შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თარსი გივი ( სრულად )


22-02-2024, 12:21
ავტორი Lucien Vanserra
ნანახია 5 259

- დამშორდა, -ამოვიოხრე, ტელეფონი გავთიშე და გამწარებულმა ჭიქას ისეთი ძალით მოვუჭირე ხელი თითებში შემომეფშვნა.
- რაო რა ქნა? -ამოიზმუვლა დივანზე გაშხლართულმა ბალიშში თავჩარგულმა გივიკომ და არარსებული საბნის ძებნა დაიწყო, -აქ ასე ძალიან რატომ ცივა ბიჭო, გავიყინე ჩართე გამათბობელი.
- ეს ვერ არის კარგად, -ღია ფანჯარასთან მდგარმა ლადომ საფეთქელთან დაიტრიალა თითი და მაინც ყოველი შემთხვევისთვის აგვისტოს დილის მზით გაჩახჩახებულ თბილისს გადახედა ეჭვიანი მზერით.
- ახლა რა გავაკეთო? ხვალ ქორწილი გვაქვს, ხომ ვიცი არ შემირიგდება, -ხელებში ჩავრგე სახე და ვეცადე გონება მომეკრიბა გამოსავლის საპოვნელად.
- რა ხდება რა გაწუწუნებთ, ძილიც აღარ დამაცადოთ ახლა, -გივიკო წამოჯდა და გაბრაზებული სახით შემოგვიბღვირა, კიდევ აქეთ იყო დიდგულზე.
- ადექი ახლა და აქედან გამასწარი სანამ ცოცხალი ხარ, -წამოვხტი და ის იყო ყელში უნდა ვწვდომოდი ლადო ჩაგვიდგა შუაში, გივიკოს რეაქცია არ ჰქონია, იჯდა ასე უდანაშაულო ბავშვივით და ისე მიამიტი გამომეტყველებით ახამხამებდა თვალებს თითქოს ჩემი ბრალი ყოფილიყოს თათული რომ ქორწილამდე ერთი დღით ადრე დამშორდა.
-
ალბათ გაინტერესებთ რა შუაშია გივიკო ჩემი და თათულის ურთიერთობასთან, შუაში კი არა თავშია მაგრამ ჯობია ყველაფერი სულ თავიდან დავიწყო.
მე გივიკო და ლადო ბავშვობიდან ვმეგობრობთ, შეიძლება ითქვას რომ დაბადებიდან განუყრელები ვართ, ჩვენი მშობლები ოჯახებით მეგობრობენ და ჩვენც ტყუპებივით გავიზარდეთ, ერთმანეთის მშობლებთან ისეთი ურთიერთობა გვქონდა დედას და მამას ვეძახდით, ერთი სიტყვით ალბათ ყოველთვის ყველაფერი იდეალურად იქნებოდა ჩვენს ცხოვრებაში რომ არა თარსი გივიკო, მე და ლადოს მთელი ცხოვრება ისე გაგვიმწარა არაერთხელ დავმჯდარვართ და საქართველოდან სადღაც მოუსავლეთში გადახვეწაზე დაგვიწყვია გეგმები მაგრამ მერე იმაზეც გვიფიქრია თუ როგორ იქნებოდა გივიკო უჩვენოდ, იმაზეც გვიფიქრია რომ რასაც აკეთებდა თვითონაც უნებურად მოსდიოდა და მერე თვითონაც ძალიან სწუხდა და ნერვიულობდა, მხოლოდ ჩვენ ვყავდით, მისი ძმები, ჩვენც თუ მივატოვებდით როგორ უნდა გაეგრძელებინა ცხოვრება, ჰოდა დღევანდლამდე ასე მოვედით მე და ლადო, გივიკოს გამო ჩაშლილი საქმეებით და ურთიერთობებით, მისი მოწყობილი ( უნებურად ) ავტოსაგზაო თუ საფეხმავლო შემთხვევების გამო დალურჯებული სხეულებით, ტყუილუბრალოდ გადაკიდებული მთელი უბნით და დროთა განმავლობაში მთელი ქალაქით და კიდევ ვინ იცის რით...
საქმე ის იყო რომ მხოლოდ ჩვენ არ გვთარსავდა, საკუთარ თავს უარეს უშვებოდა, ჩვენთან ერთად თუ ჩვენს გარეშე სულ რაღაც შარში ეხვეოდა, პირადი ურთიერთობებიც კი არ ჰქონდა ამის გამო, გოგოს გაიცნობდა თუ არა მეორე შეხვედრაზე არცერთი აღარ თანხმდებოდა, შეშინებულები სად იმალებოდნენ ვერ ვიგებდით, შარშან პირველი ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა რომელიც რაღაც სასწაულით თვენახევარი გაგრძელდა ( ნამეტანი მონდომებული იყო ის გოგო ) მაგრამ საბოლოოდ მაინც დაშორდნენ, ჩემი მეზობელი მაყვალას შავი კატასავით თარსი ხარ, უკვე მეშინია როცა დილით შენ გხედავ, ვიცი რომ იმ დღეს აუცილებლად რაღაც ცუდი შემემთხვევა, მეტი აღარ შემიძლია უნდა დაგშორდეო მოწერა, გივიკოს სულაც არ ჰქონია ცუდი რეაქცია, ხელი ჩაიქნია და იმის შემდეგ ნატა აღარ უხსენებია, არადა მშვენივრად ვხვდებოდით მე და ლადო როგორ განიცდიდა...
-
- არ მჯერა, ზურას ის ვიდეო როგორ გაუგზავნე, -ლადო გამწარებული ისრესდა დასიებულ ჩაწითლებულ თვალებს და ოთახის ერთი ბოლოდან მეორეში ბოლთას სცემდა, უსიამოდ გამცრა სხეულში როცა წარმოვიდგინე როგორ უყურებდა ჩემი სასიმამრო ვიდეოს სადაც ჩანს რაღაც გაუკვეველი ნივთიერებით გაბრუებული და ადამიანის სახე დაკარგული როგორ ვეცეკვები ორ ნახევრად შიშველ სტრიპტიზიორს.
- რომ არ გაქცეულიყო და თათულისთვის არ ეჩვენებინა ეგ ვიდეო ვერაფერსაც ვერ გაიგებდა თათული და დაქორწინდებოდით მშვენივრად, -გივიკო ჯერ მაინც ცდილობდა იმის მტკიცებას რომ თვითონ არაფერ შუაში იყო, არადა წუხელ ჯერ მოტყუებით წამიყვანეს ბარში ამ ორმა უტვინომ, თურმე თავისუფლებასთან გამოსათხოვარი ღამე დაუგეგმავთ ჩემთვის, მერე გივიკოს საშინელი ხმაურისგან ატკიებული თავისთვის წამალი რომ ვთხოვე რაღაც ვარდისფერი აბი მომაჩეჩა ( შეცდომით სხვა ჯიბეში ჩავიყავი ხელიო ამტკიცებდა მერე ) აბს ორი ჭიქა სასმელიც მივაყოლე, მერე კარგად არაფერი მახსოვს გარდა იმისა რომ წამოსვლა მინდოდა და გივიკო უკან მექაჩებოდა რა დროს წასვლაა გართობა ახლა იწყებაო...
თურმე ნუ იტყვით და ჩემი ტელეფონით გადაუღია როგორ ვცეკვავდი საიდანღაც სასწაულით გაჩენილ სტრიპტიზიორებთან ერთად, მერე თავის ტელეფონში რომ ცდილობდა ვიდეოს გაგზავნას რომ მერე ალბათ ჩემთვის დაეცინა, შემთხვევით ჩემი სასიმამროსთვის გაუგზავნია მან კი მაშინვე თავის საყვარელ ქალიშვილს აცნობა და დიდი ალბათობით გახარებულმა დააყოლა ნიშნისმოგებით, ხომ გეუბნებოდიო ( არასდროს მოვწონდი ) ჰოდა ასე დამშორდა თათული ქორწილამდე ერთი დღით ადრე, კი ვიცოდი რომ მაინც მოვახერხებდი მასთან შერიგებას მაგრამ სამაგიეროდ მისი საოცნებო ქორწილი ჩაიშლებოდა რომელსაც ძალიან დიდხანს ვგეგმავდით, ამას მთელი ცხოვრება არ მაპატიებდა.
- ცუდად ვარ გასკდა თავი, -კეფაზე შემოვიჭდე თითები.
- წამალი გინდა? -გივიკომ მაშინვე ჯიბეში ჩაიყო ხელი და ხელს ფერადი აბებით სავსე პაკეტი რომ ამოაყოლა უკვე მოთმინებამ მიმტყუნა.
- ლადო გაიყვანე ეს აქედან თორემ შემომაკვდება, -დავიღრინე გამწარებულმა, გივიკომ საცოდავად აიწურა მხრები.
- კარგი ჰო, ბოდიში, შემეშალა, მეორე ჯიბეში მიდევს ტკივილგამაყუჩებელი.
- შენ გუშინ ღამითაც შეგეშალა და მაგის გამო მიმატოვა თათულიმ.
- ხომ იცი ძალით არ მინდოდა, ახლავე ყველაფერს მოვაგვარებ.
- არ გაბედო, სად აპირებ დარეკვას, -ლადო ხელებში ეცა და ტელეფონი წაგლიჯა.
- თათულის დავურეკავ და მოვუყვები რომ ყველაფერი ჩემი ბრალია და შენ არაფერ შუაში არ იყავი, ყველაფერს ავუსხნი.
- არ გინდა რა, იმდენს იზამ საშვილიშვილოდ გადამკიდებ, -ხელი ჩავიქნიე და გივიკოს თვალებში წყენა და გულისტკივილი რომ შევნიშნე თავი უარესად ვიგრძენი, რა მისი ბრალი იყო რომ ერთდროულად სითარსე, უიღბლობა და თავქარიანობა სჭირდა.
- შენ რომ დაელაპარაკო? -ლადომ წინადადება წამოაყენა, თავი მტკიცედ გავიქნიე უარის ნიშნად, თათული ისეთი ჯიუტი იყო ხმას არ გამცემდა, რამე რომ მომეფიქრებინა რამე ისეთი რაც...
- აჩუქე რამე, გული მოულბება და დაგელაპარაკება, -გივიკომ როგორც იქნა რაღაც ჭკვიანური მოიფიქრა, თათული გიჟდებოდა საჩუქრებზე.
- ისეთი რა უნდა ვაჩუქო რომ გული მოულბეს?
- ის შავი კატა ბიჭო, -ლადოს წამში აენთო თვალები, -გახსოვს წინა კვირას რომ ვეძებდით, საქორწინო საჩუქრად რომ გინდოდა შავი კნუტი, ის აჩუქე.
- ის რატომ არ გახსოვთ რომ ვერ ვიშოვეთ ვერსად, ძალიან იშვიათი ჯიშია და ზუსტად ეგეთი უნდა თათულის სხვა არა, რამდენი ხანია მაგაზე ოცნებობს და სხვა კნუტს ვერ მივუყვან.
- მე მაქვს იდეა, -ფეხზე წამოხტა გივიკო, მე და ლადომ დაკვირვებით შევათვალიერეთ საეჭვოდ თვალებ აციმციმებული.
- ახლა თუ რაღაც ისეთი უნდა თქვა...
- არაფერს არ ვამბობ, -გამაწყვეტინა სიტყვა და ღიმილით შეათამაშა მხრები, -ახლა წავალ, რამდენიმე საათში უკან დავბრუნდები ზუსტად ისეთ შავ კნუტთან ერთად თათულის რომ უნდოდა, წაუყვანე და ნახე თუ არ დაგელაპარაკება.
მე და ლადოს აღარაფერი გვითქვამს, გივიკო წავიდა ჩვენ კი ახალი კატასტროფის მოლოდინში მშვიდად გავაგრძელეთ გადაღლილი, დეპრესიული ადამიანების როლის თამაში, ვისხედით ასე გაუნძრევლად და დროდადრო საათს ვუყურებდით.
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ზუსტად ოთხ საათში სახეგაბადრული გივიკო დაბრუნდა ხელში ისეთი კნუტით მე რომ წინა კვირას მთელი საქართველო გადავაბრუნე და მაინც ვერ ვიპოვნე, ერთი ციცქნა პატარა გრძელბეწვიანი შავი გორგალი საყვარლად აბრიალებდა დიდ ლურჯ თვალებს.
- კი მაგრამ სად იპოვე, -ლადო დაკვირვებით ათვალიერებდა ფისოს.
- ეგ ჩემი საქმეა, -ამაყად გაიბღინძა გივიკო, -თათულისაც ველაპარაკე, ყველაფერი ავუხსენი და გელოდება, მიდი წაუყვანე და დაელაპარაკე.
- მეჩვენება თუ ეს კნუტი საიდანღაც მეცნობა, -ისევ ვერ ისვენებდა ლადო.
- როგორ უნდა გეცნობოდეს, ყველა კნუტი ერთმანეთს გავს, -ისე საეჭვოდ ჩაიბურტყუნა გივიკომ და ისე აგვარიდა თვალი წესით მაშინვე უნდა მივმხვდარიყავი რაღაცას მაგრამ ისე ვიყავი გახარებული ამაზე ნამდვილად ვეღარ ვიფიქრებდი, ახლა ერთი სული მქონდა თათულის დავლაპარაკებოდი და შევრიგებოდი...

-

ქარიშხალმა ჩაიარა, ყველაფერი მშვენივრად მიდიოდა, ყოველ შემთხვევაში ერთი შეხედვით ასე ჩანდა, არ ვიცი გივიკომ თათულის რა და როგორ აუხსნა მაგრამ როცა ამდენი ხნის ნანატრი საჩუქრით მივადექი დიდხანს აღარ გაჭირვეულებულა და დამთბარმა და დამტკბარმა ჩემს მკლავებში ამოჰყო თავი, როგორც იქნა მშვიდად ამოვისუნთქე როცა მის თვალებში სიმშვიდე და ბედნიერება დავინახე, ვიცოდი მენდობოდა, დარწმუნებული იყო არ ვუღალატებდი, სხვას შეიძლებოდა ახსნის შემდეგაც არ დაეჯერებინა რაც მოხდა მაგრამ ვის ვის და მას მაინც მშვენივრად მოეხსენებოდა რა ხათაბალაც იყო გივიკო, უბრალოდ შური იძია იმ ვიდეოს გამო და ცოტახნით მაწუწუნა ახლა კი ჩემს მკლავებში განაბული იმ პატარა ფისოსავით კრუტუნებდა ხელში რომ ეჭირა და აღფრთოვანებული რომ დაჰყურებდა.

როგორც კი ყველაფერი გავარკვიეთ მაშინვე მის მშობლებთან მივედითღ და ერთად გამოვუცხადეთ რომ მეორე დღეს ქორწილი ჩვეულებრივად გაიმართებოდა, თათულიმ ეს რომ თქვა ბატონმა ზურამ ისეთი თვალებით გადმომხედა ლამის ადგილზევე გამაფრთხობინა სული, მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა გარდა იმისა რომ ბედს შეჰგუებოდა.
თათუმ უბედნიერესმა გამომაცილა გულზე ახუტებულ ფისოსთან ერთად რომელსაც ერთი წამითაც კი არ იშორებდა.ღამის პირველი საათი იქნებოდა სახლში რომ დავბრუნდი და მაშინვე დასაძინებლად დავწექი მეორე დილით ადრე ვიყავი ასადგომი და უამრავი რამ უნდა მომესწრო, სანამ ჩამეძინებოდა ჩემდა უნებურად ვფიქრობდი გივიკოზე და იმაზე რომ თურმე ხანდახან მშვენივრად შესძლებია ჩვეული ხათაბალის გარეშე საქმის მოგვარება.
-
- ადექი, უნდა მოემზადო უკვე დროა, -გარიჟრაჟზე დამადგნენ თავზე და დილის ტკბილი ძილიდან გამომაფხიზლეს.
- რა მომზადება მინდა, მეც მაკიაჟი და ვარცხნილობა არ მქონდეს გასაკეთებელი, -ბურდღუნ-ბურდღუნით წამოვდექი და აბაზანაში შევედი წყლის გადასავლებად, თბილი შახაპის ქვეშ მდგარი ღიმილს ვერაფრით ვიკავებდი, ვერც მთელ სხეულში და გონებაში გავრცელებულ უზღვავ ბედნიერებას ვუხერხებდი ვერაფერს, როგორც იქნა საყვარელ ქალზე ვქორწინდებოდი.
აბაზანიდან გამოსულს გივიკო მელოდა ტელეფონით ხელში, -თათული რეკავს, მესამედ რომ დარეკა ვუპასუხე, არ მითხრა რა უნდოდა, მიდი გადაურეკე რაღაც ზედმეტად ანერვიულებული ჩანდა.
- ბაჩანა მიშველე, -ისეთი სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა თათუს შიშისგან კინაღამ გული გამისკდა, რა აღარ წარმოვიდგინე.
- რა მოხდა, -ძლივს ამოვღერღე ორი სიტყვა.
- ლიკუნას აგვიანდება, ის კი არადა მგონი საერთოდ ვერ ასწრებს ჩამოსვლას.
- უჰ გული გამისკდა, მეგონა რაღაც სერიოზული მოხდა...
- მეჯვარის გარეშე ვრჩები, -ყვირილ-ტირილით შემაწყვეტინა სიტყვა, -შენი აზრით ეს არასერიოზულია? წუხელ უნდა გამოფრენილიყო და ფრენა გადადებულა რაღაც უაზრო და დაუჯერებელი მიზეზის გამო, მერე კავშირი დავკარგე და ახლა არ ვიცი სად არის.
- კარგი რა თათუ, ლიკუნაა ბოლოს და ბოლოს რით ვეღარ მიეჩვიე რა ხათაბალაა, ხომ ხედავ მის გამო რამდენი ხალხი დარჩა აეროპორტში.
- რა გინდა რომ თქვა, ლიკუნას ბრალია რომ ფრენა გადაიდო?
- თარსია და იმიტომ, -გაჭირვებით მოვახერხე სიცილის შეკავება.
- გივიკოსნაირი ძმაკაცის პატრონი ვისზე რას ლაპარაკობ, -მომახალა გამწარებულმა და მერე ერთდროულად აგვიტყდა სიცილი, კარგა ხანს ვიცინოდით, ლიკუნა თათულის ბავშვობის მეგობარი იყო და გივიკო მონაგონი იყო მასთან, ყოველთვის რაღაც ხიფათში ეხვეოდა და სხვებსაც ხვევდა, ოთხი წლის წინ როცა თათუ გავიცანი ახალი წასული იყო საზღვარგარეთ და ამიტომ ახლოდან არ ვიცნობდი, თუმცა ძალიან ბევრი მსმენოდა მასზე.
ბოლოს და ბოლოს როცა თათუ ცოტა დამშვიდდა გადავწყვიტეთ რომ ლადო წავიდოდა აეროპირტში და გაარკვევდა რა მოხდა, თვითონ კი მეორე დაქალს სთხოვდა მეჯვარეობას.
-
- ვერ წავალ აეროპორტში, გივიკო წავიდეს, მე ნატუკას უნდა გავუარო, რომ არ მივაკითხო მომკლავს, -გამოგვიცხადა თუ არა ლადომ მაშინვე გავარდა გარეთ აქაოდა არაფერი დამაძალონო, გივიკოს უარი არ უთქვამს, ღიღინ-ღიღინით დაავლო ავტომანქანის გასაღებს ხელი.
- ფრთხილად იყავი კარგი? -გავაფრთხილე მაინც ყოველი შემთხვევისთვის.
- კარგი რა ხომ იცი როგორი ყურადღებიანი ვარ, -გაიჯგიმა და სარკეში საგულდაგულოდ შეისწორა გაქათქათებული პერანგის საყელო, -გპირდები იმ თქვენს ლიკუნას ვიპოვი და უვნებლად მოგიყვანთ.
რათქმაუნდა მისი არცერთი სიტყვის არ მჯეროდა და მაინც დავუქნიე თავი სხვა რა გზა მქონდა, გივიკო და ლიკუნა ერთად, ნამდვილად ძალიან საშიში და სახიფათო კომბინაცია იყო.
-
მიუხედავად იმისა რომ ლიკუნა და გივიკო გვაკლდნენ ქორწილი მაინც ყოველგვარი შემთხვევების გარეშე მშვიდად, წყნარად და ლამაზად მიდიოდა ( შეიძლება ზუსტად იმიტომ რომ ისინი არ იყვნენ )
ჯვარი დავიწერეთ, ჩემი მეჯვარე ლადო იყო თათუსი კი ერთ-ერთი დაქალი ანა, უკვე რესტორანში ვიყავით ბედნიერები ვიღებდით მილოცვებს, თათუს კნუტი ჰყავდა ჩაბღუჯული და ცოცხალი თავით არ უშვებდა ხელიდან, ყველა სტუმარს აჩვენებდა და აღფრთოვანებული უყვებოდა მისთვის შეუძლებელი როგორ შევძელი და ასეთი იშვიათი ჯიშის კნუტი როგორ ვაჩუქე.
და როცა ყველაფერი ასე იდეალურად მიდიოდა სწორედ ამ დროს შემოვიდნენ დარბაზში ლიკუნა და გივიკო, შემოვიდნენ და მაშინვე ყველას ყურადღება მიიპყრეს, არ ვიცი რა ჯოჯოხეთი გამოიარეს მაგრამ თმა ორივეს აწეწილი ჰქონდა, მტვრიანი ტანსაცმელი ეცვათ, სახეზე და მკლავებზე ალგ-ალაგ ნაკაწრები ჰქონდათ მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა ბედნიერად იღიმოდნენ და დროდადრო თვალებს უჟუჟუნებდნენ ერთმანეთს.
თათუმ დაინახა თუ არა ასეთ მდგომარეობაში მყოფი ლიკუნა მაშივე მიკენ გაიქცა, ლიკუნამაც აუჩქარა ნაბიჯს, ამ სიჩქარეში მის წინ მიმავალ მიმტანს გაკრა მხარი რომელსაც ცივი წყლით სავსე სურა ეკავა ხელში, მიმტანმა წონასწორობა დაკარგა და მოახლოებულ თათულის გადაასხა წყალი, წამით თითქოს მთელი დარბაზი გაირინდა, ყველა თვალნათლივ ხედავდა როგორ ჩამოერეცხა კნუტს ბეწვიდან საღებავი და როგორ შეღება თათუს თეთრი კაბა შავად.
- ხომ ვთქვი საიდანღაც მეცნობათქო, გივიკოს თეთრი კნუტია ეს, -ლადომ სიცილით გაიშვირა თითი შავთეთრად აჭრელებული კნუტისკენ, პირგამეხებულმა მოვავლე დარბაზს თვალი და დავინახე როგორ მიიპარებოდნენ გივიკო და ლიკუნა გასასვლელისკენ ხელიხელ ჩაკიდებულები...
-
დ ა ს ა ს რ უ ლ ი



№1 სტუმარი სტუმარი Nina

ვაიმეეე :) კატაზე მეც ეგ გავიფიქრე თავიდან. ძაან სახალისო იყოო ))

 


№2 სტუმარი kati

ვაიმე,რა კარგი იყო. ფინალი განსაკუთრებით.გააგრძელეთ რააა.

 


№3 სტუმარი სტუმარი მანჩო

ამ ხათაბალებს არ აწყენდათ გაგრძელება ???? ???? ???? რა სახალისო იყო

 


№4 სტუმარი სტუმარი დოდო

მაგარი ისტორიაა

 


№5  offline წევრი cinnamongirl

cuteness overload❤️❤️❤️

 


№6 სტუმარი სტუმარი ლია

რა კარგია,ვეღარ ვსუნთქავ,იმდენი ვიცინე

 


№7 სტუმარი Cliff

After looking into a handful of the blog articles on your blog, I truly appreciate your way of writing a blog.
I book-marked it to my bookmark website list and will be checking back soon. Please check out my
web site too and let me know how you feel.


My website vpn meaning

 


№8 სტუმარი Jeffrey

This piece of writing is actually a fastidious one it helps new the web users,
who are wishing in favor of blogging.

my homepage :: vpn special coupon code 2024

 


№9  offline წევრი TamoTi

აუ რა კარგი იყოოო????????ძალიან ვიხალისე♥️♥️მადლობაა

 


№10 სტუმარი ნასწია

რამდენი ვიცინეეე?რაკარჰი იყო♥️♥️♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent