შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხოჩა ლეეთუ ჯაარ


2-02-2024, 17:47
ავტორი მუშვანი
ნანახია 2 163

და აი ასე იწყება ყველა ისტორია სადღაც. ყოველ ჯერზე ძველის დავიწყების მცდელობაში, რაღაც ახალს ვაწყდებით გზაზე.
ჩემთვის უჩვეულო ამბები ჩემს ცხოვრებაში ერთი და იგივე წრეზე ტრიალებს და საბოლოოდ ყველა ისტორია ერთნაირად იწყება და ერთნაირად მთავრდება. ჩემი ახლანდელი ისტორიაც ზუსტად ისე დაიწყო და განვითარდა როგროც სხვა ყველა წინა. დაიწყო ბედნიერებით,გაგრძელდა ტკივილით, მიუხედავად რომ ჯერ არ დამთავრებლა, მომავალი ყველამ წინასწარ იცის.
ბიჭებთან ურთიეერთობა ჩემი ძლიერი მხარე არასოდეს ყოფილა. შინაგან ხმასთან ერთად შექმნილი ილუზიები ადამიანებთან დაკავშირებით, ყველაზე ძლიერი იარაღი აღმოჩნდა ჩემს წინააღმდეგ. ყოველთვის წარმმოვიდგენდი როგორები იქნებოდნენ, ვფიქრობდი, რომ ყველაფერი ის რასაც რომანტიულ მელოდრამებში ვხედავდი და ვკითხულობდი, ჩემს ცხოვრებაში სრული სიზუსტით გადმოვიდოდა. თუმცა რაც უფრო ვიზრდებოდი, ვხედავდი რომ უფრო და უფრო ნაკლები ფილმი მთავრდებოდა ყველასთვის საყვარელი ბედნიერი დასასრულით. თუმცა მე ჩემი ილუზიები და წარმოდგენები იდეალურ ურთიერთობაზე ღრმად ჩავფალი ჩემს ტვინში და არასდროს გამიშვია. მთავარი მიზეზი ამ ყველაფრის არასდროს მიძებნია, თუმცა გულის სიღრმეში ყოველთვის ვიცოდი ისტორიის საწყისი მხარე. ასაკის მატებასთან ერთად ვიაზრებდი რამდენად მძიმე შეიძლება ყოფილიყო ოჯახისგან დარჩენილი ტრავმები. არა, არ გეგონოთ, რომ ვფიქრობ ერთადერთი მხოლოდ მე ვარ, ვისაც ოჯახისგან ტრავმა აქვს. უბრალოდ მე მინდა ჩემი ისტორია მოვყვე, ერთხელ და სამუდამოდ, თავიდან ბოლომდე.
...
მორიგი დრამატული დაშორების შემდეგ ჩემი მეგობრები ზუსტად ისე მოიქცნენ, როგორც ჩემი თაობის თბილისელი მეეგობრები იქცევიან ხოლმე. გამიკეთეს საგანგებო მაკიაჟი, გამომწვევად გამომაწყვეს და გულის გადასაყოლებლად კლუბიდან კლუბში მატარეს. თუმცა ჩემმა არცერთმა ჩემმა მეგობარმა არ იცოდა რას ვგრძნობდი, არცერთმა არ იცოდა, რომ საკმაოდ დიდ ხნიანი ურთიერთობის და ბეჭდის ხელიდან მოხსნის შემდეგ, ერთი ცრემლი არ დაძრულა ჩემი თვალიდან. ოდნავადაც კი არ ავღელვებულვარ, ისე დასრულდა ყველაფერი ჩემთვის. არც ვიცი ეს იმის ბრალი იყო,რომ არ მიყვარდა თუ იმის,რომ ემოციები სრულად გაყინული იყო ჩემს გონებაში. მას შემდეგ რაც პირველი აღმაფრენა გამივლიდა, ჩემს ძველ თავს ვუბრუნდებოდი, მეტი მინდებოდა, ამ მეტის შესაბამის წარმოდგენებს ვიქმნიდი გონებაში და საბოლოოდ გულნატკენი ან იმედგაცრუებული ახალი ურთიერთობის მოლოდინში მეგობრებთან ეერთად კლუბიდან კლუბში დავდიოდი მუქი წითელი ტუჩსაცხით და ტანზე მჭიდროდ მომდგარი გიპიურის ტოპით. შემდეგ იწყებოდა ჩემთვის სტანდატრული რუტინა, იმან სასმელზე დაგვპატიჟა მე და ჩემი დაქალები, იმან სახლში გაგვიყვანა, ვიღაცამ მეგობრების შეკრებაზე წაგვიყვანა, კარგი დრო გვატარებინა, დასასვენებლად წავედით. თუმცა ამ ადამიანებთან მარტო დარჩენას იშვიათად ვრისკავდი და ყველაფერი ისეედაც რამდენიმე მოსაწყენ საათში მთავრდებოდა. შემდეგ იწყებოდა ჩემი დაქალების ფრაზები „-გოგო რა გინდა, საყვარელია, სიმპატიურია“, ისეთია, ასეთა, მაგრამ ჩემი არავინ არ ყოფილა. ასე გადიოდა თვეები ჩემი ცხოვრების იქამდე, სანამ ლუკა არ გავიცანი. ლუკა იყო ადამიანი, რომელთან ურთერთობაც ზუსტად ისე დაიწყო,როგორც მის წინამორბედებთან და განვითარებაც სწორედ ისე წავიდა, როგორც მოსალოდნელი იყო. თუმცა ბრმად მჯეროდა დასაწყისში, რომ ეს ყველაფერი სხვანაირად მოხდებოდა და შევძლებდი ისეთი ცხოვრების მიღებას, როგორიც 6 წლის ასაკიდან იყო ჩემს გონებაში.
...
მე და ლუკა ივლისის ბოლოს შევხვდით ერთმანეთს, მეგობრის სოფლეში, ზუსტად ისე როგორც ფილმებში ხდება. ძლივს მონაპოვარი შვებულების ძილში გატარებას ვაპირებდი,თუმცა ჩემმა მეგობრებმა რა თქმა უნდა ნებართვა არ მომცეს.
-აუუ, მთელი შუადღე შეიძლება გეძინოს?_ მიკივლა ნატალიამ ტელეფონში, როცა 7 გამოტოვებული ზარის მერე ძლივს ვუპასუხე
-რა გინდა, ვისვენებ და მძინავს, სადმე სხვაგან დახარჯე ენერგია.
- აუ რა მინდა და თეკლა ჩამოვიდა ბერლინიდან,წუხედლ დამადგა თავზე
-ვაა, რა მაგარია_ ძალით გამოვხატე აღფრთოვანება ტელეფონში, რადგან არ მინდოდა მომავალი რამდენიმე დღე ნატალიას შემორიგებაში დამეხარჯა.
- ხოდა მაგარი როა, რამდენიმე დღით ჩამოვიდა მხოლოდ და სადმე გვინდა რომ წავიყვანოთ. _საერთოდ არ მომწონდა შვებულების დღეების ხალხმრავლობაში გატარება, მინდოდა სახლში ვგდებულიყავი და ათასჯერ ნანახი სერიალები ათასმეერთედ მენახა, შიგადაშიგ უინტერესეო ბიჭებს შევხვედროდი და 2 კვირის შემდეგ ჩემს საყვარელ,მოსაწყენ და სტრესულ სამსახურს დავბრუნებოდი, მაგრამ bros before hoes, თანაც თეკლა ჩვენი ბავშვობის მეგობარი იყო, რომლმაც ყველაზე ცუდ პეროდში დაგვტოვა და გერმანიაში გადაიხვეწა. სხვა რა გზა მქონდა, ზლაზვნით ავდექი ლოგინიდან, დამტვერილი ჩანთა გადმოვიღე და კარადიდან ხელში რაც პირველი მომხვდა ისინი ჩავყარე.
გზა უფრო სახალისო გამოდგა ვიდრე ველოდებოდი. სტანდარტული უხარისხო მუსიკებით, იაფასიან საცხობებთან გაჩერებებით და ბავშვობის სახალისო ისტორიებით სავსე. ჩვენი ახალგაზრდობის ისტორიების გახსენება, ყველას მტკივნეულად და თან თბილად ხვდებოდა გულზე. კარგი ბავშვები ვიყავით, ბედნიერები, სიცოცხლით სავსეები და რაც მთავარია ერთად. თუმცა წლების გასვლას ისეთი პროცესები ახლავს, რასაც კაცობრიობა საუკუნეების განმავლობაში ებრძვის და არც ჩვენ ვყოფილვართ გამონაკლისები. ზოგი ჩამოგვშორდა, ზოგი ჩვენთან ერთად იყო, ზოგს შორეული ქვეყნეებიდან ვენატრებოდით. რამდენიმე დაიღუპა კიდეც. რამდენიმე საათიანი ღლიცინის, ტუალეტში გაჩერების და ერთი ორჯერ გზის არევის შემდეგ ძველ ეზოში შევედით. შუაში ძველი ხისგან და ფიქალის ქვით აშენებული სახლი იდგა, ლურჯად შეღებილ კარს ნახეთქები ქონდა. მიუხედავად რომ თბილისი სიცხისგან იწვოდა აქ ჯერ კიდევ იყო ხასხასა სიმწვანე შემორჩენილი. ვაშლის ხეეები, ახალი ჟოლო და ოქროსფეი პაწაწუნა მსხალი, საოცარ სურნელს ატრიალებდა მთელ ეზოში. რამდენიმე ნაბიჯს თუ გადადგამდი ეზოს სიღრმეში ხის ლალჩა იდგა( ჩვენ ენაზე საკუჭნაო) საიდანაც ხის და ნახერხის საოცარი სუნი გამოდიოდა. სახლის უკან გავიპარე და მდელოზე გავიშხლართე. მთელი ჩემი ბავშვობა თვალწინ დატრიალდა. ლურჯი კარი, ლალჩაში მოწყობილი სათამაშო ქოხები, ტყეში ბოდიალი, სათიბების განადგურება. სვანეთის ეს პატარა სოფელი მთელ ჩემს ტკბილ ცხოვრებას იტევდა. ეზოდან ოდნავ მოშორებით, დროსგან შეჭმული მეორე სახლი ჩანდა, კოშკისგან დარჩენილი რამდენიმე აგურით და გადამწვარი აივნებით. მისმა დანახვამ უფრო მძაფრად გამახსენა ჩემი ბავშვობა და მოზრდილობის წლები. ხანძარი, ჩემი და არა მარტო ჩემი ოჯახის ტრაგედია, დაკარგული ოჯახის წევრები და მეგობრები.
-სალიიი_fiფიქრებიდან ნატალიას კივილმა გამომიყვანა- სალიი აქ ხარ, აქოშინებული მოვარდა ჩემთან- რას გვემალები, ჭამო რა ვჭამოთ და დავისვენოთ, მთები არსად გაგექცევიან. მართალი იყო მთები არსად გაიქცეოდნენ, მხოლოდ მე მინდოდა მათგან რაც შეიძლებოდა შორს გაქცევა და აღარასოდეს დაბრუნება.
სტანდარტული ამობარგება დავიწყეთ, ოთახებში გადავნაწილდით, სამზარეულო შტურმით ავიღეთ და სადილის გასამზდებლად ხელები დავიკაპიწეთ.
ბევრი ისეთი ადამიანი გვახლდა თან,ვისაც მე არ ვიცნობდი, თუმცა ნატალიას მეუღლის დამსახურებით ჩვენი სამეგობრო დღითიდღე იზრდებოდა. თან გვახლდა ვაჟიკოს 2 მეგობარი და ჩვენი ძმა კახი რომლის გარეშეც წარმოუდგენელი იყო ცხოვრეება.
-არიქა გვშია ქალებო, თორე მომკლეს ამათმა გზაზე ფენოვანით და ნაზუქების ჭამით_შემოვარდა აქოშინებული ვაჟიკო კახისთან ერთად. კახი და ვაჟიკო განუყრელი კუჭის მონები იყვნენ,სადაც იყო ერთი ლუკმა საჭმელი იქ იყვნენ ისინიც.
-თუ დაგვაცდით ამოსუნთქვას და ფეხის გადმოდგმას მანქანიდან ჩაგაცეცხლებთ რამეს_ შევუბღვირე კახის და ორ მეტრიანი კაცი სამად დაიკეცა და დაპატარავდა.
-რაიყო მასპინძელო კუბდარს არ გვაჭმევ?_ ხელი გადამხვია ვაჟიკომ
- მე არ ვარ აქ მასპინძელი რაა_ გავწელე წინადადება
-სვანები ვართ ის ვართ ეს ვართო და ახლა აღარ ხარ მასპინეძელი?_ გამოექომაგა კუბდარის სურვილს სერგო, ვაჟიკოს ძმაკაცი
-აბაა მოიცაა, ნატალიაც სვანია და სულაც ნატალიას სახლია ეს რაა_ უკმაყოფილოდ გავიქნიე თავი და სკამზე ჩამოვსკუპდი
- ისევ თქვენ თუ გვიმასპინძლებთ, თორე ჩვენი საძმაკაცო დღემდე გასტრიტს ვებრძვით ნატალიას საჭმლისგან_ იმდენად მყარი არგუმენტი მოიყვანა სერგომ, შეწინაადღემგებას აზრი არ ქონდა, ჩვენი ცხოვრების ტრავმა იყო ნატალიას გაკეთებული საჭმელი
-ერთი წუთი რაა, ვაჟიკოო_ აწიწინდა ნატალია გაწითლებული_ უთხარი რამე შენს ძმაკაცებს
- რა ვქნა ჩემო ცხოვრების აზრო, ძალიან მინდა შევეწინააღმდეგო მაგრამ.._ და იქ უკვე ყველა მოვწყდით სიცილისგან. ნატალიას ხმა არ გაუცია ჩვენთვის ისე გატრიალდა და აივნის მოაჯირს მიეყრდნო მუცლით. ვაჟიკო მიხვდა რომ ამაღამ აივანზე დაძინეება არ აცდებოდა და ნატალიას მიეკრო
-ჩემო ცხოვრება ქართუული კეერძები არ გამოგდის თორემ ხომ იცი შენი გაკეთებული ბლომანჟეს გამო ქვეყანას გავყიდი. აქ უკვე სიცილს ვეღარავინ იჩერებდა და აღარც ნატალიას გაბუსხული სახდე გვახსოვდა, იატაკზე ვეყარეთ სიცილით.
-აბა აბა აქ რა ხდებააა_ შემოაღო ტრადიციული ქაოსით თეკლამ აივნის კარი _ ვინ მიბრაზებს ჩემ გოგოს, მთელ სოფელში ისმის თქვენი ჩხავილი.
თეკლა მთელ ბარგთან ერთად ვაჟიკოს მეგობრის მანქანაში დავტოვეთ, გამოძინება მინდა მე თქვენი თავი არ მაქვსო და სწორედ ამიტომ გვიან დაგვეწიენ სახლში.
-ოპ ოპ ქალებო, კიარადა ქალო, გაიცანი ჩემი ძმაკაცი და „ტავარიში“ ლუკა _ მიმითითა ვაჟიკომ ბიჭზე რომელიც თეკლას შემოყვა წაშლილი სახით. საშუალო სიმაღლის ბიჭი იყო,მხრებში მოხრილი, დაბალი თმით და ამოღამებული თვალებით.
მე და ნატალიამ მაშინვე ერთმანეთს გავხედეთ და ეერთიანად დავიძახეთ
-თეკლას არ ეძინა ხოო გზაზეე?! _და ერთმანეეთს შევასკდით სიცილით
-აუუ რა გინდათ, ძაან კარგადაც მეძინაა_ ახლა თეკლა აგვიბუნტდა
- არა ჩემო პატარა რა უნდოდა მინდოდეს, ლუკა როგორ ხარ? აგაძრო სკალპი თუ დაგიტოვა რამე წმინდა
-სულ ამდენს ლაპარაკობს?_ ძლივს გასაგონად უთხრა ნატალიას._ გამარჯობა_ ოდნავ დამიკრა თავი და ბიჭეებს შეერია
- აბა ახლა გალაგდით ყველა აქედან და ჩემი დაქალები დამიტოვეთ. ვაჟიკო შენ გშიოდა მგონი
-კაი ქალო რა იყო, დაგვიხმა კუჭები
-აი ამ ქალოს გამო, მოვა დღე და საჭმელს მოგიწამლავ_ ძლივს გაასწრო ჩემ ნასროლ ვაშლს ვაჟიკომ კარებში.
და ასე დაიწყო მხიარული დღეები, შეუძლებელია როგორ ცუდადაც არ უნდა ვგრძნობდე თავს, ჩემი მეგობრების გარემოცვამ არ გამოასწოროს ყველაფერი. ვაჟიკო და კახი რომ საერთოდ. ჩემთვის იმ ძმებივით იწყვენ, რომელიც მე არასოდეს მყოლია. ვერ დავითვლი რამდენჯერ მიტირია მათ მხრებზე, რამდენი ადდამიანი უბეგვიათ ჩემს გამო, რამდენი პრობლემა მოუგვარებიათ, თუმცა მათი ამხელა სიყვარულის მიუხედავად, ყოველთვის შინაგანად მკლავდა ის ფაქტი რომ ჩემი საკუთარი ძმები არ მყავდა. ეს იყო უდიდესი რამ რაც ცხოვრებაში მაკლდა. გემრიელად ვასადილეთ ჩვენი გაუმაძღარი ბიჭები და ჯგუფებად გავიყავით, ნატალიამ და თეკლამ ვაჟიკოს და მის ბიჭებთან ერთად გასეირნება გადაწყვიტეს, მე და კახი კი სახლის უკანა ეზოში ძილის იდეით მოვიხიბლეთ. წლობით აკეცილი ჰამაკი მსხლის ხეზე მჭიდროდ დავამაგრეთ და ჟელატინებივით შიგნით ჩავეყარეთ.
-გახსოვს ბავშვობაში, ერთმანეთს გასწრობანას ვეთამაშშებოდით, რომ ჰამაკში ჩაწოლა მოგვესწრო_ დაარღვია კახიმ უსასრულო სიჩუმე და ფიქრებიდან გამომარკვია
-მახსოვს, როგორ ვჩხუბობდით ხოლმე, თქვენ სულ ბრაზდებოდით ჩემზე და ნატაზე, ჩვენ სტუმრები ვართ და უნდა დაგვითმოთო, ჩვენ კიდე აქაურობა გვენატრებოდა და ვერ ვიტანდით თქვენს აქ ყოფნას
-ბავშვობიდან ეგოისტები იყავით თქვენ ორნი, მარტო ნიკა გიყვარდათ
-მახსოვს_ნიკას სახელის გაგონებაზე გულში რამდენიმე მინის ნამტვრევმა ერთიანად გაიარა. დიდხანს ვისხედით ჩუმად, ისე რომ ერთი სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, მაგრამ ორივემ ვიცოდით, ერთი და იგივეზე ვფიქრობდით.
...
-ეს გოგო თქვენი ბავშვობის მეგობარია?_მოულოდნელად კითხა ვაჟიკოს ლუკამ,
-ვინ გოგო, სალი?
- ხო, სალი, მიკვირს აქამდე რო არ ვიცნობდით ჩვენ.
-სალი ცოტა სხვანაირია, დიდად უცხო ხალხი არ უყვარს და ჩვენც ხელს ვუწყობთ.
-ვაა, ნატას მეგობარი და ჩაკეტილი
-იცი რა არი_ რაზე ჭორაობთ ბიჭებო, უკნიდან მოტრიალდა ნატალია_ დაანებეთ თქვენ თავი ჩემი დაქალის გაჭორვას და ნახე ლუკა რა ლამაზია წინ, მთელი კავკასიონი ჩანს
-ლამაზია კი, ზედმეტადაც_ ჩაილაპარაკა ლუკამ და ვარდისფრად შეფერადებულ თეთნულდს თვალი გაუსწორა.
-აუუ, შენ თეთნულდის და უშბას ისტორია იცი?
...
„სვანური ლეგენდის მიხედვით, არსებობს ასეთი ლეგენდა, რომ უშბა ყოფილა ღარიბი ოჯახის ვაჟიშვილი, რომელსაც შეჰყვარებია მდიდარი ოჯახის ქალიშვილი, სახელად თეთნულდი. თეთნულდიც ჰყვარობდა უშბას. ეს ამბავი თეთნულდის ოჯახს რომ გაუგია, აუკრძალავთ უშბასთან ურთიერთობა.
დამწუხრდნენ უშბა და თეთნულდი, ასე დიდხანს ვეღარ გაუძლიათ.
თეთნულდი გამოწყობილა საპატარძლო კაბაში და ღმერთისათვის შეუთხოვია: ღმერთო რაკი მე და უშბას ერთად ყოფნა არ გვიწერია, ისე მაინც გაგვაქვავე, რომ ერთმანეთის ყურებაში ხელი არავინ შეგვიშალოსო.
კავკასიონის ქედზე მართლაც ისე დგას ეს ორი მწვერვალი, რომ ერთმანეთს პირდაპირ მისჩერებიან“
..
საღამოს ნამდვილი სოფლის საღამო მოვიწყვეთ,კოცონი, გიტარა, არნახული სიმღერები, მონატრებულ თეკლასთან ჭორაბა და თვალით დამყარებული კონტაქტები. მოვყევით უამრავი ლეგენდა და ისტორია, ზოგი გამოგონილი, ზოგი ნამდვილი, ზოგი სასაცილო ზოგი საშიში თუმცა საბოლოოდ მაინც ყველა ბედნიერი იყო ერთად ყოფნით.
-ამ სახლს ვინ უვლის ნატა, როგორ კარგ ვიდზეა_დაინტერესდა სერგო
-ვიდზე შენთვითონ ხარ_წარბი აუწია ნატამ
-რა იყო გოგო, ვიკითხე კი არ გადავწვი
-სვანეთში ეგეთ სიტყვებს არ ვხმარობთ რა_ ჩავერთე დებატებში
-დაგერხა ძმაო, სვანები გიტევენ. ჩემი იმედი არ გქონდეს_ ხელები აწია ლუკამ, იმის მერე რაც სერგომ გახედა „მიშველე“ თვალებით.
-ესეიგი რაა,რძალი არ მყოფნიდა სვანი, ახლა დაქალები დამასია_ უმწეო თვალებით გახედა ვაჟიკოს, შენ მაინც მიშველეო
-არც ჩემი იმჯედი გქონდეს ძმაკაც, ჩვენ მივეჩვიეთ ეს ორი ერთად რომ არიან მტრისას და ავისას, მანდ ყველა ჩუმად ვართ, სახლს ნატას ბებია უვლის ცოტა მოშორებით ცხოვრობს, ქვედა უბანში. ხო გაიგე დაჯე ახლა მანდ და დალიე სანამ ენგურის ხეობაში გისროლეს ამათმა.
..
-გოგო ეს ლუკა,რა ტიპია_მაინც არ გაუძლო თეკლას გულმა, მთელი დღე ველოდებოდი როდის გამოაცხობდა ახალ სიყვარულის ისტორიას ჩემზე დალუკაზე და აი ისიც, სვანურ ღუმელთან მიყუჟული დამიჭირა და ნატას ლაპარაკი გაუბა, ისე რომ მე გამგონა
-გოგო რავი, ვაჟას კურსელი იყო, ერთადაც მუშაობდნენ ცოტახანი ეგ ვაჟა და სერგო, მერე ამან ცოლი მოიყვანა მალევე გაშორდა და ესპანეთში წავიდა. 1 წელია დაახლოებით მგონი რა რაც დაბრუნდა.
-ეგ ვიცი ქალო, გზაზე მაგის გაგება გამიჭირდებოდა? ისე რა ტიპია, რაღაცნაირად უჟმურია
-გოგოო, უჟმური არაა, პროსტა ჩვენნაირი შებერტყილი არაა რა, შენ. კი გაგიკვირდება თეკლა მაგრამ ზოგი ადამიანი გაწონასწორებულია . ძაან ისეთი ტიპია რა, სერიოზული, სულ საქმეშია, დაჟე ვაჟა იმას ამბობდა ცოლი მაგიტო გაშორდაო, სულ მუშაობდაო
-იმეე,ეს ქალები რაა, ქმარი მუშაობდეს და ფული ქონდეეს, რა დამაშორებს_ აიცრუა გული თეკლამ
-მაგიტომაც გდიხარ მარტო, შე მატერიალისტო_ გავძახე ისე რომ ღუმელში მოგიზგიზე ცეცხლისთვის თვალი არ მომიცილებია
-უი შენ აქ ხარ გოგოო?_ მოჭუტული თვალებით გამომხედა თეკლამ, წამპალი, ვითომ არ იცოდა
-ჰა შენ რას ფიქრობ ლუკაზე_ ახლა ნატა ჩაერთო საქმეში რომელიც მიხვდა თეკლას განზრახვას და ჭკუაში დაუჯდა
-ჰა ამოთქვი ახლა, ხო აქვს მისიკვდილება თვალები გოგოოო- ძალით გაწელა ბოლო სიტყვა თეკლამ და გვერდზე მომისკუპდა
-რავიცი მე მაგის თვალები 8 საათი შენ ეჯექი გვერდით_ვეცადე მორიგი რომანის გეგმა ამესხლიტა
-მე რა ჯანდაბად მინდა ქალო მაგის თვალები, ქართველი ბიჭები ნოთ მააიიინ ხო იცი
-ავადმყოფები ხართ ორივე, ნუ ცდილობთ ჩემს გათხოვებას _ მივაწიე კარისკენ წასულმა ბოლო სიტყვა გოგოებს და გარეთ გამოვიპარე.
ჩემს ჰამაკში გავიპარე და ხის სურნელით ფილტვები გამოვივსე. მეორე სართულზე ეტაპობრივად შუქი ინთებ ოდა და ქრებოდა, რაც იმას ნიშნავდა რომ ნელნელა ყველა ძილისკენ იპარებოდა. ცოტახანში საკვამურიდან ამოსული კვამლი გაუფერულდა, შუქები ტყის სიბნელეში გაიპარა და სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა. მხოლოდ ენგურის ხეობიდან ამოსული ხმა არღვევდა იდილიას, მკაფიოდ ისმოდა როგორ ეხეთქებოდა დიდ ლოდებს ტალღები,როგორც ცდილობდნენ თავის შეკავებას რადგან დიდებული მდინარის საამაყო მცველებად რაც შეიძლება დიდხანს დარჩენილიყვნენ. არ ვიცი რამდენი ხანი ვტკბებოდი ამ ჩუმი ხმაურით, მაგრამ სიბნელიდან ფეხის ხმამ გამომარკვია
-კახი_ გავძახე ინსტიქტურად
-აუ ბოდიში, არ მეგონა ვინმეს თუ ეღვიძა_ გამოჩნდა ლუკას სილუეტი მთვარის შუქზე
-ა უი, არაუშავს მოდი_ უხერხულად წამოვდექი ჰამაკიდან და კაბა მუხლებზე გადმოვიფარე
-არა არა, იყავი, სიგარეტის მოსაწევად გამოვედი, მიჭირს დაძინება უცხო ადგილას თუ სიგარეტთან ერტად არ შევისწავლე_ მოწევ?_ მკითხა რამდდენიმე წამის მერე როცა ჩემგან პასუხი ვერ მიიღო

-არა მადლობა, აღარ ვეწევი 1 წელია დაახლოებით. უხმოდ ჩამოჯდა ძირს, სიგარეტს გაუკიდა, მომწონდა როგორ ცდილობდა კვამლის გაშვებას ჩემი საწინააღმდეგო მიმართულებით.
-აი ჯანადა, ახლა მომანდომე_ წამოვდექი ჰამაკიდან და გვერდზე მივუჯექი_ მომე აბა ერთი ღერი
-რა პონტია, თუ არ ეწევი
-შენ რა გინდა კაცო, სიგარეტი კია შენი მარა ფილტვები ხო ჩემია
მესიამოვა ფილტვების მომწამვლელი კვამლით ავსება , უკან გადავწექი და ვარსკვლლავებით გადაჭედილ ცას ავხედე. მახსოვს ბავშვობაში როგორ ვიპარებოდი ლოგინიდან რომ ამ ცისთვის ერთხელ მაინც მომეკრა თვალი
-ნუ ეწევი დაწოლილი, დაიხეთქავ ფილტვებს_ დამირღვია იდილია მოულოდნეელმა ხმამ, საერთოდ დამავიწყდა რომ ლუკა აქ იჯდა
-დიდი განსხვავება არაა, მაინც დავიხეთქავ-შეწინააღმდეგების მიუხედავად მაინც წამოვჯექი_ პირველად ხარ სვანეთში?_ ვცადე დიალოგის წამოწყება
-არა_მიპასუხა მოკლედ, ისე რომ არც შემოუხედავს, ცოტახანს ველოდე, შემდეგ წამოვდექი და სახლისკენ წავედი
-სალომეე_დამაწია ხმა შუაგზაში_ ძილინების
- გოგოებს არ უთხრა რომ მოვწიე_ მივუბრუნდი ღიმილით
-არა გპირდები _ და გადაჯვარედინებული თითები აწია.
აივანზე ჩუმად ავიპარე, თუმცა ძველი ხის კიბეები ჩემ ყველა ნაბიჯს ხმამაღლა ყვიროდა, აივნის მოაჯირს ჩამოვეყრდენი და ჩვენს გვერდზე მდგარ სახლს გავხედე. მთვარის შუქი ეცემოდა და ამ შუქზე კიდევ უფრო საზარლად ჩანთა მურში გახვეული სახლის ნანგრევები
-ხოჩა ლეეთუჯარ_ ჩავილაპარაკე სახლის მიმართულებით და ოთახში შევიპარე.



№1  offline წევრი Daldoni Daldoni

საინტერესო ისტორიაა დ საინტერესო დასაწყისია.. ვნახოთ სვანი ქალის თავგადასავალი სვანეთში ,მშობლიურ კუთხეში თუმცა ,თუ სწორად მივხვდი ამავე დროს სალომეს ტკივილიანი მოგონებებიც აკავშირებს სვანეთთან,სოფელთან ,იმ სახლთან'' თუმცა ამას შემდგომში გავიგებთ ..ველოდები გაგრძელებას და სვანურ ქაოსურ თავგადასავალს..

 


№2 სტუმარი სტუმარი Lika

ძალიან კარგია????ველოდებით შემდეგ თავს

 


№3 სტუმარი სტუმარი ნინო

ვ ძალიან კარგია .ელოდები გაგრძელებას. იმედია დიდხანს არ მოგვიწევს ლოდინი.

 


№4 სტუმარი სტუმარი ლელა

ძალიან კარგი დასაწყისია ველოდები რაც შეიძლება მალე შემდეგ თავს,❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent