შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამოთხის მინდვრები 6 თავი


9-04-2024, 19:18
ავტორი cuervo blanko
ნანახია 542

სამოთხის მინდვრები 6

შენობა ცეცხლში იწვოდა, ბოლოში ყვითლად შეფერილი მძიმე ნარინჯისფერი ალი იმდენად ჰგავდა რეალურს, რომ მოგონებებს ცხადლივ მცოცხლებდა და მის სიმხურვალს მაშინდელივით საკუთარ კანზე ვგრძნობდი. ის იდგა ნახატის წინ და თვალმოუშორებლად მიყურებდა. რამდენი წელი იყო გასული ჩვენი ბოლო შეხვედრიდან?! ის კი მაინც იმ პატარა გოგონას ჰგავდა. მოკლე ვარდიფერი კაბით და ლამაზი თმით. იდგა როგორც იმ დღეს. იდგა და დუმდა, ისე როგორც მაშინ. ისევ ისეთი ლამაზი, მაგრამ მაინც რაღაც მნიშვნელოვანი შეცვლილიყო მასში. მისი თვალები თითქოს ჩამქრალიყვნენ. აღარც გამომწვევი მზერა, აღარც მაცდუნებელი ღიმილი. იდგა და ისე მიყურებდა, როგორც არარაობას და ამ მზერაში საკუთარი თავიც სძაგდა ჩემთან ერთად. ინსტიქტურად მივუახლოვდი.
_ გამარჯობა!_ მივესალმე, რაც შემეძლო მშვიდი ხმით.
სულ ოდნავშეასამჩნევად გაეღიმა. უფრო სწორედ ღიმილის ლანდმა გადაურბინა ერთ დროს ჩემთვის ყველაზე სასურველ ტუჩებზე.
_როგორ ხარ?_ ვკითხე და ვიგრძენი, როგორ მტოვებდა თავდაჯერება. არ ვიცი რანაირად ახერებდა, რომ მისი სიახლოვე ახლაც კი მიმღვრევდა სიმშვიდეს. თუმცა ეს ღელვა უწინდელს საერთოდ არ ჰგავდა.
_ გამარჯობა რატი!_სწორედ მაშინ მიპასუხა, როცა იმედი გადამეწურა. მისი ხმა... ჟრუანტელმა დამიარა სხეულში. არა თავს ვიტყუებდი, რომ ძველებურად აღარ მაღელვებდა.
_ ვხედავ წარსული თავს არც შენ განებებს?_ თავის აქნევით მხარს უკან ჩემს ნახატზე მანიშნა.
_ალბათ შენც გესმის, რომ არც ისე ადვილია წარსულის დავიწყება!_ მინდოდა ემოცია არ დამტყობოდა.
_ რა თქმა უნდა! ეჭვიც არ მეპარება!_ ოდნავ შებრუნდა და სურათს ახედა._ ზოგჯერ სიზმარში ახლაც კი ვგრძნობ იმ მხურვალებას!
ვუსმენდი და არ ვიცოდი, მას რისი მოსმენა სურდა ჩემგან. ან საერთოდ აქ რატომ იყო.
_ განცდილი გრძნობების ბრალია, რომ ნახატი ასე ექსპრესიული გამოდის._ ვუპასუხე ლამის ჩურჩულით. მობრუნდა და თვალებში შემომხედა. რაღაცას ეძებდა ჩემი თვალების ფსკერზე, ისე აფათურებდა მზერას, ისე დაეძებდა გამოუხატავ გრძნობებს, როგორც მშიერი დაეძებს მოწყალების ჭიქაში ხურდას და როცა ვერ იპოვნა, რასაც ეძებდა მთელი ირონია ღიმილში ჩააქსოვა.
_ ნაგვის ურნები დახატე რატი! განცდილი გრძნობები იმდენად რეალისტურ ნახატს დაგახატინებს, რომ საკუთარი სულის სომყრალეს საკუთარივე ნახატიდან იგრძნობ! _ ზურგი მაქცია და დარბაზი დატოვა. კიდევ ერთხელ შემძულდა ისიც და ჩემი თავიც.

_ თუთააა!_ სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა ოთახიდან ელიზა._ ბოდიში საყვარელო, დამირეკეს და მართლა სასწრაფოა! ვწუხვარ, მაგრამ როგორც ვხედავ ესენი კვირის ბოლომდე არ ამომასუნთქებენ. რატი გაგიყვანს სადაც ეტყვი! ხომ ასეა ძვირფასო?_ მოვიდა და მოურიდებლად, ისე როგორც სჩვეოდა ხოლმე, ტუჩებში მაკოცა. ტუჩი მოიკვნიტა თუთამ, ალბათ უხერხულობისგან და თვალი აგვარიდა.
_ იმედია საღამოს შევხვდებით ბავშვებო!_მოგვაძახა ელიზამ და სახლის კარი გაიხურა.
მესიჯის ხმაზე მობილური ავიღე. მისთვის არაფერი მითქვამს. მინდოდა პირველს გადმოედგა ნაბიჯი. ცოტა ხნის დუმილის შემდეგ სიჩუმე აუტანელი გახდა. როგორც ველოდი, დიდხანს ვერ გაძლო.
_ რატომ აქ არ ცხოვრობ?_ მკითხა ასე შესავლის გარეშე.
_ასე უფრო კომფორტულია!_ ავიჩეჩე მხრები.
_ მაგრამ ლიზას ენატრები ხოლმე! ეს თვითონ მითხრა._ მე არ მიყურებდა. დაინტერესებული ათვალიერებდა კარადის თაროზე რომელიღაცა პატარა ქანდაკებას.
_ვენატრები?_ გამეღიმა მე.
_ ხო! რატომ გიკვირს?_რატომღაც ხმაში სიბრაზე შეეპარა.
_ მაგას მონატრება არ ჰქვია ჩემო პატარა!_ გაცოფებულმა გამომხედა.
_ პატარა? _"ჩემო" ისე დააიგნორა, ეჭვიც კი შემეპარა მართლა ვთქვი, თუ გავიფიქრე._ და რამდენი წლით ხარ ჩემზე დიდი?
_ მართალი ხარ!_ თავი დავუქნიე ღიმილით. ვერ მიხვდა.
_ რაში ვარ მართალი?
_ ასაკით შენ უფრო შეგფერები ალბათ, ვიდრე მას! მაგრამ არის ერთი მაგრამ.._მძაფრი ინტერესით მიყურებდა._ მე შენნაირი პატარა გოგონები არ მიზიდავენ!
_ვაა!_ ირონიამ გადაურბინა ტუჩებზე. ამ ერთი პატარა მიმიკითაც კი სუნთქვა შემიკრა, საოცრად ჰგავდა მას.
_ ეს მაგის დასტურია ალბათ!_ნელა და გამომწვევად ჩამოიწია მხრიდან მაისური. რძისფერ კანზე ლურჯად ემჩნეოდა კბენის კვალი.
_ ისე, რას იტყვის ნათლიაჩემი ნეტავ, ეს რომ ნახოს?_ თავის ჭკუით მაშანტაჟებდა._ ალბათ გაუხარდება!
_ სინჯე! მეც მაინტერესებს, რას იტყვის!_ თვალი ჩავუკარი და ავდექი._ წამოდი მონატრებული თაყვანისმცემელი გელოდება!
აშკარად დავინახე ჩემმა დაცინვამ როგორ გააბრაზა, თუმცა ამჯერადაც თავის შეკავება მარტივად მოახერხა. ადგა, პაწაწუნა ჩანთას ხელი დაავლო, უკან გამომეკიდა, გამასწრო, მაგრამ ლიფტს არ დალოდებია ჩემთან ერთად. პირდაპირ კიბეები ჩაირბინა.
_ მშიშარა!_ მივაძახე დაცინვით. ბრაზით ამომხედა კიბეების ქვედა ბაქნიდან.

_ აი აქ გააჩერე!_ კარი გააღო და გადავიდა. წამით რაღაცას ფიქრობდა. მერე შეუმჩნევლად გადააქნია თავი, თითქოს საკუთარ თავს რაღაც აუკრძალა და კარი დახურა.
_ მადლობა რატი!_ მითხრა და კაფეში შეაბიჯა. ვიცოდი, რომ მის გონებაში ჩემზე ფიქრი ბევრად მეტი იყო იმაზე, ვიდრე ის ვიღაც გიორგი ახვლედიანი.

მანქანა დავქოქე და სახელოსნოში წავედი. ლამის საღამომდე ვხატავდი. ყველა დეტალი, რასაც ჩემი მეხსიერება ინახავდა ტილოზე გადამქონდა. და ასე თანდათან ხორცს ისხამდა ჩემი ცოდვილი ფანტაზია. რაც უფრო მეტად ემსაგვსებოდა ნახატი თუთას, მით უფრო მეტად მსურდა ის. მის სიახლოვეს ვგრძნობდი. მის სურნელს. მის გემოს და ბოლოს უბრალოდ ტანჯვად მექცა მასზე ფიქრი.
გარეთ უკვე ბნელოდა ლიზამ რომ დამირეკა. შეშფოთებული ხმა ჰქონდა.

_ რატი, გთხოვ წადი და ის სულელი ბავშვი სახლში წამოიყვანე! მაპატიე, რომ სამუშას მოგწყვიტე, ვიცი არ გიყვარს, მაგრამ დამირეკა და აშკარად არ იყო კარგად! მე ქალაქში არ ვარ, ალბათ დღეს ჩემი დაბრუნებაც არ გამოვა! გთხოვ ძვირფასო!_ უცნაურად მესიამოვნა ეს სიტუაცია. ახლა რაც მჭირდებოდა სწორედ თუთას ნახვა იყო.

ელიზას მოწერილ მისამართზე მივედი. როგორც ვვარაუდობდი, ერთ_ერთი ღამის ბარი იყო. იქაურობა მოვათვალიერე. იმ ხალხმრავლობაში თვალიც ვერ მოვკარი თუთას. მობლურზე დავურეკე და დაახლოებით ათი ზარის შემდეგ მიპასუხა.

_ სად ხარ, ვერ გხედავ!_ ვკითხე და თვალით ისევ ძებნა დავუწყე. ფეხარეული გამოეყო ბრბოს. მოკლე ვერცხლისფერი კაბით, აწეწილი გრძელი თმით და აწითლებული ლოყებით მოაბიჯებდა ჩემკენ და ისე მიღიმოდა, თითქოს ჩემი დანახვა ახარებდა. მოვიდა და ჩემ წინ გაჩერდა. კაბა შეისწორა თავის ჭკუით. თმა მოიწესრიგა. თითქოს პატარა ბავშვი იყო და მე კი მისი მასაწლებელი, რომელმაც დანაშაულზე წავასწარი.
_ ბევრი დალიე?_ ვკითხე ღიმილით. თავი დამიქნია.
_ წამოდი, სახლში წაგიყვან!
_ მე რომ ცეკვა მინდოდა!_ სინანულით გახედა მოციმციმე დარბაზს.
_ სახლში იცეკვე!_ მივუახლოვდი და წელზე ხელი მოვხვიე. მოცეკვავე ხალხს თვალი ზანტად მოსწყვიტა და შემომხედა.
_ მეცკვე რატი!_ ხელები კისერზე მომხვია და სხეული მელოდიას ააყოლა.
_ სადაა შენი შეყვარებული?_ გამეცინა ჩემთან სიახლოვის მის აშკარა სურვილზე.
_ ცოტა იყო და გათავდა!_ ხუმრობა სცადა. გულში ჩავიკარი, მისი სხეული ჭკუიდან მშლიდა. ყელიდან თმა გადავუწიე და ტუჩები ცხელ კანზე მივაკარი. ვგრძნობდი, რომ მის გარდა არაფერი მაღელვებდა იმ წამს. მის თვალებშიც აშკარად ვხედავდი სასურველ პასუხს, მაგრამ ისიც კარგად ვიცოდი, რომ ეს უმეტესწილად მისი სიმთვრალის ბრალი იყო. თუმცა ამას დიდი მნიშვნელიბა არ ჰქონია ჩემთვის.
ცოტა ხანს მოლოდინით მიყურებდა, შემდეგ თავი მხარზე დამადო და თვალები დახუჭა.
_ მეძინება რატი!_ მითხრა ჩურჩულით. და მისმა ცხელმა სუნთქვამ სხეულში ჟრუანტელად დამიარა. ვიგრძენი, რომ უბრალიდ მსურდა ის კარგად ყოფილიყო. და ეს სურვილი ჩემს სურვილს სჯაბნიდა. საკუთარ თავზე გამეცინა.
_წავიდეთ სახლში!_ ხელში ავიყვანე პატარა უწონო ბავშვივით და ბარი დავტოვე.

საწოლში რომ ვაწვენდი, მისი დალურჯებული მხარი მომხვდა თვალში. და წლების შემდეგ პირველად ვიგრძენი საკუთარი თავის მიმართ დაუოკებელი ზიზღი. მინდოდა ის ტკივილი კოცნით შემეცვალა. დავიხარე და სილურჯეზე ვაკოცე. მერე კიდევ და კიდევ. ვკოცნდი გახელებით და ხარბად და მაინც არ მყოფნიდა და რაც უფრო მეტად ვგრძნობდი მის სხეულს მით უფრო ძლიერდებოდა ჩემში ჩაბუდებული მხეცი.
_ ის შენია!_ სიამოვნებსგან ხარხარებდა ჩემს შიგნით და აკანკალებული თითებით სწავლობდა მის სხეულს მოღეღილი კაბის ქვეშ.
_ მასაც უნდიხარ, მოეწონება! მიდი!_ მახელებდა ისედაც არეულს. სამხრეები გადავუწიე და მისმა პატარა, ლამაზმა მკერდმა ნებისყოფის უკანასკნელი გრამიც გამომაცალა სხეულიდან. და სწორედ მაშინ, როცა ტუჩებით რძისფერ კანზე შევეხე, ამოიოხრა და გვერდი იცვალა.
ის მე საერთოდ ვერ მგრძნობდა. მისი სხეული ინსტიქტის დონეზეც კი არ რეაგირებდა ჩემს შეხებაზე. გავიყინე. ნელა მოვშორდი. საკუთარი თავი ვაიძულე მისი შიშველი მკედისთვის თვალი ამერიდებინა. არა, მე ეს არ მსურდა. მინდოდა მისი საპასუხო სურვილი მეგრძნო, თუნდაც ერთხელ სიამოვნებისგან დაეკვნესა და საკმარისი იქნებოდა, რომ მასზე უარი არასდროს მეთქვა. მე ის მწყუროდა, მაგრამ არა ასე. თუნდაც ძალადობა ყოფილიყო ჩემი საქციელი, მისგანაც რომ მეგრძნო საპასუხო რაღაც რეაქცია, ალბათ ვერ შევჩერდებოდი. ვაიძულებდი დამნებებოდა. ვაიძულებდი ....
მაგრამ არა ასე! მისი უგონობა და ურეაქციო სხეული საერთოდ არ იყო ჯილდო ჩემთვის, ის მხოლოდ მხეცის პატივმოყვარეობას კვებავდა. ყოველშემთხვევაში,
მაშინ მეგონა ეს იყო მიზეზი, რამაც მასზე უარი საკუთარი ნებით მათქმევინა.
_ ხვდები არა, რომ ასეთი ხელსაყრელი დრო აღარ დაგიდგება?_ მკითხა ქირქილით მხეცმა როცა მისი ოთახის კარი გამოვხურე. საკუთარი თავის მიმართ ზიზღი ტკივილად მივლიდა სხეულში და მისი გაუნელებელი და დაუცხრომელი სურვილი კი ისევ მისკენ მექაჩებოდა. მანქანის გასაღები ავიღე და სახლიც დავტოვე.
_ გაიქეცი რატი, გაიქეცი! ვნახოთ რამდენ ხანს დამემალები!_ ჩამესმოდა დამცინავი ხარხარი და რატომღაც სწორედ იქით მივაქროლებდი მანქანას, სადაც პირველად ვიპოვე საკუთარ თავში ის საზარელი არსება.
ჩემს უკან კი ცეცხლი ეკიდა სამოთხის მინდვრებს და ცეცხლში ბრიალებდა მთელი ჩემი სიმშვიდის ნიღაბს ამოფარებული ბინძური სამყაროც.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent