შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბნელი ღამე (თავი 1)


2-03-2024, 22:05
ავტორი Serafina
ნანახია 641

“შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“

ბნელი ღამის მონაქროლი სიო არხევდა კვადრატული ფორმის ფანჯარაზე ჩამოკიდებულ თეთრ ფარდას. ჩაბნელებულ შენობაში მხოლოდ ერთი ფანჯრიდან გამოდიოდა სინათლის შუქი. მხოლოდ ერთ, განაწამებ სულს ეღვიძა და მის თვალებში ბრიალებდა ცეცხლის ალი.

თბილისის ფსიქიატრიული საავადმყოფოს შენობაში იდეალურ სიმშვიდეს ქალის ნაზი ხმით წარმოთქმული მხოლოდ ერთი სახელი არღვევდა.

-დიმა...დიმა....

***



მთელი კვირის შრომით გათანგულს საწოლში ლამის გაუნძრევლად ეძინა. სიმართელე რომ ითქვას, მისთვის საკმარისი არ იყო, ის დრო რასაც ძილში ატარებდა, თუმცა სხვა გზა არ ჰქონდა, მაღვიძარას ხმასთან ერთად უნდა წამომდგარიყო საწოლიდან. აქამდე არასდროს უჭირდა ადრე ადგომა, მეტიც თავისი ნებით იღვიძებდა გამთენიისას და სავარჯიშოდ მიდიოდა. კილომეტრებს გადიოდა სირბილით, მერე სახლის სპორტდარბაზს აფარებდა თავს და ბურთმომარჯვებული ვარჯიშში ატარებდა საათებს მანამ, სანამ ოჯახთან ერთად შემოუჯდებოდა მაგიდას სასაუზმოდ.

საწოლიდან უღონოდ წამოიზლაზნა და ოთახის კარი უღიმღამოდ გამოიხურა, პატარა ბინა სიჩუმეს მოეცვა, რომელსაც მხოლოდ სამზარეულოდან მომავალი ჭურჭლის ხმა არღვევდა. ჯერ სააბაზანოში შევიდა, თავი მოიწესრიგა და შემდეგ შეუერთდა სამზარეულოში მსხდომ ბიჭებს.

-დილამშვიდობის!-თავის ასლს თვალი გასუწორა, მერე კი ოთხი წლის ბიჭის ქერა კულულებს დასწვდა და ღიმილით აურია- როგორ ხარ დათ?-ბავშვმა მხოლოდ წამიერი მზერა მიაპყრო, მერე კი ისევ საუზმეს მიუბრუნდა.

-დილამშვიდობის!-ტყუპისცალს თავის გაქნევით მიესალმა დემეტრე-არ ისვენებ დღეს?

-ვისვენებდი, მაგრამ ისევ დამიბარეს, ვიღაც ჩამოდის მგონი და ყველა ვჭირდებით!

-მე მივდივარ, პირველი გაკვეთილი მაქვს დღეს! დათა შენ დატოვე ნანასთან!-ყავა წამებში გამოცალა და ტელეფონი აიღო და უკანმოუხედავად დატოვა სახლი.

-რატომ არ ჭამ?-თმაზე მოეფერა ძმას-დათუნა, გამეცი ხმა! დათა ჭამე!-ბავშვი ურეაქციოდ იჯდა და ხმას არ იღებდა, აბაშიძე კი გრძნობდა, როგორ კარგავდა მოთმინებას-მომისმინე-სკამი, რომელზეც ბავშვი იჯდა თავისკენ შემოაბრუნა და თეფში ხელში აიღო- უნდა ჭამო! შენი ურეაქციობით უკვე ძალიან დავიღალე! პირი გამიღე!დათა! -ოდნავ წამოიყვირა რაზეც პატარა აბაშიძე შეხტა-პირი გამიღე! არ გშია? წადი ჩაიცვი, ნანასთან გაგიყვან!-დათა მაშინვე წამოხტა და ოთახისკენ გაიქცა. ხელში გაშეშებულ თეფშს თვალი გაუსწორა, მერე უხეშად დააგდო მაგიდაზე. მუქ ყავისფერ თმაზე ხელი გადაისვა და თავადაც მოსამზადებლად წავიდა.

ბავშვი დატოვა თუ არა სამსახურის მიერ გამოყოფილ მანქანაში ჩაჯდა და მთელი სისწრაფით გაემართა დანიშნულების ადგილისკენ. ერთ-ერთი მსხვილი ბიზნესმენის დაცვაში მუშაობდა, თავი ამ სფეროში არასდროს წარმოედგინა და დიდად ბობოლა ბიზნესმენებიც არ მოსდიოდა თვალში, მაგრამ ორ წელში უკვე მეოთხე სამსახური იყო და ემოციებს მაქსიმალურად აკონტროლებდა, ყოველგვარი კომფლიქტებისგან თავს იკავებდა და თავის საქმეს ისე ასრულებდა თითქოს ყრუც იყო და მუნჯიც. წესით ახლა საწოლში უნდა ყოფილიყო და დაღლილობა მოეხსნა, თუმცა უფროსმა კატეგორიულად გამოუცხადა, ხვალ მჭირდებიო და წინააღმდეგობა აღარ გაუწევია. ჭიშკართან დაცვის სხვა წევრებს ხელის აწევით მიესალმა და ეზოში შევიდა.

-დამიანე!-მანქანიდან გადასული არ იყო დაცვის უფროსის ხმა რომ გაიგონა და მაშინვე მისი მიმართულებით გაიხედა.

-მოვდივარ!-ავტომობილი ჩაკეტა და პირდაპირ ზურაბისკენ წავიდა- გამარჯობა!

-გაგიმარჯოს! ახლა კარგად მომისმინე დღეს მნიშვნელოვანი დღეა, მთელი დღით დაგვჭირდები, შესაძლოა ღამითაც!

-ღამით აუცილებელია?

-რამე პრობლემაა?-წარბი აწია კაცმა.

-მეც მაქვს ჩემი პირადი ცხოვრება, დასვენების დღე მაქვს და მაინც აქ ვარ, ისე რომ იცოდეთ!

-მისმინე ახალგაზრდავ, არ ვიცი რით ხარ დაკავებული, მაგრამ კახას შვილი საფრანგეთიდან დაბრუნდა და სახლში მთელი დღე სტუმრები იმოძრავებენ, უბრალო ხალხი არ გეგონოს, თითოეულის სიცოცხლე შენსაზე ბევრად მნიშვნელოვანია, ასე რომ გააუქმე ყველა გეგმა, რაც კი გქონდა და შენი საქმე აკეთე, თუ, რა თქმა უნდა, ეს სამსახური გჭირდება!-დამიანემ უბრალოდ თვალები აატრიალა და უპასუხოდ დაუბრუნდა თავის პოსტს.

მთელი დღის განმავლობაში უამრავი ძვირადღირებული მანქანა გამოჩნდა სახლის ტერიტორიაზე. ძვირიან ტანისსამოსში გამოწყობილი მილიონრები შეესივნენ მეტრეველების სამფლობელოს, თითოეულის სახეზე გამოხატულ მლიქვნელ ღიმილს, ზურგს უკან ატიალებულ და შურით სავსე თვალებს რომ ხედავდა, მომენტალურად იპყრობდა გულისრევის შეგრძნება, თუმცა თავად სახეზე ერთი ნაკვთიც კი არ შესცვლია. მხოლოდ ხუთი წუთი გამონახა იმისთვის, რომ ნანასთვის დაერეკა და დათი მოეკითხა. მალე წვეულება დაიწო და ეზოს ტერიტორიიდან ახლა დარბაზში მოუწია გადასვლა. კარებთან გამაგრებული ახლა უფრო ახლოდან აკვირდება ამ ფარისევლურ საზოგადოებას, მოხუც კაცებს ახალგაზრდა, ფულზე დაქორწინებული ცოლებით, რომლებიც პირველივე შესაძლებლობისთანავე სრულიად დაუფარავად ფლირტაობდნენ ნებისმიერ ახალგაზრდა მამაკაცთან და თუ გაუმართლებდათ დროს სასიამოვნოდაც ატარებდნენ მანამ, სანამ მათი მეუღლეები საქმით ან სხის ცოლებთან გართობით იყვენენ დაკავებულნი. ქალბატონი ლეკა, მისი უფროსის მეუღლე საკმაოდ დახვეწილი ქალი იყო, ქმარი აშკარად ძალიან უყვარდა და საპირისპირო გრძნობასაც იღებდა მეტრეველისგან. ახლაც აკვირდებოდა, როგორ ცეკვავდნენ და მოგონებები იპყრობდა. წყვილს ორი შვილი ჰყავდა გიორგი, რომელიც საკუთარ მეუღლესთან ერთად მეზობლად ცხოვრობდა ,და კიდევ ერთი გოგონა, რომელსაც ჯერ არ იცნობდა. სწორედ მისი ჩამოსვლის აღსანიშნავად გაიმართა მასშტაბური წვეულება, რომლის მთავარი გმირიც ჯერ არსად ჩანდა ან მას არ დაუნახავ, რადგან არც დრო და არც სურვილი ჰქონდა.

-საპირფარეშო საითაა?-ქალის სასიამოვნო ხმა მოესმა და მისი მიმართულებით გაიხედა.

-დერეფნის ბოლოს მარჯვნივ!-თავაზიანად გაუღიმა და ისევ დარბაზს მოავლო თვალი.

-ხომ ვერ მიმაცილებდი?-თამამად გაუღიმა ოციოდე წლის გოგონამ.

-რა თქმა უნდა!-კარგად იცოდა მისი სურვილები და დიდად თავიც არ შეუწუხებია ამაზე ფიქრით-თეკლა!-იქვე მდგარ მოსამსახურეს დაუძახა-ერთი წუთით!-გოგონას გაკვირვებული სახე დააიგნორა.

-გისმენთ!-დამიანეს გვერდით მდგარ სტუმარს თავაზიანად გაუღიმა და ბიჭს მზერა მხოლოდ ამის შემგედ გაუსწორა.

-ქალბატონი საპირფარეშომდე მიაცილე, თუ დრო გაქვს!-ვითომც არაფერიო ისე გაუღიმა აჭარხლებულ სტუმარს და საკუთარი საქმე ისე განაგრძო მათკენ აღარც მიუხედავს. კარგად იცოდა, ეს ქალი მთელი საღამო თვალს რომ არ აშორებდა და მისი განზრახვაც მაშინვე ამოიცნო მის გვერდით მდგარი რომ დაინახა. ამაზე აღარ უფიქრია, ახლა მხოლოდ აქედან გასვლა და ცოტა განტვირთვა ესაჭიროებოდა, ბურთის ხელში დაჭერა მოენატრა, ხარისხიანი ვარჯიში უნდოდა, რისთვისაც საერთოდ ვეღარ იცლიდა.

დღის მთავარი გმირი რომ გამოჩნდა, კიდევ უფრო დიდი აჟიოტაჟი დაიწყო, ყველა მის გარშემო იყო შემოკრებილი და ერთდროულად ცდილობდა გასაუბრებას. ქერა საოცრად ქერა თმა ჰქონდა გოგონას, რომელიც ძმის მხარს მიყრდნობოდა და გულწრფელი ღიმილით უღიმოდა ყველას. ზღვისფერი თვალები უელავდა მელანო მეტრეველს, აშკარად ძალიან ბედნიერი იყო ოჯახთან სიახლოვის გამო და სულაც არ ადარდებდა ის ფაქტი, ამდენი ადამიანი შურნარევი, თუმცა ამავდროულად აღფრთოვანებით აღსავსე მზერით რომ შეჰყურებდა. კარგახანს უყურებდა ბედნიერ ოჯახს, ერთმანეთის მიმართ უდიდესი სიყვარულის გამომჟღავნების გარდა უამრავი ადამიანისთვის რომ ახერხებდნენ ყურადღების განაწილებას. მელანო კარგახანს ესაუბრებოდა გარშემო შემოკრებილ ახალგაზრდებს, მერე უეცრად ოთახი დატოვა და თხუთმეტ წუთში ცისფერი კაბის ნაცვლად თეთრ ტუტუსა და პუანტებში გამოწყობილი დაბრუნდა უკან. ამასობაში უზარმაზარი მისაღების სივრცეში პატარა სცენა გამოეყოთ. მაკნატუნას მუსიკაზე ცეკვა რომ დაიწყო, მთელი დარბაზი სუნთქვაშეკრული უყურებდა. ულამაზესი იყო მელანო მეტრეველი და არანაკლებ ლამაზად ცეკვავდა, იმდენად ლამაზად, რომ დამიანეს ყურადღებაც მიიქცია, მიუხედავად მისი განუზომელი ზიზღისა ოპერისა და ბალეტის მიმართ, იდგა და თავლდაუხამხამებლად უყურებდა, რამდენად დიდი შემართებითა და ვნებით ცეკვავდა გოგო. ციდან მოვლენილ ანგელოზს ჰგავდა გარეგნულადაც და ღიმილითაც, თუმცა სახეზე ასახული სევდა იმდენად უხდებოდა ცეკვის მომენტში რომ ალბათ ინატრებდით კიდეც ხშირად ჰქონდეს მელანქოლიური განწყობაო.

****

სკოლაში შეაბიჯა თუ არა მაშინვე იგრძნო უჩვეულოდ დამუხტული გარემო და აჟიტირებული საზოგადოება. დიდად არ დაინტერესებულა, კარგად იცოდა რომელიმე კოლეგა აუცილებლად შეატყობინებდა რა ხდებოდა, ამიტომ კითხვის დასმით თავის შეწუხებას ნამდვილად არ აპირებდა. პირველი გაკვეთილი მეთერთმეტე კლასელებთან ჰქონდა და უკვე აგვიანებდა კიდეც, თუმცა კარგად იცოდა არც ბავშვები იქნებოდნენ დილაადრიან მობილიზებული, ამიტომ არ უჩქარია. კლასს რომ მიუახლოვდა, უჩვეულო სიჩუმემ გააკვირვა, როგორც წესი ახლა მინიმუმ მტვრევის ხმა უნდა ესმოდეს,მაგრამ არა, მხოლოდ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის კაკუნის ხმა მოხვდა ყურს. კარი ფრთხილად შეაღო და გაკვირვებული მზერა მოავლო ჯერ მერხთან მსხდომ ბავშვებს და მერე წინ და უკან სიარულითა და საუბრით გართულ გოგონას.

-დილამშვიდობის ბატონო დემეტრე!

-ელეონორ! დილამშვიდობის! ძალიან ხმაურობდნენ?-წარბი ასწია და სკოლის ფსიქოლოგს გაუღიმა.

-არა,მე და ჩემი ბავშვები შევთანხმდით, რომ ამიერიდან ნაკლები ხმაური და ოინებიც მხოლოდ ზღვარს გადაუსვლელად!

-იმდენად დაეჭვდნენ თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაში, რომ ფსიქოლოგს მიმართეს დასახმარებლად!-ირონიულად ჩაიცინა და თავის მაგიდასთან მოთავსდა.

-არა მასწ! შეამჩნიეს ჩვენს მენტალურ ჯანმრთელობას რომ ანგრევთ და მაგიტომ!-ქაღალდის თვითმფრინავი გაუშვა ხუჭუჭა ბიჭმა და თან აბაშიძეს გაუღიმა-გარდა ამისა მასწ, ლეონა ჩვენი დამრიგებელია!

-ქალბატონი ნატალია სად წავიდა?

-დეკრეტში გავიდა ბატონო დემეტრე, ამიეროდან მე ვასწავლი ხელოვნდბასაც და დამრიგებელიც მე ვიქნები!

-სასიამოვნოა, შეიძლება გაკვეთილს დავუბრუნდე?

-რა თქმა უნდა!-მაგიდაზე დადებულ დადებულ ტიტების თაიგულს ხელი დაავლო და კაკუნით დატოვა ოთახი.

-აბა ტატო, ყველაზე ინფორმირებული დღეს შენ ჩანხარ...დაიწყე!

-ელეონორა მასწს მოსწონხართ!

-მარია სტიუარტს?-ისე ჰკითხა ფურცლებიდან თავი არც აუწევია.

-რა?

-მარია სტიუარტს არ მოვწონვარ?

-ააა მაგასაც?-თავი დაბნეულობის ნიშნად მოიქექა და მთელმა კლასმა სიცილი რომ დაიწყო, წარბშეკრული მზერა მოავლო.დემეტრეც რომ იცინოდა თავადაც გაიკრიჭა, მაგრამ მაინც ვერ მიხვდა რა ხდებოდა.

-ხო მასწ და ელიზაბეტ ტიუდორი ტატოს ეტრფის!

-დაჯექი კაპანაძე, დაჯექი და გაკვეთილი რომ დასრულდება, წადი შენს საყვარელ დამრიგებელთან და უთხარი მოგიყვეს ამ ორ ქალზე, მეგობრობენ თურმე!-თვალი ჩაუკრა და ისევ ფურცლებს დააკვირდა.გაკვეთილი ჩვეულ რეჟიმში განაგრძო, ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უხსნიდა ბავშვებს მასალას, თანაც ისე რომ ნებისმიერს გაეგო. რამდენიმე მეთოდი ჰქონდა, რომელსაც ტატოსნაირ ბავშვებთან იყენებდა, უფრო საინტერესო რომ გაეხადა მათთვის საგაკვეთილო პროცესი. კიდევ რამდენიმე გაკვეთილი ჰქონდა და ის იყო სახლში უნდა წასულიყო კაპანაძე რომ დაინახა ორი უზარმაზარი ფოტოთი ხელში.აშკარად მძიმე იყო და ბავშვს ტარება უჭირდა, ამიტომ მისკენ წავიდა.

-რა არის ეს?-ისე გამოართვა ერთი დახმარება არც შეუთავაზებია.

-თქვენ მიჩალიჩებთ მასწ!-თავი საცოდავად გააქნია და ხელში მოქცეული სურათი დაანახა.დემეტრემ სიცილი ვერ შეიკავა ელიზაბეტ პირველის დანახვისას და მერე მარია სტიუარტს რომ დახედა უკვე ხარხარი აუტყდა.

-საიდან გაქვს ესენი?

-ელეონორა მასწმა კიდევ ერთხელ გამოგყვება ექვსი ისტორიაში და მარტო ამათ კი არა სტალინ-ჰიტლერის რამდენიმე საყვარელ ბრძანებასაც გაგაცნობო!....დამემუქრა ხო?

-ნათლად! ესენი კლასში უნდა ჩამოკიდო?

-მერხთან და ხვალ ორივეს ცხოვრება ზეპირად ჩავაბარო....ნეტა რამე საინტერესო მაინც თუ მოხდა?! რა უბედურებაა ეს ისტორია!

-საგანს ნუ მილანძღავ კაპანაზე, თორე არ აგცდება ჰოლოკოსტი!-ირონიულად განუცხადა, სურათი მერხზე დადო, მოსწავლეს ხელისაწევით დაემშვიდობა და წავიდა. სახლში მისულმა ნანასთან გაიარა, დათა წამოიყვანა და სახლში შესვლისთანავე ლეპტოპს მიუჯდა. პროფესიით იურისტი იყო, მაგრამ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ ახერხებდა მუშაობას, ამიტომ ასწავლიდა სკოლაში ისტორიას, თორემ რეალურად მასწავლებლობა არასდროს სურდა. მიუხედავად ამისა სულ რაღაც ორ წელში ძალიან შეეჩვია ბავშვებთან ურთიერთობას და ახლა იმდენად დიდ ტრაგედიად აღარ ეჩვენებოდა ეს ყველაფერი. საქმეს რომ მორჩა არ იცოდა დრო რითი გაეყვანა, დათა თავისთვის თამაშობდა და ძმის კომპანიას დიდად არ საჭიროებდა. სოციალური ქსელების თვალიერება დაიწყო. საკუთარი მოსწავლეების რამდენიმე პოსტიც შეხვდა, მერე ერთ-ერთის სთორის დააკვირდა.სკოლის ღია სტადიონზე იყო გადაღებული ბავშვები ყვიროდნენ, უსტვენდნენ და ტაშს უკრავდნენ, სპორტულად გამოწყობილ ბავშვებს შორის ერთი კლასიკურ შარვლიანი ქალიც რომ შენიშნა ჩაეღიმა, ამჯერად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოეშორებინა მელიქიშვილს და ისე დასდევდა ფეხბურთის ბურთს. აშკარად უნიჭო სპორტსმენი იყო, თუმცა ბავშვები ძალიან გახარებული ჩანდნენ მასთან თამაშით. ბურთი შემთხვევით რომ შეუვარდა კარში ისეთი სიხარული აღეწერა სახეზე, ხტუნვა რომც არ დაეწყო მაინც მიხვდებოდით თავადაც თინეიჯერის ჭკუა ჰქონდა.ჩაეცინა და ამჯერად ფსიქოლოგის პირად გვერდზე გადავიდა. პრიფილი სავსე იყო მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტოებით, სხვადასხვა კურორტებზე გადამხდარი ისტორიების ფოტო არქივით, თუმცა პირადი ფოტოები მცირე რაოდენობით იყო. ის იყო პროფილიდან გამოსვლას აპირებდა ლურჯ ღილაკზე ხელი რომ დაეჭირა და უეცრად გახდა ელეონორა მელიქიშვილის ერთ-ერთი გამომწერი. თავბედი იწყევლა მის გვერდზე გადასვლისთვის, ტელეფონის ხელში აღებისა და ინსტაგრამის აპლიკაციაზე თითის დაჭერისთვის და საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, თავის დროზე არ უნდა გამეხსნა სოციალური ქსელებიო.მიხვდა თვითგვემა ვერაფერს უშველიდა, დიდი ალბათობით უკვე ნანახიც კი ჰქონდა ქალბატონ ფსიქოლოგს და ახლა გაუქმება სრული სისულელე იქნებოდა.ბოლოს ტელეფონი გადადო და უბრალოდ განტვირთვა გადაწყვიტა. დალევა უნდოდა მაგრამ დამიანეს არყოფნის გამო თავი შეიკავა, არ უნდოდა დათასთან ნასვამი ყოფილიყო.

.......

ტელეფონის შეტყობინება რომ მოუვიდა, არ გაუგია. მუსიკა ჰქონდა ხმამაღლა ჩართული და საჯდომის ქნევით ამზადებდა კერძს. გემრიელად ივახშმა, იბანავა, პროცედურები ჩაიტარა და მერე წიგნს დასწვდა წასაკითხად. უკვე ზედმეტად გაეწელა პროცესი და ნერვები ეშლებოდა. ხანდახან საკუთარ თავს დასცინოდა ფსიქოლოგი ქალი ხარ და წიგნის დროულად დაუსრულებლობა როგორ მოქმედებს შენს ნერვებზეო, მაგრამ ასეთი იყო. ყველაფერი მის ემკციებზე მოქმედებდა, თუმცა სამსახურეობრივი მკვალეობის შესრულებისას ასეთი ნამდვილად არ იყო. სრულიად მშვიდად უსმენდა, კითხვებს სვამდა და აგრძნობინებდა რომ მათი ესმოდა. საბოლოოდ როგორც იქნა დაასრულა კითხვა და ახლა თავისიანებთან დარეკვას აპირებდა. მობილური რომ აიღო გული შეუქანდა, უცნაურად ჩაეღიმა და მალევე ჩააქრო ეკრანი. შუაღამე იყო და არ უნდოდა ახლა დაებრუნებინა პასუხი. მერე საკუთარ თავზე გაბრაზდა, რა სისულელეებს ფიქრობო, სოციალურ ქსელში გამოწერა საერთოდ არაფერს ნიშნავდა, ამიტომ მარტივად დააჭირა ლურჯ ღილაკს და აპლიკაცია გამორთო. მაშინვე დედას დაურეკა ყურადღება რომ გადაეტანა, თორემ იცოდა აუცილებად აბაშიძეზე იფიქრებდა და ეს ნამდვილად არ სურდა.

-რას შვები დე?-გაეკრიჭა მაგიდასთან მოკალათებულ ქალს-როგორ ხარ?

-კარგად, შენ როგორ ხარ დე? როგორი დღე გქონდა?

-კარგი, ვიმუხტები ბავშვებთან ურთიერთობით! აუ იცი რიგორ გაუხარდათ მათი დამრიგებელი რომ ვიქნები ცოტახნით?

-რა კარგია, ასეთი ურთიერთობა რომ გაქვთ!

-გული მწყდება ამ ეტაპის დასრულებაც რომ მომიწევს!-სევდიანად გაიღიმა.

-ნეტა დარჩებოდე დედა მანდ!

-ფსიქოლოგი ვარ მე ეკუშ, დადგება მომენტი რო ყველაფერს ერთად ვეღარ დავაბალანსებ! თერაპიებს და ფსიქიატრიულს ვერ შეველევი, თან მაგ დროს საკმარისი პრაქტიკა მექნება და სკოლის დათმობას უნდა შევეგუო!

-ეს ფსიქიატრიული კიდევ არ შემიძლია რაა!-უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა ქალმა.

-მეზობელი ალისა ხარ დედაა?-გაეცინა, როცა გაახსენდა ქალის რეაქცია, როცა უთხრა ფსიქილოგიაზე ვსწავლობო."გიჟებს უნდა უსმინო ბებოოო?"-მამიკო როგორაა!

-კარგადაა როგორ იქნება! თამაშობს ჩემ ნერვებზე და ერთობა!

-რატო არ მენახება?

-არაა სახლში...

-ოფ, ამჯერად რას აღნიშნავენ?

-ვიცი? საერთოდ არ სჭირდებათ მაგათ მიზეზი!

-ნუ ბუზღუნებ დეე! მოვა დაიძინებს!

-და მე უნდა ვუსმინო ამის ხვრინვას!...კარგ ჭკუაზე ხარ დედა! არ გათხოვდე ადრე, მე რო გავეკიდე ამას რა ხეირი?

-მეე დე!

-ჩემი გოგო!

-კაი დე! დავიძინებ ახლა, თორე მელოდებიან ხვალ ჩემი ბარტყები!-დაემშვიდობა, და მართლაც მალევე დაიძინა. იმდენად იყო გადაღლილი ზედმეტი წვალება ნამდვილად არ დასჭირვებია.

****

მთელი ღამე სამსახურში გაატარა და დილით უკვე ნამდვილად არ იყო იმ ხასიათზე ვინმესთან ტკბილი ან უბრალო დიალოგი რომ გაება, მაგრამ სხვა გზას არ უტოვებდნენ. დაცვის უფროსი ყველაფრის ბოლომდე გამოკითხვას ცდილობდა და დამიანეს სიტყვაძუნწობაზე თავადაც არანაკლებ ბრაზდებოდა.

-ამოთქვამ ბოლოსდაბოლოს ნორმალურად?

-რა უნდა ამოვთქვა გამეგებინე, ვდარაჯობდი მთელი ღამე ამ ლაწირაკებს, ზედმეტი რომ არ დაელიათ და ერთმანეთი არ დაეხოცათ!-კბილებს შორის გამოსცრა აბაშიძემ-ესენი საკუთარ მშობლებზე უარესები არიან იცი? გადაწვავდნენ მალე სახლს ალბათ! ან რა გგონია ძაან სასიამოვნოა გამო**ევებული მთვრალი და პარალელურად ლენჩი ადამიანების ყურება?

-მოკეტავ თუ უნდა გააგონო ყველას?

-შეიძლება წავიდე? სამწუხაროდ მე მძღოლი არ მემსახურება და სახლამდე ისე უნდა მივაღწიო ავარიაც რომ არ მომივიდეს!-ყელზე მიჭერილი ჰალსტუჰი მოიხსნა და პერანგის ღილების გახსნა დაიწყო. მერე მანქანაში მოთავსებულ შავ მაისურს დასწვდა და იქვე გადაიცვა. მზერა იგრძნო თუმცა ყურადღება არ გაუმახვილებია, კარგად იცოდა ვისაც ეკუთვნოდა. მანქანაში ჩაჯდა თუ არა იქვე მდგარ ერთ-ერთ დამხმარე გოგონას თვალი ჩაუკრა და ისე გაიყავანა მანქანა ეზოდან სახლამდე მიაღწევდა თუ არა უკვე აღარავინ იცოდა. მთელი დღე ეძინა და გაღვიძება რომ ეღირსა უკვე საღამო იყო. ეზიზღებოდა ამდენად რომ ირევდა ძილის რეჟიმს მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა.

მისაღებში გასულმა სათამაშოებით გართულ დათას თვალი მოატანა, თავზე მოწყვეტით აკოცა და აივანზე გამაგრებული ტყუპისკენ წავიდა.

-ნუ ეწევი მაგ შხამს , რამდენჯერ გითხრა!-თითებს შორის მოქცეული სიგარეტი გამოგლიჯა დემეტრეს და საფერფლეში მოისროლა.

-მშველის!

-გშველის და ინგრევ ჯანმრთელობას! საერთოდ არ გჭირდებოდა შველა მოწევა რო დაიწყე! მე მაინც ნუ მაბოლებ!-მოაჯირებს დაეყრდნო და ეზოს მოავლო თვალი. უკვე გვარიანად იყო დამთბარი და ბავშვები ეზოში გამოფენილიყვნენ, მიუხედავად იმისა რომ საღამო იყო ინატრა ნეტა დათაც მათთან ერთად იყოსო, მაგრამ პატარა აბაშიძე სოციალური ნამდვილად არ გახლდათ.

-საავადმყოფოში გავიარე დღეს!

-როგორაა?

-დიმა ვეგონე!

-გავივლი მეც ამ დღეებში, გაუხარდება!

-ვერ გაიგებს დამიანე!-თავი უიმედოდ გაიქნია- ვერ გვცნობს მეთქი არ მისმენ?

-დიმას ნახვა გაუხარდება! დათასაც წავიყვან!-ოთახის მიმართულებით გაიხედა.

-მეც ვაპირებდი, მაგრამ თავი გაიგიჟა, ორი საათი მოთქვამდა და არაფრით ჩაიცვა!

-რა სჭირს ამ ბავშვს მაინც ვერ ვიგებ!....-დემეტრეს ტელეფონის ხმაზე სახე დამანჭა-დროულად!

-ვპასუხობ!....გისმენ! გვაქვს! ეგეც! ეგეც! არ უნდა, ამოვუტანე დღეს! შოკოლადებიც ვუყიდე! აი მაგას მოუტან და იცი სადაც გაგიკეთებ! ნუ...ნუ მეჭორავები და ამოაღწიე, აუცილებლად საჩუქრებით უნდა იარო შე.... გამითიშა! აი იმ ჟირაფს ამოიტანს და ნაკუწ-ნაკუწ ვაჭმევ!

-რამდენი ჟირაფი უნდა მოუტანოს მაგან კიდე! გაივსო სახლი!

-ბიუჯეტი ვერ უქაჩავს თორე ნამდვილს ამიყუდებდა სახლში!

-თუ გამიკვირდეს!-მალევე გაისმა კაკუნი და ოთხი ბიჭი ჯარისკაცებივით შემოლაგდა სახლში. დათას თავზე აკოცეს და სავარძლებსა და დივანზე გადანაწილდნენ.

-ნახე რა მაქ დათუჩ!-ლადომ ხელში კიდევ ერთი, ამჯერად პაწაწუნა ჟირაფი, რომ აათამაშა პატარა აბაშიძე მაშინვე მასთან გაჩნდა და მუხლებზე ააცოცდა. მანაც მონდომებით დაუკოცნა ლოყები და თამაში დაიწყო.

-დათასთან მოდის ეს!-თავი სიცილით გაიქნია სანდრომ.

-აბა შენ რა გგონია, ესენი ენატრება? ესენი რანაირად უნდა მოგენატროს! შეხედე რანაირები არიან!-წამსვე აჰყვა გუგაც.

-რანაირად იყურებით ! თქვენივე სახლში მოსულს ხო არ მოგვკლავთ?-”შეეშინდა” ოთოს.

-დაგასაჭურისებ! შენთვის მაგაზე დიდი სასჯელი არ არსებობს!-თვალები აატრიალა დემეტრემ და ისიც ძალაგამოცლილი მიესვენა სავარძელს.

-ეს პარკები გაჭამო იოსელიანი?-სანდროს თვალები დაუბრიალა დამიანემ.

-ზუსტად მაგიტომ მოვიტანე სხვათაშორის! მშია და მწყურია!-ყელზე თითი მიირტყა და ყველასთვის ნაცნობი გზით აჩვენა, რომ წვენი ნამდვილად არ სურდა.

-ოოო, მეც მწყურია!-წამსვე წამოყო თავი გაბუნიამ.

-სიგარეტის ყიდვა დამავიწყდა!-ჯიბეები მოიქექა ოთომ-არ გაქ ?-დემეტრეს მავედრებელი მზერით გახედა.

-დაგაკლავ შეფუთვაზე!- ისე დაემუქრა გიგაური ბავშვთან თამაშიც არ შეუწყვიტავს.

-ეს სპორტსემნი ხალხი არ ძალმიძს!

-შენა და, დიდხანს იფიქრე მაგ სიტყვაზე?-ირონიულად გადმოხედა გუგამ.

-როდემდე უნდა დამცინოდე?

-სანამ ცოცხალი ვარ!-უკვე ყველა ერთად საქმიანობდა და ბოლოს მისაღებში ზოგი სავარძელზე იჯდა, ზოგი დივანზე, გიგაური პირდაპირ იატაკზე გაიშხლართა და ისე შეექცეოდა ლუდს, მერე ღვინოს, მერე კიდევ ვინ იცის რა სახის სასმელებს.

-აი რას მასმევთ, არ შემიძლია რა!

-ხო ოთო, შენ უფრო წითელი ღვინო და რომანწიკა, გვაპატიე!-თვალები აატრიალა გუგამ.

-ენას ამოგაცლი, ჩუმად!- თვალები დაქაჩა ოთომ და ახარხარებული ძმაკაცის დანახვაზე სახე დამანჭა-გუგა, კაი...გურაამ!

-რა ხდება?

-იმ ბოტასებს გაჩუქებ!- არ ნებდებოდა ოთო.

-რად გინდა ამის ბოტასები, მოყევი!-ხელი ააქნია ლადომ.

-იმ დღეს, გვიან გამოვედი სამსახურიდან, ასე ათისკენ რა, ხოდა ამასთან მქონდა რაღაც მისატანი. კარზე სამასჯერ რომ დავაკაკუნე და არ გამიღო, თავიდან ვიფიქრე არ არის სახლშითქო..

-კაი ბიჭო რა იყო?!

-გაჩუმდი შენ! მერე ხმა გავიგე რაღაცის, თან ვფიქრობ, განისვენა და დაგვასვენა, თან ვფიქრობ, ვინმე არ ყავდეს და არ შევუვარდე...-წინასწარ იცინოდა დარსელაძე-ბოლოს მაინც შევედი...გავუყევი გზას, საშინელი ჩახუთულობაა, სანთლები ანთია და ვანილის სუნით ყარს იქაურობა. გამოვშტერდი! ზის, აცვია ეს თეთრი მაიკა, შეხედავ ვიდზე ციხის კამერაში “გლავნი” ტიპები რო იჩითებიან..

-ქართულად მესაუბრე!

-სუ მეთქი, ამ სიტუაციას უხდებოდა...მერე სახეს შევხედე, რაღაცა ფუმფულა აბადოკი უკეთია, ცხვირზე და ლოყებზე რაღაც შავი კრემი-უკვე ყველა იცინოდა- გულმა კინაღამ დამარტყა...ხელში ჭითელი ღვინო და რას უყურებს?

-კაი რა, არ მიმიქარავს ეგრე შენთან!

-სუ...-სულს ვერ ითქვამდა გუგა.

-რას უყურებდა ასეთს!

-შრეკს!-უკვე ორად იყო გაკეცილი-წარმოიდგინეთ, კაცი ნათლიაზე და გაქცევაზეა გაზრდილი, ტონი მონტანას ეთაყვანება და ტავი სალვატორე ჯულიანო ჰგონია, ზის და შრეკს უყურებს! თან ღვინოს წრუპავს!

-ფუ აი შპიონი ხარ, რაზე გელაპარაკო!

-კაი ბიჭო, რა მოხდა მერე?-ხმა ჩაიწმინდა დემეტრემ- ვის არ უყურებია, აგერ დათის მადაგასკარი უყვარს, რა უჭირს?

-თუ გაპატიო, აბაშიძე აი!

-კაი ნუ ნერვიულობ, ჩემო შრეკის ვირო!

-ფუ, აი ფუ! ერ გიტანთ!-უკვე თვითონაც ეპარებოდა ღიმილი.

-ხვალ ყველას მაგრად და...-გაიაზრა ბავშვიც რომ უსმენდა და მაშინვე გაჩერდა.

-მე ვისვენებ!-თავი უკან გადაწია დამიანემ და ჭერს გაუსწორა მზერა.

-პირველი გაკვეთილი მაქ!

-მე ვვარჯიშობ!

-ისე ოთო, დარბაზში კაი გოგოები არიან?

-აი შეენ, არავის არ მოეწონები!-ისეთი ხმით უთხრა ყველას სიცილი აუტყდა.

-რას დამიწუნებენ ნეტა?!-ხელი უდარდელად ჩაიქნია გუგამ.

-ფიგურას!-როგორც ყოველთვის გუგასთან კინკლაობას არ წყვეტდა.

-აღარ მორჩებით?-თქვა თუ არა მაშინვე დარეკა იოსელიანის ტელეფონმა-გისმენ თათ!...მალე მოვალ! რა წამოგიღო? შოკოლადის ტორტი გინდა?..კაი მიდი დაფიქრდი და აღარ იტირო კაი?..ვსო აი გზაში ვარ!

-ხო მშვიდობაა სანდრიკ?

-კი, რაღაც ფილმს უყურა და იტირა! წავალ რამე ტკბილეულს წავუღებ,თორე მაგის ამბავი რომ ვიცი, ჩამიხრჩობს ბავშვს ცრემლებში ვიღაც მსახიობის გამო!

-მოიცა მეც მოვდივარ! გავახალისებ ცოტა ჩემ ნათლულს!-მაშინვე წამოდგა ლადოც და დატოვეს სრულიად მარტოხელა ოთხი კაცი, რომელთა უმეტესობას ხვალ ისევ სამსახური იხმობდა.



№1 სტუმარი სტუმარი ცუცა

ძალიან საინტერესო დასაწყისია, მოსტიური და დამაინტრიგებელი. ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ მომეწონა ძმების ხასიათი. რანაირად შეუვალია დამიანე და სერიოზული დემეტრე. რაღაცნაირად ადამიანური ისტორიის დასაწყისად მომეჩვენა ყოველივე.
ელეონორამაც ძალიან დამაინტერესა, თითქოს ჩვეულებრივი გოგოა, თუმცა იმედი მაქვს გაგვაოცებს მისი პერსონაჟი.
მელანო მეჩვენა რაღაც არაამქვეყნიურად. თავიდანვე რომ გამოანათა თავისი სილამაზით და დახვეწილობით და მოხიბლა ეს ოპერა-ბალეტის მოძულე კაცი.
ინტრიგაში ვარ, ვინაა ეს დიმა? ან ვინ ეძახის ფსიქიატრიულიდან ყოველ ღამე?
წარმატებები, იმედი მაქვს გაგრძელდება და თანაც საინტერესოდ!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent