შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მეცეკვე(სრულად)


9-02-2024, 21:40
ავტორი ნაამა
ნანახია 4 172

-ელენა გაიღვიძე
ყურში ჩაჰყვირა ლიზამ და ისიც მაშინვე აბუზღუნდა.
-რა გინდა? დამაძინე რა
ნამძინარევი ხმით ამოილაპარაკა და თავი ბალიშის ქვეშ შემალა.
-აეროპორტში გვაგვიანდება სწრაფად ჩაიცვი.
-რა აეროპორტში?
-ნიცა ელენა ნიცა…
ლიზა თან ფეხსაცმლის ჩაცმას ცდილობდა, თან აქეთ იქით მიმოდიოდა იმის ძებნაში რამე ხომ არ მრჩებაო და პარალელურად მისი გაღვიძების მცდელობაც ჰქონდა. ელენა კი თავზე ბალიშწაფარებული ძილის შებრუნებას ჩქარობდა,როგორ ეზიზღებოდა მეგობარმა ასე ყვირილით რომ იცოდა მისი გაღვიძება, თანაც მშვენიერ სიზმარს ხედავდა. ის იყო მიეძინასავით რომ მოულოდნელად ლიზას სიტყვები გააცნობიერა და ისე სწრაფად წამოყო თავი ბალიში იატაკზე გადავარდა.
-ვაიმე ნიცა!
გიჟივით წამოფრინდა და სკამზე გადაკიდებული კაბა უცბად გადაიცვა. ბარგს ხელი რომ დასტაცა იმ დროისთვის ლიზა უკვე ლიფტთან იდგა და ელდოებოდა როდის ამოზოზინდებოდა. ლიზამ გასაღები ესროლა და კარი ფაცხაფუცხით ჩაკეტა. ქერა მანქანას ისე სწრაფად ატარებდა ერთი-ორჯერ კინაღამ ავარიაში მოყვნენ. რეგისტრაცია გაიარეს და თვითმფრინავში ავიდნენ. გამხდარი სავარძელზე უენერგიოდ დაეცა და ღვედი შეიკრა. ლიზა დამცინავი მზერით უყურებდა ელენა კი ქვემოდან უღიმოდა, სანამ ხელჩანთას სათავსოში ტენიდა. ისე უხაროდა ნიცაში ჩასვლა, სიგიჟემდე უყვარდა ქალაქი.
-აუ რა კარგია, როგორც იქნა დავისვენებ.
-ხო ამომხადა დიმიტრიმ იმ ოფისში სული.
-ვისგან მესმის? რა გენაღვლება დაყვები აქეთ იქით და არც კი გიწევს პარტნიორებთან საუაბრი. მე კიდე მთელი დღე ან საბუთებში ვარ თავით გადავარდნილი ან რომელიმე იდიოტს ვესაუბრები.
თვალები აატრიალა და მობილური გამორთო.
-შენი არჩეული პროფესიაა. ჩავალთ ნიცაში და დავისვენებთ მთელი ორი კვირა რა გვენაღვლება.
-ეგეც არის. უნდა დავიძინო ძალიან მეძინება.
თავი ლიზას ჩამოადო მხარზე და ჩაეძინა. სანამ ნიცაში ჩაფრინდებოდნენ გამოეღვიძა და ლიზასთან უაზრო საუაბრით გაიყვანა დრო. პირველი რამდენიმე დღე შეგუებას მიუძღვენეს. მერე უკვე გარეთ გასვლა ,სეირნობა და ქალაქის დათვალიერება დაიწყეს. სანაპიროზე ჩადიოდნენ და ირუჯებოდნენ, საღამოს კი დროს ან კლუბში ან სასტუმროს ბარ-რესტორანში ატარებდნენ.
იმ საღამოს ბარში გვიანობამდე ისხდნენ და სვავდნენ. მერამდენე ბოთლი გამოცალეს და მერამდენე სახეობის აღარც იცოდა ელენამ. ხელში სკოჩის ბოთლი ეჭირა და ისხავდა, უცბად ლიზამ რომ ჰკითხა.
-გინდა ნაძლევი დავდოთ?
დაქალს ეშმაკურად გახედა, კარგად იცოდა სამელიამ ელენას როგორი აზარტული შეეძლო ყოფილიყო.
-რა ნაძლევი გინდა?
-თუ საქართველოში წასვლამდე იმ ბიჭს იპოვი წვიმაში რომ ეცეკვე მაშინ საუკეთესო წითელ ღვინოს გიყიდი, ნებისმიერს.
-ნებისმიერს?
გამომწვევად იკითხა და თვალებში ჩააშტერდა, მშვენივრად იცოდა გოგოს რაც უნდოდა.
-კარგი მაგას-გაიცინა და უცბად დასერიოზულდა-ან რაგდან საკმაოდ ძვირი ღირს მოდი გავართულებ.
-კარგი რა ამხელა ნიცაში უცნობი უსახელო ბიჭის პოვნას კიდე გართულება უნდა?
შავგრემანმა ისტერიულად გაიცინა და თვალები აატრიალა.
-მინდა რომ შენი შეყვარებული გახდეს.
დაქალს ისე გახედა ფაქტი იყო არ მოელოდა მსგავსი სიტყვების კომბინაციას.
-სულ გარეკე ხო ლიზა? არ ხარ ნორმალური- გადაიხარხარა და მეგობარიც აიყოლია სიცილში.
-კარგი რა ურთიერთობა არ გაწყენდა.თან შენი რა მიდის იქნებ კარგი ბიჭია.
მხრები აიჩეჩა ქერამ.
-როდემდე?
-რა?
-როდემდე მაქ მის ჩემს შეყვარებულად გახდომისთვის დრო?
-შემდეგ ზაფხულამდე.
-თუ მე წავაგებ რა გინდა?
-იგივე.
-საზიზღარო, ისე ცოდოა ერთი ბოთლი ღვინის გამო ნაძლევს რომ მასზე ვდებთ.
ისევ გაიცინა. ლიზა ეშმაკურად უყურებდა.

წინა დღეს.
საშინელი წვიმა იყო. კაფიდან სასტუმროში უნდა დაბრუნებულიყო, თანაც ძალიან გვიანი იყო. ლიზა სასტუმროში იყო, მთელ ამბავს დასასრულისკენ შეესწრო ,რადგან მეგობარს წასაყვანად მანქანით მიაკითხა.
მოკლედ კაფიდან გამოვიდა და ნელა მისეირნობდა. წამით გაჩერდა აბზუვლებულ მობილურს დახედა და ნახა რომ ლიზა ურეკავდა.
-ხო ლიზუს
-სად ხარ შე შეშლილო არსებავ?
-კაფეში, ლოკაცია ხომ ჩაგიგდე, ცოტას ფეხით გამოვლივლი მარა წამო რა წამიყვანე აქედან ძალიან წვიმს.
-არ გაცივდე.
-არ არ იდარდო, მალე მოდი კარგი?
-ოკი გამოვდივარ უკვე, კიბეებზე ვარ.
-მიდი.
ყურმილი დაკიდა .ის იყო ნაბიჯი უნდა გადაედგა ვიღაცამ თავისკენ რომ მიატრიალა და სხეულზე აიკრო. ყვირილს აპირებდა, თუმცა რა წამს თვალებში შეხედა იმ წამსვე გაითიშა და ხელები კისერზე მექანიკურად შემოაწყო. მოგვიანებით თავს იმით იმართლებდა ნასვამი ვიყავიო, თუმცა 1 ჭიქა წითელი ღვინო მისთვის არაფერი იყო, უბრალოდ მიზეზი სჭირდებოდა თავის გასამართლებლად. ისე ესიმპატიურა ბიჭი, მისი ყავისფერი სფეროებითა და დაბალზე შეჭრილი სწორი შავი თმით რომ ენა მუცელში ჩაუვარდა და ვეღარ შეეწინააღმდეგა.
უცნობმა გოგონას ცალი ხელი თავისსაში მოიქცია, მეორე წელზე მჭიდროდ შემოხვია და თვალებში შეხედა. მერე გაიღიმა. იმდენად მომაჯადოვებლად რომ გოგო სრულიად მოსწყდა ამ სამყაროს.
ვალსი ეცეკვა…
ელენა თავსხმა წვიმაში სრულიად უცნობს მოეხვია და ვალსი ეცეკვა. მუსიკა არ სჭირდებოდათ, წვიმაც საკმარისი იყო. მომაჯადოვებელ გრძნობებში ჩაძირული გოგო იმასაც ვერ აცნობიერებდა ყველაფერი რეალურად ხდებოდა თუ ესიზმრებოდა. ბიჭის ტუჩები ისეთი რბილი იყო, თან უცნაური გემო დაჰკრავდა, მისი წვიმისგან დასველებული თმა კი ძალიან ფაფუკი ეჩვენებოდა. იმ წამებს გონებაში აშეშებდა, რაგდან უცნობის მის წელზე შემოხვეული ხელები თავს ნირვანაში აგრძნობინებდნენ.
.......................

-როგორი იყო? მე კარგად ვერ დავინახე ისე უცბად გაშპა.
-შავგრემანი, შოკოლადისფერი თვალებით. მეტი არაფერი მახსოვს.
-მარტო ვალსი იცეკვეთ?
-მაკოცა-ჩუმად ჩილაპარაკა და მეგობარს თვალი აარიდა.
-რააააა?
იმხელაზე იყვირა ყველამ მას შეხედა, ელენამ კი მხრები აიჩეჩა და სასმელი მოსვა.
-ხო რა მოხდა დიდი ამბავი. ერთი უწყინარი კოცნა იყო ლიზ.
-როგორი იყო?
-გეყოს ლიზი და მიხედე ბატონ დიტოს.
თითი გამაფრთხილებლად ასწია და თავის ჭიქას ჩააშტერდა, ქერა კი გაბუტული სახით უყურებდა მეგობარს, გულში კი კარგად ლანძღავდა იმის გამო რომ არ უმხელდა დეტალებს. ცოტა ხანს კიდევ იყვნენ და სვავდნენ. მერე ლიზამ მეძინებაო და ნომერში ავიდა. კილაძე კი სკოჩის ნახევრად ცარიელ ბოთლთან ერთად, ვიტრინასთან მჯდომი დარჩა .ნაძლევი ნაძლევი იყო, მაგრამ სად ჯანდაბაში უნდა ეპოვნა ბიჭი რომლის სახელიც კი არ იცოდი. არა თუ სახლეი ზუსად იმასაც ვერ იტყოდა ფრგანგი იყო თუ უცხოელი, მასსავით სტუმრად ჩამოსული. მის წინ ,ცარიელ მაგიდასთან, ჩამოჯდნენ და მზერა ვიტრინიდან მასზე გადაიტანა. უნებლიედ ჩაეცინა, არ ელდოა ასე მალე თუ იპოვნიდა. ფეხზე წამოდგა ,სკოჩის ბოთლსა და თავის ჭიქასთან ერთად და წინა მაგიდას მიუახლოვდა. ფრანგული კარგად არ იცოდა ამიტომ ინგლისურად ჰკითხა.
-სკოჩი გინდა?
უცნობმა ამოხედა და მის დანახვაზე ფართოდ გაეღიმა, ელენამ კარგად იცოდა ეს შანსი ხელიდან არ უნდა გაეშვა.
-მინდა.
ხმა ამოიღო და გოგო გაშრა მიხი ხმა ისეთივე მიმზიდველი იყო როგორც თავად. ელენა ბიჭის წინ ჩამოჯდა და გაჭირვებით ანიშნა მიმტანს მეორე ჭიქაც გვინდაო. მიმტანი რომ წავიდა ბიჭმა ხელი გაუწოდა და მომაჯადოვებლად გაუღიმა.
-ანდრია.
-ელენა.
ჭიქა შეუვსო და ხელი ჩამოართვა, ცოტახანში ბიჭს ჰკითხა.
-მითვალთვალებ?
-სულაც არა!
-რაღაც ძლიან ბევრი დამთხვევაა. ვალსი, სასტუმრო შემდეგი რა არის?
-ასეც ხდება ხოლმე ელ. ჯერ არ ვიცი.
-ენა* ელენა მქვია. ელს მხოლოდ ახლობლები მეძხიან. ისიც იშვიათად.
-საიდან ხარ?
-საქართველო. შენც ხომ ასეა?
-კი. აქ დიდხანს რჩები?
-საკმარისად იმისთვის რომ შენთან ერთად დავლიო.
გაეცინა და ისე რომ გოგოსთვის თვალი წამითაც არ მოუშორებია სასმელი მოსვა.
-კარგად ცეკვავ იცი?
-ამას მხოლოდ ერთი ცეკვით მიხვდი?
-ჩემი აზრია ყოველ შემთხვევაში. და შენ? ყველა გამვლელს ასე ეცეკვები?
ანდრია წინ გადაიხარა და შეთქმულივით შეხედა გოგოს, ხელით ანიშნა ახლოს მოიწიეო, მერე კი ჩუმად უთხრა.
-მხოლოდ განსაკუთრებულებს
ელენამ მხრები აიჩეჩა და საკუთარ მოხრილ ხელს დაეყრდნო.
-საინტერესოა, რატომ გეგონა რომ მე ვიყავი განსაკუთრებული.
-არ ვიცი ეგეთ რაღაცეებს უბრალოდ გრძნობ და მორჩა.
ანდრიაც გოგოს მსგავსად სკამს მიეყრდნო და ფეხი ფეხზე გადაიდო.
-მგონი ჯობია ნომერში ავიდე, ცოტა შევთვერი.
კილაძემ გაიცინა და სწორი თეთრი კბილები გამოაჩინა, ანდრია მის წინ მჯდომ ქალს მოჯადოებული უყურებდა.
-მაშინ გაგიშვებ თუ შემპირდები რომ კიდევ შევხვდებით.
-ვნახოთ, მეგონა დამთხვევების გჯეროდა.
-მჯერა კიდეც. -ფეხზე წამოდგა, მაგიდაზე რამდენიმე ევრო დადო და გოგოს სკამს რომ მიუახლოვდა მისკენ დაიხარა- ძილინებისა ელენ- ღაწვზე, თვალთან ძალიან ახლოს აკოცა, მერე ხელები ჯიბეებში ჩაილაგა და გასასვლელისკენ ყურებამდე გაღიმებული ,საკუთარი თავით კმაყოფილი წავიდა.
ელენა რამდენიმე წამს გახევებული იჯდა სკამზე და ვერ გადაეწყვიტა რა ექნა, ბოლოს საკუთარ თავს სანაძლეო შეახსენა და ნახევრად დაცლილი სკოჩის ბოთლით ოთახში ავიდა. ბიჭი რომელიც მას უნდა მოეხიბლა აქეთ აჯადოვებდა.

დილით ლიზას კივილმა გააღვიძა, საწოლზე სამლის ბოთლს ჩახუტებული ეძინა და მშვიდად ფშვინავდა.
-გოგოო არ გადამრიო რო წამოვედი მაგის მერე კიდე სვავდი?
-ხო ცოტახნით, მერე ნაძლევის ასრულებაც დავიწყე.
საწოლზე წამოჯდა და ფეხები ლოტოსის პოზაში მოხარა. როგორ ეზიზღებოდა სხვის მიერ გაღვიძება, მაგრამ ლიზა ლიზა იყო და სხვანაირად შეუძლებელს ხდიდა ელენას ყოფას. ლიზას სახეზე გაოცებამ გადაურბინა და მეგობრის წინ ეშმკაურად აციმციმებული თვალებით ჩამოჯდა.
-რა ქვია?
-ანდრია.
-კიდევ ინფორმაცია მინდა მეტი.
-არ ვიცი მხოლოდ სახელი.
-მაგრად გაგიცნია ხო იცი.
ჩაიფხუკუნა და საწოლზე გადაწვა.
-გაეთრიე.
მხარზე ფეხი სუსტად მიარტყა. ლიზა თავის ნომერში მალევე გაბრუნდა , გამხდარმა კი სანაპიროზე ჩასვლა გადაწყვიტა. დიდხანს იწვა მცხუნვარე მზის ქვეშ და არაფერზე ფიქრობდა, აი რა სჭირდებოდა როცა ლიზას უთხრა დასასვენებლად წავიდეთ და დიმიტრის რაც შეიძლება დიდხანს მოვშორდეთო. სამსახური უყვარდა , მეტიც მთელი ცხოვრების კარიერისთვის მიძღვნას აპირებდა,მაგრამ ეს იმას არ გამორიცხავდა რომ ელენას განტვირთვა და არაფერზე ფიქრისას მზის ქვეშ წამოწოლა სურდა. სასტუმროში რომ ბრუნდებოდა მეგობრის ოთხათან შეჩერდა და დაკაკუნება გადაწყვიტა, მაგრამ მისი საუბარი მოესმა და ადგილზე გაჩერდა, ფაქტი იყო კარებთან იდგა ,რადგან ასე კარგად ესმოდა თითოეული სიტყვა.

-არა ჯერ ვერ ჩამოვალთ… ვერა თქო… ადექი და შენ ჩამოდი თუ ეგრე მოგენატრეთ, ხომ იცი რომ ელენას უყავრს ნიცა… ოო არა რა, ამოუვიდა თბილისი და ბათუმი ყელში. გვაცადე რა დასვენება... კარგი რა საყვარელო ისედაც ყოველდღე გვიყურებ… კაი კაი ვსიო მაორჩა არ მაქ ნერვები… არა არ მითქვამს რომ ჩამოვალთ მერე ერთად ვუთხრათ.
გოგო მიხვდა რომ ასე მეგობრის სატელეფონო ზარისთვის მიყურადებ ცუდი იყო ამიტომ რესტორანში ჩასვლა და რამის ჭამა ამჯობინა, ის იყო კიბეებზე ჩავიდა და რესტორნისკენ წავიდა ანდრია დაინახა. თვალები აატრიალა ,თუმცა მხოლოდ ანდრიას დასანახად. მშვენიერი, რაც უფრო მალე გაიცნობდა მას და რაც უფრო მალე მოაწონებდა თავს მისთვის უკეთესი. სამწუხაროდ ეს სიმპატიური შავგრემანი ბიჭი თავის ფეხით ეგებოდა ელენასა და ლიზას მიერ დაგებულ მახეში.
-გამარჯობა.
-საღამო მშვიდობისა.
ელენამაც არ დააყოვნა პასუხი. ანდრია გოგოს თვალს არ აცილებდა და ძალიან ბევრ ღიმილს სჩუქნიდა.
- შემიძლია ნამცხვარზე დაგპატიჟო?
-მე ჭამას ვაპირებდი.- გულწრფელად უთხრა და მხრები აიჩეჩა.
ელენა კარისკენ წავიდა , ანდრიაც უკან მიჰყვა.
-მაშინ საჭმელზე.
-არც ეგეთი ღარიბი ვარ ჩემი შიმშილი თავად ვერ დავიოკო.
გაიცინა და ბიჭს გვერდულად გახედა.
-ეგ რა შუაშია, უბრალოდ მინდა.
-მაშინ კარგი.
გაუცინა და რესტორანში შესვლისას პირველივე ვიტრინასთან მდგომ თავისუფალ ადგილზე დაჯდა, ანდრია კი მის წინ. მიმტანმა შეკვეთა რომ მიიღო და წავიდა, ელენამ ინტერესით ჰკითხა.
-რატომ ნიცა?
-ლამაზია, მშვიდიც. ის ადგილია სადაც ცხოვრება ყველას ენდომება, და ვცხოვრობ კიდეც. და შენ?
-მე აქ დავიბადე, დედა სამოგზაუროდ იყო ჩამოსული მამასთან ერთად. ნაადრევი მშობიარობა დაეწყო, გარდაიცვალა. მას შემდეგ კიდევ რამოდენიმეჯერ ვიყავი . ის ადგილია სადაც ვიცხოვრებდი. სადაც მთელს ცხოვრებას გავატარებდი. მაგრამ ლიზას ვერ დავთმობ.
-ლიზა?
-მეგოაბრია, ზევით არის ახლა.
ანდრიმა თავი დაუკრა გასაგებიაო და ჯიბიდან კალამი ამოიღო, სანამ ორივე სიჩუმეში ისხდნენ და შეკვეთას ელოდებოდნენ ანდრია ხელსახოცზე რაღაცას ხატავდა. ელენას კი ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა და მესიჯობდა.
გეგლა:მომენატრე უკვე, რაც წახვედით დიმიტრი დაგეშილი დადის და ყველას გვეჩხუბება.
ელენა: არ ინერვიულო 3 დღეში მანდ ვარ და მე ვაჩვენებ როგორ უნდა ჩემი მდივნის შეწუხება.
გეგლა: რა საყვარელი ხარ. მართლა მომენატრე, ჰამბურგერებს აღარავინ მაწიკინებს მაკიდან.
ელენა: მეოშვი ლაქუცს რა გინდა თქვი პირდაპირ.
გეგლა: რამე ჩამომიტანე და გეშვები.
ელენა:კაი ჩამოგიტან. მაინც რა გინდა
გეგლა: სუნამო.ხო მართლა უამრავი საბუთი დაგიგროვდა, წეისერად არაფერს აკეთებენ .
-ჯანდაბა.
-მოხდა რამე?
-საქმეები დამიგროვდა სამსახურში, ისეთი არაფერი. შენ რას ჭყაპნი მანდ.
ელენამ მობილური გვერდზე გადადო და მაგიდაზე წინ გადაიხარა რომ ენახა ანდრია რას აკეთებდა, მაგრამ ბიჭმა ხელი მოაფარა.
-ბოდიში მოიხადე , არაფერსაც არ ვჭყაპნი. ვხატავ.
-მანახე.
-ნწ, მაცადე დასრულება.
-ოო კარგი რა.
გაბუტული ბავშვივით ხელები გულზე დაიკრიფა და საზურგეს მიეყრდნო.
ანდრია გოგოს შიგადაშიგ გამოხედავდა და ტუჩის კუთხე ჩაუტყდებოდა. ბოლოს ხატვას რომ მორჩა ხელი მოაწერა ,კალამი ისევ ჯიბეში დაიბრუნა და ხელსახოცი გოგოს გაუცურა. ელენა პირდაღებული ხან მის წინ დადებულ ნახატს უყურებდა ხან ანდრიას.
-ეს...მე ვარ?
-დიახ, გგონია არ გგავს?
-როგორ არა.. ღმერათო ძალიან მაგრად ხატავ- გაიცინა, მაგიდას ხელებით დაეყრდნო , ანდრიასკენ გადაიხარა და ლოყაზე მსუბუქად აკოცა.-ამას მე შევინახავ.
-ვინ თქვა რომ შენ გაძლევ?
-მე, უკან არ დაგიბრუნებ.
სანამ ანდრია აღებას მოასწრებდა ხელი უკან გაწია და საჩვენებელი თითი ცხვირწინ გაუქნია.
-ნწ ნწ ჩემია მორჩა.
ბევრზე არაფერზე უსაუბრიათ, საუზმობდნენ ერთმანეთს უყურებდნენ და ღიმილს ვერ მალავდნენ. მხოლოდ ის ფაქტები გაარჩიეს ზერელედ რომ ანდრია შესანიშნავად ხატავდა, ელენა კი არქიტექტურულ ფირმაში მთავარი ადვოკატი იყო.
ანდრიასთან საუზმობიდან ორი დღის შემდეგ ელენა და ლიზა თბილისში ისე დაბრუნდნენ ანდრიას წესიერადაც ვერ დაემშვიდობა. კილაძეს ნერვები ეშლებოდა სანაძლეო სულელურად რომ წააგო, რადგან ბიჭთან საუბარში გატარებული დრო იმდენად სასიამოვნო იყო ნომერიც კი არ გამოურთმევია მისთვის. არც ის იდეა ხიბლავდა დიდად მისთვის საყვარელი ძვირადღირებული ღვინო სხვისთვის რომ უნდა მიეცა.

ორი თვის შემდეგ

კაბინეტში იჯდა, თავით პირდაპირ საბუთებში იყო ჩაფლული. იმდენ ხანს კითხულობდა დოკუმენტებსა და შესაბამისად ან ასწორებდა ან კი გვერდზე დებდა ,რომ სადაც იყო მოწყენილობისგან თავს მოიკლავდა. კარზე დააკაკუნეს, ელენამ ცხვირზე წამოსკუპებული სათვალე თითის აკვრით გაისწორა და ისე რომ თავი არ აუწევია გასძახა.
-მობრძანდით.
კარი რომ გაიღო და ცოტახანში მის წინ სავარძელში ჩამოჯდნენ ,იფიქრა გეგლა იქნებაო. თან საბუთს ხელს აწერდა და თან ახლადშემოსულს ელაპარაკებოდა.
-იმედია რამე შეხვედრაზე არ უნდა გავყვე ბატონ დიმიტრის თორემ გავაფრენ. თუ საბუთებია შეგიძლია დადო და გახვიდე. აუ ყავა გამიკეთე და ლიზასაც დაუძახე გთხოვ. შენ თუ მორჩი რაც დაგავალე შეგიძლია სახლში წახვიდე მე ამ საბუთებთან ერთად ვაპირებ დაბერებას.
კაცმა ჩაახველა და მერე თავის უმშვენიერესი ბოხი ხმით უთხრა.
-გეგლა არ მქვია, აქ ნამდვილად არ გელოდი, დიმიტრიმ გამომაგზავნა.
ხმა ეცნო, თუმცა ვერ გაიხსენა საიდან, თავი ასწია და შიგ ყავისფერ სფეროებში ჩაიკარგა. როგორღაც მოახერხა თავი ხელში აეყვანა რომ ბიჭს არ მივარდნოდა. თუმცა მაინც გაოცებულმა ჰკითხა.
-ღმერთო აქ რა გინდა?
-დიმიტრიმ ესენი გამომატანა და ასე მითხრა ელენა დაგეხმარებაო.
ანდრია გაიკრიჭა და საბუთები გაუწოდა. ისეთი სიმპატიური იყო იმ მომენტში, შარვალ-კოსტუმსა და ღია ცისფერ პერანგში გამოწყობილი. ლამის ადგილზე ჩამოდნა კილაძე თუმცა მაინც ხელი აუქნია.
-კომპანიის საქმეები არ მეყოფა შენ დამემატე ახლა კიდევ.
ისევ იმ საბუთს ჩააჩერდა ცოტახნის წინ ხელს რომ აწერდა და მეორე გვერდზე გადაშალა.
-ცნობისათვის კომპანიასაც ეხება.
-კარგი გადავხედავ.
-მადლობა.
ანდრიას ხელშეკრულება იყო, სამუშაოს დასაწყებად, რაღაცნაირად გულზე ცუდად მოხვდა ეს მთელი ამბავი. ბიჭი თუ მასთან ერთად დაიწყებდა მუშოაბას გამოდიოდა რომ ყოველდღე შეეძლო შეხვედროდა და ლიზასთან დადებული სანაძლეო მოეგო, მაგრამ ამავე დროს თუ დაშორდებოდნენ, და იცოდა რომ აუცილებლად ასე იქნებოდა, საშინლად უხერხული იქნებოდა ანდრიასთან ერთად მუშაობა. უაზრო ფიქრებისგან თავის დასაღწევად თავი გააქნია, ანდრია წებოვან ქაღალდზე რაღაცას წერდა თუ ხატავდა. საბუთები გაუწოდა და გაუღიმა.
-ინებე, ყველაფერი რიგზეა შეგიძლია წახვიდე და დამტოვო ჩემს მოსაწყენ ცხოვრებასთან, რომელიც საუბედუროდ მე ავირჩიე.
დრამატულად გამოაცხადა და მაგიდაზე დაწყობილ საბუთებზე გადაწვა. ბიჭმა გულიანად გაიცინა , საბუთები გამოართვა და წამოდგა. ის იყო უნდა გასულიყო ,მიბრუნდა და გოგოს რომელიც სათვალეს ზემოთ უყურედბა უთხა.
-შეხვედრამდე.
-ეგ დღეც დადგება ოდესმე ხო? კაი. ისე მაინც საიდან ამდენი დამთხვევა გული უკვე ცუდად მაქ. არა გატყუებ, ძაანაც კარგდ ვარ. დროებით.
ანდრია გავიდა, ელენა კი თითქმის 7 საათამდე მუშაობდა. ის იყო ბოლო საბუთსაც მოაწერა ხელი რომ კარზე სუსტად დააკაკუნეს და დიმიტრი ლიზასთან ერთად მის კაბინეტში შევიდა. ელენამ ისტერიულად გაიცინა და საწყალი თვალებით შეხედა უფროსს.
-არა რა! არ მითხრათ ბატონო დიმიტრ რომ გამთავისუფლეთ, ძალიან გთხოვთ მაგას ნუ იზავთ. შვილებს მშიერს ნუ დამიტოვებთ.
მართალია დრამები დადგა და ბოლოს აურია კიდეც ფაქტები, მაგრამ დიმიტრის მაინც გაეცინა, მის წინ სავარძელში ჩამოჯდა, იქ სადაც რამდნეიმე საათის წინ ანდრია იჯდა ,და ფეხი ფეხზე გადაიდო.
-დავიწყოთ იქიდან რომ ვიცი შვილები არ გყავს, გათხოვილიც არ ხარ. მეორეც არ განთავისუფლებ, რაღაც უნდა გითხრათ მე და ლიზამ-ლიზას ახედა მერე ისევ ელენასკენ მიტრიალდა და თვალი მაგიდაზე დადებულ მწვანე ქაღალდზე გაუშტერდა. -ვაუ, საღამოს ჩვენც აქ მივდივართ.
-სად აქ?
-ფაბრიკაში
-რა სისულელეა...
ორივემ გაოცებულმა შეხედეს ელენას, დიმიტრიმ კი ქარალდი ელენას გაუწოდა.
«ფარბიკა, 10ისკენ მოხვალ? თუ არ მოხვალ რამენაირად გამაგებინე »
{ოხ ანდრია ანდრია, იქით უნდა გაწონებდე თავს და ლამისაა ვიფიქრო უკვე გიყვარვარ.}
გაიფიქრა და გაეღიმა.
-ა უი სულდამავიწყდა ჩემი მეგობარი იყო მოსული სადმე გავიდეთო და მაგიტომ დატოვა. კარგი უნდა წავიდე მოვემზადო.-ელენა სკამიდან წამოდგა და მასზე გადაკიდებული პიჯაკი მხრებზე მოიგდო.
- ხვალამდე ხალხო.
ხელი დაუქნია ორივეს და გავდია, მის სმენას ძლივს მისვწდა დიმიტრის სიტყვები.
-სალაპარაკო გვქონდა შენთან...
მაგრამ უკან აღარ მიბრუნებულა. სახლში ტაქსით გავიდა, დიდხანს ეძებდა სასურველ სამოსს და ბოლოს არჩევანი მკლავიან, მოკლე, კრემისფერ კაბაზე შეაჩერა. თან ქუსლიანებს იცმევდა თან ლიზას ურეკავდა.
-ხო ჩემო სიყვარულო?
-ლიზუშ დიმიტრიმ ხომ თქვა ფაბრიკაში მივდივართო და სახლში თუ ხარ გამომივლი რომ წამიყვანო?
-კი კი. 10 წუთში მანდ ვარ.
-კარგი მე მზად ვარ.
ლიზა რომ მასთან მივიდა ელენამ ეჭვის თვალით შეხედა, არაოფიციალურად მოკლე საღამოს კაბასა და დაბალქუსლიან ფეხსაცმელში გამოწყობილ მეგობარს. არაფერი უკითხავს, თუ რამე ხდებოდა ლიზა ისედაც თავისით მოუყვებოდა, მაგრამ ქერა ინტერესს თავის თავში ვერ იტევდა ,ამიტომ ლამაზად გამოწყობილი ელენა რომ დაინახა ღიმილით ჰკითხა.
-რას მივაწერო?
-ბიჭს რომელიც უნდა დავკერო- თვალი ჩაუკრა და ღვედი შეიკრა.
-არ მითხრა რომ იმ ნიცაში გაცნობილს?
-დიახ სწორად მიხვდით. დაიწყე ფულის მოგროვება ჩემო თვალის ჩინო.
ხელი ნიკაპზე აჰკრა და ლოყაზე ხმაურით აკოცა. ლიზა დაიჭყანა და სახეზე ხელი მოისვა.
-ნუ დამთხუპნე.
-არაფერი მისვია .
მხრები აიჩეჩა და ფეხები საქარე მინის წინ შეამოაწყო. ლიზამ სიმღერები ჩართო და ორივე შიგადაშიგ ჰყვებოდნენ.
მანქანა ფაბრიკასთან ახლოს დატოვა და მეგობარს ხელკავი გაუყარა ლიზამ. ის იყო შევიდნენ და ელენამ მაგიდები მოათვალიერა ბიჭის ძებნაში რომ გაშრა, ლიზას კი ღიმილი გადაეფინა სახეზე დიმიტრის წინ მჯდომი ბიჭის დანახვაზე .
-წავედი მე, შენ ბიჭთან წარატებები- მეგოაბრს უცბად მიახალა და ბიჭისკენ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა. მაგდიას რომ მიუახლოვდა და ბიჭის წინ აისვეტა გაიცინა და წინ გაწვდილი ხელები შეაგება ფეხზე წამომდგარ ბიჭს.
-ანდრია , ღმერთო როგორ მომენატრე .
-ლიზუ, როგორ ხარ ლამაზმანო?
-შენგან დავიწყებული.
მხრები აიჩეჩა და ბიჭს მთელი ძალით მოეხვია. ელენა კი ერთ ადგილზე გაშეშებული იდგა და მთელს ამ სიტუაციას გაოგნებული აკვირდებოდა. ლიზას რომ მოშორდა ანდრია სკამზე ჩამოჯდა და საათს დახედა. ელენა არ შეუმჩნევია, გოგო რამდენიმე მაგიდის მოშორებით იდგა, ანდრიას ზურგსუკან. ორი წუთით მაინც იდგა ასე გაშეშებული და ბიჭის მარჯვენა პროფილს უყურებდა, რომელიც მკრთალად მოსჩანდა. ბოლოს თავი ხელში აიყვანა და მაგიდას მიუახლოვდა. დიმიტრიმ გაოგნებულმა ამოხედა გოგოს.
-ელენა აქ რა გინდა?
-ხო რა მინდა აქ ანდრია?
ელენა მაგიდას ცალი ხელით დაეყრდნო და ბიჭს ირონიულად გახედა. ანდრიას სახეზე მომაჯადოვებელი, თბილი ღიმილი გადაეფინა და გოგოს ისეთი თვალებით შეხედა აქამდე ელენასთვის არავის რომ არ შეუხედავს მსგავსად. მერე დიმიტრის გახედა
-მე დავპატიჟე, ხო გითხარი ერთს წამოვიყავნ თქო?- თვალი ჩაუკრა და ელენას ხელზე დაქაჩა რომ დამჯადარიყო.
გოგო ჩამოჯდა და ყველას მორცხვად გაუღიმა, ლიზა თვალებით სჭამდა მეგოაბრს , ბოლოს ვეღარ მოითმინა და ხმამაღლა იკითხა.
-მეღადავები ხო ელენა?
-რა? რა გინდა?
გაკვირვებულმა ასწია თავი მენიუდან და დაქალს შეხედა.
-ეს ის ანდრია ვერ იქნება...-ნერვულად გაიცინა და მზერა ანდრიასკენ გააპარა.
-ფაქტია არის ლიზუ და რა გიქნა. ხო მართლა ჩემი დაქალი ისე მონატრებით გადაგეხვია არ მეტყვი საიდან იცნობ?
ანდრიას ღიმილით გახედა, ელოდა რომ რამე სულელურად სასაცილო ისტორიას მოყვებოდა იმის შესახებ როგორ გაიცნო მისი დაქალი, რომელიც ზედმეტად კომუნიკაბელური იყო.
-ის დიტოს შეყვარებულია, დიტო და მე კი მეგობრები ვართ.
მხრები უდარდელად აიჩეჩა და მის წინ მჯდომ წყვილს გადახედა. ელენა ისევ შოკირებული იჯდა და ანდრიას მიშტერებოდა, ლიზა სუნთქვა შეკრული უყურებდა დაქალს, დიმიტრი კი ანდრიას თვალებს უქაჩავდა.
-გაიმეორე?!
ისტერიულად იკითხა და მეგობარსა და უფროს მიუბრუნდა.
-ხუმრობს ხო?
-ელ იცი ჩვენ...
-არა მე და ლიზა ერთად ვართ, შენთვის თქმას ვაპირებდით..
-როდის?! უფრო სწორად როდიდან?
-კორპორატიულიდან მოყოლებული...
-ანუ...მოიცა.-ხელი ასწია და თავში აზრების დალაგება სცადა- გამოდსი რომ თითქმის ერთი წელია ერთად ხართ და ჩემთვის თქმას აპირებდით?! მხოლოდ აპირებდით? იქნებ შვილებს რომ გააჩენდით მერე გეთქვათ!
ხელები გულზე დაიკრიფა და წყვილს გაბრაზებულმა შეხედა. ლიზამ ხელი ასწია და იმ წამს ელენამ გარკვევით დაინახა მის არათითზე წამოცმული ბეჭედი.
-საერთოდაც ჩვენ დავინიშნეთ.
-ღმერთო გილოცავთ.
ანდრიამ სიხარულისგან შეჰყვირა და ფეხზე წამოხტა ლიზასთან ჩასახუტებლად.
-უნდა მოგილოცოთ? მნიშვნელოვანი ვარ ანუ? თუ შემიძლია წავიდე?!
-ზედმეტი მოგდის ელენა.
-არა ბატონო დიმიტრ, საერთოდ არ ვიმსახურებ რომ ჩემი ერთად-ერთი დაქალის ახალ სასიყვარულო რომანზე ქორწილამდე ვიგებდე, მე ყველა იმ ბედნეირი მომენტის მოწემ უდნა ვყოფილიყავი, კოცნის, სიყვარულის ახსნის და მთელი ამბების. ბარემ მერე გეთქვათ შვილები რომ გეყოლებოდათ და უნივერსიტეტს დაამთავრებდნენ ან უკეთესი რომ დაქორწინდებოდნენ. კარგად ბრძანდებოდეთ! ბოდიში ანდრია ამ აურზაურისთვის, ნამდვილად მინდოდა ნიცის მერე შენთან დროის სასიამოვნოდ გატარება.
  ჩანთას ხელი დაავლო და შენობიდან სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა. იცოდა ზოგჯერ უაზროდ ფსიხდებოდა, მაგრამ უაზრო არ იყო მისი წყენა. განა საწყენი არ არის როცა ერთად-ერთი მეგობარი რომელთანაც ცხოვრება გაატარა და ყველა თავის დარდი თუ სიხარული გაუზიარა ასეთ მნიშვნელოვან ამბავს ჯერ ფილფანის ძმაკაცს ეუბნებოდა და მერე შეიძლებოდა მისთვისაც ეთქვა?!იმ წამს სევდითა და ბრაზით იყო სავსე. ასე უცბად ამ ფაქტთან შეგუება ნამდვიალდ არ გამოსდიოდა. ლიზას მთელი ცხოვრების მანძილზე იცნობდა. სამელიას დედა და გარდაცვლი დედამისი მეგობობდნენ, მერე ბაღშიც ერთად დადიოდნენ, სკოლაშიც , უმაღლესში წასვლის დრო რომ მოვიდა ერთსა და იმავე უნივერსიტეტში ჩააბარეს. იტალიაში რომ გადავიდა საცხოვრებლად ყოველდღე და ყოველ ღამე ყურმილზე იყვნენ ჩამოკიდებულები და ერთმანეთს ისეთ უაზრო ფაქტებს უზიარებნდნე, როგორიც მხრის კდელისთვის მირტყმა ან დილით მაღაზიაში შემთხვევით მოსმენილი ჭორი იყო. ტელეფონი აწკრიალდა და მხოლოდ მაშინღა მიმოიხედა. მხოლოდ იმ წამს გაანალიზა რომ თავსხმა წვიმა დაწყებულიყო, არა და სახლიდან რომ გამოდიოდა ღრუბელი საკმაოდ შორს ჩანდა. არაფერი ეცნობოდა, ვერც იხსენებდა რამდენი ხნის წინ გამოვიდა ფაბრიკიდან. ტელეფონს დახედა, ნოემრი არ ეცნობოდა, ამიტომ უპასხუა.
-გისმენთ.
-სად ხარ?
-ანდრია?
-ანდრია. სად ხარ?
-წარმოდგენა არ მაქვს სიმართლე გითხრა.
-ოხ ელენა ელენა, კარგი როგორ გამოიყურება ადგილი სადაც ხარ?
დეტალურად აღუწერა ადგილი სადაც იყო, საკუთარ თავზე ეცინებოდა კიდეც, თბილისში გაიზარდა და სრცხვენოდა ეს უეცარი გზის აბნევა და დაკარგვა. ისე წვიმდა რომ თავიდან ბოლომდე დასველებულს სხეულის ყველა ნაწილი გამოკვეთილად უჩანდა. ბარდიურზე ჩამოჯდა და სახე წვიმას შეუშვირა. ფიქრობდა რა ლამაზი იქნებოდა შორიდან საკუთარი თავისთვის რომ შეეხედა, რამდენიმე წუთში ფეხებთან ანდრიას მანქანა გაჩერდა. ბიჭი სწრაფად გადმოვიდა მანქანიდან და ელენასკენ ჩქარი ნაბიჯით წავიდა. გოგო ფეხზე წამოდგა და გაუცინა. ანდრიამ ხელები მხრებში ჩაავლო და თვალებში ძალიან ღრმად ჩააშტერდა.
-სულ დასველებულხარ, გაცივდები.
-. მეცეკვე.
-გეცეკვო? ახლა?
-ნიცაში ახლაო არ გიკითხავს! მომვარდი და მეცეკვე, ახლა მე გეუბნები რომ მეცეკვო.
-მოდი.
ხელები მხრებიდან ძალიან ნელა ჩაუსრიალა წელზე და მისკენ უფრო ახლოს მიაჩოჩა ქალი, კილაძემ კი ორივე ხელი კისერზე შეუცურა, ანდრიას ისე უყურებდა თითქოს ბიჭი არასოდეს ყოლოდა ნანახი. დიდხანს არ მდგარან ასე ნელ მოძრაობას აყოლებულები, ელენა მის ვარდისფერ ტუჩებს მიწვდა, ცალი ხელი რბილ თმაში შეუცურა და ძალიან ნაზ და ვნებისგან დაცლილ კოცნაში აიყოლია შავგრემანი. ბიჭის რომ მოშორდა ანდრიამ ქოშინით თქვა.
-გიჟი ხარ!
-არ მანაღვლებს. მერე რა რომ სუალც არ გიცნობ.
ანდრიამ მკერდზე აიკრა და მთელი ძალით მოეხვია, მაგრამ ელენამ არ აცადა, მოშორდა და ფეხსაცმელი გაიხადა.
-ასე უკეთესია- გაიცინა და წვიმაში დატრიალდა, მერე უცბად სიმღერა მოაგონდა, მაგრამ დასაწყისი ვერ გაიხსენა, ამიტომ რაც გაახსენდა, თან ბიჭისკენ წაიწია ცეკვითა და წყალში ფეხების ჭყაპუნით ,თან ჩურჩულით წაიღიღინა.-You bring all the morning light
Like a sun through the window pane- ხელები სასაცილოდ ასწია ჰაერში და დატრიალდა, მისი წვიმისგან დამძიმებული კაბა მაინც აფრიალდა და ანდრია მისი მთელი მოძრაობით, ღიღინითა და წვიმაში ფეხების რიტმული მოძრაობით მოაჯადოვა.-You clear up the cloudy skies
You're refreshing as a morning rain.
-გადარეულო, რეებს ღიღინებ მანდ.
მასთან მივიდა და მთელი ძალით მოეხვია, ელენამ ტერფებზე მისი ცივი ფეხსაცმლის შეხება იგრძნო და თვალები მიელულა. მერე სიცილით უთხრა.
-არ იცი ეგ სიმღერა? უცბად გამახსენდა, მაგრამ დასაწყისს ვერ ვიგონებ.
-არა არ ვიცი, მერე მომასმენინებ?
-როცა გინდა.
-სახლში წაგიყვან.
-მადლობა.
-მიდი მალე დაჯექი თორემ ძალიან-ძალიან გაცივდები- გაიცინა და თავზე ხელი გადაუსვა რაზეც ელენამ დაუბღვირა და შემდეგ გაეცინა. მანქანაში ორივე ჩუმად იყვნენ, მხოლოდ მაშინ ამოიღო ელენამ ხმა ანდრიამ მისამართი რომ ჰკითხა. თავი მოხრილ ხელზე ჰქონდა ჩამოდებული და რამდენიმე წუთის წინ განცდილი სიამოვნების მიუხედავად მაინც გრძობდა, რომ ლიზაზე საშინლად ბრაზობდა. თითქმის სახლთან იყვენ ანდრიამ როცა ჰკითხა.
-რა გჭირს?
-არაფერი.
ცოტახანში მისი სახლის წინ გააჩერა მანქანა. თავსხმა წვიმაში გადვდა,ანდრიას ჭაობისფერი ჟილეტი ეცვა, რომელიც თითქმის მისი კაბის სიგრძე იყო. მანქანაში რომ ჩასხდნენ უკანა ფანჯარასთან მოჰკრა ბიჭმა თვალი, გადაფოფხდა, აიღო და ელენას მიაწოდა. ახლა გოგო მის სურნელში იყო გახვეული და რაღაცნაირად გული უჩქარდებოდა. ის იყო სადარბაზოსთან მივიდა რომ გაიაზრა ბიჭი ჯერ ისევ უცდიდა როდის შევიდოდა რომ წასულიყო. ელენა უცბად მიბრუნდა და ანდრიას ფანჯარაზე მიუკაკუნა, ბიჭმა ჩამოსწია და ინტერესით ჰკითხა.
-ხო?
-არ ამოხვალ? ტანსაცმელს მოგცემ. თან გათბები.
ბიჭი წამით ჩაფიქრდა , მაგრამ რა წამს ელენას საწყალ და მუდარით სავსე თვალებს შეხედა, მიხვდა მარტო ყოფნა არ უნდოდა და გაუცინა.
-კარგი,ამოვალ.
მეორე სართულზე ავიდნენ .ელენამ სახლში შესვლისთანვე შუქი აანთო და ანდრიას უთხარა ორ წუთს მისაღებში დამელოდეო. ელენას მამა მას შემდეგ რაც გოგო იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად სოფელში გადაბარგდა, არც მას შემდეგ დაბრუნებულა რაც ქალიშვილი თბილისში ჩამოვიდა. იძახდა სოფელში წყნარად და მშვიდად ვარ ,თანაც ნატურალურ პროდუქტს გაჭმევო, რაზეც ელენას გამუდმებით ეცინებოდა. ელენა ჯერ თავის ოთახში შევიდა და სწრაფად გამოიცვალა, მერე კი მამამისის ოთახში, სადაც ყოველიშემთხვევისთვის რაღაცეები მაინც ჰქონდა დატოვებული კაცს. ანდრია და ლექსო თითქმის ერთნაირი აღნაგობის იყვნენ, ასე რომ წესით უნდა მორგებოდა. ოთახიდან შარვლითა და უბრალო ლურჯი მაისურით გამოვიდა.
-არ ვიცი წესით უნდა მოგერგოს.
-მადლობა.
-შეგიძლია ჩემს ოთახში შეხვიდე, პირდაპირ და მარცხნივ.
თავი დაუკრა და მითითებული გზით მის ოთახსი წავიდა. სანამ ანდრია იცვლიდა ელენამ ჩაიდანი დაადგა და იქვე სამზარეულოში იდგა. ანდრიას ხმა რომ მოესმა კარადიდან ჭიქები ჩამოიღო და ყავა ჩაყარა. ანდრიას გასძახა შაქარს რამდენს ყრიო და სიცილით განაგრძო კეთება.
-ჩემი აზრით უბრალოდ დიაბეტს აიკიდებ.
ჭიქა გაუწოდა და მის გვერდით დივანზე ფეხმორთხმით ჩამოჯდა.ანდრია ჭიქას ხელებს ხვევს და კილაძეს ყურებს, იცის ეს ყვეალფერი საშინლად უხერხული უნდა იყოს. ერთმანეთს 6 ჯერ შეხვდნენ და უკვე 2ჯერ მოასწრეს კოცნა. საშინალდ უხერხული უნდა იყოს ელენასთან ყოფნა ,მაგრამ არ არის. პირიქით ანდრია თავს კარგად გრძნობს. უხარია კიდეც დიმიტრი რომ დატუქსა, როგორ არ უთხარით ან არ გამაფრთხილეთო, მერე ლიზას ნოემრი გამოართვა და გოგოს მოსაძებნად გიჟივით გამოვარდა. უხარია რომ ასეთი ელენა ნახა. იმ წამს კილაძეს ლოყა საზურგეზე უდევს, ანდრიას გაშტერებული უყურებს და ძალიან ცხელ ჭიქას ისე ეხება ხელით წარბიც არ უტოკდება, ანდრია მასთან უფრო ახლოს ჩოჩდება და ეკითხება.
-რა გჭირს ელენ?
ის თავს აქნევს და ცხელ სითხეს წრუპავს.
-დიმიტრი და ლიზა მჭირს. ასე არ უნდა გამეგო. ლიზა ერთად-ერთი მეგობარია.ვერ ვხვდები,როგორ დამიმალა დიმიტრი რომ მოსწონდა, როგორ არ მითხრა მის შესახებ. მაშინ ,როცა ჩემზე ყველა დეტალი იცოდა.ელემენტარული ისიც იცოდა ვის ვეუბნებოდი გამარჯობას და ვის არა. რაც თავი მახსოვს ლიზაც იმ წამიდან მახსოვს. ერთად გავიზარდეთ, მამას ძალიან უყვარს, რომ იცოდეს თხოვდება ალბათ მაშინვე საქორწინო სამზადისში ჩერთვებოდა.
-ვწუხვარ ასე რომ გაიგე, ლიზა საოცარი გოგოა, დიმიტრიმ რომ გამაცნო იმ წამიდანვე მივხვდი მხოლოდ რომანით არ დაასრულებდნენ.
-შენ და ის? ანუ დიდი ხანია იცნობ?
-ჩემი ბავშვობის მეგობარია.
-აჰა გასაგებია. მომიყევი რამე შენზე!
-მაინც?
-და ან ძმა?
-პატარა ძმა მყავს, 8 წლისაა. ვაკო ქვია.
-მე არ მყავს, ერთად ერთი შვილი ვარ და ცოტა არ იყოს გამათამამეს.
-ცოტა ხო?
-კი ცოტა.
ორივეს გაეცინათ. კარზე ზარი დარეკეს, გაღიმებულ ანდრიას გაკვირვებულმა გდახედა და ჭიქა მაგიდაზე დადგა. იფიქრა ან მამიდა იქნება ან ლიზა რომელმაც ისედაც კარგად იცის ასე ნახევარ დღეში წყენა რომ არ გადამივლისო.
-ახლავე მოვალ, მამიდა იქნება. გვერდით ცხოვრობს.
კარის გასაღებად წავიდა და ბედნიერი ღიმილი სახეზე მაშინვე შეეყინა. მის წინ მრავალ გზის გაგდებული თაყვანისმცემელი იდგა, რომელსაც ვერასდროს ვერ აგებინებდა რომ არ მსწონდა.
-უჩა? აქ ამ დროს რა ჯანდაბა გინდა?
-ეს მოგიტანე.
-რამდენჯერ უნდა აგიხსნა რომ ვერც ყვავილებს ვერ ვიტან და არც შენ მიყვარხარ?
-ხომ იცი რომ ჩემს მეტი ვერასოდეს ვერავინ ვერ შეგიყვარებს?
პანიკური სიცილი აუტყდა და იქვე კედელს მიეყრდენო. ამით არასოდეს უამაყია ,თუმცა იმ ადგლიზე სადაც ახლა უჩა იდგა ელენას მთელი ცხივრების მანძილზე ათობით ბიჭი მდგარა, თუმცა შიგნით მხოლოდ ორი შევიდა. აქედან ერთი ყოველ ღამეს ელენას ბინაში ათენებდა მეორე კი ანდრია იყო. ბიჭი, რომელიც საკუთარი ნებით შემოუშვა თავის ცხოვრებაში, შეიძლება ნაძლევისთვის ან არც ,რადგან მას სხვა კაცებზე მეტად ენდობოდა. არ იცოდა რატომ ,ალბათ იმის გამო რომ მის გვერდით თავს კომფორტულად გრძნობდა, ან იმიტომ რომ ანდრია მთელი სამყაროს არსებობას ავიწყებდა, მერე რა რომ ჯერ კარგად არ იცნობდა, წინ კიდევ დიდი დრო ჰქონდა. ცოტა რომ დაწყნარდა უჩასგან კიდევ ორი ნაბიჯით უკან დაიხია, რადგან ყვავილებზე ალერგია ჰქონდა მას კი უზარმაზარი(არცისე) თაიგული ეჭირა ხელში.
-იცი მაინც რამდენი მდგარა მაგ კარებში ყვავილებით ხელში? რამდენს უთქვამს მიყვარხარო? რამდენს უთენებია ღამეები სერენადების მოძღვნაში მაშინ როდესაც მე ფანჯარა დაკეტილი მქონდა და ღრმა ძილით მეძინა? რამდენმა სცადა ჩემთვის თავი  შეეყვარებინა?. უჩა უამრავი იყვნენ დღემდე ვერ ვიხსენებ ყევლას სახელს, მაგრამ მაგ კარში მხოლოდ ორმა შეძლო შემოსვლა და შენ არცერთი მათგანი არ ხარ. წადი!
-არ წავალ, მანამ არ წავალ სანამ არ მეტყვი,რომ გიყვარვარ.
-მაგას მირჩევნაი მოვკვდე! წადი კარგი?! დამანებე თავი. ან შენს თავს რას ერჩი ან მე?!
-არსადაც არ წავალ.
ის იყო ზღურბლზე აპირებდა ფეხის გადმოდგმას,რომ ანდრიას ხრიწიანმა ხმამ ადგილზე გაყინა. მისაღებში მჯდომმა ბიჭმა მშვენივრად გაიგო უჩასთან ელენას დიალოგი და გადაწყვიტა გაწვდენილი დახმარების ხელი ბოლომდე ელენას ხელისთვის ჩაეკიდა. ანდრია თან ელენასკენ მიდიოდა თან ქერა სათვალიან ბიჭს ეუბნებოდა.
-ვერ გაიგე რა გითხრეს? თუ დაყრუვდი?! როცა ქალი ამბობს რომ წახვიდე ესეიგი უნდა მოტვინო და მანამ წაეთრე სანამ მოუკლიხარ.
ანდრია ქალთან ძალიან ახლოს დადგა და ხელები მუცელზე შეუცურა. შავგრემანს ერთიანად დაეძაბა მთელი სხეული, ანდრიამ ლოყა რომ შუბლთან მიადო და ოდნავ დაიჩურჩულა ყურთან მაშინღა მოეშვა და ხელები მის ხელებს შემოაწყო.
-დამშვიდდი, მე შენთან ვარ.არაფერი მოხდება.
-მშვიდად ვარ.
მან სახე შუბლიდან ყელთან გადაიტანა, ნიკაპი მხარზე ჩმოადო და სულ წამით მისი ტუჩები მხარზე იგრძენო. უჩას სახე წაეშალა და გაბრაზებულმა უყვირა ანდრიას.
-შენ ვინ ჯანდაბა მიგდიხარ?!
ელენამ ეშმაკურად გაიღიმა და ანდრიას ხელისგული სახეზე მიადო, იგრძნო როგორ დაუარა ბიჭს ელექტრონებმა მთელს სხეულში და იმ აზრით სასიამოვნოდ გაოცებულმა, რომ ანდრიას მის შეხებაზე ასეთი რეაქცია შეიძლებოდა ჰქონოდა უფრო დართოდ გაიღიმა.
-გაიცნაი ანდრია ეს უჩაა…
-აჰ ანუ შენ ხარ ის უჩა რომელიც თავს აბეზრებს ელენას?.
-ვინაა მეთქი ელე.
იმხელაზე იყვირა წამით შეხტა და ანდრიას ოდნავ მოუჭირა ხელზე ხელი.
-ელე არა ელენა— გაღიზიანებულმა შეხედა და კოპები წამით შეკრა-გაიცანი უჩა ეს ანდრიაა..
-მისი შეყვარებული. სასიამოვნოა შემოდი ლუდი დავლიოთ თქო გეტყოდი, მაგრამ სულაც არ მიხარია შენი გაცნობა. —ელენას მოშორდა და კარისკენ წავიდა.
უჩამ სულ რამდენიმე წამი იხელთა, ელენას ყვავილები ხელში მიაჩეჩა და დაიჩურჩულა.
-კიდევ შევხვდებით.
ისე უეცრად მოხდა რომ ელენამ გააზრებაც ვერ მოასწრო. ყვავილის მტვერი ცხვირში შეუძვრა სანამ ანდრია უჩას “აცილებდა” და სანამ ყვაილებისთვის ხელის გაშვებას მოასწრებდა . ანდრიამ კარი მიკეტა. კიბეებზე უჩას ფეხის ხმა გაისმა. ანდრია მოტრიალდა და ღიმილი სახეზე შეეყინა ,როცა ფერწასული ელენა და ძირს დაგდებული თაიგული დაინახა.
-ელენ კარგად ხარ?! რა მოგივიდა?
გოგოს უკვე ასთმის შეტევა დასწყებოდა და ცდილობდა როგორმე ესუნთქა, თან ანდრიასთვის გაეგებინებინა რომ საავადმყოფოში უნდა წასულიყვნენ.
-ალ… ერგ… ია. მ… აქ. ვს…
დაიბნა, გაშეშდა, გაქვავდა, ვეღარ მოიფიქრა რა ექნა.მერე გამოფხიზლდა მისაღებიდან ტელფონი და მანქანის გასაღები გამოიტანა,  დაიხარა ხელში აიტაცა და სირბილით წაიყვანა მანქანამდე. ბიჭის მკერდზე აკრული ელენა გრძნობდა მის დაძაბულობას და შიშისაგან გახშირებულ გულისცემას…
მანქანაში ჩაჯდა და გიჟივით მოსწყვიტა ადგილს. დრო და დრო გადახედავდა ელენას და ოდნავ შეანჯღრევდა. გიჟივით მიყავდა მანქანა, ყველა წესი დაარღვია, ის იყო საავადმყოფოსთან მივიდნენ რომ ელენა გაითიშა. ანდრიმ ძლიერად მიჰკრა მხარზე ხელი.
-არ გაითიშო, ელენა არ გაითიშო! ყველაფერი კარგად იქნება. შენთან ვარ, აქ ვარ არ გაითიშო. მივალთ სულ ცოტაც და მივალთ, გადარჩები გესმის?! -განწირული უყვიროდა გოგოს ,რომელსაც მისი სიტყვები ბუნდოვნად ჩაესმოდა.გონება არ დაკარგო, არ გაბედო. ასე უაზროდ ვერ მოკვდები გასაგებია?! ასე არა! ჯერ არა!
ანდრიამ მანქანა გააჩერა,ღვედი სწრაფად შეიხნსა და ელენამ უკანასკნელი რაც გაიგონა მისი განწირული, ლამის ხავილით ნათქვამი სიტყვები იყო. იმდენად ძლიერი იყო ანდრიას პანიკა რომ სადღაც გონების შენარჩუნებასა და წასვლას შორის ერთ წამში იფრქრა ვკვდებიო.
-დამეხმარეთ, ვინმე დამეხმარეთ!

გონს ნელ-ნელა მოვიდა. თვალები ფრთხილად გაახილა და ინსტიქტურად გვერდზე გაიხედა. ანდრიას სახე გაებადრა და ცივი ტუჩები შუბლზე მიაკრო.
-კარგად ხარ?
-შენი წყალობით. შენ რომ არა…
-მე რომ არა კი არა. ის ვიღაც უჩა რომ არა საერთოდაც ახლა შენს მისაღებში ვიჯდებოდით და რამე კარგ ფილმს ვუყურებდით.
გოგოს გაეცინა და თავი ოდნავ გადააქნია. მერე საწოლზე როგორც შეეძლო ჩაიწია და ანდრიას ანიშნა.
-მოდი თუ გინდა.
უყოყმანოდ გაიხადა ფეხსაცმელები და გვერდით მიუიწვა. ხელი თავქვეშ შეუცურა, მეორე კი მუცელზე, ისე რომ არც მის მკერდს შეხებოდა და არც უფრო ქვემოთ, ელენას ამის გააზრებაზე ტანში ჟრუანტელმა დაუარა, მის ხელზე კომფორტულად დადო თავი და ბიჭისკენ მიატრიალა სახე. ჯერ ისევ ღამე იყო. შავი ბნელი ღამე.
-რატო რა გინდა? მე მიყვარს საავადმყოფოები, აქ ინვალიდის ეტლებია.
ცოტახნის წინ ნათქვამ ანდრიას რეპლიკას უპასუხა და მის თვალებს წამით არ მოაცილა მზერა. ორივეს გაეცინა. მერე ელენამ ამოიოხრა და ხელი რომელზეც გადასხმა არ ეკეთა ანდრიას მის მუცელზე შემოხვეულ ხელს ძლიერად შემოხვია.
-გატყუებ! ვერ ვიტან, ნახევარი ბავშვობა ალერგიის გამო აქ გავატარე. დებილი ბავშვი ვიყავი და ყვავილები მიყვარდა, რომელზეც სამწუხაროდ ალერგია მაქვს.
-მე კი მოტეხილობებით ტრავმატოლოგიურში ვატარებდი ყოველ თვეს. ცოტა რომ გავიზარდე უკვე ვიღაც ვიღაცეების ცემის გამო ერთი ორი მუშტიც მომხვედრია.
კილაძეს გაეცინა.
-მე-9 კლასში ვიყავი და კლასელს ვეჩხუბე. რაც მაშინ მე მუშტები ვუქნიე, მოკლედ ხელი შემომიბრუნა იმ იდიოტმა, წავბორძიკდი თავი მასწავლებლის მერხს ჩამოვარტყი და გონება დავკარგე.  მთელი თვე საწოლში ვიწექი ტვინის შერყევით.
-აჰ არა არ გექნებოდა ტვინის შერყევა.
-რატო?
ისე გაიცინა ელენა მიხვდა რის თქმასაც აპირებდა და გვერდში მიარტყა ხელი. მასზე ჩახუტებულს,მისივე სურნელით გაბრუებულს ჩაეძინა. დილას,რომ გაიღვიძა სწორედ მაშინ გაიღო კარი და ანდრია ფორთოხლით ხელში შემოვიდა. თან ბევრი კი არა ერთი დიდი  ფორთოხლით ხელში. ელენეას ბიჭის დანახვაზე ისედაც გამუდმებით გული უჩქარდებოდა, ახლა კი როცა ხელში ელენას მეირ აღიარებული სიყვარულის ხილი ეჭირა უფრო მეტად იგრძნო საკუთარი სისხლის მიმოსვლა. ანდრიამ ხელით კარისკენ ანიშნა.
-დიტო და ლიზა არიან შენთან. უი ხო ეს შენ, ყვავილებზე ალერგია გაქვს და ფორთოხალს გაჩუქებ.
საწოლთან მივიდა და ჩაიმუხლა. კილაძემ ფორთოხალი გამოართვა და ლოყაზე ხმაურით აკოცა.კარი ლიზამ შემოგლიჯა. ანდრიმა ელენას გადახედა.
-მე გავალ.
ლიზას რომ ჩაუარა გოგომ გააჩერა და ჰკითხა.
-როგორაა?
-კარგადაა დამშვიდდი, საღამოს გაწერენ.
კარი გაიხურა და ლიზასთან მარტო დატოვა. სამელია მივარდა და საწოლთან გაჩერდა. გამხდარი წამოჯდა.
-მანერვიულე ელე.
-ელენა
გაბრაზებულმა შეხედა და მერე დასძინა.
-წადი და დიმიტრიზე ინერვიულე, მე რაში განაღვლებ.
-ნუ ხარ ბავშვი!
-არ ვარ. წადი და შენ საქმროზე იდარდე.
-ელენა მოგკლავ გეფიცები. ვაპირებდით, მართლა ვაპირებდით. ისე უეცრად მომეწონა თავსაც ვერ გამოვუტყდი ამაში. არა თუ შენ. მერე ზამთარში რომ ბაკურიანში ვიყავით გახსოვს? მაშინ მაკოცა. ორი თვე სრული შოკი მქონდა და ვერც ვიაზრებდი რა ხდებოდა.შემდეგ შენ ძია ლექსოსთან ჩახვედი სოფელში და ტელეფონით ვეღარ გითხარი. რომ დაბრუნდი კიდევ იმდენი საქმე გქონდა ჩემთვისაც ვერ იცლიდი არა თუ რამის მოსაყოლად. ზაფხულში ნიცაშიც ვაპირებდი ,მაგრამ ვერ ჩაგაშხმაე საყვარელი ქალაქი. ეს თვეებია ვცდილობ გითხრა, მაგრამ როგორცკი თქმას დავაპირებ,ან გარბიხარ, ან შენი თაყვანისმცემლები გვხვდებიან და იამლები, ან მამიდაშენი არ გვაცდის. მეშინოდა გესმის? არ ვიცოდი,როგორ შეეგუებოდი.
-მე მონსტრს ვგავარ? არა მითხარი ეგეთი საზიზღარი ვარ დაქალის ბედნიერება არ მიხაროდეს?
-არა, მაგრამ…
-დებილი ხარ სამელია დებილი… მოდი აქ.
ხელები გაშალა და დაქალს მთელი ძალით მოეხვია, ქერა ჯერ ისევ ქვითინებდა, მეგობრისთვის წყენინება მართლა არ უნდოდა, თუმცა ფაქტი იყო გული ატკინა. ელენა მოშორდა და კალთიდან ფორთოხალი აიღო, ლიზას ცხვირწინ აუთამაშა და ჰკითხა.
-ფორთოხალი გინდა? ანდრიამ მომიტანა!
-არა.რამე ხდება თქვენ შორის?
-არა შენ კი არ ვარ დაქალს ეგ დავუმალო.
-გადი რა. ანუ სანაძლეოს მიგებ?
-დიახაც გიგებ.-დაეტლატა და ცოტახანში კარში დიმიტრი დამანშავე მზერით გამოჩნდა. სანამ ისე ახლსო მოვიდოდა რომ რამე გაეგო ლიზამ უცბად უჩურჩულა.
-შენც შეგიყვარდება, ფორთოხალი გაჩუქა.
-მერე შენ რა?!
-არაფერი ამბებს მოვისმენ. და სხვისი ცხოვრებით დავტკბები.

ორი კვირის შემდეგ

ანდრიამ მართლაც დაიწყო დიმიტრის ფირმში თარჯიმნად მუშაობა, თუ საქმე არაფერი ჰქონდა ელენას კაბინეტში ეჯდა და ვეღარ იშორებდა. იმდენს ეკეკლუცებოდა და ელაპარაკებდოა გასაქანს აღარ აძლევდა ელენას, ის კი თავს იკატუნებდა ხოლმე ვითომ არ უსმენდა და საქმეს აკეთებდა, მაგრამ ერთი სული ჰქონდა როდის დაუდებდა მიქაძე თავს მაგიდაზე და ლეკვის თვალებით შეხედავდა მომაქციე ყურადღებაო. იმ საღამოს ანდრია დიდხანს ელოდებოდა როდის დაასრულებდა ელენა მუშოაბას რომ სახლამდე მიეცილებინა. ელენამ რომ კაბინეტში სინათლე ჩააქრო სწრაფად გაჩნდა მის კართან.
-გაგიყვანოთ მის?
-ვაიმე გული გამიხეთქე.
შეჰკივლა და მისკენ შებრუნდა, ქუჩიდან შემოსული სუსტი შუქი ეცემოდა სახეზე და ანდრიას სუნთქვა შეეკვრა.
-გაგიყვანო?
-გზას რატომ იგრძელებ? ხომ ვიცი რომ სხვა მხარეს ცხოვრობ.
-შენ რა გენაღვლება, მე ვიგრძელებ შენ ხო არა.
-ცოდო ხარ.
-მაშინ შენთან დავრჩები.
გაეკრიჭა და ხელი მის უკან კედელს მიაყრდნო.
-რატომ გინდა ისევ უჩა მოვიდეს და საავადმყოფოში მოვხვდე?
-ღმერთო ნუ ამბობ მაგას, იცი როგორ ვინერვიულე ელენ?
ხელი ჩამოწია და დაუბღვირა. ქალს გაეცინა.
-კარგი ხო არ გაგახსენებ ხოლმე აწი.
გაუღიმა ,კედელს მთელი ტანით მიეყრდნო. ანდრია უყურებდა და გულში ფიქრობდა რომ ღირდა საქართველოში გადმოსვლა, სწორედ მის წინ მდგომი ქალის გამო ღირდა უკან დაბრუნება.
-კარგი ანუ ჩემთან მოდიხარ?
-მიგყავარ?
-რომ არ გიტოვებდე არც გკითხავდი.
მარცხენა ფეხი ჰაერში აათამშა და დრამატულად გადადგა ნაბიჯი. ანდრიამ თავი გადააქნია და მიმავალს უკან გაყვა. ელენას საქაღალდეები ეჭირა ხელში, ანდრიამ თვალებით ანიშნა და თან ჰკითხა.
-რათ გინდა.
-სახლში ცოტა უნდა წავიმუშაო, დიმიტრიმ ბევრი საქმე მომაყარა ერთდროულად.-თვალები აატრიალა და მერე მის გვერდით მიმავალს გახედა. კიბეები უსაშველოდ იწელებოდა- ვეცდები მალე მოვრჩე.
-მეგონა გვიანობამდე იმიტომ დარჩი რომ მუშოაბდი.
-ხო მაგრამ ბევრი იყო და თან ჩემი კაბინეტის სკამი არც იმდენად კომფორტულია რომ მთელი ღამე აქ გავატარო, პლუს ყველა წავიდა და მოჩვენებებს ჩემი შეეშინდებათ.
ანდრიამ მის ბოლო სიტყვებზე გიჟივით გადაიხარხარა. მერე გოგოს გასასვლელი კარი გაუღო რაზეც ელენამ თავი ღიმილით დაუკრა და გავიდა.
-და სკამის გამოცვლა არ გიფიქრია?
-გინდა რო სამსახურში მაგიდაზე თავჩამოდებული მიხილო ხოლმე?-ეშმაკურად უყურებდა და პარკინგისკენ მაის გვერდში ამომდგარი მიდიოდა. ანდრიას ისეთი შეგრზნება ჰქონდა თითქოს დრო მიფრინავდა და კომპანიიდან მანქანამდე წამის მეასედში მივიდნენ. რამდნეიმე ნაბიჯით გაასწრო ქალს, მერე უცბად მოტრიალდ ყველათითი მოკლეცა, საჩვენებლის გარდა, თუმცა არა ბოლომდე და ტუჩთან მიიტანა ,მერე ელენასკენ გასწია და თითისქნევით უთხრა.
-კარგი აზრია არ მიფიქრია.
-ვერ ხარ ხო იცი.
გაიცინა და ჩანთა ისე მოუქნია რომ არ მოხვედროდა.
-ისე ხშირად მიმეორებ ხოლმე აწი ჩემი ფეხით მივალ საგიჟეთში. დაბრძანდით ქალბატონო, ნუ თუ შეშლილს ენდობით- გაეკრიჭა და მანქანის კარგი გამოუღო.
-რა ჯენლტმენი ხარ მოკლედ რა.

ცოტახანს ჩუმად ისხდნენ მერე ანდრიამ გახედა და სასხვათაშორისოდ უთხრა.
-ვიღაც ორი კვირის წინ დამპირდა რომ ვღიღინებდი იმ სიმღერას მოგასმენინებო და გადამაგდო- ტუჩები სასაცილოდ გამოსწია წინ და გახედა.
-მაგ ვიღაცამ გითხრა როცა გინდაო.
წარბები აუწია და სახე მისკენ გაატრიალა.
-ახლა მინდა.
-კარგი
მხრები აიჩეჩა და ჩანთიდან მობილური ამოიღო, ცოტახანს ჩამოტვირთულ სიმღერებს შორის ეძებდა, რომ ვერ იპოვნა ანდრიას საწყალი თვალებით ახედა.
-არ მაქვს.
-იუთუბი?
-არც ინტერნეტი , სახლშიც და სამსახურშიც WIFI-ა ასე რომ თავს არ ვიწუხებ მეგაბაიტების იყიდვით, შენ თუ გაქვს მათხოვე და ჩაგირთავ.
-აი აიღე- ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო, მანქანას დაუკავშირა და გაუწოდა. ელენას რაღაცნაირად სიამოვნებდა ბიჭის მიერ მის ერთ-ერთი საყვარელი სიმღერის მიმართ გამოხატული ინტერესი. ელენამ იუთუბში დასერჩილი რამეებისთვისაც მოასწრო თვალის შევლება და შეუმჩნევლად ჩაეღიმა.
მალევე სალონში სასიამოვნო 70-იანების სიმღერა გაისმა. ანდრიას მოსწონდა , მაგრამ იმ დღეს წვიმაში ელენას მიერ წაღიღინებული, ძლივს გაგონილი სიტყვები უფრო მოსწონდა, გოგო რომ სიტყვებს აჰყვა ტანში ჟრუანტელმა დაუარა და მთელი სხეული სითბოთი აევსო.
-სასიამოვნო ხმა გაქვს.
-მადლობა. და ეს ერთი წამღერებით დაასკვენი?
ანდრიას ნიცაში შეხვედრისას საუბრის გახსენებაზე ჩაეცინა.
-ყოველ შემთხვევაში ჩემი აზრია.და შენ ყველასთან ასე მღერი?
-შანსი არ გაქვს არ აგყვები.
-რატო ნიცის გახსენება არ გინდა?
-ეგ რა შუაშია? უბრალოდ უაზრობაა დიალოგის ხელახლა პოზიციაშეცვლით გამეორება.
მხრები აიჩეჩა და სიმღერა თავიდან ჩართო.


ელენა სამზარეულოს მაგიდასთან იჯდა, საღამურებში გამოწყობილი, ცალი ფეხი სკამზე ჰქონდა აკეცილი, მეორე ფეხის თითებით კი ცივ იატაკს ეხებოდა. წინ საბუთები ელაგა , თითქმის მორჩენილი იყო მუშაობას ანდრია რომ შევიდა და მხრებზე პლედი მიაფარა. ელენამ თავი ასწია და ზურგსუკან მდგარ ბიჭს ახედა.
-მადლობა. დაჯდები?
-ვერ მორჩი?
-კიდევ ორი ფურცელიც და გეფიცები მართლა წამოვალ ფილმის საყურებლად. რომელი საათია?
-12.
-ხვალ დიმიტრი მოგვკლავს თუ დავაგვიანეთ.
-მე მოვაგვარებ.
თვალი ჩაუკრა და მის გვერდით ჩამოჯდა. ელენამ ორივე ხელით თმა მაღლა შეიკონა და მერე უცბად გაუშვა.ანდრიამ მის მსგავს ქმედებაზე ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და თვალი წამით აარიდა. სანამ ელენა მუშაობას დაამთავრებდა სამზარეულოში ჩუმად ისხდნენ. ანდრიას ხელები მაგიდაზე დაედო და თავი მათზე ედო, მუშაობაში გართულ ელენას უყურებდა და გულში ფიქრობდა როგორ უცდებოდა სათვალე. მერე როცა მუშაობას მორჩა გოგომ ყავა აადუღა, გადამალული სასუსნავები გამოიტანა და მისაღებში დივანზე გვერდიგვერდ დასხდნენ. ელენა ტრადიციულად ფეხმორთხმით ანდრია კი ჩვეულებრივად. სანამ ფილმი დაიწყებოდა ელენამ მანამდე თქვა.
- სასაცილოა, ნიცაში რომ ჩავდიოდი რას წარმოვიდგენდი რომ ქართველ ბიჭს გადავაწყდებოდი ,რომელიც იგივე სასტუმროში გაჩერდებოდა დასასვენებლად თან ვალსს მეცეკვებოდა და თან ჩემი ბოსის ძმაკაცი აღმოჩნდებოდა. არც ის წარმომედგინა რომ იმ ბიჭს ჩემს სახლში შემოვუშვებდი.
-მართლაც საინტერესოა ,მაგრამ მე დასასვენებლად არ ვყოფილვარ.
-აბა?
-6 წელი იქ ვცხოვრობდი.
-მოიცა რა?
ელენას ცხელი სასმელი გადაცდა და ხველება აუტყდა. ანდრიამ თავი დაუქნია.
-აჰა.
მხრები აიჩეჩა და ყავა მოსვა. კილაძე წინ გადაიხარა და ჭიქა მაგიდაზე დადგა.
-სასტუმროში რა გინდოდა მაშინ?
ელენამ გაოცებულმა ჰკითხა და კომპიუტერი გახსნა.
-დიმიტრი დამპირდა თუ არ მეღადავები და მართლა ჩამოხვალ მუშაობას ჩემთან დაგაწყებინებო.ბევრი მიზეზია რის გამოც დავბრუნდი.
-მე შენს ადგილზე ნიცას არასოდეს მივატოვებდი.
-დამიჯერე შენ რომ ჩემს ადგილზე ოფილიყავი იმავეს იზავდი- ეშმაკური ღიმილით უყურებდა გოგოს, სახეზე თმა ჩამოუვარდა და ყურს უკან გადაუწია-მოკლედ იქ ბინის გაყიდვა დამენანა, თან მოქალაქეობაც მაქვს და როცა მომინდება მაშინ წავალ. მოკლედ ბინა გავაქირავე და წამოსვლამდე რამდენიმე დღე სასტუმროში გაჩერება გადავწყვიტე, ამიტომ შეგხვდი მის ჰოლში.
-გამოდის შენი პატარა ძმა დიდიხანია არ გინახავს.
-არა.-თავი გააქნია და ელენას გაუღიმა-თინის ჩამოყავდა ხოლმე, დედაჩემს. იქ ისედაც მათ გამო ვიყავი, ვმუშაობდი და ფულს ვუგზავნიდი. დედა ექიმია, მაგრამ ხომ იცი არც ისე დიდი ხელფასები აქვთ. ვაკოს დაბადების შემდეგ ცდილობდა მაქსიმალურად ემუშავა რომ ორივე ვერჩინეთ, მაგ პერიოდში მე სტუდენტი ვიყავი, ვცდილობდი მემუშავა ,მაგრამ მეჩხუბებოდა ვინმემ შენს ძმას უნდა მიხედოსო. ასე რომ პირველი ორი წელი პატარა ციცქნა არსებამ ჩემს მკლავებში გაატარა. მაგისტრატურაში რომ ჩავაბარე საფრანგეთში წავედი და ხომ ხედავ იქ შემოვრჩი.
- საუკეთესო ხარ.
ელენა აწყლიანებული თვალებით უყურებდა,ლეპტოპი მაგიდაზე დადო, მისკენ გადაიხარა და ლოყაზე თბილად აკოცა. ანდრიას გულზე ცეცხლი მოეკიდა, კიდევ მეტის მოყოლა უნდოდა უფრო მეტის გაგება ქალზე რომელიც ასე აგიჟებდა.
-არ იტირო რა.
-მე ? რა სისულელეა- თან სრუტუნებდა თან ცრემლებს იწმენდდა.
-მოდი ჩემთან.
ხელები ძლიერად შემოხვია და გულში მთელი ძალით ჩაიკრა. ცოტახანში ელენამ ჰკითხა.
-მამაშენს რა მოუვიდა?
-ავარიაში მოყვა, ვაკოს დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე.
-ღმერთო, წარმოდგენაც არ მინდა დედაშენი რა დღეში იქნებოდა.
-სიმართლე გითხრა თინის ძალიან ცუდი რამე სჭირს, ვინმეს რომ კარგავს მტკივნეულად უგრძნობი ხდება, არ ტირის. პირიქით გართობას იწყებს, ეგ უარესია. ერთი სული ჰქონდა შავებს როდის გაიხდიდა და ქმარს აჩვენებდა რა მაგარ ქალთან შეეძლო დარჩენა მაგრამ ვერ იბრძოლა.
ელენას ტანში გასცრა და ისე რომ ბიჭს არ მოშორებია ქვემოდან ახედა ჯერ ისევ აწყლიანებული თვალებით.
-ძალიან უცნაურად და საშიშად ჟღერს.
-ვიცი, მაგრამ ის დედაჩემია და ყველა უჯრედით მიყვარს. და მამაშენზე არ მომიყვები? სხვათაშორის მეგონა აქ ცხოვრობდა შენთან ერთად.
-ტანსაცმლის გამო?
ბიჭს მოშორდა და ყავისფერ უცნაურად გაბრწყინებულ თვალებში ჩააშტერდა.
-ხო.
-არა სოფელში გადავიდა მას შემდეგ რაც საზღვარგარეთ წავედი სასწავლებლად და მერე იქვე დავრჩი რამდენიმე წელი.
-როგრია?
-საოცარი, არაფერზე საუაბრს არ ვერიდები მასთან, საყვარელია. ბავშვობიდან სულელური რიტუალი თუ ტრადიცია გვაქვს , წვერს რომ იპარსავს და ჩემთანაა ან მე მასთან ვარ ჩასული მთელ სახლში უკან დავსდევ რომ ვაკოცო, ის კი ყველანაირად გარბის. რა თქმა უნდა მე ვიმარჯვებ.
სიამაყით განაცხადა და საკუტარი სიტყვები ისეთი სულელური მოეჩვენა რომ ახითხითდა. ანდრია ღიმილს ვერაფრით იკავებდა ამ სცენარის წარმოდგენაზე. გოგოს ლოყაზე მიეფერა და წარმოიდგინა როგორ მისწვდებოდა მის მკლავებში მოქცეული ქალის სავსვე წითელ ბაგეებს. ამის წარმოდგენაზეც კი ტანში ჟრუანტელმა დაუარა. ელენას მეტის გაძლება აღარ შეეძლო, თუ ბიჭს არ მოსცილდებოდა არა მხლოდ ისე აკოცებდა როგორც ნიცაში ან მაშინ წვიმაში არამედ უფრო შორსაც წავიდოდა და მერე სანანებელი გაუხდებოდა. დიდხანს უყურებდნენ ერთმანეთს დაჰიპნოზებულები მერე ელენამ მკერდზე ხელები მიაბჯინა და მოშორდა. თმა ხელის ერთი მოძრაობით გაისწორა და აკანკალებული ხელი არ შეიმჩნია.
-მოდი ახლა ვუყუროთ თორემ უკვე პირველი გახდა და ენათ ვართ გათქვეფილები.
-შენთან საუბარში შემიძლია მთელი ცხოვრება არ დავიძინო ელენ.
-მართლა?-სახელი აღარ გაუპროტესტებია თუმცა ბიჭს ნასიამოვნები უყურებდა.
-მართლა. კარგი რას ვუყუროთ?

ერთი თვის შემდეგ.

-აუ გთხოვ რა ძალიან გთხოვ.
-არა ელენა და გთხოვ კი არა გთხოვთ.
გაბუტულმა კილაძემ გულზე დაიკრიფა ხელები და თვალები აატრიალა.
-სამსახურიდან წავალ იცოდე.
-ხელს არ მოგიწერ განცხადებაზე, თან კონტრაქტს თუ დაარღვევ ჯარიმის გადახდა მოგიწევს და მაგდენი ფული საიდან გაქვს?
-ლიზას გამოვართმევ.
-და ლიზა სად იშოვის?!
- კომპანიის უფროსია მისი საქმრო და იმას გამოართმევს- გაეკრიჭა და ისევ საწყლად შეხედა კაცს.
-ანუ ბოლოს მაინც მე მომიწევს შენი ვალის გადახდა?
-აჰამ, იცოდე ლიზას ცოლად არ გამოგატან.
-არა და დაიხურა ეს თემა. წახვალ იმ შეხვედრაზე, შენს ლამაზ თვალებს აუჟუჟუნებ სპონსორს თუ საჭირო გახდება და მაინც დადებ შეთანხმებას.
-ანდრია გეჩხუბება.
-ვინ კითხავს.
-რა ვიცი აბა
მხრები აიჩეჩა და წითლად შეღებილ ფრჩხილებს დახედა. ბოლოს არაფერი რომ არ გაუვიდა დიმიტრისთან მისი კაბინეტის კარი გაბრაზებულმა გაიჯახუნა რაზეც დიმიტრიმ კაბინეტიდან უყვირა მაინც მოგიწევს წასვლა და კარს ნუ მიჯახუნებო. გაბრაზებული გოგო თავის კაბინეტში შევიდა და შუბლით კარებს მიეყრდნო, უცბად იგრძნო როგორ ჩამოიწია მისი კარის სახელური და ნელ -ნელა უკან უკან წავიდა ამიტომ კარს მოშორდა.
-კარგად ხარ ელ?
-მომიშალა შენმა ძმაკაცმა ნერვები, შეხვედრაზე მიშვებს არა და იცის ვერ ვიტან.
-მოდი შე სულელო აქ.
ახლოს მიიზიდა და ჩაეხუტა, ელენა შუბლით მის მხარს ეყრდნობოდა და ხელები უღონოდ ჰქონდა ჩამოყრილი ძირს.

იმ ღამეს ელენასთან რომ დარჩა ანდრია ,სამამდე ფილმს უყურებდნენ, მერე ერთმანეთზე მიხუტებულებს ჩაეძინათ და დილას სამსახურში დააგვიანეს. ანდრია იგივე ფორმაში რომ გამოცხადდა სამსახურში და თან ელენა მანქანით მოიყვანა ლიზამ ეჭვით გახედა გოგოს, რაზეც კილაძემ თვალები აატრიალა და შემეშვიო უთხრა. მაგ ამბავზე მთელი თვე ჭორაობდნენ სამსახურში. ზემოდან ისიც ემატებოდა რომ ანდრია მთელს თავისუფალ დროს ელენას კაბინეტში ატარებდა, ან ლანჩზე ერთად გადიოდნენ საჭმელად. ზოგიერთი თანამშრომელი კი ხშირად ხედავდა მოსეირნე წყვილს .

-წამომყვები შენც?
-ვერა საქმე მაქვს მე.
-აუუუუ, ასე მითხრა თვალები აუჟუჟუნეო.
-აჰა ანუ ვიღაცეებთან საფლირტაოდ გიშვებს დაფინანსებების მოსაპოვებლად?
-დიახ.
-კარგი დაწყნარდი წადი და მოდი. რა უნდა უცბად მოაგვარებ ხო ვიცი რა მაგარი გოგო ხარ.
-აჰა, კარგი წავალ.
ლოყაზე აკოცა და მოშორდა. გულში რაღაც ღრღნიდა ელენას,და იმაზე ფიქრი არ ასვენებდა როგორ ურეაქციოდ შეხვდა ანდრია მის სიტყვებს. არა და ეგონა ბიჭს სულ ოდნავ მაინც მოსწონდა. თავის მხრივ ანდრია კი დიმიტრიზეც ბრაზობდა და ელენაზეც ეჭვიანობდა, უბრალოდ როგორც ყოველთვის არ იმჩნევდა. ელენას კაბინეტიდან რომ გამოვიდა დიმიტრისთან დაუკაკუნებლად შეაჭრა,რაზეც კაცმა ჩაიღრინა.
-ის ქალბატონი კარებებს მიჯახუნებს შენ კიდე მიგლეჯ ისე შმოდიხარ, რა დღეში ხართ ერთი?!
-არაფერი ნერვებზე ვარ დაიკიდე. საღამოს გცალია?
-არა კესო ჩამოდის და უნდა დავხვდე.
-ვააა პატარა ქალბატონს გაახსენდი?
-დიახ, გაიზარდა სხვათაშორის.
-რომელ კურსზეა?
-წელს დაამთავრა.
-როგორ მახსოვს მისი პირველი ნაბიჯები და საზიზღარი ჯინიანი ხასიათი.
გაიცინა და ჩამოჯდა. კესო დიმიტრის მამიდაშვილი იყო, რომელიც ყოველ ზაფხულს ბიძასა და ბიცოლასთან ატარება, ასე რომ ბავშვობიდან შეჩვეული იყო ანდრიასა და დიმიტრისთან წუწუნსა და მომაბეზრებელ საუბრებს. ანდრიას კი პატარა დასავით ჰყავდა გოგო.
-რამდენი ხანია არ გინახავს?
-2 წელი მაინც, ერთად დავემთხვიეთ დასასვენებლად ჩამოსვლისას და მაშინ შენ რომ შემოგიარე იქ დამხვდა ,თუმცა მერე მალევე წავიდა.
-ეგ ის წელი იყო ელენას რომ პირველად შეხვდი?
-დავინახე არ მივსულვარ და არ გამიცნია შენი წყალობით.კი ეგ წელი იყო.
-ანუ და რა უნდა გექნა აბა მივარდნოდი გოგოს?
-ფფფფ- ჩაიფრუტუნა და ძმაკაცს თვალები დაუქაჩა-თორე ნიცაში რო მივვარდი მაგიტომ არ მაქ ახლა მშვენიერი ურთიერთობა.
-რა ქენი?
-ზაფხულში ნიცაში დავინახე და ვეცეკვე. ყველა სიტყვის გარეშე.
-ვერ ხარ ანდრია ხო? ანუ მომინდომა აქ რომანტიკოსობა. წადი იმუშავე თორე ელენასთვის ყვავილების საყიდ ბონუსებს არ დაგირიცხავ.
-უჟმური ხარ გეფიცები. სხვათაშორის ყვავილებს არ ვჩუქნი ალერგია აქვს.
ნაწყენმა შეხედა და კარი გაიხურა.

ელენა 3 საათზე უკვე რესტორანში იჯდა და მოთმინება დაკარგული ელოდა კლიენტის მოსვლას რომელიც უკვე ნახევარი საათია იგვიანებდა. ტელეფონზე გეგლასგან მოუვიდა ესემესი.
გეგლა: მორჩი?
ელენა:არც კი დამიწყია, სადღაც დაიაკრგა და ვერაფრით ვერ მოაღწია დავიღალე დიმიტრის გავლახავ.
გეგლა:ანდრია უნდა განახა წარამარა გკითხულობს, რამეს მიმალავთ?
ელენა:ნუ სულელობ. აუ რატო გამომიშვით მარტო.
-ელენე არა?
თავზე სიმპატიური ახლაგაზრდა კაცი წამოადგა, მასზე ალბათ 3-4 წლით დიდი. ელენამ მომხიბვლავად გაუღიმა , მობილური დაბლოკა და გვერდზე გადადო.
-დიახ ოღონდ ელენა და არა ელენე.
-რა განსხვავებაა?
-ერთი ე-თია მეორე ა_თი მგონი შესამჩნევია, თანაც მამაჩემმა ელენა დამარქვა და ცოტა პრეტენზიული ვარ შეცვლილ სახელებთან.თქვენ ალბათ მირიანი ხო?
-დიახ.
-დაბრძანდით.
დიდხანს კამათობდნენ კონტრაქტის პირობებზე, თუმცა ელენამ თავისი ღიმილით მოთმინებითა და იმის სურვილით რომ უკან მალე დაბრუნებულიყო და სახლში ანდრიას მიეცილებინა მაინც მოახერხა კაცის დათანხმება და კონტრაქტის გაფორმება.
-კიდევ შევხვდებით?
-რა თქმა უნდა თქვენ ხომ ჩვენი კომპანიის საქმეებს აფინანსებთ, მე კი ფირმის ადვოკატი ვარ.
გაიღიმა და ფეხზე წამოდგა.
-მანქანით ხართ?
-არა.
თან გასასვლელისკენ მიდიოდნენ თან საუბრობდნენ.
-შემიძლია გაგიყვანოთ?
ელენა ჩაფიქრდა, ძალიან ძალიან უნდოდა ანდრია ეეჭვიანებინა და ჭკუიდან გადაეყვანა, მისი თაყვანისმცემლები კი აღარსად ჩანდნენ. ბიჭს რომელიც მოსაცმელს უწვდიდა გაუღიმა და პალტო გამოართვა.
-არ მინდა შეგაწუხოთ. უკაცრავად შარფიც უნდა იყოს.
-დიახ ახლავე.
შარფი ყელზე მოიხვია და კაცს ახედა.
-რა შეწუხებაა თქვენნაირი ლამაზი ქალბატონისთვის.
-გმადლობთ.
მირიანს მანქანა ახლოშივე ეყენა, ელენა რომ შიგნით ჩაჯდა და მირიანმა კითხა საითო გაუღიმა.
-ჩვენი კომპანიის მისამართი იცით?
-რა თქმა უნდა, ისევ სამსახურში უნდა დაბრუნდე?
-სამწუხაროდ საქმეები თავზე მაყრია.
მხრები აიჩეჩა და გაუღიმა.
მთელი გზა კაცი სხვადასხვა თემებზე ცდილობდა ელენასთან საუაბრს ის კი უხერხულად ასდევდა საუაბრში,რადგან ზედმეტად შესამჩნევი იყო რომ ელენამ კაცი მოხიბლა. მანქანა შენობის წინ გააჩერა და ელენამ ტერასაზე სიგარეტით ხელში მდგომი ანდრია დალანდა .
-შეხვედრამდე.
-შეხვედრამდე.
ელენამაც გაუღიმა და მანქანიდან გადმოვიდა. ანდრია ინტერესით უყურებდა ხან ელენას და ხან მანქანაში მჯდომ კაცს რომელიც საქარე მინიდან მშვენივრად მოსჩანდა. ელენა კარისკენ დაიძრა და ანდრიაც სასწრაფოდ შენობაში შებრუნდა. კაბინეტში შარფის მოხსნით შევიდა და კარს უკან წაწეული ფეხი დაუხვედრა ძალიან რომ არ მიჯახუნებულიყო. ანდრია მის სავარძელში იჯდა და ნახევარწრეზე ტრიალებდა.
-ჩემს სკამზე რა გინდა ვაჟბატონო?
-ვინ მოგიყვანა?
-დიმიტრიმ რომ გამაგდო შეხვედრაზე იმ ბიჭმა.
მისკენ არც მიუხედავს ისე ჩამოკიდა პალტო საკიდზე და ჩანთაც მიაყოლა. ანდრიამ წარბები ასწია , მაგრამ სახე მალევე დააწყნარა . ამასობაში კილაძე ბიჭს მიუახლოვდა და მის წინ მაგიდას ხელებითა და საჯდომით მიეყრდნო.
-გეგლამ მომწერა გეძებდაო, რამე ხო არ გჭირდებოდა?
-არა , პროსტა მოვიწყინე მეთქი დაველაპარაკები, დიმიტრიმ გამომაგდო დღეს კაბინეტიდან.
გაიცინა, ოდნავ შეხტა და სკაუთარ მაგიდაზე შემოჯდა.
-იმედია არ შემოვა თორემ თავს წამაძრობს. ახლოს ხარ და ფანჯარა გამოაღე რა.
ანდრიამ ბორბლებიანი სკამი უკან გააგორა და ფანჯარა გამოაღო, ელენა კი უჯრაში ნახევარი ტანით წინ გადმოხრილი იქექებოდა, ბოლოს როგორც იქნა იპოვა სიგარეტის კოლოფი და სანთებელა. ნევრბეი ისე ჰქონდა იმ მირიანის გადამკიდე მოშილილი და თან იმის გამოც რომ ანდრია არაფრის დიდებით არ ეჭვიანობდა, მას კი მხოლოდ 8 თვე რჩებოდა სანაძლეოს ასასრულებლად. ახლა მხოლოდ ერთი ღერი სიგარეტი დაამშვიდებდა.
-არ ვიცოდი.
-რა? აა ეს? მწეველი არ ვარ.
გაიცინა და კვამლი ნელა გამოუშვა.
-ფრრრ,არა რას ამბობ კამფეტია ეგ.
ანდრიამ დასცინა და ხელები სკამის სახელურებზე შემოაწყო.
-არა მართლა, მხოლოდ მაშინ როცა ძალიან ნერვებ მოშლილი ვარ ან სიტუაციის გამო. წელიწადში 1ან ჰა ჰა2 კოლოფი სიგარეტი მწეველად არ მაქცევს.
მხრები აიჩეჩა და ფეხები აათამაშა.
-რამ მოგიაშალა ნერვები.
-შეხვედრებს ვერ ვიტან უაზროდ მეკამათებიან იმაზე რაც მაინც ისე იქნება როგორც თავიდან შევთავაზე.
-რა მკაცრი ხარ ელენ ეგრეც არ შეიძლება.
-ვითომ რატომ ? მკაცრი რო არ ვიყო ჩვენი კომპანიის ადვოკატებს შორის საუკეთესო არ ვიქნებოდი.
-როგორი თვითდაჯერებულობაა.
-ენა მიიგდი თარჯიმანო.
მკაცრი უნდოდა გამოჩნეილიყო მაგრამ გაეცინა და თავი უკან გადააგდო. მერე ბოლო ნაფაზი მოქაჩა ,სიგარეტი კოლოფშივე ჩააქრო და მაგიდიდან ჩამოხტა.
-ცოტა საქმეები მაქვს, შენ?
-კი მეც მაქ რაღაცეები გასაკეთებელი. რომელზე მორჩები?
-ალბათ 8ისთვის,გინდა სადმე წავიდეთ? კი ცივა უკვე მაგრამ მაინც.
-მგონი დღეს ნაძვისხეს ანთებენ.
თვალები გაუნათდა ანდრიას და გოგოს თავზე წამოადგა.
-არა გავიჭყლიტებით, მოდის სადმე თბილ კაფეში დავსხდეთ, ცხელი შოკოლადი დავლიოთ და ვისაუბროთ, ნაძვისხის სანახავად ხვალ წავიდეთ თან შაბათია.
-მისაღები აზრია ქალბატონო.
-მაშინ ახლა წაბრძანდით ნება მომეცით ვიმუშაო და გპირდებით რვაზე თქვენი ვარ.
-მიდი.
ლოყაზე აკოცა ელენას და გავდია.

სამი კვირის შემდეგ

ახალიწლის საღამოს ელენა თავის სახლში იჯდა, წითელ ღვინოს სვავდა და ფირსაკრავზე ჩართულ ძველ მუსიკას უსმენდა. დედისგან რამოდენიმე ფირფიტა შემორჩენდოა და ბავშვობიდანვე ტრადიციად იქცია ახალწელს, დაბადებისდღესა და დედის დაბადებისდღეზე მათი მოსმენა. იმ წუთებში დივანზე მჯდომი ჭიქით ხელში ALL OF MY LOVE-ს უსმენდა და წარმოიდგენდა მშობლების პირველშეხვედრას, რადგან იცოდა ლექსო და მარიკა ერთმანეთს პირველად მეგობრის სახლში შეხვდნენ სადაც ეს სიმღერა იყო ჩართული. წარმოიდგენდა დედამისს რომელიც ,როგორც ლექსო მის ბავშვობაში ყვებოდა ხოლმე, მაგიდაზე იდგა და მომუშტული ხელი სახესთან მიკროფონივით ჰქოდნა მიტანილი. ტეელფონი აწკრიალდა. გარედან ფეიერვერკების ხმა ესმოდა, ფეხზე წამოდგა და ფანჯარასთან მივიდა. მშვენიერი იყო და თან საშინელი. ვერასდროს ხვდებოდა ასე ძალიან რატომ მოსწონდათ ადამიანებს იმ მიწის განადგურება რომელიც აცოცხლებდათ. მუსიკას უფრო მეტად აუწია ხმა და წრეზე დატრიალდა.
-გილოცავ დედა!
მთელ ხმაზე იყვირა და ისევ დატრიალდა. მამიდამისი სოფელში ლექსოსთან იყო ჩასული, ასეც რომ არ ყოფილიყო დიდიხანია ქალი არ დალაპარაკებია. არა და ელენას ერთდროს მამდია სიგიჟემდე უყვარდა. ტელეფონი რომ აღარ გაჩერდა მუსიკას დაუწია და უპასუხა.
-გისმენ ჩემო სიკაშკაშევ.
-გილოცავ ელენააააა, მრავალს დაესწარი. რას შვები მარიკას ძველ ფირებს უსმენ?
-ერთი სიმღერა დამრჩა და მოვრჩები.მეც გილოცავ, სახლში ხარ?
-ნწ , მე და დიტო მივდივართ სადმე გარეთ დასალევად წამოხვალ?
-მმმ წითელი ღვინო მაქვს სადღაც საკმაოდ ძვირიანი...
-ახლა მოეშვი შენ ნამიოკებს ჯერ არ წამიგია.
-მალე წააგებ, მართლა სადღაც კიდევ ერთი ბოთლი მაქვს გამოვიტან თქვენ გამომიარეთ ოღონდ.
-ელენ ჩემი ძმაკაციც რო წამოვიდეს მოსულა?
-ვინ ძმაკაცი ბატონო დიმიტრ?
-ანდრია.
-ანდრია მხოლოდ შენი ძმაკაცი აღარაა და მოვითხოვ კიდეც მის წამოსვლას.
გაიცინა და თან პიჟამოების გახდა დაიწყო.
-მაშინ 10 წუთში შენთან ვართ, მოასწრებ მომზადებას?
-ვეცდები მიყვარხრთ.
ყურმილში ჩაჰყვირა და უცბად გათიშა. ფანჯრის მინას ხელი მიადო რომ გაეგო რამდენად ყინავდა გარეთ. ტანში გასცრა თითებიდან წამოსული სიცვისგან , კარადიდან სქელი სვიტერი, ჯინსის შარვალი და ქამარი გამოიღო. დიმიტრის და ლიზას ათი წუთი ოცად გადაიქცა და მსუბუქი მაკიაჟის გაკეთებაც მოასწრო, რაც შინდისფერი ლაინერითა და ტუშით შემოიფარგლებოდა. ოცი წუთის შემდეგ ლიზამ მისი კარის ჩამოღება განიზრახა.
ანდრია
ანდრია თინის სუფრის გაწყობაში ეხმარებოდა და ძმას ,რომელიც ჩუმად ცდილობდა სუფრიდან ყურძნის მოპარვას სანამ დასხდებოდნე ,სიცილით დაარტყა ხელზე ხელი.
-აპ რას მაიმუნობ ონავარო?
-აუ მინდა.
-გეჩხუბება დედა და მეყოლე მერე კარგად, კიდე 20 წუთი მოითმინე პატარავ.
-და სახურავზე ამიყვან ფეიერვერკების სანახავად?
თვალები სიხარულით აენთო და ძმას მუდარით შეხედა, ანდრიამ ქერა თმები აუჩეჩა და შეთქმულივით უჩურჩულა.
-კარგი ოღონდ თინი არ გააბრაზო სანამ ახალიწელი არ შემოვა თორე არ აგვიშვებს.
-აუ საუკეთესო ხარ ანდრ
ძმა დაიჭირა და ორივე ლოყა ჩაუკოცნა.
-რას დამდგარხარ ვაჟბატონო გამომართვი ეს თეფშები მოვლენ აწი ლია და ნელი.
-არის ქალბატონო.
ანდრიამ დედას თეფშები გამოართვა მის ირგვლივ დატრიალდა და ლოყაზე ხანგრძლივად აკოცა. სუფრისკენ მიმავალ შვილს რომ უყურებდა თინა თავი სიცილით გააქნია და მიაძახა.
-ამხელა კაცს ტვინი სულ არ გაქ. ვინ შემოგხედავს ერთი დამირჩები მარტო.
-შენ მაგაზე არ იდარდო თინი მყავს უკვე ერთი იდეალურად საყვარელი გოგო რომელიც ვიცი რომ მალე შემომხედავს.
სამზარეულოში გამობრუნებულმა თვალი ჩაუკრა ქალს.
-შეყვარებული გყავს დედი?
-ნუ ჯერ არა, მაგრამ ვეცდები მალე გახდეს.
-და გამაცნობ ხო?
-რა თქმა უნდა თინა არ გრცხვენია? როგორ მეკითხები საერთოდ მაგას.
-და როდის?
-მმმ ჯერ ჩემი შეყვარებული უნდა გახდეს და მერე ოდესმე ვნახოთ.
-სად გაიცანი?
შვილს რომელიც ისევ კერძებს ეზიდებოდა მაგიდისკენ უკან პურით ხელში აეკიდა თინა, ყველაფერი აინტერესებდა გოგოზე რომელზეც ვაჟი ესაუბრებოდა.
-ნწ ვერ დამტყეუბ მეტს ვერაფერს.
-მეც გამაცნობ?
თინამ და ანდრიამ ერთდროულად გადახედეს ბავშვს და სიცილი აუტყდათ.
-რა გაცინებთ?
-არაფერი ონავარო, გაგაცნობ აბა რას ვიზავ.
-ხომ მოვეწონები?
-მეტიც მაშინვე შეუყვარდები ჩემო პატარავ.
ძმის წინ ჩაიმუხლა და სახეში შესცინა. თინა შვილებს რომ უყურებდა გული სითბოთი ევსებოდა. ახლა მისი ქმარი გვერდით რომ ყოლოდა აუცილებლად იამაყებდა ანდრიათი რომელიც ძმაზე გიჟდებოდა და მამასავით ზრუნავდა.
-შეშლილი ბავშვები ხართ.
სტუმრები მართლაც მალევე მოვიდნენ. ნელიმ და ლიამ მეგობრის წლების უანხავი შვილი რომ ნახეს ანდრია შუაში ჩაისვეს და მთელი საღამოს მანძილზე ათასი კითხვა დაუსვესვ, ბიჭი დედას საწყალი “გეხვეწბეი მიშველე” თვალებით უყურებდა რაზეც ქალს ჩუმად ეცინეობოდა . ახალი წლის შემოსვლამდე 4 წუთით ადრე თინას უთხრა ვაკოსთან ერთად სახურავზე ავალ და ფეირვერკებს ვუყურებთო. ლიფტი გაჭედილი დაუხვდათ ამიტომ ანდრიამ ძმა ზურგზე შემოისვა და სახურავზე სიცილ კისკისით ავიდნენ. ვაკო მხრებზე ეჯდა და იცინოდა . ტეელფონზე დიმიტრიმ დაურეკა.
-გილოცავ გადარეულო.
-მეც გილოცავ უფროსო.
-შენ და ელენა ამ უფროსოს როგორ გადაგაჩვიოთ სამსახურს გარეთ.
-სამსახურში გვერჩხუბები თქვენი მეგობარი არ ვარო და..
-ეგ სამსახურში. რამე გეგმები გაქვს?
-ვაკოსთან ერთად სახურავზე ვარ და ფეიერვერკს ვუყურებ მერე ქვევით უნდა ჩავბრუნე თინას ლია და ნელი ჰყავს შემჭამეს კითხვებით.
-გამო მაშინ მე და ლიზა დაგიხნსით დასალევად გავდივართ სადმე წყნარ ადგილას სადაც ქუჩაში დავლევთ, მანქანას სადმე დავტოვებ და ვიბოდიალოთ.
-ოქეი, ისიც მოდის?
-ვინ? ელენა? კი და შენზე რომ ვუთხარი წინააღმდეგი კი არ ვარ მოვითხოვ კიდეცო.
-ღმერთო რა საყვარელია.
-შემიწირავ შენ. მოკლედ ელენას გავუვლით მერე შენთან გამოვალ და მანდ დავტოვებ მანქანას მოსულა?
-ბაზარი არაა. მე ვაკოს ჩავიყვან მორჩა ისედაც ფეირვერკები.
-აუუ ცოტახანს კიდევ ვიყოთ რა.
-არა უნდა გავიდე მე.
....
-რას ჩამოიღე ეს საცოდავი კარი კდიე შენ აკლიხარ აი.
-მალე წავედით ანდრიას უნდა გავუაროთ.
-კაი მოვდივარ სიყვარულო მოვიდვარ. -კიბეებზე სირბილით ჩადიოდნენ.-ერთი ეს გამაგებიე შენი სახლიდნა ჩემს სახლამდე რათ უნდა 20 წუთი თან მანქანით?
-ნუ, გაეთრიე რა.
-თქვენ? ჯანდაბა იუ, აღარ მოვდივარ.
-კილაძე ელენა გირჩევნია ენა მიიგდო და ფეხი გამოადგა თორე დაგაგორებ ამ კიბეებზე.
-კაი ხო ხო ჩუმად ვარ.
....
-ჯანდაბა თოვს ლიზა.
საკმაოდ შემთვრალი ელენა მეგობარს ზურგზე შეახტა რაზეც ლიზამ ამოიკვნესა და თავი ძლივს შეიმაგრა, ანდრია და დიმიტრი მათ უკან სიცილით მიაბიჯენდნენ.
-ხო ელენა თოვს, ოღონდ ჩემი ზურგიდან ჩამოხტი რა.
ლიზამ სასმელი როგორც შეეძლო ბოთლიდან მოიყუდა და მერე მეგობარს მიაწოდა. ელენამ რამდენიმე პატარა ყლუპი მოსვა და მეგობარს მოშორდა.
მთელი ღამე ქუჩებში დაბოდიალებდნენ და სვავდნენ, უამრავ თემაზე ისაუბრეს ანდრია და ელენა ერთმანეთს მორცხვად გადახედავდნენ და თვალესბ ატრიალებდნენ როცა ერთმანეთის ტუჩებზე მიწებებულ ლიზასა და დიმიტრის დაინახავდნენ.
ანდრია წამით შეჩერდა და ელენაც მისკენ მიტირალდა, ერთიანად დათოვლილი იყო გოგოს წაბლისფერი თმა, ანდრიამ თავზე ხელი გადაუსვა ,თმიდან თოვლი მოაშოირა, შარფი მოიხსნა და ყელზე მოახვია, მერე კი ნაწილი თავზე წამოახურა. თან გოგოს თბილად უღიმოდა.
-შენ? გაიყინები.
ელენამ გაწითლებული ცხვირი შეჭმუხნა და ხელები სახეზე შემოაწყო, ანდრია თბილი იყო, მისი ცივი თითები კი სითბოზე თითქოს მოლღვნენ.
-არაუშავს ერთი გოგო ვიცი თუ ძალიან შემცივდება ჩამეხუტება და გამათბობს.
ანდრიამ ხელები მაჯებზე მოხვია და ძალიან ძალიან თბილი თვალებით შეხედა. თვითონ ქუდი ეფარა და თბილი კურტკა ეცვა. ელენას კი ისევ ის შავი პალტო ასე ძალიან რომ მოსწონდა თანაც შეხსნილი.
-ოჰ მეც გაამცნობ?
წარბები მაღლა აუზიდა და ინტერესით შეხედა, მშვენივრად იცოდა რომ მას გულისხმობდა. ანდრიამ ხელი გადახვია და მკერდზე აიკრა.
-თუ ახლომახლოს სარკე დავინახე აუცილებლად გაჩვენებ.
ისეთი თბილი და კომფორტული იყო ბიჭის მკლავებში ყოფნა, მისი სურნელით გაჟღენთილი შარფის ქონა და მეგობრებთან ერთად აქეთ-იქით ბოდიალი.
-რა ხდებოდა სანამ გამოხვიდოდი?
-არც არაფერი, მამა სოფელშია. მოთოვა და გზები ჩაიკეტა, მამიდაც იქ არის. სახლში მარტო ვიჯექი წითელი ღვინით ხელში და მუსიკას ვუსმენდი, იმ ფირსაკრავზე შენ რომ ასე უბღვერ ხოლმე.
-მეგონა უბრალოდ გქონდა და არ იყენებდი.
-ნწ ელენა ყოველ წელს ,ახალწელს ,თავის დაბადებისდღესა და მარიკას დაბადებისდღეზე ლედ ზეპელინის და კიდევ რამდნეიმე მომღერლის ფირებს რთავს და იმ მუსიკას უსმენს რომელიც დედისგან დარჩა.
ანდრიამ გაოცებულამ შეხედა ქალს და იგრძნო ახლა უფრო მეტად უყვარდა ვიდრე მანამდე, ყველა დეტალი რომელსაც მასზე იგებდა უფრო და უფრო უჩქარებდა გულს , უფრო მეტად აიძულებდა შეჰყვარებოდა გოგო რომელიც ერთხელ სადღაც უბრალოდ შეამჩნია და მას შემდეგ მისი თვალები ვეღარავის უყურებდნენ ისეთი გრძნობითა და ემოციით როგორც კილაძეს.
-სერიოზულად?
-ყველას გვაქ პატარ პატარა ტრადიციები.
-არ მეგონე ასეთი სენსიტიური ელენა, მართლა ვფიქრობდი ისეთი მკაცრი და უჟმური იყავი როგორიც სამსახურიში აგიყვანე.
-ძალაინაც საყვარელი ვარ ცნობისთვის.
დიმიტრის ლოყაზე აკოცა და ისევ ანდრიას მიეწება.
-შენ რას შვებოდი?
-დედაჩემის დაქალები მოვიდნენ და დიმიტრიმ დამიხსნა მათგან.

ერთი თვის შემდეგ

დიმიტრიმ და ლიზამ თავიანთი ქორწილის თარიღის დანიშვნა გადაწყვიტეს და ელენა და ანდრია რესტორანში სავახშმოდ დაპატიჟეს. თან დააყოლეს კიდვე იქნებიან ვიღაც ვიღაცეები, მაგრამ შენ რომ იცი გაფსიხება ისე არ ქნაო. ელენამ გიცინა და დაჰპირდა კარგი არ გავგიჟდები და ვეცდები უცხო ხალხი ავიტანო ჩემს დრამატულ ცხოვრებაშიო. კომპანიიდან რომ გამოვიდნენ ანდრია შეუთანხმდა ხვალ საღამოს გამოგივლი და წაგიყვანო. ხაკისფერი ,მწვანე გრძელი ,ზურგზე საკმაოდ ჩახსნილი კაბა ჩაიცვა ლამაზი შავი ნაქარგებით, ფეხზე მაღლები მოირგო და ის ის იყო უკანასკნელი კულულიც ჩამოისწორა რომ ანდრიამ დაუკრეკა.
-მზად ხარ?
-მოსაცმელს ავიღებ და ჩამოვალ.
კარადიდან მოსაცმელი ჩამოსხნა და სახლიდან გავიდა. ანდრია მანქანას მიყრდნობოდა და სიგარეტს ნერვულად ეწეოდა. თანაც ასფალტს თვალს არ აშორებდა. ვერც კი შეამჩნია როგორ მიუახლოვდა ქუსლების კაკუნითა და ღიმილით გოგო. ელენამ ხელიდან სიგარეტი ააცალა და ტუჩებს შორის მოიქცია. ანდრია უცბად გამოერკვა და გოგო ფეხის ფრჩხილიდან თმის ძირებამდე აათვალიერ-ჩაათვალიერა. მერე ფართოდ გაეღიმა.
-ლამაზი ხარ, მაგრამ ხვეული თმა უფრო გიხდება.
-მადლობა.
-დაჯდები?
-დავჯდები.
მანქანის კარი გამოუღო, ელენა ელეგანტურად ჩაჯდა შემდეგ კი ანდრიამ მანქანას მოუარა და თავის ადგილი დაიკავა საჭესთან. ანდრია დაშვებულ სიჩქარეს არ აჭარბებდა და თითებს ნერვულად ათამაშებდა საჭეზე ელენა კი ტელეფონის მანქანასთან დაკავშირებას ცდილობდა რომ რაიმე ჩაერთო, ბოლოს ნერვებმა უმტყუნა ანდრიას ნერვული წიკის გამო და ბიჭს ახედა.
-რამე ხდება ანდრია?
-რა უნდა ხდებოდეს?
გოგოს გახედა და ჰკითხა. არა და ელენას კითხვა ზუსტი იყო, ხვდებოდა და მერე როგორ. ანდრიამ მშვენივრად იცოდა რომ ის დღე დიტოსა და ლიზასი იყო , მაგრამ ამდენი მოთმენაც აღარ შეეძლო. ისედაც დიდხანს იცადა. ელენა ინტერესით უყურებდა ბიჭს მერე მის ხელებს.
-ასე მარტო მაშინ აცანცარებ თითებს, როდესაც რამეზე ზედმეტად ნერვიულობ.
წამით გაჩუმდა ,მერე მანქანა შეანელა და გახედა.
-ცოტახანს გავჩერდეთ კარგი?
-კარგი გავჩერდეთ
მანქანა ჩიხთან გააჩერა და გადავიდა, ელენაც უკან გადაყვა. ანდრია ჩიხში შევიდა თუმცა ღრმად არა. ელენა რომ უკან მიყვა არც შეუმჩნევია, გაჩერდცა და მისკენ მიბრუნდა.
-ელენა მე… მე— ერთი კარგად შეიკურთხა. მერე მიუახლოვდა, კილაძე უკან-უკან წავიდა. ანდრიამ ხელი ელენას თავთან კედელს მიადო და გაჭირვებით ამოთქვა- ძალიან ძალიან ვეცადე კიდევ ცოტახნით მომეცადა, მაგრამ არ შემიძლია... სიგიჟემდე მიყვარხარ.
ელენა გაშრა, სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დაარტყა და გონებამ ანდრიას ხმით კიდევ რამდენჯერმე გაუმეორა უკანასკნელი სიტყვები. ახლა ერთად-ერთი რაც ზუსტად იცოდა ის იყო რომ ანდრიას დაკარგვა არ უნდდოა, ჯანდაბას სანაძლეო რომელიც მოიგო, მას ხომ ბიჭი უყვარდა, სასაცილო იყო ანდრიას მახე დაუგო ,ეფლირტავა და მისი ჭკუიდან გადაყვანა სცადა მაგრამ მახეში თავადაც გაება, თავადაც გადავიდა ჭკუიდან ბიჭის წყალობით. იმ წამს ერთადერთს რასაც გრძნობდა სიყვარული იყო, სიყვარული რომლის წყალობითაც ანდრიას გვერდით ყოფნა სიგიჟემდე უნდებოდა, უნდოდა მის სხეულში ჩაკარგულიყო და მთლიანად ანდრიად ქცეულიყო. ისე უყურებდა ბიჭს, მთელი გრძნობით და სიყვარულის დაუფარავი მზერით მაგრამ ანდრიას ის გამოხედვა აშინებდა, ელენას უნდოდა ეთქვა,რომ თავადაც უყვარდა, მთელ ხმაზე ეყვირა და სამყაროსთვის გაეგებინებინა რომ არავის არასდროს შანსი არ ექნებოდა ბიჭთან. პირი გააღო და სიტყვების გადაბმა სცადა.
-ანდრეა მე…
ისე დაიწყო ანდრიას გული ტკივილისგან შეეკუმშა, უკან დაიხია და შეშინებულმა გადააქნია თავი.
-კარგი არაფერი თქვა. დაივიწყე ვითმო არაფერი მითქვამს , რამ მაფიქრებინა რომ ეს უნდა მექნა.-ისტერიულად გაიცინა და ღრმად ჩაისუნთქა- წამოდი მანქანაში დავსხდეთ გველოდებიან ბავშვები.
ანდრიამ ორი ნაბიჯი გადადგა მაგრამ ელენამ უცბად იკივლა.
-მოკეტე გასაგებია?! მოკეტე! რატომ იქცევი სამი წლის ბავშვივით?! რატომ არ მაცდი გითხრა რისი თქმაც მინდა?. შენ გგონია მოხვალ მეტყვი რომ გიყვარვარ და სიტყვასაც არ მათქმევინებ?! არ გაქ ამის უფლება. ნუ იქცევი იდიოტივით. ნუ გარბიხარ. როგორ შეგიძლია ასეთი მიმზიდველი იყო, ასეთი ძლიერი, საშიშიც კი და მაინც ასეთი იდიოტი?! —ისე ხმამაღლა უყვირა ლამის თავადაც დაყრუვდა, მაგრამ რა ექნა ანდია ისე იყო შეშინებული იმ აზრით რომ ელენა მის მიმართ იგივეს არ გრძნობდა არც კი ცდილობდა რომ მოესმინა. ისეთი იყო ელენა რომ ოცნებობდა მთელი ცხოვრება. ხელები სახეზე წაავლო და ცადა თავისკენ მიეტრიალებინა-შემომხედე ანდრია! შემომხედე მეთქი! როგორ ხარ ასეთი სულელი? ნუ გარბიხარ, შემომხედე, გეხვეწები-ანდრიამ შეხედა, ისე უიმედოდ რომ ელენა გაბრაზა და ოდნავ შემოარტყა-რატომ ხარ ასეთი ბრმა?! ვერ ხედავ რომ ლამის არის დავდნე როცა მეხები? ვერ გრძნობ ,როგორ მიხშირდება გულსიცემა რომ მეხუტები?! რატომ ხარ ეგეთი ბრმა და ვერ ხედავ ,როგორ მიყვარხარ? მიყვარხარ გესმის?
ქუსლებზე მდგომი კილაძე ანდრიას ტუჩებს დაბრკოლების გარეშე წვდებოდა , მხოლოდ თავის აწევა თუ სჭირდებოდა. ასე რომ მოურიდებლად წაეტანა ბიჭის ტუჩებს, ანდრიას ჩაეღიმა , ორივე ხელი მოსაცმელის შიგნიდან წელზე მოხვია და სხეულზე აიკრა სიფრიფანა სხეული. ელენა ზურგით კედელს ეყრდნობოდა და ანდრიას კისერზე ეხვეოდა. საშინლად სიამოვნებდა ბიჭის კოცნაც კი, მისი ხელები რომლებიც წელიდან ნელა მისრიალებდნენ ზურგისკენ. ანდრიამ კოცნა გააღრმავა და ელენამ მუხლებში სისუსტე იგრძნო. ცოტახანში ერთმანეთს მოშორდნენ. ანდრია იღიმოდა.
-ჯერ არვუთხრათ კარგი?
მაშინვე ჰკითხა, როგორცკი მანქანაში ჩასხდნენ.
-კარგი, მაგრამ ტუჩსაცხი მოიცილე, თორემ ჩვენ არ მოგვიწევს თქმა, შენი ტუჩები გაგვყიდიან.
ელენამ დასცინა და ჩანთიდან ხელსახოცი ამოიღო, ანდრიამ სიცილით მოიშორა და მუსიკას აუწია. ელენას რამოდენიმე წუთი დასჭირდა მაკიაჟის შესასწორებლად, ამასობაში ანდრიას რეპლიკებზეც იცინა და რესტორნამდეც მივიდნენ. მანქანის კარი ხალისით გაუღო და გოგოს ხელკავი გამოსდო. რესტორანში რომ შევიდნენ ელენამ მორიდებით გაუწოდა მოსაცმელი ბიჭს რომელიც თავაზიანად უღიმოდა.
-ეგ კაბა ძალიან ძალიან გიხდება.
-გმადლობ.
მაგიდებს რომ მიუახლოვდნენ ელენამ დაინახა რომ დიმიტრისა და ლიზასთან სამი გოგო და ოთხი ბიჭი ისხდნენ. ანდრიას , რომელიც მის გვერდით მიაბიჯებდა ჩურჩულით უთხრა.
-კიდევ ერთი მიზეზი იმისა რომ ჩვენი ამბავი არ ვთქვათ. უცნობები.ვერ ვიტან ხალხის გაცნობას.
-დამშვიდდი, მე აქ ვარ. შენთან ვარ და არაფერი მოხდება.
  მაგიდასთან ღიმილით მივიდნენ და ყველას გამარჯობა უთხრეს. ელენა ლიზას გვერდით ჩამოჯდა ანდრეა კი მას მიუჯდა.
ლიზამ ღრენით ჰკითხა
-სად იყავით ამდენ ხანს? დაგაგვიანდათ.
-ჩამეძინა-რაც პირველად მოუვიდა თავში ის უთხრა და ანდრიასკენ ჩუმად გააპარა მზერა.
-გცემ ერთ დღეს.
ფეხზე ოდნავ უბრწკინა ლიზას და თვალები დაუქაჩა თავი დამანებეო. დიმიტრი ელენასკენ გადმოიხარა.
-როგორ ხარ?
-მშვენივრად შენ?
-კარგად ხოარ გაგაბრაზა გზაში ჩემმა ძმაკაცმა?
-გამაბრაზებს და მაგის აჯობებს ხომ იცი, ეგ არა შენი საცოლე მაბრაზებს. რატო დააგვიანეო იქნებ ეფექტის მოხდენა მინდოდა.
-შენ სულ ეფექტს ახდენ ხალხზე ელენა.
-დიახ, ხედავ მაფასებს სასიძო.
ნიშნისმოგებით გადახედა დაქალს რომელიც მეგობრისა და საყვარელი კაცის დიალოგზე იღიმოდა.
დიმიტრის ნათესავ-მეგობრები გაიცნო ელენამ, დიდხანს არაფერს აკეთებდა ღვინის სმისა და ლიზასთვის სისულელეების ჩურჩულის გარდა. ანდრია თავისსა და დიმიტრის ბავშვობის მეგობარს ელაპარაკებოდა და დროდადრო დიტოს ბიძაშვილ კესოსაც გამოელაპარაკებოდა, როემლიც ელენას პირდაპირ იჯდა და გოგოს თვალებით ჭამდა. მერე ელენასთან გამოლაპარაკებაც მოინდომა.
-რას საქმიანობ?
-ადვოკატი ვარ, დიმიტრის ფირმაში.
-ოხ ბიძაშვილო ჯერ ცოლად არ მოგიყვანია და უკვე მის დაქალებს ასაქმებ?
ელენას ანდრიას, ლიზასა და დიტოს სახე წამში მოენგრათ. თავის მხრივ დიმიტრიმ და ლიზამ მშვენივრად იცოდნენ როგორ ვერ იტანდა ელენა როცა მის შესაძლებლობებს აკნინებდნენ და მიანიშნებდნენ რომ სხვა ეხმარებოდა წარმატების მიღწევაში. დიმიტრიმ პასუხის გასაცემად პირი გააღო ,მაგრამ ელენამ დაასწრო.
-კესო მაგ ფირამში 4 წაელია ვმუშაობ. თანაც კურსზე საუკეთესო რომ არ ვყოფილიყავი და ამ საქმეში კარგი დიმიტრი სამსახურში არ ამიყვანდა. საერთოდაც მუშოაბა იტალიის ფილიალში დავიწყე და დიმიტრი მაშინ ლიზას საერთოდ არ იცნობდა. საქართველოში რომ დავბრუნდი ლიზამ მხოლოდ მაშინ დაიწყო მის მდივნად მუშაობა. ასე არაა დიმიტრ?
გაღიზიანებული ეუბნებოდა კესოს , ანდრია მაგიდის ქვეშ მის ხელს თავისას ძლიერად უჭერდა, და ძალიან ჩუმად ყურთან უჩურჩულა
-აქ ვარ გახსოვდეს.
გოგომ თვალები ძლიერად დააჭირა ერთმანეთს და ღრმად ჩაისუნთქა, მერე კი გაიღიმა. ანდრია იქ იყო, მის გვერდით და არსად წასვლას არ აპირებდა.
-რა თქმა უნდა. კესო მსგავსი საქციელი არ შეგეფერება დიდი ხარ უკვე.
დიმიტრიმ დატუქსა თუმცა ელენას დაკითხვა მაინც გააგრძელა.
-და ან ძმა?
-მხოლოდ მე.
-ასაკი?
-27ის გავხდები მალე.
-იტალიაში რატომ იყავი?
-მაგისტრატურა იქ დავამთავრე.
-გათხოვილი ხარ?
-აღარ
ისე ინსტიქტურად გასცა მორიგ მომაბეზრებელ კითხვას პასუხი რომ ვერც კი გაიაზრა. ყველა გაოცებული უყურებდა გოგოს ,კესო კი გამარჯვებულის ღიმილით. საშინლად ვერ იტანდა ქორწინებაზე საუბარს, მის ცხოვრებას შავ ლაქად აჩნდა ყოფილი ქმარი და ყოველ ჯერზე როცა ვინმე გაიგებდა რომ ქმარს გაშორებული იყო ისე უყურებდნენ თითქოს რამე დაეშავებინოს. ანდრია ამ პასუხს არ ელოდა, ხელი მოუდუნდა და ცადა გოგოსკენ არ გაეხედა რომ თავი უხერხულად არ ეგრძნობინებინა, ისედაც იგრძნო როგორ დაიძაბა ელენა. ცოტახანში საუბარი და ხუმრობა რომ გააგრძელეს ელენამ ანდრიას უჩურჩულა.
-სიგარეტი კიდე გაქვს?
-კი- ჯიბე მოიჩხრიკა და კოლოფი გაუწოდა- სანთებელა შიგნით არის.
-მადლობა.
-გინდა გამოგყვე?
-არა იყავი, მალე შემოვალ.
ეშმაკურად გაუცინა და ფეხზე წამოდგა. ისეთი გრძნობა ჰქონდა თითქოს კანკალებდა , მაგრამ გარეგნულად მშვიდი გაწონასწორებული ქალი იყო რომელიც უბრალოდ გარეთ გადიოდა. არა და ერთი სული ჰქონდა კარამდე როდის მიაღწევდა, სული ეხუთებოდა და უფრო და უფრო მეტად შორი ეჩვენებოდა გასასვლელი. ჰაერზე რომ გააღწია ღრმად ჩაისუნთქა და იქვე მარადმწვანე ბუჩქთან ჩამოდგა. ციოდა და სიცივე სხეულზე დამამშვიდებლად ედებოდა. იგრძნო როგორ დაუმშვიდდა გულისცემა და შინაგანი კანკალიც შეწყვიტა. ანდრიას მოცემული სიგარეტი ტუჩებსშორის მოიქცია და ძლიერი ნაფაზი მოქცაჩა. დაიანხა ხელი როგორ უკანკალებდა და თვალები აატრიალა. ეს იმიტომ რომ ახსენდებოდა ყოფილი და მის მიერ ჩადენილი გამოუსწორებელი და უპატიებელი საქციელი. უცბად ძლიერი მკლავები იგრძნო , როელიც მკერდსა და კისერზე შემოეხვივნენ.
-კარგად ხარ?
-კი.მოვწევ და შევიდეთ.
-კესოს არ გაუწყრე იცის ხოლმე მსგავსი გამოხტომები.
-არაუშავს.
-დარწმუნებული ხარ საყვარელო?
-კი ანდრია სრულებით დარწმუნებული ვარ რომ როცა ასე მეხუტები და დამამაშვიდებელი ხმით მესაუბრები ქვეყნად არავინ და არაფერი აღარ მადარდებს.
მის სიტყვებზე ანდრიმ კისერში კოცნა დაუტოვა და უფრო ძლიერად შემოხვია ხელები.
-ერთი ნაფაზი დამარტყმევინე ჩემო ნერვოზიანო და ჯუჯღუნავ.
-ახლა არ გამაბრაზო შენ.
შესცინა და სიგარეტის თითქმის ჩამწვარი ღერი თავის ხელით მიუტანა ტუჩებამდე. ბიჭმა ელენასგან გასწია თავი და სხვა მხარეს გამოუშვა კვამლი გოგოსთვის რომ არ შეებოლებინა.
შიგნით რომ შებრუნდნენ მალევე სიმღერა ჩაირთო და წყვილები საცეკვაოდ გავიდნენ, მაგიდასთან მხოლოდ დიმიტრის ძმაკაცი, კესო ანდრია და ელენა დარჩნენ. ელენას დიმიტრის მეგოაბრი იმ ისტორიას უყვებოდა დიმიტრი პირველად რომ ნახა და გაიცნო ისიც იცინოდა და თვალს სიძისკენ აპარებდა. ანდრია მისკენ გადაიხარა და გოგოს ხელი თავისაში მოიქცია.
-ვიცეკვოთ?
-რატომაც არა?! ხომ არ მიწყენ ?
-არა რა სისულელეა, საუაბრს მერეც მოვასწრებთ თან დავასრულე უკვე მოყოლა. შენია ძმაო -ანდრიას გაუცინა და ხელები დანებების ნიშნად ასწია.
ელენამ ანდრიას გაუცინა და საცეკვაოდ დატოვებულ სივრცეში გავიდნენ თუ არა მაშინვე კისერზე შემოხვია ორივე ხელი, გრძნობდა როგორ ნაზად ეხებოდა ანდრია და როგორ უჩქარდებოდა ბიჭს გული.
-შემიძლია ეს მთელი ცხოვრება ვაკეთო და არ მომბეზრდეს.
-რა ჩემთან ცეკვა?
-ხო ელენ შენთან ცეკვა, შენი სხეულის ჩემსაზე შეხება და იმაზე ფიქრი რამდენად იღბლიანი ვარ რომ გაგიცანი.
ელენას გულზე გაჰკრა მისმა სიტყვებმა, იღბლიანი არ იყო სამყაროში ყველაზე ცუდად მოატყუეს, მაგრამ მოცია მოატყუეს? ელენას ხომ ის მართლა უყვარდა. უცინოდა და მის მიერ ყურში ნათქვამ სიტყვებს მკერდზე შიგნიდან იკაწრავდა რომ არასოდეს დავიწყებოდა.
ისევ სუფრას რომ მიუსხდნენ დიმიტრი ფეხზე წამოდგა და მეგობრებს გადახედა, ლიზა ქვემოდან უღიმოდა.
-ჩემო ძვირფასებო როგორც იცით ქორწილის თარიღი დავთქვით და ჯერ ჩვენ ახლო მეგობრებთან გვინდოდა გაზიარება, სანამ დიდი და მაშტაბური სიის შედგენას დავიწყებდეთ. მოკლედ გადავწყვიტეთ 21 ივლისს ხელი მოვაწეროთ და ჯვარიც დავიწეროთ.
ელენას და ანდრიას ფართოდ გაეღიმათ.
ხუთი დღის შემდეგ

დილით ვიღაცის შეხებამ გამოაღვიძა ელენა და მწვანე თვალები ზანტად გაახლია. მის წინ ჩამომჯდარი ალექსანდრე რომ გაარჩია და გაიაზრა მოცინარი სახით სახეზე ვინც ეფერებოდა სწრაფად წამოფრინდა და კაცს ხელები მთელი ძალით მოჰხვია. მამას რომ შეეხო და მისი ხელები ძლიერად მოეხვია მხოლოდ მაშინ გაიაზრა როგორ ძალიან ენატრებოდა კაცი.
-მამი,იცი როგორ ძალიან მომენატრე...
-მეც, ამიტომ ჩამოვედი.ცოტახანს დავრჩები, ალბათ მარტის შუა რიცხვებამდე მერე წავალ და ლიზას ქორწილამდე ისევ ჩამოვალ თან მთელი თვით.
-უნამუსო კაცი ხარ შენ-მამას მოშორდა და თვალებში ბრაზით ჩახედა- ანუ გამოდის ახლა ორი კვირით გნახავ ჰა ჰა სამით მერე წახვალ დაიკარგები და მაისამდე ვერ გნახავ.
-ივნისამდე
-მითუმეტეს!-იკივლა და ბავშვივით აჯუნთურდა.-ვერ ვხვდბეი იმ შენ სოფელში რა გინდა
-ჭამა არ გინდა?
-არ ვმუშაობ?
-მაგრამ სოფლის ნატურალურია.
-კარგი რა მამა კარგი რა.
კაცმა თავი გააქნია “შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვსო” და შვილს მოეხვია. ელენა მამას ჰგავდა მასსავით მწვანე თვალები ჰქონდა და მაღალი იყო თუმცა ნაკვთები და იერი ერთიანად მარიკასი გამოჰყოლოდა. ალექსანდრე გავიდა და ელენაც უცბად გაემზადა სამსახურისთვის. სამზარეულოში გავიდა კაცს ყავა გაეკეთებინა მისთვის, ფართოდ გაეღიმა მამის სითბოზე რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მოჰკლებია. ცოტა მოსვა და მაგიდაზე დააბრუნა. კაცი მაგიდასთან იჯდა და საუზმობდა.
-მამი შეიძლება დამაგვიანდეს და არ ინერვიულო კარგი. მამიდა, როგორც ყოველთვის ხმას არ მცემს თავის სახლშია. ხო მართლა ვინმე დეგენერატი თუ მოვიდა და მიკითხა კარი ცხვიწრინ მიუჯახუნე.
-ისევ იგივე გრძელდება?
-ჩემი ბრალი ხომ არაა არა?
-ოხ ელენ ელენ.
-მეც მიყვარხარ.
კაცს ლოყაზე აკოცა და ყავით ხელში სახლში ბოდიალი დაიწყო ნივთების შესაგროვებლად , მერე სადღაც დადგა ჭიქა და ცალ ხელში ფაილების შეკვრით ცდილობდა როგორმე ფეხსაცმელი ჩაეცვა. ლექსო კედელს ეყრდნობოდა, ცალხელში ჩაი ჭიქა ეჭირა მეორეში ქლიავის ჯემწამსული ტოსტი და შვილს დასცინოდა.
-ერთი წაიქცეოდე.
-კარგი რა მამა არ გეცოდები?
თავი არ აუწევია ისე შეხედა მამას.
-ნწ, ოდნავადაც არა.
გარედან სიგნალის ხმა გაიგო, და საკიდიდან მოსაცმელი ჩამოხსნა. გასვლისას ლექსომ შუბლზე აკოცა.
-ხომ იცი როგორ მიყვარხარ მამიკოს გოგოვ.
-ვიცი ლექსო და მეც ასევე ძალიან მიყვარხარ. წავალ თორე დიმიტრი ყელს გამომჭრის ნუ იგვიანებო.
-მოიცა ლიზა მაგას მიყვება ხო?
-კი ქალბტონმა ბოსი იშოვა.
საბუთებიანი ხელი დრამატულად გაიქნია ჰაერში და ხელჩანთა აიღო.კულტურულად არ იმჩნევდა მამასთან მას რომ მოაკითხეს. კიბეებზე სწრაფად ჩაირბინა და ანდრიას უცბად ჩაუხტა მანქანაში. ბიჭი უკვე მეოთხე დღე იყო დილაადრიან აკითხავდა რომ სამსახურში ერთად წასულიყვნენ.
-როგორ ხარ?
-კარგად შენ?
-მეც, აბა წინ  ჯოჯოხეთისკენ.
მის ხუმრობაზე გაეცინა და ღვედი შეიკრა.
-გზად გავაჩერებ ყავას ვიყიდი ოქეი?
-ოქეი.
-შენ არ გინდა?
-ნწ დავლიე.
ორივე გაჩუმდნენ, მანქანაში სასიამოვნო ატმოსფერო იყო.
-ისე რამდენჯერ გითხრა რომ მე ჩემით მოვალ!
-ეს საკითხი არ განიხილება ქალბატონო, მსიამოვნებს და ამიტომ გაკითხავ ძალას კი არავინ მატანს.
-მაგრამ ცოდო ხარ, უაზროდ ...
-არა მეთქი ტყუილად მელაპარაკები.
-ფუფ ხისთავიანი ხარ მიქაძე!
-კი მეც ვგიჟდები შენზე.

ორი კვირის შემდეგ
ანდრია და ელენა ნახევარსაათიან შესვენებაზე ერთად იყვნენ ჩასულები კომპანიასთან საყვარელ მწვანე ფერებში გაწყობილ კაფეში რომლის ნამცხვირებზეც ანდრიას ჭკუა ეკეტებოდა და სულ იამზე იცინოდა ხოლემ ელენასთან ცოტაც და ამ ნამცხვრებით ფიგურას დავკარგავ და გავსუქდებიო, გოგო კი დასცინოდა მეც კი არ ვწუწუნებ ამდენს რა გჭირსო.
მას შემდეგ რაც კესომ ქორწინებაზე ჰკითხა ელენა ყოველდღე იმაზე ფიქრობდა როდის და როგორ მოეყოლა ანდრიასთვის თავისი ,აწ უკვე ჩავლილ მივიწყებული , ქორწინების ამბავი. ამაზე საუაბრი სძაგდა, არა არ მიაჩნდა რომ თუ ერთხელ გათხოვდები სამუდამოდ მასთან უნდა გაჩერდე ,უბრალოდ ვერ იტანდა მის ამ ამბავს, ვერ იტანდა რადგან საკუთარი თავის ძველი ვერსია ზედმეტად სულელი და რომანტიული, უფრო მეტად კი ბანალურად ხალხის ხმაზე დამოკიდებული ეჩვენებოდა. ისიც სძაგდა რის გამოც დაშორდა ყოფილ ქმარს და ისიც თუ როგორი სულელი იყო მსგავსი რომ შეიყვარა. ღრმად ჩაისუნთქა და ბიჭს რომელიც ვიღაცას ემესიჯებოდა უცბად მიაყარა.
-ანდრია რაღაც უნდა გითხრა ოღონდ ძალიანაც არ გაიოცო, არ მიყვარს და საერთოდაც ვერ ვხვდები რაა არის ამაში გასაკვირი.
-რა ხდება ქმრობა უნდა მთხოვო?
ტელეფონიდან ღიმილით ამოეხედა. ელენამ თავი გადააქნია.
-არა! -გაიცინა და სახე დაასერიოზულა-გახსოვს მაშინ რესტორანში კესომ რომ მკითხა ვიყავი თუ არა გათხოვილი?
-კი და არა უპასუხე თუ სწორედ მახსოვს
-არა მე ვუთხარი რომ აღარ. ამ თემას ვერ ვიტან, მეზიზღება, შენ ჩემი შეყვარებული ხარ , ეს კი ნიშნავს რომ ერთმანეთს საკუთარი თავებივით უნდა ვენდობოდეთ და ამაზე მეტადაც კი, ასე რომ არაფრის დამალვა ან ართქმა არ მინდა.
-და ამაში რაა ისეთი რომ უნდა გავიოცო? შენი ცხოვრებაა ელენ! შენ უნდა მართო და არავინ სხვამ, მე შენ წასრულს ხომ ვერ შევცვლი არა?! მაგრამ მე სულ შენს გვერდით ვიქნები. ყოველთვის, ყველა გადაწყვეტილებაზე მხარს დაგიჭერ, მაშინაც თუ მეცოდინება რომ ჯოჯოხეთში მოგყვები. არ მადარდებს რამდნეი კაცი გყავდა ჩემამდე, ქალიშვილობაზე გაგიჟებული მამრი ხოარ გგონივარ გოგო შენ?!
-მადლობა ანდრია. არა არ მგონიხარ.
ანდრია დასერიოზულდა, ხელი გოგოსკენ გააჩოჩა და მის ხელს ძლიერად მოეჭიდა. ელენა რაღაცნაირად უყურებდა თითქოს სამყაროში მხოლოდ ანდრია იყო და სხვა ყველა კაცი გადაშენებულიყო.
-მადლობა რისთვის?
-იმისთვის რომ ჩემს გვერდით ხარ და გიყვარვარ.
ანდრიას ღიმილზე რომელსაც იმ წამსაც სჩუქნიდა გოგოს, ელენა გიჟდებოდა, მასსავით ფოსოები უჩნდებოდა და ისეთი ბავშვური და წრფელი სახე უხდებოდა. ელენამ ზუსტად იცოდა ანდრიას მსგავსად არასოდეს არავინ ჰყვარებია და არც შეუყვარდებოდა. კდიევ რამდნეი რამ ჰქონდათ სასაუბრო და რამდნეი დრო ... ანდრიამ ჩიზქეიქი ჩანგლით ჩამოჭრა და სანამ შეჭამდა ჰკითხა.
-ისე ცნობისმოყვარეობის გამო გკითხავ, რატომ დაშორდით?
ელენამ ამოიოხრა და ანდრიამ იფიქრა მივქარეო , მაგრამ მერე ყავა რომ მოსვა და ბიჭს თვალებში ჩააშტერა დამშვიდდა.
-მოდი თავიდან დავიწყებ? როგორ გავთხოვდი და ასე შემდეგ გინდა?
-გისმენ.
-იმედია არ მიბრაზდები მასზე რომ უნდა მოგიყვე..
-რა თქმა უნდა არა ელ, თუ გინდა მეც მოგიყვები რომელიმე ყოფილზე, ისე გასართობად.
-შეშლილო- გაიცინა და დაიწყო- 18 ის ვიყავი რომ შევხვდი , რამდნეიმე სავალდებულო საგანზე ერთად ვიყავით. გიორგი ერქვა.
-რა თქმა უდნა ეს ხომ წყეული საქართველოა.
ანდრიას კომენტარზე ისე გადაიხარხარა ყველამ მათ გამოხედა.
-მოკლედ პირველივე დღიდან მოგვეწონა ერთამნეთი, პირველი სემსტრი უაზროდ დავდიოდით აქეთ იქით, საჩუქრებს მჩუქნიდა და მანებივრებდა. მამიდა ბავშვობიდან იმას მიჩიჩინებდა სწავლა კარგია მაგრამ ქალი უნდა გათხოვდეს და შვილები გააჩინოსო, სასაცილოა თვითონ არსოდეს გათხოვილა. მოკლედ პირველი კურის დავამთავრეთ თუ არა დიდი ქორწილი გადავიხადეთ, რა თქმა უნდა არცერთს შემოსავალი არ გვქონდა და მისი დედ-მამა და მამაჩემი გვარჩენდნე. რამდენიმე თვე სანამ მისი სახლის რემონტი დასრულდებოდა ჩემთან ვცხოვრობდით, ლექსოს დიდად არასდროს მოსწონდა,აი მამიდა კი ამაყობდა ჩემითაც და გიორგიც სიგიჟემდე მოსწონდა, სულ იმას გაიძახოდა ნამდვილი მამაკაციაო. მოკლედ მაგ დროს უკვე 19 ის ვიყავი, 21ის კი როცა გავეყარე. მხოლოდ ხელი მქონდა მოწერილი და ზემდეტი თავისტკივილი ავირიდე. მას მერე რაც გიორგისთან გადავედით, მის ორსართულიან უზარმაზარ სახლში- თვალები აატრიალა ამის გახსენებაზე- სულ ვკამათობდით, პათოლოგ ეჭვიანად იქცა. ბიძაჩემი , გარდაცვლილი დედაჩემის ძმა, ჩემზე 10 წლით უფროსია, დედაჩემი 24 ის იყო რომ გამაჩინა.-ანდრიას სახეზე სინანული გამოესახა ესმოდა რამდენად ახალგაზრდა იყო მარიაკ როცა გარდაიცვალა-მოკლედ ქორწილში ილია არ ყოფილა და გიორგიც არ იცნობდა-უკვე ეჭვობდა რაღაცეებს ანდრია- ამერიკაში ცხოვრობს, დედას ნახევარძმაა.
-გასაგებია, მერე?
-მოკლედ ჩამოსული იყო და კაფეში შევხვდი, რა თქმა უდნა ბიძაჩემთან სულ ისეთი ურთიერთობა მქონდა და მაქვს როგორიც მეგობრებთან, ვიცინოდით და გიორგის დაბადებისდღისთვის, რომელიც ორი დღის შემდეგ იყო, სურპრიზწვეულების დეტალებს განვიხილავდით, მის დაბადებისდღეზე ვაპირებდი ერთმანეთი გამეცნო მათთვის და კიდევ- ელენამ ვეღარ შეძლო ასე რომ შეისვენა და ეცადა პანიკას არ აჰყოლოდა, ხელები უკანკალებდა ამიტომ მაგიდისქვეშ შემალა ანდრიას რომ არ შეემჩნია.-ორსულად ვიყავი, დაბადებისდღეზე თქმას ვაპირებდი, მაგრამ სახლში რომ მივედი მეჩხუბა ერთად დავუნახივართ მე და ილია, მეორე სართულზე ჩვენს ოთახში ვიყავით, მიყვიროდა ახსნასაც არ მაცდიდა, სცენები მდიგა რომ ვღალატობდი. შენი თავი არ მაქვს მეთქი და ოთხაიდნა კიბეებისკენ წავედი, კიბსითავთან დამეწია ხელში ჩამავლო და ყვირლი გააგრძელა, რომ შევეკამათე ხელი ისე ძლიერად გამარტყა კიბეებზე დავგორიდ. არასოდეს დამავიწყდება როგორ საშინალდ მტკიოდა მუცელი , სისხლის გუბეში ვიწექი,საავადმყოფოში რომ მივედით მითხრეს მუცელი მოგეშალაო, გიორგიმ კი იქაც სცენები დადგა შეიძლება სხვის იყოო. მოკლედ დავშორდით, უფროსწორად დავშორდი .
ანდრია მთელი ეს დრო ყურადღებით უსმენდა გოგოს ,რომელსაც წარსულის გახსენებაზე სისხლი ეყინებოდა და კანკალი იტანდა. ხმაზეც ეტყობოდა როგორ არ სიამოვნებდა ამ ყვეალფრის მოგონება, ან როგორ ესიამოვნებოდა ამხელა ტკივილის შემდეგ. ანდრიამ შეიკურთა.
-როგორ შეგეხო,ან... ან თავში ეგ იდეა როგორ მოუვიდა რომ შენ ... ღმერთო სიამოვნებით მოვკლავდი.
-ეს ადრე იყო, ვერაფერს შევცვლით, მაგრამ ახლა ხომ შენ ხარ ჩემს გვერდით?
-ახლა? ახლაც და მერეც ელე.
მისგვერდით გადაჯდა და ქალი ძლიერად მიიხუტა თავის სხეულზე, ელენამ იგრძნო როგორ დაიცალა წარსულისგან და ყვეალფერი ცარიელ დასაწერად გამზადებულ ფურქცლად გადაიქცა. ახლა ანდრია ყავდა და მომავალშიც ხედავდა როგორ ეხუტებოდა, კოცნიდა და მის გევრდით ყოფნით როგორ ტკბებოდა.

5 დღის შემდეგ
ელენა მისაღებში ლექსოსთან ერთად იჯდა, ლედ ზეპელინის ფირფიტა ფირსაკრავზე ტრიალებდა და სიმღერა მთელს ოთახს ავსებდა. ლექსო ყურადღებით ჩასჩერებოდა ბანქოს და ფიქრობდა შემდეგი რომელი ჩამოსულიყო
-მამა მალე.
-ხო კარგი აი.
დამა გული ჩამოვიდა და ელენას სახე გაებადრა. დილით მამამ კოცნებით გააღვიძა და დაბადებისდღის ტორტი ლოგინში მიართვა.
-ვსო მოვიდა ტაქსი წავედით, ყვავილები იყიდე?
-კი ელენა ვიყიდე.
შვილის გადამეტებულ ყურადღებაზე გაეცინა. სასაფლაოსკენ , გზაში ლექსო მორიგ ისტორიას უყვებოდა დედაზე, კაცი ყოველწელს ცდილობდა 3ზე მეტი ამბავი არ მოეყოლა რომ მუდმივად ჰქონოდა გარდაცვლილ ცოლზე სალაპარაკო შვილთან. ამჯერად იმ ისტორიას იხსენებდა პირველად მამიდამისმა რომ გაიცნო ქალი და ერთად დალიეს, ელენა იცინოდა და მძღოლსაც შიგადაშიგ ეღიმებოდა.
სასაფლაოზე დიდხანს არ გაჩერებულან, გზაში ელენამ ტელეფონი შეამოწმა ანდრიას გამოტოვებული ზარები დაუხვდა და თავის თავი გამოლანძღა.
“ დიდი მადლობა წვიმის ბიჭო, მეც ძალიან მიყვარხარ.”
“საღამოს გნახავ?”
“მმმ არ ვიცი შეიძლება, თუ გინდა სადმე ბარში გავიდეთ მე შენ ლიზა დიმიტრი და გეგლა.”
“შენი მდივანი გეგლა?”
“რა იყო პირველად გაიგე ეგ ბიჭი რო ჩემთან მეგობრობს და მეც ვგიჟდები მაგ წითურზე?”
“ახლა უნდა ვიეჭვიანო?!”
“ვირო, მოკლედ მივწერ და გავიდეთ სადმე, სურპრიზად თქვენ აარჩიეთ ვაჟბატონო სად წავიდეთ.”
”კარგი ქალბატონო, ბევრს არ დალევ იცოდე”
“შენ შეგეკითხები აბა ზუსტად”
“რაღაც გამითამამდი შენ ხო იცი..”
”აჰ ვირისტვინი აღარ მოქმედებს ეტყობა და დაიწყე რეალობის აღქმა”
“ ნწ ნწ ეს ჯადოქარი ქალი რა, კაი წავედი, გკოცნი”
”მეც, მპუა”
უკვე სახლის კარს აღებდა ლექსო ინტერესით რომ შეხედა ტელეფონშI თავით ჩაფლულ ქალიშვილს.
-ვის წერ ქალბატონო?
-ბარში ვაპირებთ მეგობრები გასვლას.
-ნებართვას მეკითხები?
-მეტი საქმე არ მაქვს მამაჩემო.
-ეჰ სუ წახვედი მამი შენ ხელიდან.
-აბა კი.
-მოდი აქ შე ჭინკა
ელენა დაიჭირა და იქამდე უღუტუნა სანამ სიცილისგან სუნთქვა არ შეეკრა და აკივლებულმა არ დაუწყო ხვეწნა გაჩერდი ვერ ვსუნთქავო. ლექსომ გამოაცხადა სადაც გინდა წადო რაგბია დღეს და შენი დაბადებისდღის ჩათვლით ყველაფერი მეორე ხარისხოვანია აწიო.
ლიზას ბართან შეხვდა, ის და გეგლა ერთმანეთს ეჭორავებოდნენ და ბიჭებს უცდიდნენ.ორივე ძლიერად მოეხვია ელენას და დაბადებისდღე კიდევ ერთხელ მიულოცეს.
- აუ ელენა ისე ლამაზად გამოიყურები.
-შე გაფუჭებულო რატო აღარ მემესიჯები ბოლო ორი თუ სამი კვირაა?
- მე ისა ... ელენა დამერხა შეყვარებული ვარ ჩვენს ახალ თანამშრომელზე და რამე დებილობა რო არ ვქნა არ ვრთავ ინტერნეტს.
-რა სჭირს იმ ოფისს?
ელენამ გაიცინა და გეგლას მოეხვია.
-რატო?
-ყველას ყველა უყვარდება და იმიტომ.
-ამან და დიმიტრიმ გახსნეს სეზონი, ახლა შენც გიშოვით ვინმე კარგ ბიჭს და..
-შენ მე თავი დამანებე და იმ ვიღაცას მიხედე.
-მე გეტყვი გეგლა ჯერ დაუმეგობრდი და მერე ნელ-ნელა გაარკვევ რამდნეი შანსი გაქ და დაუახლოვდები.
-მართალია ლიზა. აუ გავიყინე რა სად არიან ისინი.
-რავიცი, დავურეკო დიმიტრის?
-ნწ დაიკიდე.
-როდის იწყებთ ლიზ მზადებას?
-ალბათ მაისში, კაბას შევაკერინებ, და ამბები, ამას კი მოუწევს აქეთ იქით სირბილი, მეჯვარეა ქალბატონი.
-ვაჟბატონის ვინაა, ანდრია?
-ნწ, მაგის ერთი მეგობარი არ იცი შენ.
ანდრია და დიმიტრი 10 წუთში მოვიდნენ, ჯერ გეგლა მოიკითხეს მერე დიმიტრიმ ლიზა მიიხუტა ანდრია და ელენა კი ერთმანეთს ეშმაკურად უყურებდნენ. ანდრიამ მოვწევ და შემოვალ შედითო ,ელენამ მეცო რაზეც გეგლამ და ლიზამ თვალები დაუქაჩეს.
-მოუხშირე რაღაც..
-ჰემეჰვით.
-იუუუუ-სახე დაჭყაან გეგლამ-ეგ რა დებილობა დაამუღამე კიდე რა.მალე რა . რა ვაკეთო მე ამ ორთან.
მარტო რომ დარჩნენ ანდრიამ სიგარეტის კოლოფი ჯიბეში დაიბრუნა და ელენას წელზე ხელები მოხვია.
-აბა პატარავ როდის ვუთხრათ იმათ?
-მმმ არ ვიცი ვერთობი ამ დამალობანათი ცოტა ხო იცი...კიდე ერთითვე ხოარ მოვითმინოთ და ლიზას დაბადებისდღეზე შოკივით ვაჯახოთ კია ღირსი.
-დაე ასე იყოს.
ანდრია გიჟივით დააცხრა ტუჩებზე და კოცნისას ორივეს გაეცინათ. გვიანობამდე ცეკვავდნენ და სვავდნენ , გეგლა ვიღაც გოგოს გამოეჭირა და ელენას შეველას ეხვეწებოდა რაზეც ლიზაც და ისივ სიცილით პასუხობდნენ.
ორი კვირის შემდეგ (ლიზას დაბადებისდღიე)
ლიზას დაბადებისდღე რომ მოვიდა მოკლე კაბაში გამოწყობილი ელენა და ანდრია რომელიც საოცრად გამოიყურებოდა ჯინსსა და უბრალო თეთრ პერანგში ერთად გამოცხადდნენ. ლიზას წვეულება სახლში გაემართა, ხელში ლუდით სავსე პლასტმასის ჭიქა ეჭირა და ძველ კლასელს ესაუბრებოდა, ლამის სასმელი გადაცდა კუთხეში მდგომი ანდრია რომ დაინახა რომელსაც ელენასთვის ხელები წელზე შემოხევია და კოცნიდა.
-რა ჯანდაბაა..
-რა მხოდა.
-არაფერი მოვალ 5 წუთით.
ლიზა დიმიტრისთან მივიდა და ჩუმად უჩურჩულა
-შენმა ძმაკაცმა ჰორმონები ვერ მოთოკა და ჩემ დაქალს ეცა იცი?
-რა?
-ფრთხილად გაიხედე უკან.
თვალები დაუქაჩა და ლუდი მოსვა.
-ჯანდაბა...
ანდრია მალევე მოშორდა ელენას და მათკენ მომართული ლიზასა და დიმიტრის მზერა რომ დაინახეს წყვილმა სიცილით გადახედეს ერთმანეთს, ორივე მათ მიუახლოვდათ.
-რა გეტაკათ?
-არაფერი არ შეიძლება ჩემს შეყვარებულს ვაკოცო ხოლმე?შეგახსენებთ ეს თქვენ იყავით ახალ წელს წარამარა ერთმანეთს რომ კოცნიდით და მე და ანდრიას გვიკიდებდით.
ელენამ წარბები დაუქაჩა დაქალს რომელსაც ენა ებმობდა.
-შენ...შენ ვის?
-თქვენი ქორწილის თარიღის გამოცხადების დღიდან ოფიციალურად ვხვდები ლიზუს შენს დაქალს.
-ანუ...მოდი გოგო შენ აქ
მკლავდში სწვდა და ანდრიასგან მოშორებით გაათრია, დიმიტრი კი ძმაკაცთან დარჩა და ღიმილით ესაუბრებოდა. კარგად იცოდა რამდენად სერიოზული იყო ანდრია ელენესთან, რამდენხანს უყვარდა გოგო პლატონურად და მის გამო ძალიან უხაროდა. დეტალურად მოაყოლა ძმაკაცს რა როგორ ხდებოდა და ისიც აჰყვა საუაბრში. ელენა ანდრიასკენ აპარებდ ამზერას და თან დაქალს უსმენდა.
-მეღადავები ხო?
-ნწ სერიოზული ვარ. სადაა შენი დაპირებული ღვინო?
-ძან მარტივად გამოგივიდა- ტუჩები მოპრუწა გოგომ.-მოდი თუ აგვისტომდე გაგიძლო მაგ შემთხვევაში გიყიდი..
-უნამუსო სანაძლეოს პირობებს როგორ ცვლი, არ მაინტერესებს რაც გიდნა ის ქენი მაგ ღვინოს მყიდულობ.
-მოდი ას ევქნათ ხო იცი ახლა ქორიწლი მაქ და ფულის საქმეში რო ცოტა გავიჭედები ასე რომ შემოდგომაზე მაგ ღვინოს ჩაგაბარებ.
-მარიკას დაბადებისდღეზე.
-მოსულა.
ხელი ჩამოართვა დაქალს და მერე გადაეხვია.
-ისე მიხარია, ძალაინ კარგი ბიჭია, მართლა.
-ვიცი ჩემი შეყვარებულია დაგავიწყდა უკვე?
-შენი გამოსწორება არაა ელენ, წამო ახლა ეგ და ჩემი დაბდღე აღვნიშნოთ, აბა ანდრია მოდი აქ, გოგო ხო წამართვი და დაბადებისდღეც გავიყოთ გინდა? შენი და ელენეს ამბის და ჩემი დღის სადღეგრძელო იყოს.
ყველას გაეღიმა, ლიზა და ელენა ისე გამოთვრნენ რომ ანდრია და დიმიტრი ერთმანეთს გაოცებული უყურებდნენ ამათ ვის გადავყეარეთო, ბოლოს ლიზას საწოლში მიეძინათ ორივეს. ანდრია და დიმიტრი კი დივანზე დარჩნენ.

ერთი თვის შემდეგ
მაისის შუა იყო , ალექსანდრე სოფლიდან დახუნძლული ჩამოვიდა, ელენა გადარბენებზე იყო და სახლში საჭმელს მაინც დაგახვედრებ ხოლმეო. დილით სამსახურში რომ გავიდოდა გვიანობამდე შინ არ ბრუნდებოდა, ხან თაიგულების ასარჩევად უწევდა სირბილი, ხან მკერავთან გასვლა კაბისთვის ზომების ასაღებად, ანდრიასაც კი მხოლოდ სამსახურსა და იშვიათად სადმე სასეირნოდ გასვლისას ხედავდა. ტელეფონზე დაუღალავად კონტაქტობდნენ, ანდრია დღის ამბებს ჩამოურაკრაკებდა და უყვებოდა ვაკომ როგორ დაიცვა თავის თანაკლასელი რის გამოც თვალჩალურჯებული და ცხვირგატეხილი დაბრუნდა უკან, ელენე შეიცხადებდა და ბავშვს რომელიც ჯერ არ უნახავს სიყვარულით მოიკითხავდა.
დილით ლიზასთან იყო გასული საქორწინოდ რესტორნებისა და მათი დეკორაციების ასარჩევად. უკვე დაღამებულიყო, 10 იწყებოდა და ელენაც მამასთან ერთად ტელევიზორის წინ იჯდა და რაგბს უყურებდა. უცბად კარზე ზარი დარეკეს, ელენამ თვალები აატრიალა და ფეხზე წამოსადგომად მოემზადა, მაგრამ ლექსომ ფეხზე ხელი მიუთათუნა და წამოდგა.
-იყავი საყვარელო, მე გავაღებ.
ელენამ მამას გაუღიმა და მშვიდად გააგრძელა რაგბის ყურება , მანამ მაინც სანამ ლიზას მშვიდი მისალების მაგივრად (რომელიც კაბის ნაჭრის ნიმუშებით უნდა შემოფარფატებულიყო) ბოხი და ელენასათვის საოცრად ძვირფასი ხმა მოესმებდოა. ანდრია ლექსოს თბილისში ყოფნას საერთოდ არ ელოდა ამიტომ კარის საკეტის ხმა გაიგო თუ არა მაშინვე ბრაზითა და ნერვიულობით სავსე ხმით დაიწყო.
-სად ჯანდაბაში გაქვს ტელეფონი მოვკვდი რეკვით ელე…
სიტყვები შუაზე გაუწყდა მაღალი გამხდარი კაცის დანახვაზე. ელენა ფეხზე ისე წამოფრინდა ერთმანეთში აეხლართა და კინაღამ წაიქცა, მაგრამ მაინც მოახერხა შემოსასვლელში გასვლა, ანდრია და ალექსანდრე ერთმანეთს გაშტერებულები უყურებდნენ. ელენა მამას ამოუდგა გვერდით.
-აქ რას აკეთებ? მეგონა ხვალ კომპანიაში გნახავდი!
ანდრია უცბად გამოერკვა და გოგოს დაუბღვირა.
-ტელეფონზე რომ გირეკავ ერთხელ მაინც აიღე.
-არ მაქვს, დილას ლიზასთან ვიყავი და იქ დამრჩა მერე გასვლაც დამეზარა თან აწი უნდა გამოვიდეს და გამომიტანს.
შეყვარებულს საწყლად უყურებდა, ალექსანდრე კი მზერას ანდრიასა და შვილს შორის დაათამაშებდა. ბიჭს მღელვარება ეტყობოდა და ისიც ემატებოდა რომ ლექსო კოპებშეკრული, გულზეხელებდაკრეფილი იყურებოდა, ამის გამო კი მიქაძე ვერ ბედავდა სახლში შევარდნას და ელენეს გულში ჩაკვრას. მთელიდღე თავში ათასი ფიქრი უტრიალებდა, და ყოველჯერზე როცა ზუმერი ბოლომდე იცლებოდა ის კი არ პასუხობდა ჭკუიდან გადადიოდა, ბოლოს როგორც იქნა თინას ვაკო დაუტოვა და სალხიდან გიჟივით გამოვარდა გოგოსთან. სამსახურში მთელი კვირა ვერ მოახერხა მისი ნახვა ამიტომ სიგიჟემდე ენატრებოდა გოგო. ელენა კი მუხლებში სიუსტეს გრძნობდა ასე მორცხვად მდგომ ანდრიას რომ ხედავდა, ისე უნდოდა ახლა შემოვარდნილიყო და მისი დიდი ხელები მოეხვია. ლექსომ ჩაახველა და ორივემ მას გახედა, ის კი ელენას უყურებდა.

-მამი ვინ არის ეს ბიჭი?!
-მამა ის. ის-ანდრიას გახედა და ცადა უსიტყვოდ ენიშნებია სანერვიულო არაფერიაო, მაგრამ ამის თავადაც არ სჯეროდა. მერე ლექსოს გახედა რომელიც მომლოდინე მზერას არ აშორებდა შვილს.-მამა გაიცანი ჩემი შეყვარებული ანდრია, ანდრია ლექსო.
ხელი ჯერ ერთისკენ გაიშვირა მერე მეორესკენ.ალექსანდრემ უცბად ფართოდ გაიღიმა და “სასიძოს” ხელი ღიმილით გაუწოდა, მანაც წამიერი ორჭოფობის შემდეგ ჩამოართვა.
-სასიამოვნოა შენი გაცნობა.
-ჩემთვისაც თქვენზე ბევრი რამ მსენია.
-ანდრი შემოხვალ ხო?
-რა თქმა უნდა შემოვა.
ლექსომ ჩაიცინა და სამზარეულოსკენ წავიდა, ანდირამ კარი მიხურა და გოგო ძლიერად ჩაიკრა გულში. ელენას ცხვირში ნაცნობმა სუნმა მოუღიტინა და თავი მის ყელში ჩამალა. ანდრიას თითქმის ჩურჩულით ნათქვამი სიტყვები მოესმა.
-ასე აღარ მოიქცე მანერვიულე.
-ბოდიში.გპირდები აღარსად დამრჩება მობილური რომ სულ გიპასუხო ხოლმე.
ისე ახედა წამით არ მოშორებია, ანდრიამ მოწყვეტით აკოცა ტუჩებზე და რომ გაიაზრა სახლში მარტო არ იყვნენ ერთინად მოშორდა ქალს, რაზეც ელენა ახარხარდა.
-მამაჩემის ტყუილად გეშინია, ახლა დაგაჯენს დაგალევინებს და ცოტას დაგელაპარაკება. აუ რამე სისულელე თუ მოგიყავ ხოარ დამშორდები?
ანდრიამ სიცილით გადააქნია თავი, სამზარეულოში შევიდნენ, ლექსო და ანდრია მაგდიასთან დასხდნენ ელენამ კი საჭმელები გამოალაგა.
-რატო იწუხებ თავს?
-აპ აპ აპ მე და შენ ახლა დავლევთ ამ ქალბატონმა კი კეთილი ინებოს და მოგვიჯდეს გვერდზე.
-მოიცა მე არ მასმევ მამაჩემო?
ლექსო შვილისკენ გადაიხარა ვითომ საიდუმლოდ ეკითხებოდა.
-ამან შენი სიმთვრალე თუ ნახა დაგშორდება.
ანდრიას გაეცინა.
-ნანახი მაქ ბატონო ლექსო არ იდარდოთ.
ელენამ ამაყად ასწია თავი, მაგრამ ლექსომ კოპები შეუკრა.
-ბატონოს გარეშე, არც ეგეთი ბებრუხანა ვარ.
სამივეს გაეცინათ, ელენა მამას მიუჯდა გვერდზე და მის პირდაპირ მჯდომ ანდრიას უღიმოდა.
-როგორ გაიცანი?
შვილს გადახედა ინტერესით.
-ნიცაში, ვალსი თვსხმა წვიმაში მეცეკვა.
-ნიცაში? დედაშენისა და ჩემს ქალაქში?
-კი მამა იქ.
ლექსო სევდითა და სიყვარულით ერთდროულად აივსო, პირველად ნიცაში არ შეხვედრია ცოლს მაგრამ იქ რამდენჯერმე წავიდნენ 92 , 93 და 94 წლებში. ელენა რომ დაიბადა და ცოლი ხელებში ჩააკვდა ლამის ჭკუიდნა გადავიდა კაცი , მაგრამ იცოდა რომ ახლა იმ ციცქნა არსებას რომელიც ხელში ეჭირა ის ჰაერივით სჭირდებოდა, ხო და 28 წლის შემდეგაც კი როცა ელენას დედამისზე ესაუბრებოდა იცოდა მარიკას საოცრად უხაროდა მათი დანახვა იქიდან სადაც იყო.
-კარგი რა ლექსო არ მოიწყინო ახლა.
-შენ ხელში რა მომაწყენს.
კააცმა გაიცინა და მერე დაამატა.
-ლამაზი წყვილი ხართ, ცოტა მალე უნდა გეთქვა ელენ.
-მამა მაინც მამა ხარ და ვერ.
-მონსტრი არ ვარ.
ანდრია მოულოდნელად ახარხარდა და ელენა მიზეზს მიუხვდა თუმცა ლექსო გაოცებული უირებდა. ის საუბარი გაახსენდა ელენა და ლიზა საავადმყოფოში რომ არჩევდნენ რატომ არაფერი თქვი შენზე და დიმიტრიზეო. სასაცილო იყო მხოლოდ ფილფანს და მიქაძეს კი არა მთელს საავადმყოფოს ესმოდა მათი დიალოგი.
-თქვენმა შვილმაც იგივე უთხრა ლიზას ,როდესაც უხსნიდა თუ რატომ არ უთხრა დიტოსა და მასზე.
ლექსოს გაეცინა მერე ჰკითხა.
-ლიზას იცნობ?
-დიახ მისი საქმრო ჩემი ბავშვობის მეგობარია და ლიზასთანაც კარგი ურთიერთობა მაქვს.
-ბედია ელენა ბედი.
-დამღალე უკვე.
სიცილით თქვა და ანდირას რომელიც ლექსოს სისულელეებს ებუტბუტებოდა მაგიდის ქვეშ ფეხი გაჰკრა რაზეც მიქაძემ ხმამაღლა უსაყვედურა და ლექსოც აიყოლია. მალევე ლიზაც მოვიდა და შეყვარებული მამასთან ერთად სამზარეულოში დატოვა. ნაჭრის ნიმუშებით გარშემორტყმულები ისხდნენ ელენას საწოლზე და ელენა თითოეული ნაჭრის სტრუქტურით კომპიუტერში ესკიზებს აწყობდა. იმ წამისთვის ბოლო მოდელი რომ ააწყო საწოლზე გადაწვა და ლეპტოპი დაქალს გაუწოდა.
-აი ეს, ელეგანტურია, თან ლამაზი ფერია.
-ანუ ეს ესკიზი და ნაჭერი მივუტანო?
-ხო არ მოგწონს?
- რავი სიმპატიურია.
-ხო და მიუტანე.
-შენ რას იცმევ?
მუხლებზე დადგა და მეგობარს ზემოდან დააჩერდა.
-მიკერავს მკერავი უკვე, ნაჭერზე ვიყავი გუშინწინ გასული , ამდღეებში კიდე რაღაც დეკორაციებზე უნდა გავიქცე და მკერავს მივუტანო.
-რაფერია?
-ალუბლის.
-აუ ახლა ტომფორდის ჩერი რო გაქ იმას დაიტენტეშებ ქორწილში..
-დიახაც.
ამაყად განაცხადა და თავი წამოწია.
-წამო ყავა დავლიოთ გინდა?
-შენ გამიკეთებ?
-ხო ლიზა აბა ლექსო სვავს!
თვალები აატრიალა და საწოლიდან წამოდგა, ლიზაც უკან აეკიდა.
-მარტო?
-არა! წამო.
სამზარეულოში რომ შევიდნენ ლექსო და ანდრია რაღაცაზე გულიანად იცინოდნენ , ელენა რომ დაინახეს სიცილი ხარხარში გადაეზარდათ რაზეც გოგომ კოპები შეუკრათ ორივეს.
-რეები ებჟუტურე მამაჩემო?
-არაფერი ისეთი, ის მოვუყევი თქვენი კლასელი ლიზას რომ ჩაგრავდა და ცხვირპირი მიუნგრიე.
-რა გაცინებს შემიძლია გავიმეორო.
-ახლა შენ ჩემს ბიჭს თავი დაანებე.
-გამყიდველო. ყავას დალევთ რომელიმე?
-არა ძვირფასო მამაშენთან გღალატობ დღეს.
ელენამ უცბად გაამზადა თავისთვის და ლიზასთვის ყავა და მასთან ერთად მისაღებში გავიდა.
-სულ გააგიჟე შენ მიქაძე.
-მე რატო მაბრალებ. აუ ძან საყვარელია ლიზუს, მართლა. დღეს ხო ტელეფონი შენთან დამრჩა და საღამოს გიჟივით მოვარდა რატო არ მპასუხობ გადავედი ჭკუიდანო.
საყვარლად შეხედა დაქალს და ტელევიზორის პულტს დასწვდა.
-ანდრია რო ვინმეს იყვარებს მთელს გულს ჩუქნის.
-და მე არა?
-ეჰ მაცადე ბიჭისთვის ხოტბის შესხმა. შენ კიდე გააჩერე ეგ ტელევიზორი ერთ არხზე.
-მაცადე რა რამე ფილმს ვეძებ რომ ვუყურო.დარჩი ამაღამ ჩემთან დაგაინებ მთელი ღამე ჩაგეხუტები და დიალს ერთად წავიდეთ სამსახურში ოღონდ დიმიტრის არ გაუმხილო ჩემთან რო წევხარ.
-სულ გარეკე შენ
ლიზამ გაიციან და მეგობარს ლოყაზე ხმაურით აკოცა.
-ელე მიდის მამი ანდრია და გააცილე.
-ოქეი.მოვალ ჩემო ერთადერთო ახლავე.
-კარგად ანდრი
ლიზამ დაუკივლა და საპასუხო ნახვამდისაც მიიღო.
ლექსო მისაღებში შემოვიდა ელენა კი გასასვლელისკენ გავიდა. ანდრია მომხიბვლელად უღიმოდა, საკმაოდ შემთვრალი ჩანდა. ელენამ კარი გამოუღო.
-აბა კარგად, ხვალ გნახავ.
-ესე უბრალოდ მიშვებ, არ გრცხვენია?
-ლიზაა აქ და მამაჩემი რა გინდა სხვა.
-ეს-დაიხარა და ტუჩებში ვნებიანად აკოცა.-ჰე აბა კარგად. მიყვარხარ.
-მეც.მოცია.
გააჩერა და მისაღებში შებრუნდა.
-ლიზუს მანქანით ხარ?
-კი რა იყო, მათხოვე რა ანდრიას გავიყვან , საჭესთან ვერ დაჯდება ნასვამია.
-მანქანით ვარ მეც.
შემოსასვლელიდან ანდრიას ხმა გაისმა.
-მაგის მანქანით წაიყავნე თორე არ ჩაგიჯდება ეგ-ლიზამ გაიცინა-თან კომფორტული სატარებელია.
-ოხ კაი ხო.
მთელი გზა ანდრია მითითებებს აძლევდა რაზეც ელენა სიცილნარევი ბრაზით ეუბენბოდა თავი დამანებეო. მის სახლთან რომ გააჩერა ანდრია გოგოსკენ გადაიხარა და ისე მხურვალედ აკოცა ელენამ მის ტუჩებზე დაიკვნესა. ანდრიამ გოგო როგორღაც საკუთარ კალთაში გადაისვა და ხელები ძლიერად შემოხვია წელზე.
-წარმოდგენა არ გაქ ელენ როგორ ძალიან მიყვარხარ, როგორ შეგიძლია ჩემი ჭკუიდან გადაყვანა.
-დამიჯერე ვიცი.
-და განძრახ აკეთებ?
ორივეს ჩაეცინათ.
-მგონი ჯობია წავიდე, ნასვამი ხარ და ხვალ სამსახური გვაქვს.
-მანქანა შენ წაიყვანე მაშინ და ამჯერად მე გელი დილას პრინცესასავით.
-შენვთანხმდით-ელენამ მისი სახე ხელებში მოიქცია და ნოზივით მომაჯადოვებლად გაუღიმა-ოღონდ კიდევ ერთხელ მაკოცე რა და გადავბობღდები შენი მუხლებიდან.
-მაგისთვის თხოვნა არასოდეს დაგჭირდება.
მის ტუჩებს კიდევ ერთხელ წაეტანა და ელენამ იგრძნო როგორ შესრიალდა ანდრიას ენა მის ტუჩებსშორის.

ორთვე-ნახვერის შემდეგ

ქორწილამდე ერთი კვირაღა იყო დარჩენილი, ელენა გიჟივით დარბოდა აქეთ იქით, რესტორანში დეკორაციებს ამოწმებდა, ჯგუფის რეპეტიციებს უსმენდა და მკერავს ემუდარებოდა მალე მორჩი ჩემ კაბას თორე ჯინსით მომიწევს წასვლაო. ანდრიას მხოლოდ წამით თუ მოჰკრავდა თვალს და მერე ორივე გარბოდნენ. ის ის იყო რესტორნიდან გამოვიდა რომ ფეხებთან მანქანამ გაუჩერა და ანდრიამ გაუღიმა, ღია თეთრში გადასული იასამნისფერი პერანგი მკლავებზე აეკაპიწებინა და ღილები შეეხსნა.
-ჩაჯექი.
კარი გამოაღო, ჩაჯდა და მისკენ საკოცნელად გადაიხარა. ანდრია წესიერად არ იყო მის ტუჩებს მოშორებული ელენამ რომ ამოილაპარაკა.
-მომენატრე, წესიერად ვეღარ გნახულობ.
-მეც მომენატრე, ახლა მე და შენ სადმე წავალთ და შევჭამთ, დილის მერე არაფერი გიჭამია ვიცო შენი ამბავი.
-ან…
-არავითარი ანდრია, ლიზა შენი დაქალია, მაგრამ მე შეყვარებული.არა რას აკეთეთ ამისთანას?პაატაც მეჯავრეა მარა ფეხი ფეხზეაქ გადაგდებული.
თვალი ჩაუკრა და გაიცინა. ელენასაც უნებიედ გაეცინა. რა გრძნობდა? ყვეალფერს, საერთოდ ყველაფერს. ანდრიამ მანქანა კაფესთან გააჩერა და ისიც უკან გაჰყვა ბიჭს.
სიცილით პარავდა სალათის ფურცლებს გოგოს რაზეც ელენა უბღვერდა და მისი ჭიქიდან წვენს საწრუპით სვავდა.

ქორწილის წინა ღამე
 გაგუდულს ეძინა , საშინლად სჭირდებოდა ქორწილის წინ გამოძინება ტელეფონი კი არა და არ ჩუმდებოდა. საწოლიდან ხელი გადაყო მაგრამ ტუმბოზე ვერაფერს მიაგნო, ვერც ბალიშისქვეშ. მერე ოდნავ წამოიწია და თვალები ძალიან ოდნავ გააღო რომ საწოლის გვერდით ფანჯრის რაფაზე მოეძებნა და მიაგნო კიდევაც.
-გისმენთ?
«საერთოდ ტვინი აქ ამ ადამაინს? მე ძილის ქალღმერთს ქორწილის წინ რომ მაღვიძებს მერე რა ჭირი ვქნა თეფშზე რომ ჩამეძინოს? დებილი ხო უნდა დაახრჩო ეხლა ვინცაა.»
გულში გაიფიქრა და ბალიშზე დაემხო.
-რა ოფიციალურობაა ნუ
მეორე მხრიდან ფხუკუნისა და ჩუმი სიცილის ხმა მოესმა და გაბზარული , ნამძინარევი ხმით უთხარ.
-მეძინა ცნოისთვის ანდრია.
-კარგი ნუ მიბრაზდები, მენატრები და გამოხვალ? მიდი რა არ დაიწყო ახლა არ მცალაი, ვაიმე ყვავილები უნდა გამოვიწერო(ვაფშე შენ ხო ალერგია გაქ?)ხო და რას ვამობდი? ააა ხო გამახსენდა ჩამოდი რა.
როგორც კი ჩამოდი მოესმა დენდარტყმულივით წამოჯდა საწოლზე და ფარდა გადასწია.
-დაიცა აქ ხარ?
სანამ პასუხს გასცემდა ლამის გულმა დაარტყა, მშვენივრად იცოდა ახლა რომ არ გამოეძინა ხვალ აუცილებლად ჩაუშლიდა ლიზას ქორწილს და არ უნდოდა მისი ეს ნანატრი ნალოლიავები დღე რამით გაეფუწებინა. თანაც უამრვაი ენერგია ჩადო იმაში რომ ლიზას ქორწილი იდეალური გამოსულიყო. ყვავილების მაღაზიაშიც კი იყო სადაც ლამის ასთმის შეტევით მოკვდა და ჩანთაში ინჰალატორი გაჭირვებით მონახა.
-ნუ ეხლა გამოვალ კორპუსიდან, მაგრამ თუ გინდა სადმე კიებებთან შემხვდი.
ანდრიამ მხაირულად უთხრა მან კი თვალები აატრიალა.
-მიდი მიდი აბოდიალდი სახლში ვერ გამოვალ, ხვალ ბადრიჯნის თეფშში ხომ არ უნდა ჩამეძინოს ლოთი კაცივით?
-მაგარი დასანახი იქნები.
-ცანცაარვ დამაძინე რა.მიდი ადი ,იცოდე ფრთხიალდ რამე არ მოიტეხო და არავის შეხვდე გზაში თორე სამართლიანად მივასიკვდილებ.შენც ცნობისთვის.
-ეჭვიანო.
-ძილინეისა.
ყურმილი დაუკიდა და ისევ მორფეოსის სამყაროში გადაეშვა. დილით შორტითა და ტოპით გაიქცა მკერავთან კაბების გამოსატანად მერე ტაქსით ლიზასთან გავიდა სადაც წინადღეს დატოვა ფეხსაცმელები.12ისთვის სტილისტები და მეიქაფარტისტები მოვიდნენ, ლიზა და ელენა გვერდიგვერდ ისხდნენ და სანამ თმასა და ფრჩხილებს იწესრიგებდნენ ლიზა დაახლოებით სიას უთვლიდა სტუმრებისას. ულამაზესი კაბა რომ ჩაიცვა ელენამ ლიზას დედა გაგიჟებული უყურებდა, კურიერიც იმ წუთას მოვიდა და მაღლების კაკუნით გავიდა შემოსასვლელში, ლამის გააგიჟა ბიჭი რადგან არაფრის დიდებით არ ართმევდა თაიგულს ალერგიის გამო, ბოლოს ისევ ლილიმ უშველა, კურიერი ისე იყო გაგიჟებული კიდეც უყვირა გოგოს თუ ვერ მართმევდი რას მიღებდიო. ლილი და ელენა ერთმანეთს აკვდებოდნენ სიცილით . როგორცკი ლილიმ თაიგული სხვა ოთახში გაიტანა და ელენას მოაშორა მაშინვე დასცინა ელენას.
-მგონი ჯობდა ხელოვნური ყვავილები გვეშოვნა ისევ.
-ნუ დამცინი ლილი.
-არ დაგცინი დაიჭერდი და კიდვ გაგათხოვებდი.
-აუ არ მინდა რა გათხოვება.ახალგაზრდა ვარ.
-მაშინ არ იყავი?
-მაშინ ჩერჩეტი ვიყავი ლილუს, წავალ შენ შვილს შევხედავ მაინტერესებს როგორ გამოიყურება.
ლიზას კარზე მიუკაკუნა და თავი შეყო ოთახში, მაშინვე ადგილზე გაშეშდა. მისმა ელეგანტურობამ და თავის მიერ შექმნილამ კაბის მოდელმა გააოცა. ოთახში დაჰიპნოზებული შევიდა , კარი მიხურა და დაქალს ხელები წელზე ისე შემოხვია რომ მათშორის მანძილი მისი სახის დანახვის საშუალებას აძლევდა.
-დიმიტრისთვის ვერ გაგიმეტებ,არ გინდა რომ მოგიტაცო?
-არანორმალურო,როგორი ლამაზი ხარ.
-შენ ვიზე რას ამბობ ? მართლა მე გამომყევი რა.
-ანდრიას რას უშვები.
-ასეთ ქალღმერთს ანდრიაში გავცვლი?
-გადი ქალო ვინმე არ შემოვიდეს რამე არ იფიქროს.
დაქალმა ხელები გააშვებინა და ორივეს გაეცინა.
ელენა ჯერ ისევ ვერ ეგუებოდა იმ აზრს რომ ლიზა ფილფანთან გადავიდოდა საცხოვრებლად და ამ სახლში ღამეებს ერთად აღარ გაათევდნენ. გიჟდებოდა ისე უყვარდა ლიზას სახლში ფილმების ყურება, აივანზე წამოსკუპებულები ჭიქა ღვინოს რომ შეექცეოდნენ და წიან კორპუსის მეზობლებს სიცილით ჭორავდნენ, ისიც კი უყვარდა მოპირდაპირე კორპუსიდან ტანსზევით ტიტველი ელდარი ჭკუიდან რომ გადაყავდა. ლიზასთან ერთად წვეულებებს რომ მართავდა როცა ლილი ტრენინგების გამო ქალაქიდან გადიოდა, ლიზას უსმენო სიმღერაც კი მთელს სახლს რომ შეეწოვა. ყველაზე კომფორტული ლიზასთან მისვლა მაშინ იყო, როცა ნერვები ეშლებოდა და ღამის 4ზე დააგებოდა ხოლემ თავზე “ ლილიმ ახალი სასმელი გააკეთა?” ჰკითხავდა და ლიზაც მაშივნე კარადიდან ორ ბოთლ ლიქიორსა და არყის პაწუკა ჭიქებს გამოიღებდა ხოლმე, ზოგჯერ ლილიც უერთდებოდათ და სამივე ერთად მთელს მსოფლიოს ჭორავდნენ. რაღაც კუთხით ლიზას ფილფანთან გადასვლაც კი აწყობდა, თანამშრომლებისგან სმენოდა დიმიტრის საუკეთესო სასმელების კოლექცია აქვსო, ასე რომ დაქალი და სასმელი ერთად ექნებოდა.
    კარზე ზარის ხმა გაისმა და გასაღებად წავიდა. კარი რომ გამოაღო მომღიმარი სახით ანდრია და საკმაოდ ანერვიულეული დიმიტრი დახვდნენ. ანდრიამ თავით ფეხამდე ჩაათვალიერა და გაუღიმა. დიმიტრი კი ერთ ადგილზე მოუთმენლად ცქუმტავდა. ელენას მის დანახვაზე გაეცინა.
-ოთახშია.კარგი დაწყანრდი ქორწინდებით კი არ კვდებით .
-შენთვის იოლი სათქმელია მე ვქორწინდები შენ კი არა.
სიცილით უთხრა და გვერდი აუარა. ელენამ წარბები მაღლა აუწია .
-ჩემზე უკეთ მხოლოდ მე ვიცი დიმიტრი.
ჩუმად ანდრიას გასაგონად თქვა მხოლოდ.ჯერ ისევ კარში მდგომმა ანდრიამ ხელები მუცელზე შეუსრიალა და თავი მის კისერში ჩარგო.
-ისეთი ლამაზი ხარ სიამოვნებით მოგიტაცებდი.
-ვგიჟდები შენზე.ადექი და მომიტაცე ვინ გიშლის?
-სინდისი საყვარელო სინდისი,ასეთი სილამაზე რომ მოვიტაცო ჯერ დედაჩემს არ უნდა გავაცნო?
-რავი აბა ,თუ გინდა ნუ გამაცნობ
ელენა დაიბნა და აბლუყუნდა რადგან რაღაცნაირად ეშინოდა მიქაძის დედის გაცნობა. ანდრიამ კი ეს მშვენივრად იცოდა.
-ტყუილად გეშინია ისეთი საყვარელი ქალია.
-კაი მაგაზე ქოწილის მერე ვილაპარაკოთ ,ახლა დაქალს ვათხოვებ არ მცალია.კონტრაქტი უნდა დავუდო შენ ძმაკაცს.
-რა კონტრაქტი?
-რო მივალ ხოლმე და სასმელებს გამოვუცლი ის კი ჩემ დაქალს უკადრებელს არ აკადრებს
-ვერ ხარ ხო იცი.
-ვიცი დილას ცოტა დავლიე ,ძან ცოტა ოღონდ.
ანდრიამ და ელენამ გაიცინეს, მერე შიგნით შევიდნენ და ცოტახნით ფოტოები გადაიღეს წლის წყვილთან. ჯვრისწერისთვის ეკლესიაში წავიდნენ, წრეებს რომ არტყავდნენ ელენა და პაატა გვირგვინებით ხელში მზერა ანდრიასკენ გააპარა ელენამ და ორივეს შეუმჩნევლად ჩაეღიმათ. ეკლესიის ეზოში რომ გამოვიდნენ ფოტოებს იღებდა ფოტოგრაფი. ის და ანდრია კი მოშორებით იდგნენ, ანდრიას მის წელზე ჰქონდა ხელი შემოხვეული .
-მოვკვდები და არ დავუშვებ რომ შენ დაგგკარგო ელენ.
-არ დამკარგავ ანდრია, რა შეცდომა უნდა დავუშვა რომ შენ აღარ მყავდე. თაფლობისთვიდან რომ ჩამოვლენ და მე და შენ კომაპნიაში საჭირო აღარ ვიქნებით გინდა გურიაში წავიდეთ მამაჩემთან?
-მინდა, რა თქმა უნდა მინდა.
-კარგი მერე ლექსოს გავახარებ. ისე დედაშენი არაა ქორწილში? მეგონა დიმიტრის ბავშვობიდან ემეგობრებოდი.
-თინას დიდად არ უყვარს ქორწილები თან ჩემ ძმასთან ერთად დედამისთანაა სამეგრელოში.
ელენა მოაჯირს წელით მიეყრდნო ანდრია კი მის წინ იდგა და მისი სუნთქვა ელენას სახეზე ეცემოდა. თვალები ელულებოდა ბიჭისს სიახლოვისგან. ფოტოების გადაღებაში გართულ დიმიტრის და ლიზას გახედა.
-ლამაზი წყვილი არიან უბრალოდ ჯერ ისევ არ მჯერა ამის. უცბად გათხოვდა.
-დროა შეეგუო შენი დაქალი უკვე ჩემი მეგობრის ცოლია. რაც შეეხება კარგ წყვილს ეს სიმართლეა, თუმცა კიდევ ერთ მშვენიერ წყვილზე მსმენია.
-მაინც?
-ჩვენზე.
-არანორმალურო. გამახსენე ერთი რით მომხიბლე?
-ცეკვით და კოცნით
-ნუ არაგიშვს. არა იცი? კოცნა მართლაც კარგად გეხერხება.
-კი მეუბნებიან ხოლმე.
-იდიოტო.
ხელი მხარზე ნელა მიარტყა და თავი უკან სიცილით გადააგდო.
-რა ვქნა ხო არ მოგატყუებ.
ცოტახანში მათთან ლიზას დეიდა მივიდა რომელზეც წაროდგენა არ აქვს ელენას ქორწილში რატომ დაპატიჟა და საერთოდაც თავის ქორწილიდან კიდევ 4 კაცს მოჰკრა თვალი. ორი კლასელი იყო ორი კი მისი და გიორგის კურსელი, უფროსწორად მისი გიორგისა და ლიზას კურსელი, პირველ წელს ,როცა ყველა სავალდებულო საგნებს გადიოდნენ ერთად იმ დროიდან. ქალმა გაუღიმა, ანდრია კი უხერხულად მოშორდა გოგოს.
-როგორ ხარ ელენა?
-კარგად ნინი შენ?
-მეც, გიორგი სად არის? ვერსად მოვაკრი თვალი. 
ეზო მოათვალიერა იმაში დასარწმუნებლად რომ ბიჭი მართლაც არსად იყო. ელენამ ხელი ნერვიულად მოისვა კისერზე და ანდრიას ახედა რომელიც ინტერესით აკვირდებოდა ლიზას დეიდას.
-იცით გიორგი არ არის აქ.
-უი რატომ? ვერ მოახერხა? აჰ ალბათ მუშაობს.
-არა არა წარმოდგენა არ მაქვს სადაა და რას აკეთებს, ექვსი წლის წინ დავშორდით
-რატომ?შვილი არ გყავდათ არა?მახსოვს იმ ორი წლის მანძილზე არ დაორსულებულხარ. ის დაგშორდა თუ შენ?
ნინო მართლაც დიდხნას არ ენახა ელენას, ის და გიორგი რომ დაშორდნენ ქალი უკვე ვიღაც აზერბაიჯანელს იყო ცოლად გაყოლილი და აზერბაიჯნშივე ცხოვრობდა. ანდრიამ დაინახა მის ბოლო კითხვაზე როგორ დაიძაბა ელენა და თავად უთხრა.
-მგონი უხერხული კითხვებისაგნ თავის შეკავება სჯობს, ეს ხომ ელენას პირადია ბოლოს და ბოლოს.
-შენ საერთოდ ვინ ხარ?
-მე ელენას შეყვარებული და დიმიტრის ,სიძის, მეგობარი ვარ.
ნინოს ზიზღი გამოესახა ანდრია დააიგნორა და ისევ ელენას მიუბრუნდა.
-ელენა დედა-შვილურ რჩევას მოგცემ. ვიცი დედა მალე დაკარგე და ის ვერ დაგარიგებს. სანამ დროა, სანამ ისევ არის პატარა შანსი მოახერხე და შეურიგდი გიორგის თქვენ საუკეთესო წყვილი იყავით ვინც კი ოდესმე მინახავს. არ მგონია ეს ბიჭი განათხოვარ ქალს სერიოზულად გიყურებდეს, გიორგი კი ისეთი კარგი ბიჭია უშვილოსაც მიგიღებს.
-ღმერთო რას ბოდავ ნინი არ გრცხვენია? 6 წელი გავიდა რა შანსზეა ლაპრაკი ,თან მე დავშორიდ. ანდრიას რაც შეეხება ვერ დავიჯერებ რომ ჩემი წარსული ადარდებს და ძალიან ძალიან ცუდი ტონი იყო შენიდან მაგ სიტყვების მოსმენა, მე ლიზასთან უნდა წავიდე. წამოხვალ საყვარელო?
-კი წამო.
ხელი წელზე შემოჰხვია ანდრიამ და ქალს მოშორდნენ .გზაში ანდრიამ “ არანორმალურიო” ჩაიბურტყუნა რაზეც ორივეს გაეცინა. ანდრია ბრაზობდა ,რადგან სრულიად უაზროდ უცნობმა ქალმა ელენას მიამრთ არასერიოზულ განწყობაში დასდრო ბრალი ,მგრამ მერე ელენას გამოსვლა ესიამოვნა და ისიც თუ როგორი მზერით უყურებდა გოგო. ელენა და ანდრია მეგობრებს ამოუდგნენ გვერდით და ფოტოაპარატის წინ პოზირებას მოჰყვნენ. ელენამ დაქალს უცბად უჩურჩულა.
-რატომ დაპატიჟე ამდენი ხალხი?
-ნუ დაიწყე.
-დეიდაშენს მოვკალვ გეფიცები გიორგიზე მელაპარაკა და უკვე ტვინი ამეხადა. იცოდე კიდევ ვინმე თუ მკითხავს დავივიწყებ რომ ჩემი დაქალი ხარ, ეს კიდე სიძე და წავალ ქორწილიდან. 
-მეც და შენც კარგად ვიცით რომ ამას არ გააკეთებ. ახლა კი გაიღიმე ჩიტი გამოფრინდება.
ლიზამ ლოყები გაუწელა და ფოტოგრაფმაც მოასწრო დაფიქსირება.
-ლიზააა.იუ მომშორდი, გააფუჭე ფოტო.
ლიზამ გადაიხარხარა და გოგოს მკლავზე აეკრო.დიმიტრიმ თავი ოდნავ წინ გადმოხარა ,გვერდზე მდგომ ლიზახ ელენას დანახვაში რომ არ შეეშალა ხელი.
-გიორგი ვინ არის გოგოებო?
-ელენას ყოფილი .
ანდრიამ გასცა პასუხი.
-აჰ, ყოფილები ცუდი თემაა. შემიძლია რამით დაგეხმარო?
-კი ფოტო გადაიღე ჩემთან ერთად.
დიმიტრის გაეკრიჭა , ლიზა გვერდზე გადადგა და ფილფანთან ცალკე გადაიღო ფოტოები. მერე, როცა ისევ ცალკე იდგნენ და ანდრია ელენას კოცნიდა ფოტოაპარატის ჩხაკუნის ხმა მოესმათ და ბიჭს გახედეს, მან მხრები სიცილით აიჩეჩა და კიდევ რამდნეიმე გადაუღო.
-ლამაზი წყვილი ხართ. ეს უნდა დაგრჩენოდათ თან პატარძალმა გამაფრთხილა ჩემი მეჯვარე არ დაჩაგრო ისედაც გავაბრაზეო..
-გმადლობთ.
-გმადლობთ.
-მე წავედი საქმე მიხმობს, თუ ოდესმე დაგჭირდით კარგ ფოტოებს გადაგიღებთ.
კამერა სიცილით შეათამაშა და მანქანებისკენ წავიდა.
-ეს ნამიოკი იყო ქორწილზე?
-მგონი კი, წავედით ახლა შენი ძმაკაცი დაგვაკლავს.
-ოქეი მე ჩემი მანქანის მძღოლი ვარ ტრადიცულად.
- ანდრ დაიცადე ორი წამი-ისევ ძლიერად აკოცა, ტუჩსაცხი მოსწმინდა დ კიბეებზე დაეშვა.
ფილფანმა და ლიზამ ხელი მაოწერეს, რესტორანში რომ მივიდნენ სანამ დასხდებოდნენ დანარჩენებმაც მოიკითხეს გიორგი , ერთ ერთს რომელთანაც საკმაოდ ახლოს იყო თავისდროზე გიორგიც და ელენაც კილაძემ დაშორების მიზეზი ნათლად უთხრა. ახალგაზრდა თითქოს თანამედროვე გოგომ ისეთი დააბრეხვა ელენა მაშინვე მოშროდა ,იცოდა ლიზას ქორწილი იყო და არ უნდა ეწუწუნა თავის პრობლემებზე, მაგრამ მოდი მხოლოდ ამ ერთხელ ვიზავო და დაქალის გვერდით ისე დაჯდა როგორც სამიწლის გაბუტული ბავშვი. თავს ძლივს იკავებდა ბრაზისგან რომ არ აფეთებულიყო ხალხს ლიზის ქორწილზე მეტად მისი ყოფილი ანაღვლებდათ.
-რა გჭირს? 
ჩუმად ჰკითხა ლიზამ და ჭიქა გაუწოდა ღვინით შესავსებად. ელენა თან ღვინოს უსხავდა თან ეუბნებოდა.
-რატო დაშორდი? ქმარს როგორ გაეყარე სირცხვილო.მერე რა კიდევ გეყოლებოდათ, ისეთი კარგი წყვილი იყავით. უბრლაოდ იდეალური. იმსახურებდი გიორგის, ის შენთვის იყო შექმნილი-ყველას სათითაოდ გამაოჯავრა და თავი ხელებში ჩარგო, ლიზას ეცინებოდა და თავს გაჭირვებით იკავებდა.-ვიცი დღეს გიფუჭებ მაგრამ ვერ ვუძლებ ლიზი! ყველა მასზე კითხულობს უკვე ყელში მაქვს ამდენი კითხვები. რატომ ერვეა ყველა? 
-იდიოტები არიან შეეშვ
-ყველა ყელშია, ყველა ჩემს ცხოვრებაში ძვრება.
-მოიცა რა ხდება? რა ქმარს გაეყარე?! 
დიტო წინ გადმოიხარა და ელენას გაოცებულმა გამოხედა, ანდრია რომელიც მათ წინ იჯდა ნევრებმოშლილი ატრიალებდა თვალებს და კარგად იცოდა ელენასაც არანაკლეაბდ ეშლებოდა ნერვები.
-გათხოვილი ვიყავი დიტო. 19წლის ვიყავი რომ გავთხოვდი, ყველა წინააღმდეგი იყო მამიდას გარდა, რომელსაც ის სიგიჟემდე მოეწოან. "კარგ ოჯახში" აღზრდილი ღირსეული ადამაინი იყო მის თვალში. თანაც მამიდა ძველმოდურია და ფიქრობდა რომ ქალს მხოლოე ქმარი სჭირდებოდა. ორი წელი ვიცხოვრეთ ერთად მერე გავშორდი.-მერე უცბად ლიზას მიუბრუნდა და გაშლილი ხელი გაუწოდა-იზა შემხვდა ჩვენი კურსელი, ღმერთო ვერ ვიტან. ასე მითხრა დიდი ამბავი კიდევ გეყოლებოდათო. 
-ღმერთო გავაფრენ ახლა.შეგიძლია მოკლა არ ვარ წინააღმდეგი.
-გვამს შენ დამამალინებ?
-დიახ.აუ ცოტახანს გავალ ეს კაბა უნდა გავიხადო.
-გამოგყვე?
-არა იყავი ლილი დამეხმარება
-მიდი საყვარელო.
ლიზა წავდია დიმიტრი კი ელენას გვერდით გადმოჯდა. თან სიცილით ჰკითხა.
-რა იყო კატა მოგიკლა?
-შვილი.
ელენამ მზერა აარიდა მაგრამ დაიანხა დიმიტრის როგორ გაუქვავდა სახეზე ღიმილი და დანაშაულის გრძნობით აივსო. გოგო რომელიც სამსახურში აიყვანა საოცრად სერიოზული და მკაცრი იყო. იმ წამს გაიაზრა რამდენი რამ გამოიარა ელენამ და როგორ იქცა იმად ვსიაც იცნობდა. ჯერ ქმარი და შვილი რომელიც არ გაუჩნდა, დედა როემლიც არ ჰყოლია, უცხო ქვეყანაში სრულიად მარტო იყო საკუთარ ტკივილთან და განათლებას მთელ დროს უთმობდა. დიმიტრიმ მკლავებში მოიქცია მეგობარი და საკუთარი თავით იმედგაცრუებულმა უთხრა.
-არ ვიცოდი ელე ბოდიში.
-შენ რა შუაში ხარ? ისე მიხარია სიძედ შენ რომ შემხვდი უფროსო და არა ვინმე იდიოტი.
-ნუ ახლა შენ დაქალს ვერავის დავუთმობდი.
ქორწილი იდეალურად მიდიოდა ლიზამ თაიგული ისროლა რომლის დაჭერაც ელენას არც უცდია ,სამაგიეროდ მის მაგივრად ანდრიამ დაიჭირა. ყველა იმას უმეორებდა შინაებრა დარჩდებიო, მაგრამ ის შეყვარებულს უყურებდა და უცინოდა.
-ხედავ აუცილებლად მოგიტაცებ.
ყვავილებს მაღლა აწეულ ხელში ათამაშებდა და იცინოდა.
-კარგი ოღონდ აი ეგ თაიგული გამაშორე.
-რა თქმა უნდა მადამ.
არცისე დიდიხნის შემდეგ უფროსები წასასვლელად მოემზადნენ ანდრია და ელენა ერთმანეთზე შემოხვეულები იდგნენ რესტორნის წინ და ალექსანდრეს აცილებდნენ, ის კი სიხარულით უყურებდა შვილსა და მის შეყვარებულს რომელიც საოცრად თავაზიანი და მხიარული ბიჭი იყო მის თვალში.
-თქვენსას როდის ველოდოთ?
-იოცნებე მამაჩემი არ გავყვები მე ამას ცოლად.
-ამას არ კითხო თორე ვირზე იცის შეჯდომა. მოკიდე ანდრია ხელი და როცა გინდა წაიყვანე.
-აბა რას ვიზავ. თანაც თქვენც თანახმა ხართ
-კაი მამი თუ სადმე დარჩენას გადაწყვეტ დამირეკე არ მანერვიულო იცოდე.
-კაი მა, ვეცდები.
-ჭკუით ენე ჭკუით.
ალექსანდრე წავიდა და ახალგაზრდებმა სმა განაგრძეს. გეგლამ ელენა საცეკვაოდ გაიწვია და ისიც სიცილით გაჰყვა მეგობარს.
-ულამაზესი ხარ ელე.
-მადლობ, იმდენმა მითხარით ძალიან გავთამამდები ახლა და გავნებივრდები, მერე ვეღარ მომიშორებთ.
-შენი მოშორება რომ ვინმეს ენდომება, მე მასეთის ადამიანობა რა ვთქვი.
მის სიტყვებზე გაეცინა და წყანრი მუსიკის ფონზე მხარზე თავი ჩამოადო.
-ნახე რა საყვარელი ხარ პროსტა, სულ რო მთვრალი იყო არ გინდა?
-ნტუუუ, მერე ვერ ვიმუშავებ და ვერ ვიჭორავებ შენთან. აუ გეგლუშ მიყვარხარ.
-მეც გოგონი. -შუბლზე აკოცა და უცბად განწირული ხმით თქვა-მგონი ცოტახანში შენი გეგლა აღარ იარსებებს.
-რატო?
თავი ასწია და თვალებში ჩააშტერდა.
-ანდრიამ მზერით მომკლა ლამის. ისე კაი წყვილი იქნებოდით.
-ვართ.
-რაა?
-ხო არ იცი? შენც კაი ბრმა ხარ, ლიზას დაბადების დღეზე არ იყავი რო გამოვაცხადეთ?
-ნუ მე ვიღაცასთან ერთად გარეთ ვიყავი გასული თითქმის საათნახევარი..
-იმასთან?ო მაი გად აქამდე სად ხარ?
-და შენ არაფერი ხდებათქო რო გეკითხები არ უნდა მითხრა კომპანიის უსიმპატიურესი ბიჭი რო შენ მონად აქციე ნუ ჩემის შემდეგ უსიმპატიურესი.როდის მოასწარით?
-თებერვალში. და შენ ხარ დებილი თორე ვერ ხედავ წამდაუწუმ ერთად რო ვართ და ვკოცნით, იმენა ბავშვი ხარ.
-ანუ არ შეგეცოდე რო არ მითხრაი და მიმალავდი?
-ნწ ოდნავადაც არა.
ელენამ თმა აიქცია და მაგიდისკენ წავიდა, გეგლა თავის ქნევით უყურებდა მიმავალს. 
დილით საშინელმა თავისტკივილმა გამოაღვიზა ელენა, ტელეფონი ისეთ ხმაზე რეკავდა ტვინი უფეთქდებოდა. ტუმბოზე რომ არ დახვდა ფეხზე წამოდგა და სახლში იბოდიალა ბოლოს შემოსასვლელში მიგდებულ ჩანთაში იპოვა და ამოიღო. თან უპასუხა თან როგორღაც საძინებლამდე გზა გაიგნო და საწოლზე ჩამოჯდა.
-გისმენთ?
-ელენა სად ხარ? აბა დაგირეკავო?
-ვეცდებითქო, აუ მა ნუ ყვირი თავი მისკდება.
-სად ხარ?
-არ ვიცი, ალბათ გეგლასთან, მოკლედ ახლა სამსახურში უნდა წავიდე და მერე მოვალ.
-კვირაა.
-კაი ხო გამოვალ ალბათ სახლში, ან გავისეირნებ და მერე.
-კარგი.
ძალიან ეძინებოდა და ჯერ ისევ ვერ გამოერკვა რა ხდებოდა. ფეხები საწოლზე აალაგა და ფანჯრიკსნე გადაგორდა მაგრამ ვიღაცის სხეულს მიეჯახა. გევრდზე გაიხედა, ბიჭს თავი ბალიშში ჩაერგო და ეძინა. ელენამ წამის მეასედში გაიაზრა რომ შიშვლები იყვნენ და საწოლზე წამოჯდა, ხელები მუხლებს დააყრდნო თმაში შეიცურა თითები და ბურტყუნს მოყვა.
-ელენა გაიხსენე, მიდი! ბევრი დალიეთ, მერე პატარძალი და სიძე დატყდნენ, მგონი კატომ ჩემი კაბა ღვინით გააუბედურა. აუუუუუუ ეგღა მაკლდა. - მთელი მონდომებით ცდილობდა წინა ღამის გახსენებას. - კარგი მერე ცოტა მაკლდა აფეთქებამდე. მახსოვს ტაქსით წამოვედით, მერე... მერე რა მოხდა? ღმერთო უნდა გაიხსენო ელენა. გაიხსენე. მიდი გთხოოოვ.
-ტყუილად იჭ....ტ ტვინს საყვარელო. ცხადია რაც მოხდა.
ანდრიამ ღიმილით ამოილაპარაკა და ხელი მის ბარძაყზე აასრიალა, გოგომ გახედა . ნანობდა? ოდნავადაც არა უბრალოდ მათი პირველი სექსის ასე უაზროდ დავიწყება არ უნდოდა. საწოლზე გადავარდა და ანდრიას სახეს მიაჩერდა. ანდრია გაოცებული უყურებდა, უცბად წამოიწია და მის ზემოდან მოექცა, ხელებით ელენას თავთან საწოლს ეყრდნობოდა.
-ელენ, ნანობ?
-არა, რა სისულელა! უბრალოდ მინდა... მინდა რომ მახსოვდეს როგორ მოხდა. როგირ დავიწყეთ-ელენამ ხელები კისერზე შემოაწყო და დაინახა როგორ აუციმციმდა ბიჭს თვალები.
-აი ასე წამეტანე ტუჩებზე, მე კი წელზე შემოგხვიე ხელი-ტუჩები ტუჩებზე ჯერ ნაზად მიაწეპა მერე კი საოცრად ვნებიან კოცნაში აიყოლია. - მერე აქ გაკოცე-კოცნით ჩაუყვა ჯერ გოგოს ყბას შემდეგ ყელს და ლავიწებს ელენას კი შეშლილივით გაეცინა რადგან ყელში ოდნავ შეხებაზეც კი მუდამ ეღიტინებოდა და ეცინებოდა. - წუხელაც ასე იცინოდით ქალბატონო.
-არ მიკვირს. და შენ ყველაფერი უნდა მაჩვენო?
მაცდურად გაუღიმა.
-რატომაც არა. თან გაიხსენებ წუხანდელს.
-მმ დავფიქრდე. მგონი უარს არ გეტყვი..


წინა ღამით

ლიზასთან ერთად ცეკვავდა და იცინოდა, მაგრამ დიმიტრი მიუახლოვდა და მისი თავი მოსთხოვა მანაც სიცილით გჩუქნიო და გამობრუნდა. ზუსატად iმ წამს როცა ნაბიჯი გადადგა კატო დაეჯახა და წითელი ღვინო კაბაზე გადაასხა.ელენა იმდენხანს ეძებდა ამ ნაჭერს და იმდნეხანს იკერავდა აპილპილდა კატოს საქციელზე.
-სერიოზულად კატო? სერიოზულად? ცოტა ფრთხილად ვერ ივლი? ბარემ მთელი დოქი გადაგესხა.
-სხვის კაცს რომ თვალს დაადგავ მაგან იცის ეგ.
ისე ჩუმად ჩაიბურტყუნა რომ ელენას ეგონა მოესმა.წამში ანდრია გაჩნდა.
-რა მოხდა?
-შემთხვევით ღვინო გადავასხი.
-აწი ფრთხილად იყავი. სხვასაც რო არ გადაასხა. ქიმწმენდაში წვაიღოთ და ალბათ ამოვა.
ანდრიამ ელენას გაუღიმა და გვერდით გაიყავნა.
-რას გადამეკიდა? თითქოს რამე დამეშავებინოს.
-კაი დაწყნარდი, ძალით ხო არ უნდოდა არა?!
-უნდოდა, სხვის კაცს რო დაადგავ თვალს ეგრე მოგივაო თუ რაღაც მსგავსი ჩაიბურტყუნა.
-ჩემი ეჭვიანი.
ტუჩებში მოწყევტით აკოცა და ორივე სუფრასთან დასხდნენ.
ციტახანში სიძე-პატარძალი გაქრა. ანდრიამ მკლავზე დაქაჩა. 
-წავიდეთ ხო?
-აჰამ, მეძინება.
მის მკლავს აეკრო და ასე გავიდნენ გარეთ. ორივე მთვრალი იყო ამიტომ მანქანისკენ წასულ ანდრიას ელენამ კოპები შეუკრა.
-არც იოცნებო, ტაქსით მივდივართ.
-რო ვერ ვიშოვოთ?
-ფეხით.
საყვარლად გაეკრიჭა და კისერზე ჩამოეკიდა. მწვანედ მოელვარე თვალებში ისე უყურებდა თითქოს დაჰიპნოზდა. უყვარდა ანდრიას ელენა. ისე ძლიერად და სიგიჟემდე რომ მისი გულისთვის ყველაფერს გააკეთებდა. თუმცა ორივენი ფაიფურის ნაზ თოჯინას მოგაგონებდათ. გული წამში ემსხვრეოდათ. ერთი შეცდომა ერთი არასწორი ნაბიჯი და ტკაც ვერანაირად ვერ გაამთელებდი.
ტაქსი როგორღაც გააჩერეს და შიგნით ჩაჯდნენ.ანდრიამ თავის მისამართი უკარნახა და ელენას გადახედა.
-წამოხვალ ჩემთან?
-თუ ყავას დამალევინებ კი.
-კი, ლექსოს არ დაურეკავ?
-ავიდეთ და მერე კაი?
-კაი.
მძღოლი დრო და დრო გამოხედავდა ერთმანეთზე ჩახუტებულ წყვილს და ეღიმებოდა. კორპუსის წინ გააჩერა მანქანა და წყვილს გახედა.
-მოვედით.
ელენამ და ანდრიამ ერთდროულად ამოიღეს ფული.
-არც იფიქრო მთლინად გადახდა.
კოპები შეუკრა შეყვარებულს და ისიც დანებდა.
ლიფტი ნელა მიიზლაზნებოდა ზევით.
-რომელ სართულზე ხარ რა უბედურებაა.
-9.
-ხო არ ღადაობ.
აწუწუნდა და ხელები წელზე შეუცურა. მერე ოდნავ ასწია თავი და ტუჩებზე წაეტანა. ანდრიამ ორივე ხელი ლიფტის კედლებს მიაყრდნო და ქალი მასსა და კედელს შორის მახეში გაბმულიი ჩიტივით მოამწყვდია.სამყარო გაქრა, დედამიწა გაჩერდა და უყურებდა მზეს რომელიც უმოძრაოდ იღიმებოდა. მათთვის დროც გაჩერდა. იმდენად ჩაიძირნენ სიამოვნებაში რომ მხოლოდ ლიფტის გაჩერებამ და კარის გაღებამ გამოაფხიზლა ისიც წამით. ანდრიამ კარი სწრაფად გააღო და შესვლისთანავე ქალის ტუჩებს წაეტანა.


ათი დღის შემდეგ

კაბინეტში იჯდა და როგორც ყოველთვის საბუთეში თავით იყო გადაშვეული, თანაც რაც ლიზა და დიმიტრი წავიდნენ საქმე გაუორმაგდა.კარზე გეგლამ დააკაკუნა და თავი შემოყო.
-რას შვები ლამაზმანო?
-ვმუშაობ, მოდი დაჯექი.
გეგლა საწყლად შემოიძურწა კაბინტეში და ელენას წინ დაჯდა.
-ელე, ოღონდ არ გამიბრაზდე რა-საწყალი სახე მიიღი. გოგომ თავი მობეზრებულმა დაუქნია და სათვალე გაისწორა.- ხომ იცი დიმიტრი და ლიზა ტაილანდში არიან, ნუ როგორ არ იცი. ჩვენთან კიდევ მნიშვნელოვანი ინვესტორები ჩამოვიდნენ იტალიიდან.
-აუ კი ვიცი ეგენი დიმიტრი წუწუნებდა გუშინ იმედია ჩემ დაბრუნებამდე არ ჩამოვლენო.
-ჩამოფრინდნენ უკვე. და იმედია არ მომკლავ ხო?! - ისეთი საწყალი თვლებით იურებოდა მაშინევ მიხვდა რაც ჩაიდინა გეგლამ.
-არა არც კი იოცნებო, მაგაზე ფიქრიც არ გაბედო გეგლა, იცოდე დაგახრჩობ.
-მაპატიე.
-არ მითხრა რომ უკვე დანიშნე. გთხოოოვ ეგ არ თქვა რა.
-რა მექნა აბა?
ელენამ ამოიოხრა და სკამზე გადაწვა.
-რა ვაკეთო მე იქ? აი რა მინდა?
-იტალიური გესმის! დიმიტრი გენდობა, კომპანიის მთავარი ადვოკატი ხარ და მისი ძმაკაცის შეყვარებული. ანდრია კი მისი მეგობარი და თარჯიმანია.
-ანდრიაც მოდის?
-აჰამ. მარტო გაგიშვებ გოგონი?-ლოყაზე უჩქმიტა გულის მოსაგებად.
-აფერისტო-გაეღიმა და ხელი აუქნია- რომელზე და სად?
-მოგწერე მეილზე.
-მიდი, მე ანდრიასთან შევალ, ვინმე ყავს?
-არა არავინ.
-ყავას ხო შემოგვიტან.
-აბა რას ვიზავ გვრიტებო.
ფეხზე წამოხტა ,ელენას ლოყაზე აკოცა და გაიქცა. გოგომ საქაღალდე დახურა და ანდრიას კარი დაუკაუნებლად შეაღო.
-რას აკეთებ საყვარელო? გეგლამ...
-ხო ორ კირაში ჩამოვალთ...ეს ელენაა?
-ხო.მოდი
გოგოს გაუღიმა და ისიც ლეპტოპს მიუახლოვდა, ანდრიას სკამის სახელურზე ჩამოჯდა და სიძეს გაუღიმა.
- შეხვედრაზე წახვალ ხო? 
-ჯერ მომესალმე მაინც.კი კი მაგაზე შემოვედი შენს ძმაკაცთან და დამხვდი შენ კომპიუტერში. 
-კაი აბა კარგად, მოაგავრეთ უჩემოდ. 
-უნამუსო მომენატრეთ უკვე და ასე მიკიდებთ ხო?აჰ თუ გაპატიოთ.
-ხელი არ მინდა შეგიძალოთ ამ ულამაზეს წყვილს.
თვალი ჩაუკრათ და გათიშა, ანდრიამ ლეტოპი დაკეცა და გოგოს წელზე ხელი მოხვია.
-აბა მოყევი რისთვის მოხვედი.
ელენამ აკოცა, მერე წამოდგა მაგიდას მოუარა და სტუმრის სავარძელში მის წინ ჩაეშვა. სწორედ ამ დროს გეგლა შემოვიდა და ყავა მაგიდაზე დაუდგათ .
-იტალიელები არიან ჩმოსული და შეხვედრაზე უნდა წავიდეთ.
-აუჰ, შენ და შეხვედრები რო ვერ მეგობრობთ?
-სხვა გზა არ ქონდა გეგლას.
-მე გავალ კაი?
-მიდი, და შეემო მერე ჩემთან.
-კარგი ჩემო კრასავიცა წავედი.
მკვლელი მზერა გააყოლა გეგლას ანდრიამ და მერე იგივე მზერით ელენას გამოხედა. ქორწილიდან მოყოლებული ეჭვიანობა ღრღნიდა.
-გცეეემ იცოდე, ის მეგობარია .
-ეგ ნიშნავს რომ არაფრის დიდებით მოეწონები?
-ვაიმეეე შემჭამე ანდრია, არ მოვწონვარ ასი პროცენტით ვიცი, დიდიხანია ვმეგობრობთ და ცნობისთვოს სხვა უყვარს უბრალოდ არ იცის როგორ უთხრას.
-სერიოზულად?
-ხო. მოკლედ დავუბრუნდეთ თემას, გეგლამ 7ისთვის უნდა წახვიდეთო და იქიდან ბარე სადმე გავიდეთ კარგი?
-კარგი. დარჩები ამაღამ ჩემთან?რამეს ვუყუროთ.
-დავრჩები.დედაშენი როდის ჩამოდის?
-ვაკოს სკოლა რომ დაეწყება.რომ ჩამოვლენ გაგაცნობ.
-ვნახოთ.რატომაც არა?
ელენა ისევ კაბინეტში დაბრუნდა და დოკუმენტებს მიუბრუნდა. 5ისკენ გეგლამ საჭმელი შეუტანა და მაგიდაზე დაუდო. ელენას თვალები გაუბრწყინდა.
-აუ ეს ჩიზბურგერია? 
გეგლამ სიცილით დაუქნაი თავი.
-პირადად თქვენთვიდ ქალბატონო ელენა. თქვენმა სატრფომ შიმშილით ნუ  მომიკლავ გოგოსო.
-გთხოვთ ელე დამიძახოთ ბატონო გეგლა.პატივში ვყავარ ნუ...
-კარგით ელე. მიირთმევთ? 
-აბა რას ვიზავ? 
-მიდი ჭამე.
ელენას გაეცინა და ბურგერი გამოართვა, თან ჭამდა თან გეგლას მის სატრფოზე ესაუბრებოდა.
-ოდესმე აპირებ მისთვის თქმას? 
-შეიძლება, მაგრამ ჯერ არა.
-მე რა გიშველო გეგლუშ? 
შეხვედრაზე.
საკმაოდ სიმპატიური კაცი იყო მათიასი ერქვა. ანდრიასთვის არ გაუმხელია იტალიურად რომ საუბრობდა ამიტომ ბიჭი და თარჯიმანი ინგლისურად განიხილავდნენ კონტრაქტის პირობებსა და ასე შემდგე შეთანხმების დეტალებს. ელენა ყურადღებით უსმენდა მათიასსა და შემდეგ თარჯიმანს. ანდრიას უცბად დიმიტრიმ დაურეკა და ბოდიშისმოხდით დატოვა მაგიდა. ელენამ მათიასს გაუღიმა.
- კარგით, კონტრაქტს შევადგენ და გამოგიგზავნით.
იტალიურად უთხრა და ღვინო მოსვა, კაიც თავიდან გაოცებული უყურებდა გამართულ იტალიურით ნათქვამ სიტყვებს მერე გაიცინა და ჰკითხა.
-რატომ აწვალეთ ჩემი თარჯიმანი?
- არ ვიცი მას ხომ ამისთვის უხდით...თანაც იმაზე მეტი თქვით ვიდრე თარგმნა.
-კარგი სტრატეგიაა. ამას არ უნდა ვკითხულობდე ,მაგრამ თქვენ და თქვენი თარჯიმანი ერთმანეთს ხვდებით?
- როგორ შენიშნეთ.
-მისი თვალები წამითაც ვერ გშორდებიან. ალბათ მხოლოდ თქვენს გამო დავთანხმდები ამ შემოთავაზებას.
-ძალიან გამიხარდება, თქვენ საოცარი ბიზნესმენი ხართ.
-თქვენ კი კონტრაქტებს ეშმაკურად ადგენთ.
-ჩემი მოვალეობაა.
მხრები აიჩეჩა და უდარდელად შეხედა მასზე საკაოდ დიდ კაცს,ანდრია შეესწრო როგორ ესაუბრებოდა იტალიელს და თავი გამკიცხველად გადააქნია. მის გვერდით რომ დაჯდა ანდრიე მაშინ იკითხა მათიასმა.
-თუ დაქორწინდებით დამპატიჟებთ?
ელენამ ეშმაკურად გადახედა ანდრიას რომელიც გაოცებული თვალებით უყურებდა ორისვეს.
-რა თქმა უნდა მთავარია ჯერ კარგი პარტნიორობა ავაწყოთ თუ საჭირო გახდება იტალიის ფილიალშიც კი დავბრუნდები.
-არა არ დაგჭირდებათ თანახმა ვარ იქ ყველაფერს მე მივხედო.
ერთმანეთს დაემშვიდობნენ. მანქანაში რომ ჩასხდნენ ანდრიამ ჰკითხა.
-რატომ არ მითხრაი იტალიურად რომ საუბრობდი.
-არ მიყვარს ჩემი უნარებით დაკვეხნა.
-რა გითხრა როცა მე გამომხედე?
ელენას გეცინა და ანდირამ შუქნიშანზე რომ შეაჩერა მისკენ გადაიხარა, ტუჩებში აკოცა და თავის სკამზე დაბრუნებისას უთხრა.
-რომ დაქორწინდებით ქორწილში ხომ დამპატიჟებთო.
-ანუ ვპატიჟებთ?
სიცილით იკიტხა.
-რატომაც არა.

ოცი დღის შემდეგ ( გურია)

დიმიტრი და ლიზა რომ ტაილანდიდან დაბრუნდნენ უამრავი საქმე დახვდათ, ისეთები რასაც აუცილებლად დიმიტრი სჭირდებოდა და ელენა ვერ მოაგვარებდა, ამიტომ მთელი სამეგობროს(გეგლასა და მისი შეყავრებულის ჩათვლით) სადმე ერთად წასვლა ზამთრისთვის გადადეს. სამაგიეროდ ანდრიამ და ელენამ ორკვირიანი შევბულება აიღეს და ჯერ გურიაში წავიდნენ მერე კი ერთი კვირით პარიზში წასვლა გადაწყვიტეს. ლექსომ სოფელში ჩასული ელენა და ანდირა რომ დაინახა პატარა ბავშვივით აცანცარდა. შვილის შეყვარებულს ცივნიავს არ აკარებდა, ელენამ ჰამაკი მინდაო და მამამ და ანდრიამ ერთად გააბეს მსხლის ხეებს შორის ჭრელი ჰამაკი. საღამოობით ჰამაკში წვებოდნენ და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებდნენ. გურიაში ჩასვლის მეორე დღეს კილაძეებმა სუფრა გაშალეს და მეზობლები მათთან ეზოში გადმოიპატიჟეს. სვავდნენ ჭამდნენ ძველ ისტორიებს იხსენებდნენ და ცეკვავდნენ. ანდრიამ და ელენამ საიდანღაც აღმოაჩინეს რომ სახლში ძველი გიტარა იყო, მარიკას ნაქონი და ელენაც მეზობლებისა და შეყვარებულისთვის სიამოვნებით უკრავდა და მამასთან ერთად მღეროდა.
-ახლა მივხვდი ვისგან გამოყვა სიმღერის ნიჭი ლექსო.
-არა მხოლოდ ჩემგან შენ დედამისი უნდა გენახა როგორ მღეროდა.
ანდრია ლექსოს გევრდით მორზე იჯდა და ელენას უყურებდა რომელიც მეზობლის ქალს ესაუბრებოდა.
-მიყვება ხოლმე ელენა.
-ყველაფერი ვქენი რომ დედამისი ჰყვარებოდა.
-გამოგივიდა კიდეც.
-შენს მშობლებს როდის გავიცნობთ ჩემო კარგო?
-დედა მყავს მხოლდო , თინი, ჯერ მინდა ელენას გავაცნო თუ შენ არ მიწყენ. ახლა ისიც სოფელშია, ჩემს პატარა ძმასთან ერთად. შემოდგომაზე თუ ჩამოხვალ აუცილებლად გაგაცნობ.
-სიტყვაზე გიჭერ იცოდე. შენთან ისეთი ბენდიერი ანდირა როგორც არასდროს.
-სულ ასე იქნება, ელენა პირველად 3 წლის წინ დავინახე, დიმიტრისთან ნიციდან სტუმრად ვიყავი ჩამოსული, მაშინ გრძელი თმა ჰქონდა და ლიზასთან ერთად იცინოდა, ისე საყვარლად იფარებდა პირზე ხელს და ხითხითებდა.დიმიტრიმ სირცხვილიაო და აღარ გამიცვნია. მერე ლიზა რომ გავიცანი როგორც დიტოს შეყვარებული მას შევუჭამე ტვინი რომ ჩემთვის გაეცნო მაგრამ ვერა და ვერ მოახერხა. ბოლოს ნიცაში გადავწყდი და მივხვდი რომ ჩემით უნდა მემოქმედა.
-ჩემს თავს მახსენებ ახალგაზრდობაში.
-არც ახლა გამოიყურები მოხუცად.
-ბავშვო თავი აკონტროლე.
ორივეს გაეცინათ. მერე მეზბლებმა ძველი ხალხური სიმრერების მღერა დაიწყეს და ანდრიამ მეცეკვეო, ელენაც დათანხმდა და რაც კი ილეთები ახსოვდა ცდილობდა თავი არ შეერცხვინა.
იმ დღეს ელენას ზაფხულის მეგობართან იყვნენ გადასულები, საცუროა კოსტუმებში გამოწყობილი ახლაგაზრდები ცურავდნენ და მიწაზე გაფენილ პირსახოცებზე ირუჯებოდნენ. ანდრია ,რომელიც გამშრალიყო, აივანზე გაკიდებულ ჰამაკში იყო წამოწოლილი, ელენა კი მეგობარს ესაუბრებოდა. მერე ჩამოშორდა ანდირასთან მივიდა და კალთაში ჩაუჯდა. ბიჭი არ წამოწეულა, ქვემოდან უცინოდა.
-მოგწონს აქ?
-მამაშენი და შენი აქაური ნაცნობ-მეგობრები ძალიან თბილები არიან.
-ყველას მოსწონხარ და ძალიან მიხარია.
მისკენ გადაიხარა და აკოცე, ანდრიამ ხელი წელზე ფრთხილად შემოხვია, ბავშვების სიცილი გაიგეს.
-ახლა ჩვენც ნუ დაგვივიყწებთ, მოდით მაფიოზობანას თამაშს ვაპირებთ.
ერთმანეთის ტუჩებზე მიკრულებს გაეცინათ და ორივემ ერთდროულად გახედეს გოგოს.
4 დღის შემდეგ( გურიაში ყოფნის ბოლო დღე)

ეზოში საზაფხულო სკამებში ისხდნენ და ხელები ერთმანეთისთვის ჩაეკიდათ, ცხელოდა ამიტომ ელენას სიფრიფანა კაბა ეცვა ანდირა კი შორტებითა და თხელი პერნაგით დადიოდა აქეთ იქით მთელი ზაფხული.
-სერიოზულად დედა რომ ჩამოვა გაგაცნობ თან ლექსოსაც უნდა მისი გაცნობა.
-მეც მინდა ანდრია, და ვაკოსიც, ერთი სული მაქვს მაგ პატარა ბიჭს როდის გავიცნობ.
-მიხარია ელენ.
ცას ახედეს, უცბად ვარსკვლავებმა ვარდნა დაიწყეს, მეტეორების წვიმა იყო.ანდრიამ ტეელფონი მოჩიჩნქა ჯიბეში და სიმღერა ჩართო, მერე ელენას ხელი ხელზე მოკიდა და ფეხზე წამოხტა.
-მეცეკვე ელენ, მეტეორების წვიმის ქვეშ მეცეკვე.
-მეტეორების წვიმაში გეცეკვო და სურვილი არ ჩავიფიქრო?
-ეგ იყოს ჩვენი სურვილი, კიდევ უამრავი ვარსკვლავთცვენის ქვეშ რომ ვიცეკვოთ.
-შენ ხარ ჩემი ვარსკვლავი მეტი არც მეტეორის ცვენა მინდა და არც ვარსკვლავების მიქაძე.
მის ტუჩებს თავისი შეაგება და ცეკავში აჰყვა, ანდირამ ხელი რომელშიც ელენას ხელი ჰქონდა მოქცეული მაღლა ასწია და გოგო ჯერ დატრიალდა , მერე მოშორდა და ანდრიას ხელზე დაეხვა, ბოლოს კი მის მკლავზე ისე გადაწვა ზუსტად იცოდა ანდრია დაიჭერდა, არც შემცდარა.
ცხელი ზაფხულის საღამო იყო მეტეორებით ,ცეკვითა და მუსიკით სავსე. ჭრიჭინების ხმა ისმოდა, ანდრია და ელენა კი ელენას ოთახში საწოლზე იწვნენ, სრულ სიბნელეში და ალექსანდრე რომ არ გაეღვიძებინათ ჩუმად ჩურჩულებდნენ.
-თუ ოდესმე ბიჭი გვეყოლება სანდროს დავარქმევ.
ანდრიას თვალები აუციმციმდა, მამის სახელის ელენას პირიდან მოსმენა თან ჯერ არ გაჩენილი შვილისთვის დარქმევა ძალიან ესიამოვნა.
-თუ გოგო მარიკას?
უცბად ჰკითხა, ელენამ ხელი სახეზე შემოხვია და თავი გააქნია.
-არა, დედაჩემი მიყვარს,იმის მიუხედავად რომ არ მინახავს მაგრამ მამა არ მომცემს უფლებას ,თან მარიკა მიქაძე უცნაურად ჟღერს.
-აბა? ქეთი.
-იუ არა.
-თაკო?
-არა, ნესა.. ნესას დავარქმევ.
-მთლად ნიცაც არ გამოდის ხო?
-იდიოტო.ვაფშე არ გავს.
-მგონი ჯობს ახლავე დავიწყო მომავალ ნესასა და სანდროზე ზრუნვა.
ელენას ფეხი მის წელზე ედო და ანდრიამაც ხელი წელისკენ აუცურა, კისერზე მისი ტუჩები რომ იგრძნო ელენას თვალები მიელულა.
-მამაჩემია სახლში ხოარ დაგავიწყდა.
ჩუმად იკითცა, მაგრამ თვალები არ გაუხელია.
-ხო და ჩუმად უნდა იყო.
ორი კვირის შემდეგ.
ელენა და ანდრია გურიიდან ბათუმში წავიდნენ, ღამე სასტუმროში გაათიეს, მთელი ღამე ერთმანეთს ეხვეოდნენ და კოცნიდნენ. მერე კი ბათუმიდან პარიზში გაფრინდნენ. რამდნეიმე საათი დაკარგეს ლუვრის რიგში დგომაში, ზაფხული იყო, ტურისტული სეზონი და რა თქმა უნდა უამრავი ხალხი შეკრებილიყო მონა ლიზას სანახავად. ბოლოს შიგნით რომ შეაღწიეს ანდრიამ ელენა დაატრიალა და გოგოს წინ საოცარი ტილოები ერთმანეთში აითქვიფა. ანდრიასთან ერთად არჩევდა ნახატატებს, ბიჭს არც ფოტოების გადაღება დავიწყებია ფირის ფოტოაპარატით . იმ ერთი კვირის მანძილზე პარიზში რომ იყვნენ, სეირნობდნენ , ცეკვა-ცეკვით დადიოდნენ ქუჩებში, ანდრიას ძლიერად ეხუტებოდა ელენა და ლამაზ სიტყვებს ეჩურჩულებოდნენ ერთმანეთს. ეიფელის კოშკის წვერზეც კი ისადილეს. ერთ დღეს ძალიან გაწვიმდა, ისინი კი ქუჩაში აღმოჩნდნენ. ელენამ ორი წუთით დამელოდეო, მაღაზიაში შეირბინა ერთი ბოთლი წითელი ღვინო იყიდა , ადგილზევე გაახსნევინა და წვიმაში გავიდა. ანდრია სიცილით უყურებდა ქალს რომელიც სანდლებს იხდიდა, მერე ცალ ხელში სანდლები დაიჭირა მეორეთი ღვინო მოიყუდა და წვიმაში დატრიალდა. ანდრიამ ხელები წელზე შეუცურა და მის ტუჩებს დაეწაფა რომელსაც ღვინის სასიამოვნო არომატი დაჰკრავდა.
-მეც მინდა.
ელენამ ანიშნა თავი ასწიეო, ისიც დაემორჩილა, ბოთლი ტუჩებს ზემოთ დახარა და პირში ჩაასხა, ანდრიას თეთრი პერანგი წვიმითა და ცოტაოდენი ღვინით დაესვარა.
-მეცეკვე.
-გაცივდები თუ ასე გააგრძელებ.
-არ მადარდებს.
პარიზიდან დაბრუნებული ელენა მართლაც გაციებული იჯდა სახლში და ანდრიას არ უშვებდა გადაგედებაო. ბოლოს და ბოლოს რომ გამოჯამთელდა ანდრიასთან სახლში გავიდა. საღამო იყო, მონატრებული გოგო დაინახა თუ არა კარის გაღებისას მაღლა უბიძგა და წელზე შემოისვა. დილით ცარიელ საწოლში გამოეღვიძა და საკუთარ იდაყვებზე წამოწეულმა მოიფშვნიტა თვალები.
-სად ხარ? აუ ანდრია.
ფეხზე ბუზღუნით წამოდგა და ძირს დაგდებული ანდრიას პერანგი გადაიცვა. სამზარეულოდან გემრიელი სუნი ეცაა და სახელოების აკაპიწებით შეაბიჯა.
-დილამშვიდობის უცნობო.
-გაიღვიძე ჩემო ფერიავ?
-დიახ და მეწყინა საწოლში რომ არ დამხვდი.
-ვიფიქრე საჭმელს მოვუმზადებ და საწოლში მივართმევ-თქო.
გაუღიმა და სამზარეულოს დახლზე წამის შემომხტარ ელენას ტუჩებში მოწყევტით აკოცა.
-გემრიელი სუნია რას აკეთებ?
-ბლინებს და ყავას.
-მმმ, კიდევ მინდა კოცნა.
ჩამოხტა და მის ზურგს უკან აისვეტა, ანდრიამ გაზი გამორთო და მისკენ მიტრიალდა, ხელები წელზე შეუცურა და წელით თავის წელზე აიკრო.
-როგორ გიხდება ეს პერანგი.
-ხო და რომ მოვალ ხოლმე ჩავიცმევ.
-შეშლილო გოგოვ.
შუბლი შუბლზე მიადო და მერე ელენამ კოცნაში აიყოლია, მისი თლილი თითები ბიჭის საოცრად ნაზ ,საკამოდ წამოზრდილ თმებში დასრიალებდა. ვერცკი გაიგეს კარი როგორ გაიღო, თუმცა ქალის ხმამ როემლიც სამზარეულოსკენ მოიწევდა ორივე ერთიანად გამოაფხილზა და დაფეთებულები მოშორდნენ ერთმანეთს.
-ანდრი სახლში ხარ დე? მმმ რა გემრიელობის სუნი მცემს.
-ანდრიაააა.
პატარა ქერა ბიჭი ყიჟინით შემოვარდა სამზარეულოში და ძმას შეახტა, ელენა უხერხულად აიწურა მაცივართან.
-ეს ვინ დაბრუნებულა.
ანდრიამ ლოყები დაუკოცნა და მზერა ოდნავ გააპარა ელენასკენ, სამზარეულოში თინი შემოვიდა და შვილს გაუღიმა, მაცივართან მდგომი გოგო რომ დაინახა ღიმილით უხერხულად თქვა.
-სტუმარი გვყოლია, მეც არ გამიკვირდა ბლინები რამ გაახსენა თქო.
ვაკომ ინტერესით გახედა გოგოს და ძმის მკალვებიდნა თავი დაიხსნა.
-ეს ის გოგოა?
გაოცებულმა შეხედა ანდრიას და ელენასკენ თითი გაიშვირა. თინამ უმცროს ვაჟშ ხელზე დაარტყა და გამაფრთხილებელი ტონით უთხრა.
-რამდენჯერ გაგაფრთხილო “ეს” და თითის გაშვერა რომ უზრდელობაა. გამარჯობა, მე თინა ვარ ამ ორი ვაჟბატონის დედა.
-ელენა, სასიამოვნოა.
თითქმის ნახევრად შიშველი იდგა ქალის წინაშე ანდრია კი ჩუმად ხითხითებდა შექმნილ სიტუაციაზე. პატარა ვაკო ელენას ინტერესით უყურებდა.
-შენ ანდრიას შეყვარებული ხარ?
ელენამ ანდრიას გადახედა.
-იცი..
-კი ვაკო კი, წადი ახლა ხელები დაიბანე და შენც გაჭმევთ ბლინებს.
-მგონი ჯობია მე- ხელი ანდრიას საძინებლისკენ გაშვირა-წავიდე, იცით მართლა არ...
-ნუ აიბენ დაიბენი, საერთოდ არ მაქვს პრობლემა თუ შენნაირი ლამაზი გოგო ჩემს შვილთან ღამეს ათევს არც ეგეთი ბებერი ვარ ვერ მივხვდე სამზარეულოში ჩემი ვაჟის პერანგში გამოწყობილი გოგო რას აკეთებს აქ...
ელენა ყურებამდე გაწითლდა ანდრია კი როემლიც აქამდე ჩუმად იცინოდა დედას მიუტრიალდა.
-კარგი რა თინი ნუ აშინებ.
ქალმა გადაიხარხარა და ანდრიას ხელი მიარტყა.
-მოშორდი გაზს მე მივხედავ დანარჩენს, ელენა ხო დარჩემი ?
-დიახ, ნახე დედაშენმა პირველივე ჯერზე სწორად დამიძახა სახელი შენგან განსხვავებით.
სიცილით მიარტყა ელენამ ანდრიას მხარზე ხელი.
-აჰა ანუ გოგოს სახელსაც არ ეძახი წესიერად? სირცხვილო მასე გაგზარდე?
-თინი ნუ მაიმუნობ.
-მიდით თქვენ ჩაიცვით და უგემრიელეს ბლინებს გაჭმევთ.
-ეეე მე დავიწყე კეთება ნუ ითვისებ დედა.
-წამოოო.
ელენამ ოთხისკენ წაათრია და შესვლისთანავე მკერდზე სახეზეხელებაფარებული აეკრო.
-ღმერთო რა სირცხვილია ასე რომ მნახა დედაშენმა პირველად , რას იფიქრებს.
-იმას რომ მალე შვილიშვილები ეყოლება.
-სულ ცანცარის ხასიათზე როგორ ხარ?!
-ცანცარი და მხიარულება ნუ გერევა, მოდი ის დავამთავროთ რაც თინამ შეგვაწყვეტინა.
მისკენ ნელა წაიწია და წელზე შემოისვა, ელენა მის სხეულსა და კედელს შორის აღმოჩნდა გამომწვდეული.
-ნუ გააფრენ ახლა სულ,დამსვი. უნდა ჩავიცვა და დედაშენის პირველი შთაბეჭდილება გავაქარწყლო. საერთოდ რომ მოდიოდა რატომ არ მითხარი.
-არ ვიცოდი ელენ და იმიტომ.
საბოლოო ჯამში დილას საუზმე ანდრიას დედასა და პატარა ძმასთან ერთად მიირთვა. ვაკო ათას კითხვას უსმევდა ელენას, როგორ გაიცნო, როდის გახდნენ შეყვარებულები და ასე შემდეგ. თინამაც გამოკითხა რაღაცეები ანდრიას ბავშვობაზე მოუყვა და გოგო კარგად აცინა რაზეც ელენამ ნიშნისმოგებით უთხრა აჯუჯღუნებულ ანდრიას.
-შენ რომ მამაჩემთან ერთად დამცინი ხომლმე კარგი ყოფილა?
-რო გავიზრდები მეც მეყოლება ელენასნაირი შეყვარებული?
ვაკომ სრული სერიოზულობით იკითხა რაზეც ყველას სიცილი აუვარდათ, ელენამ ქერა თმა აუცეჩა და ლოყები გაუწელა.
-ჩემზე უკეთესიც პატარავ.
-ნწ შენნაირი მინდა.
-უყურე ახლა ამას დაანებე ელენას თავი .
-ნახე ეჭვიანობს უკვე.
თვალი ჩაუკრა ელენას . თინამ და ელენამ ბევრ რამეზე იჭორავეს და იცინეს. საერთო ნაცნობებიც კი აღმოაჩინეს. საღამოვდებოდა ელენამ რომ გამოაცხადა სახლში გავალ ხვალ სამსახურისთვის უნდა მოვემზადოო, ანდრიამ და თინამ გააცილეს ქალმა კიდევ გვესტუმრე ოღონდ ამჯერად მხოლოდ ყავასა და ბლინებზე არ გადაგატრებთ დღეს რამე გემრიელ საჭმელს მოგიმზადებო. ელენა დაჰპირდა აუცილებლად გამოგივლითო. თინამ ლოყაზე აკოცა და ვაკოსთან შებრუნდა.
-მოეწონე.
-ვითომ?
-გეუბნები, ძალაინ მოეწონე. ვაკოსაც.
-ძალიან საყვარელია. მინდა რო სულ მოვაჭამო ის ლოყები.
ორი თვის შემდეგ
შესვენებაზე ერთადაპირებდნენ სასაუზმოდ სადმე გასვლას. თანაც დიმიტრიმ დრო გაზარდა და ახლა 1 საათი ჰქონდათ. ის იყო შენობიდან გავიდნენ რომ ანდრიას ტელეფონი აწკრიალდა.
-ხო პატარავ?... გაიმეორე რა მოხდა? ... სულ გაგიჟდი შენ? .... კარგი ახლავე.
-რა მხოდა?
შეშინეულმა ჰკითხა ელენამ
-ვაკო იყო, უფროსკლასელებთან უჩხუბია, დირექტოორთან არის თინას ვერ დავურეკე და მომაკითხეო.
-წამოგყვები მეც.
-იყავი მოვაგვარებ მე.
-არა მართლა წამოგყვები.
ანდრიას მანქანაში ჩასხდნენ და ბიჭმაც დასაშვები მაქსიამლური სიჩქარით დაძრა მანქანა, დიდი დრო არ დასჭირვებიათ ვაკოს სკოლამდე, გიჟივით მირბოდა ანდრია დირექტორის კაბინეტისკენ და ელენაც ძლივს უწყობდა ფეხს. კარზე დააკაკუნა და როგორც კი ნებართვა მიიღო შევიდა, ელენაც უკან მიჰყვა.
-გამარჯობა, მიქაძის ძმა ვარ.
-დაბრძანდით. ქალბატონი?
-ჩემთან ერთად არის.
ანდრიას გვერდით მიუჯდა ელენაც.
-რა მოხდა ბატონო ვაჟა?
-თქვენმა ძმამ უფროსკლასელებთან იჩხუბა, თვალი აქვს თქვენს ძმას ჩალუჯრებული და ხელი მოტეხილი, მაგრამ ის ორიც არ არის კარგ დღესში.
-და ეს როგორ დაუშვით? მანდატური ან მასწავლებლები სად იყვნენ?
ანდრიას არაფრის თქმა არ დააცადა ელენამ.
-რომ მივიდნენ უკევ ასეთ დღეში დახვდათ. იმის სათქმელად დაგიბარეთ რომ ეს უკვე მეორე შემთხვევაა და 5 დღით უნდა დავითხოვოთ თქვენი ძმა. ჯერ სულ 8 წლისაა და უკვე ამ დღეშია თუ ასე გაგრძელდება აუცილებლად გარიცხვა მოგვიწევს.
-კი მაგრამ...
-არავითარი მაგრამ თქვენი ძმა ექიმთან არის მოკოიდეთ ხელი და წაიყვანეთ.
ანდრიამ წამოდგომა დააპირა მაგრამ მომხდარით გაოგნებულმა ელენამ ფეხი ფეხზე გადაიდო და გაქვავებული სახით იკითხა.
-იმ ბავშვებს რა ბედი ეწევათ?
-ის ბავშვები ხელწერილს დაწერენ.
ელენას სიბრაზისგან ლოყები გაუწითლდა. ისტერიულად გაიცინა და დირექტორისკენ გადაიხარა.
- და აზრად არ მოგსვლიათ გაგერკვიათ რა ხდებოდა? როგორ დავიჯერო იმის გჯერათ რომ 8 წლის ბავშვმა უფროსკლასელები თავად სცემა თანაც ვაკოს ხელი აქვს მოტეხილი როგორც თქვით, ჩვეულებრივი ბულინგის თემაა და ისვე ვაკო ისჯება.
-თქვენ ვინ გეკითხებათ?!
მოთმინებადაკარგულმა დაიყვირა დირექტორმა და ხელები ბრაზით დაარტყა მაგიდას. ელენამ ისევ ცინიზმნარევი სიცილით გაიცინა და დასერიოზულების შემდეგ უთხრა.
-ვაკო ჩემი შეყვარებულის ძმაა მე კი ადვოკატი ვარ.
-ელენა არ ღირს...
ფეხზე მდგომმა ანდრიამ რომელმაც კარგად იცოდა ვაჟა რა აუტანელი იყო რადგან იმავე სკოლაში სწავლობდა თავის დროზე ელენას მხარზე ხელი დაადო. გოგომ ახედა და გაღიზიანებულმა კითხა.
-არა რატო არღირს თუ ისინი მხოლოდ ხელწერილით შემოიფარგლებიან დაზარალებული პატარ ბიჭი რატომ უნდა დაითხოვონ?
იმდენი იჩხუბა ამაზე ელენამ რომ ბოლოს დირექტორს ყელში ამოუვიდა და ვაკოს ხელწეერილი დააწერია , ხოლო ის მეექვსეკლასელები სკოლიდან რამდნიმე დით დაითხოვა. ელენა გამარჯვებული ღიმილით გამოვიდა მისი ოფისიდან და ხელმოტეხილ ვაკოს მეორე ხელზე ხელი ჩასჭიდა. ანდრიამ გზიდან დიმიტრის დაურეკა.
-დიტო მე და ელენა აღარ მოვალთ სამსახურში.
-რამე მოხდა?
-ვაკო სკოლაში ცემეს საავადმყოფოში მიგვყვავს. არაფერი ისეთი უბრალოდ ხელი მოიტეხა. დირექტორს ვაკოს დასჯა უნდოდა ,მაგრამ შენმა ადვოკატმა ისეთები უტარა რომ დირექტორი აიძულა ის ორი მუტრუკი დაესაჯათ და ვაკოსთვის თავი დაენებებინა.
-სულ ვიცოდი ელენა რო ქალების ქალი იყო.
-ანუ ამას მტერი ეჩხუბა.
-აბა რა გეგონა .შარში გაყავი თავი.
-მემსის დიმიტრი და გაგლახავ იცოდე.
-ბოდიში ბოდიში.
ორივეს გაეცინა. ვაკო პირს არ აჩერებდა ელენას ხოტბას ასხავდა ბოლოს ელენა მიუტრიალდა.
- რატომ გცემეს?
-ფული არ მივეცი.
-რა ფული ბიჭო?
ანდრიამ სარკიდან გახედა.
-ჩვენს და კიდვე რამდნეიმე დაწყებით კლასში შემოდიან და ბუფეტის ფულს გვართმევენ მე კი არ მივეცი. რატომ უნდა მიმეცა. დამარტყეს და მერე ხელი შევუბრუნე.
-ღმერთო აი რატოა სკოლები ცუდი.
-აუ ელენა ძალიან ძალიან მაგარი ხარ.
-მეორედ აღარ გიშველის ელენა. გინდა სხვა სკოლაში გდაგიყვანოთ?
-არა!გთხოვ რა არა. გპირდები ვეცდები აღარ ვიჩხუბო ,მაგრამ არც ფულს მივცემ იმ ნაბიჭვრებს.
-სიტყვები ახლა შენ. ნუ ილანძღები გოგო ზის მანქანაში და შენ კდიე ჯერ იმხელა არ ხარ შენი სიტყვების მნიშვნელობა გესმოდეს.
-აუ ელენა უთხარი ნუ მეჩხუბება.
-ოოო დაანებე ბავშვს თავი ისედაც ინერვიულა დღეს.
-ნუ კერძავ.
-შვილებს შენ არ გაგაზრდევინე იცოდე.
-ელენა!
-რა
-არაფერი.
ორი კვირის შემეგ
პარასკევი იყო, სამსახურიდან მალე წამოვიდა და ვაკოს სკოლაში გაუარა. პატარა ბიჭმა რომ მის წასაყავნად მოსული ელენა დაინახა სახე გაებადრა. თინას წინასწარ შეუთანხმდა მე გამოვიყვან და სახლში მოვიყვანო. ანდრიას დაბადებისდღე იყო და სურპრიზს უწყობდნენ სახლში.
-ელენაა!მომენატრე.
-ხელი როგორ გაქვს?
-ნახე წარწერები გაუკეთეს ჩემს თაბაშირს.
-გინდა მეც დააგწერო რამე?
-აუ კიი რა.
თვალები აენთო ბიჭს და ჩანტაში მარკერი მოჩიჩქნა. ელენამ გულები დაახატა და რაღაც გაუგებარი წააწერა.
-წამოდი ახლა მე და შენ შენს ძმას საჩქარი ვუყიდოთ.
-წამო. ანდრიას ძალიან გაუმართლა რო შენ ხარ მისი შეყვარებული
-ამას დამიხედეთ ერთი .ასეთებს ვინ გასწავლის.?
სიცილით ჰკითხა და ტაქსი გააჩერა, თან ვაკოს თვალს არ აშორებდა.
-დედამ უთხრა ანდრიას წინა დღეს.
-მართლა?
-ხო
ელენას გაეღიმა , ესიამოვნა თინა რომ მასზე ასე ფიქრობდა. საბოლოოდ მოლში შევიდნენ და ანდრიას ახალი ლამაზი სვიტერი და შარფი შეურჩიეს. ელენას ეღიმებოდა ,იცოდა ამ შარფს ზამთარში ისევ მას მოახვევდა ანდრია. ერთი კვირით ადრე ალექსანდრემ ხინკალი გააკეთა და მათთან ვაკო და თინა გავიდნენ, ერთმანეთი გაიცნესეს, ალექსანდრე აღფრთოვანებული იყო თინათი რომელიც მედიცინასა და ხელოვნებაში ერთნაირად განათლებული და ჩახედული იყო. მთელი დღე ელენას სახლში გაატრარეს. გარეთ თოვდა და ელენამ ვაკო ეზოში ჩაიყვანა. სახლში რომ ავიდნენ ალექსანდრემ დასცინა სიძე და მძახალი მე რო შემატოვე რაარისო.
ანდრიას სახლში რომ მივიდნენ ყველაფერი მოწყობილი დახვდათ. ელენა რომ დაინახა ქალი სიყვარულით გადაეხვია გოგოს.
-როგორ ხარ საყვარელო?
-კარგად თინა შენ?
-თინი, შენ ახლა ჩემი შვილივით ხარ ამიტომ თინი.
-ხო თინი -სიცილით დაეთანხმა -შენ როგორ ხარ ?
-რავიცი ვარ.
-რაში დაგეხმარო?
-აი სამზარეულოში პიცა ნამცხვრები და კიდევ რაღაც მშრალი კერძებია თეფშებზე დაალაგე და ვაკოს გამოაყოლე მაგიდასთან დასადებად მეტი არაფერი მინდა . შენი ბიჭი მალე მოვა?
-წესით კი.
სუფრა რომ გააწყვეს დიმიტრი ლიზა, კესო და ანდრიას დანარჩენი მეგობრბიც მოვიდნენ. საუბრობდნენ და ერთობოდნენ ანდრიას მოსვლამდე. ლიზა და ელენა ოთახის კუთხეში იდგნენ.
-დაპირებული სანაძლეოს წაგებული თავანი სადა ლიზუს?
-ახალწელს ჩაგაბარებ.
-უნამუსო გოგოვ თუ თავანს ვერ მაბარებდი რას ატყდი იმ ნიცაში დავნაძლევდეთო? მარიკას დაბადებისდღეზე უნდა ჩაგებარებინა კაცს რომ ეკითხა. არა და მე ერთი წელიც არ დამჭირდა ანდრია ჩემი შეყვარებული რომ გამხდარიყო.
-ანდრიას სიგიჟემდე უყვარხარ.
-და მე? არ მიყვარს? ის ისეთია არასდროს არავის აზრად რომ არ მოუვა ხელიდან გაუშვას. მის გვრდით რომ ვარ ლიზუს გული გაგიჟებით მიცემს, ქორწინებაზეც და ბავშვებზეც მოავსწარით საუაბრი. წინა კვირას ლექსო და თინი ერთმანეთს გავაცანით.
-მერე?
- გაგიჟდა ლექსო ისე მოეწონა ვაკოც .
-ძალიან კარგაი ანუ აწი თქვენს ქორწილს ველოდო?
-მმ შეიძლება რატომაც არა.
გაიციან და მეგოაბრს ჩაეხუტა.
ანდრია რომ მოვიდა ცოატ ნაწყენი იყო არავის რომ არ მიულოცავს, მაგრამ ყველა ერთად რომ დაინხა ერთხმად რომ შეჰყვირეს სახლში შემოსული ანდრიას დანახვაზე გილცოავთო სიხარულისგან გაგიჟდა, თინამ შენი გოგოს იდეა იყოო, ანდირას არავისი მორიდებია უტიფრად ეამბორა საყვარელი ქალის ტუჩებს და წელზე ხელებმოხვეული ჰაერში დააბზრიალა.
ყველა რომ წავიდა თინამ მე და ვაკო ჩემს ძმასთან გადავალთ ამაღამ მოგვენატრაო და ელენას თვალი ჩაუკრა. სახლიდან გავიდა თუ არა მაშინევ სიცილი აუვარდათ ანდრიას და ელენას. ორივე მთვრალი იყო, ანდრია დივანზე იჯდა, ელენამ სუფრა აალაგა და ანდრიას კალთაში ჩაუჯდა.
-აბა რა ვქნათ?
-მე ნესა მინდა რომ მყავდეს.
-ძან აიკვიატე შენ რაღაც ბავშვები. მართლა რომ დავორსულდე მოგ...
-კარგი კარგი დავიცავ თავს.
სიცილით შემოხვია ხელები და ყელში პატარ პატარა კოცნები დაუტოვა.
სამი თვისა და სამი კვირის შემდეგ
ელენამ მიქაძე ბოლოს მის დაბადებისდღეზე ნახა. უკვე მარტის შაუ რიცვხები იყო , თითქმის ოთხი თვე ისე გავიდა მისგან სიტყვა არ სმენია. სამსახურში აღარ უნახავს, არც თინამ იცდოდა სად დაიკარგა ასე მოულოდნელად ვაჟი. ელენა ვერ იგებდა რა მოხდა ,რატომ გაქრა ბიჭი და სრულიად უსიტყვოდ მიატოვა. ყველაფერი კარგად იყო, ანდრიას დაბდებისდღეზე ორივე ბედნეირები იყვნენ, მეორე დილასაც როცა ერთმანეთის მკლავებში გაიღვიძეს, სახლში რომ გავიდა და ლექსოს დაემშვიდობა, რაგდან გურიაში ბრუნდებოდა, ანდრიასგან არც ერთი მესიჯი აღარ მოსვლია. იმ დღეს და მეორე დღესაც ურეკავდა ,თუმცა ჯერ არ პასუხობდა შემდეგ კი საერთოდ გამორთო მობილური. გაგიჟებული მასთან მივარდა ,მაგრამ თინიმ ორი დღეა არ მინახავს , სადღაც გავიდა გუშინ და არ დაბრუნებულაო. შეშლილივით ხან ერთ მეგობართან რეკავდა ხან მეორესთან. ჭკუაზე აღარ იყო. პირველი თვე ყოველ საღამოს ლიზა და დიმიტრი რჩებოდნენ მასთან. მერე უკვე თავი ხელში აიყვანა ,იმაზე მეტად მუშოაბდა ვდირე ოდესმე , ვაკო სკოლიდან გამოჰყავდა და თინას სახლის საქმეებში ეხმარებოდა, ფინანსურადაც ,რადგან იცოდა აქამდე დანამატის სახით ანდრია აძლევდა ფულს დედას. ახლა კი სადღაც გამქრალიყო და ვერც იგებდა რა დაემართა ბიჭს რომელიც ასე უყვარდა, კაცს რომელთან ერთადაც შვილებსა და ქორწინებაზე ლაპრაკაობდა. თინა ცდილობდა აეხსნა რომ ამ ქმედებებით თავს უფრო ტანჯავდა ,მაგრამ ელენა ჯიუტად უმეორებდა ანდრია იგივეს აკეთებდ ათქვენთვის მე კი შენ და ვაკო ჩემი დედასა და ძმასავით მიყვარხართო. ისე ცუდად იყო ახალწელს თავის ტრადიცია დაარღვია და დედის ფირფიტების მოსმენის მაგივრად ანდრიას ოთახში მის საწოლზე წამოწოლილი შეხვდა .
აი რა მოხდა სინამდვილეში. ანდრიას დაბადებსდღეზე მყოფმა კესომ ,რომელსაც ბავშვობიდან სიგიჟემდე უყვარდა ბიძაშვილის საუკეთესო მეგობარი, ელენასა და ლიზას საუბარი გაიგო სანაძლეოს შესახებ. მეორე დღეს ანდრიას მისწერა შენთან სალაპრაკო მაქვსო და დეტალურად ჩაუკარკლა ლიზასა და ელენას პატარა საიდუმლო იმ სანაძლეოს შესახებ ნიცაში რომ დადეს , ის ნაწილი რაც მათი საუბრიდან გაიგო. ანდრია თავს აქნევდა და იცინოდა რაღაც არასწორად გაიგე სხვა რამეზე დადებნენ ნაძლევსო. მერე გაბრაზებული ,საკმაოდ შემთვრალი დიმიტრისთან ავიდა სახლში, იქ მხოლდო ლიზა დაუხვდა. ანდრიამ სანაძლეოზე ჰკითხა და ლიზას გამომეტყველებით მიხვდა რომ კესოს არ მოუტყუებია.
-როგორ შეგეძლო ლიზა? როგორ შეგეძლო კარგად იცოდი რა ძალიან მომწონდა ელენა.
-არ ვიცოდი რომ შენ იყავი ის ბიჭი ვინც ვალსი ეცეკვა, თან მთვრალები ვიყავით.
დანაშაულის შეგრძნება სჭამდა ლიზას და კედელთან ატუზული ძლივს იმართლებდა თავს. ანდრიას თვალსაც ვერ უსწორებდა, თავი ჩაეხარა და სვიტერის სახელოს თითით აწვალებდა.
-მითუმეტეს ლიზა, მე მიყვარდა და შენ უთხარი ვიღაცის შეყვარებული გახდიო .არც კი ვიცი რომელი უარესია ის რომ გცოდნოდა მე ვიყავი თუ ის რომ არ იცოდი. ყველასგან მოველოდი ლიზა მსგავს უგულობას მაგრამ შენგან არა. შენ ჩემი ნათელი წერტილი იყავი იმ დღიდან დიმიტრიმ შენი თავი რომ გამაცნო. ჩემი ფერიასავით გოგო რომელიც სულ მაცინებდა.
გაბრაზებულმა ხელი ლამპას წაჰკრა და დაამსხვრია. იმ დღეს სახლში რომ მივიდა ვაკოც და თინიც სხვაგან იყვნენ. გაბრაზებულმა რამდენიმე ხელი ტანსაცმელი ჩაალაგა და პირველივე რეისით საფრანგეთში გაფრინდა. დანაზოგი ჰქონდა რომლითაც რაღაცდრო შეძლებდა თავის გატანას მერე რამეს იზავდა. ელენას გამო ისე იყო გულგატეხილი პირველად აღარ ადარდებდა სამყაროში არც დედა არც ძმა და არც დანარჩენი ადამიანები. მდგმურებს ნახევარი თვის ქირა გამოართვა და სახლიდან გაუშვა. ვერ იჯერებდა რომ ელენა ასე მოექცა. გამოიყენა თანაც რაღაც სულელური ღვინის გამო. ასეთი ელენა არ ყვარებია, ის უყვარდა რომლადაც ამდენხანს თავს აჩვენებდა. საფრანგეთში ყოფნის პერიოდში უფრო მეტად გახდა, შინაგანად დარდიც კი სჭამდა დედისა და ძმის მიტოვების გამო, მაგრამ დრო უნდოდა იმ აზრთან გასმკალვებლად რომ ელენას არ უყვარდა და ეს ყველაფერი უბრალო სანაძლეოს მოსაგებად გამართული ფარსი იყო. რომ შვილები და მომავალი სიცრუე იყო.

ელენას დაბადების დღე იყო. მამასთან ერთად დედის საფლავზე ავიდა და გზაში უგულოდ ისმენდა დედაზე მოყოლილ მორიგ ისტორიას. ალექსანდრესთვის ანდრიას გაუჩიანრებაზე არაფერი უთქვამთ , მოატყუეს უცხოეთშია მივლინებით რამდნეიმეხანსო. ალექსანდრე რომ სახლში წავიდა ის ისევ სასაფლაოზე დარჩა. ზუსტად იმ დღეს ანდრია საფრაგეთიდან დბრუნდა სახლში რომ მივიდა თინა გადიარია, ჯერ გაუხარდა და შვილს მოეხვია მერე ელენა მოაგონდა ,როემლიც მისი შვილის გაუჩინარების გამო ასე იტანჯებოდა და ჭკუიდან შლიდა ის აზრი რომ ბიჭს შეიძლებოდა რამე მოსვლოდა. ეჩხუბა ყველაფერი მოუყვა რაც ბოლო 4 თვეში მოხდა, ანდრიას გული ჩასწყდა.
-ანუ ამბობ რომ ელენას ვუყვარვარ?
-ანდრია ბრმა არ ვარ, შენზე უკეთ ვიცი რა არის სიყვარული, გოგო გიჟდბეოდა, ნახევარჯერ აქ იყო, ვაკოზე და ჩემზე ოჯახივით ზრუნავდა . რომ არ უყვარდე ამას არასოდეს გაკეთებდა. ახლა აწიე და წადი იმ გოგოსთან როგორც გინდა აუხსნეი შენი გაუჩინარება და დაუბრუნე ჩემი სარძლოს სტატუსი.
-მაგრამ თინი მან..
-თუ გაწყენინა საკმარისი იტანჯა უკვე და გამოისყიდა . ანდრი- ხლეებზე ხელი მოჰკიდა და დივანზე მის გვერდით დასვა-ყველა იმსახურებს მეორე შანსს არა?-ანდრიამ დედას თავი დაუქნია- და თუ ასეა ელენა პირველია ვინც ამას იმსახურებს. თავს არ ზოგასვ ,მუშაობს, საყვარელ ადამიანებს თან ყვება და სანაცვლოდ მხოლოდ გატეხილ გულს ვერ დაუბრუნებ უსამართლობაა. თან დღეს ხომ მისი დაბადებისდღეა.
ანდრია ცოტახანს ჩაფიქრებული იჯდა მერე დედას აკოცა და ელენასთან წავიდა. კარზე აკაკუნებდა თუმცა დიდხანს არ გაუღეს. მერე ლექსომ თვალების ფშვნეტით გამოღო კარი და მის დანახვაზე სახე გაებადრა.
-ანდრია , რამდენი ხანი გავიდა რაც ბოლოს განხე, ელენამ მითხრა მივლინებაშიაო. შემოდი.
-გამარჯობა ბატონო ლექსო.
-ბატონოს მოგცემ მე შენ შემო შემო.
ლექსო ისე იქცეოდა ანდრია მიხვდა მისი უსიტყვოდ გაუჩინარების ამბავი არ იცოდა. მისი მხრიდან ეს სითბო ისევ ძველებური მიღება ცეცხლივით ედებოდა.
-ელენა სადაა?
-დედამისის საფლავზე დარჩა ჩემით ჩამოვალო.
-მაგრამ წვიმს.
-ხო წვიმს და იმედია წამოვიდა.დაჯექი დავურეკავ მე.
ანდრია მსიაღებში ჩამოჯდა. სახლი ოდნავადაც არ შეცვლილიყო. ალექსანდრემ შვილს დაურეკა მერე ანდრიას მიუბრუნდა და უთხრა.
- ასე მითხრა ლიზასთან გავიარე და წამოვალ 10 წუთშიო.
-რითი?
-რა ?
-რითი წამოვა?
-ალბათ ტაქსით ან ავტობუსით.
-მოდი მე დიმიტრისთან გავალ და წმაოვიყვან.
-კარგი აზირა მიდი.
მხარზე ხელი დაარტყა და ბიჭი გააცილა

ელენა დიდხანს იყო სასაფალოზე დედას ეუბნებოდა როგრო ძალიან სტკიოდა გული ანდრია რომ ასე მოულოდნელად გაუჩინარდა. როგორ ენატრებოდა ბიჭი და მზად იყო ყველაფერი ექნა ოღონდ ანდრიას ბაგეებიდან სიცილით წამოსროლი მეცეკვე მოესმინა და მერე წვიმაში ფეხსაცმელები გაეხადა. თავად წაეღიღინებინა NOBODY BUT YOU და ანდრიასგან ისევ კომპლიმენტები მოესმინა კარგ ხმაზე. მერე ტაქსი გამოიძახა და ლიზას მისამართი უკარნახა. ლიზა ცოცხალი თავით არ უტყდებოდა ელენას რომ ანდრიას წასვლა სულელური სანაძლეოს ბრალი იყო, რაგდან იცოდა ამით მეგობარს გულს უფრო ძლიერად ატკენდა. სასმელი მართლაც უყიდა გოგოს თუმცა ელოდა ანდირას წყენა როდის გადაუვლიდა და დაბრუნდებოდა, იცოდა რომ ეს მოხდებოდა რადგან მიქაძეს ხუთითითივით იცნობდა. არ შეეძლო ანდრიას ელენა დაევიწყებინა რადგან ამისთვის ზედმეტად უყვარდა, მაშინ კახეთში ღვინის ფესტივალზე რომ იყვნენ და ელენა აცინებდა არ მეგონა თაფლი ღვინო და ყველი ერთად თუ სამოთხესავით საოცარი იქნებოდაო მიქაძემ პირველად მოჰკრა თვალი. ახსოვდა როგორ შეუჭამა ტვინი გემუდარები ის შავგრემანი კატასავით მწვანეთვალა გოგო გამაცანი და ცხოვრებაში არაფერს მოგთხოვო ,ის კი უარობდა არ ვიცი როგორ მოვახერხო უხერხულად რომ არ გამოვიდესო. ახლა ნანობდა თავის დროზე წესიერად რომ არ გააცნო ერთმანეთს.
გზაში გაწვიმდა და ფანჯარაზე თავმიდებულმა ელენამ სევდით შეხედა წვიმის წვეთებს
“ ახლა აქ რომ იყო და ისევ ნესას ყოლაზე მეხუმრებოდე, ისევ მკლავებს რომ მხვევდე და მეუბნებოდე მეცეკვე, ამყევი ცეკვაში და მთელი ღამე არ გავჩერდეთო ყველა ხუშტურში აგყვებოდი ანდრი. იმდღეს ნიცაში წვიმისგან დასველებული რომ არ მომშორებოდი და არ წასულიყავი იქვე ჩამოგეკიდებოდი კისერზე. იდიოტო როგორ წახვედი უსიტყვოდ.” ლიზასთან მისულმა ტირილით გული იჯერა
-შარშან ჩემს დაბადების დრეზე უკვე წყვილი ვიყავით და ჩუმად მიტოვებდა კოცნებს რომ არ დაგენახა.- სრუტუნებდა და თან ეღიმებოდა.
-კარგი ელენა ნუღარ ტირიხარ, მოდი აქ.
დიმიტრიმ ძლიერად ჩაიხუტა გოგო. ელენა მისთვის მუდამ დასავით იყო, ეს გოგო რომ არ ყოლოდა კომპანიას დიდი ხნის წინ გააკოტრებდა ალბათ. ელენა სულ წუწუნებდა შეხვედრებს ვერ ვიტანო, მაგრამ ინვესტორებს მუდამ ისეთ კონტრაქტებს უდებდა რომ უარს ვერ ამბობდნენ და თუ რამე არ მოსწონდათ ჯიუტად ერთ აზრზე რჩებოდა და არწმუნებდა თქვენვე დაგაკლდებათ თუ ჩვენში ინვესტიციას არ ჩადებთო.
-დიტო დამალევინებ?
-არა ახლა არა კარგი ელე? მერე ერთად შევიკრიბოთ და მართლა მხიარულად დავლიოთ, არ მინდა სასმელი დარდისგან გასაქცევ გზად ნახო.არ გიშველის.
-კარგი.
ცოტახანს საუბრობდნენ დაბადების დღე მიულოცეს, ყავა დალიეს და ლიზამ შოკოლადის მისთვის გამომცხვარი ნამცხვარი აჭამა. ელენას ხასიათი გამოუკეთდა, დიმიტრის სამსახურზე ესაუბრა და გაახსნეა შემდეგ კვირას იტალიელები მოდიან და ყველა სიტყვას უნდა დავუკვირდეთო. მერე ლექსომ დაურეკა და ელენასაც უცბად გაახსენდა ფირფიტები რომ არ ჩაურთავს და ცოლ-ქმარს ღიმილით გადახედა.
-ლედ ზეპელინის მოსმენა დამავიწყდა მარიკა ალბათ იმქვეყნად გავანაწყენე.
სიცილით აიქნია ტელეფონი.
-ანუ მიდიხარ პაწკა?
-ვამნე მომაშორე დიმიტრი ეს გოგო რას დაეჩვიე ამ პაწკას ულე.
-შენ რო ჰემეჰვით გქონდა აკვიატებული კარგი იყო?
-ყველაფერში კი არ უნდა მომბაძო. თქვენ ის მითხრაით ნათლულს როდისთვის ველოდო.
-ჯერ არ შენი დაქალი უარზეა.
ფეხი ფეხზე გადაიდო და მხრები სიანნულით აიჩეჩა დიმიტრიმ.
-მართლა?
-ჰო მაცადეთ ცხოვრებით და ქმრით ტკბობა.
ლიზამ გაიცინა და ქმარს ჩაეხუტა.
-ოჰ კაი წავედი ჩემო პეპლებო.
-გაგიყვან გინდა? ძალიან წვიმს.
-არა წვიმა მიყვარს ავტობუსით გავალ , გაჩერებამდე ფეხით ჩავისეირნებ. თან შენი ცოლი ითხოვს და ჯობია დააკმაყოფილო, ხომ იცი ლიზა ნათქვამია ითხოვე და მოგეცემაო.-ჩაიხითხითა და ფეხზე წამოდგა. დიმიტრი ლიზას გაბრაზებულ სახესა და ელენას სიტყვებზე თავს ვერ იკავებდა.
-შე უნამუსო გოგოვ.
-აპ აპ გააჩერე ეს ქაჯი რა.
ელენა ფეხზე წამოფრენილ ლიზას გაექცა და დივნდიან აღებული ბალიში სახეზე აიფარა, დიმიტრიმ ხლები მუცელზე შემოხვია და ცოლი მეჯვარემდე არ მიუშვა.
-გაიქეცი ჯულიეეეტ.
-აი ნახე დამემსგავსა.
ნიშნისმოგებით უთხრა ლიზას და დიმიტრის შესცინა. მერე კი სახლი დატოვა. მას შემდგე რაც ალექსანდრემ დარეკა ათი კი არა 20 წუთი გასულიყო, გაჩერებამდე ფეხით იბოდიალა და წვიმას სახეს უშვერდა. ისე ნელა მიდოდა თხუთმეტი წუთი ნახევარსაათად გაწელა. ტაბლოს რომ შეხედა ამოიხვნეშა, მეტრომდე მისასვლელი ავტობუსი 15 წუთში მოვიდოდა. მთელი დრო უაზროდ დაკარგა. ხუთი წუთი არ იქნებოდა გასული ნაცნობმა ავტომობილმა რომ ჩაუარა გაჩერებას და იქვე დაატორმუზა. ელენა გადახურულში იდგა, ჯერ თვალი გააყოლასავით მანქანას ,მაგრამ მერე ამერიაო იფიქრა და ისევ ტაბლოს შეხედა. არც მანქანის გაჩერება არ შეუნიშანსვ. შინაგანად დაცლილი იყო ,არარაფერი უნდოდა და არც არაფერი ახლის გაკეთების თავი არ ჰქონდა. ერთადერთიი იმას ნატრობდა ანდრია ისევ ენახა და როგორმე ძველ უდარდელ ცხოვრებას დაბრუნებოდა სადაც ასე ძალიან არავინ ენატრებოდა. მხარზე შეხება იგრძნო და შიშისგან ჯერ შეხტა მერე კი გამაყრუებელი ხმით იყვირა. უაკნ მიტრიალდა მაგრამ ხმა ჩაუვარდა, გაშრა მერე კანკალმა აიტანა და სუნთქვა შეეკვრა თაფლისფერთვალება ბიჭის დანახვაზე . სახე გაეპარსა ,თმა მხრებამდე გაზრდოდა და ისეთი ნაღვლიანი თვალებით უყურებდა გულმა რამდენიმე წამით ფეთქვა შეწყვიტა. არც კი იცოდა რამდენი დრო გავიდა ასე მხოლოდ მის ყურებაში სანამ აკანკალებულ ხელს აჩრდილს შეახებდა ,რომ გაექრო და სახლში წასულიყო, ის კი ისევ მყარად იდგა, მის სითბოს თითის ბალეშებით გრძნობდა, ისე მტკივნეულად ესობოდა გაყინულ ხელებში ეს სიმხურვალე. თვალები ცრმელით აევსო და აკანკალებული ხმით გაჭირვებით იკითხა.
-ანდრი არ მეჩვენები?
ცხვირი სასაცილოდ აააცმაცუნა რომ ტირილი როგორმე შეეკავებინა და ბიჭის წინ ნაწილებად არ ქცეულიყო.
-არა.
მისი ხმსი გაგონება და ელენას თავბრუსხვევა ერთი იყო. ყევლაფერი გაიდღაბნა და იგრძნო როგორ მოეკვეთა ფეხები, ანდრიამ ხელის შეშველება მოასწრო. გულწასული გოგო მანქნაში ჩააჯინა და თავად მძღოლის სავარძელს მიუჯდა. ცოტახნით გვერდზე იყურებოდა და ელენას სახეს აკვირდებოდა. იმ სამთვე-ნახევარში თუ ოთხთვეში ისე შეცვლილიყო, უფრო მეტად გაზრდილი და ტკივილით სავსე ეჩვენებოდა, თითქოს ასაკი მოემატა. მანქანსი საჭეზე ხელები აათამაშა. ელენა მანამ მოვიდა გონს სანამ ანდრია მანქანას დაძრავდა ,მაგრამ არაფერი გაუპროტესტებაი რადგან ჯერ ისევ ცდილობდა მის თბილისში, თავის გვერდით ყოფნას მისჩვეოდა და გაეაზრებინა რომ მიქაძე რომელიც უსიტყვოდ გაუჩიანრდა არსაიდან გამოჩნდა. მერე როცა მის სახლთან მივიდნენ და ანდრიამ მომლოდინედ გახედა ისეთი თვალებით შეხედა გოგომ რომ ანდრიამ იგრძნო მისი მონატრება სიძულვილმა ჩაანაცვლა. ელენამ კარი გააღო მანქანიდან გადავიდა და მთელი ძალით მიაჯახუნა, ანდრია მიხვდა ჯობდა სანამ მოვიდოდნენ გზაშივე ამოეღო ხმა ,უკვე გვიანი იყო მაგრამ მაინც გადაყვა. ელენა პანიკაში იყო, აქამდე თუ ერთისული ჰქონდა როდის ნახავდა მიქაძეს რომ მისთვის მთელი სახე დაეკოცნა და გულში ჩაეკრა ახლა სიძულვილს გრძნობდა. უნდოდა მთელ ხმაზე ეყვირა მეზიზღებიო. გრძნობდა როგორ ვერ იტანდა ბიჭს რადგან მიატოვა და აიძულა ეს ტანჯვა გამოეარა. ელენამ მისი ნაბიჯების ხმა გაიგო და ერთიანად მიტრიალდა.
-ნუ მომყვები.
მთელს ხმაზე უკივლა კილაძემ.
-ელენ.
-ელენ? ელენ? წარმოდგენა მაიცნ თუ გაქვს რა გამოვიარე ამ ოთხ თვეში, შენს დაბადების დღეზე ისე კარგად ვიყავით იმ დილითაც ისე მიღიმოდი და უცბად გაქრი . გაქრი გესმის? არც ერთი სიტყვა. არცერთი მესიჯი. დედაშენმაც კი არ იცოდა სად იყავი- ელენა ატირდა და ხელები ნერვიულად მოისვა სახეზე-რა არ ვიფიქრე ჭკუიდან შევიშალე. საავადმყოფოები ,ციხეები ყველაფერი ფეხით მოვაირე. მორგშიც კი ვიყავი გჯერა? გესმის როგორი სასოწარკვეთილი ვიყავი რომ შენი გვამის მოსაძებნად წავედი მორგში?! ლიზა და დიმიტრი ყოველ ღამე ჩემთან რჩებოდნენ ,რადგან ღამით მთვარეულობას დავეჩვიე და ერთხელ კინაღამ ფანჯრიდან გადავხტი. იცი მაინც რას ვგრძნობდი როცა ვიღვიძებდი და ვიაზრებდი რომ შენ ჩემთან არ იყავი? რომ ყვეალფერი კოშმარი კი არა რეალობა იყო?! ისიც კი არ ვიცი ასე რატომ მოიქეცი, მიზეზი მაინც რომ მცოდნოდა, კაცი რომელიც მიყვარდა ,რომლის ცოლობაზეც და შვილების დედობაზეც ვსაუბრობდი, ასე უცბად რატომ გაქრა კდიევ რამეს ვიზავდი. მაგრამ შენ სიტყვის ღირსადაც არ ჩამთვალე.
ელენა ჩაიკეცა და ასფალტზე წყალში ჩაჯდა, ფეხები მოეკეცა და მკერდზე იკრავდა ანდრია ვერ ხვდებოდა ახლა რა ექნა, ეყვირა იმის გამო რომ მასზე სანაძლეო დადეს თუ ქალს მივარდნოდა და მკალვებში მოექცია, ჯერ ისევ ბრაზობდა.
-შენ სანაძლეო დადე ელენა-ჩუმად ჩაიჩურჩულა მერე კი ქალს შეხედა და კიდევ ერთხელ უფრო ხმამაღლა გაიმეორა- შენ ნაძლევი დადე ელენა, ჩემი გრძნობები ერთი ღვინის ბოთლის ფასად შეაფასე.
კბილებში გამოსცრა. ანდრიას სიტყვებზე ელენამ თავი ასწია და კანკალმა აიტანა. ანდრიამ კი გააგრძელა.
-მართლა ისე არარაობად მიგაჩნდი რომ იმ ღვინის ბოთლში მცვლიდი?!
-მე არ...
-არ დაგიდია ლიზასთან ნაძლევი?
გაბრაზებულმა იყვირა და ელენაც შეხტა.
-დავდე. ..
ბურტყუნით თქვა და ეცადა პანიკური შეტევა ჩაეხშო, გამოუვიდა კიდეც. ანდრიამ იგრძნო როგორ უჭერდა ყელში ბრაზი და ერთისული ჰქონდა ყველაფერს როდის იტყოდა.
-ეს რომ გავიგე ელენა გული გამიტყდა, ქალი რომელსაც სამიწელია ვაღმერთებ , ქალი რომელიც სიგიჟემდე მიყვარს ჩემთან მხოლოდ სანაძლეოს გამო იყო, თავს მაჩვენებდა რომ ვუყვარდი და ჩემს გრძნობებზე თამაშობდა. ჭკუიდან შევიშალე კესომ რომ მითხრა ლიზას ეუბნებოდა თავინს ჩაბარების დროა ერთი წელიც კი არ დამჭირდაო. გიცავდი ,ვამბობდი ჩემი ელენა ასეთი არ არის, არსოდეს დადებდა ვინმეს გრძნობებზე სანაძლეოს-მეთქი, მითუმეტეს ჩეზმე. მერე ლიზასთან მივედი და იცი რა აღმოჩნდა? ის არ ყოფილხარ ვინც მე მიყვარდა.
ანდრია აქეთ იქით მიმოდიოდა, ხელებს ხან თავზე იდებდა ხან ჰაერში იქნევდა, ელენა კი ისვე ძირს იჯდა ფეხები გულზე ჰქონდა მიბჯენილი და წვიმასთან ერთად ტიროდა. ბოლო სიტყვებზე ანდრიამ მანქანის საბურავს ძლიერად მიარტყა ფეხი.
-მე არ მომიტყუებიხარ.
აპილპილებული წამოხტა ფეხზე. წვიმას ერთიანად დაესველებინა და მიუხედავად იმისა რომ ანდრია მის სილამაზეს ვერ უძლებდა მაინც ბრაზით უყურებდა.
-მიყვარხარ გასაგებია შე იდიოტო. როგორ ბედავ რომ ჩემს გრძნობებში ეჭვი შეგაქ.-მკერდზე ხელები დაუშინა და ცხვირი კიდევ ერთხელ შეჭმუხნა- შენ უნდა გამები მახეში და მე შენზე უარესად გავები მიქაძე,ისე ძალიან რომ უშენოდ ვეღარ ვძლებ. მთელ სამყაროში არავინაა ვისაც შენზე მეტად ან შენსავით შევიყვარებ.გემუდარები მითხარი...-მხრები აუცახცახდა და ხმა გაუტყდა ,ანდრია მიხვდა რომ ტირილი ისტერიულ შეტევაში გადასდიოდა, ვეღარ ჩერდებოდა მაგრამ მაინც ამოთქვა-მითხარი რომ გიყვარ...ვარ , რომ...რომ მპატიობ მთვრალზე სულელური სანაძლეოს დადებას. თხო...ვვვ
-თუ შენ მაპატიებ რომ ამდენხანს გავქრი.
მხრებზე ხელი ძლიერად მოჰხვია და გულში ისეთი ძალით ჩაიკრა ლამის ძვლები ხელებში შემოემსხვრა. ელენამ ორივე ხელი წელზე მოჰხვია და ნელ ნელა ანდრიას სითბოსა და სიყვარულისგან დამშვიდდა. ცოტახნის შემდეგ როცა იგრძნო რომ პანიკამ გადაუარა, რომ ყველაფერი ჩაცხრა და ახლა უსაფრთხოდ იყო მის სხეულს მოუშორებლად უთხრა.
-მეცეკვე მიქაძე. ხომ თვქი სიცოცხლის ბოლომდე არ მომბეზრდებაო, ხო და მეცეკვე.
-ყოველთვის ელენა. ისე მომენატრე. ისე ძლიერად მტკენდა გულს ის აზრი რომ შეიძლებოდა არ გყვარებოდი.
-ნუ იმერებ.
ტკივილნარევი ხმით ამოთქვა ელენამ და მოშორდა. ახლა როცა ანდრია შეეხო, როცა მიზეზიც იცოდა და ისიც რომ მიქაძეს ისევ ისე გაგიჟებით უყვარდა ,წვიმაში სევდანარევი ღიმილით ტრიალებდა და ღიღინებდა.
- AND I DON’T WANT NOBODY
I DON’T WANT NOBODY BUT YOU
AND IF I NEED ANYBODY, DARLING
YOU’RE THE ONE THAT I WOULD CHOOSE.
ანდრიამ თავი სიცილით გააქნია, ელენასთან რომელიც ხელებაწეული ცეკვავდა და წვიმას სახეს უშვერდა მივიდა და ხელები თეძოებზე შემოხვია, მერე ახლოს მიიჩოჩა, ელენამ ზუსატდ იმ დროს გაუსწორა სახე ანდრიას.
-ეგ სიმღერა უნდა დავიზეპირო
-ხშირად აპირებ ჩემთან ერთად ასე წვიმაში დგომას, ცეკვას და სიმღერას?
-რა თქმა უნდა და ნესას ისე მოვუყვები შენზე და ჩვენს მოგონებებზე როგორც მარიკაზე გიყვება ხოლმე ლექსო.
-იმედია არ მკლავ.
გაიცინა და მხარზე ჩამოადო თავი.
-უშენოდ ვერაფერს შევძლებ კილაძე. მჭირდები მთელი ცხოვრება, თანაც ნესა შენ უდნა გაზარდო რომ ვინმე ჩემნაირად გადარეული უფრო გადარიოს წვიმაში ცეკვითა და მეგობართან ერთად სიცილით.
-და სანდრო შენ ,რომ ვინმე გოგოს ისე მოპაროს გული მის გარეშე დიდხანს ვერ ძლებდეს.
-კიდევ მინდა შვილები მხოლოდ სანდრო და ნესა არ მეყოფიან.
-ხო და შენ გააჩინე თუ ეგრეა. ვაკოს სიგიჟემდე ენატრებოდი.
უცბად შეცვალა თემა.
-ვიცი.
-თინი ხო არ გინახავს?
-თინამ რომ მანხა 5 წამით მომეხვია მერე კი ისე შემჯორა ელენას გული როგორ ატკინეო ისიც ვიფიქრე მგონი ჩემი კი არა ელენას მშობელია -თქო. ასე მითხარ აწიე, წადი იმ გოგოსთან და ჩემი რძლის სტატუსი დაუბრუნეო.
-ღმერთო როგორ მიყვარს.
-ალექსანდრეს რატომ არ უთხარი?
-რა რომ წახვედი და ისე დამშორდი ვერც გავიგე?
-ხო.
სევდიანად თქვა , ელენამ მხრები აიჩეჩა.
-არ მინდოდა გაეგო რომ მისმა საყვარელმა ბიჭმა ასე უგულოდ მიმატოვა, ხო ვაღიარებ დამნაშავე ვიყავი მაგრამ მერჩივნა გეჩხუბა ვიდრე მიგეტოვებინე.
-აღარასდროს მიგატოვებ.
-მესამე შანსს არც მოგცემ. ამოხვალ? ყავას დაგალევინდებ და ტანსაცმელს მოგცემ.
ანდრეამ სევდიანად აკოცა მონატრებულ ქალს და ორივე სადარბაზოს სიბნელეში ჩაიაკრგნენ.



№1 სტუმარი სტუმარი gvantsa

ჩემთვის სრულიად მიუღებელია ლიზასნაირი დაქალი , ბევრი შეეშალა

 


№2  offline წევრი ვიპნი

ლიზასნაირ ეგოისტ დაქალს სამუდამოდ გადავხაზავდი ჩემი ცხოვრებიდან .

 


№3  offline წევრი ნაამა

სტუმარი gvantsa
ჩემთვის სრულიად მიუღებელია ლიზასნაირი დაქალი , ბევრი შეეშალა

კი ლიზა უტოქსიკურესი მეგობარია, ბევრი შეეშალა ელენასთან და მითუმეტეს ანდრიასთან.
ვიპნი
ლიზასნაირ ეგოისტ დაქალს სამუდამოდ გადავხაზავდი ჩემი ცხოვრებიდან .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent