საბედისწერო საღამო (თავი 5)
-დილამშვიდობის ქალბატონო !- ნაცნობი ბარიტონის გაგებისას სწრაფად აატრიალა თავი -შენც გაგიმარჯოს - ცივად მიესალმა მამაკაცს და წინ ჩამოუდგა - რამ შეგაწუხა -გუშინდელის შესახებ რას მეტყვის - მოულოდნელად იკითხა -იმას რომ უგონოდ მთვრალი იყავი და პათოლოგიურად ავადმყოფის საქციელებს ავლენდი -ანუ უგონოდ მთვრალი იყავი და ვსო -ირაკლი რა გინდა? შენი სისულლელეების ხასიათზე არ ვარ რა -რაღაც ზედმეტად დაღლილი ჩანხარ, გუშინ არ გეძინა ? - ნიშნისმოგებით ჰკითხაქალს, ეკატერინე მიუხვდა რომ ბატონს ყველაფერი ახსოვდა, თავის არიდებას აზრი არ ჰქონდა -შენ კი სულაც არ გავხარ უძინარს - მკაცრად მიუგო -მე რომ არ მესაუბრა ამ თემაზე , მაგრად დამიკიდებდი ხო ასეა? -ირაკლი ტვინს ღუნავ, რაგინდა ვერ გავიგე?გილოცავ გუშინ სექ*ი გვქონდა , კიდევ გილოცავ მთვრალზეც იდიალური ენერგია გაქვს. ვაღიარებ იდეალური იყავი - ცინიზმით მიუგო და წინ აესვეტა - ადგები ჩემი სავარძლიდან? -ბოდიშით უფროსო - ხელები ასწია და გოგონას ცხვირწინ გაუსწორა სახე -ზედმეტად ხომ არ იჭრები როლებში? - ერთი ნაბიჯით უკან დახევა სცადა, როცა ირაკლიმ წელზე ძლიერად შემოხვია ხელი და სხეულზე აიკრა -პირველი არ ხარ ვინც კმაყოფილმა დატოვა ჩემი საწოლი , ასე რომძაანაც ნუ გაგიხარდება . შეგეძლო რომ ჩემი საწოლი მხოლოდ შენი ყოფილიყო მაგრამ გაიქეცი, დამიკიდე. ახლა კი მე გილოცავ წარუმატებელ პირველ ღამეს ლამაზმანო. - ეს თქვა და კაბინეტიდან გაუჩინარდა , თავის ცხოვრებაში პირველად უთხრა საყვარელ ქალს ტყუილი, პირველად ითვალთმაქცა თითქოს მის გარდა სხვა ქალების სხეულიტაც ტკბებოდა, პირველად აგრძნობინა მისთვის ყველაზე ძვირფას ადამიანს თავი ისე თითქოს არარაობა ყოფილიყო, კაბინეტიდან გასვლისთანავე ინანა საკუტარი სიტყვები, მაგრამ არ უნდოდა მას კიდევ დაახლოებოდა, მიჯაჭვოდა ის კი ისევ გაქცეულიყო. ეკატერინე გახევებული იდგა, იცოდა რომ თვითონ რადიკალურად შეიცვალა ,მაგრამ არ ეგონა რომ ირაკლიც ასეთი შეცვლილი დახვდებოდა, საკუთარ თავს ხმამაღლა დაუწყო ლაპარაკი,თან გაბრაზებულმა თან ნაწყენმა -აბა რა გეგონა ერისთავო სიცოცხლის ბოლომდე იგივე ადამიანი დარჩებოდა? რა სასაცილო ხარ ეკატერინე , ისე დაიკარგე რომ კაცი შვილმა არ იცოდა სად იყავი, არავის მოუკითხიხარ, არავინ დაინეტრესებულა, ვინც დაინტერესდა იმათმა დაგიგვირგვინეს და სპექტაკლი დადგეს, რა იკვრის ?ან რას ჩამოგტირის სახე? მეტის ღირსი ხარ ! საკუთარ იდიოტობას სხვას ნუ დააბრალებ - წინდა უკან დადიოდა , საკუტარ თავს ლანძღავდა. მთელი დღე სამსახურში გაატარა,საღამოს კარებზე კაკუნმა შეაწუხა -შემოდი - ხმამაღლა და გაღიზიანებულმა დაიძახა -სიურპრიზიიი - ელისაბედი შემოვარდა გაბადრული სახით -ელის - გაკვირვება ვერ დამალა - აქ რა გინდა -რა მინდა და დათას სამსახურიდან დაურეკეს და სხვა გზა არ იყო ჩამოვედით -ღადაობ ხო? სამი დღე არც გასულა წესიერად -რა ვქნა სიყვარულო , სამსახური აქვს ჩემს ბიჭს -კაია კაი -რა ხდება ახლა დეტალებშ მომიყევი , რა ჯანდაბა მოხდა თქვენს შორის -აუ ახლა არა რა, ძაან დედანაქაჩ ხასიათზე ვარ -არ მაინტერესებს მოყევი მალე -რა მოგიყვე , გალეში მთვრალი იყო, დედამისმა დამირეკა ლეწავს ყველაფერს და გეხვეწები მოდი დააწყნარეო, ხოდა დავაწყნარე, მასთან ვიწექი , ახლაც ყველაფერი მტკივა ისეთები ჩამიტარა, ჩაეძინა თუ არა წამოვედი,დილით კი აქ დამხვდა , იმედები ნუ გექნება ჩემო ძვირფასო, არაერთი ქალი წასულა ჩემი საწოლიდან ნასიამოვნებიო, მაგარ არარაობად გამომიყვანა და საყვარლად დატოვა ჩემი კაბინეტი. აი ამ სიტუაციას რა ქვია იცი? -ჩემ ბედს შევ*ცი ხო? - წინადადება დაუსრულა დაქალმა -კი ელის,ჩემს ბედს რომ შევ*ცი მე! აი ეგ ქვია . მოვრჩით . -არ მჯერა რომ ეგ ყველაფერი მართლა სერიოზულად გითხრა კატუ -რა არის აქ დაუჯერებელი ელის , გვერდიდან რომ შეხედო სიტუაციას ეგრე გამოვიდა -გოგო ცოლი ხარ , ჯვარი გაქვთ დაწერილი ,შენ აზრზე მოდიიხარ საკუთარ თავს რას აბრალებ საერთოდ ჰა? -კი ცოლი გამოვდივარ, მაგრამ არა ისეთი როგორიც უნდა ან მინდა , ამიტომ მოდი შევეშვათ ამ ყველაფერს. ახლა დალევა მინდა გესმის, გათიშვამდე დალევა -წავედით , ბარში წავიდეთ -რომელში? -არ დაიწყო ჯიჯღინი რა, იმ ბარში სადაც ბოლო ინციდენტი მოხდა , ვგიჟდები მაგათ ცივ ყავაზე და სასმელებზე -კარგი რავი წავიდეთ - ღრმად ჩაისუნთქა და დაქალს გაჰყვა .რამდენიმე წუთში ბარის წინ გააჩერეს მანქანები, ეკატერინეს საშინელი შეგრძნება დაეუფლა, გაახსენდა კეეკს განადგურებული თვალები, როგორ განწირულმა დაუძახა საშველად . თავი მოთოკა და მანქანიდან გადმოვიდა -ეკ , დათაც აქ იქნება სავარაუდოდ რა, ბიჭებტან ერთად ვარო. გაბრიელი, ნოდო -და ირაკლი ხო? - წარბშეკრულმა ჰკითხა -გეფიცები არ ვიცოდი , ახლახანს ვნახე ესემესი კეეკეც აქ არის -კეკე? -ხო გაბრიელი ხო მისი ქმარია და თან ბიჭებთან ძმაკაცობს ბავშვობიდან, სავარაუდოდ მარიამიც იქნება -ჩემი ბედის რა.. -კაი რა ,ვიცოდი რომ იყოყმანებდი, ხომ გინდა განიტვირთო და დაიცალო -ხო მაგრამ ირაკლის რომ ვუყურო პარალელურად არ მინდა , ეს ნამდვილად არ მინდოდა -დაიკიდე და წამოდი, ჩვენ ცალკე დავსხდეთ, ანანოც მოვა -კაი , წამო - ელისაბედს უკან გაჰყვა, ბარში შესვლისთანავე თვალი მოკრა ჩაბნელებულ კუთხეში მჯდარ ბიჭებს , დათა და ნოდო გამალებით საუბრობდნენრარაცაზე, ირაკლი და გაბრიელი ტელეფონში იყვნენ, კეეკე კი ღიმილიანი სახით ესაუბრებოდა მარიამს -იდეალურია - ჩაილაპარაკა და ცარიელ მაგიდასთან დაჯდა -არ ვნახოთ ბიჭები? - იკითხა ელისაბედმა -მანდ ჩემი ნახვა არც ბიჭებს და მითუმეტეს გოგოებს არ გაუხარდებათ ასე რომ შენ მიდი , მე ანანოს დაველოდები , თან სასმელს ავიღებ - ელისაბედი დათასთან გაემართა, ეკატერინემ სასმელი შეუკვეთა . ანანოც გახარებული შემოვიდა ბარში -ბოს, საღამომშვიდობის - იმხელა ხმაზე დაიყვირა , ყველამ ეკატერინესკენ გაიხედა,ბიჭებმა ანანოს და წარბშეკრულ ეკატერინეს შეხედეს -ეს შენი დაარ არის კეკე? - გაბრიელმა ცოლს ჰკითხა, რომელსაც სახის გამომეტყველება წამებში ეცვალა -კი გაბრო , მე , ანანომ და კატუშამ ცოტა დალევა გადავწყვიტეთ , თქვენთან უბრალოდ მოსასალმებლად მოვედი , ახლა კი დაგტოვებთ - ქმარს ხმაურიანად აკოცა და ეკატერინესკენ გაემართა. მკაცრი სახით უმზერდა ირაკლი საყვარელი ქალის მოქუფრულ სახეს და გული უარესად ეფლიტებოდა, მიხვდა რომ დილანდელმა ამბავმა ქალს გული ორად გაუპო. ელისაბედი დაქალს მიუსკუპდა გვერდით და ანანოც ჩაისვეს -რას შვებით? აუ ბოს ხვალ თავის აწევა გამიჭირდება და შეიძლება რომ დავაგვიანო - მხიარულად იკითხა ანანომ -თუ გინდა სულ ნუ მოხვალ- მხიარულად უპასუხა ეკატერინემ და სასმელი ჩამოისხა -ჩემს თავს გაფიცებ , ძაან ბევრსაც ნუ დალევ რა გთხოვ - მუდარით უთხრა დაქალს ელისაბედმა -ელისო რა გინდა? აქ როგორც დაქალი ისე ხარ , დედაჩემის სტატუსით კი არა - პიჯაკი გაიხადა და გვერდით დაკიდა. -გახსოვს პირველად რომ დალიე რა დღეში იყავი, ყველა დადებითი და უარყოფითი ენერგია მოაგწვა და ტიროდი ,კიოდი თუ იცინოდი შენც არ იცოდი, ახლაც იგივე არ დაგემართოს , წლები გავიდა რაც სასმელი არ გაგისინჯავს , ეგ კი არა არც გიყნოსია -გეხვეწები მაცადე რა, თუ რამე დამემართება აქ ხარ და მომხედავ - ეს თქვა და ვისკით სავსე ჭიქა ამოუსუნთქავად მოსვა -რას აკეთებ გოგო? მოკვდები - ელისაბედმა გაკრა მხარი დაქალს -შენ არ სვამ? - რიტორიკულად ჰკითხა -საქონელი ხარ ! - ჭიქები შეავსო და ანანოს გახედა - მაგარ შარში ვართ დაო! ანანოს გაეცინა და ეთი მოზრდილი ყლუპი მოსვა. ეკატერინე წამოდგა , ყავის შესაკვეთად , ბარის მაგიდასთან მისულს მარიამი მიუახლოვდა -ბოს საღამომშვიდობის -შენც გაგიმარჯოს მარიამ , სამი ყავა ერთი კოვზი შაქრით თუ შეიძლება - მარიამს მიესალმა და ბარმენის დამხმარეს შეკვეთა უკარნახა -გუშინდელის გამო -მარიამ! არ მინდა წარსულზე საუბარი, განსაკუთრებით გუშინდელზე . მშვენივრად გამოიყურებით ერთად , როგორცცანს აღარ ბრაზობს . წარმატებები -ბოს, ბოდიშს მოხდა მინდა დრეს რომ არ ვიყავი სამსახურში -მარიამ, მა-რი-ამ - დამარცვლით უთხრა გოგოს და წინ აესვეტა , ერთი თავით მაღალ ქალს პატარა ბავშივით ახედა მარიამმა -ბოს კისერზე რა გჭირს? - გაოცებისგან გაუფართოვდა თვალებიი -ისეთი არაფერი - თავის არიდება სცადა -ირაკლიმ ხომ არ დაგიშავა გუშინ რამე - ნერვიულად იკითხა გოგონამ, ეგონა რომ ირაკლიმ სიმთვრალის გამო რამე დაუშავა . ეკატერინეს სასმელი უკვე მოკიდებული ჰქონდა საკმაო დოზით , მარიამის ამდენი შეკითხვა უკვე ზედმეტად აღიზიანებდა , თავი ვერ მოთოკა და რაც ენაზე მოადგა პირდაპირ მიახალა -მარიამ მომისმინე,ძალიან კარგი გოგო ხარ,მაგრამ ზედმეტად იტანჯავ თავს და ბევრ შეკითხვას სვამ გესმის? ეს სილურჯეები ძალადობის არა ირაკლის ტუჩების და კბილების კვალია, არამარტო ყელზე მაქვს ჩემო კარგო. გუშინ იდეალური მეთოდი აღმოვაჩინეთ დასამშვიდებლად , მაგრამ ამაზე ნუ იდარდებ , დილით ნათლად მიმახვედრა რომ უბრალოდ სექ*ი გვქონდა და განსაკუთრებული არაფერი, ახლა კი შენი ნებართვით, მაგიდას დავუბრუნდები - გაღიზიანებულმა დაავლო ყავებს ხელი და მაგიდისკენ დაიძრა, მარიამს თვალები ცრემლებით აევსო , უკანსაკნელი ნაპერწკალიც ჩაუქრო ეკატერინეს სიტყვებმა, ახლა ნათლად მიხვდა რომ ირაკლი მას არასდროს შეხედავდა, მისით არასდროს დაინტერესდებოდა. ცრემლები შეიმშრალა და ნაძალადევი ღიიმილით დაბრუნდა მაგიდასთან. ეკატერინე ჭიქას ჭიქაზე ცლიდა, უსაშველოდ მოეკიდა სასმელი, სახე მოეღუშა, ელისაბედმაანანოს ანიშნა დავიღუპეთო და , დავითს გახედა საწყალი თვალებით -ხალხო მე დაგტოვებთ ცოტახნით -საით?- იკითხა ირაკლიმ -მემგონი ეკატერინე უზომოდ ნასვამია და საჭესთან დაჯდომის უფლებას არ მივცემ - ბიჭი მაგიდას მოშორდა და ცოლს ამოუდგა გვერდით -ბოს კარგად ხარ ? - ანანომ წყნარად ჰკითხა -ასე ცუდად არასდროს ვყოფილვარ, ყველამ და ყველაფერმა დამღალა - ეს თქვა და თვალები ცრემლებით აევსო -დათა , ახლავე მივდივართ,- ელისაბედმა ქმარს შეხედა და ეკატერინეს წამოდგომაში დაეხმარა -იცი რა , ყველაფერი აქ დაიწყო - ხმამაღლა გამოაცხადა და დათას მხარზე დაეყრდნო , უკვე ცრმლები მოსდიოდა, სასმელმა თავისი გააკეთა, მაგრამ მაინც მყარად დგომას ცდილობდა -ეკ წავიდეთ რა , გთხოვ - მუდარით გახედა დაქალმა -წავიდეთ ჩემო ელისაბედ , წავიდეთ - ცრემლიანმა წარმოთქვა გოგონამ და ნელინაბიჯებით გავიდა გარეთ, ყურებში უცბად სიმძიმე იგრძნო, თითქოს დაეხშო სმენა, გონებაში ის საღამო ამოუტრიალდა, აქეთ -იქით უმისამართოდ იხედებოდა, შეშინებული თვალებით, თითქოს ვიღაცას ეძებდა. კიბეზე სწრაფად ჩაირბინა და გარემო შეშინებულმა მოათვალიერა -ეკატერინე რას აკეთებ? კარგად ხარ ? - ელისაბედი მიუხლოვდა დაქალს და აკანკალებულმა ჰკითხა , გოგონა ტრიალებდა უმისამართოდ, რაღაცას ან ვიღაცას ეძებდა, შუბლზე ძლიერად მიიბჯინა ხელი და ცრემლებით აევსო თვალები -კეკე, კეკე არ არის, სად არის? კეეკე არ არის, აქ იყო ელის , აქ იყო მელოდებოდა, აქ იყო ელის აქ - ისტერიკულად გაიძახოდა და მოსთქვამდა , მუხლებზე დაეცა და ელისაბედს ხელებში ჩააფრინდა - კეეკე - წარმოთქვა და უცბად გაჩუმდა, თვალები გაუფართოვდა თითქოს რაღაც გაახსენდა, ფეხზე წამოვარდა და ბარის გვერდით ჩიხს მიაშტერდა , ყურში თითქოს კეეკს განწირული ხმა ჩაესმა, როგორც იმ საღამოს, - მეძახის ელის, კეკეს უნდა დავეხმარო, ის ნაბიჭ*რები რამეს დაუშავებენ გესმის, გამიშვი უნდა დავეხმარო - ელისაბედს ხელზე ექაჩებოდა რომ მოეშრებინა და ბოლოხმაზე ყვიროდა, კეეკს გაიძახოდა, მოსთქვამდა, ახსენდობა ის საღამო, ბეწვზე რომ გადააარჩინა და სამუდამო გაუბედურებას -ეკო არა , დაწყნარდი გთხოვ, შენ ახლა ძალიან ნასვამი ხარ და აფექტის მდგომარეობაში იმყოფები, გახსოვს ადრეც ასე მოგივიდა,კეკე კარგად არის არაფერი სჭირს გასაგებია, ერთადერთი ვინც საშინელ მდგომარეობაშია ჩვენს შორის ეს შენ ხარ, საკუთარ თავზე არ ფიქრობ , ისევ კეკეს გაიძახი, მისი სიჩუმის გამო ხარ ახლა ამ მდგომარეობაში, შენი ოჯახის გამო დაკარგე ყველა და ყველაფერი გესმის ?არ გაბედო და კიდევ შენს დაზე დარდი და ნერვიულობა არ დაიწყო გესმის? შემომხედე ეკატერინე !- გაცოფებულმა მიახალა დაქალს,რომელიც იმ ჩიხს თვალს არ აშორებდა, ტიროდა დარდობდა, თითქმის არც ესმოდა ელისაბედის საუბარი სანამ დაქალმა სილა არ გააწნა - გონს მოდი მეთქი ! - ხმამაღლა დაუყვირა -ელის , ელის გაცერდი უარესად გახდება , შეეშვი -დავითი ცოლს მივარდა და ქალი ხელიდან გამოგლიჯა - ცოდოა ელო, შენ აღარ დამატო -მხრებშ ჩაეჭიდა ეკატერინეს და მანქანისკენ წაიყვანა - კატუშ შემომხედე, ცუდად ხარ ახლა, თან მთვრალი და ყველა წყენა ამოგიტივტივდა, სახლშ გაგიყვან გთხოვ, წამოდი კაი - მუდარით ჩასვა გოგონა მანქანში და მძღოლის ადგილი დაიკავა -მე ეკატერინეს მანქანას წამოვიყვან , თქვენ წადით -ერთდროულად აცრემლებულმა და გაცოფებულმა ელისმა მიაძახა ქმარს . დავითის მანქანა წამშ მოსწყდა იქაურობას, აცრემლებული ელისაბედი ეკატერინეს მანქანას ზურგით მიეყრდნო და უფრო აქვითინდა, ახლა შეამჩნია ბარის შესასვლელთან მდგარი კეკე და გაბრიელი ,მათ უკან კი სახეწაშლილი ირაკლი და მოშრებით მდგარი მარიამი -ელო ჩემო გოგო, წავიდეთ, ეკატერინეს მანქანა დასჭირდება ხვალ, შენც დამშვიდდი კაი - ანანომ დაქალის დამშვიდება სცადა -დავმშვიდდე? - ბოლო ხმაზე დაიყვირა და კეკეს მიმართულებით წავიდა - გრცხვენოდეს კეეკე! - გოგონას დაუყვირა და სილა გააწნა -რას აკეთებ ელისაბედ - გაბრიელი ცოლს წინ გადაუდგა ,რომ კეკე დაეცვა -არ მესმის ასეთი უგულო როდიდან გახდი?კეეკე შენ გელაპარაკებინ , ასწიე თავი და თვალი გამისწორე ! რანაირი ადამიანი ხარ საერთოდ?ხედავ როგორ მდგომარეობაში ჩააგდეთ შენ და შენმა ოჯახმა ? მთელი ცხოვრება , მთელი მომავალი წაართვით კეკე, არცერთმა თქვენგანმა არ დაიცავით, ეს კი არა მთელი ოთხი წელი ფეხებზე დაიკიდეთ კეკე, დედაშენმა და ბიძაშენმა ცხოვრება გაუმწარეს , შენი დანაშაულის გამო ციხეში გამოკეტეს გესმის, თავს დებდი მის სიყვარულზე , მის გარდა სხვას ვერავის ხედავდი , ეს არის შენი სიყვარული ? ასე გიყვარდა შენი და, პოლიციამ რომ ძალით წაიყვანა და მკვლელობაში დაადანაშაულა , მაშინაც შენზე ფიქრობდა გესმის ? კეეკ სად არის?კეკე როგორ არის ? რამე ხომ არ დაუშავდა?კეკე, კეკე, კეკე, ამის გარდა არაფერს ამბობდა. დედაშნი რომ მივიდა სანახავად და გამოუცხადა შენი ბრალი შენს დაზე ძალადობა რომ სცადესო, შენ არ უნდა გაგეშვა გარეთ მარტოო გული დაეფლითა გესმის, საკუთარ ტავზე ძლიერად უყვარდი და უყვარხხარ კიდეც,მის სანახავად რომ მივედი მეგონა ყველაფერი მოგვარდებოდა, მეგონა იტყოდით რომ შენ დდაგიცვა იმ ნაბიჭ*რებისგან , მეგონა დედაშენი სიმართლეს იტყოდა ,რომ შენ თავს იცავდი და იმიტომ იმყოფება ახლა ის ბიჭი კომაში, მეგონა შენ იტყოდი რომ ეკატერინეს არ გაუკეთებია ეს , მაგრამ არა, შენ თავი აარიდე ყველაფერს გესმის ? საკუტარი და გაწირე. ის კი დებილივით მოიქცა , ჩემი და ციხეში ვერ გაძლებსო,საკუთარ დას სასიკვდილოდ ვერ გავიმეტებდო და ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო , იმ იმედით რომ ყველაფერს გაარკვევდით , დაეხმარებოდით, მაგრამ იმ საღამოს შემდეგ არცერთი ტქვენგანი უნახავს, არცერთი არ გამოჩენილხართ გესმის, ათასი სისულელე შეთითხნეთ, ეს არ გეყოთ ხო და ციხეში პატიმარი შეუგზავნეთ მოსაკლავად, ბიძაშენმა არ იკმარა გგოოგოს გაუბედურება და მკვლელობაც დაუკვეთა, იცი მაინც რა დღეშ იყო?ყველამ ფეხებზე დაიკიდეთ . კარგად იცი რომ ოჯახი არ მყავს, მაგრამ ის იყო , არის და იქნება ჩემი ოჯახი,რომელიც თქვენ ოთხი წლის წინ წამართვით, და წამართვით გესმის, ადამიანი რომელიც ჩემზე ბავშობიდან ზრუნავდა, საკუთარ ლუკმას მიყოფდა ,შენ კი , საკუთარმა სისხლით და ხორცით მისმა დამ, გაწირე, ახლა ბედნიერი ხარ? შენ და დედაშენს სინდისი არ გაწუხებთ? რა გააკეთა დედაშენმა როცა ეკატერინემ სთხოვა ირაკლისთვის ყველაფერი მოეყოლა, უკანასკნელი იმედი ირაკლი ჰყავდა გესმის? იცოდა რომ მარტო არ დატოვებდა ,მაგრამ რა მოხდა? ირაკლიც გაქრა მისი ცხოვრებიდან, რატომ გაქრა კეკე? მე გეტყვი დედაშენმა ათასი საშინელება მოატყუა, ამ იდიოტმა ეს ყველაფერი დაიჯერა, არ ენდო საყვარელ ქალს - უკვე თვალები დაებინდა ცრემლებისგან, ირაკლის გახედა და ბოლო ხმაზე უღრიალა - ასე გიყვარდა ეკატერინე? ჯვრისწერისდროს მიცემული პირობა ასე შეასრულე? შენც ისევე დაიკიდე ფეხებზე და დანებდი როგორც ამისი ნაგავი ოჯახი. გილოცავ თქვენ საშვილიშვილოდ გაანადგურეთ მისი ცხოვრება, მისი მომავალი , თქვენ კიდევ ასე უტიფრად აგრძელებთ ცხოვრებას. მრცხვენია რომ გიცნობთ. მეზიზღებით , კეკე მეზიზღები. - უღრიალა გოგონას -ელისაბედ გთხოვ, სირცხვილია ხალხი გამოვა, წავიდეთ რა - ანანო ემუდარებოდა და მკლავიდან ქაჩავდა, ელისაბედი ძალაგამოცლილი დაჰყვა დაქალის ნებას და მანქანისკენ ტირილით წავიდა -კეკე ისტორიის რომელი ნაწილი არ მომიყევი - გამწარებული გაბრიელი მკლავში ჩააფრინდა ცოლს და მანქანზე მიაკრა - კიდევ რა მომატყეთ შენ და დედაშენმა კეკე! -გაბი აგიხსნი გთხოვ ,მე .. არ შემეძლო.. მე ვერ გავძლებდი ციხეში.. ასეთი ძლიერი არ ვარ -გოგო შენ გიჟი ხარ? საკუთარი და როგორ გაიმეტე ციხისთვის , შენი დანაშაულის გამო, არ გამაგიჟო კეკე ? ეს რა ადამიანი ყოფილხარ -გაბი გთხოვ აგიხსნი , მე დედამ მითხრა .. -დეამ? გოგო 23 წლის ხდები გაიზარდე! რა დედამ კეკე ! მე შენ რა გთხოვე დედაშენი არ ჩარიო საქმეებშ თქო, რა გახდა ეს დედაშენინ კეკე ! - ბიჭ ღრიალებდა და მანქანაზე მუშტს ურტყამდა ირაკლი რას აკეთებდა? ბარის კედელთან იყო ჩაკეცილი და სახეზე ყველა ემოცია ერთად ეკითხებოდა , თავზე ნერვიულად იბჯენდა ხელებს და მუხლებშ ჩარგო ტავი -იკა კარგად ხარ ? - მარიამი მის წინ ჩაიმუხლა და მხარზე ხელი დაადო -წადი! - მკაცრად გამოუცხადა ქალს და თავი ასწია, თვალებში ყველა უარყოფითი ემოცია ეკითხებოდა, სისხლი ძარღვებში აწვებოდა , უნდოდა ეღრიალა , ეყვირა. საყვაელი ქალი ამდენი წელი გაქცეული კი არა ციხეში ყოფილა გამოკეტილი, რამდენი საშინელება არ იფიქრა, როგორ არ ენდო გოგოს ,რომელიც ყოველთვის სხვების კეთილდღეობისთის იბრძოდა. არ ენდო ქალს რომელმაც მის გამო ყველაფერს გადააბიჯა, დედამის გადააბიჯდა და ჯვარი დაიწერა, მთელი სული და გული მას დაუკავშირა.უყურებდა მარიამს თვალ გაშტერებული და და ფიქრებისგან გამორკვევას ცდილობდა.უცბად წამოენთო და ცხარე ხრემლებად დაღვრილ კეკეს მივარდა -როგორ გააკეთეთ კეკ? მე შენთანმ ოვედი, მუხლებზე გედექი რომ მისი ადგილსამყოფელი გეთქვა, გევედრებოდი კეკე, შენ კი რა გააკეთე ? როგორ შეძელეი ამ დონემდე როგორ დაეცი? -იკა მე სხვა გზა არ მქონდა , დედაჩემმა არ დამიტოვა სხვა გზა -კიდევ დედას გაიძახი ადამიანო?! რა გახდა ეს ქალი გეკითხები რა - უღრიალ ა ირაკლიმ და მანქანაში ჩჯდა, ადგილს წამებში მოსწყდა, მიაქროლებდა მანქანას და წარმოდგენა არ ჰქონდა სად მიდოდა, რატო მიდიოდა, რა უნდოდა საერთოდ , რას მოელოდა ამ ცხოვრებისგან, არ იცოდა დღევანდელის მერე როგორ შეძლებდა საყვარელი ქალისთვის თვალის გასწორებას. გული უსკდებოდა იმაზე ფიქრით თუ რა მდგომარეობაში იყო ახლა ეკატერინე. მანქანა გზის პირას გააჩერა და დავითთან დარეკა @ -გისმენ იკო -როგორ არის ? -ირაკლის აკანკალებული ხმა ტელეფონშიც კი კარგად გაიგო დავითმა - არ ვიცი იკო, ძლივს დაამშვიდა ელისაბედმა, სულ კანკალებდა, თითქმის იმ დონემდე მივედი რო საავადმყოფოშ წამეყვანა -შეიძლება მოვიდე ? -იკო არ ვიცი -გთხოვ - მუდარით უთხრა ძმაკაცს -კარგი , ლოკაციას ჩაგიგდებ - გაუთიშა და ლოდინის რეჟიმში თავი ძლიერად მიაყრდნო საზურგეს, რამდენიმე წამში ლოკაცია მიიღო და ეკატერინეს სახლისკენ დაიძრა.მალევე მივიდა შენობასთან, მძიმე ნაბიჯებით შევიდა სადარბაზოში და ლიფტში მდგარ ბიჭს მიესალმა -გამარჯობა, მერამდენე სართული -მეთერთმეტე ირაკლი ბატონო - ბიჭმა იცნო მამაკაცი და თვალი გასწორა -ერთმანეთს ვიცნობთ - ისეთი გათიშლი იყო , ვერც კი იცნო ბიჭი -ანდრონიკე ერისთავი - დიდგვაროვნულად წარადგინა საკუთარი თავი -ანდრიკო? - უცბად გამოერკვა მამაკაცი და თავისზე ერთი თავით დაბალ ბიჭს გაუღიმა -სამაგიეროდ მე გიცანი, არც შეცვლილხარ - გაუღიმა ბიჭმა და მამაკაცს გადაეხვია -ეკატერინესთან მიდიხარ შენც? - ნერვიულად ჰკითხა ბიჭს -მივდივარ რა , ჩემს დასთან ვცხოვრობ. შენ მშვიდობა გაქვს -მე კი, შენი და გახდა შეუძლოდა და ვერ გავქაჩე უმოქმედოდ ჯდომა -რას იძახი? რა მოუვიდა - სახე შეეცვალა ანდრონიკეს -ბევრი დალია - სიმართლის მეოთხედი უთხრა ბიჭს და ლიფტის კარიც გაიღო. ანდრონიკე წინ წავიდა და სახლშ შევარდა -რასჭირს ეკას - იქვე მჯდარ დავითს მივარდა -ჩუ,ძლივს ჩაეძინა, ნასვამია და ცოტა შეუძლოდ გახდა - იცრუა დავითმაც და უკან მდგარ ირაკლის შეხედა - მოდი -შეიძლება შევხედო მაინც ? - პატარა ბავშივით იკითხა ანდრონიკებ და იქვე მჯდარ სახეგაფითრებულ ელისაბედს შეხედა -ხო იცი რომ ფხიზელი ძილი აქვს , დილიტ ნახე რა, ძლივს ჩაეძინა - მუდარით უთხრა ელისაბედმ ა და თვალებჩაწითლებულ ირაკლის შეხედა - მაპატიე ყველაფერი ასე რომ გიაგე, თავი ვერ შევიკავე -შენ რომ არა , ეკატერინე არც არასდროს მეტყოდა სიმართლეს , ასე რომ ბოდიში არ გაქვს მოსახდელი -მოდი რა დაჯექი, ცხელ ყავას მოგიტანთ - სამზარეულოში გავიდა ელისაბედი -ყველაფერი იცი ? - ანდრონიკე წინ ჩამოუჯდა ირაკლის -სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ , ასეა ანდრიკო -დღეს აქ დარჩი კაი ? - სერიოზული გამომეტყველებიტ უთხრა მამაკაცს - მე მამასთან უნდა გავიდე, ხვალ ექიმტან მივყვები და მარტო ვერ გავუშვებ, ეკატერინესთვის უნდა მეკითხა წამოვიდოდა თუ არა ,მაგრამ როგორც ჩანს ამისი თავი არ ექნება, თან ზუსტად ვიცი რომ შენი დანახვა გაუხარდება -რაღაც მეეეჭვება ანდრო - დანანებით თქვა ირაკლიმ -დამიჯერე რა , დარჩი ჩემი ხათრით რა -იკო, მემგონი დროა რომ ყველაფერზე ილაპარაკოთ, ასე რომ ჯობია მართლა დარჩე, მაინც მტელი ღამე მასზე ნერვიულობით არ დაგეძინება და ჯობია აქ იყო -კაი - ძმაკაცს დაეთანხმა და ელისაბედის გამოწვდილი ყავა მოსვა -მე წავალ კაი, რომ გაიღვიძებს გამაგებინეთ როგორ იქნებ ა - დაემშვიდობა ანდრონიკე სამივეს და სახიდან გავიდა -ჩვენც მალე წავალთ , შენ ყურადღება მიაქციე კარგი ? - ელისაბედმა მუხლზე დაადო ხელი ირაკლის - მაპატიე თუ საშინელებები გითხარი, საკუთარი დასავით მყავს ეს არსება დ ა მას რომ რამე მოსდის ჭკუიდან გადავდივარ -შენ ვერც კი წარმოიდგენ როგორ მიყვარს ეგ შენი არსება ელო -ვიცი და ბოდიშს მოხდა მოგიწევს , იმის გამო რაც დილით მოატყუე - ამის გაგონებაზე ირაკლის თვალები გაუფართოვდა - შენ გგონია მართლა დავიჯერე რომ ეკატერინეს უღალატი და ათასი ქალი გამოიცვალე? ასეთი ჭკვიანიც არ ვარ იკო - გოგონამ გაუღიმა და ყავის ფინჯნები სამზარეულოში გაიტანა . ცოტახას კიდევ დარჩნენ ელისაბედი და დავითი , საუბრობდნენ, ელისაბედმა ყველაფერი დეტალურად უამბო ირაკლის და სთხოვა რომ ეკატერინეს დალაპარაკებოდა. წყვილი წავიდა , ირაკლი მძიმედ ჩაეშვა სავარძელში და თავზე ხელი მიიბჯინა, თავი რომელიღაც სერიალში ეგონა , ვერ იაზრებდა, ჯერ კიდევ არ ესმოდა რატომ მოექცნენ ასე მის საყვარელ ქალს, არ ესმოდა ქქალბატონი ნინოსი, თუ კეკეს და ანდრონიკეს თვლიდა შვილად, ეკატერინე განა ვინ იყო, არ იყო მისი შვილი?? უამრავი კითვა და დაულაგებელი აზრი უტრიალებდა თავში, ძილიც კი არ მიეკარა, სავრძელში იჯდა და საათობიტ ფიქრობდა, როცა საძინებლის კარის ხმა გაიგო -ღმერთო თავი მისკდება, ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის რა - ბუტბუტებდა ქალი და საცვლებისამარა გამოდიოდა საძინებლიდან -ეკა კარგად ხარ ? - ირაკლი უცბად მიუახლოვდა ქალს და ხელები წელზე შეუცურა, რომ არ წაქცეულიყო -ირაკლი , შენ აქ რა გინდა ? - თვალები დაიწვრილა და წარბებშეჭმუხნულ მაამაკაცს ახედა -არ ვიცი დაიჯერებ თუ არა მაგრამ შენზე ნერვიულობა არ მასვენებდა - გული და სული ამოაყოლა სიტყვებს -მართალი ხხარ არ ვიცი დავიჯერებ თუ არა - თქვა და სამზარეულოსკენ ფეხების ხლართვით წავიდა. თავი ვერ შეიმაგრა და მაგიდის კუთხეს ძლიერად მიეჯახა - აუ ! -წამოიძახა და რომ არა ირაკლის მკლავები ძლიერად დაეხეთქებოდა ძირს -ნელა ადამიანო, - მაგიდაზე მიყრდნობილ ეკატერინეს მიმართა და სინათლე ჩართო - მანახე აბა - მუცლის კუთხეზე ხელი დაუსვა და გაწითლებულ ადგილს ნაზად შეეხო, მთელს სხეულზე თავდახრილმა მოავლო თვალიდა რამდენიმე სილურჯე შეამჩნია, მომწვანო ფერში გადადიოდა, მიხვდა რომ ეს სილურჯეები ახალი არ უნდა ყოფილიყო და ქალს შეკრული წარბებით გახედა - ეს ვისი დამსახურებაა? -შენი! - მკაცრად გახედა თვალებამღვრეულ მამაკაცს -რატომ არ მითხარი სიმართლე ? -რომელი სიმართლე ? - გაკვირვება ვერ დამალა ეკატერინემ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.