შენზე უფროსია,არ შეეფერებით (თავი 2)
-რაო ანდრიკ რამე თქვი?- ლუკამ მიმართა არღვლიანს, ვერ გაარჩია სიტყვები -არაფერი დადე- გვარის შემოკკლებული ვერსიით მიმართა მაკაცს და სანდროს და ტაისიას მიაპყრო თვალები -ხალხნო და ჯამაათნო ,გაიცანით ალექსანდრე (სანდრო) გიგაური, ჩემი ბიძაშვილი და კატოს.. - ტაისიამ განზრახ ახსენა კატოს სახელი ,მაგრამ გოგონამ წამშვე გააწყვეტინა -და კატოს დიდი თავისტკივილი - დაუღრინა გოგონამ სახეზე ღიმილათამაშებულ ბიჭს -მართლა შენ ჩემო თავისტკივილო - დაიგრგვინა ბიჭმა და გოგონას მკლავში წვდა,ძალით წამოაგდო სკამიდან და ძლიერად ჩაიკრა გულში -პრიმატო! გამიშვი - კატო კიოდა , დანარჩენები კი კარგად ხალისობდნენ -კაი გაგიშვებ ,ოღონდ ხელს არ შემომიბრუნებ! - კატომ თავი დაუქნია, სანდომაც ხელები გაუშვა და სილაც მიიღო სახეში -ვირო! -აწი გავითვალისწინებ - ჩაეღიმა გიგაურს და ტაისიას გვერდით დაიკავა ადგილი სვამდნენ,მხიარულობდნენ,სასაცილო ისტორიებიც გაიხსენეს .ნატალია გიორგის არ შორდებოდა ,ეს ორი ისეხდებოდა ერთმანეთს ,რატომღაც ანდრონიკე სასმელს თავს არიდებდა,მძღოლი ვარ და ჯარიმების ნერვები არ მაქვსო ,ტაისისამ მხოლოდ სამი ჭიქა ვისკი მოსვა და ცდილობდა ანდრონიკესთვის თვალი აერიდებინა, ამ იჭის მზერა აბნევდა .. დაახლოებით პირველი ხდებოდა ბარიდან რომ გამოვ იდნენ,სანდრო კატოს უცნაურად დასტრიალებდა გარშემო,ბოლოს ვერ მოითმინა და ხმამაღლა განაცხადა -კატერინა მესხიძე ჩემთან ერთად მოდიხარ ! - დაიგრგვინა სანდრომ და ყველას ყურადღება მიიპყრო -უკაცრავად? - საკმაოდ მყარად უთხრა კატომ -შანსი არ გაქ სანდრიკ ძმაო - სიცილით უთხრა ნიკამ და მანქანაში დაიკავა ადგილი -შენ მაიძულებ! - ეს თქვა და კატო მხარზე შემოიგდო ტომარასავით,კატომ ფართხალი და კივილი დაიწყო თუმცა არავინ ცდილობდა მის დახმარებას -ტაისია დევდარიანო გამყიდე ხო? - ყვიროდა და სანდროს ზურგზე მუშტებს ურტყამდა -უფრო გაგაჩუქე კაწკა - ტაისიას ნათქვამზე ყველას გაეღიმა -არ გაცოცხლებ !- აწ უკვე მანქანაშ ჩატენილი კატო ემუქრებოდა დაქალს -ტაის ტაქსით გადი რა ჩემ თავს გაფიცებ,ეს ავჩალკა უნდა მოვარჯულო - თვალი ჩაუკრა მამაიდაშვილს და მანქანა ადგილს მოსწყვიტა -მე გაგიყვან სახლში - სიჩუმე ანდრონიკემ დაარღვია -ოჰ ტაქსით რომ წავიდეს ვინმე შეჭამს? - ტასოს ბოღმისგან აკიაფებულმა სახებ მიიქცია ტაისიას ყურადღება -მადლობა არღვლიანო,ტაქსით გავალ - ზრდილობიანად გაუღიმა და იანდექსის აპლიკაცია გახსნა -არა თქო , რომ ვამბობ გაგიყვან ე.ი ასეც ვიზამ - ხმა გაიმკაცრა სვანმა და მანქანის კარი გამოაღო - ჩახტი - გაუღიმა გოგონას, ტაისიმაც ხელები ასწია დანებების ნიშნად და მანქანაში მოთავსდა ,უკანა სავარძელი აწითლებულმა ტასომ და ლიზამ დაიკავეს. -უკან დაჯდომა არ გეკადრებოდა? - გულმკერდზე ხელებგადაჯვარედინებულმა ტასომ გაჩუმება არ იკადრა -ტასო რა გემართება -მხარი გაკრა ლიზამ, ტაისიას ხმა არ გაუცია, ანდრონიკემ დაიკავა მძღოლის ადგილი და მანქანა დაძრა -ტასო ჯერ შენ დაგტოვებ და მერე შენ ლიზ მოჟნა? წრეებზე რო არ მომიწიოს რა და მერე ტაის მივიყვან სახლში -კაი ანდრიკ - დათანხმდა გოგონა და ფანჯარას მიაყრდნო თვი ანდრონიკე მშვიდად მართავდა მანქანას,ტაისია ტელეფონში სქროლავდა ინსტაგრამს ,შიგადა შიგ ანდრონიკესკენ აპარებდა თვალს, თითქოს მოეჩვენა რომ გაფითრებული იყო, შუბლი ოფლისგან ჰქონდა დაცვარული, მანქანას ცალი ხელით მართავდა ,მეორე საგრძნობლად უკანკალებდა .. ტასო დატოვა თავის კორპუსთან,შემდეგ ლიზას გაუჩერა მანქანა დაემშიდობა მეგობარს და დაცვარული სახე ნერვიულად მოიწმინდა. ტაისიას არ უნდოდა მასთან ზედმეტად საუბარი მაგრამ ანდრონიკე არც თუ ისე კარგად გამოიყურებდოა.. ლოდინის შემდგომ სიჩუმე მაინც დაარღვია -არღვლიანო თავს კარგად გრძნობ? -კი რატო მეკითხები - დიდი ნერწყვი გადაყლაპა და სველი შუბლი კიდევ ერთხელ მოიწმინდა -არ გამოიყურები კარგად - უკვე ანერვიულდა,აშკარა იყო ბიჭი საჭეს ვეღარ იმორჩილებდა - გააჩერე მანქანა - მკაცრად უთხრა და ანდრონიკემაც გზიდან გადააყენა მანქანა -მართლა კარგად ვარ ტაი - თბილად მიუგო ბიჭმა და კიდევ მოისვა ხელი სველ სახეზე -გაგიჟდი? რა კარგად ხარ ადამიანო? ფერი არ გადევს ,ოფლშ იწურები ,თვალები გეხუჭება,კანკალებ - ერთი ამოსუნთქვით მიახალა -დღეს არაფერი მიჭამია და ალბათ შაქარი დამივარდა, არც დამილევია თუ შეამჩნიე - თავის მართლება სცადა მამაკაცმა, ისეთი ტონით საუბრობდა თითქოს რაღაცას მალავდა -გადმოდი მე დავჯდები საჭესთან -არ არის საჭირო ტაი კარგად ვარ -მომისმინე ცუნცულ! როცა ვამბობ ე.ი ასეც ვიზამ - თავისი სიტყვების ციტირება მოახდინა და მამაკაცს ღვედი გაუხსნა .. -შენ შენით ვერ გადმოხვალ და იცი რა ?როგორმე გადმოცუნცულდი აქეთ - თბილად მიუგო და მის ზემოდან მოექცა, ზედმეტად უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ მაგრამ სხვა გზა არ იყო.. ძლივს გადაიტანა მამაკაცის სხეული მეორე სავარძელზე და თვითონ მძღოლის ადგილი დაიკავა.. ღვედი შეუკრა გაფითრებულ ბიჭს და მანქანა დაძრა -ტაი რამეს შევჭამ ტკბილს და გამივლის რა, მშიერი ვარ მთელი დღის და მაგისი ბრალია - ამის გაგონებაზე ტაისიას ერთმა აზრმა გაუელვა,გულში გაიფიქრა ოღონდ ეს არ სჭირდესო,მაგრამ მაინც გაბედა და ჰკითხა -არღვლიანო ინსულინზე ხარ? - მის ამ შეკითხვას არ ელოდა და როგორც შეეძლო გააფართოვა თვალები და ტაისიას თვალი გაუსწორა -როგორ მიხვდი ? - მშრალი ტუჩები წვალებით დააშორა ერთმანეთს -ჯანდაბა ანდრონიკე ,ჯანდაბა - ხმამაღლა წარმოთქვა და საჭეს ხელი დაარტყა- ინსულინი სად გაქვს ? -არ ვიცი არ მეგონა რომ დამჭირდებოდა , მგონი მანქანაშ არ მაქვს -რა? შენ გაკლია ,გეფიცები ძალით იკლავ თავს - მანქანა გზიდან გადააყენა,ქურთუკის ჯიბეები ამოიქექა და - ღმერთს მადლობა - ორი აბი გლუკოტონი ამოიღო - ჰეი,ჰეი,ცუნცულ გამომხედე , ეს დალიე სანამ სახლშ მივალთ , გონზე მოგიყვანს და ოფლიანობას შეგიიჩერებს -ეს რა არის ? - ძლივს ამოღერღა -ბევრს ლაპარაკობ, გლუკოტონია, გლუკოზის მარეგულირებელი, აი წყალიც მიდი უცბად დალიე .. ჯერ წყალი რომ ყელის სიმშრალე გაგიქროს - ფრთხილად დაალევინა წყალი და შემდეგ წამალი საკუთარი ხელით მოათავსა მის ტუჩებთან და კიდევ ერთი ყლუპი წყალი დაალევინა - ზუსტად ორი წუთი არღვლიანო და შვებას იგრძნობ - ეს თქვა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.. ანდრონიკემ რამდენიმე წუთში იგრძნო როგორ დაუმშვიდდა სხეული, კანკალი მოეხსნა, სახეც აღარ უსველდებოდა.. ნელ-ნელა დააშორა თვალები ერთმანეთს და ტაისიას გახედა.. გოგონამ მისი კორპუსის წინ შეაჩერა მანქანა და უცბად გადმოხტა .. ანდრონიკეს კარი გაუღო,ღვედი გაუხსნა და მისი ძლიერი მკლავი კისერზე შემოიდო -თავს ძალა დაატანე და ფრთხილად გადმოდი -მძიმე ვარ ტაი , მარტომ ვერ .. -შენი წონებით ვვარჯიშობ არღვლიანო , გაჩუმდი და გამომყევი - ორჯერ დიდ მამაკაცს ხელი წელზე შემოავლო და ლიფტში შეიყვანა.. ანდრონიკე აშკარად უკეთ გამოიყურებოდა ,თუმცა გონზე მოსვლა მაინც უჭრდა.. კარი ცალი ხელიტ გაააღო და მამაკაცი დივანზე მოათავსა -ცუნცულ შემომხეედე- თითები აუტკაცუნა სახესთან რომ თვალები გაეხილა - არ დაიძინო , ნემსს მოვიტან, შენ კი მელაპრარაკე,არ ვიცი რამე მოყევი ოჯახზე,სამსახურზე, შეყვარებულზე .. რაზეც გინდა ოღონდ არ დაიძინო -სახეზე ხელები ნელა შეახო და მამაკაცი შეანჯღრია.. -რა მოგიყვე ტაი, ვარ 27 წლის - ენის ბორძიკით დაიწყო საუბარი ,ტაისიას იმედი მოეცა და საძინებელში შევარდა ჩემოდანს ქექავდა რომ ინსულინის ნემსები ამოეღო ტან ანდრონიკეს უსმენდა- ჩემი მშობლები და უმცროსი და-ძმა ამერიკაში ცხოვრობენ,მე ზედმეტად პატრიოტი გამოვდექი, ამდენიმე სასტუმროს ვხელმძღვანელობ ,აქედან ორი თავად მე მეკუთვნი , შეყვარებული არ მყავს და ალბათ დიდი ხანი არც მეყოლება ასე თუ გააგრძელე შენ , ხოდა კიდევ საგანგაშოდ არა მაგრამ დაბალი გლუკოზითა და ინსულინით ვარ 18 წლიდან - ტაისიამ მის წინადადებაზემეტად გაამახვილა ყურადღება ,, შეყვარებული არ მყავს და ალბათ დიდი ხანი არც მეყოლება ასე თუ გააგრძელე შენ’’ , ვერ მიხვდა რას ნიშნავდდა , მის აფექტის მდგომარეობას დააბრალა, მთელი ჩემოდანი საწოლზე დაამხო და ნემსი ამოიღო,მივიდა და თვალის დახამხამებაშ გაუკეთა ნახევრად მძინარე მაამაკაცს -ვსო , ახლა კარგად იქნები, ერთ -ორ ლუკმასაც დაამატებ საჭმელს და დაგაძინებ გპირდები - ეს უთხრა და მაცივრიდან ქათმის სალათი გამოიღო . თეფშზე მოათავსა და ანდრონიკეს გვერდით წამოჯდა -ტაი ვერ შევჭამ , მაგისი ტრ*კი არ მაქვს ,მაგრად მეძნება - საწყალი სახით გახედდა გოგონას -გააღე პირი , მე გაჭმევ, შანსი არ გაქ მშიერს არ დაგაძინებ , გააღე მეთქი პირი - ისე დატუქსა როგორც 5 წლის ბიჭი და სულ ძალით აჭამა საჭმელი .. მამაკაცს სახეზე ფერი დაუბრუნდა , მაგრამ ორგანიზი ისე ჰქონდა დააღლილი მაინც ეძნებოდა.. ტაისიამ საძინებლიდან პლედი გამოიტანა, ბიჭს ფეხსაცმელი,წინდები და მაისური გახადა.. მისი სხეულის ფორმები ნამდვილად აჯადოვებდა ამგოგოს მაგრამ ახლა მხოლოდ მის ჯანმრთელობაზე ფიქრობდა.. თავთან ჩამოუჯდა ბიჭს, ანდრონიკემ მის ბარძაყებზე მოათავსა თაივი და გემრიელად მიეცა ძილს.. უყურებდა მამაკაცის მკაცრნაკვთებს , გრძელ ,ხშრ წამწამებს, მოზრდილ წვერს ,რომელშიც კარგად იკვეთებოდა ნიკაპზე ფოსო , უნებურად ხელი დაუსვა სახეზე და იმწამსვე ინანა, სწრაფად მოაშორა ხელი და შუბლზე მიიბჯინა -რას აკეთებ ტაისია , შენზე უფროსია .. ორი დღეც არაა რაც გიცნობს .. დაეში მიწაზე - წაეჩურჩულა საკუთარ თავს.. ტელეფონი მოიმარჯვა და მთელი ღამის განმავლობაშ ხან სქროლავდა ხანაც ფილმს უყურებდა .. ერთი წამიტაც არ მოუხუჭავს თვალი , უკვე ჰქონია მსგავსი შემთხვევა დეიდაშვილთან და მწარედ ახსოვს როგორ ჩაეძნა და გოგონა კინაღამ დაიღუპა.. ახლა ცოტას გეტყვით საიდან ჰქონდა მას ეს წამლები.. როგორც თავში აღვნიშნეთ ფარმაციაზე სწავლობდა, ახლა კი ნამდვილად ფარმაცევტი გახლავთ და მამაისის წყალობიტ საქართველოშ დაბრუნებიდან ერთ კვირაში , ერთ-ერთი აფთიაქის მენეჯერიც გახდება .. მამის მხრიდან გენში შაქრიან დიაბეტს ატარებს, მის ძმას,ბაბუას,მამიდებს,ბიძას ყველას ჰქონდა შაქრიანი დიაბეტი,მამამისმა მალევე გაიგო და უშველა ტავს, თვითონ კი ნერვიულობის ფონზე და სტრესულ სიტუაციებში ინსულინი მერყეობს ხან დაბალი აქვს ხან მაღალი.. ბოლო პერიოდში სწავლისას ძალიან ამოვარდა რაციონიდან და არასწორი კვების გამომისმა ინსულინმა მოიმატა.. გლუკოფაჟი ყოველთვის მისი თანამგზავრია , ტავს იზღვევს ხოლმე .რაც შეეხება გლუკოტონს ის სულ ჯიბეში აქვს შაქრის რეგულაციისთვის. ეს ინსულინის ნემსები კიდევ დეიდაშვილს ჩამოუტა .. მადლობა ღმერთს რომ იმ საღამოსვე არ მისცა და ჩანთაში დაიტოვა ... საათი 09:48-ს უჩვენებდა , ანდრონიკე მშვიდად ფშვინავდა , ტაისიას კი უძილობისგან თვალები ეწვოდა, ტუშიც კი არ მოუშორებია წამწამებიდან და ამან წვა უფრო გაუძლიერა .. დაახლოები ნახევაი საათი კიდევ დაჰყო ტელეფონში,მერე კი წამოდგომა გადაწყვიტა.. ფრტხილად ცდილობდა მაგრადმ ანდრონიკემ ახედამანჭულმა გაახილა თვალები,რაზეც ტაისიამ თავი ვერ შეიკავა და გულიანად დაიწყო სიცილი -რა გაცინებს გოგო - კისერზე ხელი მოისვა და გაღიმებული სახიტ შეხედაა უკვე გადაბჟირებულ ქალს -ტაისია რატო გადაბჟირდი , რამე მჭირს სახეზე ? -ახლა ამოვწყდები - მუცელზე მიიდო ხელები და სცადა თავი ხელში აეყვანა ,თუმცა შავი ხშირი თმა ისეთ ტალღაზე ჰქონდა ანდრონიკეს დაყენებული , სიცილისგან ჰაერი აღარ ჰყოფნიდა გოგონას -დევდარიანო ფეხზე არ ამაყენო, ნუ დამცინი. შენ უკეთეს ფორმაშ იღვიძებ ხოლმე ?- წაკბინა გოგოს და თმაზე ხელი გადაისვა -კაი ვსო მაპატიე.. ვჩერდები - ძლივს წარმოთქვა და იქვე მდგარ ყავის მაგიდაზე ჩამოჯდა - აბა როგორ გრძნობ თავს ? -შენი წყალობით ცოცხალი ვარ - მადლიერების თვალები მიაპყრო გოგონას -მეორედ კიდევ რომ იბოდიალებ მშიერი და მე არ გეყოლები გვერდით , პირდაპირ დიდ სასამძიმრე თაიგულს გიყიდი და მოგიტან - სარკაზმი არ დააკლო -ნუ მკბენ, აწი გავითვალისწინებ -გაითვალისწინებ ,რომ ინსულინი სულ თან უნდა ატარაო , არ ვიცი ქურთუკში, მანქანაში არ აქვს მნიშვნელობა.. თუ არ გინდა რომ დანარჩენებმა იცოდნენ გასაგებია, მესმის მაგრამ თავს ვერ მოიკლავ ამის გამო. ჯობია გაიგონ ,ვიდრე მალავდე და სავალალო შედეგამდე მიხვიდე -შენ რა იცი რომ დანარჩენებმა არაფერი იციან ? - გაიკვირვა ბჭმა -ცუნცულ შუბლზე მაწერია რომ დებილი ვარ? არცერთს რეაქცია არ ჰქონია შენს წამხდარ ხასიათზე, მიტუმეტეს არავის გამოუჩენია ინიციატივა ჩაგძიებოდა ტურატომ არ სვამდი, მიზეზი კი გქონდა იცოცხლე.. -მაშინ მეც გკითხავ -გისმენ -საიდან ამდენი გლუკოზის და ინსულინის შემცველი წამლები და ნემსები ? -აფექტის მდგომარეობაშ როცა ვარ ჩემი გლუკოზა მერყევია და ეს მჭირდება, რაც შეეხება ნემსებს ჩემი დეიდაშვიისთვის ჩამოვიტანე და მადლობა ღმერთს რომ სახლში მქონდა ,თრე ჩამაკვდებოდი ხელებში - გაბრაზებოლმა მუჯლუგუნი ჰკრა მხარში და სამზარეულოში გავიდა - ჩაიცვი და ვისაუზმოტ -არის უფროსო - გამოაჯავრა ბიჭმა და მაისური გადაიცვა გემრიელად ისაუზმა ორივემ , მყუდროება სანდროს ზარმა დაარღვია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.