შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვისი შვილი(სრულად)


8-03-2024, 02:00
ავტორი tasusuna
ნანახია 8 146

ერთი.
ორი-გულში ჩუმად ვითვლი..
სამ ღრმა პეშვ ჭადისფქვილს ხის თასში ფრთხილად ვყრი.
არ მინდა ნამცეციც კი მეზარალოს,
მერცხლის ბარტყებივით ბუდიდან მომლოდინედ მოცქირალი ორი ობოლი ბრინჯისხელა ციცქნა გაფაციცებით მადევნებს თვალს და,
ერთი სულიაქვთ,როდის აუშვებს გაცეცხლებული კეცები ოხშივარს.
როდის გამოცხვება და მოშიებულ მუცელს დროებით,როდის მიაყუჩებენ.
გულდასმით აყოლებენ ჩემს ყოველ მოქმედევას თვალს და,
მოტეხვის,
მოდუნების,
მოშვების საშუალებას არ მაძლევენ..
არ მანებებენ ცხოვრებას..
-დედი,ეყოფა მოზელა.-ელიმ ვეღარ დაითმინა,მომიცუცქდა და წვრილი თითები ცომში ჩაყო.
კოხტად მოწყვიტა გუნდა და ხელში შეალამაზა..
მოამრგვალა.
სავსე მთვარესავით მოუწკიპა გვერდები.
გავარვარებულ,გადმოღებულ კეცხე ნეშოიანი გუნდა ფრთხილად დადო და,პატარა ხელისგულებით გადაუსწორა ზედაპირი..
გული ტკივილით შემეკუმშა.
მოვიკუნტე ათას ნაწილად,მაგრამ,
ვრრ გამოვუშვი გრძნობები..
მომხედა თუარა,ცისკარივით გავუღიმე ციცქნა გოგონას..
მის გულს როგორ უნდა გაეგო,რა ხდებოდა დედის ქვრივ გულში..
-დედი,ტირი?!-ტუჩები მოეკოვზა პატარას,
თვალები აუწყლიანდა..
ვრრც კი შევამჩნიე,როდის გამისივდა გული ისე,რომ ცრემლი ვეღარ დაიტია.
სწრაფად მოვიშორე სითხე,ბუხრიდან მორიგი თიხა გამოვიღე და ნეშოზე შემოვდე.
ვეღარ მოვატყუე.
თავი კი გავიქნიე,მაგრამ,
რა დამეჯერებოდა,
მხრები სიცხიანივით მიცახცადებდა..
-მე ვიცი დედი,ღამღამობით ჩუმად რომ ტირი ხოლმე..
მესმის..-პატარა ტიტინა არ ჩერდებოდა და,გულს ნაწილებად მიჩეხდა..
როდის შემოიზარდა?
როდის დამიქალდა?
ნუთუ გლოვაში იმდენი დრო გავლიე,შვილი გამეზარდა?
გამოვხედე..
მამის ასლი ნაკვთები მთლიანად დანაღვლიანებოდა და მიძინებულ,მის უნცროს ძმას ფარულ მზერას ავლებდა,იმდენსაც ხვდებოდა,მას რომ არ უნდა გაეგო..
-მე რამ უნდა ამატიროს დედი,თქვენ როცა ჩემთან ხართ?-გულგამსკდარი ხელებს ფართოდ ვშლი რომ მივიხუტო,მაგრამ,
წარბებს მიკრავს მამის შვილი..
არ მეკვრის.
არ დგამს ჩემკენ ნაბიჯს.
ტყუილისგან თითქოს დაღლილი,
აღარ მპატიობს მორიგს..
როგორ ავუხსნა თითის ტოლას,დროზე ადრე გაზრდილს,რომ სულის ტკივილს ვერ ავუდიოდი მარტოდ დარჩენილი?
მაინც ვერ იკავებს სახეს,
წუთში გულზე მეკვრის და ხმა უტყდება..
ღმერთო,რა პატარა იყო ამხელა ტკივილისთვის..
-მეც მენატრება ხოლმე დე მამიკო,ოღონდ,არ ვტირი,რომ შენ არ შეგაშინო..-ჩვილი გული აუჩუყდა და ისე ამოუსკდა ,ვეღარ დავამშვიდე..
დაგვეწვა ნანატრი ჭადები,
შეგვიცივდა კეცები და მის გულს საგულე მაინც ვერ ვუპოვე..
მთელი საათი მყავდა გამოკრული მკლავებში და მაინც ქვითინებდა გულისპირზე..
მთლიანად დამისველა ძაძის საყელო..
-როცა აგეტიროს დე,არ გაჩერდე,გული არ აიტკივო,კარგი?-ბრინჯაოსფერ კულულებში სახეს ვრგავ,ცრემლებს ვიშრობ..
სუნიც კი როგორი ერთნაირი ჰქონდათ,ღმერთო..
ფრთხილად ვაწევინებ მზისპირა სახეს და,
დაწითლებულ ღაწვებს იქამდე ვუკოცნი,
მთელი დედის სიყვარულით,სანამ მთლიანად არ ეცვლება ნაკვთები და,
ეღიმება.
წყლიანი,ზღვისფერი,მოვარდნილი მღელვარე ტალღების კორიანტელი ჩასდგომოდა თვალებში ელის..
მათში კი,პატარასთვის შეუფერი ტკივილი ეღვრებოდა..
-მამიკო სულ შენთანაა.-გულზე ხელს ვადებ და აჩქარებულ ცემაზე მეათედ ვკვდები..
-აი აქაა და ისე გაძლიერებს,ისე გმფარველობს და გივლის, შენ რომ ჯერ ვერ ხედავ დე..-მინდა აღარ იჯავროს და აღარ ეტკინოს.
სახე უცისკროვნდება..
მზერა უმშვიდდრბა.
უხარია ციცქნა ელის.
გულზე ორივე ხელს ძლიერად იჭერს და მიცინის..
-მართლა დე?-ვერ იჯერებს..
ბავშვური გულწრფელობით თვალები უფართოვდება და დასტურის მოლოდინში სული ელევა.
მტკიცედ ვუკრავ თავს..
მეც ხომ მთელი არსებით მწამდა მისი ჩვენთან ყოფნა..
მისი მხარდაჭერა და,
მფარველიბა..
-მის სულს გეფიცები,დე..
-გულს ვუხარებ.
ზუსტად იქ ვკოცნი,სადაც მამა ჰყავდა დაგულებული და,ერთად ვაღვიძებთ ღრმა ძილში წასულ ნოეს.
ორთქლავარდნილ,შესწრაფებულ ჭადებს ხთილიან ფხალსა და,ახალამოყვანილ ყველს ვაყოლებთ..
მწირე,მაგრამ,გემრიელ ლუკმას სამად ვიყოფთ და,
მცირეც მყოფნის,ოღონდ პატარა მარცვლები იყვნენ დანაყრებულები..
მადლიერებით სავსე თვალების შემყურე,
გული მისივდება..
თავს მხოლოდ მათ ჩაძინებამდე ვიკავებ,
როგორც კი სიზმრებს ებღაუჭებიან,
პარმაღზე,პირზეხელაფარებული იქამდე ვღმუი,
დაუტეველი ტკივილისგან,
სანამ ღამე მთლიანად არ გაიცრიცა და,თავზე შემომათენა მორიგი შფოთვიანი დილა..
ფრთხილად შევდივარ ოთახში..
ბუხარი გამომქრალიყო,
მბჟუტავ ნაკვერჩხალს ფიჩხს ვაყრი და ვაგიზგიზებ,
უკვე სუსხიანი თვე იწყებოდა და, მილეული შეშის მარაგი გულს მიხეთქავდა..
როგორ გამეთბო კედლები ზამთარში?
როვორ გამეთბო მათი ძვლები?
თავს ვიკავებ..
როფორც შემიძლია.
საწოლზე ელი შეირხა და ცალი ლამაზი თვალი შემომანათა.
-ჯერ ადრეა დე,დაიძინე..-საწოლზე ვუჯდები ,მაგრამ,მკლავზე მექაჩება მისი სუსტი ხელი..
ფრთხილად ვუწვები,
პატარა,ერთ სააწოლიან ლოგინზე ორ შვილს მთელი გამეტებით ვიკრავ და,
შემოსულ ალიონს მათი მშვიდი სუნთქვის ფონზე ვხვდები.
მთელი მარადისობა გავიდა მგონია მას შემდეგ,რაც სისო წავიდა..
არადა,სრული წელი და ნახევარი ითვლიდა მხოლოდ უმისობას..
მარტოობა და მათი გამომქრალი თვალები სულს მიწვავდა..
მათი უმამობა და ობლობა..
რომ დავიწყებოდათ?
რომ აღარ ხსომებოდათ?
როგორ აღმედგინა მათში ის მცირე მოგონებებიც,
ასე თითზე ჩამოსათვლელად რომ ჰქონდათ.
ნოე საერთოდ თითის ტოლა მყავდა,რომ დამიმარტოვდა.
ჰქონდა მეხსიერებას შენახული მამის ნაკვთები?
თუ მხოლოდ გაცრეცილ გამოსახულებას შენატროდა ხოლმე ძილისწინ?
გული მეწურება..
მთელი ძალით ვეხვევი მათ სუსტ მხრებს და გულზე ვიტევ ორივეს.
ყელში მირგავებ პატარა სახეებს.
არტერიასთან ვგრძნობ მათ მშვიდ სუნთქვას და უშფოთველ ძილს..
ძალას მისხამენ ყელიდან და,მთელ სხეულში მინაწილებენ..
მხოლოდ ეს მყოფნის მთელი დღის შრომად..
ძალას მაძლევს,არ დავვარდე ოთხზე და,სულ მარტო არ დავტოვო პატარა მარცვლები..
მინდა ავდგე,მაგრამ,ვერ ვიცილებ მათ სითბოს..
ვიბრძვი,მაგრამ,ვერ ვშორები,
არ მიცილებენ,გულზე მეპოტინება პატარა თითები..
თუმცა,მაინც მიწევს დავტოვო და ალიონს მოყოლილ საქმეს შევუდგე..
სიბნელეში ვიცვლი ძაძას.
წელამდე წამოზრდილ თმას თავსაფარში ვმალავ და,
სათლებს ვიღებ.
ვცდილობ,არ ვიხმაურო,
მაგრამ,
ელი მაინც იღვიძებს.
მზერით ვეფერები,
ვუღიმი და დილის რუტინას მივყვები..
მხოლოდ მაშინ ვახერხებ შებრუნებას,ყველაფერს რომ ვილევ..
ჩემს გოგოს უკვე საუზმეზე ეზრუნა და სუფრაც გაეწყო.
გული გამითბა,ისე აცმევდა ნოეს..
ისე ეფერებოდა,
ისე ეხუტებოდა,
ისე აძლევდა იმ მზრუნველობას,მე რომ ვერ მომესწრო..
ფრთხილად ვწურავ რძეს,დაბალ ცეცხლზე ვადგამ და,
ცალი თვალით გავცქერი როგორ გემრიელად შეექცევიან ჩაის.
როგორ უსვამს და ძმას გუშინდელ გამომცხვარ პურზე კარაქსა და ჯემს და,რაღაცას გამეტებით ესაუბრება.
ვერ ვისმენ..
გონება საერთოდ სხვაგან მაქვს და,კუთხეში ჩამჯდარი,
კალთაში უღონო ხელებდაწყობილი,
ქვრივის გატეხილი გულით იმ მოგონებებს დავტრიალებ,
წესით ბედნიერ მომავალს რომ მიქადდა.
გული მწყდება,მე რომ მთელი სამყაროს დასატები ტკბილი მოგონებები მქონდა და,
მათ თითქმის არაფერი..
გული მიტყდება,ასე ცალკე,
უნუგეშოდ,
უსაყრდრნოდ რომ დავრჩი და ხანდახან ისე მელეოდა ძალა ფეხებში,
წამოდგომასაც ვერ ვახერხებდი..
აღარ მშველოდა ხოლმე იმ რამოდენიმე წამს შვილების გამომქრალი თვალები..
მხოლოდ მარტო ყოფნა მინდოდა,ეგოისტურად და უღმერთოდ..
მერე უკიდეგანოთ ვბრაზობდი ხოლმე
და ეს ბოღმაც მახრჩობდა ისე,რომ წუთები სუნთქვასაც ვერ ვახერხებდი..
არ ვიცი,
დღეის და ამწამის იქით,თუა საერთოდ რამე და,
თუ კი,
როგორ.
როგორ ცოცხლობდნენ,
როგორ გაჰქონდათ თავი,
როგორ არსებობდნენ სხვა ქვრივი დედაკაცები ისე,
რომ ძაძის ღირსება ბოლო დღემდე გაჰქონდათ..
როგორ ეზიდებოდნენ სიმძიმეს,
როგორ აპობდნენ კლდეებს,
როგორ ლახავდნენ უღელტეხილებს ისე,რომ მუხლები არ ეყვლიფებოდათ ხოხვისგან..
ჩემთვის ხომ ქუდზე კაცს არ მოუცია ერთი ციდა რჩევა,როგორ დავრჩენილიყავი ადამიანად..
ეს მკლავდა..
ეს მაცოტავებდა..
ეს მტოვებდა სრულიად მარტოს და,
გაუკვალავ ბილიკზე..
-დე!-ნოე მომდგარა კარს..
ტუჩები მოთხვოდა მთლიანად ვაშლის ჯემით.
საერთოდ არაფერი ჰქონდა სისოსი,მაგრამ, შინაგანი ენერგეტიკა ერთი ჰქონდათ.
თითქოს,ორივე შვილში დამიტოვა ღმერთმა მისი პატარა ნაწილები,
მაგრამ,
ნეტავ თვითონ ყოფილიყო აქ..
კალთაზე დავისვი..
გულზე მომეკრო.
მიყვარდა მისი თბილი გული და,
ლამაზი,მიწისფერი თვალები..
-დედა ბაზარზე უნდა გავიდეს დე და,თქვენ ხომ წყნარად იქნებით სახლში? -ელის გავყურებ იმედით.
უჯვე სრული წელი იყო, ნოეს დატოვება რომ უწევდა.
იქნებ ამ დროს როგორ უნდოდა ეთამაშა,ეზოში ერბინა,
მაგრამ,
არც ერთი წამით მიგრძვნია მისგან მსგავსი..
დროზე ადრე გაზრდილს მაგიდაზე უკვე მოეწყო სათამაშო კუთხე და მზად იყო,
რამოდენიმე საათით დედა ყოფილიყო..
გული იქ დამრჩა,
იმ პატარა,თბილ ოჯახში..
სიმწრით გადავიტანე დატვირთული კალათები გაღმა.
ძლივს ავზიდე მეზობლის ფურგონის ძარაზე..
-გამარჯობა,მალხაზ.-თავისდაკვრით მივესალმე.
უკან დავჯექი,წინ მის მეუღლეს ველოდი და რომ აღარ დამხვდა,სახე მომექუფრა.
-ნიაკო ავად გახდა და ლია სახლში დარჩა,ლილე.-სარკიდან უკმეხად მისწორებს თვალს.
უსიამოდ ვარიდებ მზერას.
ფანჯარაც კი ჩამოვწიე,ისე დავიძაბე.
უცხო მხრიდან მოსული უნდობლობა მთლიან სულში შემომიძვრა და მოუსვენრად გავიხედე ფანჯრიდან.
მთელი თვეები ვგრძნობდი მისგან მალულ მზერებს და აქამდე ამის დაჯერება არ მინდოდა.
იმ წუთების თვლა დავიწყე,
ბაზრამდე რომ დარჩენილიყო..
უცებ შემძულდა ეს ყველა მოსახვევი,რაც გასავლელი იყო და,
ეს უფრო მშლის.
პირში მჟავე გემო დამიტრიალდა და ლამის იქვე ამოვიღე..
სახე მონაბერ ქარს შევუშვირე.
-სისო გენატრება ხოლმე,ლილე?!-ხმაში იმდენი უხამსი ბგერა გაურია მალხაზმა,
წარბებშეხრილმა გავხედე.
აღარ მოვაცილე მზერა,მანამ ვუყურებდი მის თვალებს,სანამ ზედმიწევნით არ დავანახე,რამხელა კედელს ვუშენებდი წინ.
მხოლოდ რამოდენიმე წუთი ეყო.
ათიოდეს შემდეგ,
ისევ გამომხედა.
ისევ ისეთი გულის რევის შეგრძნება დამეწყო,წეღან რომ ძლივს მოვთოკე თავი..
-უფრო ღამით თუ,დილითაც,ლილე?-ირონიისგან ისე გაეპო თუჩემი,შემეშინდა.
ასეთი მახინჯი მზერა აქამდე არასდროს მინახავს..
მომენტალურად წავეტანე სახელურს.
ამაოდ,ჩაეკეტა.
-ახლავე გამიჩერე!-ძლივს ამოვთქვი,ყელში მქონდა უკვე საზიზღარი შეგრძნება.
მთელი ზიზღით გავხედე,თუმცა,არც კი შეუნელებია,
საპასუხოდ უხეში ხელი გამოწია და,
ფეხზე შეხება სცადა..
თან გზას არ აცილებდა მზერას..
კუთხეში აწურულმა მთელი ძალით მოვიქნიე მისკენ ფეხი და გამწარებული ისევ ვეცი კარს.
სახე აუწითლდა მრუშს ტკივილისგან.
სიბრაზისგან გახელებულმა მანქანა უხეშად მიაჩერა ხის მასივთან და,
გადმოვიდა..
წამებში გადმოვვარდი და,
მთელი ძალით გაქცევა ვცადე ,
მაგრამ,ჰაერში აღმოვჩნდი იმწამსვე.
ზიზღის კივილი ხელით შემიჩერა და,
ზუსტად ერთ ნაბიჯში შემაგდო მთელი ძალით მანქანის სალონში.
სრული შოკისგან გათიშული გონება სანამ ისევ იხრიალებდა,
უკვე პირში მლაშე ნაჭერი მედო და,
სახე აცლილი მალხაზი მედგა მოუხერხებლად თავზე.
-ახლავე გაგიქრობ ხორციელ მონატრებას-დამსისინა ეშმაკმა თავზე..
ძაძის კაბის კალთები მუჭში მოიქცია და სახე გაებარდა.
მთელი ძალით გავიბრძოლე.
ფეხებშორის მოქცეულს მუხლი მთელი ძალით ვახეთქე გულზე,
მაგრამ,მხოლოდ გავახელე.
სახე აელეწა ჟინისგან.
ვიგრძენი,როგორ დამისვა უხეში ხელი ბარძაყზე და სიამოვნებისგან გააკანკალა.
მე მოვკვდი.
იქ,იმწამს,ისე გამისკდა გული,
აღარაფერი გაამრთელებდა.
-კარგია,არა?!-უხამსად დამხედა.
სიმწრისგან კანის აგლეჯა მომინდა,
გაღეღილ გულზე ხელისგულები მთელი ძალით დავცხე და,
სახე გაეკაწრა,
მოქნეული სილისგან.
შევხედე როგორ მოადგა ტუჩებზე სიბრაზიზგან დუჟი.
ნაკვთები გაუქვავდა და,
ერთიანად დამაწვა სხეულით.
გამსრისა.
ისედაც ადამიანობა გამითელა,
იაედაც ყველა სიწმინდე შემილახა,
ახლა,ხორცსაც მიგლეჯდა ნაწილებად ავხორცი.
გავმწარდი.
ვცადე გამეთავისუფლებინა პირი,
მაგრამ,როგორც კი გავინძერი,
ამჯერად მე ვიგრძენი სახეზე მწარე ხელის გული..
გავცივდი.
იქვე მოვკვდი.
ვიგრძენი,როგორ წამოვიდა ერთდროულად ორი სითზე სახეზე..
ცხელი ცრემლი თვალიდან და,
სისხლი,გახეთქილი ტუჩიდან..
გული გამიგჯა.
ათას ნაწილად დავიშალე..
შემზიზღდა საკუთარი სიცოცხლე,
ისედაც აღარაფრად რომ მიღირდა.
მოძულებულმა ისევ გავიბრძოლე,
მაგრამ,უკვე სიმძიმისგან ვერცერთ კიდურს ვგრძნობდი..
ვეღარც მის ხელებს აღვიქვამდი,
ფეხებზე რომ დაატარებდა,
რადგან,ის კანი მე აღარ მეკუთვნოდა.
ის უკვე მკვდარი იყო.
მისი ყველა უჯრედი ცეცხლში გახვეულიყო და,
იფერფლებოდა.
ზიზღისგან ჰაერში იფანტებოდა.
-რა ქორფა ხარ ლილე! რა კარგი! -სახისკენ დაიძრა,
მაგრამ აღარ მოვუშვი ახლოს,
თავი მთელი ძალით წამოვწიე და შუბლით წარბი გავუხეთქე.
წამები მქონდა,სანამ ტკივილისგან მოუდუნდა სხეული.
პირიდან საზიზღარი ნაჭერი მოვიცილე,
რაც შემეძლო დავიღრიალე და,
წიხლი მთელი ძალით დავუშინე..
ტკივილისგან სახე შეეშალა მალხაზს.
გაჭირვებით დამიკავა,
თუმცა,უკვე ვეღარ მაჩერებს.
როგორც კი ისევ დაიხარა,
ხელებში საძულველი სახე მოვიქციე და ისე ჩამოვკაწრე,ფრჩხილებში მისი კანი შემრჩა.
-შენს დედას შე*ე*ი ,ნაბო*არო!-დენდარტყმულივით მომშორდა და,
ძლივს გადავიდა მანქანიდან.
თითქოს ფრთები გამომესხა,
წამებში წამოვვარდი და,
ისე გავიქეცი,
უკან აღარ მომიხედავს.
მივრბოდი სახლში..
შებღალული.
გათელილი.
გაწეწილი.
ნაომარი.
ნაბრძოლველი და,
ადამიანობა წართმეული.
ყოველ
ახალ ნაბიჯზე,
ყოველ მოახლოებულ მეტრზე გული მეთელება.
მეშლება.
მეფლითება.
მეზიზღება.
მძულს.
ჭირივით მძაგს გასული წუთები და ის ძაძა,
ასე რომ დაგლიჯა.
დახია.
გასვარა და,
ტალახში ათრია უგულომ.
ჩემდა ჭირად არ შემხვა არავინ ან,
ვერავინ დავინახე.
კარში მკვდარი შევვარდი და,
პირდაპირ წყალთან მიმიყვანა ფეხებმა..
პატარა სარკეში შეშლილი თვალები მიყურებს.
მწვანე რგოლებში ზიზღისგან ალი უგიზგიზებს და,
კანი ეგლიჯება,ისე უნდა ახლა სახე დაისეროს,ოღონდ იმ კაცის ნათითურები მოიშოროს.
გული მერევა.
უნიტაზზე დამხობილი მთლიანად ვიღებ იმ ზიზღს ,ასე რომ გამიჯდა.
თავზე რომ თავშალი მომცილებოდა,
მხოლოდ ახლა შევატყვე.
ისევ საკუთარ ზიზღიან გამოსახულებას რომ შევხვდი.
გული მომეწურა..
გაწეწილ სისოს სანუკვარ თმებს სინანულით დავუსვი ხელის გულები..
როგორ უყვარდა..
როგორ უვლიდა.
როვორ მოიქცევდა ხოლმე ხელებში და ეფერებოდა..
სული ამეწვა..
თვალებიდან ერთიანად გადმომცვივდა სასოწარკვეთა..
ცრემლებს გადმოვაყოლე შიში,
ზიზღი და ბილწი კაცის ნამოქმედარი..
ღმერთო,
როფორ შემაზიზღე გათენება..
-დედი..-ჩუმი ძახილი მაფხიზლებს გულსაკლავი აგონიისგან.
დამფრთხალი ვიხედები უკან,
კარებთან შეშინებული აბუზულიყო ორი ობოლი..
მოვკვდი.
მერამდენედ.
გული ამომიგჯა.
ხელებში ,აქამდე გაუაზრებლად მოქცეული მაკრატელი კუთხეში მივაგდე და,
მათკენ დავიჩოქე..
სულ ნაწილ-ნაწილ დამიჩეხავა თმები.
სიბრაზე და ზიზღი მასზე მინთხევია..
სულ მთლიანად დამეყვანა ყბის ძვლამდე სისოს ნაფერები ღერები..
რბილ ხელებში მოიქცია ელიმ სახე..
ისე დავპატარავებულიყავი,მის ხელისგულებში ვეტეოდი..
-როგორ გიხდებაა!-სულ ერთი წამით ისე გაუნათდა სახე, ყველა განვლილი დამავიწყა.
მერე ისევ შიში უბრუნდება სახეზე.
ხელები ზურგსუკან მიაქვს ელის და,
ნოე ოთახიდან გაჰყავს..
ისევ გულსაკლავად მეტირება..
უკან მოხედილს,ხელსაბანთან მკვდრებივით დახოცილი ეყარნენ უსიცოცხლო ღეროები..
ცოცხალმკვდარი ვიხუტებ გულზე..
მთელ დაგროვილ სევდას ვატან ცრემლებს..
-ასე უცებ დაბრუნდი დე?!- არ მეშვება ელი.
არ მანებებს დარდს.
მისი ციცქნა ხელები მხრებზე გაჭირვებით მწვდება.
ღმერთო,როგორი მარცვლისხელა იყო ამდენი დაუტეველი ჯავრისთვის.
გული გამისივდა..
ამდენი ფიქრისგან თავი გამისკდა.
სული სადღაც ჰაერში განიავდა,
სინანულს მჭიდროდ ჩასჭიდა ხელი..
-ხო დე, თქვენი მარტო ყოფნა ვეღარ დავითმინე და ლიას გადავაბარე კალათები.
-უსინდისოდ მოვატყუე.
თვალიც კი ვერ მოვაცილე,
ისე შევბედე სიცრუე.
აღარ ჩამაცივდა,
აღარ დამაჯინდა.
მთელი დარჩენილი სიცოცხლე დამჭირდა,ძალის მოსაძებნად.
სადღაც კუთხეში გალეულიყო მხნეობა და ადამიანობა.
მინდოდა ქვით ჩამომეხეხა ყველა შეხება.
კანი ამიწითლდა,
ფეხზე სისხლიც კი წამსკდა,ისე დავისვი სქელი კანაფის ღრუბელი.
ხომ ყველაფერი,
მაგრამ,
ცხვირიდან ვერ გამოვდევნე მისი საზიზღარი სუნი.
მეგონა,ჰაერში ტრიალებდა და უკან დამსდევდა სატანჯველად..
-ლილე!-სიკვდილივით გაწელილი დღის შემდეგ,ჩამომდგარ ღამეს,
ლიას შეძახილი მოყვა.
სკამზე გავქვავდი.
ჩამუხლული მოვკვდი იქვე.
მე რომ ვერ დავიძარი,
ელიმ მოიპატიჟა დიდქალივით.
მე ვერ მივხვდი,როდის დავრჩით მარტო.
რომ მოვიხედე,
მუხლებზე დაჩოქილიყო ლია და,
შუბლი ჩემს ფეხებზე ედო.
ეს ჯოჯოხეთი იყო?
თუ საღადმე არსებობდა ცხადი,
მე მასში არ ვიყავი.
ეს არ იყო ჯანსაღი.
ეს სრული მარაზმია.
ზიზღისგან დავპატარავდი.
მტვრის ხელა გავხდი.
-რასაკეთებ ლია!-ისეთი ხმით აღმომხდა,თავად შევშინდი.
არ დაძრულა დაჩოქილი.
ხელები ძლიერად შემოეჭდო კოჭებზე და,
ზუსტად იქიდან მკლავდა,
იქიდან მოჰქონდა ძარღვებს ტანჯვა.
-გევედრები,ლილე!-ლოცვად დამიდგა.
მე ხომ აღარავინ ვიყავი და, ის ხომ საერთოდ.
ჰაერსაც კი მეტი წონა ჰქონდა ამწამს ვიდრე მის სულს..
-არ დამიჭირო მალხაზი,
არ დამიობლო ბარტყები.
დაითმინე,
როგორმე ამის ძალა გამოძებნე..
-ჯიბიდან რაღაც შეფუთვას იღებს და თავსაც არ წევს, ისე მაწვდის.
ზიზღისგან სახე მიქვავდება,
მასში ფულის კუპიურებს რომ ვარჩევ..
-ჩემი ღირსება ფულზე არ იყიდება,ლია,წადი აქედან!-ფეხს ვაცლი ხელებიდან და გაჭირვებით ვდგები.
კარებს სიბრაზისგან სახე ალეწილი ვაღებ და ერთი სული მაქვს,გავიდეს.
რომ ააღარ დგება,
ფულს რომ ძილს მიყრის,
ზიზღისგან მკლავებში ვეჭიდები და ძალით ვაყენებ.
გასვლის წამიდან მეძლება ის ძალა,აქამდე რომ გაფანტული მქონდა სხეულში.
ნაწილნაწილ შევაკოწიწე ყველა მისხალი და,
ნაჩქარევად ჩავაცვი შვილებს..
არ მიფიქრია არაფერზე.
არც შედეგზე,
არც სხვა გზაზე,
ისე მივედი და ყველაფერი დაწვრილებით ვთქვი,
საკუთარი თავის შემეშინდა.
საკუთარი სიძლიერის და,
იმ შეუპოვრობის,
ქალის ქალზე ხელგასმამ რომ გამიასკაცა.
მხრებშიგადაშლილი გავუყევი უკანგზას.
ყელმოღერებული,
ორი შვილით,
მაგრამ,მაიმც
მკვდარი ვაღებ კარებს..
მკლავზე მიძინებული ნოე საბანში შევაწვინე და, ელი მივიკარი გულზე..
ვერაფერი გაეგო,
ვერაგერს მიმხვდარიყო,
მაგრამ,გვერდით მედგა..
მუხლებზე დავისვი..
ხელისგულებში მოვიქციე მისი თბილი სახე..
-არავის!-ხმა ნაწილებად დამეშალა სანამ სათქმელს ვეტყოდი!-დედამიწაზე არც კი არავის არ აქვს უფლება ელი,ხელი შეგახოს,თუნდაც მოალერსების მიზნით!-გული მეხლიჩება..
არასდროს!-მთელ დარჩენილ ძალას ვიკრებ,სანამ მთლიანად გამელევა! ხელები ისე მიცახცახებს,ელი შინდება და,აღარ მიყურებს,უკვე გულზე მეკვრის.
-არასდროს გაჩუმდე და,არავის ხათრით არ მოითმინო შეურაცხყოფა!
უარყოფა და,
ტალახი!
არავინ დაგიჩაგროს და!
არავისი,ელი,თუ დედა გიყვარდეს!
არავისი არასდროს არ შეგეშინდეს,რადგან დედა სულ თან გყავს!
სულ რომ ყველამ გაქციოს ზურგი,
სულ რომ აღავინ შემოგრჩეს ირგვლივ,
მე სულ შენთან ვარ და იცოდე!
-ყელში გაჩრილ უზარმაზარ ცრემლს ვგუდავ და,გაჭირვებით ვყლაპავ.
-ცხოვრების მთავარ წესად გაიხადე!
შენ ქალი ხარ და, კლდესავით ძლიერი!
შენ ქალი ხარ ,ხმა გაქ და თან ისეთი,
ცისკარს შეანძრევ!
შენ ქალი ხარ და თან ისეთი,ვერავინ უნდა დაგიმორჩილოს.
დაგიჩაბნოს და,
გაგთელოს!
და თუ ასე მოხდა,
თუ მე არ ვიქენი და ვერ წამოგაყენე,
იფორთხე,
მიწა მოთხარე,
ქვები შეჭამე და,
მაინც წამოდექი,
რადგან შენი სამართალი გაიტანო იქ,სადაც არ ელიან!
კარგი დე?-გული ამომაქ მის თვალწინ ნაწილნაწილ.
მე ხომ ვიცი,
ვერაფერი გაიგო.
ხომ დამიქალდა,მაგრამ,არც ისე , ზუსტად ჩაწვდომოდა ყველაფერს,
მაგრამ,სანამ მაცოცხლებდა განგება,მანამ ვუმეორებდი ყოველწამს,
არ დავიღლებოდი,
ოღონდ ლია არ ყოფილიყო.
ღმერთს სიცოცხლეს შევწირავდი,ოღონდ ჩემი ნაცხიც კიარ გაევლო..
გულზე მეკვრის მისი სუსტი სხეული,
მგონია,რომ რამეს მეტყვის,
მაგრამ,ისეა მოწებებული,
სუნთქვაც კი უჭირს..
ვერც მაშინ ჩამოვიხსენი,
რომ შემოთენდა.
შემოთენებას თან პოლიციის სირენების ხმა მოჰყვა და,
ლიას განწირული კივილიც..
ვერც მაშინ მოვიცილე ელი,
თმაგაწეწილი,გააფთრებული,
სახეშეშლილი რომ შემოვარდა ქალი ეზოში.
პარმაღზე გამოვეგებე ორი ობოლით..
არ მელოდა,
შევატყვე,
ნაბიჯი გაუშეშდა.
უკან მეზობლების არმიაც მოჰყვა.
თეატრის საყურებლად შეიკრიბა მაყურებელი.
-მე რა გთხოვე,ლილე!-არაადამიანის ხმა აქვს,
უნდა მომიახლივდეს,მაგრამ,ვერ მიბედავს.
-გოგო გეზრდება ლია,მაგალითად დაუდექი შვილს და გადადი ჩემი ეზოდან! -რკინის ძალა ჩამესხა ვენებში,ვგრძნობ,დახეთქვას მაქვს ყველა გადაბმა,ისე ვარ მოჭიმული.
სიბრაზისგან,
გაუგონარი რეალობისგან,
დაუჯერებელი სიცხადისგან.
ეს იმაზე მტკივნეული უყო ვიდრე განვლილი.
ეს იმაზე მეტად სასიკვდილო იყო, ვიდრე სისოს გაქრობა.
ვუყურებ მას, ზღვარგადასული ზიზღით სავსეს და ვერ ვხვდები,როგორ არ გააჩნია მისხალი თანადგომა ჩემმიმართ და,როგორ ექომაგება ნაბი*ვარ ქმარს.
მეღიმება.
უფრო სიმწრისგან.
საცოდაობისგან.
გავეშებული ქალი რომ უკან სეირის მაყურებლებს უბრუნდება,გული ზუატად მაშინ მიჩერდება.
მომდევნო ათი წუთი მხოლოდ ნჭყვეტნაწყვეტ მესმოდა აურაცხელი ცილისწამება.
შორიდან ვხედავ შვილებზე გადამხობილ ლილეს,
მთელი ძალით რომ ცდილობს არ გააგონოს მათ ყურს შეურაცხყოფა.
როგორ ცფილობს,არ გამოეპასუხოს ჩირქის მსროლელს და,
აიცილოს ის ქვა,ასე რომ სროულობდა მისი წვეტიანი ენა!
-საყვარელი!-ზარივით ეკიდება ჰაერს მისი სიტყვა.
პირველი ფურთხი მხვდება ძაძის კალთაზე და,
პირველად ვგრძნობ,რაც გადის მკვდარი სხეული სულის დატოვებისას.
ეს ცოცხლად დაწვა იყო და არა, უბრალოდ ჭუჭყის მოხვედრა.
სასოწარკვეთილი დავეტაკე კაბას.
სახელოთი მოვწმინდე და ,
სანამ ვირეცხავდი ტალახს,მეორე ფურთხი მომხვდა,დაუმსახური.
-სიძვის დიაცი!-აგორდა გუნდასავით ქალებში ახალი ტალღა.
სული გაიძღეს გინებით კაცებმა.
ვინ დამიცავს?
ვინ ამოიღებს ხმას?
სიმწრით მეცინება.
ზუსტად ერთ წამში ვიღებ გადაწყვეტილებას,
აბობოქრებულ ბრბოს უკან ვიტოვებ,ერთადერთ ჩანთაში სისოს შავ პერანგს,სურათსა და მის საფულეს ვიდებ.
ორ ხელ გამოსაცვლელს ვკეცავ და თბილად ვაცმევ დაზაფრულ პატარებს.
სირცხვილის კორიდორს ყელმოღერებული ვიტოვებ ზურგსუკან და,
სახით სახის წინ,
ზიზღით სავსე ლიას ვუდგები და ვეუბნები.
-როცა მარტო დარჩები და ამ ყველაფერზე დაფიქრდები,
როცა შენი უღირსი ქმარი ციხიდან გამოვა და მომდევნო ქალზე იხმარს ძალას,
როცა კიდევ მიხვალ მორიგდან და დაუჩოქებ ვედრებით,
როცა მორიგ ქალს,
მორიგ დედას დამარხავ ცოცხლად და ამას გაიაზრებ,
გთხოვ,მომძებნე და ნია ჩემთან გამოუშვი.
რადგან არაა ღირსი,ისეთმა დედამ გაზარდოს,რომელმაც ქვრივ ქქალს,ორი ობოლით,სახლი,ღირსება,სახელი და მკვდარი ქმრის საფლავი წაართვა!
___
ერთი!
ორი!
სამი-გულში მშვიდად ვითვლი.
ოთხი!
ხუთი!
ექვს პეშვ ჭადისფქვილს ხის სათლზე გემრიელად ვყრი და მონდომებით ვზელ.
ელი გააფთრებით უხსნის მაგიდასთან საცოდავი სახით ჩამომჯდარ ნოეს მათემატიკის მორიგ თავსატეხს.
მეღიმება.
წამით თავი მათზე მეყინება და,
ის ავი დღე-ღამე მახსენდება,
მთელი მსვლელობით..
გახსენებაც რა სათქმელია,
არც კი წამით დამვიწყდია ..
არათუ მომხდარი,
ყველა დეტალიც კი უცვლელად ტრიალებდა კოშმარაც ყოველ ღამე და,
მიახლებდა იმ ჭრილობას,სულზე ასეთი დამღა რომ დაეტოვებინა.
მას შემდეგ,ბარე,მეექვსე წელი შემომელია და,
დღემდე საკინძეზე ,
ძაძის შიგნუთ,
სისოს ფოტო მაქვს გამოკრული,
მცველად,
მფარველად,
დამხმარედ..
მაშინ,როცა უზონოდ შემომიტევს ხოლმე სასოწარკვეთა,
ზუსტად იქ მივიდებდი ხელისგულს,სადაც ელის ჰყავდა მამა დაგულებული და,
ისეთ ძალას ვგრძნობდი,
გული მიჩერდებოდა..
ხომ უღმერთოდ ვცდილობდი,
როგორმე დამევიწყებინა უარყოფა,
ფურთხი,
ტალახი,
მაგრამ,
იმ სოფელში,
იმ ოჯახში,
იმ ჯოჯოხეთში დარჩენილ ერთ ციცქნა მარცვალზე უგზოუკვლო ფიქრი მოსვენებას არ მაძლევდა და,
არ მპატიობდა ამდოზით ინერტულობას..
-დედაა!-ელის მკვეთრი გაკვირვება მაფხიზლებს ერთიანად.
რკინის კარებთან ატუზული სხეული უკან იხევს და,ჩემკენ მორბის.
კარს ღიას ტოვებს.
კარში ქალს ვხედავ და მის უკან,
პატარა გოგოს..
შეშინებულს.
გამოლეულს.
გამჭვირვალეს.
ყოველ ნაბიჯზე,
ყოველ სუნთქვაზე,
ყოველ წამს უღმერთოდ ვკვდები..
-ლია..-ხმა მიწყდება.
კარში ნიაა აწურული.
ლია ყოველ ჩემ ნაბიჯზე უკან იხევს,
გზააბნეული..
ზღურბლზე ერთი ჩანთა დევს და,
კარის ჩარჩოსთან ჩამოვარდნილი წერილი.
-ლია!-მთელი ხმით გავძახე,მაგრამ,ისე გაქრა,
მისგან მხოლოდ შვილი დარჩა.
-ნიაკო.-გული მივარდება საგულიდან,ისე ვეხვევი მის სუსტ მხრებს..
მკლავებში მეკარგება სხვისი შვილი.
არ აჩნია მიწას,ისეა შეჭმული სოციუმისგან..
სითბოს დანატრებული გულზე ხელებს მადებს,სადაც სისო მყავს და,
გულამოსკვნილი ეტირება..
ღმერთო..
სული მეყინება ტკივილისგან.
გული მეწურება მისი ცოდვით..
ღმერთმა იცის,რა ჰქონდა გავლილი და რა დროზე ადრე შემოელია უჯავრო ბავშვობა..
-არ შეგეშინდეს,ნიაკო..-გრძელ თმებზე მოვეფერე..
ფრთებქვეშ გამოვიკარი..
უკან,კლდესავით ამომიდგა ორი ჩემი ობოლიც..
მხრებზე ელის ძლიერ ხელისგულებს ვგრძნობ..
დიდი ქალივით მიჭერს ხელს..
მის ძალას მაძლევს..
მე მეტის ძალა აღარ დამრჩა..
ისე მივიღე და შემოვუშვი,
წუთების შემდეგ,სამივე რომ ისხდა მაგიდასთან,
ვეღარ გავარჩიე რომელი იყო ჩემი და,რომელი სხვისი შვილი..
ფეხაკრებით დავტოვე ოთახი,
საუბარში გართულებს,აღარც აინტერესებდათ სხვა ვინმე.
ოთახში ,
საწოლზე ჩამჯდარმა,
ის წერილი გავშალე,
ლია რომ აპირებდა ჩუმად დაეტოვა.
მასზე ალბათ უზარმაზ სიტყვათწყობას ველოდი,
მაგრამ,
რაც იქ დამხვდა,
ის ორი სიტყვაც,
იმაზე მეტი იყო,
ვიდრე მთელი პოემები..
ვუყურებ ჩემ თავს,
ძაძაში,
შავ თავშალსა და,
გამომქრალ თვალებში ის წინადადება მიტრიალებს,
მხოლოდ ღმერთმა რომ იცის,რა ტანჯვად დაუჯდა,რომ დაეწერა..
ღაწვები რომ დამეწვა,მხოლოდ შემდეგ გავიაზრე,
მოთქმით რომ ვტიროდი..
იქნებ,იმას,სისო რომ მომიკვდა.
იქნებ,იმას,მის საფლავზე რომ ვეღარ ვთხრიდი ბალახს.
იქნებ,იმან,ექვსი წლის წინ,ჩემში ქალის მოკვლა რომ სცადეს?
იქნებ,ის ნერწყვი ამეწვა,ძაძაზე რომ მოხვდა?
იქნებ,ის მიგლეჯდა გულს,შვილები რომ ობლად მეზრდებოდა?
სამივე რომ შემოვიდა გულისგამაწვრილებელ გოდებაზე,
მერე მივხვდი,
ლიას სასოწარკვეთილი ორად ორი სიტყვა რომ მიკლავდა გულს.
“ქალად გამიზარდე”
სრულიად სხვა სამყაროში,დედა-დედას,შვილს მიტოვებდა,
მხოლოდ იმიტომ,რომ ის ვერ შეძლებდა მის სამყაროში შვილი ქალად აღეზარდა..
____
დასასრული
__
ვაიმე,ღმერთო,გული ამომისკდა!
რვა მარტს გილოცავთ!
არასდროს,
არასდროს შეგშინებოდეს და ყოველთვის იწამეთ თქვენი ძალის!
ქალი ძალაა!
ეს წესად გავიხადოთ
მიყვარხართ და ,
როგორც ყოველთვის,
გელით,
თქვენი :ანასტასია



№1  offline წევრი penguin

ვაიმეე????რას მერჩოდი ანასტასია????სანამ კითხვას დავიწყებდი ზუსტად ვიცოდი რომ ტირილი გარანტირებული მქონდა,მაგრამ თან ისეთი ამაყი ვარ????ლილე გასაოცარი ადამიანია ძლიერი ქალი და ძლიერი დედა,მისნაირი ბევრი უნდა არსებობდეს ხმის ამოღების რომ არ შეეშინდება და არამარტო????რაც შეეხება ლიას უბრალოდ მეცოდება მსგავსად მოაზროვნე ადამიანები ოღონდ ოჯახი არ დაენგრეთ და მზად არიან მოძალადეს თავი დაუხარონ????
მადლობაა შენ❣️❣️

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

penguin
ვაიმეე????რას მერჩოდი ანასტასია????სანამ კითხვას დავიწყებდი ზუსტად ვიცოდი რომ ტირილი გარანტირებული მქონდა,მაგრამ თან ისეთი ამაყი ვარ????ლილე გასაოცარი ადამიანია ძლიერი ქალი და ძლიერი დედა,მისნაირი ბევრი უნდა არსებობდეს ხმის ამოღების რომ არ შეეშინდება და არამარტო????რაც შეეხება ლიას უბრალოდ მეცოდება მსგავსად მოაზროვნე ადამიანები ოღონდ ოჯახი არ დაენგრეთ და მზად არიან მოძალადეს თავი დაუხარონ????
მადლობაა შენ❣️❣️

ლილი ♥️♥️♥️ ლამაზო ♥️ მადლობა შენ!
ლილე მეც უსაშველოდ მეამაყება! აი უუუუსააშველოდ ♥️♥️♥️♥️

 


№3 სტუმარი ნი-კე

აი რას გვერჩი რომ გვატირებ ამ ბოლო დროს არ ვიცი❤️თუმცა ამ ცრემლებში იმდენი სიყვარული,ღირსება და ტკივილია სიტყვებით ვერ გადმოვცემ..❤️❤️8-მარტს გილოცავ❤️❤️

 


№4  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნი-კე
აი რას გვერჩი რომ გვატირებ ამ ბოლო დროს არ ვიცი❤️თუმცა ამ ცრემლებში იმდენი სიყვარული,ღირსება და ტკივილია სიტყვებით ვერ გადმოვცემ..❤️❤️8-მარტს გილოცავ❤️❤️

♥️♥️♥️♥️♥️♥️ყველაფერიაა აქ ♥️♥️ მადლობაა ♥️♥️♥️ თქვწნც გილიცავთ! იხარეთ ♥️♥️

 


№5 სტუმარი სტუმარი მარიამი

უკომენტაროდ❤❤❤❤❤

 


№6 სტუმარი სტუმარი მარინა

ძალიან ემოციური იყო.ლილე ამაყი და ძლიერი დედაა .უცრემლოდ ვერ წავიკითხე. წარმატებებს გისურვებ ანასტასია.✍✍???????????????????? 8-მარტს გილოცავ❤❤????????????

 


№7  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი მარიამი
უკომენტაროდ❤❤❤❤❤

♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️
სტუმარი მარინა
ძალიან ემოციური იყო.ლილე ამაყი და ძლიერი დედაა .უცრემლოდ ვერ წავიკითხე. წარმატებებს გისურვებ ანასტასია.✍✍???????????????????? 8-მარტს გილოცავ❤❤????????????

უღრმესი მადლობა ♥️♥️♥️♥️♥️♥️ თქვენნ გილოცავთ! ბედნიერი იყავით ♥️♥️♥️

 


№8 სტუმარი სტუმარი ხათუნა

რამ მოგაფიქრათ ეს სიუჟეტი.ასეთი ემოციური- სულში და გულში რომ გაიარა. მადლობა . შეიძრა გული. ნეტავ ბევრია ლილესნაირი ძლიერი ქალები? ლილესნაირი რომ ბევრია- ვიცი,ყველგან ეგეთი ოჯახებია.

ვერ ჩავასწორე ჩემი კომენტარი და აქ ვწერ: ლიასნაირი ბევრია უნდა დაწეროს. ყველაფერს რომ ითმენენ,ქმრის ორგულობას, სიცივეს,სიუხეშეს,მთავარია სტატუსი- გათხოვილი ერქვათ.ეს სუსტი, არარეალიზებული უთავმოყვარეო ქალები არიან,ალბათ ღირსნი არიან ესეთი არაკაცების

 


№9  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ხათუნა
რამ მოგაფიქრათ ეს სიუჟეტი.ასეთი ემოციური- სულში და გულში რომ გაიარა. მადლობა . შეიძრა გული. ნეტავ ბევრია ლილესნაირი ძლიერი ქალები? ლილესნაირი რომ ბევრია- ვიცი,ყველგან ეგეთი ოჯახებია.

ვერ ჩავასწორე ჩემი კომენტარი და აქ ვწერ: ლიასნაირი ბევრია უნდა დაწეროს. ყველაფერს რომ ითმენენ,ქმრის ორგულობას, სიცივეს,სიუხეშეს,მთავარია სტატუსი- გათხოვილი ერქვათ.ეს სუსტი, არარეალიზებული უთავმოყვარეო ქალები არიან,ალბათ ღირსნი არიან ესეთი არაკაცების

მე მინახავს ლილესნაირი ძლიერებიც და , ლიას ნაირი სუსტი,პატარა ქალებიც ♥️♥️♥️ ნეტა,კილესნაირები ჭარბობდნენ ♥️♥️

 


№10 სტუმარი ნანამია

მადლობა უფალს რომ ჩვენს ირგვლივ ჯერ კიდევ არიან ლილესნაირი ძლიერი ქალები... სიყვარულს რომ ერთგულობენ შვილებს კარგ ადამიანებად ზრდიან, ყველა განსაცდელს მედგრად ხვდებიან... სწორედ ასეთი ქალების აღზრდილი შვილები გააგრძელებენ ნებისმიერი ქვეყნის მომავალს,მე ასე მჯერა..
რაც შეეხება ემოციებს...3ჯერ გავწყვიტე კითხვა...ვიტირე არა მარტო ლილეს და მისი შვილების გამო,შემეცოდა ლია და ის არაქალები და არაკაცებიც კარგის და ცუდის გარჩევაც რომ არ შეუძლიათ... დიდი მადლობა ასეთი ემოციებისთვის და ვიხსენებ და ვერ შევძელი გამეხსენებინა ამ საიტზე წამიკითხავს თუ არა მსგავს თემაზე დაწერილი ისტორია... უღრმესი მადლობა...

 


№11  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ნანამია
მადლობა უფალს რომ ჩვენს ირგვლივ ჯერ კიდევ არიან ლილესნაირი ძლიერი ქალები... სიყვარულს რომ ერთგულობენ შვილებს კარგ ადამიანებად ზრდიან, ყველა განსაცდელს მედგრად ხვდებიან... სწორედ ასეთი ქალების აღზრდილი შვილები გააგრძელებენ ნებისმიერი ქვეყნის მომავალს,მე ასე მჯერა..
რაც შეეხება ემოციებს...3ჯერ გავწყვიტე კითხვა...ვიტირე არა მარტო ლილეს და მისი შვილების გამო,შემეცოდა ლია და ის არაქალები და არაკაცებიც კარგის და ცუდის გარჩევაც რომ არ შეუძლიათ... დიდი მადლობა ასეთი ემოციებისთვის და ვიხსენებ და ვერ შევძელი გამეხსენებინა ამ საიტზე წამიკითხავს თუ არა მსგავს თემაზე დაწერილი ისტორია... უღრმესი მადლობა...

მეცოდება ლია,სოციუმის გამიზნული მსხვერპლი მგონია მაინც : (( და ლილესნაირი სიძლიერის ქალწბი რომ ბევრი უნდა იყვნენ,ეს უდაოა.. მიუხედავად იმისა რომ მძიმე ფსიქოლოგიური ბექგრაუნდიაქ.. ❤️❤️❤️❤️❤️❤️ მადლობა ნანა შეფასებუსთვის ♥️♥️♥️

 


№12 სტუმარი One

Geficebi, ai geficebi ar khar taso normaluri❤️❤️
Cudad var, ra khelma,ra dzalam,ra gonebam dagaweerina adamiano))
Gavibere sapnis bushtivit da gavskdebi sadac aris))
Amas zghva emociac aghar hqvia)) wavida chemi pulsacia astralshi))
Vgijdebii, vgijdebii shenze❤️

 


№13  offline ახალბედა მწერალი tasusuna

One
Geficebi, ai geficebi ar khar taso normaluri❤️❤️
Cudad var, ra khelma,ra dzalam,ra gonebam dagaweerina adamiano))
Gavibere sapnis bushtivit da gavskdebi sadac aris))
Amas zghva emociac aghar hqvia)) wavida chemi pulsacia astralshi))
Vgijdebii, vgijdebii shenze❤️

მეეც ვგიჟდებიიი შენზეეე ქეთოი ♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️ და მიყვაარს შენი შეფასებები ♥️♥️♥️

 


№14 სტუმარი Ana-maria

თქვენი ისტორიები ძალიან რომ მიყვარს ისედაც იცით. ძალიან კარგად რომ წერთ ესეც ბევრჯერ დამიწერია.
ეს ისტორია სევდიანი იყო,მაგრამ ისტორია იყო ძლერ ქალზე,დედაზე. ჩვენს გარშემო ლილესნაირი ქალებიც არიან და სამწუხაროდ ლიასნაირებიც.
ვიტირე ქვრივის ცხოვრებაზე,თუმცა ვფიქრობ ლილეს ყველაფერი კარგად ექნება,იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ქალია. წარმატებები ❤❤❤

 


№15  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Ana-maria
თქვენი ისტორიები ძალიან რომ მიყვარს ისედაც იცით. ძალიან კარგად რომ წერთ ესეც ბევრჯერ დამიწერია.
ეს ისტორია სევდიანი იყო,მაგრამ ისტორია იყო ძლერ ქალზე,დედაზე. ჩვენს გარშემო ლილესნაირი ქალებიც არიან და სამწუხაროდ ლიასნაირებიც.
ვიტირე ქვრივის ცხოვრებაზე,თუმცა ვფიქრობ ლილეს ყველაფერი კარგად ექნება,იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ქალია. წარმატებები ❤❤❤

მე თქვენ მიყვარხართ ანამარია ❤️❤️❤️ ლილე კარგად იქნება, ამ ცხოვრებას მხრებით გაიტანს ❤️❤️❤️❤️

 


№16  offline წევრი Annia

ცრემლები თავისუს მომდიოდა დასასრულამდე, მადლობა და მეც გილოცავთ 8 მარტს ყველა ქალს <3

 


№17  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Annia
ცრემლები თავისუს მომდიოდა დასასრულამდე, მადლობა და მეც გილოცავთ 8 მარტს ყველა ქალს <3

გილოცავთ თქვენც ❤️❤️❤️❤️

 


№18  offline წევრი ირო

მხოლოდ ეს წინადადებაა მთელი ისტორია"ქალად გამიზარდე".ამ ისტორიის სუნთქვა და ამოძახილია ეს ორი სიტყვა.იყავით ძლიერები ქალებო,არადა რამდენი ასეთი მსხვერპლია ჩვენს გარშემო.გილოცავთ გაზაფხულის მოსვლას,დაე ყველა ქალი გაზაფხულივით ლამაზი ყოფილიყოს.♥️

 


№19  offline ახალბედა მწერალი tasusuna

ირო
მხოლოდ ეს წინადადებაა მთელი ისტორია"ქალად გამიზარდე".ამ ისტორიის სუნთქვა და ამოძახილია ეს ორი სიტყვა.იყავით ძლიერები ქალებო,არადა რამდენი ასეთი მსხვერპლია ჩვენს გარშემო.გილოცავთ გაზაფხულის მოსვლას,დაე ყველა ქალი გაზაფხულივით ლამაზი ყოფილიყოს.♥️

ირო❤️❤️❤️❤️❤️ქალი ბედნიეტებუსთვისა ❤️❤️❤️იხარე

 


№20 სტუმარი გიული

რას მერჩოდით????

მოვკვდი ქალი ტირილით

 


№21  offline ახალბედა მწერალი tasusuna

გიული
რას მერჩოდით????

მოვკვდი ქალი ტირილით

♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️♥️

 


№22 სტუმარი სტუმარი ქეთი

რა სისულელეა

ნუ ჩანაფიქრი აშკარად კარგი გქონდა, გასაგებია თემა რაზეც გინდოდა საუბარი, მაგრამ თვითონ ისტორია... ბევრი რამ აკლდა

 


№23  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სტუმარი ქეთი
რა სისულელეა

ნუ ჩანაფიქრი აშკარად კარგი გქონდა, გასაგებია თემა რაზეც გინდოდა საუბარი, მაგრამ თვითონ ისტორია... ბევრი რამ აკლდა

მე აღარ ჩავთვალე საჭიროს მეტის თქმა, თუმცა,მისაღებია თქვწნი აზრიც. ♥️♥️ მადლობა რომ წაიკითხეთ ♥️

 


№24 სტუმარი Ნინა

Გული ამომისკდა ❤️❤️საუკეთესო ხარ ❤️

 


№25  offline ახალბედა მწერალი tasusuna

Ნინა
Გული ამომისკდა ❤️❤️საუკეთესო ხარ ❤️

თქვენ ხართ საუკეთესო❤️❤️❤️ მადლობა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent