შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენი უღელი (თავი პირველი)


5-04-2024, 00:40
ავტორი Firefly
ნანახია 1 306

იტორია ასე დაიწყო: სამ მეგობარს პატარა ბიზნესი არც ისე დიდი ხნის წამოწყებული ჰქონდა, შეკვეთებს და არც კარგ გამოხმაურებას არ უჩიოდნენ. ნელ-ნელა შეძლეს და ბაზარზე თავიც დაიმკვიდრეს. კერძოდ,  ისინი გეგმავდნენ წვეულებებს , კორპორატიულ საღამოებს,  დაბადების დღეებს და ა.შ
   მათ ეს იდეა დაებადათ პანდემიის პერიოდში, როცა ყველა შინ ჩაიკეტა და უამრავი დრო დაუგროვდათ საფიქრალად.
თინათე პასუხსიმგებელი იყო ღონისძიების გასამრავალფეროვნებელ საკითხებზე, აქტივობებზე და გასართობ შტრიხებზე. დადუნა უზრუნველყოფდა დეკორაციასა და  ესთეთიკურ საკითხებს , ასევე უძღვებოდა კვების და მენიუს შესახებ ყველა დეტალს. ბოლოს კი საბუღალტრო მხარე და ფინანსები ანანოს ეხებოდა. გოგონები დიდ შრომას დებდნენ საქმეში რაც, რა თქმა უნდა უფასდებოდათ და ბაზარზეც ეტაპობრივად მკვიდრდებოდნენ.

    მათ საკმაოდ დიდი ტერიტორია ეჭირათ ქალაქგარეთ, სადაც გაშენებული იყო მათი  რეზიდენცია. მას ერქვა "ლილატ", რაც სიყვარულს,სიხარულს ნიშნავდა.(სვანურად)
მათი მისიაც ხომ სწორედ ეს იყო. ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი თარიღები გაელამაზებინათ და მეტი დატვირთვა მიეცათ.
"ლილატ" თბილისიდან მოშორებით მდებარეობდა, ეს ლოკაცია სპეციალურად შეარჩიეს, დამღლელი და ხმაურიანი ქალაქისგან შორს. მათთან მოსული სტუმრები  გაოცებას ვერ მალავდნენ, ულამაზესი ბაღებისა და მცენარეების დანახვისას. დარბაზთან მისვლამდე გოგონებს ულამაზესი ყვავილების ხეივანი საკუთარი ხელებით ჰქონდათ გაშენებული,  ეზოს შუაგულში ლამაზი შადრევანი ხმაურობდა. გოგონებს მთელი სული და გული ეტყობოდა ყველა კუთხე კუნჭულს. ალბათ ეს იყო მიზეზი რომ ხალხს უყვარდა აქ ყოფნა.


    ***
    ანანო დილიდან ელოდებოდა დადუნას და თინათეს გამოჩენას, ისინი კი როგორც ყოველთვის აგვიანებდნენ.  მოუთმენლად აკაკუნებდა თითებს კლავიატურაზე და მეასედ კითხულობდა ელ. ფოსტაზე მოსულ   შეტყობინებას. კიდევ ერთი მსხვილი დამკვეთი ემატებოდა მათ განრიგს , ვერ ხვდებოდა ეს სასიხარულო იყო თუ არა. ფიქრებში გართულმა გვიან გაანალიზა რომ გარედან გოგოების ხმა ნელ ნელა უახლოვდებოდა.
-ანანო სასწრაფოდ გვჭირდება ახალი მებაღე, ზურა ბიძია დროებით საქმეს გამოეთიშა-ლაპარაკით შემოიჭრა თინათე. გოგონას ლამაზი  შავი თმა კარედ შეეჭრა და წამდაუწუმ ყურზე იწევდა. ლამაზი, დიდი თაფლისფერი თვალები ჰქონდა და  ბლოკნოტში ყურადღებით იცქირებოდა.
-მაგაზე მნიშვნელოვანი საფიქრალი გამოგვიჩნდა, დემურ გვასალიას ქალიშვილი ქორწინდება ორ კვირაში და გადაწყვიტეს ქორწილის წვეულება ჩვენ შეგვკვეთონ, "ლილატ"-ში.
-დემური? დარწმუნებული ხარ?ჩვენ მაქსიმუმ 70 ადამიანის დატევა შეგვიძლია, მეეჭვება მაგათთან თანამშრომლობა შევძლოთ.-ჩაფიქრებული იყო დადუნა.
-დარწმუნებული ვარ დად, დღეს მივიღე შეტყობინება და შუა დღეს მოვლენ მოსალაპარეკბლად. ამ თვეში უკვე გვაქვს სამი ჯავშანი, არ ვიცი რა როგორ უნდა მოვასწროთ...
-ნუ გეშინიათ გოგოებო ,ყველაფერი გამოვა.მართალია არ ვიცი ვინაა ეს კაცი მაგრამ დიდი მნიშვნელობა არც აქვს, ეს ჩვენი საქმეა უბრალოდ შეუძლებელია არ გამოვიდეს.-როგორც ყოველთვის ფორმაში იყო თინათე.
   -მართალი ხარ თინ, უბრალოდ მოგვიწევს ხარჯებს გადავხედოთ, რადგან პერსონალის დამატება მოგვიწევს.
-შეხვრდრის შემდეგ ვისაუბროთ მაგაზე, არამგონია ხარჯებს შეუშინდნენ გვასალიები-თმა თითზე დაიხვია თინომ.
გოგონებმა შუადღემდე წვრილმანებზე დალაპარაკებაც და ყავის დალევაც მოასწრეს , შემდეგ კი სამივე გაემზადა საქმიანი მოლაპარაკებისთვის. თინათე როგორც ყოველთვის აბსოლუტური მზადყოფნით იყო, ყველა საჭირო დეტალი ჩანიშნული ჰქონდა და ყურადღებით ელოდა მათ მოსვლას. ქალბატონი ფანჯარასთან იდგა , წესით წუთი წუთზე უნდა მოსულიყვნენ. გოგონა უცნაურ შეგრძნებას აეტანა ,თითქოს ცქმუტავდა.ეს უჩვეულო მდგომარეობა საიდან მოდიოდა გოგონამ არ იცოდა ,საქმიანი ბევრი შეხვედრა ბევრი ჰქონია თუმცა ღელვა არ სჩვეოდა.
   ლილატის შესასვლელთან შავი ბზინვარე  ასტონ მარტინი
გაჩერდა. თინათემ წარბი ასწია, ეს მანქანა ნამეტანი დიდი ფუფუნების საგანი იყო, რომელსაც მხოლოდ ფოტოდან იცნობდა აქამდე. მანქანიდან  ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი ერთდროულად გადმოვიდნენ. ქალი  ქერა და გამხდარი იყო, საკმაოდ ლამაზი როგორც ატყობდა შორიდან თინათე, ალბათ პატარძალი ესაა გაიფიქრა მან და ავტომატურად დაიძრა გასასვლელისკენ შესაგებებლად .
კარებში ანანო და დადუნა უკვე ესალმებოდნენ ახლად მოსულებს , კეთილგანწყობილები ჩანდნენ ყველა მამაკაცის გარდა. მზის სავათლე არც მოეხსნა, თუმცა მომაბეზრებელი გამომეტყველება ძნელი შესამჩნევი არ იყო.
-აქაურობა იმაზე ლამაზი ყოფილა ვიდრე ველოდი, საოცრებაა!- თვალებს აცეცებდა პატარძალი.
-ძალიან გვიხარია ამის მოსმენა, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება-ზრდილობად დაიღვარა დადუნა და კაბინეტისენ შეუძღვა მათ.
თინათემ  ღრმად ამოისუნთქა და მათ მიყვა.
შემდეგ კი დაიწყო:
  პატარძლის დაუმთავრებელი მოთხოვნები რომელსაც თინათე  შეუჩერებლად ინიშნავდა , ანანო და დადუნა კი ყველაფერს დეტალურად უხსნიდნენ დამკვეთებს, უფრო სწორას დამკვეთს რადგან მამაკაცი არაფერს აქცევდა ყურადღებას,არც ერეოდა რამეში პირიქით ურეაქციოდ იჯდა და ტელეფონს ჩაჰკირკიტებდა.
-ქორწილი სამ კვირაშია  , ვიცი მცირე დროა მანამდე მაგრამ დარწმუნებული ვარ გაართმევთ თავს თანაც ეს ადგილი ნამდვილი სამოთხეა! დარწმუნებული ვარ ჩემს მეუღლესაც ძალიან მოეწონება არა დავით?
-შენს ქმარს ყველაფერი მოეწონება რაც შენ ჩათვლი საჭიროდ, თუნდაც ეს-ხელი უცნაურად აღმართა როგორც წოდებულმა "დავითმა". თინათემ ცალი წარბი ასწია, რაღაც არ მოეწონა ამ კაცის ეს გაზოგადებული დამოკიდებულება. მაგარი უჟმური და უტაქტო ვინმეა გაიფიქრა მან და დახურა ბლოკნოტი.
-სალომე ყველა დეტალი ჩავინიშნეთ, ყველაფერს დეტალურად გავივლით და უახლოეს დღებში შევხვდეთ მონახაზის გასაზიარებლად, მანამდე კი შეგვიძლია ტერიტორია დაგათვალიერებინოთ-ფეხზე წამოდგა თინათე. დავითმა დაკვირვებული მზერა მიმართა მისკენ და ისიც წამოდგა, ალბათ მისთვის მომაბეზრებელი დიალოგის შემდეგ გარეთ გასვლა შვება იყო.

***

გარეთ გასვლა ნამდვილად კარგი იდეა იყო, დადუნამ სალომეს ყველა ლამაზი ადგილი აჩვენა სადაც ფოტოს გადაღება შეიძლწბოდა.საბოლოოდ ვერ შეჯერდნენ , შიდა სივრცეში გადაეხადათ წვეულება თუ გარე სივრცეში რადგან ორივე შთამბეჭდავი იყო.
-შეგვიძლია გარე სივრცე მეტად დავტვირთოთ , მომავალ შეხვედრაზე ესკიზებს მოვიტან შედარებისთვის- საქმიანი იყო დადუნა, ბოლოსდაბოლოს დეკორაცია დიზაინი მისი საქმე იყო.
თინათე შადრევანთან იჯდა და მოლიცლიცე წყალში თითებს ათამაშებდა, უკვე მოგვარებული თემა იყო და არ ღელავდა დეტალებზე. უბრალოდ უცნაურ შეგრძნებას ვერაფერს უხერხებდა, ცოტა აფორიაქებული გახლდათ და ვერ იგებდა ეს ახალი საქმის დაწყების გამო იყო თუ იმის რომ ნახევარი საათი ისეთ სიმპატიურ მამაკაცთან გაატარა რომელზეც ალბათ ოდესღაც ოცნებობდა.
მამაკაცი მანქანზე იყო მიყუდებული, ცოტა მობეზრებული გამომეტყველება ჰქონდა და საათს ამოწმებდა ხშირად.
ჰო, ალბათ ცოტა წარმოუდგენელი რამ იყო, მაგრამ თინათემ წარმოდგენაში უკვე შეაბა ...
უღელში რა თქმა უნდა!



№1 სტუმარი სტუმარი ანუკი

შემდეგი თავი როდის დაიდება??

 


№2 სტუმარი სტუმარი ანი

როდის დადებთ მეორე თავს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent