შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შხამიანი ყვავილი/თავი მესამე


16-09-2023, 14:20
ავტორი lashausafrtx
ნანახია 724

სამსონი როგორც სჩვევია, გაზეთს ავლებს თვალს... მის მინის კარზე კაკუნის ხმა გაისმა, ისიც წამოდგა სავარძლიდან და კარი შემოაღო,.. მის წინ ხედავს ანას და მის მამიდაშვილ ნიტას ისიცი ესალმებიან მას და სანდრო იკითხეს,.. სამსონმა სანდროს ოთახის კარზე მიუკაკუნა და აცნობა რომ გოგონებს მისი ნახვა უნდოდათ მაგრამ მისი ოთახიდან კვლავ სიჩუმეა,... წორედ ამიტომ გადაწვიტეს მხოლოდ ნიტა შესულიყო მის ოთახში და ასეც მოიქცა.
ნიტა: რა ხდება სანდრო, აღარ მელაპარაკები?
:ვაა... ნიტა?, აქ საიდან?.
ნიტა:ანამ მითხრა სადაც ცხოვრობ. როგორ ხარ?
:მე არამიშავს,.. შენ კი როგორც გხედავ გადასარევად.
ნიტა:ამით რისი თქვა გინდა?
:გავიგე შენ და ლადო ერთად ყოფილხართ.
ნიტა: საიდან მოიტანე?.. მე და ლადო ისეთივე მეგობრები ვართ როგორც შენ, ბათო და ბიჭები.
:აახ... რაღა გვიჭირს მაშინ?!
ნიტა: სანდრო ასე რატომ მელაპარაკები?.. მე შენთვის არაფერი დამიშავებია.
:არა ვინ გითხრა რომ დამიშავე რამე, რატომ მოხვედი აქ?
ნიტა: მინდოდა შენი ამბავი გამეგო, რომ არ სჩანდი.
:აჰა.. ხომ ხედავ კარგად ვარ.
ნიტა: გამოდი წავიდეთ სადმე გავისეირნოთ, ანაც აქ არის.
:არა! გმადლობ სახლში მირჩევნია, თქვენ გაისეირნეთ, ლადოც წაიყვანეთ და ის სიმპატიური ბერიკაცი მანქანით რომ გასეირნებს.
ნიტა: აი თურმე რაში ყოფილა საქმე, ის სიმპატიური ბერიკაცი, როგორც შენ უწოდებ,. რესტორნის მეპატრონეა და ძალიან მეხმარება ჩემს საქმეში, სწოპრედ მან მომიწვია მის რესტორანში რომ მემღერა.
:ჰო აბა რა, გეხმარება... სანაცვლოდ? რას ითხოვს?
ნიტა: ერთი სიტყვაც და წავალ აქედან!
:ნიტა მოიცადე....
ნიტა:რა გინდა?!
:არ წახვიდე.
ნიტა: რატომ?
:შენტან მინდა ყოფნა, ძალიან მომენატრე.
ნიტა: გეტყობა როგორც გინდა ჩემთან.
:უბრალოდ ვღელავ შენზე, არ მინდა ვინმემ ცუდად გამოიყენოს შენი სილამაზე.
ნიტა: იცი რა სანდრო?... მე უკვე 25წლის, ვარ და თავად ვიცი ცუდი და კარგი.
:კარგი, მაპატიე... არ მინდოდა შენი წყენინება, წამოდი გავისეირნოთ სადმე.
ნიტა: წამოდი ანაც გველოდება.
:არა მე მხოლოდ შენთან ერტად მინდა გასეირნება!
ნიტა: კარგი, ოღონთ ორი წუთი მაცადე რომ ავუხსნა.
ნიტა და სანდრო გამოდიან სახლიდან, ამ დროს კი ლადომ ორივენი შენიშნა ფანძრიდან, სანდრო და ლადო, ერთმანეთს სიძულვილით აღსავსე თვალებით უმზერენ,.. შემდეგ კი ტიტამ სანდროს ხელი მოკიდა ხელზე და სწრაფად დატოვეს იქაურობა.
ამასობაშჳ მათ გზაში გაუწვიმდათ და ორივენი სიცილ კისკისით მირბიან თავშესაფარად,.. შემდეგ სანდრომ მისი ტყავის ქურთუკი გაიხადა და ნიტას მოახურა, იქვე პატარა გადაფარებული ნახეს და შეაფარეს თავი. სანდრო ნიტას თვალს არ აშერებს.
ნიტა: რატომ მიყურებ ასე?
:ეს წვიმა ძალიან გიხდება, ძალიან ლამაზი ხარ.
ნიტა:ისე არ ვარ ანუ ლამაზი ხომ?
:რა თქმა უნდა ძალიან ლამაზი ხარ, უბრალოდ ეს სველი თმა და სისველე შენს სახეს ორმაგად ალამაზებს. საუბრისას სანდრომ ნიტას ხელი მოკიდა ხელზე და სახეზე მიიდო.
სანდრო: ერთ დღესაც, მოგკიდებ ხელს და წაგიყვან აქედან.
:სად წამიყვან?
სანდრო: შორს.... სადაც ვერავინ გვიპობნის.
:მერე ჩემი სიმღერა?.. მე ხომ სიმღერის გარეშე არ შემიძია.
სანდრო: მარტო მე რომ მიმღერო რა მოხდება?
ნიტამ ხმა მაღლა გაიცინა და სანდროს გადაეხვია, შემდეგ ორივენი იცინოდნენ.
საღამო ხანია, ნასდრო ბიჭებს სთავაზობს რომ რესტორანში წავიდნენ და ნიტას სიმღერას მოუსმინონ.... ბიჭები რა თქმა უნდ დათანხმდნენ, რადგან დიდი ხანია სანდრო მათთან ერთად არსად წასულა, ანაც გაიყოლეს და გაეშურნენ რესტორნისაკენ.
ბათო: რამდენი ხალხია არა?... არა ძ№აო საგრძნობლად მოიმატა.
ანა:კი ჩემი მამიდაშვილის დამსახურებაა, აგიჟებს მამაკაცებს.
სანდრომ ანას ისე გახედა თითქოს მის დაუძჳნებელ მტერს უმზერდა. ამასობაში ანა სამღერლად გამოვიდა სცენაზე... სანდრომ და ბიჭებმა იქვე ჩოჩქოლი შენიშნეს და სანდრო დაინტერესდა თუ რა ხდებოდა, ბათომ უეცრად ჩოჩქოლშჳ შორი ახლოდან შენიშნა ტობი და მისი საძმო როგორ ეჭდავებოდნენ დაცვას რომ რესტორნიდან არ გაეყარათ, ბათომ კი მიანიშნა სანდროს რომ ეს ის ბიჭია ვისაც ნიტა მოსწონს და ბათოს მალევე გაგამ მხრით ანიშნა რომ გაჩერებულიყო, სანდრო კი მათქენ გადაწყვიტა მისვლა, ბიჭებიც გაყვნენ.
სანდრო: ერთი წუთით!... რა ამბავია აქ?
:ნუ ერევით გთხოვთ.. უფროსმა მიბრძანა რომ გავყარო ესენი აქედან.
ტობი: შენს უფროს გადაეცი,.. კიდევ მოხვდება თუ არ გაჩერდება!
ბათო: სანდრო წამოდი რა ეს ჩვენი საქმე არაა.
ტობი: ეი ბიჭო შენ!
სანდრო: მე მეუბნები?
ტობი:ხომ შენ!.. მოიწიე აბა ახლოს?!
სანდრო:რა გინდა ბიჭო?
ტობი: შენ ნიტასთან შეგამჩნიე რამოდენიმეჯერ და რას დადიხარ?
სანდრო:და ვისთან მაქვს პატივი?...
ტობი:მე მომწონს ნიტას გვერდით ვერვინ იქნება, ჩემს გარდა! გასაგებია?!
სადნრო: წადი შენი!....
სანდრომ თავით დაარტყმა მიაყენა ტობის და ყველანი ერთმანეთს დაერივნენ,.. საშინელი მუშტიკრივი ატყდა რესტორანში, ამის გამო ნიტას საღამო ჩაეშალა და ტირილით მოცილდა სცენას. ჩხუბის დამთავრების შემდეგ ბიჭები მოსეირნობენ ქუჩაში და ქივე ქვაზე ჩამოჯდნენ, ბათო და დიმა ნაჭერს წყლით ასველებენ და ცხვირ-პირიდან სისხლს იწმენდენ.
ბათო:რა იყო ბიჭო რომ არ გეგლიჯა იმ ტიპისათვის და მშვიდად მოგვესმინა ნიტასთვის არ შეიძებოდა?
სანდრო: სიმღერა კიარა, ვგრძნობ რომ ვიღაც შემომაკვდება!
დიმა:აჰა იოსევ თავისას იმეორებს,.. თუ ძმა ხარ დამშვიდდი და ისე დაალაგე ყველაფერი... ისე ისინიც მაგარი დალეწილები გამუშვით.
გაგა: მე ახალი შარვალი გამიხიეს იმ იდიოტებმა.
სანდრო: გეყოფათ რაა ეს წუწუნი! მე არ მითხოვია რომ ჩარეულიყავით.
ბათო: ელაპარაკე ახლა ამას,.. სად მიდიხარ სანდრო?... მოიცადე!
დიმა: დააანებე წავიდეს,.. ეგ სრულ ჭკუაზე აღარ არის.
სანდრო ანას სახლთან მივიდა და ბოლო ხმაზე გაჰყვირის ნიტას სახელს.
ანა:რა გინდა სანდრო?.. ნუ შეყარე მეზობლები სირცხვილია!
: ნიტას დაუძახე! ჩამოვიდეს თორემ არსადაც არ წავალ!
ანა:არავისაც არ დავუძახებ,.. ნიტამ ასე მითხრა არავის დანახვა არ მინდაო.
:ძალიან გთხოვ ანა,.. იცოდე მე ამოვალ!
ანა: შენ გაგიჟრდი ბიჭო?.. არსად არ ამოხვალ! წადი ახლა და დამშვიდდება ხვალ დაელაპარაკე.
:არსადაც არ წვალ აქ ვიქნები მთელი ღამე!....
ანამ ნიტას მიმართა დასახმარებლად და მანაც გაიხედა ფანძრიდან და სანროს დაემუქრა თჲკი ახლავე არ წავიდოდა ადგილიდან, ის მას არასოდეს აღარ ნახავდა, ამის გაგონებაზე სანდრო მოცილდა ანას ფანჯარას და დატოვა ადგილი.
სანდრო კვლავ სმას განაგრძობს,.. ბიჭებმა უკვე ხელი ჩაიქნიეს მის საქციელზე და დინებას მიჰყვებიან... ლადომ კი ისევ განაგღზო ნიტასთან ერთად სეირნობა და კონცერტზე წაიყვანა სადაც ცნობილი პიანისტი უკრავდა,... ნიტას ძალიან მოეწონა ეს ყველაფერი და მადლიერი იყო მისი... უკვე 10 დეკემბერია და ანას დაბადების დღე მოახლოვდა, მან ყველა მისი ახლობელი დაპატიჩა თავისთან სახლში მათ შორის ბიჭები... მათ რომ გაიგეს ლადო ნიტას თხოვნით დაუპატიჟებია ანას,.. ბიჭებმა სთხოვეს რომ სანდროს ამოყვანა აღარ იყო საჭირო რომ რაიმე შარი არ მოწეოდათ, ანამაც დაუჯერა მათ... ბიჭებიდან მხოლოდ ბათო, გიგა და ლადო ავიდნენ დაბადების დღეზე, დიმა კი სანდროსთან ავიდა სახში და ბარში წაიყვანა რომ ეს ამბავი არ გაეგო. დაბადების დღეზე კარაგდ ერტობიან იქ მყოფები,.. ლადო ნიტას ეცეკვება,... დანარჩენები კი სვამენ და ერთობიან. დიმა და სანრო კი ბარში სვამენ.
სანდრო: დიმა იმ დღევანდელისთვის ბოდიშ გიხდი, არ მინდოდა შენი წყენინბა.
:კარგი რა სანდრო არ გრცხვენია?... ძმები ვართ ბიჭო, ისე კი მაგარი მოადე იმ არაკაც ტობის.
სანდრო: ერთი სადმე შემახვედრა გავგლეჯ შუაზე.
:კარგი ეგ იქით იყოს... მოდი დავლიოთ.
სანდრო:მოდი რა ბიჭებსაც დავურეკოთ და შემოგვიერთდნენ, მაგათტანაც საბოდიშოდ მაქვს საქმე.
:არა ბიჭო ეგენი ანას დაბად..., საქმეზე არიან.
სანდრო: რა თვი სად არიანო?...
:საქმეზე რა.
სანდრო: არა, არა... თავიდან რა თქვი გაიმეორე!
:კარგი რა სანდრო, რა იცი ხოლმე ეს ჩაციება.
სანდრო: დიმა ძმა თუ ხარ ჩემი მითხარი სად არიან?
:ანას დაბადების დღეზე ოღონდ გთხოვ არ თქვა რომ გითარი.
სანდრო:და მე და შენ რატომ არ დაგვპატიჟეს?
:იმიტომ რომ არ უნდათ შარი მოხდეს.
სანდრო: მოიცა მოიცა... ჩემი სადმე მისვლა შარი რატოა?
:იმიტომ რომ ლადოც იქ არის.
სანდრო: ააჰ, ახლა გასაგებია ყველაფერი.... წამოდი ავდივართ ანასთან.
:აუ სანდრო გთხოვ, დავრჩეთ აქ და დავლიოთ, გეხვეწები.
სანდრო:ვერ გაიგე რა ვთქვი?.. კარგი შენთ თუ არ გინდა მე ავალ მარტო.
:არა, არა.. მც მოვდივარ, ოღონდ შემპირდი რომ არაფერს იზავ.
სანდრო: კარგი გპირდები, უბრალოდ ავალთ ცოტახნით და წამოვალთ.
:ჩემი ძმა ხარ სანდრო,.. შენი იმედი მაქვს იცოდე.
დიმა სანდროს გადაეხვია და ერთად გაეშურნენ ანას სახლისაკენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent