ორი გული,განსხვავებული სამყაროებიდან(თავი 3)
-მამა - ყვიროდა მტელი ხმით და ერეკლეს მუშტებს უშენდა გულმკერდზე - ხომ გთხოვე არ დამტოვო თქო, ხომ გიტხარი უშენოდ არ შემიძლია ცხოვრება მეთქი - მთელი ხმით მოსთქვამდა , ერეკლემ ძლიერად მიიკრა სხეულზე აკანკალებული ქალი და ცრემლი ტავადაც ჩამოუგორა,მიხვდა რომ ბატონი გოგი აღარ იყო. -მამა ,ჩემო მამიკო - ტიროდა ,მთელი არსებით ტიროდა. მამა? მამა-შვილის საყრდენი ძალაა..მამას არ უტარებია შვილი 9 თვე მუცლით ,მაგრამ მთელი ცხოვრება ხელის გულზე ატარებს!..მამობა პატივია ,და ვინც ამას აცნობიერებს სამაგალითო სავსე მშობელი ხდება...მამას შვილისთვის გაზაფხული მოაქვს, თუკი ქალიშვილი თუნდაც ერთ პატარა ყვავილს სთხოვს.მამა ცდილობს მთელი ზღაპრული სამყარო რეალურად უქციოს თავის შვილს!მამა-შვილობა ისევე როგორც დედა-შვილობა უდიდესი აღმავლობაა....მამა ვერ იტანს ქალიშვილის თვალებზე ცრემლებს და მუდამ ცდილობს მზესავით გაანათოს შვილის სიხარულისათვის,ამიტომაც უყვართ გოგონებს მამები!სანამ მამა გვერდით გყავს, ვერასდროს ვერავინ დაგჩაგრავს!თვით სახელი,, მამაც "კმარა,რომ თავი ძლიერად იგრძნო...კარგი მამა მთელ სამყაროს იტევს შვილისათვის...სანიმუშო მამა შვილთან ერთადაც გაათევს ღამეს!საოცარი სიყვარული შეუძლიათ მამებს,რამეთუ უფალმა ისინიც დააჯილდობა იმ პატივით ,რომელსაც მშობლად ყოფნა ჰქვია! ელისაბედს კი ეს საყრდენი გამოეცალა,მამა გამოეცალა,რომლისთვისაც არც კი უტქვამს როგორი გულით უყვარდა ,რა წრფელი და ისევ იმ ბავშური სიყვარულით უყვარდ ა. -ელისაბედ შემომხედე - ერეკლემ გოგოს სახე ხელებში მოიქცია - ვიცი რომ რთულია,ძნელია ,მაგრამ უნდა გაუძლო . დედაშენისთვის უნდა გაუძლო -მამაჩემი ერეკლე ,მამაჩემი აღარარის - ჩახლეჩილი ხმიტ ჩაილაპარაკა და ცრემლებიტ დაბინდული ტვალები ძლივს გაუსწორა მამაკაცს . ყველანი გაოცებულები უყურებდნენ,მხოლოდ მართას ახრჩობდა ცრემლები,გაახსენდ არა გამოიარა მმაის გარდაცვალება რომ გაიგო. -ელისაბედ- მართა მის წინ ჩაიმუხლა - მე ვიცი რას გრძნობ,ჩვენ ვიცით - ძმას გახედა - ოდესღაც მეც ამ ტკივილმა გამინადგურა ბავშობა ,მაგრამ ძლიერი უნდა იყო - ათრთოლებული ხმით ესაუბრებოდა ქალს ,რომელსაც არაფერი ესმოდა ,მხოლოდ მამასთან შეხვედრის ბოლო კადრები ახსენდებოდა გონებაში. -ელისაბედ შემომხედე- ერეკლემ სცადა მისი სახე ხელებში მოექცია,მაგრამ გოგონა ძლიერად ეკვროდა და მის პერანგზე იყო ჩაბღაუჭებული-კარგი ნუ შემომხედავ,უბრალოდ მისმინე . არ ვიცი შენთვის რამდენად არის ცნობილი ,მაგრამ გოგი ჩემთვის მამასავით იყო,მამის დაკარგვა მან გადამატანინა , ვიცი რას ნიშნავს როცა საყრდენი გეცლება,მაგრამ ჩემგან განსხვავებით შენ დედა გყავს - ხრინწიანი ხმიტ ჩაილაპარაკა - ახლა ყველაზე მეტად სჭირდები ქალბატონ ნათიას,მისთვის უნდა გაძლიერდე ელისაბედ ,ისევე უნდა გაძლიერდე როგორც ოდესღაც ეს მე გავაკეთე ჩემი დისთვის. - ამღვრეულმა გახედა აცრემლებულ მართას რომელსაც,ელისაბედის მეორე ხელი თავისაში ჰქონდა მოქცეული და ნაზად უსვამდა თითებს -ელო- აცრემლებული ნიკოლოზი მუხლებით დაეცა მის წინ და სახეზე ჩამოყრილი თმა ყურს უკან გადაუწია - გოგი არ გაპატიებდა ასე რომ ენახე ხომ იცი? ვერ იტანდა როცა ცუდად იყავი ,გახსოვს რამდენჯერ მეჩხუბა ,შენს ბიძაშვილს ყურადღება არ მოაკლო,მე არ მელაპარაკება იქნებ შენ მაინც მოგიყვეს რატო მეჯღანება სულო - მკრთალად ჩაუტყდა ტუჩის კუთხე -მის გარეშე ვერ გავძლებ - ამოიტირა გოგომ და უფრო მეტი გასაქანი მისცა ცრემლებს -გაძლებ,შეძლებ ! დედაშენისთვის შეძლებ ელის!- მკაცრად ჩაერთო საუბარში ერეკლე -მასწვალე ,მასწავლე უმამობას როგორ გავუძლო -შერჩენილი ძალით დაუშინა მუშტი ერეკლეს გულმკერდე -გასწავლი,ერთად შევძლებთ ელის,შენ შეძლებ - თვითონაც არ იცოდა რამდენიმე წუთის გაცნობილ გოგოს რატომ ეუბნებოდა ამ სიტყვებს,მაგრამ ერთი იცოდა ,რომ მას ახლა ყველაზე მეტად სჭირდებოდა ადამიანი ვისაც მისი ესმოდა -ახლა ძალას მოიკრებ,ადგები და ქალბატონ ნათიასთან წავალთ,შენს გარდა მას ვერავინ დაუამებს ამ ტკივილს ! - მკაცრად უთხრა გოგოს , ელისაბედი,ხმისამოუღებლად დაჰყვა მის ნებას და ძლივს-ძლივობით წამოდგა ფეხზე, ერეკლეს გულმკერდს იყო ჩამოკიდებული და მოშორებას ვერ ბედავდა. -კაჭო მე გოგოებს გავიყვნა ,გეხვეწები მას მიხედე რა ,მარტო არ დატოვო - მეგობარს მხარზე ხელი დაჰკრა ნიკოლოზმა და საცოლესდა მის დაქალს უკან გაჰყვა . -ერო მას უნდა გაჰყვე ? - გაოცებულმა შეხედა ანუკიმ -ახლა ამის დროა ? - შეუტია მართამ -მართა არ ვიცი დღეს რას ვიზამ,ასე რომ კარი ჩაკეტე და არ დამელოდო. ანი როცა შევძლებ შეგეხმიანები - უემოციოდ თქვა და მასზე მიხუტებული ქალი ხელში აყვანილმა გაიყვანა მანქანამდე -ვერც დავემშვიდობე - ამოიჩურჩულა გოგომ ,როცა ერეკლე მისთვის ღვედის შეკვრას ცდილობდა და ძლივს გახელილი მწვანე თვალები შეანათა -არც არის საჭირო დამშვიდობება,ყოველთვის შენთან იქნება. შენს გულში იქნება,გარემოს სულ მისი სურნელი ექნება,მის არყოფნას არ გაგრძნობინებ - გაყინულ გოგოს თბილი ხელი ჩამოუსვა სახეზე და ჩამოგორებული ცრემლი მოსწმინდა -შენ ხომ კაცი ხარ, როგორ შეგიძ₾ია ასეთი მგრძნობიარე იყო - მის სიტყვებზე ერეკლეს ჩაეღიმა,ამ მომენტში ისე ბავშვურად გამოიყურებდა,მთელი ის სიმკაცრე და სერიოზულობა გაჰქრობოდა სახიდან. -კაცებს არ გვაქვს გული? -კაცებს არ ვიცი,მაგრამ შენ ნამდვილად გაქვს - ჩუმად ,მაგრამ გასაგონად ჩაილაპარაკა და თვალები დახუჭა,საზურგეს მიეყრდნო და მოგონებებში წავიდა .ერეკლემ მანქანა ადგილს მოსწყვიტა და პირდაპირ გოგის სახლიკენ გაემართა . სახლთან ხალხი იყო შეკრებილი ,ელისაბედმა ძლივს გაახილა თვალები და იქაურობას მოავლო თვალი, ბოლოს მისი მშობლების სახლში ამდენი ხალხი ბოლოს როდის იყო მოგროვებული არ ახსოვდა . მანქანას მინები აწეული ჰქონდა ,მაგრამ ტირილის ხმა მაინც აღწევდა ელისაბედის ყურამდე,აცრემლებულმა ერეკლესკენ გაატრიალა თავი ,თითქოს მის თანხმობას ან უარს ელოდებოდა -ძალა მოიკრიბე,შენს გვერდით ვიქნები - ღვედი გაუხსნა და მანქანიდან გადავიდა, კარი გაუღოდა ხელი გაუწოდა -მპირდები ? -აცრემლებულმა შეანატა მწვანე სფეროები ,ბიჭი წამიერად ვერ მიხვდა,რაზე ესაუბრებოდა - შენ მაინც არ წახვალ ? - ცრემლებს უმატა გოგომ,ისეთი სასოწარკვეთილიიყო,ყველაფერს და ყველა შესაძლებლობას ებღაუჭებოდა რომ არ გატეხილიყო -გპირდები,რომც გინდოდეს არ წავალ - ჩუმად უთხრა და წელზე შემოჰხვია ხელი.ძლიერად ეჭიდებოდა გოგოს,ისეთი მოსუსტებული იყო,ერეკლეს ხელი რომ არა წაიქცეოდა.ეზოში შესვლისას უამრავი თვალი უყურებდა სახეწაშლილ გოგოს,ზოგი პირზე იფარებდა ხელს,ზოგი სახეზე რომ ცრემლი და ემოცია დაემალათ,ზოგი ჩურჩულებდა,საწყალი გოგო ობლად დარცა,რა ეშველებათ გოგის გარეშეო. ერეკლეს გაახსენდა მამის გარდაცვალება და ტანში უსიამოვნოდ დაუარა ჟრუანტელმა ,მაშინაც ასე ჩრჩულებდა ყველა,შეცოდების თვალებით უყურებდნენ მას და მის დას, ეს ყველაფერი საშნლად რული იყო მისთვისაც,უკვე მეორე მამის გარდაცვალებასთან უწევდა გამკლავება ,ამას კი სულიერად ჩამოშლილი ელისაბედი ემატებოდა,რომელსაც პირობა მისცა ,რომ ამ ყველაფერს დააძლევინებდა. ძლივს შევიდნენ სახლში,ბაონი გოგის ცხედარი უკვე მოესვენებინათ სახლში, შავი კუბო იდგა მისაღებში ,გარშემო ხალხი იყო ჩამწკრივებული სკამებზე და გაურკვევლად საუბრობდნენ ტირილისგან. ცხედართან ჩაკეცილი ნათია ერთ წერტილს მიშტერებოდა. ყველამ გაფითრებულ ელისაბედს მიაპყრო თვალები. -ელისაბედ - ქალბატონმა ნათიამ აწყლიანებული თვალები მიაპყრო შვილს,გოგონა ჩუმად იდგა ,ძლიერად ებღაუჭებოდა ერეკლეს და ცრემლებმა თავისით გაიკვლიეს გზა. მამაკაცმა ხელი ნაზად გააშვებინა -ძლიერი უნდა იყო !- ყურთან უჩურჩულა და ნება მისცა დედასთან მისულიყო . გოგონა კანკალით მიუახლოვდა მამის ცხედარს და გულზე ძლიერად მიიჭდო ხელი, გაფითრებული სხეული ,გულზე გადაჭდობილი მაჯებით,ხელშ პატარა ხის ჯვარი ჰქონდა მოქცეული,პიჯაკი ეცვა ,როგორც ყოველთვის,სახეზე მკრთალი ღიმილი დასთამაშებდა,თითქოს ეძინა .უფრო ახლოს მივივიდა და აკანკალებული ხელი გაყინულ სახეზე ჩამოუსვა, უსიამოვნოდ გააჟრჟოლა სხეულში,მამამისი ყოველთვის ისეთი თბილი იყო,ახსენდებოდა ზამთარში როგორ დარბოდა გარეთ მთელი ბავშვობა ,სახლში მისულს კი გაყინულ ხელებს და ლოყებს უთბობდა ხოლმე გოგი. ახლა კი სამაგიეროს ვერ უხდიდა ელისაბედი,რაც არ უნდა ეცადა მის გაყინულ სხეულს მაინც ვერ გაათბობდა . გული საშინლად აუჩქარდა ,ვეღარ მოუთმინა ამხელა ტკივილმა და მამს სხეულს მთელი არსებიტ გადაემხო, გაქვავებულ სხეულს ძლიერად ეხუტებოდა,უნდოდა რომ თვითონაც ასე მოჰხვეოდა მამა ,მაგრამ სრული არაფერი. მთელი არსებით ტიროდა.ნათია ცდილობდა შვილი ქმრის ცხედრისთვის მოეშორებინა,მაგრამ გოგონა ისე ძლიერად ებღაუჭებოდა,თითქოს შესისხლხორცებული იყო მასთან. -ელისაბედ,დე, ვიცი რომ გიჭრს, მეც ძალიან მიჭირს,გთხოვ შენს თავსაც ნუ გამომაცლი ხელიდან დედი - ქალი გოგოს ფეხებთან ჩაიკეცა და მუხლებზე მოხვია ხელები - დედი შენი სიძ₾იერე მჭირდება ჩემო მწვანეთვალება, შენი მხარშ დგომა დედი,მარტო ვერ გადავიტან - ტიროდა ბოლოხმაზე ქალი და შვილის ფეხებს ებღაუჭებოდა .ერეკლემ ვღარ მოითმინა ,მხრებშ ჩაავლო ელისაბედს და მთელი ძალით გამოგლიჯა მამის ცხედარს -მოდი ჩემთან - ისტერიკულად მომტირალი გოგო სხეულზე მიიკრა ,ცალი ხელით ნათიას დაეხმარა წამოდგომაში,ქალი მამაკაცის სხეულზე მიკრულ შვვილს ზურგიდან მოეხვია და ახლა თავის გულმკერდზე აიკრა -ჩემო გულო,ჩემო ლამაზო -თმაზე ეფერებოდა ქალი შვილს -დედა მამას გარეშე სიცოცხლეს ვერ შეძლებ -დედის სულის ნაწილო , ვიცი ,მაგრამ ღმერთის ნება ასე იყო ჩემო პატარა ,ძლიერები უნდა ვიყოთ . -მენატრება -ჩემო ერთადერთო - თავზე აკოცა შვილს და ერეკლეს მიმართა- გთხოვ მას მიმიხედე შვილო,მის დაკარგვასაც ვეღარ გადავიტან - ჩუმად უთხრა ბიჭს -ელის წამოდი ჰაერზე გავიდეთ - ხელი მოჰხვია გოგოს -არა ,არა ,მამას მარტო ვერ დავტოვებ, არ უყვარს მარტო ყოფნა ,ვერ დავტოვებ - პანიკურად დაიწყო ხელების ქნევა,ცდილობდა მის გარშემო მყოფები ყველა მოეშორებინა -წამოდი ,მარტო არ არის ,მოდი ჩემთა - ძალით მოიგერია მისი ხელები და ძალით გააცალა იქაურობას -მამა ,მამაჩემი აღარ არის ,დამტოვა- გაზონზე მუხლებით დაეცა -ხომ გითხარი არ დაუტოვებიხარ, გოგის სამყაროს ერჩიე ხომ იცი, ყველაზე მეტად უყვარდი,სულ შენ გახსენებდა.შენც ანალოგიურს გრძნობ მის მიმარტ,შენს სულში და გულში მუდამ იქნება -მაგრამ ვეღარ შევეხები ერეკლე, ვეღარ ვეჩხუბები,ვეღარ ვეტყვი რომ არ მჭირდება მისი კომპანია ,ვეღარ მეტყვის ზარმაცი ხარო -სამაგიეროდ ახლა მის ადგილს დაიკავებ,მის საქმეს გააგრძელებ ელის, ზეციდანაც კი იამაყებს შენით -არ მინდაა ეს კომპანია,მეზიზღება გესმის ,არ მინდა -ყვირილი ატეხა -კარგი ,კარგი დაწყნარდი - გულზე მიიხუტა . ყველაფერი დაჩერდა,სიჩუმე ჩამოვარდა თითქოს გარშემო არავინ და არაფერი ყოფილიყო,გაზონზე მუხლებზე დაცემული ორი სხეული იყო ერთმანეთს შემოხვეული,რომელთა გულებიც ერთი ტკივილიტ ფეთქავდა . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.