შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაცემა და ტრიუმფი თავი II


15-03-2024, 01:58
ავტორი Yamal27
ნანახია 761

წლების შემდეგ საქართველოში დაბრუნება იმაზე რთული აღმოჩნდა ვიდრე ეს ნუცას წარმოედგინა. აქ თითქოს ყველაფერი ისე დახვდა,როგორც დატოვა, მაგრამ ახლა თავად იყო სხვა ადამიანი. განცდა, რომ შესაძლოა უდანაშაულო ადამიანის ცხოვრება დაანგრია მოსვენებას არ აძლევდა. თან იმის დაჯერებაც უძნელდებოდა, რომ შესაძლოა გამოძიება ასე შემცდარიყო.

- მაკა თუ შეძლებ დღეს შევხვდეთ. შეტყობინება გააგზავნა ნუცამ. რასაც მალევე დადებითი პასუხი მოჰყვა. გოგონები რამოდენიმე საათში ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა ეს ის არ იყო რასაც ორივე მათგანი მოელოდა, თითქოს პირველად ნახეს ერთმანეთი რაღაც ენით აღუწერელი უხერხულობა იგრძნობოდა.
- მაპატიე, რომ წლების შემდეგ ასე გამოვჩნდი შენს ცხოვრებაში და აგაფორიაქე, მაგრმ შესაძლოა ეს დათას დაეხმაროს.
- სანამ სიმართლე არ დადგინდება არანაირი სურვილი არ მაქვს მისი დახმარების არ მჯერა, რომ გამოძიება ასე შეცდა და თანაც კამათი მოწმეც არსებობს ჩემი აზრით რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი.
- ნუცა შენი მესმის, მაგრამ ვიდეო არსებობს საიდანაც მტკიცდება, რომ რაღაც სწორედ ვერ წარიმართა.
- და რის გაკეთებას მთხოვ? თუ ის არ არის დამნაშავე მაშინ ვინ? ვის ქონდა ლევანის მიმართ ასეთი სიძულვილი, რომ ქუჩაში მოეკლა და მიეტოვებინა? თვა განრისხებულმა ნუცამ. ამ დროს კი ტელეფონი აბზუილდა. ლუკა რეკავდა, თუმცა ნუცამ არ უპასუხა და შეტყობინება გაუგზავნა " თბილისში დავბრუნდი დედა გახდა ცუდად. მაპატიე, რომ არ გაგაფრთხილე ახლა ლაპარაკი არ შემიძლია."
მაკასთან შეხვედრამ ნუცას განწყობა კიდევ უფრო დაამძიმა, მთელი ღამე იმაზე ფიქრში გაატარა თუ რა შეიძლება გაეკეთებინა. თუ მართლა შეცდა? იქნებ დათა სულაც არ იყო დამნაშავე ? გაიფიქრა წამიერად, მაგრამ ფიქრი მალევე მოიშორა თავიდან. დამნაშავე ისჯება თქვა ჩურჩულით. მთელი ღამე ერთი წამითაც არ მოუხუჭავს თვალი ამიტომ გადაწყვიტა, როგორც კი გათენდებოდა ციხეში დათას შეხვედროდა.

პროცედურებს თითქმის მთელი დღე დასჭირდა უამრავი ადამიანის ჩართვა გახდა საჭირო დათასთან შესახვედრად რადგან მათ შორის არანაირი სამოქალაქო თუ სისხლისმიერი კავშირი არ არსებობდა. გოგონამ ბევრჯერ გაიფიქრა აქ რა მინდა ახლავე წავალო, მაგრამ რაღაცამ არ გაუშვა, რამდენჯერაც გასასვლელ კარს მიუახლოვდა იმდენჯერ უკან დაბრუნდა.
- ნუცა ნოზაძე. დაიძახა ლურჯ ტანსაცმელში გამოწყობილმა ქალმა და ნუცას მარჯვნისაკენ უჩვენა გზა რაღაც დერეფანი გაიარეს და ერთ პატარა ოთახს მიადგნენ.
- აქ იქნება პატიმარი? იკითხა აკანკალებული ხმით ნუცამ.
- არა აქ შენი გაჩხრეკვა მომიწევს, რომ რაიმე აკრძალული ნივთიერება არ შეიტანო პატიმართან. გოონმ დუმილით უპასუხა.
- ვინ არის შენი? იკითხა ქალმა.
- არავინ.
- არავინ, რომ არ იყოს აქ ვერ შემოხვიდოდი თანაც პირიპირ უნდა ნახო ასეთი პრივილეგია მხოლოდ ოჯახის წევრებს აქვთ.
- ჩემი ძმა მოკლა. თქვა ნუცამ და ხმამაღლა ატირდა.
- მაპატიე არ ვიცოდი. ლურჯებში გამოწყობილი ქალი გოგონას შემოეხვია. - თუ რამე მოხდა მაშინვე დაიძახე და ყველა შენს გვერდით გაჩნდება უთხრა ქალმა და ნუცა რკინის კარებთან მიაცილა.
კარი ნელა შეაღო ეგონა დათა შიგნით დახვდებოდა გული სწრაფად უცემა არ იცოდა რა გაეკეთებინა როცა ამდენი წლის შემდეგ იმ ადამიანს შეხვდებოდა პირისპირ ვინც მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია. მაგრამ ოთახი ცარიელი დახვდა. ოთახო ოფისს უფრო გავდა. ცისფერი კედლები, ცენტრში მაგიდა, ერთმანეთის პირისპირ მდგარი ორი სკამი და საკმაოდ კომფორტული დივანი, თუმცა ოთახს ფანჯრები არ ჰქონდა მხოლოდ პატარა სარკმელი ისიც გისოსებით. გოგონა სკამზე დაჯდა და ხელები მაგიდაზე დააწყო რომ იქნებ კანკალი ასე მაინც შეეჩერებინა. მოულოდნელად კარები გაიღო და დათა შემოვიდა თან მცველი ახლდა ხელებზე კი ბორკილები ეკეთა. გოგონა შეცბა ცდილობდა არ შეემჩნია, რომ სადაც იყო წაიქცეოდა ხელებს ერთმანეთს მაგრად უჭერდა დათა კი უბრალოდ იდგა და სახეშიც კი არ შეუხედავს ნუცასთვის. გარეგნულად საერთოდ არ იყო შეცვლილი ამდენი წლის შემდეგაც კი.
- ხელბორკილი მოვხსნა? იკითხა მცველმა. ნუცა გაჩუმდა, თითქოს პასუხის შეეშინდა.
- საშიშ არ არის თუ რამე გაუთვალისწინებელი მოხდა მე კართან ვდგავარ. თითქოს ამ კაცმა ნუცას აზრები წაიკითხაო. დათას გაეღიმა, მაგრამ ეს ტკივილიანი ღიმილი იყო და თავი დაბლა დახარა ერთ ადგილს მიაშტერდა სანამ კაცი ბორკილებს ხსნიდა.

პაიმარი პირდაპირ ნუცას წინ დაჯდა მათ შორის ერთი ნაბიჯი იყო დაშორება ერთმანეთის სუნთქვის ხმაც კი ესმოდათ იმდენად ახლოს იყვნენ. ალბათ ახლა ეს ორი ერთად რომ ვინმეს დაენახა ვერასდროს წარმოიდგენდნენ თუ ერთ დროს რამდენად ახლობელი ადამიანები იყვნენ და რა აკავშირებდათ ნ იქნებ კვლავ აკავშირებთ....
- რისთვის მოხვედი? ბოლოს სიჩუმე დათამ დაარღვია.
- რაღაც ვიდეო არსებობს.
- მერე? დათას ტონში აგრესია იგრძნობოდა.
- მინდა იცოდე, რომ რაც არ უნდა მოხდეს არ დავუშვებ აქაურობა დატოვო. ნუცას ამის თქმა დაგეგმილი არ ქონდა, მაგრამ ბრაზმა აჯობა.
ბიჭმა გაიცინა - აქ ამის სათქმელად მოხვედი?
- ის რაც შენთვის სასაცილოდ ჟღერს ჩემთვის მთელი ცხოვრება დაჯდა.
- რა გინდა ნუცა? ჩემი ციხეში ყოფნით ვერ დამშვიდდი და ახლა მეტი გინდა? ეს შენ დამინგრიე ცხოვრება.
- შენ ჩემი ძმა მოკალი.
- მეორედ ეს აღარ გაიმეორო. დაიყვირა დათამ და ხელი მაგიდას დაარტყა რასაც მცველის შემოვარდნა მოჰყვა ოთახში.
- ყველაფერი რიგზეა. თქვა ნუცამ
- შენი არ მჯერა. ყველაფერი შენზე მიუთითებდა იქ იყავი დაგინახეს. ნუცა ზიზღს ვერ მალავდა.
- არ მაინტერესებს რას ფიქრობ მე არაფრისთვის ვაგე პასუხი. არც ჩემთვის იყო ლევანის დაკარგვა ადვილი.
- მეორედ მისი სახელი არ ახსენო შენი ბინძური პირით, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ.
- ჩვენს შორის ბინძური მხოლოდ შენ ხარ. ახლა კი იქ დაბრუნი საიდანაც მოხვედი.
- შენც იქ დაბრუნდი საიდანაც მოხვედი.
- ისე არ გაგიგია, რომ გავასაჩივრე გადაწყვეტილება და მაგ ვიდეოს საშუალებით, რამოდენიმე კვირაში გამოვალ?
- რა სისულელეა.
- მადლობა მაკას, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში გვერდით მედგა და საბოლოოდ რაღაც ხელჩასაჭიდი იპოვა მხოლოდ მას სჯეროდა ჩემი. ნუცას ამაზე გაეცინა -აი, თურმე რაში ყოფილა საქმე მე კი მეგონა გულრწფელად შესტკიოდა გული. მთელი ბავშვობა უყვარდი და ალბათ ვერც ახლა დაგივიწყა. თქვა ნუცამ დამცინავი ტონით.
- მართალი ხარ სულ ვუყვარდი მე კი იდიოტი ვიყავი და სხვებს დავსდევდი, მაგრამ ამის გამოსწორების შანსიც თავად მომცა და არ ვაპირებ ხელიდან გავუშვა.
- ანუ შეყვარებულები ერთად ყოფნისთვის იბრძვიან.
- სამართლიანობისთვის.
- ერთადერთი სამართალი ისაა, რომ შენ აქ უნდა დარჩე შენი დარჩენილი ცხოვრება. თქვა ნუცამ და კარებისკენ წავიდა რა დროსაც დათამ მაჯაში ხელი წაავლო. თავისთან ახლოს მისწია იმდენად ახლოს, რომ ერთმანეთის სუნთქვას გრძნობდნენ.
ნუცა გაჩუმდა, თითქოს ძალა გამოეცალა, რომ წინააღმდეგობა გაეწია დათამ ჯერ თმებზე ჩამოუსვა ხელი შემდეგ მთელს სახეზე მოატარა თავისი გრძელი თითები ნუცას გაქცევა უნდოდა და ამ ყველაფრის შეჩერება, მაგრამ საკუთარი სხეული უარს ეუბნებოდა.
- ისევ ის 18 წლის ნუცა ხარ პირველად, რომ დამნებდა. ჩასჩურჩულა დათამ.
- რატომ მოგვექეცი ასე? თქვა აცრემლიანებულმა ნუცამ. ბიჭს ხმა არ ამოუღია, რამოდენიმე წამი გაჩუმდა და თვალდახუჭულ ნუცას აკვირდებოდა. - ჩემი თავი მეზიზღება, რომ ყველაფრის მიუხედავად ვერ შევძელი შენი შეძულება.
- მე შევძელი დათა. თქვა გოგონამ და ის იყო დათას უნდა გასცლოდა, რომ ბიჭმა თავისკენ მიიზიდა და მთელი ძალით აკოცა, თითქოს ეს ხუთი წელი ერთად აინაზღაურაო თავიდან გოგონა წინააღმდეგობის გაწევას შეეცადა, მაგრამ მალევე გაჩერდა და თავადაც იგივეთი უპასუხა. ორივემ იცოდა, რომ ყველაფრის შემდეგ რაც მოხდა ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ ვერცერთმა შეძლო თავის კონტროლი. ნუცას გონებაში უცებ ლუკას სახე ამოტივტივდა და რაც ძალა ქონდა დათას ხელი კრა.
- მეორედ ასეთი რაღაც აღარ გაბედო. დაიყვირა გოგონამ.
- ისევ ისეთი უსუსური ხარ, როგორც მაშინ ახლაც მზად იყავი იგივე გაგეკეთებინა. ამის თქმა იყო და ნუცამ მთელი ძალით გაარტყა დათას კარები გაიჯახუნა და იქაურობას სირბილით გაეცალა.
სასტუმროს კიბეები სირბილით აირბინა, სასწრაფოდ სააბაზანოში შევარდა ხელებზე რამდენიმე ფენად საპონი დაისხა და სახის ხეხვა დაიწყო დრო და დრო საპონს იმატებდა თან ტიროდა და თან გაურკვეველ რაღაცეებს ელაპარაკებოდა საკუთარ თავს სარკეში, რომ არა ტელეფონის გაუთავებელი რეკვა ალბათ ნუცა დიდიხანი პანიკურ შეტევას თავს ვერ დააღწევდა.
- სად ხარ? ნუცა? იკითხა ტელეფონში ნუცამ.
- ხომ გითხარი სადაც ვარ? რატომ მირეკავ?
- იმიტომ, რომ მატყუებ დედაშენს ველაპარაკე და არც კი იცის საქართველოში თუ დაბრუნდი რას აკეთებ ან რას მალავ? ლუკას ტონში გაბრაზება იკითხებოდა.
- შეიძლება ჩემი ძმა დათა ლილუაშვილს არ მოუკლავს ზუსტად არ ვიცი ჯერ. ტელეფონი რამოდენიმე წამით დადუმდა.
- რაა? რა სისულელეა? გაკვირვებით იკითხა ლუკამ.
- ხო, ლუკა არ ვიცი სავარაუდოდ დთაშ გამოუშვებენ და გამოძიებაც თავიდან დაიწყება.
- შენ არ დათანხმდები ხომ გამოძიების თავიდან დაწყებას ხომ მართალი ვარ?
- რას ნიშნავს არ დავთანხმდები? ვინც არ უნდა იყოს დამნაშავე უნდა დაისაჯოს.
- დამნაშავე უკვე ციხეში ზის და იქიდან არ უნდა გამოვიდეს. თქვა ლუკამ და ტელეფონი გათიშა.



№1 სტუმარი სტუმარი მაიკო

მომწონს ველოდები

 


№2 სტუმარი სტუმარი ნანა

გააგრძელეთ გთხოვთ საინტერესოდ ვითარდება მოვლენები

 


№3 სტუმარი სტუმარი გვანცა

რა კარგი ისტორიაა
საინტეტესოა როგორ გაგრძელდება. გელოდებით

 


№4 სტუმარი სტუმარი მაკო

ხომ ვთქვი ლუკაა ის კაცი ვინც მოკლა ლევანი ან რაღაც იცის და არ ამბობს უფრო მკვლელია

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent