შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენსკენ სავალი გზები თავი 5


16-10-2023, 11:05
ავტორი ირინა ირინა
ნანახია 1 419

თავი 5
ნინა დიდი ხანი უყურებდა ფოტოებს. ნუთუ ეს შეიძლებოდა სიმართლე ყოფილიყო? ნუთუ ასე ურცხვად ატყუებდა სანდრო? თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა.
-ნინ დარწმუნებული ვარ ამას ახსნა ექნება.
- ხო ალბათ
- შენი ასეთი მოჩვენებითი სიმშვიდე არ მომწონს
- აბა რა ვქნა ნატ ისტერიკაში ჩავვარდე.მე და სანდრო არაფერი ვართ ერთმანეთისთვის რატო უნდა მქონდეს პრეტენზია? არც მისი შეყვარებული ვარ არც საცოლე არც ცოლი.
- ნინა მორჩი სისულეებს .
- არ გვინა ამაზე ლაპარაკი.. 1 საათში ოფისში მივდივარ თარჯიმანი სჭირდებათ 1 თვით იქნებ ამიყვანონ.თან ხო იცი თუ ინგლლისში გვინა წასვლა დანაზოგი უნდა გვქონდეს..
- კარგი მაგრამ ამ საკითხს ისევ დავუბრუნდებით..ლექციაზე შევიდეთ მერე მე სახლში წავალ.
- კარგი საყვარელო..
სანდრო კაბინეტში იჯდა უკვე მეათედ ცდილობდა ნინასთან დაკავშირებას. მოთმინებაც ეწურებოდა, როდესაც კატო შემოვიდა ოთახში..
- სან როგორ ხარ..
- კატო რატო არ ისვენებ ამის დედაცც? რა არ გასვენებს?
- კი მაგრამ.
-ხმა კატო ვიცი შენ მოაწყვე რომ ჩვენს ვითომ ნიშნობაზე მთელი პრესა ალაპარაკებულიყო.გაიგე ბოლო ბოლო ჩვენს შორის არასდროს არაფერი იქნება.
- ვიღაც გყავს არა? ასე ვიღაც გყავს.
- გადი სანამ მოთმინება დავკარგე . ნივთების შეგროვება არ დაგავიწყდეს.
კატო გაცეცხლებული გავარდა კაბინეტიდან .
- ჯანდაბა რა ქარიშხალივით გავარდა რა დაემართა? (ბექა)
- თავისი ადგილი მივუჩინე , მაგრამ ეხლა სხვა პრობლემა მაქვს ნინა არ მპასუხობს რამდენი ხანია ვრეკავ და.
- კარგი რა მოასვენე ცოტა ხანი არასად გაგექცევა. ალბათ ლექციაზეა.
- არ ვიცი
ნინა ერთერთ უზარმაზარ კორპუსს მიადგა . ეს სამსახური სჭირდებოდა ძალიან მართალია დროებითი იყო , მაგრამ არდადაგებიც იწყებოდა და შეძლებდა ბარშიც და აქაც ორივეგან ემუშავა. შენობაში შესვლისას მდივანს მოკრა თვალი.
-უკაცრავად სამსახურის თაობაზე ვარ მოსული .თარჯიმნის ვაკანსიაზე
- დიახ მეხუთეზე აბრძანდით ,შემდეგ პირდაპირ წახვალთ და მერე თვითონ მიხვდებით,
-მადლობა
ნინა დანიშნილების ადგილზე მალე მივიდა
- ქალბატონი დიანა გელოდებათ
-მადლობა
კარზე მოროდებით დააკაკუნა.
- შეიძლება შემოვიდე?
- დიახ მობრძანდი ნუ ხარ ეგრე შეშინებული ..ურჩხული ხომ არ ვარ
-მაპატიეთ
- მომიყევი აბა შენზე .. როგორც იცი ესპანურ ენოვანი თარჯიმანი გვჭირდება 3 თვე მაინც სანამ ჩვენი თანამშრომელი დაბრუნდება .
'- მე ნინა ფერაძე ვარ 20 წლის სტუდენტი. 4 ენაზე შემიძლია საუბარი . ინგლისური გერმანული ესპანური და ქართული.. ეს სამუშაო მჭირდება ძალიან
- იცი მომწონხარ .აყვანილი ხარ
- რა ? მართლაა.? ნინას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. არ მჯერა .
- იცოდე იმედები არ გამიცრუო . საბუთების თარგმნა გევალება უმეტესწილად და ხანდახამ შეხვედრებზე წამოსვლა ჩემთან ერთად.. სამწუხაროდ ესპანური არ ვიცი და დამჭირდები..
- იმედს არ გაგიცრუებთ ქალბატონოო დიანა
- ეს ქალბატონო არ გინდა თავი ბებერი მგონია ..
- ხო მაგრამ მეუხერხულება..
- არავითარი მაგრამ.
- უკაცრავად დიანა შეიძლება შემოვოვიდე?
- მოდი ილია .. ჩვენი ახალი თარჯიმანიც უნდა გაგაცნო..
- ილია ეს ნინა ფერაძეა
- ნინა ეს ილია არაბულია ჩვენი კონპანისს ვიცე პრეზიდენტი.
ნინას მის დანახვაზე სიხარულით აევსო გული.. ეს ხომ მისი ილია იყოო .ილია რომელიც მის ლაღ ბავშობას ახსენებდა..ერთად გაიზარდნენ. იმ უბედურების მერე რაც ნინა ბავშვთა სახლში მოხვდა არაფერი სმენოდათ ერთამნეთზე.
- არ მჯერა ნინა შენ ხარ ჩემი პატარა ნინა , როგორ გაიზარდეე.
- ილოო როგორ გამიხარდა შენი ნახვა
ერთმანეთს მოეხვივნენ.
- აქ რა ხდება გაეღიმა დიანას
- ნინა ჩემი ბავშვობის მეგობარია ერთად გავიზარდეთ .მერე რაღაცეები მოხდა და ერთმანეთი დავკარგეთ.
- ბევრი დრო გექნებათ სასაუბროდ აი შენ გაბარებ ამ უსაყვარლეს არსებას და მიხედე ყველაფერი აუხსენი და ხვალოდან დაიწყოს. ილია. სამუშო ადგილიც ანახე
- დიახ რათქმაუნდა
ნინამ და ილიამ დიდი ხანი ისაუბრეს . ხვალამდე დაემშვიდობა და სახლოსკენნ გაუგდა გზას. ილიას ნახვამ რამდენიმე ხანი დაავიწყა სანდრო. ტელეფონიც არ ქონდა წამოღებული ალბათ რეკავდა გაიფიქრა.
სახლში მისულმა შხაპი მიიღო საღამოს ბარში უნდა ემუშავა და გადაწყვიტა დაეძინა.ნატაც არ ჩანდა.
ამასობაში სანდრო ადგილს ვერ პოულობადა მთელი დღე ნინასთან დაკავშორებას ცდილობდა.. ბოლოს გადაწყვიტა სახლში მისულიყო.
ნინა კარზე ზარმა გამოაღვიძა კარის გასაღებად წამოდგა .კარს იქით კი სანდრო დახვდა. უნდა გაეღო კარი სხვა გზა არ ქონდა დიდი ხანი ვერ აარიდებდა თავს..
- სად ხარ ნინა მთელი დღეა გირეკავ
?
- მობილური არ მქონდა თან.
- როგორ ვინერვიულე.. სანდრო ჩაეხუტა .
- იცი მომენატრე. რა გჭირს ნინა?
ნინამ მაგიდიდან ჟურნალი აიღო და მიაწოდა .სანდრო დაიბნა.
- ეს მჭირს სანდრო.
- მოიცა მთელი დღე იმიტო მაიგნორებდი რომ ვითღაცეების შეთხზული ამბავი დაიჯერე?
- ანუ ტყუილია?
- ამას კითხავც არ ჭირდება ნინა . ნუთუ ასეთი ნაძირალა გგონივარ რომ საცოლე მყავდეს და შენ გატყუებდე?
- ახსნა არა საჭირო სანდრო ..არც გსაყვედურობ ჩემი საქმე არაა ვისზე როდის დაქორწინდები. ჩვენ არავინ ვართ ერთმანეთისთვის.
- რას ბოდავ გოგო ,გინდა ჭკუიდან გადამიყვანო ? რას ქვია არავინ ვართ.?
- ნუ ყვირი თუ შეიძლება..
- ჩემს ქცევში ნუთუ არ გიგრძვნია ჩემი სერიოზულობა? ნუთუ არ გიგრძვნია რომ მარტო შენ გხედავ? ნუთუ ჩემი გულწრფელობა ვერ დაგანახე?
- აზრი არაქვს სანდრო .
- რას არააქვს ნინა აზრი? ნუთუ ვერ ხვდები მიყვარხარ გესმის მიყვარხარ. იქ ბარში პირველად რომ დაგინახე მაშინ შემიყვარდი.. შენი თვალები შემიყვარდა. მგონია შენს თვალებში შემიძლია მთელი სამყარო დავინახო.ამხელა კაცი გამაგიჟე გესმის.?
- სანდრო.
- რა სანდრო თვალებში შემომხედე არ მითხრა რომ იგივეს არ გრძნობ ჩემს მიმართ , მაინც ვხედავ შენს თვალებში სიმართლეს..
- მე არ ვიცი სანდრო
- რა არ იცი ნინა .გიყვარვარ თუ არა?.თვალებში მიყურე გთხოვ ჩემი ნდობა ისწავლე. .
-მაპატიე, არ მინდა წახვიდე. მინდა სულ ჩემთან იყო.გესმის?
- ჩემო პატარა მოდი აქ.
დიდხანს იყვნენ ჩახუტებულები თითქოს საუკუნე არ ყავდათ ნანახი ერთმანეთი.
- სანდრო დამახრჩობ ასე ..
- მაპატიე.
- გინდა ყავა გაგიკეთო ? .
- რა უკეთესი იდეა მაქვს.
სანდრო ნინას ზურგიდან მოეხვია.ხელები მუცელთან შეუცურა.
-იცი როგორ მაგიჟებ? მინდს ეს ყელი დაგიკოცნო, ტუჩები, სახე. მინდა მთლიანად ჩემი იყო.მინდა მარტო მე გიყურებდე გეხებოდე შენით ვტკბებოდე.
- სანდრო... მიყვარხარ
- ჩემო პატარაა
სანდრო მის ტუჩებს დაეწაფა ,ნინაც აყვა ,შემდეგ ყელზე გადაინაცვლა
- სანდრო გაჩერდი ..
უცებ სანდრო.გაჩერდა .მაპატიე თავი ვერ შევიკავე..
- მომიყვები ის ქალი ვინა?
- ის ქალი ჩვენს ცხოვრებაში აღარ გამოხნდება.. ჩემთან მუშაობდა პიარ მენეჯერია. სამსახურიდან დავითხოვე. მან მოაწყო ისე რომ ვითომ ჩვენს მომავალ ნიშნობაზე დაეწერა ყველს.
- მაპატიე შენში ეჭვი რო შევიტანე
- გთხოვ მომავალში აღარ მოიქცე მსგავსად
ნინამ ეხლა საკუთარი ინიციატივით აკოცა..
- შენ ეშმაკუნა რა გინდა თავი ვერ გავაკონტროლო.? მოდი აქ.

სანდრო უნდა წახვიდე. მალე ნატა მოვა და სამსახურში უნდა წავიდეთ.
- ნინა იქნებ სხვა სამსახური ვიშოვოთ შენთვის. ნუ გაბრაზდები
- სანდრო იქიდან ვერ წამლვალ.რაც შეეხება სხვა სამსახურს. ვიშოვე ეგეც ვაპირებ ორივეგან ვიმუშავო.
- რა ახალი სამსახური ნინა ეხლა უნდს
ვიგებდე ამაზე. .
- ნუ ბრაზობ.დღეს ამიყვსნეს ერთერთ კონპანიაში.. თარჯიმანი სჭირდებოდათ ესპანურ ენოვანი და .
- ესპანური იცი?
- კი ესპანურიც გერმანულიც ინგლისურიც და დამტებით იტალიურსაც ვსწავლობ ეხლა.. ეს სამსახური კი დამტებით პრაქტიკისთვის გამომაგდება.თან ჩემი ბავშვიბის მეგობარი მუშაობს იქ.
- კარგი ნინა მაგრამ ეგრე არ შეიძება ვერ გაუძლებ ასე 2 გან მუშობას.
- ჩემზე ნუ ინერვიულებ კარგად ვიქნები.
- კარგი . კარგი. ზეგ ჩემი და ამერიკაში მიდის წამოხვაალ მის გასაცილებლად და თან გასაცნობად?
- კი წამოვალ .
- მიყვარხარ ნინა
- კარგი დამსვი.სანდროო..
- ოჰოო გრიტები აქ ყოფილან ( ნატა)
- მოხვედი?
- თუ გინდა წავალ ( ნატა)
- გამარჯობა სანდრო მიხარია რომ გაარკვიეთ ყველაფერი.
- მეც მიხარია თორემ კინაღამ ჭკუდან გადამიყვანა.ხო მართლა ზეგ წვეულება გვაქ ჩემი და მიდის ამერიკაში დაპატიჟებული ხარ იცოდე უარი არ მიიღება.
( სანდრო).
- არც ვაპირებდი უარის თქმას ( ნატა).
- ნინა წავედი ჭკვიანად მიყვარხარ. ჩასჩურჩულა სანდრომ.
გოგოებმა გააცილეს და ნატამ ეგრევე დაკითხვა დაუწყო ქალბატონს.
- რა იყო რა ნასიამოვნები სახე გაქვს რას ცუღლუტობდით აქ?
- მორჩი სისულელებს..
- გგოგო ასეთი კაცი გყავდა სახლში მინიმუმ თუ არ ჩაკოცნეთ გემოზე ერთმანეთი სულელი ყოფილხარ და ეგაა. თქმაუნდა სახეზე გეტყობა ყველაფერი.. ეჰჰ მეც მესროლოს ვინმემ ასეთი კაცი რა იქნება?
- ნატა შეი გამოსწორება არ იქნება.კარგი მოემზადე ეხლა გავდივართ უკვე.
ალექსანდრე სახლში მივიდა ტასოსთან სალაპარაკოდ იცოდა წასვლა რატომაც უნდოდა მაგრამ მასაც ამ შემთხვევაში სწორად მიაჩნდა ეს გადაწყვეტილება.სახლში მისულს მამამისი დახვდა .
-შვილო მოხვედი?
- ტასოსთამ მოვედი მინდა ველაპარაკო
- ოთხაშია.. საბუთებს გადავხედე არის რაღაც წვრილმანები რაც დასაფიქრებელია მაგრამ საერთო ჯამში კარგი პროექტი ჩანს.
- კარგი მამა დანარჩენ საკითხებს იმეილზე გამოგიგზავნი მინდა გადახედო მაინც.
- შვილო სამსახური გასაგებია მაგრამ პირადში რა ხდება ის მომიყევი... დედაშენი ცოფებს ყრის კატო რომ გაუშვი სამსახურიდან მაგისგამო.
-კატო სულ არ მადარდებს მამაისი მოუძებნის სამსახურს არ გაუჭირდება .. რააც შეხება პირადს არის ერთი გოგო . შეყვარებული.ვარ მამა. ის ისეთი საოცარიაა. აუცილებლად გაგაცნობთ მალე..
- როგორ მიხარია შვილო
- წავალ ეხლა ტასოს ვნახავ
დის ოთახთან რომ მოვიდა დააკაკუნა ..
- ტასო შეიძლება?
- მოდი ძამიკო
- როგორ მომენატრები არ იცი 4 წლოთ მიდიხარ ცოტა ხომ არაა. კი ჩამოგაკიხავ ხოლმე მაგრამ.მაინც
- მეც მომენატრები .
- მისმინე ტასო თუ არ გინდა წასვლა ნუ წახვალ.
- არ შემიძლია ძმაო ასე. უკეთესია თუ წავალ. გიორგის ყურება ასე არ შემიძლია..
- ვიცი ჩემო საყვარელო .ნეტა შემეძლოს დახმარება.
- ხო ნეტა შეგეძლოს წამოარტყა შენს ძმაკაცს და უთხრა ტასო შეიყვარეო და შემიყვაროს ხომ? ( ოროვეს გულიანად გაეცინა)
- გიორგის ვიცნობ და ამიტომ მეც მაგიტომ ვუჭერ მხარს შენს წასვლას.თან შენი მომავლისთვის ჯობია წახვიდე.მერე რო დაბრუნდები ძამიკოს ხო უნდა მიეხმარო კონპანიაში? ხო მართლა ზეგ პარატა წვეულება მოვაწყოთ შენს წასვლამდე.
- კარგიაა მადლობა ძამიკოო.
- ჩემო ანგელოზო.

ნინა მეორე დილით უკვე ახალ სამსახურში იყო სადაც ილია დახვდა დიდი სიხარულით შეხვდნენ ერთმანეთს.ილიამ სამუშაო ადგილი აჩვენა . მთელი დღე თავი არ აუწევია იმდენი სამუშაო დახვდა. მხოლო შესვენებაზე მოვიდა ილია და სასადილოდ ჩავიდნენ.
- ილო მომიყევი აქამდე როგორ მოხვედი რა მოხდა 6 წლის განმავლობაში შენთან?
- იცი დედას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და მოგვიწია გერმანიაში წასვლა. მე იქ გავაგრძელე სწავლა მაგრამ მერე დედამ ვეღარ გაუძლო სიმსივნე ქონდა, მკურნალობამ ვერ უშველა.4 წელი იწვალა. მერე აქ ჩამოვედით მე და მამა. ჩემი განათლება გამომადგა და ეხლა ხო ხედავ ვიცე პრეზიდენტი ვარ.
- ძალიან ვწუხვარ ლელა დედას გამო.
- ვიცი.შენზე მომიყევი
- მე მშობლების დაღუპვის მერე თავშესაფარში ამოვყავი თავი. მადლობა ღმერთს სწავლის შესაძლებლობა მქონდა მაინც. მერე სტუდენტი გავხდი და ჩემს მეგობართან ,დაქალთნ ,დასთან, ნატა ქვია ჩემთვის ყველაფერია ერთად ბინა ვიქორავეთ . და აქამდე მოვედით.მეტი მოსაყოლი არც არაფრრი მაქვს.
- იცი როგორ მიხარია რომ გიპოვე
- მეც ილო
ამ დროს ნინას სანდრომ დაურეკა და ხვალიდდელი წვეულების შესახებ შეახსენა.
- ხო სანდრო
- ხო მახსოვს ნუ ნერვიულობ.
- ხო მეგობართან ერთად ვსადილობ.
- კარგი გამომიარე.მეცც
- აბა არაფერი მაქვსო მეტი მოსაყოლი ქალბატონო? (ილია)
- შეყვარებული ვარ ილო მიყვარს .
- მიხარია დარწმუნებულო ვარ კარგი ადამიანია
- ხო ისეთივე როგორც დიანა. შევამჩნიე როგორ უყურებ ხოლმე.
- შე მაიმუნო. ნუთუ ასეთი შესამჩნევია.?
- კიი.. რა ხდება თქვენს შორის.?
- იცი ცოტა რთულადაა საქმე . დიანას პატრა გოგონა ყავს . ვიცი.თავს იმიტო.იკავებს რომ ეშინია ბავშვზე არ იმოქმედოს ამ ყველაფერმა.თან კაცების ნდობაც დაკარგული აქვს . ის ისეთი კარგია კეთილი.ლამაზი
- ეჰ ილო იფერფლები სიყვარულით.?
- დრო არ დაკარგოო.
საღამოს ყველა საქმეს მორჩა და სანდრო დახვდა სამსახურთან.
- როგორ მომენატრე რომ იცოდე.
- მეცც ძალიანნ
- მივდივართ გიტაცებ..
- სად მივდივართ?
- იქ სადაც მხოლოდ ჩვენ ვიქნებით.



-



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

დაიძაბა სიტუაცია. უფრო საინტერესო და ჩახლართული გახდა, ასე გააგრძელეთ

 


№2  offline წევრი ირინა ირინა

სტუმარი ნანა
დაიძაბა სიტუაცია. უფრო საინტერესო და ჩახლართული გახდა, ასე გააგრძელეთ

როგოგორ მიხარია რომ მოგწონთ...

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინა

საინტერესოდ მიდის გააგრძელე როდის დადებ მომდევნო თავს ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ

 


№4  offline წევრი ირინა ირინა

სტუმარი ნინა
საინტერესოდ მიდის გააგრძელე როდის დადებ მომდევნო თავს ერთი სული მაქვს როდის წავიკითხავ

ახალი თავიც მალე დაიდება

 


№5 სტუმარი ნია

საინტერესოა, ველით გაგრძელებას. მოცულობა გაზარდეთ თავების

 


№6  offline წევრი ირინა ირინა

ნია
საინტერესოა, ველით გაგრძელებას. მოცულობა გაზარდეთ თავების



მადლობა ..

 


№7 სტუმარი სტუმარი ნინა

გთხოვთ გააგრძელეთ. საინტერესო ისტორია ჩანს

 


№8  offline წევრი ირინა ირინა

სტუმარი ნინა
გთხოვთ გააგრძელეთ. საინტერესო ისტორია ჩანს

დაიდება ახალი თავი მალე

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent