ცუდი გოგო (სრულად)
ცუდი გოგო 1 ამბობენ, რომ მე ცუდი გოგო ვარ! ეს იარლიყი ისე მომაწებეს, არც კი სცადეს ჩემი ახლოს გაცნობა. მშობლები არ მყავს, ან თუ მყავს მე მათზე არაფერი ვიცი. ობოლი ვარ. ბავშვთა სახლიდან. ოჰჰ, უკვე აიბზუეთ ცხვირები არა? ეგ მადარდეთ ახლა! თავხედი? ხომ გითხარით თავიდანვე, რომ მე ცუდი გოგო ვარ! სამაგიეროდ თქვენზე კარგად ვსწავლობ და უნივერსიტეტში სრული გრანტით ჩავირიცხე ბევრი თქვენგანისგან განსხვავებით. გაგიკვირდათ არა?! მიუხედავად იმისა , რომ ლექციაზე საღეჭ რეზინს ვღეჭავ და პირსინგი მიკეთია ცხვირზე და წარბზე იმიჯისთვის, მაინც საუკეთესო ვარ. რომ იცოდეთ, მთელი ჩემი გარეგნობა მხოლოდ ნიღაბია, ნიღაბი რომლის უკანაც ნამდვილი მე ვიმალები. მე_ ბაია დვალი. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი გვარი არაფერს მიყვება ჩემზე ისეთს, რაც ფასეულია და რამედ მიღირს. ან კი ვარ საერთოდ დვალი? ადრე ბავშვობაში ვდარდობდი ამაზე! ახლა, ახლა ესეც ფეხებზე , მგონი. მე ობოლმა და მიუსაფარმა სამი ენა ვიცი, ინგლისური, რუსული და არაბული. ა, ხო ქართულიც თავისთავად. და ამ ენებზე ისე ვსაუბრობ, როგორც მშობლიურზე. მიუხედავად იმისა, რომ ცუდი გოგოს სტიგმა მომაკერეს შუბლზე, მე მაინც ძლიერ გოგოდ დავრჩი. იქნებ მოვიდეს ის დღე , როცა მე ამაყად ჩამოვიხსნი ამ უცნაურ ფერად ნიღაბს და თამამად ვიტყვი: _ გამარჯობა, მე ბაია ვარ!_ ასეთ ოცნებებში ჩაფლული ვდგავარ ყავის სტენდის წინ და კლიენტის მოლოდინში მუსიკას ვუსმენ, ძალიან ხმადაბლა. ჩემ პირდაპირ ესკალატორია. აქ ხალხი მუდმივად მოძრაობს. ცალი თვალით სკამზე დაწყობილ ქსეროქსებს ვუყურებ. ნეტა ხალხი არ იყოს, ვიმეცადინებდი მაინც. მალე დიპლომის დაცვა მაქვს და მე კი ჯერ მუშაობაც არ დამიწყია მასალაზე. ასე საწყლად დავამოგზაურებ სახლიდან უნიში, უნიდან სამსახურში და მერე ერთად ვიძინებთ მორყეულ საწოლშიც. ამ ფიქრებში გართულმა უცებ დავინახე, როგორ მიუახლოვდა ასე წლინახევრის, ჯერ ისევ ბანცალით მოსიარულე, ბიჭუნა ესკალატორს და როგორ ინტერესით გადახედა რკინის მოძრავ საფეხურებს. დარბაზი მოვათვალიერე მშობელი ვერ შევნიშნე. მშობლებს მუდმივ ფაციფუცზე ემჩნევათ ხოლმე მშობლობა. ორი წამიც მეყო მივმხვდარიყავი, რომ რაღაც ცუდი მოხდებოდა თუ არ ჩავერეოდი. ბიჭუნამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა კიბისკენ და მეც ვისკუპე მისკენ. მაისურში ხელი ჩავავლე და უკვე ჰაერში გამოკიდული დავიჭირე. შეშინებულმა ბავშვმა ტირილი მორთო. ის იყო მისი დამშვიდება მინდოდა, რომ ვიღაც ძალიან თანამედროვე დედიკო გამოვარდა იქვე ცნობილი ელიტური მაღაზიიდან და კივილით მეცა. _ ხელი გაუშვი ჩემს ბავშვს, თორემ მოგამტვრევ ძირში! _ გაოცებისგან სახე მომეღრიცა_ ამ მახინჯს უყურე რას ბედავს! სადაა მენეჯერი! კაპასად გააგრძელა ჩხუბი. "ამ მახინჯის" შემდეგ თავის მართლების და რაიმეს ახსნის ყველა ვარიანტზე ჯიუტად უარი ვთქვი. ამ ორომტრიალზე მენეჯერიც მოქაქანდა. _ ეს ვინ გყავთ სამსახურში, ეს გიჟი, ეს მახინჯი?_ამრეზით მიყურებს "დედიკო" აშკარად წარბის პირსინგზე. მეცინება. _ იცინის კიდეც ეს მანიაკი?!_ კივის სახეშეშლილი. _ დაურეკეკთ პატრულს _ იდეა მოსდის იქვე უსაქმურ სეირის მაცქერალს. ხმას არ ვიღებ, ან კი რა უნდა ვთქვა, ჩემი პირსინგების და ფერადი თმის გამო საბრალდებო დასკვნა უკვე გამოტანილი აქვთ. _ დამშვიდდით ქალბატონო!_ ამშვიდებს მენეჯერი "ყურადღებიან" სუპერ დედიკოს. _ სამსახური დაატოვებინეთ, თორემ დაგამშვიდებთ ჩემი ქმარი კარგად!_ აშკარად ბობოლა ქმარი ჰყავს. ძალიან ეიმედება. მენეჯერს დიდად არ აღელვებს სტენდს გოგონა, რადგან კლიენტი მუდამ მართალია. ბეიჯზე მიყურებს და მკაცრად ამბობს : _ ბაია თქვენ ხვალიდან აქ აღარ მუშაობთ!_ ასეც ვიცოდი, არ მიკვირს. _ წადით თქვენი დედაც! და თქვენი არაბი ბატონისაც!_ ხო ეს მოლი ვიღაც არაბ ინვესტორს ეკუთვნის. აბა საქართველოში ქართველის რაა? რა და დედის ...! მხოლოდ ეს და მეტი არაფერი. კი, ვიყო უზრდელი, მე! ისე გამომაბუნძულეს სრულიად არაფრის გამო, რომ კამერების გადამოწმება არც კი უცდიათ. _ მე დავინახე, რომ ის ბავშვი გადაარჩინე!_ ამბობს ჩურჩულით საათების სტენდის გოგონა. მგონი ცირა ჰქვია._ რატომ არ მოითხოვე კამერები? _ალბათ, იმიტომ რომ სულ ფეხებზე , ამის შემდეგ აქ მაინც აღარ დავრჩები და ეს მონები რას იფიქრებენ ჩემზე რაში მაინტერეებს?_ ვუღიმი მე. რა სამწუხაროა, სხვისი ჭირი ღობის ჩხირი რომაა და ეს რომ მისაღებია. სწორედ ამ ჩოჩქოლის დროს მოგვიახლოვდა რამდნიმე კაციანი ჯგუფი, შუაში თავსაფრიანი მამაკაცი ჩაეყენებინათ და უპრაწავდნენ თვალებს მლიქვნელურად. _ აქ რა ხდება?_ იკითხა ჯგუფიდან ერთმა. ალბათ კომპანიის ქართული მხარის დირექტორმა. _ ბატონო არჩილ, პატარა ინციდნტი გვქონდა, მაგრამ უკვე აღმოვფხვერით!_ პასუხობს მენეჯერი ამაყად და თან მიბღვერს. _აღმოვფხვერით!_ მეცინება ამ სიტყვაზე._ წადით თქვენი აფერისტი დედაც! ვამბობ გულგრილად , ჩანთას მხარზე ვიკიდებ და ესკლატორისკენ ვეშვები. გვერდზე გავლისას იმ თავსაფრიან არაბს ენას ვუყოფ. _ გამომივიდა ესეც ფადიშახი!_ ვამბობ ირონიულად და ესკალატორზე ვდგები. _ თავხედო!_ ყვირის აღშფოთებული ქართველი დირექტორი. _ მონა!_ ვეძახი მეც და ორივე ხელით შუა თითს ვანახებ მთელ დამსწრე საზოგადოებას. მაინც ხომ ცუდი გოგო ვარ და გულს მაინც მოვიფხან! _კარგი რა ბაია! რატომ იქცევი ასე?_ ტელეფონზე მეჩხუბება ნინა._ ქირა გვაქვს გადასახდელი ამ თვის ბოლოს, დაგავიწყდა? და კიდევ რამდენი ხარჯია? აგეხსნა ადამიანურად რა იქნებოდა? ეეჰ, კაი დროსია! მანქანების სადგომზე ჩავდივარ და უკანა გასასვლელით ვაპირებ ჩემი ქუჩისკენ ავუხვიო. თან ნინას ვამშვიდებ, რომ მოულოდნელად შავი უზარმაზარი ჯიპი ზედ ჩემს ფეხებთან ამუხრუჭებს. შიშით გული წინდებში მივარდება. ვერც კი ვკივი , ისე ვშეშდები. მანქანას კრიალი გაუდის. შავია, მაგრამ სარკესავით ირეკლავს ყველაფერს. აზრზე მოვდივარ და მუჭს მთელი ძალით ვურტყამ ცხვირზე. _ დეგენერატო!_ ვყვირი გაცოფებული. ისედაც ხომ წკიპზე მქონდა ნერვები და ახლა სულ გავაფრინე. მანქანიდან შავკოსტუმიანი ტიპი გადმოდის , მარტო მკლავი აქვს ჩემ სიგრძე. _ უკაცრავად ქალბატონო! რამე ხომ არ დაგიშავდათ? იქნებ საავადმყოფოში წაგიყვანოთ!_ ხმა ისეთი საშიში და ხრინწიანი აქვს, რომ ამას მანქანაში სულ რომ ვკვდებოდე არ ჩავუჯდები. ნაბიჯს ჩემკენ დგამს. მე უკან ვიხევ. ცივად ეღიმება. ვფიქრობ, აქ რაღაც ვერაა რიგზე და უკან დახევას განვაგრძობ, რომ რაღაც მყარს ვეჯახები. მხარს უკან ვუყურებ და წინა ორანგუტანგის მსგავსი კოსტუმიანი ტიპია, ოღონდ უკვე გორილაა. სწრაფად მხვევს ხელს და მანქანისკენ მიმაპრონწიალებს. ვკივი წიხლებს ვიქნევ და ვიცი, რომ ნინას ყველაფერი ესმის. _ პატრულს დაურეკე მიტაცებენ!_ ვღრიალებ საშინლად შეშინებული. მანქანის უკანა კარს აღებენ და შიგნით მტენიან. გორილა გვერდით მიჯდება. ორანგუტანგი საჭეს უბრუნდება. _ რა გინდათ, ვინ ხართ?_ ვეკითხები და თვალები უკვე ცრემლებით მაქვს სავსე. _ ნუ გეშინიათ, ბატონ სადამს თქვენთან გასაუბრება სურს!_ მამშვიდებს გორილა. _ სადამი ვინ ჯანდბაა? _ სადამ ჰუსენი მახსენდება და მთლად კეთილი მოლოდინები არ მიჩნდება. კარისკენ მივჩოჩავ, ალბათ არ ელიან, რომ გაქანებული მანქანიდან გადავხტები, მაგრამ დასაკარგი რაღა მაქვს? კარს სწრაფად ვხსნი და ვხტები. მტკივნეულად ვეცემი და ასფალტზე სრიალისგან მუხლები და ხელის გულები მიტყავდება. მანქანა ჩერდება, ტკივილისთვის დრო არ მაქვს! ფეხზე სწრაფად ვდგები და კოჭლობით გავრბივარ საპირისპირო მიმართულებით. მანქანები გამწარებულები მისიგნალებენ. _ჯანდაბა , ჯანდაბა!_ ვყვირი და რაც ძალი და ღონე მაქვს ვცდილობ გავიქცე. გორილა მომსდევს. _ გაჩერდით! გაჩერდით!_ ჰოო, როგორ არა! მეცინება მე და გაჩერებულ ავტობუსში ავრბივარ. დაღლილობისგან და ემოციებისგან იქვე ვიკეცები. ზურგით კედელს ვეყრდნობი და გადარჩენა მიხარია. მაგრამ მუხლები და ხელები მეწვის. ჭრილობები ქვიშით მაქვს სავსე. _ რა იღბლიანი დღე მაქვს!_ ვბურტყუნებ ჩემთვის. შემდეგ გაჩერებაზე ჩამოვდივარ იმაში სრულიად დარწმუნებული, რომ გამტაცებლებს ჩემი ოსტატურობით დავუსხლტი ხელიდან. და სახლისკენ ვბრუნდები. გზის ფულიც აღარ მაქვს, ჩანთა იმ მუტანტების მანქანაში დამრჩა. ამიტომ ფეხით მომიწევს გავლა. არაუშავს, ადამიანი მოთმინებისთვის დაბადებულა! ნეტა ჩემი ტანჯულა მობილური სადღაა? სინანულით ვფიქრობ, რომ ისიც მანქანაში დამივარდა. ალბათ ახალი კიდევ კარგა ხანს არ მეღირსება. ისევ ახალი სამსახურის მოძებნა მომიწევს. რომელიღაც მაღაზიის ვიტრინა ჩემს გამოსახულებას ირეკლავს. ახლოს მივდივარ და საკუთარ თავს ვაკვირდები. არა, ესეთს არავინ შემომხედავს სერიოზულად. ჩემი უაზრო პროტესტის და სიჯიუტის გამო თავს რატომ ვიწამებ? ნინა მართალია! დრო მოვიდა ქალს დავემსგავსო და ჩემს პირსინგებს და ლურჯად შეღებილ თმებს მიღმა გადამალული მშვენიერი ბაია დღის სინათლეზე გამოვიყვანო. უფრო ახლოს მივდივარ შუშასთან. ლურჯი, მუქი ლურჯი დიდი თვალები მაქვს. ფერადი თვალის ჩრდილებით მოთხუპნული . ლამაზი ბავშვური გაბუსხული ტუჩები შავი ტუჩსაცხით დაფარული. ყელიც ნეფერტიტივით მაღალი, მაგრამ ძაღლის ყელსაბამის მსგავსი ჯანდაბით შემკული. მკერდი, საჯდომი იდეალური, სიმაღლითაც არა მიშავს. და ამ ყველაფერს წულის ფერადი გაბუჩქული კაბით და შავი რემბო მასურით ვფარავ. რას ვგავარ? ვინ ვარ? ნუთუ თანახმა ვარ, რომ ცუდი გოგო ვიყო მთელი ცხოვრება? მოულოდნელად ვიტრინაში ნაცნობ ანარეკლს ვხედავ , შეცბუნებული ვკივი, მაგრამ გაქცევას ვეღარ ვახერხებ. გორილა მოხერხებულად მიჭერს და კვლავ მანქანაში მტენის. აშკარად ვეღარაა წინანდელ ხასიათზე. _ გაქცევა აღარ გაბედო ! გესმის!_ მიბღვერს საშიშად. თქვენობითიდან უკვე შენობითამდე "ჩამომალაბორანტა". მე თავს ვუქნევ და გონებაში ისევ გაქცევაზე ვფიქრობ. _ არა რა ჯანდაბამ დააინტერესა ნეტა!_ ეკითხება გაოცებული ორანგუტანგი გორილას. თან ურცხვად მათვალიერებს უკანა ხედვის სარკეში. _ რას გაუგებ მილიონერების კაპრიზებს?!_ ოხრავს გორილაც და თან მაჯაზე ჩავლებულ ხელს წამით არ მიშვებს. _ რომ იცოდეთ, აქ ვარ და მესმის!_ ვბუზღუნებ მე. უხმოდ ვმგზავრობთ, უფრო სწორედ მე კი ვსვამ უამრავ კითხვას, მაგრამ ისინი ხმას აღარ იღებენ. სადღაც ფეშენებელური სასტუმროს წინ ჩერდება მანქანა. იმედი მიელავს გულში, მთავარია სადმე მიყრუებულ უდაბნოში ან რაღაც მსგავსში არ მიმიყვანეს და აქიდან როგორ ვერ გავიქცევი საჭიროების შემთხვევაში?! ვმშვიდდები და გორილას უკვე მორჩილად მივყვები ბატონი სადამის აპარტამენტებისკენ. ასეთი ფუფუნება მხოლოდ კინოებში მაქვს ნანახი. მაშინ როცა მე გადარჩენისთვის ვიბრძვი, ვიღაც ბობოლა სადამი მოოქროვილ დივანზე გორავს. ესაა სამართალი ღმერთო? მოჩუქურთმებულ კართან მცველი დგას, ერთმანეთს ორ სიტყვას უცვლიან და უზარმაზარ კარს აღებენ. შესვლას რომ არ ვაპირებ, გორილა ხელს მავლებს და ძალით შევყავარ. მდიდრული? არა, რაღაც გასაოგნებელი აპარტამენტია. ასეთი კინოშიც არ მინახავს. ოთახს პირდაღებული ვათვალიერებ! ალბათ ეს პატარა ბროლის სტატუეტკები ჩემი სახლის მთლიანი ღირებულებაა? და ეს ბროლის ჭაღი? ეს მოვარაყებული ავეჯი? ვიაზრებ ამ ყველაფრის ფონზე რამდენად საცოდავი ვარ მე. ხოდა აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ?გორილამ ხელი გამიშვა და იქვე ოთახის კარზე მიაკაკუნა. მე ვდგავარ აწურული, არ ვიცი რა ვიფიქრო. ან რა გავაკეთო. სად ვარ? რატომ ვარ? რისთვის? ვისთან? მიტრიალებს გონებაში კითხვები. თუმცა თუ გგონიათ ამ დაბნეულობას და შიშს ვიმჩნევ ძალიან ცდებით. საღეჭ რეზინს კი არ ვღეჭავ ვაღლაჭუნებ. ვითომ უდარდელი ვარ. ოთახის კარი გაიღო და იქიდან გრძელ თეთრ პერანგისმაგვარ სამოსში გამოწყობილი, კაცი გამოდის, თავზე ნინას წითელი ჩაის ტილოთი. ვხუმრობ , რა თქმა უნდა. მაგრამ რა ვქნა, მართლა ძალიან მაგონებს მისი თავსაბურავი ჩაის ტილოს. _ გამარჯობა!_ მესალმება არაბულად და მისი თანმხლები გოგონა ქართულად მითარგმნის. ირონიულად მეღიმება. ესეც სხვებივით ჩემი ვიზუალით მსჯელობს. პასუხს არ ვუბრუნებ, მხოლოდ ინტერესით ვათვალიერებ. ათლეტურია, მაღალი, ოდნავ უხეში სახის ნაკვთებით, წვერით, ლამაზი ტუჩებით, ოდნავ კეხიანი ცხვირით და დიდი ბრიალა შავი თვალებით. ისე იბღვირება თითქოს მის სახეს მის დღეში არ გაუცინია. ტიპიური არაბი შეიხია. მბრძანებლური და უხეში ტიპი. ო, როგორ მძულს მისი მსგავსი თვითდაჯერებული კაცები! _ რა გქვია?_ მითარგმნის თარჯიმანი. _ვფიქრობ ძალიან კარგად იცის, რაც მქვია!_ კვლავ მეცინება მე. ქართულად ვსაუბრობ. არ ვთვლი აუცილებლად, რომ გავამჟღავნო არაბულის ცოდნა. გოგონა გაოცებით მიყურებს. ჩემი ირონია აოცებს. _ ბატონი სადამი თქვენით დაინტერესდა!_ აგრძელებს გოგონა. _ოჰ, ნუ გადამრიე! მართლა?_ისევ დავცინი. არაფერი არ მავალდებულებს ზრდილობიანი ვიყო კაცთან, რომელმაც საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ აქ მომიყვანა. _ ქალბატონო!_წარბებს კრავს გოგონა. აღშფოთებულია ჩემი უტიფრობით და არ უთარგმნის მომლოდინე მზერით მაცქერალ ჰუსეინას ჩემს ნათქვამს. _ რაო, პატარა პრინცი გაგვინაწყენდება?_ ახლოს მივდივარ მე. გორილა ნაბიჯს დგამს, მაგრამ ვამჩნევ ხელის უბრალო მოძრაობით როგორ აჩერებს სადამი. გორილაც ადგილს ეყინება. ძალიან ახლოს მივდივარ და მის სახესთან ვიხრები. თვალებში შევხედო მინდა. ხელით თავსაბურავს ვაცილებ სახიდან, გორილა ისევ იჯაგრება, მაგრამ სადამი მზერით აოკებს. _ ლამაზი თვალები გაქვს! _ ვეუბნები ისევ ქართულად, გოგონა ისევ არ თარგმნის. მაგრამ მის თვალებში ვხედავ, ჩემი ნათქვამი ესმის _ ასე საშინლად რომ არ იბღვირებოდე! მოულოდნელად ვასრულებ წინადადებას და ვხედავ ღიმილი როგორ ეპარება ტუჩის კუთხეში. _ შეგიძლია დაგვტოვო!_ ვეუბნები გაოცებულ თარჯიმანს და სადამის წინ ვჯდები დივანზე. გოგონა მას უყურებს, ის კი ცივი ღიმილით აძლევს წასვლის ნებას. _ ჭკვიანი გოგო ხარ!_ მეუბნება საკმოდ კარგი ქართულით. _ ვიცი!_ სრულიად მშვიდი ვარ მე. _ რატომ არაფერი თქვი? თავი რატომ არ იმართლე?_ ახლა კი მინათდება გონება. _ აჰა ფადიშახო შენ ხარ? ჩემი ყოფილი უფროსის უფროსის უფროსის უფროსი ბრძანდები თუ კიდევ ერთი უფროსი ჩავამატო?_ ფეხს ფეხზე ვიდებ. ის არაფერს ამბობს, დასმულ კითხვაზე ელის პასუხს. _ ეჰ, კარგი!_ ვოხრავ მე._ შენ შეიძლება არც დაიჯერო, მაგრამ აქ, საწართველოში ჩემნაირ უბრალო მუშა ჭიანჭველებსაც კი საკუთარ თავზე ბევრად აღმატებული თავმოყვარეობის გრძნობა გვაქვს. _ კარგი, გასაგებია! თქვენნაირი თავაშვებული ქალებისგან არც მიკვირს და არც ველი სხვა საქციელს!_ სერიოზულდება უცებ. თავაშვებული?! რა წარმოდგენა აქვს ჩვენზე?! _ თავისუფალი გინდოდა გეთქვა არა?!_ ვუღრენ ავად _ არა, თავისუფლება თქვენ არც კი დაგესიზმრებათ!_ ამბობს მშვიდად. _ ჰოო, სამაგიეროდ თქვენებურ ქალებს ესიზმრებათ, თან საკმაოდ ხშირადაც!_ აშკარად მიზანში ხვდება. _ ენაგატლეკილი! ერთი შენი თავი იქ ჩამივარდეს ხელში!_ ამბობს არაბულად. არაფერს ვიმჩნევ. მხოლოდ ზიზღით ვუყურებ. _ თუ მხოლოდ ამის კითხვა გინდოდა , მე წავალ!_ ვდგები ფეხზე, მაგრამ გორილა კარს ეფარება. _ ფარშევანგის მონა გორილა!_ ვიღიმი და ადგილს ვუბრუნდები. _ ზედმეტის უფლებას აძლევ თავს ქალო!_ თითებს სავარძლის სახელურს უჭერს. _ რა გინდა!_ ვგრძნობ რაღაც აქვს სათქმელი კიდევ. _ სამსახური მინდა შემოგთავაზო, თუმცა ახლა უკვე ვეჭვობ, რომ გამოდგები!_ ამბობს სახე მოქუფრული. _ გამოვდგები? რა ნივთი ვარ, რომ გამოგადგე? მასე შენს სამშობლოში ილაპარაკე! აქ კი პატივი მეცი, როგორც შენს თანასწორს! გასაგებია?_ ფეხზე ვდგები და საჩვენებელ თითს გამაფრთხილებლად ვუღერებ. ისეც დგება. _ საამიროში მაგ თითის გარეშე დაგტოვებდი!_ თითზე ძლიერად მიჭერს, მტკივა ჭრილობა. _ მადლობა ღმერთს იქ არ ვარ და არც არასდროს ვიქნები! ფადიშახი კაცების და მონა ქალების სამშობლოში ფეხს არასდროს დავადგამ!_ უკვე ვყვირი მე. _ ხვალემ ისაუბროს ხვალისა!_ ხელს მობეზრებულად იქნევს და გორილაც კარს შორდება. უცებ ჩემს ჭრილობას და სისხლიან თითებს ამჩნევს, მათვალიერებს. _ რა მოუვიდა?_ ეკითხება მკაცრად გორილას. _ მანქანიდან გადახტა და დაიზიანა!_ პასუხობს გორილა და ახლა უკვე კაპუცნის ზომისაა. მეცოდება. ხელით ანიშნა ვიღაცას და მაშინვე მოაცუნცულეს ბინტი და რაღაც მალამოები. _ დაჯექი!_ ამბობს უხეშად და ბამბას იღებს. _ თავიდან მომწყდი!_ ისე ვცოფდები მის ქედმაღლურ ტონზე, გონება მეკეტება. თვალებიდან ნაპერწკლებს ყრის. _ ჩემი დროც მოვა და დაგიმოკლებ მაგ ენას!_ მეუბნება ხმაჩახლეჩილი. მისი ატანა აღარ მაქვს. _უაზროდ დაკარგული ერთი საათი!_ ვამბობ მე მოწყენილი და იმ ფუფუნების აკლდამას სინანულის გარეშე ვტოვებ. ისე რომ უკანაც კი არ ვიხედები. რომ მივიხედო, ალბათ იმ თავის ბრიალა თვალებში ჩამნაცრავს. გარეთ გამოსული ზიზღით ვათვალიერებ შენობას და ცხვირაბზუებული ვამბობ: _ ფადიშახი ფარშევანგი! უკან წაყვანას არავინ მთავაზობს და ფეხით ვადგები გრძელ გზას. ნელ_ნელა მუხლის ტკივილი მიახლდება და თვალები სიმწრის ცრემლებით მევსება. _ დამპალი ვირი! _ისევ სადამს ვლანძღავ. ისეთი საშინელი გრძნობა მაქვს, აი ძალიან დამცირებულად ვგრძნობ თავს. _ამას არასდროს დავივიწყებ დამპალო!_ მუჭს ვუღერებ უკან და კოჭლობით ვაგრძელებ გზას. შებინდებულზე ძლივს მივაღწიე სახლამდე. ძლივს ავლასლასდი მეცხრე სართულზე, ლიფტის მეშინია და არ ვსარგებლობ. ლოგინში დაწოლამდე გამეთიშა გადაღლილი გონება, სწორედ ისე, როგორც დამჯდარი ტელეფონი. ათას ერთი ღამის დასაწყისი იყო ის დღე თურმე და მე მაშინ წარმოდგენაც კი არ მქონდა ამაზე. 2 კარზე მოუთმენელი ბრახუნი მაღვიძებს. _ოჰ, ნინააა!_ ალბათ ისევ დარჩა გასაღები. ვდგები და კარს ვუღებ. ჩემი დაქალი სახეშეშლილი დგას. ჯერ მათვალიერებს და რომ რწმუნდება საღ_ სალამათი ვარ მაგრად მაჯანჯღარებს. _ სად ხარ გოგო? სად დადიხარ? გადავირიე ქალი. გავგიჟდი! პოლიციაშიც კი ვიყავი, მაგრამ ძაღლად არ ჩამაგდეს იმ მართლა... 48 საათიო თუ რაღაცას მეუბნებოდნენ!_ აღარ ასრულებს და ძლიერად მიკრავს გულში. _ ნინა კარგად ვარ , დამშვიდდი!_ ახლაღა ვიაზრებ, რა ძალიან შეეშინდებოდა მას ჩემი სიტყვების შემდეგ. კარს ვხურავ და მისაღებში გავდივართ. _ იცი რა ვქენი?_ იცინის თან ნერვიულად თან ბედნიერად._ მივუვარდი იმ დეგენერატ არჩილს და სულ შავი მიწა ვაყარე! არაფრით მომცა კამერების ჩანაწერების ნახვის უფლება და თან სამსახურიდანაც გამომაპანღურა იმ დამპალმა! ნინა ისეც ვერ იტანდა მოლში მუშაობას, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა?! ჩემგან განსხვავებით ემოციების კონტროლს აქამდე მშვენივრად ახერხებდა. ახლა კი ჩემ გამო ისიც უმუშევარი დარჩა. _ ახლა რა ვქნათ?_ მკითხა მიამიტად _ ნუ გეშინია, რამეს მოვიფიქრებთ! როგორმე ვიპოვნით რაღაცას._ დავაშვიდე ჩემი ჭკუით , მაგრამ ეტყობა მსახიობობის ნიჭი არ მომმადლა უფალმა, რადგან ნინამ არ დამჯერა! _ აჰ ბაიააა! მომიყევი მაინც სად ჯანდაბაში იყავი?!_ მოსასმენად მოემზადა, მეც დაცლა და ყველაფრის გადმოლაგება ყველაფერს მერჩია იმ წამს. ავდექი და ყველაფერი ვუამბე. _ რაო? სამუშაო შემოგთავაზაოო? ნეტა რა სამუშაო იყო? _ გამაოცა მისმა უცნაურმა გონებამ! ჰუსეინაზე( ასე შვარქვი ზურგს უკან, სადამი ანი სადამ ჰუსეინა!) არაფერი უკითხავს, მხოლოდ ის გაიგონა, რისი გაგონებაც თავად სურდა. _ ოეეე! დედამიწა! რა სამუშაო ქალო? იმ არანორმალურთან რაზე შეიძლება ვიმუშაო? ან ნორმალურს რას შემომთავაზებდა? საკუთარ ჰარამხანაში თუ დამასაქმებდა!_ ავიბზუე ცხვირი. _ შენა? ჰარამხანაში?_გულიანი სიცილი აუტყდა ნინას_ წადი სარკეში ჩაიხედე! ავდექი და ინტერესით ჩავიხედე კარადის მოზრდილ სარკეში. გაწეწილი მოლურჯო თმები, პირსინგები ცხვირსა და წარბში, უცნაური მაკაჟი, ყელზე ტყავის საყელო. აჯაჯული და დაჯაჯული! _ რა იცი?_ მოვუბრუნდი ნინას _ ეგება ექსტრიმი და მრავალფეროვნება უყვარს კაცს! ამაზე მთლად გადაბჟირდა. _ არაუშავს ჩემო პეპელა! ოდესმე მაგ მუხლუხოდან აუცილებლად ფრთახატულა პეპლად გადაიქცევი და არც სადამას ჰარამხანა გაიქცევა იმაზე შორს, ვიდრე ახლა არის!_ მოიხედავად საშინელი, ლამის გამოუვალი სიტუაციისა მაინც გვიხაროდა , რომ ერთმანეთი გვყავდა. ცოტა ხანს კიდევ ვიჭორავეთ ჰუსეინაზე, _ როგორი კაცია ჰა?_ ახლაღა დაინტერესდა ნინა. დავფიქრდი და თვალწინ მისი ბრიალა შავი თვალები წარმომიდგა, დაბალი წვერი და ლამაზი ტუჩები. _ უჰ, კარგი ვინმეა!_ წამომცდა დაუფიქრებლად. და მაშინვე შევასწირე._ თავხედი, მბრძანებლური და ველური რომ არ იყოს. იცი რა მითხრა? თქვენ ქართველ თავაშვებულ ქალებს თავისუფლება არც კი დაგესიზმრებათო! ვიცოდი, ამ სიტყვებით ნინაში მცხოვრები ფემინისტი პატრიოტი წამში გამოცოცხლდებოდა და წინასწარ განვიცდიდი იმ სიამოვნებას, რასაც მისგან ჰუსეინას გალანძღვით მივიღებდი, მაგრამ ისეთი რამე მითხრა, აქეთ დავრჩი ნაწყენი. _ შენით თუ იქმნის ქართველ ქალებზე წარმოდგენას , კარგს რას წარმოიდგენდა?! რამდნჯერ გითხარი, ეგ საყელური მაინც მოიხსენი მეთქი? გესმის? არა! ხოდა რა გიკვირს? ის გითხრა, რაც იგრძნო!_ ნინა კარგად მიცნობს და იცის, ჩემი ვიზუალი ჩემი თავდაცვის ნიჟარაა, სადაც სამყაროს ვემალები. იცის ეს და ამიტომ ბრაზობს ჩემზე. რომ სჯეროდეს, ეს ყველაფერი მართლა ჩემი სულის გამოხატულებაა, ხმას არ ამოიღებდა, მაგრამ ახლა შანსს არ უშვებს, არ შემახსენოს, რომ ასეთი მე მე უბრალოდ არ ვარ! პასუხის გაცემას აზრი არ აქვს, ნინა მართალია! _ შენ ის მითხარი, ახლა რა ვქნათ?_უკვე სერიოზულად მეკითხება ნინა. დავფიქრდი, დიპლომის დაცვა კარზე იყო მომდგარი, თვის ბოლოს ყველაფერი ისედაც დასრულდებოდა და მერე რა უნდა გვექნა?! _ ნინაა, მოდი დავჯდეთ და ვიმეცადინოთ, დავასრულოთ ეს ოხერი თემა და მერე საზაფხულო სამუშაოს საპოვნელად ბათუმს ჩავაკითხოთ შარშანდელივით, ჰა?სექტემბრიდან კი ვინ იცის, იქნებ პროფესიითაც კი ვიპოვნოთ სამსახური? რას იტყვი? _ ნინას სხვა იდეა არ აქვს, ამიტომ მთანხმდება. დანაზოგი, რაც გვაქვს, გადასახედებში და კვების ფულად გადავანიწლეთ. კიდევ ერთი თვის ქირაც რომ მოვინარჩუნეთ, ცოტათი დაშვიდდით. იმ საღამოს ჩვენთვის ვმხიარულობთ, რადგან მეორე დღიდან უკვე მთელი თავით ბიბლიოთეკებსა და კონსპექტებში ვაპირებთ გადშვებას. თაროდან დიპლომის დაცვის აღსანიშნავად გადანახულ სამიოდე ბოთლ ღვინოს ვიღებთ და სადღეგრძელოს სადღეგრძელოს ვაბამთ. უკვე სადღაც ორბიტაზე ვართ გასულები, არაადეკვატურ მუსიკების ვაღრიალებთ და სანამ ცეკვას დავიწყებდეთ, ფადიშახი გვახსენდება. ხუმრობით თავზე იმ უკვე ცნობილ ჩაის ტილოს ვიმხობ და ვითომ მუცლის ცეკვას ვცეკვავ, რაღაც არაბულ მელოდიაზე. უცებ კარზე კაკუნი ისმის, მოუთმენელი და მტკიცე. ნინა დივანზე შემხტარი, კაცმა არ იცის რატომ, მაგრამ გედების ტბას ცეკვავს, წარმოსახვით პარტნიორების მწკრივთან ერთად. ეტყობა ეს სიფხიზლის ორბიტას გასცდა და უკვე ასტრალში გადაინაცვლა. ეს ორ ჭიქიანი იხვი, ესა! სიცილით გამოვაღე კარი და რომ შევხედე, წამით ვერც ვიცანი. ერთი ის იყო, რომ ნაცნობი ჩაის ტილო მომხვდა თვალში. _ ჰუსეინ?_ ისე გამიკვირდა მისი დანახვა, ვერც ავხსნი. ჰუსეინის გაგონებისას ცალ წარბს მაღლა სწევს. მათვალიერებს და თვალი ჩემს თავსაბურავზე უჩერდება. აშკარად ხვდება, რომ მას ვამასხარავებდი. ვცდილობ სერიოზული სახე მივიღო. ტილოს ვიხსნი და ზურგს უკან ვმალავ. თან ტუჩებს ძლიერად ვაჭერ ერანეთს , რომ არ გამეცინოს მის წაშლილ სახეზე . _ ვინ არის ბაი?_ მეძახის ნინა. ბრახუანზე ვხვდები დივნიდან ჩამოხტა. ჰოლში გამოვიდა. მის დანახვაზე სულ ფითრდება ჰუსეინა. გავხედე და ელდა მეცა, ნინას თეთრი ზეწარი აქვს მოფხუტული და თავზე ისეთივე ჩაის ტილო აფარია, ოღონდ უკვე ლურჯი ნახატით. _ ვააა!_ თავის საყვარლად ხრის ნინა და მეგობრულად უღიმის სტუმარს. _ ჰუსეინას სალამ_ ალეიქუმ!_ ესალმება თავის ჭკუით არაბულად. ვხედავ, როგორ კრავს მუჭებს გაცოფებული სადამა. ხელში რაც უჭირავს, ქაღალდის პარკი, სწრაფად მაჩეჩებს. ზურგს მაქცევს და კიბეზე უკან მოუხედავად უსიტყვოდ ჩადის. აი აქ კი ვეღარ ვიკავებ ხარხარს და კარზე მიყრდნობილი ვიკეცები მუცელზე ხელმიჭერილი. _ რა გაწყენინეთ ჰუსეინ?_ ბანცალით გამოდის სადარბაზოში ნინა. თავს კიბის ხვეულ მოაჯირში ჰყოფს და იქიდან ეძახის გაქცეულ ფადიშახს. პარკს ვიღებ, ნინას სახლში მივათრევ და გართობას ვაგრძელებთ. ხვალიდან ახალი დღე დადგება, ახალი სერიოზული ცხოვრების დასაწყისი. საძინებელში შესულმა პარკში ჩავიხედე და სრულიად ახალი, ალბათ ძალიან ძვირფასი ჩანთა და მობილური ტელეფონი აღმოვაჩინე ჩემს სხვა ნივთებთან ერთად, რომლებიც ორანგუტანგმა და გორილამ წამართვეს. წამით შევათვალიერე საჩუქარი. შემდეგ მხრები ავიჩეჩე, რატომაც არა?კომპენსაცია ნამდვილად მეკუთვნის. ვწვები და ტკბილად ვიძინებ. სადღაც ძილისა და სიფხიზლის გასაყარზე მისი შავი თვალები ელავენ ჩემს ფიქრებში და მეღიმება . _ ლამაზი თვალები გაქვს, როცა არ იბღვირები!_ ვეუბნები ჩურჩულით სიზმრისეულ სადამს და სიზმრების სამყაროში თამამად ვაბიჯებ. დილით რომ გამოვედი, ნინა უკვე სამზარეულოში იჯდა. წინ ჩაის ტილოები ეწყო და თითებით საფეთქელს იზელდა. დამინახა და გამომხედა. _ გოგოო ჰუსეინა მართლა იყო გუშინ, თუ მესიზმრა?_ მკითხა საწყალი ხმით. _გესიზმრა ჩემო კარგო, გესიზმრა!_დავამშვიდე მეგობარი, რადგან მეეჭვებოდა სადამს ოდესმე კიდევ გასჩენოდა ჩვენს სახლთან მოახლოების სურვილი. ისიც კი გამიკვრდა, ნივთები გორილას ან ორანგუტანგს რომ არ გამოატანა. მაგრამ ეტყობა უბრალოდ აინტერესებდა, როგორ ცხოვრობენ თავაშვებული ქალები. ვფიქრობ, ინტერესი საკმაოდ დავუკმაყოფილეთ! გამეღიმა, უცნაური შვებით. თორემ მანამდე, რატომღაც თავს დამცირებულად ვგრძნობდი და ეს გრძნობა ნერვებს მიშლიდა. დრო უცბად გავიდა. დიპლომის დაცვის დღემაც წარმატებით ჩაირა. როცა ეს დღე დასრულდება, ყოველთვის ფიქრობ: და რა იყო ამაში სანერვიულო? მაგრამ მაქამდე რამდენსაც ინერვიულებ რამდენიმე თვის სამყოფი სტრესია. რომ იცოდეთ, სწორედ ამ უცნაურმა სტრესმა და დაღლილობამ გადაგვაწყვეტინა უფრო ბათუმში წასვლა. არა, იმის იმედი არ გვქონდა, რომ მაშინვე პროფესიით დავიწყებდით მუშაობას, მაგრამ გახურებულ ტურისტულ სეზონზე, კაფეში ან სადმე რესტორანში ხომ ვიშოვნიდით სამსახურს და ცოტა დანაზოგს გავაკეთებდით შემოდგომისთვის. აი შემოდგომას კი სადმე სკოლაში გავიდოდი, ამის იმედი მქონდა. თუ არადა ბინაზე მისვლით რეპეტიტორი ვიქნებოდი, სანამ მასწავლებლების გამოცდას არ ჩავაბარებდი. ერთი სიტყვით ბარგი ჩავალაგეთ და ბათუმში გავემგზავრეთ. სხვები ბათუმში დასასვენებლად ჩადიან, მაგრამ მე არ მესმის, ამ ხმაურიან ქალაქში როგორ შეიძლება ნორმალურად დაისვენო? პლიაჟზე გორაობის დრო მე არ მქონდა და ვიცოდი, ელემენტარული წიგნის წაკითხვასაც ვერ მოვახერხებდი. თუმცა სამიოდე წინასწარ საზაფხულოდ ნაყიდი წიგნი მაინც ჩავჩურთე ჩანთაში. ნინამ რამდენიმე ვაკანსია მოიძია. ერთ_ერთმა დაგვაინტერესა. დიასახლისის პოზიცია იყო, მაგრამ მაღალი კლასის სასტუმროს შესაფერისი ანაზღაურებით. _ვსინჯოთ? _ მკითხა ნინამ. _ რატომაც არა!_ ვუპასუხე მე. ერთი სიტყვით მომდევნო დღეს უკვე ბათუმში, იმ სასტუმროს წინ ვიდექით. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, უმაღლესი განათლების დიპლომით ხელში, რამოდენიმე უცხო ენა და მაინც დიასახლისის პოზიცია. მაგრამ რას ვიზამდით? გაჭირვება მანახე, გაქცევას განახებო! ისე იყო ჩვენი ამბავი. დასაწყისისთვის არა უშავდა რა. გასაუბრებაც წარმატებით გავიარეთ და მიგვიღეს, ან რატომ არ მიგიღებდნენ?! მენეჯერმა ფორმები მოგვცა და გვითხრა, რომ შეგვეძლო სამუშაოს შევდგომოდით. უზარმაზარი შენობის მეექვსე სართული მოგვიჩინეს. და რაც ყველაზე მეტად გაგვიხარდა წყვილში გაგვიშვეს. სანამ ლიფტში შევიდოდით, თვალი მოვკარი, როგორი ინტერესით გვაკვირდებოდა ფოიეში მჯდომი გოგონა. მაგრამ ყურადღება არ მივაქციე, ვიფიქრე, როგორც სხვები, ისიც ჩემმა თმის ფერმა მიიზიდა. წამით კი გამიელვა, რა ნაცნობი სახე აქვსმეთქი და ლიფტის კარიც დაიკეტა. ეს სამუშაო მიხვდით ალბათ, რომ ძალიან გვჭირდებოდა. ამიტომ გულისყურით და მონდომებით შევუდექით საქმეს. დაახლოებით ერთი კვირა ისე ვიმუშავეთ, ერთი პატარა საყვედურიც კი არ მიგვიღია. და მიუხედავად იმისა რომ ძალიან ვიღლებოდით, ცოტაოდენ დროს მაინც ვპოულობდით საკუთარი თავებისთვის. კვირას დასვენების დღე გვქონდა და გადავყვიტეთ ზღვაზე გავსულიყავით. ხომ მაგარია ერთი კვირა ბათუმში რომ ხარ და ოდნავადაც რომ არ გაქვს ზაგარი. _ ბაიი, წამო პლიაჟზე წავუპიკნიკოთ თან! გახსოვს ის ადგილი? შარშან რომ მივდიოდით ხოლმე?_ ერთი ადგილი ჰქონდა ამოჩემებული მთავარი სანაპიროდან შორს იყო, მყუდრო და წყნარი. გინდაც საღამომდე ყოფილიყავი იქ კაციშვილი არ გამოივლიდა. რაღაც სასუსნავები გავიმზადეთ. დიდი ჭრელი ჩანთები მოვიკიდეთ, ფარფალა ქუდები დავიფარეთ და სანაპიროსკენ გავწიეთ. ლამის საღამომდე პლიაჟზე ვიყავით, ბოლოს რომ მოვიწყინეთ ნინას მორიგი და ახლა რომ ვფიქრობ, წინასწარ დაგეგმილი იდეა მოუვიდა თავში. _ ბაი მოდი ნაძლევზე ვითამაშოთ კარტი! _ რაზე დავნაძლევდეთ?_ ვკითხე გულს გარეთ. _ რაზე?_ თითი ლოყაზე ჩამოიყრდნო ნინამ. _თუ მოიგებ ტატუს გავიკეთებ, ხომ გინდა?_ მინდოდა, თან როგორ, წლები იყო ტყუპი ტატუს გაკეთებას ვთხოვდი, რომ რაღაცა მაინც მქონოდა ნინასთან საერთო. წამოვჯექი და გავიბადრე. _ და თუ წავაგებ? _ თუ წააგებ? ეს ერთი დღე ჩემი ხარ! _ ეგ რას ნიშნავს?_ რატომღაც მეგონა სიგარეტზე თავის დანებებას მთხოვდა, როგორც ყოველთვის. _ რას ნიშნავს და_ თავლები აუციმციმდა._ სალონში წაგიყვან და რასაც მინდა, იმას გიზამ! მერე მაღაზიებს მოგატარებ! ამოვიოხრე, არა ნინას შეცვლა არ იქნებოდა. თანაც რისი იმედი ჰქონდა? მე ხომ ყოველთვის ვუგებდი?! ჩემთვის ის ორი კაპიკი ფულიც კი არ ენანებოდა, რაც გადანახული გვქონდა. _ კარგი დავიწყოთ!_ დავთანხმდი და ნინამ პირველი ხელი ჩამოარიგა. ჩემდა გასაოცრად მომიგო. მეორეც! გახარებული წამოხტა და ხტუნავდა პატარა ბავშვივით. _ რას ჩამოგტირის თავ_პირი?!_ წინ დამიდგა დოინჯშემორტყმული. მერე ორივე ხელის ცერა და საჩვენებელი თითებით ჩარჩოსავით ოთხკუთხედი გააკეთა და იქიდან გამომხედა. წინასწარ ტკბებოდა იმ ექსპერიმენტებით , რის ჩატარებასაც ჩემზე აპირებდა. _ წავედით!_ ბავშვივით ცმუკავდა._ წამოდი მალე და საღამოს ბარშიც მივდივართ! _ვაი საწყალო ჩემო თავოოო!_ შესაბრალისი სახე მივიღე , მაგრამ ნინას სულ ცალ ფეზე ეკიდა ჩემი სურვილი და გამომეტყველება. _ მოდი აქა!_ მეცა და ყელიდან ქამარი მომაძრო. ვცადე მისი შეჩერება, მაგრამ თვალები დამიბრიალა. _აბა გაჩერდი! დღეს დიდი დაიკოს დღეა! _ ხუმრობით საკუთარ თავს ეძახდა ასე. იმ რამდენიმე თვის გამო, რომლითაც ჩემზე უფროსად მოიაზრებდა თავს. ხელი დამავლო და სულ პრონწიალით წამიყვანა სასტუმროში. თან შიგადაშიგ ხითხითებდა, ალბათ წარმოიდგენდა, რას დამამსგავსებდა და წინასწარ ერთობოდა. ლიფტში შევედით და არც კი მიგვიქცევია ყურადღება იქ ვინ იდგა. _ იცი სად წავიდეთ? შარშან რომ ვერ მოვახერხეთ, აი იქ!_ აბზიკა ნინამ საჩვენებელი თითი და ბარის სახელი დიდი ენთუზიაზმით წარმოსთქვა. _ნინაა_ ვედრება გავურიე ხმაში_ იქნება ამ ერთხელ მაპატიო, ჰაა? საშინლად მაშინებდა მისი ულევი და უკიდეგანო ფანტაზია. _ კიი, აბა რაა!_ ისე გადაიკისკისა, მივხვდი, შანსი არ იყო დაეთმო. ჯერ მაღაზიები მომატარა და თუ სადმე ფრიალა და ზურგ და დეკოლტე მოშიშვლებული სარაფანა იყო ყველა გამასინჯა,მერე რამდენიმე შეარჩია. _ აუ რა მაგარია, ოცნება ამისრულდა!_ იძახდა გახარებული და რომ იცოდეთ რა იყო მისი ოცნება, გაგეცინებათ. უნდოდა, რომ ჩვენ საუკეთესო მეგობრებს საერთო ტანსაცმელი გვქონოდა. მაგრამ ჩემი უცნაურის სტილის გადამკიდეს არაფერი არ მოსწონდა ჩემი მწირი გარდიროფიდან. ახლა კი მხოლოდ საკუთარი გემოვნებით არჩევდა ყველაფერს და თან ცეკვა _ცეკვით დაქროდა მანეკენიდან მანეკენამდე. მაღაზიებით რომ გული იჯერა, ხელი დამავლო და სალონში გამაქცუნა. _ ნიინ გთხოოვ თმის ფერს არ შეეხო რაა!_ იმედი არ მქონდა, მაგრამ მაინც ვთხოვე. _ კარგი!_ ისე ყასიდად დამთანხმდა, რომ ყველაფერი გასაგები იყო. მივიდა და გაოცებულ სტილისტს ყურში ჩურჩული დაუწყო. _ ნაძლევი წავაგე!_ ავუხსენი მათ, როცა მივხვდი აინტერესებდათ, რატომ ვემორჩილებოდი ამ არანორმალურს. ისე შემჭრა და შემღება სარკესთან ზურგით ვიჯექი. ბოლოს აღფრთოვანებული და გაცისკროვნებული ნინას სახის თანხლებით შემატრიალეს სარკისკენ. პირველ ჯერზე მეც გავვოცდი. ეს ქალი მე როგორ შეიძლებოდა ვყოფილიყავი? გრძელი შავი თმა , სწორი და პრიალა მხრებზე ეშვებოდა, მხოლოდ ერთგან ერთი სქელი ზოლი იყო ლურჯად შეღებილი. და საოცრად უსვამდა ხაზს ჩემი თვალების ფერს. წითელი ტუჩსაცხი და იმდენად ზომიერი მაკიაჟი, როგორიც არასდროს მქონია დაბადებიდან. დავმუნჯდი. ვერასდროს ვიფიქრებდი, სწორად შერჩეული მაკიაჟი თურმე როგორ ცვლის ადამიანს?! სალონიდან კვლავ სასტუმროში დავბრუნდით. თავადაც გამოპრანჭულმა და მშვენიერმა ნინამ ახლა კაბა შემირჩია, შავი, მოკლე და ბრჭყვიალა. თავადაც მსგავსი სტილის შეირჩია და სარკის წინ დაბბზრიალდა. _ რა ლამაზები ვართ არა?ტყუპ დებს ვგავართ._ მკითხა ღიმილით. _ თურმე! _ვუპასუხე სერიოზულად. ერთი სიტყვით სასტუმროდან გამოსულები, დამლაგებლებს კი არა საპატიო სტუმრებს ვგავდით. ბარში წავედით, ნინას თქმით, სანადიროდ. ხუმრობდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ბუნებით ძალიან მორცხვი და წყნარია. უბრალოდ გულს იკეთებდა. ვითომ მართლა შეეძლო ვინმეს ცდუნება, ან იქნება შეეძლო კიდეც თუ სურვილი და გამბედაობა ეყოფოდა?! ჩაბნელებულ ოთახს მხოლოდ ნეონის განათება ანათებდა. წყვილები ცეკვავდნენ დიჯეის პირდაპირ მოწყობილ საცეკვაო სივრცეში. და მუსიკას გუგუნი გაუდიოდა. საშინლად არ მესიამოვნა ეს დუგდუგა ხმები. _ მოიცა, დალევ სასმელს და გაგივლის._ მითხრა ნინამ და ბარისკენ წავიდა. მე იქვე უახლოეს მაგიდას მივუჯექი და დარბაზი მოვათვალიერე. ერთ მყუდრო მაგიდასთან ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი, მაგრამ ყურადღება კვლავ არ მიმიქცევია. უბრალოდ ვიფიქრე, რომ ვიღაც სასტუმროდან იყო და ამიტომ მეცნობოდა. ნინამ სასმელი მოიტანა. რამდენიმე ჭიქა დავლიეთ და გავმხიარულდით. _წამოდი ვიცეკვოთ!_ გამომიცხადა მეგობარმა. _ არა, არ მინდა! გაიხედე რამდენი სიპმათიური კაცია, რაღა მე უნდა მეცეკვო წადი და მათ ეცეკვე!_ ავუქნიე ხელი. _მე შენთან მინდა!_ დაიჟინა მან. _ ჩემთან გინდა თუ არ გაქვს გამბედაობა?_ დავცინე მე. _ ვის, მე არ მაქვს გამბედაობა?!_ ისე გაიოცა, თითქოს ვტყუოდი. რომ არა ის სამიოდე ჭიქა ალკოჰოლი, რა გამბედაობაც ჰქონდა კარგად ვიცოდი. ფეხზე წამოხტა გაგულისებული და საცეკვაო სივრცეში შეიჭრა. გამეცინა და სასმელი მოვსვი. რამდენიმე თამამად მომზირალ კაცს თვალი ავარიდე. თავს უცნაურად ვგრძნობდი, თითქოს მე მე არ ვიყავი. არ მახსოვს მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე ამდენ კაცს ერთად შემოეხედა ჩემთვის ასეთი ურცხვი მზერით, რამდენიც იმ საღამოს მიმზერდა. ერთი სული მქონდა ნინას მობეზრებოდა იქაურობა და სასტუმროში დავბრუნდბულიყავით. საცეკვაო სივრცეს გავხედე და ნინა არ ჩანდა. გულში გამკრა, სად უნდა წასულიყო? ცოტა ხანს ველოდე და მერე უფრო ავნერვიულდი. მის მოსაძებნად წავედი. დარბაზში არ იყო. არც საპირფარეშოში. დარეკვა გადავწყვიტე. ზარი გადიოდა და არ მპასუხობდა. _ ოხ ნინა!_ ვბრაზობდი ჩემთვის და სწრაფად ავრბოდი მაღლა ვერანდისკენ ამავალ კიბეზე. იმედი მქონდა, რომ ჰაერზე იყო გასული, თან მობილურზე ვურეკავდი. უცებ უცნაურ კადრს შევეჩეხე პირდაპირ. ვიღაც მაღალ, ათლეტურზე კიდევ უფრო დაკუნთულ შავოსან კაცს ყელში წაეჭირა გამხდარი გალეული როკერივით ჩაცმული ბიჭისთვის ხელი და ჰაერში ჰყავდა აწეული. ბიჭი უმწეოდ ფართხალებდა და ფეხებს ასავსავებდა. _ რას , რას აკეთებ! გაუშვი ხელი!_ ავყვირდი ინსტიქტურად სუსტის დასახმარებლად მომართული. მაღალმა გამომხედა და წამის შემდეგ ისევე გაოცდა, როგორც მე. _ შეენ?_ მკითხა დაბღვერილმა. _ შენ.. შენ საერთოდ ვინ ხარ და რამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს?!_ ავყვირდი, როგორც კი გონს მოვეგე. _ ის არ გეყოთ ისტორიის მანძილზე, სულ რომ გვებრძოდით და ახლაც არ იშლით თქვენსას?!_ რატომღაც ბრაზით დაბრმავებული ისტორიასაც გადავწვდი. _ ახლავე ხელი გაუშვი, თორემ ამ ვიდეოს იქ მივიტან, სადაც საჭიროა !_ თან ტელეფონი დავანახე, იმაში დასარწმუნებლად, რომ არ ვხუმრობდი. ტელეფონს შეხედა და ჩაეცინა. მერეღა გავიაზრე, მისივე ნაყიდი ტელეფონით რომ ვაშანტაჟებდი. იმ საცოდავად მოფართხალეს ხელი გაუშვა და ძირს დააბერტყა. _ გაქრი ახლა აქედან!_ ისეთი ხმით უთხრა, იმ ტიპთან ერთად მეც შევტრიალდი გასაქრობად. _ შენ სად მიძვრები!_ ჩამავლო მკლავში ხელი_ აქ მოდი! იმ თავისი თავსაფრის გარეშე კიდევ უფრო საშიში ჩანდა. _ ხელი გამიშვი, არ მცალია შენთვის!_ გავიბრძოლე, მაგრამ რობოტივით იყო და ხელიც რკინასავით ჰქონდა. სინათლეზე დამატრიალა და ინტერესით შემათვალიერა. _ თურმე შესაძლებელი ყოფილა, საფრთხობელა ადამიანს ჰგავდეს!_ მე კი არა საკუთარ თავს უთხრა. გავცოფდი, გავგიჟდი. ვერ მოვერეოდი, თორემ მისი იქვე მისიკვდილება მსურდა. _ ხელი გამიშვი, არანორმალურო!_ ყველანაირად ვცდილობდი შიში ყვირილით დამეფარა. მაგრამ ჩემს ხმას ყურადღებას არც კი აქცევდა. _ აქ რა გინდა?_ ისეთი ბრაზით ჩამხედა თვალებში , მუხლებში კანკალი დამაწყებინა. _ რა შენი საქმეა! ვინ გეკითხება? აქ თქვენსავით დროში ჩარჩენილები კი არა ვართ, რომ კლუბში ქალის ყოფნა გვიკვირდეს! _ ავიფხორე მე. _ მე გეკითხები, აქ, ამ აივანზე რა გინდა, რას ეძებ?_ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია სადამმა. კი საუბრობდა ქართულად და თანაც გამართულად, მაგრამ მთლად თავისუფლად არა. _მეგობრს ვეძებ!_ ვუპასუხე მე. _ იმ მეორე ლოთ ქალს!_ რაოო? ლოთი ქალიო? კი მივხვდი მთვრალი გოგოს თქმა უნდოდა , მაგრამ ამ სიტყვებზე ისევ ავილპილდი. თურმე ნუ იტყვი და სწორედ იმას ამბობდა, რისი თქმაც სურდა, თუმცა ამაზე მოგვიანებით. _ ხელი გამიშვი, გამიშვი მეთქი! _ ნუ ყვირი ქალო!_ ქალოზე კინაღამ ტვინში სისხლი ჩამექცა.. _ ახლა ხელი გამიშვი, სანამ ლამაზი ხარ! თორემ ისე ამოგკაწრავ მაგ თვალებს, ცხოვრებაში ვერ გაარჩიო გოგო, ქალი და დედაკაცი ერთმანეთისგან! _ ნუ ყვირიმეთქი!_ ლამის მკლავი მომტეხა. შებრუნდა და კიბეზე თან გამიყოლა. _ ის შენი ლოთი მეგობარი უკვე წაიყვანეს ბიჭებმა!_ ისე მშვიდად მითხრა, თითქოს აქ არაფერი. _ ვინ ბიჭებმა, სად წაიყვანეს?_ ვერ ვისვენებდი მე. ეს სიტყვაძუნწი კი არაფრის ახსნას არ აპირებდა. კლუბიდან გამიყვანა და მანქანასთან გაჩერდა. კარი გამოაღო. _ დაჯექი!_მითხრა და ხელი მხოლოდ მაშინღა გამიშვა. _ შანსი არაა!_ ჯიუტად გულზე გადავიჯვარედინე ხელები და მის მიღმა სივრცეს გავუშტერე თვალი. _ თუ არ გაინტერესებს სადაა შენი მეგობარი, შენი ნებაა!_ მანქანას მშვიდად მოუარა, ჩაჯდა და დაქოქა. უცებ მივხვდი, რომ მისი გაშვება არ შეიძლებოდა. კაცმა არ იცის, სად წაიყვანეს ნინა. იქნება სადმე ჰარამანხანაშიც გაყიდონ. არაბია ბოლო_ბოლო, მისი ნდობა როგორ იქნებოდა! _ ჰუსეიინ! _მივდევ მანქანას ყვირილით._ ჰუსეინ გაჩერდიიი! მოულოდნელად ამუხრუჭებს და უკან ხევს. ფანჯარას დაბლა წევს და სანამ მე კარის სახელურს ვეჯაჯგურები უშედეგოდ, წარბშეკრული მეკითხება: _ რას მეძახდიი? _ ბატონო, ბატონო სადამ!_ ვპასუხობ ძალად მოკრძალებული ღიმილით. აი ეგრეო! ასეთი მავნე ღიმილით მიღიმის და კარი ბოლო_ბოლოს იხსნება. სწრაფად ვჯდები, ვინიცობაა არ გადაიფიქროს. მის მკაცრ პროფილს ვუყურებ და უნებურად მაინც მცდება ხმამაღალი ფიქრი. _ ფადიშახი!_ წამით ცალი თვალით მიყურებს და ისევ გზას უშტერებს თვალს. საავადმყოფოსთან აჩერებს მანქანს. _აქ რა გვინდა?_ ნერვიულობა მიპყრობს. ნინა აქაა? კი მაგრამ რატომ? ხმას აღარ ვიღებ და უხმოდ მივყვები. პალატაში შესულს მორიგი საოცრება მხვდება. საავადმყოფოს საწოლზე მჯდარი ნინა და გორილა კარტს თამაშობენ. თან ისე გატაცებით, რომ ამ ქალბატონს მგონი ისიც კი აღარ ახსოვს , სისტემა რომ უდგას მკლავში. _ ნინა რა ჯანდაბა ხდება?_ ვუახლოვდები გაოგნებული. _ ოჰ, ბაიიი!_ ვითომც აქ არაფერი, ისე მიღიმის ნინა_ გაიცანი, ჩემი მხსნელი რევაზ ბექაური! _ აჰაა!_ ვოხრავ ამ საღამოს ემოციებით დაღლილი_ ესეიგი მხსნელი?! აი ასე წამებში, შეიძლება ადამიანის სტატუსი შეიცვალოს და ადამიანი გორილადან პირდაპირ მხსნელად იქცეს?! ნინა მიყვება, რომ იმ ბიჭმა, ვის გადარჩენასაც სადამის ხელიდან ვცდილობდი, მასზე ძალადობა სცადა მას შემდეგ, რაც რაღაც ნარკოტიკი შეაპარა სასმელში. ახლა კი მისი დეტოქსიკაცია იყო საჭირო და გათენებამდე დარჩენილი სამიოდე საათი საავადმყოფოში უნდა გაეტარებინა. აშკარად ბოდიში მქონდა მოსახდელი, მაგრამ სულ არ მეპიტნავებოდა იმის აღიარება, რომ ჰუსეინა მართალი იყო და მე ვტყუოდი. ცალი თვალით გავხედე და ისე ირონიულად მიყურებდა, როგორც მხოლოდ მას შეეძლო ყურება. თვალი ავარიდე და მისი არსებობა უბრალოდ დავაიგნორე. ბოდიში არა კვახი! მე ხომ ცუდი გოგო ვარ, ცუდი გოგოები კი ბოდიშს არასდროს იხდიან! აი ასე! 3 _ იცი ეს ვინაა ქალბატონო?_ ვეჩურჩულები ღიმილით ყურებამდე პირგახეულ ნინას. _ გორილაა გესმის? _ მართლა ისაა?_ ახსენდება ჩემი მონაყოლი. _ ხოო ისა!_ ეჭვით მიყურებს. თავს უარყოფის ნიშნად აქნევს და უარობს. _ არაა! _ რა არა გოგო!_ ხმას ვუწევ მე და წარბაწეული ფადიშახის შემხედვარე ისევ ვჩურჩულებ. _ აქ სახვალიოდაც დაჯავშნე ერთი პალატა! _ რად მინდა?_ მიამიტად იოცებს ნინა. _ სახლში რომ მოხვალ, ისე გცემ, ისევ აქ მოგიწევს დაბრუნება!_ ვბწკენ გვერდში მწარედ. _ გაყარე ახლა ესენი და მორჩი თვალების ჟუჟუნს! _ რომ მომწონს?_ ქვედა ტუჩს ბრიცავს ვითომ სატირლად. მუჭს მუქარით ვუღერებ და თვალებს ვჭუტავ. _ კარგი, ჰოო!_ მნებდება ნინა. _ ბიჭებო, მადლობა დახმარებისთვის, შეგიძლიათ წახვიდეთ, ახლა ბაიკო მომხედავს._ თან ღიმილად იღვრება გორილა რევაზის წინ. და არც ის რჩება ვალში. რადგან ნინა სისტემაზეა გამობმული, დღის გმირებს მე ვაცილებ პალატიდან. სხვა რა გზა მაქვს, ზრდილობიანი გოგო ვარ! _ მადლობა დახმარებისთვის!_ მინდა თავაზიანი ვიყო. მაგრამ მაცდის ვინმე? _ ნაკლები იარეთ ღამის კლუბებში და საბოდიშოდაც აღარ გაგიხდებათ საქმე._ მმოძღვრავს დიადი ფადიშახი. _ არა მკითხე მოყვარეო, ასეთი გამოთქმა თუ გსმენიათ ბატონო სადამ?_ ვეკითხები ღიმილით. _ არა? რა გამოთქმაა?_ ინტერესდება მაშინვე. _ აი თქვენი თანაშემწე გაგანათლებთ გზად!_ ხელს ვუქნევ ვითომ დამშვიდობების ნაცვლად. მაგრამ ჰუსეინას არ უყვარს გაურკვეველი სიტუაციები. _ რევაზ, რას გულისხმობს ეს ქალი!_ მისგან ნათქვამი სიტყვა "ქალი" რაღაც უცნაურ დამამცირებელ ელფერს რატომ ატარებს ვერ ვხვდები. _ არამკითხე მოამბეო მიტყიპე და მიაგდეო!_ მაშინვე ბეჯითი მოსწავლესავით ჩაურაკრაკა ამ სულელმა. არა ბოდიში, მხსნელმა! ჰუსეინა წამში იაზრებს მის სიტყვებს. შემდეგ წარბშეკრული მიახლოვდება. გული ლამისაა წინდებში გამეპაროს, მაგრამ მასთან შიშს როგორ შევიმჩნევ?! ზედ დამჩერებია კედელთან ატუზულს. _ უზრდელო!_ ამბობს ამ ერთ სიტყვას და ვხვდები, იმაზე მეტს გულისხმობს, ვიდრე ამ სიტყვის ეტიმოლოგიას შეუძლია საკუთარ თავში დაიტიოს. ვერაფერს ვამბობ, მეტყველების უნარს მიკარგავს მისი სიახლოვე. მარტო თავხედურად ვუღიმი. _ კაგად დაიმახსოვრე, ერთ დღესაც ჩემ წინ იდგები და მე სწორედ მაგ სიტყვებს გავიმეორებ შენს წინ!_ წამით ყოვნდბა, ლამის დეტალურად მათვალიერებს. შემდეგ მხარზე დაცურებულ კაბის სამხრეს ორი თითით საკუთარ ადგილზე აბრუნებს ზიზღით. მე ასე მეჩვენება! ზურგს მაქცევს და მიდის. და მე უკვე ვეღარ ვიგებ, მე ვეზიზღები ამ არანორმალურ, გაფხორილ ფარშევანგს, თუ ჩემი თამამი კაბა. _ მე როგორ მეზიზღები შენ ეგ იკითხე!_ ვეძახი ზურგს უკან. ჩერდება, მაგრამ უკან აღარც იხედება. მხოლოდ თავს აქნევს, თითქოს მეთანხმება. მაგრამ ეს თანხმობაც, როგორღაც მუქარს უფრო ჰგავს. გაცეცხლებული პალატაში ვბრუნდები. ლამის სეზონის დასასრულს, როცა გვგონია, რომ ყველაფერი მოვაგვარეთ. საკმარისი თანხაც მოვაგროვეთ და სექტემბრიდან ახალ დალაგებულ და ლამაზ ცხოვრებას დავიწყებთ, საშინელება ხდება. ისეთი, ძალიან ცუდ სიზმარშიც რომ არ და ვერ წარმოვიდგენდით. ბულვარში ვსეირნობდით, ნინამ რომ აიკვიატა, მოდი ველოსიპედები ვიქირაოთ და ვიკატაოთო. მე პლიაჟზე ნებივრობა ვარჩიე და არ გავყევი. რაღაცნაირად დაღლილი ვიყავი, შინაგანადაც და ფიზიკურადაც. ხალხი ისვენებდა, ერთობოდა, ჩვენ კი გადავწყდით და გადავიწვით. ამიტომ დარჩენილ რამდენიმე დღეს სრულ რელაქსს ვიკეთებდი. ვიწექი მთელი დღე პლიაჟზე და მზეზე ვიხრუკებოდი, მაგრამ ძალების მოზღვავების ნაცვლად უარესად ვითენთებოდი. ნინას რა დაღლიდა? ამიტომ ხელი ჩაიქნია და მარტო წავიდა ველოსიპედზე საკატაოდ. ველოდე, მაგრამ ნინა პლიაჟზე აღარ დაბრუნებულა. ძალიან რომ დაიგვიანა, დავურეკე. მაგრამ ტელეფონიც და ჩანთაც ჩემთან დაეტოვებინა. ნომერში დავბრუნდი, არ იყო. ნაცნობი ადგილები მოვიარე, არ იყო. აღარ ვიცოდი სად მეძებნა. ბოლოს ავდექი და პოლიციას მივაკითხე. _ რაოო? 23 წლის დაქალი დაკარგე ბათუმის ბულვარში?_ სიცილად არ ეყო მორიგეს. _ ნამდვილად რაღაც შეემთხვა , დამიჯერეთ ის უპასუხისმგებლო გოგო არაა._ ვთხოვდი მე, მაგრამ არაფრის გაგონება არ სურდათ. ჩემი ნომერი და კოორდინატები ჩაიწერეს და მითხრეს 48 საათის გასვლას დავლოდებოდი. განერვიულებული ისევ ნომერში დავბრუნდი. ახლა კი მომხვდა თვალში ის უცნაური არეულობა, რაც წინაზე სისწრაფეში არც შემინიშნავს. ნუთუ ნინა აქ იყო? მაგრამ რატომ? რისთვის? ან სად წავიდა შემდეგ? ნახევარი საათიც კი ვერ გავძელი. ისევ ქუჩაში გამოვვარდი და გიჟივით მთელი ბათუმი შემოვირბინე. გამთენიისას დავბრუნდი უკან. ქანც და იმედგაწყვეტილი. უკვე ყველაზე საშინელი სცენარი მედგა თვალწინ. რომ ნინა სადღაც ეგდო მკვდარი, ან უკეთეს შემხვევაში მომაკვდავი. დავჯექი და უძლურებისგან ტირილი დავიწყე. უბრალოდ არ ვიცოდი, რა მექნა. მუხლებზე ხელებმოხვეული იატაკზე გაბრუებული ვიჯექი. მთელი ღამის უძილარი და გამოფიტული, რომ ტელეფონზე ზარი შემოვიდა. გიჟივით ვეცი მობილურს. _ გამარჯობა ქალბატონ ბაიას ვესაუბრები?_ მკითხა ქალის ხმამ. _ დიახ!_ ვუპასუხე მოუთმენლად. _ ჩვენ ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალუსან გიკავშირდებით, თუ შეიძლება გამოცხადდეთ უახლოეს პერიოდში... დასრულებული არ ჰქონდა საუბარი , რომ მე გიჟივით გავრბოდი. სულმოუთქმელად შევვარდი საავადმყოფოში და ქოშინით დავეყრდენი საკუთარ მუხლებს. ნინა ისევ პალატაში დამხვდა გაშოტილი. თვალები დაეხუჭა და არც კი ემჩნეოდა სუნთქავდა, თუ არა. გამწარებული ვეცი. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ცოცხალი იყო. მისთვის თავი გადაეხვიათ და გადაებინტათ. _ ნინაა! ნინა!_ შევაჯანჯღარე მოუთმენლად. _ ფრთხილად შე ქაჯო!_ ამომხედა საცოდავად და თვალი ამარიდა. მეუცნაურა ეს საქციელი. _ რა ჯანდაბა მოხდა? სად გაქრი?_საწოლზე ჩამოვუჯექი. _ მე.. მეე.._ დაიწყო სლუკუნი. _რა შენ გოგო? სად იყავი? თავზე რა გჭირს?_ სულთამხუთავივით ვადექი და პასუხებს ველოდი. _ გაგვქურდეს!_ გამეცინა, რა ჰქონდა, რომ წაერთმიათ?! _ და რა წაგვართვეს?_ ვკითხე ირონიულად. _ ყველაფერი, მთელი ჩვენი დანაზოგი!_ აქ კი მეცვალა ფერი. ვინ რა იციდა ჩვენს დანაზოგზე?! დაახლოებით სამი ათასი ლარი გვქონდა და სადამდე უნდა გამოგვეზოგა, კაცმა არ იცოდა. თუმცა მთავარი მისი კარგად ყოფნა იყო. მაგრამ გამოდის, სულ ტყუილად ვიწვალეთ მთელი ის დრო და ვარიანტებიც აღარ გვქონდა. _კი მაგრამ, როგორ? ან შენ რატომ ხარ ამ დღეში? _ ამოვიოხრე მე. _ ველოსიპედების საქირაოდ ხომ წავედი! ხოდა რომ ვიქირავე , იქ ლევანი ვნახე, ის ჩვენი ლევანი, ჩვენი და ჯანდაბა მაგას!_ რესტორნის ოფიციანტს გულისხმობდა. დავმეგობრდით და ჩვენზე ლამის ყველაფერი იცოდა. _აი რა იცის ზედმეტმა ნდობამ!_ გააგრძელა მოყოლა._მკითხა, რას ვაკეთებდით და შენ სად იყავი. ვუპასუხე, პლიაჟზეა ისვენებსმეთქი. მე კი საკატაოდ გავდივარ, მალე სახლში ვბრუნდებით და ვასწრებ დასვენებასმეთქი. ცოტა გავიარე, ხოდა უცებვე დავბრუნდი უკან. ცეპი ძვრებოდა და შცვლა მინდოდა. გავიგონე, იქვე ჯიხურში, ჩვენზე ელაპარაკებოდა მეპატრონე ვიღაც დაკუნთულ ტიპს . თმა ყალყზე დამიდგა. " ლევანამ თქვა, დახმარება არ მინდაო, თავად გავიტან მაგ ქათმებსო ბრატ, რა გვაწყენს ცოტა ფული? ესენი ვინმე ღიპიან მამიკოს ააგდებენ და ჩვენ რა ვქნათ, რა წავიღო ამ სეზონზე სახლში! შენ მაგ შეიხს მიხედეო, იცოდეს მაინც ვინაა?!" და ხარხარი დააყოლა. დრო არ მქონდა შენთან მოსვლის, არც ტელეფონი მქონდა. ველოსიპედი იქვე მივაყუდე და ნომერში გავიქეცი. მინდოდა მიმესწრო და ფულის წაღების საშუალება არ მიმეცა. მივუსწარი კიდეც, მაგრამ სასტუმროს კარებთანვე დამიჭირა იმ კუნთებიანმა და მერე აღარაფერი მახსოვს. დავფიქრდი და ახლაღა გავიაზრე, რა მომეჩვენა უცნაურად ნომერში. უჯრები იყო გადმოტრიალებული, უბრალოდ იმ სტრესულ სიტუაციაში არ მიმიქცევია მეტი ყურადღება. _ მოიცა, ვინ შეიხს მიხედეო?_ ახლა დამნაშავის სიტყვები გამახსენდა. _ აბა მე რა ვიცი გოგო!_ მხრები აიჩეჩა ნინამ. _ რამდენი შეიხი შეიძლება იყოს ამ ბათუმში ჰა?_ ვკითხე ისევ მეგობარს. _ ვითომ?_ დაინტერესდა ისიც. _ დარწმუნებული ვარ!_ ვუთხარი მე. პოლიციას ყველაფერი მოვუყევით და საქმეც აღიძრა. აღმოჩნდა, რომ სასტუმროში პერიოდულად იქურდებოდა ნომრები და ყველა აქამდე მომხდარი შემთხვევა გამოუძიებელი რჩებოდა, რადგან ქურდი სავარაუდოდ სასტუმროს კარგად იცნობდა და ისეთი გზით ხვდებიდა ნომრებში , რომ კამერები ვერ აფიქსირებდნენ. ყველაფერი დაიჯერეს, მაგრამ შეიხის ხსენებამ დიდად ვერ იმოქმედა მათზე. _რაც არ მომხდარა, იმას ვერ გამოვიძიებთ, საქმე ისედაც თავზე გვაყრიაო!_ აწუწუნდა უკვე ნაცნობი პოლიციელი. ხელი ჩავიქნიეთ. მიუხედავად იმისა, რომ ასე ცხელ კვალზე იდგნენ, ფულის დაბრუნების იმედი მაინც არა გვქონდა. _ არ გავაფრთხილოთ?_ დაფიქრებული იყურება ნინა ფანჯრიდან. _ ვინ?_ მე საკუთარ თავებზე უფრო ვდადობ. რა გვეშველება ახლა? რა ჯანდაბა უნდა ვქნათ? ამანაც მომინდომა გმირობანა, კიდევ კარგი ასე ადვილად გადარჩა ეს სულელი. _ ვინ და ჰუსეინა!_ მეუბნება ჩემი მიუხვედრელიბით გაოცებული. _ კარგი რაა, ფადიშახია ბოლო_ ბოლო იმისი გაქურდვა ნინას და ბაიას გასულელება ხომ არ გგონია?_ მართლა არ მინდოდა ახალ თავგადააავალში გახვევა. _ იქნებ რეზიკოსთვის მაინც გვეთქვა რამე?_ თვალები უციმციმებს ქალბატონს. _რეზიკო ვინღა ოხრობაა ქალო? _ უცებ ვხვდები, რომ გორილაზეა აქ საუბარი. _ ის გორილა რეზიკოა?_ ლამისაა ვიხარხარო. _კარგი რაა! გორილა არა, საიდან მოიტანე? შენ არ გინახავს, მე როგორ გმირულად მიშველა!_ იბუსხება ნინა. _ გმირულად არა? თავში მაგრად ჩაგარტყეს არა? რა დროს მაგათი ზოოპარკია ქალოო? რა ვქნათ, შენ ეგ მითხარი?_ დავკივლე და ოცნებები თოვლივით შემოვაბერტყე. ნინამ კოპები შეკრა და დაფიქრდა. უცებ სახე გაუვრწყინდა. _ იდეა ბაიიი! იდეაა!!!_ მოულოდნელობისგან მის კივილზე იმხელაზე შევხტი კინაღამ საწოლიდან გადმოვვარდი. _ რა მოიფიქრე! _ მისი უცნაური იდეები ცოტა მაფრთხობდა, მით უფრო თავგატეხილზე იყო საშიში. _ რა და ჰუსეინა უნდა გადავარჩინოთ და ჯილდო მოვითხოვოთ!_ ისე შევხედე, როგორც რაღაც ეგზოტიკურ ცხოველს. _ გაუბერე არა? რანაირად აპირებ მის გადარჩენას? მის სამეფო ლუქსთან უნდა უდარაჯო?_ თუმცა რომ დავფიქრდი, ჭკუაში დამიჯდა, ოღონდ არა მისი ქონების დაცვა და გადარჩენა, არამდ მასთან სამსახურის პოვნა. რატომაც არა? ხომ მითხრა ადრე? ცოტა აფერისტულად რომ გამეღიმა, იქნებ გამოსულიყო რამე? თან ამ თავგატეხილსაც წავიყვანდი და საქმე გაგვიიოლდებოდა. _ ახლა მე წავალ და საღამოს დავბრუნდები! ჰუსეინას ვნახავ, იქნებ ჩვენი დახმარება მართლა შესძლოს?_ ნინა ისე გაიბადრა, აშკარად დაავიწყდა თავის ტკივილი რომ ჰქონდა. საავადმყოფოდან სწრაფი ნაბიჯებით გამოვედი და ჰოი, საოცრებავ! პირდაპირ მის მანქანას კნაღამ შევუხტი ბორბლებქვეშ. გორილამ ძლივს მოასწრო გაჩერება. ორანგუტანგი არ ახლდათ. ჰუსეინამ კარი გააღო და მანქანიდან გაცოფებულმა ისკუპა. არაა, ეს არ იყო სასურველი დასაწყისი! _ უკაცრავად ბატონო სადამ!_ დავიღვარე ღიმილად. აშკარად იფიქრა, მეჩვენებაო და გაჩერდა თვალებდაჭყეტილი. ისე მასთან ყოველი შეხვედრის შემდეგ უფრო და უფრო დიდხანს მიმყვებოდა მისი თვალების აჩრდილი და ეს სულაც არ მომწონდა. საოცრად ლამაზი თვალები ჰქონდა, უცნაური ვნებით და ცეცხლით სავსე. რომ მოენდომებინა ნებისმიერ ქალს გააგიჟებდა, მაგრამ არა მე! მე ჩემი თავი, მიუხედავად ნინასგან დაკორექტირებული იმიჯისა, მაინც ცუდ გოგოდ მიმაჩნდა. აუღებელ ციხე_ სიმაგრედ თუმცა რატომ ვფიქრობდი ამაზე სწორედ იმ წამს, ნამდვილად ვერ მივხვდი. _ კარგად ხარ?_ შემათვალიერა დაბნეულმა. _ კი , ცუდად რატომ უნდა ვიყო?_ ვერ მივხვდი, როდის აქეთ ღელავდა ჩემზე. _ იცით, თქვენი ნახვა მინდოდა!_ ვუთარი და რამდენადაც შევძელი ლამაზად გავუღიმე. შუბლი დეიჭმუხნა. აშკარად ვერ მიხვდა და მგონი არც ესიამოვნა ჩემი სიტყვები. მაგრამ მე, ამ ეტაპზე, სხვა გზა არ მქონდა. უცებ ჰუსეინამ ზურგი მაქცია და მანქანისკენ წავიდა. მის უხეშობაზე სახიდან მყისვე ჩამომერეცხა ყალბი კაცთმოყვარეობა. _ ეი შენ, ჰუსეინ!_ ჩემდაუნებურად დამცდა ამ დასამიწებელი პირიდან. წამში გაშეშდა და რობოტივით ნელა მოტრიალდა ჩემკენ. _ ხოო ქალო, ახლა კი ნამდვილად შენ ხარ!_ ტუჩები ზიზღით დაბრიცა. _ თქვენთან ზრდილობას არ ასწავლიან, არა?_ ვერაფრით ვაოკებდი ამ ტარტალა ენას. იმის ნაცვლად მეაფერისტა, როგორც გადაწყვეტილი მქონდა, პირდაპირ საომრად ვიწვევდი. მომიახლოვდა და ჩვეულად თავზე დამადგა. მაგრამ მე რის ბაია დვალი ვიყავი, მისთვის თვალი რომ ამერიდებინა. ბავშვთა სახლში განა ერთის და ორისთვის გამისწორებია თვალი. _ რა გნებავს?_ მკითხა ავი ხმით. ცოტა ხანს ვუყურე თვალებში და თავს ვერაფრით ვაიძულე მისთვის სამუშაო მეთხოვა. ჩემდაუნებურად ამოვიოხრე, თვალი ავარიდე და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე. _ არა, არაფერი! არაფერი არ მინდა!_ თვალები ცრემლებით ამევსო, რომ წარმოვიდგინე, რა დღე გველოდა სახლში უფულოდ დაბრუნებულებს. მაგრამ სულაც არ მსურდა, ჩემი სისუსტე ქვეყნად ყველაზე აუტანელი კაცისთვის მეჩვენებინა. ზურგი ვაქციე და წასვლა დავაპირე. რომ რევაზს არაბულად უთხრა : _ გაარკვიე რა სჭირს, აშკარად რაღაც შეემთხვათ და პრობლემები მშვიდად მოუგვარეო!_აქ კი ვიფეთქე. სიმწრით აცრემლებული მივუტრიალდი და სულ დამავიწყდა, რომ მას ვუმალავდი არაბულის ცოდნას. _ შენ ვინ ხარ, რომ ჩემზე რამე არკვიო? ჩემი პრობლემები შენი საქმე როდიდან გახდა?_ დავუბრიალე თვალები. გაოცება ვერ დამალა. და ამ რეაქციით მივხვდი, რომ თავი გავყიდე. _ შენ რა არაბული გესმის?_ მკითხა უკვე არაბულად. _ ოჰ, რაო გაგიკვირდა ლოთი და თავაშვებული ქალისგან?_ წარბი ავწიე ირონიულად. _ წამოდი ჩემთან!_ ხელი მაჯაში ჩამავლო. _ ხელი გამიშვი, თორემ იმხელას ვიკივლებ, მთელ ბათუმს თავზე დაგცემ!_ დავემუქრე და ხელი გამოვტაცე. მან მობეზრებულად აატრიალა თვალები. მერე ცალი თვალით გორილას ანიშნა რაღაც. ხელი გამიშვა და მანქანას მოუარა , როგორც კი კარი გააღო, გორილამ ხელში ამიტაცა და მანქანაში შემისროლა. ჰუსეინაც სწრაფად დაჯდა ჩემს გვერდით და მანქანა დაიძრა. _ გაჩერდი, რას აკეთებ!_ ვკიოდი, მაგრამ პასუხად მხოლოდ დამცინავ ღიმილს ვიღებდი _ დამშვიდდი ავაზავ! შენთან სალაპარაკო მაქვს! ისედაც დრო იყო უკვე!_ უკვე არაბულად საუბრობდა სადამი. _ იქ ნინაა, მასთან უნდა დავბრუნდე!_ ამოვისლუკუნე საკუთარი უძლურებით ანერვიულებულმა. _მასაც მოიყვანენ მალე, ნუ ნერვიულობ!_ ფანჯრიდან გაიხედა სადამმა. _ მძულხარ გაიგეე! მოძალადე ფარშევანგო! შენი თავი შენს სამშობლოში ხომ არ გგონია?_ ვიცოფებოდი მე. _ ჩემს სამშობლოში? არაბეთს გულისხმობ? იქ რომ ვიყოთ, უკვე ჩემი იქნებოდი! მამაშენისგან ისე გიყიდიდი , როგორც ცხვარს! _ გადმოიხარა და თვალებში ჯიქურ ჩამაჩერდა. _ ხოდა კიდევ კარგი, რომ იქ არ ვართ და ვერც ვერავისგან მიყიდი! ობოლი ვარ!_ არც მე მოვაცილე თვალი. _ ობოლი? შენ ხარ ობოლი?! ყველაფერი იყიდება, ყველაფრს თავისი ფასი აქვს!_ გაეღიმა მას და თვალებში ჭინკები აუთამაშდა. _ შენნაირი ბრილიანტი კი დაამშვენებს ჩემს ჰარამანხანას!_რაიო? აქ კი გადამეკეტა. _ შე დამპალო კაცო! შე საზიზღარო! _ ვკიოდი და მისთვის სახის ჩამოკაწვრას ვცდილობდი. მას კი ჩემი ორივე მაჯა ერთ ხელში ეჭირა და გაბადრული სახით ბათუმს ათვალიერებდა. უცებ ის გამახსენდა, წინაზე რომ გადავხტი მანქანიდან და გავიქეცი და თვალები გავაცეცე სასურველი მომენტის მოსახელთებლად. ჰუსეინს ეგონა დავმშვიდდი და ხელი მოადუნა. მე კიდე მთელი სხეულით დაძაბული კარის სახელურს არ ვაშორებდი თვალს. _უფროსო!_ მოხედა უცებ გორილამ._ არ ენდოთ მას, სწორედ ასე იყურებოდა მაშინაც, მანქანიდან რომ გადაგვიხტა! ამის თქმა იყო და მივხვდი, ან ახლა, ან არასოდეს! სახელურს ხელი ჩავავლე და გადასახტომად მოვემზადე, მაგრამ ჰუსეინას ძალიან სწრაფი რეაქცია აღმოაჩნდა. ორივე მკლავი სწრაფად მომხვია წელზე, ჰაერში ამიტაცა და პირდაპირ საკუთარ კალთაში ჩამასკუპა. გავშრი მოულოდნელობისგან. მისკენ მივბრუნდი. ახლა მე ჩავყურებდი თვალებში და ნელ_ნელა მედებოდა მისი თვალების ცეცხლი. ჯერ სახეზე, შემდეგ მთელ სხეულზე მომედო სიმხურვალე და წამით ვერ მოვწყიტე თვალი. წამის წინ რას ვამბობდი? მისი ცეცხლოვანი ქარიზმა მარტო ჩემზე არ იმოქმედებსმეთქი? ხოდა შევცდი! ინსტინქტს აყოლილი მონუსხულივით დავიხარე მისკენ, მაგრამ საპასუხო რეაქციად მხოლოდ დამცინავი ღიმილი მივიღე. რამაც შემოლაწუნებასავით გამინათა გონება. მე თავმოყვარე, ჯიუტი და პრინციპული ბაია, ვიღაც ამაზრზენად მოაზროვნე, ქალთმოძულე არაბს ვეჯექი კალთაში და მისი კოცნის და არა მარტო კოცნის სურვილით ვიწვოდი. _ ხელი ვამიშვი!_ ვცადე წელზე მოხვეული მისი მკლავი მომეშორებინა, მაგრამ უფრო მომიჭირა და მკედზე მიმიკრა. _ გამომყევი ცოლად და რასაც მეტყვი , რასაც ხელს დაადებ, შენი გახდება! _ მითხრა ჩურჩულით. რამდენიმე წამი დამჭირდა მისი ნათქვამის გასააზრებლად. _ რასაც გეტყვი?_ უაზროდ გავიმეორე არეულმა. მან თავი დამიქნია მხიარული ღიმილით. უცებ თვალწინ საქათმე წარმომიდგა, უამრავი ქათმით და ერთი გაფხორილი წითელო დეზებიანი მამლით, რომელსაც თავზე ჰუსინას ნაირი ჩაის ტილო ეფარა და ისტერიული ხარხარი ამიტყდა. _ არც იოცნებო ჰუსეინა! არც იოცნებო!_ ვიცინოდი თან ცალი ხელი მის კისერზე მქონდა მოხვეული და მის კალთაში მყუდროდ მოკალათებული ჩამოსვლას არც ვაპირებდი. _ ქართველი და ქრისტიანი მაინც იყო, კიდევ დავფიქრდებოდი. მართლა გგონია, შენი, რიგით კაცმა არ იცის მერამდენე, ცოლი გავხდები და დანარჩენებს შენთან ღამის გატარების გამო დავწამლავ? _მართლა გამომყვებოდი ქართველი რომ ვიყო?_ გაეღიმა ამ საზიზღარს. _ მაგრამ მე არ გეკითხები ძვირფასო!_ ჰუსეინამ თმა ყურს უკან გადამიწია._ მე რაც მომწონს, ხელს ვკიდებ და ვიღებ! _ არ გადამრიო!_ გამიქრა სიცილის სურვილი. _ და სხვათაშორის ეჭვიც არ მეპარება!_ შემომღიმა ისე თავხედურად. _ რაში?_ ვერ მივუხვდი ნათქვამს. _ შენ მართლა დაწამლავ ჩემს გამო მთელ ჩემს ჰარამხანას, თუ დაგჭირდება!_ ეს კაცი თავდაჯერებულობის პიკი იყო. მაგრამ არც ისეთი სულელი ვიყავი, რომ მისი უეცარი და არსაიდან მოსული სიყვარულის მერწმუნა! აქ რაღაც სხვა ამბავი იყო და აუცილებლად გავარკვევდი, თუ რაში ვჭირდებოდი ამ არანორმალურ კაცს. 4 საინტერესო იყო, რა ქონებას ფლობდა ბატონი "ჰუსეინა" საქართველოში. სასტუმროს შემდეგ მისი ვილის ხილვისას, დავრწმუნდი, რომ საქართველოს მართლაც ახალგამომცხვარი, მადისაღმძვრელი ნამცხვარივით ნაჭერ_ ნაჭერ ჰყიდდნენ ამ ჰუსეინასნაირ დამშეულ არაბებზე. არა ბიჭოს, მაგათ გამომხმარ და გამომშრალ უდაბნოს ჰგავდა ჩემი ლამაზი საქართველო, და ალბათ ზუსტად ამიტომაც ესეოდნენ სვავებივით მისი მსგავსი ინვესტორის ტყავში გამოხვეული ბიზნესმენები. ამ უზარმაზარ თეთრ სასახლეს კიდევ უფრო ულამაზესი და გადაულახავი გალავანი ერტყა გარს და ლამის დაუჯერებელი იყო, რომ ახლა ისევ საქართველოში ვიყავით. აქ ჩემი მოძებნა კაციშვილს არ მოუვიდოდა თავში. კაცმა რომ თქვას, ვინ მომინაკლისებდა? ჩემი ერთადერთი გულშემატკივარი, ამ ფადიშახის ერთგული მონით მოხიბლული, ახლა თავგატეხილი იწვა საავადმყოფოში და ეჭვადაც კი არ იცოდა, რომ მე გამიტაცეს! აი ახლა ეს სიტყვა რომ ვთქვი, დავფიქრდი! და ჯანდაბას! დიახაც გამიტაცეს! მიუხედავად იმისა, რომ მთელ სახლში თავისუფლად მიმოვდიოდი, გარეთ არ მიშვებდნენ. როგორც სამეფო კორგი ვიღრინებოდი, თვალებს ავად ვაკვესებდი, მაგრამ მაინც ყველა ჰუსეინას პირად საკუთრებად მთვლიდა. ალბათ პატივითაც სწორედ ამიტომ მექცეოდნენ. თუმცა კი ფარულად ამრეზით მაკვირდებოდნენ. ალბათ, მათი აზრით, სამეფო ფარშევანგის შესაფერისი არ ვიყავი, მე საწყალი ყვავის ბახალა. გალავანი შევათვალიერე. არა გადაძრომის სულ უმცირესი შანსიც კი არ მქონდა. ანდაც რომც გადავმძვრალიყავი რა აზრი ჰქონდა ტყუილ წვალებას? უფულოდ შორს ვერ წავიდოდი და ჰუსეინა მაინც დამიჭერდა სადმე. არა ჯობდა გამერკვია, რა ჯანდაბა სურდათ ჩემგან. სასაცილოა ნეტა, თუ სატირალი? საკუთარ სამშობლოში ვიღაც საუკუნოვანი მტერი ტყვედ რომ გაქცევს?! მაშინ სწორედ ასე ვხედავდი ჰუსეინას და ასე ვგრძნობდი. იქვე სკამზე ჩამოვჯექი და სიგარეტს გავუკიდე. ანერვიულებულს მესიამოვნა. ოდნავ მომადუნა. მაგრამ ვინ შეგარგო? საიდანღაც თავს ჰუსეინა წამომადგა და მოულოდნელად მაჯაში ჩამაფრინდა. ლამის მომამტვრია ხელი. მაგრამ მის ჯინაზე არც კი დამიკვნესია. არადა ისე მეტკინა სული გამიმწარდა. მან კი სიგარეტი თითებიდან ამართვა, ძირს დააგდო და ფეხით გასრისა. _ რა სიამოვნებით დაგასრისავდი მაგ გასიებულ თავზე!_ ამოვიკნავლე, როცა ხელის გაშვება ინება და მაჯა მოვისრისე. _ ჩემს სახლში ვულგარულად ვერ მოიქცევი! მით უფრო ყველას თვალწინ! გასაგებია?_ დამიბრიალა თვალები. _ შენ ვინ გეკითხება, მე როგორ მოვიქცევი!_ ყელში გამეჩხირა ბოღმის ბურთი. _ სანამ ჩემს სახლში ხარ, წესებს დაემორჩილები!_ ჩამეცინა. ცუდი გოგო და წესები? წესები არა კიდე რა უნდოდა?! _ ხოდა გამიშვი აქიდან! აქ ყოფნის სურვილი არ მაქვს!_ ვუთხარი მშვიდად. იქვე ლურჯად მოლივლივე აუზს გავხედე ეშმაკურად. იქვე ჩრდილში მისი პერსონალი, აშკარად არაბები, მაგიდას შლიდა. ისე იყვნენ დაშინებულები, რომ გავლისას თვალსაც კი არ მისწორებდნენ. სულ ვამბობთ ხოლმე ქართველ ბიჭებზე, თავხედურად იციან თვალის მოშტერებაო. მაგრამ ეს უტყვი სიჩლუნგეც გამაღიზიანებელი აღმოჩნდა. _ ნეტავ შემეძლოს! მაგრამ არ შემიძლია!_ მითხრა და გავვოცდი. მის სევდიან ხმაზე მივხვდი, არ ტყუოდა. _ რატომ? არ მითხრა ახლა , რომ ჩემი სიყვარულით იწვი!_ გამეცინა და ავდექი. _ სიყვარულით? შენნაირის შეყვარება ადვილი გგონია?_ შეურაცხყოფის მოყენება მასავით კარგად ერთ წინადადებაში ამ ქვეყნად არავის შეეძლო. _ ვის რაში სჭირდება შენნაირი კომპლექსებიანი კაცის სიყვარული! შენი სიყვარული ოქროს გალიას ჰგავს! _ იმის წარმოდგენაზეც კი გამაკანკალა, მისი ჩადრში გამოხვეული საქათმე რომ წარმოვიდგინე. _ მე გაგაფრთხილე! წესივრად მოიქ...._ სიტყვაც არ ჰქონდა დასრულებული, რომ ნინას ნაყიდი ფრიალა სარაფანი თავზე გადავიძრე და მისი გაცოფებული თვალების დასანახად შავი გამომწვევი საცურაო კოსტუმის ამარა კლაკვნით წავედი აუზისკენ. თან სარაფანა ხელებში მივუგდე. ბრაზისგან აკანკალებულმა გადმოდგა რამდენიმე ნაბიჯი. ხოდა ეს აქამდე უტყვი და უემოციო კაცები ისე მომაშტერდნენ, თითქოს თავის ცხოვრებაში ქალი არ ენახათ. ჰუსეინამაც შეამჩნია ეს და " წაეთრიეთო!" არაბულად იღრიალა. წამში გამოფხიზლდნენ ბიჭები და გაუჩინარდნენ. მე კი აუზის პირას მოვბრუნდი ჰუსეინას ჰაეროვანი კოცნა გავუგზავნე და სიცილით გადავხტი წყალში. ჩავყვინთე და გავცურე. სულ არ მადარდებდა, ბრაზობდა თუ არა ის გაფხორილი ფარშევანგი. _ ამოდი ქალო წყლიდან!_ ისეთი ხმა ჰქონდა, უეჭველი სიბრაზისგან ჩაუწყდა ხმის იოგები. _ არ ამოვალ! სანამ წესიერ მომართვას არ ისწავლი, არ ამოვალ!_ გავეკრიჭე უტიფრად. _ ხო არა?!_მუქარით მითხრა მან_ კარგი! მაგრამ იცოდე ნინას თვალითაც ვერ ნახავ! აქ კი გავშრი. კაცმა არ იცის, რამდენად თავზე ხელაღებული იყო. არავინ იცის, რას და რატომ ფიქრობდა თავის ავადმყოფ თავში. აუზის კიდესთან მივცურდი და ასვლა ვცადე, მაგრამ ვერ მოვახერხე. უცებ კიდევ ერთი მავნე იდეა მომივიდა. ხელი გავუწოდე, დასახმარებლად დაიხარა, ხელი ჩამკიდა, და მეც სწორედ ეს მინდოდა. ორივე ფეხი აუზის კედელს მივაბჯინე და უკან წყალში გავხტი მის ხელზე ორივე ხელით ჩაბღაუჭებული. თავი ვერ შეიკავა და თქაფანით დამეცა თავზე. მაგრამ ჩემდა მოულოდნელად ამ საზიზღარმა შემთხვევით იდაყვი გამარტყა შუბლში. სულ ვიყავი მისი იდაყვის ხელა. თვალთ დამიბნელდა და გავითიშე. გონზე რომ მოვედი, ის არანორმალური შიგ ტუჩებში მკოცნიდა. იმაზე კი აღარ მიფიქრია , ამას რატომ აკეთებდა. ხელი ვკარი, პირიდან ჩაყლაპული წყალი ამოვასხი. ისევ ჩემკენ დაიხარა შეშინებული სახით. მე კი კივილით დავუსხლტი ხელიდან. _ ხელი გამიშვი შე ავადმყოფო!_ მკერდი საშინლად მტკიოდა. თითქოს ნეკნები ჩამილეწეს ყელი და ცხვირი ძალიან მეწვოდა. _ არა ჯობდა იქ დამეტოვებინე, ხომ ყველა პრობლემა მოგვარდებოდა!_ ჩაილაპარაკა გაცოფებულმა. კაბა მომიგდო:" ჩაიცვიო!" და ისე დამტოვა აღარც კი შემოუხედავს. ოთახში ასულს კი ერთი ქალი სახელად შაიმა, მომადგა და მკითხა, ხომ კარგად ვიყავი და ხომ არაფერს ვისურვებდი. _ ჰუსეინას სიკვდილი მინდა, მეტი არაფერი! ასეც გადაეცი, დაე გაგახრჩოს შენმა აუტანლობამთქო!_ ვუთხარი გაცოფებულმა ქალს, რომელიც სახეზეც კი არ მიყურებდა. _ ჰუსეინა ვინაა ქალბატონო?_ მკითხა მიამიტად.. _ ოჰ, _ამოვიოხრე მე. _ რა კაცია შენი ბატონი?_ ამ ბატონზეც გამეცინა. ქალმა დაბნეულმა შემომხედა წამით და თვალი მაშინვე ამარიდა. _ ბატონი სადამი პრინცია ჩვენს ქვეყანაში!_ უცნაური აღფრთოვანებით მითხრა ქალმა. აშკარად არ იყო გულგრილი. რას ვიზამთ, ამ ქალების თვალსაწიერი სადამას ვერ სცდებოდა. ის იყო ალბათ მათი ოცნების საზღვარი და მამაკაცის იდეალი. _ შაიმა, იქნებ იცოდე მე რას ვაკეთებ აქ?_ ვკითხე უიმედოდ. _ თქვენ პატონის სტუმარი ხართ!_ სევდიანად მიპასხუხა ქალმა. _ ეგ გასაგებია, მაგრამ მე აქ ყოფნა არ მინდა, გესმის? აქ ძალით მომიყვანეს!_ ქალმა ქვეშ_ქვეშ გამომხედა. _ ხოდა იქნებ იცოდე, რა მიზნით მომიყვანეს? დავიჯერო გოგოები არ ჭორაობთ ჩუმად ამაზე?_ დარწმუნებული ვიყავი, ჩემ გარდა ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა. _ თქვენ მალე ბატონის ცოლი გახდებით!_ მოიბუზა მხრებში შაიმა. _ მართლა, ხომ არ გადაირიეთ? რა ცოლი? _ ჰაერი ჩავისუნთქე_ მერამდენე ცოლი? ირონია და იუმორი არსებობდა და ორივეს ნიჭი მქონდა. _ ბატონ სადამს ცოლი ჯერ არ ჰყავს, თუმცა მის ცოლობაზე ბევრი ოცნებობს!_ თვალები ოცნებით აენთო შაიმას. _ შენც მათ შორის არა?_ ვკითხე ღიმილით. _ რას ამბობთ ქალბატონო?_ შეცბა საწყალი ქალი. _ ეჰ შაიმა, ნეტავ გამაგებინა აქ რა ჯანდაბას ვაკეთებ და თუნდაც მომკლა მერე!_ ამოვიოხრე და ჩამოვჯექი. _ ჩემი კაბა გაშრა?_ ვკითხე , რადგან ხალათის გარდა არაფერი აღარ მებადა. __ თქვენი კაბა? ის ბატონმა ცეცხლში ჩაგვაგდებინა!აღშფოთებისგან ფეხზე წამოვხტი. _ რაოო? რა ქნაა? _ სიბრაზემ ყელში მომიჭირა და სპაზმები დამეწყო. _ რა ქნა მაგ არანორმალურმა?_ საქმე იმაში კი არ იყო, რომ მე იმ კაბაზე ვგიჟდებოდი ან ძალიან მომწონდა, სულაც არა! ნინას არჩეული კუდაბზიკობა იყო, მაგრამ ამ გაფხორილი ინდაურისგან ასეთმა თავხედობამ ისე გამაცოფა, რომ ასე წამში ჩამოვაქვეითე ფარშევანგიდან ინდაურამდე. შაიმა შეცბა. ხელი ტუჩებზე იტკუცა. მიხვდა, ზედმეტი წამოროშა, მაგრამ რაღა დროს? გაცოფებული გავქანდი მის საძებნად. მისი კაბინეტის წინ ატუზული გორილა წინ გადამიდგა. _ ბაია დამშვიდდი! ახლა არა! ახლა არ სცალია! _ მამშვიდებდა შეძლებისდაგვარად თავაზიანად. მას შემდეგ, რაც ნინამ თვალები უპაჭუნა, როგორღაც შედარებით მოთმინებით მექცეოდა. _ გამიშვი, უნდა მოვკლა!_ გავკიოდი გაფითრებული და სულ აღარ მახსოვდა, რომ აბანოს ხალათით ვიყავი შემოსილი. _ დამშვიდდი! დამშვიდდი! და ნუ კივი! ღმერთო ამას ვის გადავეყარე!_ ოხრავდა და თვალებს ბიზონივით ატრიალებდა. ჰმ, გორილა ბიზონის თვალებით! ჩემ დაქალს რომ ჭკუა არა აქვს, თორემ ეს რა მოსაწონებელი იყო. ჩემ უკან შაიმა მოვარდა. _ ქალბატონო, ქალბატონოს! _ ძახილით _ რა მოხდა? რამ გადარია?_ ჰკითხა გორილამ თავისი დამტვრეული არაბულით. _ ვუთხარი, რომ მისი კაბა დავწვით!_ მხრები აიწურა საწყალმა ქალმა. უეჭველი საყვედურს ეტყოდნენ ამის გამო. მოკლედ ამ გამიშვი დამაკავეში რომ ვიყავით! და გორილა ჩემს მოგერიებას ცდილობდა. კაბინეტის კარი მოულოდნელად გაიღო და გაცოფებული ჰუსეინა გამოვიდა. გეფიცებით თვალებიდან ცეცხლი კი არა პირდაპირ ლავა ეღვრებოდა! თავზე კი შხამიანი გაზების შავი ღრუბელი მოჰქუჩებოდა. _ რა აკივლებს ამ ქალს!_ ისევ ეს ირონიული "ქალი"! სიტყვა ისეთი ტონით ნათქვამი, რომ ყველანაირ ქართულ დედისგინებაზე უარესად მესმოდა. _ როგორ ბედავ შენ? როგორ ბედავ!_ ხმა ჩამეხლიჩა სიბრაზისგან. _ კაბის გამო ჩხუბობს ბატონო სადამ!_ ხელები გაშალა უმწეოდ გორილამ. ჰუსეინამ შემომხედა და ნაბიჯი ჩემკენ გადმოდგა. ერთი კი ვიფიქრე, მივბრუნდე და რაც შეიძლება სწრაფად გავიქცემეთქი, მაგრამ სიამაყემ ამ ლაჩრული გაქცევის ნება არ მომცა. ცოტა ხანს ზიზღით მიყურა. არც მე მოვაშორე თვალი. _ წამოდი!_ მითხრა და ზურგი მაქცია. რამდენიმე ნაბიჯი რომ გადადგა და არ გავყევი, უკან მობრუნდა. ხელი დამავლო და მსხვერპლად შესაწირი დასაკლავი ბატკანივით მომიგდო ზურგზე. _ დამსვი შე არანორმალურო! დეგენერატო, ხამო! დამსვი თორემ თავ_ბედს გაწყევლინებ!_ გავკიოდი გიჟივით შერცხვენილი და გაცოფებული. უამრავი დამცირება ამიტანია ბავშვთა სახლში, მაგრამ ასე ნივთივით არავინ მომქცევია. გორილა და შაიმა ისეთი სახით მიყურებდნენ, რომ აშკარად მითანაგრძნობდნენ, მაგრამ ჩემს დასახმარებლად არაფერი არ შეეძლოთ. რომელიღაც ოთახის კარი ფეხით შეაღო და შემაპრონწიალა შიგნით. _ გამიშვი! _ ნერვიულობისგან სულ ჩამიწყდა ხმა. არც ასეთი მამაცი ვიყავი ალბათ. ნელა დამსვა , წამით მისი სახის სიმაღლეზე შემაყოვნა. თვალებში უცნაური სითბო ჰქონდა, სითბო და ღიმილი. თვალი ავარიდე, არ შეიძლებოდა ერთი ადამიანი ერთდროულად შენი მტერიც ყოფილიყო და თან მისი კოცნის სურვილსაც დაეწვი და დაეფერფლე. ეტყობა ჩემი ჰორმონები ჩემს სიბრაზეს სულ სხვაგვარდ იგებდნენ. ხელი მკერდზე ვკარი და უკან დავიხიე. თან იმაზე ვფიქრობდი, რომ ალბათ საშინლად გამოვიყურებოდი, ისედაც არ ვუქნივარ ღმერთს და გაბრაზებული და სახე აწითლებული საერთოდ სასწაული ვიყავი ალბათ. სადამი მიბრუნდა და უზარმაზარი კარადა გამოაღო, სულ ნაირფერი კაბებით იყო სავსე. ოღონდ აი "დიდებული საუკუნე" თუ გინახავთ სერიალი, სწორედ ისეთი კაბები იყო. აბრეშუმის და სხვა ძვირფასი ქსოვილებით ნაკერი რაღაც უაზრო პრინცესული კაბები. _ ეს რა ჯანდაბაა?_ თითი ტანსაცმლისკენ გავიშვირე. _ დღეიდან ამ ტანსაცმელს ჩაიცვამ! ვერ დავუშვებ ჩემმა საცოლემ აშარი ქალივით, მოღლეტილმა იაროს! _ ისე მშვიდად მითხრა. თითქოს აქ არაფერი და მეც მისი შაიმასავით მორჩილი მხევალი ვიყავი. _ რას ბრძანებ?_ ირონია შემეპარა ხმაში. _ რა იყო, არ მოგწონს? შენს იაფფასიან ძონძებს აღარ სჯობია?_ მკითხა დამცინავი ღიმილით. _ არა! ამ საშინელებებს მე არ ჩავიცვამ და საერთოდაც მივდივარ აქიდან! მეყო ეს ცირკი! არანაირი უფლება არ აქ გაქვს, რომ აქ ძალით დამაკავო!_ ზურგი ვაქციე მე. _ მოგკლავენ ბაია!_ იმდენად მოულოდნელი იყო მისი სიტყვები, რომ ადგილს მიმაყინა. ნელა მოვბრუნდი. _ რაო რა მითხარი?_ ვკითხე გაოგნებულმა. მომიახლოვდა წინ დამიდგა და გაიმეორა. _ მოგკლავენ! _ ვინ , რატომ?_ არაფერი მესმოდა, კი აუტანელი ვიყავი , კი უხეშიც ვიყავი, მაგრამ სასიკვდილოდ ნამდვილად არავინ დამსდევდა. მატყუებდა რაღაცას ეს არანორმალური და ეგონა, რომ დავუჯერებდი. _ შენ ხომ ბავშვთა სახლში გაიზარდე? _ ხმა ვერ ამოვიღე. საიდან იცოდა, ნუთუ ყველაფერი გამოიკვლია ჩემზე? რატომ? რისთვის? _ შენ ბაია არ ხარ! შენი სახელი აიდაა! მამაშენი ასად აბადი დიდებული შეიხია! _ გამშრალ ყელში ნერწყვი ძლივს გადამივიდა. _ აი შენ კი, მისი ერთადერთი ქალიშვილი ხარ! შენზე ნადირობაა გამოცხადებული!_ ვგრძნობდი, სადაც იყო გული წამივიდოდა, რადგან ვეღარ ვსუნთქავდი. ალბათ ფერი რომ დავკარგე, მიხვდა მიჭირდა და დამეხმარა. წყალი დამისხა და საწოლზე დამაჯინა. _ ახლა კარგად ხარ?_ მკითხა მზრუნველად. _ ეს ყვლაფერი გავიგე, მაგრამ რატომ მომკლავენ?_ ავხედე შეშინებულმა. _ იმიტომ, რომ უზარმაზარ იმპერიას მიიღებ მემკვიდრეობით. რომელიც შენი სიკვდილის შემთხვევაში შენს ბიძაშვილს დარჩება._ გამიღიმა მან. _ ანუ შენც ჩემი ფული გინდა? ცოლად ამიტომ უნდა გამოგყვე?_ შევატყვე, არ ესიამოვნა ჩემი სიტყვები. _ თუ ამჩნევ ფული საკუთარიც საკმარისად მაქვს! ცოლად კი რომ გადარჩე, ამიტომ უნდა გამომყვე. ჩემს ცოლს ვერავინ შეეხება! _ და თუ უარს ვიტყვი, მაგ მემკვიდრეობაზე?_ ახლა მისი გაოცების ჯერი დადგა. _ ამხელა სიმდიდრეზე უარს იტყვი და ისევ სასტუმროების დალაგებას დაუბრუნდები?_ მე თავი დავუქნიე. _ სამაგიეროდ თავისუფალი ვიქნები, არც ვინმეს ცოლობა მჭირდება ახლა და არც სიკვდილი მემუქრება. კი ახლავე დავუთმობ ქონებას ჩემს ბიძაშვილს თუ ვინცაა !_ სადამმა თავი გადაიქნია. _ არ გამოვა აიდა! მამშენი გელოდება , რათა ოფიცალურად მემკვიდრედ გაღიაროს!_ხელი გამომიწოდა მან._ თუმცა რომ გნახავს, იმედია, იმედი არ გაუცრუვდება. _ არა, მე არანაირი აიდა არ ვარ და ასე ნუ მეძახი! მე ბაია ვარ ! ბაია დვალი! ქართველი, უპატრონო, მაგრამ თავისუფალი გოგონა! მამა არ მყავს , არც აქამდე მყავდა და არც ამის შემდეგ მეყოლება!_ ახლა კი წესიერი ტანსაცმელი მომიტანე და აქიდან მივდივარ!_ სადამმა უკმაყოფილო სახით ჩაიქნია ხელი. ზურგი მაქცია, კარისკენ წავიდა, გავიდა. კარი გარედან გადაკეტა და ჩემი წივილ_კივილის მიუხედავად საღამომდე გაუჩინარდა. 5 ოქროს გალიაზე, მსმენოდა როგორ არა, მაგრამ სანამ თავად არ აღმოვჩნდი მისი ტყვე ვერ გავიაზრე, სინამდვილეში რა საშინელი მარწუხი იყო. მით უფრო ჩემთვის, გოგოსთვის, ვისაც არასდროს ჰყოლია უფროსი. თუ ბავშვთა სახლის ავ დირექტორს არ ჩავთვლით. მე ის გოგო ვიყავი, ვისაც თავის გატანა და გადასარჩენად ბრძოლა უწევდა, მაგრამ ღირსება და თავისუფლება არასდროს დაუკარგავს. კარადიდან ის ჭრელა_ჭრულა ძვირფასი ძონძები გამოვიღე და გაცოფებულმა სულ ნაკუწებად ვაქციე. კაცმა რომ თქვას, ხარისხიანი ნაგავი იყო, ძლივს გავანადგურე. ბოლოს ერთი წითელი კაბა ამოვარჩიე და მკლავები ლამაზად მოვახიე და ზედმეტი სიგრძეც დავუმოკლე. აბა მართლა ხალათით ხომ არ ვივლიდი და ტანზე გადავიცვი. სხვა თუ არაფერი, ჰუსეინას მაინც გავამწარებდი. საღამოს შაიმამ მოაკაკუნა და კარი გამიღო. ჩემი და კაბების ბრძოლის ველი მოათვალიერა და ხელი პირზე მიიფარა გაოცებულმა. _ ეს რა გიქნიათ ქალბატონო! ეს რა გიქნიათ!_ რამდენიმე დაგლეჯილი კაბა აიღო და სევდიანმა შეათვალიერა. ალბათ რა სიამოვნებით ჩაიცმევდა ნებისმიერ მათგანს და მხევლად ეახლებოდა იმ საზიზღარს. ღმერთმა უწყის, ვისი ოცნების ზღვარი სად გადის. აი ჩემი კი მიახლოვებულიც არ იყო, ფადიშახის მხევლობასთან. _ მეორედ ეს ნაგავი არ მომიტანოს, თორემ სულაც შიშველი ვივლი!_ შევუღრინე შაიმას და ოთახი დავტოვე. _ ქალბატონო, ბატონი გელოდებათ!_ შაიმამ ნაჭრები ძირს დაყარა და უკან გამომიგა. _ ხოდა მელოდოს! სადაა აქ სამზარეულო!_ გაცოფებული ხომ ვიყავი, მაგრამ თან მგელივით მშიოდა. რადგან ლამის მთელი დღე არავის გახსენებია "კავკასიელი ტყვე ქალი". _ იქნებ ჯერ ბატონი გენახათ?_ შემომაპარა ქალმა. _ ბატონი, ბატონი!_ გამოვაჯავრე მას._ არასდროს გიფიქრია თავისუფლებაზე? შაიმამ თაფლისფერი თვალები გაოცებით დააფახულა. _ ვიცი, რომ მისთვის იწვის შენი გული!_ პირში მიხლილ სიმართლეზე ქალი შეცბა და უკან დაიხია _მაგრამ შენ სამყარო არ გიანახავს! მის გარდა არავინ გინახავს და იმიტომ ხარ მასე! _ ზოგჯერ სამყარო ერთ ადამიანში ეტევა ქალბატონო!_ თვალები დახარა საბრალო შაიმამ. უიმედოდ ამოვიოხრე და მითითებული სამზარეულოსკენ გავწიე. უზარმაზარი მაცივარი იდგა, უ_ზარ_მა_ზა_რი! გამოტენილი იმდენი ნუგბარით, რასაც მე და ნინა ალბათ მთელი წელი გამოვიზოგავდით და კიდევ დაგვრჩებოდა. ღია მაცივრის წინ ვიდექი და არ ვიცოდი რითი დამეწყო პირის ჩატკბარუნება. ამით მაინც მეხეირა. გადმოვალაგე ყველაფერი, რაც ასე თუ ისე ამოვიცანი ან ვიზუალით მომეწონა. მაგიდაზე დავაწყე და მივუჯექი. თურმე მსუნაგი რომ ვიყავი, აქამდე არც ვიცოდი. ან საიდან მეცოდინებოდა? ჩვენი ბიუჯეტი უმეტესად თავის გადარჩენისთვის გვყოფნიდა და თვეში ერთხელ პიცერიას ან ბურგერბარს თუ ვესტუმრებოდით. ან ხანდახან ნინა ჩვენი ერთფეროვანი ყოფით გააფრენდა და სადმე ბარში წამაპრონწიალებდა. ეს იყო და ეს! თავი მანამ არ ამიწევია, სანამ სამზარეულოში თავად მისი ბრწყინვალება არ შემოიჭრა ცოფის ყრით. შემომხედა და გაოგნებული შედგა. მაგიდა მოათვალიერა. _ ეს ყველაფერი სად ჩაგივიდა ქალო? ქალი ხარ თუ მონსტრი?_ მითხრა გაოცებულმა და თვალი ჩემს უკან გაექცა. წარბები საავდროდ მოქუფრა. _ წაეთრიეთ!_ იღრიალა გაცოფებულმა. მის მზერას თვალი გავაყოლე და ფანჯრიდან მომზირალ მის მუშებს, თუ მებაღეებს მოვკარი თვალი. ისე გაოცებით მიცქერდნენ, ეტყობა ქალის ასეთი მადა არც მათ ენახათ მანამდე. ჰუსეინამ მაჯაში ხელი ჩამავლო და ფეხზე ადგომა მაიძულა. მეორე ხელში რაღაც სუნელში ამოვლებული დაბრაწული ბარკალი მეჭირა. უკან არ დამიდია, თან წავიყოლე. _ ეს რა ჯანდაბაა? _ თვალები მოწკურა. აშკარად არ მოიხიბლა ჩემი დიზაინერული ხედვით. _ მგონი ძალიანაც მიხდება!_ გავიკრიჭე მე და რამდენადაც შევძელი მის წინ დავტრიალდი. მაჯაზე ხელი ისე მომიჭირა, კინაღამ მომამტვრია. დაიხარა და თვალებში ჩამხედა. _ შეწყვიტე გესმის!_ ხმა აერია. თვალი ჩემს ტუჩებზე გადაიტანა. მგონი ამ არანორმალურ კაცს ვაღელვებდი?! ნელა დაიხარა და სანამ კოცნას მოასწრებდა, სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, ქათმის ბარკალი ვიტაკე პირში. ზიზღით თუ ბრაზით გააკანკალა. _ შენი ატანა შეუძლებელია!_ჩაილაპარაკა დაბოღმილმა. ოთახიდან გავარდა და თან გამიყოლა. არ მიკითხავს სად მიმარბენინებდა, მაინც არ მიპასუხებდა და რა აზრი ჰქონდა?! რომელიღაც ოთახის კარი შეაღო და შემიყვანა. ოდნავ ჩაბნელებული ოთახი მოვათვალიერე და საწოლზე მწოლ ადამიანს მოვკარი თვალი. ნინა იყო. სიხარულმა ამიტანა. ბარკალი ჰუსეინას მივაჩეჩე ხელში და ნინასკენ გავექანე. _ ნინა! როგორ ხარ დაო!_ საწოლზე ავხტი და ლამის ზედ დავახტი ჩემს თავგატეხილ დაქალს. _ აქ საიდან გაჩნდი?_ვკითხე, ჩახუტებით რომ გული ვიჯერე. _ რეზიკომ მომიყვანა! მითხრა, რომ ახლა აქ ვიცხოვრებთ._ მიამიტად მიპასუხა მან. _ რეზიკო ვინღა ოხრობაა ქალო?_ მართლა ვერ მივხვდი, ვისზე საუბრობდა. _ აა, ისაა.. რევაზი!_ უცებ სადამს მოჰკრა თვალი და მადლიერმა გაუღიმა. _ მადლობა თქვენ, რომ ჩემს მეგობარზე იზრუნეთ! და მარტო არ დატოვეთ! ჰუსეინას ისევ ისე ეჭირა "ჩემი" ბარკალი და გაოგნებული დასჩერებოდა ზედ. მერე ნელა მივიდა და კუთხეში მდგარ ნაგვის ყუთში ზიზღით ჩაისროლა. _ ამაზე მეტად ალბათ არაფერს ვინანებ ცხოვრებაში!_ ისე უპასუხა, ნინასთვის არც კი შეუხედავს და ოთახიდან გავიდა. _ რა ჯანდაბა ხდება გამაგებინე? რა მადლობას უხდი გოგო? გამომკეტა აქ და არ მიშვებს! რა მითხრა იცი? ცოლად უნდა მოგიყვანოო!_ ნერვიულად გამეცინა. _ გაყევი მერე და დაისვენებ იმ გაჭირვებისგან, რაშიც დაბადებიდან ცხოვრობ!_ მეხუმრა თუ მართლა მითხრა?! _ შენ მგონი სიცხე გაქვს იცი?_ ვკითხე და შუბლზე ხელი მივადე. ნინამ ამოიოხრა. _კარგი და მითხარი, რას ვაპირებთ?_ ამომხედა სევდიანმა. _ გავიპარებით! თორემ საამიროში მიპირებს წაყვანას ეს გიჟი! ნინა სანამ დრო და შესაძლებლობა გვაქვს უნდა გავიპაროთ!_ ვუთხარი და ხელზე ხელი მოვუჭირე. _ და გგონია შეგეშვება? კი მაგრამ უყვარხარ თუ რამ გადარია?_ ვერაფერი გაიგო ნინამ. მეც არ მესმოდა და ის რას გაიგებდა. _ მომისმინე, როგორც ამბობს, ვიღაც შეიხის დაკარგული მემკვიდრე ვარ და თუ მე არ ვიარსებებ ქონება ბიძაშვილს დარჩება, ამიტომ მას ჩემი მოკვლა სურს! ეს კი გმირულად მშველის! თუ ცოლად გამომყვები, ხელს ვერავინ გახლებსო!_ მოკლედ ავუხსენი ნინას. დაფიქრდა და სიტუაციის გაანალიზებას შეუდგა. _ კარგი ვთქვათ და მართლაც შეიხის შვილი ხარ, და ყველაფერი სწორედ მასეა! მაგრამ ამას რა გამორჩენა აქვს , რომ გეხმარება? ცოლადაც კი მოჰყავხარ! არა, აქ რაღაც სხვა ამბავია! და უნდა გავარკვიოთ!_ ნინა წამოჯდა და მტკიცედ დაამატა._ როცა სიმართლე გვეცოდინება, კიდევაც ვიბრძოლებთ. ბავშვთა სახლს უნდა ვესტუმროთ და საბუთები გამოვითხოვოთ. და იუსტიციასაც, იქაც იქნება რაიმე ცნობა შენს დაბადების დღეზე! გადავწყვიტეთ, როგორც კი ნინა შეძლებდა ამ სახლიდან გავქცეულიყავით და სახლში, რომელიც არ გაგვაჩნდა, დავბრუნებულიყავით. მით უფრო, რომ დიდად არც დაკარგული ფულის დაბრუნების იმედი გვქონდა. ნინა გაჭირვებით წამოდგა ფეხზე და ფანჯარასთან მივიდა. _ არა ისე დაფიქრება გვმართებს, რა იქნება მართლა გათხოვდე ამ ფადიშახზე? სიცოცხლის ბოლომდე არ მოგვაკლდება..._ უცბად გაჩუმდა და ფანჯრიდან დაჟინებით დააკვირდა ეზოს. _ ბაი, მოდი აქ!_ მითხრა დაძაბული ხმით._ აი ის ვინ არის? თითით გორილასთან საუბარში გართულ ახმახ ოტანგუტანგზე მიმითითა. ისე კი ვფიქრობდი, სად დაიკარგამეთქი და აჰა! დაბრუნებულა! _ ეგ ორანგუტანგია, შენი გორილას პირდაპირი ძმაკაცი! ჰუსეინას დაცვაა!_ ნინას შევხედე და მის გაფითრებულ სახეზე მივხვდი, რაღაც ვერ იყო რიგზე. _ რა ხდება ნინა?_ ვკითხე დაეჭვებულმა. _ რა და ისაა! ის, ვინც თავში ჩამარტყა და გაგვქურდა! ლევანას თანამზრახველი!_ ფანჯარას სწრაფად მოშორდა და საწოლზე დაჯდა. _ ნუთუ რევაზიც გარეულია? ნუთუ..._ თვალები აუცრემლიანდა. _ სიმართლე გითხრა, მეეჭვება შენმა ბოთე გორილამ რამე იცოდეს, თორემ შენს აქ მოყვანას არ დაუშვებდა, რომ მისი ძმაკაცი არ ამოგეცნო!_ გავამხნევე მეგობარი. _ მართლა?_ იმედით ამომხედა მან. _ მეც არ მიკვირდა, როგორ აპირებდნენ ჰუსეინას გაძარცვას! მართლები ვიყავით, შეიხიო მართლა ამ არანორმალურს გულისხმობდნენ! მაგრამ როგორ ან რატომ ღალატობს? ნუთუ ასე ცოტას უხდის?_ ჩაილაპარაკა ნინამ. _ ახლა რა ვქნათ?_ ისე მომაჩერდა, თითქოს მე ვიცოდი, რა უნდა გვექნა. _ სადამს უნდა დაველაპარაკო! მაგრამ შენ ფრთხილად იყავი. არ უნდა დაგინახოს მაგან! ოთახის კარი ჩაკეტე და სანამ კარს ვინმეს გაუაღებ, დარწმუნდი ვინაა!_ ვუთხარი და ჰუსეინასთან გავიქეცი ყველაფრის მოსაყოლად. _ შაიმა, შაიმა!_ ვიძახოდი, სანამ დაფეთებული ქალი სამზარეულოდან არ გამოვარდა. ალბათ ეგონა ხანძარი ან მორიგი კატასტროფა მქონდა გაჩაღებული. _ გისმენთ?_ მითხრა და შემათვალიერა. _ სადაა შაიმა შენი ბატონი!_ ვკითხე მას. _ ამ წამს წავიდა ქალბატონო და ხვალამდე არ დაბრუნდება. _ ახლა ამის დრო იყო?!_ შევძახე და შუბლი მოვისრისე. რა ჯანდაბა მექნა? გორილასაც არ ვენდობოდი ბოლომდე და არ ვიცოდი დახმარება ვისთვის მეთხოვა. რადგან კაცმა არ იცის, აქ მომუშავე პერსონალიდან რომელი იყო მისი თანამზრახველი. გადავწყვიტე მისთვის მეთვალთვალა და თუ მეტს ვერაფერს ვიზამდი პატრული მაინც გამომეძახა. საღამომდე დიდად არაფრით დაუტვირთავს თავი. ალბათ ჰუსეინას არ ყოფნით სარგებლობდა ბედოვლათი. იჯდა უსაქმოდ და ეწეოდა. რომ მოსაღამოვდა გორილამ მობილურის ზარს უპასუხა, შემდეგ მანქანა გამოაყენა და სადღაც წავიდა. თუ ორანგუტანგი, როგორც გავარკვიე შოთა ერქვა, რაიმეს აპირებდა, სწორედ ახლა უნდა ემოქმედა და არც შევმცდარვარ. ქურდულად მიმოიხედა და პარვით სადგომში შვიდა. მე საფარიდან გამოვედი და უკან ავედევნე. რა ჯანდაბა უნდოდა სადგომზე? ალბათ უკანა კარს გაუღებდა თანამზრახველებს. და სახლს ისე გაიტანდა კაციშვილი ვერ გაიგებდა ვერაფერს, რადგან მომსახურე პერსონალიდან სახლში მხოლოდ შაიმა იყო, მან კი დანარჩენებს მოუხმო წამის წინ და სავახშმოდ დასხა. თანაც პერსონალი სახლს უკან მიშენებულ შედარებით მომცრო სახლში ცხოვრობდა და დიდ სასახლეში აუცილებლობის გარეშე ფეხს არ დგამდა. შაიმაც და ნინაც საფრთხეში იყვნენ, საკუთარ თავზე რატომღაც არც მიფიქრია, მანამ უნდა მემოქმედა, სანამ შოთა კარს გახსნიდა, მერე ვეღარ გავუმკლავდებოდით. არა, ჰუსეინას განძი სულ არ მანაღვლებდა, მისთვის თავსაც არ ავიტკიებდი, მაგრამ ნინას და შაიმას გამო ვღელავდი, ისინი ხომ მარტო იყვნენ სახლში და სავახშმოდ გასული ბიჭები მათ ძახილს ვერც გაიგონებდნენ. თან ჩემი არამკითხე ხასიათიც არ მასვენებდა. სადგომში ბნელოდა, ჩუმად შევედი და იქაურობა მოვათვალიერე. იქვე კუთხეში ძალაყინს მოვკარი თვალი. ავიღე და ბეიზბოლის ბიტასავით მოვიმაჯვე. ძალიან მემძიმა. სიბნელესა და სიჩუმეში რამდენიმე ნაბიჯი წავდგი, მაგრამ უცებ კეფაში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ნელა ჩავიკეცე მუხლებში და იატაკზე გავიშხლართე ჩემს ძალაყინთან ერთად. გონება მთლად არ დამიკარგავს, გაბრუებული და დეზორიენტირებული ვიყავი. ვიგრძენი, როგორ ამიყვანა ვიღაცამ და მხარზე გადამიკიდა. თან ხელი საჯდომზე წამომარტყა. _ არ მეგონა, ასე ადვილი თუ იქნებოდა შენი მოხელთებაო!_ მითხრა ქირქილით. მინდოდა მეყვირა , დახმარება მეთხოვა ,მაგრამ ხმის ამოღება ვერ შევძელი. არ ვიცი, ძალიან მეშინოდა, თუ ვიაზრებდი, რომ რაღაც ცუდი ხდბოდა ჩემს თავს, მაგრამ ერთადერთი სადამი მიტრიალებდა თავში. ახლა მხოლოდ ის თუ დამეხმარებოდა, მხოლოდ ის თუ გადამარჩენდა. _ გამიღე!_ უთხრა ვიღაცას იმ უსიამოვნო ხმამ. _ დარწმუნებული ხარ, რომ აქ აღარ დაბრუნდება?_ იკითხა ქალის ხმამ. აი ამ ხმის პატრონი კი სხვაში ვერ შემეშლებოდა! ნამდვილად შაიმა იყო. ეს დამპალი ძუკნა! მე კი მასზე ვღელავდი! _ ისე ბაბუაჩემი დაბრუნდეს, აწი ეს რომ დაბრუნდება!_ ახარხარდა შოთა. შემდეგ სადღაც სიბნელეში ჩამტენეს და თავსზემოთ კარი მომიჯახუნეს. მიუხედავად ტკივილისა, ნელ_ნელა გამოვფხიზლდი. იმ პატარა სივრცეში ბნელოდა, მაგრამ ჯანჯღარით და მანქანის ხმით გავიაზრე, რომ საბარგულში ვეგდე. ხელები გავამოძრავე და თავისუფალი მქონდა. კეფაზე მოვისვი და ბლანტი სითხე გამეგლისნა თითებში. თავი ისე მტკიოდა, აშკარად ტვინის შერყევა მქონდა. იმ სიბნელეში და სივიწროვეშიც კი ტრიალებდა სამყარო ჩემს გარშემო. თვალები დავხუჭე. ნეტავ რაში ვჭირდებოდი შოთას? აკი სახლის გაძარცვას აპირებდა? დარწმუნებული ვიყავი სადამი ჩემს გატაცებას გაიგებდა და მომძებნიდა. ამის ისე მჯეროდა , როგორც იმის, რომ მე ბაია ვიყავი! იმედია არ დააგვიანებდა. არადა ნამდვილი მტერი საამიროში მყავდა წესით. უცებ დავფიქრდი და ყველაფერს მივხვდი. სადაც იყო და არ იყო ჩემს პირველ სისხლით ნათესავს გავიცნობდი. ახლა ეჭვიც კი არ მეპარებოდა, რომ ჩემი ბიძაშვილის ბრძანებით გამიტაცეს! გონება გამალებით მუშაობდა და გამოსავალს ეძებდა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მანქანა გაჩერდა. მე სუნთქვა გავნაბე, საფრთხეში ჩავარდნილი ოპოსუმივით თავი მოვიმკვდარუნე და ხმებს მივაყურადე. _მოიყვანე?_ გაისმა არაბული საუბარი. _ ჯერ ფული!_ უპასუხა ხმამ ქართული აქცენტით აშკარად შოთა იყო. ბოროტი ჩაცინება მომესმა და მოულოდნელად გასროლის მჭახე ხმამ დამაყრუა. თავი ძლივს შევიკავე, რომ არ მეკივლა. თითები პირზე მივიჭირე. თავი ქვემოთ ჩავაბრუნე და თვალები მაგრად დავხუჭე. საშინელი გულის რევის შეგრძნება მქონდა. სროლის ხმა ჰოლივუდურ ბლოკბასტერებში თუ გამეგონა, მაგრამ შეუძლებელი იყო ეს საშინელი ხმა სხვა ხმაში არეოდა ადამიანს. უეჭველი იყო შოთას გაასხმევინეს დამპალი ტვინი. ვიღაცამ საბარგულს თავი ახადა, ქირქილით ჩამომხედა. _ სალამი პრინცესა!_ ჩაილაპარაკა ამაზრზენად. მას შემდეგ რაც ყელის არტერიაზე ორი თითი დამადო და შეამოწმა, რომ ნამდვილად ცოხცალი ვიყავი. შემდეგ რაღაც მძიმე დამაგდეს ზედ და საბარგული ისევ დახურეს. თვალი გავახილე და სიბნელეში საგანი შევათვალიერე. ხელი მოვუფათურე და კინაღამ მთელ ხმაზე ავკივლდი. არც მეტი არც ნაკლები შოთა იყო. ოღონდ უკვე სამუდამოდ დადუმებული. ზიზღის და პანიკის პირველ შეტევას რომ გავუმკლავდი, ვიფიქრე, იქნებ შოთა რამეში კიდევ დამხმარებოდა და ფრთხილად დავუწყე ჯიბეების მოქექვა. ამაზე უარესი რაღა უნდა მომხდარიყო? თავგახვრეტილ გვამთან ერთად ერთ საბარგულში ვიწექი. რომელიღაც ჯიბეში პატარა დასაკეცი დანა რომ ვუპოვნე ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა დედამიწის ზურგზე. დანა სწრაფად ჩავიჩურთე უბეში. კაცმა არ იცის, რაში გამომადგებოდა. სანამ სადამის სახლში ვიყავი გაქცევა მინდოდა. ახლა კი ვნატრობდი, ნეტავ ისევ იქ დავბრუნებულიყავი. მტკივნეულად გავიაზრე, თუ როგორი ცვალებადია ადამიანის სურვილები. როდის როდის მანქანა გაჩერდა. საბარგულს თავი ახადეს. ვიღაცამ შოთას სხეული მომაშორა და როგორც იქნა თავისუფლად ამოვისუნთქე, თავისუფლად რა, უბრალოდ აღარ ვიგუდებოდი მისი სიმძიმისგან. სინათლეს თვალი გავუსწორე. გადღაბნილი გამოსახულება დალაგდა და გავარჩიე ვიღაც უცნობი, საოცრად სიმპატიური კაცი წელში მოხრილი ბედნიერი ღიმილით დამჩერებოდა ზედ. _ გამარჯობა ბიძაშვილო!_ ჩემდა გასაკვირად სრულიად სუფთა ქართულით მომესალმა სავარაუდო ნათესავი. რა ჯანდაბა ხდებოდა ჩემს თავს?! წამით ვიფიქრე, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ ხანგრძლივი და უაზრო გაღვიძებისწინა სიზმარი იყო. 6 სიტუაცია რომ შევაფასე მაშინვე მივხვდი, ვერსად ვერ გავიქცეოდი და შესაფერის მომენტს უნდა დავლოდებოდი. ამიტომ სანამ სადამი მიპოვნიდა, ჩათრევას ნამდვილად ჩაყოლა სჯობდა. იდიოტურად მომღიმარ მწვანეთვალება, სიმაპტიურ, სავარაუდო ბიძაშვილს მეც საპასუხოდ გავუღიმე და მის დასახმარებლად გამოწვდილ ხელს ჩავებღაუჭე. ჩემმა რეაქციამ, რომელსაც ალბათ არც ელოდებოდა, ძალიან გაახარა. ალბათ გააფრთხილეს, რომ საქმე ცუდ გოგოსთან ჰქონდა. მის უკან მდგომ სამივე დაცვას აშკარად ეტყობოდა, რომ ჩემი ნებისმიერი რეაქციისთვის იყვნენ მზად. უცებ წამიერად მომიარა აზრმა, რომ რაც უფრო უსუსურად მოვაჩვენებდი მათ თავს, მით უფრო მოადუნებდნენ ყურადღებას. ამიტომ იქვე პირქვე დამხობილ შოთას გვამზე წავიფორხილე და როგორც მშიშარა გოგონებს სჩვეოდათ ყალბი კივილით ჩემს გამტაცებელს კისერზე ჩამოვეკიდე. ჯერ გაოცდა, მერე ისევ გაიღიმა და წელზე ხელი ისე მომხვია, როგორც წესით ბიძაშვილებს არ ეხვევიან. გულში გამეღიმა. ყოველ კაცში იმდენადაა გამჯდარი ძლიერი მამრის სინდრომი, რომ საპირისპირო სქესისი ნებისმიერ სისუსტეზე უჩნდებათ მისი დაცვის სურვილი. თუნდაც მას არ ჰქონოდა კარგი ზრახვები, რაც სავარაუდოდ ასეც იყო, მაინც ინსტიქტურად ავლენდა ქალის დაცვის სურვილს. მით უმეტეს იმ ქალის, რომელიც მას თვალებში ისე შეციცინებდა, როგორც მხსნელს. _ ამან! ამან მომიტაცა!_ სლუკუნით მივუთითე შოთაზე და ხელები უფრო მოვხვიე. ჩემი სიტყვებით ერთგვარი ფორა მივეცი, მას ხომ რატომღაც სურდა ჩემი ნდობის მოპოვება. თორემ ჩემი მოკვლა რომ ნდომოდა შოთასთან ერთად გამიხვრიტავდნენ შუბლს. ამ კაცს რაღაცაში ვჭირდებოდი, რა თქმა უნდა, დროებით და მე ეს დრო ჩემს სასარგებლოდ უნდა გამომეყენებინა. _ ხოდა იმიტომაც გდია შუბლგახვრეტილი! ვინც შენ შეგეხება ყველას ეს დღე მოელის ჩემო კარგო!_ გულში გემეღიმა. ჩემი სატუარა აშკარად კარგად მუშაობდა. _ რა ხდება? რა დავაშავე, რატომ მიტაცებდა? მე ფული არ მაქვს!_ ვკითხე მიამიტად ჩემს "მხსნელს". გაეცინა, მერე ისტერიულად ახარხარდა. _ რაო? ფული არ მაქვსო? შენ არ გაქვს ფული?_ მკითხა გიჟური ხარხარით. _ ხო, მთელი ზაფხულის ნამუშევარი ამ .. ამ... ამ კაცმა მომპარა!_ გავხედე შოთას გვამს და ვითომ მღელვარებისგან ენა დამება. დარწმუნებული ვარ ეს ამბავი კარგად ეცოდინებოდა და ისიც სადამთან რომ ვცხოვრობდი. _მანამდე ერთმა არაბმა მომიტაცა მანამდე. და მაიძულებდა ეს კაბები ჩამცვა!_ ისევ სულელი ბავშვივით გამოვიშტერე თავი. ჩემი დიზაინით დამოკლებულ, სისხლისგან დასვრილ კაბას უფრო სწორედ სხეულის იმ ნაწილებს, რაც ამ კაბის ნაგლეჯებიდან მოჩანდა ხარბად ააყოლა თვალი. არა, მათთან ბიძაშვილობას რომ არად აგდებდნენ, რაღაც ასეთი კი მსმენოდა, მაგრამ მაინც შემზიზღდა მისი არსება. სადღაც მივხვდი, სწორედ სისხლისგან დასვრილი სხეული აღაგზნებდა ასე. აშკარად ვერ იყო მატორზე. დედაა, რა დღე დამიდგა?! ის შეჩვენებული სადამი, ამ მართლა დაცენტრილმა, სანატრებელი არ გამიხადა?! იმედია მალე მიპოვნიდა ჩემი ჰუსეინა, ისევ შეჩვეული ჭირი სჯობდა შეუჩვეველს! მაგრამ მხოლოდ მისი ლოდინი არას მარგებდა. ამიტომ ვცდილობდი დეტალურად დამემახსოვრებინა ის სახიფათო გზა, რომელსაც ახლა მივყვებოდით ყველგანმავალი, უზარმაზარი ჯიპით. დაცვის ორი წევრი იქვე დარჩა. ალბათ ორანგუტანგის კვალი უნდა გაექროთ. კი უვარგისი და საზიზღარი იყო, მაგრამ მაინც შემეცოდა. მახსოვდა ოჯახი რომ ახსენა ველოსიპედების გაქირავების ჯიხურში. ალბათ ვეღარასდროს იპოვნიდა მისი ოჯახი ვერც ცოცხალს და ვერც მკვდარს. აი ასე ქრებიან არამკითხე დაბოროტი ადამიანები. არ ჯობდა პატიოსნად ეცხოვრა? არა მგონია ჰუსეინას ხუთას ლარიან ხელფასზე ჰყოლოდა. ეჰ, რას გაუგებ ადამიანის გაუმაძღარ ბუნებას?! თაგვმა თხარა თხარაო და კატა გამოთხარაო. ისე იყო მისი ამბავი. მაგრამ ახლა შოთაზე, მით უფრო მის გვამზე დარდისთვის არ მეცალა. _ შენ მართლა ჩემი ბიძაშვილი ხარ?_ ვკითხე ჩემს გვერდით მჯდარს. _ მე ბაია მქვია, ბაია დვალი!_ ვფიქრობ ჩემი სახელიც, გვარიც და წარმომავლობაც ჩემზე უკეთ იცოდა, მაგრამ არ მინდოდა მიმხვდარიყო, რომ სადამმა რამე მაინც მომიყვა საკუთარ წარსულზე. რაც უფრო ნაკლებ კარტს გავშლიდი და მეტ კოზირს გადავმალავდი სახელოში, მით უფრო მეტი შანსი მქონდა ამ თამაშის მოგების. _ მე ალი ვარ! ალი ასადი! შენი მამის ძმის შვილი. შენ კი ბაია არ ხარ, აიდა ხარ!_ მიპასუხა და თვალი ჩემს მოშიშვლებულ მუხლებს დაადგა. _ რას ამბობ?_ გავიოცე რაც შემეძლო გულწრფელად._ ანუ მე დედ_ მამა მყავს? ისე ჰუსეინას დედჩემზე ერთი სიტყვაც კი არ დასცდენია და იქნებ ამისგან მაინც გამეგო მასზე რამე. _ დედა?_ ჩაეცინა ზიზღით. ქალების სიძულვილი ამათ ეტყობა სისხლში აქვთ გამჯდარი._ იმ ქალზე არაფერი ვიცი, მაგრამ მამა კი ნამდვილად გყავდა. _ რას ქვია მყავდა?_ ჰუსეინამ მითხრა გელოდებაო, ანუ ცოცხალი იყო! _ ორი თვეა სული ალაჰს მიაბარა!_მიპასუხა ალიმ დაუფარავი კმაყოფილებით. _ მოკვდა? _ მართლა მეწყინა, ჯერ იყო და არ მყავდა, მერე აღმოჩნდა მყოლია. ახლა გამოდის ისე მომკვდარა მისი გაცნობაც ვერ მოვასწარი. ამ არეულ ფიქრებში ვიყავი, რომ მოულოდნელად ალიმ ჩემი ხელი თავის უზარმაზარ ხელისგულში მოიქცია და მტევანზე ხარბად დამეწაფა. გაოცებისგან შევხტი. _ რას აკეთებ?_ ვცადე ხელის წართმევა, მაგრამ ეს ჰუსეინასავით მომთმენი არ იყო. წელზე ხელი მომხვია და გულში ჩამკრა. _ შენ ჩემი საცოლე ხარ! დღეს ხვალ ჩემი ცოლი გახდები!_ მის ამ სიტყვებზე დავინახე, მძღოლმა სარკეში რომ გამოგვხედა გაკვირვებულმა და მაშინვე აგვარიდა თვალი. აშკარად ნაუცბადევი გადაწყვეტილება იყო მისი ეს სურვილი, სწორედ იმიტომ გაოცდა მძღოლი, თუ დაცვა, თუ რა ჯანდაბაც იყო მისი. _ გამიშვი, გამიშვი ხელი!_ ავფართხალდი, რადგან მისი შეხება საშინლად მაღიზიანებდა._ შენ ხომ თქვი, რომ ბიძაშვილი ხარ? _ მერე?_ გაიკვირვა ალიმ. _ მერე ჩვენ ბიძაშვილებზე არ ვქორწინდებით!_ ვიუარე მისი "სასურველი" წინადადება. მიყურა, მიყურა და ისევ ახარხარდა. _ მსმენია ქართველი ქალები ქორწინებამდე ქალწულები არიანო! შენს შემთხვევაშიც ასეა არა?_ ფუ, რა ამაზრზენი სახე ჰქონდა. განა შეიძლება, ამდენად ლამაზი ადამიანი ასეთი მახინჯი სულის პატრონი ყოფილიყო? არაფერი მიპასუხია. სახე დამეღრიჯა ზიზღით. _ მაგრამ შენ ხომ სინამდვილეში ქართველი არ ხარ არა?_ ხელი ჩემს ყელზე ააცურა. _ ჩვენთან კი ამაში არაფერია სასირცხვილო! შეგიძლია წინააღმდეგობაც გამიწიო, არ მიყვარს ადვილად რომ მნებდებიან, ეს თამაშს აფუჭებს!_ ყელში ხელი მომიჭირა და ტუჩებში კოცნა სცადა. სული შემეხუთა ბრაზისგან და ზიზღისგან. ვცადე მისი თავიდან მოშორება, სახე ავარიდე. ჩაეცინა და ყელში მაკოცა, თან მეორე ხელი იმ საზიზღარ მოკლე კაბაში შეაცურა. _ დაუთ დახურე ფარდა!_ გასცა ბრძანება და ბარძაყზე ხელი მომიჭირა. მძღოლმა კაბინის გამყოფი სქელი ფარდა დახურა. ეს არანორმალური იქვე აპირებდა თავის ბილწი სურვილების დაკმაყოფილებას. და ამ ფარდაზე ეტყობოდა ასეთ რამეს პირველად არ აკეთებდა. სწორედ ახლა იყო მომენტი. ჩემს მხარეს მანქანა ხევს მიუყვებოდა, აშკარად სადღაც მთებში მივყავდი. უკვე ბინდდებოდა და კაცმა არ იცის, თუ მისგან თავს არ დავიხსნიდი წინ რა ბნელი ჯოჯოხეთი მელოდა. შესაძლოა რატომღაც ჩემი მოკვლა არ სურდა, მაგრამ საკუთარი თავის სიამოვნებაზე უარის თქმას აშკარად არ აპირებდა და ამისთვის ჩემი თანხმობა სულაც არ სჭირდებოდა. პირიქით, რაც უფრო ვუძალიანდებოდი, მით უფრო გიჟდებოდა და ნეტარებდა. აშკარად ისეთი ბიძაშვილი იყო, რომ ინატრებდი ადამიანი! წინააღმდეგობა შევწყვიტე და ისიც მოდუნდა. ახლა ნელა მიკოცნიდა სისხლით მოსვრილ ყელს და ხელსაც ნაზად ასრიალებდა ჩემს სხეულზე. მისი უყურადღებობით ვისარგებლე. ორანგუტანგის დანა ფარულად ამოვაცურე, ზურგს უკან გავხსენი და გამეტებით გავუყარე მუცელში. დანა პატარა იყო, ალბათ სიცოცხლეს არ მოუსწრაფებდა, მაგრამ კი შეაჩერებდა. _ ოჰ, შე ძუკნა!_ იღრიალა გამწარებულმა და ხელი ჭრილობაზე მიიჭირა. შემდეგ გაშლილი ხელი ჩემთვის დასარტყმელად ასწია და მე ისევ დანა ვიმარჯვე. გაშლილ ხელისგულში გავუყარე. გამოძრობა არც მიფიქრია, კარი გავაღე და მისი ღრიალის ფონზე მანქანიდან ბრმად ვისკუპე. დაცემაც მწარე იყო და ის ხეთქებით დაგორებაც, რაც ამ დაცემას მოჰყვა. არც კი ვიცი, რამდენ ხანს მივგორავდი ხევის კედელზე. ყოველი დაცემა და ხესთან თუ ქვასთან შეჯახება საშინლად მტკივნეული იყო. მაგრამ ეს ტკივილი გათიშვის საშუალებას არ მაძლევდა. ბოლოს რაღაც მაგარს შევასკდი და ჩემი წამების ერთი ნაწილიც დამთავრდა. ცას ავხედე. ღამე ირეკლავდა რაღაც სინათლეს. ალბათ ალის მანქანის ფარების შუქს. ამოვიოხრე და გახეთქილ ტუჩზე გადაგლეჯილი ხელი წვალებით გადავისვი. სულსაც გავყიდდი ახლა ერთი ღერი სიგარეტის გულისთვის. თვალები დავხუჭე და ცოტა ხნით სამყაროს გამოვეთიშე. სიგრილემ და სიცივემ მომიყვანა გონზე. სხეული ისე მქონდა დაბეჟილი წელი ძლივს ავითრიე. აღარც ის ჰუსეინას ნაჩუქარი წითელი დებილური პრინცესული ქოშები მეცვა, მკლავები და ფეხები სულ დალურჯებული მქონდა, თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს სატვირთომ ზედ გადამიარა და ბაყაყივით მიწას მიმასრისა. სხვა გზა არ მქონდა, ავდექი და კოჭლობით ჩამოვივაკე. საიდანღაც წყლის შხუილის ხმა მესმოდა. ნეტავ სად ვიყავი? ყველა მთა და ტყე ერთმანეთს ჰგავს ახლოდან. იქნებ სულაც საქართველოშიც კი აღარ ვიყავი, ამოვიოხრე და წყლის ხმას გავყევი. წაკითხული მქონდა, რომ თუ მდინარეს დაღმა დაჰყვები, ადრე თუ გვიან ხალხთან გაგიყვანს. ხოდა მეც სწორედ ამას ვაპირებდი. როგორმე ნინასთვის უნდა დამერეკა, მისი ნომრის გარდა სხვა არავის ნომერი არ ვიცოდი ზეპირად. პრინციპში მის გარდა ვისი ნომერი უნდა მცოდნოდა, როცა არავინ მყავდა სხვა. 112_ზეც კი ვერ დავრეკავდი, ვინ იცის სადამდე წვდებოდა ამ არაბული მაფიის საცეცები. საქართველოში თავს ხომ ისე გრძნობდნენ, როგორც თევზი წყალში. მდინარეს მალევე მივაგენი. საკმაოდ ძლიერი მთის მდინარე იყო. თუ მარჯვედ არ იქნებოდა ადამიანი, დაახრჩობდა კიდევაც. იქვე ნაპირთან ჩავიმუხლე და დაკაწრულ დასისხლული მკლავები ცივ წყალში ჩავყავი. მეამა სიცივის მიუხედავად. კაბა გავიხადე და შიგნით შევედი. წამში გაწითლდა წყალი. მაგრამ მესიამოვნა ამ გულისამრევი ჭუჭყის მოცილება. შენი სისხლი როცაა კიდე რა უჭირს, მაგრამ სხვა, თანაც მოკლული, ადამიანის სისხლში გაზინზლული ყოფნა ვერაფერი სიამოვნებაა. ალის ამაზრზენი აჟიტირება გამახსენდა ამ საძაგლობაზე და ისევ გამაჟრჟოლა. გამწარებულმა მოვიბანე მისგან ნალოშნი ადგილები . არაფერი მესმოდა, თუ ალი ბიძაშვილი იყო ანუ არაბი ყოფილა, მაგრამ აქ რას აკეთებდა? კარგი დავუშვათ არავის ენდობოდა და თავად სურდა სიტუაციის კონტროლი, დავიჯერო ქართული ასე უცებ ისწავლა ასე უაქცენტოდ? ანდაც სადამმა რატომ დამიმალა ასადის სიკვდილი? ან რატომ მეუბნებიდა , რომ მამა მელოდებოდა? ნუთუ ისიც ალივით მანიაკი და გიჟი იყო? თუ კიდევ უფრო გააზრებული და ცივსისხლიანი, ვიდრე მე მეგონა?! იქნება მასაც იმ მემკვიდრეობაზე ეჭირა თვალი და ჩემს ცოლად მოყვანას ამიტომ ესწრაფვოდა ასე? ჰმ, ბედი არ უნდა? ! აქამდე შეყვარებულიც კი არ მყავდა, ახლა კი ორი არაბი "უფლისწული" ცდილობდა ჩემი გულის მოგებას. საკუთარ სხეულს დავხედე. ხო, აბა გულის მოგება! ერთი რამე ძალიან ეშლებოდა ორივეს! ვინც არ უნდა ყოფილიყვნენ ჩემი მშობლები მე საქართველოში დავიბადე და გავიზარდე! არ ვიცი, როგორ და საიდან, მაგრამ მე ქართული მენტალიტეტი მეტი მქონდა ვიდრე აღმოსავლური. ამიტომაც თავს ქართველ გოგოდ მივიჩნევდი და არავის მივცემდი ნებას ჩემი ბედით ეთამაშა . და არც ჩემი თავისუფლების გაცვლას ვაპირებდი იმ არარეალურ მემკვიდრეობაზე. არაფერი არ მიღირდა თავისუფალ სუნთქვად. მადლობა ღმერთს ორი ფეხი და ხელი მება, მადლობა ღმერთს ჯანმრთელობა ხელს მიწყობდა და მადლობა ღმერთს ნინა მყავდა! მეტი არაფერი არც მინდოდა და არც მჭირდებოდა. კაბის ნაგლეჯები წყალში გავავლე. მაგრად გავწურე და გადავიცვი. წელში გავიმართე. ძალა მოვიკრიბე და ჩემი უცნობი და არეული მომავლისკენ თამამად გავემართე. რამდენიმე საათიანი სიარულის შემდეგ მდინარემ მართლაც ადამიანების კვალზე გამიყვანა. პირველად გარემო რომ მოვათვალიერე ზღაპარში მეგონა თავი. რომ არა ქართულ_გლეხური აქა_იქ სოკოსავით დასკუპული სახლები დავიჯერებდი კიდეც. მაგრამ საქართველოს სულ სხვა სურნელი აქვს. არაფერში არ აგერევა. თუნდაც პირველად იყო იმ კონკრეტულ ადგილას, მაინც მიხვდები, რომ ეს საქართველოა. აგვისტოს ბოლო იყო და ისევ გრილიდა, შეიძლება ითქვას ციოდა კიდეც. მთების კალთებზე ნისლი იწვა. ტყე მწვანედ შრიალებდა. რომელიღაც მაღალმთიან კუთხეში ვიყავი, სად არ ვიცი, მაგრამ უეჭველად ვგრძნობდი, რომ ეს საქართველო იყო. ახლოს მდებარე სახლისკენ ავიღე გეზი. მაგრამ დაკეტილი დამხვდა. მისი ბანიდან მომდევნო სახლს გადავხედე და ახლა მისკენ გავემართე. ისიც დაკეტილი დამხვდა. თითქოს მუდმივი საცხოვრებელი კი არა რაღაც სეზონურად გამოსაყენებელი სახლები იყო. ანდაც , როგორც უკვე მრავლად იყო ჩვენში ადამიანთაგან მიტოვებული ნასოფლარი. ამოვიოხრე და კიბეზე ჩამოვჯექი. ვფიქრობდი, შევსულიყავი თუ არა უნებართვოდ. მშიოდა და მციოდა. თან მთელი სხეული მტეხდა. გამოძინება არ მაწყენდა. ბევრი აღარ მიფიქრია. ჩემი სახლი რომ ყოფილიყო და ვინმე ჩემსავით გაჭირვებული მისდგომოდა, წინააღმდგი არ ვიქნბოდი, თუ დაუკითხავად შევიდოდა. თმა მოვისინჯე და რამდენიმე რკინის თმისსამაგრი მომხვდა ხელში. მოვიხსენი და ბავშვთა სახლში ნასწავლი ხრიკით შევუდექი დაკეტილი საკეტის გაღებას. რამდენიმე წუთიანი წვალების შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო საკეტი დამნებდა. სახლში შევედი. უბრალოზე უბრალო და ღარიბული ინტერიერი დამხვდა. არაფერი ღირებული. მაგრამ მაინც მოვლილი და მილაგებული. ძველ ზამბარიან საწოლზე ცარიელა ლეიბები ეწყო. კარადებს ჩამოვუარე, საჭმელი, რა თქმა უნდა, არაფერი იყო, მაგრამ ჩაის და ჩაიდანს კი მივაგენი. ჩაი თუ მსურდა ღუმელი უნდა ამენთო. მაგრამ ასანთი ვერ ვნახე და გადავიფიქრე. ამიტომ ჩაი ისევ თაროზე დავაბრუნე. მუცელი მიჭყუოდა. სადამის უზარმაზარი მაცივარი გამახსენდა და ამოვიოხრე. წამით ისევ მასთან დაბრუნება ვინატრე. კარადის ერათ უჯრაში, რეზინის უხეშად და ულამაზოდ გადაჭრილი ჩექმები, დიდი ზომის, გახუნებული სამხედრო შარვალი და მისივე ძმაკაცი და მეწყვილე ფარაჯა ვიპოვნე. სასწრაფოდ გადავიცვი ორივე მათგანი. დაგლეჯილ_ დასვრილი კაბა კი იქვე მივაგდე სკამზე. ქამრის ნაცვლად იქვე ნაპოვნი თოკი შემოვიჭირე და ჩექმებიც შიშველ და დახეთქილ ფეხზე ამოვიცვი. რა იქნებოდა ამ ყველაფრის პატრონი შდარებით მომცრო ტანისა რომ ყოფილიყო? მაგრამ არაუშავს ნაჩუქარ ცხენს ხომ კბილი არ გაესინჯება, მით უფრო გასაჭირისას ბდისგან ნაჩუქარს. მივედი და საწოლზე ჩამოვჯექი. ცოტა ხანს ვიჯექი და მერე ასე გამოწყობილმა გაუხდელად ავიკეცე ფეხები. თვალები დავხუჭე და ღრმა ძილს მივეცი თავი. ძალები უნდა აღმედგინა და გზა გამგრძელებინა. ჩაძინებისას გულში ფიქრი ჩამყვა, რომ ამ სახლში რამე იარაღი მომეძებნა, რაც საჭიროების შემთხვევაში თავის დასაცავად გამომადგებოდა. ნაბიჯების ხმამ გამაღვიძა. დაფეთებული წამოვხტი ფეხზე. რა თქმა უნდა, წამითაც კი არ მიფიქრია, რომ ალი ასე ადვილად დამანებებდა თავს. ალბათ ნანობდა მეც შოთასავით რომ არ გამასხმევინა ტვინი, როცა ამის შესაძლებლობა ჰქონდა. და ვფიქრობ შემდეგ შეხვედრაზე ამ პატარა შეცდომას უეჭველად გამოასწორებდა. ამიტომ ალბათ, ჩვენი შემდეგი შეხვედრა ჩემი გარდაუვალი სიკვდილით დასრულდებოდა. ჩუმად ავდექი და ფანჯარასთან მივედი. ფარდა ოდნავ გადავწიე და ეზოში გავიჭყიტე. შებინდებულუყო. ნუთუ ამდენ ხანს მეძინა? ეზოში ძველი ექპლუატაციიდან უკვე დიდი ხნის წინ გამოსული საბჭოთა მანქანა იდგა. ყვითელი ფერის და მოჟანგული გვერდებით. ვიღაც მოხუცი კაცი კი ზურგზე ცელაკიდებული სახლს უკან მიემართებოდა. ამოვისუნთქე. მივხვდი ვინმე გლეხი იყო ახლომდებარე სოფლიდან და აქ ბალახის მოსათიბად ამოსულიყო. წამით ვიფიქრე, გავსულიყავი და მივსალმებოდი, თან დახმარება მეთხოვა, მაგრამ ისევ გადავიფიქრე. ამ ბოლო პერიოდში ვეღარავის ვერ ვენდობოდი. კარი ჩუმად გავაღე და გამოვედი. იქვე კიბის ქვეშ დავიმალე. გლეხმა რამდნჯერმე მოიტანა დიდი გუნჯალი თივა და მანქანის ღია საბარგული გამოტენა. ასევე მოექცა სალონსაც. მხოლოდ მძღოლის ადგილი დატოვა თავისუფალი. შემდეგ ზედ დააკრა თივით სავსე ჯარდანა ტომრები. თოკები კარგად მოუჭირა და დააბა. შემდეგ ეტყობა მინდორში დატოვებული ცელის მოსატანად გაბრუნდა. მეც დრო ვიხელთე. სიბნელე ვიფარე და მანქანასთან მივიპარე. თოკების დახმარებით მანქანის სახურავზე ავძვერი და ტომარას და ტომარას შორის საიმედოდ ჩავეკვეხე. თოკებს მკლავები ამოვდე და გავიტრუნე. კაცი მალე დაბრუნდა. ცელი უკანა ჩაწეული ფანჯარიდან თივაში მყარად ჩაარჭო. მაქანაში ჩაჯდა სიჩქარეში ჩააგდო და ალბათ საწვავის ეკონომიის გამო მანქანის დაუქოქავად ფა ხმადაბალი ღიღინით ნელ_ნელა დაეშვა დაღმართზე. " მე რომ გოგო მინდოდა მინდორ_ მინდორ მიქროდა... ნეტაი რომელ მინდორში, ნეტაი რომელ მინდორთან.... ჰიდაინო ჰიდაინო..." უცნაური ლაზათით მღეროდა მოხუცი. არ ვიცი, ყველა ქართველს რატომ ემღერება დღემუდამ?! სხვანაირად მღეროდა მოხუცი, სევდას და სიხარულს ერთად ატევდა და ვინ იცის, მოგონებების ლაბირინთში საკუთარ ჯეელობას ხედავდა. იქნება მართლაც ქარივით მქროლავ ჩითის კავბას ასდევნებოდა მისი წარსული ფიქრები. და მე მივხვდი, სადღაც მაღალმთიან აჭარაში ვიყავი. გულაღმა დავწექი და ავაჩერდი მაღლა ვარსკვლავებით გაჭახჭახებულ ცას. ვარსკვლავები ოქროსფერი საკენკივით მოებნია ზედ შემოქმედს. სულს ამშვიდებდა ეს ზეცა. ამოვიოხრე. არაბიო? რატომ ეროვნების არჩევა არ შეუძლია ადამიანს? მიუხედავად იმისა, რომ ლამის მთელი დღე მეძინა მოხუცის სიმღერამ, ვარსკვლავიანმა ცამ, შიმშილმა თუ უცნაურმა სევდიანმა ფიქრებმა ისე ჩამაძინეს, როგორც უდარდელი ჩვილი აკვანში. სადღაც გონების სიღრმეში სუსტად ციმციმებდა განგაშის სიგნალი, მაგრამ დამძიმებულ და მოთენთილ თვალებს გამოფხიზლება არ სურდათ. _დაე მოხდეს, რაც მოსახდენია!_ ჩავიჩურჩულე და სიზმარს დავნებდი. ამაღლებულ სცენაზე ვცეკვავდი რაღაც არაბულ მელოდიას აყოლილი. ნისლსა თუ რაღაც ჯადოსნურ ბურანში გახვეული. ფეხის ყველა ნაბიჯზე ჩხრიალებდა კოჭზე შებმული ძვირფასი სამკაული. შავი ლურჯ სარმებიანი კაბა ლამაზად ტრიალებდა და მეც ექსტაზსს აყოლილი თავბრუსხვევამდე ვტრიალებდი. სცენის ერთ მხარეს ნაცნობი, შავი, ცეცხლოვანი, მუდამ სერიოზული თვალები ელავდნენ. მეორე მხარიდან კი ამაზრზენი და საძულველი ხარხარი მესმოდა და გამოფხიზლებას ვერაფრით ვახერხებდი. უცებ ვიღაც მკლავებში ჩამაფრინდა და მაგრად შემანჯღრია: _ გაიღვიძე გესმის? გაიღვიძემეთქი!_თვალები ზანტად გავახილე. ასე მგონა ზეცა თავზე მედო და ვარსკვლავები გაუჩერებლად ბრუნავდნენ ჩემს გარშემო. თვალები მოვისრისე. _ ვინ ხარ შვილო, აქ საიდან გაჩნდი?_ მკითხა მოხუცმა და მანქანიდან ჩამოძრომაში მიშველა. დავფიქრდი. რა უნდა მეთქვა? იქნებ სიმართლის თქმა არც ღირდა? _ მე ტურისტი ვარ,_ გადავწყვიტე ტყუილი მეთქვა და რუსულად ავლაპარაკდი. ადრე ჰუსეინასაც ხომ მოვატყუე, ვითომ არაბული არ ვიცოდი. ახლაც თუ ქართველად არ ჩამთვლიდნენ, ასე ყ უფრო თამამად ისაუბრებდნენ ჩემთან ერთად. _ მე ტუსისტი ვარ და დავიკარგე. უბედურება შემემთხვა._ გავაგრძელე მისი მოტყუება. ეჭვით შემათვალიერა. _ რუსი ხარ?_ აშკარად არ გაუხარდა, თუმცა სცადა არ შემემჩნია._ სამწუხაროდ კარზე მომდგარი სტუმარი ღვთისაა, თუნდაც მტერი იყოსო!_ ქართულად დაამატა ბოლოში. _ მე აბო მქვია შვილო! _ რუსულს ამტვრევდა , მაგრამ მშვენივრად მაგებინებდა. _ მე მარია ვარ!_ რაც უცებ მომადგა პირზე ის დავაბრეხვე. ამ მოკლე პერიოდშო მესამედ ვიცვლიდი სახელს. _ შეგიძლიათ დამარეკინოთ!_ ვკითხე და ხელით ყურმილის იმიტაცია გავაკეთე. მოხუცმა თავი დამიქნია ერთხელ კიდევ ეჭვით შემათვალიერა აშკარად მოპარულ ტანისამოსში გამოწყობილი და არც ჩემი დალურჯებები გამოჰპარვია სახეზე და მკლავებზე. თავი სახლსკენ გამიქნია და პირველი თავად წავიდა. _ რა ადგილას ვარ ბიძაჩემო? _ ვკითხე ინტერესით. _ეს სოფელი ხიხაძირია, აჭარა!_ მიპასუხა აბომ. _ მადლობა!_ ვუთხარი წინ მიმავალს. მხოლოდ თავი დამიქნია და სახლის კარი შემიღო. მარტო კაცის კვალობაზე მყუდრო და სუფთა ოთახი ჰქონდა. _ ოჯახი არ გყავთ? _ ვკითხე დაბნეულმა მორიდებით. ისე არ მომსვლოდა ვაის გავეყარე, ვუის შევეყარეო! ფიქრებს მიმიხვდა. _არავინ მყავს შვილო! აღარავინ მყავს!_ ამოიოხრა და ისევ ქართულად დაამატა. 2008_ში შენიანების წყალობით ერთადერთი ვაჟი დამეღუპა! იმას ცოლიც მიჰყვა დარდით. რაა ეს ცხოვრება? მათ შვილი მომიკლეს, მე კი მათ ნაშიერზე უნდა ვიზრუნო ახლა?! დავფიქრდი და გული მომეწურა. არა ეს კაცი უნდობლობის ღირსი არ იყო. ასეთი დიდი გულის პატრონი მოღალატე და ცბიერი არაფრით იქნებოდა. _ მაპატიე აბო ძია!_ ვუთხარი ქართულად და თავი ჩავხარე._ მოგატყუე ! გაოცებულმა შემომხედა. _ ქართველი ხარ?_ მკითხა დაბნეულმა. _ ქართველი ვარ, მაგრამ მომსდევენ და ვერ გავბედე ვინაობის გამხელა. ვიფიქრე სხვად თავის გასაღება ჯობდა._ ფეხზე წამოვდექი. მხოლოდ დამარეკინეთ და წავალ, არც თქვენი საფრთხეში ჩაგდება მინდა. _ რას ამბობ შვილო?_ ისიც წამოდგა._ რას ჰქვია მოგდვენ? რას ჰქვია ჩემი საფრთხეში ჩაგდება? აღელდა და აფორიაქდა, მაგრამ არა საკუთარ თავზე შიშის გამო, არამდ ჩემ გამო. გულში სითბო ჩამეღვარა. არავინ იყო ჩემი იმ წამს გაცნობილი ადამიანი, თანაც მასთან ურთიერთობა ტყუილით დავიწყე, ის კი ჩემ გამო ღელავდა. არადა ის ვაი ნათესავი ჯერ ჩემს გაუპატიურებას ცდილობდა და მერე მოკვლას. აი რა განსხვავება იყო ჩვენ შორის. ქართველებს ერთმანეთთან სხვაგვარი კავშირი გვქონდა. მკვდარს თუ წამიღებდნენ აქიდან გინდაც ალი და გინდაც სადამი. ჩემი ფეხით საქართვველოს დამტოვებელი მე არ ვიყავი. _ დაჯექი შვილო და ამოისუნთქე! მე ახლავე მოვალ ბომბორას და დობორას ავუშვებ!_ ალბათ ნაგაზებს გულისხმობდა, რომ მოვედით მათი ყეფა კი მესმოდა. პასუხს არ დალოდებია, მაშინვე გავიდა და მალე ძაღლების მხიარული ყეფაც მომესმა. ფანჯრიდან გავხედე და ორი დათვივით უზარმაზარი ცხოველი დავინახე მათ დაუკითხავად ჩიტი ვერ შემოფრინდებოდა აბოს ეზოში. ოდნავ დავმშვიდდი. აბო მალე დაბრუნდა. ღიმილით შემოვიდა და ჩემს წინ ჩამოჯდა. _ ახლა დამშვიდდი შვილო! მათ გაუგებლად ხვლიკი ვერ გადაივლის ეზოზე. დაჯექი და მიამბე შენი ამბავი, რომ დახმარება შვძლო!_ უცნაური ნდობა და სიმშვიდე მოდიოდა ამ შრომით დაღლილი კაცისგან. გამხდარი დაძარღვული ხელები რომ ჰქონდა და მოუვლელი გაუპარსავი წვერი. რა იქნებოდა ეს ყოფილიყო მამაჩემი და არა ის არაბი ასადი, რომელსაც მხოლოდ სიკვდილის წინ გავახსენდი და ყელზე ბორკილივით ჩამომკიდა თავისი მემკვიდრეობა. ისიც ალბათ მხოლოდ და მხოლოდ ძმის ჯინაზე და მხოლოდ იმიტომ, რომ ვაჟი არ ჰყავდა. სხვა შემთხვევაში ალბათ წამითაც კი არ გამისხენებდა. იქნებ სწორედ იმიტომაც მიმატოვეს გოგონა რომ ვიყავი?! ავდექი და აბოს ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე და მის ცხოვრებისეულ გამოცდილებას მივენდე. _ შვილო_ მცირეხნიანი დაფიქრების შემდეგ ამოიღო ხმა აბომ._ შენს მეგობარს დავურეკოთ. ოღონდ მე შევხვდები შენს ნაცვლად და რამე ისეთს ვეტყვი, რაც მიახვედრებს , რომ ცოცხალი ხარ. მაგრამ იქ დაბრუნებას არ გირჩევ. ჯერ დავაკვირდეთ, რა მოხდება. მანამდე კი აქ იყავი, გარეთაც კი არ გახვიდე! არავის დაენახო, აქ არავინ მოგძებნის! ვინ წარმოიდგენს, რომ ჩემთან იმალები?! მე კი ხვალ ბათუმში წავალ და ვეცდები ის შენი მეგობარი ვნახო! აბა, რას იტყვი? _ რატომ მეხმარები ძია აბო?_ ვკითხე მართლა ინტერესით. _ იმიტომ, რომ ჩემს შვილს რომ დასჭირვებოდა დახმარება, ვისურვებდი ვინმეს გულისხმიერება გამოეჩინა და ხელი არ ეკრა!_ თვალები აუცრემლიანდა, მაგრამ თავს მოერია და ცრემლი არ მანახა. ავდექი და მამა_შვილურად ჩავეხუტე. _ ასე მგონია კნოში მოვხვდი და თავს ვეღარ ვიხსნი!_ ვუთხარი სევდიანი ღიმილით. _ კი ნაცნობი ამბავია შვილო. ჩემი გიგა რომ მოკლეს, მეც მას მეგონა, და ახლაც ასე მგონია! მგონია ერთ დღეს გავიღვიძებ და ყველაფერი ძველებურად დამხვდება. რომ ერთ დრეს ჩემი გიგა შენსავით ლამაზ გოგონას მომიყვანს რძლად და შვილიშვილებს მაჩუქებს. ასე მგონია შვილო, მაგრამ ზოგჯერ ოცნებები ოცნებებად რჩებიან და მათ ასრულება არ უწერიათ!_ ამოიოხრა აბომ და ჭიქაში ჩაი ჩამომისხა. 7 ალბათ ძალიან საწყალი შესახედავი ვიყავი, აბომ რომ დამიჯერა და გარეთ არ გამისროლა. ანდა მართლაც მეტად ღვთისნიერი ადამიანი იყო, თორემ ჩემი ცხვირის პირსინგი, ტატუ და ლურჯი თმა ბევრს დააფრთხობდა მის ადგილზე. სინამდვილეში ადამიანების სიკეთე უფრო მაოცებდა ჩემთან მიმართებაში, ვიდრე მათი უგულობა. უგულობას ბავშვობიდან მიჩვეული ვიყავი. აბომ საძინებელი მანახა და ტკბილი ძილი მისურვა. ტკბილი ძილისა რა მოგახსენოთ, მაგრამ მშვიდად ნამდვილად მეძინა იმ ღამეს. მგონი არასდროს მძინებია ასე მყუდროდ. სოფლის ძველი სახლის ჩუმი ჭრიალი თუ მოგისმენიათ ძილის წინ მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ. თითქოს ცოცხალივით რომ სუნთქავს, ოხრავს და მოუსვენრობს. სრულ სიჩუმეში ან ფანჯარა გაიჭრიალებს, ან ძველებური კარადის კარი. ეს ყველაფერი ქალაქში ალბათ შეგაშინებს კიდეც და იქნება მალულად სულებსაც დაუწყო ძებნა, მაგრამ სოფელში სულაც პირიქით. ღამის სიჩუმეს ჭრიჭინების ხმა, შიგადაშიგ ძაღლის გამფრთხილებელი ღრენა, ტურების არც თუ შორეული სიცილი და გვერდზე ოთახიდან საათის წიკწიკის მონოტონური ხმა არღვევს . ღმერთო, რა საოცარია სოფელში ძილი. უცნაური სურნელი აქვს სოფლის სახლს, შეშის, ბალახის, ნახნავების, მურაბის. ნეტარი ღიმილით გამეღიმა. იმდენად მყუდროდ ვგრძნობდი თავს, თითქოს ერთი ცხოვრება ამ სახლში მქონდა გატარებული. გვერდი ვიცვალე და ზამბარიანმა საწოლმა ჰამაკივით დამარწია. ამაზე კომფორტულ, ამაზე გემრიელ საწოლში არასდროს ვწოლილვარ მგონი. ნეტავ ნინაც აქ მყოლოდა. ნეტავ ჰუსეინა რას იტყოდა, აქ რომ ყოფილიყო, იკადრებდა კი ამ საწოლში დაწოლას? მისი წარმოდგენისას გამეღიმა. უცებ ფეთიანივით წამოვჯექი. სრულად გამოვფხიზლდი. ამ ნეტარებისას ჰუსეინა რა ჯანდაბამ გამახსენა?! როცა რაიმე სასიამოვნოზე ფიქრობ ადამიანი და სულიერად მშვიდად ხარ, მაშინ ვისი სახეც ამოგიტივტივდება თავში, სწორედ ის ადამიანი ასოცირდება შენს ქვეცნობიერში ამ სიმშვიდესთანო. ასეთი რამ მქონდა წაკითხული. ჯანდაბა! ჰუსეინა და სიმშვიდე? მისი ბრიალა, მუდამ კოპებშეკრული თვალები გამახსენდა და ჩემდაუნებურად ისევ გამეღიმა. ერიჰააა! გავიფიქრე ჩემთვის. ისე არ გამოვიდეს, რომ მოგენატროს კიდეც! შევუწყერი საკუთარ თავს. ლოგინში ჩავწექი და კიდევ კარგა ხანს ვიწრიალე. ცალკე ხვალინდელ დღეზე ვფიქრობდი, ცალკე არანორმალურ ალიზე და ცალკე ჰუსეინაზე. საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი, თორემ მისი ნახვა ძალიან მინდოდა. ბოლოს მომბეზრდა საკუთარ თავთან ჭიდილი და გადავწყვიტე, აბო ძიას მეც გავყოლოდი ბათუმში. და ის აუტანელი ჩემი მტარვალი შორიდან მაინც დამენახა. დილას აბოს ხმამ გამაღვიძა. ძაღლებს უხმობდა. ფეხზე ავდექი. საწოლი გავასწორე, თავი მოვიწესრიგე და გარეთ გავედი. _ შვილო, ოთახში ტანსაცმელი დაგიწყვე, მასე ვერ ივლი, უხერხულია._ ისე უბრალოდ მითხრა, როგორც მამა ეტყოდა თავის შვილს. მადლობა ვუთხარი და გახარებულმა უკან შევირბინე. კაცის ტანსაცმელი იყო, მაისური, ჯინსი, წითელი კუბოკრული პერანგი და კედები. ყველაფერი დიდი , მაგრამ სუფთა და მოწესრიგებული. გავშრი. აშკარად მისი შვილის სამოსი იყო. ისე ინახავდა აბო, თითქოს ერთ დღეს სასწაული მოხდებოდა და მისი გიგა უკან დაბრუნდებოდა. უხერხულად აწურული უკან გამოვბრუნდი და კარში აბოს შევეჩეხე. _ არ მოგერგო შვილო?_ მკითხა გაკვირვებულმა, ისევ ის ძველი ფარაჯა რომ დამინახა ტანზე. _ აბო ძია, არაა საჭირო ასეც გავძლებ!_ ვუთხარი და თვალი ავარიდე. თბილად ჩაეღიმა. _ ეჰ, შვილო, იცი რატომ ვერ დავიჯერე გიგას დაღუპვა? _ პერანგს მიუახლოვდა, აიღო და ხელი მზრუნველად გადაუსვა. _ დაიკარგა შვილო, ცხედარიც კი არ მაღირსეს შვილის! რომ საფლავს მაინც მოვფერებოდი და გული დამემშვიდებინა. ამიტომ თავს ვერ ვაიძულე მისი ტანსაცმლის გადაყრა. ასე თითქოს იმედის მარცვალი ცოცხალია ჩემს გულში. ხანდახან გავიფიქრებ ხოლმე, იქნებ... მობრუნდა და მომაწოდა. _ აიღე შვილო, აიღე! ავი ძაღლივით ნუ მაგრძნობინებ თავს! უსიტყვოდ გამოვართვი და ოთახში შევედი. ჩავიცვი და გამეცინა საკუთარ თავზე, რატომ ნინა არ მხედავდა ახლა. შარვლის ტოტები ამოვიკეცე, მაისური მუცელთან შევკვანძე და პერანგიც მოვიცვი. ოთახიდან გამოვედი და დავტრიალდი. _ გიხდება!_ მხიარულად გამიცინა აბომ. _ აბო ძია, რა იქნება, მეც რომ წამოვიდე ბათუმში. ქუდს დავიფარებ და უკვე ბიჭს ვგავარ. ვინ მიცნობს. მარტო ყოფნის მეშინია. დაფიქრდა. თავი დამიქნია. _ თუ გეშინია კარგი! ერთად წავიდეთ. აჰა, ეს ჩამოიმხე თავზე!_ მითხრა და შავი კეპკა ქუდი მომაწოდა. მეც ბევრი აღარ მიფიქრია. თმა ქუდში შევიჩურთე და მზად ვიყავი. მანქანაში ჩავჯექით და გზას გავუდექით. _ აჰა, აბა დაურეკე შენს მეგობარს, მაგრამ დაფიქრდი, ხომ ბოლომდე ენდობი?_ მომაწოდა ძველებური მობილური, ხმარებისგან კარგად გაცვეთილი. აბა ვის ვენდობოდი თუ არა ნინას?! მისი ნომერი სწრაფად ავკრიფე. _ რა ვუთხრა, რომ მიხვდეს და მენდოს?_ მკითხა აბომ და მობილური ყურზე მიიდო. დავფიქრდი, რა იყო ისეთი, რაც მარტო ჩვენ ვიცოდით? რაზეც წამში მიხვდებოდა, რომ მე ვურეკავდი. _ უთხარი დღეს 2 მაისია და გილოცავ შენ არჩეულ დაბადების დღესთქო!_ რადგან დიდი ალბათობით ჩემი დაბადების მოწმობა ყალბი იყო. დაბადების დღეს არც ავღნიშნავდი ხოლმე. ერთხელაც ნინამ მოიფიქრა, მოდი ჩვენი გაცნობის დღე იყოს შენი დაბადების დღეო. ჩვენ კი ერთმანეთი სწორედაც რომ ორ მაისს გავიცანით. ამიტომ უკვე წლებია ორ მაისს ვიხდი დღეობას და ეს მართლა არავინ იცის ჩვენს გარდა. აბომ თავი დამიქნია. და როცა ტელეფონში ნინას ხმა გაისმა, დაუფიქრებლად გაიმეორა ჩემი სიტყვები. მის ნათქვამს დუმილი მოჰყვა. რამდენიმე წამის შემდეგ ნინა დაჭრილი დათვივით აბღავლდა. _ სად არის ბაია? მალაპარაკე ახლავე შე არანორმალურო! შე ნადირო, მოგკლავ რამეს თუ დაუშავებ! არ გაცოცხლებ!_ ყვიროდა და იმუქრებოდა გაგიჟებული. სიტყვა ვერ ჩაუგდო აბომ. ტელეფონიდან წივილ_ კივილის ხმა ისმოდა. უცებ ეს არეული ხმები მიწყდა და კინაღამ გული გამიჩერდა, როცა სადამის ხმა გაისმა. _ ვინ ხარ?_ კითხვის დასმის დროსაც კი მბრძანებლობდა. _ ვინ ხარ და სად არის ბაია?_ გაიმეორა, როცა პასუხი ვერ მიიღო. შევამჩნიე, როგორ დაიბნა აბო მისი ხმის გაგონებისას. ტელეფონი ყურიდან მოიშორა და გაოცებულმა ისე დახდა, თითქოს დაინახავდა, ვის ესაუბრებოდა. _ ხმა ამოიღე!_ მოუთმენლობა ემჩნეოდა ხმაზე სადამს. მისი ხმის მიღმა კი გაცოფბული ნინა კვლავ ილანძღებიდა და იწყევლებოდა. გამეღიმა, როცა წარმოვიდგინე, როგორ ჰყავდა გორილას გაკავებული. თორემ სხვაგავარად მობილურს სადამს არ დაუთმობდა. _ ბაია კარგადაა, მაგრამ თქვენი ნახვა არ სურს!_ მოულოდნელი პასუხი გასცა აბომ. _ ის მხოლოდ ნინას ენდობა და მხოლოდ მას დაელაპარაკება. წამიანი დუმილი ისევ სადამმა დაარღვია. _ ნინა დამშვიდდი და მოდი აქ!_ მაშინვე შეწყდა ნინას კივილი. _მე ვარ , ნინა ვარ!_ ალბათ ხელიდან გამოგლიჯა მობილური ჰუსეინას. აბომ მობილური მომაწოდა. _ მგონი აჯობებს, შენ დაელაპარაკო შვილო!_ მითხრა ჩუმად. თავი დავუქნიე და ტელეფონი გამოვართვი. _ ნინა მე ვარ!_ ჩემ ხმაზე უარესად აღრიალდა. _ ბაიაა მეგონა მოკვდი! სად ხარ? როგორ ხარ ? მითხარი და ახლავე წამოგიყვანთ!_ დავფიქრდი. არ ვიცოდი, რა მექნა. _ რა მოხდა ბაია?_ მომესმა სადამის ხმა. _ რა მოხდა არა? რატომ არ მითხარი, მამაჩემი რომ მკვდარი იყო? რა თამაშს თამაშობ? შენი ერთი სიტყვაც არ მჯერა! გამოუშვი ნინა და წავალთ ჩვენს გზაზე!_ შევუღრინე ავად. _ ნინას მე არ ვაკავებ! შენ კი გგონია ალი ვერ მოგაგნებს? გგონია თავს გაგანებებს? ხომ ალიმ წაგიყვანა? ხომ არ ვცდები?!_ მეკითხებოდა გაბრაზებული. თითქოს ვხედავდი, როგორ აბრიალებდა თვალებს. _ და ვინ დაეხმარა მაგაში, რატომ არ მეკითხები?_ მივაძახე გაცოფებულმა. _ ვინ?_ ისეთი ხმით მკითხა უეჭველად გააცოფა ჩემმა ნათქვამმა. _ ვინ და ეგ შენი მზრუნველი შაიმა! არსად დაკარგო! _ რას ამბობ?_ ხმა ჩაუწყდა სადამს. _ შაიმა!_ იღრიალა წამის შემდეგ და არც შაიმას კივილს დაუყოვნებია. _ ხელი გაუშვით უფროსო! ისმოდა რევაზის ხმა._ გაუშვით, შემოგაკვდებათ! ვერ ვიტყვი, რომ შაიმას გამწარება არ გამიხარდა, მე ხომ ის გოგო არ ვარ, მეორე ლოყას რომ უშვერენ ერთხელ გარტყმისას. პირიქით გული დამწყდა, რომ იქ არ ვიყავი და ამ სცენას ვერ ვხედავდი. ან უფრო უარესი, რომ მონაწილეობას არ ვიღებდი მასში. მეტის ღირსი იყო ის ეჭვიანი ალქაჯი! _ ნინა! ნინაა!_ ჩავძახე ალბათ სანახაობით გართულ დაქალს. _ გისმენ ბაი!_ მიპასუხა ჩუმად. _ მისმინე, დღეს პლიაჟზე ჩვენს ადგილზე გელოდები. მარტო მოდი იცოდე! არ ვენდობი, არც სადამს და არც არავის! _ ვუთხარი და მობილური გავუთიშე. ადრე რომ მოგიყევით იმ მიყრუებულ პლიაჟზე წავედით და მანქანიდან გადმოვედით. მთელი ის დრო უცნაურად დაფიქრებული იჯდა აბო. არაფერს მეკითხებოდა საკუთარ ფიქრებში გართული. _ ბაია შვილო, როგორი კაცია სადამი?_ მკითხა ბოლოს. _ როგორი? მბრძანებლური, მყვირალა და აფექტური!_ სამ სიტყვაში დავუხასიათე. _ არა შვილო, მაგას არ გეკითხები, სახეზე როგორი კაციამეთქი!_ გაეღიმა აბოს. _ ააა, მაღალი, ლამაზი, შავი თვალებით, წვერებით. როცა ბრაზობს მარჯვენა საფეთქელზე ძარღვი უფეთქავს ხოლმე. _ აბოს თვალებში დანახულმა ღიმილმა მიმახვედრა, რომ სადამზე ფარული აღფრთოვანებით ვსაუბრობდი. _ და გინდა მითხრა, რომ გძულს და მისი ნახვა არ გინდა?_ ჩამეკითხა ეშმაკურად. _ იცი რა არის აბო ძია? მე კარგად ვიაზრებ, რომ არანაირი მომავალი არ მაქვს მასთან. მე არ ვაპირებ მისი, კაცმა არ იცის რიგით მერამდენე, ცოლი ვიყო. თანაც სად, სადღაც საამიროში? ჩადრში გამოვეხვიო და ისე ვიცხოვრო? არა, არასდროს! ის კი აქ არ დარჩება, ერთ დღესაც ადგება და თავის მდიდრულ , ზღაპრულ ცხოვრებას დაუბრუნდება. მაგათთვის ხომ ერთი ქალი მეორესგან არ განსხვავდება!_ ამოვიოხრე. _ ამიტომ ასე მირჩევნია მძულდეს, ვიდრე მიყვარდეს. ხომ გესმის არა?! ჩვენი მისვლიდან ათი წუთი არ იყო გასული, რომ მანქანის ხმა მომესმა. ფეხზე წამოვდექი და ნაცნობი მანქანა დავინახე. როგორც ჩანს ნინამ არ დამიჯერა, ან სადამმა არ გამოუშვა მარტო. მანქანა გაჩერებული არ იყო, რომ კარი გაიღო და ის არანორმალური გადმოვიდა, მძიმე და მტკიცე ნაბიჯებით წამოვიდა ჩემკენ. თავზე ის ცნობილი ჩაის ტილო ჩამოემხო. გამეცინა, რომ დავინახე. თვალი არ მოუშორებია ჩემთვის. მომიახლოვდა და მე უკან დავიხიე. _ სად არის ნინა?_ ვკითხე გაბრაზებულმა. _ ნინა სახლშია და შენც იქ წაგიყვან ახლა!_ ხელი მაჯაში ჩამავლო. _ არა,არ წამოვალ გესმის? თავი დამანებეთ, შენც და იმ მანიაკმაც! _ ვცდილობდი მისი ხელი მომეშორებინა. _ შეწყვიტე! _ შემაჯანჯღარა, მაგრამ ხელი არ გაუშვია. _ წამოდი სახლში! ის იყო მანქანისკენ გამათრია, რომ რევაზის შეშინებული ხმა გაისმა. _ უფროსო! ეს კაცი მგონი ცუდადაა!_ ახლაღა გამახსენდა აბო. ჩვენი ჩხუბის და ძიძგილაობისას სულ გადამავიწყდა მისი იქ ყოფნა. უკან მოვიხედე და შეშინებულმა ვიკივლე. _ აბო ძია!_ გაშეშებულ სადამს ხელი გამოვგლიჯე და აბოსკენ გავიქეცი. _ აბო ძია ხმა გამეცი!_ დავკიოდი თავზე საწყალ კაცს. რომელიც მანქანის გვერდით იყო ჩამჯდარი და გაფითერებული. მგონი გული ჰქონდა წასული თვალებს არ ახელდა. _ წყალი რევაზ!_ გასცა ბრძანება სადამმა და თავადაც მოირბინა. _ არა, ეს შეუძლებელია!_ ბუტბუტებდა თავისთვის. _ როგორ, რანაირად? ქალი ხარ თუ ალქაჯი?_მე რას მერჩოდა, ახლა რა შუაში ვიყავი, არც კი ვიცოდი. _ დამეხმარე რევაზ!_ ორივემ ასწია აბო და თავიანთ მანქანაში ჩასვეს. ახლა აღარ გამიპროტესტებია. გავიქეცი და აბოს გვერდით მივუჯექი. თან გამხდარ დაძარღვულ ხელებს ვუსრისავდი, რომ გონზე მომეყვანა. რევაზმა მანქანა სწრაფად გააქროლა. სახლში ისე მივედით ხმა არ ამოუღია არავის. მათ შორის არც აბოს. რომელიც გონზე მოსვლის შემდეგაც არ მოსულა ფერზე. თვალები ჩაეხარა და ცოცხალი თავით არ იღებდა ხმას. მალევე მივედით სადამის სახლში. მანქანიდან გადმოვედი და ხელებაკანკალებულ კაცს მივეშველე გადმოსვლაში. _ რა გჭირს აბო ძია?_ ვეკითხებოდი დაბნეული. _ მე რომ მჭირს შვილო, ნეტა ბევრს სჭირდეს ჩემნაირს!_ ვერც ამ პასუხმა გამაგებინა რამე. ამ დროს სახლიდან ნინა გამოვარდა ყვირილით. _ ბაიი, ბაიკოო!_ და ყელზე ჩამომეკიდა. სანამ ის მოვიდღლიზე ყელიდან ისეთი სცენა განვითარდა, რომ მე კი არა, მგონი თავად გორილაც კი ჩააგდო შოკში. აქამდე ჩუმად მდგარი და დაფიქრებული სადამი მუხლებზე დაეშვა აბოს წინ, თავიდან ის საძაგელი ფხუტი მოიშორა და ისე, რომ აბოსთვის თვალებში არ შეუხედავს, ხმამაღლა სრულიად უაქცენტოდ და გამართული ქართულით თქვა: _ მაპატიე! 8 _ რა ხდება? რისთვის ითხოვს სადამი პატიებას?_ გაოცებული? არა, უფრო შოკირებული ვიყავი. ეს ჯიუტი, თავნება და უხეში კაცი, უბრალო ქართველი გლეხის წინ მუხლებზე დაჩოქილი იდგა და თავდახრილი განაჩენივით ელოდა მის სიტყვას. _ ჯერ მომკალი და ახლა გამაცოცხლე შვილო?!_ მიუხედავად აბოს სიმკაცრისა და უცნაურად გაბზარული ხმისა, ვიგრძენი, წარმოუდგენელი რამ ხდებოდა. _ ეს როგორ გამიკეთე?! ასე როგორ გაგვიმეტე?!_ ამ კითხვამ კიდევ უფრო დაძაბა ჰაერი ჩვენს გარშემო. _ აბო ძია, უნდა გვაპატიოთ! სხვა გზა არ გვქონდა, თქვენივე უსაფრთხოებისთვის!_ თავი დახარა რევაზმაც. აბომ ახლა სადამიდან ყურადღება გორილაზე გადაიტანა. კარგად დააკვირდა და ხელი გულზე მიიჭირა. _ არ მჯერა! რეზიკო?_ მგონი აბო, ნინას შემდეგ, მეორე კაცი იყო დედამიწის ზურგზე, ვინც ამ გორილას რეზიკოს ეძახდა. _ წარმოუდგენელია! დაუჯერებელია! რის უფლება მიეცით საკუთარ თავებს? იცი მამაშენი... უსაფრთხოება არა? ეგ საბრალო დედათქვენებს უთხარით! _ სიტყვა ვეღარ დაამთავრა აბომ, მივხვდი ცუდად იყო მღელვარებისგან. მაშინვე შევაშველე ხელი და მხარში ამოვუდექი. სადამიც წამოიწია, მაგრამ აბოს სიტყვებმა ისევ ადგილს მიაქვავა. _ უზომოდ მიხარია, თქვენ რომ ცოცხლებს გხედავთ, ეს ისეთი სიხარულია ალბათ მიწაშიც ჩაიყვანს ადამიანს. მაგრამ ჩემი ვაჟი 2008_ში დაიღუპა, გმირულად! ჩემი ვაჟი ასე არ მოექცეოდა გულგაგლეჯილ მშობელს! ჩემი გიგა გულმოწყალე ბიჭი იყო!_ ხმა აერია და ცრემლი ჩამოუგორდა მოხუცს გაუპარსავ ლოყაზე. სახეზე ხელი მოისვა. _ 15 წელია წვერი არ გამიპარსავს! 15 წელია დედამისის საფლავზე სანთელს ვანთებ! 15 წელია მის ტანსაცმელს ვინახავ! ჩემი შვილი ამ ტანჯვისთვის არ გამიმეტებდა! ჩემი ვაჟი ასე არ მომექცეოდა!_ იქვე დაჩოქილ სადამს გვერდი აუარა და უმისამართოდ წავიდა. ვერაფერი გავიგე, იმდენად წარმოუდგენელი იყო ეჭვი, რომელიც გულში შემიძვრა, რომ მისი დაჯერება ვერც კი გავბედე. აბოს უკან გამოვეკიდე. როცა სადამს გვერდით ჩავუარე დავინახე, როგორ დასკდომამდე ჰქონდა ყელზე ძარღვები დაბერილი და როგორ უფეთქავდა საფეთქელი. მიწას რამდენჯერმე დასცხო მუჭი სიმწრით. _ არ გინდა ძმაო! _ გავიგონე რევაზის სიტყვებიც_ ჩვენ მეტის ღირსები ვართ! ძმაო? გამაოცა მისმა ფამილარობამ. წამის წინ ბატონი სადამი არ იყო? _ ხო ჩვენ ყველაფრის ღირსები ვართ მათგან! უნდა შეგვაფურთხონ და ზურგი გვაქციონ!_ ხმაში ცრემლგარეულმა მეგობარს მხარზე მოუჭირა თითები. _ აბო ძია! დამელოდე!_ დავეწიე და ხელკავი გამოვდე. კითხვით კი ვერაფერი ვკითხე სახეწაშლილ მოხუცს. კართან მივედით, მაგრამ როგორც წინასწარ ველოდი, გარეთ არ გაგვიშვეს. დაცვამ თავი პატივიცემის ნიშნად უსიტყვოდ დახარა, მაგრამ ჭიშკარი არ გახსნა. _ არ გაგვიშვებენ აბო ძია!_ ვუთხარი წყნარად. შემომხედა, ყურადღებით შემათვალიერა და გაეღიმა. _ რა უცნაურია ბაია,_ ლოყაზე მომითათუნა ხელი._ ერთ დღეს იმედდაკარგული ხარ ადამიანი, მეორე დღეს კი ისეთი გულისკაკალი ნატვრა გიხდება, ოცნებაშიც რომ ვერ წარმოიდგენ შვილო! _ მეშინია გკითხო, რა მოხდა!_ გავუღიმე გასამხნევებლად ამ უზომოდ კეთილ კაცს. _ სადამი პატიებას რისთვის გთხოვდა? _ სადამი?_ ჩაეღიმა და თვალები სითბოთი აევსო. _ არანაირი სადამი არ არსებობს შვილო! ის_ თავი სახლისკენ გაიქნია_ გიგა მახარაძეა, ჩემი ვაჟი, ჩემი ერთადერთი შვილი. სწორედ ამ პასუხს ველოდი შინაგანად, მაგრამ ხმამაღლა მოსმენილი მაინც მეხის გავარდნას ჰგავდა. სადამს გავხედე, ნუთუ ეს კაცი ქართველი იყო? ნუთუ მისი ყველა საქციელი ფარსი და ტყუილია? ანუ არანაირი სადამი არ არსებობდა და თავიდანვე ყველაფერს იგონებდა? მაგრამ რატომ? რა მიზეზით? გაურკვევლობისას პირველი ის ეჭვი მოსდის ადამიანს თავში, რომელიც უფრო აწუხებს. ნუთუ ფულის გამო? ვფიქრობდი მე. ნუთუ ის უაზრო მემკვიდრეობა იყო ყველაფრის თავი და ბოლო?! გულში ძალიან მეწყინა და ვიგრძენი, როგორ გამიცრუვდა იმედი. _ ვხვდები, აქ მოგვიწევს რაღაც პერიოდით დარჩენა!_ მხარზე ხელი მომითათუნა აბომ. _ უთხარი შვილო ბატონ სადამს, რომ ჩემი ცხოველები უჩემოდ დიდხანს ვერ გასძლებენ განა ყველას შეუძლია და სურს სახლიდან უგზო_ უკვლოდ გადაკარგვა?! ამას რომ ამბობდა, თან უზომო სიხარული ენთო შვილივით შავ თვალებში და თან მის ხმაში საოცარი სევდა ისმოდა. 15 წელი გესმით? ეს კაცი 15 წელი ვერც კი ტიროდა შვილს. მთელი ამ დროის მანძილზე იმედი უბჟუტავდა გულში და ამ იმედის მიუხედავად არასდროს უფიქრია იმ წამზე, როცა შვილს მართლაც შეხვდებოდა და იმედი მისხალით მაინც გაუცრუვდებოდა. აბო დაფიქრებული დავტოვე ხის ქვეშ სკამზე და მისი თხოვნის ასასრულებლად სადამისკენ, არა უფრო სწორედ, გიგა მახარაძისკენ გავემართე. უამრავი კითხვა მქონდა, მაგრამ ვხვდებოდი, თავადაც უამრავი რამ აინტერესებდა. _შეიძლება შემოვიდე?_ მივუკაკუნე კაბინეტის კარზე. _შემოდი!_ ისე სწრაფად გამომძახა, ალბათ ფანჯრიდან გვიყურებდა და მელოდა კიდეც. კარი შევაღე და შვაბიჯე. მარტო იჯდა სანახევროდ ჩაბნელებულ ოთახში. იმ არაბული გრძელი სამოსის, და თავსაბურავის გარეშე. დაკუნთული ხელები მაგიდაზე დაეწყო. და მშვიდად იხედებოდა ფანჯრიდან. _ გითხრა?_ მკითხა ჩუმად. თავი დავუქნიე დასტურის ნიშნად. _ მერე?_ შემომხედა შუბლშეჭმუხნულმა. დავაკვირდი და გამიკვირდა. როგორ ვერ ამოვიცანი მასში ამდენად ქართული ნაკვთები?! ალბათ სწორედ ამის გამო არ იშორებდა არაბულ სამოსს. ოდნავ კეხიანი ცხვირი, სქელი შავი წარბები, სულ ოდნავ ხუჭუჭა ხშირი შავი თმა_წვერი. და ეს ყველაფრის დამწველი ცეცხლოვანი შავი თვალები. პირდაპირ შავ_თეთრი კინოდან გადმომხტარ ქართველ რაინდს ჰგავდა. და ეს კაცი, ჩემს გულს აძგერებდა. ჩემდაუნებურად გამეღიმა. _ როგორც სჩანს მე და შენ როლები გავცვალეთ არა?_ ჩემი კითხვა აშკარად მოულოდნელი იყო მისთვის. _ რა ვქენით?_ მკითხა დაბნეულმა. _ როგორც სჩანს, თქვენებურ კაცებს მარტივად არ ესმით ირიბი ნათქვამი არა?_ თქვენებურს ხაზი გავუსვი. კარგად მახსოვდა, როგორ მიმწარებდა სიცოცხლეს და რა ირონიულად დამძახოდა, მთელი ის დრო, მძულს თქვენებური თავქარიანი ქალებიო. გაეღიმა. _ რასაც შენზე ვამბობდი და ვფიქრობდი, არაფერს ვამეტებდი!_ თქვა და ფეხზე წამოდგა. _ ეს ლურჯი თმა,_თითზე ჩემი ლურჯი კულული დაიხვია. _ ეს ამდენი პირსინგები._ ახლა წარბზე გადამისვა თითი. _ მიკვირს ტუჩებზეც რომ არ გაქვს რამე რკინა გაყრილი! მაგრამ ჭამა ისე გიყვარს, ალბათ ხელს გიშლიდა უბრალოდ!_ ახლა ტუჩებზე დამაჩერდა და თითით მომეფერა. ეს კაცი მაგნიტივით მოქმედებდა ჩემზე, მისი შეხება, თუნდაც ამის აღიარება არ მდომებოდა, ძალიან მსიამოვნებდა და ყოველ ჯერზე უფრო მეტის სურვილს მიჩენდა. ნერწყვი ძლივს გადავყლაპე და რომ თავად არ ჩამოვკიდებოდი ყელზე, სრულიად უადგილოდ დავაბრეხვე. _ ბომბორა და დობორა მარტოები არიან!_ ისევ გაეღიმა, ჩემსკენ სახიფათოდ დახრილს. _ ანუ ბომბორა და დობორა არა?_ მივხვდი დამცინოდა. გავმწარდი. ჩემი ცუდი გოგოს იმიჯს სულ მიკარგავდა მისი ეს ირონია და ჩემი ღიად გამოხატული და დაუმორჩილებელი სურვილი. _ ყველა ვერ ტოვებს მისთვის ძვირფასს შენსავით მარტივად!_ ღიმილი სახეზე შეაშრა. ზურგი მაქცია და ფანჯრისკენ წავიდა, ფარდა გადასწია და ისევ ხის ძირას მჯდომ მამას გახედა. _ რაც არ იცი, იმაზე ბევრს ნუ ილაპარაკებ!_ შემომიღრინა მგელივით. _შენ გინდოდა გეთქვა, ნუ ვიტლიკინებ არა?!_ გაავებულმა გამომხედა, ნიკაპი სიმწრით აუკანკალდა. _ სიამოვნებით მოგაჭრიდი მაგ მწარე ენას! დამიჯერე, მართლა ბევრად უფრო გაგიმარტივებდი ამით ცხოვრებას!_ მგონი ეს კაცი ხასიათით იმაზე მეტად ჰგავდა არაბს, ვიდრე თავად ეგონა. ანდაც ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ჩარჩენილი "ჭეშმარიტი" ქართველის რეინკარნაცია იყო. _ იცი, დიდად არ განსხვავდები ალისგან!_ მსიამოვნებდა მისი გაბრაზება. _ მომიყევი, რა მოხდა იქ!_ მიბრძანა ჩვეულად. _ ვფიქრობ, შოთა მოკლეს!_ ვუთხარი უკვე სერიოზულად. _ ფული როცა მოითხოვა ტვინი გაასხმევინეს! მერე ჩემთან ერთად ჩატენეს საბარგულში მკვდარი! საშინელება იყო! _ რაც დაიმსახურა, ის მიიღო მაგ მოღალატე ტურამ!_საერთოდ ვერ შევამჩნიე წუხილი, პირიქით გაუხარდა კიდეც ამის მოსმენა._სადამდე შეტოპა ფულისთვის მაგ არაკაცმა! უცებ სწრაფად მოტრიალდა. მაჯაში ხელი ჩამავლო და ჯიქურ მკითხა: _ რა გითხრა ალიმ?_ ჩამეცინა, ალბათ იმედი ჰქონდა, რომ ვერაფრის თქმას ვერ მოასწრებდა. _ მთავარი რაც იყო, ის მითხრა! რომ ასადი კარგა ხანია მკვდარია! როგორ გავიგო, რომ არაფერი არ მითხარი ამის შესახებ?_ ხელის წართმევა ვცადე და უფრო მაგრად მომიჭირა. მერე კი თითქოს ჩემი შეკითხვა ვერ გაიგო. სახე თვალებთან მომიტანა და კბილების კრაჭუნით მკითხა. _ შეგეხო ის ახ..რი? რა მოათმენინებდა?! _ რა შენი საქმეა?_ დავუბრიალე თვალები. მას ვინ კითხავდა, ვინ შემეხო და ვინ არა, თუნდაც ის მანიაკი ალი ყოფილიყო. _ ანუ შეგეხო!_ დაასკვნა თავისთვის. _ მეტკინა გამიშვი!_ ვეღარ მოვითმინე მისი უხეშობა. ლამის იყო მაჯა მომამტვრია. _ რაო რა მინდაო?_ ხელის გაშვება არც კი უფიქრია. _ მასაც ის უნდა, რაც შენ გინდა!_ გამეცინა ირონიულად. შეცბა. _ ვერ მივხვდი?!_ მეორე ხელიც მხარში ჩამავლო._ რა უნდოდა ალის? ან რა მინდა მე? გგონია იცი, მე რა მინდა? _ შენ თავად არ მთხოვე ცოტა ხნის წინ, ცოლად გამომყევიო?_ ავიჩეჩე მხრები და თვალები მიამიტად დავუჟუჟუნე. გაეღიმა, მერე გულიანად გაეცინა. ორივე ხელი მომხვია და გულში ჩამიკრა. _ ალბათ ალისაც მასე უჟუჟუნებდი მაგ ლამაზ თვალებს არა? ისედაც აკვიატებული ჰყავს მაგ არანორმალურს ქართველი ქალები. ხოდა ძალიანაც კარგი, თავისი ფეხით მოგაკითხავს, რამდენადაც ვიცნობ და ჩამივარდება ხელში!_ ისე უბრალოდ მიყვებოდა, როგორ გამომიყენებდა სატყუარად, კინაღამ გავცოფდი სიბრაზისგან. _ ფეხს ვერ გაადგამ აქიდან! ვერც შენ , ვერც ნინა და ვერც მამაჩემი! და არ გაბედო და მეტად აღარავის უხამხამო ეგ ლურჯო თვალები, თორემ დაგტოვებ თვალების გარეშე გაიგე?_ ხელი ნიკაპში ჩამავლო და სახე ამაწევინა. _ სხვანაირად აღარ გამოვა, ამ დღეებში ოფიციალურად ვიქორწინებთ!_ ხელბი გამიშვა და ოთახიდან გავიდა. ჩემს ყვირილს ყურადღებაც არ მიაქცია, თითქოს ადამიანი კი არა ბუზი ვბზუოდი. _ რევაზ!_დაუძახა თავის მესაიდუმლეს და მარჯვენა ხელს_ საქმე გვაქვს სასწრაფოდ მოსაგვარებელი! დაცვა გააორმაგონ, ეს ასე ადვილად არ გაჩერდება. ისევ გაპარვას ეცდება, და რომ მოახერხოს ცოცხალი ვერავინ გადამირჩება იცოდე!_ თავი ჩემკენ გადმოიქნია. თვალი ურცხვად ჩამიკრა და გორილასთან ერთად სახლი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე ვკითხე ჩემზე მაინც არაფრის მოყოლას არ აპირებდა. ვინ ვიყავი და საიდან მოვხვდი საქართველოში? ეს კითხვები მაწამებდა. ვინ იყო დედაჩემი? როგორ მოახერხა, რომ არაბ შეიხს, თუ რაც იყო მამაჩემი, თავი დააღწია და აქ გამაჩინა. ერთხელ მომიყვა ერთმა აღმზრდელმა ნაირა შუკაკიძე იყო გვარად მახსოვს. _ ბაია რატომ დაგარქვით იცი? იმიტომ რომ მართლა პატარა ბაიას ჰგავდი, უსუსური, მაგრამ ძალიან ლამაზი ფითქინა ბავშვი. დედამ სახელიც კი ვერ დაგარქვა. იცი, დედაშენს ჰგავხარ, ისიც შენსავით ლამაზი იყოო. _ მაგრამ არც სახელი ახსოვდა მისი არც გვარი. ყოველშემთხვევაში ასე ამბობდა თავად. მხოლოდ ის თქვა, რომ ასაკით პატარა იყო და ძალიან ეშინოდა ვიღაცის. _ ხშირად ამბობდა, თუ მიპოვნეს მომკლავენ და ჩემს პატარასაც ზედ მომაყოლებენო. გვარი კი პირველი რაც მოუვიდა თავში, ის გაგიტარა. მაშინ ისეთი დრო იყო, კითხვებს არავინ სვამდა შვილო! _ მხოლოდ ეს ვიცოდი ჩემს დაბადებაზე. თუმცა არასდროს დამიჯერებია, ამ ამბის სიმართლე. ყოველთვის მეგონა, რომ დედაჩემმა ეს ყველაფერი თავის გასამართლებლად მოიგონა, რათა ჩემი ბავშვთა სახლში დატოვება გაადვილებოდა. თუმცა გამოდის, სიმართლეს ამბობდა. მაგრამ ახლა და ამ წამს, როგორც სჩანდა, ჩემი სიცოცხლე ბევრად ღირებული იყო ჩემს სიკვდილზე. თუმცა ჩემზე ცოფიანი ძაღლივით ნადირობდა მთელი არაბეთი. სითბო ვიგრძენი გულში, ამ ახლად გამოჩეკილი, ქართველის მიმართ. რომ არა ჩემი ჰუსეინა, ალბათ ბუნდღაც აღარ დარჩებოდა აქამდე ჩემგან. _ შენ რა ტირი? _ გვერდით მომიჯდა ნინა და თავი კალთაში ჩამიდო._ კარგი რა ბაი! აქ საფრთხე არ გვემუქრება! ცხოვრებაში პირველად, ვიღაც ზრუნავს ჩვენზე, განა ეს ცუდია? დავიღალე ბაიკო, სულ ბრძოლით დავიღალე, ცხოვრება მინდა! _ ეს ტყვეობაა ნინა! არც აქ და არც არსად არ მინდა ტყვედ ყოფნა! _ ტყვეობა? და სიღარიბე და გაჭირვება რაღაა? ნამცხვარს რომ ვერ იყიდი შენს გემოზე ეს რაღაა? ტყვეობა არაა?_ გაცხარდა ნინა. მართალი იყო, ბავშვობიდან ვიბრძოდით და ამ ომში ჩვენს მხარეს არასდროს არავინ ყოფილა. _ ნინა თუ თავად არ მომიყვება მე თვითონ გავარკვევ, ვინ ვარ სინამდვილეში! _ საათს შევხედე შუადთე გადასულიყო. ავდექი და აბოს სანახავად წვედი. სახლის გარშემო სეირნობდა და დარგულ ვარდებს გამხმარ ფოთლებს მზრუნველად აცლიდა. როგორც ყველა გლეხი და მშრომელი ადამიანი, უსაქმოდ დიდხანს ვერ ჩერდებოდა. ცალ ხელში ხმელი ფოთლები ეჭირა,თან რაღაცას ხმადაბლა ღიღინებდა. რომ დამინახა გაუხარდა. _ ბაია შვილო, ეს რა დღე გამითენდა, ჰა? ეს რას მომასწრო ღმერთმა? გჯერა, რაც აქ მოხდა იმის?_ პირველ ელდას აშკარად გადაევლო და ახლა აბო ბედნიერი ჩანდა. მერე რა თუ ამდენი წლით იყო მისი შვილი დაკარგული. მერე რა თუ არაფრის ახსნას ჯერ არ აპირებდა. მთავარი ხომ ის იყო, რომ საკუთარი თვალით იხილა. _ რა იღბლის მომტანი ყოფილხარ ჩემთვის შვილო? განა შემთხვევით ხდება რამე?შენ რომ არა გავიგებდი ნეტავ ოდესმე ჩემი უძღები შვილის ასავალ_დასავალს!_ თვალზე ობოლი ცრემლი შეიშრო, თან ხელბი გაშალა. _ მოდი უნდა ჩაგეხუტო, ჩემო გაზაფხულის მომყვანო, ლურჯო მერცხალო!_ იცით რომ ჩემთვის ასეთი ეპითეტით არასდროს არავის მოუმართავს? ჩემი გარეგნობა ხალხში ყოველთვის იწვევდა ამბოხის შეგრძნებას და რეაქციებიც შესაფერისი იყო. პანკი, ჰიპი და რა უბედურებას აღარ მარქმევდნენ, მაგრამ ლურჯი მერცხალი? ასეთი რამ არასდროს მომესმინა. მივედი და მეც ჩავეხუტე. ნეტა თუ იაზრებდა, რომ მან მე გადამარჩინა. თორემ ორი აზრი არ იყო იმაში, რომ ალის ხალხი უეჭველად მომაგნებდა იმ ღამეს. ალბათ კვალდაკვალაც კი მომყვებოდნენ. სხვა თუ არაფერი, დანის დარტყმას არ მაპატიებდა ის შეშლილი. რა თქმა უნდა, აბომ მაშინვე აპატია ერთადერთ შვილს. ჯერ ისიც კი არ იცოდა, სად და რატომ გაუჩინარდა, ან მშობელს როგორ არ გააგებინა არაფერი, მაგრამ როცა პირველმა ელდამ გაუარა, თითქოს ჩამქრალი თვალები სიცოცხლის სხივით ამოევსო. _ რომ წარმოვიდგენ რობას სახეს, როცა სიმართლეს გაიგებს, _ მივხვდი რობა რევაზის მამა იყო. მის ნაცვლადაც აბოს უხაროდა ეს სასწაული ამბავი. ვიდექი და ვუყურებდი მამის სიხარულს. და გულში რაღაც მტკიოდა. სად იყო მამაჩემი? რატომ გახდა დედაჩემი იძულებული იქ იმ ჯოჯოხეთში დავეტოვებინე? ან გახდა კი? _ რატომ მოიწყინე შვილო?_ არ გამოპარვია აბოს ჩემი ხასიათის ცვლილება. _აქიდან უნდა წავიდე აბო ძია! აქ ისე ვარ, თითქოს სული მეხუთება!_ მოვიდა და თვალებში ჩამხედა. _ მგონი საქმე შენს უსაფრთხოებას ეხება! და არ მგონია, ამ სახლზე უსაფრთხო ადგილი არსებობდეს შენთვის. არ ვიცი, რას და რატომ აკეთებს ჩემი შვილი, მაგრამ მე მჯერა მისი! ალბათ ასეა საჭირო! სულ ცოტაც მოითმინე, ცოტაც აცადე!_ ან როგორ ახერხებდა ფაქტობრივად უცნობ ადამიანს ასე ბრმად რომ ენდობოდა? ნდობა ჩემთვის ის ფუფუნება იყო, რასაც ასე ადვილად ვერ ვიმეტებდი სხვისთვის. როცა გიგა დაიკარგა 22 წლის ბიჭი იყო, ახლა კი 37 წლის ჩამოყალიბებული კაცი დაბრუნდა. აბო კი მაინც უსიტყვოდ ენდობოდა. ალბათ ეს იყო მამაშვილობა. ისედაც, გუმანი ხომ სულ უგრძნობდა, რომ მისი ვაჟი დაბრუნდებოდა. გიგას ტანსაცმელი შევათვალიერე ლ, ტანზე რომ მეცვა. ჰუსეინას სულელურ კაბებს ნამდვილად სჯობდა. დამშრალ აუზს გავხედე და იმ დღის გახსენებამ გამაღიმა. მგონი კი არ თამაშობდა მკაცრ და უჟმურ არაბს, არამედ მართლა ასეთი იყო. _ ბაია შეიძლება გკითხო?_ თვალებში სხიარულის სხივი გაუკრთა აბოს. მეც საპასუხო ღიმილით თავი დავუქნიე. _ თქვენ შორის რაღაც ხდება არა?_ მისმა კითხვა შემაცბუნა. საკუთარი თავისთვის ასე პირდაპირ არასდროს წამომიჭრია ეს საკითხი. გაცნობის წამიდან მე გავრბოდი და ჰუსეინა მომსდევდა. ისე მივეჩვიე ამ კატა თაგვობანას, არც კი დავფიქრებულვარ, რომ ეს თამაში უკვე მსიამოვნებდა. აბოს კითხვამ კი მაიძულა, ამ უცნაური გრხნობისთვის სახელი დამერქმია. თუმცა ეს არც ისე ადვილი იყო. _ მოგწონს არა?_ გამიმეორა კითხვა. _ ვინ ჰუსეინა?_ ხელები მკერდზე გადავიჯვარედინე, სიკერპის ნიშნად._ არასდროს! აბოს ჩაეღიმა. _ აი მე კი საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვი შვილო, რომ არასოდეს თქვა არასდროს! ფეხზე ადგა და სახლისკენ გაემართა. _ წამო ვნახოთ ერთი რას ჭამს და რას სვამს ჩემი ბიეი!_ მითხრა და სახლისკენ გაემართა. ის უზარმაზარი გამოტენილი მაცივარი გამახსენდა და მუცელი ამიჭყრიალდა. მხოლოდ ამის შემდეგ გავიაზრე, რომ მგელივით მდიოდა და დილიდან ლუკმა არ ჩამსვლოდა პირში. ნინა და აბოც კარგად შეეწყვნენ. ცოტა ხანში ისე გავერთეთ, აღარც დარდი გვახსოვდა და აღარც პრობლემები. აბოს ვუყვებოდით თუ როგორ გავიცანით გიგა და სადამის ნაცვლად ჰუსეინა როგირ შვარქვით. იმ დღეს იხსენებდა ნინა, რომ დავლიეთ და სახლში მოსულს თავზე ჩაისტილოებით რომ დავხვდით. მეტი თვალსაჩინოებისთვის, საიდანღაც გამოაძრო ნინამ ყვავილებ ამოქარგული ტილოები ერთი მე დამამხო და მეორე თავად დაიფარა, თან ქურასთან მოტრიალე აბის მთელი არტისტულობით უამბობდა იმ ღამინდელ თავგადასავალს. ისე შევიდა აზრტში, რომ დივნის ნაცვლად სკამზე შეხტა და მთვრალ საკუთარ თავს განასახიერებდა. აბო იცინოდა და თვალებში სიცილისგან მოგვრილი ცრემლები უკაიფობდა. უცებ სრულიად მოულოდნელად თვალი მოვკარი კარებში შემოსულ ამბის მთავარ გმირს . სწორედ მაშინ, როცა ეგონა, რომ არავინ ხედავდა, საკუთარ თავს უფლება მისცა, რომ ის ყოფილიყო ,ვინც სინამდვილეში იყო. თავადაც ფართო ღიმილით იღიმოდა და ხან სკაამზე ამძვრალ ნინას უყურებდა, ხანაც შაიმას ვარდისფერ წინსაფრიან აბოს. საოცრად უხდებოდა ღიმილი და გაშლილი შუბლი. თითქოს სულ სხვა კაცი იყო. სრულიად უცნობი ადამიანი. იმ წამს ის არც სადამი იყო და არც არავინ სხვა. არავის როლს არ თამაშობდა, და მე გაოცებულმა გავიფიქრე: "აი თურმე როგორია ნამდვილი გიგა მახარაძე!" ტელეფონი ამოვიღე და ჩუმად სურათი გადავუღე. შემამჩნია და სწრაფად აიფარა ჩვეული გულცივი ნიღაბი. _ შეიძლება ვისაუბროთ?_ მივუახლოვდი და რაც შემეძლო მშვიდად ვკითხე. _ რაზე?_საკმაოდ მკაცრი ხმა ჰქონდა. _ გიგა,_ საკუთარ სახელზე ინტერესით შემომხედა. ალბათ რა ხანი იყო, მისთვის ეს სახელი აღარ დაეძახათ._ დრო მოვიდა, ყველაფერი მიამბო! _ გიგა?_ საკუთარ თავს უფრო ჰკითხა. _ რა ასე არ გქვია?_ ვცდილობდი სიმშვიდის შენარჩუნებას, რადგან მისი აფექტური ხასიათი შედარებით გავიცანი და არ მურდა რაიმეზე გული მოსვლოდა. _ არც კი ვიცი, ვარ თუ არა! იმდენი დრო გავიდა, თანაც რაც მე გავკეთე..._ გაჩუმდა და აბოს გახედა, რომელიც ტაფაზე რაღაცა გემრიელს ხრაკავდა. _ დედაზე მოგიყვა?_ მითხა სევდიანმა. _ კი, მითხრა, რომ შვილის დაკარგვა ვერ გადაიტანა!_ მოტყუებას აზრი არ ჰქონდა, ისედაც ყველაფერს ხვდებოდა. _ გიხდება ეგ !_ თითით ტანსაცმელზე მანიშნა. _ რატომ, რადგან შენია?_ მართლა გამეცინა. _ ჩემი?_ გაოცდა და უფრო ახლოს მოვიდა. _ ხოო, აბომ მომცა, როცა ნახა, რაც მეცვა ._ გამეღიმა მეც._ მგონი შენს ოთახში და უფრო მეტიც შენს საწოლშიც მეძინა იმ ღამეს. მხარზე ხელი გადამისვა, მაგრამ მე კი არა საკუთარ პერანგს მიეფერა თითქოს. _ ჩემს საწოლში?_ ჩაეღიმა ეშმაკურად_ ისე, მაგაზე ოცნებობ არა? _ შენი თავი საოცნებო გგონია ბატონო თავხედების მეუფევ?!_ მივახალე გაბრაზებულმა._ თავხედი ვირი! მაინც მოახრეხა და ნერვები მომიშალა. _ ცოფიანი კუ!_ არც მან დამაკლო და ჩემს სიმაღლეზე გამკენწლა. _წამოდი ჩემთან!_ მიბრძანა ამ ჩინურმა ფადიშახმა და კაბინეტისკენ წავიდა დიდი ნაბიჯებით. მაშინვე უკან ავედევნე. აშკარად კარგ ხასიათზე იყო და მინდოდა ეს წამი გამომეყებებინა. ისევ თავის სავარძელში გამოიჭიმა. გამეცინა. იმდენად ჩვევაში ჰქონდა გამჯდარი მბრძანებლობა, მგონი ვეღარც მოიშლიდა კიდევ ასი წელიც რომ ეცოცხლა. ჩვევა ხომ რჯულზე უმტკიცესია არა? _ ამდენი წელი რატომ ინახავდა ჩემს ტანსაცმელს?_ მკითხა და ისე ინტერესით მომაჩერდა. თითქოს ამ კითხვაზე უეჭველად მქონდა პასუხი. _ არ ვიცი , ალბათ იმიტომ რომ იმედი ჰქონდა დაბრუნდებოდი. ხედავ, არც შემცდარა!_ მის წინ ჩამოვჯექი. _ რა სასწაულია შენი ყველა ნაბიჯი?! ამდენი ხალხიდან რაღა მამაჩემს მიადექი?_ დაფიქრდა_ იცი? რომ არა ეს შემთხვევითობა, ალბათ დაბრუნების გამბედაობას ვერასდროს მოვიკრებდი. ხშირად მივდიოდი და ვუთვალთვალებდი, მაგრამ გამოცნაურება ვერასდროს გავბედე. _ მე არ მიპივნია აბო, ეს აბომ მიპოვნა! ზუსტად იქ მოვიდა ბალახის მოსათიბად, სადაც ვიმალებოდი._ ავდექი და ყველაფერი მოვუყევი. გატაცების წამიდან აბოს პოვნამდე. _ მოვკლავ იმ არაკაცს!_ მუშტები შეკრა და თვალებში რისხვა ჩაუდგა. _ მითხარი, რა ურთიერთობა გაქვს ალისთან? საიდან იცნობ?_ ვხვდებოდი, რაღაც პირადული შუღლი ჰქონდა ამ ორს. და მათი მტრობა აშკარად ჩემამდე ბევრად ადრე დაიწყო. _ არ ვიცი, რამე გსმენია ჩანერგილ აგენტებზე? _ მკითხა და თავლებში ჩამხედა_ ერთ _ერთი მათგანი ვარ მეც. თვალი რომ გავახილე, წელს ქცემოთ მოწყვეტილი ვეგდე რომელიღაც კლინიკაში. ვცადე და ფეხები ვერ გავამოძრავე. უზარმაზარი სისხლმდინარე ჭრილობა მქონდა ხერხემალზე. ყველაფერს გააკეთებდნენ რაც წესი და რიგი იყო, მაგრამ ზედმეტად თავს არავინ შეიწუხებდა ჩემს გამო. ეს რომ გავიაზრე, სიკვდილი ვინატრე. აქ ომში, ბიჭების გვერდით, გმირული სიკვდილი მერჩია იმ წამს ხეიბრობას. გონება არეული და დაბინდული მქონდა. სახელი და გვარი არ გავამხილე. თავი მოვაჩვენე, რომ ამნეზია მჭირდა. სიმართლის გასარკვევად არც არავის ეცალა. გორი იბომბებოდა. ვიწექი ლამის მომაკვდავი და ჩემს მშობლებზე ვფიქრობდი, როგორი ამბავი იყო ერთადერთი 22 წლის ვაჟი ინვალიდი და საპყარი რომ დაბრუნდებოდა?! ახლა კი ვხვდები, მათთვის მთავარი ჩემი სიცოცხლე იყო, მაგრამ იმ წამს აფექტის სიტუაციაში სუიციდის გადაწყვეტილება მივიღე. სისტემის წვრილი რეზინის მილი ყელზე მოვიჭირე და ლოგინიდან გადავცურდი. ბეწვზე მომისწრეს. სწორედ მაშინ დაინტერესდა ერთ_ ერთი მაღალჩინოსანი ჩემი ამბით. და ექსპერიმენტული მკურნალობა შემომთავაზეს, იმის სანაცვლოდ, რომ ჩემს მშობლებს არასდროს არაფერი მოაკლდებოდათ. მე მაშინვე დავთანხმდი. მიხაროდა კიდეც, რომ ბარგის ნაცვლად მათთვის სარგებლის მომტანი ვიქნებოდი. კონფედენციალობის, გაუთქმელიბის და კიდევ კაცმა არ იცის, რა სახის და ჯურის, საბუთებს მოვაწერე ხელი და მხოლოდ ნახევარ წლიანი მტკივნეული და სასოწარკვეთილი პერიოდის გასვლის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ საკუთარი თავი ფაქტობრივად მონად გავყიდე. როგორღაც ფეხზე დამაყენეს. და ამ წლების მანძილზე უამრავ მისიაში მივიღე მონაწილეობა. ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ. ეს ბოლო ხუთი წელია არაბეთში ვიყავი. იმას ნუ მიითხავ, რას ვაკეთებდით იქ მე და რევაზი. ბედის ირონიით ბავშვობის ყველაზე დიდი მტერი, ყველაზე ერთგულ მეკავშირედ გამიხდა იქ. როგორც სჩანს რევაზიც ერთ_ერთი დაჭრილი და ექსპერიმენტული ჯარისკაცი იყო ჩემსავით. ამ ბოლო მისიას, წესით უკანასკნელსაც, ერთად ჩავუდექით სათავეში. საქმე წლების მანძილზე ტრეფიკინგში ჩაბმულ არაბ შეიხებს ეხებოდათ, რომლთა შეკვეთითაც საქართველოდან სამუშაოს საბაბით მოტყუებით გაჰყავდათ ულამაზესი გოგონები და იქ პროსტიტუციაში აბამდნენ._ ჩემს გამოჭყეტილ თვალებს რომ შეხედა სევდიანად გაეღიმა._ აბა გეგონა მონობა მართლა გადავარდა? მგონი არც არასდროს შეწყვეტილა ეს ამბავი. იქაურ ბაზარზე ქართველი ქალი საკმაოდ ძვირი ღირს. ჯიშის გაკეთილშობილებას ეძახიან ეგ უჯიშოები ამ ამბავს. აღმოჩნდა, რომ ქალებს შვილების გაჩენის მიზნითაც ყიდულობდნენ. სწორედ ისე, როგორც ალის და შენი დედების შემთხვევაში. როცა ასადთან დავიწყე მუშაობა, ის უკვე ცხოვრებაზე ხელჩაქნეული მოხუცი იყო. თანაც ფილტვის კიბოს ბოლო სტადიით დაავადებული. ცხოვრების ბოლოს მარტოობამ ძალიან შეაწუხა. ამბობდა, რომ ვერც ფული და ვერც ფუფუნება ვერ აბალანსებდა მის ტკივილს. ამბობდა, რომ ქალიშვილი ჰყავდა საქართველოში და ბოლოს მიიღო უპრეცენდენტო გადაწყვეტილება. ყველაფერი, რაც გააჩნდა შენ გიანდერძა, შენი პივნა კი მე მის შვილობილს და ნდობით აღჭურვილ პირს, დამავალა. _ და ალი? ალის რა კავშირი აქვს ამ ამბავთან?_ მინდოდა ის დასცდენოდა, რატომაც ვერ იტანდა მას ასე ძალიან. _ ალი შენი ბიძაშვილია, მამამისი ასადის ძმაა, მაგრამ ასადისგან განსხვავებით, ვერ და არც მოერგო თანამედროვე შეხედულებებს. როცა დედაშენი და დედამისი ორსულები გაიქცნენ, სამწუხაროდ ალის მამამ დედამისის დაჭერა მოახერხა. ბავშვის გაჩენამდე ოთახში გამოკეტა, ხოლო ალის დაბადების შემდეგ ისე გააქრო, მისი ასავალ_დასავალიც კი ვერ შევიტყვეთ. ვფიქრობ მოკლა და გვამი გადამალა, ეს არ გაუჭირდებოდა. ალი კი მისმა რამდენიმე ცოლმა სიძულვილსა და დამცირებაში გაზარდეს. ყველაზე მეტად ქართველი ქალი სძულს ალის და თანაც ავადმყოფურად იზიდავს. რამდენადაც გარეგნულად ლამაზი კაცია, სულიერად იმდენადვე მახინჯია. რამდენიმე გოგონას დახსნა მოვახერხეთ მისი კლანჭებისგან და ამან სულ გააცოფა. როცა გაიგო შენს საძებნელად წამოვედით, თავადაც უკან გამოგვყვა. სამაგიეროდ გადახდა უნდა, თუმცა არც ბიძამისის მსუყე მემკვიდრეობაზე იტყვის უარს. ახლა კი, ვფიქრობ, რაც გნახა, შენ ყველაზე მეტად აინტერესებ. ის აუცილებლად მოვა შენსგამო! გიგას სიტყვებმა დამაფიქრა. ერთხელ შეეშალა ალის და თუ ჩემს დაჭერას მოახერხებდა მეორედ აღარ შცდებოდა. არ შეიძლებოდა, რომ ჩემამდე მოეღწია. მისთვის ადამიანი კი არ ვიყავი, არამედ რაღაც საოცნებო ჯილდოს თუ აკვიატებული ნივთს წარმოვადგენდი. ყველაფერი ვიყავი ადამიანის და მით უფრო სისხლით ნათესავის გარდა. მაგრამ რატომღაც ისეთი შეგრძნება მრჩებოდა, რომ გიგაც ყველაფერს არ მიყვებოდა. იყო რაღაც, რასაც არ მიმხელდა. _ და რას ველოდებით? რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი? ოღონდ ისევ ქორწინებაზე არ ალაპარაკდე, მეეჭვება ალისთვის ჩვენს ქორწინებას დიდი აზრი ჰქონდეს._ ვიცოდი, მართალი ვიყავი. ალის უბრალოდ გაეცინებოდა ჩვენი ქორწინების მოწმობაზე. _ მამაშენის სახლში უნდა დავბრუნდეთ და ქონება ოფიციალურად ჩაიბარო! იქ კი უსტატუსოდ ვერ ჩახვალ, ალის გარდა კიდევ რამდენი მოისურვებს შენს თავს კაცმა არ იცის! თუ ჩემი გერქმევა, ეს ბევრად გაადვილებს ყველაფერს!_ სიტყვა "ჩემი" მეტისმეტად პირდაპირი იყო და უხეშად ჟღერდა. _ შენი? და შენგან ვინ დამიხსნის შემდეგ? ფიქტიურ ქორწინებას მთავაზობ? კონტრაქტს დავდებთ რამეს?_ ჩაეცინა ჩემს ნათქვამზე. _ ხომ არ გავიწყდება, რას ნიშნავს ქართველისთვის ქორწინება?_ წამოდგა ხელებს დაეყრდნო და მაგიდაზე გადმოიწია. _ მე არ ვაპირებ შენზე უარის თქმას! მაგრამ ისიც უნდა გაიაზრო, რომ შენ უფრო გჭირდები, ვიდრე მე!_ ჩვეული უხეში ჰუსეინა იყო იმ წამს. უხეში და პირდაპირი. _ მე უკვე გითხარი, რომ არანაირი მილიონები არ მიღირს ჩემს თავისუფლებად და ჩემთვის სულ ერთია შენ იქნები ჩემი ბორკილი თუ ალი, არცერთი არ მსურხართ!_ წამოვდექი და წასვლა დავაპირე. _ ანუ არა?_ ორ ნაბიჯში დამეწია და ზურგიდან ჩამეხუტა. ერთი ხელი მუცელზე მომხვია, მეორე ყელზე. _ არ გსურვარ არა?_ ჩამჩურჩულა ყურში._ აბა რატომ კანკალებ? ვერ დავიჯერებ, რომ გეშინია ჩემი? ყელში მაკოცა. და რომ მიხვდა წინააღმდეგობას არ ვუწევდი ტუჩებსაც წაეტანა. _ მე შენ გირჩევ!_ კოცნას და კოცნას შორის მითხრა. _ შენ კი ჩემს იქით გზა აღარ გაქვს! მის ალერსს მივენდე და თვალები დავხუჭე, მაგრამ მხოლოდ ჩაეცინა. შევხედე და ღიმილით მიყურებდა. _ ჰმ, ცუდი გოგო არა? 9 _ცუდი გოგო , ტკბილი ტუჩებით!_ მახსენდებოდა გიგას სიტყვები და მუცელში პეპლები ფრიალებდნენ. ამას აღარც აღიარება აღარ უნდოდა, ყველაფერი ისედაც ცხადი იყო. მგონი პირველი სიყვარული მეწვია. აშკარა იყო, ეს პატენტი ფადიშახი მიყვარდა. მთელი დღე თავს ვარიდებდი, მაგრამ მასთან შეხვედრა ხომ გარდაუვალი იყო. საღამოს ისეთი შინაურილი სუფრა გაგვიწყო აბომ, მხოლოდ ბავშვურ ოცნებებში რომ მიშლიდნენ მშობლები. განა ბევრი რამ მსურდა? კვერცხიანი პურები, ანდა კარაქიანი ბუტერბროდები ჯემით, ჭიქა მოცვის ან ლიმნის ჩაი. ბლინები თაფლით. ეს ყველაფერი იმ ოჯახურ სიმყუდროვესთან ასოცირდებოდა ჩემთვის, რომელიც ყოველ თქვენგანს აქვს ყოველ საღამოს და მისი სიმარტივის გამო ალბათ ვერც ამჩნევთ და არც გაოცებთ. მაგრამ ბავშვთა სახლში აღზრდილი უპატრონო გოგონასთვის, სწორედ წიგნებში ამოკითხული ეს მარტივი ვახშამი, წლების მანძილზე იყო ოცნების საგანი. მაგიდასთან ვისხდით და აბოს ფუსფუსს თვალს ვადევნებდით. სათითაოდ გადაუსვა ყველას პურს კარაქი და პატარა ბავშვებივით ჩამოგვირიგა. _ აბო ძია კიდევ მინდა!_ ბავშვივით სთხოვა რევაზმა. გამეცინა და მერე თვალები ცრემლებით ამევსო. მაშინ როცა მე ამ უბრალო რამეებზე ვოცნებობდი, მამაჩემი მილიონებში უზრუნველად ცურავდა. დედაჩემი კი, კაცმა არ იცის, სად ჯანდაბაში ატარებდა საღამოებს. ცრემლები მუჭებით ამოვიწმინდე. სკამიდან ავდექი და გარეთ გავედი. სუფთა ჰაერმა დამამშვიდა. ორ წუთში ნინაც გამომყვა. _ბაი, როგორ ხარ?_ ხელი მომხვია და გვერდით მომიჯდა. _ ცუდად ნინა, ცუდად! ასეთი დაბნეული ცხოვრებაში არ ვყოფილვარ! _ ვუპასუხე ფშლუკუნით. _ კარგი რაა! ახლა ოჯახი გვყავს, მეგობრები! რატომ არ გინდა, აღიარო, რომ მარტო აღარ ხარ!_ გაოცებულმა ავხედე. ეს ხალხი ჩემთვის უცხო იყო. მათ მაინც არ ვენდობოდი. მხოლოდ აბოს, დანარჩენებს არა! _ ნინა, ეს ოჯახი არაა! ოჯახში ერთმანეთს ენდობიან! მე კი მათ არ ვენდობი! მითხარი, რაში სჭირდება ჰიუსეინას მამაჩემის მემკვიდრეობა? რატომ არ მეტყვის, ჯანდაბას არაბეთიც და ეს უაზრო საქმეებიცო? რატომ არ აღიარებს ხმამაღლა საკუთარ ვინაობას? ვგრძნობ, რაღაცას კიდევ მიმალავს, მაგრამ რას?_ გულზე ლოდივით მაწვა ეს ამოუცნობი საიდუმლო. _ იქნებ გიფრთხილდება?_ ნინამ ჩემი გაოცება დაინახა და გაიმეორა_ ჰო, იქნებ იმიტომ არ გეუბნება ყველაფერს, რომ გიფრთხილდება! ამაზე არ გიფიქრია? გიგა არაა ის კაცი, შენს ფულებს სდიოს, ყველაფერს თავისი მიზეზი ექნება! შენ რომ დაიკარგე, იცი რა დღეში იყო? _ მართლა?_ უცებ დაინტერესა. _ მართლა! გაგიჟდა! შაიმას კინაღამ ტვინი მიასხმევინა კედელზე! რეზიკომ ძლივს გააკავა._ ტვინი მიასხმევინაო? აფექტური რომ იყო ვიცოდი, მაგრამ ქალებსაც თუ სცემდა ვერ წარმომედგინა. უნებურად ნინამ უარესად შემაშინა. _ ანუ ცემა?_ ვკითხე ხმის კანკალით. _ არა ცემით, არა მაგრამ... რა ღირსი არ იყო?_ ღირსი ნამდვილად იყო ის მოღალატე ძ*კნა, მაგრამ ქალზე ხელის აწევა? დღეს შაიმა ხვალ ვისი ჯერი დადგებოდა? _ შენც კარგი ჯიუტი ხარ! _ გამომიცხადა მოულოდნელად. _ მეე?_ ისე გავიოცე, თქითქოს სიმართლე არ იყო. _ ხო შენ, აბა ნახე როგორ გაგილამაზე თმა და შენ კიდე გავარდი და ისევ ლურჯად შეიღებე. ვიცი მაგას რატომაც აკეთებ! იმიტომ რომ ახლოს არავინ მოგეკაროს! შენ გეშინია ადამიანებთან სიახლოვის ბაი! ზღარბი ხარ, ჩხვლეტია ზღარბი!_ არაფერი მითქვამს. ნინა მართალი იყო. მე მეშინოდა ადამიანების ნდობის. როგორც ყველა მიტოვებულ ბავშვს, მეც არ მჯეროდა, რომ ვინმეს ვჭირდებოდი. არ მჯეროდა, რომ ჩემი შეყვარება შესაძლებელი იყო. იმ საღამოს არავის ნახვა არ მსურდა. ნინა რევაზსს შევატოვე და სახლში შესვლისთანავე ჩემს ოთახში გამოვიკეტე. ვფიქრობდი, იქნებ მეთხოვა ჰუსეინასთვის, რომ ბავშვთა სახლში წავეყვანე. ანდა თავისი კავშირები გამოეყენებინა, რომ...მოიცადე! გამინათდა გონება! არაფრის გაგება არ იყო საჭირო! მას ხომ იქვე ჰქონდა მთელი ინფორმაცია ბაია დვალზე. სიხარულით შევხტი. _ შენ, სულელო ჩემო თავო! ეს აქამდე როგორ არ იფიქრე?_ გადავწყვიტე იმავე ღამეს მის კაბინეტში შევპარულიყავი და ჩემი საბუთები მეპოვნა. დავუდარაჯდი. ჩვეულად გვიან ღამით დატოვა კაბინეტი და საძინებელისკენ გაემართა. დაახლოებით ოცი წუთიც მოვიცადე და როცა სახლში სრული სიჩუმე გამეფდა, ქურდულად გამოვიპარე ოთახიდან. კაბინეტის კარი შევაღე და მობილურის ფარანი გავანათე. სულ სათითად გადმოვაქოთე უჯრები. უამრავი ჩემთვის გაუგებარი საბუთები შემხვდა სხვადასხვა ენებზე. მათ შორის არაბულადაც. მაგრამ საერთოდ არაფერი ბაია დვალის შესახებ. თავი მოვიქექე. იქნებ სადმე სეიფი ჰქონდა? მაგრამ სეიფს როგორ გავხსნიდი? ჩემი მარტივი ხრიკები სეიფს ვერაფერს დააკლებდა. მით უფრო, თუ სეიფი თნამდროვე იყო. გაბრაზებული მის უზარმაზარ ტყავის სავარძელში ჩავჯექი და მაგიდას ხელი დავცხე. უცებ თვალში ნოუთბუქი მომხვდა. თვალები მოვჭუტე და გავიღიმე. _ ვნახოთ, ვნახოთ!_ ჩაბილაპარაკე და სხვისი კუთვნილი და პირადი ნივთი სინდისის ქენჯნის გარეშე გავხსენი. გამაოცა იმ ფაქტმა, რომ არავითარი პაროლი არ ედო. ფაილები გავხსენი და სქროლვა დავუწყე. უკვე მამთქნარებდა, მაგრამ ჯიუტად ვეძებდი რაიმე ხელმოსაჭიდს, რომ მოულოდნელად უცნაურ ვიდეოს გადავაწყდი. ვიდეოში სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა ჰუსეინამ მიმიზიდა. დავაწკაპე და ვიდეოც ჩაირთო. სადღაც ხრიოკ ადგილას იყო გადაღებული. უზარმაზარი სატვირთო გაეჩერებინათ გზადკეცილზე და ვიღაც დაჩოქილ არაბს ჰკითხავდნენ. ხმას ავუწიე. კაცი ლამის ტირილით ამობობდა: _ მე მხოლოდ მძღოლი ვარ! მე არაფერი ვიცი ტვირთზე!_ თან იხვეწებოდა, რომ არ მოეკლათ. ჰუსეინა კი ავტომატს თავში უმიზნებდა და უყვიროდა, ყველაფერი მოეყოლა. _ სადამ, ნახე აქ რა ხდება!_ მოისმა ნაცნობი ხმა და კადრში ახლა შოთა გამოჩნდა. ის მოღალატე შოთა, ალის ხალხმა რომ გააგორა. სადამმა მძღოლს ზურგი შეაქცია და სატვირთოს უკან მოუარა. კარის ცალი ფრთა გაეღოთ და შიგნით ინტერესით იხედებოდნენ სადამის თანამებრძოლები. უცებ მეორე კარიც გააღეს და სატვირთოდან რევაზი ჩამოხტა ხელში მოზრდილი ყუთით. კამერამ ყუთის შიგთავსი დააფიქსირა, სახვევები წამლები ბამბები და ათასი რამ იყო, _ ეს რა ჯანდაბაა? ნუთუ შევცდით?_ გაისმა სადამის არაბულად ნათქვამი. _ რა შევცდით ძმაო! მანქანა სავსეა ქალებით, ეს ვითომ ჰუმანიტარული მისიაა, სამ რიგად ყუთებია ჩამწკრივებული , ადი და ნახე!_ უპასუხა გორილამ. დავიძაბე. რა ქალები? ნუთუ ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალები?! სადამი მანქანაზე ახტა და კამერაც აჰყვა. მჭიდროდ ჩაწყობილი ყუთები მიყარ_ მოყარა და ფანარი სიბნელეში შეანათა. სიმწრით და სიბრაზით გამაკანკალა. სიბნელიდან რამდენიმე ათეული შეშინებული და დამრგვალებული თვალი იყურებოდა. ქალები სხვადასხვა ეროვნების და უმეტესად სულ ნორჩები და ლამაზები იყვნენ. მაგრამ გაოფლილები , გაზინთლულები და ძალაგამოცლილები. კაცმა არ იცის, რამდენი დღე იყვნენ იმ დახუთულ სატვირთოში. უწყლოდ, საჭმლის გარეშე. ყველაზე საშინელება ის მომენტი იყო, როცა სატვირთოდან ერთი გარდაცვლილი პატარა ქერა გოგონა ჩამოასვენეს. _ სულ რაღაც 14 წლის ყოფილა ძმაო! ვერ გაუძლოო!_ მძიმედ სუნთქავდა რევაზი. სახე დაეძაბა სადამს. _ ეს ძაღლები!_ ჩაილაპარაკა და უკან სატვირთოს მძღოლს მიუბრუნდა, რომელიც დამფრთხალი აცეცებდა თვალებს. წიხლით შესდგა იმ არაკაცს და აქ გაწყდა ვიდეოც. საფეთქლებზე ხელები მოვიჭირე. სიბრაზემ აავსო ჩემი გონება. 14 წლის გოგონა, სადღაც უდაბნოში მოკვდა. დედის და მამისგან შორს და მისმა მშობლებმა ალბათ ვერც კი დაიტირეს. მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც პედოფილ მილიონერს ასე სურდა. და რომ არა გიგა და მისი ბიჭები დანარჩენი 45 ქალიც მის ბედს გაიზიარებდა, ან კაცმა არ იცის, იქნებ უარესიც ელოდათ და სიკვდილი სანატრელი ჰქონოდათ. _ ახლა გესმის ჩემი? ხვდები, რატომ ვერ დავბრუნდით?!_ მომესმა მისი ბოხი ხმა და შეშინებული შევხტი. _ აქ ხარ? რამდენი ხანია აქ ხარ?_ ვკითხე გაოგნებულმა. გამიკვირდა მისი მოსვლა რომ ვერ გავიგე. გაეცინა. _ რას ეძებ? იქნებ დაგეხმარო!_ მკითხა და მაგიდასთან მოვიდა. _ დედაჩემს!_ ვუპასუხე ჩემდა მოულოდნელად. _ დედაშენს!_ ჩაილაპრაკა მან._ მისმინე ბაია , არის რაღაცეები, რასაც ჯობია შეეშვა! _ გამოდის, იცი სადაცაა? იცი ვინცაა?_ ხელები ამიკანკალდა. ავდექი და მის წინ დავდექი. _ მითხარი, ვინ არის დედაჩემი! _ მამაცი ბაია!_ გაეღიმა და ბავშვივით მომეფერა. _ ნეტავ შემეძლოს ეს ყველაფერი აგარიდო,მაგრამ ვიცი, არ გაჩერდები! სანამ ყველაფერს არ გაიგებ ვერ მოისვენებ! მაგრამ შენ ძლიერი გოგო ხარ და ყველაფერს გადაიტან! ყველაფერს გაუძლებ! ხომ ასეა?_ ისე მელაპარაკებოდა თითქოს ჰიპნოზს მიკეთებდა. თან ლოყაზე მეფერებოდა და მისი სიტყვები ძილს მგვრიდა. _ რას აკეთებ?_ ვკითხე გაოცებულმა. _ შენ დაიღალე ჩემო პატარა, შენ ძალიან დაიღალე!_ ხელები მომხვია და ოდნავ დამარწია. _ მართალი ხარ, მე ძალიან დავიღალე!_ გავიმეორე მისი სიტყვები. ხელში ამიყვანა და ჩემს საძინებელში ნახევრად მძინარე დამაბრუნა. მასთან თავს მშვიდად და დაცულად ვგრძნობდი. _ დარჩები ჩემთან?_ ვკითხე ჩურჩულით. _ არ შემიძლია!_ მითხრა მან, მაკოცა და ოთახიდან გავიდა. მივხვდი ახლოს იყო ის წამი, როცა მე სიმართლეს გავიგებდი და დავმშვიდდებოდი. დილით კარგ ხასიათზე გავიღვიძე. ფანჯრიდან ეზოს გადავხედე და დობორას და ბომბორას მოვკარი თვალი. განა მარტო ესენი, მამამისის ყველა ცხოველი აქ გადმოეყვანა ამ არანორმალურს. სირბილით ჩავედი ეზოში. _ აბო ძია, ძაღლები!_ შევეხმიანე აბოს. _ ხო შვილო, ღამით მოუყვანიათ და დღეს ეზოში დამხვდნენ. ცხენიც კი წამოუყვანია ჩემს კარგ შვილს!_ უხაროდა მოხუცს. გიგაზე ვფიქრობდი, გრძნობების გამოხატვა უჭირდა ამ მრავალჭირნახულ კაცს. ვინ იცის, რა საშინელებები ნახა ჯერ ომში და შემდეგ კი გატაცებული ქალების დევნაში. სიფაქიზისთვის და სინაზისთვის ადგილი აღარ იყო მასში. და ამას ყველაზე მალე და უკეთ აბო მიხვდა. ერთი სიტყვითაც კი არ უკითხავს არაფერი. იმ პირველი დღის შემდეგ. საყვედურიც კი არ გამოუხატავს. ისე ზრუნავდა ჩვენზე ყველაზე, თითქოს ყველას მშობელი თავად იყო. მამა_ შვილი იშვიათად საუბრობდა. მთელი დღის მანძილზე ორ სამ სიტყვას თუ გაცვლიდნენ. დილით რომ გავიდოდნენ ჰუსეინა და გორილა საღამომდე არ ბრუნდებოდნენ. დაცვა კი წამით არ ტოვებდა ეზოს და სახლის მიმდებარე ტერიტორიას უყურადღებოდ. ფაქტია, რაღაცას ელოდნენ. მაგრამ რას? ერთ დღეს მოსვლა შეაგვიანდათ. დაახლოებით თერთმეტ საათზე ძაღლების გაავებული ყეფა ატყდა სახლის უკან. ეზოში გრილოდა და ხის ქვეშ ვიჯექით. დაცვის ბიჭები სწრაფად გაიქცნენ უკან. ჭიშკართან დარჩენილმა ერთი კი დაგვიძახა: დროზე სახლში შედითო, მაგრამ უკვე გვიანი იყო. იარაღმომარჯვებული ნიღბოსნები შემოცვივდნენ ეზოში. იარაღის მუქარით და აბოსა და ნინას სიცოცხლის ხელყოფით დამემუქრა ერთი მათგანი, ალბათ მათი მეთაური და ეზოდან გამიყვანა. ეჭვიც არ შემპარვია, ეს ყველაფერი ალის ნამოქმედარი იყო. _ არავის არაფერი დაუშაოთ!_ ვთხოვე მე მეთაურს._ წუნააღმდეგობას არც კი გაგიწევთ! უბრალოდ არავის არაფერი დაუშავოთ! ლამის ვემუდარებოდი. მაგრამ აბომ გამოიწია ინსტიქტურად და ერთერთმა მათგანმა ავტომატის კონდახი შიგ ბეჭებში ჩასცხო. აბო ჩაიკეცა, ნინამ კივილი დაიწყო. _ თავი დაანებეთ! გაუშვით!_ ავკივლდი მეც და აბოსკენ გავიწიე. _ შეწყვიტეთ!_ გაისმა მეთაურის ბრძანება. _ მივდივართ!_ რომელიღაცამ მკლავებით შემბოჭა და ეზოდან გამიყვანა. საკუთარ თავზე არ მიფიქრია, მხოლოდ იმ მიზეზზე ვფიქრობდი, თუ რატომ იგვიანებდა გიგა. აშკარა იყო, მასაც ხიფათი სჭირდა. ამის გააზრებამ გული მატკინა. ვინანე, რომ მაშინ ის დანა გულში არ დავარტყი ალის. საკუთარ თავს პირობა მივეცი, რომ თუ შანსი მომეცემოდა, შეცდომას აღარ დავუშვებდი. შავი დაბურული მანქანებით დავტოვეთ ჰუსეინას სახლი. ფარებიც კი არ აუნთიათ, ისე იარეს რამდენიმე კილომეტრი და ბოლოს ტრიალ მინდორში გაჩერდნენ, რომელსაც, რიგორც სიბნელის კონტურებით ვარჩევდი, ტყე ეკრა გარს. მანქანიდან ჩამომსვეს და მარტო დამტოვეს. თუმცა ჩემთვის ხელების გახსნა აზრად არავის მოსვლია. მანქანები დაქოქეს და მინდორი დატოვეს. მიმოვიხედე, უმთვარო ღამე იყო და არაფერი ჩანდა. ავდექი და საიდანაც მანქანებით მოვედით ისევ იმ გზას დავადექი. მოულოდნელად წინ მანქანის ფარები აინთო. მკვეთრმა სინათლემ თვალი მომჭრა. ხელის გული ავიფარე სახეზე. _ სალამი ბიძაშვილო!_ მომესმა ნაცნობი საძაგელი ხმა. _ საით გაგიწევია ლამაზო? შენთვის არ უთქვამთ, რომ ღამით მარტო სიარული საშიშია ლამაზი გოგონებისთვის?_ სიცილით გადმოვიდა მანქანიდან. _ წამოდი გაგიყვან! _ რამდენმე ნაბიჯით უკან დავიხიე. გაეცინა. _ ყველაფერს ნუ გავართულებთ! შენი ნებით მოდი ჩემთან! _ ტუჩები ამაზრზენად მოილოკა. კიდევ უფრო დავიხიე უკან. ახარხარადა. _ მაშინ გაიქეცი! მიდი, ჰო, გაიქეცი!_ წამით ვუყურე არეულ თვალებში, ზურგი ვაქციე და მთელი ძალით გავიქეცი. მცდელობას, რომ თავი გადაირჩინო ყოველთვის აქვს აზრი. დანებება კი გამოსავალი არასდროს გეგონოთ. ხელებშეკრული უმისამართოდ გავრბოდი. უკან კი იმ გიჟის ხარხარი მომდევდა. _ გაიქეცი ბაჭია , გაიქეცი!_ ოჰო, ნაკითხიც ყოფილა ეს არანორმალურიმეთქი, ვფიქრობდი და თავს არ ვზოგავდი. გაგონილი მქონდა, იმ არაადამიანების ჯგუფზე, ადამიანებზე ნადირობა გასართობად რომ მიაჩნდათ. აშკარა იყო, არც ალისთვის იყო ეს "გასართობი" უცხო ხილი. უცებ ძაღლების ყეფა მომესმა და გულმა ისე მომიჭირა, კინაღამ გადამიყოლა. თუმცა გაჩერება არც კი მიფიქრია. ახლაღა გამახსენდა, რაღაც დახეული წითელი ნაჭერი რომ ეკავა ალის ხელში. მივხვდი, იმ მთის სახლში მიტოვებული ჩემი კაბა იყო. დაღმართს დავუყევი სირბილით. შეკრული ხელები კოორდინაციაში ხელს მიშლიდნენ. ფეხი წამოვკარი და დავგორდი. ყველაფერი ძალიან მტკიოდა. მაგრამ ტკივილს ყურადღება არ მივაქციე. ფეხზე ავდექი და ხეებისკენ გავიქეცი. ტრიალ მინდორზე გადარჩენის შანსი არ მქონდა. ნუთუ ძაღლებს დააგლეჯინებდა ეს გიჟი ჩემს თავს?! ზარივით რეკდა თავში ეს საშინელი ფიქრი და ადრენალინს მჩუქნიდა შიშით დამფრთხალი ჩემი სხეული. ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი, ორიენტაციის გარეშე როდემდე ვირბენდი? წყლის ხმა მომესმა და მისკენ გავიქეცი. ისევ მდინარე თუ მიშველიდა. მაგრამ ეს უბრალო მდინარე კი არა, მთის გადარეული წყალი იყო. მაღალი ქვიანი ნაპირებით. ბეგთან გავჩერდი. არც ისე კარგი მოცურავე ვარ, მით უფრო ხელებშეკრული. ძაღლების ყეფა უკვე ყურთან მესმოდა. იქით სიკვდილი, აქეთ სიკვდილი. გავიფიქრე, ჯობდა ნაკლებ მტკივნეული გზა ამერჩია ამ ორ მწირ არჩევანს შორის. ძაღლებისგან დაგლეჯვას, ისევ დახრჩობა ვარჩიე. _ესეც ადამიანის თავისუფალი არჩევანი!_ გამეცინა მწარედ. სამი უზარმაზარი ნაგაზი გამოვარდა ხეებიდან და ალყაში მომაქციეს. სულ მთლად ნაპირისკენ გავიწიე. ძაღლებმაც კი იგრძნეს, კარგს არაფერს ვაპირებდი და ღრენით გაჩერდნენ, თუმცა თვალს არ მაცილებდნენ. მალე მათი არანორმალური პატრონიც გამოეყო სიბნელეს. ხელში ისევ ჩემი კაბის ნაფლეთები ეჭირა. _ რას აკეთებ?_ შეცბუნდა, როცა დამინახა, რომ გადასახტომად მზად ვიყავი. _ კარგი, კარგი! მოდი დავმშვიდდეთ! _ ხელი გამაფრთხილებლად ასწია. _ გეხუმრე ბაია! უბრალოდ გეხუმრე!_ დაიტკბო ხმა. _ხოო, მაგარი სასაცილოა!_ ვუპასუხე ირონიულად. _ ესენი არაფერს დაგიშავებდნენ!_ მატყუებდა თუ დამცინოდა? _ რა გინდა ჩემგან ალი?! რას მერჩი?_ გიჟებს არაფერი არ უნდა ჰკითხო. მით უფრო, თუ სიგიჟესთან ერთად კარგი მანიპულატორებიც არიან. _ არაფერი! მხოლოდ სახლში უნდა დაგაბრუნო! გეფიცები!_ მასთან ურთიერთობის გამოცდილება რომ არ მქონოდა, იქნებ კიდევაც დამეჯერებინა. _ რას მეფიცები?_ მართლა გამეცინა_ დედიკოს?! სიბრაზით კბილები გაახრჭიალა. _ თუ გადახტები, ხელებშერული ხარ, მოკვდები! ხომ გესმის ამდენი? წამოდი ჩემთან! _ ხელი გამომიწოდა და ნაბიჯით მომიახლოვდა. _ არ მომიახლოვდე!_ ვუყვირე გაცოფებულმა. გაეღიმა, ეგონა ვერ გავრისკავდი და თამამად წამოვიდა. _ შენ ჩემი ხარ აიდა!__ მაინც თავისას მიერეკებოდა. სხვა გზა აღარ მქონდა, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და მდინარეში გადავხტი. _ აიდააა!_ აღრიალდა ის ქაჯი, მაგრამ გადმოყოლა ვერ გაბედა. ლაჩარი! წყალი ქვებზე მახეთქებდა. ვცდილობდი თავი გადამერჩინა, მაგრამ ძალა მეცლებოდა. ვგრძნობდი მალე ყველაფერი დამთავრდებოდა, მაგრამ დანებებას ბოლო წამამდე არ ვაპირებდი. როგორც კი წყალი მაღლა მაგდებდა, ჰაერს ღრმად ვისუნთქავდი და მანევრირებას ვცდილობდი. სხეული ისე დამეჟეჟა, ისე მტკიოდა, რომ ალბათ სწორედ ეს ტკივილი არ მაძლევდა გათიშვის საშუალებას. თუმცა ბოლოს, როგორც მოსალოდნელი იყო, წყალმა ჩამაყურყუმალა და ბეჭებით მთელი ძალით შემახეთქა ლოდზე, ბოლო რაც გავიფიქრე ის იყო, რომ ჰუსეინას ვეღარასდროს ვნახავდი. გონზე რომ მოვედი, უცებ ვერაფერი გავიხსენე. თვალები გავახილე და თეთრ მოჩუქურთმებულ ჭერს უაზროდ ავაჩერდი. მერე ერთბაშად ამიტანა საშინელმა ტკივილმა და ტკივილისგან დავიკვნესე. _ გონს მოვიდა! თვალი გაახილა!_ მომესმა ხმა და ხმას მივადევნე თვალი. დავინახე ვიღაც თეთრხალათიანი როგორ გავარდა ოთახიდან. წამში სხვა ალბათ ექიმები შემოცვივდნენ. ერთმა ქუთუთო ამიქაჩა და პატარა ფარანი ჩამანათა. შემაწუხებელ სინათლეს თვალი ავარიდე. _ მტკივა!_ დავიჩურჩულე ძლივს. მეორემ ნემსით რაღაც შეუშხაუპუნა მკლავში დადგმულ სისტემას და ტკივილმა თანდათან დამტოვა. _ სად ვარ?_ ვიკითხე, მაგრამ პასუხი არავინ გამცა. თუმცა თავს ისე დამტრიალებდნენ, თითქოს ვიღაც ძალიან მნიშვნელოვანი პერსონა ვიყავი. ეს ჭერიც საავადმყოფოს არაფრით ჰგავდა. _ სად ვარ?!_ უფრო ხმამაღლა დავსვი შეკითხვა. _ დამშვიდდით, თქვენი ნერვიულობა არ შეიძლება!_ გამიღიმა ერთმა მათგანმა. _ სად ვარ, ამის დედაც!_ მომეშალა ნერვები და წამოდგომა დავაპირე. _ არ შეიძლება! დამშვიდდით!_ გამაკავეს და წინააღმდეგობის მიუხედავად, კიდევ ერთი ნემსი გამიკეთეს. წამალმა მაშინვე დაიწყო მოქმედება. მოვდუნდი და თვალები დამეხუჭა. _ სადამი სადაა, სადამ!_ ვეძახდი იმ ერთადერთ ადამიანს, ვისი იმედიც თურმე მქონდა. მაგრამ ძილს თავს ვეღარ ვართმევდი. გაბლანდულად ვხედავდი, როგორ შემოაბიჯა ვიღაც ქალმა, როგორ პატივით შეეგებნენ ეს ექიმები და ქალბატონოთი მიმართავდნენ წელში მოკაკვულები. _ ვინ ჯანდაბა ხარ?_ ჩავიჩურჩულე მე. _ დედაშენი, ჩემო კარგო! მე დედაშენი ვარ!_ მომელანდა თუ მართლა ეს მიპასუხა, უკვე აღარ ვიცოდი. წინააღმდეგობის თავი აღარ მქონდა. ამოვიოხრე და ძილს დავნებდი. 10 ვისაც ზღაპრების სჯერა, ის ყოველთვის პოზიტიურად არის განწყობილი. ყველაზე მძიმე და უცნაურ მდგომარეობაშიც სასწაულის იმედად რჩება და ეს იმედი აძლიერებს. მაგრამ მათ გულებში, ვისაც ჩემსავით ბევრჯერ უღალატეს ზღაპრებმა, ოპტიმიზმისთვის ადგილი აღარ რჩება. სანამ თვალს გავახელდი, გონებაში ზარივით რეკავდა სიტყვები: " მე დედაშინი ვარ!" ნუთუ ასე ძალიან ვგავდი კონკიას, რომ სწორედ საჭირო წამს და საჭირო ადგილას ჯადოსნური ფერიასავით გამომეცხადა და გადამარჩინა დედაჩემის ლანდმა?! კარგი, ვთქვათ აბოს შემთხვევაში გამიმართლა, მაგრამ დავიჯერო იმდენად მზრუნველი ანგელოზი მიცავდა, რომ გასაჭირში ჩავარდნილს მუდამ ხსნად მიგზავნიდა საჭირო ადამიანებს. ურწმუნოდ გამეღიმა და თვალი გავახილე. ისევ იმ მოჩუქურთმებულ ჭერს ავხედე. ამჯერად ოთახში მარტო ვიყავი. წამოვჯექი და უცნაური თავბრუსხვევა ვიგრძენი. ალბათ ტკივილგამაყუჩებლების და საძილე წამლების დამსახურება იყო. შევეცადე სხეულისთვის გამოფხიზლების დრო მიმეცა. მშვიდად და ღრმად ვსუნთქავდი თვალდახუჭული. შემდეგ სისტემის საკიდს ხელი მოვკიდე და ავდექი. არავისთვის დამიძახია. ოთახის ფანჯარასთან მივედი და ფარდის მიღმიდან ეზოს გადავხედე. რამდენიმე შავი ყველგანმავალი და ერთი რაღაც ძალიან ძვირფასი მანქანა იდგა. სახლი ნაძვებში და სხვა მაღალ ხეებში იყო ჩაფლული. სანატორიუმს ჰგავდა იქაურობა. ეზოში აქა იქ მიმოდიოდნენ შავებში ჩაცმული დაცვის ბიჭები. მივხვდი გაპარვა არ გამოვიდოდა. კარგით! რადგან გაცლა არ გამოდიოდა, ამ ხალხისთვის პირდაპირ თვალებში უნდა ჩამეხედა. ის იყო გამობრუნებას ვაპირებდი, რომ თვალი ალის მოვკარი. მართლა გამიკვირდა და ვერ მივხვდი, თუ ალი აქ იყო, აბა იმ ქალმა, თავს რომ დედაჩემს უწოდებდა, არ იცოდა, რომ ასეთ დღეში სწორედ ამ სულიერად ავადმყოფის გამო ვიყავი?! თვალთვალი გავაგრძელე. ალი აშკარად რაღაცას ბრაზობდა. ვიღაცას, ვინც არ ჩანდა, რადგან პარმაღის თაღი ეფარებოდა, რაღაცას გამწარებული უხსნიდა. უცებ უკან გაბრუნდა და იქვე მდგარ მანქანას მუშტები დაუშინა. მისი მოსაუბრის დანახვა მინდოდა, ოდნავ წინ გადავიწიე, მაგრამ მხოლოდ წითელ ლაკწასმული ხელი დავინახე. მბრძანებლურად რომ აღემართა საჩვენებელი თითი. ალიმ მანქანას თავი ანება და მოსაუბრეს მოუბრუნდა. მოულოდნელად ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა. გაშრა. წამით გაშეშდა და ტუჩებზე ღიმილი გაუკრთა. თვალი სწრაფად მომაშორა, წითელფრჩხილებიანს ზურგი უცერემონიოდ აქცია. ერთ_ერთ ჯიპში ჩაჯდა და ბღუილით დატოვა ეზო. ლამის ის უზარმაზარი ჭიშკარიც თან გაიყოლა, ძლივს რომ მოასწრო დაცვამ გაღება. დაცვა გვერდზე გახტა და ალის მანქანაც გიჟივით გავარდა ეზოდან. სწრაფად მოვშორდი ფანჯარას და ისევ ლოგინში ჩავწექი. როგორც ველოდებოდი, მალე ფეხის ხმაც გაისმა და კარიც გაიღო. თავი მოვიმძინარე. _რას იტყვი კახა? რატომ სძინავს ამდენი?_ ქალის ხმა ცივი და გამჭოლი იყო. მბრძანებლობას შეჩვეული და სრულიად არამეგობრული. _ ქალბატონო ანა, დამაძინებლის ბრალია. მაგრამ მალე გაიღვიძებს._ ქალი ქუსლების კაკუნით მოუახლოვდა საწოლს. ხელი ხელზე მომკიდა და წამით გააჩერა. შემდეგ გამიშვა. _ იზრუნეთ, რომ მშვიდად იყოს, როცა გაიღვიძებს!_ გასცა მითითება და ოთახი დატოვა. ექიმმა დაცლილი სისტემა ამხსნა. ნანემსარზე სამედიცინო ლენტა დამაკრო და გავიდა. წამოვჯექი. დაფიქრება მჭირდებოდა. ჯობდა თუ დამჯერე გოგოს როლს ვითამაშებდი და მათ ნდობას მოვიპოვებდი. სავარაუდოდ ალისი არ უნდა მშინებოდა აქ, მაგრამ ისე არ გამოსულიყო, რომ ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე მომსვლოდა. _ არის აქ ვინმე? _დავიძახე სუსტი ხმით. ესეც ჩემი თამაშის ერთ_ერთი ფარსი იყო. სავარაუდოდ კახა ექიმმა, მაშინვე შემოაღო კარი. _გაიღვიძეთ პატარა ქალბატონო?_ მომიახლოვდა ყალბი ღიმილით. მეც მაშინვე ავიკარი სახეზე კეთილგანწობილი ნიღაბი. ემოციების კონტროლი, ტყუილი და მანიპულაცია, ამის მეტი რა მასწავლა ბავშვთა სახლში ცხოვრებამ. თუ იქ თავის გადარჩენა მინდოდა, ხანდახან მსგავსი ხერხების გამოყენებაც უნდა მცოდნოდა. _გამარჯობა! მწყურია თუ შეიძლება!_ ვითომ წყლის მეტი არაფერი მაკლდა. ექიმმა წყალი ჩამომისხა და მომიტანა. დავლიე, სულ დავცალე. მინდოდა მეჩვენებინა, რომ ვენდობოდი. მადლობა ვუთხარი და გავუღიმე. _ უკაცრავად, მაგრამ სად ვარ, ვერ მეტყვით? _ ვკითხე მშვიდად. _თქვენ ჩვენს გამაჯანსაღებელ ცენტრში ხართ._ აჰაა, ანუ გამაჯანსაღებელ ცენტრში?! ეს რაღაც ახალი იყო! _და აქ რას ვაკეთებ?_ ვკითხე ისევ მიამიტად. _ ქალბატონო, თქვენ დახმარება გჭირდებოდათ!_ მიპასუხა, ისევ იმ გველის ღიმილით. _ შეიძლება დავრეკო?_ წამოვდექი ფეხზე. ექიმი გაფაციცებით აკვირდებოდა ჩემს ყველა მოძრაობას. _ იცით, აქ ტელეფონი არ გვაქვს! ეს ამ ცენტრის ერთ_ერთი წესია!_ სადღაც არც გამკვირვებია ეს პასუხი. _ აბა ჩემიანებს როგორ გავაგებინო, სად ვარ?_ აშკარად არ სიამოვნებდა ამ თემაზე საუბარი. _ ჩვენ გავაგებინებთ, თუ ნომერს დაგვიწერთ!_ ეს მატყუარა ესა! კარგად ვიცოდი , რომ არავისთან დამრეკი ეს არ იყო. _ შეიძლება თქვენს უფროსს დაველაპარაკო?_ ვკითხე ისევ მეგობრულად. _ ვიკითხავ ქალბატონო!_ მიპასუხა და ოთახიდან გასვლა დააპირა. _ უკაცრავად!_ მოვაბრუნე უკან,_ ის ქალი ვინ იყო? _ ვინ ქალი?_ ისე მიამიტად მკითხა , რამდენიმე წამის წინ რომ არ მღვიძებოდა, დავუჯერებდი კიდეც, რომ წამლის ზემოქმედების ქვეშ რაღაც მომეჩვენა. კარგი, ვნახოთ სადამდე ითამაშებდნენ და როდემდე მომაჩვენებდნენ თავს, რომ ჩემზე ზრუნავდნენ. ექიმი გავიდა. მე კი ისევ ფანჯარასთან მივედი და ისევ ეზოს დავუწყე თვალიერება. დაახლოებით ათი კაცი დავითვალე მარტო ჩემი ფანჯრიდან და ალბათ უკანა მხარეს კიდევ ბევრნი იქნებოდნენ. გიგა გამახსენდა. ნეტავ სად იყო? ან როგორ იყო? ან აბო? იმ ჩარტყმის შემდეგ თავს როგორ გრძნობდა? ნინაც ალბათ ჭკუაზე არ იქნებოდა. ნინა მართალი იყო! მე იმ ხალხზე ვღელავდი სწორედ ისე, როგორც ჩემს საკუთარ ოჯახის წევრებზე. ყელში ბოღმის ბურთი გამეჩხირა. რად უნდოდა ამას ბევრი მარჩიელობა, საქმე სულ იმ ქონებას უტრიალებდა გარშემო, რაც იმ მამად წოდებულმა, ცოდვიანმა კაცმა დამიტოვა. გიგაც სრულიად მართალი იყო. თუ ქონებას ოფიციალურად ჩავიბარებდი, ყველა თავს დაგვანებებდა, რადგან ყველაფერი დამთავრდებოდა. ახლა კი ზოგს ჩემი ქმრობა სურდა, ზოგს დედობა! ჰმ, საკმაოდ ძვირადღირებული ადამიანი გავხდი. წამის წინ არარაობა, წამის შემდეგ ძვირფასი ალმასი. არადა მე ისევ ის ლურჯთმიანი და თავხედი "ცუდი გოგო" ვიყავი და მეტი არაფერი. მაგრამ ეს ოხერი ფული ყველაფერს სხვა ელფერს აძლევდა. რა უცნაური რამეა ერთი ნივთის ორმაგი სტანდარტი. მაგალითად ავიღოთ, ნახშირბადი. მეტად ცნობილია მისი რამოდენიმე ალოტროპიული სახეცვლილება, როგორიცაა, მაგალითად გრაფიტი და ალმასი. მაგალითად, ალმასი არის გამჭვირვალე და უფერო, მაშინ როცა გრაფიტი არაგამჭვირვალე და შავია. ალმასი ცნობილია, როგორც ძალიან მყარი ნივთიერება, მაშინ როცა გრაფიტი არის რბილი. იმდენადაც, რომ ფურცელზე ტოვებს კვალს. მიმიხვდით რისი თქმა მინდა? სინამდვილეში გრაფიტიც და ალმასიც ერთი და იგივე რამ არის. ორივე ნახშირბადია. მე პრინცესობა არსოდეს მდომებია. მაშინ როცა ბავშვთა სახლის გოგონები თავებს კონკიებად წარმოიდგენდნენ და მხსნელ პრინცებს ელოდებოდნენ. მე უბრალოდ მსურდა ვინმეს ვყვარებოდი. ვინმეს მოვნატრებოდი. ვინმეს მოვეძებნე და სახლში წავეყვანე. მაგრამ ეს მანამდე არ მოხდა, სანამ უბრალო გრაფიტს ალმასის ფასი არ დამედო. ჯერ გავარკვევდი ვინ იყო ეს ქალი სინამდვილეში და რა ჯანდაბა სურდა ჩემგან, თუმცა ეჭვად კი ვხვდებოდი და მერე აქიდან გავიქცეოდი. თუ დამჭირდებოდა ალისაც კი გამოვიყენებდი და რისკის არ შემეშინდებოდა. ცუდი წინათგრძნობა მქონდა, ძალიან ცუდი. საღამოს ლანგრით მომართვეს ვახშამი. ყურადღება მივაქციე, რომ მხოლოდ კოვზი იდო, არც დანა და არც ჩანგალი. ალბათ არც ესენი მენდობოდნენ და სწორადაც იქცეოდნენ. მშვიდად და თვინიერად ვივახშმე. და როცა ნაცნობმა ექიმმა პატარა ერთჯერადი ჭიქით ერთი მოლურჯო აბი მომიტანა, ისიც ასევე მორჩილად გადავყლაპე. ინტერესით მაკვირდებოდა, აშკარად სურდა დარწმუნებულიყო, რომ წამალი დავლიე. მეტი დამაჯერებლობისთვის ჭიქა წყალიც სულმოუთქმელად დავცალე. ექიმმა კმაყოფილმა გამიღიმა. _ უკაცრავად და რა გაარკვიეთ? მოვიდა აქაურობის უფროსი? დღეს შევძლებ მასთან გასაუბრებას?_ ამ ცრუ ექიმმა ტუჩი ჩაიკვნიტა. მერე აფერისტულად გამიღიმა და სახვევები გადმოიღო. _ ჯერ არა ქალბატონო! როგორც კი შესაძლებელი იქნება მაშინვე გეტყვით. თავადაც სურს თქვენი ნახვა. თუ ნებას მომცემთ სახვევებს შეგიცვლით._ თავი დავუქნიე, ჯანმრთელი სხეული კი ნამდვილად მჭირდებოდა. ექიმი საქმეს შეუდგა. მე კი უცებ მოწყენილობისგან დამამთქნარა. _ გეძინებათ ქალბატონო?_ მკითხა სიხარულით. მივხვდი, წამალი, რომელიც დამალევინა, დამამშვიდებელი იყო. თავი დავუქნიე. საქმეს მოუჩქარა და ძილინებისა მისურვა. ლოგინზე წამოვწექი. და როცა მის ზურგს უკან კარი დაიხურა წამალი, რომელსაც ენის ქვეშ ვმალავდი პირიდან გამოვიღე. მივედი და უნიტაზში გულდაგულ ჩავრეცხე. ვაი ამათ პატრონს! იმდენი ფილმი კი მაქვს ნანახი, რომ მივხვდე ასეთ უცნაურ დაწესებულებაში დატყვევებულმა, არანაირი წამალი არ უნდა დავლიო! რამდენიმე დღე მე და ჩემი "ძმაკაცი" კახა ექიმი სრულ იდილიაში ვცხოვრობდით. ეზიდებოდა ვახშამს და წამლებს. მე კი მის თვალწინ ისე "ვყლაპავდი" იმ დასადებილებელ აბებს, როგორც ინდაურის ჭუკი დაკეპილ ჭინჭარს. ის მე დამცინოდა გულში, მე მას ვიგდებდი მასხრად და ვიყავით ასე შეხმატკბილებულად. ამასთან ყოველ დღე უფრო გაფანტული და მორჩილი ვხდებოდი მის თვალში, უმეტესად მეძინა. თუმცა ეს მხოლოდ მის დასანახად. რათა ყურადღება მოედუნებინა. მე კი ძალების აღდგენა მჭირდებოდა. რაც ცხოვრებაში არ მისვია და მიჭამია, იმ რამდენიმე დღეში ავინაზღაურე. დავისვენე და ემოციურად დავმშვიდდი. ვიცოდი წინ დაუნდობელი ბრძოლა მელოდა. არა მარტო ფიზიკურად, არამედ ფსიქოლოგიურადაც. და აი დადგა ის ნანატრი წამიც, ერთ საღამოს ჩემს ოთახში კომფირტული ყავისფერი ტყავის სავარძელი შემოიტანეს და ფანჯარასფან ზურგით, სწორედ ჩემი ლოგინიდან ორი ნაბიჯის დაშორებით დადგეს. მე საწოლზე წამოვჯექი და გამოშტერებული სახით და ცარიელი თვალებით. ბუდას პოზაში მჯდომმა უხმოდ დავუწყე ექთნების , და უნდა ავღნიშნო რომ უმეტესი ექთანი ძან_ღონიანი მაკაცი იყო, თვალიერება. _ ქალბატონო ბაია, ჩვენი დირექტორი, ქალბატონი ანა, გესტუმრებათ ახლა! _ კახამ ისე მოწიწებით ახსენა დირექტორიო, რომ თუ მარათლა პატივს არ სცემდა, მაშინ ძალიან ეშინოდა მისი. არ გასულა წუთი და მოხდენილი ქალი შემოვიდა, რაღაცნაირი ქედმაღლური სახით და მტკიცე ნაბიჯებით. შემოსვლისთანავე თვალი თვალში გამიყარა. სახეზე არანაირი ემოცია არ დამტყობია. გული კი გამალებით ამიბაგუნდა. ისევ ისე ლოტოსის პოზაში ვიჯექი და ოდნავ თვალმოჭუტული ვუყურებდი მას. ხელები კი საკუათარ კალთაში მქონდა ჩამალული. რათა ჩემი ნერვიულობა რამენაირად არ გაეცათ. კარგად ვიცოდი, რომ ხელები თვალების შემდეგ ყველაზე მოღალატე სხეულის ნაწილებია. ორივეს ერათად კონტროლი კი არათუ ჩემნაირ თავქარიანს, არამედ თავად ფიქოლოგიის მამებსაც კი უჭირთ. ამიტომ საკუთარი ხელები დავატუსაღე. ქალს ღია წაბლიფერი, ლამის ჩალისფერი თმა ჰქონდა. ისეთი , როგორიც მე სანამ შევიღებავდი ჯერ შავად და მერე ლურჯად. ლურჯი თვალები და ლამაზი მოყვანილობის ნიკაპი. თითქოს საკუთარ თავს ვუყურებდი მომავალში. არა სიმაღლით აშკარად არ ვგავდი, მაგრამ ვინც კარგად დაგვაკვირდებოდა ჩვენს ნათესაობაში ეჭვს აღარ შეიტანდა. ყველაფერს, ამ ქვეყნად ყველაფეს გავიღებდი, რომ ამ ლამაზი ქალის თვალებში ნანატრი სითბოს თუნდაც მისხალი დამენახა. მაგრამ მის თვალებში სიცივის მეტი არაფერი ჩანდა. სიცივის და გონიერების. ამ ქალის გაცურება ადვილი საქმე არ იქნებოდა. _ გამარჯობა ბაია!_ მითხრა მცირედი დაკვირვების შემდეგ. პასუხი არ გამიცია, რადგან არ ვიცოდი მღელვარებისგან ჩემი ხმის გაკონტროლებას თუ შევძლებდი. _ მე ანა ვარ!_ გააგრძელა, როცა მიხვდა, პასუხის გაცემას არ ვაპირებდი. _ გამარჯობა ანა!_ მივესალმე რობოტივით. და თავადაც გამიკვირდა ჩემი სიმშვიდე. _ ალბათ იცი, რომ ბაია დვალი არაა შენი ნამდვილი სახელი?_ მკითხა და დამაკვირდა. _ დიახ, მე აიდა ასადი ვარ!_ წარბიც კი არ შემიხრია. _ აიდა?_ გაეღიმა._ მე შენთვის მარიამის დარქმევა მინდოდა. ასეც მოხდებოდა, რომ არა ის ყველაფერი, რაც დაგვემართა! _ გინდათ მითხრათ რომ..._ მაინც გამიჭირდა მისთვის დედის დაძახება. _ დიახ ჩემო კარგო. მე დედაშენი ვარ. ანა მაისურაძე. მთელი ცხოვრებაა გეძებ და ახლა გიპოვნე!_ ხელები ისე გაშალა თითქოს ჩახუტებას აპირებდა, თუმცა სავარძლიდან სანტიმეტრითაც კი არ წამოწეულა. _მას შემდეგ, რაც ბაია გახდა აიდა!_ ჩემს სიტყვებზე შეცბა. და თვალებში ავი ნაპერწკალი გაუკრთა. ესეც ნანატრი შეხვედრა დედასთან. _ მე დედას აღარ ვსაჭიროებ ქალბატონო! ვფიქრობ, დააგვიანეთ!_ უარყოფა სწორედ ის სწორი რეაქცია იყო, რასაც ჩემგან ელოდებოდა ეს გაქნილი ქალი. ვუყურებდი და მის მიმართ ვერაფერს ვგრძნობდი. არც კი მძულდა. _ დრო უნდა მომცე აიდა, და ერთი შანსი! შენ ყველაფერი არ იცი! არ იცი რა გზა გამოვიარე არაბეთიდან საქართველომდე, და არც ის იცი, მას შემდეგ როგორ ვცხოვრობდი, რაც იქ დაგტოვე._ თითქოს თავი იმართლა. წამით, სულ წამით დავინახე სევდა მის სახეზე, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი, რომ მისი სიტყვების მერწმუნა. _ დარეკვა მინდა, რატომ არ მაძლევთ დარეკვის უფლებას?_ ვკითხე ჯიუტად. _ ვინ გყავს რო? ვის უნდა დაურეკო? გგონია ვინმეს ადარდებ ჩემს გარდა?_ ფსიქოლოგიურად ცდილობდა ჩემს გატეხვას. _ მე და შენ ერთმანეთის გარდა არავინ გვყავს! და ამას მალე თავადაც მიხვდები!_ მინდოდა მიმეხალა , როდის, მას შემდეგ რაც ქონებას დამათმობინებ და შენი ცხოვრებიდან თავიდან გამაპანღურებმეთქი?! მაგრამ თავი შევიკავე. ახლა არ ღირდა მისი მტრად მოკიდება. _მომწყინდა ამ ოთახში პატიმარივით ჯდომა! სუფთა ჰაერი მინდა! ან იქნებ პატიმარი ვარ?_ ვკითხე და თვალებში ჯიქურ შვხედე. _ არა საყვარელო, რას ამბობ! უბრალოდ სუსტად იყავი და ამიტომ, ჩვენ ძალიან ვზრუნავთ შენზე. კახა ექიმი მთლიანად შენს განკარგულებაშია. ეზოში გინდა გასვლა? თუნდაც ამ საღამოსვე. გავცემ განკარგულებებს. ოღონდ გთხოვ, შენივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ეზოს ნუ გასცდები!_ ისე მთხოვდა, თითქოს რომ მეცადა, სადმე გამიშვებდნენ. გამეცინა მის ტყუილებზე. _ და ბოლოს, მაინტერესებს, როგორ მიპოვნეთ?_ ეს მართლა მაინტერესებდა. იმ მდინარიდან ვინ და როგორ ამომიყვანა. _ ჩვენ ალის ვუთვალთვალებდით, შენს ბიძაშვილს, ვიცოდით შენს კვალზე გაგვიყვანდა. და ასეც მოხდა. მაგრამ კინაღამ დავაგვიანეთ. შენ რომ რამე მოგსვლოდა საყვარელო, საკუთარ თავს არასდროს ვაპატიებდი!_ მისი ხმა გულწრფელად ჟღერდა, იქნებ მართლაც ვერ დაუშვებდა ჩემს დაკარგვას, მე ხომ რამდენიმე ასეული მილიონი ვღირდი. ჰოო, ფული ჯოჯოხეთს ანათებს. და ზოგჯერ ჯოჯოხეთიდან უკან დედამიწაზე დასაბრუნებელი ბილეთიც კი ხდება. იმ საღამოსვე გამიყვანეს ეზოში. ყველაფერს ყურადღებით ვათვალიერებდი და ვიმახსოვრებდი. დაწესებულება მართლაც სანატორიუმს ჰგავდა. დაახლოებით ორმოცდაათი პატარა ოთახი იყო მეორე სართულზე და ყველას კარი მჭიდროდ იყო გამოკეტილი. დამაინტერესა, თუ ჰყავდათ ჩემს გარდა სხვა "მადლიერი" პაციენტები, მაგრამ შემოწმება ვერ მოვახერხე. ლამაზი მარმარილოს კიბით დაბლა ჩამომიყვანეს, ბეჭებზე შალი მომახურეს და გამეცალნენ. ასე და ამგვარად, როგორც სჩანს, საკუთარი დედის ტყვე ვიყავი. ვიჯექი და ვფიქრობდი. აი ფიქრს კი არავინ მიშლიდა და მიკრძალავდა. მთელი ცხოვრება, ჩემში მცხოვრები შინაგანი ბავშვი დედას ელოდა. ელოდა საპატიებელ მიზეზს და თავიდანვე მზად იყო ეს მიტოვება ეპატიებინა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სულ ტყუილი იყო მისი მოლოდინები. და მე რომ "ცუდი გოგო" არ ვყოფილიყავი, ახლა ალბათ გული ათას ნაწილად დამემსხვრეოდა. მაგრამ როგორც გიგამ თქვა, მე ძლიერი გოგო ვიყავი, ძლიერი და უშიშარი. თუ არ ვიყავი, უნდა მეცადა მაინც, რომ ვყოფილიყავი. შალი მოვიხვიე. აქ საკმაოდ გრილოდა, ნეტავ ტერიტორიულად სად ვიყავით? დაცვას რამდენსაც გავესაუბრე ხმა არავინ გამცა. ხან ქართულად ვცადე, ხან ინგლისურად, მაგრამ სიტყვა ვერავის დავაცდენინე. იდგნენ და ზემოდან დამჩერებოდნენ. ალბათ საკმაოდ კარგად უხდიდნენ ხელფასს, და ამიტომაც მითითებებს ზუსტად იცავდნენ. ყოველ საღამოს შემოდიოდა ქალბატონი დედაჩემი და ჩემი გულის მოგებას ცდილობდა. თან ნაწილ_ნაწილ მიყვებოდა საკუთარ ისტორიას. _ თექვსმეტი წლის ვიყავი, ლამაზი , მაგრამ ძალიან ღარიბი. მამაჩემი მკაცრი კაცი იყო. თავისებურად ტრადიციული და გაუნათლებელი. თუ რამე არ მოეწონებოდა, ან თუ ჩვენი წუწუნი შეაწუხებდა, არც ხელის აწევას ერიდებოდა. დედა, დედა ერთი საწყალი, უბირი ქალი იყო. ქვაბების ხეხვა და საჭმლის კეთება, აი ეს იყო მისი მთელი თვალსაწიერი. მე კი უკეთესი ცხოვრება მსურდა. მეზობლის ტელევიზორში თვალმოკრული ცხოვრება მინდოდა. მაგრამ ვიცოდი, ჩემთვის არასდროს არაფერი შეიცვლებოდა. ერთ დღეს მამაჩემმა ლამის თავისი ასაკის კაცი მოიყვანა და მითხრა, რომ მასზე უნდა გავთხოვილიყავი. _ მერე სკოლა?_ მეტის ვერაფრის კითხვა ვერ გავბედე. _ სკოლა რა საჭიროა? მას ყველაფერი აქვს. არაფერი არ გექნება სანერვიულო. მაშ რად გინდა სწავლა? შენ მხოლოდ კარგი ცოლობა და ბავშვების გაჩენა გევალება!_ მკაცრი და შეუვალი ხმა ჰქონდა მამაჩემს. ის კაცი შვათვალიერე. საერთოდ არ მეცნობოდა. მანამდე არასდროს მენახა. _ მამა არ მინდა გათხოვება!_ ხმის კანკალით ვთხოვე. რადგან მეშინოდა უცნობი მომავლის. _ აბა რა გინდა? ვიცი მე თქვენი სურვილები! აეტორღიალები ვინმე მათხოვარს და მომჭრი თავს! როგორც ვთქვი, ისე იქნება!_ მუშტი დაარტყა მაგიდას მამაჩემმა. დედას გავხედე. თავდახრილი იდგა. და გაქათქათებულ გაკრახმალებულ ჩაის ტილოს ხელებში აწვალებდა. სიტყვა არ უთქვამს შვილის დასაცავად. ან რას იტყოდა? მე ხომ მისი პირადი სირცხვილი ვიყავი. ნანატრი ვაჟის მაგივრად რომ გოგოდ დავიბადე. იმ კაცსაც არაფერი უთქვამს. დუმდა და ისე მათვალიერებდა, როგორც საქონელს ათვალიერებდნენ მეზობელი გლეხები ბაზარში. არც ქორწილი გვქონია და არც არაფერი მსგავსი. ის თანხა, რაც ქორწილში უნდა გაფლანგულიყო, როგორც მამაჩემმა ბრძანა ჯობდა ოჯახს მოეხმარა. არც ჩემს მოავალ ქმარს გაუპროტესტებია. მამას ფული ჩაუთვალა, მანქანაში ჩამსვა და გზას გავუდექით. მამას რომ სცოდნოდა, სინამდვილეში რასაც ცხოვრება მიმზადებდა, ნეტავ მაინც გამიმეტებდა?! ფანჯარასთან მიკუჭული ვიჯექი , გარეთ ვიხედებოდი , მაგრამ ვერაფერს, საერთოდ ვერაფერს ვერ ვხედავდი. მოულოდნელად იმ კაცმა ხელი მუხლზე დამადო. გავშეშდი. განძრევაც ვერ გავბედე. ნაზად მომითათუნა და ოდნავ ზემოთ ააცურა. შევხტი შეშინებული და უარესად ავეკარი კარებს. _ არავინ შეგხებია ჯერ არა?_ გაეცინა მას და ხელი მომაშორა. _ გამიმართლა, სარფიანად გაგასაღებ!_ მე კი არ მითხრა, წინ გადაშლილ გზას უთხრა. ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. მაგრამ მთავარი ჩემთვის ის იყო, რომ თავისი ბინძური ხელები მომაშორა. იმ საღამოს ერთ მიყრუებულ ქუჩაზე, წითელი აგურის ძველ შენობაში მიმიყვანა. ვიღაც წვერებიან მახინჯ ქალს ჩემი თავი ჩააბარა და უთხრა: _ პრემიუმ საქონელია და თვალის ჩინივით გაუფრთხილდიო!_ რას ნიშნავდა პრემიუმ საქონელი მხოლოდ მოგვიანებით გავიგე, როცა სამ ჩემსავით დამფრთხალ გოგონასთან ერთად გამომკეტეს სარდაფის ოთახში. _ შენც ქალიშვილი ხარ არა?_ მკითხა წითურმა ლამაზმა გოგომ, შედარებით თამამმა. არაფერი მიპასუხია. კუთხეში მივიყუჟე. _ მე თამთა მქვია, ეს მაიაა, ეს ლეილა. შენ რა გქვია? _ ანა!_ ვუთხარი ჩამწყდარი ხმით. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი, რა ჯოჯოხეთი ტრიალებდა ჩემს გარშემო. დაახლოებით ერთ კვირაში გადაგვანაწილეს. მე და თამთა ერთად მოვხვდით. როგორც უმაღლესი კლასის გოგონები. და კიდევ რამდენიმე კალმით ნახატ სხვა გოგონებთან ერთად დაიწყო ჩვენი ლამის ორ კვირიანი ან იქნებ მეტიც, მოგზაურობა. სატვირთოში შეგვყარეს და გზას გაგვიყენეს. მხოლოდ სამ დღეში ერთხელ გვაწვდიდნენ წყალს და საკვებს, იმდენს რომ სასიცოცხლოდ გვყოფნოდა . დუღდა იქაურობა და ყარდა, რადგან იმ სატვირთოშივე ვისაქმებდით. მე და თამთა ისე დავახლოვდით, როგორც ღვიძლი დები. ერთმანეთი რომ არ გვყოლოდა იმ საშინელ გზას ვერ გადავიტანდით. ერთ დღეს, როგორც იქნა, სატვირთო გაჩერდა. კარი გაიღო და დღის სინათლე დავინახეთ. ლასლასით ჩამოვედით სატვირთოდან. ერთმანეთს ვეხუტებოდით შეშინებულები. მაშინ პირველად ვიხილე არაბები. სიცხის მიუხედავად იმ უცნაურ თავსაფრებში და გრძელ პერანგებში. გაოცებული ვათვალიერებდი მათ. და ოდესღაც ზღაპრებში წაკითხულ არაბ ლამაზ და მამაც პრინცს, ამაოდ ველოდი. თუმცა რატომ ამაოდ?!_ წამით გაჩუმდა წყალი მოსვა და ჩაახველა. _ ხომ არ დაგღალე ძვირფასო? _ მკითხა. მე უარის ნიშნად თავი გავუქნიე. ვიცოდი, რომ ისიც მსხვერპლი იყო ოდესღაც და ამიტომ მისი პირით მოყოლილი ამბავი, ბევრად უფრო შემზარავი და საშინელი იყო. თუმცა მოჯადოებულივით ვუსმენდი. _ ვიღაც ქალს ჩააბარეს ჩვენი თავი. უხეში და საძაგელი იყო. ცხოველებივით გვექცეოდა. მუჯლუგუნებით შეგვყარა საერთო აბანოში და გაშიშვლება გვაიძულა. სათითაოდ შგვამოწმა მართლა ვიყავით თუ არა პრემიუმ კლასი. _ ისევ გაჩუმდა. თვალები ზიზღით და ტკივილით ჰქონდა სავსე. _ შენ იცი როგორ ამოწმებენ პრემიუმს?_ უარის ნიშნად თავი გავუქნიე. მან კი ორი თითი, საჩვენებელი და შუა, მაღლა აღმართა შეტყუპებული. ფეხები გაშალა და ხელის მოძრაობით ამიხსნა. გამაჟრჟოლა. _ მე სულ რაღაც 16 წლის ვიყავი, არათუ სხვა შემხებოდა, თავადაც კი არ მქონდა საკუთარი თავი და სხეული ბოლომდე შესწავლილი. იმ კუდიანმა კი საძაგელი ღიმილით პირველი ტკივილი მომაყენა. პირველი სირცხვილი და პირველი შეყრაცხყოფა. უმწეობისგან ვღმუოდი, მაგრამ არავითარი ხსნა ჩემთვის არ იყო. მეორე ღამეს, გრძელი თხელი პერანგებივით მოსასხამები დაგვირიგეს და ჩაცმა გვაიძულეს. იმ როკაპმა წინ გაგვირეკა და ბნელ დარბაზში შეგვყარა, სადაც მხოლოდ შუაში ჩამოდიოდა ჭერიდან სინათლე. ჯერ თამთას ჰკრა ხელი და იმ განათებულ წრეში შეაგდო. თამთა ამაყად იდგა, წვეთი ცრემლი არ ჩამოვარდნია. გარშემო ჩურჩული ისმოდა. შემდეგ მეც მაიძულა სინათლეში გასვლა . მოულოდნელად ორივეს შემოგვაცალა ის გამჭვირვალე პერანგები და სრულიად დედიშობილა დაგვტოვა. საკუთარი გრძელი თმები მოვიფარე მკერდზე. ოთახს ჩურჩულმა გადაუარა. ცოტა ხანში როკაპმა ხალათები მოგვაყარა და ოთახი დავტოვეთ. თუმცა არც იქ აღარ დავბრუნებულვართ, სადაც მანამდე ვიყავით. მდიდრულ მანქანაში ჩგვსხეს და ისეთ სასახლეში მიგვიყვანეს მხოლოდ წარმოსახვებში რომ წარმოგვედგინა. _ მისმინე ანა! ძლიერი იყავი! არ დანებდე. დრო მოვა და ჩვენ აქაურობას დავტოვებთ! დამიჯერე! _ შემანჯღრია თამთამ. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, შემდეგ ლამის ერთი წელი მე თამთა ერთმანეთს აღარ შევხვედრივართ. მსოფლიოს ყველა გოგოს ნაცვლად მე ამისრულდა ოცნება!_ ჩაიცინა ანამ სარკასტულად. _ პრინცს შევხვდი! დიახ ძვირფასო! ჩემი თავი მამაშენს ასადს აჩუქეს. მას კი მართლაც მოვეწონე. თუმცა არც ამით გამიღიმა ბედმა, სულაც პირიქით. მისი მრავალრიცხოვანი ცოლების თუ საყვარლების ზიზღის და მტრობის საგანი გავხდი. თითქოს ერთი წამით მაინც მინდოდა ან მიხაროდა მათი ბებერი ქმრის ალერსი და ყურადღება. თუმცა სიყვარული არაფერ შუაში იყო. მე მათი საძაგელი ჯიშის გაკეთილშობილება მევალებოდა . როგორც ეს ხდებოდა საუკუნეების წინ. როგორც მაშინ, დღესაც მსოფლიო ბაზარზე ქართველი ქალი ყველაზე ძვირი ღირს და ყველაზე კარგად იყიდება. ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. 11 _თამთა ჩემზე ბევრად ძლიერი და გაბედული იყო. მაგრამ ორი საშინელებიდან მას უარესი ერგო. ეს ჯამალი იყო, ასადის ძმა!_ მის გახსენებაზე გააჟრჟოლა. _ ასადის ძმა ნამდვილი მძორი იყო. ორჯერ მხვდა პატივი, ჰიჯაბში გახვეულს, მომეკრა მისთვის თვალი. დაახლოებით 55 წლის, მახინჯი სხეულის და ამაზე მახინჯი სულის პატრონი მონსტრი. საკუთარ ბედს ვლოცავდი, რომ მის ნაცვლად ასადს არგუნეს ჩემი თავი. არც ასადი იყო ზღაპრული პრინცი, მაგრამ ქალებს მაინც არ სცემდა. როგორც იმ ჭორებიდან ვიცოდი, ქალები რომ ავრცელებდნენ, ჯამალი ადამიანი კი არა ნამდვილი ცხოველი იყო. სიამოვნებას ქალების ცემით, მათი დასისხლიანებით და მათზე ძალადობით იღებდა._ ალი გამახსენდა, ეტყობა ეს მახინჯი გატაცებები მამის გენებიდან ერგო. _ მაგრამ ქალები ამბობდნენ, რომ წითური ალქაჯიც სწორედ მისნაირი აღმოჩნდა. რომ ჯამალი მოაჯადოვა და ბოლოს, მისი გულის მბრძანებელიც კი გაახდა. იმდენსაც მიაღწია , რომ ქმარი სასახლის დატოვების უფლებასაც კი აძლევს შიგადაშიგ დაცვის თანხლებითო. არაბული კარგად არ მესმოდა, მაგრამ მაშინვე მივხვდი, საუბარი თამთაზე იყო. ძმებს ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ და აუცილებელი შემთხვევების გარდა ერთმანეთს არ სწყალობდნენ. ერთ დღესაც, დაახლოებით რვა თვის ორსული, რაღაცით მწარედ მოვიწამლე. ეჭვი არ შემპარვია, რომ ეს ასადის ქალების ნამოქმედარი იყო. ვერაფრით დაიჯერეს, რომ მეც წითური ალქაჯივით კლანჭები არ მქონდა გადამალული. სასწრაფოდ ექიმთან გამაქანეს და ლამის ერთწლიანი განშორების შემდეგ, სწორედ იქ, შევხვდი თამთას. არ ვიცი, ვინ გააგებინა ჩემი იქ ყოფნა, მაგრამ მარტო დავრჩი თუ არა, პალატაში შემომყვა. ჰიჯაბი გადაიძრო და მაგრად ჩამეხუტა. საუბარი არც კი მაცადა. _ მომისმინე ანა! გინდა აქაურობას თავი დააღწიო? თუ აღარც ფიქრობ საქართველოზე?_ იმდენად მოულოდნელი იყო მისი კითხვა, გავშრი. _ დროზე მიპასუხე! დრო ცოტა გვაქვს! იცოდე, ბავშვებს თუ აქ გავაჩენთ, ყველაფერი დამთავრდება. ესენი შვილებს არ დაგვითმობენ და ბავშვებთან ერთად კი აქაურობას ვერასდროს დავტოვებთ! წამოხვალ ჩემთან ერთად?_ მკითხა და შემანჯღრია. _ წამოვალ თამთა!_ მეც კი გამიკვირდა საკუთარი გამბედაობა. _ ჩემს კაცს ელოდე ანა! არ დაგავიწყდეს სიტყვები, სადაა შენი სული? _საქართველოში!_ ჰიჯაბი ჩამოიფარა და მოზრდილი მუცლის მიუხედავად, მოქნილად გასხლტა კაბინეტიდან. სახლში არეული ფიქრებით დავბრუნდი. თამთასგან მოგვრილმა ადრენალინმა გამიარა და შიშმა ამიტანა. ასადი გაპარვას არ მაპატიებდა. ვაითუ ჩემი ხელით ვითხრიდი საფლავს? რა დამრჩენოდა საქართველოში? მშობლები მე არ მელოდნენ და მეგობრები. ვისთვის და რისთვის დამეთმო ის ფუფუნება, რომელშიც ვცხოვრობდი?! ამ ფიქრებში ვიყავი, როდესაც ოთახის კარი ასადის პირველმა ცოლმა ლაილამ შემოაღო. _ როგორ ხარ ანა?_ მკითხა და გველის ღიმილით გამიღიმა. _ ახლა გადამირჩი, მაგრამ არაუშავს! სანამ მაგ გველის წიწილს გააგდებ, მანამდე მოგიშორებ თავიდან!_ სისინით მითხრა. ხმამაღლა კი გამიღიმა. ოქროსფერი სირჩიდან წყალი ჩამომისხა და მზრუნველად მომაწოდა. ჭიქას ჩავხედე და გამაკანკალა. აშკარად ჩემს მოკვლას ცდილობდა ეს შხამიანი ქალი. ცრემლიანმა ავხედე. _ აბა გამოჯანმრთელდი!_ თვალი ჩამიკრა და ბოროტი ღიმილით გავიდა. არა, თამთა მართალი იყო! მე იქიდან უნდა წავსულიყავი. იმ უამრავი ოქროულობიდან, რასაც ასადი მჩუქნიდა, როგორც ყველაზე ახალგაზრდასა და სასურველს, რამდნიმე ავარჩიე და ერთად გადავინახე ისეთ ადგილას, რომ უცებ ამეღო საჭიროების შემთხვევაში. დაახლოებით ერთ კვირაში ჯამალის სახლში მიგვიწვიეს. მისი უფროსი ვაჟის წინდაცვეთის ცერემონიალი იყო. გულმა მიგრძნო. ამიტომ იმ ოქროულობის ქისა კისერზე თოკით ჩამოვიკიდე სწორედ იმ ზეიმზე მომიახლოვდა ვიღაც ჰიჯაბიანი ქალი და ჩურჩულით მკითხა, გატეხილი ქართულით: _ სადაა შენი სული!_ გული შემიხტა. მიხედვაც ვერ გავბედე ისე ვუპასუხე ჩურჩულითვე: _ საქართველოში!_ ქალმა ხელი ჩამავლო და თან გამიყოლა. ერთ ოთახში შემიყვანა. კაბა გამიცვალა, სახე დაიფარა და დარბაზში ჩემ ნაცვლად დაბრუნდა. მე კი დავრჩი მარტო მისი ჰიჯაბით ხელში. წუთი არ იყო გასული. თამთა შემოვიდა და _წამოდიო!_ მითხრა. ისე გავყევი, არც კი მიფიქრია შედეგებზე. დარჩენა ისედაც უცილობელ სიკვდილს ნიშნავდა. დღეს არა, ხვალ აუცილებლად გამომიყვანდნენ წირვას ის ქაჯები. ორსულობის მიუხედავად არ მინდობდნენ და როცა ბავშვს გავაჩენდი, ვინღა დამინდობდა?! ჰოდა ისე მივსდევდი თამთას , როგორც რობოტი. სახლიდან რომელიღაც უკანა გასასვლელიდან გამიყვანა. _ ერთად ვერ წავალთ ანა, სახიფათოა! შემომხედე, გესმის? ერთად ვერ წავალთ! შენ ამ კაცს გაჰყვები! აეროპორტში მიგიყვანენ! თვითმფრინავში ჩაგსვამენ და იქიდან შენ ხარ შენი თავის ბატონ პატრონი! როცა თვითმფრინავი აფრინდება, ვეღარავინ ვეღარ დაგეხმარება! აჰა, ყალბი პასპორტია! როცა საქართველოში ჩახვალ, მონახე ჩემი მშობლები და თუ ისე მოხდა, რომ ვერ ჩამოვაღწიე, მოუყევი მათ ჩემი ამბავი! უათხარი, რომ ყველაფერი ვცადე დასაბრუნებლად, რომ არასდროს დავნებებულვარ!_ გადამეხვია და ხელები მაგრად მომიჭირა. _ მე შენთან ვალში ვარ დაო! და დღეს ამ ვალს გისტუმრებ! საქართველოში შევხვდებით!_ ხელში საბუთები მომაჩეჩა და მანქანისკენ მიბიძგა. აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე თამთას სიტყვებზე ვფიქრობდი. რა ვალზე საუბრობდა იცი? იმ სიცხისგან ადუღებულ სატვირთოში ნახევრად მომაკვდავს საკუთარი წყალი რომ დავალევინე. უკან მივიხედე. იდგა და მანქანას უყურებდა, სანამ თვალს არ მოვეფარეთ. იდგა ასე გაუნძრევლად დათვალს არ გვაცილებდა. თითქოს გრძნობდა, რომ შეხვედრა აღარ გვეწერა. ის იყო ბოლო, როდესაც მე ის ვნახე! აღარ მოგიყვები, რა გაჭირვებით ჩამოვაღწიე საქართველოში. არც იმაზე ვილაპარაკებ ბევრს, აქ ჩამოსვლის შემდეგ რა დღეები გამოვიარე. იმ კაცმა, თამთამ რომ მომიჩინა პირწმინდად გამძარცვა. მითხრა, რომ წითური ალქაჯი კიდევ დაპირდა თანხას, მაგრამ შეხვედრის ადგილზე, სადაც უნდა დავლოდებოდით, არ მოვიდა. ყველაფერი წამართვა. არაფერი დამიტოვა. თან წასვლისას, როცა ვკითხე, სად მეძებნა თამთა და რით დავხმარებოდი, ასეთი რჩევა მომცა. _ მას ახლა ვეღარავინ დაეხმარება! შენ კი საელჩოში მისვლა არც იფიქრო! იქ მოგძებნიან პირველად! ყველაზე დაბალ ფსკერზე დაეშვი და იქ დაიმალე, თუ შენი და შენი შვილის სიცოცხლე რამედ გიღირს._ ზურგი მაქცია და სიბნელეში გაუჩინარდა. მე კი საკუთარ სამშობლოში დევნილი და უცხო, თანაც რვა თვის ორსული, უსახსროდ, უპატრონოდ და უიმედოდ დავრჩი. რამდენიმე ღამე სადღაც ხიდის ქვეშ გავათენე, სადაც ნარკომანები და ლოთები ათევდნენ ღამეს. მალევე მივხვდი, იქ ორსული ქალის დარჩენა არ შეიძლებოდა. ვიფიქრე, სოფელში დავბრუნდებოდი. იქნებ, როცა ყველაფერს მოვუყვებოდი მამას, შვბრალებოდი. მაგრამ არც გზის ფული მქონდა. თან შიმშილისგან უკვე თავბრუ მეხვეოდა. უაზროდ ვბოდიალობდი ქალაქის ქუჩებში. ბოლოს დაღლილი იქვე მიწისქვეშა გადასასვლელის წინ ჩამოვჯექი. დაღლილობისგან და შიმშილისგან მისავათებული. _ გოგონა კარგად ხარ?_ მომიახლოვდა ერთი შეხედვით სანდო გარეგნობის ახალგაზრდა კაცი. ალბათ სტუდენტი. _არ ვარ კარგად!_ საკუთარ სიამაყეს და ყველაფერს გადავაბიჯე და იმ ბიჭს მოწყალება ვთხოვე. წამით შემათვალიერა. მერე ჯიბიდან ათი ლარი ამოიღო და გამომიწოდა. იმ წამს, იცი რამდნი იყო ჩემთვის ის ათი ლარი!_ ჩაეცინა ანას მწარედ. _ საცხობთან მივედი, ისეთი გემრიელი სუნი იდგა... მოვათვალიერე და ყველაზე იაფი ერთი კარტოფილის ღვეზელი ვიყიდე. ყველის ნაცვლად მარილიანი მაკარონით გამოტენილი ვაიფენოვანებისკენ არც კი გამიხედავს. იმ დღეს დავიფიცე, რომ ყველაფერს შევცვლიდი. რომ რადაც არ უნდა დამჯდომოდა, გინდაც სულის გაყიდვის ფასად, აღასდროს ვიშიმშილებდი. იმ ღამესაც ქუჩაში გავათენე. უნივერსიტეტის კიბეების უკან. წესით აქ უნდა მესწავლა, სხვა ჩემი ტოლების მსგავსად, ამ თეთრი შენობის კიბეებზე ამაყად მევლო, მე კი ... მეორე დღეს დარჩენილი ფულით სოფელში გავემგზავრე. გული მიფანცქალებდა სახლისკენ რომ გადავუხვიე. ნაცნობი ბილიკით ლამის სირბილით მივედი სახლამდე. ეზოში დედა დავინახე. სარეცხს ფენდა თოკზე. მიუხედავად ყველაფრისა გულში სითბო ჩამეღვარა. _ დედა!_ დავუძახე ხმადაბლა._ დედა! გაოცებულმა გამომხედა. ვიფიქრე, ალბათ, ჩემმა დანახვამ დაამუნჯა და გააოგნა სიხარულისგანმეთქი. მაგრამ სახეზე შიშმა რომ გადაჰკრა ღიმილის ნაცვლად, შევცბი. _ დედა, დედიკო!_ პირველმა გავიწიე მისკენ. _ აქ საიდან გაჩნდი?_ მკითხა და თვალები დამფრთხალი თაგვივით მოაცეცა. _ გეძებდნენ! აქ იყვნენ და შენ გეძებდნენ! _ ადგილს მივეყინე. _ ვინ მეძებდა დედა, რას ამბობ?_ ვკითხე დამფრთხალმა. _ გაიქეცი ანა! სანამ დროა, გაიქევი!_ ამის თქმა იყო და ვიღაც ქოჩორში დამწვდა. _ ოხ, შე კახპა, კახპის ჯიშისა შენა!_ გამათრია მიწაზე. ხმაზე მაშინვე ვიცანი, მამაჩემი იყო. _ ქმარს გაექეცი შე კახპის გაგდებულო! თავი გინდა მომჭრა? _ აკივლებულს თმაში ხელი გამიშვა და წიხლი გამეტებით ამომცხო. _ შემხედე, რა მიქნეს იმ ნაბი..რებმა! ახლა კმაყოფილი ხარ?_ სახე დალურჯებული ჰქონდა. _ ახლავე დავრეკავ და წაგათრევენ უკან, იმედია!_ ახლა მკლავში ჩამავლო ხელი და სარდაფის ძველ ოთახში შემათრია. _ მამა, მისმინე მამა! მე აგიხსნი..._ არც კი მაცადა მეთქვა , არც კი აინტერესებდა, თუ რატომ დავბრუნდი. სახეში რამდენჯერმე გამარტყა და მიწურ იატაკზე მომისრილა. ისიც კი არ ადარდებდა, რომ ორსულად ვიყავი. კარი გამოიხურა და გარედან გადაკეტა ჩემი ბავშვობისდროინდელი ჟანგიანი ბოქლომით. ძირს ვეგდე. მტვერში და ჭუჭყში და უკვე აღარც ვტიროდი. მალე ყველაფერი დასრულდებოდა. მოვიდოდა ასადის ხალხი და .... ნეტავ თამთას რა უქნეს? ალბათ ის დღე დამადგებოდა მეც. უკვე თენდებოდა. რაღაც ფაჩუნი გავიგონე. თავი წამოვწიე. დედაჩემი ფანჯარასთან მოვიდა და შემოაღო. _ მოდი ანა, შენ მოგიკვდა უბედური დედაშენი!_ გაოგნებული მივუახლოვდი. _ მოდი, აქიდან უნდა გადმოძვრე როგორმე. კარს ვერ გაგიღებ, მომკლავს მხეცი მამაშენი._ ხელი შემაშველა და უზარმაზარი მუცლით ძლივს გამაძვრინა ვიწრო ფანჯარაში. სულ დამეკაწრა კანი, მაგრამ არ დამიკვნესია. _ აჰა, სულ ესაა, რაც გამაჩნია! ეგონება, რომ ფანჯარა ღია იყო. _ არეულად ლაპარაკობდა და პატარა ბოღჩას მიწვდიდა. _ წადი შვილო, გაიქეცი და ჩათვალე მშობლები მოგიკვდა! უკან ნუღარ დაბრუნდები!_ დავიხარე და დახეთქილ, გაუხეშებულ ხელებზე ვაკოცე. დედის ხელები, მაინც დედის ხელები იყო. _ მაგ ბავშვს მიეცი ის, რაც მე ვერ მოგეცი შვილო!_ მითხრა და მიბიძგა წასასვლელად. ზურგი ვაქციე და კოჭლობით გამოვედი სოფლის გზაზე. უკვე მამლები ჰყიოდნენ. არ მახსოვს, როგორ და რა გზებით გამოვაღწიე იქიდან და ისევ თბილისში დავბრუნდი. გაუბედურებული , განადგურებული. ერთი პურით და ასი ლარით ხელში. ვგრძნობდი მეტს ვეღარ გავუძლებდი. ძალა აღარ მყოფნიდა. ნერვიულობისგან და სტრესისგან შეტევა დამეწყო. რასაც ნაადრევი მშობიარობა მოჰყვა. ასე აღმოვჩნდი სამშობიაროში, იქიდან კი, როგორც ძალადობის მსხვერპლი ქალი, თავშესაფარში გადამიყვანეს. ვყვებოდი, როგორი მოძალადე ქმარი მყავდა, როგორ მცემდა და მაუ...იურებდა ყოველი სიმთვრალისას. ეს იყო ჩემი პირველი ტყუილი, თავის გადასარჩენად. მამაჩემს კი გულში მადლობასაც ვუხდიდი იმ დალურჯებების გამო , რაც ასე გულუხვად გაიმეტა ჩემთვის. ყალბი პირადობა გამოვიყენე და თავშესაფარი მივიღე. თუმცა არასდროს მიფიქრია, რომ ასადი ჩემს ძებნას ოდესმე შეწყვეტდა . ერთ დღეს გადავწყვიტე ბავშვი იქ გაცნობილი გოგოსთვის ჩამებარებინა და თავად თამთას მშობლებთან მივსულიყავი. ასეც მოვიქეცი. კითხვა კითხვით მივაგენი მათ სახლს და ჯერ შორიდან დავუწყე თვალთვალი. თამთას დედა, როგორც მეზობლებისგან გავიგე დაქვრივებულიყო. ვიღაც თავზეხელაღებულები შევარდნოდენ სახლში და მისი ქმრისთვის ცემით ამოეხადათ სული. ვიეჭვე, ასადის ხალხი იქნებოდა. ალბათ ყველა სავარაუდო მისამართზე მეძებდნენ. თუ ასადი ჩემს დაჭერას მოახერხებდა, ჩემს პატარა ბაიასაც აუცილებლად მიაგნებდნენ. თამთას დედასთან მისვლა ვეღარ გავბედე. ფაქტი იყო, რომ თამთა არ დაბრუნებულა. მისი ხსნის ბოლო იმედიც გადამეწურა . ისევ თავშესაფარში დავბრუნდი. იმ ღამეს ბევრი ვიფიქრე და მივხვდი, ჩემს გოგონას უნდა დავშორებოდი. ასე ორივესთვის უკეთესი იქნებოდა. გესმის? ერთი სიტყვით, შენ ბავშვთა სახლში დაგტოვე, იმის იმედით, რომ როგორმე ფეხზე დავდგებოდი და შენთვის დავბრუნდებოდი. არ მგონია იმის გაგება გინდოდეს, როგორ და რა გზებით, ანდაც ალბათ ხვდბი კიდეც, იტალიაში წავედი. ყველაფერს საჩემოდ ვიყენებდი, ტყუილებს, ადამიანთა გრძნობებს, ჩემს სათნო სახეს და სხეულსაც. არაფერს ვერიდებოდი, და არც დასაკარგი მქონდა რამე. იმდნი ვქენი, რომ ერთ ბებერ გამოთაყვანებულ იტალიელს ცოლადაც კი გავყევი . მაგრამ ის წუწურაქი არც სიკვდილს აპირებდა და არც ფულის ფლანგვას. ამიტომ ავდექი და მივეხმარე!_ გაჩუმდა და მზერა კედელს გაუშტერა. _ რაში მიეხმარე?_ ისე მიამიტად ვკითხე, ანამ გულიანად გადაიხარხარა. _ სამუდამო სიმშვიდის პოვნაში საყვარელო! მაგრამ მისმა შვილებმა თვალში ამომიღეს! იეჭვეს! მათთან ბრძოლასაც დრო დასჭირდა. ამის შემდეგ კონტინენტი შვიცვალე, რათა კვალში ჩამდგარი მილიცია თავიდან მომეშორებინა. სახელი და გვარი ისევ შევიცვალე და კვლავ ახალი მდიდარი ბებერი გავაბი ქსელში. ნამდვილი შავი ქვრივი ვარ, იცი! უკვე ექვსი ქმარი გავაცილე იმ ქვეყნად! საკმაო ქონება მოვაგროვე და ფულმა ნანატრი ძალაუფლებაც მომიტანა . დრო იყო, ასადს დავპირისპირებოდი! ასეც მოვიქეცი. ჩემი ჭკუის, ამბიციურობის და გამბედაობის ფასად, მთელი მათი ბიზნესი ხელში ჩავიგდე. ორივე ძმა მშრალზე მოვსვი, მაგრამ ჯამალმა მაინც არაფრით გამიმხილა, სად გააქრო თამთა. მერე კი, როცა ასადმა შეიტყო, რომ შენ არსებობ. ცოცხალი და საღ_ სალამათი ხარ, ჯამალის ჯინაზე მთელი ქონება შენ გიანდერძა. თავად კი წამებით ამოხდა სული. სწორედ ისე, როგორც ეკუთვნოდა.ცოცხლად შეჭამა ფილტვის სიმსივნემ. მაგრამ მისი შვილობილი ალივით სულელი არ აღმოჩნდა. ვერაფრით შვძელი მისი ცდუნება. მგინი ერთადერთი კაცია, ვინც ჩემს ტკბილ ქსელს არც კი მოუახლოვდა. ისე მებრძვის, როგორც გააფთრებული ფოცხვერი. ეს სულელი ალი კი მარიონეტია ჩემი. თუმცა თავად არც იცის ეს. _ და მე? მე რა ფუნქცია მაკისრია შენს ცხოვრებაში "დედა"!_ ისე იყო საკუთარ წარსულზე საუბარში გართული, ისე ამაყობდა საკუთარი არაადამიანური ნამოქმედარით, მგონი სულ არ ახსოვდა, ვის და რას უყვებოდა. როცა ბოროტმოქმედი შენთან ასე გახსნილია არ უნდა გეგონოს, რომ გენდობა. არა! უბრალოდ მას შენთვის უკვე გათხრილი აქვს ღრმა ორმო! ყველაზე უკეთ საიდუმლოს ხომ მიცვალებულები ინახავენ. _ შენ ჩემთან ერთად წამოხვალ, მამაშენის მემკვიდრეობას მიიღებ და ამერიკაში გაფრინდები!_ გამეცინა. _ ამერიკაშიც ასე სანატორიუმში გამომკეტავ ალბათ! თუ იქ პირდაპირ საგიჟეთში გამამწესებ?_ არ ელოდა ამდენად რაციონალურ კითხვებს. _ რატომ გიკვირს? გგონია შენს თანამზრახველად მაქცევ?_ გამეღიმა მე. შემათვალიერა. კარგად დამაკვირდა. _ წამლებს არ სვამდი არა?_ კმაყოფილს ჩაეცინა, _ყოჩაღ, აშკარად მგავხარ ჭკუით. _ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემთან დარჩე! თუნდაც შენი კომბოსტოდ გადაქცევა დამჭირდეს!_ სერიოზულად ამბობდა. _მე შენ მიყვარხარ, შეიძლება ამის არ გჯეროდეს, მაგრამ ეს შენი ნებაა! და არც შენ გყავს არავინ ჩემს გარდა! _ ამას როგორ აკეთებ ანა?!_ ვკითხე წასასვლელად გამზადებულს. _ რას?_ მოტრიალდა ინტერესით. _ შენც ხომ იგივე გზა გაიარე, ამ გოგონებს ამას როგორღა უკეთებ?!_ სევდიანად შემომხედა. _ სინამდვილეში, ბევრჯერ მიფიქრია, ჩემო კარგო! ნუთუ ასადთან დარჩენა ამდენად საშინელება იყო? იმაზე უარესი, ვიდრე ის ყველაფერი, რაც მე გამოვიარე? ამ გოგონებს,_ ხელი რატომღაც ოთახს მოავლო. _ ამ გოგონებს არავინ და არაფერი არ ჰყავთ, მე კი ათას ერთი ღამის ზღაპარს ვთავაზობ მათ!_ ხმაზე ვატყობდი, ამ სისულელის მართლა სჯეროდა. გავიდა და კარიც გაიხურა. " ამ გოგონებს!" ამეკვიატა მისი ფრაზა. _ რომელ გოგონებს?_ ჩავილაპარაკე ჩემთვის. ოთახი მოვათვალიერე და უცებ ცხადი გახდა. ამ შენობას გულისხმობდა. აშკარად ამ სანატორიუმს! ნუთუ... ფიქრიც კი გამიჭირდა. _ ნუთუ აქ ჰყავს გასაყიდი "საქონელი" გამომწყვდეული?_ მღელვარებისგან ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე. ესეც შენი სანატორიუმი. სანატორიუმი კი არა, მონათა პაწაწუნა ბაზარი იყო და მეტი არაფერი! და მე ამ ბაზრის ცენტრში ვიყავი გამომწყვდეული. და თუ ვინმეს "დედაჩემისთვის" გეგმების ჩაშლა შეეძლო, ეს მე ვიყავი! 12 როგორც მე, მთელი ცხოვრება, მხოლოდ ყდით მაფასებდნენ. ვერ ხედავდნენ, რა ისტორიას ვინახავდი გარეგნობის მიღმა, სულის რა ფასეულობებს დავატარებდი. სწორედ ასე უყურებდნენ ანასაც. განსხვავება ის იყო, რომ მას ლამაზი ყდა ჰქონდა ნიღბად მორგებული. იდეალური, პრიალა, მიმზიდველი და ამ გარეგნული ბრჭყვიალის მიღმა, დედაჩემი აქოთებულ ჭაობს საგულდაგულოდ ფარავდა. მაგრამ რაც ანას სჭირდა, მისი ბრალი თითქმის არ იყო. არავინ, თამთას გარდა, მის მხარეს არასდროს მდგარა. საზოგადოებამ თავისი მოქმედებით და უმოქმედობით მასში მონსტრი ჩასახა. არავის გაუწვდია ხელი ანასთვის, როცა სახლის უკან იმალებოდა, დედის ტირილს და მამის გინებას ისმენდა. არავინ დახმარებია, როცა მამამ მისი გათხოვება გადაწყვიტა. არც მაშინ მოუსწრია მშველელს, როცა სატვირთოთი მიხრიგინებდნენ უკაცრიელ უდაბნოში. არასდროს ჰქონია ვინმეს იმედი და ეს მაშინ, როცა სულ ბავშვი იყო. თქვენ განსჯით ანას, მაგრამ არ გახსოვთ, რომ როცა მან საკუთარი შვილი მიატოვა, სულ რაღაც 17 წლის გოგონა იყო. ყალბი საბუთებით ხელში, სადაც სრულიად უცნობი იდენტობა და სამი მომატებული წელი ჰქონდა. არ ვიცი, თამთამ როგორ შესძლო საკუთარი სულის გადარჩენა და რატომ ვერ მოახერხა ეს ანამ, მაგრამ ადამიანები ერთმანეთს არ ჰგვანან. თქვენ წარმოიდგინეთ, მისი ნიჭიერება სწორი ადამიანების ხელში რომ გაფურჩქნულიყო. მის გონებას სწორი გეზი რომ მისცემოდა, რამდენ კარგ საქმეს გააკეთებდა, მაგრამ სამწუხაროდ, ყოველთვის ყველა ოცნება ვერ ხდება. მეც და ანაც მიჩვეულები ვიყავით ამ ჭეშმარიტებას. ოთახიდან ჩუმად გამოვედი. გრძელი ჰოლი მოვათვალიერე და მოპირდაპირე ოთახის გაღება ვცადე. კარი, როგორც ველოდი, ჩაკეტილი იყო. თმის სამაგრი გამოვიძვრე თმიდან და თქვენთვის უკვე ცნობილი ხერხით მოვახერხე საკეტის გახსნა. ფარდა ჩამოფარებული იყო და ოთახში ბნელოდა. საწოლს მივუახლოვდი. ზედ ფაიფურის თოჯინის მსგავსი, სიფრიფანა და ლამაზი გოგონა იწვა. საოცრად ნაზი ნაკვთებით, ჩალისფერი დაკულულებული თმით. თეთრი კანით. ისეთი ლამაზი იყო, ნამდვილს არც ჰგავდა. ამოვიოხრე, ანასთვის ეს სილამაზე ადამიანი კი არა, მხოლოდ გასაყიდი სათამაშო გახლდათ. მხარზე ხელი დავადე და ფრთხილად შევანჯღრიე. თვალები მძიმედ გაახილა. ამომხედა, მაგრამ მზერის კონცენტრირებას ვერ ახერხებდა. აშკარად რაღაც წამლის ზემოქმედების ქვეშ იყო. _ რა გქვია?_ პასუხად რაღაც წაილუღლუღა. ისევ შევანჯღრიე და გონზე მოვიყვანე. _ რა გქვია? რამდენი წლის ხარ?_ ჩავძახე ისევ. _ დიანა, დიანა მქვია, 13 წლის ვარ!_ მიპასუხა შეშინებულმა. _ დიანა სად ცხოვრობ?_ მინდოდა ცოტა ინფორმაცია მაინც მქონოდა მასზე. _ გორში ვცხოვრობ, მშობლები იქ ცხოვრობენ!_ მშობლების ხსენებაზე თვალები ცრემლებით აევსო._ალბათ მეძებენ! _ მისმინე დიანა, ნუ გეშინია! მე გაგიყვან აქიდან და მშობლებთან დაგაბრუნებ!_ ვპირდებოდი, მაგრამ ჯერ არ ვიცოდი, პირობას თუ ავუსრულებდი. თანდათან ყველა ოთახი მოვიარე. ოცდაშვიდი გოგონა ვიპოვნე. მათგან დიანა ყველაზე პატარა, ხოლო ყველაზე უფროსი თამარი 18 წლის იყო. ალბათ ამაზე უფროსი გოგონები სარფიანად არ იყიდებოდნენ. შვიდი გოგონას წარმომავლობა საეჭვო იყო, რადგან ისინი ჩემსავით ბავშვთა სახლებიდან იყვნენ არჩეულები მათივე დამღუპველი სილამაზის გამო. მაგრამ ოც მათგანს მშობლები ჰყავდა და უბრალოდ გაიტაცეს. სულ სათითაოდ შეერჩიათ, მოდელებივით ტანადები და ნარნარები. ზოგი სკოლიდან, ზოგი მეგობართან მიმავალი, ზოგი სულაც პირდაპირ სახლიდან წაეყვანათ. ყველა ფსიქოტროპული და დამამშვიდებელი წამლების ზემოქმედების ქვეშ იყო. ფეხით გაქცევის კი არა, უბრალო შეწინააღმდეგების უნარიც კი მომსპარი ჰქონდათ. აღელვებული ეზოში გამოვედი და მაღალი ღობის ქვეშ ფეხმორთხმით დავჯექი. დავფიქრდი. რადგან გიგამ აქამდე ვერ მომაგნო, ესეიგი აჭარაში აღარ ვიყავით. სადღაც მაღალმთიანი რეგიონი უნდა ყოფილიყო, რადგან სულ ციოდა და გარშემო სულ ნაძვნარი გვერტყა. მაგრამ დაზუსტებით ვერაფერს ვიტყოდი. სანატორიუმის დაცვა ჩემს საუბარზე არ რეაგირებდა, მაგრამ რაც ხდებოდა, აშკარად ყველაფერს კარგად ხვდებოდნენ. რა უნდა მექნა? გიგამდე ხმა როგორ მიმეწვდინა? ამ საქმეში მაღალი ეშელონებიც გარეული უნდა ყოფილიყვნენ . რადგან ამ რაოდენობის გოგონების გაყვანა საზღვარზე არც ისე მარტივი საქმე იქნებოდა. მაგრამ ანას ძლიერი მფარველები თუ პარტნიორები ჰყავდა და არაფრის ეშინოდა. დღისით არასდროს იყო სანატორიუმში. იმ ძვირფასი მანქანით მიდიოდა და ხან რამდენიმე დღეც კი არ ბრუნდებოდა უკან. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, რომ გვერდით დაცვამ ჩამიარა. დავინახე ჯიბიდან როგორ ამოიღო რაღაც ფურცელი და ისე, რომ არც კი მოუხედავს, მიწაზე სპეციალურად დააგდო. მიმოვიხედე. ყურადღებას არავინ მაქცევდა. ავდექი და ის ფურცელი ფრთხილად ავიღე. კარდიგანის ჯიბეში ჩავიტენე და ოთახისკენ წავედი. _ გამარჯობა ბაია!_ კიბეზე კახა შემეჩეხა. _ გამარჯობა ექიმო!_ მივესალმე და როგორც ყოველთვის კეთილად გავუღიმე. თან სულშეკრულმა ჯიბეში მაგრად მოვუჭირე იმ ქაღალდს ხელი. ვაითუ დამინახა?! სულაც არ მჭირდებოდა, რომ კახა ჩემს მიმართ ცუდად ყოფილიყო განწყობილი. _ დღეს ქალბატონი ბრუნდება!_ ისე მომახარა, თითქოს რამედ მიღირდა ანას მოსვლა_ არ მოსვლა. არაფერი რომ არ ვუპასუხე, ისევ თავად გააგრძელა. _ და გთხოვათ, ამ საღამოს მასთან ერთად ივახშმოთ. საინტერესო სტუმარი ეყოლება. თქვენთვის ტანსაცმელი გამზადებულია და თქვენს ოთახშია._ თავი დამიკრა და კიბეზე გზა გააგრძელა. _ ვინ სტუმარი?_ ჩავილაპარაკე ჩემთვის. მხრები ავიჩეჩე და ოთახში ავედი. ანუ ვიღაც მისი მსგავსი ნაძირალა იქნებოდა, თორემ მე არ გამომაჩენდა. ან რაში სჭირდებოდა, რომ ამ ფარსში მონაწილეობას მაიძულებდა? საწოლზე მიფენილი ატმისფერი კაბა ავიღე და შევათვალიერე. დედაჩემს ჩემზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, თორემ ამ სასაცილო ფერიას კაბას არც კი შემომთავაზებდა. კაბა იატაკზე მოვისროლე და ფანჯარასთან მდგომ მის სავარძელში ჩავჯექი. ჯიბეში ხელი ჩავიყავი და ქაღალდი ამოვიღე. " ბაია აქ ვარ! გიგა." მხოლოდ ეს ეწერა წერილში და სიხარულის კივილი ძლივს შევიკავე. წერილი გულში ჩავიკარი. მერე ნაკუწებად ვაქციე და ჩავრეცხე გულდაგულ. გიგამ მიპოვნა! ამის გაგებამ სიხარულით და ძალით ამავსო. მაგრამ მე ამ გოგოების გარეშე, არსად ვაპირებდი წასვლას. ფანჯარიდან ეზოს გადავხედე. დავინახე მოზრდილი სატვირთო რომ მოადგა შენობას. რომელიღაც სათამაშოების მაღაზიის ლოგოთი და ნახატებით მოხატული. აი, ირონიაც ამას ჰქვია! ჩამეცინა მწარედ. ეზოს წრე დაარტყა და უკანა მხარეს გაუჩინარდა. ნეტავ რა ხდებოდა? ვიფიქრე, ეზოში გავიდოდი და არე_მარეს დავზვერავდი. მაგრამ კარზე მომსახურე პერსონალმა დააკაკუნა და ზრდილობიანად მამცნო, ქალბატონი ანა და მისი სტუმარი გელოდებათო. იმ საძულველი კაბის ჩაცმა და თავის მოწესრიგება არც მიფიქრია. სარკის წინ მივდი. _ მოითმინე ბაია, ცოტაც მოითმინე!_ გავამხნევე საკუთარი თავი და ოთახი დავტოვე. კიბეები ჩავიარე და კიბის ძირში კახა დამხვდა. უკმაყოფილოდ შემათვალიერა, მაგრამ არაფერი უთქვამს. მხოლოდ ოთახამდე მაცილა. მაგიდა ლამაზდ გაეწყოთ. თავში ანა იჯდა. ბოლოში კი ჩემი ძვირფასი ბიძაშვილი ალი. _ ოჰოო! მონსტრების წვეულებას ვახლავარ!_ მივესალმე მათ ირონიულად. _ ესაა შენი ძვირფასი სტუმარი?_ ვკითხე ანას და სკამი ხრიგინით, უცერემონიოდ გამოვწიე. _ რაო ძვირფასო ბიძაშვილო? მოგენატრე ვატყობ!_ ალი ისე მიყურებდა, როგორც ბავშვი უყურებს მაღალ თაროზე შემოდებულ აკრძალულ სათამაშოს. _ ალი წინადადებით მოვიდა ჩვენთან!_ მშვიდი იყო ანა , ზედმეტად მშვიდიც კი. _ აბა რა გვნებავსო?!_ მივხედე ალის. ხმა არ ამოუღია. თითქოს ნერვიულობდა. ხელები მუჭებად შეეკრა და ისე იჯდა. ანამ თვალით ანიშნა შენი სათქმელი თქვიო. _ აჰა, ქალბატონის ნებართვა გაქვს, აბა დაიწყე!_ ისევ დავცინე ალის. წარბები შეკრა და შეეცადა პირს მომდგარი აგრესიული სიტყვები გაეკონტროლებინა. _ მოვედი, რომ აიდას ხელი გთხოვო!_ ჩემთვის არ უთქვამს, ანას უთხრა. გამეცინა. _და მზითვი მომიტანე? _ ალიმ შემომხედა და ბოროტად გაიღიმა. _ სწორედაც შესაფერისი!_ მიპასუხა და უცებ შევკრთი. სწორედაც რომ! მან მზითვიც მოიტანა და უფრო მეტიც! იმ სატვირთოში გოგოების ახალი პარტია ჰყავდათ, რომელთა გაცვლასაც ალი სავარაუდოდ ჩემში აპირებდა. ჯერ გამეღიმა. მერე ისტერიული ხარხარი ამიტყდა. ორივე გაოცებით მომჩერებოდა. _რამდენი მოიყვანე ამჯერად? ან შენ რამდენ ქალად გიღირს შვილის თავისუფლება? ეგ ხარ სულ? ეგღა დარჩი? შენში ადამიანური არაფერი შემორჩენილა არა? იცი, რას ფიქრობს დედაჩემი შენზე? _ მივუბრუნდი ალის. ინტერესით მომაჩერდა _ფიქრობს, რომ შენ მარიონეტი ხარ! ოდესღაც შენს სახლში მონად შემოსული ქალი ფიქრობს, რომ შენ მისი ყურმოჭრილი მონა ხარ!_ ზუსტად მტკივნეულ წერტილში მოვარტყი. გაცოფებული ალი ფეხზე წამოხტა. _ რა იყო, არ გესიამოვნა? უფრო მეტიც! ანა მამაჩემის ქონებას შენ არ დაგითმობს! მოგატყუებს, ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ მშრალზე დაგსვამს! არ გჯერა? კარგი, აბა ვნახოთ!_ მეც ფეხზე ავდექი და ალის გვერდით ამოვუდექი. _ მე ალისთან ერთად მივდივარ!_ ანასთვის იმდენად მოულოდნელი იყო ჩემი სიტყვები, რომ დანა ხელში შეაცივდა. ალი ჯერ გაოცდა, მერე სიხარულმა გადაუარა სახეზე. მე ხელზე ხელი მოვკიდე და მოვუჭირე. _წამიყვანე აქიდან ალი!_ ვუთხარი თან მავედრებელი თვალებით ავხედე. ვიცოდი ალის გაგიჟება ძნელი არ იქნებოდა. _ ის თანახმაა!_ გახედა ანას, რომელიც ძლივს იკავებდა სიბრაზეს. _ რაო, გეგონა უარს ვიტყოდი და შენ დროს მოიგებდი?_ გამეცინა მე. _ ალი, ძვირფასო! არის კიდევ ერთი რამ, რაც შენთვის უფრო ძვირფასია, ვიდრე ჩემი შვილი!_ ჩაიღიმა თავისი გველური ღიმილით ანამ. ეჭვიც არ მეპარებოდა, რაიმე კოზირი ექნებოდა გადამალული. _ უფრო ძვირფასი? რა?_ ჰკითხა ალიმ, მაგრამ ჩემთვის ხელი არ გაუშვია. _ დედაშენი ჩემო კარგო!_ ისე ამოხედა, როგორც ბოროტმა ალქაჯმა. ალი შეკრთა. ვიგრძენი, როგორ გაეყინა თითები. _ დედაჩემი? შეუძლებელია! დედაჩემი მოკვდა!_ ანამ მობილური აიღო და რაღაც ვიდეო ჩართო. მერე მაგიდაზე გამოასრიალა. მეც და ალიც ტელფონისკენ დავიხარეთ. საკნის მაგვარ ოთახში, სადაც რბილი ავეჯი იდგა. იატაკზე იჯდა წითური ქალი. მუხლებზე ხელები მოეხვია და აქეთ_იქეთ მონოტონურად ირწეოდა. გაოცებისგან გავშრი. _ არ მჯერა! _დაიყვირა ალიმ. _ ის რა შენ გყავს? ამდენი ხანია ვეძებ და კვალიც ვერ მივაგენი! შენ როგორ? როდის?_ მაგრად მოჭიდული ხელი გამიშვა და მაგიდას მუშტი დასცხო. _ თამაშში ის იმარჯვებს ძვირფასო, ვისაც ჯოკერი ჰყავს გადამალული!_ ცივად ჩაეცინა ანას. _ შენ რა ადამიანი ხარ?_ თავად გამაოცა ჩემს ხმაში გაჟღერებულმა სუძულვილმა_ შენ რა ქალი ხარ? ნუთუ თამთასაც შენი მიზნებისთვის გამოიყენებ? _ მიზანი ამართლებს საშუალებას ძვირფასო! აბა ალი, რომელი გირჩევნია? ეს, თუ ის?_ ხელით ჯერ ჩემზე ანიშნა, შემდეგ მობილურზე. ალი წამით დაფიქრდა, მაგრამ ძველმა ტკივილმა გადაწონა სიამოვნების მიღების სურვილი. ბავშვობის ტრამვა იმდენად მძიმე და ყოვლისმომცველი იყო, რომ ალის მასთან შეწინააღმდგება უბრალოდ არ შეეძლო. _ თამთა! _ ჩაიცინა ავად. არჩევანი მალევე გააკეთა. ანამ ფურცელი აიღო და რაღაც მიაწერა გაკრული ხელით. გადაკეცა და ალისკენ ისროლა. ალი მშიერი მხეცივით დააცხრა ფურცელს. _ ეს არ გააკეთო ანა!_ შევემუდარე იმ ალქაჯს._ხომ იცი, რომ მოკლავს! ხომ იცი , წამებით ამოხდის სულს! _ალი!_ ისევ დავებღაუჭე მიმავალს. _ ალი, ეს არ გააკეთო! ალი! _ მაგრამ მან ცივად მომიშორა და კარი გაიჯახუნა. _ ეს რა ქენი არაადამიანო?! ერთადერთი ნათელი სხივი, რაც კი გქონდა მოსაკლავად დაუთმე ამ მხეცს? _ ის ისედაც მკვდარია, ჩემო კარგო! _ ვერ მივხვდი, რა იგულისხმა. _ არ ვიცი, რა უქნა ჯამალმა, მაგრამ ცნობიერება და საღი აზრი დაკარგული აქვს! ის ახლა მხოლოდ თამთას ფუტლიარია და მეტი არაფერი!_ სალფეთქით ტუჩები მოიწმინდა და წამოდგა._ გინდა ყოფილა, გინდ არა! _ ფუტლიარი შენ ხარ! ცარიელი, უსულგულო ნაგავი ხარ! მხოლოდ შხამით სავსე მხეცი!_ ვუთხარი ქალს, რომელიც ბედისუკუღმართობით ჩემს დედად მოავლინა ბუნებამ. კიბესთან მისულს წამოეწია ჩემი სიტყვები. შეჩერდა. სულ წამით შეარხია მხრები, თითქოს მძიმე ტვირთი მოიშორაო და საფეხურებს მაღლა აუყვა. განადგურებული და ცარიელი კი მე დამტოვა, რადგან რაც არ უნდა მეძახა, რომ ეს ქალი ჩემი დედა არ იყო, სიმართლეს სად წაუვიდოდი?! რა შეიძლებოდა ყოფილიყო იმის ცოდნაზე საშინელი, რომ მე უსულო მონსტრის შვილი ვიყავი. შენობიდან ეზოში გამოვვარდი გაცოფებული. სურვილი მწვავდა იქაურობისთვის ცევხლი წამეკიდებინა და დავიწყებას მიმეცა ყველაფერი. მაგრამ უდანაშაულო ხალხიც იყო იმ მართლაც დასაწვავ შენობაში. აღარც ლოდინი მსურდა და აღარც შემეძლო. შენობას შემოვუარე და იმ სატვირთოს მოვკარი თვალი. ბოლო დროს დაცვა თითქოს ყურადღებასაც აღარ მაქცვდა. ალბათ იმიტომ, რომ გაქცევა ერთხელაც კი არ მიცდია. ლამაზი დეკორატიული ბუჩქები ვიფარე, და თვალთვალი დავიწყე. სატვირთო მცირე ზომის იყო, მაგრამ იქ მყოფი ყველა გოგო შეეტეოდა შიგნით. ალბათ მათ გადასაყვანად ამზადებდნენ. მანქანა ისე იდგა , რომ ორივე ფრთით გაღებული ძარა კარებზე იყო ლამის მიბჯენილი. რა ხდებოდა შენობაში, არაფერი ჩანდა. მოულოდნელად შიგნით ჩოჩქოლი ატყდა. რასაც გოგონას მცირე კივილი მოჰყვა. ალბათ რომელიღაცა წინააღმდეგობას უწევდა მათ. _დავით მოდი ერთი წამი, ეს ძუკნა დავაშოშმინოთ!_ მომესმა ვიღაცის ხრინწიანი ხმა. კაბინაში მჯომი, ალბათ დავითი, სწრაფად ჩამოხტა და კარის ფრთის ქვემოდან შეძვრა შენობაში. წამში გოგონას განწირულმა კივილმა გააყრუა იქაურობა, რასაც რამდენიმე დარტყმის ხმა მოჰყვა. გოგონა გაჩუმდა. სიბრაზემ და ამ სიბრაზისგან მოგვრილმა ადრენალინმა ამავსო. _ ან ახლა, ან არასოდეს!_ შევუძახე ჩემს თავს და ბუჩქებიდან სწრაფად გამოვვარდი. კაბინაში ავხტი და კარი ფრთხილად მოვხურე. საუბარს მივაყურადე. _ ერთი საათით შემიშვა ამათთან!_ ინატრა ერთ_ერთმა. _ არა, რატომ არ შეიძლება, ცოტა ჩვენც ვისიამოვნოთ?_ ის ხრინწიანი ხმა იყო ისევ. _ შენ რომ ისიამოვნებ , მერე ვიღას უნდა ეგეთი თოჯინა?_ ჩაეცინა მეორეს. _ ვაჰა, ჰა, ჰა! _ ახარხარდნენ ორივენი. უბრალოდ არ მესმოდა. ან ოჯახები არ ჰყავდათ, ან შვილები, დები, ვინმე მაინც. ნუთუ ვერ ხედავდნენ, რომ ეს გოგონები ჯერ მთლად ბავშვები იყვნენ? როგორ შეიძლებოდა ამდენად ბილწი ყოფილიყო ადამიანი, მაგრამ ნორმალური ამ ცოდვის საქმეში არც გაერეოდა. _ მორჩა, სულ ესაა!_ გავიგონე ხმა, რასაც კარის მოჯახუნების ხმაც მოჰყვა. ჰაერი ჩავისუნთქე, გამბედაობას მოვუხმე და მანქანა დავქოქე. გაზს ფეხი დავადგი და გეზი ჭიშკრისკენ ავიღე. ჭიშკრამდე გრძელი მოკირწყლული გზა იყო, აქეთ იქიდან კვიპაროსებით. ვიცოდი, ჭიშკარს არავინ გამიღებდა, მაგრამ ამის მიუხედავად, არც დაკეტილი ჭიშკრის წინ შემიჩერებია სვლა. პირიქით სიჩქარეს მოვუმატე. უკან ყვირილით მომდევდა დაცვა. ერთი ორმა იარაღიც კი დამიმიზნა, მაგრამ არავის უსვრია. მეც და ეს გოგონებიც საკმაოდ ძვირფასი ტვირთი ვიყავით. კაბინაში გოგონების კივილი იმოდა, მათ ხომ არ იცოდნენ რა ხდებოდა მათ თავს. შეჯახების მომენტში თვალები დავხუჭე. მანქანამ კარი გაანგრია და გარეთ გავარდა. როგორც მოსალოდნელი იყო, რამდენიმე შავი მანქანა ჩაგვიდგა კვალში. არ ვიცოდი, რა გზა იყო წინ. ნეტავ ის მაინც მცოდნოდა სად ვიყავით. სწორედ ადგილ_მდებარეობამ მიშველა. გზა მოასფალტებული კი იყო, მაგრამ არც ისე განიერი და სწორი, რომ მანქანით მანევრირება გაადვილებოდა მძღოლს. გადასწრება ამიტომ ჭირდა. სულ თავქვე ვეშვებოდით მიხვეულ_მოხვეული გზებით. თანაც არანორმალური სიჩქარით. იმის შანსი, რომ საჭეს ვერ დავიმორჩილებდი და ხრამში ისარივით გავფრინდებოდი ძალიან რეალური იყო. დამფრთხალი გოგოები განუწყვეტლად კიოდნენ და ეს კიდევ უფრო მძაბავდა. მოულოდნელად მოსახვევს რომ გავცდი, ტყის ბილიკიდან მოზრდილი შეშით დატვირთული მანქანა გამოვიდა და ზუსტად ჩემსა და მდევრებს შორის გაიხირა. შვებით ამოვისუნთქე. ის რამდენმე წუთიც ხსნა იყო ჩემთვის. სიჩქარე არ დამიგდია ასე გიჟივით მივქროდი, სანამ წინ მომავალი მანქანა არ დავინახე, რომელიც ჩემი არ იყოს, გაჩერებას არ აპირებდა. საკუთარ თავს ვინ ჩიოდა? ამ გოგონების ცოდვას ვერ დავიდებდი. ამიტომ მანქანა შევანელე და დავამუხრუჭე. ვიცოდი, ვერ გავიქცეოდი, მაგრამ ხომ უნდა მეცადა. ის იყო იმედგაცრუებას მწარე გემო გავუსინჯე , რომ წინა მანქანიდან გორილა და ჰუსეინა გადმოხტნენ . მათ კიდევ რამდენიმე მანქანა მოჰყვათ და მათ უკან გაჩერდნენ. კარები გავაღე და მანქანიდან გადავედი. ყველა გრძნობა: შიშიც, ნერვიულობაც, სტრესიც ერთად დამატყდა თავს. კანკალი ამივარდა. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და მუხლი მომეკვეთა. როცა თავი სამშვიდობოს დავიგულე, საკუთარ თავს სისუსტის უფლება მივეცი. გიგამ ორ ნაბიჯში დაფარა მანძილი და ჩემს წინ ჩაიმუხლა. ხელები მოვხვიე და ისე ჩავეხუტე, როგორც ყველაზე სანდოსა და ყველაზე ძვირფასს. ამასობაში რევაზმა და დანარჩენებმა სატვირთოს კარი გააღეს. სათითად ჩამოიყვანეს საცოდავი ბავშვები, რომლებიც ვერ მიმხვდარიყვნენ რა ხდებოდა მათ თავს და ერთმანეთს ეკვროდნენ შეშინებულები. უცებ მათ შორის დიანას მოვკარი თვალი. იდგა თხელ ღამის პერანგში და ჩემსავით აკანკალებულ მუხლებს ვერ იმორჩილებდა. ჰუსეინას ხელი გავუშვი და მისკენ გავიქეცი. _ დიანა! დიანა!_ დავუძახე. საკუთარ სახელზე მოიხედა. წამით დამაკვირდა და თავადაც გამოიქცა. _ ბაია! ეს შენ ხარ? ბაია!_ და სწორედ ისე მონდობილად ჩამეხუტა, როგორც მე ვეხუტებოდი წამის წინ ჩემს ფადიშახს. სამწუხაროდ მხოლოდ ოცი გოგონას გამოყვანა შევძელი. დანარჩენები ისევ იმ კრუელას ჰყავდა გამომწყვდეული. _ წამოდით, იქ კიდევ არიან გოგოები!_ მკლავში ვექაჩებოდი გიგას, მაგრამ ის ადგილიდან არ დაიძრა. _ არ შეიძლება, დახოცავს გესმის? კვალის გაქრობის მიზნით ყველას დახოცავს! ამიტომ ვერ გავბედე შენი გამოხსნა! _ ძლივს მითხრა ხმადაკარგულმა. _ ერთხელ უკვე ქნა ასე! ვერ წავალ იგივე რისკზე!_ გავშრი, გავიყინე. _ რა ქნა?_ და ვიგრძენი, როგორ მომიჭირა ყელში ბოღმის ბურთმა. _ როცა მიხვდა, რომ კუდზე ვაჯექით ტრაილერი ააფეთქა, რომელითაც გოგოები გადაჰყავდათ._ გიგას მაგივრად რევაზმა მიპასუხა. შევბარბაცდი. ანუ ბავშვების გაყიდვა კიდევ არ ყოფილა ყველაფერი! _ ღმერთო ჩემო! რა არსებაა ასეთი?_ ჩავიჩურჩულე და იქით გავიხედე, საითაც სანატორიუმი მეგულებოდა. მთელი ღამე დაკითხვაზე ვიყავით, რაღაც უცნაური სახელის მქონე დეპარტამენტში სადაც, როგორც გავიგე გიგა და რევაზი მუშაობდნენ. ნინას ნახვა მეჩქარებოდა , მაგრამ დაკითხვა დაუსრულებლად გაიწელა. როცა გამთენიისას სპეცრაზმი ავიდა მთებში. სანატორიუმი სრულებით ცარიელი დახვდათ. ანას და მისი საქმიანობის მცირედი კვალიც კი ვერ აღმოაჩინეს. ყველა კვალი პირწმინდად წაეშალათ. მხოლოდ მაგიდაზე იდო პაწაწუნა ფრთიანი ქალის ქანდაკება. _ ეს რა ანგელოზია?_ იკითხა რევაზმა. და ქანდაქების სურათი გამომიწოდა. სიმწრით გამეცინა. _ეს ანგელოზი არ არის! ეს ნიკეა!_ ვუპასუხე და სურათი მაგიდაზე მოვისროლე. _ ნიკე რაღაა?_ ვერ მიხვდა რევაზი. _ გამარჯვების ქალღმერთია ბერძნულ მითოლოგიაში!_ ჩემს ნაცვლად უპასუხა გიგამ. _ მას სააკუთარი თავი ნიკე ჰგონია! დაგვცინის! უბრალოდ დაგვცინის გესმით?!_ ვყვიროდი გაცოფებული. და დამშვიდდიო არავინ მეუბნებოდა. _ ალი! _ მივუბრუნდი გიგას._ სასწრაფოდ ალი მჭირდება! გაოცებით გამომხედა. _ ალი რათ გინდა?_ აშკარად არ ესიამოვნა. _გთხოვ გიგა, ისე ქენი, რომ ალი ვნახო!_ ცოტა ხანს მიყურა და "წამოდიო!" მითხრა. მანქანაში ჩავჯექით. გზის ორივე მხარეს გადაშლილ ნაძვნარში ჩაფლულ ბუნებას ვათვალიერებდი და გაოცება ვეღარ დავმალე. _ როგორ შეიძლებოდა, ასე ხელისგულზე შუა კურორტზე, ჰქონოდა მონათა ბაზარი გამართული და ვერავის გაეგო? _ გავუზიარე მას ჩემი გაოცება. _ და გგონია, არავინ იცოდა? გგონია, მარტო ეგ არაქალი დგას ამ ყველაფრის უკან? რამდენიმე ისეთი გვარი ფიგურირებს, რომ გითხრა მშვიდად ვეღარასდროს დაიძინებ._ მიპასუხა მან. _ სად მივდივართ?_ ვკითხე ბოლოს მოუთმენლად. _ ცოტა ხნის წინ ალი ავიყვანეთ, მაგრამ პოლიციისთვის არ გადაგვიცია. ვფიქრობ, ალი ჩვენ უფრო გამოგვადგება._ მიპასუხა, მაგრამ ჩემთვის არ შემოუხედავს. ფაქტობრივად ადამიანის გატაცებასთან გვქონდა საქმე. ნეტავ მთელი ამ წლების მანძილზე, სიკეთის სახელით რამდენი არაკანონიერი საქმე ჰქონდა ჩადენილი გიგას? ნეტავ თუ ჰქონდა შანსი ოდესმე მაინც ცხოვრება ნოლიდან დაეწყო და სიმშვიდე ეპოვნა. ამ ფიქრების რეალურობაში მაშინ დავრწმუნდი, როცა სადღაც მიყრუებულში გააჩერა მანქანა. მიმოვიხედე და რამდენიმე ძველი ნაგებობის გარდა ვერაფერი დავინახე. _ ეს რა ადგილია გიგა?_ ვკითხე გაოცებულმა. _ ეს ის ადგილია, სადაც ამ ნაგავს ძებნას არავინ დაუწყებს._ მითხრა და ერთ_ერთი შენობისკენ გაემართა. მეც უკან მივყევი. შენობის სიღრმეში, მაგიდის გარშემო ოთხი დაკუნთული, შავებში ჩაცმული კაცი იჯდა და კარტს თამაშობდა. გიგას დანახვაზე ფეხზე წამოდგნენ. _ ლაპარაკი შეუძლია?_ ჰკითხა მათ გიგამ და ამ კითხვაზევე მივხვდი ალის საქმე ცუდად იყო. _თქვა რამე? _ ისეთი არაფერი, რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა! კერკეტი კაკალია!_ ხელები გაშალა ერთ_ერთმა. _სადაა მისი პირადი ნივთები?_ ჩემს კითხვაზე გიგაც კი გაოცებული შემობრუნდა. ალის მტარვალებმა გიგას შეხედეს. მან თავი დაუქნია. _ აჩვენეთ!_ გასცა მოკლე ბრძანება. პალასმასის ყუთი გამომიტანეს. პირველი, რაც თვალში მომხვდა იარაღი იყო. კიდევ გასაშლელი დანა. სიგარეატი, სანთებელა, საფულე და რაღაც უაზრო ნივთები, რომელთა ჩამოთვლასაც აზრი არ აქვს. იმედგაცრუებულმა მოვქექე ნივთები. რასაც ვეძებდი იქ არ იყო. საფულე გავხსენი და ყველაფერი ყუთში ჩავყარე. არც საფულეში იდო. _ ჯანდაბა! ჯანდაბა!_ ჩავახეთქე საფულეც. _ სულ ესაა? მეტი არაფერი ჰქონდა?_ ვკითხე გიგას დაეჭვებულმა. თვალს არ მაცილებდა. დაძაბული მიყურებდა. _მიპასუხე, სხვა არაფერი ჰქონდა? _რას ეძებ?_ მკითხა და მომიახლოვდა. ჩემკენ გამოწეული მისი ხელი ხელით ავიცილე. _ ალისთან შემიშვით!_ ვხვდებოდი, ისევ რაღაცას მიმალავდა. ჯერ იყო და ანაზე არ მომიყვა არაფერი. ახლა იყო და ყველაზე მთავარს ასაიდუმლოებდა. ბოლომდე არ მებდობოდა, ან იცოდა, მე არ ვიყავი ყველაფერზე წამსვლელი მისი გულისთვის. _ შეუშვით!_ ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა. ალი ადამიანს აღარ ჰგავდა. ლამაზი თავ_პირი სულ დასიებოდა. გასისხლული და გადახეთქილი წარბები სოკოებივით აჯდა. ცალი თვალი აღარც ეხილებოდა. ზურგსუკან გაკრული ხელები ლამის მკლავების დაწყვეტამდე ჰქონდა გადაქაჩული. წელს ზევით შიშველს, ადგილ_ ადგილ დამწვრობები ემჩნეოდა. გული კინაღამ შემიწუხდა. ნაწამები ადამიანი პირველად ვნახე და დამიჯერეთ ამაზე საშინელება არაფერი ყოფილა. ოთახში სისხლის და შარდის სუნი იდგა. იქვე მოზრდილი სათლი ეგდო და იატაკი სულ სველი იყო. მრავალფეროვნება ჰყვარებიათ ალის ჯალათებს. _ ხელები გაუხსენით!_ არცერთი არ გაინძრა. მხოლოდ ალი წამოჯდა მუხლებზე. _ ვაა, ბიძაშვილოო!_ გამიცინა რაღაცნაირად ტკივილით. _ გაუხსენით ხელები თქვე მანიაკებო!_ ადამიანის ფეხქვეშ გათელვა ადვილი ასატანი არ ყოფილა, თუნდაც ეს ადამიანი ყველაზე უკანასკნელი ნაძირალა ყოფილიყო ამ ქვეყნად. გიგას ვეცი გაცოფებული. _ არ გესმის, რას გეუბნები? არ გესმის არა? შენ ამაზე უარსეი ხარ! ნაძირალა მკვლელების ბანდა! გაუხსენით ხელები ახლავე!_ ვკიოდი გაგიჟებული. _ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? ერთი ერთმანეთზე ნაძირალებო! _ გაუხსენით!_ ჩაილაპრაკა გიგამ. ალის თოკი მოხსნეს. ახლა მისკენ შევბრუნდი. _ ალი, მითხარი მისამართი!_ ამომხედა. _ არ შემიძლია!_ თვალი არ მოუშორებია. _ ალი მითხარი, გთხოვ! ის არ იმსახურებს ამას! მითხარი, სანამ ანამ დამასწრო! ხომ იცი, რისი გაკეთებაც შეუძლია ანას! _ ნეტავ არასდროს გავეჩინე! ნეტავ მუცელშივე გავწყალებოდი!_ ჩაილაპარაკა ალიმ. _ან ნეტავ უფრო ადრე შეგხვედროდი! მოდი და გეტყვი, მარტო შენ გენდობი აქ!_ მიყურებდა და თვალები სიცხიანივით უელავდა. მისკენ გადავდგი ნაბიჯი და გიგამ შემაჩერა. _ არ ვენდობი და წესით არც შენ უნდა გჯეროდეს მისი! _ ხელი გამიშვი!_ ხელი გამოვგლიჯე და ალის მივუახლივდი. მისკენ დავიხარე. ალიმ მისამართი მიჩურჩულა. _ მე აქ მოვკვდები აიდა! უთხარი მას, რომ არასდროს მიპატიებია ჩემი გაჩენა!_ მითხრა ჩურჩულით. მერე კი გამიღიმა, უცნაურად წრფელად და ბავშვურად. მგონი იმ წამს, ალი კი არა, ალის ბავშვობა მიღიმოდა. სანამ მის სულს ასე დაამახინჯებდა ეს ულმობელი სამყარო. _ მშვიდობით ბიძაშვილო!_ დამემშვიდობა ალი და ახლაღა მივხვდი, რას ნიშნავდა ეს ყველაფერი. გიგამ ხელ მომკიდა და გარეთ გამათრია. წინააღმდეგობას ვუწევდი და ვკიოდი. ვიცოდი იმ წამს ალი სიცოცხლის ბოლო წამებს ითვლიდა. მაგრამ გიგა მის დანდობას არ აპირებდა. არც ჩემს სიტყვებს უსმენდა და არც ჩემს მუდარას. რადგან არაფრით სჯეროდა, რომ ალისთვის სამყოფი სასჯელი არსებობდა ამ ქვეყნად. ორივე მკლავში ხელი ჩამავლო და შემაჯანჯღარა. _ შეიძლება ბრძანება ანამ გასცა, მაგრამ ის ტრაილერი ალიმ საკუთარი ხელით ააფეთქა გესმის? გესმის თუ არა!_ მიყვირა განრისხებულმა. ორივე ხელი ყურებზე ავიფარე. არ მსურდა ამ ყველაფრის მოსმენა . მეტს ვეღარ ვუძლებდი. ორივე ხელისგული მჭიდროდ მივიჭირე ყურებზე, მაგრამ მაინც გავიგონე იარაღის გასროლის ხმა. მივხვდი, ეს ალის დასასრული იყო. ნახევრად გათიშული ჩამსვა მანქანაში. ვერაფერზე ვფიქრობდი, მხოლოდ ის გასროლის ხმა არ ამომდიოდა ყურიდან და შიგადაშიგ სტრესისგან სხეული მიკრთოდა. მისმართი ვუკარნახე. _იქ თამთაა! წადი და მოიყვანე სახლში!_ გიგას დანახვაც არ მინდოდა. თითქოს ყველაფერი, რაც ხდებოდა, მისი ბრალი იყო. ის დღეები გამახსენდა, როცა მე და ნინა მოლში ვმუშაობდით. თითქოს იმდენად შორეული წარსული იყო, რომ მე არც მეკუთვნოდა. რა ბედნიერი ვიყავი მაშინ, სანამ ჰუსეინა შემოაბიჯებდა ჩემს ცხოვრებაში. _ ნეტავ არასოდეს გამეცანი!_ ვუთხარი, როცა მანქანა სახლთან გააჩერა და ისე გადავედი, რომ მისთვის თვალებში არც შემიხედავს. სახლიდან ნინა გამოვარდა. მის უკან აბო. ვიდექი და აღარც წინ წასვლა შემეძლო და აღარც უკან დახევა. ვიდექი და ვგრძნობდი, სადაც იყო ჩემი ტკივილი თვალების ჯებირებს გამოარღვევდა. მე კი მტირალა გოგო არასდროს ვყოფილვარ. შეკავებული ცრემლებისგან სხეული მიკრთოდა და მტკიოდა. ნინა მომეხვია და გულში ჩამიკრა. აბომაც მხარზე მომიჭირა დაძარღვული ხელი. _ კარგად ხარ შვილო?_ მკითხა და აქ მიმტყუნა ნერვებმა. ისე ავტირდი, როგორც არასდროს მეტირა მანამდე. გიგამ მანქანა დაქოქა და ისე გაბრუნდა, სახლში არ შემოსულა. მამამისს არც კი მისალმებია. უბრალოდ მანქანა შეაბრუნა და მორიგი დავალების შესასრულებლად უემოციო რობოტივით გაემართა. გვიან ღამით, როცა მე ნინამ საკუთარი ხელით დამბანა და საწოლში ჩამაწვინა. როცა აბომ ჩაი და კარაქიანი პური თავისი ხელით მომიტანა. რამაზმა კიდევ ერთი გაუბედურებული არსება მოიყვანა სახლში. წითურთმიანი ლამაზი ქალი, ცარიელი, სულ მთლად ცარიელი სულისგან ბოლომდე დაცლილი თვალებით. 13 როდესაც შოთა, რასაც ჰქვია პირდაპირ თავზე დამაკლეს, მაშინ არ განმიცდია სიკვდილის მთელი "მომხიბვლელობა," ჯერ ერთი შოთაზე ძალიან ვბრაზობდი და მეორეც, საკუთარი თავის გადარჩენა უფრო მაღელვებდა იმ წამს. მაგრამ ახლა, რომ ვუკვირდები, უბრალოდ მაშინ ვერ დავიჯერე მოხდარი ამბის მთელი სერიოზულობა, ის ყველაფერი ვერ აღვიქვი რეალობად, რომ შესაძლებელი იყო, ადამიანი ჩემ ცხვირწინ მოეკლათ. რაღაცნაირად ვერ გავიაზრე მომხდარის მთელი საშინელება. ალბათ ესეც გონების რაღაც დამცავი მექანიზმი იყო. მაგრამ ალის სიკვდილმა ჩემი სხეულის ყველა უჯრედი მოიცვა. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ადამიანის გადარჩენა შემეძლო და მე არაფერი გავაკეთე. ის სიძულვილი კი, რომელიც წესით ალის მიმართ უნდა მეგრძნო, გიგასკენ მივმართე. მისი დანახვაც კი არ მსურდა და ისიც მოუცლელობის თუ მიხვედრილობის გამო თავს მარიდებდა. აბოსგან ვიცოდი, რომ ცხელ კვალს მისდევდნენ, ანას გეგმების ჩაშლას ცდილობდნენ და დანარჩენი გოგონების დაბრუნება სურადათ. გიგას რევაზის პირით შევუთვალე, რომ დიანას ნახვა მინდოდა. გოგონები მშობლებთან დაებრუნებინათ, ხოლო ისინი, ვინც ბავშვთა სახლიდან წამოეყვანათ, საიმედოდ დაცულ თავშესაფრებში გადიოდნენ ფსიქოლოგიურ მკურნალობას. სანამ დიანას ვნახავდი, სახლში თვალებჩამქრალი თამთა მყავდა მსახედი. მის მიმართაც დამნაშავედ ვგრძნობდი თავს. მე ხომ მისი შვილის მკვლელობის მოწმე ვიყავი?! ქალი მთელი დღე ფანჯარასთან იჯდა და ხმას თითქმის არ იღებდა. თითქმის არ ჭამდა. არაფერზე რეაგირებდა. აღარ ვიცოდი მისი ყურადღება როგორ მიმეპყრო. კარი შევაღე და ინტერესით დავაკვირდი. თამთა, მიუხედავად ასაკისა და გადატანილი სტრესისა, ჯერ ისევ ლამაზად გამოიყურებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოცდახუთი წლის წინ დაიწყო მისი პირადი ჯოჯოხეთი, გარეგნულად ამ ჯოჯოხეთს მხოლოდ რამდენიმე ნაოჭით თუ ამჟღავნებდა. თმა ჰქონდა წელამდე, საოცრად ალისფერი და ხვეული. მაგრამ მოუვლელი და გაურჩებული. გამხდარი იყო, ბევრად გამხდარი, თავის ასაკთან შეუსაბამოდ. ლამის გამჭვირვალე ხელები კალთაში მშვიდად ეწყო. ერთი შეხედვით ალბათ ვერც იტყოდა ადამიანი, რომ თამთა 43 წლის იყო. სულ რაღაც ორი წლით დიდი ანაზე. ალბათ ამიტომაც აიღო წარსულში საკუთარ თავზე ანას გადარჩენის მისია. და რა მიიღო სანაცვლოდ?! ამოვიოხრე და მივუახლოვდი. _ გამარჯობა თამთა, შეიძლება ჩამოვჯდე?_ მივხვდი ყველაფერი ესმოდა, მაგრამ არ სურდა კონტაქტში შემოსვლა. მის გვერდით ჩამოვჯექი და მეც ფანჯრიდან დავიწყე ეზოს თვალიერება. ეზოში დობორა და ბომბორა თამაშობდნენ და სწორედ მათ არ აცილებდა თამთა თვალს. ვიჯექით უხმოდ. საკუთარ ფიქრებში ჩაფლულები. გარე სამყაროს მოწყვეტილები და ერთნაირად უთვისტომოები. ერთი და იგივე ქალისგან გულში მძიმედ დაჭრილები. _ ანა ვეღარასდროს დაგიშავებს რამეს თამთა!_ ვუთხარი ხმადაბლა._ შენ ახლა თავისუფალი ხარ! სწორედ მაშინ, როცა ასადგომად წამოვიწიე, მისი მშვიდი ხმა გაისმა. _ თავისუფალი? მჭირდება კი თავისუფლება? აღარც მახსოვს, როგორ მოვიხმარო ის! ანამ კი განა შეიძლება, ამაზე მეტი რამე დამიშავოს?! _ თამთა!_ გამაოცა და გამახარა მისმა ხმამ. _ შენ? შენ რა დაგიშავა ანამ?_ ისევ არ შემოუხედავს ჩემთვის. _ მე.._ დავფიქრდი, არ ვიცოდი მეთქვა თუ არა სიმართლე. ვაითუ, როცა გაიგებდა, რომ მე ანას შვილი ვიყავი, შევძულებოდი და ნდობა დაეკარგა. მაგრამ ურთიერთობას, რომელსაც ტყუილით დაიწყებ არასდროს ექნება კეთილი დასასრული. ამიტომ გამბედაობა მოვიკრიბე და სიმართლე ვუთხარი. _ მან მე გამაჩინა! აი ეს დამიშავა!_ შეცბა. ნელა მოსწყვიტა ძაღლებს თვალი და ინტერესით ამომხედა. დამაკვირდა. თვალებს ყურადღებით დაატარებდა ჩემს სახეზე. _ სულ არ ჰგავხარ დედაშენს!_ არ ვიცი, რა იგულისხმა, ალბათ ხასიათი? თუმცა რა იცოდა მან ჩემი ხასიათისა? ალბათ არ სურდა, რომ ანასთან ჩემი მსგავსება დაენახა. იქნებ მისი ეს სიტყვები ერთგვარ კომპლიმენტადაც უნდა მიმეღო. _ იმედია!_ ვუპასუხე მე და დავინახე, რაღაც ღიმილისმაგვარი როგორ გაუკრთა თვალებში. _ დაჯექი!_ მიმითითა სკამზე. შვებით ამოვისუნთქე და დავჯექი. _რა გქვია?_ მკითხა და ხელი გამომიწოდა. _ ბაია!_ ვიპასუხე და ხელზე ხელი მოვუჭირე. _ ბაია, ჩემზე რამე მოგიყვა ანამ?_ აშკარად რაღაც აინტერესებდა, მაგრამ პირდაპირ ვერ მეკითხებოდა. შინაგანად დავიძაბე. ალბათ ალი აინტერესებდა. _ მხოლოდ იმ წამამდე, როცა ის აეროპორტში გააგზავნე ჩემზე ორსული და თავად იმ ცერემონიალზე დარჩი._ საინტერესო იყო, თავად რა გადახდა მას შემდეგ, რაც ანამ ქვეყანა დატოვა. ცოტა ხანს ფიქრობდა, წარსულს იხსენებდა, შემდეგ კი ისე, რომ არც უკითხავს მსურდა თუ არა მოსმენა, მოყოლა დაიწყო. _ საღამომდე არავის შეუმჩნევია იმ დღეს ანას გაქრობა. მაგრამ საღამოს კი ისეთი ამბავი ატყდა, ვიღას ეცალა ჩემთვის?! მეც სწორედ ამის იმედი მქონდა. წინასწარ შეპირებულ კაცს მოვუხმე, რომელსაც ორი მუჭა ოქრო მივუთვალე მანამდე და მანქანაში ჩავჯექი. იცი ყველაზე საშინელი როდისაა იმედის გაცრუება ბაია? როცა გადარჩენამდე და ხსნამდე ერთი ნაბიჯიღა გაშორებს. ზუსტად აეროპორტში დამიჭირეს. სასახლის ნაცვლად, სადღაც გომურში მიმიყვანეს. პირველი ღამისგან განსხვავებით, ჯამალს აღარ ვუცემივარ._ წამით ჩაეცინა. _ აჰ,არ მითქვამს არა, პირველ ღამეს რომ მცემა? მხოლოდ იმიტომ, რომ წინააღმდეგობას ვუწევდი და ვტიროდი. ცემისგან დამაოსა იმ დემონმა. მაშინ მისი ენა არ მესმოდა, არ ვიცოდი, რას ჩამსისინებდა ყურში, როცა თავს საწოლის თავზე მარტყმევინებდა. თუმცა ვამჩნევდი, რაც უფრო მტკიოდა და ვკიოდი, მით უფრო მეტ სიამოვნებას იღებდა თავად. წამით არ უყოყმანია გესმის? ბავშვი რომ ვიყავი ... თუმცა მისთვის სწორედ ეს იყო მთავარი._ გაჩუმდა, ზურგით მობრუნდა და მაისური აიწია. _ შეხედე, ხედავ?_ პირზე ხელი ავიფარე, რომ შეძრწუნებუსგან არ მეკივლა. ზურგზე არაბულად ჰქონდა ამომწვარი, "მე, ჯამალის ერთგული მონა" _ ყოველ ღამე სიგარეტით მიწვავდა ზურგს. ერთი ღამე_ ერთი წერტილი. სანამ ამ ნაწერს დაასრულებდა და მე მართლაც მორჩილად და მონად არ მაქცევდა. ერთ დღესაც, როცა იმედი გადამეწურა, ვიფიქრე, რომ ჯამალის მართვა თავად უნდა მეცადა. რადგან ამ წამებას ბოლო აღარ უჩანდა, ისე უნდა მომეხერხებინა, რომ ტკივილი საკუთარ იარაღად მექცია. ახლა წინიდან აიწია მაისური. მუცელზეც მსგავსი დამწვრობები ჰქონდა, ყვავილის მსგავსად ამომწვარი. _ ეს კი, მე თავად გავაკეთე! როცა სიგარეტი კანზე ჩემი ხელით დავიწვი, დავინახე, როგორ აენთო თვალები ჯამალს. ჩემმა ნებაყოფლობითმა ტანჯვამ უფრო აღაგზნო მისი ისედაც გადაგვარებული გონება. და როცა ეს შედევრი დავასრულე, ჯამალმა იმ ალქაჯების დეფოფლობა მარგუნა, მის ცოლებს რომ უწოდებდნენ საკუთარ თავს. თამთამ მაისური გაისწორა და დაჯდა. _ შენ მე წამებული და წმინდანი გგონივარ, მაგრამ წინასწარ გეტყვი, იმედი გაგიცრუვდება! იმ ალქაჯებს შორის მე უპირველესი ალქაჯი გავხდი! რთული იყო იმ ეჭვიანი კაცის მართვა. რადგან უამარავ ინტრიგას ხლართავდნენ სასახლეში. ისე იბრძოდნენ იმ ბებერი მძორის ყურადღების მისაქცევად, თითქოს მართლაც უყვარდათ და უნდოდათ. თითქოს იმ უამრავ ოქროს, რასაც ჯამალი მათთვის იმეტებდა, რამეში მოიხმარდნენ! არა, მათ დღის შუქს ვინ ანახებდა?! მხოლოდ ერთმანეთთან შეეძლოთ ამ ფუფუნებით ეამაყათ. რადგან სხვა კაცს თვალით თითქმის ვერ ხედავდნენ. მათ შორის ერთი ასპიტი ყველაზე მეტად აქტიურობდა. თვალებში ეტყობოდა, ჯამალზე მეტი დემონი თავად იყო. მაჰალეტი, ასე ერქვა იმ ალქაჯს. სწორედ მისგან გავიგე, რომ მე ბავშვის, უფრო ზუსტად, ვაჟის გაჩენა მევალებოდა ჯამალისგან. მერე კი ალბათ, როგორც ყველა ჩემსავით ჩამოთრეულ კახპას თავიდან უხმაუროდ მომიშორებდნენ. განა ერთი და ორი ჩამომიშორებია გზიდანო?! თავისი ბედი თავად გადაწყვიტა მაჰალატმა ამ სიტყვებით._ ავად ჩაეცინა თამთას. _ შენ უნდა გესმოდეს, რომ იქ მე თამთა არ ვყოფილვარ! იქ ქალი ვიყავი, რომელსაც სიცოცხლე სურდა! იმ ღამეს, როცა ჯამალს სამი თვის ორსულობა ვახარე და მან მითხრა, რომ სანაცვლოდ ჩემს ნებისმიერ სურვილს შეასრულებდა, მე მაჰალეტის სხეულის მოხატვა ვისურვე. ზუსტად იმ ხერხით, როგორითაც საკუთარი სხეული "გავილამაზე". არც კი უყოყმანია ჯამალს. მაჰალეტს მაშინვე მოუხმო. აშკარად დაინტერესდა სანახაობით და მოქარგულ რბილ ტახტზე გადაითხლაშა, ხელში ნარგილით, საინტერესო წარმოდგენის მოლოდინში. ამაყად შემოვიდა მაჰალეტი. საოცრად ლამაზი შავგვრემანი ქალი იყო. ჩამოქნილი ავაზას სხეულით, გიშრის თვალებით. თუმცა იქ ულამაზო ქალი არც მინახავს. შემომხედა იატაკზე დაჩოქილს და ამაყად ჩაიცინა. ჯამალს მიუახლოვდა და კეკლუცად ჩამოუჯდა ფერხთით. _ გაიხადე!_ უბრძანა ნადირმა. მალაჰეტი შეცბა. ვერ მიხვდა, თუ ღამის გასატარებლად მოიხმო ქმარმა, მე რაღას ვაკეთებდი იქ. _ არ გესმის ქალო? გაიხადე!_ ისევ უბრძანა ჯამალმა და ფეხით უბიძგა. გაოცებული ქალი ხან მე მიყურებდა, ხან იმ საზიზღარს. ჯამალს მოთმინებამ უღალატა, ნარგილის მილი იქვე მაგდო და ფეხზე წამოდგა. საწოლის თავზე გადებულ სქელ კოჭზე თავისი ატლასის ხალათის ქამარი გადაჰკიდა და მალაჰეტი ორივე ხელით ჩამოაბა ზედ. მიხვდა ის როკაპი, რომ რაღაც საშინელი ელოდა წინ და საშინლად აწივლდა. ჯამალმა კი გულისპირში ხელი ჩაავლო და კაბა ერთიანად ჩამოაგლიჯა წელამდე. ლამაზ მკერდზე ძლიერად მოუჭირა ხელი და როცა ქალმა ტკივილისგან დაიკვნესა, ტუჩები მოილოკა იმ ამაზრზენმა. _ დაიწყე!_ მითხრა აღგზნებულმა. ნელა მივუახლოვდი და როცა პირველად ამოვწვი კანი, თვალი ავარიდე საცოდავს. კიოდა მაჰალეტი, პატიებას მთხოვდა. ყველა ცრემლისთვის, რაც მის გამო დავღვარე, მაგრამ ახლა მისი ბედი ჩემს ხელში აღარ იყო. მისი ტკივილისგან შეშლილი ჯამალი ოხრავდა და თვალებით ჭამდა ქალის ყველა იარას. თამთა გაჩუმდა. თითები მუჭებად შეეკრა და ფრჩხილებით საკუთარ ხორცს ჩაფრენილი მთლიანად ამ საშინელ მოგონებაში იყო ჩაფლული. _ როცა მაჰალეტს გული შეუღონდა, მისი ჩამოხსნის ნებაც კი არ მომცა იმ შეშლილმა ისე ... მე უკვე ვეღარაფერს ვგრძნობდი, როდესაც ჯამალი ამას აკეთებდა, უბრალოდ თვალებს ვხუჭავდი და თავს მშობლიურ სახლში წარმოვიდგენდი. ვცდილობდი წარმომედგინა, რომ ეს უბრალოდ საშინელი სიზმარი იყო და მალე ყველაფერი დასრულდებოდა. იმ ღამის შემდეგ, ყველა მერიდებოდა. ხმა გავრცელდა, რომ მეც ჯამალივით შეშლილი მანიაკი ვიყავი. ახლოს არავინ მეკარებოდა, თუმცა ისინი არც მჭირდებოდნენ. ჯამალს კი ისე მოეწონა იმ ღამინდელი გართობა, ტომ ხშირად მამეორებინებდა და მეც იმ ლამაზ, თუმცა სულით მახინჯ ქალებს ერთი მეორეს მიყოლებით ვუსახიჩრებდი სხეულებს. რაღაც მომენტში ჯამალმა ჩათვალა, რომ ჩემი ნდობა შეიძლებოდა. მე კი ეს ძალიან მჭირდებოდა, რადგან ანა მყავდა საპოვნელი. ზოგი შიშით, ზოგი ფულით მოვისყიდე და დავიმორჩილე. მონა ქალისგან ქალბატონოდ ვიქეცი. უბატონოდ ხმას ვერავინ მცემდა. მე, 19 წლის ქართველ გოგონას. ერთ დაღესაც გავიგე, რომ ანა საავაყოფოში მოხვდა. ასეთი შანსი აღარ მექნებოდა. მაშინვე იქ გავქანდი. ვნახე და გაქცევის გეგმა გავანდე. ანა ისეთი სუსტი და გატეხილი მეჩვენა. ცარიელი მუცელი იყო. დარდობდა ბავშვის გამო. ეშინოდა. ორჭოფობდა, ვაითუ ბავშვი წამართვანო. მე კი... მე კი მისგან განსხვავებით ... წყალი დამისხი თუ შეიძლება!_ მთხოვა ხმა გაბზარულმა. ავდექი და ცივი წყლით სავსე ჭიქა მივუტანე. მივხვდი უჭირდა იმის თქმა, რის სათქმელადაც ემზადბოდა. წყალი ყლუპებად დალია, თითქოს ცოტა დრო მოიგო. გამბედაობა მოიკრიბა. _აი რატომ უნერგავდნენ ალის ის საშინელი ქალები ქართველი ქალის სიძულვილს!_ვფიქრობდი მე._ ერთგვარი შურისძიება იყო მათგან. რაც თამთას ვერ დამართეს, მის შვილს ატკინეს ორმაგად. _ მე კი მისგან განსხვავებით დიდად არ ვღელავდი ამაზე! _ გააგრძელა თამთამ. და ფიქრი გამაწყვეტინა. გაოცებულმა შევხედე. _ რაზე არ ღელავდი?_ ვკითხე დეაჭვებულმა. _ ბავშვზე! იმ ბავშვზე არ ვღელავდი, რომელიც მოძალადისგან და მონსტრისგან, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, მეყოლებოდა და სამუდამოდ მიმაჯაჭვავდა იქაურობაზე. მე იქიდან გაღწევა მსურდა! ჯამალს რომ ეთქვა, ბავშვი მომეცი და წადიო, დაუფიქრებლად ასეც მოვიქცეოდი, მაგრამ ჯამალი მესაკუთრე და ჯიუტი მონსტრი იყო. უმალ მომკლავდა, ვიდრე გამიშვებდა. და ბავშვის გაჩენის შემდეგ ყურადღებას გააასმაგებდა. რადგან ეგონა, ორსული ვერ და არ გავიქცეოდი. როცა ანა სამშვიდობოს დავიგულე, როცა ყველაფერი ყირაზე დავაყენე მისი გაქცევით, მეც სწორედ მაშინ გავიპარე. მაგრამ, როგორც მიხვდი, არაფერი გამომივიდა!_ მხრები უმწეოდ აიჩეჩა და ხელები გაშალა. _ იმ დაუბადებელმა ბავშვმა გადამარჩინა ჯამალის უსაზღვრო რისხვისგან. და სანამ ის დაიბადებოდა, ასე თუ ისე ვუძლებდი ტყვეობას. თუმცა აღარც ფუფუნება მქონდა, აღარც მსახურები მეხვია. მაგრამ ასე სჯობდა, რადგან თავად ჯამალიც აღარ მკადრულობდა. _ ზიზღით გააჟრჟოლა. _საშინელი კაცი იყო. ოდნავ, სულ ოდნავ მაინც მსგავსებიდა იმ არაბ პრინცებს არაბული ზღაპრებიდან! მაგრამ მე ზღაპარში კი არა საშინელებათა წიგნში ვიყავი გამომწყვდეული. ბავშვი რომ დაიბადა, ხელშიც ვერ ავიყვანე. არც კი მიცდია. არც მსურდა. მძულდა ის ბავშვი. მძულდა, როგორც შხამიანი ხის მოწამლული ნაყოფი. _ და ჯამალმა რა გიქნა? როგორ დაგსაჯა?_ ვიცოდი სასჯელის გარეშე ამ ამბავს ვერ გადაურჩებოდა. თამთას ჩაეცინა. _ ჰოოო, სასჯელი მართლაც საოცარი იყო! ჩემი თავი ჩემგან ნაწამებ მალაჰეტს და დანარჩენ ალქაჯებს მსახურად აჩუქა! როგორც უბრალო ნივთი! დანარჩენს შენც წარმოიდგენ! აღარ უნდა ჩემგან მოყოლა. მაჰალეტი ისე შემდგა და ისე გადამიარა, რომ ჩემგან ადამიანის ნამცეციც კი აღარ დატოვა შეულახავი! ბოლოს ვიღაც მოზარდი მოიყვანა. სახელად ალი. და უთხრა: _ ხომ გძულს ძვირფასო ქართველი ქალები. ხოდა აი ეს ქალი ქართველია! გინდა სამაგიერო გადაუხადო? მე ვერ მივხვდი, ის ბავშვი ვინ იყო. ან რა სამაგიერო უნდა გადაეხადა. ან ქართველები რატომ სძულდა. მაგრამ ის ბავშვი მხოლოდ გარეგნულად იყო ბავშვი. იმ პატარა სხეულში ჯამალზე უარესი მონსტრი ბუდობდა. თამთამ ახლა ფეხებზე აიწია განიერი ტილოს შარვლის ტოტები. საშინელ იარებს დაეფარა მისი ფეხები. _მაშინ გავიგე პირველად, რომ თურმე ადამიანებზე ნადირობაც არსებობს ამ ცოდვილ მიწაზე. სადღაც წამიყვანეს. დასახლებიდან შორს. ნანგრევების სოფელში. იმ ბავშვმა მანქანიდან გადამაგდო. _ ახლა თავისუფალი ხარ და გაიქეცი, სანამ გადავიფიქრეო!_ მეც დავიჯერე და გავიქეცი უკანმოუხედავად. წუთიც არ იყო გასული, ძაღლები მომისიეს. და როგორც მიხვდი, ვერც მათ გავასწარი. დაგლეჯილი და სისხლმდინარი იქვე მიმატოვეს. რაღაც სასწაულით ცოცხალი გადავრჩი. სანამ მომაკვდავი არ მიპოვნეს. თუმცა ჩემმა ტვინმა უარი განაცხადა გარე სამყაროსთან ურთიერთობაზე. თითქოს იმ დღეს საკუთარი სხეული დავტოვე და დაბრუნებაზე უარი ვთქვი. დავფიქრდი და მოსმენილისგან გაოგნებულმა თამთა ოთახში მარტო დავტოვე. რა უნდა მეთქვა? რომ ის ბავშვი ალი იყო? თუ ის, რომ ალის მისმა მხსნელმა ტვინი გაასხმევინა, სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ?! რა და როგორ მეთქვა? რომ ბოლო ათი წელი იმ ადამიანის ტყვეობაში იმყოფებოდა , ვისაც თავად ერთადერთ ახლობლად თვლიდა?! ისედაც ემჩნეოდა, ფსიქიკურად ვერ იყო კარგად. ხან უცნაურად იცინოდა, ხან თვალები გიჟივით უელავდა, ხან კი თვალგაშტერებული საათობით იჯდა. აღარავინ ჰყავდა. დედამისიც დაღუპულიყო რამდენიმე წლის უკან. თამთა აღარავის სჭირდებოდა. სხვას რა უჭირს, თავადაც კი აღარ სჭირდებოდა საკუთარი თავი. აბოს და ნინას მივაკითხე. მათაც ყველაფერი მოვუყევი. _ საწყალი ალი!_ შეეცოდა ნინას. _ ახლა რა უნდა ქნა შვილო?_ მკითხა აბომ. _ არაფერი არ ვიცი აბო ძია. არ მგონია თამთა საღ გონებაზე იყოს. უცნაურად ლაპარაკობს და კიდევ უფრო უცნაური ემოციები აქვს. რაც მან გადაიტანა, არც კი ვიცი. ის, რაც მიმიყვა, ოკეანეში წვეთია, მთელ იმ საშინელებებთან, რაც რეალურად გადაიტანა. ახლა როგორ ვუთხრა, რომ ალი მისი შვილი იყო?! _ ან აქვს კი მაგის თქმას რამე აზრი?_ ჩაილაპარაკა ნინამ. _იმან გაჩენა ვერ აპატია, ამან დაბადება! რა საშინელი ბედის ყოფილა ეს დედა_ შვილი. _ გამოსავალს ვერ ვხედავდი. არ ვიცოდი, რით დავხმარებოდი ამ გაუბედურებულ ქალს. დრო გადიოდა, თუმცა თამთა ოთახიდან კვლავ არ გამოდიოდა. თუმცა არც გამოსვლას და არც შესვლას არავინ აღარ უშლიდა. მაგრამ იმდენად იყო მიჩვეული ოთახში ჯდომას, რომ თავისუფლების სურვილი დაკაგული ჰქონდა. ერთ დროს მეამბოხე ქალში მისი ძლიერი სული მოეკლა გადატანილ უბდურებებს. იყურებოდა ფანჯრიდან შუშის თვალებით და იმ საღამოს შემდეგ, როცა გული გადამიშალა, აღარაფერს აღარ ლაპარაკობდა. ერთ საღამოს რევაზმა დიანა მოიყვანა სახლში. სიხარულით გავიქეცი გარეთ . იმ სიფრიფანა გოგონას გადავეხვიე. _ როგორ ხარ დიანა?_ ვკითხე და სახლში შევიყვანე. _ არც კი ვიცი, როგორ ვარ!_ სევდიანად გაეღიმა მას._ იმის გააზრება, რომ სულ ბეწვზე გადავურჩი სადღაც მონად გაყიდვას, არ მეხმარება, იცი? შიშები დამჩემდა. მარტო ყოფნის მეშინია, სკოლაში წასვლისაც. ხან დედა დამყვება, ხან მამა. მაგრამ ასე სამუდამოდ ხომ ვერ გაგრძელდება?_ დიდი ქალივით მსჯელობდა ეს პაწაწუნა გოგონა. _ მშობლები ამბობენ, რომ საცხოვრებელი ადგილის გამოცვლა გვიშველის. რომ სხვა, ახალ ადგილას გადავალთ და ცხოვრებას თავიდან დავიწყებთ, მაგრამ როგორ დავივიწყო, რომ ჩემი სილამაზე სასჯელია? როგორ დავივიწყო, რომ სადღაც დადიან ის საშინელი ადამიანები და ბავშვებს უთვალთვალებენ. რომ ერთ დღესაც, ვიღაც არანორმალური ხელს არ დამავლებს და ისევ არ მომიტაცებს! ვინ დამპირდება, რომ ეს აღარსდროს მოხდება?!_ ცახცახებდა, როცა ამაზე ფიქრობდა. ვინმე იტყვის, რომ ამ ბავშვების სახლში დაბრუნებით პრობლემაც მოგვარდა, მაგრამ დიანას სიტყვები მარწმუნებდა, რომ ასე არ იყო. და კიდევ რამდენი დიანა იყო ამ ქვეყნად. ძალადობაგამოვლილი ბავშვი, მხრებზე შიშებ და კომპლექსებ აკდებული. _ ცხოვრება გრძელდება ჩემო გოგო! _ ვცადე მისი გამხნევება._ ძლიერი უნდა იყო! თუ ახლა მაგ შიშებს უფლებას მისცემ შენზე გაბატონდნენ, ჩათვალე, რომ მათ გაიმარჯვეს! ნუ მისცემ მათ ამის უფლებას! ადრე თუ გვიან, ყველაფერი გამოსწორდება! _ იცი, რა გადავწყვიტე? მინდა გამომძიებელი გამოვიდე! და მთელი ცხოვრება ტრეფიკინგთან ბრძოლას მივუძღვნა! _ გამიღიმა მორცხვად._ სამწუხაროდ არ მგონია ამ პრობლემას, იქამდე ეშველოს, სანამ მე გავიზრდები! მართალი იყო დიანა. არც მე მქონდა იმედი, რომ პრობლემას ეშველებოდა, გინდაც ანას დაჭერით და მისი გუნდის განადგურებით. ახალი ანები ისე გაჩნდებოდნენ, როგორც სოფლის მინდორში ნაწვიმარზე ქამა სოკოები. _ გიგასავით მაგარი ვიქნები!_ შემაკრთო ამ ნაადრევად გაზრდილი ბავშვის სიტყვებმა. გიგასავით?! დავფიქრდი. სწორედაც გიგასავით. რომ არა მისი დაუღალავი და უკომპრომისო ბრძოლა. რომ არა მისი თავგანწირულობა და საქმის ერთგულება, დიანა დღეს ჩემთან არ იჯდებოდა. ალბათ არც მე ვიქნებოდი ცოცხალი. მე კი ვიჯექი და ის ბოროტმოქმედი ალი მებრალებოდა. ერთადერთი მართალი ამ ამბავში დიანას ბავშვური ოცნება იყო. ოცნება, რომ ყოფილიყო იმდენად ძლიერი, რომ ამ ბოროტებას დაპირისპირებოდა. და მისთვის გიგა სუპერგმირი თუ არა, ამაზე ნაკლები არაფრით იყო იმ წამს. და წამით მაინც რომ სცოდნოდა, რომ მე ალის მოკვლას ვერ ვპატიობდი მის გმირს, ალბათ ისე დამიწყებდა ყურებას, როგორც გიჟს. დიანასთან საუბარმა დამამშვიდა. მისი წასვლის შემდეგ ეზოში გავედი და ჩემს ხესთან დავჯექი. ის დღეები გამახსენდა, როცა ამ სახლში პირველად მოვედი. როცა გიგა ჯერ ისევ არაბი სადამის როლს თამაშობდა და მე ჰუსეინას ვეძახდი გასაბრაზებლად. ნეტავ მართლა ყველაფერს თამაშობდა?! ნეტავ ის მზერა, ის კოცნა ყველაფერი თამაშის ნაწილი იყო?! ნეტავ როგორი კაცი იყო გიგა, ყოველგვარ ნიღბას და გამოგონილ პერსონაჟს მიღმა. ნეტავ რას ფიქრობდა ჩემზე? ჭიშკარს მანქანა მოადგა, დაცვამ გახედა და კარი სწრაფად გაუღო. ამ აჩქარებაზე მივხვდი, სახლის პატრონი დაბრუნდა. გული ამიჩქარდა. დაახლოებით კვირა მაინც იყო, არ მენახა. შორიდანაც კი არ მომეკრა მისთვის თვალი. რა იყო ეს გრძნობა, მისმა გამოჩენამ რომ ამაფორიქა? ნუთუ მენატრებოდა? ნუთუ ეს ეიფორია მისი დანახვით გამოწვეული სიხარული იყო?! მანქანა სახლის წინ გააჩერა და ჩვეულად დინჯად გადმოვიდა. კარში აბო გამოეგება. ხმადაბლა გაისაუბრეს. დავინახე, თუ საღაოს ბინდში მომეჩვენა, რომ ჩემკენ გამოიხედა. თითქოს გული შემიხტა. აბოს მხარზე ხელი დაადო და წამოვიდა. _ როგორ ხარ ბაია?_ მკითხა და გვერდით მომიჯდა. _ მგონი კარგად! შენ როგორ ხარ? ანაზე რამე ისმის?_ არადა იმ წამს ანა სულ არ მაღელვებდა. _ ჰოოო, ანაზე? ანა დაიმალა, უნდა ვიფიქროთ, რომ გაემგზავრა. მაგრამ, ვფიქრობ, ქვეყანა არ დაუტოვებია! უშენოდ არ წავა! ახლა შენ ისე სჭირდები, როგორც ჰაერი! ამიტომ ის უნდა გავაკეთოთ, რაც აქამდე უნდა გვექნა!_ დაეჭვებულმა გავხედე. _ რა უნდა გავაკეთოთ?_ გულმა მიგრძნო, რაღაც ისეთს მეტყოდა, რისი მოსმენაც არ გამახარებდა. _ უნდა ვიქორწინოთ და მამაშენის სამშობლოში გავემგზავროთ!_ და აჰა, ისევ ის ძველი თემა. თითქოს წრეზე ვტრიალებდით. მე ცოლად უნდა გავყოლოდი კაცს, რომელიც სულწასულად მაღელვებდა, მაგრამ მისთვის მხოლოდ მორიგი მისია ვიყავი. და ამის ცოდნა ჩემს თავმოყვარეობას, პრინციპებს , სიამაყეს და ყველაფერს ერთად თელავდა ფეხქვეშ. რომელ სიყვარულზე იყო საუბარი, მოწონებითაც კი არ მოვწონდი. ნამდვილი უგულო ჯეიმს ბონდი იყო და მეტი არაფერი. 14 პატარა ბავშვი არ ვიყავი, რომ ამ ამბის მთელ სერიოზულობას ვერ მივმხვდარიყავი, რომ ამ ყველაფრის თავი და თავი მამაჩემის უზარმაზარი მემკვიდრეობა იყო. რომ არა ჯიუტი მოხუცის ახირებული ანდერძი, მე ალბათ ახლაც ძველებურად ვიცხოვრებდი. მექნებოდა მარტივი პრობლემები, როგორიც იყო ბინის ქირა, ან უმუშევრობა. ჰმ, სასაცილიოა, ერთ დღეს გადაუჭრელი პრობლემები რამდენად უმნიშვნელოები შეიძლება გახდნენ, როცა მართლაც რეალურ სირთულეებს შეეჩეხები ადამიანი. არჩევანი რომ მქონოდა, იმ ძველ ცხოვრებაში დავრჩებოდი და იქიდან ცხვირსაც კი არ გამოვყოფდი, მაგრამ ვაი რომ ჩემი ბედი ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული. მე ოცდაოთხი წლის მეამბოხე და ჯიუტი, ესეც ალბათ გენეტიკური მემკვიდრეობა იყო, გოგონა, ლურჯი თმით და უცნაური ჩაცმულობით, ცოლად მივყვებოდი სუპერთანამედროვე ჯეიმს ბონდს. მალულად გიგას გავხედე. საოცრად უხდებოდა კლასიკური სამოსი. თუმცა ამასაც საქორწილო დრესკოდის საწინააღმდეგოდ ირგებდა. თეთრი პერანგის მკლავები თავისუფლად აეკეცა და ყელზე ღილი შეეხსნა. ისევ გავბრაზდი მასზე, არც კი ვიცი, ყველა ჩემს პრობლემას მას რატომ ვაბრალებდი ხოლმე? მაგრამ მისი განტევების ვაცად გამოყენება, ოდნავ, სულ ოდნავ მამშვიდებდა. შავი ლამის მუხლამდე ბათინკები ამოვიცვი და გრძელი თასმები მჭიდროდ შევიკარი. _ ეჰ ბაი, რა უხეირო პატარძალი ხარ!_ კი არ სიმულირებდა, მართლა ჩამოსტიროდა თავ_პირი ნინას. _ რა გინდა?_ ახლა მისკენ მივმართე ჩემი ბრაზი_ რა არ მოგწონს? წელში გავიმართე და მოზრდილ სარკეში საკუთარი გამოსახულება შევათვალიერე. წვრილ სამხრეებიანი თეთრი კაბა მეცვა, მოკლე, მუხლს ზემოთ გაბუჩქული წულის ქვედატანით. წელზე ლურჯი განიერი აბრეშუმის ბანტით. თავზე სიმბოლურად, მაგრამ უფრო მთელი ჩემი ირონიის გამოსახატავად პრინცესას მოცუცქნული გვირგვინი მედგა. ხელში კი ლურჯი ვარდების პაწაწინა თაიგული მეჭირა. ჯერ მარჯვნივ შევბრუნდი, მერე მარცხნივ და რაც არ უნდა უცნაური იყოს, მომეწონა საკუთარი თავი. ღიმილიც კი შემეპარა, მაგრამ სწრაფად მოვსხიპე. ეს რომ ნამდვილი ქორწინება ყოფილიყო... ისევ გიგას გავხედე და მის თვალებს შევეჩეხე. უცნაურად მიყურებდა. ისე, როგორც წვიმაში მოყოლილ პატარა საყვარელ ლეკვებს უყურებენ ხოლმე. თითქოს ახალისებდა კიდეც ეს უცნაური სიტუაცია. მაგრამ რას ველოდი მისგან? მე ხომ მხოლოდ მორიგი შესასრულებელი დავალება ვიყავი. დარწმუნებული ვიყავი, მამაჩემის დატოვებული ქონება ბევრ კარგ საქმეს გააკეთებინებდა მას. მე იმ საზიზღარი ფულიდან ისედაც არაფერი მსურდა. თეთრიც კი არ დამენანებოდა დიანასნაირი საწყალი გოგოების გადასარჩენად. მაგრამ საკუთარი თავის მარიონეტად წარმოდგენა მაცოფებდა. მეორეს მხრივ ანას გამწარება მინდოდა. როცა თამთას დასახიჩრებული სხეული მახსენდებოდა, სურვილი მიპყრობდა, ანაც მასავით განადგურებული მენახა. ნინას გავხედე, გული მომეწურა, როცა წარმოვიდგინე, რომ მე ოდესმე შეიძლებოდა მისი სისუსტით და უმწეობით მესარგებლა. ჯვარი არ დაგვიწერია, ან რა აზრი ჰქონდა ქორწინების ამ არაოფიციალურ სახეს ჩვენთვის. ჩვენ მხოლოდ ქაღალდზე ხელმოწერით გამყარებული ფარსი გვჭირდებოდა. ყველაფერი საკმაოდ მალე დასრულდა. _ ქორწილი გაქვს თუ გასვენება, რას იბღვირები!_ სამაგიეროდ ნინა იყო ბედნიერი. მისთვის ცნება, ფორმალური ქორწინება არ არსებობდა. _ ნინა, დავიჯერო ვერ ხვდები, რა ხდება? _ მივუბრუნდი გაბრაზებული. _ ეს ყველაფერი ტყუილია გესმის? დღეს არცერთი სიტყვა ნამდვილი არ ყოფილა! მე მისთვის უბრალოდ მიზნამდე მისასვლელი საშუალება ვარ! რა ღიმილი და რა ბედნიერება? რას ითხოვ ჩემგან? _ მართლა მასე გგონია?_ უდარდელად გაეღიმა ნინას. _ თუ მასეა და მაგას იაზრებ, რაღატომ ბრაზობ ასე? იცი რა მგონია? შენ ის კი არ გაგიჟებს, რომ ამ ფარსში მონაწილეობ, არამედ ის, რომ სიგიჟემდე გინდა ეს ყველაფერი ნამდვილი იყოს!_ ნინას აცრემლებული თვალები ავარიდე. მათრახივით მომხვდა ბეჭებზე მისგან მოსმენილი სიმართლე. ზურგი ვაქციე და სახლისკენ წავედი. _ ნინაა,_ დავუძახე, მაგრამ უკან არ მიმიხედია. _ ჰოო!_ მიპასუხა მაშინვე. _ დაიჭირე ნინა!_ ვუთხარი და ლურჯი ვარდების ციცქნა თაიგული მხარს უკან გადავუგდე. ეს ხომ სიმბოლურად მაინც პატარძლის ყვავილები იყო არა? და მისი სიმბოლური დანიშნულებაც ზურგსუკან სხვისთვის გადაგდებას წარმოადგენდა. ნინამ თაიგული სიხარულით დაიჭირა. ოთახში შევედი. კარი დავხურე და თმიდან ის მოცუცქნული გვირგვინი მოვიხსენი. ლამაზი და ბრჭყვიალა იყო , როგორც ყველა დანარჩენი სიცრუე ამ ქვეყანაზე. გაბრაზებულმა მოვისროლე. ფანჯრის რაფას შეეჯახა და ისევ ჩემს ფეხებთან მოგორდა. ხელში ავიღე და დავინახე გაღუნულიყო. _ ესეც კი არ არის ნამდვილი, ყველაფერი ყალბია!_ ჩავილაპარაკე ნაწყენმა. _ და მართლა გინდა, რომ ნამდვილი იყოს? _ მომესმა ზურგს უკან. როგორც სჩვეოდა უხმაუროდ მოპარულიყო ვაჟბატონი სიძე. _ ყალბი არაბი, ყალბი ფადიშახი და ყალბი სიძე! არის კი შენში რამე ნამდვილი?_ მინდოდა ცოტათი მაინც ტკენოდა გული. მას კი გაეცინა. _ ნამდვილი მარტო ჩემი ფიქრებია! მაგრამ შენ მაინც არ დაიჯერებ!_ მითხრა და უფრო ახლოს მოვიდა. გაღუნული გვირგვინი გამომართვა. _ არც შენ ჰგავხარ ნამდვილ პატარძალს! _ ნეტავ იმიტომ ხომ არა, რომ არც ვარ!_ ყელში მომიჭირა ბოღმამ. _ და რატომ არ ხარ?_ თმა ყურს უკან გადამიწია. არაფერი მითქვამს. მაბნევდა მისი სიახლოვე. _ რატომ არ ხარ მეთქი? მგონი დღეს ჩემი ცოლი გახდი! თან შენივე ნებით! ახლა თუ არ გამაგდებ, მე ჩემით არ წავალ!_ ისეთი ხმა ჰქონდა, მუხლები ამიკანკალდა. უზომოდ, უსაზღვროდ მსურდა, რომ არასდროს გამეშვა. მის შავ თვალებში სულ ოდნავ, მაგრამ მაინც გიზგიზებდა ცეცხლის ალები და ჩემი მხოლოდ ერთი სიტყვა კმაროდა, რომ ხანძრად მოგვდებოდა ორივეს. ნელა დაიხარა ჩემკენ. ხელი წელზე მომხვია და ზუსტად ჩემს ტუჩებთან ერთ მილიმეტრში დაელოდა ჩემს პასუხს. გონება ამერია, გული მისკენ მექაჩებოდა, სხეული თავისკენ. გონება კი განგაშის ზარებს რეკდა. ის კი თვალებში მიყურებდა, გადაშლილი წიგნივით მკითხულობდა და ოდნავ სულ ოდნავ იღიმებოდა. _ წაეთრიე აქიდან!_ ძლივს მოვიხმე საკუთარი გაფანტული ნებისყოფა და ორივე ხელი მკერდზე ვკარი. წელში გასწორდა, თავი გადააქნია და დაუფარავად დამცინა. _ ესეც შენი ცუდი გოგო!_ გვირგვინი აიღო, თითების ოდნავი მოძრაობით გაასწორა და ისევ თავზე დამახურა. _ შენც ისეთივე ყალბი ცუდი გოგო ხარ, როგორც ეს გვირგვინი!_ ზურგი მაქცია და ოთახიდან მხრებში გაშლილი გავიდა. მძულდა! ო, როგორ მძულდა იმ წამს! მაგრამ თან მიხაროდა, რომ ჩემს სურვილს პატივს სცემდა. დაახლოებით ერთ კვირაში გავემგზავრეთ მამაჩემის სამშობლოში. მხოლოდ ჩვენ ორნი. ოჯახობა რევაზს ჩააბარა, როგორც ყველაზე სანდოს. მე ჩემი ახალი პასპორტი მეკავა ხელში და საკუთარ ახალ სახელს და გვარს გაოცებული დავჩერებოდი. აიდა აბადი. ანუ ეს ვიყავი სინამდვილეში?! _ გიგა როდის მოასწარი პასპორტის გაკეთება?_ ვკითხე ჩემს გვერდით მჯდარს. _ დაახლოებით სამი კვირაა მზადაა. და ახლა მე გიგას ნუღარ დამიძახებ სადამია ჩემი სახელი!_ მშვიდად და უემოციოდ მიპასუხა მან. ოჰ ,დაბრუნდა ჰუსეინა! გამეღიმა მე. მაგრამ როცა პასპორტის დამზადების თარიღს დავხედე, მაინც გავბრაზდი. _ ანუ უეჭველად იცოდი, დაგთანხმდებოდი?_ გადაშლილ ცას გასცქეროდა ფანჯრიდან. ეს აუტანელი, თავდაჯერებული ფადიშახი ესა. _ჰოო ვიცოდი, სხვა გზა გქონდა როო?_ დიახ, ნამდვილად დავრწმუნდი, რომ სიმართლე ზოგჯერ საკმაოდ მწარეა. _ მისმინე ბაია, რა საჭიროა ეს ბავშვური ჯინიანობა? ჩვენ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და შენ ეს ძალიან კარგად იცი! და როცა ეჭვი შეგეპარება ამ ყველაფერში, დიანა გაიხსენე ხოლმე! დამეხმარე მალე დავასრულოთ ეს ამბავი, და თუ მერე წასვლა მოგინდება, მე გაგიშვებ!_ "გაგიშვებო!" აი ამ სიტყვას და ამ გრძნობას ვერ ვეგუებოდი მე. რას ჰქვია გამიშვებს? ანუ მისი გადასაწყვეტია წავალ თუ დავრჩები? ან გამიშვებს, რადგან ეს მას ენდომება? და თუ მე წასვლა არ მსურს? _ მაგრამ შენგან მხოლოდ ერთი, თუნდაც უსიტყვო თანხმობა და ხელს მაგრად ჩაგჭიდებ! მე არაფერს არ გაძალებ ბაია, ყველაფერს მხოლოდ შენ გადაწყვიტავ!_ გაოცებულმა ვჭყიტე თვალები. აქამდეც რამდენჯერმე შემეპარა ეჭვი , რომ ჩემი ფიქრები ესმოდა. ჩაეღიმა და ისევ ფანჯარას გახედა. _ ამ წამიდან მხოლოდ არაბულად ვისაუბროთ!_ წამის შემდეგ ისევ ცივი უემოციო რობოტის ხმით მითხრა და თვალები დახუჭა. მისი ეს გარდასახვები ძალიან მაცოფებდა. აეროპორტშივე დაგვხვდა შუშებდაბურული მდიდრული მანქანა. აწ უკვე სადამს პატივისცემით შეეგება ვიღაც დაკუნთული წვერებიანი კაცი. გიგას კი პასუხიც არ გაუცია, გამოღებულ კარზე მანიშნა. როცა ჩავჯექი, თავადაც მომიჯდა და დაელოდა სანამ კარს მოხურავდნენ. გამიკვირდა ეს უცნაური ქედმაღლობა და მეხამუშა კიდეც. მაგრამ არაფერი მითქვამს. მხოლოდ მოვლენების განვითარებას ვაკვირდებოდი. კაცმა რომ თქვას, ლამაზი ქალაქი იყო. მისი დასახელებისგან გარკვეული მიზეზებით ახლაც თავს შევიკავებ. საკმაოდ თანამედროვე და მოპირკეთებული. მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ფიფქიას წითელ ვაშლს ვუყურებდი, გარედან ლამაზს , მაცდუნებელს და შიგნიდან კი შხამით და სიკვდილით სავსეს. საკუთარ თავს ვუმეორებდი, არ მოიხიბლო ამ გარეგნული ბრჭყვიალით და არ დაივიწყო, რომ აიდა კი არა, ბაია ხარ სინამდვილეშიმეთქი! ამასობაში მანქანა ღია ჭიშკარში შევიდა. ჭიშკარზევე გამეცინა, ოქროსფერი მეტალი მზეზე გამომწვევად ბრწყინავდა. _ ნუ იცინი, მართლა ოქროა!_ ირონიული ღიმილით მამცნო სადამმა. გაოცებულმა გავხედე კარს ნელ_ნელა რომ იხურებოდა ზურგსუკან. _ მართლა ოქროა?_ მარტო ამ ჭიშკარს შეეძლო საქართველოში რამდენიმე ათეული სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ოჯახის პრობლემის სამუდამოდ მოგვარება. ამოვიოხრე. ესაა ორმაგი სამყარო. ვიღაცას ოქროს ჭიშკარი აქვს, ვიღაც ბავშვთა სახლში იზრდება და საკუთარ მყუდრო ჭერს ნატრობს. მანქანა ეზოში მოჩუხჩუხე შადრევანთან შეჩერდა. _ აკი აქ წყლის დეფიციტია?_ გავხედე მოჩუქურთმებულ ფანტანს. _ გააჩნია ვისთვის!_ მოკლე პასუხი დამიბრუნა მან. არ ვისაუბრებ იმ ზღაპრულ სიმდიდრეზე, რომელიც კომფორტის შეგრძნებას კი არ მიტოვებდა, არამედ მგუდავდა და მახრჩობდა თავისი პომპეზურობით. თავად წარმოიდგინეთ სახლიც, მისი ჭყეტელა დეკორაციაც და ბროლის ციმ_ციმა გარნიტურაც. მომსახურე პერსონალი პატივით შემოგვეგება. მათ თვალი მოვავლე და ბოლოში ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი, რომელიც ცდილობდა ჩემი თვალისთვის როგორმე შეუმჩნეველი დარჩენილიყო. _ შაიმა?_წამოვიძახე გაოცებულმა. სადამს შევხედე წარბაწეულმა. _ უბრალოდ იქ დავაბრუნე, სადაც მისი ადგილი იყო!_ მხრები აიჩეჩა მან. აქამდე არც კი დავინტერესებულვარ ამ მოღალატე ქალის ბედ_იღბლით. თუმცა ამ უცხო ქვეყანაში ნაცნობი სახის დანახვა კიდეც მესიამოვნა. მაგრამ მას საერთოდ აღარ ვენდობოდი. _ გაიცანით აიდა, _ ჩემი სახელის ხსენებამ მაგიურად იმოქმედა მათზე, ყველამ ასწია თავი და ინტერესით შემათვალიერა. აშკარად ყველამ იცოდა, თუ ვინ ვიყავი და რას წარმოვადგენდი. თუმცა სადამმა მაინც შეძლო მათი გაოცება._ თქვენი ქალბატონი და ჩემი მეუღლე! დაასრულა ჩემი წარდგენა. შაიმამ წამით ასწია თავი, მაგრამ ვერ მოვასწარი მისი ემოციის დაჭერა. ახლაღა გამიკვირდა მისი უადგილო ემოციები. თუ ამ სახლში მსახურზე მეტი ადგილი არ ეჭირა, თავს ზედმეტი ოცნების უფლებას როგორ აძლევდა?! რა იყო ეს? მისი გადამეტებული ამბიციურობა, თუ ისეთი რამ, რაზეც ჯერ წარმოდგენაც არ მქონდა?! უცნაური რამაა ქალური ინტუიცია, რასაც კაცები შეცდომით ეჭვიანობას ეძახიან. არა, ეს უფრო ალღოა, იმის დანახვის ალღო, რის დაფარვასაც ქალების თვალისგან მამაკაცები უშედეგოდ ცდილობენ. _ გააცილეთ ქალბატონი საძინებელში და ყველაფერში დაეხმარეთ!_ გასცა ბრძანება სადამმა. ყვრიმალზე ფრთხილად მაკოცა და დამემშვიდობა. _ რაღაც სასწრაფო საქმეები მაქვს ძირფასო!_ იმდენად ბუნებრივი იყო მისი ყოველი სიტყვა, იმდენად გულწრფელი, რომ უცხო თვალი ყველაფერს დაიჯერებდა, რასაც ხედავდა და ადვილად მოტყუვდებოდა. _ შაიმა!_ მოვიხმე ცივი ხმით. შაიმასთან ერთად სადამიც შეკრთა. _ სადაა ჩემი საძინებელი?_ ვკითხე არა, უფრო ვუბრძანე. ახლა კი ვიძიებდი შურს ამ დამპალ ქალზე. თავბედს ვაწყევლინებდი იმ უგულობისთვის, რისთვისაც მან გამიმეტა. აჰა, დედის გენებიც უხვად გამომყოლია , როგორც ჩანდა. ოთახი კიდევ მორიგი სასწაული იყო. მწარედ გამეცინა. ამ ყველაფრის პატრონს, მე ისე უნდა მეცხოვრა, როგორც პრინცესას და კაცმა რომ თქვას, ასეც იყო. პრინცესა კონკიასავით ნამდვილად ვცხოვრობდი. უკან მოვიხედე და კარებში უხერხულად ატუზულ შაიმას მოვკარი თვალი. როცა ეგონა ვერ ვხედავდი, დაუფარავი გესლით მიყურებდა. ისე მოულოდნელად მივუბრუნდი, საკუთარი ემოციის დაფარვა ვეღარ მოასწრო. _ რაო არ მელოდი არა?_ ვკითხე ღიმილით. _ ვიცოდით, ადრე თუ გვიან ბატონი სადამი რომ დაბრუნდებოდა და თქვენც ჩამოგიყვანდათ._ თვალი ამარიდა მან. ნელა მივუახლოვდი. ცხვირწინ დავუდექი. _ ეს რატომ გააკეთე შაიმა?_ მინდოდა რამე ადამიანური თავისგასამართლებელი საბუთი მოეტანა. არ ვიცი, რამე, გარდა უაზრო ეჭვიანობისა. _ მაპატიეთ ქალბატონო!_ მითხრა და უფრო დახარა თავი. _ არ გინდა ტყუილები შაიმა!_ თავი ავაწევინე და თვალებში ჩავხედე. _ მითხარი, იმ ადამიანს ვგავარ, ვისაც მეორედაც მოატყუებ?_ უარის ნიშნად თავი გააქნია და თვალები ცრემლებით აევსო. მაგრამ ეს არ იყო სინანულის ცრემლები. მას მხოლოდ საკუთარი უმწეობა ატირებდა. ის, რომ არ შეეძლო იქცე და იმ წამს შუაზე გავეგლიჯე. _ წადი შაიმა! და გახსოვდეს მე არაფერი არ მავიწყდება! აღარაფერი შგეშალოს!_ ხელით ვუბიძგე და ოთახიდან გავაგდე. მიმოვიხედე და მდიდრულად გაწყობილ ფუმფულა საწოლზე ჩამოვჯექი. მგზავრობით და ემოციებით დაღლილს, როდის დანეძინა არც კი გამიგია. როცა გამეღვიძა, ვერ მივხვდი სიზმარს ვხედავდი თუ რეალობა იყო ის, რაც დავინახე. სადამს ჩემს გვერდით მშვიდად ეძინა. საკუთარ მკლავზე თავჩამოდებული მშვიდად სუნთქავდა. პირველი იმპულსი ადგომა და გაცლა იყო, მაგრამ მაინც სულმა წამძლია. მის პირდაპირ დავწექი და ფრთხილად შევახე თითები სახეზე. მაინც რა ლამაზი იყო ეს საძაგელი? მით უფრო მაშინ, როცა ხმას არ იღებდა და რაღაც საწყენს არ მეუბნებოდა. ის დღე გამახსენდა, პირველად რომ ვნახე და ენა გამოვუყავი. თან გულიანად შევუკურთხე. ნეტავ რომ არ სცოდნოდა ვინ ვიყავი, რა რეაქცია ექნებოდა? ნეტავ თავიდანვე რომ მოეყოლა სიმართლე, მე როგორ მოვიქცეოდი? თითი წამწამებზე გადავუსვი. გოგოსავით გრძელი და ლამაზი შავი წამწამები ჰქონდა. იმდენად ხშირი, რომ არც კი უგავდა ნამდვილს. შემდეგ მის ტუჩებს დავაკვირდი. ნეტავ რატომ მაკოცა მაშინ, სულ პირველად? მართლა მოვწონდი, თუ უბრალოდ კატათაგვობანას თამაშობდა? იმდენი კითხვა მაწამებდა, იმდენი პასუხები მსურდა. _ მაკოცებ?_ მკითხა უეცრად. შევკრთი, ხელი სწრაფად გამოვწიე და ადგომა დავაპირე. მაგრამ მას ჩემზე სწრაფი რეაქციები ჰქონდა. ხელი მომხვია და ზემოდან მომექცა. _ რაო ვერ ბედავ არა? კაცმა რომ გკითხოს, თამამი და გაბედული ხარ! ჩემი აზრით კი ერთი მშიშარა გოგო ხარ და მეტი არაფერი!_ ღიმილით დამყურებდა ზემოდან და აშკარად ხალისობდა ჩემთან თამაშით. ჩემკენ დაიხარა, აშკარად ჩემზე გაბედული იყო, ამას თქმა არ უნდოდა. _ აქ რა ჯანდაბას აკეთებ?_ ვკითხე უხეშად და სახე ავარიდე. _ ხომ არ გავიწყდება, რომ ცოლ_ ქმარი ვართ? აბა სად უნდა ვიყო?_ ყასიდად გაიოცა და ცხვირი ყელზე ჩამოშლილ თმაში ჩამიყო. _ სინამდვილეში რა ფერის თმა გაქვს?_ მკითხა ჩურჩულით. _ ადექი და გაიწიე!_ მისი მოშორება ვცადე. _ არ მინდა!_ გაჯიუტდა ჭირვეული ბავშვივით. ვეღარ ვსუნთქავდი მისი სხეულის სიმძიმისგან. _ გავიჭყლიტე!_ დავიწყე წუწუნი, როცა ძალით ვერაფერს გავხდი. გაეცინა და ხელები უფრო მომხვია. ზურგზე გადაბრუნდა და თან გადამიყოლა. _ სულ ასე ტანსაცმლით რატომ გძინავს?_ რაო? სულ ასეო? _ შენ საიდან იცი, მე როგორ მძინავს?_ ვკითხე მის მკერდზე იდაყვებით დაყრდნობილმა. მართლა მაქვს ეს უაზრო ჩვევა. ხშირად უბრალოდ წამოვწვები და მერე გაუხდელად მეძინება თავისით. _ არ მითხრა, რომ.. _ მისგან არაფერი არ იყო გასაკვირი. _ იცი, რამდენჯერ გვეძინა ერთად?_ გამიღიმა ეშმაკურად. წარბები შუბლზე ამიხტნენ. _ რაოოო? _ ხოო, უძილობა მაქვს და შენთან ყოფნა მშველის ხოლმე!_ გაცოფებული ავფართხალდი. _ შენ რა მანიაკი ხარ? რას ქვია ჩემთან ყოფნა? ანუ ვისაც ჩემთან ძილი მოუნდება ჩუმად უნდა მომიწვეს გვერდით? _ ხელი არ გამიშვა. არც კი განძრეულა. კუნთიც კი არ გასტოკებია. _აწი, შენთან ძილი ვისაც მოუნდება, სამუდამოდ დავაძინებ! _ ისე გამიღიმა, თითქოს აქ არაფერი. _ რატომ ბრაზობ? ხომ მაინც ვერაფერს იგებდი? _ არ ხარ ნორმალური! _კიი, არ ვარ ნორმალური! _ გადაიხარხარა გულიანად._ მაგაში გგავარ, არც შენ ხარ მთლად დალაგებული! _ დღეს საღამოს ადვოკატებს და ბიძაშენს შევხვდებით, მოემზადე, და გთხოვ, თმა დაიფარე! გთხოვ!_ თხოვნა ისე გამიმეორა, რომ უარი აშკარად არ განიხილებოდა. ცხვირზე მაკოცა და ხელი გამიშვა. წამოდგა და ხალათმოსხმულმა ჩემი ოთახი დატოვა. მხოლოდ მისი გასვლის შემდეგ მივხვდი, რომ გული გიჟივით მიფეთქავდა. და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, თუ რამდენჯერ ეძინა ჩემთან ამ საზიზღარს ორჯერ? სამჯერ? ათჯერ? მეტჯერ? ოთახიდან გამოვედი და სამზარეულოსკენ გავემართე, რომელიც არც კი ვიცი სად ჯანდაბაში იყო. აზრადაც არ მომსვლია, ვინმესთვის დახმარება მეთხოვა. ამას უბრალოდ შეჩვეული არ ვიყავი. თან სახლს ისე ვათვალიერებდი, როგორც რომელიმე სახელგანთქმულ მუზეუმს. იყო კიდეც მუზეუმი, კედლებზე ცნობილი მხატვრების ნახატები, სადგამებზე ალბათ ძვირფასი ვაზები და პატარა ზომის ქანდაკებები. მოკლედ ათასი გამოუსადეგარი ხარახურა. _ გაეთრიე!_ მომესმა უცებ სადამის ხმა. რასაც ქალის შეკავებული ქვითინი მოჰყვა. დამაინტერესა და ღია კარს მივუახლოვდი. ისე დავდექი, რომ შიგ მყოფებს ვერ დავენახე. შაიმა მის ფერხთით იჯდა უცნაურად შილიფად ჩაცმული და მუხლებზე ეხვეოდა. _ოპააა!_ თავი ვერ შევიკავე და რასაც ჰქვია, გადავიხარხარე. ორივე შკრთა. სადამმა ადგომა სცადა, მაგრამ ჩემს დანახვაზე შაიმა უფრო მოეხვია ფეხებზე, თან ცბიერად გამომხედა. რავი რა ეგონა, ამ საცოდავი სცენის დანახვაზე აცრემლებული გავიქცეოდი უკან?! _ ხელი ხომ არ შგიშალეთ?_ ვიკითხე და ოთახში თამამად შევაბიჯე. ჩემ სიტყვებზე სადამმა სახე დაალაგა და ისევ სავარძელზე დაეშვა გულცივი გამომეტყველებით. _ იქნებ მეც ამიხსნათ, აქ რა ხდება?_ ორივეს ერთდროულად ვკითხე_ რამე გამომრჩა? იმ ცბიერმა ქალმა თავხედურად ამომხედა და უფრო თავხედურად მიპასუხა: _ მე მისი ქალი ვარ! _ აჰაა!_ გამეღიმა. მეც ეს არ მინდოდა? მოზომილი ნაბიჯებით მივუახლოვდი. დავიხარე და სადამს ორივე ხელით მუხლებზე დავეყრდენი, პირდაპირ თვალებში ჩავხედე. _ანუ შენ ამბობ, რომ ეს სახლი მე მეკუთვნის?_ მან თავი დამიქნია. _ და ყველა, ვინც ამ სახლშია არა?_ თითი მას მივადე მკერდზე. ისევ თავი დამიქნია. _ ხოდა ამის უფლებაც მაქვს არა?!_ ვკითხე ღიმილით და ჯერ ისევ მის ფეხებზე მოგრაგნილ გველს ქოჩორში დავწვდი. სადამი არც კი წამოწეულა სავარძლიდან. _ რა გითხარი მე შენ? ხომ გაგაფრთხილე არა?_ შაიმა იკლაკნებოდა და კიოდა, მაგრამ ხელის შემობრუნებას ვერ მიბედავდა. ოთახიდან თმით გამოვათრიე. კართან მდგარ თვალებდაჭყეტილ კაცს ვკითხე: საითაა გასავლელიმეთქი? მან თითით მიმანიშნა. შაიმა კარამდე მივაპრონწიალე და გარეთ გავუძახე. _ ამ ქალის ფეხი არ ვნახო ჩემს სახლში!_ თვალები დავუბრიალე გაშტერებულ დაცვას. და ისე, რომ ცრემლადდაღვრილი შაიმას ხვეწნა_მუდარისთვის ყურადღებაც არ მიმიქცევია, კარები დავხურე. სულ მაინტერესებდა, ამნაირ გველებს ხალხი სახლში რატომ იჩერებდა და ცხოვრების გამწარების უფლებას რატომ აძლევდა? ერთ შანსს ყველა იმსახურებს? შანსი წინა საღამოს მივეცი, მაგრამ მან სამწუხაროდ არ გამოიყენა. ხელები გავიბერტყე და გაოგნებულ მომსახურე პერსონალს ზურგი ვაქციე. წარმომედგინა, რას ლაპარაკობდნენ ჩემს ზურგს უკან იმ საღამოს, მაგრამ ეს სულ არ მაღელვებდა. "შიში შეიქმს სიყვარულსაო!" მგონი ამაზე მეტი სიბრძნე არ თქმულა დედამიწაზე. როცა ახლოს გავუვლიდი ყველა მოწიწებით მიკრავდა თავს. საღამოს სახლს რაღაც ჩემთვის უცნობი მარკის მანქანა მოადგა. საიდანაც ვიღაც ფაშფაშა შეუხედავი მოხუცი კაცი გადმოვიდა. სატანის ჭროღა თვალებით. თეთრი გრძელი სამოსით და თავსაბურავით. გულმა გამკრა, ეს უეჭველად ჯამალი იყო. უბედური ალის მამა და ბიძაჩემი. თამთა გამახსენდა და ზიზღით გამცრა ტანში. გაფხორილი შემოვიდა სახლში საკუთარი ვაიღირსებით აღვსილი. და უკან დელეგაციასავით შემოჰყვა რამდენიმე ადამიანი. ცოტა ხანში სხვა მანქანაც მოვიდა, საიდანაც დიპლომატიანი, სოლიდურად ჩაცმული ევროპული გარეგნობის მამაკაცმა გადმოაბიჯა. ეს ალბათ მამაჩემის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ოთახში შევბრუნდი და სადამის შერჩეული სამოსი მოვირგე. თავზეც მოვიხვიე ჩალიფერი სადა მანდილი. რადგან სადამმა თქვა, ალბათ საჭიროამეთქი, გავიფიქრე. მალევე დამიძახეს. ოთახში რომ შევედი, როგორც ჩვენთან ხდება მანდილოსნის შესვლისას, ფეხზე არავინ წამომდგარა მოსასალმებლად, ადვოკატის გარდა. სადამის ჩათვლით ყველა გათხლეშილი ეგდო საკუთარ სავარძელში. ირონიულად გამეღიმა. მოულოდნელად ჩემს გვერდით სავარძლიდან ზურგით მჯდომარე კაცი მობრუნდა. გამიღიმა და ფეხზე ადგა. რითაც აშკარად დაიმსახურა ჯამალის უკმაყოფილება. _ სალამი აიდა!_ მომესალმა არაბულად. თვალებში ინტერესი და უცნაური სიხარული მოუჩანდა. რატომღაც ალის უკანასკნელი ღიმილი გამახსენა მისმა ღიმილმა. გული მომეკუმშა ალის გახსენებაზე. ჯამალს გავხედე. ახლაღა გავაცნობიერე, რომ საკუთარი ვაჟის მკვლელს ეჯდა გვერდით და ამაზე წარმოდგენაც კი არ ჰქონდა. ნეტავ რომ სცოდნოდა, რას იზამდა? ალბათ დაუნდობლად მოკლავდა გიგას, მაგრამ არა ვაჟის სიყვარულის გამო, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ღირსებად თვლიდა. მზერა ისევ ახალგაზრდა კაცზე გადავიტანე. _ მე ჰასანი მქვია დაო!_ დაო? გამკრა გულში._ჩვენ ბიძაშვილები ვართ. მითხრა და ხელი გამომიწოდა. ინსტიქტურად მეც გავუწოდე ხელი საპასუხოდ. იმ მოქუფრულ მამრებს შორის, ჰასანის თვალები სინათლით იყო სავსე. გაუცნობიერებლად და თავისთავად სიმპატიით განვეწყვე მის მიმართ. _ გამარჯობა!_ ვუპასუხე გამართული არაბულით, და ამით კიდევ უფრო მოვიგე მისი გული_ კეთილი იყოს ჩვენი გაცნობა ჰასან! 15 ჰასანი ლამაზი კაცი იყო. ნამდვილად, ლამაზი უფრო, ვიდრე სიმპატიური. ძალიან განსხვავდბოდა ველური მამამისისგან. ალბათ დედას ჰგავდა. შავგვრემანი იყო, თავისი ძმასავით ლამაზი მოყვანილობის სხეულით, ოდნავ მაღალიც კი, მაგრამ თვალები ჰქონდა უცნაური ფერის, მომწვანო_თაფლისფერი. ბრჭყვიალა და ციმ_ ციმა. იდუმალებით სავსე. აი სწორედ ჰასანი იყო ის ზღაპრული პრინცი, ვისაც არაბული ზღაპრებს კითხვისას წარმოიდგენს ხოლმე ქალი. ჩემს ხელს ხელი კარგახანს არ გაუშვა. და ჯამალთან ერთად უკვე ჰუსეინაც მოიქუფრა. თუმცა ხელის წართმევა არც კი მომსვლია აზრად. ჰასანს აშკარად ურთიერთობის ნიჭი ჰქონდა და ადამიანებს მისდამი კეთილად განაწყობდა. _ რა ხანია მსურდა შენი გაცნობა!_ ისე ნელა მესაუბრებოდა, როგორც საერთოდ უცხოელებთან გვჩვევია საუბარი. გამეღიმა მის ამ პატარა, მაგრამ მზრუნველობით სავსე მცდელობაზე. _ აი მე კი, ალიდან გამომდინარე, აქ ყველა უხეში და მბრძანებლობის მოყვარე მეგონა!_ არც კი მიფიქრია, თუ რა რეაქციას გამოიწვევდა ჩემი სიტყვები ბატონ ბიძაჩემში. ჰასანს თვალი მოვაშორე და ჯამალს გავუსწორე მზერა. _ სალამი ბიძია!_ ოდნავადაც კი არ ვაპირებდი ჩემთან მისი უპირატესობის აღიარებას. იმდენი კი მესმოდა, რომ ჩემს სიტყვებს თავხედობად მიიღებდა, მაგრამ დაე სცოდნოდა, რომ მე არც ანა ვიყავი და არც თამთა . შიშით მისი არ მეშინოდა. რახან იკადრა და ჩემს სახლში მესტუმრა, გამოდის საკმაოდ ღირებული ვიყავი და შემეძლო საკუთარი თავის ფასით მისი მანიპულირება მეცადა. არა, არც კი მიფიქრია, რომ ჩვენი ნათესაური კავშირი მისში რამე სენტიმენტალურ გრძნობებს გააღვიძებდა. ალბათ უფრო პირიქით, ზუსტად ამის გამო ვძულდი დანასისხლად. ამ სიძულვილს დაუფარავად აფრქვევდა გარშემო. გიგასგან ვიცოდი, რომ ალის ეძებდა მისი ხალხი, მაგრამ ისიც კარგად მქონდა გაცნობიერებული, რომ ალის სხეულს ვერასდროს მიაგნებდა. და ვაჟის სიკვდილში ბრალს ვერავის დასდებდა ღიად. მით უფრო მე! წამიერად ერთი მავნებლური აზრი მომივიდა თავში. რა იქნებოდა თუ ჯამალი ანას გადეკიდებოდა? საერთო მტერი თუ არ დაგვაკავშირებდა, მის მრისხანებას ხომ მაინც დააოკებდა. _ სად არის ალი?_ როგორც ველოდი სწორედ ეს მკითხა ჯამალმა. ადვოკატები , დანარჩენი დამსწეებიც უხმოდ გვადევნებდნენ თვალს. ალს ხსენებაზე მხოლოდ ჰუსეინას დაეძაბა სახე. _ ბოლოს ანას საზოგადოებაში ვნახე! დედაჩემს ყურმოჭრილი მონასავით დასდევდა უკან! _ გავუღიმე დამცინავად. სახეზე მკვდრისფერმა გადჰკრა ჯამალს. ბრაზისგან გამწვანდა. _ არ მჯერა!_ დაიხრიალა ავად. _ არ გჯერა?_ გამეცინა დაუფარავი ირონიით_ ყველაფერს რომ თავის ფასი აქვს ხომ იცი? შეიძლება მოგიახლოვდე? დაინტერესებულმა თავი დამიქნია. გიგა თვალს არ მაშორებდა. ჰასანიც კი დაიძაბა, როცა ჯამალისკენ ნაბიჯი გადავდგი. მობილური ამოვიღე, მისკენ დავიხარე და ეკრანი შევატრიალე. ზერელედ ამოხედა მობილურის ეკრანს. ამოხედა და თვალი ვეღარ მოაშორა. _ შეუძლებელია!_ ამოიჩურჩულა გაოგნებულმა. _ აშკარად იცანი! ასე რომ, ახლა ხომ ხვდები, რასაც დაჰპირდა ანა ალის ამ ყველაფრის სანაცვლოდ! _ ხელი გარშემო მოვატარე._ ვერ გეტყვი ეს ყველაფერი სჭირდება ანას, თუ საკუთარი შვილი, მაგრამ ერთი მეორეს ხელს არ უშლის არა? უკან დავბრუნდი და სავარძელში ჰასანის გვერდით დავჯექი. ჰასანს თვალი მობილურის ეკრანისკენ გაექცა. მაგრამ მობილური გავთიშე და კაბის ჯიბეში შევინახე. ჯამალი დაფიქრებული იჯდა და თანდათან სახე ექუფრებოდა. _ გველი დედაკაცი! ჩემ გაცურება გადაწყვიტა არა?!_ ჯაჯღანა ხმა ჰქონდა, ისეთივე მახინჯი, როგორიც გარეგნობა. _ ბატონებო,აქ შევიკრიბეთ იმისვის, რომ გაგაცნოთ ბატონი ასადის კანონიერი ანდერძი!_ წამოიწყო მოულოდნელად მამაჩემის ადვოკატმა. ყველამ მისკენ მიმართა ყურადღება მხოლოდ ჰასანს არ მოუშორებია ჩემთვის თვალი. აშკარა იყო მამაჩემის ქონება სულ არ ანაღვლებდა, ანდა კარგად იცოდა, რომ მე და ეს ქონება განუყოფელი ვიყავით ერთმანეთისგან. გავუღიმე. _ ვისურვებდი, ერთმანეთი ისევ გვენახა!_ ვუთხარი ხმადაბლა. მან თავი დამიქნია თანხმობის ნიშნად. გიგა თვალს არ გვაშორებდა. ჩემს ნათქვამს ვერ გაიგებდა, და ალბათ თავს იმტვრევდა, თუ რა მქონდა ორი წამის წინ გაცნობილ ადამიანთან საჩურჩულო. ხოდა ძალიანაც კარგი! კარგი იყო შაიმას რომ კურკურის უფლებას აძლევდა?! ამასობაში ადვოკატმა, ანდერძი გულდასმით წაიკითხა, აღმოჩნდა, რომ "მამიკოს" მთელი თავისი გაუგონარ თანხად შეფასებული მემკვიდრეობა, მხოლოდ საკუთარი ქალიშვილისთვის დაეტოვებინა. არავინ, ერთი პატარა ადამიანიც კი, არ ჰყავდა ჩემს გარდა მოხსენიებული. უზარმაზარი ქონების ერთადერთი მფლობელის სახელი შავით თეთრეზე ეწერა " აიდა აბადი" ვერაფერს იტყვი, მშვენივრად გარითმული სახელი და გვარი კი მქონია. ბიძაჩემი შეშლილი სახით წამოიჭრა ფეხზე. უკანასკნელი იმედიც რომ დაემსხვრა, ამან საშინლად გააცოფა ალბათ. _შეშლილი ბებერი!_ შეამკო თავის ძმა. _ ანუ, როცა ყველაფერს ოფიციალურად გადმოვიფორმებ, რასაც მინდა იმას ვიზამ არა?_ ჩავეკითხე ადვოკატს.მან თანხმობის ნიშნად ხელები გაშალა. _ ხოდა ძალიანაც კარგი! გაამზადეთ სათანადო საბუთები, ხელის მოწერის შემდეგ ყველაფერს ვყიდი და სამშობლოში ვბრუნდები!_ ფეხზე დგომა რომ ვეღარ შეძლო, უკან სავარძელში ჩაეხეთქა ჯამალი. _ სამშობლოში?_ მკითხა ჰასანმა ეშმაკური ღიმილით_ კი მაგრამ შენი სამშობლო ხომ აქაა? _ გეშლება ძვიფასო!_ ავდექი და თავშალი მოვიხსენი. თმა ბეჭებზე ჩამომეშალა. ჩემი ლურჯი თმის დანახვაზე ლამის ელდამ მოუარათ ჩემს პატივცემულ სტუმრებს_ ჩემი ერთადერთი სამშობლო საქართველოა! ეს ვთქვი, თავშალი მხარზე გადავიგდე და უდარდელი სახით დავტოვე ოთახი. _ შენ საერთოდ ნორმალური ხარ?_ გაცოფებული შემომყვა ოთახში ჰუსეინა ბატონი. _ იცი რა ქენი ახლა? იცი რა ჩაიდინე?_ დამაჩერდა ზემოდან თვალების ბრიალით. პირველად ვნახე ასე გაგიჟებული. მხრები ავიჩეჩე უინტერესოდ. _ ნუ დამჩხავი თავზე!_ ავუქნიე ხელი. მაჯაში ჩამაფრინდა. _ ამ წამს ხელი შენს სასიკვდილო განაჩენს მოაწერე და შენზე წინ ანა გაამგზავრე ჯოჯოხეთში! შენი და შენი ქმრის სიკვდილის შემდეგ ხომ დარჩება ქონება ბიძაშენს, როგორც შენს უახლოეს ნათესავს. ხოდა აწი ცხვირს ვეღარ გაყოფ გარეთ! _ ანაზე დარდობ? ძაღლი კოჭლობით არ მოკვდება ხომ იცი!_ გამეცინა ისევ უაზროდ. _ანა არ მაინტერესებს, მაგრამ ვერ ხვდები გოგო? ახლა ცოცხალი აღარავის სჭირდები!_ მაჯანჯღარებდა თვალებჩაწითლებული. _ მათ შორის არც შენ არა?_ ვუყვირე გაბრაზებულმა._ რა გეგონა, არ ვიცოდი მამაჩემის ქონებას რომ უტრიალებდი? _ რას ვუტრიალებდი?_ სიმწრით ჩაეცინა. _ იცი რას ვერ ვიტან ყველაზე მეტად?მატყუარა კაცებს!_ მივახალე პირში. _რას გულისხმობ?_ თვალები მოჭუტა. _ შაიმას ძვირფასო! უფრო ადრე რატომ არ მითხარი , რომ შენი საყვარელი იყო?_ ხელი გამოვგლიჯე და ზურგი ვაქციე. _ უფრო ადრე? რაზე ადრე? ქორწინებამდე?_ ლამის იყო ახარხარებულიყო. _ თუნდაც!_ ხელები გულზე დავიკრიფე. _შენ რა ეჭვიანობ? ეს ცირკი ეჭვიანობის გამო დადგი?_ მომიახლოვდა, ისე ახლოს, რომ მის სუნთქვას სახეზე ვგრძნობდი. _ ხომ არ გავიწყდება, რომ ეს ქორწინება ფარსია, ჰა? რა აზრი აქვს მყავს თუ არა საყვარელი? რა მნიშვნელობა აქვს ამას შენთვის?_ სიბრაზემ ყელში მომიჭირა. სპაზმებად მომაჭდო თავისი შხამიანი საცეცები. _ აქიდან გაეთრიე გიგა!_ ქართულად ვუთხარი. ყოველგვარი ფარსის და თამაშის გარეშე. _ რომ გხედავ მეზიზღები! ცოტა ხანს თვალებში მიყურა. არ ცდილობდა იმ ცეცხლის დამალვას, რაც მის სხეულში და გონებაში გიზგიზებდა. მაგრამ სიბრაზე ყველაფერს სჯაბნიდა. სიბრაზე მაბრმავებდა, მახელებდა და საღ აზრზე ხელს მაღებინებდა. _ ფეხი არ გაადგა სახლიდან! გესმის? სახლს ერთი ნაბიჯითაც კი არ გასცდე! და დაიხურე ეს ოხერი თავსაფარი, თორემ წითელი ალამივით მოსჩანს ეგ შენი სულელური თმები!_ ჩამსისინა ყურთან და ოთახის კარები გაიჯახუნა. პატარა ნაწყენი გოგოსავით ამოავსო ცრემლებმა თვალები. მერე ნაკადულებად გადმოსკდა და მთელი წყენა, ტკივილი, ბრაზი და დადი თან ამოიყოლა. მთელი საღამო არ გამიხსნია ოთახის კარი. არც არავის დაძახილს ვპასუხობდი, ვიწექი და ვფიქრობდი. რა უნდა მექნა. წამით აღარ მინდოდა ამ უცხო არამეგობრულ ქვეყანაში გაჩერება. სახლში მინდოდა, რომელიც არც კი მქონდა. მაგრამ არაუშავს, ვფიქრობდი გულში. დღეის შემდეგ ყველაფერი მექნებოდა, რაც სულ მაკლდა და რასაც ვიმსახურებდი. სულელური თმები? ანუ ამას ფიქრობდა ჩემზე? კარგი! მე მაგას ვაჩვენბ სულელურს! ვბობოქრობდი გულში. აქამდე საკუთარ თავს არავის ვაჩვენებდი და ცუდი გოგოს გარეგნობის მიღმა ჩემს სინაზეს, სიკეთესა და სიფაქიზეს ვმალავდი. ახლა კი ყველაფერი პირიქით იქნებოდა. ლამაზი ქალის უკან დავმალავდი ცუდ გოგოს! ანუ ცუდი გოგო გინდოდათ არა? ხოდა მიიღებთ ცუდ გოგოს! გადავწყვიტე და დავმშვიდდი. იყო ანას უცნაურობაში რაღაც სიმართლის მარცვალი. არავის სჭირდება შენი ლამაზი სული! რადგან კაცის მხოლოდ თვალი სჭამს და თვალი ძღება! სულელური თმა! სულელური! აი ეს ვიყავი გიგასთვის მე. პატარა სულელი გოგო, რომელსაც გამოიყენებდა და სიმართლის ღირსადაც კი არ ჩათვლიდა. მერე კი უსინდისოდ გაუდგებოდა გზას, და ვერც კი მიხვდებოდა , რომ იმ სხვა უდანაშაულო გოგოების გადარჩენის მცდელობისას მეც, სრულიად უდანაშაულოს, მიწასათან გამასწორებდა. როცა გადაწყვეტილება მივიღე, თითქოს დავწყნარდი კიდეც. სარკეში ჩავიხედე და საკუთარ თავზე გამეცინა. _ეტყობა ძალიან ემოციური გახდი ბაი!_ ნინას ხმით გაესაუბრე, საკუთარ თავს. რამდენიმე დღე არავინ შეგვხმიანებია. სრული სიწყნარე იყო. ჰუსეინა სახლში ფაქტობრივად არ მოდიოდა. ნინას ონლაინ ველაპარაკებოდი. დეტალებში სურდა სცოდნოდა, რა და როგორ ხდებოდა. მაგრამ შევატყვე ყველაფრის მოყოლა და საკუთარი, ფაქტობრივად უარყოფილი, გრძნობების აფიშირება არც მასთან მსურდა. დამცირებულად ვგრძნობდი თავს და მერჩივნა ამაზე საერთოდ თუ გავჩუმდებოდი. ბოლოს მამაჩემის ნდობითაღჭურვილი ადვოკატი მოვიდა და უამრავ საბუთზე ხელი მომაწერინა, რა თქმა უნდა, გიგას თანდასწრებით, რომელიც თითოეულ ქაღალდს გულმოდგინედ ჩაჰკირკიტებდა. ბოლოს ხელიც მოვაწერე და მამაჩემის ნება_ სურვილიც ამით აღსრულდა. ვერანაირ ცვლილებას ვერ ვგრძნობდი შინაგანად. თითქოს არაფერი შეცვლილიყო ჩემში. ისევ ის ბაია ვიყავი. სადღაც გულის სიღრმეში კვლავ ბინის ქირასა და მსგავს ამბებზე ვნერვიულობდი და ვერ ვაცნობიერებდი, რომ ახლა მთელი ქალაქის ყიდვაც კი შემეძლო ,არათუ ერთი ქეციანი ბინის და ცხოვრებაში თითი თითზეც რომ არ დამედო და უამრავ საქველმოქმედო კამპანიებში მიმეღო მონაწილეობა, მამაჩემის ქონება ჩემს მომავალ რამდენიმე თაობასაც ეყოფოდა. საქართველოში დაბრუნება მეჩქარებოდა, მაგრამ ჰუსეინა ამბობდა, რომ დაუმთავრებელი საქმე ჰქონდა, რომელიც აქვე უნდა მოეგვარებინა. დანარჩენს არაფერს მიმხელდა. ალბათ ჩემს აფექტურ და იმპულსურ ხასიათს აღარ ენდობოდა. ერთ საღამოს დამიძახეს: _ ქალბატონო სტუმარი გყავთო!_ გაოცებული ჩამოვედი მარმარილოს მკვეთრ ყვითელ კრიალა კიბეებზე. სახლში მიეჩვივნენ, რომ თავსაფარს არ ვხმარობდი და ჩემი თმაც იმდენად აღარ აღიზიანებდათ. უზარმაზარ მისაღებში ჰასანი დამხვდა. იმდენად უბრალოდ გმოიყურებოდა პომპეზური მამამისის შემდეგ რომ გამეღიმა. ქარვისფერ თვალებს კეთილად მიჟუჟუნებდა. ერთი შხედვით უბრალო კეთილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. რომელმაც გაბრაზებაც არ იცოდა რა იყო. მაგრამ დაკვირვებული თვალი მის შენიღბულ გონიერებას ადვილად ამჩნევდა. რაში სჭირდებოდა მას ამ ღირსების მიჩქმალვა, რითაც ნებისმიერი ადამიანი იამაყებდა? ამან დამაბნია და დამაეჭვა. _ სალამი დაო! როგორ გიკითხო? იმედია ცუდ დროს არ მოვედი._ წამოდგა და მოსასალმებლად ხელი გაშალა. თითქოს ელოდებოდა, რომ ხელგაშლილი გულში ჩავეხუტებოდი. გამეცინა მის ამ უცნაურ ჟესტზე. ისე, რომ არც კი შვხებივარ, მის პირდაპირ მდგარ სავარძელში მოვთავსდი. შეუმჩნევლად ჩაეღიმა ჩემს უნდობლობაზე და თავადაც დაჯდა. ვაცადე, მინდოდა თავად დაეწყო საუბარი. მაგრამ დუმდა და ჩემს თმას თვალს არ აშორებდა. უკვე უხერხულად ვგრძნობდი თავს. ვინანე კიდეც, რომ თავსაბურავი არ დავიფარე. _ საინტერესოა დიდხანს უნდა ვიჯდეთ ასე მუნჯებივით?_ ვკითხე, როცა დუმილმა შემაწუხა. _ რატომ ლურჯი?_ მკითხა მოულოდნელად. გაოცებულმა გავხედე. ეს არავის უკითხავს, ნინასაც კი. ყველას ეგონა იმიტომ, რომ უბრალოდ ეს ფერი მოყვარდა. მაგრამ ეს ასე არ იყო. ამ ფერს ჩემთვის სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. ასე სამი წლის ვიქნებოდი პირველი და ერთადერთი საჩუქარი რომ მივიღე ცხოვრებაში. როგორც აღმზდელებმა მითხრეს დედაჩემისგან. ნაჭრის თოჯინა იყო, თეთრი კაბით, ღილის თვალებით და ლურჯი თმით. რაღაცით კეროლაინს ჰგავდა. იმ საშიშ და უცნაურ მულტიპლიკაციურ გმირს. ხოდა, საკუთარ თავს დიდხანს აღვიქვამდი დაკარგულ ღილისთვალება პრინცესად. საკუთარი თავი დავაჯერე, რომ ოდესმე მეც მიპოვნიდნენ მშობლები, თბილ სახლში წამიყვანდნენ და ბედნიერად ვიცხოვრებდით ყველანი ერთად. მაგრამ ერთ დღეს საძინებელში რომ დავბრუნდი, ჩემი თოჯინა, ჩემი ერთადერთი ნუგეში და მეგობარი, გაუბდურებული დამხვდა. დაკუწული და დაგლეჯილი. არ მიტირია, ან ტირილს რა აზრი ჰქონდა?! იქვე ბავშთა სახლის ეზოში ხის ქვეშ დავმარხე, როგორც სულიერი. პატარა ქვა დავადგი, მის პაწაწუნა საფლავს. იმ დღეს, იმ ხის ქვეშ, ჩემი უიღბლო ბავშვობა დავასამარე და საბოლოოდ დაბრწმუნდი, რომ არასდროს არავინ მომაკითხავდა. მერე კი როცა ბავშთა სახლი დავტოვე და საკუთარი თავისთვის ნიღბის ძებნა დავიწყე, თმა შევიღებე. სწორედ იმ უცნაურ ლურჯ ფერზე, როგორც ჩემს საწყალ თოჯინას ჰქონდა. არავის აქამდე აზრად არ მოსვლია, რომ ამ ფერს რაიმე პირადული მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვის. არავის ჰასანის გარდა. _ მოდი, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ერთმანეთთან გულახდილები ვიყოთ!_ ყურადღებით მისმენდა. _მითხარი, შენც შენი ძმასავით აფრენ? _ ჯერ გაეცინა, მერე დასერიოზულდა. _ გარდაცვლილებზე ცუდს არ საუბრობენ, მაგრამ ჩემს ძმასთან ახლოს არასდროს ვყოფილვარ!_თან მიპასუხა, თან ჩემს კითხვას თავი აარიდა. _გარდაცვლილებზე?_ შევკრთი, მაგრამ ყასიდად გავიოცე მე. _ რა ვცდები? ალი რომ ცოცხალი იყოს აქამდე დაბრუნდებოდა. მგონია, რომ შენ და ჩვენმა პატივცემულმა სიძემ ბვრად მეტი იცით ალის შესახებ, ვიდრე ამას ამბობთ!_ თვალებში რისხვის ალი გაუკრთა. ტანში გამაცია. არა, აშკარად არ იყო ფუმფულა თეთრი ბატკანი, როგორადაც თავს აჩვენებდა ხალხს. _ ვთქვათ, მათალი ხარ!_ ვცადე თვალი არ ამერიდებინა._ რას ფიქრობ შენსავე სიტყვებზე? _ ალი მხეცი იყო! ნამდვილი ცხოველი!_ ფარული ზიზღით დაებრიცა ტუჩი._ მას შურისძიება სურდა, მაგრამ შურისძიების ობიექტი არასწორად აირჩია. _ რას გულისხმობ?_ მართლა ვერ მივხვდი, რას ამბობდა. _ იცი, დედაჩემი რა ლამაზი ქალი იყო? იტალიიდან მოიტაცეს და მამაჩემს საჩუქრად ჩამოუყვანეს._ მამის ხსენებაზე სუსხი ვიგრძენი მის ხმაში._ მამაჩემის პირველ ცოლს მაჰალეტი ჰქვია, ბოროტი, ავი და უნაყოფო ქალია. ეს კიდევ უფრო აბოროტებს. დედაჩემი დანახვის წამიდან შეიძულა. და სანამ სიკვდილამდე არ მიიყვანა არ მოეშვა. მიზეზად ალის დედის გაპარება მოუგონა. ან იქნებ არც მოუგონია, არ ვიცი! დედაჩემი მშიშარა ქალი იყო, ვერასდროს გაბედავდა ჯამალის წინააღმდეგ წასვლას, მაგრამ იქნებ ალის დედა მართლა შეეცოდა? არ ვიცი. ჰოდა მაჰალეტმა ამ მომენტით ისარგებლა და თამთაზე გაცოფებულ ჯამალს საწყალი დედაჩემი შეაჩეჩა ხელში._ გაჩუმდა. საკუთარ წარსულში ჩაიძირა. სახეზე ტკივილი იმდენად აშკარად გამოესახა, შეუძლებელი იყო, რომ ეს ემოცია ხელოვნური ყოფილიყო. ხმა არ ამოვიღე, რათა მისი ემოცია არ გამეფანტა და ამბის მოყოლის სურვილი არ დაეკარგა. _ იცი, როგორ მოკლეს, ცემით ისედაც სიკვდილის პირამდე მიყვანილი, დედაჩემი? ცოცხლად ჩაქოლეს ქვებით. მე კი ამ ყველაფრის ყურება მაიძულეს. მე ხომ კაცი ვარ არა?_ ირონიულად ჩაეცინა. ქალის სიცოცხლეს ჯერ ისე რა ფასი აქვს და მით უფრო ღალატში ეჭვმიტანილი ქალის. მე მახსოვდა დედის სითბო და ჩემი მოტყუება არ გამოუვიდა იმ გველს, მაგრამ აი ალი კი საკუთარ მარიონეტად აქცია. იშვილა და ისე გამოზარდა, როგორც ცოფიანი ძაღლი. ალი ნებიმიერს დაგლიჯავდა, ვისაც მაჰალეტი მიუქსევდა. ჯამალსაც კი არ დაინდობდა. საკუთარი სისხლი და ხორცი დედაც კი ძაღლებს დააგლეჯინა მაჰალეტის ბრძანებით. მაგრამ ალის ბრალი არ იყო, ხვდები? ალი უბრალოდ გატეხილი თოჯინა იყო მაჰალეტის ხელში. ალის კი თავი კაცი ეგონა. ჯამალიც კი ვერ იტანდა ალის, რადგან მის თვალებში საკუთარ თავს ხედავდა._ გაჩუმდა და შემომხედა. _ ალი მკვდარია ხომ?_ მკითხა პირდაპირ. თავი დავუქნიე. _ ალიმ საკუთარი სიკვდილით ცოდვები გამოისყიდა ჰასან! _ თუ ჯამალი გაიგებს, რომ ალის სიკვდილთან რამე გაკავშირებს, არ დაგინდობს! განა იმიტომ, რომ შვილი უყვარდა! არა! მხოლოდ მიზეზი მოეცემა, რომ შენი მოკვლა გაამრთლოს. რაც შეიძლება მალე წადი აქიდან._ აშკარად მაფრთხილებდა, მაგრამ ბოლომდე არ ამბობდა სათქმელს. _ გინდა მითხრა, რომ აქ საფრთხე მემუქრება?_ ვკითხე სევდიანი ღიმილით. თავი დამქნია. წამოდგა და წასასვლელად მოემზადა. _ ჰასან! შენ, შენ რატომ რჩები ამ ჯოჯოხეთში?_ ვკითხე და დააბნია ჩემმა კითხვამ. _ აბა სად წავიდე?_ ასე კი მკთხა, მაგრამ მის მკვეთრ ემოციაზე მივხვდი, რომ ამაზე თავადაც ძალიან ბევრს ფიქრობდა. _ იქ წადი, სადაც ოჯახის წევრი გეგულება!_ ვუთხარი ორაზროვნად. _ ჩემი ნდობა შეიძლება აიდა!_ მითხრა და წავიდა. უკან აღარ მოუხედია. _გავიგე, დღეს ჰასანი იყო! რა უნდოდა?_ გიგა ისე იქცეოდა, თითქოს ის ჩხუბი საერთოდ არ მომხდარიყო. _ ჩემთან იყო და ეს შენ საერთოდ არ გეხება! რა ისმის რეალტორებისგან? მალე მოგვარდება გაყიდვის ამბები?_ ვკითხე და ჰასანზე კითხვას მოვუყრუე. _ ხვდები, რომ ერთ სახლს არ ეხება საქმე? გგონია ერთ დღეში მოიშორებ აქაურობას?_ გაეცინა გიგას. _ ბაია, ნურავის ენდობი აქ! ხომ არ გავიწყდება, მტრებით ხარ გარშემორტყმული! ჯამალს მხოლოდ ის უნდა, ხელში ჩაგიგდოს!_ მაღიზიანებდა მისი დარიგებები, მაგრამ რა უნდა მექნა,როცა ასი პროცენტით მართალი იყო. _ აქ რას ვაკეთებთ? სინამდვილეში რატომ ვართ აქ?_ვკითხე გულახდილად. სავარძელში ჩამჯდარი თითებს სახელურებზე აკაკუნებდა._ სად დადიხარ სულ? რა ხდება? _ მისმინე, აქამდე არ ვიყავი დარწმუნებული, მაგრამ ანას კვალზე გავედით. დედაშენი აქ არის.მაგრამ არ მგონია იცოდეს, რომ ჯამალმა სიმართლე გაიგო თამთაზე. ჯამალი ანას არ აპატიებს თამთას წაყვანას. ხვდები რა მოუვა ანას?_ ანაზე არ დარდობდა. ჩემს გამო ღელავდა, რომ მე თავი დამნაშავედ არ მეგრძნო დედაჩემის წინაშე. მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობდი. ვერც სინანულს, ვერც წუხილს. ანა მეტ შანსს არ იმსახურებდა. _ ყველა მას მოიმკის, რაც დათესა! მათ შორის ანაც! _ ბაია, ის მაინც.. _ ნურაფერს მეტყვი გაიგე?_ გული მომივიდა , ვიცოდი, მეტყოდა მაინც შენი დედააო. _ ის არ არის ჩემი დედა! არც არასდროს ყოფილა! დააჩქარე ჩვენი დაბრუნება! მე აქ არაფერი აღარ მესაქმება! და რაც უფრო სწრაფად ჩავალთ და რაც მალე წავალთ ჩვენ ჩვენ გზებზე, მით უკეთესი შენთვისაც და ჩემთვისაც! _ ეგ რა შუაშია ახლა?_ ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ, მაგრამ მე აღარ ვაპირებდი მისი მომხიბვლელობის მახეში გაბმას. ზურგი ვაქციე და ოთახიდან გავედი. რამაზმა დაურეკა გიგას და სანატორიუმიდან გამქრალი გოგოების შესახებ მოუყვა, რომ ქალების ახალი პარტია გზაში იყო. სამწუხაროდ საზღვარი უკვე გადაელახათ და ახლა აქიდან თუ მოახერხებდნენ ხელის შეშლას, თორემ სხვა გზა აღარ რჩებოდათ იმ უბედური გოგონების გადასარჩენად. დედა?! და ამ მონსტრს ერქვა დედაჩემი? ვინატრე, ანასაც იგივე ბედი რგებოდა, რაც დანარჩენეისთვის ჰქონდა განზრახული. ვერსად ვერაფრით გადაუჭრა გზა გიგას რაზმმა იმ ოხერ სატვირთოს. ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებდნენ. თითქოს ვიღაც მოღალატე ერია მათში. ვხედავდი, ადამიანს აღარ ჰგავდა გიგა. ბოლოს ისევ ჰასანი ჩაერია. ისევ ისე მოულოდნელად გვესტუმრა, როგორც წინაზე და ჯამალის მოწვევა საკუთარი პირით გადმოგვცა. მორიგი ვაჟის დაბადებას ზეიმობდა ის ბებერი ურჩხული. _რაო?_ თვალები გამოვქაჩე. _კიდევ ეყოლა ვაჟი? ჰასანმა სიცილით აიჩეჩა მხრები. _ბიძაჩემისგან განსხვავებით, მამაჩემი აშკარად ნაყოფიერი და მადლიანი კაცია. ასე ეძახის საკუთარ თავს!_ გაეღიმა. _ მადლიანი? ჰოო როგორ არა!_ გამეცინა მეც. _ ჩვენს სახლს საიდუმლო გვირაბი აქვს ქვეშ!_ მოულოდნელად ისე უბრალოდ თქვა ჰასანმა, თითქოს მართლაც არაფერი. _ რა თქვი?_ ვკითხე გაოცებულმა.ეს რა შუაში იყო? მაგრამ გიგას რომ მოვკარი თვალი, მივხვდი სწორედ მის გასაგონად ლაპარაკობდა ჰასანი. _ ბავშვობაში ხშირად ვიმალებოდი, იქ. როცა მაჰალეტი საცემრად მეძებდა. ჩემთვის ხსნა იყო ის სამალავი. ვისთვის ხსნა, ვისთვის ჯოჯოხეთი?!_ წამოდგა დაფიქრებული და დაუმშვიდობებლად წავიდა. _ ბაია, როგორ ფიქრობ, მისი ნდობა შეიძლება?_ შინაგანად მკარნახობდა რაღაც, რომ მიუხედავად პირადი ანგარიშებისა, ჰასანი ერთადერთი იყო, ვინც არაფერს დაგვიშავებდა. ბევრი ფიქრის შემდეგ გიგამ ჩვენი ჯამალთან სტუმრობა გადაწყვიტა. რამდენიმე თავის ადამიანთან ერთად. და ის დღეც დადგა. როცა მე ჯამალის სახლის ზღურბლს გადავაბიჯე. ყურისწამღები მუსიკის ხმაზე ფერად კაბებში გამოწყობილი სახედაფარული ქალები ცეკვავდნენ. იქაურობა ტკბილეულს მიჰქონდა. გულში ვფიქრობდი, ნეტავ რომელია ის ოხერი მაჰალეტი მეთქი, რომ არც მეტი არც ნაკლები ანას ლამაზმა სახემ შემომანათა. გავშრი. მის ნახვას იქ ნამდვილად არ ველოდი. _ სადამ ანა!_ ვუჩურჩულე გიგას. _ ალბათ თავის "საქონელს" მოჰყვა._ მიპასუხა მან_ დამშვიდდი. მის პროვოკაციას არ აჰყვე! და გვერდიდან არ მომშორდე! ანა თვალს არ მაცილებდა. ისე მიყურებდა, როგორც ანაკონდა გადასაყლაპად გამზადებულ მსხვერპლს. ვცდილობდი არ მივახლოვებოდი. ვინიცობაა მისი დახრჩობის სურვილს არ ეჯობნა ჩემთვის. მაგრამ ჯამალს აშკარად სხვა გეგმები ჰქონდა. დამინახა, ჩემკენ წამოვიდა და ანაც გამოიყოლა. _ სალამი აიდა. ნახე შენი თანამემამულე უნდა გაგაცნო! ეს ანაა, შენსავით საქართველოდან!_ვითომ არ იცოდა სიმართლე. ძალიან ხალისობდა შექმნილ სიტუაციაზე. არ ვიცი, ანამ რა მოატყუა, მაგრამ აშკარად ისევ მოეპოვებინა ჯამალის ნდობა. აშკარა იყო, რაღაც ძვირფასი საჩუქარი შესთავაზა, რითაც მისი რისხვა დააშოშმინა. _ სასიამოვნოა!_ ხელიც კი გამომიწოდა იმ ფარისეველმა ქალმა. _ იგივეს ვერ ვიტყოდი! იმის შემდეგ რაც თამთასავით მომიტაცე!_ მივახალე პირდაპირ. ჯამალს ბრაზმა გადაჰკრა, მაგრამ თავის ხელში აყვანა შესძლო. ზურგი გვაქცია და ანა მე შემატოვა. _ რაო სავაჭროდ ხარ ჩამოსული არა?_ ვკითხე დედაჩემს ზიზღით. _ უნდა ვაღიარო, წინაზე ვერ შეგაფასე! ვამაყობ შენით!_ გამიღიმა მან. _ გილოცავ, გავიგე გათხოვილხარ და გამდიდრებულხარ კიდევ! ხომ ხედავ, ჩემთან შეხვედრამ იღბალი მოგიტანა!_ ისევ დამცინოდა ეს ამაზრზენი რვაფეხა ქალი. გიგამ მიხსნა მისი აუტანელი სიახლოვისგან. _ შენ ხარ ჩვენი ძვირფასი სიძე?_ ჰკითხა ანამ გიგას და ისე შეათვალიერა, როგორც ტორტის მადისაღმძვრელი ნაჭერი. _ გემოვნება ჰქონია ჩემს შვილს!_ გაუღიმა გველივით და მოგვშორდა. ვიდექი და ისევ იმაზე ვფიქრობდი, რა ჯანდაბა უნდა შეთავაზებინა ჯამალისთვის იმ ძველი წყენის გამოსასყიდად. _ რაზე ფიქრობ დაო?_ მოგვიახლოვდა ჰასანი. ბევრი არ მიფიქრია, ორივეს მაშინვე გავუზიარე ჩემი საფიქრალი. _ ალბათ მორიგი ლამაზმანი მოართვა!_ სიმართლესთან ახლოს იყო ჰასანის სიტყვები. _ ჰასან დამანახე მაჰალეტი!_ თავში ისეთი ვერაგი აზრი მომივიდა, რომ თავად შემშინდა საკუთარი თავის. _ აი ისაა მწვანე კაბით!_ თავით მიმანიშნა მან. _ აიდა, რად გინდა მაჰალეტი?_ მაშინვე იაზრა გიგამ, რომ მორიგ საშინელებას ვგეგმავდი. _ ახლა მიყურეთ!_ ვუთხარი ორივეს და თამამი ნაბიჯებით მაჰალეტს მივაშურე. _ სალამი ქალბატონო მაჰალეტ!_ მივესალმე გულწრფელი ღიმილით. შემათვალიერა ის სატანამ თავისი ცბიერი თვალებით. ცინიკურად ჩაიღიმა. _ ვხვდები, ვინც უნდა იყო, შენს თმის ფერზე ლეგენდები დადის!_ მითხრა თავხედი ღიმილით. _ თმის ფერი? _ხელი გადავისვი თავზე. გამჭვირვალე თავსაბურავი ვერ მალავდა ლურჯი თმის ბზინვარებას. _ იქნებ წითური თმა უფრო მომხდომოდა, როგორც თამთას? ვცადო?_ ჩემმა სიტყვებმა წამიერად გაყინა მაჰალეტის თავნება სიცილი. ისე მტრულად მომიბრუნდა, როგორც მოსისხარს. _ თუმცა, არა! ამ სახლს წითური თამთაც ეყოფა! ნახე, _ ანაზე და ჯამალზე მივუთითე_ იცი ვინ მოართვა ამ ალქაჯმა შენს ქმარს საჩუქრად? მგონი უჩემოდაც ხვდები არა?_ მაჰალეტს სახე აღარ შერჩა. მაშინვე დამიჯერა. წამითაც არ შეპარვია ეჭვი. მაგრამ მეტი დამაჯერებლობისთვის. მასაც, ისევე როგორც ჯამალს, ვაჩვენე თამთას სურათი. _ ცოცხალია შენი მთავარი მეტოქე! მთელი ეს წლები ის მალავდა, ერთად იცინოდნენ შენს შრამებზე!_ წვეთებად ვაწვეთებდი შხამს, მის შეშლილ გონებას._ ყველას უყვებოდა თამთა , თუ როგორ ამოგწვა ყვავილი სხეულზე! აი აქ კი იფეთქა ქალში წლობით თავმოყრილმა სიძულვილმა. თვალები ცეცხლებად აენთო. _ მოვკლავ!_ ჩაისისინა გველივით და ხალხს შეერია , ისე რომ უკან აღარ მოუხედავს. ვინ იცის ადამიანის გულის ბნელი საიდუმლოებები. იქნება ის, რაც მაჰალეტს სჭირდა მართლაც სიყვარულისგან მოგვრილი ეჭვიანობა იყო?! ბიჭებს გავხედე. იდგნენ და გაოცებით მიცქერდნენ. თითქოს არ სჯეროდათ, რომ მე დედაჩემს ამდენად ვიმეტებდი. მარტო მათ კი არა, მეც არ მჯეროდა თავად. მაგრამ ალისი არ იყოს, ანას შეჩერების სხვა გზა არ არსებობდა. ამაზე მეტყველებდნენ ამ სახლის სარდაფში გადამალული უდანაშაულო საწყალი გოგონები. რომლებიც ალბათ უკვე იმედგადაწურულნი ხსნას აღარსაიდან ელოდნენ. ნამდვილად სწორია, ამ ცხოვრებაში ყველა იმას იმკის , რასაც დასთესავს! 16 იმდენად სწრაფად ხლართავდა ჩემი გონება სამოქმედო გეგმას, ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდეც. მხოლოდ სამალავის ადგილსამყოფელის ცოდნა არაფერს მარგებდა, იმ გოგოების გადარჩენას ორივე ალქაჯი, ანაც და მაჰალეტიც, თან უნდა გადაჰყოლოდა. აი ჯამალს კი სიკვდილად ისიც ეყოფოდა თუ თავისი ძმის უძრავ_ მოძავ ქონებას და ბიზნეს აქტივებს გავუყინავდით. სინამდვილეში ხომ არც არაფერი არ ეკუთვნოდა და მისი ბიზნესის მამოძრავებელი ძალა ასადის ანუ, ახლა უკვე, ჩემი ფული იყო. პირველი, რაც ვიაზრე, ის იყო, რომ ბიძაჩემს სცოდნოდა ახალი ანდერძის არსებობა, რომლის მხედვითაც, ჩემი სიკვდილის შემთხვევაში ერთადერთი მემკვიდრე ჩემი ქმარი ხდებოდა. კაცმა რომ თქვას, გიგას ამ ანდერძით ბრმად ვენდობოდი. მეორე მაჰალეტის მიქსევა იყო ანაზე. თანაც ისე, რომ საკუთარი ხელით გაეღო სამალავის კარი და ეს ყველაფერი საძულველი ქალისთვის დაებრალებინა. თუმცა მოგვიანებით მისი დახმარება აღარც კი დაგვჭირდა. ჯამალი არ აპატიებდა ანას ზურგში დანის ხელმეორედ ჩარტყმას, ისედაც შანსს და მიზეზს ელოდა, რომ მისთვის კისერი მოეგრიხა. აი ჰასანს რა გამორჩენა ჰქონდა და რატომ გვეხმარებოდა ამ საქმეში, ამას კი ბოლომდე ვერ ვხვდებოდი. ნუთუ ყველაფერი მხოლოდ დედის გამო იყო? ცოტა ეჭვი მეპარებოდა. რა სურდა ჰასანს? რა იყო მისი ქცევის მაპროვოცირებელ მიზეზი? _ სადამ, მინდა ამ თამაშში თამთაც ჩავრთოო!_ ვუთხარი ჩურჩულით, ისე რომ ჰასანსაც გაეგონა. _ რა უნდა ქნა?_ გაოგნდა გიგა. გამეცინა.რა თქმა უნდა, თამთას არ გავწირავდი. მხოლოდ ჯამალისთვის დაგებულ ხაფანგში ყველის ადგილას მოვათავსებდი. შანსი არ იყო, ამ შეშლილ კაცს საცდურზე უარი ეთქვა. _ რევაზს დაურეკე და უთხარი, თამთასთან ავიდეს. უნდა გავაგიჟო ესენი._თავი იმ სამეულისკენ გავიქნიე. _ ნეტავ თამთამ მომისმინოს და ჩვენი დახმარება შეძლოს!_ თამთა კარგა ხანი იყო არ მენახა. ვიცოდი, საიმედოდ ჰყავდათ გადამალული სადღაც მთებში. და ცივ ნიავს არ აკარებდნენ, მე კი ჰუსეინას სასახლეში ვიყავი გამომწყვდეული ბოლო პერიოდი გაძლიერებული დაცვის ქვეშ. რამდენიმე წარმატებულმა თავდასხმამ სულ გადარია გიგა და დაცვაც და პანიკაც გააძლიერა. _ არის რაღაც, რაც შენ არ იცი ბაია!_ მითხრა ჩურჩულით გიგამ. _ რა არის? რა ხდება?_მივუბრუნდი გიგას და სურვილმა მომიარა, იქვე მიმეხრჩო. ნეტავ ამჯერად რა სიურპრიზს მიწყობდა ჩემი "ტკბილი ქმარუკა." _ თამთა მარტო არ არის! _ რაო? აბა ვისთან ერთად ჰყავდათ? უაზრო და უადგილო ფიქრები გავფანტე და ხელები გულზე გადავიჯვარედინე. _ რა ხდება სადამ?_ ვკითხე და ისევ ჰასანს გავხედე. ვერ ხვდებოდა რაზე ვსაუბრობდით. უბრალოდ თამთას სახელი ესმოდა და ეს აბნევდა. _ მისი შვილი ბაია, ცოცხალია._ თვალი ამარიდა, და სწორადაც მოიქცა, რადგან შეიძლებოდა იქვე დამეფერფლა ჩემი მზერით. _ რას ამბობ?_ ჩამეხლიჩა ხმა. მივხვდი გიგა ალის ხსენებას ერიდებოდა. _ გასაგები მიზეზების გამო, არ მინდა აქ ეს ვინმემ იცოდეს!_მითხრა და თვალებში ჩამხედა. _ეს როგორ გამიკეთე? ლამის შეგიძულე ამის გამო, შენ კი იცოდი ტყუილად ... იცოდი და არაფერი მითხარი! რატომ სადამ? რა ადამიანი ხარ? რა ქვა ხარ? რა რკინა?_მძიმედ ვსუნთქავდი, ყელში ბოღმის და ცრემლების ბურთი მახრჩობდა და აზრები მერეოდა. ალი ცოცხალი იყო? ის უბედური და უკვე გამოტირებული კაცი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო? მაგრამ როგორ მოხდა, რომ გიგამ მას სიცოცხლის უფლება მისცა? გიგას შევხედე, წარბშეკრული მიყურებდა, თვალებში ღრმა სევდით და გაუსაძლისი ტკივილით. კაცი იყო თუ მართლა რობოტი? რა არსება იყო? ნუთუ ამხელა გულმოწყალება ჰქონდა? არა, არ მჯეროდა მისი ასეთი კეთილშობილების. _ მერე როგორ მოხდა, რომ თამთასთან ერთად გაჩერდა? მეგონა მოსაკლავად ეძებდა!_საკუთარი ხმა ვეღარ ვიცანი. უცხო ხმა მქონდა. _ მე მის დასჯაზე უარი არ მითქვამს ბაია, მისი ბინძური სიცოცხლე ღმერთმა შეიბრალა და არა მე! ტყვია თავში მოხვდა, მაგრამ როგორღაც გადარჩა. ახლა ეტლსაა მიჯაჭვული, ვერ საუბრობს ვერ მოძრაობს და დედამისი უვლის. სანაცვლოდ თამთა გამოკეთდა, მგონი ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა._ მწარედ გამეღიმა, და ისევ მართალი ვიყავი. გიგა არ იყო გულჩვილი და გულმოწყალე კაცი. მგონი ეს კაცი სიყვარულისთვის არ იყო დაბადებული. ეს მხოლოდ სიკვდილის მანქანა იყო და მეტი არაფერი. შეუძლებელი იყო ამ რაციონალურ და ზედმეტად ავტომატიზირებულ კაცს ჩემს მიმართ გრძნობები ჰქონოდა. უბრალოდ თავს ვიტყუებდი. ჰასანი ისევ ჩუმად იდგა და გველოდა. _ჰასან პროექტორი მოამზადე!_ ვუთხარი და ტელეფონით საპირფარეშოსკენ წელმოწყვეტილი გავემართე. გეგონება საკმარისი არ იყო, რაც თამთამ გადაიტანა, ახლა კიდევ ერთხელ უნდა მეიძულებინა, რომ ამ თეატრში მონაწილეობა მიეღო. მაგრამ მე სხვა გზა არ მქონდა. არც იმ გოგონებს სადღაც სახლის ქვეშ რომ მალავდნენ. _ გამარჯობა თამთა!_ გავუღიმე ეკრანიდან მომზირალ წითურ ქალს. მოფერიანებულიყო, თვალები რაღაც ახალი შუქით ანთებოდა. და აზრიანი მზერით მიღიმოდა. _როგორ ხარ ბაიკო?_ მკითხა და ჩემს მიღმა სივრცე მოათვალიერა._ თითქოს ნაცნობი ადგილია. _ სადა ხარ შვილო?_ აშკარად მიხვდა საპირფარეშოში რომ ვიყავი. თანაც ჯამალის სასახლეში, მაგრამ ვერ დაიჯერა _ და ჩურჩულით რატომ საუბრობ? ან თვალებზე რა გჭირს? იტირე? _ზოგჯერ ტირილის უფლებაც არ გვაქვს თამთა, შენ ყველაზე უკეთ უნდა გესმოდეს ჩემი! _ თვალი გავუსწორე და ხმამაღლა ვუთხარი_ მე ჯამალის სახლში ვარ ახლა. ქალი გაშრა. ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. _ მანდ რა გინდა შვილო? _ აქ დედაჩემის, ჯამალის და მაჰალეტის დასასჯელად ვარ თამთა, მაგრამ შენ უნდა დამეხმარო!_ ყველაფერი დაწვრილებით ავუხსენი თუ რას ვითხოვდი მისგან. მივხვდი შეშინდა. მივხვდი არ სურდა ამის გაკეთება, მაგრამ ეს აუცილებელი იყო. მთებს შეხიზნულ, ძლივს მშვიდობამოპოვებულ ქალს, რომელსაც ბედმა, როგორც იქნა, ამდენი წამების შემდეგ ოდნავი სიმშვიდე აღირსა, მე კვლავ ვუშხამებდი სიმშვიდის ამ მყიფე ილუზიას. _ გთხოვ ბაიკო, არ მინდა მათი დანახვა. მათი ხმის გაგონებაც კი არ მინდა!_ ამოიკვნესა თამთამ. და ზურგს მიღმა ვიღაცას გახედა. მივხვდი ალი ეგულებოდა იქ. _ კარგი თამთა, მე ვერაფერს დაგაძალებ, ოღონდ უნდა იცოდე, რომ ჯამალს აქ სამალავში ჰყავს გადამალული გოგოები. ალბათ თქვენსავით საბრალო და პატარა გოგონები არიან და შენზე უკეთ არავინ იცის, თუ რა ბედი ელოდებათ მათ, თუ არ დავეხმარებით._ ვიცოდი მის გრძნობებზე ვთამაშობდი, მაგრამ არც ტყუილი არ იყო, რასაც ვამბობდი. თამთა გაჩუმდა. და საკუთარ ხელებს დააჩერდა. არ ვიცი რას ფიქრობდა, არ ვიცი საერთოდ ფიქრობდა თუ არა, მაგრამ როცა თავი ასწია, თვალები კვლავ უცნაური ცეცხლით უელავდა. _ მე მზად ვარ ბაია! მითხარი რა უნდა გავაკეთო!_ ცოტა ხანს კიდევ ველაპარაკე, ყველა სიტყვა და სათქმელი ფრაზა ვუკარნახე, დანარჩენი კი მის იმპროვიზაციას მივანდე. _ თამაში იწყება თამთა!_ გავუღიმე ბოლოს. და ოქროს საპირფარეშოდან გამოვედი. ოქრო და ოქრო, ოქროში ცურავდნენ და საკუთარი ცოდვების ნაცვლად ოქროშივე იხრჩობოდნენ. _ არ გეშინია?_ მკითხა მოულოდნელად კარებთან დაცვასავით მომლოდინე გიგამ. _ მეშინია გიგა, თან ძალიან მეშინია, მუხლები მიკანკალებს, მუცელი მჭრის და თავი მისკდება, მაგრამ თან სწორედ ეს შიში მიბიძგებს ამ გაუგონარი ქმედებისკენ, უბრალოდ მინდა ის დღე გათენდეს , როცა აღარ შემეშინდება! _ ხელი მოვკიდე და ჰასანისკენ გავიყოლე. _ მზადაა?_ ვკითხე ტუჩების მოძრაობით, მან კი თავი შეუმჩნევლად დამიქნია. ჩემი ტელეფონი ჰასანს გადავეცი. მე გიგას თანხლებით ჯამალს მივუახლოვდი. მას ხელში ჩვილი ბავშვი ეჭირა და სიყვარულით დასცქეროდა. გამიკვირდა, არადა მართლა სიყვარულს მოჰგავდა მის თვალებში ჩამდგარი გრძნობა. ალი არ უყვარდა, არც ჰასანზე ამოსდიოდა მზე და მთვარე და ეს ჩვილი უყვარდა ვითომ? _ ღმერთმა ჯანმრთელი გაგიზარდოს ბიძია ვაჟი!_შემომხედა თავისი ჭროღა თვალებით და ამაყად გაიბღინძა. _ ღმერთის ნებით ძლიერი გაიზრდება, ისევე როგორც მამამისი. თავის ძმებს კი არ ემსგავსება, მას თავად გავზრდი!_ წარმომიდგენია, როგორ და რად გაზრდიდა ამ პაწაწუნა უცოდველ არსებას_ ეს არის ჩემი მომავალი მემკვიდრე! მხოლოდ ეს და მეტი არავინ! გამეღიმა, მერე სცენასთან ჩამუხლულ ჰასანს გავხედე და ყველაფერს მივხვდი, ის იმ მამაზე ძიობდა შურს, რომელმაც დედა მოუკლა და მაინც არ აღიარა ის, როგორც ვაჟი. _ბიძაჩემო, შენთვის ერთ ძველ ნაცნობს სურს მოლოცვა! შენი დიდი სიხარულის გაზიარება უნდა, ნებას მომცემ?_ გაოცებით და ინტერესით გამომხედა. მერე ინტერესმა დასძლია და თავი ნელა დამიქნია. მე ჰასანს ვანიშნე. და უზრმაზარ ეკრანზე ყველას თვალწინ გამოჩნდა თამთას გამოსახულება. წითელი თმები გაეშალა ქალს. მოწნულ სავარძელში იჯდა, წითელი მოღეღილი კაბით, ფეხაკეცილი. ისე რომ კარგად ჩანდა მისი იარები. იჯდა, ოდნავ ირწეოდა და ბედნიერად იღიმოდა. _ გამარჯობა ჯამალ!_გაისმა მისი ხმა და ჯამალს ისე შეაკანკალა, კინაღამ ბავშვი გაუვარდა ხელიდან. გვერდით მდგარ ქალს შეაჩეჩა ჩვილი უყურადღებოდ და ეკრანისკენ წაიწია თვალგაშტერებულმა. თვალით ანა და მაჰალეტი მოვძებნე. ორივე გაქვავებული იდგა. თუმცა ერთს სიძულვილის ცეცხლი ენთო თვალებში, მეორეს კი შიშის ყინული და სიფითრე გადაჰკვროდა. მივხვდი მიზანში გავარტყი. გიგასთან და მის ბიჭებთან ერთად უკან დავიხიე. გასაქცევად მოვემზადე და მომენტს დაველოდე. ჰასანი ისევ მონიტორთან იდგა, და თამთას გამოსახულებას ნეტარი ღიმილით ასცქეროდა. _ ჯამალ, ლამისაა დამავიწყდა კიდეც შენი სახელი!_ გაისმა ისევ თამთას ხმა. _ მე კი მავიწყდები ხანდახან მაინც, მაგრამ მეეჭვება შენც დაგვიწყებოდი._ ჯამალი ქანდაკებასავით იდგა. თვალებით სჭამდა თამთას. ქალს კი გრძელი ცეცხლისფერი თმა თითზე დაეხვია და თმის ბოლოს ტუჩებით აწვალებდა. _ შენ არ დამინდე ჯამალ, იმ გველ მაჰალეტს მიუგდე ჩემი თავი, გეგონა მოვკვდებოდი? _ ხმამაღლა გადაიხარხარა._ გეგონა მომკლავდა არა? მაგრამ მწარედ შეცდი! მაჰალეტმა გამყიდა ძვირფასო, რაო გიკვირს? ჩემი ახალი ქმარი შენ კი არ გგავდა, ნამდვილი ღმერთკაცი იყო. დედოფალივით მატარა ხელის გულზე! სანამ ანამ არ გამიტაცა ბედნიერად ვცხოვრობდი, მანდვე შენს გვერდით. მაჰალეტ მადლობა ძვირფასო. შენ რომ არა ვერასდროს გავიგებდი, რას ნიშნავს ნამდვილი კაცის ალერსი._ ჯამალს შეაბარბაცა. ამ მონსტრს ერჩია, თამთა მკვდარი ყოფილიყო, ვიდრე სხვის მკლავებში ენებივრა _ამას ხომ ხედავ ჯამალ?_ წვრილი ფეხი მაღლა ასწია თამთამ, კაბა ურცხვად ჩამოეშალა თეთრ ბარძაყზე. ფეხებზე არსებული იარები დაანახა კამერას. _ ეს ანამ მიქნა! იმის გამო, რომ შენგან გაქცევა არ მინდოდა მაშინ და მასაც ხელს ვუშლიდი. ვიცი, რომ ყველაფერი სხვანაირად გიამბეს, შენც, როგორც ქალების ჭკუაზე მოსიარულე სულსწრაფმა კაცმა ხელი მკარი. არ გჯერა ჩემი არა? მაგრამ ნახე, ახლა რა განახო!_ ტელეფონი აიღო და კადრი საწოლში მწოლარე, მილებში გახვეული სხეულისკენ მიაბრუნა. მის დანახვაზე ჰასანიც კი შეცბა. რომ არაფერი ვთქვა მაჰალეტსა და ანაზე. _ იცანი არა? ეს ხომ ალია! ჩვენი ვაჟი, ჩვენი სიყვარულის ნაყოფი! ნახე რა დამართა ანამ, მაგ დემონმა! სიკვდილს ხელიდან გამოვტაცე და ყველას გავარიდე, ჩემი საწყალი შვილი. ახლა კი მშვიდობით ჯამალ! შენ ჩვენ ვერასდროს გვიპოვნი, უბრალოდ მსურდა, ამდენი წლის შემდეგ მაინც სიმართლე გცოდნოდა. შენ რომ თავი ფადიშახი გგონია, სინამდვილეში მაჰალეტის მონა ხარ და მეტი არაფერი! ვიზიარებ შენს სიხარულს ძვირფასო!_ ეს თქვა თამთამ, მაცდურად გაიღიმა. კამერას თვალი ჩაუკრა და ეკრანიც ჩამობნელდა. დარბაზს თვალი მოვავლე, მაჰალეტი სადღაც მიიძურწებოდა, ანას კი, რომელიც ჯამალთან ახლოს იდგა გაქცევა ვერ მოესწრო. განრისხებული კაცი მკლავში ჩაფრენოდა და ანჯღრევდა. თან რაღაცას გაცოფებული დაჰხაოდა თავზე. არასდროს დამავიწყდება ანას გაფითრებული სახე და შიშისგან გაფართოებული მავედრებელი თვალები. ეს იყო ბოლოჯერ, როცა მე დედაჩემი ვნახე. დარბაზში ყველა და ყველაფერი აირია. გიგამ მკლავში ხელი ჩამავლო და გარეთ გამათრია. ჰასანი უკან მოგვყვა. _ აქეთ!_ მოკლე მითითებებს იძლეოდა თან წინ გარბოდა. რამდენიმე ოთახის გავლით გრძელ მოუპირკეთებელ დერეფანში აღმოვჩნდით. იქიდან კი ისევ მორთულ დარბაზში ამოვყავით თავი. რომლის შუაში, განათებულ წრეში რამდენიმე ნაკვეთურიანი ოქროსფერი გალია იდგა, სადაც ნახევრადშიშველი გოგონები იყვნენ გამოკეტილები. გარშემო კი წითელი ხავედის მძიმე დივნები და პატარა მაგიდები დაეწყოთ. _ რა ჯანდაბა ოთახია ეს?_ ვიკითხე გაოცებულმა. _ აუქციონის ოათახია!_ ცივად მიპასუხა ჰასანმა. გამაცია. ის საბრალო ბავშვები კი შიშით კედელზე აკრულები იდგნენ. ამოუცნობი მომავლის მოლოდინში. ერთმანეთზე ნაზები და ლამაზები. სულ ნარჩევი გოგონები. ყელში ისევ ბოღმამ მომიჭირა და თუ წამის წინ ვნანობდი ჩადენილს, ახლა , დრო რომ დაბრუნებულიყო, ისევ იგივეს ვიზამდი. ოცი გოგო ვიპოვნეთ იმ წყეულ ოთახში, მაგრამ გიგას თქმით, მეტნი უნდა ყოფილიყვნენ. სად იყვნენ დანარჩენები? დანარჩენებს ვერ მივუსწარით. დანარჩენები ნივთებივით გაყიდეს ახალ პატრონებზე. დანარჩენებს ბედმა არ გაუღიმათ და ახლა კაცმა არ იცის, რა სატანჯველს უძლებდნენ. მუჭები დავუშინე იმ წყეულ გალიას. სპაზმები დამეწყო. გიგა ჩამეხუტა, ხელში ამიყვანა და საიდუმლო კედელში დატანებული კარით დავტოვეთ ჯამალის მდიდრული აპარტამენტები. ისე ვიყავი სიბრაზისგან და მწუხარებისგან გაგიჟებული, რომ რომ შემძლებოდა ბომბით ავაფეთქებდი იქაურობას, როგორც შხამიანი კრაზანების ბუდეს და არავის არ დავინდობდი, არც დიდს და არც პატარას. სახლში როდის დავბრუნდით არ გამიგია. ემოციებით დაღლილი ვერ ვაზროვნებდი. თითქოს ეს ყველაფერი ჩემს თავს არც ხდებოდა. თითქოს სადღაც ჰოლივუდის უნიჭო ფილმში ვიყავი გამომწყვდეული. ერთი ის ვიცოდი დანამდვილებით,რომ ჰასანი არ გამოგვყოლია. _ჩემი არეული, თავად უნდა დავალაგოო!_ გვითხრა და უკან იმ ცოდვიან სასახლეში შებრუნდა. საწოლში ვიწექი და მთელი სხეული მტკიოდა. ღამით სიცხემ მომცა. თქვენ რაც სიმამაცე გეგონათ, ის ალბათ უფრო ჩემი გენეტიკური სიგიჟე იყო. და ახალა, როცა ადრენალინმა სხეული დატოვა, ჩემი ნერვიული სისტემა ყალყზე დადგა. ვიწექი და ჩემი გონება არეულ სიზმრებში მოგზაურობდა. ხან ოქროს გალიაში შიშველი ვიჯექი და კედლები ვიწროვდებოდა, ხან თითქოს წყლის წვეთი ვიყავი და უსაშველოდ იწელებოდა ჩემი ჩამოვარდანა, ხან უდაბნოში მივაბიჯებდი ვიღაც არაბი პრინცის საძებრად, ხანაც დედას ვეძახდი ბავშვთა სახლში მიტოვებული გაწეწილი გოგონა, ხელში ლურჯთმიანი თოჯინით, მაგრამ არავინ მოდიოდა და ხანაც თავად ის ლურჯთავა ნაჭრის ტიკინა ვიყავი, ხის ძირში ჩამარხული. მხოლოდ გამთენიისას დაიხია სიცხემ უკან. და გაოფლილს და გადაქანცულს ღრმად დამეძინა გიგას მკლავებში. იმედია ესეც მორიგი სიზმარი არ იყო! 17 იმ დილას დაღლილმა გავიღვიძე. სხეული ჯერ ისევ მტეხდა გადატანილი სტრესის გამო. შორიდან ალბათ ადვილი ჩანდა ის ყველაფერი, რისი განცდა და გადატანაც მომიწია. მაგრამ დამიჯერეთ სინამდვილეში ერთი დიდი კოშმარი იყო, რომელიც მსურდა მალე დამესრულებინა და გადამევიწყებინა. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებდი, რომ ეს მხოლოდ აისბერგის წვერი იყო, რომელიც ოკეანის ზედაპირზე მოსჩანდა. ისიც კარგად ვიცოდი, ჩვენი გადარჩენილი ოცი გოგონა ზღვაში წვეთი იყო. მაგრამ სადღაც წაკითხული მახსენდებოდა, თუ ერთ ადამიანს გადაარჩენ ჩათვალე, რომ სამყაროს გადარჩენა შეძელიო. თუ მკითხავთ, მიღირდა თუ არა ეს ყველაფერი ამდენ განცდად და ნერვიულობად, ნამდვილად მიღირდა! რა თქმა უნდა, მიღირდა, ასჯერ და ათასჯერაც გავიმეორებდი იგივეს და ალბათ უარსსაც ვიზამდი, ოღონდაც თუნდაც ერთი ბავშვი დამეგულებინა ჩემს ჭერქვეშ უსაფრთხოდ. არ ვიცი, ანას დანაშაულის გამო? თუ რატომ, მაგრამ მათ მიმართ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას ვგრძნობდი და ეს შეგრძნება არ მასვენებდა. თვალები რომ გავახილე, გიგას სახე დავინახე, ძილშიც კი არ ემჩნეოდა სიმშვიდე. თითქოს წარბებშეკრულს ეძინა. შემეცოდა, მე რამდენიმე თვემ გამაცალა სიქა და რამდენი წელი იყო , რაც ის ამ სტრესს უძლებდა. რამდენი წელი ირგებდა უგულო და თავზეხელაღებული არაბი სადამის როლს? ხელი წვერებიან ლოყაზე გადავუსვი. ძილში შეკრთა. ისე, როგორც პატარა ობოლი ბავშვები კრთებიან ბავშვთა სახლში. უსაზღვროდ მომინდა მისთვის სიმშვიდე მომეტანა. რომ მისი ტვირთის სიმძიმეს მეც შევხიდებოდი. რომ მისი მარტოობის შემსუბუქება მაინც შემძლებოდა. თუმცა თავად რამდენად ჰქონდა ასეთი სურვილები ამაზე ვერაფერს ვამბობდი. მიუხედავად ჩვენი გიჟური და სახიფათო თავგადასავლისა, ამ კაცის გვერდით სიმშვიდე სუფევდა. უფრო სწორედ მე ვგრძნობდი მის გვერდით სულიერ სიმშვიდეს. საკუთარი თავი მის სურვილში გამოვიჭირე. _ უბრალოდ დაიღალე ბაია!_ გავამართლე ჩემი თავი._დაიღალე და დასვენება გინდა! სულ ესაა! უფრო ახლოს მივიწიე მასთან. სახით ყელში შევუძვერი და თვალები დავხუჭე. ჩამეხუტა. ხელები მომხვია და ჩემს ზურგს უკან გადახლართა ერთმანეთში. რა მინდოდა ცხოვრებისგან? რა მსურდა? რას ვაპირებდი სახლში დაბრუნების შემდეგ? ან სად იყო ჩემი სახლი, ჩემი აღთქმული მიწა? გადავწყვიტე, რომ გიგას არსდროს გავუშვებდი ხელს. მე ისედაც დიდხანს ვიყავი მარტო და მას ვიმსახურებდი. თუ თავად ამის აღიარება არ სურდა, სიჯიუტის თუ სხვა სულელური მიზეზის გამო, მაშინ ამის აღიარებას თავად ვაიძულებდი. გამბედაობა მოვიკრიბე და ყელში ვაკოცე. ჩაეცინა. მე კი თვალები დავხუჭე და ისევ დამეძინა. მგონი ასე ტკბილად არც არასდროს მძინებია. მალევე გავიგეთ, რომ ჯამალს ჰასანმა, საკუთარმა უფროსმა ვაჟმა, უჩივლა. ჰასანის წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, და ჩვენი მხარის თანამშრომლობის ნიადაგზე, ჯამალს სასჯელი არ ასცდებოდა, რადგან ტრეფიკინგში მონაწილეობის გამო სახალხოდ თავმოჭრილს მისმა კორუმპირებულმა გარემოცვამაც ზურგი აქცია შერცხვენის თავიდან არიდების მიზნით. თუმცა, ეჭვი არ იყო, ეს ხალხი თავადაც ხშირად სარგებლობდა ბიძაჩემის შეთავაზებული მომსახურებებით. და არა ერთი გოგონას გაუბედურებაში მიუძღვოდათ წვლილი. თუმცა სანამ ჯამალი კუთვნილ სასჯელს მიიღებდა, მოასწრო და ალის მკვლელობის მცდელობისთვის სათანადოდ დასაჯა ანა. მაგრამ ყავად ალი ერთხელაც კი არ მოუკითხავს. ანას გადარჩენა ჰასანმა ან ვეღარ მოასწრო, ან არც უცდია. უფრო მეორე იქნებოდა. ჰასანი ანგელოზი ნამდვილად არ იყო, და არც გიგასავით აღელვებდა ანას და ჩემი ნათესაური კავშირი. აი მაჰალეტი რაღაც მომენტში გაუჩინარდა. ჯამალის ნაჩუქარი ოქროულობის ნაწილი გაიტაცა და მიიმალა. თუმცა ამ ქვეყანაში, სადაც ქალს მარტო გადაადგილებაც კი აკრძალული აქვს, მამაკაცი მხლებელის გარეშე, დიდხანს დამალვას ალბათ ვერ მოახერხებდა. ჰასანი ეძებდა და ადრე თუ გვიან აუცილებლად იპოვნიდა. იპოვნიდა და დედის გამო მასზე ბოლოს და ნოლოს სათანადოდ იძიებდა შურს. წარმოდგენაც კი არ მინდოდა, რა სასჯელს უმზადებდა ჰასანი დედინაცვალს. დაახლოებით ერთ კვირაში ნელ_ნელა დავიწყეთ ყველაფრის გაყიდვა და თავიდან მოშორება. არაფერი, საერთოდ არაფერი არ დამნანებია. მალე მხოლოდ ის მამისეული სახლიღა დარჩა , სადაც ვცხოვრობდით. სახლი ოქროს ჭიშკრით. სახლი იმ არაბული ზღაპრებიდან, სადაც პრინცესები წესით განცხრომით და უდარდელად ცხოვრობენ და ოცნების პრინცებს ელოდებიან. თუმცა ამ ზღაპრებში, როგორც დავრწმუნდი, გრამი სიმართლე არ იყო! ბოლო საღამოს მანქანით გავიარეთ მაღაზიებში, ნინასთვის, თამთასთვის და აბოსთვის მინდოდა საჩუქრების ყიდვა. და საკუთარი თავისთვისაც, მსურდა რაიმე ისეთი ნივთის შეძენა, რომელიც სულ გამახსენებდა ამ ქვეყანას და იმას, რომ აქ დაბრუნებაზე აღარასდროს მეფიქრა. მანქანიდან უზარმაზარი სავაჭრო ცენტრის წინ გადმოვედით. ჰასანიც ჩვენთან იყო. ჩემდა გასაკვირად გიგასთან ურთიერთობის აწყობას ახერხებდა. ვუყურებდი და მიკვირდა, რანაირად მოახეხა და იმ მყაყე ჭაობში, სადაც ბედმა დაბადება არგუნა, ასეთი სუფთა სულის შენარჩუნება. ჩვენ ორივენი ვიყავით ნათელი მაგალითი იმისა, რომ ბინძურ გენეტიკაშიც კი შეიძლება სინათლემ აჯობოს ადამიანში ჩაბუდებულ სიბნელეს. ანაზე ბევრს ვფიქრობდი და მივხვდი, გიგა მართალი იყო. მუხედავად ყველაფრისა სული მტკიოდა და უხილავი ცოდვასავით მახრჩობდა საკუთარი სინდისი, ასე რომ გავწირე ის უღირსი ქალი. მაგრამ თავის გასამართლებლად ვიშველიებდი იმ აზრს, რომ ანა გაჩერებას არ აპირებდა და ჩვენგან უკვე თავშესაფარში გაგზავნილი გოგონების თვალებში გაჩენილი სიხარულის სხივი გულს მიმაგრებდა. "ამად ღირდა! ამად ღირდა!" ვუმეორებდი საკუთარ თავს გამუდმებით. და თანდათან ვიჯერებდი, რომ ჩემი ნაბიჯი გამართლებული იყო. _ ხვალ მიდიხართ არა?_ გამომიწოდა პატარა ოქროსფერი ქაღალდით შეფუთული ყუთი ჰასანმა. _ კი ჰასან ყველაფერი მოვაგვარეთ, სახლიც უკვე დავცალეთ, ვერ ვიტყვი, რომ აქაურობა მომენატრება!_ ვუპასუხე შეფარული სევდით. რაც არ უნდა ლამაზი ყოფილიყო მცხუნვარე მზის ქვეშ გადაშლილი უდაბნო, ჩემთვის აქაურობა მაინც ქალების ბაზართან და მონობასთან ასოცირდებოდა. ასე მეგონა, რომ კარგი ადამიანები იქ არ ცხოვრობდნენ, რომ საიდუმლო სარდაფებში ყველას ჰყავდა გადამალული ერთი ან ორი პატარა ანა , თამთა ან დიანა. გული მეკუმშებოდა და ბრაზი მიტანდა. მინდოდა სათითაოდ დამევლო ის მდიდრული სახლები და დავრწმუნებულიყავი, რომ იქ სადმე, ვინმე ქალი ან ბავშვი არ იტანჯებოდა. აი ასეთი გატეხილი და დამახინჯებული წარმოდგენა მქონდა ჯამალის და უპირველესად მამაჩემის გამო ნამდვილ სამშობლოზე. როგორ შეიძლებოდა ასადი კარგი ადამიანი ყოფილიყო, როცა ანა სულ მთლად ბავშვი შეისყიდა და დააორსულა. მერე რა, თუ არ სცემდა თავის ქალებს? მერე რა, თუ არ აწამებდა და ფიზიკურად არ ანადგურებდა? _ მე მესმის შენი!_ გაბზარული ხმა ჰქონდა ჰასანს. ვხვდები, რომ ჩვენზე გული აღარასდროს მოგიბრუნდება, მაგრამ მინდა ეს შენ გქონდეს. მინდა იცოდე, რომ სადღაც უდაბნოში არსებობს ერთი შენიანი, ვინც აუცილებლად მოვა შენს დაძახილზე, დაო! _ ყუთი გამოვართვი და გავხსენი. შიგ პაწაწუნა ოქროსფერი გასაღები იდო. _ ეს რა არის ჰასან?_ ვკითხე გაოცებულმა. _ ეს ჩემი სახლის გასაღებია, მინდა გახსოვდეს, რომ ჩემი სახლის კარი შენთვის სულ ღია იქნება, სანამ მე ცოცხალი ვიქნები!_ ის დღე გამახსენდა ხელები რომ გაშალა ჩემს ჩასახუტებლად და მე რომ გვერდი ავუარე. ისიც გამახსენდა, რომ მითხრა: "ჩემი ნდობა შეიძლებაო!" და მე არ დავუჯერე. _ ჰასან!_ გავუღიმე ბედნიერმა და ახლა მე გავშალე ხელები, უცბად მიმიხვდა და გადამეხვია. რამდენიმე ადამიანი ინტერესით მოგვაჩერდა. თავი უკმაყოფილოდ გადააქნიეს. გამეცინა, მე ვერასდროს შევეგუებოდი ამ ქვეყანას და მის კანონებს. ვერასდროს მოვირგებდი ჩადრს, ჰიჯაბს და ბურკას. უცებ გავიაზრე, რომ ქართული თავისუფალი და ამაყი ჯიში ბევრად მძლავრობდა ჩემში. ალბათ ოდესმე არაბულის სულ რამდენიმე გრამი სისხლიც თუ დახეტიალობდა ჩემს ძარღვებში, ქართულ სისხლს უკვე შეჭმული და მონელებულიც კი ჰყავდა. ეს რომ გავიაზრე შვებით ამოვისუნთქე. ჰასანი იქ დაგვემშვიდობა და წავიდა. მაღაზიაში დიდხანს ვიბოდიალეთ და თუ ვინმე ახლობელი მყავდა ყველასთვის ვიყიდე, რაღაც სასიამოვნო და ლამაზი. აღარაფერს ვიტყვი არაბულ სუნამოებზე, და ათას ბრჭყბიალა ხარახურაზე, რაზეც ნინა უბრალოდ გიჟდებოდდა. მოულოდნელად დანების და მოვარაყებულ ქარქაშიანი ხანჯლების პატარა მაღაზია მივაგენი და მოჯადოებულივით შვაბიჯე შიგნით. დიდხანს ვეძებე სასურველი ნივთი და ბოლოს ფირუზებით და სხვა ფერადი, ძვირფასი ქვებით მორთული პატარა , ასე ათ სანტიმეტრამდე, მოღუნული ხანჯალი მომხვდა თავალში. ხელში ავიღე და ინტერესით დავაკვირდი. _ სწორედ ის ხანჯალია, ზურგში რომ ურტყამენ ადამიანს!_ ჩავილაპარაკე ჩემთვის. _რა არის?_ მკითხა გიგამ. _ მოღალატის ხანჯალი! ნახე, სწორედ ასეთი შეიძლებოლოდა ყოფილიყო მოღალატე დედაჩემის ხანჯალი არა, გიგა?_ ვკითხე და არც მიცდია ჩემი ტკივილის მისგან დაფარვა. _ არ გინდა ბაია, თავს ნუ იტანჯავ!_ გიგამ ისიც გაიაზრა, რაც ხმამაღლა არ მითქვამს, რომ საკუთარ თავსაც მოღალატედ მივიჩნევდი ანასთან მიმართებაში. _ შენ თვითონაც არ იცი რამხელა ძალა და სტიმული ხარ იმ ბავშვებისთბის, რომლებიც შენ გადაარჩინე! გესმის? შენ გადაარჩინე!_ მითხრა და ჩამეხუტა. ცრემლები მომადგა. _ ეს უკანასკნელად ხდება, რომ მე დედაჩემის გამო ვტირი!_ ვუთხარი ჩურჩულით._ გპირდები! _ სწორედ ეს ნივთი იქნება, ჩემი მოგონება ამ ღალატით და ტკივილით სავსე სამყაროზე! და მუდამ შემახსენებს, რომ აქ სულ მზად უნდა იყო ღალატისთვის! _ ხანჯლის ფასი გადავიხადე და ძვირფასი ნივთი ჩანთაში ჩავიდე. მეორე დღეს გამოვემგზავრეთ ჯინების, შეიხების, ჯადოსნური ლამპრების და ოქროსფერი სასახლეების ზღაპრული ქვეყნიდან. ქვეყნიდან, სადაც ქალს საერთოდ არ აქვს ფასი, ან უფრო სწორედ, სადაც ზუსტადაც რომ გარკვეული ფასი ღირს და ბაზარზე ისე იყიდება, როგორც საჯიშე ფაშატი. და დავბრუნდი ჩემს სამშობლოში იქ, სადაც თავისუფლება ჩემი იდენტობის ნაწილი იყო. სადაც ლეკვი ლომის სწორი იყო ,ძუც და ხვადიც. სადაც ქალი მმართველი გვარს აძლევდა შვილებს და დედოფლის ნაცვლად მეფედ იწოდებოდა. სადაც ქალის შემოსვლისას რაინდებით სავსე მთელი დარბაზი ფეხზე დგებოდა. მაგრამ სამწუხაროდ ამ ლამაზ ქვეყანაშიც უამრავი სულგაყიდული , მოღალატე ცხოვრობდა. უამრავი ცბიერი მალავდა უბეში საკუთარი სისხლის და ხორცისთვის გამზადებულ მოღალატის ხანჯალს. მაგრამ არსებობდა გიგა, რევაზი, ალბათ ბაიაც არსებობდა და კიდევ უამრავი მეამბოხე ჯიუტი და ძლიერი სული. ვინც არასდროს დაუშვებდა მათ გამარჯვებას. დედაჩემის სანატორიუმი გამოვისყიდე სახელმწიფოსგან და ანას ჯინაზე სწორედ იქ გავხსენი თავშესაფარი. ეს იყო პირველი სიკეთე, რაც მამაჩემის მემკვიდრეობის დახმარებით გავაკეთე. ამას მოჰყვა კიდევ სხვა და კიდევ სხვა. მაოცებდა, მაინც საიდან იყო ამ პატარა ქვეყანაში ამდენი გაუბედურებული ქალი და ბავშვი? ან უფრო უარესი, ამ რაინდული სულის მიწაზე ამდენი მახინჯი მენტალიტეტის მამრი როგორ შეიძლებოდა დაბადებულიყო?! გიგამ, რა თქმა უნდა, მსგავს სახიფათო დავალებებში მონაწილეობა სამუდამოდ ამიკრძალა, მაგრამ ამ საშინელება გამოვლილი გოგონების დახმარებაზე უარის თქმას ვერავინ მაიძულებდა ამ ქვეყანაზე. რა ჯანდაბად მინდოდა ეს ქონება, თუ ჩემსავით დაჩაგრულ ბავშვებს , და თამთასავით გაუბედურებულ ქალებს არ მოვახმარდი?! აქამდე თავი ასე ძლიერად არასდროს მიგრძვნია. ახლა კი მეგონა მთებსაც გადავაბრუნებდი. ნინა და რევაზი მალევე დაქორწინდნენ და იმდენი უჩიჩინა და იწუწუნა ქალბატონმა , რომ ქმარი აქტიურ სამსახურს ჩამოაშორა და მარტო თავისთვის დაისაკუთრა. აბო სოფელში დაბრუნდა, მაგრამ დაბრუნდა მხრებში გაშლილი და ძლიერი კაცი. შეიძლება არავინ იცოდა მისი შვილის გმირობის და თავგანწირვის შესახებ და ალბათ ვერც ვერასდროს ვერავინ გაიგებდა, მაგრამ აბოსთვის ისიც კმაროდა ახლიდან დასაბადებლად, რომ თავად იცოდა ეს სიმართლე. თამთამ საკუთარი თავი დაიბრუნა, შვილზე ზრუნვამ გამოაცოცხლა. მართალი ყოფილა, რომ ამბობენ ქალი სუსტია და დედა ძლიერიო. ალი დედამისისეულ სახლში გადაიყვანა და იმდენი მოახერხა, რომ ლოგინიდან ეტლში გადასვა. ალის რაც შეეხება, ვერაფრით იპოვნა საკუთარ თავში ძალა, რომ სიცოცხლის გაგრძელება კვლავ მონდომებოდა. სიმართლის გაგებამ უარესად გატეხა და გაანადგურა. ალბათ ძალიან რთული იყო მისთვის საკუთარი არაკაცობის აღიარება და საკუთარი თავის მიღება. ახალი ცხოვრების დაწყება კი ყოველთვის საკუთარი თავის მიღებით იწყება. მაგრამ ალი პატარა იყო, ცხოვრებას ჯერ სულ ახლა იწყებდა. და იმედი მქონდა, რომ ოდესმე საკუთარ გზას ისიც იპოვნიდა და თავისი სულის აბობოქრებული ტალღებიდან თავის გადარჩენას, როგორმე მოახერხებდა დიანამ იურიდიულზე ჩააბარა და დაჩაგრულ ქალთა უფლებების დაცვას აპირებს. ასევე აქტიურად ჩაერთო ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლაში. აპირებს, რომ ყველაფერი კანონის და ჭკუის ძალით შეცვალოს. და მჯერა, რომ სულ ცოტახანში დიანაზე თქვენც გაიგებთ საამაყო ამბებს. რაც შემეხება მე, ვინ ვარ მე ახლა? ბაია დვალი, თუ აიდა ასადი? სინამდვილეში მე ორივე მათგანი ერთად ვარ. და სწორედ ეს ქმნის ჩემს უნიკალურობას, ის თუ ვინ ვარ მე შინაგანად და არა ის, თუ რა ფერის თმას ვატარებ. ახლა აღარ მჭირდება ცუდი გოგოს გარეგნული ნიღაბი, რადგან თუ ცუდი გოგო მჭირდება, საკუთარი თავის ბნელ ნაწილს ანუ აიდას მოვუხმობ ხოლმე. თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება. მხოლოდ მაშინ, როცა გიგა ჩემგან შორსაა. როცა მხედავენ, მე , ფიზიკურად სუსტს და ნაზს, ჰგონიათ რომ ჩემი დაჩაგვრა ძველებურად ადვილია, მაგრამ ეს ასე არაა, ჩემი გარეგნობის მიღმა, მე ხომ ნამდვილი "ცუდი გოგო" ვარ. სხვა დროს, როცა ჩემი სუპერ გმირი სამყაროს გადარჩენით არაა დაკავებული, გვერდიდან ვერ მიშორებს. მუდმივად განვიცდი უმისობას. მუდმივად მჭირდება. ის არის ჩემი ძალა, მისი შავი და მწველი თვალები არის აღელვებულ ოკეანეში ჩემი შუქურა. შუქურა, რომლის იმედიც ყოველთვის მაქვს. ალბათ სწორედ ამ გაუცრუებელმა იმედმა დამაბრუნა საკუთარ თავში. სადაა ჩემი სახლი? ჩემი სახლი იქაა, სადაც ჩემი გულის ფადიშახია. უფრო სწორედ ის თავადაა ჩემი სახლი, სახლი , რომელსაც ვეძებდი და როგორც იქნა ვიპოვნე. ( დასასრული) ვე რა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.