საბედისწერო საღამო (თავი 4)
-რას ნიშნავს შენი საქციელი ამიხსნი?! -უკაცრავად ?- გაოცება ვერ დამალა ეკატერინემ -მეკაიფები ადამიანო?რა გინდა ვერ გავიგე -ერთი წუტით რა, დაოკდი და ამიხსენი რა ხდება -რომელი კრიტერიუმით განსაზღვრე ჩემი პროექტის არასრულყოფილება ? გეკიტხები რის გამო თქვი დაფინანსებაზე უარი? რადგან მე ვარ კომპანიის მფლობელი და ჩემი პროექტია ? -რას ბოდიალობ თუ იცი? -ეკა ჭკუიდან ნუ გადამიყვან გაფრთხილებ -ოე ! მუქარებისგან თავი შეიკავე , ნუ გამაღიზიანებ. მანახე რა პროექტზე ლაპარაკობ - გაღიზიანებულმა გამოგლიჯა ხელიდან ფურცლები და კითხვა დაიწყო -ეკა ჩემს ნერვებზე მოქმედებ თუ ხვდები -მომისმინე ბატონისშვილო!- ხმა გაიმკაცრა ქალმა- აი ეს პროექტი რაც მე მიკავია ხელში , არცერთ ჩემ მიერ განხილულ პროექტს არ შეესაბამება გასაგებია? გინდ დაიჯერე გინდ არა წარმოდგენა არ მაქვს შენი კომპანიიდან რომელი პროექტი იყო, ან საერთო შენი რომ იყო კომპანია , ასე რომ ჩემთან ჯიჯღინს გირჩევ სიტუაცია გაარკვიო, ვიღაცას ან შენი კომპანიის ჩაძირვა უნდა ან კიდევ უკეთესი , არ უნდა რომ ჩემი კომპანია იყოს შენი პარტნიორი და დამფინანსებელი -უნამუსო ვიყო, ახლა გავგიჟდები ! - ბიჭმა ნერვიულად მოისრისა შუბლი და სავარძელში ჩაეშვა -დაწყნარდი რა! - ტელეფონს დაწვდა და მარიამს დაურეკა @- მარიამ გუშნ წინ რომ სამი პროექტი გავაბათილე , იმისი ასლები მეილზე გადმომიგზავნე სასწრაფოდ -რატო ბოს? ყველაფერი რიგზეა? -მარიამ! ზედმეტ შეკითხვას სვამ - მკაცრად განუცხადა გოგონას ტელეფონში -კარგით ახლავე ,ვნახავ და დაგირეკავთ -არაფერს არ ნახავ, არ დაკიდო ყურმილი,ორი წუთი გაქვს , ჩემს მეილზე იყოს ასლები! -კარგით ახლავე - ტელეფონშივე იგრძნო გოგონას ათრთოლებული ხმა -სწრაფად! -უკვე გამოვაგზავნე -კარგი! - სიტყვის თქმაც არ დააცადა ყურმილი დაუკიდა ირაკლი სავარძლიდან წამოდგა და მაგიდის წინ დადგა, გამალებით მიშტერებოდა გოგონას, რომელიც კომპიუტერში გამალებით ეძებდა რაღაცას, ახხლაღა შეამჩნია მისი გახსნილი პერანგი,რომლის შეკვრა ვერ მოასწრო . გოგონა ფეხზე იდგა და მაგიდას ცალი ხელით ძლიერად ეყრდნობოდა, მეორე ხელიტ ლეპტოპში მასალებს ეძებდა, რომელიც ირაკლის პროექტს ცოტათი მაინც შეესაბამებოდა. ირაკლი უყურებდა მკაცრი მზერით გამსჭვალულ ქალს, უნებურად მისი ამოღეღილი გულმკერდისკენგააპარა თვალი, გამომდინარე იქიდან რომ მაგიდის კიდეზე დაყრდნობილი გოგონა ზედმეტად მოხრილი იყო წელში, მისი მკერდიდან ცეპი გადმოსრიალდა, რომელზეც მამაკაცმა ნაცნობი ბეჭედი შეამჩნია. გულში ერთიანად გაკრა გაკვირვებამ , ქალი რომელზეც მთელი ცხოვრება გიჟდებოდა, მოულოდნელად მისი ცხოვრებიდან გაქრა,არანაირი ახსნა, არანაირი ესემესი,ზარი. ისე გაუჩინარდა თითქოს არც უარსებია მის ცხოვრებაში, მერე დედამისისგან გაიგო რომ, უბედური შემთხვევის გამო ქვეყნიდან წავიდა, ფსიქიკურად დაინგრაო და არავინ აღარ სჭირდებაო. ვერ იჯერებდა რომ ქალი რომელსაც ამდენი წელი იცნობდა და ამდენი წელი უყვარდა ,ასე მოექცა. ყველაფერი ასე მარტივად დაამთავრა , არ ენდო, არ დაიჯერა რომ მას ტკივილის შემსუბუქება შეეძლო,შეეძლო რომ ეს ინციდენტი შეემსუბუქებინა და დაევიწყებინა მისთვის ,მაგრამ ის გაიქცა, გაუჩინარდა, დაიკარგა და მისი გულიც და სულიც თან გაიყოლა. გაშტერებული უყურებდა ბეჭედს და აზრზე ვერ მოდიოდა, რატომ ინახავდა ამდენი ხანი,რატომ ასე ახლოს გულტან, რა მიზეზით, რა მიზანი ამოძრავებდა. საკუთარ ფიქრებში იყო გართული რომ ეკატერინემ ლეპტოპი შეუტრიალა, რაღაცას უხსნიდა , ირაკლი მხოლოდ ქალის ტუჩების მოძრაობას აკვირდებოდა, თვალი გაუშტერდა,აზრზე ვერ მოდიოდა, თვალწინ თითები რომ აუტკაცუნა ეკატერინემ, უცბად გამოერკვა სიტუაციიდან -კარგად ხარ ? - არეული მზერით ჰკითხა ეკატერინემ , დაბნეულ მამაკაცს -კი,ჩავფიქრდი. რა ქენი ნახე პროექტის ასლი? -კი ვნახე, შეგიძ₾ია გადახედო და მიხვდები რატომ გავაბათილე - სავარძელში ჩაეშვა ირაკლი,ლეპტოპი მუხლებზე დაიდო და პროექტის კითხვა დაიწყო, კარზე კაკუნი გაისმა -ბოს, ეს საბუთები მოგიტანეთ, ლიზამ შეაგროვა - უცბად შემოვიდა მარიამი და ირაკლის დანახვაზე ადგილზე გაიყინა -შენ რატომ მოიტანე, ლიზა რას აკეთებს, შენ შენი საქმე არ გაქვს?- მკაცრად უთხრა ადგილზე გაქვავებულ გოგონას და წინ დაუდგა -დილამშვიდობის მარიამ - ქვემოდან ახედა ერთ ადგილას ატუზულ გოგონას და მიესალმა -დილამშვიდობის იკა, ბოს მე .. -კაი ,კაი .. რა მნიშვნელობა აქვს, მომეცი ეგ საბუთები,გადავხედავ - მარიამმი ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა ეკატერინეს მაგიდას და საბუთები დადუდო წინ. არც მას გამოპარვია ეკატერინეს ჩახსნილი პერანგი და სიბრაზე და წყენა ერთად მოაწვა ყელში, მისი ფიქრები მხოლოდ ერთი იყო, რომ ეკატერინემ ეს სპეციალურად გააკეთა რომ ირაკლი გამოეწვია , -კაროჩე რა! - დაიგრგვინა ირაკლიმ - ეს პროექტი კი არა ჩვეულებრივი ნაგავია ,ვინ გადმოაგზავნა , ვინ შეცვალა აზრზე ვერ მოვდივარ -თუ ისევ გაქვს ამ პროექტის წარდგენის სურვილი, შემიძლია გადავხედო და დასკვნას მარიამს გამოვაგზავნინებ - ლეპტოპი აიღო და თავისკენ შეიტრიალა -კი ბატონო,მე .. - გოგონას სიტყვა არ ქონდა დამთავრებული ირაკლიმ რომ გააჩუმა -შენს საქმეს მარიამს ნუ დაავალებ! გადახედე პროექტს და დამირეკე - მის ტელეფონს ხელი დაავლო და აირდროფით გაცვალა ნომრები , აი ესეც აიოეს 17 და მისი ჯანი -მარიამიც მშვენივარად გადმოგცემდა დასკვნას ბატონო ირაკლი - მკაცრად მიუგო და ფეხზე წამოდგა -მე რომ ვამბობ არა ,ე.ი არა! და ჰო მართლა იმასაც მეტყვი ეს ვინ ჩაიდინა -უკაცრავად? - გოგონამ სცადა გაკვირვება გამოხატა -იმაზე კარგად გიცნობ ვიდრე გგონია, შენი თვალები მხოლოდ ერთს ამბობს „ვიცი ვინც ჩაიდინა „. ასე რომ გელოდები ! -უკანმოუხედავად გავიდა კაბინეტიდან, მარიამიც აპირებდა გაყოლას რომ ეკატერინეს შეძახილმა გააჩერა -მარიამ დარჩი! - გოგონას შეეშინდა, ანერვიულდა ,თითქოს იცოდა რის გამო ეძახდა -რამე ხდება ბოს? -ეს რატომ გააკეთე ?- მოულოდნელად იკითხა ეკატერინემ და მაგიდაზე ჩამოჯდა, გოგონა ამ შეკითხვას ნამდვილად არ მოელოდა , სახე შეეცვალა , თვალსაც კი ვერ უსწორებდა -რას, რაზე ლაპარაკობ? -ყველანაირად ეცადე რომ პროექტის ასლები არ მენახა, დებილი არ გეგონო , პასუხს ველოდები -არ მინდა რომ ერთად იმუშავოთ - მოულოდნელად წამოიძახა გოგონამ და ცრემლიანი თვალები მიაპყრო გაოგნებულ უფროსს -მარიამ,ოხ მარიამ . იცი რომ ეს თუ გაიგო ირაკლიმ ,თქვენი ურთიერთობა იმაზე მეტად გაფუჭდება , ვიდრე წარმოგიდგენია -ეს შენ რატომ გაღელვებს? დავიჯერო ასე ძაან გინდა შენმა საყვარელმა მამაკაცმა სხვა ქალზე იქორწინოს? -ღმერთო რას გიშავებ - ამოიოხრა და მაგიდიდან წამოდგა - მარიამ, ყველაფერს არასწორად ფიქრობ, გესმის? ამ მომენტისთვის მე და ირაკლი კი არა შენდა ირაკლი ხართ საცოდავ სიტუაციაში გასაგებია?დღეს მე რომ ირაკლის ვუთხრა მარიამმა გააკეთა ეგ ყველაფერი ტქო, წარმოგიდგენია რას იზამს? დაგამხობს ტავზე ყველაფერს. არ ვაპირებ თქვენს ურთიერთობაში ჩარევას გასაგებია, არავის წართმევას არ ვაპირებ -იმას ვერ წამართმევ რაც არასდროს ყოფილა ჩემი - ხმამაღლა და გულდაწყვეტით უთხრა და წინ აესვეტა - ის მე არასდროს შემომხედავს ისე როგორც შენ გასაგებია? გუშინ ისეთი აღფრთოვანებით გიყურებდა ,რომ შენს ადგილას ყოფნაზე ვლოცულობდი , ვოცნებობდი რომ ერთი წამით მაინც შემოეხედა ჩემტვის ისე როგორც შენ გიყურებს, მაგრამ არა! მისი სული და გული შენ გეკუთვნის, არ ვიცი ეს ოთხი წელი სად გაქრი ან რატომ ,მაგრამ იმასაც ვხვდები რომ ბატონი გიას განცხადება აფსურდი ყოფილა, ეს ნათელია. მე არ მინდოდა რომ ერთად გემუშავათ , მაგრამ სხვა გზა არ არის, დღეს რომ ნახავ ირაკლის ან თუ დაელაპარაკები, შეგიძლია ყველაფერი უთხრა, ეს ჩვენს ურთიერთობას ვერც ვერაფერს მოუმატებს და მითუმეტეს დააკლებს, ისეც არაფერი გვაკავშირებს, ამიტომ , გთხოვ ჩემს გამო ნუ მოატყუებ, სიმართლე უთხარი - აცრემლებული გავარდა კაბინეტიდან, ეკატერინეს გაკვირვება და განცვიფრება ერთად აენთო სხეულში. არ იცოდა როგორ ეთქვა რომ შენმა საცოლემ შენი პროექტი შეცვალა ,იმის გამო რომ ჩემთან ერთად არ გემუშავაო. მთელი დღე დაძაბულობა არ ეშვებოდა, ირაკლის პროექტს გადახედა, მართლაც გამართული და სრული იყო, მაგრამ ჯერ არ უნდოდა მასთან დარეკვა, აზრები უნდა დაელაგებინა, როგორ ეთქვა ირაკლისთვის ან საერთოდ უნდა ეთქვა თუ არა . მალე ტელეფონზე უცხო ნომერი აწკრიალდა , არც უფიქრია რომ გაეთიშა პირდაპირ უპასუხა @ -გისმენთ -ეკო მე ვარ - უცხო ბიჭის ხმა მოესმა ტელეფონში, ხმაზე ვერ იცნო,თითქოს მიამსგავსა ვიღაცის ხმას , მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ამოიკითხა -ბოდიშ მაგრამ ვერ გიცანი -გავიზარდე და ხმაც შემეცვალა -გაიცინა ბიჭმა და ეკატერინე მაშინვე მიხვდა ვინც იყო -ანდრონიკე? -უფროს დას ვახლავარ - ისეთი ხმა ჰქონდა რომ, ასეც კი მიხვდებოდით რომ სახეგაბადრული იღიმოდა -გიამ გახარათ ჩემი დაბრუნების ამბავი ხო -მე კეკემ მითხრა, და სავარაუდოდ კეკეს გიამ , შეიძლება გნახო? მომენატრე დუ - ბიჭის სიტყვებზე გულში სითბო ჩაეღვარა, კეკეზე კი აფანატებდა , მაგრამ უმცროსი ძმა განსაკუთრებით უყვარდა, 13 წლის იყო როცა ბოლოს საკუთარი ძმა ნახა -კი ჩემო ბიჭო, როცა გინდა -შეიძლება ეხლა გნახო? მერე ისტორიის რეპეტიტორთან მივდივარ, შენი ძმა აბიტურიენტია დუ -კაი ჩემო აბიტურიენტოვიჩ, სად ხარ მოგაკითხო ? -დინამოსთან ვარ, ბიჭებთან ერთად -კაი ,ორ წუთშ გამოვალ კომპანიიდან -მიცნობ?თუ ფოტო ჩაგიგდო - ახარხარდა ბიჭი -გააააფსიიიი - მიაძახა ტელეფონში უმცროს ძმას და ყურმილი დაკიდა. ტელეფონს ხელი დაავლო და კაბინეტიდან გავიდა, ლიზას სთხოვა რომ მარიამის გამოჩენამდე ,თუ რამე საქმე იყო მოეგვარებინა და შენობა დატოვა . რამდენიმე წუთში დინამოსთან იყო, უამრავი თინეიჯერი ირეოდა, რაღაცნაირად გაბრაზდა კიდეც საკუთარი ძმა მართლა რომ ვერ ეცნო. მანქანიდან გადმოვიდა, მიმოიხედა,მაგრამ ნაცნობი სილუეტი ვერსად დალანდა. უცბად ზურგიდან ვიღაც მიეპარა და ჰაერში აიტაცა -საერთოდ არ შეცვლილხარ - დაატრიალა უფროსი და , -შე ვირო! რამხელა გაზრდილხარ- თითქმის მის სიმაღლე ბიჭს მხარზე ხელი დაადო და გულიანად გაუღიმა,მაღალი ,საკმაოდ ნავარჯიშები სხეულით, მუქი ყავისფერი თმით, გახსნილი წარბებით და მხიარული სახით -ისევ ისეთი ლამაზი ხარ დუ- ბიჭმა და გულში ჩაიკრა - ეს მომენტი რომ არ დავაფიქსირო არ გამოვა- ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და რამდენიმე სელფი გადაიღო უფროს დასთან -ეგენი გამომიგზავნეიცოდე- კიდევ ერთხელ ჩაეხუტა ძმას და მანქანაში ჩასხდნენ. კაფეშ წავიდნენ, ანდრონიკემ კოკაკოლა და ნაყინი შეუკვეთა, ეკატერინემ მხოლოდ ფორთოხლის წვენი -ბიჭო არაფერს შეჭამ? ეს ნაყინი და კოლა განაყრებს ?-დაუტია ძმას -აუ შენ არ იცი რა მადა ამქ ეკუშ, გაბესკვამდე ვჭამე და ახლა ამის მეტი არაფერი ჩამეტევა - ღიმილი აუთამაშდა სახეზე ძმას -არ გამიკვირდება , რას შვები აბაბ მომიყევი -მეთორმეტე კლასი, აბიტურიენტობა, ბოლოზარისთვის მზადება, ეროვნული გამოცდები ტანში მცრავს ჩემი კაი.. -სიზარმაცეს აქვს ადგილი თუ რა ხდება - -არა დუ რასიზარმაცე , იცი როგორ ვცდილობ და ვწვალობ რომ დედამ ტვინის ბურღვა არ დამიწყოს რა -რაო რამეს გეუბნება? -რრას არ ეკუშ რა, დავიღალე გეფიცები, აღარ მინდა სახლში მისვლა. მამა ცალკე გადავიდა გული პრობლემები დაეწყო შენი წასვლის შემდეგ , ორი წელი ვცხოვრობდი მამასთან ერთად მერე , დედამ იწუწუნა, იტირა და ვინუჟდენში გადავედი. აღარ ინდა იქ გაჩერება ძაან ავიღალე რა -მომისმინე რა , თუ გინდა ჩემტან გადმოდი, დედასაც მე დაველაპრარაკები საერთოდ თუ დამელაპარაკება ,მარა ეგ დაიკიდე რა. ძირითადად გასული ვარ სახლიდან, საკმაოდ დიდი სახლი ვიყიდე ასე რომ ჩემს საქონელ ძმას როგორმე დავტევ - ბიჭს ნაყინში ჩადებული კოვზი ააცალა და ერთი კოვზი გასინჯა -აუ დუ მიყვარხარ რა, შენ რომ არ იყო არ ვიცი ამათგან ვინ მიხსნის -დაიკიდე რა , რაც გინდა წამოიღე შენი ნივთები, თუ გინდა მე გაგიყვან და გადმობარგდი -კაი, ეგრე ჯობია. მისმინე მამას არ ნახავ?არამგონია იცოდეს რომ გამოხვედი -ერთ რაღაცას გკითხავ -მიდი -ოთხი წლის მანძილზე იმ ოთხ კედელში რომ ვიყავი გამოკეტილი, მამას რატომ არცერთხელ გავახსენდი? მართლა მაინტერესებს და რიტორიკული შეკითხვა არ გეგონოს -დუ, შენი დაპატიმრების დღეს მამას ინსულტი ჰქონდა, სამი დღე რეანიმაციაში გაატარა, მერე გამოწერეს, შენი ამბავი იკითხა და დედამ უთხრა რომ არავის ნახვა გინდოდა, ისიც უთხრა რომ პროკურორმა შენთან მნახველების შემოგზავნა აკრძალა და კიდევ რარაცები ერთი სიტყვით,მერე რაც მეტი დრო გავიდა მამა თავის თავში ჩაიკეტა , სულ შენ გახსენებს,გულზე პრობლემები გაუჩნდა, პატარა ბავშვივით ტირის შენს სახელს რომ ვახსენებ, ამიტომ გითხარი რომ გენახა, იქნებ გონს მოვიდეს და უკეთესობისკენ შეეცვალოს მდგომარეობა - უსმენდა ანდრონიკეს და საკუთარ თავზე ბრაზდებოდა, იცოდა მამის ხასიათი, იცოდა რომ არასდროს მიატოვებდა ,მაგრამ მაინც შეეპარა მასში ეჭვი, თურმე დედამისს რეები დაუხლართავს, რისთვის უნდოდა , რაშ აწყობდა საკუთარი შვილის გაუბედურება დღემდე ვერ ხვდება -კარგი ჯერ მამასთან შევიაროთ და მერე სახლში გაგიყვან - ანგარიში გადაიხადა, მანქანში მოთავსდნენ და მამაისის ბინისკეენ გასწიეს . ბინის კართან შეჩერდა ,ღრმად ჩაისუნთქა და დააკაკუნა. რამდენიმე წამში კარი გაიღო და ზღურბლზე მდგარი , გაჭაღარავებული წვერითა და ოდნავ გათეთრებული თმით იდგა მამაკაცი, მოსუსტებული, დაღონებული, ოდნავ წელში მოხრილი, ჩაცვენილი ლურჯი თვალები გაუსწორა წლების უნახავ ქალიშვილს და ცრემლებმა დაუბინდა მხედველოდა -გამარჯობა მა - მხოლოდ ამის თქმა შეძლო ეკატერინემ და შუახნის კაცს გაუღიმა, მამაკაცი გახევებული იდგა ,ცრემლებად იღვრებოდა, ამდენი წლის მერე საკუტარი შვილი ს დანახვა ისე გაუხარდა, მთელმა 22-მა წელმა თვალწინ გაუარა, ყველა მომენტი ერთდროულად ამოუტივტივდა, გაახსენდა პირველად რომ დაიკავა მწვანეთვალება გოგონა ხელში და გული სიყვარულიტ აევსო. -მამი არ შემოგვიშებ - გამეფებული სიჩუმე ანდრონიკეს ბოხმა ხმამ გაარღვია - მამაკაცი უკან დაიხიია და შვილები სახლში შემოატარა, ეკატერინეს უმალ ეცა მედიკამენტების სუნი ცხვირში და გული დაეწვა, კლდესავით მაგარი კაცი უცბად ჩამოიშალა, დაღონდა . მისი მისაბაძი მაგალითი იყო ყოველლთვის მამამისი და ხლა ეს კაცი საკუთარ თავს კი არა ადამიანსაც აღარ ჰგავდა . ეკატერინე წინ აესვეტა მამამისს , იმის მოლოდინში რომ ისევ ისე ჩაიკრავდა გულში ,როგორც ადრე -ჩემო დატანჯულო შვილო - მამაკაცმა სიტყვები წარმოთქვა და მთელი ძალით მიიკრა გოგონა გულზე, ეკატერინემ საკუთარ სიამაყეს სძლია და მამაისის მკლავებშ აქვითინდა, თურმე როგორ ენატრებოდა. დაახლოებით ერთი საათი გაჩერდნენ მამასთან, ბევრი ილაპარაკეს, მონატრებული ქალიშვილი მოისიყვარულა მამამ , თითქოს მისმა დაბრუნებამ მოაძლიერა, სახე გაუნათდა, თვალები ისევ ისე აენთო როგორც ეკატერინეს პირველი დანახვისას, ისეთი ბედნიერი იყო ბატონი გიორგი , გული სიხარულით ჰქონდა სავსე, თითქოს ცხოვრებამ კიდევ ერთი სიცოცხლე აჩუქა. დროებით დაემშვიდობა ეკატერინე მამას და ძმასტან ერთად დედამისის სახლისკენ გასწია . მანქანა გზის პირას შეაჩერა , მძიმედ გადმოვიდა მანქანიდან და ნელი ნაბიჯებით გაჰყვა ანდრონიკეს უკან ბილიკზე მიმავალმა შუშის კარს მიღმა ,მომღიმარი კეკე და მის გვერდით მჯდომი მამაკაცი შეამჩნია ,მზერა გაუშტერდა. ეს ანდრონიკეს არ გამოპარვია -მისი ქმარია დუ , გაბრიელ არღვლიანი - სიტყვა ქმრის გაგონებაზე ,ცინიკურაი ღიმილი გამოესახა სახეზე, როგორც ჩანს კეკე დიდად არც დარდობდა საკუთარ დაზე, მალევე დაუვიწყებია ყველაფერი და საყვარელი მამაკაცით ტკბებოდა. ანდრონიკემ კარი შეაღო და დედას დაუძახა -დედა მოვედი და გადავდივარ -სად გადადიხარ ერთი - სამზარეულოდან გამოვიდა ქალი და კარებშ მდგარი ეკატერინეს დანახვაზე თეფში ძირს დაუვარდა, მშხვრევის ხმაზე კეკე გამოიქცა და დედას მივარდა -დე, რა ხდება ? - კარში არც გაუხედავს -მე ეკატერინესთან გადავდივარ, თქვენი ნერვები აღარ მაქ - განაცხადა ბიჭმა და კიბეებზე აირბინა, დის სახელის ხსენებაზე კეკემ თვალი კარისკენ გააპარა და ადგილზე გაშეშდა.ერთდროულად მკაცრი და გულდაწყვეტილი გამომეტყველებით უყურებდა დედა- შვილს, შემოსასვლელში იდგა და ადგილიდან არ იძვროდა -ნუ გეშინიათ ,შემოსვლას არ ვაპირებ - წყნარი ტონით წარმოთქვა და კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან -ეკატერინე შენ ..- კეკეს თვალები ცრემლებით აევსო ,როცა გაბრიელი გამოჩნდა -მშვიდობა გაქვთ? - ჯერ სიდედრს და ცოლს შემდეგ კი გარეთ მდგარ ეკატერინეს გახედა -გამარჯობა გაბრიელ, ეკატერინე ერისთავი - მამაკაცს თავი დაუკრა და დას გახედა- მისი და , და შვილი- დედამისს შეხედა -არ ვიცოდი რომ საქართველოში დაბრუნდი, სასიამოვნოა შე გაცნობა - ხელი გაუწოდა ქალს, ირონიულად ჩაეღიმა ბიჭის სიტყვებზე „საქართველოში დაბრუნდი“, ისეთი ტონი იყო, რამის ეკატერინემაც დაიჯერა რომ საზღვარგარეთ იმყოფებოდა.ხელი ჩამოართვა სიძეს და თავი დაუკრა მისალმების ნიშნად - რატო არ შემოდიხარ?- ინტერესით იკითხა ბიჭმა -ეჩქარება, ანდრონიკე უნდა გაიყავნოს - უცბად ჩაეჭრა ქალბატონი ნინო საუბარში -ხო , მარა სანამ ანდრო ჩამოვიდეს გარეთ უნდა იდგეს -დაწყნარდი სიძე ბატონო, მიჩვეულივარ - გაუღიმა და ანდროს დაუძახა - კი არ გათხოვებ ბიჭო, ცოტა მალე საღამოს შეხვედრა მაქვს - გაახსენდა რომ ირაკლისთვის უნდა დაერეკა -მოვედი ,მოვედი - კისერზე შემოდებული დიდი ჩემოდნით ჩამოვიდა კიბეზე ანდრონიკე და გაბრიელს მიესლმა - ბარო გაბრო -სალამი ანდრო , რა ხდება საით -ეკუშასთან გადავდიავრ -და რატო? - იკითხა კეკემ -იმიტო კეკე! - მოკლედ მოუჭრა ბიჭმა და ჩემოდანი გარეთ გაიტანა - ძირითადები ჩავალაგე , მერე თუ რამე დამჭირდება წავიღებ . -კარგად ბრძანდებოდეთ - ნინომ მკაცრად შეხედა შვილებს და ეკატერინეს მზერა აარიდა -ხო მართლა გილოცავთ დაოჯახებას , შეგეძლოთ ჩემთვისაც დაგერეკათ, არც ისე შორს ვიყავი საზღვარგარეთ - დას შეხედა წარბშეკრულმა და ანდრონიკეს გასაღები გაუწოდა - ბარგი ჩადე მანქანში -წავედით აბა, დროებით - ხელი ჩამოართვა გაბრიელს ანდრონიკემ და დასთან ერთად მანქანისკენ წავიდნენ, ბარგი სავარგულში მოათავსა და დის გვერდით დაიკავა ადგილი . სახლისკენ მიმავალ გზაზე ირაკლისთან დარეკა @ -გისმენ ეკატერინე -შენი პროექტი გადავამოწმე ,თამამდ შემიძ₾ია დაგიფინანსო -კომპანიაში ხარ? -არა , გზაში -მაშინ კაფეში დაგელოდები , მიზეზების გარეშე ,მისამართი გეცოდინება ალბათ -კაი ყურმილი დაუკიდა და ღრმად ამოისუნთქა, იცოდა რომ მათ ყველაზე საყვარელ კაფეში დაუნიშნა შეხვედრა. ანდრონიკე სახლში დატოვა და კაფეში წავიდა. შიგნით შესულს შავ შარვალსა და ნახევარ მკლავზე მაისურში გამოწყობილი ირაკლი ელოდა, ვისკის ჭიქას ნერვიულად ატრიალებდა ხელში -საღამომშვიდობის - წინ ჩამოუჯდა გოგონა და ჭიქა გამოართვა, ყველაზე მეტად აღიზიანებდა ეს ჭრიჭინის, ჭრიალის და ჟღრიალის ხმები -გისმენ - ინტერესით შეხედა ქალს -რასთან დაკავშირებიტ -თავს ნუ იდებილებ, კარგად იცი ვინც შემიცვალა პროექტი , მითხარი ეს ვინ გააკეთა -ამით რა შეიცვლება? შენი პროექტი მაინც დავაფინანსე და რა მნიშვნელობა აქვს ვინშეცვალა -ეკა ნერვებს ნუ მომიშ₾ი -ნასვამი ხარ და ზედმეტად უწევ ტონს -ამას შენ მაიძულებ , მითხარი ვინ გააკეთა!- დიდი ყლუპი ვისკი მოსვა და გოგონას პასუხს დაელოდა -მარიამმა შეცვალა, არ უნდა რომ ერთად ვიმუშაოთ -უკაცრავად? - გაკვირვება ვერ დამალა მამაკაცმა -ხომ გაინტერესებდა ხოდა გითხარი, მარიამმა შეცვალა, არ უნდოდა რომ ერთად გვემუშავა , ჩემს გარემოცვაში ყოფილიყავი, სრულიად გასაგებია ჩემთვის ეს ყველაფერი, ეჭვიანობა და ასე შემდეგ, ამიტომ ძალიან გთხოვ შენებურად ნუ გაფსიხდება იმ გოგოს გულს ნუ ატკენ -რა?! გულის ტკენაზე შენ მელაპარაკები? არ გიტყდება მაინც ?- თვალებ ამრვრეულმა ჰკითხა ქალს -რაც საჭირო იყო უკვე გაიგე,მე დაგტოვებ - ფეხზე წამოდგა წასასვლედა ,მაგრამ ირაკლი მკლავში წვდა და ტავისკენ მიიზიდა - ისევ გარბიხარ , გრცხვენოდეს ეკატერინე ერისთავო , გრცხვენოდეს - ეკატერინეს ამ სიტყვებმა გული მოუკლა , უხეშად მოიშორა მამაკაცი და კაფიდან გავიდა. სახლშ მისულს , ანდრონიკე მისაღებშ გაშოტილი დახვდა -ოჰ ფადიშახო , ხელი ხომ არ შეგიშალე - მიმართა ძმას -აუ კიდე კაი მოხვედი რა, მაგრად მშია და რა ვჭამო არ ვიცი - არაფრის ტ*აკი არ მაქ ახლა , ამიტომ რამე გამოვიძახოთ რა -კაი მე შაურმა მინდა -კაი მეც მაგას შევჭამ , აჰა ტელეფონი და ბარემ ბარათით გადაიხადე, მე გამოვიცვლი - ტელეფონი მისცა ძმას და საძინებელში გავიდა გამოსაცვლელად. რატომღაც შარვალი და მაისური არ ჩაუცვამს, მუხლამდე ოდნავ ფართო შავი მთლიანი კაბა ჩაიცვა , თმები კოსად შეიკრა და მისაღებში გავიდა . -ეკუშ მაიონეზის,ხახვის და წიწაკის გარეშე ხო - მისაღებში შესულს ანდრონიკემ ხმამაღლა ჰკითხა დას -კი ბატონო. -შევუკვეთე უკვე , ათ წუთში მოიტანენ, მისმინე დღეს სად გაიქეცი ? ან გაბრაზებული რატო მოხვედი მშვიდობაა -კი მშვიდობაა, ირაკლისთან მქონდა შეხვედრა - ამ სიტყვების გაგონებაზე ანდრონიკეს ტუჩებთან მისული კოკა-კოლა გადასცდა -შანსი არა რი - ხმამაღლა წამოიძახა -ნუ აცქმუტდი რა- ბალიშ ესროლა ძმას- მის პროექტს ვაფინანსებ და რაღაც პრობლემები შეექმნა და მაგიტომ შევხვდი -მეღადავები ხო ? -ანდრონიკე ! საცოლე ჰყავს და თან მთელი ოთხი წლით გავქრი , შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს დედამ რა სისულელეები უთხრა ბიჭს, რომ ზედაც არ მიყურებს და ერთხელაც კი არ მოვუკითხივარ . ამას გიას ფარსი დაემატა , ჟურნალისტებთან შეხვედრა და ვსო, მაგარ ტ*აკში აღმოვჩნდი . ასე რომ ძაან გთხოვ აღარ გვინდა ამის განხილვა -კაი ნუ მეჩხუბები -მიდი შენ კურიერს დაელოდე, მე რაღაც საბუთებს უნდა გადავხედო - ლეპტოპი და საქაღალდეები მაგიდაზე დააწყო. რამდენიმე წუთში კარზე ზარი გაისმა -მოიტანეს გავაღებ- წამოვარდა ანდრონიკე . წამებში დაბრუნდა უკან და ორი შაურმა შემოაბრძანა - აჰა დუ - გაუწოდა დას და თვითონ გემრიელად მოკალათდა სავარძელში ცოტახნის მერე, ეკატერინე ისევ საბუთებს მიუბრუნდა, ანდრონიკემ კი სამეგობროსთან შეხვედრა გადაწყვიტა , ეკატერინემ სათადარიგო გასაღები მისცა და მშვიდად განაგრძო საქმის კეთება,. თითქმის პირველი ხდებოდა საათი ,საშინელმა თავისტკივილმა შეაწუხა, თვალებიც ეწვოდა ლეპტოპთან მუშაობის გამო. გამაყუჩებელი დალია და ცოტახნით სავარძლის საზურგეს მიეყრდნო . ტელეფონიც აწკრიალდა @ -გისმენ ჩემო სიცოცხლე - თბილად მიმართა ძმას -დუ რას შვები? -რასაც შენს წასვლამდე ვაკეთებდი -აა მუშაობ კიდე, მისმინე ბიჭები ფეხბურთს ვთამაშობთ რა და დღეს გვიან მოვალ, არ იდარდო რა -კაი დე, არ ვიდარდებ - გაიცინა გოგონამ -კარგი დედიკო , მიყვარხარ - ბიჭმაც არ დააკლო -მეც ჩემო ბაჭია -ბაჭია არა იხვის ჭუკი რა - ახარხარდა ანდრონიკე -წადი ბიჭო და სახლში მოსვლამდე აღარ შემაწუხო - გაიცინა და ყურმილი დაკიდა, ისევ საზურგეს მიეყრდნოდა თვალები დახუჭა . რამდენიმე წუთში ისევ გაისმა ტელეფონის ზარი , არც დაუხედავ ისევ ანდრონიკე ეგონა და პირდაპირ უპასუხა @ -ახლა რაღა მოხდა? - თვალთმაქცური სიმკაცრით იკითხა -საღამომშვიდობის ეკუნა - ქალის ხმა მოესმა ტელეფონში, ეს ანდრონიკე ნამდვილად არ ყოფილა, უცბად მოეგო გონს და ნომერს დახედა, ნომერი არ ეცნო -საღამომშვიდობის - დაბნეულმა წარმოთქვა -ვერ მიცანი, მაკრინე ვარ - ანერვიულებული ხმა ჰქონდა ქალს, სახელის გაგონებაზე უცბად მოვიდა გონს, იცნო ნაცნობი ქალის ხმა -მაკო, როგორ ხარ - თბილად მიმართა ქალს -არ ვარ კარგად შვილო, არც ირაკლია კარგად, ის ემრცხვენოდა რომ შენთან დამერეკა,მაგრამ სხვა გზა არ დამრჩა, შენ თუ მიშველი - აშკარად ეტყობოდა ,რომ ტიროდა -მაკო რა ხდება ? რა ხმები ისმის ?სად ხარ? - ტელეფონში აშკარად ისმოდა რაღაცების მტვრევის ხმა, გინება,მაგრამ ვერ არკვევდა ვისის ხმა იყო -სახლში ვარ ჩემო გოგო, გეხვეწები გვიშველე, ირაკლი უგონოდ მთვრალი მოვიდა, ყველაფერს ამტვრევს, ყვირის , გიჟს გავს, ამდენის ატანა არ შემიძ₾ია შვილო, გული ვერ გაუძლებს . მარიამიც აქ არის იმას ეჩხუბა, აღარაფერი შეარჩინა , შენ თუ უშველი გევედრები ეკუნა, მოდი გეხვეწები- ქალი ებუდარებოდა , ტირილს უფრო უმატა , ეკატერინეს აღარც ესმოდა გარკვევით სიტყვები , გააახსენდა ირაკლისი და მისი პირველი გრანდიოზული ჩხუბი , მაშინაც უზომოდ ბევრი დალია და ყველაფერს ლეწავდა, დედამისმა პირდაპირ ეკატერინეს დაურეკა დასახმარებლად, მისი წამალი და დამამშვიდებელი ეკატერინე იყო. -კარგი მაკო, დაწყნარდი. მოვალ,ოღონდ დამშვიდდი - ქალის დაწყნარება სცადა და პალტოს დხელი დაავლო -გეხვეწები მალე მოდი , აქ დიდხანს ვერ გავჩერდები,მეორე ბინაში წავალთ ჩვენ და იქ დავრჩებით, შენ ოღონდ ამას უშველე გეხვეწები -არა სად წახვალთ, ჯერ არ დატოვოთ მარტო, ჭკუიდან გადავა -მალე მოდი ჩემო გოგო მალე - ქვითინით გაუთიშა ქალმა . ფეხსაცმელში ჩაყო ფეხები და სახლიდან გავარდა, გზაში ანდრონიკეს მიწერა, სახლში არ ვარ და არ ვიცი როდის მოვალო და მაკრინესა და იაკობის სახლისკენ გასწია. მალევე მივიდ ა და მანქანა სახლის ეზოში შეაჩერა, ირაკლის ღრიალი გარეთაც კი გამოდიაოდა , კარზე დააკაკუნა ,თავლებჩაწითლებულმა და აცრემლებულმა მაკრინემ გაუღოკარი -მადლობა ღმერთს - ამოიგმინა და გოგონას მოეხვია - გეხვეწები უშველე - ეკატერინემ ქალს გვერდი აუარა და მისაღებში შევიდა, იაკობი კედელთან იდგა ცალი ხელი შუბლზე ჰქონდა მიჭერილი, აცრემლებული მარიამი სავარძელში ხმამაღლა ქვითინებდა, გაცეცხლებული ირაკლი მის წინ იდგა და ბოლო ხმაზე ღრიალებდა -ეს როგორ გააკეთე, შენ ვინ მოგცა ამისი უფლება მარიამ! -შენ სულ შეიშალე ? - დაუყვირა ეკატერინემ და მასსა და მარიამს შორის ჩადგა -ოჰ ქალბატონი ცოლიც მოსულა , მეგონა უკვე გაიქეცი - ირონია არ დააკლო მის წინ მდგომ ქალს -ირაკლი ჭკუიდან ნუ გადამიყვან, შეეშვი ამ გოგოს! -რატო იცავ ვერ გავიგე? რატო? ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი ლამის ჩამიძირა , ჭკუიდან გინდა შემშალო? - ღრიალებდა და მარიამისკენ იწევდა -მარიამ წადი! - აცრემლებულ გოგოს მკაცრად უთხრა -არსადაც არ წავა - მკლავში წვდა გოგოს და შეაჩერა -მტკივა იკა - ამოიკნავლა გოგომ -შეეშვი მეთქი გითხარი ! - ხელი გააშვებინა და გოგოონას მკაცრად უთხრა - წადი !დროზე! მარიამი უკანმოუხედავად გავარდა სახლიდან. -შენ ვინ გეკითხება ?შენ ვინ ხარ ეკა?ვინ? - უღრიალა ქალს და მკლავებში ძლიერად ჩაეჭიდა -ადი ოთახში, სწრაფად, ოთახში ადი!- უღრიალა კაცს და მკლავში ჩაეჭიდა , ძალით წაიყვანა კიბეებისკენ,მაკრინემ თვალით ანიშნა ჩვენ მივდივართო და სახლიდან გაუჩინარდნენ. ირაკლის ჯიჯღინსყურადღებას არ აქეცევდა და ძალით შეათრია საძინებელში -რა გინდ ა ეკა რატო მოხვედი? გინდა რომ უარესად შემშალო ჭკუიდან?გეკითხები -დაწყნარდი და გაიხაე ტანსაცმელი, სწრაფად მოტავსდი საწოლში, არ გამაღიზიანო -ზღაპარსაც ხომ არ მომიყვები დედიკო?- გაღიზიანებულმა უთხრა -ესეიგი ასე ხო ? - გაბრაზებლმა წარმოთქვა ,პალტო სავარძელში მოისროლა და მამაკაცს მიუახლოვდა - შენ მაიძულებ - საყელოში ძლიერად დაქაჩა და მაისური გადააძრო ,ირაკლის თავბრუ დაეხმა და საწოლზე მოწყვეტით დაეცა - ასე მოგიხდება - მიახალა ქალმა და შარვლის ქამარი შეუხსნა, ფეხსაცმლები მოაშორა და შარვალი დაქაჩა - ჩვეულებრივი მოზვერი ხარ ! - ბურტყუნებდა და შარვალს აძრობდა . იმდენად მთვრალი იყო რომ თავში ყველაფერი უტრიალებდა, ლაპარაკის უნარი წაერთვა და მძიმედ გაიშხლართა საწოლზე -ჯერ საერთოდ არ წვებოდი და ახლა აღარც დგები? ადექი გავასწორო საწოლი და დაწექი , ადექი - მკლავში წვდა ბიჭს მაგრამ, ძლიერად დაქაჩა მამაკაცმა და ზემოდან მოექცა -რა ჯანდაბას აკეთებ, ადექი - ეცადა თავი გაეთავისუფლებინა ,მაგრამ მამაკაცი მკლავებს ძლიერად უჭერდა -თუ ჩემს მკლავებში მოქცევა არ გინდოდა , რატომ მოხვედი, რატომ დარდობდი მე რას ვიზამდი სიმთვრალეში - ისე ახლოს მიუტანა სახე რომ მისი ალკოჰოლის სურნელი სახეზე ეფრქვეოდა ქალს, უნდოდა წინააღმდეგობა გაეწია ,მაგრამ ისე აბრუებდა ამ მამაკაცის სიახლოვე, ქმედითუნარიანობას ართმევდა -მთვრალი ხარ და შენს საქციელს ინანებ, ხომ იცი? - ძლივს ამოღერღა და მამაკაცისთვის თვალის გასწორება სცადა -ვინანებ იცი რას? ახლა რომ არ გავაკეთო ის რაც მთელი შვიდი წელია მინდა - ეს თქვა და გოგონას ტუჩებზე დაეწაფა, წინააღმდეგობის გაწევა სცადა თუმცა აზრი არ ჰქონდა, ამ მამაკაცის წყურვილი მასაც ისევე კლავდა როგორც ირაკლის მისი , მასაც ისევე უზომოდ ენატრებოდა საყვარელი მამაკაცის შეხება, სიახლოვე,ალერსი როგორც ირაკლის მისი. ირაკლის ალკოჰოლით გაჟღენთილმა ტუჩებმა თავისი გააკეთეს, გონება სრულად დაებინდა და საყვარელი მამაკაცის ალერსში გადაეშვა, ახლა არც იმ ოთხ წელზე ფიქრობდა, არც მარიამზე , არც საკუტარ ოჯახზე და მითუმეტს იმაზე თუ რა მოხდებოდა ამ ღამის შემდეგ. -როგორ მენატრებოდი - მთელი გული და სული ამოაყოლა მამაკაცმა ამ ორ სიტყვას და ქალის სურნელი ღრმად შეიყნოსა,ტუჩებიდან ყელის მიმართულებით გადაინაცვლა, სველი კოცნის კვალს უტოვებდა კანზე, კაბა მოაშორა და მონატრებული ქალის სხეულის შესწავლას შეუდგა, ქალს ხმის ამოღებაც კი არ შეეძლო, მამაკაცი მის მოშიშვლებულ მკერდზე დააცოცებდა ტუჩებდს და იმ ხმებით ტკბებოდა რომელსაც ქალი გამოსცემდა მისის შეხებისას, ამდენი წლის მონატრება,ოცნება და სურვილი აიხდინა , მთელი სხეულით შეიგრძნო საყვარელი ქალი , რომ შეგეხედათ იტყოდით,აამათზე ბედნიერი წყვილი არც კი არსებობსო, თითქოს ამდენი წელი საერთოდ არ დაეკარგათ. გაბრუებულსა და დაღლის მიეძინა ქალის გულმკერდზე, ეკატერინეს ძილი არ ეკარებოდა , გონს მოვიდა და ათასმა ფიქრმა შეაწუხა, ზუსტად იცოდა რომ დღევანდელი ღამიდან ბევრი არაფერი ემახსოვრებოდ აირაკლის , მაგრამ ბედნიერი იყო, ბედნიერდებოდა იმით რომ მამაკაცს ისევ ისე ძლიერ უყვარდა და უფრო მეტადაც კი. ცოტახანს მონატრებულ კაცს თმაზე ეფერებოდა , მერე ფრთხილად გადააწვინა ბალიშზე, ტანსაცმელი ჩაიცვა , ოთახს ხელი შეავლო,პალტო და ფეხსაცმელი აიღო და სახლი დატოვა , საათი ოთხს უცვენებდა , სახლში შევიდა, მთელი სხეული სტკიოდა , ასე იცის მთვრალმა ვნებამორეულმა კაცმა , გაიფიქრა გონებაში და გაეცინა . -უკვე იმედებს ვკარგავდი - ფიქრებიდან ანდრონიკემ გამოარკვია -რაო? -სად დადიხარ ამ შუაღამე -მართლა გაინტერესებს? - გვერდით ჩამოუჯდა ძმას -თუ ისეთი რამეა რომ მერე სხვებისგან არ გავიგებ მაგ ამბავს მაშინ მითხარი და თუ სადმე სატრიშინოდ იყავი ,მაშინ არ მაინტერესებს - გადაიხარხარა ბიჭმა და დას ხელი გადახვია -არ ვიცი ანდრიკო ,არ ვიცი . ხვალინდელი დღე მეტყვის ყველაფერს- თავი მხარზე დაადო ზმას და მიეხუტა -დუ ხო რიგზეა ყველაფერი -კი ჩემო ბიჭო , კი. წავალ დავეგდები დასაძინებლად , ხვალ სამსახურში ვარ წასასვლელი -მიდი ღამემშვიდობის - დაემშიდობა ძმა და საძინებელში შეძუნძულდა, პალტო სავარძელზე მიაგდო და იქვე სარკის წინ ჩამოჯდა, ახლაღა შემჩნია ყელზე დატოვებული რამდენიმე სილურჯე,კაბა მოიშრა და რამდენიმე სილურჯე და კბილების კვალი მკერდზე დ ამუცელზეც შეამჩნია -ცხოველია ეს კაცი - ხმამაღლა ჩაილაპარაკა და საწოლში მოთავსდა . მალევე ჩაეძინა, დილიტ კი ელისაბედის ვიდეოზარმა გამოაღვიძა @ -ჰელოუ ბეიბეი -რომელი საათია გოგო -ჩემთან ათი და შენტან სავარაუდოდ რვა -აუ არადა, მეგონა უფრო ადრე იყო- დაიწუწუნა და თმაზე ხელი გადაისვა -რაშია საქმე, ექვს საათზე ფეხზე ხარ ხოლმე და რა .. მოიცა ყელზე რა გაქ - გაკვირვებულმა წამოიყვირა ტელეფონში -გაჩუმდი თუ ღმერთი გწამს რა , დავიითი მანდ არის ? -არა აუზშ ჩავიდა , თაფლობის თვეს ვირგებთ -მერე თუ ირგებთ ,მე რას მირეკავ , რომ ჩამოხვალ ვერ მნახავ/ -ვაი, ახლავე ამოღერღე რა გჭირს კისერზე თორე ფეხით ჩამოვალ იცოდე -გუშნ მე და ირაკლის არც ისეთი მშვიდი ღამე გვქონდა - ბოლოს ამორერღა და დააქალის რეაქციას დაელოდა -რა ? - განწირული ხმით იკივლა -რა და როცა ჩამოეთრევი მერე ვისაუბროტ , წავედი სამსახურში მაგვიანდება -არ გათიშ მოგკლავ -წავედი მეთქი -არ გა..- სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული ,ყურმილი დაუკიდა მტელი სხეული დაჩეხილივით ჰქონდა, ძლივს ადგა , კლასიკური შარვალი, ქუსლიანი ფეხსაცმელი , შავი წვრილმკლავიანი მაისური მოირგო, გრძელი პიჯაკი შემოიცვა, სახე მოიწესრიიგა და საძინებლიდან გამოვიდა. ანდრონიკეს დივანზე ჩასძინებია , მიუახლოვდა ძმას და ლოყაზე უკბინა -აუ - დაიყვირა ბიჭმა -შენც დილამშვიდობის ჩემო ვირო -ეს ვამპირული ხოდები , სად შეიძნე გაფიცებ - გადაიხარხარა ბიჭმა -მე წავედი სამსახურში და ეცადე სახლი არ გადამიწვა - თმიდან მოქაჩა ძმას და სახლი დატოვა. შენობაში შესვლისას ანანო ღიმილით შეეგება -დილამშვიდობის უფროსო -დილამშვიდობის ანანო, როგორ ხარ ? -კარგად უფროსო თქვენ -შენობით ხომ გთხოვე ?მეც ნორმალურად ვარ -ბოს მარიამმა დარეკა, ცოტა დამაგვიანდებაო და ეკატერინე გააფრთხილეო -ოქეი , არაა პრობლემა - ლიფტში შევიდა, ტელეფონზე ელისაბედმა მიაყარა ათასობით ესემესი, არცერთი არ გაუხსნია,ლიფტიდან გამოვიდა თუ არა კაბინეტისაკენ დაიძრა , კარი შეაღო და უკან არც გაუხედავს ისე დაკეტა, ელისაბედის უამრავ ესემესს კითხულობდა , როცა ხმა მოესმა -დილამშვიდობის ქალბატონო ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.