შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენსკენ სავალი გზები თავი 16


29-11-2023, 17:52
ავტორი ირინა ირინა
ნანახია 1 389

თავი 16

ცხოვრება ხომ სიურპრიზებითა სავსე, რა იცოდა სანდრომ, რომ ცხოვრების მთავარი სურპრიზი წინ ელოდა.მას ხომ წარმოდგენა არ ჰქონდა, ორი არაჩვეულებრივი ბიჭის მამა რომ იყო, ბიჭების რომლებიც გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ მამას.
მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს.ნინას ცივი სახე ედგა თვალწინ. ნუთუ მართლა აღარა მისი ადგილი ნინას ცხოვრებაში?
ანდაც იქნებ უკვე გათხოვილი ქალია? არა ასე ვერ იქნება მაშინ ქმარიც გვერდით ეყოლებოდა. ცოტა იმედიც მიეცა. იქნებ ჰქონდა სულ მცირედი შანსი მაინც.ესეც საკმარისი იყო მისთვის, მთავარი იყო ებრძოლა იმ ქალისთვის, რომელიც მისი ცხოვრების მთავარი სიყვარული იყო. როგორი ლამაზი იყო ნინა, იმაზე უფრო მშვენიერი ვიდრე ოდესმე, მისი მწვანე თვალები რომელბიც ბედნიერებით ბრწყინავდნენ, ეხლა ბრაზით და იმედგაცრუებით უმზერდნენ სანდროს, ეს ეტკინა ყველაზე მეტად.როგორ უნდოდა ეკოცნა მონატრებული ქალისთვის, მაგრამ მის თვალებში დაინახა , ბრაზი, მწუხარება, იმედგაცრუება, აქ გაბრაზდა საკუთარ თავზე.
- როგორ შეეძლო ნინას არ ნდობა?
- როგორ მოექცა ასე?
- რატომ არ ირწმუნა საყვარელი ქალის?
საკურარი თავი შესძულდა ამის გამო.განა მართალი არ იყო ნინა? ყოველივე ამის შემდეგ როგორ მოეთხოვა ნინას სიყვარული? არა როგორმე უნდა შეძლოს მისი გულის მოგება.მთელი ღამე ფიქრებში გაატრა.არა ვერ დაელოდებოდა ნინას ვიზიტს.დილით დეტექტივს დაურეკა .
- დღეს ვაპირებდი დარეკვას ბატონო ალექსანდრე.ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ.ნინა ფერაძე გუშინწინ ჩამოვიდა საქართველოში, როგორც გავარკვიე 5 წელი ინგლისში ცხოვრობდა . დეტალებს მაილზე გამოგიგზავნით. მისი ამჟამინდელი მისამართიც იქ იქნება.
-დიდი მადლობა .
სანდროს ერთი სული ქონდა ყველაფერი გაეგო ნინაზე, რას აკეთებდა?როგორ ცხოვრობდა? მოუთმენლად გახსნა გამოგზავნილი ფაილი და კითხვა დაიწყო.თვალებს ვერ უჯერებდა როდესაც წაიკითხა.. ,,ჰყავს 5 წლის ტყუპი ბიჭები,, არ იცის რა იგრძნო იმ მომენტში. გრძნობები ერთმანეთში აერია. გაოცება, სიხარული, ბედნიერება, ბრაზიც, ოღონდ ნინაზე არა საკუთარ თავზე. ერთი წამით არ შეპარვია ეჭვი, რომ მისი შვილები იყვნენ, ანდაც, როგორ უნდა შეეტანა ეჭვი.
- ღმერთო მე ,მე მამა ვარ 2 ბიჭის.და ჩემი სისულელის გამო, მათთან ურთიერთიბის 5 წელი დავკარგე. რა იდიოტი ხარ სანდრო. ეს როგორ დაუშვი? არა ყველაფერს გამოვასწორებ.
ეხლავე წავა და ნინასთან მივა, არ აინტერესებს არაფერი ,ხელი დაავლო გასაღებს და აფორიაქებული წავიდა ნინას სახლისკენ. გზაში უამარვ რამეზე დაფიქრდა.ბიჭების ფოტოების ნახვისას მიხვდა, რომ ძალიან ჰგავდნენ ტყუპები მას.
- ნეტავ როგორები არიან რეალურად?
- როგორი ხასიათი აქვთ?
- რა მოსწონთ?
-რა არ მოსწონთ?
- ნეტავ რა იციან მამის შესახებ?
- ნეტავ ნინამ რა უთხრა?

ათასი კითხვა ტრიალებდა გონებაში, რომლის პასუხებსაც მალე მიიღებდა.ფიქრებმა წარსულში გადაისროლეს, როდესაც ნინამ მიაკითხა სახლში, ეხლა დაფიქრდა, რომ ნინა მისი ორსულობის შესახებ აპირებდა თქმას, მაგრამ მაშინ ისე არაკაცურად მოექცა ნინას. გულში ტკივილი იგრძნო. მისმა დაშვებულმა შეცდომებმა შვილებთან 5 წლიანი ურთიერთობა წაართვა. არა ნინას ვერაფერში დაადანაშაულებს. ღმერთო ალბათ რამდენის რამის გადატანა მოუწია მარტომ! რამდენი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდა? ამ ფიქრებში იყო როდესაც მოცემულ მისამართზე მივიდა. გული გამალებით უცემდა. იქ მისი შვილები და საყვარელი ქალი იყო. საათს დახედა უკვე ათი საათი გამხდარიყო. მანქანიდან გადმოვიდა .როგორ ავიდა 5 ზე არ ახსოვს , ზარი დარეკა და დაელოდა.

ნინა სამზარეულოში საუზმეს ამზადებდა ბავშვებისთვის. დღეს გეგმები ქონდა უამრავი. სანდრო უნდა ენახა. ბავშვებისთვის ბაღიც უნდა შეერჩია. სამსახურის ამბებიც მოსაგვარებლი ჰქონდა. მძინარე ბიჭებს დახედა გული სიხარულით აევსო. ბავშვების დანახვაზე ყველანაირი პრობლემა ავიწყდებოდა,თავზე აკოცა პატარებს და საუზმის მზადება განაგრძო. მხოლოდ ღმერთმა იცის რად დაუჯდა სანდროსთან უგრძნობი ქალის როლის თამაში როგორ უნდოდა მისი ჩახუტებისას ისიც მოხვეოდა ძალიან ძლიერ და არასდროს გაეშვა. როგორ უნდოდა ეკოცნა, თავისად ეგულა მაგრამ ვერ შეძლო .ნინა ასეთი იყო. პატიება ყოველთვის უჭირდა, როდესაც საქმე მის თავმოყვარეობას ეხებოდა.ხომ ამბობენ საყვარელ ადამინანს ღალატს ვერ ვაპატიებო, ნინა კი თავმოყვარეობის შელახვას არ აპატიებდა საყვარელ ადამიანს, არასდროს აძლევდა არავის მისი დამცირების უფლებას. სანდრომ კი სწორედ ეს გააკეთა ფეხქვეშ გათელა მისი გრძნობები, პიროვნება.იცოდა ნინამ, რომ ამას მას ვერასდროს აპატიებდა.თვალებზე ცრემლი მოაგდა.
- არა ნინა შენ ძლიერი უნდა იყო , შენი შვილებისთვის, საკუთარი თავისთვის.შემოუძახა თავს. და ობლად ჩამოგორებული ცრემლი მოიწმინდა.
კარზე ზარის ხმამ მოიყვანა გონს. ამ დროს არავის ელოდებოდა.იცოდა ნატა ბექასთან დარჩებოდა. კარები გააღო და სანდოს დანახვისას გაოცება ვერ დამალა.
- გამარჯობა ნინა.მგონი სალაპარაკო გვაქვს.
- გაგიმარჯოს. კი გვაქვს მაგრამ გითხარი რომ მოვიდოდი. ან საიდან გაქვს ჩემი მისამართი?
- ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავრია მოვედი და ჩვენ მშვიდად ვილაპარაკებთ. შემომიშვებ?
-.შემოდი.
- კარგად მოწყობილხარ.
- აქ ჩემს სახლზე სალაპარაკოდ მოხვედი?
- მოდი ცივილიზებული ადამიანებივით ვილაპარაკოთ ნინა. მგონი რაღაც მნიშვნელოვანი გაქვს სათქმელი.
- იცი არა უკვე? ისე არ მოხვიდოდი აქ. რახან ჩემი მისამართი იცი ყველაფერი გეცოდინება.
- კიდევ რამდენი ხანი აპირებდი დამალვას, რომ შვილები მყავს?
- მოიცა, მოიცა ეხლა მე მდებ რამეში ბრალს?
- ჩემიც გაიგე უბრალოდ არეული ვარ, არ ვიცი როგორ გამოვხატო ეხლა რასაც ვგრძნობ . ვიცი ყველაფერი ჩემი ბრალია.მე ვარ დამნაშავე იმაში, რომ შვილებთან ყოფნის 5 წელი დავკარგე.
- აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ მივხვდი შენი და ჩემი ურთიერთობა ბავშვებზე არ უნდა აისახოს. ბავშვებს მამა სჭირდებათ, ჰგონიათ რომ სამოგზაუროდ ხარ და მალე დაბრუნდები. გიგი რთული ბავშვია , თავისებური ხასიათი აქვს, პროტესტი აქვს მამის არ ყოლის გამო. გეგა შედარებით დამთმობია. ორივეს სჭირდები, მაგრამ თუ არ გინდა, ან არ შეგიძლია მათ მამობა გაუწიო უბრალოდ წადი.
სანდროს ეს სიტყვები გულში ხინჯად მოხვდა. არ ეგონა ნინა ოდესმე ამას თუ ეტყოდა. რას ნიშნავს ,,თუ არ უნდა მამობა გაუწიო შეგიძლია წახვიდე,, არც ერთ მომენტში უფიქრია ბავშვებზე უარის თქმა.მას ხომ ყოველთვის უნდოდა დიდი და ლამაზი ოჯახი.
- ნინა ასე ცუდად მიცნობ რომ გგონია საკუთარ შვეილებზე უარს ვიტყვი? წყენა დაეტყო სანდროს სიტყვებში.
- მე შენ საერთოდ არ გიცნობ.
- არ გინდა გთხოვ ეხლა მაინც არ გინდა. დანადებით წარმოთქვა სანდრომ.
- სად არიან? იკითხა მოუთმენლად.
- სძინავთ ოთახისკენ მიუთითა ნინამ.დაიღალნენ ეს დღეები.
- შეიძება შევიდე
თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა ნინამ და სანდრომაც აფორიაქებულმა შეაღო ტყუპების ოთახის კარი.ორო პატარა არსება, რომლებსაც ერთმანეთზე ჩახუტებულებს ეძინათ.სწორედ მაშინ იგრძნო სანდრომ პირველად, რომ მამა იყო ამ ორი ანგელოზის. -როგორ დავიმსახურე ამხელა ბედნიერება? როგორ უნდა ჩაეხუტოს ორივეს, აკოცოს, მოეფეროს. გული სიამაყით აევსო .თავზე აკოცა ორვეს და წყნარად დატოვა ოთახი.
მისაღებში იჯდა ნინა და ყავას სვამდა, როდესაც სანდრო გამოვიდა.
- ეხლა როგორ მოვიქცე ნინა?
- რას გულისხმობ?
- რა ვუთხრა რომ გაიღვიძებენ?
- არაფერი.ისედაც გელოდებიან ,გიცნობენ ფოტოები აქვთ ნანახი შენი ასე რომ..
- ასე მშვიდად როგორ საუბრობ? თითქოს ემოციები არ გქონდეს შერჩენილი
- და რა უნდა ვქნა, რომ ემოციური გამოვჩნდე? შენს დანახვაზე უნდა მეტირა? კისერზე ჩამოგკიდებოდი თუ?
- ცინიზმი არაა საჭირო. ვერ გცნობ ნინა . ასეთი როდის გახდი?
- არ ვაპირებ ჩემი ხასიათის შენთან განხილვას.
- ისევ ვკამათობთ?
- არა სანდრო არ ვკამათობ მე შენთან. კამათიც კი დავამთავრე უკვე.
ერთმანეთს გულს სტკენდნენ თითოეულ სიტყვაში, წინადადებაში და ეს იცოდა ორივემ, მაგრამ ნინას არ შეეძლო ,უნდა დაცლილიყო იმ ყველაფრისგან რაც 5 წელი აგროვა.
- გგონია მსიამოვნებს აქ შენს წინ დგომა?
- გგონია მინდოდა აქ დაბრუნება? არა არ მინდოდა.იცი რატომ? შენი დანახვა ჩემს შეცდომას მახსენებს ყოველ წამს. ეს ვერ მომინელებია გესმის? მხოლოდ შვილების გამო ვაკეთებ ამას, მხოლოდ შვილების გამო ვაკეთებდი და გავაკეთებ ყველაფერს .
- ანუ მხოლოდ შეცდომა ვიყავი?
- არასოდეს არავისთვის მიმიცია ჩემი დამცირების უფლება. მიუხედავას ყველაფრისა. არავინ მომქცევია ისე, როგორც ნაგავს, მსუბუქი ყოფაქცევის ქალს, არარაობას და კიდევ გიკვირს, რომ შეცდომად გთვლი?
- მართალი ხარ მე ვიმსახურებ შენს სიძულვილს.
- არ მძულხარ. სიძულვილიც გრძნობაა. მე კი შენ მიმართ არანაირი გრძნობა აღარ მაქვს. დღეიდან ეცადე კარგი მამა მაინც იყო. და ნუღარ წამოჭრი ჩვენს შესახებ საუბარს , იცოდე ყველაფერი ასე დამთავრდება ყოველთვის. ჩემს შვილებს გული, რომ ატკინო გეფიცები განანებ.
- ოდესმე შეძლებ მაპატიო?
- მთავარია ბავშვები იყვნენ შენი არსებობით ბედნიერები, ჩათვალე ეს საკმარისი იქნება პატიებისთვის.
-

- დედა, დედაა.. გამოსცვივდნენ პატარები ოთახიდან. სანდრომ მათი ხმის გაგონებაზე გული აევსო სიხარულით.ბიჭები პირდაპირ დედისკენ გაიქცნენ, არც კი შეუმჩნევიათ სანდრო.
- დედიკო გიგი მაბრაზებს უთხარი რამე გთხოვ.
- დედა მისი ბრალია მეუბნება მამა არ მოვაო და ამიტომ ვეჩხუბე.
სანდროს ამის გაგონებაზე გულში რაღაც ჩასწყდა.
- დამშვიდდით ჩემო სიხარულებო. თქვენთან ვიღაც მოვიდა.
ბავშვებმა უკან მიიხედეს. პირველი გიგი იყო რომელიც სანდროსკენ გაიქცა .
- მამა მოხვედი? იცი ზუსტად ისეთი ხარ, როგრც ფოტოებში.
- მამიკო გვენატრებოდი მივარდა გეგაც.
- მამა ბაღში ხომ წაგვიყვან? ფეხბურთზე ხო გვატარებ? იცი ჩვენ ერთნაირი რაღაცეები მოგვწონს.

სანდრო ეხვეოდა თავის შვილებს. ვერ იჯერებდა რომ ამ სასწაული ბავშვების მამა იყო.
- კი აბა რას ვიზამ? ყველაფერს გავაკეთებთ ერთად დღეიდან.
- მამიკო ამდენი ხანი რატომ ვეროხვედი იცი დედიკოს რამდენჯერ გავუბრაზდი?
- მაპატიეთ ჩემო ვაჟკაცებო. დედიკოს არასდროს უნდა გაუბრაზდეთ ხომ იცით? გპირდებით დღეიდან არსად წავალ სულ თქვენთან ვიქნები .
- რა მაგარია მამიკო?ერთხმად შესძახეს ბიჭებმა.
- მამიკო დღეს ჩვენთან დაიძინებ? (გიგი)
- რათქმაუნდა ჩემო ლომო .
დიდი ხანი ტკბებოდნენ ერთმანეთით.
- დედა მამა შეიძლება საუზმეზე დარჩეს? იდეა წამოაყენა გიგიმ
ნინამ იცოდა, როგორ სჭირდებოდა ბავშვებს მამა, ამიტომ დათახმდა საუზმე გაამზადა და როგორც ოჯახი ისე მიუხსდნენ სუფრას.
- მამიკო შენი ნივთები სადაა? რატომ არ მოიტანე? (გიგი)
ამ კითხვაზე სანდრო და ნინა ორივე დაიბნა.უხერხულობა კი ისევ ნინამ განმუხტა.
- საყვარელო მამიკო აქ არ იცხოვრებს მას თავისი სახლი აქვს მასთან წაგიყვანთ ხოლმე.
- ანუ თქვენ ერთმანეთი არ გიყვართ? ჩვენი მეგობრების მშობლები ყველა ერთად ცხოვრობს, მხოლოდ ჯორჯის მშობლები არ არიან ერთად, ჯორჯმა თქვა ,რომ მათ ერთმანეთი აღარ უყვართ ..
- საყვარელო ორივეს ძალიან გვიყვარხართ ხომ იცით? მამიკოსთან ხშირად ივლით ხოლმე, ერთად გაერთობით.
- ხო მაგრამ გვეგონა მამა აქ დარჩებოდა.
- მამას ლომო ხვალ იცი ვიღაცეები უნდა გაგაცნოთ ბიძიები და მამიდა ხომ გინდათ არაა?
- რა კარგია წამოიყვირეს ბიჭებმა.
მთელი დღე ბავშვებთან გაატარა, მხოლოდ ეხლა იგრძნო რა იყო ბედნიერება.მიუხედავად იმისა, რომ ნინა მთელი დღე დისტანციას იჭერდა სანდროსგან. უკვე ღამე იყო, როცა ბიჭებს ჩაეძინათ და სანდროც წასასვლელად მოემზადა .
- ნინა მადლობა იმ ორი სასწაულისთვის, რომელიც მაჩუქე. მე მართლა ძალიან ვწუხვარ იმისგამო რაც გაგიკეთე. იმედი მაქვს ოდესმე მაპატიებ. მინდა იცოდე რომ 5 წლის წინაც მიყვარდი, მაშინაც რომ წახვედი მიყვარდი და ეხლაც მიუხედავად იმისა რომ შენთვის სულერთია , ეხლა ყველაზე მეტად მიყვარხარ .





იმედია მოგეწონებათ ეს თავი. ვეცდები მალე დავდო ხოლმე , გამიხარდება თუ თქვენს აზრს დამიწერთ.რათქმაუნდა შენიშვნებსაც მივიღებ. მადლობა



№1 სტუმარი სტუმარი ნინო

Dzalian kargi iyo magram agar gvalodino da gexverwebi gaadide ra ar myofnis

 


№2  offline წევრი Daldoni Daldoni

ძალიან ძალიან საინტერეო და ემოვიებით სავსე ისტორიაა

 


№3 სტუმარი ნია

ძალიან კარგი და ემოციური ისტორიაა. ასე გააგრძელეთ

 


№4 სტუმარი სტუმარი ნინა

გთხოვთ გააგრძელეთ. ძალიან საინტეტესო ისტორიაა. თან ისეთ ადგილზე შეწყდა. არ მყოფნის

გელოდებიით. გაააგრძელეთ გთხოოვთ

 


№5 სტუმარი Gvanca

Kargia dade droze ra

 


№6 სტუმარი სტუმარი ნანა

გააგრძელეთ რაა. საინტერესოა ძალიან

 


№7 სტუმარი ნია

რატომ აღარ აგრძელებთ?

 


№8  offline წევრი ირინა ირინა

ნია
რატომ აღარ აგრძელებთ?

დღეს დაიდება ახალი თავი????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent