შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წითური და პოლიციელი 6


18-11-2023, 00:34
ავტორი amanim
ნანახია 1 125

თეკლა დადიანი


იმ მომენტში ბედნიერი იყო, ვერ ხვდებოდა სასმლის ბრალი იყო ეს თუ დემეტრესი, მაგრამ ფაქტი ერთი იყო ძალიან ბედნიერი იყო. არ ახსოვდა არავინ და არაფეი დედამიწაზე. ამ მომენტით ტკბობის მეტი არაფერი უნდოდა. ფეხზე ძლივს წამოდგა დავითი, აშკარად ისიც კარგად იყო შეზარხოშებული.
- ახლა მე უნდა დავიძინო, იმიტო რო დავთვერი მე!- თან ასლოკინებდა და გზასაც ბარბაცით მიუყვებოდა. ოთახში დარჩნენ დემეტრე და თეკლა მარტონი. გრძნობდა თეკლა როგორ უყურებდა დადიანი, გახედა მანაც და დაინახა თუ როგორი არეული თვალებით უყურებდა. ფეხზე წამოდგა თეკლა, ბიჭს ზურგიდან დაუჯდა და მიეხუტა.
- მაპატიე?- გაუბედავად კითხა დემეტრეს.
- და შენ მაპატიე?- წელზე მოხვეულ თეკლას ხელებს ნაზად შეეხო ყიფიანი, თავი მკერდზე დაადო და თვალები მინაბა. თეკლას გული კი კედლებს გიჟივით აწყდებოდა.
- გაპატიე, უშენოდ განა შევძლებ ყოფნას? ისიც არ ვიცი ხვალ წასვლა რომ მოინდომო ამ სახლიდან მარტო როგორ დავრჩე?
-არ დარჩე, არც მე დამტოვო უშენოდ! ყველგან თვალებით გეძებდი, დღეს სასაფფლაოზე რომ დაგინახე წამით ვიფიქრე რომ გადავრჩებოდი. ძალა აღარ დამრჩა იმისთვის რომ ძლიერი ვიყო, შენ კი ეგ შენი თვალები რომ შემომანათე მივხვდი, შენ უნდა ყოფილიყავი ჩემი ძალა.
- იმედები რომ გაგიცრუო? შენ ხომ ყველაფერი არ იცი ჩემზე.
- კაცი მოგიკლავს?- სერიოზული ხმით ჰკითხა თეკლამ და იგრძნო როგორ შეკრთა დემეტრე.
-არა, არავინ მომიკლავს.
- ხოდა ვსო, დანარჩენს როცა მოგინდება მომიყვები. მე და შენ ერთად უკეთესი ადამიანები გავხდებით.
-თეკლა...- ვეღარ დაასრულა წინადადება, იგრძნო როგორ ჩარგო თეკლამ მის კისერში თავი, ნაზად აკოცა და წამში გაითიშა. ფრთხილად წამოდგა დემეტრე და ზემოდან დააცქერდა ჩაძინებულ გოგონას, ნაზად აკოცა შუბლზე.- მიყვარხარ, სანამ არ მოგბეზრდები, სადამდეც გენდომება შენთან ვიქნები, ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფა...- უჩურჩულა და გოგონა საძინებელში წაიყვანა....

დემეტრე ყიფიანი

საწოლში ჩააწვინა სიფრიფანა სხეული და გვერდითვე მიუწვა, უყურებდა მისთვის ძვირფას ადამიანს. უკვე ძვირფას ადამიანს, უყურებდა და ვერ იჯერებდა მართლა რომ უთხრა, გამოუტყდა გოგოსაც და თავის თავსაც. არ იცოდა ემახსოვრებოდა თუ არა თეკლას მისი სიტყვები, მაგრამ მას ხომ ემახსოვრებოდა რაც თქვა? ამიტომ თუ დაჭირდებოდა კიდევ ბევრჯერ აღიარებდა გოგონასთან, რახან თავის თავთან აღიარა რაც შეიძლებოდა ხმამაღლა, ამ სიტყვებს ქარს არ გაატანდა. წითურ თმებზე ეფერებოდა, თეკლა მისკენ რომ გადატრიალდა და ფიქრებიდან გამოარკვია მისმა ხმამ.
- იცოდე შენ ჩემი უღიმღამო ხარ!- განუცხადა, თავი წამოყო აკოცა და ისევ ძილს მიეცა, დემეტრე კი სასიამოვნოდ გაკვრვებული დატოვა. საყვარელ სხეულს ჩაეხუტა, მის წითურ თმებში თავი ჩარგო და დაიძინა.

დილით რომ გაიღვიძა თეკლა იქ აღარ დახვდა, შეშინებული წამოფრინდა და საძინებლიდან გავარდა, მაგრამ დაინახა სამზარეულოში მოფუსფუსე და მაშინვე ჩაეხუტა.
- მეგონა წახვედი და მარტო დამტოვე.- უთხრა გულწრფელად, გოგონა კი გაოგნებული უყურებდა. შემდეგ გაეღიმა და ლოყაზე ნაზად აკოცა.
- სად წავალ, როცა შენ აქ ხარ, მარტოს რა მინდა.- კვლავ გაუცინა და მიეხუტა ძლიერად.- ვსო გული ვიჯერე, გამიშვი ახლა, ყავა დავლიოთ და საუზმეს ვამზადებდი ხო შეჭამთ?
- დავითი აქაა ისევ?
- რავი საძინებლიდან ისეთი ოხვრის ხმა გამოდის, შეხედო ჯობს.
- კარგი.- შუბლზე აკოცა და ძმაკაცს ოთახში შეუვარდა, რომელიც ისე ოხრავდა რო რავიცი.
- მემგონი დალევას უნდა შევეშვა, ვკვდები ისე მტკივა თავი.
- ნუ ღელავ გაგაცოცხლებთ, წვნიანს აკეთებს თეკლა ბახუსისთვის.- ამ სიტყვებზე ისე გაუბრწყინდა დავითს თვალები რომ სიხარულისგან წამოხტა კიდეც საწოლიდან, აქამდე თუ ლოგინად იყო ჩავარდნილი ახლა გაცოცხლდა.
- კარგია როცა არსებობს ვიღაც ვინც ზრუნავს შენზე.- ძმაკაცს ზურგზე დასცხო ხელი და ორივე გავიდა სამზარეულოში. უყურებდნენ თეკლას, რომელიც ფუსფუსებდა. დემეტრეს ასეთი მყუდრო თავისი სახლი არასდროს უნახავს, განა რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამაზე კარგი? ქალი რომელიც მასზე ზრუნავდა, უპირობოდ, ყოველგვარი სარგებლის გარეშე. ახლა თავს ყველაზე კარგად გრძნობდა, ახლა ხვდებოდა რას ნიშნავს როცა შენზე ვიღაც ზრუნავს, განიცდის შენს ცუდად ყოფნას და ცდილობს ამოგივსოს ის სიცარიელე რაც გულში გაქვს. მშობლების გარეშე გაზრდას რაც ახლდა თან თითქოს ნაწილობრივ შეივსო, თეკლას ზრუნვით, მისი სიყვარულით. ახლა მასზე იზრუნებდა დემეტრე, ახლა მისი საყრდენი გახდებოდა, ისევე როგორც თეკლა მისთვის იყო, თუმცა, მან ამის შესახებ არც კი იცოდა. საკმარისი იყო ყიფიანისთვის უბრალოდ შეეხედა გოგონას და ის უკვე უკეთ გრძნობდა თავს, უკვე იცოდა რომ არ ჰქონდა უფლება დაეხია უკან. პირიქით ის მისი სტიმული გამხდარიყო, სრულიად გაუაზრებლად და შემთხვევით. დადიანების ქალბატონმა შეცვალა ყველაფერი დემეტრეს ცხოვრბეაში, უფრო მის სულში და გონებაში, მის წარმოდგენებში, ყველაფერი შეცვალა და ახლა დემეტრე სხვა თვალით უყურებდა სამყაროს, იმ სამყაროს რომელზეც ერთ დროს გაბრაზებული იყო, რომელიც სძულდა იმიტომ რომ მარტოდ მარტო იყო, არ ყავდა ისეთი ადამიანი გვერდით ვინც ამ ცივ სამყაროში უფეროდ დარჩენილს გააფერადებდა და გულს გაუთბობდა. ახლა კი ეს ყველაფერი შეიცვალა, ის ხომ შეყვარებული იყო.
- ხელები დაიბანეთ და მოდით ვისაუზმოთ, გასკდა თავი.- დაიწუწუნა თეკლამ და საყვარლად დაიჯღანა. მაშინვე სუფრას მიუსხდნენ ბიჭები, რომელიც იდეალურად გაეწყო თეკლას, ზუსტად ისეთი იყო ნაბახუსევზე რომ გაუხარდება ადამიანს, მჟავე და წვნიანი.
- ოქრო ხარ, სად გიპოვა ამისთანა ამ ვაჟბატონმა, მეც ხო მომივლი ხოლმე?- დაუწყო მასხარაობა დავითმა.
- მარტო ჩემია! შენთვითონ იპოვე საშენოდ ვინც გინდა.- აიბზუა ცხვირი დემეტრემაც, ესიამოვნა ასეთი კომპლიმენტი, მაგრამ თეკლას რომ სხვაზეც ეზრუნა არ უნდოდა, თურმე ეგოისტი ყოფილა, ეს არ იცოდა. ახლა გაიგო, როდესაც თეკლას ზრუნვის გაყოფაზე მიდგა საქმე.
- აბა უყურე, ჭამეთ ჰე ახლა, ბევრს ხმაურობთ! მე კიდევ თავი მტკივა, რა დამალევინეთ ამისთანა წუხელ?
- ვისკი.- უთხრა დემეტრემ და საუზმეს შეექცია. ყველანი ძალიან კმაყოფილები იყვნენ, წვნიანმა და მჟავემ მათ მდგომარეობაზე კარგად იმოქმედა.
- დღეს რას აპირებთ ბიჭებო?
- მე არსად წასვლის თავი არ მაქ, უნდა დავიძინო. დემეტრე ხო დამიტოვებ?- გახედა ძმაკაცს ლეკვის თვალებით, რა თქმა უნდა დემეტრემ უარი ვერ უთხრა.
- დარჩი, მე სამსახურში უნდა გავიარო საბუთებს წამოვიღებ და მოვალ, შენ რას აპირებ?- გახედა ინტერესით გოგონას.
-სახლში წავალ, ტელეფონი ალბათ ამიფეთქეს, მანჩოსაც ვნახხავ, გუშინ დავპირდი.- სახლი, განა ეს არ იყო მისი სახლი? დემეტრე ხომ აქ იყო? ნუთუ ის არ შედიოდა მის გეგმებში?
-გასაგებია, საღამოს გამოხვალ ხო?- დემეტრეს მაგივრად დავითმა დაიწყო საუბარი, მიხვდა ძმაკაცი მოიღუშა არ უნდოდა თეკლა მისგან წასულიყო, უნდოდა აქ ყოლოდა მან ხომ ამ სახლს სიმყუდროვე შესძინა.
- თუ არ შეგაწუხებთ, მოვალ მარტო სახლში ყოფნაც მეზარება. მანჩო კი მოინდომებს მასთან დავრჩე მაგრამ...
- არანაირი მაგრამ, წამოიყვანე მანჩოც და მოდით, ერთად ვივახშმოთ.- გამხიარულდა დემეტრეც და ყავას მშვიდად სვამდნენ. დავითი საძინებელში დაბრუნდა, დასაძინებლად ადამიანს არ ჰგავდა საშინელ ნაბახუსევზე იყო, დემეტრეს კიდე რა უჭირდა შედარებით უკეთ იყო. თეკლაც არ იყო კარგ დღეში. - წუხელ კარგად გეძინა?
- კი, დიდი ხანია ღამე ასე მშვიდად არ მიძინია, შენ სითბოს ვგრძნობდი.- ბიჭს თვალებში შეხედა და დემეტრემ დაინახა ის რაც უნდა დაენახა, თეკლას გაბრწყინებული თვალები, რამხელა ემოცია იკითხებოდა მასში როდესაც ყიფიანს უყურებდა.
- მიხარია, გახსოვს რაზე ვილაპარაკეთ?
-მაინც, რომელი მონაკვეთი გაინტერესებს?- ეშმაკურად გახედა თეკლამ და მანდ მიხვდა დემეტრე რომ ახსოვდა ყველაფერი კარგად ახსოვდა.
- გეღვიძა ანუ?- გაუხარდა, იმედი ჰქონდა მისგანაც იგივე პასუხს მიიღებდა, ამიტომ გულიც კი აუჩქარდა.
- ძილბურანში ვიყავი, მაგრამ არც ერთი შენი სიტყვა არ დამვიწყებია, ყველა მოვისმინე და გავიგე.- სახეზე ხელი მოუსვა ყიფიანს და ნაზად აკოცა. ისეთი გემრიელი ტუჩები ჰქონდა თეკლას ისეთი რბილი, მარწყვის გემო დაჰკრავდა. ვეღარ სწყდებოდა მის ტუჩებს, მაგრამ სიამოვნება დიდხანს არ გაგრძელებულა, აქოშინებულებმა ერთმანეთს მიაყრდნეს შუბლები.
- არაფერს მეტყვი პატარა ქალბატონო?
-მოთმინება იქონიე, ასეთი მარტივია?- გაუცინა გოგონამ დემეტრეს, რომელსაც რა თქმა უნდა პასუხი არ მოეწონა.
- იცოდე აქ დაგაბავ, აღარ გაგიშვებ არასდროს. მანამდე მაინც სანამ შენ არ მოინდომებ ამას.
- დემეტრე, მე არ გავრბივარ, უბრალოდ დრო მჭირდება არ მინდა უბრალოდ ცარიელი სიტყვები გითხრა, არ მინდა ჩვენი ურთიერთობა გავაუბრალოო იმ ბანალური სიტყვებით.- დემეტრემ შუბლზე აკოცა და წამოდგა.
- მიყვარხარ, მორჩა გათავდა! ახლა მე სამსახურში წავალ და საღამოს იმედია სახლში მოხვალ.
- მოვალ, წარმატებული დღე.
მიაცილა კარამდე, ერთი გემრიელად ჩაეხუტა და წავიდა, კიბეებზე დაეშვა. ბედნიერი იყო, საყვარელმა ადამიანმა გააცილა, დილას საუზმეც კი გაუმზადა. მასზე იზრუნა, მისთვის გააკეთა. თუმცა, ეშინოდა ძალიან ეშინოდა რას იზამდა როდესაც მიხვდებოდა თეკლა, რომ არც ისეთი უმანკო იყო როგორიც ეგონა. სხვისი ძალაუფლების გავლენის ქვეშ რომ იყო, ნეტა კი მოეწონებოდა თეკლას ეს? ფიქრებში გართული მივიდა სამსახურში და ახალი საქმის გამოძიებისთვის დაიწყო მზადება...


თეკლა დადიანი

დემეტრე რომ გააცილა, თვითონაც გამოიცვალა, დავითს გაუზადა საჭმელი და სახლში წავიდა. სულ სხვა ემოციებით ბრუნდებოდა სახლში, ბედნიერი იყო და ეშინოდა ვინმეს მისი ბედნიერება არ გაენადგურებინა. ახსოვდა დემეტრეს სიტყვები, ყველაფერი ახსოვდა და ის კოცნა დილით რომ აჩუქა დემეტრეს, გულს ახლაც უჩქარებდა. მასაც უყვარდა განა არ უყვარდა, უბრალოდ ხმა მაღლა თქმა აშინებდა. ეგონა თუ არ იტყოდა უფრო დიდხანს გასტანდა და ასე უფრთხილდებოდა მათ ურთიერთობას. სახლში რომ მივიდა იქაურობა საშინლად ცარიელი მოეჩვენა, თითქოს შავბნელ პირქუშ ადგილად ქცეულიყო. ეცადა არ მიექცია ყურადღება თავისი გრძნობებისთვის, მაშინვე აბაზანას მიაშურა. ცხელმა შხაპმა უშველა, გამოსულმა მანჩოს დაურეკა, რომელიც ათ წუთში გაჩნდა მასთან სახლში. თან თორნიკეს დაურეკა მოიკითხა.
- ჩემო ლამაზო როგორ ხარ?
- არამიშავს თოკო, თქვენ როგორ ხართ?
- კარგად თეკ, კატუშაც ნელ-ნელა უკეთესობისკენ წამოვა მალე, იმედს გვაძლევენ ექიმები. თანაც ხო იცი როგორი ძლიერი გოგო გვყავს, ყველაფერს აკეთებს მალე გამოსაჯანმრთელებლად.
- როგორ გამახარე თოკო, ჩემი ძლიერი გოგო. შენ როგორ ხარ?
- უკეთესად, გულს ვაყოლებ მეც, საქმეებსაც ვაგავრებ აქედან რაღაცეებს, შენ როგორ ხარ?
- ვუძლებ, ვცდილობ ძლიერი ვიყო. მაპატიე გუშინ ვერ დაგირეკე.
- არაუშავს, ყველაფერი რიგზეა. ცოტა ვინერვიულე მაგრამ რახან კარგად ხარ არაუშავს. მართლა უკეთ გამოიყურები თითქოს ბედნიერი ხარ. ეგრეც უნდა იყოს ხომ იცი? დედას ძალიან გაუხარდებოდა შენ რომ ძლიერი ენახე.
- ვიცი, ამიტომ ვცდილობ ძველებურად ვიყო. წავედი ახლა თოკო მანჩო მოვიდა. გაკოცეთ და თქვენ იცით.
-მიდი ჩემო ლამაზო, მიყვარხარ.
დაემშვიდობა ძამს და ახლა მანჩოს მიუბრუნდა, ყავა გაამზადა და გათბობას მიუსხდნენ. თავიდან ჩუმად იყვნენ ბოლოს მანჩომ ვერ მოითმინა და დაიწყო საუბარი.
- არა, ჩემი გაგიჟება გინდა მგონი, სად გავარდი გუშინ ან სად დარჩი რატო დარჩი შეგიძლია ამიხსნა?
-დემეტრესთან ვიყავი, დავლიეთ.- ისე თქვა თითქოს არაფერი მომხდარაო, თითქოს სიყვარული არ აუხსნა თითქოს მასთან ცხოვრება არ სურდა, თითქოს გულს არ უჩქარებდა.
- რაო? მერე? ანუ? ვაიმე თეკლა.- ემოციებს ვეღარ მალავდა მანჩო, უხაროდა თან ეშინოდა.
- არაფერი არ მომხდარა დამშვიდდი, გუშინ ხო დამირეკა ისედაც უბედურ ხასიათზე ვიყავი და გავბრაზდი ამდენ ხანს რომ არ ჩანდა და მარტო დამტოვა, ხოდა ყველაფერმა ერთდ იმოქმედა და სასაფლაზო ვიყავი ვუკრავდი. იქ მომაკითხა, ხელში აყვანილი წამიყვანა სახლში, ცოტა დავლიეთ ნუ ცოტა რა ბევრი, მაგისი ძამაკაცი იყო იქ დავითი ჰქვია საყვარელი ტიპია, დაბადების დღე ჰქონდა გუშინ ხოდა ავღნიშნეთ, უმოწყალოდ დავთვერით ვისკით და ნუ დემეტრემ სიყვარული ამიხსნა.- უცებ მოუყვა ყველაერს მანჩოს, რომელსაც უკვე გაკვირვებისგან პირი დაეღო.
- რაო? არა ეგ ვიცი რო გეძებდა შენ ტელეფონზე იმდენი რეკა, რომ ვუპასუხე ისეთი ხმა ჰქონდა მეც ავნერვიულდი, მეც გეძებდი და ისიც, აშკარად იცოდა სად უნდა ეპოვე, საყვარელი. მერე შენ რა უთხარი?
- აბა უყურე, არაფერი მითქვამს წუხელ ძალიან ნასვამი ვიყავი და დილას კიდევ მკითხა და მეთქი ასე უცებ ვერ გეტყვი ვერაფერსთქო, მინდა უფრო დარწმუნებული ვიყო ყველაფერში და მერე ვაღიარებ.
- ანუ გულგრილი არ ხარ.- წამოიყვირა გახალისებულმა მანჩომ.
- არა, სულელო რა გულგრილი, იცი რა საყვარელია? ისე სხვათაშორის შენც დაგპატიჟა დღეს საღამოს ერთდ მოვსხდეთო დავითიც იქნება უნდა გაგაცნო ერთი, თორნიკე და შენ მაინც ჩავლილი ამბავია...- გამხიარულდა თეკლაც, ისევ სტკიოდა ობლობა, მაგრამ ცხოვრებისთვის ფეხი უნდა აეწყო არ გამოვიდოდა სხვანაირად, დედის ხათრით იცოდა რომ ძლიერი უნდა ყოფილიყო და ისევ ის თეკლა უნდა ყოფილიყო ვინც აქამდე.
- წამოვიდე? თორნიკე და მე შეუძლებელია ხომ იცი არა? არანორმალურად ეჭვიანობდა ხო გახსოვს რა კონცერტებს მიმართავდა? მაგის მერე ურთიერთობები აღარც მინდა!
- მახსოვს მახსოვს, ვიცი ზუსტად მაგიტო ჯერ არ მითქვამს არაფერი ან რა ვუთხრა დემეტრეზე, რომ ვეტყვი იმედია ნორმალურად მიიღებს.
- მეეჭვება, მაგრამ ვნახოთ რა იცი რა შეიძლება შეიცვალოს.
- წამოხვალ ხო? არ გეუბნები უნდა დაგაჯახოთქო, კი კარგი ბიჭია მაგრამ არ ვაპირებ რამე დაგაძალო, უბრალოდ წამოდი გავნიავდებით რა.
- კარგი კარგი.
გამხიარულდნენ გოგოები, გადაწყვიტეს ნამცხვრები და ტკბილეულობა მოემზადდებინათ. თეკლას ტელეფონი რომ აწკრიალდა.
" საღამოს სახლში ხო მოხვალ?"
გაეცინა გოგონას დემერეზე, იცოდა რომ გადამოწმება უნდოდა და ამ მომენტში ისე უნდოდა მისი სახის დანახვა, მისი გაბრწყინებული თვალების დანახვა, რომელშიც მუდარის ამოკითხვა უმარტივესი იქნებოდა.
" კი, მოვალ, შენ სახლში"
" შენი სახლიც გახდება თუ გენდომება"
" დრო გვიჩვენებს, მიხვედი სახლში?"
" არა ჯერ, ცოტა ხანში წავალ, რა წავიყოლო?"
" არ ვიცი, საჭმელები არის, ყველაფერი გვაქ, ჭამა არ დაგავიწყდეს. გაკოცე"
" წითურო მიყვარხარ"
მესიჯის დანახვაზე გულში სითბო ჩაეღვარა, მაინც როგორ უჩქარებდა გულს მისი უბრალო მესიჯიც კი. არაფერი მიუწერია, მოემზადა და წავიდნენ კიდეც, თან წაიღო ამჯერად საჭირო პირადი ჰიგიენის ნივთები. მარტო დარჩენას არ გეგმავდა მითუმეტეს ხედავდა დემეტრეს დამოკიდებულებას და მასაც სურდა უფრო მეტი დრო გაეტარებინათ ერთად, უნდოდა ენახა რატო ან რის საფუძველზე ეუბნებოდა დემეტრე ცუდი ადამიანი ვარო. დემეტრესთან მისულს, მხოლოდ დავითი დახვდა, რომელიც ისევ გარდაცვლილს გავდა.
- ოხ დავით, რას გავხარ! წადი შხაპი მიიღე, მე წვნიანს გაგითბობ, რაც დაგიტოვე ჭამე საერთოდ? უი ხო მართლა ეს მანჩოა, ჩემი დაქალი.- უცებ მიაყარა, დავითი კიდევ თავზე იჭერდა ხელს ისედაც სტკიოდა და ახლა ამდენი ლაპარაკისგან უარესი დაემართა, კაი ხანია ასეთ საშინელ ნაბახუსევზე არ ყოფილა.
- ნუ ყვირიხარ თეკლა, გასკდა თავი.- კოპებ შეკრული მიუტრიალდა დადიანი და შეათვალიერა.
- აქამდე როგორ ვერ მოხვედი ხოდზე? ხო არ გაცივდი?- დედასავით დასტრიალებდა თავზე, სავარძელში ჩასვა შუბლზე მიადო ხელი, ეცხელა და მაშინვე თერმომეტრის ძებნა დაიწყო. ძლივს იპოვა, მანჩოს დაავალა წვნიანის გათბობა და თვითონ დავითს მიურბენინა მედიკამენტები და ცხელი ჩაი.
- დედაჩმივით დამტრიალებ თავზე.- სევდიანი ხმით უთხრა დავითმა და ისეთი თვალები მიანათა გოგონას, მაშინვე მიხვდა თეკლა რომ მათ ერთი და იგივე გულის ტკივილი ჰქონდათ, ცრემლებიც კი ჩაუდგა ორივეს თვალებში, მაგრამ ახლა სენტიმენტების დრო განა ჰქონდათ? მაშინვე ხელში აიყვანა თავი თეკლამ და გაუღიმა.
- აბა ისე როგორ დათუჩა, უნდა მოგხედო, ჩემ გარდა ვინ მოგხედდავს? გყავს ვინმე ვინც მოგივლის?
- არა, არავინ.- კიდევ უფრო მეტი სიმძიმე იგრძნო თეკლამ გულზე, მიხვდა დედის ერთა იყო დავითი და მარტოს უწევდა გამკლავებოდა იმ ტკივილს, რომელსაც უდედობა ერქვა. გული ეტკინა, მას თორნიკე და კატერინა მაინც ყავდა და დავითს? მხოლოდ ძმაკაცი, ორნი იყვნენ მხოლოდ დავითი და დემეტრე, ორი ადამიანი რომელთაც თითქოს ერთნაირი მაგრამ მაინც განსხვავებული სევდა ჰქონდათ, უდედობა.
- ამიერიდან მე გყავარ! ეხლა შენ ვაჟბატონო დალევ სიცხის დამწევს, შემდეგ ჩაის დალევ და წვნიანსაც მიირთმევ. დემეტრეს დავურეკავ ხილი წამოიღოს და ც ვიტამინი, ორივეს უნდა დაგალევინოთ. რამეზე ალერგია გაქ?
- არა, არაფერზე.
- მშვენიერი, თაფლსაც შეჭმ ანუ!
- არ მიყვარს.- დაიჯღანა პატარა ბავშვივით და თეკლამაც დედასავით თითის ქნევით უთხრა.
- არ მიკითხავს გიყვარს თუ არა, უნდა შეჭამო ჯანმრთელობისთვის კარგია და იმუნიტეტისთვისაც, ერთი კოვზი არ მოგკლავს!
- არ შევჭამ!
- აგერ ნახავ თუ არ შეჭმ!
გაბრაზდა და სამზარეულოში გავიდა, სადაც მანჩო იგუდებოდა სიცილით.
- გეფიცები დედასავით ეჩხუბები, შორიდან რო დაგანახა რა სასაცილოდ ჩხუბობთ.
- ოხ მანჩო მიდი წვნიანი გაუტანე და მე დემეტრეს უნდა დავურეკო, ხილი და რაღაცეები დავაბარო.
წვნიანი გაუტანა და გავიდა, უყურებდა როგორ უღიმოდა დავითი მანჩოს და ეცინოებოდა, ნეტა რა იქნება მერეო ფიქრობდა. დემეტრეს ნომერი აკრიფა და დაურეკა.
- წითურო, მოხდა რამე?
- ნუ ხარ დაძაბული, დამშვიდდი. არაფერი მომხდარა, სახლში ვარ, დავითს სიცხე აქვს და მინდოდა ხილი წამოგეღო კიდევ ც ვიტამინი ორი, მეტი არაფერი.
-მმმ, ჩემთან ხარ უკვე?- გაისმა კმაყოფილი ხმა, რომელიც გოგონას აჩქარებულ გულს კიდევ უფრო უჩქარებდა.
- კი, აქ ვარ. მალე მოხვალ?
- უკვე მოვდივარ, ვიყიდი ყველაფერს და წამოვალ, შენთვის რა წამოვიღო?
- არაფერი.
- კარგი, მიყვარხარ წითურო.- ისევ აუჩქარდა გული, ახლა ლოყებიც შეეფაკლა.
- ყოველჯერზე გამეორება არაა საჭირო...- ჩაიდუდღუნა თეკლამ- მალე ინფარქტს დამმართებ. მალე მოდი.- გაეცინა და სწრაფად გაუთიშა ტელეფონი. დავითს და მანჩოს შეუერთდა, რომლებიც მშვიდად საუბრობდნენ. ბევრი ისაუბრეს, გაიხსენეს წუხანდელი ღამეც, თეკლას შესრულება და მალე კარის ხმაც გაისმა. დმეტრე მოვიდაო იფიქრა თეკლამ და სულ ხტუნვა ხტუნვით წავიდა კარების გასაღებად, მართალი აღმოჩნდა დემეტრე იყო. შესციცინებდნენ ერთმანეთს თვალებში და სულელებივით უღიმოდნენ...


დემეტრე ყიფიანი

დღე უაზროდ გაეწელა, უამრავი დეტალი ჰქონდა მოსაგვარებელი სამსახურში, მაგრამ თეკლასთან მიმოწერამ გუნება გამოუკეთა. მერე დაურეკა კიდეც და რაღაცეები დააბარა, ესიამოვნა, თანაც ძალიან ესიამოვნა! პირველად ხდებოდა, როდესაც მსგავს დავალებას აძლევდნენ, პირველად გრძნობდა რომ სახლში უნდოდა, რადგან იცოდა იქ თეკლა ელოდებოდა. ხო მას სახლში ვიღაც ელოდებოდა და ეს უბრალოდ ვიღაც კი არა თეკლა იყო, ქალი რომელიც თავგზას უბენვდა, ქალი რომელიც გულს უჩქარებდა და რაც მთავარია ცოცხალ ადამიანად აგრძნობინებდა თავს. ის ხომ დემეტრეში უამრავ ემოციას აღვიძებდა. ახლაც სახლში რომ მივიდა და კარები თეკლამ გაუღო, გულში კვლავ ჩაეღვარა ის თბილი ამოუცნობი სითხე, სიამოვნებისგან გააჟრჟოლა კიდეც. იდგნენ და უღიმოდნენ ერთმანეთს სულელებივით, ისეთი საყვარელი იყო თეკლა და ისეთი ბედნიერი ჩანდა მისი დანახვით, რომ დემეტრემაც აღარ იცოდა რა ექნა, ამიტომ უბრალოდ იდგა სადარბაზოში და ვერც შედიოდა, ვერც სხვას აკეთებდა რამეს. ბოლოს გონს მოეგნენ და თეკლა შეუძღვა სახლში, სცადა პარკების გამორთმევა, მაგრამ დემეტრემ არ მისცა მძიმეაო. სამზარეულოში რომ დაალაგა ყველაფერი, მერე მიუტრიალდა მის საყვარელ წითურს და გულში ჩაიკრა.
- მომნატრებიხარ ქალბატონო, შენი ეგ აციმციმებული თვალები მენატრებოდა.- შუბლზე აკოცა და კვლავ მიიკრა.
-მმმ, წამოდი გავიდეთ, მანჩოც აქაა გაგაცნობ და მერე ამოვალაგოთ ყველაფერი, სუფრაც გავშალოთ ვივახშმოთ.- წასვლა სცადა, მაგრამ განა ისე გაუშვებდა დემეტრე? არც ის უთხრა რომ მოენატრა, არც ის რომ უყვარს, ფაქტობრივად მშრალზე ტოვებდა.
- რამე ხომ არ დაგვიწყდა?- ვერ მიუხვდა გოგონა და გაკვირვებული თვალები მიაპყრო.
- მაინც რა?
- მაგალითად, თბილი სიტყვები ჩემთვის გამტებული.
-აბა უყურე, ძალით გითხრა?- ისე შეეცვალა წამში დემეტრეს სახე, თითქოს ჩამოექცა ყველაფერი თავზე, თითქოს მოჩვენებითი იყო ის ყველაფერი რასაც აქამდე თეკლა მისთვის აკეთებდდა, გონებაში ატრიალებდ აყველა კადრს, ყველა მომენტს, უცებ თეკლას კისკისი რომ მოესმა.- ნეტა განახა როგორი სახე გაქვს სულელო, ერთი სული მქონდა როდის მოხვიდოდი.- ტკბილი ხმით უთხრა და დემეტრემ კვლავ იგრძნო მისი მარწყვის გემო, მისი რბილი ტუჩები კვლავ შეიგრძნო, სხეულზე იკრავდა გოგონას ვერ ეჯერა რომ მისი იყო და გაშვება არ უნდოდა, მაგრამ სხვა გზაც არ იყო. გაუშვა, მაშინვე ცივი წყალი დალია როგორმე რომ ჩამშვიდებულიყო და სახეზე არ დასტყობოდა, როგორ უნდოდა ახლა თეკლას სრულიად დამონება. მისაღებში გავიდნენ და მეგობრებს შეუერთდნენ.
- დემეტრე, მანჩო გემახსოვრება.
- კი, როგორ ხარ მანჩო? ხო მართლა ამდლობა მაშინდელისთვის, რომ მიპასუხე და ასე შემდეგ.
- არაფრის ყიფიანი!
-დავით როგორ ხარ?- ძმაკაცი შეათვალიერა დემეტრემ
- არამიშვს, უკეთესად! თეკლა რო წამომადგა თავზე და მომაყარა რაღაცეები მგონი ვცოცხლდები.
-ჯერ დამაცადე, ეხლა ვივახშმოთ და მერე ერთ კოვზ თაფლსაც შეჭამ!
- არ შევჭამთქო ხო გითხატი!
- აგერ განახებ თუ არ შეჭამ!- უყურებდა დემეტრე როგორ კინკლაობდნენ დავითი და თეკლა და გული სითბოთი ევსებოდა, უხაროდა ასეთი თეკლას ნახვა, იმის ნახვა თუ როგორ ცდილობდა ზრუნვას ძალიან მოსწონდა ეს ყოველივე და სასწაულად ამხიარულებდა.
- წამოდი წამოდი, მოგეხმარები სუფრის გაწყობაში!- ჩაერთო მოანჩო და სამზარეულოში გავიდნენ. ორივემ თვალი გააყოლა სამზარეულოში მიმავალ ქალბატონებს. თითქოს რაღაც შეიცვალა, დემეტრემ სახლს თვალი მოავლო, ეძებდა რა შეცვალა თეკლამო, მაგრამ ვერაფერი იპოვა და მაშინ მიხვდა ის იპოვა რასაც ეძებდა, უფრო სწორად რომ ვთქვათ გაუელვა აზრმა, რომ თვითონ თეკლამ შექმნა ეს ადგილი სახლად, დემეტრეს სახლად. ადგილად რომელიც ახლა მართლა ეყვარებოდა და სულ ენდომებოდა შინ სწრაფად წასვლა, რადგა იქ თეკლა იქნებოდა.
- რაო, შეგიყვარდა?- დასცინა დავითმა.
- კი, ვუთხარი კიდეც და თვითონ ხმას არ იღებს, არ მეუბნება არაფერს, მაგრამ ვხვდები რომ ვუყვარვარ. უბრალოდ დრო სჭირდება მანამდე ჩემი სიყვარულიც საკმარისია.
- ისე მომწონს, ძალიან მომწონს ჩემი სარძლო. რაც მოვიდნენ თავს დამტრიალებენ, წამით არ მტოვებენ, კარგი ყოფილა როცა ვიღაც ზრუნავს შენზე, დამავიწყდა უკვე რა გრძნობაა როცა ზრუნავენ და გივლიან.
- ხო, მე კი ახლა გავიგე რა აკრგი ყოფილა, სახლში მოსვლა ასე არასდროს გამხარებია, ის რომ აქაა მაშინ ვხვდები რომ ეს ადგილი სახლია და სიმყუდროვეა.
- მართალი ხარ, მიხარია ასეთს რომ გხედავ. სულ სსხვანაირი ხარ ყიფო სულ სხვანაირი.
გაეცინათ ორივეს. გოგოებმაც შემოსძახეს და სავახშმოდ დასხდნენ. მშვიდად მიირთვეს ვახშამი, მერე დაიწყო წიდაობა. დავითის და თეკლას ხმა ალბათ მთელ კორპუსს ესმოდა, გჟებვით დარბოდნენ სახლში, თაფლიანი კოვზით მისდევდა თეკლა დავითს, რომელიც პატარა ბავშვივით ჭირვეულობდა. დემეტრე და მანჩო კი გულიანად ხალისობდნენ მათ ბავშვობაზე. უცებ გზა მოუჭრა თეკლამ და როდესაც დავითმა პირი გააღო პროტესტის სათქმეად კოვზი ძალით ჩატენა და მაინც აჭმა ერთი კოვზი თაფლი. გამარჯვებულის სახით მიუცუცქდა დემეტრეს, რომელმაც თავისი დიდი ხელები მოხვია და ფაქტობრივად ჩმალა, რომ დავითისგან გადაერჩინა.
- მაინც ხო გაჭამე, აი ეგრე. ცუდია?
- სხვათაშორის არა, პროსტა ნამეტანი ტკბილია.
- გიწამლებს კარგია, ხო ხედავ სირბილიც დაიწყე ხვალ უკვე კარგად იქნები აგერ ნახავ! ჩემ თეკლას ოქროს ხელები აქ წამში მოგარჩენს.- სიამაყიდ განუცხადა მანჩომ და დაქალს ბანი მისცა. იმ საღამოს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ბევრი ისაუბრეს და იცინეს. მანჩო სახლსი გააცილეს დემეტრემ და თეკლამ და შინ დაბრუნდნენ. დავითს უკვე ეძინა, მათ კი ჯერ არ ეძინებოდათ ამიტომ აივანზე გავიდნენ. პლედში გახვეულები ისხდნენ გვერდი გვერდ და დემეტრეს თითებში დაასრიალებდა თეკლა თავისას. მიხვდა ყიფიანი, რომ რაღაცის კითხვა უნდოდა, მაგრამ ვერ ბედავდა. შუბლზე აკოცა გოგონას და თვალებში ჩახედა.
- რას ვერ მეკითხები?
- რა? საიდან?
- ისე თამაშობ ჩემი თითებით, ძნელი გამოსაცნობი არაა. თანაც ჩემზე უკეთ განა ვინ გაგიებს შენ ხომ მე მეკუთვნი.
- მე?- რაღაცნაირად შეიშმუშნა თეკლა.- კარგი, გკითხავ და თუ გინდა შეგიძლია არ მიპასუხო.
- კარგი?- ცოტა დაიძაბა დემეტრე, განა რა უნდა ეკითხა ასეთი გოგონას?
-მაინტერესებს, ოდესმე თუ გიფიქრია მოგეძებნა შენი მშობლები?- თითქოს ელოდა კიდეც ამ კითხვას, ამოიოხრა და გოგონას ხელები თავისაში მოიქცია.
- მთელი ცხოვრება მაგაზე ვფიქრობდი, სულ მაინტერესებდა როგორი იქნებოდა დედაჩემი ან როგორი ოჯახი მყავდა, მაგრამ მერე როდესაც გავიზარდე მივხვდი რომ უბალოდ არ მინდოდა გაგება.
- რატომ?
- იმიტომ რომ, მათ ჩემზე უარი თქვეს დამტოვეს, შესაბამისად არ მინდა ვიცოდე, არ ვიცი ალბათ მეშინია კიდეც, მაგრამ არ მინდა. ვაიდა ისინი აღარ არიან? ან რომ ვიპოვო და კვლავ უარი თქვან?
- და რომ არ თქვან? თუ არ გარისკე ვერც ვერასდროს გაიგებ!
- ვიცი, მაგრამ ახლა არ მინდა, არ მაინტერესებს უბრალოდ რატომ გამწირეს ასე. მინდა მე და შენ ვიყოთ ჩვენ, მინდა ბედნიერები ვიყოთ. გესმის?
- მესმის...
-თეკლა, მიყვარხარ გესმის? ხვდები?
- მესმის და ვხვდები, შენ თუ ხვდები?
- რას?- უცებ დაიბნა, ვერ მიხვდა რაზე ეკითხებოდა.
- რას და იმას რომ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის, ან იმას რომ გულს მიჩქარებ ან იმას თუ ხვდები რომ პირვლი ხარ ვინც კი ასე გაუაზრებლად დავხატე? ვინც მიპოვა, დამინახა რეალური მე...
-ვხვდები, სულ ასე იქნება! მინდა რომ მე და შენ გავერთიანდეთ და ერთად ვიცხოვროთ, აი აქ ამ სახლში! მინდა ბედნიერები ვიყოთ, უშნოდ არ მინდა, შენ ამ სახლში სიმყუდროვე შმოიტანე!
არაფერი უთქვამთ, მშვიდად ისხდნენ კიდევ ცოტახანს. მერე თეკლას შესცივდა და დასაძინებლად წავიდნენ....


თეკლა დადიანი

იმ ღამეს წესით ყველაფერი იდეალურად იყო, ბედნიერი იყო თეკლა. აბედნიერებდა დემეტრეს სიტყვები. მშვიდად ავიდნენ დასაძინებლად, დემეტრეს გულმკერდზე ჩაძინებულს, მშვიდად უნდა სძინებოდა, მაგრამ იმ ღამეს დედა ნახა სიზმარში. უღიმოდა თეკლას, ეფერებოდა და სახეს უკოცნიდა. ეუბნებოდა ბედნიერი უნდა იყოვო, ის შენ გაგაბედნიერებსო, არ ინერვიულო მე კარგად ვარო. ძალიან მენატრებითო და გამოეღვიძა კიდეც თეკლას, გული საშინლად სწრაფად უცემდა, სუნთქვა უჭირდა. იქ გაჩერება არ შეეძლო, ჩუმად ადგა და გამოიპარა, ერთადერთი აზრი უტრიალებდა თავში, უნდა დაეხატა. ფორტეპიანოზე უნდა დაეხატა, ის ყველაფერი რაც იმ სიზმარში ნახა. იქაც იდგა მოხატული ფორტეპიანო და მოიუნდა დაეხატა. სახლში მივიდა, სწრაფად გამოიცვალა და ხატვას შეუდგა, ყველა მომეტი გაიხსენა როგორ უკრავდნენ დედა-შვილი ფორტეპიანოზე, აღიდგინა თითოეული მონაკვეთი და მოხატვას შეუდგა. უკვე დილა იყო, ტელეფონი არ ჩერდებოდა რეკავდა და რეკავდა. ბოლოს უპასუხა.
- გინდა რომ ჭკუიდან გადავიდე? სად ხარ?
- სახლში....
- მოვდივარ!
- არ...ალო?- უკვე გაეთიშა დემეტრეს, ისეთი ხმა ჰქონდა, ისეთი განერვიულებული ხმა ჰქოდნა დემეტრეს, რომ მიხვდა თეკლა რამდენად შეაშინა, გაუფრთხილებლად რომ ადგ აგამთენიისას და წამოვიდა. მალევე გაისმა კარზე ზარი და თეკლამაც სწრაფად გააღო კარები. გაბრაზებული იდგა დემეტრე, თვალებშიც კი ვერ უყურებდა საყვარელ ქალს. გოგონა გვერით მიიწია მიახვედრა, რომ უნდა შესულიყო. შიგნით შევიდა და მოათვალიერა იქაურობა.
- იმისთვის გაიპარე რომ ფორტეპიანო მოგეხატა?
-უბრალოდ, იმ ემოციებით იგივეს ვერ დავხატავდი, რომელიც ახლა მქონდა...- უთხრა გაუბედავად.- მაპატიე, ვიცი განერვიულე, უბრალოდ ჯერ ვერ ვიაზრებ რომ შენ მყავხარ და უნდა გაგაფრთხილო, რომ არ განერვიულო მე უბრალოდ...- ვეღარ გააგრძელა საუბარი, თვალები ცრემლებით აევსო და ხმაც ისე გაებზარა საუბარიც ვეღარ განაგრძო.
- რა მოხდა?- ხმა დაუთბა დემეტრეს, გოგონას მიუახლოვდა და ცრემლები მოწმინდა, გაუბედავად ახედა დადიანმა.
- მე, დედა ვნახე სიზმარში... ისეთი ბედნიერი იყო, მითხრა ბედნიერი იქნები მასთანო და მენატრებითო, კარგად ვარო. ფორტეპიანო იქდგა იქვე, მოხატული და მომინდა ჩემი და დედას მოგონებები თუ როგორ ვუკრავდით ერთად ამესახა ჩვენ ფორტეპიანოზე. ამიტომ ავდექი და წამოვედი, გონება მქონდა გათიშული, მაშინ როცა რაღც მსგავსზე ვფიქობ არაფერს ვითვალისწინებ უბრალოდ ვდგები და ვაკეთებ. ბოდიში, მე უბრალოდ მაპატიე.
- ნუ ტირი, ყველაფერი კარგადაა. რახან კარგად ხარ მეც კარგად ვარ, რა აღარ ვიფიქრე, მეგონა ვიჩქარე და შეგეშინდა, მეგონა მიმატოვე.-სევდიანი ხმით უთხრა და გოგონას ცრემლები მოწმინდა კვლავ.
- განა შემიძლია? როგორ უნდა მიგატოვო? მე ხომ მიყვარხარ...- ჩუმად თქვა, მაგრამ არც ისე ჩუმად რომ დემეტრეს ვერ გაეგო. მან ყველაფერი გაიგო და გულიც აუჩქარდა, ბედნიერი იყო, როგორც იქნა თქვა ის რისი მოსმენაც ასე ძალიან სურდა. თეკლას ტუჩებს დააცხრა და გოგონამაც ისე დაუწყო კოცნა თითქოს ეს მათი უკანასკნელი კოცნა იყო.
- რა თქვია?- დაიჩურჩულა გოგონა სყურთნ, მის ჩურჩულზე კი თეკლას გააჟრიალა.
- მიყვარხარ.- გაუმეორა და ტუჩზე უკბინა საყვარელ მამაკაცს.
- მიყვარხარ!- მტკიცედ გაუმეორა კაცმაც.- ახლა თუა რ გავჩერდით იცოდე მერე უკან ვერ დავიხევ.
- და ვინ გთხოვს უკან დახევას?- ვნებიანი ხმით უთხრა გოგონამ, კვლავ აკოცა გაკვირვებულ მამაკაცს და ამ კოცნამ გონს მოაგო. ხელში აიტაცა გოგონა და საძინებელში შეიყვანა.- მიყვარხარ ყიფიანი!- გაუმეორა თეკლამ და მამაკაცს სახე, ყელი და ლავიწები დაუკოცნა. სიამოვნებისგან გააკანკალა მამაკაცს, თეკლას ძლიერი ხელები მოხვია და მთელ ხეულს მიუყვა, ნაზად დაუკოცნა გოგონას თითოეული კუთხე....




ბოდიშით დამიგვიანდა დადება, იმედია მოგეწონებათ <3 ველოდები თქვენს შეფასებებს, მადლობა რომ კითხულობთ და მოთმინეით ელოდებით ახალ თავს <3



№1 სტუმარი სტუმარი მანჩო

გელოდებოდი???? მომწონს ეს ლამაზი წყვილი და იმედია მშობლებსაც იპოვის დემეტრე???? წარმატებებიი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent