მალე დიდი ამბავი მოხდება
მალე დიდი ამბავი მოხდება ჩემი წიგნისთვის,ჩემი ცხოვრებისთვის,ჩემი ყველაფრისთვის ვწერ ამას,მტკივა,მტკივა და ვერ ვიკურნები,ალბათ კიბოზე უარესი მჭირს,რთულია და ზოგადად ძნელია ეს ცხოვრება არ ვიცი რა ვთქვა,სტრესულია,დამტანჯველი და ამ ყველაფერში არა მარტო საკუთარ თავს არამედ ყველას მიუძღვის დიდი წვლილი.სულ ცდილობენ არავინ დაადანაშაულონ სწორედ მაგ ხელის დაფარებების გამო ხდდბა ეს უბედურებები ჩვენს ქვეყანაში, აი რა მტკივა,მეგობრები,მეგობრები რომლებიც იმ ადამიანებს აღარ გვანან ვინც მე ადრე გავიცანი, მტკივა სწორედ დიდი მიზეზი იმისა თუ რატომ,რის გამო ხდება ეს ყველაფერი,ყველას პრობლემა აქვს,ყველა ცუდად არის,ყველა გარიყულია ქვეყანას და ვინ ვრჩებით ამ სამყაროში,მართლაც მე და მთვარე? ამ ცხოვრების გამოა,ასე ყოფნის გამოა,ზოგიერთი ადამიანის გამოა ხალხი რო იცვლება(ვიცლებით). მალე დიდი ამბავი მოხდება,სწორედ ტკივილია განუკურნებელი სენი,მთელი სხეული როცა გიხურა და გტკივა, განა არ შემიძლია ვინმეს ეს ყველაფერი გავაგებინო? განა არ შემიძლია მოვყვე ყველაფერი?,მაგრამ რის გამო ხდება ნეტავ? ისე შეიცვალნენ მეგობრები, დიახ ისევ მეგობრები,მეშინია ყველასთან რაღაცის თქმა,ვიცი გვერდით დამიდგებიან,მაგრამ ახალი მეგობრები და არა ძველი. მტკივა,მიჭირს მათ გარეშე,რის გამო შევიცვალეთ?-მეგობრები. მალე დიდი ამბავი მოხდება,საზოგადოება სულ ამაზე იფიქრებს, ბევრი რამ შეიძლება გვეშლება ცხოვრებაში,მაგრამ იმისთვის გვეშლება,რომ ახალი ვისწავლოთ და თუ ძალით ვაშავებთ ესეიგი ნამდვილები არ ვყოფილვართ. განა დარჩა რეალური ვინმე ამ ცხოვრებაში? განა დავრჩით მე და საზოგადოება?მეც შევიცვალე,მე შემცვალეს,მე დამაძალეს, მე მატკინეს.ეს მე არ ვარ, ჩემს თავს არ ვგავარ. რისი ბრალია ნეტა?-ოჯახი. მალე დიდი ამბავი მოხდება,ყველა ტრამვა ფსკერზეა,უპირველეს ყოვლისა ბავშვობის,უპირველეს ყოვლის მშობლების,უპირველეს ყოვლისა ჩვენი ცხოვრების ზრდასრულ ასაკამდე.რისთვის ვჩნდებით თუ საბოლოოდ თავს ვწირავთ,ვიკლავთ?ბედნიერების შემდეგ უბედურებაა,უბედურებას ბედნიერება მოსდევს და ასე დავდივართ წინ და უკან,წინ და უკან,განა ვერ ვხვდებით? ვერ ვაზროვნებთ? განა არ გვინდაა რომმმ ეს ყველაფერი შევცვალოთ? მაგრამ ვინ გვაძლევს ამის საშუალებას?რა არ გადავიტანეთ ადამიანებმა,მაგრამ ყველაზე დიდი ტკივილი ხომ ოჯახია,რომელმაც გაგვზარდა და გაგვამწარა.რა არ უნდა მოხდეს ჩვენს თავს?-დეპრესია მალე დიდი ამბავი მოხდება,ადამიანები ცოდვას ვიდენთ,ჩვენი ბედნიერებისთვის და სხვისი უბედურებისთვის, ეს ესეა, ასე გამოდის, გინდა არ გინდა? ვინნგვეკითხება?ვიღაცას ეწყინება,ვიღაცას გაუხარდება,ვიღაცა დაგწყევლის, ვიღაცა სიყვარულის აგიხსნის,ვიღაცა დაგარტყავს,ვიღაცა მოგეფერება, ეს იწვევს უბედურებას,ცხოვრების უარყოფას,ფსიქოლოგიურ-ფიზიკურ ძალადობას,ტკივილს,ტანჯვას,წამებას, რა იწვევს?-დამოკიდებულება მალე დიდი ამბავი მოხდება,ბავშვობის ტრამვის გამო, ადამიანების დამოკიდებულობის გამო(ზრდასრულობაში) ხდება უბედურება, ვეჯახებით და ვებღაუჭებით ყველაფერს, ვკარგავთ ან ვპოულობთ ადამიანებს,მაგრამ მაინც უბედურება,მაინც ტკივილი, აუ ისევ წრეზე მივდივართ არა? თითქოს გზა აბნეული ვართ.ვიკლავთ,მაგრამ ვერ ვკვდებით,ვერ მივდივართ ბოლო ეტაპამდე, რაღაც გვაჩერებს? რა გვაჩერებს?-ღმერთი მალე დიდი ამბავი მოხდება,ადამიანს(უპირველესად ბავშვს)გვერდში მშობელი უნდა უდგეს,მშობელი თუარა დაკარგული აქვს მთელი ცხოვრება,ცრუ იმედები,ცრუ მშობლები,ცრუ ოჯახი და ცრუ მეგობრები. რა გვტკენს ?-უბედურება. მალე დიდი ამბავი მოხდება და იტყვიან ,,სახეზე ჩამოაფარეთ,რა ახალგზარდა მოკვდა" |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.