შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხდება კი ოცნებები?! (სრულად)


14-02-2024, 21:41
ნანახია 13 092

I თავი
-ნუცი, დე გაიღვიძე სამსახურში გაგვიანდება.-ძილ-ბურანში გავიგონე დედაჩემის ხმა და ერთმანეთზე მიწებებული წამწამები ძლივსძლივობით დავაშორე ერთმანეთს.
-რომელი საათია დედა?-ვკითხე ძილისგან დაბოხებული ხმით და გემრიელად დავამთქნარე.
-უკვე ცხრის ნახევარია დე, წადი მოემზადე არ დაგაგვიანდეს... მაინც არ დამიჯერებ, მაგრამ იქნებ წამოხვიდე? მეცოდები ასეთი სამუშაოსთვის, თან ლექციებზეც ხომ ვიცი როგორ იღლები არა? იქნებ დაფიქრდე და წამოხვიდე, გავიჭირვებთ და ისე გავაკეთებთ მაგ რემონტს, სესხს გამოვიტან თუნდაც.
-დედა, რამდენიც არ უნდა მელაპარაკო მაინც არ შევიცვლი აზრს, მეც მინდა ჩემი წვლილი შევიტანო რემონტის ამბებში, რადგან მეც ამ ოჯახის წევრი ვარ, და შესაბამისად ოჯახის საქმეები მეც მეხება!-კოპები შევკარი უცებ მე.-დეე, თქვენთან ხომ არ ეძებენ დამლაგებლებს?
-ეძებენ შვილო, მაგრამ სამასი ლარი მე თვითონ არ მყოფნის და შენ რას გეყოფა? არ მინდა ასე იწვალო, მაგ სამსახურზე არაფერს გეუბნები, მაგრამ...-სევდიანად შემომხედა დედაჩემმა.
-ახლა უნივერსიტეტში საახალწლო არდადეგები იწყება, და მარტამდე ვისვენებთ, ფინალურები კი იანვრის შუა რიცხვებიდან იწყება, ამიტომ პრობლემა არა მგონია იყოს, თან არ ვწვალობ არ ვარ ძალიან დატვირთული და შესაბამისად არც ვიღლები. დარწმუნებული ვარ, ეგ სამსახურიც მასე იქნება.-გავიღიმე და გამზადება დავიწყე სამსახურისთვის.
-კარგი, რადგან შენსას არ იშლი, დაველაპარაკები მაკოს, იქნებ რამე გაგიხერხოს.-მხრები აიჩეჩა დედაჩემმა, და ყავის გამზადება დაიწყო ჩემთვის.

სამსახურში ზუსტად ათის ნახევარზე ვიყავი, გამიმართლა და ჩემი სახლიდან სულ ხუთი-ათი წუთის სავალია ფეხით და შესაბამისად ტრანსპორტშიც ხშირად არ დამეხარჯებოდა თანხა.
-ნუუც დიდი ხანია მოხვედი?-ღიმილით შემეგება ჩემი თანამშრომელი მაღაზიაში.
-არა, ორი წუთი იქნება... დღეს რაღაც ძალიან ცივა ჰო?-ავიწურე მე.
-აუ, არ მკითხო ცხვირ-პირი გამეყინა სანამ აქ მოვიდოდი! ნეტა მალე გავიდე შვებულებაში რა უბედურებაა ეს.-აქოთქოთდა და ჯერ კიდევ თბილი ლატე მოსვა.
-მე გამიმართლა, სულ ხუთი წუთის სავალია ჩემი სახლიდან. შვებულებაში მეც მინდა გასვლა, მაგრამ ჯერ არა.
ასე, სიცილ-სიცილში ისე გავიდა გავიდა დრო, რომ ვერც გავიგეთ. კონსულტანტად ვმუშაობდი, ერთ-ერთ პროდუქტების მაღაზიაში. უკვე ყუთებს ვალაგებდი, როცა ტელეფონმა დამირეკა.
-გისმენ დე.
-დე, სამსახურში ხარ ისევ? ძალიან დაიღალე?
-არა დეე, კლიენტები თითქმის არ მაწუხებენ მხოლოდ კანტი-კუნტად თუ შემოივლის ვინმე.-გავიცინე მე.-შენ დაიღალე?
-არა შვილო, საერთოდ არ დავღლილვარ, საქმე თითქმის არაფერია, მარტო ვზივარ და ვჭორაობ.-ჩაიცინა მან. მე კი ეგრევე ვიცანი მის ხმაში საშინელი დაღლილობა და გულში რაღაც ჩამწყდა...
-რა კარგია.-გავიღიმე მე.-ცოტა ხანში მოვრჩები, დღეს ექვსამდე ვმუშაობთ ხვალ კი კუთვნულ ხელფასს ავიღებ.
-ძალიან კარგი, იქნებ დაგიფასდეს შრომა და მოგიმატონ კიდეც. ჰო მართლა, დღეს მაკოს დაველაპარაკე შენზე, და სულ დამავიწყდა მეთქვა შენთვის.
-რაო მერე?-ინტერესით შევეკითხე და ბოლო ყუთიც დავდგი თაროზე.
-რაო და მოეწონა შენი კანდიდატურა, ხვალინდელზე მითხრა დავურეკავო, და გასაუბრებას ჩანიშნავს თუ პირდაპირ ტელეფონით დაილაპარაკებთ, გეტყვის თავად.
-ძალიან კარგია, აუცილებლად დაველაპარაკები.-გამეღიმა მე.-მადლობა დეე.
-არაფრის შვილო.-ხმით ვიგრძენი, რომ მასაც გაეღიმა.
დანარჩენი ორი საათი სულ ღიღინ-ღიღინით ვიმუშავე. იქნებ მეშოვა კარგ ანაზღაურებადი სამსახური, და რემონტის თანხა შემეგროვებინა, თორემ დედაჩემის დაღლილ და გადაფითრებულ სახეს რომ ვხედავდი, უკვე გული მიკვდებოდა.
სულ ასე ვოცნებობდი, მაგრამ ეს ოცნებები ოდესმე ,,ასრულდებოდა" თუ არა, არ ვიცოდი და შესაბამისად ასრულების იმედიც კარგა ხანია გადაწურული მქონდა.
დილით, კუთვნილი 400 ₾ ავიღე და ახალი შემართებით დავიწყე მუშაობა.
ღრმად ჩავფიქრდი, და შესაბამისად
ერთ-ერთი მომხმარებლის საყვედურიც არ ამცდა.
-გოგონი, ორი საათია გელოდები, მეჩქარება და იქნებ მომაქციო ყურადღება?!-გაბრაზებულმა შემომხედა ერთმა ქალბატონმა.
-უკაცრავად... მე მაპატიეთ.-დაბნეულმა დავიწყე ბლუყუნი.
-შენი ბოდიში არაფერში მჭირდება, რაში უხდიან ხელფასს ამ უსაქმურებს ნეტა გამაგებინა! ამდენი ხანია გელოდები ზეთისხილი ამიწონე მეთქი, შენნაირი უსაქმური გგონია ყველა?!
-უკაცრავად, ორი წუთუთ ჩავფიქრდი.-ვუთხარი ლამის აცრემლებულმა.-უსაქმური ნამდვილად არ ვარ, უბრალოდ ბევრი სანერვიულო შემხვდა ამ ბოლო დროს და უკვე ვეღარ გავქაჩე.-შემცბარ ქალს სევდიანად შევხედე და საჩქაროდ ავუწონე ზეთისხილი.
უკვე ექვსის წუთები იყო, რომ სამსახურიდან გამოვედი და ფეხით დავუყევი ქუჩას.
-შვილო, შვილო!-უცებ უკნიდან მომესმა ხმა და ის ქალი შემრჩა ხელში.
-მაპატიე გთხოვ, აღელვებული ვიყავი და ვეღარ მოვზომე!-თბილად გამიღიმა მან.
-არაუშავს ქალბატონო, ყველას გვაქვს, ცხოვრებაში მსგავსი მომენტები, ამიტომ არ ინერვიულოთ უკვე გადამავიწყდა.-თბილად გავუღიმე მეც და მხარზე ხელი დავადე.
-ჩემი შვილი ავარიაში მოყვა გუშინწინ, საბედნიეროდ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, უბრალოდ დიეტური რაღაცეები ეჭმევა მარტო, ზეთისხილი ამიტომ ვიყიდე.-პარკზე მანიშნა.-ძალიან ვიყავი განერვიულებული და შენზე ვიყარე ჯავრი... დიდ ბოდიშს გიხდი.
-არა, რას ამბობთ, საბოდიშო არაფერი გაქვთ. თანაც მიზეზი გქონიათ, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ თქვენ შვილს.
-გაიხარე ჩემო გოგო.-ლოყაზე ხელი მომითათუნა ქალმა.-ჩაიზე ხომ არ დამეწვევი ცოტა ხნით?
-არა, არა დედა მელოდება.-ვიუხერხულე მე.
-სულ ცოტა ხნით, მარტო ვარ ახლა და ხმის გამცემი მაინც მეყოლება სულ ხუთი წუთით მაინც.-ძალიან მთხოვა ქალმა და უარი ვერ ვუთხარი, შესაბამისად ავყევი და აღმოჩნდა, რომ ჩემი კორპუსის მოპირდაპირედ უცხოვრია ამ ქალბატონს.
საღამომ სასიამოვნოდ ჩაიარა, ქალბატონა თინამ და მე, შეხვედრა მეორე დღისთვის დავგეგმეთ.
თინას სახლიდან სულ ახალი გამოსული ვიყავი, როცა ტელეფონმა დარეკა. რომ დავხედე უცხო ნომერი იყო.
-გისმენთ?
-გამარჯობა, ნუცა ახვლედიანს ვესაუბრები?-გაისმა სასიამოვნო ხმა ტელეფონში.
-დიახ მე ვარ, თქვენ ქალბატონი მაკო ხომ არ ბრძანდებით?-ვუთხარი და გული ამიჩქარდა.
-კი, კი მე ვარ.-გაიცინა მაკომ.-მოკლედ ხვალ შუა დღის ოთხ საათზე რომ ჩავნიშნოთ გასაუბრება, წინააღმდეგი ხომ არ იქნები?
-არა, მცალია მაგ დროს.-გავიღიმე მე.
-ძალიან კარგი. მოკლედ კონკრეტული ვაკანსიები, სადაც დედაშენიც არის არ მაქვს, მაგრამ ჩემ მეორე სასტუმროში, რომელიც ბაკურიანში მდებარეობს, მაქვს რამდენიმე ვაკანსია, რადგან ახალი გახსნილია. თუ დათანხმდები, აგიყვან, ხელფასი 1500-დან 2000 ლარამდე გექნება. გაწყობს?
II თავი
-რამდენი?-გაოცებული ვიყავი მე.-კი, მაგრამ რა სამუშაოა ამისთანა?
-დეტალებზე ხვალ გაგესაუბრები, და არ შეგეშინდეს საშიში არაფერია.-გამიცინა მაკომ.
-კარგით, მაკო ხვალ დავილაპარაკებთ და გადავწყვეტთ ყველაფერს.-გავიღიმე მე.
-რა თქმა უნდა. აქვე გეტყვი, რომ თუ გადაწყვეტ, არავითარი ხარჯის გაღება არ მოგიწევს, არც გზის და არც იმ სასტუმროსი სადაც იქნები. იფიქრე მემგონი ურიგო არ უნდა იყოს.. კარგი, ახლა უნდა წავიდე, მაპატიე ასეთ დროს, რომ დაგირეკე უბრალოდ ვერ მოვიცალე ნორმალურად, აქამდე და.-თბილად მითხრა მაკომ
-არა, არანაირი პრობლემა არაა, კარგით, დიდი მადლობა. შეხვედრამდე...
-შეხვედრამდე ნუცა.-თბილად მითხრა ისევ და წყვეტილი ზუმერის ხმაც მიწვდა ყურთასმენას.
სახლში გულდამძიმებული ავედი, არ მინდოდა დედის მარტო დატოვება და მითუმეტეს ასე შორს წასვლა სამი თვით.
-დეე მოვედი.-გავძახე შემოსასვლელში დედაჩემს.
-მოხვედი დედას სიხარულო? რამეს შეჭამ დე?-ღიმილით გამომეგება დედაჩემი.
-არა დედა არა მშია, ნაჭამი ვარ უკვე.-თბილად ვუთხარი და ჩავეხუტე.-შენ ძალიან დაიღალე სამსახურში?
-ცოტა კი, მაგრამ არაუშავს, ერთ კვირაში ახალი დამლაგებელი უნდა მოიყვანონ და ცვლებში ვიქნებით, დილიდან ხუთამდე მე ვიქნები, ხუთიდან ათამდე მეორე დამლაგებელი და ესე. შენ ხომ არ დამეღალე?
-არა, საერთოდ არ დავღლილვარ, დღეს პატარა კონფლიქტი კი მქონდა მომხმარებელთან, მაგრამ მოვაგვარეთ ყველაფერი.-გავიცინე და ყველაფერი მოვუყევი.
-საწყალი ქალი.-თავი გადააქნია დედამ.-რაო რა მითხარი სად ცხოვრობს ქალბატონი თინა?
-ზუსტად ჩვენს წინა კორპუსში.-ფანჯრიდან გავახედე და დავანახე.-კარგი ქალია ძალიან, ხვალაც შევხვდები ალბათ.
-დე, ეგ ქალი ვიცი მგონი, ატელიეში ხომ არ მუშაობს?-მკითხა დედაჩემმა და ყავის მოდუღება დაიწყო.
-არ ვიცი მგონი კი.-მხრები ავიჩეჩე მე.-ჰო მართლა აი ხელფასი მოვიტანე.
-უი, მაგის კითხვა სულ დამავიწყდა! რამდენი აიღე დე?-გამიღიმა დედაჩემმა და თმაზე მომეფერა.
-რადგან ახალი ჩასმული ვარ შტატში, ჯერ-ჯერობით ოთხასი ლარი, და ერთ თვეში ალბათ ექვსასი ლარი მექნება.-გამეცინა და მოვეხვიე.
-ძალიან კარგი.-გამიღიმა დედაჩემმა.-რა ქნა მაკომ ხომ არ დაურეკავს?
ყველაფერი მოვუყევი, თან დაძაბული მივჩერებოდი მის პროფილს.
-დედა, რამე მითხარი გთხოვ!-ლამის ტირილით შევხედე მკაცრად მომზირალ დედაჩემს.
-შვილო, კი მაგრამ სწავლა?! დამამთავრებელ კურსზე ხარ დეე... მე იმას ვღელავ საქმე არ გაიფუჭო თქო, თორემ!-მხრები აიჩეჩა დედაჩემმა.
-მარტამდე მაინც არ მეწყება სწავლა, თან რომ წამოვედი მაკომ მომწერა, ფინალურებზე გაგიშვებ ხოლმე არაა პრობლემაო. სეზონურია ეგ სასტუმროები, ამიტომ სამი თვე ვიქნები მაქსიმუმ მეტი არა, შეიძლება არც ვიყო მაგდენი ხანი, ამინდებს გააჩნია. ლექციებს პირველი ორი კვირა გავაცდენ არაუშავს, აპრილში უკვე გამოცდებიც მეწყება, ზაფხულში უკვე საკმარისი თანხა გვექნება იმისთვის, რომ რემონტი გავაკეთოთ.-გავუღიმე მე.
-კარგი დედას სიხარულო, როგორც შენ იტყვი. მაკოს ვენდობი, 30 წლისაა და თავისით რამდენს მიაღწია უკვე... ძალიან მიყვარს ეგ გოგო.
-აჰამ. მე შენი დატოვება მენანება მარტო, თორემ...
-მაგაზე ნუ ინერვიულებ დე, თავს მიხედე. იქ ძალიან არ გადაიღალო ხოლმე თავი, და კარგად იკვებე, თორემ მე გაგაკონტროლებ იცოდე!-თითი დამიქნია და გამიცინა.

დილით ადრიანად ავდექი და სამსახურში წავედი. საკმაოდ ბევრი ხალხი ტრიალებდა მაღაზიაში, ორ დღეში ხომ ახალი წელი დგებოდა და შესაბამისად მეც დიდი დატვირთვით ვმუშაობდი.
-ქალბატონო მანანა, შეიძლება რაღაც გთხოვოთ?-მორიდებით მივუახლოვდი მაღაზიის მენეჯერს.
-კი, მთხოვე საყვარელო რამე ხომ არ მოხდა?-მკითხა ქალმა და გამიღიმა.
-იცით, რაღაც საქმე მაქვს და... ერთი საათით მინდა გთხოვოთ გათავისუფლება, თუ წინააღმდეგი არ იქნებით რა თქმა უნდა.
-არა, არა რატო უნდა ვიყო წინააღმდეგი, წადი გიშვებ დღეს, დაისვენე ხვალ კი ათზე აქ იყავი.-თბილად მითხრა მენეჯერმა და ყავა მოსვა.
-კარგით, უღრმესი მადლობა ქალბატონო მანანა!-მეც თბილად ვუთხარი და სასწრაფოდ გავიქეცი მეტროსკენ...

კაფეში, რომ შევედი, ხელი დამიქნია ახალგაზრდა სანდომიანი სახის ქალმა და მეც მისკენ წავედი ღიმილით.
-ხომ არ დავიგვიანე?-ღიმილით ვკითხე და პალტო საკიდზე დავკიდე.
-არა, ზუსტად მოხვედი.-გამიცინა ქალმა.-ნუცა ჰო?
-კი, კი და თქვენ მაკო?
-ეს თქვენობითი საუბარი მოიშორე რა.-გამიცინა მან და ხელი ამიქნია.-კი კი, ,,ის" მაკო ვარ ზუსტად.
-კარგი, როგორც გინდა.-გავიღიმე მე.
-ჩაი დავლიოთ ჰო ჯერ?-გამიღიმა მანაც.-გავთბეთ და მერე გადავიდეთ საქმეზე.
-კარგი არ ვარ წინააღმდეგი.-ვუთხარი მე და გავუცინე.
თან ვლაპარაკობდით, თან ჩაის ვსვამდით.
-ჰო, რადგან თანახმა ხარ, ხვალისთვის მზად იყავი უეჭველი.-გაიცინა და ტუჩსაცხი გადაისვა.-ჩემი მძღოლი დილის რვაზე მოვა წაგიყვანს...
-იცით არ შეწუხდეთ, მამაჩემის მანქანა მაინც ეგრე დგას, ტარებაც ბავშვობიდან ვიცი, და ბევრჯერ მივლია მანქანით ბაკურიანამდე, უბრალოდ მაშინ მამა მეჯდა ხოლმე გვერდით.-სევდიანად ავიჩეჩე მხრები.
-ძალიან კარგი, არ ვიცოდი მანქანა თუ გყავდათ! კი, მაგრამ რატომ არ ხმარობთ ხოლმე?-გაკვირვებულმა მკითხა მაკომ.
-იმიტომ, რომ საწვავს ვზოგავთ ხოლმე...-სევდიანად ვუთხარი მე.-ლექციებზე დავდივარ ხოლმე მანქანით ხანდახან, როცა მაგის საშუალება მაქვს.
-კარგი, როგორც გინდა, ბაკურიანი საკმაოდ შორია, მე მაინც დაფიქრებას გირჩევდი, ახალი წელი მოდის, თოვლიც დადებულია, ძალიან გადატვირთული იქნება გზები.-მითხრა მაკომ და სიგარეტს გაუკიდა.
-არა, ფრთხილად ვივლი.-გავიცინე მე.
-იქ რა მევალება?-ვიკითხე და მეც სიგარეტს გავუკიდე.
-დედაშენმა იცის, რომ ეწევი?-გაოცებულმა მკითხა მან.
-თვეში ერთხელ, ისიც მარტო მაშინ, როცა რამეზე ვნერვიულობ, ლაითი მწეველი ვარ!-გავიცინე და ღრმა ნაფაზი ჩავუშვი ფილტვებში.-ოღონდ არ უთხრა დედაჩემს, რომ მოვწიე რა, ისედაც ბევრი სანერვიულო აქვს... ორი-სამი თვეა, რაც შემცირება დავიწყე. სრულად კი ალბათ ერთ თვეში დავანებებ თავს.
-კარგი, კარგი. სულ რამდენი ხანია რაც ეწევი?-მკითხა მაკომ და ახალ ღერს გაუკიდა.
-სულ რაღაც ერთი წელი იქნება, იმის მერე, რაც მამაჩემი მიწას მივაბარეთ.-თვალები ცრემლებით ამევსო მე.-დეპრესიის დროს მარტო ეს მშველოდა, ჯერ კიდევ ჩაუმქრალ სიგარეტს შევხედე და თავი გავაქნიე.-დღეში ერთ ღერს მაინც ვეწეოდი, შემდეგ უკვე ვიპოვე ძალა ჩემ თავში, ადრე დღეში ერთ ღერს თუ ვეწეოდი, მერე ორ დღეზე გადავიტანე და ესე, ახლა კი თვეში ერთხელ თუ მოვწევ ხოლმე... ჩემ თავს მივეცი პირობა, რომ სულ რაღაც ერთ თვეში გადაგდებული მექნება სიგარეტი და ასეც ვაპირებ მოქცევას.
-დედაშენმა გაიგო? ან რა რეაქცია ჰქონდა?!
-წნევამ აუწია, სიგარეტის ნამწვი უპოვია და იმით დაეჭვებულა, შემდეგ კი მოწევის დროს წამასწრო... მაგის მერე გადავწყვიტე ზუსტად სიგარეტის შემცირება.-სევდიანად ჩავიცინე მე და ჩაი მოვსვი.
-დედაშენსაც ხანდახან სიგარეტის სუნი ასდის ხოლმე...
-წარმოუდგენელია, ჰო დედა და სიგარეტი? მაგრამ ასეა! მამის სიკვდილის შემდეგ, როცა გაიგო რომ ვეწეოდი, ჩუმად გამომიტანა ატირებულმა სიგარეტის კოლოფი და მაჩვენა. თურმე მამას ავადმყოფობა, რომ გავიგეთ იმის მერე ეწეოდა ხოლმე ჩუმ-ჩუმად, ისე, რომ ჩვენ არ დაგვენახა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი... მე თუ ერთ ღერს ვეწეოდი დღეში, ის სამ ოთხ ღერს ეწეოდა, მანამდე არც ვიცოდი, სანამ არ წამაწყდა მოწევის დროს, მანამდე არაფერი არ უთქვამს.-სახეზე ხელი მოვისვი მე.-ბევრი ვარიგე, ვეჩიჩინე, მაგრამ ამ ღამ-ღამობით მოწევას მაინც ვერ გადავაჩვიე. კი, მეუბნება თავი დავანებე უკვე რა ხანიაო, მაგრამ ლამის ყოველ ღამით ვხედავ ხოლმე, როცა მას გონია, რომ მძინავს სიგარეტით ხელში ატირებულს....

საკმაოდ ემოციური საუბარი გამოგვივიდა მე და მაკოს. ქალბატონმა თინამ მითხრა, რომ შვილთან დარჩებოდა დღეს საავადმყოფოში, ამიტომ პირდაპირ სახლში წასვლა ვარჩიე. ფეხით მივდიოდი სახლამდე, ძალიან ვნერვიულობდი დედაჩემზე. კიდევ ერთ ღერს გავუკიდე და იქვე სკამზე ჩამოვჯექი. ტელეფონმა დარეკა, დედაჩემი იყო.
-გისმენ დე?-ვკითხე და ჩამწვარი სიგარეტი ნაგვის ყუთში ჩავაგდე.
-სად ხარ, დედა? ხომ არ გამოგხედო?!-მკითხა ანერვიულებულმა დედაჩემმა.
-არა დეე, არ გამოხვიდე ცივა. ხუთ წუთში მანდ ვარ.-თბილად ვუთხარი და გავიღიმე.
ხუთ წუთში, უკვე სახლის კარები შევაღე, და ანერვიულებულ დედაჩემს ლოყები დავუკოცნე.
-მოიცა, მოიცა შენ რა სიგარეტი მოწიე?!-მკაცრი ტონით მკითხა დედაჩემმა.

-არა დედა საიდან მოიტანე უბრალოდ...
-დროზე მითხარი!-უფრო მკაცრად მითხრა მან, და თვალებში ჩამაშტერდა.-ხომ მითხარი თავს ვანებებო?!
-მხოლოდ ორი ღერი მოვწიე შენს თავს გეფიცები.-ლამის ატირებულმა ვუთხარი მე.-არ ვაპირებდი მოწევას, უბრალოდ ძალიან ვნერვიულობ შენზე და... ბოლოს ერთი თვის წინ მოვწიე, ისიც იმიტომ, რომ შენი ნაჩუქარი ტელეფონი გავტეხე და თქმის მეშინოდა, და ეს შენც კარგად იცი. მოწევას კი თავს მართლა დავანებებ თავს ერთ თვეში.-თვალები ცრემლებით ამევსო მე.
-კარგი დედას სიხარულო დაწყნარდი, უბრალოდ ეცადე აღარ მოწიო ხოლმე ჰო?-თბილად მითხრა და სახეზე მომეფერა.-მეც უნდა დავანებო თავი.
-ანუ ხვდებოდი, რომ ყველაფერი ვიცოდი ჰო?
-ვხვდებოდი დეე.-მითხრა მან და თბილად გამიღიმა.-ეცადე აღარ მოწიო, და აღარც მე მოვწევ, მეც ნელ-ნელა თავს ვანებებ უკვე.
-კარგი დედა.-თბილად ვუთხარი დედაჩემს, და სიგარეტის ჯერ კიდევ სავსე კოლოფი მოვისროლე.
-კარგი, საჭმელები უნდა გავამზადო საახალწლოდ რაღაცეები, დამეხმარები?-თემის შესაცვლელად მკითხა დედაჩემმა და გამიცინა.
-მაშ რას ვიზამ.-გავიცინე მეც და გოზინაყის მზადება დავიწყე.
მაღაზიის მენეჯერი გავაფრთხილე, რომ აღარ მივიდოდი სამსახურში და სხვა კადრი აეყვანათ.
დილით, 6ზე უკვე ფეხზე ვიყავი და მანქანა გამომყავდა გარაჟიდან. დედაჩემმა, რომ გაიგო საჭესთან დაჯდომას ვაპირებდი ამხელა გზაზე, თან მარტო, სულ გაიგიჟა თავი, ამიტომ გადაწყვიტა, გვერდით მომჯდომოდა, ხოლო შემდეგ კი მარშუტით დაბრუნდებოდა უკან. შვიდის ნახევარი იყო უკვე, რომ გავცდით თბილისს. ძალიან ნელა დამყავდა მანქანა, ამიტომ სასტუმროში 11ზე თუ უნდა ვყოფილიყავი, ძლივს მივაღწიე პირველის ნახევარზე. შემდეგ დამშვიდებული დედაჩემი, რომ მიხვდა საიმედო გზაზე მტოვებდა, ავტოსადგურის გაჩერებისკე მივაცილე, მანქანით, ხოლო უკან სევდამორეული წამოვედი.
-ჯერ არ მოსულხარ და უკვე იგვიანებ!-გავიგე საკმაოზე მეტად ბოხი ხმა და შიშისგან გამცრა.

III თავი
გაოცებულმა შევხედე, ჩემ წინ მდგომს და ნერწყვი ძლივსძლივობით გადავყლაპე.
-რა ხდება? დამუნჯდი?!-ირონიულად შემომხედა უცნობმა, მე კი თვალები ძირს დავხარე.
-იც... მე...
-კარგი, კარგი ნუღარ ბლუყუნებ.-მკაცრად ჟღერდა კაცის ხმა.-ჩემი და აგიხსნიდა წესით ყველაფერს რა გევალება და რა არა ჰო?!-მკითხა და თვალი თვალში გამიყარა.
-თქვენ...
-მაკოს ძმა ვარ ლევანი.-მოპასუხა ირონიულად და სიგარეტს გაუკიდა.
-უკაცრავად.. მე არ ვიცოდი და იმისთვისაც ბოდიშს გიხდით, რომ დავაგვიანე, უბრალოდ დედაჩემიც გამომყვა და ავტოსადგურამდე მივაცილე.-ვუპასუხე აწითლებულმა.
-კარგი, კარგი მჯერა.-ხელი ამიქნია მობეზრებულმა.-იცი ჰო, რაც გევალება?
-არა, მაკომ მითხრა, რომ მოხვალ მერე გეტყვიო.
-მერე რას ელოდები?! ნომერში გელოდება, დროზე შედი დღეს საღამოს შვიდზე გახსნა გვაქვს და ყველაფერი უნდა მოასწრო გასაგებია? ამდენი ხანი დაიგვიანე ისედაც.-უკმაყოფილოდ მითხრა და ახალ სიგარეტს გაუკიდა.
-ბევრს ეწევით.-ვუთხარი მე, და მისი გაწიწმატებული სახის დანახვისთანავე ვინანე.-ბოდიშით.
-მერე შენ რა ჩემი ძიძა ხარ?? დროზე საქმეს მიხედე და ბევრ ლაპარაკს შეეშვი.-გაღიზიანებულმა მითხრა და მანქანაში ჩაჯდა.
მეკი გაბრაზებული და გაოგნებული პირდაპირ მაკოს ნომრისკენ წავედი.
-მაკო.-ღიმილით მივესალმე ქალს და იქვე ჩამოვჯექი.
-როგორ ხარ, კარგად იმგზავრე?-მკითხა მაკომ და ყავის მოდუღება დაიწყო.
-კი, კი უბრალოდ დედაჩემიც გამომყვა, მარტო არ გამომიშვა და.-გავიცინე.
-კარგი უქნია, მარტო მაინც საშიშია, ვიცი შენ არ გიყვარს სიჩქარე, მაგრამ...-გამიღიმა მან.
-კი, 20ზე მეტით მაინც არ დავდივარ, სწორედ მაგიტო დავიგვიანე, და ბატონი ლევანიც გავაბრაზე.-თავი დავხარე მე და ფეხსაცმელებს ჩავაშტერდი.
-ოჰ, ოჰ უკვე მოგშხამა ჰო? გამაგიჟებს ეგ ბიჭი! არ მიაქციო შენ ყურადღება იყეფოს და იყოს ეგრე.-გულიანად გაიცინა და სიგარეტს გაუკიდა.-გინდა?
-არა, არა თავის განებება მაქვს გადაწყვეტილი, გუშინ ბოლო ღერი იყო, მეტს აღარ მოვწევ.-მეც გავიცინე და ყავის მზადებაში დავეხმარე.

მაკომ როგორც ამიხსნა, დიზაინი და მსგავსი რაღაცეები მევალებოდა. ცოტა კი მეშინოდა, მაგრამ გამოცდილება უკვე მქონდა, რაც მთავარია.
-მაკო, იცი დიზაინის სფეროში მაქვს გამოცდილება.
-რა? როგორ? რანაირად?-იკითხა გაოცებულმა მეკი სიცილი დავიწყე.
-უნიში სწავლა, რომ დავიწყე დიზაინის კურსებზე ჩავეწერე იქვე უნიში, გავიარე ეს კურსები და სერთიფიკატიც მაქვს. ერთ-ერთ კომპანიაშიც ვმუშაობდი დიზაინის განხრით ორი თვე, თუმცა მერე მამის ავადმყოფობის შესახებ გავიგეთ და... თან მივხვდი, რომ გული ვერ დავუდე ამ სფეროს.-მხრები ავიჩეჩე და ყველაფრის დაგეგმვა დავიწყე.
-ძალიან კარგი, რადგან გამოცდილებაც გაქვს, ხელფასის მომატებაზეც უნდა ვიზრუნო.-გამიცინა და დაგეგმვაში მოხმარება დამიწყო.
დღემ ისე გაიარა ვერც გავიგე, შვიდი საათიც მოვიდა. სასტუმროს გახსნა ისე მიმდინარეობდა, როგორც ვივარაუდე, ბოლოს ძალიან დავიღალე და ცივი წყალი შევისხი, ეგება ცოტათი მაინც გამოვფხიზლდე-თქო, ძალიან მეძინებოდა
-სად ხარ ამდენ ხანს?!-უცებ გავიგე უკმაყოფილო ხმა და ადგილზე შევხტი.
-რამე გნებავთ ბატონო ლევან?-ჯერ კიდევ შეშინებულმა შევხედე კაცს და იქვე მდგარი წვენი მოვსვი.
-ნასვამი ვარ და საჭესთან ვერ დავჯდები, შენ როგორც ვიცი ტარება იცი და მართვის მოწმობაც გექნება ჰო მასეა?
-დიახ, მაქვს რაშია საქმე.-დაეჭვებულმა გავხედე ჩემ წინ მდგომს.
-შენ უნდა დაჯდე საჭესთან, იმედია არ გექნება პრობლემა.
-იცით ძალიან მეძინება...-გავხედე მილულული თვალებით და დავამთქნარე.
-არაუშავს, გამოფხიზლდები, ისეთი რაღაც მაქვს შენთვის.-მითხრა და გამიღიმა.-თან მგონი არ უნდა გაწყობდეს სამსახურის დატოვება, რა ვიცი.
არაფერი მითქვამს უკან გავყევი, მაკოს ერთი მიაძახა, დროებითო და ჩქარ-ჩქარა გამიყვანა შენობიდან.
საჭეს დაძაბული ვმართავდი, მაინც სხვისი იყო და, თან ასეთ თოვლში არასოდეს მიტარებია მანქანა.
-იქნები ჩემი საყვარელი?-უცებ გვერდით ჯდომის ხმა მოსწვდა ჩემ ყურთასმენას და მთელი ძალით დავამუხრუჭე.
-რაააა?!

IV თავი
-რაააა?! თქვენ.. თქვენ ასეთი არაკაცი არ მეგონეთ, როგორ შეგიძლიათ ასეთი უმსგავსობა და არაკაცური რამ მითხრათ?!-თვალები ცრემლებით ამევსო მე.
-კაიი დაწყნარდი, ისეთი თვალებით მიყურებდი, ვითომ შენ არ გინდოდა, ახლა კი თავს იფასებ.-ირონიულად გამიცინა და სახეზე ხელი ამისვა. მე კი ნერვებისგან ჯერ მთელი ძალით გავარტყი სახეში, ხოლო შემდეგ კი ნუნების მაკრატელი ამოვიღე.
-იცოდე კიდევ ერთხელ შემეხები და არც კი დავფუქრდები ისე გამოგთხრი თვალს, გასაგებია?!-ვუყვირე ატირებულმა, თან მთელი სხეული მიკანკალებდა.
-აიღეთ გასაღები.-პირდაპირ სახეში ვესროლე მანქანის გასაღები და მანქანიდან გადმოვედი.-დღესვე წავალ, არ მინდა თქვენნაირ ადამიანთან გაჩერება.
გამოვვარდი და ტირილ-ტირილით დავიწყე ხეტიალი. სიცივე ძვალ-რბილში ატანდა, ამას საშინელი ყინვაც ერთვებოდა და გაუსაძლისი ხდებოდა ერთი ნაბიჯის გადადგმაც კი. არ ვიცოდი სად ვიყავი და ბედს მინდობილი დავტეხიალობდი უაზროდ.
-ღმერთო მიშველე!-ჩავიბუტბუნე ატირებულმა და იქვე მორზე ჩამოვჯექი.
ცხარე ცრემლით ვტიროდი, უკვე თვალები მებლიტებოდა, მივხვდი გონებას ვკარგავდი და გამოფხიზლებას ვერაფრით ვახერხებდი...
ჩხუბის ხმამ გამაღვიძა.
-შენ სულ გააფრინე ბიჭო?! ადამიანს ეგრე როგორ მოექეცი?-მესმოდა მაკოს ხმა, რომელიც ტელეფონზე ლაპარაკობდა.
მაშინვე ამომიტივტივდა ყველაფერი და ცრემლები წამომივიდა.
-.....
-ფუ შენი, შენც თუ კაცი გქვია რაა!-ერთი კარგი შეუკურთხა მაკომ და სიგარეტს გაუკიდა ანერვიულებულმა.
-....
-როგორ იქნება შენი აზრით? მთელი ღამე ბოდავდა და კანკალებდა გოგო! ძალიან მრცხვენია შენნაირი ძმა რომ მყავს.
-.....
-კარგი, კარგი აღარ მინდა შენთან ლაპარაკი.-მიაძახა გაბრაზებულმა მაკომ და ტელეფონი გათიშა.
-ერთ ღერს მომცემ?-აკანკალებული ხმით ვუთხარი და მოწოლილ ცრემლებს მთელი ძალით გავუწიე წინააღმდეგობა.
-დარწმუნებული ხარ?-მკითხა მაკომ.
-კი, იქნებ ცოტა მაინც დავმშვიდდე.
საკმაოდ ღრმა ნაფაზი დავარტყი, და საწოლზე ცრემლმორეული გადავწექი.
-დედაჩემმა იცის რაც მოხდა?-აცრემლებულმა ვკითხე მაკოს და კიდევ ერთი ნაფაზი დავარტყი.
-კი მოვუყევი ჩემი ძმის არაკაცური საქციელის შესახებ.-მწარედ ჩაეცინა მაკოს.-შენ არ ინერვიულო, წავიდა და აქ აღარ ჩამოვა!
-მაკო წასვლა მინდა გთხოვ...-ამეტირა მან კი თმაზე ხელი გადამისვა და დამიყვავა.
-ნამდვილად გინდა?
-კი, ისე როგორც არასდროს.-წამოსული ცრემლი მოვიწმინდე მან კი წყალი მომაწოდა.
-მაპატიე ჩემი ძმის საქციელის გამო...-მითხრა მეკი თავი დავხარე.
ზედიზედ ორი ღერი სიგარეტი მოვწიე, თუმცა ამ ,,ნაგავმაც" კი ვერ დამამშვიდა.
-მაკო, იცი მანქანაზე ჯდომის თავი არ მაქვს, შეგიძლია გზის ფული მასესხო მარშუტით რომ წავიდე...გეფიცები, დაგიბრუნებ.-ვუთხარი აღელვებულმა.-დროზე უნდა ჩავიდე ტელეფონიც არ მაქვს, თოვლში ჩამივარდა გუშინ, და დედას ვერ ველაპარაკები.
-არავითარი მარშუტი, ჩემი მძღოლი წაგიყვანს! ტელეფონს კი ხვალ მოგიტანენ.-მკაცრად მითხრა მე კი აღარ შევწინააღმდეგებივარ.
-შენ მანქანასაც ხვალ ჩამოგიყვანენ გპირდები.
რადგან სიგარეტმაც კი ვერ ,,დამამშვიდა", მაკომ დამამშვიდებელი დამალევინა, ამიტომ მთელი გზა მეძინა, და ვერაფერი გავიგე.
საღამოს შვიდზე უკვე თბილისში ვიყავი. ატირებულ დედაჩემს ყველაფერი მოვუყევი და როგორც კი სიგარეტს გაუკიდა, გამოვართვი და გადავაგდე.
-ამ ნაგავს აღარ გაეკარო!
უკვე ერთი კვირა გავიდა, თბილისში დაბრუნების შემდეგ, და ძველ სამსახურშიც აღმადგინეს უპრობლემოდ. დამაწინაურეს და ახლა, მთავარი მოლარის ფუნქციას ვასრულებდი.
-ნუცი!-გავიგე ჩემი თანამშრომლის ხმა და მაშინვე თავი წამოვყავი.
-რა ხდება?
-ვიღაც კაცი გეძახის ასე თქვა სასწრაფოდ გამოვიდესო!
-ვინაა?-ვიკითხე გაკვირვებულმა და გარეთ გავედი...
-V თავი
გარეთ გავედი და გაოცებული მივაჩერდი ლევანს.
-რამე გინდოდათ?-ვკითხე და თვალებში შევხედე.
-პირველ რიგში გეტყვი, რომ მაშინდლისთვის ბოდიშს გიხდი, თუმცა გეტყვი, რომ რაც გითხარი, ეს ყველაფერი სრულიად გააზრებული მქონდა.-მშვიდად მითხრა და სიგარეტს გაუკიდა.
-უკაცრავად?! ბატონო ლევან ჩამოყალიბდეთ იქნებ, ჯერ იყო და ბოდიში მომიხადეთ მაშინდელი არაკაცური საქციელისთვის, და მეორე წამს მეუბნებით სრულიად გააზრებული მქონდა ყველაფერიო! მემგონი სამკურნალო ხართ, ექიმს ხომ არ დავუძახო?-ირონიულად ვუთხარი და თვალი თვალში გავუყარე.
-მორჩი?-მკითხა და კიდევ ერთი ნაფაზი დაარტყა.
-მე კარგა ხანია მორჩენილი, ვარ მაგრამ აი თქვენ რომ ვერ გაგიგიათ რა გინდათ და რისთვის იბრძვით საქმეც ეგაა, აშკარად დახმარება გჭირდებათ.
-გეყოფა!-იმხელაზე იყვირა, რომ შევხტი.-კი, კი ვაღიარებ, რომ სულელურად, და როგორც შენ ამბობ ,,არაკაცურად" მოვიქეცი, მაგრამ მაგას თავისი ახსნა აქვს.-მითხრა აღელვებულმა და ახალ ღერს გაუკიდა.
-და რა ახსნა უნდა ჰქონდეს, თქვენ ამგვარ საქციელს?-ვკითხე და ჩავიცინე.
-გამოგცადე! და რატომ გამოგცადე იმასაც თუ ამახსნევინებ კარგს იზამ.-ღრმად ჩაისუნთქა და განაგრძო.-წლებია სასტუმროების ბიზნესი მაქვს, ალბათ შვიდი, თუ რვა წელი იქნება, და ამ წლებში საკმაოდ ბევრ რამეს შევსწრებივარ, უკვე ძალიან ბევრი თანამშრომელი გადამირჩენია თავხედი კლიენტებისგან, მაგრამ სამწუხაროდ ერთი გოგო ვერ გადავარჩინე, სწორედ შენხელა იყო სიცოცხლით სავსე და... მე ის მიყვარდა, ძალიან მიყვარდა.-ხმა აუკანკალდა.-მაგრამ იმ ნაძირალას რომ გაუძალიანდა, ჭიდაობის დროს კიბეებზე დაგორდა და თავი დაარტყა... ვერ გადავარჩინე ხელებში ჩამაკვდა.-ხელები აუკანკალდა კაცს და ახალ ღერს გაუკიდა.
-მე.. ღმერთო არ ვიცოდი... მაპატიეთ..-მოსმენით შეძრწუნებული ვიყავი მე.
-ახლა მიხვდი, ჰო რატომაც გამოგცადე?-თვალებში შემომხედა და ამოიოხრა.-როდესაც ახალ თანამშრომლებს ვიყვან, აუცილებლად ვამოწმებ, რამდენად შეუძლია თავის დაცვა, გინდ გოგო იყოს გინდ ბიჭი.
-კი, მაგრამ კამერები ხომ აყენია სასტუმროებში?-გაკვირვებულმა ვკითხე მე.
-კამერებიც აყენია და სიგნალიზაციაც, მაგრამ რაც ჩემი შეყვარებული ეგრე სადისტურად მოგკლეს, აღარ ვენდობი მსგავს რაღაცეებს...-ღრმა ნაფაზი დაარტყა და იქვე ჩამოჯდა.
15 წუთი ვიქნებოდით ასე, ან უფრო მეტი ხანი, არც ლევანი იღებდა ხმას, მე კი ენა თითქოს ჩამეყლაპა, გამშრალ პირში, ვერც ნერწყვს ვყლაპავდი.
-ნუციიი!-უცებ გავიგე ჩემი თანამშრომლის ხმა.-მომხმარებელი გეძახის შეგიძლია მოხვიდე?
-ახლავე.-ჯერ კიდევ დაბნეულმა გავძახე და მაღაზიისკენ დავიწყე სვლა.
-აი ეს აიღე.-უცებ რაღაც ყუთი მომაწოდა ლევანმა.-აი ეს, გინდ საჩუქრად ჩათვალე, გინდ ვალად, გინდ ავანსად, მაგრამ.. უნდა აიღო! ეს თანხა რემონტისთვის გამოგადგებათ, და როგორც ვიცი საკუთარი ცენტრის გახსნა გინდა, სადაც ინგლისურს ასწავლი... ამას კი თანხა ჭირდება. მე კი გერმანიაში მივდივარ, შეიძლება წლობით, შეიძლება სამუდამოდ. კარგად იყავი.-უცებ მომახალა და სანამ რამეს გავიაზრებდი, და ყუთს უკან დავუბრუნებდი, მანქანაში ჩაჯდა ფა დიდი სისწრაფით წავიდა.

VI თავი
ორი წლის შემდეგ...
-დე, გაიღვიძე სამსახურში გაგვიანდება!-გავიგონე დედაჩემის ხმა და გველნაკბენივით წამოვხტი.-ნუ გეშინია, დრო გაქვს ჯერ კიდევ.
-ოჰ, დედა დედა რაა!-წავიბუტბუტე ძილბურანში და მოცინარს ცალი თვალით გავხედე.-შენც ბრუტუს?!
-აბა, ადრე რომ არ გამეღვიძებინე, კი გადათელავდი აქაურობას და.-ისევ სიცილს აგრძელებდა დედაჩემი.
-ირინააა!-გავძახე ყვირილით, თუმცა ბოლოს მაინც გამაცინა.
-ადექი, ადექი მალე მართლა არ დააგვიანო.-თითი გამაფრთხილებლად დამიქნია და ჩაის გაკეთება დაიწყო.
-ხვალ შენი ძმის დაბადების დღე უნდა ყოფილიყო..-ნაღვლიანი მზერით ლაპარაკობდა დედაჩემი და აკანკალებული თითებით უკიდებდა სიგარეტს.
-არ მოწიო!-ვუთხარი გაბზარული ხმით და სიგარეტი თითებიდან გავაგდებინე.
-რას აკეთებ დედი, თითები არ დაიწვა!-მაშინვე შეშფოთებული ხმით მითხრა დედაჩემმა მე კი ყური არ ვათხოვე.-ხომ იცი აღარ ვეწევი, მაგრამ...
-მაგრამ, როგორც კი ჩემი გარდაცვლილი ძმა გახსენდება, თავს ვერ ერევი ხოლმე.-მისი სათქმელი დავასრულე და ცრემლები ჩამომიგორდა ლოყებზე.
კარგა ხანი ვიტირეთ ორივემ, ვატო (ჩემი ძმა) შვიდი წლის იყო, მე კი ხუთის, ჩემთვის ყველაზე საუკეთესო ძმა მსოფლიოში. ყველაფერი კარგად იყო იქამდე სანამ, ჩემ ძმას ლეიკემიას დაუდგენდნენ... საუკეთესო ექიმებთან დადიოდნენ დედა და მამა, თურქეთშიც ჰყავდათ, და სესხს სესხზე აკეთებდნენ, თუმცა იმ დიდ ბრძოლაში, იმ ავადსახსენებელმა სიკვდილმა გაიმარჯვა. მაინც ვერ გადამირჩინეს ჩემი ერთადერთი ძამიკო...
აცრემლებული მოვეხვიე დედაჩემს.
-ხვალ სამსახურის მერე აუცილებლად წავიდეთ ვატოს და მამიკოს საფლავზე.
-აუცილებლად.. სანთელი აუცილებლად უნდა ავუნთო, რომ გზა გაიკვალონ ჩემი შვილის და მეუღლის სულებმა.-ტირილით მითხრა დედაჩემმა, მე კი წამოსული ცრემლები მოვწმინდე და ჩავეხუტე.
-დაწყნარდი ნუღარ ტირი! ხომ იცი ისინი ზემოდან გვიყურებენ და არ მოვეწონებით ატირებულებს თუ დაგვინახავენ.-ბოლო სიტყვები ხმაჩამწყდარმა ვუთხარი და ამაოდ ვცადე შინაგანად არსებული ტკივილის დაიგნორება.
სამსახურში სულ ფიქრებში გართული მივედი, ლევანის მოცემული ფულით მთლად ცენტრი ვერ გავხსენი, თუმცა ოცნება მაინც ავიხდინე და ერთ-ერთ კოლეჯში ვასწავლიდი ინგლისურს.
-ვაუ, დღეს საოცრად ლამაზი ხარ!-გავიგე ჩემი თანამშრომლის ხმა და მსუბუქად გავიღიმე.
-გმადლობ. შენც კარგად გამოიყურები!-შევუქე ჩაცმულობა და შევამჩნიე, რომ სიამაყისგან გაიჯგიმა.
-მაშ, მაშ!-სიცილით მითხრა მან.-ყავა გინდა?
-არა, ყავას აღარ ვსვამ, ჩაიზე გადავედი.-გავიცინე და მეტი დამაჯერებლობისთვის ჩაის პაკეტი დავანახე ჩანთიდან.
-ოჰ, რა ხართ ეს გოგოები უგემოვნოები რაა!-ჩაიდუდღუნა უკმაყოფილოდ, მეკი ხმამაღლა გამეცინა.-ჰო, ჰო იცინე იცინე ნეტა იცოდე მაინც რას კარგავ.-სიამოვნებით შეისუნთქა ყავის სურნელი...
-ჰო, მართლა ხვალ ნატას (თანამშრომელი) დაბადების დღეზე მოდიხარ?
-აუ, არამგონია წამოვიდე ხვალ ჩემი ძმის დაბადების დღე უნდა ყოფილიყო და მე და დედა სასაფლაოზე ვაპირებთ გასვლას...-ვუთხარი დაღონებულმა.-თუმცა საჩუქარი ნაყიდი მაქვს უკვე და ამ დღეებში მივცემ აუცილებლად.
-აა, გამახსენდა 26 წლის უნდა გამხდარიყო არა?-მკითხა და ნაღვლიანად შემომხედა.
-კი...
მეორე დილით, სამსახურიდან დავეთხოვე და მე და დედა ჯერ ეკლესიაში წავედით, ხოლო შემდეგ კი სასაფლაოზე.
-ნუცი დე!, ახალგაზრდა გოგო რომაა დამარხული ეტყობა ვინმე უვლის? ერთი კვირის წინაც ვნახე და აღარაა ისეთი მოუვლელი.-ჩაფიქრებული იყო დედაჩემი.
-კი დედა მეც შევამჩნიე, გახსოვს როგორი მტვრიანი იყო ხოლმე?-ასევე ჩაფიქრებულმა ჩავილაპარაკე მეც.
-ეჰ სიცოცხლეში უნდა ადამიანს მოვლა პატრონობა, თორემ...-თავი სინანულით გააქნია დედამ და იმ გოგოს საფლავისკენ გაიხედა ისევ.
-ნახე ვიღაც მივიდა ჰო?
-კი მეც დავინახე. ალბათ ქმარია ან რომელიმე ნათესავი.-მხრები ავიჩეჩე და გულმოდგინედ დავიწყე ჩემი ძმის და მამის საფლავის ქვების გაწმენდა.
უცებ დავინახე, რომ კაცმა გულზე ხელი მიიჭდო და ჩაიკეცა.
-ღმერთო, რა დაემართა?!-შეშინებულმა იკითხა დედაჩემმა.
-სასწრაფოში დავრეკავ.-არანაკლებად შეშინებულმა ვუთხარი მეც და წყლის ბოთლი ამოვიღე, რომ ავადმყოფისთვის მიმეპკურებინა.
-ბატონო, ბატონო კარგად ხართ?!-შეშინებულმა მივმართე ავადმყოფს და მისკენ გავიქეცი.
-ბ... ბატონო ლევან?!-გაოგნებულმა შევხედე, როცა კაცში ლევანი ამოვიცანი.-კარგად ხართ?
-სა... სასწრაფოში დარეკე გთხოვ.-ღონემიხდილმა დაილაპარაკა და ვერც კი გავიაზრე, ისე მიესვენა ბალახზე გონდაკარგული.

VII თავი
-ბატონო ლევან!-გულგახეთქილი მივვარდი ჩემსავით შეშინებულ დედაჩემს და ტელეფონი გამოვართვი.
-ჯანდაბა დაჯდა.-ვიყვირე სასოწარკვეთილმა, და წყალი მოვსვი.-შენი არ გაქვს თან?
-ვაიმე არა დეე, ვჩქარობდი დამავიწყდა ტელეფონის წამოღება.-შეშინებული იყო დედაჩემიც.-ნეტა რა სჭირს?!
-აუ არ ვიცი, არ ვიცი მგონი გულის ამბავი უნდა იყოს, ნახე სახე სულ მთლად გაულურჯდა. ჩემი მანქანით წავიყვანოთ ჯობია...
-დედი, ასეთი განერვიულებული საჭესთან როგორ დაჯდები? ნახე, როგორ გიკანკალებს ხელები...-დედაჩემმა ხელებზე დამხედა, ტელეფონს ვერ ვიჭერდი ხელში, და საჭესთან ჯდომას რანაირად შევძლებდი ეგ არ ვიცი.
-კი, მაგრამ რა ვქნათ? ცუდადაა ადამიანი და რამე რომ დაემართოს, ამას ჩემ თავს არასდროს ვაპატიებ. არადა ისეთი ადგილია, რომ ტაქსებიც კი არ მოძრაობენ აქ.-ტირილს ცოტაღა მაკლდა მე.
-დაწყნარდი, ნუ ნერვიულობ..
მე დავჯდები საჭესთან, მართალია ახალი აღებული მაქვს მართვის მოწმობა, მაგრამ სხვა გზა არაა ფიზიკურად.
-დარწმუნებული ხარ? დედა ხოიცი, კი გენდობი, მაგრამ ჯერ კარგად არ იცი ტარება და... მეშინია რამე არ მოგიხდეს.-ვუთხარი განერვიულებულმა.
-არ მომივა არაფერი არ ინერვიულო. ხანდახან ახლო-მახლო დავდივარ ხოლმე მამაშენის მანქანით, რომ მივეჩვიო.-მიპასუხა დედაჩემმა ღიმილით.
-მე რატომ არ ვიცოდი?!-წარბაწეულმა გავხედე დედაჩემს.-რამე რომ დაგემართოს მერე?
-ახლა ამისი დრო არაა.-მიპასუხა და ბატონ ლევანზე მანიშნა.
-მაგაზე მერე დავილაპარაკებთ.
დედაჩემმა მაინც თავისი გაიტანა და, საჭესთან მოკალათდა, მეკი უკან ვიჯექი და ბატონი ლევანის თავი მეჭირა.
-გაუარა სილურჯემ?-მკითხა ცოტა დამშვიდებულმა დედაჩემმა.
-კი, მარა ფერი მაინც არ მომწონს! გულის შეტევა არ იყოს..-ვუპასუხე აღელვებულმა.
-ჯაბდაბა, რაღა ახლაა საცობი!-სიჩქარეს უფრო მოუმატა დედაჩემმა და 80ით მიდიოდა.
-დე ფრთხილად გთხოვ! ნელა წადი, საშიშია ამ გზაზე ასეთი სიჩქარით მოძრაობა.
-კარგი, კარგი.-ისევ დაუკლო სიჩქარეს.-თან გამოჩნდა საავადმყოფოც.
《 საავადმყოფოში 》
-ნეტა როგორაა? უკვე ორი საათია შეყვანილი ჰყავთ.-ლამის ტირილამდე ვიყავი მისული მე.
-დაწყნარდი დედი, რამე რომ ყოფილიყო გავიგებდით უკვე.-თბილად მითხრა დედაჩემმა.-როგორც მახსოვს გერმანიაში იყო ჰო?
-ჰო, როგორც ჩანს დაბრუნებულა. ფული რომ მომცა, მაშინ იძახდა, არ ვიცი რამდენი ხნით მივდივარო, -მხრები ავიჩეჩე მე.-წყლის გადავლება მინდა ძალიან.
-წადი დედი, აქ მე ვიქნები, მაკო გზაშია უკვე, მალე მოვა.-მიპასუხა ღიმილით დედაჩემმა.
-კარგი, რადგან ასეა მშვიდად ვიქნები,-გავიღიმე მეც.-რამე ხომ არ წამოგიღო?
-არა, არაფერი არ მინდა, ნუ იჩქარებ არ შეგციცდეს.-დამარიგა და გამიღიმა.
ტაქსი გამოვიძახე და სადღაც 15 წუთში უკვე სახლში ვიყავი.
შხაპი მივიღე. ტელეფონმა დარეკა დედაჩემი იყო.
-ნუცი...
-დედი, ტელეფონს ვტენი ახლა, ცოტა ხანში დამირეკე.-ვუპასუხე და თან ტოსტების გაკეთება დავიწყე.
-კარგი, კარგი.-მიპასუხა თბილად.
უკვე გასვლას ვაპირებდი, როდესაც კიდევ ერთხელ დარეკა ტელეფონმა, ოღონდ ამჯერად უცხო ნომერი იყო.
-გისმენთ?!
-მადლობა, რომ გადამარჩინე....-გავიგე ნაცნობი, ოდნავ მისუსტებული ხმა და სიხარულისგან და რაღაც ამოუცნობი გრძნობისგან გამცრა.
-ბატონო ლევან... თ.. თქვენ გონს მოხვედით?!-თვალები ცრემლებით ამევსო მე.
-კი, კი კარგად ვარ მოვბრუნდი იმ ქვეყნიდან...-გაიცინა.-ინფარქტს გადავურჩი და ამ ქვეყნიდანაც წასვლასაც შენი წყალობით. მადლობა!
-წამოვალ ახლავე.-ვუპასუხე და დავფაცურდი.
-ნელა იარე, არ მანერვიულო!-მკაცრად მითხრა.
-ტაქსით ვაპირებ წამოსვლას.
-ძალიან კარგი.-სიცილით გავაქნიე თავი მე და მანქანაში ჩავჯექი.

საავადმყოფოში მივედი და გახარებულ დედაჩემს და მაკოს ჩავეხუტე.
მაგ ამბის მერე ერთი კვირა გავიდა. როგორც მაკოსგან ვიცოდი ლევანისთვის მკაცრი დიეტა დაუნიშნავთ ყველანაირი სიგარეტის და ალკოჰოლის გარეშე. მე კი, ერთი კვირით კახეთის ფილიალში გამგზავნეს, როგორც მოწვეული ლექტორი. ძალიან არ მინდოდა წასვლა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა ფიზიკურად.
-კიდევ ერთხელ მომმართავ ბატონო-თი და მერე ნახე რასაც გიზამ!-მკაცრად მითხრა ლევანმა ტელეფონში.
-კარგი, კარგი არ მცემო.-გავიცინე და სუნამო მივიპკურე.-როგორ გრძნობ თავს?
-ძალიან კარგად. მაკო ცივ ნიავს არ მაკარებს!-ჩაიფრუტუნა გაღიზიანებულმა.
-ძალიან კარგი...
-არ გინდა რამე სიგიჟე ჩავიდინოთ?-მკითხა სიცილით.
-არა, იყოს მადლობა.-გავიცინე მეც.
-გინდა, გინდა. ისე თქვენი კოლეჯის დირექტორი სადაა ხომ არ იცი?
-აზრზე არ ვარ, არ ვიცნობ პირადად. რატომ მეკითხები?
-ისე...-ჩაიცინა.-კარგი, ხვალ თბილისში მოდიხარ უკვე, ფრთხილად იარე.
-დამშვიდდი, ავტობუსით წამოვალთ, ასე გვირჩევნია უფრო გავერთობით.-გავიცინე მე.
-და მანქანა?
-მანქანას შალვა (თანამშრომელი) წამოიყვანს....
თბილისში შუა დღის სამ საათზე ვიყავით უკვე და პირდაპირ კოლეჯისკენ დავიძარით, რადგან კახეთში ჩატარებული ცოდნის ბაზა შეგვემოწმებინა და ახალი რესურსები ჩაგვენერგა.
-წამოდი, წამოდი, ჩვენი დირექტორი გეძახის.-მითხრა ჩემმა თანამშრომელმა.
-ვიინ?!
-წამო, წამო ასე თქვა სასწრაფოდ შემოვიდესო.
გაოგნებული გავყევი თანამშრომელს და დირექტორის კარებზე, მსუბუქად დავაკაკუნე.
-მობრძანდით, ღიაა!-გავიგე ნაცნობი ხმა და ელდა მეცა გაურკვევლობისგან.

VIII თავი
-რაო, აბა როგორ მოგეწონა სიურპრიზი?!-გაკრეჭილი შემობრუნდა ლევანი და შემომხედა.
-მეკაიფები?-ვკითხე, როცა ყველაფერი და მისი ნამიოკები გადავხარშე.
-არა, ძვირფასო როგორ გეკადრება.-დასერიოზულდა ლევანი და ფანჯარა გამოაღო.
-ღმერთო ჩემო, უნდა მივმხვდარიყავი!-უეცრად გავბრაზდი ჩემ თავზე და ჩანთა გამწარებულმა მოვიქნიე!
-ნელა, ნელა თავი არ გამიტეხო, ახალი გამოსული ვარ საავადმყოფოდან და იქ შესაბრუნებელი არ გამხადო... ბევრი საქმე დაგროვდა კოლეჯში.-გაიკრიჭა ისევ და სიგარეტს გაუკიდა.
-ხანდახან ისე მიშლი ნერვებს, რომ მინდება მოგკლა!-თვალები მოვჭუტე მე და ტელეფონი ამოვიღე.
-ხანდახან მეც მინდება მოგკლა შენი სიჯიუტის გამო, მაგრამ თავს ვიკავებ.. ისე საყვარელი ხარ, როცა ბრაზდები ხოლმე.-ჩაიცინა და კვამლი გამოუშვა ფილტვებიდან.
-ყეყეჩი ხარ!
-შენ კი ძალიან ლამაზი.-არ ეშვებოდა ჩემ გამწარებას, მე კი ნერვები დაწყვეტაზე მქონდა უკვე.
-თუ საქმე არ გაქვს წავალ!-ვუთხარი გაბრაზებულმა და კარებისკენ სვლა დავიწყე.
-მოიცადე!-უცებ გავიგე მისი ხმა და გავჩერდი.-სერიოზული სალაპარაკო მაქვს შენთან.
-მართლა?
-მართლა, მართლა. საკმაოდ სერიოზულ თემაზე მინდა დაგელაპარაკო. ეს ისეთი თემაა, რომ წესით უნდა დაგაინტერესდეს, ან თუ არ დაგაინტერესებს არც ეგ იქნება პრობლემა, უბრალოდ მინდა გითხრა, რომ დიდი დაფიქრებით უნდა მიიღო გადაწყვეტილება. დანარჩენი შენზე იქნება დამოკიდებული.-მითხრა საკმაოდ დასერიოზულებულმა, მის ხმას თითქოს მკაცრი ტონიც დაკრავდა.
-არაა საჭირო ეს მონოლოგები, პირდაპირ მითხარი ლექცია მაქვს ათ წუთში!
-ღმერთო, რა მწარე ხარ!-გაიცინა მან.-კარგი რადგან ასეა პირდაპირ გეტყვი.-ყველამ კარგად ვიცით, რომ საქართველოში ერთ-ერთი მოწინავე კოლეჯი გვაქვს, და ამავდროულად ყველაზე მეტი სტუდენტი ჩვენს კოლეჯში სწავლობს.
-კი ვიცი, მერე?
-როგორც მოგახსენე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კოლეჯი გვაქვს, და არა მარტო. ევროპის სხვადასხვა ქვეყნები დაინტერესდნენ, ,,ლანდები"-თ და ჩვენთან უნდათ თანამშრომლობა. თქვენ კახეთში რომ იყავით წასულები, მე რა თქმა უნდა უქმად არ ვმჯდარვარ და ყველა კოლეჯს გადავავლე თვალი, რომლებსაც ჩვენთან უნდათ პარტნიორობა, არჩევანი კი იტალიის ერთ-ერთ კოლეჯზე შევაჩერე.-მითხრა და ახალ ღერს გაუკიდა.
-ძალიან კარგი, მიხარია.-ვუთხარი მე და გავუღიმე.
-ჯერ არ დამიმთავრებია.-ჩაიღიმა მან და წყალი მოსვა.-იტალიის კოლეჯის დირექტორი ხუთ წლიან კონტრაქტს აფორმებს ჩვენს კოლეჯთან, და ყველაფრის გააზრების შემდეგ დავთანხმდი. ეს დიდი წარმატების მომტანი იქნება ჩვენთვის.
-და მერე, მე რა შუაში ვარ?
-შენ იმ შუაში ხარ ჩემო ნუცა, რომ როგორც გითხარი იტალიის კოლეჯი ჩვენს კოლეჯთან, გააფორმებს ხუთ წლიან კონტრაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი კოლეჯიდან არჩეული ლექტორები ხუთი წლით გაემგზავრებიან იტალიაში, სადაც იტალიელ სტუდენტებს ასწავლიან იმ კოლეჯში, რომელიც მე ავირჩიე. ამ არჩეული ლექტორებიდან კი შენც ხარ.-ძალიან მშვიდად მითხრა, მე კი საგონებელში ჩავვარდი.
-მ... მე... როგორ კი მარა?-ძლივს ამოვიღე ხმა და დაბნეულმა შევხედე თვალებში.-ხუმრობ ჰო?
-ხუმრობის რამე მეტყობა?!-უცებ გაბრაზდა ლევანი და შუბლი შეჭმუხვნა.
-არა, უბრალოდ...
-ნუცა ამიტომ გითხარი საკმაოდ სერიოზული თემაა-თქო,-მითხრა და გააგრძელა.-როგორც გითხარი, ლექტორები აირჩიეს, ანუ გამორჩეული ლექტორები, ყველაზე მეტი მოწონება კი შენ დაიმსახურე იქაური კოლეჯის დირექტორის მხრიდან. მას შენი პოტენციალი, შენ მიერ ჩატარებული საკმაოდ ბევრი პროექტი, თუ ტრენინგი მოეწონა, ამიტომ მას ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ იტალიელ სტუდენტებს სწორედ შენ ასწავლო ინგლისური ენა.-გამიღიმა მან.-დასაფიქრებლად ერთი თვე გაქვს, მაგრამ მინდა გაგაფრთხილო, რომ თუ დათანხმდები და წამოხვალ ჩვენთან ერთად იტლიაში, საქართველოში ჩამოხვალ ხოლმე, ოღონდ არდადეგებზე.
-კი, მაგრამ დედაჩემი?-ვუთხარი და უნებურად თვალები ამიწყლიანდა.
-დაწყნარდი, წინასწარ ერთი თვით ადრე, არ ღირს მაგაზე ნერვიულობა!-გამამხნევებლად დამადო ხელი მან.-რაც შეეხება დედაშენს, თუ რა თქმა უნდა დათანხმდები, ველაპარაკე კოლეჯის დირექტორს, და ის დიდი სიამოვნებით გამოაგზავნის საბუთს, რის მიხედვითაც როცა მოესურვება, მაშინ ჩამოვა ქალბატონი ირინა შენთან, ფრენის და სხვა ყველაფრის ხარჯებს კი, თავად კოლეჯი აანაზღაურებს.
-ის მაინც მითხარი, რომელი ქალაქია?-ვკითხე გაბრუებულმა.
-ბოლონია.

მთელი დღე ლევანის სიტყვები მიტრიალებდა თავში, და კონცენტრირებას ძლივს ვახდენდი.
როგორც კი ექვსის ნახევარი გახდა, დავავლე მანქანის გასაღებს ხელი და ქალაქში დავბოდიალობდი უმისამართოდ. ბოლოს ამდენი ბოდიალით, რომ დავიღალე მანქანა გავაჩერე და ერთ-ერთ ჯიხურთან მივირბინე.
-გამარჯობა, ერთი კოლოფი სიგარეტი თუ შეიძლება!-გავუღიმე გამყიდველს და ფული მივაწოდე.
ამდენი წლის მერე აღარ გავკარებივარ სიგარეტს. საკმაოდ ღრმა ნაფაზი ჩავუშვი ფილტვებში და ტელეფონზე დედაჩემის ნომრის აკრეფა დავიწყე.
-ალო, დედი სალაპარაკო მაქვს შენთან!
-.....
-შენც უნდა დამელაპარაკო? ასე ნახევარ საათში მოვალ.
ზედიზედ ორი ღერი სიგარეტი ისე მოვწიე, რომ ვერც კი გავიაზრე. როცა მივხვდი, რომ ეს ,,ნაგავიც" კი ვერ მამშვიდებდა, ჯერ კიდევ სავსე კოლოფი ნაგვის ურნაში ჩავაგდე და მანქანა დავძარი.

დედაჩემს მთელი ღამე ველაპარაკე... როგორც აღმოჩნდა, მან უკვე იცოდა ლევანისგან ჩემი ბოლონიის კოლეჯში მიწვევის შესახებ და ბევრი ტირილის, თუ ჩხუბის მერე იმდენი ქნა, რომ დამითანხმა, ოღონდ იმ პირობით, რომ ყოველ კვირაში თუ არა, ყოველ ერთ თვეში ერთხელ მაინც ჩამოვიდოდა ჩემთან, ისევე როგორც მე შვებულების პერიოდში.
ბევრი ფიქრის შემდეგ, ტელეფონი ავიღე ხელში და ლევანის ნომრის აკრეფა დავიწყე.
-გისმენთ.-მიპასუხა ნამძინარევი ხმით.
-ნუცა ვარ, მაპატიე გაგაღვიძე...
-არაუშავს.-თბილად მითხრა მან.-შენ რატომ არ გძინავს? პირველი საათია უკვე, თან ხვალ რვაზე ხარ ასადგომი...
-დიდად არ ვარ ძილის მოყვარული ამიტომ არ შემექმნება გაღვიძებაზე პრობლემა.-ჩავიცინე მე.-მოკლედ ბევრი ვილაპარაკეთ მე და დედაჩემმა და გადავწყვიტე, რომ დავთანხმდე ამ შემოთავაზებას. საკმაოდ ბევრი ვიფიქრე და იმედია არ ვინანებ...

《 თვითმფრინავში 》
-ფრენის ხომ არ გეშინია?-მკითხა ლევანმა და ჯერ კიდევ ცხელ ლატეს სული შეუბერა.
-ცოტათი, მაგრამ მივეჩვევი არაუშავს.-მხრები ავიჩეჩე და მეც სული შევუბერე კუთვნილ ლატეს.
-გინდა ახლა აქვე სიგიჟე ჩავიდინოთ?-მაცდურად მკითხა მან და წარბები ამითამაშა.
-რა სიგიჟე?-თვალებმოჭუტულმა გავხედე და გავიცინე.
-ცოლად გამომყვები?-სრულიად მოულოდნელად მკითხა მან და აღელვებულმა გააგრძელა.-იქნები ჩემი შვილების დედა?
-ლ... ლევან... მე იცი...-დაბნეულმა და შოკირებულმა დავიწყე ლაპარაკი.
-გასაგებია.-იმედგაცრუებულმა გაატრიალა თავი და ღრმად ამოიხვნეშა.

სამი კვირა გავიდა თვითმფრინავის ინციდენტის შემდეგ და მთელი სამი კვირია მარიდებდა თავს ბატონი ლევანი. მის ჯინაზე, არც მე ვამბობდი არაფერს, და ისე ვიქცეოდი, ვითომ არც არსებობდა. ძალიან კი მეცოდებოდა, რომ ვაწვალებდი, მაგრამ მე რომ მაწვალებდა ხოლმე?!
13 მაისი იყო მისი დაბადების დღე, როგორც მოწვეული დირექტორი ლექციას კითხულობდა, როცა დაუკაკუნებლად შევაღე კარები და ლევანის გვერდით დავდექი.
-გამარჯობა!-ინგლისურად მივესალმე სტუდენტებს და ლევანის გვერდით დავდექი აჟიტირებული.
-რას აკეთებ გოგო სულ გაგიჟდი?!-გაოგნებულმა მიჩურჩულა ყურში და მოშტერებულ სტუდენტებს გაუღიმა.
-შემოთავაზება ისევ ძალაშია?-ყველანაირი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვკითხე მე და თვალებში შევხედე.
-რას ამბობ რა შემოთავაზება? ხომ კარგად ხარ?!-დაეჭვებულმა მკითხა ლევანმა და თვალებმოჭუტუმა გამომხედა.-არა, ბოლომდე დალაგებული კი არც არასოდეს ყოფილხარ, მაგრამ...
-ჰა, ჰა, რა სასაცილოა!-თვალები ავატრიალე მე.-გახსოვს თვითმფრინავში სიგიჟეზე რომ მეუბნებოდი? ჰოდა თუ სიგიჟეა სიგიჟე იყოს! თანახმა ვარ.-აღელვებულმა დავილაპარაკე და ცრემლი ჩამომიგორდა.
-ღმერთო, როგორ მიყვარხარ!-თვითონაც აღელვებულმა ამოიგმინა და ათრთოლებულ ბაგეებზე მთელი სინაზით შემეხო.

《 ხუთი წლის შემდეგ 》
-დედი, შენ და მამა მართლა ბაკურიანში გაგაცნოთ ერთმანეთი მამიდამ?-გაიკრიჭა პატარა ონავარმა და მშობლებს შორის მოხერხებულად წამოწვა.

ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი აქა.

დასასრული....



№1 სტუმარი სტუმარი Lusi

სხვაგანაც დევს?წაკითხული მაქვს ასე მახსოვს.

 


№2 სტუმარი ეკა

სტუმარი Lusi
სხვაგანაც დევს?წაკითხული მაქვს ასე მახსოვს.

ორ ჯგუფში ვდებდი თავებად.

 


№3 სტუმარი სტუმარი რუსკა

ავტორს:
1) ძალიან მომეწონა, რომ გრამატიკულად გამართულად წერთ.
2) მთლიანობაში ერთბაშად იკითხება ისტორია და ბოლოს კარგ განწყობას ტოვებს, თუმცა ცოტა მშრალი მომეჩვენა. ბევრი რაღაც დამაკლდა პირადად მე.
3) ყველაზე მთავარი რაც არის, ნიჭი აშკარად გაქვთ და ბევრ წარმატებას გისურვებთ ❤️

 


№4 სტუმარი Josef

Hi,

Guaranteed Fiverr Pro service.

Don't miss out on this opportunity to supercharge your Google rankings. Get started today!

Let's work together to skyrocket your website to the next level.

Fiverr gig link: https://go.fiverr.com/visit/?bta=570412&brand=fp&landingPage=https2F%2Fwww.fiverr.com2Fdo-goat-link-building-seo-service-for-google-top-ranking

 


№5 სტუმარი ეკა

სტუმარი რუსკა
ავტორს:
1) ძალიან მომეწონა, რომ გრამატიკულად გამართულად წერთ.
2) მთლიანობაში ერთბაშად იკითხება ისტორია და ბოლოს კარგ განწყობას ტოვებს, თუმცა ცოტა მშრალი მომეჩვენა. ბევრი რაღაც დამაკლდა პირადად მე.
3) ყველაზე მთავარი რაც არის, ნიჭი აშკარად გაქვთ და ბევრ წარმატებას გისურვებთ ❤️

მადლობააა ❤️✨️

 


№6 სტუმარი მარინე დავლიანიძე

მომეწონა წარმატებები????❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent