სიყვარულის ქალაქში - თავი 1
მე ანო ვარ,ანო მახარაძე.სიმართლე რომ გითხრათ,ამ ისტორიის დაწერაზე დიდხანს ვფიქრობდი. ვფიქრობდი,მომეყოლა თქვენთვის ჩემი თავგადასავლები,ჩემს საყვარელ ქალაქში.მინდა წინასწარ გითხრათ,ამ ისტორიის ამბები ზოგჯერ გაგაღიმებთ,გაგამხიარულებთ,ზოგჯერ დაგასევდიანებთ,აგატირებთ და იქნებ ჩემსავით ან ჩემზე მეტადაც კი შეგიყვარდეთ ჩვენი განსაკუთრებული ქალაქი.ამ ისტორიის დაწერა მე მჭირდებოდა იმისთვის,რომ გამეგრძელებინა სიცოცხლე,წარსულით მაინც. ხოდა წაგვიკითხეთ და შეიყვარეთ ამბები,რომელიც დაიბადა ჩვენს სიყვარულის ქალაქში. *** მახარაძეების ოჯახში დილა,რა თქმა უნდა,ისევ ხმაურიანად დაიწყო ათი წლის ანდრო ბალიშს ურტყამდა საბანში ჩამალულ დას. -გიორგი,შედი და დააწყნარე ახლა ისინი,სანამ გადამრიეს.-საბუთებიდან თავი არ ამოუწევია,ისე სთხოვა რუსამ საყვარელ ქმარს და თან საჩვენებელი თითით სათვალე შეისწორა. -ანდრო,მა,არ გრცხვენია?! -კიდე მე უნდა მრცხვენოდეს?!მე დილაუთენია სკოლაში მიშვებთ ეს კი ლოგინში ნებივრობს.- ტიტინებდა პატარა მახარაძე. -შე პატარა ჭინკა,გამეცალე ახლა აქიდან.-სიცილით ესროლა ბალიში ანომ ძმას და შეეცადა ძილი გაეგრძელებინა. ცოტა ხანში გიორგიმ ანდრო სკოლაში წაიყვანა.დედა-შვილი კი სამზარეულოს მაგიდასთან ისხდნენ და ყავას სვამდნენ. -ლექციები არ გაქვს დღეს?-ანო მომავალი ჟურნალისტი იყო. -ცოტა გვიან დე.გამოძინება მინდოდა,მაგრამ არ მაცალა იმ ეშმაკმა.-სიცილით უპასუხა დედას და ამ დროს მისი ტელეფონიც აწკრიალდა. -ჰო ნატა,ახლა ვაპირებდი დარეკვას. -რას შვრები,არ მოდიხარ?ჩვენს კაფეში ვართ ყველა და გელოდებით. -ამ დილაუთენია ხაში იყო თუ რა ხდება?-მეორე მხრიდან სიცილის ხმამაც არ დააყოვნა.-ლექციები მაქვს ცოტა ხანში და მანამდე შემოგირბენთ. -კაი მიდი,გელოდებით.-ჩასძახა ნატა ალექსიძემ და ზარიც შეწყდა. შემოდგომის სუსხი მალევე შემოპარვოდა თბილისის ქუჩებს.ანო ჩქარი ნაბიჯებით მიუყვებოდა წითელ-ყვითელი ფოთლებით დაფარულ ტროტუარს და მალევე შეუხვია კაფე “ალუბლებისკენ”. -გვეშველა,გამოჩნდა.-ორივე ხელი მაღლა აღაპყრო ლექსო ფაღავამ. ბავშვობისდროინდელი სამეგობრო თავის ჩვეულ ადგილას შეკრებილიყო და ელოდნენ მახარაძის გამოჩენას. -რა იყო ხალხო ხდება რამე?-ეჭვნარევად იკითხა ანომ და ადგილი ეკას გვერდით დაიკავა. -მეგობრის დაბადების დღეც დაგავიწყდა გოგო?ნწ,ნწ,ნწუ.-თავის ქნევით და სიცილით გაეპასუხა გიგა ჯავახიშვილი,მეგობრებისთვის კი უბრალოდ “ჯავახა”. -ვაი,22 ოქტომბერია ხო დღეს?აუ არ ეტყვით ხო ნიკუშას?!-ყველას რომ გადახედა და იუბილარი ვერ შენიშნა მაშინღა ალაპარაკდა დაბნეული გოგო. -კაი კაი.მოვრჩეთ ღლიცინს და მოვიფიქროთ რას ვშვრებით საღამოს.არავინ არ გამაგონოს არც ლექციები,არც ბიზნესები და არც ჯართი მანქანების აწყობები გაიგე ფაღავა?-მკაცრად გადახედა ნატამ ბრაზმორეულ ლექსოს. -შენი დებილური მოპედია ჯართი და შეეშვი ჩემს ახალთახალ სიყვარულს.-ენა გამოუყო ბიჭმა და ლუდის სმა გააგრძელა. რა თქმა უნდა,ანოს უნივერსიტეტში წასვლაც გადაიდო და სხვების არაერთი საქმეებიც. “ალუბლების” პატრონი ლექსო გახლდათ,ამიტომაც მთელი ტერიტორია მათ განკარგულებაში იყო. იმ დღით მთლიანად დაკეტეს კაფე და მზადებას შეუდგა ყველა ერთად. ბოლოსდაბოლოს მათ ბავშვობის მეგობარი ნიკუშა კორინთელი 23 წლის ხდებოდა და ასაკში ეწეოდა მეგობრებს.საღამოს უკვე ყველაფერი მზად იყო,ნიკუშას დარეკილი ჰქონდა უკვე და გზაში იყო,მეგობრები კი ჩამქრალ შუქში იმალებოდნენ.ცოტა ხანში კარის სახელურის ხმაც გაისმა. -ერთი,ორი,სამი.-ჩუმად დაითვალა ეკუნამ და ყველა ერთად წამოიშალა. -რა ლამაზი დღე… -სიმღერა უმალვე შეწყვიტა ყველამ,როგორც კი ტორტის ანთებულმა სანთლებმა კარებთან მდგარი დიდი ხნის გადაკარგული მერაბ ყიფშიძეს სახე გამოაჩინეს. -ვა,მერაბ?!შენ აქ რა გინდა ტო?-როგორც იქნა ამოღერღა ლექსომ და შუქიც აანთო. -უკვე მერაბა გავხდი ძმა?!-დაიძაბა ყიფშიძეც და ირგვლივ მდგარ მეგობრებს გადახედა,რომლებიც დაძაბულები შესცქეროდნენ ხან მერაბს,ხან გაშეშებულ მახარაძეს. -ეეჰ,ძმა,გინდ მერაბა იყავი გინდ ვახტანგა,აი ჩვენი მეკო კი ნაღდადდ ვეღარ ხარ.-თითქოს ძალით გაუცინა ფაღავამ,მაგრამ მაინც თბილად გადაეხვია.შემდეგი რამდენიმე წუთი მეკოს სათითაოდ ეხვეოდნენ ბავშვობის მეგობრები.მხოლოდ ანო იდგა განცალკევებით.ანთებულ სანთლებიანი ტორტი მაგიდაზე დაედო და ურეაქციოდ უყურებდა.მალევე ჯავახა მიუხვდა გასაჭირს,გვერდით ამოუდგა და ხელი გადახვია. -ახლა არ დაიგრუზო ჩემ თავს გაფიცებ და ცოტა ხანში ერთად გავგაზოთ სადაც მეტყვი. -კარგად ვარ გიგუნა,ნუ დარდობ.-თბილად გაუღიმა ანომ და ლოყაზე აკოცა ბიჭს. ამ მოულოდნელ ამბებში კორინთეკის დაბადების დღე ისე დაავიწყდა სამეგობროს რომ უეცრად კარი გაიღო და ნიკუშას დაბნეული სახეც გამოჩნდა. -ვახ,აქ რა ხდება ე? არადა მე უნდა მეხარებინა მეკოს ჩამოსვლის ამბავი ტო,რა სიურპრიზობანა გავმაზე.-გულდაწყვეტით თქვა იუბილარმა და ხელი ჩაიქნია. -აუ,რატო მოხვედი ჯერ,ეს რა გამოვიდა ახლა.-მხარი წაკრა ნატამ ნიკუშას. -არაუშავს მაინც გიმღერებთ.-ისე იღიმოდა ანო,თითქოს იქიდანაც და გონებიდანაც სრულიად გაექრო ყიფშიძე და თავისი ტკბილი ხმით ხელახლა დაიწყო სიმღერა. -რა ლამაზი დღეა,რა ნათელი მზეა… -რას უყურებთ?!აყევით.-გვერდით მიუდგა მეგობარს ეკუნა და მტრული მზერით დაასაჩუქრა მეკო. -ეე,მადლობა შერეკილებო.მე კი ვიფიქრე მერაბას ჩამოსვლას აღნიშნავდით.-იცინოდა კორინთელი და შუბლზე კოცნიდა თითქოსდა ძალით მომღიმარ ანოს. შუა ღამემდე ჟრიამული იყო “ალუბლებში”,ძველ ამბებს იხსენებდნენ მეგობრები.სუფრის თავთან იჯდა მერაბი,ბოლოსთან — მახარაძე.ჭიქას ჭიქაზე ცლიდა მეკო,წვეთს არ ტოვებდა ანოც.დროდადრო თვალებს ისე მტრულად და თან სევდიანად უსწორებდნენ ერთმანეთს,იქ მსხდომთაგან არც ერთს რომ არ გამოეპარებოდა. სამეგობრო ლექსოს კიდევ ერთ დაუმთავრებელ სადღეგრძელოს ისმენდა,ანოს ტელეფონი რომ აწკრიალდა.ისიც მაშინვე წამოდგა და აივნისკენ დაიძრა. -ოჰ,ოჰ დაიწყო ახლა საათნახევრიანი ჭუკჭუკი.-საჯაროდ შეარცხვინა კორინთელმა ანო. -ენას ამოგაძრობ,ნიკუშა.-ძალით გაუღიმა შერცხვენილმა გოგომ კორინთელს და კარი მოხურა. ჯერ წითელი ღვინო მოსვა მერაბმა,შემდეგ მოუსვენრად ირწეოდა სკამზე,თან თვალს აივნისკენ აპარებდა,სადაც მხიარულად მოსაუბრე გოგონა დადიოდა აქეთ-იქით.რამდენიმე წუთში,თითქოს მოთმინება დაეკარგაო,ისე წამოხტა ყიფშიძე და ანოს გზას მიჰყვა.გაიღო თუ არა კარი,გოგოც უცებვე მორჩა ტელეფონზე საუბარს და მოაჯირზე დაყრდნობილ მეკოს გახედა,რომელსაც უკვე სიგარეტის ღერზეც მოეკიდებინა და მშვიდად ისუნთქავდა ნაცრისფერ კვამლს. -რა ხდება,მახარაძე,ახალი ამბებია შენკენ?-ინტერესით გახედა ბიჭმა,ასევე მოაჯირზე დაყრდნობილ მასზე მტრულად მომზირალ უფრო გამშვენიერებულ ანოს. -რა ხდება,მერაბ,როდიდან ინტერესდები ჩემი ამბებით?ან ახალს სანამ იკითხავ,ძველი იცი? -არ გადაგიარა გაბრაზებამ,არა?! ირონიულად ჩაეღიმა ბიჭის კითხვაზე მახარაძეს და კარისკენ მიბრუნდა. -ანანო,მისმინე… - უცებვე მიბრუნდა მეკოც და მის მკლავს ჩაეჭიდა. -ანო,ანო მქვია.-ისევ ისე ცინიკურად გაუღიმა გოგომ და შეეცადა ხელი გაეთავისუფლებინა,მაშინვე გაუშვა ყიფშიძემ. -მე მეკო,სასიამოვნოა.გაცნობით დავიწყოთ.-გულწრფელად უღიმოდა ბიჭი,საყვარელ ქალს. -არა მერაბ,შენ ყველაფერი ხუთი წლის წინ დაიწყე და იქვე დაამთავრე კიდეც.-თვალი ჩაუკრა ბრაზმორეულმა მახარაძემ დასერიოზულებულ მეკოს და ოთახში დაბრუნდა.სახეწაშლილი გოგო სკამზე გადაკიდებულ ქურთუკს და ჩანთას დასწვდა და გასასვლელისკენ წავიდა. -გკოცნით ხალხო,ძალიან დავიღალე.შორიდანვე დაემშვიდობა ანო მეგობრებს.-ჯავახ,გამაცილებ?! -ისედაც ვდგებოდი, ჩემო სიცოცხლე.-მაშინვე წამოდგა გიგა და კაფე დატოვეს. მეკო ყიფშიძე კი ისევ იმ აივანზე იდგა,ისევ ანთებული სიგარეტის ღერით ხელში და ვინ იცის რაზე ფიქრობდა?! იქნებ სწორედ იმ დასაწყისზე… *** ყველაფერი კი მაშინ დაიწყო როცა სამეგობრო უნივერსიტეტში აბარებდა. ანო განსაკუთრებულად ღელავდა ბოლო გამოცდის დასრულების შემდეგ.წუწუნებდა,დარწმუნებული ვარ ვერცერთს ჩავაბარებო.ასევე შეშინებულ ლექსოს მისი გათეთრებული ხელი ეკავა და წრიულად უსვამდა თითებს. -კარგი რა ანო,ასე რა განერვიულებს? ვერ ხედავ მეკოც კი რა მშვიდად დგას?სულ არ ადარდებს ის საგანი რომ აირჩია,სკოლაში ერთ გაკვეთილსაც კი რომ არ დასწრებია.-ამშვიდებდა ჯავახაც,უნივერსიტეტის ეზოში ბეტონზე ჩამომჯდარ დასევდიანებულ მეგობარს.იმაში მაინც გაუმართლათ რომ ყველა ერთ საგამოცდო ცენტრში წერდა გამოცდებს. კიდევ ერთხელ გახედა ანომაც შესასველთან მდგარ, გოგოებთან არხეინად მოლაპარაკე ყიფშიძეს და იგრძნო ნელ-ნელა როგორ შემოვიდნენ სიბრაზის ნოტები მის სხეულში. ანო საკუთარ თავსაც არ უტყდებოდა დიდი ხნის მანძილზე,რომ მეკო სულ სხვა იყო მისთვის,მერე როცა უზომოდ ბევრს ფიქრობდა, თვალები მასზე უშტერდებოდა, მისი შეხება ჟრუანტელს გვრიდა და ერთხელ ნატამაც რომ მიაძახა ასე უგონოდ შეყვარებული როდემდე უნდა იყოო,მიხვდა რაღაც ძალიან რთული და დიდი ამბავი რომ ტრიალებდა მის თავს.მაგრამ აბა ან ბიჭს,ან მათ საერთო სამეგობროს ამ ამბავს როგორ გაანდობდა?! იცოდა მახარაძემ,მისი ცალ მხრივი სიყვარული,რომ უზარმაზარ ბზარს გააჩენდა მათ შორის და სამეგობროსაც ზიანს მიაყენებდა,ამიტომაც იყო ჩუმად და ინახვდა გულში იმ საიდუმლოს,რომელსაც თითქოს ყველა ამჩნევდა,მაგრამ არ იმჩნევდა. ისევ შესასვლელთან მდგარ ახალგაზრდებს აკვირდებოდა ანო და თავისებურ ფიქრებში გართულიყო, უეცრად რომ მოიხედა ყიფშიძემაც და მათი თვალებიც ერთმანეთს შეეჩეხა.ამ მზერითვე იგრძნო მახარაძემ,როგორ მიუხვდა მეკო ფიქრებს და სპეციალურად არ მოაშორა მზერა,ის ჩუმი კონტექსტი რომ გაექრო ბიჭისთვის და დაერწმუნებინა თითქოს მისი შემოხედვა არც არაფერს ნიშნავდა მისთვის და სრულიად უბრალოდ უყურებდა. -რას აცახცახდი გოგო უარესად,მოისვენე.-დაუყვავა უფრო გაგიჟებულმა ფაღავამ და მტევანზე მაგრად გაუსვა თითები. -ოო,კაი.მომტეხე ბარემ და ეგ იქნება.-მისი რეაქციით აჟიტირებულმა გოგომ სიცილით აუქნია ხელი და შესასვლელისკენ მდგარ ნატასკენ დაიძრა. -ნატ,არ წავიდეთ? ეკუნაც გამოსულა და გაჩერებასთან გვიცდის,ეზოში შემოსვლა და მაგ გიჟების დაცინვის მოსმენა არ მინდოდაო.-მავედრებელი მზერით უყურებდა ანო მეგობარს რომ აქედან დროზე წაეყვანა. -და ჩვენ გარეშე სად მიბრძანდებით ქალბატონო? -უდარდელად გადახვია ხელი ანოს, გოგოებს ძლივს მოწყვეტილმა მერაბმა.წარბაწეულმა მახარაძემ,გახედა ჯერ მის მხარზე დადებულ ძლიერ ხელს და შემდეგ მასზე ორი თავით მაღალ ბიჭს. -მოიცა,გაგვიხსენე ყიფშიძე? ჰაი,აქ ვართ,მადლობა ძლივს დადებული პატივისთვის. გულიანად ეცინებოდა მერაბს,დოინჯშემორტყმულ მასზე გააფთრებულ გოგოზე და მის გვერდით მდგარ ალექსიძეზე,რომელიც ისე იქნევდა თავს,აშკარად ახლა თავადაც აპირებდა სიტყვით გამოსვლას და მეკოზე თავდასხმას. -აუ,მართლა რანაირად იქცევი ამხელა კაცი. ჩვენ აქ ცრემლებს ვღაფავთ,ბიჭები ძლივს გვაწყნარებენ და შენ კიდევ ვიღაცებს ეარშიყები აქ უდარდელად.-არ ცხრებოდა ნატა. -კაი,კაი არ გვინდა ეს მხარის აბმები.ორივე მათგანს ხელი გადახვია გამხიარულებულმა ყიფშიძემ და თავისი მანქანისკენ დაიძრნენ. აბა ყველა წავედით ახლა და აღვნიშნოთ კარგად გადაგორებული ეროვნულები.-აშკარად კარგ ხასიათზე იყო მერაბი. -ჰო,კი კარგად აბა.იმიტო ტირის ეს აქ,-ანოზე ანიშნებდა თავის მანქანაზე მიყრდნობბილი ნიკუშა კორინთელი და ის მანქანაში, ასევე თავს იქნევდა მანქანაში მჯდარ ეკა ჟღენტისკენ,რომელსაც მართლა დასწითლებოდა თვალები ტირილისგან. -კაი ეკუნა,ოღონდ აღარ იტირო რა და შენთან ერთად გამოვცლი დღეს იმ შენს საგვარეულო ყანწს.-მეგობრის დაწყნარებას ცდილობდა თავად დასამშვიდებელი ანო და კორინთელის მანქანას უახლოვდებოდა,ეკას გვერდით რომ მისჯდომოდა,მაგრამ ვინ აცადა? ხელი ძლიერად ჩაევლო მისკენ მთლიანად გადახრილ მეკოს და დაჟინებული მზერით უყურებდა. -ჯერ ერთი,ვერაფერსაც ვერ გამოცლი და მერე მეორე,ჩემი მანქანით მივდივართ მე და შენ. -ვითომ რატომ?! მეტი საქმე არ მაქვს ნახევარი საათი შენს დებილურ ხუმრობებს ვუსმინო.-დაეჯღანა გაწითლებული მახარაძე ბიჭს და ხელი ოდნავ შეაშვებინა,თან ნატას გადახედა მოსაშველებლად რამე თქვიო,თუმცა იმან ვითომ არაფერი,უდარდელად აიჩეჩა მხრები,- აბა მე რა უნდა გიშველოო. -სალაპარალო გვაქვს,ანანო.აღარ გამამეორებინო.-მკაცრად დახედა ,ხელი შეუშვა მეკომ მახარაძეს და საჭეს მიუჯდა. ასეთი იყო მერაბ ყიფშიძე. ახალგაზრდა 18 წლის ბიჭი,რომელიც ყველას უკვე დიდ კაცად მიაჩნდა. მომთხოვნი,მკაცრი და აი ისეთი,ერთი გამოხედვითაც რომ გაგრძნობინებდა,მაინც იმას მიიღებდა რაც თვითონ სურდა. -გაყევი რა,ხო იცი არ შეგეშვება. ერთი ორს გაგეღადავება და უცებ ამოხვალთ კიდეც ნუცუბიძეზე,ეკოსთან ვიკრიბებით,ნელიკო გვეპატიჟება.-უდარდელად აკოცა ჯავახამ შუბლზე ანოს და მანქანის კარი გამოუღო.დანებებულ გოგოსაც სხვა რაღა გზა ჰქონდა,მიუჯდა გვერდით ყიფშიძეს და ეს უკანასკნელიც იმ წამსვე მოსწყდა ადგილს. *ანო* ჩავჯექი თუ არა,მაშინვე უფრო ღრმად შევიგრძენი მისი არომატი.მთელს მანქანას მოსდებოდა. ისეთი სურნელი იყო,მთელ სხეულს მიწვავდა და ისედაც აფორიაქებულს,სუნთქვას უარესად მიხშირებდა.ერთ ხანს ჩუმად ვისხედით ორივე,საჭეს ისე ჩაფრენოდა თავისი თეთრი,მუდამ დაძარღვული ხელებით,იფიქრებდით სადაცაა შემოატყდებაო. მე ყელზე მქონდა წაჭერილი ცალი ხელი,თითქოსდა ვცდილობდი მისი სურნელი სხეულში აღარ ჩამეშვა,მეორე ხელით კი ნერვულად ვიკაკუნებდი ფეხზე. -ასე რა განერვიულებს ანანიკო?-ჩემკენ არც კი გამოუხედავს,ისე მკითხა და სისწრაფეც საგრძნობლად შეამცირა. -რამე უნდა მანერვიულებდეს მერაბიკო?-კითხვითვე ვუპასუხე და მის პროფილს მივაშტერდი. -ჯერ პასუხი და მერე კითხვებიო,არ გითხრა შენ ლაურა მასწმა?-მეცხრე კლასის დროინდელი ბიოლოგიის გაკვეთილი გამახსენა,ისეთი კითხვა რომ დასვა ქალბატონმა ლაურამ,თვითონაც რომ არ იცოდა პასუხი და ვერც ერთმა რომ ვერ უპასუხა,გამარჯვებული სახით დაგვყურებდა.მეც და მეკომაც ვიცოდით პასუხი,უბრალოდ მეგობრებს ვუბამდით მხარს,ამის საპირისპიროდ კი ლაურას კითხვა ისე შევუტრიალე ყბადაღებულმა ქალმა ისღა მოახერხა,ზემოთ ხსენებული ფრაზა გამოეყენებინა.გამეცინა ამის გახსენებაზე და ფანჯრიდან გავიხედე,რომ არ შეემჩნია როგორ ერთ წამში შეეძლო ჩემი ხასიათის ცვლილება.როგორ გამომივიდა ეგ უკვე მეორე საკითხია,რადგან როცა გავხედე ისე მიყურებდა,მივხვდი ისევ მთლიანად წაკითხული ვყავდი,ეს ხომ მეკო იყო. -რა არ გასვენებს,მახარაძე?-ორი წუთში ისევ დასერიოზულდა და ასეთივე სახით გადმომხედა.გულში ვფიქრობდი,როგორ მინდა ახლა მთლიანად მოგახალო ჩემი სიმართლე და ეგ სერიოზული სახეც უზომო გაკვირვებამ შეგიცვალოს-მეთქი,მაგრამ როგორც ყოველთვის ისევ სიჩუმე ვარჩიე. -აღარ იტყვი?!რა იყო წეღანდელი შენი მზერა?-არ მეშვებოდა ყიფშიძე და ჩემს მოთმინებასაც ბოლომდე ცდიდა. -რა გინდა,მერაბ? აღარც გიყურო? -და სხვა რა აღარ უნდა გააკეთო?-სიტყვაც უცებვე დაიჭირა.მაინც ვერ ვაჩერებდი ენას.ისე დავაჭირე კბილებს კბილები,რომ მეგონა რამდენიმე იქვე ჩამტყდებოდა. როცა იგრძნო,რომ პასუხის დაბრუნებას აღარ ვაპირებდი,სვლა შეანელა ,მანქანა გადააყენა და გააჩერა. -წავიდეთ რა,მომენატრა ნელიკო,იმდენ რამეს გააკეთებდა,ყველაფერს ის მსუნაგები გადაჭამენ.-ვითომ მეტი სადარდებელი არ მქონდა,ისე შევჩივლე ჩემკენ მთლიანად მოტრიალებულ,გაბრაზებულ ბიჭს. -არ გინდა რა,ანანო.-ნიკაპზე ჩამავლო თავისი ყინულივით ცივი,თეთრი ხელი და ზემოთ ამაწევინა თავი,მზერა რომ გამესწორებინა მისთვის.როგორ ვინატრე ახლა ჯავახა ან ნატა მსხდარიყვნენ უკან,რომ როგორმე ეს საუბარი აეცილებინათ ჩვენთვის. -რა არ მინდა,მერაბ?-ძლივს მოვიკრიბე ძალა,მზერა გავუსწორე და ისე უდარდელად ვკითხე,თითქოს ვერც ვაცნობიერებდი,რის ახსნას ცდილობდა ის. -აი ეს,რასაც აკეთებ,-ხელით წინ ჩამოყრილი კულულები ყურს უკან გადამიწია.-ვაკეთებთ.-დაასრულა წინადადება და ცერით ლოყაზე მომეფერა. -მერაბ…-არც კი დამასულებინა,იმავე ცერა თითით ტუჩებზე შემეხო და მთხოვა გაჩუმება. -არ გამოვა,ანანო. მე და შენ,ჩვენ… -ეს ბოლო სიტყვა რამდენჯერმე გამიმეორდა გონებაში.-ერთად არ გამოვა.-დაასრულა და მომშორდა. გავიყინე,შემცივდა,ერთიანად ავცახცახდი და თავს ვაიძულბდი ყელში მომდგარი ის უზარმაზარი ბურთი გადამეყლაპა,რომელიც მეგონა რომ სადაცაა დამახრჩობდა.ვგრძნობდი როგორ მიბინდდებოდა მზერა,ვცდილობდი თვალები არ დამხვუჭოდა რომ ცრემლებისთვის გზა არ მიმეცა,ცოტა ხნის წინ,მის მიერ მოფერებულ ლოყაზე. -ჩვენ არც არსებობს,მერაბ. აღარ მობოდო მსგავსი რამ.-არ ვიცი როგორ მეყო ძალა,რომ ცრემლების მაგივრად ჩემგან ეგ სიტყვები წამოსულიყო.დავინახე როგორ ეცვალა მასაც ფერი,დაჟინებით დამაცქერდა და უფრო გადმოიწია ჩემკენ. -ჰო?!მაშინ ასე რატო კანკალებ? ასე რატომ დაგეხორკლა მთლიანად ტანი?-ხელი ჩემს შიშველ მკლავს აატარა.-რატომ იკავებ მთელი გზაა სუნთქვას? რატომ არ მიყურებ ახლაც თვალებში? ჰა,ანო?-კისერთან შემიცურა თავისი მომხიბვლელი,გაყინული ხელი და ისევ მაიძულა მისთვის თავის მუქ ყავისფერ თვალებში ჩამეხედა. -მეკო,გთხოვ. -რას აბა? რას მთხოვს ჩემი ანანიკო?-უფრო მომიახლოვდა,მის სუნთქვას უკვე ტუჩებზეც ვგრძნობდი.მთლიანად ამიწვა ყველა ორგანო, მისმა მენთოლის და სუნამოს სასიამოვნო სურნელმა.თვალები მეხუჭებოდა,სიამოვნების ზენიტში მავალს და არ ვიცი ვის,ველოდი ვინმე ღვთისნიერს,რომ ახლა ჩემთვის ეშველა. ზუსტად ამ დროს მანქანის გამაყრუებელი სიგნალიც მისწვდა ჩვენს სმენას და ორივემ ღრმა ამოხვნეშით გავხედეთ უკან მდგარ კორინთელის მანქანას.მე აქ გადავრჩი და მისი მადლობელიც ვიყავი,მეკო კი რაღაც ნირწამხდარს უფრო მიაგავდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.