით კვირიდან განვაახლებ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent