სიმართლის ტრიუმფი. თავი 6.
-მინდა სულ ოდნავ ღრმად ჩავიხედოთ საკუთარ სულში, მაგრამ ვიცი, რომ ცოდვათა მორევი რაც ჩემს სულშია შემაძრწუნებს, თუმცა რაც დრო გადის ვაცნობიერებ ჩემს მიერ დაშვებულ შეცდომას, დიდ შეცდომას და დღეს უფრო დავრწმუნდი რომ ასე არასწორად და არა კაცურად რატომ მოვიქეცი. ღამე არ დამეძინა, მის თვალებს ვხედავდი, თვალებს რომელშიდაც უზარმაზარი შიში დავინახე. -მას შეხვდი? -ეშინია, მას ჩემი ეშინია ილია. -თუ შეგამჩნია იქ მისული, როგორ ფიქრობ ისევ გაქვს იმედი რომ შეგხვდება და ისევ ნახავ? -არ ვიცი, არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ ეს თვეები მხოლოდ მასზე ვფიქრობ და მიჭირს ჩემს თავსაც რომ გაუმხილო სიმართლე. -არ უნდა დაგეტოვა მარტო და ეს შეცდომა თავს ყოველთვის შეგახსენებს. -ამიტომ ვერ გავბედე მასთან ახლოს მისვლა, მე ხომ მის თვალში ერთი მატყუარა ვარ, რომ მე ის უბრალო გოგო გამოვიყენე და მივატოვე. -გოგიტა შეგიყვარდა, ის ხომ ბავშვია შენთან შედარებით. -ბავშვია, მაგრამ ილია ის ჩემი ბავშვია. -გოგიტა დილიდან დაგეძებ, ტელეფონი სად გაქვს. -რა მოხდა ხვიჩა ფერი არ გაქვს, უნდა ვინერვიულო? -პრობლემა გვაქვს. -თქვი რა მოხდა, რა სახე გაქვს ადამიანო. გაბრაზდა გოგიტა და ხვიჩას თვალს არ აშორებდა. -პოლიციამ ჩვენს ქოხს მიაგნო და ის გვამიც იპოვეს რამდენიმე დღის წინ რომ დავმარხეთ სახლის უკანა ეზოში. -რას ამბობ, დაცვა სად იყო. -ყველა აიყვანეს ვინც იქ იყო. -ქვემოთაც ჩავიდნენ? -ყველაფერი გადაჩხრიკეს. გაბრაზდა გოგიტა და ილიასაც არ ჰქონდა კარგი ფერი. -გაიგებენ აგარაკი ვის სახელზე არის, ილია რა გავაკეთოთ. -მე რა გავაკეთო, რას მეტყვი. -წადი და რამოდენიმე დღე არ გამოჩნდე, თავად დაგიკავშირდები. ხვიჩა წავიდა და გოგიტამ ტელეფონი აიღო. -მომისმინე, გაიგებდი რაც მოხდა აგარაკზე ხვიჩამ მითხრა და ამ პატარამ ყველაფერი იცის და არ ვიცი რას გააკეთებ, მაგრამ უნდა ჩამოიშორო. -როგორ ჩამოვიშორო, გოგიტა ის ხომ ძალიან პატარაა. -მოაწყვე ისე რომ უბედური შემთხვევა ეგონოს ყველას. -სად ხარ ტელევიზორი ჩართე შენთვის საინტერესო თემაზე საუბრობენ, დაგაინტერესდება. გოგიტამ ილიას შეხედა და ტელევიზორი ჩართო, გაოცებული უყურებდა აგარაკს სადაც პოლიციამ ათამდე ნარკომანი აიყვანა, ასევე უამრავი იარაღიც და ყველაზე მთავარი გვამის აღმოჩენა იყო ვისი ვინაობაც ჯერ დაუდგენელია. -,,ნაპოვნია მამაკაცის გვამი, მიმდინარეობს გამოძიება და ექსპერტიზის პასუხის შემდეგ იქნება ცნობილი ვინ არის გარდაცვლილი''. -იპოვეს, იპოვეს ილია და შენს გამო მოხდა ეს ყველაფერი, ახლა პოლიცია მოსვენებას არ მოგვცემს. -მე მოვკალი, მაგრამ არ ვნანობ.... -გაჩუმდი და უკეთესია თუ საერთოდ არაფერს იტყვი. გოგიტა გაბრაზებული უყურებდა ილიას და ილიამ მიხვდა, რომ უნდა წასულიყო რადგან თავს უკვე ზედმეტად გრძნობდა.რამდენიმე დღე სამსახურშიც არ წასულა კითხულობდა გაზეთებს და უყურებდა ყველა საინფორმაციო გადაცემას, ერთ საღამოს მშვიდად ვაშმობდა, რომ ტელევიზორში გადაცემა შეწყდა და საინფორმაციო არხი ჩაირთო. -,,მკვლელობა რომელსაც გამოძიება იძიებს დღემდე ბურუსით არის მოცული, დადგინდა გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა, გარდაცვლილი 38 წლის ნიკოლოზ საჯაია არის''. ნათიას თეფში ხელიდან გაუვარდა, სხვა არაფერი გაუგონია და გულწასული დაეცა, ილია ნათიასთან მივიდა, მაგრამ გაუჭირდა მისი გონზე მოყვანა და სასწრაფოს დაურეკა. -როგორ არის ექიმო... -მის მდგომარეობაში გულის წასვლები, ღებინება დაშვებულია, მაგრამ უმჯობესია მისმა ექიმმა ნახოს. -გასაგებია, მადლობა ექიმო. ნათია იწვა და ჭერს უყურებდა, თვალებიდან ცრემლი სდიოდა ხელი კი მუცელზე დაედო. ილიამ ექიმი გააცილა და ნათიას მიუბრუნდა. -როგორ ხარ, ძალიან შემაშინე. ნათიამ ილიას შეხედა და ილიამ მის გამოხედვაში უზარმაზარი ზიზღი დაინახა. -მკვლელი ხარ, შენ მოუკალი ჩემს შვილს მამა. მკვლელებო, შენ და შენი ვირთხა მეგობარი ორივე მკვლელები ხართ. -რას ამბობ, სულ გააფრინე. მიღალატე, სხვა მამაკაცს დაუწექი და არც კი ფიქრობ გულს როგორ მტკენ შენი სიტყვებით. -7 წელია მღალატობ, 7 წელია ტყუილში მაცხოვრებ და კიდევ გგონია რომ ბედნიერი ვიყავი შენთან ერთად ამ სახლში? ერთი დღეც არ ვყოფილვარ ბედნიერი, დამცირებას ვიღებდი ყოველდღე შენგან, დამცინოდი საყვარლებთან თუ როგორი უნიათო ქალი ვიყავი შვილი ვერ გაგიჩინე,მამა ვერ გაგხადე. საერთოდ არ მიცნობდი და არც იცოდი რა მინდოდა შენგან, რას გთხოვდი სიყვარული და სითბო მინდოდა და შენ, სხვას ჩუქნიდი სიყვარულსაც და სითბოსაც.მშვიდად იყავი, რადგან დიდ უზარმაზარ სახლში ვცხოვრობდი და ესეც საკმარისზე ზედმეტი იყო შენგან ჩემთვის..... -დაწყნარდი, დამშვიდდი, ბავშვზე ცუდად იმოქმედებს შენი ნერვიულობა. -არ გაგშორდები ილია და იყოს ისე როგორც შენ გინდა, მაგრამ შენ ჩემთვის აღარ არსებობ. -ეს როგორ...... -ჩვენ ერთ სახლში ვიქნებით, მაგრამ ცოლი და ქმარი აღარასოდეს ვიქნებით. -ძვირფასო მომისმინე...... -თუ გინდა შენი სიბინძურე საიდუმლოდ დარჩეს, მაგრამ არ ვიცი ეს როდემდე დარჩება საიდუმლოდ ყველაფერს გააკეთებ ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. ერთი შეცდომა, ერთი ხმამაღალი ხმა და ყველაფერს ვიტყვი, განზრახ მვლელობისთვის კი შესაძლებელია უვადო პატიმრობაც კი შეგიფარდოს მოსამართლემ. ნიკოლოზი არ იყო მარტო, მისი სამეგობრო ფეხზე დადგა და მკვლელს ეძებდა, უნდოდათ პოლიციაზე ადრე ეპოვათ რომ თავად გასწოებოდა მეგობრის მკვლელს. სინანული გულის და სულის წვაა, იდგა და ხელში ეჭირა ნიკოლოზის პერანგი, თვალებში კი ცრემლები ჰქონდა. ყველა ნივთს შეეხო, საწოლს შეხედა და რამდენიმე წუთით საწოლზე დაწვა თვალები დახუჭა და გაირინდა. -შეგიყვარდა, სათნო და ერთგული იყავი. საწოლიდან წამოდგა ტელეფონი აიღო და დარეკა. -უნდა შევხვდეთ სალაპარაკო გვაქვს. -სად და როდის. -ჩვენს ძველ ადგილზე დაგელოდები ან დამელოდე. თმა გათეთრებული და უკვე ასაკში შესული მამაკაცი იდგა და ელოდა, მანქანა გაჩერდა და ღიმილით ხელებგაშლილი შეხვდა ძველ მეგობარს მასთან შედარებით უფრო ახალგაზრდა მამაკაცს. -20 წელი გავიდა ანრი მეგობარო რაც ერთმანეთს არ შევხვედრივართ და სიმართლე გითხრა გამიკვირდა შენი ზარი. -თუ ჩემი ზარი ისევ ჩემი სახელით შემოვიდა შენს ტელეფონში, გამოდის რომ ისევ გახსოვარ და ისევ მეგობრად მთვლი. -წლები გავიდა ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, მაგრამ სულ მახსოვხარ. -უნდა დამეხმარო გოჩა. -რა მოხდა, შეგხედე თუ არა მივხვდი რომ რაღაც მოხდა, გისმენ მეგობარო. -ნიკოლოზი, ჩემი ნიკოლოზი მომიკლეს. -რას ამბობ, ნიკუშა მოკლეს? ანრიმ თვალებში ჩახედა მეგობარს და რაოდენ დიდი იყო მის თვალებში გაოცება. -ეს დღეები ტელევიზია და ყველა საინფორმაციო გადაცემა მკვლელობაზე ლაპარაკობს და ის მოკლული ჩემი ნიკოლოზია, ჩემი ნიკუშა. გოჩა უნდა მაპოვნინო ნიკუშას მკვლელი, პოლიცია სანამ იპოვის მე უნდა ვიპოვო და ამას შენს გარდა ვერავის ვეტყვი. ჩარიე ვინც გინდა, მაგრამ თუ ფიქრობ რომ თანხა არის საჭირო, თანხა არის ეს არ მიჭირს შენც კარგად იცი. -ანრი თანხაზე ჩვენს შოროს საუბარი არ გაბედო, მაგრამ დრო არის საჭირო. -დრო გაქვს და ვიცი რომ შენებური გზებით შეძლებ ჩემს დახმარებას, არ დამვიწყებია რა დაუნდობელი და საშიში გიჟი ხარ. -მომიყევი რა მოხდა, ყველაფერი მინდა ვიცოდე. -ქალი იყო მის ცხოვრებაში..... -დაქორწინებული ქალი..... -მართალი ხარ, ქალი დაქორწინებულია და მკვლელიც მისი ქმარია, მაგრამ არის კიდევ ერთი მამაკაცი. -ვინ და რატომ ან მესამეს რა უნდოდა მათ შორის, ნუთუ ორს ერთი ქალი უყვარდა? -არა, არა იმ მესამეს შენც იცნობ. მან ნიკუშა სასტიკად სცემა და ახლა მკვლელს აფარებს ხელს, გოჩა ქალს არავინ შეეხება..... -ქალს არ ვეხები, ანრი ვინ არის ის სახელი, გვარი და მისამართი, მაგრამ რატომ არ გინდა ქალს შევეხოთ. -ერთადერთი მყავდა ნიკუშა და ერთადერთი შვილი დამიტოვა რომ გავზარდო, ქალი ორსულად არის და ის ჩემი ერთადერთი მემკვიდრეა. მარტო ეს არა, უნდა უთვალთვალოთ და უნდა ვიცოდე მისი პირადი ექიმი, მისი ყველა ვიზიტზე მეც მასთან ერთად უნდა ვიყო. -ქალს უყვარდა და ეს იმით მტკიცდება, რომ მზად არის ნიკუშას შვილი გააჩინოს. -ქვეყნიდან არ უნდა გავიდეს, ვერ დავკარგავ მას გოჩა. -ყველაფერი გასაგებია, მექნება თუ არა ინფორმაცია დაგირეკავ. რამოდენიმე დღე უთვალთვალებდნენ ნათიას გოჩას დავალებით, მაგრამ ნათია სახლში ჩაიკეტა და ერთ დღესაც ინტერნეტის საშუალებით გაიგო სად დაასაფლავეს ნიკოლოზი და წასასვლელად მოემზადა. -სად მიდიხარ, ასეთ მდგომარეობაში სად გინდა წასვლა გული მიგდის ყოველ ნახევარ საათში. -სად მივდივარ გაინტერესებს? -რა თქმა უნდა მაინტერესებს სად მიდიხარ ასეთ დროს, მეც გამოგყვები სადაცაა დაღამდება. -ჩემი შვილის მამის საფლავზე მივდივარ ილია. -ვერ წახვალ და დაიმახსოვრე ეს ჩემი შვილია და არა იმ....... -არ გაბედო მასზე ცუდი სიტყვის თქმა. -ვერ წახვალ ნათია. -ვფიქრობ მახსოვრობასთან პრობლემები გაქვს და ისევ მომიწევს შეგახსენო, იმ ადამიანის საფლავზე მივდივარ ვინც შენ მოკალი და გზა დამითმე უნდა გავიდე. -ეს ყოველ დღე უნდა შემახსენო? -როცა მეხსიერება გღალატობს შეხსენებაა საჭირო სად რა გააკეთე და რატომ, რამდენიმე საათი დაგტოვებ და შენ დაფიქრდი იქნებ მარტო რომ იქნები იტირო კიდეც თუ გული გაქვს ან სინანულის გამო მაინ ნუ შეიკავებ ცრემლს, იტირე ილია სანამ ეს შესაძლებელია. იქნებ გგონია ცრემლი სისუსტის ნიშანია და გეტყვი, რომ ძალიან სცდები და იტირე რომ გულმა შვება იგრძნოს.ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი რომ იტიროს, რომ ცრემლით უთხრა უფალს ნანობ იქნებ გაპატიოს და შეგინდოს შენი ცოდვები. ნათიამ ზიზღით შეხედა ილიას და წავიდა, მიდიოდა ნელი და გაწონასწორებული ნაბიჯით და ერთ საფლავთან გაჩერდა სადაც ყვავილები ჯერ კიდევ ცოცხლად იწვნენ მიწაზე. აკანკალდა, ხელით ხეს მიეყრდნო და ცრემლს გზა მისცა, შემდეგ ნელა ნელა მივიდა საფლავთან და ჩურულით უთხრა. -რამდენი კვირა გავიდა და მე ისევ შენზე ვფიქრობ, ვფიქრობ რომ დაბრუნდები, მაგრამ რომ გავიაზრებ ვეღარასოდეს გნახავ გული მტკივა. უშენოდ დრო გაჩერდა და მონატრება გაუსაძლისი გახდა, ისევ ისე გელოდები გულ ანთებული, ისევ ისე ძლიერ მიყვარხარ ნიკოლოზ. იქვე დიდი ქვა იყო და ცივ ქვაზე ჩამოჯდა, ამობურცულ მიწას თვალი გადაავლო და ცრემლი მოიწმინდა. -შენზე ფიქრში ღამე იცრიცება, ვხედავ წყვდიადი როგორ მიიპარება დამნაშავესავით და უსასრულოდ შავ ცას სითეთრე ერევა. სიცოცხლე გრძელდება და ყველა თავის გზით მიდის, მაგრამ გზაც გაწყდა შენგან ჩემამდე მოსასვლელი. უკვე მერამდენე დილაა შენს ზარს რომ არ გაუღვიძებივარ და არ გითქვამს ,, ჩემო ძილისგუდა გაიღვიძე მე უკვე ვმუშაობ''. შენს გაცნობამდე შეგუებული ვიყავი უსიყვარულოდ ცხოვრებას, მაგრამ შენ გამოჩნდი და შეცვალე ჩემი ცხოვრება, ჩემი ცხოვრების ყველა წუთი და წამი სიკვდილის ბოლომდე შენზე ვიფიქრებ, შენ ხომ დიდი სიხარული დამიტოვე, ჩვენი სიხარული. დღეს გავბედე შენამდე მოსვლა, ამიერიდან ძლიერი ვიქნები ჩვენი შვილის გამო რომ ჯამრთელი დაიბადოს. არ ვიცოდი სად მეძებნე და გზამ თავად მომიყვანა შენამდე, მოვედი აქ ვარ და სიყვარულის ფერი გაქრა, აქ ყველაფერი მუქია, მაგრამ აქ შენ ხარ და გაბედულად მოვედი ამ მუქ ფერებში. მოვედი რომ მეთქვა როგორ დღითი დღე იზრდება ჩვენი შვილი, არ შემეკითხო სქესი რადგან არ ვიცი ვინ მოევლინება სამყაროს, მაგრამ ვინც დაიბადება ჩვენს სიყვარულზე მოუყვები, გაიგებს რომ სიყვარულის გამო მოგკლეს ნიკოლოზ. ფეხის ხმა გაიგონა და შეშინებული წამოხტა ფეხზე. -არ შეგეშინდეს შვილო..... -ვინ ხართ, აქ რატომ ხართ. ტირილისაგან შეცვლილი ხმით კითხა მის წინ მდგარ გათეთრებულ მამაკაცს. -აქ ჩემი ახლობელი ადამიანი წევს შვილო, მაგრამ შენ ვინ ხარ, ასაკში ვარ და მახსოვრობა მღალატობს. -მე, მე, მე, ნიკას მეგობარი ვარ, ძალიან ახლო მეგობარი. -უკვე საათზე მეტია აქ ხარ და შენს მდგომარეობაში აქ ცივ ქვაზე ჯდომა საზიანოა, თუ მენდობი მინდა დაგელაპრაკო და სადმე ჩამოვსხდეთ. -მე,........ -არ მინდა გამირბოდე შვილო. -არ გაგირბივართ, უბრალოდ..... -არ მენდობი უცხო ვარ, მაგრამ რომ იცოდე როგორი ახლობელი ვარ შენი და მანდ რომ გიზის პატარა მოთმინებით. ნათიამ მუცელზე ხელი დაიდო და გაეღიმა, შემდეგ კი გაღიმებულმა შეხედა მოხუცს და უთხრა. -მართლა? -წამოდი რამე მივირთვათ და ვისაუბროთ. ანრიმ ხელი გაუწია ნათიას და სასაფლაოს ეზოდან გაიყვანა, შემდეგ შეხედა და უთხრა. -სად წავიდეთ, რა გინდა რომ მიირთვა, რას გთხოვს გული. -მე ვინც მინდა შეუძლებელია ის დაბრუნდეს, მაგრამ რა მინდა მართლა არ ვიცი. -მაშინ მენდე და ერთ ადგილზე წაგიყვან. ანრიმ ნათია ერთ პატარა და უბრალო ლამაზდ მოწყობილ ბარში შეიყვანა, მაგიდასთან დასვა და თავადაც მის წინ მოკალათდა. -აბა მითხარი როგორ ხარ, რას მიირთმევთ დედა შვილი და როგორ არის ჩემი შვილიშვილი. ნათიამ შეშინებულმა შეხედა მოხუცს, მაგრამ მის თვალებში სითბო, სიყვარული და ერთგულება დაინახა. -რატომ შეგეშინდა შვილო, ნიკამ სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მითხრა რომ ძალიან იყო შეყვარებული ერთ ქალზე, მაგრამ ვერ მოასწრო რომ ჩემამდე მოეყვანე. -ნიკა თქვენ გგავდა. -რით მამსგავსებ ნიკას. -თვალებით, მასაც თქვენნაირი თვალები ჰქონდა და თქვენსავით სიყვარული ჰქონდა თვალებში, ის თვალებით ბედნიერებას ასხივებდა. -მართალი ხარ, ჩვენ ვგავდით ერთმანეთს, მაგრამ უფრო თვალებით და ჩემი მეუღლე მეუბნებოდა ჩვენმა შვილიშვილმა ის თვალები მოიპარა შენში მე რომ ძალიან მიყვარსო. -ამბობდა.... -დიახ ამბობდა, სამწუხაროდ ნიკას მშობლები და ჩემი მეუღლე ერთმა მთვრალმა ნაძირალამ მანქანით გაიტანა და სამივე ადგილზე დაიღუპა. -ვწუხვარ, არ ვიცოდი. -რას მიირთმევ შვილო. -ცხელი შოკოლდი და რამე.... -ტკბილი? -არა, რამე მარილიანი და მწარე. ანრის ჩაეცინა და შეკვეთა მისცა, რამდენიმე წუთში ნათია ცხელ შოკოლადს მიირთმევდა და კუბდარი რომელსაც გაბრწყინებული თვალებით შეხედა, შემდეგ გემრიელად დააგემოვნდა. ანრი უყურებდა და უეცრად მოიწყინა, ცრემლიც მოერია და არ უნდოდა ნათიას შეემჩნია. -რა ბედნიერი ვიქნებოდი ეს წუთები ჩემებს რომ დაენახათ. -მეც ბედნიერი ვიქნებოდი, მაგრამ...... -კარგი წარსულს ვერ შევცვლით, მითხარი გულწრფელად რას აპირებ მომავალში. -რადგან ასეთი ახლობელი ხარ მეც მინდა გულწრფელად დაგელაპარაკოთ, აქედან წასვლაზეც ვიფიქრე. ანრი შეცბა, უეცრად მის თვალებში მრისხანებამ გაიელვა და ნათიას შეხედა. -ამას არ გააკეთებ, მე მხოლოდ ეს პატარა დამრჩა ვინც ჩემს გვარს გააგრძელებს და წასვლის ნებას არ მოგცემ. -არ დამასრულებინეთ, აქ ნიკუშას საფლავია და ჩემმა შვილმა უნდა იცოდეს მისი მამა სად არის და იქ რატომ არის. -მე ვიცი რომ დაქორწინებული ხარ, ვიცი რომ მკვლელი შენი ქმარი არის და ის სასჯელს მოიხდის, შენ იცი სიმართლე და მკვლელს ხელს აფარებ და შემიძლია პოლიციაში დაგაბეზღო, მაგრამ არ გავაკეთებ. -რატომ? -მე უნდა დავსაჯო ჩემი ნიკუშას მკვლელი, შენ კი როგორც ახლა ხარ ჩუმად, შემდეგაც ჩუმად იქნები. ნათიას შეეშინდა ანრის ხმაც და გამოხედვაც მკაცრი და მომთხოვნი იყო. -შენზე მომიყევი. -უნივერსიტეტი დავამთავრე და მინდოდა ჩემი საქმე მქონოდა, ჩემი ოცნებები ახდენილიყო, მაგრამ გავიღვიძე ერთ დღეს და ჩემს თავს თეთრ კაბაში ვხედავ. მე არავინ დამეკითხა მინდოდა კი ილიაზე დაქორწინება, მაგრამ მამას სიტყვა ოჯახში კანონი იყო და წინ ვერ აღუდგა ვერც დედა და ვერც მე, ამიტომ ბედს შევეგუე. 7 წელია ვცხოვრობ მამაკაცთან ვინც არ მიყვარს და არც უცდია რომ შემყვარებოდა, ეს წლები მღალატობს და მეც არ ვიცი როგორ, მაგრამ გადამეკეტა და სიბრაზისგან იგივე გავაკეთე რასაც ის მიკეთებდა, მაგრამ მასთან განსხვავებით მე შემიყვარდა. -ნანობ? -არა, არ ვნანობ და სწორედ ეს პატარა ვინც ჩემშია ეს არის ჩემი მომავლის იმედი.მხოლოდ ჩემი პატარას გამო მიხარია ყოველი ახალი დღე და რომ დასჭირდეს ჩემს სიცოცხლეს დაუფიქრებლად დავთმობ მის გამო. -მიხარია რომ გაგიცანი, მინდა შევხვდეთ ზოგჯერ და ვისაუბროთ. -შევხვდეთ, მინდა ვიცოდე რას უზამთ ილიას. -ეს უკვე ჩვენი საქმე არის.... -არ მინდა ხელი გაისვაროთ მის სისხლში, არ ღირს და დამიჯერეთ მართლმსაჯულებას მიანდეთ მისი დასჯა. არ იფიქროთ, რომ მეცოდება, ის და მისი ვირთხა მეგობარი მკაცრად უნდა დაისაჯოს. -დაისჯებიან, ორივე მკაცრად დაისჯებიან. შენ უნდა დაისვენო ფეხები გაქვს შეშუპებული შვილო და ნება მომეცი სახლამდე მიგიყვანო. უარი არ უთხრა და სახლთან მისულებმა დადებითი ენერგიით დაემშვიდობა ანრის და სახლში შევიდა, მაგრამ ილია არ დახვდა არც ტელეფონზე მოუკითხავს სად იყო წასული თავის საძინებელში ავიდა და თავის საწოლზე წითელი ვარდების თაიგული დახვდა, ზიზღით აიღო თაიგული და კარებში დაყარა რომ ილიას კარგად დაენახა, ილია კი ბარში იჯდა და გოგიტას ელოდა. -ბარში ვარ და გელოდები. -რა მოგართვათ? -მეგობარს ველოდები, მაგრამ სანამ მეგობარი მოვა ვისკი მომიტანე. დიდხანს ელოდა ილია გოგიტას, ერთ ჭიქას მეორე მოყვა, მეორეს მესამე და კარგად იყო შემთვრალი ბარიდან რომ გამოვიდა და ბარბაცით გაუყვა ქუჩას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.