შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩვენ (თავი 13)


14-11-2023, 18:31
ავტორი Holly_Holly
ნანახია 1 231

და მაინც რას ცვლის ჩვენში სიყვარული და სწორი ადამიანის პოვნა?
ვიძინებთ და ვიღვიძებთ ვიღაცაზე ფიქრით - გაღვიძებიდან დაძინებამდე შენი თავი სავსეა იმ ადამიანზე ფიქრებით, არადა სულ ცოტა ხნის წინ შენ ბევრი საფიქრალი გქონდა, ახლა კი შეიძლება გიკვირს კიდეც, რომ ამქვეყნად სხვა თემით ვეღარ ინტერესდება შენი ტვინი. ყველაზე გასაოცარი კი ისაა, რომ ეს ფიქრები ავტომატურად, შენგან დამოუკიდებლად მოდის. ბრმავდები , სიყვარული აბრმავებს, შენი სიყვარულის ობიექტის ყოველი სიტყვა საინტერესოდ გეჩვენება და მისი ყველა ქცევა ლამაზი გგონია, თუ მაინც შეამჩნიე ნაკლი შენ მას პატიობ. შეიძლება, შენი ცხოვრების გზიდან გადაუხვიო და შეცვალო ის საყვარელი ადამიანის გამო…სიყვარული რომელიც ყველას სხვადასხვანაირად ესმის..

ბიჭები გავაცილეთ და ყველამ ჩვენს საქმეებს დავუბრუნდით, აკადემიაში გავიარე , საბუთები მქონდა მოსაწესრიგებელი და გეზი ავიღე სახელოსნოში , ხატვას შევუდექი და ისე მალე გავიდა დრო,საათს დავხედე ცხრა საათი იყო დაწყებული, ტელეფონი ამოვიღე და დადიანის მოწერილი დამხვდა რომ მშვიდობით ჩავიდნენ.. თამთას დავურეკე და ბარში შევხვდით,ევეს ველოდებოდით მაგრამ ისეთი შეყვარებული იყო ჩვენთვის აღარ ეცალა.
- რა მოხდა გიორგისთან მოყვები ეხლა მაინც? კოქტეილი მოვსვი და თამთას გავხედე
- გუშინ მეგანთან ერთად დავრჩი და ძველი კლასელი შემხვდა და მაგაზე იეჭვიანა
- ასე უბრალოდ იეჭვიანა? - წარბები ავქაჩე გაკვირვებისგან
- გვიან მივედი და ნათქვამი არ მქონდა რომ კლასელი შემხვდა და იტოგში რა ყველაფერი უნდა რომ გაიგოს ანუ ვერ ვხვდები რა ვერ ვიტან კონტროლს ხოიცი ანუშკი
- არ ხარ მართალი - მხრები ავიჩეჩე
- აუ მეგან დიტომ რამე გითხრა მაგაზე? დარწმუნებული ვარ არ იქაჯებდა ავალიანივით
- იქაჯა კიარა ჭკუიდან გადავიდა გვიან რო მივედი მერე კიდე ამ ტიპთან როვიყავით - იცინის
- თავისუფლება მომენატრა - წაიწუწუნა ბენდუქიძემ
- ოჰ ეხლა გაგახსენდა? ძაან ჩამოუყალიბებელი ხარ თამთა აი ძაან ვერ გავიგე შენი ვერაფერი მაშინ არ უნდა დაგეწყო ურთიერთობა
- ძაან მტკისკავ ეხლა
- მართალი ვარ და იცი ჩემზე უკეთ
- ჩავიდნენ ბიჭები?
- კი მომწერა ირაკლიმ შენ არ მოგწერა გიომ?
- არა - ხელები გადაიჯვარედინა და უკან გადაწია თავი, ტელეფონი აწკრიალდა დადიანი იყო უცბად ვუპასუხე
- ჩემი პრინცესა რას შვრება? - ტუჩები კამერასთან გამოწია და გამიღიმა
- ბარში ვართ მე თამთა და მეგანი , თქვენ რას შვრებით? კარგად ჩახვედით?
- კიი სასტუმროში ვართ ეხლა ბარში გავალთ ჩვენც ლუდებს დავლევთ
- კაია მაშინ - გავუღიმე
- ჭკვიანად ხო ხართ - იცინის
- ვაიმე ირაკლიიიი დამშვიდდი არავინ წაგართმევს ანის დაწყნარდი - ცინიზმი არ დააკლო თამთამ და ყველა ავხარხარდით
- თამთა შენ შენს კაცს მიხედე რა - სიგარეტს მოუკიდა დადიანმა და კამერა გაასწორა
- მალე ჩამოხვალ? - ნაწყენმა ვკითხე
- ჯერ დღეს ჩამოვედით პატარავ როგორც კი საქმეს მოვაგვარებთ ჩამოვალ აბა რას ვიზავ
- იმედია თქვენი საქმე ქალები არაა - ახარხარდა მეგანი
- მეგაან მოგკლავ და იმათ მოვაყოლებ - დავუღრინე
- მანდ რომელი საათია ანუკი? საათს დახედა და უცბად გადაითვალა - 12 დაიწყო არ მიდიხარ სახლში?
- კიიი ირაკლი წავალ ცოტახანში თამთასთან დავრჩები დღეს
- მიდი ჭკუით და დაგირეკავ - თვალი ჩამიკრა და გათიშა
- იქნებ შენ დაურეკო გიორგის?
- მეგან კაი რა გეხვეწები ნუ მასწავლით რა ვქნა
- კაი როგორც გინდა - მხრები აიჩეჩა
- ძაან უხეშობ ატყობ?
- ვაიმე ყველა მე რატო მაწვებით?
- ცუდად იქცევი თამთა
- ყველა მართლები ხართ
- კაი შეეშვი ანი - ჩამჩურჩულა მეგანმა და ლუდი მოსვა
- კაი წავედი მე სახლში - კურტკა მოვიცვი
- ჩემთან არ რჩები? - გაკვირვებულმა გამომხედა ბენდუქიძემ
- იქნებ ცოტა ხანი მარტო მოგიხდეს ყოფნა და დაფიქრდე - თვალი ჩავუკარი და ბარი დავტოვე
პირველი საათი იყო სახლში,რომ მივედი , დადიანს ვურეკავდი მაგრამ არ მპასუხობდა, ვიბანავე და ლოგინში ჩავწექი , ბალიშს ირაკლის სუნი ჰქონდა ცხვირთან მოვიახლოვე და თვალები დავხუჭე , მინდოდა მეგრძნო რომ ჩემთან იყო.
თამთა და მეგანი მალევე დაიშალნენ , სახლში მივიდა ბენდუქიძე და მაშინვე ლოგინში ჩაწვა.. გიორგის ფოტოებს ათვალიერებდა ვოთსაპზე უცბად ავალიანის ზარი რომ შემოვიდა გაუხარდა და მალევე უპასუხა.
- რას შვები? - სიგარეტს ეწეოდა ავალიანი
- რავი შენ?
- შენ რაიყო ტირი? - წარბები შეკრა ავალიანმა
- არა , ჩამივარდა ეტყობა რაღაც - თვალი მოისრისა ბენდუქიძემ
- ეგ ზღაპრები მოუყევი სი*ებს გოგო! რა გჭირს ეს დედა მოტყ*ული?
- არაფერი!
- დაგენძრ*ვა თამთა!
- არ შემიძლია უშენოდ ძილი! არაფერი სხვა ვახ!
- მეც მენატრები! გაეღიმა ავალიანს
- სად ხარ?
- ბარში ვარ ბიჭებთან ერთად ცოტას დავლევთ და ავალთ სასტუმროში , მეთიშება თამთა ტელეფონი ხვალ დაგირეკავ
- არ მიღალატო იცოდე - გაეცინა
- სულელი ქალის როლს ნუ მოირგებ ბენდუქიძე ! ჭკუით იყავი! - თქვა და გათიშა.

ევე & რატი

- ამ ჭიქით სიყვარულს გაუმარჯოს! - ღვინით სავსე ჭიქა აწია უფროსმა გოგისვანიძემ და ერთი ყლუპით ჩაცალა ღვინო
- გეყოფა თორნიკე ამდენის დალევა - ჩასჩურჩულა მერიმ
- დედა შეეშვი რა ამ კაცს - ლოყებზე მიეფერა და თბილად გაუღიმა
- მარტო შენ გესმის შვილო ჩემი - გაეცინა თორნიკეს, რატის და ევეს გახედა თბილად გაუღიმა ორივეს და მიიხუტა მკლავზე
- რა საყვარელი მშობლები გყავს რატი!
- შენ ხარ ყველაზე საყვარელი! შუბლზე დაუტოვა კოცნა გოგისვანიძემ
- რა მარტოსულად მაგრძნობინებთ თავს ვერ გავიგე! - საყვარლად გაუბრაზდა მშობლებს ნიამ
- ვაიმე ჩემი პატარა და ეჭვიანობს? - გაეცინა რატის
- ჰა ჰა ჰა არა ! გააჯავრა უფროსი ძმა
- ევე მოგვიყევი შენზე რამე - ტაში შემოჰკრა ნიამ
- ჯერ სწავლის პროცესში ვარ , იურიდიულზე ვსწავლობ მაგისტრატურაზე, წელს ვამთავრებ , მყავს რამდენიმე ახლო მეგობარი , დიდ დროს მათთან ვატარებ
- ჩემს გამოჩენამდე - შეუსწორა რატიმ და ახარხარდნენ
- ძალიან ლამაზი ხარ ევე - თვალებგაბრწყინებულმა შეხედა ნიამ
- ძალიან დიდი მადლობა! ყველას დიდი მადლობა ასე თბილად დახვედრისთვის - მიუბრუნდა რატის მშობლებს
- ჩათვალე რომ ჩვენი ოჯახის წევრი ხარ ევე! როცა რა დაგჭირდეს შენს გვერდით გვიგულე!
- თორნიკე მართალია - გაეღიმა მერის - ჩემი შვილი თუ გაგაბრაზებს მითხარი და მივხედავ - ყურში ჩასჩურჩულა ქალმა და გაეცინათ
- რატი წავიდეთ?
- მიგიყვან სახლამდე პატარავ.
- ნახვამდის - თბილად გადაკოცნა ევემ რატის მშობლებს და დას.
- კარგად იყავი ჩემო გოგო - ხელი დაუქნია მერიმ
- ევე საყიდლებზე მინდა წასვლა და გავიაროთ ერთად? - მიუგო ნიამ
- კი დამირეკე როცა შენ გინდა - გაუღიმა და სახლი დატოვეს.

ბიჭების წასვლიდან ხუთი დღე გავიდა , დღეში ორჯერ თუ ახერხებდნენ ლაპარაკს დადიანი და ბაგრატიონი ეგეც მცირე ხნით, ბევრი სამუშაო ჰქონდათ ბიჭებს და ძირითადად განსატვირთად რომ მიდიოდნენ მაშინ რეკავდნენ..
თამთასთან ერთად ყავას ვსვავდით ჩემთან სახლში, როცა ავალიანმა დაურეკა თამთას , გვერდით დიტოც და ირაკლიც ეჯდნენ..
- ვაა გოგოოებო რას აფუჭებთ?
- თქვენ არ გააფუჭოთ თორე ჩვენ ჭკვიანად ვართ
- ვისი ხმა მესმის? ანუშკი დამენახე
- რა დღეში ხართ აბა? გამეცინა
- ჩამოვალთ ამ დღეებში იცოდე ნუ გაქვთ ეგეთი სახეები! - მტკიცედ განაცხადა დიტომ
- თუ გინდათ სუ დარჩით - ავდექი და მაცივარი გამოვაღე
- რა ჭირს მაგას? იკითხა დადიანმა
- დაურეკე და კითხე რავიცი მე - გაეცინა თამთას
- კაი თამთა დაგირეკავ ესენი რო გააჯვ*ვენ - ხელი წამოარტყა დადიანს გიორგიმ და გათიშეს.
გათიშვიდან წამებში გადმომირეკა დადიანმა, ხალათი მოვიცვი და დივანზე დავჯექი,ფეხები მოვკეცე და ირაკლის გავხედე.
- რა გჭირს პატარავ?
- ყოველდღე მეუბნები ორ დღეში ჩამოვალო და ესაა ირაკლი ორი დღე? მალე ერთი კვირა გავა
- ნუ გამაჭედინებ ეხლა ანუკი!
- ჯანდაბა! თავი გავატრიალე
- შემომხედე გოგო!
- ნუ ღრიალებ რა ძაან გთხოვ!
- მივაგდო ბიჭები და წამოვიდე მაგას მეუბნები?
- შენ საერთოდ მისმენ ირაკლი?
- აბა რა გინდა გოგო?
- არაფერი კაი ვიძინებ წავედი
- არ გამითიშო!
- გავუთიშე და თვითმფრინავის რეჟიმზე დავაყენე ტელეფონი,ბალიშის ქვეშ ამოვიდე და ვიფიქრე დავიძინო,მაგრამ თამთას კივილი და ჩემი გავარდნა მისაღებში ერთი იყო!
- რა მოხდა გოგო რა გაკივლებს? - ანერვიულებული ბოლთას სცემდა ბენდუქიძე , ხელები უკანკალებდა და ტელეფონი ცოტაც გაუვარდებოდა
- რა გატირებს თამთა რა მოხდა?
- ესენი არიან საქმეზე ჩასულები ხო? ტელეფონი შემოატრიალა აგონიაში მყოფმა და ვიდეო ჩართო.

აბა როგორ შეაფასებთ? <3



№1 სტუმარი სტუმარი ლილე

ვაიიი ახლა რასაც ვფიქრობ, იმედია ისე არ მოხდა:((( აუუ არა არა(((

 


№2  offline წევრი Holly_Holly

სტუმარი ლილე
ვაიიი ახლა რასაც ვფიქრობ, იმედია ისე არ მოხდა:((( აუუ არა არა(((

რას ფიქრობ?

 


№3 სტუმარი Malibu

Exla aq gachereba sheidzlebodaaa????

 


№4 სტუმარი სტუმარი ლილე

Holly_Holly
სტუმარი ლილე
ვაიიი ახლა რასაც ვფიქრობ, იმედია ისე არ მოხდა:((( აუუ არა არა(((

რას ფიქრობ?



რატომღაც მგონია, რომ გოგოებთან ერთად არიან. ეს კი თავისთავად გაურკვევლობას გამოიწვევს.

 


№5  offline წევრი Holly_Holly

Malibu
Exla aq gachereba sheidzlebodaaa????

აჰაჰაჰაჰ <3333

სტუმარი ლილე
Holly_Holly
სტუმარი ლილე
ვაიიი ახლა რასაც ვფიქრობ, იმედია ისე არ მოხდა:((( აუუ არა არა(((

რას ფიქრობ?



რატომღაც მგონია, რომ გოგოებთან ერთად არიან. ეს კი თავისთავად გაურკვევლობას გამოიწვევს.

ვნახოთ :დდდდ

 


№6 სტუმარი ანსი

Holly_Holly
Malibu
Exla aq gachereba sheidzlebodaaa????

აჰაჰაჰაჰ <3333

სტუმარი ლილე
Holly_Holly
სტუმარი ლილე
ვაიიი ახლა რასაც ვფიქრობ, იმედია ისე არ მოხდა:((( აუუ არა არა(((

რას ფიქრობ?



რატომღაც მგონია, რომ გოგოებთან ერთად არიან. ეს კი თავისთავად გაურკვევლობას გამოიწვევს.

ვნახოთ :დდდდ

შწმდეგ თავს როდის დადებთ? ინტრიგა დამახრჩობს

 


№7  offline წევრი Holly_Holly

დავდებ ხვალ <333 წერის პროცესშივარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent